1907
<b>1907</b>

 

1907    
     

1907 1 იანვარი

     

გაზეთ „შუამავალში“ „ეშმაკის“ ფსევდონიმით იბეჭდება ილია ჭავჭავაძის მიერ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე წარმოთქმული სიტყვის ნესტორ კალანდაძისეული პაროდია სათაურით „სიტყვა თქმული ილია ჭავჭავაძისა მიერ ს. გურამიანთკარში ეკზეკუციის მინიჭების დროს“.

წყარო:

გაზ. „შუამავალი“, 1907, № 1.

პირთა ანოტაციები:

კალანდაძე ნესტორ ლაზარეს ძე (1877-1943)

პუბლიცისტი, კარიკატურისტი. წერდა ფსევდონიმებით: „ეშმაკი“, „კოღო“, “ბზიკი“.

1907 3 იანვარი

გაზეთ „შუამავალში“ „ირეთელის“ ფსევდონიმით იბეჭდება პოლიევქტო კალანდაძის სატირა ილია ჭავჭავაძეზე.

წყარო:

გაზ. „შუამავალი“, 1907, № 3.

პირთა ანოტაციები:

კალანდაძე პოლიევქტო ანტონის ძე (1876-1931)

პუბლიცისტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მუშათა ცხოვრების ამსახველი მოთხრობებისა და ეგნატე ნინოშვილის სიუჟეტებზე შექმნილი პიესების ავტორი.

1907 5 იანვარი

თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი - გიორგი ბაგრატიონ[1]დავითაშვილი მიხეილ მაჩაბელს სწერს, რომ სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩევასთან დაკავშირებით პეტერბურგში ხშირმა მისვლა-მოსვლამ ილია ჭავჭავაძე გაკოტრების პირას მიიყვანა. ადრესანტი წუხს ამის გამო და აპირებს თავადაზნაურთა კრებაზე დასვას საკითხი მისთვის ამ ხარჯების ანაზღაურების შესახებ.

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 913.

პირთა ანოტაციები:

ბაგრატიონ-დავითაშვილი (დავითიშვილი) გიორგი (გოგი) ალექსანდრეს ძე (1858- 1929)

ივანე მაჩაბლის ცოლის ძმა, გორის და შემდეგ თბილისის მაზრების თავადაზნაურობის წინამძღოლი.

მაჩაბელი მიხეილ (მიშო) ვახტანგის ძე (1858-1927)

„ნადვორნი სოვეტნიკი“, ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული ყვირილაში, ივანე მაჩაბლის მეგობარი.

1907 7 თებერვალი

თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი გიორგი ბაგრატიონ– დავითაშვილი ილია ჭავჭავაძეს აცნობებს, რომ შეიტანა შუამდგომლობა მისი, როგორც სახელმწიფო საბჭოში თავადაზნაურთა მხრიდან არჩეული წევრის, დაჯილდოების შესახებ. სწერს, რომ აღნიშნულ საკითხს განიხილავენ გუბერნიის თავადაზნაურთა 18 თებერვლისთვის დაგეგმილ საგანგებო კრებაზე.

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 50.

პირთა ანოტაციები:

ბაგრატიონ-დავითაშვილი (დავითიშვილი) გიორგი (გოგი) ალექსანდრეს ძე (1858- 1929)

ივანე მაჩაბლის ცოლის ძმა, გორის და შემდეგ თბილისის მაზრების თავადაზნაურობის წინამძღოლი.

1907 14 თებერვლამდე

იღებს წერილს დის, ელისაბედისაგან, რომელიც საყვედურობს ვალის გადაუხდელობის გამო.

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 251-252, 501.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

1907 14 თებერვალი

საპასუხო წერილს უგზავნის დას, ელისაბედს. ბოდიშს უხდის თანხის დაგვიანებისათვის, უხსნის, რომ მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში იმყოფება და სახელმწიფო საბჭოს სესიაზე დასასწრებად წასასვლელი თანხაც ძლივს იშოვა. ჰპირდება, რომ როგორც კი შეძლებს, გადაუხდის.

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17536; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 115-116; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 251-252, 501.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

1907 თებერვლის მეორე ნახევრამდე

მხატვარი გიგო გაბაშვილი იწყებს მისი პორტრეტის შექმნას. რამდენიმე სეანსის შემდეგ დასახატი რჩება მხოლოდ მარჯვენა ხელი და სერთუკი. სახელმწიფო საბჭოს მეორე სესიაში მონაწილეობის მისაღებად მწერლის პეტერბურგში გამგზავრების გამო პორტრეტზე მუშაობა წყდება (ერთი წლის შემდეგ გიგო გაბაშვილს პორტრეტის დასასრულებლად მოდელობას უწევს ილია ჭავჭავაძის მსგავსი აღნაგობის მქონე სერბი პოლკოვნიკი შკაბიცი).

წყარო:

Нуцубидзе Сулико, 12 сентября – день гибели Ильи Чавчавадзе (история одного портрета), газ. «Свободная Грузия», 1996, 12 сент., С. 1.

პირთა ანოტაციები:

გაბაშვილი გიორგი (გიგო) ივანეს ძე (1862-1936)

ფერმწერი, ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი დამფუძნებელი. თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პროფესორი.

 შკაბიცი

პოლკოვნიკი, დამატებითი ინფორმაცია პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება.

1907 21 თებერვალი

მიემგზავრება რუსეთში, სახელმწიფო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 251-252, 501.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია თავისი დის, ელისაბედისთვის 14 თებერვალს გაგზავნილ წერილში.

1907 თებერვალი

გაზეთ „ზაკავკაზიეში“ იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის თავადაზნაურთა კრებამ განიხილა ილია ჭავჭავაძის, როგორც სახელმწიფო საბჭოში საქართველოს თავადაზნაურთა წარმომადგენლისთვის, ფულადი ჯილდოს გამოყოფის საკითხი.

წყარო:

გაზ. „Закавказье“, 1907, № 31, 37.

1907 თებერვალი

.

გაზეთ „ზაკავკაზიეში“ იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებამ ილია ჭავჭავაძისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის საკითხის განხილვა გადადო მისი პეტერბურგში გამგზავრების გამო.

წყარო:

გაზ. „Закавказье“, 1907, № 40

1907 მარტიდან

პეტერბურგში ხვდება ივანე ჯავახიშვილს. აინტერესებს, იყო თუ არა საქართველოს ისტორიაში შრომის კოოპერატიული ფორმის მსგავსი რამ. როცა დადებით პასუხს იღებს, სთავაზობს ამ თემისადმი მიძღვნილი წიგნისთვის ისტორიული ნაწილის დაწერას.

წყარო:

ქრისტეფორე რაჭველიშვილი, ილია ჭავჭავაძე – ბიოგრაფიული ნარკვევი, თბ. 1937, გვ. 85; თ. ღლონტი, ილია ჭავჭავაძე და სოფლის მეურნეობა, თბ., 1988, გვ. 50-51.

პირთა ანოტაციები:

ჯავახიშვილი ივანე ალექსანდრეს ძე (1876-1940)

ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი, თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი.

1907 23 მარტი

გამგეობის წევრებთან ერთად ხელს აწერს ქშწ-კგ საზოგადოების განახლებულ წესდებას და ნოტარიალურად ამოწმებინებს ილია წინამძღვრიშვილს.

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფ. 481, 1-938. ფოტო / დოკუმენტი

პირთა ანოტაციები:

წინამძღვრიშვილი ილია ივანეს ძე (1834-1920)

აგრონომი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი. 1883 წელს სოფელ წინამძღვრიანთკარში გახსნა სასოფლო-სამეურნეო სკოლა.

1907 30 მარტი

საპროტესტო წერილით მიმართავს გაზეთ „რუსის“ რედაქტორს მის გაზეთში დაბეჭდილი ინფორმაციის გამო, თითქოს ილია ჭავჭავაძე სიტყვით გამოსვლას აპირებს სახელმწიფო საბჭოს სესიაზე კავკასიის ყოფილი მთავარმართებლის იმჟამად გარდაცვლილი გრიგოლ გოლიცინის ხსოვნის პატივსაცემად. სწერს, რომ ინფორმაცია არასწორია და მოითხოვს ამის შესახებ განმარტების გავრცელებას არა მხოლოდ გაზეთ „რუსის“, არამედ ყველა იმ გაზეთის მიერაც, ვინც ეს ყალბი ინფორმაცია გადაბეჭდა მათგან.

წყარო:

გაზ. „Закавказье“,1907, 30 მარტი რუს. ენაზე; ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი (ხუთ ტომად), ტ. V, თბ., 1962, გვ. 750; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 252, 501- 502.

პირთა ანოტაციები:

გოლიცინი გრიგოლ სერგეის ძე (დაბ. 1838-1907)

რუსი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, გენერალი, 1896 წელს დაინიშნა კავკასიის ადმინისტრაციის უფროსად და ჯარების სარდლად.

1907 აპრილის დასაწყისი

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17513; ი. ჭავჭავაძე, საარქივო გამოცემა: ლექსები, პოემები, თარგმანები, ჩანაწერები, პირადი წერილები, 2010, გვ. 164-166; მ. ბოლქვაძე, ჟურნ. განათლება, 1906, № 3-4, გვ. 111-112.

მუშაობას იწყებს სახელმწიფო საბჭოს სესიაზე წასაკითხ მოხსენებაზე სიკვდილით დასჯის გაუქმების აუცილებლობის შესახებ.

1907 6 აპრილი

ალექსანდრე ყიფშიძეს წერილით ატყობინებს, რომ მეუღლესთან ერთად იმყოფება პეტერბურგში, დაბინავებულია მუხინის ნომრებში და სთხოვს ეწვიოს.

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ავტოგრაფი № 790; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 167; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 247, 495-496.

დათარიღება:

წერილს აწერია მხოლოდ თარიღი. მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დათარიღებულია 1906 წლით, მაგრამ მეუღლესთან ერთად 6 აპრილს პეტერბურგში იმყოფებოდა 1907 და არა 1906 წელს.

პირთა ანოტაციები:

ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916)

ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”.

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.
     
1907 16 აპრილი    
     
სამადლობელ წერილს უგზავნის სიმონ ესაძეს მის მიერ შედგენილი წიგნის „კავკასიის მართვა-გამგებლობის ისტორიული ჩანაწერი“ მიძღვნისათვის.   წყარო:

მ. ბოლქვაძე, ჟურნ. „განათლება“, 1908, № 3-4, გვ. 107-136.

 დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 280.

1907 აპრილის შუა რიცხვები

ამთავრებს მოხსენებას სიკვდილის დასჯის შესახებ.

წყარო:საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი1438, საქ. 797, ფ. 4 რუს. ენაზე; ს. ლეკიშვილი, რამდენიმე დოკუმენტი ილია ჭავჭავაძის შესახებ. „საისტორიო მოამბე“, № 37-38, 1978, გვ. 332; Историческая записка об управлении Кавказом. В 2 т. Тифлис, 1907; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 199-200, 464.

პირთა ანოტაციები:

ესაძე სიმონ სპირიდონის ძე (1868-1927)

რუსული გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების წევრი, სამხედრო ისტორიკოსი. პოლკოვნიკი.

1907 24 აპრილამდე

გარდაეცვალა სიძე – ნიკოლოზ აფხაზი.

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი1438, საქ. 797, ფ. 4 რუს. ენაზე; ს. ლეკიშვილი, რამდენიმე დოკუმენტი ილია ჭავჭავაძის შესახებ. „საისტორიო მოამბე“, № 37-38, 1978, გვ. 332; Историческая записка об управлении Кавказом. В 2 т. Тифлис, 1907; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 199-200, 464.

პირთა ანოტაციები:

ესაძე სიმონ სპირიდონის ძე (1868-1927)

რუსული გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების წევრი, სამხედრო ისტორიკოსი. პოლკოვნიკი.

1907 24 აპრილი

მიხეილ ჩიკვაიძეს მიაქვს მასთან მისი დის, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილის მოკითხვის წერილი, საიდანაც იგებს, რომ შეუძლოდ არის.

წყარო:

წერილი ელისაბედ საგინაშვილისადმი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17531; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 253.

პირთა ანოტაციები:

აფხაზი ნიკოლოზ შერმაზანის ძე (1828-1907)

ერეკლე II-ის შთამომავალი, ილია ჭავჭავაძის დის, ნინოს მეუღლე.

1907 24 აპრილი

საპასუხო წერილს უგზავნის ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილს. მადლობას უხდის თბილი მოკითხვისთვის, უსამძიმრებს მათი სიძის, ნიკოლოზ აფხაზის გარდაცვალების გამო და უსურვებს მალე გამოჯანმრთელებას.

წყარო:

წერილი ელისაბედ საგინაშვილისადმი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17531; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 253.

პირთა ანოტაციები:

აფხაზი ნიკოლოზ შერმაზანის ძე (1828-1907)

ერეკლე II-ის შთამომავალი, ილია ჭავჭავაძის დის, ნინოს მეუღლე.

1907 2 მაისი

სახელმწიფო საბჭოს სესიაზე წარმოთქვამს სიტყვას სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ.

წყარო:

პ. ინგოროყვა, ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელნი, 1975, გვ. 326-327.

დათარიღება:

ილია ჭავჭავაძის სიტყვა სახელმწიფო საბჭოს სხდომების სტენოგრაფიულ ანგარიშებში არ გამოქვეყნებულა და რადგან 17 და 19 აპრილის სხდომების ანგარიშები არასრულად დაიბეჭდა, არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რომ, მან სიტყვა სწორედ ამ დღეებში წარმოთქვა.

1907 ივნისის დასაწყისამდე

პეტერბურგში წიგნად გამოდის სახელმწიფო საბჭოს წევრთა ბიოგრაფიები. რომელშიც შეტანილია მონაცემები ილია ჭავჭავაძის შესახებაც. წიგნში ნათქვამია, რომ იგი თანახმაა მიწების ჩამორთმევისა, თუ ეს სახელმწიფო[1]სახალხო აუცილებლობით იქნება გამოწვეული და რომ მხარს უჭერს ფართო ადგილობრივ თვითმმართველობას, ადგილობრივი საკანონმდებლო ხელისუფლებით.

წყარო:

„Государственный совет“, С-Петербург, типография «Россия» 1907, стр. 199; დიმიტრი შველიძე, „პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში“, 1993, გვ. 179.

დათარიღება:

წიგნი ილია ჭავჭავაძის პეტერბურგიდან წამოსვლამდე დაბეჭდილი არ იყო, მაგრამ ვერც მისი გარდაცვალების შემდეგ იქნება გამოსული, რადგან სახელმწიფო საბჭოს წევრად იხსენიება.

1907 მაისის ბოლო – ივნისის დასაწყისი

საგურამოს მოურავი მოსე მემარნიშვილი დარაჯ პავლე ფშავლიშვილს (აფციაურს) ამხელს ქურდობაში და გადასცემს პოლიციას.

წყარო:

დუშეთის ურიადნიკ ემეცის მიერ წარმოებული გამოძიების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ 36, № 161, ფურც. 15, 16; პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 111.

პირთა ანოტაციები:

მემარნიშვილი მოსე ოტოს ძე

ილია ჭავჭავაძის მოურავი საგურამოში, მოკლეს 1907 წლის 7 ივნისს.

ფშავლიშვილი (აფციაური) პავლე გიორგის ძე

მსახურობდა ილია ჭავჭავაძის მამულში დარაჯად. მოურავ მოსე მემარნიშვილისა და მისი ცოლის მკვლელი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე. ემალებოდა მართლმსაჯულებას და 1908 წელს, მისი დაკავების მცდელობის დროს, სროლისას დაიღუპა.

1907 20 თებერვალი - 5 ივნისი

მონაწილეობს სახელმწიფო საბჭოს მეორე სესიის სხდომებში.

1907 7 ივნისამდე

მცხეთიდან დუშეთის ციხეში გადაყვანისას პავლე ფშავლიშვილი (აფციაური) გაქცევას ახერხებს.

წყარო:

დუშეთის ურიადნიკ ემეცის მიერ წარმოებული გამოძიების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 36, № 161, ფურც. 15, 16; მეფუტკრე დანიელ გაბრიელის ძე მასლოვის დაკითხვის ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა ფონდი № 17, ფურც. 175-178; პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 111

დათარიღება:

ფაქტს ვათარიღებთ მოსე მემარნიშვილის მკვლელობის თარიღის მიხედვით.

პირთა ანოტაციები:

ფშავლიშვილი (აფციაური) პავლე გიორგის ძე

მსახურობდა ილია ჭავჭავაძის მამულში დარაჯად. მოურავ მოსე მემარნიშვილისა და მისი ცოლის მკვლელი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე. ემალებოდა მართლმსაჯულებას და 1908 წელს, მისი დაკავების მცდელობის დროს, სროლისას დაიღუპა.

     
1907 7 ივნისი    
     
ყაჩაღები შედიან ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლში, პურის მცხობელ სოფიო უნდილაშვილს ხანჯლით აშინებენ, კლავენ მოურავ მოსე მემარნიშვილს და მის მეუღლე ევა მოძღვრიშვილ-მემარნიშვილისას. მიაქვთ ფული, ვერცხლის ნივთები, თოფი და რევოლვერი  

წყარო:

დუშეთის ურიადნიკ ემეცის მიერ წარმოებული გამოძიების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ 36, № 161, ფურც. 19,20; პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 111, 112.

პირთა ანოტაციები:

უნდილაშვილი სოფიო დიმიტრის ასული

პურის მცხობელი ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლში.

მემარნიშვილი მოსე ოტოს ძე

ილია ჭავჭავაძის მოურავი საგურამოში, მოკლეს 1907 წლის 7 ივნისს.

მოძღვრიშვილი-მემარნიშვილისა ევა გრიგოლის ასული

საგურამოში ილია ჭავჭავაძის მოურავ მოსე მემარნიშვილის მეუღლე, რომელიც ქმართან ერთად მოკლეს 1907 წლის 7 ივნისს.

     
 1907 7-8 ივნისი    

იღებს დის, ელისაბედისა და მეფუტკრე დანიელ მასლოვის დეპეშებს, რომლებიდანაც იგებს საგურამოში მომხდარი ტრაგედიის შესახებ.

წყარო:

ლიტერატურული მატიანე, 1940, მასლოვი, მოგონება, გვ. 166.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

მასლოვი დანიელ გაბრიელის ძე

წარმოშობით ტულის გუბერნიიდან, ილია ჭავჭავაძის მეფუტკრე საგურამოში 1902 წლიდან.

1907 7-8 ივნისი

დეპეშით ატყობინებს დას, ელისაბედს, რომ სასწრაფოდ ბრუნდება საქართველოში.

წყარო:

დანიელ მასლოვი, მოგონება, „ლიტერატურული მატიანე“, 1940, გვ. 166.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

1907 12 ივნისამდე

სტუმრობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის ყოფილ მარშალ ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანს.

წყარო:

მარიამ ვახტანგის ასულ ორბელიანის მოგონება. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 13404, 2.

1907 12 ივნისი

ესწრება მოსე მემარნიშვილისა და მისი ცოლის, ევას დაკრძალვას.

წყარო:

„ლიტერატურული მატიანე“, 1940, გვ. 166.

პირთა ანოტაციები:

მემარნიშვილი მოსე ოტოს ძე

ილია ჭავჭავაძის მოურავი საგურამოში, მოკლეს 1907 წლის 7 ივნისს.

მოძღვრიშვილი-მემარნიშვილისა ევა გრიგოლის ასული

 საგურამოში ილია ჭავჭავაძის მოურავ მოსე მემარნიშვილის მეუღლე, რომელიც ქმართან ერთად მოკლეს 1907 წლის 7 ივნისს.

1907 12 ივნისის შემდეგ

მსახური ბიჭი გიგოლა მოძღვრიშვილი ეუბნება, რომ მოურავმა მოსე მემარნიშვილმა ჯამაგირზე თანხა დააკლო და ითხოვს ანაზღაურებას. ილია ჭავჭავაძე მოურავის დავთარში ნახულობს, რომ მოძღვრიშვილს ხელი აქვს მოწერილი თანხის სრულად მიღებაზე და უარს ეუბნება, რის გამოც მოძღვრიშვილი უკმაყოფილო რჩება.

წყარო:

მეფუტკრე დანიელ გაბრიელის ძე მასლოვის დაკითხვის ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა ფონდი № 17, ფურც. 175- 178; პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 76.

პირთა ანოტაციები:

მოძღვრიშვილი გიგოლა

ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ბრალდებული. გარდაიცვალა ციხეში.

მემარნიშვილი მოსე ოტოს ძე

ილია ჭავჭავაძის მოურავი საგურამოში, მოკლეს 1907 წლის 7 ივნისს.

1907 18 ივნისამდე

ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილისა თავისი ძმის მეგობარ მიხეილ ჩიკვაიძეს ეუბნება, რომ ილია ახალ მოურავს ეძებს და კარგი იქნება, თუ დიმიტრი ჯაშს აიყვანს. ამის საფუძველზე ჩიკვაიძე რეკომენდაციას უწევს ჯაშს.

წყარო:

საგანგებო საქმეთა გამომძიებელ ილიაშენკოს მიერ ელისაბედ საგინაშვილის დაკითხვის ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა ფონდი № 17, ფურც. 97, 98. პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 69. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925) - ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

ჩიკვაიძე მიხეილი ფილიპეს ძე

ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი, თანამშრომლობდა „საქართველოს მოამბეში“, მასთან ერთად მუშობდა დუშეთის მაზრაში, 1900-იანი წლების დასწყისში იყო ილია ჭავჭავაძის დის - ელისაბედის მოურავი.

ჯაში დიმიტრი სოფრონის ძე

სტამბის მუშა და პუბლიცისტი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ოხრანკის აგენტი. ილია ჭავჭავაძის უკანასკნელი მოურავი და, არაერთი მტკიცებულებით, მისი მკვლელობის ორგანიზატორი. ამ ბრალდებით იყო დაპატიმრებული, მაგრამ გაათავისუფლეს.

1907 18 ივნისისამდე

წერილს უგზავნის დიმიტრი ჯაშს. ატყობინებს, რომ მისმა დამ, ელისაბედმა და მიხეილ ჩიკვაიძემ რეკომენდაცია გაუწიეს საგურამოს მოურავის თანამდებობაზე და სთხოვს, საღამოს მიხეილთან ერთად ეწვიოს პირობებზე მოსალაპარაკებლად.

წყარო:

დ. ჯაში, ილია ჭავჭავაძის უკანასკნელი დღები. გაზ. „სავაჭრო გზა“, 1908, № 10- 13; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 255-256, 504.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 223.

პირთა ანოტაციები:

ჯაში დიმიტრი სოფრონის ძე

სტამბის მუშა და პუბლიცისტი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ოხრანკის აგენტი. ილია ჭავჭავაძის უკანასკნელი მოურავი და, არაერთი მტკიცებულებით, მისი მკვლელობის ორგანიზატორი. ამ ბრალდებით იყო დაპატიმრებული, მაგრამ გაათავისუფლეს.

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

ჩიკვაიძე მიხეილი ფილიპეს ძე

ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი, თანამშრომლობდა „საქართველოს მოამბეში“, მასთან ერთად მუშობდა დუშეთის მაზრაში, 1900-იანი წლების დასწყისში იყო ილია ჭავჭავაძის დის - ელისაბედის მოურავი.

1907 18 ივნისი

დიმიტრი ჯაშს ნიშნავს საგურამოს მოურავად.

წყარო:

საგანგებო საქმეთა გამომძიებელ ილიაშენკოს მიერ ელისაბედ საგინაშვილის დაკითხვის ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა ფონდი № 17, ფურც. 97,98. პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 69.

პირთა ანოტაციები:

ჯაში დიმიტრი სოფრონის ძე

სტამბის მუშა და პუბლიცისტი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ოხრანკის აგენტი. ილია ჭავჭავაძის უკანასკნელი მოურავი და, არაერთი მტკიცებულებით, მისი მკვლელობის ორგანიზატორი. ამ ბრალდებით იყო დაპატიმრებული, მაგრამ გაათავისუფლეს.

1907 18 ივნისის შემდეგ

რევოლუციური გამოსვლები კლებულობს და ილია ჭავჭავაძე ცდილობს საგურამოს მეურნეობაში წესრიგის დამყარებას. წიწამურელ გლეხებს, რომლებიც მისი მიწებით სარგებლობდნენ და გადასახადი მოწეული პურის მარცვლით უნდა გადაეხადათ, უარს ეუბნება ამის ნაცვლად თანხის მიცემაზე და მოითხოვს დადებული პირობის შესრულებას. ახალ მოურავ დიმიტრი ჯაშს ავალებს, რომ მათ, ვინც ორი წლის მანძილზე თვითნებურად არ უხდიდა კუთვნილ გადასახადს, ამჯერად უკვე გადაახდევინოს. მოურავი მისგან დაუკითხავად უვადებს გლეხებს გადასახადის გადახდის დროს, რითაც თავის მიმართ კეთილად განაწყობს, ილია ჭავჭავაძე კი, რომელიც ასეთ დათმობაზე არ მიდიოდა, დაუნდობელ მემამულედ გამოჰყავს. ჯაში ხშირად დადის წიწამურში და საგურამოს ბაღში გლეხთა თავყრილობებზე და მათ ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ განაწყობს.

წყარო:

მეფუტკრე დანიელ გაბრიელის ძე მასლოვის დაკითხვის ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა ფონდი № 17, ფურც. 175- 178; პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 75.

პირთა ანოტაციები:

ჯაში დიმიტრი სოფრონის ძე

სტამბის მუშა და პუბლიცისტი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ოხრანკის აგენტი. ილია ჭავჭავაძის უკანასკნელი მოურავი და, არაერთი მტკიცებულებით, მისი მკვლელობის ორგანიზატორი. ამ ბრალდებით იყო დაპატიმრებული, მაგრამ გაათავისუფლეს.

1907 ივლის დასაწყისი

დიმიტრი ჯაშს საგურამოში ჩაჰყავს ცოლ-შვილი.

წყარო:

დიმიტრი ჯაშის მეუღლის, დარია ნიკოლოზის ასული ჯაშის დაკითხვის ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა ფონდი № 17, ფურც. 78-81, 65,66; პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 67.

პირთა ანოტაციები:

ჯაში დიმიტრი სოფრონის ძე

სტამბის მუშა და პუბლიცისტი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ოხრანკის აგენტი. ილია ჭავჭავაძის უკანასკნელი მოურავი და, არაერთი მტკიცებულებით, მისი მკვლელობის ორგანიზატორი. ამ ბრალდებით იყო დაპატიმრებული, მაგრამ გაათავისუფლეს.

1907 ივლისი

ორი კვირის განმავლობაში მეუღლის გარეშეა საგურამოში. თბილისში ოლღას წერილით ატყობინებს, რომ მათი ახალი მოურავი დიმიტრი ჯაში თაღლითი გამოდგა და ახალ მოურავს ეძებს.

წყარო:

საგანგებო საქმეთა გამომძიებელ ილიაშენკოს მიერ ოლღა ჭავჭავაძის დაკითხვის ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა ფონდი № 17, ფურც. 61, 62. პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 65-66.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ჯაში დიმიტრი სოფრონის ძე - სტამბის მუშა და პუბლიცისტი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ოხრანკის აგენტი. ილია ჭავჭავაძის უკანასკნელი მოურავი და, არაერთი მტკიცებულებით, მისი მკვლელობის ორგანიზატორი. ამ ბრალდებით იყო დაპატიმრებული, მაგრამ გაათავისუფლეს.

1907 ივლისი

საგურამოში ჩადის ახალი მზარეული ხარიტონ შიოშვილი.

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა ფონდი № 17, ფურც. 61,62. პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 67, 59.

პირთა ანოტაციები:

შიოშვილი ხარიტონ

ილია ჭავჭავაძის მზარეული საგურამოში 1907 წლის ივლისაგვისტოში.

1907 ივლისი

სამსახურებრივ საქმეებთან დაკავშირებით საგურამოში საღამო ხანს ასული დუშეთის მაზრის უფროსი ყარამან ფაღავა ვახშმად ილია ჭავჭავაძესთან რჩება. ილია წუხილს გამოთქვამს, მოურავად ისეთი კაცი მომახვიეს თავს, ხალხში დაძვრება და ჩემს წინააღმდეგ ამხედრებსო. ამის პასუხად ყარამან ფაღავა უყვება ერთ შემთხვევას, როდესაც მან დაინახა, როგორ გამოდიოდა დიმიტრი ჯაში ჟანდარმთა სამმართველოდან, ხელში ბრეზენტის ჩანთით და რაღაც ქაღალდებით. როდესაც ფაღავას მცხეთის ჟანდარმერიაში უკითხავს, ილია ჭავჭავაძის მოურავს აქ რა უნდოდაო, გაუმხელიათ, რომ მათთან თანამშრომლობდა.

წყარო:

ყარამან ფაღავას მოგონება, პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 25, 26.

პირთა ანოტაციები:

ფაღავა ყარამან გიორგის ძე (1858-1942)

თავადი. დუშეთის მაზრის უფროსი, მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიებაში და დაწერილი აქვს მოგონებები.

ჯაში დიმიტრი სოფრონის ძე

სტამბის მუშა და პუბლიცისტი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ოხრანკის აგენტი. ილია ჭავჭავაძის უკანასკნელი მოურავი და, არაერთი მტკიცებულებით, მისი მკვლელობის ორგანიზატორი. ამ ბრალდებით იყო დაპატიმრებული, მაგრამ გაათავისუფლეს.

1907 ივლისი

ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისა საგურამოში ბრუნდება.

წყარო:

დარია ნიკოლოზის ასული კოპლატაძე-ჯაშის ნაამბობი, ჩაწერილი 1965 წლის 30 აგვისტოს, ჟურნ. „საგურამო“, 2010, გაზაფხული; საქართველოს ეროვნული არქივი, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა ფონდი № 17, ფურც. 61,62. პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 67.

წყარო:

დარია ნიკოლოზის ასული კოპლატაძე-ჯაშის ნაამბობი, ჩაწერილი 1965 წლის 30 აგვისტოს.

დათარიღება:

ეს ფაქტები მოხდა დიმიტრი ჯაშის მოურავად აყვანის შემდეგ.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     
1907 ივლისი    

მოურავ მოსე მემარნიშვილისა და მისი ცოლის მოკვლის შემდეგ, ყაჩაღები ახალ-ახალ გამაფრთხილებელ ნიშნებს აძლევენ. ისინი სასტიკად კლავენ მის შინაურ ცხოველებს, უწყინარ თეთრ ჯორს, რომელსაც ილია ჭავჭავაძე დილ[1]დილობით შაქარს აჭმევდა, სარს უყრიან, მეწველ ძროხას კი ძუძუებს აჭრიან.

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 256, 504-505.

პირთა ანოტაციები:

ჯაფარიძე ნოშრევან

ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი 1904 წელს.

1907 1 აგვისტომდე

ორ დეპეშას და წერილს უგზავნის ყვარლის მოურავ ნოშრევან ჯაფარიძეს, მაგრამ მისგან პასუხს ვერ იღებს.

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 256, 504-505.

პირთა იდენტიფიკაცია:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 161-162. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე გიორგი (იური) მელქისედეკის (მიხეილის) ძე (1868-1912) - ყვარლელი მემამულე, საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის ნათესავი და მასთან ოჯახით დაახლოებული პირი. არსებობს მისი მეუღლის - ელენე ივანეს ასული როსტომაშვილის მოგონებები მათ ურთიერთობაზე.

1907 1 აგვისტომდე

ყვარლელ ნათესავ იური ჭავჭავაძეს წერილობით სთხოვს, გაურკვიოს, რატომ არ პასუხობს მოურავი მის გზავნილებს.

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 256, 504-505.

პირთა ანოტაციები:

ჯაფარიძე ნოშრევან

ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი 1904 წელს.

1907 1 აგვისტომდე

იღებს ნოშრევან ჯაფარიძის წერილს. მოურავი თავს იმართლებს პასუხის დაგვიანებისთვის და უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ილია ჭავჭავაძემ ნათესავს მიმართა საქმის გასარკვევად.

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17591; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 132-133; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 256, 504- 505.

პირთა ანოტაციები:

ჯაფარიძე ნოშრევან

ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი 1904 წელს.

     
1907 1 აგვისტო    
     

საპასუხო წერილს უგზავნის ნოშრევან ჯაფარიძეს. სწერს, რომ წერილსა და ორ დეპეშაზე პასუხის მიუღებლობის შემდეგ მისი შეშფოთება და ამბის გასაგებად ნათესავის შეწუხება ბუნებრივი იყო. დარიგებას აძლევს, რა ფასად გაყიდოს თითო საპალნე ღვინო.

წყარო:

პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 42.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე ზაალ ნოშრევანის ძე (1835-1919)

ილია ჭავჭავაძის ნათესავი, იმერეთის გუბერნატორის საგანგებო საქმეთა მოხელე, სამოქალაქო მრჩეველი, ქუთაისის პოლიცმეისტერი.

 

1907 აგვისტოს დასაწყისი

     
საგურამოში მასთან ჩადის და რჩება ბიძაშვილი ზაალ ჭავჭავაძე.  

წყარო:

პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 42.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე ზაალ ნოშრევანის ძე (1835-1919)

ილია ჭავჭავაძის ნათესავი, იმერეთის გუბერნატორის საგანგებო საქმეთა მოხელე, სამოქალაქო მრჩეველი, ქუთაისის პოლიცმეისტერი.

     

 

1907 აგვისტოს პირველი დეკადა

ზაქარია ჭიჭინაძე თბილისის ღვინის სარდაფში სადილობს. გვერდით მაგიდასთან მისი ნაცნობი სოციალ-დემოკრატები სხედან და ცხარედ მსჯელობენ. ზაქარია ჯერ რაღაცას კრიტიკულს ამბობს სოციალ-დემოკრატებზე, შემდეგ კი სვამს ილია ჭავჭავაძის სადღეგრძელოს. ისინი ღიზიანდებიან, სასტიკად სცემენ და ქუჩაში აგდებენ. სახლში მედუქნეს მიჰყავს და გზაზე ეუბნება, რამ დაგაწყებინა იმათთან ილია ჭავჭავაძის ქება, სწორედ იმიტომ იყვნენ შეკრებილები, რომ მასზე ბჭობდნენ, მოკვლას უპირებენო.

წყარო:

მიხეილ გაჩეჩილაძის მოგონება, „ლიტერატურის მატიანე“, თბ. 1992, გვ.36-38.

პირთა ანოტაციები:

ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931)

საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე.

1907 12 აგვისტო

იგებს გრიგოლ ვოლსკის დაჭრის ამბავს და თბილისიდან ბათუმში დეპეშას უგზავნის გიორგი ჟურულს. სწერს, რომ წუხს მომხდარის გამო, მაგრამ ახარებს მისი გადარჩენა.

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 3660 რუსულ ენაზე; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 166; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 257, 505.

პირთა ანოტაციები:

ვოლსკი გრიგოლი იოსების ძე (1860-1909)

პუბლიცისტი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრობლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას.

ჟურული გიორგი დურმიშხანის ძე (1865-1951)

პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი. ავტორი მოგონებებისა ილია ჭავჭავაძეზე. გარდაიცვალა ემიგრაციაში

1907 16 აგვისტო

მის კუთვნილ ავჭალის ტყეში ხეების უნებართვოდ მოჭრის გამო აპატიმრებენ ადილობრივ გლეხებს. მათი ნათესავები ილია ჭავჭავაძეს სთხოვენ დამნაშავეთა პატიებას, მაგრამ საქმეში უკვე ჩარეულია პოლიცია და მათი გათავისუფლება ტყის პატრონზე აღარ არის დამოკიდებული. ილია ჭავჭავაძე უხსნის ამას, მაგრამ ისინი მაინც უკმაყოფილონი რჩებიან.

წყარო:

მეფუტკრე დანიელ გაბრიელის ძე მასლოვის დაკითხვის ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა ფონდი № 17, ფურც. 175- 178; პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 76.

დათარიღება:

ოქმში ნათქვამია, რომ ეს ფაქტი მოხდა მკვლელობამდე ორი კვირით ადრე.

1907 17 აგვისტო მდე

სერგი გორგაძე გამოსცემს კრებულ „ჩვენი მწერლობის“ პირველ ტომს, რომელიც ეთმობა პოეზიას. სხვა ავტორთა თხზულებების გვერდით შეტანილია ილია ჭავჭავაძის ლექსები: „სიმღერა“, „ქართვლის დედას“, „გავსწორდეთ, ბედო!“, „ნანა“, „ელეგია“, „მუშა“, „პოეტი“, „დაბნელდა სული“, „უსულდგმულო ცხოვრება“, „გაზაფხული“, „მას აქეთ, რაკი...“, „ჩემო კალამო“, „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით...“, „ბედნიერი ერი“, „ჩემო კარგო ქვეყანავ“, „აღარც ნატვრა და აღარც იმედი“ და „დამაკვირდი“ (II, XII, VII, IV, XIII); ასევე ნაწყვეტები პოემებიდან: „რამდენიმე სურათი, ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ (“მაშინ თორმეტი წლისა ვიყავი... მადლიერია თავის ბედისა“; „სამშობლოს ცასა... თვისი სიმღერა დაიღუღუნა“), „მეფე დიმიტრი თავდადებული“ და „აჩრდილი“.

წყარო:

ჩვენი მწერლობა, წ. I, მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის მიერ, თბ., 1907, გვ. 37-60. გაზ. „ისარი“, 1907, 17 აგვისტო, № 179, გვ. 1.

დათარიღება:

ინფორმაცია წიგნის გამოსვლის შესახებ დაიბეჭდა 17 აგვისტოს.

პირთა ანოტაციები:

გორგაძე სერგო რომანოზის ძე (1876-1929)

ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, ენათმეცნიერი და პედაგოგი.

დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289)

საქართველოს მეფე 1270- 1289 წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის - არღუნის ბრძანებით. შერაცხილია წმინდანად.

1907 21 აგვისტო

საგურამოში მასთან სტუმრად ადის არტურ ლაისტი.

წყარო:

არტურ ლაისტი, უკანასკნელი დღეები ი. ჭავჭავაძისა, მნათობი, 1937, № 5, გვ. 23-24.

პირთა ანოტაციები:

ლაისტი არტურ (1852-1927)

გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”

1907 23 აგვისტო

მოურავ მოსე მემარნიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის მამა გიორგი ფშავლიშვილი (აფციაური) მოსამსახურის პირით სთხოვს შეხვედრას. ილია ჭავჭავაძე უთვლის, თუ საქმე ეხება საპატიმროდან გაქცეული შვილისთვის შუამდგომლობას, ჩვენს შეხვედრას აზრი არა აქვს, სხვა საქმეზე კი მზად ვარ მიგიღოო. ფშავლიშვილი პასუხით უკმაყოფილო რჩება და მიდის.

წყარო:

ილია ჭავჭავაძის გარე ბიძაშვილის, ზაალ ნოშრევანის ძე ჭავჭავაძის დაკითხვის ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა ფონდი № 17, ფურც. 4-8; პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 46.

პირთა ანოტაციები:

მემარნიშვილი მოსე ოტოს ძე

ილია ჭავჭავაძის მოურავი საგურამოში, მოკლეს 1907 წლის 7 ივნისს.

ფშავლიშვილი გიორგი

ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე პავლე ფშავლიშვილის მამა.

1907 26 აგვისტო

საგურამოში ჰყავს სტუმრები. სადილის შემდეგ მოურავი დიმიტრი ჯაში ეუბნება, მეეტლე თედო ლაბაური, მეძროხე და სხვა მოსამსახურეები შიმშილობას აცხადებენ, რადგან ხორცი, რომელიც სადილად ჰქონდათ, საკვებად უვარგისი იყოო. ილია ჭავჭავაძე ითხოვს დაწუნებული კერძის მისთვის მიტანას, სინჯავს, რწმუნდება, რომ გაფუჭებული არ არის და ჯაშს ავალებს მატყუარა მსახურების დათხოვნას. იმჟამად იქ მყოფი ზაალ ჭავჭავაძე მსახურებთან გასაუბრებით არკვევს, რომ სადილად სტუმრების ყოლის გამო მოსამსახურეებს ხორცი უვარგისი კი არა, არასაკმარისი რაოდენობით შეხვედრიათ. ისინი ბოდიშს იხდიან, ილია ჭავჭავაძე ყველას პატიობს და აღარ ითხოვს სამსახურიდან.

წყარო:

ილია ჭავჭავაძის გარე ბიძაშვილის, 72 წლის ზაალ ნოშრევანის ძე ჭავჭავაძის დაკითხვის ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა ფონდი № 17, ფურც. 4-8; პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 13. პირთა ანოტაციები: ჯაში დიმიტრი სოფრონის ძე - სტამბის მუშა და პუბლიცისტი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ოხრანკის აგენტი. ილია ჭავჭავაძის უკანასკნელი მოურავი და, არაერთი მტკიცებულებით, მისი მკვლელობის ორგანიზატორი. ამ ბრალდებით იყო დაპატიმრებული, მაგრამ გაათავისუფლეს.

ლაბაური თედო

ილია ჭავჭავაძის მეეტლე, მისი მკვლელობის თანამონაწილე, ჩამოახრჩვეს 1909 წლის 21 აგვისტოს.

ჭავჭავაძე ზაალ ნოშრევანის ძე (1835-1919)

 ილია ჭავჭავაძის ნათესავი, იმერეთის გუბერნატორის საგანგებო საქმეთა მოხელე, სამოქალაქო მრჩეველი, ქუთაისის პოლიცმეისტერი.

1907 აგვისტოს ბოლო მეოთხედი

     

საგურამოს ყოფილი მზარეული ხარიტონ შიოშვილი მზარეულ სოფიო უნდილაშვილს საიდუმლოდ ეუბნება ილია ჭავჭავაძეს მალე მოკლავენ, რადგან გლეხებს ავიწროებს და თან პარტია უკმაყოფილოა მისი რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრობითო. სოფიო უნდილაშვილი ამ ამბავს უმხელს ახალი მოურავის, დიმიტრი ჯაშის ცოლ დარიას.

წყარო:

დიმიტრი ჯაშის მეუღლის – დარია ნიკოლოზის ასული ჯაშის დაკითხვის ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა ფონდი № 17, ფურც. 78, 80, 81; პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 67. 58, 59.

დათარიღება:

ოქმში ნათქვამია, რომ ეს მოხდა მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე

პირთა ანოტაციები:

შიოშვილი ხარიტონ

ილია ჭავჭავაძის მზარეული საგურამოში 1907 წლის ივლისაგვისტოში.

უნდილაშვილი სოფიო დიმიტრის ასული

პურის მცხობელი ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლში.

ჯაში დარია ნიკოლოზის ასული

ილია ჭავჭავაძის მოურავ დიმიტრი ჯაშის ცოლი.

1907 27 აგვისტომდე

გრძნობს თავდასხმის საფრთხეს, ერიდება იმ აივანზე გასვლას, რომელსაც ბაღი აკრავს, შესაძლებელია ჩასაფრება და მოულოდნელად სროლა. გარდა ამისა, მასთან სტუმრად მყოფ ბიძაშვილს - ზაალ ჭავჭავაძეს ართმევს რევოლვერს და თავს არიდებს კითხვაზე პასუხს, რაში სჭირდება.

წყარო:

ზაალ ჭავჭავაძის ჩვენება, წიგნში „ილია ჭავჭავაძის მკვლელობა“, თბ. 1996, გვ. 112-113.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე ზაალ ნოშრევანის ძე (1835-1919)

ილია ჭავჭავაძის ნათესავი, იმერეთის გუბერნატორის საგანგებო საქმეთა მოხელე, სამოქალაქო მრჩეველი, ქუთაისის პოლიცმეისტერი.

     

1907 27 აგვისტო

     

მეუღლესთან, არტურ ლაისტსა და მსახურ იაკობ ბითარიშვილთან ერთად ეტლით ბრუნდება საგურამოდან თბილისში.

წყარო:

არ. ლაისტი, საქართველოს გული, 1963, გვ. 60; ზაალ ჭავჭავაძის დაკითხვის ოქმი, პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა. 1938, გვ. 42; არტურ ლაისტი, უკანასკნელი დღეები ი. ჭავჭავაძისა, ჟურნ. „მნათობი“, 1937, № 5, გვ. 24; დუშეთის მაზრის უფროსის ყარამან ფაღავას მოხსენება თბილისის დროებით გენერალ-გუბერნატორს, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 36, № 160, ფურც. 43.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ლაისტი არტურ (1852-1927)

გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”.

ბითარიშვილი იაკობი

ილია ჭავჭავაძის მსახური, რომელიც მასთან ერთად მოკლეს 1907 წლის 30 აგვისტოს.

1907 27 აგვისტო

სტუმრობს თბილისის მაზრის თავადაზნაურთა ყოფილ წინამძღოლ ალექსანდრე ორბელიანს.

წყარო:

მარიამ ვახტანგის ასულ ორბელიანის მოგონება. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 13404 b., № 2.

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი ალექსანდრე ვახტანგის ძე (1802-1869)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი. ქართველ რომანტიკოსთა თაობის უფროსი წარმომადგენელი, თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი, 1932 წლის შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვნელი.

1907 28 აგვისტომდე

არისტო ქუთათელაძე ბეჭდავს კრებულ „წყაროს“ მეორე წიგნს, რომელშიც შეტანილია ილია ჭავჭავაძის ლექსები: „პოეტი“ და „გაზაფხული“.

წყარო:

წყარო, შედგენილი არ. ქუთათელაძისაგან, წიგნი II. მე-3 შევსებული გამოცემა, ქუთაისი, 1907, გვ. 1; გაზ. „ისარი“, 1907, 28 აგვისტო, № 188, გვ. 1.

დათარიღება:

ცნობა წიგნის გამოსვლის შესახებ დაიბეჭდა 28 აგვისტოს.

პირთა ანოტაციები:

ქუთათელაძე არისტო ვასილის ძე (1850-1912)

პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. 1885-1906 წლებში თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მასწავლებელი. ავტორი სახელმძღვანელოებისა: „პირველდაწყებითი ქართული გრამატიკა“, „წყარო“, „საზოგადო გეოგრაფია“ და სხვ.

1907 27-29 აგვისტო

სამი დღის განმავლობაში თბილისის სახლში ამაოდ ეძებს რაღაც მნიშვნელოვან საბუთს და ვერ პოულობს.

წყარო:

ელისაბედ საგინაშვილის დაკითხვის ოქმი, პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 69.

1907 29 აგვისტო

ილია ჭავჭავაძეზე თავდასხმის დასაგეგმად წიწამურში პავლე ფშავლიშვილს (აფციაურს) აკითხავენ მისი ნათესავი გიორგი ხიზანიშვილი, ვანო ინაშვილი, გიგოლა ბერბიჭაშვილი და „ვიღაც იმერელი“, სავარაუდოდ, ილიკო იმერლიშვილი.

წყარო:

პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 89-93.

