სოფლად სიღარიბის დაძლევის მოდელები


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ხეთერელი ანდრო, გაბუნია ია, აბაშიძე უშანგი
თემატური კატალოგი ეკონომიკა
წყარო: ISBN: 978-9941-0-4564-6
საავტორო უფლებები: © სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
თარიღი: 2012
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: თბილისი 2012 მთავარი რედაქტორი: ვაჟა სალამაძე



1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


„სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში აქტიურად მუშაობს სიღარიბის დაძლევის მიმართულებით. 2005 წლიდან ამ მიმართულებით განხორციელდა არაერთი პროექტი, რომელთა მთავარი ამოცანა იყო სიღარიბის დაძლევისა და დასაქმების ხელშეწყობა როგორც ქალაქად, ასევე სოფლად. 2007 წლიდან ინსტიტუტი აქტიურად ჩაერთო სოფლად სიღარიბის დაძლევის პროგრამების განხორციელებაში.

სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მუშაობა OXFAM GB-ის მიერ დაფინანსებულ ხუთწლიან ინტენსიურ პროგრამაზე, რომლის მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობით დაკავებული უკიდურეს სიღარიბეში მაცხოვრებელი მოსახლეობის საარსებო პირობების გაუმჯობესება და დასაქმებულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა იყო. პროგრამა განხორციელდა მაღალმთიანი აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში და მიზნად ისახავდა ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტექნოლოგიების შემოღების ხელშეწყობას, სოფლის მეურნეობით დაკავებული ღარიბი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და სასოფლო-სამეურნეო უნარ-ჩვევების განვითარებას. ამ მიზნის მისაღწევად პროექტი ითვალისწინებდა სამიზნე რეგიონებში ფერმერთა (მეფუტკრეობის, მებოსტნეობის, მეკარტოფილეობის, მეცხოველეობის) მიზნობრივი ჯგუფების ჩამოყალიბებას, მათთვის ახალი ტექნოლოგიების გაცნობასა და სწავლებას, საწარმოო კაპიტალის სახით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებისათვის საჭირო პროდუქციის გადაცემას, აგროპროცესებში კონსულტაციას, მოსავლის მოწევის შემდეგ კი გასაღების ბაზართან დაკავშირებას. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად ბენეფიციარ ფერმერებს შეეძლოთ გაეზარდათ სამიზნე სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოსავლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი, რის შედეგადაც გაიზარდა მათი ეკონომიკური შემოსავალი. ამ ფაქტორის გათვალისწინებით პროექტში მონაწილე ფერმერს შეეძლო მომავალი წლისათვის წარმოების მასშტაბის გაზრდა.

მოგვიანებით, 2011 წელს, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა“ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით განახორციელა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდოლოგიით წარმოების სწავლება-დემონსტრირებასა და პოპულარიზაციას მაღალმთიან აჭარაში. მიღწეულ შედეგებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა ერთიანი ტექნოლოგიურ-ადმინისტრაციული მოდელი. აღნიშნული მოდელით შესაძლებელია, სოფლის მეურნეობის წარმოებისას მაქსიმალურად შემცირდეს გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა და ამავდროულად გაუმჯობესდეს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობა, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ბენეფიციარი ბის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

მოცემულ ნაშრომში განხილულია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებში გამოყენებული სქემები და მოდელები, რომელთა მეშვეობითაც უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ფერმერების ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ასევე ნაშრომი მოიცავს ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული სხვადასხვა მოდელის ფართო მასშტაბით დანერგვაზე კონკრეტულ წინადადებებს.

2 სიღარიბის აღწერა

▲ზევით დაბრუნება


ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებას, გეგმური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას თან ახლდა მნიშვნელოვანი სირთულეები. სამოქალაქო ომმა, ტრადიციული საბჭოთა ბაზრის დაშლამ და ჰიპერინფლაციამ გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკის ფაქტობრივი მოშლა. ამას დაერთო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები, რის შედეგადაც 300 000-ზე მეტი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. 90-იანი წლების ბოლოდან ფიქსირდება შედარებით სტაბილური პერიოდი. ქვეყანა ირჩევს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის კურსსა და ეკონომიკის აღორძინების ამბიციას აცხადებს. თუმცაღა, იმდროინდელი ხელისუფლება საკმაოდ არაეფეტური და ნაკლებუნარიანი აღმოჩნდა ამ მიზნის შესასრულებლად. 2003 წლის „ვარდების რევოლუციას“ მოჰყვა ხელისუფლების ცვლილება. ახალმა მთავრობამ აიღო ვალდებულება, დაემყარებინა ქვეყანაში დემოკრატია; ხელი შეეწყო ეკონომიკის განვითარებისათვის, როგორც სიღარიბესთან ბრძოლის წარმატების საფუძვლისათვის; უზრუნველეყო ქვეყნის უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა; გაეწევრიანებინა საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში1.

ინსტიტუციური, სამართლებრივი და ეკონომიკური რეფორმები, რომელთაც ახალი ხელისუფლება მოსვლის დღიდანვე აქტიურად ახორციელებდა, მალევე აისახა ქვეყნის განვითარებაზე. 2003-2007 წლებში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საშუალოდ 10%-ს შეადგენდა. თუმცაღა, ეკონომიკური ზრდა ვერ აისახა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის საარსებო პირობების სისტემურ და მდგრად გაუმჯობესებაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი 27%-დან (2004 წ.) 31%-მდე (2007 წ.)2 გაიზარდა. ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით3, ქვეყნის მოსახლეობის საშუალოდ 34% თავს ღარიბად მიიჩნევს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებიც4 სიღარიბის ზრდის ტენდენციას აჩვენებს, თუმცაღა, განსხვავებული სტატისტიკით:

ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად, რის გამოც ეკონომიკური ზრდა ვერ აისახა სიღარიბის მაჩვენებელზე, შეიძლება დასახელდეს სტაგნაცია სოფლის მეურნეობაში. 2003-2007 წლებში ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა ნაკლებად შეეხო სოფლის მეურნეობის სექტორს. პირიქით, სოფლის მეურნეობის წარმოება და, შესაბამისად, მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში წლიდან წლამდე მცირდებოდა.5

სიღარიბის მაჩვენებელი

0x01 graphic

საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობა

სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში (%25)

0x01 graphic

სიღარიბე განსაკუთრებით მწვავეა სოფლად. ღარიბი მოქალაქეების უმეტესი ნაწილი (60%25-ზე მეტი) სოფლად ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობა, ძირითადად, საკუთარი მეურნეობიდან წარმოებული პროდუქტების მოხმარებით ირჩენს თავს. ასეთი ადამიანების რიცხვი სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა 81,6%25-ს შეადგენს. სოფლის მეურნეობაში დასაქმება (რომელიც საერთო დასაქმების 50%25-ზე მეტია), ძირითადად, მხოლოდ საკუთარი თავისა და ოჯახის რჩენისათვის საკმარისი პროდუქციის წარმოებას გულისხმობს. შემოსავალი სოფლის მეურნეობის სექტორში თითქმის არ გაზრდილა და ის გაცილებით უფრო დაბალია ეკონომიკის სხვა სექტორებში. განსაკუთრებულად უჭირთ მთიან და მაღალმთიან რაიონებში, სადაც სოფლის მეურნეობის შემოსავალი ძალიან დაბალია, სხვა სექტორში დასაქმების საშუალება კი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ასევე პრობლემურია ბუნებრივი კატასტროფის რისკის მატარებელი რაიონები როგორც ქვედა ზონაში (აქ მაღალია წყალდიდობის რისკი), ასევე - მაღალმთიან ზონაში (აქ ძალზე ხშირია მეწყერისა და ზვავის შემთხვევა).

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში გთავაზობთ სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში სოფლად მაცხოვრებელი ღარიბი ოჯახების ზოგად მახასიათებელს6:

მეტ-ნაკლებად
შეძლებული

ღარიბი

უკიდურესად
ღარიბი

თანაფარდობა

1/3

1/3

1/3

შემოსავალი/
საოჯახო
წარმოება

>150 ლარი ყოველთვი-
ურად; საოჯახო
მეურნეობაში
წარმოებული საკვები
პროდუქციის ბაზარზე
გატანის
შესაძლებლობა;
შემოსავლის მქონე
ოჯახის წევრის
არსებობა; საოჯახო
მეურნეობაში
წარმოებულისაკვები
პროდუქციის
რეალიზაციიდან
მიღებული სტაბილური
შემოსავლის არსებობა.

100-150 ლარი
ყოველთვიურად;

საოჯახო
მეურნეობაში
წარმოებული საკვები
პროდუქციის
მოცულობა
აკმაყოფილებს
ოჯახის
მოთხოვნილებას;
საოჯახო
მეურნეობაში
წარმოებული საკვები
პროდუქციის
რეალიზაციით ან
ქალაქში სეზონური
სამუშაოს
შესრულებით
მიღებული
არასტაბილური
მცირედი
დამატებითი
შემოსავლის
შესაძლებლობა.

<100 ლარი
ყოველთვიურად;
საოჯახო
მეურნეობაში
წარმოებული
საკვები
პროდუქციის
მოცულობა ვერ
აკმაყოფილებს
ოჯახის
მოთხოვნილებასაც
კი; ძირითადი
შემოსავლის წყარო
- სოციალური
შემწეობა.

საკუთრებაში
არსებული
მიწა/
საქონელი

>1 ჰა;
სათბური;
სავარგულების კარგი
მდებარეობა და
საირიგაციო
საშუალების არსებობა;
≥3 ძროხა; საძოვრებზე
ხელმისაწვდომობა.

0,5-1 ჰა; პრობლემა
სარწყავი წყლის და
საირიგაციო
საშუალების
ხელმისაწვდომობა
ში; 1-2 ძროხა.

≤ 0,5 ჰა;
სავარგულების
არასახარბიელო
მდებარეობა (დიდი
დახრილობა,
წყალდიდობის
საშიშროება);
საქონლის
არარსებობა.

საოჯახო
ქონება

საცხოვრებელი სახლის
კარგი მდგომარეობა
(შესაძლო დამატებითი
ნაგებობების არსებობა);
მობილური
ტელეფონი; ხშირ
შემთხვევაში
ავტომანქანა;
ოქრო/ფულადი
დანაზოგი.

შესაკეთებელი
საცხოვრებელი
სახლი;
რადიო/
ტელევიზორი;
სათბობზე
ხელმისაწვდომობა;
მცირეოდენი ოქრო.

საცხოვრებლად
ნაკლებად ვარგისი/
ავარიული
საცხოვრებელი
სახლი; რადიო;
მცირეოდენი ავეჯი
და ჭურჭელი;
ოქროს/დანაზოგის
არარსებობა

სხვადასხვა
სერვისზე
ხელ
მისაწვდომობა

გათბობა
(ელექტროენერგია/
გაზი); ჯანდაცვის
სერვისზე
ხელმისაწვდომობა.

სათბობსა (შეშა) და
ჯანდაცვის
სერვისზე
მეტნაკლები
ხელმისაწვდომობა;
პრობლემა
ელექტროენერგიის
გადასახადის
დაფარვაში

სათბობსა და
ჯანდაცვის
სერვისზე
შეზღუდული
ხელმისაწვდომობა;
ელექტროენერგიის
გადასახადის
დაფარვის
შეუძლებლობა.

_______________________

1. OCHA „Humanitarian Situation and Transition to development“, 2005

2. IMF (2007), „Sixth Review Under the Three-Year Arrangement Under the Poverty Reduction and Growth Facility“

3. UNDP (2008b), „Gender and Society“

4. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური http://www.geostat.ge/index.php?action=page&p_id=187&lang=geo

5. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური - http://www.geostat.ge/index.php?action=page&p_id=427&lang=geo

6. Supporting Rural Livelihoods and Employment in Western Georgia, Oxfam GB, April 2007

3 სიღარიბის გამომწვევი ფაქტორები

▲ზევით დაბრუნება


როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ღარიბია. ამ მხრივ გამონაკლისს არც სამიზნე რეგიონები - სამეგრელო და მაღალმთიანი აჭარა - წარმოადგენს.

სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობის სიღარიბის გამომწვევი მთავარი ფაქტორებიდან შესაძლებელია დასახელდეს ქვეყანაში არსებული საერთო ეკონომიკური სიტუაცია: სოფლის მეურნეობით დაკავებული უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი, დაბალხარისხიანი და ნაკლები რაოდენობრივი მაჩვენებლის მქონე პროდუქციის წარმოება, სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობა, მცირემიწიანობა და ფართობების გეოგრაფიული განლაგების თავისებურება.

აღნიშნული ფაქტორები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და ქმნის სიღარიბის გამომწვევ ერთიან მექანიზმს.

ქვეყანაში არსებული საერთო ეკონომიკური სიტუაცია და სოფლის მეურნეობით დაკავებული უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი სახელმწიფოს მხრიდან სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მუდმივი და სათანადო სუბსიდირების საშუალებას არ იძლევა. გარდა ამისა, არსებული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, დაბალია მოქალაქეთა სოციალური დაცვის გარანტია, მაგალითად, პენსია, რაც სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საარსებო საშუალებაა.

სიღარიბის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია დაბალი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლის მქონე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება. ეს ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ სამიზნე რეგიონებში მცხოვრებ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ საჭირო ინფორმაციაზე არ მიუწვდებათ ხელი. შესაბამისად, როდესაც ფერმერი კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო კულტურის წარმოებისას ვერ ან არასრულად ებრძვის მავნებელ დაავადებებს, არ იყენებს ნიადაგის განოყიერების თანამედროვე საშუალებას, მას არ შეუძლია მის ხელთ არსებული სავარგულების პოტენციალის სრული ათვისება.

სამიზნე რეგიონებში მცხოვრები ფერმერების ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობა. მაგალითად, სასაწყობე ინფრასტრუქტურა - გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ საქართველოში მცხოვრებ ფერმერთა უმრავლესობას არ შეუძლია მიღებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დასაწყობება. ამის გამო იგი იძულებულია, პროდუქცია სარეალიზაციოდ გაიტანოს აღებისთანავე. შედეგად, ქვეყანაში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია აღებისთანავე, ერთბაშად გამოდის ბაზარზე, ფასი დაბლა იწევს, რაც უარყოფითად მოქმედებს პირველ რიგში მწარმოებლის, ანუ ქართველი ფერმერის, ეკონომიკურ მდგომარეობაზე. რეალურად ქართველი ფერმერები ერთმანეთს კონკურენციას უწევენ წლის გარკვეულ მოკლე პერიოდში. ამის შემდეგ ქართული ბაზარი, ფაქტობრივად, თავისუფალია ექსპორტირებული პროდუქციისათვის.

სოფლად სიღარიბის გამომწვევი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია მცირემიწიანობა, რაც და- მახასიათებელია მთელი ქვეყნისათვის, განსაკუთრებით კი - მაღალმთიანი რეგიონებისათ- ვის. მცირემიწიანობის გამო სამიზნე რეგიონებში მცხოვრები ფერმერების უმრავლესობას არ შეუძლია კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება, რადგან მიწის მცირე ფართობზე 0,8-1,25ჰა (შინამეურნეობაზე), ბუნებრივია, მოდის მცირე რაოდენობით პროდუქცია. მისი რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი ვერ უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას. ხშირ შემთხვევაში მოსავლის რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ რეალიზაციას აზრი ეკარგება და ის მოჰყავთ მხოლოდ საოჯახო მოხმარების მიზნით. კვების პროდუქტების შედარებით მეტ წარმოებას და შემოსავლის ნაწილობრივ გაზრდას აღწევენ მხოლოდ ის ერთეული ოჯახები, რომლებმაც სოფლიდან წასული ნათესავი ოჯახების მიწა დაიკავეს და გამოიყენეს. უკიდურეს სიღარიბეში განსაკუთრებით არიან ახალგაზრდა მზარდი, მრავალშვილიანი, მრავალწევრიანი, მარჩენალდაკარგული ოჯახები, მატოხელა დედები. უკიდურესად ღარიბი ოჯახების წევრები თავის გადასარჩენად უფრო შეძლებული ფერმერების მიწაზე მუშაობენ და ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ამ მიწაზე მოყვანილ მოსავალს წილის სახით იღებენ.

ეკონომიკური თვალსაზრისით პრობლემებს ქმნის ასევე დასამუშავებელი მიწის გეოგრაფიული განლაგებაც. მაგალითად, მაღალმთიანი აჭარის აგრარულ სექტორში მნიშვნელოვანი წილი უკავია სათოხნი კულტურების მოყვანას. არადა მოცემული რეგიონის საერთო ფართობის 80%25-ზე მეტი 20 გრადუსით და უფრო მეტი დახრილობისაა მაშინ, როცა 15%25-ზე მეტი დაქანების ფართობზე სათოხნი და ერთწლიანი კულტურების მოყვანა დაუშვებელია. ეს ფაქტორი ქმნის დამატებით სირთულეს, რადგან მოცემული წესის დარღვევის შემდეგ ნიადაგი იფიტება. ეროზია, გარდა ნაყოფიერების დაკლებისა, ზრდის ბუნებრივი კატასტროფის რისკს. მოცემული ფაქტორი, არცთუ იშვიათად, მიზეზია საცხოვრებელი სახლების სრული ან ნაწილობრივი დაზიანებისა და შესაბამისი მატერიალური დანაკარგებისა, რასაც ზოგჯერ თან ახლავს მსხვერპლი. ამას მოწმობს სტატისტიკური მონაცემებიც, რომელთა მიხედვითაც 2010 წელს აჭარაში 4 144 მოსახლე დაზარალდა, აქედან 41,0%25 (1 701 ოჯახი) მოდის ხულოს, 21,2%25 (879 ოჯახი) - შუახევის, ხოლო 11,5%25 (477 ოჯახი) - ქედის რაიონებზე.

სამიზნე რეგიონებში, განსაკუთრებით კი სამეგრელოს რეგიონში, ცხოველთა დაავადებების გავრცელებამ ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ძალზე უარყოფითად იმოქმედა. რეგიონის მოსახლეობის ერთ-ერთი ტრადიციული და საიმედო შემოსავალი ღორისა და ფრინველის მოშენება-რეალიზაცია იყო, რითაც ქვეყნის მთელი მოსახლეობა სარგებლობდა. ეს რეგიონი ღორისა და ქათმის ხარისხიანი და იაფი პროდუქტების მომწოდებელია, მაგრამ ბოლო პერიოდში გავრცელებულმა ღორისა და ფრინველის გრიპებმა საქონელი და ფრინველი მასობრივად გაანადგურა და მისი გამრავლება დღემდე ვერ ხერხდება. ბოლო წლებია გააქტიურდა საქონლის დაავადება თურქული, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რეგიონში მესაქონლეობის განვითარებას.

ზემოთ აღნიშნული ფაქტორების ერთობლივი უარყოფითი გავლენაა სიღარიბის მთავარი გამომწვევი მიზეზი და თითოეული მათგანი მოითხოვს შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიების გატარებას როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორის მხრიდან.

4 პრობლემის გადაჭრის გზები - მოდელების აღწერა

▲ზევით დაბრუნება


. ექსტენსიური სერვისი

წინა თავში განვიხილეთ სამიზნე რეგიონებში სიღარიბის გამომწვევი მთავარი ფაქტორები, რომელთა უმრავლესობის შერბილების, სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების რეალური რესურსი შესაძლოა გააჩნდეს მხოლოდ სახელმწიფოს. თუმცა, ამავე დროს, შესაძლებელია, არასამთავრობო სექტორის აქტივობებით შეიქმნას სიღარიბის გამომწვევი პრობლემების მთლიანად ან ნაწილობრივად გადაჭრის ეფექტური მოდელები, რომელთა წარმატებით აპრობაციის შემთხვევაში შესაძლებელია დაინტერესდეს სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის მიერ შექმნილი მიკრომოდელები უფრო ფართო მასშტაბით დაინერგოს. სწორედ მსგავსი სახის მოდელის შექმნასა და აპრობაციაზე იყო ორიენტირებული სამიზნე რეგიონებში „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ მიერ განხორციელებული პროექტები.

სოფლად სიღარიბის დაძლევისათვის წარმოდგენილი მოდელი უმთავრესად ემყარება „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ მიერ განხორციელებულ ხუთწლიან ინტენსიურ პროექტს, რომლის მთავარი მიზანია სოფლის მეურნეობით დაკავებული უკიდურეს სიღარიბეში მაცხოვრებელი მოსახლეობის საარსებო პირობების გაუმჯობესება. პროექტი განხორციელდა მაღალმთიან აჭარასა და სამეგრელოს რეგიონებში და მიზნად ისახავდა ამ რეგიონებში ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას, სოფლის მეურნეობით დაკავებული ღარიბი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და მათი სასოფლო-სამეურნეო უნარ-ჩვევების განვითარებას. მთავარი სამიზნე ჯგუფი იყო ფერმერთა ის კატეგორია (სამიზნე რეგიონში მცხოვრები უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები გლეხები), რომელთა ეკონომიკურ შემოსავალზეც ყველაზე მკვეთრად და უარყოფითად აისახა სიღარიბის გამომწვევი ფაქტორები. საბოლოოდ, მოდელი გამოიცადა სამეგრელოსა და მაღალმთიან აჭარაში1 მხოვრებ 150 ოჯახზე.2

რეგიონების წინასწარი შესწავლის, ადგილზე ჩამოყალიბებული ტრადიციების, გამოცდილების, ნიადაგისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეიქმნა სიღარიბის დაძლევის აქ წარმოდგენილი მოდელი, რომელიც რამდენიმე კომპონენტის ერთობლიობაა.

საწყის ეტაპზე ორივე რეგიონში ჩამოყალიბდა მეფუტკრეობის, მებოსტნეობის, მეკარტოფილეობისა და მეცხოველეობის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებშიც შევარჩიეთ და გავაწევრიანეთ სამიზნე ფერმერები. ფერმერ ბენეფიციართა შერჩეულ მიზნობრივ ჯგუფებს საწარმოო კაპიტალის სახით გადაეცათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებისათვის საჭირო უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. პარალელურად ფერმერებს უტარდებოდათ პრაქტიკული და თეორიული სწავლება-სემინარები. სწავლება მიზნად ისახავდა თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების გაცნობას, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა წარმოების თანამედროვე მეთოდებზე თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლბას. ამის შემდეგ ბენეფიციარ გლეხებს შეეძლოთ გაეზარდათ სამიზნე სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოსავლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი, რის შედეგადაც გაიზარდა მათი ეკონომიკური შემოსავალი. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, თავის მხრივ, პროექტში მონაწილე ფერმერს შეეძლო გაეზარდა მომავალი წლისათვის წარმოების მასშტაბი.

ბენეფიციარების მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, მოდელი აიგო თანამონაწილეობის პრინციპზე, რაც გულისხმობს შემდეგს: თანამშრომლობის პირველ წელს ბენეფიციარებს გადაეცათ საწარმოო კაპიტალის 100%25, ყოველ მომდევნო წელს გადასაცემ კაპიტალს მთლიანი ღირებულების 25%25 აკლდებოდა ბენეფიციარის წილობრივი თანამონაწილეობის ხარჯზე.

ასე, თანდათანობით, ბენეფიციართა თანამონაწილეობის გაზრდის ფონზე ორგანიზაციის ფინანსების წილი შემცირდა. ბუნებრივია, ბენეფიციართა თანამონაწილეობა ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი მათი ეკონომიკური შემოსავლების ზრდის გარეშე, რომელიც მიღწეული უნდა ყოფილიყო მოყვანილი პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლის ზრდის ხარჯზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, გარდა საწარმოო კაპიტალის გადაცემისა, ბენეფიციარებს უტარ- დებოდათ პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობა მეკარტოფილეობაში, მებოსტნეობაში, მეცხოველეობასა და მეფუტკრეობაში. მეცადინეობის პარალელურად გაიცემოდა ინდივიდუალური კონსულტაცია და რჩევა. მეცადინეობისა და კონსულტაციის მიზანი იყო ბენეფიციარებისათვის გადაცემული საწარმოო კაპიტალის გამოყენებით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თანამედროვე მეთოდოლოგიით წარმოების სწავლება-დანერგვა. სწორედ მსგავსი მომსახურებითა და თანამედროვე საწარმოო კაპიტალის სახით გადაცემული პროდუქციის (თესლები, პესტიციდები, აგროქიმიკატები, სათბურები, სკები და ა.შ.) მაღალი ხარისხის ხარჯზე პროექტის მიმდინარეობისას მიღწეულ იქნა ის, რომ თითოეულმა ბენეფიციარმა შეძლო სრულად გამოეყენებინა მის ხელთ არსებული მიწის აგრარული პოტენციალი. შედეგად გაიზარდა მისი პროდუქციის რაოდენობა, ხარისხი და, შესაბამისად, მისი ეკონომიკური შემოსავალი. სწორედ შემოსავლის ამ მეთოდით ზრდამ ბენეფიციარებს მისცა პროექტის მომდევნო წლებში თანამონაწილეობისათვის რესურსი. აქედან გამომდინარე, მოკლედ, თეზისების სახით პროექტის ფარგლებში გამოყენებული მოდელი, რამაც რეალურად გააუმჯობესა ბენეფიციართა ეკონომიკური მდგომარეობა, შესაძლოა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

  • მაღალი ხარისხის საწარმოო კაპიტალზე ხელმისაწვდომობა;

  • თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და წარმოების შესახებ ცოდნის გადაცემა და გამოცდილების გაზიარება;

  • კვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურება;

  • თანამონაწილეობის მკაცრად განსაზღვრული წესი.

დასკვნის სახით შესაძლებელია ითქვას, რომ განხორციელებული პროექტის აქტივობები თავისი არსით ორიენტირებული იყო არა იმდენად უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებაზე, არამედ მათ ხელთ არსებული აგრარული პოტენციალის სრულად გამოყენებაზე. რის შედეგადაც უნდა მომხდარიყო ეკონომიკური მდგომარეობის მდგრადი გაუმჯობესება იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას იძლეოდა თითოეული ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულის პოტენციალი.

____________________

1. ხულოს, ქედის, შუახევის, ხობის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების 20 სოფელი.

2. უმეტესწილად მრავალშვილიანი, მრავალწევრიანი, მარჩენალდაკარგული ოჯახები, მარტოხელა დედები.

5 ექსტენსიური სერვისის მოდელის შედეგების ანალიზი

▲ზევით დაბრუნება


ბუნებრივია, სოფლის მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობაა. სოფლად მაცხოვრებელთა უმრავლესობა, ძირითადად, საკუთარი მეურნეობიდან მოყვანილი პროდუქტებით ირჩენს თავს. როგორც უკვე აღინიშნა, პროექტის საწყის ეტაპზე საჭიროების კვლევის მიზნით სამიზნე რეგიონები შევისწავლეთ. კვლევის ამოცანა იყო, ადგილზე შეგვესწავლა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყაროები, სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებული ტრადიციები და ამ მიმართულებით ადგილობრივი გლეხების გამოცდილება; შეგვეფასებინა ნიადაგი და კლიმატური პირობები; დაგვედგინა სასოფლო-სამეურნეო წარმოების პერსპექტივა და პოტენციალი კონკრეტული რაიონებისა და სოფლების მიხედვით; შეგვესწავლა ადგილზე მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზრის კონიუნქტურა და ტენდენცია.

აღნიშნული კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე დადგინდა თითეული სამიზნე რაიონისათვის პრიორიტეტული სასოფლო-სამეურნეო მიმართულებები. ამ დარგების მიხედვით ჩამოყალიბდა გლეხების სამიზნე ჯგუფები (კლუბები) და შემუშავდა თითოეული მიმართულებისათვის სამოქმედო გეგმა.

სამიზნე მუნიციპალიტეტების შერჩევისას მთავარი აქცენტი გაკეთდა შედარებით მოწყვლად და ღარიბ რაიონებზე. შესაბამისად, აჭარაში შევარჩიეთ მაღალმთიანი ზონა (ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონები), სამეგრელოში კი - უმეტესწილად კოლხეთის დაბლობისა და მაღალმთიანი ზონის (ხობის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს რაიონები) დაბალშემოსავლიანი სოფლები.

რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დარგებს, ადგილობრივი სპეციფიკის, ტრადიციების, ნიადაგისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით გადაწყდა შემდეგი მიმართულებების შერჩევა:

სასოფლო-სამეურნეო
მიმართულება

რეგიონი

მუნიციპა-
ლიტეტი

კლუბების
რაოდენობა

ბენეფიციარების
რაოდენობა

მეკარტოფილეობა

ხულო1

4

50

მებოსტნეობა /ღია
გრუნტში/
მეფუტკრეობა

აჭარა

ქედა2
შუახევი/
ხულო3

2

1

18

7

მეცხოველეობა
მებოსტნეობა
/სასათბურე
მეურნეობა

სამეგრელო

ზუგდიდი/
ჩხოროწყუ4
ზუგდიდი/
ხობი5

2

3

20

49

ზუგდიდი6

1

6

პრიორიტეტული მიმართულება, ძირითადად, შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით შეირჩა:

  • ადგილობრივი ბუნებრივი რესურსები იძლევა შერჩეული სასოფლო-სამეურნეო დარგის განვითარების რეალურ საშუალებას;

  • სამიზნე რეგიონებში არსებობს შერჩეული მიმართულების შესაბამისი პოტენციალი და გამოცდილება. შესაბამისად, სირთულეს არ წარმოადგენს მოძიება იმ ფერმერებისა, რომელთაც ამ მიმართულებით გარკვეული საბაზო ცოდნა და გამოცდილება აქვთ;

  • მოყვანილი პროდუქცია ადვილად რეალიზდება ადგილობრივ ბაზარზე.

პრიორიტეტული დარგების შერჩევის შემდეგ თითოეული დარგისათვის ჩამოყალიბდა უკიდურეს სიღარიბეში მაცხოვრებელ ფერმერთა შესაბამისი სამიზნე ჯგუფები. ჯგუფების შერჩევის შემდეგ თითოეული დარგისათვის დადგინდა ის ძირითადი პრობლემები, რომელთა გამოც შერჩეული ბენეფიციარები ვერ ახერხებდნენ მათ ხელთ არსებული აგრარული პოტენციალის სრულად გამოყენებას. დაისახა ამ პრობლემების მოგვარებისა და მათი უარყოფითი ზემოქმედების შერბილების სტრატეგია, რომელიც განხორციელდა პროექტის მიმდინარეობისას. შედეგად შერჩეულმა ბენეფიციარებმა საკუთარი პოტენციალი სრულად გამოიყენეს, რაც დადებითად აისახა მათ შემოსავალსა და ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ თითოეული მიმართულებისათვის ავიღეთ სპეციფიკური მიდგომა, საჭიროა, შესაბამისი ანალიზი გაუკეთდეს შერჩეულ დარგებს.

მეკარტოფილეობა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეკარტოფილე ბენეფიციარები შევარჩიეთ ხულოს რაიონის 4 სოფელში (იხ. ზემოთ მოყვანილი ცხრილი). პროექტის მიმდინარეობისას ყოველწლიურად ემატებოდა ახალი ბენეფიციარები. მეკარტოფილეობის დარგში არსებული პრობლემები გამოიკვეთა პირველივე წელს შერჩეული ბენეფიციარების მეურნეობის შესწავლისას. სწორედ ამ პრობლემების ერთობლივი ზემოქმედების შედეგი იყო კარტოფილის კატასტროფულად დაბალი ხარისხისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მოსავალი. პროექტის ინტერვენციამდე მოსავალიანობა მერყეობდა 1 1,5ტონაზე7. ასეთი მაჩვენებლის მოსავალს ძირითადად განაპირობებდა:

  • კარტოფილის მოძველებული სარგავი მასალა;

  • მავნებელ დაავადებათა ერთობლივი უარყოფითი ზემოქმედება კულტურაზე;

  • ნიადაგის არასრული განოყიერება;

  • თანამედროვე აგროტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციული ვაკუუმი.

კარტოფილის მოსავლის რაოდენობა და ხარისხი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მისი სარგავი მასალის ხარისხზე. ერთი და იმავე კარტოფილის სარგავი მასალის მრავალჯერ გამოყენება იწვევს მცენარის გადაჯიშებას, თესლი ვირუსდება, ეცემა მისი პროდუქტიულობის ხარისხი და საბოლოოდ ასეთი სარგავი მასალით მიღებული კარტოფილის მოსავალი ყოველწლიურად კლებულობს.

გამომდინარე იქიდან, რომ მაღალმთიანი აჭარის ხულოს რაიონში წლების განმავლობაში მოჰყავთ კარტოფილი, როგორც მონოკულტურა, იქმნება ამ კულტურის მავნებელ დაავადებათა გავრცელებისათვის იდეალური პირობები. შედეგად რაიონში მასშტაბურადაა გავრცელებული კარტოფილის მავნებელი დაავადებები, რომლებიც მნიშვნელოვნად აზიანებს კულტურას. კულტურის მავნებელ დაავადებათაგან დაცვისათვის საჭიროა ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების დროული გამოყენება. ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებებიდან ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ქიმიური მეთოდის სწორად დაგეგმვა და განხორციელება. ამ მხრივ, სამიზნე სოფლებში სიტუაცია იყო საკმაოდ მძიმე, რადგან კულტურას არასრულად ან საერთოდ არ წამლავდნენ, ან წამლავდნენ დაბალხარისხიანი პრეპარატებითა და უამრავი დარღვევით, რაც გამოწვეულია ამჟამად დარგში არსებული ინფორმაციული ვაკუუმით. ფერმერებსა და, მით უმეტეს, უკიდურეს სიღარიბეში მაცხოვრებელ გლეხებს არ აქვთ სპეციალისტებთან კავშირი და მათგან რეკომენდაციებს ვერ იღებენ.

კარტოფილის და, ზოგადად, ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო კულტურის წარმოებისას კულტურის მოსავლიანობის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელი ფაქტორი არის ნიადაგის სწორად განოყიერება. ამ მიმართულებით სამიზნე სოფლებში პრობლემას ქმნიდა, ერთი მხრივ, სიღარიბე, რაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ფერმერმა შეიძინოს კულტურის ნორმალური განვითარებისათვის საჭირო ყველა აგროქიმიკატი, და, მეორე მხრივ, ფერმერთა ნაკლები ცოდნა და ინფორმირებულობა თანამედროვე აგროქიმიკატებისა და მათი გამოყენების შე-სახებ. აქედან გამომდინარე, როგორც წესი, კარტოფილის წარმოებისას ფერმერები იყენებენ მხოლოდ ამონიუმის გვარჯილას მაშინ, როცა, გარდა ამ საშუალებისა, მცენარეს ნორმალური განვითარებისათვის სჭირდება ფოსფორი, კალიუმი და მიკროელემენტები. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ფოსფორის შემცველ სასუქებს იყენებენ, მაგრამ, ძირითადად, წესის დარღვევით, რის გამოც ფერხდება შეტანილი აგროქიმიკატის მცენარისათვის მისაწვდომ ფორმაში გადასვლის (ანუ დაშლის) პროცესი. ნიადაგის ასეთი არასრულყოფილი განოყიერება ძალზე უარყოფითად მოქმედებს კარტოფილის მოსავლის როგორც რაოდენობრივ, ასევე ხარისხობრივ მაჩვენებელზე.

პროექტის ფარგლებში დასახული ამოცანის - უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ფერმერების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების - მიღწევა შესაძლებელი იყო მხოლოდ ბენეფიციართა სამიზნე ჯგუფებისათვის ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარების შემთხვევაში, რისთვისაც აღებული სტრატეგიის განხილვა უფრო მოსახერხებელი იქნება პირველ წელს შერჩეული ბენეფიციარების მაგალითზე:

თანამშრომლობის პირველ წელს მეკარტოფილე ბენეფიციარებს მათი ფართობის გარკვეულ მონაკვეთზე - 1000 მ2-ზე (და არა მთელ ფართობზე) - წარმოებისათვის გადაეცათ კარტოფილის ხარისხიანი სარგავი მასალა, საჭირო პესტიციდები, აგროქიმიკატები და სეზონის განმავლობაში უტარდებოდათ პრაქტიკული და თეორიული სწავლება გადაცემული პროდუქციის ოპტიმალური გამოყენების თემატიკაზე. ფერმერებმა შეისწავლეს და საკუთარ ნაკვეთებში განახორციელეს კარტოფილის შეწამვლისა და ნიადაგის განოყიერების ოპტიმალური სქემები. სეზონის ბოლოს მოსავალი აღიწერა სადემონსტრაციო ნაკვეთზე. აღწერის შედეგად გაირკვა, რომ პროექტის ფარგლებში ნასწავლი წარმოების მეთოდოლოგიისა და გადაცემული პროდუქციის გამოყენების შედეგად მიიღეს ბენეფიციარ ფერმერთა მოსავლის საშუალოდ 250%25-იანი ზრდა ფართობის ერთეულზე. გარდა მოსავლის რაოდენობრივი ხარისხის გაზრდისა, ასევე მნიშვნელოვნად მოიმატა პროდუქციის ხარისხმა, რის შედეგადაც, ბუნებრივია, გაიზარდა მისი საბაზრო ღირებულება.

მომდევნო წელს პროექტი ითვალისწინებდა ბენეფიციართა თანამონაწილეობასაც. შესაბამისად, მეორე წელს ბენეფიციარებმა თანამონაწილეობა წარმოადგინეს მათ მიერ მოყვანილი კარტოფილის სათესლე მასალით, ხოლო კარტოფილის მოყვანისათვის საჭირო დანარჩენი საშუალება (პესტიციდები, აგროქიმიკატები) უზრუნველყვეს კვლავ პროექტის დაფინანსებით. მეორე წელს ბენეფიციარებმა კარტოფილის მოსავალი მოიყვანეს არა მხოლოდ 1000მ2-ზე, არამედ მათ საკუთრებაში არსებულ კარტოფილის მოსაყვანად განკუთვნილ მთელ ფართობზე8. ბუნებრივია, პროექტის ფარგლებში ნასწავლი ტექნოლოგიებით მთელ ფართობზე კარტოფილის მოსავალი გამოვიდა უფრო მეტი, ვიდრე ბენეფიციარებს მოჰყავდათ პროექტის დაწყებამდე. საშუალო სხვაობა პროექტის დაწყებამდე წლიურად მოყვანილსა და პროექტის ფარგლებში მოყვანილ მოსავალს შორის კვლავ დაახლოებით 100-დან 250%25-მდე მერყეობდა.

თანამშრომლობის მესამე წელს ბენეფიციარებმა თანამონაწილეობა წარმოადგინეს კარტოფილის სარგავი მასალითა და აგროქიმიკატებით. პესტიციდები კვლავ პროექტის თანხებით შეიძინეს. ამჯერად, რადგან წინა წელს ბენეფიციარებმა კარტოფილი უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებით მოიყვანეს მათ საკუთრებაში არსებულ მთელ ფართობზე, ამჯერად წინა წლის მოსავალთან შედარებით სხვაობა უკვე აღარ იყო იმდენად მაღალი, როგორც წინა წლებში. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ბენეფიციარებმა სრულად გამოიყენეს მათ ხელთ არსებული აგრარული პოტენციალი. ბუნებრივია, კარტოფილის, ისევე როგორც ნებისმიერი კულტურის, მოსავლის გაზრდა შეუძლებელია უსასრულოდ. არსებობს მოსავლიანობის ზრდის გარკვეული საზღვრები, რომელთა მიღწევის შემდეგაც ეკოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხო კარტოფილის მოყვანა შეუძლებელია. ამიტომ ამ ზღვრის მიღწევის შემდეგ, ბუნებრივია, მოსავლის რაოდენობას შორის სხვაობა (წინა წელთან შედარებით) მეტ-ნაკლებად შემცირდა.

მეოთხე წელს ბენეფიციართა თანამონაწილეობა უფრო გაიზარდა - პროექტის მიერ დაფინანსდა მხოლოდ რამდენიმე დასახელების პესტიციდის შესყიდვა, წარმოებისათვის საჭირო სხვა დანარჩენი ხარჯები მთლიანად დაფარეს ბენეფიციარებმა.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული თანამონაწილეობის სქემა:

ინტერვენციის ფაზები

CSI-ის მონაწილეობა
საწარმოო კაპიტალში

ბენეფიციარის
მონაწილეობა საწარმოო
კაპიტალში

I წელი

100%259
(სარგავი მასალა, პესტიციდები,
აგროქიმიკატები)

0

II წელი

75%25
(პესტიციდები, აგროქიმიკატები)

25%25
(სარგავი მასალა)

III წელი

50%25
(პესტიციდები)

50%25
(სარგავი მასალა,
აგროქიმიკატები)

VI წელი

25%25
(რამდენიმე დასახელების
პესტიციდი10)

75%25
(სარგავი მასალა, პესტიციდები5,
აგროქიმიკატები)

V წელი

0

100%25
(სარგავი მასალა,
პესტიციდები,
აგროქიმიკატები)

პრობლემის გადაჭრის გზები - მოდელების აღწერა

პროექტის მიმდინარეობის აღრიცხვა ცალსახად წარმოაჩენს როგორც კულტურის მოსავლიანობის, ასევე ბენეფიციართა ეკონომიკური შემოსავლის ზრდას. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი (საუბარია კულტურის მოსავლიანობასა და ეკონომიკურ შემოსავალს შორის სხვაობაზე პროექტის დაწყებამდე და პროექტის დასრულების შემდეგ) მერყეობს 150-200%25-ს შორის, ხოლო მოსავლიანობის მატება კი 100-150%25- ია.

საშუალო სტატისტიკური მონაცემები მეკარტოფილეობაში

0x01 graphic

იმისათვის, რომ უკეთ წარმოჩინდეს მიღწეული შედეგების განმაპირობებელი ფაქტორები, საჭიროა წარმოვადგინოთ და ცალ-ცალკე გავაანალიზოთ პროექტის ფარგლებში განხორციელებული ძირითადი აქტივობები, რომელთა განხორციელების შედეგადაც საბოლოოდ უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ფერმერთა ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

. თანამედროვე ტექნოლოგიებით კარტოფილის მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების გამოყენება

როგორც უკვე აღინიშნა, სამიზნე რაიონში კარტოფილის დაბალმოსავლიანობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის მავნებელ დაავადებათა უარყოფითი ზემოქმედება კულტურაზე. აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით ბენეფიციარ ფერმერებს პროექტის ფარგლებში გადაეცათ კარტოფილის მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლისათვის საჭირო პესტიციდები და ჩატარდა მათი გამოყენების თემატიკაზე შესაბამისი პრაქტიკული და თეორიული სწავლება. პროექტის ფარგლებში გადაცემული პესტიციდებისა და ჩატარებული სწავლების საშუალებით მაქსიმალურად აღმოიფხვრა მავნებელ დაავადებათა პრობლემა, რამაც დადებითად იმოქმედა კულტურის მოსავლიანობაზე. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ პროექტის განმავლობაში იყო რამდენიმე წელი, როდესაც ხულოს რაიონში მასობრივად გავრცელებულმა კოლორადოს ხოჭომ და ფიტოფტორამ ძლიერ დააზიანა კარტოფილის ნათესები. ამ ფონზე პროექტში მონაწილე ბენეფიციარების ნათესები არ დაზიანებულა, ან დაზიანების ხარისხი მინიმალური იყო.

. ნიადაგის სრულყოფილი განოყიერება

კარტოფილის მოსავლიანობა ასევე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ნიადაგის სწორ განოყიერებაზე. ამ ფაქტორის გათვალისწინებით მეკარტოფილე ბენეფიციარებს პროექტის ფარგლებში გადაეცათ კულტურის წარმოებისათვის საჭირო აგროქიმიკატები და ასწავლეს მათი სწორი გამოყენება. შედეგად გადაიჭრა ნიადაგის არასრული განოყიერებისაგან წარმოქმნილი პრობლემა.

. ხარისხიანი სარგავი მასალის გამოყენება

გამომდინარე იქიდან, რომ ბენეფციართა სამიზნე კატეგორიას არ შეეძლო ხარისხიანი სარგავი მასალა შეეძინა, კარტოფილი მოჰყავდათ მოძველებული სათესლე მასალით. შედეგად კატასტროფულად მცირდებოდა კულტურის მოსავლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი. პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებს გადაეცათ ელიტური ჯიშების კარტოფილის ხარისხიანი სარგავი მასალა. მათ ასწავლეს გადაცემული სათესლე მასალის სწორად გამოყენება. ბენეფიციარებმა მოიყვანეს არა მხოლოდ სასურსათე დანიშნულების კარტოფილი, არამედ საკუთარი მოხმარების რეალიზაციის მიზნით დაიწყეს სათესლე დანიშნულების კარტოფილის მოყვანა. ამან, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მათი ეკონომიკური მდგომარეობა, მეორე მხრივ კი, პოზიტიურად იმოქმედა რეგიონში არსებული ჯიშების გაახზლგაზრდავებისა და ოპტიმალური ჩანაცვლების პროცესზე.

. თანამონაწილეობის მოქნილი მექანიზმი

ერთი მხრივ, ბენეფიციარების ჩართულობის ხარისხის გაზრდისა და, მეორე მხრივ, მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით პროექტის ფარგლებში დაფინანსების თანამონაწილეობის პრინციპი გამოიყენეს. თანამონაწილეობის გამოყენების შედეგად დადასტურდა პროექტის ფარგლებში გატარებული აქტივობების მართებულობა, რადგან ბენეფიციარები თანამონაწილეობას ვერ შეძლებდნენ ან არ მოინდომებდნენ იმ შემთხვევაში, თუ არ გაიზრდებოდა მათი ეკონომიკური შემოსავალი და ვერ დაინახავდნენ მათთვის სასურველ პერსპექტივას. გარდა ამისა, თანდათანობით ბენეფიციარებს შეეძლოთ დამოუკიდებლად მოეყვანათ სამიზნე კულტურა პროექტის დასრულების შემდეგაც.

ამჟამად მეკარტოფილე ბენეფიციარებს მათი მეურნეობის გაზრდილი ეკონომიკური შემოსავლით შეუძლიათ, ერთი მხრივ, გაიუმჯობესონ ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად, რამდენადაც მათ ამის საშუალებას აძლევს მათ ხელთ არსებული აგრარული რესურსი, მეორე მხრივ კი, ბენეფიციარებს დამოუკიდებლად შეუძლიათ მოიყვანონ კარტოფილი იმ ტექნოლოგიებით, რომელთა გამოყენებითაც მოჰყავდათ ეს კულტურა პროექტის მიმდინარეობის პერიოდში. გარდა ამისა, პროექტის დასრულების შემდეგაც ბენეფიციარებს შეეძლოთ არა მარტო დამოუკიდებლად მოეყვანათ სამიზნე კულტურა, არამედ მეზობლებისა და ახლობლებისთვისაც გაეზიარებინათ მიღებული ცოდნა და გამოცდილება.

მებოსტნეობა

მებოსტნე ბენეფიციარები შეირჩა ქედის რაიონის ორ სოფელში. მებოსტნეობა, კერძოდ, პომიდვრის მოყვანა, ქედის რაიონში მცხოვრები ფერმერების შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. პომიდვრის მოყვანის მიმართულებით არსებული სიტუაციის შესწავლისას გამოიკვეთა ის პრობლემები, რომელთა არსებობაც განაპირობებს მოცემული კულტურის დაბალმოსავლიანობას.

ადგილობრივი ფერმერების მიერ მათ ხელთ არსებული აგრარული პოტენციალის სრულად გამოყენებას ხელს უშლის შემდეგი სახის პრობლემები:

  • არსებული კლიმატური თავისებურება;

  • პომიდვრის კულტურის წლების განმავლობაში ერთსა და იმავე ნიადაგზე მოყვანა;

  • შეწამვლისა და ნიადაგის სქემების არასრული ან არასწორი განოყიერება;

  • მოძველებული ან საეჭვო წარმოშობის სათესლე მასალა.

მაღალმთიან აჭარაში (ქედის რაიონი) პომიდვრის მოყვანისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ადგილობრივი კლიმატი გამოირჩევა მოკლე სავეგეტაციო პერიოდით. ამის გამო ფერმერის წინაშე დგას ამოცანა - დროის მოკლე პერიოდში მოასწროს კულტურის მოყვანა. ამ ამოცანის გადაწყვეტისათვის ფერმერები იყენებენ მცირე ზომის პრიმიტიულ კვალსათბურებს, რომლებშიც გამოჰყავთ პომიდვრის ჩითილები. მთავარ პრობლემას ამ მიმართულებით ქმნის ადგილობრივი სათბურების დაბალი ეფექტურობა, რაც გამოწვეულია სასათბურე მასალისა და, კერძოდ, ფირების დაბალი ხარისხით - ფერმერები და, განსაკუთრებით, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები გლეხები ფირისათვის უმეტეს შემთხვევაში იყენებენ ჩვეულებრივ ცელოფანს მაშინ, როცა საჭიროა სათბურებისათვის სპეციალურად დამზადებული ფირები.

წლების განმავლობაში პომიდვრის ერთსა და იმავე ნიადაგზე მოყვანა, მით უმეტეს ნიადაგის არასრულყოფილი განოყიერების ფონზე, იწვევს ნიადაგის გამოფიტვასა და პომიდვრის მავნებელ დაავადებათა ინტენსიურ გავრცელებას. პომიდორს წამლავენ ძირითადად მხოლოდ სპილენძშემცველი ფუნგიციდებით მაშინ, როცა ადგილობრივი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მხოლოდ სპილენძშემცველი ფუნგიციდის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს ამ კულტურის დაცვას სოკოვანი დაავადებებისაგან. გარდა ამისა, პომიდორს მნიშვნელოვნად აზიანებენ მავნებლებიც, რომელთაგან აღსანიშნავია კოლორადოს ხოჭო. მავნებლების წინააღმდეგ მოსახლეობა უმეტეს შემთხვევაში მიმართავს ერთი დასახელების ინსექტიციდის გამოყენებას. ხშირად გამოყენების შედეგად ინსექტიციდი კარგავს ეფექტურობას - მავნებელი ხდება რეზისტენტული მის მიმართ.

რაც შეეხება ნიადაგის განოყიერებას, ეს პროცესიც უმეტეს შემთხვევაში არასრულად მიმდინარეობს, ანუ ნიადაგში არ შეაქვთ ყველა ის საჭირო ელემენტი, რომელთა არსებობაც განაპირობებს მცენარის მოსავლიანობასა და ნორმალურ განვითარებას.

პომიდვრის მოსავლიანობაზე ნეგატიურად მოქმედებს ასევე უხარისხო და დაბალმოსავლიანი სათესლე მასალის გამოყენება. არის შემთხვევები, როდესაც ნაკლები ინფორმირებულობის გამო ფერმერები ჰიბრიდული პომიდვრისაგან აღებულ სათესლე მასალას იყენებენ დასათესად, რაც დაუშვებელია.

აღნიშნულ პრობლემებს გააჩნია ორი ძირითადი მიზეზი:

  • აღნიშნული კულტურის მოყვანის შესახებ არასაკმარისი პროფესიული ცოდნა, რაც გამოწვეულია თანამედროვე აგროტექნოლოგიებზე ხელმიუწვდომლობითა და არსებული ინფორმაციული ვაკუუმით სასოფლო-სამეურნეო კონსულტაციების სფეროში;

  • ეკონომიკური გაჭირვება, რაც ფერმერებს იმის საშუალებას არ აძლევს, რომ გამოიყენონ პომიდვრის მოყვანისთვის საჭირო ყველა ტექნოლოგია.

მებოსტნე ბენეფიციარებთან მუშაობა წარიმართა მეკარტოფილე ბენეფიციარების მსგავსი თანამონაწილეობის პრინციპით. სულ პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა მებოსტნე ბენეფიციართა ორი ჯგუფი. შერჩეულ ბენეფიციარებს გადაეცათ 2 000მ2-ზე პომიდვრის მოყვანისთვის საჭირო პროდუქცია (აგროქომიკატები, კვალსათბურის მასალა, პესტიციდები, პომიდვრის თესლი, თოკი) და სისტემატურად უტარდებოდათ ტრენინგები და პრაქტიკული მეცადინეობები პომიდვრის ინტეგრირებული მეთოდებით მოყვანის საკითხებზე.

ბენეფიციარები გაეცნენ და შეისწავლეს პომიდვრის შეწამვლა, ნიადაგის განოყიერების თანამეროვე მეთოდები. ასევე, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მათ პროექტის ფარგლებში გადაეცათ რამდენიმე, სხვადასხვა დანიშნულების მქონე სათესლე მასალა როგორც ჯიშები, ასევე ჰიბრიდები (სუფრის პომიდვრის თესლი, საწარმოო დანიშნულების პომიდვრის თესლი, ვარდისფერი პომიდვრის თესლი), მათ მიეცათ საშუალება მომავალი წლისათვის შეერჩიათ მათთვის ოპტიმალური ჯიშები/ჰიბრიდები.

თეორიული მასალის გაცნობის პარალელურად ფერმერთა სადემონსტრაციო ნაკვეთებზე მიმდინარეობდა თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სქემებით პომიდვრის მოყვანის პრაქტიკული მეცადინეობა და სადემონსტრაციო სწავლება.

პირველი წლის სეზონის ბოლოს მოსავალი აღიწერა სადემონსტრაციო ნაკვეთზე. აღწერის შედეგად გაირკვა, რომ პროექტის ფარგლებში ნასწავლი მოყვანის მეთოდოლოგიისა და გადაცემული პროდუქციის გამოყენების შედეგად მიიღეს ბენეფიციარ ფერმერთა მოსავლის საშუალოდ 50-100%25-იანი ზრდა ფართობის ერთეულზე. მომდევნო წლებში ბენეფიციარებმა ნასწავლი ტექნოლოგიებით დაიწყეს პომიდვრის მოყვანა უკვე მთელ მათ საკუთრებაში არსებულ მიწებზე, რის შედეგადაც მოსავლიანობა გაიზარდა და დაფიქსირდა კონკრეტულ ნიშნულზე. შეიძლება ითქვას, რომ ბენეფიციარებმა გადაცემული ცოდნისა და საწარმოო კაპიტალის გამოყენებით მათ ხელთ არსებული აგრარული პოტენციალი უკეთ გამოიყენეს.

როდესაც საქმე ეხება უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებ ფერმერთა კატეგორიასა და მისი პროექტის ფარგლებში თანამონაწილეობის ვალდებულებას, ბუნებრივია, ცხადი ხდება, რომ უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ფერმერისათვის ეს ვალდებულება საკმაოდ რთული შესასრულებელია.

ბენეფიციარ ფერმერებს ვერ მოჰყავთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და, შესაბამისად, ვერ იყენებდნენ საკუთარ აგრარულ რესურსს ორი ძირითადი მიზეზის გამო:

  • არ გააჩნდათ შესაბამისი ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ;

  • არ ჰქონდათ საჭირო ეკონომიკური რესურსები იმისათვის, რომ კულტურათა სრულყოფილი წარმოებისათვის საჭირო პროდუქცია შეესყიდათ.

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის მიმდინარეობისას ყველა ბენეფიციარმა შეასრულა თანამო- ნაწილეობის თაობაზე აღებული ვალდებულება, რაც ამ შემთხვევაში მიანიშნებს იმას, რომ მათი შემოსავალი გაიზარდა, რის გარეშეც ბენეფიციარები ვერ შეძლებდნენ თანამონაწილეობის ვალდებულების შესრულებას. ბუნებრივია, შემოსავალი იმდენად ვერ გაიზრდებოდა, რომ ბენეფიციარებს სიღარიბისათვის თავი დაეღწიათ - შემოსავალი გაიზარდა იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას იძლეოდა კონკრეტული ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული აგრარული რესურსის პოტენციალი. ამის შედეგად დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გაუმჯობესდა ბენეფიციართა ეკონომიკური მდგომარეობა. გარდა ზოგადი ინფორმაციისა, შესაძლებელია მოვიყვანოთ ასევე კონკრეტული მონაცემებიც:

მებოსტნე ბენეფიციარების პომიდვრის მოყვანიდან მიღებული ეკონომიკური შემოსავალი პროექტის განმავლობაში გაიზარდა საშუალოდ 100-150%25-ით, ხოლო პომიდვრის მოსავლიანობა კი გაიზარდა საშუალოდ 50-100%25-ით. სწორედ ასეთი ზრდის შედეგად მიეცათ ბენეფიციარებს თანამედროვე ტექნოლოგიებით პომიდვრის მოყვანისათვის საჭირო რესურსები. თანამედროვე ტექნოლოგიები კი ამ დროს გულისხმობს შესაბამისი პესტიციდების, აგროქიმიკატებისა და სათესლე მასალის სწორ გამოყენებას, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი ცოდნა და ეკონომიკური შესაძლებლობები.

საშუალო სტატისტიკური მონაცემები მებოსტნეობაში

0x01 graphic

კულტურის მოსავლიანობისა და, შესაბამისად, ბენეფიციართა ეკონომიკური შემოსავლის ზრდა განაპირობა პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა შემდეგი სახის ძირითადმა აქტივობებმა:

. თანამედროვე ტექნოლოგიების - პესტიციდების, აგროქიმიკატების გამოყენება

მებოსტნე ბენეფიციარებისათვის პესტიციდების, აგროქიმიკატების გადაცემისა და მათი გამოყენების სქემების სწავლების მერე მოიხსნა მავნებელ დაავადებათა და ნიადაგის არასრული განოყიერების შედეგად არსებული პრობლემები, რომელთა გამოც მნიშვნელოვნად ზიანდებოდა პომიდვრის ნათესები. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ პროექტის მიმდინარეობისას რაიონში რამდენჯერმე გამრავლდა პომიდვრის კონკრეტული მავნებელი დაავადებები, ასევე რამდენჯერმე წარმოიქმნა კულტურის განვითარებისათვის არახელსაყრელი კლიმატური პირობები. ამ უარყოფითი ფაქტორების შედეგად მთელ რაიონში ყველაზე ნაკლებად დაზარალდა ან ფაქტობრივად არ დაზარალებულა მხოლოდ პროექტის ბენეფიციართა მიწები. გადაცემული პროდუქციის მოხმარების წესების სწავლების შედეგად მიღებულმა ცოდნამ ბენეფიციარებს საშუალება მისცა ეფექტურად გამოეყენებინათ გადაცემული პესტიციდები და აგროქიმიკატები.

. რაიონისათვის პერსპექტიული პომიდვრის ჯიშების/ჰიბრიდების გამოყენება

პროექტის ფარგლებში დადგინდა რაიონის კლიმატური პირობებისათვის შესაფერისი პომიდვრის ჯიშები/ჰიბრიდები, რომლებიც შეისყიდეს და გადასცეს ბენეფიციარებს. შედეგად მოყვანილი პომიდვრის ხარისხი და მოსავლიანობა თვისობრივად გაუმჯობესდა. გაუმჯობესებული ხარისხისა და გაზრდილი რაოდენობის ხარჯზე გაიზარდა ბენეფიციართა ეკონომიკური შემოსავალი, მაქსიმალურად გამოიყენეს მათ საკუთრებაში არსებული პოტენციალი.

. თანამონაწილეობის მოქნილი მექანიზმი

ისევე, როგორც მეკარტოფილეობის შედეგების ანალიზისას აღმოჩნდა, თანამონაწილეობის მექანიზმის გამოყენებას მებოსტნეობის მიმართულებითაც თან ახლდა დადებითი შედეგი. ამ პრინციპის გამოყენებით პროექტში ბენეფიციარები მაქსიმალურად ჩაერთნენ. ამასთანავე ბენეფიციარებს შეეძლოთ დამოუკიდებლად მოეყვანათ სამიზნე კულტურა პროექტის დასრულების შემდეგაც.

მეფუტკრეობა

გამომდინარე იქიდან, რომ მოცემული დარგი მოითხოვს განსაკუთრებით სპეციფიკურ ცოდნას, ბენეფიციარების შერჩევისას აქცენტი გაკეთდა იმ გლეხებზე, რომლებსაც წარსულში ჰქონდათ მეფუტკრეობის დარგში მუშაობის გამოცდილება და რომლებიც დამატებითი ცოდნისა და საწარმოო კაპიტალის გადაცემის შემთხვევაში შეძლებდნენ საფუტკრე მეურნეობების გაძღოლას. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩამოყალიბდა სამი ჯგუფი: ერთი აჭარაში, რომელშიც გაერთიანდა ხულოსა და შუახევის რაიონებში მცხოვრები 7 ბენეფიციარი; ორი კი სამეგრელოში, რომლებიც დაკომპლექტდა ზუგდიდისა და ჩხოროწყუს რაიონებში მხცოვრები 20 მეფუტკრე ბენეფიციარისაგან.

ბენეფიციარებს პირველ წელს საწარმოო კაპიტალის სახით გადაეცათ ფუტკრის 3 ოჯახი და მეფუტკრეობისათვის საჭირო პროდუქციის სრული კომპლექტი (სკები, ინვენტარის სრული კომპლექტი, ფუტკრის საკვები და სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებები). გარდა ამისა, მათ დაენიშნათ სპეციალური ტრენერ-კონსულტანტი, რომელიც პერიოდულად (მეცადინეობების შედგენილი გრაფიკის მიხედვით თვეში ორჯერ) ატარებდა როგორც ტრენინგებს, ასევე პრაქტიკულ სწავლება-მეცადინეობებს.

პროექტის მიმდინარეობის შემდგომ წლებში სწავლებისა და მონიტორინგის პარალელურად მიმდინარეობდა ბენეფიციართა მომარაგება საფუტკრეებისათვის საჭირო ინვენტარით. ძირითადად ჩვენი მონაწილეობა საწარმოო კაპიტალში გულისხმობდა ხელოვნური ფიჭისა და სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების დაფინანსებას. ცარიელი სკები და ფუტკრის ოჯახები ბენეფიციარების თანამონაწილეობით ფინანსდებოდა.

მეფუტკრეობის შემთხვევაში არსებობდა ორი მთავარი ამოცანა:

  • მეფუტკრე ბენეფიციარების აღჭურვა შესაბამისი ტექნოლოგიებითა და მათთვის ფუტკრის ოჯახების გადაცემა;

  • პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობების ჩატარებით მეფუტკრეობისათვის საჭირო ცოდნის გადაცემა.

აღნიშნული ამოცანების შესრულების შემდეგ უკვე მთლიანად მეფუტკრე ბენეფიციარებზე იყო დამოკიდებული მათი საფუტკრეების განვითარების სამომავლო პერსპექტივა. მეფუტკრე ბენეფიციარებმა მომდევნო წლების განმავლობაში ფუტკრის ოჯახები გაამრავლეს და გაუჩნდა დამატებითი ეკონომიკური შემოსავალი.

პროექტის განმავლობაში ბენეფიციარებისათვის გადაცემული ფუტკის ოჯახის ჯამური რაოდენობა 81 ოჯახიდან გაიზარდა 407-მდე (საშუალოდ თითო მეფუტკრეზე 15 ოჯახი). თუმცაღა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ცალკეულმა ბენეფიციარებმა, რომლებმაც დიდი მონდომებით გამოიყენეს ტრენინგებზე მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა საკუთარ საფუტკრეებში 50-ზე მეტი ოჯახი გამოიყვანეს.

ფუტკრის ოჯახების ჯამური რაოდენობა

0x01 graphic

მეფუტკრეობასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ შერჩეულ მეფუტკრე ბენეფიციარებს გააჩნდათ მხოლოდ გარკვეული გამოცდილება და არა ტექნიკურ-მატერიალური ბაზა. აქედან გამომდინარე, მეკარტოფილეობისა და მებოსტნეობისაგან განსხვავებით, მათ მიიღეს სრულიად ახალი შემოსავლის წყარო. ბენეფიციარების დამატებითი შემოსავალი ყოველწლიურად შეადგენს 800-დან 1 20011 ლარს. ცალკეულმა ყველაზე წარმატებულმა ბენეფიციარებმა წლიურად 2 500 ლარზე მეტიც კი გამოიმუშავეს. გარდა ამისა, გადაცემული ცოდნისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მეშვეობით, ყველა მეფუტკრე ბენეფიციარს შეუძლია წარმოების მასშტაბი მომავალში გაზარდოს.

მებოსტნეობა/სასათბურე მეურნეობა

ზუგდიდის რაიონის სოფ. ცაისში არსებული ცხელი წყლის საბადო (85-900C0) იძლევა სასათბურე მეურნეობის განვითარებისა და სასათბურე ბოსტნეული კულტურების იაფად მოყვანის შესაძლებლობას. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ არასეზონურად სასათბურე ბოსტნეულის (კიტრი, პომიდორი, მწვანილები) რეალიზაცია ადგილობრივი მოსახლეობის შედარებით შეძლებული ფენის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. უნდა აღინიშნოს, რომ სოფელში მაცხოვრებელი ხელმოკლე ოჯახები მაღალი კაპიტალური დანახარჯების გამო ვერ აწყობენ საკუთარ სათბურებს. ისინი, ძირითადად, შედარებით შეძლებული მეზობლის სათბურებში მუშაობენ და ამით ახერხებენ თავის გატანას.

ფუტკრის ოჯახების ჯამური რაოდენობა

შესაბამისად, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, სამეგრელოში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად აირჩა ხელმოკლე ოჯახებისათვის სასათბურე მეურნეობის მოწყობა და სასათბურე ბოსტნეული კულტურების მოყვანის ხელშეწყობა. ამ მიზნით, პროექტის განხორციელების პირველივე წელსვე სოფელ ცაისში შეიქმნა ექვსი ბენეფიციარისგან შემდგარი მესათბურეთა ერთი ჯგუფი.12

სათბურში ბოსტნეულის მოყვანის ტექნოლოგიაში არსებული პრობლემები თავიდანვე მეზობლად არსებული მცირე სასათბურე მეურნეობების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა. პრობლემები დაბალ მოსავლიანობასა და მოსავლის ხარისხს ეხებოდა, რაც შემდეგი ფაქტორებით იყო განპირობებული:

  • გაურკვეველი წარმოშობის თესლის გამოყენება;

  • მავნებელ დაავადებათა წინააღმდებ ბრძოლის არაეფექტური ღონისძიებები;

  • სასათბურე ნიადაგის არასრული მომზადება/განოყიერება.

სასათბურე კულტურების (ძირითადად კიტრი, პომიდორი) მოსავლის რაოდენობა და ხარისხი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სასოფლო-სამეურნეო კულტურის ჯიშსა და თესლის ხარისხზე. ამ მოთხოვნების დაუცველობა საბოლოო ჯამში მოსავლის რაოდენობის შემცირებასა და მისი ხარისხის გაუარესებას იწვევს.

გამომდინარე იქიდან, რომ სათბურში მაღალია მავნებელ დაავადებათა გავრცელების რისკი, მნიშვნელოვანია კულტურების მავნებელი დაავადებებისგან დაცვისათვის აუცილებელი ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების დროული გამოყენება. ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებებიდან ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ქიმიური მეთოდის სწორად დაგეგმვა და განხორციელება. ამ მიმართულებით სიტუაცია საკმაოდ მძიმე იყო სამეგრელოში ისევე, როგორც აჭარაში, რადგან ადგილობრივი გლეხები და ფერმერები (შედარებით შეძლებულებიც კი) არ იცნობენ სასოფლო-სამეურნეო კუტურათა წარმოების თანამედროვე აგროტექნოლოგიებს და არც ხელი მიუწვდებათ დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციაზე. შესაბამისად წარმოებისას ხელმძღვალობენ მოძველებული პრეპარატებითა და სქემებით, რომლებსაც შედეგად მოჰყვება დაბალპროდუქტიული და დაბალხარისხიანი მოსავალი.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სასათბურე ბოსტნეულის, ისევე, როგორც ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოყვანისას, მოსავლიანობის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის ნიადაგის სწორად განოყიერება. სასათბურე კულტურების ნორმალური განვითარებისათვის საჭიროა შესაბამისი აგროქიმიკატები, ფერმერთა ცოდნა და ინფორმირებულობა მათი სწორად გამოყენების შესახებ. როგორც წესი, სასათბურე კულტურების მოყვანისას ადგილობრივი ფერმერები იყენებენ მხოლოდ ამონიუმის გვარჯილას მაშინ, როცა მცენარეს ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის, გარდა აზოტისა, ფოსფორი, კალიუმი და მიკროელემენტები სჭირდება.

თანამშრომლობის პირველ წელს ბენეფიციარებს დაუფინანსდათ საწარმოო კაპიტალის 100%25, რაც გულისხმობდა 48 მ2-ის სათბურის მოწყობასა და ხარისხიანი საწარმოო საშუალებების (სათესლე მასალის, საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების) მიწოდებას. საწარმოო საშუალებების გადაცემის პარალელურად მათ უტარდებოდათ ინტენსიური პრაქტიკული და თეორიული სწავლებები სასათბურე ბოსტნეული კულტურების მოყვანის თემატიკაზე. სწავლებებზე ფერმერებმა შეისწავლეს და საკუთარ სათბურებში განახორციელეს შეწამვლისა და ნიადაგის განოყიერების ოპტიმალური სქემები.

მოსავლის აღების პერიოდში კვირაში ერთხელ მოსავლიანობას აღრიცხავდნენ. შედეგების ანალიზიასას გაირკვა, რომ პროექტის ფარგლებში ნასწავლი წარმოების მეთოდოლოგიისა და გადაცემული პროდუქციის გამოყენების შედეგად მიიღეს მაღალხარისხიანი პროდუქცია. მოსავლის რაოდენობრივი მაჩვენებლის ზრდის პარალელურად, გაუმჯობესდა პროდუქციის ხარისხიც, რაც თავისთავად აისახა პროდუქციის საბაზრო ღირებულებასა და, შესაბამისად, ბენეფიციარების შემოსავალზე.

ისევე როგორც სხვა მიმართულებებში, სასათბურე მეურნეობის განვითარების ჯგუფშიც საწარმოო კაპიტალის დაფინანსებაში წლიდან წლამდე მატულობდა ბენეფიციარების თანამონაწილეობა. პროექტის მეორე წელს ბენეფიციართა თანამონაწილეობა წარმოდგენილ იქნა მათ მიერ სათბურის ფართის 50%25 გაზრდით. შესაბამისად, წარმოებისათვის დანარჩენი საჭიროებები (პესტიციდები, აგროქიმიკატები) უზრუნველყვეს პროექტის დაფინანსებით.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული თანამონაწილეობის სქემას შემდეგი სახე აქვს:

ინტერვენციის ფაზები

CSI-ის მონაწილეობა
საწარმოო კაპიტალში

ბენეფიციარის
მონაწილეობა
საწარმოო კაპიტალში

I წელი

100%25
48მ2-ის თბოსათბურის
მოწყობა,
სათესლე მასალა,
პესტიციდები,
აგროქიმიკატები

0

II წელი

75%25
(პესტიციდები,
აგროქიმიკატები)

25%25

სასათბურე მეურნეობის 50%25-ით

გაფართოება

III წელი

50%25
(პესტიციდები)

50%25
სათესლე მასალა,
აგროქიმიკატები

VI წელი

25%25
(რამდენიმე დასახელების
პესტიციდი)

75%25
სათესლე მასალა,
პესტიციდები,
აგროქიმიკატები

V წელი

0

100%25
სარგავი მასალა,
პესტიციდები,
აგროქიმიკატები

პროექტის მიმდინარეობისას ჩატარებული მონიტორინგი ცალსახად წარმოაჩენს როგორც კულტურის მოსავლიანობის, ასევე ბენეფიციართა ეკონომიკური შემოსავლის ზრდას. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის ინტერვენციამდე, ბენეფიციარებს არ ჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანისათვის საჭირო არანაირი საშუალება და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რის გამოც ისინი ვერ ახერხებდნენ სიღარიბისგან თავის დაღწევას. არადა ადგილობრივი ბუნებრივი რესურსებით შეიძლება სასათბურე მეურნეობის განვითარება და სასათბურე ბოსტნეული კულტურების იაფად მოყვანა, რაც სოფლის მოსახლეობის შედარებით შეძლებული ნაწილის ძირითადი შემოსავლის წყაროა. საკუთარი სასათბურე მეურნეობის არსებობამდე ბენეფიციართა უმრავლესობა შეძლებული მეზობლების სათბურებში მუშაობდა მცირედი გასამრჯელოს ან მის სანაცვლოდ მოყვანილი პროდუქციის ნატურალური სახით მიღების ხარჯზე, რითაც ძლივს ახერხებდა ოჯახის გამოკვებას. პროექტის განხორციელების შედეგად კი მათ გაუჩნდათ საკუთარი მცირე სასათბურე მეურნეობა და, შესაბამისად, სრულიად ახალი შემოსავლის წყარო.

მესათბურე ექვსმა ბენეფიციარმა, რომლებსაც ჩვენს პროგრამაში მონაწილეობამდე საკუთარი წარმოებიდან არანაირი შემოსავალი არ ჰქონდათ, პროგრამის დამთავრებისას სასათბურე ბოსტნეულის (კიტრი, პომიდორი, მწვანილები) რეალიზაციიდან ჯამურად მიიღეს 27 000 ლარის 16 ტონამდე მოსავალი. საშუალოდ თითო ბენეფიციარის წლიური შემოსავალი 1 100 ლარს აჭარბებს. გარდა ამისა, გადაცემული ცოდნისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მეშვეობით ყველა ბენეფიციარს შეუძლია წარმოების მასშტაბი გაზარდოს.

მესაქონლეობა

უნდა აღინიშნოს, რომ სოფლად მაცხოვრებელი ღატაკი მოსახლეობისათვის საქონელი ხელმიუწვდომელი ფუფუნებაა (იხ. სოფლად მაცხოვრებელი ღარიბი ოჯახების ზოგადი მახასიათებელი, გვ. 6). უფრო მეტიც, ამ ოჯახების უმეტესობა ცილოვან შიმშილსაც კი განიცდის. მსგავსი ოჯახების დახმარება მეცხოველეობის განვითარების მიმართულებით სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელიც კი შეიძლება ყოფილიყო. შესაბამისად, სამეგრელოს რეგიონში (ზუგდიდისა და ხობის რაიონების ქვედა ზონაში, კოლხეთის დაბლობის ტერიტორიაზე13) სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად მესაქონლეობა ავირჩიეთ და ყველაზე მეტი ბენეფიციარი გავაერთიანეთ მესაქონლეობის ჯგუფებში. ამ ზონაში მეცხოველეობის განვითარებას შემდეგი ფაქტორების ერთობლიობა უწყობს ხელს:

  • მეცხოველეობის განვითარებისათვის ხელსაყრელი გეოგრაფიულ-კლიმატური პირობები;

  • საქონლის საკვები ბაზის არსებობა;

  • რძისა და ხორცის პროდუქტების სარეალიზაციო ბაზრის სიახლოვე (ზუგდიდსა და ფოთში);

  • მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების გამოცდილება.

მეცხოველეობის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი შემაფერხებელი ფაქტორი, ერთი მხრივ, ეკონომიკური სიდუხჭირე იყო, რაც ღარიბ გლეხებს საქონლის ყოლის საშუალებას არ აძლევდა და, მეორე მხრივ, მათი ნაკლები ცოდნა და ინფორმირებულობა საქონლის მოშენებისა და კვების თანამედროვე გამოცდილების შესახებ. შესაბამისად, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ არსებული სიტუაცია და დაისახა პრობლემების მოგვარების სტრატეგია. მეცხოველეობის ჯგუფებში აქცენტი ორი ძირითადი მიმართულებით გაკეთდა:

  • სიმინდის, როგორც სასურსათო და საქონლის საკვები კულტურის მოყვანა;

  • რძისა და ხორცის წარმოება.

სამეგრელოს რეგიონისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კულტურა სიმინდია. ის ერთგვარი უნივერსალური კულტურაა, რომლის მოყვანაც ხელსაყრელია როგორც სასურსათო მიზნებისათვის, ასევე მეცხოველეობის განვითარების მიმართულებითაც. მეცხოველეობის განვითარების უმთავრეს ფაქტორს განაპირობებს უხეში და კონცენტრირებული საკვების მოყვანა, რაც საკვები კულტურების ჯიშთან და ნიადაგის ნოყიერებასთან პირდაპირ კავშირშია. ამ მიმართულებით სამიზნე სოფლებში პრობლემას ქმნის, ერთი მხრივ, სიღარიბე, რაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ფერმერმა შეიძინოს სიმინდის ხარისხიანი თესლი და მისი ნორმალური განვითარებისათვის საჭირო მინერალური სასუქი და მეორე მხრივ, ფერმერთა ნაკლები ცოდნა და ინფორმირებულობა თანამედროვე აგროქიმიკატებისა და მათი გამოყენების შესახებ. აქედან გამომდინარე, როგორც წესი, სიმინდის მოყვანისას ფერმერები მხოლოდ ამონიუმის გვარჯილას იყენენ მაშინ, როცა მცენარეს ნორმალური განვითარებისათვის სჭირდება, გარდა აზოტისა, ფოსფორი, კალიუმი და მიკროელემენტები. ნიადაგის ასეთი არასრულყოფილი განიყიერება ძალზე უარყოფითად მოქმედებს სიმინდის მოსავლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებელზე.

არსებული პრობლემებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით შემუშავდა დახმარების ხუთსაფეხურიანი სქემა, რომელშიც, სხვა მიმართულებების მსგავსად, გავითვალისწინეთ ბენეფიციარების თანამონაწილეობაც. თანამშრომლობის პირველ წელს ბენეფიციარებს გადაეცათ 5 000მ2-ის ფართობზე სიმინდის მოყვანისათვის საჭირო უმაღლესი ხარისხის საშუალებები (თესლი და კომპლექსური მინერალური სასუქები) და თითო მეწველი ძროხა.

საწარმოო კაპიტალის გადაცემის პარალელურად ბენეფიციარებს უტარდებოდათ პრაქტიკული და თეორიული სწავლება მიწის განოყიერებისა და გადაცემული მინერალური სასუქების ოპტიმალური გამოყენების საკითხებზე. თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შედეგად ბენეფიციარებმა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს უნარები და საკუთარ ნაკვეთებში განახორციელეს სიმინდისათვის ნიადაგის განოყიერების ოპტიმალური სქემები. სეზონის ბოლოს სიმინდის მოსავალი აღიწერა სადემონსტრაციო ნაკვეთზე. აღწერის შედეგად გაირკვა, რომ პროექტის ფარგლებში ნასწავლი წარმოების მეთოდოლოგიისა და გადაცემული სასუქების გამოყენების შედეგად მიიღეს ბენეფიციარ ფერმერთა ფართობის ერთეულზე მოსავლის საშუალოდ 200%25-იანი ზრდა. ცალკეულმა ფერმერებმა, ძირითადად ვის ნაკვეთებსაც უკეთესი მდებარეობა ჰქონდა, 6-ჯერ მეტი მოსავალიც კი მიიღეს.

სიმინდის მოყვანის პარალელურად, მიმდინარეობდა ინტენსიური სწავლება და პრაქტიკული მეცადინეობა ძროხების მოვლა-პატრონობისა და კვების საკითხებზე. ყოველთვიურად აღირიცხებოდა მონაწველი. ამის შედეგად გაირკვა, რომ პროექტის ფარგლებში ნასწავლი წარმოების მეთოდოლოგიისა და გადაცემული პროდუქციის გამოყენების შედეგად მიიღეს ბენეფიციარ ფერმერთა ყოველწლიური მონაწველის საშუალოდ 215%25-იანი ზრდა.

მომდევნო წლების განმავლობაში პროექტი ითვალისწინებდა თანამონაწილეობას ბენეფიციართა მხრიდან. შესაბამისად, შემდეგი წლების საწარმოო კაპიტალში ბენეფიციართა თანამონაწილეობა წარმოვადგინეთ შემდეგნაირად:

ინტერვენციის
ფაზები

CSI-ის მონაწილეობა
საწარმოო კაპიტალში

ბენეფიციარის
მონაწილეობა საწარმოო
კაპიტალში

I წელი

100%25
5000მ2-ის სიმინდის
წარმოებისათვის საჭირო
სათესლე მასალა და
აგროქიმიკატები + 1
მეწველი ძროხა და ხბო

0

II წელი

75%25
1 დეკეული+მინერალური
ასუქის ნორმის
75%25

25%25
სიმინდის სათესლე
მასალა, მინერალური
სასუქის ნორმის 25%25,
თანამონაწილეობა
საქონლის შესყიდვაში14

III წელი

50%25
1 ხბო+სამკურნალო-პროფილაქტიკური
საშუალებები+
მინერალური სასუქის
ნორმის 50%25

50%25
სიმინდის სათესლე
მასალა, მინერალური
სასუქის ნორმის 50%25,
თანამონაწილეობა
საქონლის შესყიდვაში

VI წელი

25%25
მინერალური სასუქის
ნორმის 25%25

75%25
სიმინდის სათესლე მასალა, მინერალური
სასუქის ნორმის 75%25,
სამკურნალო-
პროფილაქტიკური
საშუალებები

V წელი

0

100%25
სიმინდის სათესლე
მასალა, მინერალური
სასუქის ნორმის 100%25, სამკურნალო-
პროფილაქტიკური
საშუალებები

საქონლის კომპოზიცია

0x01 graphic

პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში დანაკლისი სულ 65 სულია, მათ შორის საკუთარი მოხმარებისათვის დაიკლა 2 მოზარდი, გაიყიდა 30, დაავადებამ კი იმსხვერპლა 33 სული.

საქონლის დანაკარგის სულადობრივი აღწერა

0x01 graphic

სიღარიბის დაძლევის შემოთავაზებული სქემის მეშვეობით მესაქონლე ბენეფიციარებმა შეძლეს არა მარტო ოჯახისათვის კვების პრობლემების მოგვარება, არამედ ნამატი პროდუქციის წარმატრებულად რეალიზაცია და ოჯახური შემოსავლის გენერირება. პროექტის მიმდინარეობისას ჩატარებული მონიტორინგი და შესაბამისი აღრიცხვა ცალსახად წარმოაჩენს როგორც ძროხების წველადობის, ასევე ბენეფიციართა ეკონომიკური შემოსავლის ყოველწლიურ ზრდას. საშუალო პროცენტული სხვაობა პროექტის ინტერვენციამდე და ინტერვენციის შემდგომ მონაწველებს შორის არ არსებობს, რადგან, მოგეხსენებათ, პროექტის დაწყებამდე ბენეფიციარებს საქონელი არ ჰყავდათ და ამ სახის შემოსავალი საერთოდ არ ჰქონდათ.

ბენეფიციარების ძროხების ჯამური მონაწველი 169 018ლ. რძეა. საკუთარი მოხმარებისათვის გამოყენებულია 87 878ლ., გაყიდულია 81 140ლ. რძე და რძის პროდუქტები. ჯამურად ბენეფიციარების შემოსავალი 98 242 ლარია. თითო ოჯახმა საშუალოდ 3 449ლ. რძე მიიღო, საიდანაც 1 793ლ. თავად მოიხმარა, 1 656ლ. გაყიდა და საშუალოდ 2 005 ლარის შემოსავალი მიიღო.

რძის პროდუქტების მიღების პარალელურად ბენეფიციარებმა ხორცი გაყიდეს, თუმცაღა, მკაცრად შეზღუდული ოდენობით. ხორცის რელიზება არ იყო პროექტის პირველადი ამოცანა. პროექტის განხორცილებისას მხოლოდ ჭარბი საქონლის რეალიზაცია ხორციელდებოდა ცოცხლად ან დაკვლით. ხორცის რეალიზაციიდან საერთო ჯამში 8 728 ლარი მიიღეს. ჯამურად რძისა და ხორცის პროდუქტების რეალიზაციით ჯამში მიიღეს 106 970 ლარის შემოსავალი, ანუ საშუალოდ თითო ოჯახზე 2 183 ლარია მიღებული.

ხარჯის ანალიზი

ექსტენსიური სერვისის მოდელის აპრობაციის შედეგად, გარდა იმისა, რომ 5 წლის განმავლობაში ხელი შეეწყო უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ფერმერთა გარკვეულ რაოდენობას და მათი საარსებო გარემო გაუმჯობესდა, ასევე შესაძლებელი გახდა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ფერმერთა ხელშეწყობის მოდელის ფორმირებისათვის საჭირო გათვლების ჩამოყალიბება.

როგორც უკვე აღინიშნა, მოდელის აპრობაციის პერიოდში დავეხმარეთ 150 ბენეფიციარს. რის შემდეგაც მათ შეძლეს საკუთარი მწირი პოტენციალის სრულად გამოყენება, ეს გამოიხატა მათი ეკონომიკური შემოსავლის ზრდაში იმ ფორმით, რომ მომავლისათვის პროექტის შედეგად გაზრდილი ეკონომიკური შემოსავალი, მართალია, მნიშვნელოვნად ვეღარ გაიზრდება, მაგრამ მცირე ცვალებადობით შენარჩუნება გაზრდილ ნიშნულზე. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ხელშეწყობის აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის რესურსების რაციონალურ გამოყენებას.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული მოდელის უფრო ნათლად წარმოდგენისათვის შესაძლებელია მოვიყვანოთ ციფრობრივი მონაცემები: პროექტის ფარგლებში გამოყენებული მოდელის საშუალებით 150 ბენეფიციარის შემთხვევაში ერთი ფერმერის ხელშეწყობის ღირებულებამ 5 წლის განმავლობაში შეადგინა 3 750 ლარი. იმ დაშვებით, რომ არაპირდაპირი ხარჯებით შესაძლებელი იყო უფრო მეტი ბენეფიციარის მოცვა, მოხდა ხარჯების ექსტრაპოლაცია და ამ შემთხვევაში, თუ ბენეფიციართა რიცხვი გაიზრდებოდა 500-მდე, თითოეული ბენეფიციარის ხელშეწყობის ღირებულება 3 300 ლარამდე დავიდოდა (ანუ უფრო ნაკლები, ვიდრე 150 ბენეფიციარისა). თუმცა, პროექტის ფარგლებში არსებული რესურსებით შეუძლებელი იყო ბენეფიციართა რაოდენობის უფრო მეტად ზრდა, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია (თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ თითოეული ფერმერის შემოსავალი მასზე წლიურად დახარჯულ თანხაზე უფრო მეტია), ცხადყოფს მოდელი, რომლის მეშვეობითაც განხორციელდა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ფერმერთა ხელშეწყობა, შესაძლებელია ჩამოყალიბდეს, როგორც დახმარების მექანიზმი ფერმერთა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები იმ კატეგორიისათვის, რომელთა ხელთ არსებული აგრარული რესურსები არ იძლევა მეურნეობის მდგრადი და შეუქცევადი განვითარების საშუალებას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია ითქვას, რომ მსგავსი მექანიზმის შექმნა და პროექტის ფარგლებში განხორციელებული ფერმერთა ხელშეწყობის მოდელის უფრო ფართო მასშტაბით გამოყენება სავსებით შესაძლებელია სახელმწიფოს ან საერთაშორისო დონორების მიერ ფერმერთა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები კატეგორიის დასახმარებლად.

ექსტენსიური სერვისის შედეგების შეჯამების დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ დასახული ამოცანის - სოფლის მეურნეობით დაკავებული უკიდურეს სიღარიბეში მაცხოვრებელი მოსახლეობის საარსებო პირობების გაუმჯობესება - შესასრულებლად პროექტის მთავარი პრინციპი იყო, ერთი მხრივ, მაღალხარისხიანი საწარმოო კაპიტალის მიწოდება (საწარმოო კაპიტალში ბენეფიციარების თანამონაწილეობის მზარდი მონაწილეობის უზრუნველყოფით), მეორე მხრივ კი, ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, რაც უზრუნველყოფილ იქნა შესაბამისი პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობისა და კვალიფიცირებული საკონსულტაციო მომსახურების ხარჯზე. ექსტენსიური მომსახურების აღნიშნული სახით განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა თითოეული ბენეფიციარის მიერ წარმოებული პროდუქციის რაოდენობა, ხარისხი და მათი ეკონომიკური შემოსავალი.

როდესაც საუბარია სოფლად მცხოვრები ეკონომიკურად გაჭირვებული მოსახლეობის საარსებო პირობების მდგრად გაუმჯობესებაზე, აუცილებელია აღინიშნოს, რომ არსებობს გარკვეული ზღვრები, რომელთა მიღმა არასამთავრობო სექტორის მიერ საარსებო პირობების გაუმჯობესება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ჩვენს შემთხვევაში მოცემული ზღვარია ფერმერთა საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო რესურსების პოტენციალი. ის ფაქტი, რომ რაიმე სახის პროექტის საშუალებით ხდება ფერმერის დახმარება იმისათვის, რომ მან სრულად გამოიყენოს მის ხელთ არსებული პოტენციალი, არ ნიშნავს ფერმერის გამდიდრებას, თუმცა აუცილებლად ხდება მისი ეკონომიკური მდგომარეობისა და, შესაბამისად, საარსებო პირობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, საარსებო მინიმუმთან დაახლოება. მოცემული რეალობიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მოდელის აპრობაციისას მოხდა დახმარების სტრატეგიისა და მის ფარგლებში არსებული რესურსების ორიენტირება ბენეფიციართა საკუთრებაში არსებული აგრარული პოტენციალის სრულ გამოყენებაზე, რასაც მივაღწიეთ პროექტის განხორციელების შედეგად.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლოა ითქვას, როდესაც არსებობს მოცემულობა: უკიდურეს სიღარიბეში მაცხოვრებელი გლეხი და მის საკუთრებაში არსებული შეზღუდული რესურსი, ნაკლებად შესაძლებელია მოგებაზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების შექმნა და ნაკლებსავარაუდოა გლეხების გამდიდრება. სიღარიბის დაძლევის მოდელების მაქსიმალური შედეგი შესაძლებელია იყოს დახმარება ფერმერისათვის იმ მიზნით, რომ მან შეძლოს თავის საკუთრებაში არსებული აგრარული რესურსის პოტენციალის სრულად გამოყენება, არა მარტო დახმარების გაწევის პროცესში ხელშემწყობი ორგანიზაციის ფონზე, არამედ დახმარების დასრულების შემდგომაც. რითაც ღარიბ მოსახლეობას მისცემს საშუალებას გაიუმჯობესოს ეკონომიკური მდგომარეობა და უფრო ასატანი გაუხდება ყოფა უკეთეს პირობებში დასაქმებამდე.

ბ) ფერმერსა და სპეციალისტს შორის ეფექტური კომუნიკაციის მოდელი

როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ წლებია მუშაობს სოფლად სიღარიბის დაძლევის მექანიზმების შემუშავებაზე. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე საჭირო გახდა შესაბამისი დარგების სპეციალისტების ხშირი მივლინება სამიზნე რეგიონებში. გარდა მივლინებისა, ასევე წარმოიშვა სპეციალისტსა და ფერმერს შორის უწყვეტი კომუნიკაციის საჭიროებაც. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ, როდესაც საქმე ეხება კომუნიკაციას ფერმერსა და სპეციალისტს შორის, ამ შემთხვევაში მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია არ არის საკმარისი. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა წარმოიშვას ისეთი სიტუაცია, რომ დიაგნოზის დასმისა და რეკომენდაციის მისაცემად სპეციალისტს დასჭირდეს დაზიანებული მცენარის ვიზუალური დათვალიერება. სწორედ მსგავსი სერვისის სრულფასოვანი უზრუნველყოფის მიზნით, შემუშავდა ფერმერსა და სპეციალისტს შორის რეკომენდაციებისა და ინფორმაციის გაცვლის მოდელი, რომელიც განხორციელდა მაღალმთიანი აჭარის რეგიონის 5 სოფელში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის უმთავრესი ამოცანა იყო, ერთი მხრივ, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდოლოგიით წარმოების სწავლება, დემონსტრირება და პოპულარიზაცია მაღალმთიან აჭარაში, მეორე მხრივ კი, ახალგაზრდული თემების ჩართულობით ფერმერთა მომსახურეობის სერვისის ახალი ტექნოლოგიურ-ადმინისტრაციული მოდელის ფორმირება და აპრობაცია. ჩვენ მიერ შემოთავაზებული მოდელი ამცირებს გარემოზე უარყოფით ზეგავლენას და ამავდროულად აუმჯობესებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობას, რითიც აუმჯობესებს ბენეფიციარი გლეხების სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობას. სხვა სიტვებით რომ ვთქვათ, პროექტის მთავარი მიზანი ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდოლოგიით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული თემების ჩამოყალიბება იყო, სადაც სკოლა იქნებოდა თემების მაკოორდინირებელი და მდგრადობის თვალსაზრისით მათ შემდგომი განვითარების წამყვანი ფაქტორი.

არსებული რეალობა მოითხოვს პოპულარიზაციას სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით ისეთი სახის ტექნოლოგიებისა და სქემებისა, რომელთა გამოყენებაც არა მარტო გარემოსათვის უსაფრთხო, არამედ უფრო სტაბილური და ეკონომიური თვალსაზრისითაც უფრო მომგებიანი იქნება გლეხებისათვის. როგორც ამ სფეროში ჩვენი საქმიანობის ხუთწლიანმა გამოცდილებამ დაგვარწმუნა, დაბალი ეკონომიკური შემოსავლის მქონე გლეხი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა წარმოების ეკოლოგიურად გამართლებულ ნებისმიერ სქემას საკუთარ მეურნეობაში დანერგავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნდება, რომ ამით გაიზრდება მისი ეკონომიკური შემოსავალი და უფრო სტაბილური გახდება მის მიერ წარმოებული პროდუქციის მოსავლიანობა. სწორედ ამ მიზნით, მაღალმთიანი აჭარის 5 სოფელში15 მოეწყო სხვადასხვა სადემონსტრაციო ნაკვეთი, სადაც მოიყვანეს რეგიონში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურები სპეციალურად დამახასიათებელი პირობების გათვალისწინებით შემუშავებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ეკოლოგიურად უსაფრთხო წარმოების სქემების მეშვეობით, რომელთა გამოყენებაც, ერთი მხრივ, მაქსიმალურად ზრდის კულტურის პროდუქტიულობასა და შედეგობას მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ და, მეორე მხრივ, მაქსიმალურად ამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას.

სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის პარალელურად ადგლობრივი გლეხებისათვის16 ტარდებოდა ინტენსიური პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები კულტურათა წარმოების იმ სქემების შესწავლისა და დანერგვის მიზნით, რომელთა გამოყენებაც ხდებოდა სადემონსტრაციო ნაკვეთებზე. მას შემდეგ, რაც სადემონსტრაციო ნაკვეთებზე კულტურებმა დაასრულეს ვეგეტაცია და აიღეს მოსავალი, ჩატარდა სპეციალური აღრიცხვა, რომელმაც დაადასტურა პროექტის ფარგლებში გამოყენებული მეთოდოლოგიის უპირატესობა - მოსავლის რაოდენობა და კულტურათა მავნებელ დაავადებებისადმი გამძლეობის უნარი მნიშვნელოვნად აღემატებოდა ადგილობრივი მეთოდებით წარმოებულ იმავე კულტურათა ანალოგიურ მაჩვენებელს.

აღნიშნული პროექტის უმთავრესი მიღწევაა ადგილობრივი ახალგაზრდული თემების ჩართულობით ფერმერთა მომსახურეობის სერვისის ახალი ტექნოლოგიურ-ადმინისტრაციული მოდელის ფორმირება და აპრობაცია. აღნიშნული მოდელის არსი არის შემდეგი:

მოდელი შედგება სამი რგოლისაგან - ფერმერები, ეკო-კლუბი და სპეციალისტი; ფერმერი (ინფორმაციის მიმღები), ეკო-კლუბი (ინფორმაციის გამტარი) და სპეციალისტი (ინფორმაციის გამცემი). სამიზნე სოფლების სკოლებში ჩამოყალიბდა ეკო-კლუბები, რომლებშიც გართიანდნენ უფროსკლასელი მოსწავლეები. ისინი სხვადასხვა აქტივობით დაინტერესდნენ სოფლის მეურნეობის საკითხებში. სპეციალური ტრენინგ-სემინარების მეშევეობით მოსწავლეები მომზადნენ დახმარების სქემაში ჩასართავად. გარდა ამისა, ეკო-კლუბებს გადაეცათ პერსონალური კომპიუტერები და ფოტოაპარატები. სოფელში მცხოვრებ ფერმერებს შეეძლოთ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული შეკითხვებით მიემართათ ეკო-კლუბისათვის. ეკო-კლუბის წევრები ელექტრონულად აგზავნიდნენ შეკითხვებს, ან საჭიროების შემთხვევაში იღებდნენ დაავადების, მავნებლის, სარეველასა თუ სხვა უარყოფითი ფაქტორის სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე ზემოქმედების სიმპტომების ამსახველ სურათებს, აგზავნიდნენ მათ პროექტში მონაწილე სპეციალისტებთან და იღებდნენ მათგან საჭირო რჩევასა და რეკომენდაციას, რომელთაც გადასცემდნენ შეკითხვის ავტორებს.

ფერმერსა და სპეციალისტს შორის კომუნიკაციის სქემა

0x01 graphic

ფერმერსა და სპეციალისტს შორის ინფორმაციისა და რეკომენდაციების გაცვლის მოცემული მოდელის გამოცდა 10 თვის მანძილზე ხორციელდებოდა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში ასახულია პროექტის მიმდინარეობის პერიოდში თითოეული ეკო-კლუბის მიერ გამოგზავნილი შეკითხვებისა და სურათების რაოდენობათა სტატისტიკა:

სოფელი

სურათის გარეშე
შემოსული
კითხვების
რაოდენობა

სურათით
შემოსული
კითხვების
რაოდენობა

სულ
შემოსული
კითხვების
რაოდენობა

გაცემული
კონსულტაციის
ჯამური
რაოდენობა

ზვარე

38

35

73

430

ვაშლოვანი

49

40

89

ნიგაზეული

45

38

83

კვაშტა

56

52

108

ახალდაბა

44

33

77

ფერმერსა და სპეციალისტს შორის ინფორმაციისა და რეკომენდაციის გაცვლის მოცემულმა მოდელმა სრულად უზრუნველყო სამიზნე სოფლების კვალიფიციური აგრონომიული მომსახურეობა.

ფერმერსა და სპეციალისტს შორის ინფორმაციისა და რეკომენდაციის გაცვლის მოცემული მოდელის ღირებულებამ თითოეულ ბენეფიციარზე შეადგინა 450 ლარი, იმ გათვლით, რომ მოდელის აპრობაცია განხორციელდა 100 ბენეფიციარზე. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ხარჯის დიდი ნაწილი კაპიტალურ დანახარჯზე (კომპიუტერული ტექნიკა ეკო-კლუბებისთვის) მოვიდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მაშტაბის გაზრდის შემთხვევაში მნიშვნელოვნად შემცირდება თითოეულ ბენეფიციარზე გაწეული ხარჯი. უნდა აღინიშნოს, რომ მოდელის აპრობაციის შედეგად სრულად იქნა უზრუნველყოფილი სამიზნე სოფლების კვალიფიციური აგრონომიული მომსახურება.

_______________________

1. სოფლები: წაბლანა (ინტერვენციის I წელი; 16 ბენეფიციარი); ოქრუაშვილები (ინტერვენციის II წელი; 10 ბენეფიციარი); ელელიძეები (ინტერვენციის II წელი; 7 ბენეფიციარი); უჩხო (ინტერვენციის III წელი; 17 ბენეფიციარი).

2. სოფლები: ვაიო (ინტერვენციის II წელი; 10 ბენეფიციარი); წონიარისი (ინტერვენციის III წელი; 8 ბენეფიციარი).

3. სოფლები: ვაშლოვანი, ელელიძეები, დაბაძველი, განახლება, ჭალა, ბესელაშვილები (ინტერვენციის I წელი).

4. სოფლები: ოდიში (ინტერვენციის II წელი; 5 ბენეფიციარი); მუხური (ინტერვენციის II წელი; 20 ბენეფიარი).

5. სოფლები: ნარაზენი (ინტერვენციის I წელი; 14 ბენეფიციარი); ჭალადიდი (ინტერვენციის II წელი; 10 ბენეფიციარი); ახალსოფელი (ინტერვენციის III წელი; 25 ბენეფიციარი).

6. სოფლები: ცაიში (ინტერვენციის I წელი; 6 ბენეფიციარი).

7. საშუალო წლიური პროდუქტიულობის მაჩვენებელი 80-120კგ. თაფლი

8. სამწუხაროდ, შემდეგ წლებში ვერ მოხერხდა მესათბურეთა ჯგუფების გამრავლება, რადგან ადგილობრივი გეიზერი ხანგრძლივი ვადით იჯარით მისცეს კერძო მესაკუთრეს. სოფელში მრავალათასიანი გერმანული ინვესტიცია ჩაიდო და მოეწყო დიდი სასათბურე მეურნეობა, სადაც დასაქმდა სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი. შესაბამისად, ცხელი წყლის რესურსზე წვდომის შეზრუდვამ ხელი შეუშალა ამ მიმართულების შემდგომ განვითარებას.

9. მეცხოველე ბენეფიციარმა ჯამურად პროგრამის განმავლობაში 240 სული საქონელი მოამრავლა. საშუალოდ თითო ბენეფიციარის საკუთრებაში 4-5 სული საქონელია.

10. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა მესაქონლეთა 3 ჯგუფი, რომლებშიც გაერთიანდა 49 ბენეფიციარი (იხ.12).

11. ბენეფიციარების უმრავლესობამ გამოთქვა საქონლის შესყიდვაშითან ამონაწილეობის სურვილი და დეკეულის ნაცვლად მეწველი ძროხა ან უშობელი შეიძინა

12. ინტერვენციის შედეგად საშუალოდ ოჯახის მოსავლიანობის მაჩვენებელი 2,5-3 ტონას გაუტოლდა.

13. საშუალოდ 2500 მ2.

14.თითოეული ბენეფიციარი ფერმერის საკუთრებაში არსებული 1000მ2 ფართობისათვის.

15.პრესტიჟი, კონფიდორი.

16. ხულოს რ-ნი - სოფ. ვაშლოვანი - კარტოფილის საცდელი ნაკვეთი; შუახევის რ-ნი - სოფ. ნიგაზეული და ახალდაბა - 2 კარტოფილისა და 2 ბულგარული წიწაკის საცდელი ნაკვეთი; ქედის რ-ნი - სოფ. ზვარე და კვატაშა - 2 კიტრისა და 2 პომიდვრის საცდელი ნაკვეთი.

6 ფერმერსა და სპეციალისტს შორის ეფექტური კომუნიკაციის მოდელი - შედეგების ანალიზი

▲ზევით დაბრუნება


იმისათვის, რომ უკეთ წარმოვაჩინოთ მოცემული მოდელის დადებითი მხარეები, საჭიროა განვიხილოთ ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებული სიტუაციისა და სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აქტივობები.

როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან შეინიშნება მზარდი დაინტერესება სოფლის მეურნეობის სექტორით, ხორციელდება გარკვეული რეფორმები, რომელთა მიზანიცაა სექტორის განვითარების დაჩქარება და სოფლის მეურნეობის, როგორც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილის, გაძლიერება.

აღნიშნულ სიტუაციაში შესაბამისი პროფილით მომუშავე საზოგადოებრივი გაერთიანებების, ფონდებისა და, ზოგადად, არასამთავრობო სექტორის მხრიდან დარგში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის ოპტიმალურ კურსად შესაძლებელია ჩაითვალოს მათი ეფექტურობის ასამაღლებელი საშუალებების, ალტერნატიული მოდელებისა და სქემების შემუშავება, აპრობაცია და სამთავრობო სექტორისათვის შეთავაზება.

ამ ეტაპზე სახელმწიფოს მიერ სექტორში განხორციელებული ერთ-ერთი სერიოზული რეფორმაა რაიონებში სპეციალისტების დანიშვნა. ცნობილი ფაქტია, რომ კარგი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლის, ეკოლოგიურად უსაფრთხო და კონკურენტუნარიანი სასოფლოსამეურნეო პროდუქციის მდგრადი წარმოებისათვის აუცილებელია, მისი წარმოება მიმდინარეობდეს შესაბამისი დარგების სპეციალისტების ჩარევით, მათი რეკომენდაციისა და რჩევის გათვალისწინებით.

უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში დაინტერესებული ფერმერებისა და გლეხებისათვის უდიდეს სირთულეებთან იყო და არის დაკავშირებული აგრონომიული მომსახურების მიღება. საუკეთესო ვარიანტში გლეხისა და აგრონომის შეხვედრის ერთადერთი ადგილია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო პუნქტები. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ფაქტობრივად, შეუძლებელია გლეხმა მიუკერძოებელი რეკომენდაცია მიიღოს, რადგან მაღალია ალბათობა იმისა, რომ კონსულტანტი აგრონომი გაცემულ რეკომენდაციაში ჩართავს მხოლოდ იმ ფირმის ასორტიმენტში არსებულ პროდუქციას, რომლის დისტრიბუციასა და რეალიზაციას მისი დამქირავებელი კომპანია ეწევა. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ითქვას, რომ წლების განმავლობაში ქართველი ფერმერები, განსაკუთრებით კი წვრილი გლეხური მეურნეობის მფლობელი გლეხები, მოკლებულნი არიან ობიექტურ აგრონომიულ მომსახურებას, თუნდაც მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაში.

აგრარული განათლების სისტემაში წლების განმავლობაში არსებული კრიზისისა და აგრონომიულ პროფესიათა არაპოპულარობის გამო, ამჟამად ქვეყანაში ძალიან მცირეა საჭირო აგრონომიული განათლების მქონე პროფესიონალთა რაოდენობა. ეს მოსაზრება დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ, როდესაც აგრარული სექტორის განვითარება სახელმწიფოს პრიორიტეტად გამოცხადდა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აგრონომებისათვის შესაბამისი შტატები შეიქმნა, აღმოჩნდა, რომ აუცილებელია თუნდაც კონკურსის შედეგად შერჩეული საკადრო რესურსის პროფესიული გადამზადება.

შექმნილი სიტუაცია სახელმწიფოსაგან მოითხოვს არსებული შეზღუდული საკადრო რესურსების მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებას. მოცემული საკითხის ამ კუთხით წარმოჩენისას ბუნებრივად ისმის კითხვა: რა გზები და საშუალებები აქვს ამისათვის სახელმწიფოს?

თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების გადამზადება, მათთვის რაიონებში საშტატო ერთეულების შექმნა და, ზოგადად, სექტორის განვითარებაზე ამ კუთხით ზრუნვა დადებითი მოვლენაა, რომელსაც ბუნებრივია მოჰყვება პოზიტიური შედეგი. თუმცა, შესაძლებელია სხვადასხვა ინიციატივისა და მოდელის გამოყენებით სექტორში მიმდინარე რეფორმების ეფექტურობის გაზრდა.

იმისათვის, რომ შემუშავდეს დარგში მიმდინარე რეფორმების ეფექტურობის გასაძლიერებელი მექანიზმები, თავდაპირველად საჭიროა განხორციელებული აქტივობების კრიტიკული ანალიზი, ამ გზით სუსტი წერტილების აღმოჩენა და მათი ლიკვიდაციის გზების შემუშავება.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ბოლო პერიოდში აგრარულ სექტორში სახელმწიფოს მიერ გატარებული ერთ-ერთი სერიოზული და იმედის მომცემი რეფორმაა აგრონომების გადამზადება და მათი რაიონებში დანიშვნა სპეციალურად დადგენილ საშტატო ერთეულებზე. თეორიული თვალსაზრისით ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ეს რეფორმა არის პოზიტიური. მისი კრიტიკული ანალიზის შემთხვევაში კი შესაძლებელია, ამ რეფორმის საკმაოდ სერიოზული სუსტი მხარეების წარმოჩენა. უპირველეს ყოვლისა, მოსალოდნელია წარმოიქმნას კომუნიკაციის პრობლემა, რადგან ერთი სპეციალისტისათვის საკმაოდ რთული და, ზოგ შემთხვევაში, შეუძლებელიც კი აღმოჩნდეს რაიონის სოფლებში გადაადგილება, თითოეული მსურველი გლეხისათვის კონსულტაციის გაცემა, მავნებელ დაავადებათა სიმპტომების ადგილზე იდენტიფიცირება და ა.შ. ერთი სიტყვით, საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულება სახელმწიფოს მიერ მისთვის ჩაბარებულ არეალზე.

ამ შემთხვევაში რჩება სამი გზა:

  • სახელმწიფომ ხელი შეუწყოს რაიონში დანიშნულ სპეციალისტს გადაადგილებაში და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტექნიკური თვალსაზრისით შეიძლება ამის განხორციელება, მას დასჭირდება დიდი ეკონომიკური დანახარჯი;

  • სახელმწიფო დაკმაყოფილდეს სპეციალისტის მიერ მოწოდებული ზოგადი ცნობებით თითოეული რაიონისათვის დამახასიათებელი ძირითადი მავნებელ დაავადებათა გავრცელების არეალისა და ინტენსივობის შესახებ (მაგალითად, დასავლეთ საქართველოს რაიონებში ამერიკული თეთრი პეპლის, ფიტოფტორას, ავშანფოთლიანი ამბროზიას გავრცელების, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კი ვაზის ჭრაქის, ქეცის, კალიებისა და სხვა ძირითადი მავნებელ დაავადებათა და სარეველების გავრცელების შესახებ ინფორმაციის მიღებით). თუმცა, აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის ინფორმაცია სახელმწიფოს აგრონომების დანიშვნამდეც მიეწოდებოდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს რაიონებში მომუშავე სპეციალისტების მიერ.

  • გაზარდოს საშტატო ერთეულები რაიონებში, რაც ასევე დაკავშირებულია დიდ ეკონომიკურ დანახარჯებთან და არსებული საკადრო კრიზისის პირობებში საკმაოდ რთული განსახორციელებელია.

არსებული მოცემულობის პირობებში საჭიროა მოვიძიოთ ისეთი სახის მექანიზმები, რომელთა გამოყენებაც უზრუნველყოფს ფერმერსა და სპეციალისტს შორის კომუნიკაციის პრობლემის გადაჭრას. სწორედ მსგავსი სახის მექანიზმს წარმოადგენს პროექტის ფარგლებში აპრობირებული ფერმერსა და სპეციალისტს შორის ინფორმაციისა და რეკომენდაციის გაცვლის მოდელი, რომლის არსებობასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფერმერის, სპეციალისტისა და სახელმწიფოსათვის. აქედან გამომდინარე, სრულიად დასაშვები და აუცილებელია განვახორციელოთ ინფორმაციისა და რეკომენდაციის გაცვლა, მოცემული მოდელის პოპულარიზაცია და, თუ სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურები ამას საჭიროდ ჩათვლიან, მისი პრაქტიკაში დანერგვა.

7 რეკომენდაციები

▲ზევით დაბრუნება


„სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ სიღარიბის დაძლევის მიმართულებით მუშაობის გამოცდილებაზე დაყრდნობით შესაძლებელია გარკვეული დასკვნისა და რეკომენდაციის ჩამოყალიბება. მათი განხილვა შესაძლოა საინტერესო იყოს სახელმწიფო სტრუქტურებისათვის, სოფლად სიღარიბის დაძლევაზე ორიენტირებული საერთაშორისო დონორებისა და ბიზნესსექტორისათვის. სიღარიბის დაძლევის განხორციელებული სტრატეგიებიდან შესაძლოა გამოიყოს აღნიშნული სტრუქტურებისათვის საინტერესო შემდეგი ძირითადი მიმართულებები:

  • საჭირო კონსულტაციის მიწოდების უწყვეტი მექანიზმის შემუშავება;

  • თანამედროვე საწარმოო საშუალებებისა და ტექნოლოგიების გადაცემა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ფერმერებისათვის;

  • თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო წარმოების შესახებ ცოდნის გადაცემა ფერმერებისათვის;

  • თანამონაწილეობის მექანიზმის დანერგვა.

არსებული პრიორიტეტებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურებისათვის შესაძლოა საინტერესო იყოს ინსტიტუტის მიერ აპრობირებული კონსულტაციის მიწოდების მექანიზმი, რის მეშევეობითაც სახელმწიფო:

  • ოპტიმალურად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ საკადრო რესურსებს;

  • მინიმალური დანახარჯებით დაფარავს მთელ ქვეყანას, დამატებითი ბიუროკრატიული მექანიზმის შექმნის გარეშე;

  • მნიშვნელოვნად გაზრდის გაცემული კონსულტაციის ხარისხსა და მინიმუმამდე დაიყვანს შესაძლო შეცდომების ალბათობას.

ასევე, აღსანიშნავია, რომ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციებისაგან განსხვავებით, სახელმწიფო ფლობს საჭირო ადმინისტრაციულ რესურსებს სოფლებში, რაც მისთვის მნიშვნელოვნად აიაფებს მოცემული მოდელის ფუნქციონირებას.

გარდა ამისა, სიღარიბის დაძლევისა და ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფერმერებისათვის შესაბამისი ტექნოლოგიებისა და ცოდნის გადაცემას. ამ მიმართულებით სახელმწიფოსათვის საინტერესო იქნება პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და შედეგად მიღებული გამოცდილება. კერძოდ, იმისათვის, რომ ნებისმიერი სახის ახალი ტექნოლოგიის შეტანას სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვეს სასურველი შედეგი, საჭიროა ფერმერთა შესაბამისი ინფორმაციული უზრუნველყოფა გადაცემული ტექნოლოგიების ოპტიმალური გამოყენების შესახებ. მაგალითისათვის, შესაძლოა განვიხილოთ ჰიბრიდული სიმინდის შემოტანა-გავრცელების პროგრამა. როგორც ცნობილია, აღნიშნული პროექტის შედეგები არაერთგვაროვანი იყო - ფერმერთა გარკვეულმა რაოდენობამ იზარალა ჰიბრიდული სიმინდის მოყვანის შედეგად. ამ ზარალის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობა იყო გადაცემული ჰიბრიდების მოყვანის ტექნოლოგიებისა და აგროტექნიკის შესახებ. ამ მაგალითის საფუძველზე შესაძლებელია ითქვას, რომ თანაბრად მნიშვნელოვანია ფერმერებისათვის როგორც ახალი ტექნოლოგიების გადაცემა, ასევე შესაბამისი ცოდნით უზრუნველყოფაც. ამ შემთხვევაში ცოდნის გადაცემა ვერ შემოიფარგლება მხოლოდ კონსულტაციით, ანუ დასმულ შეკითხვაზე გაცემული პასუხებით. საჭიროა არსებობდეს ფერმერთა ცოდნის შესაბამისი მექანიზმი ექსტენციის ცენტრები, ფერმერთა სკოლები და ა.შ.

სახელმწიფოსათვის ასევე მნიშვნელოვანია ფერმერთა ნებისმიერი სახით დახმარებისას არსებობდეს შესაბამისი თანამონაწილეობის მექანიზმი. ეს, ერთი მხრივ, ზრდის ფერმერთა პასუხისმგებლობას და, მეორე მხრივ, არის განხორციელებული პროექტის ეფექტურობის საზომი მექანიზმი, ანუ ის, თუ რამდენად სწორადაა დაგეგმილი პროექტი. სწორი გათვლის შემთხვევაში თანამონაწილეობის პრინციპი იმუშავებს შეუფერხებლად.

სოფლად სიღარიბის დაძლევაზე ორიენტირებული დონორებისათვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის შემოთავაზებული მოდელები შესაძლოა განვიხილოთ როგორც ჰუმანიტარული სახის პროექტების ალტერნატივა, რადგან ჰუმანიტარულისაგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, მატულობს პროექტის მდგრადობის ხარისხი, ეფექტურობა და სიცოცხლისუნარიანობა.

ასევე აღსანიშნავია, რომ სოფლად სიღარიბის დაძლევაზე ორიენტირების შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ სიღარიბის დაძლევა შესაძლებელია იმ მასშტაბით, რის საშუალებასაც იძლევა კონკრეტული ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული რესურსების პოტენციალი. მაქსიმალური დადებითი შედეგი, რაც ამ შემთხვევაში შესაძლებელია დონორების მხრიდან იქნას მიღწეული, არის უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა ხელშეწყობა იმისათვის, რომ მათ სრულად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული პოტენციალი, რის შედეგადაც ხდება მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. ამ მიზნის მისაღწევად კარგ შედეგს გვაძლევს პროექტის ფარგლებში განხორციელებული საწარმოო კაპიტალის გადაცემის, თანამონაწილეობისა და ცოდნის გადაცემის პრინციპები. ამ სამი ძირითადი კომპონენტის ერთობლივი მოქმედება უზრუნველყოფს:

  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ხარისხობრივ გაუმჯობესებას;

  • გადაცემული საწარმოო კაპიტალის ოპტიმალურ გამოყენებას;

  • შედეგის მდგრადობას.

წარმოება ხარისხობრივად გაუმჯობესდება მოძველებული მეთოდების თანამედროვე ტექნო ლოგიების ჩანაცვლებით. გადაცემული საწარმოო კაპიტალის ოპტიმალურ გამოყენებას უზრუნველყოფს ბენეფიციარებისათვის გადაცემული შესაბამისი ცოდნა, ხოლო სიცოცხლისუნა რიანობა უზრუნველყოფილია თანამონაწილეობის შედეგად.

ბიზნეს სექტორისათვის ინსტიტუტის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებული გამოცდილებიდან შესაძლოა საინტერე სო აღმოჩნდეს განხილვა იმ სიტუაციისა, რომელიც ამჟამად არსებობს სამიზნე რეგიონების სოფლებში.

ძირითადი პროდუქცია, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოყვანისათვის ყიდულობენ და მოიხმარენ ფერმერები, არის პესტიციდები, აგროქიმიკატები, სხვადასხვა კულტურის თესლი და შინაური პირუტყვის სამკურნალო საშუალება.

ამ მიმართულებით პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ ფერმერებს არ აქვთ საკმარისი ინფრომაცია შეძენილი ზემოთ აღნიშნული პროდუქციის მოხმარების წესის, ვადისა და თავისებურების შესახებ. ხშირია შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, ნაყიდი პესტიციდი მოიხმარება გამოყენების წესის დარღვევით. ამის გამო კლებულობს მისი ეფექტურობა და იქმნება გარკვეული საფრთხე, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად მოქმედებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებელზე, კონკრეტული პროდუქტის იმიჯსა და მომხმარებლის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. საჭირო ინფორმაციის ნაკლებობის გამო, პესტიციდის გარდა, იმავე სახის პრობლემები ახლავს თან აგროქიმიკატებისა და თესლების/ნერგების მოხმარებასაც. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ითქვას, რომ, როგორც მწარმოებლის, ასევე მომხმარებლის ინტერესებში შედის კონკრეტული პროდუქციის მოხმარების წესის შესახებ ინფორმაციის უფრო ფართო მასშტაბით გავრცელება.

8 დასკვნა

▲ზევით დაბრუნება


წინამდებარე ნაშრომი მოიცავს ინფორმაციას სოფლად სიღარიბის დაძლევაზე ორიენტირებული მოდელების შესახებ, რომელთა აპრობაციისა და დანერგვის შედეგადაც სამიზნე რეგიონებში უკიდურეს სიღარიბეში მაცხოვრებელი გლეხების ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ინტერესმოკლებული არ იქნება, თუკი ჩამოვაყალიბებთ დასკვნასა და დასაბუთებას, რომელთა გაკეთების საშუალებასაც იძლევა ამ საკითხებზე მუშაობის პროცესში მიღებული გა მოცდილება.

მიღებული დასკვნა შესაძლებელია ჩამოვაყალიბოთ შემდეგი სახით:

  • სოფლად სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა არის წარმოების მოძველე ბული მეთოდების ჩანაცვლება თანამედროვე ტექნოლოგიებით;

  • სიღარიბეს ასევე განსაზღვრავს საჭირო ინფორმაციისა და ცოდნის დეფიციტი, რომლის აღმოფხვრაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სიღარიბის შემცირება;

  • არასამთავრობო სექტორისათვის არსებობს გარკვეული ზღვრები, რომელთა ფარგლებშიც მათ შეუძლიათ გავლენა იქონიონ სიღარიბის დაძლევაზე.

მოძველებული ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს წვრილი გლეხური მეურნეობის ეფექტურობას, რთულდება მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა, მცირდება კულტურათა მოსავლიანობა და შედეგად კლებულობს გლეხის შემოსავალი. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტურობის მნიშვნელოვანი ზრდა, რაც, ბუნებრივია, დადებითად აისახება მწარმოებლის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ახალი ტექნოლოგიების გამოყენება საჭიროებს გარკვეულ ცოდნასა და ინფორმაციას. ამის გათვალისწინება და მოგვარება არის აუცილებელი ფაქტორი სოფლად სიღარიბის დაძლევაზე ორიენტირებული პროექტების შემთხვევაში.

როდესაც არასამთავრობო სექტორი შეიმუშავებს სოფლად სიღარიბის დაძლევისათვის საჭირო სტრატეგიას, აუცილებელია გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ ამ სექტორის შესაძლებლობების ფარგლებში სოფლად სიღარიბის დაძლევა შესაძლებელია იმ მასშტაბით, რის საშუალებასაც იძლევა რესურსების პოტენციალი. მაქსიმალურად დადებითი შედეგი, რაც ამ შემთხვევაში დამხმარე ორგანიზაციების მხრიდან მიიღწევა, არის უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა ხელშეწყობა, რათა მათ სრულად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული პოტენციალი, რის შედეგადაც მათი საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდება. სიღარიბის სრული დაძლევა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სხვა, სექტორის კონტროლს გარეთ არსებულ ფაქტორებზე: ძირითადად, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მცირემიწიანობის პრობლემაზე, შეზღუდულ ბუნებრივ რესურსებზე და ა.შ. მეორე მხრივ, სიღარიბის დაძლევისათვის არასამთავრობო სექტორის მიერ განხორციელებულ პროექტებს აქვს უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან სწორად დაგეგმვისა და განხორციელების შემთხვევაში პროექტის შედეგად უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ფერმერთა ეკონომიკური მდგომარეობა და, შესაბამისად, საყოფაცხოვრებო პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ეს, თავის მხრივ, შექმნის მათთ ვის უკეთეს სამომავლო პერსპექტივას.