1871 | ||
1871 იანვარი | ||
ჟურნალ „კრებულში“ იბეჭდება მისი ლექსები: „ს... ჩ... სას“ („სატრფოვ! ხშირად ლაღი ფიქრი...“) და „მესმის, მესმის სანატრელი...“ ამ უკანასკნელს, რომელიც ეძღვნება ჯუზეპე გარიბალდის და იტალიის ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას, ჟურნალის რედაქტორი ნიკო ნიკოლაძე, ცენზურის თვალის ასახვევად, აკეთებს სქოლიოს: „ეს ლექსი გლეხების განთავისუფლების დროს ეკუთვნის“. |
წყარო: ჟურნ. „კრებული“, 1871, № 2, გვ. 108; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. I, 1951, გვ. 381-382. პირთა ანოტაციები: გარიბალდი ჯუზეპე (1807-1882)
იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, გენერალი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.
ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)
ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.
|
|
1871 თებერვლამდე | ||
მუშაობს „მგზავრის წერილების“ საბოლოო რედაქციაზე. |
წყარო: ჟურნ. „კრებული“, 1871, № 2, გვ. 191-212. დათარიღება: 1892 წლის გამოცემაში ტექსტი
დათარიღებულია 1861 წლით, მაგრამ მასში არის ისეთი რეალიები, რომლებიც
აშკარად მოწმობს, რომ ავტორმა იგი 1871 წელს ჟურნალ „კრებულში“
გამოქვეყნებამდე გადაამუშავა.
|
|
1871 27 თებერვალი | ||
გაზეთ „დროებაში“ „ნიკ. დიმიტრიძის“ ფსევდონიმით იბეჭდება ნიკოლოზ ყიფიანის რეცენზია, რომელშიც საუბარია ჟურნალ „კრებულის“ პირველ ორ ნომერში გამოქვეყნებულ თხზულებებზე. განხილულია ილია ჭავჭავაძის „სცენები მიროვოი პოსრედნიკთან“ და „მგზავრის წერილები“. ნათქვამია, რომ მისი ნაწერები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და რომ მათში ბევრი ისეთი საკითხია წამოჭრილი, რომელზე დაფიქრებაც გვმართებს. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1871, № 8, გვ. 1, № 14, გვ. 1-2. პირთა ანოტაციები: ყიფიანი ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1846-1905)
ჟურნალისტი, კრიტიკოსი, ვექილი. მონაწილეობას იღებდა ქართული თეატრის საქმიანობაში. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში. |
|
1871 თებერვალი | ||
ჟურნალ „კრებულში“ იბეჭდება მისი ლექსები: „ჩ... სას“ („უცხო თემის ყარიბ მთქმელსა...“) და „ახ, სად არიან სიჭაბუკევ...“, ასევე – „მგზავრის წერილების“ პირველი ოთხი თავი. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, № 150; № 149; ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახ. სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი,№ 1046; ჟურნ. „კრებული“, 1871, № 2, გვ. 145, 146, 191-212 |
|
1871 6 მარტი | ||
თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე ელენა რებინდერი თხოვნით მიმართავს, რომ ბოლომდე დაფაროს საზოგადოებისგან 1862 წელს აღებული სესხი შესაბამისი პროცენტებით. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 1.
პირთა ანოტაციები: რებინდერი ელენე
საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე.
|
|
1871 19 მარტამდე | ||
ასრულებს მუშაობას პოემის „ქართვლის დედა“ მეორე რედაქციაზე. ამატებს ჰიმნს თავისუფლებაზე („თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი...“) და ჯარის სიმღერას („ქართველო, ხელი ხმალს იკარ...“). |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17501 გვ. 84. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 113; თსკ ოც ტომად, XVII, 2012, გვ. 30-31, 375-376. დათარიღება: 18 მარტს ამ ვარიანტს
უკვე უგზავნის პეტრე ნაკაშიძეს. |
|
1871 19 მარტი | ||
ახლადგადაკეთებულ პოემა „ქართვლის დედას“ ჟურნალ „კრებულში“ დასაბეჭდად დუშეთიდან თბილისში, წერილთან ერთად, უგზავნის მეგობარ პეტრე ნაკაშიძეს, რომელსაც ეძღვნება ეს ნაწარმოები. წერილში საუბარია პოემაში ჩართულ ჯარის სიმღერაზე - „ქართველო ხელი ხმალს იკარ...“, რომელიც ბევრს დღესაც ფოლკლორული თხზულება ჰგონია. |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17504; ჟურნ. „კრებული“ 1871, № 3, გვ. 175-186. პირთა ანოტაციები: ნაკაშიძე პეტრე
(1838-1895)
მწერალი, პუბლიცისტი, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი
მეგობარი, „თერგდალეულთა“ წრის წევრი. ჟურნალ „საქართველოს მოამბეში“
გამოაქვეყნა „სამგზავრო წერილები“.
|
|
1871 21 მარტი | ||
თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში იწყებს ბაბისა იკაცაშვილის საჩივრის განხილვას თავისი ქმრის – ასტრახ იკაცაშვილისა და იმავე სოფლის მცხოვრებ გიგი ელოშვილის ქვრივის წინააღმდეგ. ამ უკანასკნელთ ბრალი ედებათ არაკანონიერ სქესობრივ ურთიერთობაში. მოწმეები ადასტურებენ ღალატის ფაქტს. |
წყარო: სასამართლო სხდომის ოქმი, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ 133, საქ 1674 , ფურ. 2. „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 430. პირთა ანოტაციები: იკაცაშვილი ბაბისა თრუსოს ხეობის სოფელ სუათისის მკვიდრი.
იკაცაშვილი ასტრახ
თრუსოს
ხეობის სოფელ სუათისის მკვიდრი. ელოშვილი გიგი – თრუსოს ხეობის სოფელ
სუათისის მკვიდრი.
|
|
1871 22 მარტამდე | ||
უბის წიგნაკში იწერს მემამულეთა და გლეხთა ქონებრივ დავებთან დაკავშირებულ დეტალებს და იმ საკითხებს, რომელთა კანონმდებლობითი საფუძვლების დაზუსტებაც სჭირდება. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 8, ავტოგრაფი № 63, ფ. 1-2. დათარიღება: ვათარიღებთ მომდევნო
პირველი თარიღიანი ჩანაწერის დროის მიხედვით.
|
|
1871 22 მარტამდე | ||
უბის წიგნაკში იწერს იმ პიროვნებათა გვარებს, რომლებთანაც აწარმოებს საქმეებს დუშეთის მაზრის სხვადასხვა უბნებში და უკეთებს სათაურებს: „ხევის უჩასტკა“, „ხევსურთ სოფელი“, „მუხრანი“, „წეროვანი“, „დამპალო“, „ქსოვრისი“ და „მჭადისჯვარი“. შემდეგ მოკლედ ინიშნავს, რაზეა დავა და ვის ვისთვის რა აქვს მისაცემი. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 8, ავტოგრაფი № 63, ფ. 3-6. დათარიღება: ვათარიღებთ მომდევნო
პირველი თარიღიანი ჩანაწერის დროის მიხედვით.
|
|
1871 22 მარტამდე | ||
უბის წიგნაკში იწერს მოხევეთა ლოცვებს: „მორიგე ღმერთისადმი“, „სამკვდრო“, „ქორწინებისა“ და იქაურ მკვიდრთა გვარებს. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 8, ავტოგრაფი № 63, ფ. 7-9. დათარიღება: ვათარიღებთ მომდევნო
ჩანაწერის დროის მიხედვით. |
|
1871 22 მარტი | ||
სტუმრად არის სტეფანწმინდაში, დიმიტრი ყაზბეგის ოჯახში. უბის წიგნაკში იწერს მოხევურ ხალხურ ლექსებს და ცალკეულ სიტყვათა მნიშვნელობებს. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 8, ავტოგრაფი № 63, ფ. 13, ავტოგრაფი; გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 4263 პირთა ანოტაციები: ყაზბეგი
დიმიტრი ნიკოლოზის ძე (1838/40-1880)
მწერალი და საზოგადო მოღვაწე,
ალექსანდრე ყაზბეგის ბიძაშვილი. სწავლობდა ხარკოვის, პარიზის, ჰაიდელბერგის
უნივერსიტეტებში. მოღწეულია მისი მხოლოდ ერთი თხზულება „მავნე სულები“.
|
|
1871 22 მარტის შემდეგ | ||
უბის წიგნაკში იწერს ქართველ წმინდანთა ცხოვრების შესახებ მიხეილ საბინინის წიგნისა და მებაღეობაზე კარლ შმიდტის წიგნის სათაურებს. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 8, ავტოგრაფი № 63, ფ. 16. დათარიღება: ვათარიღებთ წინა,
თარიღიანი ჩანაწერის დროის მიხედვით.
პირთა ანოტაციები: საბინინი
მიხეილ (გობრონ) პავლეს ძე (1845-1900)
მწერალი, ხატმწერი, საზოგადო
მოღვაწე. საქართველოს სიძველეებისა და სასულიერო მწერლობის მკვლევარი.
იკვლევდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას.
შმიდტი კარლ კრისტოფ 1871 წელს გამოსული წიგნის „ყველასათვის
გასაგები მებაღეობა“ („Общепонятное садоводство“) ავტორი. |
|
1871 8 აპრილი | ||
თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში განაგრძობს ბაბისა იკაცაშვილის საჩივრის განხილვას ქმრის – ასტრახ იკაცაშვილისა და მისი საყვარლის წინააღმდეგ. ილია ჭავჭავაძე მხარეებს შერიგებას სთავაზობს და ისინი თანხმდებიან. |
წყარო: სასამართლო სხდომის ოქმი, ავტოგრაფი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ. 133, საქ 1674, ფურ. 3. ავტოგრაფი. პირთა ანოტაციები: იკაცაშვილი ბაბისა
თრუსოს ხეობის სოფელ სუათისის მკვიდრი. იკაცაშვილი ასტრახ – თრუსოს
ხეობის სოფელ სუათისის მკვიდრი.
|
|
1871 10 აპრილი | ||
უბის წიგნაკში მისი და – ნინო ჭავჭავაძე-აფხაზისა უწერს საყიდლების ნუსხას თავისთვის, თავისი ვაჟის – სენოსა და მათი დის – ელისაბედისთვის.
|
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 8, ავტოგრაფი № 63, ფ. 10. პირთა იდენტიფიკაცია: საუბარია სიმონ აფხაზზე. იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 162-163. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე-აფხაზისა ნინო, გრიგოლის ასული (1834-1883)
ილია ჭავჭავაძის
უფროსი და. სწავლობდა თბილისის წმ. ნინოს სასწავლებელში.
აფხაზი სიმონ (სენო) ნიკოლოზის ძე (... 1877)
ილია ჭავჭავაძის დის,
ნინოს ვაჟი. განათლება მიღებული ჰქონდა ვორონეჟის პაჟთა კორპუსში. დაიღუპა
რუსეთთურქეთის ომში.
ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა)
ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)
ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.
ნინო ჭავჭავაძე-აფხაზის ნაწერი ილია ჭავჭავაძის უბის წიგნაკში. |
|
1871 10 აპრილის შემდეგ | ||
უბის წიგნაკში მეუღლისთვის წერს ნივთების ნუსხას, რის ყიდვასაც სთხოვს. ამ ჩამონათვალში შედის ისინიც, რომელთა შეძენაც მისმა დამ – ნინომ დაავალა. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 8, ავტოგრაფი № 63, ფ. 10-13. დათარიღება: ვათარიღებთ წინა,
თარიღიანი ჩანაწერის დროის მიხედვით.
პირთა ანოტაციები:
გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)
საზოგადო
მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო
საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.
ჭავჭავაძე-აფხაზისა ნინო, გრიგოლის ასული (1834-1883)
ილია
ჭავჭავაძის უფროსი და. სწავლობდა თბილისის წმ. ნინოს სასწავლებელში.
|
|
1871 აპრილი
ჟურნალ „კრებულის“ მესამე ნომერში პირველად იბეჭდება ილიას პოემა „ქართვლის დედა“, ცენზურის მიერ შეცვლილი სათაურით „დედა და შვილი“. სათაურის ქვეშ არის მინაწერი: „დრამატული ეპიზოდი თამარ მეფის დროებიდამ ოსმალებთან ომის წინ. უძღვნი თ. პეტრე ნაკაშიძეს“. ამავე ნომერში იბეჭდება მისი ლექსი „ჩემო მკვლელო...“ და ჰაინრიხ ჰაინეს ლექსის „ლოყით მოეპყარ ჩემსა ლოყასა...“ თარგმანი.
|
წყარო: ჟურნ. „კრებული“, ტფილისი, 1871, № 3, გვ. 100, 118, 175-186. პირთა ანოტაციები: ნაკაშიძე პეტრე
(1838-1895)
მწერალი, პუბლიცისტი, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი
მეგობარი, „თერგდალეულთა“ წრის წევრი. ჟურნალ „საქართველოს მოამბეში“
გამოაქვეყნა „სამგზავრო წერილები“. ჰაინე ჰაინრიხ (1797-1856) გერმანელი
პოეტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი.
.
|
|
1871 მაისამდე | ||
დას, ელისაბედს წერილით ულოცავს აღდგომას, ატყობინებს, რომ ახლახან ჩამოვიდა ვლადიკავკაზიდან და სთხოვს გააგებონოს, წამოსვლას როდის დააპირებს, რომ ტარანტასი გაუგზავნოს. |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 524; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 107; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 61; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 266, 512. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური
კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ.,
2016, გვ. 187-188.
პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე
(ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ
(ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)
ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. |
|
1871 მაისი
ჟურნალ „კრებულში“ იბეჭდება ილიას ლექსები: „ბევრი ვიტანჯე...“ და „მეცა მქონია კარგი მამული“ (მიბაძვა ჰაინესი).
|
წყარო: ჟურნ. „კრებული“, ტფილისი, 1871, გვ. 52, 128. პირთა ანოტაციები: ჰაინე ჰაინრიხ
(1797-1856)
გერმანელი პოეტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. |
|
1871 29 მაისი
პარიზის კომუნის მარცხს ეხმიანება ლექსით „1871 წელი, 23 მაისი (კომუნის დაცემის დღე)“.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, გვ. 154. დათარიღება: კომუნის დამარცხების
თარიღის შესახებ იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა
და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 292. |
|
1871 29 მაისის შემდეგ წერილს სწერს მეუღლეს. ბოდიშს უთვლის ცოლისდას – ეკატერინე გურამიშვილ-სტაროსელსკისას, რომ მის დაბადების დღეს ვერ დაესწრო. წუხილს გამოთქვამს პარიზის კომუნის მარცხის გამო.
|
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 91-92. დათარიღება: წერილში ნახსენებია
პარიზის კომუნის მარცხი, რომელიც 1871 წლის 28 მაისს მოხდა.
პირთა ანოტაციები:
გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)
საზოგადო
მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,
ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო
საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.
გურამიშვილი-სტაროსელსკისა ეკატერინე
თადეოზის ასული
ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღას და. კავკასიის
მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსის მეუღლე.
|
|
1871 19 ივლისი
თადეოზ გურამიშვილი წერილს და ხილს უგზავნის სიძე-ქალიშვილს. |
წყარო: ავტოგრაფი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის ფონდი, № 775. პირთა ანოტაციები: გურამიშვილი
თადეოზ ზაალის ძე (1800-1875)
ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის
უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის – ელენე გიორგის ასულ
გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი. |
|
1871 24 აგვისტო
წერს ლექსს „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“.
|
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, გვ. 154; № 116, გვ. 4.
|
|
1871 29 აგვისტო
ამთავრებს ლექსს „ბედნიერი ხალხი“, რომელიც, მისივე განმარტებით, არის იტალიელი პოეტის ჯუზეპე ჯუსტის მიბაძვა. ლექსის შესაქმნელად მისთვის შეიძლებოდა სტიმული მიეცა ჯუსტის ლექსს „ლოკოკინა“, რომელშიც იგი დასცინის ლოკოკინასავით ნიჟარაში შეყუჟულ და სავალალო ხვედრით კმაყოფილ თავის ხალხს. არსებობს საგულისხმო მოსაზრება რეფრენის წარმომავლობასთან დაკავშირებითაც. მიჩნეულია, რომ ის არის პაროდირებული ფორმა არჩილ მეფის თხზულების „მეფეთა საქებელნი და სამხილებელნის“ ერთი სტროფისა, რომელიც რუსეთის იმპერიისა და კერძოდ, პეტრე დიდის ხოტბას ეძღვნება. არჩილი პეტრეს უწონებს იმას, რომ მან მრავალი ერი გახადა „გამგონიერი“, ილია კი – თავის სატირაში წარმოაჩენს, რა ზომამდე მივიდა ქართველთა „გამგონიერობა“.
|
წყარო: ზაირა სტურუა, „ჯ. ჯუსტისა და ი. ჭავჭავაძის პოეტურ ნაწარმოებთა ტიპოლოგიური მსგავსების შესახებ, ილია ჭავჭავაძის ერთი ლექსის ისტორიისათვის“, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1987, 24. VII, № 30; თეიმურაზ დოიაშვილი, „ბედნიერი ერი: სტრუქტურა და საზრისი“, ილია ჭავჭავაძე 170, საიუბილეო კრებული, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, გვ. 53; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 114, გვ. 5; № 108, გვ. 156; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, კრებ. № 114, გვ. 5; № 108, გვ. 156. პირთა ანოტაციები: ჯუსტი ჯუზეპე
(1809-1850)
იტალიელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე.
არჩილ მეფე (1647-1713)
ქართლის მეფის ვახტანგ V-ის (შაჰნავაზის) შვილი, პოეტი. მისი შემოქმედების
უმთავრესი მოტივია ქრისტიანულ მორალზე დამყარებული დიდაქტიკა. 1699 წელს
გადასახლდა მოსკოვში და დაკრძალულია იქვე.
პეტრე დიდი – პეტრე I ალექსის ძე
(1672-1725)
რუსეთის იმპერატორი 1721-1725 წლებში. |
|
1871 29 აგვისტო
პეტრე ნაკაშიძეს, წერილთან ერთად, კრებულში დასაბეჭდად უგზავნის ლექსს “ბედნიერი ხალხი“. იმის გამო, რომ ბარათს ადრესატის გვარი არ აწერია, იგი ადრე პეტრე უმიკაშვილისათვის გაგზავნილად ითვლებოდა.
|
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 114; ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი, ტ. I, 1925, გვ. 377; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 31, 376; ზაირა სტურუა, ერთი კომენტარის გამო, ჟურნ. „კრიტიკა“, 1988, № 3, გვ. 120-121. პირთა ანოტაციები: ნაკაშიძე პეტრე
(1838-1895)
მწერალი, პუბლიცისტი, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი
მეგობარი, „თერგდალეულთა“ წრის წევრი. ჟურნალ „საქართველოს მოამბეში“
გამოაქვეყნა „სამგზავრო წერილები“.
უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე
(1838-1904)
საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის
ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და
ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი
კოლექცია. |
|
1871 19 სექტემბრამდე თბილისში რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე II-ის მოახლოებულ ვიზიტთან დაკავშირებით დგება კომისია მისთვის მისართმევი ადრესის შესადგენად. კომისიის შემადგენლობაში შედიან როგორც ახალი (ილია ჭავჭავაძე, ივანე თარხნიშვილი, ბესარიონ ღოღობერიძე, ნიკო ნიკოლაძე), ისე ძველი თაობის წარმომადგენლები (გრიგოლ ორბელიანი, მიხეილ ბირთველის ძე თუმანიშვილი, დიმიტრი ჯორჯაძე და რევაზ ანდრონიკაშვილი). პირველი ჯგუფის ძალისხმევით იმპერატორისთვის წარსადგენ ადრესში წერენ უნივერსიტეტის გახსნის თხოვნას.
|
წყარო: საარქივო მასალები XΙX საუკუნის 70–იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ–კულტურული ცხოვრების შესახებ. 1965, გვ. 103; აკაკი წერეთელი. ჩემი ნაწერები. ტ. 2. 1913, გვ. 96–98. დათარიღება: ფაქტს ვათარიღებთ
ალექსანდრე II-ის თბილისში ჩამოსვლის დროის მიხედვით.
პირთა ანოტაციები: ალექსანდრე II
ნიკოლოზის ძე (1818-1881)
რუსეთის იმპერატორი 1855-1881 წლებში,
რეფორმატორი, 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად რუსეთმა შეიერთა
არტაანი, ყარსი, ბათუმი და სხვა ტერიტორიები. მოკლეს ნაროდნიკებმა.
თარხნიშვილი ივანე რამაზის ძე (1846-1908)
ფიზიოლოგი, პეტერბურგის
სამედიცინოქირურგიული აკადემიის პროფესორი. 1900 წელს პარიზის საერთაშორისო
გამოფენაზე დააჯილდოვეს ,,საპატიო ლეგიონის” ორდენით.
ღოღობერიძე ბესარიონ
ლევანის ძე (1832-1879)
პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, 1876-1879 წლებში
ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე.
ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ)
იაკობის ძე (1843- 1928)
ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო
მოღვაწე.
ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883)
რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.
ღოღობერიძე ბესარიონ ლევანის თუმანიშვილი მიხეილ ბირთველის ძე (1818-1875)
პოეტი, პუბლიცისტი,
მთარგმნელი, თეატრის ისტორიკოსი. თბილისის ბიბლიოთეკის ერთ-ერთი
დამაარსებელი. მეფისნაცვლის მთავარი სამმართვეოს საბჭოს წევრი.
ჯორჯაძე
დიმიტრი დავითის ძე (1821/22-1883)
საიდუმლო მრჩეველი, კავკასიის
მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, თსს ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და
ზედამხედველი კომიტეტის წევრი.
ანდრონიკაშვილი რევაზ ივანეს ძე (1818-1877)
რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, თბილისის გუბერნიის თავად აზნაურთა
მარშალი. მან მიართვა ადრესი 1871 წელს თბილისში ჩამოსულ იმპერატორ
ალექსანდრე II-ეს, სადაც თერგდალეულთა მიერ მოთხოვნილი უნივერსიტეტის
ნაცვლად იმპერატორს კადეტთა კორპუსის გახსნას სთხოვდნენ.
|
|
1871 19-24 სექტემბერი
იმპერატორისათვის გადასაცემი ადრესის შემდგენელი კომისიის ერთ-ერთი წევრი – ბესარიონ ღოღობერიძე ძველი თაობის წარმომადგენლების პოზიციაზე გადადის. „მამები“, რომელთა მხარესაც უკვე ხმათა უმრავლესობაა, იმპერატორისათვის გადასაცემი ადრესის ტექსტს ცვლიან და თბილისში ვიზიტით მყოფ ალექსანდრე II-ს ქართველი ხალხის სახელით თბილისში სამხედრო სასწავლებლის (კადეტთა კორპუსის) გახსნას სთხოვენ, რაც ისედაც იგეგმებოდა.
|
წყარო: აკაკი წერეთელი. ჩემი ნაწერები. ტ. 2. 1913, გვ. 96–98. დათარიღება: ფაქტს ვათარიღებთ
თბილისში ალექსანდრე II-ის ვიზიტის პერიოდით.
პირთა ანოტაციები: ღოღობერიძე
ბესარიონ ლევანის ძე (1832-1879)
პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე,
1876-1879 წლებში ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე.
ალექსანდრე II ნიკოლოზის ძე (1818-1881)
რუსეთის იმპერატორი 1855-1881
წლებში, რეფორმატორი, 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად რუსეთმა
შეიერთა არტაანი, ყარსი, ბათუმი და სხვა ტერიტორიები. მოკლეს ნაროდნიკებმა.
|
|
1871 სექტემბრამდე მუშაობს „მგზავრის წერილების“ საბოლოო რედაქციაზე.
|
წყარო:
ჟურნ. „კრებული“, 1871, № 5, გვ. 1-16, 199-100. დათარიღება: ვათარიღებთ ჟურნალ კრებულის გამოსვლის დროის მიხედვით |
|
1871 სექტემბერი
ჟურნალ „კრებულში“ იბეჭდება ილიას მოთხრობის – „მგზავრის წერილებიდამ“ დასასრული (V–VIII თავები) და ლექსი: „ბედნიერი ხალხი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში შესულია სათაურით „ბედნიერი ერი“. ილიასეული შენიშვნები ახლავს ამავე კრებულში დაბეჭდილ ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსებს.
|
წყარო: ჟურნ. „კრებული“, 1871, № 5, გვ. 1-16, 199-100. დათარიღება: ვათარიღებთ ჟურნალ
კრებულის გამოსვლის დროის მიხედვით.
წყარო: ჟურნ. „კრებული“, 1871, № 5,
გვ. 5, 1-16, 199-100 .
დათარიღება: 3 ოქტომბერს „დროებაში“
დაიბეჭდა რეცენზია ამ ნომერზე.
პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე
ალექსანდრე გარსევანის ძე (1786-1886)
რომანტიკოსი პოეტი, რუსეთის არმიის
გენერალ-ლეიტენანტი, მონაწილეობდა 1804 წლის აჯანყებაში, 1832 წლის
შეთქმულებაში, ნაპოლეონისა და თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლებში.
|
|
1871 3 ოქტომბერი
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება რეცენზია „კრებულის“ მეხუთე წიგნზე, რომელშიც საუბარია „მგზავრის წერილების“ შესახებ და მაღალი შეფასება ეძლევა ავტორის ნიჭსა და შემოქმედებით ოსტატობას. |
წყარო:
გაზ. „დროება“, 1871, № 39, გვ. 1-2. |
|
1871 ოქტომბრამდე თავადაზნაურთა წინამძღოლი რევაზ ივანეს ძე ანდრონიკაშვილი ითხოვს ბანკის წესდების შემმუშავებელ პირველ სარედაქციო კომიტეტს, რომლის შემადგენლობაშიც ილია შედიოდა, და ახალ კომიტეტს თავად უდგება სათავეში.
|
წყარო: ჟურნ. „კლდე”, 1913, № 20, გვ. 9.
პირთა ანოტაციები: ანდრონიკაშვილი რევაზ ივანეს
ძე (1818-1877)
რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, თბილისის გუბერნიის თავად
აზნაურთა მარშალი. მან მიართვა ადრესი 1871 წელს თბილისში ჩამოსულ
იმპერატორ ალექსანდრე II-ეს, სადაც თერგდალეულთა მიერ მოთხოვნილი
უნივერსიტეტის ნაცვლად იმპერატორს კადეტთა კორპუსის გახსნას სთხოვდნენ.
|
|
1871 22 მარტიდან 18 ოქტომბრამდე გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელისაგან რვეულში იწერს ერთი გლეხის მიერ ნათქვამ ლექსს „როსტომ ჰსთქვა...“ და გენერალ გიორგი იესეს ძე ერისთავის ექსპრომტებს მელანიაზე. იქვე რუსულ ენაზე იწერს ციტატებს ჰერბერტ სპენსერის სოციოლოგიური ნაშრომიდან.
|
წყარო: ავტოგრაფი, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 4263. დათარიღება: მასალა რვეულში
მოთავსებულია 1871 წლის 22 მარტი სა და 18 ოქტომბრის ჩანაწერებს შორის.
პირთა ანოტაციები: ბაგრატიონი (მუხრანელი) გიორგი კონსტანტინეს ძე
(1820-1877)
სენატორი, მეფისნაცვალ ბარიატისნკის საბჭოს წევრი, შემდეგ კი
სამმართველოს უფროსი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი.
ერისთავი გიორგი იესეს ძე (1769-1863)
გენერალ-ლეიტენანტი, სენატორი.
სპენსერი ჰერბერტ (1820-1903)
ინგლისელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი. |
|
1871 18 ოქტომბერი
დუშეთში ყოფნისას გრიგორიანელი მღვდლისგან იწერს ლექსს, რომელშიც ჭავჭავაძეების ღვინოა შექებული. |
წყარო:
ავტოგრაფი, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 4263. |
|
1871 18 ოქტომბრიდან სხვადასხვა პირებისგან რვეულში იწერს ზეპირსიტყვიერების მასალებს: ილია აფხაზისაგან – გადმოცემას თამარ მეფის ბეჭდის შესახებ და ანდაზებს, კარდანახელებისგან – ხალხურ ლექსებს და გამოცანებს, გიორგი ჯორჯაძისგან – ხალხურ ლექსებს, თუშური პოეზიის ნიმუშებს და პატარა ლექსს, რომელიც სოლომონ ლიონიძის მიერ ნათქვამად არის გავრცელებული. იმავე რვეულში წიგნებიდან იწერს თომას მიუნცერის, ფრანჩესკო გვერაცის, მიქელანჯელო ბუონაროტის, ჰერბერტ სპენსერის, იპოლიტ ტენის, კარლ ლუდვიგ ბერნეს, ჰაინრიხ ჰაინეს, გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგისა და ფრიდრიხ შლოსერის ციტატებს.
|
წყარო: ავტოგრაფი, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 4263. დათარიღება: მასალა მოთავსებულია 18
ოქტომბრის ჩანაწერის შემდეგ . პირთა
ანოტაციები: აფხაზი ილია დავითის ძე (1828 -1871)
კარდანახელი
თავადი. ნიკოლოზ აბხაზის ბიძაშვილი.
თამარ მეფე (1160-1213)
საქართველოს მეფე 1184 წლიდან. ჯორჯაძე
გიორგი დავითის ძე (1819-1886)
პოლკოვნიკი, კავკასიის მეფისნაცვლის
საბჭოს წევრი.
ლიონიძე სოლომონ ანდრიას ძე (1741/54-1818)
სახელმწიფო მოღვაწე,
მწიგნობარი, დიპლომატი, მე-18 საუკუნის 80-იანი წლებიდან 1801 წლამდე
ქართლკახეთის სამეფო კარის მდივანბეგი. მიუნცერი თომას (1489-1525)
გერმანელი პოლიტიკოსი, რევოლუციონერი, ხალხური მიმდინარეობის იდეოლოგი.
გვერაცი ფრანჩესკო დომენიკო (1804-1873)
იტალიელი მწერალი და
პოლიტიკური მოღვაწე.
ბუონაროტი მიქელანჯელო (1475-1564)
იტალიელი
ფერმწერი, მოქანდაკე, არქიტექტორი და პოეტი.
სპენსერი ჰერბერტ (1820-1903)
ინგლისელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი.
ტენი იპოლიტ ადოლფ (1828-1893)
ფრანგი ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და მწერალი.
ბერნე (ბიორნე) კარლ ლუდვიგ (1786-1837)
გერმანელი მწერალი,
პოლიტიკური ფელეტონის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ბერნეს ტხზულებათა პირველ
ტომზე ილია ჭავჭავაძეს გაკეთებული აქვს მინაწერები.
ჰაინე ჰაინრიხ (1797-1856)
გერმანელი პოეტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი.
