24.07

1868    
    
24 ივლისი   
    
 თბილისის გუბერნიის დუშეთის განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში განაგრძობს ქუციკა ქოჩორაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმის განხილვას. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. ილია ჭავჭავაძე მხარეებს შერიგებას სთავაზობს, რაზეც ისინი თანხმდებიან.  წყარო:

სასამართლო სხდომის ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ. 133 აღწ 1, საქ. 128, ფ. 1. დედანი. „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ 401.

პირთა ანოტაციები:

ქოჩორაშვილი პიკო

 სოფელ ურმის მკვიდრი

ქოჩორაშვილი ქუციკა

სოფელ ურმის მკვიდრი.

    
1881    
    
 24 ივლისი   
    
წერილობით მიმართავს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორს თონეთის სკოლის სასწავლო პროგრამის დამტკიცების თხოვნით.  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 , N32, ფ. 5.

    
1886    
    
24 ივლისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 23 ივლისი“ („ვინ არ იცის, რომ ჩვენს მონასტრებსა და ძველის-ძველ ეკკლესიებში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საქართველოს ძველი ისტორიისა და მწერლობის განძი“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 438; გაზ. „ივერია“, 1886, 24 ივლისი, № 159” გვ. 1. ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. 4, 1955, გვ 213; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 233.

    
1893    
    
24 ივლისი    
    
გაზეთის საშუალებით მადლობას უხდის მათ, ვინც მიულოცა სახელობის დღე 20 ივლისი.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, № 156, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 166, 447.