ლათინურ-ქართული იურიდიული ლექსიკონი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: კაპანაძე ნუნუ, კვაჭაძე მარინა
თემატური კატალოგი ლექსიკონები
წყარო: ISBN 978-9941-0-0665-4
საავტორო უფლებები: © საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
ლექსიკონის შექმნის თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
ლექსიკონის აღწერა: Latin-georgian legal dictionary / ნუნუ კაპანაძე, მარინა კვაჭაძე ; [რედ.: ლადო ჭანტურია, მანანა ტაბიძე] - თბ., 2008 : სტ. "სეზანი" - 86გვ. ; 21სმ. - (სახალხო დამცველის ბიბ-კა). -: [ფ.ა.][MFN: 133710] სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა LATIN- GEORGIAN LEGAL DICTIONARY NUNU KAPANADZE MARINA KVATCHADZE TBILISI 2008 თბილისი 2008 უაკ 81’374.26=124=353.10 კ-241 Latin-Georgian Legal Dictionary was produced in the framework of the project “Capacity Building of the Public Defender’s Office in Georgia” implemented by the Public Defender’s Office of Georgia in cooperation with the United Nations Development Programme (UNDP) and Raoul Wallenberg Institute of Human Rights and Humanitarian Law, with financial support from the Swedish International Development Cooperation Agency (SIDA). ლათინურ-ქართული იურიდიული ლექსიკონი გამოცემულია საქართველოს სახალხო დამცველის, გაეროს განვითარების პროგრამისა და რაულ ვალენბერგის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში - „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის აძლიერება“, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. შემდგენლები: ნუნუ კაპანაძე ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი მარინა კვაჭაძე სამართლის დოქტორი, პროფესორი სამართლებრივი ტერმინოლოგიის რედაქტორი: ლადო ჭანტურია პროექტის „კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა სამოქალაქო და ეკონომიკური სამართალი“ დირექტორი ბრემენის უნივერსიტეტში (გერმანია), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სტილისტ-რედაქტორი: მანანა ტაბიძე დიზაინი: ბესიკ დანელია დაბეჭდილია სტამბაში „სეზანი“



1 ავტორებისაგან

▲back to top


თანამედროვე საქართველოში იურიდიული განათლების ევროპულ საგანმანათლებლო სისტემასთან დაახლოება მოითხოვს არა მხოლოდ ახალი იურიდიული ტერმინების შემუშავება-დახვეწას, არამედ კლასიკური იურიდიული განათლებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ტერმინებისა და გამონათქვამების დაუფლებასაც. ევროპული საგიმნაზიო და საუნივერსიტეტო განათლება სავალდებულო ფორმით გულისხმობს ლათინური ენის სწავლებას. საქართველოში სასკოლო პროგრამებში ლათინური ენის კურსი საერთოდ არ არის ინტეგრირებული, უმაღლეს სასწავლებლებში კი ლათინური ენის სწავლება სათანადო დონეზე ვერ დგას. სწორედ ეს ნაკლი შეიმჩნევა დღეს იურისტთა კორპუსის მომზადებაში, როდესაც ძალიან ბევრ იურისტს სირთულეს უქმნის ევროპული იურისპრუდენციისაგან განუყოფელი ლათინური ტერმინები და გამონათქვამები.

სწორედ ამ ნაკლის აღმოფხვრის საქმეში დამხმარე საშუალებად მოიაზრება ფართოდ გავრცელებული ლათინური ტერმინებისა და გამონათქვამების იურიდიული ლექსიკონი.

ლექსიკონში შევიდა როგორც საკუთრივ იურიდიული ტერმინოლოგია, ისე ლათინური ფრაზეოლოგიური გამოთქმები, რომლებიც ხშირად გვხვდება არა მხოლოდ სამართლის მეცნიერებაში, არამედ სხვადასხვა დარგის სამეცნიერო ლიტერატურაშიც.

თუ ტერმინს ან ფრაზეოლოგიურ გამოთქმას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს, თარგმანში ჯერ მოცემულია მისი თავდაპირველი, ისტორიული, შემდეგ კი თანამედროვე მნიშვნელობები. ფრაზეოლოგიურ გამოთქმებში ბრჭყალებში მოცემულია ფრაზის პირდაპირი თარგმანი, შემდეგ კი მისი გადატანითი მნიშვნელობა. ასევე შევეცადეთ, შეძლებისდაგვარად, თარგმანში შეგვენარჩუნებინა ლათინური ფრაზის სიტყვათწყობა, რათა ლათინური ენის არმცოდნე მკითხველმაც შეძლოს თითოეული სიტყვის ინტერპრეტაცია.

ტერმინები თარგმნილია არა მხოლოდ შესატყვისობის პრინციპით, არამედ რთული ტერმინები თარგმანთან ერთად განმარტებულიცაა, რათა შესაძლებელი იყოს მათი ზუსტი შინაარსისა და გამოყენების კონტექსტის გაგება. ზოგ შემთხვევაში, იურიდიული ტერმინის მნიშვნელოვნების მიხედვით, მითითებულია ტერმინის ან გამონათქვამის პირველწყაროზე.

ავტორთა მიზანია, ლექსიკონი გამოსადეგი იყოს არა მხოლოდ იურისტებისათვის, არამედ მათთვისაც, ვისაც იურიდიული ტექსტების თარგმნა უწევს, ან ვინც, უბრალოდ, ამ სფეროთია დაინტერესებული.

ლათინური ტერმინები შერჩეულია სხვადასხვა ლექსიკონებიდან, სახელმძღვანელოებიდან, მონოგრაფიებიდან. ლათინურ ტერმინებთან ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის მისადაგებისას უმთავრესად ვხელმძღვანელობდით აკად. თ.წერეთლის რედაქტორობით მომზადებული ლექსიკონით - „იურიდიული ტერმინოლოგია“, თუმცა ვიშველიებდით თანამედროვე იურიდიულ ლიტერატურასაც.

ლათინურ-ქართული იურიდიული ლექსიკონი გამოცემულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დახმარების პროექტის ფარგლებში, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (SIDA) და რაულ ვალენბერგის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით.

მადლობას მოვახსენებთ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA), რაულ ვალენბერგის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ინსტიტუტს და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP). ასევე მადლობას ვუხდით მაქს პლანკის შედარებითი სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტს (გერმანია) ლიტერატურის მოძიებაში გაწეული დახმარებისათვის.

2 FROM AUTHORS

▲back to top


Latin Terminology and phrasal expressions are inseparable part of legal sciences and legal discourse. For that reason the legal education implies mastering of the Latin legal terms and phrases. Different sorts of dictionaries, including dictionaries of the most popular Latin legal terms and expressions serves as an additional tool in achieving the mentioned aim. During last period in Georgia there was no publication of such a kind and the present dictionary is only one step towards the elimination of this lack.

The Dictionary includes legal terms and phrasal expressions, commonly used not only in legal sciences but they have a wide circulation in scientific literature of various branches as well. The terms have exact translations in the dictionary. The complex terms are defined as well, in order to facilitate the understanding of its exact meaning and usage context. In certain cases, due to the importance of the legal term or phrase, the reference is made to the initial source.

We have been motivated by the idea that the dictionary shall be useful not only for the persons practicing law but even for those occupied by translation of legal texts, or those who are simply interested in the subject.

The authors express deep gratitude to Swedish International Development Agency (SIDA), Raoul Wallenberg Institute of Human Rights and Humanitarian Law, the UNDP.

The authors also express their gratitude to the the Max Plank Institute of Comparative Law and International Criminal Law (Germany) for the assistance and making available access to all the literature. The opinions expressed herein are the authors´ own und do not express the views of RWI, UNDP and Sida

3 წარმოთქმის წესები

▲back to top


1. ) ხმოვნები

ორ ხმოვანს, რომლებიც ერთი მარცვლის ან ერთი ბგერის მსგავსად წარმოითქმის, დიფთონგი ეწოდება.

ae წარმოითქმის, როგორც[ε]

oe წარმოითქმის, როგორც[ø]

au წარმოითქმის, როგორც[aγ]

თუ ae და au წარმოითქმის ცალ-ცალკე, როგორც ორი დამოუკიდებელი ხმოვანი ბგერა, მაშინ მეორე ასოს თავზე აქვს ორი წერტილი ან ხანგრძლივობის აღმნიშვნელი ნიშანი (-): aër - ჰაერი; poeta - პოეტი.

2. ბ) თანხმოვნები

c ხმოვნების e-ს და i-ს წინ, შესაბამისად ae, oe, y -ს წინ წარმოითქმის როგორც [c], მაგ.: civis, celer, დანარჩენ შემთხვევებში კი, როგორც [k], მაგ.: communis. (რომაელები ყველა შემთხვევაში ც-ს წარმოთქვამდნენ, როგორც [k]-ს ).

ti წარმოითქმის, როგორც [ci]: ratio

ti წარმოითქმის, როგორც [ti]:

1) s, t, x -ის შემდეგ. მაგ.: bestia

2) უცხოურ სიტყვებში: Miltiades

3) როდესაც ti მარცვალში [ i:] გრძელი ხმოვანია, მაგ.: totius

ngu ხმოვნების წინ წარმოითქმის, როგორც [ngv]: lingua

su წარმოითქმის, როგორც [sv] სიტყვებში: suadeo - გირჩევ, suavis - სასიამოვნო,

suesco - ვეჩვევი, და მათგან წარმოებულ სიტყვებში.

qu წარმოითქმის, როგორც [kv]: aqua

ch წარმოითქმის, როგორც [x] უმეტესად ბერძნულიდან ნასესხებ სიტყვებში
ph წარმოითქმის, როგორც [f] უმეტესად ბერძნულიდან ნასესხებ სიტყვებში

th წარმოითქმის, როგორც [t] მხოლოდ ბერძნულიდან ნასესხებ სიტყვებში
rh წარმოითქმის, როგორც [r] მხოლოდ ბერძნულიდან ნასესხებ სიტყვებში

s წარმოითქმის, როგორც [z]

4 ხმოვნების სიგრძე-სიმოკლე

▲back to top


ლათინურ ენაში ხმოვნები შეიძლება იყოს მოკლე (სიმოკლის ნიშანი˘) და გრძელი (სიგრძის ნიშანიˉ)

გრძელი ხმოვანი ორჯერ უფრო გრძლად წარმოითქმოდა, ვიდრე მოკლე, მაგრამ დღეს კითხვისას ამ წესს არ იცავენ. თუმცა ზოგ შემთხვევაში (მაგ., მახვილის სწორად დასმის მიზნით ლათინური ლექსების კითხვის დროს) აუცილებელია იმის ცოდნა, მარცვალი მოკლეა თუ გრძელი.

ამასთან უნდა გავითვალისწინოთ:

1) ხმოვანი ხმოვნების წინ მოკლედ ითვლება;

2) დიფთონგები ყოველთვის მოკლეა;

3) ხმოვანი თანხმოვნის წინ შეიძლება იყოს გრძელი; თუმცა თუ ხმოვან ბგერას ოჰყვება მუნჯი ბგერა ნარნარასთან (muta cum liquida), მაშინ ხმოვანი ეიძლება მოკლეც იყოს;

4) ხმოვანი ერთი თანხმოვნის წინ შეიძლება იყოს მოკლე, ან გრძელი.

5 მახვილი

▲back to top


ორმარცვლიან სიტყვებში მახვილი პირველ მარცვალს მოუდის. მრავალმარცვლიან სიტყვებში მახვილი მოუდის ბოლოს წინა მარცვალს, თუ იგი გრძელია, და ბოლოდან მესამე მარცვალს, თუ ბოლოს წინა მარცვალი მოკლეა (ბოლოდან მესამე მარცვლის სიმოკლე ამ შემთხვევაში ხელს არ უშლის მის მახვილიანობას): ამიტომ იკითხება: pérvenit, magram pervenit. luna, rátio, indústria, dokuméntum, orátor, móbilis

6 A

▲back to top


ab aeterno - მარად; უხსოვარი დროიდან

ab agendo - უფლებაჩამორთმეული, სამართალუუნარო

abandum - მოძრავი ქონება, რომელიც ჩამორთმეულია ან რომელზეც დაკარგულია უფლება

ab antiquo - უძველესი დროიდან

abdicatio tutelae - მეურვის უარი ვალდებულებების შესრულებაზე

aberratio ictus - მოქმედების გადახრა: დამნაშავე გამიზნული პირის ან ობიექტის ნაცვლად სხვა პირის ან ობიექტის მიმართ ჩადის დანაშაულს. არ უნდა აირიოს ცნებაში „ერრორ ინ პერსონა“.

ab initio - იმთავითვე

ab initio mundi - დასაბამიდან, მას შემდეგ, რაც სამყარო არსებობს; უხსოვარი დროიდან

ab invito - საკუთარი ნების წინააღმდეგ

abolitio legis - კანონის გაუქმება

abrogatio legis - კანონის გაუქმება სხვა კანონის მიღებით

absolutio - გათავისუფლება; გამართლება

absolutio ab instantia - „ეჭვის ქვეშ დატოვება“; სამოქალაქო სამართალში სარჩელზე უარის თქმა საპროცესო მოთხოვნების დარღვევის გამო, ხოლო სისხლის სამართალში - გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მტკიცებულებების არარსებობის გამო

absolvitor - გამამართლებელი განაჩენი

abyssus abyssum invocat - ერთ შეცდომას მეორე მოსდევს

actio - მოქმედება, პრეტენზია, სარჩელი, სარჩელის უფლება; სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა რომის სამართალში. ზოგადად მხოლოდ გარკვეული მოთხოვნების (პრეტენზიების) წარდგენა შეიძლებოდა.

actio bonae fidei - კეთილსინდისიერი სარჩელი (თ.წერეთელი); კეთილსინდისიერი ქმედება

actio contraria - შეგებებული სარჩელი; ორმხრივი ხელშეკრულების ერთი მონაწილის საპასუხო მოთხოვნა მეორე მონაწილის მიმართ

actio in personam - სარჩელი (ვალდებული) პირისადმი, ვალდებულებითი სარჩელი (თ.წერეთელი); ვალდებულებითი სამართლებრივი მოთხოვნიდან გამომდინარე სარჩელი

actio in rem - სანივთო სარჩელი (თ.წერეთელი); სანივთო მოთხოვნიდან გამომდინარე სარჩელი

actio libera in causa - მიზეზთავისუფალი მოქმედება (თ. წერეთელი) დამნაშავემ დანაშაული ჩაიდინა არსებითად შეურაცხად მდგომარეობაში (მაგ. დააზიანა ნივთი ან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა სხეულის დაზიანება მიაყენა პირს; მშობლები შვილს ახრჩობენ მძინარე მდგომარეობაში), მაგრამ მან შეურაცხად მდგომარეობაში აღმოჩენამდე გაითვალისწინა (განზრახვა) ან მას შეეძლო გაეთვალისწინებინა (დაუდევრობა), რომ იგი ამ დანაშაულს ჩაიდენდა.

actio malae fidei - არაკეთილსინდისიერი სარჩელი (თ.წერეთელი)

actio negatoria - ნეგატორული სარჩელი. მფლობელი მესაკუთრის სარჩელი საკუთრების ხელმყოფის წინააღმდეგ: ქონება სხვა ფორმით (არა კონფისკაციის ან ჩამორთმევის გზით) ზარალდება (მაგ., სხვისი მფლობელობის დარღვევა).

actio personalis moritum cum persona - პირადი სარჩელი პირთან ერთად კვდება

actio popularis - საზოგადოების სახელით სარჩელის შეტანა სასამართლოში.

actio pro socio - ერთი პარტნიორის (კომპანიონის) სარჩელი სხვა პარტნიორის ან სხვა მესამე პირების წინააღმდეგ საზოგადოების (კომპანიის) ინტერესებიდან გამომდინარე: ცალკეულ პარტნიორს (კომპანიონს, მეწილეს) შეუძლია სხვა პირებს წაუყენოს მოთხოვნა, რომელიც ყველა პარტნიორის (კომპანიონის/მეწილის) ერთობლივ კომპეტენციას წარმოადგენს. მოთხოვნა შეიძლება წარდგენილ იყოს საკუთარი სახელით, მაგრამ კომპენსაცია მოთხოვნილი უნდა იყოს მთლიანად საზოგადოების სასარგებლოდ.

actio recta non erit, nisi recta fuerit voluntas - ქმედება არასწორია, თუ მისი განზრახვა არასწორი იყო

accipere quam facere praestat iniuriam - უკეთესია უსამართლობა აიტანო, ვიდრე უსამართლობა ჩაიდინო (ციცერონი, საუბრები ტუსკულუმში)

actor incumbit probatio, reus excipiendo fit actor - მტკიცება მოსარჩელეს ეკისრება, მიგება მოპასუხეს მოსარჩელედ გადააქცევს

actore non probante reus absolvitur - თუ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, მოპასუხე თავისუფლდება

actus contrarius - საპირისპირო მოქმედება. იურიდიული მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს პირვანდელი სამართლებრივი მოქმედების საპირისპირო მოქმედებას.

actus Dei - ღვთის ქმნილება; ბუნების ძალების უჩვეულო და მოულოდნელი გამოვლენა, რომელსაც ადამიანი ვერ გაუწევს წინააღმდეგობას

actus Dei nemini est damnosus (facit in juriam) - ღვთის ქმედება არასოდეს არღვევს ვისიმე უფლებას

actus fictus in fraudem legis - ფიქტიური ქმედება კანონის გვერდის ავლით

actus juridis - იურიდიული მოქმედებანი

actus non facit reum, nisi mens sit rea - მოქმედება ვერ აქცევს ბრალეულად, თუ ზრახვა არ არის ბრალეული

actus reus - „ბრალეული დანაშაული“. დანაშაული, რომელიც ჩადენილია განზრახ; დანაშაულის შიდა ელემენტი

A.D. - შემოკლ. Anno Domini - უფლის წელს, ქრისტეს დაბადებიდან

addiction - მისჯა; მიკუთვნება

ad culpa - დანაშაულის ჩადენამდე

ad curiam - სასამართლოს წინაშე

ad finem lites - სარჩელის დასასრულს

adhibere vim - ძალის გამოყენება

ad hoc - მხოლოდ ამისათვის, მხოლოდ ამ შემთხვევისათვის (სპეციალური)

ad idem facit - ეს იმავეს ნიშნავს

ad impossibilia lex non cogit - კანონი შეუძლებელს არ ითხოვს

ad int., and interim - ამასობაში; დროებით

adire in jus - მიმართო დახმარებისათვის კანონს; მიმართო სასამართლოს

adjudicatio - სასამართლო გადაწყვეტილება, სასამართლო ტიტულის განსაზღვრა სასამართლო გადაწყვეტილების მეშვეობით; მოსამართლის გადაწყვეტილება საერთო ქონების გაყოფის თაობაზე

ad judicium - სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ad legem - კანონით

ad literam - სიტყვასიტყვით

administratores - მმართველები

ad notanda - უნდა აღინიშნოს

ad notata - შენიშვნა

ad perpetum - მარად

ad referendum - შემდგომი განხილვისთვის გადადება

ad rem - საქმეზე

ad section (ads) - ვინმეს შუამდგომლობით

ad vocem - უნდა აღინიშნოს

ad spem veniae - შეწყალების იმედით

aequitas - თანასწორობა (კანონის წინაშე), მიუკერძოებლობა

aequum est ne minem cum alterius detrimento et injuria fieri locupletiorem - სამართლიანობა მოითხოვს, რომ არავინ გამდიდრდეს სხვის ხარჯზე და უმართებულოდ

aetas legitima - სრულწლოვანება იუსტინიანეს კოდექსის მიხედვით: ოცდახუთი წელი

aetas volat - დრო სწრაფად გარბის

affirmanti incubit probation semper necessitas probandi incumbit ei, qui agit - დასაბუთება მას მართებს, ვინც ამტკიცებს

alea iacta est! - წილი ნაყარია (იულიუს კეისარი)

alta sedent civilis vulnera dextrae - სამოქალაქო ომით გამოწვეული ჭრილობები ღრმაა (ლუკანი)

alibi - ალიბი: ბრალდების უარყოფა მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს არ იმყოფებოდა იქ, სადაც დანაშაული მოხდა

alienatio - გასხვისება

lieno nominee - სხვისი სახელით

aliunde - სხვა წყაროდან

allocatur - ნებადართულია

alta prodicio - სახელმწიფო ღალატი

alter ego - სხვა მე; მე სხვაში; ჩემი წარმომადგენელი

alter idem - სხვა ასეთივე

altera pars - სხვა, მეორე მხარე

alternatum - ურთიერთშენაცვლებით

altum mare - ღია ზღვა

aliud - სხვა, ე.ი. ხელშეკრულებით არ შეთანხმებული, ნივთი. მნიშვნელოვანია ყიდვისას: ამ შემთხვევაში ეჭვი შეიძლება დაიბადოს შეცდომით მიწოდებული ნივთისა (ნივთის ნაკლებობის შედეგით) და რაიმე გაუყიდავი ნივთის მიწოდების (შეუსრულებლობის შედეგით) გამიჯვნის თაობაზე, განსაკუთრებით ე.წ. გვარეობითი ნივთების ყიდვა-გაყიდვისას.

amicus certus in re incerta cernitur - ნამდვილი მეგობარი გაჭირვებაში შეიცნობა

amicus curiae - „სასამართლოს მეგობარი“ - წარმოადგენს არა სასამართლოს მხარეს, არამედ პირს, რომელიც საკუთარი ინიციატივით სთავაზობს ინფორმაციას კანონის შესახებ ან საქმის სხვა ასპექტებზე, რაც ეხმარება სასამართლოს საქმის გადაწყვეტაში

ancipitis usus - გროციუსი ნაშრომებში საერთაშორისო სამართლის შესახებ აღნიშნავს სამშვიდობო ურთიერთობების შენარჩუნების საეჭვო სარგებლიანობას

angaria - იძულებითი მსახურება, სამსახური მთავრობის სასარგებლოდ, რომელსაც სასჯელის სახით იხდიან

animo - მიზნით, განზრახვით

animo cancelandi - უარის თქმის ან გაუქმების განზრახვით

animo capiendi - აღების განზრახვით

animo donandi - საჩუქრის მირთმევის განზრახვით

animo et actio - აზრითა და საქმით

animo et corpore - სულითა და სხეულით; სულით ხორცამდე

animo et facto - განზრახვაც და ფაქტიც

animo felonico - დანაშაულებრივი განზრახვით

animo furandi - მოტაცების განზრახვით, მიზნით

animo lucrandi - სარგებლის მიღების მიზნით, ანგარების მიზნით

animo (animus) possidendi - ხელში ჩაგდების მიზნით, მფლობელობის განზრახვა

animus auctoris - ამსრულებლის/დამნაშავის განზრახვა (მნიშვნელოვანია დამნაშავისა და თანამონაწილის გასამიჯნად სისხლის სამართალში)

animus injuriandi - შეურაცხყოფის განზრახვა

animus necandi - მკვლელობის განზრახვა

animus quo - განზრახვა, რომლითაც დანაშაული იქნა ჩადენილი

animus restituendi - დაბრუნების განზრახვა

animus signandi - ხელმოწერის განზრახვა

animus socii - თანამონაწილის განზრახვა

anni currentis (a.c.) - მიმდინარე წლისა

ante bellum - ომამდე

ante factum - ფაქტამდე; ადრე ჩადენილი ქმედება

ante litem - საქმის განხილვის დაწყებამდე

antinomia - რეალური ან მოჩვენებითი წინააღმდეგობა კანონში

antithetarius - პირი, რომელიც ცდილობს თავიდან აიცილოს სასჯელი დანაშაულის გამო, დებს რა ბრალს ამ დანაშაულში თავისსავე ბრალმდებელს

apertum factum - დაუფარავი, აშკარა ქმედება

apex juris - უკიდურესი ვითარება ან ფაქიზი საკითხი

applicatio est vita regulae - წესი იმისათვის არსებობს, რომ გამოიყენო

apprenticii ad legem - მოწაფეები, სტუდენტები, სტაჟიორები, რომლებიც სამართალს ეუფლებიან გამოცდილი იურისტების ხელმძღვანელობით

apprenticius ad barra - სტუდენტი, რომელიც ადვოკატის პროფესიისათვის ემზადება

a priori - მომავლიდან; იქიდან, რაც მოგვიანებით გაირკვა (ა პრიორი არგუმენტირება - არსებული ფაქტებიდან დასკვნების გამოტანა იმის თაობაზე, რომ ამ ფაქტებიდან აუცილებლად წარმოიქმნება სხვა ცნობილი ფაქტები)

apud pares - თანასწორთა წინაშე

arbitrium - სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის გამოტანისას მოსამართლე, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი სინდისით ხელმძღვანელობდა; სამედიატორო სასამართლოს გადაწყვეტილება

arbitrium est judicium - სამედიატორო გადაწყვეტილება განაჩენია

argentum Dei - „ღვთიური ფული“: ბე, რომლის გადახდაც გარიგებას ამაგრებდა

arguendo - ილუსტრაციული ხასიათის თანმდევი შენიშვნა (მოსამართლის გამოსვლაში)

argumentum e contrario - დასკვნა/მტკიცებულება საპირისპიროდან

argumentum ex silencio - დუმილიდან გამომდინარე მტკიცებულება

argumentum a simili - მტკიცებულება ანალოგიით

assesores - მოსამართლის მრჩევლები

asimile - ანალოგიით

assisa generalis - გენერალური ასიზები: პარლამენტის ძველი სახელწოდება

attentat, attentate - მოსამართლის შეუფერებელი ქმედება აპელაციის მოლოდინში მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე

audiatur et altera pars - მეორე მხარესაც უნდა მოუსმინონ

audiendo et terminado - მოისმინო და გადაწყვიტო

7 B

▲back to top


banci naratores - მხარეები სასამართლოს წინაშე

bella detesta matribus - ომები საშინელებაა დედებისათვის (ჰორაციუსი)

bella, horrida bella - ომები, საშინელი ომები (ვერგილიუსი)

bella matribus detestata - დედების მიერ დაწყევლილი ომები (ჰორაციუსი)

bello parta - ომის ნადავლი

beneficium abstinendi - უარის პრივილეგია; მემკვიდრის უფლება ან პრივილეგია, უარი თქვას მემკვიდრეობაზე

beneficium divisionis - გაყოფის უფლება

beneficium inventarii - მემკვიდრეობის აღწერის უფლება

billa vera - „ბრალდება სწორია“: ნაფიც მსაჯულთა კოლეგიის მიერ საბრალდებო დასკვნის დამადასტურებელი ფორმულა, რომელიც სასამართლოსათვის გადაცემის საკითხს წყვეტს

bona - ქონება

bona fides - კეთილსინდისიერება, ნდობა და რწმენა

bonae fidei possessio - კეთილსინდისიერი ფლობა

bona immobilia - უძრავი ქონება

bona mobilia - მოძრავი ქონება

bona notabilia - მოძრავი ქონება, რომელსაც გარკვეული ღირებულება აქვს

bona patria - ნაფიცთა კოლეგია, რომელიც თანამემამულეების ან მეზობლებისაგან შედგება

bona peritura - მალფუჭებადი ქონება

brevi manu traditio - მოძრავ ნივთებზე საკუთრების გადაცემის ფორმა: შემძენი უკვე ფლობს გასხვისებულ ნივთს. ამიტომ ნივთის გადაცემა, რაც აუცილებელია საკუთრების წარმოშობისთვის, არ ფიგურირებს.

