1873 |
||
12 ნოემბერი |
||
საპასუხო წერილს უგზავნის მეუღლეს. ატყობინებს, რომ ხელმწიფემ ფინანსთა მინისტრს მათი საქმის სახელმწიფო საბჭოში გადაგზავნის ნება მისცა და წარდგინება მზადდება. სწერს, რომ ფული უთავდება და ელის ალექსანდრე ერისთავის დანაპირებ 300 მანეთს, რომელიც თბილისში ჩასვლისთანავე უნდა გაეგზავნა. საყვედურს გამოთქვამს დების მისამართით, რომლებიც თავიანთ ამბავს არ ატყობინებენ |
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 323; ი.ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 321-323; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 155-157, 359. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927) საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი. ერისთავი (ქსნისა) ალექსანდრე (სანდრო) ესტატეს ძე (1839-1899) თსს ბანკის ერთერთი დირექტორი, უწოდებდნენ „ამერიკანელს“. |
|
1880 |
||
12 ნოემბერი | ||
სერგეი მესხთან ერთად განცხადებით მიმართავს საცენზურო კომიტეტს 1881 წლიდან ჟურნალ „ივერიის“ ყოველთვიურად გადაკეთების ნებართვის მისაღებად. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 5, საქ. 5755, ფ. 6; ა. იოვიძე, ილია ჭავჭავაძე – დოკუმენტალური მასალები, „საისტორიო მოამბე“, 1947, № 3, გვ. 197; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 90-91, 404. პირთა ანოტაციები: მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883) მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში |
|
1886 | ||
|
||
12 ნოემბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 11 ნოემბერი“ („ბოლგარიის ეხლანდელთა ბედის გამგებელთა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „რუსეთ-ბულგარეთის ურთიერთობის გამწვავება“. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1886, 12 ნოემბერი, № 245, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 516. |
|
1887 | ||
12 ნოემბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 11 ნოემბერი“ („ჯერ, როცა ჩვენს ქალაქში დეპეშით ამბავი მოვიდა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „რუვიეს სამინისტროს გადადგომა“. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1887, 12 ნოემბერი, № 237, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 608. პირთა ანოტაციები: რუვიე მორის (1842-1911) – ფრანგი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. 1887 წელს გახდა ფინანსთა მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე. |
|
1888 | ||
12 ნოემბერი | ||
სტატიასთან ერთად იღებს დავით კლდიაშვილის წერილს, რომელშიც სთხოვს, რომ მიწოდებული მასალა დაბეჭდოს „ივერიაში“. ტექსტი ფსევდონიმით „დროებით ჩამოსული ბათუმში“ „ივერიაში“ ქვეყნდება 1888 წლის 16 ნოემბერს. მასში საუბარია ბათუმის თვითმმართველობის, ინტელიგენციისა და სკოლის პრობლემებზე |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 525. პირთა ანოტაციები: კლდიაშვილი დავით სამსონის ძე (1862-1931) - ცნობილი მწერალი და მთარგმნელი, რუსეთის არმიის ოფიცერი, 1907 წელს არაკეთილსაიმედოობის გამო გადააყენეს სამხედრო სამსახურიდან, მაგრამ 1915 წელს კვლავ გაიწვიეს ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. |
|
1889 | ||
12 ნოემბერი | ||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების წლიურ კრებას, რომელიც განიხილავს საზოგადოების მოქმედების ანგარიშსა და მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვას, წიგნების ბეჭდვის საკითხს და სხვ. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1889, 14 ნოემბერი, № 243, გვ. 2. |
|
1892 | ||
12 ნოემბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 12 ნოემბერი“ („ჩვენში მეტად გაძლიერდა ის ზრი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ჩვენი ღვინოების საბაზროდ ქცევის საკითხი“. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1892, 12 ნოემბერი, № 240, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა კრებული ხუთ ტომად, (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. 4, 1955, გვ. 133-135; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, თბ., 2007, გვ. 111. |
|
1893 | ||
12 ნოემბერი | ||
გაზეთი „კავკაზში“ იბეჭდება მოთხრობის „სარჩობელაზედ“ არტემ ახნაზაროვისეული თარგმანის დასასრული. |
წყარო:
გაზ. «Кавказ», 1893, 12 ნოემბერი. პირთა ანოტაციები: ახნაზაროვი არტემ მიხეილის ძე (1866-1942) მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრომლობდა „ივერიაში”. იბეჭდებოდა “ორანის”, “ჩიორას”, ”მანოელიძის”, “ალფას”, “დუშიკოს” ფსევდონიმებით. |
|
1894 | ||
12 ნოემბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილის“ ინგლისურად მთარგმნელი ქალი - მარჯორი უორდროპი უკვე გამოემგზავრა საქართველოში და იმჟამად თბილისში მყოფი მისი ძმა - ოლივერ უორდროპი სტამბულში დახვდება. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1894, 12 ნოემბერი, № 241, გვ. 2. პირთა ანოტაციები:უორდროპი მარჯორი სკოტ (1869-1909) ინგლისელი მთარგმნელი, ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზატორი, ფლობდა 7 ენას. უორდროპი ჯონ ოლივერ (1864-1848) ინგლისელი დიპლომატი, მთარგმნელი, ქართული კულტურის მოამაგე. თარგმნა სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“, გამოსცა „საქართველოს სამეფო“, „ინგლისურ-სვანური ლექსიკონი“. კომენტარები დაურთო მისი დის, მარჯორის მიერ თარგმნილ „ვეფხისტყაოსანს“. |
|
1897 | ||
12 ნოემბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ „გ-რი, ი“-ს ფსევდონიმით იბეჭდება ივანე გომელაურის წერილი „ილია ჭავჭავაძის იუბილეის გამო“. იგი გამოდის ინიციატივით, რომ ილია ჭავჭავაძის საიუბილეოდ დაიბეჭდოს მწერლის თხზულებათა ყველასათვის ხელმისაწვდომი იაფი გამოცემები. |
წყარო: გაზ. „ივერია“, 1897, № 235, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: გომელაური ივანე მიხეილის ძე (1867-1951) მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.font> |
|
1899 | ||
12 ნოემბერი | ||
ბარონი დე ბაი წარწერით უძღვნის საკუთარ წიგნს „კავკასიის ქედის ჩრდილოეთით“. |
წყარო: Au nord de la chaîne du Caucase: souvenirs d’une mission. by Joseph de Baye. Paris, 1899. პირთა ანოტაციები: ბარონ დე ბაი ამურ ოგიუსტ ლუი ჟოზეფ ბერტელო (1853-1931) ცნობილი ფრანგი არქეოლოგი, ავტორი წიგნისა „პრეისტორიული არქეოლოგია“. 1897 წელს დაინტერესდა საქართველოთი და არაერთი ნაშრომი გამოაქვეყნა ჩვენი ქვეყნის შესაახებ. |
|
1900 | ||
12 ნოემბერი | ||
საზღვარგარეთ მკურნალობის გამო აღებული ოთხთვიანი შვებულების შემდეგ უბრუნდება გაზეთ „ივერიის“ რედაქტორობას. |
წყარო:
„საისტორიო მოამბე“, 1947, გვ. 256. |