1858 | ||
15 ივლისი | ||
წერს ლექსს „სიზმარი“, რომელსაც ეპიგრაფად წარუმძღვარებს ვალტერ სკოტის სიტყვებს: „რა არს სიზმარი? იგივე ცხოვრება ნამდვილ, მაგრამ სიზმარში მარტო გამოხატულება წარმოებს“. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი №108, ფ. 60. პირთა ანოტაციები: სკოტი ვალტერ (1771-1832) ინგლისელი მწერალი, ისტორიული ჟანრის ფუძემდებელი. |
|
1860 | ||
15 ივლისი | ||
წერს ლექსის – „ალექსანდრე ჭავჭავაძე“ პირველ ვარიანტს. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, № 108, გვ. 116. ჟურნ. «ცისკარი», 1861, № 4 გვ. 517. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე ალექსანდრე გარსევანის ძე (1786-1886) რომანტიკოსი პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, მონაწილეობდა 1804 წლის აჯანყებაში, 1832 წლის შეთქმულებაში, ნაპოლეონისა და თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლებში. |
|
1874 | ||
15 ივლისი | ||
თბილისში კონსტანტინე ბებუთაშვილის სახლში იმართება შეხვედრა, რომელსაც ესწრება ოცდაათამდე ადამიანი და ილია ჭავჭავაძე კითხულობს ივანე მაჩაბელთან ერთად თარგმნილ „მეფე ლირს“. |
წყარო:
გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17557; ი. ჭავჭავაძე, საიუბილეო კრებული, 1957, გვ. 127. გაზ. „დროება“, 1874, 26 აპრ. № 420, გვ. 2. პირთა ანოტაციები: ბებუთაშვილი (ბებუთოვი) კონსტანტინე ალექსანდრეს (აშხარბეკის) ძე (1847-1907) საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი, გაზეთ „ტიფლისსკი ვესტნიკის“ დამაარსებელი და რედაქტორი, თბილისის საკრედიტო საზოგადოების ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე. მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი. |
|
1885 | ||
15 ივლისი | ||
მიემგზავრება საგურამოში. |
წყარო:
პოლიციის ზედამხედველობის საქმე, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 17, 2056. |
|
1886 | ||
15 ივლისი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად განაგრძობს პოლემიკური წერილის ბეჭდვას თარიღით „ტფილისი, 14 ივლისი“ („მეორე მუხლი, რომელზედაც ბ-ნს ყიფიანს დაუპირებია მაგრად დგომა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „კამათი კვლავ დიმიტრი ყიფიანთან ბანკის საკითხებზე“. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 401-424; გაზ. „ივერია“, 1886, 15 ივლისი, № 152, გვ. 1. ი. ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ.IV, 1955; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 196. პირთა ანოტაციები: ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. |
|
1887 | ||
15 ივლისი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 14 ივლისი“ („ცხადია, რომ ჩვენის მიწათმფლობელობის საქმის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო ბანკის“ გარშემო“. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 716-718, გაზ. „ივერია“, 1887, 15 ივლისი, № 144, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 476. |
|
1888 | ||
15 ივლისი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 14 ივლისი“ („ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ისტორია...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „რუსეთის ნათელღების ცხრაასი წელი“. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1888, 15 ივლისი, № 148, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 281. |
|
1894 | ||
15 ივლისი | ||
მონაწილეობს ქართული დრამატული საზოგადოების კრებაში და, როგორც ბანკის მმართველობის თავმჯდომარე, დამსწრეთ ჰპირდება, რომ საზოგადოება თეატრის შემოსავლიდან მიიღებს ათას მანეთს, ხოლო თუ შენობას მოიჯარადრე გამოუჩნდება, წარმოდგენის დღეებში გადასახდელი ექნებათ მხოლოდ 80 მანეთი. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1894, 17 ივლ., № 152, გვ. 2. |
|
1904 | ||
15 ივლისი | ||
თბილისის ქალაქის გამგეობას წარუდგენს ერთსართულიანი სახლის პროექტს და
სთხოვს მის დამტკიცებას.
|
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 192, აღწ. 8 ა, საქ. 7983; „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 265; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 238, 488-489.
|
|