brevia formata - სასამართლო დანაწესები

bulla - ბეჭედი, რომელსაც იყენებდნენ რომის იმპერატორები ან რომის პაპები

8 C

▲back to top


caeteris paribus - სხვა თანაბარ პირობებში

camera stellata - ვარსკვლავთა პალატა (სასამართლო ინგლისში, რომელიც ნაფიც მსაჯულთა გარეშე განიხილავდა საქმეებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულობების შესახებ)

capias - სასამართლოს ბრძანება, რომლის აღსრულება ხდება ერთ შემთხვევაში მოპასუხის ქონების, სხვა შემთხვევაში კი თვით მისი დაპატიმრების გზით

capias ad respondendum (Semokl.ca. resp) - სასამართლოს ბრძანება სამოქალაქო სარჩელის გამო მოპასუხის დაპატიმრების და დათქმულ დღეს სასამართლოში წარდგენის შესახებ

capias ad satisfaciendum (შემოკლ.ca. sa.) - სასამართლოს ბრძანება მოვალის დაპატიმრებისა და ვალის გადახდამდე საპატიმროში მისი მოთავსების შესახებ

capias (capitur) pro fine - სასამართლოს ბრძანება იმ პირის დაპატიმრების შესახებ, რომელმაც არ გადაიხადა მასზე დაკისრებული ჯარიმა

capias utlagatum - სასამართლოს ბრძანება სამოქალაქო საქმის გამო იმ მოპასუხის დაპატიმრების შესახებ, რომელიც სასამართლოს დაემალა და კანონგარეშედ გამოცხადდა

capitis diminutio - „სამოქალაქო სიკვდილი“: სამოქალაქო უფლებაუნარიანობის დაკარგვა.

capitula - კანონები და ორდონანსები, დალაგებული გარკვეული სათაურის ან რუბრიკის მიხედვით

capus lupus, caput lupinum - „მგლის თავი“: კანონგარეშე გამოცხადებული ადამიანი

caput genere lupinum - „მგლის თავის ტარება“: კანონგარეშე გამოცხადებული ადამიანი (ეს ნიშნავდა, რომ ყველას შეეძლო ამ ადამიანისთვის მგელივით თავში ერტყა, თუ იგი დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევას შეეცდებოდა)

carpe diem, quam minimum credula postero - არ გაუშვა დღე, ნუ ენდობი ხვალინდელ დღეს (ჰორაციუსი, ჩარმენ (Ode) 1,11,8.)

carum est, quod rarum est - ძვირია, რაც იშვიათია

castellum valvicus - მცირე სიმაგრის სახის დასახლებული ადგილი, სოფელი ძველ რომში

caveat emptor - ვაჭარი ფრთხილად უნდა იყოს

ceterum censeo Carthaginem esse delendam - ზოგადად იმ აზრისა ვარ, რომ კართაგენი უნდა დაინგრეს (უფრო ზუსტად: ვაყენებ მოთხოვნას, რომ კართაგენი დაინგრეს (კატონ უფროსი)

civis romanus sum - მე რომის მოქალაქე ვარ

casualiter - შემთხვევით, არაგანზრახ

casu consimili - მსგავს შემთხვევაში

casus belli - შემთხვევა, რომელიც ომის მიზეზი ხდება

casus a nullo praestontur - შემთხვევითობისთვის (კაზუსისთვის) არავინ აგებს პასუხს

casus - საქმე, შემთხვევა, მოვლენა

casus fortuitus - შემთხვევითი მოვლენა; გაუთვალისწინებელი შემთხვევა

casus major - უჩვეულო მოვლენა

casus omissus - შემთხვევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული კანონში

Catonianna regula - რომის სამართლის ნორმა იმის თაობაზე, რომ დროის გასვლა ნამდვილად (ე.ი. იურიდიული ძალის მქონედ) არ გადააქცევს იმას, რაც არ იყო ნამდვილი

causa - მიზეზი; საქმე; სამართლებრივი საფუძველი; მოსაზრება.

causa belli - ომის მიზეზი

causa causae est causa causati - მიზეზის მიზეზი არის შედეგის მიზეზი

causa causens - არსებითი მიზეზი

causa impotentia - შეუძლებლობის გამო

causa mortis - სიკვდილის მოლოდინში

causa proxima, remota - უახლოესი, შორეული მიზეზი

causa qua supra - ზემოთ მითითებული მიზეზის გამო

causa rei - ნივთის შენამატი, საკუთვნელი ან ნაყოფი

causa turpis - ქვენა ან ბოროტი განზრახვით, მოტივით

cautio - უზრუნველყოფა

cautio judicatum solvi - გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველყოფა

cautio pro expensis - ხარჯების უზრუნველყოფა

caveat actor - მოქმედი მოქმედებს საკუთარი რისკით

caveat emptor - მყიდველი მოქმედებს საკუთარი რისკით

caveat venditor - გამყიდველი საკუთარი რისკით მოქმედებს

cedunt arma togae - „დაე, იარაღმა ადგილი ტოგას დაუთმოს“: დაე, ომი მშვიდობამ შეცვალოს

censor - რომის მაგისტრატი, რომელიც განაგებდა მიმოწერას, ასევე საქმეებს, რომლებიც დაკავშირებული იყო საზოგადოებრივ მორალსა და სახელმწიფო ფინანსებთან

censuere - რომის სენატის გადაწყვეტილება ან დეკრეტი

conditio sine qua non - აუცილებელი წინაპირობა

consuetudo (quasi) altera natura - ჩვეულება ადამიანის მეორე ბუნებაა (ციცერონი)

contra receptam opinionem - გაბატონებული მოსაზრების წინააღმდეგ

cesionario - უფლებამონაცვლე, ცესიონარი

cesante causa, cessat effectus - მიზეზის გაქრობასთან ერთად ქრება შედეგიც

cesset executio - ბრძანებულება აღსრულების შეჩერების თაობაზე

cesset processus - ბრძანებულება პროცესის შეჩერების თაობაზე

cessio - ცესია, დათმობა

cessio bonorum - გადახდისუუნარო მოვალის უფლება, გადასცეს მევალეებს თავისი ქონება და ამგვარად დაიხსნას თავი ციხისა და პატივის აყრისაგან

cessio legis - მოთხოვნის გადასვლა კანონის ძალით: განკარგულება მოთხოვნის გადასვლაზე მიიღება სამართლებრივი ნორმით იმ შემთხვევებისაგან განსხვავებით, როცა მოთხოვნა გარიგების საფუძველზე გადადის

charta communis - ხელშეკრულება, დადებული ორი მხარის მიერ; ორმხრივი ხელშეკრულება

charta partita - საფრახტო კონტრაქტი, ჩარტერპარტია

circuitus est evitandus - საქმის ზედმეტად გაჭიანურებას თავი უნდა აარიდო

circa - დაახლოებით

circumstantibus - უცხო პირები, რომლებიც საქმის განხილვისას სასამართლო დარბაზში იმყოფებიან

citatio est de jure naturali - სასამარ თლოში გამოძახება ბუნებრივი უფლებაა

citato loco - ციტირებულ ადგილზე, იქვე

civis - მოქალაქე

civitas - სახელმწიფო ან მთავრობა

clausula derogatoria - პირობა, მოანდერძის მიერ ფარულად ჩართული ანდერძში, რომელშიც მოცემულია დათქმა, რომ მოგვიანებით შედგენილი ანდერძი, სადაც ეს პირობა არ იქნება, ბათილია

clausulae inconsuetae semper inducunt suspicionem - უჩვეულო პირობები ყოველთვის ეჭვს ბადებენ

clausula quae abrogationem excludit ab initio non valet - დათქმა, რომელიც კრძალავს უარს, იმთავითვე ბათილია

clausula rebus sic stantibus - გარემოებათა უცვლელობის დათქმა ხელშეკრულების მხარეების მოლოდინი, რომ მიმართება ვალდებულების შესრულებასა და საპასუხო შესრულებას შორის მნიშვნელოვნად არ შეიცვლება ხელშეკრულების მოგვიანებით შესრულებამდე, მაგ., გაუთვალისწინებადი მაღალი ინფლაციის გამო

cogitationis poenam nemo pacitur - აზრისთვის, განზრახვისთვის არავინ ისჯება

cogito ergo sum - ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ (დეკარტეს ფილოსოფიის უმთავრესი დებულება)

cognatus - სისხლით ნათესავი

cojudices - მოსამართლის თანაშემწეები

colatio signorum - ბეჭდების შედარება იდენტიფიკაციის მიზნით

collegia - წოდებრივი ან პროფესიული გაერთიანებები

collibum - ფულის გაცვლა; სავალუტო კურსი

comitas gentium - საერთაშორისო თავაზიანობა

comitas inter communitatis - საერთაშორისო თავაზიანობა; სახელმწიფოთა მიერ სხვა ქვეყნის უფლებებისა და ჩვეულებების აღიარება

commercial belli - მეომარ მხარეთა მოლაპარაკება

commercium jure gentium commune esse debit et non in monopolium et privatum paucorum quaestum converdentum - საერთაშორისო სამართლის მიხედვით ვაჭრობა უნდა იყოს საყოველთაო და არ გადაიზარდოს მონოპოლიად და კერძო მოგების წყაროდ ბევრისათვის

commodum - სარგებელი (ნაცვალი), უფრო ზუსტად: კომპენსაციის მოთხოვნა. თუ მოვალე ვერ ასრულებს ვალდებულებას მევალის მიმართ, ასეთ შემთხვევაში მევალე იღებს კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას, მაგ., მოვალის სადაზღვევო თანხის მიღების უფლება, რომელსაც მოვალე მიიღებდა მზღვეველისაგან. ამდენად, მევალეს შეუძლია თავდაპირველი ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ მოითხოვოს კომპენსაციის გაცემა მასზე.

commodum ex injuria non oritur - უპირატესობა ან სარგებელი არ შეიძლება გამომდინარეობდეს იურიდიული უფლების დარღვევიდან

commune bonum - საერთო სიკეთე, საყოველთაო კეთილდღეობა

communi dividundo - სარჩელი იმ ქონების გაყოფის შესახებ, რომელიც არის ერთობლივ მფლობელობაში

communio bonorum - ქონების ერთობლივი ფლობა

communis opinio (doctorum) - საერთო მოსაზრება, შეხედულება (მეცნიერთა)

comminis scriptura - ერთობლივი დოკუმენტი; ხელშეკრულება

communis stirpes - ერთი და იმავე წარმომავლობის პირები; საერთო წინაპრისაგან წარმომავლობა

comparatio literarum - ასოების (ხელნაწერის) შედარება

compendium - მოგება: შემოკლება; მოკლე კურსი (სასწავლო საგნისა)

compendia sunt dispendia - უმოკლესი გზა ყველაზე გრძელია

compensatio - შემხვედრი მოთხოვნების ჩათვლა, გაქვითვა

competit assisa - არსებობს სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი; არსებობს სარჩელის საფუძველი

compos mentis - სრულ გონებაზე

compos sul - აკონტროლებს თავის ქმედებებს

concessio - დათმობა; საჩუქარი

concessor - მჩუქებელი

concursus accidentalis - შემთხვევითი თანამონაწილეობა

condictio indebiti - სარჩელი შეცდომით დაკარგული ქონების დაბრუნების თაობაზე

conditio ob iniustam causam - სარჩელი იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც მიიღო შესრულება კანონით გათვალისიწინებული აკრძალვის მიუხედავად

conditio sine qua non - „პირობა, რომლის გარეშეც არ არსებობს“: აუცილებელი პირობა. მნიშვნელოვანია კაუზალობის, მიზეზობრიობის გადასასინჯად სისხლის სამართალში: დამნაშავეს თავისი ქმედების შედეგი მხოლოდ მაშინ მიეწერება, თუ შეუძლებელია ამ ქმედების ისე მოაზრება, რომ მას არ მოჰყოლოდა შედეგი.

condiciones juris - სამართლებრივი პირობები; მათ ერთმანეთისაგან განასხვავებენ იმის მიხედვით, თუ რაზეა დამოკიდებული პირობასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგი - ფაქტობრივ მოვლენაზეა თუ სამართლებრივ ნორმაზე

condominium - კონდომინიუმი, საერთო საკუთრება

conjectio clause - საქმის გადმოცემა

conjuratio - შეთქმულება

conpossessio - ერთობლივი ფლობა

consensus - შეთანხმება, განსაკუთრებით მოსაზრებების; საერთო მოსაზრება; საერთო აზრამდე მისვლა

consensus ad idem - თანხმობა ერთსა და იმავეზე; თანხმობა განზრახულობებზე, რის გარეშეც ხელშეკრულება ვერ განხორციელდება

consensus facit jus - „თანხმობა ქმნის სამართალს“, ე.ი. მხარეები შეთანხმების გზით თავად ქმნიან სამართალს

consensus omnium - ყველას თანხმობა

consentire videtur qui tacet - ის, ვინც დუმს, ითვლება, რომ თანახმაა; დუმილი თანხმობის ნიშანია

conservatoris pacis - მშვიდობის დამცველნი, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველნი

consideration curiae - სასამართლო განხილვა

consilium - დღე, რომელიც საკითხის განხილვის ან მოსმენისთვისაა გა- მოყოფილი

constat - აშკარაა; უდავოა ცონსტიუტიო - კონსტიტუცია; დადგენა; დაწესება

constitutiones - რომაელი იმპერატორების აქტები, რომელთაც ისინი კანონის ძალას ანიჭებდნენ; რომის პაპებისა და გერმანელი იმპერატორების აქტები ფეოდალიზმის პერიოდში

construction legis non facit injuriam - კანონის განმარტება არ განაპირობებს დარღვევას

consuetudo est altera lex - ჩვეულება სამართლის ნაირსახეობაა

contra - წინააღმდეგ

contracausator - პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა

contraescritura - საიდუმლო დოკუმენტი, ხელმოწერილი ხელშეკრულების მხარეების მიერ, რომელიც მიზნად ისახავს სახელშეკრულებო პირობების შეცვლას ან მოდიფიცირებას

contra formam statuti - კანონის ფორმების წინააღმდეგ

contra omnes gentes - ყველა ადამიანის წინააღმდეგ

contra pacem - მშვიდობის წინააღმდეგ

contraplacidum - მხარის რეპლიკა სასამართლოში

contrapositio - სასამართლოსათვის მიმართვა წარდგენილი ბრალდების საპასუხოდ

contra receptam opinionem - გაბატონებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ

contra tabulas - დოკუმენტის წინააღმდეგ

contra vim mortis non est medicamen in hortis - სიკვდილის საწინააღმდეგო მედიკამენტი არ არსებობს

contumax - კანონგარეშე გამოცხადებული

convalescere - ნამდვილი

convention facit legem - შეთანხმება წარმოქმნის სამართალს (ე.ი. კანონი ავალდებულებს მხარეებს, შეასრულონ ის, რაზეც ისინი დათანხმდნენ)

convicium - შეურაცხყოფა, ცილისწამება

copia vera - სწორი ასლი

coram nobis - ჩვენ წინაშე, ჩვენი თანდასწრებით; (სასამართლო ბრძანება ფაქტში შეცდომის გასწორების შესახებ სისხლის სამართლის ან სამოქალაქო საქმის განხილვის დროს)

coram vobis - თქვენ წინაშე; თქვენი თანდასწრებით. (სასამართლო ბრძანება შეცდომის გასწორების შესახებ; განსხვავებით ცორამ ნობისგან, რომელიც სააპელაციო სასამართლოს სხვა განყოფილებაში იგზავნება, ეს ბრძანებულება პირველი ინსტანციის სასამართლოში იგზავნება.)

corpore et animo - ხორცითა და სულით; სულითა და ხორცით

corpus delicti - დანაშაულის შემადგენლობა; დანაშაულის საგანი

corpus juris - კანონთა კრებული

crassa negligentia - უხეში დაუდევრობა

credo - მჯერა

credo ergo sum - მჯერა, მაშასადამე ვარსებობ

crimen raptus - გაუპატიურება

crimen robariae - ყაჩაღობა

crimina morte extinguuntur - დანაშაული სიკვდილით იფარება

cruce signati - ჯვრით ხელმოწერა

cui bono - ვის სასარგებლოდ; ვის სასიკეთოდ (ციცერონის თანახმად, ცენზორმა ლუციუს კასიუსმა 125 წ. ჩვ.აღ.-მდე სცადა გაემძაფრებინა ამერინუსის მხარდასაჭერი სიტყვა ამ გამონათქვამით: მკვლელობის მოკვლევისას უნდა დაისვას კითხვა, თუ ვინ მიიღებდა სარგებელს ამ დანაშაულით)

cui prodest scelus, is fecit - ვისთვისაც დანაშაული სასარგებლოა, მან ჩაიდინა იგი (სენაკა)

cuius regio, eius religio - ვისიც არის ტერიტორია, რელიგიაც მისია (აუგსბურგის რელიგიური ზავის (1555) პრინციპი, რომლის თანახმადაც მთავარს თავის მხარეში ქვეშევრდომთა რელიგიის განსაზღვრის უფლება ჰქონდა)

cuiusvis hominis est errare, nullius nisi insipientis perseverare in errore - ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შეცდეს, მაგრამ მხოლოდ სულელი არ ცდილობს ამ შეცდომის შეცვლას გამოსწორებას (ციცერონი)

cullibet licet juri pro se introducto renunciare - პირს შეუძლია უარი თქვას უფლებაზე, რომელიც მის სასარგებლოდ არსებობს

culpa - ბრალეულობა; დანაშაული; გაუფრთხილებლობა

culpabilis - დამნაშავე

culpa in contrahendo - ბრალეულობა ხელშეკრულების დადებისას. ხელშეკრულების დადებამდე (და მოგვიანებით დადებული ხელშეკრულებისაგან დამოუკიდებლად) მონაწილეებს შეიძლება დაეკისროთ პასუხისმგებლობა სახელშეკრულებო სამართლის მიხედვით და არა მხოლოდ დელიქტური სამართლის მიხედვით მართლსაწინააღმდეგო მოქმედების გამო.

culpa in eligendo - ბრალი (წარმომადგენლის) არჩევაში. ის, ვინც სხვა პირს ნიშნავს თავის დამხმარედ ვალდებულების აღსრულებისას და ვინაც ზარალი მიაყენა მესამე პირს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზარალი. მაგრამ იგი არ არის პასუხისმგებელი, თუკი შეუძლია დაამტკიცოს, რომ მან გულმოდგინედ შეარჩია დამხმარე და აკონტოლებდა მას. (გამამართლებელი მტკიცებულება)

culpa caret, qui scit sed prohibere non potest - ის ვინც იცის (საფრთხის შესახებ), მაგრამ არ შეუძლია მისი თავიდან აცილება, უდანაშაულოა

culpa est immiscere se rei ad se non pertinenti - დამნაშავეა ის, ვინც იმაში ერევა, რაც მას არ ეხება

culpa in inspiciendo - უგულისყურობის ბრალი

culpa lata dolo aequiparatur - უხეში დაუდევრობა განზრახვის ტოლფასია

culpa tenet suos auctores (tantum) - ბრალი წამომწყებებს ედებათ

culpae poena par esto - დაე, სასჯელი შეეფერებოდეს დანაშაულს

cum animo rem sibi habendi - ნივთის მისაკუთრების განზრახვით

cum bona pace - მშვიდობიანად

cum grano salis - „მარილის მწიკვით“, ე.ი. სკეპტიკურად

curia - სასამართლო

curia advisare vult (c.a.v.; cur. ad. vult) - „სასამართლოს სურს მოიფიქროს“: სასამართლოს შეუძლია გადადოს განაჩენის გამოტანა, რათა შეისწავლოს საქმის მასალები

curia magna - „მაღალი სასამართლო“ ინგლისის პარლამენტი

curia parliamenti suis propriis legibus subsistit - სასამართლო იმართება საკუთარი კანონებით

curie regis - სამეფო სასამართლო

curiosa et captiosa interpretatio in lege reprobatur - სამართალი არ იწონებს უჩვეულო და ორაზროვან ახსნა-განმარტებას

cursus curiae est lex curiae - სასამართლოს პრაქტიკა სასამართლოსათვის კანონია

custodes pacis - მშვიდობის დამცველნი: თანამდებობის პირები, რომლებიც საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ინიშნებოდნენ

custodia legis - ქონების შემნახველი თანამდებობის პირი, რომელიც მოქმედებდა სასამართლო ბრძანების საფუძველზე

custos sigili - ბეჭდის მცველი

9 D

▲back to top


damna - ზარალის ანაზღაურება

damnatus - სასჯელმისჯილი; ბრალდებულად გამოცხადებული; კანონგარეშე

damnum absque (sine) injuria (essepotest) - ზიანი იურიდიული უფლების დარღვევის გარეშე (მაგ., როდესაც შეუძლებელი იყო ზარალის თავიდან აცილება და ა.შ.)

damnum et juria - ზიანი და სამართალდარღვევა: ორი ელემენტი, რომელთა ერთობლიობა აუცილებელია სარჩელის დასასაბუთებლად

da mihi factum, dabo tibi ius - რომის სამართლის საპროცესო წესი: თუ საქმის ვითარებას გამანდობ, მიიღებ სამართალს. მოდავე მხარეებმა მოსამართლეს უნდა აღუწერონ მხოლოდ საქმის ვითარება, მაგრამ არა აქვთ უფლება მიმართონ სამართლებრივ დასაბუთებას, რადგან სასამართლო თავად იცნობს სამართალს. (იხ. iura novit curia”)

dare ad remanentiam - სრულ საკუთრებაში გადაცემა

dat census honores - სიმდიდრეს პატივი მოაქვს (ოვიდიუსი)

datur digniori - გადაეცემა უფრო ღირსეულს

de advisamento consilii nostri - ჩვენი მრჩევლების რეკომენდაციით

de alto es basso - თავიდან ბოლომდე; მთლიანად; სრულად; დეტალურად

de arte et parte - დანაშაულის წაქეზებისა და მასში მონაწილეობის გამო

de bene esse (d.b.e.) - პირობით; წინასწარ

debile fundamentum, fallit opus - როცა საფუძველი სუსტია, ნაგებობა ინგრევა

debita (mx. rc. debitum) - ვალი, რომელიც უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით

debitores in solido - თანამოვალეები

decipi quam fallere est tutius - უკეთესია მოტყუებეული იყო, ვიდრე სხვა მოატყუო

de circumstantibus - „დამსწრეებიდან, მაყურებლებიდან“: როდესაც ნუსხა ამოწურული იყო და სასამართლო ჟიურის ჩამოსაყალიბებლად ესაჭიროებოდათ ნაფიცი მსაჯულები, მათ ძველად დამსწრეებიდან იძახებდნენ.

de concilio (consilio) curiae - სასამართლოს რჩევით

de conflictu legum - კანონთა კოლიზიის შესახებ

de cursu - რა თქმა უნდა; სამართლიანად

de die claro - დღის სინათლეზე

de dolo malo - ბოროტი ზრახვით; მოტყუებით

de facto - დე ფაქტო; ფაქტობრივად

defectus sanguinis - სისხლის ნათესაობის არარსებობა

defensio putative - მოჩვენებითი მოგერიება

de feodo - საკუთრების აბსოლუტურ უფლებაზე

de fine force - უკიდურესი აუცილებლობის გამო

de gustibus non est disputandum - გემოვნებაზე არ დავობენ

de jure - დე იურე, იურიდიულად

Dei gratia - ღვთის წყალობით

Dei judicium - ღვთის სამსჯავრო

de jure judices, de facto juratores, respondent (de jure respondent judices, de facto juratores) - მოსამართლეები წყვეტენ სამართლებრივ საკითხებს, მსაჯულები - ფაქტთან დაკავშირებულ საკითხებს

delatio - ბრალდება; დანაშაულის ბრალდება

de lege ferenda - „მომავალი სამართლის მიხედვით“, ე.ი. კანონის მიხედვით, რომელიც მომავალში მიიღება ან უნდა იქნეს მიღებული (ანტონიმი “de lege lata”); კანონპროექტი

de lege lata - „მოქმედი სამართლის მიხედვით“, ე.ი. მოქმედი კანონის მიხედვით. (ანტონიმი „de lege ferenda”.)

delictum - არამართლზომიერი ქმედება, დელიქტი

de lucro captando - გამორჩენის მიზნით; ქვენა მიზნებით

de minimus non curat lex - „კანონი წვრილმანებს არ მისდევს“

de nihilo, nil - არაფრისაგან - არაფერი (ლუკრეციუსი): ბათილ ხელშეკრულებას ისევე არ შეუძლია წარმოქმნას სარჩელის უფლება, როგორც ბათილი გარიგება ვერ წარმოქმნის პირის სამართლებრივ ტიტულს, რომლის სასარგებლოდაც იგი დაიდო

de pone - სასამართლო ბრძანება ზემდგომი სასამართლოსათვის საქმის გადაცემის შესახებ

de quita litis - შეთანხმება საქმის დასრულების მიხედვით ადვოკატისათვის ჰონორარის გადახდის თაობაზე

de rebus - „ნივთებზე“: დიგესტის ან პანდექტის მესამე ნაწილის სახელ წოდება

de rigoro juris - კანონის მიხედვით

de salva guardia - დაცვის, შეუვალობის სიგელი უცხოელთათვის

desideratum - სასურველი ან აუცილებელი

de similibus idem est judicium - მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი გადაწყვეტილებები მიიღება

de tempore in tempus, et ad omnia tempora - დროდადრო და მარად

de terra sancta - მოპასუხის დაუსწრებლობის გამო მისი წმინდა მიწაზე ყოფნის მიზეზით

de verbo in verbum - სიტყვიდან სიტყვამდე

dicto die - დანიშნულ დღეს

dies juridicus - სასამართლოს დღე

dies levat luctum - დრო ტკივილს აყუჩებს (დრო მკურნალია)

dies non juridicus - სასამართლოზე არდასწრების დღე

dieta - დღიური სამუშაო; დღიური ხარჯები

diligentia pater familias - ოჯახის უფროსის გულმოდგინება, სიბეჯითე

diligentia quam in suis - გულმოდგინება, რომელსაც პირი საკუთარი საქმეების მიმართ იჩენს, და რომლის ფარგლებშიც შეიძლება მისი პასუხისმგებლობა შეიზღუდოს, თუკი მისი მოქმედებით ზიანი მიადგა სხვა პირს.

discite iustitiam moniti et non temnere divos - დაე, გაფრთხილება იყოს თქვენთვის, ისწავლეთ სამართალი და პატივი ეცით ღმერთებს (ვირგილიუსი)

disparata non debent jungi - სხვადასხვაგვარი საქმეები არ უნდა გაერთიანდეს

dissimilius dissimilis est ratio - განსხვავებულ საქმეებზე განსხვავებული წესები მოქმედებს

divide et impera, cum radix et vertex imperii in obredientum consensus rata sunt - დაყავი და იბატონე, რამეთუ საფუძველი და გვირგვინი იმპერიისა განისაზღვრება მორჩილთა თანხმობით (ლუდოვიკო XI)

divinatio non interpretatio est, quae omnino recedit a litera - დაწერილიდან სრული განყენება არის მკითხაობა და არა განმარტება

divisim et conjuctim - ცალ-ცალკე და ერთად

do, dico, addico - გამომაქვს გადაწყვეტილება, განვმარტავ კანონს, ვასრულებ კანონს - სიტყვები, რომელთაც წარმოთქვამდა პრეტორი სასამართლოში საქმეების განხილვის დღეებში

dogma - რომის სენატის ბრძანება

doli capax - ჩადენილი ქმედებისათვის ასაკის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების უნარი

doli incapax - ჩადენილი ქმედებისათვის ასაკის გამო პასუხისმგებლობის დაკისრება

dolo agit, qui petit, quod statim redditurus est - ბოროტად მოქმედებს ის, ვინც ითხოვს რაღაცას, რაც მის მიერ დაუყოვნებლივ უნდა იქნას დაბრუნებული. ეს გამოთქმა მომდინარეობს იმ სამართლებრივი პრინციპიდან, რომ შეუძლებელია საკუთარი უფლებების დაცვა სამართლის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში

dolo facit, qui petit, quod statim redditurus est - იხ. dolo agit, qui petit, quod statim redditurus est dolus directus - პირდაპირი განზრახვა სისხლის სამართალში: დამნაშავემ იცის თავისი დანაშაულებრივი ქმედების შედეგები და სურს ამ შედეგების დადგომა. პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი, ითვალისწინებს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვლობას

dolus est machinatio, cum alliud dis simulat aliud agit - მოტყუება არის გაიძვერობა, რადგან ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს

dolus eventualis - არაპირდაპირი/ირიბი განზრახვა სისხლის სამართალში: პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართალსაწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, არ სურს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას.

dolus generalis - საერთო განზრახვა. ფართო განზრახვა სისხლის სამართალში: დამნაშავე დარწმუნებულია, რომ დანაშაულის შედეგი სახეზეა, მაგრამ იგი დგება მაგ., მხოლოდ კვალის დაფარვის შემდეგ (მსხვერპლს, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ, ტბაში აგდებენ და ახრჩობენ). რათა შესაძლებელი იყოს განზრახვის დადასტურება, ადრე შემოიღეს დოლუს გენერალის სამართლებრივი კონსტრუქცია. იგი დღეს აღარ გამოიყენება, უფრო მეტად ივარაუდება წარმოდგენილი მიზეზობრივი კავშირის მიმდინარეობის/განვითარების უმნიშვნელო გადახრა.

dolus indirectus - არაპირდაპირი განზრახვა

dolus malus - ბოროტი განზრახვა

dolus repentinus - უეცარი განზრახვა

dominium generosa recusat - ამაყს არ სურს ბატონი ჰყავდეს (ქალაქ პიზის დევიზი გერბზე)

dominus illuminatio Mea - „უფალო, განმასხივოსნე მე!“ - ოქსფორდის უნივერსიტეტის სლოგანი

donec eris felix, multos numerabis amicos. Tempora si fuerint nubila, solus eris - ვიდრე წარმატებული ხარ, მეგობრებიც მრავლად გყავს. მაგრამ როდესაც ღრუბლები შეიყრება, მარტო დარჩები (ოვიდიუსი) დომინო ვოლენტე - მფლობელის თანხმობით

domus procerum (dom. proc.; D.P. ) ინგლისის ლორდთა პალატა

domus tutissimum cuique refugium atque receptaculum - საკუთარი სახლი ყველაზე საიმედო თავშესაფარია

donator - მჩუქებელი

donatorius - ნაჩუქარი ქონების (ნივთის) მიმღები; საჩუქრის მიმღები

donor - მჩუქებელი

donum - საჩუქარი

dormiunt aliquando legis, nunquam moriuntur - თუმცა კანონებს ზოგჯერ სძინავთ, ისინი არასოდეს კვდებიან

donatio mortis causa - რაიმე სიკეთის მიღება პირის გარდაცვალების შემდეგ (მაგალითად, სამიდღემჩიო რჩენის ხელშეკრულება).

do ut des - 1. გაძლევ, რათა გასცე: იუსტინიანეს კოდექსის მიხედვით, შემხვედრი დაკმაყოფილების პირველი ფორმა, რომელიც გამოიყენებოდა ფულის ან ქონების გადაცემის მიმართ ფულის ან ქონების სახით დაკმაყოფილების პირობით (უსახელო კონტრაქტის ნაირსახეობა)

2. ორმხრივი ხელშეკრულების მახასიათებელია ის, რომ ხელშეკრულების მონაწილეებს აქვთ როგორც უფლებები, ისე მოვალეობები ერთმანეთის მიმართ, განსხვავებით ცალმხრივი ხელშეკრულებისაგან, რომლის მონაწილეებს ან მხოლოდ უფლება აქვთ ან მხოლოდ მოვალეობა (მაგ., სესხი, თხოვება)

do ut facias - გაძლევ, რათა გააკეთო: შემხვედრი დაკმაყოფილების მეოთხე ფორმა იუსტინიანეს კოდექსის მიხედვით, მესამე ფორმის საპირისპირო (facio ut des) (უსახელო კონტრაქტის ნაირსახეობა). იხ. ასევე (facio ut facias)

duces tecum - წარმოადგინე

ducitur in absurdum - მიყვანილია აბსურდამდე

dulce et decorum est pro patria mori - საამური და საპატიოა სამშობლოსათვის სიკვდილი (ჰორაციუსი)

dummodo - პირობით; იმ პირობით, რომ...

dum spiro, spero - ვიდრე ვსუნთქავ, იმედი მაქვს (ციცერონი)

duodecemvirale judicium - თორმეტის სასამართლო, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

duodena - ნაფიცთა კოლეგია 12 წევრისაგან

duplicatio - მოპასუხის პასუხი მოსარჩელის მოთხოვნაზე (რეპლიცატიო) რომის სამართლის მიხედვით

duplicatum jus - ორმაგი სამართალი

dura lex, sed lex - მკაცრია კანონი, მაგრამ კანონია

durante vita - პირის სიცოცხლის მანძილზე

10 E

▲back to top


ea intentione - ამ განზრახვით

ea sunt animadvertende peccato maxime, quae difficillime praecaventur - ყველაზე მკაცრად ის დანაშაული უნდა დაისაჯოს, რომელიც ყველაზე მძიმედ ასარიდებელია

eat inde sine die - დაე, დაუყოვნებლივ წავიდეს აქედან! - დანაშაულის ჩადენის ბრალდებისგან გამართლების ფორმულა

e contra - პირიქით, მეორე მხრივ

e converso - პირიქით

edictum - ბრძანება ან აკრძალვა, რომელსაც გამოსცემს სუვერენი და კანონის ძალა აქვს; კონსულთა, პრეტორთა და სხვ. მაგისტრატთა სამართალშემოქმედებითი მოღვაწეობის აქტები, რომლითაც მათ უნდა ეხელმძღვანელათ თავის მოღვაწეობაში

edictum perpetuum - მუდმივად მოქმედი კანონი

effectus sequitur causam - შედეგი მოსდევს მიზეზს

ego sum, qui sum - მე ვარ, ვინც ვარ (მოსე 2, გამოსვლა 3, 14 (vulgata))

ego, talis - მე, ასეთი და ასეთი ე.ი incumbit probation, qui dicit, non qui negat - დასაბუთება იმას მართებს, ვინც ამტკიცებს და არა იმას, ვინც უარყოფს

electio est creditoris - არჩევანი კრედიტორისაა

electio est debetoris - არჩევანი მოვალისაა

eleganter - ზუსტად, აკურატულად

emeritus - თანამდებობიდან გადამდგარი პირი, რომელიც ინარჩუნებს წოდებას

enita pars - უფროსის წილი

ens legis - კანონით შექმნილი (რაღაც)

eo instante - იმავე მომენტში; დაუყოვნებლივ

eo intuitu - ამ განზრახვით

eo ipso - ამდენად; ამის გამო

eo nomine - ამ სახელწოდებით

epistolae - რომაელი იმპერატორების მოსაზრება იმ საქმეებსა და საკითხებზე, რომლებიც მათ განსახილველად გადაეცემოდათ

epistula non erubesci - ნაწერი არ წითლდება (ციცერონი)

e pluribus unum - ერთი მრავლიდან; ერთი, შედგენილი მრავლისაგან: ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დევიზი

equivocum - ორაზროვნება

ergo - ამიტომ; შესაბამისად

eronice - შეცდომით

errare humanum est - შეცდომა ადამიანურია (ჰიერონიმუსი)

error juris - იურიდიული შეცდომა; კანონის უცოდინარობა

erroris juris nocet - შეცდომას სამართალში ზიანი მოაქვს (შეცდომის დამშვებისათვის)

error lapsus - შეცდომა, დაშვებული უყურადღებობის გამო (განსხვავებით შეცდომისაგან, რომელიც დაშვებულია უცოდინარობის გამო)

error in corpore - შეცდომა ხელშეკრულების ობიექტში

error in material (substantia) - რომის სამართალში გულისხმობდა შეცდომას ხელშეკრულების საგნის შემადგენელ ნივთიერებებში. მაგალითად, ბრინჯის მიჩნევა ოქროდ

error in obiecto - შეცდომა ობიექტში: შეცდომა დანაშაულის საგანთან მიმართებაში. იხ. “error in persona”

error in persona - შეცდომა პიროვნებაში, მაგალითად, შეცდომა მსხვერპლის პიროვნებაში. განსხვავებით მოქმედების გადახრისაგან (იხ. “aber - ratio ictus”), დამნაშავე აზარალებს მის მიერ შერჩეულ მსხვერპლს, მაგრამ ცდება მის იდენტურობაში.

espera - ვადა, დადგენილი სასამართლოს მიერ ქმედების განხორციელებისათვის

essentialia negotii - გარიგების არსებითი ნაწილი

est autem, vis legem simulans - ძალადობაც შეიძლება შეინიღბოს სამართლით

esto - დაე; დაე იყოს ასე

esto perpetua - დაე, მარად ასე იყოს

et ali (et al.) - და სხვანი

et alios (et als.) - და სხვანი

et alius (et al.) - და სხვა.

et cetera (etc.) - და ასე შემდეგ; და სხვა

et curia consentiente - სასამართლოს თანხმობით

et sequitur (et seq.) - როგორც შემდგომშია

et sic - ამგვარად

et sic ad judicium - ამგვარად, გადავდივართ გადაწყვეტილებაზე

et sic ad patriam - ამგვარად, მივმართოთ მსაჯულებს

et sic pendent - საქმის ვითარება ამგვარია

et sic ulterus - და ასე შემდგომ, და შემდგომ ამგვარადვე

et similis (et sim.) - და მისთანანი

ex adverso - მეორე მხრივ

ex animo - შინაგანი მოთხოვნილებით; სინდისიდან გამომდინარე

ex arbitrio judicis - მოსამართლის შეხედულებისამებრ

ex assensu curiae - სასამართლოს თანხმობით

ex astris scientia - ციდან, ვარსკვლავებიდან მოდის

ex iniuria ius non oritur - უსამართლობიდან სამართალი არ წარმოიქმნება

ex causa - მიზეზის გამო

ex causa luctrativa - საჩუქრის სახით; საჩუქრად; უფასოდ

ex contractu - კონტრაქტიდან

ex facto ius oritur - საქმიდან სამართალი წარმოიშობა

exitus acta probat - შედეგი ქმედებას ამართლებს (ოვიდიუსი)

evocatio - მოწოდება, გამოძახება, დაბარება

exceptio - შეცილება, შესაგებელი; გაპროტესტება.

exceptio ad breve posternendum - სარჩელი უფლების გაუქმების ან ანულირების და ა.შ. შესახებ

exceptio dilatoria - სარჩელი, რომელიც დროის მოგების ან გადავადების მიზნით შეაქვთ

exceptio doli generalis - არაკეთილსინდისიერების შესაგებელი

exceptio falsi omnium ultima - მცდარი, არასწორი განცხადება (სასამართლოსათვის) ყველაზე ცუდი რამაა

exceptio longi temporis - ხანდაზმულობის შესაგებელი

exceptio pacti conventi - განცხადება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე მოურიგდა მოპასუხეს, რომ იგი (მოსარჩელე) არ აღძრავს სარჩელს

exceptio pecuniae non numeratae - განცხადება იმის თაობაზე, რომ მოპასუხისათვის არ იყო გადახდილი ფული

exceptio peremptoria - განცხადება პირისათვის სასარჩელო უფლების არქონის თაობაზე

ex certa scientia - სრული დარწმუნებით

ex colore - საბაბით: მითითებით

ex commodo - სასურველ, ხელსაყრელ დროს

ex comparatione scriptorum - ხელწერის შედარების გზით

ex concessione - გადაცემის გზით; დათმობის შედეგად

ex concessis - გადაცემული ან დათმობილი ქონებიდან

ex concesso, ex concessu - გამომდინარე იქიდან, რაც დათმობილი, აღიარებული, ან დაშვებული იყო

ex gratia (ex gr.) - ის, რაც გამომდინარეობს არა სამართლიდან, არამედ მოსაზრებიდან

ex hypothesi - ჰიპოთეზურად, სავარაუდოდ

ex industria - განზრახ

ex intervallo - შესვენების შემდეგ

existimatio - (კეთილი) სახელი, რეპუტაცია; არბიტრის გადაწყვეტილება

ex justa causa - კანონიერ საფუძველზე

exlegalitas - კანონგარეშე გამოცხადებული

ege - კანონით, კანონიდან გამომდინარე

ex legibus - კანონით; კანონის თანახმად

exlex - დამნაშავე, გამოცხადებული კანონგარეშედ

ex majore cautela - დიდი სიფრთხილის გამო

ex nunc - დღეიდან, ანუ სამართლებრივი მოქმედების ძალა მხოლოდ მომავალს უკავშირდება. (მაგალითად, დენონსაცია)

ex maleficio non oritur contractus - შეთანხმება ვერ დაეფუძნება სამართალდარღვევას

ex malitia - ბოროტი განზრახვით

ex merito justitiae - რათა იზეიმოს მართლმსაჯულებამ; მართლმსაჯულების გასამარჯვებლად

ex mero motu - სასამართლოს ინიციატივით, რომელიმე მხარის თხოვნის გარეშე

ex officio - თანამდებობის მიხედვით, მოვალეობისამებრ

ex ordine - ბრძანების თანახმად

ex parte - მხარეებიდან ერთ-ერთი; ერთი მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვა მეორე მხარისათვის შეტყობინების გარეშე

expensae litis - სასამართლო ხარჯები

ex post facto - მას შემდეგ, რაც რაღაც მოხდა; მას შემდეგ, რაც ქმედება ჩადენილია

ex praemissis - ნათქვამიდან გამომდინარე

expressio falsi - ტყუილი, არასწორი ჩვენება

expressis verbis - მკაფიოდ, გარკვევით ნათქვამი

ex professo - პროფესიით; საკუთარი აღიარებით

ex proprio motu - საკუთარი სურვილით; თავისივე თანხმობით

ex proprio vigore - საკუთარი ძალებით; ავტომატურად

ex quasi contractu - თითქოსდა ხელშეკრულებიდან, ხელშეკრულებისმაგვარიდან

ex rigore juris - კანონის სიმკაცრით

exrogare - ახალ კანონში ძველი კანონის ნაწილის ჩასმა

ex scriptis olim visis - ადრე ნანახი დოკუმენტებიდან

ex statuto - კანონის თანახმად

ex sua persona - თავისი სახელით

ex tempore - ამჟამად; ამ შემთხვევისათვის; დროებით

ex testamendo - ანდერძის თანახმად

extra judicium - სასამართლოს გარეშე

extra jus - კანონს მიღმა, სამართლის მოთხოვნის ფარგლებს მიღმა

extra legem positus - კანონგარეშე დაყენებული; სამოქალაქო სიკვდილით დასჯილი, ჩადენილი ღალატის ან მძიმე დანაშაულის გამო; იური დიულად მკვდარი

extra legem positus est civiliter mortuus - კანონგარეშე დაყენებული პირი სამოქალაქო თვალსაზრისით მკვდარია

ex tunk - უკუქმედების ძალის მქონე, ანუ წარსულთან დაკავშირებით ზემოქმედების მქონე (მაგ.: გასაჩივრება).

exuere patriam - უარის თქმა სამშობლოზე; ექსპატრიაცია

ex una parte - ერთ-ერთი მხარისაგან; ერთი მხრივ

ex usu - გამოყენების შედეგად; გამოყენების გზით

ex vi aut metu - ძალითა და შიშით

ex visceribus - არსიდან გამომდინარე

ex vi termini - გამოყენებული ტერმინების ან სიტყვების გამო, ანუ ტერმინის შინაარსის გამო

ex voluntate - საკუთარი ნებით, სურვილით

11 F

▲back to top


fabricare - ფაბრიკაცია, შეთითხნა; ფალსიფიკაცია; ყალბი ფულის მოჭრა

fabula - შეთანხმება; ხელშეკრულება, საქმის არსი

fabula docet - იგავი გვასწავლის (მორალი ასეთია)

facies - ის, რაც განმარტების ან დამატების გარეშე ნათელია დოკუმენტიდან, კანონიდან, განცხადებიდან სასამართლოში, სასამართლო ბრძა ნებულებიდან და ა.შ.

facio ut des - ვაკეთებ, რათა გადაიხადო: სამოქალაქო კოდექსის მიხედვით შემხვედრი დაკმაყოფილების მესამე ფორმა - რისამე შესრულება დათქმულ ფასად (უსახელო კონტრაქტის ნაირსახეობა).

facio ut facias - ვაკეთებ, რათა გააკეთო: სამოქალაქო კოდექსის მიხედვით შემხვედრი დაკმაყოფილების მეორე ფორმა - შეთანხმება ერთი პირის მიერ მეორე პირისათვის რაიმე მოქმედების შესრულების თაობაზე, რათა ამ უკანასკნელმა შეასრულოს მოქმედება პირველი პირისათვის (უსახელო კონტრაქტის ნაირსახეობა).

facsimile - რისამე ზუსტი ასლი

facta sunt potentiora verbis - ქმედება ან ქცევა სიტყვებზე ძლიერია

facto - ფაქტობრივად, სინამდვილეში

factum infectum fieri nequit - რაც გაკეთებულია, გაკეთებულია

factum negantis nulla probatio - ფაქტის უარყოფა არ საჭიროებს მტკიცებულებს

factum probandum - დასამტკიცებელი ფაქტი

factum probans - დამამტკიცებელი ფაქტი

facultas alternativa - ჩანაცვლების, შეცვლის უფლებამოსილება: მოვალეს ან კრედიტორს აქვს უფლება, ნაცვლად შეთანხმებული ვალდებულებისა გაიღოს ან მოითხოვოს სხვა. მაგ., ზარალის ფულადი ანაზღაურება ნაცვლად ნატურალური ფორმით ანაზღაურებისა.

Falcidia lex - რომის კანონი (714 ჩვ.წ.-მდე), რომლის თანახმადაც მამკვიდრებელს თავისი ანდერძით არ შეეძლო განეკარგა თავისი ქონების ერთი მეოთხედი ლეგატის სახით

falsa demonstratio - მცდარი ან არასწორი შეხედულება. შეცდომა გარიგებაში, რომლის დროსაც გარიგების მხარეებს სურთ ერთიანი მიზნის მიღწევა, დებენ გარიგებას, მაგრამ შეცდომით მას სხვა სახელს არქმევენ

falsa demonstratio non nocet - არასწორი, მცდარი სახელწოდება ზარალს ვერ წარმოქმნის. პრინციპი სახელშეკრულებო და საპროცესო სამართალში: შეცდომით არასწორ სახელწოდებას არ გააჩნია არსებითი მნიშვნელობა, თუ დეკლარაციის ადრესატი ხვდება, რა იგულისხმებოდა. არასამართლებრივი მოთხოვნა არ წარმოქმნის ზარალის მოთხოვნას.

falsi crimen - დანაშაული, რომელიც გულისხმობს მოტყუებას ტყუილის, დამალვის, წონაში მოტყუების და ა.შ. სახით

falsonatius - გამყალბებელი

falsum - გაყალბებული ან ფალსიფიცირებული

falsus in uno, falsus in omnibus - „ყალბი ერთ რამეში, ყალბია ყველაფერში“: თუ მოწმემ მისცა ყალბი ჩვენება რომელიმე არსებითი გარემოების შესახებ, მსაჯულებს აქვთ უფლება, არ მიიღონ მხედველობაში მისი ჩვენება სხვა გარემოებათა შესახებ, თუ ისინი არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით

falsus procurator - წარმომადგენელი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე. გარკვეული პირი გამოდის სხვა პირის სახელით ისე, რომ მას არა აქვს მიღებული ამ სხვა პირისგან უფლებამოსილება ან აჭარბებს მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას.

fama - კეთილი სახელი, რეპუტაცია;

fas est et ab hoste doceri - სწავლა მტრისგანაც შეიძლება (ოვიდიუსი); მტრისგანაც შეიძლება ისწავლო

fas - ის, რაც სწორია ღმერთების კანონით, განსხვავებით ჯუს-ისგან, ანუ რაც სწორია ადამიანური კანონებით (რომის სამართალი)

famosus libelus - ცილისმწამებლური პუბლიკაცია; ცილისწამება

fanatica mania - ფსიქიკური დაავადების ფორმა, რომელიც ავადმყოფური რელიგიურობით არის განპირობებული

fasti - დღეები, როდესაც პრეტორს მართლმსაჯულების განხორციელება შეეძლო

fatetur facinus qui judicium fugit - ის, ვინც მართლმსაჯულებას ემალება, აღიარებს თავის დანაშაულს

fatum - ბედისწერა; დაუძლეველი ძალა

feciales (fetiales) - თანამდებობის პირები ძველ რომში, რომელთაც ეკისრებოდათ ომის გამოცხადება ან ზავის დადება

felix qui potuit rerum cognoscere causas - ბედნიერია ის, ვისაც შეუძლია საგანთა მიზეზის გაგება

felo de se - თვითმკვლელი

felonia - ფელონია; მძიმე დანაშაული

feme sole - დასაქორწინებელი ქალი

femme covert - გათხოვილი ქალი

ferens ligno in sylva - „ტყეში შეშის წაზიდვა“: ზედმეტი რამ

festina lente - იჩქარე, მაგრამ ნელა

fiat - ბრძანება, გამომდინარე ავტორიტეტული წყაროსაგან და ჩამოყალიბებული დადებით ტერმინებში ფორმულით „დაე იყოს“

fiat justitia (ruat coelum) - დაე, აღსრულდეს მართლმსაჯულება (რადაც უნდა დაგვიჯდეს; სიტყვასიტყვით: თუნდ ჩამოიქცეს ციური თაღი)

fiat justitia, pereat mundus - დაე, აღსრულდეს მართლმსაჯულება (რადაც უნდა დაჯდეს; სიტყვასიტყვით: თუნდაც აღიგავოს სამყარო! - კაიზერი ფერდინანდ I)

fictio legis neminem laedit - იურიდიული ფიქცია არავის აყენებს ზიანს

fictione juris - იურიდიული ფიქცია

fidei commissum - ფიდეი კომისუმი: ანდერძი, რომლითაც მემკვიდრეს ევალება გადასცეს სამკვიდრო მესამე პირს, ვინც უშუალო მემკვიდრედ ვერ დაინიშნებოდა

fide - jubere - სხვა პირის ვალდებულებისათვის თავდებად დადგომა

fidem - მინდობილობა; ნდობა

fide, sed cui, vide - ენდე, ოღონდ გაარჩიე (ვის ენდობი)

fides - რწმენა; მინდობილობა; ნდობა

fides facta - ფორმალური ქმედება, რომელიც საკუთარ თავზე ვალდებულების აღებას ნიშნავს

fides etiam hosti servanda - სინდისიერება მტერთანაც უნდა დავიცვათ

fides servanda est; simplicitas juris gentium praevaleat - კეთილსინდისიერება უნდა იქნას დაცული; საერთაშორისო სამართალში უბრალოება უნდა ჭარბობდეს

fiducia - ფიდუცია; ნდობა; ნდობაზე დამყარებული აქტი; გირაოს ნაირსახეობა, რომლის დროსაც პირი, რომელსაც გადაეცა საქონელი გარკვეული პირობით, მას შემდეგ, რაც საქონლის მიმღების მოთხოვნები იქნება დაკმაყოფილებული, საქონელს დააბრუნებს

fieri facias (f.f., fi. fa.) - სასამართლო ბრძანება გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ; სასამართლო ბრძანება მოვალის ქონების დაყადაღებისა და გაყიდვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით

fieri non debet sed factum valet - თუმცა ეს არ უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ რაკი გაკეთდა, იგი უკვე ძალაშია

fieri feci - „გადახდილია“ - წარწერა სააღსრულებო ფურცელზე

filatio - ნათესაობა; მამობა

filiatio non potest probari - მამობა ვერ მტკიცდება

finem facere - ჯარიმის დაკისრება; ჯარიმის გადახდა

finis finem litibus imponit - დავის დასრულებით სასამართლო სჯა-პაექრობაც დასრულდება

firmaratio - არენდატორის უფლება მიწაზე

flagrans crimen - მომენტი, როდესაც ხდება ან ხდებოდა დანაშაული

flagrante bello - ვიდრე მიმდინარეობდა ან მიმდინარეობს ომი

foedus - სამოკავშირეო ხელშეკრულება; ლიგა

folio verso - შემდეგ გვერდზე

foraneus - უცხოელი

forbanitus - გაძევებული; გასახლებული

forinsecus - უცხოელი; გარეგანი; უცხო

forisfacere - უფლების დაკარგავა

forisfacta (mx. rcx. forisfactum) - ქონება, რომელზეც საკუთრება ჩამოერთვა მფლობელს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო და გადაეცა მეფეს

forisfactura - ქონების ჩამორთმევა კომპენსაციის გარეშე აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან დანაშაულის ჩადენის გამო; ქონების კონფისკაცია

forisfactus - მძიმე დამნაშავე; პირი, რომელმაც დაკარგა სიცოცხლის უფლება; მძიმე დამნაშავე

foris judicatus - გაძევების განაჩენი

forma dat esse (rei) - ფორმა წარმოქმნის არსებობას (ნივთისა)

foro seculari - საერო სასამართლო

forum - სასამართლო; ფორუმი; იურისდიქცია; ადგილი, სადაც მართლმსაჯულება ხორციელდება

forum fortuitum - შემთხვევითი იურისდიქცია, ე.ი. ისეთი, რომლის ფარგლებშიც აღიძრა სარჩელი

forum ligeantiae actoris (rei) - იურისდიქცია ქვეყნისა, რომლის წინაშეც მოსარჩელე მოპასუხე) ერთგულების ვალდებულებას ფლობს, ანუ ქვეყნისა, რომლის მოქალაქე ან ქვეშევრდომიცაა იგი

forum litis motae - სასამართლო ან ადგილის იურისდიქცია, სადაც მოხდა სარჩელის აღძვრა

francus (homo) - თავისუფალი (ადამიანი)

fraus est celare fraudem - მოტყუების დაფარვა ნიშნავს მოტყუებას

fraus et jus nunquam cohabitant - ტყუილი და მართლმსაჯულება ვერ უთავსდება ერთმანეთს

fraus meretur fraudem - ტყუილი შობს ტყუილს

frustra - ამაოდ, წარუმატებლად, უმიზნოდ

fugitivus - გაქცევაში მყოფი; პირი, რომელიც ემალება მართლმსაჯულებას

functus officio - თანამდებობაზე არმყოფი; იურიდიულად არარსებული

furtum armatum - შეიარაღებული ქურდობა

furtum grave - ქონების ქურდობა დამამძიმებელ ვითარებაში

furtum possessionis - ნივთის უნებართვოდ, თვითნებურად ფლობა

furtum usus - ნივთით უნებართვოდ, თვითნებურად სარგებლობა. პირი სარგებლობს უცხო ნივთით; რამდენადაც იგი ამ ნივთს აბრუნებს, ამდენად არ ართმევს პატრონს ნივთს ხანგრძლივად, სახეზე არ არის ქურდობა. გამონაკლისის სახით ისჯება ნივთით თვითნებურად სარგებლობა მაგ., სატრანსპორტო საშუალბებით ან დაგირავებული ნივთით.

