1873 | ||
1 ოქტომბერი | ||
სადილს უმართავენ ქართველი კანვოელები. ყურადღებით კმაყოფილია, მაგრამ ზედმეტი ქება აწუხებს. |
წყარო:
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 147-148. დათარიღება: ამის შესახებ ნათქვამია მეუღლისთვის 5 ოქტომბერს გაგზავნილ წერილში. |
|
1881 | ||
1 ოქტომბერი | ||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ბ. მარკოვის საჩივარი“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო:
გაზ. “დროება“, 1881, 1 ოქტომბერი, № 204, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 272. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 272, 681. პირთა იდენტიფიკაცია: საუბარია ლევ ლევის ძე მარკოვზე. პირთა ანოტაციები: მარკოვი ლევ ლევის ძე (1837-1911) სამოქალაქო მრჩეველი, მწერალი, თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი 1874-1902 წლებში. |
|
1884 | ||
1 ოქტომბერი | ||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ სოფელ წინამძღვრიანთკარში სხვა ადგილებიდან ჩამოსული მოსწავლეების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს და იღებენ დადგენილებას, რომ ილია წინამძღვრიშვილს გამოუყონ შესაბამისი თანხა. |
წყარო:
ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 № 67, გვ. 23. პირთა ანოტაციები: წინამძღვრიშვილი ილია ივანეს ძე (1834-1920) აგრონომი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი. 1883 წელს სოფელ წინამძღვრიანთკარში გახსნა სასოფლო-სამეურნეო სკოლა. |
|
1886 | ||
1 ოქტომბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე სტატიისა თარიღით „ტფილისი, 30 სექტემბერი“ („ჩვენ გუშინდელს წერილში მოვიყვანეთ სიტყვა-სიტყვით...“). მწერლის თხზულებათა ათტომეულში სათაურად აქვს „სოფლის მმართველობის რეფორმის საკითხები“, ხოლო ოცტომეულში - „საგლეხო მმართველობის ზედამხედველობის ახალი წესი“. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 461; გაზ. „ივერია“, 1886, 1 ოქტომბერი, № 211, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. VIII, 1957, გვ. 223; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 406. |
|
1887 | ||
1 ოქტომბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 30 სექტემბერი“ („არ ვიცით, შეხვედრია თუ არა ოდესმე...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამრეწველო და სამეურნეო ნაწარმთა გამოფენის მოწყობის შესახებ“. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1887, 1 ოქტომბერი, № 203, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 565.
|
|
1 ოქტომბერი | ||
მეგრული ენის სწავლებასთან დაკავშირებით წერილს უგზავნის სენაკის სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანს. |
წყარო:
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფ. 481, № 117, გვ. 1. პირთა ანოტაციები: ყიფიანი სამსონ გიორგის ძე (1855-1937) პედაგოგი, მსახიობი, პუბლიცისტი, სენაკის სააზნაურო სკოლის ინსპექტორი. |
|
1890 | ||
1 ოქტომბერი | ||
ვალერიან გუნია წარწერით უძღვნის „საქართველოს კალენდარს“. |
წყარო:
საქართველოს კალენდარი, 1890, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ილია ჭავჭავაძის პირადი კოლექცია. პირთა ანოტაციები: გუნია ვალერიან ლევანის ძე (1862-1938) მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრალური მოღვაწე. |
|
1895 | ||
1 ოქტომბერი | ||
რუსი პოეტი ვასილი ველიჩკო წარწერით უძღვნის საკუთარ წიგნს. |
წყარო:
Записки духа. Нехданчик. Первая муха. СПб., 1895. პირთა ანოტაციები: ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903) პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან). |
|
1904 | ||
1 ოქტომბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ საპასუხოდ დაწერილი ქრისტეფორ ვერმიშევის წიგნის შესახებ „ირტიმიდის“ ხელმოწერით იბეჭდება დიმიტრი ჯაშის წერილი „გაკვრით. ნარევნაკვეს გასართობი“. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1904, № 226. პირთა ანოტაციები: ვერმიშევი ქრისტეფორე ავაკუმის ძე (1863-1933) ეკონომისტი, სტატისტიკოსი. 1891 წლიდან მართავდა თბილისის სავაჭრო ბანკის ბათუმის ფილიალს. 1904 წელს აირჩიეს მერად. ჯაში დიმიტრი სოფრონის ძე სტამბის მუშა და პუბლიცისტი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ოხრანკის აგენტი. ილია ჭავჭავაძის უკანასკნელი მოურავი და, არაერთი მტკიცებულებით, მისი მკვლელობის ორგანიზატორი. ამ ბრალდებით იყო დაპატიმრებული, მაგრამ გაათავისუფლეს. |
|
1905 | ||
1 ოქტომბერი | ||
ნიკო ცხვედაძეს სთხოვს მიაწოდოს ინფორმაცია იმ დეპუტაციის შემადგენლობის შესახებ, რომელიც გზათა მინისტრს უნდა შეხვდეს და დაუკონკრეტოს შეხვედრის დრო. |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 586; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 102; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 245, 493-494. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 199-200. პირთა ანოტაციები: ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. |