გაზ. “დროება“, 1881, 4 იანვარი, № 2, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 200. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 665. გაზ. „დროება, 1885, 19 იანვარი, №14, გვ. 2 გაზ. „ივერია“, 1886, № 2, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი,
2005, გვ. 247. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფ. 481, № 119, გვ. 21. გაზ. „ივერია“, 1887, 2 იანვარი, № 2, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9,
თბილისი, 2006, გვ. 9. პირთა ანოტაციები: ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო
ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გაზ. „ივერია“, 1895, № 2, გვ. 1. საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 441, გვ. 42. პირთა ანოტაციები: გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869
წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან - თბილისის ქალთა
ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი
ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953) მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921-1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა
საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და
ლიტერატურის შესწავლაგანვითარების საქმეს. გაზ. „ივერია“, 1896, 4 იანვარი, № 2, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 160. გაზ. „ივერია“, 1898, 4 იანვარი, № 2, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
14, 2007, გვ. 9. პირთა ანოტაციები: ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898) საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების
სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1906, 6 იანვ., № 2974, გვ. 3. პირთა ანოტაციები: ჟურული გიორგი დურმიშხანის ძე (1865-1951) პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი. ავტორი
მოგონებებისა ილია ჭავჭავაძეზე. გარდაიცვალა ემიგრაციაში.
1881
1881 4 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ორიოდე
სიტყვა „კავკაზს“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში
წყარო:
1885
4 იანვარი
სოფელ ქვემოჭალის სკოლაში იმართება საქველმოქმედო კონცერტი სკოლის
დასახმარებლად, რომელზეც მასწავლებელი კითხულობს ილია ჭავჭავაძის პოემას „დედა
და შვილი“.
წყარო:
1886
.
4 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
3 იანვარი“ („აზიაში რუსეთი და ინგლისი...“). თხზულებათა კრებულებში იბეჭდება
სათაურით „ავღანისტანის საქმე“
წყარო:
4 იანვარი
როგორც „ივერიის“ რედაქტორი ქშწკ-გ საზოგადოებისგან იღებს ოფიციალურ თხოვნას,
რომ რედაქციამ უსასყიდლოდ უგზავნოს საზოგადოებას გაზეთის ყველა ნომერი.
წყარო:
1887
4 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით 3
იანვარი“ („ამ შვიდის წლის წინათ „ივერიამ“, როცა ჯერ ჟურნალი იყო...“).
მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პოლემიკური წერილები „ცხოვრება
და კანონის“ გამო (წერილი პირველი)“. გაზეთის იმავე ნომერში იბეჭდება რაფიელ
ერისთავის საახალწლო პოეტური მილოცვები ილია ჭავჭავაძისადმი „გლეხისაგან“ და „ვაჭრისაგან“.
წყარო:
1895
4 იანვარი
„ფირუზას“ ფსევდონიმით „ივერიაში“ განაგრძობს „ორხმიანი საახალწლო ოპერეტის“
ბეჭდვას.
წყარო:
4 იანვარი
იაკობ გოგებაშვილთან, ნიკო ცხვედაძესთან და ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად წერილს
უგზავნის საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მეცენატ ალექსანდრე ზუბალაშვილს და
ქშწ-კგ საზოგადოების სახელით სთხოვს, შემოსწიროს სასტუმრო „ლონდონის“ მიმდებარე
ტერიტორია წიგნსაცავის ასაშენებლად.
წყარო:
1896
4 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
4 იანვარი“ („ცხოვრება ცალკე ადამიანისა თუ მთელის ერისა უფრო წეწვა-გლეჯის
ბაზარია...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „შინაური
მიმოხილვა 1895 წლისა“.
წყარო:
1898
4 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს ნეკროლოგს „ილია ოქრომჭდლიშვილი“.
ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში.
წყარო:
1906
4 იანვარი
გიორგი ჟურულთან ერთად პეტერბურგიდან მიემგზავრება თბილისისკენ
წყარო: