1850 მამას – გრიგოლ ჭავჭავაძეს მოჰყავს მეორე ცოლი – ეკატერინე (ქალია) დავითის
ასული. ამ გადაწყვეტილების მიზეზი მისი მატერიალური ხელმოკლეობაა. ილია
განიცდის ამას და ჯვრისწერის ჩაშლას ცდილობს. ქორწილის წინ პატარა ბიჭები
ნაცრიანი კალათებით ხელში შედიან ქაშვეთის ეკლესიის ეზოში, ნაცარს აქეთ-იქით
ყრიან და გაჰყვირიან, სავარაუდოდ, მის მიერ შეთხზულ სიტყვებს: „გოდორი და
კალათაო / ბებერსა ჰრთავენ ქალათაო / საწყალ ჭავჭავაძესაო / ჯვარსა სწერენ
ძალათაო“. წყარო:
ეკატერინე ავთანდილის ასულ კრიჟანოვსკის მოგონება, გაზეთი თემი, 1913 №
122; ვ. კარბელაშვილის ჩანაწერი, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ.
547; იური ჩიქოვანი, ქართული წარჩინებული გვარები, თავადი ჭავჭავაძეები, არტანუჯი,
თბ., 2002, გვ. 65, 66.
პირთა ანოტაციები:
ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852)
ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ
დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა
რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის,
ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა
კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს.
ეკატერინე (ქალია) დავითის ასული გვარი უცნობია.
შიოშ ნიკიტას ძე შიოევის ქვრივი, ილია ჭავჭავაძის მამის, გრიგოლ ჭავჭავაძის
მეორე ცოლი.
მამა –
გრიგოლ ჭავჭავაძე მონაწილეობს ყვარელზე ლეკთა 500-კაციანი რაზმის
თავდასხმის მოგერიებაში და აჯილდოებენ წმინდა ანას ორდენით. წყარო:
„საისტორიო მოამბე“, 3, 1947, გვ. 165-167.
პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე
გრიგოლ პაატას ძე (1811-1852)
ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო
სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა
რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის,
ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა
კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს.
წმინდა ანა – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედა. მისი სახელობის ორდენი
რუსეთის იმპერიაში დაარსდა 1735 წელს.
გატაცებულია ტერ-ასატუროვის ქალიშვილით. თავის მეგობარ კოხტა აფხაზთან
ერთად მიდის ხოლმე მის სახლთან, რომ ფანჯარაში დაინახოს წყარო:
კოხტა აფხაზი, ლიტერატურის მატიანე, 1935, წ. 1, გვ. 565.
პირთა ანოტაციები:
აფხაზი კოხტა (ალექსანდრე) ნიკოლოზის ძე (1838 წ...)
ილია ჭავჭავაძის სიყრმის
მეგობარი და ნათესავი. მასთან ერთად სწავლობდა გიმნაზიასა და
უნივერსიტეტში.
ტერ-ასატუროვა – სახელი უცნობია. ილია ჭავჭავაძის ბავშვობის გატაცება, რომელიც
თბილისში, თამამშევის ქარვასლის მეორე სართულზე ცხოვრობდა.
1850 11 იანვარი
1850 14 ივლისი
1850