ივერია (31)1877.29.09



1877.29.09

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

1 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲back to top


საპოლიტიკო მიმოხილვა

საფრანგეთი. რა შთაბეჭდილება მოახდინა მაკ-მაგონის მანიფესტმა საფრანგეთში, თუ უცხო ქვეყნებში — ამაზედ, ვგონებ, გრძელი ლაპარაკი საჭირო აღარ არის. ზოგს აუტეხა სიცილი, ზოგს აუშალა მწუხარება, ზოგი კიდევ გაოცდა. საცინელია ის ქადილი, რომ მაკ-მაგონი იჩემებს უკანასკნელის დროის საფრანგეთის წარმატებას და ბედნიერებას; საცინელია აგრეთვე ის ყველასთვის ცხადი ტუუილი, რომ უფ. პრეზიდენტი ბრალსა სდებს და ცილს სწამებს დეპუტატთა პალატს. სამწუხაროა ის მუქარა, რომელსაც უძღვნის მარშალი თავის ხალხს. საკვირველია ის სიამეე, ის გულდინჯაობა, ის შეურყეველი რწმენა თავისის თავის მართლიანობისა, რომელსაც მაკ-მაგონი აღიარებს თვას ეპისტოლეში. არც იმაზედ გვჭირია გრძელი ლაპარაკი, თუ რა ღონისძიებას ხმარობს მთავრობა, რომ როგორმე თავისი სასიამოვნო პალატი ამოარჩევინოს საფრანგეთის ხალხს. თუმცა მაგ-მაგონი ამბობს თვის მანიფესტში, რომ არა ვითარ დაბრკოლებას არ მივცემ არჩევანის თავისუფლებასაო, მაგრამ საქმით კი სრულიად სხვაფრივ მოქმედობს. მაგალითებრ, გამოსცა ბრძანება, როს პრეფექტებმა უნდა აუკრძალონო იმ გვარის პროკლამაციების გამოცემა, სადაც აწმყო მთავრობის მცირე რამ ძრახვა იქმნება გამოხატულიო, ახლა მაკ-მაგონს რომ ვკითხოთ, ყველა, რაც კი მოსაწონი არ არის, ძრახვაა და მაშასადამე ასაკრძალავია. მკ-მაგონის აზრით ეს არჩევანის თავისუფლობის დაბრკოლება არ გახლავთ. ან არადა, — როგორ მოგწონთ. კიდევ შემდეგი მაგალითი. პრეფექტები კედლებზედ აკვრენ განცხადებებს, რომელნიც სახელმწიფო სახის ქაღალდზედ არიან დაწერილნი და რომელშიაც ოფიციალურის კანდიდატის სახელი და გვარია მოხსენებული ამ განცხადებებზედ ხელი პრეფექტებსა აქვთ მოწერილი. ერთის სიტყვით ამ გვარ განცხადებით პრეფექტი უჩვენებს ხალხს ესა და ეს კაცი ამოირჩიეთო. მთავრობას, რასაკვირველია, ის აზრი აქვს, რომ ბრიყვი და გაუნათლებელი ხალხი პრეფექტის სახელს რომ დაინახავსო შეშინდებაო და უსათუოდ იმ კაცს ამოარჩევსო, რომელიც პრეფექტის განცხადებაშია მოხსენებულიო, მაკ-მაგონის ჭკუით ესეც თავისუფლობის ნიშანია.

ან აი კიდევ მთავრობის ეშმაკობა. საფრანგეთში სუფევს დიდად გავრცელებული რესპუბლიკელი გაზეთი Petit Journal, რომელიც ასი ათასობით საღდება დღეში. ერთმა მაზრის უფროსმა შეჰყარა ყველა ამ გაზეთის გამსყიდავები და უბძანა, რომ ამ გაზეთის მაგივრად სხვა ახალი გაზეთი უნდა გაყიდოთო, თორემ გაზეთების გასადვის ნება წაგერთმევათო, ამ ახალ გაზეთს, რომელიც მთავრობის მიმართულებისაა, სახელად Nouveau Journal ქვიან და იმავე შეხედულობისა და სახისაა, როგორც Petit Journal გამსვიდავები ისე გეცენ ამ გაზთს, რომ მარტო ერთი სიტვა Journal გამოჩნდეს და მეორე სიტყვა კი დამალულია, და ზოგი მართლა ტყუვდება და რესპუბლიკელის გაზეთის მაგივრად მთავრობის გაზეთს ყიდულობს. ამის შესახებ ერთი პარიჟელი კორრესპონდენტი ერთს საცინელს ამბავს მოგვითხრობს. ვაგონში ვზივარო, ამბობს კორრესპონდენტი, და ჩემ გვერდით ზის დარბაისელი კაცი და ხელში ხერხიანათ დაკეცილი Nouveau Journal უჭირავსო. აი გადაშალა კაცმა გაზეთი რაღაც ამოიკითხა და უცებ დაიძახა: ოჰ, ეს კი მეტის მეტიაო, როგორ არა რცხვენიანთ რესპუბლიკელებს, რომ ამ გვარ ლაპარაკს სწამებენ მარშალსაო. ჩავიხედე გაზეთშიო და თვითონ მარშლის მანიფესტი კი დამიხვდაო, ამბობს კორრესპონდენტი,— იმ დარბაისელს კაცს კი ცილის წამება ეგონო.

აი ამგვარად იტეხს მთავრობა თავისავე სახელს. გზა დაბნეული მარშალი და მისი მინისტრები დაეხეტებიან აქეთ-იქით და თვითონაც არ იციან რას შვრებიან.

— ტიერს მომავალ არჩევანისათვის დამზადებული ქონია მანიფესტი თვის ამომრჩეველთათვის. ეხლა მისმ მეგობარმა მინიუმ გამოსცა ეს მანიფესტი. ტიერი ამ წერილში დიდ ძრახვას უცხადებს მთავრობას და უმტკიცებს ხალხს, რომ ამ ჟამად საფრანგეთში მხოლოდ რესპუბლიკელი მმართველობაა შესაძლებელი. ეს მანიფესტი თვისის შინაარსით, რასაკვირველია, თითქმის სრულიად შესანიშნავი არ არის, მხოლოდ შესანიშნავია მარტო იმით რომ მისი დამწერი ტიერია და ამიტომ მშიშარასა და გაუბედავს ხალხს გულს უმაგრებს და აბედვინებს რესპუბლიკას თამამად მიემხროს. ამ ტიერის მან ფესტმა დიდი ზედ-მოქმედება იქონია მთელს საფრანგეთში.

ავსტრი-ვენბრია. გენგრის პარლამენტში, როგორც მოგეხსენებათ, ბევრი რამ წინადადება და კითხვა იყო შეტანილი მთავრობის წინდელის პოლიტიკის შესახებ. აი სხვათა შორის რა პასუსი მიუცია ვენგრის მინისტრს. პრეზიდენტს. ტყუილად ამბობენო, ჰსთქვა ტისსამ, რომ ვენგრიას საზოგადოებას მიმართულებისა და მთავრობის პოლიტიკის შორის დიდი უთანხმოება სუფევსო. მთავრობისათვის და საზოგადოებისთვის მხოლოდ ერთ გვარი სურვილი უნდა ჰქონდეს, ე.ი. რომ აწინდელმა ომიანობამ არავითარი ვნება არ მოუტანოს მონარხიის სარგებლობასაო. „ამ ჟამად მთავრობის პოლიტიკა, — ჰსთქვა ტისსამ, — მდგომარეობს იმაში, რომ დაიცვას ეს სარგებლობა უომრად და რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში არა შეიცვალოს რა ავსტრი-ვენგრიის ნება დაურთველად. ავსტრიის გარეშე საქმეთა მინისტრის მეოხებით, რუსეთის კაბინეთმა ომის დაწყებისთანავე სიტყვა დასდვა, რომ რუსის ჯარი და სერბიას სრულებით არ შეეხება. ამ პირობის ძალით ავსტრიამ ოსმალეთსაც წარუდგინა ამ გვარივე წინადადება: ოსმალეთმაც იგივე პირობა მისცა. იმის შესახებ თუ როგორ მოიქცევა ოსმალეთი თუ ვინიცობაა სერბიამაც ომი გამოაცხადა, ავსტრი-გენგრიას არც არა ვითარი შენიშვნა, არც არავითარი მუქარა არ გამოუცხადებია არავისთვის დ არც არა ვითარ დაბრკოლებას რასმეს მისცემს ოსმალეთსა, ავსტრი ვენგრია იქმს იმას,რაც უნდა იყოს ქმნილი ზემოხსენებულის სურვილის აღსრულებისათვის. სამთა იმპერატორთა ზავი არცა ყოფილა და არც არის წინადვე არაფრით არ დაუვალებიათ ერთი ერთმანეთი აღმოსავლეთის საქმის თაობაზედ. მათ შორის სუფევს მსოლოდ პირობა, რომ ამა და ამ საქმეში ერთიერთმანერთის თანახმობით და დაკითსვით მოიქცნენ სათვითაოდ და არა საერთოდ. ეს პირშეკრულობა სურსადაც სწარმოებდა რამდენიმე წლის განმავლობაში. ეხლაც ის გარემოება, რომ ომი მთელს ევროპას არ გადაედვა, უნდა მივაწეროთ სამთა იმპერატორთა მთავრობის მეგობრობას“. თუ სამში ერთი სახელმწიფო ომობს, აქედგან დანარჩენთათვის არავითარი მოვალეობა არ გამოდის აღმოსავლეთის საქმის შესახებ.“ შემდეგით გაათავა ტისსამ თავისი სიტყვა: „მთავრობას რომ ოსმალეთის განაწილება სდომოდა, ასე არ მოიქცეოდა, როგორც აქამდისინ იქცეოდა. ომის დაწუებისავე უმალ საკმაო იყო მცირედი რამ ძალა გვეხმარა, რომ საქმე ომამდე არ მისულიყო, მთავრობა თუ არა თვით ავსტრი ვენგრიის სასარგებლოდ სხვა არაფრისთვის არას დროს არ მოსთხოვს ფულს დეპუტატთა პალატს. მთავრობას არავითარი წინააღმდეგი წინადადება ოსმალების უდიერობაზედ არ წარუდგენია ოსმალეთისათვის, გარდა თხოვნისა, რომ ტყვეები დაიფარონ. ამაზედ კი მთავრობას შემდეგშიაც თვალ-ყური ეჭირება.“

საკვირველ ხალხია ეს დიპლომატები. რას არ იტყვის და რას არა! შენ კი იხეთქე თვი და გაიგე რამე. ჩ ერთის მხრით სამთა მონარხთა მეგობრობა და პირშეკრულობა შეურეველიაო, მეორეს მხრით ოსმალეთის განაწილება არ მინდაო, მესამედ თითქოს ეშინიან კიდეც ოსმალეთთან მტრობა არ დამწამონო.

2 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

(„ივერიის“ კორრესპონდენციები.)

წერილი ს. გურჯაანიდგან 30-ს აგვისტოს, არ ვიცი იცის ვინმემ, რომ გურჯაანში, გამსესხებელ–შემნახველი ამხანაგობა“ არსებობს-თუ არა. არ ვდარდობ, თუნდ არ იცოდნენ; არ ვდარდობ იმისთვის, რომ თვით გურჯაანშიაც ბევრმა არ იცის-რომ მათს სოფელში აგერ წელიწადი სრულდება, რაც „ბანკი“ არის ქ და უცხოელებს რაღა მოვკითხო!

მკითხავთ — რატომ არ იციან გურჯაანელებმა, რომ ბანკი აქვსო, — იმიტომ, რომ არ იციან, მეც მოკლედ, მაგრამ მოჭრით კი გიპასუხებთ. გურჯაანი ისეთი სოფელია, სადაც, მართლა არსებობისთვის ბრძოლა ჩუხჩუხებს, დუღს. გურჯაანისთანა ყოველის მხრით შემკობილს სოფელს სიღნაღის მაზრა ვერ წარმოგვიდგენს; მშვენიერი მრთელი ჰავა, ნაყოფიერი, ძალიან ნაყოფიერი მიწა, ჩინებული ვენახები, „მოსაწონი ყველასთვის გეოგრაფიული მდებიარობა, ზურგთ უკან ნახევრად გადამწვარი მთიანი ტყე[1] წინ ალაზნის ვრცელი მინვდრებიანი ჭალა, იქით კიდევ ბაყბაყ დევივით გაწოლილი კავკასიის მთები... რაღასაც ვივიწყებ განგებ და არ ვიცი შემატყეთ თუ არა! აი გამიწყრა ღმერთი... ეჰ, რაც უნდა იყვეს, უნდა ვსთქვა! იმისი არ იყვეს — „კაცმა ჭირი მალაო. მაგრამ ჭირმა კი თავი არ დაიმალაო,“ ესეები რო ვიცი, აბა როგორ დავმალო... წყალზე კი „ფხინკად“ გახლავსთ გურჯაანი. ისეთი ჩხუბი, ერთი დავიდარაბაა ამდღით „ნავზედ,“ „ბეზარაანთ წყალზედ,“ „კოდაზედ,“ „ხევის წყალზედ,“ „გაურჯაზედ“ და სხ., რომ პლევნასთან. ან ზივინთან ბრძოლა რას მიქვიან: რასაც საათს უნდა მობძანდეთ, ჩხუბი-რვალ-მავალი მზად გახლავსთ - ერთი დაიძახებს: „ახლა კი ჩემი ჯერიაო,“ მეორე „არა ჩემიო.“ ამობაში მოუვათ კინკლაობა. ვირებიც (ასობით დგანან კოკებით დაზურგულნი) ადევებიან ფეხის ხმას „ახლა ჩვენი ჯერიც მოდგაო“ და იწყებენ ყროყინს, ერთმანეთზედ შეხტომას, წიხლების სროლას, ჯირითს და კოკების ფშვნეტას... ამ ამბავზედ ერთი პატარძალი დაიძახებს „აი გაგიქრა პატრონი..,“ მეორე „ჯორო, შე, პატრონ გაწყვეტილო,“ მესამე „აი, გაქერ, გაქერ, რა კარგი შენა ხარ! ჯორო, შე…“ აღარ ითქმის. ტოლი ბიჭები რომ მოგროვდებიან, თავს ანებებენ კოკებს და გაიყოფებიან სამ რიგად: ერთი წყალზედ „ჰარიარალოს“ მღერის, მეორე ვენახებში ყურძნისთვის გაიპარება, მესამეც ყარაულობას იწყებს... ამ დროს ისეთი გაშტვენ-გამოშტვენაა, რო შენი მოწონებული... ჰო, დამავიწედა! აბა ქართველი არა ვარ?! დავიწეობ საქმეს და დაბოლო ვებას არ ვაღირსებ.

