1852 სწავლას განაგრძობს თბილისის გიმნაზიაში, მეოთხე კლასიდან, მაგრამ ბინად
ისევ პანსიონში რჩება წყარო:
ი. ჭავჭავაძე, „ავტობიოგრაფია“, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბ., 2007, გვ.
444. არდადეგებს ყვარელსა და კარდანახში ატარებს. წერს ლექსებს: „დავსწერ
სოფლისა ქებასა...“, „რწყილთაგან ტანჯვაი და მათი ანბავი“ და „ჩემი გონებიდგან
განუშორებელო დაო ნინავ!“ წყარო:
ალექსანდრე (კოხტა) აფხაზი, „ლიერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1.
1935, გვ.
563; ი. ბალახაშვილი, ილია ჭავჭავაძის მოწაფეობა და სტუდენტობა. 1937, გვ.
32; ი.
ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 1, თბ., 1987, გვ. 277, 280, 283, 516-520; კ.
კეკელიძის სახ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი,
ავტოგრაფი
№ 62, გვ. 190.
დათარიღება:
„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და
შემოქმედების მატიანისთვის“, თბ. 2016, გვ. 168-173. გარდაეცვალა მამა – გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძე. წყარო:
იური ჩიქოვანი, ქართული წარჩინებული
გვარები, თავადი ჭავჭავაძეები, არტანუჯი, თბ., 2002, გვ. 65.
პირთა ანოტაციები:
ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852)
ილია ჭავჭავაძის
მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში.
მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა
ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ.
დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა
შემოტევებს.
მამას – გრიგოლ ჭავჭავაძეს კრძალავენ ყვარლის სასაფლაოზე, მეუღლის – მარიამ
ბებურიშვილ-ჭავჭავაძის გვერდით. წყარო:
იური ჩიქოვანი, ქართული წარჩინებული
გვარები, თავადი ჭავჭავაძეები, არტანუჯი, თბ., 2002, გვ. 65.
პირთა ანოტაციები:
ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852)
ილია ჭავჭავაძის
მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში.
მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა
ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ.
დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა
შემოტევებს.
ბებურიშვილი მარიამ (მაგდანა) ქრისტეფორეს (ხაჩატურის)
ასული (1818-1848)
ილია ჭავჭავაძის დედა. 1832 წელს დაქორწინდა თავად გრიგოლ
პაატას ძე ჭავჭავაძეზე. ზოგიერთი გადმოცემით, სახადით გარდაიცვალა, სხვა
ვერსიით, მშობიარობას გადაჰყვა. წერს ლექსებს
„სიტკბოება თვის მამეულში“, „ჭაბუკობაზედ“, „დაღონებული, არ ვიცი
რაზედ...“ და „მოთქმა საწყლისა“. წყარო:
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის
პირადი
საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 105, გვ. 1.
დათარიღება:
„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და
შემოქმედების მატიანისთვის“, თბ. 2016, გვ. 173. მამიდა – მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისა თელავის მაზრის უფროს რამაზ
ანდრონიკაშვილს შუამდგომლობას სთხოვს თბილისის სამხედრო გუბერნატორ და
სამოქალაქო საქმეთა მმართველ ივანე ანდრონიკაშვილთან გრიგოლ ჭავჭავაძის
ობლების – ილიასა და თეიმურაზის სახელმწიფო ხარჯზე სწავლებასთან
დაკავშირებით. წყარო:
„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ.
167.
პირთა
იდენტიფიკაცია:
„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და
შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148.
პირთა ანოტაციები:
ჭავჭავაძე-ერისთავისა მაკრინე პაატას ასული
ილია ჭავჭავაძის გამზრდელი მამიდა, ივანე რაფიელის ძე
არაგვის ერისთავის მეუღლე. ანდრონიკაშვილი რამაზ ივანეს ძე (1812-1885) –
კავკასიის მთავარი სამმართველოს კანცელარიის მოხელე, თელავის მაზრის
უფროსი.
ანდრონიკაშვილი ივანე მალხაზის ძე (1793-1868)
რუსეთის არმიის გენერალი, კავკასიის და ყირიმის ომების
მონაწილე, 1849-55 წლებში თბილისის სამხედრო გუბერნატორი, ილია ჭავჭავაძის
ნათლიის – ნინოს ძმა.
ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852)
ილია ჭავჭავაძის
მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში.
მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა
ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ.
დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა
შემოტევებს.
ჭავჭავაძე თეიმურაზ გრიგოლის ძე (1844-1860)
ილია ჭავჭავაძის უმცროსი ძმა. სწავლობდა თბილისის
სათავადაზნაურო გიმნაზიაში და პეტერბურგის კადეტთა კორპუსში. გარდაიცვალა
პეტერბურგში და დაკრძალულია იქვე. რუსულ სიტყვიერებასა და მათემატიკაში წლიური არადამაკმაყოფილებელი
ნიშნების გამო ტოვებენ მეოთხე კლასში. წყარო:
ი. ბალახაშვილი, ილია ჭავჭავაძის
მოწაფეობა და სტუდენტობა. 1837, გვ. 29; ტ. ხუნდაძე, ნარკვევები სახალხო
განათლების ისტორიიდან საქართველოში (XΙX საუკუნე), 1951, გვ. 56. გატაცებულია გიმნაზიის ყოფილი დირექტორის, ნიკოლოზ დემენტიევის ქალიშვი-
ლით. წყარო:
იაკობ ბალახაშვილი, ილია ჭავჭავაძის
მოწაფეობა და სტუდენტობა, 1937, გვ. 29.
პირთა ანოტაციები:
დემენტიევი ნიკოლოზ ტიმოთეს ძე
თბილისის გიმნაზიის რუსულის მასწავლებელი, 1839-1840 წლებში
– დირექტორი.
1852 იანვარი
1852 ზაფხული
1852 8 დეკემბერი
1852 13 დეკემბრი
1852 13 დეკემბრის შემდეგ
1852 31 დეკემბერი
1852 ნოემბერ-დეკემბერი
1852-დან