სიმბოლოები ქრისტიანულ ხელოვნებაში (ვ-ზ-თ-ი)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ლექსიკონები
საავტორო უფლებები: © კენჭოშვილი გიორგი
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
ლექსიკონის აღწერა: შეადგინა გიორგი კენჭოშვილმა, ენციკლოპედია, თბილისი



1

▲back to top


ვარდი

სილამაზის, სრულყოფილებისა და კეთილსურნელების გამო, ვარდი სამოთხის ყვავილად არის მიჩნეული. ქრისტიანულ სიმბოლიკაში თეთრი ვარდი განასახიერებს უმანკოებას, სიწმინდეს, უბიწოებას, ქალწულ მარიამს. წითელი ვარდი გულმოწყალებისა და მოწამეობის სიმბოლოა, იგი ქრისტეს სისხლის წვეთებიდან აღმოცენდა. ვარდების ყვავილწნული ზეციური ნეტარების, ციური ვარდის, ღვთისმშობლის სიმბოლოა. ვარდის ეს სიმბოლური მნიშვნელობები ქრისტიანობის პირველ წლებში შემოვიდა ხმარებაში. წმინდა ამბროსი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ გაუჩნდა ვარდს ეკლები. ვიდრე ვარდი ამქვეყნიური მცენარე გახდებოდა, იგი სამოთხის ბაღში ხარობდა და მას ეკლები არ ჰქონდა. მხოლოდ ადამისა და ევას დაცემის შემდეგ გაუჩნდა ვარდს ეკლები, რათა კაცობრიობისთვის შეეხსენებინა პირველი ადამიანების მიერ ჩადენილი ცოდვა და მათი სამოთხიდან განდევნა, თუმცა, ვარდის სურნელი კვლავ აღუძრავს ადამიანებს სამოთხეში განცხრომით ცხოვრების მოგონებას. შესაძლოა, ამ ლეგენდის გავლენით უწოდებენ მარიამ ღვთისმშობელს „უეკლო ვარდს“, ვინაიდან, ტრადიციის მიხედვით, მარიამი უცოდველია და მას არ ეხება პირველი ადამიანების მიერ ჩადენილი ცოდვა.

0x01 graphic

VOUET, Simon
ღვთისმშობელი და ბავშვი
ბაროკო
ზეთი, ტილო
ხელოვნების მუზეუმი, ლიონი

ვარდის სიმბოლიკა ძირითადად მარიამ ღვთისმშობელთან არის დაკავშირებული. ღვთისმშობელს, რომელსაც იტალიურ ფერწერაში გამოსახავდნენ როგორც Santa Maria della Rosa, ხელში ვარდი უჭირავს (ან ვარდი ყრმა ქრისტეს უჭირავს).

აღორძინების ეპოქის ხელოვნებაში ვარდების ყვავილწნულის საშუალებით ხშირად გამოსახავდნენ მარიამ ღვთისმშობლის კრიალოსანს. ანგელოზების, წმინდანების ან სამოთხეში მოხვედრილი ადამიანების სულების თავზე გამოსახული გარდებისგან დაწნული გვირგვინი სოლომონის ღვთიურ ნეტარებაზე მიუთითებს: „როგორც ხე ვაშლისა ტყიურ ხეთა შორის, ასეა საყვარელი ჩემი ჭაბუკთა შორის! მის ჩრდილში მსურს და ვზივარ კიდეც, ნაყოფი მისი ეტკბო ჩემს სასას“ (ქებ 2:3). ამ ნაწყვეტს განმარტავდნენ, როგორც ქრისტეზე ნართაულად ნათქვამ სიტყვას. ტრადიციის მიხედვით, როგორც ქრისტე წარმოადგენს ახალ ადამს, ასევე მარიამ ღვთისმშობელიც ახალ ევად ითვლება. ამიტომ, მარიამის ხელში გამოსახული ვარდი ცხონების სიმბოლოს წარმოადგენს.

0x01 graphic

LOCHNER, Stefan
ტრიპტიქი ღვთისმშობელი და
ბავშვი შემოღობილ ბაღში
1445-50, ჩრდილოევროპული აღორძინება
ზეთი, მუხის სამკარედი,
31,3x227,5 სმ. (ცენტრ. ნაწილი)
30,6x10,3 სმ. (კარედები)
ვოლრაფ-რიხარტცის მუზეუმი,
კიოლნი

ვარსკვლავი

ვარსკვლავი უხსოვარი დროიდან მარადიულობის სიმბოლოს წარმოადგენდა, ხოლო მოგვიანებით მაღალი მისწრაფებებისა და იდეალების მნიშვნელობით იხმარებოდა. ვარსკვლავი მეგზურობისა და ბედნიერების ემბლემაა.

ხილულ სამყაროში არაფერი მეტყველებს ღმერთის ყოვლისშემძლეობაზე ისე, როგორც ვარსკვლავებიანი ცა. „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო“ (ფსალმ 18:2). ციდან ვარსკვლავების ჩამოცვენა მეორედ მოსვლისა და ღვთის სამსჯავროს ერთ-ერთი წინაპირობაა. „და მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან“ (მათ 24:29).

კაშკაშა ცისკრის ვარსკვლავი მესიის - იესო ქრისტეს სიმბოლოა. „მე, იესომ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა დაგიმოწმოთ ეს ეკლესიებში. მე ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი“ (გამოცხ 22:16). ქრისტიანულ იკონოგრაფიაში ვარსკვლავების გამოსახულებები ზეციური მოვლენების მომასწავებელი იყო. მარიამ ღვთისმშობელს ხშირად ნახევარმთვარეზე მდგომს გამოხატავდნენ. იგი გარშემორტყმულია შარავანდედით, რომელსაც ვარსკვლავის ფორმა აქვს.

მართლმადიდებლები ვარსკვლავს უწოდებენ ორ ერთიმეორეზე გადაჯვარედინებულ ლითონის მოღუნულ ვიწრო, თხელ ფირფიტას, რომელსაც ფეშხუმზე დგამენ იმ მიზნით, რომ დაფარნა არ შეეხოს ტარიგს და სიმბოლურად იმ ვარსკვლავს აღნიშნავს, რომელიც წინ უძღოდა აღმოსავლეთიდან მომავალ მოგვებს.

ოთხქიმიანი ვარსკვლავი ჯვარს წააგავს. მას „ბეთლემის ვარსკვლავის“ ან „შობის ვარსკვლავის“ მნიშვნელობით ხმარობენ. ვარსკვლავის ფორმა ასოცირდება იესოს შობასთან და იმ მიზანთან, რისთვისაც მაცხოვარი დაიბადა.

0x01 graphic

BLOEMAERT, Abraham
მოგვების თაყვანისცემა
1623-24, ბაროკო
ზეთი, ტილო, 420x290 სმ.
ხელოვნების მუზეუმი, გრენობლი

0x01 graphic

ქრისტეს შობა
1689
ხატი, ტემპერა მერქანზე,
142x99,7 სმ.

ხუთქიმიანი ვარსკვლავიც ბეთლემის ვარსკვლავია და იესო ქრისტეს შობას გამოხატავს. „როცა იესო იშვა იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, იერუსალიმში მოვიდნენ მოგვები აღმოსავლეთიდან და თქვეს: სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც იშვა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას“ (მათ 2:1-2). ზოგჯერ სიმბოლო იესო ქრისტეს ხუთ ჭრილობასაც განასახიერებს.

ძველი ჩინელი ფილოსოფოსების წარმოდგენით, ხუთქიმიანი ვარსკვლავი (პენტაგრამა, პენტაკლი) სამყაროს ხუთი ძირითადი ელემენტის ურთიერთმოქმედების მაჩვენებელია. ცეცხლი, მიწა, რკინა, წყალი და ხე ერთმანეთზე მოქმედებენ (როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად).

დესტრუქციული ციკლი: ცეცხლი ადნობს რკინას; რკინისგან ამზადებენ ცულს, ცულით ჭრიან ხეს, ხე იკვებება მიწაში არსებული ნივთიერებებით, რაც იწვევს მიწის გამოფიტვას, მიწა აჩერებს წყლის ბუნებრივ დინებას და იწოვს წყალს, წყალი აქრობს ცეცხლს.

კონსტრუქციული ციკლი: ცეცხლი ჩნდება ხისგან, ხეს არ შეუძლია წყლის გარეშე არსებობა, წყალი წარმოიშობა რკინის დნობის შედეგად, რკინას მიწაში მოიპოვებენ, მიწა ცეცხლიდან იბადება (მაგმები).

ექვსქიმიანი ვარსკვლავი შემოქმედის სიმბოლოა - ვარსკვლავი ძველი აღთქმისა. ექვსი ქიმი ქვეყნიერების შექმნის ექვს დღეზე მიგვანიშნებს. გარდა ამისა, ექვსი ქიმი აღნიშნავს ღმერთის ექვს ატრიბუტს - ძალას, სიბრძნეს, სიდიადეს, სიყვარულს, ლმობიერებასა და სამართლიანობას. ასეთ ვარსვლავს, ხშირად, უსასრულო კვანძს ან სოლომონის ბეჭედს უწოდებენ. ვარსკვლავი შედგება ორი სამკუთხედისგან, რომლებიც ადამიანის ორი ბუნებრივი საწყისის - სულისა და ხორცის ბრძოლას გამოხატავენ. იუდევლთა ექვსქიმიან ვარსკვლავს დავითის ვარსკვლავი ეწოდება და სიონისტური მოძრაობის სიმბოლოს წარმოადგენს. ეს ემბლემა ისრაელის სახელმწიფოს დროშაზეა გამოსახული.

0x01 graphic

ORCAGNA
სამლოცველო
1359, შუა საუკუნეები
ლილა-ქვით, ოქროთი და მინით
ინკრუსტირებული მარმარილო
ორსანმიკელეს ეკლესია,
ფლორენცია

0x01 graphic

ALTDORFER, Albrecht
ჯვარცმული ქრისტე მარიამსა
წმ. იოანეს შორის
დაახ. 1512, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ცაცხვის მერქანი, 102x116 სმ.
მუნიციპალური მუზეუმი, კასელი

შვიდქიმიანი ვარსკვლავი სულის შვიდ მადლს განასახიერებს. კერძოდ, სიბრძნეს, გონიერებას, რჩევას, მხნეობას, ცოდნას, ღვთისმოშიშობასა და უფლის თაყვანისცემას. „და დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და ძლიერებისა, სული ცოდნისა და უფლის მოშიშებისა“ (ეს 11:2). შვიდქიმიანი ვარსკვლავი ამომავალი მზის სიმბოლოცაა.

რვაქიმიანი ვარსკვლავი. რვა ტრადიციულად სულიერი აღორძინების ციფრია. იესო ქრისტეს მერვე დღეს დაარქვეს სახელი, მერვე დღეს მოხდა მისი წინადაცვეთაც.

ცხრაქიმიანი ვარსკვლავი სულის ცხრა ნაყოფს გამოხატავს, რომლებიც ჩამოთვლილია პავლე მოციქულის ეპისტოლეში გალათელთა მიმართ. „ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება - ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული“ (გალ 5:22-23). ზოგჯერ ვარსკვლავის წვეროებში აღნიშნულია სულის ნაყოფთა ლათინური მნიშვნელობების პირველი ასოები (charitas, guadium, pax, longanimitas, benignitas, bonitus, fides, mansuetudo, continentia).

თორმეტქიმიანი ვარსკვლავი იესო ქრისტეს თორმეტი მოციქულის სიმბოლური გამოხატულებაა. ეს ვარსკვლავი ნათლისღების დღესასწაულის სიმბოლოდაც ითვლება. ეკლესია იესო ქრისტეს უფლის ძედ განცხადებას აღნიშნავს ქრისტეშობიდან მეთორმეტე დღეს. იუდეველები თორმეტქიმიან ვარსკვლავს ისრაელის თორმეტ ტომს უკავშირებენ.

ვარხვი

ვარხვი წყლის ფრინველია. ლეგენდის მიხედვით, ამ ფრინველს იმდენად უყვარს თავისი შთამომავლობა, რომ შიმშილობის დროს მამაცურად იპობს გულმკერდს და ბარტყებს საკუთარი სისხლით კვებავს. ამ ლეგენდის გავლენით ვარხვი ჯვარცმული ქრისტეს სიმბოლოდ იქცა, რადგან მაცხოვარს მთელი კაცობრიობა უყვარდა და ამ სიყვარულის ნიშნად საკუთარი თავი გასწირა და ყველა ადამიანის ცოდვა იტვირთა. ვარხვი ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალეგორიაა და, სწორედ ამ სახით ფიგურირებს ეს ფრინველი სამოცდამეათე ემბლემის სახით ბოსხის „სიმბოლურ ხელოვნებაში“. ვარხვი წმინდა ზიარების სიმბოლოსაც წარმოადგენს. ამ მნიშვნელობის არქეტიპია 101:7 ფსალმუნი: „დავემსგავსე უდაბნოს ვარხვს...“ (მინიშნება ქრისტეზე). ზოგჯერ ვარხვს ქრისტეს ჯვარცმის სცენებში გამოსახავენ, სადაც ვარხვის ბუდე ჯვრის წვეროზეა გამოსახული. გულმოწყალების სიმბოლოს მნიშვნელობით ვარხვი შეიძლება ნატურმორტებში იყოს გამოსახული ჭურჭლის ზედაპირზე. ვარხვი ქრისტეს ადამიანურ ბუნებასაც გამოხატავს.

0x01 graphic

BELLINI, Giovani
ღვთისმშობელი (დეტალი)
(Madonna del prato)
1505, ადრეული აღორძინება
ზეთი, ტილო, 67x86 სმ.
ნაციონალური გალერეა,
ლონდონი

შუა საუკუნეების „ბესტიარიუმში“ ციტირებულია მივიწყებული საეკლესიო სიმღერა ასეთი ტექსტით: „აჰა, ვარხვო, სიკეთით აღვსილო. უფალო იესო“ და მოხსენებულია წყლის ფრინველის თვისება, რომ მოიხმაროს მხოლოდ იმდენი საკვები, რამდენიც სასიცოცხლო ძალის შესანარჩუნებლად არის საკმარისი. „ასევე ცხოვრობს განდეგილი, რომელიც მხოლოდ პურით იკვებება: იგი არ ცხოვრობს, იმისათვის, რომ ჭამოს, არამედ ჭამს იმიტომ, რომ იცხოვროს“.

ვაშლი

ბიბლიური გადმოცემის თანახმად ვაშლი კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფია. ქრისტიანული ტრადიციის მიხედვიდ მას ორგვარი სიმბოლიკა აქვს. ერთის მხრივ აღნიშნავს ბოროტებას და ადამისა და ევას ცოდვას, ხოლო მეორე მხრივ იგი იესო ქრისტეს მომავალი მისიის, კაცობრიობის ცოდვების გამოსყიდვის სიმბოლოს წარმოადგენს.

ბიბლიაში მრავალი ისეთი ადგილია, სადაც ვერ გაიგებ რა ხილზეა საუბარი, მხოლოდ რამდენიმეჯერ არის ნახსენები ბროწეული. გველის მიერ ევას ცდუნების ისტორიაში ნახსენებია არა ვაშლი, არამედ რომელიღაც ხე, „მოწყვიტა ხისგან ნაყოფი და შეჭამა“ (დაბ 3:1-6). დასავლეთ ევროპაში ვაშლმა ბოროტისა და კეთილის შეცნობის სიმბოლოს მნიშვნელობა მოგვიანებით შეიძინა ორი ლათინური სიტყვის (malus - ვაშლი და malum - ბოროტი, ცოდვიანი) ერთმანეთთან მსგავსების გამო. თავდაპირველად ვაშლის მიმზიდველი სიტკბო ცოდვასა და ცდუნებასთან ასოცირდებოდა, ამიტომ ბაროკოს პერიოდის ხელოვნების ნაწარმოებებში ხშირად ჩონჩხის სახით გამოსახულ სიკვდილს ხელში უჭირავს ვაშლი: პირველი ცოდვის ფასი - სიკვდილია. ასე, რომ, ხელოვნებაში პირველი ადამიანების დაცემის ამსახველ სცენებში გველს პირით მაცდური ვაშლი უჭირავს, თუმცა ბიბლიის ტექსტში ნახსენებია მხოლოდ „ხის ნაყოფი“ (უნდა აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთში ჩვენებური ვაშლი უცნობი ხილი იყო). ცოდვისა და სიყალბის სიმბოლოს წარმოადგენს სოდომის ვაშლი, გარეგნულად ლამაზი, შიგნით ფერფლით სავსე.

0x01 graphic

MEMLING, Hans
ტრიპტიქი (ცენტრ. ნაწილი)
1487, ჩრდილოევროპული
აღორძინება

ზეთი, მერქანი, 41,5x31,5 სმ.

სახელმწიფო მუზეუმი, ბერლინი

0x01 graphic

UNKNOWN MASTER, German
ღვთისმშობელი და ბავშვი
1400-25, შუა საუკუნეები
ზეთი, ცაცხვის მერქანი,
43,9x33,8 სმ.
ძველი პინაკოთეკა, მიუნხენი

ქრისტიანულ სიმბოლიკაში იესო ქრისტეს ხელში გამოსახული ვაშლი პირველი ადამიანების ცოდვის გამოსყიდვას გამოხატავს. ვაშლი მარიამ ღვთისმშობლის ხელში, ახალი ევას სიმბოლოა. ქრისტეშობის ამსახველ ნახატებზე გამოსახულია ყრმა იესო, რომელიც ვაშლს იღებს. ამ მოქმედებით, სიმბოლურად ქრისტე თავის თავზე იღებს კაცობრიობის ცოდვებს, ამიტომ საშობაო ნაძვის ხეზე დახატული ვაშლები გამოხატავენ ადამიანების სამოთხის ბაღში დაბრუნების შესაძლებლობას მაცხოვრის დაბადების შემწეობით.

ამრიგად, როცა ჩვენ ვხედავთ ადამს ვაშლით ხელში იგი ცდუნების სიმბოლოა, მაგრამ, როცა ვაშლი ქრისტეს უჭირავს ხელში იგი სულის ცხონებას გამოხატავს. ქრისტე ახალი ადამია. ამგვარი განმარტების პირველწყარო სოლომონის ქებათა ქების (2:3) წიგნშია მოცემული: „როგორც ხე ვაშლისა ტყიურ ხეთა შორის, ასეა საყვარელი ჩემი ჭაბუკთა შორის! მის ჩრდილში მსურს და ვზივარ კიდეც, ნაყოფი მისი ეტკბო ჩემს სასას“ ეს ნაწყვეტი ახსნილია, როგორც იესო ქრისტეზე მინიშნება.

ტრადიციის მიხედვით, როგორც ქრისტე წარმოადგენს ახალ ადამს, ასევე მარიამ ღვთისმშობელი განასახიერებს ახალ ევას და ვაშლი მარიამის ხელში სულის ცხონების სიმბოლოა.

ვერძი

ქრისტიანობაში ვერძი ქრისტეს („მწყემსი კეთილი“) სამწყსოს - მოციქულებისა და მორწმუნეების სიმბოლოს წარმოადგენს. ხელოვნებაში ხშირად ფიგურირებს აბრაამის მიერ ვერძის მსხვერპლად შეწირვის სიუჟეტი.

0x01 graphic

CARAVAGGIO
აბრაამის მსხვერპლთშეწირვა
1601-02, ბაროკო
ზეთი, ტილო, 104x135 სმ.
უფიცის გალერეა, ფლორენცია

ვერძი ცხვრის ფარის წინამძღოლია და აქედან გამომდინარე ზოგჯერ ქრისტეს სიმბოლოდ იხმარება. ისევე, როგორც ვერძი ამარცხებს ბრძოლაში მგელს, ქრისტეც გამარჯვებული გამოდის სატანასთან ბრძოლაში. ბუჩქნარში რქებით გახლართული ვერძი, რომელიც ღმერთმა გამოუგზავნა აბრაამს სამსხვერპლოდ გამზადებული ისააკის სანაცვლოდ, ასოცირდება ეკლის გვირგვინით შემკულ იესოსთან, რომელმაც თავი გასწირა ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდად. იკონოგრაფიაში ქრისტეს ზოგჯერ სამსხვერპლო ვერძის სახით გამოსახავენ.

ძველ აღთქმაში ვერძი სამსხვერპლოდ გამზადებულ ადამიანს ცვლის: „და აღაპყრო აბრაამმა თვალი და იხილა ვერძი, რომელიც რქებით იყო გახლართული ბუჩქნარში. და წავიდა აბრაამი და აიყვანა ის ვერძი და შესწირა იგი სრულადდასაწველად თავის ძის ნაცვლად“ (დაბ 22:13). რაბინი ბენ დოზა გვამცნობს: „იმის გამო, რომ ვერძს ათი მყესი აქვს, დავითის ქნარს ათი სიმი ჰქონდა“.

ვერხვი

ვერხვის შესახებ ორი ლეგენდა არსებობს. ერთი ლეგენდის მიხედვით ჯვარი, რომელზეც იესო ქრისტე გაკრეს, ვერხვის ხისგან იყო გაკეთებული. როცა ვერხვმა შეიტყო რა მიზნით უნდა გამოეყენებინათ ჯვარი, აღშფოთებისგან ფოთლები აუთრთოლდა და ვერხვის ფოთლები დღემდე განაგრძობენ თრთოლას.

მეორე ლეგენდა მოგვითხრობს, რომ იესო ქრისტეს ჯვარცმისა და სიკვდილის შემდეგ ყველა ხემ ქედი მოიხარა მწუხარების ნიშნად და ვერხვი აღმოჩნდა ერთადერთი ხე, რომელმაც მწუხარებითა და პატივისცემით არ დახარა თავი. ქედმაღლობისა და სიამაყის გამო ვერხვის ფოთლებს სამუდამო თრთოლა ერგო წილად.

ვეშაპი

ქრისტიანულ სიმბოლიკაში ვეშაპის მნიშვნელობა იონას ბიბლიურ ისტორიასთან არის დაკავშირებული. „მოავლინა უფალმა დიდი თევზი და შთაანთქმევინა იონა. სამი დღე და სამი ღამე დაჰყო იონამ თევზის სტომაქში“ (იონ 2:1). ბიბლიაში ნათქვამია, რომ იონას უფალმა უბრალოდ „დიდი თევზი“ მოუვლინა. მხატვრებმა, ბუნებრივია, არ იცოდნენ როგორ გამოიყურებოდა ეს „დიდი თევზი“, ამიტომ ადრექრისტიანულ ხელოვნებაში, სურათებზე, სადაც იონას სიუჟეტი გვხვდება, მას ვეშაპის, ზღვის ურჩხულის, ზოგჯერ კი დელფინის სახით გამოსახავდნენ.

0x01 graphic

LORENZETTO
იონა
1519-20, აღორძინება
მარმარილო
სანტა მარია დელ პოპოლოს
ეკლესია, რომი

ძველ აღთქმაში მოთხრობილი იონასა და „დიდი თევზის“ ისტორია იესო ქრისტეს აღდგომის წინასწარმეტყველებაა, ვინაიდან „როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს, ასევე კაცის ძე იქნება სამ დღესა და სამ ღამეს მიწის გულში“ (მათ 12:40). ეს გამონათქვამი ხელოვნებაში აისახებოდა, როგორც მკვდრეთით აღდგომის სიმბოლო.

