კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 471. პირთა ანოტაციები: ბერიძე ალექსანდრე ლონგინოზის ძე (1858-1917) ფერმწერი და გრაფიკოსი, ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ფუძემდებელი
საქართველოში.
საქართველოს ეროვნული არქივი, 0-31916. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ფერწერული ტილო, რომელზეც ასახულია
„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობის პირველი
სხდომა. ცენტრში დგას ილია ჭავჭავაძე. მის ირგვლივ სხედან: გრიგოლ ორბელიანი,
რაფიელ ერისთავი, ნიკოლოზ ცხვედაძე, დიმიტრი ყიფიანი, ივანე მაჩაბელი და სხვები.
პირთა ანოტაციები:
ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883)
რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.
ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)
პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო
ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)
საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან
ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა
ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი
ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.
ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)
მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის,
თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების
ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)
პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი. გაზ. “დროება“, 1882, 10 იანვარი, № 6, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
15, 2007, გვ. 298. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება
მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 685. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 5. პირთა იდენტიფიკაცია: დოკუმენტში ჩოლოყაშვილის სახელის მხოლოდ ინიციალია მითითებული. პირთა ანოტაციები: ჩოლოყაშვლი ალექსანდრე (სანდრო) ზაალის ძე თავადი, თსს ბანკის დირექტორი 1874 წელს, ქშწკგ საზ-ის გამგეობის წევრი
1885-1886 წლებში, 1898 წელს შეწირულობა გაიღო სათავადაზნაურო სკოლისათვის ადგილის
შესაძენად და შენობის ასაგებად. გაზ. „დროება“, 1884, 10 ინვარი, № 6, გვ. 3. გაზ. „ივერია“, 1886, 10 იანვარი, № 6, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
5, თბ., 1991, გვ. 220. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი № 1052, გვ. 532-535; გაზ. „ივერია“, 1887, 10 იანვარი, № 6, გვ. 1; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 23. გაზ. „მეურნე“, 1889, № 3, გვ. 3. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო
ფონდი, ასლი №S-5168-ბ, გვ. 624-631; გაზ. „ივერია“, 1889, 10 იანვარი, № 6, გვ. 1;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 11. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 496.
პირთა ანოტაციები: დობეცკი ევსტაფი ევსტაფის ძე (1856-1919) პეტერბურგიდან გამოგზავნილი თბილისის საადგილმამულო ბანკის რევიზორი, რუსეთის
სახელმწიფო საბჭოს წევრი.
1880
10 იანვარი
იღებს ალექსანდრე ბერიძის წერილს, რომელშიც სთავაზობს თავის გრავიურებს
ჟურნალ „ივერიისათვის“.
წყარო:
10 იანვარი
ესწრება ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სხდომას გრიგოლ ორბელიანთან, რაფილ
ერისთავთან, ნიკო ცხვედაძესთან, დიმიტრი ყიფიანთან, ივანე მაჩაბელთან და
სხვებთან ერთად.
წყარო:
1882
10 იანვარი
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს
სტატიას თარიღით „ტფილისი, 9 იანვარი“ („ცხვრის ფარა რომ მობრუნდება...“).
მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სხვადასხვა ერების უცნაური
მდგომარეობა კავკასიაში“.
წყარო:
1884
10 იანვარი
თსს ბანკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჩოლოყაშვილი
აცნობებს, რომ ის მიწვეულია რუსეთის სამიწათმოქმედო საკრედიტო დაწესებულებების
წარმომადგენელთა V ყრილობაზე.
წყარო:
10 იანვარი
გაზეთი „დროება“ აქვეყნებს განცხადებას უახლოეს დღეებში რუსეთის სამიწათმოქმედო
საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობაში მონაწილეობის
მისაღებად ილია ჭავჭავაძის პეტერბურგში გმგზავრებასთან დაკავშირებით.
წყარო:
1886
10 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი,
9 იანვარს“ („გუშინდელ და დღევანდელ „ივერიის“ ფელეტონში...“). მწერლის
თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ჩვენი ლიტერატურის დღევანდელი ყოფა“.
წყარო:
1887
10 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 9 იანვარი“ („საკვირველი გახშირება სამიწათმომქმედო
მაშინებისა ამერიკაში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ბამბის
მოყვანის საქმე და ბაზრის საკითხი“.
წყარო:
1889
10 იანვარი
მონაწილეობს კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ყრილობაში, სადაც
განიხილავენ ვაზის დაავადებასთან მებრძოლი კომისიის მოხსენებას.
წყარო:
10 იანვარი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე
წერილისა თარიღით „ტფილისი, 9 იანვარი“ („ჩვენ, რაც შევიძელით, ვაუწყეთ ჩვენს
მკითხველებს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საგლეხო
ბანკის საკითხისათვის“.
წყარო:
1898
10 იანვარი
იღებს რევიზორ ევსტაფი დობეცკის წერილს საბანკო საკითხებთან დაკავშირებით.
წყარო: