1848 | ||
4 მაისი | ||
ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 30 წლის ასაკში სახადით ეღუპება დედა – მარიამ ბებურიშვილი-ჭავჭავაძისა. |
წყარო:
ელისაბედ საგინაშვილის მოგონება, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1. 1935, გვ. 553-556; იაკობ ბალახაშვილი, ილია ჭავჭავაძის მოწაფეობა და სტუდენტობა, 1937, გვ. 20. პირთა ანოტაციები: ბებურიშვილი მარიამ (მაგდანა) ქრისტეფორეს (ხაჩატურის) ასული (1818-1848) ილია ჭავჭავაძის დედა. 1832 წელს დაქორწინდა თავად გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძეზე. ზოგიერთი გადმოცემით, სახადით გარდაიცვალა, სხვა ვერსიით, მშობიარობას გადაჰყვა. |
|
1873 | ||
4 მაისი | ||
ერთდროულად იღებს მეუღლის მიერ ბაქოდან გამოგზავნილ სამ წერილს და უგზავნის პასუხს. სწერს ქალაქში მისი ყოფნის ამბებს. უყვება, რომ რამდენიმე დღეა გამოსათხოვარ სადილებს უმართავენ, მაგრამ უმისოდ მოწყენილია. |
წყარო:
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 116-118. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. |
|
1878 | ||
4 მაისი | ||
გაზეთ „ივერიის”რუბრიკაში „საპოლიტიკო მიმოხილვა“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს („ახალს რასმე აღმოსავლეთის საქმის შესახებ...“). |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 544-545 გაზ. „ივერია“, 1878, № 17, გვ. 4-6; წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 213. |
|
1882 | ||
4 მაისი | ||
რუსულ გაზეთებში იბეჭდება ინფორმაცია თსს ბანკის საერთო კრების შესახებ. |
წყარო:
გაზ. «Кавказ», 1881, № 116, გვ. 2; გაზ. «Гусли», 1882, № 19. |
|
1886 | ||
4 მაისი | ||
გრიგოლ არწრუნისეულ ქარვასლაში (დღევანდელი თბილისის ისტორიის მუზეუმის შენობა) თავმჯდომარეობს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებას. |
წყარო:
გაზ. «Кавказ», № 125. გაზ. „ივერია“, 1886, № 85, გვ. 1, № 101, გვ. 1-2, № 102, გვ. 1, № 103, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892) სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი. |
|
4 მაისი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 2 მაისს“ („უმეცრება – აი უმთავრესი სენი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ჩვენი ხალხი და განათლება“. აქვე „ლარიძის“ ფსევდონიმით აქვეყნებს საკუთარ სენტენციას „კეთილშობილთ მტერთა შორის მოციქული ნამუსია“. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 305; გაზ. „ივერია“, 1886, 4 მაისი, № 97, გვ. 1, 2. ი. ჭავჭავაძე, ნაწერების სრული კრებული (შემდგ. პ. ინგოროყვა, ალ. აბაშელი), ტ.VII, 1928; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, თბილისი, 2007, გვ. 7. |
|
1888 | ||
4 მაისი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 3 მაისი“ („გაზეთებმა მოგვიტანეს ამას წინათ ამბავი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პედაგოგიის საფუძვლები“. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 811-832; გაზ. „ივერია“, 1888, 4 მაისი, № 92, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა ცხრატომეული (შემდგ.: ალ. აბაშელი, პ. ინგოროყვა), ტ. 8, 1928, გვ. 145-170; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, თბ., 2007, გვ. 194. |
|
1891 | ||
4 მაისი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 3 მაისი“ („ყოველს წელიწადს რუსეთში და ჩვენს ქვეყანაშიაც...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „რამდენი უნდა მიეცეს მუშაკაცს ცეცხლის გასაქრობად“. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1891, 4 მაისი, № 94, გვ. 1. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 27. |
|
1896 | ||
4 მაისი | ||
კავკასიის საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ჰაკელი საიდუმლო მოხსენებას გზავნის პეტერბურგში ილია ჭავჭავაძის არასაიმედოობის შესახებ. |
წყარო:
ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კრებული, 1939, გვ. 422-423. პირთა ანოტაციები: ჰაკელი მიხეილ პავლეს ძე (1843-1914) რუსი სახელმწიფო მოღვაწე, საიდუმლო მრჩეველი, კავკასიის საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარე 1891-1906 წლებში. |
|
1897 | ||
4 მაისი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 3 მაისი“ („ჩვენ წინა წერილში („ივერია“ № 85) ვაჩვენეთ რამოდენად ჰბარტყობდა...“). ეს არის გაგრძელება წერილისა „ბ-ნ შაუმოვის „სელდების“ და ბ-ნ არუთინოვის „ტრიხინიან“ ღორების და ლორების საქმე“. მწერლის თხზულებათა ოცტომეულში შეცდომით დაიბეჭდა სათაურით „პატარა საუბარი“. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1897, 4 მაისი, № 86, გვ. 1-3 ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 373. პირთა ანოტაციები: შაუმოვი არტემ ლაზარეს ძე თბილისელი ვაჭარი, მაღაზიის მეპატრონე. არუთინოვი (არუთინიანცი) გეურქა (გევორქ) თბილისელი ყასაბი (1890-იანი წწ.). მოხსენებულია სტატიაში ტრიხინიანი ღორების შესახებ. |
|
4 მაისი | ||
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ „ქართველი დედის“ ხელმოწერით იბეჭდება წერილი ილია ჭავჭავაძის მომავალი იუბილეს შესახებ. |
წყარო:
გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 187. |
|
1903 | ||
4 მაისი | ||
გაზეთ „ცნობის ფურცლის“ სურათებიან დამატებაში იბეჭდება ოტო შმერლინგის კარიკატურები სათავადაზნაურო ბანკის შესახებ. ილია ჭავჭავაძის გამოსახულებასთან ერთგან მიწერილია სიტყვები: „რა ვუყო ღმერთმანი, ამ ხალხს, გული მემდუღრება, გული...“, მეორეგან კი: „მამონას და პოეზიას – ორივეს ვუკმევ გუნდრუკსა!..“. |
წყარო:
გაზ. „ცნობის ფურცლის“ სურათებიანი დამატება, 1903, № 115. პირთა ანოტაციები: შმერლინგი ოსკარ ივანეს ძე (1863-1938) გერმანული წარმოშობის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი და კარიკატურისტი, ჟურნალ „კოღოს“ დამაარსებელი. თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებთან: „ფალანგა“ და „ეშმაკის მათრახი“. |