14.08

1859 14 სექტემბერი -15 სექტემბერი    
     
 ატობაზე დასასწრებად კოხტა აფხაზთან ერთად მიდის ალავერდში. გზაში მეგობარს უამბობს თავისი ნათესავის – სოლომონ ჭავჭავაძის ვალების გასტუმრების შესახებ.   წყარო:

კოხტა აფხაზი, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 566.

დათარიღება:

ალავერდობის დღესასწაული მოიცავდა როგორც ჯვართამაღლებას (14 სექტემბერი), ისე იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს (15 სექტემბერი).

პირთა ანოტაციები:

აფხაზი კოხტა (ალექსანდრე) ნიკოლოზის ძე (1838წ...)

ილია ჭავჭავაძის სიყრმის მეგობარი და ნათესავი. მასთან ერთად სწავლობდა გიმნაზიასა და უნივერსიტეტში.

ჭავჭავაძე სოლომონ (სიმონ) გრიგოლის ძე (1797-1875)

ყვარლელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ნათესავი. სოლომონის მამა – გრიგოლ (გიორგი) და ილიას პაპა – პაატა ჭავჭავაძეები ძმები იყვნენ.

     
1863    
     
14 სექტემბერი    
     
 იღებს ცენზურის ნებართვას „საქართველოს მოამბის“ მერვე ნომრის გამოცემაზე.   წყარო:

ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 8.

     
1878    
     
14 სექტემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს გერმანელი მწერლის გეორგ ებერსის რომანის „რამეთუ კაცი ვარ“ თარგმანის გაგრძელებას.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 217; გაზ. „ივერია“, 1878, № 36, 14 სექტემბერი, გვ. 12-16; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 156.

პირთა ანოტაციები:

ებერსი გეორგ (1837-1898)

გერმანელი მწერალი, ეგვიპტოლოგი.

     
1882    
     
14 სექტემბერი    
     
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „კავკაზიის რეფორმები“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 14 სექტემბერი, № 192, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 358.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 693-694.

     
1886    
     
14 სექტემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ასრულებს ვრცელი ნარკვევის გამოქვეყნებას თარიღით „ტფილისი, 13 სექტემბერი“ („ქუთაისის გუბერნიაში სულ 2532 კომლი ხიზანი ითვლება...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ხიზნების საქმე“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 223-358; გაზ. „ივერია“, 1886, 14 სექტემბერი, № 198, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (პ. ინგოროყვასა და ალ. აბაშელის რედ.), ტ. VIII, 1928, გვ 336; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 314.

     
14 სექტემბერი    
     
ქართულ თეატრში სეზონის გახსნაზე ესწრება ვასო აბაშიძის მიერ გადმოკეთებული კომედიის „ეხლანდელი სიყვარული“ წარმოდგენას. _   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 17 სექტემბერი, № 200, გვ. 1, 2-3.

პირთა ანოტაციები:

აბაშიძე ვასო (ვასილ) ალექსის ძე (1854-1926)

მსახიობი, დრამატურგი, რეჟისორი, მთარგმნელი, რეალისტური აქტიორული სკოლის ფუძემდებელი.

     
1888    
     
 14 სექტემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 13 სექტემბერი“ („ერთი დიდი დანაკლისი ამიერკავკასიისა ის არის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „უმაღლესი სასწავლებლის უქონლობა ამიერკავკასიაში “. აქვე ხელმოუწერლად აქვეყნებს ფელეტონის „ორნი არიან, ტოლნი არიან, ანუ აგანგალა განგალა, შაროვი და სანდალა“ გაგრძელებას („დიდი უმადურობა იქნება მეცხრამეტე საუკუნის წინაში...“).   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 14 სექტემბერი, № 192, გვ. 1; 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 315; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 433.

პირთა იდენტიფიკაცია:

„სანდალა“ ზაქარია ჭიჭინაძის ფსევდონიმია.

პირთა ანოტაციები:

შავროვი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (1826-1899)

რუსი ჟურნალისტი, სამხედრო ადმინისტრატორი, მსახურობდა კავკასიის მთავარ სამმართველოში.

ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931)

საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე.

     
1891    
     
14 სექტემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 13 სექტემბერი“ („ამას წინათ ჩვენს გაზეთში მოხსენებული იყო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პროფესორ დ. ი. ჩუბინაშვილის მემკვიდრეების კეთილი თაოსნობა“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 14 სექტემბერი, № 196, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 36.

პირთა ანოტაციები:

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

     
1897    
     
14 სექტემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 13 სექტემბერი“ („ამიერკავკასია დასახლებულია მრავალგვარ თესლის მკვიდრთაგან...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საზოგადოებრივი ცხოვრების ნაკლნი და მისი ეკონომიური მიზეზები“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, 14 სექტემბერი, № 190, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 418.

     
1902    
     
14 სექტემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 14 სეკდემბერს“ („დღე არ არის, აქაურმა გაზეთებმა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „თავკაცთა უვარგისობა სოფლად“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 14 სექტემბერი, № 196, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 528.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 723.