სასამართლო სხდომის ოქმი (№ 11), ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით, ავტოგრაფი,
ცსა, ფონ. 133, საქ. 120, ფურ. 7–8; „საისტორიო მოამბე“, გვ. 403, 404. პირთა ანოტაციები: თომაშვილი ნიკიტა ასლანის ძე ბაზალეთის თემის სოფელ ჩირდილელიანთკარის მკვიდრი. ჩრდილელი ალექსანდრე დუშეთის მაზრის მკვიდრი, მემამულე. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 147-148. დათარიღება: დროზე მინიშნებულია 5 ოქტომბერს მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო
საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. გაზ. “დროება“, 1881, 4 ოქტომბერი, № 206, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 275. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის
არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15,
2007, გვ. 621, 682. გაზ. „დროება“, 1883, 5 ოქტ. № 196, გვ. 2. პირთა იდენტიფიკაცია: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების
მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე ნიკოლოზ ზურაბის ძე (1829-1897) რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, კახეთის მილიციის საცხენოსნო ასეულის
მეთაური, დასავლეთ დაღესტნის სამხედრო გუბერნატორი – 1866 -1876 წლებში.
თავი ისახელა თურქების ჯარისაგან გურიის დაცვის დროს. ამილახვარი ივანე გივის ძე (1829-1905) რუსეთის არმიის გენერალი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი. 1877–1878
წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის გმირი. საგინაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე (1808-1887) ილია ჭავჭავაძის სიძე – ელისაბედ ჭავჭავაძის მეორე ქმარი.
გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთ-ირანის, რუსეთთურქეთის და ყირიმის ომების
მონაწილე, 1844-1850 წლებში მსახურობდა გენერალურ შტაბში, 1851 წელს იყო
კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის თანაშემწე. ორბელიანი ივანე კონსტანტინეს ძე (1830/3-1892) გენერალი, გრიგოლ ორბელიანის ბიძაშვილის – კონსტანტინე იოსების ძე
ორბელიანის ვაჟი, მეტსახელად „ვანკა პაჟარნი“. სიცოცხლის უმეტესი ნაწილი
რუსეთში გაატარა და იქვე აღესრულა. ანდრონიკაშვილი იასე რევაზის ძე (დაბ. 1811) ოლღა გურამიშვილის მამის – თადეოზის ბიძაშვილი. თადეოზის დედა – ნინო და
იასეს მამა რევაზი იყვნენ მარტყოფის მოურავის – ზაალ ზაზას ძე
ანდრონიკაშვილის შვილები. ჭავჭავაძე ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1830-1903) თბილისის მაზრის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის
თავმჯდომარე. ილია ჭავჭავაძის ნათესავი და მეჯვარე. ჭავჭავაძე იასე ნოშრევანის ძე (1824-1898) 1850 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების
ფაკულტეტი, იყო სამოქალაქო მრჩეველი და საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრი.
ჩოლოყაშვილი (ჩოლოყაევი) ნიკოლოზ (კიკო) ზაალის ძე (1840-1906) პოლკოვნიკი,
თელავის მაზრის თავადაზნაურობის მეთაური. ცოლად ჰყავდა ალექსანდრე
ჭავჭავაძის შვილიშვილი ანასტასია. ჩოლოყაშვილი ერასტი ზაალის ძე (გარდ. 1893) სამოქალაქო მრჩეველი, თბილისის მაზრის უფროსი 1883-1887 წლებში, სალეწი
მანქანის გამომგონებელი. სუმბათაშვილი დავით ალექსანდრეს ძე (1831–1920) გენერალ-ლეიტენანტი, თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი 1882
წელს. პოსეტი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე (1819-1899) წარმოშობით ფრანგი, რუსეთის ფლოტის ადმირალი, 1874-1888 წლებში გზათა
მინისტრი, 1888 წელს სახელმწიფო საბჭოს წევრი. „სასიამოვნო ნიშნები“, გაზ. „დროება“, 1884, 4 ოქტ., № 213, გვ. 1-2.
პირთა ანოტაციები: ჭილაძე ვარლამ ივანეს ძე წიგნის გამომცემელი, ქუთაისის ქალაქის საბჭოს დეპუტატი. ილია ჭავჭავაძის
მკვლელობის შემდეგ, მისი წინადადებით, ქუთაისში გეგუთის ქუჩას ეწოდა ილია
ჭავჭავაძის ქუჩა. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. გაზ. „ივერია“, 1886, 4 ოქტომბერი, № 213, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 410. გაზ. „ივერია“, 1895, 10 ოქტ. № 217. პირთა ანოტაციები: ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903) პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“
(1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან).
1868
4 ოქტომბერი
დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში განიხილავს ნიკიტა თომაშვილის საჩივარს.
იგი ბრალს სდებს მემამულე ალექსანდრე ჩრდილელს მომჩივნის სახლში შევარდნაში,
მის დარბევასა და მუქარაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილელი უარყოფს მის
მიმართ წაყენებულ ბრალდებას, მოწმეები მომჩივნის ჩვენებას ადასტურებენ.
ილია ჭავჭავაძე ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს და უსჯის ორკვირიან
შინაპატიმრობას.
წყარო:
1873
4 ოქტომბერი
ერთდროულად იღებს მეუღლის ორ წერილს და მშვიდდება, რომ ყველანი კარგად
არიან.
წყარო:
1881
4 ოქტომბერი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს
სტატიისა „ქართველები საქართველოში“ („უცხო კაცს, რომელი ჩვენს ქვეყანაში
მოდის...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის
თხზულებათა ოცტომეულში.
წყარო:
1883 4 ოქტომბერი
თბილისის გუბერნიის დეპუტაცია, რომლის შემადგენლობაში ილია ჭავჭავაძესთან
ერთად შედიან: ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე, ივანე ამილახვარი, ალექსანდრე
საგინაშვილი, ივანე ორბელიანი, იასე ანდრონიკაშვილი, ნიკოლოზ დიმიტრის ძე
ჭავჭავაძე, იასე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ და ერასტი ზაალის ძე ჩოლოყაშვილები და
სათავეში უდგას გუბერნიის მარშალი დავით სუმბათაშვილი, რკინიგზის სადგურში
ხვდება იმხანად თბილისში გავლით მყოფ გზათა მინისტრ კონსტანტინე პოსეტს და
თხოვნით მიმართავს კახეთის რკინიგზის პროექტის დამტკიცების თაობაზე.
მინისტრი აღიარებს პროექტის მნიშვნელობას, მაგრამ აღნიშნავს, რომ
მთავრობისთვის უფრო პრიორიტეტულია ნოვოროსიისკისა და პეტროვსკის სარკინიგზო
ხაზის გაყვანა.
წყარო:
1884
4 ოქტომბერი
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება სტატია იმის შესახებ, რომ ევროპელი მწერლებისგან
განსხვავებით ქართველ ავტორებს არა თავიანთი ნაწერებით, არამედ სხვადასხვა
საქმიანობით უხდებათ თავის შენახვა. ამ ფონზე სასიამოვნო სიახლედ არის
დანახული ის ფაქტი, რომ წიგნების გამომცემელმა ვარლამ ჭილაძემ ხელშეკრულება
დადო ილია ჭავჭავაძესთან და აკაკი წერეთელთან მათი თხზულებების
გამოცემასთან დაკავშირებით. მან თავად იკისრა ბეჭდვის მთელი ხარჯები და
ავტორებს დაჰპირდა შემოსავლის ნახევარს.
წყარო:
1886
4 ოქტომბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
3 ოქტომბერი“ („დღევანდელი პოლიტიკა ევროპისა თითქმის მარტო ბალკანეთის
ნახევარკუნძულის საქმეზედ ჰტრიალებს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში
დაიბეჭდა სათაურით „ბულგარეთს საქმე და რუსეთ-ავსტრიაუნგრეთი“.
წყარო:
1895
4 ოქტომბერი
სიტყვით მიმართავს რუს პოეტ ვასილი ველიჩკოს, ქართულ თეატრში მის
პატივსაცემად გამართულ სადილზე.
წყარო: