კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ავტოგრაფი № 312. წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17226. დათარიღება: დრო მითითებულია 15 აგვისტოს მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა)
ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925) ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. გაზ. „დროება“, 1879, № 168, გვ. 1-2. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 223-358; გაზ. „ივერია“, 1886, 14 აგვისტო, № 176, გვ. 1;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (პ. ინგოროყვასა და ალ. აბაშელის რედ.), ტ. VIII,
1928, გვ 368; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 285. გაზ. „ივერია“, 1887, 14 აგვისტო, № 168, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 530. ნიკოლოზ ნათიძის მოგონება”ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ.
572-573. პირთა ანოტაციები: ნათიძე ნიკოლოზ (1853-1921) დეკანოზი, მწერალი, პუბლიცისტი, წერდა „მელანიას“ ფსევდონიმით. გარიბალდი ჯუზეპე (1807-1882) იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, გენერალი,
პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.
1873
14 აგვისტო
კისლოვოდსკიდან იღებს თავისი დის – ელისაბედის ბარათს, რომლიდანაც იგებს,
რომ უკეთ არის. ადრესანტი საყვედურობს წერილების მიუწერლობისთვის.
წყარო:
1879
14 აგვისტო
გაზეთ „დროებაში“ ბეჭდავს ნაწყვეტს პოემიდან „რამდენიმე სურათი ყაჩაღის
ცხოვრებიდამ“.
წყარო:
1886
14 აგვისტო
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად განაგრძობს ვრცელი ნარკვევის
გამოქვეყნებას თარიღით „ტფილისი, 13 აგვისტო“ („წინა წერილებიდამ სჩანს,
რომ ამგვარი მფლობელობა და ხმარება მიწისა...“). მწერლის თხზულებათა
კრებულებში იბეჭდება სათაურით „ხიზნების საქმე“.
წყარო:
1887
14 აგვისტო
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 13 აგვისტო“ („დღესაც, როგორც წინედაც..“). მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კვლავ ბულგარეთის შესახებ“.
წყარო:
1896
14 აგვისტო
საგურამოში მასპინძლობს ბანკში სახლის დაგირავების პირობების გასარკვევად
მასთან სტუმრად მისულ გორელ დეკანოზ ნიკოლოზ ნათიძეს. ილია ჭავჭავაძე
იგონებს ყმაწყვილობისდროინდელ მისწრაფებებს ბერად შედგომასა და ჯუზეპე
გარიბალდისთან მოხალისედ წასვლაზე. საუბრობენ ქართული მიწების რუსების მიერ
შესყიდვაზე, ზნეობის დაკარგვასა და სხვა საკითხებზე.
წყარო: