გაზ. „დროება“, 1874, № 439. პირთა ანოტაციები: ბებუთაშვილი (ბებუთოვი) კონსტანტინე ალექსანდრეს (აშხარბეკის) ძე
(1847-1907) საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი,
გაზეთ „ტიფლისსკი ვესტნიკის“ დამაარსებელი და რედაქტორი, თბილისის
საკრედიტო საზოგადოების ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე. ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2,
გვ. 90. გაზ. „დროება“, 1880, № 188. პირთა ანოტაციები: ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880) ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ
ქართველოლოგიას ევროპაში. ფრანგულად თარგმნა და გამოსცა „ქართლის ცხოვრება“,
შეადგინა ქართული ენის თვითმასწავლებელი. გაზ. “დროება“, 1881, 4 სექტემბერი, № 185, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 261. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის
არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15,
2007, გვ. 621, 678. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის პირადი
არქივი № 173, ავტოგრაფი, გვ. 1–2; გაზ. „დროება“, 1883, 8 სექტ., № 177,
გვ. 1–3.
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 173/84; საცენზურო კომიტეტის საარქივო ფონდი №
548, საქმე 17, აღწ. I; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005,
გვ. 157, 618.
გაზ. „დროება“, 1883, № 174, გვ. 1-3. პირთა ანოტაციები: კვალიაშვილი
ალექსანდრე (ალექსი) ანდრიას ძე (გარდ. 1887) – პუბლიცისტი კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 223-358; გაზ. „ივერია“, 1886, 4
სექტემბერი, № 190, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (პ. ინგოროყვასა
და ალ. აბაშელის რედ.), ტ. VIII, 1928, გვ 368; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 8, 2007, გვ. 302. პირთა ანოტაციები: ლაველე ემილ ლუი (1822-1892) ბელგიელი ეკონომისტი და სოციოლოგი, უარყოფდა ეკონომიკური კანონების
ობიექტურ ბუნებას გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი.
ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 2943; გაზ. „ივერია“, 1894,
4 სექტემბერი, № 188, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ.
39.
1874
4 სექტემბერი
მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებაში. მხარს უჭერს
კონსტანტინე ბებუთაშვილის წინადადებას, რომ თსს ბანკის წევრებად უნდა
მიიღონ მხოლოდ მემამულეები და არა ქალაქის სახლის მეპატრონეები. ეს
წინადადება ხმათა უმრავლესობით იმარჯვებს.
წყარო:
1880
4 სექტემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც წყდება
ხელშეკრულების დადება ქუთაისის სკოლის ცალკეულ თანამშრომლებთან. ბათუმის
გუბერნატორის რჩევის თანახმად იღებენ დადგენილებას ადგილობრივ სკოლაში
მოლას მიწვევაზე. განიხილავენ თბილისის სკოლის გახსნის საკითხს.
წყარო:
1880
4 სექტემბერი
სიონის ტაძარში ესწრება მარი ბროსეს პანაშვიდს, რომელსაც იხდიან გაზეთ „დროების“
რედაქციის ინიციატივით.
წყარო:
1881
4 სექტემბერი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ახალ
ქართულ გაზეთს“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1883
4 სექტემბერი
ესწრება სოფელ წინამღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნას და წარმოთქვამს
სიტყვას.
წყარო:
4 სექტემბერი
წერს „შინაური მიმოხილვას“ („ამას წინად, ბატონყმობის გადავარდნამდე...“),
მაგრამ საცენზურო კომიტეტი კრძალავს მის დაბეჭდვას.
წყარო:
4 სექტემბერი
გაზეთ „დროებაში“ ალექსი კვალიაშვილი აქვეყნებს „ივერიის“ მეხუთე-მეექვსე
ნომერში საბანკო საკითხების შესახებ ილია ჭავჭავაძის მიერ გამოქვეყნებული „შინაური
მიმოხილვის“ კრიტიკულ ანალიზს.
წყარო:
1886
4 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად განაგრძობს ვრცელი ნარკვევის
გამოქვეყნებას თარიღით „ტფილისი, 3 სექტემბერი“ („ემილ დე-ლაველე თავის
გამოჩენილ თხზულების ერთს კარს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში
იბეჭდება სათაურით „ხიზნების საქმე“.
წყარო:
1894
.
4 სექტემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
3 სექტემბერი“ („ჩვენმა მკითხველებმა უკვე იციან, რომ ჩვენში მოდის...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მინისტრის მოლოდინში“.
წყარო: