საქართველოს მოამბე 2 (1863.02.)



საქართველოს მოამბე - ქართული საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი, „თერგდალეულების“ ორგანო. გამოდიოდა 1863 წელს თბილისში. გამოვიდა 12 ნომერი. რედაქტორი-გამომცემელი ილია ჭავჭავაძე. ჟურნალი ემსახურებოდა ქართველ სამოციანელების პოლიტიკურ, ლიტერატურულ-ესთეტიკურ იდეათა გავრცელებას.

იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის, გიორგი ერისთავის, სამსონ აბაშიძის, გიორგი წერეთლის, კირილე ლორთქიფანიძის, პეტრე ნაკაშიძის, ვახტანგ თულაშვილის, ივანე ოქრომჭედლიშვილი, დიმიტრი ყიფიანისა და სხვათა ნაწარმოებები. გამოქვეყნდა ი. ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და სხვათა ლექსები, მასალები საქართველოს ისტორიისათვის, კრიტიკები და სხვა პუბლიკაციები; წერილები, სტატიები ენათმეცნიერების, ეკონომიკის, პედაგოგიკის და საბუნებისმეტყველო საკითხებზე, თარგმანები და სხვა. გაზეთი იყოფოდა შემდეგ კატეგორიებად:

წმინდა სალიტერატურო
ისტორიული
საპოლიტიკო და სოფლური ეკონომია
კრიტიკა და ბიბლიოგრაფია
სხვა და სხვა ამბავი
დამატება

„საქართველოს მოამბემ“ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული პრესისა და ჟურნალისტიკის განვითარებაზე.

სალიტერატურო ჟურნალი

გამოიცემის ი. ჭავჭავაძისაგან
ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი ესე: რაჟამს-იგი რტონი მისნი და დაჩჩჳან, და გამოვალნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.
თავი 13, მუხ: 23. სახ; მარკოზისა. ტომი I.ტფილისს
გ, მელქუმოვისა და ა. მენფიანჯიანცის ტიპოგრაფიაში
ОДОБРЕНО ЦЕНЗУРОЮ 12 Января, 1863 года. Г. Тифлись.

1 შეშლილი

▲back to top


შეშლილი

კომედია-პოემა.

გამოსვლა პირველი.

(ანა ხანუმ ზის ტახტზედ დაფიქრებული; ამ დროს შემოვა ანასტასია, მერე ნინო.)

ანასტასია
(უყურებს ანა ხანუმს გაშტერებული.)

ნეტა რადა ხარ დაფიქრებული?
შენ როგორღაცა გიშფოთავს გული.
მითხარ, რას ფიქრობ? ხომ კარგათ იცი,
ამას არ უნდა კვეხნა და ფიცი,
რომ რასაც მეტყვი,
არავის ვეტყვი!

ანა ხანუმ
(გაჯავრებული.)

ეგ რაღა იცი ?.. რას ჩამაცივდი ? ..
ისე უეცრად რასმე დავფიქრდი;
მარტოკა დავრჩი, სიძე წავიდა,
დრო გადავიდა, არ ჩამოვიდა. (დაფიქრდება)
რას არა ვივიქრობ ?... ლამის გავგიჟდე !
ვის ვგითხო რჩევა , ვისიან წავიდე ?

ანასტასია

რა გაქვს, სულელო, შენ საწუხარი ?
ერთი ქალი გყავს, ხომ შერთე ქმარი,
დიდი კაცის ძე, უცხო გულისა,
მქონე კარგისა ყმა-მამულისა!

გამოცხადება 2.

(იგივენი და მელანია)

ნინო

ნეტა, ქალებო, რს ლაპარაკობთ?
მე თქვენ რჩევაში რატო. არ მასწრობთ?

ანასტასია

სიძეს უქებდი, კარგი შვილია, (ანიშნებს ღიმილით)
ეს როგორღაცა მასზედ გრილია !

ანა ხანუმ.

არა, თქვენმა მზემ, ძალიან მიყვარს;
(ოხვრით) მაგრამ, ქალებო, გეტყვით ერთ სიტყვას,
ეს არის ჩემი უბედურება,
ოჯახის მოვლა არ ეყურება !..
ჩვენ მამულებზედ არ აქვს ჯიგარი,
თითქო ფულებით იყოს მდიდარი.
ვალით სავსე ვარ; რით გადაიხდის,
თავის წილ ყმასა ის არ გაჰყიდის?
ეს არა ფერი....არის ზარმაცი,
მე არ მინახამს იმ გვარი კაცი !..
ათასი საქმე მაქვს გაჩხაბილი,
მამულებს მართმევს თამაზის შვილი,
(განკვირვებით) სუდში, ქალებო, არ გამეგზავნა,
კარგი შვილია, ამბობთ ქვეყანა !..
არზა მივეცი მე დასაწერი,
თითქო არისო მოშურნე მტერი,
არზის ქაღალდზედ რა დაეწერა?
ვიღასაც ქალზედ ეთქვა სიმღერა !..
(ქალები უყურებენ ერთმანეთს და იცინიან)
დღე არ მაქვს ძილი დ მოსვენება,
ყმა და მამული სულ მეყიდება,
აბა, გენაცვათ, რა მელექმსება !

მელანია

რატო არ ეტყვი, რას ეფერები,
პურს არ გვაჭმევსთქო. შენი ლექსები?

ანა ხანუმ

ნეტა რას ამბობთ?.. რამდენჯერ მითქვამს,
რომ არ იჯერებს ის ჩემსა სიტყვას;
რამდენიც უთხარ არზების წერა
თავი მოიკლა არ დამიჯერა. (ჩუმათ)
მმართებს დალალის თუმანი ათი,
ჩემგან უჭირავს მცირე ბარათი;
ვუთხარ, პრისტავთან დაჰსწერე არზი,
არა მმართებსთქო, ჰქმენი ატკაზი;
უნდა გენახათ იმის სიბრაზე.
ფი!.. ფუ!.. ჰფე!... რას არ ამბობდა,
პოდლობააო. ილანძღებოდა.

ნინო

მაშ სულ დაგღუპავს,
ნეტა რასა ჰგავს!
ეტყობა, თავში ჭკუას ვერა გრძნობს
იმიტომ ჯავრობს და ვითომ ჩესტნობს. ანასტასია

ვისი ბრალია, არავის ჰკითხავ,
საქმეს წაახდენ და თავს იხეთქავ.

ანა ხახუმ.

ერთი შეხედეთ, შენ არ მიქებდი?
შენ არ იყავი ილაჯს მიწყვეტდი,
კარგი შვილია, მეუბნებოდი,
უცხო საქმროა, ყველგან ჰყვიროდი!

ანასტასია
(ქოქოლას აყრის)

რაო?.. არ გესმით?.. შენკი ჩაგქოლე!
რა მამიგონა, შენ გენაცვალე?..
ამას არ ვფიცავ, დიდათ მიყვარდა,
თითქმის ჩემ თვალ წინ აქ გაიზარდა!
ვის რა უთხარი, რა დავიყვირე,
მე რა გიცოდი იყო მესტვირე!
ჩემი დამალვით მიეცი ქალი!
ახლაკი სტირი, დაგიდგა თვალი!

ანა ხანუმ . (ტირილით)

არ ვიცი რავქნა, გული მისქდება,
საბრალო ტასო უბედურდება!

ნინო

შენ არა ფრისა არა გაქვს თავი!..
გააშვებინე, თუ არის ავი?

ანა ხანუმ (განკვირვებით)

აგრე ადვილად გავაშვებინო?
რას მეუბნები გენაცვა ნინო?
ილაპარაკებს ჩემზედ ქვეყანა,
მაგ გვარი საქმე იქნება განა?

ნინო.

ჯერ ხომ პირველად განჰკვირდებიან,
ერთ კვირას უკან გაჩუმდებიან.

ანა ხანუმ

მერე ვის მივსცე, არავინ არი:
მე მინდა იყოს ცოტა მდიდარი?

ანასტასია

მაშ რუსს მიეცი ჩვენ გლუხარიჩსა,
იმ პოლკოვნიკსა თეოდორიჩსა!

ანა ხანუმ .

იიშ, რას ბძანებ, ყელს იჭრის ქალი,
ან თავს დაიხრჩობს, ახლო აქვს წყალი.

ნინო.

გამოგირჩიოთ სასიძო კარგი?
რაში არა ჰსჯობს ბეგლარს ვახტანგი?

ანა ხანუმ(წამოხტება სიხარულით.)

შენმა სიცოცხლემ უცხო იქნება,
არქიერშა თუ მოგვცა ჩვენ ნება!

ანასტასია

ჩვენში არ არის ნათესაობა.
სამი და ოთხი არის თაობა.

ნინო

მერამდენე ხარ, აბა დათვალე,
კრიანოსნითა კარგა ჩათვალე!
(ანგარიშობენ)

ანასტასია

აგრე ყოფილა, საქმე მზათ არი,
იორამ მღვდელი ვგონებ აქ არი!
ხვალე გამართე მოციქულობა,
ჩვენში იქნება უცხო მძახლობა!


გამოსვლა მეორე
(ტასო, მარიამ, ქეთო, კატატო სხედან ტახტზედა დ კითხულობენ ლექსებს)

მარიამ.
შენ გენაცვალე, გადამიწერე!

მარიამ

ეგ რა ხმა არის, აბა იმღერე!

ტასო

მაზურკა არის, თითონ მასწავლა,
შენ რომ არ იცი ხმების დასწავლა!
აი ამის ხმა (იმღერებს:)
ლა, ლა, ლა, ლა, ლა―
აგერ ცაში მზე ბრწყინვალებს,
და განჰფანტნა ღამე ბნელი;
შუქი მისი შენსა ფანჯრებს
კოცნის ვითა საყვარელი!

აღზდეგ, აღზდეგ, კმარა ძილი,
კმარა ტკბილთ სიზმართ ზმანება;
ისმინე ფრინველთ ჟღივილი,
იხილე დღისა შვენება!

აღზდეგ, ატკბე შენი ყური:
ვარდს ტურფად დამღერს ბულბული,
უცხოთ უშტვენს მოლაღური,
შორის ტვით ისმის გუგული!

მზის სხივსა ოქროს ფერად
დაუფერავს შენი არე;
მე მოვსულვარ შენად მზერად,
აღზდეგ, ხილვით გამახარე!

აღზდეგ, მნახე, თავს დაგიკრავ,
მოგიძღვნი ვარდისა კონებს;
შენსა ხელსა გულს მივიკრავ,
გარდგიკოცნი ლამაზს თვალებს.

კატო

მაგ ხმაზედ კარგად იტანცივება?
სხვა მაზურკებზედ მომდის ცივება!
(ამ დროს შემოვა სვიმონა ბიჭი, ტასოს მიართმევს წიგნსა, გახსნის, ქალები მისცვივდებიან)

მარიამ

ტასოს ჭირიმე, ჩვენც წაგვიკითხე
ჟენიხის წიგნი გადაგვიკითხე. —

(ჩასცქერიან სამივე წიგნში)

მარიამ

პოუ, დაიწოს, უცხო იქნება,
უთოოთ გიქო. წიგნში შვენება! (იცინიან)

ტასო (კითხულობს.)

ჩემო ტასიავ,
სულნელ კასიავ!
კოცნა მოგიძღვენ
ასჯერ ასია.
ნუ ხარ მჭუნვარი,
შენ თვის ვარ მკვდარი!
მალე მოგივა შენი ბეგლარი!

(ამ დროს შემოვა საჩქაროდ ანა ხანუმ , გაჯავრებული წაართმევს წიგნსა)

ანა ხანუმ

ვისგან მოგსვლია? რა წიგნია? შენ უჩემოთა რათ გაგიხსნია!
ტასო

თქვენი სიძისა, მწერს მე ბეგლარი,
აი, დედილო, თქვენთანაც არი!

ანა ხანუმ

ერთი ჟენიხი გამოიტირე,
გინდა შეირთო ახლა მესტვირე!

(ტასო დაიყვირებს და გულს შემოეყრება, შემოცვივიან ანასტასია და ნინო)

ანა ხანუმ

(ნინოს) ეს რა მიყავი, ხომ მომიკვდება!
ყმაწვილი არის, დაავიწყდება.

— — — — — —

გამოსვლა მესამე

ვახტანგ

ზის ფორტუპიანს უკრავს და იმღერის,ამ დროს შემოვა სვიმონა ბიჭი და მიართმევს წიგნსა?)
ბეგლარის წიგნი! როგორ ბძანდება,
ცოტა ხანში ჩამობძნადება?

სვიმონა

არა მგონია აქ ჩამობძანდეს.
(მწარის ღიმილით) თქვენც შეიტეობდით, ხომ გამოგვაგდეს.

ვახტანგ
(იცინის საშინლად, დადის ოთახში კისკისით)

რას ამბობთ, ბიჭო, ვინ გამოგაგდოთ,
უფრო დროებით, თუ სამუდამოთ?
სიდედრი ბევრჯელ წაეჩხუბება,
ნუ ეშინიან, შეურიგდება.

სვიმონ

ნეტა იმათში რა გაუკვირდა! (ამ დროს შემოვა იორამ მღვდელი, სვიმონა გავა.) —

ვახტანგ

მღვდელო, მობძანდი, ჩემთან დაბძანდი!
ახალს რას მეტყვი, არა იცირა,
ამ სოფლიდანა ვინ გაიწირა?

იორამ მღვდელი

რა საქებია ესე სოფელი
დაუდგრომელი ძნელ სამყოფელი;
მაგრამ რადგანაც არის ღვთის ქმნილება,
უნდა ვასრულოთ იმისი ნება.
თვით მან გვიბრძანა დაქორწინება,
აღორძინება და განმრავლება!

ვახტანგ (სიცილით)

გატყობ გყავს ვინმე ჩემთვის საცოლე,
ხვალე ბეჭედი გამომიცვალე

იორამ მღვდელი

რადგან სოფელი ყოვლთვის ასეა!..
მოდი შეირთე ჩვენი ტასია,
თქვენ მამულებთან არის სამძღვარი
და შეიქმნებით ყოვლით მდიდარი.

ვახტანგ (იცინის და მერე გაჯავრებით)

შეჩვენებულო! ეგ რა მითხარი?
გინდა მე მოვკლა ჩემი ბეგლარი!
ოთხი თვე მეტი არს დანიშნული,
მე ცოლის შერთვის არა მაქვს გული.
(მღვდელი გავა)

ვახტანგ (დალის ხან იცინის და ხან მოიწყენს და ოცნებობს)

ჩემო პოეტო!
რა შეიმატო.
მაგ მაღალი ნიჭით?
ვის აგრძნობინებ,
შეატყობინებ
ტკბილ ჩანგის ჟღერით
შენს ნიჭსა გულის?
მაღალი სულის
სად ჰპოებ პასუხს?
რომ წავიკითხოთ,
გარდავიკითხოთ
პოეტთ ვარსკვლავი,
ბედნიერებით
და მყუდროებით
არვინ შობილა.
პოეტის ბედი—
სოფლის იმედი
არ ბადებულა:
მათი ცხოვრება
კაცთ ეკვირება,
რა განსჰსჩხრეკს სრულად;
ხან სოფელს სტირის,
ხან მაღლა ყვირის,
არ არს კმაყოფით;
ხან ვითა ჩვილი
გულით უბრყვილი
ხარობს სოფელსა!..

(ამ დროს შემოვლენ სტუმრები; ფარდა ჩამოეშვება)

მოქმედება 2

(ანა ხანუმ, ნინო, ანასტასია დილით სხედან)

ნინო

აბა დღეს რა ჰქენ? გვიანბე წვლილად.
ტასოს ტირილსა მორჩი ადვილად?

ანა ხანუმ

ჩემი ურჩობა არ შეუძლიან,
მაგრამ იმ ლოტრანგს ივიწყებს გვიან?
ნახოთ რას გვეტევის დღეს ჩვენი მღვდელი...
უნდა გენახათ შინა გამდელი.
რა საშინელად ის იწყევლება!
უარი რომ ჰსთქვას, რა მეშველება?

ანასტასია

უარს ვინ გეტუვის, ვინ დაიწუნებს?
ეგ ყმა სჯობია სომხების ფულებს.

ანა ხანუმ ადგება და სიცილით უბნობს)

გიამბოთ, ქალო, წიგნი მივწერე,
რაც ბარგი ჰქონდა, ბიჭს მიუყარე!

(ამ დროს მოდის სვიმონა ბიჭი ხელში წიგნები უჭირავს და ხალიჩა)

ანა ხანუმ (კივილით და სიხარულით)

აი, ქალებო, ბეგლარ ის ბარგი:
ოთხი წიგნია, ერთი ფარდაგი !
(ქალები იცინიან, ბიჭი მოდის ბუტბუტითა)

(ამ დროს შემოვა იორამ მღვდელი მოწყენილის სახით, ჩუმათ რაღასაც ეტყვის ქალებსა და წავა, ქალები დიდხანს შეწუხებული უყურებენ ერთმანეთსა)

ნინო(განკვირვებით და გაჯავრებით)

ხედავთ იმასა!.. ისიც გვიწუნებს!
მე ამას ვფიქრობ, რას იმედოვნებს?

ანასტასია

(სიცილით)
მეც ნახირ-ნახირ: რას ბაძავს სხვასა?
ტანი რას უგავს? როდინის ქვასა.
თქვენ არ გინახავთ, რომ ეცვა ფრაკი?
ამას ბძანებდით არის პაიკი,
თავზედ ბალანი არა აქს ერთი,
როგორ აძლევდით, არ გწამდათ ღმერთი?

მელანია

ერთი დაკარგე — ბუთლიკის მგზავსი
იმისთანები გიშოვნო ასი!

ანასტასია

აბა ვის მეტევი ტასოს საწონსა?

ანა ხანუმ

რათ დაიწუნებ ვითომ ფრიდონსა?
მაიორიც არი,— მერე დრაგუნი
მითომ რით არის ის დასაწუნი! (ფარდა ჩამოეშვება.)

გამოსვლა 3

(ბეგლარ ზის მაღლობ ალაგს კაკალ ქვეშ, გაზაფხულის დილა არის, ოცნებობს.)

ბეგლარ

კიდევ მოხვედი გაზაფხულო, ჩვენო სტუმარო!
ყოველთა კაცთა სიქადულო, გულით მომღიმარო!
უკვე გიპყრიეს სიხარულის ფიალა ხელით
და მოგვეგები, გამოვალთ რა ზამთარის ბნელით;
შრომა დასრულდა, განგვიძღა თვალი,
ვხედავ, ქვეყანა იქმნა ახალი:
აგერ მსოფლიო იმოსა მწვანით,
ტყეთ სიხარულით იმოსეს ტანით;
ფრინველთა იწყეს თვისებრი სტვენა,
ყველას უხარის, ვისაც აქვს ენა !
მაშა მე რისთვის შორის ამა სიხარულების
ბინდი ჭმუნვისა გულსა რისთვის მოეფინების?
იცით, საბრალო გულსა ჩემსა რა ეწუხება?
ვხედავ სოფელი და ბუნება სულ ჭაბუკდება
და მე გვირგვინი—ღვთისა ქმნილება
ვბერდები, ვკვდები და დღე მაკლდება
არ მაქვს უფლება განცხოველების
მმოსია კაბა ტანთ განხრწნილების.

(იყურება აქეთ იქით, ოცნებობს)

ვიშ ამ მშვენიერს კეთილსა ჰაერს!
ნეტარ ვინცა შენ კალმითა დაგწერს!
შეხედეთ ცასა ლაჟვარდოვანსა,
წმინდას, მშვენიერს, ქალწულოვანსა!
უყურეთ წელს მოკამკამალსა
მჩქეფრად; მჩქეფარეს გული მიხარეს
ხუჭუჭთა ტყეთა, ზურმუხტებრ ველთა...
აჰა, ყურს ატკბობს ბულბულის სტვენა,
თითქო მე მესმის ფრინველთა ენა;
აი კაკალზედ ვხედამ მსხდომს გვრიტთა,
როგორ იხარეს ერთათ შეყრითა!
მესმის ტორუა უცხოთ იმღერის,
ამ ნანგრევიდამ ბუ გამობღვერის...

(ოცნებობს)

მოდით, მერცხალნო, მომეცით ფრთენი
მაღლა შევიქმნე აღმა საფრენი!
აღვფრინდე მაღლა და კვალად მაღლა,
რომ ვერ ვხედავდე ქვეყანას დაბლა;
გავშალო ფრთენი
სანავარდენი,
ვნახო რა მზისა
შარავანდენი;
მერე რძის გზისა,
ვარსკვლავთა კვალსა
შევუდგებოდე
მნათობთა სვლასა,
მთვარესა მრცელსა,
ღამესა ბნელსა
განვჩხრეკდე მასში
საცხოვრებელსა!...
გარნაღა ვაი! მე ღვთისა ქმნილი,
ვარ ამა მიწას მაგრა მიკრული!
ვკვირობ, რად მომცა, გონება, ნება,
თუ რომ სიკვდილით სრულ დასრულდება
ჩვენი იმედი და ჩვენი ბედი,
ასე სიზმარებრ თუმცა გაქრება,
სიცოცხლის სიმი უეცრად სწუდება,
კაცი ამისთვის რად იბადება?
(დაფიქრდება)
მაგრამ რა უჭვრეტ მზესა, მთვარესა,
ამ მნათობთ ვარსკვლავთ, ცის სამყარესა,
იდუმალ, მეტევის მე სინიდისი,
სხვა სოფლისათვის არს სამზადისი.

(ამ დროს შემოვა სვიმონა ბიჭი, მოუტანს წიგნს; გახსნის საჩქაროთ, კითხულობს ყვითლდება, გააგდებს წიგნებს, მირბის შინა. დადის ზალაში გაანჩხლებული, მერე ხელგულ დაკრეფილი სიანჩხლით ამბობს)

ბეგლარ

დაუდგრომელო დედაკაცო! ვით შემოდგომა,
შენ სად ისწავლე ეშმაკივით კაცთ შემოდგომა?
ვინ მოგცა სახე ანგელოზის ასული ქაჯის?
იქნებ გეგონოს ამა სოფელს არავინ დაგსჯის!
კაცის ვერცხადო, მაცდურალო, ბურტყლო ოცნების,
ჭრელო, კაც გულ მხვრელო, მახინჯ გონების!

(მომატებულის სიანჩხლით.)

ოო! თუ შემეძლოს შემგბეროთ სამუმის ქარი,
რომე თქვენითა სულ აღვამსო მდინარე მტკვარი,
და მიგცეთ კბილსა, ლომის ღრძილსა, ყბა დასატევსა,
რომ ქალთა სახეს დაღეჭავდეს, როგორც რომ კევსა!
წარვედ მაცდურო, უგუნურო, გაგსრეს ვით გველსა,
გაგიჭულეტ თავსა, ამოგთხრი თვალსა, კაცთ მომწამვლელსა!
ვიქნები მათი, ვითა ჯალათი მახინჯებისა. გიწამლავთ გულსა,
გიხშამამთ სულსა, გაგხდით ჭლექებად,
დღესა კეთილსა არ მოგცემთ ძილთა, გეცეთ მეხებად!
დაფიქრება ღიმილით) საბრალო შტერო,თავის მტერო, რას ბოდავ ენით?
რას იქ ამ სოფელს, არ შენ სამეოიფელს გველებრივ კბენით?
ვინ გქმნა უფალი
დასთრგუნო ქალი,
ღვთისა ქმნილება ―
მშვენიერება?
რა გქონდა ერთი ხალხთან საერთი, მიწას რად იკარ,
უმჯობეს იყავ მზით დამწვარიყავ, ვითარცა იკარ!
(დაინახავს თავის წიგნებს აიღებს ერთს და მიიკრავს გულზედ ....ამ დროსა კარებიდგან უყურებენ მაკრინე, გამდელი, მოახლეები და ბიჭები!)

ბეგლარ

ჩემო სულისა აღმაშფოთო და ჩემო ბედო,
ჩემო სამოთხევ, ჯოჯოხეთო,
ჩემო იმედო! ეს არის ჩემი სოფელს დიდება, —
ლიტონი კაცი როგორ მიხვდება,
რომ ჩემი გული
არს დაკუწული
და მისგან შევქმენ ტრფობის ანბანი,

არავის ესმის ამის საგანი!
და თქვენცა ერნო, მომღერალთ მტერნო, სავსენო შურით
თქვენ არ იყავით დასცინოდით დიდ ბაირონსა,
თქვენ აიძულეთ, განაშორეთ მშობლის სირონსა,
ტორკვატო ტასი,
ვერ სცანით ფასი?
უწოდეთ მტერი,
ქმენით პურობილი.
მის მღერა ტკბილი
ვერ მოიგონეთ.
თქვენში არ იყო კამოენსი მოკვდა მშიერი;
თქვენ არ სდევნიდით დიდსა დანტეს, იავით მტერი,
და ოვიდია რომისაგან რისთვის განაძეთ?....
იქნებ მეც ისე მომიძულოთ არვის დაგნანდეთ!

(შემოეყრება გულსა, შემოცვივიან მაკრინე და გამლები, გოგო-ბიჭები ეხვევიან!)

მაკრინე

გენაცვა შვილო,
აბა რას შვრები?
ჯადოქრებისთვის რისთვისა ჰკვდები,
ეშმაკს აფურთხე და დაივიწყე,

გამხიარულდი მღერა დაიწყე!

(ვერ მოაბრუნებენ, ყვირილი, კივილი, ტირილი აირევა; გამდელი უხსნის ღილებსა. ყველას აჩუმებს, უბერამს თვალებში და ულოცამს:)

თინათინ

გულო, გულის ალაგასა
ჩაჯექ ბუდის ალაგასა;
შენ არ გიხდება ხტომა,
გმართებს მშვიდათ დადგომა!
გულმა დაუწყო ფრენა,
შეშინებულის ქშენა;
ჯვარო. პატიოსანო!
ამას მიეცი ლხენა!
გულო, გულის ალაგასა
ჩაჯექ ბუდის ალაგასა!
მობრძანდი, წმინდა ილია!
ღრუბლით არს შემოსილია,
ეტლსა მის მოაქვს შრიალი,
გადუგდოს გულსა ფრიალი...
გულო, გულის ალაგასა
ჩაჯეგქ ბუდის ალაგასა!

ნაწილი მეორე

გამოსვლა პირველი

(დარბაზში ტახტზედ სხედან მოხუცნი ქალები: ანა, სიდონია, მარიამ, კეკელა.)

ანა

(ტუჩებზედ თითიდადებით) გენაცვა ქალო, მართლა შეშლილა?
გვიამბე წვლილათ, როგორ ყოფილა;
საოფლეში თუ გაცივებულა
და იმისაგან გაგიჟებულა.

სიდონია

რა ბძანებაა ავათ მყოფობა,
ასე ძნელია დაუდევრობა:
ანბობენ ვითომ სიუვარულითა
ქალს ყვარებია საქრმო გულითა.

მარიამ

(დაცინებით) რა მოგახსენო, საქართველოში
არვინ შეშლილა არშიყობაში.
შეშლასაც მოდათ შემოიღებენ,
როგორც წელ ქვეით ბამბებს იდებენ.

კეკელა

მე არა მწამსრა ამდროს ქალების,
ტყუილათ სუსტთა და ფერ მკრთალების.
დედ-მამას აღარ მორჩილდებიან,
რა ქმარს შეირთვენ, სნეულდებიან.
ჩვენცა ვყოფილვართ ყმაწვილ ქალები,
ჩვენცა გვქონია კარგი თვალები,
მაგრამ ჩვენ გულსა არა ვკითხამდით.
საქრმოთ ვინ გვინდა, ვისთვის ვოხრამდით.
გათხოვებასა მაშინა ვცნობდით,
როცა საყდარში ქმარს წავუვებოდით.
ვისაც როგორსა ბედი მოგვცემდა,
მისთვის ჩვენ მხოლოდ გული გვიცემდა.

ანა

წავიდეთ ვნახოთ მაშ ჩვენი რძალი,
მართლა შეშლით ჰყავს საბრალო ქალი.

გამოსვლა 2-ე

(შემოვა შეშლილი ზალაში თეთრის კაბით, თმა გაშლილი, ფერ მიხდილი, ხელში უჭირავს ბოხჩა და სარკე;

შეშლილი, მარიამ და კატატო!

შეშლილი

მოდი, მაშიკო, დამხურე თავი,
ახალ მოდურად დამიწან კავი,
თორემ საცაა, მომივა მღვდელი.
(კატატოს.) წადი ჩაიცვი, ნეტა რას ელი. (კატო გავა)

(თავს რომ დაიხურავს, ჩაიხედავს სარკეში, წამოხტება, მოიგლეჯეს თავსახურავსა, თამაშობს მაზურკას დ იმღერის მაზურკის ხმასა:)

მოვა ჩემი საყვარელი,
მე დავხვდები თავ შიშველი.
ლა, ლა, ლა, ლა,
თავშიშველი რომ მნახვიდა,
მაშინვე გარდამკოცნიდა.
ლა, ლა, ლა, ლა, ლა.
(ტირილით) დედამ რათ გამამჭრა ყელი,
რათ წამართვა საყვარელი,
რისთვის მყო დანიშნული?
(დაფიქრებული) შევიქმენ შეყვარებული.
აი, მაშიკო, აღარ მაქს გული.
შენც გმართებს იყო გაფრთხილებული.
(ფიქრის შემდგომ) ერთხელ, მახსოვს მე, იყო საღამო,
ახ ! ტკბილი ტკბილი ჩემთვის საამო,
ერთად ვისხედით; წიგნს ვაკითხებდი:
მე სიხარბითა მას ყურს უგდებდი
ის წიგნი იყო რაღაც ტრფობისა,
ქალთა და ყრმათა მიჯნურობისა.
არ მახსოვს, როგორ დიდ ხანს იკითხა,
რას დაფიქრდიო, ღიმილით მითხრა:
ამოვიოხრე ... მან გამოიცნა
ჩემი ფიქრები.... დამიწყო კოცნა.
ამის მეტი არ გამიგიარა,
(გულზედ აჩვენებს) რომე იმ კოცნამ აქ დაიარა;
ასე ტკბილ იყო ის დაკონება,
რომე წამერთო სრულად გონება!
დიდხანს ვიყავი სიტკბოთი მთვრალი,
მერე სატრფომან მაწყურა წეალი:
(იმღერის) თვალი ავახილე
და რა ვიხილე?
აღარ მქონდა გული,
იყო მოპარული,
თვისთან შეინახა,
გულში დაიმარხა!
(ღიმილით) იმას დაუბამს ახლა ბორკილით.

შეშლილი
(თითით ანიშნებს) შენც გმართებს მაშავ, იყო სიფრთხილით.

მაშა

კარგი გენაცვა,
რა სათქმელია,
გული მანდვე გაქვს, ისევ მთელია;
განა ბორკილით გული დაიბმის ?
ჩემს სიცოცხლეში პირველად მესმის!

შეშლილი

ამისთვის, რომა არ გევარებია,
შენ ტკბილი ტუჩი არ გკარებია.
(იმღერის) მეც მაგას ვჩივი,
რომე ხარ ცივი:
არ გრძნობ ამ ცეცხლსა გულის შემწველსა.
(ღიმილით) შენმა გაზდამა, არ ვარ შემცდარი,
შენ ჯერ ხშული გაქვს გრძობისა კარი;
მოვა დრო, შენცა კარი გეღება,
ტრფობისა ცეცხლი გულს აღგეგზნება:
(იმღერის) გული გიწყებს ძგერასა,
ჩემებრ იწყებ მღერასა!
მაგრამ უფრთხილდი ამ გარყვნილს სოფელს, —
არ ავაჭვრინო შენც შენსა მშობელს .
(იმღერის) არ გიყიდონ ვით ნივთი,
ანუ ბაზრისა ჩითი. —
ვინ გითხრა, ტრფობა არის სირცხვილი?
ის არს სულელი და ცუდათ ზდილი!
შენ არ კითხულობ, ქალო, ბრძნულ წიგნებს
და მისთვის ტრფობა გულით გაშინებს.
მეც აგრე შენებრ ადრე ვგონებდი,
ვინემ გონებით გავნათლდებოდი!
მაგრამ მე ეხლა ტრფობით ვამაყობ!
თუ არ მივხვდები, თავსა დავიმხობ...
(აჩვენებს რომ დაჯდეს) დამიგდე ყური, მე რას გასწავლი,
ამისთვის რო ხარ ყმაწვილი ქალი .
ტრფობა არს ქალთა ბედი და წერა !
ეს წმინდა გრძნობა ღმერთმა შთაგვბერა.
შეგვქმნა ტურფანი, ლბილნი გვცა გულნი
და მამა კაცთან გვყო გადაბმულნი.
მათ ჯაჭვი ხელთა ჩვენი ცხოვრების
მისცა და ვართ სრული მათის მონების.
კაცთა აქვს სრულად სოფლის უფლება,
ტახტი, პატივი და განდიდება.
ტრფობა არს ქალთა დანიშნულება, —
სხვა ამა სოფელს რა გვეგულება!..
ნეტარ მას ვისცა ჯაჭვსა თავის ტრფობის
ჰპოვებს და გულით, სულით მიჰყვების!
იგრძენით მაშინ ქალის ცხოვრება,
თუ საქრმო თვისი არ ეყვარება,
თუ არ იტვირთა სოფლის ყივნება, —
საბრალო ქალი უდროთ დაჭკნება.
ეს არ უწყიან ჩვენთა მშობელთა,
არ ვებრალებით მათ უგრძნობელთა!..
რა თითონ კაცსა მოიწონებენ,
ჩვენც გვეყვარება ასე ჰგონებენ.

(ამ დროს შემოფრინდება ჩიტი. შეშლილი უყურებს, ფიქრობს და შემდგომ ფიქრისა.)

რისთვის არა ვარ მე ეხლა ჩიტი,
ანუ ტორუა და ანუ გვრიტი;
მაშინ მე მაღლა ავფრინდებოდი ,
ჩემ საყვარელსა თავს ვევლებოდი.
ყოველ დღე სატრფოს ჩემსას უმზერდი,
ტკბილისა ხმითა მაღლა დავმღერდი!
იქნებ ჩემსა ხმას გაიგონებდა:
ადრინდელ ტრფობას მოიგონებდა,
გულის გრძნობილით შემიბრალებდა,
და ისევ ისე შემივარებდა !
მაგრამ იმისი არა არს ბრალი...
(ტირის) ახ, დედა ჩემო, რისთვის მომკალი!
მე ვერ ვიჩივლებ, იმას უყვარდი,
როგორც ბულბულსა მაისის ვარდი.

(შევა შინ ქალები შეჰყვებიან p align="justify"> (შეშლილის დედა ზის ტახტზედ მოწყენილის სახით. ამ დროს შემოვლენ ანა, სიდონია, მარიამ .)

ანა ხანუმ (შესტირებს)

ახ, ბატონებო, არ გებრალებით !
როგორ გიყურებთ ამ ბნელ თვალებით!
ჩემი ტასია რომ შემეშალა...
ვაიმე! ოჯახი სულ მომეშალა!...
თქვენი ჭირიმეთ, მოდით მიშველეთ.
თუ არ მიშველით, ქვებით ჩამქოლეთ!

ანა

უი შენს ანას, რა მიზეზია,
ქვეშაგებში წევს, თუ ჯერ ზეზეა!

დედა

რა მიზეზია, შეჩვენებულმა,
მომიჯადოა გაჯავრებულმა!
ერთი კვირაა, არის შეშლილი;
დღევანდლამდისინ არ ჰქონდა ძილი...

ქეთევან

ეგეც არ არის გასაკვირველი .
უსჯულო იყო, არ ჰსწამდა მღვდელი:
ასე ანბობენ, იყო ლოტრანი.
ერთხელ დიდ მარხვას სჭამა ბორანი;
ბოლტარის წიგნი ზეპირ იცოდა
და საყდარშიაც ძვირად ვიდოდა . —

სიდონია.

ახლა ქალებიც ჰსჭამენ დიდ მარხვას :
არც სჯულს დასდევენ, არც სოფლის ძრახვას.
რაც იყო, იყო, სჯობს შერიგება;
მაგ ქალს ეშველოს მაგით ეგება.

დედა

ბევრი უგზავნე მოციქულები.
მოწმთა მყვანან ჩემი მულები;
მაგრამ არ იქნა, არ მამეკარა,
რა ჩემზედ გული ამოიყარა.

ქეთევან.

მოდი მარქრიტას შევალოცვინოთ
და მერე გული გავაზომინოთ,
ეგება მაგით მაგ ქალს ეშველოს;
ერთ აბაზს იღებს სულ გასამრჯელოს .

დედა

გენაცვა, ფული რა სათქმელია,
რაც მაბადია რა საქნელია;
თუ კი მე ქალი მით მამირჩება,
რიღასთვის მინდა, რაც მებადება!

(შემოიყვანენ მარქრიტას, შეიყვანენ მეორეს ოთახში, სადაც შეშლილს სძინავს)

სიდონია

მოდი, მარქრიტავ, მინამ ჰსძინავს ქალს,
ულოცე; მაგ სენს ვაბრალებ ავ თვალს !

მარქრიტა

აგება გახლდეთ გიშრისა ჯვარი
და აბრეშუმის შავი ზონარი!

(ამოიღებს ჯიბიდგან პატარა რქის ჯამსა, აავსებს წყლით, ერთ ხელში უჭირავს ნახშირი და ჭრელ ტარიანი დანა. მოუტანენ გიშრის ჯვარსა, ჩააგლებს ჯამში, სამჯერ შეუბერავს წყალს და მერე ულოცავს შეშლილს.)

მარქრიტა

„მოვიდა თეთრი მხედარი,
„ხელთ უჯდა ქორი მწყაზარი,
„იჯდა თეთრსა ცხენსა,
„ცაში თავსა აბჯენსა,
„მოჰყვა თეთრი ჯარი,
„ყველგან უღეს კარი,
„შეესივა შავ ჭაბუკს,
„ვინ უვსევდა წინწალბუკს.
„მოსთხარეს თვალები,
„შეუკრეს მკლავები;
„მერე შესვეს ჯორზედა,
„აიყვანეს კოჯორზედა,
„ქვა მაბეს ველზედა,
„გადააგდეს კლდეზედა!
„ღმერთო შენ უშველე ქალსა,
„მოარჩინე ავსა თვალსა!

(სამჯერ შეუბერავს, ნახშირით ჯვარით და დანით პირჯვარს გადასწერს, მერე უელზე ჯვარს შეაბამს. ამ დროს შემოვა დოკტორი, მარქრიტა გაიპარება.)

ქეთევან (ექიმს)

ნუ გეწყინებათ შევალოცვინეთ.

ექიმი

იქნებ წამალიც დაალევინეთ?

ქეთევან

მაგას უთქვენოთ როგორ გავბედავთ.

ექიმი

მაშ შელოცვითა ცუდს არას გხედავ.

(ამ დროს შეშლილი იღვიძებს, ქალები შევლენ მეორე ოთახში. ექიმი ახლოს დაუჯდება სკამით)

ექიმი


(შეშლილს) როგორი გქონდათ, ხელმწიფავ, ძილი?

შეშლილი

ახ უცხო, უცხო, დოკტორო, ტკბილი!

(ოცნებობს) მეზმანა ძილში ჩემი ბეგლარი,
ადრინდელივით იყო დამტკბარი.
(აღტაცებით) ვით აპოლონი იყო მშვენიერ,
ვითარცა ძველი ბრძენი გონიერ,
ვითარცა ჩვილი გულით ლმობიერ,
ვით საყვარელი სულით გრძნობიერ!
ვით ზეცის ხმა მისი ტკბილი
გულსა ხვდებოდა, სულში კვდებოდა;
სამოთხებრივი მისი ღიმილი,
ვითა დილის მზე გაბრწყინდებოდა!
და ტუჩნი ჩვენი შეწებებულნი
სვამდენ ზეციურ ღმერთთა სასმელსა,
გულნი დნებოდნენ შეერთებულნი.
ახ! რად არ ვიშთე საყვარლის ყელსა
ძილი ესეთი განტკბილებული!
რად არა იქმნა განგძელებული,
რაისათვის ახალ ტანჯვისთვის
კვალად შევიქმენ განღვიძებული!...
(შემდგომ ფიქრისა) მერე შეიქმნა უცებ მჭმუნვარი,
ყელს გადამკიდა გიშრისა ჯვარი:
ესე გქონდესო ჩემ საგონებლად,
შენი კაეშნის განსაქარვებლად!
(დაიხედავს გულზედ შეშლილი) ამას რას ვხედავ, აი ის ჯვარი!
ცხადი ყოფილა და არ სიზმარი,
დიახ ცხადია, ეხლა ვეკარ ყელს,
ეხლა არ იყო მაძლევდა მე ხელს,
მეუბნებოდა ისევ შენი ვარ!
გინდა ცოცხალი, გინდა მკვდარი ვარ.
რა იმის ფიცით გული ვიჯერე,
მისი სახელი (აჩვენებს გულს) აქ დავიწერე.
(იმღერის) ნახეთ გულის ფიცარი
თქვენთვის დამამტკიცარი,
მასზედ არს წარწერით,
სახელი ვისიც არის!
(დაფიქრდება) მახსოვს აქ ვიჯექ, ამ ზონარს ვქსოვდი,
„მიშველე ბეჭვა; მე იმას ვთხოვდი,
„კარგი, მითხრა, მან თითო ბეჭვაში
შენ მაკოცნინე მაგ ლამაზ თვალში!
„ამ პირობაზედ რა დამიყოლა,
„თვის ცხარ კოცნაში მეც ამიყოლა.
(ოხვრით) ოთხი თვე ვქსოვეთ ჩვენ ეს ზონარი.
რატო არ ვიქმენ მაშინ მე მკვდარი!

ექიმი

თქვენ, ხელმწიფაო, ჭმუნვას იდიდებთ,
თუ ნებას მომცემთ, მე შეგარიგებთ
თუ მას აქვს სული, კეთილშობილი,
იქნება ისიც თქვენზედ გრძნობილი.

შეშლილი

არა, დოკტორო, არ ვის დაჰვება;
ნებას არ აძლევს ამპარტავნება,
თავს არ იმდაბლებს; მე კარგათ ვიცი,
გულში წარმოსთქვა საშინლად ფიცი.
მისი მაღალი კეთილი გული
ჩემის სიგიჟით ვყავ დაჩაგრული!
წიგნი მომწერა და რა ეწერა,
ვერ წავიკითხე მშობლისა შიშით;
არ წამიკითხავს გეფიცებოდი,
ფეხზე ვკოცნიდი, მუხლ მოდრეკილი.
შემინდე, ცრემლით ვეხვეწებოდი,
ცემით შევიქმენ ნეკ ჩადრეკილი!
რა ცრემლით დედა ვერ შევიჯერე,
მერე რაც მითხრა ყველა ვიჯერე.
გამაგდებინა მე მოციქული,
მერე მეო სახლში კარები დახშული.
გაჯავრებულმა სატრფომ დაწერა
ჩემზედ, დოკტურო, ესე სიმღერა.
(იმღერის) მებრალვის, მწუხვარ რა ვნახამ ჭაბუკსა ქალსა, ორგულსა
მავალს უგრძნობოდ უსაგნოდ სულითა გაქსუებულსა;
მის გული არის მგზავსება დარღვეულისა ტაძრის,
- ღმერთთაგან განტევებული მას მსხვერპლი ქარსა ავდარის.
კაცი ვერ ბედავს მუნ შესვლას, რათა აღავსოს ლამპარი
და მისა საკურთხეველში დაღვაროს ცრემლი მდუღარი
(მცირე ფიქრს უკან) ვეჩერში, იცი, ერთხელ რა ვქენი,
როცა დაუკრეს ფრანცუს კადრელი?
არ მივეც ხელი, როს იყო შენი.
ეგონა ვიქმენ მასზედ გულ გრილი,
შევხედე სახე მას ეცვლებოდა:
ხან ყვითლდებოდა, ხან წითლდებოდა.
ჩემი სიგრილე ვიცი სტანჯვიდა,
რა დავასრულეთ მსწრაფლად გავიდა.
ვერ მოვითმინე, გული დნებოდა,
გავედი, ვნახე გულ შემოყრილი.
სატრფო მეგონა, რომე კვდებოდა!
შევქმენ საშინელ ხმითა ყვირილი,
ჩემი კივილით სულ გამოცვივდნენ,
უცხონი იმას გულს უბრუნებდენ.
მე დედა ჩემმა შინ წამათრივა.
დამიწერ ცემა, თმითა მათრივა
მითხარ, დოკტორო, რათ დამდაბლდება,
და რიღასათვის შემირიგდება?
ჩემში რას ჰპოვებს, რა მიიზიდავს,
სახლის ყვედრებას რისთვისა ჰსზიდავს?
რას ნახავს ჩემში მშვენიერებას,
სიმდიდრეს ანუ გონიერებას !
ადრეც რა იყო, მე ღმერთმან იცის,
რისთვის უყვარდი, ეხლაც არ ვიცი.

დოკტორი

გრწმენოდეთ ჩემი, ეხლაც უყვარხართ.
განგებ უთხარი, რომ თქვენ ავათ ხართ,
შექნა ტირილი, ფულს მპირდებოდა:
მომირჩინეო, მეხვეწებოდა.

შეშლილი

(საშინელის ხმით დაიკივლებს) როგორ, შენ უთხარ, რომ ვარ შეშლილი!
(დაეცემა გულ შემოურილი. ამ ხმაზედ შემოცვივიან ქალები.)

ექიმი

არა ფერია, არს შებნედილი.

დედა

შენი ჭირიმე! რა მეშველება?
თუკი წამალი რამ გეგულება,
ნუ დაიშურებ, რითიც მორჩება,
გულის წუხილი ხომ არ სჩემდება?

დოკტორი.

(ფიქრის შემდეგ) მაგის წამალი სხვა არსად არის,
იქნება მორჩეს, თუ შერთოთ ქმარი!

მარიამ

გენაცვა, ეგე არის ადვილი!..
რით არის ცუდი ელენეს შვილი,
უცხო სახისა, აქვს მერე ჯვარი,
კაპიტანია, კარგი მსწავლული.
შენმა მზემ ხვალვე დავწეროთ ჯვარი:
ამოვიყაროთ ლოტრანის ჯავრი.

გამოსვლა მესამე
(ზალაში სხედან ქალები და კაცები ლოტოს თამაშობენ.)

ყმანი

ერთი ყმა

აბა ქალებო, ინებეთ ლოტო!
არ ითამაშებ, ქალო კატატო?
(დაიწყებენ თამაშობას, ერთი ქალი იღებს)

ნინო

სოროკ დვა დასვი ემანდა მაშო!
პედესტი რონა, მოვიგე ანბო.

მეორე ქალი

ვიიშ გენაცვა, გააჩანჩხარე,
პეტ ამოიღე და გამახარე !
შესტ დესეტ ოსემ. კარგია კმარა.
კინაღამ გული შემომეყარა. (ამ დროს შემოვა ქაქანით ერთი ყმაწვილი)

ნინო

აი გიახლათ ჩვენი მეჭორე.
აბა რაიცი, გვითხარი სწორე!

ყმაწვილი

უცხო. ანბავი, უცხო ანბავი:
ტასია მოკვდა, დაგირჩეთ თავი !

ნინო

უი შენს ნინოს! მართლა ყმაწვილო?
საბრალო დედავ! შენ ჩაქოლვილო!

მარიამ

საბრალო ქალი ... გვიანბე წვლილად.

კატო

მე არ მჯერა, ამბობს ტუუილად.

ყმაწვილი

(უანბობს. გაუშვებენ ლოტოს თამაშობას)

გუშინ ჩვენსასა მართა მოვიდა,
ბებია ჩემთან შექნეს ჩურჩული.
მოიჩურჩულეს, მერე წავიდა.
ამაზედ ვიქმენ მე იჭვნეული.
ჩემ დასთან შეველ, ვნახე ირთვება
და გოგოს ჩუმათ ეკურკურება.
„აკი ვამბობდი, არის ტყუილი,
„ტასია ცრუობს, არ არს შეშლილი.
„ამაღამ არის ჩუმათ ქორწილი;
„იცი, ვინ ირთავს? ელენეს შვილი.
რა ჩემი დისგან ეს გავიგონე,
იცით, ქალებო, რა მოვიგონე?
საღამოს ჩვენებს უკან გავყევი,
და სახლში ჩუმათ იმათ შევყევი.
ვნახე, რომ მართლა იყო ქორწილი:
მორთული იჯდა ტასო. შეშლილი!
სუდარში წასვლას ემზადებოდნენ,
მხოლოდ კი ჩვენებს მარტო ელოდნენ.
ამ დროს მოვიდა ტუტუც ანტონი,
სთქვა მზათ გახლავთო ფაიატონი!
მერე წამოდგა ტასო საჩქაროდ,
ცრემლნი ზდიოდნენ, როგორც რომ წყაროდ!
მოვიდა დედას ხელს აკოცა
და დედამ ცრემლით ტასო დალოცა.
ქალებს კოცნიდა ესალმებოდა,
მივხვდი, საშინელს რაღასაც გრძნობდა.
ვნახოთ, ბატონო, ბალკონს გავარდა,
შეხტა მოვაჯირს, მტკვარში ჩავარდა .
შეიქნა ერთი ყვირილ კივილი
და დარჩა საქრმო, პირ დაღრენილი!

მელან

ვიიშ, გენაცვა, შეჩვენებულმა,
გული მიბრუნა გადარეულმა.
შენ, დაწყევლილო, სად მოიგონე,
მაგდენი ჭორი სად გაიგონე?

ნინო

რათ გამიხეთქა გენაცვა გული,
მე სამგან მქონდა ანბო დასმული!

ყმაწვილ

(გაჯავრებული) დღეს ითამაშეთ, ნუ დაიჯერებთ:
ცრემლი მზათა გაქვსთ: ხვალაც იტირებთ.

ნინო

ფედდესეტ ოსემ—თუ მართალია,
მაგრამ დედა ზედ სამართალია.
ვოსემ დესეტ სემ .... ყური არ უგდო,
საბრალო ქალი ყმარწვილს მიუგდო.
შესტდესეტ დევეტ ... მე რა გავიგე.

ნინო
უკაცრავათ ვარ, აი მოვიგე.

თ. გ. ერისთავი.

2 ზეციერი მნათობები

▲back to top


ზეციერი მნათობები.

ცთომილები და ვარსკულავები.

პირველი წასაკითხი.

რაზედაც მე თქუჱნთან ლაპარაკს ვაპირებ, ამას საყოველ-დღეო კაცობრივს ზრუნვასთან კავშირი და დამოკიდებულება თითქმის სულ არა აქუს რა. — ჩუჱნს ქუჱანას გარეთ, ძალიან შორს, მაღლა, იმ სივრცის ლაჟვარდოვან ზღუაში, სადაც ათასობით სხუა დ სხუა ნაირად შეჯგუფებული მნათობები ბრწყინვალებენ, — იმათი საოცარი მშუჱნიერება ზევით აიტაცებს ჩუჱნს თვალსა და გვაკვირვებს სფერა იმათი, იმათი წრე, რომელშიაც იმყოფებიან. ვარსკულავ-მოსილ ცას დღისით ფარდა არ გადეხდება ხოლმე, როდესაც ქუჱყნიერი ამაოებისა და ყოფაცხოვრების ზრუნვაში გართულ-კაცს არ შეუძლია ნებით დასტკბებოდეს იმათი შუჱნებისა ბუნებისა და დიდების ცქერითა. — შუაღამის მყუდროება უნდა, როდესაც მთელი ქუჱყანა მოსუჱრნებულია, მთელი ბუნება; — როდესაც მიმწყდარია ხალხის მოძრაობა და ყაყანი, — ესშუაღამის მუუდროება უნდა რომ თვალი ადევნოს კაცმა, მოკამკამე ცთომილებსა და ბრწეინკალე ვარსკლავებსა და ცისძირიდამ რომ ამოდიან გამომეძიებელს კაცის-გონიერებას მიიზიდვენ, რომ იკულიოს, როგორც შეუძლია—საიდუმლო არსება იმათი.

ბევრჯელ ფიქრით გადამიტანია ჩემი თავი ექუსიათას წელიწადს წინეთ და ჩუჱნს პირველს დიდ-წინაპარს გურდით ამოვდგომივარ სწორეთ იმ დროსა, როდესაც პირველს მზის ჩასვლას შეჰურებდა რა საოცარი ფიქრები უნდა მოჰრევიყო მაშინ იმისს გაკჳრვებულს გონებას. უკანასკნელი სხივი რომ ქრებოდა ჩამავალი მზისა და კიდევ-ღა გამოჩნდებოდა როდისმე ან საიდგანმე თუ არა, არ იცოდა! არეულ-დარეულის ფიქრით შეშფოთებული და დაღონებული დიდხანს შეყურებდა იმ ადგილს, სადაც ის იყო მზე ჩაიმალა. ხედავს, რომ რაღაც რამ საიდუმლოებითი, უცნაური სიბნელე გადმოეფინება მთელს ქუჱყანასა. რასაც მშუჱნიერებას კაცის თვალი იმ მსწრაფლად დალეულ დღეს შეხაროდა, თითო-თითოთა ჰქრება და გამოურკუჱველს ბნელში ეხუჱვა ყოველივე. ახლა იმ ბნელზედ უფრო ბნელი ღამე, უფრო წყუდიადი გაურკუჱვლობა რაღაცა გულში ეპარება იმ ერთს, ქუჱანაზედ მარტოდ მცხოვრებს კაცსა. — რომ არ იცის რა იფიქროს, თითქო გამოსაკითხავად ზევით აიხედავს და დაჰხუდება გაკვირვებულსა ვეცხლის ნამგალივით მოლაპლაპე ახალი მთვარე, წმინდა და მშუჱნიერი, ცის სამყაროზედ დასავლეთის მხარეს როგორღაც საოცრად ჩამოკიდებული. – უჩუჱველის თვალით რომ კაცი ამას სიუცხოვით შეჰყურებს, აიხედავს კიდევ ზევითა და იხილავს იმისს წურილ ამალასა, იმისს ბრწყინვალე თანმხლეებსა, — თითქო ამოიპარებიანო, ერთმანერთს რომ ამოსდევენ მოჭირებულს ლაჟვარდზედ. — მარტო მყოფი უნებურად მუხლებს მოიდრეკს დ ძირს დაეშუჱბა გაკვირვებული, მოწიწებული. – ამასობაში დრო მიდის. ვეცხლ-ფეროვანი მთვარის ნამგალიც გაქრა, ღამის მდუბარებაში ვარსკვულავები ამოდიან, აუჩქარებლად ცის სიმაღლეზედ შედიან, და იქიდამ ისევ ისეთის დიდებულებით მიწის ნაპირისაკენ დაიწევენ. შეჰსრულდა მოკუდავის თვალისათვის პირველი დიდი შემოტრიალება სფერასი, ამ მსოფლიო სიმრგულისა — ახლა თითქო რაღაც წმინდა, თხელი, უღონო ვარდისფერი ზოლი გამოჩნდა აღმოსავლეთის ნაპირზედაო: უფრო და უფრო ცხადდება, უფრო და უფრო ნათლდება; ვარსკულავები ქრებიან; ცთომილები გაქრენ კიდეცა; დამამუნჯებულის გაოცებით უსწორებს თავისს თვალს კაცი ამომავალს ამ ნათელსა, მანამდინ გამობრუნებული მზის პირველი სხივი არ გაანათებს მთელს ქუჱანასაცა და ქუჱანაზედ ამ მარტოდ მცხოვრებსაცა. ასე «იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი იმ კაცისთვის.

რაც რომ ამ პირველმა დიდებულმა ღამემ გამოძიების სურვილი დაბადა; რაც რომ უფრო და უფრო აღმოჩნდა, თავისი დიდება ცაზედ აღუბეჯდია შემოქმედსაო; რაც რომ კაცის სურვილს მხურვალება უფრო და უფრო ემატებოდა, ეგების საიდუმლო გამოვიკულიო. როგორმე ამ ბრწყინვალე მნათობებისაო,—ეს ჩამომავლობას ყველა ანდერძათ გადმოეცემოდა ამ ექუსიათასს წელიწადში საშჳლითი-შჳლოდ იმ კაცისაგან, რომელიც გაკირვებით პირველი შეყურებდა და თვალს ადევნებდა ამ მნათობებსა; და კაცის ჭკუამ თუ საჴელოვანი ძლევა შეიმოსა სადმე, აქ შეიმოსა, ამ განუზომელს ექუსიათასი წლის კულევაში და ძიებაში. —მუხლი მუხლს მიყვებოდა, თაობა თაობას, საუკუნე საუკუნესა და ყველას კი შეჰქონდა თავისი ხარკი იმ დიდს მდინარეში, რომელსაც ახალ-ახალი მინაგნები ავსებს დ ადენს აქამდისინ და ამიერითგანაც უკუნისამდე. — ჭკუის ძალი ზღუდეს ზღუდეზედ არღუჱვდა, მნათობების საიდუმლო მოძრაობას იკულევდა, იმათს დიდს კანონებს ხსნიდა, მძიმე მნათობებსა სწონდა, იმათს ერთმანერთზედ მოქმედებასა და დამოკიდებულებას თულით ანგარიშობდა და მრავალ-გუარს იმათ გზებს იგნებდა იქამდინ, მანამდინ ეს თავისი ღონიერებით დიდებული ჭკუა სიწყნარით, აუჩქარებლად, ფეხის შედგმით არ შევიდოდა იმ მტკიცეს იმისივე აშენებულის ძეგლის თხემზედ, საიდამაც, მსოფლიოს დიდებას შეყურებს ვარსკულავებით გარემოცული და ღვთის წინასწარცნობით შემოსილი. იქიდამ უძლეველის ძლიერებით შეუბრუნდება ათასწლობითს დროს მდინარებასა, თან შეჰყვება და მაშინდელს მსოფლიოების ბრუნვასა ჰშინჯავს; —ან, ეს კიდევ უფრო საკჳრველი, — მომავალს რომ ფარდა აფარია, იმას შეარღუჱნს და ცხადათა ხედავს ახლავე იმ ზეციერს მნათობებსა, რომელსაც ჩუჱნ ვერა და ჩუჱნი ჩამომავლობა კი დაინახავს, როდესაც რამდენიმე ათასი წელიწადი კიდევ გაივლის, საუკუნოებაში მდუბარებით შემავალი.

საქმე ეს არის, რომ რასაც ამ გაძნელებულსა და გაჭირვებულს ბრძოლაში კაცის ჭკუა ძალას ხმარობდა, ის გამოვხატოთ; — რაც იმედი ეძლეოდა ან უიმედობაში შედიოდა, ის ავხსნათ; რასაც მრავალწლობით და დიდი მოთმინებითა შინჯავდა და გულს ადევნებდა, ხან რომ სასო წარეკუჱთებოდა და ხან რომ გამარჯვებას დღესასწაულობდა, ის თვალ-წინ წამოვიყენოთ; რასაც საშუალობასა ჰხმარობდა, რომლითაც შეურყეველი საძირკჳლი ღრმად დაუმკჳდრა მეცნიერების გოდოლსა, პირამიდასა, ის გამოვაჩინოთ დ როგორ შენდებოდა ეს გონიერებითი გოდოლი ასs-ას, ათას-ათას წლოვანებითა, როგორის შეწუობილობით იმართებოდა და ცამდინ როგორი შეჰქონდა თხემი; — ეს არის ახლა ჩუნჱში წინ-ჩამოსაგდები, — ჩუჱნი გამოსაცნობი; —ეს არის რაც მინდა აგიხსნათ და რაზედაც თქუჱნს განუდრეკელს გულის-ხმიერებას მოვითხოვ.

უზომოდ ძნელია ეს საქმე. აქ ჩუჱნს გონიერებას ვერა მოხიბლავს-რა: ვერ დაატკბობს-რა, ვერც სასიამოვნო ხმა საკრავებისა, გერც წყობილი საპოეზიო ლექსების მშეჱნიერება, ვერც მჭევრმეტყუელება წამტაცებელი და ვერცა საპლასტიკო1 რამე ჴელოვნება თვალის გამაკჳრვებელი. — მართალია, მუზიკა არის, — მაგრამ სად ისმის? ღრმასა და დიდებულს სფერების, სიმრგულეების ჰარმონიაში, იმათს შეთანხმებაში. — პოეზიაც არის; მგრამ სად ამოიკითხება? იმ მნათობს ასოებში, რომელიც მაღლა ბნელს სამყვაროს ფურცელზედ არიან გამოხატულნი. — არის არხიტეკტურაცა, ან ჩუჱნებურათა ვჰსთქუათ, ხუროთმოძღურებაცა, მაგრამ სადა? უზომოს მზეებისა და მნათობების შენობაში, წყობილი-ვარსკულავებითა და მსოფლიოებით რომ არის ანაგები. — მჭევრ-მეტყულებაც არის, მაგრამ უსიტყუო, უენო, ხმა არ გვესმის იმისი და მიგვიზიდავს კი რაღაც რამ მოუცილებელი და მოუწყუჱტელი საუბარი ქუჱუნების ბრუნვისა.

რათ არ უნდა მიუგდოთ უური ამ მუზიკასა? მეტად სადიდებელი და დიდად სადღესასწაულო რომ არის, იმიტომ ხომ არა? ― რატომ არ უნდა ვიკითხავდეთ ამ ჩინებულს საპოეზიო თხზულებასა? ასოების მაგიერად ვარსკულავებით რომ არის ნაწერი, იმიტომ ხომ არა?— რატომ არ უნდა შინჯავდეთ ამ განმაცვიფრებელს შენობასა? ცადაქნილობა, კამარავბი და თაღები რომ უზომის სივრცის მიზეზით საოცნებლად მიგვაჩნია, იმიტომ ხომ არა? ― ამ მჭევრ-მეტყუჱლებას რაღათ უნდა მოვარიდოთ ჟური? მსოფლიოების ბრუნვა რომ მოსთქუამს, იმისთვისხომ არა? — არა ჭკუა ყოველთვის გამომეძიებელია, მზათ არის, რომ მაღლააიწიოს და რაც უნდა ღრე-კლდე დახუდებოდეს გასაჭირი, მაინც ქედზედ შესვლასა ცდილობს. — აბა, ისე წააქეზეთ ჭკუა, რომ საქმისათვის თავი შეადებინოთ; იმედის შუქი მიუნთეთ გზაზედა და ნახავთ, რაც უნდა ვიწრომ იეოს იმისი ბილიკი, რაც უნდა გადასავარდნი იყოს, რაც უნდა ქვიან-კლდიანი, ოღონდ კი გამამხნევებელი ხმა ესმოდეს — წანწადექ, წინწადექიო, და დაზარების მაგიერად უთუოთ მოიმატებს თავის ღონესაცა და მეცადინეობაც.

მე აქ მოსაწყინარს სწავლებაში თქუჱნი შეყვანა არ მინდა; არც ამას განვიზრახავ, რომ მარტო ის წარმოგიდგინოთ მშრალათა, რაც კაცის მეცადინეობით აქამდისინ არის მიგნებული. მაგრამ, ერთის მხრით რომ მორიდებას ვეცდები — ისეთი სამეცნიერო საბუთების შემოტანით თავი არ შეგაწყინოთ, რაც მარტო ასტრონომებისაგან არის გასაშინჯავი, — მეორეს მხრით გაბედვით ვეცდები, რა როგორ სწარმოებდა, რა და რანაირი ჰაზროვნება და მოფიქრება შეუდგებოდა ერთი ერთმანერთსა, ეს აგიხსნათ, რომ ყოველმა ნათელმა გონიერებამ დაინახოს, რომ ამ ჩემი საქმის შესრულება შეუძლებელი არ არის; მერე მარტივი ენით და ადვილი გასაგონი განმარტებით სინათლეს მივაყენებ ამ საკვირველს სანახავებსა და ბოლოს გზაზედ გაგიყვანთ,თუმც ბნელსა და გაუტკეცელს, გაუსწორებელზედ მაგრამ ისეთზედ, რომ, თუ იმას ვადექით, უსათუოდ მიგიყვანოს ამ ჩემი საქმის ახსნამდინ. ამისთვის, ვინც რომ ინებებს და ჩემთან შეუდგება საკჳირველს გამოკულევას, რასაც მე ახლა ვადგევარ — ამ საგანისა იციან რამე თუ არა, უსწავლიათ რამე თუ არა, მე არა ვის მოვვითხავ; — მარტო ამასა გთხოვთ, რომ ჩემი ლაპარაკი შეურყეველის ყურისგდებით მოისმინოთ. ფიქრით მომყვებოდეთ თანა, გუჱრდს ამოუდეგით ასტრონომს იმის ღამისტეხაში და როდესაც ის თავისი ჭკუის ღონით სხუა და სხუა საბრძოლველს დაბრკოლებას შეებმის, მაშინ იმისს გრძნობასა იმისს გაჭირვებას თქუჱნი გრძნობაც გაუზიარეთ, თქუჱნის იმედით იმისი იმედიც განამხნევეთ, თქუჱნი შიში იმისს იჭუნეულებას მიუმხრეთ და თქუჱნი სიხარულით იმისი გამარჯუჱბა ადღესასწაულეთ. — ამასა გთხოვთ, სხუას არა ფერსა თუ ამასა იქთ, ნახევარს ჩემს ჯაფას ახლავე შესრულებულად დავითვლი.

ჯერ, მანამდისინ ცის დაწუობილების ახსნას შევუდგებოდე, ეს განზრახვა მაქუს, რომ ამ პირველს წასაკითხში თვისება გაგიმარტოთ იმ წინჩამოგდებულის გამოსაცნობის საქმისა, რომლისაც ახსნას ასტრონომი ცდილობდა და გიჩუჱნოთ გონებითი და ნივთიერებითი იარაღები, რომელსაც ასახსნელათა ხმარობდა. თუ ამ საქმის სიძნელე თავისი უზომო სიმძიმით თქუჱნს გონებას სათრგუნავად აწვებოდეს და კაცისაგან შეუძლებლად გეჩუჱნებოდეთ, ― მარტო ეს გაიხსენეთ, რომ მარადის ჰსცოცხლებს ასტრონომი. ერთი მხმილავი მოსცილდება თუ არა საყარულო ჯიხურსა, იმის მsგიერად მეორე დგება მაშინვე და მღვიძარება არას დროს არა ჰსცხრება. არა: სწორეთ უკუდავია ასტრონომი. ედემის მთებზედ იწყებს თავისს კულევასა და წარღუნამდის რამდენსამე საუკუნეს ატარებს ვარსკულავების შინჯვაში. წარღუნა გადაჰრეცხს ქუჱყნის პირისაგან ხალხსა, ქალაქებსა, სახსენებელს ძეგლებსა; მაგრამ, რა რომ სხმა მოწყდა, რა რომ ცამ თავისივე მშუჱნიერებით მოიწმინდა, მაშინ ასტრონომი არარატის მთაზედ იწყებს იმავე თავისს დაუბოლოვებელს ღამის-თევასა. ბაბილონში ყარულებს აყენებს და ეგვიპტელს მოგუჱბს ცის სამღთო საიდუმლოების გამორკუჱვას მოაწეურებს შინნაროზის მინდვრები, ინდოეთის ტაძრები, ეგვიპტის პირამიდები, ყველა ჯიხურია ასტრონომისთვის. როდესაც აღმოსავლეთიდამ ხალხის განათლება საბერძნეთისაკენ მიაშურებდა, ასტრონომიაც ბერძენთ საფილოსოფიო სასწავლებლებში ბინადრდებოდა; როდესაც უმეცრების სიბნელე ქუჱანას გადაიფინა და მთელს ათასს წელიწადს აბნელებდა, — ასტრონომი თავისს დაუბოლოვებელს საქმეს არაბეთის მინდრებში საქმობდა, თუმცა იქ მზე თითქო ცეცხლად ეკიდება ქუჱანას; —და როდესაც მეცნიერების ცისკარმა ევროპაზედ ინათლა, ასტრონოშიც მაშინვე გაჩნდა აქა, კოპერნიკს ეხმარებოდა, ტიხოს შუჱლიდა, გალილეისთან მწუხარებდა და კეპლერთან დღესასწაულობდა. ექუსი ათასი წელიწადი გავიდა მას მერმეთ, რა რომ ეს კულევა იწვეს. ჩუჱნ ახლა ბოლოში უდგევართ ამ გრძელს ხნიერებასა და კეთილშობილურის თავმოწონებითა ვნიშნავთ, რაც ჩუჱნს თაობას დიდება შეუმოსია. გავლილსა და მომავალს შუა ნახევარგზიდამ უკან მივიქცევით და მოწმად ვადგევართ. პირველად რომ უმეცრებით ცდილობდნენ, ეგების ავხსნათ როგორმე, რაც სანახავები ზეცაზედ მოგვევლინება ხოლმეო. ამ გუარათვე შეგვიძლია, რომ მომავალს ათასს წელიწადს წინ მოვექცეთ და თუმცა ვერ ვიტუვით, როგორი რამ იქნება მაშინდელი მეცნიერება ასტრონომიული; მაგრამ ამაზედ კი შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ გავლილი, ახლანდელი და მომსვილი სულ განუწუუტელი გრეხილია ძიებისა, რომელიც ასტრონომისათვის ამ სამსავე დროს ერთად შეჰკვეცს და იმ მნიშვნელობას დაუთვისებს, რომელსაც ეთქმის ახლაობა.

რა რომ საქმეს ასე შევჰხედავთ, აღარ გაგვიჭირდება წარმოვიდგინოთ, რაც აქამდისინ არის ახსნილი ამ ძნელი გამოსაცნობის საქმისა, და ცოტად როგორმე დაახლოვებით იმასაც მივხუდეთ, რაც ასახსნელი რჩება კიდევ შემდგომითს. მომავალი საუკუნოებისათვის.

ამ განმარტებაში მე იმ აზრების ზონარს აღარ წარმოგიდგენთ, რომელითაც აქამდისინ მიგნებული მიგნებულა; ეს მერე უნდა გავშინჯოთ. ახლა მარტო ამის ნება მომეცით, რომ ის კითხუა წამოვსთქუა, რასაც თვალით სახილველი სამყარო წარმოგვიდგენს.

ცის კამარას რაც უნდა სხარტულად შემოვავლოთ თვალი, მაინც შევნიშნავთ, რომ ისეთი საგანი არა არის რა ცაზედ, რომ გაჩერებული იდგეს. მოძრაობა აქუთ მითჳსებული მზესაც, მთვარესაც, ცთომილებსაც და ვარსკულავებსაც. რაზედაც ჩუჱნა ვჰსცხოვრებთ, მარტო ეს მიწა რჩება უძრავათა; ჩუჱნის გრძნობით მაინც ასგვგონია.

რაც აქედამ კაცობრივს გონიერებას პირველი ძნელი გამოსაცნობი საქმე წარმოუგდება,— ეს ის საქმე არის რომ, ნამდჳილი მართალი მოძრაობა საფიქრებელისაგან გაირჩეს და სწორეთ რა იძრვის, რა არა, შევიტვოთ. ამის შესატეობად უსაცილოდ საჭიროა, რომ ცოტა რამე ცოდნა შევიძინოთ,როგორი მოუვანილობა აქუს ამ მიწასა. რომელზედაცა ვსცხოვრებთ. მოევანილობას გარდა მიწის მდგომარეობაც დაჭეშმარიტებით გამოვიძიოთ, უძრავად იმუოიგებს მართლა თუ მოძრაობს. თუ მსოფლიოს შუაგულში არის გაჩერებული, მაშ მზის ამოსვლა, მთვარის ჩასვლა, ცის კამარის ტრიალი სულ მართალი იქნება და ასეც უნდა ვჰგონებდეთ. და თუ შეუძლებელია, რომ მიწა უძრავად იდგეს, მაშინ შემდგომი ზედნაკეცი კითხვა გაგვიჩნდება: რამდენნაირი მოძრაობა აქუს მიწასა და როგორის სიჩქარით მოძრაობს? თუ ტრიალებს საგონებელი ღერძი ექნება და ეს ღერძი, როგორა მდებარებს, სამუდამოა, თუ იცულება ხოლმე? თუ ეს ვიფიქრეთ რომ ტრიალი არა და მსვლელობითი ან ცურვითი მოძრაობა ქონდეს სივრცეში, მაშ საითკენ მიემართება ეს ცურვა, ეს ფრენა, თუ ეს რბენა მიწისა; როგორი არის გზა, რომელსაც ადგია, რა სიჩქარით მივა და რა კანონის ძალას უქუმდებარება? ეს არის პირველი მიწის შესახები კითხუბი, სადაც ასტრონომი არის დაბინავებული და საიდამაცაშინჯავს ცა-დაქნილს ზენარს კამარასა.

ამის გარდა მიწის კიდეთ გარეშეთაც, შორს, მრავალი სხუა საქმე წამოდგება კიდევ გამოსაძიებელი, და ყველაზედ უწინ მზე მოითხოვს დაკვირვებით ძიებასა, ეს ჩუნი დიდი წყარო. სიცოცხლისა, სინათლისა და სიტფოებისა. მზესა და მიწას შუა, ან მიწასა და მზეს შუა, რომ რაღაც უცნაური კავშირი არსებობს, ეს ძულადგანვე ამითი მტკიცდებოდა, რომ მზე მოძრაობდა თუ გაჩერებული იყო, მაინც ერთის მეორისაგან სიშორე თუ სიახლოვე მაგდენად რათმე არასდროს არ შეცულილა; და თუ ცულილება მომბდარა რამე, მოკლეს დროშივე გასწორებულა, ისევ იმავე განზედ დამდგარან და ისევ იმავე რიგით უწეჳათ თავისი დამოკიდებულებაცა და ერთი ერთმანერთზედ დაშორება და დაახლოვებაც აქედამ წამოსდგებოდა შემდგომი ძნელად გასარჩევი საქმე უნდა გამოკულეულ-იყო და განსაზღურებულ იყო დამოკიდებულობა, რაც მზესა და მიწასა აქუთ ერთმანერთთან; მოძრაობა ამ ორთაგან ერთისა, რომელიც მართლა მოძრაობს და საზღუარი, ან წრე, რომელს შიგნითაც ეს ცულილება მოხდება ხოლმე, როგორც ხანში ისე დაშორებას და დაახლოვებაში.

და რა, რომ ერთხელ მზისა და მიწის კავშირი შეტყობილ იქმნა, მაშინ ამოჩნდა, რომ მიწას სხუა დამოკიდებულებაცა ჰქონია მეორე დიდს სინათლის წყაროსთან, მთვარესთან. მთვარე მატებაში იქნებოდა თუ ცხრომაში, განი რომ მაინც არც აკლდებოდა და არც ემატებოდა, აქედამ გამოჩნდა, რომ მიწა მოძრაობს თუ თავისთჳსა სდგას გაჩერებული, მთვარე მაინც არა ჰსცილდება და მაინც. ყოველს მთვარის მოძრაობაში, როდესაც უძრავ ვარსკულავებს შუა იმყოფება ხოლმე, ან როდესაც მზეს შორდება, ყოველს იმისს საკჳრველს ცულილებაში, როდესაც მატებასა და ცხრომაში, რაღაც უხილავი ჴელი სვენებდა ყოველთის ერთნაირს სიშორეზედ მიწისაგან. მაგრამ სად იყო ეს კელი, ეს ძალი? მიწაში, თუ მთვარეში, თუ ერთად ორივეში? რისგან მოხდება დასავლეთზედ მზის ჩასვლის შემდეგ, რომ გამოჩნდება მთვარე, მაშინ წმინდა ვეცხლის ნამგალს გავს ხოლმე, და მზის ჩასვლის შუმდეგ რომ აღმოსავლეთზედ ამოვა, მაშინვე სრულია, გაბადრული და მთელს ქუჱანას ნათელსა ჰფენს ხოლმე? რა საიდუმლო კავშირი, რა საიდუმლო მიზეზი უნდა იყოს მთვარის გაქრობაში და საშინელს მზის დაბნელებაში? — ყველა ეს კითხვა გამოსაძიებლად წინ ეფინა მრავალს საუკუნეში გულდასმითს მშინჯშუჱლობასა და დაუბოლოვებულს ჯაფასა.

მზესა და მთვარეს, რომ თვალი მოაცილეს და ვარსკვლავებს მიმართეს, უფრო ბრწინვალეებში ზოგი ისეთი გაარჩიეს, რომ ადგილს გადინაცუჱლებდნენ, გადაჰსცთებოდნენ დ რამდენიმე დიდი თუ პატარა ხანი, რომ გავიდოდა, ცას შემოივლიდნენ და ისევ იმავე პირველად შენიშნულს ადგილს მივიდოდნენ, რომ ჴელ-ახლა ეწვოთ იქიდამ თავისი სიარული.— ამნაირს მნათობს დაერქუა პლანეტა, ცთომილი ვარსკულავი, იმ აუარებელი მრავალს ვარსკულავებისაგან გასარჩევათა, უძრავად რომ რჩებოდნენ თავის ადგილზედ რამდენსამე საუკუნეში.

აქედამ შესდგა ახლა სხუა ახალი და მრავალნაირი ძიება: საით მიემართებოდნენ ეს ცთომილები ეს მოარული ვარსკულავები? მოძრაობა იმათი სწორეთ მართალი იყო, თუ ჩუჱნ გვეჩუჱნებოდნენ მოძრავათა? ერთი ერთმანერთზედ დაშორება იმათი ყოველთის ერთნაირი იყო, თუ ესეც შეიცულებოდა ხოლმე? კავშირი ან დამოკიდება ქონდათ რამეთუ არა მიწასთან, ან მზესთან, ან ერთად ორივესთანა? რა სიშორეზედაც მიწითგან იხილვებოდნენ, ეს სიშორე ყოველთჳის თანასწორი იყო, თუ შეიცულებოდა ხოლმე? იმათ მოძრაობას წესი და რიგი ეტეობოდა რამე თუ არა, რომ სათქმელი ყოფილიყო, კანონს ემორჩილებიან რასმეო? უძრავ-ვარსკულავებ შუა, როგორ მსვლელობდნენ: ხაზს მისდევდნენ რასმე გაბრუნდებულსა, თუ უგზო უკუალოდ მოარულობდნენ, უჴელმძღვანველოთა? და ბოლოს, რაც კი მოძრავი სხეული არის, — მზე, მთვარე და პლანეტები, — იმათში კავშირი არის რამე თუ არა ისეთი, რომ ასე ერთად, მოუცილებლად იმყოფებოდნენ და ერთს სისტემას, ერთს ერთობას შეადგენდნენ.

ამ ძნელად გამოსაცნობი კითხვების ასახსნელად აუცილებელი საჭირო იყო რომ დიდის სიბეჯითითა და დიდის გულდასმით ედევნებინათ თვალი ყოველი მოძრავი სხეულისათჳს, რაც კი სასინჯავათა ჰსჩანს ცაზედა. რადგან იმათი გზა ვარსკულავებს შუა იყო, ამ მიზეზით, პირველითგანვე მოკიდებული, ისე ყოველთის, ჰშინჯავდნენ, რომ უძრავი ვარსკულავების მდგომარეობით შეესწორებინათ ხოლმე და შეემოწმებინათ იმათი მდგომარეობაცა. რასაც წრეში პლანეტები მსვლელობენ, იმ წრეს გარეთ, რომ ფარდა ჩამოშვებიყო, როგორმე სამყაროსა და ვარსკულავებით მოჭედილი ცა დაფარულიო, კაცი იტუოდა, უფრო ადჳლი იქნება მოძრავი სხეულების გამოკულევა და ვარსკულავების აუარებელი სიმრავლე ვეღარ დაგვიშლის, რომ გავარჩიოთ როგორმე პლანეტების მოძრაობაო. მაგრამ ამის თქმით ნუ ავჩქარდებით. ვარსკულავებს რომ ვეღარა ვხედავდეთ და მზეს, მთვარეს და ცთომილებს გარდა ცაზედ სხუა, რომ აღარაჩნდეს რა, ყოვლად შეუძლებელი ღა იქნებოდა გამოგვეკულია როგორმე ან საიდუმლო მოძრაობა იმათი, ან იმათი ერთმანერთის კავშირი და საერთო კანონები.

ეს თავისთავად აიხსნება, რა კი ვიფიქრებთ, რომ ეს ცულილება რომ მომხდარიყო როგორმე და ვარსკულავები ვეღარ დაგვენახა, ცაზედ უძრავი წერტილი აღარა შეგვრჩებოდა რა, რომ იმისი ადგილით პლანეტებისაგან ადგილის გადანაცულება შეგვემოწმებინა. სხუა აღარ გაეწყობოდა რა მაშინ, თუ არა ერთი მოძრავი სხეულის ადგილითვე შემოწმება მეორე მოძრავი სხეულის ადგილსა და მაშინ ერთის მოძრაობა მეორეს მოძრნობის გზასა და კუალს ისე დაგვიბნევდა, რომ სრულებით ვეღარ მოხერხებულიყო. დაჭეშმარიტებით განსაზღურება და გამოკულევა იმათი მსვლელობისა. როგორც პირველს მენავეებს ოკეანეში გზის გამსწორებლად კუნძულები ქონიათ აქა-იქს დანიშნული, ისე ზეციერი ვარსკულავები მოუნიჭებია ასტრონომებისათჳს უზენაესსა და მანათობელ სუსტჱბად დაუწესებია, რომ იმათი ადგილებით შევასწორებდეთ ხოლმე მოარული პლანეტების ადგილებსაც, მსწრაფლად-მოტრიალე მთვარის მდგომარეობასაცა და იმათი გზების გამოკულევასაც წერტილითი წერტილამდინ.

როდესაც ცხადად დაინახეს, რომ პლანეტების მოძრაობის შინჯავა და დაუცხრომელი თვალის დევნება სწორეთ მიუცილებელად საჭირო იყო, მაშინ იმის მაშინ იმის ფიქრსაც შეუდგნენ, რითი და რა ნაირად უნდა მოხერხებულიუო ეს შინჯვა და ეს თვალის დევნება. ამ მიზეზით, ძალიან ძუჱლს დროშივე, ასტრონომს უძრავი ვარსკულავები კრებულ-კრებულად დაუყვია, მწყობრათ და მწყობრთა, ასე ნაწილ-ნაწილად გამოუხაზავს ცის კამარა და ამ ნაირი გამოხატულების მექონი ცალ-ცალკე შესდგომია თჳთო ნაწილის შინჯვასა და დაწურილებულს გამოძიებასა.

მაშინ არა თუ ყოველს მწუობრში აურიცხავთ ვარსკულავები დ რომელი როგორა ბრწვინავსო გაურჩევიათ, ერთი ერთმანერთზედ შემსგავსებული მდგომარეობაც ისეთის სიმართლით გამოურკუსვიათ, როგორც კი შესაძლებელი უოფილა უწინდელი უბრალო იარაღების მოხმარებითა ეოველს ამ კრებულთაგანს ცალ-ცალკე დარქმევია მაშინ საკელი, — მაგრამ რა დროს, სად და ვისგან, ეს ჩუნ აღარ ვიცით; ვეღარც ისტორია გვამხილებს ამასა და ვეღარც სიტუვიერად გადმონაცემი მოთხრობა. ქუთუნებისა, საკელმწიფოებისა და ხალხების რღუასა და შლას არა გადარჩენიარა, ამ მწუობრების გარდა, ისევ შეურეევლად, და უცვალებლად რომ არიან ცის კამარაზედ.

რა რომ ეს მოახერხეს, რომ უძრავი წერტილები მოძრავებისაგან ბეჯითად გაარჩიეს და დაახლოვებითად სწორე ზომა როგორ უნდა შეტეობილიყო იმათი ერთმანერთზედ დაშორებისა. ესეც რომ გაიგეს, მაშინ შესაძლებელი შეიქნა, რომ ყოველი პლანეტისათჳს თვალი მოუცილებლად ედევნებინათ და მსვლელობის გარემოება და სიჩქარე ერკათ. ასე მოხდა პირველი გამოცნობა. ახლა ცხადად დაინახეს, რომ პლანეტები უთანასწორო. სიჩქარით თურმე მოძრა ობენ. ხან მსწრაფლად მიდიან უძრავ-ვარსკულავებს შუა; ხან შეი გაანებენ, თითქო შედგებიან ხოლმე, დაიწევენ, კიდევ შედგებიან და ბოლოს ჯერ წენარად და მერე უფრო და უფრო მომატებული სიჩქარით ისევ გაუდგებიან თავისს წინ-მიმავალი მოძრაობის გზასა.

ამათი საკჳრველი სხუა და სხუა-ნაირი მსვლელობა მზისა და მთვარის მსვლელობას რომ არ მიემსგავსებოდა, ახლა აქედამ წარმოუდგა გონებას ახალი საქმე, კარგად გასაშინჯავი და ცხადათ სახსნელი. რაც ამას ძიება შეუდგა, ამ ძიებამ დიდად შესამეცნებელი ერთი ეს ამოაჩინა, რომ თუმცა პლანეტების ბრუნვას ყველას სხუა და სხუა დრო უნდებოდა, მაგრამ ცალ-ცალკე თითო პლანეტის ბრუნვას კი ყოველთს ერთნაირი დრო უნდებოდა, — ასე რომ რაც ხანი ერთხელ მოუნდა ერთი პლანეტის დაბრუნებას, მერმეთაც ეოველთჳს სწორეთ იმდენი უნდებოდა ხოლმე მეტ-ნაკლებოდ; ამას გარდა ძალიან ადჳლ-გასაგნებად ამოჩნდა ის უძრავ-ვარსკულავებ შუა დაქნილი ბრუნდე ხაზი, რომელიც გზასა ნიშნავს მზისა, მთვარისა და პლანეტებისას და ყველა ეს მოარული სხეულები ერთს ძალიან ვიწროს ზოლში თურმე მოთავსდებიან ცაზედ.

რამდენიმე საუკუნე გავიდა, — არათუ საუკუნე, — რა მდენიმე ათასი წელიწადი, რა რომ კაცის გონება ცის გამოძიებას შეუდგა; და, მართალია; ყოველს საუკუნემი ერთს რასმე მიგნებას მეორეც დაევებოდა ხოლმე და ამითი ბევრი რამ ძნელი გამოსაცნობი აღმოარჩინეს; მაგრამ ძიების უმთავრესი საგანი კი დიდ-ხანსა რჩებოდა აუხსნელი და კიდევაც გასაჭირი იყო ნამდyლი მოძრაობის გარჩევა საგონებელისაგან. ბოლოს ამასაც გაუთენდა ნათელი დღე, ერთი ერთმანერთის მიფოლებული მეცადინეობა არღუნვდა ცოტ-ცოტად ყოველ გასაჭირსა, რაც კი გონებას ძიებაში გზას უბრკოლებდა. გამონაცანი სექმეები მატულობდნენ და მრავლდებოდნენ. რაც კი საკრველი და მრავალნაირი სანახავი გამოკულეული ყოფილი როდისმე, ყოლველივე გამოიკითხეს და ერთი ერომანერთს შეუმოწმეს. მაშინ, ასტრონომს მიწა რომ მიაჩნდა ამ სანახავებისა და იმათი მოძრაობის შუა წერტილათა, და რომ შეატყო, ამ მოძრაობის ახსნა უფრო და უფრო გაძნელდაო, — გამოეთხოვა ფიქრით ამ მიწას და მზეს მიმართა. იქ თითქო შედგა. შეისუნა და ამ უძრავის წერტილიდამ გადახედა მბრუნავს მნათობებსა, რა დაინახა იქ დამ? დაინახა, რომ ამ მნათობების მოძრაობაში ძნელი ასახსნელი სულ თურმე არა ჟოფილარა: მიგნია, რომ მსოფლიოს შუაგული სწორეთ ის იყო, სადაც ფიქრით იდგა ახლა და საიდუმლოც გამოცსადდა: ჩუჱნი მძიმე მიწა თავისი საგონებელი უძრაობიდამ გამოვიდა და შესაბამი ადგილი დაიპურა პლანეტების რიგში; წევრი თურმე ვოფილა იმ დიდის ოჯახისა, რომელიც მუნიერებით და თანხმობით დასტრიალებს თავისს საერთო ოჯახის თავსა და ეს თავი ყოფილა მზე.

ამ გუარი დაბრკოლების მოსაცილებლად ორში ერთი უნდა ქმნილ-იყო: ან თჳთან მშინჯავი გადასულ იყო მიწიდგან განშორებულს პლანეტებზედ და რასაც აქედამ ვერას იარაღით იმისი თვალი ვერ მისწუდებოდა, იქ ახლოს უშინჯვა; ან არა და ის პლანეტები უკიდურის ზეცის სივრციდამ მიწასთან მოეახლოვებინა და აქედამ აღარ მოეცილებინა თვალი. ადილად წარმოვიდგენთ, რა უიმედო უნდა უოფილიყო. ერთიცა და მეორეც. მაგრამ — კაცის ნიჭიერებას ვინ გაუბედავს, რომ საზღუარი დაუწესოს. მჭვირვალე ბროლის ნივთიერებაში რაშიმე, რომ სინათლე გასჭრს, ერთხელ ამას შინჯავდნენ დაკჯრვებულის ძიებითა და იმათი კანონი მიაგნეს ერთი, რომელმაც დიდი იმედი მისცა უნუგეშო ასტრონომსა. რა ამ კანონს ჳელი მოკიდა, ღონივრად შეუდგა ახლა თავისი საძიებელის ძიებასა და ისეთის იარაღით შეიჭურვა, რომ უწინ ამ იარაღს საოცნებელათაც ვერა ვინ იფიქრებდა. ამ იარაღის ძლიერი შემწეო ბით ასტრონომი თითქო მოსცილდა მიწასაო, იმ სიშორეზედ შეიტანა თავისი მოუფიქრებელის ძლიერებით მოსილი თვალი უკიდურს მაღალს სივრცეში. განიხილა მთვარე და ნახა იქ ქუჱანა მაღალმთიანი და ვრცელ-მინდვრიანი. ვარსკულავის მსგავსი ცთომილები უეცრად გაიზარდნენ იმისს თვალში, გამსხლდნენ, მრგუალ-მრგუალ სხეულებად გადაიქცნენ, რომელთაგან ზოგიერთს თავ-თავისი მთვარეები დასტრიალებენ, — და აუარებელი უანგარიშო სიმრავლე ნახ ისეთი მშუჱნიერი და ბრწუინვალე უძრავი ვარსკულავებისა, რომელიც არასდროს არ ნახულიუო კაცისაგან და არც ინახებოდა, ამ საოცარის იარაღით რომ თვალი მომართული არა ჰქონიეო. ეს ეველა ერთმა თვალმა იხილა ისეთი ძლიერებით მოსილმა, რასაც ათასი თვალის ერთად შეკრებილი თვსება შეადგენს.

მაშინ ახალი ბრწყინვალე დილა გაუთენდა ქუჱყანას, გამოჩნდა ყოველივე უმცირესი და უიარაღო თვალისათვს უხილავი ურიგობა პლანეტების მოძრაობაში და მსწრაფლად ჰგროვდება ყოველი მასალა, რაც კი საჭირო არის უკანასკნელი დიდი გამოსაცნობის ასახსნელად. პლანეტების ბრუნდე გზები გაიგნეს; პლანეტების ბრუნვის კანონები ამოიკითხეს; საიდუმლო დამოკიდებულება და კავშირი, რაც რომ მზიდამ პლანეტების სიშორესა და იმათს შემობრუნების ხანს ერთმანერთში ჰქონიათ, ბეჯითად აღმოაჩინეს და ცხადად დაინახეს, რომ ეს პლანეტები ერთს დიდს საოჯახო ერთობას, საოჯახო კრებას თურმე შეადგენენ. ეჭვჳ აღარ არის, რომ მზესთან არიან შეთვსებულნი რაღაც მიუგნებელი კავშირითა და ახლა ეს ღა რჩება მისაგნები, რა ძალა აქუს ამ კავშირსა და პლანეტების დაახლო ებით თუ დაშორებით ამ კავშირს ემატება, ან აკლდება რამე თუ არა? ბოლოს ამისი ჭეშმარიტებაც აღმოჩნდა და ვსცნობთ ამ ჩუნი დიდი მსოფლიოს საკრველს დაწეობილებაში სრულს ყოვლად-სიბრძნეს შემოქმედისას.

ასე შესდგა კაცმა ფეხი მეორე ფეხის-დასადგმელს იმ მკდრს ა და შეურეველს პირამიდაზედ, რომლისაც თხემი ზეციერს კარსგულავებამდის არის ატანილი. ამ სიმაღლიდამ გონებით შესცქერის კაცი მბრუნავს პლანეტებსა. იმათ გარეშემო დამტრიალე თანარბედებსა და საიდუმლო კომეტებს (კუდიან ვარსკულავებს) და ამმდგომარეობაში მყოფი კითხულობს: ეს სხეულები რომ ასე არევდარევით და გზადაბნეულად მსვლელობენ, — ისეთის სიმჳდრით რიან თუ არა თავისს გზებზედ დაყენებულნი, რომ იმათი სწორზომიერება არას დროს არ შეიშლებოდეს და ერთობა არასდროს არ დაირღუჱოდეს.

ახლა ამის პასუხისათჳს გაჩნდა კიდევ სხუა მრავალგუარი იება: შეიტყეს თანარბედის წინა-პლანეტის წონასთან შესწორებული, და წონა პლანეტის მზის წონასთან შესწორებული და რაც კი სამზეო ერთობის თჳთო მონაწილეში ნივთიერება არის ყოველივ სრულის სიბეჯითით გამოიგნეს. აქედამ შეუდგნენ დიდად გაჭირვებულს კულევას: პლანეტებს რომ რაღაც შეშფოთება შეეტუობათ ხოლმე, რა მიზეზი არის? ტელესკოპმა2 შორ-სახედმა ამოაჩინა, რომ მთვარის მოძრაობაში, პლანეტების წრეებში და იმ სხუა და სხვაგუარს მდგომარეობაში, რაშიაც ეს წრეები იმეოფებიან, რაღაც აუჩქარებელი და საიდუმლოებითი ცულილება მოხდება ხოლმე, მაგრამ ამ გუარი ცულილება ყოველთს ერთნაირად სწარმოებს თუ არა? და თუ ერთნაირად სწარმოებს ხოლმე, მაშ იქნება ამ რუევაში იყოს დასაბამი იმათის დარღუვისაცა, მიზეზი იმათის დაშლისა და დანგრევისა? შეიძლება თუ არა რომ, თუმცა გჳნ როდისმე, მაგრამ ისე სარწმუნოდ კი, როგორც თჳთან დროების დიდებული განმავალობა არის სარწმუნო, — მოაწიოს იმათმა აღსასრულმაცა და პლანეტები, იმათი თანარბედები და კომეტები, ერთი ერთმანერთის მიდევნებით მოსწვდნენ და რადგან მზეს ევლებიან, ზედ დააც ვდნენ? დიდად გაგრძელებული იყო და დიდად გასაჭირი ის ჯაფა, რომელსაც კაცის გონება ამ კითხვის პასუხის საგებლად შეუდგა. მრავალი დაწურილებითი ძიება უნდა შესრულებულ-იყო, მანამდინ ეს საქმე ყოვლითურთ აიხსნებოდა.

როდესაც ჩუნი სამზეო ერთობის მონაწილეებში იმათი ერთმანერთის კავშირი და დამოკიდებულობა აღმოაჩინეს, როდესაც შეიტეს, რომ პლანეტებს, იმათს თანარბედებს და კომეტებს რაღაც გავლენა თურმე ჰქონიათ ერთმანეთზედა; მაშინ სამარადისოდ მოგვეშალა ყოველივე, რაც კი იმათი მოძრაობისა ვიცოდით რამე; რაც ცაზედ იმათი სმვლელობის წრეები გვეგულებოდა ფიქრით შემოფარგლული, შეგვეშალა ახლა ეს წრეები და რას ადგილსაც იმათი მდგომარეობა გვეგულებოდა სულ აგვერია; იმათი მსვლელობის კულები და ხაზები რომ უსათუოდ მიგნებულად მიგვაჩნდა, ამ გზების გადაცილება იმათი შეუძლებელიაო, რომ ვიტუოდით და ცოდნით თავს ვაწონებდით, — ყველაში შემცდარი თურმე ვყოფილ-ვიყავით და ეს ჩუნი სამზეო სისტემა ისეთ გაუგნებელ საქმედ გადაგვექცა ახლა, რომ კაცის ნიჭი, რაც უნდა ძლიერი იყოს, აქ სულ ვეღარას გაარჩევსო, ასე ვფიქრობდით.

მბრუნავი ქუჱნების სისტემა ისე უნდა აშენებულიყო ახლა, რომ ერთმანერთში გავლენა და დამოკიდებულება ჰქონიყოთ; უნდა შეტყობილიუო სიდიდე იმათი; ნივთიერების რაოდენობა, რისგანაც შედგენილნი არიან; სიშორე ერთმანერთისა და მდგომარეობა, რაშიაც არიან და იქნებიან, ათასჯერაც რომ დაასრულონ თავისი გზების შეშოვლა! მაგრამ ვისა აქუს ისეთი გმირული ღონე და ნიჭი, რომ ამ საზარელ საქმეს შეებას და მოერიოს? — განუვალს ზღუდეებ-შუა სტრიალებდა გონება კაცისა, იბნუვოდა და გაურკუნველს სიბნელეში იკარგებოდა.

რა კი ერთხელ გონება ამისთანა გაჭირვებაში ჩავარდება, გამოსასვლელად თავისავე საკუთარს ძალას მოიხმარს. მაღალს მთაზედ შემავალი კაცი ჯაფასა ჰსწევს და თან და თან თან ზევით და ზევიდ შედის, კლდიდამ კლდეზედ გადადის, სურელსა და ფრიალო ადგილებს გაივლის; დიაღ მცირე ღონის მექონი ხან შისუ ნებს, ხან ისევ მომჯობინებს და თავისს გზას შეუდგება, ახლა კი. დევ, ახლა კიდევ და იმდენს ეცდება, რომ საწევს როდესაც იქნება იმ თხემამდინ, სადამდინაც შესვლა განუზრასავს; — გონებისათის კი რატომ ვეღარა უნდა მოძებნილიყო რა ისეთი საშუალობა რამე, რომ შრომაში ჳელი შესწყობიყო. საქმის გასათავებლათა, შესძლებიყო ხან დასუჱნება, ხან გამხნევება და ამასობაში არც ის დავიწიებიყო რასაც ამ მოქმედებაში შეიძენდა გამოსაყენებელსა.

ღეომეტრიამ ისე განიმტკიცა გონების ძალა, როგორც ვარჯიში (გიმნასტიკა) ძარღუჱბს უმაგრებს კაცსა და აღონიერებს, მაგრამ ნივთიერებითი ძალა კი ისეთი ვერა მიანიჭარა გონებას ღეომეტრიამ, რომ იმ გასაჭირს მოჰრევიყო, რაც იმისს ღონეს გადაჭარბებდა. — არხიმედმა სთქუა თურმე ფეხი მომაკიდებინეთ სადმე დ ამ ჩემი აზარმაცით ადგილიდამ დავსძრამ ქუჱენასო. — ამ ზარმაცისა არ იეოს, ასტრონომსაც ისეთი რამ მოხერხება ეჭირვებოდა, რომ გაუგნებელი მოძრაობა ეშინჯა ქუენებისა და გაეგო რამე; და ჭკუა ხომ, რასაც კი ერთხელ შეუდგება და იტყჳს უთუოთ მინდა გავიგოო, — აუცილებელია გაიგებს და აღარც დაუგჯანდება. გამოიგნეს ანალიზი3, დაწულილებითი რჩევა და რკუჱვა დაუსრულებელად შემცირებულის რაოდენობისა;4 დასაბამი ამისი აღმოაჩინეს და ამ სარკუჱვი ანგარიშის შეუმუსრავი ძლიერება კაცის ნებამ დაიმორჩილა თავისს გასაჭირს საქმეებში მოსახმარებელად. — მე აქ ანალიზის თვსების ახსნისათვს აღარ შევსდგები, რადგან ამას სწავლა უნდა ბევრი. ახლა ჩუჱნი ყურადღება მარტო იმისს ძალასა და სიათს უნდა მივაქციოთ. — რა რომ ერთხელვე პლანეტას მიადგება გამოსაძიებლათა, ანალიზი იმას თავს აღარასდროს არ დაანებებს; რაც უნდა არეულ-დარეული იყოს იმისი მოძრაობა, რამდენნაირიც უნდა იყოს დამოკიდებულება, რომელსაც ექუსმდებარება და რაც უნდა მრავლობითი იყოს ტრიალი და ბრუნვა იმისი; ყოვლად შეუძლებელია ანალიზს გამოეპაროსღა რამე. ეს ყოვლის გამხილველი ანალიზი თავისს საძიებელს საგანს მოუცილებლად გამოეკიდება, გზას კულევს იმისას და ყოველთის ერთნაირის სიადჯლით დაგვანახვებს, რა ადგილსაც უნდა იქნებოდეს ის საგანი თავში, ბოლოში თუ შუაგზაში, თუნდ ათასჯერ დაბრუნებაში და თუნდ ას-ასი წელიწადიც მოუნდებოდეს თთო დაბრუნებასა.

რა რომ ჭკუამ ეს თავისივე მოგონებული ანალიზი აირჩია იარაღად და ამ იარაღს რომ იმდენი ძალა მიანიჭა, რამდენიც უფრო ა უფრო დიდს გამჭრელობაში შემავალს თვალს უფრო დ უფრო დასჭირდება, — მაშინ ამ ანალიზით შეჭურვილმა ჭკუამ კელახლად შეიკრიბა ყოველი თავისი ღონე და უკანასკნელი დიდი საკითხავის ახსნას შეუდგა. აქამდისინ რომ განუვალი ზღუდეები აბრკოლებდნენ, ახლა ეს ზღუდეები თავისთავათ ინგრევიან; შეუპოვარი ძალა ანალიზისა მივა და მივა გამარჯვებიდამ კიდევ გასამარჯუს ბლათა, მანამდისინ საოცარს გამოკულევას არ მიადგება: ცხადათა ხე– დავს ახლა ასტრონომი, რომ სისტემა ჩუნი (სამზეო ერთობა) მკვიდრია, სწორ-ზომიერება იმისი ყოვლითურთ სრულია; წუნარი, აუჩქარებელი აქეთ-იქით რუევა იმისი, რომელსაც გონებისაგან განუზომელი დრო მოუნდება ხოლმე, არას დროს არ გადასცდება თაკისს დაწესებულს საზღურებსა.

რიგი იყო. რომ კაცობრივი თავის-მოვუარება აქ შემდგარ იყო. ასტრონომმა რა ამ სისტემის საიდუმლო. გაიგო, რომელთანაც თჳთანაც განუწყუჱსტელი კავშირი აქუს, უნდა ეს უკმარებინა, თავისი ბრძოლა გაეთავებინა და უძრავი ვარსკულავებისათვს მაინც აღარ მიეყო ჳელი, იმათს სამყოფელს მაინც აღარ მიჰხდომიეო. მაგრამ გამარჯუჱბამ ასე იცის: ერთი წარმატება სხუა წარმატებას მოანდომებინებს ერთი საწადელის ასრულება მეორეს ასურვებინებს და უფრო მძიმე საქმისათვის მოაკიდებინებს ხელსა. ასტრონომსაც ასე დაემართა: რა რომ სამზეო ერთობის დაწყობილება შეიტყო, ახლა უფრო გაბედჳთ და უფრო გულადათ ცის კამარას მიმართა თვალი და სთქუა: მინდა ეს აუარებელი და უთვალავი ვარსკულავების სიმრავლე დავსთვალოო, — იმათი იმათი უკიდური და უსაზღურო სამყოფი სივრცე გავსაზღუროო, — იმისი დაუთავებელი სიღრმე თუ სიმაღლე გამოვზომოო და შუაგული ადგილი მივაგნო, რომელსაც ეს აურაცხელი სიმრავლე ქუუნებისა გარს ევლება ყრუ და დიდებული გრიგალივითაო.

აქედამ იწყება ახალი ერა,ახალი ქორონიკონი ასტრონომებისათჳს. ამ უზარ-მაზარს საქმეში პირველი ნაბიჯი ეს უნდა ყოფილიყო, რომ ერთერთი რომელიმე უძრავი ვარსკულავისა ბეჯითად შეეტყოთ, სიდამ რამდენზედ არის დაშორებული. ახლა აქ შეება გონება ისეთს დამაბრკოლებელს მიზეზებსა, რომ იმათი მორევა ვერას ძალს დ ვერას მოხერხებას ვერ უნდა შესძლებიყო. მაგრამ დაუჯილდოებლად მეცადინეობა არც აქა რჩება; პირველში თუ თავისს უმთავრესს საწადელს ვერ ეწია, ამითი მაინც დაჯილდოვდა, რომ სხუა საკჳრველი მისაგნებთ მიაგნო. მიაგნო რომ რაც ძლიერი კანონი პლანეტების მსვლელობასა და მოძრობას განაგებს, — ვარსკულავების სამყოფელს უზომო წრეშიაც ისივე თურმე მოქმედებს; იქაც სწორეთ ისვთი წრეობითი ბრუნვა ყოფილა და ისეთივე ურთის მზის მეორეს გარეშე ტრიალი. გამოუთქმელის მეცადინეობით გაზომა გონებამ, სინათლე რა სივრცეს რამდენ-ხანს გაირბენს, და ეს ზომა ერთეულად აქცია, რომ ამითი გამოსათქმელად მოხერხებულიუო იმ საზარელი სივრცეების ზომა, რომელიც ჯერ კიდევაც ამოსაჩენად ეგულებოდა. შეწუხებული, მაგრამ მაინც გაუტეხელი, ბრძოლაზედ ბრძოლას უძლებს, ზღუდეზედ ზღუდეს არღუჱვს და აგერ გაიარა კიდეცა განუზომელი უფსკრული და რომელიც უფრო ახლოს არის ჩუინზედ უძრავი ვარსკულავი, იმისი ნამდჳლად შეიტეო, რამსიშორეთაც არის, – და მითი დაჯილდოვდა ორმოც და ათის წლის ჯაფა ასტრონომისა, ახლა წარმოვიდგინოთ, რა სიხარული შეუდგებოდა, როდესაც ამითი იმ მენაკს,5 იმ ზომას წაადგა, რა ზომითაც, ან რა მენაკითაც მთელი მსოფლიო არის აშენებული! —

ამ დიდად მძიმე საქმის კულევაში ერთი სხუა საკჳრველი საქმე ამოჩნდა კიდევ. — გულ-დასმითმა უძრავი ვარსკულავების შინჯვამ ჰაზრი შეაცვლევინა იმათს განსაკუთრებითს თვსებაზედ ასტრონომებსა. უწინ, რამდენისამე ათასის წლის განმავალობაში რომ ამბობდნენ, ეს ვარსკულაკები სრულებით უძრავი წერტილები არიანო; ახლა, ზემოთ რომ ვახსენეთ, იმ კულევაში დამტკიცდა, რომ აქამდისინ თვალი თურმე გვატყუებდა, რადგან მოხერხება არა გვქონდარა, რომ იმათთვს თითქმის უხილავი ცულილება შეგვემჩნია რამე. და ერთი ათასად გაძლიერებულმა თვალმა შეჰხედა, მაშინ კი აღმოჩნდა, რომ აურიცხულად ბრწყინვალე ვარსკულავები, რომლითაც ცა სულ მოჭედილი არის, ყოველნივე ნელ-ნელა იძვრიან, ნელ-ნელა თუ ამ ჩუჱნის სიშორიდამა ვჰშინჯავთ, და გასაცჳფრებელი სიჩქარით კი, დაახლოვებით რომ იშინჯებოდნენ. ახლა ახალი საქმე წარმოსდგა თავის თავად, საქმე საკჳრველი მნიშვნელობის მექონი. ნამდჳლია ეს მოძრაობა, თუ არა? იქნება ვარსგულავები მოძრავად იმიტომ გვეჩუჱნებოდნენ; რომ თჳთან ჩუჱნი დიდი სისტემის შუაგული იჳოს მოძრავი? შეუდგნენ ახლა ამის მოძიებას, იმგუარსვე გამოძიებასა, რაც ჩუჱნი პლანეტებისათჳს დასჭირდათ, რომ მართალი მოძრაობა საგონებელისაგან გაერჩიათ; — და ეს გამოძიება ისეთის გულს-მოდგინებით ჰსწარმოებს დღემდის და ისეთის გამოკიდებითა, რომ სამეცნიერო საქმეებში ჯერ ამგუარი მაგალითი არა ყოფილა რა გონება ჴელახლა ეშურება, რომ მშუჱნიერს მისაგნებელს შეჰხუდეს კიდევა და ასწლოვანი შრომით ამოწმებს, რომ თჳთან მზეც იძვრის. ამ სახით რაც აქამდინ გონებას ფეხის მოსაკიდებელ წერტილად მიაჩნდა, ახლა თითქო ქუჱშ გამოუსხლტაო და მთელი მსოფლიო დატრიალდაო.

დაუცხროშელის ზედადატანებით დაადგა ასტრონომი თავისს საკითხავებს: მზე საითღა მიდის და რანაირის სიჩქარით მიაშურებს თავისი ჩუნთ;ს უცნაური გზითო?—საოცარია, დაუჯერებელია ეს კითხვა. მაგრამ პასუხიც კი მიაგნეს და ამასთან ესეც შეიძლეს, რომ ვარსკულავების ნამდლი მოძრაობა საგონებელისაგან გაარკჯეს და იმათი სხუა და სხუა გუარის მოძრაობის შესამეცნებელი საშუალობაც მოიპოვეს, რომ ცოტ-ცოტად, სრულიად შეეტყოთ მოძრაობა დიდის ვარსკულავთ ერთობისაცა.

აქ შევსდგეთ. — მალე ჩამოვჰყევით ამ ასტრონომის აღმონაჩენების მდინარესა და სამსოფლიო ტაძრისას იმ ეგვტერს მივაწიეთ, სადაც შეგროვებული არის ყოველი მიგნებული და გამოცნობილი. ახლა რაც გამოსაძიებელი და გამოსაკულევი რჩება, იმისს ნაპირზედა ვდგევართ. ჩუჱნს უკან ყოველივე განათლებულია, ყოველივე ბრწყინვალე და სრული; — ჩუჱნს წინ კი—ეოველსავე ბურუსი ახუჱვია, ყოველივე ბნელია და ყოველივე საეჭუო. მაგრამ გამონაკულევის ნათელი ცოტათი გამოსაკულევსაც ანათებს და ნება გვქონდეს, რომ ამ ცოტას ნათელზედ ვჰსთქუათ რამე, ყველაზედ კი არა, რაც შესასრულებელია; —იმაზედ, რაც ყველაზედ უწინ არის შესასრულებელი. — მაშ შევიცადოთ რამდენიმე ამ ახლანდელის საასტრონომიო მეცნიერების საზღუარზედ და წარმოვსთქუათ რამდენიმე იმ კითხვათაგანი, რასაც ბუნება დიდიხანია თჳთანა გვკითხავს და რაზედაც აქამდისინ ჩუნს გონებას ჯერ ვერ გაუმარჯენია. — ჩუჱნი სამზეო ერთობიდამ ვიწყოთ. როგორ შედგენილა ეს სისტემა, რასაც მდგომარეობაში ახლა ნამდჳლად იმოფება? ყოველი შესაძლებელი ბუნების ანალოღია, ყოველი შესაძლებელი შემსგავსება ყოველის ქმნილებისა არღუჱვს ამ აზრსა, ვითამ ეს სისტემა ერთწამს ყოფილიყოს დაარსებული. მაგრამ თუ არ ასე, სხუჱბ როგორღა გაჩენილა? იქნება პირველი რომელიმე გადაცულა, გადაქცევა, გადასხუაფერება ნივთიერებისა ყოფილიყოს ამის მიზეზი, ისეთი კანონების მორჩილი, რომლისაც გამოცხადებასა და აღსრულებას აუარებელი საუკუნეთ მილლიონი უნდებოდეს? ვინ გაგვცემს ამის პასუხს?

მრთელი ჩუჱნი სისტემა, ჩუჱნი სამზეო ერთობა ასის მრავალს მილიონებში მხოლოდ ერთი ცალი, ერთი ერთეული. მაშ ის უთვალაკი ვარსკულავები რაღა არის? იმათი სხუა და სხუა გუარი მწყობრობა და შეჯგუფება რას წარმოადგენს? კანონები იმათი საკჳრველის მოძრაობისა და იმათი სამარადისო დაუჱრღუვლობისა როგორი კანონებია? ვინ განმარტებს იმ დროებითს ვარსკულავებსა, დაუდგრომელად რომ მთვარესავით ხან ცხრომაში არიან მატებაში? იმ მნათობების უფრო საკჳრველს საიდუმლოს ვინღა ახნის, ზეცაში რომ კაცს უეცრად თვალ-წინ გაუჩნდებიან და ისევე უეცრად სამარადისოდ დაიკარგებიან განუზომელს სივრცის უფსკრულში?

აჲ ის კითხვები, რომელიც მომავალმა საუკუნოებმა უნდა ახსნან და განმარტონ. ამ წინასწარ საფიქრებელს. მომავალ-გამარჯუჱსბას, რომელსაც ერთხელ როდისმე გონიერება ნივთიერებაზედ უსათუოთ შეიმოსავს, ჩუჱნ ვერ მოვესწრებით, მაგრამ ვიღას ექნება ეჭჳ! აბა უკან მიიხედეთ დ ქალდეველი მწყემსი წარმოიდგინეთ, შინნაროზის მინდორზედ მდგომარე განცჳვრებით რომ მთვარის ცულილებას შეჰყურებდა და გულში იტყოდა: ნეტა თუ შეიტყრბენ როდისმე, რისგან არის და როგორ არის, რომ ეს მნათობი ხან მატულობს და ხან ცხრომაში არისო? აბა შეათანასწორეთ ახლა იმისი ჭკუა და მეცნიერება ახლანდელი ასტრონომის მეცნიერებასთანა, ერთი თვალის გადავლებით რომ ჰხედავს, რაც ცულილება მომხდარა, ან ახლა სწარმოებს, ან მოხდება როდისმე არა მარტო მთვარეში, მთელს სისტემაში! რათ უნდა ვიფიქროთ, რომ რაც მეცნიერების სიმაღლეზედ ფეხის შედგმა კიდევ მოგვინდება, ეს აქამდინ ამოვლილზედ უფრო გასაჭირი იყოს!— როგორც ამ სამიათასს წელიწადს წინეთ ბაბილონში ნაძიებმა და ნაკულევმა ცნობამ ჩუჱნამდის მოაწია და დაუფასებელი შემწეობა მოგვცა არეული საქმეების გარჩევაში, რომელსაც გონება დაუცხრომელად ებრძოდა, ისე რაც ახლა ნაკულევი და ნაძიები იწერება რამე, — ჩუჱნს ჩამომავლობას დარჩება საქმეში გამოსაყენებლად და კიდევ რომ გავა სამიოდ ათასი წელიწადი, მაშინდელი კაცის ნიჭი მაშინდელს საქმეებში გასამარჯუჱბლად გამოიყენებს. ამასთან თუ ეჭჳ გაჩნდა სადმე, ვითამ ეს დიაღ ძნელი გამოსაცნობი წინჩამონაგდები საქმე წარმატებით ვერ აიხსნებოდეს, რადგან რაც რამ საძიებელი არის, მოუფიქრებელს სიშორეზედ არის ყოველივე, — მაშინ ამ ეჭჳის გასაბნევად ერთი ეს გახსენება იკმარებს, რომ ტელესკოპს, — ამ ჴელოვნებითს თვალსა კაცისას,ისეთი რამ გამჭრელი ძალა აქუს მითჳსებული, რომ რასაც კი ჰშინჯავს, რა სიშორეზედაც უნდა იყოს, ვეღარსად დაემალება. ერთი მაგალითი მოვიტანოთ: სირიუსი არის უკანასკნელი პლანეტა ჩუჱნი მზის გუნდისა, ჩუნი ერთობისა, მზისაგან ყოველს სხვა პლანეტაზედ უშორესი. ვჰსთქვათ, მოსწედა ეს სირიუსი თავისს ადგილსა და რადგან ძალიან დიდი სხეულია, ისეთის სიჩქარით გაფრინავს უფრო შორს, რომ ერთ-წამში თორმეტ მილლიონ მილს გაივლიდეს, ან ოთხმოცდაოთხ მილლიონ ვერსტსა და სულ ასეთი სიჩქარით იფრენდეს ათას წელიწადს; — ეს არა ფერი, — თუნდ ათი ათასი წელიწადიც იფრინოს, მაინც ვერსად დაემალება ტელესკოპით შეჭურვილს ასტრონომის თვალს, მაგრამ თუ ერთის მხრით დაშორება, როგორიც უნდა იყოს, ვერა ფერში დააბრკოლებს ასტრონომის თვალის დევნებასა, შინჯუასა და კულევასა; მეორეს მხრით ხომ მაინც უთუოთ იქნება რამე სხუა იმისთანა დამაბრკოლებელი მიზეზი, რომ იმისი გაუქმება არას კაცობრივს ნიჭიერებას არ შეეძლოს. — მრავალ გუარი მოძრაობა პლანეტებისა იმითი გამოირკუა, რომ ათას-გზის იშინჯებოდა კაცის თვალისაგან და ერთი ერთმანერთის შემსგავსებისაგან ჭეშმარიტება თავისთავად აღმოჩნდა, უძრავი ვარსკულავებისა კი ეს უნდა ვსთქუათ, რომ რამდენიმე ათასი წელიწადი უნდა გავიდეს, მანამდინ მსწრაფლესი ამ ვარსკულავთაგანი შესამჩნეველს რასმე ნაწილს გაივლიდეს თავისი უზომო წრისას. უნდა ვიფიქროთ, რომ სადაც მოძრაობა ამ გუარად არის თითქმის შეუმჩნეველი, იქ შინჯვა ყოვლად შეუძლებელი უნდა იყოს კაცისათს, რადგან კაცის სიცოცხლის საუკუნე ერთ წამს თუ უდრის, რაც იმათ მოძრაობას დრო უნდება, იმ დროთი ერთი შემოვლის ხანისას. — მაგრამ ნურც აქ ავჰჩქარდებით. ყოვლის გამჭურეტი თვალი, რომ ვარსკულავსა ჰსდევს განუზომელს სიმაღლეზედ მცურავსა, ეს თვალი ისეთი გმირული საჭურვლით არის ახლა შეჭურვილი,— რომ, ასე ვჰსთქუათ, ამ ვარსკულაკმა სხუა დიდს რასმე საშუაგულო სხეულს გარს ბრუნვა დაუწყო, მაგრამ ისეთის სიწყნარით, რომ თჳთო მობრუნებას ხუთხუთი მილლიონი წელიწადი მოუნდებოდეს; — მაშინაც ერთი წელიწადი ვერ გავა, რომ კაცი იმისს მოძრაობას შეიტყობს; ათ წელიწადში რა სიჩქარით მოძრაობს, ამას გაჰზომს და ერთი კაცის სიცოცხლე იკმარებს, რომ ბეჯითად გამოკულეულ-იქნეს, სწორეთ რამდენი ხანი მოუნდება ამ ვარსკულავსა, რომ თავისი წრე შემოიაროს.

თუ ვერც სიშორე დააბრკოლებს კაცის გონებასა და ვერც დრო, იქნება რიცხუმა მაინც დასძლიოს და აუარებელს მილლიონებში ერთ ერთიც არის ვარსკულავი დააკარგვინოს ისე, რომ კაცმა ვეღარა გაიგოს რა მისი? — საკითხავი ახლა აღარც ეს არის. მეცნიერების საყარაულო ჯიხურებით არის ახლა მთელი ქუჱეანა მოფენილი და მხმილავები ყოველგან მარადის ფხიზლობენ. იმათთჳს ვერც სად ვარსკულავიჩავა, ვერც სად კრებული და ვერც სად მწყობრი, რომ მშინჯავი თვალს მოსცილდნენ როდისმე. სადაც ერთი ასტრონომის თვალი ჩამოეცლება, იქვე იმავ წამს მეორე ასტრონომის თვალი დაჱხუდება მშინჯავი. აღმოსავლეთი და დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი ერთ-ხმათ მიაძახებენ კაცის გონებასა მთელს ქუჱყანაზედ მოფენილი საყარაულო ჯიხურებიდამ, ამ საასტრონომიო ობსერვატორიებიდამ: წინა წადექ, წინ წადექო.

ამითი ვაბოლოვებთ. ძალიან სხარტულად შემოვავლეთ თვალი იმ დიდს საქმეს, რომელიც ახლა დაწულილებით უნდა განვიხილოთ. ამ საქმის გამორკუჱსვას აქამდინ ექუსი ათასი წელიწადი მოუნდა და კაცის გონიერებას შემთხუჱრვა მისცა, რომ თავისი ყოველს გამარჯუჱსბაზედ უნამეტნავესი გამარჯუჱბა იდღესასწაულოს. ყოველს საუკუნეში ეს საქმე იყო საზომათ, რომლითაც კაცობრივი გონიერების მეცადინეობა იზომებოდა და ბოლოს, უფრო და უფრო რომ გაიხსნა ეს საქმე, უფრო და უფრო რომ განათლდა, ცხადად გვაჩუჱნა სულიერი უკუდავება კაცისა და აგვიხსნა სიბრძნე და დიდება შემოქმედისა.

რაც ამ დიდ-საქმეში საკითხავები იყო, აქ ეს საკითხავები დაგისაკელეთ; ახლა განმარტებისა და ახსნის მოსასმენად მოგიწუჱსვთ. შეგვეწიოს-მცა ძლიერება ყოვლის შემძლებელი, დამაარსებელი ცისა და ქუანისა, რომ შევიძლოთ: მე — გარდმოცემა და თქუჱნ — შეთვსება რამდენისამე დიდის ჭეშმარიტებისა, რომელიც მრავალს თავობას გამოუკრებია ბუნებიდამ ექუსი ათასი წლის დაუცხრომელი მეცადინეობითა და ბრძოლითა.

(მეორე წასაკითხი მასუკან)

_______________

1. პლასტიკა—ქანდაკი, ჴელოვნება მოქანდაკეობისა, თლით გამოყვანა, ჩამოსხმა,შეკოწიწება და სხვა ამგუარი, გამოხატულება. მთარგმნელი.

2. ტელესკოპი არის ბერძნული სიტყვა: (ტელე) შორი და (სკოპჟო) ხეჯვა, ცქერა, ყურება.

3. დახსნით შინჯვა, დაშლით რჩევა. მრთელი რამე რომ ჯერ დაიშალოს და მერე ყოველივე ნაშალი ცალ-ცალკე გაიშინოს, გაირკუჱს, — ამგუარს გაშინჯვასა ჰქვა ანალიზი.

4. ასე ვჰსთარგმნე მათემატიკური გამოთქმა უზომოდ მცირე ნივთიერებისა რომლისაც უფრო და უფრო დამცირებას ბოლო არა აქუს. ამ თარგმნაში რუსულს გამოთქმას სხუა ენებისაც შვუსწორე: безконечныя, или безконечно малыя величины; — les quantités, infinies; infinite quantities; - die unendlichen grözzen.

5. ვჰგონებ მენაკი ერქუას ჩუნებურად მაშტაბსა, რომელსაც ზოგს სხუა ენაზედ კიბეს კძახიან. თუ შემცთარი ვარ გასწორებას ვითხოვ.

3 ლექსები

▲back to top


3.1 ლოთური მუხამბაზი.

▲back to top


ლოთური მუხამბაზი.

მუხამბაზო. რა ტკბილ რამ ხმა ხარო!
ჩამჩი მელქო.

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ

* * *

ყმასავითა მე ერთგული შენი ვარ.
გინდა მკლავდე, არას გეტყვი, შენი ვარ.
სადაც წახვალ, მეც მაშინვე იქა ვარ,
გინდ ვერ მნახო, იცოდე, რომ იქა კარ;
რას გაწუხებ? მე ჩემთვისა იქა ვარ,
ჩემთვის ჩუმად ვამბობ, რა ლამაზიხარ!
გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

რტო ალვისა შენი წელი მგონია,
მაგ წელზედა ცისარტყელი მგონია;
ეგ თვალები ცაში ელვა მგონია;
ვარდის სუნი შენი სუნთქვა მგონია,
როს მეღირსოს, ვსთქვა: გეთაყვა ჩემი ხარ!

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

ათი გზა მაქვს, ათივე შენკენ მოდის!
ფიქრები მაქვს - წინ შენი სახე მოდის!
მინდა რამ ვჰსთქუა, შენი სახელი მოდის!
ჩემს გულშია რა ამბები, რა მოდის ?
ერთხელ მაინც, მკითსე აგრე რათახარ?

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

ჩემს დარდებსა ვინ ინაღვლის, ვინ არის?
ვის რათ უნდა, ლოპიანა ვინ არის?
მკვდარია, თუ ჰსცხოვრებს სადმე ვინ არის?
ქვეყანაში აბა რაა, ვინ არის?
შენ ეს, არ ჰსთქვა, ვიცი სულით ნაზიხარ.

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალთ ავახელ ზედ წამწამზედ მიზიხარ!

ორთაჭალის ბაღში მნახე, ვინა ვარ!
დარდიმანდის ლხინში მნახე, ვინა ვარ!
ჯამით ტოლუბაში მნახე, ვინა ვარ!
აბა მუშტის კრივში მნახე, ვინა ვარ? —
მაშინ შეგიყუარდე, ჰსთქუა: ძვირფასი ხარ!

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

თ. გრიგ. ორბელიანი.

3.2 მადლი შენს გამჩენს, ლამაზო

▲back to top


* * * (მადლი შენს გამჩენს, ლამაზო)

მადლი შენს გამჩენს, ლამაზო, ქალო შავ-თვალებიანო,
დღისით მზევ, ღამე მთოვარევ, წყნარო და ამოდ ხმიანო!
შენის ლოდინით ვსულდგმულვარ, თავანს-ვსცემ შენსა სახელსა;
დედისერთა ვარ ნუ მამკლავ, ნუ დამანანებ სოფელსა!

ყარიბი ვინმე მოვსრულვარ, სოფლისა მუშა საწყალი,
ამხანაგად მყავს ნაბადი, ძმობილად — ბასრი ხანჯალი,
მე სხვა სიმდიდრე რად მინდა? მე შენი გულიც მეყოფის:
მის ფასი კიდე სუნჯე ცას ქვეშეთ განა იმყოფის?

10 იანვარს 1845 წ.

(თ. ნიკოლაოზ ბარათაშვილისა)

3.3 მას აქეთ რაკი შენდამი ვჰსცან მე სიყვარული

▲back to top


* * * (მას აქეთ რაკი შენდამი ვჰსცან მე სიყვარული)

მას აქეთ რაკი შენდამი ვჰსცან მე სიყვარული,
ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება !
შენს ძარღვის ცემას მე ყურს უგდებ სულ-განაბული,
ღამე თენდება ეგრეთ ჩემი და დღე ღამდება.

დაჟინებითა ფიქრი ფიქრზედ მოდის, გროვდება,
გრძნობა გრძნობაზედ შეუპოვრად იძვრის ჩემს გულში,
და მე არ ვჩივი: მიხარიან, რომ ეგრეთ შრება
ჩემი ცხოვრება შენსა ფიქრში, შენს სიუვარულში.

მაგრამ, მამულო, ჩემი ტანჯვა მხოლოდ ის არი,
ის არი მხოლოდ სატირალი და სამწუხარო,
რომ შენს მიწაზედ, ამდვენ ხალხში კაცი არ არი,
რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი განუზიარო !..

6 აგვისტოს 1861 წ.

(თ. ნიკოლაოზ ბარათაშვილისა)

4 საქართველოს ისტორია

▲back to top


4.1 გეოგრაფიული აღწერა საქართველოისი

▲back to top


გეოგრაფიული აღწერა საქართველოისი

მონარხიულ მართებლობის პირველ დროებში

ხალხის გადმონაცემის V თავში, ჩვენ კიდეცა ვსთქვით, რომ სახელმწიფოს ფარნაოზისას ჰქონდა სამძღრებად: დიდი ზურგი კავკასისა, ენგურის მდინარე, შავი ზღვის პირი ეხლანდელ ბათუმამდე, აქედგან მთები, საიდგანაც გამოდის ჭოროხის წყლის ბოლოს შემომდინარენი, პალაკაციოს ტბამდე; შემდგომ გრეხილი მთები, რომელნიც მოსდევენ დებედის მდინარის მარჯვენა ნაპირსა მტკვრამდე, შემდგომ მტკვარი ალაზნის შესართავამდინ და ბოლოს ალაზანი, წყლებით, რომელიც აღმოსავლეთით იმას ერთვიან. განზიდული განაპირული ყურენი ამ სამძღვრებისა მდებარეობენ შორის 40°- 47, და 43°-15 ჩრდილოეთის სიგანისა (широты) და 59°-15 è 64°-58, სიგძისა (долготы). ამ სიბრტყეს 60° მერიდიანზედა აქვს ყველაზედ დიდი სიგანე, განიზიდება კუთხესავით აღმოსავლეთისაკენ სალავათის მთის წვერის დასწვრივამდე, რომელიც მდებარებს 41°-24 სიგანისა დ 64°58, სიგძისა შორის.

ხალხის გადმონაცემის პირველს თავში, როდესაც ვსწერდით პირველად დაბინავებას საქართველოს ტომისას კავკასიაში  დავეთანხმენით ვივიენ დე-სენ-მარტენის აზრსა, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ტერრიტორიას ეჭირა მთელი სივრცე კავკასიის მთიდგან არეზის წელამდე, მაგრამ იმ ეპოქიდგან, საქართველოს სახელმწიფოს დაარსებამდინ განვლო. მრავალმა საუკუნემ რომლის განმავალობაში შეიძლებოდა მომხდარიყო მრავალი ცვლილება მაგრამ რადგანაც მატიანედგან არა სჩანს, რომა ფარნავაზის სახელმწიფოს სამძღვრებს გარეთ იდგა კიდევა, თუ არა, არეზის წელამდე გადამეტებით ქართველი ტომი, ამაზედ არ შეიძლება დამტკიცებით ვსთქვათ რამე, ვიდრე არ გაირკვევა ეს გამოსაცნობი ფიზიოლოგიურად ან სხვა რომელიმე გზით; რაც კი შეეხება სამძღვრებსა, რომელსაც ჩვენ მოვიხსენიებთ აღწერაში, ვიტევით რომ მათ შორის აქამომდე ყველგან ქართველები ჰსცხოვრებენ.

მაგრამ, რომ დავაკვირდეთ სახელწოდებას ამ სახელმწიფოს მომიჯნავე ხალხებისას, რომელნიც მოხსენებული არიან ძველ გეოგრაფთაგან, აგრეთვე ზოგიერთს იმათს ჩვენებას ამ ხალხზე, უნებლიედ გამოგვეხატვის ეჭვი და კითხვა; მაგალითებრ: ვინ იყვნენ პონტოელნი, ალბანელნი, ან ალვანელნი, კასპელნი, კარდუხიანები, ან კარდუსიანები, საპირნი ან სხვანი, — ხომ არ იყვნენ ისინი შტონი ქართველის ტომისა?

აი რაზედ არის დამყარებული ჩვენი ეჭვი: პირველი, არ შეიძლება სრულიად დავეთანხმოთ იმათ, ვინც გვარწმუნებს, რომა პონტოელნი იყვნენ ბერძნების შთამომავალნი. მხოლოდ ერთს საბერძნეთის ქალაქს ან კოლონიას პონტოში — ტრაპიზონსა, არ შეეძლო აემსო. მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაპირი შავი ზღვისა მარტო ბერძნებითა ჩკენ ვიცით ძველ კლასსიკებისაგანვე, რომა მთელი სივრცე პონტოისა ეჭირათ როდესსღაც მაომარს, მრავალრიცხვს ხალხსა, ხალიბებსა და ეხლაც არის ნიშანი, რომ ქართველები მდგარან, — და იმათის აღმოსავლეთის ნაწილის ზოგიერთ სოფლებშიაც დარჩენილა ქართული ენა.1

მეორე: ალაზნის წელი, ამბობს პლინი, გამომდინარე კავკასის მთიდგან, ყოფს ალბანელებს და ივერიელებსა 2. ალბანელნი რომის გეოგრაფებისა, სომხების გამოთქმით — იყვნენ აღვანელნი დ ქართველების გამოთქმითა, — ალვანელნი. ვაკე ადვილი, რომელსაც ეხლაცა ჰქვიან ალვანის მინდორი, არის მართლა. ალაზნის სათავეში, და ეხლაც კიდევ ორას ვერსტს მეტზე ამ მინდვრიდგან კავკასის მთის ძირობაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, დგას ქართველი ხალხი; და უწინდელს დროში შირვანის სახელმწიფოს დაარსებამდინ, შეიძლება რომ კასპის ზღვამდისინაცა მდგარიყვნენ. მაშასადამე შეიძლებაღა ეჭვი გვქონდეს იმაზე, რომა ალბანელები, რომელთაც სამზღვრად ეს ზღვა ჰქონიათ აღმოსავლეთით და დასავლეთით კი ალაზნის სათავე, იყვნენ კახეთის ქართველები?

მესამე: კასპელნი, რომელთაც თავის სახელი ზღვასაც დაარქვეს და რომელნიც ნაჩვენები არიან უფრო რომის და საბერძნეთის მწერალთაგან ზღვის-პირის მცხოვრებელად ალბანიიდგან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, იქნება იყვნენ ქართველის ტომისანი. მგონია საკმაო იყოს ამ ეჭვისათვის თვით ისიცა, რომა ძველის ძველად, საქართველოს შუათგულში — ქართლში იყო ქალაქი (ეხლა კი სოფელია) კასპი; სახელი, რომელიც გამოითქმის დღესაც ქართველისაგან ისე წმინდად და შეუცვლელად, როგორც თვით ხალხის სახელი: Caspii დ მეოთხედ: კარდუსიანები ხომ არ იყვნენ მართლა და ქართლოსიანები და საპირნი — იბერნი, როგორც გვარწმუნებს თეიმურაზ ბატონიშვილი3 დ ტარდე4. თუ ყური დავუგდეთ სომხების ისტორიკოსებსა, ჩვენ უნდა მივიღოთ, რომა ყველა ეს ხალხი იყო ერთის ტომისა სომხებთან; გარნა კი რომ მოვიგონოთისა, რომა, არამც თუ მარტო ისინი, იმათ ფიქრით, არამედ საზოგადო ყოველი ნოახიდები იყვნენ სომხების შთამომავლობისანიო, მაშინ არ შეიძლება არ ვაღვიაროთ იმათი მეტის-მეტი ნდომა, მაგრამ, ვრცლად რომ გავსინჯოთ ეს ერთ-ტომობა, შესაძლოა, რომ ამ ხალხს და სომხებს შორის ყოფილიყოს ისეთივე შორეული შთამომავლობის დაკავშირება, როგორიც იყო. ქართველებისა და სომხებს შორის ვივიენ დე-სენ-მარტენის აზრით. უფრო კი, მოკლედ რომ გავშინჯოთ, ეს ხალხები, ჩვენის ფიქრით, რომელსაც ვერ ვბედავთ ჭეშმარიტებად გამოვაცხადოთ, იყვნენ შთამამავალობით ქართველებზე უფრო ახლო, ვიდრე სომხებზე. თუ მეცნიერებისათვის ამის შეტყობა საჭირო იქნება და მასთანავე თუ გამოძიებაებითა გამართლდება ჩვენი ფიქრი, მაშინ სრულიად დამტკიცდება აზრი ვივიენ დე სენ-მარტენისაცა, რომ ყველა კავკასიის ხალხი — ჩრდილოეთით არაზის წყლიდგან პონტო-ევქსინის და კასპიის ზღვის შორის — იყვნენო შთამამავლობით შტონი ქართველის ტომისანი. ქვეყანას, რომელიც შეარდგენდა ფარნავაზის სამეფოსა, ჰქონდა სივრცე 1500 გეოგრაფიული კვადრატული მილი და იყო გაყოფილი ოთხს უმთავრეს აუზად: პირველი მათგანი ყველაზე ვრცელი და შუაგული ქართველების მოსახლობისა, არის აუზი მტკვრის წელისა; მეორე აუზი რიონისა, მესამე ხეობა ენგურისა და მეოთხე აუზი ჭოროხის წყლის ბოლოებისა. საზოგადოდ კი მდებიარება საქართველოსი წარმოადგენს საოცარს სხვა და სხვაობასა თავის თვისებითა მის ზედა პირს ალამაზებენ სხვა და სხვა ნაირად მშვენიერი მწვანე მინდვრები, ტყიანი ან თოვლიანი მთები, ვიწრო ხეობები და ღელეები, საცა ჩამოჩხრიალებენ წვრილი წყლები და გვრგვინავენ სწრაფად მორბედნი მდინარენი. კავკასის ზურგი, რომელიც შეადგენს მარტო ერთის მხრით მთელ საქართველოს სიგძის სამძღვარსა, გაზდევს ჩრდილოდ-დასავლეთიდგან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ის არის შემოსილი დიდის ტყითა ძირიდგან ვიდრე 8000-ს. ფუტის სიმაღლემდინ ზღვის ზედა-პირიდამ. მთის წვერები კი შიშველნი არიან და ათეთრებულნი სამუდამო თოვლითა. თითქმის მის სისწვრივ მხარ და მხარ გამოზდევს მეორე მთა შავის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაპირიდგან დებედის წყლის შესართავამდე და შეარდგენს საქართველოს სამხრეთის სამძღვარს; შემდგომ სამძღვარ გარეთ უფრო სამხრეთისაკენ დაუხვევს და მისდევს მტკვრის დენასა კარგა მოშორებით. ეს ზურგი, ცნობილი უფრო მომატებულად მცირე კავკასიად, ჭოროხის მდინარისა და მტკვრის მხარეს ისეთნაირად იკლაკნება და თავის გზიდამ მიიქცევ-მოიქცევა, რომა თითქო შეთხრილია ჩქარად მდინარე წყლისაგანაო. ეს ორი უმთავრესი მთა მერიდიანის 61 გრადუსის ქვეშე ერთდებიან სურამის მთებსა (რომელსაც ძველად ევროპიელები მოსხიის მთებს ეძახოდნენ, ქართველები კი — ლიხის მთას.) ამ მთებს გარდა შიდა საქართველოში კიდევ ორი მთათა ზურგია შესანიშნავი: ერთი ჩამოსდევს ფასის-მთიდამ და შეადგენს სვანეთის სამხრეთის სამძღვარსა და მეორე, რომელსაც უწოდებენ გომბორის მთას — ბორბალოს მთიდამ იწყობა იორის და ალაზნის შუა-მდებარებს. ამ მთებში აქვსთ სათავე მრავალ მდინარეებსა, პატარა წყლებს, რომელნიცა ჰრწყვენ და აგრილებენ ველებსა.

მდინარეთა შორის უფრო გამოჩენილი არიან:

მტკვარი, (კურა ანუ კირ სხვა ხალხთა წოდებით), ამის სათავე იწყობა სოღანლუღის მთებში, რომელთაც ძველად ეძახოდნენ მთინ და მოშის, ჯერ მომდინარეობს სამხრეთიდამ ჩრდილოეთისაკენ ვიწრო ხეობაში, სურამის და კავკასის მთის ზურგებშუა; შემდგომ ახლანდელ ახალციხიდგან ტფილისამდე მომდინარეობს აღმოსავლეთისაკენ მშვილდსავით მოხრილად, ასე რომ სურამის ახლო გამოზიდული გვერდი ჩრდილოეთისაკენ აქვს მიქცეული, და ბოლოს, ტფილისიდგან მიდის სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ კასპის ზღვამდე. საქართველოს სამძღვარებშივე, მტკვარს ერთვიან წყლები, გამომდინარენი დიდკავკასის ზურგის სამხრეთის ფერდობიდამ: ლიახვი ქსანი, არაგვი და ალაზანი თავის შემომდინარე იორის წყლით, და მცირე კავკასის ფერდოებიდგან მტკვარში ჩადიან მდინარენი: ალგეთი და ხრამი თავის შემომდინარე დებედა წყლითა.

რიონსა (ძველი ფაზისი) აქვს სათავე დიდ-კავკასის მთის ზურგში, სონგუთი-ხოხის მთის ძირში, და მომდინარეობს პირველად დასავლეთისაკენ, შემდგომ: მერიდიანისა 60°-30, გაბრუნდება სამხრეთისაკენ და ამ გზით მიდის ვარდციხემდინ, და აქედგან ისევ გამობრუნებული დასავლეთისაკენ ერთვის შავზღვასა, ქვეშე 42°-8, სიგანისა და 59°-19 სიგძისა. ამას ერთვიან წყლები პირველად: ყვირილა, რომელიც გამოდის სურამის მთის ჩრდილოეთის მხრიდგან და მიდის თავ და პირველად სამხრეთ-დასავლეთისაკენ შორაპნამდე, და შემდგომ ჩრდილოეთისაკენ შვილდსავით შეხრილი, მიდის დასავლეთისაკენ ვიდრე შეერთვის რიონსა. — მეორე მდინარე: ცხენის-წელი (ძველად ღიპპოს), ფასის მთიდგან მიდის უფრო სამხრეთ-დასავლეთის მხარესა და ჩადის რიონში; და მესამე მდინარე: ტეხური (ძველად ერქვა გლავკოს), მიდის ცხენის-წყლის თითქმის მხარ და მხარ და ერთვის რიონსა 20 ვერსტზედ ქვეით. უწინდელს დროში მტკვარი და რიონი ირიცხებოდნენ ნავთ-სასვლელად: პირველი ზღვის შესართავიდამ სურამამდე და მეორეც ზღვისვე შესართავიდამ ყვირილის შესართავამდე; ეხლა კი ეს ორივე მდინარენი თუმცა კიდევ ნავთ-სასვლელი არიან, მაგრამ ზღვიდგან ამოდენა მანძილზე კი არა. ეს ცვლილება მოხდა უთუოდ ზოგი წყლის დაკლებისაგან, ზოგიცა იმისაგან, რადგანაც ამ წყლების საწოლი ამოიმსნენ და იქნება თვით გემები, რომელნიც დადიოდნენ ამ წყლებზე, იყვნენ მცირენი და სხვა რიგ გამართულობისა, გენიოხიის კამარების გვარად, რომელზედაც ამბობს სტრაბონი, ან მსგავსი ძველებურ ქართულ ნავ-ტიკებისა, რომელთაც ძირს ამოკრული აქვს გაბერილი ტიკები.

ხოფი გამოდის სამხრეთის სვანეთის ქედებიდგან და სამხრეთ-დასავლეთისაკენ მიმავალი შეერთვის შავს ზღვასა თხუთმეტ ვერსტზედ ჩრდილოეთისაკენ რიონის შესართავიდგან. ენგურიან (ინგური) გამომდინარებს ფასი-მთიდგან, მიდის ჯერეთ დასავლეთისაკენ, შემდგომ, როდესაც გამოსცდება სვანეთის ხეობასა, გაბრუნდება სამხრეთ-დასავლეთისაკენ და შეერთვის ზღვასა ხოფის ზემოდგან 16 ვერსტზე.

ჭოროხის წყალი რწყავს თავის შემომდინარებით სამხრეთ-დასავლეთის საქართველოს ნაწილსა, შეერთვის ზღვასა ბათუმიდგან სამხრეთისაკენ სამს ვერსტზედ.

როგორათაც ხოფის, რიონის, ჭოროხის დ მტკვრის პირები, აგრეთვე მრავალი ხეობეები, რომელშიაც მომდინარეობენ იმათი შემომდინარენი, დასახლებულნი იუვნენ ხალხითა, რომელნიც სარგე- ბლობდნენ უოველის ფრით, რაც კი რამ გამოსაყენია სოფლის ცხოვრებისათვის.— სიმდიდრე და ცხოვრების საშუალობა იუო მიწის ნიადაგი და ავა ქვეენისა; პირუტევ-გაშენებასა ყველგან ხელს-უწყობდა ადგილობრივი ვითარება: რადგანაც ძველადგანვე ეს საქონელი გადიოდა გარე-ვაჭრობაშიაც, უთუოდ უნდა ვიფიქროთ რომ პირუტყვთ-გაშენება კარგს მდგომარეობაში ყოფილა. ამ ქვეყნის მიწის მოქმედება და ვენახების შემუშავება იყო განთქმული თავის გამოსავლით. ღომერის დროების წინათაც. რაც ეხლა საქართველოში მშვენიერი და ნაზი ხეხილი იზდება, ის, თუ სულ არ ეკუთვნის ბუნებითს პირველ-ყოფილს ნაყოფსა აქაური მიწისასა, მაინც რაც უნდა იყოს ვაზის სამშობლო ადგილათა მეცნიერება რიონის ნაპირებსა ჰრაცხს. დაფნის-ხე და ლიმონი უწინდელ კოლხიდის სამხრეთ-დასავლეთის ნაწილში ტყესავით არის მოდებული. მაგრამ კი სვანეთის მინდორი ამასობაში უნდა გამოირიცხოს: მაღალი მდებარება მისი არ აძლევს მოსახლესა იმ გამორჩომასა, რომელიცა აქვსთ სხვა მდინარებზე მცხოვრებელსა საქართველოში. ყველაზე უფრო დაცემული ადგილი ამ მინდვრის არის ინგურის საწოლი, რომელსაცა აქვს სვანეთის ხეობაში სიმაღლე ზღვის ზედაპირიდამ 6000-3500 ფუტამდე, მაშინ როდესაც დანარჩენს საქართველოს მინდვრებს აქვთ საშუალო სიმაღლე ზღვის ზედაპირიდამ 1300 ფუტი. წლის საშუალო ტემპერატურა ამ მინდვრებისა განისაზღვრება 9° და 11°-გრადუსებ შორის. როგორც დაფარულია ჩრდილოეთის იტალია ალპის მთითა და ტოკაის ვაზი კარპატის მთებითა, ისე ამ მინდვრების ნაყოფიერება დაფარულია კავკასის მთითა ჩრდილოეთის სიცივებისთვის, რომელნიც მოდიან ჩრდილოეთის დამზრალ ოკიანიდგან, გაზაფხულზე მოედებიან მთელ ევროპიელ რუსეთის სიბრტეესა და შეხვდებიან პირდაპირ სამხრეთიდამ წამოსულ სითბოებასა.

ხეობაებში მცხოვრებთა ერთი ერთმანეთში მისვლა-მოსვლისათვის ჰქონდათ მაშინაც ისე, როგორც ეხლა, უხერხო ბილიკები, გავლებული წელის ნაპირებზე და მთების უღელტეხილებზე. ამ ბილიკებზედ ხშირად სრულიათაც არ გაივლებოდა ხოლმე წვიმები- საგან ადიდებულ წელებისაგამო. მაგრამ ძველადგანვე ასეთი გზებიც უოფილან, რომლების სიკეთისათვის არა მარტო იქაურები ჯაფასა სწევდნენ, არამედ უცხო ქვეყნელებიცა. საწოლი, ანუ მონიო. მტკვრისა, ყვირილისა, რიონისა და სურამის მთაზე გადმოსავალი გზა მიიზიდავდა ხოლმე იმ ხალხების განსაკუთრებითს და გულმოდგინე ყრადღებობასა, რომელთათვისაც საინტერესო იყო ვაჭრობა ინდოეთთანა. დიდი უშველებელი ნაშენობანი, ნახულნი ბოლოს დროს სტრაბონისა და პლანიისაგან ყვირილის წყალზე, საკმაოდ ამტკიცებს როგორათაც აქაურ საზოგადობის, ანუ მთავრობის ყრისგდებასა, აგრეთვე ამის ცოდნასაც, რომ ამ შარა-გზის კარგად შენახვა საჭიროა და სასარგებლო. ქვეყნისთვის. ისინი გვარწმუნებენ, რომ ამ ჩქარ წყალზედ 120 ხიდი იყოვო საქონლის გადატანის გასაადვილებლად – იმ საქონლისა, რომელიც ივერიიდამ შორაპნის ციხეში გადაქონდათ მშრალის გზითა, და თვით ეს ციხე ყოფილა ისეთი დიდი საქონლის დასაწყობი, რომ დაიტევდაო შიგ მთელ ქალაქსა. 5 რიონის ბოლოების ნაპირები, ხის თირეებით იყო შეკრული, რომ ადიდების დროს არ გადმოვარდნილიყო მინდვრებზედ; ამას გარდა ჭაობს ადგილებს დიდის ჯაფით და მეცადინეობით თურმე აშრობდნენ ხოლმე6 რასაკვირველია ეს ნაშენობები და ნამუშავრები სტრაბონის და პლინის მგზავრობის კარგა გაცილებით წინად იყვნენ. — დასასრულ, კიდევ იყო გზები სარმათებ-სკვითების ვაკისაკენ მიმავალნი რომელნიც თვით ბუნებას გაეჭრა კავკასის მთაში და რომელთზედაც გადმოვიდოდნენ ბარბაროზები საქართველოში, სხვა სამხრეთის ქვეყნებში, დიდ-სომხეთის და სპარსეთში გადასასვლელად. უწინდელი მწერლები კავკასის მთაზედ ოთხს გასავალს ხეობასა იხსენიებენ; მაგრამ, იმათი აღწერიდგან შეიძლება შევიტყოთ, ან მივხვდეთ, რომ გასავალი ოთხი კი არა ყოფილა, არამედ სამი: — ეს არის დარიალის გასავალი (Pilae Caucaso); ალვანისა (Pilae Albanae) და დარუბანდისა (Pilae Caspae). ამ გასავლების დასაცველად იდგნენ ქართველნი გუშაგნი. პლინი, როდესაცა სწერს დარიალის ხეობის ვიწროებზედ მჟავე წყლებთან, ამბობს, რომა ის ხეობა იკეტებოდაო. დალურსმულ და დაკვერილ ძელებით; ამის მახლობლად სამხრეთის მხარეს კი გორაზედ იყო სიმაგრე, რომელსაც ერქვა კუმანია7. ეხლა იქ სოფელია კუმნის-ციხე. რუსის ინჟინერები ამ სოფელს ეძახიან კალმუჩიხასა, რომელსაცა არა რომელსამე ენაზე არა აქვს არაფერი ეტიმოლოგიური მნიშვნელობა. დარუბანდის გასავალი მხოლოდ ხანდახან იყო ხოლმე საქართველოს მფლობელობაში ტაციტის მატიანე ამბობს, რომ ქრისტიანობის პირველს საუკუნეში ამ გასავალსაც უდგნენ ქართველნი გუშაგნი8. ეს ვიწრო გასავალი, როგორც ჩვენ ვნახეთ ხალხის გადმონაცემის მესამე თავში, პირველად გაამაგრეს სპარსეთის ფიშდადიანის დინასტიის მეფეების დროს. ამ გადმონაცემებითვე ჰსჩანს, რომ თვით დარუბანდიც მაშინ აშენდა. აქედგან იწყობა კავკასის კედელი, რომლის ნაწილიც საქართველოს სამზღვარშიაც შემოდიოდა და რომელიც თავის სიდიდითა შეირიცხება განთქმულ ძველ შენოაბათა შორის. ამ ჟამათაც იმისი კვალი, ზოგან კიდევაც კარგად დარჩენილი, ჰსჩანს დარუბანდიდგან აღმოსავლეთის მხარეს წყლის ქვეშ, კასპის ზღვაში შესული, მერე ამ ქალაქიდანვე მოდის დასავლეთისაკენ, ადის მთაზედ, დაეშვება ყაზიყუმუხის სამფლობელოზე ყუშაღ-დაღის მაგალში, შემდგომ იკარგება კავკასის მთის ჩრდილოეთის ფერდობზედა და კვლავ მოჩანს ძველ ალბანიის ვაკეზედ, მუხახის ხეობის პირ და პირ, — და კოტეხის სოფლის მთელს სიგრძეზედ გადის. დარუბანდელების გადმონაცემი ამ კედლის აშენებას აწერს ალექსანდრე მაკედონელსა და ზედ-აკერებს თვით დარუბანდის აშენების ამბავსაცა მაგრამ უფრო ფრთხილნი მწერალნი, თავის სამეცნიერო ღვაწლით თითქმის ფრიად გამოჩენილნი, პოულობენ საბუთებს რომლის გამოც დაფუძნება დარუბანდისა იყო არა უწინარეს VI საუკუნისა, სასანიდის დინასტიის სპარსეთის მეფეების მართველობაში9. გარნა ამ მომატებულს სიფთხილეს შეყავს იგინი ცდომაში და წინააღმდეგობაში, როცა ვხედავთ, რომ თვით იმათ იციან, რომ ყოფნა დარუბადისა იყო ცნობილი გეოგრაფთაგან, რომელნიც ყოფილან ჯერ კიდევ IV და V საუკუნოებში.10. კედელი დარუბანდისა ამოწყობილია უზარ-მაზარი ქვებითა რომელთაც 28-დამ-40ფუტამდე აქვსთ სიმაღლე და 4-7 ფუტამდე სიგანე. ქალაქის სამხრეთის კედლიდგან მოჩანს ნაშთი კავკასის კედლისა მიგრეხ-მოგრეხილი, და დაყოლებულია იმ მთებზედ, რომელზედაც იგი ყოფილა გადასული. ეს კედელი იმავე მასალით არის აშენებული, ქვებს იგივე სიმაღლე და სიგრძე აქვსთ, როგორ თვით ქალაქის კედელსა და ამასთანავე გაწყობილიც ყოფილა ციხეებით და სიმაგრეებით. მაგრამ მთების სამხრეთის მხარეს კი ეს კედელი ამოყვანილი ყოფილა სხვა მასალითა: იქ უფრო გარდამეტებით სიპის-ქვის ქვით-კირია; კოტეხთანა ჩანს რომ უძველესი კედელი დაქცეულა თითქმის საძირკველამდე და იმის პირდაპირ დასწვრივად ძალიან ახლო ამოუყვანიათ სხვა ახალი, მხოლოდ ეხლა მაინც კიდევ ძალიან დაძველებული და შესაძლებელი, რომ VI საუკუნისა იყოს. მთელი სიგრძე ამ კედლისა, დარჩენილის ნაშთის მიხედვით 360 ვერსტისა არის. ამ კედლის აშენების განზრახვა, როგორც გვარწმუნებენ ერთ პირად ისტორიკოსნი, ისა ყოფილა, რომ სამხრეთის მხარენი დაეცვათ ჩრდილოეთის ბარბაროსების დაცემისაგან; მაგრამ საოცარი ეს არის რომ კოტეხის კედელსა, თვით ჩვენგანვე ნახულსა და მიყოლილსა კავკასიის უმთავრეს ზურგის ძირობაზედა, აქვს სასროლები ჩრდილოეთის მხრით. ეგ მთის გასავალნი იყვნენ არა მარტო. სალაშქროდ, არამედ ხალხთა შორის მშვიდობიან მისვლა-მოსვლისათვისაც. აორსნი (უთუოდ ოსნი) მცხოვრებნი დონის ანუ ტანაისის ნაპირებზედ, გადმოდიოდნენ მაგ გზებზედ ვაჭრობისათვის და ყიდუ-ლობდნენ თავის ოქროთი ინდოეთის და ბაბილონის საქონელსა, რომელიც აქლემებით გადაჰქონდათ თავის ქვეყანაში.11

იქ, სადაც ყოფილა იმისთანა მოძრაობა ვაჭრობისა, არ იქნება რომ არ ყოფილიევნენ ქალაქებიცა, როგორც სამოქალაქო ცხოვრების შემაჯგუფებელნი ალაგნი საქართველოში ძალიან ადრე გამოჩნდნენ დასახლებული ადგილები, რომელნიც ხალხის გადმონაცემით წოდებულნი არიან ქალაქებად და ციხეებად. ამ ქალაქების დ ციხეების შენების თავდაპირველი განზრახვა ის იყო, რომ მოსაგერებელი ჰქონოდათ რამე; ამიტომაც ისინი უთუოდ უნდა ყოფილიყვნენ სიმაგრის სახისანი. მათ შორის აქაურის მატიანეთა მოწმობით, ჩვენგან აღწერილ ეპოქაში ჯერ კიდევ ყოფილან შემდეგი ქალაქები და ციხეები:

ქართლი — თვით უძველესი ამ გვართაგანი შენობა ქართველებისა. იგი აღაშენა ქვეშე 41-43′ სიგან. და 62°-10′ სიგრძ.), ქართლოსმა მთაზედ, რომელიც წარმომდგარია მტკვრის მარჯვენა ნაპირზედა, არაგვის და მტკვრის შესართავის ახლო. ფარნავაზის დროს ამ ქალაქს დაერქვა სახელი: არმაზი ანუ არმაზციხე, მისგამო, რომ ფარნავაზმა იქ აღადგინა სალოცავი სპარსულის ღმერთისა — ორმუზდისა. ძველნი გეოგრაფნი ეძახდნენ სხვა და სხვა ნაირად: სტრაბონი ეძახის არმაზიკა (Harmasica), პლინი — ჰარმასტის (Harmastis) და პტოლომეი — ჰარმასტიზა (Harmastisa).

თუმცა უფრო ადვილი იქნებოდა რომ საქართველოს ძველის ქალაქების აღწერაში მიგვეღო გეოგრაფიისაგან მიღებული სისტემა ე.ი. გადასვლა ქალაქიდამ ქალაქზედ უფრო მახლობელზედ, ვიდრე მივყვებოდით იმ რიგსა, რომელშიაც ხალხის მატიანეში აღნიშნულია ერთი ერთმანეთზედ იმათი აღშენება; მაგრამ, რადგანა სახეში გვაქვს, რომ ის მატიანეს რიგი დაგვეხმარება საქართველოს დასახლების გავრცელების და მიმართულების საჩვენებლად, ამის გამო ჩვენ ვირჩიეთ ხელთ-მძღვანელობა მატიანესი.

ქართლის შემდეგ ამ ზედ მიყოლების რიგით არიან: ორბისი (სამშვილდე) იყო სიმაგრე, აღშენებული ქართლოსისაგან მდინარე ქციის, ანუ ხრამის, (რომელიც დებედას ერთვის) მარცხენა ნაპირზე. ჩვენ დროშიაცა ჩანს თავ-მინებებული მისი ნანგრევები. უცხო ქვეყნის მწერალთაგან არ ვიცით, რამოდენად იყო გამოჩენილი იგი ძველ დროში; რომ იგი ყოფილა ქართული ქალაქი, ამას თავის გეოგრაფიაში იხსენიებს მხოლოდ პაპპა (მათემატიკოსი ალექსა- ნდრიის სასწავლებელისა, IV საუკუნეში ქრ. შემ. მცხოვრები). ამის გეოგრაფიას მოსე ხორენელს აწერენ ხოლმე.

მტკვრის ციხე ანუ ხუნანი იყო ციხე, აშენებული ისევ ქართლოსისაგან დებედა რომ მტკვარში ჩადის, იმის ახლო. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ორი სიმაგრე იყო აშენებული ქართლოსის დაშენებულ სამფლობელოს სამხრეთის სამზღვრის დასაცველად.

დედა-ციხე, და ბოსტან-ქალაქი, წოდებული რუსთავად, ხალხის მატიანეს სიტყვით იყვნენ აშენებულნი ქართლოსის ცოლისაგან: დედა-ციხე ქართლის მახლობლად თეძამის წყალზედ, რომელიც მხარ-მარჯვენით ერთვის მტკვარსა; ბოსტან-ქალაქი კი იყო აშენებული მაღლობზედ, რომელსაც ეხლა ეძახიან იაღლუჯას და რომელიც ტფილისიდამ ხუთმეტს ვერსტზედ არის.

გაჩიანი ანუ სანადირო-ქალაქი იყო აშენებული ქართლოსის შვილის გაჩიოსისაგან ქციას მარცხენა ნაპირზედა, იმის მახლობლად, საცა ამ წყალში ჩამოდის მდინარე მაშავერი. ამ ქალაქის ნანგრევები აქამდინ სჩანან.

ჩელთი ანუ ბერი, ეხლა ვრცელი სოფელია კახეთში ჩელთის მდინარეზედ და ქვიან შილდა ქვეშე 42°-0' სიგან. და 53°-23' სიგრ).

მტკვრის-ციხე, დედა-ციხე ბოსტან-ქალაქი, გაჩიანი და ჩელთი სულ არ იყვნენ ცნობილი უცხო ქვეყნის ძველ გეოგრაფთაგან.

მცხეთა აშენებულია მცხეთოსისაგან მტკვრის მარცხენა ნაპირზედ, იქავ მტკვრის და არაგვის შესართავში (41°50′ სიგან. და 62°23, სიგრ.) ქალაქი ეგე, თავის დაფუძნების დროიდგან V საუკუნემდე ქრ. შემ. იყო საქართველოს სატახტო ქალაქად. გარდა საყდრებისა, რომელნიც ფრიად გამოჩენილნი არიან სიდიდითა და არხიტექტურითა, დღესაცა ჩანს რომ მტკვრის ნაპირი ქვათლილის თირეებით ყოფილა ამოყვანილი. იგინი პტოლომეისაგან წოდებულია მესტლეტად12. ეხლა მცხეთა არის პატარა სოფელი, რომელშიაც დარჩენილა ხელოვნების სახსოვარნი თავის წარსულის და გარდავლილის დიდების ნიშნათა.

მცხეთოსის შემდეგ იმის შვილებმა თავის ნაწილებში ააშენესკი დევშვიდი ქალაქი: ოძხრე, თუხარისი, წუნდა, არტანისი ქაჯთა-ქალაქი ანუ გური), უფლის-ციხე, ურბნისი და კასპი.

ქალაქი ოძხრე ყოფილა ეხლანდელ ახალციხის ახლო, მტკვარში ერთ შემომდინარე წეალზედა; თუხარისი ოძხრეზე მახლობლად იყო, ჭოროხის აუზში; წუნდა მტკვრის სათავესთან; არტანისი — წუნდის ახლო, ესეც მტკვრის აუზში.ძველი გეოგრაფეები ამავე სახელით იხსენიებენ წუნდასა, მაგრამ ეხლა კი თურქთა მფლობელობის ქვეშ არდაღანად არის წოდებული. დასასრულ, გამაგრებულნი ქალაქები: უფლის-ციხე, ურბნისი და კასპი მტკვრის მარცხენა ნაპირზედ იყვნენ, შიგ ქართლის შუა-გულში. უკანასკნელი ქალაქები ეხლა პატარა სოფლებად არიან გადაცვლილნი; (კასპი არის ქვეშე 41°-58’ სიგ. და 62°-41 სიგრ.) უფლისციხე კი სრულიად თავ-დანებებულია ეგ იყო, ამბობს ვახუშტი, „შენობა უცხო, კლდისაგან გამოკვეთილი. პალატნი დიდ-დიდნი, ქანდაკებული კლდისაგანვე გვირაბი ჩახვრეტით ჩაკაფული მტკვრამდე, დასავლით აქვს ქარაფი მაღალი, და მას შინა გამოკვეთილნი ქვაბნი მრავალ-დიდნი, არამედ აწ შეუალ არს“.13

მტკვრის აუზში იყო კიდევ ერთი ქალაქი სურამი ანუ სირიუმი14 მამასახლისების დროს აშენებული იქ, სადაც ეხლა არის სოფელი ამ სახელისა და სადაც აქამდის კიდევაც ჰსჩანს ძველი ციხის კოშკები. ეს ადგილი იყო ძველ ინდოეთის სავაჭრო საქონლის დასაწყობი. ამ ქალაქის აშენების ამბავზე მოწყობილია ერთი უცნაური ლეგენდა, რომელსაც მთელი იქაური მდაბიო მოსახლეები იცნობენ და მღერიან კიდეცა. მაგრამ მაინც კიდევ, იმ ლეგენდას ჩვენ წერილებში მნიშვნელობა არა აქვს.

მტკვრის აუზის ქალაქებთან თითქმის ერთ და ამავე დროს დაიწყო დაშენება ქალაქებისა რიონის აუზისა. თუმცა ქართული მატიანე ამათ დაფუძნების დროებსა ისე გამოკვლევით არ იხსენიებს, როგორც ზემო ხსენებულ ქალაქებისას, მაგრამ უცხო ქვეყნელების მოთხრობებიდამ ვიცით, რომ ეა და ქუთაისი ძველის-ძველადვე ყოფილან. პირველი რიონის სათავეში (ქვეშე 42°— 8 სიგ. და 59°— 16 სიგრ.) იყო მდიდარი ქალაქი. ეს ქალაქი იყო ნახული და გათქმული ბერძენთაგან თავიანთ მხედრობის დროებებში. ტროადზედ, ლაშქრობის შემდეგ, როცა ბერძნებმა დაიწყეს თავის ქვეყნის გარეთ ყოველ მხრივ სიარული, მაშინ მილეთელებმა დაიპყრეს ეს ქალაქი და მის ნანგრევებზედ დააფუძნეს კოლონია: ფაზისი, რომელსაც ეხლა ფოთი ქვიან; ქუთაისი (ქოთა ანუ ქითა), რომელიც დღევანდლამდინ რიონის პირზედ არის (ქვეშე 42°—16 სიგან. დ 60° — 29 სიგრ.) ყოფილა კოლხიდის მფლობელების სადგომად.

ამათ გარდა, ფარნავაზის მეფობის დროს იყვნენ დაარსებულნი სხვა ქალაქებიცა, რომელთ შორის უფრო გამოჩენილნი არიან: შორაპანი, რომელიც ჩვენ ბევრჯერ გვიხსენებია, და არქეოპოლისი. უფალი ბროსეს აზრით ეს ქალაქი არის ნაქალაქევი; ძველი ციხე გოჯი, რომელიც იყო აშნებული ტეხურის მარჯვენა ნაპირზე ფარნავაზის პირველ თანამოღვაწე ერისთავის ქუჯისაგან.

_______________

1. ჩვენი სტატია, სახელწოდებული:„კითხვა შთამომავლობაზედ მიტრიდატ დიდისა“ გაზ. „კავკაზი“ 1861 წ. №33

2. Plin. 1. VI. c. II.

3. ისტორია თეიმურაზ ბატონიშვილისა, გვერდი 101

4. Atlas univesel de géographie ancien et mod., dressée par A. Tardieu, ed. 1858, carte 2

5. Strab. I. XI. p. 343.

6. St. Martin; Recherches sur l'hist. de l'Asie, ch. XX.

7. Plin. 1. VI. c. 12.

8. Annal de Tacite, l. VI. ch. 33.

9. Березинъ, путешествіе по Дагестану и Закавказью стр. 120.

10. Березинъ, npимч. къ путеш. по Дагест. и Закавк. cтp. 61; Географ. Паппа Александріискаго, псев. Моисея Xopeнскаго описаніе Сарматіи.

11. Strab. L. XI, p. 349.

12. Ptolom Georg. I. V. cap. 11.

13. გეოგრ. ვახუშტისა. გვ. 244

14. Plin. I. VI, cap. 1

4.2 საქართველოს ძველი ისტორია

▲back to top


საქართველოს ძველი ისტორია

სამეფოს დაარსებითგან საქართველოს გაქრისტიანებამდე. გადასავალი სამეფოს დაარსებითგან რომაელებთა შებმამდე

მეფობა საურმაგისა (237-162 წ.) — თვის-შორისი ბრძოლა ერისთავებისა - მეფის უფლებისაგან თავის დახსნისათვის. — შემოსევა არტაშეზისა და ზორდიადისა.— მეფობა მირვანისა (162—112წ.) — თვის-შორისი ბრძოლა ტახტ-მემკვიდრეობისათვის საურმაგის ორთა სიძეთა შორის. — გადგომა სამეგრელოსი სხვა ზღვის პირის მხარეებისა საქართველოს სამეფოსაგან. — შემოსევა ბალქართა ფარნაჯის მეფობის დროს (112-73.). - ბრძოლა სარწმუნოებისა ცვლილებისაგამო . — არშაკის I (93—81) მოწოდება გასამეფებლად და განდევნა ფარნაჯისა. — შემოსევა მიტრიდატისა, პონტოის მეფისა — შინაგანი წყობილება და მდგმოიარობა საქართველოსი ფარნავაზის სიკვდილიდამ რომაელებთან შებმამდე.

I. პირველი ბრძოლის მიზეზი ის გარემოება იყო, რომ როდესაც ფარნავაზის სიკვდილის შემდეგ ავიდა ტახტზედ შვილი მისი საურმაგი, ქართლის ერისთავმა, რადგანაც ტახტ-მემკვიდრეობის სამართალი არ იყო ჯერ კიდევ სრულიად მითვისებული ხალხისაგან, — ეს შემთხვევა თავისთვის გამოიეყნა და შეიქმნა საურმაგის უმაღლეს უფლების წინააღმდეგი; შეარდგინა შეთქმა, რომლის განზრახვა ის იყო, რომ აღმოეფხვრა მეფის უფლება და აღედგინა დაუმოკიდებლობა ერისთავებისა. შეთქმა ესე ჰსჩანს ძლიერ კარგად ყოფილა მოხერხებული, იმიტომ-რომ ხალხის მომეტებულმა ნაწილმა გამოაცხადა ძლიერი თანა-გრძნობა და მიიღო მონაწილეობა ამ შეთქმაში. სურმაგი იძულებულ შეიქმნა გაქცეულიყო საქართველოდგანა და ეთხოვნა შემწეობა იმ ხალხთათვის, რომელნიც ჰსცხოვრებდნენ კავკასის ჩრდილოდ ქვეყნებშია. ფარნავაზსა ჯერ კიდევ თავის მეფობის დასაწყისში უნდოდა დაემკვიდრებნა თავის შთამომავლობისთვის სამართალი და ძალა ძლიერის მოყვრობითა; ამის გამო მან შეირთო დურძუკეთის მთავრის ქალი; თავისი ერთი და შერთო თავის მეგობარსა და თანამოღვაწეს სამეგრელოს ერისთავს ქუჯისა; მეორე კი — ოსების მთავარსა. საურმაგის ძლიერ ნათესავებმა, რაკი რომ შეიტყეს მისი გაქცევის მიზეზი, მსწრაფლ შეიჭურვენ ამრეველ ერისთავების წინააღმდეგად, დასაჯეს ისინი და ისევ მოიწვივეს საურმაგი. ამ მეფისაგან განთავისუფლების შეთქმის ურარაოდ ჩავლამ მოახდინა ისა, რომ ქართველს-ხალხს ჩაუნერგა შინაგანი რწმუნება, რომ მთავრობის ერთობა სიჭიროა.

II. საურმაგის მეფობის დროს საქართველო, რადგანაც იყო სელევკიდების მფარველობის ქვეშა, ეწევოდა დიდს ანტიოქსა, როცა მოხდებოდა ხოლმე ამღვრევა აზიის სხვა და სხვა მაზრებშია. ამისაგამო სომხის ჯარები გულამღვრეულ არტაშიარის და ზარდიადის სარდლობის ქვეშ შემოესივნენ საქართველოსა, და როგორც გვარწმუნებენ სომხეთის ისტორიკოსნი, დაიპყრეს კიდეც მთელი საქართველო1. ქართული მატიანენი არაფერს ამისთანას არ იხსენიებენ, მაგრამ რომ გავისაზროთ რომ ამ სარდლებმა სრულიად დააუძლურეს მფლობელობის ძალა სელევკიდებისა აღმოსავლეთშია და დააძლევინეს პართიანის დინასტიის არშაგიდებსა, — შეიძლება ვიფიქროთ, რომ იმათ მხოლოდ არეულობა მოახდინეს საქართველოში, როგორც სელევკიდების თანა-მეზავე ქვეყანაში, და გაათავეს იმითი, რომ გაკვრით დაეცნენ სამზღვრებზედ მყოფთ საერისთავოებსა.

III. მიზეზი მეორე თვის-შორისის ბრძოლისა ის იყო, რომ საურმაგსა არა ჰყვანდა შვილები მამრობითი სქესისა; მხოლოდ ჰყვანდა ორი ქალი, რომელთაგანიცა ერთი შერთო სამეგრელოს ქუჯის შვილის შვილსა და მეორე — ერთის ძველთაგან ასსურეთის ხელმიწიფის შთამამავალს მირვანსა, რომელიც ამასთანავე იშვილა კიდეც და დანიშნა თავის მემკვიდრეთა. მაგრამ საურმაგის სიკვდილის შემთდგომ, 162 წელ. ქრისტეს წინად, როდესაც დაჯდა მეფედ მირვანი, მაშინ სამეგრელოს ერისთავმა, რომელიც მეფეებს ენათესავებოდა, არამც თუ მხოლოდ უკანასკნელის მოყვრობითა, თავისი შთამამავლობითაცა, (რადგანაც ის იყო ფარნავაზ მეფის დის შვილის შვილი), და ამისათვის წინააღუდგინა დასავლეთის საერისთავოები, დაიხმარა ზოგიერთი მთიულები და ააოხრა საქართველოს შუა-გული მაზრები, რომელნიც ერთგულნი იყვნენ მირვანისა. გამარჯვება თითქო იმის მხარეს იყო, ასე რომ მირვანმა მიყვანილმა უკანასკნელს განკიდურებამდე, მიჰმართა პართიანის ხელმწიფეს არშაკსა და სთხოვა შემწეობა, რომელმაც მიიღო თხოვნა და გაგზავნა სამეგრელოში თავისი ძმა, სომხეთის მეფევე ვაღარშაკი, რომელიცა იმ დროს ებრძოდა პატარა სომხეთის მართველს მიტრობორზანსა. როდესაც ამასთან გაათავა ბრძოლა, ვაღარშაკი დაეცა სამეგრელოსა და წინააღმდეგმა ერისთავმა, რომელსაც შემოეხვიენ ვაღარშაკი და მირვანი, დაჰკარგა თავისი საკუთარი სამფლობელოცა. ამ ლაშქრობის შედეგი ის იყო, რომ ვაღარშაკმა რაკი ერთი მხრით ნახა, რომ საკმაოდ დააკმაოფილა მირვანის თხოვნა მცხეთის ტახტითა, მეორეს მხრით მიაგნო რა, რომ მირვანი უღონობის გამო არ მოითხოვს საქართველოს დაბრუნებას თავის უწინდელ სამზღვრებითა, დაინარჩუნა თავისათვის შავი ზღვის პირი და ალბანიას კი მისცა ავტონომია თავის მეგობრის არანის მართველობის ქვეშ2. თუმცა ესე უსვინიდისოდ მოექცა სომხეთის ხელმწიფე, მაგრამ რადგანაც ასე გაუწყვეტლად ემატებოდათ მძლავრობა არშაკიდებს, ამისგამოთ მირვანს არ შეეძლო არ მოეძებნა მათი მოწყალეება და მოინდომა ნათესავობის კავშირით დაემკვიდრა თავისი უფლება დანარჩენს საქართველოში; ამისთვის მისცა თავისი ქალი პართიანის ხელმწიფის შვილს არშაკსა.

IV. ძლივს ძლიობით დაამშვიდა თუ არა საქართველო და მოიყვანა ყველაფერი რიგზედ, მწრაფლ მშვიდობიანი მდგმოიარება მისი შეარყია ბარბაროზების შემოსევამა. კავკასის ჩრდილოდ მდებარე ქვეყნიდგან გამოჩნდა ახალი მრავალ რიცხვი ხალხი, რომელთაც ეძახიან ბალქარებსა. თავდაპირველად მათი ელი დადგა მალკისა და თერგის წყლის პირებზე, და იქიდგან, სკვითის ხალხისაგან შეწუხებულნი, თავისი სარდალი ვანთას წინამძღოლობით გამოიქცნენ მთისაკენა, გადმოიარეს ოსების ქვეყანაზე დარიალის ხეობით და დაეცნენ საქართველოსა. ბალქარნი მოდიოდნენ ისეთის სისწრაფით და შეურყევლობით, რომა იმათი შეოკება მაშინა, როდესაც გამოჩნდნენ არაგვის პირზედა, აღარაფრით შეიძლებოდა. მათ საჩქაროდ გადალახეს საქართველო, და როგორცა ჩანს მატიანეთგან, არ დაუგდიათ თვის შემდეგ აოხრების კვალი. ოდესაც მიახწიეს სომხეთამდე, ბალქარები, სომხეთის ხელმწიფის თანხმობით, დაბინავდნენ იმ მაზრაში, რომელსაც ეძახდნენ ანპეტ-პასსერსა ან ვანანდსა3.

V. ქართული მატიანე, როგორც გვარწმუნებს, მიზეზი მესამე თვის-შორისის ბრძოლისა იყო, როგორც ზემოთაცა ვთქვით კიდეცა, სარწმუნოების გამოცვლის ცდა, რომელიც დაიწყო მირვან მეფის შვილმა, ფარნაჯმა. ყველამ იცის, რომა ზოროასტრის სარწმუნოების სწავლა, რომელიც იყო დაფუძნებული ბუნების განმღვთიერებაზედა, თავისი თავ და პირველი სიწმინდის წესით არა ჰპოებდა საჭიროდ ღვთის სალოცავად არც ტაძრებსა, არც კერპებსა (ბუთსა); ზორვას გადაიხდიდნენ ხოლმე მშვენიერ მთის სიმაღლეებზე, ან ანკარა წელის პირზე; მაგრამ როდესაც ირანელებმა და დასავლეთის ხალხმა გაახშირეს ერთი ერთმანერთში მისვლა-მოსვლა მაშინ ეს ღვთის მსახურების წესი ცოტაოდენად გამოიცვალა: ის შეიქმნა უფრო დიდებული და სადღესასწაულო, ყველგან, სადაც უფლებდა ეს სარწმუნოება, აშენდა ტაძრები და აიმართნენ კერპები (ბუთი). ეს ცვლილება შემოვიდა საქართველოშიაცა, როგორცა სჩანს, მოსწონდათ ქართველებსა. პირველად კერპი ამართა ფარნავაზმა ორმუზდის სამსხვერპლოსთანა ქართლის ქალაქში, არმაზის სახელობაზედ რომელიცგ ანპიროვნებდა უმაღლესის ღვთაებასა 4. საურმაგი და მირვანი გულ-მოდგინებით იცავდნენ სარწმუნოების მედიდურობას ისე, როგორც ხალხს მოსწონდა; მაგრამ ფარნავაზის შემდგომ, რომ განვლო ასორმოცდა ათმა წელიწადმა, მსწრაფლ ფარნაჯი დაუბრუნდა დავიწყებულს ძველებურს წესსა, რომელიცა სრულიად არ ესიამოვნებოდა ხალხსა. ამან მოახდინა ქართველებში ამღვრევა, და ხალხმა სასწრაფოდ გაუგზავნა თავისი აღმორჩეულნი პირნი არშაკიდებსა და სთხოვა, რომა გადაეყენებინა ხელმწიფობიდგან ფარნაჯი და იმის მაგიერად მეფედ დაესვა მირვანის სიძე, არშაკი. არშაკიდებისა მეცადინეობა, რომელთაც ალბათ უფრო უმეტესად ათხოვნინეს ქართველებსა, ვიდრე იმ მიზეზებმა, რომელნიც არიან აღწერილნი მემატიანეთაგან, ამ თხოვნამ სრულიად დააკმაუოფილეს, და ამისათვის არშაკს მაშინვე მისცეს სიგელი და პართიანებისა, ან სომხების ჯარით გამოისტუმრეს საქართველოში, რომელის მცხოვრებლები მიემხვრენ იმასა და ერთ-ხმათ ამოირჩიეს თავის ხელმწიფედ. ფარნაჯი გაიქცა პონტოს5. ათის წლის განმავალობაში გაუწყვეტლად ებრძოდა საქართველოსა ფარნაჯი, რომელსაც ექომაგებოდნენ პონტოსი და საბერძნეთის ნაქირავები ჯარი; შემდგომ რაკი დაიპყრო საქართველოს ერთი მაზრა ტაშირი, დააპირა კიდევაც სხვების დაპყრობაცა; მაგრამ ერთს ომში მოჰკლეს ისა და საქართველო დარჩა არშაკსა.

VI. ჩვენ ვნახეთ, რომა მირვანისა და სამეგრელოს ერისთავის ლაშქრობის შემდგომ სამეგრელო დაინარჩუნა სომხეთის ხელმწიფემ ვაღარშაკმა. მან დააყენა იქა თავისი მოადგილეები და მიანდო იმათა ზრუნვა იმ ქვეყნის კეთილ-დაწყობილებისათვისა; მაგრამ ამ მოადგილეებმა თავისი ანგარების-მოყვარებით მიიყვანეს ხალხი იქამდინ, რომა მოხდა ანღვრევა, რომელიცა მალე დააშოშმანა არშაკმა 6. არტაშესის მეფობის უკანასკნელს ხანში თითქმის 98 წლის ქრისტეს წინად კოლხიდის მეორე ამღვრევა მოხდა, მაშინ არტაშესმა მიანდო დამშვიდება და უფლება მთელი ზღვის პირზე მდებარე ქვეყნებისა თავის სიძეს პონტიის მფლობელს, ერთს ძველის დროებისასა საუპირველესო სარდალსა მიტრიდატსა, რომელსაც ბერძნულად ეძახდნენ დიონისე-ევპატორსა7. წინაპარნი მიტრიდატისა და პირველი მეფე ქართლისა ფარნავაზი იყვნენ, როგორც ვნახეთ ზემოთ, შთამამავლობით ერთის ოჯახისანი და ალბათ ამ საქართველოს ნაწილის ქვეყნების მიცემა იყო დამყარებული იმის გვარ-ტომობის უფლებაზედა. მიტრიდატი დაეცა საქართველოსა და დაიჭირა არამცთუ მხოლოდ შავი ზღვის პირს მდებარე ქვეყნები, სხვა მეზობლად მდებარე საერისთვოებიცა და დააყენა იმ ქვეყნებში თავისი მმართებლები. 84 წ. ქრისტეს წინად ამ მაზრებში მოხდა მესამე ხალხის ამღვრევა. ხალხმა გარეკა პონტიის მმართებლები და მოსთხოვა მიტრიდატსა, რომ იმას დაენიშნა თავისი შვილი მაქორა8. მიტრიდატმა უჩვენა ხალხსა პირი, რომა ვითამ აუსრულებდა სურვილსა, და გაუგზავნა მაქორესა ოქროს ძეწკვი; მაგრამ რადგანაც ეჭვი ჰქონდა თავის შვილზედ, რომ ის სულ წინააღმდეგი იყო მამის სარგებლობისა, ამისათვის იმ ცოტას ხანში მოაკვლევინა იგი და მმართებლობა დასავლეთის საქართველოს ნაწილისა მიანდო ერთს ერთგულ მოსამსახურესა, რომელსაც მისცა ძლიერი ჯარი9. მშვიდობიანობის დროს მმართებლობა იმ ოთხის ხელმწიფისა წარმოგვიდგენს მომატებულად იმის მზრუნველობასა, რომა ისინი სცდილობდნენ ქალაქების აშენებასა, სამზღვრების გამაგრებასა და მცხეთის განმშვენიერებასა ახალის შენობაებით, ტაძრებითა, კერპებითა, და სამსხვერპლოებითა. საქართველოს მატიანე გვიჩვენებს,რომა საურმაგმა ამართა კერპები: ანიანი და დანიანი; მაგრამ სომხური წელთ-აღწერა საურმაგისას ამბობს, რომა იმან ააშენა ოთხი კერპი, რომელთა რიცხვშიაც, ზემოხსენებულ გარდა, უფ. ბროსსეს აზრით შეიძლება, რომ ყოფილიყვნენ: გაცი და გაიმა. ფარნაჯიმ ააშენა მცხეთაში ჩელთის მახლობლად ქალაქი ნელაკრისი, რომელიც ეხლა აღარ არის და რომლის ადგილსაცა ჰქვიან აქომამდე სახელი ნეკრესი და იცავს ერთს შენობის ნანგვრევსა, როგორც ნაშთსა თავის უკანასკნელ აყვავებისასა. იმანვე ააშენა თავის დედაქალაქში „მოგტა“, სახლი, რომელიც იყო. მოგვების თავის შესაფარებელი ბინა, და იმის წინ მშვენიერს მაღლობ ადგილზე, არაგვის წყლის მარცხენა მხარესა, სადაც ის ერთვის მტკვარსა, ააშენა ტაძარი, სამსხვერპლე და ამართა კერპი ზადენი. ძნელი ასახსნელია, რომელს სარწმუნოების სისტემას ეკუთვნოდნენ თვისი შთამამავლობით ღმერთები, რომელთ სადიდებლადაც იყვნენ ამართული ეს კერპები: იმათი სახელები არ არის არც საბერძნეთის ღმერთებს შორის, არც ეგვიპტისა და არც ზენდავესტის სულთა კრებაში. უფ. ბროსსეს აზრით დანიანი არის ქართველებისაგან შეცვლილი სახელი ბერძნების დიანასი. იმ დროების შენობის რიცხვს მიეთვლება დარიალის სიმაგრე. ქართლის ცხოვრებაში არის მოხსენებული; რომ მირვან მეფემ, როდესაც შეასრულა ლაშქრობა დურძუკელებისა, გამოაბა კარები დურძუკეთის შესავალში და გაამაგრა ისა ქვით-კირის კედელში. პლინი ამ კარების აღწერაში ამბობს, რომა ის იყოვო გაკეთებული მრავალ რიცხვი ჩრდილოეთის ხალხის მოსევის შესაოკებელად; ამას გარდა ამბობს, რომ იმ კარებიდგან სამხრეთის მხარეზე იყოო გორაზე ციხე კუმანია10. შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ეს კარები და ციხე უნდა ყოფილიყო აშენებული ბალქარების მოსვლის შემდგომ სხვა მთის ხალხის შესაოკებელად, რომელნიც იწევდნენ სამხრეთისაკენ ბალქარების კვალზე. თუმცა ასე ზრუნავდნენ ხელმწიფეები ამ ქვეენის კეთილ-მდგმოიარებისათვის, მაგრამ ყველა ნაწილები საქართველოს სახელმწიფოსი არ იყვნენ მათს მეურნეობის ერთნაირ ყურადღების ქვეშა, დასავლეთის ქვეყნებ შორის, რომელნიც უმეტესად იყვნენ დაშორებულნი საქართველოს კენტროზე, და შუაგულ მდებარე მაზრებს შორის იყო დიდი განსხვაება. სომხის ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომა, როდესაც ვაღარშაკმა დაიპყრო სამეგრელო, ქვეყანა ხალიბებისა და ლაზებისა, მაშინ შენიშნა, რომ ეს მშვენიერი და მდიდარი ყოველი მიწის ნაყოფითა ქვეყანა იყო გაოხრებული დაუდევნელობითა, ხვნა-თესვა იყო თავ-დანებებული, რიონის წყლის პირის ქვითკირის თირეები იყო გაფუჭებული ყურუგდებლობითა დ ამ მდინარის წყალი აღელვებისაგან ხშირად გადმოვარდნილი მინდვრებზედ აყენებდა მრავალ გუბეებსა, რომელსაგანაც შეიქმნა ჭაობები. გზებზე იყო ატეხილი ხშირი ტყე, თვით ხალხიც მიზდევდა მხოლოდ თულობასა. ამ გვარი გაოხრების მიზეზი ის იყო, რომ, რაკი ეგვიპტეში ქალაქი ალექსანდრია აშენდა და ინდოეთისაკენ სხვა სავაჭრო გზები გაიხსნენ, ძველებური ვაჭრობა მტკვრის და რიონის წყალზედ შეჰსწყდა, თუმცა ფარნავაზი ცდილობდა მის გავრცელებასა. იქაური მცხოვრებნი, რომელნიც მარტო თავის ქვეყნის მარჯვე მდებიარობისაგან დაჩვეულნი იყვნენ თითქმის უშრომელად და უხნავ-უთესვოთაც იმის შოვნასა, რაც არამცთუ მიუცილებელია ცხოვრებისათვის, არამედ გარდამეტებულიც არის, ვაჭრობის შეწვდომის შემდეგ აღარ პოებდნენ საჭიროდ, რომ რიგიანად შეენახათ რიონის მონიო იგინი მიეცნენ დაუდევნელ თულობასა და მტაცებლობასა, თვის-შორისის ბრძოლისავით, რომელიც ზედმოახვივეს თავიანთ ერისთავებმა. სომხის ისტორიკოსების მოწმობით, ვარღარშაკს სურდა, რომ უკეთესობაში მოეყვანა ყოფა-ცხოვრება თავის ახალ ქვეშე-ვრდომილის ხალხისა, და ამისათვის გაგზავნა იქა ოცდა ათი ათასი მუშა, რომელთაც გათხარეს არხი რიონში - წყალთა ჩასადენად; გაასწორეს ბევრი სიმაღლეები, ამოაშრეს და შეამაღლეს დაცემული ჭაობი ადგილები; გაასწორეს ძველი თირეები რიონისა; გამოჩეხეს ტყე და გახსნეს ხელახლა გზები11.

ქართველთ მეფეების სახლობას ამ ეპოქაში, როგორცა ჰსჩანს, ჰქონია დიდი სიმდიდრე. არა მარტო შენობეებით შეიძლება ეს განვისაზროდ. მარტო ფარნაჯიმ, როცა გაიქცა პონტოს, გაიტანა საქართველოდგან იმთენი ძვირფასი ნივთეულობა, რომ იმის მეოხებით ათი წელიწადი ნაქირავის ჯარითა ეომებოდა უბედურად არშაკსა. სიმდიდრე მეფეთა შეიძლებოდა ყოფილიყო ოქროსა და ვერცხლისაგან, და ინდოეთის ძვირფას ქვათაგან, როგორც ფულად, ისე ნივთეულად. მაშინდელ ფულსა ერქვა „ხვასტანგი“ რომელიც ერთის ცხვარის ფასად გადიოდა ხალხში ამ ძველთაგან ძველის ქართულის ფულის დედანი, როგორც გვარწმუნებენ ჩვენის დროების ნუმიზმატები, არისო. ბევრს მუზეუმებში. თუმცა მიწის ნიადაგი შეიძლებოდა ყოფილიყო გაუწყვეტელ ქონების წყაროთა, მაგრამ სახეში რომ ვიქონიოთ ხალხის ჯაფის უსიყვარულობა, გამოვა, რომ უმთავრესი წყარო მაშინდელების სიმდიდრისა იყო ისე ნაყოფიერება დედა-მიწისა არა, როგორც ბაჟი ყოველ იმ საქონელზედ, რაცკი რომ გადმოჰქონდათ იმათ მამულებზედ ინდოეთიდამ ევროპაში და ევროპიდამ ინდოეთში. ჯერ მაშინაც, როცა, სხვა გზების აღმოჩენის გამო მოაკლდა ამ შარა გზა სავაჭრო საქონლის გადატან-გადმოტანა, ჯერ მაშინაც, როგორც გვარწმუნებს პლინი, რომი შორაპანში გზავნიდა ასს მილიონს სესტერცისა12 იმ საქონლის ბაჟად, რომელსაც უვლია ამ ქალაქზედა რომში წასაღებად; მაშასადამე ჯერ კიდევ ფარნავაზისაგან შორაპნის აშენების კარგა უწინ და იმ დრომდე, რომელზედაც ლაპარაკობს პლინი, შემოსავალი ქართველთ მეფეთა უფრო მომატებული უნდა ყოფილიყო. აუარებელი განძი მოულოდნელად ნაპოვნი ფარნავაზისაგან გამოქვაბულ კლდეშია გვაძლევს მიზეზს ვიფიქროთ, რომ ის განძი მოგროვილი იყო თვითონ ფარნავაზის წინა-პართაგან და მათგანვე დამალული ალექსანდრე მაკედონელის არეულობის დროსა; ამას გარდა ძნელი დასაჯერებელია რომ ამ განძის ამბავთ არ სცოდნოდა ფარნავაზის დედასა, რომელიცა შველიდა კლდიდამ საიდუმლოდ გამოტანასა. აქედამ შეიძლება ვიაზროთ სიმდიდრე ერისთავებისა და ხალხისაცა, რომელიც თავის დღეში თავის მეფეებს არ უყურებდა ისეთის დამონებითა, როგორც სხვა აზიის ხალხი, ეგ უპატრონო და უმწედ შთომილი სხვერპლი თავის დესპოტებისა.

_______________

1. Snt. Martin; Recherches sur l' hist. de l'Asie; chap. 19

2. Recherches sur l'hist. de l'Asie, chap. 20.

3. Recherches sur l'hist. de 1 Asie, ch. 20.

4. ვახუშტი (გეოგრ. აღწერა გვერდი 8 და 26) სწერს, რომა არმუზის სკერპი იყოო უშველებელი დიდი, ოქროთი მოსილი; თვალები ჰქონდა გაკეთებული ძვირ-ფასი ქვითა და ბრწყინვალე გვირგვინი ამისთანავე ქვებით მოჭედილი ედგა თავზე. იმის გულისათვის იყო დაწესებული დღეობა, რომელსაც გადიხდიდნენ ხოლმე მთის ძირში. იქ შეიყრებოდა მრავალი რიცხვი ხალხი და მოვიდოდა ხელმწიფეცა დიდი-კაცებითა და საკრავებითა და ბუკის კვრით შესწირავდნენ ზორვასა: ზოგი ხოცავდა, ხარებსა, ზოგნი ცხვრებსა, ირმებსა დ გარულ თხებსა და ზოგნი იმ საზარელ დავიწყებამდე მიაღწევდნენ ხოლმე, რომა მსხვერპლად შესწირავდნენ თავის შვილებსა. მას შემდგომ დაიწჟობდნენ ლხინსა, როკვასა და სხვა სამხიარულო თამაშობასა, რომელიც გასწევდა სამი დღე. ამ გვარი დღეობა იყო დანიშნული სხვა ღმერთებისათვისაც.

5. ისტორია თეიმურაზ ბატონი შვილისა; გვერ. 121.

6. Мойсей Хорен., кн. II гл. 8.

7. იგივე თავ. 10.

8. ისტორია თეიმურაზ ბატონი შვილისა, გვ. 123.

9. Crev. hist. Rom. tom. X, liv. 33.

10. Plin. lib. VI. cap. 12.

11. Recherches sur l'hist. de l'Asie, ch. 20.

12. Plin. lib. VI cap.

5 სხვა და სხვა ამბავი

▲back to top


სხვა და სხვა ამბავი

გამოფენა — საქართველოს გამიჯნავებისა გამო — ქორწინება ახლო ნათესავთა შორის — იაროსლავის თავად-აზნაურთა წანადადება ოთხს საგანზედა — გასამართლების რეფორმისა გამო — მიმინო - კოროლი უფროსი რედაქტორი ჟურნალისა — შედარებითი სქემა კაცის მკვლელებისა ევროპიის სხვა და სხვა ხელმწიფოებში — საფო და შტოლცი.

სოფლიური ეკონომიის წარმოების გამოფენა ტფილისში 3 ნოემბერს 1862 წ. სამშობლო ქვეყნის მიწის თუ ხელობის ნაწარმოების გამოფენასა აქვს დიდი მნიშვნელობა: იგი წარმოგვიდგენს თუ კარგად და ყურადღებით არის საქმე დაჭერილი, რამოდენათაც შეიძლება სრულს სურათს სოფლიურ ეკონომიის წარმატებისა და ახლო გვაცნობებს ქვეყნის მატერიალურ ღონისძიებას და შეძლებასა. თვით მოწარმოეთათვისაც დიდად სასარგებლოა არამც თუ დრო გამოშვებითი გამოფენა მათის ნამუშავარისა, არამედ სამუდამოცა, თუ რომ ამის ღონისძიება იქნება. იმათ შეუძლიანთ გამოფენაში ნახონ ბევრნაირი მიწის საუკეთესო მოსავალი, სისრულეში მოყვანილი სამოქმედო იარაღი, ახალი აღმოჩენები. აქ გამოფენაში შეიძლება მოწარმოენი, სხვა და სხვა მხრიდამ მოსულები ერთმანეთს შეხვდნენ და გამოკითხვით, ლაპარაკით, აზრების გარდაცემით მიიღონ რამე თავისა და მამულის სასარგებლო სწავლა და გამოცდილება. მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ, უფრო ბევრს ჩვენს მებატონეთაგანს არ ესმის ჯერ მიუცილებელი საჭიროება გამოფენისა და ამიტომაც გულგრილად და თითქმის შეუტყობრად ჩაივლის ხოლმე მისი დაწესების დრო ჩვენს ქალაქშია. მარტო ერთი კონკურენცია (მოცილეობა საგნის უკეთესობაში) რამოდენა ღონეს მიჰსცემდა მოწარმოესა და რამოდენად წინ წასწევდა საქმესა; – და უკეთესი კონკურენცია სად იქნება თუ არ გამოფენაში, სადაც იმდვენი ხალხი სინჯავს ნაწარმოებს და სადაც ხელობის ხელოვნება, თუ მიწის გამოსავლის სიკეთე ერთისა დაეტაკება საქვეყნოდ მეორის ხელობის ხელოვნებას, თუ მიწის გამოსავვლის სიკეთესა. მარტო ერთი საზოგადოობის მოწონება რარიგად ავარჯიშებს მოწარმოეს! ერთის გამარჯვება, მეორესაც მოანდომებს საკულაოდ გამარჯვებას და ეს მოუმატებს გულმოდგინეობას და ცდასა გულმოდგინეობა და ცდა კიდევ არიან პირველნი, უმთავრესნი ღონენი წარმატებისა. მაგრამ, კიდევ განვიმეორებთ, ჩვენდა საუბედუროდ, ეს არ გვესმის, დაუდევნულები ვართ და გულგრილნი ყოველ სიკეთისათვის.

ყოველ ხალხში, სადაც გაჩაღებულია სოფლიურ ეკონომიის წარმოება და ის ყოვლად-შემძლებელი კონკურენცია, იქ ხალხი გამოფენას ელის როგორც დღესასწაულსა. ყოველი მხარე გაგზავნის ხოლმე თავის ნამუშავარს, ყოველი მებატონე თავის მეცადინეობის და ღვაწლის ნამოქმედებსა, ყოველი ხელოსანი თავის ოსტატობის ნაწარმოებს და ბევრი მათგანიც თან გაჰყვება ხოლმე თავის წლის ნამუშავრის ნაყოფსა, თუ, რა სასაკვირველია, ეგ შესაძლო იქნება.

გამოფენის გამართულობა არის ხოლმე საუკეთესო როგორც ჭკვისათვის, ისეც გრძნობისათვის. შეხვალთ თუ არა მსწრაფლ მოგესმით მუზიკის ხმა, შადრევნების ჩხრიალი, რომელნიც გრილსიოს მოჰფენენ ხოლმე გარეშემო; თვალთა თქვენთა წარიტაცებს მწვანე ვარდები და ყვავილები მხიარულად გადაშლილნი; მორთული მხიარული ხალხი დადის და სინჯავს გამოფენილს ნივთებს; მეპატრონენი დაჰხრაიან როგორც შვილებს თავის ღვაწლის ნაყოფსა, როცა მას იწონებს მჭვრეტელი.

ეს ყველაფერი აძლევს გამოფენას რაღაც დღესასწაულობის სახესა. მართალიც არის: აქ ჭკუა დღესასწაულობს თავის ძლიერებას, მხნეობა და მეცადინეობა — თავის გამარჯვებას, სწავლა და ცოდნა — თავის ნაყოფის სიკეთეს; დიახ, ეგ არის უქმე,დღესასწაულობა კაცის ჭვის და შრომის სასახელოდ და სადიდებლად! ბედნიერია ხალხი, რომელიც იქამდინ არის მიხწეული, რომ შეუძლიან ჭკვის პატივი და შრომისა. ყოველგან ნახეს სარგებლობა გამოფენაებისა, რადგანაც ყველგან მაგისაგან დიდი ნაყოფი გამოვიდა. ჩვენშიაც მიხვდნენ მაგის საჭიროებას და მართებლობამ მიიღო. მაგ საჭიროების დაკმაყოფილების მეცადინეობა.მართებლობისაგან დაწესებულ სოფლიურ ეკონომიის საზოგადოებისაგან ყოველ წლივ შემოდგომაზე ტფილისში მოხდება ხოლმე გამოფენა ჩვენის ქვეყნის ნამუშავარისა. ესრედ შარშან 13 ნოემბერს გაიხსნა დროებითი გამოფენა ჩვენს ქალაქში, თვით საზოგადოობის საკუთარს სახლში. ეგ გამოფენა ერთ თვეზედ მეტი იყო. ერთი სამწუხარო და დამაღონებელი ფაქტი შევნიშნეთ: მნახველი ყოველთვის ძრიელ ცოტა იყო; ქალაქის ცხოვრებაში გამოფენამ არაფერი ცვლილება არ მოახდინა, სულ ყოველი ფერი მიდიოდა თავის რიგზედ, თითქმო დაძინებულია, ვითომც არცკი ყოფილიყოს ეგ ამბავი.

შარშანდელს გამოფენას ეჭირა სამი ოთახი. ერთი ოთახი სრულიად ორ ოთახზედ მოშორებული; ის ოთახი ეკუთვნის ფლიგელს, რომელსაც ამ ორ ოთახთან შეაერთებს მუაჯარი. რა წამს აბრძანდებით, მარჯვნივ ნახამთ გამოწყობილ ნივთებს; ამ მოაჯრიდამვე შესავალია პატარა ზალაში, სადაც გამოფენილია ძვირფასი ნივთეულება. ზალის თავში კარგი ადგილი უჭირამს ძრიელ საინტერესო მინერალების კოლლექციას, რომელიც შეკრებილია უფ. ბაიერისგან კავკასიის სხვა და სხვა ადგილებში ათის წლის მეცადინეობითა. ეს მდიდარი კოლლექცია გვიმტკიცებს ჩვენ ქვეყნის ბუნების სიმდიდრეს გამოულეველი სიმდიდრე იპოვება ჩვენს ქვეყანაში; მაგრამ ჩვენ ქართველებს რად უნდათ — ისეც ბევრი აქვსთ. ზალის სიგძეზედ გაწყობილიყო. მშვენიერი ხელობა ვერცხლის ნივთებისა, ოქროსი სევადებით, იქავ კედელზედ ეკიდა მხატრობაები; მეორე ბოლოს სტოლზედ გამწკრივებულიყვნენ სხვა და სხვა ხელოვნებანი ტფილისის ფაბრიკისა (гранильной и каменно-картонной массы) მარმარილოს პატარა სტატუები, სტოლის შესამკობი მარმარილოს ქვისაგან გაკეთებული ნივთები და სხვა წვრილმანები. აქვე იდგა თლილი ქვის სტოლი, მოდელი ფეჩისა და ბუხარისა, ისიც ქვისა, გამოგზავნილი ღონაძე დიაკონისაგან. შემდეგ კარებამდისინ იყო გამწკვრივებული ხელოვნება აქაური ხელოსნებისა, ჩერქეზული ჩოხები, ყაბალახები და ქუდები. ზალის შუა იდგა მშვენიერი მარმარილოს სტოლი ოქროს ვარაყით და მარმარილოს კედლის საფლავის ქვა ზედ ამოჭრილის წარწერით: „ტფილისში გაკეთებული.“ ამ ოთახის წინაკარში ეკიდა სარკე და რამ დენიმე ჩერქეზული ჩოხები. ამ წინაკარიდგან შესავალია მეორე პატარა ოთახში, სადაც გამოიფენილი იყო. ბოსტნის მოსავალი, რომელსაც ეჭირა ძრიელ პატარა ადგილი. რა წამს შებძანდებოდით, თვალს მიაქცევდით კოლონისტებისაგან წარმოგზავნილს უშველებელ გოგრებს, აგრეთვე საუცხოვო კარტოფილის ეგზემპლიარებს, წარმოდგენილს ივანე მუხრანსკისაგან და სხვა მცირე ბოსტნის მოსავალს უფ. დეიჩმანის ბოსტნიდან, რომელთა შორის კარგი ეგზემპლიარები იყო ყვავილიანის კომბოსტოსი. ჩვენში მრავალია სხვა დ სხვა ბოსტნის მოსავალი, უმეტესად ქალაქის პირებში დიდ სარგებლობას აძლევს საზამთროს და ნესვის ბოსტნები, წვანილეულება,— რასაკვირველია, ამაზედ ყურადღება უნდა მიქცეული ყოფილიყო; მაგრამ ამ გამოფენაში ვერა ვნახეთ: ნესვი, საზამთრო, კიტრი, ბადრიჯანი, მწვანილი, რომელიც არის მოუკლებელი ყოველ სუფრაზედ და ფრიად სახმარი ჩვენს ქალაქშია. ჩვენ გაგვიკვირდა ამ ალაგას რატომ არ იყო წნილები, მერე მაშინ, როცა ვიცით, რომ ჩვენში იციან კარგი მომზადება წნილისა; იქნება ჰგონიათ წნილის მცოდნეთა, რომ ამისთანა უბრალო საგანი არ შეიძლება წარიგზავნოს გამოფენაში და ამისგამო მორცხობენ. ჩვენ გვინახავს, რომ სახალხო გამოფენაში წნილებსაც ქონიათ ღირსეული ადგილი. ყველაფერი დიდია და მშვენიერი, რომელიც თავის ალაგას და თავის დროს არის ხმარებული, მცირედი ნივთიც დიდია ოღონდ თავისი ალაგი კი ეჭიროს. ვსთქვათ მაგ. თვით წნილზედ. ვისიც კარგი წნილი იქნებოდა გამოფენაში კარგად შენახული და მომზადებული იმისი დუქანი უფრო ბევრს მუშტარს იშოვნიდა დ თვითონ მუშტარისათვისაც მეტი არ იქნება, რომ იცოდეს სად იშოვის კარგს წნილსა. იმავე ოთახში იყო ერბო და ყველი გამოგზავნილი ბარონ ნიკოლაის მამულიდან. ჩვენი ოსური ყველი კი და ერბო არ იყო. აქვე უნდა ყოფილიყო. მაწონი, რძე და მათი სახმარებელი ჭურჭლები, რომ ენახათ, როგორი რძიდგან ან მაწვნიდან აკეთებენ ერბოს, ან ყველს და ან რა ჭურჭელია ამისთვის საჭირო. კავკასიაში ბევრნაირი ჭურჭელი იხმარება ერბოს და ეველის გაკეთებისათვის; იმათი ნახვა ბევრისა თვის სასარგებლო იქმნებოდა. აქ უნდა ვსთქვათ რომ დიდი საქმეა ცოდნა, რა ნივთი, რა ადგილას უნდა გამოეწყოს; ბევრი ნივთი თავის ალაგას არა იდო. მაგ. რუსული სადღობელი გამომდგარი იყო მესამე ოთახში, სადაც აბრეშუმეულება და მინდვრის და ბაღის მოსავალი იყო; მისი ადგილი ერბოსთან იყო, რასაკვირველია აქ მნახველი ჟურადღებას მიაქცევდა მაშინ, როდესაც სხვა ადგილსკი შეუნიშნავად დარჩებოდა ეგრეთვე ვნახეთ დაწყობილი ერთად ყველი, წინდები, საპონი, რომელთა შორის ძრიელ დიდი განსხვაება არის. ამ ოთახიდამ გამობრძანდებით მუაჯარზედ, სადაც არის გუთანი კოლონისტის გაკეთებული, სპირტის გამოსახდელი და მოდელი ქარის წისქვილისა; ეს ნაწილი ყველაზედ ძრიელ ღარიბია. აქ უნდა ყოფილიყო იაფი მიწის იარაღი, რომელსაც ხმარობენ ევროპაში. ყოველი მამულის გონიერი პატრონი ეხლა ხედავს, რომ ეს ჩვენი მამა-პაპური მიწის დამამუშავებელის იარაღით მოსავლის მოყვანა მეტად უსარგებლოა დიდის ხარჯისა გამო, რომელიც მიუცილებელია ჩვენებურ იარაღების ხმარებაში. აქ რომ ყოფილიყო ზოგიერთი ევროპიული იაფის ფასის მიწის სამუშავო იარაღები, რომელთაც მოაქვთ ცოტა ხარჯი და დიდი სარგებლობა არ იქნებოდა ურიგო. ჩვენ მებატონეთათვის და მამულების პატრონებისათვის: აქ ყველა თავის თვალით ნახავდა იმათ სიკეთესა, ასწონდა, დასწონდა და იქნება გაებედნა კიდეც დაბარებაცა. ჩვენს ქართველს კაცს უნდა უთუოდ თვალით დაანახვო, თორემ ისე ძნელად თუ რამეს დაიჯერებს; იგი გადაეჩვივა სიტყვაზედ დარწმუნებას მრავალ გამოცდილების გამო, მაგრამ არამც თუ ევროპიული, ჩვენის ქვეენის მიწის სამუშავო იარაღებიც არ იყო გამოფენაში. ჩვენი ქვეყანა სხვა და სხვა ადგილს სხვა და სხვა ნაირია, როგორც მიწის თვისებითა ისე მდებარობითა. ამ სხვა და სხვაობის მიხედვით იხმარება სხვა და სხვა იარაღიცა. არ იქნებოდა უსარგებლო, რომ მებატონეთა ენახათ ეგენი, იქნება თავის მამულისათვის ზოგიერთს გადეტანა სხვა მებატონის იარაღი, რომელიც ჭკუაში დაუჯდებოდა და მოემარჯვებოდა. აგრეთვე მიწის მოსავალი, რომ უეზდ და უეზდებად ყოფილიყო გამოფენილი ის უფრო მისცემდა ღონისძიებას, რომ სისწორით წარმოედგინათ, რა რიგი გარჩევა აქვს ერთი მხარის მოსავალს მეორისაგან. თესლეულობა გამოფენილი იყო მესამე ოთახში, რომელიც ამ ორ ოთახზედ მოშორებული იყო. რაწამს შეხვიდოდით ამ ოთახში კარების პირდაპირ დაინახამდით კედელს, მორთულს მინდვრის მოსავალის კონებითა და ყვავილებითა. ამ დიდ ზალის სიგძეზედ შუაზედ ეწყო თესლეულება მინდვრის; აგრეთვე ხეხილის ნაყოფები, რომელთა უკეთესი ეგზემპლიარები გვინახამს ბაზარშიაცა და აქ სრულიად ღირსი არ იყვნენ გამოფენისა. ხორბალი, ახალთესლი, ფეტვი, ღომი, სიმინდი, ჩალთიკი, ბრინჯი და საზოგადოთ უმეტესი ნაწილი თესლეულებისა წარმოდგენილი იყო კოლონისტებისაგან. ამ ნიმუშებზედ რუსულად ეწერა სახელი თესლისა დ საიდამ არის წარმოდგენილი. რასაკვირველია, ბევრნი მსურველნი ვერ შეიტეობდენ, რა თესლეული არის, ან საიდამ. ზოგს ბოსტნის მოსავლის ნიმუშებზედ ფრანციზულად ეწერა. როგორ გაუკვირდებოდა ახალ მოსულ უცხო ქვეყნის კაცს რომ ნახამდა, რომ საქართველოში ისე გავრცელებულია ევროპიული ენები დაბალ, თუ მაღალ ხალხში, რომ მებოსტნესთვის გასაგებია ბოტანიკური ტერმინები; ისკი არა თუ უმეტესი ნაწილი თავად-აზნაურობაშიაც მოკლებულია არამც თუ ფრანციზელს, თვითონ რუსულსაცა და (ჩვენში ითქვას) ქართულს კითხვა-წერაზედაცა ხანდისხან უკაცრავოდ არიან. ამ ოთახშივე დგას სიმინდის საცეხველი გაკეთებული ტფილისის ქარხანაში, რომელზედაც რუსულად ეწერა რისთვისაც არის. ეს ჩვენის ხალხისათვის დიდი სასარგებლო ნივთია. ბევრი ვერ მიაქცევდა ამას ყურადღებას; ქართულად რომ ზედ სწერებოდა, იქნება მაშინ კი შეეტყოთ. რომ უფრო გაეგოთ და მოსწონებოდათ; ამასთანავე სიმინდის ტაროებიც უნდა ყოფილიყო დაწყობილი და ხანდისხან დეცეხვათ ხოლმე, რომ მნახველებს ენახათ თავის თვალითა მისი სიკეთე. ჩვენ ეს საცეხველი არ ვინახავს მუშაობაში, ამიტომ არ შეგვიძლიან მაზედ ვსთქვათ რამე. ეგრეთვე კარგი იქნებოდა, რომ ყოფილივო. მოდელები ხორბლის შესანახავისა. ძრიელ ხდება პური ორმოში. ჩვენი ბეღლის მოდელიც ვერავნახეთ გამოფენაში.

ამ ზალის თავს იყო. გამოფენილი მშვენიერი ნიმუშები აბრეშუმისა ნუხიდამ, შამახიდამ, დარუბანდიდამ. კახეთიდან იყო წარმოდგენილი მშვენიერი ნიმუშები თავად ანდრონიკაშვილისა და თავად ჭავჭავაძისა. ამ ნიმუშებთან კარგი იქნებოდა თვით მაშინაც, რაზედაც კეთდება ამისთანა მშვენიერი აბრეშუმი; აქვე უნდა ამოეღოთ ჭიის პარკები. აბრეშუმის ახლო იყო მოსხმული შტო. ბამბისა. კედლის სიგრძეზედ გამოწყობილი იყო სხვა და სხვა ნივთები ერთათ არეული: ჭურჭლები, საპონი თუ ახალი სანთელი, ნავთისაგან გაგეთებული. ნავთის სანთელი ახლად გამოჩენილი არის და ბევრი ვერ შეიტყობდა, თუ რისგან არის გაკეთებული, ამის გამო, რომ ზედაც არ იყო დაწერილი თუ რის სანთელია. ამასთანვე აქვე უნდა ყოფილიყო თვით მასალა, რისგანაც ის კეთდება. მეორე მხარეს იყო გამოფენილი ძლიერ ცოტა ბოთლები სასმელებით, გამოგზავნილი კოლონისტებისაგან, და თანბაქოები. აქვე ვნახეთ საუცხოვო ენდრო და ზეთის სახდელი თესლები ნახჩევნიდამ. ამ ოთახის კარგა ადგილი ეჭირათ ნაქსოვებს: ხალიჩებს, ფარდაგებს, ხურჯინებს, სამოლსებს და სხვათა. მაგრამ საქსოვრები, დასართავები და საჩეჩები არ იყო წარმოდგენილი, რომელნიც ძრიელ საინტერესო იქნებოდნენ სანახავად. ყურძენი სულ არ იყო. რამდენი მრავალი სხვა და სხვა ყურძენია საქართველოში; არც ღვინის დასავენებელი ჭურჭელი იყო. დიდი სარგებლობა არის ჩვენში ღვინიდამ, ამიტომ ყოველი მეცადინეობა გამომფენელთა ამაზედ უნდა მიქცეულიეო. აგრეთვე ფუტკრის სკებიც არ იყო: არც ეს იქნებოდა ურიგო, რომ ყოფილიყო.

ერთის სიტყვით ჩვენ უნდა ვსთქვათ, რომ შარშანდელი გამოფენა იყო ღარიბი და ნაკლული, რაც რამე იყო ისიც არ იდგა თავის ადგილს; ეგ უწესობა შეადგენს დიდს ნაკლულევანებას; ამ ნაირ საქმეში. ჩვენ წინათა ვსთქვით, რომ გამოფენები ძლიერ სასარგებლო იქნებაო. ჩვენის მხარისათვის და აქაურმა სოფლიურ ეკონომიურ საზოგადოებამ ძლიერ კარგი ქმნა, რომ დაარსა აქ გამოფენები; მაგრამ ამასთანავე ჩვენ არ შეგვეძლო, არ გამოგვეთქვა, რომ შარშანდელი გამოფენა შორს იყო იმ გამოფენაზედ, რომელსაც სთხოულობს ეხლანდელი მდგომარეობა ჩვენის სოფლიური ეკონომიის ნამუშავრობისა და წარმოებისა; ვბედავთ ეგრეთვე თქმას, უკეთესი გამოფენა მოეთხოვებოდა აქაურ ეკონომიურ საზოგადოებას, რომელსაც აქვს საკმაო ღონისძიება ამ ნაირი საქმისათვის. რასაკვირველია, ჩვენ ყოველს ამ ნაკლულოვანებას ვაბრალებთ არა მარტო გამომფენელებს, არამედ თვით მიწის მომქმედებს და აქაურ ცხოვრებლებს მიწის პატრონებს. ჰჩანს, რომ ისინი კიდევ გულგრილად არიან ამგვარ საქმეზედა. ეს სამწუხაროა ისე, იქნება, მეპატრონეთათვის არა, როგორც იმათთვის, ვისაც გული შესტკივა ჩვენის წარმატებისათვისა.

პირველ განჩხრეკაზედვე კაცს აკვირვებდა ის ფაქტი, რომ უმეტესი ნაწილი წარმოდგენილის ნივთებისა იყო ნემენცების კოლონისტებისა. ქება და დიდება იმათ, მაგრამ ჩვენ კი გული გვტკივა, რომ ისინი შეადგენენ ჩვენის ხალხის უმცირესს ნაწილსა და იმათი ნამოქმედები კი ჩვენს ნამოქმედებაზედ გადამეტებული იყო წარსულს გამოფენაში სამწუხარო ფაქტია, მაგრამ კი მართალი. რა გვეშველება ჩვენ უბედურებს, როდემდის უნდა პირდაღებული ვიყვნეთ: იქნება თავის თავად ლუკმა პირში ჩაგვივარდესო. ამერთაგან და ნამეტნავად იმერთაგან თითქმის არაფერი არ იყო წარმოგზავნილი. ყველაფერში ამისთანა გულის სიგრილე საცოდავობაა! თუ თვით ხალხი,რაც უნდა საქმე იყოს, არ შეეწევა მაგ გვარებში საზოგადოობას, მარტო საზოგადოობა რასა იქ? მხოლოდ საერთო ცდას მთავრობის დ მცხოვრებლებისას შეუძლიან ყოველ დაწესების რიგზედ წაყვანა და ნამეტნავათ ამ გამოფენების დაწესებისა. ღმერთმა ქმნას, რომ ეს ასე მოხდეს და გზა წაემართოს როგორც თვით ეკონომიის საზოგადოებას, ისე ჩვენ მამულის მეპატრონეთა

თ. ესტ. მაღალაშვილი.

საქართველოს გამიჯნავებისა გამო. ერთი დიდი და ფრიად სასარგებლო საქმეთაგანი არის დაწყობა ჩვენის ქვეყნის გამიჯნავებისა, ჩვენ ამ ჟამად არ გამოუდგებით იმ დებულების და კანონების განჩხრეკას, რომლებიც ამ საგანზედ არის დანიშნული. ჩვენ მარტო იმას ვეცდებით, რომ აღვხსნათ რამოდენა ძალა და მნიშვნელობა აქვს ამ საჭირო საქმესა. ვინ არ იცის რნაირად არის დახლართული ჩვენი მამულ-დედულების საქმე. მრთელ საქართველოში ოცი მამული არ იპოვება, რომ მოდავე არა ყვანდეს, სრულიად უდავო იყოს. ამ დავების და საქმების დახლართვის მიზეზი მრავალია, მაგრამ იმათ შორის უპირატესი ადგილი უჭირავს იმას, რომ თვითეული მამული არ არის თვითვეულად გამიჯნული და განსაზღვრული ჩვენ შორის. ეს უმიჯნავოდ მამულების ყოფნა ყველას ჩაიტყუებდა ხოლმე დვაში, თუ ვერა გამოვიტანერავო, ამბობდა ჩვენი ძმა-კაცი, მე ხომ არას წამართმევენო, ცდა ბედის მონახევრეაო. უფრო მაშინ ასტყდა ეს საშინელი ბრძოლა გერბიან ქაღალდებისა, როცა ჩვენები მიხვდნენ სასამართლოების ოსტატობასა და ხერხს; როგორც წვიმის ნიაღვარი ისე მიეშო დავები სასამარლოებში. გაიმსო სასამართლოები დავებითა და სასამართლონიცა ისე გულმოდგინედ აწარმოვებდნენ საქმესა, რომ პაპის საქმეს შვილის შვილის დროს გადაჰსწყვეტდა ხოლმე, ისიც თუ ძალიან აჩქარდებოდა მაშინ. ამ დავებმა ისე გაგვაკეთეს, რომ ძმა-ძმის მტერია და ბიძა-შვილი ბიძა-შვილისა და ერთი მშვენიერი სიკეთე შეგვძინეს, რომ სიმართლისადმი ნდობა აღარა გვაქვს და ჩვენს საკუთრებაზედაც არა ვართ დარწმუნებული. იმის გარდა რაც ფული და დრო იკარგებოდა ჩივილში და დავიდარაბაში, ვიღა მოსთვლის? თვითონ მამულსაც ის ფასი აღარა ჰქონდა, რის ღირსიც იყო, იმიტომ-რომ ვინც მამულს ყიდულობდა, რაც ამ მამულზედ დავა იყო ისიც უნდა ეყიდნა და ვინ არიცის რა ხარჯი აქვს დავას ჩვენში? ხანდისხან ზოგიერთს მემამულეთა მამულის კეთებისათვის გული არ შესტკივოდა, რადგანაც დარწმუნებული იყო, რო გაუკეთებელ მამულსა უფრო ცოტა მოდავე ეტანება, გაკეთებულს კი გამოუტყვრებოდა ერთი ღონიერი ვინმე ან ფულით ან წოდებით და თითონაც ყმად დაისახლებდა, არამც თუ მამულს გაიტანდა. ამისთანა მდგმოიარობაზედ სთქვა ეს გამოჩენილი სიტევა მსწავლულმა ბერკმა: „საცა საკუთრება დაცული არ არის, იქ ოქრო და ვერცხლი ჯერ კიდევ დაფლულია მიწაში, სიდამაც ის ამოიკრიფება ხოლმე“ ამაზედვე ამბობს გამოჩენილი ეკონომი ბაბსტი: „პირველი დ უმთავრესი საჭიროება ხალხის გამონაყოფისა და კაპიტალის შეძინებისა ის არის, რომ საკუთრება და ჭირნახული ხალხისა დაცული იყოს. როცა ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ჭირნახულის ნაყოფი ჩვენთვის არ დაიკარგება და ფუჭად არ ჩაგვივლის, მაშინ ვინ გაექცევა შრომასს? მაშინ ხალხის ნაღვაწს ნაყოფი სასწაულსაც მოახდენს ხოლმე და ხალხის კაპიტალი ნივთიერი თუ გონებითი საჩქაროდ გამრავლდება“. ჩვენი კეთილ მოსურნენი ამ მიზეზებს ყურსაც არ ათხოვებენ და დაგვცინიან, რომ მამულე ბი ისე არა გვაქვს გამართული, როგორც ანგლიაში, ბელგიაში და სხ. ვისაც ზურგი მაგრათა აქვს და არ ეშინიან წართმევისა და აკი მართამენ მამულებსა. ჩვენში შემოსავალი მამულს კი არა ხმარდება, არამედ დავიდარაბასა, ჩივილსა და სასამართლოებსა, მოდი აქა და მამული გამართე ! —

ჯერ კიდევ 1850 კნიაზმა ვარანცოვმა შენიშნა ეს ჩვენი უხერხობა მამულების თავობაზედ და ყურადღება მიაქცია. მაშინ უბძანა, შეედგინათ კომისია, რომელსაც უნდა დაედვა ახალი წესი და კანონები საქართველოს გამიჯნავებისათვის, რადგანაც ძველი წესი და კანონები ეკატირინე II-სა არც ჩვენს მხარეს, არც ხალხს, არც ჩვეულებას არ შეეფერებოდა. 1850-1857 წ. ეძინა ამ საქმესა. კნიაზმა ბარიატინსკიმ ხელახლად გააღვიძა და ჩააბარა ეს საქმე უფ. სტარიცკისა, რომ პროეკტი შეედგინა. ამის აღსასრულებლად უფ. სტარიცკი სამძღვარ-გარედ გავიდა, გაიცნო. იქაური დაწყობილობა ამ საგანზედ, მერე მოიარა მთელი ჩვენი ქვეყანაცა, რომ გაეცნო ხალხი, რომლისთვისაც გამიჯნავების პროეკტსა ჰსწერდა და გაეგო იმისი საჭიროება და ხასიათი. რაკი ყველაფერი საჭირო ვითარება შეიტყო, მან დააბეჭდინა თავისი პროეკტი, რომელიც დაურიგა გუბერნატორებსა და მარშლებსა, რომ თუ ვინიცობაა შესანიშნავი ქონდეს რამე, შენიშნოს თვით საზოგადოებამა. ამის შემდეგ 1861-ში 29 თიბათვეს ხელმწიფემ იმპერატორმა ამ პროეკტზედ ხელი მოაწერა. 1862 იანვარს ეს პროეკტი წარმოებაში შევიდა, რაკი რომ გაიხსნა გამიჯნების (межевая) პალატა. აი რამდენიმე აზრი რუსეთის გაზეთისა ამ პროეკტზედა: „გამოცდილებას და თითონ საქმეს შეუძლიან გამოაშკარაოს თუ რამოდენად ღირსეულად აღსრულდება ის, რაც დანიშნულია ამ პროეკტში, და შეიძლება თუ არა ის ჩქარი და მოკლე წარმოება, რაც საჭიროდ დაუნახავს ამის დამწერსა, საქმეზედ კარგად მოვიდეს. უვეჭველია რომ ეს ჩქარი და შემოკლებული საქმეების წარმოება მთელი მხრისათვის უპირველესი და მიუცილებელი საჭიროება არის, ნამეტნავად მაშინ, როცა ვიცით, რომ კავკასის იქით ისე დახლართულია საქმეები მამულის თავობაზედა. ამის გამო არ შეიძლება არ მივსცეთ ამ ახლად დაწყობილებას თავისი მხვედრი სიმართლე, აგრეთვე იმისათვისაც რომ საქმის წარმოების ფორმა ისე გაადვილებულია, რამოდენათაც შეიძლება ამ გვარი საქმის გაადვილება. ამ წესდებულების ზოგიერთს მუხლებს უფრო იმისთანებს, რომელიც არის წარმოდგენილი სადავოს საქმის დასამტკიცებლად, აქვსთ დიდი მნიშვნელობა არა მარტო კავკასიისათვის და მხოლოდ გამიჯვნებისათვის, არამედ ყველგანა და ყოველ დროს“. ამას ჩვენ მხრივ უნდა დაუმატოთ, რომ ბევრს არ იამათ, რომ მოვიდა დრო, რათა ყოველმა თავის წილი იცოდეს და თავისი სამზღვარი. ამიტომაც არ ეჭაშნიკათ ეს ამბავი და ამტკიცებენ, რომ ეს საქმურ უსარგებლოა. მაგრამ რამდენი საწყალი, დაჩაგრული კაცი, რამდენი ქვრივ-ოხერი ან ობოლი გაიხარებს, როცა მიეცემა ღონისძიება, რომ უშიშარად ამოჩიჩქნოს თავისი საკუთარი მიწა, ჩააბნიოს რამდენიმე მარცვალი და უშიშრად ამოკრიფოს თავის ოფლის ნაყოფი, რომლითაც გამოიკვებება როგორც თითონ ის წვრილ შვილიცა. კაცი უშიშრად რომ გამოდიოდეს თავის სახლიდამ და მიეცემოდეს თავის მამულის კეთებასა სრულიად დარწმუნებული, რომ იქავ კეტებით არ დაუხვდებიან ძლიერის ყმები და არა ჰცემენ, ესეც კაი საქმეა. ამას გარდა რამდენ კაცსა დარჩებათ თავები გაუტეხელი, რომელიც თუ არ გატეხილა, უნდა უთუოდ გატეხილიყო მოდავესაგან ან ხვალ ან ხვალ-ზევითა რამდენი კამეჩი, ძროხა ყურებ დაუჭრელი და კუდ-მოუკვეთელი საძოვრიდამ დაუბრუნდება პატრონსა, როცა თავის მამულის მიჯნები ეტყვიან, რომ, აძოვე ჩვენა ვართ შენი ზურგი. თუ ვინმე წამო-გედავოს, ჩვენ უშენოთაც ვეტყვით, რომ ჩვენი მფლობელი მარტო შენა ხარ. ამ შვებას უთუოდ იგრძნობენ ისინი, მაგრამ ჩვენ ვინ გაგვაგებინებს? ისინი თავის ბნელ ქოხსა ძნელად შორდებიან, და ჩუმად თავის მარტივ ლოცვაში დალოცავენ იმას, ვინც ყველას თავისი გაუსაკუთრა და თავისი მიანიჭა.

ჩვენ ამას ვუმატებთ სიტყვა-სიტყვით გამიჯნავების შესახებს განცხადებას; გვგონია, რომ მეტი არ იყოს ჩვენ მკითხველთათვის:

„პლანის დამტკიცებით გამიჯუნის წარმოებაზე უ. კავკასიის ნამესტნიკის თანამდებობის აღმასრულებლისაგან აწინდელს წელს გამიჯუნა მოხდება ხუთის მეჟევის კომმისიისაგან შემდეგის წესით: პირუჱლი კომმისია როდესაც შეასრულებს შარშანდელს დარჩომილ საქმეებსა აღარ გავა მტკუარს იქით მცხეთასთან, როგორათაც წინად იყო მოაზრული, არამედ შევა ხიდისთავის უჩასტკაში გორის უეზდში; დაიწყობს ძეგვის მამულიდგამ და გამიჯნავს რიგზე ყველა მამულებს, მტკუარსა და საწკეპელის მთებს შორის, რომელნიც გაყოფენ გორისა და ტფილისის უეზდებსა. მეორე კომმისია განაგრძობს გამიჯუნასა ტფილისის უჩასტკაში მანგლისისაკენ. მესამე კომმისია იწყობს მცხეთის გარეშემო ადგილებიდამ და გამიჯნავს ორსავე მხარეებს არაგვისა დუშეთის უჩასტკაში; სამზღურად მოქმედებისა ექმნება ერთის მხრით ქსანი, მეორეს მხრით მთა, რომელიც ჰყობს დუშეთის უჩასტკასა და თიანეთის ოკრუღსა. მეოთხე კომისია განაგრძობს. სართიჭალის უჩასტკის გამიჯუნას. მეხუთე კომმისია იწყობს იმ მამულების სამზღურიდამ, რომლებიც შარშან გამიჯნა მეორე კომმისიამ. ესე იგი, სამზღურებიდამ: ოქროყანისა, წავკისისა, წყნეთისა და ახალდაბისა, გამიჯნავს ტფილისის უჩასტკის მამულებს, რომელნიც მდებარებენ მარჯუნივ მტკვრისა და აყვება კოდის ტბისაკენ.

ზაკავკაზიის მეჟევის პალატა მოიყუანს რა ამ საგანს საზოგადო. ცნობაში, ამასთანავე გამოაცხადებს, რომ გიმიჯუნა დაიწყობა აპრილში 60-64 სტატიების ძალით უმაღლესად დამტკიცებულთ კანონდებულებათა ზაკავკაზიის მხარის გამიჯუნაზე ყველა პატრონები და უწყებანი ვალდებულ-არიან თჳონვე ადევნონ თვალ-ყური შემდეგს გამიჯუნის წარმოებას უეზდში და მიახლოვებას იმათ მამულთან; ეს ამისთჳს, რომ რა კი კომმისია მიუახლოვდება იმათ სამზღუარსა, მზათ იყუნენ არა თუ უჩუენონ ჯეროვანი სამზღვრები მამულებისა, არამედ დაამტკიცონ კიდეცა, ვინიცობაა დავა აღმოჩნდეს, თავიანთი სამართალი ყოველ-გუარის კანონიერის საბუთებითა.

და ამისთჳს მამულის პატრონები მოვალები არიან: პირუჱლად, კომმისიის მისულის დროს ან თჳთონ იყვნენ გასამიჯნავ მამულზე, ან გამოგზავნონ საკუთარი პოვერნია; მეორედ, მზათ ჰქონეთ ყველა ნისყიდობის წერილები და დოკუმენტები, რომლითაც დამტკიცდება საკუთრება მამულის დაწესებულს სამზღურებში, თარ გმანებითურთ და კოპიოებითურთ დოკუმენტებისა და თარგმანებისა და ჩააბარონ იმათ, ვისაც მინდობილი აქუს მიჯნების ჩუჱნება; მესამედ, უნდა მიჯნაზე გამოსცხადდებოდნენ უწყებაში დანიშნულს ვადაზე, ანუ ზემლემერების მისულის იმათ მამულში გამოსაცხადებლად და დაცუჱლად თავიანთ კუთუნილობისა.

თუ კომმისიის მისულის დროს მიჯნაზე არ დაესწრობიან არც თჳთონ მამულის პატრონი, არც იმისი წარმომადგინებელი ანუ პოვერნია, სამზღურების საჩუჱნებლად, მაშინ სამზღურებს უჩუნებენ მოურავები, მოხელეები და გლეხებისაგან ამორჩეული კაცები, და თუ ესენიც არ გამოცხადდებიან, მაშან სამზღურები უნდა უჩუჱნოს მამულის პატრონების მომიჯნავეებმა.

თუ სამზღურების მაჩუენებელს, დავის აღმოჩენის დროს მზად არ ექნება ყველა დოკუმენტები და სხუა საბუთები, მაშინ დავა გადასწყდება მხოლოდ იმ საბუთების ძალით, რომელნიც იმ დროს ექნებათ მოდავე პირთა.

თუ ვინმე შემდეგ უწყების მიღებისა, ანუ შემდეგ მეჟევის კომმისიის მოსულისა იმის მამულის სამზღურებზე, არ გამოაცხადებს რომ ის მამული იმას ეკუთუნის, მაშინ იმას აღარ აქუს ნება ითხოვოს შენდგომში არც მამულის ხელახლა გამიჯუნა და არც დაბრუნება, თუ ის მამული გამიჯუნაში დარჩა სხუასა, რომელმაც თავის დროზე გამოაცხადა თჳსი პატრონობა ამ მამულზე.

რწმუნების წერილები, მიცემულნი მამულის პატრონებთაგან შესახებ გამიჯუნის საქმეთა, უნდა დაიწერებოდნენ შემდეგის ფორმითა,

186 წელსა დღესა მე ქუჱმორე ხელის-მომწერელი ვაძლევ უფლებას ამა და ამას (წოდება, სახელი და გუარი), რომ ჩემ მაგიერ დაესწრას გამიჯუნის დროს ჩემდა კუთუნილთ მიწებთა, მდებარეთა, ამა - და - ამ უეზდში (წოდება უეზდისა) ამა - და - ამ სოფელთან (წოდება სოფლისა); ამასთანავე მივსცემ ნებასა, რომ უჩუჱნებდეს მამულების სამზღუჱრებსა, გამოაცხადებდეს დავასა, შეიტანდეს არზება, საჩივრებსა და აპელლაციებსა, მოისმენდეს განაჩენებსა, აგრეთუჱ მოახდენდეს დაზავებით მორიგებასა და საერთო მამულების გაყოფასა, შეურიგდებოდეს, ამოირჩევდეს შუაკაცთა და შუა კაცთ აღმორჩევის წერილებს ანუ ზ პისებს და სხუათა აკტებთა მოააწერდეს ხელსა“.

ხელის მოწერა მრწმუნებულისა:

ხელის მოწერა მოწმებისა:

„ქორწინება ახლონათესავთა შორის“ ძველთაგანვე თითქმის ყოველ განათლებულ ხალხთა სარწმუნოების თუ სამოქალაქო კანონები - უკრძალავდნენ ახლო ნათესავთა თვის შორის დაქორწინებას. უეჭველია რჯულის-მდებელთა ჰქონიათ ზნეობითი საბუთები, რომ ამითანა ასაკრძალვი კანონები დაუდვიათ; მაგრამ მეცნიერება კი ამტკიცებს ამგვარ ცოლქრმობისაგან წარმოსდგებიან ძალიან მავნებელი შედეგნი აგებულებისთვისაც. დიდი ხანია შენიშნულია დამღუპავი კრეტენიზმი (ესე იგი ტანის მახინჯობა და გონების სისუსტე) ისპანიის გრანდებ შორის, (თავადებში) რომელნიც მრავალ საუკუნოების განავლობაში ჯვარს იწერდნენ ხოლმე მარტო თავის ნათესავებზედა და სხვა წოდების ხალხს კი არც მიათხოვებდნენ ქალს და არც ითხოვდნენ იმათგან. რადგანაც მეტათა სურდათ, რომ თავისი დიდი მამულები გვარშივე დარჩომილიყო და უწინდელს სასტიკს წესსა, რომელიც მერე ჩვეულებათაც შევიდა, ჰქონოდა თავის ძალა; იმიტომაც გრანდების ოჯახები ერიდებოდნენ სხვა წოდების კაცთან დამოყვრებასა. ეგევე მიზეზები, — უფრო. რასაკვირველია მამულისა გვარში დარჩომა — მოქმედობენ ახლაც ფრანციაში, რომ თითქმის შეუძლებელს ბურჟუაზის (დაბალი მოქალაქე) წოდების ხალხსაც ჩვეულებათა აქვს ქორწინება ნათესავებს შორის. ამ გვარი ქორწინებისაგან შთამამავლობას ზედდაჰყვება ხოლმე განსაკუთრებითი აგებულების და გონებითი ნაკლულოვანება; უფრო ხშირად კი ყრუნი და მუნჯნი იბადებიან. დოქტორ ბოდენშა (Baudin), რომელმაც ბევრი წელიწადი შეჰსწირა ამის გამოძიებასა, დაგვანახვა თავის გამოკვლევითა ამ გვარ ქორწინების სამწუხარო შედეგი. ფრანციაში, ამბობს მსწავლული დოკტორი, ქორწილები ნათესავობაში შეადგენენ ასსზედ ორს ყოველ სხვა ქორწილებთა რიცხვშია. რომ შევადაროთ რიცხვი ყრუ-მუნჯებისა დაბადებიდგანვე, რომელიც წარმოდგება ახლონათესავების შეუღლებისაგან მთელს ყრუ-მუნჯების რიცხვთან გამოვა ასზედ ოცდახუთი (100-ზედ 25%) ლიონში, ოცდარვა — პარიჟში (28%) ოცდათი (30%) ბორდოში. ეს რიცხვი მატულობს იმოდენად, რამოდენათაც უფრო ახლო ნათესავები არიან შეუღლებულნი. როცა მაგალ. ერთს ყრუ-მუნჯზედ დაბადებითვე მოდიოდეს ერთი ყრუ- მუნჯი, რომელიც ახლონათესავობისაგამო იბადება, მაშინ თუ ეგ ახლო ნათესავები ბიძა-შვილები არიან, ერთზედა თვრამეტი მოვა, თუ ბიძა და ძმის წული ოცდაშვიდმეტი და თუ მამიდა და ძმის წული სამოცდაათი. ჟან ბოდენი ამტკიცებს, რომ შვილებსა, ყრუ-მუნჯებ დედ-მამისაგან დაბადებულებს სულაც არ გადაედებათ ხოლმე ყრუ-მუნჯობა; აქედამ თამამად შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეგ სენი შვილებზედ არ გადადის. სხვა სენებიც, რომელნიც მაგ გვარი შეუღლებისაგამო გამოჩნდებიან, არიან: ალბინიზმი1, ჭკვიდამ შეშლა და სალოსობა. სტატისტიკა (რიცხვითი აღწერა) ამ სენების ასრე კარგად არ არიან დამუშვებულნი, როგორც ყრუ-მუნჯების სტატისტიკა ბოდენისა.

„წინადადება იაროსლავის თავად-აზნაურთა ოთხ საგანზედა.“ იაროსლავის თავად-აზნაურებისაგან ამორჩეულმა კომმისიამ დაასკვნა იმისათანა წინადადება იმ ოთხს საგანზედ, რომელიც მოეკითხა მთავრობისაგან. პირველი საგანი შეეხებოდა კენჭით აღმორჩეულ სამსახურის დებულებას; ეს რომ გადაიხილა, კომმისსია ამ აზრზედ დადგა: აღმორჩევა შეუძლიან ყველას, ვინც კი მამულის პატრონია, ბევრის თუ ცოტას — ეგ სულ ერთია. იმ გლეხებსაც, რომელთაც მამულის საკუთრება არა აქვსთ და სამუდამო. ხმარების სამართალი კი მიუძღვის — იმ გლეხებსაც ამორჩევის ხმა უნდა ჰქონდეს, თვითვეულად კი არა, მთელს ერთს სოფლის საზოგადოობას მარტო ერთი ხმა, როგორც ერთს მამულის პატრონთაგანსა. კომმისსიამ ამასთანავე გამოცხადა, რომ ყოველ წოდებას (сословiе) თანასწორი რიცხვი ამომრჩევლებისა უნდა ჰყვანდეს. ამორჩევის ხმის გადაცემა იმისაგან ვინც კენჭის ყრას მოაკლდება, არ შეიძლება. ყოველი, რომელიც აღმოირჩევა და პატივცემული იქნება საზოგადოობის ნდობითა, თანამდებობის ასრულებაში შეუძლიან შევიდეს, ან იკისროს ის ვალდებულობა, რომელიც დამოკიდებულია აღმორჩევაზედა. აღმორჩეულნი პირნი თანამდებობაზედ დამტკიცდებიან იმის მიხედვით თუ ამორჩევა წესიერად მოხდენილა, მას შემდეგ ყოველ თავის მოქმედებაში მარტო კანონის და აღმომრჩევ საზოგადოობის წინაშე პასუხის მგებელნი არიან. უეზდების კრება ამომრჩეველთა შეიძლება მოხდეს არავის დაუკითხავად თვით უეზდის წარმომადგენელის ნება ყოფლობითა. მეორე საგანზედ, რომელიც შეეხება გუბერნიაზედ ხარჯის გაწერას, კომმისია ფიქრობს, რომ: რას უნდა დაედოს ხარჯი, რამდენი უნდა დაედოს და თვით ხარჯის გაწერა — ეს უნდა ეკითხოს მარტო ხალხისაგან ამორჩეულებსა ასე, რომ ამაში მთავრობა სრულიად არ უნდა გაერიოს. მესამე საგანზედ, რომელიც შეეხება ადგილობრივ კრედიტსა (поземельный кредит), კომისსიამ გამოაცხადა, რომ თუმცა დაწესება კერძოობითის ადგილობრივის ბანკისა ფრიად აუცილებელ საჭიროებად მიაჩნია, მაგრამ ჯერ ხანად ვერაფერს ღონის-ძიებას ვერა პოულობს იმათ დაარსებისათვის, რადგანაც სულ არარის საზოგადოობრივი ნდობა, იმისაგამო რომ საკუთრების უფლება საკმაოდ არ არის დაცული. მეოთხე საგანზედ, რომელიც შეეხება მუშის ფასის გადაკვეთასა, კომმისსია ამბობს: 1) რომ ერთ გვარი დებულება მუშა-კაცის დაჭერისათვის მთელ გუბერნიისათვის შეუძლებელია მისაღებად; 2) რომ ეგ დებულება უნდა შესდგეს არა მარტო თავად-აზნაურებისაგან,არარამედ იმ კომმისსიისაგან, რომელშიაც უნდა იყვნენ გარეულნი თავად-აზნაურნიც და გლეხნიცა (თითო წოდებიდამ ორორი). 19 დეკემბერს იაროსლავის თავად-აზნაურთა კრებამა ერთისხმით გადაწყვიტა, რომ მთავრობასა ჰსთხოვოს ამ წინადადებების ასრულებაში მოყვანა.

გასამართლების რეფორმისა გამო (ცვლილება). რუსეთში ეხლა დიდი ამბების გასამართლების (судопроизводство) რეფორმისათვის. ამ საგანზედ ყველგან: მართებლობაში, საზოგადოობაში, თუ ლიტერატურაში დიდი პროექტები და ლაპარაკია. მთავრობამ შეადგინა, ან უკეთა ვჰსთქვათ ის ქვა-კუთხედი დაამკვიდრა, რომელზედაც უნდა დამყარდეს ეს რეფორმა; ამისათვის შეადგინა სახელმძღვანებლად წვრილი, რომელსაცა ჰქვიან: Основныя положенiя преаброзованiя судебной части въ Россiи (სასაფუძლო დებულებანი სამსაჯულო ნაწილის ცვლილებისათვის რუსეთშია). მაგრამ საკვირველი ეს არის, რომ ამ დებულებაში ახსნილი არ არის, რომელს ენაზედ უნდა იყოს სამართლის გაჭრა, ანუ გასამართლება იმ ადგილებში, სადაც ხალხის მომეტებულ ნაწილს რუსულის ენის ცოდნა არა აქვს და სრულითაც არ ესმის ეს ენა. რუსული ლიტერატურაც ამ საგანზედ გაჩუმებულია, არავის ხმა არ ამოუღია, საგანი კი ისეთი დიდის მნიშვნელობისაა, რომ არამცთუ მარტო ხსენებისა, არამედ დიდის ყურადღებით გაშინჯვისაც ღირსი იყო. მარტო ერთმა გაზეთმა თებერვალში შენიშნა ეს ნაკლულოვანება და იმის გამო წარმოჰსთქვა ზოგიერთი აზრი, რომლისაც აქ მოყვანა ურიგო არ იქნება ჩვენთვისაც.

პირველად ის გაზეთი იმ აზრისაა, რომა იმ ადგილებში, საცა რუსული ენა ხალხს არ ესმის, — იქ მიუცილებლად საჭიროაო, რომ ხალხის ენა იყოს მიღებულიო გასამართლებაში, მაგალითად მოჰყავს ბესსარაბია. აი რას ამბობს ბესსარაბიაზედ ეს გაზეთი:

„უფრო მომეტებული ნაწილი ბესსარაბიის მცხოვრებლების თითქმის ორი მესამედი ხალხისა (6,000—მდე) არიან მოლდავანები, რომელნიც თავიანთ სამშობლო მოლდაურ ენაზედა ლაპარაკობენ და რომელთაც რუსული სულაც არ იციან, ძალიან ცოტა აზნაურებისა, ჩინოვნიკებისა და მოქალაქებს გარდა. დანარჩენი მესამედიდამ — რომელშიაც ურევიან სხვა და სხვა ტომისანი; ბოშები (11500—მდე), ბალქარები (48215—მდე), ურიები (78000—მდე) სომხები (2725-მდე) და ბერძნები (2000 — მდე). — ამათგან ერთმა ნახევარმა იცის თავის სამშობლო ენის გარეითად, კიდევ მოლდაურიცა. იქნება აქედამ გამორიცხულნი იყვნენ მოქალაქე-ურიები, სომხები და ბერძნები, რომელნიც ვაინაჩრობით რუსულსაც ლაპარაკობენ. რაც შეეხება მეორე ნახევარსა, რომელშიაც ურევიან შვეიციარელები, ნემენცები, რუსინები, რომელნიც შეადგენენ სრულიად განსაკუთრებულს, კოლონიურს (колоiяльное) მართებლობასა, ლაპარაკობენ მხოლოდ თავის სამშობლო ენაზე და ამას გარდა არა რომელსამე სხვის ენას არ-ხმარობენ; სხვა და სხვა დროს შერიცხულნი ქალაქებში და სოფლებში მოსულნი სხვა და სხვა ადგილებითგან: ველიკოროსსიანები მალო როსსიანები და პოლშელები, შეარდგენენ თვით უმცირედს ნაწილსა მთელ ამ ქვეყნის ხალხისას (0,027 ნაკლებს); ბევრმა მათგანმა მოლდაური ენა ცოტა თუ ბევრად იცის; რუსინები კი, რომელნიც სცხოვრებენ ბესსარაბიის ზემო მხარესა, თითქმის საკუთრად ხოტინის უეზდში, იმის დაგვარად რამდენადაც დაშორებულნი რიან ავსტრიის სამზღვრებს უფრო და უფრო შერეულნი არიან მალდავანებთა შორის და თავის ენის გარდა, მხოლოდ მოლდაურად ლაპარაკობენ.

„ამ გვარად თითქმის 5/6 ბესსარაბიაში მცხოვრებელთა სრულიად არ იციან რუსული ენა და ლაპარაკობენ მოლდაურად და ამისათვის ახალი გასამართლების წესი თავისი თვისებით შეიძლება შევიდეს ხმარებაში ბესსარაბიაში მხოლოდ ადგილობრივ მოლდაურ ენაზე და არა სხვაზე.

„დასასრულ, გასამართლება მოლდაურს ენაზე სრულიად ახალი ამბავი არ არის ბესსარაბიაში რუსეთის მფლობელობის შემდგომაცა. 1828 წლამდინ ადმინისტრაციაში და სასამართლოებში იხმარებოდა მოლდაური ენა და მხოლოდ 1823 წელიწადში, ბესასარაბიაში საზოგადო მმართებლობის შემოსვლის დროს, იყო შემოტანილი გასამართლებაცა რუსულს ენაზე და ამ წესდებულების და ადგილობრივი ცხოვრების გვარის უთანხმობისაგამო, ამასთანავე მოწერილობა იყო, რომ გადმოეთარგმნათ, თუ საჭიროება მოითხოვდა, ზოგიერთი ქაღალდი მოლდაურს ენაზე; მაგრამ განუსაზღვრებლად და ყრუთ წარმოთქმული ეს წესი სრულიად უსარგებლოდ დარჩა. ოცდახუთმეტი წელიწადია რაც რუსულ ენაზედ სწარმოებს საქმეები ბესსარაბიაში. ამ შემთხვევის მადლობელნი არიან ბესსარაბიელნი, რომ მთელი იმათი საქმეები ასეთის აურაცხებელ რიცხვისაა, ასეთი გახრალთულ - გამოხლართულია, რომ თვით რუსულ ლიტერატურამაც ყურადღება მიაქცია. ამ გამოცდილების შემდეგ, რომელმაც აჩვენა რომ მარტო წერილობით გასამართლების წესიერობაშიაც არ გამოდგა რუსული ენა, რაღა უნდა ვიფიქროთ მაშინ, როცა სამსაჯულო ნაწილის ცვლილება შევა ბესარაბიაში? მაშინ ხომ რუსული ენა სრულიად არ შეიძლება, რომ აქ დარჩეს. უმთავრესი საბუთი, რომელიც შეიძლება ამის წინააღმდეგ მოიყვანონ შემდგომი უნდა იყოს: 1) რომა მოლდაურის ენის მცოდნენი და ამასთან იურიდიკულის სწავლის მქონებელნი რიცხვით საკმაო არარიან; 2) რომ, ამ შემთხვევაში ბესსარაბიისთვის ცალკე სასამართლო პალატა მოითხოვება და 3) რომა ბესსარიაბაში მცხოვრებთა მესამედი სხვა და სხვა ხალხისაგან არის შემდგარი.

„ამა სიტყვის პასუხად მიუგებთ: პირველზე: ყოველ წელიწადს, მეტადრე ამოუკანასკნელ დროში იურიდიული ფაკულტეტებითგან გამოდიან საკმაოდ სამყოფი რიცხვი ბესსარაბიელები, რომელთაგანიცა მრავალნი სწავლობდნენ ადგილობრის გიმნაზიებში მოლდაურულს ენასა; მაგრამ მაინც კი სჯობს, რომა ამათგანნი უკეთესნი გაიგზავნოს სამზღვარ გარედაც, რომ უფრო უკეთ მოემზადონ ბესსარაბიის სასამართლოებში თანამდებობისა აღსრულებისათვის. ახლაც ადგილობრივს ბესსარაბიის სასამართლოებში არიან პირნი, რომელთაც იურიდიკული სწავლა მიუღიათ; ჩვენ, იმითი ის ისკი არ გვინდა ვსთქვათ, რომა მსაჯულები ბესსარაბიაში, სამართლის ცვლილების დროს, დაინიშნონ იქაური მსაჯულებთაგანნი; არა, სასურველია, რომ ზოგიერთი მათგანი აღარ გაერიოს დასანიშნავ რიცხვშია. თორემა ახალ სიმღერას ისევ ძველს ჰანგზედ იმღერებენ; მაინც და მაინც არა მგონია იქაურ ენის კარგი მცოდნე მსაჯულების პოვნა სხვა გუბერნიებზე ბესსარაბისათვის უფრო ძნელი იყოს. დასასრულ, საჭირო არის ის პირნი თანამდებობაზე დანიშვნის დროს ბესსარაბიაში მოლდაურის ენის ცოდნაში შემოწმდნენ, რომლისათვისაც ან აზიის დეპარტამენტში, ან ნოვოროსიის უნივერსტიტეტში, ან კიშინევის გიმნაზიაში დაწესებული გამოცდა უნდა იყოს. მეორეზე: ბესსარაბიაში გასამართლების ადგილობრივს ენაზე შემოტანაში მართლაც არ შეიძლება ადგილობრივი ოკრუღის სასამართლოები რუსულ სასამართლო პალატის ხელქვეითნი შეიქმნენ; მაგრამ, რადგანაც ბესსარაბიაში რაც უნდა იყვეს, სამი ოკრუღის სასამართლოზე ნაკლები არ იქმნება, მე მგონია, ამ ქვეენისათვის განსაკუთრებული სასამართლო პალატის დაწესებასა შეიძლება ავცდეთ და თუ გინდ პირველ ხანებშია საქმის გამოსაცდელად შეიძლება შემდგომი წესი დადგინებული იყოს: საქმეები ერთის ოკრუღის სასამართლოდგან გადიტანებოდეს აპელიციისათვის, მეორეში; და თუ კასაცია მოხდა (кассацiонный суд) სენატის გარდაწყვეტილებით — მესამეში, საჭირო არის მხოლოდ ნამდვილი შენიშვნა კანონში ამ ერთი-ერმანერთის ზედმიყოლებისა. თუ ამის წინააღმდეგად შეიძლება რომ მოიყვანონ სხვა და სხვა საზოგადო საბუთი, მაგალითებრ, რომა უმაღლესი ინსტანცია, როგორათაც შერდგენილი საუკეთესო იურისტებისაგან, უნდა წარმოადგენდეს უმეტესს იმედსა საქმის სამართლით გადაწყვეტისას; რომ ის უნდა იყვეს შერდგენილი მრავალი რიცხვი მსაჯულებისგანა და სხვანნი, მაინც რაც უნდა იყვეს საჭიროა, რომ გვქონდეს ყურადღებაში ადგილობრივი ჩვეულება, მით უმეტესად, რომა ბესსარაბიის ოკრუგის სასამართლოებში თუ სიფრთხილით ამოირჩევენ მსაჯულებსა, შეიძლება იყოლიონ კარგი იურისტები. მესამეზე, რაც შეეხება იმასა, რომა მესამედი ნაწილი ბესსარაბიისა არის შერდგენილი სხვა და სხვა გვარი ხალხისაგანა, მაზე ჩემგან მოყვანილი საბუთებიდგან სჩანს, რამდენ ხარისხამდინ არის მათში გავრცელებული მოლადური ენა; ამასთანავე, - იმას გარდა, რომა განსამართლების წესით, როდესაც საჭირო არის, უნდა იყოს დაწესებული, მაგალითებრ: ჩვენების ჩამორთმევა სამშობლო ენაზე, რომელიც ყველგან მიღებულია, — საჭირო არის მიეცეს ნება სისხლის დამნაშავეთა გასამართლებაში, რომ ნახევარი რიცხვი დანაშაულობის გადამწყვეტთა იყოს შერდგენილი სამართალში მიცემულ კაცის თანა-მეთემეთაგან, თუ თითონ ამას მოითხოვს.

მიმინო . ფრანციული ჟურნალი Memorial d’ Amiens ერთს საოცარს შემთხვევას მოგვითხრობს: „ფრანციის ჩრდილოეთის მხარეს, ქ-ს ჟ-ის პირში გრაფმა დე-ლამემ წარსულის წლის დეკემბერში ესროლა თოფი მიმინოს გუნდსა; ერთი მიმინო. ჩამოაგდო. იმ მიმინოს ყელზედ გამოჩნდა ერთი ოქროთ-დაფერილი ვერცხლის მედალიონი, ძალიან გალესილი და შიგ იყო ქონით გაჟღენთილი პატარა ბარათი ამ ზედწარწერითა: „მე მქვიან ვაგრამი, ამიტომ-რომ ექვს მკათათვეს 1809-ში დავიბადე; მე დამწევდეული ვიყავი გალიაში სამი წელიწადი, 1812-ში კი ჩემს ნება- ზედ გამომიშვეს. „დუე“.

კოროლი, უფროსი რედაქტორი ჟურნალისა ახალ-ზელანდიის (ავსტრალიაში) იქაურების ერთის თავობის კოროლმა დააფუძნა საკოროლო გაზეთი, რომლის უპირატესი რედაქტორი თვით იქნება. ის გაზეთი გამოიცემა გარნოვაიში პოტატაკ II (იმ კოროლის სახელია) ფიქრობს, რომ წერილობას მართებლობის საქმეებზედა ძალიან ძლიერი ზედ-მოქმედება აქვს. აი იმის საკუთარი სიტყვები ანგლიურ ენაზედ ნათარგმნი გაზეთის პირველ სტატიაში: ჩვენს ჟურნალსა, ამბობს მწერალი კოროლი, ექნება ფიქრად ჩვენი კეთილნი განზრახვანი ჩვენს ხალხს გამოუცხადოს.

_______________

1.ერთგვარი სიმახინჯეა, თმისა და კანის გადამეტებული სითეთრე და ამასთან თვალების ბუნებითი სიწითლე.

6 საბრალონი

▲back to top


საბრალონი

(Les Misérables)

(ვიქტორ ჰუგოს რომანი)

ავტორის წინასიტყვაობა

ვიდრე ზნეობის და კანონის ძალით არსებობს საზოგადოობრივი შეჩვენება, რომელიც ძალად მთელ ცივილიზაციის1 აღყვავების შუა, ჰქმნის ჯოჯოხეთსა და ადამიანის ნებაყოფლობით უფრო ამძიმებს კაცობრიობის სვესა; ვიდრე სამი გადასაწყვეტი ჭირი ჩვენის საუკუნისა — პროლეტარიობით2 დამცირება კაცისა, შიმშილისაგან დედა-კაცის ნამუსის დაცემა, და დაღუპვა პატარა ყმაწვილებისა უმეცრების სიბნელითა — ვიდრე არ გადაწყდება; ვიდრე ზოგიერთს სფერაში კიდევ შესაძლო იქნება საზოგადო აზრით სულის დახუთვა, ესე იგი, უფრო ვრცლათ რო გავსინჯოთ, ვიდრე დედა-მიწაზე იქმნება უმეცრება და სიღარიბე, წიგნები ამ გვარნი, რომელიც მე დამიწერია, არ იქნებიან გამოუსადეგნი.

_______________

1. ცივილიზაცია — მოქალაქობა, განვითარება საზოგადოებისა.

2. პროლეტარიატი — სიღარიბე, სისაწყლე; ყოველ ღონის-ძიების და ცხოვრების სახსარს მოკლებული ხალხის ნაწილი.

6.1 პირველი ნაწილი

▲back to top


პირველი ნაწილი. ფანტინა

6.1.1 I. მირელი

▲back to top


I

მირელი

1815 წელს ქალაქ დ-ს ეპისკოპოსად იყო სამოცდა ხუთმეტი წლის მოხუცი შარლ-ფრანსუა ბენვენიო. მირელი. ეპისკოპოსობა ამას უეცრად და მოულოდინებლად მიეღო 1806-ში, ამ შემთხვევით.

პირველ ნაპოლეონის დაგვირგვინების წინად, მირელი, რომელიც იმ დროს მღვდლად იყო. ქალაქ ბ-ში, ჩამოსულ იყო პარიჟში, სადაც ბევრი გამოჩენილი კაცები უნდა ენახა რაღაცა მცირე, ცუდუბრლო თავის მრევლის საქმის თაობაზედ. თურმე ერთხელ მირელი შემწეობის სათხოვრად მივიდა კარდინალ ფეშუსთან და იცდიდა წინაოთახში, მანამდის კარდინალს მოახსენებდნენ. იმ დროს იმპერატორიც მოსულიყო ციხე-დარბაზში თავის ბიძის სანახავად, და რაკი ოთახში შევიდა შემოეყარა მირელი, რომელმაც იმპერატორს ძალიან ღრმად ყურება დაუწყო. ნაპოლეონი მიუბრუნდა თავის კარის კაცებს და ჰკითხა:

— ეს სულელი ვინ არიო?

— ხელმწიფეო, მირელმა უპასუხა: — თქვენ ხედავთ თქვენ წინაშე სულელსაო და მე შევცქერი დიდებულ კაცსაო, — ამითი ჩვენ ორთავე შეგვიძლიან ერთმანეთისაგან რამე ვისარგებლოთო.

იმპერატორმა, იმავ საღამოსვე გამოკითხა კარდინალს მღვდლის სახელი, გვარი, და რამდენიმე დღის შემდეგ მირელი დანიშნეს ეპისკოპოსად დ–ში.

მივიდა თუ არა იქ, საცა განწესებული იყო, მირელი ჩამოხდა და დაბინავდა საეპისკოპოსო სასახლეში იმ ღირსებით და პატივით, როგორათაც იმპერატორის დეკრეტით1 ეკუთვნოდათ იმ დროს ეპისკოპოსებს.

იმ ქალაქის მერმა2 და პრეზიდენტმა3 პატივი სცეს დ მივიდნენ სანახავად. თავის მხრით მირელიც სამხედრო ღუბერნატორისა და პრეფეკტისა4 სანახავად მივიდა.

საეპისკოპოსო სასახლე, რომელშიაც ეპისკოპოსი იდგა, იყო დიდი და მშვენიერი, აშენებული ფლორენციულად, დიდრონი ოთახებითა, თაღიან სანიშინებითა; თავის სასიამოვნო ბაღჩით და ყოველივე რიგოსნობით მოწყობილი. ამ სასახლის რიგობაზე იყო ლაზარეთი, ვიწრო და დაბალი ერთ პირი სახლი, წინ პატარა ბაღჩით.

მესამე დღეს იმ ქალაქში მისვლის უკან, ეპისკოპოსმა გაშინჯა ლაზარეთი და მერე თავის სახლში მოიპატიჟა ლაზარეთის დირეკტორი.

— უფალო დირეკტორო, მირელმა ჰკითხა: — რამდენი ავათ-მყოფები გყავთ ?

— ოცდა ექვსი, მონსინიორო,5

— ჩემის ანგარიშითაც მაგდენი უნდა იყოს, ეპისკოპოსმა უთხრა.

— ლოგინები ძალიან ახლო-ახლოა დაგებული და ვიწროობაა, მოახსენა დირეკტორმა.

— ეგ მეც შევამცნიე.

— ძალიან პატარა ოთახებია, ასე-რომ ჰაერს ვერ უმუშავნია.

— მეც ეგრე მგონია.

— ამისა გარდა, ბაღჩაც ძალიან პატარაა ავათმყოფებისათვის სასეიროდ.

— ეგეც შემიტყვია.

ეს ლაპარაკი ჰქონდათ სასადილო ოთახში.

ეპისკოპოსი პატარა ხან დაჩუმდა და მერე ჰკითხა დირეკტორს:

— ამ ოთახში თქვენის ფიქრით რამდენი ლოგინი დაიგოს?

— მე მგონია, სულ ცოტა, ერთი ოცი მაინც, თითონვე ეპისკოპოსმა სთქვა პასუხად, თითქო თავის თავს ელაპარაკებო დესო, მერე მიუბრუნდა დირეკტორს და უთხრა:

— უფალო დირეკტორო, ამაში შეცდომა უნდა იყოს. აბა რა ჭკუაა? თქვენს ხუთ-ექვს პატარა ოთახში, ოცდა ექვსი ავადმყოფი კაცი სცხოვრებს, ჩვენ კი სამ სულს სამოცი კაცის ადგილი გვჭირამს; არა ეს სწორედ შეცდომაა. თქვენ თქვენის ავათ-მყოვებით მოდი გადმოდით ამ სასახლეში და მე იქ გადვიზიდები.

მეორე დღესვე ავათ-მყოფები გადიყვანეს საეპისკოპოსო სასახლეში, მირელი კი გადაიზიდა და დაბინავდა ლაზარეთში.

ეპისკოპოსი შემძლებელი კაცი არ იყო; ამის სამოცი წლის გასათხოვარი და იღებდა პენსიას წელიწადში ხუთას ფრანკს6 ე.ი. თორმეტ თუმან ნახევარს; თითონ მირელს კი ჰქონდა ჯამაგირი წელიწადში ხუთმეტი ათასი ფრანკი. ამ ფულიდან თავის საცხოვრებლად ხარჯავდა წელიწადში ათას ფრანკს; დანარჩენ თოთხმეტი ათას ფრანკს და მთელ საეპისკოპოსო შემოსავალს გლახაკებს და გაჭირებულებს ურიგებდა.

რა დღესაც მირელი გადვიდა ლაზარეთში, იმ დღიდამ თავის ჯამაგირი სამუდამოდ ასე გაყო:

აი იმის ხელით დაწერილის სიის პირი:

ჩემი სახლის ხარჯის სია.

სემენარიისათვის. . . .. . . . 1500 ფრანკი.
მისიის საზოგადოებისათვის. . . . . . . . . 100 —
მონდიდიეთის წმინდა ლაზარის რიგისათვის. . .100 —
პარიჟის უცხო ქვენების მისიისათვის. . . . . 100 —
სული წმიდის სასულიერო საზოგადოებისათვის. . . 100 —
იერუსალიმის სასულიერო დაწესებისათვის . . . 100 —
ობლებზე მზრუნველი საზოგადოებისთვის . . . 100 —
არლის ობლებზე მზრუნველ საზოგადოებისათვის . . . 100 —
საპყრობილების უკეთეს მდგომარეობაში მოყვანისათვის . . .100 —
ტუსაღების სანუგეშოდ და განთავისუფლებისათვის . . 500 —
იმ კაცების განთავისუფლებისათვის, რომელნიც ვალების გამო არიან დაჭერილნი ციხეში დ იმათი ცოლ-შვილი კი უპატრონოდ ყრიან . . .1000 —
ეპარხიის შკოლების ღარიბ მასწავლებლებისათვის მოსამატი ჯამაგირი . . . 2000 —
იმშილის დროს მოსახმარებელ ალპების პურის მაღაზინისთვის . . . 100 —
პატარა ღარიბ ქალების აღზრდისათვის . . . 1500 —
ქალაქ დ-ის საწყლებისათვის . . . 1000 —
ჩემი სახლის სახარჯოდ . . . . 1000 —
—-----------------------
სულ შედგება 15000 ფრან.

რაც ხანი ქალაქ დ-ში იყო, მირელს არა ფერი არ გამოუცვვლია ამ სიაში და ისე ასრულებდა. ამ გვარ თავის ჯამაგირის დაყოფას თავის სახლის ხარჯის ანგარიშს უწოდებდა. მირელის და მაზელ ბაფტისტინა, რომელსაც ძმა ძალიან უყვარდა და პატივს სცემდა, ამ ანგარიშზე თანახმა იყო, მადამ მაგლუარის, მოსამსახურე დედა-კაცის გარდა.

სამმა თვემ არ გაიარა, რაც მირელი ეპისკოპოსად იყო, ერთხელ წამოიძახა: — სწორედ რომ გავშინჯო, მე ძალიან შეიწროებულ მდგომარეობაში ვარო.

— რა საკივრველია იქნებით, მადამ მაგლუარმა წამოიძახა: — თქვენ დეპარტამენტიდამაც არ მოითხოვეთ ის ფული, რომელიც თქვენთვის დანიშნულია ეკიპაჟისათვის დაეპარსიაში აქა იქ სამგზავროდ; უწინდელი ეპისკოპოსები მაგ ფულს იღებდნენ მთავრობიდგან.

— ჰო, მართლა თქვენ სწორეთ ამბობთ, ეპისკოპოსმა უთხრა. მირელმა, საცა ეკუთვნოდა, მისცა არზა და მოითხოვა ის ფული. რამდენიმე ხნის უკან საგენერალო რჩევამ უ. ეპისკოპოსს საეკიპაჟოდ და ფოშტით ეპარხიაში სამგზავროდ დაუნიშნა წელიწადში სამი ათასი ფრანკი.

ეს ამბავი მადამ ძაგლუარმა შეიტყო, ძალიან გაიხარა და მამზელ ბაფტისტინას უთხრა:

— მადლობა ღმერთსა! ეპისკოპოსი თავის ჯამაგირს ხომ სულ საწყლებს ურიგებს, ეხლა ამ სამი ათასს ფრანკს მაინც ჩვენ მოვიხმარებთ.

იმავ საღამოსვე ეპისკოპოსმა დასწერა და მერე მისცა თავის დას ეს სია:

საეკიპაჟო და ეპარხიაში სამგზავრო ფულის ანგარიში.
ლაზარეთის ავათმყოფების საზრდოდ . . . 1500 ფრანკი
ქალაქ ე-ის ობლების მზრუნველ საზოგადოებისათვის . . 500
უკანონო შვილების საპატრონოდ . . . 500
ობლებისათვის . . . . 500
-------------------
სულ შეიქმნება . . . . 3000 ფრანკ.

______________

1.დეკრეტი აქ უმაღლესს ბძანებას ნიშნავს.

2. მერი—თავი მოქალაქეთა, ქალაქის უფროსი, ქალაქის მსაჯული.

3. პრეზიდენტი—უფროსი, რომელიმე სასამართლოსი.

4. პრეფეკტი ღუბჟრნატორია ფრანციის, რომელიმე დეპარტამენტისა (მაზრისა)

5. მონსინიორი ეპისკოპოსის ხარისხია, მაღალ-უსამღვდელოესობას ნიშნავს. მთარგ

6. ფრანკი ხუთი შურია. მთარგ.

6.1.2 II. სიტყვის აღსრულება საქმით.

▲back to top


II. სიტყვის აღსრულება საქმით.

მირელის ქუჩის კარი ყველასთვის მუდამ ღია იყო, მდიდრებისათვის, თუ საწყალებისათვის. ყველანი იმასთან მიდიოდნენ: შემძლებელთ მიჰქონდად ფულები და აბარებდნენ სამადლო დასარიგებლად, საწყლები კი მიდიოდნენ შეწირული ფულის მისაღებად; თუმცა ეპისკოპოსის ხელში დიდი ძალი ფული ტრიალებდა ამ გვარად მობარებული დასარიგებლად, მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ თავის საჭიროებისათვის ერთი გროში მაინც დაეხარჯა.

მირელი სრულიად თავი გაწირული იყო. საწყლებისათვის და გაჭირებულებისათვის, კეთილის საქმისათვის, რომლის აღსრულება შეეძლო, თუ არ შეეძლო, მაინც თავის თავს არა დროს აღსასრულებლად არ დაზოგავდა; თუ შემძლებელი ვინმე არ შეეწევოდა და უარს ეტყოდა ხოლმე, ის არც იწყენდა, არც გულს გაიტეხდა მით უარზე, მარტო. სიტყვით კი ჩააგონებდა კეთილისქმნას ასე, რომ თითონვე შერცხვებოდათ ხოლმე.

ხანდის ხან მირელმა ხუმრობაც იცოდა. იმის ხუმრობაში კაცი მუდამ ჰაზრს იპოვიდა. ერთხელ დიდ მარხვაში ქალაქ დ-ში ერთი ახალ გაზდა მღვდელი ჩამოსულ იყო. და ჰქადაგებდა სობოროში „მოწვალებაზედ“, თუ გინდათ სულის ცხონებაო, ჯოჯოხეთიდამ გადარჩენაო და სასუფეველში შესვლაო, მდიდრებს ურჩევდა, საწყლებს შეეწიენითო. იმას მსმენელ მრევლში იმყოფებოდა ერთი მდიდარი ვაჭარი, სახელად გებორანი, საშინელი ძუნწი, რომელსაც ორ მილიონამდინ ფული ქონდა შეკრეფილი. მას თავის გაჩენაში საწულებისათვის მოწვალება არ მიეცა, არც ერთი გროში. ამ კაცს შეამჩნიეს, რომ იმ ახალგაზდა მღვდლის ქადაგების შემდგომ, მუდამ კვირაობით ეკკლესიის წინ ატუზულ ექვს გლახა დედა-კაცებს აძლევდა ხოლმე თითო სუს,1 რომელიც იმ ექვსთ უნდა გაეყოთ. ერთხელ ეპისკოპოსმა დაინახა, რომ გებორანი ამ გვარ მოწყალებას აძლევდა გლახაკებს, მიუბრუნდა თავის დას და ღიმილით უთხრა: „უფალი გებორანი რა იეფად ყიდულოფს სასუფეველსაო!“

ერთხელ სობოროში ხალხს ასე უქადაგებდა:

„საყვარელნო ძმანო და მეგობარნო! ფრანციაში ერთ მილიონ სამას ოცი ათასს გლეხ-კაცების სახლებს სამ-სამი სანათური აქვს — თითო კარებები და ორ ორი ფანჯარა; ერთ მილიონ რვა ას ჩვიდმეტი ათასს — ორ-ორი სანათური აქვს— ფანჯარა და კარები, და სამ ას ორმოცდა ექვსი ათას ქოხს — მარტო თითო. სანათური — კარები. ეს ამ მიზეზით არი, რომ ფანჯრებს და კარებებს სახაზინო ხარჯი აძევს. თქვენ წარმოიდგინეთ, ამისთანა უფანჯრებო, ბნელ და ნოტიოან სახლებში ცხოვრება დ მდგომარეობა უსუსური ყმაწვილებისა, მოხუცებულებისა, ის ციებ-ცხელება და ავათ-მყოფობა იმ ქოხებში. ღმერთს ჩვენთვის გაუჩენია ჰაერი — კანონი და მმართებლობა კი ჩვენზედ ყიდის. მე კანონს არ ვამტყუნებ, მხოლოდ ვაქებ და ვადიდებ ღმერთსა. იზერაში2, ვარაში3, ზემო და ქვემო ალპებში4, გლეხები ისეთ სიღარიბეში არიან, რომ ურმებიც კი არა აქვთ. მიწის სასუქად მინდორში ნეხვს ზურგით ეზიდებიან; სანთლის მაგიერად მკვარსა სწვენ, ან ფისში ამოვლებულ თოკსა. ზემო დოფინეშიაც5 ესეთი სისაწყლეა. იმ მხარეს გლეხები თორნეს წივით ახურებენ და ნახევარი წლის საგძალ პურს ადრევე აცხობენ. ასე გამომცხვარი პური ზამთარში ისე ხმება, რომ ცულით ამტვრევენ და მერე საჭმელად მთელ ერთ დღეს წელში ალბობენ. ძმანო, მიიხედ-მოიხედეთ გარშემო და ნახეთ თუ რა მწუხარებაში და ტანჯვაში არიან თქვენი მოძმენი“.

ეპისკოპოსი თავ-დაბალი კაცი იყო — დიდს და პატარას, მდიდარს და ღარიბს, ყველას ერთ ნაირად ექცეოდა. დამნაშავეს ის არას დროს არ გაამტყუნებდა, მანამ დანაშაულობის ყოველი მიზეზი კარგად არ შეეტყო და არ გაერჩია.

დედა-კაცები, და ღარიბები, რომელნიც ეხლანდელ დროში ყველას დაბრიყვებული ჰყავთ, ეპისკოპოსს ძალიან ებრალებოდა დი იმათზე მოწყალის თვალით იყო. მირელი იტყოდა ხოლმე: დედა-კაცების შეცდომის მიზეზი ქრმები არიანო და არა თვით დედა-კაცებიო, აგრეთვე შვილების შეცდომის მიზეზი და ბრალიერნი, თუ ისინი რასმეში სცდებიანო, მამები არიანო, მოსამსახურეებისა — ბატონებიო, უღონოებისა — ძლიერნიო, საწულებისა — მდიდარნიო და უსწავლელებისა — განათლებულებიო. ამასთანავე თან დაატანდა და დიტყოდა: უსწავლელებს, რაც იცით და შეგიძლიანთ, ასწავლეთო; საზოგადოებაა დამნაშავეო და გასამტყუნარიც, რომ სწავლას და განათლებას ხალხს უფულოდ არ აძლევსო; ხალხის გაუნათლებლობა ამითი უფრო საზოგადოების ბრალიაო, რომ შეუძლიან კეთილის ქმნა ხალხისათვის და არა იქმნსო, მაშასადამე პასუხის გებაშიაც თითონ საზოგადოება უნდა იყოსო, რაკი მიზეზი თითონვეაო. ვინც სცოდავს იმისი ბრალი კი არ არიო, ბრალი იმისიაო, ვინც ცოდვის მიზეზი ხდებაო.

მე აგიწერთ ამის შინაურ ყოფა-ცხოვრებასა და, თქვენ, ჩემო მკითხველო, შეიტყობთ, თუ როგორი მოღვაწე იყო მირელი საზოგადოებისათვის. მოხუცებულებს და ბევრ წილ მზრუნველ კაცებს დიდ ხან ძილი არ უყვართ. მირელიც დიდ ხანს არ იძინებდა, მაგრამ მშვიდობიანი ძილი კი ჰქონდა. დილით ჯერ სწირავდა ხოლმე, მერე თავის ვალდებულობის ასასრულებლად მრევლში დაივლიდა ან საეპისკოპოსო ვალდებულებას აღსრულებდა შინა და საქმეებსა სწერდა; შუადღისას კი, თუ კაი დარი იქნებოდა, სასეიროდ გავიდოდა ხოლმე და როცა ზედ ფული ეგულებოდა აქა იქ საწყლებთან მივიდოდა, და როცა კი არა — მდიდრებთანა.

ვახშმის უკან ერთ ნახევარ საათს მუსაიფობდა თავის დასთან და მადამ მაგლუართან, რომელიც მოახლის და მეკუჭნავის თანამდებობას ასრულებდა სახლში. მერე საქმობდა ხოლმე თავის ოთახში, სწერდა: თითქმის რო ნასწავლი გაციც იყო, და სიკვდილს შემდეგ თავის შეთხზული ხუთი ხელნაწერი კარგი წიგნები დარჩა. ამათში ერთი დისერტაციაც იყო ამ დაბადების მუხლზე: „და უწინარეს სული ღვთისა ვიდოდა წყალთა ზედა“.

ეპისკოპოსის სახლში სულ ექვსი ოთახი იყო სამი ქვემო ეტაჟაში და სამიც პირველ ეტაჟში. ამ სახლს უკან პატარა ბაღჩა ჰქონდა: პირველი ეტაჟი დედა-კაცებს ეჭირათ, ქვემოთი კი თითონ ეპისკოპოსსა. პირველი ოთახი, რომელსაც ქუჩიდგან შომოსავლელი კარი ქონდა, იყო სასადილო ოთახი, მეორე საწოლი დ მესამე სალოცავი. ამ ოთახებს ერთი ერთმანეთში კარებები ქონდა, ასე რომ სალოცავ ოთახში რომ სდომებოდა კაცს შესვლა, სასადილო და საწოლი ოთახები უნდა გაევლო. სალოცავ ოთახში კლიტით დასაკეტი წალო იყო, შიგ ერთი ხელი ლოგინი ელაგა, იმ მოგზაურ მღვდლებისათვის, რომელთაც ქ. დ-ში მოუხდებოდათ ხოლმე ღამით დარჩენა.

ოთახებში, მართალია, დაბალი ფასის მებელი ეწყო: უბრალო ხის სტოლები და ჩალის სკამები, მაგრამ სახლს კი დიდ სისუფთავეში ინახავდნენ. ფაქიზობა და სისუფთავე ძალიან უყვარდა ეპისკოპოსს; ის იტყოდა ხოლმე: სისუფთავე საწულებს ხომ არ აზრალებსო და არც არა ფერს ართმევსო.

ესეც კი უნდა მოგახსენოთ, რომ მირელს, თავის ბებიის სიკვდილ შემდეგ, დარჩენოდა ექვსი ვერცხლის სტოლის იარაღი, წვნის დასაასმელი ჩამჩა და ორი მძიმე ვერცხლის შანდანი. ამ შანდნებში წმინდა სანთლები იყო დამაგრებული და ბუხრისთავზედ ეწყო, როცა კი უცხო ვინმე ღვთის სტუმარი ეყოლებოდა, მაშინ იმ შანდნებს სტოლზედ დააწეობდნენ.

საწოლის ოთახში ტახტის გვერდზედ პატარა განჯინა იყო, საცა ვერცხლეულს ინახამდნენ. როგორც ქუჩის კარებს, აგრეთვე ამ განჯინას არა დროს არა ჰკეტდნენ და მუდამ ღია იყო. ავდრის მო-ედნიდგან შესავალ ქუჩის კარებს უწინ თურმე კლიტე და ურდული ჰქონდა; ეპისკოპოსმა ააყრევინა და კარებს დღისით და ღამით მარტო რაზით აკეტებინებდა. ამის გამო დედა-კაცებს ხალხისა ძალიან ეფიქრებოდათ; ერთხელ ეპისკოპოსს რიგზედ კარის ჩაკეტა ურჩიეს, მაგრამ იმისაგან ესეთი პასუხი მიიღეს: „თუ თქვენ გინდათ თქვენ ოთახებს გაუკეთეთ ურდულები და კლიტეებიო“. ამ სიტყვების ძალის საფუძველი, თითონვე დაეწერა დაბადების ერთ ფურცლის გვერდზედ: „აი განსხვაებაო: ჰექიმის ქუჩის კარი არას დროს არ უნდა იყოს დაკეტილიო, მღვდლის კარი კი მუდამ ღია უნდა იყოსო“.

ერთ წიგნზედაც ზედ წარწერით: „საექიმო სწავლის ფილოსოფიაზე“ ასე დაეწერა: „მე კი განა არა ვარ ამისთანა ექიმიო, როგორათაც ესენიო? მეც ჩემი ავად-მყოფები მყვანანო; ჯერ იმათი უძლურებიც ჩემნი არიანო, რომელთაც ისინი ავად-მყოფებად უწოდებენო და მერე მე ჩემი საკუთარნიცა მყვანანო, რომლებსაც მე საბრალოებად უწოდებო“. კიდევ ერთ წიგნზედაც ესე დეეწერა: „თუ ვინმე ღამით ღვთის სტუმრად თქვენ შემოგეკედლოთო, იმის სახელს ნუ იკითხავთო, მეტადრე ვისაც თავის სახელის ხსენება ეჯავრება და იმაზედ იმღვრევაო; უფრო ნამეტნავად, ვისაც თავის შესაფარებელი ადგილი არა აქვსო“.

ერთ შემთხვევას მოგითხრობთ, რომლითაც შეიტყობთ რა კაცი იყო მირელი.

______________

1. სუ ორ გროშ ნახევარია.

2. ფრანციის მაზრის სახელია. მთარგ.

3. ფრანციის მაზრის სახელია. მთარგ.

4. ფრანციის მაზრის სახელია. მთარგ.

5. ფრანციის მაზრის სახელია. მთარგ.

6.1.3 III კროვატი

▲back to top


III კროვატი

იმ დროს ერთი ყაჩაღათ გავარდნილი ლეიტენანტი, სახელად კროვატი, ძალიან თულობდა და ხალხი აკლებული ჰყავდა. ერთხელ ქ. ემბურნის სობოროში კროვატი ღამე შეიპარა: და რაც მთელი საეპისკოპოსო. შესამოსი იყო, სულ გამოზიდა. ეს ამბავი შეიტყეს; გამოუყენეს ჯანდარმები, მაგრამ სულ ფუჭად ჩაიარა. კროვატი გაძვრებოდა და გაექცევოდა ხოლმე ჯანდარმებსა, ზოგჯერ საომრათაც კი შეებმოდა.

ამ შიშიანობის დროს ეპისკოპოსი მიდიოდა იქით, საცა გაენწესებინათ. კროვატის ავაზაკ ამხანაგებს ეპყროთ არშის მთები და კიდევ უფრო იქითაც. ისე ავაზაკობდნენ და ისეთი შიშიანობა იყო მთებში, რომ მგზავრობა შეიარაღებულ ჯანდარმებითაც კი საშიში იყო. ამ შიშიანობის გამო, მერი ურჩევდა ეპისკოპოსს და ცდილობდა, რომ იმ გზით არ წასულიყო; მაგრამ ის არ უგონებდა.

— თქვენ უთუოდ აპირებთ წასვლას, მონსინიორო? გაოცებით ჰკითხა მერმა.

— ერთ საათს უკან ვაპირებ და ამასთანავე არ მინდა გავიყოლო შეიარაღებული ჯანდარმები.

— მაშ უთუოდ მიდიხართ?

— უთუოდ.

— მარტო?

— მარტოდ-მარტო.

— მონსინიორო! იმედი მაქვს, რომ თქვენ მაგას არ იქმთ.

ეპისკოპოსმა მიუგო:― იმ მთებში პატარა მშვიდი საზოგადოებაა, აი ეს სამი წელიწადია, რაც მე იქ არა ვყოფილვარ. იქ ჩემი მეგობრები სცხოვრობენ, მშვიდობიანნი, მართალნი და პატიოსანნი მწყემსები. იმათთვის საჭიროა, რომ მალ-მალ ღვთის სახელს აგონებდნენ. ვინიცობაა შეიტყონ, რომ მე შიშიანობის გამო არ მივალ, მაშინ რას იფიქრებენ ეპისკოპოსზე? და თუ არ წავედი და არა ვნახე ისინი, რას იტევიან ჩემზე ?

— მაგრამ მონსინიორო, გზაზედ რომ ყაჩაღები დაგიხვდნენ? .

— მე ეგ ვიფიქრე, მართალს ამბობთ, იქნება დამიხვდნენ: ღვთის სახელის გაგონება იმათთვისაც საჭიროა.

— ავაზაკებს რას გააგონებთ, მონსინიორო? ადამიანებს, რომ გავდნვნ კიდე ჰო, — სწორედ მგლის ხროვაა.

— უფალო მერო, უთუოდ ის ხროვაა, რომლის მწყემსად იესომ მე დამადგინა. ღვთის განგებას ვინ მისწვდება!

— მონსინიორო! ისინი თქვენ გაგცარცვეს.

— მე არა მაქვს რა.

— მოსაკლავად თქვენ არ დაგინდობენ.

— ვისა? მოხუცებულ მღვდელსა, რომელიც სიარულში თავის თვის ბუტბუტებს რაღაცა ლოცვებსა? ან რისთვის?

— ოჰ! ღმერთო ჩემო! აბა გზაზედ რომ შემოგხვდნენ რასა იქთ?

— მე იმათ მოწყალებას მოვთხოვ ჩემ საწყლებისთვის.

— მონსინიორო! დამიჯერეთ, ნუ მიხვალთ, გევედრებით ღვთის გულისათვის ! აბა თქვენ სიცოცხლეს რაზე აგდებთ საფთხეში? თავს გაუფთხილდით!

— უფალო მერო, ეპისკოპოსმა უთხრა: განა მარტო მაგ მიზეზით მიშლით წასვლას? მე ქვეყანაზე სულთა დასაცველად ვცხოვრებ და არა სიცოცხლისათვისა.

ეპისკოპოსმა მაინც არ დაიშალა და გაემგზავრა. კარგა მშვიდობით გადაიარა მთები და მივიდა თავის „კეთილ მოძმებთან“ მწყებსებთან, გზაზედაც სრულობით არავინ არ დახვედროდნენ. აქ დაყო ორი კვირა; წასვლის დროს დააპირა დიდის დიდებით ეკკლესიაში „Te Deum“ -ის1 გალობა და ეს წადილი იქაურ მღვდელსაც უთხრა. მაგრამ რა ეშველებოდა, რომ საეპისკოპოსო. შესამოსი არ იყო. როდესაც ყველა ამაზე ფიქრობდა, რომ როგორმე მოეხერხებინათ და ეშოვნათ ეპისკოპოსისათვის შესამოსი, ამ დროს ორმა ვიღაცა ცხენოსანმა იქაურ მღვდელს მიუტანეს ერთი ყუთი-ეპისკოპოსის სახელის ზედ-წარწერითა და იმ წამსვე გაბრუნდნენ. ყუთი გახსნეს: შიგ ეწყო მშვენიერი და ძვირფასი საეპისკოპოსო შესამოსი, რომელიც ემბურნის სობოროდგან მოეპარათ. ყუთში ბარათიც იდვა, შიგ ეწერა „კროვატისაგან მირელს მიერთოს“.

— აკი გეუბნებოდით, ყველა კარგად მოხერხდება მეთქი, ეპისკოპოსმა უთხრა ყველას.

______________

1. Te Deum — ლოცვაა „გაქებდეთ შენ ღმერთო“.

6.1.4 IV. ეპისკოპოსს უეცარი შუქი აოცებს.

▲back to top


IV. ეპისკოპოსს უეცარი შუქი აოცებს.

ამის შემდეგ, თუ ქალაქის ჯორებს ყური ვუგდოთ, მირელმა უფრო გასაბედი საქმე ჩაიდინა, ვირემც მთებში მგზავრობა: ქალაქ დ-სა ერთ სოფლის შორი-ახლო, სცხოვრებდა მარტოდ-მარტო. კაცი, სახელად გ-ი. ეს იყო უწინდელი კონვენტიონისტი1.

ამ კონვენტიონისტზე ქ. დ-სა რიგიან საზოგადოებაში და შეყრილობაში. ხალხი კრძალვით და შიშით ლაპარაკობდა. ამბობდნენ ხოლმე: „შეგიძლიანთ წარმოიდგინოთ სიტყვა კონვენტიოსისტი რა თქმა არისო? ან რას ნიშნავსო? ერთი დრო იყო ფრანციაში, როცა ამ გვარი კაცები სცხოვრებდნენო, როდესაც ერთი ერთმანეთს გაურჩევლად ეუბნებოდნენ: „შენ მოქალაქეო“ ეს კაცი თითქმის საზარელი და საშინელიაო. მართალია, ამას მეფის მოსაკლავად ხელი არ აუღია, მაგრამ. . . თითქმის, რომ მეფის მკვლელიც კი იყო. გასაოცარია, რომ, როცა ფრანციაში კანონიერი ხელმწიფის ჩამამავლობა დაბრუნდა და დამკვიდრდა, მაშინ ეს კაცი სასიკვდილილოდ როგორ არ დასაჯესო. ვსთქვათ თავი იმიტომ არ მოჰკვეთეს, რომ ზოგჯერ შეწყალება და შებრალება იციანო, მაგრამ საუკუნოდ კოტორღაში მაინც უნდა გადაეკარგათო., სამაგალითოდ მაინც ასე უნდა დაესაჯათო!» და სხ. და სხ.

ამასთანავე ეს იყო ატეისტი (ურწმუნო), როგორც ყველა ამ გვარი კაცები არიან.

გ-ნი სცხოვრებდა ქალაქიდამ თითქმის ერთის საათის სავალზე, გაშორებული ყველა ადამიანის სადგომიდგან, უგზო-უკვლო ერთ ოღრო-ჩოღრო ღელეში. იქ, როგორც ამბობდნენ, „სორო“ ჰქონდა, რომელშიც იდგა, და ერთი ადგილი პატარა მინდვრის მგზავსი წინდაცემული; არც მეზობელი ჰყავდა და არც გამლელ-გამომვლელი. მას აქეთ, რაც ეს გ-ნი იმ ღელეში სცხოვრებდა, ბილიკზედაც კი, რომელიც „სოროში“ მისდევდა, ბალახი ამოსულიყო. როგორც ჯალათის, ან კაცის მკვლელის სახლს, იმ ადგილს ყველა ავის თვალით უყურებდა და იმაზედ შიშით და ზიზღით ლაპარაკობდნენ.

მაგრამ ეპისკოპოსი კი ზოგჯერ, როცა შეხედავდა ხოლმე იმ კონვენტიონისტის ღელეში ჩარიგებულ ხეებს, იტყოდა ხოლმე: „ნეტავ რათა სცხოვრებს ის უთვის-ტომო. მარტო სულიო?“ – და თანვე დაატანდა, „მე უნდა წავიდე იმის სანახავათაცაო“.

ერთის გზით თუმცა აპირებდა წასვლას, მაგრამ მეორით, — რაკი ჩაფიქრდებოდა, ეს აზრი თითონვე გასაოცრად, ძნელ ასასრულებლად მიაჩნდა. ამის მიზეზი ეს იყო, რომ ეპასკოპოსსაც გულში ისე სძულდა კონვენტიონისტი, როგორც მთელს საზოგადოებას, ერთის სიტყვით იმ კაცთან წასვლისათვის ამას გული არა სწევდა და თითქმის, რომ ეზიზღებოდა კიდეც.

ერთხელ ქალაქში ხმა დაჰყარეს, რომ მემცხვარეო, რომელიც გ-ნს ემსახურებაო, ექიმის წასაყვანად მოვიდაო, ბებერი ქოფაკი ავაზაკი უკანასკნელ დღეშიაო. და დილას ვერ გათენებსო,— „ძლივს, მადლობა ღმერთსაო!“ ზოგნი ერთნი ამბობდნენ.

— ეს ამბავი ეპისკოპოსმა შეიტყო თუ არა, აიღო თავისი ჯოხი და გასწია. მზე დაწურვაზე იყო, როცა ეპისკოპოზი მიახლოვდა იმ ღელეს, საცა კონვენტიონისტი სცხოვრებდა, და ერთ პატარა მინდვრის შუა, ასკილის და კვრინჩხის ბუჩქებს უკან დაინახა სადგომი. ეს იყო გ-ნის ქოხი, უბრალო, დაბალი, — მაგრამ სუფთა და წინ შესავალში ვაზის თალარით შეკრული.

კარებს წინ ძველ კრესლაზე იჯდა თეთრ ჭაღარა მოხუცი და მზეს ღიმილით უყურებდა.

მოხუცის გვერდზედ იდგა ახალგაზდა ბიჭი, პატარა მემცხვარე, და მოხუცს ჯამით რძეს აწოდებდა.

იმ დროს, როცა ეპისკოპოსი მიახლოვდა და ის სანახავი დაინახა, მოხუცმა ხმა მაღლივ უთხრა პატარა ბიჭს: „მადლობელი ვარ, მე მეტი აღარ მინდა რა“. მზეს თვალი მოაშორა და იმავ ღიმილით პატარა ბიჭს დაუწყო ცქერა.

ამ დროს ეპისკოპოსიც ახლო მივიდა. ფეხის ხმაურობაზედ მოხუცმა თავი მოიღო, მოიხედა, გაოცებული დარჩა და სთქვა:

— მას აქეთ, რაც მე აქა ვსცხოვრებ, აი ჯერ ეს პირველი ადამიანის მოსვლაა ჩემთან. თქვენ ვინა ბძანდებით, მოწყალეო ხელმწიფეო!

— მე ვარ ბენვენიო მირელი.

— ბენვენიო მირელი. ეგ სახელი მე გამიგონია; თქვენ ეპისკოპოზი ბძანდებით?

– დიახ, მე ვარ.

— გთხოვთ შემობძანდეთ.

კონვენტიონისტმა ეპისკოპოსს ხელი მისცა, მაგრამ იმან არ ჩამოართვა და უთხრა:

— მე დიდად მოხარული და დამშვილებული ვარ, რომ მე შემაცდინეს, შევიტყე, ვითომც თქვენ ძალიან ავათა ხართ, თქვენ ვად-მყოფს სრულებითაც არა ჰგევხართ.

— მოწყალეო ხელმწიფეო! მიუგო მოხუცმა — ეხლა უკეთ შევიქმენ, მე მალე მოვრჩები.

პატარა ხანს უკან სთქვა:

— ე სამი საათის სიცოცხლეღა დამრჩენია, მერე კი მოვკვდები. ცოტაოდე ექიმობაც ვიცი, ვიცი როგორც მოახლოვდება ხოლმე ადამიანის უკანასკნელი სიცოცხლის საათი; მე გუშინ მარტო ფეხის თითები მქონდა გაციებული, დღეს მუხლები გამიცივდა; ეხლა მე ვგრძნოი, რომ თან და თან ტანი მიცივდება, — და როცა გულამდის მიატანს, მაშინ სიცოცხლეც გამიქრება და გავთავდები კიდეც. თქვენ ძალიან კარგი გიქმნიათ, რომ სულ-ბრძოლის სანახავად მოსულხართ. ძალიან გულით მინდოდა, კიდევ მზის ამოსვლამდის სიცოცხლე, მაგრამ სამი საათის სიცოცხლე ძლივღა დამრჩენია. დაღამდება თუ არა მოვა ჩემი დასასრული, სიკვდილი დიდი რამ არ არი. ამაღამ მოვკვდები, თუ ხვალ დილით, სულერთია, დაე მოვკვდე!

ამ კაცის სიტყვებზე ეპიმკოპოსს გული არ ასტკივდა. ამ გვარი სიკვდილი უღთო ეგონა. თითქმის ეწყინა კიდეც, რომ კონკენტიონისტი „მონსინიორად“ არ ადიდებდა ამას. ამისთანა გრძნობა ეპისკოპოსში პირველი ნახვა და გაგონება იყო, ეს კაცი წრეს იქით გასული მიაჩნდა და ამის მიზეზითაც ის არ ებრალებოდა. კონტენტიონისტი კი ეპისკოპოს გულ-კეთილად შეჰსცქეროდა.

გ-ი დამშვიდებულის სახით ტანში გამართული, ათრთოლებულის ხმით იმ ოთხმოცის წლის მოხუცებულებს გავდა, რომელნიც თავიანთ შეხედულობით გააოცებენ ხოლმე ფიზიოლოგს.2 ფრანციის რევოლუციის დროს ბევრი ამისთანა მოხუცებულები იყვნენ, რომელნიც დროებას გაეჩინა.

გ-ნს ზედვე ეცნეოდა, რომ ბევრი ჭირი და ვაება გადახედოდა. თუმცა მოხუცებული იყო, მაგრამ მაინც კიდევ მიხრა-მოხრა ხალ გაზდისა და ჯან-მრთელისა ჰქონდა. იმის შეხედულობას, ზახიანს ხმას და ღონიერ ხელების მოძრაობას, თითქო ისეთი რაღაცა ჰქონდაო, რომ სულთა-მხუთავსაც კი შეეშინდებოდა იმისგნით. გ-ნს სახეზე სიკვდილის მოახლოება ეცნეოდა, რადგანც თითონვე სურდა სიკვდილი.

სულ-ამომავლობის დროსაც კი თავისუფალი და სახე-გახსნილი იყო; მარტო ფეხები უძრავი შეექმნა. სულ გაუყინდა და გაუშეშდა. მაგრამ თავი კი ჯერ ცოცხალი იყო, სიკვდილამდის ჭკუა და გონება სრული შერჩა.

იმ დროს გ-ნი ემგზავსებოდა იმ ერთ აღმოსავლეთის ზღაპრების მეფეს, რომელსაც ნახევარი ტანი ცოცხალი ჰქონია და გაშეშებული ფეხები კი მარმარილოს ქვისა.

ეპისკოპოსი ქვაზე ჩამოჯდა და კონვენტიონისტს ხან-გრძლივ დაყწეო ლაპარაკი. მერე ორნივე კარგა ხანს ჩაჩუმდნენ; გ-მა ბოლოს დაარღვია სიჩუმე და ეპისკოპოსს უთხრა: — აბა გამოსაკითხავად ტყვილა, რისთვის მოსულხართ და ლუდვიგო XVII-ზე მელაპარაკებით? მე ხომ თქვენ არ გიცნობთ, რაც მე მარტოდ აქა ვცხოვრებ აქედამ ფეხი არსად არ გამიდგამს და ამ ყმაწვილის მეტს არც არავის ჩემთან ფეხი შემოუდგამს. მართალია, თქვენი სახელი და თქვენი კეთილ-მოქმედება მე შემიტყვია, მაგრამ ეს სულ უბრალოა: ოსტატმა და ხერხიანმა კაცმა იცის, როგორც მოატყუოს ხალხი. ყველა-ყველა და მე თქვენი ეკიპაჟის ხმაურობა რატომ ვერ შევიტვე, უთუოდ ჯვარედინ გზაზე ბუჩქებთან დააყენეთ. მე თქვენ ამასაც გეტყვით, რომ არ გიცნობთ.მართალია, მე თქვენ მითხარით, რომ ეპისკოპოსი ბძადებით, მაგრამ ამითი თქვენს ზნეობით ხასიათს მაინც ვერ შევიტყობ. გიმეორებთ ჩემ სიტყვას: ვინა ბძანდებით? ვიცი, თქვენ ეპისკოპოსი ხართ, ესე იგი — ერთი სასულიერო. თავადთაგანი, ერთი იმ მდიდარ და ხარისხოვან შემძლებელ კაცებთაგანი, რომელთაცა აქვსთ კარგი სარგებლობა დ შემოსავალი. — ქალაქ დ-სა აქვს წელიწადში საეპისკოპოსო შემოსავალი ხუთმეტი ათასი ფრანკი სამუდამოდ და სხვაც ისე ასაწაპნავი ათასი ფრანკი, სულ ერთიანად ოცდახუთი ათასი წელიწადში. თქვენ სამღვდელოებს ყველას კარგი მზარეულები და მოსამსახურეები გყავსთ, კარგს ჭამა-სმას არ იკლებთ, რაც ძნელი საშოვარი ნადირის ხორცი იპოება, თქვენ პარასკეობით მოგერთმევათ ხოლმე სუფრაზე, ამაყად გამოდიხართ კარგ ეკიპაჟებში, წინ და უკან ლაქიები გიყენიათ. თქვენ გიპყრიათ ციხე-დარბაზები, ეკიპაჟები და სიმდიდრე იესოს სახელითა, რომელიც ფეხშიშველა ფეხით დადიოდა! მეტადრე თუ პრელატიც3 არის, სასახლეცა აქვს, ცხენებიცა ყავს, ლაქიებიცა, კაი სადილი, ერთი სიტყვით თავის სიცოცხლეს შექცევაში ატარებს ამების თქმა თქვენზე ან უნდა მომატებული იყვეს, ან ცოტა, — ამითი მაინც კიდევ თქვენ დაფარულ და ნამდვილ ღირსებას ვერ შევიტყობ. მაინც ვერ შევიტყობ ვინა ბძანდებით თქვენ ჩემთან მოსული, უთუოდ იმ ფიქრით, რომ მე სიბრძნე და ჭკუა მასწავლოთ. მაინც ვისთან ვლაპარაკობ? ვინა ხართ?

ეპისკოპოსმა ჩაღუნა თავი და უპასუხა:

— Vermis sum (მატლი ვარ).

— მატლი ეტლით (კარეტით) მოსიარულე! გ-მა ჩუმად წაიბუტბუტა.

— ეხლა კონვენტიონისტი იყო ამაყად და ეპისკოპოსი თავდაბლად, მირელმა მშვიდად უპასუხა:

— დეე ეგრე იყოს, მაგრამ ერთი ეს მითხარით, როგორც თქვენ ამბობთ, განა ჩემი ეტლი, რომელიც აქ კარებს ახლო მიყენია, — ჩემი კარგი ჭამა-სმა და გარეული ნადირის ხორცი, რომელსაც მე პარასკეობით შევექცევი, ჩემი ოცდა ხუთი ათასი შემოსავალი ფრანკი, ჩემი სასახლე, ლაქიები და სხ. ვითომც გიმტკიცებდესთ, რომ ადამიანის შებრალება მადლი არ იყოს? გიმტკიცებდესთ, რომ წყალობის და მადლის ქმნა მოვალეობა არ არის ადამიანისათვის? გიმტკიცებდესთ,რომ 1793 წელიწადი შეუბრალებელი და ულმობელი წელიწადი არ იყო?

კონვენტიონისტმა შუბლზე ხელი გადასვა, თითქო სევდის ღრუბლების გადაყრა უნდოდაო.

— მანამდის გიპასუხებდე მე მოტევებასა გთხოვთ. მე დამნაშავე ვარ თქვენთან. თქვენ ჩემთან მოსულხართ, ჩემი სტუმარი ბძანდებით. მაშა სადა მე, მე თქვენთან ალერსით ყოფნა მმართებს. თქვენ ჩემ აზრებს არღვევთ, რიგი მოითხოვს, რომ მეც თქვენი ჰსჯა დავარღვიო; თქვენ სიმდიდრეზე და შექცევაზე ზდილობა მოითხოვს, რომ მე არა მეთქვა რა, იმიტომ-რომ ეგენი თქვენ გამტყუნებენ და მე კი უსიტყვოთაც მამართლებენ. პირობასა ვზდებ, რომ მე მაგ საგანზე აღარა ვსთქვა რა.

— მადლობას მოგახსენებთ, ეპისკოპოსმა უპასუხა.

გ-მა დაიწყო.

— ეხლა მოვილაპარაკოთ იმაზედ, რაც თქვენ მითხარით. მაგრამ რა პასუხს მთხოვდით? რა მკითხეთ? ჰო, რომ 1793 წელიწადი შეუბრალებელი და ულმობელი წელიწადი იყო?

— დიახ, შეუბრალებელი, ეპისკოპოსმა მიუგო; თქვენ მიურატზედ რას იტყვით, რომელმაც გილიოტინის4 მოგონებაზედ სიხარულით არ იცოდა რა ექმნა, მხიარული იყო და ტაშის-მკვრელი.

— ბოსსუეტზედ თქვენ რაღას იტყვით, იმ კაცზე, რომელიც პროტესტანტების დამარცხებაზე და ამოწყვეტაზე ეკკლესიაში Te Deum-ს გალობდა.

ეს სასტიკი პასუხი იყო. ეპისკოპოსი ათრთოლდა და ვერაფერით ვერ მოახერხა რა, რომ ეპასუხნა. ამ გვარად ბოსსუეტის სახელის მოხსენება ეჯავრა. ყველა ჭკვიან კაცს ბრმა-ყრუდ თითო გამოჩენილი ადამიანი ვინმე ჰყავს აჩემებული და თავის კერპად მიაჩნია. ეპისკოპოსსაც ბოსსუეტი ისე მიაჩნდა, რომ იმის სახელს ფიცავდა. გ-ანი ძლივსღა სუნთქავდა. სულთ-მბრძოლის ყელში ხრიალი და ძლივსღა სულის-მობრუნებელი ლაპარაკს უშლიდა; სახეზედ კი სულის მშვიდობიანობა ეცნეოდა: ქანც-გაწევეტილმა ძლივსღა წამოსთქვა:

— მე მინდა კიდევ ერთი ორი სიტყვა მოგახსენოთ: თქვენის ფიქრით, 1793 წელიწადი შეუბრალებელი იყო, მაშ უწინდელ წელიწადებზედ რაღას იტყვით? მე ვსწუხვარ უ. ეპისკოპოსო, ერც-ღერცოღინია მარია ანტოანეტზე და იმ საწყალ ღუგენოთის დედა კაცზე, რომელიც ლუდვიგო XIV დროს 1685 წელსა, მიაკრეს ბოძზე და იმ დედა-კაცის უსუსური ძუძუ მწოვარი ყმაწვილი კი შორიახლო თვალწინ დაუჭირეს; დედას ყმაწვილის ნახვაზე ძუძუები რძით ევსებოდა და გული კი — ვაებით და მწუხარებითა. საცოდავი ემაწვილი გამხდარი და მშიერი დედის ძუძუებს რომ ხედავდა, დნებოდა, ტიროდა და იტანჯებოდა, ამ დროს ჯალათი კი ეუბნებოდა დედა-კაცს: „გადადეგ შენ სარწმუნოებიდანაო.“ ასე აწვალებდნენ. ან სულის დაღუპვა უნდა ერჩია ამ საბრალოს, ან თავისი ყმაწვილის სიკვდილი. ამ გვარ ტანჯვაზე თქვენ რაღას იტყვით? კარგად გახსოვდესთ, რომ ფრანციის რევოლიციას თავის მიზეზი ჰქონდა. დეე მომავალმა აპატიოს, რაც ავი მოჰყვა რევოლიუციას.

კონვენტიონისტმა ეპისკოპოსს მოაშორა თვალი და ამ მშვიდობიანნის სიტყვებით დაასრულა თავისი ლაპარაკი: — ადრეულს და სწრაფს პროგრესსა5 ზოგი ერთნი რევოლუციას უწოდებენ. როცა რევოლიუცია დასრულდება ხოლმე, მაშინ სუყველანი ამბობენ: თუმცა კაცობრიობა ურიგოდ მოიქცაო, მაგრამ რგება ნახაო და წინ წავიდაო, ე.ი. შეიცვალაო. გ-ნი ვერცკი მოიფიქრებდა, რომ თავის სიტვებით ამ კაცის გული და აზრები მოინადირა.

ეპისკოპოსს ერთ საგანზე კიდევ უნდოდა ლაპარაკი და დაიწყო.

— პროგრესს უნდა სწამდეს ღმერთი, უსჯულო კეთილ საქმეში არ ივარგებს; ათეისტი6 კაცობრიობას წარმატებას ვერ მისცემს.

კონვენტიონისტმა ამაზედ არა უპასუხა რა. შეთრთოლდა, მერე ცას შეხედა და თვალებში ცრემლები მოუვიდა. როცა თვალები ცრემლით ეემსო და ჩამოზდიოდა იმ გამხმარ ლოყებზედ, თიქმის ლუღლუღით თავისთვის ჩუმათა სთქვა;

— შენ, ჰოი იდეალო! მარტო შენ არსებობ.

იმ დროს ეპისკოპოსმა რაღაც ნაირი აღელება იგრძნო. პატარა ხანის სიჩუმის შემდეგ, მოხუცმა ცას მიმართა თითი და სთქვა:

— დაუსაბამო იქ არსებობს, დაუსაბამოს რომ თავისი „მე“ არა ჰქონდეს და ის „მე“ იყოს მისი სამძღვარი, მიშინ ის დაუსაბამო. არ იქნებოდა, ე.ი. ის სულაც არ იქნებოდა. მაგრამ, რადგანაც ის არსებობს, მაშა სადამე აქვს იმას თავისი „მე“; ის „მე“ — ღმერთია.

სულ-მბრძოლმა წარმოსთქვა ეს სიტყვები მაღლის ხმით და აღტაცების თრთოლით, ისე თითქო ვისმე ხედავდესო და უყურებდესო, ეს სიტყვები დაასრულა თუ არა, თვალებიც დახუჭა. ძალ-დატანებამ ის დაქანცა. ნათლათ სჩნდა, რომ მან იმ ერთ წამში, ის რამდენიმე საათიც იცოცხლა, რომელიც კიდევ დარჩენოდა სიკვდილამდის. იმ წარმოთქმულ სიტყვებმა ის მიახლოვა იმასთან, რომლის არსებასაც კაცი სიკვდილ შემდეგ სცნობს.

იმის უკანასკნელი წამიც მოახლოვდა.

ეპისკოპოსი მიხვდა, რომ დრო ცოტაღა დარჩენილიყო, ის მისულ იყო კონვენტიონისტთან, როგორც მღვდელი. თუმცა პირველად იმ კაცზედ გულ-გრილად იყო, მაგრამ ეხლა აღტაცებაში მოვიდა. იმ კაცის დახუჭულ თვალებს შეხედა, მერე იმისი გაციებული და მოხრუჭული ხელი ხულში აიღო, დაიხარა, და სულ ამომავალს ყურში უთხრა: ეს საათი ეხლა ღვთისაა, თქვენ როგორ გგონიათ? შესაწუხებელი არ იქნებს, რომ ეს ჩვენი ერთმანეთისნახვა საბოლოოდ უსარგებლო იყოს?

კონვენტიონისტმა თვალები აახილა, სახეზე ეცნეოდა რაღაცა დიდებულება სიკვდილის აჩრდილთან შეერთებული.

— უფ. ეპისკოპოსო! იმან მშვიდათ უთხრა, რომელიც უფრო სულის ღირსებას მიეწერებოდა, ვირემც უღონოობას:

— მე ჩემი სიცოცხლე დავაღამე ფიქრში, სწავლაში და განხილვაში. სამოცი წლისა ვიყავ, როცა მე ჩემმა მხარემ და მამულმა დამიბარა და მომთხოვა, რომ მე იმის საქმეებზედ ზრუნვა და ზედა-მხედველობა მქონოდა. მე დავმორჩილდი. იყო ბოროტ-მოქმედება, — მე ვებრძოდი, იყო მტანჯველობა და მწვალებლობა, მე იგი ამოვფხვერი თუ იყო სახალხო სამართალი, რჯული და ახალი წესი, მე იმას უქადაგებდი და ვაღვიარებდი. მამულს მტერი შემოესია და მთელი მხარე დაიპყრეს, მე მამული დავიცე და დავიფარე. ფრანცია იყო. მტრისგან განსაცდელში, მე ჩემი თავი არ დავზოგე და მამულისთვის ტყვიას გულს ბევჯერ მიუშვერდი: მე არ ვიყავ მდიდარი, ეხლა ვარ ღარიბი. ერთ დროს მე ვიყავ ერთი სამეფოს ძლიერთაგანი.

„როცა ბანკის სარდაფები ისე ფულებით სავსე იყო, რომ სიმძიმის გამო კედლებს ზამინებს აძლევდნენ, არ ჩამოწვესო, მაშინ მე Abre-sec-ის ქუჩის ტრახტირში ვჭამდი სადილსა და დღეში ვხარჯამდი მარტო ოც და ორ სუს. მე ვშველოდი გაჭირებულებს, დაჩაგრულებს და მათ ვუმსუბუქებდი მწუხარებას ხალხის წინ წასვლას და განათლებას მე ხელს უმართავდი, ზოგჯერ ულმობელ პროგრესსაც წინ უდგებოდი ხოლმე და ხან თქვენც კი გესარჩლდებოდით ხოლმე, თქვენ, ჩემ წინა-აღმდეგ სამღვდელოს. ფლანდრიაში7 სწორედ იქა, საცა ერთ-ხელ ყოფილა საზაფხულო სასახლე მეროვინგის კოროლებისა, იყო მონასტერი წმინდა ურბანოს რიგისა, სააბბათო. წმინდა კლარისა, რომელიც მე დავიცე და გადავარჩინუ მტრის ხელიდამ წ. 1793-ში. მე ჩემი ვალდებულობა იმოდენად ავასრულე, რაოდენათაც შემეძლო და ღონე მქონდა, იმ სიკეთეს ჩავდიოდი, რაც კი ხელიდამ გამამივიდოდა. ამაების შემდეგ, მე გამამაგდეს, მდევნიდნენ, დამცინოდნენ, ლაფს მაცხობდნენ და სხ. სხ. ეს რამდენიმე წელიწადია, რაც მე ვამცნევ, რომ ზოგი ერთს აინუმშიც არ მოსდით ჩემი მოხუცება და ვეზიზღები კიდეც მე იმათ. გაუზდელი და დაბალი ხალხი მე ისე მიყურებს, როგორც შეჩვენებულს და დაწყევლილს, და მე, რომელსაც არავინ არა მძულდა, ყველამ შემიძულა და ეხლა ვარ განმარტოებული საერთოდ ჩემზე მძულვარობისაგან.

„მე ეხლა ვარ 86 წლისა და მე ვკვდები. თქვენ ჩემგნით რა გნებავსთ?

— თქვენი სათნოება, ეპისკოპოსმა მიუგო და მუხლი მოიდრიკა.

როცა ეპისკოპოსი ადგა და თავი აიღო, ნახა დიდ-მშვენიერი დ ჩინებული სახე მოხუცისა. ის გარდაიცვალა.

ეპისკოპოსი შინ დაბრუნდა და უფალმა უწყის რა ჰაზრებში იყო გაბმული. მთელი ღამე ლოცვაში გაატარა.

მეორე დღეს რამდენიმე გამოძიების მოყვარულთა გ-ზე დაუწყეს გამოკითხვა; მაგრამ იმან ხელი ცისაკენ მიიშვირა და იქ უჩვენა. იმ დღის შემდეგ ეპისკოპოსი გატანჯულებისათვის და საწყლებისათვის შეიქმნა უფრო უმეტესად მგრძნობელი და მოყვარე. თუ რასმე გ-ზე, იმ ძველ ავაზაკზე მოაგონებდნენ ხოლმე, ის საშინლად ჩაფიქრდებოდა. არვის კი არ შეეძლო ეთქვა, რომ ამის ჭკუა და შეგნება იმ გ-ის ჭკუას და შეგნებას რომ შეხვდნენ, ე- პისკოპოსისათვის უნაყოფო ყოფილიყოს.

მირელის იმ კაცთან მისვლაზედ და ნახვაზე ხალხი შეყრილობაში ათასნაირად ლაპარაკობდა და კილოებს აბამდა. ამბობდა:

— იმ სულ-მბრძოლთან რა ეპისკოპოსის ადგილი იყოვო. ნათლათ ჰჩანდა, რომ ამას ის ვერ მოარჯულებდაო? ყველა რევოლუციონერები გაჯიქებულნი ცოდვილნი არიანო. იმასთან რა მიარბენინენიდა, რომ წავიდა და ნახაო? განა ისე სახარბელოა ის სა ნახავი, როცა ეშმაკს სული მიაქვსო?

ერთხელ ერთმა ქვრივმა იმათგანმა, რომელთაც თავიანთ თავი ძალიან ჭკვიანი მიაჩნიათ, ასე ხუმრობით ჰკითხა ეპისკოპოსს: — მონსინიორო, ყველანი კითხულობენ, თქვენ როდის მიიღებთ წითელ ყალფაღსა?

— დიახ, იმან მიუგო: — წითელი ფერი საშინელი ფერია. კიდევ კარგი, რომ ვისაც მაგ ფერი ყალფაღისა ეშინიანო, როცა იმფერ შლიაპასა8 ხედავსო, ისივე პატივსა სცემს.

______________

1. კონვენტი — საზოგადოება რევოლუციის დროს, რომელიც ფრანციის საქმებს ჰმართავდა. კონვენტიონისტი ამ საზოგადოების წევრს ერქვა. მთარგ.

2. ფიზიოლოგია მეცნიერებაა ბუნების ცნობაში მომყვანი: მცენარისა, ცხოველისა და კაცის ცხოვრებითის აგებულების ამხსნელი. მთარგმ.

3. პრელატი სამღვდელოს ხარისხია. მთარგ.

4. გილიოტინა აღვილად და სწრაფად კაცის თავის მოსაკვეთი მაშინაა. ფრანციის რევოლუციის დროს შემოიღო ერთმა ჰექიმმა აბბათმა გვარად გილიოტენმა. მთარგ.

5. პროგრესსი წარმარტებაა,ხალხის წინ წასვლაა. მთარგ.

6. ათეისტი,ურწმუნოა.

7. ფლანდრია ფრანციის მაზრაა. მთარგ.

8. კარდინალის შლიაპა წითელია. მთარგ.

6.1.5 V. მოგზაურის საღამო

▲back to top


V. მოგზაურის საღამო

გიორგობის თვის პირველ დღეებში, წ. 1815-ში ერთი საათით ადრე მზის ჩასვლამდის, ვიღაცა ერთი ქვეითი უცხო კაცი შევიდა ქ. დ-ში. ამ დროს ზოგიერთი იმ ქალაქის მცხოვრებნი ქუჩებში იყვნენ და შეწუხებულის თვალით უყურებდნენ ამ ახალ მისულ მოგზაურს. მართლათაც კი იშვიათი სანახავი და ძნელი წარმოსადგენია ამაზე უსაწყლესი შეხედულობის ადამიანი. ეს კაცი იყო შუა ტანის, ჩასხმული და ღონიერი, შუა ხნისა. იქნებოდა ასე ან ორმოცდა ექვსისა, ან ორმოცდა რვა წლისა. ტყავის კიზიროკიანი ქუდი თვალებში ჩამოჩაჩული ჰქონდა და მზე მოკიდებულ და ოფლიან პირისახეს ფარავდა. სხვილი ტილოს პერანგი ეცვა, საყელო საკინძით შეკრული, ცოტა გადაღეღილი ჰქონდა და ბალნიანი გული უჩანდა; ყელ-სახვევი თოკივით დაგრეხილი ეხვია, — ტანთ ეცვა ძველი, დაგლეჯილი ყომრალის ფერი ბლუზი ნიდაყვ გამოცვეთილი და აქა იქ თეთრის ძაფით სხვა და სხვა ფერ ნაჭრებით დაკერებული, და გაცვეთილივე ძველი ლურჯი ნაშურის შალვარი, ერთი მუხლისთავი გახეხილი იყო ისე, რომ გათეთრებულიყო და მეორე ამოფლეთილი იყო; ზურგზედ ეკიდა მძიმედ გატენილი ახალი სალდათური გუდა, ხელში ეჭირა ვეება-ერთელა კაკლის კომბალი. შიშველა ფეხებზედ ეცვა ლურსმებით დაჭედილი უვყლო ჩექმები, თმა მოკლედ გაკრეჭილი ჰქონდა, გძელი წვერი ეყენა და ამასთანვე გაოფლიანებული იყო და საშინლად მტვრიანი.

ამ უცხო კაცს არავინ იცნობდა. როგორც ეცნეოდა, ეს იყო მოგზაური. მაგრამ საიდამ მოდიოდა? სამხრეთიდამ, მგონია, ზღვის პირიდგან ამიტომ უფრო, რომ ეს შემოვიდა ქ. დ-ს იმავე ქუჩაზე, რომელზედაც იმპერატორმა ნაპალეონმა შვიდი თვის წინად გაიარა, როცა კანნიდამ ემგზავრებოდა და პარიჟში მიდიოდა. ამ უცხოს უთუოდ მთელი დღე ევლო, რომ ისე ძალიან დაღალვა-დაქანცულობა ეცნეოდა.

ზოგი ერთს ეს ენახათ, როგორც მისულიყო გასსენდის ბულვარის შადრევანთან — დაეწაფა და ესვა წყალი. მაგრამ წუყრვილი ვერ მოეკლა; ერთი-ორი ნაბიჯი გაუარა თუ არა, ხელმეორედ მისულ იყო წყლის დასალევად მეორე შადრევანთან.

ეს უცხო პუაშავერის ქუჩის ყურთან მივიდა, მერე მარცხნივ შეუხვია და სამეროში1 შევიდა. ხუთმეტი მინუტს უკან იქიდამ გამოვიდა. კარებ წინ ქვაზე ჯანდარმი იჯდა; ამ უცხო კაცმა მოუხადა ქუდი და მდაბლად თავი დაუკრა, ჯანდარმმა კი თვალ-დაკვირვებით დაუწყო ყურება, თვალი კარგა ადევნა ამ მგზავრს და მერე შევიდა რატუშაში.2

ამ ჩვენმა უცხომ კი ტრახტირისაკენ გასწია. მივიდა, შევიდა სამზარეულოში, ნახა რომ ქურებში და ბუხარში კაი ცეცხლი ენთო და მეტრახტირე მოუსვენრად ფეხ-ჩუდრეკელი კარგ სადილს ამზადებდა მეურმეებისათვის, რომელთაც მეორე ოთახში გაუდიოდათ ხარხარი და მაღლის ხმით ლაპარაკი.

ვისაც მგზავრობა გამოუცდია, იმან იცის რომ მეურმეებზე მადიანად და მაძღრივ არავინ არა სჯამს პურს.

რაკი მეტრახტირეს დუქნის პატრონს კარის ხმა შეესმა და შეიტყო, რომ ვიღაცა ეწვია, ქურას თვალი არ მოაშორა და ჰკითხა:

— რა გნებავსთ?

უცხომ უთხრა: ჭამა და ძილი.

— მაგაზე ადვილი რა იქნება, პატრონმა უთხრა და შემოხედა, თავით ფეხამდის ჩაავლო თვალი ახალ მოსულს და იმ წამსვე უთხრა: რასაკვირველია, ფულით.

— მე ფულები მაქვს.

— მაშ ბატონი ბძანდებით, რაც სულით და გულით გნებავდესთ, ოღონდც მიბძანეთ.

მოგზაურმა ზურგიდამ გუდა მოიხსნა, კარების გვერდზედ მიაყუდა და ჯოხით ხელში ბუხრის წინ ჩამოჯდა პატარა სკამზედ. მეტრახტირე დუქნის პატრონი, თავის საქმეს დასტრიალებდა და მაინც თვალს არ აშორებდა ახალ-მოსულ მგზავრსა და კარგა შინჯავდა.

– რა ქენ, დროზე იქნება სადილი? მოგზაურმა ჰკითხა.

— ეხლავ, მედუქნემ უთხრა.

იმ დროს როცა უცხო კაცი ზურგი მოქცეული მედუქნისაკენ ცეცხლა-პირას თბებოდა, მედუქნემ ყარანდაში ამოიღო, ძველის გაზეთის პატარა ქაღალდი მოხია, ერთი ორი რიგი დასწერა, მერე დაკეცა,არ დაბეჭდა, თავის მოსამსახურე პატარა დუქნის შაგირდს დაუძახა და ყურში რაღაცა წაუჩურჩულა; შაგირდი საჩქაროდ სამეროსაკენ გაიქცა.

მოგზაურმა ვერა დაინახარა და კიდევ ჰკითხა:— რა ქენ, სადილს დროზე მაჭმევ, თუ არა?

— ეხლავ, აი, ემ საათში, მედუქნემ უპასუხა.

შაგირდი დაბრუნდა; ისევ ის ბარათი, რომელიც თან გაატანა, უკანვე მისცა პატრონს; იმან საჩქაროდ გახსნა, გულ მოდგინებით წაიკითხა და დაფიქრდა. მერე მივიდა მოგზაურთან და უთხრა:

— თქვენი მიღება მე ვერ შემიძლიან.

რატომ? იქნება გეშინოდეს და ფიქრობდე, ვაი თუ სადილის ფული არ მომცესო? გინდა ეხლავ ამ თავით დაგითვალო. სადილის ფული? მე აკი გითხარი ფულები მაქვს მეთქი.

— მე მაგაზე არ ვამბობ.

— მა რა არი?

— მართალია თქვენ ფულები გაქვსთ…

— ჰო მაქვს, მერე?

— მე კი სათქვენო საწოლი ოთახი არა მაქვს, მიუგო მედუქნემ.

უცხომ დაწყნარებით უთხრა: — სადმე თუნდ თავლაში დავსწვები.

— არა მე ვერ შემიძლიან.

— რატომ?

— მთელი თავლა ცხენებით სავსეა, იქ ადგილი არ არის.

— თუ აგრეა, მაშ ჩარდახის კუთხეში მაინცა, საცა უნდა იყოს. ცოტა თივა კი გამიშალეთ. . . მაგრამ საწოლზედ სადილს უკანაც მოვილაპარაკებთ.

— მე თქვენ ვერც სადილს გაჭმევთ.

— როგორ თუ ვერა? მე ლამის შიმშილით მოვკვდე. მზის ამოსვლიდამ აქამდის ქვეითი მოვსულვარ, თორმეტი ლიო3 გამომივლია. მე ფულს მოგცემ; მშიან, პური მაჭამე!

— სადილად მე არა მაქვს რა, მედუქნემ უთხრა. მოგზაურს გეეცინა და ქურებისკენ მიიხედა.

– არა გაქვს რა? ეს რაღაა? ქურებზედ ბევრი სხვა და სხვა საჭმელები იხარშებოდა.

— ეგ სულ სხვებისთვის მზადდება.

— ვისთვის?

— აი ამ ბატონებისთვის, მეურმებისათვის.

— განა რამდენი კაცისათვის? ბევრნი არიან?

— თორმეტი ადამიანისათვის.

— აქ თუნდ ოცი კაციაც არი.

— ეგ სულ გაყიდულია და მაგის ფასიც ამ თავითვე მოცემულია.

მოგზაური კიდევ სკამზე ჩამოჯდა და წენარად სთქვა:

— მე ტრახტირში ვიყო, ფული მქონდეს და მშიერი ვრჩებოდე!

მაშინ მეტრახტირე მივიდა, და ყურში ჩუმად ისეთ ნაირად უთხრა, რომ მოგზაურს ფერი დაეკარგა და ათრთოლდა.

– გადით, დაიკარგეთ აქედამ!

უცხო მიუბრუნდა, რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ მედუქნე თვალ-დაკვირვებით დააცქერდა და უთხრა:

— ეს სიტყვებიც შენთვის საკმაო უნდა იყოს. გინდა მე თქვენ გითხრათ თქვენი სახელი? თქვენი სახელი ჟან-ვალჟანია. ეხლა გნებავთ მოგახსენოთ ვინცა ბძანდებით? როცა თქვენ აქ შემოხვედით, მე მაშინვე თქვენ მხრივ ეჭვმა ამიტანა, მე სამეროში გავგზავნე შესატყობრად და აი რა პასუხი მომწერეს. თქვენ წიგნის კითხვა იცით?

თქმის უმალ მოგზაურს ბარათი მისცა, იმან წაიკითხა და მედუქნე კი მოჰყვა:

— მე ესეთი ჩვეულობა მჭირს, რომ ყველას ზდილობით ვექცევი, გადი აქედამ მეთქი.

მოგზაურმა თავი ჩაღუნა, მივიდა, აიღო თავისი გუდა, აიკიდა და გავიდა.

ის დაადგა ერთ დიდ ქუჩას, კედელ-კედელ ატუზული მიდიოდა და სრულებით უკან არ იხედებოდა. თუ უკან მიეხედნა დაინახავდა მეტრახტირეს, რომელიც თავის კარებ წინ იდგა, გარს ბევრი ხალხი ეხვია, რაღასაც ლაპარაკობდნენ და თითებს იმ მოგზაურისკენ იშვერდნენ.

მაგრამ მოგზაურმა ვერ დაინახა რა. არც თითონ იცოდა საით მიდიოდა, ყველა დაავიწუდა ამ უბედურს არც დაქანცულობა აგონდებოდა, არც შიმშილი. ასეა, როცა კაცი გამწარებულია. ბინდ-ბუნდი იყო, უეცრად ძალიან მოშივდა, გარშემო მიიხედ-მოიხედა, თავის შესაფარებელ ადგილს ეძებდა. ტრახტარიდამ გამოისტუმრეს, თუმცა ფულს იმეტებდა; ამის გამო მიკიტნის დუქანს ეძებდა. დაინახა ერთ ქუჩის ბოლოს სინათლე ერთ სახლში, რომლის კარებზედაც ნაძვის რტო იყო დარჭმული, იმ სახლისკენ გასწია. მივიდა იმ ადგილს მართლა მიკიტნის დუქანი ნახა.

დადგა, ფანჯრიდგან შეიხედა, დაინახა დაბალი ოთახი განათებული პატარა ლამპით და ბუხრის ცეცხლის შუქით; რამდენიმე კაცი სმაში იყვნენ და დუქნის პატრონი ბუხრის წინ თბებოდა.

იმ დუქანს ორი შესავალი კარი ჰქონდა. ერთი ქუჩიდამ მეორე ნეხვით და ნაგვით სამსე ეზოდამ. მოგზაურმა ქუჩის კარებიდგან შესვლა ვერ გაბედა, ეზოში შევიდა, ცოტას ხანს შედგა, მერე ნელა კარების თასმა ჩამოსწია, კარებს ხელი ჰკრა და ფეხი შესდგა.

— მანდ ვინა ხარ? პატრონმა ჰკითხა.

— მგზავრი ვარ. ვახშმის ჭამა მინდა და მერე ძილი.

— კარგი აქ ვახშამსაც სჭამ და დაიძინებ კიდეც!

მოგზაური შევიდა. ვინც კი იმ დუქანში იყო ყველამ მიიხედა და იმ ახალ მოსულ კაცს ყურება დაუწყეს. ერთის მხრით ამ კაცს ანათებდა ლამპა და მეორე მხრით დაგრიალებული ბუხარი, და მანამდის ის თავის გუდას მოიხსნიდა, ყველა იმას შესცქეროდა და ზვერამდა.

— აი ცეცხლი, დუქნის პატრონმა უთხრა: – მოდი, ჩემო ძმობილო, გათბი.

მოგზაური მივიდა, ბეხართან ჩამოჯდა და ბევრის სიარულით დაჟეჟილი ფეხები ცეცხლს მიუშვირა. სინათლის შუქზედ, თვალებში ჩამოჩეჩილ ქუდის ქვეშ, სახეზედ ეცნეოდა, თითქო რაღაცა იამაო. ერთის შეხედულობით ის კაცი მაგარის კაზმისა იყო, მაგრამ მწუხარებაც ეცნეოდა.

იქ მჯდომ კაცებში იყო. ერთი მეთევზე. ეს მანამ ამ დუქანში მოვიდოდა, მისულიყო. მეტრახტირესთან, საიდამაც უცხო კაცი გამოისტუმრეს, და იქ თავის ცხენი თავლაში დაება. დროებამ ისე შეამთხვია, რომ იმავ დღესვე დილით გზაზედ შემოხვედროდა მეთევზეს ეს მოგზაური, მიმავალი ქალაქში. მოგზაური ძალიან დაღალულიუო და მეთევზეს შეხვეწნოდა, რომ ცხენს უკან შემოესვა. მეთევზეს იმ კაცის სახე თურმე არ მოეწონა, ხმა არ გასცა და ცხენს ტარება აჩქარებინა. ისევ ეს მეთევზე ნახევარ საათის უკან ერია იმ ხალხში, რომელიც მეტრახტირეს გარს ეხვია და ტრახტირიდამ გამოგდებულ მოგზაურს უყურებდა. ვაჭარმა მეთევზემ დუქნის პატრონს ანიშნა და ჩუმად დაუძახა. მედუქნე მივიდა თუ არა, მეთევზემ ყურში რაღაცა წაუჩურჩულა. დუქნის პატრონი ჩაფიქრდა მერე ბუხართან მივიდა, უცხო კაცს მხარზედ ხელი დაკრა და უთხრა:

— შენ შეგიძლიან აქედამ გაბძანდე.

მოგზაური მიუბრუნდა და დაწყნარებით უპასუხა:

— მაშ თქვენც შეგიტყვიათ, იცით?..

— ჰო!

— მე ტრახტირიდამ გამომისტუმრეს და გამომაგდეს.

— აქედამაც გისტუმრებთ.

— მაშ სად უნდა წავიდე, ვის მივადგე?

— საცა გინდოდეს, აქ კი ნუ იქნები.

— მოგზაურმა აიღო. თავისი ჯოხი, აიკიდა გუდა და წამოვიდა. როგორც კი გამოვიდა პატარა ბიჭებმა, რომელნიც ტრახტირიდამ გამოყოლოდნენ და მგონია აქ იმის გამოსვლას ელოდნენ, დაუწეს მოგზაურს ქვების სროლა; იმან ჯოხი დაუქნია და პატარა ბიჭები დაიფანტნენ, როგორც შეშინებული ფრინვლები.

უცხო კაცმა საპყრობილეს წინ გაიარა. კარებზე რკინის ჯინჯილი ეკიდა, მობმული ზარის ენაზედ; მივიდა ჩამორეკა. ციხის ფანჯარა გაიღო.

— უფალო, ყარულო, მოგზაურმა უთხრა და მდაბლად ქუდი მოუხადა — არ იქნება მე მანდ ამაღამ საწოლი ადგილი მომცეთ. ციხიდამ უთხრა:

— ციხე და საპყრობილე სასტუმრო სახლი არ არი, თუ გულით გინდა, რამ დააშავე, დაგიჭერენ, მოხვალ და კარებს გაგიღებ.

ფანჯარა მოხურეს.

მოგზაური დაადგა ერთ ქუჩას საცა ბევრი ბაღები იყო იმ ბაღებში დაინახა ერთი პატარა ერთ-ეტაჟიანი განათებული სახლი ფანჯარიდამ შეიხედა, ნახა დიდი ოთახი თეთრად შეღებილი, იმ ოთახში ლოგინი ეგო, იქვე აკვანი იდგა. რამდენიმე ხის სკამები ეწყო და კედელზე ორ-ლულიანი თოფი ეკიდა. შუაში სტოლი იდგა, ვახშმისათვის სუფრა გაშლილი, ზედ ბოთლით ღვინო იდგა; სტოლის წინ იჯდა ორმოცი წლის კაცი, მხიარულის და გაშლილის სახით, ხელში პატარა ყმაწვილს ათამაშებდა. გვერდით იდგა ახალგაზდა ქალი და მეორე უმაწვილს ძუძუს აწოებდა და თან დაჰღიმოდა.

ამ საამურ სანახავზე მოგზაური ძალიან ჩაფიქრდა. რაზე ფიქრობდა? მარტო თითონ იცოდა, უთუოთ იმაზე, რომ ის მხიარული სახლობა პურ-მარილიანი იქნებაო; საცა ამოდენ ბედნიერებას ხედავდა იმათში, რა საკვირველია, ეგონა, შეწყალებასაც ნახავდა.

მოგზაურმა ნელა კარი დაარახუნა.

ვერავინ ვერ შეიტყო.

ხელმეორეთ დაარახუნა და იმას დედა-კაცის ხმა შემოესმა.

— მგონია, არახუნებენო.

— არ შემიტყვია, ქმარმა უთხრა.

მოგზაურმა მესამედ დაარახუნა.

ქმარმი ადგა სანთელი აიღო და კარი გაუღო. ეს იყო მაღალ – მაღალი კაცი, ერთის შეხედულობით გლეხსა ჰგავდა, მეორის ხელოსანსა, წინ ტყავის არდაგი ეკრა.

— უკაცრავად არ ვიყო, რომ გაგსარჯეთ. არ იქნება ერთი თეფში კერძი მიბოძოთ და ბაღში ჩალურის ქვეშ დასაძინებელი ადგილი? შეიძლება? მე ფულს მოგართმევთ.

— თქვენ ვინა ბძანდებით? სახლის პატრონმა ჰკითხა.

— მგზავრი ვარ პიუი-მუასსონიდამ; მთელი დღე ქვეითი მოკდიოდი, თორმეტი ლიო გამოვიარე. ფულს მოგართმევთ. შეიძლება?

— ვინც მე მიკულს მამცემს, მე იმას არასდროს არ დაუჯერ ადგილს, მაგრამ, რატომ ტრახტირში არ მისულხართ?

— იქ ადგილი არ არი.

— გასაოცარია; ეგ არა მგონია. დღეს საბაზრო დღე ლაბართან იყავით თქვენ თუ არა?

— დიაღ, ვიყავ.

— მერე?

— როდი მიმიღო, სახე შეჭმუხვნით უთხრა მოგზაურმა.

— შაფოს ქუჩაში არ იყავით?

—ა რც იქ მიმიღეს, გულ-ამღვრევით უთხრა.

იმ მკითხველმა კაცმა იეჭვა, თავით-ფეხამდის გაშინჯა მოგზაური და უეცრად, ათრთოლებულის ხმით დაიკივლა:

— შენ იქნება ის კაცი იყო?

ერთი კიდევ შეხედა, მერე სამი ნაბიჯი უკან დაიწია, შანდანი სტოლზე დასდგა და კედლიდამ თოფი ჩამოიღო. იმ დროს როცა ქმარმა დაიძახა „შენ იქნება ის კაცი იყოო“, დედა იმ წამს ადგა, ყმაწვილები ხელში აიყვანა, გულზე მიიკრა, ქმარს უკან მოეფარა დ შეშინებულის სახით დაუწყო ცქერა მოგზაურს. ეს სულ ერთ თვალის დახამხამებაში მოხდა. სახლის პატრონმა მოგზაურს პატარას ხანს ისე დააცქერდა, თითქო გველს უყურებდესო; მერე მივიდა კარკბთან და უთხრა:

— გასწი დამეკარგე!

ღვთის გულისათვის! ერთი სტაქანი წყალი მაინც დამალევინეთ.

— აი ამ თოფს ხედავ! სახლის პატრონმა უთხრა და კარები მაგრა მიუჯახა; მოგზაურს შეესმა, როგორც კარებს ორი ურდული გაუყარეს, შიგნიდამ ჩაკეტეს და მერე ფანჯრებიც მაგრა დაკეტეს.

დაღამდა კიდეც. ალპების მთებიდამ ცივი ქარი დაჰქროლამდა. მოგზაური კიდევ ქუჩაში იყო, მოსასვენებელი ალაგი არსად არა ქონდა. დაქანცული დაწვეტილი ჩამოჯდა ერთ ქვაზე, მაგრამ იმ

წამსვე ადგა და დაიწყო წანწალი. ცოტას ხანს ასე დადიოდა. ღამის რვა საათი იყო მოახლოებული. გზები არ იცოდა და ასე ალალ-ბედზე მიდიოდა, პრეფეკტურასთან მიახლოვდა; მერე სემინარიასთან და ბოლოს სობოროს მეიდანზე მივიდა. იქ ერთ კუთხეში ტიპოგრაფიის ახლო, დაღალულ-დაწყვეტილი, უნუგეშო, სრულიად იმედ მიხდილი, დაეგდო ქვის სკამზედ. იმ დროს ერთი ვიღაც ბებერი დედაკაცი საყდრიდამ გამოდიოდა დ სკამზედ გაწოლილი კაცი დაინახა.

— ჩემო ძმობილო, თქვენ აქ რას აკეთებთ ? დედა-კაცმა ჰკითხა

— როგორც თქვენ მხედავთ, ვწევარ, უზდელად და გაჯავრებით უთხრა მოგზაურმა.

ეს დედა-კაცი იყო მარკიზა პ-ჟ.

— ამ ქვის სკამზე?

— მთელი ცხრამეტი წელიწადი მე მარტო ხმელ ფიცარზედ ვიძინებდი, ეხლა ქვაზე დავიძინებ.

— თქვენ სალდათად ხომ არ იქნვით?

— ჰო, ჩემო კეთილო, სალდათად?

— რატო ტრახტირში არ მიხვალთ?

— აი ამიტომ არ მივალ, რომ ფულები არა მაქვს.

მარკიზამ ჯიბეში ხელი ჩაიყო და უთხრა: — ვაი რომ ზედ ოთხი სუს მეტი არა მაქვს.

— არა უშავს რა, მომეცით.

მოგზაურმა ფული გამოართვა.

მარკიზამ უთხრა: მაინც მაგ ფულით თქვენ ტრახტირში დასაძინებლად ოთახს არ მოგცემენ. არც ეს შეიძლება, რომ ამაღამ აქ დარჩეთ. თქვენ გცივად განა? მშიერიც იქნებით. თქვენ ამღამ სადმე სამადლოდ მიგიღებენ, იმედს ნუ იწყვეტამთ.

— ბევრს მივადექ, ყველგან კარი ვარახუნე, მოგზაურმა უთხრა.

— მერე?

— არსად არ შემიშვეს, ყველამ გამომაგდო.

მარკიზამ ხელი დაადო მოგზაურს და მერე მეიდნის მეორე რიგობაზედ, საეპისკოპოსო სახლის ახლო ანიშნა ერთი პატარა სახლი.

— თქვენ ყველგან არახუნეთ კარი? მარკიზამ ჰკითხა.

— ჰო.

— აი ის კარებიც!

— არა.

— მაშ მიდით და დაარახუნეთ.

______________

1. სამერო პოლიციაა.

2. რატუშა სამოქალაქო სამსჯავროა. მთარგ.

3. ლიო სიგძის ზომა არის ოთხვერსტზე ცოტა მეტი. მთარგ.

6.1.6 VI. სიბრძნისაგან ჩაგონებული კეთილ-გონიერება.

▲back to top


VI. სიბრძნისაგან ჩაგონებული კეთილ-გონიერება.

იმ საღამოს ეპისკოპოსი ჩვეულებისამებრ, სასეიროდ ყოფილიყო, მერე შინ დაბრუნებულიყო. იჯდა თავის ოთახში და სწერდა ერთ დიდ თხზულებას „ვალდებულებაზე“, რომელიც შეუსრულებელი დარჩა. საღამოს რვა საათი იყო და კიდევ სწერდა. მაგრამ როცა იმისი და სტოლის იარაღის გამოსატანად შევიდა იმის ოთახში დ სუფრა გაშლილი იყო, მაშინ ეპისკოპოსმა წერას თავი დაანება, იფიქრა, ჩემი მომლოდინე არ იყვნენო, და გავიდა სასადილო ოთახში. ის ოთახი იყო გძელი, ერთი ფანჯარა ქონდა ბაღჩისაკენ და ქუჩიდამ პირდაპირ შესავლელი კარი. მადამ მაგლუარი თან სუფრასა შლიდა და თან მამზელ ბაპტისტინას, ეპისკოპოსის დას ელაპარაკებოდა.

ეს ორი დედა-კაცი, ორნივე სამოც-სამოცი წლისა იყვნენ; ძნელი წარმოსადგენნი არ არიან: მადამ მაგლუარი, ეპისკოპოსის მეკუჭნავე, იყო დაბალი ტანისა, სქელ-სქელი და გამრჯე დედა-კაცი; ეპისკოპოსის გასათხოვარი და ბაპტისტინა იყო ნაზი, ხმელ-ხმელი, მგრძნობელი, 1806-ს წლის მოდის ფარჩის კაბაში. მაგლუარი სუფრას შლიდა და თან ლაპარაკობდა, რომ ქალაქში ერთი ვიღაცა გამოქცეული კაცი დაწანწილებსო, პოლიციას ზედა-მხედველობა არა აქვსო თავის საქმეზედაო, კეთილ გონიერ ადამიანებს ჰმართებთ ზრუნვა საზოგადოების მშვიდობიანობაზედაო. სახლ კარზე

კარგი სიფრთხილე და თვალის ჭერა გვმართებს და ქუჩის კარებები ღამე მაგრა უნდა ჩავკეტოთო.

ეპისკოპოსმა იმ ლაპარაკს ყური არ ათხოვა.

მიგლუარმა ხელმეორედ გაიმეორა, მაგრამ უნაყოფოდ; მაინც კიდევ ეპისკოპოსმა ყური არ ათხოვა.

მამზელ ბაპტისტინამ ნახა, რომ ძმამ ხმა არ ამოიღო და რადგანაც მაგლუარის კმაყოფილება სურდა, მიუბრუნდა ეპისკოპოსს და ჰკითხა:

— ძმაო, მადამ მაგლუარის ნათქვამი შეიტყეთ?

— ყური მოვკარ, კარგად კი ვერ შევიტყე. მერე მიუბრუნდა მოსამსახურეს დ უთხრა:— აბა ერთი შემატყობინე რა ამბავია? უთუოდ დიდი შიშიანობა მოხდებაო? მაშინ მაგლური ხელახლად თავიდამ მოყვა ლაპარაკს. ბოლოს ეს გამოდის, რომ ერთი ვიღაცა ბოშა კაცი, ფეხ-შიშველი, გლახის მგზავსი, ქალაქის ქუჩებში დადისო, ის კაცი ლაბართან მისულაო, იმას არ მიუღია და გამოუგდიაო; მერე მისულა გასსენტის ბულვარზედაო; თურმე ასე დაწანწალებსო, ის უცხო საზარელი შეხედულობისა არისო და ზურგზე გუდა კიდიაო.

— მართლა? ეპისკოპოსმა სთქვა.

— დიაღ სწორედ ესეა, როგორც მე მოგახსენეთ. ამაღამ ქალაქში უთუოდ ერთი დიდი უბედურება რამ მოხდება, ყველანი ამას ამბობენ. ჩვენ სახლს სიფრთხილე ჰმართებს. თუ მონსინიორი ნებას მომცემს, მე მივალ აქვე მჭედელთან და ვეტყვი, რომ ქუჩის კარებებს ურდულები გაუკეთოს. ამის გაკეთებას სულ ერთი წამი უნდა. ურდული მარტო ამაღამისთვის კი არ არი საჭირო, იმიტომ, რომ იმაზე ცუდი არ არის რა, როცა კარებები გარედამ იღებაო…

6.1.7 VII. უეცარი ვაჟკაცობა.

▲back to top


VII. უეცარი ვაჟკაცობა.

ამ დროს კარები ვიღაცამ ძალზე დაარახუნა.

— მობძანდით, ეპისკოპოსმა უთხრა.

კარებები უეცრად გაიღო, თითქო გაბედვით და გულზე-მოსულმა ვიღაცამ ხელი ჰკრაო, ოთახში შევიდა ჩვენი უცხო. მოგზაური.

ჩვენ ამას ვიცნობთ.

ეს შევიდა, ერთი ნაიჯი გადადგა და მერე შედგა, კარებიც არ მიხურა. მადამ მაგლურს შიშით იმდენი ღონე აღარ შერჩა, რომ დაეკივლა მაინც — ათრთოლდა და ისე სახტად დარჩა, გამშრალი, უენოდ. მამზელ ბატისტინამ მიიხედა თუ არა, შეხედა მოსულს, მერე ბუხრისკენ მიბრუნდა და ძმას დაუწუო ყურება.

ეპისკოპოსმა ამ მოსულს მშვიდობიანის სახიდ დაუწყო ცქერა და იმ კაცისთვის რაღაც უნდა ეკითხა, მაგრამ მოსული ჯოხზედ დაბჯენილი დადგა, მოხუცებულს შეხედა, მერე დედა-კაცებს და მაღლის ხმით სთქვა.

— მე სახელად მქვიან ჟან-ვალჟანი. მე კატორღელი ვარ; ცხრამეტი წელიწადი გალერაზედ დასასჯელად ვიყავი. აი ეს ოთხი დღეა, რაც მე გამანთავისუფლეს, ტულონიდამ მივდივარ პონტორ-ლიეში. დღეს მე ფეხით თორმეტი ლიო გამომივლია. ამ ქალაქის ტრახტირებში ვიყავ, მაგრამ არსად არ მიმიღეს და გამომაგდეს, იმ მიზეზით, რომ მე ყვითელი ბაშფორთი მაქვს მოცემული, რომელიც გამოსაცხადებლად, სამეროში წარვადგინე. მე ერთ ტრახტირშიც მივედი და იქ მითხრეს: „გადი აქედამ დაგვეკარგეო“. არავინ არ შემიწყნარა და არ მიმიღო. მე მინდვრად გავედი ვარსკვლაებიან ცის-ქვეშ დასაძინებლად, მაგრამ, ჩემ საუბედუროდ, ცაც კი მოღრუბლულიყო. მე ხელმეორედ ქალაქში დავბრუნდი, ერთ ადგილას ქვაზე დავსწექ, იმ დროს ვიღაცა ერთმა კეთილმა დედაკაცმა თქვენი სახლი მომასწავლა და მითხრა: „ეგ კარები დაარა ხუნეო“. მე დავარახუნე. ეს რა სახლია? ტრახტირია? მე ფულები მაქვს, სულ ას ცხრა ფრანკი და ხუთმეტი სუ. ეს ფულები ჩემ ტუსაღობაში მოვაგროვე, ცხრამეტის წლის იქაურ მუშაობაში. მე ფულს მოგცემთ, ჩემთვის არა ფერია — მე ზედ ფულები მაქვს. ძალიან დავიღალე, დღეს თორმეტი ლიო გამომივლია ფეხით. ნებას მიბოძებთ აქ დავრჩე?

— მადამ მაგლუარო, ეპისკოპოსმა უთხრა: ერთი კაცის იარაღი მიუმატეთ სუფრას. უცხო კაცმა ერთი ორი ნაბიჯი კიდევ გადადგა, სტოლთან მიახლოვდა და სთქვა:

— კარგად შეიტყეთ, რაც გითხარით, თუ არა?

— მე ტუსაღი ვიყავ, კატორღელი, გალერიდამ მოვდივარ. ამ სიტყვის უმალ, უბიდამ ამოიღო უშველებელი ერთი თაბახი ყვითელი ქაღალდი. „აი ჩემი ბაშბორთი; როგორც ხედავთ ყვითელია. ამის ძალით და მოწყალებით არა ვინ არ მიმიღო, ბინა არსად მომცეს და გამომაგდეს. გნებავსთ წაიკითხოთ? მეც ვიცი წაკითხვა , ჩემ ტუსაღობის დროს ვისწავლე. იქ შკოლაა გამართული იმათთვის, ვისაც სწავლა სურს. აი უყურეთ ბაშბორთში რა ჩამიწერეს, „ჟან-ვალჟანი, განთავისუფლებული კატორღელი ჩამომავლობით…“

— ეს თქვენთვის სულ ერთია სადედამაც უნდა ვიყო. „ცხრამეტი წელიწადი საპყრობილეში იყო დაჭერილი. ხუთი წელიწადი ძალით მოპარვისათვის ნივთისა და თოთხმეტი წელიწადიც იმიტომ, რომ ოთხჯერ გაპარვას აპირებდა; ძალიან საშიში და მავნებელი კაცია“. ეს არი, ყველგან გამომაგდეს; ეხლა თქვენ გნებავთ მე შემიწყნაროთ და მიმიღოთ თუ არა? ეს რა სახლია? აქ ტრახტირია? არ შეიძლება, რომ მე ვახშამი მაჭამოთ და დასაძინებელი ადგილიც მომცეთ? თქვენ თავლა გაქვსთ? თუნდა იქ.

— მადამ მაგლუარო, ეპისკოპოსმა უთხრა: წალოდამ ერთი ხელი ლოგინი ამოიღეთ და მოამზადეთ.

მაგლუარი გავიდა. ეპისკოპოსი მიუბრუნდა უცხოს და უთხრა;

— დაბძანდით, მოწყალეო ხელმწიფეო, და გათბით. ჩვენ ვახშამს მალე მოგვიტანენ და თქვენთვის ლოგინსაც მალე გაშლიან.

ეხლა კი ჟანვალჟანმა შეიტყო, ყველაფერს მიხვდა და სახეზე, რომელიც იქნობამდის შეჭმუხვნილი და დაღვრემილი ჰქონდა, ეცნეოდა: გაოცება, სიეჭვე და სიამოვნება. ჭკუაზე შეშლილსავით დაიწყო ლაპარაკი.

— მართლა თქვენ მიწენარებთ დ მიკედლებთ? აქედამ არ გამაგდებთ? მე კატორღელს? თქვენ მე მეუბნებით „მოწუალეო ხელმწიფეო“? თქვენ მე არ მეუბნებით: გადი გაეთრიე ძაღლოო, როგორც ეს ცხრამეტი წელიწადი მე ყველასაგან მესმოდა. მე არ მეგონა და არც მოვიფიქრებდი თქვენგნით მიღებას და ჩემ შეწყნარებას. აი ამის მიზეზითაც მე არ დაგიმალეთ და ადრევე გითხარით ვინცა ვარ. ოჰ! თუ რა კეთილი დედა-კაცი უნდა იყოს, რომელმაც მე ეს სახლი მომასწავლა! მე ვახშამსა ვსჯამ! მერე ლოგინი მექნება მზად, ლეიბით და საბნით, როგორც ყველასა აქვსთ! ლოგინი! აი ეს ცხრამეტი წელიწადია, რაც მე ლოგინში არა მძინებია. ოჰ! თუ რა პატივ-საცემი კაცი ყოფილხართ! მაგრამ... მე ფულებიცა მაქვს, ყოვლის ფრის გადახდა და ფასის მოცემა შემიძლიან. უფალო. მეტრახტირევ, უკაცრავად არ ვიყო, თქვენი სახელი? ნუ გეშინიანთ მე ყველას ფასს მოგცემთ. ძალიან კეთილ და პატიოსან კაცს ჰგევხართ. თქვენ მეტრახტირე ხართ, თუ არა?

— მე, ეპისკოპოსმა უთხრა, ვარ მღვდელი აქ მცხოვრები.

— მღვდელი! მაშ თუ აგრეა თქვენ მე ფულს არ მომთხოვთ. თქვენ ამ მრევლის მოძღვარი ხართ? მართლა? აი იმ საყდრისა? რა ბრიყვი ვარ, მე თქვენი სკუფია ვერ დავინახე.

მერე ჟან–ვალჟანმა თავისი ჯოხი კუთხეში მიაყუდა, გუდა შემოიხსნა, ძირს დასდო, ბაშფორთი ჯიბეში შეინახა, ჩამოჯდა და ასე დაიწყო ლაპარაკი:

— თქვენ ძალიან კაცთ-მოყვარე ყოფილხართ, უფალო მოძღვარო! მე თქვენ ხომ არ გეჯავრებით და არ გეზიზღებით? არა, განა? მოძღვრისათვის ეგ ძალიან კარგი ხასიათია. მაშ ფულის მოცემა ხომ არ არის საჭირო? არამგონია, მოძღვარი ფულად არას გაჰყიდის.

— არა, მიუგო ეპისკოპოსმა: მაგ ფულს თქვეთვის გამოიყენებთ, შეინახეთ. სულ რამდენი გაქვსთ? თქვენ, მე მგონია, მითხარით, ას ცხრა ფრანკი განა?

— და ხუთმეტი სუ, ჟანვალჟანმა დაუმატა.

— ას ცხრა ფრანკი და ხუთმეტი სუ, ეგ ფული რამდენ ხანში მოაგროვეთ?

— ცხრამეტ წელიწადში.

— ცხრამეტ წელიწადში? ეპისკოპოსმა მწარედ ამოიოხრა. მერე მიუბრუნდა მადამ მაგლუარს და უთხრა:

— ამათთვის რაც შეგიძლიანთ, უფრო ცეცხლს ახლო დასდგით სკამი ვახშმისთვის; და მერე სტუმარს უთხრა:

— ალპებში საშინელი ქარი იცის, თქვენ, მგონია, გციოდესთ, მოწყალეო. ხელმწიფეო?

რაკი უცხო. შეიტყობდა ხოლმე სიტყვას: „მოწყალეო. ხელმწიფეო“ სახეზე სიამოვნება ეჩნეოდა. სიტყვა „მოწუალეო ხელმწიფეო“ კატორღელისათვის ისეა, როგორც სიმწყურვალით სულ-მბრძოლ კაცისათვის ერთი სტექანი წუალი.

— ლამპა როგორღაც ვერ ანათებს, ეპისკოპოსმა ჰსთქვა.

ამ სიტყვის თქმას მადამ მგლური მიხვდა და იმწამსვე შანდნები მოიტანა, სტოლზე დაზდგა და სანთლები აანთო.

ჟანვალჟანმა, ეპისკოპოსს უთხრა: რა კეთილი ადამიანი ყოფილხარ. განა, მე თქვენ არ გეჯავრებით? თქვენ მე შემიწყნარეთ, მიმიღეთ და ჩემ გულისათვის სანთლებსაც კი ანთებთ. მეც თქვენ არ დაგიმალეთ ვინცა ვარ, და ვაღვიარე რომ მე უბედური ვარ.

ეპისკოპოსი მგზავრს ახლო მიუჯდა ნელა ხელი დაადო და უთრა :

— თქვენ შეგეძლოთ არც კი გეთქვათ თქვენი ვინაობა. ეს სახლი ჩემი არ არი,— ეს ჩვენის დამსხნელის იესო ქრისტეს სახლია. აქ შემომსვლელს სახელს კი არა ჰკითხამენ ხოლმე, — ჰკითხვენ მხოლოდ: დარდსა, ნაღველსა დ შეწუხებასა. თქვენ შიმშილს და წyურვილს შეუწუხებიხართ — მობძანდით, რაც ღმერთს უბოძებია; მე მზათა ვარ გაგიყოთ. მადლობას ნურც მეტევით და ნურც გადმიხდით და არცა სთქვათ, რომ ვითომც მე ჩემ სახლში მიგიღეთ. ვინც უბინაოა და ვისთვისაც ბინაა საჭირო, — ეს სახლი მუდამ ღიაა და მზა. მე თქვენ აქ მოსულს უცხოს გეტყვით, რომ ამ სახლისა თქვენ უფრო პატრონი ხართ, ვირემც მე. რაც აქ არი, სულ თქვენია. თქვენ სახელთან მე რა დავა მაქვს? ან რა საჭიროა, რომ ვიცოდე? თქვენ მანამდის მე მეტყოდით თქვენ სახელს, მე ადრევე ვიცოდი რაც გერქვათ სახელად.

ჟანვალჟანმა გაოცებით შეხედა ეპისკოპოსს:

— მართლა თუ? თქვენ იცოდით ჩემი სახელი?

— დიახ, ვიცოდი. ეპისკოპოსმა უპასუხა;— თქვენი სახელია: „ძმა ჩემი“.

ამ დროს მადამ მაგლუარმა შეიტანა ვახშამი. ეპისკოპოსმა ლოცვა წაიკითხა და შემდეგ დასხდნენ ვახშამზედ. მირელმა უეცრად წამოიძახა;

— მე მგონია რაღაც გვაკლია.

მადამ მაგლურს მარტო სამი ადამიანის სტოლის იარაღი დაეწყო. სუფრაზედ და არა იმდენი, რავდენიც საჭირო იყო. მაგრამ ეპისკოპოსს გასაშტერებელი ხასიათი ჰქონდა — თუ სხვა უცოხო ვინმე ეყოლებოდა ხოლმე სადილად, ან ვახშმად, უთუოდ სრ ლი ექვსი კაცის სტოლის იარაღი უნდა ყოფილიყო დაწყობილი სტოლზედ. ესეთი წესი ყმაწვილურ ჩვეულობასავით იყო მიღებული ამ კეთილ ოჯახში.

მადამ მაგლური იმ ეპისკოპოსის თქმას მიხვდა. სასადილო ოთახიდამ უჩუმრად გავიდა, და პატარა ხანს უკან, სტოლზე რიგზე დაწყობილს ექვს ვერცხლის იარაღს ბრჭყინვა გაჰქონდა.

ვახშმის უკან მირელი დას დაემშვიდობა, მერე ერთი შანდანი თითონ აიღო, მეორე სტუმარს მისცა და უთხრა:

— ეხლა თქვენ საწოლში მიგიყვანთ.

როცა ამ ორთავემ საწოლის ოთახზე გაიარეს, მაშინ მადამ მაგლუარი განჯინაში ვერცხლეურს ინახავდა. მუდამ დღე ეს იყო იმის უკანასკნელი საქმის აღსრულება დაძინებამდის.

ეპისკოყოსმა სტუმარს ლოგინი უჩვენა. ჟანვალჟანმა შანდანი სტოლზე დაზდგა.

— ძილი ნებისა, ეპისკოპოსმა უთხრა: — ხვალ დილით მანამ გაემგზავრებით, თქვენ თბილ რძეს მოგართმევენ ჩვენის ძროხებისას.

— გმადლობთ, უფალო. მოძღვარო! წყნარის ხმით უთხრა ჟან- ვალჟანმა.

ამ სიტუვის თქმაზედ რაღაც უეცრად და უცნაურად შეეცვალა იმას სახე და აზრები. მიუბრუნდა მოხუცს, დაყწეო ბღვერა, გულხელი დაიკრიფა და საზარელის ხმით დაიყვირა:

— ოჰო! მე თქვენ ახლო მაძინებთ, თქვენ გვერდზე, მაშ აგრე! მერე ღრეჭით სთქვა: — თქვენ ყველა კარგად გამოგიფიქრიათ, თუ არა? რა იცით, რომ მე არავინ მომიკლავს და კაცის მკვლელიც არა ვარ? ეპისკოპოსმა უთხრა:

— ყველა ფერი ღმერთზეა დამოკიდებული!

ამის შემდეგ, ეპისკოპოსმა აიღო ხელი და სამი თითით ჯვარი გადასწერა და აკურთხა თავისი სტუმარი. მერე თავის ოთახში ისე შევიდა, რომ უკან არც კი მოუხედია.

სრულიად დაქანცულმა დ დაღალულმა ჟანვალჟანმა გააქრო სანთელი, ტანთ გაუხდელი საბანს ზემოდამ ჩაწვა ლოგინში და იმ წამვსე ძალიან კარგ გულიან ძილში შევიდა.

6.1.8 VIII. ჟან-ვალჟანი

▲back to top


VIII. ჟან-ვალჟანი

შუა ღამისას ჟალვალჟანს გამოეღვიძა.

ჟან-ვალჟანი იყო. ბრიის მაზრიდამ, ჩამომავლობით, — ერთ ღარიბი გლეხი კაცის ოჯახიდამ. პატარაობისას, იმისთვის კითხვა და წერა არ უსწავლებიათ. ამის დედას სახელად ერქვა ჟანნა-მატიე დ მამასაც ჟან-ვალჟანი. ჟალ-ვალჟანი თუმცა დაფიქრებული და დაღვრემილი სახისა იყო, მაგრამ ზედ ნაღველი არ ეცნეოდა. ერთი სიტყვით მძინარე კაცსა ჰგავდა. ამას დედ-მამა დახოცოდა მაშინ, როცა ჯერ ყმაწვილი იყო. დედა მშობიარობაზედ გაციებულიყო და სახადად გადაქცეოდა, კარგად ვერ ეწამლად და გარდაცვლილიყო. მამა კი, როგორც შვილი ხეების მსხვლელი იყო; ერთხელ ხიდან ჩამოვარდნილიყო და ისიც მამკვდარიყო. ვალ ჟანს დარჩა მარტო ერთი უფროსი და, რომელმაც ეს თავისთან აიყვანა. როცა ამის დას ქმარი გარდაეცვალა, დარჩა შვიდი წვრილ-შვილი. უფროსი იყო რვა წლისა და სყველაზე უნცროსი ერთის წლისა. ჟალ-ვალჟანი კი იყო მაშინ ოცდა ხუთის წლისა. თავის დისწულებს ობლობა არ დაატყობინა და მამობა გაუწია. მთელს სახლობას ისე უჩუმრად ინახამდა და ვალდებულებას ისე აღსრულებდა თითქო მოვალე იყოსო, — თუმცა მაინც ცოტათი დაღვრემილის სახით კი. ასე მუშაობაში გაიარა მთელმა ჟალ-ვალჟანის სიახალგაზდემ, რომელიც დღიურ ლუკმის მეტს საიმისო რგებას მეტს არას აძლევდა რა. არავის არ ახსოვს, რომ ჟალ-ვალჟანს სატრფო ეოლოდეს სადმე, არც საარშიყო დრო ჰქონია.

საღამოობით მუშაობიდან დაღალულ-დაწყვტილი შინ დაბრუნდებოდა ხოლმე და უჩუმრად სჭამდა თავის ვახშამს. მაშინ ჟან- ვალჟანის და, რაც კი კარგი ნაჭერი იქნებოდა, ამოარჩევდა ხოლმე მის კერძიდამ და თავის შვილებს მისცემდა; ვალჟანი კი, თითქმის კერძში თავ ჩაღუნული, უჩუმრად სჭამდა და არც კი იმცნევდა, თუ და კერძიდამ რასმეს აკლებდა.

ფავეროლოში ჟალ-ვალჟანის სახლის შორ-ახლო, ქუჩის მეორე რიგობაზე იდგა ფერმერის ცოლი მარია კლავდია; ჟანის დის-წულები ნახევარზე თითქმის მშივრები, ზოგჯერ კლავდიასთან მიირბენდნენ ხოლმე და ნისიად დედის სახელობაზედ, უჩუმრად რძეს თხოულოდნენ რა საკვირველია, თუ დედას ამ გვარი შვილების ეშმაკობა შეეტყო, უთუოდ გალახავდა. მაგრამ გაუთლელი და მობუზღუნე ჟან-ვალჟანი, თავის დის სახელობით, მარია კლავდიას მალვით აძლევდა ხოლმე რძის ფულსა და ისე გადაარჩენდა ყმაწვილებს დედის დასჯისაგან. —