გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის მუზეუმი № 17501 გვ. 13-15; კ. კეკელიძის
სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი
№ 108, ფ. 18, 19. გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17501 გვ. 35; კ.
კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი,
ავტოგრაფი № 108, გვ. 33. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 133, № 37, გვ. 2. პირთა ანოტაციები: თოღუზაშვილი თეკლე მჭადიჯვრის თემის სოფელ ძალისის მცხოვრები. ვალიშვილი ალექსი მჭადიჯვრის თემის სოფელ ძალისის მცხოვრები. გაზ. „დროება“, 1876, 4 ივნისი, № 55, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ)
იაკობის ძე (1843- 1928) – ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 81.
პირთა ანოტაციები: ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869
წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა
ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი
ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. ნაკაშიძე მელქისედეკ გიორგის ძე (1858-1934) მგალობელი, ლოტბარი, მედავითნე. მოღვაწეობდა ათონის მთაზე, სიონის, ანჩისხატისა
და ქაშვეთის ტაძრებში, ასწავლიდა სასულიერო სემინარიაში, მონაწილეობდა ქართული
გალობის ნოტებზე გადატანაში. გაზ. „ივერია“, 1886, 4 ივნისი, № 117, გვ. 1, 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 8, 2007, გვ. 75. გაზ. „ივერია“, 1887, 4 ივნისი, № 110, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
9, თბ., 2006, გვ. 377. „Кн. Илья Гр. Чавчавадзе как поэт (Сочинения Ильи Чавчавадзе. Т. Ι.
Поэтические произведения...)“, გაზ. «Новое обозрение», 1892, № 2896, 2897, 2902.
პირთა ანოტაციები: ზდანევიჩი გიორგი ფელიქსის ძე (1854-1917) პუბლიცისტი, ეკონომისტი, რევოლუციონერხალხოსანი, წერდა ფსევდონიმით „მაიაშვილი“.
ციმბირში გადასახლებიდან დაბრუნდა 1889 წელს და თანამშრომლობდა ქართულ პრესაში. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია
ჭავჭავაძის არქივი № 9 (ქვითარი № 38). გაზ. „ივერია“, 1892, 7 ივნისი, № 117, გვ. 2. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი. გაზ. „ივერია“, 1893, 10 ივნისი, № 120, გვ. 2. პირთა ანოტაციები: მ იქელაძე დავით (1843-1918) მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. განათლება მიიღო პეტერბურგსა და
პარიზში, თანამშრომლობდა „დროებასა“ და „ივერიაში“. ლაისტი არტურ (1852-1927) გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და
აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული
გაზეთი “Kaukazishe post”. გაზ. „ივერია“, 1900, 4 ივნისი, № 118, გვ. 2. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 5 ივნ., № 2515, გვ. 2. Неужели? (Ответ кн. Ильи Чавчавадзе на корреспонденцию „Могзаури“. Перев.
Статьи из „Приложения к газ. „Иверия“ № 68, „Кавказский край“, 1905, № 10, 11.
1858
4 ივნისი
პეტერბურგში მუშაობას იწყებს ლექსებზე „სიმღერა“ და „გუთნისდედა“.
წყარო:
1859
4 ივნისი
პეტერბურგში წერს ლექსს „ელეგია“.
წყარო:
1868
4 ივნისი
დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში ისმენს სოფელ ძალიკის მცხოვრებ თეკლე
თოღუზაშვილის საჩივარს ალექსი ვალიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალი ედება
მომჩივანის ფიზიკურ შეურაცხყოფაში. იბარებენ ბრალდებულსა და მოწმეებს.
წყარო:
1876
4 ივნისი
აკაკი წერეთელი გაზეთ „დროებაში“ ბეჭდავს კრიტიკულ წერილს ილია ჭავჭავაძისა
და ნიკო ნიკოლაძის კამათის შესახებ ქუთაისის ბანკის საკითხებთან
დაკავშირებით, სათაურით „უდროვო ბრძოლა“
წყარო:
1880
4 ივნისი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც მსჯელობენ პირველი
სექტემბრისთვის თბილისისა და ბათუმის სკოლების გახსნის აუცილებლობაზე,
იღებენ დადგენილებას შესასწავლი საგნების, მასწავლებლების მიზიდვის,
ინფორმაციის გავრცელების, ხელფასებისა და სხვა ხარჯების შესახებ. ნიკო
ცხვედაძეს ავალებენ იმ ნივთების სიის შედგენას, რომელთა საცავი და მარაგიც
სჭირდება საზოგადოებას. საეკლესიო გალობის აღმდგენი კომიტეტის თხოვნის
საფუძველზე, ყოველთვიური დახმარება ეძლევა მელქისედეკ ნაკაშიძეს, რომელიც
მსურველებს უფასოდ ასწავლის ქართულ გალობას.
წყარო:
1886
4 ივნისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
3 ივნისს“ („ეს ერთი თვე, თუ მეტ-ნაკლები, იქნება, რაც გაზეთები
ლაპარაკობენ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „დავა
საზღვრის გამო რუსეთსა და ჩინეთს შორის“. გაზეთის იმავე ნომრის „დამაკვირდის“
რუბრიკაში „ლარიძის“ ფსევდონიმით ბეჭდავს ლექსს „სიკეთით სძლიე შენს მტერსა...“
წყარო:
1887
4 ივნისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
3 ივნისი“ („მას აქედ, რაც იტალია გაერთდა...“). მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „რომის პაპების ბრძოლა ძველი დიდების
აღსადგენად“.
წყარო:
1892
29 მაისი – 4 ივნისი
გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ „გ. მაიაშვილის“ ფსევდონიმით იბეჭდება გიორგი
ზდანევიჩის ვრცელი რეცენზია ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ოთხტომეულის პირველ
ტომზე
წყარო:
4 ივნისი
ქართულ დრამატულ საზოგადოებში შეაქვს საწევრო გადასახადი.
წყარო:
4 ივნისი
ესწრება დრამატული საზოგადოების საგანგებო კრებას. ასაბუთებს ივანე
მაჩაბლის მიერ 12 აპრილს საზოგადოების რიგით სხდომაზე ჩატარებული კომიტეტის
არჩევნების უკანონობას და ინიშნება ახალი არჩევნები.
წყარო:
1893
4 ივნისი
დავით მიქელაძესა და არტურ ლაისტთან ერთად ჩადის თელავში.
წყარო:
1900
4 ივნისი
ავადმყოფობის გამო ვერ ესწრება ქშწ-კგ საზოგადოების წევრთა წლიურ კრებას.
წყარო:
1904
4 ივნისი
სოფელ წინარეხის საზოგადოება მას და გამგეობის სხვა წევრებს ულოცავს ქშწკგ
საზოგადოების 25 წლისთავს.
წყარო:
1905
28 მაისი - 4 ივნისი
ქვეყნდება ილია ჭავჭავაძის წერილის „ნუთუ?“ რუსული თარგმანი.
წყარო: