ხუნდაძე სილევან
(საიქიოდგან) გაზეთ „ივერიის“ რედაქტორს და მის თანამშრომლებს დიდს მადლობას გიძღვნიან ქართულის მცოდნე წინაპრები სიტყვის „მორდილის“
შემოღებისათვის. აქ მთელი წინაპართა ძვლები შეძრწუნდა და უეჭველია მანდ,
სათქვენოშიაც, ბევრს გააწითლებდა „მორდილია“.
ახლა გკითხავთ, როგორც ჩემ კვალში მამყოლს, როგორ უნდა იწერებოდეს: მოზდილი,
იზდებით, ვიზდებით, თუ (თქვენ მოგახსენებთ ბ. რედაქტორო და თანამშრომელნო
„ივერიისებურებისანო“) მორდილი, ირდებით, ვირდებით?
ანტონ კათალიკოზი.