1881 | ||
4 დეკემბერი | ||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „თ. დონდუკოვ- კორსაკოვის დანიშვნაზე“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო:
გაზ. “დროება“, 1881, 4 დეკემბერი, № 255, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 288. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 683-684. პირთა ანოტაციები: დონდუკოვ-კორსაკოვი ალექსანდრე მიხეილის ძე (1820-1893) რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალი, კავკასიისა და ყირიმის ომების მონაწილე, 1881-1890 წლებში, კავკასიის სამოქალაქო ნაწილის მთავარმართებელი. |
|
1885 | ||
4 დეკემბერი | ||
ბეჭდვით საქმეთა მთავარი სამმართველო წერილობით მიმართავს კავკასიაში სამოქალაქო ნაწილის გამგეს ილია ჭავჭავაძისათვის ყოველდღიურ გაზეთ „ივერიის“ გამოცემის ნებართვის მისაცემად. |
წყარო:
„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 221. |
|
1886 | ||
4 დეკემბერი | ||
გაზეთ „ივერიის“ რუბრიკაში „ქართული თეატრი“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს წერილს („ჩვენის თეატრის ერთ დიდი ნაკლი ის არის...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქართული თეატრის ნაკლოვანებანი“. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1886, 4 დეკემბერი, № 263, გვ. 1-3 (ცენზურის ნებართვა 1886, 3/ XII). ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, 1991, გვ. 310. |
|
1894 | ||
4 დეკემბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 4 დეკემბერი“ („ინგლისი ერთი იმისთანა ქვეყანაა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ინგლისის ფლოტის ბატონობა საზღვაო-სავაჭრო საქმიანობაში“. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1894, 4 დეკემბერი, № 257, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 70, 512-513. |
|
4 დეკემბერი | ||
მწერალ ეკატერინე გაბაშვილთან, მეუღლესთან და დასთან, ელისაბედთან ერთად მცხეთის რკინიგზის სადგურში ხვდება ინგლისელ მწერალ ქალ მარჯორი უორდროპს, რომელსაც იმ დროს განზრახული ჰქონდა „ვეფხისტყაოსნისა“ და ქართული პოეზიის შედევრების ინგლისურად თარგმნა. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1894, 6 დეკ. № 258, გვ. 1; საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ– მუზეუმის შრომები. წგ 1. 1958, გვ. 37; ლ. თაქთაქიშვილი–ურუშაძე, მარჯორი უორდროპი. 1965. გვ. 35-36. პირთა ანოტაციები: თარხნიშვილი (გაბაშვილისა) ეკატერინე რევაზის ასული (1851-1938) მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრი. გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) მეუღლე, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიოსაეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925) ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909) ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას. |
|
1897 | ||
4 დეკემბერი | ||
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წლისთავის აღმნიშვნელი საიუბილეო კომიტეტი უკვე შეუდგა საქმიანობას და მოქალაქეთაგან იღებს წინადადებებს დღესასწაულის მოწყობასთან დაკავშირებით. |
წყარო:
„ცნობის ფურცელი“, 1897, 4 დეკემბერი, № 390, გვ. 2. |
|
4 დეკემბერი- 25 დეკემბერი | ||
სამი კვირის მანძილზე მასპინძლობს მარჯორი უორდროპსა და მის დედას თბილისსა და საგურამოში. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1894, 6 დეკ. № 258, გვ. 1; საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ– მუზეუმის შრომები. წგ 1. 1958, გვ. 37; ლ. თაქთაქიშვილი-ურუშაძე, მარჯორი უორდროპი, 1965, გვ. 35-36. პირთა ანოტაციები: უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909) ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას. |
|
1898 | ||
4 დეკემბერი | ||
იღებს ყვარლის მოურავ გიორგი გიგინაშვილის წერილს, რომელშიც საუბარია თავის ჯამაგირზე, წისქვილის შემოსავალსა და ქვევრებში ღვინის რაოდენობაზე. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 480. პირთა ანოტაციები: გოგინაშვილი გიორგი - ილია ჭავჭავაძის ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი 1893-1898 წლებში. |