პეტერბურგის უნივერსიტეტის მმართველობა მისი მოთხოვნის საფუძველზე უგზავნის მოწმობას პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ მეცნიერებათა კურსის მოსმენის შესახებ, მაგრამ, რამდენადაც გამოვიდა მე-4 კურსიდან, მოწმობის მიხედვით, სამოქალაქო სამსახურში შესვლის შემთხვევაში უფლება აქვს, ჩაითვალოს მხოლოდ მეორე თანრიგის მოხელედ.
მოწმობა უნივერსიტეტის რექტორ ე. ლენცის ხელმოწერით 1863
წ. 4 ნოემბერს „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 562. 4 ნოემბერი
ალექსანდრე ჩრდილელის წინააღმდეგ მომრიგებელი სასამართლოს დუშეთის განყოფილებაში გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოსაყვანად ბოქაულის სახელზე წერს სააღსრულებო ფურცელს.
სასამართლო სხდომის ოქმი (№ 11), ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით, ავტოგრაფი,
ცსა, ფონ. 133, საქ. 120, ფურ. 7–8; „საისტორიო მოამბე“, გვ. 404. პირთა ანოტაციები:
ჩრდილელი ალექსანდრე
დუშეთის მაზრის მკვიდრი, მემამულე. 1880 წყარო: პირთა ანოტაციები: ნანეიშვილი
ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904)
ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ
„იმედის“ თანამშრომელი. წერდა ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“.
ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი,
ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი
ფუძემდებელი. წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)
მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო
მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე
დასის ერთ-ერთი ლიდერი. უთურგაული გიორგი გრიგოლის ძე (1851-1897) პედაგოგი და პუბლიცისტი. მუშაობდა
პედაგოგად მოზდოკში, ნახიჭევანის სამოქალაქო სასწავლებელში. თანამშრომლობდა
„ობზორსა“ და „დროებაში“. ჟორდანია თევდორე (თედო) დავითის ძე (1853/4-1916) ისტორიკოსი, არქეოლოგი,
ლიტერატორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. 1888 წელს დაინიშნა საეკლესიო მუზეუმის
გამგედ. ავტორია 60-დე ისტორიული ნაშრომისა. უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)
საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო
მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში
ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის
მდიდარი კოლექცია. ვუჩეტიჩი ნიკოლოზ გაბრიელის ძე – (1845-1912)
სერბ მეფეთა შორეული
შთამომავალი, ცნობილი საბავშვო მწერალი და პუბლიცისტი. დაამთავრა თბილისის გიმნაზია
და პეტერბურგის უნივერსიტეტი 1885
წყარო:
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 93.
პირთა ანოტაციები:
ღულაძე ანდრია სოლომონის ძე (1857-1920)
პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო
მოღვაწე, საბავშვო ჟურნალ “ნობათისა” და გაზეთ „დილას“ რედაქტორი./td>
1886 პირთა
იდენტიფიკაცია:
საუბარია ნინო ლევანის ასულ დადიან-ბაგრატიონისაზე.
პირთა
ანოტაციები:
გაბრიელ ეპისკოპოსი,
ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე
(1825-1896) იმერეთის ეპისკოპოსი 1860-96 წლებში, თეოლოგი, პედაგოგი,
ფსიქოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის
აქტიური მონაწილე.
დადიანი-ბაგრატიონისა ნინო ლევანის ასული (1816-1886)
სამეგრელოს მთავრის ქალიშვილი, ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელის
მეუღლე. მუხრანში ააშენეს ღვინის ქარხანა და ჰქონდათ წარმატებული მეურნეობა. 1886
იონა მეუნარგია, ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდამ, 1937.
პირთა ანოტაციები:
დადიანი-ბაგრატიონისა ნინო ლევანის ასული (1816-1886)
სამეგრელოს მთავრის
ქალიშვილი, ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელის მეუღლე.
მუხრანში ააშენეს ღვინის ქარხანა და ჰქონდათ წარმატებული მეურნეობა.
მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919)
მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო
მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ
სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა
ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი
ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი.
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 755-759; გაზ. „ივერია“, 1887, 4 ნოემბერი, № 230, გვ.
