რიუკერტი ჩრდილნი მაღალ მთებისა *** პეტერბურღი |
* * * ჩრდილნი მაღალ მთებისა ხელნაწერი: ავტოგრაფი U №108 (B); M №17501 (C). ნაბეჭდი: თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, ტ. I, ქართველთა ამხანაგობის გამოცემა, თბ., 1892, გვ. 48 (A). სათაურის ქვეშ: რუკერტით BC. თარიღი: 1859-სა წელსა, 19-სა იანვარს, ს. პეტერბურღი B, 18 იანვარს, 1859, პეტერბურღი C, 1859 A. რიუკერტი ფრიდრიხ (ნამდვ. გვარი ფრაიმუნდ რაიმარი, 1788-1866) გერმანელი პოეტი, დრამატურგი და მთარგმნელი. ი. ჭავჭავაძემ გადმოაქართულა მისი „მგზავრის მწუხრისეული სიმღერა“ (1833), რომელსაც თარგმანში ეწოდება „ჩრდილნი მაღალ მთებისა“. 24. 3 წყალზე] წყალზედ BC. 5 თეთრად] თეთრათ BC. 6 დაღლილად] დაღლილათ BC, ჰსცემს] სცემს B. 7 მკერდში სუსტად გული] სუსტათ გული მკერდში C, სუსტად] სუსტათ B. რარიგად] რარიგათ BC. 9 მაგრად] მაგრათ BC, მივაპყრობდი მკერდს] მოვხვევდი მე ხელს C. 12 მაგრამ] მარამ B. ________________ * ჰ. ჰაინეს ეს ლექსი 1892 წლის გამოცემაში (ტ. I) მოთავსებულია 1871 წელს დაბეჭდილი ლექსების გვერდით. ხოლო სარჩევში დაწერის თარიღად კვლავ არასწორადაა მითითებული (1863 წ.). დამატებით იხ. ჩვენი გამოცემის გვ. 668. |