1881 | ||
1881-მდე იღებს მარიამ ამილახვრის წერილს თანხის სესხების თხოვნით. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 444.
დათარიღება:
მარიამ გივის ასული ამილახვარი გარდაიცვალა 1881 წელს.
პირთა ანოტაციები:
ამილახვარი მარიამ (მარუსია) გივის ასული (1847-1881)
ივანე გივის ძე
ამილახვრის და. |
|
1881 1 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „საახალწლო მილოცვა“ („ყველა, ვისაც კი...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. გაზეთის ამავე ნომერში იბეჭდება აქვსენტი ცაგარელის საახალწლო ფელეტონი და პოეტური შარჟი ილია ჭავჭავაძეზე („დაგვიმძიმდა, ძლივს-ღა იძვრის / ეს ჩვენი ახალ წლის კუნძი!..“). |
წყარო: გაზ. “დროება“, 1880, დეკემბერი, № 1, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 197. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“
თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 664-665.
პირთა ანოტაციები:
ცაგარელი ავქსენტი ანტონის ძე (1857-1902) პოეტი და პუბლიცისტი, 1879
წელს თბილისში შექმნილი მუდმივი ქართული თეატრის მსახიობი და დრამატურგი,
მსახიობ ნატო გაბუნიას მეუღლე. |
|
|
||
1881 იანვრის დასაწყისი |
||
|
||
გამოდის ჟურნალ „ივერიის” პირველი ნომერი, რომელშიც „შინაური მიმოხილვის“ ნაცვლად აქვეყნებს ცენზურის მიერ შეკვეცილ სტატიას და სათაურად აწერს „შინაური მიმოხილვის მაგიერი“. აქვე ბეჭდავს „ცხოვრება და კანონის“ მეშვიდე წერილს. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ.
612, ასლი, № 1052; ჟურნ. „ივერია“, 1881, № 1, გვ. 113, 140-143. |
|
|
||
1881 4 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ორიოდე სიტყვა „კავკაზს“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 4 იანვარი, № 2, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 200. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“
თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 665. |
|
|
||
1881 6 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ცნობა რუსთაველზედ“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 6 იანვარი, № 3, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 203. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“
თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 666.
პირთა ანოტაციები:
რუსთაველი შოთა
ვეფხისტყაოსნის“ ავტორი./font> |
|
|
||
1881 8 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „მეცამეტე გოჭები“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 8 იანვარი, № 4, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 205. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“
თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 666-668. |
|
|
||
1881 12 იანვარი |
||
|
||
დიმიტრი ყიფიანი წერილობით ატყობინებს საჩხერის აზნაურთა სურვილს, რომ ქშწ-კგ საზოგადოებამ მათთან გახსნას ორკლასიანი სასწავლებელი. იქვე აცნობებს სკოლის მოსწავლეების სავარაუდო რაოდენობას, სთხოვს, უხელმძღვანელოს ამ საქმეს და უზრუნველყოს სანდო მასწავლებლების შერჩევა. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 10.
პირთა
ანოტაციები:
ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი,
პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის
ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების
ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. |
|
|
||
1881 13 იანვრამდე |
||
|
||
დავით ერისთავი გადასცემს მამის, გიორგი ერისთავისთვის მიხეილ ვორონცოვის მეუღლის –ელისაბედ ბრონიცკაია-ვორონცოვას მიერ 1850 წელს მიწერილ ბარათს, რომლიდანაც ჩანს, რომ მთავრობა იმ დროს დიდ ყურადღებას აქცევდა მშობლიური ენის შესწავლის საკითხს. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 14 იანვარი, № 9, გვ. 1.
პირთა ანოტაციები:
ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) მწერალი, დრამატურგი, საზოგადო
მოღვაწე. ერისთავი გიორგი დავითის ძე (1813-1864) დრამატურგი, პოეტი,
ქართული თეატრის დამაარსებელი, წერდა „გლუხარიჩის“ ფსევდონიმით.
ვორონცოვი მიხეილ სიმონის ძე (1782-1856) რუსი სახელმწიფო და სამხედრო
მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი, 1845-1854 წლებში კავკასიის მეფისნაცვალი.
ბრონიცკაია-ვორონცოვისა ელისაბედ ქსავერის ასული (1792-1880)
კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის მეუღლე, ქველმოქმედი, ქალთა
სასწავლებლების საპატიო მეურვე. |
|
|
||
1881 14 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „წმინდა ნინოს დღეობა“ („ქართველთ ეკკლესია და ქართველი ერი...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 14 იანვარი, № 9, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 208. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“
თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 668-669.
პირთა ანოტაციები:
წმინდა ნინო
მოციქული, ქართველთა განმანათლებელი |
|
|
||
1881 15 იანვრის შემდეგ |
||
|
||
„ივერიის“ რედაქციაში ხვდება მასწავლებლებს, რომლებიც შეშფოთებულები არიან კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველ კირილ იანოვსკის განზრახვით საქართველოს სკოლებში პირველივე წლიდან რუსულის სწავლების დანერგვასთან დაკავშირებით. ერთ-ერთ მათგანს, შაქრო კანდელაკს სთხოვს, რომ მიაწოდოს იან ამოს კამენსკის, იოჰან პესტალოცის, ნიკოლოზ ვესელისა და სხვათა პედაგოგიური წიგნები იანოვსკისთვის პასუხის დასაწერად. ამავე მასწავლებლის პირით იაკობ გოგებაშვილს უთვლის, რომ მივიდეს მასთან ამ საკითხთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად. |
წყარო: შაქრო კანდელაკის მოგონებები, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის
სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 13422, გვ.
2-3 დათარიღება: იანოვსკის წერილი, რომელიც მანამდე „კავკაზში“ იყო
დაბეჭდილი, „დროებაში“ 15 იანვარს გამოქვეყნდა. პირთა ანოტაციები: იანოვსკი
კირილე პეტრეს ძე (1822-1902) რუსი რეაქციონერი მოხელე. კავკასიის სასწავლო
ოლქის მზრუნველი 1878-1901 წლებში.
კანდელაკი შაქრო მასწავლებელი გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. |
|
|
||
1881 17 იანვარი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც კმაყოფილდება იონა მეუნარგიას თხოვნა საზოგადოების მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე. იღებენ დადგენილებას თბილისის სკოლის თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდის თაობაზე. მინდობილობას გასცემენ ბათუმში სკოლისთვის მიწის შესარჩევად. თანხმობას უცხადებენ ქუთაისის სააზნაურო ბანკის ზედამხედველ კომიტეტს, რომ განაგოს სასწავლებლის მატერიალური მხარე, სხვა ასპექტები კი მიანდოს მმართველობას. იღებენ გადაწყვეტილებას, რომ სოფელ ურიათუბნის სკოლის შენობისთვის თანხის გამოყოფამდე დაზუსტდეს ცალკეული დეტალები. იაკობ გოგებაშვილს სარეცენზიოდ გადასცემენ სერგეი მდივანოვის არითმეტიკის სახელმძღვანელოებს. საჩხერის სკოლის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რეკომენდაციას უწევენ მოსე ნათაძეს. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 109.
პირთა
ანოტაციები:
მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919) მწერალი, პუბლიცისტი,
საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ
სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა
ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი
ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი.
მდივანოვი სერგეი სტეფანეს ძე საზოგადო მოღვაწე, შედგენილი აქვს კრებულები: „ანბანი ქართული“, წლების მანძილზე გამოსცემდა კალენდარს „კალენდარი სომეხთა და ქართველთა“. ნათაძე მოსე ივანეს ძე (1856-1890) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი.
მასწავლებლად მუშაობდა პატარძეულის, მეჯვრისხევის, ხონის სკოლებში |
|
|
||
1881 17 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ჩვენი ექიმები“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 17 იანვარი, № 11, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 211. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621. |
|
|
||
1881 24 იანვრამდე |
||
|
||
ქართული დრამატული ამხანაგობის პირველ სხდომაზე ირჩევენ მის თავმჯდომარედ. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1881, 24 იანვარი № 17, გვ. 2-3; ა. ფაღავა, ილია
ჭავჭავაძე და ქართული თეატრი, ჟურნ. „მნათობი“, 1937, № 5, გვ. 107-121.
დათარიღება: ინფორმაცია ამის შესახებ გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა 24 იანვარს |
|
1881 29 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ქალაქის რჩევის სხდომა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 29 იანვარი, № 21, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 214. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“
თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 669-670. |
|
1881 30 იანვარი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „გამბეტტას ძლიერება“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 30 იანვარი, № 22, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 216. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“
თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 670.
პირთა ანოტაციები:
გამბეტტა ლეონ მიშელ (1838-1882) ფრანგი პოლიტიკური და სახელმწიფო
მოღვაწე. 1879-1881 წლებში დეპუტატთა პალატის წევრი, 1881 წლიდან
პრემიერმინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. |
|
1881 30 იანვარი |
||
|
||
კირილ იანოვსკის პასუხად დაწერილ მის სტატიასთან დაკავშირებით კავკასიის საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევ მოძალევსკი იღებს წერილს, რომ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსი დიმიტრი სტაროსელსკი თანახმაა სტატიის დაბეჭდვაზე და ფიქრობს, რომ კირილ იანოვსკისაც არ ექნება რაიმე საწინააღმდეგო. მოძალევსკის უჩნდება კითხვა, საიდან ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს ციტირებული მანიფესტის ტექსტი და წერილს ამ შეკითხვით უგზავნეს მას საგურამოში. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 480, №№ 3, 72.
პირთა ანოტაციები:
იანოვსკი კირილე პეტრეს ძე (1822-1902)
რუსი რეაქციონერი მოხელე. კავკასიის
სასწავლო ოლქის მზრუნველი 1878-1901 წლებში.
მოძალევსკი ლევ ნიკოლოზის ძე (1837-1896) პედაგოგი, განათლების
თეორეტიკოსი, 1880 წლიდან ასრულებდა კავკასიის საცენზურო კომიტეტის
თავმჯდომარის მოვალეობას, 1882 წელს კი დაინიშნა ამ თანამდებობაზე. სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884) გენერალი, სენატორი,
ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი. 1876 წელს
დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის
დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად. |
|
|
||
1881 31 იანვრამდე |
||
|
||
ჟურნალ „ივერიაში“ იბეჭდება „აჩრდილის“ პირველი ნაწილი (I-XVII თავები) და „შინაური მიმოხილვა“ („ახლად გამართული ბაასი შკოლების თაობაზედ...“). |
წყარო: ჟურნ. „ივერია“, 1881, № 2, გვ. 3, 147; გაზ. „დროება“, 1881, 31
იანვ. № 23. დათარიღება: ჟურნალის ამ ნომრის გამოსვლის შესახებ წერია გაზეთ
„დროების“ 31 იანვრის ნომერში. |
|
1881 31 იანვრამდე |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იონა მეუნარგიას, როგორც ყოფილ მდივანს ავალებენ განვლილი წლის ანგარიშის წერილობით წარდგენას. მადლობას უცხადებენ ალექსანდრე როინაშვილს ფოტოპირების შემოწირვისთვის. ინიშნებიან რეცენზენტები პრემიის მისაღებად წარმოდგენილი მასალების განსახილველად. ბათუმის გუბერნატორს აცნობებენ გადაწყვეტილებას ადგილობრივი სკოლის მასწავლებლად ალექსანდრე ნანეიშვილის არჩევის შესახებ. ორგანიზაციის ხაზინადარს ნებას რთავენ, რომ თსს ბანკიდან შეიძინოს გარკვეული თანხის გირავნობის ფურცლები და, საჭიროების შემთხვევაში, დააგირაოს სახელმწიფო ბანკში. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 111.
პირთა
ანოტაციები:
მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919) მწერალი, პუბლიცისტი,
საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ
სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა
ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი
ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი.
როინაშვილი ალექსანდრე სოლომონის ძე (1846-1898) პირველი ქართველი ფოტოგრაფი. 80-იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, ჰქონდა ფოტოგრაფიული სტუდია „რემბრანდტი“. ასტრახანში, მოსკოვსა და პეტერბურგში გამართა მოძრავი გამოფენები. ნანეიშვილი ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904) ხალხოსანი მწერალი
და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“ თანამშრომელი. წერდა ფსევდონიმებით: „მე
გახლავარ“, „ძველი ეკალი“. |
|
|
||
1881 4 თებერვლამდე |
||
|
||
ესწრება ალექსანდრე ყაზბეგის ბენეფისს, რომელზეც წარმოადგენენ ორმოქმედებიან კომედიას „აღმზრდელები“ და ვოდევილს „ყველაფერი ბედზედ არის“. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 30 იანვარი, № 22, გვ. 1. პირთა ანოტაციები: ყაზბეგი ალექსანდრე მიხეილის ძე (1848-1893) პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი, სამოციანელთა მიმდევარი, ისტორიული დრამის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. |
|
1881 4 თებერვალი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას რუბრიკით „თეატრის მატიანე“ („მოჩხუბარიძემ დაწერა და წარმოადგინა შარშან...“), რომელშიც საუბარია ალექსანდრე ყაზბეგის პიესასა და მის დადგმაზე. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 4 თებერვალი, № 25, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 219. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 625-629, 632-633, 670-671. ყაზბეგი ალექსანდრე მიხეილის ძე (1848-1893) პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი, სამოციანელთა მიმდევარი, ისტორიული დრამის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. |
|
1881 6 თებერვალი |
||
|
||
მონაწილეობს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის პირველ სხდომაში, რომელსაც თავმჯდომარეობს გრიგოლ ორბელიანი. ილია ჭავჭავაძის წინადადებით იღებენ გადაწყვატილებას, რომ ერთმა წევრმა ხმამაღლა იკითხოს „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტი და სხვებმა შეაჯერონ ნუსხებთან. ირჩევენ ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარედ. იონა მეუნარგიას ავალებს, რომ მიხაი ზიჩის გადაუთარგმნონ „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსი ილუსტრაციების დასახატად. |
წყარო: სოლ. ცაიშვილი, ლიტ. ნარკვევები, 1965, გვ. 108; გაზ. „დროება“, 1884 29 სექტემბერი, № 210. პირთა ანოტაციები: ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883) რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი. ზიჩი მიხაი (1827-1906) უნგრელი ფერმწერი, გრაფიკოსი და ილუსტრატორი. „ვეფხიტყაოსნის“ გარდა, ილუსტრირებული აქვს შექსპირის, გოეთეს, შილერის, პუშკინისა და სხვა კლასიკოსთა თხზულებები. |
|
1881 8 თებერვალი |
||
|
||
ესწრება კომედიას „ჟოზეფ, პარიზელი კინტო“. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 11 თებერვალი, № 31, გვ. 2 |
|
|
||
1881 11 თებერვალი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას რუბრიკით „თეატრის მატიანე“ („ჟოზეფზედ“ ლაპარაკი ცოტად დამიგვიანდა...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 11 თებერვალი, № 31, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 223. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 625-629, 632-633, 671. |
|
|
||
1881 13 თებერვალი |
||
|
||
გაზეთ „დროებაში”აქვეყნებს ვრცელ სტატიას „ბ-ნ იანოვსკის წერილის გამო“, რომელშიც მკაცრად ილაშქრებს ქართულ სკოლებში საგნების რუსულ ენაზე სწავლების წინააღმდეგ. სტატია იბეჭდება რედაქციის შენიშვნით. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, № 169 (ნაკლული); კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217; № 170 (რუსულ ენაზე, გადაწერილია უცხო ხელით), გაზ. „დროება“, 1881, № 33, გვ. 1. პირთა ანოტაციები: იანოვსკი კირილე პეტრეს ძე (1822-1902) რუსი რეაქციონერი მოხელე. კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი 1878-1901 წლებში |
|
|
||
1881 13 თებერვალი |
||
|
||
საღამოს ესწრება „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის მეორე სხდომას, რომელიც მიმდინარეობს სათავადაზნაურო ბანკის შენობის დარბაზში. ხმამაღლა კითხულობს პოემის ერთ თავს „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“. |
წყარო:
იონა მეუნარგია, „ვეფხისტყაოსანი“, გაზ. „დროება“, 1881, 17 თებ., № 36, გვ.
3-4 |
|
|
||
1881 13 თებერვლის შემდეგ |
||
|
||
ილია ჭავჭავაძის საპასუხო წერილის წაკითხვის შემდეგ კირილ იანოვსკი თავისი კანცელარიის გამგეს ავალებს გადასცეს მას, რომ პასუხი მოეწონა და მისი გაცნობა უნდა. |
წყარო: შაქრო კანდელაკის მოგონებები, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის
სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 13422, გვ.
5-6; საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 480, №№ 3, 72.
პირთა ანოტაციები:
იანოვსკი კირილე პეტრეს ძე (1822-1902)
რუსი რეაქციონერი მოხელე. კავკასიის
სასწავლო ოლქის მზრუნველი 1878-1901 წლებში. |
|
1881 13 თებერვლის შემდეგ |
||
|
||
კირილ იანოვსკის უთვლის, რომ, თუ გაცნობა უნდა, მისი კარი ყველასთვის ღიაა. იანოვსკი აკითხავს, ესაუბრება და სთანხმდება, რომ რუსული ენის სწავლების პირველი წლიდან დაწყების პროექტი არ აამოქმედოს. |
წყარო:
შაქრო კანდელაკის მოგონებები, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 13422, გვ. 5-6; საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 480, №№ 3, 72. პირთა ანოტაციები: იანოვსკი კირილე პეტრეს ძე (1822-1902) რუსი რეაქციონერი მოხელე. კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი 1878-1901 წლებში. |
|
|
||
1881 17 თებერვალი |
||
|
||
გაზეთ „დროებაში“ იონა მეუნარგია აქვეყნებს წერილს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის მეორე სხდომის შესახებ, რომელზეც ილია ჭავჭავაძემ საჯაროდ წაიკითხა „ვეფხისტყაოსნის“ ერთი თავი. მისი დეკლამაციის შესახებ წერს, რომ ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ ცოტა ერთფეროვანი. |
წყარო: იონა მეუნარგია, „ვეფხისტყაოსანი“, გაზ. „დროება“, 1881, 17 თებ. № 36, გვ. 3-4. პირთა ანოტაციები: მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი. |
|
|
||
1881 21 თებერვალი |
||
|
||
ბათუმის სკოლის გახსნის დაგვიანების გამო დეპეშას უგზავნის ბათუმში ალექსანდრე ნანეიშვილს და სთხოვს, აცნობოს სკოლის გახსნის თარიღი. |
წყარო: საისტორიო მოამბე, ტ. 37-38, 1978, გვ. 47.
დათარიღება: წერილი 21
თებერვლით არის დათარიღებული. პირთა ანოტაციები: ნანეიშვილი ალექსანდრე
თეიმურაზის ძე (1857-1904) ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“
თანამშრომელი. წერდა ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“. |
|
|
||
1881 21 თებერვლის შემდეგ |
||
|
||
ალექსანდრე ნანეიშვილისაგან იღებს საპასუხო დეპეშას, რომ სკოლა მზად არის და 25 ან 26 თებერვალს გაემგზავრონ. |
წყარო: საისტორიო მოამბე, ტ. 37-38, 1978, გვ. 47.
დათარიღება: წერილი 21
თებერვლით არის დათარიღებული. პირთა ანოტაციები: ნანეიშვილი ალექსანდრე
თეიმურაზის ძე (1857-1904) ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“
თანამშრომელი. წერდა ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“. |
|
|
||
1881 23 თებერვალი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც საქმეთა მწარმოებელს სთხოვენ, ნუსხა შეადგინოს, რა რაოდენობის დაფები მიიღეს მოსკოვიდან და პარიზიდან და როგორ მდგომარეობაშია. მეცადინეობის დამთავრების შემდეგ მოსწავლის სკოლაში დატოვებასთან დაკავშირებით იღებენ დადგენილებას, რომ ასეთ შემთხვევაში იგი აუცილებლად უნდა იყოს დაკავებული სწავლით და არ უნდა იყოს ჩაკეტილი. ადგენენ საზოგადოებისთვის შემოთავაზებული წიგნების შესასყიდ ფასებს. წერილობით აცნობებენ ალექსი ჭიჭინაძეს, რომ საზოგადოების წესდების თანახმად, არავის არ აქვს მისგან სასწავლო პროგრამის შეცვლის მოთხოვნის უფლება. შემოწირულობას იღებენ ივანე და კონსტანტინე ბაგრატიონმუხრანელებისაგან. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 112. პირთა ანოტაციები: ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913) პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886 წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში. ბაგრატიონ-მუხრანელი (მუხრანსკი) ივანე კონსტანტინეს ძე (1812-1895) გენერალლეიტენანტი, ერეკლე II-ის შვილთაშვილი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი, 1882-1885 წლებში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე. თადარიგში გასვლის შემდეგ წარმატებით უძღვებოდა სოფლის მეურნეობას. ბაგრატიონ-მუხრანელი კონსტანტინე ივანეს ძე (1838-1903) ოლღა გურამიშვილჭავჭავაძის მამიდაშვილიშვილი. |
|
|
||
1881 24 თებერვალი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ბათომის მაზრის დაცარიელება“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 11 თებერვალი, № 31, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 228. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“
თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 625-629, 632-633, 671 |
|
|
||
1881 24 თებერვალი |
||
|
||
მონაწილეობს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის მესამე სხდომაში. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1881, 26 თებ., № 42, გვ. 3-4. |
|
|
||
1881 თებერვლის მეორე ნახევარი |
||
|
||
ჟურნალ „იმედში“ იბეჭდება დავით აბდუშელიშვილის ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა „ივერიის“ 1880 წლის მეოთხე და 1881 წლის პირველ ნომრებზე. ავტორი არჩევს მათში გამოქვეყნებულ მხატვრულ ნაწარმოებებს და ზედმეტად მიიჩნევს ალექსის ბუვიეს „იზას“ მსგავსი ნაწარმოებების თარგმნას. |
წყარო: დ. აბდუშელიშვილი, ჟურნ. „იმედი“, 1881, № 1, გვ. 109-112.
პირთა
ანოტაციები:
აბდუშელიშვილი დავით (1847-1919) იურისტი, ვექილი, ხალხოსანი.
თანამშრომლობდა გაზეთებთან „დროება“ და „შრომა“, ჟურნალთან „იმედი“ და სხვ.
ბუვიე ალექსის (1836-1892) ფრანგი რომანისტი და დრამატურგი, რამდენიმე
ოპერეტის ლიბრეტოსა და მრავალრიცხოვანი კრიმინალური რომანების ავტორი. |
|
|
||
1881 თებერვლის ბოლო |
||
|
||
ჟურნალი „ფალანგა” აქვეყნებს ა. შვანის კარიკატურას დიალოგით. წარმოდგენილია „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობს ივანე მაჩაბელი, ილია ჭავჭავაძე კი კითხულობს ტექსტს. |
წყარო: ჟურნ. „ფალანგა“ 1881, № 13.
პირთა ანოტაციები: შვანი ა.
მხატვარი,
კარიკატურისტი, თანამშრომლობდა ჟ. „ფალანგაში“.
მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი,
პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის
დირექტორი. |
|
|
||
1881 1 მარტი |
||
|
||
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მესამე ნომერი, რომელშიც ბეჭდავს „აჩრდილის“ დასასრულს (XVIII – XXVII თავებს) და „შინაურ მიმოხილვას“ („რუსეთი და მისი საპოლიტიკო საგანი...“). |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 168, გვ.
127; ჟურნ. „ივერია“, 1881, № 3, გვ. 127 . |
|
|
||
1881 12 მარტი |
||
|
||
ესწრება ბათუმის სკოლის გახსნას. რამდენადაც სასწავლებელს არ აქვს საკუთარი შენობა, ჰპირდება, რომ ქშწ-კგ საზოგადოება აუგებს. |
წყარო: გაზ. „დროება“, ლ. მჭედლიშვილი, ბათუმის სკოლა, 20 მარტი, № 60, გვ.
2,3. დათარიღება: ბათუმის სკოლის გახსნასთან დაკავშირებით სხვა თარიღი - 23
მარტია დასახელებული გაზეთ „დროების“ 16 ივნისის ნომერში. იხ. „ბათომის
სკოლა“, გაზ. „დროება“, 1881, 16 ივნისი, № 123, გვ. 3. |
|
|
||
1881 12 მარტს ან მომდევნო დღეებში |
||
|
||
ბათუმში, ნურიბეგ ხიმშიაშვილის ოჯახში ხვდება აჭარელ საზოგადო მოღვაწეებს ჰუსეინ აბაშიძეს, ჰუსეინ ბეჟანიძეს, გაბუნიას და ესაუბრება სკოლის საკითხებზე. |
წყარო: ჰაიდარ აბაშიძე, წერილები, თბ., 1963, 150.
დათარიღება: ბათუმის
სკოლის გახსნასთან დაკავშირებით სხვა თარიღი - 23 მარტია დასახელებული
გაზეთ „დროების“ 16 ივნისის ნომერში. ამ ვერსიით შეხვედრა 23 მარტის
მომდევნო დღეებში უნდა მომხდარიყო. იხ. „ბათომის სკოლა“, გაზ. „დროება“,
1881, 16 ივნისი, № 123, გვ. 3. პირთა ანოტაციები: ხიმშიაშვილი ნურიბეგ ბათუმის ოლქის პოლიციის ინსპექტორი.
აბაშიძე ჰუსეინ (ხუსეინ) ბათუმელი საზოგადო მოღვაწე.
ბეჟანიძე ხუსეინ საზოგადო მოღვაწე ჩაქვიდან. იბრძოდა მოჰაჯირობის წინააღმდეგ. გაბუნია ბათუმის პოლიციის უბნის რწმუნებული 1881 წელს. |
|
|
||
1881 მარტის პირველი ნახევარი |
||
|
||
გამოდის იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი „ბუნების კარის“ მეოთხე გამოცემა, რომელშიც იბეჭდება ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები: „ჩიტი“, „სიმღერა ამხანაგებისა“ („დედამ რომ შვილი გაზარდოს...“), ნაწყვეტები პოემებიდან: „აჩრდილი“ (მყინვარის ეპიზოდი), „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ და მოთხრობებიდან: „კაცია – ადამიანი?!“ და „გლახის ნაამბობი“. |
წყარო: ი. გოგებაშვილი, „ბუნების კარი“, მე-4 გამოცემა, ტფილისი, 1881.
პირთა ანოტაციები: გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და
საზოგადო მოღვაწე. |
|
|
||
1881 18 მარტი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც არ კმაყოფილდება საზოგადოების სტიპენდიანტების თხოვნა თანხის მომატებაზე, მაგრამ ისმება მათი უფასო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი. ივანე როსტომაშვილის არითმეტიკის სახელმძღვანელო სარეცენზიოდ გადაეცემა კონსტანტინე ნაცვლიშვილს. გრიგოლ ჩარკვიანისაგან შემოწირულობის სახით იღებენ მოთხრობის „კაცია - ადამიანი?!“ 50 ეგზემპლარს. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 115.
პირთა
ანოტაციები:
როსტომაშვილი ივანე პავლეს ძე (1852-1924) პედაგოგი,
ჟურნალისტი, სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი, ჟურნალ „მოგზაურის“
რედაქტორგამომცემელი. ფსევდონიმები: „კახთ-კახოსი“, „ვანო“, „თქვენი ვანო“
და სხვ.
ნაცვლიშვილი კონსტანტინე დავითის ძე – (გარდ. 1881) პუბლიცისტი,
ხალხოსანი, თბილისის სახელოსნო სკოლის მასწავლებელი, ქართველთა შორის
წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა მწარმოებელი. ჩარკვიანი გრიგოლ (გიგო) ვასილის ძე (1852-1922) მესტამბე,
გამომცემელი. |
|
|
||
1881 20 მარტი |
||
|
||
დროებაში იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაესწრო ბათუმის სკოლის გახსნას. |
წყარო: გაზ. „დროება“, ლ. მჭედლიშვილი, ბათუმის სკოლა, № 60, გვ. 2,3. |
|
|
||
1881 21 მარტი |
||
|
||
ხელს აწერს თბილისის საოლქო სასამართლოსთვის წარსადგენ დოკუმენტს მეურვეობასთან დაკავშირებით. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 116, საქ. 278, ფ. 6-7. დოკუმენტი: |
|
|
||
1881 22 მარტი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ჩვენი ახალგაზდობის მოვალეობა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 25 მარტი, № 64, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 234. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“
თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 673. |
|
|
||
1881 25 მარტი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას თარიღით „ტფილისი, 24 მარტს“ („მართალია, ბევრი ხანი არ გასულა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში გამოქვეყნდა სათაურით „როგორ პოლიტიკას აირჩევს რუსეთი“. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 25 მარტი, № 64, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 234. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“
თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 673. |
|
|
||
1881 27 მარტი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „განათლების ახალი მინისტრის დანიშვნა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 27 მარტი, № 65, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 236. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“
თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 673. |
|
|
||
1881 28 მარტი |
||
|
||
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება დასაწყისი მის მიერ შედგენილი დოკუმენტისა „წესდებულება ქართულის დრამატულის საზოგადოებისა“. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1881, № 66, გვ. 3-4. |
|
|
||
1881 29 მარტი |
||
|
||
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება დასასრული მის მიერ შედგენილი დოკუმენტისა „წესდებულება ქართულის დრამატულის საზოგადოებისა“. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1881, № 67, გვ. 3-4. |
|
|
||
1881 29 მარტის შემდეგ |
||
|
||
ქართულ და რუსულ ენებზე წიგნად გამოდის მის მიერ შედგენილი „წესდებულება ქართულის დრამატულის საზოგადოებისა“. |
წყარო: წესდებულება ქართული დრამატული საზოგადოებისა, Тифлис, 1881, Тип.
Еф. Хеладзе. |
|
|
||
1881 31 მარტი |
||
|
||
ილია ჭავჭავაძე და კონსტანტინე ნაცვლიშვილი წერილობითი თხოვნით მიმართავენ დიმიტრი ყიფიანს, როგორც ქშწ-კგ საზოგადოების თავმჯდომარეს, რომ ორგანიზაციისათვის საჭირო სახელმძღვანელოების შესაძენად მოელაპარაკოს პეტერბურგის წიგნის მაღაზიებს. |
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული არქივი, დიმიტრი ყიფიანის არქივი № 306; „საისტორიო
მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 372, 374–375. პირთა ანოტაციები: ნაცვლიშვილი
კონსტანტინე დავითის ძე – (გარდ. 1881) პუბლიცისტი, ხალხოსანი, თბილისის
სახელოსნო სკოლის მასწავლებელი, ქართველთა შორის წერაკითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა მწარმოებელი.
ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887) მწერალი, მთარგმნელი,
პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის
ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების
ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. |
|
|
||
1881 მარტი |
||
|
||
ჟურნალ „ივერიაში“ აქვეყნებს „შინაურ მიმოხილვას“ („რუსეთი ერთი იმისთანა სახელმწიფოა...“) სახელმწიფო უწყებებში ქართული ენის აკრძალვის წინააღმდეგ. არგუმენტირებისას იშველიებს რუსი იურისტისა და სამართალმცოდნის – პროფესორ ვლადიმერ სპასოვიჩის მიერ იურიდიულ საზოგადოებაში 1881 წლის 2 თებერვალს წამოყენებულ მოთხოვნას, რომ სამართალი აუცილებლად უნდა წარმოებდეს იმ ენაზე, რომელზეც ერი ლაპარაკობს. |
წყარო: ჟურნ. „ივერია“, 1881, № 3, გვ 127-136; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად,
ტ. 6, თბ., 1997, გვ. 451-458. პირთა ანოტაციები: სპასოვიჩი ვლადიმერ
დანიელის ძე (1829-1906)
რუსი იურისტი, პეტერბურგის უნივერსიტეტში
სწავლისას ილია ჭავჭავაძეს ლექციებს უკითხავდა სისხლის სამართალში. 1861
წლის სტუდენტური შფოთის დროს პროტესტის ნიშნად დატოვა უნივერსიტეტი. |
|
|
||
1881 1 აპრილი |
||
|
||
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეოთხე ნომერი. |
წყარო: ჟურნ. „ივერია“, 1881, № 4. |
|
|
||
1881 8 აპრილი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „კავკაზის“ აზრი კავკასიის უნივერისტეტზე“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 8 აპრილი, № 75, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 241. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“
თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 674. |
|
|
||
1881 8 აპრილი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც გამოდის მოხსენებით ბათუმის სკოლის ასაშენებლად გეგმის შედგენასთან დაკავშირებით. ამ საკითხის მოგვარება ევალება ვახტანგ თულაშვილს. იღებენ დადგენილებას ნიკოლოზ ზეიდლიცის ეთნოგრაფიული რუკის 20 ეგზემპლარის შეძენაზე. კმაყოფილდება რაფიელ ერისთავის თხოვნა მოთხრობის „ხატაური“ დაბეჭდვასთან დაკავშირებით. იღებენ დადგენილებას, ისეთი წიგნების გადაწერის შესახებ, რომლებსაც ვერ ყიდულობენ. რაფიელ ერისთავს ევალება განსაზღვროს, რა წიგნების შესყიდვა სჭირდებათ გამომცემელ გრიგოლ ჩარკვიანისაგან. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 121.
პირთა
ანოტაციები:
თულაშვილი ვახტანგ დიმიტრის ძე (1834-1910) პუბლიცისტი,
ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.
ზეიდლიცი ნიკოლოზ კარლოს ძე (1831-1907) რუსი ნატურალისტი და ეთნოგრაფი, კავკასიის სტატისტიკური კომიტეტის მთავარი რედაქტორი, 1880 წელს გამოსცა კავკასიის ეთნოგრაფიული რუკა, 1899 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ჩარკვიანი გრიგოლ (გიგო) ვასილის ძე (1852-1922) მესტამბე,
გამომცემელი. |
|
|
||
1881 8 აპრილი |
||
|
||
სწორებების შეტანის შემდეგ ხელს აწერს თსს ბანკის დამფუძნებელთა საერთო კრების ოქმს, რომელშიც საუბარია სწავლა-განათლებისთვის მეტი თანხის გამოყოფაზე. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის
არქივი № 524. პირთა ანოტაციები: კეზელი დავით ივანეს ძე (1854-1907)
საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი. აქტიურად იბრძოდა
ქალთა ემანსიპაციისათვის. მისი პიესები იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე. |
|
|
||
1881 18 აპრილი |
||
|
||
იღებს დავით კეზელის წერილს მისი კომედიის ჟურნალ „ივერიაში“ დაბეჭდვის თხოვნით. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის
არქივი № 524. პირთა ანოტაციები: კეზელი დავით ივანეს ძე (1854-1907)
საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დრამატურგი, მთარგმნელი. აქტიურად იბრძოდა
ქალთა ემანსიპაციისათვის. მისი პიესები იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე. |
|
|
||
1881 23 აპრილი |
||
|
||
1881 წლის 7 აპრილს თბილისის საოლქო სასამართლოდან მიღებული უწყების საფუძველზე ითხოვს, გაათავისუფლონ ნაფიცი ვექილის თანამდებობიდან. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 116, საქ. 278, ფ. 9; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 198-199; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17,
2012, გვ. 91, 405-406. „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 198–199. |
|
|
||
1881 24 აპრილი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ბათომის ახალი გუბერნატორი“ („ჩვენს გაზეთში იყო ამა წინათ...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 24 აპრილი, № 84, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 245. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“
თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 674. |
|
|
||
1881 26 აპრილი |
||
|
||
მონაწილეობს თსს ბანკის კრებაში. კითხულობს ბანკის 1880 წლის მოქმედების ანგარიშს და 1881 წლის ხარჯთაღრიცხვას. |
წყარო: გაზ. „დროება“ 1881, № 86, 87. |
|
|
||
1881 27 აპრილი |
||
|
||
მონაწილეობს „თბილისის გუბერნიის შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის საზოგადოების“ კრებაში. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1881, № 87, გვ. 3. |
|
|
||
1881 28 აპრილი |
||
|
||
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება სტატია „თფილისის სააზნაურო ბანკის კრება 26 აპრილს“, რომელშიც საუბარია ილია ჭავჭავაძის მიერ წაკითხულ ერთი წლის ანგარიშზე. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1881, № 86, გვ. 1-2. |
|
|
||
1881 28 აპრილი |
||
|
||
ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდება თსს ბანკის 1880 წლის მუშაობის ანგარიშის პირველი ნაწილი. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1881, № 87, გაზ. «Кавказ», № 94. |
|
|
||
1881 29 აპრილი |
||
|
||
გაზეთებში იბეჭდება თსს ბანკის 1880 წლის მუშაობის ანგარიშის მეორე ნაწილი. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1881, № 87, გაზ. «Кавказ», № 94. |
|
|
||
1881 1 მაისი |
||
|
||
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეხუთე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება ილიასეული „შინაური მიმოხილვა“ („დასაწყისი უარმყოფელის მიმართულებისა რუსეთში...“). |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 168, გვ.
137; ჟურნ. „ივერია“, 1881, № 5, გვ. 117; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
6, თბ., 1997, გვ. 459. |
|
|
||
1881 2 მაისი |
||
|
||
თბილისის საოლქო სასამართლოს დადგენილებით თავისუფლდება ნაფიცი ვექილის მოვალეობისგან. |
წყარო: „საისტორიო მოამბე“, ტ. 3. 1947, გვ. 199. |
|
|
||
1881 9 მაისი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ეცნობიან საერთო კრების წინაშე წარსადგენ ანგარიშს და შეაქვთ სწორებები. სოფელ კავთისხევის სკოლას უთვლიან, რომ მერხები მიღებულია და იზრუნონ წაღებაზე. პეტერბურგის წიგნის მაღაზიის „ფენუ და კორპორაციისაგან“ იღებენ გასაყიდი წიგნების ნუსხას ფასებით, რომელთა განხილვა, წიგნების შერჩევა და წიგნის მაღაზიის გასახსნელად პროექტის დაწერა ევალება ნიკოლოზ ცხვედაძეს. მასვე და რაფიელ ერისთავს ევალებათ პროექტის შედგენა ბიბლიოთეკის გამართვასა და წიგნების მოპოვებაზე. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 126. პირთა ანოტაციები: ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. |
|
|
||
1881 15 მაისი |
||
სხვებთან ერთად ხელს აწერს ქშწ-კგ საზოგადოების ანგარიშს 1880 წლის 15 მაისიდან 1881 წლის 15 მაისამდე |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქმე № 44, ფ. 8.
|
|
|
||
1881 მაისის შუა რიცხვები |
||
|
||
გაზეთ „ფალანგაში“ იბეჭდება კარიკატურა: ფრაკში გამოწყობილი ილია ჭავჭავაძე – ბანკის მმართველი რევოლვერით ხელში ემუქრება ქართული ტანსაცმლით შემოსილ ილია ჭავჭავაძეს – რედაქტორს. კარიკატურას ახლავს ტექსტი: „ბატონო რედაქტორო, თქვენ შეურაცხყოფა მომაყენეთ მე, როგორც თბილისის სამიწათმოქმედო ბანკის მმართველს; გთხოვთ დანიშნოთ დრო და აირჩიოთ იარაღი“. |
წყარო: გაზ. „ფალანგა“, 1881, № 20. |
|
|
||
1881 26 მაისი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ქუთაისის სკოლის მზრუნველთა საბჭოსაგან ითხოვენ დეტალურ ინფორმაციას ადგილობრივი სააზნაურო სკოლის გაფართოებასთან დაკავშირებით. იღებენ დადგენილებას, რომ გაზეთ „დროებაში“ გამოაქვეყნონ ხოლმე სია საზოგადოების მიერ გამოცემული და გასაყიდი წინებისა, ფასების მითითებით და მათ გავრცელებაში ჩართონ სკოლის მასწავლებლები. იღებენ დადგენილებას ცალკეული პირების ხელფასის ოდენობასთან და მათი გაცემის ვადებთან დაკავშირებით. |
წყარო: ავტოგრაფი, ყვარლის ილია ჭავჭავაძის მუზეუმი; გაზ. „დროება“, 1881,
31 მაისი, № 111, გვ. 1. პირთა ანოტაციები: გაბუნია ნატო (ნატალია) მერაბის ასული (1859-1910)
მსახიობი, დრამატურგ ავქსენტი ცაგარლის მეუღლე,
მოღვაწეობდა გორსა და თბილისში. |
|
|
||
1881 31 მაისამდე |
||
|
||
ნატო გაბუნიას საბენეფისოდ მუშაობს „კაცია-ადამიანის“ სასცენოდ კადაკეთებაზე და პიესას არქმევს „მაჭანკალს“. |
წყარო: ავტოგრაფი, ყვარლის ილია ჭავჭავაძის მუზეუმი; გაზ. „დროება“, 1881,
31 მაისი, № 111, გვ. 1. პირთა ანოტაციები: გაბუნია ნატო (ნატალია) მერაბის
ასული (1859-1910)
მსახიობი, დრამატურგ ავქსენტი ცაგარლის მეუღლე,
მოღვაწეობდა გორსა და თბილისში. |
|
|
||
1881 31 მაისი |
||
|
||
ესწრება კომედია „მაჭანკლის“ პირველ წარმოდგენას გრიგოლ არწრუნის თეატრში. |
წყარო: ი. გრიშაშვილი, „მაჭანკალი“, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 1937,
29 მაისი, გვ. 4. |
|
|
||
1881 31 მაისის შემდეგ |
||
|
||
გაზეთ „ფალანგაში“ იბეჭდება სტატია, რომელშიც აღწერილია ის სიხარული, რომელიც მის ავტორს თეატრალურ აფიშაზე ილია ჭავჭავაძის სახელის დანახვამ, შემდეგ კი სპექტაკლის ნახვამ მოუტანა. ავტორი მოხიბლულია იმით, რომ მოქმედი პირები საოცარი ოსტატობითაა შექმნილი და საუბრობენ წმინდა ქართულ ენაზე. |
წყარო: გაზ. „ფალანგა“, 1881, № 22, გვ. 7. |
|
|
||
1881 ივნისის დასაწყისი |
||
|
||
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეექვსე ნომერი, რომელშიც ადგილს უთმობს მის ნარკვევზე „ცხოვრება და კანონი“ ნიკოლოზ ხუდადოვის გამოხმაურების პირველ ნაწილს, სათაურით „უსაფუძვლო წადილი“. სტატიის ავტორი ილია ჭავჭავაძეს ეკამათება საგლეხო რეფორმის ნაკლოვანებათა შესახებ. |
წყარო: ჟურნ. „ივერია“, 1881, № 6, გვ. 115-135
პირთა ანოტაციები: ხუდადოვი
ნიკოლოზ ალექსის ძე (გარდ. 1905) სომეხი ექიმი და საზოგადო მოღვაწე.
ქალაქის საბჭოს წევრი. ხელმძღვანელობდა ტუბერკულოზით დაავადებულთა
საავადმყოფოს თბილისში და ჰაერის გასაჯანსაღებლად ნაძალადევის ფერდობზე
გააშენა ტყე-პარკი |
|
|
||
1881 7 ივნისი |
||
|
||
ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობა ატყობინებს თბილისის კომერციულ ბანკს, რომ ილია ჭავჭავაძის გამგზავრების გამო მის ნაცვლად საბანკო ქვითრებს ხელს მოაწერს საზოგადოების წევრი ალექსანდრე ჭყონია. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1881, 10 ივნისი, № 118, გვ. 1; საქართველოს
ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 137. |
|
|
||
1881 8 ივნისი |
||
|
||
მონაწილეობს ქშწ-კგ საზოგადოების წლიურ კრებაში. კრებას მოახსენებს საზოგადოების მუშაობის ერთი წლის ანგარიშს. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1881, 10 ივნისი, № 118, გვ. 1; საქართველოს
ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 137. |
|
|
||
1881 13 ივნისი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „სწავლა-განათლების საქმე“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1881, 10 ივნისი, № 118, გვ. 1; საქართველოს
ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 137. |
|
|
||
1881 13 ივნისი |
||
|
||
თბილისის გიმნაზიის კურსდამთავრებულებს ულოცავს სწავლის დასრულებას. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 13 ივნისი, №გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 247. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“
თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 675. |
|
|
||
1881 16 ივნისი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იღებენ დადგენილებას, რომ ქუთაისის სააზნაურო სასწავლებლის გაფართოებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდოს კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველს. რაფიელ ერისთავს ეძლევა ჰონორარი ივან კრილოვის იგავ-არაკების ქართულად თარგმნისთვის და იღებენ დადგენილებას მის გამოცემაზე. ალექსანდრე ნანეიშვილისგან ითხოვენ წერილობით ინფორმაციას ბათუმის სკოლისთვის დასაქირავებელი შენობის შესახებ. ერთ-ერთ სტიპენდიანტს ცუდი მოსწრების გამო უხსნიან სტიპენდიას. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 2, გვ. 150.
პირთა
ანოტაციები:
კრილოვი ივანე ანდრიას ძე (1769-1844)
რუსი მწერალი,
დრამატურგი და მეიგავე.
ნანეიშვილი ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904)
ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“ თანამშრომელი. წერდა
ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“. |
|
|
||
1881 16 ივნისი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „კურსშესრულებულებს“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 16 ივნისი, № 123, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 250. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“
თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 250, 621-623, 675. |
|
|
||
1881 16-18 ივნისი |
||
|
||
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ქშწ-კგ საზოგადოების ერთი წლის ანაგარიში. |
წყარო: „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების საქმეთ
წარმოება 1880 წლის 15 მაისიდამ 1881 წ. 15 მაისამდე“, გაზ. „დროება“,
1881, № 123- 125. |
|
|
||
1881 21 ივნისი |
||
|
||
რაფიელ ერისთავს წერილობით ატყობინებს, რომ ქართული წიგნის მბეჭდავმა საზოგადოებამ ამ ეტაპზე გადაწყვიტა ალექსანდრე ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულის დაბეჭდვა. ჰპირდება მისი იგავ-არაკების გამოსაცემად საჭირო თანხის ხელისმომწერთა მეშვეობით შეგროვებას. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი № 956; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 87; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
17, 2012, გვ. 92, 406. პირთა ანოტაციები: ერისთავი რაფიელ დავითის ძე
(1824-1901) პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე,
ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ჭავჭავაძე ალექსანდრე გარსევანის ძე (1786-1886) რომანტიკოსი პოეტი,
რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, მონაწილეობდა 1804 წლის აჯანყებაში,
1832 წლის შეთქმულებაში, ნაპოლეონისა და თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლებში. |
|
|
||
1881 21 ივნისის შემდეგ |
||
|
||
გიორგი თუმანიშვილთან და პეტრე უმიკაშვილთან ერთად გამოსაცემად ამზადებს ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსთა კრებულს. |
წყარო: სოლ. ცაიშვილი, ლიტ. ნარკვევები, თბ., 1965, გვ. 32.
პირთა
ანოტაციები:
თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920) კრიტიკოსი,
პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა
როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое
обозрение»-ს რედაქტორი.
უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე,
ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ
მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს,
პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. ჭავჭავაძე ალექსანდრე გარსევანის ძე (1786-1886) რომანტიკოსი პოეტი,
რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, მონაწილეობდა 1804 წლის აჯანყებაში,
1832 წლის შეთქმულებაში, ნაპოლეონისა და თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლებში. |
|
|
||
1881 24 ივნისი |
||
|
||
გურიის სკოლებზე მზრუნველი ანტონ ნაკაშიძე წერილობით სთხოვს ქშწ-კგ საზოგადოების ფინანსურ დახმარებას სოფელ სურებში სკოლის გასახსნელად. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, № 769 (835).
პირთა იდენტიფიკაცია: ღოღობერიძის სახელი წერილში არ წერია. სავარაუდოდ,
იგულისხმება იმ დროისათვის თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე
ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძე. პირთა ანოტაციები: თუმანიშვილი მიხეილ
გიორგის ძე (1848-1905) რუსეთის გენერალ-მაიორი, 1875-1880 წლებში
დაღესტნის ოლქის ჯარების სარდალი. სხვადასხვა დროს სამურის ქვეითი პოლკის
მეთაურის მოადგილე და ფინეთის რკინიგზის პოლიციის სამმართველოს
ჟანდარმერიის უფროსი.
თუმანიშვილი გიორგი სავარაუდოდ, ეს არის გიორგი პავლეს ძე თუმანიშვილი. ღოღობერიძე ნიკოლოზ ბესარიონის ძე (1838-1911) პედაგოგი, პუბლიცისტი,
გამომცემელი. მომრიგებელი მოსამართლე, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის
მმართველი, მარგანეცის ექსპორტიორი, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი
მეგობარი. ანდრონიკაშვილი რევაზ ივანეს ძე (1818-1877) რუსეთის არმიის
გენერალ-მაიორი, თბილისის გუბერნიის თავად აზნაურთა მარშალი. მან მიართვა
ადრესი 1871 წელს თბილისში ჩამოსულ იმპერატორ ალექსანდრე II-ეს, სადაც
თერგდალეულთა მიერ მოთხოვნილი უნივერსიტეტის ნაცვლად იმპერატორს კადეტთა
კორპუსის გახსნას სთხოვდნენ. ბაგრატიონი (მუხრანელი) გიორგი კონსტანტინეს ძე (1820-1877) სენატორი,
მეფისნაცვალ ბარიატისნკის საბჭოს წევრი, შემდეგ კი სამმართველოს უფროსი,
ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი. ბაგრატიონ-მუხრანელი ივანე კონსტანტინეს ძე (1812-1895) ცნობილი
გენერალი და მეწარმე, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი. იოსელიანი პლატონ ეგნატეს ძე (1809-1875) ისტორიკოსი, არქეოლოგი,
ეთნოგრაფი, ღვთისმეტყველი, 1845-1856 წლებში რედაქტორობდა რუსულ გაზეთ „ზაკავკაზსკი
ვესტნიკს“, შეისწავლა და გამოსცა ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები. ჭავჭავაძე იასე ნოშრევანის ძე (1824-1898) 1850 წელს დაამთავრა
პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი, იყო სამოქალაქო
მრჩეველი და საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრი. ჭავჭავაძე ნიკოლოზ ზურაბის ძე (1829-1897) რუსეთის არმიის
გენერალ-მაიორი, კახეთის მილიციის საცხენოსნო ასეულის მეთაური, დასავლეთ
დაღესტნის სამხედრო გუბერნატორი – 1866-1876 წლებში. თავი ისახელა თურქების
ჯარისაგან გურიის დაცვის დროს. თუმანიშვილი ისაკ შიოს (სოლომონის) ძე (1803-1880) გენერალ-ლეიტენანტი.
თუმანიშვილი იასონ (იაზონ) დიმიტრის ძე (გარდ. 1883) თბილისელი
საზოგადო მოღვაწე, თეატრის დირექტორი 1863-1867 წლებში, მოგვიანებით
ქალაქის მერი. |
|
|
||
1881 28 ივნისი |
||
|
||
გურიის სკოლებზე მზრუნველი ანტონ ნაკაშიძე დამატებით წერილობით ინფორმაციას აწვდის სურებში სასოფლო-სამეურნეო სკოლის გახსნის აუცილებლობასთან დაკავშირებით. იგი აღწერს სოფლის გეოგრაფიულ მდებარეობაას, მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობას და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთეულებმა იციან წერაკითხვა. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1. საქ. 48.
პირთა
ანოტაციები:
ნაკაშიძე ანტონ
დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ
მოგვეპოვება. |
|
|
||
1881 2 ივლისი |
||
|
||
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეშვიდე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება ილიასეული „შინაური მიმოხილვა“ („სახელმწიფო მამულების გაცემის თაობაზედ...“). აქვე გრძელდება მის წერილზე „ცხოვრება და კანონი“ ნიკოლოზ ხუდადოვის გამოხმაურების ბეჭდვა, სათაურით „უსაფუძვლო წადილი“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 168, გვ.
160; ჟურნ. „ივერია“, 1881, № 7, გვ. 20-45, 130.
პირთა ანოტაციები:
ხუდადოვი ნიკოლოზ ალექსის ძე (გარდ. 1905) სომეხი ექიმი და საზოგადო
მოღვაწე. ქალაქის საბჭოს წევრი. ხელმძღვანელობდა ტუბერკულოზით დაავადებულთა
საავადმყოფოს თბილისში და ჰაერის გასაჯანსაღებლად ნაძალადევის ფერდობზე
გააშენა ტყე-პარკი. |
|
|
||
1881 8 ივლისი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „სოფლის მწარმოებლები“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 8 ივლისი, № 141, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც
ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 253. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“
თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 676. |
|
|
||
1881 14 ივლისი |
||
|
||
წერილობით მიმართავს თბილისის გუბერნატორს თონეთში სკოლის დაარსებასთან დაკავშირებით. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 32, ფ.3. |
|
|
||
1881 2 აგვისტო |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „მიეცით მამასახლისებს შესაფერი პატივი“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: ჟურნ. „ივერია“, 1881, № 8. |
|
|
||
1881 აგვისტოს დასაწყისი |
||
|
||
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მერვე ნომერი. |
წყარო: ჟურნ. „ივერია“, 1881, № 8. |
|
|
||
1881 16 აგვისტო |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოწერით „ქართული თეატრის მოყვარე“ აქვეყნებს სტატიას „ქართული თეატრის შესახებ“ („ორი წელია მას აქეთ...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 2 აგვისტო, № 161, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 258. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“
თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 625-629, 632-633,
677-678. |
|
|
||
1881 სექტემბრის დასაწყისი |
||
|
||
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეცხრე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება ილიასეული „შინაური მიმოხილვა“ („ბევრს წყალს ჩაუვლია ქვეყანაზედ...“). |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 168, გვ.
72; ჟურნ. „ივერია“, 1881, № 9. |
|
|
||
1881 3 სექტემბერი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც საქმეთა მწარმოებლად ირჩევენ ალექსანდრე სარაჯიშვილს. იმის საფუძველზე, რომ თბილისის გუბერნატორის მიერ 8 ივნისს ხელმოწერილი ბრძანებით წინარეხისა და თონეთის საზოგადოებებს სკოლის გახსნის უფლება მიეცათ, გამგეობის წევრს – იონა მეუნარგიას ავალებენ ამ სოფლებში ჩასვლას და სასწავლებლების გასახსნელად ღონისძიებების გატარებას; გუბერნატორს დასამტკიცებლად უგზავნიან სოფელ სტეფანწმინდის მცხოვრებთა ყრილობის გადაწყვეტილებას სკოლის გახსნის თაობაზე. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 , N45, გვ. 24. პირთა
ანოტაციები: სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი,
კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და
საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“
რედაქტორ-გამომცემელი.
მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919) მწერალი, პუბლიცისტი,
საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ
სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა
ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი
ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი. |
|
|
|
|
1881 4 სექტემბერი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ახალ ქართულ გაზეთს“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: ქუთაისის ცენტრალური არქივი, ფონდი 9, საქ. 19, ფ. 5.
პირთა
ანოტაციები:
ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913)
პედაგოგი, საზოგადო
მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886 წლებში, ქშწკგ
საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში. |
|
|
||
1881 16 სექტემბერი |
||
|
||
ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობა იღებს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის ალექსი ჭიჭინაძის წერილს ახალი მასწავლებლების მოწევევის საჭიროების შესახებ. |
წყარო: ქუთაისის ცენტრალური არქივი, ფონდი 9, საქ. 19, ფ. 5.
პირთა
ანოტაციები:
ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913)
პედაგოგი, საზოგადო
მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886 წლებში, ქშწკგ
საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში. |
|
|
||
1881 16 სექტემბერი |
||
|
||
წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. სთხოვს, რომ ხუთშაბათს მის დას ელისაბედს და დისწულ მაკო აფხაზს ფაეტონი გაუგზავნოს ავჭალაში, მას კი ორშაბათს მცხეთაში ეტლი დაახვედროს. ვარაუდობს, რომ რუსეთში წასვლა არ დასჭირდება. სწერს, რომ წიწამურში რთველი 22 სექტემბერს დაიწყონ, როდესაც თავადაც საგურამოში იქნება. |
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი,
ავტოგრაფი № 362. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 230,
378. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა
და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 253-254.
პირთა ანოტაციები:
გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)
მეუღლე,
საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიოსაეთნოგრაფიო
საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.
ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა)
ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925) ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.
აფხაზი-მაყაშვილისა მარიამ (მაკო) ნიკოლოზის ასული (გარდ. 1894) ილია
ჭავჭავაძის დისწული, დიმიტრი სოლომონის ძე მაყაშვილის მეუღლე. |
|
|
||
1881 17 სექტემბერი |
||
|
||
მონაწილეობს პროფესორ დავით ჩუბინაშვილის, ილია ოქრომჭედლიშვილისა და ალექსანდრე ცაგარელის პატივსაცემად ვერეს ბაღში გამართულ ბანკეტში და სიტყვით მიმართავს დავით ჩუბინაშვილს. წვეულებაზე სვამენ მისი და აკაკი წერეთლის სადღეგრძელოებს. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1881, 19 სექტემბერი, № 195, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 482.
პირთა ანოტაციები: ჩუბინაშვილი
დავით იესეს ძე (1814-1891) მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი,
რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი.
შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული
კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898) საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში. ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე (1844-1929) ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგებდა ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) პოეტი, პროზაიკოსი,
დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. |
|
|
||
1881 18 სექტემბერი |
||
|
||
თბილისიდან წერილს სწერს მეუღლეს და აცნობებს, რომ მეორე დღეს ანა ღოღობერიძე-მუსხელიშვილისასთან, პროფესორ დავით ჩუბინაშვილთან და დისწულ მაკო აფხაზთან ერთად ავა საგურამოში. სთხოვს, ახალი ეტლი ზემო ავჭალაში დაახვედროს საღამოს მატარებლის ჩამოდგომის დროისთვის. |
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი,
ავტოგრაფი № 407; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 364-365;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 204-205, 371.
დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და
შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 255-256.
პირთა ანოტაციები:
გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)
მეუღლე,
საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიოსაეთნოგრაფიო
საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.
ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891) მეცნიერი, ლექსიკოლოგი,
მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი
პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი
მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში. ღოღობერიძე მუსხელიშვილისა ანა ბესარიონის ასული (1842-1890) პედაგოგი
და საზოგადო მოღვაწე, ბესარიონ ღოღობერიძის ქალიშვილი. ახალციხეში დააარსა
ქალთა სასწავლებელი. აფხაზი-მაყაშვილისა მარიამ (მაკო) ნიკოლოზის ასული (გარდ. 1894) ილია
ჭავჭავაძის დისწული, დიმიტრი სოლომონის ძე მაყაშვილის მეუღლე. |
|
|
||
1881 19 სექტემბრამდე |
||
|
||
გიორგი შერვაშიძე სჩუქნის ცხენს. |
დათარიღება: დრო მინიშნებულია 19 სექტემბერს მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში. პირთა იდენტიფიკაცია: წერილში მოურავის გვარი ნახსენები არ არის. იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 153-154. პირთა ანოტაციები: შერვაშიძე გიორგი მიხეილის ძე (1846-1918) პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ვაჟი. აფხაზეთის სამთავროს გაუქმების შემდეგ რუსეთში გადაასახლეს. მშობლიურ ქალაქ სოხუმში მხოლოდ 1905 წელს დაბრუნდა. |
|
|
||
1881 19 სექტემბერი |
||
|
||
თბილისიდან წერილს უგზავნის მეუღლეს და აცნობებს, რომ არქეოლოგების პატივსაცემად ორშაბათს დანიშნული წვეულების გამო ვერ ავიდა; ატყობინებს, რომ პარასკევს ოცამდე სტუმარს ელის საგურამოში და სთხოვს, თადარიგის დაჭერას. უგზავნის ხანჯალს, რომ კარგი სამსახურისთვის საჩუქრად გადასცეს მათ მეცხვარეს. |
წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი,
ავტოგრაფი № 372; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 363-364;
ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 203-204, 371.
დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და
შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 255-256.
პირთა ანოტაციები: გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)
მეუღლე,
საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიოსაეთნოგრაფიო
საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი |
|
|
||
1881 19 სექტემბერი |
||
|
||
გაზეთ „დროების“, სტატიაში „ბანკეტი პროფესორ ჩუბინოვის პატივსაცემად“, იბეჭდება მის მიერ წარმოთქმული სიტყვა. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1881, № 195 , გვ. 1-2.
პირთა ანოტაციები:
ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891) მეცნიერი, ლექსიკოლოგი,
მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი
პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი
მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში. |
|
|
||
1881 21 სექტემბერი |
||
|
||
ესწრება არქეოლოგთა მეხუთე ყრილობის ბოლო სხდომას. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1881, 23 სექტემბერი, № 198, გვ. 1. |
|
|
||
1881 23 სექტემბერი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „არხეოლოგიურ კრების გათავება“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 23 სექტემბერი, № 198, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 264. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“
თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 678- 679 |
|
|
||
1881 25 სექტემბერი |
||
|
||
საგურამოში მასპინძლობს დავით ჩუბინაშვილს, ალექსანდრე ცაგარელს და სხვა საზოგადო მოღვაწეებს. |
წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 203-204.
დათარიღება: დრო მითითებულია მეუღლისთვის მიწერილ ბარათში, რომელსაც ჩვენ
19 სექტემბრით ვათარიღებთ. პირთა ანოტაციები: ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე
(1814-1891) მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი.
პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა
ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის
აღორძინებისა და განვითარების საქმეში.
ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე (1844-1929) ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგებდა ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი. |
|
|
||
1881 26 სექტემბერი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოწერით „ქართული თეატრის მოყვარე“ აქვეყნებს სტატიას „თეატრის შესახებ“ („მკითხველს ამ პასუხით თავს არ შევაწყენ...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. გაზეთის იმავე გვერდზე ხელმოუწერლად ბეჭდავს წერილს „თფილისის გიმნაზიის იუბილეი“. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 26 სექტემბერი, № 201, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 266, 269. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“
თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 625-629, 632-633,
679-681. |
|
|
||
1881 27 სექტემბერი |
||
|
||
ესწრება თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დაარსებიდან 50 წლისთავის იუბილესა და ბანკეტს. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1881, 29 სექტემბერი, № 202 |
|
|
||
1881 1 ოქტომბერი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ბ. მარკოვის საჩივარი“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 1 ოქტომბერი, № 204, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 272. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“
თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 272, 681.
პირთა იდენტიფიკაცია:
საუბარია ლევ ლევის ძე მარკოვზე.
პირთა ანოტაციები: მარკოვი ლევ ლევის ძე
(1837-1911) სამოქალაქო მრჩეველი, მწერალი, თბილისის კლასიკური გიმნაზიის
დირექტორი 1874-1902 წლებში. |
|
|
||
|
||
|
||
1881 ოქტომბრის დასაწყისი გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეათე ნომერი. |
წყარო: ჟურნ. „ივერია“, 1881, № 10. |
|
|
||
1881 4 ოქტომბერი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს სტატიისა „ქართველები საქართველოში“ („უცხო კაცს, რომელი ჩვენს ქვეყანაში მოდის...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 4 ოქტომბერი, № 206, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 275. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“
თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 682. |
|
|
||
1881 7 ოქტომბერი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს სტატიისა „ქართველები საქართველოში“ („ბევრი ჩვენთაგანი შურის თვალით შესცქერიან...“). |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 7 ოქტომბერი, № 208 გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 277. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“
თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 682. |
|
|
||
1881 9 ოქტომბრამდე |
||
|
||
სამცხე-ჯავახეთის სოფელ ხიზაბავრის ერთწლიანი სამრევლო სკოლის დამაარსებელი მღვდელი ივანე გვარამაძე თხოვნით მიმართავს ქშწ-კგ საზოგადოებას, რომ თავის დაქვემდებარებაში აიყვანოს ხსენებული სკოლა და აღმოუჩინოს მატერიალური დახმარება. |
წყარო: სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდი № 2027.
პირთა ანოტაციები: გვარამაძე ივანე პავლეს ძე (1831-1912)
მწერალი,
პუბლიცისტი, ეთნოგრაფი, სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. დიდი ამაგი დასდო
მესხეთ-ჯავახეთის მოსახლეობის განათლებას. ავტორი წიგნისა „ქართული ენის
საუნჯე“. |
|
|
||
1881 9 ოქტომბერი |
||
|
||
ოფიციალური თანხმობის წერილს უგზავნის სამცხე-ჯავახეთის სოფელ ხიზაბავრის ერთწლიანი სამრევლო სკოლის დამაარსებელ მღვდელ ივანე გვარამაძეს; სთხოვს, აცნობოს, რამდენი შეგირდია მისდამი დაქვემდებარებულ სასწავლებელში, რა წიგნები და სასწავლო ნივთები სჭირდებათ. |
წყარო: სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდი № 3977.
პირთა ანოტაციები: გვარამაძე ივანე პავლეს ძე (1831-1912) მწერალი,
პუბლიცისტი, ეთნოგრაფი, სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. დიდი ამაგი დასდო
მესხეთ-ჯავახეთის მოსახლეობის განათლებას. ავტორი წიგნისა „ქართული ენის
საუნჯე“. |
|
|
||
1881 ოქტომბრამდე |
||
|
||
დავით ერისთავის თხოვნით მიდის სცენისმოყვარეთა რუსული დასის ნიჭიერი დამწყები მსახიობის, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის თამაშის სანახავად. ესწრებიან ნიკოლოზ ჩერნიშევსკის პიესის „წამხდარი ცხოვრება“ წარმოდგენას, აღფრთოვანებული რჩებინ ახალგაზრდა მსახიობის თამაშით და წარმოდგენის დასრულების შემდეგ ეცნობიან მას. ირკვევა, რომ იგი იმ სარდიონ ალექსიმესხიშვილის ვაჟია, რომელიც 1861 წელს ჟურნალ „ცისკარში” ენის საკითხებთან დაკავშირებით მამებსა და შვილებს შორის გამართულ პოლემიკაში ჩაება. ილია ჭავჭავაძე გაკვირვებული რჩება, რომ ქართული ენის ასეთი დამცველის ვაჟმა ქართული არ იცის. ლადო ალექსი მესხიშვილი სურვილს გამოთქვამს, რომ მშობლიური ენა შეისწავლოს და ქართულ დასში გადავიდეს. |
წყარო: ალმ. „ციცინათელა, 1996, № 11.
დათარიღება: 1881წლის 10 ოქტომბრიდან
ლადო ალექსი-მესხიშვილი უკვე ქართულ სცენაზე გამოდიოდა.
პირთა ანოტაციები:
ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890) მწერალი, დრამატურგი, საზოგადო
მოღვაწე.
ალექსი-მესხიშვილი ვლადიმერ (ლადო) სარდიონის ძე (1857-1920) მსახიობი და რეჟისორი, სათავეში ედგა თბილისისა და ქუთაისის თეატრებს. დადგმული აქვს 100-ზე მეტი პიესა და გადაღებულია კინოფილმებში. ჩერნიშევსკი ნიკოლოზ გაბრიელის ძე (1828-1889) რუსი რევოლუციონერ-დემოკრატი, მატერიალისტი ფილოსოფოსი, ეკონომისტი, მწერალი, კრიტიკოსი. ალექსი-მესხიშვილი ვლადიმერ (ლადო) სარდიონის ძე (1857-1920) მსახიობი და რეჟისორი, სათავეში ედგა თბილისისა და ქუთაისის თეატრებს. დადგმული აქვს 100-ზე მეტი პიესა და გადაღებულია კინოფილმებში. |
|
|
||
1881 28 ოქტომბერი |
||
|
||
გაზეთ „შრომაში“ „ყლურწის“ ფსევდონიმით იბეჭდება იუმორისტული ფელეტონი, რომელშიც „ილია ჭავჭავაძე – რედაქტორი“ უჩივის „ილია ჭავჭავაძე – ბანკის მმართველს“ ბანკის დარბაზში „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის სხდომის ჩატარების აკრძალვის გამო. |
წყარო: გაზ. „შრომა“, 1881, № 9, გვ. 2-3. |
|
|
||
1881 30 ოქტომბერი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ბათუმის სკოლა“ („დიდის ამბით, დიდის იმედებით...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 30 ოქტომბერი, № 227 გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 281. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“
თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 682-683. |
|
|
||
1881 1 ნოემბერი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „იმერული „დანოსები“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 1 ნოემბერი, № 229, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 285. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“
თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 683. |
|
|
||
1881 3 ნოემბერი |
||
|
||
ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობას წარუდგენს ილია ოქრომჭედლიშვილის წინადადებას ძველი წიგნების გამოცემის შესახებ, რასაც ყველა მოწონებით ხვდება. |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი.
ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17570; ი. ჭავჭავაძე,
წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 61-63; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ათ ტომად, X, 1961, გვ. 96-98; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012,
გვ. 95-97, 410. დათარიღება:
7 ნოემბრის ბარათში წერია, გასულ ხუთშაბათსო,
3 ნოემბერი კი 1881 წელს იყო ხუთშაბათი.
პირთა ანოტაციები: ოქრომჭედლიშვილი
ილია ლაზარეს ძე (1838-1898)
საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი,
ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის
უნივერსიტეტში. |
|
|
||
1881 7 ნოემბერი |
||
|
||
მოსკოვში მყოფ ილია ოქრომჭედლიშვილს წერილით ატყობინებს, რომ „ქშწკგ საზოგადოებამ“ სიხარულით მიიღო მისი შეთავაზება, დაფინანსდეს ძველი წიგნების, კერძოდ, „ვისრამიანის“ გამოცემა. |
წყარო: გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი.
ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17570; ი. ჭავჭავაძე,
წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 61-63; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ათ ტომად, X, 1961, გვ. 96-98; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012,
გვ. 95-97, 410. დათარიღება:
იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის
ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 198-199.
პირთა
ანოტაციები:
ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898)
საზოგადო მოღვაწე,
მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი.
ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში. |
|
|
||
1881 16 ნოემბერი |
||
|
||
ესწრება ფრანგულიდან თარგმნილი დრამის „შეშლილია“ და რაფიელ ერისთავის მიერ გადმოკეთებული პიესის „ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწილდნენ“ წარმოდგენებს. |
წყარო: ჟურნ. “ივერია“, 1886, № 251,გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად,
ტ. III, 1953; ვახტანგ კუპრავა, „ილია ჭავჭავაძის უცნობი წერილები“, გაზ. „ლიტერატურა
და ხელოვნება“, 1952, 18 VII, № 24/430.
პირთა ანოტაციები: ერისთავი რაფიელ
დავითის ძე (1824-1901)
პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი,
საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. |
|
|
||
1881 19 ნოემბერი |
||
|
||
ჟურნალ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მეთაურს („ჩვენის ქართულის თეატრი საქმე...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ათტომეულში სათაურით „ქართული თეატრი, წერილი მეორე“. ოცტომეულში კი - სათაურით „ახალი პიესები ქართულ სცენაზე“. |
წყარო: ჟურნ. “ივერია“, 1886, № 251,გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად,
ტ. III, 1953; ვახტანგ კუპრავა, „ილია ჭავჭავაძის უცნობი წერილები“, გაზ. „ლიტერატურა
და ხელოვნება“, 1952, 18 ივლისი, № 24/430; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ.
V, 1991, გვ. 282, 663, 664. ატრიბუცია: არგუმენტირება ილია ჭავჭავაძის
ავტორობის შესახებ წარმოდგენილია მწერლის თხზულებათა ათტომეულში. |
|
|
||
1881 19 ნოემბერი |
||
|
||
სერგეი მესხთან ერთად განცხადებით მიმართავს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოს, მის მიერ გაზეთ „დროების“ რედაქტორის უფლებების სერგეი მესხიათვის გადაცემის შესახებ. |
წყარო: „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 199.
პირთა ანოტაციები: მესხი
სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)
მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი,
საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო
ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი
ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული
ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში. |
|
|
||
1881 19 ნოემბერი |
||
|
||
გაზეთ „დროებაში“ გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად აქვეყნებს განცხადებას, რომლითაც ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობა სთხოვს სკოლის მასწავლებლებს, მიაწოდონ ინფორმაცია სახელმძღვანელოებით მომარაგებასა და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1881, № 242, გვ. 3-4.
პირთა ანოტაციები: ყიფშიძე
გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)
მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი,
ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა
ქართულ გაზეთებთან. |
|
|
||
1881 23 ნოემბერი |
||
|
||
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეთერთმეტე ნომერი, რომელშიც იბეჭდება ილიასეული „შინაური მიმოხილვა“ („ქვეყანა ვისია?..“) და სარედაქციო განცხადება 1882 წლისათვის ჟურნალ „ივერიის“ გამოცემისა და ხელმოწერის პირობების შესახებ. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 168, გვ.
