ქუთაისის ბანკი



ნიკოლაძე ნიკო

ქუთაისის ბანკი

ქუთაისის ბანკის საქმე*

1 შესავალი

▲back to top


შესავალი

რაკი მკითხველი ამ ჩემი სტატიის სათაურს და ხელ-მოწერას თვალს გადაავლებს, მის გონებაში აუცილებლათ ერთი ახირებული აზრი გაელავს:

— ოჰ, გამოუძებნია ნიკოლაძეს ძველი თამასუქები! ქუთაისის ბანკს ხსნიან, ეხლა ჩაასობს ის კბილს ბესარიონ ღოღობერიძეს, აღარ მოეშვება, ასტეხს ერთს უშველებელს ვაი-ვაგლახს, და მოსვენებას როდიღა მოგეცემს!

დამშვიდდი, ჩემო მკითხველო! ბესარიონ ღოღობერიძესთან მე, ღვთის მადლით, გასაყოფი არა მაქვს რა, და ჩვენ არც არაფერში ვეცილებით ერთმანეთს, არც ერთი მეორის ჯინი გვჭირს. ბესარიონ ღოღობერიძემ შეადგინა ქუთაისის ბანკის წესდება, და დღეს მის კისერზე აუცილებელი მოვალეობა სწევს — ეს წესდება ასრულებაში მოიყვანოს და ბანკის მმართველობა იკისროს. მე ღმერთს ჯერ იმოდნათ ჭკუიდამ არ შეუშლივარ, რომ ბესარიონ ღოღობერიძეს ამ მოვალეობის მიღებაში და შესრულებაში ხელი შეუშალო. მაგიერათ არც ბ. ღოღობერიძეა ისეთი კაცი რომ მთელი ქვეყნის პირზე ხელის აფარება მოინდომოს, მეც მაწევს თავზე ერთი მძიმეთ მოვალეობა, რომლის ასრულებაში მე ვერავინ შემეცილება. ეს მოვალეობა იმაში მდგომარეობს, რომ მე ბეჭდვით რამდენჯერმე გამოეთქვი იმ წესდების განკიცხვა, რომელიც ბ ღოღობერიძემ. შეადგინა და რომელიც იმან ეხლა ასრულებაში. უნდა მოიყვანოს. მართალია, ამ განკიცხვას ის საფუძველიც ჰქონდა, რომ მე ვკიცხავდი იმ გზას, რომლითაც ბ. ღოღობერიძემ თავისი წესდება ჩვენს თავად-აზნაურობას მიღებინა, მაგრამ ეხლა უმთავრესი მნიშენელობა ამ გზას კი არა, თვითონ ამ წესდების შინაარსს მიეცა, ამის გამო მე უნდა ვილაპარაკო თვითონ ამ წესდებაზე.

მართალია, კიდევ, რომ ვინც საქმეს მარტო დ ღ ე ვ ა ნ დ ე ლ ი ი ნტ ე რ ე ს ი ს თვალით უყურებს, იმისთვის ამ ჩემს წერას არავითარი მნი"შვნელება არ ექნება. ეხლანდელ ქუთაისელ კრებას მარტო ერთი დანიშნულება აქვს: ვის მიანდოს ბანკის მმართეელობა, ვის ჩააბაროს მისი ზედამხედველობა. ამ კრებაში წესდების შინაარსი და პრინციპები არც კი გაიხილება. შიგ არსებითი, პრინციპიალური სჯის მაგიერ, მარტო პიროვნული სჯა და შეტაკება იქნება. მაგრამ განა ეს ე ხ ლ ა ნ დ ე ლ ი ქუთათელი კრება მთელს ჩვენს ქართველთა საზოგადოებას შეადგენს. განა მწერლობას მარტომ ეს კრება და მისი გადაწყვეტილებანი უნდა ჰქონდეს მხედვილობაში, და არა მთელი ჩვეყნი ქვყნის მომავალი ბედი და მდგომარეობა. ბანა ჩვენ არ უნდა ვისარგებლოთ წარსული შეცდობით, რომ მომავალში მსგავსი უბედურება თავიდამ ავაცილოთ ჩვენს საზოგადოებას, ხალხსა და ქვეყანას. განა ცოტ-ცოტა ეხლავე არ უნდა შევიყვანოთ საზოგადოების გონებაში იმ ცვლილებების საჭიროება, რომელთაც შემდეგში შეიძლებათ გამრუდებული საქმის გასწორება და ხეირიანს გზაზე დაყენება?

მწერალმა და მწერლობამ მხედველობაში უნდა იქონიოს ეს ყველაფერი, თუკი მის წერას საზოგადო სარგებლობა წინ-მიუძღვის, და არა მარტო წუთიერი გავლენის ან პირადი სარგებლობის სურვილი. ამის გამო მე ვუბრუნდები ბანკის საქმეს და საჭიროთ ვთვლი მივაქციო მასზე საზოგადო, ყურადღება სწორეთ იმ დროს, როცა ქუთაისის თავადაზნაურობა ერთ მის კერძო, პიროენულ კითხვას სჯის და სწყვეტს.

2 I. რა ნაირათ ადგენდნენ ბანკის წესდებას

▲back to top


I. რა ნაირათ ადგენდნენ ბანკის წესდებას

ყოველგან, სადაც კი გონიერი და მცოდნე პირი რომელიმე ბანკის დაარსებას აპირებს, ის ყველაზე უწინ ერთი კითხვას იაძლევს ითავისო თავს: „რა ნაირ მდგომარეობაშია ის მხარე, რომელშიაც ბანკი მინდა გავხსნა, რა ეკონომიური და სოციალური საჭიროება უფრო ძლიერია ამ მხარეში, და რომელი წესი ყველაზე უფრო სრულათ დააკმაყოფილებს ამ საჭიროებას?“ როცა ბანკის გამხსნელი ამ კითხვებს საფუძვლიანათ გამოიკვლევს, ის შეუდგება თავისი არჩეული ქვეყნის იურიდიკულის მდგომარეობის გაშინჯვას, რომ გაიგოს, რა და რა უფლება და კანონიერი მგდომარეობა აქვს იმ საზოგადოებას და ხალხს, რომელშიაც უნდა დაარსდეს მისი ბანკი. ამის შემდეგ ის შეათანასწორებს სხვა და სხვა გვარი ბანკების დედა აზრებს, პრინციპებს, საფუძვლებს, და გამოარჩევს ამ საფუძვლებში ერთს იმგვარს, რომელიც ყველაზე უფრო მოუხდება და შეეფერება არჩეულ მხარეს, საზოგადოებას და ხალხს, მერმე ამ საფუძველზე ის თვითონ ააშენებს მთელს წესდებას, ისე, რომ ამ წესდების თითოეული თავი და მუხლი შეეფერებოდეს არჩეული მხარის მდგომარეობას, საჭიროებას, ხასიათს და მომავალს. მაშინ გამოდის ხეირიანი და, სრული, ე რ თ ი ა ნ ი, მ რ თ ე ლ ი. წესდება და ბანკი თავის საკუთარს ფეხზე მაგრათ დგება. მაშინ ამნაირათ გაწყობილი ბანკი ნამდვილი და ცხოველი ნამყოფი გამოდის იმ ქვეყნისა, რომელშიაც და რომლისთვისაც იმართება.

მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ სადმე ბანკი ამ ნაირათ კი არ დაარსებულა, დაასრულა მიბაძეით, გამოუკვლეველათ. ვთქვათ მე მოვინდომე აფხაზეთში ბანკის გამართვა, და სანამ შეეიტყე რა რიგი გაწყობილებაა იქ ბატონ ყმებს შუა. რა ნაირი უფლებები აქვს იქ მიწის-მეპატრონეთ ადგილ-მამულზე, რა კანონებს ემორჩილება იქაური მმართველობა და სამართალი, რა ეკონომიური და სოციალური საჭიროება ადგია იქ ხალხს, ავიღე პოლტავის, პარიჟის და მადრიდის ბანკის წესდებები და ამოვწერე თითოეული მათგანიდამ ის მუხლები ან თავები, რომელიც მე მომეწონა. რა გამოვა აქედამ? შესაძლებელია, რომ თავიანთი მხარეებისთვის ეს წესდებები გამოსადეგი და გონიერნი იყენენ, მაგრამ ჩემი ნაკუწ-ნაკუწათ შედგენილი წესდება მაინც იქნება ჭრელი და უხეირო, რა გინდ მოხერხებული და ხელოვნური ნიჭი მქონდეს მე, რა გინდ ვეცადო და ვიშრომო, ათასიც რომ მოვინდომო, მაინც ეერ მოვახდენ. იმ სასწაულს, რომ პეტრეს მშვენიერი შუბლიდამ, ივანეს ლამაზი თვალებიდამ, იაკობის ჩინებული ცხეირიდამ, ლაზარეს ნაზი ტუჩიდამ, ოქროპირის დარგვარებული ნიკაპიდამ, ლუარსაბის შავი ულვაშიდამ და ქაიხოსროს ქერა თმიდამ ერთი ცხოველი და ცოცხალი პირის სახე შევადგინო. შეიძლება რომ, ცალკე აღებული, თითოეული ნაწილი მშვენიერი და დაუწუნარი იყოს, მაგრამ ე რ თ ა თ ეს ნაწილები შედგენენ უმსგავსო და უსულდგმულო კატლეტს, რომელსაც ზეციდამ მოვლინებული ანგელოზიც ვერ შთაბერავს დღეგრძელობას და ცხოველს სულს. გაივლის ცოტაოდენი დროება, და ნაკუწ-ნაკუწი ნაშრომი დაიშლება, გან-განზე გაიწევს, მისი ნაკერავები გაცვდებიან, ნაწილები დალ პებიან და დაინგრევიან.

რისგან წარმოებს, ვითომ, ამ გვარი უვარგისობა ნაკუწ-ნაკუწი შრომისა?. იმისგან მარტო, რომ ამ გვარ შრომას არასოდეს, არ დაყვება ერთი საერთო სული, რომ ის არ შეადგენს ნამყოფს ერთი რომელიმე ქვეყნის ან ხალხის შესწავლულ საჭიროებისას. მივუბრუნდეთ ისეე, სამაგალითოდ, ბანკის წესდებას, ჩვენს ქვეყანაში, რომელშიაც კრედიტი ყველას სჭირია, ნაკუწ-ნაკუწათ მედგენილი ბანკი გამოადგება მარტო იმ პირებს, რომელნიც სწორეთ იმ გვარივე მდგომარეობაში იმყოფებიან. როგორშიაც პოლტავის ან პარიჟის მიწის მეპატრონენი არიან, დანარჩენი პირებისთვის კი ამ გვარი ნაკუწ-ნაკუწათ შედგენილი ბანკი გამოუდეგარი იქნება, ამიტომ რომ მათი მდგომარეობა უცნობია პოლტავაში, პარიჟში, და თუ ამ უკანანასკნელი პირების რიცხვი უფრო მომეტებული იქნა, ვინემ პირველების, რასაკვირველია, ბანკი რომელსაც მთელი საზოგადოებისთეის უნდა მოეტანა სარგებლობა, გამოადგება მარტო ზოგიერთებს, და მით ავნებს დანარჩენებს, მაშინ ის უმრავლესობა, რომლის მდგომარეობა და საჭიროება ვერ გამოუკვლევია და ვერ დაუკმაყოფილებია ბანკის გამწყობელს, რჩება უწინდელ საჭიროებად, და ბანკი ეეღარ აკმაყოფილებს უმრავლესობის მოთხოვნილებას, ხდება ზოგიერთების საჭიროებათ და ჰკარგავს თავის ბუნებით ფესვებს ქვეყანაში. – ხანგრძლივი, შეურყეველი და დაუცემელი მარტო ის საქმე ან საგანია, რომელიც უპასუხებს, აკმაყოფილებს და სარგებლობას აძლეეს უმრავლესობის მოთხოვნილებას. და რადგანც, სხვა და სხვა ქვეყნებში, უმრავლესობის საჭიროება და მოთხოვნილება სხვა და სხვა ფერია, თითოეული ქვეყნის საჭიროების და მოთხოვნილების გამოსაკვლევლათ საკმაო არ არის სხვა და სხეა ბანკების წესდებათ შეზავება. ამ საგანს სჭირია ს ა კ უ თ ა რ ი გ ო ნ ე ბ ა, გამოცდილება, ცნო- ბა, სჭირია საკუთარი სული და ჭკუა. აი ამის გამო ყოველს ქვეყანაში, რომლის მდგომარეობაც სხვა ქვეყნებს არ ჩამოგავს, გონიერი პირები იმ გვარს წესებს ურდგენენ, რომელნიც საზოგადობრივი მეცნიერების უმთავრეს პრინციპებს ადგილობრივი საჭიროების მიხედვით გამოაყენებენ და ამოქმედებენ.

3 II. რა ნაირათ არის შედგენილი ქუთაისის ბანკის წესდება

▲back to top


II. რა ნაირათ არის შედგენილი ქუთაისის ბანკის წესდება

უფ. ბესარიონ ღოღობერიძემ შეადგინა ქუთაისის ბანკის წესდება სულ სხვა ნაირათ. იმან თვითონ აღვიარა, ამ სამის წლის წინეთ, რომ ჩემი უსტავი მე გადმოვწერეო. რა რიგათ არის გადმოწერილი ეს წესდება,ამას ჩვენ გვიჩვენებს შემდეგი საზოგადო მოსაზრება.

რუსეთის სადგილ-მამულო ბანკებში არის ორი უმთავრესი ტ ი პ ი ბანკების გამართვისა:

1, ხერსონის ე რ ო ბ ი ს. ბანკისა, რომელშიაც პრინციპათ მიღებულია ურთიერთობის თავდებობა და ადგილობრივი მიწის მეპატრონეების ამხანაგობრივი გაწყობილება; 2, ხარკოვის ს ა ა დ გ ი ლ მ ა მ უ ლ ო ბანკისა, რომელშიაც საქმე იმაზე ბრუნავს, რომ ზოგიერთი ფულების მეპატრონენი, აქციების და ფურცლების გამოშვებით, ფულს აგროეებენ და მაწის მეპატრონეს, მისი მამულის გირაოს ქვეშ, ასესხებენ. პირველი ბანკი დაფუძნებულია ურთიერთის ნდობაზედ და თავდებობაზე, მეორე – სესხზე და გირაოზე. ერთია — საზოგადოება, მეორე — აქციონური კამპანია. ამ ორი ბანკის წესი ორი სხვა-და-სხვა პრინციპიდამ წარმოებს, სხვა-და-სხვა მიზანს სდევს, სხვა-და-სხვა, წინააღმდეგ ანგარიშზე მოქმედებს და არსებობს...

უფ. ბესარიონ ღოღობერიძეს აუღია ეს ორი მოწინააღმდეგე ბანკი, და მათს საერთო კალაპოტზე შეუდგენია ქუთაისის ბანკის წესდება. შეუდგენიაო რომ ვთქვი, იმის მაგიერ უნდა მეთქვა შეუწებავსთქო, ამიტომ რომი „შედგენა“ აქ შეუძლებელი იყო. იმას გადმოუწერია ა თ ი ო დ ე მუხლი ხერსონის ბანკის წესდებიდგან (რომელშიაც ურთიერთის თავდებობას უმთავრესი ადგილი უკავია), ოთხმოციოდე მუხლი გადმოუწერია, ხარკოვის ბანკის წესდებიდამ (რომელიც აქციონურს პრინციპზეა დაფუძნებული), ხუთიოდე მუხლი თფილისის ბანკის წესდებაში უპოვ- ნია, და მ ა რ ტ ო ხ უ თ ი თ უ ე ქ ვ ს ი მუხლი თვითონ თავისი შეუდგენია. თუ მთელ მის წესდებაში მე ვინმე ოთხმოც-და-ათს სიტყვას მიჩვენებს, რომელიც თვითონ ბესარიონ ღოღობერიძეს შეედგინოს და დაეწეროს, მაშინ მე ცუდი კაცი მითხარით.

ჯერ იმის განხილვას მოვყვეთ, რა ნაირათ არის გ ა დ მ ო წ ე რ ი ლ ი, ბ. ღოღობერიძის წესდება.

თითქმის მთელი წესდება გადმოწერილია სიტყვა-სიტყვით, შეუცელელათ, ისე, რომ ერთი ასოს გადასწორებაც ვერ გაუბედნია შემდგენელს. ყველა უმთავრესი მუხლები, სადაც კი ბანკის პრინციპი და ხასიათი უნდა გამოსახულიყო, ამ გვარათ არის გადმოწერილი.

რამდენიმე მუხლი (ათიოდე, მეტი არა) გადმოწერილია ორი, სამის სიტყვის ა დ გ ი ლ ი ს შ ე ც ე ლ ი თ. მაგალითად: თფილისის ბანკის წესდებაში სწერია, მეორე მუხლში: „0cновной (складочный) капиталъ банка..." ქუთაისის წესდებაში კი მეორე მუხლი ამბობს: „ складочный (0cновной) капиталъ банка..." და სხვ.

ბადმოწერის ხასიათს ყველაზე უკეთესათ გვიჩვენებს ჩვენ ქუთაისის ბანკის წესდების პირველი მუხლი. მოეიყვან სიტყვა - სიტყვით იმ ორ მუხლს რუსული ბანკების წესდებისას, საიდამაც ის ამოწერილია:

ხერსონის ბანკის წესდება, მუხლი პირველი.

„Кредитное общество подъ названіемъ: "Земекій банк Херсонской Губерніи", учреждается для доставленія землевладѣльцамъ Херсонской Губерніи средствъ къ полученню ссудъ подъ залогъ поземельной собственности“.

ხარკოვის ბანკის წესდება, მუხლი პირველი ",,Харьковскій земельный банк учреждается для выдачи ссудъ подъ залогъ недвижимой соб ственности въ губерніяхъ: Хорьковской, Курской"  და სხვ.

თუ კაცი ორივე ამ მუხლს დააკვირდა, დაინახავს, რომ ორივე მუხლი სრულიად შეეფერება თითოეულის თავისი წესდების პრინციპს. ხერსონის ერობის ამხანაგობა თვითონ როდი აძლევს ფულს სესხთ ადგილ-მამულის მეპატრონეს: ის იმას უადვილებს ფულის შოვნას ურთიერთის თავდებობით და ფურცლების გამოცემით. ხარკოვის ბანკი კი, თავისი პრინციპით, თვითონ უნდა შოულობდეს ფულს, აქციებით ან ფურცლებით, და თვითონ უნდა აძლევდეს ამ ფულს სესხათ. ამის გამო ერთი ბანკის წესდება ამბობს: кpeдитное общество учреждается для доставленія землевладѣльцамъ средствъ къ полученію ссудъ. ცხადია, რომ ეს ორივე ეს მუხლი ჩინებულათ შეეფერება თავ-თავის წესდებას. ვნახოთ ეხლა, რანაირათ გადმოუწერია ბ. ღოღობერიძეს ეს მუხლები:

ქუთაისის ბანკის წესდება. მუხლი პირველი:

„Кредитное Общество, подъ названіемъ . Михайловскій Дворянскій Земельный банк", учреждается для выдачи ссудъ подъ залог недвижиой собственности съ Кутаисской губерніи и Сухумскомъ военномъ отдѣлѣ.

აქედამ სჩანს, რომ ბ. ღოღობერიძეს ორივე რუული ბანკის წესდებიდამ ცოტ ცოტა რამ აუღია: ერთიდამ თავი, მეორედამ — ბოლო, და აღებულისთვის თავისი საკუთარი მარტო ის წაუმატებია, რაც ქუთაისის სახელს შეეხებოდა. დანარჩენი შეიხამებოდა ერთათ, თუ არა, ამისთვის იმას ყურადღება არ მოუქცევია, ამის გამო მისი წესდების ძალით ქუთაისის ბანკი გამოდის ვითომც თვითონ აძლევდეს ფულს სესხათ, მაშინ, როდესაც ის, როგორც ხერსონისა, მარტო უადვილებს მიწის მეპატრონეს ფულის შოვნის საშუალებას/

მთელს წესდებას სწორეთ ამ რიგი გადმოწერის ბეჭედი ასვია. ყოველგან, სადაც კი უფ. ღოღობერიძეს თავისი რამ ჩამატება, გაუბედავს, გამოდის ნამდვილი და გაუგებარი გამსგაესება. ორს მაგალითს მოვიყვანთ. ქუთაისის ბანკის წესდების მეექვსე მუხლის ერთი წილი გადმოწერილია თფილისის ბანკის წესდებიდამ, და მეორე წილი შედგენილია თვითონ უფ. ღოღობერიძისგან. შემდგენელს არ ვიცით რა მიზეზით დაუწესებია, რომ ბანკს მარტო მაშინ შეუძლიან გაიხსნასო, როცა მსესხებელნი ასი ათასი მანეთის სესხის აღების სურვილს გამოაცხადებენო. მერმე დამატებულია, რომ, ბანკის მმართველობის ამორჩევამდე, სესხის მიღების სურვილი ყველას შეუძლიან განუცხადოს ბანკის დამაარსებლებო. და რადგანც ბანკის დამაარსებელათ მთელი ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობა ითვლება, ცხადია, რომ წესდების ძალით სესხის სურვილი უნდა განეცხადო თითოეულ თავადს ან აზნაურს, ცალ-ცალკე რატომ არ დაუმატა ამას შემდგენელმა, რომ სურვილი უნდა განეცხადოს ბანკის დამაარებლების წინამძღომელს ან ბანკის კომიტეტს — ამისი გაგება შეუძლებელია. ამგვარივე უმსგავსოება სჩანს მეორე მაგალითშიაც. თფილისის ბანკის წესდებაში სწერია (მუხლი 64: „ბანკის საქმეებს განაგებს მმართეელობა, რომელიც თფილისში იმყოფება და სამი წევრიდამ შესდგება და სხ. უფ. ღოღობერიძეს საჭიროთ დაუნახავს ჩაკვეხება ამ მუხლში დამფასებელი კოძმისიისა, რომელიც სრულიადაც არ განაგებს ბანკის საქმეებს, და მარტო აფასებს დასაგირავებელ მამულებს. ამის გამო ქუთაისის ბანკის წესდება (მუხლი 64) ამბობს; „ბანკის საქმეებს განაგებენ: 1) მმართველობა ბანკისა და მასთან დ ა ა რ ს ე ბ უ ლ ი და მ ფ ა ს ე ბ ე ლ ი კ ო მ ი ს ი ა, 2) ზედამხედველი კამიტეტი“ და სხვ. ორივე ეს ჩამატება უბედურია, ამიტომ რომ ბანკის საქმეების გ ა მ გ ე ო ბ ა შ ი არც დამფასებელ კამისიას, არც ზედამხედველ კამიტეტს არავითარი გავლენა და ადგილი არა აქვთ: პირველი მამულებს აფასებს და თავის დაფასებას არდგენს; მეორე ზედამხედველობს იმაზე, წესიერათ და კანონიერათ განაგებს მმართეელობა ბანკის საქმეს, თუ არა, ამგვარი სხვა და სხვა ფერი საქმეების ერთმანერთში არევა საკმაოთ გვიჩვენებს, რამოდნათ ნათელი აზრი ჰქონია შემდგენელს, თითოეული ბანკის ჩარხის დანიშნულებაზე, და ჩვენ საკმაო საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ ამ გვარ ჩამატებებას და ჩაკვეხებებას ისევ ის სჯობდა, რომ წესდება უფ. ღოღობერიძეს სიტყვა - სიტყვით გაუსწორებლათ და ჩაუმატებლათ გადმოეწერა....

ამნაირათვე უბედურია ის ადგილებიც, სადაც უფ. ღოღობერიძეს გამოუტოვებია ან წაუშლია ზოგიერთი სიტყვები რუსული წესდების გადმოწერის დროს. ერთს მაგალითს ამისასაც მოვიყვანთ.

ხარკოვის (აქციონერების) ბანკის წესდებაში მუხლი 48 ამბობს, რომ დაფასების საფუძვლათ ბანკი უნდა ხელმძღვანელობდეს განსაკუთრებით (преимущественно) მამულის შემოსავალის რაოდენობითო. უფ. ღოღობერიძეს არ ვიცი რა მოაზრებით წაუშლიათ ეს სიტყვა, преимущественно", და ეხლა მისი წესდების ძალით დაფასების დროს ბანკი უნდა ხელმძღვანელობდეს მ ა რ ტ ო მამულის შემოსავლით, მერე როგორით, შემოსავლით, რომელიც განიმარტება არენდის პირობით, ან და მიწის გაქირავების და სხვა ამგვარი კანტრახტების პირობებით. ბევრს აქეს ჩვენში მამული არენდით გაცემული ან კანდრახტით გაქირავებული? რასაკვირველია, ხარკოვის გუბერნიაში, სადაც თითქმის ყველა მამულის-მეპატრონეები თავიანთ ადგილ-მამულს არენდით აქირავებენ და მიწას თვითონ არცერთის პატრონი არ ასარგებლებს და არ შეამუშავებს, ეს მოთხოვნილება თავის ადგილზე იყო. მაგრამ ჩვენში, სადაც არენდა რა სიტყვაა არავინ იცის, და სადაც არენდათ მარტო, საჩუქარი. ჯილდო. მიაჩნიათ, უნდა დარჩენილიყო ამ გვარი მუხლი შუცელილი? და თუ შეცვლა რამე უნდა მოხდენილიყო შიგა. განა უფრო უნდა გაეძნელებია წესდების შემდგენელს დაფასების წესი, თუ უნდა გაეადვილებინა?...

ერთი სიტყვით, მთელი წესდება, რამდენიმე (ექესიოდე) მუხლის გარდა, გადმოწერილია რუსულ წესდებიდამ, უმიზნოთ და უაზროთ. იქ, სადაც შემდგენელს რამე ან ჩუმატებია, ან გამოუკლია, იმას შეცდომა მოსვლია, თითქო ის თვალ-და- ხუჭვილი შლიდა, ანდა ამატებდა, საჭიროების და სარგებლობის დაუხედველათ. არც ერთს მისგან შედგენილს ან ჩაკვეხებულ სიტყვაში არ სჩამს საქმის ცოდნა და რომელემე მძიმე და საჭირო მიზნის ძიება. არც ერთს გადმოწერილს მუხლში არ ჩანს შემდგენელის მტკიცე აზრი და მრთელი, საფუძვლიანი შეხედულება ბანკის მომავალზე და დანიშიულე ბაზე. ამის გამო ქუთაისის ბანკის წესდება დღეს ისეთი წესდებაა, როქ მელსაც ადვილათ, შეადგენდა, ყოვე ლი პირი, სრულიათ გაუჩვეველი, პოლიტიკური ეკონომიის და ფინანსიური მეცნიერების საიდუმლოებში, და რომელსაც ატყვია დაღი სრული უცოდინარობისა და მიუგნობლობისა...

ამ გზით და ამ საშუალებით, გადმოწერილი და შედგენილია ეს ჩვენი წესდება. ეხლა ორიოდე სიტყვა, ვთქვათ იმაზე, თუ რა იპოვება თვითონ ამ წესდებაში.

4 III. ქუთაისის ბანკის წესდება

▲back to top


მიწესდების ძალით, ქუთაისის ბანკი მიიღებს გირაოთ იმ მამულებს, რომელნიც მფლობელს სრულ საკუთრებათ ეკუთვნიან, და ამ საკუთრების დასამტკიცებლათ მოითხოვს კანონიერს მოწმობას. ამ გარემოებაზე მე ორიოდე სიტყვა, უნდა ვთქვა.

