![]() |
არალეგალური მიგრაცია და მიგრანტთა უკანონო გადაყვანა (საქართველო) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი მიგრაცია |
საავტორო უფლებები: © მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია |
თარიღი: 2000 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიში თბილისი, 2000 წლის სექტემბერი |
![]() |
1 თავი 1. შესავალი: კვლევის მიზეზების დასაბუთება და მეთოდოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე ანგარიში საქართველოდან არალეგალური მიგრაციისა და ადამიანთა უკანონო გადაყვანის საკითხს ეხება. მსო-ს თბილისის ოფისმა ეს საკითხი 2000 წლის უმნიშვნელოვანეს საკითხად მიიჩნია და საწყის ეტაპზე განახორციელა მცირემასშტაბიანი კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოდან და საქართველოს გავლით არალეგალური მიგრაციისა და ადამიანთა უკანონო გადაყვანის ხასიათისა და მასშტაბის დადგენას. საქართველოდან არალეგალური მიგრაცია არ არის ახალი საკითხი და ყველასათვის ცნობილია, რომ მიგრაციის ეს ტიპი არსებობს საბჭოთა კავშირისაგან საქართველოს გამოყოფის პერიოდიდან. არსებობს ნიშნები იმისა, რომ საქართველო წარმოადგენს არალეგალური მიგრაციისა და ადამიანთა უკანონო გადაყვანის არა მხოლოდ წყაროს, არამედ სატრანზიტო ქვეყანას, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩატარებულა მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც მოიცავდა ამგვარი უკანონო გადაყვანის ბუნებასა და მნიშვნელობას.
ამ ანგარიშში არალეგალური მიგრაცია განისაზღვრება, როგორც: „იმ პირთა განსაკუთრებულად არაორგანიზებული მიგრაციის ყველა სახე და ნაკადი, რომლებიც არ ითვალისწინებენ მიგრაციის წარმომშობი, ტრანზიტული და/ან მიმღები ქვეყნების შესაბამის კანონებსა და წესებს“.
ადამიანთა უკანონო გადაყვანას მსო განსაზღვრავს, როგორც: „მიგრანტთა კანონით აკრძალულ დასაქმებას (დაქირავებული შრომის, მოტაცების, გაყიდვის და სხვა საფუძველზე) და/ან მიგრანტთა გადაადგილებას ქვეყნის შიგნით ან საერთაშორისო საზღვრებზე, რომლის საშუალებითაც შუამავლები (გადამყვანები) იღებენ ეკონომიურ ან სხვა სახის სარგებელს მოტყუების, იძულებისა და/ან ექსპლუატაციის სხვა ფორმების გამოყენებით, მიგრანტთა იმ პირობებში ჩაყენებით რომლებიც ადამიანის ძირითად უფლებათა დარღვევას იწვევს“.1
ამ განსაზღვრებებითა და მსო-ს მიერ მსოფლიოს მასშტაბით მოპოვებული მაჩვენებლებით აშკარაა, რომ არალეგალური მიგრაცია და ადამიანთა უკანონო გადაყვანა ზოგჯერ ერთმანეთს ემთხვევა. თუმცა მაინც სასარგებლო იქნება ცალკე გამოვყოთ უკანონო გადაყვანა, რადგან მას ორგანიზებული ხასიათი აქვს და მასში მონაწილე კრიმინალური ელემენტები დიდ მოგებას ნახულობენ მიგრანტთა მონურ პირობებში ჩაყენებით.
წინამდებარე ანგარიში ასახავს მსო-ს მიერ 2000 წლის მაის-ივლისში ჩატარებული კვლევის შედეგებს. მსო-მ აგრეთვე დააფინანსა სამი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია არალეგალური მიგრაციისა და ადამიანთა უკანონო გადაყვანის კვლევის ჩატარების მიზნით. ამ პროექტების შედეგები გამოქვეყნდება 2000 წლის სექტემბერში და ამიტომ არ არის ჩართული ამ ანგარიშში. თუმცა მსო-მ კონსულტაცია გაუწია ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს მონაცემთა შეკრებისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით.
მსო-ს წინამდებარე ანგარიში ეყრდნობა ინფორმაციას შემდეგ წყაროებს:
ქართველ მიგრანტთა მიმღები ძირითადი ქვეყნების საელჩოების საკონსულო დეპარტამენტები2
საქართველოს მთავრობა3
საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ავიახაზები
საინფორმაციო საშუალებებში რეკლამის განმთავსებელი სააგენტოები, რომლებიც გვთავაზობენ დასაქმებას საზღვარგარეთ და შუამდგომლობას ვიზის თაობაზე
ქართული და საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებები
მსო-ში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამეცნიერო დაწესებულებებში არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაცია
მსო-მ განზრახ არ შეარჩია საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილი რესპუბლიკები ამ კვლევის მიზნად, არსებული სტატისტიკის არარსებობის გამო, რაც ნაწილობრივ აიხსნება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) არსებული უვიზო რეჟიმით.4 თუმცა არსებობს რუსეთში ქართველთა მიგრაციის კვლევის საჭიროება, უმთავრესად იმიტომ, რომ რუსეთი კვლავ რჩება მათი მთავარი დანიშნულების ქვეყანად.5
თბილისში არსებულმა ყველა საელჩომ თანხმობა განაცხადა თანამშრომლობაზე და უპასუხა კითხვარს (რომელიც ანგარიშის დანართ ა) წარმოდგენილი). ზოგიერთ შემთხვევაში გაკეთდა შეკითხვების უფრო დეტალიზებული ნუსხა ამ ანგარიშისათვის მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე შემდგომი ინფორმაციის მისაღებად.
მსო აგრეთვე დაუკავშირდა რამდენიმე სამთავრობო სტრუქტურას, რათა დაედგინა, თუ რა პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა არალეგალური მიგრაციისა და ადამიანთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ და რა ინფორმაციას ფლობს ამის თაობაზე. კითხვარი, რომელსაც მსო იყენებდა მთავრობის წარმომადგენლებთან გასაუბრებისას ერთვის ამ ანგარიშს დანართ ბ)-ში.
თბილისში მოქმედმა სამმა ავიახაზმა - ავსტრიის, შვეიცარიისა და თურქეთის ავიახაზებმა - მსო-ს მიაწოდა ინფორმაცია მგზავრთა და მათ მიერ ძალაში მყოფ და ნამდვილ დოკუმენტთა შემოწმების მათეული ტაქტიკის შესახებ.
მსო ტელეფონით დაუკავშირდა რამდენიმე ტურისტულ სააგენტოსა და დასაქმების სფეროს შუამავლებს, რომლებიც ყოველ კვირას აქვეყნებენ რეკლამას მათ მიერ ვიზების გაკეთებასა და ევროპის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ამერიკაში დასაქმების შესაძლებლობაზე. კვლევის საწყის ეტაპზე მსო არ შეხვედრია არცერთ ამ შუამავალს, მაგრამ აცნობიერებს, რომ სავიზო ბროკერებისა და დასაქმების შუამავალთა მოქმედების გზების სრულად გაცნობისათვის საჭირო იქნება ამ საქმიანობების უფრო დეტალური შესწავლა.
_____________________________
1 მსო, 1999, მიგრანტთა უკანონო გადაყვანა: პოლიტიკა და რეაგირება..
2 მსო-მ შეარჩია რვა დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში. ესენია საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ისრაელის, თურქეთის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოები და ნიდერლანდების საკონსულო.
3 მსო დაუკავშირდა ლტოლვილთა და განსახლების, საგარეო საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროებსა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს.
4 თუმცა დსთ-ს ზოგიერთ ქვეყანაში შეიმჩნევა ვიზის დაწესების ტენდენცია დსთ-ს სხვა ქვეყნების მოქალაქეებისათვის. 1999 წელს რუსეთმა სთხოვა საქართველოს თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის სავიზო რეJიმის დაწესების საქმეში. ამJამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მსგავსი სავიზო ვალდებულებები დსთ-ს ქვეყნების მოქალაქეებისათვის უკვე არსებობს თურქმენეთში, ცოტა ხნის წინ კი უზბეკეთმა და ტაჯიკეთმა ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას, რომლის თანახმად ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებს ესაჭიროებათ ვიზა ერთმანეთის ტერიტორიაზე შესასვლელად.
5 ეს ინფორმაცია დასტურდება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის „მოსახლეობის კვლევის ეროვნული ცენტრის“ მიერ 2000 წელს შესრულებული კვლევის წინასწარი მონაცემებით. ამ კვლევას ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა მსო-მ.
![]() |
2 თავი 2. არალეგალური მიგრაცია და ადამიანთა უკანონო გადაყვანა ყოფილ საბჭოთა კავშირში1 |
▲ზევით დაბრუნება |
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოშობილ დამოუკიდებელ რესპუბლიკებში სასაზღვრო კონტროლი მნიშვნელოვნად შესუსტდა, რამაც გამოიწვია დსთ-ს ქვეყნების კარის გაღება კრიმინალური ქსელისა და მიგრანტებისათვის, რომლებიც სამხრეთ აზიიდან და აფრიკიდან დასავლეთ ევროპისაკენ მიემართებიან. დსთ-ს ბევრმა ქვეყანამ, განსაკუთრებით კი რუსეთმა და უკრაინამ, რომლებიც სტრატეგიულად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არიან განთავსებულნი, თავის თავზე იწვნია ტრანზიტულ მიგრანტთა ინტენსიური ნაკადების ტვირთი, რომლებიც ან საკუთარი ინიციატივით მიემგზავრებიან, ან ორგანიზებული უკანონო გადაყვანის მსხვერპლნი ხდებიან.
დსთ-ს ქვეყნები აგრეთვე სულ უფრო ხშირად გვევლინებიან მიგრანტების წარმომშობ ქვეყნებად, საიდანაც ადამიანები ეძებენ უკეთეს ცხოვრებას დასავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში ან სადმე სხვა ადგილას. საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკათა უმრავლესობა არის საბაზრო ეკონომიკისაკენ გარდამავალ პერიოდში, მაგრამ დგას ეკონომიკური კრიზისისა და წარსულის ტრადიციული სოციალური უზრუნველყოფის გაქრობის წინაშე. დსთ-ს ბევრ ქვეყანაზე დიდი გავლენა იქონია შიდა და მათს საზღვრებს გარეთ წარმოებულმა ომებმა და კონფლიქტებმა, რამაც გამოიწვია ლტოლვილთა და ადგილნაცვალ პირთა მასიური ნაკადები და საყოველთაო სიდუხჭირე ამ ქვეყნებში. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული ბევრმა ადამიანმა დატოვა თავიანთი წარმოშობის ქვეყნები, რათა თავი დაეღწია ომებისა და კონფლიქტებისათვის, ან უბრალოდ მოეძებნა უკეთესი ცხოვრების პერსპექტივები. ამ ხერხით ბევრმა შეძლო საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და ხშირად ისინი სამშობლოში ცოტა ფულის გამოგზავნასაც ახერხებენ თავიანთი ოჯახების დასახმარებლად. ემიგრანტთა ფინანსური დახმარება არა მარტო შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა ცალკეული ოჯახებისათვის, არამედ იგი გახდა დსთ-ს ქვეყნების ეკონომიკის შემოსავლის აუცილებელი წყარო.
დსთ-ს ზოგიერთ ქვეყანაზე დიდ გავლენას ახდენს ერთი განსაკუთრებით შემაწუხებელი მოვლენა - ადგილობრივი და საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებების მიერ ორგანიზებული ადამიანთა უკანონო გადაყვანა. ამ პროცესის ყველაზე სერიოზულ ასპექტს წარმოადგენს ქალთა და ბავშვთა მიმართ სასტიკი მოპყრობა. მათ უკანონოდ იყვანენ სამუშაოზე, ზოგჯერ იტაცებენ კიდეც კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებსაც ისინი გადაჰყავთ ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში.2 ბევრ ქალს იზიდავს დაპირებებიკარგი სამსახურის შესახებ, მაგრამ ისინი შემდეგ იძულებულნი ხდებიან იმუშაონ დამამცირებელ პირობებში, როგორიცაა სტრიპტიზის ბარები და საროსკიპოები, აგრეთვე მათ ჰყიდიან სუტენიორებსა და მეთვალყურეებზე მათი ადამიანთა უფლებებისა და ღირსებების შელახვით.
კვლევასა და უკანონო გადაყვანის საწინააღმდეგოდ მიმართულ საქმიანობებს ახორციელებს მსო და სხვა ორგანიზაციები რუსეთსა და უკრაინაში - დსთ-ს ამ ორ ქვეყანაში, რომლებმაც ყველაზე მეტად იგრძნეს ადამიანთა უკანონო გადაყვანის პროცესები. არალეგალური მიგრაციის სხვა წარმომშობი და სატრანზიტო ქვეყნები არიან ბელორუსია, ბალტიისპირეთის რესპუბლიკები და მოლდავეთი. მაჩვენებლების მიხედვით შუააზიისა და ამიერკავკასიის რესპუბლიკები სულ უფრო ხშირად ასრულებენ აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ სატრანზიტო ქვეყნებისა და გარკვეულწილად წარმომშობი ქვეყნების როლს. ამ ინფორმაციას ადასტურებს მსო-ს ბოლო კვლევები აზერბაიჯანსა და ყირგიზეთის რესპუბლიკაში.3
______________________________________
1 მეორე თავში მოცემული ინფორმაცია მიღებულია შემდეგი წყაროებიდან: საყოველთაო გადარჩენის ქსელი, 1997, დანაშაული და მონობა: დსთ-ს ქვეყნებიდან პროსტიტუციის მიზნით ქალთა უკანონო გადაყვანის გამოაშკარავება / მსო, 1997, ბალტიის მარშრუტი: უკანონო გადაყვანა ლიტვის გავლით / მსო, 1998, საინფორმაციო კამპანია უკრაინიდან ქალთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ, კვლევითი ანგარიში / ქალთა ფორუმის ფონდი, 1998, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ქალთა უკანონო გადაყვანა / ეუთო, 1999, ადამიანთა უკანონო გადაყვანა, ეუთო-ს დასკვნები / დონა მ. ჰიუზი, 2000, გარიგება “ნატაშა”: ქალთა უკანონო გადაყვანის საერთაშორისო ჩრდილოვანი ბაზარი.
2 ეს ძირითადად ეხება ისრაელსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს.
3 იხ: მსო-ს ოფისი ბაქოში, 2000 წლის ივნისი, აზერბაიჯანიდან ევროპისკენ მიმავალი გზები: მიგრაციის პოტენციალისა და მიგრაციის ბიზნესის შესწავლა, და მსო-ს ოფისი ბიშკეკში, ეუთო-ს ცენტრი ბიშკეკში და ეუთო-ს დომოკრატიულ დაწესებულებათა და ადამიანთა უფლებების ოფისი, 2000, მიგანტთა უკანონო გადაყვანის კვლევა (ყირგიზეთის რესპუბლიკა, 2000).
![]() |
3 თავი 3. საქართველო - არალეგალური მიგრაციის წყარო |
▲ზევით დაბრუნება |
ძირითადი მიმღები ქვეყნების თბილისში არსებული საელჩოების საკონსულო განყოფილების თანამშრომლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა არალეგალური მიგრაცია მნიშვნელოვან მასშტაბებს იღებს. ქართველ მოგზაურთა და მიგრანტთა საკმაოდ დიდი პროცენტული რაოდენობა რჩება საზღვარგარეთ თავიანთი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ან ითხოვს თავშესაფარს დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. აგრეთვე ბევრი ქართველი უკანონოდ მუშაობს საზღვარგარეთ.
წინამდებარე თავში უფრო ვრცლად არის ახსნილი საქართველოდან არალეგალური მიგრაციის ყველაზე გავრცელებული ფორმები და მათი მახასიათებელი ნიშნები.
![]() |
3.1 3.1 საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაცია |
▲ზევით დაბრუნება |
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეებს, ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა სხვა მოქალაქეს, მიეცა საზღვარგარეთ მოგზაურობის საშუალება წარსულის ყველა ხელოვნური ხელისშემშლელი ფაქტორის გარეშე. ოთხმოცდაათიანი წლების პირველი სამი წლის განმავლობაში საქართველო რამდენიმე დრამატული სამოქალაქო ომის წინაშე იდგა, რამაც მოიტანა ქვეყნის შიგნით ადამიანთა ფართომასშტაბიანი გადაადგილება და პრაქტიკულად საქართველოს მთელი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური გაჭირვება. 1993 და 1994 წლები ქვეყნისათვის უძრაობის პერიოდი იყო. მთელი ეკონომიკა პარალიზებული იყო ელექტროენერგიის დეფიციტისა და არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის გამო. საქართველოს ბევრმა მოქალაქემ გადაწყვიტა დაეტოვებინა საკუთარი ქვეყანა სხვაგან უკეთესი ცხოვრების მიზნით. მოქალაქეთა დიდი რაოდენობით წავიდა ემიგრაციაში განსაკუთრებით 1993-1997 წლებში. ამ ემიგრანტთა მნიშვნელოვანი ნაწილი განეკუთვნებოდა ეთნიკურ უმცირესობებს, რომლებიც ამჯობინებდნენ თავიანთი წინაპრების სამშობლოებში დაფუძნებას (ამ მიგრანტთა ძირითად დანიშნულების ქვეყნებს წარმოადგენენ რუსეთი, საბერძნეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი და სომხეთი).
საქართველოში არ არსებობს მიგრაციული ნაკადების სანდო სტატისტიკა. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით 1990-1998 წლებში 294,600 ქართველმა დატოვა თავისი ქვეყანა, თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს ციფრი ძალიან დაბალია. მათი გამოთვლებით ამავე პერიოდში ქვეყნიდან წავიდა 1,638,000 ქართველი.1 ეს უზარმაზარი ციფრია, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 1990-იანი წლების დასაწყისში იყო 5,421,700-სა (დამოუკიდებელი ექსპერტები) და 5,456,100-ს (მთავრობის მიერ გამოთვლილი ციფრი) შორის. იმავე პერიოდში საქართველოში იმიგრაცია გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ემიგრაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა დეკადაში მიგრაციამ გამოიწვია საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის შემცირება მინიმუმ 5%-ით და მაქსიმუმ 20%-ით.2
90-იან წლებში მთელ ემიგრანტთა აღრიცხული 50% ან კიდევ უფრო მეტი გაემგზავრა რუსეთში. მათი უმეტესი ნაწილი წარმოშობით რუსი იყო, თუმცა ბევრი ქართველი გაეშურა რუსეთს. სხვა ეთნიკური უმცირესობები, მაგალითად ებრაელები და ბერძნები, დიდი რაოდენობით გაემგზავრნენ თავიანთი წინაპრების ქვეყნებში. ეროვნებით ქართველი პირები აგრეთვე ემიგრაციაში წავიდნენ დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, რომელთაგან ყველაზე პოპულარულია გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია და ამერიკის შეერთებული შტატები.3
საზღვარგარეთ ქართველების ემიგრაციის თანამედროვე მოცულობის სანდო აღრიცხვა დღესდღეობით არ არსებობს. მსო-ს აზრით თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისისა და ახლო მომავალში უკეთესობისაკენ ძვრების რეალისტური პერსპექტივების არ არსებობის გამო ბევრ ქართველს სურს საზღვარგარეთ წასვლა დროებით ან მუდმივად საცხოვრებლად.
________________________________________
1 სხვა კვლევების ავტორები აცხადებენ, რომ მოცემულ პერიოდში ემიგრაციაში წავიდა 1 მილიონზე ნაკლები ქართველი.
2 გიორგი წულაძე და ირინა ბადურაშვილი, მოსახლეობის კვლევის ეროვნული ცენტრი, 1999, საქართველოს დემოგრაფიული წლიური გამოცემა..
3 პაატა ზაქარეიშვილი და გურამ სვანიძე, ღია საზოგადოება _ იძულებითი მიგარციის პროექტები, 1996, საქართველოდან ემიგრაცია და მისი მიზეზები..
![]() |
3.2 3.2 საქართველოს მოქალაქეთა განაცხადი ვიზის თაობაზე 1999 წელს |
▲ზევით დაბრუნება |
ცხრილი №1 გვაწვდის 1999 წელს საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული ვიზების საერთო რაოდენობის ზოგად სურათს. იგი ეხება მხოლოდ მოკლევადიან ვიზებს, რომლებიც უფლებას აძლევენ მფლობელებს იმყოფებოდნენ თურქეთში მაქსიმუმ ერთი თვით, შენგენის ქვეყნებში1 სამი თვით და გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებში ექვსი თვით. ეს ცხრილი აგრეთვე მოიცავს ევროგაერთიანების წევრ რამდენიმე სხვა სახელმწიფოსაც, რომელთაც არ გააჩნიათ დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში. საფრანგეთის საელჩო გასცემს ავსტრიის, ბელგიის, იტალიის, ლუქსემბურგისა და ნიდერლანდების ვიზებსაც, ხოლო გერმანიის საელჩო - პორტუგალიისა და ესპანეთის ვიზებს.
ცხრილი 1: 1999 საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული |
|
ავსტრია.................................... 417 |
ბელგია.......................................430 |
საფრანგეთი.............................3,611 2 |
გერმანია....................................11,876 |
საბერძნეთი...............................6,500 |
ისრაელი....................................2,440 3 |
იტალია......................................3,363 |
ლუქსემბურგი...........................10 |
ნიდერლანდები.........................689 4 |
პორტუგალია,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,12 |
ესპანეთი,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,811 |
თურქეთი,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,39,000 5 |
გაერთიანებული სამეფო,........5,070 6 |
შეერთებული შტატები............7,292 7 |
ამ კვლევაში ჩართულ ქვეყნებს შორის თურქეთში ყველაზე მეტი ქართველი მიემგზავრება. ეს ძირითადად აიხსნება ამ ორ ქვეყანას შორის ინტენსიური კომერციული კონტაქტებითა და თურქეთის ნაკლებად მკაცრი სავიზო რეჟიმით. ფაქტიურად ვიზას იღებს ყველა, ვინც კი განაცხადს გააკეთებს, თუ ეს პირი არ ფიგურირებს შავ სიაში, რომელიც მოიცავს ნასამართლებ პირებს ან პირებს, რომლებიც დეპორტირებულნი იყვნენ თურქეთიდან ვიზის ვადის გასვლის ან თურქეთის კანონების სხვა დარღვევათა გამო. საქართველოს პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ ვიზის მიღება თურქეთში შესვლისას.
გერმანია ძალიან პოპულარული დანიშნულების ქვეყანაა ყველა სახის ქართველი მიგრანტისათვის. ეს შეიძლება იყოს ბიზნესმენი, რომელსაც სურს გერმანიაში მანქანის ყიდვა და საქართველოში საკუთარი მანქანით ბრუნდება, სტუდენტი, რომელიც მიდის სასწავლებლად, ან ბედის მაძიებელი, რომელსაც ამ ქვეყნის კეთილდღეობა იზიდავს. გერმანიის საელჩოს მიერ წარმოებული სავიზო რეჟიმი საკმაოდ მკაცრია, რაც აისახება ვიზაზე უარის საშუალო მაჩვენებელში 20-30%.
გერმანიის ვიზებზე განაცხადების დიდი რაოდენობის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ბევრი ქართველი შენგენის ტერიტორიაზე ფრანქფურტის აეროპორტით შედის და შემდეგ სხვადასხვა სახის ტრანსპორტით მიემგზავრება შენგენის სხვა ქვეყნებში. გერმანიის საელჩოს სავიზო რეჟიმის კიდევ ერთი სპეციფიური ასპექტია ის, რომ ვიზებზე განაცხადი ძირითადად შეაქვთ ე.წ. „კარნეტის“ მფლობელებს, რომელიც ოფიციალურად დაშვებულია საქართველოს საავტომობილო კომპანიის მიერ, რომელიც პარტნიორობს თავის ექვივალენტ გერმანულ კომპანიასთან „ჩ“. ამ პარტნიორობას მხარს უჭერს გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო. თბილისში არსებულმა გერმანიის საელჩომ ურჩია საქართველოს საავტომობილო კომპანიას წევრთა შერჩევის მკაცრი პოლიტიკის გატარება, ყალბი სავიზო მონაცემების მიწოდების შესაძლებლობების აღსაკვეთად.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართველებისათვის ყოველთვის იყო სასურველი ქვეყანა. 1999 წელს თბილისში აშშ-ს სავიზო პოლიტიკის შეცვლის შედეგად ვიზაზე უარის პროცენტული რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1996 წელს უარი ეთქვა ვიზის მოსურნეთა 17%-ს, ხოლო 1999 ფინანსურ წელს ეს რაოდენობა გაიზარდა 50%-მდე. 2000 წლის პირველი ნახევრის ზოგიერთ თვეში იგი შეადგენდა 70%-ზე მეტს. აშშ-ს საელჩომ აცნობა მსო-ს, რომ უკანასკნელ ხანებში განმცხადებელთა ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა წინა წლებთან შედარებით.
საბერძნეთისა და საქართველოს ურთიერთობა უძველეს დროში იღებს სათავეს. ბერძნები საქართველოში ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე. საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრმა ბერძენმა გადაწყვიტა თავისი წინაპრების მიწაზე დაბრუნება. თბილისში საბერძნეთის საელჩოს მონაცემებით საქართველოში კვლავ ცხოვრობს 23,000 ბერძენი. აგრეთვე ბევრი ეროვნებით ქართველი მიემგზავრება საბერძნეთში ძირითადად სეზონური მუშაობით შემოსავლის მიღების მიზნით. თბილისიდან ათენში არის პირდაპირი რეისი სალონიკის გავლით. არის აგრეთვე ავტობუსით ყოველდღიური მომსახურება თბილისსა და საბერძნეთს შორის. საბერძნეთის საელჩო უარით ისტუმრებს ვიზის მსურველთა 50%-ზე მეტს, რაც გამოწვეულია ეჭვით, რომ ბევრ ადამიანს სურს საბერძნეთში დარჩენა ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ან ყალბი დოკუმენტების წარდგენის გამო, როგორიცაა ყალბი დაბადებისა და მუშაობის დამადასტურებელი მოწმობები.
გაერთიანებული სამეფო სულ უფრო მეტად პოპულარული დანიშნულების ქვეყანა ხდება ქართველებისათვის. ბოლო ხანებში გაერთიანებული სამეფოს საელჩომ გაახშირა უარი ვიზის გაცემაზე. 1999 წელს ვიზა მიიღო მსურველთა 97%-მა, 2000 წლის პირველ ნახევარში კი უარი ეთქვა 25%-ს. ეს ძირითადად გამოიწვია განცხადების შემტანთა ფინანსური მდგომარეობის არასტაბილურობამ წარსულის მაჩვენებლებთან შედარებით. გაერთიანებული სამეფოს პოპულარობა გაიზარდა სტუდენტთათვისაც. 1999 წელს გაერთიანებულ სამეფოში წასულ ქართველთა 35%-ს სტუდენტები შეადგენდნენ.
საქართველოში საფრანგეთის საელჩო გასცემს ვიზებს შენგენის ექვსი ქვეყნისათვის. ამ ქვეყნებს შორის საფრანგეთი ყოველთვის მეტი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა ბოლო ხანებში იტალია ძალიან მნიშვნელოვანი დანიშნულების პუნქტი გახდა. თბილისში ახლახანს დაარსებული იტალიის საელჩო მიიღებს ოფიციალურ უფლებას და დაიწყებს საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების გაცემას 2000 წლის შემოდგომაზე. ავსტრია, ბელგია და ნიდერლანდები ის ქვეყნებია, რომლებიც იზიდავენ ტურისტების მცირე, მაგრამ სტაბილურ რაოდენობას საქართველოდან ხანმოკლე ვიზიტის მიზნით. ავსტრია, ფრანქფურტის მსგავსად, გამოიყენება შენგენის ტერიტორიაზე პირველად ჩასვლის ადგილად, უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისსა და ვენას შორის არსებული პირდაპირი რეისების გამო. ფაქტიურად, რეისები სალონიკი_ათენის, ფრანქფურტისა და ვენის მიმართულებით 2000 წლის ივნისამდე შენგენის ქვეყნებთან საქართველოს ერთადერთ პიდაპირ კავშირს წარმოადგენდა.8
საქართველოსა და ისრაელს მჭიდრო კონტაქტები აქვთ საქართველოში მცხოვრებ ბერძენთა დიდი რაოდენობის გამო. კომუნისტური რეჟიმის პერიოდში და აგრეთვე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრი ბერძენი საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც შეუძლია დაამტკიცოს საკუთარი ებრაული წარმომავლობა, აქვს ისრაელში მუდმივი ცხოვრების უფლება.9 ამჟამად ისრაელში მცხოვრები დაახლოებით 80 000 ქართველი ებრაელია რეგისტრირებული, თუმცა ფაქტიურად მათ უმრავლესობას კვლავ მჭიდრო კავშირი აქვს საქართველოსთან დაუმეტესწილად საქართველოში ცხოვრობენ. თბილისში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით საქართველოში ცხოვრობს 10 000-დან 12 000-მდე ებრაელი. ისინი არიან ძირითადად ხანდაზმული ადამიანები, რომლებმაც საეჭვოა, რომ ისრაელში ემიგრაცია არჩიონ. ისრაელის სავიზო პოლიტიკის კიდევ ერთი ასპექტია ის, რომ ისრაელში ტურისტული ვიზით ჩასულ ქართველებს უპრობლემოდ შეუძლიათ ვიზის რამდენჟერმე განახლება ისრაელშივე და პრაქტიკულად ისრაელში დარჩენა ერთი წლით ან უფრო ხანგრძლივად განახლებადი მოკლევადიანი ვიზის საფუძველზე.
თბილისში გერმანიის საელჩოს ინფორმაციის თანახმად ესპანეთი უფრო და უფრო პოპულარული ხდება ქართველთათვის. ამის ძირითადი მიზეზია დასაქმების პერსპექტივები ესპანეთის სწრაფად მზარდ ტურიზმის სექტორში.
________________________________________
1 შენგენის ტერიტორია ამჟამად შედგება ევროგაერთიანების წევრი შემდეგი სახელმწიფოებისაგან: ავსტრია, ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია და ესპანეთი. ახლო მომავალში შენგენის შეთანხმებაში შევა დანიაც.
2 რაოდენობა ავსტრიის, ბელგიისა და საფრანგეთისათვის გამოთვლილია მთელი წლისათვის თბილისში საფრანგეთის საელჩოს მიერ 1999 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე გაცემული ვიზების რაოდენობის საფუძველზე (რაც შესაბამისად შეადგენდა 159, 171 და 1 425-ს) და ეფუძნება მთელი 1999 წლის მანძილზე საფრანგეთის საელჩოს მიერ შენგენის ექვსივე ქვეყნისათვის გაცემული ვიზების მთლიან რაოდენობას (8 520). ვიზების დაახლოებით 90% გაცემულია საქართველოს მოქალაქეებზე 10% კი მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე.
3 ეს ციფრი გამოყვანილია მთელი 1999 წლისათვის ისრაელის საელჩოს მიერ 1998 წლის იანვრიდან 2000 წლის მაისის ბოლომდე გაცემული ვიზების საერთო რაოდენობაზე დაყრდნობით, რაც შეადგენდა 5 897-ს.
4 რაოდენობა იტალიის, ლუქსემბურგისა და ნიდერლანდებისათვის გამოთვლილია მთელი წლისათვის თბილისში საფრანგეთის საელჩოს მიერ 1999 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე გაცემული ვიზების რაოდენობის საფუძველზე (რაც შესაბამისად შეადგენდა 1327, 4 და 272-ს) და ეფუძნება მთელი 1999 წლის მანძილზე საფრანგეთის საელჩოს მიერ შენგენის ექვსივე ქვეყნისათვის გაცემული ვიზების მთლიან რაოდენობას (8 520). ვიზების დაახლოებით 90% გაცემულია საქართველოს მოქალაქეებზე 10% კი მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე.
5 ეს მაჩვენებელი გამოთვლილია თურქეთის საელჩოს თანამშრომლის მიერ. ის მოიცავს მხოლოდ თბილისში არსებული საელჩოსა და ბათუმში არსებული საკონსულოს მიერ გაცემულ ვიზებს და არ ითვალისწინებს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში გაცემულ ვიზებს. ამიტომ საქართველოს მოქალაქეებისათვის გაცემული ვიზების საერთო რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება.
6 აერთიანებული სამეფოს საელჩოს თანამშრომლის შეფასებით, რომ ყოველ წელს გაიცემა 600-დან 700 ვიზამდე და რომ მათი 65% გაიცემა გაერთიანებულ სამეფოში ხანმოკლე ვიზიტისათვის. ეს ციფრი მოიცავს კარიბის რიგი სახელმწიფოებისა და ბრიტანეთის თანამეგობრობის სხვა დამოუკიდებელი ტერიტორიებისათვის გაცემულ რამდენიმე ვიზას.
7 ეს არის ვიზების რაოდენობა, რომლებიც გაიცა 1999 ფინანსურ წელს, ანუ 1998 წლის 1 ოქტომბრიდან 1999 წლის 30 სექტემბრამდე.
8 2000 წლის 16 ივნისიდან ქართული ავიაკომპანია „აირ ზენა“ ახორციელებს პირდაპირ ფრენას ამსტერდამში კვირაში ორჯერ. პიდაპირი ფრენები არის აგრეთვე თბილისიდან სტამბულში, ლონდონსა და ციურიხში კვირაში რამდენჯერმე.
9 ამისათვის საჭიროა ისრაელის საელჩოს წარედგინოს დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ბებიებისა და ბაბუებისაგან ერთ-ერთი მაინც ებრაელია. ეს უფრო ნაკლებად მკაცრი მეთოდია ტრადიციულთან შედარებით, რომლის თანახმადაც ებრაელად ჩაითვლებიან მხოლოდ ის პირები, რომელთა დედებიც ებრაელები არიან.
![]() |
3.3 3.3 განაცხადები გრძელვადიანი და საიმიგრაციო ვიზების თაობაზე 1999 წელს |
▲ზევით დაბრუნება |
გრძელვადიანი ვიზები გაიცემა ძირითადად ორი კატეგორიის ადამიანებზე - სტუდენტებსა და საზღვარგარეთ სამუშაოდ მიწვეულ პირებზე. საიმიგრაციო ვიზები გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე, რომელთაც მოცემულ ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების ნებართვა გააჩნიათ.
საქართველოში არსებულ საელჩოთა უმრავლესობა იღებს განაცხადებს გრძელვადიან და საიმიგრაციო ვიზებზე, მაგრამ როგორც წესი ადმინისტრაციული პროცედურები და საბოლოო გადაწყვეტილებები მიიღება მშობლიურ ქვეყანაში ან სხვა ქვეყნის საელჩოში. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არსებული საელჩოები არ ფლობენ დეტალურ ინფორმაციას გრძელვადიანი და საიმიგრაციო ვიზების თაობაზე.
თავიანთი ქვეყნის დატოვების დიდი სურვილის მიუხედავად ძალიან ცოტა ქართველი ცდილობს დასავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის გრძელვადიანი და საიმიგრაციო ვიზების მიღებას. ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ ქართველები უცხო ქვეყანაში ჩასვლას ახლო მომავალში უკან დაბრუნების განზრახვის გარეშე არჩევენ მოკლევადიანი ვიზების გამოყენებით, რომელთა მიღებაც გაცილებით იოლია. ქართველთა უმრავლესობა არ აკმაყოფილებს მათი სასურველი ქვეყნების მთავრობათა მიერ დაწესებულ მკაცრ მოთხოვნებს მუშაობის უფლების ან საიმიგრაციო ვიზის მისაღებად, თუმცა ზოგიერთი მაინც ცდის ბედს არარსებული დამქირავებლის ყალბი წერილების წარდგენით ან რაიმე არსებული კომპანიის ყალბი ბლანკის გამოყენებით. საელჩოები ყურადღებით ამოწმებენ ამგვარ დოკუმენტებს და რეგულარული კონტაქტი აქვთ მათი წარმოშობის ქვეყნებთან დამოწმების მიზნით.
მუშაობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ქვეყნის ხელისუფლება და მისი საელჩო საქართველოში დარწმუნებულნი არიან, რომ ამგვარი კომპანიები მართლაც არსებობენ და იცნობენ მათ რეპუტაციას. 1999 წელს საფრანგეთის საელჩომ გასცა მუშაობის21 ნებართვა ქართველ ძიძებზე საფრანგეთში ერთი წლით სამუშაოდ. ფრანგული კომპანიისა და მისი ქართველი პარტნიორის სანდო რეპუტაციის მიუხედავად ბევრი ახალგაზრდა ქალი აღარ დაბრუნდა საქართველოში მუშაობის ნებართვაში მითითებული დროის გასვლის შემდეგ. ამგვარმა გამოცდილებამ გამოიწვია ის, რომ საკონსულოს თანამშრომლები და მიმღები ქვეყნები ძალიან ფრთხილობენ გრძელვადიანი ვიზების გაცემისას.
ყოველწლიურად გაიცემა საიმიგრაციო ვიზების საკმაოდ დიდი რაოდენობა ბერძნული და ებრაული წარმოშობის ადამიანებზე შესაბამისად საბერძნეთსა და ისრაელში მათი მუდმივი ცხოვრების მიზნით. 1999 წელს თბილისში ისრაელის საელჩოში 897-მა ადამიანმა შეიტანა განცხადება საიმიგრაციო ვიზის თაობაზე, რომელთაგან ვიზა მიიღო 767-მა.
გერმანია აწარმოებს საქართველოდან წარმოშობით გერმანელთა თავიანთ სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობის პოლიტიკას. 1999 წელს 49 გერმანელმა დატოვა საქართველო და საცხოვრებლად გადავიდა გერმანიაში. 1991 წელს გერმანიის მთავრობამ გერმანიაში დაფუძნების საშუალება მისცა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მცხოვრებ ებრაელებს, თუ ისინი შესძლებენ საკუთარი ებრაული წარმოშობის დამტკიცებას. 1999 წელს საქართველოში მცხოვრებმა 42-მა ებრაელმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით და საცხოვრებლად გადავიდა გერმანიაში.
სტუდენტებზე, რომლებსაც სურთ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა უფრო დიდი ხნით, ვიდრე ამის საშუალებას იძლევა მოკლევადიანი ვიზა, გაიცემა გრძელვადიანი ვიზის სპეციალური კატეგორია. ზოგიერთ საელჩოში ისინი გადიან იმავე პროცედურას, რასაც საიმიგრაციო ვიზის მოსურნეები, ზოგიერთი საელჩო კი გასცემს სპეციალურ სტუდენტურ ვიზას. თბილისში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ინფორმაციით 1999 წელს გაცემული ვიზების 35% სტუდენტური ვიზა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 1999 წელს ქართველ სტუდენტთა საკმაოდ დიდი რაოდენობა წავიდა სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში.
![]() |
3.4 3.4 საქართველოს მოქალაქეთა განაცხადები თავშესაფრის მაძიებელთა სტატუსის მოსაპოვებლად |
▲ზევით დაბრუნება |
ცხრილი №2 ასახავს 1999 წელს საქართველოს მოქალაქეთა მიერ ევროპის ქვეყნებში თავშესაფარზე განაცხადების რაოდენობას. გაერთიანებული სამეფოსათვის ზუსტი ციფრები ვერ მოვიძიეთ.
ცხრილი 2: 1999 წელს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროპაში თავშესაფარზე |
ავსტრია........................................................38 |
ბელგია..........................................................887 |
ბულგარეთი..................................................5 |
დანია..............................................................48 |
საფრანგეთი.................................................184 |
გერმანია.......................................................1,100 |
საბერძნეთი....................................................0 |
ირლანდია.....................................................47 |
იტალია..........................................................36 |
ლუქსემბურგი...............................................6 |
ნიდერლანდები..........................................321 |
ნორვეგია......................................................62 |
პოლონეთი...................................................28 |
ესპანეთი.......................................................269 |
შვედეთი..........................................................41 |
შვეიცარია.....................................................325 |
სულ - ევრო-გაერთიანების ქვეყნებში.......2,977 |
სულ - ევროპაში...........................................3,397 |
ამ მაჩვენებლების შედარებას 1999 წელს გაცემული ვიზების რაოდენობასთან საინტერესო დასკვნებამდე მივყავართ. ესპანეთში ოფიციალური ვიზით ჩასულ ქართველთა ერთმა მესამედმა (269 შემთხვევა 1999 წელს გაცემული 811 ვიზიდან) ამ ქვეყანაში თავშესაფარი ითხოვა. ეს შედარება აბსოლუტურად სანდოდ ვერ ჩაითვლება შენგენის ტერიტორიის შიგნით ღია საზღვრების გამო, მაგრამ მაინც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ესპანეთში სამოგზაუროდ წასულ ქართველთა უმრავლესობა თვლის, რომ ამ ქვეყანაში ადვილად შეიძლება თავშესაფრის მიღება.
ეს ციფრები ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გერმანია თავშესაფრის მაძიებელ ქართველთათვის ყველაზე პოპულარულ ქვეყანად რჩება. თუმცა გერმანიის საელჩოს თანამშრომელმა განაცხადა, რომ აღინიშნება ქართველთა მიერ გერმანიაში თავშესაფარზე განაცხადთა შემცირების ტენდენცია (1997 წელს გაკეთდა 2 916 განაცხადი, 1998 წელს კი ეს რიცხვი ჩამოვიდა 1 982-მდე) და ყურადღებამ გადაინაცვლა სხვა ქვეყნებისაკენ, როგორიცაა ბელგია და ესპანეთი. ამ ორი ქვეყნისათვის საქართველო შედის თავშესაფრის მაძიებელთა წარმოშობის 10 ძირითადი ქვეყნის შემადგენლობაში. ცხრა სხვა ევროპული ქვეყნისათვის (ბულგარეთი, დანია, გერმანია, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი და შვეიცარია) კი საქართველო შევიდა 20 ძირითადი ქვეყნის შემადგენლობაში.2 მსგავსი სტატისტიკა 2000 წლის პირველი მეოთხედისათვის გვიჩვენებს, რომ დანიასა და ესპანეთში თავშესაფრის ქართველი მაძიებლები შევიდნენ 10 ძირითადი ეროვნების შემადგენლობაში შესაბამისად 32 და 27 ადამიანით.3
აღსანიშნავია, რომ პოლონეთში თავშესაფარი ითხოვა 28 ქართველმა. თვით პოლონეთი წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებელთა წარმომშობ ქვეყანას (1999 წელს მხოლოდ ევროპაში 2 904 4) და ამავდროულად ერთ-ერთ მთავარ ჭიშკარს ევროპისაკენ უკანონოდ გადაყვანილ მიგრანტთათვის. პოლონეთში თავშესაფარს თხოულობენ დსთ-ს სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც, ძირითადად სომხები და აზერბაიჯანელები (1999 წელს შესაბამისად 796 და 32 ადამიანი).5 ამ მაღალ მაჩვენებელთა ერთი შესაძლო მიზეზია ზოგიერთ მიგრანტთა უკანონო გადაყვანა რუსეთიდან დასავლეთის მიმართულებით პოლონეთის გავლით. მიზეზთა გამო ზოგიერთი მიგრანტი აღარ მიდის გერმანიაში და თავშესაფრის ძიების პროცესს იყენებს პოლონეთში დასარჩენად.
დსთ-ს სხვა ქვეყნებთან შედარებითი ანალიზი გვიჩვენებს, რომ საქართველო მეხუთე ადგილზეა 1999 წელს ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა შორის. თუ შევადარებთ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვს დსთ-ს ცალკეული ქვეყნების საერთო მოსახლეობასთან, საქართველო ალბათ მესამე ადგილს დაიკავებს სომხეთისა და აზრბაიჯანის შემდეგ. ეს ადასტურებს, რომ ამიერკავკასიის რეგიონი ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა ძირითად წყაროს წარმოადგენს.1999 წელს იგი შეადგენდა ამ სამი ქვეყნის 18 029 მოქალაქეს, რაც არის ამ წელს დსთ-ს ქვეყნების მოქალაქეთა მიერ ევროპისათვის გაკეთებული განაცხადების 46%.6 აღსანიშნავია, რომ 1998 წელთან შედარებით 1999 წელს ევროპაში თავშესაფარი ითხოვა ნაკლებმა ქართველმა. საქართველო იყო დსთ-ს ერთადერთი ქვეყანა, სადაც შემცირების ტენდენცია დაფიქსირდა, რადგან დსთ-ს სხვა ქვეყნებში ამ მაჩვენებელმა საგრძნობლად იმატა.7 2000 წლის პირველ მეოთხედში ევროპაში თავშესაფრის ქართველ მაძიებელთა რიცხვი კვლავ მცირდება (660, 1999 წლის ბოლო მეოთხედში 800-სთან შედარებით), თუმცა შემცირება დაფიქსირდა დსთ-ს სხვა ქვეყნებშიც.8 შემცირების ტენდენცია გაგრძელდა 2000 წლის აპრილსა და მაისშიც, როდესაც ევროპაში თავშესაფარი ითხოვა შესაბამისად 235-მა და 213-მა ქართველმა, მარტის მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც 250 9 შეადგენდა.
ყველა მიმღები ქვეყანა, ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების ჩათვლით, აწარმოებს თავშესაფრის საკუთარ პოლიტიკას. ზოგიერთი ქვეყანა აწარმოებს ძალიან მკაცრ პოლიტიკას, ზოგი კი ნაკლებად მკაცრია. 1999 წელს გერმანიამ ცნო ქართველ განმცხადებელთა მხოლოდ 1,5% დეპორტაციისაგან დაცულ პირთა ჩათვლით. საფრანგეთის ხელისუფლება კი თავშესაფარს აძლევს ქართველ განმცხადებელთა 80%-ს. 1999 წელს ნიდერლანდებმა თავშესაფრის 321 მაძიებელთაგან ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა მხოლოდ 7-ს. კიდევ 63-მა პირმა მიიღო მეორადი ჰუმანიტარული სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უარი ეთქვათ თავშესაფარზე, მაგრამ უფლება აქვთ დარჩნენ ნიდერლანდებში ჰუმანიტარული მიზნით. თუმცა ეს მათ საბოლოოდ არ აძლევს ლტოლვილის სტატუსის მიღების გარანტიას.
თავშესაფრის ქართველ მაძიებელთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ისინი საქართველოში პოლიტიკურ დევნას განიცდიან. ისინი აცხადებენ, რომ არიან იმ პოლიტიკური პარტიების წევრები, რომლებიც მისდევენ ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, იდეოლოგიას, ან მხედრიონის წევრები, რომელიც ადრე ამჟამინდელ პრეზიდენტ შევარდნაძესთან იყო ალიანსში, შემდეგ კი პოლიტიკურ არენას ჩამოაშორეს. 1998 წლის შემოდგომასა დაზამთარში უეცრად ბევრმა ადამიანმა განაცხადა, რომ მას ავიწროებდნენ იმ წლის ოქტომბერში აკაკი ელიავას მიერ მოწყობილ სამხედრო ბუნტში ვითომდა მათი მონაწილეობის გამო. სხვა ძირითადი მიზეზია დევნა მამათმავლობის ან სამხედრო დეზერტირობის გამო.
გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელ ქართველ მოქალაქეთაგან ბევრი ქურთული და იეზიდური წარმოშობისაა და სურთ შეუერთდნენ იქ მცხოვრებ თავიანთი ოჯახის წევრებს. თბილისში გერმანიის საელჩოს ერთი თანამშრომელი თავშესაფრის ქართველ მაძიებელთა განაცხადებების ნამდვილობის იკვლევს. საფრანგეთის საელჩოს კონსულმა აცნობა თავის უფროსობას პარიზში, რომ განაცხადთა უმრავლესობა გაყალბებულია, მაგრამ ჯერჯერობით ამას არ გამოუწვევია უარის მაღალი მაჩვენებელი. უკრაინაში ჰოლანდიის საელჩომ, რომელის მოქმედება ვრცელდება საქართველოზეც, განაცხადა, რომ თავშესაფარზე ქართველთა განაცხადების უმრავლესობა ყალბია და/ან არ ეყრდნობა 1951 წლის კონფერენციას ლტოლვილთა სტატუსის შესახებ.
_______________________________________
1 გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, 2000, დსთ-ს ქვეყნების მოქალაქეთა მიერ ევროპის ქვეყნებში თავშესაფარზე შეტანილი განაცხადები..
2 გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, 2000, ევროპის ქვეყნებში თავშესაფარზე შეტანილი განაცხადები 1999 წელს.
3 გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, 2000, ევროპაში თავშესაფრის ქვეყნის 10 ძირითადი ეროვნება 2000 წლის იანვარ-მარტისათვის.
4 გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, 2000, ევროპის ქვეყნებში თავშესაფარზე შეტანილი განაცხადები 1999 წელს.
5 გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, 2000, დსთ-ს ქვეყნების მოქალაქეთა მიერ ევროპის ქვეყნებში თავშესაფარზე შეტანილი განაცხადები 1999 წელს.
6 იქვე.
7 იქვე.
8 გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, 2000, თავშესაფარზე შეტანილი კვარტალური განაცხადები ევროპაში.
9 გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, 2000, ევროპის ქვეყნებში თავშესაფარზე შეტანილი განაცხადები 2000 წლის აპრილსა და მაისში..
![]() |
3.5 3.5 საქართველოს მოქალაქეთა არალეგალური მიგრაციის ძირითადი მიმართულებები |
▲ზევით დაბრუნება |
წინა ორ თავში მოხსენიებული იყო არალეგალური მიგრაციის ზოგიერთი მიმართულება. პრაქტიკულად ყველა საელჩომ აღნიშნა, რომ ბევრი ქართველი ამა თუ იმ გზით ჩართულია დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებით არალეგალური მიგრაციის რომელიმე ფორმაში. წინამდებარე თავში ამ არალეგელური მიგრაციის მახასიათებლები აღწერილია უფრო დეტალურად.
3.5.1 სავიზო რეჟიმის დარღვევა
ყველაზე აშკარა ტენდენციაა მოკლევადიან და გრძელვადიან ვიზებში მითითებული დარჩენის პერიოდის უგულვებელყოფა. ბევრი ქართველი რჩება საზღვარგარეთ ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, რადგან სურს ამ ქვეყანაში მუშაობა და თვლის, რომ ვიზაში მითითებული ხანმოკლე დროის მანძილზე ვერ შესძლებს საკმარისი ფულის დაგროვებას. სავიზო რეჟიმის დარღვევის ციფრული ასახვა ძნელია, რადგან დანიშნულების ქვეყნები, როგორც წესი, არ აწარმოებენ ამის სტატისტიკურ აღრიცხვას და ხშირად არ აკონტროლებენ დატოვეს თუ არა ქვეყანა ამგვარმა პირებმა.
სტატისტიკის თანახმად სავიზო რეჟიმს არღვევს საფრანგეთში ჩასულ ქართველთა 25%. საბერძნეთში ქართველთა მიერ სავიზო რეჟიმის დარღვევა ჩვეულებრივი მოვლენაა. სავიზო რეჟიმის დამრღვევთა 70% რჩება სამუშაოდ და ზოგჯერ საქართველოში ბრუნდება მხოლოდ სამი ან ოთხი წლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ თბილისში არსებული საბერძნეთის საელჩო ახალ ვიზებს გასცემს ზოგიერთ იმ ქართველზე, რომელსაც ადრე დარღვეული აქვს სავიზო რეჟიმი. პირები, რომლებსაც საბერძნეთის საელჩო ვიზაზე უარს ეუბნება, სულ უფრო ხშირად ცდილობენ იტალიის ვიზის აღებას, რათა დასავლეთიდან შევიდნენ საბერძნეთში. ისინი იძულებულნი არიან აირჩიონ ეს მარშრუტი, რადგან იტალიის ვიზის გაცემისას საფრანგეთის საელჩო ითხოვს თვითმფრინავით, და არა ავტობუსით ან კერძო მანქანით, მგზავრობას. თუმცა ეს არ გამორიცხავს დარღვევებს. საფრანგეთის საელჩომ აღრიცხა პირები, რომელთაც იტალიის ვიზის მისაღებად წარადგინეს მოქმედი ბილეთი ორივე მიმართულებით, ვიზის მიღების შემდეგ კი ბილეთი დააბრუნეს ტურისტულ სააგენტოში და საბერძნეთში მანქანით ან ავტობუსით გაემგზავრნენ.
საიმიგრაციო პოლიცია გაერთიანებულ სამეფოში შესვლის შემდგომ შემოწმებას აღარ აწარმოებს, ძირითადად თანამშრომელთა ნაკლებობის გამო. თუმცა ითვლება, რომ სავიზო რეჟიმის დარღვევა აქ საკმაოდ მნიშვნელოვან ზომებს აღწევს. სტუდენტები განსაკუთრებით არად აგდებენ თავიანთ სტუდენტურ ვიზებში მითითებულ დროის მონაკვეთს, ან საერთოდ არ სწავლობენ, ყოველ შემთხვევაში, მიწვევის გამცემ დაწესებულებაში. ამ მიმართებით აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ სამეფოში უცხოელ სტუდენტებს ოფიციალურად აქვთ მუშაობის უფლება, რაც ხსნის იმ ფაქტს, რომ 1999 წელს სტუდენტურ ვიზაზე განაცხადი შეიტანა უამრავმა ქართველმა, რომელთაგან ბევრი არც აპირებდა გაერთიანებულ სამეფოში სწავლას.
აშშ-ს სტუდენტთა ზედმეტი ხნით დარჩენის ამგვარივე პრობლემა აქვს. აშშ-ს საელჩოს გამოთვლებით სასწავლებლად ჩასული რამდენიმე ათასი ქართველი არალეგალურად ცხოვრობს აშშ-ში. ზოგიერთ პერიოდში საქართველოდან აშშ-ში სასწავლებლად წასულ სტუდენტთა 80% არღვევდა სავიზო რეჟიმს.
3.5.2 არალეგალური მუშაობა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის ბოროტად გამოყენება
როგორც ადრე აღვნიშნეთ, სავიზო რეჟიმის დარღვევის შემთხვევათა უმეტესობა უკავშირდება მუშაობისა და სამშობლოში დარჩენილი ოჯახისათვის ფულის გაგზავნის სურვილს. ბევრი ქართველი სეზონურად მუშაობს საბერძნეთსა და თურქეთში, სადაც ისინი დაკავებულნი არიან ტურიზმის სექტორში ან დაბალ ანაზღაურებად სამუშაოებზე, როგორიცაა ჯანდაცვის დაბალი რანგის მუშაკები, დამლაგებლები და ძიძები. ისინი იქ რჩებიან ზაფხულში, საქართველოში კი ბრუნდებიან ზამთრის პერიოდში, როდესაც სამუშაოს შოვნა ძნელდება. საბერძნეთში სეზონურად მომუშავეთა უმრავლესობა არღვევს სავიზო რეჟიმს, თურქეთში სეზონურად მომუშავეები კი ზოგჯერ ბრუნდებიან საქართველოში, რათა განაცხადი შეიტანონ ახალ ვიზაზე სანამ წინა ვიზას ვადა გაუვა. გეოგრაფიული სიახლოვის გამო ეს საკმაოდ ადვილია, რადგან ახალი ვიზის აღება შესაძლებელია ბათუმში არსებულ თურქეთის საკონსულოში, რაც თურქეთთან საზღვრის მახლობლადაა. განმცხადებელთა უმრავლესობას შეადგენს ამ ორ ქვეყანას შორის რეგულარული მცირე მოცულობის ვაჭრობით დაკავებული პირები. თურქეთის ხელისუფლება შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს მოქალაქეები ტურისტულ ვიზას იყენებენ თურქეთში მუშაობის მიზნით, რაც არლეგალურია. ტურისტული ვიზის მფლობელები, რომლებიც თურქეთში მუშაობენ, ექვემდებარებიან ჯარიმებსა და ქვეყნიდან გაძევებას.
საბერძნეთის ნაკლებად მკაცრი პოლიტიკა სავიზო რეჟიმის დამრღვევ ქართველთა მიმართ შეიძლება აიხსნას იმ ფაქტით, რომ ქართველები ძირითადად დაკავებულნი არიან ნაკლებ ანაზღაურებადი სამუშაოებით, რომელთა შესრულება ბერძნებს არ სურთ. კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ქართველთა, როგორც პატიოსანი და მშრომელი ხალხის, რეპუტაცია, რადგან ისინი, სხვა ქვეყნებიდან ჩასული იმიგრანტებისაგან განსხვავებით, არ არიან ჩართული კრიმინალურ საქმიანობებში. საერთო რელიგიაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
არალეგალური მიგრაცია ისრაელში ნაკლებად არის დაკავშირებული სამუშაოსთან, არამედ უფრო იმასთან, რომ ქართველ ებრაელებს ხელი მიუწვდებათ ისრაელის სოციალური უზრუნველყოფის სისტემაზე. 80 000 ქართველ ებრაელთაგან, რომლებიც ოფიციალურად ემიგრირდნენ ისრაელში, ბევრი ფაქტიურად იქ არ ცხოვრობს, არამედ წელიწადში ერთი-ორჟერ მიემგზავრება სოცუზრუნველყოფის ხელმძღვანელობისაგან ფულის ასაკრებად, რის შემდეგაც ბრუნდება საქართველოში. მათ აღებული აქვთ ისრაელის სახელმწიფოს პასპორტი, მაგრამ ამავდროულად უარი არ უთქვამთ საქართველოს მოქალაქეობაზეც, რაც დაშვებულია ისრაელის კანონით, მაგრამ საქართველოსათვის უკანონო ქმედებაა. ისინი შესაძლებლობის ფარგლებში მგზავრობენ ქართული პასპორტებით, რათა არ აღძრან ისრაელის ხელისუფლების ეჭვი, რომ ისინი იყენებენ გადასახადის გადამხდელთა ფულს, ფაქტიურად კი ისრაელში არ ცხოვრობენ. თბილისში არსებულ ისრაელისსაელჩოს სურს ამგვარ შემთხვევათა გამოაშკარავება და დაჟინებით მოითხოვს ამგვარ პირთაგან, იმგზავრონ ისრაელის პასპორტით.
3.5.3 იძულებითი დაბრუნება და უარი შესვლაზე
როდესაც იჭერენ სავიზო რეჟიმის დამრღვევ ქართველებს, მათ, როგორც წესი, უბრძანებენ ქვეყნის დატოვებას. ეს შეიძლება მოხდეს საკუთარი ნებით, მაგრამ თუ პირს არ სურს ქვეყნიდან გასვლა, მიმღები ქვეყნის ხელისუფლება მას გააძევებს, საჭიროების შემთხვევაში ძალითაც. ასეთ შემთხვევვებში ხელისუფლება ყიდულობს თვითმფრინავის ბილეთს ერთი მიმართულებით, რითაც აიხსნება პირთა მიერ ნებაყოფლობით დაბრუნებაზე უარის თქმის მიზეზი.
1999 წელს ჰოლანდიის ხელისუფლებამ საქართველოს 226 მოქალაქეს ოფიციალურად განუცხადა, რომ მათ ნიდერლანდების ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ. ამ პირებს თავად უნდა მოეძებნათ საქართველოში დაბრუნების გზები. მათგან 167 საკუთარი ნებით წამოვიდა, დანარჩენი 59 კი ფაქტიურად გააძევეს საქართველოში. თუმცა დანამდვილებით არავინ იცის ამ ქართველთა დიდი ნაწილი მართლაც დაბრუნდა საქართველოში, თუ სადმე სხვაგან წავიდა, რადგან მათი გადაადგილების კონტროლი ხორციელდება მათს მისამართებზე რეგულარული ვიზიტებით. თუ ისინი აღარ ცხოვრობენ ძველ მისამართზე, ითვლება რომ მათ დატოვეს ქვეყანა.
1999 წელს გერმანიიდან დეპორტირებული იყო 283 ქართველი. მათი უმრავლესობა იყო თავშესაფრის მაძიებელი, რომელთაც განაცხადზე უარი ეთქვათ. გასულ წელს ცხრა მათგანის დეპორტაცია ვერ მოხერხდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ჰოსპიტალიზაციის გამო, რამაც გამოიწვია დეპორტაციის გადავადება.
თბილისში არსებული საფრანგეთის საელჩოსათვის ცნობილია 11 ქართველი, რომლებიც გასულ წელს სამშობლოში გამოაძევეს. 1999 წელს ისრაელიდან საქართველოში დეპორტირებულ იქნა 164 ადამიანი. სხვა ქვეყნები არ აცნობებენ საქართველოში საკუთარ საელჩოებს დეპორტირებულ პირთა ზუსტ რიცხვს, მაგრამ მიუთითებენ, რომ იძულებითი დაბრუნების შემთხვევები საკმაოდ ხშირია. არალეგალურად მომუშავე ან კანონის სხვაგვარად დამრღვევი ქართველები იძულების წესით ტოვებენ თურქეთის ტერიტორიას. თურქეთის პოლიციას მიჰყავს ისინი საქართველოს საზღვრამდე. ეს პირები შეტანილი იქნებიან შავ სიაში და მომავალში ვეღარ მიიღებენ თურქეთის ვიზას. აშშ-ს საელჩოსათვის ცნობილია სამშობლოში ქართველთადეპორტაციის შემთხვევები, მაგრამ მას ჩვეულებრივ არ მიმართავენ დახმარებისათვის. 2000 წლის დასაწყისში ოჰაიოს შტატიდან გააძევეს ხუთი ქართველი. აშშ-ს ხელისუფლებამ ისინი ჩასვა თბილისისაკენ მიმავალ ვენის თვითმფრინავში.
იძულებითი დაბრუნების განსხვავებული ფორმა ჩნდება, როდესაც მესაზღვრეები მიგრანტს უარს ეუბნებიან შეშვებაზე ამ პირის მიერ სავიზო რეჟიმის დარღვევის ძლიერი ეჭვის საფუძველზე. სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი ხელისუფლებას უფლება აქვს ქვეყანაში არ შეუშვას პირი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ პირს ოფიციალური ვიზა აქვს.
საბერძნეთის სასაზღვრო ხელისუფლება თვეში საშუალოდ 7 ქართველს ეუბნება უარს საბერძნეთში შესვლაზე, რადგან ძლიერი ეჭვი აქვთ, რომ ისინი დაარღვევენ სავიზო რეჟიმს ან საბერძნეთის სხვა კანონებს. ამ მგზავრებს უკან აბრუნებენ იმავე თვითმფრინავით. გაერთიანებულ სამეფოში ჰითროუს აეროპორტის ხელისუფლება შესვლაზე უარს ეუბნება თვეში დაახლოებით 25 ქართველს. შვეიცარიის სასაზღვრო ხელისუფლება შეშვებაზე საშუალოდ უარს ეუბნება თვეში საქართველოს 4 მოქალაქეს.1
გერმანიის სასაზღვრო კონტროლის ხელისუფლება ამოწმებს აქვთ თუ არა ქართველებს გერმანიაში შესვლის უფლება და მგზავრებს აკონტროლებს ფრანქფურტის აეროპორტში თვითმფრინავიდან მათი გადმოსვლის მომენტიდან. საზღვრამდელი კონტროლის ეს სახე ხელს უწყობს ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმას იმ მხრივ, რომ პირი შეიძლება დატოვონ თვითმფრინავში, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ თბილისში ბრუნდება. მსგავსი საზღვრამდელი შემოწმება ზოგჯერ სხვა ქვეყნებშიც გამოიყენება.
3.5.4 დოკუმენტთა გაყალბება
ყველა საელჩოს ყოველდღიურად მიმართავენ განმცხადებლები ყალბი დოკუმენტების წარდგენით. ეს გაყალბებები შეიძლება იყოს ყალბი წერილები, რომლებიც ადასტურებენ, რომ პირები მუშაობენ საქართველოში და ნამდვილად დაბრუნდებიან უკან, ან ყალბი მოწვევები დანიშნულების ქვეყნიდან, ან დაბადების ყალბი მოწმობები და ძველი საბჭოთა სამხედრო პასპორტები.
უკანასკნელ ხანებში გაერთიანებული სამეფოს საელჩომ განიხილა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტიდან ყალბი სარეკომენდაციო წერილების 9 ცალკეული შემთხვევა, სადაც გაყალბებული იყო საბაჟოს არსებული თანამშრომლის ხელმოწერაც კი. გაყალბება გამოაშკარავდა, როდესაც საკონსულოს თანამშრომელმა დარეკა საბაჟო დეპარტამენტში წერილის ნამდვილობის დასადგენად.
შენგენის ქვეყნებში სამოგზაუროდ წასვლის მოსურნე ქართველთათვის ამ ქვეყნების მოქალაქეთა მოწვევა უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მოთხოვნას. ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა ის, რომ არა-ევროგართიანების ქვეყნების მოქალაქეთა მიმწვევმა პირმა ან დაწესებულებამ უნდა წარადგინოს ადგილობრივი ან ეროვნული ხელისუფლების მიერ ოფიციალურად დამოწმებული სტანდარტული მოწვევა. ეჭვის აღძვრის შემთხვევაში საკონსულოს თანამშრომლებს შეუძლიათ შეამოწმონ ამ მოწმობის ნამდვილობა მათს სამშობლოში დარეკვით. ზოგიერთ ქვეყანაში მიმწვევ პირებს შეიძლება დაეკისროთ ფინანსური ან სამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მათი უცხოელი სტუმარი დაარღვევს სავიზო რეჟიმს, მაგრამ ეს წესი თანაბრად არ ვრცელდება შენგენის ყველა ქვეყანაზე. მაგალითად, საფრანგეთში უცხოელი სტუმრის მიერ სავიზო რეჟიმის დარღვევის ან სხვა სახის უკანონო ქმედების გამო მიმწვევი პირის პასუხისმგებლობის პოლიტიკა არ ტარდება.
ცოტა ხნის წინ აშშ-ს საელჩომ მიიღო სერიოზული სახის მოწვევა აშშ-ში მოქმედი კომპანიიდან, რომელიც საქართველოს მოქალაქეს სამუშაოდ იწვევდა აშშ-ში. თუმცა არ იყო გათვალისწინებული ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - აშშ-ში არ გამოიყენება სტანდარტული - 4 ზომის ქაღალდი. თუმცა აშშ-ს საელჩოს საკონსულოს თანამშრომელმა განაცხადა, რომ ყალბი დოკუმენტების აღმოჩენა ყოველთვის ასე იოლი როდია და რომ ხშირად ის საჭიროებს გაცილებით უფრო ღრმა ანალიზს, ვიდრე მხოლოდ ქაღალდის ზომის შენიშვნას.
საბერძნეთის საელჩო რეგულარულად აღმოაჩენს ყალბ დოკუმენტებს, როგორიცაა დაბადების მოწმობები და ძველი საბჭოთა სამხედრო პასპორტები, რომელთა საშუალებითაც ადამიანები ადასტურებენ თავიანთ ბერძნულ წარმომავლობას. საბერძნეთის წარმომადგენელმა ოფიციალურმა პირებმა შეიმუშავეს ამგვარ გაყალბებათა სწრაფი აღმოჩენის სპეციფიური მეთოდი და აცხადებენ, რომ მომენტალურად შეუძლიათ ნამდვილი და ყალბი დოკუმენტების გარჩევა. ისრაელის საელჩოც მსგავსი პრობლემის წინაშე დგას, მაგრამ საკონსულოს პასუხისმგებელი თანამშრომელი აცხადებს, რომ ზოგჯერ ადამიანები წარადგენენ ნამდვილ დოკუმენტებს, რომლებიც შესყიდული აქვთ საქართველოში მცხოვრები ებრაელებისაგან. ზოგიერთი ებრაული ოჯახი თავსირჩენს ებრაული წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტების კომპლექტების გაყიდვით, ერთი კომპლექტი - 2500 აშშ დოლარი ღირს. ამ ნამდვილი დოკუმენტების შემსყიდველი ზოგიერთი პირი სრულიადაც არ არის ებრაელი, მაგრამ ხელიდან არ უშვებს ქვეყნის დატოვების შანსს. თბილისში არსებული ისრაელის საელჩოს შეფასებით ისრაელში წასულ იმიგრანტთა 30-40% სინამდვილეში არ არის ებრაული წარმოშობის.
3.5.5 მთავრობის წარმომადგენელთა ზეწოლა საკონსულოს თანამშრომლებზე
ბევრი საელჩო რეგულარულად დგება დამაბნეველი ფაქტის წინაშე, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები დაკავებულნი არიან თავიანთი ნათესავების, მეგობრებისა და ნაცნობებისათვის ვიზების აღებით. ზოგჯერ ოფიციალურ სამთავრობო დელეგაციებთან ერთად საზღვარგარეთ მიემგზავრებიან პირები, რომელთაც აშკარად არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ უკავიათ. ისინი წარადგენენ სარეკომენდაციო წერილებს მაღალი ინსტანციებიდან, თვით პრეზიდენტის აპარატიდანაც, და ითხოვენ საკონსულოს თნამშრომელთა დახმარებას თავიანთი ნაცნობებისათვის ვიზის გაცემის საქმეში. ბევრ შემთხვევაში ეს პირები აღარ ბრუნდებიან საქართველოში. საკონსულოს თანამშრომლებმა იციან ამის შესახებ, მაგრამ ვერ ხედავენ ამ ტენდენციის შეჩერების შესაძლებლობებს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ისინი უარს აცხადებენ ვიზის გაცემაზე მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის მიუხედავად.
მთავრობის წარმომადგენელ მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან საკონსულოს თანამშრომლებზე ზეწოლის შემთხვევებზე ოფიციალურ ინფორმაციას გვაწვდის ისრაელის საელჩოც. ზოგჯერ საელჩოს საკონსულო დეპარტამენტში მიდის ცნობილი პირი, როგორიცაა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო კომიტეტის თავმჟდომარე ან ოპოზიციის ლიდერი, და მიაქვს 10 ან 15 თავისი ნაცნობის პასპორტი. საკონსულოს თანამშრომელი ყოველთვის უარს აცხადებს ამგვარი განაცხადების განხილვაზე და სთხოვს განმცხადებლებს, ინდივიდუალურად შეიტანონ საბუთები. VIP მედიატორი ალბათ ტრაბახობს თავის მეგობრებში, რომ უპრობლემოდ შეუძლია ისრაელის ვიზის გაკეთება ნებისმიერი მსურველისათვის. ბევრი კლიენტი მას საკმაო თანხას უხდის, ზოგჯერ 2 000 აშშ დოლარს. უარის შემთხვევაში საკუთარი წარუმატებლობის მისაჩქმალად მედიატორი აცხადებს, რომ ისრაელის კონსულმა ფული ქრთამად აიღო, სინამდვილეში კი ფულს თავდ იტოვებს. მედიატორის კლიენტებს მისი ვერსია ჩვეულებრივ სიმართლედ მიაჩნიათ. მათ დემონსტრაციებიც კი მოაწყვეს ისრაელის საელჩოსთან და საკონსულოს თანამშრომლისაგან ითხოვდნენ თავიანთ კუთვნილ თანხას.
გაერთიანებული სამეფოს საელჩო დაჟინებით მოითხოვს, რომ ვიზაზე განცხადების შემტანი ყველა პირი უნდა მივიდეს საკონსულო განყოფილებაში საკონსულოს თანამშრომლებთან გასაუბრების გასავლელად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს პირები ოფიციალური სამთავრობო დელეგაციის წევრები არიან. თანამდებობის ზოგიერთმა პირმა აშკარად გამოხატა უკმაყოფილება ამ წესის გამო, მაგრამ გაერთიანებული სამეფოს საელჩო ამტკიცებს, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა მთავრობის წარმომადგენელთა მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ საბრძოლველად. გაერთიანებული სამეფოს საელჩოს საკონსულო განყოფილების თანამშრომელმა აღნიშნა, რომ მთავრობის წარმომადგენელთა ამგვარ ინტენსიურ მონაწილეობას თავიანთი ნაცნობების მიერ ვიზის აღების პროცედურაში უკუშედეგებამდე მივყავართ.
_____________________
1 კონტაქტები შვეიცარიის ავიახაზების თანამშრომლებთან, 2000 წლის 7 ივლისი.
![]() |
3.6 3.6 დასაქმების სააგენტოთა და იმ შუამავალთა საქმიანობანი, რომლებიც ვიზის მოპოვებას უზრუნველყოფენ |
▲ზევით დაბრუნება |
„ინგლისი, ჰოლანდია, და პორტუგალია. ევროვიზა სწრაფად და იაფად“
„გოგონები 18-და 25 წლამდე აუ-პარის პროგრამით გერმანიაში. ერთწლიანი სასწავლო პროგრამები სამუშაოს შეთავსებით“
„დასაქმება თურქეთში ქალებისა და მამაკაცებისათვის, კვებითა და საცხოვრებელი ადგილის უზრუნველყოფით“
„დასაქმება - ირლანდია, იტალია, ესპანეთი, პროტუგალია, ჩეხეთი, აშშ-სა და ინგლისში“
ყოველკვირეულად, დიდი რაოდენობის განცხადებები ქვეყნდება გაზეთებში, სადაც შუამავალი სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას თავიანთი შესაძლებლობებსა და მომსახურებაზე ვიზის ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოპოვების შესახებ. ამ სააგენტოთა უმრავლესობა, რომელთა შორისაც არიან ინდივიდუალური პირები და ზოგი არაოფიციალურად შექმნილიც კი, აღნიშნულ სერვისთან ერთად საზღვარგარეთ დასაქმებასაც უზრუნველყოფენ.
მსო დაუკავშირდა რამოდენიმე ასეთ სააგენტოს და ასევე მოიპოვა ინფორმაცია იმ ინდივიდუალური პირებისაგან, რომლებსაც ამ სააგენტოთა და შუამავალთა სამსახურით უსარგებლიათ. საწყისი კვლევის მაშტაბის სიმცირის გამო მსო-ს არ გაუგრძელებია კვლევითი სამუშაოები შუამავალთა საქმიანობების შესახებ. თუმცა მომავალში საჭირო იქნება ამ შუამავალთა მოქმედების მეთოდთა უფრო ღრმად გაანალიზება, რათა უფრო ნათელი სურათი შეიქმნას თუ რა როლს თამაშობენ ისინი უკანონო მიგრაციასა და საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ გადაყვანის საქმეში.
მსო-ს მიერ გამოკითხული ყველა საკონსულო სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, შუამავალთა მიერ შემოტანილ სავიზო ანკეტებზე გაიცემა უარყოფითი პასუხები. საკონსულო სამსახურები დაჟინებით მოითხოვენ, რომ ყველა პირმა ინდივიდუალურად მიმართოს მათ. წინა დროისგან განსხვავებით, დღესდღეობით ნათელია, რომ ზოგიერთი პირი, რომელიც იყენებს შუამავალთა სამსახურებს ვიზის მოპოვების საქმეში არღვევს სავიზო რეჟიმს ან საერთოდ აღარ ბრუნდება. მაგალითისთვის, 1999 წლის სავიზო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო კატეგორიულად უარს აცხადებს შუამავლებთან თანამშრომლობაზე. სწორედ ეს არის ერთერთი მიზეზი, იმისა რომ ბოლო წლების მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზის გაცემაზე უარყოფითი პასუხები.
სავიზო კანონმდებლობის ასეთი მკაცრი შეზღუდვები არ აშინებს და ხელს არ უშლის შუამავლებს, რომ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობები, გამოაქვეყნონ განცხადებები, რომელიც „ოცნების” ქვეყნებში უკეთესი ცხოვრების პირობებს სთავაზობს ხალხს.
დასავლეთის ქვეყნების ვიზის უზრუნველყოფის მინიმალური საფასური შეადგენს 700 აშშ დოლარს. ფირმები ითხოვენ ისეთ პასპორტებს, სადაც ვიზის გაცემის უარყოფითი შენიშვნები არ არის აღნიშნული და არწმუნებენ კლიენტებს, რომ პრივილეგიებით სარგებლობს ისეთი პასპორტები, სადაც ადრე გაცემული ვიზებია აღნიშნული. ჩვეულებრივ, ფირმების წარმომადგენლები არ იძლევიან დამაკმაყოფილებელ ინფორმაციას ტელეფონზე საუბრისას და ითხოვენ, რომ დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციისათვის უშუალოდ მიმართონ ფირმებს. მსო-ს სმენია იმის შესახებაც, რომ ვიზის შუამავლები ითხოვენ განსაკუთრებულად დიდ თანხას, დაახლოებით 4000, ხანდახან 5000 აშშ დოლარსაც კი, რასაც ისინი თითქოს საკონსულო სამსახურების ოფიცერთა ან ტურისტული ვიზის გაცემის პროცედურაში ჩაბმული საელჩოების თანამშრომელთა მოსყიდვაში იყენებენ. ჭორების დონეზე არსებობს ვიზის შესყიდვის ამ სახის შესაძლებლობები, თუმცა მსო-ს არ გააჩნია ამის დამადასტურებელი ფაქტი. ასევე დადის ხმები, რომ შუამავლები იღებენ გარკვეულ თანხებს ყოველგვარი სამსახურის გაწევის გარეშე.
ქართულ გაზეთ “ალია”-ში, გამოქვეყნდა უცნობი ავტორის სტატია ტურისტული სააგენტოების მუშაობის შესახებ. ავტორი ეჭვქვეშ აყენებს მთავრობის მოხელეთა საქმიანობას, თითქოსდა ისინი იყენებენ ტურისტულ სააგენტოების საქმიანობებს თვით-გამდიდრების მიზნებისათვის. სამოქალაქო მოხელეები ბოროტად იყენებენ საკუთარ ოფიციალურ თანამდებობებს, მიმართავენ რა საელჩოთა საკონსულო სამსახურებს თბილისში, საკუთარი კლიენტებისათვის ვიზის მოპოვების მიზნით ოფიციალური სამთავრობო მოგზაურობის მიზეზის საფუძველზე. თანხის უმეტესი ნაწილი განკუთვნილია ამ ოფიციალურ მოხელეთათვის, მხოლოდ მცირე პროცენტი რჩება დაინტერესებულ ტურისტულ სააგენტოებს.1
საბერძნეთის საელჩოს განცხადებით ვიზის შუამავლებს შემუშავებული აქვთ საბერძნეთის ოფიციალური ვიზის მოპოვების სპეციფიური მიდგომა. ყოველ შუადღეს, საბერძნეთის საელჩოს შენობასთან ახლოს, გაურკვეველი პირები აკვირდებიან საელჩოდან ვიზით გამომავალ პირებს. ისინი მიყვებიან მათ, პარავენ ან ძალის გამოყენებით ართმევენ ამ პირებს პასპორტებს. ამის შემდეგ პასპორტიდან ოფიციალური ვიზას იღებენ და ჰყიდიან დაახლოებით 2500 აშშ დოლარად. საბერძნეთის საელჩო უსაფრთხოების პოლიტიკის გასაუმჟობესებლად, საბერძნეთის საზღვრის დაცვის შტაბ-ბინაში აგზავნის ყველა იმ პირთა ფოტოსურათებს ვიზეც გაცემულია ოფიციალური ვიზა. ეს საკმაოდ კარგი საშუალებაა, რათა თავიდან იქნას აცილებული იმ პირთა შესვლა საბერძნეთში, რომლებზეც ვიზა არ არის გაცემული.
ზოგიერთი შუამავალი ამარაგებს საკუთარ კლიენტებს ყალბი დოკუმენტებით. ზოგიერთი სააგენტო საკმაოდ მაღალი დონის ყალბ დოკუმენტებსაც ამზადებს, როგორც ეს აღნიშნულია 3.5.4 პარაგრაფში, თუმცა ზოგიერთი სააგენტო არც კი ფიქრობს ხარისხზე და ჰყიდის ძალიან დაბალ დონეზე დამზადებულ გაყალბებულ დოკუმენტებს, რომელსაც საელჩოს პერსონალი მარტივად აღმოაჩენს ხოლმე.
დასაქმების ერთ-ერთი სააგენტო სთავაზობდა დაინტერესებულ პირებს სამსახურებს პორტუგალიაში, იტალიასა და ესპანეთში ძიძის, ჯანდაცვის (მოვლა-პატრონობა) და სასტუმროს პერსონალის სამუშაოს შესასრულებლად. თვიური ანაზღაურება შეადგენდა 500 აშშ დოლარს, რომელიც საკმაოდ აღემატება საქართველოს მოქალაქის ხელფასს და თავისთავად საკმაოდ მიმზიდველია. ასეთ სამუშაოზე შერჩეულ პირები მიემგზავრებიან მოსკოვში, შემდეგ კი ავტობუსით ხმელთაშუა ზღვისკენ. სააგენტო ასევე უზრუნველყოფდა მათთვის ვიზებს და გაწეული სამსახურისათვის იღებდა1700 აშშ დოლარს. იგივე სააგენტო სთავაზობდა კლიენტებს დასაქმებას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ქარხნებში, ანაზღაურებით 1000 აშშ დოლარი თვეში. სააგენტო უზრუნველყოფდა ვიზასა და სასტუმროს პირველი ხუთი დღის განმავლობაში 900 აშშ დოლარის საფასურად. დაინტერესებულ პირებს თვითონ უნდა უზრუნველყოთ ტრანსპორტირება და განსახლების ხარჟები. ასეთი მაღალი გადასახადები, მიუხედავად დაპირებული მაღალი ხელფასებისა და მოსკოვის გავლით პირების სავალდებულო გამგზავრების ფაქტი მეტყველებს რომ სააგენტო შესაძლოა არ იყოს სანდო და სავარაუდოდ შესაძლებელია თანამშრომლობდეს რუსეთის სააგენტოებთან, რომელთა უმრავლესობაც ცნობილია ადამიანების დასავლეთში უკანონო გადაყვანის საქმიანობით.2
ერთ-ერთი ქალბატონი, წარმოშობით ქუთაისიდან, და მისი რამოდენიმე ნაცნობი, დაუკავშირდა ადგილობრივ შუამავალს ნიდერლანდებში სოფლის მეურნეობის სექტორში სამუშაოს უზრუნველყოფის მიზნით. მას უნდა მიემართა ამ ადგილობრივი შუამავლისათვის და გადაეცა საკუთარი პასპორტი, რომელიც შემდეგ გაგზავნილ იქნა მოსკოვში. მოსკოვში, დასაქმების სააგენტოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება და მოეპოვებინა მისთვის ვიზა. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ქართველთა ჯგუფი უნდა გამგზავრებულიყო ჯერ მოსკოვში და შემდეგ ავტობუსით ნიდერლანდებში. გადასახადი შუამავალთათვის შეადგენდა 800 აშშ დოლარს და დაპირებული თვიური ხელფასის ოდენობა შეადგენდა 1500 აშშ დოლარს. ეს თანხა განსაკუთრებით საეჭვოა, რადგანაც ნიდერლანდებში ადგილობრივ მოსახლეობასაც კი არა აქვს ასეთი მაღალი ხელფასები.
ერთი გოგონა, წარმოშობით თელავიდან, აღმოსავლეთ საქართველოდან, 2000 წლის მაისში წავიდა კორდობაში, სამხრეთ ესპანეთში, ძიძად. მან მთლიანობაში შუამავალს გადაუხადა 3000 აშშ დოლარი ორ ნაწილად, რომელმაც უზრუნველყო ვიზა, მგზავრობა და ოჯახი ესპანეთში. მას არ ჰქონდა არანაირი საკონტაქტო ინფორმაცია წასვლამდე, თუ სად ან რომელ ოჯახში მიდიოდა სამუშაოდ ესპანეთში. მიუხედავად მის მიერ გადახდილი დიდი თანხისა, იგი უნდა გამგზავრებულიყო ესპანეთში ავტობუსით და იგი წინასწარ გაფრთხილებულ იქნა რომ მგზავრობისას სასტუმრო და კვება საკუთარი ხარჯებით უნდა დაეფარა.
საკმაოდ ბევრი სააგენტო დაბალი კვალიფიკაციის პერსონალს სთავაზობს სამსახურს თურქეთში. ისინი აღნიშნავენ, რომ ასეთ სამუშაოზე თვიურიხელფასი შეადგენს 250 აშშ დოლარს და აქედან გამომდინარე შუამავლური მომსახურეობისათვის, რომელშიც შედის ვიზისა და ავტობუსის ბილეთის მოგვარება, ითხოვენ 300 აშშ დოლარის ოდენობით. თურქეთის საელჩო არ უწევს ანგარიშს მესამე მხარის მიერ გაწეულ საშუამავლო სამსახურს და დაჟინებით მოითხოვს, თითოეულმა პირმა დამოუკიდებლად მიმართოს თურქეთის საელჩოს.
ზოგჯერ ხალხი დაინტერესებულია განცხადებებით მიმზიდველი სამუშაოების შესახებ. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაში, თბილისის მთავარ პროსპექტზე განთავსებულმა ფირმამ მიიღო 400 ახალგაზრდა მამაკაცის განცხადება, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ საზღვარგარეთ დასაქმებით. მათ უნდა შეევსოთ ანკეტა და გადაეცათ საკუთარი პასპორტები ფირმისათვის, რომელიც შესაბამის დოკუმენტებთან ერთად გადააგზავნიდა მოსკოვში, სადაც ტარდებოდა მონაწილეთა შერჩევა. შერჩეული კანდიდატებს მოეთხოვათ პასპორტები მოსკოვში უცხო ქვეყნის ვიზის მოსაპოვებლად და 400 აშშ დოლარის გადახდა ანკეტირების პროცედურის უზრუნველსაყოფად. წარუმატებლობის შემთხვევაში ეს თანხა არ ანაზღაურდებოდა.
არის შემთხვევები, როდესაც ქვეყნდება განცხადებები სერიოზული რეპუტაციის მქონე სააგენტოების მიერ. ერთ-ერთი ასეთი ფირმა შუამავლობას უწევს ქართველ ქალებს, რომელთაც სურთ საფრანგეთსა და გერმანიაში ერთი წლით მუშაობა აუპეარის პროგრამის საფუძველზე. მათ მოეთხოვებათ ადმინისტრაციული გადასახადის გადახდა 100 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო თვიური ანაზღაურება გერმანულ ოჯახში განისაზღვრება 400 გერმანული მარკის (დაახლოებით 200 აშშ დოლარი) ოდენობით და 1700 ფრანგული ფრანკის (დაახლოებით 225 აშშ დოლარი) ოდენობით საფრანგეთში. ჩვეულებრივ ფირმა სთავაზობს კლიენტს სწავლის საშუალებას მუშაობისაგან თავისუფალ საათებში. ქალებმა, ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ საკონსულო სამსახურებს დამოუკიდებლად, ფირმა ამ შემთხვევაში მხოლოდ სარეკომენდაციო წერილს უზრუნველყოფს. ფირმის წარმომადგენელთა თქმით ასეთი სახის წერილი ჩვეულებრივ ეფექტური გზაა ვიზის მოსაპოვებლად. მიუხედავად ფირმის სერიოზული საქმიანობისა, ფირმა არ იძლევა დაინტერესებულ პირთა უფლებებისა და ღირსების დაცვის სრულ გარანტიას. კარგადაა ცნობილი, რომ ქართველთა უმეტესობა, ევროპულ სტანდართებთან შედარებით საკმაოდ დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობს საზღვარგარეთ, და ძირითადად არ იღებენ კომპენსაციას ზედმეტი სამუშაოს შესრულებისათვის.
ხდება ისეც, რომ შუამავლები არც კი ფიქრობენ რაიმე სამსახურის გაწევის შესახებ. დაახლოებით ხუთი წლის წინ, ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა რეაგირება მოახდინა განცხადებაზე, რომელიც ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით იაფ მოგზაურობას სთავაზობდა მკითხველს. თბილისის აეროპორტში მათ დახვდათ გიდი, რომელიც რეგისტრაციისა და საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ გაჰყვა ტურისტებს თვითვმფინავამდე, გააფრთხილა ჯგუფი, რომ დაეკავებინათ საკუთარი ადგილები და დაეცადათ თვითვმფრინავის ეკიპაჟისათვის. სინამდვილეში არავინ გამოჩენილა და ტურისტები აღმოჩნდნენ გამოყენებისათვის უვარგის თვითმფრინავში. გიდი და ფირმის წარმომადგენლები აღარ გამოჩენილან. ასეთი საქმიანობებით დაკავებული ფირმები ხშირად იცვლიან ადგილმდებარეობასა და ტელეფონის ნომრებს, რათა თავიდან აიცილონ მოტყუებული კლიენტებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა გამოჩენა. ეს შემთხვევა გვიჩვენებს, რომ ამ საქმით დაკავებულ შუამავლებს საკმაოდ ფართო ქსელი გააჩნიათ და სამთავრობო სტრუქტურების მოხელეებთან ერთადაც კი ახერხებენ თავიანთი კრიმინალური საქმიანობების რეალიზებას. ეს ფაქტი ასევე მიუთითებს, რომ უყურადღებო კლიენტები საშუალებას აძლევს ასეთ ფირმებს იარსებონ, რადგან ისინი არც კი ინტერესდებიან შეადარონ შეთავაზებული ფასი და გაწეული მომსახურების ხარისხი.
საქართველოს მთავრობისათვის ცნობილია დასაქმების სააგენტოთა და შუამავალთა საქმიანობების შესახებ. თუმცა არალეგალური მიგრაციისა და მიგრანტთა უკანონო გადაყვანის შესახებ კანონმდებლობის ნაკლებობის გამო სამართალდამცავი ორგანოები ვერ ახერხებენ ისეთი პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფდა ამგვარი უკანონო საქმიანობის შეჩერებასა და მოგვარებას. ერთერთი ხელისშემშლელი პირობა ასევე არის შეზღუდული ბიუჯეტი, რომლითაც სამთავრობო სტრუქტურებს უწევთ მუშაობა.
მსო-მ მოიპოვა ინფორმაცია დასაქმების სააგენტოთა როლის შესახებ დანიშნულების ქვეყნებში. 1999 წლის შემოდომაზე, ქართველთა ექვსკაციანი ჯგუფის წევრები, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაემგზავრნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ისინი შეხვდენენ ერთმანეთს ბრუკლინის ბრინგტონ ბიჩის მონაკვეთში ცხოვრებისას. ამ ადგილას თავმოყრილია ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები. აქ ისინი შეხვდნენ ერთ წყვილს, რომელიც დაპირდა მათ კენტუკის შტატში სამუშაოსა და შესაბამის დოკუმენტაციას. ისინი ჩავიდნენ საკმაოდ ღირსება მოკლებული სამუშაოს შესასრულებლად, თუმცა მაინც მოხარულები იყვნენ ნაპოვნი სამსახურით, რადგან უკეთესი ანაზღაურება ჰქონდათ ვიდრე საქართველოში. აღნიშნულმა წყვილმა ქართველებს სავადასხვა ქვითრებისა და ქირის გადასახადი თანხაგამოართვა და მხოლოდ სახლში დასაბრუნებელი და საჭმლის ფული დაუტოვა. ქართველები დარწმუნებულები იყვნენ და სჯეროდათ, რომ მათი სამუშაო საბუთები წესრიგში იყო. მხოლოდ ადგილობრივი პოლიციის მიერ ჩატარებული შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ წყვილს მათთვის ყალბი სამუშაო დოკუმენტები მიუცია. წყვილი დააპატიმრეს, ხოლო ქართველები დეპორტირებულნი იქნენ სამშობლოში.3
_____________________________________________
1 „ალია“, 27 ივნისი 2000 წელი.
2 Global Survival Network, 1997, Crime and Servitude: an exposé of the traffic in women for prostitution from the Newly Independent States.
3 კენტუკის კურიერი, 2000 წლის 13 აპრილი, ამერიკული ოცნება კოშმარად იქცევა.
![]() |
4 თავი 4. საქართველოს მოქალაქეთა უკანონო გადაყვანა |
▲ზევით დაბრუნება |
როგორ უკვე ავღნიშნეთ, საქართველოს მოქალაქეების არალეგალური მიგრაცია საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა და ამას საკმაოდ მრავალფეროვანი სტატისტიკური მონაცემები და ფაქტები ადასტურებენ. მოხსენების ამ ნაწილში ერთადაა გაერთიანებული ყველა ის ინფორმაცია, რაც მსო-ს მიერ იქნა მოპოვებული საქართველოს მოქალაქეთა უკანონო გადაყვანის შესახებ, თუმცა ეს სრულებით არ არის საკმარისი სრულყოფილი სურათის წარმოსადგენად და საქართველოდან ადამიანების უკანონო გადაყვანის ხასიათის დასადგენად.
![]() |
4.1 4.1 მიგრანტთა უკანონო გადაყვანა |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანების უკანონოდ გადაყვანა დსთ-ს ქვეყნებიდან საკმაოდ მზარდი ხასიათისაა. ყოველწლიურად დსთ-ს ქვეყნებიდან ათასობით მამაკაცი და ქალი, განსაკუთრებით ახალგაზრდა მამაკაცები უკანონოდ არიან გადაყვანილნი დასავლეთისა და სხვა ქვეყნებში, სადაც იაფ და მორჩილ მუშა ხელზე დიდი მოთხოვნილებაა. ახალგაზრდა ქალების უმრავლესობა, იძულებითი პროსტიტუციითა და სხვა საქმიანობებით არიან დაკავებულნი, დაპირებული მიმზიდველი სამუშაოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ნაცვლად. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, უკრაინა, რუსეთი და მოლდავეთი გახლავთ ის ქვეყნები, სადაც მიგრანტების უკანონო გადაყვანა ყველაზე მეტადაა გავრცელებული. იგივე მაგრამ გაცილებით უფრო ნაკლები მასშტაბით აღინიშნება ბელორუსიასა და ბალტიის ქვეყნებში. გაცილებით ნაკლები დამადასტურებელი ფაქტები არსებობს შუა აზიისა და კავკასიის რესპუბლიკებში, თუმცა მსო-ს საფუძველი აქვს, იფიქროს, რომ არც ეს რეგიონებია დაზღვეული არალეგალური მიგრაციისაგან.
არსებულ ლიტერატურისა თუ ეროვნული საინფორმაციო საშუალებების მასალების გამოყენებით, მსო-მ შეაგროვა მონაცემები არალეგალურიმიგრაციის შესახებ და უკანონო გადაყვანის საკითხი დააყენა იმ ქვეყნების საელჩოთა საკონსულო სამსახურების წარმომადგენელთა ინტერვიუირების დროს, რომლებიც უფრო მეტად წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაციის პუნქტებს.
მხოლოდ ერთმა საელჩომ მიაწოდა მსო-ს დეტალური ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების უკანონო გადაყვანის შესახებ. მათ ხელთ არსებული უკანონოდ გადაყვანილი ქართველ მიგრანტთა ჯგუფზე არსებული ინფორმაციის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა, საკუთარი ხარჯებით გადაყვანილია ამ ქვეყანაში მიგრანტების უკანონოდ გადამყვანთა მიერ. საქართველოს მოქალაქეები ჩადიან ქვეყნის საზღვარზე ვიზისა და ოფიციალური სამგზავრო დოკუმენტების გარეშე, რომელთაც ანადგურებენ ამ გადამყვანთა რჩევით. ფიქრობენ ალბათ, რომ მათ პირად განაცხადს უფრო მეტი პრივილეგია ექნება ოფიციალურ დოკუმენტებთან შედარებით. როგორც სჩანს უკანონოდ გადაყვანილ მიგრანტთა უმრავლესობას ახალგაზრდა მარტოხელა მამაკაცები წარმოადგენენ, რომლებიც ასევე საკუთარი სახსრებით, დამოუკიდებლად, მიემგზავრებიან რუსეთსა ან უკრაინაში და იქ უკავშირდებიან ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს. ისინი კი მათ ეხმარებიან დასავლეთის ქვეყნებში მოხვედრაში. ამასთანავე აგენტები აფრთხილებენ თავიანთ კლიენტებს არ მიაწოდონ ინფორმაცია დანიშნულების ქვეყნის სამთავრობო უწყებებს მათი მგზავრობისა და შუამავალთა როლის შესახებ. უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების მიმართულებით გასვლის ძირითად პუნქტებად ითვლებიან ქალაქები კიევი და ლვოვი. აქედან მიგრანტები ისინი შედიან პოლონეთში, სადაც მიგრატნთა უკანონოდ გადამყვანი პირები ეხმარებიან მათ საზღვრის გადაკვეთაში დასავლეთ ევროპის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეთა ასეთი ფართო მასშტაბიანი, ორგანიზებული სახის უკანონოდ გადაყვანის ფაქტები არც ერთ ევროპულ ქვეყანას არა აქვს აღრიცხული.
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციას „ხალხთა ჰარმონიული განვითარების ფონდი” აქვს ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეთა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში შრომითი უკანონო გადაყვანის შემთხვევების შესახებ, კიპრის, საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის ჩათვლით. ეს შემთხვევები არ არის დოკუმენტაციით დადასტურებული და არ მოიცავს ინფორმაციას უკანონო გადამყვანთა მიერ გამოყენებული იმ მეთოდების შესახებ, რომელთაც ისინი იყენებენ.
საფრანგეთის საელჩოს განცხადებით, ე.წ. ტურისტული სააგენტოები ცდილობენ წარმოადგინონ ერთი ან ორი ინდივიდუალური პირი ოფიციალური სამთავრობო დელეგაციის წევრებად. საკმაოდ ძნელია საკონსულო სამსახურმა გამოარჩიოს ასეთი ადამიანები ჯგუფიდან, ამასთან გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ეს პირები წარადგენენ მაღალი რანგის სამთავრობო მოხელეთა სარეკომენდაციო წერილებს. როგორც უკვე აღინიშნა 3.6 პარაგრაფში, ჩვეულებრივ, სამთავრობო დელეგაციის მგზავრობის შემდეგ, ჟგუფის რამდენიმე წევრი არ ბრუნდება სამშობლოში. ეს კი იძლევა იმის საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ უკანონო გადამყვანები მაღალი რანგის სამთავრობო გზების და არხების საშუალებით, საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ ახერხებენ თავიანთი უკანონო ბიზნესის წარმართვას.
ზოგიერთი საელჩოს წარმომადგენელთა აზრით, საქართველოს მოქალაქეებს არ სჭირდებათ უკანონო გადამყვანთა დახმარება დასავლეთ ევროპაში მოსახვედრად, რადგან ისინი თვლიან, რომ საკმაოდ ადვილია ვიზის აღება. საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე იყენებს შუამავალთა დახმარებას ყალბი მოწვევის ან სხვა დოკუმენტის მოსაპოვებლად, საკონსულო სამსახურში წარსადგენად. ვიზის მიღების შემდეგ ისინი ყოველგვარი დახმარების გარეშე აგვარებენ ქვეყნიდან გასვლას.
იყო შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ქართველი ცდილობდა მექსიკიდან აშშ-ში გადასვლას. ქართველების მიერ ამ მარშრუტის გამოყენება საკმაოდ იშვიათია და მიუთითებს შუამავალთა მიერ შეთავაზებულ სამსახურზე, მათთვის საინტერესო დანიშნულების ქვეყანაში შეღწევის მიზნით. ეს ინფორმაცია არსად არ არის დეტალურად რეგისტრირებული, ამდენად არ არსებობს უკანონო გადამყვანთა მამხილებელი ფაქტები მათ მიერ გამოყენებული მეთოდებისა და მარშრუტების შესახებ. 2000 წლის ივნისში, საქართველოს ერთ ერთი მოქალაქე, რომელიც იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და ინტერპოლის მიერ დაპატიმრებულ იქნა აშშ-ში. იგი შევიდა აშშ-ში მექსიკიდან სხვა პასპორტით, რომელიც მან წარუდგინა აშშ საზღვრის დაცვის სამსახურს.1
_____________________________________
1 რუსთავი-2 სამაუწყებლო კომპანია, 2000 წლის 26 ივნისის საინფორმაციო გამოშვება.
![]() |
4.2 4.2 საქართველოს ქალთა უკანონო გადაყვანა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ქალთა უკანონო გადაყვანის შესახებ ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ რთულია. არსებობს ქალთა უკანონო გადაყვანის შემთხვევები, თუმცა ამგვარი მოვლენები ხასიათდება, თითქოსდა თავიდანვე ხელისშემწყობი პირობების უქონლობით. ინფორმაციის ნაკლებობა გამოწვეულია ამ საკითხისირგვლივ ნაკლები კვლევის გამო. ამავე დროს უკანონოდ გადაყვანილ ქალებს არ სურთ ისაუბრონ საკუთარი უიღბლო თავგადასავლების შესახებ.
ყველასათვის კარგადაა ცნობილი, მიუხედავად დამადასტურებელი ფაქტების ნაკლებობისა, რომ ქართველი ქალები დაკავებულნი არიან გასართობ სექტორში, თურქეთში. თბილისში, თურქეთის საელჩოს მითითებით, თურქეთის ვიზის მისაღებად, განმცხადებელთა 80% ქალები შეადგენენ. მათი უმრავლესობა თვლის, რომ დაკავებულნი არიან წვრილი ვაჭრობით, თუმცა ზოგიერთი მათგანი მიემგზავრება საქართველოს საზღვართან ახლო მდებარე თურქეთის პატარა ქალაქებში, ართვინი, სამსუნი და ტრაპიზონი, გასართობ სექტორში სამუშაოდ. თურქეთის საელჩოს შეფასებით, სავიზო რეჟიმის დამრღვევთა რიცხვი არც ისე მაღალია და მათი უმრავლესობა დროულად ბრუნდება საქართველოში ხელახლა, მოკლე-ვადიანი, ერთ თვიანი ვიზის ასაღებად.
1997 წელს, ინტერპოლის მონაცემების თანახმად 98 ქალი, საქართველოს მოქალაქე დაკავებულ იქნა თურქეთში პროსტიტუციის გამო.1 საქართველოს მოქალაქე ქალთა თურქეთში პროსტიტუციით საქმიანობის ერთ-ერთ მიზეზს, რა თქმა უნდა, ფულის გამომუშავება წარმოადგენს და ნაკლებად სასირცხვილოა მათთვის მეძავეობა საქართველოს ფარგლებს გარეთ. ქალები ხშირად მიემგზავრებიან წვრილი ვაჭრობის საბაბით, მაგრამ რჩებიან უფრო დიდი ხნით პროსტიტუციისა და უფრო მეტი ფულის გამომუშავების მიზნით.2 2000 წლის 10 ივლისს, 126 ქალი დსთ-ს ქვეყნებიდან ტრაპიზონიდან, თურქეთის პოლიციის მიერ იქნა დეპორტირებული. ისინი პროსტიტუციით იყვნენ დაკავებულნი და ყველას სავიზო რეჟიმი ჰქონდა დარღვეული. არანაირი ინფორმაცია ამ ქალთა მოქალაქეობის შესახებ არ ყოფილა წარმოდგენილი.3
საქართველოს მოქალაქე ქალთა გარკვეული ნაწილი არ მიემგზავრება საკუთარი ინიციატივით, არამედ ისინი უკანონოდ არიან გადაყვანილნი თურქეთში. 2000 წლის აპრილის ბოლოს, ახალგაზრდა გოგონას მიერ მოკლულ იქნა მასზე უფროსი ასაკის ქალი, გოგონას პასპორტზე მომხდარი ჩხუბის შედეგად. პასპორტი გამოერთვა გოგონას იმ მიზეზით, რომ ქალბატონს მისთვის თურქეთის ვიზა უნდა გაეკეთებინა. გოგონამ ეჭვი შეიტანა ქალბატონის განზრახვაში და მოითხოვა პასპორტის უკან დაბრუნება. ქალმა უარი განაცხადა და კამათი ჩხუბში გადაიზარდა. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ გოგონამ თავში ქალს ბოთლი ჩაარტყა. საინფორმაციო საშუალებათა განცხადებით, პოლიციას აუღნიშნავს, რომ ქალბატონი იყო საქართველოს მოქალაქეებისაგან შემდგარი ბანდის წევრი, რომლებსაც უკანონოდ გადაჰყავდათ ახალგაზრდა გოგონები საქართველოდან თურქეთში.4
არასამთავრობო ორგანიზაციამ “ხალხთა ჰარმონიული განვითარების ფონდი” აცნობა მსო-ს ერთი შემთხვევის შესახებ, როდესაც 15 წლის გოგონა, წარმოშობით ქუთაისიდან, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, მეზობელმა წაიყვანა ქალაქ ტრაპიზონში, თურქეთში. გოგონა მიიყვანა სასტუმროში, მეძავად იძულებით სამუშაოდ. გოგონა მიჰყიდეს სასტუმროს მეპატრონეს 2000 აშშ დოლარად. ათი დღის შემდეგ გოგონა გამოიქცა სასტუმროდან და მოახერხა დაკავშირება ტრაპიზონში საქართველოს საკონსულო სამსახურთან. თურქეთის პოლიციამ დააპატიმრა სასტუმროს მეპატრონე.
თურქეთში ქალების უკანონოდ გადაყვანა შემთხვევით ხასიათს არ ატარებს და ეს მტკიცდება კიდევ ურფო წინა პერიოდის ისტორიით, რომელიც 1996 წლით თარიღდება. თურქეთის პოლიციის მიერ დაკავებულ იქნა ცხრა ქალი, რომელთაც დარღვეული ჰქონდათ სავიზო რეჟიმი და არ გააჩნდათ საჭირო სამგზავრო დოკუმენტები. როგორც შემდეგ გაირკვა, მათ დაპირდნენ მოცეკვავის სამუშაოს, მაგრამ თურქეთში ჩასვლისთანავე აიძულეს მეძავეებად ემუშავათ. ქალების პასპორტები უკანონო გადამყვანთა ხელთ იყო და აღარც დაუბრუნებიათ.
მოსკოვში დაფუძნებული არა-სამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით ქალები საქართველოდან აქტიურად არიან ჩაბმულნი პროსტიტუციაში რუსეთში, განსაკუთრებით კი მოსკოვში. ზოგიერთი მათგანი უკანონოდაა იქ გადაყვანილი. მათ შესახებ რუსულ პრესაში განცხადებები ქვეყნდება, როგორც აზიური წარმოშობის ეგზოტიკურ ქალებზე და ისინი საკმაო პოპულარობით სარგებლობენ უცხოელ ტურისტებსა და საქმოსნებს შორის.5
საბერძნეთის საელჩოს საქართველოში არასოდეს მიუღია ინფორმაცია საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ქალთა პროსტიტუციით საქმიანობისშესახებ. ინტერპოლის მონაცემებით 1997 წელს, საბერძნეთში პროსტიტუციის გამო დააკავეს 4 ქართველი ქალი.6
ისრაელის საელჩოსთვის ცნობილია, რამდენიმე წლის წინ მომხდარი შემთხვევის შესახებ, როცა ისრაელის ბორდელში დაკავებულ იქნა 5 საქართველოს მოქალაქე ქალი. ისინი დააპატიმრეს და დააბრუნეს საქართველოში. ეს პირები ისრაელში საკუთარი ინიციატივითა და სურვილით გაემგზავრნენ პროსტიტუციის ბიზნესში ფულის გამომუშავების მიზნით.7 ქალთა დიდი რაოდენობის უკანონოდ გადაყვანა ხდება დსთ-ს ქვეყნებიდან ისრაელში პროსტიტუციის ბიზნესში დასასაქმებლად, მაგრამ საქართველოში ისრაელის საელჩოს კონსულის განცხადებით ეს ქალები არა კავკასიური, არამედ რუსული და უკრაინული წარმოშობის არიან, რადგან კლიენტები ისრაელში უპირატესობას ღია ფერის ქალებს ანიჭებენ. ისრაელში, ქალების უკანონო გადაყვანასთან დაკავშირებული ინფორმაციის სხვა წყაროებიც არ მოიხსენიებენ და არ ეხებიან საქართველოს მოქალაქე ქალებს.8
უფრო სერიოზული სიმპტომები ისრაელში წასვლასთან და უკანონო გადაყვანასთან დაკავშირებით შეინიშნება ქართულ პრესაში ფიქტიური ქორწინების განცხადებების სახით. ეს განცხადებები რეკლამას უწევს შესაფერის ისრაელელ მამაკაცთან ქორწინებას. ქორწინება ხდება კიპრში და თითქმის ყველა შემთხვევაში ქორწინების შემდეგ ქალები აღარ ჩანან.
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) გამოსცა მოხსენება უკანონო გადაყვანის შესახებ, სადაც საქართველო აღნიშნულია, როგორც უკანონოდ გადაყვანილი მიგრანტების ერთერთი პოტენციური ქვეყანა.9 საქართველოში ეუთოს მისიის თანახმად, ეს მიდგომა ძირითადად ემყარება საქართველოს მოქალაქე ქალთა ბელგიაში უკანონოდ გადაყვანაზე არსებულ ნიშნებზე. მსო დაუკავშირდა მიგრანტთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ბელგიაში, რომლებმაც დაადასტურეს საქართველოს მოქალაქეთა მოღვაწეობა ანტვერპში, ბელგიის ჩრდილოეთში, ქალთა უკანონო გადაყვანის საქმეში.10
როგორც სჩანს საქართველო ქალთა უკანონოდ გადაყვანის სატრანზიტო ქვეყანადაც გვევლინება. ერთ ერთმა ავტორმა თურქეთსა და ხმელთაშუა ზღვის სხვა ქვეყნებში რუსი და უკრაინელი ქალების უკანონოდ გადაყვანის ტრანზიტულ პუნქტად საქართველო დაასახელა. რამდენიმე წლის წინ დაკავებულ იქნა ორგანიზებულ კრიმინალთა ჯგუფი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობდა. ჯგუფმა შეისყიდა საქართველოს პასპორტები რუსი და უკრაინელი წარმოშობის ქალთათვის. საქართველოს პასპორტი ჩვეულებრივ, თურქეთში იოლად გადასვლის გარანტიას იძლევა.11 აშშ მთავრობის მიერ მომზადებულ იქნა კიდევ ერთი მოხსენება რუს ქალთა ტრანზიტულ, უკანონო გადაყვანის შესახებ საქართველოს გავლით. ეს პირები ახერხებენ საქართველოს პასპორტების მოპოვებას და პირდაპირ გზავნიან მათ თურქეთსა და საბერძნეთში. წარმოდგენილი მოხსენება ადასტურებს, რომ საქართველო, ქალთა უკანონო გადაყვანის წყაროსაც წარმოადგენს და ტრანზიტის ქვეყანასაც.12
მსო-მ შეისწავლა დსთ-ს ქვეყნებიდან ქალთა უკანონოდ გადაყვანასთან დაკავშირებული ინფორმაციის შესაძლო სხვა წყაროები, მაგრამ ვერ აღმოაჩინა სხვა დამატებითი ინფორმაცია საქართველოდან ქალთა უკანონოდ გადაყვანის შესახებ.
________________________________________
1 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამა (UNDP), 1999, ქალის მდგომარეობა საქართველოში, გვერდი 33.
2 მსოფლიო ბანკი, 1999, საქართველო სიღარიბე და შემოსავლის განაწილება, მე2 ტომი.
3 ABC- ახალი ამბები, 10 ივლისი 2000.
4 რუსთავი-2 სამაუწყებლო კომპანია, საინფორმაციო გამოშვება, 29 აპრილი 2000 წელი.
5 ინსტიტუტი MiraMed, ურთიერთობა მსო-სთან 2000 წლის 17 მაისს.
6 გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP), 1999, ქალთა სტატუსი საქართველოში.
7 ამ ქალთაგან ორი იყო სკოლის მასწავლებელი, ერთი კი ტელეJურნალისტი.
8 Amnesty International, 2000, დსთ-ს ქვეყნებიდან ისრაელში პროსტიტუციის მიზნით უკანონოდ გადაყვანილ ქალთა ადამიანის უფლებების დარღვევა/ მაიკლ სპექტერი, ნიუ იორკ თაიმზი, 1998, უკანონო გადამყვანთა ახალი ტვირთი: გულუბრყვილო სლავი ქალები.
9 ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, 1999, ადამიანთა უკანონო გადაყვანა: ეუთო-ს შედეგები.
10 2000 წლის 15 ივნისს მსო-სათვის პეტსი სიორენსენის, ევროპარლამენტის წევრის, მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
11 დოქ. ლუის შელი, ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუპციის კვლევის ცენტრის დირექტორი, Testimony at the hearing of June 28 1999 before the Commission on Security and Cooperation in Europe.
12 აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიურო, 2000, 1999 წლის ქვეყნის მოხსენებები ადამიანთა უფლებების პრაქტიკა.
![]() |
4.3 4.3 ბავშვთა უკანონო გადაყვანა |
▲ზევით დაბრუნება |
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (ლგს) მიერ შეგროვებულია საქართველოდან ბავშვთა უკანონო გადაყვანის შემთხვევები საზღვარგარეთ გაშვილების მიზნით. მრავალმა ქალმა, 90-იანი წლების დასაწყისში, სამოქალაქო ომში დაკარგა მეუღლე, ფინანსური სახსრების ნაკლებობისა და ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ვერ შეძლეს შვილების გაზრდა და მოვლა. იმ პერიოდში, საკმაოდ ბევრი ბავშვი დარჩა ობლად, ორივე მშობლის გარეშე. 1993 - 1994 წლებში, აფხაზეთის კონფლიქტის დასრულებისას, დიდი სისწრაფით გაიზარდა უცხო ფირმების მოღვაწეობა ოჯახთა მიერ ქართველ ბავშვთა საზღვარგარეთ გაშვილების შუამავლობის საქმეში. ეს ფირმები ძირითადად დაფუძნებული იყო აშშ-ში და გახსნილი ჰქონდათ ფილიალები საქართველოში.
1996 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე, ლგს-ს მიერ განხორციელდა მონიტორინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და საეჭვო გარემოებების ქვეშ ბავშვების საზღვარგარეთ გადაყვანის საკმაოდ ბევრი შემთხვევა იქნა აღმოჩენილი. ყოფილა შემთხვევები, როდესაც უფროსი ასაკის ადამიანი მგზავრობს 10-15 ბავშვთან ერთად. თითქოს ამ ბავშვებს ესაჭიროებათ საზღვარგარეთ სამედიცინო მკურნალობა ან აპირებენ საკუთარი ოჯახის მონახულებას. ჩვეულებრივ ასეთი პირები წარმოადგენენ საჭირო დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებს, რომ ისინი კანონიერი, ბავშვებზე პასუხისმგებელი და უფლებამოსილი პირები არიან. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს არ გააჩნია სხვა მონაცემები საქართველოდან ბავშვთა უკანონო გადაყვანის შესახებ, რადგან ჯერ კიდევ საქართველოს მთავრობის მიერ არ არის განვითარებული მიგრაციული მოძრაობის სტატისტიკის აღმრიცხველი რაიმე სახის ზუსტი სისტემა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის ასევე უცნობია ქვეყნის გარეთ გაყვანილ ბავშვთა ბედი.
1997 წელს ძალაში შევიდა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც მიზნად ისახავდა საზღვარგარეთ ბავშვთა „ექსპორტირების“ აღკვეთას. ლგს-ს თანამშრომელთა აზრით, ამ ბრძანებულებამ გარკვეულწილად დადებითად იმოქმედა და სამთავრობო ორგანიზაციებისათვის უფრო ნათელი გახდა პრობლემის აქტუალობა და იმავ დროულად საქართველოდან ბავშვთა უკანონო გადაყვანა თითქოსდა მნიშვნელოვნად შემცირდა.
საზღვრის დაცვის თანამშრომლების განცხადებით, თბილისის აეროპორტში რეგულარულად აღინიშნება ბავშვთა უცხო ქვეყნებში მოგზაურობის ფაქტები და მათი აზრით ზოგჯერ არსებობს ეჭვი, რომ ისინი უკანონოდ არიან გადაყვანილნი. ძნელია უთხრა ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს უარი საქართველოდან გასვლაზე, რადგან საზღვრის დაცვის მოხელეები ვერ ადასტურებენ საკუთარ ეჭვებს მგზავრთა მიერ ჩვეულებრივ ვარგისი დოკუმენტების წარმოდგენის გამო.
მსოფლიო ბანკის მოხსენება საქართველოს შესახებ ეხება ბავშვთა უკანონო გადაყვანას პროსტიტუციის მიზნით. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები, 1996 წელს ტრაპიზონში, თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, შეხვდნენ საქართველოს არასრულწლოვან მოქალაქეებს.1 ავტორი ადასტურებს, რომ ობოლი ბავშვები უკანონოდ არიან გადაყვანილნი საქართველოდან თურქეთში, სადაც მათ აიძულებენ იმუშაონ მეძავებად. ზოგიერთი გოგონას ასაკი არ აღემატება 15 წელს.2 დამატებითი ინფორმაცია, თუ როგორ, ან ვის მიერ იქნენ უკანონოდ გადაყვანილნი არასრულწლოვანნი, არ მოიპოვება.
ასევე მოხსენიებულია ქართველ ბავშვთა საზღვარგარეთ გადაყვანა და მათი იძულებით დონორებად გამოყენება, თუმცა მსო-მ ვერ შეძლო ამგვარ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტების მოპოვება.
______________________________________________
1 მსოფლიო ბანკი, 1999, საქართველო, სიღარიბე და შემოსავლების განაწილება, ტომი 2.
2 2000 წლის 16 ივნისს მსო-სთვის მიწოდებული ინფორმაცია ქ-ნ ნ. დადვიკის მიერ, მსოფლიო ბანკის შტაბ-ბინის უფროსი მეცნიერ-მუშაკი სოციალურ საკითხებში.
![]() |
4.4 4.4 მედიატორთა და უკანონოდ გადამყვანთა როლი |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანების უკანონოდ გადაყვანა ორგანიზებულია ინდივიდუალური პირებისა ან ადამიანთა ჯგუფის მიერ, რომლებიც სარგებელს იღებენ საქართველოს მოქალაქეთა აქტუალური ინტერესიდან, სხვა ქვეყნებში ეძიონ უკეთესი ცხოვრება. საქართველოში ამ უკანონო გადამყვანთა როლისა და მოქმედების მეთოდების ნათელი სურათი ძნელად დასადგენია. ამ სფეროში მსო-ს ჯერ არ განუხორციელებია კვლევა, ამდენად ამ პარაგრაფში წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადად ემყარება ლიტერატურასა და სხვათა მიერ ჩატარებული კვლევების მონაცემებს.
აშშ-ს მთავრობის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოსცა სრული პუბლიკაცია აშშ-ში ქალთა უკანონოდ გადაყვანის შესახებ. კვლევის შედეგებში მოხსენიებულია საქართველო და კრიმინალური ჯგუფების მონაწილეობა საქართველოდან აშშ-ში საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ გადაყვანაში. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ მოხსენებაში ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მდივანი, ბოზიდარ პოპოვის თქმით რუსი კრიმინალები სხვებთან ერთად ახორციელებენ საქართველოს მოქალაქე ქალთა უკანონო გადაყვანას დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, თურქეთის, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების გავლით, პროსტიტუციის მიზნით. კვლევა ასევე იმოწმებს 1998 წელს, თბილისში, აშშ-ს საელჩოს მიერ მომზადებულ მოხსენებას ქართული კრიმინალური ჯგუფების საქმიანობის შესახებ, ქალთა უკანონოდ გადაყვანაში. ამ ჯგუფებს ახლო კონტაქტები აქვთ რუსულ ორგანიზებულ, ბოროტმოქმედებთან და ფუნქციონირებენ დასაქმების სააგენტოთა სახით. ზოგიერთი ჯგუფი, ყურადღებას პროსტიტუციის მიზნით ქალთა უკანონო გადაყვანაზე ამახვილებს, მაშინ როდესაც სხვანი ორიენტირებას შრომით ექსპლუატაციაზე აკეთებენ. ახალგაზრდა ქალები თავიანთ საქმიანობას პროსტიტუციით ამთავრებენ, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 45 წელს გადაცილებული ქალები შესაძლოა უკანონოდ იქნენგადაყვანილი მონური შრომისათვის, რომელიც კონტრაქტის საფუძველზე ხორციელდება.1
ამ მოხსენების დასკვნითი ნაწილი შესაძლოა სრულად ემთხვეოდეს მსო-ს მიერ მოსამზადებელ ეტაპზე მიღებულ შედეგებს, იმ თვალსაზრისით, რომ ცნობილია დასაქმების სააგენტოების მიერ, მოსკოვის გავლით, ხალხის დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გადაყვანა, თუმცა გაურკვეველია ამ ხალხის მოგზაურობის მიზეზი რუსეთის გავლით.
ევროპის პარლამენტის ბელგიელმა წევრმა და ანტვერპენში დაფუძნებული არა-სამთავრობო ორგანიზაციის (დახმარებას უწევს უკანონოდ გადაყვანილ ქალებს) ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტსი სორენსენმა აცნობა მსო-ს ანტვერპენში საქართველოს მოქალაქეთა კრიმინალური საქმიანობის შესახებ, რომლებიც მონაწილეობენ ქალთა უკანონოდ გადაყვანაში. ქალებმა, რომლებიც მათთან უშაობენ, არ ისურვეს ესაუბრათ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ამ საკითხზე, ამდენად არაფერია ცნობილი ამ მეძავთა წარსულის შესახებ.
4.1 პარაგრაფში წარმოდგენილი ინფორმაცია, რუსეთიდან და უკრაინიდან ნიდერლანდებში უკანონოდ გადაყვანილ ქართველ მამაკაცთა შესახებ და საქართველოდან და მის გავლით თურქეთში და დასავლეთის ქვეყნებში რუსეთის გავლით ქალების უკანონო გადაყვანის შესახებ, იძლევა საფუძველს, რომ საქართველოდან ნამდვილად არსებობს ადამიანთა უკანონოდ გადაყვანის ჩამოყალიბებული სისტემა. ქართველ კრიმინალურ ჯგუფთა საქმიანობის ორგანიზებისა და გაყალბების დონე სჩანს, ჯერ კიდევ არ არის კარგად განვითარებული, თუმცა ეს შესაძლოა შეიცვალოს მომავალში. ადამიანებით ვაჭრობა საკმაოდ მომგებიანია, ამის გამოს სავარაუდოა საქართველოში ადამიანების უკანონოდ გადაყვანის შემთხვევები გაიზარდოს.
ჩატარებული კრიმინალური კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც კარგადაა განვითარებული ორგანიზებული დანაშაული. საქართველო, პირველ რიგში განიცდის პოსტ-საბჭოთა სისტემის მიერ მემკვიდრეობით დატოვებულ კანონის აღიარებისა და პატივისცემის დეფიციტს, სამოქალაქო საზოგადოების არარსებობას, ბოროტმოქმედთა ფართო სამყაროს, კორუფციასა და დემობილიზირებულ სამართალდამცავ და იურიდიულ აპარატს. მიუხედავად ამისა, საქართველოს ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი აქვს გაკეთებული, რამაცშეზღუდა პოსტ-საბჭოთა ორგანიზებული დანაშაულის ზრდა. მრავალმა ცნობილმა დამნაშავემ დატოვა ქვეყანა და გადავიდა დსთ-ს ქვეყნებსა და დასავლეთ ევროპაში. საქართველოს ჰყავს დემოკრატიული პარლამენტი, შედარებით თავისუფალი პრესა, უშიშროების სამსახურები კი არც თუ ისე აქტიურად მონაწილეობენ ორგანიზებული დანაშაულში. თუმცა არსებობენ სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზებული დანაშაულის აყვავებას საქართველოში. ფართოდ გავრცელებული კორუპცია, სამთავრობო სტრუქტურების მოხელეთა დაბალი ხელფასები, ეთნიკური კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, და ბოლოს საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა შავ ზღვაზე იწვევს და ხელს უწყობს ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობის განვითარებას. საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობის შეცვლითა და ფართო მასშტაბიანი ეკონომიკური დიფერენციაციის გაერთიანებით ქმნის ორგანიზებული დანაშაულის ახალი ფორმების განვითარების საფუძველს.2
_________________________________________
1 Amy O'Neill Richards, DCI Exceptional Intelligence Analyst Program, April 2000, International Trafficking in Women to the United States: A Contemporary Manifestation of Slavery and Organized Crime.
2 დოქტორ. ლუიზ შელი, 1999, ორგანიზებული დანაშაული ყოფილ საბჭოთა კავშირში: საქართველოს განმასხვავებელი ნიშნები.
![]() |
4.5 4.5 საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება უკანონო გადაყვანის მიმართ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს მთავრობისათვის კარგადაა ცნობილი არალეგალური მიგრაციის, ადამიანთა უკანონო გადაყვანის ფაქტების, ასევე იმ შუამავალთა მიერ გამოყენებული მეთოდების არსებობის შესახებ, რომლებიც არაკანონიერი გზით ახორციელებენ საქართველოს მოქალაქეთა გაყვანას საზღვარგარეთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამართალდამცავ ორგანოებს, მიგრანტთა უკანონო გადაყვანასთან დაკავშირებული კანონმდებლობის უქონლობის გამო, ადამიანთა უკანონოდ გადაყვანის წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ შეზღუდული ზომების მიღება შეუძლიათ. ადამიანების უკანონოდ გადამყვანები, დარწმუნებულნი იმაში, რომ მათ მიმართ, მათი უკანონო საქმიანობის გამო, არ იქნება გამოყენებული დამსჯელი ზომები იმოქმედებენ თავისუფლად, მანამ სანამ არ იქნება მიღებული შესაბამისი კანონმდებლობა.
2000 წლის თებერვლის, პრეზიდენტის ბრძანებულება ითვალისწინებდა ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმკვეთი სამოქმედო გეგმის შედგენას. ქალთა უკანონო გადაყვანა ერთერთი საკითხია, რომელიც განსაკუთრებულადაა აღნიშნული ბრძანებულებაში. ბრძანებულება განსაზღვრავს თუ რა ზომები უნდა იქნას მიღებული სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით უკანონო გადაყვანის აღსაკვეთად. ბრძანებულება ასევე ითვალისწინებს უკანონო გადაყვანაზე ორიენტირებული კანონმდებლობის განვითარებას, საქართველოდან ქალთა უკანონო გადაყვანის შემთხვევების შესახებ კვლევის განხორციელებასა და ადამიანთა უკანონოდ გადაყვანის აღმოფხვრის მიზნით შესაბამის სამინისტროთა შორის კავშირის შექმნას. ბრძანებულების შესრულებაზე უფლებამოსილნი არიანი: შინაგან საქმეთა სამინისტრო, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, პროკურატურა და დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები.1
2000 წლის თებერვლის შემდეგ საქართველოს მთავრობას არ განუხორციელებია ადამიანთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ მიმართული მნიშვნელოვანი საქმიანობები, მაგრამ ზემოხსენებული ბრძანებულების არსებობა იმას მოწმობს, რომ საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებს ადამიანთა უკანონო გადაყვანის საფრთხეს.
_____________________________________
1 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N. 64, 25 თებერვალი, 2000 წელი.
![]() |
5 თავი 5. საქართველო - არალეგალური მიგრაციისა და უკანონო გადაყვანის სატრანზიტო ქვეყანა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველო, არალეგალური და მიგრანტთა უკანონოდ გადაყვანის პოტენციური ქვეყნის გარდა გარკვეულწილად ტრანზიტული ქვეყანაცაა, იმ მიგრანტებისათვის, რომლებიც დასავლეთისაკენ მიეშურებიან.
ისეთი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა იღებს ტრანზიტული მიგრანტების საკმაოდ დიდ ნაკადს განვითარებადი ქვეყნებიდან ცენტრალური და დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებით. ჩვეულებრივ, დადგენილია, რომ ტრანზიტული მიგრანტების დიდი რაოდენობა უკანონოდაა გადაყვანილი მათი წარმოშობის ქვეყნებიდან. როგორც სჩანს, უკანონო გადამყვანები, საკუთარი „კლიენტების“ გადასაყვანად, დსთ-ს ქვეყნების გავლას ანიჭებენ უპირატესობას, რადგან უფრო მარტივია ამ ქვეყნებში შესვლა და გასვლა. ჯერჯერობით, როგორც ირკვევა საქართველოს არა აქვს ტრანზიტულ მიგრაციაში დიდი წილი, თუმცა უკანონო გადამყვანები ჩვეულებრივ ითვალისწინებენ არსებული მარშრუტის უპირატესობებს და შეუძლიათ ერთ დღეში შეიცვალონ მარშრუტი და დასავლეთში ჩაიყვანონ თავიანთი „ტვირთი“.
![]() |
5.1 5.1 ტრანზიტული მიგრაცია: ახლო წარსულის მონაცემები |
▲ზევით დაბრუნება |
1995 წლიდან 1998 წლამდე მსო ახორციელებდა საქართველოში დალექილ მიგრანტთა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების პროგრამას. ამ პროგრამის ოფიციალური სახელწოდება გახლდათ „მგზავრობის დახმარების პროგრამა”(HTAP).
პროგამის საშუალებით შეგროვდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია არალეგალური მიგრაციისა და საქართველოს გავლით საზღვარგარეთის მოქალქეთა უკანონო გადაყვანის შესახებ. 4 წლის განმავლობაში მსო საქართველოდან სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარა დაახლოებით 90 ადამიანს. მათი უმრავლესობა საქართველოში დარჩა უასხსრობისა და/ან მგზავრობისას პასპორტების დაკარგვის გამო. როგორც შემდეგ გამოირკვა ზოგიერთი ამ მიგრანტთაგანი სამშობლოდან უკანონოდ გადაჰყავდათ დასავლეთში კავკასიის გავლით, მაგრამ კონტრაბანდისტებმა პირობა ვერ შეასრულეს.
მიგრანტთა უმრავლესობა, რომლებიც საქართველოს ტრანზიტად იყენებენ, წარმოშობით სამხრეთ აზიიდან არიან (HTAP საშუალებით მსო-ს მიერ დაბრუნებულ პირთა 62%). დანარჩენი 26% მოდის ახლო აღმოსავლური წარმოშობის მიგრანტებზე, ხოლო 8% აფრიკელ მიგრანტებზე. სამხრეთ აზიიდან სჭარბობდა პაკისტანელი და ბანგლადეშელი მიგრანტები, 32 და 17 მიგრანტი შესაბამისად. მსო-მ ასევე დახმარება გაუწია 12 სირიელსა და 6 იორდანელს სამშობლოში დაბრუნებაში. გასათვალისწინებელია, რომ სხვა ეროვნების პირები მნიშვნელოვანი რაოდენობით არ ყოფილან წარმოდგენილნი. რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილ მიგრანტთა უმრავლესობა ახალგაზრდა მამაკაცები იყვნენ და მხოლოდ რამოდენიმე მათგანი მგზავრობდა ოჯახთან ერთად.
მათმა უმრავლესობამ დატოვა საკუთარი წარმოშობის ქვეყანა, დასავლეთში წასასვლელად, სამუშაოს მიზნით, თუმცა არ ჰქონიათ წინასწარ მოფიქრებული თუ კონკრეტულად რომელ ქვეყანაში უნდა ჩასულიყვნენ. რასაკვირველია, არსებობს სხვადასხვა გზები და მარშრუტები, რომელთაც ისინი საქართველოში ჩამოსასვლელად იყენებენ და ეს დამოკიდებულია მათი წარმოშობის ქვეყნის ადგილმდებარეობაზე, თუმცა არსებობს საერთო ხასიათის გარემოებები, რომელთაც ტრანზიტული მიგრანტების უმრავლესობა ითვალისწინებს. თითქმის ყველა სამხრეთ აფრიკელი მოგზაურობდა ბაქოს გავლით, სადაც ისინი სამშობლოდან პირდაპირი რეისით, თვითმფრინავით, თურქმენეთის გავლით ავტობუსით ან კასპიის ზღვის გავლით გემის საშუალებით ჩადიოდნენ. ტრანზიტული მიგრანტები სხვა სახმელეთო მარშრუტებსაც იყენებენ სომხეთისა და თურქეთის გავლით, თუმცა შრი ლანკელები ჩადიოდნენ თვითმფრინავით მოსკოვში და იქიდან თბილისში. ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, როცა ტრანზიტული მიგრანტები ჩამოვიდნენ თვითმფრინავით სტამბულიდან.
გარკვეულ ეტაპზე, საკმაოდ ნათელი გახდა, რომ უსახსროდ დარჩენილი მიგრანტები, უკანონოდ იყვნენ გადმოყვანილნი., განსაკუთრებით ეს პაკისტანელებს ეხებოდა. რვა კაციანი პაკისტანელთა ერთი ჯგუფი თვითმფრინავით ჩავიდა ბაქოში, სადაც მათ დახვდათ შუამავალი, რომელმაც გამოართვა მათ პასპორტები და დაპირდა ჯგუფს, რომ გადაიყვანდა დასავლეთ ევროპაში, თუმცა სინამდვილეში ისინი ვერ გასცდნენ საქართველოს ფარგლებს, სადაც აღმოჩნდნენ ყოველგვარი სახსრებისა და პასპორტების გარეშე. სხვა შემთხვევაში, პაკისტანელი უკანონოდ იქნა გადმოყვანილი საქართველოში, ირანისა და სომხეთის სახმელეთო გზის გავლით. ჯერ კიდევ პაკისტანში ყოფნისას შუამავალი მას დაპირდა საბერძნეთში სამუშაოთი უზრუნველყოფას, მაგრამ „კლიენტი“ არ გაუშვეს საქართველოს საზღვრებს გარეთ არასრულყოფილი სამგზავრო დოკუმენტების წარმოდგენის გამო. სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც (ინდოელები, შრი ლანკელები, სირიელები და იორდანიელები) უცხადებდნენ მსო-ს, რომ მათ ჩამორთმეული ჰქონდათ პასპორტები შუამავლების მიერ, რომლებიც დაპირდნენ მათთვის მოგზაურობის ორგანიზებას.
კიდევ ერთი თავშესაფრის მაძიებელ ერაყელი წყვილის შემთხვევაა აღრიცხული, რომლებმაც დატოვეს თავიანთი ქვეყანა და ჩავიდნენ თურქეთში. იქედან დაიწყო ხანგრძლივი მოგზაურობა დსთ-ს სამ ქვეყანაში, რის შემდეგაც ისინი ჩამოვიდნენ თბილისში 1995 წლის აგვისტოში. ისინი აღმოჩნდნენ ფინანსური სახსრების გარეშე, რადგან 6500აშშ დოლარი გადაუხადეს ერთერთ შუამავალს, რომელიც მათ დაპირდა გერმანიის ვიზას, და რომელსაც სინამდვილეში არანაირი დახმარება არ აღმოუჩენია მათთვის. მთელი ეს მოგზაურობა ერაყელ წყვილს დაუჯდა 17000 აშშ დოლარი, ვიზის შუამავალთათვის სამგზავრო გადასახადების, ჯარიმების, ხარჯებისა და ქრთამის დასაფარავად.1
მსო, რუსეთის ფედერაციაში ტრანზიტული მიგრაციის შესახებ კვლევაში, რამდენჯერმე აღნიშნავს, რომ აფრიკელი მიგრანტები, საქართველოს ტრანზიტულ ქვეყნად იყენებენ, რუსეთში გადასვლის მიზნით. ქურთების ჯგუფი ერაყიდან და თურქეთიდან ჩვეულებრივ რუსეთში გადადიან საქართველოს გავლით. ხშირად, მათ უკანონოდ უმოგზაურიათ, ვიზისა და ხანდახან პასპორტის გარეშეც კი, საზღვრის გადაკვეთის მიზნით კი ხშირად ქრთამის სახით გადაუხდიათ გარკვეული თანხა.2
როგორც 4.1 პარაგრაფშია აღნიშნული, უკანონოდ გადაყვანილი მიგრანტებისაგან საკმაოდ ძნელია საკმარისი ინფორმაციის შეგროვება ფაქტების შესახებ, რადგან ჩვეულებრივ ისინი გაფრთხილებულნი არიან უკანონო გადამყვანთა მიერ არ გაუმჟღავნონ მათი გამგზავრებისა და შუამავალთა მიერ გამოყენებული მეთოდების შესახებ ინფორმაცია უცხო პირებს. ხშირად მათ, მათ ოჯახებზე მუქარით აშინებენ. მსო-ს მგზავრობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამით დადასტურებული ფაქტები იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ პაკისტანში მოქმედებს უკანონო გადაყვანის ჯაჭვი, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს ბაქოში, აზერბაიჯანში მცხოვრებ პაკისტანელებთან.
______________________________________
1 თამაზ გუგუშვილი, 1998, საქართველოს გარე მიგრაცია და დემოგრაფიული პრობლემები.
2 მსო, 1994, ტრანზიტული მიგრაცია რუსეთის ფედერაციაში.
![]() |
5.2 5.2 ტრანზიტული მიგრაცია: ამჟამად არსებული მონაცემები |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ შეაგროვა სანდო ინფორმაცია საქართველოში მცხოვრებ ტრანზიტულ მიგრანტთა არსებობის შესახებ. მათი უმრავლესობა სამხრეთ აზიული წარმოშობისაა (პაკისტანი, ინდოეთი და შრი ლანკა), თუმცა მცირე რაოდენობით წარმოდგენილი არიან ნიგერიელებიც. სავარაუდოა, რომ მათი უმრავლესობა საქართველოში ჩამოვიდა დასავლეთ ევროპისაკენ გზის გაგრძელების მიზნით, მაგრამ მიზეზთა გამო მოუხდა საქართველოში დარჩენა. საქართველოში არალეგალურად, ანუ ვიზის და ზოგჯერ პასპორტის გარეშეც, ცხოვრობს დაახლოებით 600-მდე ამგვარი ტრანზიტული მიგრანტი. მათი მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი დაკავებულია პროფესიული საქმიანობით, უმრავლესობა კი დაუსაქმებელია. სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო ეჭვობს, რომ უცხოეთის ზოგიერთი მოქალაქე თავიანთ თანამემამულეებს ეხმარება საქართველოს საზღვრის გადაკვეთაში დასავლეთში გადასვლის მიზნით, ნაწილი კი სავარაუდოდ დაკავებულია საქართველოს ტერიტორიის გავლით ნარკოტიკებით ვაჭრობაში. ზემოხსენებული სახის ყველა მიგრანტი მამრობითი სქესისაა.
ტრანზიტული მიგრაციის შესახებ სანდო ინფორმაციის კიდევ ერთ წყაროს წარმოადგენს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირების მიერ თბილისის აეროპორტში შეკრებილი კომპიუტერული სტატისტიკური მონაცემები. სამწუხაროდ ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის მსგავსი ინფორმაცია სხვა სასაზღვრო პუნქტებისათვის, თუმცა მსო-მ უკვე დაიწყო რამდენიმე სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტექნიკის გაუმჯობესება აზერბაიჯანთან ძირითადი სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩათვლით. ეს უკანასკნელი პუნქტი ძალზედ მნიშვნელოვანია ტრანზიტული მიგრაციისათვის, რადგან აზერბაიჯანიდან საქართველოში და შემდეგ თურქეთში მიმავალ ავტობუსთა უმრავლესობა და ყველა მატარებელი საქართველოში ამ პუნქტიდან შემოდის.
თბილისის აეროპორტში შემოსულ საზღვარგარეთის მოქალაქეთა რაოდენობას ვერ მივყავართ არალეგალურ ტრანზიტულ მიგრაციასთან დაკავშირებულ მკაფიო დასკვნებამდე. სავარაუდოა, რომ დასავლეთისკენ მიმავალ ამ არალეგალურ მიგრანტთაგან ძალიან ცოტა ისარგებლებს ამ აეროპორტით. უმრავლესობა ავტობუსით ან მატარებლით მიემგზავრება აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ან შავი ზღვის სანაპიროზე. აზიისა და აფრიკის შემოსულ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთა უმეტესობაც არიან მიგრანტები, რომლებიც საქართველოს გავლით დასავლეთის ქვეყნებში მიდიან, არა არის მნიშვნელოვანი და არ მიუთითებს, რომ თბილისის აეროპორტი ადამიანთა უკანონო გადაყვანის ცენტრად გვევლინება. მაგალითად 1999 წელს თბილისის აეროპორტიდან საქართველოში ოფიციალურად შემოვიდა 574 ინდოელი, 477 ჩინელი, 297 პაკისტანელი, 174 შრი-ლანკელი და 21 ნიგერიელი.1 ინფორმაცია საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზეზების შესახებ საკმაოდ ზედაპირულია, ასე რომ ამ სტატისტიკიდან დასკვნითი მონაცემების მიღება ფაქტიურად შეუძლებელია.
რამდენიმე საელჩომ მოგვაწოდა ინფორმაცია ტრანზიტული მიგრაციისა და საქართველოში საზღვარგარეთის მოქალაქეთა არსებობის შესახებ.
ზოგიერთი საელჩო გასცემს ვიზებს საზღვარგარეთის მოქალაქეებზე, ზოგიერთი კი ამგვარ განმცხადებლებს უარით ისტუმრებს. ჩვეულებრივ, საკონსულოს თანამშრომლები ნაკლებად არიან მოწადინებულნი, გასცენ ვიზა მესამე ქვეყნების მოქალაქეებზე, თუ ისინი ოფიციალურად არ მუშაობენ და/ან არ ცხოვრობენ საქართველოში არა ნაკლებ ერთი წლისა.
საფრანგეთის საელჩო თავისი ვიზების დაახლოებით 10%-ს გასცემს საზღვარგარეთის მოქალაქეებზე. მათი უმრავლესობა არის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა პაკისტანი, შრი-ლანკა, ჩინეთი, ერაყი და ნიგერია. მათზე ვიზა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაამტკიცებენ, რომ მუშაობენ და ცხოვრობენ საქართველოში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. საკონსულოს თანამშრომლები მუდმივად აკონტროლებენ განაცხადთა და განმცხადებელთა მიერ წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობას.
მესამე ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ ვიზისათვის მიმართონ თბილისში არსებულ გერმანიის საელჩოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ამის უფლებას მისცემს თავიანთ მშობლიურ ქვეყნებში არსებული გერმანიის საელჩოები.
თურქეთის ხელისუფლება იყენებს ოდნავ განსხვავებულ სისტემას, რაც ძირითადად იმას გულისხმობს, რომ ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქისათვის თურქეთის ვიზის აღება უფრო ადვილია, ვიდრე სხვა ქვეყნების მოქალაქეთათვის. მაგალითად, ნიგერიის მოქალაქე ვიზას ვერ მიიღებს ვერც თბილისში არსებულ თურქეთის საელჩოში და ვერც საზღვარზე, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნების მოქალაქეთათვის ნებართვა ანკარაში გაიცემა. ეს წესი მკაცრად ტარდება. იყო შემთხვევა, როდესაც პაკისტანის მოქალაქეს, რომელიც მსოფლიო ბანკში მუშაობდა 25 წლის განმავლობაში და ფლობდა გაეროს დიპლომატიურ სამგზავრო დოკუმენტს, უარი უთხრეს თურქეთში შესვლაზე, რადგანაც მას თურქეთის ვიზაზე განაცხადი არ ჰქონდა შეტანილი თვითმფრინავში ჩაჯდომამდე.
თბილისში არსებული გაერთიანებული სამეფოს საელჩო აგრეთვე განიხილავს საზღვარგარეთის ქვეყნების მოქალაქეთა განაცხადებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოში ცხოვრობენ ცხრა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ამ წესიდან გამონაკლისი შეიძლება დაიშვას საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე უცხოელთათვის.
საკონსულოს წარმომადგენელთა ინფორმაციით საქართველოს გავლით ხორციელდება ტრანზიტულ მიგრანტთა უკანონო გადაყვანა. ისინი ჩვეულებრივ საქართველოში შემოდიან აზერბაიჯანიდან და ან პირდაპირ აგრძელებენ მოგზაურობას, ან ცოტა ხნით რჩებიან საქართველოში. მაგალითად, 1999 წელს ჯგუფი შრი ლანკას 35 მოქალაქის შემადგენლობით ჩამოვიდა თბილისის აეროპორტში და ავტობუსით გაემართა შავი ზღვის ფოთის პორტისკენ, სადაც ისინი ჩასხდნენ დასავლეთ ევროპოისაკენ მიმავალ გემში.
თბილისში არსებულ გაერთიანებული სამეფოს საელჩოს რეგულარულად მიმართავენ ნიგერიელები. თბილისში ცხოვრობს დაახლოებით 200 ნიგერიელი, რომელთა უმრავლესობა არ მუშაობს და ძირითადად ფულის ნაკლებობას განიცდის. ისინი საქართველოში ჩამოდიან ტურიზმის მიზნით გაცემული მოკლევადიანი ვიზის საფუძველზე და ზოგჯერ რჩებიან ორი წლით ვიზების მოქმედების ვადების გაგრძელების გარეშე.
თბილისში ცხოვრობს დაახლოებით 150-დან 200-მდე ჩინელი, რომლებიც ძირითადად მუშაობენ ჩინურ რესტორნებში. რესტორნების მფლობელი და თბილისში მცხოვრებ სხვა ჩინელთა უმეტესობა ჩინეთის ერთი და იგივე პროვინციიდან არიან, რაც იმას მიგვანიშნებს, რომ მათს სამშობლოსა და მათს დროებით მასპინძელ ქვეყანას სტრუქტურული კონტაქტები გააჩნიათ.
გაერთიანებული სამეფოს საელჩო აგრეთვე იღებს ვიზაზე განაცხადებს ინდოელებისა და პაკისტანელებისაგან, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ დუბაისა და ერევანის გავლით. მათ უმრავლესობას უარით ისტუმრებენ. თბილისში აგრეთვე ცხოვრობენ სასწავლებლად ჩამოსული სამხრეთ აზიელები, რომელთა დიდი ნაწილი ლექციებს არ ესწრება ენობრივი ბარიერის არსებობის გამო. მათ უბრალოდ დრო გაჰყავთ და საქართველოს უნივერსიტეტებს იყენებენ სამეცნიერო ხარისხის მიღების იოლ წყაროდ.
საკონსულოების ზოგიერთი თანამშრომელი ფიქრობს, რომ თბილისში აქტიურად მოქმედებს ადამიათა მცირე დაჯგუფება, რომელიც ხელს უწყობს დასავლეთისაკენ ტრანზიტულ მიგრანტთა გადაყვანას. ამ დაჯგუფებას სათავეში უდგას პაკისტანის მოქალაქე და მისი ქართველი მეუღლე, რომლებიც თანამშრომლობენ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქესთან. როგორც ამტკიცებენ, ორგანიზაციისა და დახვეწილობის დონე არ არის მაღალი, მაგრამ საქართველოში მცხოვრები საზღვარგარეთის მოქალაქეები ითხოვენ დახმარებას დასავლეთ ევროპაში ჩაღწევაზე.
მსო ფლობს ინფორმაციას, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისში არსებულ ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოს დაუკავშირდნენ ადამიანთა უკანონო გადამყვანები გარიგების მიზნით. სააგენტოს მიმართეს თხოვნით, მოეგვარებინა საქართველოში უკანონოდ მცხოვრებ საზღვარგარეთის მოქალაქეთა გამგზავრება დასავლეთ ევროპაში. თითოეული შემთხვევისათვის სააგენტო მიიღებდა 1500-დან 2000 აშშ დოლარამდე. სააგენტომ უარი განაცხადა, მაგრამ ეს შემთხვევა მიგვანიშნებს, რომ ადამიანთა უკანონო გადამყვანები ცდილობენ რესპექტაბელურ სააგენტოებში შეღწევას, რათა არ დაუშვან საკონსულოს თანამშრომლებისა და სამართალდამცავი ხელისუფლების მიერ მათი აღმოჩენა.
___________________________________
1 მსო თბილისი, 2000, 1999 წელს თბილისის აეროპორტში შემოსული მგზავრები.
![]() |
6 თავი 6. დასკვნითი მონაცემები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს მოქალაქეთა არალეგალური მიგრაცია მნიშვნელოვან მასშტაბებს იღებს. მათი დიდი რაოდენობა არღვევს სავიზო რეჟიმს დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მათი უმრავლესობა ალბათ არალეგალურად მუშაობს მასპინძელ ქვეყნებში, რათა იშოვონ მათთვის მეტად საჭირო ფული. ზოგიერთ ქვეყანაში ქართველები სეზონურად მუშაობენ და საქართველოში ბრუნდებიან აქტიური სეზონის დასრულების შემდეგ. საქართველოდან ევროპაში რეგულარულად მოედინება თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადი, რომელიც, ამჟამინდელი სტატისტიკის მონაცემებით, ჯერ არ შეწყვეტილა. საქართველოში არსებული რამდენიმე დიპლომატიური მისიის საკონსულოს თანამშრომლების განცხადებით მთავრობის წარმომადგენლები ზეწოლას ახდენენ თავიანთი ნაცნობებისათვის ვიზების გაცემაზე. დაბოლოს, სავიზო ბროკერები და დასაქმების შუამავლები უკანონო გზებით უწყობენ ხელს საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ წასასვლელად საჭირო ვიზების აღებაში.
ადამიანთა უკანონო გადაყვანის შესახებ ნაკლები მონაცემებია. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მიმავალი ქართველები შენგენის ტერიტორიაზე შესასვლელად მედიატორს მიმართავენ. სავარაუდოა, რომ საქართველოს ზოგიერთი კრიმინალური დაჯგუფება ჩართულია თურქეთში, და შესაძლოა დასავლეთ ევროპასა და აშშ-შიც, ქალთა უკანონო გადაყვანაში. შესაძლოა ისინი დამოუკიდებლადაც მუშაობენ, მაგრამ ბევრი ფაქტორი მიანიშნებს, რომ ბევრი უკანონო გადამყვანი საქართველოში ეყრდნობა რუსეთსა და, შედარებით ნაკლებად, უკრაინაში დაფუძნებულ უკანონო გადამყვანთა გამოცდილებასა და ქსელს. მსო-ს მიერ პრესაში აღმოჩენილ ყველაზე საეჭვო რეკლამებს საერთო ჰქონდათ ის, რომ რუსეთი წარმოადგენს პირველ სატრანზიტო ქვეყანას და ადგილს, სადაც ხდება კლიენტთათვის ვიზების გაკეთება. მსო-მ აგრეთვე მოიძია ინფორმაცია რუს და უკრაინელ ქალთა უკანონო გადაყვანის შესახებ საქართველოს გავლით თურქეთსა და ხმელთაშუაზღვისპირეთის სხვა ქვეყნებში. აგრეთვე შეგროვდა ინფორმაცია საქართველოდან ბავშვთა უკანონო გადაყვანის შესახებ. ზოგიერთი მცირეწლოვანი ბავშვი საზღვარგარეთ წაიყვანეს დასავლეთის ქვეყნებში გაშვილების მიზნით, ზოგიერთი ქართველი მოზარდი კი აიძულეს პროსტიტუციისათვის მიეყო ხელი თურქეთში.
საქართველო აგრეთვე არის არალეგალური მიგრაციისა და მიგრანტთა უკანონო გადაყვანის სატრანზიტო ქვეყანა. მსო-მ შეაგროვა მონაცემები ამის თაობაზე წარსულში, მაგრამ როგორც ჩანს ტრანზიტული მიგრაცია საქართველოს გავლით დღესაც არსებობს. ტრანზიტულ მიგრანტთა უმრავლესობა მოდის სამხრეთ აზიიდან ან ახლო აღმოსავლეთიდან და ზოგიერთი მათგანი აშკარად უკანონოდ არის გადაყვანილი თავისი წარმოშობის ქვეყნიდან. საქართველო კვლავ ნაკლებ ინტენსიურად გამოიყენება ტრანზიტულ ქვეყნად მესამე მსოფლიოს მიგრანტთადასავლეთისაკენ უკანონოდ გადასაყვანად, მაგრამ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს თუ გავითვალისწინებთ საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას, როგორც ჭიშკარს ევროპისაკენ, და უმეტეს მეზობელ ქვეყანასთან არსებულ ნაკლებად დაცულ საზღვარს.
ეს ანგარიში 2000 წლის აპრილიდან ივლისამდე მსო-ს მიერ წარმოებული კვლევის შედეგს წარმოადგენს. მსო-მ გამოიყენა საქართველოში დასავლეთის რვა სახელმწიფოს დიპლომატიური მისიის საკონსულო დეპარტამენტების მიერ მოწოდებული ინფორმაცია. მსო აგრეთვე დაუკავშირდა რამოდენიმე სამთავრობო სტრუქტურას, რათა გაცნობოდა საქართველოს მთავრობის მიერ არალეგალური მიგრაციისა და ადამიანთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკასა და საქმიანობას. ინფორმაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ცნობები და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამთავრობო დაწესებულებების მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებული ანგარიშები.
წინამდებარე ანგარიში იქნება არალეგალური მიგრაციისა და საქართველოდან ადამიანთა უკანონო გადაყვანის ძირითადი კვლევის საწყისი ეტაპი. საჭიროა უფრო ღრმა ანალიზი, რათა უკეთესად გაცნობიერდეს არალეგალური მიგრაციის ამ ფორმათა ბუნება და ხარისხი და საშუალება მიეცეს მსო-ს შექმნას მყარი საფუძველი მომავალში საქართველოში ადამიანთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობებისათვის.
![]() |
7 თავი 7. დანართები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.1 დანართი ა) კითხვარი საქართველოში არსებული საელჩოების საკონსულო დეპარტამენტებისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
დანართი ა
კითხვარი საქართველოში უცხო ქვეყნების საელჩოთა საკონსულო
სამსახურებისათვის
1) გასცემს ვიზას თქვენი საელჩო ან საკონსულო სამსახური?
2) თუ გასცემს, რომელი ქვეყნისთვის?
3)რა სახის ვიზებს გასცემთ და რა ხანგრძლივობით?
4) რამდენი სავიზო განაცხადი მიიღეთ 1999 წელს? გთხოვთ დაყოთ ვიზის ტიპისა და ხანგრძლივობის მიხედვით.
5) 1999 წელს შემოსული სავიზო განაცხადებიდან რამდენია საქართველოს მოქალაქე?
6) რამდენი ვიზა იქნა გაცემული 1999 წელს? გთხოვთ დაყოთ ვიზის ტიპისა და ხანგრძლივობის მიხედვით.
7) რა არის სავიზო განაცხადზე უარის უმთავრესი მიზეზი?
8) საქართველოს რამდენმა მოქალაქემ მოითხოვა თქვენს ქვეყანაში ცხოვრების ნებართვის გრძელვადიანი ნებართვა დარჩენის მიზნით 1999 წელს?
9) მათ შორის რამდენზე გაიცა ვიზა?
10) რა არის ცხოვრების ნებართვის განმცხადებელთათვის უარის თქმის უმთავრესი მიზეზი?
11) საქართველოს რამდენმა მოქალაქემ მიმართა თქვენს ქვეყანას თავშესაფრის მიზეზით 1999 წელს?
12) საქართველოს მოქალაქეებიდან რამდენ განმცხადებელს მიენიჭა თავშესაფარი 1999 წელს?
13) რა არის განაცხადებაზე უარის უმთავრესი მიზეზი?
14) ვალდებულნი არიან თუ არ განმცხადებლები წარმოადგინონ ოფიციალური მოწვევის წერილი დანიშნულების ქვეყნიდან, ვიზის მისაღებად?
15) თუ კი, რა ფორმა და პირობებია ამისათვის საჭირო?
16) რამდენი სავიზო განაცხადი შემოდის შუამავალთა მიერ წლიურად?
17) რას წარმოადგენენ ეს შუამავლები? (ტურისტული სააგენტოები, ინდივიდუალური პირები, სხვა)?
18) რამდენი ვიზა გაიცა შუამავალთა მიერ წარმოდგენილი განაცხადებიდან 1999 წელს და რამდენ პირზე?
19) სხვა შემთხვევებში რა პირობებია გასათვალისწინებელი ამ განაცხადების დასაკმაყოფილებლად?
20) თუ გაქვთ ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებზე, რომელთაც დარღვეული აქვთ სავიზო რეჟიმი ან ნებისმიერი სხვა უკანონო ფორმით ცხოვრობენ თქვენს ქვეყანაში?
21) გაქვთ თუ არა აღრიცხული ისეთი შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქე შევიდა თქვენს ქევყანაში ვიზის ან თუნდაც ოფიციალური სამგზავრო დოკუმენტების გარეშე? თუ კი, რამდენი ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული 1999 წელს?
22) გაქვთ თუ არა რეგისტრირებული საქართველოდან მიგრანტთა უკანონო გადაყვანის1 შემთხვევები (იგულისხმება როგორც საქართველოს მოქალაქეები ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეები, ტრანზიტული მიგრანტები)?
23) თუ კი, ორივე კატეგორიის რა რაოდენობაა რეგისტრირებული 1999 წელს? თუ შესაძლებელია, გთხოვთ წარმოადგინოთ დამატებითი ინფორმაცია (სქესი, ასაკი და ა.შ)
24) ჩვეულებრივ, რა ტიპის მიგრანტები გადაჰყავთ საზღვარზე უკანონოდ (შრომითი მიგრანტები, თავშესაფრის მაძიებელნი, ტრანზიტული მიგრანტები და სხვა)?
25) გაქვთ თუ არა რაიმე ინფორმაცია საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანის ორგანიზატორთა შესახებ? გთხოვთ მიუთითოთ.
26) საქართველოდან თქვენს ქვეყანაში მიგრანტთა უკანონო გადაყვანის რომელი მარშრუტია ყველაზე მეტად გამოყენებული?
27) საქართველოს რამდენ მოქალაქეს გაეწია დახმარება თქვენი ქვეყნიდან სამშობლოში დაბრუნების მიზნით გასულ წელს?
28) რა უმთავრეს ასპექტებს მოიცავს თქვენი ქვეყნის კანონმდებლობა, რომელიც მიგრანტების უკანონო გადაყვანას ეხება?
29) თქვენი აზრით, რა ზომები უნდა იქნას მიღებული მიგრანტთა უკანონო გადაყვანისა და არალეგალური მიგრაციის სხვა ფორმების წინააღმდეგ საბრძოლველად?
__________________________
1 ადამიანთა უკანონო გადაყვანას მსო განსაზღვრავს, როგორც: „მიგრანტთა უკანონო შრომით დაკავებას“ (სამუშაოზე აყვანით, მოტაცებით, გაყიდვით და ა.შ.) და/ან გადაყვანას ეროვნულ ან საერთაშორისო საზღვრებზე, რის საშუალებითაც შუამავლები (გადამყვანები) იღებენ ეკონომიურ ან სხვა სახის სარგებლობას მოტყუების, იძულებისა და/ან ექსპლუატაციის სხვა ფორმების გამოყენებით, მიგრანტთა ფუნდამენტური ადამიანის უფლებების დარღვევის პირობებში”.
![]() |
7.2 დანართი ბ) კითხვარი სამთავრობო სტრუქტურებისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
1) რა კანონმდებლობა, დებულებები ან ბრძანებულებები არსებობს მიგრანტების უკანონო გადაყვანის შესახებ?1
2) რომელი სამინისტროები ან/და სამთავრობო სტრუქტურები არიან პასუხისმგებელნი ზემოთ აღნიშნული კანონების, დებულებებისა და ბრძანებულებების განხორციელებაზე?
3) აწარმოებს თქვენი სამინისტრო სტატისტიკური ან წერილობითი ინფორმაციის აღრიცხვას მიგრანტების უკანონო გადაყვანის შესახებ?
4) დადებითი პასუხის შემთხვევაში, შეგიძლიათ მსო-ს მიაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
ა) საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც უკანონოდ იქნენ გადაყვანილნი მესამე ქვეყანაში?
ბ) რომელი ქვეყნებია, სადაც საქართველოს მოქალაქეები იქნენ უკანონოდ გადაყვანილნი?
გ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ტრანზიტული მიგრანტების რაოდენობა, რომლებიც უკანონოდ იქნენ გადმოყვანილი საქართველოში ან მესამე ქვეყანაში საქართველოს გავლით?
დ) რომელია ამ ტრანზიტული მიგრანტების წარმოშობისა და დანიშნულების ადგილის ქვეყნები?
ე) მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის განხორციელებისათვის, რა მარშრუტებია გამოყენებული საქართველოდან და საქართველოს გავლისას?
ვ) გაქვთ თუ არა რაიმე ისეთი ინფორმაცია, იმ ჯგუფების/ფირმების/ინდივიდუალური პირების შესახებ - სახელები და სამუშაო მეთოდები - რომლებიც ჩაბმულნი არიან მიგრანტების საქართველოში და მესამე ქვეყანაში უკანონოდ გადაყვანის საქმეში?
5) თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს საქართველოში მიგრანტთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ საბრძოლვევლად?
_______________________________________
1 ადამიანთა უკანონო გადაყვანას მსოფლიო განსაზღვრავს, როგორც: ”მიგრანტთა უკანონო შრომით დაკავებას (სამუშაოზე აყვანით, მოტაცებით, გაყიდვით და ა.შ.) და/ან გადაყვანას ეროვნულ ან საერთაშორისო საზღვრებზე, რის საშუალებითაც შუამავლები (გადამყვანები) იღებენ ეკონომიურ ან სხვა სახის სარგებლობას მოტყუების, იძულებისა და/ან ექსპლუატაციის სხვა ფორმების გამოყენებით, მიგრანტთა ფუნდამენტური ადამიანის უფლებების დარღვევის პირობებში”.