1850 | ||
1850 11 იანვარი | ||
მამას – გრიგოლ ჭავჭავაძეს მოჰყავს მეორე ცოლი – ეკატერინე (ქალია) დავითის ასული. ამ გადაწყვეტილების მიზეზი მისი მატერიალური ხელმოკლეობაა. ილია განიცდის ამას და ჯვრისწერის ჩაშლას ცდილობს. ქორწილის წინ პატარა ბიჭები ნაცრიანი კალათებით ხელში შედიან ქაშვეთის ეკლესიის ეზოში, ნაცარს აქეთ-იქით ყრიან და გაჰყვირიან, სავარაუდოდ, მის მიერ შეთხზულ სიტყვებს: „გოდორი და კალათაო / ბებერსა ჰრთავენ ქალათაო / საწყალ ჭავჭავაძესაო / ჯვარსა სწერენ ძალათაო“ |
წყარო:
ეკატერინე ავთანდილის ასულ კრიჟანოვსკის მოგონება, გაზეთი თემი, 1913 № 122; ვ. კარბელაშვილის ჩანაწერი, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 547; იური ჩიქოვანი, ქართული წარჩინებული გვარები, თავადი ჭავჭავაძეები, არტანუჯი, თბ., 2002, გვ. 65, 66. პირთა ანოტაციები: ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852) ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს. ეკატერინე (ქალია) დავითის ასული გვარი უცნობია. შიოშ ნიკიტას ძე შიოევის ქვრივი, ილია ჭავჭავაძის მამის, გრიგოლ ჭავჭავაძის მეორე ცოლი. |
|
1859 11 იანვარი | ||
პეტერბურგში წერს ლექსს „გულის ხმა“, რომელიც ავტორის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა. |
წყარო:
გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, კრებ. № 17501, გვ. 4; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, გვ. 6. |
|
1883 11 იანვარი | ||
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „შარშანდელი წალიწადი ჩვენში“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში |
წყარო: გაზ. “დროება“, 1883, 11 იანვარი, № 6, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 384. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621,697-698. |
|
1886 11 იანვარი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 10 იანვარს“ („ეგრედ წოდებული „აღმოსავლეთის საქმე...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „აღმოსავლეთის საქმე“. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 177, გვ. 1; გაზ. „ივერია“, 1886, № 7 გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 265. |
|
1887 11 იანვარი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 10 იანვარი“ („ჩუმი, მშვიდობიანი, დინჯი, არამყვირალა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „იასე ანდრონიკაშვილი“ |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 537-541; გაზ. „ივერია“, 1887, 11 იანვარი, № 7, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 26. პირთა ანოტაციები: ანდრონიკაშვილი იასე რევაზის ძე (დაბ. 1811) ოლღა გურამიშვილის მამის – თადეოზის ბიძაშვილი. თადეოზის დედა – ნინო და იასეს მამა რევაზი იყვნენ მარტყოფის მოურავის – ზაალ ზაზას ძე ანდრონიკაშვილის შვილები. |
|
1889 | ||
11 იანვარი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 10 იანვარი “ („ყველაზე უწინარეს საცნობელი ის არის, რომ საგლეხკაცო ბანკი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საგლეხო ბანკის საკითხისათვის“. |
წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი №S-5168-ბ, გვ. 624-631; გაზ. „ივერია“, 1889, 11 იანვარი, № 7, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 14. |
|
1890 11 იანვარი | ||
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 10 იანვარი“ („ამ ბოლოს ხანებში ძალიან გახშირდა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სასწავლო პროგრამების შეცვლის აუცილებლობა რუსეთში“. |
წყარო:
გაზ. „ივერია“, 1890, 11 იანვარი, № 7, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 453. |
|
1895 11 იანვარი | ||
კავკასიის სოფლის მეურნეობისა და სახელმწიფო ქონებათა მინისტრს ქშწკ-გ საზოგადოების სახელით აცნობებს, რომ სამოქალაქო გუბერნატორისგან მიიღეს სახალხო სეირნობისა და ლატარეის გამართვის ნებართვა და სთხოვს ამ ღონისძიებებისთვის გამოუყოს მუშტაიდის ბაღი. |
წყარო:
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 455, გვ. 5. |
|
1898 11 იანვარი | ||
ესწრება ერეკლე მეორის მოსახსენიებელ წირვასა და პანაშვიდს სიონის საკათედრო ტაძარში. |
წყარო: გაზ. „ივერია“,1898, 13 იანვ., № 8, გვ. 2. პირთა ანოტაციები: ერეკლე მეორე (1720-1798) 1744-1760 წლებში კახეთის და 1862-1898 წლებში ქართლკახეთის მეფე. სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ბრძოლებში გაატარა. 1883 წელს რუსეთთან გააფორმა მფარველობითი ტრაქტატი. |
|
1898 | ||
11 იანვარი | ||
ხდება ახლადდაარსებული „სასულიერო განმანათლებელ ძმობის“ წევრი. |
წყარო:
გაზ. „ივერია“,1898, 13 იანვ., № 8, გვ. 2. |