ლესინგი გოტჰოლდ ეფრაიმ (1729-1781)
გერმანელი მწერალი,
განმანათლებელი, გერმანული კლასიკური ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
შლოსერი ფრიდრიხ (1776-1861)
გერმანელი ისტორიკოსი. |
|
1871 7 დეკემბერი
წერს პამფლეტს სახელწოდებით „გამოცანები“ და ამხელს ძველ თაობას, რომელმაც იმპერატორს უნივერსიტეტის ნაცვლად სამხედრო სასწავლებლის გახსნა სთხოვა. სულ არის ცხრა გამოცანა, რომლებშიც გამოყვანილია ცნობილი სახელმწიფო მოხელეები: თავადაზნაურობის მარშალი რევაზ ანდრონიკაშვილი, სენატორი გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელი, ყოფილი გენერალი ივანე ბაგრატიონმუხრანელი, ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი, კავკასიის მეფისნაცვლის საბჭოს წევრი დიმიტრი ჯორჯაძე, თბილისის გუბერნიის სამმართველოს წევრი იასე ჭავჭავაძე, „მამათა“ ბანაკის თანამგრძნობი ბესარიონ ღოღობერიძე, პოეტი და გენერალი გრიგოლ ორბელიანი და თავად ილია ჭავჭავაძე. ლექსები ავტორის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 118; კრებ. № 108, გვ. 157. პირთა იდენტიფიკაცია: „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150. პირთა ანოტაციები: ანდრონიკაშვილი რევაზ ივანეს ძე (1818-1877) რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, თბილისის გუბერნიის თავად აზნაურთა მარშალი. მან მიართვა ადრესი 1871 წელს თბილისში ჩამოსულ იმპერატორ ალექსანდრე II-ეს, სადაც თერგდალეულთა მიერ მოთხოვნილი უნივერსიტეტის ნაცვლად იმპერატორს კადეტთა კორპუსის გახსნას სთხოვდნენ. ბაგრატიონი (მუხრანელი) გიორგი კონსტანტინეს ძე (1820-1877) სენატორი, მეფისნაცვალ ბარიატისნკის საბჭოს წევრი, შემდეგ კი სამმართველოს უფროსი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი. ბაგრატიონ-მუხრანელი (მუხრანსკი) ივანე კონსტანტინეს ძე (1812-1895) გენერალლეიტენანტი, ერეკლე II-ის შვილთაშვილი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი, 1882-1885 წლებში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე. თადარიგში გასვლის შემდეგ წარმატებით უძღვებოდა სოფლის მეურნეობას. იოსელიანი პლატონ ეგნატეს ძე (1809-1875) ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, ღვთისმეტყველი, 1845-1856 წლებში რეაქტორობდა რუსულ გაზეთ „ზაკავკაზსკი ვესტნიკს“, შეისწავლა და გამოსცა ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები. ჯორჯაძე დიმიტრი დავითის ძე (1821/22-1883) საიდუმლო მრჩეველი, კავკასიის მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, თსს ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ზედამხედველი კომიტეტის წევრი. ჭავჭავაძე იასე ნოშრევანის ძე (1824-1898) 1850 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი, იყო სამოქალაქო მრჩეველი და საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრი. ღოღობერიძე ბესარიონ ლევანის ძე (1832-1879) პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, 1876-1879 წლებში ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე. ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883) რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. |
|
1871 7 დეკემბრის
შემდეგ
წერს „გამოცანების“ გაგრძელებას სათაურით „კიდევ გამოცანები“, რომელიც შეიცავს შვიდ გამოცანას. მათში გამოყვანილია თერგის ოლქის უფროსი მიხეილ ლორის-მელიქოვი, დაღესტნის ოლქის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი ლევან მელიქიშვილი, გენერალ-ადიუტანტი იოსებ თარხნიშვილი, პოეტი მიხეილ თუმანიშვილი, საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანი და თავად ილია ჭავჭავაძე. ლექსები ავტორის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა.
|
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 119; კრებ. № 108, გვ. 161. პირთა ანოტაციები: მელიქიშვილი ლევან ივანეს ძე (1817-1892) რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი, ნახჩევანის მაზრის უფროსი, კავკასიის არმიის ჯარების მთავრსარდლის მოადგილე, ნიკოლოზ ბარათაშვილის მეგობარი. თარხნიშვილი იოსებ დავითის ძე (1819 – 1878) გენერალ–ადიუტანტი, დაღესტნის მმართველი. თუმანიშვილი მიხეილ ბირთველის ძე (1818-1875) პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, თეატრის ისტორიკოსი. თბილისის ბიბლიოთეკის ერთ-ერთი დამაარსებელი. მეფისნაცვლის მთავარი სამმართვეოს საბჭოს წევრი. ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ლორის-მელიქოვი მიხეილ ტარიელის ძე (1825-1888) რუსეთის სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ადიუტანტი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, ჟანდარმთა შეფი, თერგის ოლქის უფროსი. |
|
1871 7 დეკემბრის შემდეგ
მიხეილ თუმანიშვილი მამას – გიორგი თუმანიშვილს ოდესიდან გაგზავნილ წერილში უყვება, რომ ნიკო ღოღობერიძემ ჩაუტანა ილია ჭავჭავაძის „გამოცანები“, რომლებშიც კარგად არის დახასიათებული „თბილისის ტუზები“: რევაზ ანდრონიკაშვილი, გიორგი და ივანე ბაგრატიონ-მუხრანელები, პლატონ იოსელიანი და იასე ჭავჭავაძე. მისი აზრით ანდრონიკაშვილი და ბაგრატიონმუხრანელები ამას ყურადღებას არ მიაქცევდნენ, მაგრამ აინტერესებს, რა თქვა პლატონ იოსელიანმა და ჯავრობდა თუ არა იასე ჭავჭავაძე. ადრესანტის აზრით, კარგი იქნებოდა, რომ ილიას ასეთივე პამფლეტები ისაკ და იასონ თუმანიშვილებზე და ნიკო ჭავჭავაძეზეც დაეწერა.
|
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, № 769 (835). პირთა იდენტიფიკაცია: ღოღობერიძის სახელი წერილში არ წერია. სავარაუდოდ, იგულისხმება იმ დროისათვის თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძე. პირთა ანოტაციები: თუმანიშვილი მიხეილ გიორგის ძე (1848-1905) რუსეთის გენერალ-მაიორი, 1875-1880 წლებში დაღესტნის ოლქის ჯარების სარდალი. სხვადასხვა დროს სამურის ქვეითი პოლკის მეთაურის მოადგილე და ფინეთის რკინიგზის პოლიციის სამმართველოს ჟანდარმერიის უფროსი. თუმანიშვილი გიორგი სავარაუდოდ, ეს არის გიორგი პავლეს ძე თუმანიშვილი. ღოღობერიძე ნიკოლოზ ბესარიონის ძე (1838-1911) პედაგოგი, პუბლიცისტი, გამომცემელი. მომრიგებელი მოსამართლე, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის მმართველი, მარგანეცის ექსპორტიორი, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი. ანდრონიკაშვილი რევაზ ივანეს ძე (1818-1877) რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, თბილისის გუბერნიის თავად აზნაურთა მარშალი. მან მიართვა ადრესი 1871 წელს თბილისში ჩამოსულ იმპერატორ ალექსანდრე II-ეს, სადაც თერგდალეულთა მიერ მოთხოვნილი უნივერსიტეტის ნაცვლად იმპერატორს კადეტთა კორპუსის გახსნას სთხოვდნენ. ბაგრატიონი (მუხრანელი) გიორგი კონსტანტინეს ძე (1820-1877) სენატორი, მეფისნაცვალ ბარიატისნკის საბჭოს წევრი, შემდეგ კი სამმართველოს უფროსი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი. ბაგრატიონ-მუხრანელი ივანე კონსტანტინეს ძე (1812-1895) – ცნობილი გენერალი და მეწარმე, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი. იოსელიანი პლატონ ეგნატეს ძე (1809-1875) ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, ღვთისმეტყველი, 1845-1856 წლებში რედაქტორობდა რუსულ გაზეთ „ზაკავკაზსკი ვესტნიკს“, შეისწავლა და გამოსცა ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები. ჭავჭავაძე იასე ნოშრევანის ძე (1824-1898) 1850 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი, იყო სამოქალაქო მრჩეველი და საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრი. ჭავჭავაძე ნიკოლოზ ზურაბის ძე (1829-1897) რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, კახეთის მილიციის საცხენოსნო ასეულის მეთაური, დასავლეთ დაღესტნის სამხედრო გუბერნატორი – 1866-1876 წლებში. თავი ისახელა თურქების ჯარისაგან გურიის დაცვის დროს. თუმანიშვილი ისაკ შიოს (სოლომონის) ძე (1803-1880) გენერალ-ლეიტენანტი. თუმანიშვილი იასონ (იაზონ) დიმიტრის ძე (გარდ. 1883) – თბილისელი საზოგადო მოღვაწე, თეატრის დირექტორი 1863-1867 წლებში, მოგვიანებით ქალაქის მერი. |
|
1871 11 დეკემბრამდე
დუშეთში იღებს ვახტანგ თულაშვილის მიერ თბილისიდან გაგზავნილ წერილს, რომელშიც ადრესანტი სთხოვს მონაწილეობა მიიღოს დეკემბერში თბილისში განზრახულ სალიტერატურო საღამოში. |
||
1871 11 დეკემბერი
„გამოცანებს“ და „კიდევ გამოცანებს“ წერილთან ერთად დუშეთიდან თბილისში უგზავნის დავით ერისთავს და სთხოვს ავტორის ვინაობის გაუმხელლად გავრცელებას. მისივე განმარტებით, ვინაობის გამხელას იმიტომ ერიდება, რომ ისინი, ვისზეც ეს გამოცანებია, „ყოველსფერს სიმურტლეს იკადრებენ და მაშინ ჩიტი პრტყვნად აღარ ეღირება“. |
წყარო:
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 32. წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17550; საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 2, საქ. 361 დათარიღება: ამ ფაქტს ახსენებს დავით ერისთავისთვის 11 დეკემბერს გაგზავნილ ბარათში. პირთა ანოტაციები: თულაშვილი ვახტანგ დიმიტრის ძე (1834-1910) პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. |
|
1871 დეკემბრის მეორე ნახევარი
„გამოცანები“ და „კიდევ გამოცანები“ ხელნაწერის სახით სწრაფად ვრცელდება ხალხში. სერგეი მესხი კირილე ლორთქიფანიძეს პირად წერილში ძალიან უქებს ამ პამფლეტებს, მაგრამ არ იცის, რომ ილიასია. |
წყარო:
ს. ხუნდაძე, „მასალები ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიისათვის“, 1949, გვ. 83. პირთა ანოტაციები: მესხი ნესტორ (დაბ. 1856) სერგეი მესხის ძმა, სახალხო მასწავლებელი ყვარელში. ჭავჭავაძეების ხშირი სტუმარი. ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919) საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. |