![]() |
ლერწამი და გობელენი |
ლერწამი და გობელენი
![]() |
1 გვერდი 3 |
▲back to top |
მუსიკაა მთავარი, ძამიკო, მუსიკა! რამ
ამამაღლა? ვინ მაგრძნობინა კვარაცხელია ია
ეს ფრაზა ჩვეულებრივ რეპლიკად ისმოდა გ. ტაბიძის საუბარში, თუ იგი საკუთრივ პოეზიას
შეეხებოდა. „ძამიკოს“ კი ყველა თანამოასაკესა და უმცროს მეგობარს ეძახდა.
ერთ-ერთ ბანკეტზე, რომელიც მის პატივსაცემად გაიმართა „პალასში“, დაახლოებით ამ
ოცდახუთი წლის წინ, გ. ტაბიძე გატაცებით ლაპარაკობდა მუსიკაზე. მან ერთმანეთს
შეადარა ბიზე და ვაგნერი და უპირატესობა პირველს მიანიჭა. გ. ტაბიძე პოეზიაშიც
უშუალობასა და სიმღერის პრიმატს იცავდა, წინააღმდეგი იყო ზვიადი პათოსისა და
ყოველგვარი ნაძიები ინტელექტუალიზმისა.
თვითონ გ. ტაბიძე, რასაკვირველია, უწინარეს ყოვლისა, სიტყვის მუსიკოსი იყო.
საერთოდ არიან წმინდა მუსიკალური პოეტები, რომელთაც თავიანთი განცდებისა და
ფიქრების გამოსახვა უმთავრესად მელოდიურ სამოსელში უხდებათ. ამათგან უნდა გავმიჯნოთ
ისინი, რომელთაც მუსიკალურობა წარმოუდგენიათ მხოლოდ ბგერების სხვადასხვანაირ
კომბინაციაში. გ. ტაბიძე ეკუთვნოდა იმ ლირიკოსებს, რომელთა შემოქმედებაში
უწინარესია უნებური სულიერი მუსიკა, რაც წინ უსწრებს ხოლმე ლექსის ჩასახვას პოეტის
არსებაში. ამ სულიერ ვითარებას ზედმიწევნით იცნობდა, მაგალითად, აკაკი:
საიდუმლო, ღვთიური ძალა?
......................................................
მე მას ვუგალობ, ვისაც განგებამ
მშვენიერება უსხივცისკარა!_
ვინც ვარდს ელფერი, იას სინაზე
და ბულბულს ენა ერთად მოპარა.
![]() |
2 გვერდი 4 |
▲back to top |
ასეთი, გულის სიღრმემდე შემძვრელი სიხარული თუ დარდი,
შთაბეჭდილება თუ ფიქრი ჩვეულებრივ მოედინება, როგორც პირვანდელი და სუფთა თრთოლვა,
და ლექსი, არსებითად, მის შემდგომ კრისტალიზაციას წარმოადგენს. ილიაც ამბობდა:
კვარაცხელია მაია
ჩემო სიმღერავ, ნუ დადუმდები,
შენითა ლხინობს ეს კრული გული,
შენში ცხოვრობენ ჩემი დარდები,
ჩემი ნაღველი და სიხარული.
გ. ტაბიძის პოეტური ენის სიახლე იმაში მდგომარეობდა, რომ მან სიტყვის მუსიკალური
ექსპრესია შესანიშნავად შეუხამა სიტყვიერ ფერადოვნებას, ერთგვარ კოლორისტულ
წერტილებს, რომელნიც გალხობილი ზურმუხტივით ლივლივებენ მის ლექსებში. მართალია, გ.
ტაბიძის პოეტურ ენას ზოგჯერ ახასიათებდა ალოგიზმი, ბუნდოვანებანი, შემთხვევები
სტილიზაციისა და ლიტერატურულობისა, მაგრამ თვითონ პოეტის შინაგანი, ანუ უნებური
სულიერი მუსიკა — საეჭვო არასოდეს ყოფილა.
გ. ტაბიძე მთლიანად მუსიკალური პიროვნება იყო — აჟღერებული ლექსის გარეშეც,
ულექსოდაც. ერთგან იგი ამბობს:
სულში გენიით ატეხილი
მღერის ლერწამი!
თვითონაც მუდამ ლერწამივით თრთოდა. გ. ტაბიძე ძალზე მგრძნობიარე სულის პატრონი
გახლდათ. მხოლოდ ზოგიერთები ვერ ხედავდნენ და ვერ გრძნობდნენ მისი ირონიული ბუნების
იქით პოეტის უაღრესად ფაქიზ და მთრთოლვარე სულს, რომელიც მუდამ სუფთა მუსიკას
გამოსცემდა.
აკადემიისაკენ მიდიოდა, პორტფელს მიაქანავებდა (ეს ჩვეულებად ჰქონდა),
თავჩაქინდრული მძიმედ მიაბიჯებდა. დავეწიე, ერთ ხანს უხმოდ მივყვებოდი უკან. უცებ
მისი ბუტბუტი შემომესმა: იგი ახალი ტაეპების რითმებს თხზავდა თუ იმეორებდა.
ამან გამაოცა, ერთ ხანს ყურს არ დავუჯერე. მერმე მაინც დავრწმუნდი, რომ იგი
რომელიღაც ლექსის კლაუზულების სკანდირებით იყო გართული...
გ. ტაბიძე ჯადოქარია ქართული რითმისა. მისი სმენა ლექსის კანდენციის სფეროში —
უბადლოა.
მხოლოდ გ. ტაბიძეს შეეძლო სარითმოდ გამოეყენებინა სიტყვა „მადათოვს“ (რომელიც მგონი
ტაეპის შიგნითაც კი სმენისთვის ძნელად ასატანი იქნებოდა) და იგი ბრწყინვალედ
გაეხმიანებინა: „მადათოვს — დამათოვს“!
![]() |
3 გვერდი 5 |
▲back to top |
რითმა ზოგჯერ მისი ლექსის თემადაც კია გადაქცეული და იგი
სათაურშივეა გამოატული, მაგალითად, ასე: „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“.
მარტო ეს სათაურიც ღირს შესანიშნავ ლექსად. იგი ხატოვანია და მუსიკალური ერთსა და
იმავე დროს, მთელი ლექსის გასწვრივ ძირითად ლეიტმოტივად ისმის, თანაც ფარშავანგის
ბოლოსავით იშლება.
მისი რითმა წარმოშობილია სიტყვისადმი ფაქიზი დამოკიდებულების საფუძველზე. ზოგჯერ ეს
სიტყვა არა მარტო მხატვრულ ცნებას გამოხატავს ან მუსიკალური გამის ელემენტია, იგი
უთვალავი ფონეტიკური ვარიაციის მასალადაცაა გამოყენებული. აი, შემთხვევით შერჩეული
მაგალითებიც:
როგორც მენავემ ძველი სანავე,
ვით გულმა გული და მკლავმა მკლავი,
ისე პირველი ნახვისთანავე
ვიცანი ჩვენი მდინარის ნავი.
ან:
კაფეში შევალ სრულიად მარტო
და ორს ავივსებ სასმელით ჭიქას,
ერთი შენია (უნდა ვიდარდო,
ასეც და ისეც, აქაც და იქაც).
აკვიატებული სიტყვა ზოგჯერ უცვლელადაა დატოვებული:
ცივია გული, არ შეუყვარდი?
არაფერია, შეუყვარდები!
თითქოს რაიმეს ნიშნავს, რომ ბნელი
ღამით იმავე მეგობარს ელი,
არაფერია, არაფერია!
ამის შემდეგ სულ მცირე მანძილი რჩება მსგავსი ან ერთი და იგივე სიტყვების ორკესტრულ
აჟღერებამდე:
ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის,
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ...
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?..
ლენინის მოედანზე, ოქროულობის მაღაზიის პირდაპირ, ჩაფიქრებული იდგა. ნიკაპი წვერსა
და სალოკ თითზე დაებჯინა (ესეც მისი ჩვეულება იყო) და შორს იცქირებოდა.
გამვლელ-გამომვლელთ ვერ ამჩნევდა.
აფციაური ლექსო
![]() |
4 გვერდი 6 |
▲back to top |
მივესალმე და ფიქრი შევაწყვეტინე. აღმასკომის წინ ამართულ
ორ პატარა ხეზე მიმითითა:
— ძამიკო, — დაიწყო მან, — შეხედე, ძამიკო, ქოლგებიანი ძმებივით არ დგანან?!
გ. ტაბიძეს შეეძლო გამოეყო პეიზაჟის ისეთი, ერთი შეხედვით არა საყურადღებო დეტალი,
რომელიც შემდეგ მკითხველის ინტერესს ბადებდა. გ. ტაბიძე თვითონ ამბობს:
„ან როგორც ასომთავრულს,
მუდამ შევამჩნევ ცაზე
სხვისთვის უხილავ-ფარულს,
მაგონდება, მასთან ერთად წყნეთიდან ჩამოვდიოდი ქალაქში, ავტობუსის ლოდინში თავისი
მანქანით ჩამომიქროლა და მეც ვისარგებლე შემთხვევით. გზაზე მითხრა:
— ჩემი ეზო უნდა განახო, ძამიკო; როცა იქ შევდივარ, ვარდის გახარებული ბუჩქები
მკერდს მიშვერენ.
ამ სიტყვებმა უმალვე მომაგონეს სრულიად ანალოგიური შთაბეჭდილება იასნაია პოლიანაში
ჩასულ რაინერ მარია რილკესი.
ყოველივე ეს მარწმუნებს, რომ გ. ტაბიძის იმპრესიონისტული პეიზაჟი, რომლის შესახებ
მე ვწერდი ამ ოცდაორი წლის წინ, როდი იყო მარტოოდენ ლიტერატურული წარმოშობის
მოვლენა. გ. ტაბიძე თითქო გაოგნებული დადიოდა მცენარეთა შორის, ბაღში, საღამოს
ბინდნაკრავ ყვავილებსა და ხეებს შორის, რომლებიც მას გობელენს აგონებდნენ:
... იმ ღამის-ღამით
უხილავ გზებით შთავა ყოველი.
ტბის პირად, როცა ხეების ხელებს
დაეკიდება მთვარე და ცვარი,
დამთვრალი ბაღი გაშლის გობელენს.
თითქო დებიუსის პრელუდიასავით ჟღერს პოეტის გაკვირვება მთვარიან ღამით:
მაგრამ უეცრად ყვავილივით გაიხსნა მთვარე
..................................
ვერ დააგუბა თეთრ ღრუბლებში იების ღვარი
და გადაღვარა ვით სირიის ნელსაცხებელი.
ადრინდელი ლექსების მიხედვით, გ. ტაბიძეს საღამო აგონებდა ხან. ძველისძველ წიგნს,
რომელიც ხავერდის ყდაში წევს, ან აკათისტს, ან ლოცვანს, რომელსაც ნელი ხმით
კითხულობენ:
არაბული ხათუნა
![]() |
5 გვერდი 7 |
▲back to top |
საღამოვ, ვიცი, ბაღში შეხვალ ეკლესიიდან
და გაოცების მწუხარებას მასთან მიიტან.
თითქო ბეჭდებზე დაგეყრება ვარდების ცვარი
და სურნელებით აივსება შენი ლოცვანი
და მხოლოდ ღამით იგრძნობს სული როგორც სამებას,
ყვავილებს და ცას, საუკუნო გამოსალმებას.
(„შენ და დემონი“)
ამის შემდეგ მე მესმის ბუნდოვანი ტაეპი მისი ლექსისა: „სიკვდილი მთვარისგან“.
წაკითხულ წიგნთა საღამოს
მსუბუქი ბინდი.
ან კიდევ სხვა, ცალკეული პასაჟები იმავე ლექსისა:
როცა დაეცა შუქი ბინდისა,
დამძიმებული მუქი ხავერდით,
ის მთაწმინდაზე
სიკვდილის გვერდით, —
..........................................
საღამო ნაზი, უხავერდო და უძებნელი.
გ. ტაბიძე მთვარის სხივებში ხვევდა პეიზაჟის უაღრესად ლოკალურ ფონსაც:
ამოდის მთვარე, სადღაც ქოხში იელვებს კვარი,
იქ, სადაც არაგვს უერთდება მდინარე მტკვარი,
სადაც ცვარი სვამს ზამბახების სავსე ფიალას, —
წელში მოხრილი ზვირთივით დგას ძველი წისქვილი.
გ. ტაბიძის სიტყვიერი ფერებიც კი მუსიკალურია.
ერთ პოეტზე საუბრისას გალაკტიონ ტაბიძემ მოკლედ დაასკვნა:
— დაიმონ არ უზის სულში, ძამიკო, დაიმონ!
და ხმადაბლა ჩაიმღერა თავისივე ლექსის ტაეპი: — აი რა არის თავიდათავი!
ორგზისი განმეორება ბერძნული სიტყვისა ამჟღავნებდა, რომ ჩვენს პოეტს იმ დროს
ესწავლა სკოლაში, როცა იქ ძველ ენებს გადიოდნენ. მას შეიძლება სმენია კიდეც
სოკრატეს სიტყვები: ჩემი ღმერთები ჩემი დემონები არიანო.
პაპიძე ხათუნა
![]() |
6 გვერდი 8 |
▲back to top |
გ. ტაბიძე დემონს უწოდებდა მუზას, იგი ამ დემონის ჩურჩულს
უსმენდა ხოლმე. მან დააწერინა პოეტს არა ერთი ბრწყინვალე ლექსი, მათ შორის
შესანიშნავი „მე ველი სასწაულს“. გ. ტაბიძე აბობდა:
სიკვდილის პირად როცა ვიქნები,
მე ჩემს დემონებს
ვთხოვ, რომ დახურონ ყველა წიგნები,
გ. ტაბიძემ კარგად იცოდა თავისი დემონის ტირანული ზეგავლენის ძალა და ჩვენს პოეტს
შეეძლო ბლოკივით მიემართა „მუზისადმი“:
я хотел, чтобы мы были врагами,
Так за что ж подарила мне ты,
Луч с цветами и твердь со звездами,
Все проклятие твоей красоты.
შეიძლება არაფერი ისე არ ახასიათებდეს ადამიანს, როგორც ღიმილი. გ. ტაბიძეს ხშირად
ეწვეოდა ხოლმე ფართო, მშვენიერი ღიმილი რომელსაც იგი გულიანი სიცილით ამთავრებდა,
ხა! ხა! ხა!
თანაც თავს უკან გადიწევდა და თვალებს ნაბავდა.
როგორ განსხვავდებოდა გ. ტაბიძე ამ მხრივაც იმ ჯურის ადამიანთაგან, რომელთა ბაგის
კიდეებზე გაიელვებს ხოლმე სმერდიაკოვის მქირდავი ღიმილი!
გ. ტაბიძე იცინოდა იმ ადამიანის სიცილით, რომელსაც დიდი ხანია მდიდარი სულიერი
რთველი დასდგომია,.
მე სრულიად არ მინდა მისი იკონოგრაფია ცალმხრივად წარვუდგინო მკითხველს. ყოველ
შემთხვევაში, აშკარაა, რომ „პრიზმის“ ავტორის ლირიკულ მემკვიდრეობაში აღბეჭდილია
უტყუარი სახე პოეტისა, რომელიც საყვარელია და მიმზიდველი. ხოლო თუ პოეტი
აუდიტორიასთან არ ამყარებს მომხიბლაობის ასეთ ინტიმურ კავშირს, არ შეაყვარებს
მკითხველს ლექსებში რეალიზებულ თავის თავს, — ყალბი პოეტია, იგი დიდხანს ვერ
დაატყვევებს ადამიანებს, მისი სიმღერა არ დაივანებს მკითხველთა სულში, რადგან
სხვისი სულის დაპყრობა მხოლოდ მათი ხვედრია, ვინც საკუთარ არსებიდან გამოასხივებს
სისუფთავესა და კეთილშობილებას.
ეს იყო ომის წინ. კომუნართა ბაღის შესასვლელთან შევხვდი. მთხოვა „გლეხთა სახლის“
ქვეშ, სასადილოში შევყოლოდი. როცა მაგიდასთან, დავსხედით, მან პორტფელიდან რაღაც
ქაღალდები ამოალაგა.
— ახალი ლექსები უნდა წაგიკითხოო, — მითხრა.
პაპიძე ხათუნა
ასეთი, გულის სიღრმემდე შემძვრელი სიხარული თუ დარდი,
შთაბეჭდილება თუ ფიქრი ჩვეულებრივ მოედინება, როგორც პირვანდელი და სუფთა თრთოლვა,
და ლექსი, არსებითად, მის შემდგომ კრისტალიზაციას წარმოადგენს. ილიაც ამბობდა:
ჩემო სიმღერავ, ნუ დადუმდები,
შენითა ლხინობს ეს კრული გული,
შენში ცხოვრობენ ჩემი დარდები,
ჩემი ნაღველი და სიხარული.
გ. ტაბიძის პოეტური ენის სიახლე იმაში მდგომარეობდა, რომ მან სიტყვის მუსიკალური
ექსპრესია შესანიშნავად შეუხამა სიტყვიერ ფერადოვნებას, ერთგვარ კოლორისტულ
წერტილებს, რომელნიც გალხობილი ზურმუხტივით ლივლივებენ მის ლექსებში. მართალია, გ.
ტაბიძის პოეტურ ენას ზოგჯერ ახასიათებდა ალოგიზმი, ბუნდოვანებანი, შემთხვევები
სტილიზაციისა და ლიტერატურულობისა, მაგრამ თვითონ პოეტის შინაგანი, ანუ უნებური
სულიერი მუსიკა — საეჭვო არასოდეს ყოფილა.
გ. ტაბიძე მთლიანად მუსიკალური პიროვნება იყო — აჟღერებული ლექსის გარეშეც,
ულექსოდაც. ერთგან იგი ამბობს:
სულში გენიით ატეხილი
მღერის ლერწამი!
თვითონაც მუდამ ლერწამივით თრთოდა. გ. ტაბიძე ძალზე მგრძნობიარე სულის პატრონი
გახლდათ. მხოლოდ ზოგიერთები ვერ ხედავდნენ და ვერ გრძნობდნენ მისი ირონიული ბუნების
იქით პოეტის უაღრესად ფაქიზ და მთრთოლვარე სულს, რომელიც მუდამ სუფთა მუსიკას
გამოსცემდა.
აკადემიისაკენ მიდიოდა, პორტფელს მიაქანავებდა (ეს ჩვეულებად ჰქონდა),
თავჩაქინდრული მძიმედ მიაბიჯებდა. დავეწიე, ერთ ხანს უხმოდ მივყვებოდი უკან. უცებ
მისი ბუტბუტი შემომესმა: იგი ახალი ტაეპების რითმებს თხზავდა თუ იმეორებდა.
ამან გამაოცა, ერთ ხანს ყურს არ დავუჯერე. მერმე მაინც დავრწმუნდი, რომ იგი
რომელიღაც ლექსის კლაუზულების სკანდირებით იყო გართული...
გ. ტაბიძე ჯადოქარია ქართული რითმისა. მისი სმენა ლექსის კანდენციის სფეროში —
უბადლოა.
მხოლოდ გ. ტაბიძეს შეეძლო სარითმოდ გამოეყენებინა სიტყვა „მადათოვს“ (რომელიც მგონი
ტაეპის შიგნითაც კი სმენისთვის ძნელად ასატანი იქნებოდა) და იგი ბრწყინვალედ
გაეხმიანებინა: „მადათოვს — დამათოვს“!
კობერიძე ნატალია
![]() |
7 გვერდი 9 |
▲back to top |
აფხაზეთიდან ჩამოსულიყო. გატაცებით ჰყვებოდა შავი ზღვის
სანაპიროების მშვენიერ სანახებზე, ევკალიპტებზე. რამდენიმე კარგი ლექსი დაეწერა,
მთელმა ციკლმა კი განსაკუთრებული შთაბეჭდილება ჩემზე არ მოახდინა. გალაკტიონმა
იგრძნო ეს, მას არ მოეწონა, რომ თავაზიანობა მაიძულებდა — გამემხნევებინა და
დასტურის ნიშნად თავი მექნია. კუპრაძე ინგა
ლექსები ლურჯი მელნით იყო ნაწერი, მხოლოდ ერთ საკმაოდ გრძელ და ვიწრო ქაღალდის
დასტის პირველ ფურცელზე ფანქრით ეწერა რამდენიმე ტაეპი. ინტერესი გამოვიჩინე სწორედ
ამ შემთხვევითი სტრიქონების მიმართ. გალაკტიონმა მითხრა, რომ ქუთაისზე ვრცელი
პოემის დაწერას აპირებდა. ვთხოვე, განზრახული პოემის დასაწყისი ჩემთვის წაეკითხა.
იგი უხალისოდ დამთანხმდა; თვითონ მაინც არ წაიკითხა, ნაწერი გადმომცა და მეც უხმოდ
მივადევნე თვალი ტაეპებს:
წყალტუბოდან ქუთაისში
მიმავალო ქარო...
ყველასათვის ცნობილია ეს პატარა ლექსი. მე ვთხოვე გალაკტიონს — არ გაეგრძელებინა
იგი და სასწრაფოდ გადაეცა დასაბეჭდად. გალაკტიონი შეყოყმანდა. მე დაჟინებით
გავუმეორე თხოვნა, რომელიც მან შემდეგ შემისრულა კიდეც. ლექსი „მნათობში“
გამოაქვეყნა დამოუკიდებელი კუპლეტის სახით და არა როგორც განზრახული პოემის
დასაწყისი.
ახლა ამ ლექსს მთელი საქართველო მღერის. პოემა კი არ დაუწერია.. შეიძლება მე
შევუშალე ხელი. არ ვნანობ კი: პოემის წერა გალაკტიონის მოწოდება არ იყო.
ომი მძვინვარებდა. ბელეტრისტ ვანო იოსელიანს და მე გზაზე შეგვხვდა. რამდენიმე წუთის
შემდეგ ღარიბულ სუფრას ვუსხედით.
გ. ტაბიძე პეტროგრადს იგონებდა. იგი ვანოსთან ერთად მოხვედრილა იქ თებერვლის
რევოლუციის დროს.
ვანო იოსელიანი შეუდარებელი მთხრობელი-იმპროვიზატორი იყო. გალაკტიონს გულწრფელად
უყვარდა თავისი მეგობარი. ორივენი იგონებდნენ მსოფლიო მნიშვნელობის ქარტეხილებს,
ლენინის გამოსვლებს, ნევის პროსპექტის ფარნების ციმციმს...
არ ვიცი რატომ და საუბარი შეეხო პროსპერ მერიმეს. ვანო გატაცებული იყო „ეტრუსკული
ლარნაკის“ ავტორით. არანაკლებ უყვარდა ჩეხოვიც.
გ. ტაბიძემ ჩინებული ცოდნა გამოამჟღავნა პროზის სფეროშიაც. საკითხების ღრმა გაგებით
ლაპარაკობდა იგი, მაგალითად, ფლობერსა და დოსტოევსკიზე.
![]() |
8 გვერდი 10 |
▲back to top |
უცებ გალაკტიონმა ვიტრინაში თვალი მოჰკრა ყვავილების თაიგულს რომელიღაც
სარკმელში, მეორე ქუჩის მხარეს და ვანოსკენ ოდნავ დახრილმა წაიჩურჩულა: ულუმბელაშვილი ანდრია
– როგორია, ძამიკო, ვანო, ა?
და შემდეგ ისევ წელგამართულმა ხმამაღლა რუსულად თქვა ორი ტაეპი, რომელსაც აქ
მიახლოებით თუ აღვადგენ ქართულ თარგმანში:
უტიფრად მიხმობენ ვარდები
ჩემი კარმენის ვიწრო სარკმლიდან.
დღესაც არ ვიცი — ვის ეკუთვნის ეს სტრიქონები, მაგონდება მხოლოდ, რომ მშვენიერი იყო
გ. ტაბიძე მის მიერვე გამოგონილ ლოველასის პოზაში!
გ. ტაბიძე თავისებურად ითვისებდა სამყაროს. უეცარი შეწყვეტანი, ბოლომდე უთქმელობა,
გაფანტული მხატვრული ასოციაციები — ყოველივე ეს მის რევოლუციამდელ პოეზიასაც
ახასიათებდა. ამიტომ მკითხველისაგან იგი მოითხოვს ხარვეზების შევსებას ემოციური
სურათის მთლიანობის აღდგენისა და დამთავრების მიზნით.
იგი არ ყოფილა პოეტი-მოაზროვნე, მაგრამ ზოგიერთ მის მცირე, კამერული სტილის ლექსში
მეტი პოეზიაა, ვიდრე ბევრი ფსევდომოაზროვნის ლირიკულ ჯახირში. გ. ტაბიძემ შექმნა
თავისი პოეტური ქვეყანა, ის განუმეორებელი მხატვრული აბსტრაქცია, რის გარეშე პოეტი
საერთოდ საჭირო არაა ლიტერატურაში.
მახსოვს, ამ შეხვედრის დროს მან უცბად მოიწყინა. გალაკტიონს გაახსენდა, რომ
ხუმრობის დრო არ იყო. ხმადაბლა და გრძნობიერად ლაპარაკობდა ჩვენი ქვეყნის მძიმე
ვითარებაზე, საბჭოთა ჯარისკაცების გმირობაზე.
გ. ტაბიძე ახალი ქვეყნის ნამდვილი ტრუბადური იყო, მაგრამ კერძო საუბარში ან სუფრაზე
გაურბოდა პატრიოტულ აღსარებებს. მან იცოდა, რომ მამულის სიყვარული ფაქიზი ინტიმური
გრძნობაა და იგი ვერ ითმენს სენტიმენტალურ სატრფიალო ახსნა-განმარტებებს ან
თავმომაბეზრებელ ფილიპიკებს, რაც ასე უხვად მოედინება ბევრი კეთილმოწყობილი
მოლექსის ბაგიდან.
თავის ცნობილ „ფიცში“ გ. ტაბიძე აცხადებდა, რომ იგი მზად იყო გმირული
თავგანწირვისათვის, მაგრამ კერძო ცხოვრებაში არასოდეს არ უტრაბახნია ვაჟკაცობით;
ამბიცია ან თვითტკბობა საერთოდ ორგანულად შეუთავსებელია პოეზიის ბუნებასთან.
არავის ახსოვს მის მხრივ ვერაგული ჩასაფრება, ხელის შეშლა, ღვარძლი, შავი
შურისძიება. მაგრამ სიმპათიისა და ანტიპათიის გრძნობას კი კარგად იცნობდა.
შესანიშნავი ფსიქოლოგი იყო. ამიტომ, ვინც უყვარდა — მართლაც სიყვარულის ღირსი იყო
ყველა, ვინც სძულდა — ნამდვილად საძულველი იყო. უსაზღვროდ ნიჭიერს მხოლოდ თავისი
ანტიპოდები ეჯავრებოდა.
![]() |
9 გვერდი 11 |
▲back to top |
„ძალიან მიყვარს ეს კაცი!“ — მითხრა ვანო იოსელიანმა, როცა
გალაკტიონი დაგვშორდა.
