4.08

1860    
    
4 აგვისტო   
    
პავლოვსკში წერს მიხეილ ლერმონტოვის ლექსის „კლდე“ თარგმანის ადრეულ ვარიანტებს, სათაურით „ციცაბი კლდე“.  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17501 გვ. 88-89; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი №№ 108, ფ. 57; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 51, 675.

დათარიღება:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ. 2016, გვ. 177.

პირთა ანოტაციები:

ლერმონტოვი მიხეილ იურის ძე (1814-1841)

რუსი კლასიკოსი.

    
1860    
    
4 აგვისტო    
    
წერს მიხეილ ლერმონტოვის ლექსის – „სიზმარი” თარგმანის ადრეულ ვარიანტებს.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17501 გვ. 89-91; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 57; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 52, 676.

პირთა ანოტაციები:

ლერმონტოვი მიხეილ იურის ძე (1814-1841)

რუსი კლასიკოსი.

    
4 აგვისტო   
    
 პავლოვსკში წერს მიხეილ ლერმონტოვის ლექსის – „წინასწარმეტყველი“ თარგმანის ადრეულ ვარიანტებს.  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17501 გვ. 91-93; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 58; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 3, თბ., 1988, გვ. 54, 676.

პირთა ანოტაციები:

ლერმონტოვი მიხეილ იურის ძე (1814-1841)

რუსი კლასიკოსი.

    
1885    
    
4 აგვისტო    
    
გაზეთ „კავკაზში“ იბეჭდება დასაწყისი ნიკოლოზ გულაკის სტატიისა „ვისრამიანი“ ჭავჭავაძის, სარაჯიშვილისა და უმიკაშვილის რედაქციით“.  წყარო:

გაზ. «Кавказ», 1885, № 206.

პირთა ანოტაციები:

გულაკი ნიკოლოზ ივანეს ძე (1821-1899)

უკრაინელი პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე.

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

    
1888    
    
4 აგვისტო   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 3 აგვისტო“ („მთელი კახეთი მოდებულია თურმე...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ვაზის სენი მილდიუ და მასთან ბრძოლა “.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 3 აგვისტო, № 163, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 292.

    
1890    
    
4 აგვისტო
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 3 აგვისტო“ („ქუთაისის ბანკის წლევანდელ კრების გამო...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმე“. წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 4 აგვისტო, № 167, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბ., 2007, გვ. 582.