სიმბოლოები ქრისტიანულ ხელოვნებაში (ჯ)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ლექსიკონები
საავტორო უფლებები: © კენჭოშვილი გიორგი
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
ლექსიკონის აღწერა: შეადგინა გიორგი კენჭოშვილმა, ენციკლოპედია, თბილისი



1

▲back to top


ჯვარი

ჯვარი ქრისტიანობის ერთი უმთავრესი სიწმინდეა და ხსნის სიმბოლოს წარმოადგენს, ხოლო საერთო-საკაცობრიო თვალსაზრისით ჯვარი ქრისტიანული რელიგიის სიმბოლოა. რომის იმპერიაში ხის ჯვარს სამარცხვინო სიკვდილით დასასჯელ იარაღად იყენებდნენ. ჯვარცმის შემდეგ იესო ქრისტე ჯვრით ჩავიდა ჯოჯოხეთში, დათრგუნა სიკვდილის მეუფება და ისევ ზეცად აამაღლა პირველი ცოდვით დაცემულ ადამიანთა სულები. ქრისტიანებს ჯვრის ტარების უფლება ეძლევათ ნათლისღების შემდეგ. ქართულ ქრისტიანულ ეკლესიაში არსებობს წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი ოდნავ დახრილი ფრთებით, რომელიც ნინომ თავისი თმებით შეკრა.

0x01 graphic

MICHELANGELO Buonarroti
ქრისტეს მიაქვს ჯვარი (დეტალი)
1521, აღორძინება
მარმარილო
სანტა მარია სოპრა მინერვას
ეკლესია, რომი

0x01 graphic

CIMA da Conegliano
წმ. ელენა
1495, ადრეული აღორძინება
პანო
ხელოვნების ნაციონალური
გალერეა, ვაშინგტონი

შუა საუკუნეებიდან ჯვარი ეკლესიის ძალაუფლების სიმბოლოდ იქცა, მას იყენებდნენ რაინდთა ორდენები, ჯვარს გამოსახავდნენ გერბებსა და დროშებზე. ეკლესიათა საერთო გეგმას ჯვრის ფორმა აქვს.

ლათინური ჯვარი ამ ჯვარს ხელებგაშილი ადამიანის ფორმა აქვს. ეს არის ყველაზე გავრცელებული ჯვრის ფორმა, რომელიც ასახავს იმ უდიდეს მსხვერპლს, რაც ადამიანთა ცოდვების გამოსყიდვის მიზნით გაიღო იესო ქრისტემ. ლათინურ ჯვარს ეწოდება crux imissa. მისი ჰორიზონტალური ღერძი, ვერტიკალური ღერძის ორი მესამედი ნაწილის ტოლია. როგორც ქრისტიანობის სიმბოლო იგი მეტად გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში.

ბერძნული ჯვარი ძველებური ჯვრის ფორმა თანაბარი სიგრძის ფრთებით. ასეთ ჯვარს ეწოდება crux quadrata. ადრექრისტიანულ პერიოდში ბერძნული ჯვარი ქრისტეს სიმბოლიკას წარმოადგენდა. საბერძნეთის ეროვნულ დროშაზე, ბერძნული თეთი ჯვარი ლურჯ ფონზე, პირველად 1820 წელს გამოჩნდა და მუსულმანთა მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოს წარმოადგენდა. 1339 წლიდან შვეიცარიის დროშაზე გამოსახულია თეთრი ბერძნული ჯვარი წითელ ფონზე.

ასეთი უბრალო ფორმის ჯვარი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა, როგორც მზის ღმერთისა და წვიმის ღმერთის სიმბოლო. პრეისტორიულ პერიოდში ბერძნული ჯვარი სამყაროს შემადგენელ ელემენტებს - ჰაერს, მიწას, ცეცხლსა და წყალს განასახიერებდა.

ჯვარი ტაუ რომის იმპერიის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში დამნაშავეთა დასასჯელად იყენებდნენ ლათინური T ასოს ფორმის ჯვარს. ასეთ ჯვარს crux comissa ეწოდება. ტაუს ფორმის ჯვარს ებრაელები ტაძრის შესასვლელ კარზე გამოსახავდნენ, რადგან ძველი აღთქმის ეპოქაში ეს ნიშანი ქვეყნიერების აღსასრულთან ასოცირდებოდა. ამგვარი ფორმის ჯვარი აღნიშნავდა ისრაელის ძეთა ხსნას, როდესაც სიკვდილის ანგელოზმა „შემუსრა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაზე“. ძველი აღთქმის მიხედვით სწორედ ტაუს ფორმის ჯვარი იყო ის ნიშანი, რომელზეც მოსემ უდაბნოში ბრინჯაოს გველი აღმართა.

ჯვარი ანკი იესო ქრისტე - „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“ - მეფე სოლომონის ბაგეთი გვამცნობს: „ჩემმა მპოვნელმა სიცოცხლე ჰპოვა“ (იგავ 8:35), ხოლო შემდეგ თვითონ აცხადებს: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (იოან 11:25). ქრისტიანობის გავრცელების პირველივე საუკუნეებში ცხოველმყოფელი ჯვრის სიმბოლურ გამოსახულებად იხმარებოდა ჯვრის ფორმის ეგვიპტური იეროგლიფი „anch“ („სიცოცხლე“). ძველი ეგვიპტელების ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო. ეწოდებოდა crux ansata ანუ ჯვარი სახელურით.მასში ორი სიმბოლოა გაერთიანებული: ჯვარი, როგორც სიცოცხლის სიმბოლო და წრე, როგორც მარადიულობის სიმბოლო, ხოლო ერთად ისინი უკვდავებას გამოხატავენ.

ჯვარი - ალფა და ომეგა ბერძნული ანბანის პირველი და უკანასკნელი ასოებით კომბინირებული ლათინური ჯვარი. ეს ჯვარი მიგვანიშნებს, რომ იესო ქრისტე, მართალია, ადამიანთა ცოდვების გამოსყიდვის მიზნით ევნო, მაგრამ იგი სამარადჟამოდ მეფობს.

აღმოსავლური ჯვარი ამ ჯვარს სხვაგვარად „წმიდა ლაზარეს ჯვარს“ უწოდებენ. მართლმადიდებელი ეკლესიის სიმბოლო აღმოსავლეთ ევროპაში და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში. ჰორიზონტალური ზედა ძელი განასახიერებს ქრისტეს თავს ზემოთ პილატე პონტოელის ბრძანებით გაკეთებულ წარწერას INRI (Iesus Nazarenus Rex Iudaeorum - იესო ნაზარეველი იუდეველთა მეფე). ჰორიზონტალური დახრილი ძელი ფეხის დასადგამის სიმბოლოა.

ღუზისებრი ჯვარი ორი ნიშნის, ჯვრისა და ნახევარმთვარის კომბინაცია - მარიამ ღვთისმშობლის სხეულიდან იესო ქრისტეს შობის სიმბოლოს წარმოადგენს. ნახევარმთვარე მარიამის ემბლემაა. პავლე მოციქული ამბობს, რომ ყოველ ქრისტიანს აქვს ნუგეში ჩაეჭიდოს „ჩვენს წინ მდებარე იმედს (ანუ ჯვარს), რომელიც ჩვენი სულისათვის ღუზასავით სანდოა და მტკიცე“ (ებრ 6:18-19). ეს „ღუზა“, რომელიც ურწმუნოთა შეურაცყოფისგან იცავს ჯვარს, ხოლო მორწმუნეთ უმჟღავნებს მის ჭეშმარიტ მნიშვნელობას, ადამიანთა იმედის სიმბოლოა. ხატოვნად რომ ვთქვათ, ამქვეყნიური ცხოვრების ბობოქარ ტალღებში მცურავ ეკლესიის ხომალდს, მშვიდობიანად ჩაჰყავს ყველა მსურველი მარადიული სამყოფელის მყუდრო ნავსაყუდელში. ამიტომ იქცა ღუზისებრი ჯვარი ქრისტიანებში იმედის სიმბოლოდ.

0x01 graphic

BERNINI, Gian Lorenco
საკურთხევლის ჯვარი
1657-61, ბაროკო
მოოქროვილი ბრინჯაოს კორპუსი
ბრინჯაოს ჯვარზე, სიმაღლე:
კორპუსის 43 სმ, ჯვრის 185 სმ.
წმ. პეტრეს საგანური, ვატიკანი

0x01 graphic

MICHELANGELO Buonarroti
ჯვარცმა
1492, აღორძინება
შეფერადებული მერქანი,
142x135 სმ
სანტო სპირიტო, ფლორენცია

კონსტანტინეს ჯვარი მონოგრამა Chi Rho შედგება ქრისტეს სახელის (ΧΡΙΣΤΟΣ) პირველი ორი ბერძნული ასოსგან, პირველი ასო კვეთს მეორეს და წარმოქმნის ჯვარს. ლეგენდის მიხედვით, რომში მიმავალმა ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ ზეცაში ჯვარი იხილა. ჯვართან ერთად ცაში წარწერაც გამოისახა „In hoc vinces“ - ამით გაიმარჯვებ. ამ წინასწარმეტყველების შემდეგ იმპერატორი კონსტანტინე ქრისტიანულად მოინათლა, ხოლო მონოგრამა მისი ემბლემა გახდა. მოგვიანებით, ეს ჯვარი ქრისტიანობის პირველ საყოველთაო სიმბოლოდ იქცა. გარდა ამისა, აღიქმებოდა, როგორც გამარჯვებისა და ხსნის ნიშანი.

გოლგოთის ჯვარი ლათინური ჯვარი, რომელიც სამ საფეხურიან კვარცხლბეკზე დგას. ჯვრისკენ აღმავალი სამი საფეხური გოლგოთის მთას განასახიერებს და რწმენის, სასოებისა და სიყვარულის სიმბოლური გამოხატულებაა. „ახლა კი რჩება რწმენა, სასოება, სიყვარული - ეს სამი“ (1კორ 13:13).

ჯვარი ჯვარცმული იესოს ხატებით ლათინური ჯვარი, რომელზეც გამოსახულია ჯვარცმული იესო ქრისტე. დასაბამიდან ამგვარ ჯვარს ძვირფასი ქვებით ამკობდნენ და იგი გამარჯვებას გამოხატავდა. X საუკუნემდე ჯვარზე გამოსახავდნენ მხოლოდ ცოცხალ, მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს, და მხოლოდ X საუკუნეში ჩნდება პირველად მკვდარი იესოს გამოსახულება. ჯვრის (მონანიების) მართლმადიდებლური დოგმატიდან გამომდინარეობს, რომ მაც ხოვრის სიკვდილი - კაცობრიობის, ყველა ეროვნების ადამიანის გამოხსნას ნიშნავდა. დასჯის სხვადასხვაგვარი მეთოდებიდან მხოლოდ ჯვარი აძლევდა იესო ქრისტეს მომკვდარიყო გაშლილი ხელებით, რითაც მოუწოდებდა „დედამიწის ყველა კიდეს“ (ეს 45:22). ამიტომ მართლმადიდებელ ეკლესიაში იესოს ჯვარცმას გამოხატავენ, როგორც უკვე მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვარს, რომელიც თავისი კალთის ქვეშ მთელ სამყაროს მოუხმობს და, რომელიც თავისი მხრებით ზიდავს ახალი აღთქმის საკურთხეველს - ჯვარს. ამის შესახებ ამბობდა იერემია წინასწარმეტყველიც ბნელის მზრახველთა სახელით: „შევმუსროთ ხე მისი პურით“ (11:19), ანუ - ხის ჯვარზე გავაკრათ იესოს სხეული, რომელსაც ციური პური ჰქვია.

0x01 graphic

ELSHEIMER, Adam
ჯვრის განდიდება
დაახ. 1605, მანიერისმი
ზეთი სპილენძზე, 48,5x36 სმ
ხელოვნების ინსტიტუტი,
ფრანკფურტი

0x01 graphic

PIERRO della FRANCESCA
ფრესკების ციკლი
1452-60, ადრეული აღორძინება
ფრესკა
სან ფრანჩესკო, არეცო

ჯვარცმის კათოლიკური გამოსახულების მიზანია, ყველაფერი ისე წარმოაჩინოს, როგორც მოხდა, ანუ გამოხატოს ქრისტეს წამება და სიკვდილი, და არა ის, რაც სინამდვილეში ჯვრის მარადიულ ნაყოფს წარმოადგენს - მაცხოვრის გამარჯვება.

პატრიარქის ჯვარი მართლმადიდებლური ეკლესიის სიმბოლო. ზედა ვერტიკალური ძელი არის titulus, რომელზეც პილატე პონტოელის ბრძანებით დააწერეს INRI (Iesus Nazarenus Rex Iudaeorum - იესო ნაზარეველი იუდეველთა მეფე). ამგვარი ჯვარი ხშირად არქიეპისკოპოსთა გერბებზე გვხვდება.

ჯვარი სამყურას ფოთლებით ამგვარი ფორმის ჯვარი ძალზე ფართოდაა გავრცელებული და წმიდა სამების სიმბოლოს წარმოადგენს. გარდა ამისა, იხმარება იესო ქრისტეს აღდგომის აღსანიშნავად. რუსეთში ჯვრის ეს ფორმა სხვებზე ხშირად გამოიყენებოდა საყდრების წვეროზე დასამაგრებელი ჯვრების დამზადებისას. ამავე დროს, გავრცელებული იყო სახელმწიფო სიმბოლიკაში. „ვერცხლის გადაყირავებულ ნახევარმთვარეზე მდგარი სამყურასებრი ოქროს ჯვარი იყო გამოსახული ტფილისის გუბერნიის გერბზე“ („რუსეთის გერბები“).

0x01 graphic

LORENZETTI, Pietro
ჯვარი
დაახ. 1325, შუა საუკუნეები
დაფა, სიმაღლე 125 სმ
დიოჩეზანოს მუზეუმი, კორტონა

0x01 graphic

UNKNOWN GOLDSMITH,
Austrian
აკლდამის ჯვარი
1342 შემდგომი პერიოდი,
შუა საუკუნეები
მოოქროვილი ვერცხლი
სიმაღლე 83,5 სმ
ავგუსტინელების მუზეუმი,
ფრაიბურგი

იერუსალიმის ჯვარი ხუთი ოქროსფერი ჯვარი ვერცხლის ფონზე. ხშირად გამოსახავენ საკურთხევლის გადასაფარებელზე. დიდი, ბოლოებში ჯვარედინად გადაკვეთილი ბერძნული ჯვრი იესო ქრისტეს სიმბოლოა, ხოლო ოთხი პატარა ბერძნული ჯვარი - ოთხი მახარებლისა, რომლებმაც აღწერეს ქრისტეს ცხოვრება და მოძღვრება და, რომლებმაც იესოს ქადაგებების დედამიწის ოთხივე კუთხეში გავრცელება იტვირთეს. გარდა ამისა, ხუთივე ჯვარი ერთად, ქრისტეს მიერ მიღებული ხუთი ჭრილობის სიმბოლური გამოხატულებაცაა. ჯვაროსნული ომების დროს, ასეთ ჯვარს რაინდები თავიანთ გერბებში იყენებდნენ, ამიტომ მას ჯვაროსნების ჯვარსაც უწოდებენ.

გამარჯვების ჯვარი პირველად ეს ბერძნული სიტყვები „IC.XP.NIKA“ (ნიშნავს „იესო ქრისტე - გამარჯვებული) კონსტანტინოპოლში, სამ დიდ ჯვარზე ოქროს ასოებით დააწერა მოციქულთა სწორმა იმპერატორმა კონსტანტინემ. „გამარჯვებულს გვერდში მოვისვამ ჩემს ტახტზე ისევე, როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე“ (გამოცხ 3:21), - ამბობს ჯოჯოხეთისა და სატანის მძლეველი მაცხოვარი. უძველესი ტრადიციის თანახმად პროსფორაზე (იგივეა, რაც სეფისკვერი) გამოიხატება ჯვარი, რომელსაც დამატებული აქვს ქრისტეს გამარჯვების აღმნიშვნელი წარწერა „IC.XP.NIKA“. სეფისკვერის ამგვარი ბეჭედი ნიშნავს ცოდვილთა გამოხსნას ცოდვის ტყვეობიდან. სხვაგვარად ასეთ ჯვარს პროსფორულ ჯვარსაც უწოდებენ.

0x01 graphic

ზედა ბარელიეფის ჯვარი
VII საუკუნე
კაჩაგანი

0x01 graphic

თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი
გვიანი XII ადრეული XIII საუკუნე
ხობი

მალტური ჯვარი ჯვარი რვა წვეროთი, რომელიც წარმოიშვა ოთხი შუბის ბუნიკის ერთმანეთთან შეერთებით. მალტური ჯვარი სულიერი აღორძინების სიმბოლოა და მისი თითოეული წვერო, რვა ნეტარებათაგან ერთ-ერთს გამოხატავს.

ასეთი ფორმის თეთრი ჯვარი შავ ფონზე ჰოსპიტალიერთა სამხედრო-რელიგიური ორდენის ანუ იოანიტების ემბლემა იყო. ამ ორდენის რაინდებმა 1095-1272 წლების ჯვაროსნული ლაშქრობების დროს წმინდა მიწა მუსულმანთა ტყვეობიდან გამოიხსნეს. მოგვიანებით მათი შტაბ-ბინა მალტაზე გადაიტანეს, საიდანაც წარმოიშვა ჯვრის სახელწოდება.

ტევტონური ჯვარი ჯვრის ბოლოებზე გამოსახული ოთხი პატარა ჯვარი ოთხი მახარებლის, − მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სიმბოლური გამოსახულებებია. თუკი ჯვარი დახრილი ფორმითაა გამოსახული, ასეთ ჯვარს წმინდა ივლიანეს ჯვარს უწოდებენ.

ჯვარი POLENT ასეთი ფორმის ჯვარს ხშირად იყენებენ ტაძრების და ღვთისმსახურების სხვადასხვა საგნების მოსართავად. ჯვარი ოთხი ტაუ ჯვრისგან შედგება.

სახელწოდება წარმოიშვა ფრანგული სიტყვისგან „საყრდენი“, რადგან მისი ფორმა სწორედ უძველეს საყრდენებს წააგავს.

კელტური ჯვარი ჯვრის ერთ-ერთი უძველესი ფორმა, სადაც წრე, მზისა და მარადიულობის სიმბოლო, ჯვრის ძელებითაა გადაკვეთილი. კელტური ჯვარი პირველად ირლანდიაში გამოჩნდა ჯერ კიდევ VIII საუკუნეში და „Chi Rho“ მონოგრამის წყალობით სწრაფად გავრცელდა მთელ ბრიტანეთში, როგორც ქრისტეს სიმბოლო. ზოგჯერ ჯვარი ქვისგანაა გამოკვეთილი და ხშირად ჩუქუ რთმებით, ცხოველების გამოსახულებებითა და ბიბლიური სცენებითაა შემკობილი. კელტურ ჯვარს, ზოგჯერ, იონას ჯვარსც უწოდებენ

0x01 graphic

MURILLO, Bartolomé
Esteban
წმ. მარტინის მოწამეობა
1675-82, ბაროკო
ზეთი ტილოზე, 123x162 სმ.
პრადო, მადრიდი

წმიდა ანდრიას ჯვარი ასეთ ჯვარს crux decussata ეწოდება. გადმოცემის თანახმად წმინდა ანდრია მოციქული X-ის ფორმის ჯვარზე გააკრეს. XIII საუკუნიდან წმიდა ანდრიას თეთრი ჯვარი (ლურჯ ფონზე) გამოხატულია შოტლანდიის სახელმწიფო დროშაზე, ხოლო თვით ანდრია მოციქული ამ ქვეყნის მფარველად ითვლება. ანდრია პირველწოდებულმა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში იქადაგა საქართველოში.

ჯვარცმა

ადამიანის სიკვდილი - ღმერთის დაბადებაა. იესო ქრისტეს ჯვარცმა ქრისტიანული ხელოვნების ერთ-ერთ უმთავრეს თემას წარმოადგენს. საუკუნეების განმავლობაში სისტემატურად იცვლებოდა ამ სიუჟეტის ხასიათი, რომელიც რელიგიურ აზროვნებაში გამეფებულ განწყობილებას ასახავდა. შუა საუკუნეების ხელოვნებაში სიმბოლოებისა და ალეგორიების საშუალებით გამოხატავდა დოქტრინას. კონტრრეფორმაციის პერიოდის ფერწერაში, ხან უბრალოდ თაყვანისცემის საგანს წარმოადგენდა და დემონსტრირებას უკეთებდა მხოლოდ ჯვარზე გაკრულ ფიგურას, ხან კი იტალიური რენესანსის ეპოქის ტილოების მსგავსად დაწვრილებით გადმოცემდა პერსონაჟებით დატვირთულ სახარებებში აღწერილ ისტორიებს.