1 (ცენზურის ნებართვა 1887, 3/XI); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ.,
1991, გვ. 395. პირთა ანოტაციები:
ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი,
საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის
გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში
მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. გაზ. „ივერია“, 1888, 4 ნოემბერი, № 232, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 374. გაზ. „ივერია“, 1893, 4 ნოემბერი, № 237, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 240. წყარო: გაზ. „ივერია“, 1899, 4 ნოემბერი, №
236, გვ. 1; თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 295. პირთა ანოტაციები:
თუმანოვი
დუშეთის მაზრის მკვიდრი. გაზ. „ივერია“, 1901, № 242;
გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, № 1633.
1863
4 ნოემბერი
წყარო:
1868
წყარო:
4 ნოემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას,
რომელზეც ბათუმის სკოლის მასწავლებლად ირჩევენ ალექსანდრე ნანეიშვილს.
რაფიელ ერისთავის მიერ დასაბეჭდად წარდგენილ ქრესტომათიას „სკა“
შესაფასებლად გადასცემენ გიორგი წერეთელს, გიორგი უთურგაულს, თედო
ჟორდანიასა და პეტრე უმიკაშვილს. იღებენ დადგენილებას, რომ საზოგადოების
მიერ ნაყიდი წიგნებიდან ორ-ორი ეგზემპლარი დაეგზავნოს ყველა სასოფლო
ბიბლიოთეკას და 500 მანეთის ღირებულების წიგნები დაურიგდეს ღარიბ
მასწავლებლებს. დადებითად წყდება თბილისის სკოლაში ათზე მეტი მოსწავლის
უფასოდ სწავლებისა და ნიკოლოზ ვუჩეტიჩის საბავშვო წიგნის „წითელი ფარანი“
ქართული თარგმანის დაბეჭდვის საკითხები.
4 ნოემბერი
ანდრია ღულაძე წერილობითი თხოვნით მიმართავს
ქშწ-კგ საზოგადოების თავმჯდომარეს – ილია ჭავჭავაძეს, რომ საზოგადოებამ
თავის დაქვემდებარებაში მიიღოს და მფარველობა გაუწიოს პედაგოგიურ ჟურნალ
„ნობათს“.
4 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად
აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 3 ნოემბერი“ („ჩვენმა სასიქადულო
გაბრიელ ეპისკოპოსმა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება
სათაურით „ნინო ბაგრატიონი. ნეკროლოგი“.
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1886, 4 ნოემბერი, № 238, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ცხრა ტომად (პ. ინგოროყვასა და ალ. აბაშელის რედ.), ტ. VII, 1928, გვ
149; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 499.
4 ნოემბერი
ნინო დადიანი-ბაგრატიონის შესახებ ამ დღეს
დაბეჭდილ სტატიასთან დაკავშირებით იონა მეუნარგია ეუბნება, რომ ტექსტი
სტამბაში წაიკითხა, ძალიან მოსწონს, მაგრამ კარგი იქნებოდა, სახარების
სიტყვებიც რომ ჩაერთო: „ოფლითა შენითა სჭამდე პურსა შენსაო“. ილია
ჭავჭავაძე ეთანხმება, მაგრამ სტატია უკვე დაბეჭდილია და სწორების შეტანა -
დაგვიანებული.
წყარო:
1887
4 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას
მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 3 ნოემბერი“ („კაცი მოკვდა ან
მოჰკლეს...“) მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „დიმიტრი
ყიფიანი“
წყარო:
1888
4 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს
თარიღით „ტფილისი, 3 ნოემბერი“ („ქალაქში ეხლა ზოგიერთ შორის...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „თეატრის
მშენებლობის შეჩერება“.
წყარო:
1893
4 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით
„ტფილისი, 4 ნოემბერი“ („ჩვენს მკითხველებს უკვე მოეხსენებათ...“). მწერლის
თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ტფილისის საურთიერთო სამეურნეო
კრედიტის საზოგადოება“ .
წყარო:
1899
4 ნოემბერი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს
თარიღით „ტფილისი, 3 ნოემბერი“(„ჩვენს მკითხველებს მოეხსენებათ...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პასუხი თ. გ.
თუმანოვს“.
1901
4 ნოემბერი
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების წლიურ კრებას. აქტიურ მონაწილეობას
იღებს საზოგადოების ხარჯთაღრიცხვისა და ბათუმის სკოლის საკითხების
განხილვაში
წყარო: