საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა (ინსტრუქტორის სახელმძღვანელო)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სამართალდამცავი ორგანოები
საავტორო უფლებები: © ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: © სახელმძღვანელო ქართულ ენაზე მომზადდა ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ ღია საზოგადოების ინსტიტუტი. (OSI) ყველა უფლება დაცულია. სახელმძღვანელო დაიბეჭდა ,,ღია საზოგადოების“ ინსტიტუტთან შეთანხმებით. ამ სახელმძღვანელოს ან მისი ნაწილის ნებისმიერი სახით რეპროდუცირება ,,ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია.



1 1. როგორ ვისარგებლოთ პროგრამით?

▲ზევით დაბრუნება


1.1 1.1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


აღნიშნული სახელმძღვანელო შედგება:

  • პროგრამის გამოყენების ინსტრუქციისგან;

  • ინსტრუქტორისთვის პროგრამასთან მუშაობის მეთოდების შესახებ რეკომენდაციებისგან;

ამ თავში მოცემულია პროგრამის მოკლე აღწერილობა.

1.2 1.2 პროგრამის გამოყენების მეთოდები

▲ზევით დაბრუნება


ეს პროგრამა შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

  • როგორც ცალკეული პროგრამა;

  • როგორც პოლიციელთა სასწავლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი.

პროგრამის მულტიმედიური ფორმატი შესაძლებელს ხდის პროგრამის თითოეული ნაწილის ადვილად და სწრაფად პოვნას. აქედან გამომდინარე, ინსტრუქტორსაც და სტუდენტსაც პროგრამის გამოყენება მრავალმხრივად შეუძლიათ.

თითოეულმა სასწავლო განყოფილებამ და პედაგოგმა დაწვრილებით უნდა განიხილოს პროგრამის არსი და გადაწყვიტოს:

  • სტუდენტთა კონკრეტული ჯგუფისთვის პროგრამასთან მუშაობის რომელი მეთოდი იქნება უფრო ეფექტური და შესაფერისი;

  • პროგრამის რომელი ნაწილი ესადაგება სტუდენტთა კონკრეტული ჯგუფის სასწავლო პროგრამას.

შემდეგ თავში მოცემულია პროგრამის გამოყენების ერთ-ერთი კონკრეტული მეთოდი, თუმცა აუცილებელი არ არის პროგრამის სწორედ ამ გზით გამოყენება. მისი მოხმარება შესაძლებელია ნებისმიერი მეთოდით, რომელიც ყველაზე მეტად იქნება მისაღები ცალკეული ჯგუფისათვის.

1.3 1.3 მთავარი მენიუ

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მთავარი მენიუ შედგება სამი ნაწილისგან:

  • შესავალი

  • პროცედურა

  • ქცევის ნორმებიდან გადახვევა

1.4 1.4 ქვემენიუ და ღილაკები

▲ზევით დაბრუნება


საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა

მთავარი მენიუ

შესავალი - პოლიციის იმიჯი

პროცედურა - პროცედურული თანმიმდევრობა

- პროცედურული თანმიმდევრობა და შეცდომები

- საუბრისას დაშვებული შეცდომები ქცევის ნორმებიდან გადახვევა - ამ მაწილისთვის ჩადეთ CD-დისკი 2

ეკრანის მარჯვენა მხარეს კურსორის მიტანისას გამოჩნდება დამხმარე ოპციები: (მაგალითად: > პროცედურა > პროცედურული თანმიმდევრობა). დამხმარე ოპციის ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში თქვენ დაინახავთ ან სლაიდის პირველ კადრს ან დამატებით ქვემენიუს. ქვემოთ მოცემულია იმ ღილაკების აღწერილობა, რომელიც პროგრამასთან მუშაობისას ხშირად გვხვდება:

0x01 graphic

  • ღილაკი ,,თეორია”. ამ ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში (მარჯვენა მხარეს) ხდება სლაიდშოუს დემონსტრირების, ტექსტისა და დადებული ხმის შერჩევა, რომელიც წარმოგვიდგენს თეორიულ მასალას კონკრეტულ საკითხზე .

0x01 graphic

  • ღილაკი ,,განხილვა”. ამ ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში (მარჯვენა მხარეს) თქვენ ირჩევთ მოკლე ვიდეოსიუჟეტს ან ისმენთ გარკვეულ მოსაზრებას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე. ეს ვიდეოსიუჟეტები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს დისკუსიის დასაწყებად.

0x01 graphic

  • ღილაკი ,,გაშვება“. სლაიდის ან ვიდეოსიუჟეტის არჩევის შემდეგ, სიუჟეტის ან სლაიდის სანახავად დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“.

0x01 graphic

  • ღილაკი ,,გაჩერება“. ამ ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ გააჩეროთ ვიოდესიუჟეტი ან სლაიდის ჩვენება.

0x01 graphic

  • ღილაკი ,,მასშტაბი“. ამ ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ გაზარდოთ ან შეამციროთ ვიდეოსიუჟეტის ან სლაიდის მასშტაბი ეკრანზე.

0x01 graphic

  • ღილაკი ,,მენიუ“. დააჭირეთ ამ ღილაკს რათა დაბრუნდეთ მენიუში.

0x01 graphic

  • ღილაკი ,,გამოსვლა“. ამ ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ გამოხვიდეთ პროგრამიდან.

1.5 1.5. კომპაქტ-დისკები

▲ზევით დაბრუნება


დიდი მოცულობის გამო „საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების” პროგრამა წარმოდგენილია 2 კომპაქტ-დისკის სახით. პირველი დისკი ორი ნაწილისგან შედგება: „შესავალი” და „პროცედურა”. მეორე დისკზე მოცემულია პროგრამის მესამე ნაწილი `ქცევის ნორმებიდან გადახვევა”. დეტალური განხილვისთვის ქვემოთ მოცემულია ცხრილი:

კომპაქტ-დისკი

ნაწილი

თემა

პირველი კომპაქტ-დისკი

შესავალი

პოლიციის იმიჯი

პროცედურა

პროცედურული თანმიმდევრობა

პროცედურული თანმიმდევრობა და შეცდომები

საუბრისას დაშვებული შეცდომები

მეორე კომპაქტ-დისკი

ქცევის ნორმებიდან გადახრა

ქცევის შეცვლა

ვიდეოსიუჟეტი კორუფციის შესახებ

სლაიდი კორუფციის შესახებ

თუ თქვენ აირჩევთ თემას, რომელიც ჩაწერილი არ არის ამ დისკზე, ეკრნზე გამოჩნდება შეტყობინება შეცვლის შესახებ.

2 2.შესავალი

▲ზევით დაბრუნება


საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა

მთავარი მენიუ

შესავალი - პოლიციის იმიჯი

პროცედურა -

ქცევის ნორმებიდან გადახვევა -

მთავარ მენიუში დააჭირეთ ღილაკს ,,შესავალი“ და თქვენ დაინახავთ დამატებით ოპციას:

2.1 2.1 პოლიციის იმიჯი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

დამატებითი ოპციის ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში გამოჩნდება სლაიდშოუს პირველი კადრი.

სლაიდშოუს სანახავად დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“.

თქვენ ნახავთ სლაიდებს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:

ხმა კადრსმიღმა:

პოლიციის იმიჯს განსაზღვრავს პოლიციელთა ქცევა მოქალაქეებთან უშუალო კონტაქტის დროს. საზოგადოების შეხედულება პოლიციაზე ძირითადად ყალიბდება იმ ურთიერთობის დროს, როდესაც პოლიციელი აჯარიმებს მოქალაქეს. აქედან გამომდინარე, დაჯარიმების პროცესში პოლიციელთა ქმედებები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოქალაქეთა შეხედულების ჩამოყალიბებას პოლიციის მიმართ.

ასეთ სიტუაციებში მოქალაქესთან კარგი ურთიერთობის დამყარება რთულია, რადგან მისთვის არასასიამოვნო სიტუაციაა შექმნილი.

მოქალაქეს თითქმის ყოველთვის უწევს ფულის გადახდა და აშკარად გრძნობს, რომ სიტუაციას სრულად მართავს პოლიციელი.

დაჯარიმების პროცესის წარმატებით წარმართვისთვის მთავარია, მოქალაქე უფრო მეტად არ გაღიზიანდეს. რეალურად, პოლიციელები ხშირად გაუთვითცნობიერებლად იწვევენ მოქალაქეთა ზედმეტად გაღიზიანებას.

ასეთ შემთხვევებში, ვერბალური კომუნიკაცია აადვილებს სტანდარტული პროცედურების დაცვას და უფრო მისაღებს ხდის მას ორივე მხარისთვის.

გარდა ამისა, მოქალაქეების მიმართ ყოველთვის იყავით ზრდილობიანი და გულისხმიერი.

კონკრეტულ სიტუაციებში პოლიციელის სწორი ქცევის მიუხედავად, ზოგიერთი მოქალაქე შეიძლება არ დაეთანხმოს მას და საკუთარი გრძნობები გამოხატოს პროტესტით ან დაუმორჩილებლობით.

ასეთ შემთხვევებში შეიძლება დიალოგის წარმართვის სპეციალური მეთოდების გამოყენება, რაც მიმართული უნდა იყოს ქცევის შეცვლისა და დიალოგის წარმატებით დასრულებისკენ.

დაჯარიმების პროცესის წარმატებით წარმართვაში იგულისხმება:

- საუბრის სტანდარტული წესი;

- გულისხმიერი და ზრდილობიანი მიდგომა;

- არაკეთილგანწყობილი ქცევის შეცვლა თავის სასარგებლოდ.

3 3. პროცედურა

▲ზევით დაბრუნება


მთავარ მენიუში დააჭირეთ ღილაკს ,,პროცედურა” და დაინახავთ სამ დამატებით ოპციას:

  • პროცედურული თანმიმდევრობა

  • პროცედურული თანმიმდევრობა და შეცდომები

  • საუბრისას დაშვებული შეცდომები

0x01 graphic

დამატებითი ოპციებიდან ერთერთის ასარჩევად დააჭირეთ შესაბამის ღილაკს:

3.1 3.1 პროცედურული თანმიმდევრობა

▲ზევით დაბრუნება


დამატებით ოპციაზე დაჭერის შემთხვევეაში დაინახავთ სლაიდშოუს პირველ გვერდს.

0x01 graphic

სლაიდშოუს სანახავად დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“. სლაიდებში ჩართულია რამდენიმე ვიდეოფრაგმენტი. სლაიდებსა და ვიდეოფრაგმენტებს ერთვის შემდეგი ტექსტი:

ხმა კადრსმიღმა:

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების დროს გამოიყენეთ დიალოგის წარმართვის სტანდარტული პროცედურა, მოქალაქეებს მოეპყარით ზრდილობიანად და გულისხმიერად. ეს ხელს უწყობს, რომ დამრღვევიც ადეკვატურად მოიქცეს.

პროცედურა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

ჯერ აჩერებთ დამრღვევს;

უახლოვდებით მას და იკავებთ უსაფრთხო პოზიციას;

მოქალაქეს წარუდგენთ საკუთარ თავს, საჭიროების ან მოთხოვნის შემთხვევაში აჩვენებთ მას თქვენს სამსახურებრივ მოწმობას და აკეთებთ ორ განცხადებას:

პირველი - მიუთითეთ მოქალაქეს, რომ მან დაარღვია კანონი (ჩაიდინა სამართალდარღვევა)

მეორე - გარკვევით გააცანით მოქალაქეს თქვენი გადაწყვეტილება მისი დაჯარიმების ან გაფრთხილების შესახებ.

ვიდეოდიალოგი :

პირველი პოლიციელი:

,,გამარჯობა, პატრულ-ინსპექტორი გიორგაძე. აქეთ მობრძანდით, თუ შეიძლება“.

(მძღოლი უახლოვდება პოლიციელს)

,,თქვენ ცალმხრივ გზაზე მოდიოდით მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით, ეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა და უნდა დაგაჯარიმოთ“.

შემდეგ მოსთხოვეთ მას, წარმოგიდგინოთ მართვის მოწმობა და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა.

შემდეგ მოდის მისი პიროვნების დადგენა: ჰკითხეთ სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, მისამართი.

ვიდეოდიალოგი:

პირველი პოლიციელი:

,,გთხოვთ, წარმოადგინოთ მართვის მოწმობა“.

(მძღოლი პოლიციელს აწვდის მართვის მოწმობას)

(პოლიციელი ამოწმებს მოწმობას) ,,თქვენი გვარი?“

მძღოლი:

,,მაისურაძე“.

პირველი პოლიციელი:

,,სახელი?“

მძღოლი: ,,ნოდარი“.

პირველი პოლიციელი:

,,დაბადების თარიღი?“

მძღოლი:

,,1947 წლის 1 ივლისი“

პირველი პოლიციელი:

,,თქვენი დაბადების ადგილი“?

მძღოლი:

,,თბილისი“.

პირველი პოლიციელი:

,,თბილისშივე ცხოვრობთ“?

მძღოლი:

,,დიახ“.

პირველი პოლიციელი:

,,თქვენი მისამართი“?

მძღოლი:

ჩახრუხაძის ქ. №10

გასაუბრების დასრულებისას თქვენ შეიძლება მიიღოთ გადაწყვეტილება დამატებითი კითხვების დასმის შესახებ.

თუმცა, მოქალაქეს უფლება აქვს უპასუხოდ დატოვოს კითხვები.

შემდეგ უნდა განუმარტოთ, რომ მას აქვს უფლება ჯარიმის გადახდა გაასაჩივროს სასამართლოში.

ამასთან თქვენ მას გადასცემთ საჯარიმო ქვითარს.

ვიდეოდიალოგი:

პირველი პოლიციელი:

,,მე თქვენ დაგისვამთ რამდენიმე შეკითხვას, თუ არ გსურთ ნუ მიპასუხებთ: თქვენ გაცნობიერებული გქონდათ, რომ ცალმხრივ გზაზე მიდიოდით მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით“?

მძღოლი:

„დიახ“

პირველი პოლიციელი:

„ამკრძალავ ნიშანს ხედავთ“?

მძღოლი:

„დიახ“.

პირველი პოლიციელი

„მაშ რატომ გამოხვედით ამ მიმართულებით“?

მძღოლი:

„იმ ქუჩაზე გადატვირთული მოძრაობაა და ეს უფრო სწრაფი გზა იყო მობრუნებისთვის“.

პირველი პოლიციელი:

თქვენ გაქვთ უფლება ჩემი გადაწყვეტილება გაასაჩივროთ სასამართლოში.

მძღოლი:

„დიახ“.

პირველი პოლიციელი:

(აწვდის მძღოლს საჯარიმო ქვითარს) „კარგით, თქვენი პოზიცია გასაგებია, მაგრამ თქვენ დაარღვიეთ მოძრაობის წესები და მე უნდა დაგაჯარიმოთ, გასაგებია“?

მძღოლი:

„დიახ“.

პირველი პოლიციელი:

„კარგით, აი, ეს საჯარიმო ქვითარი და თქვენი მართვის მოწმობა. ჯარიმის გადახდა შეგიძლიათ უახლოეს საბანკო დაწესებულებაში.“

მძღოლი:

კარგით, გასაგებია

პირველი პოლიციელი:

,,კარგით, ბატონო, თქვენ შეგიძლიათ ჩაჯდეთ მანქანაში, მოაბრუნოთ და გახვიდეთ ამ ქუჩიდან. ჩვენ გამოგყვებით ქუჩის ბოლომდე“

ეს პროცედურა გამოიყენება მაშინ, როდესაც მოქალაქეები გამოხატავენ თანამშრომლობის ნებას, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება.

ვიდეოდიალოგი:

პირველი პოლიციელი:

,,გამარჯობა, პატრულ-ინსპექტორი გიორგაძე. (აჩვენებს სამსახურებრივ პირადობის მოწმობას). თქვენ ცალმხრივ გზაზე მოდიოდით მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით, ეს სამართალდარღვევაა და უნდა დაგაჯარიმოთ. გთხოვთ, წარმოადგინოთ მართვის მოწმობა“.

მძღოლი:

,,გადატვირთული მოძრაობა იყო, მობრუნებას ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა, რადგან...“

პირველი პოლიციელი:

,,გასაგებია, მაგრამ გთხოვთ, წარმომიდგინოთ თქვენი მართვის მოწმობა“.

მძღოლი:

,,დიახ, ძალიან მეჩქარება“.

პირველი პოლიციელი:

,,მართვის მოწმობა წარმოადგინეთ, ბატონო...“ (ხმას იმაღლებს)

ხშირად მოქალაქები რეაგირებენ და გამოთქვამენ საკუთარ შეხედულებებს.

ჩვენ ვიხილეთ, როგორ არ მისცა პოლიციელმა მოქალაქეს ამის საშუალება და თავიდან აიცილა შეკამათება.

ვიდეოდიალოგი:

პირველი პოლიციელი:

,,დიახ, ყველა რაღაც სისულელის თქმას აპირებს, ყოველთვის ერთსა და იმავე მოძველებულ ზღაპრებს გიყვებიან. ყველას ეჩქარება. მე უნდა ვარკვევდე, ვის უფრო მეტად ეჩქარება? რა სისულელეა! ამის მოსმენას არ ვაპირებ“

მაგრამ, ასეთ მიდგომას მივყავართ სწორედ იმ ვითარებამდე, რომლის თავიდან აცილებაც პოლიციელს სურდა - მოქალაქე უფრო ღიზიანდება.

მოქალაქის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, პროცედურის განმავლობაში მას უნდა მისცეთ რეაქციის გამოხატვის საშუალება.

მოქალაქის რეაგირების გამოხატვის შემდეგ თქვენ ისევ უმეორებთ თქვენს გადაწყვეტილებას და მოგყავთ არგუმენტები, რომელსაც ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილება.

ვიდეოდიალოგი:

პირველი პოლიციელი:

,,გამარჯობა, პატრულ-ინსპექტორი გიორგაძე. (აჩვენებს სამსახურებრივ პირადობის მოწმობას). თქვენ ცალმხრივ გზაზე მოდიოდით მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით, ეს დარღვევაა და უნდა დაგაჯარიმოთ. გთხოვთ, წარმოადგინოთ მართვის მოწმობა“. (ელოდება მოქალაქის რეაქციას).

მძღოლი:

,,გადატვირთული მოძრაობა იყო, მობრუნებას ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა, რომ მომეცადა, მე კი ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე მაგვიანდება... თანაც, სხვა მანქანაც არ მოდიოდა...“

პირველი პოლიციელი:

,,დიახ, ბატონო, გასაგებია, მაგრამ თქვენ ვიწრო ქუჩაზე მოდიოდით, თანაც საკმაოდ სწრაფად მოძრაობდით, ამ კუთხის ბოლოს კი სკოლაა. თქვენ არღვევთ საგზაო მოძრაობის წესებს ისეთაც სახიფათო ადგილზე, ამით იქმნება ორმაგი საფრთხე, არამარტო თქვენთვის, არამედ სხვა ადამიანებისთვისაც, ამიტომაც გაჯარიმებთ“

მძღოლი:

,,კარგით, მაგრამ მეჩქარება და სხვა რა შეიძლება გავაკეთო, რომ დროზე მივიდე“?

პირველი პოლიციელი:

,,მე მესმის თქვენი, მაგრამ ამით ვერ გავამართლებ თქვენს ქმედებას. თქვენ ყველა შემთხვევაში დაჯარიმდებით. მე ეს უკვე გითხარით. თქვენი მართვის მოწმობა, თუ შეიძლება“

ძღოლი:

(აწვდის მართვის მოწმობას)

თქვენ შეძლებთ თქვენი გადაწყვეტილების ადექვატურად ახსნას იმ შემთხვევაში, თუ გააზრებულად ჩამოაყალიბებთ თქვენს არგუმენტაციას მოქალაქის გაჩერებამდე.

ამიტომ, წინასწარ გაიაზრეთ როგორ მოიქცევით სამართალდარღვევის შემთხვევაში და, ასევე, დაფიქრდით თქვენი მოქმედების მოტივაციაზე.

3.2 3.2. პროცედურული თანმიმდევრობა და შეცდომები

▲ზევით დაბრუნება


დამატებით ოპციაზე დაჭერის შემთხვევაში ეკრანზე გამოჩნდება შემდეგი გამოსახულება.

0x01 graphic

პროგრამის ამ ნაწილში განხილულია სტანდარტული პროცედურები. პროცედურა შვიდი ეტაპისგან შედგება, კერძოდ: მიზნის, დავალების განსაზღვრა; მოქალაქის გაჩერება; საუბრის დაწყება; მოქალაქის რეაქცია, პოლიციელის პასუხი; პიროვნების დადგენა; დასრულება.

ყველა ეს ეტაპი ან ,,პროცედურის ღილაკები“ მუდმივად ჩანს ეკრანზე, რაც მოგცემთ ერთი ეტაპიდან მეორეზე მარტივად გადასვლის საშუალებას.

3.2.1. პროცედურის ღილაკები

რომელიმე ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში თქვენ ნახავთ ვიდეოფრაგმენტს შესაბამისი პროცედურის დაწყებით.

3.2.1.1. მიზნის განსაზღვრა

ამ პროცედურის ღილაკზე დაჭერის შემდეგ თქვენ ნახავთ ვიდეოფრაგმენტის პირველ კადრს.

ვიდეოფრაგმენტის სრულად სანახავად დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“. ვიდეოფრაგმენტს ერთვის შემდეგი ტექსტი:

პირველი პოლიციელი:

(თავისთვის ამბობს) ,,რას აკეთებს, რა არის ეს? მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მიდის, აქვე სკოლაა, ის კი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობს. უნდა დაჯარიმდეს“.

3.2.1.2. მოქალაქის გაჩერება

ამ პროცედურის ღილაკზე დაჭერის შემდეგ თქვენ ნახავთ ვიდეოფრაგმენტის პირველ კადრს.

ვიდეოფრაგმენტის სრულად სანახავად დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“. თქვენ ნახავთ შემდეგ ვიდეოფრაგმენტს:

პირველი პოლიციელი:

პოლიციელი მიუთითებს მძღოლს, რომ გააჩეროს ავტომანქანა და აჩვენებს მას უსაფრთხო ადგილს გაჩერებისთვის. მძღოლი მანქანიდან გადმოდის.

3.2.1.3. საუბრის დაწყება

ამ პროცედურის ღილაკზე დაჭერის შემდეგ თქვენ ნახავთ ვიდეოფრაგმენტის პირველ კადრს.

ვიდეოფრაგმენტის სრულად სანახავად დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება”. ვიდეოფრაგმენტს ერთვის შემდეგი ტექსტი:

პირველი პოლიციელი:

,,გამარჯობა, პატრულ-ინსპექტორი გიორგაძე. (პოლიციელი მძღოლს აჩვენებს სამსახურებრივ პირადობის მოწმობას). თქვენ ცალმხრივი მოზრაობის ქუჩაზე საპირისპირო მიმართულებით მოდიოდით, თანაც საკმაოდ სწრაფად, ამიტომ დაჯარიმდებით“.

3.2.1.4. მოქალაქის რეაქცია

ამ პროცედურის ღილაკზე დაჭერის შემდეგ თქვენ ნახავთ ვიდეოფრაგმენტის პირველ კადრს.

ვიდეოფრაგმენტის სრულად სანახავად დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება. ვიდეოფრაგმენტს ერთვის შემდეგი ტექსტი:

პირველი პოლიციელი:

,,გთხოვთ, წარმოადგინოთ მართვის მოწმობა“.

,,გადატვირთული მოძრაობა იყო, მობრუნებას ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა, რომ მომეცადა, მე კი ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე მაგვიანდება... თანაც, სხვა მანქანაც არ მოდიოდა...“

3.2.1.5. პოლიციელის პასუხი

ამ პროცედურის ღილაკზე დაჭერის შემდეგ თქვენ ნახავთ ვიდეოფრაგმენტის პირველ კადრს.

ვიდეოფრაგმენტის სრულად სანახავად დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება”. ვიდეოფრაგმენტს ერთვის შემდეგი ტექსტი:

პირველი პოლიციელი:

,,დიახ, ბატონო, გასაგებია, მაგრამ თქვენ ვიწრო ქუჩაზე მოდიოდით, თანაც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდით, ამ კუთხის ბოლოს კი სკოლაა. თქვენ არღვევთ საგზაო მოძრაობის წესებს ისეთაც სახიფათო ადგილზე, ამით იქმნება ორმაგი საფრთხე, არამარტო თქვენთვის, არამედ სხვა ადამიანებისთვისაც, ამიტომაც გაჯარიმებთ“.

მძღოლი:

,,მესმის, მაგრამ ძალიან მეჩქარება, ხალხი მელოდება შეხვედრაზე...“

პირველი პოლიციელი:

,,მე მესმის თქვენი, მაგრამ ამით ვერ გავამართლებ თქვენს ქმედებას. თქვენ ყველა შემთხვევაში დაჯარიმდებით. მე ეს უკვე გითხარით. თქვენი მართვის მოწმობა, თუ შეიძლება“.

3.2.1.6. პიროვნების დადგენა

ამ პროცედურულ ღილაკზე დაჭერის შემდეგ თქვენ დაინახავთ ვიდეოფრაგმენტის პირველ კადრს.

ვიდეოფრაგმენტის სრული სახით ნახვისთვის დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება”. ვიდეო-ფრაგმენტს ერთვის შემდეგი ტექსტი:

პირველი პოლიციელი:

,,გთხოვთ, წარმოადგინოთ მართვის მოწმობა“.

(მძღოლი პოლიციელს აწვდის მართვის მოწმობას)

(პოლიციელი ამოწმებს მოწმობას) ,,თქვენი გვარი?“

მძღოლი:

,,მაისურაძე“.

პირველი პოლიციელი:

,,სახელი?“

მძღოლი:

,,ნოდარი“.

პირველი პოლიციელი:

,,დაბადების თარიღი?“

მძღოლი:

,,1947 წლის 1 ივლისი“

პირველი პოლიციელი:

,,თქვენი დაბადების ადგილი“?

მძღოლი:

,,თბილისი“.

პირველი პოლიციელი:

,,თბილისშივე ცხოვრობთ“?

მძღოლი:

,,დიახ“.

პირველი პოლიციელი:

,,თქვენი მისამართი“?

მძღოლი:

ჩახრუხაძის ქ. №10

3.2.1.7. დასრულება

ამ პროცედურულ ღილაკზე დაჭერის შემდეგ თქვენ დაინახავთ ვიდეოფრაგმენტის პირველ კადრს.

ვიდეოფრაგმენტის სრული სახით ნახვისთვის დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება”.

ვიდეოფრაგმენტს ერთვის შემდეგი ტექსტი:

პირველი პოლიციელი:

,,მე თქვენ დაგისვამთ რამდენიმე შეკითხვას, თუ არ გსურთ ნუ მიპასუხებთ: თქვენ გაცნობიერებული გქონდათ, რომ ცალმხრივ გზაზე მიდიოდით მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით”?

მძღოლი:

,,დიახ”.

პირველი პოლიციელი:

,,ამკრძალავ ნიშანს ხედავთ”?

მძღოლი:

,,დიახ”.

პირველი პოლიციელი:

,,მაშ რატომ გამოხვედით ამ მიმართულებით”?

მძღოლი:

,,იმ ქუჩაზე გადატვირთული მოძრაობაა და ეს უფრო სწრაფი გზა იყო მობრუნებისთვის”.

პირველი პოლიციელი:

თქვენ გაქვთ უფლება ჩემი გადაწყვეტილება გაასაჩივროთ სასამართლოში.

მძღოლი:

,,დიახ”.

პირველი პოლიციელი:

(აწვდის მძღოლს საჯარიმო ქვითარს) ,,კარგით, თქვენი პოზიცია გასაგებია, მაგრამ თქვენ დაარღვიეთ მოძრაობის წესები და მე უნდა დაგაჯარიმოთ, გასაგებია”?

მძღოლი:

,,დიახ”.

პირველი პოლიციელი:

,,კარგით, აი, ეს საჯარიმო ქვითარი და თქვენი მართვის მოწმობა. ჯარიმის გადახდა შეგიძლიათ უახლოეს საბანკო დაწესებულებაში.”

მძღოლი:

კარგით, გასაგებია

პირველი პოლიციელი:

,,კარგით, ბატონო, თქვენ შეგიძლიათ ჩაჯდეთ მანქანაში, მოაბრუნოთ და გახვიდეთ ამ ქუჩიდან. ჩვენ გამოგყვებით ქუჩის ბოლომდე”.

მძღოლი ჯდება მანქანაში, პოლიციელებიც გადიან

3.2.2. პროცედურული შეცდომები

ზემოაღნიშნული პროცედურის დროს პოლიციელმა შეიძლება დაუშვას შეცდომები, ჩვენ ასეთ შეცდომებს პროცედურულ შეცდომებს ვუწოდებთ. არსებობს ორი პროცედურული შეცდომა, კერძოდ ,,მოქალაქის რეაქციის გავლენა” და ,,მოქალაქის რეაქციის იგნორირება”.

3.2.2.1. მოქალაქის რეაქციის გავლენა

0x01 graphic

ამ ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოჩნდება ორი დამატებითი ღილაკი ,,თეორია” და ,,განხილვა”.

,,თეორიის” ღილაკზე დაჭერის შემდეგ ჩნდება სლაიდშოუ, რომელშიც ახსნილია პირველი პროცედურული შეცდომა ,,მოქალაქის რეაქციის გავლენა”.

,,განხილვის” ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში თქვენ გეძლევანთ შესაძლებლობა აირჩიოთ ერთ-ერთი შემდეგი ვიდეოსიუჯეტი.

ღილაკი ,,თეორია”

0x01 graphic

ღილაკზე ,,თეორია” დაჭერის შემთხვევაში დაინახავთ პირველ სლაიდს, სლაიდშოუს სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება”.

კადრსმიღმა ხმა:

მოქალაქემ საკითხი ადექვატურად რომ აღიქვას, მნიშვნელოვანია, სტანდარტული პროცედურის დასაწყისშივე შეატყობინოთ თქვენი მიზანი მოქალაქეს მისი დაჯარიმების ან გაფრთხილების შესახებ.

თუმცა, პრაქტიკაში პოლიციელიები ხშირად აჩერებენ მოქალაქეებს მიზეზისა და აშკარა საფუძვლის ახსნის გარეშე.

ასეთ შემთხვევებში, პოლიციელი დასაწყისშივე ექცევა მოქალაქის გავლენის ქვეშ და მისი შემდგომი გადაწყვეტილებები ამ ზეგავლენის მოქმედების ქვეშ მიიღება. საბოლოოდ კი, ეს შეიძლება მოქალაქის ზედმეტად აღშფოთების მიზეზი გახდეს.

ვიდეოდიალოგი:

პირველი პოლიციელი ანიშნებს ქალბატონს, რომ გაჩერდეს.

პირველი პოლიციელი:

„ერთი წუთით, ქალბატონო, შენიშნეთ, რომ ახლახანს გზა წითელ შუქზე გადაკვთეთ”?

თუ მოქალაქე არაკეთილგანწყობილია, მაშინ პოლიციელი მიიღებს გადაწყვეტილებას მისი დაჯარიმების შესახებ.

ვიდეოდიალოგი:

ქალი:

,,არა . . . მანქანები არ მოძრაობდნენ და ამიტომ გადავედი”.

პირველი პოლიციელი:

,,ვერ ხედავთ, რომ საფრთხე შეუქმენით არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც”?

ქალი:

,,მე ვწყვეტ, როდის ჩავიგდო თავი ხიფათში”.

პირველი პოლიციელი:

,,ასე ფიქრობთ, არა? (აგდებულად) ჰოდა, მე თქვენ დაგაჯარიმებთ”.

ქალი:

,,რას მეუბნებით?! დამნაშავეები დაილია, თუ რაშია საქმე”?

პირველი პოლიციელი:

,,თქვენი სახელი და გვარი”?

ქალი:

,,ო, ღმერთო ჩემო”!

თუ მოქალაქე კეთილგანწყობილია, პოლიციელი უშვებს მას გაფრთხილებით.

ვიდეოდიალოგი:

პირველი პოლიციელი ანიშნებს ქალბატონს, რომ გაჩერდეს.

პირველი პოლიციელი:

,,ერთი წუთით, ქალბატონო, დაინახეთ წითელი შუქი”?

ქალი:

,,უი, ვერ შევამჩნიე, მაპატიეთ, ვჩქარობდი და პირდაპირ გადავედი”.

პირველი პოლიციელი:

,,ხომ გესმით, რომ ასე ქუჩის გადაკვეთა ძალზე საშიშია”?

ქალი:

,,დიახ, საერთოდ ასე არ ვაკეთებ ხოლმე”

პირველი პოლიციელი:

,,ეს სახიფათოა არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ სხვებისთვისაც. მწვანე შუქზე მანქანები მოძრაობენ და არ ელოდებიან, რომ აქ თქვენ გადახვალთ”.

ქალი:

,,შეიძლებოდა, მანქანას გავეტანე”...

პირველი პოლიციელი:

,,დიახ, ეს შესაძლოა, ცუდად დამთავრებულიყო, ახლა მე გაფრთხილებთ, შემდგომში კი, იმედია, თვითონ დაფიქრდებით ამაზე”...

ქალი:

,,რა თქმა უნდა”. (თანხმობის ნიშნად თავს აქნევს)

პირველი პოლიციელი:

,,კარგით, წარმატებულ დღეს გისურვებთ”!

ასეთი მოქმედების მიზანი ნათელია. კანონმორჩილ მოქალაქეებს ან მოქალაქეებს, რომლებსაც საკმაოდ კარგად შეუძლიათ კანონმორჩილის როლის თამაში, შეუძლიათ ჯარიმას თავი დააღწიონ. ხოლო დაუმორჩილებელ ან ემოციურ მოქალაქეებს უწევთ ჯარიმის გადახდა. შესაბამისად, მოქალაქის რეაქცია გავლენას ახდენს პოლიციელის გადაწყვეტილებაზე.

პოლიციელს შეუძლია მარტივად დააღწიოს თავი ამ გავლენას, თუკი მას მოქალაქესთან საუბრის დაწყებისას უკვე ჩამოყალიბებული აქვს თავისი პოზიცია და მიზანი.

ვიდეოდიალოგი:

პირველი პოლიციელი ანიშნებს ქალბატონს, რომ გაჩერდეს.

პირველი პოლიციელი:

,,ქალბატონო, შეიძლება ერთი წუთით გაჩერდეთ? უბრალოდ, მინდოდა, თქვენთვის მეცნობებინა, რომ თქვენ წითელ შუქზე გადაკვეთეთ გზა. მჯერად არ დაგაჯარიმებთ”.

პირველი პოლიციელი:

(აგრძელებს) ,,მინდა გითხრათ, რომ ქუჩაზე ასე გადასვლა სახიფათოა არამარტო თქვენთვის, არამედ სხვებისთვისაც, მწვანე შუქზე მანქანები მოძრაობენ და ისინი არ ელიან, რომ გადასასვლელზე თქვენ დახვდებით. ასე რომ შემდგომში აუცილებლად უნდა დაიცადოთ.”

ქალი:

,,დიახ, უკაცრავად”.

პირველი პოლიციელი:

,,კარგად ბრძანდებოდეთ”.

აუცილებელია, პოლიციელმა მოქალაქეს დიალოგის დასაწყისშივე შეატყობინოს თავისი გადაწყვეტილების შესახებ.

ამ გზით შესაძლოა, თავიდან იქნეს აცილებული მოქალაქის მხრიდან პროტესტი ან ზედმეტი აღშფოთება და, შესაბამისად, პოლიციელის გადაწყვეტილებაზე მოქალაქის რეაქციის გავლენა.

ღილაკი ,,განხილვა”

0x01 graphic

ღილაკ ,,განხილვაზე” დაჭერის შემთხვევაში გამოჩნდება ორი დამატებითი ოპცია: პირველი მაგალითი და მეორე მაგალითი

ამ მაგალითებში მოცემულია ვიდეოსიუჟეტები, მაგალითის არჩევა შესაძლებელია სათანადო ღილაკზე დაჭერით. მაგალითის არჩევის შემდეგ გამოჩნდება კიდევ ორი ღილაკი: ,,პოლიციელის აღქმა” და ,,მოქალაქის აღქმა”, რაც უკავშირდება თქვენს მიერ არჩეულ მაგალითს.

პირველი მაგალითი

0x01 graphic

პირველი მაგალითის შემთხვევაში, ღილაკზე ,,გაშვება” დაჭერის შემთხვევაში თქვენ ნახავთ ვიოდეფრაგმენტს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:

პირველი პოლიციელი ანიშნებს ქალბატონს, რომ გაჩერდეს.

პირველი პოლიციელი:

,,ერთი წუთით, ქალბატონო, შეამჩნიეთ, რომ წითელ შუქზე გზა გადაკვეთეთ”?

ქალი:

,,არა . . . მანქანები არ მოძრაობდნენ და ამიტომ გადავედი”.

პირველი პოლიციელი:

,,ვერ ხედავთ, რომ საფრთხე შეუქმენით არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც”?

ქალი:

,,მე ვწყვეტ, როდის ჩავიგდო თავი ხიფათში”.

პირველი პოლიციელი:

,,ასე ფიქრობთ, არა? (აგდებულად) ჰოდა, მე თქვენ დაგაჯარიმებთ”.

ქალი:

,,რას მეუბნებით? დამნაშავეები დაილია, თუ რაშია საქმე”?

პირველი პოლიციელი:

,,თქვენი სახელი და გვარი”?

ქალი:

,,ო, ღმერთო ჩემო”!

ამ ვიდეოფრაგმენტის ნახვის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს ,,პოლიციელის აღქმა”, რის შემდეგაც თქვენ ნახავთ ვიდეოფრაგმენტს შემდეგი ტექსტით:

ორი პოლიციელი მიდის და საუბრობს მომხდარზე

მეორე პოლიციელი:

,,მართლა აპირებდი მის დაჯარიმებას”?

მეორე პოლიციელი:

,,მართლა აპირებდი მის დაჯარიმებას”?

პირველი პოლიციელი:

,,არა, არ ვაპირებდი, მაგრამ ისე მოიქცა, რომ სხვა არაფერი დამრჩენოდა”

მეორე პოლიციელი:

,,კი, მართალი ხარ”.

სიტუაცია 2.:

0x01 graphic

მეორე მაგალითის შემთხვევაში ღილაკზე ,,გაშვება” დაჭერის შემდეგ თქვენ ნახავთ ვიოდეოფრაგმენტს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:

პირველი პოლიციელი ანიშნებს ქალბატონს, რომ გაჩერდეს.

პირველი პოლიციელი:

„ერთი წუთით, ქალბატონო, დაინახეთ წითელი შუქი”?

ქალი:

„უი, ვერ შევამჩნიე, მაპატიეთ, ვჩქარობდი და პირდაპირ გადავედი”.

პირველი პოლიციელი:

„ხომ გესმით, რომ ეს საშიშია”?

ქალი:

„დიახ, საერთოდ ასე არ ვაკეთებ ხოლმე”.

პირველი პოლიციელი:

„სახიფათოა არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ სხვებისთვისაც. მწვანე შუქზე მანქანები მოძრაობენ და არ ელოდებიან, რომ აქ თქვენ გადახვალთ”

ქალი:

„შეიძლებოდა მანქანას გავეტანე”..

პირველი პოლიციელი:

„დიახ, ეს შესაძლოა, ცუდად დამთავრებულიყო, ახლა მე გეუბნებით, შემდგომში კი, იმედია, თვითონ დაფიქრდებით ამაზე”...

ქალი:

„რა თქმა უნდა”. (თანხმობის ნიშნად თავს აქნევს)

პირველი პოლიციელი:

„კარგით, წარმატებულ დღეს გისურვებთ”!

ამ ვიდეოფრაგმენტის ნახვის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს ,,მოქალაქის აღქმა”, რის შემდეგაც თქვენ ნახავთ ვიდეოფრაგმენტს შემდეგი ტექსტით:

ქალი:

,,ყოველთვის ასე არ გამომდის, თუმცა ხშირად გაფრთხილებას მაკმარებენ ხოლმე. ჩემი აზრით, მთავარია, პოლიციელს თავიდანვე დანებდე”.

,,უბრალოდ თავიდანვე უნდა აღიარო, რომ მართალი არ ხარ, უბრალოდ მათ უნდა უთხრა ის, რაც შენგან უნდათ, რომ მოისმინონ. მაგალითად: ,,შეიძლებოდა მანქანას გავეტანე”. ეს ყოველთვის არ ჭრის, მაგრამ 10-დან 9 შემთხვევაში შენი უპირატესობით მთავრდება”.

3.2.2.2. მოქალაქის რეაქციის იგნორირება

0x01 graphic

ამ ღილაკის არჩევის შემდეგ გამოჩნდება ორი დამატებითი ღილაკი ,,თეორია” და ,,განხილვა”.

ღილაკი ,,თეორია”

ღილაკზე ,,თეორია” დაჭერის შემდეგ თქვენ დაინახავთ პირველ სლაიდს.

0x01 graphic

სლაიდების ნახვისთვის დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება”.

ხმა კადრსმიღმა:

„პროცედურებში აუცულებელად უნდა იყოს გათვალისწინებული მოქალაქის რეაქციის შესაძლო გამოვლინება. პოლიციელები ხშირად იგნორირებას უკეთებენ ან უფრო მეტიც, ეწინააღმდეგებიან მოქალაქის მხრიდან რეაქციის გამოვლინებას, რათა დააჯარიმონ სამართალდამრღვევი. ასეთი მოქმედება, საბოლოო ჯამში, მოქალაქის ზედმეტად გაღიზიანებას იწვევს ”.

ვიდეოდიალოგი:

პოლიციელი მიუთითებს მძღოლს, გააჩეროს ავტომანქანა და აჩვენებს მას ამისთვის განკუთვნილ უსაფრთხო ადგილს. მძღოლი მანქანიდან გადმოდის.

პირველი პოლიციელი:

,,გამარჯობა, პატრულინსპექტორი გიორგაძე. აქ მობრძანდით თუ შეიძლება“.

(მძღოლი უახლოვდება პოლიციელებს)

,,თქვენ ცალმხრივ გზაზე მოდიოდით მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით, ეს მოძრაობის წესების დარღვევაა და უნდა დაგაჯარიმოთ. თუ შეიძლება, წარმოადგინეთ თქვენი მართვის მოწმობა“.

მძღოლი:

,,მომისმინეთ, იქ საცობში მოვყევი და დამაგვიანდებოდა რომ არ . . .“

პირველი პოლიციელი:

,,თქვენი გვარი“?

მძღოლი:

,,მე ვცდილობ აგიხსნათ რაში არის საქმე . . .“

პირველი პოლიციელი:

,,ბატონო, მე არ ვაპირებ თქვენთან კიამათს, უბრალოდ მითხარით თქვენი გვარი“.

,,ამ მაგალითიდან ნათელია, რომ მოქალაქეს სურს გამოხატოს თავისი დამოკიდებულება სიტუაციასთან დაკავშირებით. პოლიციელი თავს არიდებს მოქალაქის ამგვარ რეაქციას, რათა თავიდან აიცილოს სიტუაციის გამწვავება.

თუმცა ასეთ მიდგომას შეიძლება უარყოფითი შედეგი მოჰყვეს და ამ მაგალითში მოქალაქის გაღიზიანება სწორედ იმან გამოიწვია, რომ პოლიციელი ამგვარი რეაქციის თავიდან აცილებას ცდილობდა“.

ვიდეოდიალოგი:

მძღოლი:

„მისმინეთ, ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე მაგვიანდებოდა...“

პირველი პოლიციელი:

(პოლიციელი აწყვეტინებს სიტყვას, უწევს ხმას)

,,მითხარით თქვენი გვარი“!

მძღოლი:

(გაღიზიანებული და შეურაცხყოფილი) ,,მაისურაძე, ადმიანებს ასე არ უნდა მოექცეთ.“

პირველი პოლიციელი:

,,თქვენ კი კანონს არ უნდა არღვევდეთ. თქვენი მისამართი“?

მძღოლი:

ჩახრუხაძის 10

,,მსგავსი გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია პროცედურების ფარგლებში მოქალაქეს მიეცეს რეაქციის გამოხატვის შესაძლებლობა“.

ვიდეოდიალოგი:

პოლიციელი მიუთითებს მძღოლს, გააჩეროს ავტომანქანა და აჩვენებს მას ამისთვის განკუთვნილ უსაფრთხო ადგილს. მძღოლი მანქანიდან გადმოდის.

პირველი პოლიციელი:

,,გამარჯობა, პატრულ-ინსპექტორი გიორგაძე. აქ მობრძანდით თუ შეიძლება“.

(მძღოლი უახლოვდება პოლიციელებს)

,,თქვენ ცალმხრივ გზაზე მოდიოდით მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით, ეს მოძრაობის წესების დარღვევაა და უნდა დაგაჯარიმოთ. თუ შეიძლება, წარმოადგინეთ თქვენი მართვის მოწმობა“

მძღოლი:

,,მომისმინეთ, იქ ისეთი გადატვირთული მოძრაობა იყო, რომ აქეთ გადმოვუხვიე, თანაც ძალიან მეჩქარება, ეს ქუჩა კი თავისუფალია“.

პირველი პოლიციელი:

,,გასაგებია, მაგრამ თქვენ ვიწრო ქუჩაზე სწრაფად მოდიოდით, აქვე კუთხეში კი სკოლაა. ასე რომ, თქვენ მოძრაობის წესები დაარღვიეთ და საფრთხე შექმენით, ამიტომ მე თქვენ დაგაჯარიმებთ“.

მძღოლი:

,,მისმინეთ, მე მეჩქარება, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს“.

პირველი პოლიციელი:

,,მე მესმის თქვენი, მაგრამ ეს გასასამართლებელი საბუთი არ არის. უნდა დაგაჯარიმოთ. გთხოვთ, წამოადგინოთ თქვენი მართვის მოწმობა“.

მძღოლი:

(აწვდის მართვის მოწმობას)

ღილაკი ,,განხილვა“ ღილაკზე ,,განხილვა” დაჭერის შემდეგ გამოჩნდება დამატებითი ოპცია, კერძოდ ,,პირველი მაგალითი“.

პირველი მაგალითი

0x01 graphic

„პირველი მაგალითი“-ს აღმნიშვნელი ღილაკის დაჭერის შემდეგ თქვენ ნახავთ ვიდეო-ფრაგმენტს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:

პოლიციელი მიუთითებს მძღოლს, გააჩეროს ავტომანქანა და აჩვენებს მას ამისთვის განკუთვნილ უსაფრთხო ადგილს. მძღოლი მანქანიდან გადმოდის

პირველი პოლიციელი:

,,გამარჯობა, პატრულ-ინსპექტორი გიორგაძე. აქ მობრძანდით თუ შეიძლება“.

(მძღოლი უახლოვდება პოლიციელს)

,,თქვენ ცალმხრივ გზაზე მოდიოდით მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით, ეს მოძრაობის წესების დარღვევაა და უნდა დაგაჯარიმოთ. თუ შეიძლება, წარმოადგინეთ თქვენი მართვის მოწმობა“.

მძღოლი:

,,მომისმინეთ, იქ საცობში მოვყევი და დამაგვიანდებოდა რომ არ . . .

პირველი პოლიციელი:

,,თქვენი გვარი“?

მძღოლი:

,,მე ვცდილობ აგიხსნათ რაში არის საქმე . . .“

პირველი პოლიციელი:

,,ბატონო, მე არ ვაპირებ თქვენთან კამათს, უბრალოდ მითხარით თქვენი გვარი“.

მძღოლი:

,,მომისმინეთ, მე მივდივარ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე...“

პირველი პოლიციელი:

(აწყვეტინებს სიტყვას, უწევს ხმას)

,,თქვენი გვარი“!

მძღოლი:

(გაღიზიანებული და შეურაცხყოფილი) ,,მაისურაძე, ადმიანებს ასე არ უნდა ექცეოდეთ“.

პირველი პოლიციელი:

,,თქვენ კი კანონს არ უნდა არღვევდეთ. თქვენი მისამართი“?

მძღოლი:

(უკმაყოფილოდ ეუბნება მისამართს),,...ჩახრუხაძის 10...“

ამ ვიდეოფრაგმენტის ნახვის შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ ღილაკი ,,აღქმა”, რომლის საშუალებითაც თქვენ გაეცნობით პოლიციელისა და მოქალაქის მოსაზრებას. ღილაკის ,,პოლიციელის აღქმა” არჩევის შემთხვევაში თქვენ ნახავთ ვიდეოფრაგმენტს შესაბამისი ტექსტით:

პირველი პოლიციელი:

,,მე არ ვაძლევ მათ კამათის საშუალებას, არც საკუთარ თავს ვაძლევ ყურადღების მოდუნების უფლებას. ვცდილობ, მსგავსი მოქმედება დასაწყისშივე აღვკვეთო“.

- ,,მაგალითად, მოქალაქე მეუბნება: `მანქანის არასწორი გაჩერებისრისთვის მაჯარიმებთ? შარშან მე გამძარცვეს და მანქანა ორჯერ გამიტეხეს. სჯობია ასეთ მნიშვნელოვან საქმეებს დაუთმოთ ყურადღება“.

,,რა უნდა ვუპასუხო ასეთ შემთხვევაში? ისე, გულახდილად რომ ვთქვათ, მართალია...ხანდახან არც კი ვიცი რა ვუპასუხო, ამიტომაც ვცდილობ კამათში არ ჩავება“.

ღილაკის ,,მოქალაქის აღქმა“ დაჭერის შემთხვევაში, თქვენ ნახავთ ვიდეოფრაგმენტს შესატყვისი ტექსტით:

მძღოლი:

,,რა თქმა უნდა, ეს სასაცილოა. მე სულაც არ ველოდი, რომ არ დამაჯარიმებდა, მე მინდოდა უბრალოდ ამეხსნა, რომ უმიზეზოდ არ ვარღვევ მოძრაობის წესებს. მაგრამ ასე პირდაპირ..."თქვენი გვარი, მართვის მოწმობა?“

,,აი ეს კი არ მესმის, ამ ქალაქში იმდენი დანაშაული ხდება, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, წითელზე გავლა, ძარცვა, ყაჩაღობა, გაუპატიურება..რამდენიც გინდათ, იმდენს ჩამოგითვლით. პოლიცია კი არაფერს აკეთებს! სამაგიეროდ, ასეთ უმნიშვნელო სამართალდარღვევაზე ამხელა პრობლემას ქმნიან! რა მოხდა ისეთი, არანაირი საფრთხე არ შექმნილა“!

3.3 3.3. საუბრისას დაშვებული შეცდომები

▲ზევით დაბრუნება


ამ დამატებითი ოპციის არჩევისას ეკრანზე გამოჩნდება შემდეგი გამოსახულება:

0x01 graphic

პროგრამის ამ ნაწილში განხილულია მოქალაქესთან საუბარში პოლიციელის მიერ პროცედურის მსვლელობისას დაშვებული შეცდომები. ღილაკების ,,საუბრის დაწყება“, ,,პოლიციელის პასუხი“ და ,,დასრულება“ არჩევის შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ, იხილოთ სხვადასხვა ვიდეოფრაგმენტები საუბრისას დაშვებული სხვადასხვა შეცდომების შესახებ.

3.3.1. საუბრის დაწყება

ამ ღილაკზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ქვემენიუ.

0x01 graphic

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი მაგალითი.

მაგალითი 1

ვიდეოფრაგმენტის სანახავად დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“.

პოლიციელი საუბარს იწყებს მაშინ, როცა მძღოლი მანქანიდან გადმოდის

პირველი პოლიციელი: (აგრესიულად და ცინიკურად)

,,მოდი აქ . . . . ჯარიმის გადახდა მოგიწევს“

მძღოლი:

,,ბატონო?!“

ამ ვიდეოფრაგმენტის ნახვის შემდეგ ღილაკის ,,აღქმა“ მიჭერისას თქვენ გაეცნობით პოლიციელისა და მოქალაქის მიერ სიტუაციის შეფასებას. თითოეული მათგანი გამოთქვამს საკუთარ შეხედელებას.

ვიდეოდიალოგი „მოქალაქის აღქმა“:

მძღოლი:

,,ჯარიმის გადახდა მომიწევს! აბა თავისი ხელფასით გადაეხადა მაგდენი... უნდა სცხვენოდეს“!

ვიდეოდიალოგი ,,პოლიციელის აღქმა“ :

პირველი პოლიციელი:

,,იქნებ ახლა ისწავლოს ჭკუა. თუ ვერ გაიგებს, თავის ჯიბეზე იგრძნობს. ხომ დაინახა ამკრძალავი ნიშანი“!?

მაგალითი 2

ვიდეოფრაგმენტის სანახავად დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“.

პირველი პოლიციელი: (აგრესიულად)

,,შენ რა?!.. დაბრმავდი“?

მძღოლი:

,,ბატონო“?

ამ ვიდეოფრაგმენტის ნახვის შემდეგ აირჩიეთ ღილაკი „აღქმა” და გაეცანით პოლიციელისა და მოქალაქის მიერ სიტუაციის შეფასებას. თითოეული მათგანი გამოთქვამს საკუთარ შეხედელებას.

ვიდეოდიალოგი ,,პოლიციელის აღქმა“:

პოლიციელი:

,,დამღალეს ამ იდიოტებმა. თვალები სად აქვთ? ხომ არ დაბრმავდნენ? ნიშნებს ვეღარ არჩევენ“!?

ვიდეოდიალოგი ,,მოქალაქის აღქმა“:

მძღოლი:

წარმოუდგენელია...რა უმზგავსობაა!“

მაგალითი 3

ვიდეოფრაგმენტის სანახავად დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“.

პირველი პოლიციელი: (აგრესიულად)

,,შენ რა?!.. სულ ასე დაგყავს მანქანა“?

მძღოლი:

,,ბატონო“?

ამ ვიდეოფრაგმენტის ნახვის შემდეგ აირჩიეთ ღილაკი `აღქმა” , რის შემდეგაც თქვენ ნახავთ პოლიციელისა და მოქალაქის მიერ სიტუაციის შეფასებას. თითოეული მათგანი გამოთქვამს საკუთარ შეხედელებას.

ვიდეოდიალოგი ,,პოლიციელის აღქმა“:

პოლიციელი:

,,მათ ჰგონიათ, რომ ყველაფრის გაკეთების უფლება აქვთ! ერთმანეთს ეჯიბრებიან! თუ ასეა, მე მაგათ ვუჩვენებ სეირს!“

ვიდეოდიალოგი ,,მოქალაქის აღქმა“ :

მძღოლი:

„პოლიციელის ჩვეულებრივი სულელური შეკითხვაა. რა თქმა უნდა, სულ ასე არ ვატარებ. ადამიანის პატივისცემა არ იციან“!

3.3.2. პოლიციელის პასუხი

პროცედურის ღილაკის არჩევის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ქვემენიუ. ღილაკზე ,,პირველი მაგალითი“ დაჭერის შემთხვევაში ნახავთ ვიდეოფრაგმენტის პირველ კადრს.

ვიდეოფრაგმენტის სანახავად დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“

პოლიციელი:

,,თქვენი გვარი“?

მძღოლი:

(მძღოლის საუბრისას პოლიციელი აქეთ-იქით გულგრილად და მოუთმენლად იყურება)

,,მომისმინეთ, მე არ ვიცნობ ამ მიდამოებს, რუკა ვნახე, მაგრამ თითქმის ყველა ქუჩა ცალმხრივია. რა უნდა მექნა? შემდეგ გზაჯვარედინამდე რომ მივსულიყავი ნახევარი საათი დამჭირდებოდა, არადა უკვე ოცი წუთით დავაგვიანე ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რა მექნა?“

პოლიციელი:

,,სულ ეს არის? თქვენი მართვის მოწმობა წარმომიდგინეთ“.

მძღოლი:

,,რას ნიშნავს ,,სულ ეს არის?“ ადამიანებს ასე არ ესაუბრებიან!“

ვიდეოფრაგმენტის ნახვის შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ ღილაკი `აღქმა” და იხილოთ ვიდეოფრაგმენტი პოლიციელისა და მოქალაქის აღქმის შესახებ. თითოეული მათგანი გამოთქვამს საკუთარ შეხედულებას აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

ვიდეოდიალოგი ,,პოლიციელის აღქმა“ :

პოლიციელი:

,,ო, როგორ დავიღალე ამ ზღაპრების დღეში ათჯერ მოსმენით. ერთი მეორეზე უკეთესია! დამერწმუნეთ, ყველა მაქვს მოსმენილი“!

ვიდეოდიალოგი ,,მოქალაქის აღქმა“:

მძღოლი:

,,წარმოუდგენელია! ისე იქცევა, თითქოს აქ არ ვიყო! საერთოდ არ მისმენს! სუფთა იდიოტია!“

3.3.3 დასრულება

პროცედურის ღილაკის არჩევის შემდეგ ეკრანზე დაინახავთ ქვემენიუს. ღილაკზე ,,პირველი მაგალითი“ დაჭერის შემდეგ იხილავთ ვიდეოფრაგმენტის პირველ კადრს.

ვიდეოფრაგმენტის სანახავად დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება”:

პოლიციელი:

(მოქალაქეს გადასცემს საჯარიმო ქვითარს)

,,აი, ინებეთ! შეხვედრამდე!“

ვიდეოფრაგმენტის ნახვის შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ ღილაკი ,,აღქმა“ და იხილოთ ვიდეოფრაგმენტი პოლიციელისა და მოქალაქის აღქმის შესახებ. თითოეული მათგანი გამოთქვამს საკუთარ შეხედულებას.

ვიდეოდიალოგი ,,პოლიციელის აღქმა“:

პოლიციელი:

„გავიხუმრე!...“

ვიდეოდიალოგი ,,მოქალაქის აღქმა“:

მძღოლი:

,,გადასარევია! აი თურმე რისთვის ვიხდი გადასახადებს! იმისთვის, რომ პოლიციელმა შეურაცხყოფა მომაყენოს, დიდი მადლობა!“

4 4. ქცევის ნორმებიდან გადახვევა

▲ზევით დაბრუნება


მთავარ მენიუში ღილაკის ,,ქცევის ნორმებიდან გადახვევა არჩევის შემთხვევაში თქვენ ნახავთ ორ დამატებით ოპციას:

  • ქცევის შეცვლა

  • ვიდეოსიუჟეტი კორუფციის შესახებ

  • სლაიდშოუ კორუფციის შესახებ

0x01 graphic

დამატებითი ოპციებიდან ერთ-ერთის ასარჩევად დააჭირეთ შესაბამის ღილაკს.

4.1 4.1. ქცევის შეცვლა

▲ზევით დაბრუნება


დამატებით ოპციაზე დაჭერის შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი ორი ღილაკიდან: ,,შასავალი“ ან ,,ქცევის სხვადასხვა ტიპი“

0x01 graphic

4.1.1. შესავალი

ღილაკზე ,,შესავალი“ დაჭერის შემდეგ დაინახავთ სლაიდის პირველ კადრს.

0x01 graphic

ხმა კადრსმიღმა:

დაჯარიმების დროს საუბრის სწორი მეთოდებისა და პროცედურების გამოყენება არ არის იმის გარანტი, რომ ყველა მოქალაქე ავტომატურად დათანხმდება დაჯარიმებას. ბევრი ადამიანი შეეცდება პოლიციელს შეაცვლევინოს გადაწყვეტილება და თავი გააშვებინოს.

ასეთი მცდელობების დროს თქვენი მოქმედება დამოკიდებულია მოქალაქის რეაქციაზე.

ამიტომ, ასეთ სიტუაციებში მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ქცევის რამდენიმე ტიპი. ძირითადად, შეიძლება გამოვყოთ ქცევის სამი ტიპი - ა, ბ და გ.

  • „ა“ ტიპის ქცევის დროს მოქალაქე სიტუაციას აღწერს როგორც გამონაკლის შემთხვევას და ცდილობს გამამართლებელი არგუმენტების წარმოდგენას.

  • „ბ“ ტიპის ქცევის დროს მოქალაქე ცდილობს სიტუაცია აღწეროს, როგორც უმნიშვნელო წვრილმანი და პოლიციელს მიუთითებს იმაზე, რომ უფრო მნიშვნელოვანი საკითხებით უნდა დაკავდეს. ამასთან, მოქალაქე აკრიტიკებს ზოგადად წესებსა და დასჯის სისტემას.

  • „გ“ ტიპის ქცევის შემთხვევაში მოქალაქე აკრიტიკებს და შეურაცხყოფს პოლიციელს.

მოქალაქეთა ქცევის ტიპის დადგენის შემდეგ, თქვენ უნდა შეაცვლევინოთ მათ ქცევა საუბრის სპეციალური მეთოდის გამოყენებით.

ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ ქცევის სამივე ტიპს და ამდენად მთლიანი სიუჟეტის გაშიფვრისაგან ამჯერად თავს შევიკავებთ.

4.1.2 ქცევის სხვადასხვა ტიპი

ღილაკზე ,,ქცევის სხვადასხვა ტიპი“ დაჭერის შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ ქცევის სამი განსხვავებული ტიპიდან ერთ-ერთი. ,,ა“ ტიპის, ,,ბ“ ტიპისა და ,,გ“ ტიპის ქცევა.

0x01 graphic

4.1.2.1. „ა“ ტიპის ქცევა

ღილაკზე ,,ა” ტიპის ქცევა“ დაჭერის შემდეგ თქვენ ნახავთ სლაიდშოუს ვიდეოფრაგმენტებით.

ვიდეოდიალოგი:

პირველი პოლიციელი:

,,გამარჯობა, პატრულ-ინსპექტორი გიორგაძე. ეს თქვენი მანქანაა“?

მძღოლი:

,,დიახ, ჩემია“.

პირველი პოლიციელი:

,,აქ არ შეიძლება მანქანის გაჩერება, ეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა. ასე რომ, უნდა დაგაჯარიმოთ“.

მძღოლი:

,,მომისმინეთ, მე სულ ერთი წუთით შევირბინე აფთიაქში“.

ხმა კადრსმიღმა:

იმ შემთხვევებში, როდესაც მოქალაქე ხაზს უსვამს ამ შემთხვევის გამონაკლისობას და გასამართლებელ არგუმენტებს იგონებს, თქვენ შეგიძლიათ იმოქმედოთ შემდეგნაირად:

დაანახეთ მათ, რომ ყურადღებით უსმენთ და აუხსენით, რომ შედიხართ მათ მდგომარეობაში და გესმით მათი შეხედულებები.

მაგალითად, უთხარით: ,,რა თქმა უნდა მესმის, რომ გეჩქარებოდათ“.

კიდევ ერთი გზა იმისათვის, რომ აგრძნობინოთ, რომ ყურადღებით უსმენდით არის მათი ნათქვამის განზოგადება, მაგალითად: . . . ,,როგორც თქვენ ბრძანეთ.“

არანაკლებ მნიშვნელოვანია არავერბალური ნიშნებიც. მაგალითად, მოქალაქის პირდაპირ ყურება და თანხმობის ნიშნად თავის დაქნევა.

ვიდეოდიალოგი:

მძღოლი:

,,მომისმინეთ, სამსახურში შევყოვნდი და აფთიაქში მაგვიანდებოდა. სწორად რომ გამეჩერებინა მანქანა, წამლის გამოტანა დამაგვიანდებოდა. ჩემი მანქანა სულ სამი წუთია რაც აქ დგას“.

პირველი პოლიციელი:

,,დიახ, გასაგებია, რომ ჩქარობდით, თუმცა ეს საკმარისი საფუძველი არ არის იმისთვის, რომ არ დაგაჯარიმოთ.“

მას შემდეგ, რაც მოქალაქის რეაქციას ყურადღება მიაქციეთ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ და დეტალურად განუმარტეთ თქვენი გადაწყვეტილება.

პირველი პოლიციელი:

,,ხედავთ, აქ ძალზედ სახიფათო სიტუაცია შექმენით. მანქანა ქვეითთა გადასასვლელთან გააჩერეთ, აქ კი ბავშვები გადადიან. თქვენ მათ მხედველობის არე შეუზღუდეთ, ეს კი ძალიან სახიფათოა. ეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა, ასე რომ, უნდა დაგაჯარიმოთ“.

საუბრის ეს ფაზა დაასრულეთ შეკითხვით მოქალაქის პიროვნების შესახებ.

თუ იგი ცდილობს შეეწინააღმდეგოს თქვენს გადაწყვეტილებას, ეცადეთ არ შეეკამათოთ მას. კიდევ ერთხელ გაუმეორეთ თქვენი გადაწყვეტილება და გააგრძელეთ მისი პიროვნების დადგენა.

ვიდეოდიალოგი:

მძღოლი:

,,ძალიან გთხოვთ, თუ შეიძლება . . .მე მხოლოდ სამი წუთით გავჩერდი.“

პირველი პოლიციელი:

,,მე უკვე მოგახსენეთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ და აგიხსენით რატომ გაჯარიმებთ. თქვენი მართვის მოწმობა თუ შეიძლება“?

მძღოლი:

(ოხრავს და აწვდის პოლიციელს მართვის მოწმობას).

პირველი პოლიციელი:

,,გვარი“?

მძღოლი:

,,ჯანჯღავა“.

სლაიდის ნახვის შემდეგ თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ნახოთ ,,ა“ ტიპის ქცევის დროს როგორც სწორი, ისე არასწორი მიდგომის მაგალითები. ნაცრისფერი ღილაკის (რომელიც მასზე კურსორის მიტანის შემდეგ გამწვანდება) არჩევის შემთხვევაში თქვენ ნახავთ ვიდეოფრაგმენტს, რომელშიც მოცემულია პოლიციელის სწორი მიდგომა.

0x01 graphic

ვიდეოფრაგმენტს ერთვის შემდეგი შინაარსის ტექსტი:

პირველი პოლიციელი:

,,გამარჯობა, პატრულ-ინსპექტორი გიორგაძე. ეს თქვენი მანქანაა“?

მძღოლი:

,,დიახ, ჩემია“

პირველი პოლიციელი:

,,აქ არ შეიძლება მანქანის გაჩერება, ეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა, ასე, რომ უნდა დაგაჯარიმოთ“.

მძღოლი:

,,მომისმინეთ, სულ ერთი წუთით შევირბინე აფთიაქში. სამსახურში შევყოვნდი და აფთიაქში მაგვიანდებოდა. სწორად რომ გამეჩერებინა მანქანა, წამლის გამოტანა დამაგვიანდებოდა. ჩემი მანქანა სულ სამი წუთია რაც აქ დგას“.

პირველი პოლიციელი:

,,დიახ, გასაგებია რომ ჩქარობდით, თუმცა ეს საკმარისი საფუძველი არ არის იმისთვის, რომ არ დაგაჯარიმოთ“.

პირველი პოლიციელი:

,,ხედავთ, აქ ძალზედ სახიფათო სიტუაცია შექმენით. მანქანა ქვეითთა გადასასვლელთან გააჩერეთ, აქ კი ბავშვები გადადიან. თქვენ მათ მხედველობის არე შეუზღუდეთ, ეს კი ძალიან სახიფათოა. ეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა. ასე რომ, უნდა დაგაჯარიმოთ“.

მძღოლი:

,,ძალიან გთხოვთ, თუ შეიძლება . . . მე სულ სამი წუთით გავჩერდი“

პირველი პოლიციელი:

,,მე უკვე მოგახსენეთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ და აგიხსენით რატომ გაჯარიმებთ. თქვენი მართვის მოწმობა თუ შეიძლება“?

მძღოლი:

(ოხრავს და პოლიციელს აწვდის მართვის მოწმობას).

პირველი პოლიციელი:

,,გვარი“?

მძღოლი:

,,ჯანჯღავა“

ცისფერი ღილაკის (რომელიც მასზე კურსორის მიტანის შემდეგ გაწითლდება) არჩევის შემთხვევაში თქვენ ნახავთ ვიდეოფრაგმენტს, რომელშიც მოცემულია პოლიციელის არასწორი მდგომა.

0x01 graphic

ვიდეოფგრაგმენტს ერთვის შემდეგი შინაარსის ტექსტი:

პირველი პოლიციელი:

,,გამარჯობა, პატრულ-ინსპექტორი გიორგაძე. ეს თქვენი მანქანაა“?

მძღოლი:

,,დიახ“.

პირველი პოლიციელი:

,,აქ არ შეიძლება მანქანის გაჩერება, ეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა, ასე რომ უნდა დაგაჯარიმოთ“.

მძღოლი:

,,მომისმინეთ, სულ ერთი წუთით შევირბინე აფთიაქში. სამსახურში შევყოვნდი და აფთიაქში მაგვიანდებოდა. სწორად რომ გამეჩერებინა მანქანა, წამლის გამოტანა დამაგვიანდებოდა. ჩემი მანქანა სულ სამი წუთია რაც აქ დგას“.

პირველი პოლიციელი:

,,დიახ, გასაგებია რომ აფთაიქში უნდა შეგერბინათ, მაგრამ აქ მანქანის გაჩერება არ შეიძლება“.

მძღოლი:

,,აბა რა მექნა, ავადმყოფ შვილს წამლის გარეშე ხომ არ დავტოვებდი? თან აქ მანქანა სად გამეჩერებინა? ადგილი არსად არ არის“.

პირველი პოლიციელი:

,,აქ უამრავი ადგილია, აი იქ დიდი გასაჩრებელი ადგილია“.

მძღოლი:

,,კი, მაგრამ იქ რომ წავსულიყავი, აფთიაქი დაიკეტებოდა და წამალს ვერ გამოვიტანდი“.

პირველი პოლიციელი:

,,ალბათ სამსახურიდან ცოტა ადრე უნდა წამოსულიყავით. რომელია უფრო მნიშვნელოვანი - თქვენი შვილი თუ კლიენტები?“

მძღოლი:

(ძალიან გაღიზიანებული) ,,თქვენთვის ადვილია თქმა, პოლიციელი ხართ და რეგულარულად იღებთ ხელფასს“.

არასწორი მიდგომის შესახებ ვიდეოფრაგმენის ნახვის შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ ღილაკი ,,აღქმა“ და იხილოთ სიუჟეტი პოლიციელისა და მოქალაქის მიერ სიტუაციის აღქმის შესახებ.

ვიდეოდიალოგი ,,პოლიციელის აღქმა - არასწორი მიდგომა“:

პირველი პოლიციელი:

,,რას წუწუნებს. ბავშვის ჯანმრთელობა თუ ადარდებს, სამსახურიდან ადრე წამოსულიყო. ეს ისტორია იმიტომ მოიგონა, რომ ჯარიმის გადახდისგან თავი დაეღწია“.

ვიდეოდიალოგი ,,მოქალაქის აღქმა - არასწორი მიდგომა“

მძღოლი:

,,რატომ ყოფს ჩემს საქმეში ცხვირს. ჯერ გასაჩერებელ ადგილზე მელაპარაკა - მაგრამ გასაჩერებელი ადგილი რომ მეძებნა უფრო დამაგვიანდებოდა. და მერე დამიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ბავშვი უფრო მნიშვნელოვანია! კი ბატონო, მაგრამ კლიენტები თუ არ მეყოლება, ვერც წამალს ვიყიდი.“

4.1.2.2. ,,ბ“ ტიპის ქცევა

ღილაკზე ,,ბ“ ტიპის ქცევა“ დაჭერის შემდეგ იხილავთ სლაიდებს ვიდეო-ფრაგმენტით. ვიდეოდიალოგი:

პირველი პოლიციელი:

,,გამარჯობა, პატრულ-ინსპექტორი მაისურაძე. ეს თქვენი მანქანაა“?

მძღოლი:

,,დიახ“

პირველი პოლიციელი:

,,აქ არ შეიძლება მანქანის გაჩერება, ეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა , ასე რომ უნდა დაგაჯარიმოთ“.

მძღოლი:

,,კარგით რა, სულ ერთი წუთით შევირბინე აფთიაქში. აქ სულ სამი წუთია რაც ვდგავარ. იცით რა, არასწორი გაჩერებისთვის ხალხის გამოჭერას სჯობს უფრო მნიშვნელოვან საქმეებს მიხედოთ“.

ხმა კადრსმიღმა:

თუ წესებისა და ზოგადად სისტემის გაკრიტიკებით მოქალაქე ცდილობს სიტუაცია უმნიშვნელო მოვლენად წარმოაჩინოს, იმოქმედეთ შემდეგნაირად:

დაანახეთ, რომ ყურადღებით უსმენთ, რომ შეგიძლიათ მოვლენების დანახვა მათი თვალით და გესმით მათი პოზიცია.

ვიდეოდიალოგი:

მძღოლი:

,,იცით რამდენი პრობლემაა ჩემს უბანში - მაგალითად ნარკომანია“?

პირველი პოლიციელი:

,,მესმის თქვენი, მაგრამ მე გადაწყვეტილებას არ შევიცვლი“.

შემდეგ განუმარტეთ მას თქვენი პოზიცია. ნუ ეცდებით თქვენი პოზიციის უპირატესობის დამტკიცებას, უბრალოდ წარმოადგინეთ იგი, როგორც სხვა შეხედულება.

მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ აუხსნათ მას, რატომ არის შექმნილი ვითარება სახიფათო ან ავტომანქანის მართვისას რატომ არის დაუშვებელი ასეთი ქცევა და შემდეგ მოკლედ განუმარტეთ, რატომ ითვლება აღნიშნული მოქმედება სამართალდარღვევად.

პირველი პოლიციელი:

,,ხედავთ, აქ ძალზედ სახიფათო სიტუაცია შექმენით. მანქანა ქვეითთა გადასასვლელთან გააჩერეთ, აქ კი ბავშვები გადადიან. თქვენ მათ მხედველობის არე შეუზღუდეთ, ეს კი ძალიან სახიფათოა. ეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა. ასე რომ, უნდა დაგაჯარიმოთ“.

შეინარჩუნეთ ასეთი მიდგომა და გადადით მისი პიროვნების დადგენაზე.

ვიდეოდიალოგი:

მძღოლი:

,,იცით რა, მე მაინც მგონია, რომ უმჯობესია ჩემს უბანში არსებულ პრობლემებს მიხედოთ“.

პირველი პოლიციელი:

,,მაპატიეთ, მაგრამ ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა. ახლა კი რამდენიმე კითხვა მაქვს თქვენთან. თქვენი მართვის მოწმობა, თუ შეიძლება?“

მძღოლი:

(აწვდის მას მართვის მოწმობას)

სლაიდების ნახვის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ,,ბ“ ტიპის ქცევის დროს როგორც სწორი, ისე არასწორი მიდგომის მაგალითებს. ნაცრისფერი ღილაკის (რომელიც მასზე კურსორის მიტანის შემდეგ გამწვანდება) არჩევის შემდეგ თქვენ ნახავთ ვიდეო-ფრაგმენტს, რომელშიც მოცემულია პოლიციელის სწორი მიდგომა.

ცისფერი ღილაკის (რომელიც მასზე კურსორის მიტანის შემდეგ გაწითლდება) არჩევის შემთხვევაში თქვენ ნახავთ ვიდეოფრაგმენტს, რომელშიც ნაჩვენებია პოლიციელის არასწორი მდგომა.

სწორი მიდგომის შესახებ ვიდეოფრაგმენტს ერთვის შემდეგი ტექსტი:

პირველი პოლიციელი:

,,გამარჯობა, პატრულ-ინსპექტორი გიორგაძე. ეს თქვენი მანქანაა“?

მძღოლი:

,,დიახ“.

პირველი პოლიციელი:

,,აქ არ შეიძლება მანქანის გაჩერება, ეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა. ასე რომ უნდა დაგაჯარიმოთ“.

მძღოლი:

,,კარგით რა, სულ ერთი წუთით შევირბინე აფთიაქში. აქ სულ სამი წუთია რაც ვდგავარ. იცით რა, არასწორი გაჩერებისთვის ხალხის გამოჭერას სჯობს უფრო მნიშვნელოვან საქმეებს მიხედოთ. იცით რამდენი პრობლემაა ჩემს უბანში - მაგალითად ნარკომანია“?

პირველი პოლიციელი:

,,მესმის თქვენი, მაგრამ მე გადაწყვეტილებას არ შევიცვლი. ხედავთ, აქ ძალზედ სახიფათო სიტუაცია შექმენით. მანქანა ქვეითთა გადასასვლელთან გააჩერეთ, აქ კი ბავშვები გადადიან. თქვენ მათ მხედველობის არე შეუზღუდეთ, ეს კი ძალიან სახიფათოა. ეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა. ასე რომ, უნდა დაგაჯარიმოთ“.

მძღოლი:

,,იცით რა, მე მაინც მგონია, რომ უმჯობესია ჩემი უბნის პრობლემებს მიხედოთ.“

პირველი პოლიციელი:

,,მაპატიეთ, მაგრამ ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა. ახლა კი რამდენიმე კითხვა მაქვს თქვენთან. თქვენი მართვის მოწმობა, თუ შეიძლება“?

მძღოლი:

(აწვდის მართვის მოწმობას)

არასწორი მიდგომის შესახებ ვიდეოფრაგმენტს ერთვის შემდეგი ტექსტი:

პირველი პოლიციელი:

,,გამარჯობა, პატრულ-ინსპექტორი გიორგაძე. ეს თქვენი მანქანაა“?

მძღოლი:

,,დიახ“

პირველი პოლიციელი:

,,აქ არ შეიძლება მანქანის გაჩერება, ეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა, ასე რომ უნდა დაგაჯარიმოთ“.

მძღოლი:

,,კარგით რა, სულ ერთი წუთით შევირბინე აფთიაქში. აქ სულ სამი წუთია რაც ვდგავარ. იცით რა, არასწორი გაჩერებისთვის ხალხის გამოჭერას სჯობს უფრო მნიშვნელოვან საქმეებს მიხედოთ. იცით რამდენი პრობლემაა ჩემს უბანში - მაგალითად ნარკომანია“?

პირველი პოლიციელი:

,,წესი წესია. ის, რასაც თქვენ ამბობთ, აქ არაფერ შუაშია“.

მძღოლი:

,,ასეა, ხომ? ერთი თვის წინ მანქანა გამიძარცვეს და პოლიციამ არაფერი მოიმოქმედა. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არაფერ კავშირშია, მე კი ვფიქრობ, რომ თქვენი ჯარიმა არაფერ შუაშია.“

პირველი პოლიციელი:

,,მომისმინეთ, ჩვენ ვწყვეტთ როდის უნდა დავაჯარიმოთ და როდის არა. დიდი მადლობა, მაგრამ თქვენი დახმარება არ გვჭირდება! მართვის მოწმობა მომეცით, სწრაფად“!

მძღოლი:

(პოლიციელს აწვდის მართვის მოწმობას)

,,ღმერთო ჩემო“!

პოლიციელი:

,,გვარი“?

მძღოლი:

,,ჯანჯღავა“.

არასწორი მიდგომის შესახებ ვიდეოფრაგმენტის ნახვის შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ ღილაკი ,,აღქმა“ და მოისმინოთ პოლიციელისა და მოქალაქის მიერ სიტუაციის შეფასება.

ვიდეოდიალოგი ,,პოლიციელის აღქმა - არასწორი მიდგომა” :

პირველი პოლიციელი:

,,ასეთ ადამიანებთან ყოველთვის ფხიზლად უნდა იყო. სიტყვებზე გეკიდებიან. ისე, მართალია, მაგრამ ასეთ ვითარებაში უნდა უჩვენო ვინ არის უფროსი“!

ვიდეოდიალოგი ,,მოქალაქის აღქმა - არასწორი მიდგომა“:

მძღოლი:

,,ყოველთვის ასეა, როგორც კი მნიშვნელოვან საკითხს შეეხები, ვერაფერს გეუბნებიან და ძალის დემონსტრირებაზე გადადიან. ძალიან კარგად იციან, რომ მართალი ვარ, მაგრამ მათ არასწორად აქვთ ჩამოყალიბებული პრიორიტეტები.“

4.1.2.3. ,,გ“ ტიპის ქცევა

ღილაკზე ,,გ” ტიპის ქცევა“ დაჭერის შემთხვევაში თქვენ ნახავთ სლაიდებს და ვიდეო-ფრაგმენტს.

ვიდეოდიალოგი:

პირველი პოლიციელი:

,,გამარჯობა, პატრულ-ინსპექტორი გიორგაძე. ეს თქვენი მანქანაა“?

მძღოლი:

,,დიახ“.

პირველი პოლიციელი:

,,გასაგებია. აქ არ შეიძლება მანქანის გაჩერება, ეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა სამართალდარღვევაა. ასე რომ, უნდა დაგაჯარიმოთ“.

მძღოლი:

(აუჩქარებლად იღებს მართვის მოწმობას, აგდებულად)

,,კარგით რა...“

ხმა კადრსმიღმა:

თუ მოქალაქე ცდილობს შეგაშინოთ ან შეურაცხყოფა მოგაყენოთ, იმოქმედეთ შემდეგნაირად.

პირველ რიგში, ყურადღება არ მიაქციოთ შეურაცხმყოფას. ხშირად მოქალაქეები აცნობიერებენ, რომ ზედმეტი მოუვიდათ და თვითონვე შეწყვეტენ თავდასხმას.

ვიდეოდიალოგი:

მძღოლი:

,,კარგით რა! რა თამაშს თამაშობთ“!

პირველი პოლიციელი:

,,თქვენი გვარი და მართვის მოწმობა, თუ შეიძლება“.

მძღოლი:

,,ღმერთო ჩემო . . კმაყოფილი ხარ?! ახლა ყველას მოუყვები თუ როგირი გმირი ხარ, არა?“

თუ მოქალაქე არ წყვეტს შეურაცხყოფას, მოუწოდეთ მას წესრიგისკენ, მაგალითად ასე: ,,მოდით ეს საკითხი მშვიდად გადავჭრათ. მე გთავაზობთ საკითხში ერთად გავერკვიოთ“.

პირველი პოლიციელი:

ანიშნებს იმას (წუთიერად წყვეტს თავის მოძრაობას), რომ ხვდება მოქალაქის მცდელობას, წამოაგოს იგი პროვოკაციაზე. ამას უსიტყვოდ გამოხატავს (მისი ტუჩები მოკუმულია) და აჩვენებს, რომ პროვოკაციას არ აჰყვება.

,,თქვენი მართვის მოწმობა და გვარი“!

მძღოლი:

(აწვდის მოწმობას და უხალისოდ ამბობს)

,,აი, აიღე! იმედია, კითხვა იცი“!

პირველი პოლიციელი:

(ხელი ჩამოშვებული აქვს, დგას სწორად და საუბრობს მშვიდად, მაგრამ მკაცრად)

,,მომისმინეთ, თქვენ მანქანა სახიფათო ადგილას გააჩერეთ, ამიტომ დაგაჯარიმებთ. ვეცდები, ჩვენი საუბარი გონივრულად წარვმართო და, იმედი მაქვს, თქვენც ასე მოიქცევით. თქვენი გვარი“?

მძღოლი:

,,ჯანჯღავა“

თუ მოქალაქე ამ სტადიაზე არ დამშვიდდება, შესთავაზეთ მას არჩევანი: ან მასთან ერთად მშვიდად ადგილზევე გაარკვევთ ვითარებას ან მას განყოფილებაში წაიყვანთ.

ვიდეოდიალოგი:

პირველი პოლიციელი:

,,მისამართი?“

მძღოლი:

,,მანდ ხომ წერია! სკოლაში არ გივლია!?“

პირველი პოლიციელი:

(აძლევს მას არჩევანის გაკეთების საშუალებას. ინარჩუნებს სიმშვიდეს, მაგრამ ძალიან მკაცრი და კატეგორიულია)

,,გირჩევთ, ყურადღებით მომისმინოთ. ან ვითანამშრომლოთ, ან არადა 5 წუთში პოლიციის განყოფილებაში იქნებით, გასაგებია“?

მძღოლი:

,,გასაგებია...“

პირველი პოლიციელი:

,,მისამართი მითხარით“!

მძღოლი:

(ზედმეტი კომენტარის გარეშე ეუბნება მისამართს) ,,კონსტიტუციის ქუჩა 10“.

სლაიდების ნახვის შემდეგ შეგიძლიათ ნახოთ ,,გ“ ტიპის ქცევის დროს როგორც სწორი, ისე არასწორი მიდგომის მაგალითები. ნაცრისფერი ღილაკის (რომელიც მასზე კურსორის მიტანის შემდეგ გამწვანდება) არჩევის შემთხვევაში თქვენ ნახავთ ვიდეოფრაგმენტს, რომელშიც მოცემულია პოლიციელის სწორი მიდგომა.

ცისფერი ღილაკის (რომელიც მასზე კურსორის მიტანის შემდეგ გაწითლდება) არჩევის შემთხვევაში თქვენ ნახავთ ვიდეოფრაგმენტს, რომელშიც ნაჩვენებია პოლიციელის არასწორი მდგომა.

სწორი მიდგომის შესახებ ვიდეოსიუჟეტს ერთვის შემდეგი ტექსტი:

პირველი პოლიციელი:

,,გამარჯობა, პატრულ-ინსპექტორი გიორგაძე. ეს თქვენი მანქანაა?“

მძღოლი:

,,დიახ“.

პირველი პოლიციელი:

,,გასაგებია. აქ არ შეიძლება მანქანის გაჩერება, ეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა. ასე რომ, უნდა დაგაჯარიმოთ“.

მძღოლი:

(აუჩქარებლად იღებს მართვის მოწმობას, აგდებულად)

,,კარგით რა! რა თამაშს თამაშობთ“!

პირველი პოლიციელი:

,,თქვენი გვარი და მართვის მოწმობა,თუ შეიძლება“.

მძღოლი:

მძღოლი ნელა აწვდის მართვის მოწმობას

(აგდებულად)

,,ღმერთო ჩემო . . კმაყოფილი ხარ?! ახლა ყველას მოუყვები თუ როგირი გმირი ხარ, არა?“

პირველი პოლიციელი:

ანიშნებს იმას (წუთიერად წყვეტს თავის მოძრაობას), რომ ხვდება მოქალაქის მცდელობას, წამოაგოს იგი პროვოკაციაზე. ამას უსიტყვოდ გამოხატავს (მისი ტუჩები მოკუმულია) და აჩვენებს, რომ პროვოკაციას არ აჰყვება.

,,თქვენი გვარი და მართვის მოწმობა, თუ შეიძლება“!

მძღოლი:

აი აიღე, იმედია კითხვა იცი!

(აწვდის მოწმობას)

პირველი პოლიციელი:

(ხელი ჩამოშვებული აქვს, დგას სწორად და საუბრობს მშვიდად, მაგრამ მკაცრად)

,,მომისმინეთ, თქვენ მანქანა სახიფათო ადგილას გააჩერეთ, ამიტომ დაგაჯარიმებთ. ვეცდები, ჩვენი საუბარი გონივრულად წარვმართო და, იმედი მაქვს, თქვენც ასე მოიქცევით. თქვენი გვარი“?

მძღოლი:

,,ჯანჯღავა“.

პირველი პოლიციელი:

,,მისამართი“?

მძღოლი:

,,მანდ ხომ წერია! სკოლაში არ გივლია!?“

პირველი პოლიციელი:

(აძლევს მას არჩევანის გაკეთების საშუალებას. ინარჩუნებს სიმშვიდეს, მაგრამ ძალიან მკაცრი და კატეგორიულია)

,,გირჩევთ, ყურადღებით მომისმინოთ. ან ვითანამშრომლოთ, ან არადა 5 წუთში პოლიციის განყოფილებაში იქნებით, გასაგებია“?

მძღოლი:

(დაბნეულად გამოიყურება)

,,გასაგებია, ბატონო...“

პირველი პოლიციელი:

,,მისამართი მითხარით?“

მძღოლი:

(ზედმეტი კომენტარის გარეშე ეუბნება მისამართს) ,,კონსტიტუციის ქუჩა 10“

არასწორი მიდგომის შესახებ ვიდეოსიუჟეტს ერთვის შემდეგი ტექსტი:

პირველი პოლიციელი:

,,გამარჯობა, პატრულ-ინსპექტორი გიორგაძე. ეს თქვენი მანქანაა?“

მძღოლი:

,,დიახ“.

პირველი პოლიციელი:

,,გასაგებია. აქ არ შეიძლება მანქანის გაჩერება, ეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვვევაა. ასე რომ, უნდა დაგაჯარიმოთ“.

მძღოლი:

(აუჩქარებლად იღებს მართვის მოწმობას, აგდებულად)

,,კარგით რა! რა თამაშს თამაშობთ“!

პირველი პოლიციელი:

(გაოგნებულია, საკუთარ ყურებს არ უჯერებს)

,,თამაშს ვთამაშობ“?

(ოდნავ უწევს ხმას)

,,მე ვაჯარიმებ მას, ვინც არასწორად აჩერებს მანქანას.თქვენ ამას თამაშს ეძახით?!“

(ჩერდება და ელოდება მოქალაქის რეაქციას)

,,თქვენი მართვის მოწმობა და გვარი“!

მძღოლი:

მძღოლი ჯიბიდან ნელა იღებს მართვის მოწმობას

(აგდებულად)

,,ახლა კმაყოფილი ხარ? სახლში წახვალ და შენს ცოლს მოუყვები ამ ამბავს, არა“!?

პირველი პოლიციელი:

(წუთიერად ჩერდება და ამკაცრებს ტონს)

,,დიახ, კმაყოფილი ვარ. კიდევ ერთხელ ახსენებთ ჩემს ცოლს, და რაც მოგივათ, იმასაც ნახავთ“!

,,ახლავე მომეცით თქვენი მართვის მოწმობა და მითხარით გვარი“!

მძღოლი:

(აწვდის მოწმობას და ირონიულად იღიმება)

,,ჯანჯღავა“

პირველი პოლიციელი:

,,მისამართი“?

მძღოლი:

,,ჩემს მოწმობაში ხომ წერია! რა, კითხვა არ იცი, თუ სკოლაში არ გივლია?!“ (აგდებულად)

პირველი პოლიციელი:

(წითლდება)

,,მოკეტე, თუ არადა ახლავე მოგაკეტინებ“!

,,კიდევ ერთი სიტყვა და პოლიციის განყოფილებაში ამოყოფ თავს, გასაგებია“?

მძღოლი:

,,გასაგებია, ბატონო...“

პირველი პოლიციელი:

,,კარგი, ახლა კი მისამართი მითხარით“?

მძღოლი:

,,კონსტიტუციის ქუჩა 10“.

არასწორი მიდგომის შესახებ ვიდეოფრაგმენტის ნახვის შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ ღილაკი ,,აღქმა“ და გაეცნოთ პოლიციელისა და მოქალაქის მიერ სიტუაციის შეფასებას.

ვიდეოდიალოგი ,,პოლიციელის აღქმა - არასწორი მიდგომა“:

პირველი პოლიციელი:

,,როგორ მომაბეზრეს თავი ამ კრეტინებმა! ძლივს გადავახდევინე ჯარიმა.(გაბრაზებით)“!

ვიდეოდიალოგი ,,მოქალაქის აღქმა - არასწორი მიდგომა“ :

მძღოლი:

,,არ გადამიარა?! მაგრამ არც მე დავაკელი! მგონი, წნევამ დაარტყა! ჯარიმა კი გადამახდევინა, მაგრამ გული ხომ მაინც მოვიფხანე“. (იღიმება)

4.2 4.2. ვიდეოსიუჟეტი კორუფციის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


მთავარ მენიუში ღილაკის ,,ვიდეოსიუჟეტი კორუფციის შესახებ“ არჩევისას დაინახავთ შემდეგ გამოსახულებას:

0x01 graphic

ღილაკზე „გაშვება“ დაჭერისას იხილავთ ვიდეოსიუჟეტს შემდეგი ტექსტით:

პირველი პოლიციელი:

,,გამარჯობა, პატრულ-ინსპექტორი გიორგაძე. ეს თქვენი მანქანაა?

მძღოლი:

,,დიახ“.

პირველი პოლიციელი:

,,გასაგებია. აქ არ შეიძლება მანქანის გაჩერება, ეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა. ასე რომ, უნდა დაგაჯარიმოთ. თქვენი გვარი“?

მძღოლი:

,,ჯანჯღავა“

პირველი პოლიციელი:

,,წარმოადგინეთ თქვენი მართვის მოწმობა“.

მძღოლი:

,,კი ბატონო“

(აწვდის მართვის მოწმობას, რომელშიც ჩადებულია ფული. კადრში კარგად უნდა ჩანდეს ფული).

პირველი პოლიციელი:

(პოლიციელმა მოხერხებულად უნდა დამალოს ფული. იგი არაფრისმთქმელი სახით უკან უბრუნებს მძღოლს მართვის მოწმობას)

,,კარგით, თქვენი გვარი“?

მძღოლი:

,, ჯანჯღავა“.

პირველი პოლიციელი:

,,ჯანჯღავა . . და სად ცხოვრობთ“?

მძღოლი:

,,კონსტიტუციის ქუჩაზე“.

პირველი პოლიციელი:

,,კარგით, ყველაფერი რიგზეა, შემდეგში აქ მანქანას ნუ გააჩერებთ“!

მძღოლი:

,,კარგით, გპირდებით შემდეგში ასე აღარ მოვიქცევი, დიდი მადლობა“!

ვიდეოფრაგმენტის ნახვის შემდეგ ღილაკზე `აღქმა” დაჭერისას შეგიძლიათ გაეცნოთ მძღოლისა და პოლიციელის მიერ სიტუაციის აღქმას.

ღილაკის ,,პოლიციელის აღქმა“ არჩევისას მოისმენთ შემდეგი სახის ტექსტს:

პირველი პოლიციელი:

,,იცით რა, ისეთი ხელფასი მაქვს, რომ იძულებული ვარ ასე მოვიქცე. თავიდან მეგონა, ამას არასოდეს გავაკეთებდი, მაგრამ ოჯახი მყავს, დამატებითი ფული მჭირდება“

ღილაკის ,,მოქალაქის აღქმა“ არჩევის შემდეგ მოისმენთ შემდეგი სახის ტექსტს:

მძღოლი:

,,ყველამ იცის, რომ აქ ფულის გასაკეთებლად დგანან. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება სულ არ ადარდებთ. მეც გამიმართლა, ჯარიმა რომ გადამეხადა, სამჯერ უფრო ძვირი დამიჯდებოდა! ასე რომ, პოლიციელიც კმაყოფილია და მოქალაქეც“.

4.3 4.3 სლაიდშოუ კორუფციის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


მთავარ მენიუში აირჩიოთ ღილაკი ,,სლაიდშოუ კორუფციის შესახებ“ და ღილაკზე ,,გაშვება“ დაჭერისას იხილავთ სლაიდშოუს...

0x01 graphic

ხმა კადრსმიღმა:

სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელის ფართო უფლებამოსილება, სამწუხაროდ, იძლევა კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

რატომ არ უნდა მიიღოთ საჩუქარი სამართალდამრღვევისგან მისი დაჯარიმების სანაცვლოდ?

პირველ რიგში, საჩუქრის ან ფულის აღება ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი ან თქვენი კოლეგის მართლსაწინააღმდეგო ქცევამ შესაძლოა გამოიწვიოს მთელი სამართალდამცავი ორგანოს დისკრედიტაცია.

მოქალაქესთან ურთიერთობაში თქვენი ქცევა სამართლიანი უნდა იყოს. ამასთან, თქვენ ხელი არ უნდა დააფაროთ თქვენი კოლეგების არაკანონიერ საქციელს. ეს ყოველთვის ადვილი არ არის.

წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა ორი პოლიციელი (ერთ-ერთი მათგანი ახალბედა პოლიციელია, მეორე კი უფრო გამოცდილი) აჯარიმებს მოქალაქეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო.

მოქალაქე მათ ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ ფულს სთავაზობს. ახალბედა პოლიცილი ამ წინადადებას უარყოფს, გამოცდილი კი თანახმაა.

მსგავსი სიტუაციები დილემას ქმნის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის.

ამის გარდა ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ ეს ქმედება არის არაეთიკური და ეწინააღმდეგება პოლიციელის ეთიკის კოდექსს.