1869 | ||
10 სექტემბერი | ||
იღებს ფორმულარულ ნამსახურობათა სიას, რომელშიც აღნიშნულია, რომ
იმჟამად არის დუშეთის რაიონის მომრიგებელი მოსამართლე, ჩინით
კოლეგიის რეგისტრატორი, იღებს წელიწადში 2400 მანეთს, აქვს
ჯილდოები: წარჩინების ნიშანი, რომელიც მაგრდება მკერდის მარცხენა
მხარეს და ვერცხლის მედალი ალექსანდრეს ლენტზე.
|
წყარო: „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 570-571. პირთა იდენტიფიკაცია: ორდენის დასამაგრებელი ლენტი დაწესდა წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელზე. პირთა ანოტაციები: ალექსანდრე ნეველი იაროსლავის ძე (1221-1263) ნოვგოროდის, კიევისა და ვლადიმირის მთავარი და მთავარსარდალი სხვადასხვა წლებში.
|
|
1879 | ||
10 სექტემბერი | ||
ესწრება ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სხდომას, რომელზეც სვამს საკითხს, რომ გამგეობის წევრები მიავლინონ მაზრებში ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან სკოლების გახსნის საკითხებზე მოსალაპარაკებლად. |
წყარო:
„საისტორიო მოამბე“, ტ. 37–38, 1978. |
|
1886 | ||
10 სექტემბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 9 სექტემბერი“ („თუ ვიტყვით, რომ ეხლანდელი ევროპა არეულ-დარეულია...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დაძაბულობა ევროპაში“. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1886, 10 სექტემბერი, № 194, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 357. |
|
1890 | ||
10 სექტემბერი | ||
ცენზურა გასცემს ნებართვას მისი ბროშურის „ქუთაისის ბანკის საქმე“ დაბეჭდვაზე. |
წყარო:
ი. ჭავჭავაძე, „ქუთაისის ბანკის საქმე“, ტფილისი, ქუთათელის გამოცემა, 1890. |
|
1894 | ||
10 სექტემბერი | ||
წერილს იღებს ბაზალეთელი ხელმოკლე აზნაურის გაბრიელ ჩრდილელისგან. სთხოვს მატერიალურად დაეხმაროს მის ვაჟ იოსებს გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 642. |
|
1890 | ||
10 სექტემბერი | ||
ცენზურა გასცემს ნებართვას მისი ბროშურის „ქუთაისის ბანკის საქმე“ დაბეჭდვაზე. |
წყარო:
ი. ჭავჭავაძე, „ქუთაისის ბანკის საქმე“, ტფილისი, ქუთათელის გამოცემა, 1890 |
|
1894 | ||
10 სექტემბერი | ||
წერილს იღებს ბაზალეთელი ხელმოკლე აზნაურის გაბრიელ ჩრდილელისგან. სთხოვს მატერიალურად დაეხმაროს მის ვაჟ იოსებს გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 642. |
|
1895 | ||
10 სექტემბერი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 11 სექტემბერი“ („ხვალ, 11 სექტემბერს, კრწანისის მინდორზე პანაშვიდია დანიშნული...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კრწანისის გმირთა მოსახსენებლად“. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1895, 10 სექტემბერი, № 194, გვ. 1-2: 195; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, 2007, გვ. 515- 516. |
|
1900 | ||
10 სექტემბერი | ||
ვოლოჩისკთან გადმოდის რუსეთის იმპერიის საზღვარზე. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის პირადი არქივი № 19. |