უმთაერესი დაბრკოლება ხალხში კრედიტის გავრცელებისა და ქვეყნაში საადგილ-მამულო ბანკის დაფუძნებისა ჩვენში იმაში მდგომარეობს, რომ ადგილ-მამულის კუთვნილება ჯერ კიდევ განსაზღვრული და განმარტებული არ არის. მამული არ მოიპოვება ჩვენში ისეთი, რომ ზედ დავა და პროცესები არ ატეხილიყევნენ ან არ ატყდებოდნენ. რასაკვირველია, რომ ფულის პატრონი ვერ ანდობს თავის ფულს იმისთანა პირს, რომლის უფლება ადგილ-მამულზე შეურყეველი და მტკიცე არ არის. ამის გამო ჩვენში ყოვლად შეუძლებელია აქციონერული ბანკის ხეირობა ადგილ-მამულზე ფულის გასასესხებლათ. მაგრამ, რადგანაც ჯერ ჩვენში გამიჯვნა (მიჟევანიე) გვარიანი ხანს კიდევ ვურ დაბოლოვდება, და ჩვენს საზოგადოებას მანამდი ფული ეჭირვება, შესაძლებელი იყო ბანკს ფული ეშოვნა და ზარალსა ცასცილებოდა, უითირთის, თავდებობის დაწესებით. მაშინ ფულის პატრონი ბანკის ფურცლებს იყიდდა არა დაგირავებული ადგილების მიხედვით, არამედ ბანკის დამაარსებლების, ესე იგი მთელი ქუთაიის გუბერნიის აზნაურობის თავდებობით. ამ გვარათ ფული ადვილათ და იაფათ იშოვნებოდა ბანკისთვის. მეორეს მხრით, ჩვენის ბანკის სიმაგრისათვის, შესაძლებელი იყო, რომ ბანკში ადგილ-მამულის შეტანა გაეადვილებია კაცს იმ შემთხვევებში, როცა გირაოს შემტანის მეზობლობა ბანკსი ხელწერილს მისცემდა, რომ ადგილი ნამდვილათ ამ პირს ეკუთვნის. ამ შემთხვევაში ბანკს საკმაო გარანტია ექნებოდა, როგორც თავისთვის ეგრეთვე იმ კაპიტალისტებისათვის წარსადგენლათ, რომელნიც გიროს ფურცლებს ყიდულობენ. მე იმას როდი ვამტკიცებ, რომ მაინცა და მაინც ამგვარათ უნდა გამართულიყო საქმე, მე ვამბობ მარტო, რომ შესაძლებელი იყო ამ გზით რომელიმე ისეთი საშუალება მოეძებნა კაცს, რომლის შემწეობით ბანკის ინტერესებიც დაიცვებოდნენ, და ჩვენს ადგილ-მამულის პატრონებს ბანკიდამ ფულის გამოტანაც შეეძლებოდათ. ეს საშუალება უფ. ღოღობერიძეს არც უძებნია, არც უპოვნია. იმას გადმოუწერია სიტყვა-სიტყვით ის მუხლი ხარკოვის ბანკის წესდებისა, რომელიც თხოულობს კანონიერს საბუთს და სრულს კუთვნილებას. ხარკოეის გუბერნიაში, სადაც გამიჯვნა დიდი ხანია გათავებულია და სადაც ყველა პატრონის სიმართლე განმარტებულია, , ეს მუხლი რასაკვირველია თავის ადგილზე სდგას. ჩვენში კი ამ მუხლის შეუსწორებლათ ამ მუხლის გადმოწერას ის შედეგი ექნება, რომ ორიოდე სოფლის მამულის მეტის ბანკში დაგირავება არც-კი მოხერხდება. ვისა აქვს ჩვენში კანონიერი და შეურყეველი საბუთი და გამიჯვნის პლანი სოფლის მამულებზე? ვის შეუძლიან აიღოს უფროს ნოტარიუსიდამ მოწმობა, რომ მამული იმას დოკუმენტით შეუცილებლათ ეკუთვნის, რომ ზედ აღკრძალვა არა აძეებს რა, რომ მასზე არც მთავრობის ,არც კერძო გარდასახადი არა აწერია, ან რომ არცერთს სასამართლოში მასზე არც პროცეცი, არც დავა, არც საქმე რამ მოიძიება? მგონია, რომ, ძლიერ ცოტას. თუ მე მიპასუხებენ, რომ ბანკს უამისოთ ფულის გაცემა არ შეეძლოო, დაკარგვის უნდა ჰმინებოდაო და სხვ. მე ვიტყვი, თუ ასეა, სულ არ უნდა დაგვეფუძნებინა ჩვენ საადგილ- მამულო ბანკი, ამიტომ რომ ამ პირობით ის არც გამოადგება ადგილ-მამულის პატრონს. მოგვეცადა გამიჯენამდი და მერმე გვემართა. მაგრამ, რადგანაც გამიჯვნის დაბოლოვებამდი ჩვენს თავად-აზნარობას ტყავი გაძერებოდა უფულოების გამო, საჭირო იყო. ჩვენში ისეთი ბანკის გამართვა, რომელშიაც საადგილ-მამულო ბანკის პრინციპი შეზავებული ყოფილიყო უ რ თ ი ე რ თ ნ დ ო ბ ი ს ბანკის პრინციპთან. ამგვარ ბანკს უნდა ჰქონოდა საფუძელათ არა თუ მარტო დაგირავებული მამულების ერთმანეთის გარანტიაა, მაგრამ ბანკის დამაარსებლების, ესე იგი მთელი ჩვენი თავად-აზნაურობის ურთიერთი თავდებობა.

რადგანაც უფ. ღოღობერიძეს ეს სახეში არ ჰქონია. დღეს ჩევნ მტკიცეთ დარწმუნებული უნდა ვიქნ ეთ, რომ ჯერ-ჯერობით, გამიჯნვის გათავებამდი, ჩვენი სათავად-აზნაურო ბანკი განსაკუთრებით სარგებლობას მოუტანს მარტო იმ პირებს, ვისაც ქალაქებში შენობები აქვთ გაშენებული, და ზედა მტკიცე საბუთებით აქვთ დამყარებული დამყარებული საკუთრების უფლება. სოფლელები სოფლის მამულების პატრონები გვარიან ხანს ვერ მოესწრებიან ბანკიდამ ფულის გამოტანას.

იმავე ხარკოვის წესდების მიბაძვით უფ: ბ. ღოღობერიძეს დაუწესებია, რომ ჩვენს ქუთაისის ბანკში გირაოთ მარტო ის მამულები მიიღებიან, რომელთაც შემოსავალი შემოაქვთ (მუხლი 11). ამ მუხლს წინეთ გასინჯული მუხლი 46 იმ რიგათ ხსნის, რომ შემოსავალი განმარტებული უნდა იქნეს არენდის სხვა ამგვარივე კანტრახტის პირობებითო. მაშასადამე უფ. ანანოვის აჯამეთში, ჩვენს ბანკში გირაოთ არ უნდა მიიღოს, ამიტომ რომ იმას ნიადაგი შემოსავალი არ შემოაქვს და ის არენდით გაცემული როდია. წრეულს მისი პატრონი ორმოც-და- წა ათი ათას მანეთს მოიგებს შეშის გაყიდვაში, გაისათ ასი ათასს ტრავერსებში, გარდამაისათ გროშსაც არ აიღებს, და შემდეგში იქნება ოთხას სი ათასი მანეთიც მოიგოს. ამგვარი მამული, წესდების ძალით, ბანკში გირაოთ არ უნდა მიიღებოდეს; აგრეთვე ის მამულიც, რომელშიაც მეპატრონე ერთს წელიწადს თივას სთიბავს, მეორეში კი - არა, მესამეში ყანებს მართავს და მეოთხეში სრულიად არაფერს — ერთის სიტყვით, თუ ქუთაისის ბანკის დამფასებელამ კამისიამ მართლა მტკიცეთ იხელმძღვანელა ამ ორი მუხლით, დარწმუნებით შეიძლება სთქვას კაცმა, რომ ორი მამულიც არ მიიღება ბანკში გირაოთ, რადგანაც თითქმის არც ერთი ჩვენი მამული ამ მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს.

უეჭველია, ვგონებ, ყველასთვის, ვინც ჩვინი ქვეყნის გარემოებებს ცნობს, რომ ჩვენი ადგილ-მამულის მეპატრონე სულ სხვანაირ მდგომარეობააში იმყოფება ვინემ რუსეთელი. ჩვენში მიწის-მეპატრონე ან თვითონ ამუშავებს თავის მიწას, ან წილში უდგია იმას, ვინც მიწას ამუშავებს. ჩვენი მიწის შემოსავალი, თითქმის ყოველთვის, ფულათ არ შემოდის, შემოდის სიმინდათ, ღო მათ ან ღვინოთ და პურათ, და უმეტეს ნაწილში ისე, რომ ეს პური და ღვინო და შემოსავალი მაშინვე იხარჯება, გარეთ ფულად იშვიათათ იყიდება. ეს გარემოება უნდა ჰქოოდა მხედველობაში წესდების შემდგენელს, თუ იმას უმთავრეს თავის მიზნათ ის ჰქონდა, რომ მის ბანკს სარგებლობა მოეტანა ჩვენის თაადად-აზნაურობისთვის და ჩვენის მიწის-პატრონებისთვის. ეს გარემოება უნდა ჰქონოდა მხედველობაში წესდების ახსოვრებია, სრულიად არ სმა ავრებია, თორემ მის წესდება ში ორიოდე სიტყვა მა ინც იქნებოდა ნათქ „ქვამი ბუნებით შემოსავალზე და მის მნიშვნელობა- ზე დაფასების დროს, აგრეთვე როგორც გარემოებაზე, რომ ბანკი ყოველთვის იმ მეპატრონეებს უნდა აძლეედეს უპირატესობას, რომელნიც თვითონ ამუშავებენ თვიანთ მიწა- წყალს,ეს მეპატრონეები,ყოველთვის, უფრო ნაკლებათ ჰფლაბგავენ ფულს ვინემ ისინი, რომელნიც თავის მიწას აქირავებენ და თვითონ კი უსაქმოდ ქალაქებში სცხოვრობენ, მაშასადამე ბანკს მათ პირში უფრო მეტი გარანტია ექნებოდა ხვედრი ფულის რიგიან გარდახდაში.

