ევროკავშირის განვითარების პოლიტიკის გენდერული ანალიზი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: რუსეცკი ელენე, დელემენჩუკი ალექსანდრა
თემატური კატალოგი გენდერი
წყარო: რუსეცკი, ელენე დელემენჩუკი, ალექსანდრა
    ევროკავშირის განვითარების პოლიტიკის გენდერული ანალიზი : საქართველოს ანგარიში / [ავტ.: ელენე რუსეცკი, ალექსანდრა დელემენჩუკი ; რედ. თამარ გოგოლაძე] ; აღმოს.-დას. ქალთა ქსელი, გენდ. მონიტორინგის პროექტი - 1-ლი გამოც. - თბ., 2007 : "ქალთა პოლიგრ. სერვისი" - 100გვ. ; 26სმ. - ტექსტი ქართ. და ინგლ. - ბიბლიოგრ.: გვ. 48. - ISBN 978-9941-0-0167-3 : [ფ.ა.][MFN: 132710]
 
UDC:  396 + 342.726-055.2 + 316.346.2](479.22)
396(479.22)/რ-932 - სამოქალაქო განათლების დარბაზი
396(479.22)/რ-932 - საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილება
F 8.366/4 - ხელუხლებელი ფონდი

საავტორო უფლებები: © ქალთა საინფორმაციო ცენტრი
თარიღი: 2007
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საქართველოს ანგარიში I გამოცემა აღმოსავლეთ-დასავლეთის ქალთა ქსელი გენდერული მონიტორინგის პროექტი თბილისი 2007 მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრში რედაქტორი თამარ გოგოლაძე გარეკანის დიზაინი თეონა ღვინჯილია დაკაბადონება პაატა მამფორია დაიბეჭდა „ქალთა პოლიგრაფიულ სერვისში“ მისამართი: წინამძღვრიშვილის ქ. №40 საქართველო, თბილისი, 0102 ტელ./ფაქსი: (995 32) 942 699 ელ-ფოსტა: wps@ginsc.net



1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სხვა ქვეყნებთან ერთად განიცადა მკვეთრი ეკონომიკური უკუსვლა, ხანგრძლივი რეგიონალური კონფლიქტები, რის შედეგადაც ქვეყანაში გაჩნდნენ დიდი რაოდენობით იძულებით გადა ადგილებული პირები, დაიწყო სოციალური დაცვის სისტემების რღვევა და გამანადგურებელი სტიქიური უბედურებები. ამ გარემოებების შედეგად ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა სიღატაკე და სოციალური განვითარების მაჩვენებლები. სიღატაკემ ძლიერი ზემოქმედება მოახდინა ქალებზე და მრავალრიცხოვანი დაბრკოლებები და რთული ამოცანები წარმოშვა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა უფლებების დაცვის გზაზე.

მიზნები 2015 წლისთვის ითვალისწინებს მთლიანი მოსახლეობის 20-25% და 4% მაჩვენებლებს, შესაბამისად. არსებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ სიღარიბის დაძლევის ამჟამად არსებული ტენდენცია არასწორი მიმართულებით ვითარდება და სიღარიბეში მცხოვრებთა პროცენტული წილი იზრდება. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალზე მძიმე პირობებში ცხოვრობს. სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სტანდარტების მიხედვით საქართველოში კვების დონე რისკის ზონაშია. ღარიბთა დაუბალანსებელი კვება მოსახლეობის საერთო ჯანმრთელობის გაუარესების და ადამიანური რესურსების განადგურების საფრთხეს ქმნის. იძულებით გადაადგილებული პირები საზოგადოებისგან იზოლირებული არიან, მათ ნაკლებად მიუწვდებათ ხელი თავისუფალ სამუშაო ადგილებზე, ცხოვრობენ არაადექვატურ პირობებში და არ იღებენ საკმარის სოციალურ დახმარებას.

საქართველოში თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს შენების პროცესი მიმდინარეობს. ეს ხანგრძლივი ძალისხმევა ერთნაირად მოითხოვს მტკიცე მხარდაჭერას როგორც მთავრობის, ასევე ფართო საზოგადოების მხრიდან. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შედეგად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შესაძლებელი გახდა ახალი გარემოს შექმნა ეროვნული ერთიანობისთვის. მთავრობამ იკისრა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქვეყნის ჩამოყალიბება თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ.

იგივე მიზანია გათვალისწინებული სახელმწიფოს 2004-2009 წწ. პროგრამით, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს გაძლიერებასა და გაერთიანებას ეკონომიკური ზრდის, გრძელვადიანი სტაბილურობისა და ევროპასთან ინტეგრაციის გზით.

ახალ ეროვნულ სტრატეგიაში გენდერული მიდგომის გათვალისწინებას დიდი მნიშვნელობა აქვს. საზოგადოების ყველა ფენაში გენდერული თანასწორობის მიღწევასთან დაკავშირებით ყველა ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას. გენდერული და ქალთა პრობლემების მოგვარებისთვის საჭიროა სახელმწიფოს მიერ სპეციალური სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება. ეს გარანტირებული უნდა იყოს სახელმწიფოს დონეზე ეფექტური ინსტიტუციონალური ბაზის არსებობით.

კავკასიური საზოგადოება, თავისი ტრადიციულობიდან გამომდინარე, წარმოადგენს ყველა დონეზე გადაწყვეტილებების მიღებაში ქალთა სოციალური და პოლიტიკური ჩართვის რთულ და ზოგჯერ მტკივნეული პროცესის მაგალითს. ამასობაში, საზოგადოების არსებითი მდგომარეობა მოითხოვს რესურსების მობილიზაციას წინააღმდეგობების გადასალახად და საზოგადოების განვითარების ყველაზე ეფექტური გზის მოსაძებნად.

შესაბამისად, მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად რამდენიმე საკითხი, რომლებიც გენდერულ თანასწორობასა და ეკონომიკურ განვითარებაში მონაწილეობას შეეხება, ჯერ კიდევ არაა სათანადოდ მოგვარებული. მთავრობას ზოგჯერ არ გააჩნია სათანადო რესურსები, ინფორმაცია და კვალიფიკაცია, ქალთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. მეტიც, რეგიონის ქვეყნებს ახალი რთული ამოცანები აქვთ გადასაჭრელი ქალთა უფლებების თვალსაზრისით, მათ შორის ისეთი საკითხები, როგორებიცაა ტრეფიკინგი, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები და მშვიდობიანი ინიციატივები, რომლებიც რეგიონალურ თანამშრომლობას საჭიროებს.

გენდერული თანასწორობა ადამიანურ - გენდერული ადამიანური კაპიტალის თვალსაზრისით

საქართველომ მიაღწია ქალთა პარიტეტს საშუალო განათლების სფეროში (იხ. ცხრილი 1). თუმცა, ადრეული ქორწინება განაპირობებს გოგონების მიერ სკოლის უფრო დაბალ საფეხურზე დამთავრებას. ჯანდაცვის მაჩვენებლები უმჯო ბესდება, თუმცა, წარმოიქმნება ახალი რთული პრობლემები, რომლებიც მოიცავს ისეთი გადამდები დაავადებების სწრაფ გავრცელებას, როგორებიცაა ტუბერკულოზი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი და შიდსი.

ცხრილი 1. ადამიანური კაპიტალის განვითარების მაჩვენებლები: საქართველო

ადამიანური კაპიტალის
განვითარება საქართველოში

განათლების ხელმისაწვდომობა

მაჩვენებელი

საშუალო სკოლაში შესული გოგონებისა და
ბიჭების თანაფარდობა (2002 წ.)

1.01

სასწავლებლებში გოგონებისა და ბიჭების
თანაფარდობის წლიური ზრდის მაჩვენებელი
(1999-2002 წწ.)

0.18

დაწყებითი სკოლის დამთავრებისას სხვაობა
გოგონებსა და ბიჭებს შორის (2003 წ.)

0.0

რეპროდუქციული და ჯანდაცვის
მომსახურების ხელმისაწვდომობა

ჯანდაცვის კვალიფიცირებული პერსონალის
მიერ მიღებული მშობიარობების პროცენტული
წილი (2000 წ.)

96.4

კონტრაცეპტივების გავრცელების
მაჩვენებელი (2000 წ.)

40.5

ახალგაზრდების (15-19 წწ.) მშობიარობის
მაჩვენებელი (2000-05 წწ.)

33.2

წყარო: მსოფლიო ბანკი (2005 .).

2 ნაწილი 1 პოლიტიკური, იურიდიული და სოციალურ-ეკონომიკური პირობები ქალთა პოლიტიკის თვალსაზრისით

▲ზევით დაბრუნება


2.1 1.1. ქალთა უფლებები კანონმდებლობაში

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში ნათქვამია: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლი ითვალისწინებს 12 თვის ვადით შრომა-გასწორებით სამუშაოებს, ან 24 თვით პატიმრობას ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევისთვის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური ჯგუფის, სოციალური კუთვნილების, დაბადების ადგილის ან გარემოებების თუ ქონებრივი მდგომარეობის გამო. ანალოგიური დარღვევები, რომლებიც ჩადენილია თანამდებობის ბოროტად გამოყენებით, ან რომლებსაც მძიმე შედეგები მოჰყვა, ისჯება ჯარიმით, ან სამი წლით თავისუფლების აღკვეთით, ან სამი წლის ან უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ოფიციალური თანამდებობის ან კონკრეტული სამსახურებრივი თანამდებობის დაკავების აკრძალვით.

საქართველოს პარლამენტმა მოახდინა ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციის (CEDAW) რატიფიკაცია 1994 წ. 22 სექტემბერს და მთავრობამ წარმოადგინა მისი განხორციელების შესახებ პირველი ანგარიში 1999 წელს.

ცხრილი 2. სამართლებრივი ბაზა (მოამზადა ელენე რუსეცკიმ)

საკითხი

კანონის დებულებები

კომენტარები

საკონსტიტუციო სამართალი

1.თანასწორობა
კანონის წინაშე

კონსტიტუციის მე-14 მუხლი.
ყველა ადამიანი
თავისუფალია დაბადებით და
თანასწორია კანონის წინაშე,
რასის, კანის ფერის, ენის,
სქესის, რელიგიის,
პოლიტიკური თუ სხვა
შეხედულებების, ეროვნული,
ეთნიკური და სოციალური
კუთვნილების, ქონებრივი თუ
წოდებრივი მდგომარეობის,
საცხოვრებელი ადგილის
მიუხედავად.

სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლი ითვალისწინებს
12 თვის ვადით შრომა გასწორებით სამუშაოებს ან
24 თვის პატიმრობას ადამიანის უფლებების
მნიშვნელოვანი დარღვევისთვის, სქესის, რელიგიის,
პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების,
ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური ჯგუფის,
სოციალური კუთვნილების,
დაბადების ადგილის ან გარემოებების თუ ქონებრივი
მდგომარეობის გამო. ანალოგიური
დარღვევები, რომლებიც
ჩადენილია თანამდებობის
ბოროტად გამოყენებით, ან
რომლებსაც მძიმე შედეგები მოჰყვა,
ისჯება ჯარიმით, ან სამი წლით
თავისუფლების აღკვეთით, ან სამი
წლის ან უფრო ხანგრძლივი
პერიოდის განმავლობაში
ოფიციალური თანამდებობის ან
კონკრეტული სამსახურებრივი
თანამდებობის დაკავების
აკრძალვით.

თუმცა, არ არსებობს პეციალური
კანონები, რომლებიც კრძალავს
ქალთა დისკრიმინაციას
გენდერული ან ოჯახური
მდგომარეობის საფუძველზე.
საქართველოს პარლამენტმა
მოახდინა ქალთა დისკრიმინაციის
ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ
გაეროს კონვენციის (CEDAW)
რატიფიკაცია 1994 წ. 22 სექტემბერს
და მთავრობამ წარმოადგინა მისი
განხორციელების შესახებ პირველი
ანგარიში 1999 წელს.

მართალია სისხლის სამართლის
კოდექსით ისჯება დისკრიმინაცია,
საზოგადოდ, უნდა აღინიშნოს, რომ
მასში არ არის კონკრეტული
დებულებები გენდერულ
საფუძველზე დისკრიმინაციის
დარღვევების შესახებ.

საზოგადოდ საქართველოს
კანონმდებლობა საკმაოდ
ფორმალურია უფლებათა
თანასწორობასთან მიმართებაში.
ხშირად ეს კანონები ხორციელდება
ნაწილობრივ. ძირითადი
დაბრკოლებაა ტრადიციული
მიდგომა ქალების მიმართ.
ხელისუფლება ცდილობს ქალთა
პრობლემები დედობის პრობლემით
შემოფარგლოს მაგალითად, ქალთა
საერთაშორისო დღე დედის დღით
შეიცვალა) არსებობს ქალთა
დისკრიმინაციის პრობლემის
იგნორირების და ქალთა
პრობლემების უარყოფის ძლიერი
ტენდენცია საქართველოში.
მთავრობის მიერ გენდერული
პრობლემების გაგება ტრადიციულ
ჩარჩოებში მოქცეული რჩება.
სახელმწიფოს მხრიდან
გენდერულად მგრძნობიარე
პროგრამების მიღების ინიციატივა
ძალზე მცირეა.

როგორც ზემოთ აღინიშნა, არ
არსებობს კანონები და
პოლიტიკური დოკუმენტები,
რომლებიც ქალთა დისკრიმინაციას
შეეხება, ან რომლებიც
არეგულირებს მუშაობას
ოფიციალურ თუ კერძო
ორგანიზაციებში ან
საზოგადოებრივ თუ ოჯახურ
სფეროებში.

არ არსებობს ქალების წინააღმდეგ
გენდერული ხასიათის ძალადობის
განსაზღვრა. სასამართლოში ძალზე
ცოტაა ქალთა დისკრიმინაციასთან
დაკავშირებული სარჩელები.
საქართველოში არაა
განვითარებული საშუალებები,
რომელთა დახმარებითაც ქალები
შეძლებდნენ დაეცვათ საკუთარი
უფლებები. ბოლო წლებში
კონვენციის განხორციელებისა და
ქალთა უფლებების დაცვის
ხელშეწყობის სტატისტიკა და
მონიტორინგი საქართველოში
სუსტად ხორციელდება. ამის ერთ-
ერთი მიზეზია სახელმწიფო
სტრუქტურებში (სტატისტიკის
სახელმწიფო დეპარტამენტში)
ისეთი სპეციალური ჯგუფის არ
არსებობა, რომელიც შეაგროვებს
მონაცემებს ქალების შესახებ.

2.განათლების
უფლება

მუხლი 35.

საქართველოს კონსტიტუცია

1. ყველას აქვს განათლების
მიღებისა და მისი ფორმის
არჩევის უფლება.

2. სახელმწიფო ზრუნველყოფს
საგანმანათლებლო
პროგრამების შესაბამისობას
საერთაშორისო წესებთან და
სტანდარტებთან.

3. სკოლამდელ აღზრდას
უზრუნველყოფს
სახელმწიფო. დაწყებითი და
საბაზო განათლება
სავალდებულოა. მოქალაქეებს
უფლება აქვთ კანონით
დადგენილი წესით და
განსაზღვრულ ფარგლებში
სახელმწიფო
სასწავლებლებში უფასოდ
მიიღონ საშუალო,
პროფესიული და უმაღლესი
განათლება (23.07.2003,
N2597).

4. სახელმწიფო მხარს უჭერს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებს კანონით
დადგენილი წესით.
მაგალითად, აღმოსავლეთ
საქართველოს ზოგიერთ
რაიონებში, სადაც
მუსულმანები ცხოვრობენ,
მშობლებს გამოჰყავთ
გოგონები სკოლიდან,

არ არსებობს კანონის დებულებები,
რომლებიც განაპირობებს ქალების
დისკრიმინაციას განათლების
ხლმისაწვდომობის
თვალსაზრისით.

საქართველოში საშუალო
განათლების სისტემა შედგება სამი
დონისგან: დაწყებითი დონე
(1-4 კლა სები), საშუალო დონე
(5-9 კლასები) და ზედა დონე
(10-12 კლასები). პირველ
ორ დონეზე განათლება
უფასოა, ხოლო მესამე
დონეზე გადასახადი საშუალოდ
10-15 ლარს შეადგენს,
სკოლის სასწავლო პროგრამის
მიხედვით. არაა შენიშნული
განსხვავებები იმ ბიჭებისა და
გოგონების რაოდენობაში,
რომლებიც სკოლიდან გამოდიან,
თუმცა, ამასთან დაკავშირებული
სტატისტიკა არ არსებობს.

უმაღლეს სასწავლებლებში
განათლება უფასოა. სოფლის
მოსახლეობისთვის განათლების
მესამე დონე ფასიანია, მაგრამ
მშობლების განაცხადის
საფუძველზე გადასახადი შეიძლება
შემცირდეს ან გაუქმდეს.

ერთი შეხედვით განათლების
შესაძლებლობები ერთნაირია
გოგონებისა და ბიჭებისთვის. ამავე
დროს, ჯერ არ ჩატარებულა
სახელმძღვანელოებისა და
სასწავლო პროგრამების
გენდერული ანალიზი და არ
შეიძლება ითქვას, რომ სასკოლო
განათლება მთლიანად
თავისუფალია გენდერული
სტერეოტიპებისგან. განათლებაში
უთანასწორობა განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია სოფლად და ანკლა
ვებში. რადგანაც მათი აზრით
გოგონები სახლში უნდა იყვნენ და
მოემზადონ ოჯა ხური
ცხოვრებისთვის. ამიტომ, სოფლად,
თითქმის ყოველთვის, სკოლას
ამთავრებენ მხოლოდ ბიჭები,
ხოლო გოგონები მხოლოდ 6-7
წელიწადს სწავლობენ. რაც შეეხება
საუნივერსიტეტო განათლებას, 2005
წლის მონაცემებით, სტუდენტებს
შორის გოგონების რაოდენობა
ოდნავ აღემატება ბიჭების რაოდენობას (51.2% და 48.8%,
შესაბამისად). 2004 წელს კურს
დამთავრებული ქალები
შეადგენდნენ 65%-ს, ხოლო
მამაკაცები - 35%-ს. მოსახლეობის
99% წერა-კითხვის მცოდნეა. მათგან
წერაკითხვის ცოდნა მამაკაცებს
შორის შეადგენს 100%-ს, ხოლო
ქალებს შორის - 98%-ს.

განათლების მაჩვენებლები
ერთნაირია ქალებისა და
მამაკაცებისთვის. თუმცა, როგორც
აღმოჩნდა, ბოლო დროს გაიზარდა
საოჯახო ხარჯები ბიჭების
განათლებაზე. ეს ტენდენცია
განსაკუთრებით აშკარაა
მაღალმთიან ადგილებში,
არაქართულ მოსახლეობასა და დიდ
ოჯახებში.

3.ჯანმრთელობის
დაცვის უფლება

მუხლი 37.

საქართველოს კონსტიტუცია

1. ყველას აქვს უფლება
ისარგებლოს ჯანმრთელობის
დაზღვევით, როგორც
ხელმისაწვდომი სამედიცინო
დახმარების საშუალებით.
კანონით დადგენილი წესით
განსაზღვრულ პირობებში
უზრუნველყოფილია უფასო
სამედიცინო დახმარება.

2. სახელმწიფო აკონტროლებს
ჯანმრთელობის დაცვის
ყველა და წესებულებას,
სამკურნალო საშუალებათა
წარმოებას და ამ
საშუალებებით ვაჭრობას.

საქართველოს 1997 წ. 10
დეკემბრის კანონი ჯანდაცვის
ესახებ

4. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
სახელმწიფო პოლიტიკის
პრინციპებია:

1. მოსახლეობისთვის სამედიცინო
დახმარების საყოველთაო და
თანაბარი ხელმისაწვდომობა
სახელმწიფოს მიერ ნაკისრი
სამედიცინო პროგრამებით
გათვალისწინებული
ვალდებულებების ფარგლებში;

2. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის
ხელშეუვალობა, პაციენტის
პატივის, ღირსების და მისი
ავტონომიის აღიარება.

5. საქართველოს მოქალაქეებს
უფლება აქვთ ისარგებლონ
დადგენილი წესითდამტკიცებული
ჯანმრთელობის დაცვის
სახელმწიფო პროგრამებით
გათვალისწინებული სამედიცინო
დახმარებით. აღნიშნული
განხორციელდება სათანადო
სამედიცინო საქმიანობის
სამართალსუბიექტის მიერ,
განურჩევლად საკუთრებისა და
ორგანიზაციულ-სამართლებრივი
ფორმისა.

6. (1) არ დაიშვება პაციენტის
დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის,
ენის, სქესის, აღმსარებლობის,
პოლიტიკური და სხვა
შეხედულებების, ეროვნული,
ეთნიკური და სოციალური
კუთვნილების, წარმოშობის,
ქონებრივი და წოდებრივი
მდგომარეობის, საცხოვრებელი
ადგილის, დაავადების,
სექსუალური ორი ენტაციის ან
პირადული უარყოფითი განწყობის
გამო.

7. საქართველოს ყველა მოქალაქეს
უფლება აქვს მისთვის გასაგები
ფორმით მიიღოს ამომწურავი და
ობიექტური ინფორმაცია, აგრეთვე
მოიძიოს მეორე აზრი საკუთარი
ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ. გამონაკლისი დაიშვება
მხოლოდ 41-ე მუხლში აღნიშნულ
შემთხვევებში.

საქართველოში ჯანდაცვის
მომსახურების ხელმისაწვდომობა
საზოგადოდ ერთნაირია ქალებისა
და მამაკაცებისთვის.
სტატისტიკურად
დაფიქისრებულია,
რომ ქალები 5-6 წლით მეტს
ცოცხლობენ ვიდრე მამაკაცები.
ბოლო წლებში ეკონომიკური
სირთულეების გამო ჯანდაცვის
დაწესებულებები ნაკლებად
ხელმისაწვდომია ფართო
მოსახლეობისათვის და ბავშვთა
სიკვდილიანობის მაჩვენებლები
მკვეთრად გაიზარდა.

4. მუშაობის
უფლება

მუხლი 30.

საქართველოს კონსტიტუცია

1. შრომა თავისუფალია.

2. სახელმწიფო ვალდებულია
ხელი შეუწყოს თავისუფალი
მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.
აკრძალულია მონოპოლიური
საქმიანობა, გარდა კანონით
დაშვებული შემთხვევებისა.
მომხმარებელთა უფლებები
დაცულია კანონით.

3. შრომითი ურთიერთობის
მომწესრიგებელ
საერთაშორისო შეთანხმებათა
საფუძველზე სახელმწიფო
იცავს საქართველოს
მოქალაქეთა შრომით
უფლებებს საზღვარგარეთ.

4. შრომითი უფლებების
დაცვა, შრომის სამართლიანი
ანაზღაურება და უსაფრთხო,
ჯანსაღი პირობები,
არასრულწლოვანისა და
ქალის შრომის პირობები
განისაზღვრება კანონით.

მუხლი 32.

სახელმწიფო ხელს უწყობს
უმუშევრად დარჩენილ
საქართველოს მოქალაქეს
დასაქმებაში. საარსებო
მინიმუმით უზრუნველყოფის
პირობები და უმუშევრის
სტატუსი განისაზღვრება
კანონით.

ქალთა დასაქმებისა და
სოციალური დაცვის პრობლემები
საქართველოში ძალზე მწვავეა.
ბოლო ათი წლის მანძილზე ქალთა
დასაქმების პროცენტული წილი
გაიზარდა, თუმცა, ამავე დროს,
დასაქმების ად გილები მკვეთრად
შემცირდა. შრომისუნარიანი
ქალების დასაქმების მაჩვენებელი
80%-ზე მეტი იყო. ქალთა
დასაქმების სფეროს შეკვეცის
შემდეგ მომუშავე ქალთა
რაოდენობა დაახლოებით 40%- მდე
შემცირდა. ამავე დროს, ეკონომიკის
არაფორმალურ სექტორში მომუშავე
„საიდუმლოდ“ და არასრულად
დასაქმებულ ქალთა რიცხვი
გაიზარდა. ბევრ შემთხვევაში ქალ
თანამშრომლებს იღებენ
არალეგალურად. ამის შედეგად,
მომუშავეებს აღარ იცავს არაინაირი
კანონი.

ქალების მიერ სახლში
შესრულებული სამუშაო არ
ითვლება შრომითი ძალების მიერ
შესრულებულ სამუშაოდ და ამას არ
ითვალისწინებს არც სტატისტიკა
და არც საერთოდ საზოგადოება.
ქალები სამჯერ მეტ სამუშაოს
ასეულებენ ოჯახში, ვიდრე
მამაკაცები.

საქართველოს კონსტიტუციის
მიხედვით ყოველ მოქალაქეს აქვს
უფლება დაიკავოს ნებისმიერი
ოფიციალური თანამდებობა, თუ ის
აკმაყოფილებს მიღებულ
მოთხოვნებს. რეალურად კი
არსებობს კულტურული
დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის ქალებს და იკავონ მაღალი
თანამდებობები. ძალზე ბევრია
დისკრიმინაციული განცხადებები.
მთავრობას არ გააჩნია
მაკორექტირებელი მიდგომა ამ
პრობლემის მიმართ.

5.არჩევნებში
მონაწილეობის
უფლება

მუხლი 28.

საქართველოს კონსტიტუცია

1. საქართველოს ყოველ
მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან
აქვს რეფერენდუმში,
სახელმწიფო და
თვითმმართველობის
ორგანოების არ ჩევნებში
მონაწილეობის უფლება
უზრუნველყოფილია
ამომრჩეველთა ნების
თავისუფალი გამოვლინება.

2. არჩევნებსა და
რეფერენდუმში
მონაწილეობის უფლება არა
აქვს მოქალაქეს, რომელიც
სასამართლომ ქმედუუნაროდ
ცნო ან სასამართლოს
განაჩენით იმყოფება
სასჯელის აღსრულების
დაწესებულებაში.

საქართველოს საარჩევნო
კოდექსი მუხლი 4.
არჩევნების ძირითადი
პრინციპები

საქართველოში არჩევნები
ტარდება საყოველთაო,
თანასწორი და პირდაპირი
საარჩევნო უფლებების
საფუძველზე, ფარული
კენჭისყრით.

მუხლი 5. საყოველთაო
საარჩევნო უფლება

1. საქართველოში არჩევნები
საყოველთაოა

ა. საქართველოს ნებისმიერ
მოქალაქეს, რომელმაც
არჩევნების დღეს მიაღწია 18
წლის ასაკს და რომელიც
აკმაყოფილებს კანონით
გათვალისწინებულ
მოთხოვნებს, გარდა იმ
პირებისა, რომლებიც,
საქართველოს
კონსტიტუციით, და/ან ამ
კანონის შესაბამისად
(მუხლები 10, 56, 110)
აეკრძალათ არჩევნებში
მონაწილეობა;

ბ. საქართველოს ნებისმიერ
მოქალაქეს, რომელიც
აკმაყოფილებს კანონის
მოთხოვნებს, აქვს პასიური
საარჩევნო უფლება, გარდა იმ
პირებისა, რომლებსაც,
საქართველოს
კონსტიტუციით, და/ან ამ
კანონის შესაბამისად
(მუხლები 73, 76, 78, 80, 92, 94,
98, 110) აეკრძალათ
არჩევნებში მონაწილეობა.

1.1. საარჩევნო უფლება არა
აქვს საქართველოს
მოქალაქეს, რომელიც
სასამართლომ ქმედუუნაროდ
ცნო ან სასამართლოს
განაჩენით იმყოფება
სასჯელის აღსრულების
დაწესებულებაში.

მუხლი 6. თანასწორი
საარჩევნო უფლება

1. არჩევნებში ამომრჩევლები
თანასწორ საფუძველზე
მონაწილეობენ.

2. ერთი და იმავე საარჩევნო
ოლქის ყოველ ამომრჩეველს
ხმათა თანაბარი რაოდენობა
აქვს.

საქართველოს კანონმდებლობა
თანაბარ საარჩევნო უფლებებს
აძლევს ქალებსა და მამაკაცებს.
ქალი ამომრჩევლები ერთნაირად
აქტიურნი არიან როგორც სოფლად,
ასევე ქალაქებშიც, და მათ არ
ხვდებათ დაბრკოლებები მათი
საარჩევნო უფლებების
განხორციელებისას.

6. არჩევითი
თანამდებობის
დაკავებისთვის
შესაბამისობა

მუხლი 29.

საქართველოს კონსტიტუცია

1. საქართველოს ყოველ
მოქალაქეს უფლება აქვს
დაიკავოს ნებისმიერი
სახელმწიფო თანამდებობა,
თუ იგი აკმაყოფილებს
კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს.

2. სახელმწიფო სამსახურის
პირობები განისაზღვრება
კანონით.

იხ. პუნქტი
ქალთა მონაწილეობა

საქართველოს საარჩევნო
კოდექსი

მუხლი 80. პასიური
საარჩევნო უფლება

1. საქართველოს
პრეზიდენტად შეიძლება
აირჩეს საარჩევნო უფლების
მქონე დაბადებით
საქართველოს მოქალაქე 35
წლის ასაკიდან, რომელსაც
საქართველოში უცხოვრია 15
წელი მაინც და არჩევნების
დანიშვნის დღეს ცხოვრობს
საქართველოში.

2. საქართველოს
პრეზიდენტობის კანდიდატი
არ შეიძლება იყოს ის
მოქალაქე, რომელსაც
უკანასკნელი 2 წლის
განმავლობაში არ უცხოვრია
საქართველოში და არც ერთ
ქვეყანაში არ დგას
საქართველოს საკონსულო
აღრიცხვაზე

მუხლი 92.

პასიური საარჩევნო უფლება

1.საქართველოს პარლამენტის
წევრად შეიძლება აირჩიეს
საარჩევნო უფლების მქონე
საქართველოს მოქალაქე 25
წლის ასაკიდან, რომელსაც
საქართველოში მუდმივად
უცხოვრია არანაკლებ 10
წელი, იცის ქართული ენა.

2.საქართველოს პარლამენტის
წევრად არ შეიძლება აირჩეს
მო ქალაქე, რომელსაც
უკანასკნელი 2 წლის
განმავლობაში არ უცხოვრია
საქართველოში და არც ერთ
ქვეყანაში არ დგას
საქართველოს საკონსულო
აღრიცხვაზე.

3.საქართველოს პარლამენტის
წევრად არ შეიძლება აირჩეს
მო ქალაქე, რომელიც არის
ნარკოტიკების
გამავრცელებელი ან მომხმარე
ბელი. თუ ასეთი პირი
გამოცხადდება არჩეულად,

შესაბამისი საარჩევნო
კომისიის მიერ, საქართველოს
პარლამენტს არა აქვს უფლება
და ამტკიცოს მისი
უფლებამოსილება.

7. საკუთრების
უფლებები

მუხლი 1158.

მეუღლეების საერთო
საკუთრება

1. მეუღლეების მიერ
ქორწინების პერიოდში
შეძენილი საკუთრება
წარმოადგენს საკუთრებას,
რომელსაც ისინი
ერთობლივად ფლობენ
(საერთო საკუთრება), თუ
მეუღლეებს შორის საქორწინო
ხელშეკრულება რაიმე სხვას
არ ითვალისწინებს.

2. საერთო საკუთრების
რეჟიმი შეიძლება
ანალოგიურად წარმოიქმნას,
თუ ერთ-ერთი მეუღლე
უვლის სახლს, ბავშვებს, ან
თუ მას, რაიმე სხვა საპატიო
მიზეზის გამო არ გააჩნია
დამოუკიდებელი
შემოსავლის წყარო

მუხლი 1159.

საერთო საკუთრების განკარგვა ურთიერთშეთანხმებით საერთო საკუთრებაზე მეუღლეებს თანასწორი უფლებები უნდა ჰქონდეთ. ამ საკუთრების ფლობა, გამოყენება და განკარგვა უნდა განხორციელდეს მეუღლეთა ურთიერთ შეთანხმებით.

მუხლი 1160.

საერთო საკუთრების
გასხვისება
ურთიერთშეთანხმებით

მეუღლეების საერთო
საკუთრების გასხვისება უნდა
მოხდეს მეუღლეების
ურთიერთშეთანხმებით,
მიუხედავად იმისა, თუ
რომელი მეუღლე გაასხვისებს
ამ საკუთრებას. ერთ-ერთი
მეუღლის მიერ საკუთრების
გასხვისებისთვის დადებული
გარიგებაშეიძლება გაუქმდეს
მეორე მეუღლის მოთხოვნით
მხოლოდ იმ შემ თხვევაში,
თუ დადგინდება, რომ
მეუღლეს, რომელმაც
გაასხვისა საკუთრება, არ
ჰქონდა ამის უფლება და თუ
დამტკიცდება, რომ მან
იცოდა, ან უნდა სცოდნონა,
რომ მას არ გააჩნდა ასეთი
უფლება.

მუხლი 1161.

მეუღლეთა განცალკევებული
საკუთრება

შემდეგი შეადგენს
თითოეული მეუღლის
განცალკევებულ საკუთრებას:

ა. საკუთრება, რომელსაც ეს
მეუღლე ფლობდა
ქორწინებამდე;

ბ. საკუთრება, რომელიც
მიღებულია ქორწინების
დროს, მემკვიდრეობის ან
საჩუქრის სახით.

ქალებს შეუძლიათ ფლობდნენ
მიწას, ბინებს, შენობებს, მანქანებს
და სხვა საკუთრებას, და
საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად, ქალები და მამაკაცები
თანასწორნი არიან კანონის წინაშე
საკუთრების უფლებების
თვალსაზრისით. სამოქალაქო
კოდექსის შესაბამისად, ქალებს
მამაკაცებთან თანასწორი
უფლებები აქვთ დადონ
ხელშეკრულებები საკუთარი
სახელით, განკარგონ და მართონ
საკუთრება. ეს უფლებები
უზრუნველყოფილია
კონსტიტუციის 21-ე მუხლით,
რომლის მიხედვითაც საკუთრებისა
და მემკვიდრეობის უფლება ყველა
ადა მიანისთვის თანაბრადაა
გარანტირებული.

მეუღლეებს შეუძლიათ დადონ
საქორწინო ხელშეკრულება,
რომელიც განსაზღვრავს მათ
ქონებრივ უფლებებს და
პასუხისმგებლობებს ქორწინების
დროს და განქორწინების შემდეგ
თუმცა, საქორწინო ხელშეკრულება
არ შეცვლის მეუღლეების
მოვალეობას მხარდაჭერა გაუწიონ
ერთმანეთს, გადაუხადონ
ალიმენტები განქორწინების
შემთხვევაში, მათ უფლებას
მიმართონ სასამართლოს
უთანხმოების შემთხვევაში,
მეუღლეებს შეუძლიათ შეცვალონ
საერთო საკუთრების

მარეგულირებელი წესები.

მეუღლეებს ასევე შეუძლიათ
ჰქონდეთ საკუთარი ქონებრივი
უფლებები, ე.ი. საკუთრება,
რომელსაც თითოეული მეუღლე
ფლობდა ქორწინებამდე,
მემკვიდრეობით მიღებული ან
ნაჩუქარი ქონება ქორწინების დროს
(გარდა საგვარეულო
ძვირფასეულობისა). არ არსებობს
სპეციალური კანონმდებლობა და
უქორწინებელი წყვილების შესახებ
და სამოქალაქო კოდექსი არ
ითვალისწინებს ასეთი წყვილების
საკუთრების შესახებ დებულებებს -
ისინი განიხილებიან, როგორც
დამოუკიდებელი პირები. თუ
დაუქორწინებელი წყვილი დროის მნიშვნელოვანი პერიოდის (ე.ი.
რამდენიმე წლის) განმავლობაში
ერთად ცხოვრობს, როგორც ოჯახი,
მაშინ საზოგადოება აღიქვამს ამ
წყვილს როგორც ოჯახს, იმის
მიუხედავად, რომ მათი ქორწინება
რეგისტრირებული არაა. მართალია
საზოგადოებას არა აქვს ნეგატიური
დამოკიდებულება
დაუქორწინებელი წყვილების
მიმართ, მაგრამ ამგვარი
დამოკიდებულება ფართოდ არაა
გავრცელებული.

ბავშვებს, რომლებიც ქორწინების
გარეშე არიან დაბადებული,
ისეთივე უფლებები აქვთ, როგორიც
ქორწინებაში დაბადებულ ბავშვებს.
ტრადიციულად, ქართული

საზოგადოება არ იღებდა
მარტოხელა დედებს და
გამოხატავდა მათ მიმარ ნეგატიურ
დამოკიდებულებას. მართალია
ამჟამად მათ მიმართ
დამოკიდებულება უფრო
ლიბერალურია, მაგრამ
დაუქორწინებელ დედებს ხშირად
ისევ აქვთ პრობლემები საკუთარ
ოჯახის წევრებთან. სამოქალაქო
კოდექსში არის მუხლები,
რომლებიც იცავს მარტოხელა
დედების უფლებებს და
უზრუნველყოფს დახმარებას მათი
მატერიალური მხარდაჭერისთვის.
მაგალითად, 36(2) მუხლი
ითვალისწინებს, რომ არ შეიძლება
მარტოხელა დედებისა და სამ
წლამდე ასაკის ბავშვების დედების
სამსახურიდან გათავისუფლება
შემცირების დროს.

მარტოხელა დედებს იგივე
უფლებები აქვთ, რაც
დაქორწინებულ დედებს.

მონაწილეობა ეკონომიკაში

1. მეწარმეობა

არ არის სპეციალური
დებულებები

კანონში მეწარმეობის შესახებ
არ არის კონკრეტული
დებულებები რომლებიც
შეეხება მეწარმეთა სქესს,
მიუხედავად ამისა,
საქართველოს
კონსტიტუციის ზოგადი
დებულებების საფუძველზე,
რომელთა მიხედვითაც
ყველა პიროვნებას აქვს
უფლებები და
შესაძლებლობები, სქესის
განურჩევლად, უნდა ითქვას,
რომ საქართველოს ყველა
მოქალაქეს აქვს სამეწარმეო
საქმიანობის უფლება, თუ ის
აკმაყოფილებს კანონის
შესაბამის მოთხოვნებს.

მსხვილი საწარმოების
მფლობელებს შორის არ იყვნენ
ქალები. რაც შეეხება მცირე
ბიზნესს, 341 სასოფლო-სამეურნეო
და სასურსათო პროდუქციის
გადასამუშავებელ საწარმოს შორის
57 ქალებს ეკუთვნის, ასევე 3897-
დან 1254 კომერციული საწარმო,
164-დან 2 ნავთობის მრეწველობის
საწარმო, 396-დან 85 ჯანდაცვის
დაწესებულება და 396-დან 41
სოციალური სფეროს
დაწესებულება ეკუთვნის ქალებს.
ამგვარად, უნდა განხორციელდეს
ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს
ქალთა სამეწარმეო საქმიანობას.
მნიშვნელოვანია, რომ იმ
ორგანიზაციებში, რომლებსაც
შეეხებათ ეკონომიკური პოლიტიკა,
ძალზე მცირეა ქალების წილი
უმაღლეს თანამდებობებზე, რაც
ზღუდავს მათ შესაძლებლობას
განახორციელონ ეს პოლიტიკა.

ქალები ჩართული არიან საბანკო
სექტორში, სადაც ისინი 48%-ს
შეადგენენ. ქალის საშუალო
ხელფასი ამ სექტორში 80.80 ლარს
შეადგენს, რაც საშუალო
ინდიკატორის 92%-ია (წყარო:
სტატისტიკის სახელმწიფო
დეპარტამენტი).

საკითხი

კანონის დებულებები

კომენტარები

მცირე ბიზნესში (მაგ. მაღაზიები,
კაფეები, რესტორნები და
სასტუმროები) ქალები და
მამაკაცები ერთნაირად არიან
წარმოდგენილი, თუმცა, მსხვილ
ბიზნესში ქალების რაოდენობა
გაცილებით ნაკლებია. ქალებს
შეიძლება ჰქონდეთ ბიზნეს
პროექტები, მაგრამ მათ არ
შეუძლიათ მსხვილი ბიზნესის
დაწყება, რადგან მათ არ გააჩნიათ
სათანადო მხრდაჭერა.
ოფიციალურად რეგისტრირებულ
ბიზნესში და სახელმწიფო
ორგანიზაციებში მომუშავე ქალები
უმცირესობაში არიან. ე.ი.
დასაქმებული ქალების 30%-ს
შეადგენენ. ეს თანაფარდობა
ისეთივეა, როგორიც საბჭოთა
დროს იყო.

არსებული ინფორმაციის
მიხედვით, მასმედიაში
დასაქმებულ ჟურნალისტთა ორ
მესამედს ქალები შეადგენენ. ბოლო
წლებში მკვეთრად გაიზარდა ამ
სფეროში წამყვან და
ადმინისტრაციულ
თანამდებობებზე ქალების რიცხვი.
იგივე შეიძლება ითქვას სარეკლამო
ბიზნესზე, რომელშიც ახალგაზრდა
ქალები არიან დაკავებული.

2. კრედიტის
ხელმისაწვდომობა

არ არსებობს სპეციალური
დებულებები. გამოიყენება
სამოქალაქო კოდექსის
ზოგადი დებულებები.

ქალებს უფლება აქვთ
დამოუკიდებლად მიიღონ
ფინანსური მომსახურება
(კრედიტები, სესხები), ვინმე
სხვისგან ნებართვის მიღების
გარეშე.

მონაწილეობა ეკონომიკაში

1. შრომის
უფლება

კანონი დასაქმების შესახებ

მუხლი 7.

დასაქმების უფება

საქართველოს ყველა
მოქალაქეს, განურჩევლად
რასისა, ეთნიკური
წარმოშობისა, სქესისა,
რელიგიური რწმენისა,
პოლიტიკური
შეხედულებებისა და
ქონებრივი მდგომარეობისა,
აქვს მუშაობის
უფლება.შექმნილია პირობები,
რათა უზრუნველყოფილი
იყოს მოქალაქეთა
მაქსიმალური დასაქმება და
უმუშევრობის შემცირება.

უმუშევართა სოციალური
დაცვა გარანტირებულია.

მუხლი 16.

უმუშევრობა

უმუშევარი პირის
პროფესიული მომზადება და
გადამზადება ხდება, თუ:

(ა) დასაქმების სამსახური ვერ უზრუნველყოფს დაუსაქმებელ პიროვნებას მისი პროფესიის შესაბამისი სამსახურით, სამი თვის ვადაში.;

(ბ) დასაქმების სამსახურს არ
შეუძლია შესთავაზოს
უმუშევარ პიროვნებას
სამუშაო მის პროფესიულ
სფეროში და მას სჭირდება
სპეციალობის შეცვლა.

(გ) უმუშევარმა პირმა დაკარგა
თავისი სპეციალობით
მუშაობის საშუალება;

(დ) უმუშევარმა პირმა
გამოთქვა პროფესიის შეცვლის
სურვილი.

2. უმუშევარი პირის
პროფესიული მომზადება და
გადამზადება ხორციელდება სახელმწიფო დასაქმების
სამსახურში, პროფ-ტექნიკური
განათლების ცენტრში
მომზადების/გადამზადების
ცენრტებში და სხვა სასწავლო
დაწესებულებებში და
დაფინანსდება შეერთებული
შტატების დასაქმების
ფონდის, აგრეთვე სხვა
დაინტერესებული
სამრეწველო საწარმოებისა და
ორგანიზაციების მიერ.

შრომის ბაზრის ანალიზმა უჩვენა,
რომ ქალების მდგომარეობა
მნიშვნელოვნად შეირყა
დამოუკიდებლობის მოპოვების
შემდეგ. სტატისტიკის სახელმწიფო
დეპარტამენტის მონაცემების
მიხედვით, 2002 წელს ქალები
შეადგენდნენ ეკონომიკურად
აქტიური მოსახლეობის მხოლოდ
47.7%-ს. 15 წელზე უფროს
დასაქმებულ ქალებს შორის 35.9%-
ი დასაქმებულია კონტრაქტით,
დანარჩენი 64%
თვითდასაქმებულია.
თვითდასაქმებულ ქალთა
უმეტესობა მუშაობს საოჯახო
ფერმებში ან ბიზნესში,
ანაზღაურების გარეშე.

დასაქმების შესაძლებლობები
კანონის მიხედვით თანაბარია,
მაგრამ ქალებს ნაკლებად
მიუწვდებათ ხელი ხელმძღვანელ
თანამდებობებზე, როგორც საჯარო,
ასევე კერძო სექტორშიც და მათი
ანაზღაურება ჩვეულებრივ, უფრო
დაბალია.

საქართველოს ეკონომიკური
განვითარების სამინისტროს
სტატისტიკის დეპარტამენტის
მონაცემებისმიხედვით მიმოხილვა
„ქალები და მამაკაცები
საქართველოში, 2005 წ.“) ქალი
თანამშრომლების საშუალო
ხელფასი სახელმწიფო
ორგანიზაციებში შეადგენს
მამაკაცი თანამშრომლების
საშუალო ხელფასის მხოლოდ
55.1%-ს, საზოგადოებრივ
დაწესებულებებში - 46%-ს,
სოფლის მეურნეობაში 82.5%-ს,
ვაჭრობის სფეროში - 71.2%-ს,
განათლების სფეროში - 72.6%-ს,
ჯანდაცვის სფეროში - 71.8%-ს,
სამომხმარებლო მომსახურებაში-
51.7%-ს, თვითდასაქმებაში - 69.9%-
ს.

როდესაც ხელმისაწვდომია
სამუშაო ადგილი, პოტენციური
დამქირავებელი მიუთითებს
სამსახური ქალისთვისაა
გათვალისწინებული თუ
კაცისთვის. ქალებისთვის სამუშაო
ადგილების უმეტესობა ვაჭრობის
ან მომსახურების სფეროებშია
(გამყიდველი, ოფიციანტი,
დალაქი, კოსმეტოლოგი და ა.შ.).
დაბალია მოთხოვნა მაღალი
კვალიფიკაციის კადრებზე,
რომლებსაც მაღალი დონის
განათლება აქვთ (უცხო ენა,
კომპიუტერზე მუშაობის
უნარჩვევები და ა.შ.). შრომის ბირჟა
უზრუნველყოფს მომსახურებას იმ}
უმუშევრებისთვის, რომლებიც არ
არიან კონკურენტუნარიანი შრომის
ბაზარზე, მაგრამ, უმთავრესად ესაა
დაბალანაზღაურებადი,
დაბალკვალიფიციური სამუშაო.

უმუშევართა სამსახური ასევე
უზრუნველყოფს გადამზადებას
უნარშეზღუდული პირებისთვის,
რათა ისინი უფრო
კონკურენტუნარიანი გახდნენ და
უფრო ადვილად იპოვნონ სამუშაო,
არამარტო უმუშევართა სამსახურის
მეშვეობით, არამედ
დამოუკიდებლადაც. დასაქმების
სახელმწიფო ფონდი აფინანსებს
უმუშევარი პირების
კომპიუტერულ ტრენინგებს და
უცხო ენების დაწყებით კურსებს
გაყიდვების სფეროში. ამის გარდა,
ტურიზმის დეპარტამენტმა გახსნა
ტრენინგის კურსები მაღალი
კლასის სასტუმროების და
რესტორნების ოფიციანტებისა და
პორტიეებისთვის.

რაც შეეხება დასაქმებას, არსებობს
ასაკობრივი შეზღუდვები და
მოთხოვნები გარეგნობის მიმართ,
ასევე სხვა მოთხოვნებიც,
რომლებიც მამაკაცებზეც
ვრცელდება. მცირე
გამონაკლისების გარდა, ოჯახური
მდგომარეობა მხედველობაში არ
მიიღება სამუშაოზე განცხადების
შეტანისას.

არ არსებობს გენდერული
დისკრიმინაცია
დარეგისტრირებულ უმუშევარ
პირებს შორის და არსებობს
კანონის მოთხოვა, რომლის
მიხედვითაც, თუ ასეთი პირები ვერ
იშოვნიან სამუშაოს სამი თვის
ვადაში, მათ შეუძლიათ შეიტანონ
განაცხადი ტრენინგების ან
გადამზადების კურსების გავლაზე.

თუმცა, ქალების სამსახურიდან
მოხსნის შესაძლებლობა
ნამდვილად უფრო მეტია
მამაკაცებთან შედარებით, რადგან
ითვლება, რომ კაცები უფრო
მოქნილად ითვლებიან სამუშაოს
და მივლინებების თვალსაზრისით
და მათ უფრო ნაკლებად ზღუდავს
პასუხისმგებლობა ოჯახის
მოვლაზე. გასული 10 წლის
განმავლობაში სახელმწიფო და
ეკონომიკური სისტემა არსებითად
შეიცვალა საბაზრო ეკონომიკაზე
გადასვლის შედეგად, რამაც
მოიტანა ახალი მოთხოვნები და
დაარღვია ძველი სტრუქტურა. ამის
შედეგად მნიშვნელოვნად
გაიზარდა უმუშევრობა.

2. თანასწორი
ანაზღაურება

საქართველოს შრომის
კოდექსი

შრომის ანაზღაურება ხდება
შრომის კანონმდებლობით
დადგენილი პროცედურებითა
და პირობებით. ამ
თვალსაზრისით,
აკრძალულია დისკრიმინაციის ყველა
ფორმა, მათ შორის,
დისკრიმინაცია სქესის
საფუძველზე.

თანაბარი ანაზღაურება ქალებისა
და მამაკაცებისათვის
გათვალისწინებულია შრომის
კოდექსით და ფაქტობრივადაც
ხელფასები უმთავრესად
ერთნაირია. თუმცა, არ არსებობს
ცენტრალიზებული სისტემა,
რომელიც განახორციელებდა
სახელმწიფო კონტროლს
ანაზღაურების თანასწორობაზე;
თანასწორი ანაღაურება არ შედის
იმ მაჩვენებლებში, რომელთა ასახ
ვაც ევალებათ დამქირავებლებს
მათ ანგარიშებში. მიუხედავად
ამისა, არსებობს მნიშვნელოვანი
განსხვავება მამაკაცებისა და
ქალების შემოსავლებს შორის,
რადგანაც ქალებს უფრო ხშირად
უკავიათ დაბალი თანამდებობები
და მათ მამაკაცებზე უფრო
იშვიათად აწინაურებენ (2003 წელს
ქალის საშუალო ხელფასი 85.7
ლარს შეადგენდა, ხოლო მამაკაცის
- 163 ლარს).

2. ფეხმძიმობა,
დედობა და
მამობა

საქართველოს შრომის
კოდექსი

ფეხმძიმე ქალებისა და სამ
წლამდე ასაკის ბავშვების
დედების, აგრეთვე 14 წლამდე
ასაკის ბავშვების (ან 16 ან 16
წლამდე ასაკის ინვალიდი
ბავშვების) მარტოხელა
დედების დასაქმების
გარანტიას იძლევა და
კრძალავს მათ სამსახურიდან
გათავისუფლებას (მუხლი161).

ქალებს, რომლებიც
მუშაობდნენ სულ მცირე ერთი
წლის განმავლობაში (18
წლამდე ქალების შემთხვევაში
მუშაობის ხანგრძლივობა
მხედველობაში არ მიიღება),
მათი მოთხოვნით ეძლევათ
ნაწილობრივ ანაზღაურებადი
დეკრეტული შვებულება
ბავშვის 18 თვის ასაკამდე.
ქალებს, რომლებიც
მუშაობდნენ 1 წლამდე
პერიოდის განმავლობაში,
ეძლევათ დახმარება მათი
ხელფასის ნახევრის
ოდენობით. მამას, ან სხვა
ნათესავებს, რომლებიც
ფაქტობრივად უვლიან ბავშვს,
შეუძლიათ აიღონ
ნაწილობრივ ანაზღაურებადი
შვებულება და ასევე
დამატებითი უხელფასო
შვებულება ბავშვის
მოსავლელად. შრომის
კოდექსის მიხედვით,
თანამშრომელს შეიძლება
მიეცეს მისი მოთხოვნით მოკლევადიანი უხელფასო
შვებულება ჯახური
პირობების გამო, რაც მოიცავს
ვადმყოფი ბავშვების ან
ოჯახის სხვა წევრების
მოვლას.

საქართველოს კანონმდებლობა
შესაძლებლობას აძლევს როგორც
დედებს, ასევე მამებს, აიღონ
სხვადასხვა სახის შვებულებები
ბავშვების მოსავლელად, მაგრამ
ქართველ მამაკაცებს შორის
სამუშაოს დატოვება ბავშვის
მოსავლელად არაა მიღებული და
ეს დაუშვებელიცკია. ეს ასევე
უკავშირდება ეკონომიკურ
საკითხებსაც, რადგანაც
უმთავრესად ქმარს უფრო მაღალი
შემოსავალი აქვს.

მამაკაცები მონაწილეობას არ
იღებენ ბავშვის მოვლაში და
აუცილებელია საქართველოს
არსებული კანონმდებლობა
ითვალისწინებდეს ბავშვების
მოვლის გარანტიებს, რათა
მომუშავე ქალებმა შეძლონ
ბავშვების მოვლა სამსახურის
დატოვების გარეშე. ახალი შრომის
კოდექსის პროექტი, რომელსაც
CSO-ები, პროფკავშირები და
საერთაშორისო ორგანიზაციები
განიხილავენ, არ შეესაბამება
საერთაშორისო სტანდარტებს და
შეიძლება განაპირობოს
დემოგრაფიული კრიზისი
საქართველოში, რამდენადაც მასში
უგულ ვებელყოფილია ძირითადი
გარანტიები დედობასთან,
მამობასთან და შვებულებებთან
დაკავშირებით.

3. დეკრეტული
შვებულება

საქართველოს შრომის
კოდექსი

დეკრეტული შვებულებები:

1. დეკრეტული შვებულება
მოიცავს 70 კალენდარულ
დღეს მშობიარობამდე და 56
კალენდარულ დღეს
მშობიარობის შემდეგ.

2. შვებულებას ქალებისთვის,
რომლებმაც იშვილეს ბავშვი;

3. შესვენებებს ბავშვის
კვებისთვის;

4. დამატებით უხელფასო
შვებულებას სამ წლამდე
ასაკის ბავშვების
დედებისთვის. ეს შვებულება
ჩაითვლება თანამშრომლის
მთლიანი უწყვეტი სტაჟის
ნაწილად, ისევე, როგორც
ტრენინგი მის სპეციალობაში
(მუხლი 161);

უზრუნველყოფილი უნდა
იყოს ფეხმძიმე ქალებისა და 18
თვემდე ასაკის ბავშვების
დედების გადაყვანა უფრო
მსუბუქ სამუშაოზე.

საკითხი

კანონის დებულებები

კომენტარები

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

1.რეპროდუქციული
ჯანმრთელობა

საქართველოს კანონი
ჯანმრთელობის დაცვის
შესახებ

თავი XXIII. ოჯახის დაგეგმვა (მუხლი 136-145)

141: განაყოფიერება
დონორის სპერმით
ნებადართულია:

1. უშვილობის გამო, ქმრის
მხრიდან გენეტიკური
დაავადების გადაცემის
რისკის არსებობისას, ან
მარტოხელა ქალის
განაყოფიერებისათვის, თუ
მიღებულია უშვილო
წყვილის ან მარტოხელა
ქალის წერილობითი
თანხმობა. ბავშვის
დაბადების შემთხვევაში
უშვილო წყვილი ან
მარტოხელა ქალი ითვლება
მშობლებად, აქედან
გამომდინარე
პასუხისმგებლობით და
უფ ლებამოსილებით.
დონორს არა აქვს
განაყოფიერების შედეგად
დაბადებული ბავშვის
მამად ცნობის უფლება;

2. მხოლოდ სათანადო
ლიცენზიის მქონე
დაწესებლებაში, თუ მას
ატარებს შესაბამისი
ლიცენზიის მქონე ექიმი

142.1.ადამიანის კლონირება
გენური ინჟინერიის
მეთოდების გამოყენებით
აკრძალულია.

2.სახელმწიფო
აკონტროლებს
გამოკვლევებს გენური
ინჟინერიის სფეროში
კანონით დადგენილი
წესით.

143. 1. ექსტრაკორპორული
განაყოფიერება
ნებადართულია:

ა) უშვილობის
მკურნალობის მიზნით,
აგრეთვე, ცოლის ან ქმრის
მხრიდან გენეტიკური
დაავადების გადაცემის
რისკის არსებობისას,
წყვილის ან დონორის
სასქესო უჯრედების ან
ემბრიონის გამოყენებით,
თუ მიღებულია წყვილის
წერილობითი თანხმობა;

ბ) თუ ქალს არა აქვს
საშვილოსნო,
განაყოფიერების შედეგად
მიღებული ემბრიონის სხვა
ქალის („სუროგატული
დედის“) საშვილოსნოში
გადატანის და გამოზრდის
გზით. წყვილის
წერილობითი თანხმობა
აუცილებელია.

2. ბავშვის დაბადების
შემთხვევაში წყვილი
ითვლება მშობლებად,
აქედან გამომდინარე
პასუხისმგებლობით და
უფლებამოსილებით;
დონორს ან „სუროგატულ
დედას“ არა აქვს
დაბადებული ბავშვის
მშობლად ცნობის უფლება.

144. ხელოვნური
განაყოფიერების მიზნით
შესაძლებელია გაყინვის
მეთოდით
კონსერვირებული ქალის
და მამაკაცის სასქესო
უჯრედების ან ემბრიონის
გამოყენება. კონსერვაციის
დრო განისაზღვრება
წყვილის სურვილისამებრ,
დადგენილი წესით.

დღემდე, უმეტესად
მშობიარობისას ზრუნველყოფილი
იყო პროფესიონალური დახმარება,
თუმცა, მასმედიაში სულ უფრო და
უფრო ხშირად ჩნდება ინფორმაცია
სახლში მშობიარობის
შემთხვევების შესახებ, რაც
მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი
შემთხვევები სულ უფრო და უფრო
ფართოდ ვრცელდება, რადგანაც
დედებს არ გააჩნიათ საკმარისი
ფული იმისათვის, რომ
პროფესიონალური დახმარება
მიიღონ საავადმყოფოში - ეს
საქართველოს ზოგიერთ რეგიონში
ძალზე დაბალიშემოსავლების
შედეგია. ჯანდაცვის, შრომისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს
დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის
დეპარტამენტი უარს აცხადებს
რაიმე ოფიციალური ინფორმაციის
გაცემაზე.

2. კონტრაცეპცია

საქართველოს კანონი
ჯანმრთელობის დაცვის
შესახებ

136. საქართველოს ყველა
მოქალაქეს უფლება აქვს
დამოუკიდებლად
განსაზღვროს შვილების
რაოდენობა და მათი
დაბადების დრო.
სახელმწიფო
უზრუნველყოფს ადამიანის
უფლებებს რეპროდუქციის
სფეროში საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი წესით.

137.სახელმწიფო
უზრუნველყოფს
დასაქორწინებელ, აგრეთვე,
შვილის ყოლის მსურველ
წყვილთა უფასო
ნებაყოფლობით
სამედიცინო-გენეტიკურ
კონსულტაციას.

138. კონტრაცეპტივების
წარმოება, იმპორტი და
გავრცელება ხდება
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი წესით.

ოჯახის დაგეგმვას ძალზე დიდი
მნიშვნელობა აქვს ქალებისათვის
საქართველოში. WHO/UNFPA-ის
ოჯახის დაგეგმვის და
რეპროდუქციული ჯანმრთელობის
პროგრამა უზრუნველყოფს
კონსულტაციებსა და
გინეკოლოგიურ მომსახურებას
ქალებისა და გოგონებისთვის და
ავრცელებს კონტრაცეპტივებს
უფასოდ. ისინი ასევე გზავნიან მათ
ექსპერტებს იმ კლინიკებში, სადაც
არის ოჯახის დაგეგმვის ცენტრები.
1997 წელს პრეზიდენტმა გამოსცა
ბრძანებულება „ადამიანის
უფლებების განმტკიცების ზომების
განხორციელების შესახებ“,
რომელშიც ხაზგასმული იყო
კონტრაცეპციის მეთოდების
დანერგვის, სპეციალური
აფთიაქების გახსნის, ქალთა
რეპროდუქციული ჯანმრთელობის
დაცვის გაუმჯობესების და
აბორტის წინააღმდეგ აგრესიული
საგანმანათლებლო კამპანიის
ჩატარების აუცილებლობა.
არასამთავრობო ორგანიზაციების
მიერ განსაზღვრული
პრიორიტეტები უახლოესი
მომავლისთვის ითვალისწინებს
ოჯახის დაგეგმვის ახალი
პროექტების შემუშავებას და მათ
შეტანას სახელმწიფო პროგრამებში,
დემოგრაფიული ინდიკატორების
და ასევე ქვეყნის სოციალური და
კულტურული თავისებურებების
გათვალისწინებით, ქალებისა და
გოგონებისთვის პროგრამის
შემუშავებას, მათი
ინფორმირებისთვის აბორტის
შესაძლო მავნე ზემოქმედების,
კონტრაცეპტივების გამოყენების და
გინეკოლოგიური და
ონკოლოგიური დაავადებების
პროფილაქტიკის შესახებ.

ჯერ-ჯერობით სქესობრივი
საკითხების შესახებ განათლება
შეტანილი არაა სკოლის
პროგრამაში.

სახელმწიფო სამედიცინო
დაზღვევის კომპანია, დედისა და
ბავშვის დეპარტამენტი და ოჯახის
დაგეგმვისა და საზოგადოებრივი
ჯანდაცვის დეპარტამენტები
ფუნქციონირებს ჯანდაცვის
სამინისტროს ფარგლებში.

კონტრაცეპტივები უფასოა
საავადმყოფოებსა და კლინიკებში,
თუმცა, ექიმთან კონსულტაცია
ფასიანია და ერთი ვიზიტის ფასი
საშუალოდ 10 ლარს შეადგენს.
კონტრაცეპტივები ასევე
აფთიაქებშიც იყიდება. ქალაქებში
აბორტების რიცხვი მცირდება,
რადგანაც იქ ადვილად
ხელმისაწვდომია
კონტრაცეპტივები.

3. აბორტი

საქართველოს კანონი
ჯანმრთელობის დაცვის
შესახებ

139.1.ქალთა
ჯანმრთელობის დაცვა
აბორტების შემცირების
გზით სახელმწიფოს
პრიორიტეტული ამოცანაა.

2.ორსულობის
ნებაყოფლობითი შეწყვეტა
ნებადართულია მხოლოდ
ლიცენზირებულ
სამედიცინო და
წესებულებაში
ლიცენზირებული ექიმის
მიერ, თუ:

ა) ორსულობის
ხანგრძლივობა არ
აღემატება თორმეტ კვირას;

ბ) ორსულს სამედიცინო
დაწესებულებაში
ჩაუტარდა წინასწარი
გასაუბრება და
გასაუბრებიდან
ოპერაციამდე გასულია სამი
დღის მოსაფიქრებელი
ვადა. გასაუბრების დროს
ექიმმა უპირატესობა უნდა
მიანიჭოს ნაყოფის
სიცოცხლის დაცვას.
არჩევანი ქალის
პრეროგატივაა.

140. 1. აბორტის რეკლამა
აკრძალულია

2. თორმეტ კვირაზე მეტი
ხანგრძლივობის
ორსულობის შემთხვევაში
აბორტი ნებადართულია
მხოლოდ სამედიცინო და
სოციალური ჩვენებების
მიხედვით. სამედიცინო
ჩვენებების ჩამონათვალს
ადგენს საქართველოს
ჯანმრთელობის დაცვის
სამინისტრო. სოციალური
ჩვენებები განისაზღვრება
საქართველოს
კანონმდებლობით.

აბორტი კანონით დაშვებულია და
საქართველოში შობადობის
კონტროლის უმთავრეს ფორმად
რჩება. არალეგალური აბორტები
ისჯება ხუთ წლამდე პატიმრობით.
თუ ექიმი არალეგალურ აბორტს
გააკეთებს, ის კარგავს საექიმო
პრაქტიკის უფლებას ხუთ წლამდე
ვადით.

სანამ ქალი აბორტს გაიკეთებდეს,
მან უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი
მოთხოვნები: ის უნდა იყოს სულ
მცირე 18 წლის და მას უნდა
ჰქონდეს ცნობა (ნებართვა), სადაც
მითითებული იქნება, რომ მას არა
აქვს ანთებითი დაავადებები ან
საშვილოსნოს კიბო.. ორ თვეზე
მეტი ვადის ფეხმძიმობის შეწყვეტა
დაუშვებელია.

სახელმწიფო არ აფინანსებს
აბორტებს და ქალები თავად
იხდიან აბორტის ფასს, არ არსებობს
ფიქსირებული გადასახადი
აბორტისთვის, მისი ფასი 25-დან 40
ლარამდე (12.50-20 აშშ დოლარი)
მერყეობს სხვადასხვა
დაწესებულებებში, იმის
მიხედვით, კლინიკა სახელმწიფოა
თუ კერძო.

5. ადამიანის
იმუნოდეფიციტის
ვირუსი/შიდსი

საქართველოს კანონი,
აივ/შიდსის
პროფილაქტიკის შესახებ,
განსაზღვრავს
საქართველოში აივ/შიდსის
კონტროლის ძირითად
პრინციპებს, დაადგენს
აივ/შიდსის მქონე
მოქალაქეების გასინჯვის
აგრეთვე მათი
მკურნალობის და
პროფილაქტიკური
ზომების პირობებს,
განსაზღვრავს
საკანონმდებლო რეჟიმს,
რომელიც მოქმედებს ასეთ
პირებთან მიმართებაში,
განსაზღვრავს მათ, ასევე
სამედიცინო პერსონალის უფლებებსა და
მოვალეობებს და შეეხება
სოციალური
უზრუნველყოფის
კონკრეტულ საკითხებს.

საქართველოში შიდსთან ბრძოლის
სფეროში ძირითადი აქცენტი
პროფილაქტიკაზე კეთდება.
აკრძალვებმა, შეზღუდვებმა და
საგანგებო ზომებმა, რომლებიც
მოსახლეობაში განხორციელდა,
განაპირობა მეტი ნდობა და
თანამშრომლობის გაფართოება,
რაც, თავის მხრივ ამარტივებს
ჯანმრთელობის დაცვას. ამ
პროგრამას ახორციელებენ
საზოგადოებრივი ჯანდაცვის
დეპარტამენტი და შიდსისა და
კლინიკური იმუნოლოგიის
ეროვნული ცენტრი.

2000 წლის შემდეგ ადამიანის
იმუნოდეფიციტის ვირუსისა და
შიდსის გავრცელება ხასიათდება
ზრდის ტენდენციით. 2004 წელს
ავადმყოფი ქალების რიცხვი, 2003
წელთან შედარებით 24%-ით
გაიზარდა, ხოლო მამაკაცების -
20.8%-ით.

სისხლის სამართლის კოდექსის დებულებები
ადამიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

2. ადამიანებით
ვაჭრობა

მუხლი 17

საქართველოს კონსტიტუცია

1. ადამიანის პატივი და
ღირსება ხელშეუვალია.

2. დაუშვებელია ადამიანის
წამება, არაჰუმანური, სასტიკი
ან პატივისა და ღირსების
შემლახველი მოპყრობა და
სასჯელის გამოყენება.

მუხლი 18

1. ადამიანის თავისუფლება
ხელ შეუვალია.

მუხლი 30

1. შრომა თავისუფალია. [...]

2. სახელმწიფო ვალდებულია
ხელი შეუწყოს.

3. შრომითი ურთიერთობის
მომწესრიგებელ
საერთაშორისო შეთანხმებათა
საფუძველზე სახელმწიფო
იცავს საქართველოს
მოქალაქეთა შრომით
უფლებებს საზღვარგარეთ.

4. შრომითი უფლებების
დაცვა, შრომის სამართლიანი
ანაზღაურება და უსაფრთხო,
ჯანსაღი პირობები,
არასრულწლოვანისა და
ქალის შრომის პირობები
განისაზღვრება კანონით.

საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსი

მუხლი 1431

ადამიანების ტრეფიკინგი

1. ადამიანის ყიდვა, გაყიდვა
და მის მიმართ სხვა უკანონო
გარიგებების დადება, აგრეთვე
სამსახურში მიღება, გადაცემა,
დაფარვა ან მიღება,
იძულებით, შანტაჟით ან
მოტყუებით, ექსპლუატაციის
მიზნით, ისჯება 5-დან 12
წლამდე თავისუფლების
აღკვეთით.

2. იგივე ქმედება ან
უმოქმედობა, ჩადენილი

ა) განმეორებით;

ბ) ორი ან მეტი პირის მიმართ;

გ) ფეხმძიმე ქალის მიმართ;

დ) ოფიციალური
უფლებამოსილების ბოროტად
გამოყენებით;

ე) მსხვერპლის საზღვარგარეთ
გაყვანით;

ვ) სიცოცხლის და
ჯანმრთელობისათვის საშიში
ძალადობით ან ამგვარი
ძალადობის მუქარით;

ზ) იმ პირის მიმართ,
რომელიც, როგორც ცნობილია
დამნაშავისთვის, არის უმწეო
მდგომარეობაში, ან პირის
მიმართ, რომელიც
მატერიალურად ან
სხვაგვარად დამოკიდებული
იყო დამნაშავეზე, ისჯება 8-
დან 15 წლამდე
თავისუფლების აღკვეთით.

3. ქმედება ან უმოქმედობა,
განსაზღვრული ამ მუხლის 1
და 2 აბზაცებით

ა) თუ ჩადენილია
ორგანიზებული ჯგუფის
მიერ;

ბ) თუ გამოიწვევს მსხვერპლის
სიკვდილს ან სხვა მძიმე
შედეგებს, ისჯება 12-დან 20
წლამდე თავისუფლების
აღკვეთით.

2005 წლის 19 ოქტომბერს
საქართველომ ხელი მოაწერა
ევროსაბჭოს კონვენციას
ადამიანებით ვაჭრობის
(ტრეფიკინგი) საწინააღმედო
ღონისძიებების შესახებ. ამ
კონვენციას ხელი მოაწერა 16-მა
ქვეყანამ, თუმცა, ის ჯერ არც ერთის
მიერ არ არის რატიფიცირებული.

კანონი კრძალავს ადამიანების
ტრეფიკინგს, თუმცა, ქვეყანა
წარმოადგენს ასეთი ადამიანების
წყაროს, სატრანზიტო პუნქტსა და
დანიშნულების ადგილს.

გენერალურ პროკურატურასა და
სახელმწიფო უშიშროების
სამინისტროს შორის
ურთიერთგაგების მემორანდუმის
გაფორმებამ განაპირობა უფრო
მჭიდრო თანამშრომლობა,
ერთობლივი ოპერაციების
განხორციელება და რიგი
პიროვნებების დაპატიმრება და
დაჯარიმება ტრეფიკინგის
ბრალდებით. წლის ბოლომდე არ
ყოფილა გამოტანილი საბრალდებო
განაჩენი. დეკემბერში,
პრეზიდენტის ბრძანებულებით
მიღებულ იქნა ახალი სამოქმედო
გეგმა, რომლის შესაბამისადაც
დაარსდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ
ბრძოლის ერთჯერადი
სააგენტოთაშორისო კომისია,
ქვეყნის უშიშროების ეროვნული
საბჭოს მხარდაჭერით. უშიშროების
ეროვნული საბჭოს ადამიანთა
უფლებების ჯგუფი ადამიანთა
ვაჭრობის (ტრეფიკინგი)
წინააღმდეგ ბრძოლის საკონტაქტო
პუნქტად დარჩა მთელი მთავრობის
მასშტაბით.

მთავრობამ გააუქმა MIA-ის
ტრეფიკინგთან ბრძოლის ჯგუფი,
რომელიც უცხოურ დაფინანსებას
იღებდა და გააერთიანა ის
ადამიანის გატაცებასთან ბრძოლის
ჯგუფთან იმ იმედით, რომ ახალ
ჯგუფს კონკრეტულ შემთხვევებზე
მუშაობის კოორდინაციის და
გამომძიებლებთან ინფორმაციის
გაცვლის უფრო მეტი
შესაძლებლობები ექნებოდა.
ოქტომბერში შინაგან საქმეთა
სამინისტროს ტრეფიკინგთან
ბრძოლის ჯგუფი დაიყო ორ
ფილიალად - თბილისისა და
ბათუმის ფილიალებად. MIA-ს და
MSS-ის გაერთიანების შემდეგ
დაარსდა ტრეფიკინგთან და
არალეგალურ მიგრაციას თან
ბრძოლის სპეციალური
ოპერატიული განყოფილება,
რომელშიც 50 თანამშრომელია,
პოლიციისა და საზოგადოებრივი
უსაფრთხოების ახალი
სამინისტროს ფარგლებში.

ქვეყანა თანამშრომლობს რეგიონის
სხვა ქვეყნებთან, ტრეფიკინგის
კავშირების დასადგენად და
გატაცებული პირების
ეპატრიაციის სფეროში,
რომლებიც ქვეყანაში ტრანზიტის
დროს იპოვნეს.

2. სექსუალური
დანაშაული

საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსი

მუხლი 137

გაუპატიურება

გაუპატიურება არის
სქესობრივი კავშირის
დამყარება ძალადობით, ძალადობის მუქარით ან
მსხვერპლის უმწეო
მდგომარეობით
სარგებლობით, და ისჯება 3-
დან 7 წლამდე თავისუფლების
აღკვეთით.

იგივე დანაშაული, ჩადენილი
განმეორებით ან პირის მიერ,
რომელსაც ადრე ჩადენილი
აქვს განსაკუთრებით მძიმე
გაუპატიურება (ე.ი. ანალური
კავშირი, ორალური კავშირი ან
განსაკუთრებით სასტიკი
მოპყრობა), ძალადობით ან
ძალადობის მუქარით ან
ისარგებლებს მსხვერპლის
უმწეო მდგომარეობით, ან 16
წლამდე ასაკის პირის
გაუპატიურება
გაუკუღმართებული გზით,
ძალადობის გარეშე,
მსხვერპლის ასაკის ცოდნით,
ისჯება 5-დან 10 წლამდე
თავისუფლების აღკვეთით.

გაუპატიურება, ჩადენილი
პირთა ჯგუფის მიერ, ან
განზრახ ჩადენილი ფეხმძიმე
ქალის ან მცირეწლოვანის
გაუპატიურება, ან
განსაკუთრებული
სისასტიკით ან მდგომარეობის
ბოროტად გამოყენებით
ჩადენილი გაუპატიურება,
აგრეთვე გაუპატიურება,
რომელმაც გამოიწვია
მსხვერპლის სიკვდილი,
ისჯება 5-დან 15 წლამდე
პატიმრობით.

14 წლამდე ასაკის პირის
გაუპატიურება ისჯება 10-დან
20 წლამდე პა ტიმრობით.

მუხლი 138

სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

მამათმავლობა, ლესბიანობა ან
სხვაგვარი სექსუალური
კონტაქტის იძულება
სახელგამტეხი ცნობების
გახმაურების ან ქონების
დაზიანების მუქარით, ანდა
მატერიალური,
სამსახურებრივი, ან სხვაგვარი
და მოკიდებულების
გამოყენებით, ისჯება
ჯარიმით ან გამასწორებელი
სამუშაოთი, ერთი წლის
ვადით, ან თავისუფლების
აღკვეთით, ვიდრე ორ
წლამდე.

ძალადობის გარეშე
გარყვნილი ქმედება
დამნაშავისათვის წინასწარი
შეცნობით 16 წლის ასაკის
მიუღწეველთან
პროსტიტუციაში ჩაბმა,
ძალმომრეობით, ძალადობის
ან საკუთრების განადგურების მუქარით აგრეთვე შანტაჟით
ან მოტუებით (მუხლი 253);
პროსტიტუციის ბინების
მოწყობა (მუხლი 254),
მცირეწლოვანთა ჩაბმა
პროსტიტუციაში და სხვა
სქესობრივი გარყვნილება
(მუხლი 171, აბზაცი 1).

ამ საკანონმდებლო დებულებების
მიუხედავად გაუპატიურება მაინც
ტაბუდ რჩება და შეუძლებელია
შესაბამისი სტატისტიკის შესახებ
საუბარი, ამასთან ანონიმური
სარეაბილიტაციო ცენტრების
ნაკლებობა კიდევ უფრო აღრმავებს
ამ პრობლემას. არ არსებობს
სპეციალური განყოფილება არც
პოლიციაში და არც
პროკურატურაში, რომელსაც
მხოლოდ გაუპატიურების
შემთხვევები შეეხება და არ
არსებობს სპეციალური ტრენინგის
კურსები,რომლებიც დაეხმარებოდა
პოლიციას და პროკურატურას ამ
საკითხის მოგვარებაში.

გაუპატიურების შემთხვევაზე
სარჩელის შეტანა შესაძლებელია
მსხვერპლის განცხადებისა და მტკიცებულების (ე.ი. სამედიცინო
შემოწმების) საფუძველზე.
იურიდიული სანქციების თავიდან
აცილება შეუძლებელია
მსხვერპლზე დაქორწინებით,
მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში,
ოჯახისა და საზოგადოების
დამოკიდებულება
გაუპატიურებელი მსხვერპლის
მიმართ იმდენად ნეგატიურია, რომ
ქალები გრძნობენ, რომ ასეთი
დანაშაულის შესახებ განცხადების
შემთხვევაში მათ არანაირი
მომავალი აღარ ექნებათ.

„მეუღლის გაუპატიურება“ არაა
გათვალისწინებული საქართველოს
კანონმდებლობით, თუმცა,
საქართველოს სისხლისსამართლის
137-ე მუხლის მიხედვით,
შესაძლებელია გაუპატიურების
ყველა ფორმების განხილვა.
ამჟამად არსებობს ანონიმური
სატელეფონო სამსახური, რომელიც
სპეციალიზებულია
გაუპატიურების მსხვერპლი
ქალების დახმარებაზე, მაგრამ არ
არსებობს თავშესაფრები,
სპეციალური სამსახურები და მათი
დახმარებისა და დაცვის სხვა
მექანიზმები.

კანონში არ არსებობს დებულებები
ოჯახში ბავშვებზე ძალადობის
წინააღმდეგ და არ არის
მონაცემები, რომლებიც უჩვენებდა,
რომ საზოგადოებამ იცის მაინც
ასეთი პრობლემის არსებობის
შესახებ.

პროსტიტუციას არ გააჩნია რაიმე
იურიდიული სტატუსი
საქართველოში, თუმცა, ასეთი
პრაქტიკა არსებობს.

შუამავლობა უკანონოა და კანონით
ისჯება პროსტიტუციის ბინების
მოწყობა და პროსტიტუციაში
იძულებით ჩაბმა.

2.2 1.2. გენდერული თანასწორობისა და თანასწორობის პოლიტიკისთვის შექმნილი სახელმწიფო ორგანოები

▲ზევით დაბრუნება


თანდათანობით ქართული საზოგადოება და მთავრობა სცნობს გენდერული თანასწორობის საჭიროებას, როგორც სტაბილური განვითარებისა და ადამიანური პოტენციალის სრულად რეალიზების აუცილებელ პირობას.

ამ თვალსაზრისით, სპეციალური ყურადღება უნდა დაეთმოს ქალების მდგომარეობას, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებშიც ჯერ კიდევ არსებობს დაბრკოლებები და პრობლემები, არის ეს საკანონმდებლო ინიციატივები თუ ქალთა თანასწორი მონაწილეობა ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებობს ორი პარალელური სტრუქტურა, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ და მათი კარგად კოორდინირებული მუშაობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში.

საქართველოში ეროვნულ ინსტიტუციონალურ მექანიზმებს თავისი საკუთარი ისტორია აქვს.

1999 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაარსდა სახელმწიფო კომისია ქალთა განვითარების სახელმწიფო პროგრამის შემუშავებისთვის;

2004 წელი - სამთავრობო სამუშაო ჯგუფი გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კომისიის შესაქმნელად;

2004 წელი - პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭო;

2005 წელი - საქართველოს მთავრობის რეზოლუცია (რეზოლუცია №109, 2005წ. 28 ივნისი, თბილისი) გენდერული თანასწორობის საკითხების სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ.

2005 წელი - გენდერული თანასწორობის საკითხების სახელმწიფო კომისიის დებულების (მუხლი 3, მუხლი 2) საფუძველზე დაარსდა გენდერული თანასწორობის სახელმწიფო საკონსულტაციო საბჭო.

მთავრობის პარტნიორობა სამოქალაქო საზოგადოებასთან მნიშვნელოვანი პირობაა სტაბილური და ლეგიტიმური ეროვნული ინსტიტუციონალური მექანიზმების შესაქმნელად. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების, მათი კოალიციების და ქსელების საქმიანობა ემსახურება გენდერული პრობლემების გამოვლენასა და მათი გადაწვეტის გზების ძიებას.

ორი ინსტიტუციონალური მექანიზმის პარტნიორობის საფუძველზე შეიქმნა გენდერული თანასწორობის ეროვნული კონცეფციის პროექტი და წარედგინა პარლამენტს განსახილველად. პარლამენტმა მიიღო გენდერული თანასწორობის კონცეფცია. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ეროვნული კონცეფციის შესაბამისად ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და მიღების შესახებ. სამუშაო ჯგუფმა, რომელიც შედგებოდა ა/ო-ებისა და ინსტიტუციონალური მექანიზმების წარმომადგენლებისგან, შეიმუშავა სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელშიც 6 პრიორიტეტული სფერო იყო გათვალისწინებული. ამავე დროს მოქმედება შეწყვიტა გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კომისიამ, რომელიც მუშაობდა სამინისტროსთან ერთად ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. ყველა გენდერული საკითხები აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაეცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. ამის შემდეგ არ განხორციელებულა არანაირი ახალი ღონისძიებები ეროვნული სამოქმედო გეგმის დასრულებისა და მისი პარლამენტისთვის განსახილველად წარდგენის მიმართულებით.

ძირითადი პრობლემა, როგორც ჩანს არის როგორც განხორციელების მექანიზმების და მიღებული ეროვნული კონცეფციის განხორციელებისთვის ბიუჯეტის არარსებობა, ასევე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ღონისძიებების და აუცილებელი ცვლილებების ლობირების განუხორციელებლობა

2.3 1.3. ქალების მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში

▲ზევით დაბრუნება


ქალები და პოლიტიკა

პროცედურები, რომელთა მეშვეობითაც მოქალაქეები ახორციელებენ მათ საარჩევნო უფლებებს, მოცემულია კონსტიტუციის 28-ე მუხლში და არჩევნების შესახებ პარლამენტის აქტში. საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს რეფერენდუმში და სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების არჩევნებში. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა 25 წელი და რომელიც, სულ მცირე, 10 წლის მანძილზე უწყვეტად ცხოვრობდა საქართველოში, შეუძლია არჩეულ იქნას პარლამენტში, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა და ა. შ. საქართველოს კანონის მიხედვით, ქალებს ხმის იგივე უფლებები აქვთ, რაც მამაკაცებს ყველა არჩევნებში და ისინი აქტიურ მონაწილეობას იღებენ ამ პროცესში.

თუმცა, ქალები ნაკლებად ჩანან მნიშვნელოვან პოლიტიკურ თანამდებობებზე. 1998 წლის ნოემბრის მონაცემებით, სახელმწიფო ორგანოებში ქალები მხოლოდ 11%-ს შეადგენენ.

ქალები ხელმძღვანელ თანამდებობებზე

2004 წელს ქალების წარმომადგენლობა პარლამენტში 7.2%-დან 9.5%-მდე გაიზარდა. საქართველოს პარლამენტის სპიკერი ქალია. ასევე ქალია უმრავლესობის ფრაქციის ლიდერიც და 13 საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეთაგან 2.

2005 წელს კაბინეტის 17 წევრიდან 3 ქალი იყო, მაშინ, როცა წინა მთავრობაში მხოლოდ 2

ქალი იყო კაბინეტში (11%).

ქალები ნაკლებად ჩანან ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 2005 წლის მონაცემების მიხედვით, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში ქალები მხოლოდ 12%-ს შეადგენენ. არ არის არც ერთი ქალი მერი და ქალები წარმოადგენენ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელთა მხოლოდ 7%-ს. ქალები შეადგენენ სახელმწიფო კანცელარიის შტატის 55.8%-ს, პარლამენტის წევრთა 9.5%-ს და პარლამენტის შტატის 60.8%-ს.

ქალები ძალზე აქტიურნი არიან ა/ო-ებში. პეკინის კონფერენციამდე საქართველოში 34 ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია იყო. ახლა მათი რაოდენობა 180-ს აღემატება.

უნივერსიტეტების დონეზე, ქალები წარმოადგენენ ფაკულტეტის 45%-ს. არის სამი ქალი და 36 მამაკაცი რექტორი, 14 ქალი და 66 მამაკაცი პრორექტორი და 58 ქალი და 218 მამაკაცი დეკანი უმაღლეს სასწავლებლებში. 120 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიდან, სადაც ქალები შტატის 60%-ს შეადგენენ, მხოლოდ ორი ინსტიტუტის დირექტორია ქალი.

არის 132 ქალი მოსამართლე, რაც მოსამართლეთა მთლიანი რიცხვის 38.2%-ს შეადგენს, თუმცა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არასოდეს არ ყოფილა ქალი.

მართალია თეორიულად ადგილი აქვს გენდერულ თანასწორობას, პრაქტიკულად სიტუაცია საპირისპიროა იმ ქალებისთვის, რომლებსაც სურთ ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავება და მათი კარიერული ზრდა ბრკოლდება. ქალთა არასამთავრობო ორგანზაციების ინიციატივების შედეგად გასული ხუთი წლის განმავლობაში ქალთა აქტიურობა გაიზარდა. თუმცა, თითქმის ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს დედაქალაქში და მათი საქმიანობა ვერ სწვდება სოფლის მოსახლეობას, რომელიც რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაშია. სოფლად ქალები ძირითადად დაკავებული არიან საოჯახო მეურნეობით, რაც მათი ოჯახის გადარჩენის ერთადერთი წყაროა და მათ ნაკლებად იციან საკუთარი უფლებები. ამის გამო მათ ცოტა რამ შეუძლიათ გააკეთონ ქალების უფლებებისა და თანასწორობის დასაცავად.

ქალები და სამოქალაქო საზოგადოებქალები საზოგადოება

ოფიციალური მონაცემების მიხედვით საქართველოში დაახლოებით 4000 არასამთავრობო ორგანიზაციაა, თუმცა, აქტიურად მათგან მხოლოდ 600 მუშაობს. პეკინის კონფერენციამდე საქართველოში 34 ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია იყო. კონფერენციის შემდეგ მათი რიცხვი გაიზარდა. ამ სფეროში ქალები აქტიურად არიან ჩართული და ისინი წარმოდგენილი არიან გადაწყვეტილების მიღების დონეზე.

უნივერსიტეტების დონეზე ქალები შეადგენენ 45%-ს აკადემიის ყველა ინსტიტუტში. ქალი მეცნიერების საერთო რიცხვი 8000-ს შეადგენს, რაც თითქმის შეესაბამება მამაკაცი მეცნიერების რიცხვს. არის სამი ქალი და 36 მამაკაცი რექტორი, 14 ქალი და 66 მამაკაცი პრორექტორი, 58 ქალი და 218 მამაკაცი დეკანი და დეკანის მოადგილე უმაღლეს სასწავლებლებში. ქალი პროფესორების რიცხვი 225-ს შეადგენს, მამაკაცების - 613-ს. 120 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიდან, სადაც ქალები შტატის 60%-ს შეადგენენ, მხოლოდ ორი ინსტიტუტის დირექტორია ქალი.

2.4 1.4. ქალების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა

▲ზევით დაბრუნება


ქალები და ბიზნესის სექტორი

მსხვილი საწარმოების მფლობელებს შორის ქალები არ არიან. რაც შეეხება მცირე ბიზნესს, 341 სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო პროდუქციის გადასამუშავებელ საწარმოს შორის 57 ქალებს ეკუთვნის, ასევე 3897-დან 1254 კომერციული საწარმო, 164-დან 2 ნავთობის მრეწველობის საწარმო, 396-დან 85 ჯანდაცვის დაწესებულება და 396-დან 41 სოციალური სფეროს დაწესებულება ეკუთვნის ქალებს. ამგვარად, უნდა განხორციელდეს ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქალთა სამეწარმეო საქმიანობას.

მნიშვნელოვანია, რომ იმ ორგანოზაციებში, რომლებსაც შეეხებათ ეკონომიკური პოლიტიკა, ძალზე მცირეა ქალების წილი უმაღლეს თანამდებობებზე, რაც ზღუდავს მათ შესაძლებლობას განახორციელონ ეს პოლიტიკა.

ქალები ჩართული არიან საბანკო სექტორში, სადაც ისინი 48%-ს შეადგენენ. ქალის საშუალო ხელფასი ამ სექტორში 80.80 ლარს შეადგენს, რაც საშუალო ინდიკატორის 92%-ია (წყარო: სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი).

მცირე ბიზნესში (მაგ. მაღაზიები, კაფეები, რესტორნები და სასტუმროები) ქალები და მამაკაცები ერთნაირად არიან წარმოდგენილი, თუმცა, მსხვილ ბიზნესში ქალების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია. ქალებს შეიძლება ჰქონდეთ ბიზნეს პროექტები, მაგრამ მათ არ შეუძლიათ მსხვილი ბიზნესის დაწყება, რადგანაც მათ არ გააჩნიათ სათანადო მხრდაჭერა. ოფიციალურად რეგისტრირებულ ბიზნესში და სახელმწიფო ორგანიზაციებში მომუშავე ქალები უმცირესობაში არიან. ე.ი. დასაქმებული ქალების 30%-ს შეადგენენ. ეს თანაფარდობა ისეთივეა, როგორიც საჭოთა დროს იყო. ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით, მასმედიაში დასაქმებულ ჟურნალისტთა ორ მესამედს ქალები შეადგენენ. ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა ამ სფეროში წამყვან და ადმინისტრაციულ თანამდებობებზე ქალების რიცხვი. იგივე შეიძლება ითქვას სარეკლამო ბიზნესზე, რომელშიც ახალგაზრდა ქალები არიან დაკავებული.

ეკონომიკური რესურსებისა და შრომის ბაზრის ხელმისაწვდომობა

ქალების შრომითი ძალების მონაწილეობა უფრო მცირე იყო, ვიდრე მამაკაცების, თუმცა, უმუშევრობის მაჩვენებელი უფრო მაღალია მამაკაცებისთვის (17%, 13%-თან შედარებით, 2002 წ.). 6 სოფელში მცხოვრებ ქალთა ორმოცი პროცენტი მუშაობს ანაზღაურების გარეშე საოჯახო საწარმოებში. USAI-ის მონაცემების მიხედვით, ქალების მიერ გამომუშავებული შემოსავალი მამაკაცების ხელფასის დაახლოებით 41%-ს შეადგენს. სკოლამდელი დაწესებულებების და გახანგრძლივებული სასკოლო სწავლების დაწესებულებების სისტემის რღვევამ გარკვეული როლი შეასრულა ქალების სრული დასაქმების შემცირებაში.

ცხრილი 3: ეკონომიკური და საწარმოო რესურსების ხელმისაწვდომობის მაჩვენებლებიცხრილი მაჩვენებლები: საქართველო

ეკონომიკური და საწარმოო რესურსების ხელმისაწვდომობის
მაჩვენებლები საქართველოსთვის

ქალებისა და მამაკაცების შრომითი ძალების
მონაწილეობის თანაფარდობა (2003 წ.)

0.84

ქალებისა და მამაკაცების შრომითი ძალების
მონაწილეობის თანაფარდობის წლიური ზრდა
(1990 - 2003 წწ.)

0.47

წყარო: მსოფლიო ბანკი.

დამატებითი ინფორმაცია იხ. ასევე მე-2 ცხრილში.

3 ნაწილი 2 ევროგაერთიანების განვითარების დახმარების გენდერული პერსპექტივა

▲ზევით დაბრუნება


3.1 2.1. ევროგაერთიანების განვითარების მიმდინარე პროგრამები

▲ზევით დაბრუნება


ზოგადი ფარგლები

საქართველოში მმართველობის სერიოზული პრობლემების ფონზე 2002 წელს ადამიანთა გატაცების შემთხვევებს ჰქონდა ადგილი, რის გამოც კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტის (CSP) რიგგარეშე გადასინჯვის შესახებ. საქართველოსთვის მომზადდა ახალი სტრატეგიული დოკუმენტი, პროგრამა ინდიკატორებით 2004-2006 წლებისთვის. ეს დოკუმენტები კომისიამ 2003 წლის 23 სექტემბერს მიიღო. სტრატეგიული დოკუმენტის რევიზიის ძირითადი მიმართულებები ითვალისწინებს, რომ ევროგაერთიანების დახმარებამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი ამოცანების შესრულება

  • დახმარების „პირობითობის“ მნიშვნელოვნად განმტკიცება.

  • დახმარების უფრო მეტად კონცენტრაცია რეფორმის ყველაზე პერსპექტიულ პროგრამებზე.

  • სამოქალაქო საზოგადოების უფრო ძლიერი მხარდაჭერა.

2004-2006 წლებისთვის ევროგაერთიანების დახმარების თემატური პრიორიტეტები (ყველა ინსტრუმენტები):

  • კანონის უზენაესობა, სათანადო მართვა, ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ინსტიტუტები.

  • სიღატაკის წინააღმდეგ ბრძოლა.

  • კონფლიქტების პროფილაქტიკა, კონფლიქტების მოგვარება და კონფლიქტების შემდგომი რეაბილიტაცია.

კომისიამ „ვარდების რევოლუციის“ საპასუხოდ უზრუნველყო გარკვეული დახმარება და განსაზღვრა, თუ როგორ შეიძლება მისი ინსტრუმენტების უკეთ მობილიზაცია ახალ სიტუაციაში დამატებითი რესურსების განთავსების ჩათვლით. 2003 წლის დეკემბერში კომისიამ გადაწყვიტა გამოეყო 2 მილიონი ევრო სწრაფი რეაგირების ფონდისთვის UNDP-ის მეშვეობით, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების თვის (4 იანვარს და 28 მარტს, შესაბამისად) და 5 მილიონი ევრო საქართველოს სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამიდან, როგორც საბიუჯეტო დახმარება ზამთრის თვეების განმავლობაში.

საქართველო ასევე დახმარებას მიიღებს Tacis-ის რეგიონალური თანამშრომლობის პროგრამიდან (სახელმწიფოთაშორისო პროგრამიდან).

წარსულში გაწეული დახმარება

1992 წლიდან ევროგაერთიანებამ მხარდაჭერა გაუწია საქართველოს მთელი რიგი ინსტრუმენტების მეშვეობით. ძირითადი ინსტრუმენტები იყო: ECHO-ის ჰუმანიტარული დახმარება (92 მილიონი ევრო, 1992-2002 წწ.); სასურსათო უზრუნველ ყოფის პროგრამა (59 მილიონი ევრო, 1992- 2002 წწ.); Tacis-ის ეროვნული პროგრამა (84 მილიონი ევრო, 1992-2002 წწ.). ევროგაერთიანების დახმარების საერთო თანხა შეადგენდა 370 მლნ. ევროს (Tacis-ის რეგიონალური და წევრი ქვეყნების დახმარების გარეშე).

Tacis-ის პროგრამა

2002-2001 წწ. Tacis-ის ეროვნული სამოქმედო პროგრამა (AP, სულ 15 მლნ. ევრო) კონცენტრირებული იყო სამ პრიორიტეტულ სფეროზე: (1) ინსტიტუციონალური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული რეფორმების მხარდაჭერა; (2) კერძო სექტორის განვითარება და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და (3) ინფრასტრუქტურის ქსელების განვითარება.

2002-2003 წლებში, Tacis-ი, 14 მლნ ევროს ოდენობის ინდიკატიური ბიუჯეტით, კონცენტრირებული იყო ინსტიტუციური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული რეფორმის მხარდაჭერაზე, ასევე გარდამავალი პერიოდის სოციალური შედეგების დაძლევის მხარდაჭე რაზე. ეს ითვალისწინებდა PCA-ს განხორციელებისთვის კანონმდებლობის შესწორების უწყვეტ მხარდაჭერას. გარდამავალი პერიოდის სოციალური შედეგების დაძლევის მხარდაჭერა მიმართული იყო ჯანდაცვის სექტორისკენ და მოიცავდა ჯანდაცვის რესტრუქტურიზაციის პროგრამის მხარდაჭერას.

საქართველო ასევე მონაწილეობს Tacis-ის რეგიონალურ პროგრამებში, როგორიცაა Traceca, Inogate და სამხრეთ კავკასიის ეკოლოგიის რეგიონალური ცენტრი, რომელიც თბილისშია განთავსებული.

განსაკუთრებული ფინანსური დახმარება

1998 წლის ივლისში საქართველომ დაფარა თანამეგობრობის ვალის დარჩენილი ნაწილი (131 მილიონი ევრო). შემდგომ ქვეყანამ მიიღო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც შედგებოდა 110 მლნ ევროს ოდენობის სესხის და 65 მლნ ჯამური ოდენობის გრანტისგან, რომელიც უნდა გაცემულიყო 1998-2004 წწ. პერიოდში.

სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამა (FSP)

1996-1999 წწ. პერიოდში სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამიდან საქართველომ მიიღო 24 მლნ. ევრო. 2000 წლიდან სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამამ ნაწილობრივ შეცვალა მიმართულება დამხმარე სიღარიბის დაძლევის კომპონენტის მხარდაჭერის სასარგებლოდ, სოციალური უსაფრთხოების ქსელის მეშვეობით შემდეგი ფორმით: (ა) რესურსების განთავსება ოჯახების სიღატაკის დაძლევისთვის; (ბ) ინსტიტუციონალური დახმარება. 2002-2003 წლებში გამოიყო 13 მლნ ევრო.

რეაბილიტაცია

ევროგაერთიანების დახმარება საქართველოსათვის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში შეეხებოდა როგორც ცხინვალის რეგიონს (სამხრეთ ოსეთს), ასევე აფხაზეთსაც (ენგურის ჰიდროელექტროსადგური და კაშხალი).

სამხრეთ ოსეთი: 1997 წელს ევროკომისიამ გაითვალისწინა 5 მლნ ევროს ოდენობის გრანტის გადაცემა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შემდგომ ზონაში, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, და სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის სამშვიდობო პროცესის სტიმულირებისთვის. 1999წ. ევროკომისიამ გამოყო ახალი გრანტი, 2.5 მლნ ევროს ოდენობით, პირობების დამტკიცებისა და შესრულების შემდეგ. ამ პროგრამით განპირობებული დინამიკის გათვალისწინებით ევროკომისიამ უზრუნველყო ფინანსური დახმარება და მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ერთობლივ საკონტროლო კომისიაში (JCC), 2001წ. აპრილიდან. ეს ოთხმხრივი ორგანო (საქართველოს, სამხრეთ ოსეთის, ჩრდილოეთ ოსეთისა და რუსეთის მონაწილეობით) შეიქმნა ეუთოსთან.

ენგური: 1997 წელს ევროკომისიამ გამოყო 120 მლნ ევრო ენგურის ჰიდროელექტროსადგურისა და კაშხალის გადაუდებელი რემონტისთვის (№3 გენერატორის რემონტი და კაშხალის შანდორი), ორ ტრანშად, თითოეული 5 მლნ ევროს ოდენობით, რეაბილიტაციას ბიუჯეტის ფარგლებში. ეს იყო დამატებითი დახმარება ენგურის რეაბილიტაციის პროგრამისთვის, რომელიც ითვალისწინებდა 44.5 მლნ ევროს სესხს, ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკიდან.

ჰუმანიტარული დახმარება (ECHO)

ECHO წარმოდგენილია ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების რეგიონში ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან, მისი ძირითადი მანდატის შესაბამისად (ჰუმანიტარული დახმარება სტიქიური უბედურებებისა და ანთროპოგენული კატასტროფების დროს). 1993 წლიდან 1999 წლამდე, მნიშვნელოვანი იყო ECHO-ს ოპერატიული დაფინანსება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და შეადგენდა 64.255 მლნ ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას სომხეთისთვის, 83.34 მლნ ევროს საქართველოსთვის და 82.96 მლნ ევროს აზერბაიჯანისთვის.

ECHO-ს გამოსვლა საგანგებო მდგომარეობის შემდგომი პროგრამიდან სამხრეთ კავკასიაში დაიწყო 1996 წელს და დასრულდა 2000 წ. როდესაც უკანასკნელად გადასცა 3.855 მლნ ევრო ამ სამ ქვეყანას.

2000-2001 წლებში ECHO-მ გამოყო საერთო ჯამში 2.35 მლნ ევრო საქართველოში გვალვის შედეგების დასაძლევად.

ევროპის ინიციატივა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის (EIDIHR)

2002 წ., საქართველო, რომლისთვისაც გამოიყო 1.9 მლნ ევრო, EDIHR-ის ყურადღების ცენტრში იყო

1992-2006 წწ. პერიოდში ევროგაერთიანებამ ევროკომისიის მეშვეობით უზრუნველყო საერთო ჯამში 502 მლნ ევროს ოდენობის დახმარება საქართველოსთვის.

გენდერული საკითხებისა და ქალთა უფლებების პროგრამების შემუშავება და ტექნიკური დახმარება, საქართველოსთვის.

ევროგაერთიანების განვითარების დახმარების ყველაზე დიდი პროგრამა არის ე.წ. Tacis-ის პროგრამა. მასზე მოდის ყველა მიმდინარე პროგრამის 69.4%, ამ ნუსხაში მეორეა სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამა 20 მლნ ევროთი (სულ 19.88%), 2005 წლის იანვრიდან 2006 წ. დეკემბრამდე პერიოდში (ამ ციკლის დროს პროგრამა მიმართულია სოციალური დაცვის, სოფლის განვითარებისა და სასურსათო უზრუნველყოფის საკითხებზე და ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ).

არის ორი განვითარების პროგრამა, რომელთა ფარგლებში 2006 წ. განხორციელდა ქალებზე კონცენტრირებული პროექტები:

  • ევროპის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ინიციატივა (EIDHR), რომლის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 4 487 026 ევროს, რაც მთლიანი დახმარების 45.46 %-ია; და

  • დეცენტრალიზებული თანამშრომლობა (ყველა პროექტები კონცენტრირებულია აფხაზეთზე), რომელიც ითვალისწინებს 824 384 ევროს ყველა პროექტისთვის. ამ პროგრამაზე მოდის ევროგაერთიანების განვითარების დახმარების მთელი თანხის 0.82%.

უშუალოდ ქალებზე ორიენტირებული პროექტების მთლიანი რიცხვია 7, ხოლო საქართველოში განხორციელებული პროექტების მთლიანი რაოდენობაა 121. უშუალოდ ქალებზე კონცენტრირებული პროექტების დაფინანსების თანხაა 368 238 ევრო, რაც 6 პროგრამის მთლიანი დაფინანსების 2.6%-ს შეადგენს.

ცხრილი 4. უშუალოდ ქალებზე ორიენტირებული პროექტებცხრილი პროექტები

0x01 graphic

წყარო: ევროკომისიის დელეგაცია სომხეთსა და საქართველოში

(http://www.delgeo.cec.eu.int/en/programmesactions/full-istprojects.html) please specify: name, publisher, city, date of the report and if possible - internet site.

ასევე არის 3 პროექტი, რომლებსაც ქალთა უფლებებზე კონცენტრირებული ძლიერი გენდერული კომპონენტი აქვს, მათთვის ჯამში გამოყოფილია 499 214 ევრო, რაც მთლიანად გამოყოფილი დაფინანსების 2.8%25-ს შეადგენს.

ცხრილი 5. პროექტები, რომლებიც არაპირდაპირ შეეხება ქალებცხრილი ქალებს

პროგრამა

ძირითადი
სიტყვები

პროექტის
დასახელება

ამოცანა

შემსრუ
ლებელი

თანხა

EIDHR
MICRO

ადამიანის
უფლებები და
დემოკრატია

ადამიანების
ტრეფიკინგის
პროფილაქტიკა
და
ტრეფიკინგთან
ბრძოლის
ეროვნული
სამოქმედო გეგმის
განხორციელების
ხელშეწყობა

ტრეფიკინგთან
ბრძოლა
საქართველოში

Peoples
Harmonius
Development
Society

50 000

ECHO

ECHO -
ჰუმანიტარული
დახმარება

ადგილობრივი
რეპროდუქციული
ჯანმრთელობის
დაცვა
სამეგრელოს
რეგიონში

ეს პროექტი
ხელს უწყობს
ადგილობრივ
რეპროდუქციული
ჯანმრთელობის
დაცვას
სამეგრელოს
რეგიონში

Medicins
du
Monde

300 000

SANTE
(განვითარებად
ქვეყნებში
რეპროდუქციული
და
სქესობრივი
ჯანმრთელობის
დაცვასთან
და
უფლებებთან
დაკავშირებული
პოლიტიკისა და
ღონისძიებების
დახმარების
პროგრამა)

ჯანდაცვა

რეპროდუქციული
ჯანმრთელობის
დაცვის
ინიციატივა
ახალგაზრდებისთვის,
კავკასიაში

რეგიონის
ახალგაზრდების
სქესობრივი და
რეპროდუქციული
ჯანმრთელობის
გაუმჯობესება
და მათი უფლებების
დაცვა

UNFPA

149 214

წყარო: ევროკომისიის დელეგაცია სომხეთსა და საქართველოში

(http://www.delgeo.cec.eu.int/en/programmesactions/full-istprojects.html) please specify: name, publisher, city, date of the report and if possible - internet site.

3.2 2.2. ევროგაერთიანების წევრები და განვითარების დახმარება

▲ზევით დაბრუნება


ევროგაერთიანების წევრების მიერ საქართველოში დაფინანსებული პროგრამები მოიცავს მრავალ სფეროს, თუმცა მათში ნაკლებადაა გენდერული მიმართულებები და პერსპექტივები, როგორც პრობლემური სფეროების, ასევე განხორციელების მექანიზმების თვალსაზრისით. იხ. ქვემოთ შესაბამისი შერჩეული სტატისტიკა.

სქემა 1. ევროგაერთიანების წევრები და განვითარების დახმარება საქართველოსთვის

0x01 graphic

(http://www.oecd.org/statisticsdata/0,2643,en-2649-34447-1-119656-1-1-1,00.html; ttp://www. oecd.org/dataoecd/21/39/1881067.gif).

3.3 2.3. განვითარების სხვა პროგრამები და განვითარების დახმარების წყაროები

▲ზევით დაბრუნება


UNIFEM-მა შეწყვიტა საქმიანობა სამხრეთ კავკასიაში 2006 წელს. ბოლო წლების განმავლობაში ფონდი ქალთა ორგანიზაციებისთვის ერთერთი ყველაზე ძლიერი დონორია ქვეყანაში და რეგიონში. 2004 წლის განმავლობაში გამოყოფილი თანხების ჯამური რაოდენობა 38 521 აშშ დოლარს შეადგენდა, 2005 წ. - 184 476 აშშ დოლარს, 2006 წ. - 68 833 აშშ დოლარს. დაფინანსებული პროგრამების უმეტესობა კონცენტრირებული იყო სამშვიდობო ინიციატივებზე და ქსელის „ქალთა ერთიანობა მშვიდობისთვის“ მხარდაჭერაზე.

UNDP

პროგრამა გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში

ბიუჯეტი 900 000 აშშ დოლარი

ხანგრძლივობა 3 წელი

სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ანა ლოგიური საზოგადოებრივი და ინსტიტუცინალური მაჩვენებლებია, როგორებიცაა სიღარიბის მაღალი დონე, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალების წარმოდგენის დაბალი მაჩვენებლები, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და ეკონომიკური შესაძლებლობების შეზღუდულობა. სამივე ქვეყანაში პრევალირებს ტრადიციული გენდერული სტრუქტურა. პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა გარდაქმნებმა, კონფლიქტის შედეგებმა, მამაკაცებისა და ქალების როლებსა და შესაძლებლობებზე განსხვავებული ზემოქმედება მოახდინა. ტრადიციული გენდერული როლები უფრო მეტადაა გამოკვეთილი სოფლად ქალაქებთან შედარებით. UNDP-მ ეროვნულ დონეზე მოახდინა რამდენიმე გენდერული პროექტის ფასილიტაცია, მათ შორის შესაძლებლობის განმტკიცების, ინფორმირებულობის გაუმჯობესების და სამთავრობო პოლიტიკაში გენდერული მიმართულების პროექტები. სხვადასხვა პროექტების საქმიანობის შედეგია ეროვნული სამოქმედო გეგმების დამტკიცება საქართველოსა და სომხეთში. დაარსდა კონტაქტების ფართო ქსელი UNDP-სა და გენდერულ და ქალთა საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.

მიუხედავად ამისა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შეფასებით პროექტმა ვერ უზრუნველყო მოსალოდნელი შედეგების მიღწევა, რამდენადაც ინსტიტუციონალური მექანიზმების სისტემა გაცილებით უფრო სუსტია საქართველოში, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების მოქმედი პირები უფრო აქტიური არიან და უფრო მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა.

USAID

USAID-ის მიერ დაფინანსებული მომავალ ქალ ლიდერთა პროგრამა დაიწყო 2003 წელს. პროგრამა მიზნად ისახავს ქალების პოლიტიკური აქტიურობის გაზრდას და მათი კარიერული ზრდის მხარდაჭერას, მათთვის საჭირო კვალიფიკაციისა და ცოდნის უზრუნველყოფის გზით, მთელი წლის განმავლობაში ორგანიზებული ტრენინგებისა და ემინარების მეშვეობით.

ქალთა ჯგუფმა, რომელმაც პროგრამა დაამთავრა 5 ნოემბერს, ამ პროგრამის მეორე გამოშვება იყო. ჯგუფში შედიოდნენ აქტიური ქალები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, რომლებიც სხვადასხვა პროფესიული საქმიანობით იყვნენ დაკავებული, მათ შორის საქართველოს აღმასრულებელ მთავრობაში, საკრებულოებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ბიზნესის სფეროში მომუშავე ქალები.

3.4 2.4 არასამთავრობო ორგანიზაციები და განვითარების დახმარება

▲ზევით დაბრუნება


ამომრჩევლებთან კავშირის გამო, ა/ო-ებს გააჩნიათ პოტენციალი დახმარება გაუწიონ ხელისუფლებას ქალთა უფლებებთან და სტატუსთან დაკავშირებით, ასევე რეგიონში ქალებისთვის უფლებამოსილების უზრუნველყოფის თაობაზე ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. რეგიონებში ა/ო-ებს შეუძლიათ შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი, როგორც შუამავლებს შესაბამისი მოქალაქეებისთვის, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ სფეროში, ზემოქმედება მოახდინონ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და ბევრ შემთხვევაში უზრუნველყონ ქალთა უფლებების ხელშეწყობა. რეგიონში ცვალებადი სიტუაციის გათვალისწინებით არასამთავრობო ორგანიზაციებს უფრო ხელსაყრელი პოზიცია აქვთ და ხშირად უფრო მოქნილი არიან, შესაბამის მთავრობებთან შედარებით ისეთი პროექტების წამოწყებისა და განხორციელების საქმეში, რომლებიც ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას საჭიროებს. თუმცა, იმისათვის, რომ ა/ო-ების მონაწილეობა განვითარების პროცესში ეფექტური იყოს, მათი მანდატის რეალიზაციისთვის აუცილებელია ხელშემწყობი საკანონმდებლო, მარეგულირებელი, ინსტიტუციონალური და პოლიტიკური გარემოს შექმნა. მთავრობას შეუძლია ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ასეთი გარემოს შექმნა.

არასამთავრობო ორგანიზაციების სექტორის განვითარება რეგიონში საწყის ეტაპზეა. ქალები ამ ორგანიზაციებში სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს ასრულებენ და არასამთავრობო ორგანიაციების სექტორში ისინი წევრთა უმრავლესობას შეადგენენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გარდამავალ პერიოდში გაჩნდა ორი ერთმანეთის საპირისპირო ტენდენცია ქალებისათვის პოლიტიკაში: ერთის მხრივ, (ეროვნულ თუ ადგილობრივ) მთავრობაში თანამდებობების ქალებისთვის ხელმისაწვდომობის მკვეთრი შემცირება და მეორეს მხრივ არაფორმალურ პოლიტიკაში, სამოქალაქო საზოგადოების შექმნასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში ქალების მონაწილეობის უპრეცედენტო ზრდა. ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ქალთა უფლებებისა და თანასწორობის სფეროში, შეადგენენ საქართველოში რეგიონალური ორგანიაციების 10-12 პროცენტს. მიუხედავად ამისა, საქართველოში მესამე სექტორი მნიშვნელოვნად განვითარდა და გაფართოვდა გეოგრაფიულად. ამჟამად, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში აქტიურად მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა ბევრ მათგანს სერიოზული სირთულეები აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვი იზრდება, თუმცა, ასევე იზრდება სექტორში რთული ამოცანების რიცხვიც. ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას ჯერ კიდევ აქვს პროგრამული და ფინანსური სტაბილურობის, ასევე საზოგადოებრივი იმიჯის პრობლემა. ამის გარდა, სხვადასხვა სექტორებს შორის პარტნიორობა იშვიათია და შემთხვევით ხასიათს ატარებს.

სამოქალაქო სექტორში კვლავ არსებობს საჯარო ინფომრაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა. ასევე ძალზე მწვავედ დგას მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების საკითხი. ბევრ შემთხვევაში მაღალკვალიფიციური კადრები საერთაშორისო ან სამთავრობო ორგანიზაციებში გადადიან. აღსანიშნავია, რომ სამთავრობო ორგანიზაციებში გადასვლის ტენდენცია გაძლიერდა რევოლუციის შემდგომ პერიოდში.

მასმედია არ აქცევს სათანადო ყურადღებას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და იმ როლს, რომელსაც ეს ორგანიზაციები ასრულებენ სამოქალაქო საზოგადოებაში. ამ სექტორს რამდენადმე უარყოფითი იმიჯი შეექმნა. ამის გარდა, მედიას არ შეუძლია ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი აზრის შექმნას, თავად არა სამთავრობო ორგანიზაციებსაც ხშირად არა აქვთ საკმარისად მჭიდრო კონტაქტები მათ მოსარგებლეებთან, ზოგიერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის გამოკლებით. შესაბამისად, ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა პოზიტიური საზოგადოებრივი აზრი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. საქართველოს რამდენიმე რეგიონში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ცნობილი არაა. ბიზნესი და მთავრობა საკმარისად არ აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

საქართველოში არსებული ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოკვლევის შედეგების მიხედვით, აღნიშნული პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ 27.3%25-ს გააჩნია საკუთარი სამუშაო ფართობი, საკმარისი მატერიალური ბაზა, მათ შორის, ორგტექნიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა, პოლიტიკური დღის წესრიგი და გრანტების გაცემისა და სახსრების მოზიდვის პერსპექტიული დაგეგმვა. გამოკვლევამ ასევე გამოავლინა, რომ დარჩენილი 62.7%25-ი განიცდის ყოველივე ამის ნაკლებობას. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 112 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გენდერულ და ქალთა საკითხებზე მუშაობს ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან ერთად, განისაზღვრა როგორც ძირითადი მიზნობრივი ჯგუფი, რომლებიც ოფიციალურად არ არიან რეგისტრირებული როგორც იურიდიული პირები.

ევროგაერთანების განვითარების დახმარება არ ითვალისწინებს ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებას. არასამთავრობო ორგანიზაციებს არ შეუძლიათ შეატყობინონ დონორ ორგანიზაციებს მათი რეალური საჭიროებების შესახებ. როგორც აღინიშნა, ასევე არაა გამოქვეყნებული საერთო საჭიროებების შეფასება, საკმარისი არაა განვითარების დახმარების პროგრამების დაგეგმვასთან დაკავშირებით დიალოგი.

4 ნაწილი 3 ახალი ფინანსური პერსპექტივები 2007-2013 წლებისთვის

▲ზევით დაბრუნება


4.1 3.1. ევროგაერთიანების მიერ დაგეგმილი განვითარების პროგრამები (2007-2013) და მოსალოდნელი ცვლილებები

▲ზევით დაბრუნება


როგორც განაცხადა კოლეტ სელმანმა, შემუშავებული არ იქნება გენდერულ თანასწორობაზე კონცენტრირებული რაიმე სპეციალური პროგრამები, რადგანაც საქართველოსთვის ევროგაერთიანების განვითარების დახმარების დელეგაციის გენდერული თანასწორობის მიმართულების მიდგომა გენდერული თანასწორობის საკითხების მოგვარების ძირითადი ინსტრუმენტი იქნება. ინსტრუმენტი, რომელსაც დელეგაცია გამოიყენებს, წარმოადგენს ევროკომისიის განვითარების თანამშრომლობის გენდერული თანასწორობის ძირითადი მიმართულების საშუალებათა კომპლექტს (Toolkit), რომელიც შემუშავებულია ევროგაერთიანების სტრუქტურაში 2004 წელს. მას გამოიყენებენ ყველა სახის მიმდინარე თუ დაგეგმილი პროგრამების და მათი შედეგების შესაფასებლად - არსებობს თუ არა რაიმე გენდერული მიკერძოება და არსებობს თუ არა რაიმე შესაძლებლობა გაძლიერდეს პროექტები გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში პროგრამების შემუშავება მოხდება არა სექტორის მხარდაჭერის პროგრამის მიდგომით (მოქმედებების დახმარება), არამედ ფართო-სექტორული მიდგომით. ფართო სექტორული მიდგომა გულისხმობს, რომ მთავრობას გადაეცემა თანხები მთლიანად, ინდიკატორებთან და ბოლო ვადებთან ერთად. ევროკომისია უზრუნველყოფს დაფინანსებას რამდენიმე ტრანშის სახით. ყოველი შემდეგი ტრანში გადმოირიცხება შეთანხმებულ ვადებში მიზნების მიღწევის შემდეგ. ამგვარად, ევროკომისია აღარ ჩაერევა პროგრამებში და საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელი იქნება განვითარების პოლიტიკასა და თემატურ პროექტებზე, რომლებიც ორიენტირებული უნდა იყოს მოცემული ინდიკატორების მიღწევაზე და უნდა აკმაყოფილებდეს ევროკომისიის განვითარების თანამშრომლობის შემდეგ პრიორიტეტებს:

  • კანონის ადმინისტრირება და მისი უზენაესობა (ადამიანის უფლებების ჩათვლით)

  • ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობის რეგულირება

  • სიღარიბის შემცირება

  • კონფლიქტების მოგვარება

თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ქალბატონი სელმანის მიხედვით, საქართველოში ევროკომისიის დელეგაციას, სხვა დელეგაციებთან შედარებით მცირე საერთო ბიუჯეტი აქვს. ამგვარად, ქალთა და / ან გენდერული თანასწორობის პროექტების მხარდაჭერა შეიძლება მოხდეს დეცენტრალიზებულად, პროპაგანდის დონეზე.

მომავალ წლებში ევროკომისიის დელეგაცია საქართველოში აპირებს იმაზე კონცენტრაციას, თუ როგორ გახადოს პროექტები უფრო მკაფიო - ეს ამჟამად აკლია პროექტებს.

დელეგაცია მოიცავს მე-3 და მე-4 MDG-ებს, თუმცა, არსებობს პრობლემების იდენტიფიკაციის სირთულე: საიმედო მონაცემების ნაკლებობა, მაგალითად, როგორ შეიძლება განისაზღვროს რა მოცულობის მხარდაჭერაა საჭირო. საიმედო სტატისტიკური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, დახარისხების, დაცვის, გავრცელების სისტემები ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ქალთა და გენდერული თანასწორობის ორგანიაციებისთვის საქართველოში.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (ENP)

არსებობს ასევე ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (ENP). ENP-ის ამოცანაა გაუზიაროს ევროგაერთიანების სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა მეზობელ ქვეყნებს, მათთვის მჭიდრო პოლიტიკური უსაფრთხოების, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის შეთავაზების გზით. ის ასევე შესაძლებლობას მისცემს ამ ქვეყნებს მონაწილეობა მიიღონ ევროგაერთიანების პროგრამებში და გავიდნენ ევროგაერთიანების შიდა ბაზარზე, რაც უზრუნველყოფს მათი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ძლიერ მხარდაჭერას. ევროპის მეზობლობის პოლიტიკის და საქართველოს და სომხეთისთვის ENP-ის სამოქმედო გეგმის ამოცანები ასახულია ჩვენს თანამშრომლობის და გარეშე დახმარების პროგრამებში. ENP აღნიშნავს ევროგაერთიანების და პარტნიორ ქვეყნებს, საქართველოს და სომხეთს შორის ურთიერთობის ახალი თავის დაწყებას.

ამჟამად ევროგაერთიანება ამზადებს მრავალწლიანი ხარჯვის გეგმის პროექტს 2007-2013 წლებისთვის, რომელსაც ეწოდა „ფინანსური პერსპექტივა“. ეს გეგმა უზრუნველყოფს საკანონმდებლო ბაზას ევროგაერთიანების რესურსების განაწილებისთვის ამ ექვსი წლის განმავლობაში. 2007-2013 წლების ფინანსური პერსპექტივა ითვალისწინებს ამჟამად არსებული ყველა გეოგრაფიული და თემატური პროგრამის ჩანაცვლებას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე დსთ-ს ქვეყნებისთვის ევროკომისიის პროგრამების ჩათვლით. საქართველო ხვდება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საფინანსო და სტაბილურობის ინსტრუმენტის ქვეშ.

4.2 3.2. სხვა დაგეგმილი განვითარების პროგრამები და განვითარების დახმარების წყაროები

▲ზევით დაბრუნება


ევროგაერთიანების წევრები

ნორვეგია

ნორვეგია უზრუნველყოფს 20 მილიონს UNDP-ის პროექტებისთვის სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში, მომავალი სამი წლის განმავლობაში.

დიდი ბრიტანეთი

2004-2008 წწ. პერიოდში, DFID საერთო ჯამში უზრუნველყოფს 11 მილიონ გირვანქას. მუშაობის სფეროები შემდეგია:

ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერა ღონისძიებებზე აგენული ბიუჯეტის შედგენაში (რაც მსოფლიო ბანკის სტრუქტურული რეგულირების კრედიტის ნაწილია);

რიგ სხვა პარტნიორებთან მუშაობის მხარდაჭერა ჯანდაცვის, სტატისტიკის, სტაბილური შემოსავლების უზრუნველყოფის, სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცების და (მცირე და მიკროსაკრედიტო საწარმოების და შემოსავლების ხელშეწყობის სფეროში) საკონკურსო გრანტების სქემის სფეროებში.

სხვა წყაროები
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ (MCC) დაამტკიცა ხუთწლიანი ხელშეკრულება საქართველოსთან, 295.3 მილიონ აშშ დოლარზე, რომელიც მიზნად ისახავს სიღარიბის დაძლევას და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას რეგიონებში, ქვეყნის დედაქალაქის, თბილისის ფარგლებს გარეთ.

ხელშეკრულებას საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული წინადადებები. ის კონცენტრირებულია რეგიონებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე და კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობაზე, 16 აგვისტოს გამოცემული MCC-ის დოკუმენტის შესაბამისად. სავარაუდოდ, ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ სექტემბერში.

დაფინანსება უზრუნველყოფს გზების, გაზსადენის და სხვა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მხარდაჭერას, ასევე საინვესტიციო ფონდს, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის სარისკო კაპიტალის უზრუნველსაყოფად და გრანტებსა და ტექნიკურ დახმარებას ფერმერებისა და აგრობიზნესისთვის.

საქართველოში დედაქალაქის, თბილისის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოსახლეობის 54%25 სიღატაკეში ცხოვრობს. ქართველებმა განსაზღვრეს ორი დაბრკოლება, რომლებიც ხელს უშლის სიღარიბის დაძლევას და ეკონომიკურ ზრდას რეგიონებში, თბილისის ფარგლებს გარეთ - საიმედო ინფრასტრუქტურის არარსებობა და ბიზნესის, განსაკუთრებით აგრობიზნესის განვითარების ნელი ტემპი. ამ დაბრკოლებების დასაძლევად საქართველომ ფართომასშტაბიანი საკონსულტაციო პროცესის მეშვეობით შეიმუშავა პროგრამა, რომელიც კონცენტრირებულია რეგიონებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე და საწარმოების განვითარებაზე. ამ პროგრამაში არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული გენდერული პერსპექტივები.

EBRR

2006 წ. 31 ოქტომბრის მდგომარეობით, ბანკმა ხელი მოაწერა საერთო ჯამში 64 საინვესტიციო პროექტს, რომლებიც შეეხება ენერგეტიკას, ტრანსპორტს, აგრობიზნესს, მრეწველობას და საბანკო საქმეს, და რომელთა საერთო ღირებულებაა 389.5 მილიონი ევრო. საჯარო სექტორის შვიდი პროექტისთვის გათვალისწინებულია საერთო ჯამში 81.6 მლნ ევრო (20.9%25), ხოლო კერძო სექტორის 57 პროექტისთვის გათვალისწინებულია 307.9 მლნ ევრო (79.1%25). სუფთა პორტფელი შეადგენდა 254.8 მილიონ ევროს, საიდანაც 192.5 მლნ ევრო (75.5%25) გადაირიცხა.

მომავალი სტრატეგიული პერიოდისთვის ბანკი შემდგომ ითვალისწინებს საქართველოში ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას, ფისკალური და საგარეო მდგომარეობის ხელშეწყობას და რეფორმებისა და პრივატიზაციის შემდგომ წინსვლას. საქართველო ერთ-ერთია ადრეული გარდამავალი ქვეყნების ინიციატივით (ETCI) გათვალისწინებული ქვეყნებიდან.

5 ნაწილი 4 რეკომენდაციები ევროგაერთიანების კომისიის, პარლამენტისა და ევროგაერთიანების წევრი ქვეყნებისთვის

▲ზევით დაბრუნება


განისაზღვრა კრიტიკული მნიშვნელობის შემდეგი ამოცანები:

  • დაწესებულებებში იმის გააზრება, თუ რას ნიშნავს „ძირითადი გენედერული მიმართულება“, როგორ შეიძლება ამან იმოქმედოს დაწესებულების ყოველდღიურ მუშაობაზე და არაეფექტური გახადოს სტრატეგია;

  • მონაცემთა სისტემები, რომლებიც ინფორმაციას აწვდიან ეროვნული პოლიტიკის ჩამოყალიბებისას, იშვიათადაა გენდერულად სენსიტიური და ხშირად არ იძლევა სქესის მიხედვით დაყოფილ მონაცემებს;

  • ფართოდ გავრცელდა „პოლიტიკის აორთქლება“, რაც ნიშნავს, რომ გენდერული მიმართულების კარგი პოლიტიკა ხშირად იკარგება პროგრამებად ჩამოყალიბებისა და მათი განხორციელების დროს.

  • ცოდნის ნაკლებობა იმ ფაქტორების გასაგებად, რომლებიც მოქმედებს გენდერულად სენსიტიური პროგრამირების შესაძლებლობაზე, ართულებს პოლიტიკის აორთქლების პრობლემის დაძლევას;

  • „გაუჩინარებას“ ადგილი აქვს, როდესაც გენდერული მიმართულების კონკრეტული პოზიტიური შედეგები არაა სათანადოდ დაფიქსირებული პროგრამის მონიტორინგის და შეფასების დროს. ეს ნიშნავს, რომ უფრო რთულია დასაბუთდეს გენდერული მიმართულების საჭიროება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც დონორებსა და პარტნიორებს საქმე აქვთ „ჯვარედინი სა კითხების“ არასათანადოდ ჩამოყალიბებულ დღის წესრიგთან და ვარაუდობენ, რომ ყველა საკითხი ამ მიმართულებისაა.

  • ცვლილებების (ზემოქმედების) კონკრეტულ მიდგომებთან ან ინტერვენციებთან დაკავშირების სირთულე, განსაკუთრებით მრავალ-დონორიან და მაკრო-დონის პროგრამირების შემთხვევაში, რაც ართულებს გენდერული მიმართულების ანგარიშგებას.

რეკომენდაციები

ზოგადი

  • ევროკომისიის დელეგაციის, სხვა დონორებისა და მთავრობის პოლიტიკა თანასწორ შესაძლებლობებ თან, ქალებთან და განვითარებასთან დაკავშირებით, მკაფიოდ უნდა განისაზღვროს.

  • ევროკომისიის დელეგაციის და სხვა პასუხუხისმგებელი ორგანოებისა და სხვა განვითარების ორგანიზაციების დირექტორებმა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა საკმარისი ყურადღება უნდა დაუთმონ თანასწორობისა და თანასწორი შესაძლებლობების საკითხებს.

  • განვითარების ორგანიზაციაში ყველამ უნდა იცოდეს, თუ როგორ უნდა შეუწყონ ხელი გენდერულ თანასწორობას მათს საკუთარ პოლიტიკაში.

  • გენდერულმა ექსპერტებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ადგილზე უნდა იყვნენ, რათა პასუხი გასცენ შეკითხვებს.

  • შემოღებული უნდა იყოს გენდერულად სენსიტიური პროგრამირების სახელმძღვანელო პრინციპები.

კონკრეტული

  • დირექტივა №806/2004, განვითარების თანამშრომლობაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის შესახებ უნდა გახდეს საფუძველი სპეციალური პოლიტიკის შემუშავებისა და ფონდების გამოყოფისთვის, ევროგაერთიანების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, ასევე პროგრამებში, რომლებიც ევროკავშირისა და გაეროს ორგანოებს შორის პარტნიორობას ეყრდნობა;

  • ევროგაერთიანების დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ შესაძლებლობების განმტკიცების პროგრამები, ENP-ის ქვეყნების ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს ევროგაერთიანების გენდერული პოზიცია და ძირითად მიმართულებათა ძალისხმევის უკეთ გაგება;

  • ევროკავშირის განვითარების დახმარებაში სპეციალური ყურადღება უნდა დაეთმოს ქალების სიღატაკის აღმოფხვრას, ჯანდაცვის საკითხებს და ქალების შემოსავლებთან დაკავშირებულ დარღვევებს, ისე ვე, როგორც MDG-ის მიღწევების ნაწილს;

  • უნდა მოეწყოს კონსულტაციები „განვითარების პროგრამა“ საქართველოში მოქმედი ყველა სააგენტოს წარმომადგენლებისთვის, განვითარების დახმარების ფარგლებში ქალთა ძირითად მიმართულებასთან და კავშირებული მათი პოლიტიკისა და მიდგომების კოორდინაციის და შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;

  • უნდა მოეწყოს კონსულტაციები გენდერულ ფოკალურ პუნქტებს, პროგრამის ოფიცრებსა და ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის, რათა სათანადოდ შეფასდეს ქალთა ორგანიზაციების საჭიროებები განვითარების დახმარების და ტექნიკური დახმარების პროგრამების შედგენისას;

  • უზრუნველყოფილი უნდა იყოს გეოგრაფიული ბალანსი ქალებთან და გენდერთან დაკავშირებული პროექტებისთვის თანხების გამოყოფისას (ამჟამად თანხების უდიდესი ნაწილი გამოყოფილია ევროგაერთიანების დაწესებულებების მიერ კონფლიქტის ზონებში, მაშინ, როცა სხვა ადგილები, რომლებიც დახმა რებას საჭიროებს, მაგალითად კონფლიქტის ზონების მოსაზღვრე რეგიონები, იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური დასახლების ადგილები, ეთნიკური უმცირესობები და მთლიანი რეგიონები უყურადღებოდ რჩება).

  • ევროგაერთიანების მიერ უზრუნველყოფილი განვითარების დახმარება ერთნაირად უნდა იყოს მიმართული სამთავრობო სტრუქტურებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებრივ დაწესებულებებზე;

  • აუცილებელია მიზნობრივი პროგრამების განხორციელება ქალთა დაუცველი ჯგუფებისთვის

CSP-სთან დაკავშირებული

  • პრინციპები უნდა მოიცავდეს საერთაშორისოდ შეთანხმებულ ფასებულობებს, მათ შორის გენდერულ თანასწორობას;

  • გადამწყვეტი საკითხები რესურსების განაწილებისას შეიძლება მოიცავდეს სურვილს შეიქმნას შესაძლებლობები გენდერული უთანასწორობის დასაძლევად;

  • CSP-ის მომზადების/შესწორებისას, გენდერულ ძირითად მიმართულებაზე პასუხისმგებლობები მკაფიოდ უნდა განაწილდეს;

  • ტექნიკური მხარდაჭერა და შეფასება უნდა მოიცავდეს გენდერულ საექსპერტო კვალიფიკაციას.

6 მითითებული ლიტერატურა

▲ზევით დაბრუნება


1. ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში (UNDP, თბილისი, 2004 წ.).

2. Ibid.

3. შესაძლებლობის მიმცემი მართვის გარემოს შეფასება, სამხრეთ კავკასიაში ქალთა უფლებების ხელშეწყობისა და განხორციელებისთვის (მსოფლიო ბანკი, თბილისი, 2006წ.)

4. Kuehnast and Neehemias (2004წ.) წყარო: შესაძლებლობის მიმცემი მართვის გარემოს შეფასება, სამხრეთ კავკასიაში ქალთა უფლებების ხელშეწყობისა და განხორციელებისთვის (მსოფლიო ბანკი, თბილისი, 2006წ.)

5. ქალები გარდამავალ პერიოდში (UNICEF, თბილისი, 2003წ.)

6. სახელმძღვანელო „ქალები და მამაკაცები საქართველოში“ (საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტი, 2003 წ.)

7. „CEDAW-ის შეფასების ინსტრუმენტი საქართველოსთვის“ (ამერიკის ადვოკატთა ასოციაცია, /ცენტრალური ევროპის და ევრაზიის საკანონმდებლო ინიციატივა, თბილისი, 2003 წ.)

8. Kuehnast and Neehemias (2004წ.) წყარო: შესაძლებლობის მიმცემი მართვის გარემოს შეფასება, სამხრეთ კავკასიაში ქალთა უფლებების ხელშეწყობისა და განხორციელებისთვის (მსოფლიო ბანკი, თბილისი, 2006წ.)

9. აღვნიშნავთ განსხვავებას ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ქალთა თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.

10. კოლეტ სელმანი არის პროექტის მენეჯერი სოციალური და ჯანდაცვის სექტორის პროგრამებისთვის, რაც მოიცავს პროგრამირებას გენდერული თანასწორობის სექტორის ევროკომისიის დელეგაციაში, საქართველოსა და სომხეთისთვის

11. საქართველოს რესპუბლიკა (UNDP, თბილისი, 2003).

12. სახელმძღვანელო „ქალები და მამაკაცები საქართველოში“ (საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტი, 2003 წ.)

13. „CEDAW-ის შეფასების ინსტრუმენტი საქართველოსთვის“ (ამერიკის ადვოკატთა ასოციაცია, /ცენტრალური ევროპის და ევრაზიის საკანონმდებლო ინიციატივა, თბილისი, 2003 წ.).

14. Ibid.

15. სახელმძღვანელო „ქალები და მამაკაცები საქართველოში“ (საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტი, 2003 წ.)

16. CDC and ORC Macro (2003). ქალების რეპროდუქციულ ასაკად ითვლება 15-44 წელი, გამოკვლევის შეფასებებისთვის და 15-49 წელი - ოფიციალური შეფასებებისთვის. წყარო:

შესაძლებლობის მიმცემი მართვის გარემოს შეფასება სამხრეთ კავკასიაში ქალთა უფლებების ხელშეწყობისა და განხორციელებისთვის (მსოფლიო ბანკი, თბილისი, 2006წ.).