პირთა იდენტიფიკაცია:

ამ „იმერლის“ ვინაობასთან დაკავშირებით გამოთქმულია განსხვავებული მოსაზრებები, რომ ეს იყო ილიკო იმერლიშვილი, სერგო ორჯონიკიძე, ერმილე დოლიძე და სხვ. იხ.: თ. სიმაშვილი ,,სოციალ-დემოკრატი - ბოლშევიკი ტერორისტები ილიას მკვლელობის შემსრულებლები“ ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი ,,ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ #1(3), 2008; თენგიზ სიმაშვილი, „სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორ ისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები“, 2011, თბ. გვ. 70, 114; ,,უახლესი დოკუმენტები და ილია ჭავჭავაძის მკვლელობა’’ (ილიას მკვლელობიდან გასული 105 წელი), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. VI, 2012; ნ. გრიგალაშვილი, „თანამდევი სული”, ტ. II, თბ. 2011, გვ. 481-521; გ. ყორანაშვილი, „წიწამურის ტრაგედიის საიდუმლო“, თბ. 2004; შ. ბადრიძე, წიწამურის ტრაგედიის გამოცანები“, თბილისი 1991; ტერიელ სართანია ,,ილია ჭავჭავაძე“, თბილისი, 2000, გვ. 278.

პირთა ანოტაციები:

ფშავლიშვილი (აფციაური) პავლე გიორგის ძე

მსახურობდა ილია ჭავჭავაძის მამულში დარაჯად. მოურავ მოსე მემარნიშვილისა და მისი ცოლის მკვლელი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე. ემალებოდა მართლმსაჯულებას და 1908 წელს, მისი დაკავების მცდელობის დროს, სროლისას დაიღუპა.

ხიზანიშვილი გიორგი (ლომა) ივანეს ძე

წიწამურის მკვიდრი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე, ჩამოახრჩვეს 1909 წლის 21 აგვისტოს.

ინაშვილი ივანე სოლომონის ძე (1865-1909)

ახალსოფლის მკვიდრი, საგურამოს ყოფილი მამასახლისი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე, ჩამოახრჩვეს 1909 წლის 21 აგვისტოს.

ბერბიჭაშვილი გიგოლა

სოფელ ახატნის მკვიდრი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ილია ჭავჭავაძისს მკვლელობის თანამონაწილე. წლების მანძილზე იმალებოდა. დააკავეს 1941 წელს. თავდაპირველად დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს, შემდეგ 10 წლით პატიმრობით შეუცვალეს და გარდაიცვალა ციხეში.

იმერლიშვილი ილიკო იორდანეს ძე(1886-1914)

სოციალ-დემოკრატიული პარტიის „წითელი რაზმის“ უფროსი, ტერორისტი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე.

1907 29 აგვისტო

საღამო ხანს მეეტლე თედო ლაბაურთან მიდიან ილია ჭავჭავაძეზე დაგეგმილი თავდასხმის მონაწილენი და უთანხმდებიან, სად უნდა შეაჩეროს და შემოაბრუნოს ეტლი, რომ მათთვის მოსახერხებელი იყოს.

წყარო:

დანიელ მასლოვი, მოგონება, ლიტერატურული მატიანე, 1940, გვ. 169.

პირთა ანოტაციები:

ლაბაური თედო

ილია ჭავჭავაძის მეეტლე, მისი მკვლელობის თანამონაწილე, ჩამოახრჩვეს 1909 წლის 21 აგვისტოს.

1907 29 აგვისტო

ილია წინამძღვრიშვილი ურჩევს თბილისში დარჩენას, მაგრამ უარს ეუბნება.

წყარო:

პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 30, 31.

პირთა ანოტაციები:

წინამძღვრიშვილი ილია ივანეს ძე (1834-1920)

აგრონომი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი. 1883 წელს სოფელ წინამძღვრიანთკარში გახსნა სასოფლო-სამეურნეო სკოლა.

1907 29 აგვისტო

     

ოლღა გურამიშვილ ჭავჭავაძისას საგურამოში გამგზავრების ეშინია. ილია სთავაზობს, რომ ის თბილისში დარჩეს და თავად მარტო გაემგზავრება, მაგრამ ოლღა არ თანხმდება. იმ დროს მათთან სტუმრად მყოფი მარიამ ორბელიანიც ურჩევს ილიას, რომ არ გაემგზავრონ, მაგრამ მასაც უარს ეუბნება.

წყარო:

მარიამ ვახტანგის ასულ ორბელიანის მოგონება, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 13404 b., № 2.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ორბელიანი მარიამ (მაიკო) ქაიხოსროს ასული

გენერალ ლევან ივანეს ძე მელიქიშვილის საცოლე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ნათესავი და უახლოესი მეგობარი.

1907 30 აგვისტომდე

     

უფრო და უფრო ხშირად ღებულობს მუქარის წერილებს.

წყარო:

ელისაბედ საგინაშვილის დაკითხვის ოქმი, პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 69

1907 30 აგვისტომდე

სოფელ ბახვში, ფერშალ პროკოფი ბერეჟიანის ოჯახში იმართება საიდუმლო შეკრება, რომელსაც ესწრება თექვსმეტამდე ყოფილი სოციალ-დემოკრატი: ერმილე და კალენიკე დოლიძეები, დიომიდე ბასილაიშვილი, კორნელი და ნიკო შავიშვილები, ილარიონ უჯმაჯურიძე, მარკოზ ჟღენტი, რაჟდენ ვადაჭკორია, მელქისედეკ მდინარაძე, ერმილე ანდღულაძე, ლადიკო ბერეჟიანი და ბათუმიდან ჩასული ორი პიროვნება. შეკრებას უძღვება ჩასულთაგან ერთ-ერთი – მაღალი, გამხდარი, წითური, უკან გადავარცხნილი თმითა და წაწვეტებული წვერით. ის შეკრებილთ მოუწოდებს ილია ჭავჭავაძის მკვლელობისკენ. საუბრიდან ჩანს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია „ცენტრალურ კომიტეტში“. კრებაზე მყოფი ექვსი ტერორისტიდან კენჭისყრით მკვლელობის აღსრულება ევალება ერმილე და კალენიკე დოლიძეებსა და დიომიდე ბასილაიშვილს. ამ შეხვედრის შესახებ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ დაკითხვის დროს საუბრობს ოზურგეთში ძარცვისათვის დაპატიმრებული ალექსანდრე გრეკოვი, მაგრამ მოგვიანებით თავადვე უარყოფს ყოველივეს და ამბობს, რომ მის მიერ ჩამოთვლილი პიროვნებებისადმი მტრული დამოკიდებულების გამო შეთხზა ეს ტყუილი. არსებობს მოსაზრება, რომ ამ ინფორმაციის გავრცელება საჭირო იყო ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიებისთვის კვალის ასარევად.

წყარო:

მეფისნაცვლის კანცელარიის განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილების მიმართვა თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორისადმი, 1908 წლის 8 თებერვალს გრეკოვის დაკითხვის ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა ფონდი № 17, ფურც. 182, 183; 209, 210; 1908 წლის 19 აპრილი, ქუთაისის საოლქო სასამართლოს გამომძიებლის მიერ ალ. გრეკოვის დაკითხვის ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა ფონდი № 17, ფურც. 289; პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 81, 82; გვ. 87, 88, 95; გაზ. „ზაკავკაზიე“, 1907, 21 სექტემბერი, № 193.

პირთა ანოტაციები:

ბერეჟიანი პროკოფი

გურიის სოფელ ბახვის მკვიდრი.

დოლიძე ერმილე

გურიის სოფელ ბუკნარის მკვიდრი.

დოლიძე კალენიკე

გურიის სოფელ ბუკნარის მკვიდრი.

ბასილაშვილი დიომიდე

გურიის სოფელ დვაბზუს მკვიდრი.

შავიშვილი კორნელი

გურიის სოფელ ბახვის ასისთავი.

შავიშვილი ნიკო

გურიის სოფელ ბახვის მკვიდრი.

უჯმაჯურიძე ილარიონ

გურიის სოფელ ნაგომრის მკვიდრი.

ჟღენტი მარკოზ

გურიის სოფელ ხიდისთავის მკვიდრი.

ვადაჭკორია რაჟდენ

ოზურგეთის მაზრის მკვიდრი.

მდინარაძე მელქისედეკ

გურიის სოფელ ბუკნარის მკვიდრი.

ანდღულაძე ერმილე

გურიის სოფელ ნაგომრის მკვიდრი.

ბერეჟიანი ლადიკო

გურიის სოფელ ნაგომრის მკვიდრი.

გრეკოვი ალექსანდრე იაგორის ძე

სოფელ ნაგომრის მცხოვრები, ნახევრად რუსი. 1907 წელს დაპატიმრებული იყო ძარცვისთვის.

1907 30 აგვისტო

ილია ჭავჭავაძის ეტლის თბილისიდან გამოსვლის შემდეგ ძარცვავენ მის საცხოვრებელ სახლს თბილისში. მიაქვთ საოჯახო ნივთები, საქმიანი ქაღალდები და პირადი წერილები.

წყარო:

პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, გვ. 11.

1907 30 აგვისტო შუადღემდე

მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი მოურავი დიმიტრი ჯაში კაკლის ხეზე ადის, ვითომდა დასაბერტყად, რეალურად კი მიდამოს დასაზვერად. მეფუტკრე დანიელ მასლოვი რამდენჯერმე შეახსენებს, რომ წავიდეს თბილისიდან მომავალი ილია ჭავჭავაძის შესახვედრად, მაგრამ ჯაში სტრაჟნიკებთან ერთად წასვლას აგვიანებს, რომ მკვლელებს ხელი არ შეუშალოს.

წყარო:

„ლიტერატურული მატიანე“, 1940, მასლოვი, მოგონება, გვ. 165.

პირთა ანოტაციები:

ჯაში დიმიტრი სოფრონის ძე

სტამბის მუშა და პუბლიცისტი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ოხრანკის აგენტი. ილია ჭავჭავაძის უკანასკნელი მოურავი და, არაერთი მტკიცებულებით, მისი მკვლელობის ორგანიზატორი. ამ ბრალდებით იყო დაპატიმრებული, მაგრამ გაათავისუფლეს.

მასლოვი დანიელ გაბრიელის ძე

წარმოშობით ტულის გუბერნიიდან, ილია ჭავჭავაძის მეფუტკრე საგურამოში 1902 წლიდან.

1907 30 აგვისტო

დილის 10 საათზე ეტლით მიემგზავრება თბილისიდან საგურამოში. მასთან ერთად არიან მეუღლე, მსახური იაკობ ბითარიშვილი და მეეტლე თედო ლაბაური. 1 საათსა და 30 წუთზე საგურამომდე 6-7 კილომეტრის დაშორებით, წიწამურთან ორ სხვადასხვა გორაკზე მდგარი გიორგი ხიზანიშვილი და პავლე ფშავლიშვილი (აფციაური), თავდამსხმელებს ანიშნებენ ეტლის გამოჩენას. ხიზანიშვილი ადგილზევე რჩება სამეთვალყუროდ, ფშავლიშვილი კი თავდმსხმელებს: გიგოლა ბერბიჭაშვილს, ვანო ინაშვილსა და ილია იმერლიშვილს უერთდება. სტვენის ხმაზე ბოროტმოქმედების თანამონაწილე თედო ლაბაური ეტლს აჩერებს. შეიარაღებული თავდამსხმელები ტყიდან გამოდიან. იმერლიშვილი ილია ჭავჭავაძეს კლავს გულში ნასროლი ტყვიით და შემდეგ ბერბიჭაშვილი სახეში ურტყამს თოფის კონდახს. კლავენ მსახურ იაკობ ბითარიშვილს და კონდახით მძიმე ჭრილობებს აყენებენ ოლღა გურამიშვილ[1]ჭავჭავაძისას.

წყარო:

დუშეთის მაზრის უფროს ყარამან ფაღავას მოხსენება თბილისის დროებით გენერალ-გუბერნატორს, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 36, № 160, ფურც. 43. დუშეთის მაზრის ექიმ იაშვილის მიერ ჩატარებული გაკვეთის შედეგები, საქართველოს ეროვნული არქივი, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა ფონდი № 17, ფურც. 43- 46; № 18, გვ. 108-109; 190; თედო ლაბაურის დაკითხვის ოქმი, 161, 162; ბ. კილასონია, „ძლივს გამოვკეთდი და...“, თბილისი, 1 თებერვალი, 1987, გვ. 4-5.

პირთა იდენტიფიკაცია:

ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით არსებული ცნობები ურთიერთგამომრიცხავია. ზოგი ჩვენებით იგი მოკლა გიგლა ბერბიჭაშვილმაშუბლმა შუბლში ნასროლი ტყვიით, რაც არ დასტურდება რადგან ილიას სხეულის გაკვეთის აქტით მას ტყვიით მიყენებული მხოლოდ ერთი ჭრილობა ჰქონდა - გულში. მეოთხე მონაწილედ სხვადასხვა ჩვენებებში დასახელებულია ლადო ფეიქრიშვილი, გიგოლა მოძღვრიშვილი და „იმერელი“. ამ „იმერელში“ ილიკო იმერლიშვილის გარდა მოიაზრებენ სერგო ორჯონიკიძეს, ერმილე დოლიძეს და სხვ. ანოტაციაში შევიტანეთ ის ვერსია, რომელიც ყველაზე მეტად დასაბუთებულად მივიჩნიეთ, მაგრამ აქვე ვუთითებთ საკითხის კვლევისადმი მიძღვნილი განსხვავებული მოსაზრებების შემცველ პუბლიკაციებსაც. იხ.: თ. სიმაშვილი ,,სოციალ-დემოკრატი - ბოლშევიკი ტერორისტები ილიას მკვლელობის შემსრულებლები“ ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი ,,ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ 2008, № 1(3); თ. სიმაშვილი, „სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები“, 2011, თბ. გვ. 70, 114; ,,უახლესი დოკუმენტები და ილია ჭავჭავაძის მკვლელობა’’ (ილიას მკვლელობიდან გასული 105 წელი), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. VI, 2012; ნ. გრიგალაშვილი, „თანამდევი სული”, ტ. II, თბ. 2011, გვ. 481-521; გ. ყორანაშვილი, „წიწამურის ტრაგედიის საიდუმლო“, თბ. 2004; შ. ბადრიძე, წიწამურის ტრაგედიის გამოცანები“, თბილისი 1991; ტერიელ სართანია ,,ილია ჭავჭავაძე“, თბილისი, 2000, გვ. 278.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ბითარიშვილი იაკობი

ილია ჭავჭავაძის მსახური, რომელიც მასთან ერთად მოკლეს 1907 წლის 30 აგვისტოს.

ლაბაური თედო

ილია ჭავჭავაძის მეეტლე, მისი მკვლელობის თანამონაწილე, ჩამოახრჩვეს 1909 წლის 21 აგვისტოს.

ხიზანიშვილი გიორგი (ლომა) ივანეს ძე

წიწამურის მკვიდრი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე, ჩამოახრჩვეს 1909 წლის 21 აგვისტოს.

ფშავლიშვილი (აფციაური) პავლე გიორგის ძე

მსახურობდა ილია ჭავჭავაძის მამულში დარაჯად. მოურავ მოსე მემარნიშვილისა და მისი ცოლის მკვლელი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე. ემალებოდა მართლმსაჯულებას და 1908 წელს, მისი დაკავების მცდელობის დროს, სროლისას დაიღუპა.

ბერბიჭაშვილი გიგოლა

სოფელ ახატნის მკვიდრი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ილია ჭავჭავაძისს მკვლელობის თანამონაწილე. წლების მანძილზე იმალებოდა. დააკავეს 1941 წელს. თავდაპირველად დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს, შემდეგ 10 წლით პატიმრობით შეუცვალეს და გარდაიცვალა ციხეში.

ინაშვილი ივანე სოლომონის ძე (1865-1909)

ახალსოფლის მკვიდრი, საგურამოს ყოფილი მამასახლისი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე, ჩამოახრჩვეს 1909 წლის 21 აგვისტოს.

იმერლიშვილი ილიკო იორდანეს ძე (1886-1914)

სოციალ-დემოკრატიული პარტიის „წითელი რაზმის“ უფროსი, ტერორისტი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე.