4.07

1868    
    
4 ივლისი   
    
დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში განაგრძობს საქმის განხილვას ნაფი კაჯროევის წინააღმდეგ. დაპირისპირებული მხარეებისა და მოწმეების ჩვენებათა საფუძველზე გამოაქვს დასკვნა, რომ არ არსებობს დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.   წყარო:

სასამართლო სხდომის ოქმი (№ 7), საქართველოს ეროვნული არქივი, მითითებულია, რომ დროის უქონლობის გამო ოქმი შეადგინა ილია ჭავჭავაძის თანაშემწემ, ტიტულარულმა მრჩეველმა,ტერ-სტეპანოვმა, დედანი, ფ. 133, საქ. 39, ფურც. 1-2; „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ. 399.

პირთა ანოტაციები:

კაჯროევი ნაფი

სოფელ მიკეტის მკვიდრი.

    
1875    
    
4 ივლისი    
    
თხოვნით მიმართავს თბილისის საოლქო სასამართლოს, რომ წესდებათა ამოქმედების შესახებ 1865 წლის 19 ოქტომბრის დადგენილებისა და მომრიგებელ მოსამართლედ მისი მუშაობის ხუთწლიანი სტაჟის საფუძველზე, ჩარიცხონ თბილისის საოლქო სასამართლო პალატის ნაფიც ვექილად. ამასთანავე, აცნობებს, რომ მუდმივ საცხოვრებლად ირჩევს ქალაქ თბილისს და ამ თანამდებობაზე მის დანიშვნას საცხოვრებელი ადგილის შეუსაბამობა არ შეუშლის ხელს.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 116, საქ. 278. ა. იოვიძე, ილია ჭავჭავაძე – დოკუმენტალური მასალები, „საისტორიო მოამბე“, 1947, № 3, გვ. 193; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 67, 393.

    
1879    
    
4 ივლისი   
    
ქშწ-კგ საზოგადოების სახელით, წერილობით მიმართავს ამბროლაურის რაიონის სოფელ ზნაკვის სკოლის გამგეს, რომ აცნობოს სკოლაში არსებული მდგომარეობა.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი 481, აღწ. 1, საქმე 25, ფ. 1; ს. ლეკიშვილი, რამდენიმე დოკუმენტი ილია ჭავჭავაძის შესახებ. „საისტორიო მოამბე“, 1978, № 37-38, გვ. 326; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 86-87, 401-402.

    
1882    
    
4 ივლისი   
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „მავნებელი დედააზრები“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 4 ივლისი, № 136, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 347.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 692.

    
1886    
    
4 ივლისი   
    
წერილს უგზავნის დიმიტრი ყიფიანს ბანკში დასაგირავებელი მიწის ნაკვეთის გეგმასთან და განჩინების შედგენასთან დაკავშირებით.  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 26 463; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 121, 423;

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

    
4 ივლისი   
    
 გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 3 ივლისი“ („დღევანდელი პოლიტიკური ყოფა-ცხოვრება ევროპისა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პოლიტიკური ვითარება ევროპაში“. გაზეთის ამავე ნომერში სრულდება ქშწ-კგ საზოგადოების განვლილი წლის ანგარიშის ბეჭდვა.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 4 ივლისი, № 143, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 207.

    
1887    
    
4 ივლისი    
    
მოგზაურობს შუა ქართლის სოფლებში.  წყარო:

ს. მგალობლიშვილი, მოგონებანი, 1938, გვ. 140.

დათარიღება:

დროზე მითითებულია სოფრომ მგალობლისშვილის 4 ივლისით დათარიღებულ პირად წერილში.

    
1888    
    
4 ივლისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 3 ივლისი“ („ერთ დროს დიდი და გაცხარებული ლაპარაკი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დედათა ემანსიპაციის შესახებ “.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 4 ივლისი, № 138, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 279.

    
1891    
    
4 ივლისი   
    
მისი მკურნალი ექიმები მართავენ კონსილიუმს და იზიარებენ გრიგოლ ზახარინის დიაგნოზს, რომ მას აქვს დიაბეტი და ამასთან ერთად, დაწყებული აქვს მარილების დალექვა ღვიძლში. წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 564; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 133; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 149.

პირთა ანოტაციები:

ზახარინი გრიგოლ ანტონის ძე (1829-1897/98)

ექიმი. მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი.

4-7 ივლისი
პეტერბურგშია და უბის წიგნაკში იწერს, რომ წერილი გააგზავნა ბანკის გამგეობაში წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 5, ავტოგრაფი № 60, ფ. 2.

1899
4 ივლისი
გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ქვეყნდება ცნობა ილია ჭავჭავაძის მიერ ქშწ-კგ საზოგადოებისათვის ერეკლე მეორის მონეტის შეწირვის შესახებ. წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1899, № 858.

პირთა ანოტაციები:

ერეკლე მეორე (1720-1798)

1744-1760 წლებში კახეთის და 1862-1898 წლებში ქართლკახეთის მეფე. სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ბრძოლებში გაატარა. 1883 წელს რუსეთთან გააფორმა მფარველობითი ტრაქტატი.

1906
4 ივლისი
გაზეთ „შრომაში“ იბეჭდება ინფორმაცია, თითქოს ილია ჭავჭავაძეს დაერწმუნებინოს რუსეთის ეკლესიის სინოდის თავმჯდომარე ანტონი (ვადკოვსკი), რომ გადაიფიქროს საქართველოში ახალი ეგზარქოსის გამოგზავნა. უცნობია, რას ეყრდნობა ეს ინფორმაცია, რადგან ილია ჭავჭავაძის ნაწერებიდან არ ჩანს, რომ მის საუბარს მიტროპოლიტ ანტონთან ასეთი იმედი მიეცა მისთვის. წყარო:

გაზეთი „შრომა“ 1906, 4 ივლისი, № 72.

პირთა ანოტაციები:

მიტროპოლიტი ანტონი - ვადკოვსკი ალექსანდრე ვასილის ძე (1846-1912)

რუსი სასულიერო მოღვაწე, 1898 წლიდან სანკტ პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი. 1906 წელს სათავეში ედგა რუსეთის ეკლესიის ადგილობრივი კრების მომზადებას და იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი.