19.02

1853    
    
19 თებერვალი   
    
 თბილისის სამხედრო გუბერნატორი გენერალ-ლეიტენანტი ივანე ანდრონიკაშვილი შუამდგომლობს ამიერკავკასიის სამოქალაქო სამმართველოს უფროს ვასილ ბებუთაშვილთან გრიგოლ ჭავჭავაძის ობლების – ილიასა და თეიმურაზის სახელმწიფო ხარჯზე სწავლებასთან დაკავშირებით.  წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 167.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148.

პირთა ანოტაციები:

ანდრონიკაშვილი ივანე მალხაზის ძე (1793-1868)

რუსეთის არმიის გენერალი, კავკასიის და ყირიმის ომების მონაწილე, 1849-55 წლებში თბილისის სამხედრო გუბერნატორი, ილია ჭავჭავაძის ნათლიის – ნინოს ძმა.

ბებუთაშვილი (ბებუთოვი) ვასილ იოსების ძე (1789-1858)

ინფანტერიის გენერალი, სხვადასხვა დროს იყო იმერეთისა და ახალციხის მმართველი, ამიერკავკასიის მხარის მთავარი სამმართველოს უფროსი.

ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852)

ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს.

ჭავჭავაძე თეიმურაზ გრიგოლის ძე (1844-1860)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი ძმა. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში და პეტერბურგის კადეტთა კორპუსში. გარდაიცვალა პეტერბურგში და დაკრძალულია იქვე.

    
1859    
    
19 თებერვალი    
    
პეტერბურგში წერს პირველ რედაქციას ლექსისა „ვაი, მას ვისაც ვაძლევდი მსხვერპლად...“, რომელიც იწყება სიტყვებით: „ერთხელ მეც, ძმანო, მეც მყვარებია“.  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17501 გვ. 21; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, გვ. 62.

    
1863    
    
 19 თებერვალი   
    
გამოდის „საქართველოს მოამბის“ პირველი ნომერი, რომელშიც რედაქცია ბოდიშს იხდის დაგვიანებისთვის. მასში ასტრონიმით (***) დაბეჭდილია ილია ჭავჭავაძის ლექსები „ჩემო კალამო...“ და „მუშა“, „მ. ჯიმშერიძის“ ფსევდონიმით – მისივე მოთხრობის „გლახის ნაამბობი“ პირველი ხუთი თავი, ასტრონიმით (****) – საპროგრამო სტატია „საქართველოს მოამბეზედ“ და ხელმოუწერლად – მისი თარგმანები: ნიკოლოზ დობროლიუბოვის თხზულება – „მამა ალექსანდრე გავაცცი და მისი ქადაგება“ და სულხან ბარათაშვილის „ძველი ისტორია საქართველოსი“ პირველი ნაწილი.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 161, გვ. 48- 63; ასლი № 1052, გვ. 48-63; ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახ. სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, № 1046; ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 1, გვ. 3-6; გვ. 7-53; 111-126; გვ. 88-144; გვ. 190; გვ. 195-196, 1-33 (ტექსტს აქვს ცალკე ნუმერაცია), 53-110; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

ატრიბუცია:

ნიკოლოზ დობროლიუბოვის თხზულების – „მამა ალექსანდრე გავაცცი და მისი ქადაგება“ და სულხან ბარათაშვილის „ძველი ისტორია საქართველოსი“ თარგმანები ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში.

პირთა ანოტაციები:

დობროლიუბოვი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (1836-1861)

რუსი კრიტიკოსი, პუბლიცისტი, პოეტი, რევოლუციონერ-დემოკრატი. ბარათაშვილი სულხან გერმანოზის ძე (1821-1866) ისტორიკოსი, სწავლობდა კადეტთა კორპუსში, იცოდა ევროპული ენები, დაწერა საქართველოს ისტორია 5 წიგნად (უძველესი დროიდან მე-13 ს-მდე).

გავაცი ალესანდრო (1809-1889)

იტალიელი პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწე, ცნობილი ორატორი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთერთი ლიდერი.

    
19 თებერვალი    
    
წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. აცნობებს, რომ კვირას ელენე ჩოლოყაშვილთან იმართება ლიტერატურული საღამო, რომელზეც თვითონაც იქნება და წაიკითხავს თავის თხზულებებს. ძალიან უნდა, რომ ოლღა მივიდეს, მაგრამ, მათი ურთიერთობა რომ არ გამჟღავნდეს, სთხოვს, თავი ისე დაიჭიროს, თითქოს ამ საღამოს შესახებ სხვებისგან შემთხვევით შეიტყო. უგზავნის დაპირებულ ჟურნალ „საქართველოს მოამბეს“ და სთხოვს, ყურადღებით წაიკითხოს.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 238; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 103; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 418; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 37-38, 329-230.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ანდრონიკაშვილი-

ჩოლოყაშვილისა ელენე ივანეს ასული (დაბ. 1832)

ცნობილი გენერლის – ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილის ქალიშვილი და ილია ზაალის ძე ჩოლოყაშვილის მეუღლე.

    
19 თებერვალი    
  
საღამოს 10 საათზე ხვდება ოლღა გურამიშვილს.  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 37-38, 329-230.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 19 თებერვლის ბარათში.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
19 თებერვალი   
    
 წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. ჰპირდება, რომ უსათუოდ შეატყობინებს ელენე ჩოლოყაშვილთან მისი მისვლის ზუსტ დროს.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 276; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 103; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 199; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 38, 330.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ანდრონიკაშვილი-ჩოლოყაშვილისა ელენე ივანეს ასული (დაბ. 1832) – ცნობილი გენერლის – ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილის ქალიშვილი და ილია ზაალის ძე ჩოლოყაშვილის მეუღლე.

    
1875    
    
19 თებერვალი   
    
გაზეთ „დროებაში“ აქვეყნებს სესხის გაცემის პირობებს, რომელშიც დაწვრილებით არის განმარტებული ყველა დეტალი.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1876 № 46.

    
1878    
    
19 თებერვალი    
    
გაზეთი „ობზორი“ ხელმოუწერლად ბეჭდავს ნიკო ნიკოლაძის ფელეტონს („საკვირაო საუბრები... პოლემიკა „ივერიასთან“, მართლაც გულგრილია თუ არა პოლემიკისადმი თავ. ი. გ. ჭავჭავაძე. მოწვევა“).  წყარო:

გაზ. «Обзор», № 48 „Воскресные беседы... Иверия в полемике. Действительноли равнодушен к полемике кн. И. Г. Чавчавадзе. Приглашение“.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

    
1880    
    
 19 თებერვალი   
    
გაზ. „დროებაში“ ხელმოუწერლად იბეჭდება პუბლიცისტური წერილის „ფიქრი და შენიშვნა“ (უფ. ნიკოლაძის „საახალწლო...“) მესამე ნაწილი („იმ აზრის „უფრო გარკვევით“ გამოსათქმელად...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, № 39, გვ. 1.ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

    
1884    
    
19 თებერვალი    
    
პეტერბურგიდან თბილისში წერილს უგზავნის მეუღლეს. ატყობინებს, რომ საქმეებს მორჩა და ერთადერთი დოკუმენტიღა დარჩა ხელმოსაწერი. ასევე სწერს, რომ პირველ მარტს გაემგზავრება პეტერბურგიდან და ორი დღე გაჩერდება მოსკოვში ილია ოქრომჭედლიშვილთან.   წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 353; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 369-370; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 209-210, 372.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898)

საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში.

    
1886    
    
19 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 18 თებერვალს“ („მეოთხე სახელმწიფო, რომელსაც ეხლანდელს...“). თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „იტალია“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 177, გვ. 22; გაზ. „ივერია“, 1886, № 40, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 374.

    
1887    
19 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 18 თებერვალი“ („ევროპის ერთმანეთში მორიგებას და გარიგებას ძალიან აბრკოლებს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ეგვიპტე – ევროპის სახელმწიფოთა ერთმანეთში მოურიგებლობის მიზეზი“. გაზეთის ამავე ნომრის რუბრიკაში „ქართული თეატრი“ ხელმოუწერლად ბეჭდავს რეცენზიას („შექსპირი, – ამბობს ერთი გამოჩენილი მწერალი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ჰამლეტი შექსპირისა“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 19 თებერვალი, № 36, გვ. 1, 2-3 (ცენზურის ნებართვა 1887, 11/II). ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ. IX , 2006; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 348; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 117.

პირთა ანოტაციები:

შექსპირი უილიამ (1564-1616)

ინგლისელი პოეტი და დრამატურგი

    
1886    
    
19 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 18 თებერვალს“ („მეოთხე სახელმწიფო, რომელსაც ეხლანდელს...“). თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „იტალია“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 177, გვ. 22; გაზ. „ივერია“, 1886, № 40, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 374.

    
1887    
    
19 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 18 თებერვალი“ („ევროპის ერთმანეთში მორიგებას და გარიგებას ძალიან აბრკოლებს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ეგვიპტე – ევროპის სახელმწიფოთა ერთმანეთში მოურიგებლობის მიზეზი“. გაზეთის ამავე ნომრის რუბრიკაში „ქართული თეატრი“ ხელმოუწერლად ბეჭდავს რეცენზიას („შექსპირი, – ამბობს ერთი გამოჩენილი მწერალი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ჰამლეტი შექსპირისა“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 19 თებერვალი, № 36, გვ. 1, 2-3 (ცენზურის ნებართვა 1887, 11/II). ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ. IX , 2006; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 348; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 117.

პირთა ანოტაციები:

შექსპირი უილიამ (1564-1616)

ინგლისელი პოეტი და დრამატურგი.

    
1888    
    
19 თებერვალი    
    
ესწრება სათავადაზნაურო სკოლის შენობაში გამგეობის მიერ მოწვეულ სხდომას, რომელზეც გიმნაზიის ახალი დირექტორი ლევან ვაჩნაძე განიხილავს სასწავლებელში განსახორცილებელ ცვლილებებს.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 23 თებერვალი, № 41, გვ. 1-2.

პირთა ანოტაციები:

ვაჩნაძე ლევან ალექსანდრეს ძე

თბილისის გიმნაზიის დირექტორი 1887-1894 წლებში, ქალაქის თვითმმართველობის ხმოსანი.

    
1891    
    
19 თებერვალი    
    
წერილს უგზავნის ვლადიკავკაზში მიხეილ ყიფიანს ყაზბეგში სკოლის გახსნის თაობაზე.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 246, გვ. 52; გ. ღუდუშაური, მიხეილ ყიფიანი, 1986, გვ. 63.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი მიხეილ ზაალის ძე (1833-1891)

პედაგოგი, სამოქალაქო მრჩეველი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, გაზ. „ივერიის“ კორესპონდენტი, „ქართული დრამატული საზოგადოების“ გამგეობის წევრი. მისი თაოსნობით გაიხსნა ქართული სკოლები სტეფანწმინდასა და ვლადიკავკაზში.

    
1894    
    
19 თებერვალი   
    
იღებს დიმიტრი ჭავჭავაძის წერილს, რომელშიც ადრესანტი სთხოვს თანხის სესხებას რამდენიმე დღით.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 652.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე დიმიტრი (ტიტიკო) იოსების ძე (დაბ.1849)

ილია ჭავჭავაძის შორეული ნათესავი.

    
1898    
    
19 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 18 თებერვალი“ („ჩვენი ერთი დიდი უბედურება ის არის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სოფლის ახალგაზრდობა და მამულის პატრონობა“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 14 თებერვალი, № 36, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 63.

    
1899    
    
19 თებერვალი    
    
მონაწილეობს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის ერთობლივ სხდომაში.  წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1899, 21 თებერვალი, № 756.

    
1901    
    
19 თებერვლამდე    
    
მოკლე ბარათს უგზავნის რაფიელ ერისთავს.   წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 259. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 217.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.