ძველი ლეგენდის მიხედვით, მეზღვაურებს უზარმაზარი ვეშაპები კუნძულები ეგონათ და ხშირად ვეშაპს მიაყენებდნენ ხოლმე გემს, მაგრამ ეს უზარმაზარი ქმნილებები უეცრად ჩაყვინთავდნენ ხოლმე წყალში და თან გაიყოლებდნენ გემს. ამის გამო ვეშაპს ეშმაკის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. მხატვრები ზოგჯერ ჯოჯოხეთის კარიბჭეს ვეშაპის დაღებული ხახის სახით გამოსახავდნენ.

ვირი

ვირი თავმდაბლობისა და ზომიერების სიმბოლოა. იგი ეხმარებოდა ღარიბებს ტვირთის გადატანაში ისევე, როგორც იესომ იტვირთა ადამიანთა ცოდვა. ვირი ხშირად მოთმინებას, სიმამაცეს, სიმშვიდესა და მორჩილებას გამოხატავს.

აღორძინების ეპოქის ფერწერაში ვირის გამოსახულება საკმაოდ ხშირი მოვლენაა, განსაკუთრებით ისეთ სიუჟეტებში, როგორებიცაა იესო ქრისტეს შობა, მარიამისა და იოსების ეგვიპტეში გაქცევა, იესოს შესვლა იერუსალიმში. სხვა სიუჟეტებზე ხშირად, ვირის გამოსახულება ქრისტეშობის ამსახველ სცენებში გვხვდება. ვირისა და ხარის გამოსახულებები სიმბოლურად აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ უფლის ქმნილებათა შორის ყველაზე წყნარმა ცხოველებმა, იესო ქრისტეში ღვთის ძე შეიცნეს. ესაია წინასწარმეტყველი ადასტურებს, რომ ეს ცხოველები ესწრებოდნენ მაცხოვრის შობას: „ხარი იცნობს თავის მფლობელს და ვირი - ბაგას თავისი პატრონისას...“ (ეს 1:3).

მარიამი და იოსები ვირით გაექცნენ ჰეროდეს რისხვას ეგვიპტეში. ვირით შევიდა იესო ქრისტე იერუსალიმში, რის გამოც ვირზე ამხედრებული იესო ღმერთის სულიერი სამეფოს სიმბოლოს წარმოადგენს. „როცა იერუსალიმს მიუახლოვდნენ და ბეთბაგეში მივიდნენ, ზეთისხილის მთასთან, იესომ გაგზავნა ორი მოწაფე: „წადით სოფელში, რომელიც თქვენს წინაა და მაშინვე იპოვით დაბმულ ვირს და მასთან ერთად ჩოჩორს. აუშვით და მომიყვანეთ“ (მათ 21:1-3).

0x01 graphic

ANGELICO,Fra
ეგვიპტეში გაქცევა
დაახ. 1450, ადრეული
აღორძინება
ტემპერა, მერქანი, 38,5x37 სმ.
სან მარკოს მუზეუმი, ფლორენცია

0x01 graphic

LORENZETTI, Pietro
ქრისტეს შესვლა იერუსალიმში
დაახ. 1320, შუა საუკუნეები
ფრესკა
ქვედა ეკლესია, სან ფრანცისკო

2

▲back to top


ზარდახშა

ლამაზად გაფორმებული ოთხკუთხა ან მრგვალი ფორმის ყუთი. იყენებენ ძვირფასი ან პატივსაცემი ნივთის შესანახად. ქრისტიანულ ხელოვნებაში გამოიყენებოდა წმინდანის ნაშთების ან მტრის მოკვეთილი თავის შესანახად

0x01 graphic

RUBENS, Pieter Pawel
ქრისტე სიმონ ფარისეველთან
1618-20, ბაროკო
ზეთი, ტილო, 189x254,5 სმ.
ერმიტაჟი, სანკტ-პეტერბურგი

ზარდახშა მარიამ მაგდალელის ატრიბუტია. მან ქრისტეს სიმონთან სტუმრობისას ზარდახშიდან ამოღებული ნელსაცხებლებით დაუზილა მაცხოვარს ფეხები და თავისი თმებით შეუმშრალა ისინი: „მარიამმა აიღო ერთი ლიტრა სუფთა, ძვირფასი ნარდის ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები...“ (იოან 12:3).

ზარი

ეკლესიის ზარი სიმბოლურად გამოხატავს ღვთის სიტყვის მქადაგებლებს, რომლებიც ირჯებიან არა საკუთარი სიკეთისთვის, არამედ სხვების სასიკეთოდ. კათოლიკური ეკლესიების ზარებზე ამოკვეთილია წარწერა: „ცოცხლებს ვუხმობ, გარდაცვლილებს დავტირი“. ძველი მსოფლიოს მრავალ კულტურაში ზარები მუსიკალური ინსტრუმენტებისა და საკულტო მოწყობილობების ფუნქციებსაც ასრულებდნენ. მათი რეკვის ხმა უხმობდა როგორც ადამიანებს, ასევე ზებუნებრივი სამყაროს წარმომადგენლებს. თქმულებების მიხედვით ზარების ხმა ხელს უშლიდა ეშმაკს მოეტაცა მისთვის სასურველი ბავშვი. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ზარმა საკულტო სიმბოლოს მნიშვნელობა შეიძინა. ადრეულ ქრისტიანულ ეპოქაში რომის კატაკომბებში შემოწირულობების შესაკრებად ვერცხლის ზარებს იყენებდნენ. მონასტრებში დიდი ზომის ზარების გამოყენება VI საუკუნეში დაიწყეს, თუმცა ცნობები ძალზე დიდი ზარების ჩამოსხმის შესახებ, მხოლოდ შუა საუკუნეების დასასრულიდან მოგვეპოვება. ზარების ხმა შემოქმედი ძალის სიმბოლოა. ზარი, თავისი ფორმით, დაკავშირებულია თაღთან და, შესაბამისად, ზეცასთან. ზარი, ეგვიპტელი მეუდაბნოეს, წმინდა ანტონის ატრიბუტია.

0x01 graphic

ქვედა ნიგერი, ნიგერია
ზარი
სპილენძის შენადნობი,
სიმაღლე 11 სმ.
კერძო კოლექცია

აღმოსავლეთის ეკლესიაში ზარი ღვთისმშობლის ხარების ქრისტიანული სიმბოლოა. პირველად შემოღებული იქნა IV საუკუნეში ნოლანის ეპისკოპოსის, პავლინის მიერ.

ზეთისხილი

ზეთისხილის რტო მშვიდობის ანტიკურ სიმბოლოს წარმოადგენს. ბიბლიის მიხედვით დიდი წარღვნის შემდეგ ნოემ მტრედი გამოუშვა კიდობნიდან მიწის საპოვნელად. „და დაბრუნდა მასთან მტრედი საღამოს ჟამს და მას ზეთისხილის რტო ეჭირა პირში. და ამით შეიტყო ნოემ, რომ წყალი დამცხრალიყო მიწაზე“ (დაბ 8:11). მტრედის მიერ მოტანილი ზეთისხილის რტო ქრისტიანებისთვის ღმერთსა და ადამიანს შორის დამყარებული მშვიდობის სიმბოლოს წარმოადგენს. ზეთისხილის რტო გაბრიელ მთავარანგელოზისა და ღვთისმშობლის ატრიბუტად იხმარება ხარების ზოგიერთ სიუჟეტში. იერუსალიმში შესვლის სცენის ზოგიერთ გამოსახულებაში, მაცხოვრის შესახვედრად მოსულ ადამიანებს ხელში ზეთისხილის რტოები უჭირავთ. დასავლეთ ევროპის ხელოვნებაში ზეთისხილის რტო მშვიდობის, თანხმობისა და სიბრძნის ალეგორიული გამოსახულებების ატრიბუტია. ზეთისხილის ზეთს ხმარობენ მეფეების, მღვდლებისა და სნეულების ცხების ცერემონიალზე. იაკობმა ბეთელში ხილული სიზმრის შემდეგ „აიღო ქვა, რომელიც სასთუმლად ედო, და აღმართა იგი ძეგლად და ზეთი დაასხა ზედ“ (დაბ 28:18). მაცხოვარს, მესიას ებრაულად „მაშიახ“ ანუ „ცხებული“ ეწოდება. ქრისტიანულ რელიგიაში ნამდვილ ზეთისხილის ზეთს ურევენ ბალზამში და უმატებენ არომატიზირებულ სანელებლებს. ამ ნაზავს „მირონი“ ეწოდება. მას ნათლისღების, ხელდასხმისა და სხვა რიტუალების ჩატარებისას ხმარობენ. VII საუკუნიდან მეფედ კურთხევის ცერემონიის დროს ტარდება მირონცხების რიტუალი.

0x01 graphic

MULTSHER, Hans
ლოცვა ზეთისხილის მთაზე
1437, ჩრდილოევროპული
აღორძინება
პანო, 148x140 სმ.
სახელმწიფო მუზეუმი, ბერლინი

ზიარება (ევქარისტია)

ეკლესიის შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთი საიდუმლო. სისხლიანი მსხვერპლის ნაცვლად უფლისადმი შემუსრვილი სულისა და გულის მიძღვნა. „შესაწირავი ღმერთისა - ღმერთი მოდრეკილი. მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო“ (ფსალმ 50:19). ამის გამო ზიარებას უსისხლო მსხვერპლის შეწირვასაც უწოდებენ. ლიტურგიის დროს იწირება უსისხლო მსხვერპლი, კერძოდ პური და ღვინო. საგანგებოდ გამომცხვარ ამ პურს სეფისკვერს უწოდებენ, ხოლო ღვინოს ზედაშეს. პურს დასერავენ და დაჭრიან, ღვინოში კი წყალს შეურევენ ქრისტეს ორი ბუნების შესაბამისად. ეს პროცესი ასახიერებს მაცხოვრის ჯვარზე დამსჭვალვას. ამის შემდეგ პური და ღვინო გადააქვთ საკურთხევლის ტრაპეზზე და იწყება უსისხლო მსხვერპლის გადაარსება იესო ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად.

0x01 graphic

BOUTS, Dieric the Elder
საიდუმლო სერობა (დეტალი)
1464-67, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი, მერქანი
წმ. პეტრეს ეკლესია, ლუვენი

ზიარების საიდუმლოთა საიდუმლო თავად იესო ქრისტემ დააფუძნა საპასექო საიდუმლო სერობის დროს, რასაც გვამცნობენ სახარებები. ქრისტიანებისთვის ეს იყო უკანასკნელი პასექი. იმჟამს დაფუძნდა ახალი მსხვერპლთშეწირვა, ახალი რელიგია და ახალი ცნობიერება. საიდუმლო სერობაზე გაცხადდა ახალი საზოგადოების, ადამიანთა ახალი ურთიერთობის, ეკლესიის არსი: ესაა არა ბიოლოგიური, არა სისხლისმიერი, არამედ სულიერი ოჯახი, რომელიც დაარსდა მაცხოვრის სიტყვების საფუძველზე: „ეს არის სისხლი ჩემი ახალი აღთქმისა თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებლად ცოდვათა... ამას ჰყოფდით მოსახსენებლად ჩემდა“.

ზურმუხტი

ქრისტიანულ სიმბოლიკაში ზურმუხტი რწმენისა და სასოების განსახიერებას წარმოადგენს. იოანეს გამოცხადების მიხედვით „ახალი იერუსალიმის“ გალავნის საძირკვლები მოპირკეთებული იყო ყოველნაირი ძვირფასი ქვებით, რომელთაგან მეოთხე საძირკველი იყო ზურმუხტი. ეს ძვირფასი ქვა ფიგურირებს აარონის წმინდა შესამოსელის სამკერდულში. იგი მეორე მწკრივში რიგით პირველი ქვაა. „და ჩასვეს მასში ქვათა ოთხი მწკრივი: მწკრივი ლალისა, ტოპაზისა და ბივრილისა - ერთი მწკრივი. მეორე მწკრივი: ზურმუხტისა, საფირონისა და ალმასისა. და მესამე მწკრივი: იაგუნდისა, აქატისა და ამეთვისტოსი. და მეოთხე მწკრივი: ქრიზოლითისა, სარდიონისა და იასპისა, მოჩარჩოებული ოქროს ბუდეებით, თავიანთი მოჭედილობით” (გამ 39:10-13).

0x01 graphic

WITZ, Konrad
სოლომონ მეფე და შებას
დედოფალი
1435, ჩრდილოევროპული
აღორძინება
პანო, 84x79 სმ.
სახელმწიფო მუზეუმი, ბერლინი

შებას დედოფალმა მეფე სოლომონს საჩუქრად გადასცა მრავალი ოქრო, ძვირფასი ქვები და ზურმუხტის თასი. ზურმუხტის უზარმაზარი კრისტალისგან გამოკვეთილი ეს თასი ამჟამად, როგორც წმიდა თასი გენუის წმ. ლავრენტის ტაძარში ინახება.

ერთ-ერთი აპოკრიფული ლეგენდის მიხედვით, სატანას, ქვესკნელში შთანთქმისას, გვირგვინიდან ზურმუხტი ამოუვარდა. ზურმუხტი თასად გადაიქცა, რომელიც შებას დედოფალმა სოლომონ მეფეს აჩუქა. სოლომონის შემდეგ თასის მფლობელი შეიქნა ნიკოდემოსი. ამ თასით სარგებლობდა იესო ქრისტე საიდუმლო სერობის დროს, ხოლო იოსებ არიმათიელმა ამ თასში ქრისტეს მიერ ჯვარცმისას დაღვრილი სისხლი წვეთწვეთად შეაგროვა და შეიქნა წმინდა გრაალის ორდენის დამაარსებელი.

3 cription> თ

▲back to top


თაგვი

თაგვი სატანის სიმბოლოა. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ეშმაკმა ადამიანთა მოდგმის განადგურების მიზნით, შექმნა თაგვი და შეუშვა ნოეს კიდობანში. ავსულს იმედი ჰქონდა, რომ თაგვი დაღრღნიდა კიდობნის ძირს და ჩაძირავდა მას, ან გამოხრავდა საჭმლის მთელ მარაგს და ადამიანები შიმშილით დაიხოცებოდნენ. საბედნიეროდ, კატამ მთლიანად გააცამტვერა ეშმაკის გეგმები.

თავთავი

თავთავი წმინდა ზიარების სეფისკვერს და, უფრო მეტიც, იესო ქრისტეს სხეულს განასახიერებს. „მე ვარ პური სიცოცხლისა... ვინც ამ პურს შეჭამს, საუკუნოდ იცოცხლებს. პური, რომელსაც გავცემ, ჩემი ხორცია, რომელსაც სოფლის სიცოცხლისათვის გავცემ (იოან 6:48-51). იესოს იგავში მთესველის შესახებ, თავთავი გამოხატავს მორწმუნეებს და მათ უპირატესობასღვარძლისა დასარეველას მიმართ, რომლებიც ცოდვილებს განასახიერებენ. „ცათა სასუფეველი ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში. როცა ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალში ღვარძლი ჩათესა და წავიდა. ხოლო როცა ჯეჯილი ამოვიდა და ნაყოფი გამოიღო, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი. მივიდნენ მონები და უთხრეს სახლის პატრონს: ბატონო! განა შენ კარგი თესლი არ დათესე შენს ყანაში? საიდანღა აქვს მას ღვარძლი? მან კი უთხრა მათ: მტერმა კაცმა გააკეთა ეს. ხოლო მონებმა უთხრეს მას: გინდა წავალთ და გავმარგლავთ? მაგრამ მან უთხრა: არა, რადგან გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ გაგლიჯოთ. დააცადეთ, ერთად იზარდოს... მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკალთ: ჯერ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებათ შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი; ხორბალი კი ჩემს ბეღელში შეაგროვეთ (მათ 13:24-30).

0x01 graphic

HEEM, Jan Davidsz de
ნატურმორტი
1653,
ბაროკო
ზეთი, ტილო, 46x75 სმ.
კერძო კოლექცია

მიწაზე გამოსახული პურის თავთავი სულიერი აღორძინების იმ მომენტის სიმბოლოა, რომელზეც იესო ქრისტე ამბობს: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება. და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს (იოან 12:24). შუა საუკუნეებში და აღორძინების ეპოქაში მომლოცაობის დროს გამოსახულ მარიამ ღვთისმშობლის სამოსზე ძალზე შირად ხატავდნენ პურის თავთავებს. ზოგჯერ ნატურმორტებში გამოსახულია პურის თავთავი და ვაზის ყურძნის მტევანი, პროდუქტი, რომლებისგანაც მიიღება ზიარებისათვის აუცილებელი ორი ელემენტი - პური და ღვინო.

თავი

თავის გამოსახულება ზოგჯერ ადამიანის სიმბოლური გამოხატვის მიზნით გამოიყენება. იგი სხეულის უმთავრესი ნაწილია და მართავს მის დანარჩენ ნაწილებს. ქრისტე თავისი ეკლესიის სულიერი მამამთავარია არა მხოლოდ სიდიადისა და ყოვლისშემძლეობის წყალობით, არამედ იმის გამოც, რომ იგი თითოეულ მორწმუნეს სიცოცხლესა და ძალას ანიჭებს.

0x01 graphic

CRANACH, Lucas the Elder
სალომე იოანე ნათლისმცემლის
მოკვეთილი თავით
ჩრდილოევროპული აღორძინერბა
ბობ ჯონსის უნივერსიტეტის
კოლექცია, გრინვილი

თავი მთელი რიგი ბიბლიური პერსონაჟებისა და წმინდანების ატრიბუტს წარმოადგენს.

ადამიანის ხელში ან მის ფეხებთან გამოსახული მოკვეთილი თავი დავითის ატრიბუტია, რომელმაც ფილისტიმელი გოლიათი დაამარცხა შურდულით ნატყორცნი ქვით, ხოლო შემდეგ მისივე მახვილით მოჰკვეთა თავი. ივდითს გამოსახავენ მოკვეთილი თავით ხელში. ბევრ სურათზე გამოსახულია სალომე, რომელსაც ლანგარზე დადებული იოანე ნათლიმცემლის თავი მოაქვს.

ლანგარზე გამოსახული მოკვეთილი თავი წმინდა იოანე ნათლისმცემლის ატრიბუტია. ლანგარზე დადებული თვალახვეული თავი - პავლე მოციქულის ატრიბუტი, სარზე წამოცმული თავი, რომელიც ახალგაზრდა მეომარს მოაქვს - დავითისა, ხოლო მახვილიანი ქალი, რომელიც მოკვეთილ თავს ტომარაში დებს - ივდითის.

თავის ქალა

თავის ქალა როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური სიკვდილის სიმბოლოა. სიმბოლო შუა საუკუნეების წარმოშობისაა. იგი ამქვყნიური ცხოვრების წარმავალობის აღმნიშვნელია და ცხოვრების ამაოებაზე მიუთითებს. ჯვრის ფუძესთან გამოსახული თავის ქალა ადამის თავის ქალაა, ვინაიდან ადამში ყველაფერი მკვდარია, ხოლო ქრისტე მარადიული სიცოცხლის მომცემია. „...როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში (1კორ 15:22). ზოგჯერ თავის ქალა მონანიე წმინდანების, მარიამ მაგდალელის, პავლე მოციქულის, წმინდანების იერონიმესა და ფრანცისკის ატრიბუტად გამოიყენება. განდეგილთა ხელში გამოსახული თავის ქალა მათ სიკვდილზე ფიქრს გამოხატავს.

აღორძინების ეპოქის ზოგიერთ ნახატზე გამოსახულია ჯვარცმა, რომლის ძირშიც მოჩანს თავის ქალა გადაჯვარებული ძვლებით. ამ შემთხვევაში იგი მიგვითითებს გოლგოთის მთაზე, თხემის ადგილზე. არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ ჯვარი, რომელზეც აცვეს ქრისტე, იმ ადგილას იდგა, სადაც დამარხული იყო ადამის თავის ქალა. ამ ლეგენდაში გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ მაცხოვრის ჯვრის გავლით ყველა ადამიანი მიაღწევს მარადიულ სიცოცხლეს. „ასეც სწერია: პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალ არსებად. ხოლო უკანასკნელი ადამი - მაცოცხლებელ სულად (1კორ 15:45).

0x01 graphic

DÜRER, Albrecht
წმ. იერონიმე
1521,
ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი, ტილო, 60x48 სმ.
ანტიკური ხელოვნების
ნაციონალური მუზეუმი,
ლისაბონი

0x01 graphic

GRECO,El
მონანიე მარიამ მაგდალელი
1578-80,
მანიერიზმი
ზეთი, ტილო, 108x101 სმ.
უორკესტერის ხელოვნების
მუზეუმი, უორკესტერი,
მასაჩუსეტსი

თავცეცხლა

ადამის შეცოდების გამო, თავცეცხლა დაგვიანებული მწუხარებისა და ცოდვის კრულვის სიმბოლოდ იქცა. „...წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო, ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე. და ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებდეს შენ, და ჭამდე მინდვრის ბალახს (დაბ 3:18). თავცეცხლა ეკლიანი ბუჩქია და ამიტომ, ხშირად, ქრისტეს ეკლიანი გვირგვინის გამოსახატავადაც იხმარება. რაკი თავცეცხლა სარეველა მცენარეა, „ნაღველის სიმბოლოდაც არის მიჩნეული იესოს იგავში მთესველის შესახებ.

0x01 graphic

CARPACCIO,Vittore
მკვდარი ქრისტე
დაახ. 1520, აღორძინება
ტემპერა ტილოზე, 145x185 სმ.
სახელმწიფო მუზეუმი, ბერლინი

თასი

თასი ქრისტეს ვნებას განასახიერებს გეთსიმანიის ბაღში. ზიარების საიდუმლოს შესრულების დროს თასი ტრადიციული, ოქროს ან ვერცხლის ჭურჭელია, რომელშიც ღვინო ასხია. ევქარისტიის საიდუმლოს შესრულების დროს თასის (სასმისის) გამოყენება განაპირობა ქრისტეს მოქმედებამ საიდუმლო სერობის დროს: „აიღო სასმისი, მადლი შესწირა და მისცა მათ. და იქიდან შესვა ყველამ (მარკ 14:23). ქრისტეს მიერ მოწაფეების ზიარებისას გამოყენებული თასი იყო უკვდავების თასი, რომელსაც ფლობდა და, რომელიც დაკარგა ადამმა. ითვლება, რომ ზიარების თასში წმ. იოსებ არიმათიელმა მოაგროვა ჯვარცმული იესო ქრისტეს სისხლი. არსებითად, თასი გახდა მაცხოვრის თავგანწირული გულის სიმბოლო, გულისა, რომელიც ადამიანებს ღვთის მოწყალებას ანიჭებს.

საიდუმლო სერობის თემაზე შესრულებულ ფერწერულ ტილოებზე თასი მაგიდაზე დევს. ქრისტეს ჯვარცმის სცენებში ერთ ან რამდენიმე ანგელოზს ხელში უჭირავთ ერთი ცალი თასი, სადაც ისხმება მაცხოვრის ჭრილობებიდან მომდინარე სისხლი. შეიძლება თასი იდოს მიწაზე, ჯვრის ფუძესთან. თასი ფიგურირებს ძველი აღთქმის იმ სცენაში, სადაც ილია წინასწარმეტყველი ანგელოზისგან იღებს საკვებსა და სასმელს (ზიარების პირველსახე).

0x01 graphic

JACOMART, Jaume Baco
საიდუმლო სერობა
დაახ. 1450, ადრეული
აღორძინება
კათედრალური მუზეუმი, სეგორბე

მეორე მხრივ, ეს თასი შეიძლება იყოს იესოს მძიმე ხვედრის სიმბოლო (მწარე სასმისი), როგორც ეს ახალ აღთქმაშია გადმოცემული, როდესაც ქრისტე ლოცულობს გეთსიმანიის ბაღში და შესთხოვს მამას ააცილოს მწარე სასმისი.

თაფლი

თაფლი ტკბილი და სუფთა პროდუქტია და ამ თვისების გამო ღმერთის სამწყსოს სიმბოლოდ იქცა. ბიბლიაში უფალი აღუწერს მოსეს ქანაანს ანუაღთქმულ მიწას, როგორც კარგსა და ვრცელ ქვეყანას, „...სადაც მოედინება რძე და თაფლი (გამ 3:8). ღვთის სიტყვათაფლზე ტკბილია (ფსალმ 118:103), ხოლო ისრაელის სახლის გუშაგად დაყენებულ ეზეკიელი, გრაგნილების ჭამის შემდეგ ამბობს: „...მე შევჭამე ის და მეტკბო პირში, როგორც თაფლი (ეზეკ 3:3. იხ. ასევე გამოცხ 10:9).

უცნაურ შთაბეჭდილებას ახდენს ბიბლიური მოთხრობა სამსონის შესახებ. სამსონმა თიმნათის ზვრებში, მასზე მოძალებული ლომის ბოკვერიგახლიჩა, ხოლო ლომის მუცელშიფუტკრის გუნდი და თაფლი აღმოაჩინა. ამან სამსონი გამოცანის სათქმელად შეაგულიანა: „მჭამელისაგან გამოვიდა საჭმელი; ძლიერისაგან გამოვიდა ტკბილი (მსაჯ 14:14) ანუ სიკვდილიდან ახალი სიცოცხლის აღორძინების სიმბოლო.

თაფლი იოანე ნათლისმცემელის ატრიბუტია, რადგან მასსაზრდოდ ჰქონდა კალიები და ველური თაფლი (მათ 3:4).

თევზი

თევზი უძველესი ქრისტიანული სიმბოლოა. ყველაზე ხშირად თევზი იესო ქრისტეს სიმბოლოდ გამოიყენება. თუ შევაერთებთ ბერძნული ფრაზის Iesous Christos Theou Hyios Soter (იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მაცხოვარი), საწყის ასოებს, მივიღებთ ბერძნულ სიტყვას IXOYS, რომლის ქართული მნიშვნელობაათევზი. სწორედ ამ მნიშვნელობით გამოიყენებოდა თევზის სიმბოლო ადრეული ქრისტიანული პერიოდის ხელოვნებასა და ლიტერატურაში. ქრისტიანობის გარიჟრაჟზე, როდესაც ქრისტეს რწმენა სასტიკად იდევნებოდა, თევზის სიმბოლო მორწმუნეთა შორის რწმენის გაზიარების საიდუმლო ნიშნად გამოიყენებოდა. ერთი ადამიანი დახატავდა ქვიშაზე რკალს, ხოლო მეორე დაასრულებდა ნიშნის ხატვას, რითაც თავის სიყვარულს გამოხატავდნენ ქრისტეს მიმართ.

0x01 graphic

BOSCH, Hieronymus
წმ. იოანე ნათლისმცემელი
ველურ ბაღში
რდილოევროპული აღორძინება
ზეთი ტილოზე, 48x40 სმ.
ლაზარო გალდიანოს მუზეუმი,
მადრიდი

ფაქტია, რომ თევზის სიმბოლიკა ადრეულ ქრისტიანულ ეპოქაში მეოთხე საუკუნემდე არსებობდა, მაგრამ ზემოაღნიშნული ინტერპრეტაცია არ იყო ერთადერთი. ქრისტოლოგიური წარმოდგენის თანახმად, მსოფლიო წარღვნის პერიოდში თევზებს არ შეხებიათ ღვთის რისხვა. თევზი ნათლისღების სიმბოლოდაც გამოიყენება, ვინაიდან, როგორც თევზი ვერ გაძლებს წყლის გარეშე, ისევე ჭეშმარიტი ქრისტიანიც ვერ მოიპოვებს ცხონებას, ნათლობის ემბაზში მიღებული ნათლისღების გარეშე. თევზი პეტრე მოციქულის ატრიბუტია, ვინაიდან იგი მებადური იყო. გალილეის ზღვის ნაპირას ქრისტე ეუბნება პეტრესა და ანდრიას: „მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაგხდით (მათ 4:19). ბიბლიაში მოთხრობილი ისტორია გვამცნობს, რომ იონა დიდმა თევზმა გადაყლაპა და სამი დღის შემდეგ კვლავ ამოანთხია ხმელეთზე. ეს ისტორია ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის ტიპოლოგიად არის მიჩნეული.

0x01 graphic

CRESPI, Daniele
საიდუმლო სერობა
1624-25,
ბაროკო
ზეთი ტილოზე, 210x230 სმ.
დი ბრერას პინაკოთეკა, მილანი

0x01 graphic

ევქარისტიის თევზი და პური
ქრისტიანული მოზაიკა
რომის კატაკომბები

რომის კატაკომბებში შემორჩენილი ადრეული ქრისტიანული პერიოდის ფრესკები თევზს წარმოგვიდგენენ, როგორც ევქარისტიის სიმბოლოს, ხოლო ადრეულმა შუა საუკუნეებმა შემოგვინახა საიდუმლო სერობის გამოსახულება, სადაც მაგიდაზე პურთან და ღვინით სავსე თასთან ერთად თევზიც ფიგურირებს. აქედან გამომდინარე, მიჩნეულია, რომ თევზის ხორცი მთლად ხორცი არაა და, ამიტომ მისი ჭამა ნებადართულია მარხვის დროს. სამი გადაჯაჭვული თევზის გამოსახულება (ან სამი თევზის, რომლებსაც ერთი თავი აქვთ) სამების სიმბოლოა.

თელა

თელა ღირსების სიმბოლოა. მისი სიმაღლე და ფართოდ გაშლილი ტოტები განასახიერებენ ძალისა და დასაყრდენის წყაროს, როგორიცაა წმინდა წერილი მორწმუნეთათვის. თელა სიცოცხლის დიდებულებაზე მიუთითებს. ამ ხის გვირგვინის უზარმაზარი ტოტები, რომლებიც ყველა მიმართულებითაა გაშლილი, წმინდა წერილის რწმენიდან აღმოცენებული ძალის სიმბოლოს წარმოადგენენ.

თვალი

წმინდა წერილში თვალი მრავალჯერაა მოხსენებული და იგი ყოვლის მცოდნე და ყველგანმყოფი ღმერთის სიმბოლოა. „რადგან ღვთის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი - მათი ვედრების მიმართ... (1პეტრ 3:12). ძველი აღთქმის იგავთა წიგნში წერია: „უფლის თვალები იცავენ ცოდნას, მოღალატის ნათქვამს კი გააბათილებს (21:12). აღორძინების შედარებით გვიანდელი პერიოდის ფერწერაში სამკუთხედში ჩახატული ღვთის თვალი წმიდა სამების სიმბოლოს წარმოადგენს. წრეწირის შიგნით მოთავსებულ სამკუთხედში ჩახატული თვალი, რომლიდანაც სინათლის სამი სხივი გამოდის, ღმერთის სამსახოვნების გამომხატველია.

0x01 graphic

PONTORMO, Jacopo
ვახშამი ემაუსში
1525,
მანიერიზმი
ზეთი ტილოზე, 230x173 სმ.
უფიცის გალერეა, ფლორენცია

ქრისტიანობის ადრინდელი პერიოდის ხელოვნებაში თვალი, ისევე, როგორც ხელი, მამა ღმერთის სიმბოლოს წარმოადგენს (მანამ, ვიდრე ღმერთის გამოხატვას ადამიანის სახით დაიწყებდნენ).

იკონოგრაფიაში მზის სხივების ან პირამიდისებური ტოლგვერდა სამკუთხედის ცენტრში მოთავსებული თვალი - ღვთიურ ძალას ან სამებას აღნიშნავს. უმაღლესი იერარქიის ანგელოზებს (სერაფიმები, ქერუბიმები) შორსმჭვრეტელობისა და სიბრძნის ნიშნად ფრთებზე თვალები აქვთ გამოსახული.

თმა

გრძელი გაშლილი თმა მონანიების სიმბოლოა, რომლის წარმოშობა დაკავშირებულია ლუკა მახარებლის მიერ აღწერილ ეპიზოდთან: „იმ ქალაქში იყო ცოდვილი დედაკაცი. როგორც კი გაიგო, იგი ფარისევლის სახლში ზისო, მოიტანა ნელსაცხებელი... დადგა უკან, მის ფერხთით, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უხოცავდა... (7:37-38). სახარების ამ ისტორიამ საფუძველი ჩაუყარა განდეგილთა და მონანიეთა თმების მოზრდის ტრედიციას. ანტიკურ ხანაში გაუთხოვარი ქალები გრძელ გაშლილ თმას ატარებდნენ. ამ მიზეზით წმინდან ქალწულებს ხშირად გაშლილი თმებით გამოხატავდნენ. გრძელი გაშლილი თმა, რომელიც მთელ სხეულს ფარავს, აგრეთვე მონანიების სიმბოლოა და მარიამ მაგდალელის ატრიბუტს წარმოადგენს.

0x01 graphic

ERHART, Gregor
მარიამ მაგდალელი
დაახ. 1500, ჩრდილოევროპული
აღორძინება
პოლიქრომატული ცაცხვის
მერქანი
ლუვრი, პარიზი

მამკაცის გრძელი თმა ზოგჯერ ძალის გამომხატველია. ბიბლიური გადმოცემის თანახმად სამსონის ძალა მის თმაში იყო. გრძელ თმას ატარებდნენ ცივილიზაციიდან განდგომილი მონანიე ცოდვილები და წინასწარმეტყველები, მაგალითად, იოანე ნათლისმცემელი, ეგვიპტელი განდეგილები.

ზოგჯერ თმა ნეგატიური ძალების გამომხატველიცაა. მაგალითად, ესტერბალიზში, რომანული სვეტის თავზე (კაპიტელი) ადამი ცოდვის ჩადენამდე გამოსახულია უწვეროდ, ხოლო სამოთხის ბაღიდან განდევნის შემდეგ - წვერითა და ხშირი თმით. თმა ნაყოფიერებასაც გამოხატავს. ძველი აღთქმის მიხედვით მოწმიდარი ვალდებულიამთელი თავისი მოწმიდრობის დღეებში არაფერი ჭამოს, რაც კეთდება ყურძნისგან, მისი წიპწიდან ჩენჩომდე. თავისი მოწმიდრობის აღთქმის მთელ დროს სამართებელმა არ გადაიაროს მის თავზე. ვიდრე შესრულდებოდეს დღენი, რომელნიც შესწირა უფალს, წმიდა იყოს იგი, თმა მოუშვას თავზე (რიცხ 6:4-5). ორიგენი ამბობს, რომმოწმიდარნი თმას არ იკრეჭდნენ, რამეთუ ყოველივე ყვავის, რაც სიმართლითაა შექმნილი და მათ ფოთლები არ უნდა გასცვივდეთ.

თოვლი

თოვლი სიქათქათისა და სისპეტაკის გამო სიწმინდის სიმბოლოა. გამდნარი თოვლი უფრო სუფთაა, ვიდრე ჩვეულებრივი წყალი. ცოდვების მონანიების შემდეგ ცოდვილი თოვლივით სუფთა ხდება.

მარიამ ღვთისმშობლის ამქვეყნიური ცხოვრების დასრულებისას, როდესაც მისი სული სხეულს ტოვებდა, მოციქულები აღნიშნავდნენ, რომ ის უფრო თეთრი იყო, ვიდრე თოვლი. ქრისტე და ანგელოზები თოვლივით თეთრ სამოსს ატარებდნენ, ხოლო იოანეს გამოცხადებაში იესოს თმები ისეთივე თეთრი იყო, როგორც თოვლი. „მისი თავი და თმები თეთრი იყო, როგორც თეთრი მატყლი, როგორც თოვლი. თვალები მისი, როგორც ცეცხლის ალი (გამოცხ 1:14).

თოკი

თოკი იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის ერთ-ერთი სიმბოლოა. იოანე მახარებლის მიხედვითრაზმმა, ათისთავმა და იუდეველთა მხლებლებმა, შეიპყრეს იესო და შეკრეს და პირველად ანასთან წაიყვანეს. ის იყო სიმამრი კაიფასი, რომელიც მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს (იოან 18:12-13). იოანე ღვთისმეტყველი ერთადერთი მახარებელია, რომელიც აღნიშნავს, რომ იესო შეპყრობისთანავე გათოკეს. მარკოზისა და მათეს სახარებათა მიხედვით ქრისტეშეკრული იყო, როდესაც იგი მეორე დილას პილატესთან მიიყვანეს. გადმოცემის მიხედვით, სწორედ იმ თოკით ჩამოიხრჩო თავი გამცემმა იუდამ, რომლითაც ქრისტე იყო შებოჭილი. შედეგად თოკი გამცემლობისა და ღალატის ერთ-ერთ ქრისტიანულ სიმბოლოდ იქცა.

0x01 graphic

CISLEBERTUS
იუდას თვითმკვლელობა
1120-30,
შუა საუკუნეები
ქვა
როლინის მუზეუმი, ოტონი

თოკი წმინდა ანდრია მოციქულის ატრიბუტს წარმოადგენს, რომელიც ჯვარზე თოკით მიაკრეს (და არა ლურსმნებით) და ისე მოკლეს.

თუთიყუში

ადრეული ქრისტიანული პერიოდისფიზიოლოგუსის თანახმად, თუთიყუშს ადამიანივით ლაპარაკი შეუძლია. ამ მოსაზრებას თან ერთვის წმინდა ვასილის შეგონება: „და შენც, ადამიანო, მიბაძე მოციქულთა ხმას, რომლებიც ადიდებდნენ ღმერთს, და შენც ასევე ადიდე უფალი. მიბაძე წმინდანთა ცხოვრებას და შენც გახდები იმის ღირსი, რომ მიაღწიო მათ კაშკაშა ტახტრევანს. შუა საუკუნეებისბესტიარიუმითუთიყუშს ჭირვეულ ფრინველად თვლის. თუთიყუში იმდენად ჯიუტია, რომ საჭირო ხდება მისი რკინის წკეპლით გაროზგვა, რათა სწავლა ვაიძულოთ. კონრად ფონ ვიუცბურგს მიაჩნდა, რომ ამ ფრინველის ბუმბული წვიმაში არ სველდებოდა და, ამიტომ იგი მარიამ ღვთისმშობლის სიმბოლოს წარმოადგენს, რომელსაც არ შეეხო პირველი ადამიანების ცოდვა და უცოდველი დარჩა. სამოთხის ბაღში ეს ფრინველი აუცილებლად ისწავლიდა სიტყვასევა“. ამ სიტყვის შებრუნებული მნიშვნელობაავე“, ხარების მთავარანგელოზის გაბრიელის მისალმებას წარმოადგენს მარიამისადმი, რომელიც წინაპრის, ევასგან განსხვავებით, უცოდველია.

0x01 graphic

BRUEGHEL, Jan the Elder
ადამი და ევა ედემის ბაღში
დაახ. 1610, მანიერიზმი
ზეთი სპილენძზე, 48,6x65,6 სმ.
სამეფო კოლექცია, უინძორი

თხა

ადრეულ ქრისტიანულ ხელოვნებაში თხა განკითხვის დღეს ტანჯვისთვის განწირული ადამიანების სიმბოლოა. სიმბოლოს არქეტიპია მათეს სახარება, სადაც მოთხრობილია, რომ მეორედ მოსვლისას ქრისტე გამოარჩევს მორწმუნეებს ურწმუნო ადამიანებისგან, „როგორც მწყემსი არჩევს თხებს ცხვრებისგან. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს - მარცხნივ (მათ 25:33). აღორძინების ეპოქის ფერწერაში თხის ფიგურას ცოდვილი ადამიანის მორწმუნესგან გამოსარჩევად იყენებდნენ. სიმბოლიკაში თხა შეიძლება გამოყენებული იყოს სატანური ძალის სიმბოლოდაც. ეშმაკი (რასაკვირველია, დახატული) ძალზე წააგავს თხას. გვიანდელი შუა საუკუნეებისა და აღორძინების ეპოქის ფერწერაში ხშირად ფიგურირებენ თხაზე ამხედრებული მფრინავი კუდიანი ქალები.

0x01 graphic

CORNELISZ VAN
OOSTSANEN, Jacob
საული და კუდიანი ქალი
1526,
ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი, 88,3x123 სმ.
ნაციონალური გალერეა,
ამსტერდამი

თხუნელა

მიწის ქვეშ მობინადრე თხუნელა ძალზე ცუდი მხედველობის გამო, სულიერი სიბეცისა და სიყრუის გამოხატულებაა. ქრისტიანებმა ეს ცხოველი სატანას, ბნელეთის მეუფეს დაუკავშირეს, რადგან იგი თხუნელას მსგავსად სულით ბრმაა და მიწისქვეშეთში ბინადრობს. „აჰა, რა არის უწმინდური თქვენთვის ქვეწარმავალთაგან: დედამიწაზე მხოხავნი: თხუნელა, თაგვი და ხვლიკი მისი გვარისდა მიხედვით (ლევ 11:29).

4

▲back to top


ია

ია თავმდაბლობის ქრისტიანული სიმბოლოა და ამიტომ ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებასთან ასოცირდება (ჩვეულებრივ, ყრმობის პერიოდში). იგი იესო ქრისტეს, როგორც ღმერთის ძის თავმდაბლობის სიმბოლოა. თეთრი ია მარიამ ღვთისმშობლის ემბლემას წარმოადგენს. ია თვინიერების სიმბოლოცაა. წმინდა ბერნარდი მარიამ ღვთისმშობელს „თვინიერ იას“ უწოდებს. ია, როგორც წესი, გვხვდება მოგვების თაყვანისცემის სცენებში და ნახატებზე, რომლებზეც გამოსახული არიან მარიამ ღვთისმშობელი და ყრმა იესო, იშვიათად - ჯვრის ძირში, ქრისტეს ჯვარცმის სცენებში

იერუსალიმი (ციური)

მთავარი ქალაქი ისტორიის ბიბლიური გაგებით და სიმბოლური მნიშვნელობით. უმნიშვნელოვანესი ქალაქი იუდაისტური, ქრისტიანული და ისლამისტური სამყაროსთვის. იერუსალიმი დასახლებული იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV ათასწლეულში. ქრისტეს შობამდე XVIII საუკუნის ძველ ეგვიპტურ დოკუმენტებში მოიხსენიება, როგორც „აუშამენი“, „რუშალიმუმი“, ხოლო XIV საუკუნეში, როგორც „ურუ-შალიმი“. დაახლოებით 1000 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე დავით მეფემ დაიპყრო ქალაქი და იგი თავის რეზიდენციად აქცია. მისმა მემკვიდრემ, სოლომონმა, ფინიკიელების დახმარებით ქალაქში ააგო სამეფო სასახლე და ტაძარი სიონის წმინდა მთაზე. ქრისტეს შობამდე 586 წელს იერუსალიმი დაანგრია ნაბუქუდონოსორმა, ხოლო 536 წლიდან ისევ იწყება ქალაქის იუდეველებით დასახლება. ქრისტეს შობამდე 515 წელს დასრულდა ტაძრის აღდგენა, რომელსაც რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ჰეროდე დიდის (ქრისტეს შობამდე 37-4 წლები) მეფობის დროს. ტაძარი მთლიანად დაინგრა რომაელთა წინააღმდეგ იუდეველთა აჯანყების დამარცხების შემდეგ (70-135). რომაელებმა სიონის მთაზე იუპიტერის ტაძარი ააგეს. იმპერატორ კონსტანტინე დიდის დროს იერუსალიმი ქრისტიანობის ცენტრი გახდა. არაბების მიერ ქალაქის დაპყრობას (638) მოჰყვა ჰეროდეს ტაძრის ადგილას ალ-ქუბათ ას-საჰრას ისლამური მეჩეთის აგება. ქალაქს, რომლის მოსახლეობა ქრისტეს დროს არ აღემატებოდა 25 ათას მცხოვრებს, ისეთ რელიგიურ მნიშვნელობას ანიჭებენ, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ისტორიულ რეალობას.

0x01 graphic

CANO, Alonso
წმ. იოანე მახარებლის მიერ
იერუსალიმის ხილვა
1636-37, ბაროკო
ზეთი ტილოზე, 83x44 სმ.
უოლესის კოლექცია, ლონდონი

მეორედ მოსვლისა და სამყაროს აღსასრულის ხილვებში იერუსალიმი ადამიანებს ესახებათ მისტიკურ ადგილად, სადაც ხდება ხალხის დაყოფა კეთილმორწმუნე ქრისტიანებად და ჯოჯოხეთისთვის განკითხულებად. „ჰქონდა დიდი და მაღალი გალავანი, თორმეტი კარიბჭე და კარიბჭეებზე თორმეტი ანგელოზი, და ზედ ეწერა სახელები ისრაელიანთა თორმეტი ტომისა. სამი კარიბჭე აღმოსავლეთიდან, სამი კარიბჭე ჩრდილოეთიდან, სამი სამხრეთიდან და სამი აღმოსავლეთიდან. ქალაქის გალავანს ჰქონდა თორმეტი საძირკველი და მათზე იყო კრავის თორმეტი მოციქულის სახელები... ქალაქი ოთხკუთხედად იყო მდებარე და მისი სიგრძე იგივე იყო, რაც სიგანე“ (გამოცხ 21:12-16). ასე აღწერს ახალ იერუსალიმს იოანე ღვთისმეტყველი თავის გამოცხადებაში. „ციური“ ანუ „ახალი იერუსალიმი“ წარმოადგენს იმ რეალური ქალაქის იდეალურ პირველსახესა და საპირწონეს, რომელიც ზებუნებრივად გარდაისახა ახალ, გაბრწყინებულ, უმაღლეს სულიერ ხარისხში. იოანე ღვთისმეტყველის მიერ წარმოდგენილი აპოკალიფსური ქალაქი ეშვება ციდან და მას აღარ სჭირდება ტაძარი, ვინაიდან „მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი უფალი ღმერთია და კრავი. ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე, გასანათებლად, რადგან ღვთის დიდებამ გაანათა იგი და კრავია მისი სინათლე“ (გამოცხ 21:22-23). რეალურ (მიწიერ) და „ციურ იერუსალიმს“ შორის არსებული დამოკიდებულებების პრობლემატიკა რ. არონს (1973) შემდეგნაირად აქვს დახასიათებული: „ტაძარი გარკვეულწილად იმყოფება იქ, სადაც ერთმანეთს კვეთენ ცა და მიწა, გრძნობის სამყარო და ზეგრძნობის სამყარო. ასე თუ ისე, იგი შეესაბამება სიწმინდის იმ მიუწვდომელ მიწიერ მდგომარეობას, როდესაც მესია მზად არის შემოვიდეს ჩვენს სამყაროში. მიწიერ საყოველთაო კურთხევას შეესაბამება ზეციური“. რაბინ სიმეონ ბენ იოხაის მიხედვით, რომელიც ცხოვრობდა I საუკუნეში, მორიას მთა წარმოადგენს სიწმინდის საპირწონეს საიქიო სამყაროში. როცა სიწმიდე განხორციელდება მიწაზე, იმწამსვე სპონტანურად წარმოიშვება ახალი სულიერი სიწმიდე ზეცაში. „ადამიანი აგებს მიწაზე შენობას, რომლის ანარეკლი აისახება ზეცის გუმბათზე“.

იესო ქრისტე

ისევე, როგორც მარიამ ღვთისმშობლის შემთხვევაში, აღორძინების ეპოქის ქრისტეს გამოსახულებები შესაძლოა დაიყოს ორ კატეგორიად: ნახატები, რომლებზეც გამოსახულია იესო ქრისტეს ცხოვრების ამსახველი სცენები, სიუჟეტურ-თემატური ხასიათის ფერწერული ტილოები და უამრავი რაოდენობის ხატები. ოთხთავში აღწერილი ქრისტეს ცხოვრება მუდმივად აისახებოდა აღორძინების ეპოქის უდიდესი მხატვრების ნაწარმოებებში. გარდა ამისა, შეიქმნა ქრისტეს ათასობით ხატი, რომლებიც გადმოსცემენ მაცხოვრის, როგორც კაცობრიობის მხსნელის, სულიერ მნიშვნელობას.

0x01 graphic

რუსული ხატი ქრისტეს
გამოსახულებით
XVIII საუკუნის მეორე ნახევარი
მერქანი, ტემპერა, 47,7x37,3 სმ.
მუზეუმი-ნაკრძალი
„კოლომენსკოე“

0x01 graphic

RUBENS, Pieter Pauwel
ჯვრიდან ჩამოხსნა
(ცენტრალური ნაწილი)
1612-14, ბაროკო
ზეთი, 421x311 სმ.
კათედრალური ტაძარი,
ანტვერპენი

ხატებზე ქრისტე მამა ღმერთზე ახალგაზრდად გამოიყურება. მაცხოვარს ყველაზე ხშირად გამოსახავენ მოწიფულ ასაკში, წვერებით, სხეულზე იარებით და ფეხშიშველს, მაგრამ ზოგჯერ მას ბავშვის სახითაც წარმოგვიდგენენ ან დედამისთან ერთად ან მარტო. ყრმა ქრისტე ყოველთვის ხორცშესხმის სიმბოლოს წარმოადგენს, მაგრამ ზოგჯერ მას ხელში უჭირავს თავისი ვნებების იარაღები, რაც ხაზს უსვამს კავშირს მის განკაცებასა და კაცობრიობისთვის გაღებულ მსხვერპლს შორის. ხშირ შემთხვევაში მაცხოვარს გამოსახავდნენ კრავის სახით, რაც შეესაბამება იოანე ნათლისმცემლის სიტყვებს: „...აჰა, ღვთის კრავი, რომელმაც აიღო სოფლის ცოდვა“ (იოან 1:29), აგრეთვე იოანე ღვთისმეტყველის ხილვას გამოცხადებიდან: „შევხედე და, აჰა, ტახტსა და ოთხ ცხოველს შორის და უხუცესებს შორის იდგა კრავი, როგორც დაკლული, და მას ჰქონდა შვიდი რქა და შვიდი თვალი, რომლებიც ღვთის შვიდი სულია, წარმოგზავნილი მთელ ქვეყანაზე“ (გამოცხ 5:6).

გაცილებით იშვიათად გვხვდება ქრისტეს გამოსახულება ლომის სახით. მაცხოვრის საყოველთაოდ მიღებული ადრეული ქრისტიანობის პერიოდის სიმბოლო - თევზი, აღორძინების ეპოქაში აღარ იხმარება. ამ პერიოდის ხელოვნებაში ქრისტეს გამოსახულებისთვის დამახასიათებელია შემდეგი ატრიბუტები: ჯვრის ფორმის ნიმბი, ჯვარი, სტიგმატები და წიგნი. შესაძლოა წიგნზე ფიგურირებდეს წარწერა. გარდა ამისა ქრისტეს სიმბოლოებად გამოიყენებოდა სხვადასხვა მონოგრამები. მაცხოვრის გამოსახულებებზე ხშირად ფიგურირებენ ბერძნული ალფაბეტის ასოები, მაგალითად, ალფა და ომეგა ან X და R, ქრისტეს ბერძნული წარწერის პირველი და მეორე ასოები.

იოანე ნათლისმცემელი

„ოანე იყო „კაცი ღვთისაგან მოვლინებული“ იესოზე დასამოწმებლად. იგი ერთგვარი შემაერთებელი რგოლია ძველ და ახალ აღთქმებს შორის. იოანე ძველი აღთქმისეული წინასწარმეტყველთა უკანასკნელი წარმომადგენელი და ახალი აღთქმის პირველი წმინდანი იყო. წმინდა ოთხთავის გადმოცემით იოანე ნათლისმცემლის მშობლები იყვნენ იერუსალიმის ტაძრის მღვდელი ზაქარია და ელისაბედი, რომელიც მარიამ ღვთისმშობლის ნათესავი იყო. იოანე ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა, ქადაგებდა იუდეის უდაბნოში და მდინარე იორდანეში ნათლავდა ყველას, ვინც აღიარებდა თავის ცოდვებს. ჰეროდე ტეტრარქმა შეიპყრო იოანე ნათლისმცემელი, საპყრობილეში ჩასვა და სიკვდილით დასაჯა თავისი გერის, სალომესთვის მიცემული დაუფიქრებელი ფიცის გამო.

0x01 graphic

ANDREA DEL SARTO
ღვთისმშობელი და ყრმა წმ.
ეკატერინესთან, ელისაბედთან
და იოანე ნათლისმცემელთან
ერთად.
1519, აღორძინება
ზეთი ტილოზე, 102x80 სმ
ერმიტაჟი, სანკტ-პეტერბურგი

0x01 graphic

CLOUET, Jean
ერანცისკ I პორტრეტი, როგორც
იოანე ნათლისმცემელი
1518, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი მერქანზე, 96x79 სმ.
კერძო კოლექცია

ხელოვნებაში იოანეს ორგვარად გამოსახავენ: ბავშვის სახით ყრმა ქრისტესთან ერთად წმინდა ოჯახის ამსახველ სცენებში. ეს თემა, რომელიც არ არის აღწერილი სახარებებში, პირველად აღორძინების ეპოქის იტალიურ ხელოვნებაში გვხვდება. ამ სცენებში იოანე ასაკით უფროსია ყრმა ქრისტეზე და ხელში ლერწმის ჯვარი უჭირავს. მოწიფულ ასაკში გამოსახული იოანე გამოფიტული და გამხდარია, მას ცხოველების ტყავის ტუნიკა აცვია და ასეთივე ქამარი უკეთია. შესაძლოა ხელში თაფლის ფიჭა ეჭიროს, რომელიც მკალთან ერთად მის ძირითად საკვებს წარმოადგენდა. ხშირად იოანესთან ერთად გამოსახულია კრავი, რომელიც შესაძლოა ჯვრის ფორმის ნიმბით იყოს შემკული. კრავისა და მისი თანმხლები წარწერის „Ecce Agnus Dei“ (ლათ. „ეს არის ღვთის კრავი“), პირველწყაროა იოანეს სახარება: „დაინახა მომავალი იესო და თქვა: აჰა, ღვთის კრავი“ (1:36). იოანე ნათლისმცემლის თითქმის განუყრელი ატრიბუტია გრძელი და წვრილტანიანი ლერწმის ჯვარი. ზოგჯერ მას ხელში უჭირავს ემბაზი. მხოლოდ ბიზანტიური ხელოვნებისთვისაა დამახასიათებელი იოანეს გამოსახულება ანგელოზის ფრთებით, რამდენადაც ანგელოზებიც და იოანეც ღვთის მოვლინებულები არიან. იოანეს იდეალიზირებული ტიპაჟია უდაბნოში განმარტოებული მომხიბლავი სახის ჭაბუკის გამოსახულება, რომელიც ძირითადად იტალიურ და ესპანურ ფერწერაში გვხვდება და ისიც იშვიათად. გარდა ფერწერული ტილოებისა წმინდანის ეკლესიური სახე და მისი ცხოვრების ამსახველი სცენების ხილვა შესაძლებელია უამრავ ეკლესიაში, რომლებიც მის სახელს ატარებენ.

ზაქარიას წინასწარუწყება (ლუკ 1:5-25). იოანეს დაბადების შესახებ უფლის ანგელოზმა აუწყა ზაქარიას, რომელიც იმ მომენტში ტაძარში იმყოფებოდა და კმევას ასრულებდა. ზაქარია სამსხვერპლო საკმეველთან დგას. მის წინ ანგელოზის ფიგურაა გამოსახული. იმის გამო, რომ ზაქარიამ არ დაუჯერა ანგელოზს (ელისაბედი ხანგადასული იყო), იგი დამუნჯდა. ამ ფაქტის გამოსახატავად, შესაძლოა ზაქარიას ტუჩებზე ედოს თითები.

0x01 graphic

TINTORETTO
იოანე ნათლისმცემლის შობა
დაახ. 1540, მანიერიზმი
ზეთი ტილოზე, 181x266 სმ.
ერმიტაჟი, სანკტ-პეტერბურგი

წმინდა იოანეს შობა (ლუკ 1:57-65). სცენაში გამოსახულია საწოლი ოთახი. მოხუცი ელისაბედი საწოლში წევს, მას თავს ევლებიან ბებიაქალები, იქვე არიან მეზობლები და ნათესავები. შესაძლოა ახალშობილი დედამისს ეჭიროს ხელში ან პირდაპირ იატაკზე მჯდომი მარიამ ღვთისმშობლის ხელებში იყოს გამოსახული. ბავშვისთვის მამამისის სახელი - ზაქარია უნდოდათ დაერქმიათ, მაგრამ ელისაბედმა დაჟინებით მოითხოვა ყრმის სახელი იოანე ყოფილიყო. ნიშნებით ჰკითხეს მამამისს, რომელმაც ფიცარი მოითხოვა და დაწერა: „იოანეა მისი სახელი“. შესაძლოა ზაქარია საწოლის გვერდით იჯდეს და ყრმის სახელს ფიცარზე წერდეს, თუმცა, სინამდვილეში იოანეს სახელის დარქმევა შობიდან მერვე დღეს მოხდა.

იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში (ლუკ 1:80). ამ სცენაში იოანე ეთხოვება თავის მშობლებს და მიემგზავრება უდაბნოში ანგელოზის თანხლებით. ხშირად იოანე მარტოა გამოსახული ტყეში, ჩაფიქრებულია ან ლოცულობს, ხოლო მუხლებზე კრავი უზის. XVI-XVII საუკუნეების იტალიელი და ესპანელი მხატვრები წმინდანს ხატავდნენ მომხიბლავი ჭაბუკის სახით, რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს ახალგაზრდა ქრისტე.

იოანე ნათლიმცემლის ქადაგება (ლუკ 3:1-11). იოანე დგას კლდეზე ან იმპროვიზირებულ კათედრაზე, გარს მსმენელები ახვევია და ქადაგებს. შესაძლოა მას თან ჰქონდეს გრაგნილი წარწერით „Vox clamantis in deserto“ (ლათ. „ხმა მღაღადებლისა უდაბნოში“).

0x01 graphic

BREENBERGH,
Bartholomeus
წმ. იოანე ნათლისმცემლის
ქადაგება
1634, ბაროკო
ზეთი ტილოზე
მეტროპოლიტენ მუზეუმი,
ნიუ-იორკი

0x01 graphic

PRETI, Mattia
წმ. იოანე საყვედურობს ჰეროდეს
1662-66, ბაროკო
ზეთი ტილოზე, 140x202 სმ.
ხელოვნების მუზეუმი, სევილია

0x01 graphic

FABRITIUS, Carel
თავმოკვეთილი იოანე ნათლისმცემელი
დაახ. 1640, ბაროკო
ზეთი ტილოზე, 149x121 სმ.
სახელმწიფო მუზეუმი,
ამსტერდამი

იოანე ნათლავს ხალხს (მათ 3:5-6). ნათლისმცემელი დაგას მდინარე იორდანეს ნაპირზე და თასით წყალს ასხამს მის წინ მუხლმოდრეკილ ფიგურას. სხვები ტანზე იხდიან მდინარის ნაპირზე ან წყალში შედიან.

წმიდა იოანე საყვედურობს ჰეროდეს (მარკ 6:17-20). იოანე არცხვენს ჰეროდეს თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას ცოლად მოყვანის გამო. ტეტრარქი და მისი ცოლი ტახტზე სხედან. ჰეროდეს შვილი სალომე დედის გვერდით დგას. იოანე ეუბნება ჰეროდეს: „არ გერგება შენი ძმისცოლი ცოლად“. ამის შედეგად ჰეროდემ, ჰეროდიას ჩაგონებით იოანე საპატიმროში დაამწყვდია.

ჰეროდეს ლხინი (მარკ 6:21-28). ჰეროდემ ლხინი გამართა, სადაც ჰეროდიას ქალიშვილი სალომე ცეკვავდა „და აამებდა ჰეროდესა და მის თანამეინახეებს“. ცეკვით მოხიბლულმა ჰეროდემ წინდაუხედავად აღუთქვა სალომეს ნებისმიერი სურვილის ასრულება. ჰეროდიამ, შურისძიების მიზნით, დაიყოლია თავისი ქალიშვილი ჰეროდესთვის ეთხოვა მიერთმიათ მისთვის ლანგარზე დადებული იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი. „შეწუხდა მეფე“, მაგრამ დანაპირები შეასრულა. შუა საუკუნეების ხელოვნებაში ამ სცენაში გამოსახული სალომე ასრულებს აკრობატულ მალაყს. მოგვიანებით მხატვრები ნახევრად შიშველი მოცეკვავე ქალიშვილის ფიგურის გამოსახვას ანიჭებდნენ უპირატესობას, თუმცა სინამდვილეში იგი დედიშობილა ცეკვავდა. სიუჟეტში ხშირად ფიგურირებენ მუსიკოსები, რომლებიც ფლეიტაზე და ტამბურინზე უკრავენ. ზოგჯერ სალომე მუხლებზე დგას ჰეროდეას წინ და იღებს მის ფატალურ მითითებებს ან იგი ცეკვავს, ხოლო თავს ზემოთ ლანგარზე დადებული იოანეს მოკვეთილი თავი უჭირავს.

იოანეს თავის მოკვეთა. საპატიმროს ბაღში იოანე ნათლიმცემელი მუხლებზე დგას ჯალათის პირისპირ, რომელსაც ხელში მახვილი უჭირავს. იოანეს ხელები ზურგსუკან აქვს შეკრული, შესაძლოა თვალები ახვეული ჰქონდეს. ზოგჯერ დასჯას თვალს ადევნებენ ჰეროდე და ჰეროდია, ან ჯალათი იოანეს მოკვეთილ თავს მიართმევს სალომეს, რომელსაც ხელში ლანგარი უჭირავს.

იოსები

იესოს მამობილი, რომელიც წარმოშობით მეფე „დავითის სახლისა და ტომის“ იყო, ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წმინდანია, ხოლო კათოლიკურ სამყაროში იოსების სახელის მატარებლების უსაყვარლეს მფარველს წარმოადგენს. მათეს სახარების მიხედვით იოსებს უფლის ანგელოზმა გამოუცხადა მისი ცოლის, მარიამის, სულიწმიდისგან მუცლადღების შესახებ. იოსები ფიგურირებს იესოს ყრმობისა და ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველ ზოგიერთ სცენებში. დიდი ხნის განმავლობაში, გარკვეული აპოკრიფული მოთხრობების ავტორიტეტიდან გამომდინარე, იოსებს ჭაღარაწვერებიანი მოხუცის სახით გამოსახავდნენ. იოსების გამოსახულების ეს ტიპაჟი კონტრრეფორმაციის ეპოქამდე არსებობდა. წმიდა ტერეზიას შრომების წყალობით, ამ პერიოდში იოსების კულტი ახალი მიმართულებით განვითარდა და დაიწყო მისი, როგორც დამოუკიდებელი წმინდანის, თაყვანისცემა. იოსების გამოსახულებამ მიიღო უფრო ახალგაზრდა, თუმცა მოწიფული ასაკის მამაკაცის სახე. მისი რელიგიური ხატების ხილვა ყველაზე ხშირად შესაძლებელია იტალიური და განსაკუთრებით ესპანური ხელოვნების ნაწარმოებებში. იოსების ატრიბუტებია შროშანი (უმანკოების სიმბოლო), სხვადასხვა სადურგლო იარაღები და აყვავებული წნელი ან კვერთხი. შესაძლოა იგი გამოსახული იყოს პეტრე მოციქულთან ან იოსებ არიმათიელთან ერთად.

0x01 graphic

GIOTTO di Bondone
No. 11 სცენები ღვთისმშობლის
ცხოვრებიდან:
5. მარიამის ქორწინება
1304-06, შუა საუკუნეები
ფრესკა, 200x185 სმ.

0x01 graphic

No. 9 სცენები ღვთისმშობლის
ცხოვრებიდან:
3. წნელების მიტანა ტაძარში
1304-06
ფრესკა, 200x185 სმ.
სკროვენის კაპელა, პადუა

იოსების აყვავებული წნელი. წმინდა იერონიმეს მიხედვით, ქალწული მარიამის ხელის მთხოვნელებმა მღვდელმთავარს თითო წნელი მიუტანეს ტაძარში. ნიშნად იმისა, რომ იოსები ზეცაში იქნა არჩეული მარიამის ქმრად, მის მიერ მიტანილი წნელი აყვავდა. იაკობის აპოკრიფული წიგნი მოგვითხრობს, რომ კვერთხიდან (ამ წიგნში სწორედ კვერთხზეა საუბარი) გამოფრინდა მტრედი და იოსებს თავზე დააჯდა. ჩვეულებრივ იოსები გამოსახულია კვერთხით, ზოგჯერ კვერთხზე მტრედი ზის. პრეტენდენტები ტაძარში დგანან მუხლმოდრეკილები საკურთხევლის წინ, რომელზეც წნელები (კვერთხები) აწყვია. ზოგჯერ უიღბლო საქმროები დაობენ ან ამტვრევენ თავიანთ კვერთხებს. XVI საუკუნეში ტრიდენტის საეკლესიო კრებამ დაგმო ეს თემა, თუმცა ამის შემდეგაც კვერთხი იოსების ატრიბუტად დარჩა. კვერთხი მიჩნეული იყო ქალწული მარიამის სტატუსის სიმბოლოდ, რადგან იგი განაყოფიერების გარეშე აყვავდა. ეს ისტორია ძალზე წააგავს ძველ აღთქმაში აღწერილ მოთხრობას აყვავებული აარონის კვერთხის შესახებ.

იოსების სიზმარი. მათეს სახარებაში მოთხრობილია, რომ იოსები დაამწუხრა მარიამის ორსულობამ და გადაწყვიტა მისი გაშვება. ამ დროს, სიზმარში ეჩვენა გაბრიელ მთავარანგელოზი, რომელმაც სიმართლე აუწყა. ამ სიუჟეტში იოსები თვლემს (შესაძლოა თავის სადურგლო დაზგასთან), ხოლო ჰაერში გამოსახულია ანგელოზის ფიგურა. მეორე სიზმარში ანგელოზი მოუწოდებს იოსებს ოჯახთან ერთად ეგვიპტეში გაიქცეს, რათა ჰეროდეს რისხვას გადაურჩეს.

0x01 graphic

GUIDI, Domenico
წმ. იოსების ხილვა
დაახ. 1694, ბაროკო
მარმარილო
სანტა მარია დელა ვიტორია,
რომი

0x01 graphic

RAFFAELLO Sanzio
მარიამ ღვთისმშობლის
დაწინდვა
1504, აღორძინება
ზეთი, 170x117 სმ.
ბრერის პინაკოთეკა, მილანი

იოსების სიკვდილი. აპოკრიფულ წიგნში, „დურგალი იოსების ისტორია“, აღწერილია იოსების სიკვდილის სცენა (იგი 111 წლის გარდაიცვალა). სცენაში მონაწილეობენ იესო ქრისტე, ქალწული მარიამი და ციდან დაშვებული ანგელოზი. ანგელოზს ხელში აყვავებული კვერთხი უჭირავს, ზოგჯერ გამოსახულია იოსების სადურგლო ხელსაწყოები.

ირემი

ირმის სიმბოლური მნიშვნელობას 41:1 ფსალმუნმა ჩაუყარა საფუძველი. „როგორც ირემი მიილტვის წყლის ნაკადულებისაკენ, ისე მოილტვის ჩემი სული შენსკენ, ღმერთო!“ ამრიგად, ირემი ღვთისმოშიშობისა და რელიგიური ლტოლვის სიმბოლოდ იქცა. როგორც ცნობილია, ირემი მაღალ მთაში პოულობს თავისუფლებასა და თავშესაფარს. ამ თვისებიდან გამომდინარე, შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში ეს ცხოველი განდეგილობისა და სიწმინდის სიმბოლოდაც იხმარებოდა. ზოგიერთ ემბლემაზე ირმის რქებს შორის ჯვარცმა იყო გამოსახული.

0x01 graphic

DCRER, Albrecht
პაუმგარტნერის ტრიპტიქი
(მარჯვენა კარედის დეტალი)
დაახ.1053, ჩრდილოევროპული
აღორძინება
ზეთი ცაცხვის პანოზე
ძველი პინაკოთეკა, მიუნხენი

ლომისა და არწივის მსგავსად ირემი ქვეყნის დასაბამიდან გველების დაუძინებელ მტრად ითვლება. ამ კუთხით ირემი ზეცასა და სინათლესთანაა ასოცირებული, მაშინ, როდესაც გველი წყვდიადსა და ქვესქნელთანაა გაიგივებული. ამ ბრძოლამ ირემი ბოროტებაზე გამარჯვებული ქრისტეს სიმბოლოდ აქცია.

ისარი

ისარი სიმბოლურად ის სულიერი იარაღია, რომელიც ღმერთის მსახურებისკენაა მიმართული. როგორც ომისა და სიკვდილის იარაღი, ისარი მრავალი წმინდანის გამოსახულებაში ფიგურირებს. ჩონჩხის ხელში გამოსახული ისარი და მშვილდი სიკვდილის სიმბოლოს მნიშვნელობას იძენს, როგორც ეს იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაშის აღწერილი (6:2), სადაც ამ იარაღით აღჭურვილია თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედარი.

0x01 graphic

BERNINI, Gian Lorenzo
წმ. ტერეზას ექსტაზი
1647-52, ბაროკო
მარმარილო, სიმაღლე 350 სმ.
სანტა მარია დელა ვიტორია,
კორნანოს კაპელა, რომი

უმძიმესი ტანჯვისა და უბედურებას განიცდის იობი და ღვთის მიერ დამარაცხებულ ადამიანად გრძნობს თავს, „რადგან ყოვლადძლიერის ისრები მე განმეწონენ და მათ შხამსა სვამს ჩემი სული...“ (იობ 6:4). შუა საუკუნეების პლასტიკაში, რომლებიც ამშვენებენ მრავალ არქიტექტურულ ნაგებობას, მშვილდისრიან მეომრებს იმ ცხოველებთან ერთად გამოსახავდნენ, რომლებიც ავხორცობის სიმბოლოდ ითვლებოდნენ (თხა, მამალი). როგორც ჩანს, ეს ერთიანობა უკავშირდებოდა „სიყვარულის ისარს“.

იგავი ერთი ცალი ისრისა და ისრების კონის შესახებ, სადაც ერთი ისრის გადატეხვა ძალზე ადვილია, ხოლო ისრების კონისა - შეუძლებელი, სიმბოლურად ერთობის ძალის გამომხატველია.