1846 | ||
1846 15 იანვარი მამა – გრიგოლ ჭავჭავაძე თხოვნით მიმართავს საქართველო-იმერეთის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლს, მისცენ მოწმობა, რომ საკუთარი სახსრებით არ შეუძლია შვილების: კონსტანტინეს, ილიასა და ელისაბედის შესაფერისი აღზრდაგანათლებით უზრუნველყოფა. |
წყარო:
„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 162. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852) ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს. ჭავჭავაძე კონსტანტინე გრიგოლის ძე (1833-1854) ილია ჭავჭავაძის უფროსი ძმა. სწავლობდა რუსეთში და ცოლად მოიყვანა წარმოშობით ვორონეჟელი ბარბარე კუკოლევსკაია. მოკლეს ლეკებმა წინანდალზე თავდასხმისას. ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925) ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. |
|
1846 16 იანვარი |
წყარო:
„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 163. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852) ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს. |