აგრძნობინე სხვებს შენი არსებობა (ბაზარი)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ეკონომიკა
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: სამართლიანად გამარჯვება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო გამომცემელი: გაეროს განვითარების პროგრამა რედაქტორი: აირინ პეტერს ონი გრაფიკული დიზაინი: Likovni studio (www.list.hr) ეს სახელმძღვანელო დაიბეჭდა ISO: 9001, ISO:14001, EMAS სტანდარტის შესაბამისად სერთიფიცირებულ ქაღალდზე ამ პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მათ ავტორებს და არ გამოხატავს გაეროს ან გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს. კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო



1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


ნება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა გულისხმობს კომპანიის საქმიანობის ზეგავლენას სამყაროზე და მის შედეგად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს. რას აწარმოებს ბიზნესი, როგორ ყიდულობს და ყიდის, როგორ ზემოქმედებს გარემოზე, როგორ ასაქმებს, ასწავლის და ანვითარებს თანამშრომლებს, როგორ ფინანსდება და იმართება, როგორ ახდენს ინვესტირებას თემში და სცემს პატივს ადამიანის უფლებებს, მისი სამუშაო ძალა და მომხმარებელი - ამ ყოველივეს ერთობლიობა განსაზღვრავს კონკრეტული საწარმოს ზეგავლენას საზოგადოებაზე.

ბიზნეს სექტორის პოზიტიური და პროაქტიული ქმედება, ზემოთ აღნიშნული და კანონით ნაკარნახევი ყველა სხვა მიმართულებით ბუნებრივი მოვლენა გახდა განვითარებულ სამყაროში, რადგან არა ერთგზის დადასტურდა, რომ ეს სასარგებლოა ყველა მონაწილე მხარისათვის. ამ სახელმძღვანელოს ცალკეულ თავებში ილუსტრირებულია კერძო კომპანიების სარგებელი.

საქართველოში გაეროს საქმიანობის ფარგლებში, 2010 წლის მარტში შეიკრიბა საკოორდინაციო ჯგუფი, რათა მოემზადებინა მასალები რომლებიც დაეხმარებოდა ქართულ კომპანიებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მიეღოთ და ყოველდღიურ საქმიანობაში გაეტარებინათ ბიზნესის პასუხისმგებლობის პრინციპები.

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (კსპ) სახელმძღვანელო მოამზადა ბრიტანულმა ორგანიზაციამ - ბიზნესი საზოგადოებაში - რომელიც უკვე 25 წელია უწევს ბიზნეს სექტორს კონსულტაციებს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამების გატარებაში. ჩვენ ვსარგებლობთ შემთხვევით და მადლობას ვუხდით ამ ორაგნიზაციას, რადგან მან ნება დაგვრთო გამოგვეყენებინა მისი მოდელი. მკვლევარები ასევე ეყრდნობოდნენ ხორვატიის გაეროს ოფისის მიერ ადაპტირებულ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელოს.

საკოორდინაციო ჯგუფი შეეცადა წარმოედგინა ქართული კომპანიების საქმიანობა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. რამოდენიმე შემთხვევაში ნაჩვენებია არა ქართული მაგალითები - ქვეყანაში ამ ეტაპზე არ არსებული პრაქტიკის დემონსტრირების მიზნით. ვიმედოვნებთ, რომ ეს სახელმძღავნელო წაახალისებს დაინტერესებულ მხარეებს აიმაღლონ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, წამყვანი ქართული კომპანიების მხარდამხარ და განვითარებული საბაზრო ეკონომიკის სტანდარტების შესაბამისად. ამით ისინი უფრო კომპეტენტურნი გახდებიან, ხელს შეუწყობენ ქვეყნის სოციალური კაპიტალის ზრდას და დაეხმარებიან საქართველოს ერთ ერთი სტრატეგიული პრიორიტეტის მიღწევაში: ინტეგრაცია ევროკავშირის სტრუქტურებსა და ბაზრებში.

სქართველოში გაეროს გლობალური ინიციატივის ქსელი მოქმედებს როგორც ბიზნესის პასუხისმგებლობის პოპულარიზაციის პლათფორმა, შესაბამისად, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეუძლია მასში გაწევრიანება. ამასთან 2009 წლის მარტში საერთაშორისო და ქართული ორგანიზაციები ოფიციალურად შეეცადნენ ერთობლივად გაევრცელებინათ და აემოქმედებინათ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები საქართველოში და ხელი შეეწყოთ ეროვნული პროგრესისათვის ამ სფეროში.

ტექსტის შესახებ


ამ ტექსტის მომზადებისას ძალიან ვცდილობთით გამოგვეყენებინა ერთვგავროვანი, გასაგები ენა და თავი აგვერიდებინა უცხო, რთული ტერმინოლოგიისათვის. თუმცა ყოველი ახალი სფერო ითხოვს სპეციფიურ ლექსიკონს.

ტერმინი „კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა“ ფართოდ გამოიყენება ბიზნეს სამყაროში. ევროპის კომისია განსაზღვრავს მას როგორც „ცნებას, სადაც კომპანიები ნებაყოფილობით ითვალისწინებენ სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს, ზოგადად საქმიანობისას და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას.“ ამგავრი პრაქტიკა სხვა სახელებითაც გვხვდება: კორპორატიული პასუხისმგებლობა, კორპორატიული მოქალაქეობა და კორპორატიული მდგრადობა.

კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული სიტყვა გახლავთ „მონაწილე“ (დაინტერესებული მხარე). ჩვენი განმარტებით ეს გახლავთ „ნებისმიერი პირი რომელსაც წვლილი შეაქვს საწარმოს წარმატებაში და სარგებლობს ამით, მათ შორის მფლობელი, აქციონერი, დასაქმებული და ისინიც ვისზეც ზემოქმედებს საწარმოს საქმიანობა, მაგალითად: მომწოდებლები, მომხმარებლები და ადგილობრივი საზოგადოება“.

ტერმინი „მდგრადი ბიზნესი“ გულისხმობს საწარმოს რომელიც იკმაყოფილებს საჭიროებებს ისე რომ პრობლემას არ უქმნის მომავალ თაობებს დაიკმაყოფილონ მათი საჭიროებები“. „მდგრად განვითარებას“ სამი საყრდენი განაპირობებს: ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური საქმიანობა.

„სოციალური ანგარიშგება“, რომელსაც ხანდახან მდგრადობის ანგარიშგებას, მოქალაქეობრივ ანგარიშგებას ან სამმაგ ანგარიშგებას უწოდებენ - ნიშნავს ანგარიშეგებას რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ფინანსურ და ეკონომიკურ არამედ გარემოსდაცვით და სოციალურ ასპექტებს და ზემოქმედებს ორგანიზაციის ფუნქციონირებაზე და ორგანიზაციის არსებულ და სამომავლო წვლილს ამ სფეროებზე.“

სახელმძღვანელოს თავები


ეს სახელმძღვანელო საქართველოში პირველად წარმოადგენს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებს, იმგვარად რომ ეს პრაქტიკული და სასარგებლო იყოს ყველა ზომის საწარმოსათვის. ის წარმოადგენს მნიშვნელოვან რესურსს ქართული კომპანიების დასახმარებლად, თანმიმდევრულად და ეფექტურად მართონ საზოგადოებაზე ზემოქმედების ყველა სფერო. სახელმძღვანელო შედგება ხუთი ცალკეული თავისაგან. პირველი თავი - კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა გვთავაზობს საკითხის ზოგად მიმოხილვას, ხოლო დანარჩენი ოთხი თავი დეტალურად განმარტავს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სხვადასხვა ძირითად კომპონენტებს. ჩვენი რეკომენდაციის მიხედვით თითოეული თავი წაკითხული უნდა იქნეს ზოგად მიმოხილვასთან ერთად.

ეს თავებია: კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმოხილვა|სამუშაო ადგილი | ბაზარი | გარემო | საზოგადოება (თემი)

2 აგრძნობინე სხვებს შენი არსებობა

▲ზევით დაბრუნება


რას ნიშნავს ეს?

ბაზარი ბიზნესის და საზოგადოების შეხვედრის კრიტიკული ადგილია. კომპანიის გავლენა საზოგადოებაზე ბაზართან მიმართებაში, დამოკიდებულია იმაზე თუ რას აწარმოებს, ყიდის და ყიდულობს, რა ღირებულება ან ზიანი მოაქვთ მის პროდუქტებსა და მომსახურებებს; ასევე მნიშვნელოვანია მისი სამართლიანობა, პატიოსნება და მარკეტინგის, რეკლამის და შესყიდვების მიმართ მისი მიდგომის ეფექტურობა. ბიზნესმა მომხმარებელი მომხიბლავი ფასებით, ხარისხით და მომსახურებით უნდა მიიზიდოს, თუმცა მხოლოდ ეს ფქტორები არ განაპირობებენ მომხმარებლის გადაწყვეტილებას ყიდვის შესახებ. ფაქტორებმა როგორიცაა, გლობალიზაცია და ინტერნეტის და სხვა სწრაფი კომუნიკაციების და კავშირების განვითარება, გაზარდეს „არამატერიალური აქტივების ღირებულება“. ზოგიერთი ასეთი აქტივი კანონმდებლობით რეგულირდება (მაგალითად ინტელექტუალური საკუთრება, საავტორო უფლება, პატენტი, ლიცენზია, აქციონერის უფლებები, სამრეწველო უფლებები) ხოლო სხვები არა (მაგალითად ბრენდის ღირებულება, კეთილი ნება, რეპუტაციის კაპიტალი და სხვა). არა მატერიალური აქტივები განაპირობებენ მომხმარებლის ემოციურ ღირებულებებს და ნდობას კომპანიის ან ბრენდის მიმართ.

ბიზნესს მრავალი ფორმით შეუძლია რეაგირება, ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის ძირითადი საქმიანობიდან გამონდინარე შესაძლებლობების და საფრთხეების გამოვლენა და ქცევის, როგორიცაა რეკლამირება, გაყიდვა და შესყიდვა, სტანდარტების განსაზღვრა.

გარდამავალ პერიოდში, გარდა ზემოთ აღნიშნული ასპექტებისა, მნიშვნელოვანია თუ როგორ იმართება კომპანია, რადგან ცუდი კორპორატიული მართვა ხშირად ასოცირდება ნაკლებად გამჭვირვალე ორგანიზაციასთან, რაც ამცირებს ნდობას კომპანიის მიმართ. ქართული კომპანიებისთვის, კორპორატიული მმართველობის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალურ ბაზარზე ინტეგრირებისათვის, კონკურენციის გაუმჯობესებისა და ინვესტიციების მოზიდვისათვის.

რაში მდგომარეობს სარგებელი?

სოციალური პასუხისმგებლობით მიდგომას ბაზარზე ფუნქციონირებისას, შედეგად დადებითი სარგებელი მოაქვს ბიზნესისთვის.

მომხმარებლების მოზიდვა

მომხმარებლები სულ უფრო მომთხოვნნი ხდებიან ბიზნესის მიმართ, განსაკუთრებით როდესაც საქმე ფასს და ხარისხს ეხება. მარკეტინგი ვითარდება და კონკურენცია მომხამრებლის ყურადღებისთვის ახალ დონეებს აღწევს და ბიზნესს ყურადღების გამახვილება არა მხოლოდ მომხმარებლის ყურადღებაზე სჭირდება არამედ მომხმარებელთან ურთიერთობასა და მასზე ზრუნვაზე.

ინვესტიციების მოზიდვა

სულ უფრო მეტი ინვესტორი და საინვესტიციო ფონდი ინტერესდება კომპანიის კარგი ქცევით, როგორც მხარდაჭერის პირობით. ძირითადი საკითხები მოიცავს შემდეგს:

  • პროდუქტის ან მომსახურების სარგებელი საზოგადოებისათვის

  • პოპულარიზაცია და ფასები

  • მოწყვლადი მომხმარებლების დაცვა

  • კარგი კორპორატიული მართვა და გამჭვირვალობა

  • მომხმარებელთან ურთიერთობა

საწარმოები რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ბანკების და ინვესტორების კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს უფრო რთულად იღებენ დაფინანსებას ან უფრო მაღალ ფასს იხდიან.

საწარმოების და სხვა პარტნიორების
მოზიდვა

ბიზნესს სულ უფრო ხშირად ეკითხებიან სოციალური პოლიტიკის შესახებ. ბევრმა ორგანიზაციამ კარგად იცის, რომ მასზე მისი კომპანიის მიხედვით იმსჯელებენ; დიდი ორგანიზაციები ცდილობენ შექმნან მოწოდების ჯაჭვები სადაც აისახება მათი ღირებულებები. როდესაც ორგანიზაციას აქვს კარგი რეპუტაცია, მას იცნობენ როგორც სამართლიან, პასუხისმგებლობის მქონე საიმედო პარტნიორს - რომელიც დროულად იხდის გადასახადებს და ასრულებს კონტრაქტით დაკისრებულ მოვალეობებს, ეს ძალიან იზიდავს სხვა ორგანიზციებსა და მომწოდებლებს რადგან ამცირებს მათ რისკს. დასავლური კომპანიები რისკის მართვის მიზნებიდან გამომდინარე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მომწოდებლების შერჩევას და ცდილობენ მოერიდონ მათ ვინც ვერ ადასტურებენ სტანდარტებთან შესაბამისობას.

სოციალური პასუხისმგებლობის მქონე და სანდო კომპანიები მიმზიდველი პარტნიორები არიან კარგი რეპუტაციის მქონე საქველმოქმედო და განვითარების ორგანიზაციებისათვის: კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ერთობლივად განხორციელებული საქმიანობები საშუალებას აძლევენ ორგანიზაციებს მიიღონ სარგებელი ერთმანეთის სიძლიერისა და რეპუტაციისგან, ეს კი იზიდავს მომხმარებელს. მთავრობები პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობის საშუალებას აძლევენ და ანგარიშს უწევენ მხოლოდ კარგი რეპუტაციის მქონე კომპანიებს.

რეპუტაციის მართვა

მომხმარებლები აფასებენ კომპანიებს რომლებსაც ენდობიან, თუმცა შეიძლება ის კომპანია უფრო ახსოვდეთ რომელმაც მარცხი განიცადა. კომპანია თავად დააზარალებს თავის თავს თუ აღმოჩნდება, რომ რეკლამის საპირისპიროდ ყიდის წუნიან ან ცუდ პროდუქციას და მომსახურებას.

კომპანიას სასჯელი ემუქრება თუ მისი რეკლამის და გაყიდვის პოლიტიკა მეტისმეტად აგრესიულია ან უპატიოსნოდ საქმიანობს და მომხამრებლებს არაადექვატურად ემსახურება.

  • გლობალურ ბაზარზე ბრენდის და კორპორაციის რეპუტაცია უმნიშვნელოვანესია. ბრენდი შეადგენს ბაზრის დიდ ნაწილს, ბრენდი ნებისმიერი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული აქტივია. ამასთან, ძლიერი ბრენდები საუკეთესოდ წარმოადგენენ თავს ბაზარზე და პრობლემურ დროსაც ავლენენ სიცოცხლისუნარიანობას.

  • კვლევებმა უჩვენა, რომ კომპანიების მიმართ დამოკიდებულება ძირითადად იქმნება მათი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის მიხედვით, შემდეგ ბრენდის ხარისხის (40%) ან ბიზნესის საფუძველზე (34%).

  • თბილისის მცხოვრებლები სრულიად დარწმუნებულნი არიან, რომ დიდი კომაპნიები არა მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებას (91%) უნდა უწყობდნენ ხელს, ასევე აგვარებდნენ საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს (81%) და იცავდნენ გარემოს (90%).1

რისკის მართვა

რთულ ვითარებაში ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში განხორციელებული ინვესტიციები უფრო ეხმარება ვიდრე ბიზნესის სწრაფი ზრდა კარგ პირობებში. როდესაც არჩევანი კეთდება ორი თანაბარი ხარისხის პროდუქტს შორის, გადამწყვეტი ფაქტორი შეიძლება გახდეს ემოცია, ანუ განსაკუთრებული დამოკიდებულება რომელიმე ბრენდის მიმართ. ეს დამოკიდებულება მხოლოდ მოხმარებისას განცდილი კმაყოფილებით არ იქმნება, აქ შეიძლება შევიდეს სოციალური მნიშვნელობა და ბრენდის როლი, შესაბამისად სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის ნაწარმი ყველაზე ხშირად ხვდება მომხმარებლის კალათში. ამდენად, ინვესტირება სოციალურ პასუხისმგებლობაში უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ მარკეტინგში ინვესტირება. ეს არის რისკის მართვის პოლიტიკის კომპონენტი. მნიშვნელოვანია, რომ სოციალური პასუხისმგებლობა იყოს კრიზისის ან საგანგებო გეგმის განუყოფელი ნაწილი და არ ჩაითვალოს რომ მასზე მუშაობა კარგია როდესაც მოგება მაღალია.

რას ეფუძნება ეს?

არსებობს კოდექსები

კოდექსები კომპანიებისთვის სახელმძღვანელოა შიდა ურთიერთობების რეგულირებისას და მაჩვენებელი სოციალური პასუხისმგებლობით ქცევისას. ეთიკის კოდექსი, რომელსაც სხვაგვარად უწოდებენ ეთიკის პოლიტიკას, ქცევის კოდექსს, დებულებას ბიზნეს საქმიანობის შესახებ ან ბიზნესის პრინციპს - აფუძნებს და ახმოვანებს ორგანიზაციის ან სექტორის და მისი ფუნქციონირების კორპორატიულ ღირებულებებს, პასუხისმგებლობებს, ვალდებულებებს და ეთიკურ ამბიციებს. ის თანამშრომლებს ასწავლის თუ როგორ იმოქმედონ სწორად როდესაც დილემის ან წნეხის ქვეშ აღმოჩნდებიან. ის ასევე აცნობებს დასაქმებულებს ან სხვა დაინტერესებულ მხარეებს თუ რას უნდა ელოდონ კომპანიისაგან ან სექტორისგან.

კოდექსის თანახმად ბიზნესი ვალდებულია იმოქმედოს ანგარიშგების, სიზუსტის, ეფექტურობის და გამჭვირვალობის ძირითადი პრინციპების შესაბამისად, კეთილსინდისიერად ითანამშრომლოს პარტნიორებთან, სხვადასხვა სექტორებთან, მთელ საზოგადოებასთან და საკუთარ თანამშრომლებთან.

პრაქტიკული მაგალითი - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაცია NIA - BUSINESS ETHICS CODE

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაცია შეიქმნა როდესაც საქართველოში არ იყო კარგად მოწესრიგებული საბაჟო და საგადასახადო სისტემა, ნავთობპროდუქტების კონტრაბანდა და კორუფცია კი საკმაოდ მაღალ დონეზე იყო. ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნები ყველანაირი წესების და სტანდარტების დაცვის გარეშე ფუნქციონირებდნენ, ადგილი ჰქონდა ქიმიური ნივთიერებების უკანონო შერევას და კონტროლი არასაკმარისი იყო, ისევე როგორც სექტორიდან გადასახადების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ნავთობის კანონიერმა საწარმოებმა გაანალიზეს, რომ ამგვარი სიტუაცია ხელს შეუშლიდა სექტორის განვითარებას და გადაწყვიტეს ერთობლივად ემოქმედათ და გაეუმჯობესებინათ სიტუაცია კოლაბორაციული თვითრეგულაციის გზით. NIA შეიქმნა როგორც არასამთავრობო სტრუქტურა, მან დაიწყო ამ პრობლემებზე მუშაობა და მთავრობასთან თანამშრომლობით ეტაპობრივად გააუმჯობესა სიტუაცია. შექმნისთანავე ორგანიზაციამ მიიღო ეთიკის კოდექსი რომელსაც ხელი მოაწერეს ნავთობის იმპორტსა და დისტრიბუციაში მოქმედმა კომპანიებმა. კოდექსი შეიცავს შემდეგ ძირითად პრინციპებს:

  • პატიოსნებასა და თანასწორობაზე დაფუძნებული ბიზნეს საქმიანობა;

  • ბრძოლა კონტრაბანდისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის წინააღმდეგ და საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის ხელშეწყობა;

  • ადგილობრივი და იმპორტირებული ნავთობპროდუქტების ხარისხის სტანდარტების კონტროლის ხელშეწყობა;

  • კონკურენციის პირობების უზრუნველყოფა ორმხრვი პატივისცემის საფუძველზე - არავითარი უპატიოსნო ან არა კანონიერი საქმიანობა;

  • NIA-ს და წევრი კომპანიების რეპუტაციის დაცვა - ნებისმიერი სახის დეზინფორმაციის გავრცელების დაუშვებლობა;

  • თანამშრომლობა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და ორმხრივად ყოველმხრივ სასარგებლო პირობების შექმნა;

  • გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება - ნებისმიერი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის;

  • ინტერესთა კონფლიქტების მოგვარება.


დღეისათვის საქართველოში ნავთობის იმპორტის და დისტრიბუციის სექტორი გაცილებით უკეთ არის რეგულირებული და რეგისტრაცია, პროცედურები და კონტროლი ჩამოყალიბებული; სტანდარტები მიღებულია და გადამოწმებული, ხოლო გადასახადები გადახდილი. კომპანიებმა რომლებმაც ვერ შეასრულეს კოდექსის მოთხოვნები დატოვეს ასოციაცია, და საბოლოოდ შეწყვიტეს არსებობა ქართულ ბაზარზე.

ბიზნეს საქმიანობის კოდექსი

ბიზნეს საქმიანობის კოდექსების შინაარსი და დეტალები საკმაოდ განსხვავებულია. ბევრი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • შრომითი ურთიერთობები, სამუშაო პირობები და პროფესიული საქმიანობა

  • თანასწორობა, ჩართულობა, დისკრიმინაცია, აგრესია

  • ინფომაციის გამჟღავნება

  • კომუნიკაცია და რეკლამა

  • კონკურენცია ბაზარზე

  • სამართლებრივი შესაბამისობა და საგადასახადო პროცედურები

  • მექრთამეობა, კორუფცია და ინტერესთა კონფლიქტი

  • მეცნიერება, ტექნოლოგია და ინტელექტუალური საკუთრება

  • მომხმარებლის დაცვა

  • გარემოსდაცვითი ღონისძიებების მართვა

კოდექსები ჩვეულებრივ ეფუძნება კანონს, ჩვეულ ეთიკურ სტანდარტებს და ევროკავშირის ფუნდამენტურ დოკუმენტებს, როგორიცაა: ჰუმანურობა, კეთილდღეობის ზრდა, პოზიტიური კორპორატიული კულტურა, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, თავისუფლება, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, ნდობა, საერთო სიკეთის დაფასება, გარემოს დაცვა და სხვა.

un Global Compact-ის ათი პრინციპი

UN Global Compact-ის (გაეროს გლობალური შეთანხმების) ათი პრინციპი უნივერსალურ კონსენსუსს აღწევს, რადგან ეფუძნება ფართოდ აღიარებულ საერთაშორისო კონვენციებს და სარგებლობს გაეროს გენერალური ასამბლეის მხარდაჭერით. გაეროს გლობალური შეთანხმება სთხოვს კომპანიებს მიიღონ, მხარი დაუჭირონ და აამოქმედონ თავის სფეროში შემდეგი ძირითადი ღირებულებები:

ადამიანის უფლებები
პრინციპი 1: ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს და პატივი სცეს საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანების უფლებების დაცვას; და
პრინციპი 2: არ მიიღოს მონაწილეობა ადამიანის უფლებების დარღვევაში

შრომის სტანდარტები
პრინციპი 3: ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს ასოციაციების თავისუფლებას და ცნოს კოლექტიური მოლაპარაკებების უფლება;
პრინციპი 4: გამორიცხოს ძალადობრივი და იძულებითი შრომის ნებისმიერი ფორმა;
პრინციპი 5: ბავშვთა შრომის ეფექტური გაუქმება; და
პრინციპი 6: არავითარი დისკრიმინაცია დასაქმებასთან მიმართებაში

გარემო
პრინციპი 7: ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს პრევენციულ მიდგომას გარემოსდაცვითი გამოწვევების მიმართ
პრინციპი 8: გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ინიციატივების ხელშეწყობა; და
პრინციპი 9: გარემოზე მინიმალური უარყოფითი ზეგავლენის მქონე ტექნოლოგიების შექმნისა და გავრცელების ხელშეწყობა

ანტიკორუფცია

პრინციპი 10: ბიზნესმა უნდა იმუშაოს კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, მათ შორის გამოძალვა და მექრთამეობა.

არ არსებობს რაიმე კოდექსი რომელიც აწესებს ეთიკური ქცევის ძირითად სახელმძღვანელოებს ქართულ ეკონომიკაში. 2009 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFc), საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული ნებაყოფილობითი, კორპორატიული მართვის კოდექსის შექმნის მიზნით, დაიწყო თანამშრომლობა საქართველოს ბანკების ასოციაციასთან და საქართველოს ბირჟასთან. ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო საკუთარი კოდექსი და/ან გაიზიარა დარგის, ასოციაციის ან საერთაშორისო კოდექსი.

ეთიკის საკითხი

ეთიკის საკითხებში ინვესტირების გამოცდილების მქონე ადამიანები განსაზღვრავენ ეთიკური ინვესტიციის სამ დონეს, რომელიც ეხმარება ნებისმიერ მფლობელს ან მმართველს მისი ბიზნესისათვის სასიკეთო გადაწყვეტილების მიღებისას:

  • თავი აარიდე ან მინიმუმამდე დაიყვანე დამაზიანებელი მოქმედება და ზემოქმედება: ნუ დააზიანებ

  • მოახდინე დამაზიანებელი მოქმედების პრევენცია და განახორციელე სოციალური ინვესტიციები

  • მიაღწიე პოზიტიურ გაუმჯობესებას სოციალური გარემოს მდგრადობაზე დადებითი გავლენის მქონე პროექტების მეშვეობით.

ეს სასარგებლოა ეთიკური პოლიტიკის შემუშავების, მისი გათავისების და პოპულარიზაციისთვის:

  • ეთიკასა და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ინვესტიციები უფრო და უფრო პოპულარული ხდება; სოციალური და მართვის საკითხები მნიშვნელოვანია ინვესტიციების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

  • ინვესტორების თითქმის ნახევარს სურს რომ მათი ინვესტიცია დადებით გავლენას ახდენდეს საზოგადოებაზე.

  • პასუხისმგებლობის ინვესტიციების პორთფოლიოების უმეტესობას სხვა პორთფოლიოების მსგავსი ან უკეთესი შედეგები აქვთ.2

დასავლეთში ზოგადად მზარდი გრძელვადიანი ინვესტირების ფონდები, განსაკუთრებით საპენსიო ფონდი, საინვესტციო გადაწყვეტილებების მიღებისას ითვალისწინებენ ეთიკურ კრიტერიუმებს.

პრაქტიკული მაგალითი - პროკრედიტ ბანკი - ბიზნეს ეთიკა და გარემოსდაცვითი სტანდარტები
ეთიკის ნორმების დაცვა ბიზნეს საქმიანობის დროს პროკრედიტ ბანკის ერთ ერთი კრიტერიუმია სასესხო ოპერაციების წარმოებისას და სასესხო განაცხადების დამტკიცებისას. ბანკმა შეიმუშავა მართვის სისტემების სრული პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს ეთიკური ბიზნესის ყველა სფეროში სრულყოფილ ფუნქციონირებას და მუდმივ მონიტორინგს. კრედიტი არ ეძლევათ ინდივიდუალურ პირებსა და საწარმოებს, თუ არსებობს ეჭვი რომ ისინი
იყენებენ საფრთხის ან მორალური თვალსაზრისით მიუღებელ შრომის ფორმებს. პროკრედიტ ბანკი იყენებს საუკეთესო პრაქტიკასა და პროცედურებს, რათა არ გახდეს ფულის გათეთრების ან სხვა უკანონო ქმედების იარაღი, როგორიცაა ტერორისტული საქმიანობის დაფინანსება. ის ასევე აწესებს მისი სასესხო ოპერაციების გარემოზე ზემოქმედების საზომ სტანდარტებს: ყველა ინსტიტუცია ანხორციელებს გარემოს მართვის სისტემას, რომელიც ითვალისწინებს პორტფოლიოს შეფასებას გარემოსდაცვითი კრიტერიუმის მიხედვით და არ აკმაყოფილებს სასესხო განაცხადებს როდესაც ჯგუფის ჩამონათვალის თანახმად კომპანიის საქმიანობა მავნე ან სახიფათოა გარემოსათვის. პრო კრედიტის ინსტიტუციები პროაქტიულია ბიზნესის მომხმარებლის წახალისებისას, გააუმჯობესოს აქტივობა: ჯგუფის ბიზნეს და სამომხმარებლო სესხების დიდი პროცენტი გამიზნულია ემისიის შემამცირებელი თანამედროვე ტექნოლოგიების შესყიდვისთვის, ენერგო ეფექტური შენობების მშენებლობისთვის და გარემოზე დადებითი ზეგავლენის მქონე სხვა ინვეტიციებისათვის. ახალი თანამშრომლები გადიან სწავლებას, რომლის ერთი კომპონენტი ეხება ბანკის ქცევის კოდექსს და მის მნიშვნელობას. რეგულარული განმეორებითი სესიები უზრუნველყოფს, რომ თანამშრომლებს საქმიანობისას მუდმივად ახსოვდეთ ეთიკური სტანდარტები.

„მწვერვალზე ყოველთვის არის ადგილი.“

დენიელ ვებსტერი
ამერიკალი ადვოკატი და პოლიტიკოსი

მომხამრებელთან ურთიერთობა

ევროკავშირის კანონმდებლობა ბაზარზე ადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ მოთხოვნებს ბიზნესისათვის, მათ შორის მომხმარებელთა დაცვის და უფლებების შესახებ. ამ თვალსაზრისით საქართველოს სუსტი რეგულაციების და პრაქტიკის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი საკითხია. თანაბრად მნიშვნელოვანია მომხმარებლების და მწარმოებლების ტრენინგი რადგან, ამ უფლებების არასაკამრისი ცოდნა ყველაზე ხშირად ხდება დარღვევების მიზეზი. ამ ეტაპზე საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მომხმარებლის უფლებათა დამცველი სახელმწიფო დაწესებულების არსებობას. ხარისხის კონტროლსა და სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის HAccP (რისკის ანალიზი და კონტროლის კრიტიკული წერტილი) სტრანდარტების მიღება და სერთიფიცირება გადაიდო 2013-15 წლამდე, თუმცა აღნიშნულთან შესაბამისობა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მწარმოებლებისთვის რომლებიც გეგმავენ ევროკავშირში ექსპორტით გაიტანონ, მაგალითად, ღვინო, თაფლი, ხორცი, თხილი და წყლის პროდუქტები.

აღნიშნულთან მიმართებაში ბევრი საკითხია გასათვალისწინებელი. უსაფრთხოება ცალსახად არის დაკავშირებული პროდუქტის ან მომსახურების პირდაპირ სოციალურ ზემოქმედებასთან, ხოლო სხვები მეტად უკავშირდებიან ბაზრის ქცევას:

  • პროდუქტის აღწერილობა: მიმოიხილე სამართლებრივი მოთხოვნები ეტიკეტირებისა და შეფუთვის შესახებ. ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი და ნათლად წარმოდგენილი.

  • პროდუქტის უსაფრთხოება: პროდუქტი მთელი თავისი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე უსაფრთხო უნდა იყოს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის. უზრუნველყავი სათანადო სახელმძღვანელო უსაფრთხო მომხმარების შესახებ.

  • ფასის დადგენა: თავი აარიდე დამაბნეველ ან არა კონკურენტულ ფასებს, მათ შორის ფიქსირებულ ფასებს და მტაცებლურ ფასებს (დემპინგი).

  • თიკური რეკლამა: თავი აარიდე დამაბნეველ ან უსიამოვნო რეკლამას. გამოიყენე კომუნიკაციის პოზიტიური მეთოდები და გაითვალისწინე სათანადო სამიზნე ჯგუფები (ქალები, სხვა სოციალური ჯგუფები, უმცირესობები და სხვა).

  • გაყიდვის მეთოდები: არ დაუშვა ზეწოლით გაყიდვა და გადამეტება. დაიცავი ექსპლუატაციისაგან “რისკის ქვეშ' მყოფი ან უნარშეზღუდული მყიდველები.

  • მომხმარებლის უფლებები: უზრუნველყავი მომხმარებლის ყველა უფლების დაცვა, აგრეთვე მომსახურების მომხმარებლის საჩივრების მართვის სისტემა, განახლება, შეხსენება და სრული ინფორმაცია.

  • მონაცემთა დაცვა: უზრუნველყავი პირადი მონაცემების დაცვა, მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად.

პრაქტიკული მაგალითი - მომხმარებელთა ონლაინ რეჟიმში მომსახურების გაუმჯობესება

„Caucasus Online“-ის მომხმარებლებს მომსახურების ცენტრში დარეკვისას, ოპერატორთან ან შესაბამის ნომერთან საუბრის დასრულების შემდეგ ავტომატურად დაუკავშირდებიან და სთხოვენ შეაფასოს გაწეული მომსახურება 9 ბალიანი შკალით, ამისათვის მან თავის სატელეფონო აპარატზე უნდა დააჭიროს შესაბამის ღილაკს. თვის ბოლოს ყველა ოპერატორს აქვს შეფასებების გარკვეული რაოდენობა, რითაც დგინდება მისი ყოველთვიური რეიტინგი. მომხმარებელთა მომსახრების შეფასების ავტომატური სისტემის შემოღების შემდეგ, კომპანიის მომსახურება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და შესაბამისად იმატა კმაყოფილი მომხმარებლების შეტყობინებებმა.

პრაქტიკული მაგალითი - SILKNET (ყოფილი საქართველოს გაერთიანებული ტელეკომი) მარკეტინგი სოციალური პასუხისმგებლობით

საქართველოს გაერთიანებულმა რელეკომმა (UTG) - რომელიც ეხლახანს ვანექსსა და აჭარის ელექტროკავშირთან ერთად სილქნეთში გაერთიანდა - 5,000 სოციალურიად დაუცველი ხელმომწერისათვის შემოიღო შეღავათიანი სისტემა: სოციალურად დაუცველი პირებისათვის 50%-ით შემცირდა ბინის ტელეფონის სააბონენტო გადასახდი. სპეციალური პაკეტები შემუშავდა უნარშეზღუდული ადამიანებისათვის, რომლებიც არავითარ ფინანსურ მხარდაჭერას არ იღებენ ოჯახისაგან ან სხვა პირებისაგან (100 უფასო წუთი) და მხედველობადაქვეითებული ადამიანებისათვის (400 უფსო წუთი). სილქნეთმა ამ გაერთიანებას მნიშვნელოვანი შიდა შესაძლებლობები შესძინა და ამ პოზიტიური გამოცდილების საფუძველზე გეგმავს მომავალშიც სოციალური პასუხისმგებლობით განაგრძოს მარკეტინგული საქმიანობა.

პრაქტიკული მაგალითი GEOCELL - მარკეტინგი სოციალური პასუხისმგებლობით

Geocell-მა სოციალური პასუხისმგებლობა აიღო სოციალურად დაუცველი ადამიანების მიმართ, რაც მიზნად ისახავს სმენადაქვეითბული ადამიანების ხალშეწყობას ისარგებლონ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, და ამით მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ამ პროგრამის ფარგლებში, სმენადაქვეითებულმა ადამიანებმა და მათი ოჯახის წევრებმა მიიღეს სპეციალური ტარიფები sms შეტყობინებებზე, რაც მათ მარტივი და იაფი კომუნიკაციის შესაძლებლობას აძლევდა. ამასთან, კომპანიამ ამ ადამიანებისათვის სპეციალურად აღჭურვა კომპიუტერული ცენტრი და მათ ერთმანეთთან და სამყაროსთან კავშირის შესაძლებლობა მისცა. პროგრამა ხორციელდება საქართველოს სმენადაქვეითებულთა კავშირთან ერთად და ამ ეტაპზე 2000 ადამიანს მოიცავს.

პრაქტიკული მაგალითი - კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური სესხები უზრუნველყოფის გარეშე

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბანკი რესპუბლიკა სხვადასხვა აქტივობებით, მათ შორის სტუდენტების დაფინანსებით ხელს უწყობს განათლების განვითარებას. კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ბანკმა რესპუბლიკა გაამარტივა სტუდენტური სესხის საკრედიტო პროცედურები, რითაც ხელი შეუწყო სათანადო ფინანსური შესაძლებლობების არ მქონე სტუდენტების ხელმისაწვდომობას განათლებაზე და მათი პოტენციალის სრულად გამოვლენას. ამ ხელშეკრულების ფარგლებში ბანკი რესპუბლიკა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს ინოვაციური, უსაფრთხო და თითოეული მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრული სასესხო პროცედურებით და ინდივიდუალური გრაფიკით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დაფინანსებას. კრედიტი გაცემულია ლარში, ზომიერი საპროცენტო განაკვეთით და, რაც მთავარია, უზრუნველყოფის გარეშე, რის გამოც წარსულში მცირდებოდა მოსარგებლეთა რაოდენობა. აღნიშნული ამცირებს სესხის დამტკიცების და დაფარვის ვადას და საგრძნობლად ამარტივებს პროცედურებს. მსესხებლისათვის დამატებითი სარგებელი არის სიცოცხლის უფასო დაზღვევა.

პრაქტიკული მაგალითი - მიკრო საფინანსო ორგანიზაცია სააქციო საზოგადოება კრისტალი

მიკრო საფინანსო ორგანიზაცია სააქციო საზოგადოება კრისტალი მთელ საქართველოში სთავაზობს ფინანსურ მომსახურებებს მიკრო და მცირე მეწარმეებს. 2009 წელს სესხის საშუალო მოცულობამ 1,441 აშშ დოლარი შეადგინა. ორგანიზაციამ არსებობა დაიწყო როგორც სუბსიდირებულმა მიკრო სესხების პროგრამამ - ფონდი კრისტალი, შემდეგ გარდაიქმნა დამოუკიდებელ მიკრო საფინანსო ინსტიტუტად და მიკრო საფინანსო ორგანიზაციების შესახებ 2007 წლის კანონის თანახმად ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოებად - კრისტალი. როგორც კომერციული ერთეული კრისტალი დაინტერესებული იყო მისი სამუშაოს სოციალური შედეგებით. სააქციო საზოგადოება კრისტალი მიმართავს სოციალური პასუხისმგებლობის მატრიცას, რომელიც პრინციპების ორი ჯგუფისაგან შედგება. პირველი ნაწილი - კლიენტის დაცვის პრინციპები - განსაზღვრავს კომპანიის კლიენტების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს: „არ ავნო“ - ეს კრიტერიუმი აღებულია კლიენტის საერთაშორისო დაცვის კამპანიიდან (Smart Campaign), რომელსაც კრისტალი 2009 წლის გაზაფხულზე შეუერთდა. კლიენტის დაცვის პრინციპებია: დავალიანებისათვის თავის არიდება, ფასების გამჭვირვალე სისტემა, თანხის ამოღების სათანადო მეთოდი, თანამშრომელთა ეთიკური ქცევა, კლიენტის მონაცემების კონფედენციალურობა და საჩივრების განხილვის მექანიზმი. მეორე ჯგუფი - აქტიური სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს პროაქტიულ ინიციატივებს, რომლებსაც კრისტალი ახორციელებს როგორც მისი კორპორატიული პასუხისმგებლობის ნაწილს, მათ შორის სოციალურ, გარემოსდაცვით და კორპორატიულ ინიციატივებს, როგორიცაა კორპორატიული მართვის გაძლიერება, ინვესტირება თემში, თანამშრომელთა კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება და ფინანსური შესაძლებლობების ზრდა.

პრაქტიკული მაგალითი - ვისოლი ბაზარი და კლიენტები

Wissol Group საქართველოში ერთ ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფია და ლიდერობს ენერგო პროდუქტების მიწოდების სექტორში, ფლობს რა ბენზოგასამართი სადგურების უმსხვილეს ჯაჭვს. 2000-ზე მეტი თანამშრომლით ვისოლი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოს ნავთობის სექტორში. ვისოლის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკა ორიენტირებულია ექვს მიმართულებაზე, ერთ ერთი არის ბაზარი და მომხმარებლები. ამ სფეროში მისი პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში ვისოლი მიმართავს სამრეწველო ბიზნესის ქცევის კოდექსს და იყენებს კორპორატიული მართვისა და გამჭვირვალობის საუკეთესო გამოცდილებას. ხარისხიან პროდუქციაზე მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, ვისოლს შემოაქვს უახლესი ევროპული სტანდარტის (ევრო 5), გოგირდისაგან თავისუგალი იტალიური საწვავი და დაწესებული აქვს მკაცრი კონტროლი პროდუქციისა და მომსახურების ხარისხზე. ხარისხის კონტროლის განყოფილება მომხმარებლებს ურჩევს ეკონომიურ და ნასკლები დაბინძურების გამომწვევ საწვავს. კომპანიის მიერ ექსკლუზიურად უზრუნველყოფილი Go Live-ის სატელიტური სისტემა კლიენტებს საწვავის მოხმარების 35-45%-ით შემცირების შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, კომპანია ერთგულ მომხმარებელს უზრუნველყოფს დაგროვების და ფასდაკლების ბარათით - პირველი ბარათი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებმა საერთო ჯამში 4 მილიონ ლარზე მეტი დაზოგეს. კომპანიის საიტზე არსებული განყოფილების - შენი ხმა - მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია პირდაპირ დაუკავშირდეს კომპანიას და მიოთხოვოს ინფორმაცია. ამ ეტაპზე ვისოლი თვეში საშუალოდ 20 ელექტრონულ წერილს პასუხობს.

პრაქტიკული მაგალითი - სააქციო საზოგადოება ნიკორა - ISO სერთიფიცირება

2008 წლის დეკემბერში კომპანიამ ნიკორა - ლიდერმა საკვების წარმოებაში მიიღო ISO 9001:2000 და ISO 22000:2005 სერთიფიკატები, ინტეგრირებული მართვისა და სურსათის უსაფრთხოების მართვის სისტემების დანერგვისა და შენარჩუნების გამო. ISO მოთხოვნების შესაბამისად ნიკორამ შექმნა სურსათის ხარისხის და უსაფრთხოების ზედამხედველობის და მართვის სპეციალური ჯგუფი, უზრუნველყო თანამშრომლების სწავლება რათა მათ გაეცნოთ ახალი სისტემა, ჩამოაყალიბა და აამოქმედა თანამედროვე ლაბორატორია და მოამზადა სასერთიფიკაციო ქსელის IQNet - მოთხოვნების შესაბამისი დოკუმენტაცია. კომპანიას სჯერა, რომ მისი სწრაფვა მაღალი სტანდარტებისაკენ და ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვისაკენ, ნიკორას მიანიჭებს აშკარა უპირატესობას კონკურენტებს შორის საქართველოს საკვების წარმოების სექტორში და გახდება მისი ექსპორტში წარმატების გარანტი.

პრაქტიკული მაგალითი - IDS ბორჯომი საქართველო - ISO 22000 სერთიფიცირება

ცნობილი ბორჯომის მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია, საქართველოს მინისა და მინერალური წყლის კომპანია - GGMw (ამჟამად IDs ბორჯომი საქართველო) 2007 წელს დაჯილდოვდა iso 22000:2005 სერთიფიკატით. IsO 22000:2005, რომელიც ეძღვნება სურსათის უსაფრთხოების მართვის სისტემას შეესაბამება IsO 9001 - ხარისხის მართვის სისტემებს და ახდენს HAccP (საფრთხის ანალიზის და კრიტიკული კონტროლის წერტილები - მნიშვნელოვანი საერთაშორისო საკვების უსაფრთხოების მიდგომა) პრინციპების ინტეგრირებას. ეს უნივერსალური ჩარჩოა რომელიც საკვების წარმოების სექტორში აძლევს კომპანიებს შესაძლებლობას აჩვენონ რომ მომხმარებელს უზრუნველყოფენ უსაფრთხო პროდუქტებით. ფრანგული კომპანია BUREAU VERITAS CERTIFICATION დაეხმარა კომპანიას IsO 22000 სერთიფიცირების პროცესში. პროცესს რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტების დაკმაყოფილებას წარმოების მთელ ჯაჭვში ერთი წელი დასჭირდა. ნებისმიერი პროცესი რომელიც მიმდინარეობდა კომპანიაში და ნებისმიერი თანამშრომლის საქმიანობა განიხილებოდა და უმჯობესდებოდა მოთხოვნილი სტანდარტების შესაბამისად, ეს უზრუნველყოფდა მომხმარებელს უსაფრთხო, ხარისხიანი პროდუქციით. დღეს მსოფლიოში 10,000-ზე მეტი ორგანიზაცია არის IsO 22000 სერთიფიკატის მფლობელი. ბორჯომი პირველი მინერალური წყალია NIs და ბალტიის ქვეყნებში რომელმაც დააკამყოფილა IsO 22000 საერთაშორისო სტანდარტები. ეს ხელს უწყობს საერთაშორისო აღიარებას და გავლენას ახდენს კონკურენტუნარიანობაზე: პარტნიორის არჩევისას კომპანიები მთელ მსოფლიოში უპირატესობას ანიჭებენ IsO 22000 სტანდარტის სერთიფიკატის მქონე ორგანიზაციებს.

ურთიერთობა მომწოდებლებთან და ბიზნეს პარტნიორებთან

მომწოდებლებთან ურთიერთობის სამართლებრივი ასპექტები რეგულირდება კანონით და კონტრაქტებით. ამ სფეროში კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ კომპანიის ქცევა ბაზარზე პირდაპირ ან ირიბად გავლენას ახდენს მიწოდების ჯაჭვზე და დიდი წვლილის შეტანა შეუძლია მცირე და საშუალო კომპანიების განვითარებასა და ბაზრის მშენებლობაში მიკრო საწარმოების მეშვეობით, რომლებიც ემსახურებიან უდიდეს სოციო ეკონომიკურ ჯგუფს, ცნობილს როგორც - “პირამიდის საფუძველი” მისი ჯერ ჯერობით შეზღუდული უმნიშვნელოვანესი მსყიდველობითი უნარის გამო - და მართავენ მასთან ურთიერთობას.

სოციალური პასუხისმგებლობის დამკვიდრებით, დიდი კომპანიები მათი მომწოდებლებისაგან ავტომატურად იზიარებენ სხვადასხვა სტანდარტებს, კოდექსებს ან ეთიკურ ნორმებს. ბიზნეს სექტორის ერთიანი ინიციატივები ხშირად ჩნდება სხვებთან თანამშრომლობით, რაც მიზნად ისახავს ბაზარზე სპეციფიური სეგმენტების რეგულირებას.

HSBC ბანკი საქართველო - საქართველოს სავაჭრო აკადემია

HSBC ბანკი საქართველო და ეკონომიკის განვითარების სამინისტრო ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში ხელს უწყობენ ქართული კომპანიების ჩართვას საერთაშორისო ბიზნესში და მათი სავაჭრო შესაძლებლობების გაუმჯობესებას. ამისათვის ხორციელდება რიგი ინიციატივები, სასწავლო ღონისძიებები და მუშავდება ონ ლაინ მექანიზმები, რაც თავისთავად ეხმარება კომპანიებს მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ვაჭრობაში. აღნიშნული ჩარჩო ხელშეკრულების თანახმად HSBC ბანკი ქართველი ბიზნესმენებისთვის მოაწყობს ტრენინგებს საერთაშორისო სავაჭრო საკითხებზე. ქართული სავაჭრო აკადემია შეიქმნა ბიზნესმენების ინფორმირებისა და სწავლებისათვის საგარეო ვაჭრობის პროდუქტებისა და შესაბამისი კანონების შესახებ. პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელიც გახსნა HSBC ბანკის ვაჭრობისა და ევროპის მიწოდების ჯაჭვის ხელმძღვანელმა ჩატარდა 2010 წლის მაისში, მაში მონაწილეობდნენ დაახლოებით 40 კომპანიის წარმომადგენლები. აღნიშნულით HSBC ბანკი აუმჯობესებს და აფართოებს კლიენტების ბაზას და უზრუნველყოფს ღირებულ მომსახურებას საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული კომპანიებისათვის და ხელს უწოყობს მათ წარმატებულ საქმიანობას ახალ ბაზრებზე.
პრაქტიკული მაგალითი - ელკანა და ბეღელი პარტნიორები ორგანული საკვების წარმოებაში

ბიოლოგიურ ფერმერთა ასოციაცია ელკანა ინტეგრირებული სასოფლო სამეურნეო ჯაჭვის იშვიათი მაგალითია საქართველოში, ის აწარმოებს და ყიდის ორგანულ საკვებს. ელკანა აერთიანებს ფერმერებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მდგრადი, ორგანული ფერმერული მეურნეობის განვითარებით და გარემოს დაცვით. ელკანას ყავს 600 წევრი, რომელიც აწარმოებს ბიო პროდუქტს - ანუ ორგანულ პირობებში და ორგანული მეთოდებით წარმოებულ სასოფლო სამეურნეო პროდუქტს. პროდიქტებს შორისაა: ლობიო და ბარდა, ალკოჰოლური სასმელები, კონსერვირებული პროდუქტები, ღვინო, თხილი, თაფლი და ხილი. ელკანა უზრუნველყოფს თავის წევრებს საკონსულტაციო მომსახურებით, ხოლო მისი ტრენინგ ცენტრი მისაღებ ფასად სთავაზობს მათ კურსებს ორგანული წარმოებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. ელკანა ხელს უწყობს ორგანული პროდუქტების პოპულარიზაციას და ფერმერებს შორის თანამშრომლობას: მის წევრებს შორის 12 ფერმერთა ჯგუფია, 8 ფერმერთა ასოციაცია/კავშირი და 11 ბიზნეს ერთეული. მისი წევრების ბაზარზე წვდომის გასაუმჯობესებლად ელკანამ დააფუძნა შპს ბეღელი, საცალო კომპანია რომელიც ეწევა ელკანას წევრების პროდუქციის მარკეტინგსა და გაყიდვას, საქართველოში არსებული სუპერ მარკეტების ჯაჭვის მეშვეობით, ასევე ელკანას ბიო პროდუქტების ინტერნეტ მაღაზიით: მათ მომხმარებელთან სახლშიც კი მიაქვთ პროდუქტი. ელკანა და ბეღელი აქტიურად მუშაობენ ქართული ბიო პროდუქტისთვის უცხოური ბაზრების მოსაძებნად, ამისთვის მონაწილეობენ სავაჭრო ბაზრობებში და პირდაპირ ეკონტაქტებიან ორგანული პროდუქტებით მოვაჭრეებს ევროპაში.

პრაქტიკული მაგალითი - ეთიკური ვაჭრობის ინიციატივა

ეთიკური ვაჭრობის ინიციატივა აერთიანებს კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და პროფესიულ კავშირებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ცდილობენ აღმოფხვრან ადამიანის და შრომითი უფლებების დარღვევა მომწოდებლების მიერ განვითარებად ქვეყნებში. ინიციატივის მთავარი კოდექსი ითვალისწინებს შემდეგ დებულებებს: არავითარი ძალადობრივი შრომა, გაერთიანების თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკებების უფლება, უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობები, არავითარი ბავშვთა შრომა, საარსებო მინიმუმის გადახდა, არავითარი არანორმირებული სამუშაო საათები, არავითრი დისკრიმინაცია, მუდმივი დასაქმება და არავითარი უხეში და არაადამიანური მოპყრობა.

გამჭვირვალობა

კორუფცია ეკონომიკური პროგრესის ბარიერია, მას მცდარი ეკონომიკური გადაწყვეტილების და შემცირებული ანგარიშვალდებულებისაკენ მივყავართ, ანგრევს ღია კონკურენციას, ადაბლებს სტანდარტებს და აზიანებს ეთიკურ ღირებულებებს. კორუფცია ყველაზე მეტ საფრთხეს ღარიბ და მცირე ძალის მქონე ადამიანებს უქმნის; და ბოლოს ხელს უშლის ევროპულ და მსოფლიო კონკურენციას.

2004 წლიდან საქართველოს მთავრობამ აგრესიული, წარმატებული კამპანია წამოიწყო კორუფციის წინააღმდეგ. უწყვეტი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ ქართულ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რადგან მიზნად ისახავს ბიზნესის და საინვესტიციო კლიმატის შემდგომ გაუმჯობესებას. მიუხედავად განხორციელებული უმნიშვნელოვანესი ზომებისა, ქართველების ნახევარზე მეტი თვლის, რომ კორუფცია კვლავაც სერიოზული პრობლემაა. მხოლოდ მცირე ჯგუფს მიაჩნია, რომ ბიზნეს პერსონები ცდილობენ კორუფციის შენარჩუნებას საქართველოში.3

კომპანიები თანამშორმლობენ საქართველოს მთავრობასთან კორუფციის აღმოფხვრის და ანტი კორუფციული სტრატეგიის და ანტი კორუფციული სამოქმედო გეგმის განხორციელების საქმეში. 2009 წელს საქართველო 66-ე ადგილზე (180 ქვეყნიდან) გავიდა საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, ეს წინგადადგმული ნაბიჯია 2003 წლის 124-ე პოზიციასთან შედარებით (133 ქვეყნიდან).

პრაქტიკული მაგალითი - კორპორატიული მართვის კვლევა საქართველოში

IFC-ის 2009 წლის კვლევამ უჩვენა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კორპორატიული მმართველობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქართულ კომპანიებში და რომ შემდგომი პროგრესი კიდევ უფრო გააუმჯობესებს მათ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას. გამოკითხული კომპანიების 77%-ზე მეტმა უჩვენა ამაღლებული ცნობიერება კორპორატიული მმართველობის შესახებ. ბევრ ფირმას შეუძლია ამ სისტემის დანერგვით საქმიანობის გაუმჯობესება და ძირითადი მიმართულებების მოწესრიგება, როგორიცაა: საზედამხედველო საბჭოს გაძლიერება, შიდა კონტროლი, ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა და აქციონერების უფლებები.

ეროვნულ დონეზე მოქმედების პირობა არის კომპანიაში თამაშის გასაგები წესების შემოღება. კომპანიაში კორუფციის პრევენცია შესაძლებელია კორპორატიული მართვის სისტემის, ანტი კორუფციული პოლიტიკის და ეთიკის კოდექსის ამოქმედებით, ასევე ყველა დონეზე საქმიანობის და კომუნიკაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფით.

ბიზნეს სექტორს სხვადასხვა გზებით შეუძლია მის გარემოში კორუფციის შემცირებაზე ზემოქმედება. ჩვეულებრივ ეს ნიშნავს, რომ კომპანია საკუთარი ნებით იღებს ინიციატივას გამჭვირვალე საქმიანობაზე. არსებობს მხოლოდ ამ მიზნით შემუშავებული რიგი საერთაშორისო ინიციატივები და ინსტრუმენტები.

პრაქტიკული მაგალითი - სამართლიანობის პაქტი

IP სამართლიანობის პაქტი (IP) არის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ შემუშავებული ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია მთავრობების, კომპანიების და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშესაწყობად სახელმწიფო შესყიდვებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. IP ანხორციელებს პროცესს რომელიც ეფუძნება შეთანხმებას მთავრობას, სამთავრობო და ადმინისტრაციულ უწყებებს და ტენდერში მონაწილე მხარეებს შორის. შეთანხმების ყველა მხარე ვალდებულია იმოქმედოს გამჭვირვალედ და მასში გათვალისწინებულია სანქციები დარღვევის შემთხვევებისთვის. IP მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღიარეს ეფექტურ ინსტრუმენტად.

ხარისხის კორპორატიული მართვა ხელს უწყობს გამჭვირველობას, ქმნის რა სტრუქტურას რომელიც განსაზღვრავს კომპანიის მიზნებს, მათი მიღწევის საშუალებებს და შედეგების კონტროლს, ამასთან მოიცავს ურთიერთობებს ხელმძღვანელობას, დირექტორთა საბჭოს, აქციონერებს და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებს (თანამშრომლები, მომხმარებლები, მომწოდებლები, კრედიტორები, სახელმწიფო) შორის. ამიტომ არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი კომპანიის და საერთოდ ქვეყნის ეკონომიკის წარმატებისთვის.

საქართველოში მხოლოდ რამდენიმე დიდ კომპანიას აქვს კარგად განსაზღვრული კორპორატიული მართვის პოლიტიკა და პრაქტიკა. საერთაშორისო დონეზე კორპორატიული მმართველობა ხშირად საფონდო ბირჟაზე წარმატების წინაპირობაა. რიგ საფონდო ბირჟებს ახლა სპეციალური ინდექსი აქვთ პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესისათვის, როგორიცაა FTSE4Good Index და Dow Jones Sustainability Index (მდგრადობის ინდექსი).

პრაქტიკული მაგალითი - კორპორატიული მმართველობა და ეთიკის კოდექსები საქართველოში - საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFc) და ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი

IFC 2009 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ ითანამშრომლა საქართველოს ბანკების ასოციაციასთან და საქართველოს საფონდო ბირჟასთან, რათა შექმნილიყო ნებაყოფილობითი კორპორატიული მართვის კოდექსი, რაც დაეხმარებოდა ბანკებს საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაში და სტაბილური მომავლის მშენებლობაში, ამასთან გაზრდიდა ქვეყანაში ნდობას საბანკო სექტორის მიმართ და ბანკებს გაუზრდიდა ხელმისაწვდომობას კაპიტალზე. ნებაყოფილობითი კოდექსი ადგენს კორპორატიული მართვის უფრო მაღალ სტანდარტებს ვიდრე განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით: კოდექსში მონაწილე ბანკები ახდენენ კორპორატიული მართვის სტანდარტების ამაღლების შესახებ ვალდებულებების დემონსტრირებას, ინვესტორების ნდობის მოპოვების მიზნით. კორპორატიული მართვის კოდექსს საქართველოში ხელი მოაწერა 19-დან 12-მა კომერციულმა ბანკმა.

IFC-ის 2009 წლის კვლევამ უჩვენა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კორპორატიული მმართველობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქართულ კომპანიებში და რომ შემდგომი პროგრესი კიდევ უფრო გააუმჯობესებს მათ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას. გამოკითხული კომპანიების 77%-ზე მეტმა უჩვენა ამაღლებული ცნობიერება კორპორატიული მმართველობის შესახებ. ბევრ ფირმას შეუძლია ამ სისტემის დანერგვით საქმიანობის გაუმჯობესება და ისეთი ძირითადი მიმართულებების მოწესრიგება, როგორიცაა: საზედამხედველო საბჭოს გაძლიერება, შიდა კონტროლი, ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა და აქციონერების უფლებები.

სტანდარტების დადგენის მეორე მაგალითი არის ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ეთიკის და ქცევის კოდექსი. კოდექსი ეფუძნება სამ უნივერსალურ ეთიკურ პრონციპს: თანასწორობა და სამართლიანობა, ადამიანების პატივისცემა და პირადი და პროფესიული პასუხისმგებლობა. კოდექსი არის დებულება ეთიკური პრინციპების, ღირებულებების და ქცევის შესახებ, რომელიც მოეთხოვება ყველა თანამშრომელს, ლექტორს და სტუდენტს. კოდექსი ეხმარება მათ ეთიკური საკითხების განსაზღვრასა და გადაწყვეტაში. ამ კოდექსით სარგებლობენ კოლეგებთან, სტუდენტებთან, უნივერსიტეტთან და ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობისას. ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის თითოეულმა სტუდენტმა, ლექტორმა და თანამშრომელმა ხელი უნდა მოაწეროს ეთიკის და ქცევის კოდექსს (და ყოველ გადასინჯულ ვერსიას), ეს აუცილებელი მოთხოვნაა უნივერსიტეტში სწავლის თუ მუშაობის დაწყებისას.

როგორ ანხორციელებ?

ბევრი კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საწყისი წერტილი მისი პროდუქტების და მომსახურებების ზემოქმედების და მიწოდების ჯაჭვის მართვის მეთოდების განსაზღვრაა, პოტენციურ დაინტერესებულ მხარეებთან მიმართებაში. ამას პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის შესწავლამდე მივყავართ, რომელიც იწყება ნედლეულის მიწოდებით, შემდეგ მოდის წარმოება, ხარჯი და სარგებელი საზოგადოებისათვის, მოხმარების სარგებელი და მთავრდება საბოლოო მიწოდებით. ამასთან უნდა გავითვალისწინოთ ყიდვა გაყიდვის ყველა ასპექტი. ეს ყოველივე სწორი ბიზნეს პროცესების უზრუნველყოფას ეხება, ამასთან უნდა გავითავლისწინოთ რომ ყველა კომპანია ერთი დონიდან არ იწყებს.

როგორ აწყობთ ამ პროცესს?

1-ლი საფეხური - კომპანია ახლა იწყებს ბაზრის პრობლემების გაცნობას:

  • დარწმუნდით, რომ მაღალი რანგის მენეჯმენტი იღებს პასუხისმგებლობას კომპანიის პროდუქტისა და მომსახურების საზოგადოებაზე ზემოქმედების შედეგების მართვასა და შეფასებაზე

  • შეამოწმეთ ბაზრის ზემოქმედება, კერძოდ დაადგინეთ:

  • სამართლებრივი ბაზა

  • თქვენი ბიზნესის მიზნები

  • საქონლის ან მომსახურების პოზიტიური/ნეგატიური ზემოქმედება საზოგადოებაზე

  • უსაფრთხოება და ფასების დადგენა

  • რეკლამა და მომხმარებლის უფლებები

  • მომხმარებელთა მოწყვლადი ჯგუფები

  • ურთიერთობა მომწოდებლებთან და სხვა ბიზნეს პარტნიორებთან

  • ამ მიდგომის სარგებელი

  • უზრუნველყავი მომწოდებლების და მომხმარებლების საჩივრების განხილვის ადექვატური პროცესები

  • გაითავლისწინე ბაზრის ადაპტირების მომდევნო საფეხურები.

  • 1-ლი საფეხურის აქტივობებში შედის:

    უმაღლესი მენეჯმენტი იღებს ვალდებულებას კომპანიის ბაზარზე ზემოქმედების გადასინჯვისა და მისი პროდუქტის და მომსახურების საზოგადოებაზე ზემოქმედების მართვის საწყისი დასაბუთების შემუშავების შესახებ.

  • კომპანიის ბაზარზე მონაწილეობის (ზემოთ აღნიშნული საკითხები) მიმოხილვა, პროცესში მომწოდებლების, კლიენტების და მომხმარებელთა ჯგუფების მონაწილეობით.

  • კომპანიის პოლიტიკის შემუშავება მენეჯერების და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, მისი დასაბუთება და საზოგადოებისათვის გაცნობა; ბაზარზე მოქმედების წესის დასაბუთება.

  • ბიუჯეტის მომზადება, ბაზარზე საქმიანობის გეგმის მომზადება და მონიტორინგი; მიზნების და ძირითადი საკითხების განსაზღვრა.

  • ძირითადი საკითხების და მიზნების მონიტორინგი; საჭიროების შემთხვევაში გამოსასწორებელი ზომების მიღება.

წარმატების აღიარება.

  • ყველა მენეჯერის ინფორმირება მიღწევევბის შესახებ და სხვა დაინტერესებულ მხარეთა წახალისება ამ შედეგებით

  • ძირითადი მოთამაშეების მოსაზრებების, იდეების და ჩართულობის გათვალისწინება პირველი წლის შედეგების განხილვისას

  • საწყისი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის გადასინჯვა მიღებული გამოცდილების, წარმატების და მაგალითების მიხედვით.

მე-2 საფეხური - კომპანიას სურს საბაზისო მონაწილეობიდან უფრო წინ წაიწიოს

● ჩამოაყალიბეთ საბაზრო საკითხებზე კომპანიის რეაგირების პოლიტიკა შემდეგი საკითხების ირგვლივ:
● კომპანიის მიდგომა მისი პროდუქციისა და მომსახურების საზოგადოებაზე ზემოქმედების მიმართ
● სხვადასხვა მომხმარებელთან, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ჯგუფებთან ურთიერთობა
● კომპანიის პროდუქციის არასათანადოდ გამოყენების პოტენციალი
● ურთიერთობა მომწოდებლებთან და სხვა ბიზნეს პარტნიორებთან
● გაუმჯობესების პრიორიტეტების, მიზნების და ამოცანების განსაზღვრა
● თანამშრომლების სწავლება საბაზრო საკითხების შესახებ მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით

მე-2 საფეხურის აქტივობებში შედის:

● ბაზრის საზოგადოებაზე ზემოქმედების სტრატეგიის შემუშავება, გაუმჯობესებულ დამხმარე პოლიტიკასთან ერთად.
● ყველა არსებული პოლიტიკის მიმოხილვა ბაზრის ზემოქმედების კონტექსტში, კომპანიის ღირებულებების და ქცევის კოდექსების გაუმჯობესების შესაძლებლობების და ხარვეზების გამოვლენის მიზნით; პროცესში ძირითადი მოთამაშეების მონაწილეობით.
● კომპანიის სტრატეგიის შემუშავება მენეჯერების მონაწილეობით, მისი დასრულება და გაცნობა საზოგადოებისათვის, ბაზრის უსაფრთხოებაზე ზემოქმედების პოლიტიკასთან ერთად.
● სამოქმედო გეგმის, მისი ძირითადი საკითხების და მიზნების მომზადება/განახლება, ბიუჯეტის გამოყოფა განხორციელების რეგულარული მონიტორინგისთვის, საჭიროების შემთხვევაში ზომების მიღება და სპეციალური მიღწევების აღიარება.
● უმაღლესი მენეჯმენტის, თანამშრომლების, მომწოდებლების და მომხმარებელთა შესაბამისი ჯგუფების ინფორმირება მიღწევების შესახებ.
● დიალოგის ორგანიზება ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან, ყველა შედეგის (დადებითი და უარყოფითი) განხილვა და მათი მოსაზრებების გაზიარება.
● ბაზრის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ყოველწლიურად გადასინჯვა, მიღწეული წარმატებისა და მიღებული გამოცდილების შესაბამისად.

მე-3 საფეხური - კომპანიას სურს კიდევ უფრო გააუმჯობესოს საქმიანობა

● ძირითადი პროდუქტების ან მომსახურებების საზოგადოებაზე ზემოქმედების შეფასებისთვის გაზომვისა და დიაგნოსტიკის პროფესიონალური მექანიზმების გამოყენება
● მომხმარებლის უფლებების დაცვის და მენეჯერების მიერ მომსახურების უზრუნველყოფა საჩივრების, ჩანაცვლების, შეხსენების და სრულად ინფორმირების თვალსაზრისით
● ანგარიშგება კომპანიის ბაზარზე ზემოქმედების შესახებ - მათ შორის დაინტერესებულ მხარეთა შეხედულების ფორმირების ზომები
● სამიზნე ჯგუფების წახალისების მონიტორინგი და ფასების პოლიტიკა მომხმარებელზე, მათ შორის უმცირესობების და განსხვაებული კულტურების წარმომადგენლებზე წვდომის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით
● დაინტერესებულ მხარეებთან ორმხრივი კონსულტაციების ორგანიზება • გაერთიანებების და მომწოდებლების ინფორმირება კომპანიის ბაზარზე პოზიციის, მისი ქცევის და პრინციპების შესახებ

მე-3 საფეხურის აქტივობებში შედის:

● დაანახეთ უმაღლეს მენეჯმენტს ბაზრის სოციალური სტრატეგიის სარგებელი, რომ გაუმჯოებესებული რეპუტაცია საბოლოოდ მატერიალურ ბიზნეს შედეგებში აისახება.
● გამოიყენე გაზომვის პროფესიონალური ზომები და განიხილე მომხმარებელთა უფლების ყველა ასპექტი, რათა უზრუნველყოფილი იქნას მენეჯმენტის შესაძლებლობა საჩივრების, შეკითხვების და მოთხოვნების განხილვის კუთხით
● სტრატეგიაში შეიტანე მეტი დახვეწილი გაზომვის მექანიზმი და განსაზღვრე მიზნები, შეისწავლე ბაზრის სოციალური სტრატეგიიდან მატერიალური სარგებლის მიღების გზები და იფიქრე შემთხვევასთან დაკავშირებული მარკეტინგის შემოღებაზე
● განაახლე სამოქმედო გეგმა გაუმჯობესებული ზომებით და მიზნებით და რეგულარულად განიხილე ძირითადი საკითხები და მიზნები, საჭიროების შემთხვევაში მიიღე ზომები და აღიარე განსაკუთრებული წარმატება
● აცნობე მიღწევების შესახებ დაინტერესებულ მხარეებს, შემოქმედებითი და მნიშვნელოვანი გზებით, რათა გაიზარდოს კომპანიის რეპუტაცია
● დიალოგის ორგანიზება ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან და მათი მოსაზრებების გაზიარება.
● დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგით გადაამოწმეთ და გააუმჯობესეთ სტრატეგია და სოციალური პოლიტიკა, გაუზიარეთ საუკეთესო გამოცდილება და იმოქმედეთ როგორც მისაბაძმა მაგალითმა. გაითვალისწინეთ მნიშვნელოვან ჯილდოზე წარდგენის შესაძლებლობაც.

როგორ ზომავთ?

სწორად მართული სოციალურმა პასუხისმგებლობა უნდა დაემატოს ბიზნესის საქმიანობის ძირითად ინდიკატორებს. ამას საპირისპირო ეფექტი აქვს, კომპანიის მიდგომა მდგრადი არ არის.

დრო როდესაც ბიზნესი მხოლოდ მოგებაზე ფიქრობდა დიდი ხანია გავიდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ჭეშმარიტი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია მომგებიანია. ზემოქმედების გაზომვის ზოგი მეთოდი ერთი კომპანიისთვის უფრო შესაფერისია ვიდრე მეორესთვის, მაგრამ სამართლებრივი შესაბამისობა და რიგი ძირითადი ზომები ყველა შემთხვევაში მოქმედებს.

ზემოქმედების ინდიკატორების ჩამონათვალი

1-ლი საფეხური - კომპანია ახლა იწყებს წარმატების
გაზომვას
● ზოგ მომხმარებელს პრეტენზია აქვს საქონლის და
მომსახურების მიმართ
● მომწოდებლის პრეტენზია გადახდის დაგვიანების გამო
● კომპანიის საქონლის და მომსახურების ხარისხზე ან
ბაზრის ქცევაზე დადებითი და უარყოფითი ზეწოლის
შემთხვევებში





1

მე-2 საფეხური - კომპანიას სურს საბაზისო მონაწილეობიდან უფრო წინ წაიწიოს

● მომხმარებლის კმაყოფილების დონეები
● განსაკუთრებული საჭიროების მქონე მომხმარებლის უზრუნველყოფა
● მომხმარებლის შენარჩუნების უნარი
● მომწოდებლებისთვის გადახდის ვადების დადგენა





2

მე-3 საფეხური - კომპანიას სურს კიდევ უფრო
გააუმჯობესოს საქმიანობა


● დამატებითი გაყიდვები მიეწერება სოციალურ
პოლიტიკას/მიზეზთან დაკავშირებულ მარკეტინგს
● მომხმარებლის ერთგულების გაზომვა
● მრავალფეროვანი რეკლამის საჭიროების აღიარება და
პროდუქციის ეტიკეტირება
● კომპანიის სასურველ პარტნიორად აღქმა
● სოციალური ზემოქმედება - ძირითადი
პროდუქტების/მომსახურებების ხარჯი ან სარგებელი ამ
სფეროში ყველაზე წარმატებულ ერთეულთან
შედარებით







3

ყველა კომპანიამ უნდა გადაწყვიტოს ზემოაღნიშნული ინდიკატორებიდან რომლებია მისი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი და შემდეგ გაზომოს ისინი. ნებისმიერ ანგარიშგებაში ეს ინდიკატორები უნდა შეესაბამებოდნენ ა) მის ხედვას, ძირითად ღირებულებებსა და მიზნებს, ბ) რისკებს და პოტენციალს რომელიც გამომდინარეობს კომპანიის სოციალური იმიჯიდან და გ) აქციონერების და დაინტერესებული მხარეების პოზიციებს.

ინდიკატორების ჩამონათვალი შეიძლება ვიპოვოთ გლობალური ანგარიშგების ინიციატივაში. აღსანიშნავია, რომ ზემოქმედების ინდიკატორების ჩამონათვალი განსხვავებულია კომპანიებს და ასევე სექტორებს შორის. ინდიკატორებზე მუშაობისას მნიშვნელოვანია კომპანიის ბუნება და მისი ზემოქმედება სხვადასხვა ტიპის დაინტერესებულ მხარეებზე. მართვის ციკლებსა და ანგარიშებს შორის საინტერესოა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების შესწავლა, რადგან ეს დაეხმარება კომპანიას გადაწყვიტოს რომელი ინდიკატორია ყველაზე მნიშვნელოვანი.

მიზეზთან დაკავშირებული მარკეტინგი

მიზეზთან დაკავშირებული მარკეტინგი (crm) არის კომერციული საქმიანობა რომლითაც საწარმოები, საქველმოქმედო ორგანიზაციები და სხვა მხარეები ქმნიან პარტნიორობას და ეწევიან იმიჯის, პროდუქტის ან მომსახურების მარკეტინგს საერთო სარგებლისათვის. ეს შეიძლება იყოს ძლიერი იარაღი ბიზნესის მარკეტინგის მიზნების მისაღწევად და იმავდროულად დიდი სარგებელი მოუტანოს საერთო საქმეს. მას შეუძლია აამღლოს რეპუტაცია, გაზარდოს კონკურენცია, მომხმარებლის ერთგულება, წარმოშვას ფინანსები და გაყიდვები და მოახდინოს მნიშვნელოვანი სოციალური ზემოქმედება.

2006 წლის Cone Millennial Cause Study -ის მიხედვით ამერიკელების (13-25 წელი) 89% სიამოვნებით ჩაანაცვლებს ერთი ბრენდის პროდუქტს მეორე ბრენდის მსგავსი ტიპის (და ფასის) პროდუქტით თუ მეორე ბრენდი ასოცირებული იქნება „კარგ მიზეზთან“. იმავე კვლევის მიხედვით გამოკითხულთა უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას. Cone-ის წინა კვლევები მიუთითებდნენ, რომ არსებობს იმ ამერიკელების რაოდენობის ზრდის ტენდენცია რომელთა ყიდვის ჩვევები დაკავშირებულია მიზეზის მარკეტინგთან და კომპანიების „კარგ კორპორატიულ მოქალაქეებად“ აღქმასთან.

სხვადასხვა ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენა, რომ მიზეზთან დაკავშირებული მარკეტინგი ხელს უწყობს კომპანიის მოგების ზრდას. ბრიტანეთის მარკეტინგის და თემის საკითხთა ხელმძღვანელების უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისინი აღფრთოვანებულნი არიან მიზეზთან დაკავშირებული მარკეტინგის სარგებლით, როგორც ბიზნესის ისე სოციალური წარმატების თვალსაზრისით; უფროსი აღმასრულებლების, მარკეტინგის დირექტორების და თემის საკითხთა დირექტორების სამ მეოთხედზე მეტს სჯერა, რომ მიზეზთან დაკავშირებულ მარკეტინგს შეუძლია კორპორატიული ან ბრენდის რეპუტაციის ამაღლება.4

ქვემოთ მოცემულია საერთაშორისო ჯილდოზე წარდგენილი მიზეზთან დაკავშირებული მარკეტინგის მაგალითები.

საერთაშორისო პრაქტიკული მაგალითი - AVON COSMETICS და THE CRUSADE მკერდის კიბოს წინააღმდეგ

Breakthrough Breast Cancer ანდ Macmillan Cancer Relief-თან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში Avon-მა გაყიდა პროდუქცია, რომლის ფასის ნაწილი გაიღო ქველმოქმედებისათვის. ამ კომპანიაში შედიოდა გაყიდვები საქველმოქმედო მიზნებისათვის ფულის შესაგროვებლად, მკერდის კიბოს პრევენციის თანამედროვე მიზნების დაფინანსება და ლობირება მომხმარებლის პეტიციების მეშვეობით. Avon-მა ამ თანამშრომლობით დიდი სარგებელი მიიღო, გაფართოვდა მისი კორპორატიული პროფილი, მოიზიდა არსებული და ახალი მომხმარებლები, მიაღწია დიდ პოპულარობას, გაიზარდა ნდობის შეგრძნება მის თანამშრომლებს, წარმომადგენლებს და მომხმარებლებს შორის; ამაღლდა საზოგადოების ცნობიერება საკითხის შესახებ. 1992 დან 2009 წლამდე Avon Breast Cancer Crusade-მ მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი განსხვავების მიღწევის მიზნით მოიზიდა და მთელ მსოფლიოში გასცა 640 მილიონ აშშ დოლარზე მეტი.

საერთაშორისო პრაქტიკული მაგალითი - TESCO computers სკოლებისათვის

ყოველ წელს ათი კვირის განმავლობაში, ტესკოს (სუპერმარკეტის) მომხმარებლებს შეუძლიათ ყველა დახარჯულ 10 ფუნტზე მიიღონ Tesco Computers for Schools-ის ერთი ვაუჩერი. მიღებული ვაუჩერებით სკოლებს შეუძლიათ კომპიუტერების და სხვა კომპიუტერული აღჭურვილეობის ამორჩევა ტესკოს კატალოგიდან. 1992 წლიდან, ანუ სქემის დაწყებიდან, 2007 წლამდე ტესკომ დაახლოებით 118 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გასცა დაახლოებით 30,000 სკოლაზე. 2007 წელს დაახლოებით 20,000-მა სკოლამ მიიღო 7.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობა, მათ შორის 1,600-ზე მეტი კომპიუტერი.

მიზეზთან დაკავშირებული მარკეტინგი საწყის ეტაპზეა საქართველოში.

პრაქტიკული მაგალითი - საქართველოს თი ბი სი ბანკი - მიზეზთან დაკავშირებული მარკეტინგი

მიზეზთან დაკავშირებული მარკეტინგი ჯერ ჯერობით ძალიან ახალია საქართველოში. ამ საქმეში პირველები ორი ბანკი გახდნენ:

● ბანკი საქართველო სთავაზობს მომხმარებელს მწვანე დეპოზიტის გახსნას. ყოველ გახსნილ საბავშო დეპოზიტზე ბანკი რგავს ხეს ცაგერში (უკვე დაირგა 45,000 ხე) რათა აღადგინოს 2008 წლის მის შედეგად განადგურებული ტყე. ბანკი, ასევე უზრუნველყოფს ნერგებისათვის საჭირო მოვლას.

● 2008 წლის ომის შემდეგ თი ბი სი ბანკმა დააფუძნა დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებულთა დახმარების არამომგებიანი ფონდი. 2008 წლის სექტემბრიდან თი ბი სი ბანკის ყველა ახალი დეპოზიტის მფლობელი ხდება ომით დაზარალებული ბავშვების დახმარების სოციალური პროგრამის მინაწილე. ნებისმიერი ადამიანი რომელიც ხსნის დეპოზიტს თი ბი სი ბანკში ავტომატურად ხდება დონორი. თავად ბანკმა დეპოზიტის მფლობელთა სახელით ფონდში გადარიცხა თანხის 1%, რომელიც არ მოჭრილა დეპოზიტარის პროცენტიდან. თავად თი ბი სი ბანკმა ფონდს 5 მილიონი ლარი გამოუყო. ფონდის საქმიანობა მოიცავს გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას და საჯარო სკოლის მშენებლობას 1,000 ბავშვისთვის წეროვანის დევნილთა დასახლებაში.

მიზეზთან დაკავშირებული მარკეტინგის წარმატებისთვის, გარდა სტრატეგიისა და ინიციატივისა მნიშვნელოვანია სოციალური პარტნორობის ხარისხის და პატიოსნების უზრუნველყოფა.

ძირითადი პრინციპები:

  • პატიოსნება: თანამშრომლობა ნამდვილად სასარგებლო უნდა იყოს მიზნისათვის რომელსაც ემსახურება

  • პარტნიორობა: კომპანიამ და პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მიზეზზე და ერთობლივად იმუშაონ

  • გამჭვირვალობა: ნათელი უნდა იყოს თუ როგორ დაიხარჯება შემოწირულობაბი და საჭიროა შედეგების გამოქვეყნება;

  • გულწრფელობა: ცხადია მონაწილეებს საკუთარი თანამშრომლობით მიზნების მიღწევა სურთ, მაგრამ მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მიზეზზე;

  • ერთმანეთის პატივისცემა: გასაგები უნდა იყოს რომ ყველ პარტნიორის წვლილი მნიშვნელოვანია და რომ ისინი თანასწორნი არიან;

  • საერთო სარგებელი: ყველა მონაწილე ორგანიზაციის ინტერესი გათვალისწინებული უნდა იყოს და მაქსიმალურად დაკმაყოფილებული

მიზეზთან დაკავშირებული მარკეტინგი მოითხოვს მორალური და პროფესიული ქცევის კოდექსზე დაფუძნებულ პატიოსან დამოკიდებულებას.

როგორ ამცნობ ყველას შენი საქმიანობის შესახებ?

რატომ ანგარიში?

ანგარიშგება და შენი საწარმოს საზოგადოებაზე ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის გავრცელება გეხმარება:

  • უჩვენო შენი საქმიანობის გახსნილობა და გამჭვირვალობა და შექმნა ნდობა

  • ხელი შეუწყო ცვლილებებს საწარმოში

  • დააკმაყოფილო დაინტერესებული მხარეების ინტერესი სათანადო ინფორმაციით

  • უჩვენო სერიოზული დამოკიდებულება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ

  • დააჯილდოვე თანამშრომლები ბიზნეს პროგრამებში სოციალური პასუხისმგებლობის მხარდაჭერისა და მასში მონაწილეობისათვის

  • წაახალისე ცვლილება ბიზნეს სექტორსა და მთლიანად საზოგადოებაში

დღეისათვის არსებობს სამართლებრივად დადგენილი ანგარიშგების მოთხოვნები მსოფლიოს ნებისმიერი კომპანიის არა ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით. თუმცა, გარემოსდაცვითი, სოციალური ან უფრო მრავალმხრივი მდგრადობის ანგარიშების (მათ შორის ფინანსური, გარემოსდაცვითი და სოციალური საქმიანობის შესახებ) მომზადების პრაქტიკა გასული ათწლეულის განმავლობაში სწრაფად განვითარდა, განსაკუთრებით დიდ და საერთაშორისო კომპანიებში. კომპანიები რომლებიც არ ამზადებენ ცალკეულ ანგარიშებს ხშირად დაურთავენ ხოლმე წლიურ ანგარიშს თავებს მათი გარემოსდაცვითი და სოციალური საქმიანობის შესახებ ან აქვეყნებენ ინფორმაციას ვებ გვერდის სპაციალურ განყოფილებაში.

ყოველწლიური ანგარიშგება პროგრესის შესახებ სავალდებულოა Global Compact-ის კორპორატიული წევრებისთვის და წარმოადგენს მათი წევრობის გაგრძელების ძირითად პირობას. Global Compact-ის წევრებს შორის მოხსენება პროგრესის შესახებ (cop) გამოქვეყნებულია ინიციატივის ცენტრალურ ვებ გვერდზე.

იმისთვის რომ კორპორატიული ანგარიშები საიმედო და შესადარისი გახდეს, გლობალური ანგარიშგების ინიციატივამ შეიმუშავა ინდიკატორების და სახელმძღვანელოების პაკეტი, რომელიც ახლა წარმოადგენს ყველაზე გამოყენებად და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ანგარიშგების ჩარჩოს. გლობალური ანგარიშგების ინიციატივის მესამე ვერსია ითარგმნა საქართველოს სტარტეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ და განთავსებულია მის ვებ გვერდზე. კომპანიებისთვის რომლებსაც სურთ ანგარიშგების პრაქტიკის დანერგვა, განსაკუთრებით რეკომენდებულია ონ ლაინ რეჟიმში ანგარიშგების მექანიზმი.

ანგარიშგების ელემენტები

ლიდერობის საუკეთესო ტესტი არის თანმიმდევრულობა, რომლითაც კომპანანიაში ერთი მესიჯი გადაიცემა კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმით. ეს უჩვენებს, რომ კომპანიას აინტერესებს მთლიანად სოციალური ზემოქმედება და არა ერთჯერადი ინიციატივები.

კომპანიებმა ანგარიშგებისას უნდა უჩვენონ თუ როგორ არის მათი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობები დაკავშირებული მათ ბიზნეს საქმიანობასა და სტრატეგიასთან.

მნიშვნელოვანია, რომ ადგილი არ ჰქონდეს გადამეტებულ მოთხოვნებს, რადგან შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება რომ შენი საქმიანობა მხოლოდ საჩვენებელია. კომერციული სპონსორის მიერ გაღებული თანხები არ უნდა იქნეს წარმოდგენილი როგორც სათემო ინვესტიციები. ასევე, მაგალითად თუ კანონი სთხოვს კომპანიებს ინვალიდების დასაქმებას და თქვენი კომპანია ემორჩილება ამ საკანონმდებლო მოთხოვნას, მართებული არ იქნება ამაზე როგორც სოციალური პასუხისმგებლობის ქცევაზე საუბარი.

კომპანიებმა უნდა სძლიონ ცდუნებას და რეკლამირებისას არ თქვან, რომ ყველა პრობლემა მოაგვარეს, უმჯობესია ისაუბრონ გაუმჯობესების უწყვეტ პროცესზე თუნდაც ეს პატარა ნაბიჯების გადადგმას გულისხმობდეს.

ამასთან სრული კომუნიკაცია უნდა წავიდეს მარტივი და გასაგები ენით, ყოველთვის გახსოვდეთ რომ ანგარიშგების მიზანია პასუხი გასცეს დაინტერესებული მხარეების კითხვებს თქვენი კომპანიის შესახებ.

როგორ მივაღწიოთ მიზანს

ეფექტური ანგარიშგებისთვის კომპანიებმა უნდა:

  • განსაზღვრონ და პრიორიტეტულობის მიხედვით დაალაგონ სამიზნე აუდიტორიები კომუნიკაციისათვის

  • მოიფიქრონ მთავარი მესიჯები

  • უზრუნველყონ საკომუნიკაციო არხები სამიზნე აუდიტორიებისათვის

  • უზრუნველყონ პროგრამაში მონაწილე ყველა ადამიანის საკონტაქტო დეტალები

  • წარმოადგინონ ანგარიში ბიზნეს პროგრამაში მათი სოციალური პასუხისმგებლობის მოკლე და გრძელვადიანი მიღწევების ზემოქმედების შესახებ

  • გარკვეული დროის შემდეგ გადაამოწმონ, რომ კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან ნამდვილ დიალოგს ემსახურება, სადაც ორმხრივად ხდება ნფორმაციისა და იდეების ნაკადების მოძრაობა.

კომუნიკაციის გზები

კომპანიის ანგარიშგების მაღალი დონე აისახება მის მიერ ინფორმაციის გამიზნულად მიწოდებასა და დამატებით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. ბიზნეს სიტუაციების უმრავლესობაში შესაძლებელია კომუნიკაციის ქვემოთ მოყვანილი მეთოდების გამოყენება:

შიდა

გარე

გუნდის ბრიფინგები

წლიური ანგარიშები

პროცედურული ჩანაწერები, ოქმები,
ცირკულარები, შეტყობინებები

ვებ გვერდი

ტრენინგები

ცალკეული ანგარიშები

შიდა ჟურნალები, ბიულეტენები

ინტეგრირებული ანგარიშები,
პროფესიული ჟურნალები, გარე
ჟურნალები

შიდა შესაბამისობა, აუდიტორული
ანგარიშები

ინტრანეტი

მედია გამოშვებები

საინფორმაციო დაფები, შეთავაზებების
ყუთები

უფროსი მენეჯერების სასაუბრო
პლათფორმები

თანამშრომლების შეხვედრები
(თათბირები)

კორპორატიული ვიდეოები

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას კომპანიებმა არ უნდა დაივიწყონ შიდა კომუნიკაცია თანამშრომლებსა და მენეჯერებთან. ეს ხელს უწყობს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ინტეგრირებას საქმიანობაში, აუმჯობესებს ჰორიზონტალურ კომუნიკაციას კომპანიაში და ამაღლებს თანამშრომლების მოტივირებულობას და ერთგულებას.

ანგარიშების შენაარსი

შედარებით დიდი კომპანიები ანგარიშგებისას იყენებენ ამ მეთოდების კომბინაციას:

  • ბიზნესის საქმიანობის სფერო და ზემოქმედება

  • სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაში ინტეგრირების მტკიცებულება

  • მართვის საკითხები (ძირითადი ზემოქმედებები, მართვის სტრუქტურები და პასუხისმგებლობები, მიზნები და ამოცანები)

  • შედარებითი მონაცემები და ტენდენციები (დროთა განმავლობაში და სექტორის შიგნით)

  • დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის მომწოდებლებსა და კლიენტებთან ურთიერთობის დონე

  • ბიზნეს სფეროში სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ფინანსური მონაცემები

  • დისკუსია მდგრადობასთან დაკავშირებული ვადების და კომპლექსური საკითხების შესახებ

გასათვალისწინებელი პრინციპები

როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას აუდიტორიისათვის ყველაზე შესაფერისი მეთოდების შესახებ, უნდა გაითვალისწინო პრინციპები რომლებიც ანგარიშების სტრუქტურირებაში დაგვეხმარება:

  • ასახე ყველა დაინტერესებული ჯგუფის მისწრაფებები და საჭიროებები

  • შეიტანე შენი კომპანიის საქმიანობის ყველა შესაბამისი სფერო

  • შეიტანე მთელი მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • უზრუნველავი ანგარიშგების რეგულარულობა, სისტემატურობა და დროულობა

  • გამოიყენე ხარისხის უზრუნველყოფის აუდიტორული მეთოდები და გახადე ანგარიშგება საიმედო

  • სათანადო და ეფექტური კომუნიკაცია დაამყარე ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან

  • გახადე ინფორმაცია შესადარისი, საიმედო, რელევანტური და გასაგები

  • მოახდინე ანგარიშგების ინტეგრირება სისტემებში, პოლიტიკის მომზადებასა და საქმიანობაში

  • განსაზღვრე მომავალში საქმიანობის გაუმჯობესებისკენ ნაბიჯები

ნებისმიერი ტიპის ანგარიში უნდა ეყრდნობოდეს შენი ბიზნესის მიზნის და ღირებულებების ლოგიკას. დაიმახსოვრეთ: ანგარიშგება თავად არ არის დასასრული. ეს არის თანამშრომლებს, კლიენტებს, მომწოდებლებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ნდობის ამაღლება. საქმიანობისა და საზოგადოებაზე ზემოქმედების შესახებ ღიად საუბრის წყალობით თქვენი კომპანია გახდება სამაგალითო მომგებიანობის და სოციალური პასუხისმგებლობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

რას გვპირდება მომავალი?

ბაზარი ბიზნესის და საზოგადოების შეხვედრის კრიტიკული ადგილია. ახლა უკვე აღარ კმარა მხოლოდ შესაბამისობა მომხმარებლის ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო უფლებებთან ან საჩივრების შესწავლის ეფექტური მართვა.

მედიის მუშაობის ხელშეწყობით გაზრდილი მომხმარებელთა მოთხოვნები და არასამთავრობოების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სოციალური და გარემოსდაცვითი დარღვევების შესახებ ხშირად წინ უსწრებენ კომპანიის შედეგებს. შეცდომები ძვირი ჯდება, როგორც Shell უწოდებს “cnn-ის ეპოქაში” სადაც მილიონები წამებში იგებენ ყველფერს. საქართველოში ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება მედიის სხვადასხვა საშუალებებით, განსაკუთრებით ტელევიზიით და ისეთი სოციალური ქსელით როგორიცაა Facebook.

საუკეთესო ბრენდების რეპუტაცია არასოდეს ყოფილა ასეთი ცვალებადი. მარკეტინგის პოლიტიკის ფორმირების საჭიროება ნებისმიერი ფორმით დისკრიმინაციის თავიდან არიდების და ინფორმაციაზე წვდომის გაზრდის მიზნით, ასევე ეთიკური და სამართლებრივი საკითხების ყურადღებით შესწავლისათვის გულისხმობს, რომ ყველა კომპანიას სჭირდება სრულყოფილი კოდექსების შემუშავება და მათი განხორციელების და უწყვეტი გაუმჯობესების მონიტორინგი.

თუმცა ეს მხოლოდ კრიტიკისათვის თავის არიდების გამო არ ხდება. არსებობს ძლიერი მტკიცებულება, რომ მომხამრებელი არის იმ კომპანიის ერთგული რომელსაც ენდობა. ნდობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ინვესტორებისთვის.

მომდევნო წლებში, რაკი საქართველოს მთავრობა მუშაობს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, კომპანიებს მოუწევთ ახალი სტანდარტების დანერგვა სხვადასხვა მიმართულებებით მათ შორის მომხმარებლის დაცვა, ბუღალტერია, ხარისხი და რეკლამა. ამ სტანდარტების მიღება ბიზნესისგან დამატებით ინვესტიციას მოითხოვს, თუმცა აუმჯობესებს წვდომას საერთაშორისო ბაზარზე და ექსპორტის შესაძლებლობებს.

სამომავლოდ საქართველოში გაიზრდება მომხმარებლის ცნობიერება, ცოდნა და მოქმედება. ეკონომიკური პროგრესის პირობებში ადამიანებს მეტი ფული აქვთ დასახარჯად და უფრო მომთხოვნი მომხმარებლები ხდებიან, ითხოვენ პროდუქტების და სამომხმარებლო სეგმენტების უფრო ფართო არჩევანს, უკეთეს ფასებს და ხარისხს და მომსახურებას.

საქართველოში ძლიერდება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელები და გავლენა. მათ შეუძლიათ გახდნენ ბიზნესის კრიტიკული, კონსტრუქციული პარტნიორები, ასევე მაკონტროლებლებიც რომლებიც სიგნალს მისცემენ მთავრბას და კერძო სექტორს არასწორი მოქმედების შემთხვევაში.

შეთავაზებული Site-seeing

დამატებითი ინფორმაციის საძიებლად შეთავაზებული ვებ გვერდები (თუმცა მათი მუდმივი განახლების გარანტირება არ შეგვიძლია) რეკლამის სტანდარტები: www.asa.org.uk
ამერიკის სავაჭრო პალატა: www.AmCham.ge
საქართველოს ბანკების ასოციაცია: www.abg.org.ge
ბიზნესი თემში: www.bitc.org.uk
მარკეტინგის ინსტიტუტე: www.cim.co.uk
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა,
ევროპა: www.csreurope.org
პირდაპირი გაყიდვის ასოციაცია: www.dsa.org.uk
თანასწორობისა და ადამიანის უფლებათა კომისია: www.equalityhumanrights.com
ეთიკური ვაჭრობის ინიციატივა: www.ethicaltrade.org
ევროკავშირი საქართველოს ბიზნეს საბჭო: www.eugbc.net
საფრანგეთის ბიზნეს საბჭო: www.fbc.ge
გზა ევროკავშირისაკენ: www.europa.eu
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEA): www.employer.ge
საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველო: www.globalcompact.ge
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, კორპორატიული მართვის პროექტი: www.ifc.org.gcgp
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO): www.ilo.org
სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISO): www.iso.org
მიკროფინანსების გამჭვირვალობა: www.mftransparency.org
ბრიტანეთის ვაჭრობის სამინისტრო: www.oft.gov.uk
სავაჭრო სტანდარტების ინსტიტუტი: www.tradingstandards.gov.uk
საერთაშორისო გამჭვირვალობა: www.transparency.org
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო: www.transparency.ge
ბრიტანეთის ბიზნეს ინოვაციისა და უნარების დეპარტამენტი: www.bis.gov.uk
გაეროს გლობალური შეთანხმება (GC): www.unglobalcompact.org

ამ პუბლიკაციის მომზადებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობას ვუხდით, ბატონებსა და ქალბატონებს:

0x01 graphic

არჩილ ბაკურაძე,
პარლამენტის ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის თავმჯდომარე და პარლამენტის ბიზნესის საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივნის მოადგილე

0x01 graphic

თამარ ხუნწარია,
ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს რეგიონალური წარმომადგენელი

0x01 graphic

გიორგი ციმინტია,
ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის განვითარების დეპარტამენტის მენეჯერი

ტექსტის ადაპტირებაში მონაწილეობა მიიღეს:

ქეთევან ახობაძე,
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, სილქნეტი

სოფიო ბალავძე,
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, კორპორატიული კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა, საქართველოს ბანკი

ვიქტორ ბარამია,
პროგრამის მენეჯერი, ფონდი ევრაზია

ირაკლი ბოქოლიშვილი,
გენერალური დირექტორი და

ნონა ძნელაძე,
მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი, ნიკორა

მაიკლ ქოუგელი,
პრეზიდენტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

პოლ დაბელდეი,
რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, ბრიტანეთის საბჭო

ნათია გოცაძე,
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, თი ბი სი ბანკი

თეკლე გურიელიძე,
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, პრო კრედიტ ბანკი

მარიამ ჯორჯაძე,
დირექტორი, ელკანა - ბიოლოგიურ ფერმერთა ასოციაცია

მაკა გვრიტიშვილი,
მარკეტინგის, კომუნიკაციების და კორპორატიული მდგრადობის მენეჯერი, HSBC Bank Georgia JSC

რუსო კაპანაძე,
ადმინისტრაციული და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, Caucasus Online LLC

რუსუდან კბილაშვილი,
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მარკეტინგის დეპარტამენტი, Wissol Petroleum Georgia JSC

ზაზა კიკვაძე,
გენერალური დირექტორი და თამაზ შარაბიძე, ბრენდის მენეჯერი, კომპანია ბორჯომი საქართველო

გიორგი კოტრიკაძე,
საბჭოს თავმჯდომარე და ელენე გაბელაია, ოფის მენეჯერი, ნავთობროდუქტების იმპორტიორების და დისტრიბუტორების ასოციაცია

რუსუდან მეძმარიაშვილი,
კორპორატიული პასუხისმგებლობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ბი-პი ექსპლორეიშენ ლიმიტედი |კასპიის ზღვა| საქართველო

თამარ შავდია,
საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი, ბანკი რესპუბლიკა

მაია თევზაძე,
კორპორატიული მართვის პროექტის მენეჯერი, IFC Georgia

ირმა ცქიტიშვილი,
მენეჯერი, კორპორატიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, Geocel

ეს პროექტი დაფინანსებულია ბელგიის მთავრობის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ

გვინდა მადლობა გადაუხადოთ Business in the Community-ს რადგან მოგვცა უფლება გამოგვეყენებინა მისი ტექსტი (ლოგო)

United Nations Development Programme UN House, 9 Eristavi Street, Tbilisi 0179, Georgia www.undp.org.ge

____________________

1 Public Perceptions and Expectations toward Corporate Social Responsibility (csr) in Georgia, Global Compact and CSRDG, Tbilisi, 2007

2 Responsible Investing and Wealth Management. Opportunities for the future. Special Report 2009 EIRIS

3 Perceptions of Corruption in Georgia. General Public Survey, Survey Results, Tbilisi July 2009 GEPAC

4 Business in the Community Corporate Survey III (2001) supported by Research International