79; ჟურნ. „ივერია“, 1881, № 11, გვ. 150. |
|
|
||
1881 23 ნოემბერი |
||
|
||
კავკასიის საცენზურო კომიტეტი მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოს აცნობებს, რომ თანახმაა ილია ჭავჭავაძის მიერ „დროების“ რედაქტორის უფლებამოსილების სერგეი მესხისთვის გადაცემაზე. |
წყარო: საისტორიო მოამბე, ტ. 3, 1947, გვ. 199.
პირთა ანოტაციები: მესხი
სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)
მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი,
საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო
ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი
ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული
ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში |
|
|
||
1881 25 ნოემბერი |
||
|
||
კავკასიის საცენზურო კომიტეტი მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოს აცნობებს, რომ თანახმაა, ჟურნალ „ივერიის“ თანარედაქტორად დაინიშნოს ივანე მაჩაბელი. |
წყარო: „საისტორიო მოამბე“, ტ. 9, 1956, გვ. 346.
პირთა ანოტაციები::
მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898) პოეტი,
მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო
ბანკის დირექტორი |
|
|
||
1881 26 ნოემბერი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იღებენ დადგენილებას, რომ ნახევარ ფასად შეიძინონ წიგნის „სიბრძნე სიცრუისა“ 200 ეგზემპლარი. მტკიცდება რაფიელ ერისთავის „იგავ-არაკის“ გამოცემის ხარჯები და საცალო ფასი. იღებენ დადგენილებას, რომ გაზეთ „დროებაში“ ყოველთვიურად დაიბეჭდოს საზოგადოების ანგარიშები. საქართველოსა და ნახევარსფეროების რუკებსა და გლობუსზე მოთხოვნის შესწავლას ავალებენ იაკობ გოგებაშვილს, იონა მეუნარგიას, ვახტანგ თულაშვილსა და მიხეილ ბებუთაშვილს. იწონებენ პეტრე უმიკაშვილის წინადადებას ჰიგიენაზე, ფიზიოლოგიასა და მედიცინის სხვა საკითხებზე საჯარო ლექციების ჩატარების შესახებ. განიხილავენ ბათუმის სკოლასთან დაკავშირებით წამოჭრილ პრობლემებს და იღებენ დადგენილებას, რომ ყველა ღონე იხმარონ ამ სასწავლებლის შესანარჩუნებლად. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 , N45, გვ. 40. პირთა
ანოტაციები: ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901) პოეტი, დრამატურგი,
ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის
ერთ-ერთი ფუძემდებელი. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი,
პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919) მწერალი,
პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო
სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები
იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის
გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი. თულაშვილი ვახტანგ დიმიტრის ძე (1834-1910) პუბლიცისტი, ჟურნალისტი,
საზოგადო მოღვაწე. ბებუთაშვილი (ბებუთოვი) მიხეილ პეტრეს ძე (დაბ. 1845) თეატრალური
მოღვაწე, რეჟისორი, ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი.
უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე,
ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ
მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს,
პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. |
|
|
||
1881 ნოემბერი |
||
|
||
წერილობით მიმართავს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორს თონეთში სკოლის გახსნასთან დაკავშირებით. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 , N32, ფ. 5. |
|
|
||
1881 შემოდგომა მისი და სხვა ქართველი მოღვაწეების მოწვევით, „ვეფხისტყაოსნის“ დასასურათებლად თბილისში ჩამოდის მიხაი ზიჩი. |
წყარო: გაზ. „დროება“, 1881, 21 ოქტომბერი, № 220, გვ. 1-2.
პირთა
ანოტაციები:
ზიჩი მიხაი (1827-1906) უნგრელი ფერმწერი, გრაფიკოსი და
ილუსტრატორი. „ვეფხიტყაოსნის“ გარდა, ილუსტრირებული აქვს შექსპირის, გოეთეს,
შილერის, პუშკინისა და სხვა კლასიკოსთა თხზულებები. |
|
|
||
1881 3 დეკემბერი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იწონებენ ექიმების: კონსტანტინე ბახუტაშვილის, გრიგოლ მაღალაშვილის, გრიგოლ გაბაშვილისა და გიორგი ტარსაიძის შეთავაზებას საჯარო ლექციების თემებისა და განრიგის შედგენასთან დაკავშირებით. იღებენ დადგენილებას, რომ „ვისრამიანი“ გამოიცეს 1200-იანი ტირაჟით და დაიბეჭდოს ორი სხვადასხვა ხარისხის ქაღალდზე. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 , N45, გვ. 42. პირთა
ანოტაციები: ბახუტაშვილი კონსტანტინე დამატებითი ცნობები პიროვნებისა შესახებ არ მოგვეპოვება. მაღალაშვილი გრიგოლ დამატებითი ცნობები პიროვნებისა შესახებ არ მოგვეპოვება. ტარსაიძე გრიგოლ დამატებითი ცნობები პიროვნებისა შესახებ არ მოგვეპოვება.
გაბაშვილი გრიგოლ დიმიტრის ძე (გარდ. 1924) აზნაური. „კოლეჟსკი
სოვეტნიკი“. ექიმი. საზოგადო მოღვაწე. ქშწ-კგ საზოგადოების წევრი. |
|
|
||
1881 4 დეკემბერი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „თ. დონდუკოვ- კორსაკოვის დანიშვნაზე“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 4 დეკემბერი, № 255, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 288. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“
თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 683-684.
პირთა ანოტაციები:
დონდუკოვ-კორსაკოვი ალექსანდრე მიხეილის ძე (1820-1893)
რუსი სამხედრო და
სახელმწიფო მოღვაწე, გენერალი, კავკასიისა და ყირიმის ომების მონაწილე,
1881-1890 წლებში, კავკასიის სამოქალაქო ნაწილის მთავარმართებელი. |
|
|
||
1881 9 დეკემბერი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „გლეხთაგან მამულების გამოსყიდვა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 9 დეკემბერი, № 259, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ
ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 290. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“
თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 684. |
|
|
||
1881 16 დეკემბერი |
||
|
||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „უსაფუძვლო საყვედურები“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. |
წყარო: გაზ. “დროება“, 1881, 16 დეკემბერი, № 264, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე,
თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 292. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“
თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 684-685. |
|
|
||
1881 17 დეკემბერი |
||
|
||
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ათას მანეთს გამოყოფენ სოფლის სკოლებისთვის და ანაწილებენ საჭიროებების მიხედვით. იღებენ დადგენილებას საზოგადოების სასარგებლოდ მეჯლისისა და მუსიკალურლიტერატურული საღამოს გამართვის თაობაზე. ივანე მაჩაბელსა და პეტრე უმიკაშვილს ავალებენ ზაქარია ჭიჭინაძის მიერ ნახევარ ფასად შემოთავაზებული წიგნებისა და შემოსაწირი ხელნაწერების ავკარგიანობის შემოწმებას. თანხმდებიან, რომ გამომცემლისგან შეიძინონ „დავითიანის“ 120 ეგზემპლარი. იაკობ გოგებაშვილსა და პეტრე უმიკაშვილს ავალებენ ფოლკლორული მასალის მოძიებაზე პროექტის შედგენას. იწონებენ იაკობ გოგებაშვილის წინადადებას, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სააგენტოები დაარსდეს საქართველოს ყველა ქალაქში. მათი სამოქმედო ინსტრუქციის შემუშავებას ავალებენ იაკობ გოგებაშვილს, ვლადიმერ მიქელაძეს, გიორგი თუმანიშვილსა და ნიკო ცხვედაძეს. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, #45, გვ. 42, წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების ოქმი #60. პირთა ანოტაციები: მაჩაბელი ივანე (ვანო)
გიორგის ძე (1854-1898) პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე,
სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.
უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904) საზოგადო მოღვაწე,
ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ
მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს,
პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია. ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931) საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე. გოგებაშვილი იაკობ (1840-1912) მწერალი, პედაგოგი და საზოგადო
მოღვაწე. მიქელაძე ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე (1855-1926) პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, თბილისის სასოფლოსამეურნეო ბანკის მმართველი, თბილისის საბჭოს ხმოსანი, თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920) კრიტიკოსი, პუბლიცისტი,
ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც
ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое
обозрение»-ს რედაქტორი. ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911) საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს. |
|
|
||
1881 24 დეკემბერი |
||
|
||
თავმჯდომარეობს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას, რომელზეც საქმეთა მწარმოებელ ალექსანდრე სარაჯიშვილს ავალებენ სოფლის სკოლების საჭიროებათა სიის შედგენას. ქუთაისის გუბერნიის შესახებ მსგავსი ცნობების მოწოდება ევალება ადგილობრივ სკოლათა დირექტორს. რუისის სკოლას ეგზავნება წიგნები და სასწავლო ნივთები. გიორგი თუმანიშვილის მოხსენების საფუძველზე იღებენ დადგენილებას, რომ საჯარო სამედიცინო ლექციების ჩასატარებლად დაიქირავონ სახელოსნო სასწავლებლის ან ქალაქის საბჭოს დარბაზი. კაკაბეთის სკოლას სესხად აძლევენ მერხების შესაძენ თანხას. ქუთაისში გაყიდვის საკომისიო პირობებით აგზავნიან საზოგადოების მიერ გამოცემული „იგავ-არაკების“ ას ეგზემპლარს. |
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, #45, გვ. 47. პირთა
ანოტაციები: სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი,
კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და
საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“
რედაქტორ-გამომცემელი.
თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920) კრიტიკოსი, პუბლიცისტი,
ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც
ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое
обозрение»-ს რედაქტორი. |
|
1881 დეკემბერი |
||
გამოდის ჟურნალ „ივერიის“ მეთორმეტე ნომერი, რომელშიც ბეჭდავს „შინაური მიმოხილვას“ („კიდევ ლოდინი...“) და სტატიას სათაურით „ხილად“. |
წყარო: კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 168, გვ.
84; № 217, გვ. 272; ჟურნ. „ივერია“, 1881, № 12, გვ. 128 ; გვ. 142. ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. VI, 1997, გვ. 623, 681; ნ. ტაბიძე, ილიას
უცნობი ნაწერები, ჟურნ. „კრიტიკა“, 1977. ატრიბუცია: მწერლის თხზულებათა
ოცტომეულში ორივე ტექსტი დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში.
ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე. |
|
|
||
1881 |
||
ირჩევენ დრამატული საზოგადოების თავმჯდომარედ. |
წყარო: ა. ფაღავა, ილია ჭავჭავაძე და ქართული თეატრი, მნათობი, 1937, № 5, გვ. 107- 121 |