იჭირვეულა. იუცხოვა. იხმაურა. სძულდა. უყვარდა. ფათურობდა. მთვრალობდა. ფხიზლობდა.
ყელამდე აივსო მოწყენით, ყელამდე აივსო სიხარულით. ფართოდ გაუღო თავისი სული
შთაბეჭდილებებს. იცოდა დუმილი. სცოდავდა. არ სცოდავდა. უცნაური იყო. ჭკუის კოლოფიც
იყო.
სიმღერად იცლებოდა.
ხანდახან კი სულ ყრუდ, ყრუდ ჟღერდა ერთადერთი ობოლი სიმი მისი სულის სიღრმეში...
მაგიდაზე დაასვენებდა ხოლმე თავის მშვენიერ, ნამდვილად მშვენიერ ხელებს...
არაფრის ეშინოდა. ზოგჯერ თითქოს ყველაფერი აფრთხობდა. არაჩვეულებრივი იყო.
და აღარაა.
გ. ტაბიძის ტრაგიკული ნაბიჯის მიზეზი მისსავე მთრთოლვარე არსებაში იყო, კონკრეტული
მიზეზი ამ ნაბიჯს არ ჰქონია. ეს მხოლოდ მისი დემონის ბიძგი იყო.
არის დღე ჩემთვის ნაზი ნუგეში,
ვიყო უმშვიდეს წარსულის მტერი,
შევიდე უცხო სიმსუბუქეში,
გამომყვეს ლურჯი ცხენების მტვერი.
უსაზღვროდ უყვარდა დედაქალაქი, რომლის სიახლე მას ეგზომ ახარებდა.
და სწორედ აქ, თავის სატახტოში, შეჰკივლა მან უკანასკნელად ვარსკვლავებს. განა
წინათგრძნობით არაა გამსჭვალული მისი სტრიქონები, დაწერილი ამ ორმოცი წლის წინათ:
დღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშია,
თუ დრო არის, დროს ისევ შენ შეჰფერი,
და ვით ქრისტემ გალილეა აირჩია,
მე ტფილისი ავირჩიე ბებერი,
მაგრამ ქრისტეს გოლგოთა ხვდა წილადა,
მე კი ჩვენი დამიფარავს მთაწმინდა.
ჭიაურელი თამუნა
![]() |
10 გვერდი 12 |
▲back to top |
ქართველმა ხალხმა თვითონ აიტანა იგი მთაწმინდაზე და თავისი
უდიდესი ლირიკოსის საფლავის გვერდით მიუჩინა ბინა. ჩვენი ხალხი კი ჭირვეულია
სიძულვილსა და სიყვარულში, — ის არავის აჯილდოებს დაუმსახურებლად.
გრანდიოზული სამგლოვიარო კორტეჟი მიაცილებდა მის კუბოს. თითქო მთელი ქალაქი
ტორტმანებდა.
ქართველი მწერლები კოცნიდნენ მის ცხედარს. არავის წილად არ ხვდომია ამდენი ამბორი
გარდაცვალების შემდეგ, სამი დაკრძალვა მახსოვს ასეთი დიადი.
როცა სარაჯიშვილს ასაფლავებდნენ, ყველამ იცოდა, რომ ეთხოვებოდნენ სიმღერას.
როცა ნატო ვაჩნაძის ფერფლმა ჩაიარა მოედანზე, ვიღაც უცხომ იკითხა — ვის
ასაფლავებენო. მას ერთხმად უპასუხეს:
— სილამაზეს!
გალაკტიონ ტაბიძის დასაფლავება კი სიტყვის მუსიკის გამოტირება იყო.
სხვებთან ერთად მეც გულმოკლული და ღრმად შეძრწუნებული მივაცილებდი სამარემდე მის
ძვირფას კუბოს და მეჩვენებოდა, თითქოს ლერწამი დაიმსხვრა და გობელენები სამუდამოდ
დაკეცეს.
სეთური ლალი