ილია ჭავჭავაძე და ქართული ეროვნული ცნობიერება



გურული ვახტანგ, წითლანაძე თეა, ქავთარაძე გიორგი,  შურღაია ბოჩო

ილია ჭავჭავაძე და ქართული ეროვნული ცნობიერება

გამომცემლობა „უნივერსალი"

თბილისი 2009  

კრებული ეძღვნება ილია ჭავჭავაძის ღვაწლის წარმოჩენას ქართული ეროვნული ცნობიერების გადარჩენისათვის ბრძოლაში

„აღნიშნული პროექტი განხორციელდა სსიპ - ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდში (რუსთაველის ფონდი) მოპოვებული გრანტის მეშვეობით (გრანტი № 07-il–08). წინამდებარე პუბლიკაციაში გამოთქმული ნებისმიერი აზრი ეკუთნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს სსიპ - ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდი) შეხედულებებს“

რედაქტორი პროფესორი დიმიტრი შველიძე

© ვ. გურული, თ. წითლანაძე, გ. ქავთარაძე, ბ. შურღაია, 2009

გამომცემლობა „უნივერსალი", 2009 თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 19, 3: 22 36 09, 5(99) 17 22 30 E-mail: universal@internet.ge

ISBN 978-9941-12-674-1

1 შინაარსი

▲ზევით დაბრუნება


შინაარსი

ვახტანგ გურული.

ქართული ეროვნული ცნობიერება ილიამდე (შესავლის მაგიერ

ვახტანგ გურული

ილია ჭავჭავაძე ქართული ეროვნული ცნობიერების თაობაზე

ვახტანგ გურული

ილია ჭავჭავაძე სოციალიზმიდან მომდინარე საფრთხის თაობაზე

თეა წითლანაძე, ბოჩო შურღაია.

ილია ჭავჭავაძე ქართველი ერის წარსულსა და მომავალზე

თეა წითლანაძე, გიორგი ქავთარაძე, ბოჩო შურღაია

ილია ჭავჭავაძე ქართველი ერის მდგომარეობის თაობაზე (პროზის მიხედვით)

ბოჩო შურღაია

ილია ჭავჭავაძე ქართველი ერის მდგომარეობის თაობაზე (პოეზიის მიხედვით)

ვახტანგ გურული

ეროვნული ეკონომიკის განვითარების ილია ჭავჭავაძისეული კონცეფცია

ვახტანგ გურული

ილია ჭავჭავაძე რევოლუციიდან მომდინარე საფრთხის თაობაზე

გიორგი ქავთარაძე

ილია ჭავჭავაძის იდეების ტრანსლოკაცია პოსტკოლონიურ საქართველოში

გიორგი ქავთარაძე.

კუთხურობის პრობლემა ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკაში

თეა წითლანაძე, გიორგი ქავთარაძე, ბოჩო შურღაია

ილია ჭავჭავაძის ნააზრევისა და ნაღვაწის შეფასება ქართულ სინამდვილეში (1861-1907 წწ.)

ვახტანგ გურული. ილია ჭავჭავაძის ნააზრევისა და ნაღვაწის შეფასება ქართულ სინამდვილეში (1907-1937 წწ.)

ვახტანგ გურული

ქართული ეროვნული ცნობიერება ილიას შემდეგ

2 ილია ჭავჭავაძე რევოლუციიდან მომდინარე საფრთხის თაობაზე

▲ზევით დაბრუნება


გურული ვახტანგ

ილია ჭავჭავაძე რევოლუციიდან მომდინარე საფრთხის თაობაზე

თანამედროვენი იქნებ ყურადღებას არც კი აქცევდნენ, ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებულ მოვლენებს 1897 წელს „მესამე დასმა“ ილიას იუბილე ჩაშალა, იუბილე ჩაშალეს 1898 წელსაც. ილიას სამოც წლისთავზე არ დაბეჭდილა სათანდო დონის არცერთი წიგნი და ბროშურა, თუნდაც ვრცელი წერილი, რომელშიც შეფასებული იქნებოდა ილიას ნააზრევი და ნაღვაწი. 1903 წელს სოციალ-დემოკრატი მუშის კალისტრატე გოგუას მიერ წაქეზებულმა ბრბომ ნაძალადავეში მუშათა ბიბლიოთეკის გახსნაზე მიწვეული ილიას ჩაქოლვა სცადა. 1905 წლის გა ზაფხულზე ჟურნალმა „მოგზაურმა“ (რედაქტორი ფილიპე მაxარაძე) ილიას სახელის ლაფში ამოსვრა განიზრახა და ცილისწამებლური მასალა გამოაქვეყნა. ყველა ეს მოვლენა ერთ ცენტრში დაიგეგმა და იმავე ცენტრიდან იმართებოდა.

1905 წლის იანვარში რუსეთსა და საქართველოში, რევოლუცია დაიწყო. სოციალ-დემოკრატებისათვის ეს იყო, ის ხელსაყრელი დრო, როდესაც მათ მიერ დაგეგმილი ექსპერიმენტი უნდა განხორციელებულიყო. ექსპერიმენტი ადამიანებზე ტარდებოდა. ექსპერიმენტის პროცესში ადამიანთა ცნობიერებიდან უნდა ამოეძირკვათ ეროვნული და ეკლესიური. რუსეთის სოციალ-დემოკრატიის ელიტამ და მათა ქართველმა თანამოაზრეებმა — ქართული სოციალდემოკრატიის ელიტამ – საექსპერიმენტო მოედნად საქართველო შეარჩიეს ექსპერიმენტის ჩატარებას რომ ილია ჭავჭავაძე წინ აღუდგებოდა, ეს იმთავითვე კარგად იყო ცნობილი. ამიტომ გადაწყდა ილიას იდეური მკვლელობა.

თუ ილია იდეურ კაპიტულაციას არ მოახდენდა, რჩებოდა (ერთადერთი გზა – ილიას ფიზიკური მკვლელობა.

1905 წლის მარტში ჟურნალმა „მოგზაურმა“ ილიას წინააღმდეგ ბინძური კამპანია წამოიწყო. 1905 წლის 13 მარტს „მოგზაურში“ ილიას წინააღმდეგ პირველი მასალა გამოქვეყნდა, ხოლო 20 მარტს — მეორე. ამ მასალას მკითხველი უნდა შეემზადებინა უფრო საზიზღარი ცილისწამების დასაჯერებლად. ეს ცილისწამება „მოგზაურში“ 10 აპრილს გამოქვეყნდა სათაურით – „საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოება“. კორესპონდენციის ავტორი (ვასილ ნაცვლიშვილი) ილიას ბრალს სდებდა გლეხების სიძულ||იციაში და არაადამიანურ სისასტიკეში. ხუთი დღის შემდეგ, 1905 წლის 15 აპრილს, „მოგზაურში“ გამოქვეყნებული (ცილისმწამებლური წერილის ძირითადი ნაწილი გადაბეჭდა გაზეთმა „ივერიამ“, რომლის რედაქტორი იმ ხანად ფილიპე გოგიჩაიშვილი იყო. ილიამ საპასუხო წერილი დაწერა, ილიას წერილი „ნუთუ? (პასუხის მოგზაურის კორესსდენციასა)“ გაზეთ „ივერიის“ 1905 წლის 5 მაისის ნომრის ცალკე ფურცლის (ჩანართის) სახით დაიბეჭდა. ილიამ რედაქციას ამ პუბლიკაციისათვის ფული გადაუხადა. იმავროულად „ივერიაში“ დაიბეჭდა რედაქტორის ფილიპე გოგიჩაიშვილის შენიშვნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ავტორის ზოგად მოსაზრებას რედაქცია არ იზიარებდა.

05 წლის 15 მაისს ჟურნალ „მოგზაურში“ გამოქვეყნდა გამოხმაურება ილიას საპასუხო წერილზე „ნუთუ?“ გამოხმაურება დაიბეჭდა სათაურით „თავის მართლებაც ასეთი უნდა“ მისი ავტორი ფილიპე მახარაძე იყო. ილიამ გარიდება არჩია. 1905 წლის 23 ივნისს იგი თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარეობიდან გადადგა, ხოლო 5 ივლისს ანდერძი შეადგინა (იხ. გურამ შარაძე. ილია ჭავჭავაძე. 1837-1907. ცხოვრება, მოღვაწეობა. შემოქმედება. ფოტომატიანე. ორ წიგნად. წიგნი II. თბილისი, 1990, გვ. 238-343).

ჟურნალ „მოგზაურის“ ცილისმწამებლური პუბლიკაციები, გაზეთ „ივერიის“ დამოუკიდებულება ამ ცილისწამებისადმი და თვით ილიასადმი სამარცხვინო ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიაში. ილიას რომ თავის მართლება დასჭირდება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქართული საზოგადოება სერიოზულად იყო ავად. სამარცხვინოა, მაგრამ ფაქტია: საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა „მოგზაურის“ ცილისწამება დაიჯერა, ილიას „ნუთუს“ კი გულგრილად შეხვდა. ეს იყო სოციალ-დემოკრატების თორმეტწლიანი მოღვაწეობის შედეგი. რეალობად იქცა საფრთხე, რომლის შესახებაც ილია 1896 წელს წერდა ცნობილ წერილში „ჩვენი ეხლანდელი სიბრძნე-სიცრუე“.

ილიას „ნუთუ?“ მეტად საინტერესოა იმდროინდელი ქართული საზოგადოების სულისკვეთების შესაცნობად, ილიას ის სულაც არ აღელვებდა, რომ „მოგზაურის“ ცილისწამებას საკადირისად ვერ უპასუხებდა. პირიქით, პა“ სუხის გაცემა ეადვილებოდა კიდეც: „...მე საკუთრივ ღმერ. თმა მიბრალა და ამ შემთხვევაში იმისთანა წინდაუხედავი და საზრისმოკლებული ბრალდებები მომივლინა, რომ ზო გან თვითონვე თავისის ხელით ყელს იჭრის და ზოგან იმისთანა გარემოებას გვანიშნებს, რომლის ტყუილი უსა“ ფუძვლობა ადვილად დასამტკიცებელია და დასამოწმებე ლი თვალთა ხედვით და ხელშეხებით, თუ ასე ითქმის", მართალია ცილისმწამებლებმა ილიას მძიმე სულიერი ტრამვა მიაყენეს მაგრამ იგი თავის ჩვეულ იუმორს არ ღალატობს და წერს: „დიახ ბატონებო, თუმცა ჩემს მხილებელს, ჩემს ბრალმდებელს სურვილი დიდი ჰქონია ჩემის სახელი გაეტეხნა და სირცხვილი ეჭმევია, მაგრამ საფანე ლი დაჰკლებია და ვერ მოუხერხებია, ვერ მოუხერხებია იმიტომ, რომ ტყუილსაც და ცილისწამებასაც ჭკუა და გოება სდომებია“.

ილიას კარგად ესმოდა, რომ „მოგზაურის“ ცილისწაწებისათვის სათანადო ფსიქოლოგიური კლიმატი მიმდინარე სოციალურმა ამბოხმა მოამზადა. ილია დიდი გულის ტკივილით წერდა: “ასეა თუ ისე, გლეხკაცობა დღეს ყვეღას შემოსწყრა და მართალი და მტყუანი, ავი და კარგი თან გაიტანა“. ილია აღნიშნავდა, რომ გლეხობის სტიქიური მოძრაობა არ გამოდგებოდა სოციალურ ფენებს შორის არსებული დამოკიდებულების გასარკვევად: „ეს სტიქიოიურ მოძრაობას ჰგავს და ამიტომაც საერთოდ შემოწყოIIა და ბოიკოტობა“ იმის მაჩვენებელი არ არის, „ვინ ვის უყვარს, ვინ ვისა სძულს! ძულებასა და სიყვარულს ამის ანა შემთხვევაში ადგილი არა აქვს“. ასეთ ვითარებაში ილიას აზრით, საზოგადოებას დიდი სიფრთხილე და ტაქტი უნდა გამოეჩიანა, რათა ვითარება კიდევ უფრო არ და||აბა: „საზოგადოება, რომელსაც ჭკუა და გონება შერჩესპა და ცნობიერება გაჰღვიძებია, მარტო იმას კი არ უნდა ჯერდებოდეს – აი გლეხობა სხვასთან ერთად ამასაც შე|jოსწყრა, ამას ბოიკოტობა“ გამოუცხადა, არამედ გულდამ'lციდებით გარჩევა უნდა, - „ვინ ვის რას ემართლება ვინ ცის რას ერჩის, ვინ ვისზე სამართლიანად ხელს იწვდის. ტანა კაცთა ადამიანური ცხოვრება, ისტორია, პროგრესი და სხვა რაიმე სიკეთე შესაძლებელია, თუ ყოველთ უწინარეს კაცთა ურთიერთობაში ისინი არ მოიკითხა, ამაების პასუხი არ იძია?“ („ნუთუ?" ყოველივე ეს ილიას სიტყვის მასალად არ მოჰქონდა. ილიამ შესანიშნავად იცოდა, რომ გლეხობის მოძრაობა სოციალ-დემოკრატების მიერ იყო ორგანიზებული და მის წინააღმდეგ გლეხობის გამოსვლაც (ბოიკოტიც) სოციალ-დემოკრატების მიზან დასახული მუშაობის შედეგი იყო. იმ მემამულეთა გვერდით, რომელთაც გლეხობამ ბოიკოტი გამოუცხადა, ილიას მოხსენიება სოციალ-დემოკრატების მიზანს წარმოადგენდა. ილიას სახელი უნდა გასტეხოდა, მის შესახებ არასასურველი ცილისმწამებლური ხმები უნდა დარხეულიყო. საზოგადოების ნაწილი ამ ცილისწამებას დაიჯერებდა, ნაწილი არ დაიჯერებდა, ხოლო ნაწილი არ დაიჯერებდა, ხოლო ნაწილი დაეჭვდებოდა, გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. „მოგზაურის“ ბრალდებების გაქარწყლება ილი ას არ გასჭირვებია, რადგან ყოველი ფაქტი გამოგონილი იყო.

ილია იმ მოაზროვნეთა როცხვს განეკუთვნებოდა რომელთათვისაც 1905 წელს დაწყებული დიდი სოციალური ამბოხი (რევოლუცია) მოულოდნელი არ იყო. ჯერ კიდევ 1899 წლის 31 დეკემბერს გამოქვეყნებულ წერილში ილია აღნიშნავდა, რომ XIX საუკუნემ ბევრი სიკეთე მოუტანა კაცობრიობას, თუმცა კითხვაზე - „დღეს უფრო ბედნიე რია კაცი, თუ არა, ამოდენა სიკეთით გარეომოცული და ესე წარმატებულის მეცნიერებით გაღონიერებული და გა). ლიერებული?“ - ილია ასე პასუხობდა „არა გვგონია“, ილია აღნიშნავდა: „დღეს ღარიბსა და მდიდარს შორის, ძლიერსა და უძლურს შორის უფრო დიდი ზღვარი არის ვიდრე ოდესმე ყოფილა და აქ არის იგი სიმწვავე იმ ტკი ვილისა, რომლის მორჩენაც მეცხრამეტე საუკუნემ უანდერძა აწ მომავალ საუკუნესა“ („მეცხრამეტე საუკუნე). მასალად არ მოჰქონდა. ილიამ შესანიშნავად იცოდა, რომ გლეხობის მოძრაობა სოციალ-დემოკრატების მიერ იყო ორგანიზებული და მის წინააღმდეგ გლეხობის გამოსვლაც (ბოიკოტიც) სოციალ-დემოკრატების მიზან დასახული მუშაობის შედეგი იყო. იმ მემამულეთა გვერდით, რომელთაც გლეხობამ ბოიკოტი გამოუცხადა, ილიას მოხსენიება სოციალ-დემოკრატების მიზანს წარმოადგენდა. ილიას სახელი უნდა გასტეხოდა, მის შესახებ არასასურველი ცილისმწამებლური ხმები უნდა დარხეულიყო. საზოგადოე ბის ნაწილი ამ ცილისწამებას დაიჯერებდა, ნაწილი არ დაიჯერებდა, ხოლო ნაწილი არ დაიჯერებდა, ხოლო ნაწილი დაეჭვდებოდა, გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. „მოგზაურის“ ბრალდებების გაქარწყლება ილი ას არ გასჭირვებია, რადგან ყოველი ფაქტი გამოგონილი იყო.

ილია იმ მოაზროვნეთა როცხვს განეკუთვნებოდა რომელთათვისაც 1905 წელს დაწყებული დიდი სოციალური ამბოხი (რევოლუცია) მოულოდნელი არ იყო. ჯერ კიდევ 1899 წლის 31 დეკემბერს გამოქვეყნებულ წერილში ილია აღნიშნავდა, რომ XIX საუკუნემ ბევრი სიკეთე მოუტანა კაცობრიობას, თუმცა კითხვაზე - „დღეს უფრო ბედნიე რია კაცი, თუ არა, ამოდენა სიკეთით გარეომოცული და ესე წარმატებულის მეცნიერებით გაღონიერებული და გა). ლიერებული?“ - ილია ასე პასუხობდა „არა გვგონია“, ილია აღნიშნავდა: „დღეს ღარიბსა და მდიდარს შორის, ძლიერსა და უძლურს შორის უფრო დიდი ზღვარი არის ვიდრე ოდესმე ყოფილა და აქ არის იგი სიმწვავე იმ ტკი ვილისა, რომლის მორჩენაც მეცხრამეტე საუკუნემ უანდერძა აწ მომავალ საუკუნესა“ („მეცხრამეტე საუკუნე). | „ნუთუ?“ საინტერესოა იმითაც, რომ ილიამ უყურად“ ღებოდ არ დატოვა სოციალ-დემოკრატების ეკონომიკური პროგრამა, ხოლო კერძო საკუთრების წინააღმდეგ ბრძოლი „ნუთუ?“ საინტერესოა იმითაც, რომ ილიამ უყურად“ ღებოდ არ დატოვა სოციალ-დემოკრატების ეკონომიკური პროგრამა, ხოლო კერძო საკუთრების წინააღმდეგ ბრძოლა უაზრობად გამოაცხადა: „კერძო საკუთრება ჯერ კიდევ ქვაკუთხედად უდევს არამც თუ მთელს სახელმწიფურს და საზოდადოებურ წყობას რუსეთისას, არამედ მთელს ცხოვრებას დაწინაურებულ ქვეყნებისას მთელ დედამიწის ზურგზე“. ილია სოციალ-დემოკრატებს აფრთხილებდა: „კერძო საკუთრება, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ჩვენდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ჯერ კიდევ დიდხანს იქნება დიდს პატივში და მის სარბიელზე ძალმომრეობა, ერთმანეთზე მისევა, ვინც გინდა იყოს, იაფად არ დაუჯდება“.

ილია, როგორც დიდი სახელმწიფო მოღვაწე, როტორც მოვლენათა შესაძლო განვითარების წინასწარი "შეცნობის ნიჭით დაჯილდოვებული ადამინი, დაწყებული რევოლუციის პირობებში ორ გაფრთხილებას იძლეოდა:

პირველი. „ეს დღევანდელი ამბავი დიდ მიზეზიანი საგანია, დიდიად გასაფხიზლებელი, დიდ ფათერაკიანი. აქ საქმე იმაში კი არ არის ვინ უფრო შორს გადახტება. ამ |uღევანდელ ამბავს დიდის გულდადებით და ღრმად უნდა ჩაუკვირდეს ადამიანი, მთელი სიგრძე-სიგანე გაუზომოს, თავით ბოლომდე თვალწინ დაიყენოს“.

მეორე. „ეს დიდი პასუხისგების საგანია და ამ პასუიგების შიშქვეშ, თვით გლეხკაცობის წინაშე, დღევანსელ მოძრაობას თავი იქით უნდა უბრუნოს კაცმა, საითკენაც ჯერ არს, და არა იქით, რომ ერთმანეთს მივესიოთ ცა ციხესიმაგრე ჩვენი ჩვენვე შიგნიდან გავტეხოთ. ამას |თხოულობს არამც თუ სიკეთე და ბედნიერება ჩვენი ქვეყსისა საერთოდ, არამედ გლეხკაცობისაც საკუთრივ“.

„ნუთუ“ მთავრდება მრავლის მეტყველი გაფრთხილე ჩით უკვე კონკრეტულად სოციალ-დემოკრატების და, სა| |jრთოდ, სოციალისტური ორიენტაციის ძალების მიმართ: კირის ზოგიერთი იმისთანა ზნეობრივი კანონი, რომელიც jაცთა ერთმანეთობით ცხოვრების საძირკველად უდევს და რომელიც ყველასათვის ერთნაირად სავალდებულოა, დასისა და რწმენისაც გინდა იყოს, და ერთი ამ კანონთაგანი ის არის, რომ რაც შენ არ გინდა მოგივიდეს იმას ნურც სხვისთვის მოინდომებო“ („ნუთუ?“).

სამწუხაროდ, ქართველი საზოგადოება 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში სწორედ ილიას გაფრთხილებათა უგულებელყოფის გზით მიდიოდა, სოციალ-დემოკრატები კი ზნეობის ელემენტარული ნორმების დარღვევით ცდილობდნენ დასახული მიზნის მიღწევას. ავადმყოფი საზოგადოება კიდევ უფრო მძიმედ დავადებული გამოვიდა რევოლუციიდან.