იმ პერიოდში, როდესაც რომის იმპერიაში ქრისტიანული რელიგია აკრძალული იყო, ქრისტეს ჯვარცმას სიმბოლურად ჯვრის გვერდით მდგარი კრავის საშუალებით გამოხატავდნენ. კონსტანტინე დიდის მეფობის დროსაც კი, როცა ქრისტიანებს უფლება მიეცათ დაუბრკოლებლად შეესრულებინათ რელიგიური რიტუალები, ჯვარს ქრისტეს ფიგურის გარეშე ხატავდნენ. ჯვარცმული ქრისტეს ფიგურა კაროლინგების ეპოქამდე ძალზე იშვიათად გვხვდება. ამ პერიო დიდან მოყოლებული ჯვარცმის სიუჟეტებში ჩნდებიან სახარებისეული სხვა პერსონაჟები (მარიამ ღვთისმშობელი, იოანე მახარებელი, კენტურიონი, ადამიანი შუბზე წამოცმული ღრუბლით, ორი ავაზაკი, ჯარისკაცები, რომლებიც წილის ყრით იყოფენ იესოს სამოსს), რაც მოგვიანებით ბუნებრივი მოვლენა გახდება „ქრისტეს ჯვარცმის“ სცენებისთვის. ამავე პერიოდში ჯვრის ორივე მხარეს ჩნდება მზე და მთვარე, სინაგოგისა და ეკლესიის სიმბოლური გამოსახულებები, თუმცა, ადრეული აღორძინების პერიოდიდან ეს ფიგურები გაქრა ჯვარცმის სცენებიდან.

0x01 graphic

PROVOST, Jan
ჯვარცმა
ჩრდილოევროპული აღორძინება
ზეთი მუხის პანოზე, 117x172,5 სმ
გრონინგენის მუზეუმი, ბრიუგე

0x01 graphic

UNKNOWN MASTER, Italian
ჯვარცმა (ჯვარი No. 15)
შუა საუკუნეები
პანო, 285x238 სმ
პინაკოტეკა, პიცა

0x01 graphic

BRAMANTINO
ჯვარცმა
დაახ. 1515, ადრეული
აღორძინება
ზეთი ტილოზე, 372x270 სმ
დი ბრერას პინაკოთეკა, მილანი

ასწლეულების განმავლობაში ბიზანტიის გავლენით დასავლეთ ევროპაში ქრისტეს ხატავდნენ ცოცხალს და ღია თვალებით. ეს იყო მეფის გვირგვინით შემკული გამარჯვებული მაცხოვარი. XI საუკუნეში გამოჩნდა ჯვარცმის გამოსახულების სრულიად ახალი ტიპი - მხარზე თავდახრილი დაუძლურებული ფიგურა. მოგვიანებით ქრისტეს თავზე ეკლის გვირგვინიც გაჩნდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული დასავლეთ ევროპის ხელოვნებაში დომინირებს ჯვარცმის ზემოთ აღწერილი გამოსახულება.

ჯვარცმისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი თავისებურება მჭიდროდ არის დაკავშირებული ქრისტიანულ დოქტრინასთან. ქრისტემ თავი გაწირა და ჯვარს ეცვა, რათა გამოესყიდა ადამიანთა ცოდვები ანუ გამოესყიდა ადამის ცოდვა, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცა მთელ კაცობრიობას. შუა საუკუნების პერიოდის ავტორები აქცენტს აკეთებდნენ „ისტორიულ“ ჯაჭვზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა პირველი ადამიანის დაცემას და ქრისტეს ჯვარცმას. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ქრისტეს ჯვარი იმ ავადსახსენებელი კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხისგან იყო გაკეთებული, რომელიც სამოთხის ბაღში ხარობდა, რომ ადამი იმ ადგილას იყო დასაფლავებული, სადაც ქრისტე აცვეს ჯვარს. ამრიგად, ჯვარცმის სცენებში, ჯვრის ფუძესთან გამოსახული თავის ქალა, არა მხოლოდ გოლგოთას - თხემის ადგილს მიანიშნებს, არამედ სწორედ ადამის თავის ქალას გამოხატავს.

უფრო მეტიც, ითვლებოდა, რომ ჯვარზე დაღვრილი ქრისტეს სიხლს, ცოდვათა გამოსყიდვის ძალა ჰქონდა მინიჭებული (კონცეფცია, რომელსაც შეიცავს ზიარების საიდუმლო). ამის შემდეგ, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა გამოსახულება, სადაც ჯვარცმულ ქრისტეს ნეკნიდან სისხლი სდის, რომელიც თასში (ევქარისტიული ჭურჭელი) გროვდება.

ქვემოთ აღწერილი სიუჟეტებში აღწერილია შედარებით მნიშვნელოვანი ფიგურები, რომლებიც ჯვართან არიან გამოსახულნი. ხელოვნებაში ნათლადაა გამოკვეთილი ჯვრის ორივე მხარეს ფიგურების წყვილად განლაგების ტენდენცია. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, მარჯვენა და მარცხენა მხარეების მორალურ ღირებულებებს შორის განსხვავება. მაგალითად, მაცხოვრისგან მარჯვნივ სათნოება, მარცხნივ - მანკიერება.

ჯვარი და ქრისტეს ფიგურა. ძველ რომში ჯვარცმა დასჯის ძალზე გავრცელებული ფორმა იყო. ჯვარზე აკრავდნენ ყველაზე ზნედაცემულ ბოროტმოქმედებს და მონებს. თავად ჯვარცმის ადგილას მიწაში არჭობდნენ ვერტიკალურ ბოძს (stipes). მსჯავრდებულს ჯვარცმის ადგილას მიჰქონდა მომავალი ჯვრის ჰორიზონტალური ძელი (patibulum), რომელზეც ხელებით იყო მიბმული. ადგილზე მისვლისას განსასჯელის ხელებს აჭედებდნენ ჰორიზონტალური ძელის ბოლოებში და შემდეგ ასწევდნენ ვერტიკალურ ბოძზე. ძელს ამაგრებდნენ ბოძის თავში და წარმოიქმნებოდა T ასოს მსგავსი კონსტრუქცია ან ამაგრებდნენ ცოტა ქვევით და კონსტრუქცია ყველასთვის ნაცნობ ჯვრის (crux immissa) ფორმას იღებდა. ბოლოს ვერტიკალურ ბოძზე მსჯავრდებულის ფეხებს აჭედებდნენ. ფეხების დასადები ჰორიზონტალური ფიცარი (suppedaneum) შუა საუკუნეების მხატვრების ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენს. XII საუკუნემდე ჯვარცმის ამსახველ ნახატებში გამოსახავდნენ ოთხ ლურსმანს. ორი ლურსმანი ხელების მისაჭედებლად და ორი ლურსმანი ფეხების მისაჭედებლად. მოგვიანებით ლურსმნების რაოდენობა სამამდე შემცირდა, ორივე ფეხი ერთი ლურსმნით იყო მიჭედებული. ოთხთავში ქრისტეს ლურსმნებს მხოლოდ ერთ ადგილას ახსენებს „ურწმუნო“ თომა (იოან 20:25). ანტიკურ ხანაში დამნაშავეს, მისი დანაშაულის ამსახველ წარწერიან დაფას (titulus), ჯვარცმამდე კისერზე კიდებდნენ, ხოლო ჯვარზე გაკვრის შემდეგ ჯვრის წვერზე ამაგრებდნენ. იოანე მახარებელი მოგვითხრობს, რომ პილატემ „წარწერაც გააკეთებინა და ჯვარს მიამაგრა. ეწერა: იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე. ბევრი იუდეველი კითხულობდა ამ წარწერას, რადგან იესოს ჯვარცმის ადგილი ახლოს იყო ქალაქთან და დაწერილი იყო ებრაულად, რომაულად და ბერძნულად“ (19:19-20). აღორძინების ეპოქის ხელოვნებაში ამ წარწერის მხოლოდ ლათინური ვარიანტი გამოიყენებოდა - „Iesus Nazarenus Rex Iudaeomm“, შემოკლებით: „INRI“. კონტრრეფორმაციის პერიოდის ხელოვნებაში წარწერის ხილვა სამივე ენაზეა შესაძლებელი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აღორძინების ეპოქისა და უფრო გვიანდელი პერიოდის მხატვრები ჯვარზე გაკრულ მკვდარ ქრისტეს ხატავდნენ. მას თავი მარჯვენა მხრისკენ აქვს დახრილი. ეკლის გვირგვინის გამოსახვა XIII საუკუნის შუა პერიოდიდან იწყება, როდესაც საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო IX ახლო აღმოსავლეთში მოწყობილი ჯვაროსნული ლაშქრობიდან დაბრუნდა და თან წმინდა რელიქვიები ჩამოიტანა კონტრრეფორმაციის ეპოქამდე ეს დეტალი იგნორირებული იყო მხატვრების მიერ. შუა საუკუნეებში ეკლესია განიხილავდა საკითხს, იყო თუ არა ჯვარცმული ქრისტე შიშველი (ძველ რომში დამნაშავეებს დედიშობილა აკრავდნენ ჯვარზე). ამ სიუჟეტის ყველაზე ადრეულ გამოსახულებებში ქრისტეს უსახელო გრძელი ტუნიკა აცვია, ზოგიერთ შემთხვევაში კი წელზე თხელი სამოსი აქვს შემოხვეული. ისტორიული თვალსაზრისით ორივე გამოსახულება მცდარია.

0x01 graphic

ANDREA DEL CASTAGNO
ჯვარცმა და წმინდანები
1440-41, ადრეული აღორძინება
ფრესკა
სანტა მარია ნოველას ეკლესია,
ფლორენცია

0x01 graphic

FRUEAUF, Rueland the
Younger
ჯვარცმა
ჩრდილოევროპული აღორძინება
მერქანი, 89,5x69,5 სმ
მონასტერი, ნიურბერგი

0x01 graphic

FERRARI, Gaudenzio
ჯვარცმა
1513, აღორძინება
ფრესკა
სანტა მარია დელა გრაციე,
ვარალო სესია

0x01 graphic

EYCK, Jan van
ჯვარცმა
1420-25, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი მერქანზე, 56,5x19,5 სმ
მეტროპოლიტენ მუზეუმი
ნიუ-იორკი

0x01 graphic

MEMLING, Hans
ჯვარცმა
ჩრდილოევროპული აღორძინება
ზეთი მუხის მერქანზე, 56x63 სმ
ხელოვნების მუზეუმი, ბუდაპეშტი

0x01 graphic

RAFFAELLO Sanzio
ჯვარცმა
1502-03, აღორძინება
ზეთი ხის მერქანზე, 281x165 სმ,
ნაციონალური გალერეა,
ლონდონი

ჯვარცმასთან გამოსახული პერსონაჟები

ორი ავაზაკი. ოთხივე მახარებელი მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ ქრისტესთან ერთად ორი ავაზაკი აცვეს ჯვარს. ლუკა მახარებელი ამატებს, რომ ერთი მათგანი საყვედურობდა მეორეს და აღნიშნავდა ქრისტეს უდანაშაულობას, ხოლო თავის თავს დამნაშავედ მიიჩნევდა. იესომ უთხრა დამნაშავეს: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (23:44). ხელოვნება, ლუკა მახარებლის მოთხრობის გავლენით, განასხვავებს მონანიე და დამგმობ ცოდვილებს. მონანიე ცოდვილი ქრისტეს მარჯვნივაა გამოსახული. მისი სახე მშვიდი და შემრიგებლურია, მაშინ, როდესაც მეორეს სახეზე წამება აწერია. პირველის სული ანგელოზს მიჰყავს სამოთხეში, ხოლო მეორეს სულს დემონი დაჰპატრონებია. ადრეული იტალიური რენესანსის ეპოქაში გაბატონებული იყო ბიზანტიური პრაქტიკა - ავაზაკებს, ისევე, როგორც ქრისტეს, ჯვარზე ლურსმნებით გაკრულს გამოსახავდნენ, თუმცა შუა საუკუნეების ტრადიციების გათვალისწინებით, მათი გამოსახულება გაცილებით პატარა ზომის იყო, ვიდრე მაცხოვრის გამოსახულება. მოგვიანებით, ავაზაკებს, ქრისტესგან მკვეთრი განსხვავების მიზნით, ჯვარზე თოკით მიბმულებს გამოსახავდნენ. უფრო მეტიც, ქრისტესგან განსხვავებით, ავაზაკებს T-ს ფორმის ჯვარზე გაკრულებს ხატავდნენ. იოანე მახარებელი გვამცნობს, რომ ჯარისკაცებმა „წვივები დაუმტვრიეს მასთან ერთად ჯვარცმულებს, ერთსაც და მეორესაც“ (19:32). ეს მოტივი ძირითადად XV საუკუნის გერმანულ ხელოვნებაში ფიგურირებს. ნიკოდემოსის აპოკრიფული სახარების მიხედვით ქრისტესთან ერთად ჯვარცმული ორი ავაზაკის სახელები იყო დისმასი („კარგი“) და გესტასი („ცუდი“).

მეომრები შუბებითა და ღრუბლით. „...როცა დაინახეს, რომ უკვე მომკვდარიყო, აღარ დაუმტვრიეს წვივები. მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბით გაუგმირა ფერდი და მყისვე გადმოსკდა სისხლი და წყალი“ (იოან 19:33-34). უამრავი ვარაუდია გამოთქმული ამ ჯარისკაცის შესახებ. მას სახელად ლონგინოზი უწოდეს (ბერძნულად „შუბი“) და იმ ასისთავთან არის გაიგივებული, რომელმაც თქვა: „ეს ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო“ (მათ 27:54). „ოქროს ლეგენდა“ მოგვითხრობს, რომ ლონგინოზი ქრისტეს ჭრილობის სიხლით სიბრმავისგან განიკურნა, მოგვიანებით მოინათლა და გარდაიცვალა როგორც დიდმოწამე. ლონგინოზის სიბრმავე შეიძლება გამოხატული იყოს გვარდით მდგომი მეომრის სახით, რომელიც სწორ მიმართულებას აძლევს შუბს.

0x01 graphic

GIOTTO di Bondone
No. 35 სცენები ქრისტეს
ცხოვრებიდან: 19. ჯვარცმა
1304-06, შუა საუკუნეები
ფრესკა, 200x185 სმ
სკროვენის კაპელა, პადუა

0x01 graphic

BELLINI, Giovanni
ჯვარცმა
1501-03, ადრეული აღორძინება
ზეთი პანოზე, 81x49 სმ
ალბერტის გალერეა, პრატო

ოთხივე მახარებელი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთმა ჯარისკაცმა იესოს სიკვდილის წინ სასმელად შესთავაზა ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი, რომელიც ლერწამზე წამოაცვა. ამ ჯარისკაცს ლეგენდამ სტეფატონის სახელი მიანიჭა. შუა საუკუნეების ხელოვნებაში მას ლონგინოზთან ერთად გამოსახავდნენ. ისინი სიმეტრიულად იდგნენ ჯვრის ორივე მხარეს, თითოეულ მათგანს ხელში თავისი იარაღი ეჭირა, რომლებიც ეკლესიისა და სინაგოგის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ. ქრისტეს მარჯვნივ მდგარი ლონგინოზი ეკლესიას განასახიერებდა.

მეომრები, რომლებიც წილს ყრიან. ეს თემა საკმაოდ ხშირად გვხვდება ქრისტიანული ხელოვნების ყველა პერიოდში. იოანე მახარებლის მიხადვით ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ჯარისკაცებმა მისი სამოსი ოთხ ნაწილად გაიყვეს და „თითოეულ ჯარისკაცს შეხვდა თითო წილი“ (19:23). დარჩენილი „უკერველი“ კვართის შესახებ კი უთხრეს ერთმანეთს: „ნუ დავხევთ, წილი ვყაროთ მასზე. ვნახოთ, ვის შეხვდება“ (19:24). მეომრები ან ჯვრის ფუძესთან არიან გამოსახულნი, ან ნახატის კუთხეში. ერთ-ერთი მათგანი კამათელს აგდებს, ხოლო დანარჩენები თვალს ადევნებენ.

მარიამ ღვთისმშობელი და წმინდა იოანე. ჯვარცმის სიუჟეტის ძალზე გავრცელებული ეს სცენა, თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო იმ მიზნით, რომ შეექმნათ იმ ფრაგმენტის ვიზუალური სახე იოანეს სახარების, სადაც, ჯერ კიდევ ცოცხალმა ქრისტემ დედამისი იოანე მოციქულს ჩააბარა: „იესომ დაინახა იქ მდგომი დედა და მოწაფე, რომელიც უყვარდა, და ეუბნება დედას: ქალო, აჰა, შენი ძე! მერე მოწაფეს ეუბნება: აჰა, დედაშენი! და მოწაფემ მაშინვე თავისთან წაიყვანა იგი“ (19:26-27). ამ მოტივისთვის დამახასიათებელი ტიპური გამოსახულება ჩამოყალიბდა IX საუკუნეში. მარიამ ღვთისმშობელი ქრისტეს მარჯვნივ დგას, ხოლო წმინდა იოანე - მარცხნივ. ისინი თავდახრილები დგანან. ქრისტე ჯერ კიდევ ცოცხალია, რაც შეესაბამება სახარებისეულ მოთ ხრობებს და გამეფებულ მხატვრულ ტრადიციებს. დროთა განმავლობაში ცოცხალი (გამარჯვებული) ქრისტეს ფიგურა ადგილს უთმობს მკვდარ ქრისტეს, რომელსაც ფერდში ჭრილობა აქვს. ამჯერად, ჯვრის ფუძესთან მდგარი ეს ორი ფიგურა მწუხარებას გამოხატავს, ხოლო სახარებაში გადმოცემული აზრი მთლიანად დაკარგულია.

0x01 graphic

MASSYS, Cornelis
ჯვარცმა
ჩრდილოევროპული აღორძინება
ზეთი ხის პანოზე, 52x72 სმ
როკოქსის სახლ-მუზეუმი,
ანტვერპენი

მარიამ ღვთისმშობელი, რომელსაც გული უღონდება. ახალ აღთქმაში არ არსებობს ტექსტი, რომელიც ამ მოტივის საფუძვლად შეგვიძლია მივიჩნიოთ. სიუჟეტი ეყრდნობა შუა საუკუნეების ბერებისა და მისტიკოსი ავტორების შემოქმედებას. ისინი ხაზგასმით აღნიშნავდნენ მარიამ ღვთისმშობლის მწუხარებას და მიიჩნევდნედ, რომ იგი იტანჯებოდა ქრისტეს ვნებებით. მათი მტკიცებით მარიამს სამჯერ შეუღონდა გული და დაკარგა გონება, კერძოდ, გოლგოთისკენ მიმავალ გზაზე, ქრისტეს ჯვარცმისას და ჯვარცმის შემდეგ - ჯვრიდან გარდამოხსნის დროს. ფერწერაში თანდათანობით მოხდა წელგამართულად მდგომი და მწუხარების მედგრად გადამტანი მარიამ ღვთისმშობლის ფიგურის, ახალი ფორმაციის მარიამის ფიგურით შეცვლა. XV საუკუნიდან ჯვარცმის სცენების ამსახველ ტილოებში ძალაგამოცლილი მარიამ ღვთისმშობელი გულშეღონებული ეშვება მიწაზე. ტრიდენტის საეკლესიო კრებაზე მკაცრად დაგმეს ეს მოტივი და მხატვრებს იოანე მახარებლის სიტყვებზე მიუთითეს: „იდგნენ იესოს ჯვართან დედამისი, დედამისის და - მარიამ კლეოპასი - და მარიამ მაგდალელი“ (19:25). ამრიგად, გულშეღონებული მარიამ ღვთისმშობელის მოტივი ძალზე იშვიათად გვხვდება XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან.

მარიამ ღვთისმშობლის თანმხლებ წმინდა დედებს ოთხივე მახარებელი მოიხსენიებს, თუმცა მოთხრობებში არსებობს საკმაოდ მკვეთრი განსხვავებები. მა რიამი, რომელსაც იოანე კლეოპას ცოლს უწოდებს, იგივე მარიამია, რომელსაც მათე და მარკოზი იაკობ მცირისა და იოსეს დედად მოიხსენიებენ. ანალოგიურად, მარკოზის მიერ ნახსენები სალომე, იგივე პიროვნებად ითვლებოდა, რომელსაც მათე „ზებედეს ძეთა დედას“ უწოდებს. ზემოთ აღნიშნული ორი მარიამი მარიამ მაგდალელთან ერთად სამი მარიამის სახელით არიან ცნობილნი. გარეგნულად მათი იდენტიფიცირება საკმაოდ რთულია. გამონაკლისს წარმოადგენს მარიამ მაგდალელი, რომელიც ადრეული აღორძინების ხელოვნებაში წითელ ან იისფერ სამოსელშია გამოწყობილი.

0x01 graphic

WEYDEN, Rogier van der
ჯვარცმის დიპტიქი (მარჯვენა
კარედი)
დაახ. 1460, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი მუხის პანოზე,
180,3x92,3 სმ
ფილადელფიის ხელოვნების
მუზეუმი, ფილადელფია

0x01 graphic

ANDREA DA FIRENZE
ჯვარცმა
1370-77, ადრეული აღორძინება
ტემპერა ხის მერქანზე, 33x22 სმ
პინაკოთეკა, ვატიკანი

მარიამ მაგდალელი. აღორძინების ეპოქამდე მარიამ ღვთისმშობელი და მარიამ მაგდალელი არ განსხვავდებოდნენ სხვა წმინდა დედებისგან. ადრეულ ნაწარმოებებში მარიამ მაგდალელი წითელი ფერის მოსასხამით გამოირჩეოდა იმ ქალების ჯგუფში, რომლებიც ხელს აშველებენ გულშეღონებულ მარიამ ღვთისმშობელს. თუმცა, აღორძინების ეპოქისა და კონტრრეფორმაციის პერიოდის ხელოვნებაში მარიამ მაგდალელის ტიპური სახე სხვაგვარად ჩამოყალიბდა. მდიდრულ სამოსში გამოწყობილი და საუცხოო ვარცხნილობით დამშვენებული სასოწარკვეთილი მარიამ მაგდალელი მუხლმოყრილი ეხვევა ჯვარს. იგი ქრისტეს ნაიარევ ფეხებს კოცნის ან ამშრალებს მათ თავისი თმით.

სიმბოლოები და ალეგორიული ფიგურები

თავის ქალა და გველი. ადამის ფიგურირება ჯვარცმის სცენაში განპირობებულია ცოდვების გამოსყიდვის ქრისტიანული დოქტრინით და, ამიტომ ზემოთ საუბარი იყო ჯვრის ფუძესთან გამოსახული თავის ქალის შესახებ. ჯვარცმის სცენაში პირველად თავის ქალის გამოსახულება IX საუკუნეში გამოჩნდა და მას შემდეგ მუდმივად ფიგურირებს ფერწერაში ქრისტიანული ხელოვნების მთელი არსებობის განმავლობაში. ხშირად იგი მაცხოვრის სისხლითაა შეღებილი. ადა მის ცოდვისგან ამგვარი სიმბოლური განწმენდა კონტრრეფორმაციული ხელოვნებისთვის დამახასიათებელ მოტივს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ შესაძლოა გამოსახული იყოს თასის ფორმის გადაბრუნებული თავის ქალა, რომელშიც ქრისტეს სისხლი გროვდება. გველის გამოსახულება, რომელსაც პირით ვაშლი უჭირავს დაცემის კიდევ ერთ ალუზიას (ფრანგ. allusion გადაკრული სიტყვა) წარმოადგენს.

ჭრილობა და თასი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქრისტეს ფერდში მიყენებულ ჭრილობას. ქრისტეს ჭრილობიდან „გადმომსკდარი სისხლი და წყალი“ (იოან 19:34) წმინდა ავგუსტინეს აზრით ევქარისტიისა და ნათლისღების სიმბოლოებს წარმოადგენენ. როგორც ევა შეიქმნა ადამის ნეკნიდან, ისევე გადმოედინა ქრისტეს, „ახალი ადამის“, ფერდიდან ორი უმთავრესი ქრისტიანული საიდუმლოება. ამრიგად, ეკლესია, „უფლის სასძლო“, მისი ჭრილობიდან იშვა. გვიანდელი შუა საუკუნეების პერიოდში ადამის ფიგურა, რომელიც საფლავიდან გამოდის, შეიძლება ჯვარზე დაბლა იყოს გამოსახული და ხელში თასი ეჭიროს, რომელშიც მაცხოვრის სისხლი გროვდება. XIV საუკუნიდან ანალოგიურად მოქმედებენ ანგელოზები - ერთი ან რამდენიმე. თითოეულ მათგანს ხელში თასი უჭირავს. ჭრილობა ყოველთვის გამოსახულია სხეულის მარჯვენა მხარეს, რომელიც იმავე წმინდა ავგუსტინეს აზრით „მარადიული სიცოცხლის“ მხარეა. XVII საუკუნის დასაწყისიდან ეს სიმბოლური მნიშვნელობა დავიწყებას მიეცა და მას შემდეგ ჭრილობა ქრისტეს სხეულის ნებისმიერ მხარეს შეიძლება ვიხილოთ.

მზე და მთვარე. შუა საუკუნეების ხელოვნებაში ჯვრის ორივე მხარეს სიმეტრიულად განლაგებული მზე და მთვარე, ჯვარცმის სცენის მუდმივ ელემენტებს წარმოადგენენ. ისინი ადრეული აღორძინების ხანის ხელოვნებაშიც ფიგურირებენ, მაგრამ XV საუკუნის შემდეგ ძალზე იშვითად გვხვდებიან. მათი წარმოშობა ანტიკურ ხანასთან არის დაკავშირებული. ჩვეულებრივ მზისა და მთვარის გამოსახულებები სპარსეთისა და საბერძნეთის წარმართი მზის ღმერთების სახეებს წარმოადგენენ. ძველ რომში ეს პრაქტიკა გადავიდა მონეტებზე, რომლებზეც იმპერატორები იყვნენ გამოსახულნი. მოგვიანებით იგი აისახა ადრეულ ქრისტიანულ ხელოვნებაში ნათლისღების დღესასწაულის სახით. ქრისტეს ჯვარცმის პირველი გამოსახულების გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე მზისა და მთვარის სახეები ფიგურირებდნენ სხვა ქრისტიანულ თემებში, როგორებიცაა „ნათლისღება“, „მწყემსი კეთილი“, „ქრისტეს დიდება“. მას შემდეგ, რაც ხელოვნებაში ჯვარცმული ქრისტეს გამოსახულება გაჩნდა, ამ ორი ელემენტის ჩართვა აღნიშნულ სიუჟეტში უკვე დადგენილი იყო ბიბლიაში და თეოლოგიაში. ლუკას სახარებაში მოთხრობილია, რომ „დღის ექვსი საათი იქნებოდა და მთელი მიწა ბნელმა მოიცვა ცხრა საათამდე“ (23:44). შესაძლოა, დაბნელება იმის ნიშანი იყო, რომ მაცხოვრის სიკვდილისას ცა ძაძებით შეიმოსა, მაგრამ ამ მოვლენას წმინდა ავგუსტინეს აზრით კონკრეტული მნიშვნელობა ჰქონდა: მზე და მთვარე განასახიერებენ ორი აღთქმის ურთიერთფარდობას - ძველი აღთქმა (მთვარე) განათდა მასზე მოფენილი ახალი აღთქმის (მზე) სხივებით.

0x01 graphic

DUCCIO di Buoninsegna
ჯვარცმა
დაახ. 1310, შუა საუკუნეები
პანო, 60x38 სმ
ქალაქის ხელოვნების გალერეა,
მანჩესტერი

0x01 graphic

BERMEJO, Bartolome
ჯვარცმა
დაახ. 1480, ადრეული
აღორძინება
პანო
კარის ეკლესია, დაროკა

ეკლესია და სინაგოგა. ჯვრის ორივე მხარე გამოსახული ორი ალეგორიული ფიგურა განასახიერებს ეკლესიასა და სინაგოგას. ისი შუა საუკუნეებს მიეკუთვნებიან და ჩართულია ჯვარცმის სიუჟეტში, როგორც ჯვარცმის „მორალური სიმეტრიის“ კიდევ ერთი მაგალითი. მათეს სახარებაში მოთხრობილია თუ როგორ გაიხა ტაძრის კრეტსაბმელი „ორად მაღლიდან დაბლამდე, და შეძრა მიწა, და კლდეები დასკდა“ (27:51). ეს მოვლენა ქრისტიანი კომენტატორების თვალში მოასწავებდა ძველი აღთქმის დასასრულს და ახალი აღთქმის დაბადებას, ეკლესიის სინაგოგაზე ტრიუმფს. ეკლესიისა და სინაგოგის ალეგორიულ ფიგურებს გამოსახავენ სამოსით მთლიანად დაფარული ქალის ფიგურების სახით. ეკლესია ჯვრის მარჯვენა მხარეს დგას. იგი გვირგვინითაა შემკული და ხელში თასი უჭირავს, რომელშიც მაცხოვრის სისხლს აგროვებს. სინაგოგა ჯვრის მარცხნივ დგას თვალახვეული და მისი დახრილი თავიდან გვირგვინი ვარდება.

ჯვრის აღმართვა

რომაელების მიერ რეალურად შესრულებული ჯვარცმა მთელ რიგ არსებით მომენტებში განსხვავდებოდა ჯვარცმის ყველა იმ ფორმისგან, რომლებსაც ხელოვნებაში ვხვდებით. სახარებისგან განსხვავებით XIII-XIV საუკუნეების მისტიკური ლიტერატურა დეტალურად აღწერს ჯვარცმისთვის მზადების პროცედურას.

0x01 graphic

GIOTTO di bondone
ჯვარცმა
დაახ. 1310, შუა საუკუნეები
ჩრდილოეთ ტრანსეპტი, ქვედა
ეკლესია, სან ფრანჩესკო, ასიზი

0x01 graphic

HEEMSKERCK, Maerten van
ჯვარცმა
1543, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი ტილოზე, 334x270 სმ
ხელოვნების მუზეუმი, გენტი

ცალკე ეპიზოდია ჯვარზე გაკვრა, რომელსაც ორი ხერხით გამოსახავენ. მიწაზე დაწოლილ ქრისტეს ხელებსა და ფეხებს აჭედებენ ჯვარზე ან მას მაღლა სწევენ და ამის შემდეგ აჭედებენ ჯვარზე, რომელიც უკვე დგას in situ. პირველი ვარიანტი უფრო გავრცელებულია და დასავლეთის ხელოვნებაში ბიზანტიიდან დამკვიდრდა. ბიზანტიურ სახელმძღვანელოში მითითებულია, რომ „იუდეველთა ბრბო და მეომრები გამოისახება მთის მწვერვალზე. მათ შუაში მიწაზე დევს ჯვარი. მასზე წევს ქრისტეს სხეული. იგი სამ მეომარს უჭირავს თოკებით, რომლებიც მიბმულია მაცხოვრის ხელებზე და ფეხებზე. სხვა მეომრებს მოაქვთ ლურსმნები და ჩაქუჩით აჭედებენ იესოს ხელებსა და ფეხებს ჯვარზე“. მეორე ტიპი გვხვდება ადრეული აღორძინების იტალიურ ფერწერაში და გამოხატავს ქრისტეს კიბეზე. იგი უკვე საჭირო მდგომარეობაშია გამოსახული და კიბეებზე ასული ჯალათები აჭედებენ მაცხოვრის გაშლილ ხელებს ჯვარზე. ჯვრის აღმართვა ქრისტეს სხეულით ძირითადად XVI-XVII საუკუნეებისთვის არის დამახასიათებელი და ხშირად გვხვდება ჩრდილოეთ ევროპის ფერწერაში. სიუჟეტში ხშირად ფიგურირებს მაყურებელთა მრავალრიცხოვანი ბრბო და მათ შორის წმინდა ქალები.

ბრინჯაოს გველის ძველი აღთქმისეული სიუჟეტი ჯვრის აღმართვის პირველსახედ აღიქმება. იესო ეუბნება ნიკოდემოსს: „როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა“ (იოან 3:14).

0x01 graphic

RUBENS, Pieter Pauwel
ჯვრის აღმართვა
1610, ბაროკო
ზეთი პანოზე, 460x340 სმ
(ცენტრალური ნაწილი),
460x150 სმ (კარედები)
ღვთისმშობლის ტაძარი,
ანტვერპენი

ჯვრის ამაღლება (ჯვართამაღლება)

ამაღლება პატიოსნისა და ცხოველმყოფლისა ჯვარისა („ოქროს ლეგენდა“: „უფლის ჯვრის განდიდება“). ქრისტეს ჯვარი არის იგივე უკვდავების ხე ანუ ხე ცხოვრებისა, რომელიც ედემის შუაგულში იდგა ყოველი არსებისთვის სიცოცხლისა და უკვდავების მიმნიჭებლად. იესო ქრისტეს დასჯის შემდეგ ჯვარი, რომელზეც დამსჭვალეს მაცხოვარი მიწაში დაფლეს. ჯვრის ზეციური ხატი რამდენჯერმე გამოეცხადა ბიზანტიის იმპერატორს კონსტანტინეს, რომელიც შეეცადა აღმოეჩინა საუფლო ჯვარი. იმპერატორის დედამ, წმინდა ელენემ, წარმართული ბომონის ქვეშ აღმოაჩინა იგი და იერუსალიმის პატრიარქმა აღმართა მთის თხემზე.

VII საუკუნემდე ჯვარი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ინახებოდა, შემდეგ სპარსელებმა დაიპყრეს ახლო აღმოსავლეთი და გაიტაცეს საუფლო ჯვარი. VII საუკუნის დასაწყისში ჯვრის ერთი ნაწილი აღმოაჩინა იმპერატორმა ერაკლემ, როდესაც ბრძოლაში დაამარცხა სპარსეთის მეფის ხოსროვ II არმია (ჯვრის მეორე ნახევარი კონსტანტინოპოლში ინახებოდა).

ლეგენდა მოგვითხრობს, რომ იერუსალიმში ზარზეიმით შესვლისას იმპერატორი ერაკლე გააჩერა ანგელოზმა და უბრძანა დაეცხრო თავისი სიამაყე. იმპერატორმა შემოიხია სამეფო სამოსი და ფეხით წაიღო ჯვარი ქალაქში. ჯვარი აღმართეს საკურთხეველზე ანუ გოლგოთას მწვერვალზე.

ეს ლეგენდა თხრობითი ციკლის ფორმით გვხვდება ადრეული რენესანსის ფრესკებში, განსაკუთრებით იტალიაში, წმინდა ჯვრის სახელზე აგებულ ფრანცისკანელთა მონასტრებში (იტალ. - Santa Croce).

მუსულმანთა შემოსევებისა და და ჯვაროსნულ ლაშქრობათა პერიოდში წმინდა ჯვარი იმყოფებოდა ხან ქრისტიანების, ხან მაჰმადიანების ხელში. ამჟამად ის ასობით ნაწილადაა დაყოფილი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ინახება. ჯვრის უმეტესი ნაწილი იერუსალიმის საპატრიარქოს ეკუთვნის. IV საუკუნეში იმპერატორმა კონსტანტინემ საქართველოს უსახსოვრა გოლგოთის ჯვრის განივი ქვედა ფიცარი. ეს წმიდათაწმიდა განძი ერთ-ერთი მთის მიუვალ ციხესიმაგრეში ინახებოდა, მაგრამ საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი მეთორმეტის დროს უკვალოდ გაქრა და დღემდე არაა მიკვლეული. არ არის დაზუსტებული ჩვენი ქვეყნისთვის იმავე ფიცართან ერთად მომადლებული უფლის სამსჭვალთა (ლურსმანთა) ამჟამინდელი ადგილსამყოფელი.

0x01 graphic

PIERO della FRANCESCA
ჯვრია ამაღლება: ერაკლეს
მიმდევრები
დაახ. 1466, ადრეული
აღორძინება
ფრესკა, 390x747 სმ.
(სრული ფრესკა)
სან ფრანჩესკო, არეზო

0x01 graphic

ჯვრია ამაღლება: იერუსალიმთან
შეჩერება
დაახ. 1466
ფრესკა, 390x747 სმ.
(სრული ფრესკა)
სან ფრანჩესკო, არეზო

ჯოხი

ჯოხი ქრისტეს წამების ერთ-ერთი იარაღი იყო და ქრისტეს ვნებების იარაღების ჯგუფშია გაერთიანებული. იგო იაკობ ზებედეს ატრიბუტია. ტრადიციის მიხედვით იაკობი ტაძრის სახურავიდან გადმოაგდეს, მაგრამ იგი გადარჩა და, როდესაც ლოცვა დაიწყო, გამხეცებულმა ბრბომ მოკლა ჯოხების ცემით. ამის შესახებ მოგვითხრობს „ოქროს ლეგენდა“: „ერთმა იქ მყოფმა ხელი სტაცა სამთელავ ჯოხს და ისე დაარტყა თავში, რომ ტვინი გაასხმევინა“. ხელოვნების ნაწარმოებებში შესაძლოა იაკობს ხელში ეჭიროს ლილვაკი სახელურითა და ბუნიკით, ან სარეკელას მსგავსი სამთელავი ჯოხი.

არგანი ან ჯოხი, რომელზეც ბოთლი და ფართოფარფლებიანი ქუდია დაკიდული ან ნიჟარითაა მორთული ყარიბის სიმბოლოს წარმოადგენს.

წმინდა იერონიმეს მიხედვით, ქალწული მარიამის ხელის მთხოვნელებმა მღვდელმთავარს თითო წნელი მიუტანეს ტაძარში. ნიშნად იმისა, რომ იოსები ზეცაში იქნა არჩეული მარიამის ქმრად, მის მიერ მიტანილი წნელი აყვავდა. იაკობის აპოკრიფული წიგნი მოგვითხრობს, რომ კვერთხიდან (ამ წიგნში სწორედ კვერთხზეა საუბარი) გამოფრინდა მტრედი და იოსებს თავზე დააჯდა. ჩვეულებრივ იოსები გამოსახულია კვერთხით, ზოგჯერ კვერთხზე მტრედი ზის. პრეტენდენტები ტაძარში დგანან მუხლმოდრეკილები საკურთხევლის წინ, რომელზეც წნელები (კვერთხები) აწყვია. ზოგჯერ უიღბლო საქმროები დაობენ ან ამტვრევენ თავიანთ კვერთხებს. XVI საუკუნეში ტრიდენტის საეკლესიო კრებამ დაგმო ეს თემა, თუმცა ამის შემდეგაც კვერთხი იოსების ატრიბუტად დარჩა. კვერთხი მიჩნეული იყო ქალწული მარიამის სტატუსის სიმბოლოდ, რადგან იგი განაყოფიერების გარეშე აყვავდა. ეს ისტორია ძალზე წააგავს ძველ აღთქმაში აღწერილ მოთხრობას აყვავებული აარონის კვერთხის შესახებ.

ფარაონის სკიპტრის ზუსტი ასლი - ეპისკოპოსის კვერთხი ემსახურებოდა ღმერთისკენ მიმავალ გაზაზე ადამიანების მაგიურ მართვას. მოძღვარის სიმბოლო, რომელიც წარმართავს მომავალ ხელდასხმულს, იგი განსაზღვრავს წინსვლის რიტმს შემეცნებისკენ მიმავალ გზაზე.

ძველ აღთქმაში მოხსენებულია აყვავებული აარონის კვერთხი და იოსების არგანი. ზოგიერთ ლეგენდასა და გადმოცემაში, გამხმარ ჯოხზე აღმოცენებული ყვავილები იმედისა და ღვთიური კეთილგანწყობის სიმბოლოა.

0x01 graphic

RAFFAELLO Sanzio
ღვთისმშობელი და ყრმა
დაახ. 1505, აღორძინება
ზეთი ხის მერქანზე,
209,6x148,6 სმ
ნაციონალური გალერეა,
ლონდონი

0x01 graphic

GIOTTO di Bondone
No. 7 სცენები ღვთისმშობლის
ცხოვრებიდან:
1. ღვთისმშობლის ქორწინება
1304-06, შუა საუკუნეები
ფრესკა, 200x185 სმ
სკროვენის კაპელა, პადუა

ჯოჯოხეთი

ზეცის ტრადიციული ანტიპოდი, რომელიც, მართალია, ბნელეთის, იმქვეყნიური, უმდაბლესი სამყაროს წარმოდგენიდან არის წარმოშობილი, მაგრამ თეოლოგიურად გამდიდრებული სახით გარდაცვლილი ცოდვილების ადგილსამყოფელის სახით განიხილება, სადაც მკვდრები სიკვდილის შემდეგ უსასრულო ტანჯვას განიცდიან. ისევე, როგორც ზეცა წარმოადგენს ღმერთების სამყოფელს, ასევე ჯოჯოხეთი დაუნდობელი ბნელეთის გამგებლის საბრძანებელია.

შუა საუკუნეების ქრისტიანებისთვის ჯოჯოხეთი სატანის სამეფოს წარმოადგენდა, სადაც საყოველთაო აღდგომის დროს განწირულები, სხეულებისა და სულების ხელახალი შეერთების შემდეგ, განიცდიან ტანჯვას მარადიულ ცეცხლში. სასჯელის ადგილმდებარეობით ჯოჯოხეთი შეესაბამებოდა ძველი ბერძნების ტარტაროზს - ჰადესის სამეფოს ნაწილს, რომელსაც ქრისტიანული ხელოვნება დაესესხა ზოგიერთ დამახასიეთებელ ასპექტს. დაახლოებით XII საუკუნიდან ჯოჯოხეთში შესასვლელი გამოისახებოდა გამხეცებული ლევიათანის გაღებული ხახის სახით. აღორძინების ეპოქაში ამ სახებამ ადგილი დაუთმო პირდაღებულ გამოქვაბულს ან შენობის პორტალს. თავად ჯოჯოხეთის გამოსახულებებში ხშირად შეიმჩნევა დანტე ალიგიერის „ჯოჯოხეთის“ („ღვთაებრივი კომედია“) ზეგავლენა თავისი დასჯის წრეების ზეგავლენით. XII და XIII საუკუნეებში დასჯის ამგვარ ხერხს მიმართავდნენ ძუნწობასა (პერსოფიცინირებული ქალის ფიგურა, რომელიც ჩაჭიდებულია ფულის ტომრებზე) და გარყვნილებაში (ქალის ფიგურა, რომლის მკერდზე და სასქესო ორგანოებზე გომბეშოები და გველებია გამოსახული) ბრალდებულების მიმართ. შედარებით გვიანდელი პერიოდის ხელოვნებაში ავხორცი, დემონებით ტანჯული ადამიანები იტანჯებიან ჯოჯოხეთის ცეცხლში: ჰომოსექსუალისტები შამფურზე იხრაკებიან, გაუმაძღრები სიბინძურეში ყრიან ან მათ აიძულებენ ჭამონ კვებისთვის უვარგისი საჭმელი, შურიანები ნახევრად გაყინულ მდინარეში არიან გამოსახულნი, ხოლო ამპარტავნები იმ ლოდების ქვეშ არიან მოკაკვულნი, რომლებსაც თავისი მხრებით მიათრევენ. ყველაფრის წარმმართველი სატანაა. ახალი აღთქმაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გაფრთხილებას განკითხვის დღისა და ჯოჯოხეთის შესახებ, მაგრამ არსად გვხვდება იმ გრძნობების დატალური აღწერა, რომელსაც ჯოჯოხეთში მოხვედრილები განიცდიან. ჯოჯოხეთი აღწერილია არა გარეგნულად (სანახაობის სახით), არამედ შინაგანად (ტკივილის სახით). იესო ქრისტეს იგავებში ნახსენები ჯოჯოხეთი ბოლოვდება სიტყვებით: „...იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა“. ჯოჯოხეთი წარმოდგენილია, როგორც „საუკუნო სატანჯველი“, „ქვესკნელის ბნელი“. ახალ აღთმაში ჯოჯოხეთისთვის ყველაზე დამახასიათებელია სახეა ცეცხლი.

0x01 graphic

COPPO DI MARCOVALDO
ჯოჯოხეთი (დეტალი)
შუა საუკუნეები
მოზაიკა
ბაპტიარიუმი, ფლორენცია

0x01 graphic

DOMENICO DI MICHELINO
დანტე და სამი სამეფო
1465, ადრეული აღორძინება
ზეთი ტილოზე
მთავარი ტაძრის მუზეუმი,
ფლორენცია

2 უცხო სიტყვათა განმარტებები

▲back to top


ალბიგოელები - რელიგიური სექტა სამხრეთ საფრანგეთში (სახელწოდება წარმოდგება საფრაგეთის ერთ-ერთი ქალაქის (ალბი) სახელწოდებიდან.

ალეგორია [ბერძ. allegoria] - აზრის არაპირდაპირი ხერხებით, იგავურად გამოხატვა ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში.

ალუზია [ფრანგ. allusion]- რიტორიკული ხერხი - გადაკვრით ხსენება რაიმე ცნობილი ისტორიული ფაქტის ან ლიტერატურული ნაწარმოების.

ამბივალენტური [ლათ. ambo ორივე და valens (valentis) ჯანსაღი, ძლიერი] - ერთმანეთის საპირისპირო გრძნობების (მაგ., სიამოვნებისა და უსიამოვნების, სიყვარულისა და სიძულვილის, სიმპათიისა და ანტიპათიიას) შემცველი.

აპოკრიფი [ბერძ. apokryphos დაფარული, საიდუმლო] - ბიბლიური თხზულება, რომელსაც არ სცნობს ეკლესია და ამიტომ არ შედის „საღმრთო წერილში“ (ძველი და ახალი აღთქმების წიგნები).

აპოლოგეტი - ადამიანი, რომელიც ვისიმე ან რისამე აპოლოგიით გამოდის; დამცველი, მომხრე.

არქეტიპი [ბერძ. archetypon] - რისამე პირველსახე, საწყისი, ამოსავალი ფორმა.

აფსიდა [ლათ. absida] - ნახევარწრედ გამოწეული ნაწილი ქრისტიანული ბაზილიკის ნაგებობაში.

ბაროკო [იტალ. barocco] - XVI-XVIII საუკუნეების მხატვრული სტილი ევროპის ხელოვნებაში. გამოირჩევა დეკორატიული წვრილმანების სიჭარბით.

ბესტიარიუმი [ლათ. bestiarium < bestia მხეცი] - შუა საუკუნეებში: ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც შეიცავს ცხოველთა სამყაროს აღწერას ალეგორიული განმარტებებით.

ბინარული [ფრანგ. binaire] - ორი ნაწილისგან შემდგარი, ორმაგი, ორფა.

გნოსტიციზმი [ბერძნ. gnostikos შემეცნებითი] - ადრეული ქრისტიანობის რელიგიურფილოსოფიური მიმდინარეობა; ცდილობდა შეექმნა მოძღვრება ღმერთის შესახებ, სამყაროს წარმოშობისა და განვითარების შესახებ ქრისტიანულ-რელიგიურ დოგმატებზე, იდეალისტურ ფილოსოფიასა და იუდეველობაზე დაყრდნობით.

დეკორი [ფრანგ. decor] - დეკორატიული ელემენტების (სამკაულების) ერთობლიობა, სისტემა.

დეტერმინიზმი [ლათ. determino განვსაზღვრავ] - მატერიალისტური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც გარგან და შინაგან სამყაროთა მოვლენები დაკავშირებული არიან ურთიერთშორის და ყოველი მოვლენა განისაზღვრება წინამორბედი მოვლენით და განსაზღვრავს მომდევნო მოვლენას.

დუალიზმი [ლათ. dualis ორგვარი] - ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც სამყაროს საფუძვლად აღიარებს ორ ერთმანეთის საწინააღმდეგო საწყისს - მატერიალურსა და იდეალურს (საპირისპირო მონიზმი).

ეზოტერიკული [ბერძ. esotericos შინაგანი] - რაც განკუთვნილია მხოლოდ იმათთვის, ვისაც გაენდვნენ; საიდუმლი დაფარული. ითქმის რელიგიური წესების, მისტიკურ მოძღვრებათა, მაგიურ ფორმულათა შესახებ (საპირისპირო ეგზოტერიკული).

იდეოგრამა [ბერძ. idea ცნება და gramma ასო, ნაწერი] - პირობითი წერილობითი ნიშანი, ასოსგან განსხვავებით აღნიშნავს არა ბგერას, არამედ ცნებას.

იერატიკული [ბერძ. hieratikos ქურუმთა] - იერატიკული დამწერლობა - დამწერლობა გაკრული ხელით, რომელიც შექმნეს ძველმა ეგვიპტელებმა იეროგლიფებისგან.

ინიციაცია [ლათ. initiatio საიდუმლოებათა შესრულება] - პირველყოფილ საზოგადოებაში: ჭაბუკების განდობის, დალოცვის ცერემონია, რის შემდეგ ისინი ითვლებოდნენ დასრულებულ მამაკაცებად. XIX საუკუნეში ჯერ კიდევ მისდევდნენ ამ წეს-ჩვეულებას ამერიკელი ინდიელები, აფრიკელები და სხვ.

იპოსტასი [ბერძ. hypostasis პიროვნება] - წმიდა სამების თითოეული პირი (ქრისტიანული დოგმატის მიხედვით სამება სამი პირისგან შეიცავს). ტერმინი შემოიღეს არისტოტელეს მიმდევრებმა.

კანელურა [ფრანგ. cannelure ღარი] - ვერტიკალური ღარი სვეტზე ან პილასტრზე.

კონცეფცია [ლათ. conceptio] - 1. შეხედულებათა სისტემა; მოვლენის ასეთი თუ ისეთი გაგება. 2. ნაწარმოების (ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში) ძირითადი აზრი.

ლუნეტი [ფრანგ. lunette] - ეკლესიის თაღში ან კედელში დატანებული ერთგვარი ღია ადგილი.

მანიერიზმი [იტალ. manierismo < maniera მანერა, სტილი] - მიმდინარეობა XVI საუკუნის დასავლეთ ევროპის ხელოვნებაში. მისი ძირითადი ესთეტიკური კრიტერიუმებია მხატვრული სახის სუბიექტური „შინაგანი იდეა“. მისთვის დამახასიათებელია სუბიექტივიზმი, დაძაბულობა, ზოგჯერ არაბუნებრივობა და სახეების ღვლარჭრილობა.

მისტერია [ბერძ. mysteria საიდუმლოებანი] - 1. ანტიკურ ქვეყნებში (საბერძნეთში, რომში დასხვ.): საიდუმლო რელიგიური წესების შესრულება. 2. შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში: დრამა, რომელსაც ჰქონდა ბიბლიური სიუჟეტი.

ნეოკლასიციზმი [ბერძ. neos ახალი და გერმ. klassizismus] - XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში ევროპის ხელოვნებაში გაბატონებული ესთეტიკური მიმართულება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ანტიკური ნიმუშებისადმი მიბაძვა. განსხვავდება XVII საუკუნისა და XVIII საუკუნის დასაწყისის კლასიციზმისგან.

პანელი [გერმ. paneel, ინგლ. panel] - შენობის შიგნითა კედლის ქვედა ნაწილი, რომელიც მოფიცრულია, მოპირკეთებულია ან შეღებილია ზეთის საღებავით და განსხვავდება მთელი კედლის მოპირკეთებისგან.

პანო [ფრანგ. panneau] - 1. კედლია ან ჭერის ნაწილი, რომელსაც შემოვლებული აქვს ორნამენტი და რომელშიც თავსდება რაიმე ნახატი ან სკულპტურა. 2. ასეთი ადგილის შესავსები სურათი, ბარელიეფი და მისთ.

პერსონიპიკაცია და პერსონიფიცირება [ლათ. persona პიროვნება და facio ვაკეთებ] - ლიტერატურასა (ზღაპრებში, იგავებში და სხვ.) და სახვით ხელოვნებაში ცხოველების, საგნების, ბუნების მოვლენათა ისე ასახვა, თითქოს მათ ადამიანური თვისებები (აზროვნება, მეტყველება, გრძნობა და მისთ.) ჰქონდეთ; გაპიროვნება.

პოლიქრომია [ბერძ. polychromus მრავალფერა] - მრავალი ფერის გამოყენება (ხუროთმოძღვრებაში, ქანდაკებაში და სხვ.).

პორტალი [ლათ. porta კარი, ჭიშკარი] - დიდი შენობის არქიტექტურულად გაფორმებული მთავარი შესასვლელი; ბჭე.

პრევალირება [ლათ. praevaleo უპირატესობა მაქვს, ვინმეზე ძლიერი ვარ] - უპირატესობა მოპოვება; ვინმეზე, რამეზე მეტობა, ჭარბობა.

როკოკო [ფრანგ. rococo] - არქიტექტურული და დეკორატიული სტილი, რომელიც წარმოიშვა XVIII საუკუნეში საფრანგეთში. მისთვის დამახასიათებელია ნატიფი რთული ფორმები.

რომანტიზმი [ფრანგ. romantisme] - XIX საუკუნის დასაწყისში მიმართულება ლიტერატურასა და ხელოვნებაში , რომელიც წინ წამოსწევდა, წინ აყენებდა პიროვნების ინტერესებსა და გრძნობებს. ახასიათებდა არსებული სინამდვილისგან განზე გადგომა, ინდივიდუალიზმი. თავის შემოქმებებაში იყენებდა ისტორიულ და ხალხურ-პოეტურ თემებს.

საკრამენტალი [ლათ. sacramentum კურთხევა] - კათოლიკეთა შორის ეწოდება იმ საეკლესიო წესებს, წმინდა საიდუმლოებათა რიცხვში არ შედიან.

ტამბურინი [ფრანგ. tambourin] - დასარტყმელი მუსიკალური ინსტრუმენტი - ერთგვარი გრძელი ფორმის დოლი.

ტიპოლოგია [ბერძ. typos ანაბეჭდი და logos მოძღვრება] - საგნების ან მოვლენების კლასიფიკაცია მათი საერთო ნიშან-თვისებების მიხედვით.

ტრანსეპტი [ინგლ. transept < ლათ. trans-ით, გავლით და septum ზღუდე, გავლენა] - განივი ნავი (ცენტრალური ნაწილი) ბაზილიკისებური ან ჯვრის ფორმის გეგმის მქონე ტაძრებში, ეკლესიებში.

ფასციაცია [ლათ. ფასცია სახვევი, ზოლი] - მცენარის ყლორტების დეფორმაცია, დამახინჯება, რომლის დროსაც ისინი ბრტყელდებინ ლენტისებრი, წიბოებიანი და ა. შ.

ფრონტონი [ფრანგ. fronton] - შენობის ფასადის ზემოთა, ჩვეულებრივ სამკუთხა ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია ორმხრივ დაქანებული სახურავითა და კარნიზით.

შტანდარტი [გერმ. Standarte] - სახელმწიფოს მეთაურის (იმპერატორის, მეფის,

პრეზიდენტის...) ალამი, რომელსაც აღმართავენ ხოლმე სასახლეზე, სამხედრო ხომალდზე და სხვ. მისი იქ ყოფნის დროს.

ჰომეოპათია [ბერძ. homoios მსგავსი და pathos ავადმყოფობა] - მკურნალობის მეთოდი - ძალიან მცირე დოზებით ხმარება ისეთი წამლებისა, რომელთა დიდი დოზები ჯანმრთელ ადამიანში იწვევს მოცემული დაავადების ნიშნებს.

3 გამოყენებული ლიტერატურა

▲back to top


  1. ბიბლია. ძველი და ახალი აღთქმა, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002

  2. დავით აბდალაძე, მართლმადიდებლის მცირე ლექსიკონი, თბილისი, 2002

  3. ნუგზარ პაპუაშვილი, რელიგიის ისტორია, თბილისი, 1996

  4. ზურაბ კიკნაძე, საუბრები ბიბლიაზე, თბილისი, 1989

  5. ჩვენი სარწმუნოება, ავტორ-შემდგენელი ნანა ჩარკვიანი, დილა, თბილისი, 2004

  6. ა. კუნი, ძველი საბერძნეთის ლეგენდები და მითები, თბილისი. 1965

  7. Косидовский 3., Сказания евангелистов, пер. с польск., М., 1977

  8. Лосев А. Ф., Шестаков В. П., История эстетических категорий, М., 1965

  9. Лафарг П., Миф об Адаме и Еве, (пер. с нем.), С-ПБ. 1906

  10. Тренчени-Вальдапфель И., Общественный фон для двух мифов об Адаме, в кн: Происхождение библии, М., 1964

  11. Шеинина Е.Я., Энциклопедия символов, Москва, 2003

  12. Ганс Бидерман, „Энциклопедия символов“

  13. Эстетика ренессанса, составитель В.П. Шестаков, т. I-II, Москва, 1981

  14. История древнего мира, под редакцией В.Н. Дьякова и С.И. Ковалеваб Москва, 1962

  15. История искусства зарубежных стран, институт живописи, скульптуры и архитектуры им. Репина, Москва, 1963

  16. Бобков К.В., Шевцов Е.В. Символ и духовный опыт православия

  17. Вагнер Г.К. От символа к реальности. М., 1980

  18. Гуревич А.Я. Проблема средневековой народной культуры. М., 1981

  19. Дионисий Ареопагит. О небесной иерархии (Вступ. ст. Г.В. Флоровского). СПб., 1996

  20. Зоткина О.Я. Символ в «Онтологии творчества» П.А. Флоренского. М., 1991

  21. Искусство. Энциклопедия. М., 2003

  22. Культура Византии IV - пер. пол. VII века. М., 1984

  23. Лосский В.Н. Очерк мистического богословия Восточной Церкви. М., 1991

  24. Лотман Ю.М. Символы в системе культуры. Тарту, 1987

  25. Миронов А.М. История христианского искусства. Казань, 1914

  26. Тарасов Н. Романский стиль. Пг., 1915

  27. Федоров Ю. Образ Креста. СПб., 2000

  28. Флоренский П.А. Анализ пространственности и времени в художественно-изобразительных произведениях. М., 1993

  29. В. Сергеев, История древней Греции, Москва, 1989

  30. Хрестоматия по истории древнего Рима, под редакцией С.Л. Утченко, Москва, 1962

  31. Н.П. Северов, Памятники грузинского зодчества, Москва, 1947

  32. Хорхе Луис Борхес „Книга вымышленных существ“

  33. С.Г. Лозинскийб История Папства, Москва, 1986

  34. Флоренский П. A. Symbolarium . // Труды по знаковым системам. Тарту, 1975

  35. Уваров А. С. Христианская символика. М.-СПб., 2001

  36. Ранние отцы Церкви, Антология, Брюссель, 1988

  37. сборник житий — «Золотая легенда» доминиканца Якобо Ворагинского, архиепископа Генуи

  38. Бобринский А. А., О некоторых символических знаках, общих первобытной орнаментике всех народов Европы и Азии, М., 1902

  39. Древняя Российская Вивлиофика. Изд. 1775 г

  40. Аверинцев С.С. Символика раннего Средневековья. Оттиск статьи из сб.: Семиотика и художественное творчество. М.: Наука, 1977

  41. Ст. Семенов. О чине православия. Киев, 1856--

  42. Евсевий Кесарийский. Церковная история. М, 1993

  43. Климент Александрийский, св. Педагог. //Творения. М., 2002

  44. К. Никольский. Анафематствование, совершаемое в первую неделю великого поста . С-Пб., 1879

  45. Ф. Успенский. Очерки по истории византийской образованности. С-Пб., 1892

  46. Миртов Д. Нравственное учение св. Климента Александрийского. СПб.. 2003.

  47. Иоанн Златоуст , „Толкование Евангелия от Иоанна“

  48. А.Ф. Лосев, БЫТИЕ - ИМЯ - КОСМОС, Москва, 1993

  49. Лосев А.Ф. Логика символа // Контекст. 1972. М., 1973

  50. Лосев А.Ф. Диалектика символа и его познавательное значение // Известия АН СССР. Серия литературы и языка, 1972, т. XXXI, вып. 3

  51. Лосев А.Ф. Очерки античного символизма и мифологии. М., 1993

  52. Лосев А.Ф. Проблемы символа в религиозном искусстве. М., 1995

  53. Поснов М. Э., проф. История Христианской Церкви. К., 1991.

  54. Попова Н.Н. „Античные и христианские символы“. М., 2003

  55. Кирилл, архиепископ Иерусалимский. Творения. М., 1855

  56. Celling P., Davidson H. Е., The chariot of the sun and other rites and symbols of the Northern bronze age, London., 1972.

  57. John М. Allegro: The Dead Sea Scrolls And The Christian Myth, Great Britain 1979

  58. George Fergusen; Signs & Symbols in Christian An, London 1977