ჩვენს ბანკს ერთი მეტის-მეტათ სავნებელი და საშინელი დაბრკოლების შიში უნდა ჰქონოდა. ჩვინი საზოგადოება ჯერ კიდევ იმოდნათ არ გაჩვევია კომერციულ ცხოვრებას, რომ ვადების მნიშვნელობა და საჭიროება გაეგო, ამის გამო, და ეკონომიური მიზეზების წყალობით, ძლიერ ხშირათ მოხდება, რომ მსესხებელი დროზე არ დარდაიხდის თაეის შესატანს ფულს, პრიკაზის მაგალითი გვიჩვენებს ჩვენ, რომ მისი წლიური გარდასახადი ხუთი-ექვსი წლობით არ შეაქვთ მსესხებლებს. ღმერთმა ნუ ჰქნა, და ამ გვარივე დაბრკოლება რო ჩვენს ბანკს მიადგეს, რითი გარდაიხდის ის დროთი თავის გირაოს ფურცლების სარგებელს და ტირაჟში ამოსული ფურცლების თავნსაც? უეჭველია, თავის კაპიტალით. ამ კაპიტალის რაოდენობა შეადგენს 400,000 მანეთს. აქედამ ერთი წილი დანიშნულია მოკლე-ვადიანი სესხებისთვის. მეორე წილი შენახული უნდა იქნეს მმართებლობის სარგებლიან ქაღალდებში*, ისე რომ გამოშვებული გირაოს ფურცლების მეათედი შეადგინოს. მესამე წილი უნდა მოხმარდეს. ტირაჟში გამოსული ფურცლების თავნის გარდასახდელათ და კუპონების გასასტუმრებლათ, როცა მსესხებელნი დროზე ფულს არ შემოიტანებენ. მაგრამ ეს მესმე წილი მარტო მაშინ იქნება სამყოფი, თუ მსესხებელნი მორტო ორიოდ ან ექვსიოდე თვით დააგვიანებენ ხვედრი გარდასახადის შემო- ტანას. და თუ დაგვიანება, როგორც ამჟამათ პრიკაზს. ემართება, რამდენიმე წელიწადს გასწევს, მაშინ ხომ ეს წილი არ აუვა, გირაოს ფურცლებს. და ბანკი უნდა დაიკეტოს, განსაკუთრებით თუ დაგირეებული მამულები უცფათ არ გაიყიდა. ამ მდგომარეობის და საჭიროების მიხედვით, _ ბან ბანკის წესდების შემდგენელს უნდა მოეხერხებინა, რომ ბანკს უფლება ჰქონოდა მსწრაფლათ გადაეხდევინა ხეედრი ფული მსესხებლისგან, ვექსილის უსტავის ზოგიერთი წესების მიღებით. ამ მგვარივე უფლებები მიეცა ოსმალოს და ავსტრიის ბანკებს, სადაც საზოგადოება ჩვენისთანა მდგომარეობაში იმყოფებოდა. მაგრამ ჩვენი ქუთაისის ბანკისთვის უფ. ღოღობერიძეს ამგვარი უფლება არ უთხოვნია, და ამით იმას დაუსუსტებია ჩვენი ბანკის ძალა და სიმტკიცე. ამით წესდების შემდგენელი გვიმტკიცებს, რომ იმას ძლიერ სუსტათ გაცნობილი ჰქონია უმთავრესი პრინციპი კრედიტის საქმისა: რაც უფრო მტკიცეთ და ფიცხლათ შეიძლება ვალის გარდახდევინება, მით უფრო ადვილათ შეიძლება ვალის გაცემა. იმის მაგიერ, რომ მას ეს პრინციპი დაეცვა, იმას ის უკუღმა გადმოუბრუნებია და ვალის გაცემა გაუძნელებია, ალბათ იმ აზრით, რომ ვალის გაცემის გაძნელებით უფრო გაადვილდეს მისი გადახდევინებაო. მაგრამ ამ უკანასკნელი მოაზრების უსაფუძელობა დიდი ხანია დამტკიცებულია პრაკტიკოთ და მეცნიერებითაც.

არა მგონია, რომ საჭირო იყოს ამგვარივე გარჩევა მთელი წესდებისა, მით უფრო, რომ ჩვენი ბაასი ერთობ გაჭიანურდა და საგანი კი ნამეტნათ ვრცელი და დაუბოლოებელია. ამისგამო მოკლეთ ვიტყვი, რომ ვერც ერთი ბანკისა, კრედიტის და პოლიტიკური ეკონომიის მცოდნე პირი ვერ გაბელაეს თქმას, რომ ქუთაისის ბანკის წესდება შეეთანხმებოდეს და აკმაყოფილებდეს იმ მდგომარეობას, რომელშიაც ჩვენი საზოგადოგადოება იმყოფება, და იმ საჭიროებას, რომლის დასაკმაყოფილებლათ გარდაწყეეტილი იყო ქუთაისის ბანკის გამართეა. თუ არის ვინმე ჩვენში ამის მთქმელი, გამოვიდეს და თქვას, და მაშინ ენახავთ, რით დაამტკიცებს თავის თქმას.

5 IV. ქუთაისის ბანკის მნიშვნელობა და დანიშნულება.

▲back to top


IV. ქუთაისის ბანკის მნიშვნელობა და დანიშნულება.

ღეთის მადლით, ჩვენს საზოგადოებაში ძველში და ახალში — საკმაოთ მოიპოვება ისეთი პირები, რომელნიც ბანკის საქმეს მარტო სესხის თვალით როდი უყურობენ. ამგვარი გონიერი პირების თვალში, ჩვენი ბანკი უნდა დაფუძნებულიყო არა თუ მარტო ფულის შოენის გასაადვილებლათ — ეს იყო მარტო გარეგანი, წუთიერი მიზანი ჩვენი ბანკისა, მაგრამ სხვა, უფრო ღრმა და მომავლიანი საზოგადოებრივი მიზნის მისაღწევლათაც. ბანკის დაარსების უმთავრესი მიზანი და საფუძველი, როგორც ყველა გონიერმა პირმა იცის ჩვენში, ის იყო, რომ ბანკი, თუ ჩვენ არ გვექმნა ჩვენი საკუთარი ბანკი, ჩვენთვის და ჩვენ მიერ დაარსებული, მთელი ჩვენი მამულები ხელიდამ წაგვივა და სხვას დარჩებაო, მარტო ამ ჭკეიანურმა მოსაზრებამ გაუკვალა ჩვენში გზა ამისთანა მძიმე და უცნობ საქმეს, როგორიც ყოველგან საზოგადობრივი ბანკის დაარსებაა, მაშასადამე უმთავრესი მიზანი ბანკის წესდების შემდგენელისა ამაზე უნდა ყოფილიყო მიზმანებული, რომ ჩ ვ ე ნ ი მ ა მ უ ლ ე ბ ი ხ ე ლ ი დ ა მ ა რ წ ა გ ვ ი ვ ი დ ე ს დ ა ჩ ვ ე ნ ვ ე დ ა გ ვ რ ჩ ე ს, ამ უმთაერეს მიზანს აბია მეორე, აგრეთვე მძიმე და საჭირო მიზანი; ბანკის შემოსავალი უნდა მოხმარდეს ჩვენი საზოგადოების საჭიროებას: მის შვილების აღზრდას, განათლებას, მდგომარეობის გაუმჯობესობას და სხვა.

გარდაიკითხეთ, ეხლა, მთელი წესდება, შედგენილი ბ. ღოღობერიძისაგან, და მიბრძანეთ: რომელი მუხლი, რომელი სტრიქონი ამ წესდებისა შეეხება ამ უმთავრეს მიზანს? ხარკოვის აქციონერულს ბანკს ხომ სიზმარშიაც არ ზმანებია ამ გვარი ქვეყნის სასარგებლო მიზანი მიჩვენეთ რომელიც გსურთ მუხლი ქუთაისის წესდებისა, და მე დაგანაებთ, რომელი მუხლიდამ არის გადმოწერილი ის ხარკოვის წესდებისაგან. მარტო ფორმისთვის ჩაკვეტებულია ქუთაისის თავად-აზნაურობის პირველი პროტოკოლის სიტყვები: ბანკის მოგების ნახევარი ქვეყნის საჭიროების დააკმაყოფილებლათ უნდა მოხმარდესო, მაგრამ უმთავრე საჭიროებაზე და მიზანზე, მამულების დაკარგვისგან დაცვაზე ზრუნავს განა ჩვენა წესდება, უმეტესად, ვინემ ხარკოვის ბანკის წესდება? თუ ზრუნავს, მიბრძანეთ, რომელს მუხლშია გამოსახული ეს ზრუნვა და რომელს თავშია დაწყობილი ის წესები, რომლის შემწეობით შესაძლებელია ან მიზნის მიღწევა?

რამდენათაც მე ვიცი, არც ერთჯერ, არც ერთს ქვეყანაში ისე ადვილი არ ყოფილა ხეირიანი ბანკის გამართვა ჩინებულ, სოციალურ საფუძვლებზე, როგორც ქუთაისში. ნურვინ მოიყვანს აქ თფილისის ბან-ის და წესდების მაგალითს. თფილისის ბანკის წესდების შემდგენლებს წინააღმდეგათ ჰყავდათ ძლიერი დიდკაცობა, რაც კი რამ თფილისის გუბერნიაში პატივაცემი და ამაღლე-ული იყო ძველიდამვე, ყველა იმ ბანაკში იდგა, რომელსაც ებრძოდენ წესდების შემდგენელნი. ამ შემდგენლებს არ შეეძლოთ თავიანთ აზრების და მიმართულების სრული განხორციელება წესდებაში, და ამის გამო უნდა დაკმაყოფილიყვნენ მით, რაც შეიძლეს, რაც დაუთმეს იმათ მათმა ძლიერმა და დიდი პარტიის მექონე მოწინააღმდეგებმა. ქუთაისში კი მდგომარეობა სულ სხვა იყო. ვინ იყო წინააღმდეგი? არავინ, გრძნობით და ერთი სურვილით აღვსებული იყო — ბანკი დავაარსოთ, კარგი, ქვეყნის სასარგებლო, და ამ მიზნისთვის ნურაფერს დავზოგავთ, ნურაფერზე უარს ნუ ვიტყვითო მარტო ამ გრძნობის მადლით გავიდა ისეთი მძიმე პრინციპი, როგორც ურთიერთის თავდებობა, რომლის ხსენება თფილისის კრებაში შეუძლებელი იყო, მაშინ რაგინდ მსხვერპლი მოეთხოვა შემდგენელს საზოგადოებისაგან, უარს არავინ ეტყოდა, წინააღმდეგობას არავინ გაუწევდა. მთელი იმერეთის თავად-აზნაურობა მომყავს იმის მოწმათ, რომ მე ნამდვილათ ვსწერ ამ გარემოებას. ამას გვიმტკიცებს ჩვენ კიდეე ის რომ კენჭის ყრის დროს წესდების წინააღმდეგ მარტო ექვსი თუ შვიდი შავი კენჭი ამოვიდა, მაშინ როცა თეთრი კენჭი რამოდენიმე ასი იყო. ხალხისა და ქვეყნის ცხორებაში ამ გვარი ერთსულობა და თანხმობა იშვიათია. ადვილათ შეიძლება, რომ ოცი და ორმოცი წელიწადი გავიდეს ჩვენში, სანამ ჩვენ ხელ-ახლათ ვეღირსებით ამ გვარი ერთსულობის და თანხმობის დასწერებას და ნახვას. ეს ერთსულობა, რომელიც დამზადებული იყო არა უფ. ბეს. ღოღობერიძის წესდების მისაღებათ, მაგრამ ბ. ღოღობერიძის და ყმარწვილ-კაცობისთვის წესდების შედგენის მისანდობლათ, გამოიყენა უფ. ბ. ღოღობერიძემ თავისი გადმოწერილი წესდების გასატარებლათ. წესდება საზოგადოებამ მიიღო, გაუსინჯველათ, დაუფიქრებლათ, ამიტომ რომ იმ ჟამათ ხალხში გავარდნილი იყო ხმა (პაროლი) — ბანკის საქმე ბეს. ღოღობერიძეს უნდა მივანდოთო. მე მინდა ვთქვა ეხლა, როგორ შეიძლებოდა მაშინ ერთი ძვირფასი პრინციპის დაცვა, ბ. ღოღობერიძეს თავისი წესდება რომ არ წარედგინა საზოგადოებისთვის და მის ბიძა- შვილებს თავის ოინებით ეს გადმოწერილი და წესდება რომ არ დაემტკიცებინათ საზოგადოებისთვის.

ჩვენი ბანკის უმთავრესი აზრი — ადგილ-მამულის დაკარგვასგან ჩვენი საზოგადოების დაცვა — ერთობ საჭირო საქმეა. მინც ჩვენს ე ხ ლ ა ნ დ ე ლ ს საზოგადოებას იცნობს იმან კაოგათ იცის, რომ მამულის დაგირავებას, ვინც კი მოახერხებს, არა ვინ დაზოგავს, და ბანკიდამ გამოტანილ ფულს კი, საწარმოებლათ, მამულის გასაუმჯობესებლათ, ანგარიშების კარგათგასაწყობლათ იშვიათათ ვინმე მოიხმარს. მაშასადამე ნასესხი ფული დაიფლანგება ტანსაცმელში, სტუმრობაში, თამაშში, ერთი სიტყვით გ ა მ ო უ ყ ე ნ ე ბ ლ ა თ. უმთავრეს ნაწილს სესხის ამღებთ დროზე ფულის შემოტანა გაუჭირდება. ადრე თუ გვიან აუცილებლათ საჭირო გახდება დაგირავებულ მამულების გაყიდვა, თუ არა ყეელასი, უმეტესი ნაწილისა ხომ მაინც.

ჩვენი ბანკი დაარსებილი იყო პირველათ იმისთვის, რომ რამდენათაც კი შეიძლებოდა განეშორებინა ამ გაყიდვის საჭიროება, და თუ გაუყიდველობა შეუძლებელი შეიქმნებოდა, ისე წაიყვანა საქმე, რომ მამული მაინც ჩვენებს, ახლობლებს, ჩვენი ქვეყნის კაცებს დარჩენოდათ, და არა გარამთიელებს მოსულს ურიებს და ურიების მსგავსებს. ამ მოსულების ეშინიან ჩვენს ხალხს, და ეშინიან საფუძვლიანათ, ამიტომ რომ ისინი დაუზოგველთ სარგებლობენ ჩვენი ხალხის და საზოგადოების სისუსტით, დაუზოგველათ ჰყვლეფენ და აღარიბებენ იმას. ვინ იქნება ჩვენში მყიდველი გასაყიდელი მიწებისა, ჩვენთაგანი? ათი-თუთხმეტი თავ-შენახული და გონიერი მეპატრონე, მეტი არავინ, ხომ? დანარჩენი მყიდველები იქნებიან ჩვენში მცხოვრები ვაჭრები, განსაკუთრებით ურიები, და უფრო განსაკუთრებით ისინი, ვინც აქ მდი და აწიც ურიის სარგებლით ფულს ავალებენ, მაგრამ ამათი რიცხვიც მცირედია. მაშასადამე დანარჩენი მა. მულები დარჩებათ მოსულებს, უც ხო ქვეყნელებს, მყიდველ-გამყიდვე- ლებს, რომლნიც ან ჩამოგვესიძებიან და ხალხი გაჰყვლეფენ, ანა-და შორიდამ ჩვენ ადგილ-მამულით ივაჭრებენ და ჩვენ საზოგადოებას და ხალხს პროლეტარიათ გარდააქცევენ. ჩვენი ქვეყნის ერთგულ შვილს, ჩვენი საზოგადოების და ხალხის კეთილის - მსურველს ამ განსაკუთრებულ მდგომარეობაში ისეთი საშუალება უნდა მოეძებნა, რომ ეს გასაყიდი მამულები ისევ ჩვენს ხალხს და საზოგადოებას დარჩენოდა. მე მგონია, რომ ამ გვარი საშუალებათ გამოდგებოდა, მაგალითად, შემდეგი წესი:

ვთქვათ მე ვაპირებ ჩემი მამულის დაგირავებას ბანკში; ვთქვათ კიდევ, რომ მე მყავს ოციოდე მეზობელი ან სახლის-კაცი, რომელთაც ეწყინებათ შემდეგში, ჩემი მამული რომ ვისმე გარეშე პირს ვაჭრობით დარჩეს. ვთქვათ კიდევ, რომ ჩემი მამული მოსწონს ან სახეიროთ მიაჩნია ჩემი სოფლის გლეხკაცობას, რომელსაც, მართალია, ერთბაშათ მისი ყიდვა არ შეუძლია, მაგრამ, ყიდვაზე რომ საქმე მივარდეს და რამდენიმე ათი წლით გაუნაწილოს კაცმა მისი ფასი, გარდახდა, ყიდვის უარს არ იტყვიან და დიდის სიამოვნებით შეიძენენ იმ ჩემს მამულს. განა შეუძლებელი საქმეა, ბანკმა ამ გვარ სახლის-კაცებთან, მეზობლებთან ან გლეხებთან თავდაპირველათვე მორიგებაში შევიდე, დაფასების დროს, და მტკიცე პირობა ჩამოართვას, რომ ვინიცობაა ჩემი მამული გასაყიდათ რომ შეიქნეს ბანკის ვალში, ის ჩემი მეზობლები, სახლის-კაცები ან გლეხები მოვალეობას იღებენ ამა-და-ამ ფასათ ის მამული აიღონ და ამდენ-და-ამ- დენ წელიწადში მისი ფასი ბანკს გარდაუხადონ წარმოვიდგინოთ ეხლა, რომ ბანკის წესდების შემდგენელმა იქონია მხედველობაში ეს წესი. ვნახოთ რამდენს სარგებელს მოუტანდს ის ამით ქუთაისის ბანკს და საზოგადოებას.

ერთი რომ დაფასენა ამგვარი მამულისა თითქმის საჭიროც აღარ იქნებოდა: რაკი ბანკს თავიდანვე მყიდველი მზათ ეყოლუბდა; დაფასება რაღა საჭირო იქნებოდა დამფასებლის მოვალეობას თვითონ ის პირები ასრულებდენ, რომელნიც მოვალეობას იღებდნენ მამულის ყიდვისას.

მეორე როცა კაპიტალისტებს ეცოდინებოდათ, რომ ბევრ დაგირაეებულ მამულებს წინ-და-წინვე ნაშოვნი ჰყავს მყიდველები, ჩვენი ბანკის გირაოს ფურცლების ღირსება მოემატდებოდა, და ამით უსათუოთ აიწევდა.

მესამე. თვითონ ბანკს, ამ გვარათ მიღებულ გირაოებში, თავის დღეში ზარალი და დაბრკოლება არ მიეცემოდა, რადგანაც პირველივე გარდასახადის დაგვიანების დროს სესხის ამღების მხრით, ის ხელს-მიჰყოფდა მყიდველებს და მათგან მიიღებდა კმაყოფილებას.

მეოთხე. მამული, თუნდ პირველი მფლობელის ხელიდამ დაკარგულიყო, ისევ მის ნათესავებს, სახლის-კაცებს, მეგობრებს, მეზობლებს და თანა-მემამულეებს დარჩებოდა.

მეოთხე, ჩვენით გლეხკაცობა ამ გვარათ ნელ-ნელაო შეიძენდა კარგძალ მიწებს, ამისთანაებს, რომლნიც ეხლა, ამ წესის მიუღებლობის, გამოისობით, უცხო ქვეყნელებს და ურიებს უნდა დარჩესთ, რომლითაც, მაშასადამე, ვერც ჩეენი თავად-აზნაურობა ისარგებლებს, ვერც ჩეენი გლეხობა, და რომელნიც უცხო-ქვეყნეებს ხელში შეიქნებიან იარაღათ ჩვენი ხალხის გაყვლეფისა.

მითხარი, ჩემო მკითხველო, ცუდი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისათვის ეს წესი? ვინ იქნებოდა მისი წინააღმდეგი? ეს წესი არც ბანკის დამაარსებლების აზრს ეწინააღმდეგებოდა, არც თავად-აზნაურობას, არც ხალხს, არც მმართებლობას. ამ წესის მისაღებლათ საჭირო იყო მარტო მისი გამოსახვა წესდებაში, ათიოდე ან ოციოდე ახლად შემდგარი მუხლით, ისეთებით რომელნიც ხარკოვის ბანკის წესდებაში არ მოიპოვებიან, ამიტომ რომ ხარკოველ აუქციონერებს ფეხებზე ეკიდათ ვის ხელში გარდავა მამული , ოღონდ კი იმატ ტავიანთი დივიდენდები მიიღონ. საჭირო იყო კიდევ სხვა ნაირათ გამოანგარიშება გირაოს ფურცლების ვადებისა, ისე რომ შესაძლო ყოფილიყო. მყიდველისთვის ახალი ვადის მიცემა და გაგრძელება, და ამ გამოანგარიშებას აგრეთვე საკუთარი შრომა სჭიროდა. მარტო ეს ორი დაბრკოლება უდგა წინ ამ, ჩემის აზრით ჩვენი ქვეყნისათვის სასარგებლო, აზრს. თორემ არც ჩვენი თავათ-აზნაუროაბა, არც ჩვენი მმართებლობა მის წინააღმდეგ სიტყვასაც არ იტყოდა. მკითხავ ეხლა, რისთვის არ იფიქრა ამ წესზე უფ. ბ. ღოღობერიძემ, როცა იმან იკისრა თავზე წესდების შედგენა იმ ბანკისათვის, რომლის უმთავრესი მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენი მამულები და მიწები ჩვენი ხალხისა და საზოგადოების ხელიდამ არ დაკარგულიყვნენ? მიბრძანეთ, აბა, რისთვის?

6 დასკვნა

▲back to top


V. დასკვნა

ის აზრი, რომ ეხლა უსარგებლოა ყველა ამ საგანზე ლაპარაკი, არომ საქმე დიდის ხწით და დიდი ხა წია. გაბრუნ დებულია, რომ წესდება ა დამტკიცულია, მე ფეხს-მისხლეტს და მადას მიკლაეს გავაგრძო. დაწვრილე ბით საუბარი ჩვენი ბანკის წესდებაზე. თუ ღმერთმა ჰქნა და მოვესწარი.