furtum rei ipsus - ნივთის მოპარვა

12 G

▲back to top


gardianus - მეურვე; მცველი; მოსამსახურე

generalia specialibus non derogant - ზოგადი არ აკნინებს კონკრეტულს

generalis regula generaliter est intelligenda - ზოგადი წესი ზოგადი სახით უნდა იქნეს გაგებული

gens (mr. rcx. gentes) - რომის ტრიბა, რომელიც შედგებოდა ოჯახებისაგან, რომელთაც ერთი და იგივე სახელი ჰქონდათ და საერთო წინაპრისაგან მოდიოდნენ

gentiles - ერთი და იმავე ტრიბას (გენს) წევრები

gerens datum - დათარიღებული

gerere pro herede - იქცეოდე მემკვიდრესავით

germanus - იმავე მშობლებისა; იმავე წარმომავლობის

gestio - ქმედება; საქციელი; გარიგება; საქმე

gestor - პირი, რომელიც სხვისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს; აგენტი

gilda mercatoria - სასაქონლო კომპანია; ვაჭართა შეკრება ან ასამბლეა

glossa viperino est quae corrodit viscera textus - დამღუპველია განმარტება, რომელიც ტექსტის არსს ამახინჯებს

gradatim - ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა

gradus - საფეხური; ხარისხი; სტატუსი; ნათესაობის ხარისხი

gradus perentelae - გენეალოგია; გენეალოგიური ხე

grassa negligentia - უხეში დაუდევრობა

gratis - მოწყალების სახით; უფასოდ; საპასუხო დაკმაყოფილების გარეშე

gratis dictum - უმოტივო განცხადება; განცხადება, გაკეთებული კონკრეტული მიზნის გარეშე

gravatio - ბრალდება

Gregorianus (Codex Gregorianus) - რომის კანონთა კრებული, შედგენილი III საუკუნეში გრეგორიანის მიერ

grosso modo - ზოგადად

13 H

▲back to top


habeas corpora (juratorum) - „დაე, გქონდეს (ნაფიცთა) სხეული“: სასამართლო ბრძანება ნუსხაში დასახელებულ ნაფიც მსაჯულთა დაკავების ან მათი უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღების შესახებ დანიშნულ დღეს სასამართლოში მათი გამოცხადების უზრუნველსაყოფად;

habeas corpus (hab.corp.) - სასამართლო ბრძანების habeas corpus ad subsiciendum ჩვეულებრივი აღნიშვნა, რომელიც გაიცემოდა უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე

habeas corpus ad prosequendum - სასამართლო ბრძანებულება დაკავებულის დანაშაულის ადგილზე ბადრაგირების თაობაზე ან იმ მიზნით, რომ მან შეძლოს ბრალდების მოწმედ გამოსვლა

habeas corpus ad subjiciendum - ჩვეულებრივი ბრძანებულება habeas corpus (იხ.)

habeas corpus ad testificandum - სასამართლო ბრძანებულება ჩვენების მისაცემად დაპატიმრებულის წარმოდგენის შესახებ

haec est conventio - აი, შეთანხმება; ასეთია შეთანხმება; აი, რაზე შეთანხმდნენ

haec est finalis concordia - ეს არის საბოლოო შეთანხმება

heredem Deus facit, non home - ღმერთი იძლევა მემკვიდრეს და არა ადამიანი

heredes extranei (მხ. რცხ. heres ext raneus) - გარე, უცხო მემკვიდრეები, ანუ ისინი, ვინც არ არიან გარდაცვლილის შვილები; ანდერძისმიერი მემკვიდრეები

heredes facti (მხ. რცხ. heres factus) - „ფაქტობრივი მემკვიდრეები“: მემკვიდრეები ანდერძით და არა დაბადებით

heredes necessarii (მხ. რცხ. Heres necessarius) - აუცილებლობით განპირობებული მემკვიდრეები, ანუ პირები, რომლებიც ასეთნი ხდებიან მათი სურვილის ან არჩევანისაგან დამოუკიდებლად

heredes proximi - უახლოესი მემ კვიდრეები, ანუ გარდაცვლილის შვილები ან დაღმავალი ხაზის შთამომავლები

heredes recti (მხ. რცხ. heres rectus) - კანონიერი მემკვიდრეები

hereditas nonquam ascendit - მემკვიდრეობა არასოდეს მიდის აღმავალი გზით

heridatas legitima - მემკვიდრეობა კანონით

hereditas paterno - მამისეული მემკვიდრეობა

heres de facto - იხ. heredes facti

heres est nomen juris; filius est nomen naturae - მემკვიდრე იურიდიული სახელია; ვაჟი ბუნებრივი სახელია

heres ex asse - გარდაცვლილის მთელი ქონების მემკვიდრე

heres fideicommunissarius - ბენეფიციარი, რომლის სასარგებლოდაც ქონებას უანდერძებენ ფიდუციარულ მემკვიდრეს

heres fiduciarius - ფიდუციარული მემკვიდრე, რომელიც მემკვიდრედ დაინიშნა ანდერძით ბენეფიციარის სასარგებლოდ

heres legitima - კანონიერი მემკვიდრე

hetaeria - ასოციაცია; საზოგადოება

heridata nihil aliud est, quam succession in universum quod defunctis habueris - მემკვიდრეობა სხვა არაფერია, თუ არა უფლებამონაცვლეობა ერთობლიობაში მიცვალებულის ქონებაზე.

hinc inde - ორივე მხრივ; ორივე მხრიდან

hoc quidem perquam durum est, sed ita lex scripta est - ეს მართლაც ძალზე მკაცრია, მაგრამ ასე წერია კანონში

hoc titulo - ამ სახელწოდებით, ტიტულით

hoc vobis ostendit - აქედან გამომდინარე, თქვენთვის ცხადია, ნათელია

hoc voce - ამ სიტყვაში იგულისხმება; ეს სიტყვა აღნიშნავს

homicidium in rixo - მკვლელობა დავისას

homicidium per infortunium - შემთხვევითი მკვლელობა

homicidium se defendendo - მკვლელობა მოგერიებისას

hominum causa jus constitutum est - სამართალი ადამიანის სასიკეთოდაა შექმნილი

homiplagium - სხეულის (მძიმე) დაზიანება, დასახიჩრება

homo francus, ingenuus, liber - თავისუფალი ადამიანი

homologare - დათანხმება, რატიფიცირება

homo Romanus - რომაელი

homo sum, humani nihil a me alienum puto - მე ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის (ტერენციუსი)

homo vocabulum est naturae; persona juris civilis - „ადამიანი“ ბუნებრივი სიტყვაა; „პირი“ სამოქალაქო სამართლის ტერმინია

honorarium - გასამრჯელო პროფესიული მომსახურების გაწევისათვის; ჰონორარი

honoris causa (h.c.) - პატივის გამო, პატივისათვის

horae judiciae - სასამართლო სხდომის დრო

hospitia curiae - ადვოკატთა გაერთიანება

hostes humani generi - ადამიანთა მოდგმის მტრები

hypotheca - ჰიპოთეკა, უმეტ. უძრავი ქონების გირაო, რომლის შემთხვევაშიც ქონება მოვალის მფლობელობაში რჩებოდა

14 I

▲back to top


iactura paucorum servat multos - გაწირო მცირედნი, რათა გადაარჩინო მრავალნი

ibi - იქ, იმ ადგილას; მაშინ; ამის კვალდაკვალ

ibid, ibidem - იმავე ადგილას; იმავე წიგნში

ibbi esse poenam, ubi et nox est - სადაც დანაშაულია, იქ სასჯელია: რომის სამართლის პრინციპი, იგი გამორიცხავს ქონების კონფისკაციას სასჯელის სახით, რომელიც მიმართულია შთამომავალთა წინააღმდეგ

ibi jus, ibi remedim - სადაც სამართალია, იქვეა მისი დაცვის საშუალება

ictus - ზარალი; დარტყმა; დანის ჩარტყმა

idem - იგივე; იგივე ნივთი

idem agens et patiens esse non potest - პირი ერთსა და იმავე დროს ვერ იქნება მოქმედების სუბიექტი და ობიექტი

idem est nihil dicere et insufficienter dicere - ერთი და იგივეა - თქვა არაფერი და არ თქვა ყველაფერი

idem est non esse, et non apparere - ერთი და იგივეა - არ არსებობდე და არ გამოცხადდე

ideo - ამიტომ; ამ მიზეზით

ideo consideratum est (per curiam) - ამიტომ მიჩნეულია (სასამართლოს მიერ)

ides, idum - ძვ. რომაული კალენდრის მიხედვით მარტის, მაისის, ივლისისა და ოქტომბრის მეთხუთმეტე დღის და ყველა სხვა თვის მეცამეტე დღის დასახელება

id est (i.e.) - ანუ; სხვაგვარად რომ ვთქვათ

idiota in casu et infirmitate - იდიოტი უბედური შემთხვევის ან დაავადების შედეგად

idiota a nativitate - დაბადებით იდიოტი

idionare - დაამტკიცო საკუთარი უდანაშაულობა

id (tantum) possumus quod de jure possumus - შეგვიძლია (მხოლოდ) იმის გაკეთება, რისი გაკეთებაც კანონით შეიძლება

ignoramus - გაუნათლებელი ადამიანი; რეგვენი. „არ იცის“, „არ ითვალისწინებს“: ეს სიტყვა დიდ ჟიურიში წარდგენილი საბრალდებო დასკვნის პროექტის ბოლო გვერდზე ნიშნავდა, რომ ბრალდება არ არის დამტკიცებული

ignorantia eorem quae scire tenetur non excusat - არცოდნა იმისა, რაც პირმა უნდა იცოდეს, მას არ ამართლებს

ignorantio elenchi - დავაში განსახილველი საკითხის მცდარი ან არასწორი გაგება

ignorancia juris neminem excusat - სამართლის უცოდინარობა არავის ამართლებს

ignorantia iuris nocet - სამართლის უცოდინრობას ზიანი მოაქვს

illicite - უკანონოდ; არალეგალურად

illicitum collegium - არაკანონიერი კორპორაცია

impignorantia - დაგირავებული

impositio - მოტყუება; შეცდომაში შეყვანა; ნდობით ბოროტად სარგებლობა

impossibilum nulla obligatio est - შეუძლებელი ვალდებულება არ არსებობს

imprimatur - დაე, დაიბეჭდოს

imprimis - განსაკუთრებით; უპირველეს ყოვლისა

impuberes - არასრულწლოვანები რომის სამართალში

imputatio - იურიდიული პასუხისმგებლობა

imputatio facti - ფაქტობრივი შერაცხვა

imputatio juris - იურიდიული შერაცხვა

in absencia - არყოფნის პირობებში

in adversum - პროცესში მეორე მხარის საწინააღმდეგოდ; ნებისა და სურვილის წინააღმდეგ

in aequali jure - თანაბარი უფლებების პირობებში

in alio loco - სხვა ადგილზე

in alto produtione nullus potest esse accessorius sed principialis solummodo - სახელმწიფო ღალატის საქმეში ვერავინ იქნება თანამონაწილე, ყველა შემსრულებელია

in arbitrio judicis - სასამართლოს შეხედულებისამებრ; სასამართლო გადაწყვეტილების საგანზე

in articulo - მომენტში; იმ დროს

in articulo mortis - სიკვდილის მომენტში

in camera - მოსამართლის ოთახში; კერძო ვითარებაში; დახურული სასამართლო სხდომა

in capita - აცილება ინ ცაპიტა ნიშნავს ერთ-ერთი ნაფიცი მსაჯულის აცილებას

in casu extremae necessitatis omnia sunt communula - აუცილებლობის შემთხვევაში ყველაფერი საერთო საკუთრებად იქცევა

in casu proviso - გათვალისწინებულ შემთხვევაში

incidit in Scillam evitare Charibdin - ქარიბდისათვის თავის ასარიდებლად თავს ესხმის სცილას (ითქმის ადვოკატზე, რომელიც, ცდილობს რა დაასაბუთოს თავისი კლიენტის უდანაშაულობა ერთ დანაშაულში, მას სხვა დანაშაულში ამხელს)

in commendam - მინდობილობით მართვაში

in communi - ერთობლივად; ერთად

in considerationes legis - სასამართლოს მოსაზრებით; სამართლებრივი მოსაზრებების საფუძველზე

incontinenti - იმავე წამს, მაშინვე

in corpore - სხეულით; პირადად; არსებითად

in crastino - ხვალ

in criminalibus, voluntas reputabitur pro facto - სისხლის სამართლის საქმეებში სურვილი ითვლება მოქმედებად

in curia - სასამართლოში

incuria - დაუდევრობა; გაუფრთხილებლობა

in delicto - დამნაშავე; სამართალდარღვევის ჩამდენი

in descandu - მემკვიდრეობით

in diem - დღეს

individuum - განუყოფელი; განუყოფი

in dorso recordi - ჩანაწერის, დოკუმენტის უკანა გვერდზე

in dubio - ეჭვის შემთხვევაში; საეჭვო შემთხვევაში

in dubio melior est causa possidentis - ეჭვის დროს უპირატესობა მფლობელს ეკუთვნის

in dubio, pro lege fori - ეჭვის დროს გამოიყენება საქმის განხილვის ადგილის კანონი

in dubio pro reo - ეჭვის დროს ბრალდებულის სასარგებლოდ. დაუწერელი პრინციპი სისხლის სამართალში: ბრალდებული არ შეიძლება დაისაჯოს, თუ სასამართლო არ არის დარწმუნებული ბრალდებულის დანაშაულში

induciae, indutiae - ზავი; სამხედრო ქმედებების შეჩერება; ინდულგენცია

inductio - ანულირება; ამოშლა

in duplo, duplum - ორმაგი ოდენობით, ზომით, ორმაგად

in essentialibus - ძირითადად, არსებითად

inest de jure - სამართალი გულისხმობს

in excambio - სანაცვლოდ

in exitu - სასამართლოს განსახილველად

in facie curiae - სასამართლოს წინაშე

in faciendo - განხორციელებისას; ფაქტობრივად; სინამდვილეში; საქმის ვითარების მიხედვით და არა კანონით

in facto - ფაქტობრივად; სინამდვილეში

infantes - ბავშვები შვიდი წლის ასაკამდე რომის სამართალში

in favorem libertatis - თავისუფლების სასარგებლოდ

in favorem vitae - სიცოცხლის სასარგებლოდ

in fieri - შესრულების პროცესში

in fine - დასასრულს; გვერდის, წიგნის დასასრულს

In flagrante delicto - დანაშაულის ჩადენისას; დანაშაულის ადგილზე

in foro legis - სასამართლოში

infra - ქვედა; ქვეშ; შიდა

infra anum - წლის განმავლობაში

infra juridictionem - იურისდიქციის ფარგლებში

in fraudem legis - კანონისთვის გვერდის ავლით

in futuro - მომავალში

in genere - ამგვარადვე; ზოგადად

ingenium - მოტყუება; მოტყუების ხერხი

in hac parte - ამ მხრივ

in haes verba - ამ სიტყვებით; შემდეგნაირად

in hoc - ამაში

in hunc modum - ამგვარად

in iisidem terminus - იმავე სიტყვებით

in infinitum - უსასარულოდ

in initio litis - სასამართლო კამათის დასაწყისში

in invidiam - ზარალში

in invinitum - თანხმობის გარეშე, ნების წინააღმდეგ

in ipso articulo temporis - იმავე დროს; სწორედ იმ მომენტში

inquissima pax est anteponenda justissimo bello - ყველაზე არახელსაყრელი მშვიდობაც კი სჯობს ყველაზე სამართლიან ომს; უვარგისი მშვიდობაც კი სჯობს კეთილ დავას

initialia testimonii - მოწმის წინასწარი დაკითხვა

initio, intium - დასაწყისი

in judicio - მოსამართლის თანდასწრებით

in jure - კანონით; სამართლის მიხედვით

in jure alterius - სხვა პირის უფლებამოსილებით

in jure proprio - საკუთარი უფლებით

in jure causa remota non spectator - სამართალში შორეული მიზეზი მხედველობაში არ მიიღება

in jure proprio - საკუთარი უფლებით

injuria - სამართალდარღვევა

injuria absque damno - სამართალდარღვევა ზარალის ან დანაკარგის მიყენების გარეშე

in juria atque damnum - იურიდიული უფლების დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია ზარალის ან დანაკარგის მიყენებასთან

in jus vocare - სასამართლოში გამოძახება

in limine - ზღურბლზე; დასაწყისში

in loco - ნაცვლად

in maleficio voluntas spectator, non exitus - ბოროტმოქმედების დროს მხედველობაში მიიღება ნება და არა შედეგი

in mero jure -„შიშველი“ სამართლის თანახმად

in mora - შეუსრულებლობის ვითარებაში; გადავადებით

in omnibus - ყველა საქმეში; ყოველგვარ საქმეში

in pacato solo - მშვიდობიან მიწაზე

in pari causa - მსგავს საქმეში; მსგავს ან თანაბარ პირობებში

in pari causa est positar causa possidentis - თანაბარი საფუძვლის შემთხვევაში უპირატესია მფლობელის საფუძველი

in pari jure - მსგავსივე, იმავე სამართლის მიხედვით

in pari passu - თანაბარ საფუძველზე

in pendente - გაურკვევლობის ვითარებასე

in perpetuam - მარად

in persona - პირადად; თავად

in personam - პირის წინააღმდეგ

in poenam - სასჯელის სახით; სასჯელად

in posee - პოტენციაში

in posterum - მომავალში

in potentia - შესაძლებლობაში; პოტენციაში

in praesenti - ამჟამად; მაშინვე;

in praesentia - თანდასწრებით

in primas - პირველ ადგილზე

in principio - დასაწყისში; პრინციპში

in promptu - ექსპრომტად; მზადყოფნის ვითარებაში

in propria causa nemo judex - ვერავინ იქნება მოსამართლე თავის საკუთარ საქმეში

in propria persona - პირადად ან საკუთარი სახელით; პროცესში ადვოკატის გარეშე მონაწილე მხარე

in proximo gradu - შემდეგ ან უახლოეს ხარისხში

in puris naturalibus - სრულიად ბუნებრივ მდგომარეობაში; შიშველი

in quo - რაშიც

in re - საქმეში; გარიგებაში

in rebus - საქმეებში; გარიგებებში

in re dubia, magis infitiatio quam affirmatio intelligenda - საეჭვო საქმეში მიიღება უარყოფითი, და არა დადებითი, გაგება

in rem - ნივთის და არა პირის წინააღმდეგ

in rem suam - მის პირად საქმეში; თავის პირად საწარმოში

in rerum natura - საგანთა ბუნებაში

in rixa - დავაში

in se - თავის თავში; საკუთარ თავში

in sensu et re ipsa - განზრახვისა და თავად ნივთის გამო

in serum omnia licent - მონის მიმართ ყოველივე ნებადართულია

in simile materia - მსგავს საქმეში

insimul - ამავე დროს; ამასთანავე

insinuare - სასამართლოს ოქმში ჩაწერა; მოსამართლის წინაშე განცხადება

insinuatione - რისამე შეთავაზება, განსაკუთრებით ცუდი ან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა

in sito - ადგილის მიხედვით; თავის ადგილზე

in solodo - მთლიანობაში

in solo - ნიადაგში; მიწაზე; ზედაპირზე; თავისთავად

in spe - იმედით, მოლოდინში

instanter - დაუყოვნებლივ, იმავე წამს

in statu quo (ante fuit) - იმ მდგომარეობაში, რომელიც ადრე არსებობდა, ე.ი. პირვანდელ მდგომარეობაში

in statu quo ante bellum - მდგომარეობაში, რომელიც ომამდე იყო

institutiones - ინსტიტუციები; იუსტინიანეს კოდიფიკაციის ერთ-ერთი წიგნი (ნაწილი)

in subsidium - დოტაციის, დახმარების სახით

in substantialibus - არსებითად

insultus - თავდასხმა

in summa - მთლიანად; ერთიანად

in summo jure - ზუსტად სამართლის მიხედვით

in suo genere - ერთგვარად; ერთგვარი

integrum - თავიდან; ხელახლა

intentio - განზრახვა; ჩანაფიქრი; სარჩელის ფორმულის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი

intentio caeca mala - დაფარული აზრი ცუდი რამ არის

inter absentes - არდამსწრეთა შორის

inter alia - სხვა საქმეებს შორის; სხვათა შორის

inter alios acta - გარიგებები სხვა პირებს შორის; გარიგებები არა იმ პირებს შორის, ვინც სასამართლოს წინაშეა

inter arma silent leges - ომის დროს კანონი დუმს

interest reipublicae ne maleficia remaneant impunita - სახელმწიფოს ინტერესებში, რათა დამნაშავეები არ დარჩნენ დაუსჯელნი

interim - ამასობაში

interlocutio - მხარეებს შორის მოსალოდნელი დავის განხილვა სასამართლომდე, რათა მიღწეულ იქნას სამშვიდობო მორიგება

inter nos - ჩვენს შორის

inter partes - მხარეებს შორის

inter presentes - დამსწრეთა შორის

interpretatio extensive - განვრცობითი განმარტება

interpretare et concordare legis legibus est optimus interpretandi modus - კანონების ახსნა-განმარტება და კანონების შეჯერება, მათი ახსნის ყველაზე კარგი საშუალებაა

interpretatio talis in ambiguis simper fienda est ut evitetur inconveniens et absurdum - ორაზროვანი გამონათქვამები იმგვარად უნდა განიმარტოს, რომ თავიდან იქნეს აცილებული უხერხულობა და აბსურდი

interpretatio restrictiva - შეზღუდვითი განცხადება

in testimonia - დასტურად

in totidem verbis - სწორედ ამ სიტყვებით

in toto - მთლიანობაში; მთლიანად

in toto et pars continetur - მთელში ნაწილიც შედის

intra fidem - რწმენის, ნდობის ფარგლებში

intra vires - უფლებამოსილების ფარგლებში; კანონის მიერ მონიჭებული უფლებების ფარგლებში

in tuto - უსაფრთხოდ; უზრუნველყოფილი; საიმედოდ

invadiatio - გირაო

inveritare - დამოწმება

in vita - სიცოცხლეში; არსებული; ცოცხალი

in vitus - ნების, სურვილის წინააღმდეგ

invitatio ad offerendum - მოწვევა ოფერტზე მაგ., იარლიყის მიმაგრება საქონელზე, განცხადება გაზეთში.

in vitro - „სინჯარაში“: in vitros მეთოდით განაყოფიერება

in vivo - „ცოცხლად“: ექსპერიმენტი ან პროცესი, რომელიც ცოცხალ ორგანიზმზე ხორციელდება; განაყოფიერება უჯრედში

ipse - თვით იგი

ipse dixit - „იგი თავად ამბობდა“: იგულისხმება საკუთარი განცხადება პრეცედენტის დამოწმების, მოხმობის გარეშე

ipsissimis verbis - თვით სიტყვების არსიდან გამომდინარე

ipso - თავისთავად

ipso facto - ფაქტის ძალით

ipso jure - თვით სამართლის ძალით. სამართლებრივი მოქმედება იწყება უშუალოდ, ანუ სხვა სამართლებრივი აქტის გარეშე, როგორიცაა მაგალითად, დაინტერესებული პირის ნების გამოვლინება ან ადმინისტრაციული აქტი. მაგ., მემკვიდრეობის მიღება მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ.

issint - ამგვარად

ita - ამგვარად

ita est - საქმე ისაა, რომ...

ita lex scripta est - ასეა დაწერილი კანონი; ასეთია დაწერილი კანონი

ita quod - ასე რომ

ita te Deus adjuvet - დაე, ღმერთი იყოს შენი შემწე

15 J

▲back to top


jactus lapilli - ქვების სროლა: აქტი, რომელიც ნიშნავდა პრეტენზიას უძრავ ქონებაზე ან ტიტულზე

J.C.D. (Juris Civilis Doctor) - სამოქალაქო სამართლის დოქტორი

J.D. (Juris Doctor) - სამართლის დოქტორი

J.U.D. (juris utrius doctor) - ორივე სამართლის დოქტორი: სამოქალაქო და კანონიკური სამართლის დოქტორი; უნივერსიტეტის დიპლომი

judex - მოსამართლე

judex ad quem - მოსამართლე, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე. მაგ.: აპელაციის მოსამართლე, საკასაციო სასამართლოს მოსამართლე.

judex a quo: - მოსამართლე, რომელმაც მიიღო გასაჩივრებული გადაწყვეტილება. მოსამართლე, რომლის საქმეც გადაცემულია აპელაციაზე.

judex est lex loquens - მოსამართლე მოლაპარაკე კანონია, ანუ მოსამართლე კანონის მაუწყებელია

judex non calculat - მოსამართლე არ ანგარიშობს. რომის სამართლის პრინციპი, რომ არითმეტიკული შეცდომები განაჩენში იურიდიულ ძალის მქონე არ ხდება.

judex non potest injuriam sibi datum punire - მოსამართლეს არა აქვს უფლება დასაჯოს მის მიმართ ჩადენილი სამართალდარღვევა

judex ordinatius (judices ordinarii) - ჩვეულებრივი, ორდინარული მოსამართლე, ანუ მოსამართლე, რომელიც ფლობს სამოსამართლეო უფლებამოსილებას, განსახვავებით მოსამართლისაგან, რომელიც კონკრეტული საქმის განხილვაზეა დანიშნული

judicandum est legibus, non exemplis - უნდა განვსაჯოთ კანონის საფუძველზე და არა მაგალითების საფუძველზე

judicatio - განაჩენის გამოცხადება; გადაწყვეტილების მიღება

judicia - სასამართლოები; სასამართლო პროცესები; სასამართლო განაჩენები; სასამართლო გადაწყვეტილებები

judicium - სასამართლო; სარჩელი; გადაწყვეტილება; შეხედულება; განაჩენი

judicium parium - თანასწორთა განაჩენი

jura - სამართალი; კანონი

jura ad personam - ვალდებულებითი უფლებები, უფლებები პირის მიმართ

jura ad rem - სანივთო უფლებები

jura in re - უფლება ნივთზე

juramentum - ფიცი

juramentum columniae - ფიცი საქმის პატიოსნად წარმართვაზე, რომელიც ადასტურებდა, რომ არ არსებობდა ბოროტი ზრახვა, და პროცესის დაწყებამდე იგი დავის ორივე მხარეს უნდა დაედო

juramentum corporalis - „სხეულებრივი ფიცი“, რომელიც იდებოდა ბიბლიაზე

jura in re aliena - უფლება სხვის ნივთზე

jura novit curia - სასამართლომ იცის კანონები. მხარეებს სჭირდებათ არა სამართლებრივი საფუძვლების, არამედ მხოლოდ საქმის ვითარების მოყვანა. სასამართლო იყენებს სამართლის ნორმებს სამოსამართლო თანამდებობრივი უფლებამოსილების საფუძველზე

jura naturae sunt immutabilia - ბუნების კანონები არ იცვლება

jura summi imperii - სუვერენიტეტის უფლება

jure belli - ომის სამართლის მიხედვით

jure gentium - საერთაშორისო სამართლის მიხედვით

jure naturae omnes homines aequales sunt - ბუნებითი სამართლით ყველა ადამიანი თანასწორია

juris et de jure - სამართლიდან და სამართლით

juris ignorantia est, cum jus nostrum ignorasmus - სამართლის უცოდინარობა სახეზეა, როდესაც არ ვიცით საკუთარი უფლებები

jus - სამართალი; უფლება; ხელისუფლება; მართლმსაჯულება

jus ad rem - იხ. jus in rem

jus bellum dicendi - ომის გამოცხადების უფლება

jus canonicum - კანონიკური სამართალი

jus civile - სამოქალაქო სამართალი

jus civile Romanorum - რომაელთა სამოქალაქო სამართალი

jus cogens - იმპერატიული სამართალი. შესაბამისი სამართლის ნორმა, მხარის ან სამართლებრივი ურთიერთობის დაცვის მიზეზიდან გამომდინარე, მხარეთა შეთანხმების გზით არ გადაისინჯება. მაგ.: პასუხისმგებლობა განზრახ ქმედების გამო

jus commune - საერთო სამართალი

jus criminale - სისხლის სამართალი

jus dicere (et) non jus dare - კანონის გამოცხადება და არა მისი შექმნა

jus dispondendi - პირის უფლება განკარგოს ქონება თავისი შეხედულებისამებრ

jus dispositivum - დისპოზიციური სამართალი, ნორმატიული წესი, რომლის გამოყენებაც დამოკიდებულია მხარეთა შეთანხმებაზე ან უფლებამოსილი მხარის სურვილზე

jus divinum - „ღვთიური“, „ღვთის“ სამართალი

jus est ars boni et aequi - სამართალი სიქველისა და სამართლიანობის ხელოვნებაა

jus fasque est - შეიძლება და ასეც უნდა

jus feciale - ძველი რომის სამართლის ნორმები, რომლებიც აწესრიგებდნენ ურთიერთობებს სახელმწიფოთა შორის

jus futurum - უფლება, რომელიც მომავალში იქნება შეძენილი

jus gentium - ხალხთა სამართალი (ძვ. რომში)

jus gladil - „მახვილის უფლება“, ანუ დანაშაულის ჩამდენთა დევნის უფლება, რომელიც სახელმწიფო სუვერენიტეტს ეფუძნებოდა

jus habendi - ქონების ფლობის უფლება

jus humanum - „ადამიანური“ უფლება („ღვთიური“ სამართლის საპირისპირო)

jus individuum - განუყოფელი უფლება, ინდივიდუალური უფლება

jus inter gentes - ხალხთაშორისი სამართალი

jus naturale - ბუნებითი სამართალი

jus naturale potius est, quam jus positivum - ბუნებითი სამართალი უფრო სარწმუნოა, ვიდრე დისპოზიციური სამართალი

jus non scripta - დაუწერელი სამართალი

jus offerendi - გამოსყიდვის უფლება (მაგ., იპოთეკის)

jus patrium - ეროვნული სამართალი

jus poenale - დასჯითი (სისხლის) სამართალი

jus postliminii - ძველი მდგომარეობის აღდგენის უფლება

jus publicum privatorum pactismutari non potest - საჯარო სამართალი კერძო სამართლით არ შეიცვლება

jus possessionis - ფლობის უფლება

jus privatum - კერძო სამართალი

jus publicum - საჯარო სამართალი

jus puniendi - დასჯის უფლება

jus sanguinis - სისხლის უფლება (მოქალაქეობის მიღების უფლება მშობელთა მოქალაქეობის მიხედვით)

jus scriptum - დაწერილი სამართალი

jus singulare - სინგულარული უფლება: სპეციალური სამართლებრივი ნორმა, დადგენილი განსაკუთრებული შემთხვევისათვის ან განსა-კუთრებული საფუძვლით

jus soli - ნიადაგის უფლება: მოქალაქეობის მიღების უფლება დაბადების ადგილის მიხედვით

jus strictum - მკაცრი სამართალი

justa causa - სამართლიანი საქმე; კანონიერი პრეტენზია; კანონიერი მოტივი

jus talionis - თანაბარი ანაზღაურების უფლება

jus tertii - მესამე პირის უფლება

justicair - მოსამართლე

justitia - მართლმსაჯულება

jus transitus innoxii - მშვიდობიანად გავლის უფლება

jus vitae ac necis - სიკვდილ-სიცოცხლის უფლება

16 L

▲back to top


lapsus lingue - გამონათქვამი, რომელიც განსხვავდება იმისაგან, რასაც გულისხმობდა მოლაპარაკე

lata culpa dolo aequiparatur - უხეში გაუფრთხილებლობა უდრის განზრახვას

lata culpa est nimia negligentia, id est non intelegere quod omnes intellegunt - უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, ე.ი. გაუგებრობა იმისა, რაც ყველასთვის გასაგებია

laudare - სახელწოდება; ციტირება; მოხმობა; სასამართლოს წინაშე დადებითი დახასიათების მიცემა

laudatio - სასამართლოს წინაშე პირის დადებითი დახასიათება

laudum - არბიტრების გადაწყვეტილება; სასამართლოს გადაწყვეტილება ან განაჩენი

legatum - ლეგატი, ანდერძდანაკისრი

legem brevem esse oportet - კანონი მოკლე უნდა იყოს

leges imperfectae - კანონები, რომლებიც რომის სამართალში აკრძალვებს აწესებენ

leges minus quam perfectae - კანონები, რომლებიც რომის სამართალში გარიგების დადებას სჯიდნენ სისხლის სამართლის წესით

leges perfectae - კანონები, რომლებიც რომის სამართალში გარიგების ბათილობას განსაზღვრავდნენ

legis virtus haec est: imperare, vetare, permittere, punier - კანონის ძალა ეს არის: ბრძანოს, აკრძალოს, ნება დართოს, დასაჯოს

legi, intellexi, condemnavi - წავიკითხე, შევიცან და დავგეგმე

legibus idcirco omnes servimus ut liberi esse possimus - კანონებს მხოლოდ იმიტომ ვუჯერებთ, რომ თავისუფალნი ვიყოთ (ციცერონი)

legitimatio - დაკანონება

legitimus - კანონიერი; ლეგიტიმური; კანონის შესატყვისი

Legum Baccalaureus (LL.B.) - სამართლის ბაკალავრი

Legum Doctor (LL.D.) - სამართლის დოქტორი

lex - კანონი, იურიდიული ნორმა; წესი; გადაწყვეტილება; შეთანხმება

lex aeterna - მარადი კანონი; მორალური კანონი; ბუნებითი კანონი

lex anale - რომის კანონი, რომელიც ადგენდა იმ პირთა მინიმალურ ასაკს, ვისაც მაღალი თანამდებობა ეკავა

lex causae - სამართალი, რომლითაც უნდა გადაწყდეს ძირითადი საკითხი. პრინციპი, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო კერძო სამართალში და რომლის თანახმად სამართალი, რომელიც გამოიყენება ძირითადი საკითხის გადასაწყვეტად, ვრცელდება ასევე ამ საკითხთან დაკავშირებულ სხვა მეორეხარისხოვან საკითხებზეც.

lex communis - საერთო სამართალი

lex contractus - სახელშეკრულებო სამართალი

lex de futur, judex de praeterito - კანონი მომავალზე მოქმედებს, მოსამართლე კი წარსულს განიხილავს

lex est ab aeterno - კანონი მარად არსებობს

lex est norma recti - კანონი არის იმის მეუფება, რაც სწორია

lex est, quod populus jubet acque constituit - კანონი ისაა, რასაც ხალხი ბრძანებს და აწესებს

lex est tutissima cassis; sub clypeo legis nemo decipitur - სამართალი ყველაზე უსაფრთხო მუზარადია; სამართლის დაცვის ქვეშ მყოფი არ ტყუვდება

lex est consuetude parliamenti - საპარლამენტო სამართალი და წესები

lex electa - მხარეების მიერ არჩეული სამართალი

lex fori - სასამართლოს ქვეყნის კანონი; იმ ქვეყნის კანონი, სადაც საქმის სასამართლო განხილვა წარმოებს

lex inter partem - კანონი, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ

lex lata - პოზიტიური სამართალი

lex loci actus - მოქმედების ადგილის კანონი; ადგილის კანონი, სადაც მოხდა მოქმედება

lex loci celebracionis - ხელშეკრულების ან სხვა გარიგების დადების ადგილის კანონი, ქორწინების ადგილის კანონი

lex loci contractus - გარიგების დადების ადგილის კანონი

lex loci delictis - სამართალდარღვევის ადგილის კანონი

lex loci re site - ქონების ადგილსამყოფლის კანონი

lex loci solutionis - ვალდებულების შესრულების ადგილის კანონი

lex mercatoria - სავაჭრო სამართალი

lex monetae - ვალუტის ქვეყნის კანონი

lex nationalis - მოქალაქეობის სახელმწიფოს კანონი

lex neminem cogit ad impossibilia - კანონი არავისგან მოითხოვს შეუძლებელს

lex nihil facit frustra (nihil frustra facit) nil jubet frustra - კანონი ამაოდ არაფერს სჩადის, ამაოდ არაფერს ითხოვს

lex non intendit aliquid impossibile - კანონი არაფერს ითხოვს შეუძლებელს

lex non praecipit inutilia (quia inutilis labor stultus) - კანონი უსარგებლოს არ ითხოვს (რადგან უსარგებლო შრომა სისულელეა)

lex non requirit verificari quod apparet curiae - კანონი არ ითხოვს იმის დამტკიცებას, რაც მისთვის ნათელია

lex non scripta - დაუწერელი კანონი

lex ordinandi - საქმის განხილვის ადგილის კანონი

lex patriae - სამშობლოს კანონი

lex pecuniae - ვალუტის ქვეყნის კანონი

lex plus laudatur quando ratione probatur - კანონი უფრო მეტად იმსახურებს ხოტბას, როდესაც მას გონებაც იწონებს

lex posterior derogat legi priori - მომდევნო კანონი აუქმებს წინას

lex punit mendatium - კანონი სჯის სიცრუეს

lex scripta - დაწერილი კანონი

lex sub graviore lege - კანონი, რომელიც უზენაეს კანონს ექვემდებარება

lex rei sitae - ნივთის ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონი

lex specialis derogat legi generali - სპეციალური კანონი აუქმებს ზოგადს

lex succurrit ignoranti - კანონი დახმარების ხელს უწვდის უცოდინარობას

lex uno ore omnes alloquitur - კანონი ყველას ერთნაირად ელაპარაკება

lex voluntatis - კანონი, რომელიც გარიგების მხარეებმა აირჩიეს

libera lex - „ღია სამართალი“; თავისუფალი ადამიანის ანუ მოქალაქის უფლებათა ნაკრები

liberum veto - თავისუფალი ვეტო

limitation - შეზღუდვა

linea recta - პირდაპირი ხაზი; პირდაპირი ხაზით შთამომავლობა

linea transversalis - გვერდითი ხაზი

liquet satis - საკმაოდ ნათლად; სრულიად მკაფიოდ; უდავოა

lis mota - დავის დაწყება

lis pendens - (სიტყვასიტყვით) განხილვის პროცესში მყოფი სარჩელი

literae mortuae - „მკვდარი ასოები“, ანუ ზედმეტი სიტყვები

literae patentes - ღია წერილები; პატენტი

literae procuratoriae - უფლებამოსილება; მინდობილობა

literae recognitionis - კონოსამენტი; სატრანსპორტო ზედდებული

literae scriptae manent (mx. rcx. litera scripta manet) - დაწერილი სიტყვა რჩება

locatio-conductum - ქირავნობა

loco citato (loc.cit.) - ციტირებულ ადგილას; ხსენებულ ადგილას

locus criminis - დანაშაულის ადგილი

locus delicti - სამართალდარღვევის ადგილი

locus in quo… - ადგილი, სადაც...

locus sigilli (l.s.) - ბეჭდის ადგილი

longa possession jus parit - ხანგრძლივი მფლობელობა უფლებად გადაიქცევა

longi temporis possession - ხანგრძლივი (ხანდაზმულობითი) ფლობა

lucidum intervallum - ნათელი მომენტი. გამონაკლისი, როდესაც სულით ავადმყოფი შერაცხადია

lucri causa, lucri gracis - გამორჩენის მიზნით, ანგარების გამო

lucrum facere ex populli tutela tutor non debet - მეურვე არაფერს უნდა გამორჩეს მეურვეობიდან

lupinum caput - „მგლისთავა“, ანუ ადამიანი, რომლის მოკვლაც შეეძლო ყველას და ამაში ჯილდოს მიიღებდა: კანონგარეშე გამოცხადებული პირი.

luxuria - თავიმედოვნება

17 M

▲back to top


mactattor - მკვლელი

magister societatis - ასოციაციის ან ამხანაგობის მმართველი

magna culpa - უხეში დაუდევრობა; უხეში შეცდომა

magna culpa dolus est - უხეში დაუდევრობა განზრახვის ტოლფასია

major continent in se minus - დიდი მოიცავს მცირეს

majus jus - დიდი სამართალი; უკეთესი სამართალი

mala fide - არაკეთილსინდისიერება

mala (malum) in se - თავისთავად, ბუნებით უვარგისი; დანაშაული, რომელიც თავისთავად შეიცავს ამორალურ ელემენტებს

mala mensa - ბოროტი განზრახვა; ავი ზრახვა

malae fidei possessio - არაკეთილსინდისიერი მფლობელობა

malandrinus - ყაჩაღი; ქურდი; მეკობრე

malefactor - დანაშაულის გამო გასამართლებული პირი; დამნაშავე

malicia praecogitata - ბოროტი წინაგანზრახვა; წინასწარ განზრახვა; წინასწარ დანაშაულებრივი განზრახვა

malus animus - ავი, ბოროტი განზრახვა

mandatum - მინდობილობა; დავალება

manu armata - შეიარაღებული ძალით

manu brevi - „მოკლე ხელით“: მოკლედ, პირდაპირ

manu forti - „ძლიერი ხელით“: სხვის მფლობელობაში შეჭრა ძალის გამოყენებით

manu longa - „გრძელი ხელით“: შემოვლითი გზით

manu militari - სამხედრო ძალით

manu propria - საკუთარი ძალით, საკუთარი ხელით

manus - ხელი; ხელისუფლება, ძალაუფლება

mare altum - „მაღალი“, ღია ზღვა

mare apertum - ღია ზღვა

mare clausum - დახშული ზღვა

mare liberum - ღია (თავისუფალი) ზღვა

matrimonium - ქორწინება

maxime in jure aequitus spectanda est - სამართალში მთავარია სამართლიანობას მიხედო

maximus erroris populus magister - ხალხი შეცდომების უდიდესი ოსტათია

mediante altero - სხვა პირის მეშვეობით მოქმედება; შუამავლობა

Medicus curat, natura sanat - ექიმი მკურნალობს, ექიმი კურნავს

medio tempore - ამასობაში

melius est recurrere quam malo currere - უმჯობესია უკან დახევა, ვიდრე შეცდომების დაშვება

melius inquirendum - „უკეთ გამოსაძიებლად“: სასამართლო ბრძანებულება, რომელიც მოითხოვს საქმის გამოძიებას

mens rea - ბრალეულის ნება

memento mori - გახსოვდეს, რომ მოკვდავი ხარ (სიტყვასიტყვით: გახსოვდეს სიკვდილი)

mens legislatoris - კანონმდებლის ნება

mens sana in corpore sano - ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია

minatur innocentibus qui parcit nocentibus - ის, ვინც დამნაშავეს დაინდობს, საფრთხეს უქმნის უდანაშაულოებს

minima non curat praetor - წვრილმანები მოსამართლეს არ აწუხებს. - რომის სამართლის პრინციპი.

minimum est nihilo proximus - ყველაზე მცირე, ეს თითქმის არაფერია

minor aetas - არასრულწლოვანება, უასაკობა

minores - მოზრდილი პირები 25 წლის ასაკამდე რომის სამართალში

minus solvit, qui tardius solvit - ის, ვინც ძალზე დიდი დაგვიანებით იხდის, არ იხდის

missio in bona - კრედიტორის შეყვანა მოვალის ქონების მფლობელობაში სასამართლოს გადაწყვეტილებით

mission in possessivum - მფლობელობაში შეყვანა

mittere in confusum - სხვადასხვა პირთა ქონების გაერთიანება მათი თანაბარი გაყოფის მიზნით

mobilia non habent situm - მოძრავ ქონებას არა აქვს ადგილსამყოფელი

mobile personam sequuntur - მოძრავი ქონება პიროვნებას თან სდევს

modus - წესი; მდგომარეობა

modus injurie - ზიანის მიყენების ხერხი

modus vivendi - ცხოვრების წესი

mora reprobatur in lege - კანონი არ იწონებს დაყოვნებას

moratorium - ვადა, რომლის განმავლობაშიც იურიდიულ მხარეს აქვს უფლება გადადოს ვალდებულების შესრულება

morituri te salutant - სასიკვდილოდ განწირულნი გესალმებიან შენ (გლადიატორთა მისალმება ბრძოლის წინ იმპერატორის ან ბრძოლის მომწყობისადმი)

mors dicitur ultimum supplicium - სიკვდილი უკიდურეს სასჯელად ითვლება

mors omnia solvit - სიკვდილი ყველა საკითხს წყვეტს

mortis causa - სიკვდილის მიზეზით; სიკვდილის მოლოდინში

mos pro lege - ჩვეულება კანონის ნაცვლად

mutation nominis - სახელის შეცვლა

mutatis mutandis - შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით; გარემოებებიდან გამომდინარე ცვლილებებით; აუცილებელი ცვლილებებით

mutuant - სესხის გამცემი

mutuari - სესხის ამღები

mutuum - სესხი; სასესხო ხელშეკრულება

18 N

▲back to top


nam silent leges inter arma - რადგან იარაღთა შორის კანონი დუმს

nasciturus - ჩანასახი: განსხვავებით უფლებაუნარიანობისაგან, გარკვეულ შემთხვევებში დაბადებულ ბავშვს უთანაბრდება. მაგ. მემკვიდრეობის დროს, თუკი მამკვიდრე ბელი ბავშვის დაბადებამდე გარდა იცვალა

natura appetit perfectum, ita est lex - ბუნება ესწრაფვის სრულყოფილებას, ასეა კანონიც

naturalia negotii - გარიგების ჩვეულებრივი ნაწილები

natura non facit saltum; ita nec lex - ბუნება ნახტომებს არ აკეთებს; ასეა კანონიც

necessitas culpabilis - ბრალეული აუცილებლობა: აუცილებლობა, რომელიც ამართლებს პირს, რომელმაც თავდაცვის მიზნით მოკლა სხვა პირი

ne bis de eadem re sit actio - ერთი და იმავეზე ორი სარჩელი დაუშვებელია

ne bis in idem - არავინ შეიძლება დაისაჯოს ან გასამართლდეს ერთი და იმავე დანაშაულის გამო. (ეს პრინციპი დღეს კონსტიტუციითაც არის გარანტირებული.)

necessitas est lex temporis et loci - აუცილებლობა დროისა და ადგილის კანონია

necessitas facit licitum quod alias non est licitum - აუცილებლობა კანონიერად აქცევს იმას, რაც სხვა შემთხვევაში არაკანონიერი იქნებოდა

necessitas inducit privilegium - „აუცილებლობა წარმოქმნის პრივილეგიას“: ფორმულა, რომელიც ასაბუთებს იმ პირის უპასუხისმგებლობას, რომელიც ფიზიკური (მაგრამ არა ფსიქიკური) იძულების გამო მოქმედებდა

necessitas non habet legem - აუცილებლობა არ ცნობს კანონებს

necessitas probandi incubit et, qui agit - მტკიცების აუცილებლობა აწევს მას, ვინც სარჩლობს

necessitas quod kogit, defendit - აუცილებლობა იცავს (ამართლებს) იმას, რასაც აიძულებს

nec vi, clam, aut presio - არც ძალით, არც ფარულად, არც მდუმარე თანხმობით (პირი, რომელიც დაეუფლა ნივთს თუნდაც ერთ-ერთი ამ პირობის არსებობის შემთხვევაში, ვერ მიიღებდა დაცვას)

ne deficiat justicia - რათა მართლმსაჯულებამ არ წაიბორძიკოს

nefas - არამართლზომიერი; არაკანონიერი; ბოროტი; ცოდვიანი

negation duplex est affirmation - ორმაგი უარყოფა მტკიცებას ნიშნავს

negativa non probantur - უარყოფითს მტკიცება არ უნდა

negligentia - დაუდევრობა; უყურადღებობა

negotoria inter vivas - გარიგება ცოცხალთა შორის

negotoria mortis causa - გარიგება სიკვდილის შემთხვევისათვის

negotiorum gestor - პირი, რომელსაც საქმე მიჰყავს; სხვისი საქმის წარმოება რწმუნების გარეშე

negotium - გარიგება; საქმე; საქმის წარმოება

nemine contradicente (nem. con) - წინააღმდეგობის გარეშე; ერთხმად

neminem laede - ნურავის ავნებ

neminem oportet esse sapietiorem legibus - არავინ არ უნდა იყოს კანონზე გონიერი

nemo agit in seipsum - არავინ მოქმედებს საკუთარი თავის წინააღმდეგ

nemo bis punitur pro eodem delicto, nemo debet bis puniri pro uno delicto - არავინ არ უნდა დაისაჯოს ორჯერ ერთი და იმავე დანაშაულისათვის

nemo (debet) bis vexari pro (una et) eadem causa - არავინ არ უნდა გასამართლდეს ორჯერ (ერთი და იმავე) დანაშაულისათვის

nemo cogitationis poenam patitur - არავინ არ უნდა დაისაჯოს თავისი აზრების გამო

nemo dare potest quod non habet - არავის შეუძლია იმის მიცემა, რაც მას არ გააჩნია

nemo debet esse ( esse debet) judex (testis) in propria causa - არავინ არ უნდა იყოს მსაჯული (მოწმე) თავის საკუთარ საქმეში

nemo duobus utatur officiis - არავის არ უნდა ეკავოს ორი თანამდებობა

nemo est supra leges - არავინ დგას კანონზე მაღლა

nemo ex suo delicto meliorem suamconditionem facere potest - თავისი საკუთარი სამართალდარღვევით ვერავინ გაიუმჯობესებს მდგომარეობას

nemo inauditus condemnari debet, si non sit contumax - არავინ არ შეიძლება გასამართლდეს ისე, რომ მას არ მოუსმინონ, თუ იგი უარს არ აცხადებს სასამართლოში გამოცხადებაზე

nemo invitas agere cogitur - ვერავის აიძულებ გახდეს მოსარჩელე, თუ მისი ნება არ არის; ვერავის აიძულებ სარჩელის აღძვრას, თუკი მას ეს არ სურს

nemo judex in re sua - ვერავინ იქნება თავისი საქმის მსაჯული

nemo judex sine actor - თუ არ არის მოსარჩელე, არც მსაჯულია

nemo jus sibi dicere potest - არავის აქვს უფლება დაადგინოს კანონები საკუთარი თავისთვის

nemo nascitur artifex - ოსტატებად არ იბადებიან

nemo plus juris ad alienum (in alium) transferre potest, quam ipse habet - ვერავინ გადასცემს სხვას იმაზე მეტ უფლებას, რაც თავად აქვს

nemo potest contra recordum verificare per patriam - არავის შეუძლია წარუდგინოს მსაჯულებს მტკიცებულებანი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დოკუმენტის შინაარსს

nemo potest esse simul actor et judex - ვერავინ იქნება ერთდროულად მოსარჩელეც და მოსამართლეც

nemo punitur pro alieno delicto - არავინ ისჯება სხვისი დანაშაულის გამო

nemo tenetur ad impossible (impossibilia) - არავინ არის ვალდებული აკეთოს ის, რაც შეუძლებელია

nemo tenetur devinare - არავინ არის ვალდებული იწინასწარმეტყველოს მომავალი

nemo tenetur seipsum accusare - არავინ არის ვალდებული ბრალი დასდოს საკუთარ თავს

ne peccetur - რათა არ დააშავოს (დამნაშავე ისჯება, რათა კვლავ არ დააშავოს)

ne ultra petite - მოსამართლემ მოთხოვნილს არ უნდა გადააჭარბოს. (პრინციპი საპროცესო სამართალში: მხარეებს არ შეიძლება იმაზე მეტი მიეკუთვნოთ, ვიდრე მათ მოითხოვეს).

ne varietur - „რომ არ შეიცვალოს“ (ნოტარიალური აღნიშვნა დოკუმენტზე მისი იდენტიფიკაციის მიზნით)

nexum - სესხი; ფორმალური შეთანხმება მოვალესა და კრედიტორს შორის, რომლის თანახმადაც მოვალე ვალის უზრუნველსაყოფად საკუთარი თავისუფლებით აგებდა პასუხს

nihil dat qui non habet - ვერაფერს მოგცემს ის, ვისაც არაფერი გააჩნია

nihil consensui tam contrarium est, quam vis atque metus - არაფერი ეწინააღმდეგება თანხმობას ისე, როგორც ძალადობა და მუქარა

nihil possumus contra veritatem - არაფრის გაკეთება არ შეიძლება ჭეშმარიტების წინააღმდეგ

nihil probat, qui minimum probat - ვერაფერს ამტკიცებს ის, ვინც მეტისმეტს ამტკიცებს

nihil quod est contra rationem (quod est inconveniens) est licitum - არაფერია კანონიერი, რაც გონიერებას (ჩვეულებას) ეწინააღმდეგება

nil debet - „მას ვალი არა აქვს“ (იგულისხმება მოპასუხის განცხადება სარჩელის არაღიარების შესახებ)

nil dicit - „იგი არაფერს ამბობს“ (იგულისხმება მოპასუხის დუმილი სასარჩელო განცხადებაზე პასუხის ნაცვლად)

nil frustra agit lex - კანონი არაფერს აკეთებს ამაოდ

nil temere nevandum - არაფრის შეცვლა არ ღირს ნაჩქარევად

nisi - თუ არა; არასაბოლოო; პირობითად საბოლოო; გარკვეული ვადიდან მოყოლებული ძალაში შემავალი, თუ მანამ არ გაუქმდა (იგულისხმება სასამართლოს დადგენილება)

nisi prius - „თუ აქამდე არ არსებობდა“: პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშვნა განსხვავებით სააპელაციო სასამართლოსაგან

nisi prius court - 1) ნაფიც მსაჯულთა სასამართლო; 2) ნაფიც მსაჯულთა მიერ ფაქტთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა; 3) პირველი ინსტანციის სასამართლო

nolens volens - გინდა თუ არა; ავად თუ კარგად

nolle prosequi (Semokl. nol. pros.) - ფორმალური განცხადება შემდგომ დევნაზე ან სასარჩელო მოთხოვნაზე უარის შესახებ

nolo contendere - „არ მსურს შედავება“: არსებითად (მაგრამ არა ტექნიკურად) ბრალის აღიარება

nomen juris - სამართლებრივი ცნება; იურიდიული ტერმინი

non debet actori licere, quod reo non permittatur - მოსარჩელეს არ უნდა მიეცეს იმის ნება, რისი ნებაც მოპასუხეს არ მისცემია

non culpabilis (Semokl. non cul.) - უდანაშაულო

non est factum - „არ არის დოკუმენტი“: მხარის მტკიცებულება, რომ მოცემული დოკუმენტი არ წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც გაცემულია მის მიერ, მიუხედავად მისი ბეჭდისა და ხელმოწერისა.

non est inventus (N.E.I.) - „ნაპოვნი არ არის“: თანამდებობის პირის შეტყობინება, რომ მან ვერ შეძლო ბრალდებულის დაპატიმრება capias-ის საფუძველზე

non ex opinionibus singularum, sed ex comuni usu nomina exaudiri - სიტყვა უნდა გავიგოთ არა ისე, როგორც ეს ესმის ცალკეულ პირს, არამედ როგორც საყოველთაოდაა მიღებული

non ex regula jus sumotur, sed ex jure, quod est, regula fiat - სამართალი კი არ წარმოიქმნება წესიდან, არამედ არსებული სამართლიდან წარმოიქმნება წესი

non examplis, sed legibus judicandum - განსჯა უნდა ხდებოდეს არა მაგალითის, არამედ კანონის მიხედვით

non liquet (Semokl. n.l.) - გაურკვეველია; საქმე გაურკვეველია. თუ სამოქალაქო სამართლის პროცესში ვერ იქნა მიღწეული სიცხადე, მაშინ სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს იმ მხარის წინააღმდეგ, რომელსაც მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა

non molestando - სასამართლო ბრძანებულება, რომელიც იცავდა პირს თავის საქმეში უკანონო ჩარევის საფრთხისაგან

non obligat lex nisi promulgata - კანონი არ წარმოქმნის ვალდებულებას, თუ იგი არ არის გამოქვეყნებული

non obstante - მიუხედავად ... ისა

non obstante veredicto - ვერდიქტის მიუხედავად

non omne damnum inducit injuriam - არა ყოველი დანაკარგი იწვევს იურიდიული უფლების დაღვევას

non ponendis in assisis et juratis - სასამართლო ბრძანებულება, რომლის თანახმადაც პირი თავისუფლდებოდა სასამართლო საქმიანობაში ნაფიც მსაჯულად მონაწილეობის ვალდებულებისაგან

non possumus - „არ შეგვიძლია“: კატეგორიული უარი

non prosequitur - უარი სარჩელზე, მოსარჩელის მიერ პროცესუალური ქმედებების განუხორციელებლობის გამო

non refert quid notum sit judici, si notum, non sit in forma, judicii - არა აქვს მნიშვნელობა, რა არის ცნობილი მოსამართლისათვის, თუ ეს მისთვის ცნობილი გახდა არა კანონით დაწესებული გზით

non reus nisi mens sit rea - არ არსებობს ბრალი ბრალეული განზრახვის გარეშე

non rex est lex, sed lex est rex - მეფე კი არ არის კანონი, არამედ კანონია მეფე

non sanae mentis - შეურაცხადი

non sequitur (Semokl. non seq.) - (აქედან) არ გამომდინარეობს

non sui juris - იურიდიულად ქმედუუნარო, რომელსაც არ შესწევს უნარი საკუთარი სახელით დადოს ხელშეკრულება ან წარდგეს სასამართლოს წინაშე

non sum informatus - „არ ვარ ინფორმირებული“: სასამართლო გადაწყვეტილების ფორმა, მოპასუხის წინააღმდეგ, როდესაც მისი წარმომადგენელი აცხადებს, რომ მას არა აქვს მითითებები მისგან მოსარჩელის შესაგებებლის თაობაზე

nonterminus - პერიოდი სასამართლო სესიებს შორის

nosce te ipsum - შეიცან თავი შენი (დელფოში) აპოლონის ტაძარზე ბერძნული წარწერის Gnothi seauton ლათინური თარგმანი)

noscitur a sociis - „შეიცნობა მეგობრობით“ (სიტყვის ან გამონათქვამის არსი კონტექსტით შეიცნობა)

nota bene - „კარგად დაუკვირდი“ - შენიშვნა, რომელიც ემსახურება იმას, რომ ყურადღება მიაქციონ ტექსტის რომელიმე ნაწილს

not in esse - არარსებული

notoria - საყოველთაოდ ცნობილი

nova constitutio futuris formam imponere debet, non praeteritis - ახალი კანონი თავისი მოქმედებით თავისთავად მიმართულია მომავლისკენ და არა წარსულისკენ

novatio - ნოვაცია, განახლება

novelle - ახალი კანონები

noviter ad notitiam perventa - გარემოებები, რომლებიც პირისათვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი

novus homo - „ახალი ადამიანი“: პირი, რომელიც შეიწყალეს

nuda cogitatio - ლიტონი განზრახვა

nuda pactio obligationem non parit - ლიტონი დაპირება არ წარმოქმნის იურიდიულ ვალდებულებას

nuda proprietas - „შიშველი“ ანუ ლიტონი საკუთრება

nuda repromissio - „შიშველი“ ანუ ლიტონი დაპირება

nudum jus - ლიტონი უფლება

nudum pactum - „შიშველი შეთანხმება“ ანუ ლიტონი შეთანხმება, რომელსაც მხარს არ უმაგრებს შემხვედრი დაკმაყოფილება

nudum pactum actionem non poret - ლიტონი შეთანხმება სარჩელს არ წარმოშობს

nudum pactum ex quo non oritur action - „შიშველი“ ანუ ლიტონი თანხმობა ისეთი თანხმობაა, რომლისგანაც არ წარმოიქმნება სარჩელი

nulla bona - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ სასამართლოს ბრძანების დაბრუნების ფორმულა, რაც ნიშნავს, რომ აღმასრულებელმა ვერ შეძლო მოძიება მოპასუხის კუთვნილი ქონებისა, რომლის დაყადაღებაც შეიძლებოდა ვალის უზრუნველსაყოფად

nulla intelligentur mora fieri, ubi nulla petitio est - ვადა არ ჩაითვლება გადაცილებულად, თუ არ ყოფილა მოთხოვნა

nulla poena sine lege - არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე: დანაშაული შეიძლება დაისაჯოს, თუ მისი დასჯადობა დადგენილი იყო დანაშაულის ჩადენამდე. დაუშვებელია დასჯა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და სისხლის სამართლის ნორმების რეგრესული გამოყენება. ეს პრინციპი კონსტიტუციითაა გარანტირებული.

nulla poena sine crimini - არ არსებობს სასჯელი დანაშაულის გარეშე

nulla regula sine exceptione - არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე

nullus juris - იურიდიული შედეგების გარეშე; სამართლის მიერ არაღიარებული

nullum arbitrum - არ არის გადაწყვეტილება

nullum crimen, nulla poena, sine lege - არც დანაშაული, არც სასჯელი არ არსებობს კანონის გარეშე

nullum crimen sine poena legali - არ არსებობს დანაშაული კანონიერი სასჯელის გარეშე

nullum exemplum est idem omnibus - არანაირი მაგალითი არ გამოდგება ყველა შემთხვევისათვის

nullus simile est idem - მსგავსი ნივთი არ არის იგივე ნივთი

nullus videtur dolo facere, qui jure sui utitur - არავინ მიიჩნევა ბოროტმოქმედად, თუ თავის უფლებას ახორცილებს

numerus clausus - დახურული რიცხვი: ეს ცნება გამოიყენება, რათა აღინიშნოს დასრულებული ჩამონათვალი კანონში, ან კანდიდატთა რაოდენობის შეზღუდვა გარკვეულ პროფესიებთან ან სასწავლო კურსებთან მიმართებაში.

nunquam fictio sine lege - არ არსებობს ფიქცია კანონის გარეშე

19 O

▲back to top


ob continentiam delicti - დანაშაულთან კავშირის გამო

obidientia est legis essentia - მორჩილება არის კანონის არსი

obiter - სხვათა შორის

obiter dicta - იხ. dictum

obligatio - ვალდებულება

obligatio est juris vinculum - ვალდებულება უფლების ბორკილია

obligationes civiles - სამოქალაქო ვალდებულებანი

obligationes ex contractu - ხელშეკრულებითი ვალდებულებანი

obligationes ex delicto - დანაშაულისმიერი ვალდებულებანი

obligationes quasi ex contractu - ვითომდა ხელშეკრულებითი (კვაზიხელშეკრულებითი) ვალდებულებანი

obreptio - რისამე მიღება მოტყუების გზით

obrogare - კანონის შევსება, შეცვლა ან გაუქმება ახალი კანონის გამოცემის გზით

obsignare - დოკუმენტისათვის ბეჭდის დასმა; დოკუმენტზე ხელის მოწერა და ბეჭდის დასმა

ob turpem causeam - ქვენა გრძნობებით; ამორალური ჯილდოსათვის

occasio legi - კანონის საბაბი

occultatio thesauri inventi fraudulosa - ნაპოვნი განძის დამალვა მოტყუებაა

occupantis fiunt derelicta - მიტოვებული ქონება იმას ეკუთვნის, ვინც მას პირველი აიღებს

occupare - ოკუპირება; ხელში ჩაგდება

octo tales - სასამართლო ბრძანებულება იმ პირთა გამოძახების შესახებ, რომელნიც ვალდებულნი არიან შეავსონ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა

officium nemini debet esse damnosum - თანამდებობა არ უნდა ვნებდეს პიროვნებას

omne actum ab intentione agentis est judicandum - ყველა საქმეზე მოღვაწის განზრახვით უნდა იმსჯელონ

omne jus aut consensus fecit, aut necessitas constitut, aut firmavit constuetudo - ნებისმიერი სამართალი შექმნილია ან თანხმობით, ან აუცილებლობის გამო, ან ჩვეულებით არის დადასტურებული

omne majus continent in se minus (minus in se complectitur) - ნებისმიერი დიდი თავისთავში მოიცავს მცირეს

omne majus dignum continent in se minus dignum - ნებისმიერი ღირსეული საგანი თავისთავში მოიცავს ნაკლებად ღირსეულს

omne quod inaedificatur solo cedit - ყველაფერი, რაც მიწაზეა აშენებული, მასთან ერთად იყიდება

omnia delicta in aperto leviora sunt - ყველა დანაშაული, ღიად ჩადენილი, ნაკლებად სერიოზულია

omnia peccata sunt paria - ყველა დანაშაული ერთმანეთს წააგავს

omnia quae sunt uxoris sunt ipsius viri - ყველაფერი, რაც ცოლს ეკუთვნის, ქმარსაც ეკუთვნის

omni exceptione majores - ყოველგვარ კრიტიკას უძლებს; ბრწყინვალეა

omnis actio est loquela - ყოველგვარი სარჩელი არის საჩივარი

omnis consensus tollit errorem - ნებისმიერი თანხმობა აღმოფხვრის შეცდომის მნიშვნელობას

omnis conventio intellegitur rebus sic stanibus - ყოველი შეთანხმება გაგებული უნდა იყოს ვითარების მიხედვით

omnis exceptio est ipsa quoque regula - ყოველი გამონაკლისი თავად არის წესი

omnis inerpretatio si fieri potest ita fienda est in instrumentis, ut omnes contrarietates amoveantur - დოკუმენტის ყოველი ინტერპრეტაცია ისეთი უნდა იყოს, თუ ეს შესაძლებელია, რომ ყოველგვარი წინააღმდეგობა აღმოიფხვრას

omnis persona est homo, sed nom vicissim - ყოველი პირი არის ადამიანი, მაგრამ არა პირიქით

omnis ratihabitio retrotrahitur, et mandato priori equiparatur - ნებისმიერი რატიფიკაცია წარსულ დროს უკავშირდება და უთანაბრდება წინამავალ ბრძანებულებას

omnis regula suas patitur exceptions - ყოველი წესი ექვემდებარება თავის საკუთარ გამონაკლისებს

omnium consensus - საყოველთაო თანხმობით

onus probandi - მტკიცების ტვირთი

opignerere - დაგირავება

opinio juris - მართლშეგნება

optima enim est legis interpres consuetudo, optimus legum interpres consuetudo - რადგან ჩვეულებაა საგნების საუკეთესო განმმარტებელი

optima est legum interpres consuetude - ჩვეულება კანონის საუკეთესო განმმარტებელია

optima statuti interpretatrix omnibus particulis ejusdem inspectis (est) ipsum statutum - კანონის საუკეთესო განმმარტებელი, მისი ყველა წვრილმანის გათვალისწინებით, არის თვით კანონი

optimus interpres rerum usus - ჩვეულება არის საგნების საუკეთესო განმმარტებელი

ora et labora - ილოცე და იშრომე - წმინდა ბენედიქტ ნურსიას ორდენის წესი

oraculum - რომის იმპერატორის გადაწყვეტილება

ordinandi lex - საპროცესო კანონი, ე.ი. კანონი, რომელიც განსაზღვრავს პროცედურას სასამართლოში

ordine placitandi servato, servatus et jus - სამართალწარმოების წესის დაცვით კანონის დაცვაც ხდება

ordinis beneficium - „წესრიგის პრივილეგია”, ანუ თავდების უფლება, მოსთხოვოს კრედიტორს, ვიდრე მოვალის თავდებს სარჩელს წარუდგენს, გამოიყენოს თავისი ინტერესების დაცვის ყველა საშუალება მთავარი მოვალის წინააღმდეგ.

origo rei inspici debet - ნივთის წარმოშობა უნდა იქნას გათვალისწინებული

ostendit vobit - როგორც ხედავთ

20 P

▲back to top


paceatur - დაე, გათავისუფლდეს ან გამართლდეს

pacta conventa quae neque contra leges, neque dolo malo inita sunt, omni modo observanda sunt - შეთანხმებები, რომლებიც კანონს არ ეწინააღმდეგება და არ არის დადებული მოტყუების გზით, ყველა მიმართებით უნდა იქნას დაცული

pacta privata juri publico derogare non possunt - კერძო ხელშეკრულებები ვერ დააკნინებენ საჯარო კანონის მოქმედებას

pacta privata non derogant juri communi - კერძო ხელშეკრულებები არ აკნინებენ იმ უფლებების მოქმედებას, რომელიც საზოგადოების ყველა წევრს ეკუთვნის

pacta sunt servanda - ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს: სამოქალაქო სამართალსა და საერთაშორისო სამართალში ხელშეკრულებისადმი ერთგულების პრინციპს ნიშნავს

pacta quae contra leges constitutiones que vel contra bonos mores fiunt, nullam vim habere, indubitati juris est - უეჭველ კანონს წარმოადგენს ის, რომ ხელშეკრულებები, დადებული კანონების ან ზნეობრივი ნორმების დარღვევით, კანონიერი ძალის არმქონეა

pacta quae turpem causam continent non sunt observanda - ხელშეკრულებები, დადებული ამორალური განზრახვით, არ უნდა შესრულდეს

pactio, pactum - პაქტი; ხელშეკრულება; შეთანხმება; გარიგება; საერთაშორისო ხელშეკრულება

pactis privatorum juri publico non derogatur - კერძო ხელშეკრულებები არ აკნინებენ საჯარო სამართალს

pactum de non cedendo - სახელშეკრულებო დათმობის აკრძალვა. ხელშეკრულების მხარეები თანხმდებიან, რომ კრედიტორს არა აქვს უფლება თავის კომპეტენციაში არსებული მოთხოვნა მოვალის მიმართ მესამე პირს დაუთმოს

pactum vestitum - არაფორმალური შეთანხმება (განსხვავებით ფორმალური კონტრაქტისაგან), რომელიც გამონაკლისის სახით სარგებლობს სასარჩელო დაცვით

paragium - თანასწორობა სახელწოდებით, დაბადებით ან მდგომარეობით; მზითევი

par delictum - თანაბარი დანაშაული

parentum est liberos alere etiam nothos - მშობლებმა უნდა იზრუნონ შვილებზე, თუნდაც ისინი ქორწინების გარეშე იყვნენ შობილნი

pares curiae, pares curtis - ნაფიცი მსაჯულები

paria cupulantur paribus - მსგავსი საგნები მსგავს საგნებს უკავშირდება; მსგავსი მსგავსს უკავშირდება

paribus sententiis reus absolvitur - (მოსამართლეთა) თვალსაზრისის არა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, ბრალდებული გამართლებულად ითვლება

pari causa - თანაბარი უფლებებით; იმავე საფუძველზე

pari deicto - იმავე ოდენობით დამნაშავე

par in parem imperium non habet - თანაბარი არ ფლობს ძალაუფლებას თანაბარზე

pari ratione - მსგავსივე მიზნით; იმავე საფუძველზე

pari ratione eadem est ratio idem jus - მსგავსი სიტუაციისათვის იგივე კანონი მოქმედებს

pari passu - თანაბრად, თანაბარი უფლებებით

parium judicium - თანასწორთა განაჩენი, ე.ი. ვერდიქტი ნაფიცი მსაჯულებისა, რომლებიც ბრალდებულის თანასწორნი არიან

parliament indoctum - „რეგვენთა პარლამენტი“: უწოდეს პარლამენტს, რომელიც ჩამოყალიბდა ინგლისში 1404 წ. ჰენრიხ IV მეფობის დროს და, რომლის წევრებს შორის არც ერთი არ იყო იურისტი

par oneri - შესაბამისი სიმძიმის

paricidium - მშობლის ან უახლოესი ნათესავის მკვლელობა

pars - ნაწილი; მხარე; მხარე საქმეში; ფუნქცია; მოვალეობა

pars gravita - დაზარალებული მხარე

pars judicis - მოსამართლის როლი, ფუნქცია, მოვალეობა

pars pro toto - ნაწილი, რომელიც მთელს წარმოადგენს

pars rationabilis - გონივრული ნაწილი ან წილი

pars rea - მოპასუხის ნაწილი

parte inaudita - რამდენადაც ერთი მხარე არ იქნა მოსმენილი, იხ. ეხ პარტე

parte non comparente - არგამოცხადებული მხარე, ე.ი. მხარე, რომელიც გამოძახების მიუხედავად სასამართლოში არ გამოცხადდა

particeps criminis - დანაშაულის მონაწილე, თანამონაწილე

partus sequitur ventrem - შთამომავლობა დედას მიჰყვება

paterna paternis - მამის ქონება მემკვიდრობით გადადის შთამომავლობაზე მამის ხაზით

patibulum - სახრჩობელა; ჩამოხრჩობა

patria - სამშობლო; ქვეყანა; მხარე; ნაფიც მსაჯულთა კოლეგია

patritius - პატრიციუსი: ყველაზე საპატიო წოდება, რომელსაც უბოძებდნენ იმ პირებს, ვინც იმპერატორის პატივისცემით სარგებლობდა; რომის სახელმწიფოში ყველაზე მაღალი ფენის წარმომადგენელი

patrimonium - ქონება, შთამომავლობით მიღებული მამისაგან ან მამის ხაზით

patrocinium - პატრონატი; მფარველობა; დაცვა

pax optima rerum - მშვიდობა უმაღლესი სიკეთეა (წარწერა კილის კრისტიან ალბრეხტის უნივერსიტეტის ბეჭედზე

pax Roma - რომის სამყარო

pax vobiscum - დაე, მშვიდობა იყოს თქვენთან

peculatus - თანამდებობის პირის მიერ ნდობის ბოროტად გამოყენება, რომელიც გამოიხატება სახაზინო თანხების გაფლანგვაში ან სხვაგვარ ტყუილში

pecunia non numarata - დაუთვლელი ან გადაუხდელი თანხები

pecunia non olet - ფული არ ყარს (იმპერატორ ვესპასიანეს მიერ თავისი ვაჟის, ტიტუსისათვის ნათქვამი)

pecunia numarata - დათვლილი ან გადახდილი თანხები

pedites pugnas dercernent - ბრძოლას ინფანტერია (ფეხოსანი ლაშქარი) იგებს

pedaulus - ყველაზე დაბალი რანგის მოსამართლე რომში, რომელიც ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეებს განიხილავდა

per annum (p.a.) - წელიწადში

per capita - ერთ სულზე; ერთ ადამიანზე; ხმის მიცემა პრინციპით „ერთი ადამიანი - ერთი ხმა“

per contra - პირიქით

per diem - ყოველდღე

percenarius - მემკვიდრე

per consequens - შედეგად

per considerationem curiae - სასამართლოს მოსაზრებით

per contra - პირიქით; მეორე მხრივ

per corpus - სხეულით, ე.ი. სასამართლო ორთაბრძოლის მეშვეობით

per curiam (per.cur.) - სასამართლოთი; მთლიანად სასამართლოს მეშვეობით

per defaltam - მოპასუხის არდასწრება

perduellio - სახელმწიფო ღალატი; სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრული გამოსვლა

per equipollens - ეკვივალენტის მიხედვით; ტოლფასი

per expressum - პირდაპირ

per extensum - დაწვრილებით; სრულად

per extraneam personam nihil nobis acquiri potest - უცხო პირის მეშვეობით შეუძლებელია რაიმე უფლებების შეძენა

periculo petentis - მოსარჩელის რისკის ხარჯზე

per incuriam - გაუფრთხილებლობის შედეგად; უყურადღებობის გამო

per infortunium - უბედური შემთხვევის გამო

per procurationem - მინდობილობით

perjurii poena divina, exitium; humana dedecus - ღვთის სასჯელი ფიცის გატეხვის გამო არის სიკვდილი; ადამიანური სასჯელი - პატივაყრა

perpetuatio fori - საპროცესო სამართლის პრინციპი: სამართალწარმოების დაწყების შემდეგ შენარჩუნებულია იმ სასამართლოს კომპეტენცია, რომელსაც მიმართეს, თუნდაც სათანადო წინაპირობები მოგვიანებით შეიცვალოს

per sceptrum - სკიპტრით, ე.ი. ხელისუფლების ავტორიტეტით; მახვილით, ე.ი. იარაღის ძალით

per se - თავისთავად; უბრალოდ; როგორც ასეთი

persona ficta - ფიქციური პირი

persecutio - პირის დევნა სამოქალაქო სარჩელის გამო ან სისხლის სამართლის პროცესში

personalia personam sequuntur - პირადი საკუთრება პირს თან დაჰყვება

personalis actio - პირადი სარჩელი; სარჩელი, რომელიც მიმართულია პირისადმი

personaliter - პირადად

persona non grata - არასასურველი პირი

persona praedilecta - საკმაოდ სასურველი პირი

persona standi in judicio - სასამართლო პროცესში მონაწილეობის უნარი, მოსარჩელის ან მოპასუხის ქმედუნარიანობა

perspicua vera non sunt probanda - აშკარა ფაქტების მტკიცება საჭირო არ არის

per stirpem - მოწმობით

per testes - მოწმეების მეშვეობით

per totam curiam (per tot. cur.) - მთელი სასამართლო შემადგენლობით; სასამართლოს ყველა მოსამართლის მიერ

perturbator, perturbatrix - მშვიდობის დარღვევით

per universitatem - მთლიანად

per usu captionem - მუდმივი გამოყენების გზით

per vadium - გირაოდ; გირაოს სახით

per vivam vocem - „ცოცხალი ხმით“: საკუთარი ხმით

pessimi exempli - ყველაზე უარესი მაგალითის მიხედვით

petens - მოსარჩელე მხარე; მოსარჩელე

petere - სარჩელის აღძვრა

petitio - პეტიცია; მოთხოვნა; პრეტენზია

petitio principi - არგუმენტი, რომელიც ეფუძნება დასკვნას იმ გარემოებებიდან, რომელიც ჯერ თავად საჭიროებს დამტკიცებას

piae causa - სამოქმედო მიზნები; დაწესებულებები; დამოუკიდებელი საქველმოქმედო ფონდები; ქონება, რომელიც შექმნილი იყო მხოლოდ საქველმოქმედო მიზნებისათვის (ავადმყოფთა, მოხუცებულთა, ბავშვთა, ღატაკთა და სხვ. სარჩენად) რომის სამართალში

pietas - ნაკისრი ვალდებულებების შესრულება კეთილსინდისიერად, სამართლიანად

pignus - ქონების გირაო, რომლის დროსაც ქონება გადაეცემა გირაოს ჩამდებისაგან გირაოს მიმღებს

placita communia - სამოქალაქო დავები ქვეშევრდომებს შორის

placita coronae - „გვირგვინის სარჩელები“, ინგლისში - სისხლის სამართლის საქმეები

placita juris - სამართლის ნორმები

placitamentum - სასამართლო სჯაპაექრობა, საქმის სასამართლო განხილვის პროცედურა

placitum (Semokl. pl'it'm) - მითითება: ჩვეულებრივ, სასამართლო ბრძანებულების სათაურში იმაზე, რომ სასამართლო ნორმალური ფორმით მართავდა სხდომებს გარკვეულ დროსა და ადგილას

plagiarii (მხ. რიცხ. plagiarius) - ადამიანების გამტაცებლები

plagium - ადამიანების გატაცება

plebiscita (მხ. რიცხ. plebiscitum) - რომში პლებეების კრების დეკრეტები, რომლებიც ძალაში შედიოდა სენატის მოწონების გარეშე და წარმოადგენდა კანონებს, მიღებულს სახალხო კენჭისყრის გზით; მოსახლეობის გამოკითხვა

plebs - პლებეი; მდაბიო

plegiabilis - მოძრავი ქონება, რომელიც შეიძლება გადაეცეს გირაოში

plena aetas - „სრული ასაკი“, სრულწლოვანი

plena et celeris justitia fiat partibus - დაე, სრული და გადაუდებელი მართლმსაჯულება მიეგოთ მხარეებს

plena fides - „სრული რწმენა“, სრული ნდობა

plena forisfactura - სრული კონფისკაცია, მთელი ქონების კონფისკაცია

plena probatio - „სრული მტკიცებულება“ - მტკიცებულება ორი მოწმის ან დოკუმენტის მეშევობით, გაერთიანებული გამოყენებისა და განკარგვის უფლებით

pleno jure - სრული უფლებით

plenum rectum - სრული და აბსოლუტური უფლება

pluralis numerus est duobus contentus - მრავლობითი რიცხვისათვის ორიც საკმარისია

pluraliter - მრავლობითში

pluris (plus) petitio - ზედმეტის, ბევრის მოთხოვნა

plus exempla quam peccata nocet - მაგალითს უფრო დიდი ზიანი მოაქვს, ვიდრე დანაშაულს

plus peccat auctor quam actor - წამქეზებელი უფრო დამნაშავეა, ვიდრე შემსრულებელი

poena - დანაშაული; სასჯელი; ანაზღაურება

poena corporalis - ფიზიკური სასჯელი

poena sint restigendae - სასჯელი უნდა შეიზღუდოს

poena ex delicto defuncti, heres teneri non debet - მემკვიდრე არ უნდა ისჯებოდეს იმ დანაშაულის გამო, რომელიც ჩაიდინა გარდაცვლილმა

poena non protest, culpo perennis erit - სასჯელი არ არის უსასრულო, მაგრამ ბრალია სამარადჟამო

poena pilloralis - სამარცხვინო ბოძზე გაკვრის სასჯელი

poena tollit potest, culpa perennis erit - სასჯელი შეიძლება მოეხსნას, მაგრამ ბრალი სამარადჟამოა

poenitentia - სინანული; შეცვლილი განზრახვა

politae legibus, non leges politiis adaptandae - პოლიტიკა უნდა უთანხმდებოდეს კანონებს, და არა კანონები - პოლიტიკას

ponendum in ballium - სასამართლო ბრძანებულება პირის გირაოთი განთავისუფლების თაობაზე

ponit se super patriam - „იგი ენდობა ქვეყანას“, ანდობს საქმის გადაწყვეტას ნაფიც მსაჯულებს, ანუ არ აღიარებს თავს დამნაშავედ

portorium (მრ. რიცხვ. portoria) - საბაჟო გადასახადი

positivi juris - პოზიტიური სამართლის სფეროდან

possessio bonae fidei (bone fide) - კეთილსინდისიერი ფლობა; ე.ი. განხორციელებული იმ პირის მიერ, რომელიც მიიჩნევს, რომ არავის მასზე უკეთესს არა აქვს უფლება ამ საგანზე

possessio bonorum - ქონების ფლობა, დაფუძნებული პრეტორის სამართალზე

possessio fratris facit sororem esse heredem - ძმის საკუთრება დას მემკვიდრედ აქცევს

possessio malae fidei - არაკეთილსინდისიერი ფლობა, ე.ი. განხორციელებული იმ პირის მიერ, რომელმაც იცის, რომ მას არა აქვს ნივთის ფლობის უფლება

posteriore derogant prioribus - უფრო გვიანი ცვლის იმას, რაც ადრე მოხდა

post facto - ფაქტის შემდეგ; დანაშაულის ჩადენის შემდეგ

post-factum - შემდგომი აქტი; აქტი, ჩადენილი შემდგომ

post hoc - ამის შემდგომ (იგულისხმება დროში თანმიმდევრობა, და არა მიზეზ-შედეგობრიობა; იხ. propter hoc)

postliminium - პოსტლიმინიუმი; სამხედრო ტყვისათვის მოქალაქის უფლებების დაბრუნება განთავისუფლების შემდეგ; სამართლებრივი ნორმა, რომლის თანახმადაც ქონება, მოწინააღმდეგის მიერ ომის დროს ხელში ჩაგდებული, ბრუნდება პირვანდელ მდგომარეობაში მას შემდეგ, რაც იგი აღმოჩნდა იმ სახელმწიფოს ხელში, რომელსაც იგი ადრე ეკუთვნოდა

post fitem motam - საქმის, სარჩელის განხილვის ან სამართალწარმოების დაწყების შემდეგ

post mortem - სიკვდილის შემდეგ

post rem - გარიგების დადების შემდეგ; მას შემდეგ, რაც ფაქტი მოხდა

post terminum - ვადის გასვლის შემდეგ

postulatio - შუამდგომლობა, მიმართული პრეტორისადმი, რათა ბრალი დაედოს პირს დანაშაულის ჩადენაში

potentia non est nisi ad bonum - ძალაუფლება მხოლოდ სიკეთისათვის არსებობს

potestas - ძალა; ძალაუფლება; ოფიციალური უფლებამოსილება; მაგისტრატის თანამდებობა

potestas dalegata non postest delegari - დელეგირებული უფლებამოსილება ვერ იქნება დელეგირებული

potior (est) conditio defendentis (possidentis) - მოპასუხის (მესაკუთრის) მდგომარეობა უფრო ძლიერია

praecipitium - სასჯელის ძველი ფორმა, რომელიც გულისხმობდა შემაღლებული ადგილიდან დამნაშავის თავით გადმოგდებას

praeco - სასამართლოს შულტა; მოამბე

praecognita (მხ. რიცხ. praecognitum) - საგნები, რომლებიც წინასწარ უნდა იქნეს შეცნობილი, წინაპირობის სახით, სხვა საგნების შეცნობამდე

praedia - უძრავი ქონება

praedia bella - საომარი მოქმედებების დროს ხელში ჩაგდებული ქონება; ნადავლი

praefectus - რომაელი მოხელე, აღჭურვილი ფართო სასამართლო-ადმინისტრაციული უფლებამოსილებებით

praejudicialis - წინასწარი გადაწყვეტილება; ცრურწმენა

praemissae - არგუმენტის ან მსჯელობის საფუძველი; რაღაც, ადრე ჩაწერილი იმავე დოკუმენტში (იხ. praemissis)

praemissorum ignarus - საქმის კურსში მყოფი; ვითარებაში გარკვეული

praenomen (prenomen) - პირველი სახელი, სამი სახელიდან პირველი, რომელიც ყველა რომაელ მოქალაქეს ჰქონდა

praepropera consilia raro sunt prospera - აჩქარებული რჩევები იშვიათად არის წარმატებული

praerogative (praerogativa) regis - სამეფო პრეროგატივა

praescriptio - ქონების შეძენის ხერხი უწყვეტი ფლობის შედეგად; შეძენის ხანდაზმულობა

praesens in curia - სასამართლოში დამსწრე

praestat cautela quam medela - მოფრთხილება უკეთესია, ვიდრე შესწორება

praesumitur (presumiter) pro justitia sententiae, legitimatione, negante, reo - არსებობს პრეზუმფცია განაჩენის სამართლიანობის, კანონიერების უარყოფისა, მოპასუხის სასარგებლოდ

praesumptio ex eo quod plerumque fit - პრეზუმფცია მომდინარეობს იქიდან, რაც ბევრჯერ ხდება

praesumptio fortior - უფრო ძლიერი პრეზუმფცია

praesumtio hominis - ბუნებრივი, „ადამიანური“, ფაქტობრივი პრეზუმფცია

praesumtio juris - იურიდიული პრეზუმფცია; საცილობელი პრეზუმფცია; პრეზუმფცია, რომელიც მომდინარეობს პირველი შთაბეჭდილებიდან

praesumtio juris et de jure - იურიდიული პრეზუმფცია, რომელიც ეხება სამართალს; უცილობელი პრეზუმფცია

praesumtio juris plena probatio - იურიდიული პრეზუმფცია წარმოადგენს სრულ მტკიცებულებას

praesumtio violenta, plena probation - ძლიერი პრეზუმფცია უთანაბრდება სრულ მტკიცებულებას

praeteritorum memoria eventorum - წარსული მოვლენების მოსაგონრად

praetor (pretor) - პრეტორი, ერთ-ერთი უმაღლესი მაგისტრატორი, რომელიც რომში მოსამართლის ფუნქციას ასრულებდა

praetor peregrini - უცხოელ მოქალაქეთა პრეტორი

praetor urbanus - მოქალაქეთა პრეტორი

prava consietudo - ცუდი ჩვეულება; ავი ჩვეულება

praxis judicum est interpres legum - სასამართლო პრაქტიკა არის კანონის განმმარტებელი

prece pertium - მხარეთა შუამდგომლობით

pretium periculi - რისკის ჯილდო

pretorium - რომის პრეტორის ოფიციალური რეზიდენცია; სასამართლოს შენობა

primae impressionis - პირველი შთაბეჭდილებით; უპრეცედენტო

prima facie - ერთი შეხედვით; ეხება მტკიცებულებებს, რომლებიც თვითკმარია, თუ ისინი არ არის ბათილი ან შეცილებული

prima facie case - საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლო საქმის აღძვრის შესახებ

primogenitus - პირველშობილი

primus inter pares - პირველი თანასწორთა შორის

princeps legibus solotus non est - ხელმწიფე კანონებისაგან არ არის თავისუფალი

principia probant, non probant - პრინციპები მტკიცებულების არსია, მათი მტკიცება არ ხდება

principium est potissima pars cujusque rei - საწყისი არის ყველაფრის უმნიშვნელოვანესი ნაწილი

principium et fons - საწყისი და წყარო

priore (in) tempore, potior (in) jure - დროით პირველი უფლებითაც პირველია

prior patens - პირველი განმცხადებელი; მოსარჩელე, რომელმაც სარჩელი პირველმა აღძრა, ვიდრე მოპასუხე წარადგენდა საკუთარ პრეტენზიებს

privatissime - „სრულიად პატიოსანი გზით“, საიდუმლოდ

pro et contra - „მომხრე და წინააღმდეგი“, დადებითი და უარყოფითი

privatio praesupponit habitum - დანაკარგი გულისხმობს, რომ რაიმე მფლობელობაში იყო

privilegia - კერძო კანონები

privilegia favorabila - კერძო კანონები, გამოცემული ცალკეული იურიდიული ან ფიზიკური პირის გამო

privilegium contra rempublicam non valet (non valet contra rempublicam) - პრივილეგია არ მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ

privilegium est quasi privata lex - პრივილეგია არის კვაზი კერძო კანონი

probabilis causa letigandi - სასამართლო დავის შესაძლო საფუძველი

probandi necessitas incumbit illi quiagit - მტკიცების ტვირთი აწევს მას, ვინც სარჩელს აღძრავს

probatio mortuai - „მკვდარი მტკიცებულება“, ე.ი. წერილობით ან ნივთის სახით

probationes debent esse evidentes, id est, perspicuae et faciles intelligi - მტკიცებულებანი უნდა იყოს აშკარა, ე.ი. უნდა იყო მკაფიო და იოლად გასაგები

probatio plena - სრული მტკიცებულება, ე.ი. ორი მოწმის მეშვეობით ან ოფიციალური დოკუმენტის წარდგენის გზით

probatio semi-plena - სანახევრო მტკიცებულება, ე.ი. მხოლოდ ერთი მოწმის მეშვეობით

probatio vivai - „ცოცხალი მტკიცებულება“, ე.ი. მოწმეთა ზეპირი ჩვენების მეშვეობით

probatis extremis, praesumitur media - როცა უკიდურესი პოზიციები დამტკიცებულია, ის, რაც მათ შორისაა, იგულისხმება

probator - პირი, რომელსაც წაყენებული აქვს ბრალი სახელმწიფო ღალატში ან სხვა მძიმე დანაშაულში, აღიარებს თავის დანაშაულს და შეწყალების იმედით ამხელს სხვა დამნაშავეებს

pro bone publicoi - საერთო სიკეთისათვის

pro consulio - რჩევისათვის

procul dubio - უეჭველად

procuratio - უფლებამოსილება; მართვა; მინდობილობა; პირი, რომელიც სხვა პირის ინტერესებში მოქმედებს კონკრეტულ შემთხვევაში. წარმომადგენელი; აგენტი

procurator litis - პირი, რომელიც სასამართლო წარმოებაში ასრულებს იმის მსგავს ფუნქციებს, რომელთაც დღეს მხარეთა წარმომადგენლები ასრულებენ

procurator negotiorum - საქმეთა მმართველი; წარმომადგენელი

pro delectu - არ არსებობის გამო

pro defendente - მოპასუხის ინტერესებში ან სასარგებლოდ

pro diviso - დაყოფილად; ცალ-ცალკე

pro donato - საჩუქრის სახით

pro facti - ფაქტის სახით

proferet ad (in) curia - დოკუმენტის წარდგენა სასამართლოში გამოსაქვეყნებლად ან საქმეზე დასართავად

pro forma - ფორმის გამო

pro hac vice (p.h.v.) - ამ შემთხვევისათვის; ამჯერად

pro illa vice - ამ შემთხვევისათვის; ამჯერად

proinde - ამიტომ; შესაბამისად

proletarius - პირი, რომელსაც არ გააჩნდა დასაბეგრი ქონება, მაგრამ იხდიდა მხოლოდ შვილების გადასახადს

pro lucrari - გამორჩენის გამო

pro non scripto - „თითქოსდა არ იყოს დაწერილი“

pro patria - სამშობლოსათვის

pro possessore - მფლობელის სახით

proprietas nuda - „შიშველი საკუთრება“: საკუთრება, რომლის შემთხვევაშიც პირს აქვს ტიტული, მაგრამ არ გააჩნია სარგებლობის უფლება

pro prieta plena - „სრული საკუთრება“: საკუთრება, რომლის შემთხვევაშიც პირს აქვს როგორც ტიტული, ისე სარგებლობის უფლება

pro rata - პროპორციულად

pro tanto - შესაბამისი ოდენობით, შესაბამისად

pro tempore - მოცემულ დროს; დროებით

procedendo - ბრძანებულება საქმის დაბრუნების შესახებ ქვემდგომი სასამართლოს მიერ განსახილველად

proprio jure - საკუთარი უფლებით

proprio nomine - საკუთარი სახელით

propter - მიზეზით; გამო

propter delictum - დანაშაულის ან სამართალდარღვევის გამო

propter impotentiam - უუნარობის გამო

propter majorem securitatem - უფრო მეტი უსაფრთხოების გამო

propter privilegium - პრივილეგიის საფუძველზე

pro quer, pro querente - მოსარჩელის სასარგებლოდ

pro se - „საკუთარი თავისათვის“: საკუთარი თავის დამცველი სამოქალაქო ან სისხლის სამართალში

protestatio - პროტესტი

publicum jus - საჯარო სამართალი

21 Q

▲back to top


qua - როგორც

qua cunque via data - როგორც უნდა განვიხილოთ

quae est eadem - რაც იგივეა

quae fuerant vitia mores sunt - რაც გუშინ შეცდომა იყო, დღეს სწორია

quae nihil frustra - (კანონი) არაფერს მოითხოვს ამაოდ

quaere de dubiis, quia per rationes pervenitur ed legitimam rationem - საეჭვო ნივთების შესწავლა აუცილებელია, თუ გინდა, რომ კანონები კარგად გესმოდეს

quaerens - ის, ვინც ჩივის; მომჩივანი

quaestio - რომის სამართალში - სავარაუდო დანაშაულის გამოძიება, რომელსაც ატარებს კომისია

quastio facti - ფაქტის საკითხი

quaestio juris - სამართლის საკითხი

quae sunt minoris culpae sunt majoris infamiae - ის დანაშაულებები, რომლებიც ნაკლები სიმძიმისაა, შესაძლოა უფრო სამარცხვინო იყოს

quaemdiu - ვიდრე; მანამ

quando aliquid prohibitur, prohibitur et omne per quod devenitur ad illud - როცა რაიმე აკრძალულია, ყველა საშუალება, რომელთა მეშვეობით მისი განხორციელება შეიძლება, ასევე აკრძალულია

quando licet id quod majus, videtur licere id quod minus - როცა ნებადართულია უფრო მეტი, ნაკლები თავისთავად ნებადართულია

quantum meruit - სამართლიანი ანაზღაურება

quantum sufficit - რამდენიც საჭიროა

quare - რატომ; რის გამო; რა მიზეზით

quasi - ისე, თითქოს; ასე ვთქვათ; რაიმე თვისების მქონე

qua supra - როგორც ზემოთ ითქვა, აღინიშნა

quae fuerant vitia mores sunt - რაც გუშინ მცადარი იყო, დღეს სწორია

quatuor pedibus currit - „ოთხ ფეხზე მოსდევს“, ე.ი. ზუსტად შეესაბამება, შეესატყვისება

querela - სარჩელი, დავა

querens (შემოკლ. quer.) - მოსარჩელე; მოსარჩელე მხარე

questa - გამოძიება; ძიება

questa vexata - მოუსვენარი კითხვა (ჩვეულებრივ სამართლის საკითხი, რომელიც სასამართლოს რთულ მდგომარეობაში აყენებს)

quia peccatum est - რადგან დანაშაული ჩადენილია

qui interest reipublikae ut sit finis litium - რამდენადაც დავის დასრულება სახელმწიფოს ინტერესებშია

quicquid est contra normam recti est injuria - ის, რაც წესს ეწინააღმდეგება, არამართლზომიერია

qui desiderat pacem, praeparet bellum - ვისაც მშვიდობა სურს, ომისათვის უნდა ემზადოს

qui tacet consentire videtur - ვინც დუმს, ეთანხმება; დუმილი თანხმობის ნიშანია

quidquid agis, prudenter agas et respice finem - რასაც უნდა აკეთებდე, იმოქმედე ფრთხილად და იფიქრე დასასრულზე

quieta clamantia - უარი უფლებაზე

qui facit per alium fact per se - ის, ვინც სხვისი მეშვეობით მოქმედებს, მოქმედებს თავად

qui male agit, odit lucem - მას, ვინც ბოროტ საქმეს სჩადის, სინათლისა ეშინია

qui pro qou - „ერთი მეორის ნაცვლად“: არეულობა, გაუგებრობა

quid pro quo - სამსახური სამსახურისა წილ, კომპენსაცია

qui tacet consentire videtur (ubi tractatur de ejus comondo) - ის, ვინც დუმს, ითვლება, რომ თანახმაა (როდესაც მისი ინტერესი ეჭვქვეშაა); დუმილი თანხმობის ნიშანია

qui vult decipi, decipiatur - ვისაც უნდა, რომ მოტყუებული იყოს, დაე, მოტყუებული იყოს

quo anima - რა განზრახვით

quo warranto - სასამართლო გადაწყვეტილება თანამდებობაზე, პრივილეგიაზე, უფლებაზე პირის პრეტენზიების მართლზომირების შესახებ

quod approbo non reprobo - რასაც ვიწონებ, იმას ვერ უარვყოფ

quod constat clare, non debet verificari - რაც აშკარაა, დამტკიცებას არ საჭიროებს

quod dubitas ne faceris - რაშიც ეჭვი გეპარება, არ გააკეთო

quod eat inde quietus - „რათა იგი აქედან გამართლებული წავიდეს“ (გამამართლებელი განაჩენის ფორმულა)

quod erat demonstrandum (q.e.d.) - რაც დასამტკიცებელი იყო (ევკლიდე)

quod erat expectandum - რაც მოსალოდნელი იყო

quod est necessarium est licitum - რაც აუცილებელია, კანონიერია

quod fieri potest - რაც შესაძლებელია; რამდენადაც შესაძლებელია

quod non habet principum non habet finem - რასაც დასაწყისი არ აქვს, იმას არც დასასრული აქვს

quod populus postremum jussit, id jus ratum esto - ის, რაც ხალხმა ბოლოს ბრძანა, არის მოქმედი სამართალი (ახალი კანონი აბათილებს ადრინდელ კანონებს)

quod quisquis norit in hoc se exerceat - დაე, ყველამ აკეთოს ის, რაც გაეგება

quod tibi fieri non vis, alteri ne feceris - ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რასაც თავს არ უსურვებ - ოქროს წესი

quod vanum et initile est, lex non riquirit - კანონი არ ითხოვს იმას, რაც ამაო და უსარგებლოა

quod vide (შემოკლ. q.v.) - იხილე (შემოკლ. იხ.)

quo jure - რა უფლებით; რა სამართლით

quo modo (quo) quid contituitur (eodem modo) dissolvitur - რაღაც შეიძლება გაუქმდეს იმ გზით, რა გზითაც შეიქმნა

quorum - რაიმე ორგანოს წევრთა რაოდენობა, რომელიც სახეზე უნდა იყოს, რათა ორგანო უფლებამოსილი იყოს თავისი ფუნქციების შესასრულებლად

quotiens dubia interpretatio libertatis est, secundum libertatem respondendum erit - როდესაც რომელიმე სამოქალაქო თავისუფლების განმარტება ეჭვს ბადებს, იგი თავისუფლების სასარგებლოდ წყდება

quot delicta, tot poena - რამდენი დანაშაულიცაა, იმდენი სასჯელია

quoties in stipulationibus ambigua oratio est, commodissimum est id accipi quo res de quo agitur in tuto sit - როდესაც ხელშეკრულებაში გამოყენებულია ორაზროვანი გამონათქვამები, ყველაზე სწორია მათი გაგება იმგვარად, რა გზითაც ნივთი უკეთეს დაცვას იღებს

quousque - ვიდრე; სანამ

quovis modo - ნებისმიერი ხერხით; ნებისმიერი გზით

quo vadis? - საით გაგიწევია? (გადმოცემის თანახმად პეტრემ ეს კითხვა დასვა 64 წელს, როდესაც იგი რომიდან გარბოდა ნერონის მიერ ქრისტიანთა დევნის გამო და უეცრად მას ქრისტე გამოეცხადა. ქრისტემ უპასუხა, მოვედ, რათა მეორედ ვეცვა ჯვარს. ამის შემდეგ მოციქული რომში დაბრუნდა და იქ ევნო); (ეს კითხვა ხშირად დაისმის გადატანითი მნიშვნელობით, როდესაც რომელიმე დარგის განვითარების პერსპექტივაზეა ლაპარაკი)

quot capita tot census! - რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია

quo warranto - რა უფლებით; რის საფუძველზე

quum principatis causa non consistit ne ea quidem quae sequuntur locum habet - როდესაც მთავარი პირობა აღარ არსებობს, ის პირობებიც ისპობა, რომლებიც მისგან გამომდინარეობენ

22 R

▲back to top


raptus - გაუპატიურება

rasura - წაშლა; ცვლილება დოკუმენტში

ratem rem hebere - მორიგების ხელშეკრულების დადებულად ჩათვლა

ratihabitio (priori) mandato aequiparatur (comparator) - რატიფიკაცია უდრის (ადრე გაცემულ) ბრძანებას

ratio decidendi - გადაწყვეტილების საფუძველი; დებულება, პრინციპი ან საფუძველი, რომლის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება

ratio est formalis causa constuetudinis - გონი არის ჩვეულების შემქმნელი მიზეზი

ratio est legis anima (anima legis); mutate legis ratione mutatur et lex - მოტივი კანონის სულია, მოტივის შეცვლისას კანონიც იცვლება

ratio impertinens - უადგილო მიზეზი (რომელსაც არაფერი აქვს საერთო საკითხთან)

ratio legis - კანონის აზრი, კანონის მოტივი, კანონის საფუძველი

ratione contarctus - ხელშეკრულების საფუძველზე

ratione impotentia - უუნარობის გამო

ratione loci - გარემოებათა გამო, რომლებიც დაკავშირებულია ადგილთან; კანონის მოქმედება სივრცეში

ratione materia - გარემოებათა გამო, რომლებიც დაკავშირებულია განხილვის საგანთან

ratione temporis - გარემოებათა გამო, რომლებიც დაკავშირებულია დროსთან; კანონის მოქმედება დროში

ratione persone - გარემოებათა გამო, რომლებიც დაკავშირებულია პირთან, რომელსაც ეხება განხილვა; კანონის მოქმედება პირთა წრის მიხედვით

ratione prescriptionis - ხანდაზმულობის უფლებით

rationes - მხარეთა პოზიციების გადმოცემა სასამართლოში სარჩელის განხილვისას

re - საქმეზე; რაც ეხება (იხ. in re)

ream linguam non facit nisi mens rea - ენა უდანაშაულოა, თუ აზრია უდანაშაულო

rebus sic stanibus - ვიდრე გარემოებები არ შეცვლილა (ფორმულა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა უარი ითქვას ხელშეკრულებაზე, გარემოებების შეცვლის შემთხვევაში)

recens secta - სასამართლოსათვის მიმართვა სამოქალაქო ან სისხლის სამართლის სარჩელით ცხელ კვალზე

receptus - არბიტრი

recordatur - დაე, ეს ჩაერთოს სარჩელში

rectatus - პირი, რომლესაც ბრალი ედება (ან ეჭვმიტანილია) დანაშაულის ჩადენაში

recuperatores - რომაელი მოსამართლეები

recusatio testis - მოწმის აცილება მის მიერ ჩვენებების მიცემის უუნარობის გამო

reddendo singular singulis - „ცალკე-ცალკესთან“: განმარტების ხერხი, როდესაც კანონის სიტყვა ან დებულება განიმარტება ცალ-ცალკე

referendarius - რომაელი ჩინოვნიკი, რომელიც იმპერატორს წარუდგენდა მომჩივანთა მიმართვებს

referendo singular singulis - სიტყვებისა და გამონათქვამების ცალ-ცალკე განმარტების ფორმულა (კონტექსტისაგან განსხვავებით)

reformatio in peius - შეცვლა უარესობისკენ (უმაღლესი ინსტანციის მიერ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება მსაჯვრდებულის საჩივრის საქმის განხილვის დროს)

regalia - სამეფო უპირატესობანი და პრეროგატივა

registrarius - თანამდებობის პირი, რომელიც ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებს

regnum est non est divisible - სამეფო განუყოფელია

regulae juris eductae - საქმე სასამართლოში განიხილება

rei vindikacio - სავინდიკაციო სარჩელი (სხვისი უკანონო მფლობელობიდან საკუთარი ქონების გამოთხოვის მოთხოვნა, ქონების დაბრუნების მოთხოვნა)

relicta - მოპასუხის უარი სარჩელის შეწინააღმდეგებაზე

remissio - გაუქმება; გათავისუფლება

renuntiatio - უარის განცხადება; (ნების გამომჟღავნება, მიმართული უფლების მოსაპოვებლად)

reo absente - მოპასუხის არყოფნა, დაუსწრებლობა

repetundarum crimen - მექრთამეობა; მექრთამეობა ან გამოძალვა, რომელიც სახელმწიფო ჩინოვნიკის მიერ ხორციელდება

res - ნივთი, ქონება; საქმე; ვითარება, მოვლენა

res aliena - სხვა პირის ქონება

res controversa - დავის საგანი

res corporalis - სხეულებრივი ნივთი

res communis - საერთო ნივთი

res communes omnium - საზოგადო ნივთი

res derelicta - დაგდებული ნივთი

res extra commercium - ბრუნვაგარეშე ნივთი

res facti - ფაქტობრივი ვითარება

res fungibilis - შენაცვლებადი ნივთი

res furtiva - ნაქურდალი ნივთი

res genus - გვარეობითი ნივთი

res immobilis - უძრავი ნივთი

res in commercio - ბრუნვის ნივთი (თ.წერეთელი); სამოქალაქო ბრუნვაში მყოფი ნივთი

res incorporalis - უსხეულო ნივთი

res in judicium deducta - სამართალში მყოფი საქმე

resignation est juris proprii spontanea refutatio - უარი (უფლებაზე) ნიშნავს ნებაყოფლობით უარს საკუთარ უფლებაზე

res integra - ახალი საკითხი; უპრეცედენტო შემთხვევა

res inter alios - ურთიერთობა სხვა პირებს შორის; უცხო ან სხვა პირების მოქმედება

res ipsa loquitur - საქმე თავად ღაღადებს (ანუ საგანი თავის თავზე ლაპარაკობს: ფორმულა, რომელიც ასაბუთებს პირის პასუხისმგებლობას იმ ზიანზე, რომელიც მიყენებულ იქნა იმ საგნის გამო, რომელიც პირის კონტროლს ქვეშაა)

res judicata - გადაწყვეტილი საქმე

res juris - სამართლებრივი ვითარება

res mobilis - მოძრავი ნივთი; მოძრავი მატერიალური ქონება

res nullius - არავისი ნივთი; ქონება, რომელიც არავის ეკუთვნის

res publica - რესპუბლიკა; სახელმწიფო; მთავრობა; სახელმწიფოს მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც სახელმწიფოს ყველა უმაღლესი ორგანო ან აირჩევა მოსახლეობის მიერ, ან ყალიბდება საერთოსახელმწიფოებრივი წარმომადგენლობითი დაწესებულებების (პარლამენტის) მიერ.

res publicae - საჯარო ნივთი

res sacra non recipit aestimationem - წმინდა ნივთი შეუფასებელია

res species - ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი

reservatio - რეზერვაცია; წინასწარი დათქმა

restitutio in integrem - აღდგენა მთლიანობაში, ე.ი. პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა

reus - მოსარჩელე; ბრალდებული, ბრალეული

reus in exceptione, fit actor - შესაგებელი მოსარჩელეს მოპასუხედ ხდის

rex est lex vivens - მეფე ცოცხალი სამართალია

rex Legibus absolutus est. - მეფე კანონისაგან თავისუფალია

rigor juris - კანონის სიმკაცრე; მკაცრი კანონი

rigor mortis - გვამური გაშეშება

robaria, roberia - ყაჩაღობა

robator - ყაჩაღი

rubrum - წითელი. ნიშნავს სარჩელის ქუდს, იგი ადრე წითელი მელნით იწერებოდა

rusticum judicum - სოფლის ანუ უბრალო მართლმსაჯულება, ბუნებრივი სამართლიანობა

23 S

▲back to top


sacramentum fedelitatis - ერთგულების ფიცი

sacrilegium - წმინდა ნივთების მოტაცება ეკლესიიდან. შეურაცხყოფა, უპატივცემულობა იმ ნივთებისა, რომელთაც სხვა პირები წმინდად მიიჩნევენ

saepenumero ubi proprietas verborum attenditur, sensus veritatis amittitur - როდესაც ენის სისწორეს ეთმობა ყურადღება, ხშირად ჭეშმარიტი არსი იკარგება

saldo - სალდო; ნაშთი

salus populi suprema lex est - ხალხის კეთილდღეობა უზენაესი კანონია

salus populi suprema lex est - დაე, ხალხის კეთილდღეობა უზენაესი კანონი იყოს

salvo - გარდა; გამოკლებით

sanctio - მოწონება; ხელისუფლების წყარო; იძულებითი ზომა; სანქცია, როგორც სამართლებრივი ნორმის ნაწილი

sapientia legis nummario pretio non est aestimanda - კანონის სიბრძნე ფულით არ იზომება

satius est petere fontes quam (sectari) rivolus - უკეთესია ეძებო წყარო, ვიდრე ნაკადულები - რეკომენდაცია ეხება სამართლის ძველ წყაროებს საქმის გადაწყვეტისას

scandalum magnatum - მაღალი თანამდებობის პირის ცილისწამება

sciendum est - დაე, ცნობილი გახდეს

scienter - ცოდნა, განსაკუთრებით „ბრალეული ცოდნა“, რომელიც პასუხისმგებლობას ასაბუთებს

scienti et volenti non fit in juria - სამართალდარღვევა არ ხდება იმ პირის მიმართ, რომელმაც იცის და ეთანხმება

scilicet - ანუ, კერძოდ; შემოკლ. s., ss., scil

scribere est agere - წერო, ნიშნავს იმოქმედო, ანუ წერა მოქმედებაა

scire leges non hoc est verba earum tenere , sed vim ac potestatem - კანონთა ცოდნა ის კი არ არის, რომ მათ სიტყვას მისდიო, არამედ ის, რომ მათ აზრსა და მნიშვნელობას ჩასწვდე

secta - სასამართლო დავა

sectores - მყიდველები, რომლებმაც ყველაზე მაღალი ფასი შესთავზეს ღია აუქციონზე

secundum allegata et probata - მხარეთა მტკიცებისა და მტკიცებულებების შესაბამისად

secundum probata - სამართლის ნორმების შესაბამისად

secundum regulam, regulas - წესების შესაბამისად

se defendendo - თავდაცვისას; საკუთარი თავის დაცვისას

sed vide - მაგრამ იხილე (მითითება წიგნის სხვა ადგილზე)

semestria - რომის იმპერატორების გადაწყვეტილებების ნაკრები

semiplena probatio - ნახევრადმტკიცებულება

sentatus consulta - რომის სენატის აქტები

sensu honesto - ჭეშმარიტი არსის შესატყვისად

sensus verborum est anima legis - სიტყვების მნიშვნელობა კანონის სულია

sentencia judicis - მსაჯულის განაჩენი

sentencia judicis jus facit inter partes - მსაჯულის განაჩენი ქმნის სამართალს მხარეთა შორის

separatim - ცალ-ცალკე; ცალკე; მკაფიოდ

sequela - დავა; სასამართლო პროცესი; დევნა

sermo index animi - დავა, კამათი ჭკუის ნიშანია

sero molunt deorum molae - უფლის წისქვილები ნელა ფქვავს

sequestrum - სეკვესტრი; შენახვა სერვიტუს პრაედიორუმ - მიწის სერვიტუტი

si omnia, quae oportuit, abservavit, caret culpa - არა აქვს ბრალი, თუ შეასრულა ყველაფერი, რაც მოეთხოვებოდა

si vis pacem, para bellum - თუ მშვიდობა გინდა, ემზადე ომისათვის

sic - ამგვარად; ასე რომ

si contingat - თუ ეს მოხდება

sic subscribitur - რაზეც ხელია მოწერილი

sic utere tuo ut alienum non laedas - ისე ისარგებლე შენი საკუთრებით, რომ სხვის ქონებას არ ავნო

sicut me Deus adjuvet - დაე, ღმერთი იყოს ჩემი შემწე

sic volo - ასეთია ჩემი ნება

si ita est - თუ ეს სწორია

silent leges inter arma - ომის დროს კანონები დუმან

simplex dictum - მხოლოდ მტკიცება; ცარიელი მტკიცება

simpliciter - უბრალოდ

simulatio latens - მოჩვენებითი ავადმყოფობა

simul et semel - ერთად და ერთდროულად

sine anno - წელიწადის მითითების გარეშე

sine die - თარიღის დანიშვნის გარეშე, გაურკვეველი ვადით

sine lege - კანონგარეშე, წესების დაუცველად, უწესრიგოდ

sine loco - ადგილის მითითების გარეშე

sine qua non - აუცილებელი

societas deliquere non potest - საზოგადოებას არ შეუძლია დანაშაული ჩაიდინოს

sponte sua - საკუთარი ნებით

stare decisis - „მისდიე გადაწყვეტილს“; სასამართლო პრეცედენტი

statuta suo clauduntus tervitorio, nec ultra territorium disponunt - კანონები შეზღუდული საკუთარი ტერიტორიით; კანონები საკუთარი ტერიტორიის გარეთ არ მოქმედებენ

statum speciale statuto speciali non derogat - ერთი სპეციალური კანონი არ აკნინებს სხვა სპეციალურ კანონებს

status quo - არსებული მდგომარეობა

status quo ante bellum - ომის დაწყების წინ არსებული მდგომარეობა

status quo post bellum uti possidetis - ომის შეწყვეტისას შექმნილი მდგომარეობა

statuta mixta - შერეული სტატუტი

statuta personalia - პიროვნული სტატუტი

statuta realia - ნივთიერი სტატუტი

stipulatio - სტიპულაცია (სიტყვიერი ხელშეკრულება კითხვა-პასუხის საშუალებით); უზრუნველყოფა, რომელსაც მოსარჩელე იხდის სარჩელის დასაცავად და ხარჯების დასაფარავად საქმის წაგების შემთხვევაში

sub conditione - (ამ) პირობით

sub judice - განხილვაში მყოფი (სასამართლო საქმეებზე)

sub nomine - სახელად; სახელით

sub spe rati - მთავრობის მიერ დამტკიცების მოლოდინში

successio - მონაცვლეობა

successio derivativa - წარმოებული მონაცვლეობა

successio originaria - პირველადი მონაცვლეობა

successio singularis - სინგულარული მონაცვლეობა, კერძოობითი მონაცვლეობა

sui genereis - თავისებური, განსაკუთრებული

sui juris - „თავისი გვარის“, (რომის სამართლის ტერმინი) - სამოქალაქო უფლებების სისავსე

summa summarum - „ჯამის ჯამი“: საბოლოო ჯამი, შედეგი

summum imperum - მთელი ხელისუფლება, მთელი ძალაუფლება

summum jus - სუმმუმ ინჯურია - უმკაცრესი სამართალი უკიდურესი უსამართლობაა

superficies - სუპერფიციესი (მემკვიდრეობითი სარგებლობა სხვის მიწაზე აგებული შენობით) ზედა პირი; რაიმე აღმართული მიწაზე და მასზე ისე დამაგრებული, რომ ის ხდება მიწის ნაწილი

super altum mare - ღია ზღვა

supervacuum esset condere, nisi esset qui leges tueretur - ზედმეტია კანონის გამოცემა, თუ გამოცემული კანონები არ შესრულდება

supplicium - სიკვდილით დასჯა

suppressio veri, expressio (suggestio) falsi - სინამდვილის დამალვა წარ- მოადგენს სიცრუეს

supra - ზემოთ ხსენებული; დამატებით

supra dictus - როგორც ზემოთ არის ნათქვამი, ზემოხსენებული, როგორც უკვე აღინიშნა

suprema lex civitates - სახელმწიფოს უზენაესი კანონი

suprema voluntas - უკანასკნელი ნება

suum cuique tribuere - ყველას დამსახურებისებრ მიეზღვება

syllabi (mx.r. syllabus) - სასამართლო გადაწყვეტილებების „სათაურები“, რომლებიც მათ არსს გადმოსცემენ და პრეცედენტს აღწერენ

24 T

▲back to top


tabularius - ნოტარიუსი

tacite - მდუმარედ

tacito conssensu - მდუმარე თანხმობით

talio - დანაშაული, რომელიც უტოლდება მიყენებულ ზიანს, რომელიც განისაზღვრება წესით - „თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ“ და ა.შ.

talis quails - რამდენადაც; ისეთი როგორც

taliter processum est - მოვლენები ასე ვითარდება

tantum bona valet, quantum vendi possunt - საქონელი იმდენი ღირს, რამდენადაც მისი გაყიდვა შეიძლება

temere - შემთხვევით

temporalis actio - სარჩელი, რომელიც უნდა გაცხადდეს გარკვეული დროის განმავლობაში

tempora mutantur et leges mutantur in illis - დრო იცვლება და კანონები მათთან ერთად იცვლება

tempore et loco - დროსა და სივრცეში

temporis exceptio - მითითება ვადის გასვლაზე, როგორც სარჩელისგან დაცვის გზა

terminus ad quem - საბოლოო პუნქტი

terminus ad quo - საწყისი პუნქტი

tertia - მესამე ნაწილი; ქვრივის წილი

tertium non datur - მესამე არ არსებობს

testamentum - უკანასკნელი ნება; ანდერძი

testamentum inofficiosum - არაოფიციალური ანდერძი

testamentum omne morte consummatum - ნებისმიერი ანდერძი შედის ძალაში მოანდერძის გარდაცვალებისთანავე

testatus - მოანდერძე; პირი, რომელიც ანდერძს ტოვებს

testis nemo in sua cause esse potest - არავინ შეიძლება იყოს მოწმე საკუთარ საქმეში

testis oculatus unis plus valet quam auriti decem - ერთი თვითმხილველი მოწმე მეტი ღირს, ვიდრე ათი გამგონი

titulus - უფლებრივი საფუძველი ამა თუ იმ სამართლებრივი მოქმედების განსახორციელებლად

toga virilis - მოზრდილი ადამიანის ტოგა რომში (მანამ, ვიდრე ახალგაზრდა ადამიანი ამ სამოსს ჩაიცვამდა, მას არ ჰქონდა უფლება ეტარებინა იარაღი და ითვლებოდა არა თემის, არამედ მამამისის ოჯახის წევრად)

tota curia - „მთელი სასამართლო“: სასამართლო ყველა თავის წევრიანად

totidem verbis - რაღაც სიტყვებით; პირდაპირ (თქვა, დაწერო და ა.შ.)

toto genera - ყველა ასეთი სახის შემთხვევაში

tractent fabrila fabri - დაე, მჭედელმა ჭედოს

traditio clavium - გასაღებების გადაცემა, ე.ი. ნივთის სიმბოლური გადაცემა გასაღების გადაცემის მეშვეობით იმ ადგილიდან, სადაც იგი ინახება

traditio loqui facit chartam - ნივთის გადაცემა ასრულებს გარიგებას („მას ხმას აძლევს”)

traditor - მოღალატე; გამყიდველი

trahens - ტრასანტი

trahere - ტრასირება

transeat in exemplum - დაე, ეს ნიმუშად, პრეცედენტად იქცეს

transitus - გადასვლა; საკუთრების უფლების გადასვლა

trassatus - ტრასატი

tres faciunt collegium - სამნი კორპორაციას ქმნიან (რომის სამართლის მიხედვით კორპორაციის შექმნა შეეძლო სამ ან მეტ პირს)

triatio - სასამართლო, სასამართლო პროცესი

trientes - წლიური ოთხი პროცენტი (რომის სამართლის მიხედვით თავიდან შესაძლებელი იყო სესხზე ერთი პროცენტის აღება თვეში (centesiemae), ე.ი. წლიური თორმეტი პროცენტი; იუსტინიანემ განაკვეთი სამჯერ შეამცირა)

trigamus - სამცოლიანი; პირი, რომელიც თანმიმდევრულად იყო ქორწინებაში სამ სხვადასხვა ქალთან

trina admonitio - მესამე გაფრთხილება (უკანასკნელი გაფრთხილება განსასჯელი პირის მიმართ, რომელიც უარს აცხადებს, პასუხი გასცეს კითხვებს, რის შემდეგაც შეიძლებოდა მისი წამება აღიარების მისაღებად)

trinoda necessitas - „სამმაგი აუცილებლობა“ (ფეოდალური ვალდებულებები: სამხედრო სამსახური, სასახლეების მშენებლობაში მონაწილეობა და ხიდების წესრიგში შენარჩუნება), ფეოდალური ვალდებულებები

triplicatio - მოსარჩელის მიმართვა სასამართლოსადმი მოპასუხის duplicatio-ზე

turpis contractus - ამორალური, არაეთიკური ხელშეკრულება

tuta - უსაფრთხო; საიმედო

tutela - მეურვეობა

tutor (md. sqesi tutrix ) - მეურვე

25 U

▲back to top


uberrima fides - ნდობის მაღალი ხარისხი, რომელიც უნდა იყოს იმის მხარეს, ვინც დებს ხელშეკრულებას პირთან, რომელთანაც იგი ფი-დუციარულ ურთიერთობაშია

ubi bene, ibi patria - სადაც კარგად ვგრძნობ თავს, ჩემი სამშობლო იქ არის

ubi culpa est, ibi poena subesse debet - სადაც არის დანაშაული, იქ უნდა იყოს სასჯელი

ubi jus ibi remedium - როცა კანონი უფლებას იძლევა, იგი ამავე დროს იძლევა მისი დაცვის საშუალებას

ubi jus incertum, ibi nullum - როცა კანონი გაურკვეველია, კანონი არ არსებობს

ubi emolumentum, ibi onus - „სადაც სარგებელია, იქ მოვალეობაცაა“ - უფლებები ვალდებულებებს განაპირობებს (რომის სამართლის წესი, რომელიც რომის სამართლიდან მოდის)

ubi major para est, ibi totum - სადაც უმეტესი ნაწილია, იქ არის მთელი

ubi non est directa lex, standum est arbitrio judicis, vel procedendum ad similia - სადაც არ არის პირდაპირი კანონი, საჭიროა მოსამართლის გადაწყვეტილების მხარდაჭერა ან მსგავსი საქმეების მოხმობა

ubi non est principalis, non potest esse accessorius - სადაც არ არის მთავარი დამნაშავე, იქ არც თანამონაწილეა

ubi para est, ibi est totum - სადაც უმთავრესი ნაწილია, იქ არის მთელი

ubi periculum, ibi est lucrum colloccatur - სადაც რისკია, იქ გამორჩენაც უნდა იყოს

ulterius concilium - შემდგომი განხილვა; შემდგომი მოსაზრება

ultima ratio - უკანასკნელი საბუთი; გადამწყვეტი მოსაზრება

ultimatum - უკანასკნელი შეთავაზება, წინადადება; პირობების საბოლოო ფორმულირება მოლაპარაკებებში დავის მოწესრიგების შესახებ

ultima voluntas - უკანასკნელი ნება, სურვილი

ultimum suplicium - უკიდურესი სასჯელი; სიკვდილით დასჯა

ultimus heres - უკანასკნელი მემკვიდრე; ბატონი, მეფე

ultimus terminus - ბოლო ვადა

ultra fines mandati - უფლებამოსილების ფარგლებს მიღმა

ultra posse nemo obligatur - რაც შესაძლებლობას აღემატება, სავალდებულო არ არის

ultra posse nemo tenetur - რაც შესაძლებლობას აღემატება, პასუხისმგებლობას არ იწვევს

ultra reprises - სუფთა; ნეტო; გამოკლების შემდეგ

ultra vires - უფლებამოსილების მიღმა

una voce - ერთი ხმით; საიდან; რისგან

unde - ამგვარად; საიდან; რისგან

unitas personarum - ორი კორპორაციის შერწყმა

universitas - მთელი; ყველაფერი; იურიდიული პირი; კორპორაცია

universitas bonorum - პირის მთელი ქონება

universum jus - სრული უფლება; სრული მფლობელობა

unumquodque dissolvi potest eodem ligamine quo ligatum est - ყველაფრის გაუქმება მხოლოდ იმ გზით შეიძლება, რა გზითაც შეიქმნა

unumquodque dissolvitur eodem (eo) ligamine quo ligatur - ნებისმიერი ვალდებულება იმ გზით უქმდება, რა გზითაც შეიქმნა

unumquodque eodem modo quo colligatum est dissolvitur - იხ. წინა გამოთქმა

usuarius - პირი, რომელსაც ნივთი გადაცემული აქვს შესანახად და რომელიც სარგებლობს ამ ნივთით

usucapio - შეძენითი ხანდაზმულობა უსურა - ინტერესი, რომელიც ფულადი ვალის მიხედვით გადაიხდება

usus - წესი, ჩვეულება; სარგებლობა, გამოყენება; უზუს-უფლება უცხო ნივთით სარგებლობისა

usus bellici - ომში გამოყენება; სამხედრო მიზნებით გამოყენება

usus est dominium fiduciarum - უზუსი ფიდუციარული მფლობელობაა

usus fori - სასამართლო პრაქტიკა

usus fructus, ususfructus - უზუფრუქტი, სხვისი ქონებით, ნივთით სარგებლობის უფლება და ა.შ., მისგან მოგების მიღების უფლება და ა.შ. პირადი სერვიტუტის სახით

usus loquendi - გამოხატვის ხერხი; ჩვეულებრივი ენა

ut antiquum - ისე, როგორც წარსულში

ut audivi - როგორც მსმენია

ut credo - როგორც მჯერა, მწამს, მიმაჩნია

ut infra - როგორც ზემოთ იყო აღნიშნული

ut ita dicem - ასე ვთქვათ

uti possidetis - „როგორც შენ ფლობ“ (ინტერდიქტის ფორმულა, რომელიც ნიშნავდა, რომ შესაბამის მხარეს შეუძლია შეინარჩუნოს ის, რაც მან იგდო ხელთ); არსებული ვითარების შენარჩუნების პრინციპი (უმთავრესად ტერიტორიაზე, რომელიც საომარი მოქმედებების შედეგად იქნა დაკავებული)

utlagatas - კანონგარეშე გამოცხადება

ut poena ad paucos, metus ad omnes perveniat - მხოლოდ მცირედნი დაშავდნენ, მაგრამ ყველას ეშინოდეს სასჯელის

ut res magis valeat quam pereat - „რომ ეს იყოს ჭეშმარიტი და არა ბათილი“ (ფორმულა, რომელიც დოკუმენტის და ა.შ. აღიარებაზეა ორიენტირებული, როდესაც ამისათვის თუნდაც სულ მცირე საფუძველი არსებობს)

ut supra - როგორც ადრე ითქვა

26 V

▲back to top


vacantia bona - უპატრონო ქონება, რომელიც ბუნებითი სამართლით ეკუთვნის იმას, ვინც პირველმა ჩაიგდო ხელში

vacatio - რაიმე მოვალეობისაგან (ვალდებულებისგან) გათავისუფლება

vacatur - „დაე გაუქმდეს ეს“: სასამართლო ბრძანება პროცესუალური ქმედების გაუქმების შესახებ

vadari - გირაოთი გათავისუფლება; გირაოს შეტანა

vades - თავდებნი; გარანტები

vadiare legem - უდანაშაულობის ფიცის დადება

vadiacio legis - უდანაშაულობის ფიცი

vadio - გირაო

vadium ponere - ვალდებულების აღება; თავდებში გაშვება

vas - თავდები; გირაო

vectigal - გადასახადი; ბაJი

vendens eandem rem duobus falsarius est - პირი, რომელიც ერთსა და იმავე ნივთს ორს მიჰყიდის, მოტყუების გზით მოქმედებს

venditio - გაყიდვა

venditio exponas - სასამართლო ბრძანებულება, რომელიც სასამართლო აღმასრულებელს აძლევს უფლებამოსილებას, გაყიდოს ქონება, რომელიც მის მიერ იქნა ამოღებული სასამართლოს გადაწყვეტილებით

venditor - გამყიდველი

venia facilitas incentivum est delinquendi - შეწყალების სიმარტივე ნიშნავს დანაშაულის წახალისებას

venire - სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი თანამდებობის პირის მიმართ ნაფიც მსაჯულთა გამოძახების შესახებ. ნაფიც მსაჯულთა სია, რომელიც ერთვის ასეთ ბრძანებულებას. პირთა კონტინგენტი, რომლიდანაც აირჩევიან ნაფიცი მსაჯულები

venire facias - სასამართლო ბრძანებულება ნაფიც მსაჯულთა გამოძახების თაობაზე

veritas - ჭეშმარიტება

verba accipienda sunt secundum subjectam materiam - სიტყვები ისე უნდა იქნეს გაგებული, რომ მათ შედეგი მოჰყვეს

verbachartarum fortius accipiuntur contra preferentum - დოკუმენტის სიტყვები უფრო მკაცრად განიმარტება იმ მხარის მიმართ, რომელიც მათ იყენებს

verba precaria - თხოვნის სიტყვები (განსხვავებით მბრძანებლურისაგან)

verbatim - იმავე სიტყვებით; სიტყვასიტყვით

verbo in verbum - სიტყვა-სიტყვით

verdicto non obstante - ვერდიქტისაგან დამოუკიდებლად

veritas nihil veretur nisi abscondi - ჭეშმარიტებას არაფრის ეშინია, გარდა დაფარვისა

veritatem dicere - სიმართლის ლაპარაკი; ნაფიცი მსაჯულის გამოკითხვა იმის თაობაზე, აქვს თუ არა მას მონაცემები ამ ფუნქციის შესასრულებლად

versus - წინააღმდეგ (შემოკლ. ვ., ვს., ვერს., ითქმის მხარეთა დაპირისპირების შესახებ პროცესზე)

vestimentum - მფლობელობაში შეყვანა; ფლობა საკუთრების საფუძველზე

vetera statuta - ძველი კანონები

veto - „მე ვკრძალავ“: რომში სახალხო ტრიბუნის ჩარევის ფორმულა სასამართლო ან საკანონმდებლო დაწესებულებების საქმიანობაში; ამჟამად - აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლება, უარი ეთქვას კანონპროექტს, რომელიც მიიღო კანონმდებელმა, და ამ გზით მისი კანონად ქცევის დაბრკოლება; აკრძალვა; აქტი, რომლითაც იკრძალება ან ჩერდება რომელიმე აქტის მოქმედება (მაგალითად, პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადება პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე).

vexatae quastiones (mx.rc. vexata questio) - აბეზარი კითხვები; აბსტრაქტული, ჰიპოთეტური კითხვები

vi - ძალდატანებით, ძალის გამოყენების გზით

via - გავლით; გზა (ოთხთვალებისათვის, მისგან განსხვავებით iter იყო ბილიკი ქვეითადმოსიარულეთათვის, actus კი საცხენოსნო გზა)

via amicabil - მეგობრულად

via antiqua via est tuta - ძველი გზა უსაფრთხო გზაა

via publica - საზოგადოებრივი გზა

via trita est tutissima - გაკვალული გზა ყველაზე უსაფრთხოა

via trita, viatuta - გაკვალული გზა უსაფრთხოა

vi aut clam - ძალით ან მოტყუებით

vice versa - პირიქით

vide (შემოკლ. v) - უმზირე; მიმართე ...ს...

videlicet (შემოკლ. viz) - ანუ; კერძოდ

vi et armis - ძალით და იარაღით

vigoro cujus - იმის ძალით

vinculum juris - მტკიცე სამართლებრივი კავშირი

viribus unitis - გაერთიანებული ძალებით

viri magne dignitatis - პირები, რომელთაც მაღალი თანამდებობა უკავიათ

virtute officii - თანამდებობრივი ქმედებები უფლებამოსილების ფარგლებში, მაგრამ არასწორად განხორციელებული

virtute officii sui - თავისი თანამდებობის ძალით

vis absoluta - ფიზიკური იძულება

vis armata - შეიარაღებული ძალები

vis compulsive - ფსიქიკური იძულება

vis majior - დაუძლეველი ძალა

vis divina - ღვთიური ძალა

vis inermis - შეუიარაღებელი ძალა

vis laica - ლაშქარი

vis legibus est inimica - ძალადობა სამართლის მტერია

vis major - დაუძლეველი ძალა; გაუთვალისწინებელი მოვლენა

vicium scriptoris - გადამწერის შეცდომა

viva pecunia - „ცოცხალი ფული“: საქონელი და ა.შ., რომელიც ვალის გადასახდელად გამოიყენებოდა ფულის ნაცვლად

viva voce - „ცოცხალი ხმა“ (მოწმეთა ჩვენება, რომელიც სასამართლოში იქნა მიცემული და არა წაკითხული ჩანაწერიდან)

vix - ძლივს, გაჭირვებით

vocans - თავდები

vocatus - პირი, რომელსაც თავდებად უდგებიან

vociferacio - დამნაშავის დევნა

volenti non fit injuria - დაზარალებულის თანხმობა აუქმებს ზარალის მართლსაწინააღმდეგობას

voluntas det propositum distinguunt maleficia - დანაშაულებანი განსხვავდებიან განზრახვითა და მიზნებით

vox Dei - ღვთის ხმა

vox emissa volat; litera scripta manet - ნათქვამი ქრება, დაწერილი კი რჩება

vox et preterea nihil - „ხმა და სხვა არაფერი“: ცარიელი სიტყვები

vulgaris opinio - საერთო მოსაზრება; რეპუტაცია

vulgaris purgatio - „უბრალო განწმენდა“, „ღვთის სამსაჯავრო“: წყლით ან ცეცხლით გამოცდა როგორც მტკიცების მეთოდი, განსხვავებით საეკლესიო განწმენდისაგან ფიცის გზით, რომელსაც დებდა ბრალდებული

vulgo quaesiti - „ხალხის შვილები“, შთამომავლობა, რომელთა მამების დადგენა შეუძლებელია