გურჯაანი კი სოფელია მეთქი, მართლაც კაი სოფელია მე და ჩემმა სულმა გურჯაანი ეხლა თუ არა, მალე „ჯამაანთ სოფელი“ შეიქმნება. სიღნაღის სომხობას გურჯაანი უდგამს სულს. გურჯაანელებსაც ცოტა ხანი არ არის უწყვიათ მბაძველობა, ვაჭრობა, აღებ მიცემობა: აქაური სვიმონიკაშვილი (ჯოხაძე) ბევრ სომეხს გაუდებს მხარზედ ჩალას. აქ ძალიან ხშირია „ტორღი!“ ყველა გურჯაანელი ვერცხლ-ქამრიანი, ან შავ ახალუხ გაქონილი „აჯამი“ — აღდგომასავით მოელის „ტორღსა“ რა არის ოც თუმნიანი რამ მანეთად იყიდოს, ათ თუმნიანი ათ შაურად და სხვ. კრიანოს ლიანი წურბელა, როგორც „თიბათვის – სეტყვის“[2] წინ ისეც ახლა აქეთ-იქით დაძვრება, რა არის — შეხგდეს გაჭირვებულ „ნოდარას,“ რომ თუმანი ერთ საპალნე ღვინოდ მისცეს. ხუთი მანეთი შვიდ კოდ პურად, მანეთი ორკოდ ქერად და სხ.

ყველა გურჯაანელები საშინლად არიან ერთმანეთისაგან გაცალკევებულნი, მისვლა-მოსვლას მოკლებულნი, მაგალითებრ, გურჯაანში შეიძლება საიდუმლოდ შესდგეს რამდენიმე თუმნის ვექსილი თავის მოწმებით, თავდებებით და ვინც ვალის ამღებად არის მოხსენებული, ის კი იქ არ იყვეს და არა იცოდეს რა... რამდენჯერ მომხდარა, მაგალითებრ, რომ სანამ გლეხს მუცელ ღენდერა და ჰაიასტანელი (სომეხი) „ლიხტით“ ხელში პრისტავით არ მიადგება კარზედ, მან ღვთის განაჩენი არა იცის რა და პირდაღებული შეჰყურებს პრისტავს― „რისთვის მიყიდიან ან მიწერენ ვენახსა, აბა ერთი შევიტყოვო.“

მართლა სუდია, მამასახლისი?! ეხლავ, ეხლავ!

ჰო, განზე, განზე ამ ამ „აჯამებიდგან!“ მიცა ჯერ ერთი ოთხივ მწკრივათ დავაყენო და მკითხველი, თუნდ უცხოც იყვეს გურჯაანში რომ მოვიდეს თვითონ იცნობს სათითაოდ, აი დავავენე, მაგრამ იმ წეობით რომ შეიტყვოთ ვინც წინ არის, ის ჯიბის სიდიდითაც წინ არის.... რისთვისაც, ხომ ვიცით და ვიცით, რა საჭიროა მეტი თავის ცხელება.

პირველი ბატონი ა: იჰ, პა, პა, პა! რა რიგად ემჩნევა ნამდვილი ქართველობა?!... ტანადი, ძვალ მსხვილი, პირმოგრძო, ყელ წამოხრილი, მხარ-ბეჭიანი, მწითური, თვალებ წამოცვივნული, უნაგირივით ცხვირი, პრკეს მოსახდელი მოწითლო ჭაღარა-შეპარებული ულვაშები და სხ. მოკლე თმიან თავზედ კოხტა ნაბდის ქუდი, ტანზედ ლურჯი ნუხური შალის ჩოხა, მის ქვეშ შავი ლასტიკის გალიპებული ახალუხი, წელზედ კარგა პრტყელი ქამარი ადლიანის ხანჯლით, ჩოხის ფერივე შარვალი, სირაჯული წაღები. აბა სხვა რაღა გნებავთ? მოსაწონი არ არის, მარა ეშმაკია! დავუმატოთ ამას რხევით სიარული ასე გონია ლეშით გამაძღარი ყვავიაო და ცხადი იქნება ყველასთვის „ანი“ რომელია.

ბ. დასწყევლა, ბოჩკასავით არ დარგვალებულა! ერთი უყურეთ როგორ ინაბება კატასავით და მორგვივით კისერზედ ხელს ისვამს! ერთი შეხედეთ თვალს როგორ არიდებს ყველას! გძელი აღსარება არ მოუნდება, რო სამართალი იყვეს!... პოხრუა ცხვირი, შავად ჩაყვითლებული ლოყები, სიბოროტის გამომჟღამპრებელი თვალები; ამრეზილი წარბები, შეჭმუხვნილი, ვიწრო შუბლი, მოკლეთ გაკრეჭილი თავი, ზედ გახუნებული ნაბდის ქუდი; მოკლე სქელი ულვაშები, რგვალი ნიკაპი, მხრებში ღორისავით ჩამშვრალი კისერი, მოკლე მკლავები, მხრებთან გასწორებული მუცელი, შუათანა ტანი და სხვა. „თეთრი კბილი შავი გულიო.“ სწორედ ამ „ბ“-ზედ არის ნათქვამი. „აჯამობამდის“ შიმშილით წიოდა, ახლა კი ქამარს იმატებს.... სამართალი რო იყვეს ეს პეტრესავით თავქვე ჯვარსაცმელია! გლეხს რო რასმეს უსამართლებს, მარცხენა ხელი და თვალი მალ-მალ უთამაშებენ, ცოდვილობენ, აცა, მაიტა, ჯიბეს ვტუცოთ რამეო!

აი მესამეც გ: თი, თი! ერთი შეხედეთ ამ ბაჯაჯღანა „აჯამსა“ ეჰ!! თვალები, შუბლი, ცხვირი სიცილი და ხმა სომხობას უმტკიცებს. ტანად დაბალია და სუსტი. ეს გ. უფრო გავს იმ სომხებს, რომლებიც ვირით დაიარებიან სოფელ-სოფელ და ყვირიან: „საწვრიმალო ჯაგარზედ ირმის რქაზედ, ტყავებზედ — საწვრიმალო!!...

ნისკარტა ცხვირი, პატარა არწივივით თვალები, მომცინარი ულვაშები... და თითები გაფშეკილი ხელები.... მაიტათ რამეო ჯიბისთვისაო…

აი მეოთხეც — დ: ეს არა ჰგავს არც ერთს ზემოთ აწერილს „აჯამსა;“ ეს გახლავსთ გურჯაანის - „არისტიდი,“ სამაგალითო ქცევის კაცი; ამას როროგორც მე ისე მრთელი გურჯაანი პატიოსან-სინიდისიერ კაცად იცნობს აქამდის მაინც და შემდეგაც იმედია, თუ მისს შესახებაც არ არის თქმული — „ხარი ხართან დააბი და ან ფერს იცვლის, ან ზნესაო.“ რას იქს ეს პატიოსანი „დ,“ თუნდა სახარების თანახმად მავალიც იყვეს, მართლა! ამ დროში მდინარეობს საშინელი ტალღა უსინიდისობისგან წარმომდგარის უსამართლობისა და იგი ტალღა ყოველ პატიოსნების წარმომადგენელს ჩაითრევს ხოლმე თვის უძირო უფსკრულში.... ესრე ყოფილა, ესრე გახლავსთ კიდეც…

აი ამისთანა კაცების ხელშია, ბანკიც, რომლის სოფლის სხენება ჯერ ხეირიანად არ არის გურჯაანში. თუ ბევრჯელ არა, ორჯელ მაინც ვიყავ. იმის მოწმად, რომ ბანკის მოანგარიშემ (სასწავლებლის ოსტატია) რამდენჯერმე სთხოვა მათ წერილით შეიკრიბენითო, მაგრამ იგინი ბახუსს ვერ ღალატობენ, გადაგვხვდებაო..

ვინ „ა,“ „ბ“, „გ“ და ბანკი! „ა“-ს აქვს თვისი დუქანი და აბა რად მოინდომებს გულიანად ბანკის კარგად მართვას, როდესაც ბანკის დაარსების აზრი მისის დუქნის არსებობის წინააღმდეგია; ან რად მოინდომებენ ბანკისთვის კეთილს „ბ“ და „გ,“ როდესაც იგინი სცდებიან ქეიფს და ხალხის ყვლეფას ამ ბანკის გამოისობით: „სადა გვცალიან ბანკისთვის, ძლივს კაი ღვინო. ვიპოვეთო, იძახიან ეს აჯამთა აჯამნი“.

ამ აჯამებს ოთხი გზირი ჰყავთ. ერთმა რო წამოროტოს — აბა ერთი პური ვჭამოთო, დაიძახებენ: აბა, ბიჭებო, (გზირებს) ერთი ხელად კაი ქათმები მორეკეთო!“

გზირებიც ერთს წუთას შემოირბენენ გურჯაანს, ააწიოკ-დააწიოკებენ ქვრივებს (თან მღერიან: მიყვარს, მიყვარს ქვრივი მე, ქვრივის სულის ჭირიმე...“) და მორეკამენ ორი-სამის დღის საგზალს ქათმებს.

აბა თუ ამ აჯამებმა ბანკის საქმისათვის დაატარონ გზირები!...,

ა, ბ, გ, დ-ის სამართლიანობაზედ შემდეგ იყოს.

„ვერიცანა გურჯაანიელი ვიცხელოლი“

__________

1 იხილე ივერიის მე №14- ს 2 გვ

2 იხ. ივერიის მე 17 №-ს 9

3 ომის ამბები

▲back to top


ომის ამბები

ყარაიალი. 22 სეკტემბერს. 20 სეკტმბერს ჩვენი ჯარი იერიშით მისულა მუხთარ ფაშის მემარცხენე ჯარზედ — რომელიც დიდსა და მცირე იაგნზედ გამაგრებული ყოფილა. ორის საათის ომის შემდეგ ჩვენებს დაუპყრიათ მთა დიდი იაგნისა, რომელზედაც მყოფი ოსმალოს ჯარი. ზოგი დაუხოცნიათ და ზოგი ტყვედ დარჩენიათ. მცირე იაგნის მთა კი ისე გამაგრებული ყოფილა, რომ მასზედ იერიშის მიტანა ჯერ-ჯერობით უდროოდ უცვნიათ. უკუ უქცევიათ ყარსის მეციხოვნე ჯარიცა რიცხვით ოცდა ათი ბატლიონი, რომელიც ციხიდამ გამოსულა მუხთარის მოსაშველებლად. ჩვენს ჯარს ღამე გაუტარებია იმ ადგილებზედ, რომელიც წაერთმია ოსმალთათვის, ამ დღის ზარალი 9 მკვდარი აფიცერია და 60 დაჭრილი და ათასს კაცამდე ჯარის კაცია მკვდარი და ორი ათასამდე დაჭრილი, ოსმალოს, გარდა 200 ტყვისა, სხვა ზარალიც მოსვლია არა ნაკლებ ჩვენისა.

— გაზეთის Kaвквзъ-ის კორრესპონდეტი იწერება ყარაიალიდამ; 21 სეკტემბერს შუადღის დროს ზარბაზნის და თოფის სროლა შესწყდა ყოველ მხრივ. ჩვენს ჯარს უზიდავდნენ ნაომარს ადგილს წყალსა და ხორაგს, რომელიც მათთვის გაგზავნათ ლაშქარში მყოფთ მოვაჭრეთა. თითქმის ოთხ საათზედ ოსმალოთა ზარბაზნის სროლა ატეხეს ყიზლთაფიდამ და ოცის ბატალიონით, ცხენოსანის ჯარის მფარველობის ქვეშ, წამოვიდნენ დასცემლად ჩვენს ორს ბატარეიაზედ, რომელნიც სუბბოტანის პირდაპირ იდგნენ. ჩვენი ქვევითა ჯარი ხევში იყო იმ დრომდე ჩასაფრებული და უეცრად ამოვიდა ხევიდამ და ორას ნაბიჯზედ ასეთი ცეცხლი აუტეხა, რომ რამდენიმე სროლის შემდეგ ოსმალოს ჯარი აირივა და გაიქცა. ჩვენი ქვევითა და ცხენოსანი ჯარი გამოუდგა მდევრად და სდია თითქმის სუბოტანამდე. ერთი უშველებელი მინდორი სავსე იყო ოსმალოს მკვდრებითა. ამ ომში ერივანის პოლკიც იყო და ღამე დადგა თუ არა, ომიც ყველგან შესწყდა. დიდი იაგნის მთა ჩვენმა ჯარმა დაიჭირა და ორი ცხრა გირვანქიანის ბატარეებით გაამაგრა. მხედრობის სარდალმა ღამე ნაომარს ადგილზედ გაატარა. ჩვენმა იმ ადგილზედ იდგომილა, რაც ომით წართმეული ჰქონდათ ოსმალებისაგან.

— იგივე კორრესპონდენტი იწერება ყარარაიალიდამ 22 სეკტემბერს: ღამით ჩვენმა ჯარმა თავი დაანება დიდ-აგნის მთას, ჩვენი მემარჯვენე ჯარი დადგა ყაბახ-თაფაზედ მცირე იგნის პირდაპირ. დილით ზარბაზნის სროლა ხელახლად გაიმართა ორივეს მხრით. შუადღის დროს მემარცხენე ჯარი მუხთარ-ფაშისა შეუერთდა ყარსიდამ გამოსულს მეციხოვნე ჯარს და საშინელი იერიში მიიტანა ჩვენს მემარჯვენე ჯარზედ, მაგრამ უკუქცეულ იქმნა დიდის ზარალითა. ნაშუადღევის ოთხს საათზედ ოსმალთა ხელახლად იერიში მიიტანეს, მაგრამ მაინც ვერა ქმნეს რა. ჩვენი ჯარი თავის ადგილასვე დარჩა.

— იგივე კორრესპონდენტი იწერება ყარიალიდამ 25 სეკტემბერს რადგანაც ჩვენი ჯარი ძალიან დაიქანცა, ამის გამო ომი შეატენეს. ჩვენებმა დაიჭირეს ორი სოფელი, დიდი და პატარა ფარღეთი. ყაბახ-თავის მთა გამაგრებულია და ჩვენებს უჭირაკთ. კურუკდარის ვაკე სრულებით ჩვენ ხელთ არის. მუხთარ-ფაშას ყარსისაკენ ეხლა პირდაპირი გზა აღარ აქვს და უნდა გარს მოუყაროს ვიზინკევზედ. ჩვენ ტყვედ დაგვრჩა 240 კაცი. იმათ რიცხვში ერთი შტაბი და შვიდი ობერ-აფიცერია. ნამდვილად ჯერ არ არის ცნობაში მოყვანილი ჩვენი ზაზალი. ორი ათასს ხუთას კაცამდე უნდა დაკლებოდა ჩვენს რაზმსა ოსმალოს ზარალი ძალიან დიდი უნდა იყოს ნამეტნავად სუბოტანის ახლოს.

— ბალკანისა და დუნაის ლაშქრობაში არაფერი შესანიშნავი არა მომხდარა, გარდა იმისა რომ მეჰმედ- ალიმ, დამარცხდა თუ არა ცერკოვნასთან, თვისის ჯარით უკან დაიწია და ჩვენი ჯარი კი წინ წადგა. შიპკაზედ და პლევნაში არა რაიმე შესანიშნავი არა მომხდარა რა.

— გუშინ მოვიდა ამბავი უარიალიდამ, რომ მუხთარ–ფაშა გაუქცევია ჩვენს ჯარს და ლაფის მთაში მიუმწყვდევია. ყიზილთაფა ჩვენებს დარჩენიათ. ზარალი ჯერ ცნობაში არ არის მოყვანილი. ჩვენებს ტყვეები დარჩენიათ.

4 კუტული ქართველთ ყლაპია

▲back to top


კუტული ქართველთ ყლაპია

(შემდეგ)[1]

ზემოხსენებული სომხების წრე დიდის მჭევრ-მეტყველებით აღუწერს უფ. კუტულს ყოველს დიდებას თავიანთისას; სხვათა შორის თავს იწონებენ მით, რომ თუმცა ათის წლის წინად ტფილსში სომხის ოჯახებში უფრო გავრცელებული იყო ქართული ენა, მაგრამ ეხლა მოვსპეთ ეს ამბავიო და ეხლა ყველგან სომხურად ლაპარაკობენო. ხანდისხან კიო, ამბობს კუტული, სომხები ერთმანერთში არ არიან თურმე თანახმა ზოგიერთ საგნებზე, მაგალითებრ, ყარაბაღელი სომეხი ტფილისელს და საზოგადოდ მოვაჭრე სომხებზე ამბობსო: „ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთნი მწერლები და მოგზაურნი ჩვენ სომხებს საერთოდ ცუდად გვიხსენიებენ და გვაძაგებენ, რომ ვაჭრობაში ცუღლუტები და ფლიდები ვართო და მართლაც ტფილისელი მოვაჭრეები სწორედ იმ ნაირნი არიან, ხოლო ჩვენში (ქვემო სომხებში) სხვა ნაირი ხასიათის და მოქმედების კაცნიც მოიპოვებიანო.“ ამის შემდეგ უფ. კუტული მოაყოლებს სომხების ხასიათის უკეთესის მხრის ქებას, უქებს საქმიანობის ნიჭს და სხვას ამ გვარსა. ხოლო ტფილისის სომხების წრე კი ნიადაგ იმას ქადულობსო, რომ სომხები მოვაჭრე ხალხს შეადგენენო ესე იგი, იმ წყობას, რომელსაც ევროპაში Tiers état არიან. უფ. კუტულის სიტყვით, შკოლების თაობაზედაც არის თურმე განხეთქილება სომხებს შორის. მაშინ. როდესაც ეჩმიაძინის სინოდს ჰსურსო შკოლები სამღვდელობის გამგეობის ქვეშ დარჩნენო, „მშკის“ რედაქციას კი სურსო მიჰსცეს მათ საერო შკოლის თვისება და ამ სომხების შკოლების მეოხებით იმედეულოისო კავკასიელის თათრების გასომხებასაო. (აქ უფ. არწრუნი გამოაჩენს ღრმას ეტნოგრაფიულ ცოდნას: აქამდე ევროპიულმა მეცნიერებამ არ იცოდა, რომ კავკაზიის თათრები გამამადებულნი სომხებნი ყოფილან (sic!) და უფ. არწრუნმა ეგ საგანი პირველმან აღმოაჩინა. „მშაკის“ რედაქცია იმ დედა აზრს აღიარებდა, რომ ენა შეადგენს პირველს და უკანასკნელს საგანს გვარტომობის ერთობისათვისაო, აქ ჩვენ მხოლოდ ერთ რასმეს ვკითხავთ უფ. არწრუნს: რით აიხსნება ის, რომ ოკკონელი ირლანდიელებს ანგლიურ ენაზე აღელვებდა? როგორ მოგწონს, მკითხველო, ერთ მხრივ „მშაკის რედაქცია“ დაყენებული და მეორე მხრივ სინოდი, ანუ კათალიკოზი? ძალიან თანასწორნი მოპირდაპირენი კი არიან, სწორედ მოი გახსენოთ!....უფ. კუტული სშირად მოსთქვამს ხოლმე: ამ საგანზე სომხის კათალიკოზი ამ აზრისა არისო და უფ. არწრუნი და „მისი შკოლა“ კი ამისაო. რა ეშველება კათალიკოსს რომ წინ ამისთანა მებრძოლი დასდგომია!.. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს უკანასკნელი, უფ. კუტულის სიტყვით, სომხების დელლანგერია მამა ღიაცინტის; რომ მას უკედ ესმის სომხების სამღრთო-წერილი, ვიდრე სომხების სამღვდელოებას; რომ ეს გოლიათი რედაქტორი იბრძვის იმისთვის, რათა სასოფლო კრება მოახდინოს! დიდი ვინმე არ ყოფილაო, იტყვის განცვიფრებული უფ. არწრუნის ძმა-კაცი სომეხი. დიდია თუ პატარა ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ, ქვეყნის მპყრობელნო. სომეხნო! გარწმუნებთ უფ. არწრუნს, რომ ის პირველი მოთავე არ არის. სომეხთა სასულიერო წესების შეცვლის მსურველთა შორის; რომ სხვებსაც უფიქრიათ ამაზე, მაგრამ რჯულის წესების შეცვლა ტანისამოსის გამოცვლა არ არის, ერთობ საფრთხილო საქმეა. ვურჩევთ „მშაკის“ რედაქტორს და სომხეის ფილოსოფოსს დაფიქრდეს ამაზედ კარგად და დელლინგერობასა და ღიაცინტობაბზედ ხელი აიღოს, თუ რომ მართლა ისე გული შესტკივა თავის ტომის საქმეზე, როგორც დაურწმუნებია უფ. კუტული — ეს ფუქსავატი ფრანციელი[2]. ჩვენ ხალხს პოეზია არ უყვარსო, ჩვენ უფრო მსჯელობა და კრიტიკა გვიყვარსო,“ ამბობს თავ-მოწონებით სომხების ფილოსოფოსი უფ. არწრუნი და იმის „შკოლა.“ ნუ თუ საძრახისია პოეზიის სიყვარული? ჩვენ ამით ვრწმუნდებით, რომ უთუოდ ახირებულად ესმის ამ სომხების ფილოსოფოსს პოეზია. მარტო ფანტაზიაში კოშკების აშენება ხომ არ შეადგენს პოეზიას? თუმცა პოეზია არ ყვარებიათ, მაგრამ ფანტაზია მოკლებულნი კი არ ყოფილან უფ. არწრუნი და მისი „შკოლა“. აი ამის დასამტკიცებელი საბუთიც: ამ გოლიათის ფილოსოფოსის აზრით (Temps, 29 ივლისის ნომერი,)სომხები მომავალში შეადგენენ იმისთანა სახელმწიფოს, რომელშიაც მცხოვრებთა რიცხვი 30 მილიონი იქმნება[3] საიდამ უნდა მოაგროვოს ამ სომხების ფილოსოფოსმა[4] და იმის „შკოლამ“ ეს 30 მილლიონი, გარკვევით ამას არ ამბობს. ვსთქვათ, ყველა სომხები, რომელნიც უფ. კუტულის სიტყვითვე, ასრე დაფანტულნი და დაქსაქსულნი არიან დედა-მიწის ზურგზე შეიყარნენ ერთ ადგილას და გადმოსახლენ სომხეთში, თუმცა კი ისტორია გვიჩნეის წინააღმდეგ მაგალითებს ტომობის მიმზიდჯელობის გარდა, ბევრი სხვა იმისთანა საგანია, რომელიც იძულებული ჰყოფს ხალხს იყოს იქ, საცა ერთხელ და ერთხელ ბინა მოუვიდნია. ფანარიოტები ტომად ბერძნები არიან, მაგრამ ფეხსაც არ იცვლიან სტამბოლიდამ და არ გადადიან ახლად დაარსებულ საბერძნეთში. ვსთქვათ კავკაზიის თათრები, ქართველები, უფ. არწრუნის წყალობით და ლოცვა-კურთხევით, გასომხდენ კიდეც, ეს რომ მეექვსედსაც არ შეადგენს ზემორე ხსენებულის რიცხვისას? მიგვირთმევია უფ. არწრუნისათვის მთელი მცირე აზიაც, სირია, მესოპოტამია, მაინც რომ არ გამოვა 30 მილლიონი? აქ დაგვჭირდება ამ რიცხვის შესავსებლად სპარსეთიც, ბელუჯისტანი და ავღანისტანი...

И весь размежеванъ свѣтъ
Безъ войны и драки......

გვიკვირს უფ. არწრუნი, როგორც სომეხი „ჩოტკის“ კაცი უნდა იყოს და ეს ანგარიში როგორ შეშლია. ნუ თუ ამ პოეზიასთან შემომწერალს ფილოსოფს ადამიანების მოკრკვა ისე ადვილი ჰგონია, როგორც ფულისა!

უფ. კუტული მიგვითხრობს, რომ უფ. არწრუნს მიუღია ჟირარდენის დევიზი: „უნდა იყვიროო... და დაუწყია ყვირილი და ღაღადება. მას დავიწყებია ერთი ძველი ანდაზა; „ყარყუმს რა მოკლავს და თავისი ენაო“ ღეიდელბერგში ძალიან გავრცელებულია ერთი გარდმოცემა, რომელსაც უფ. არწრუნი, ფილოსოფიის შესწავლის დროს, უთუოთ გაიგონებდა: კარლე მეხუთემ თურმე ისურვა სტრასბურგის სობოროზე ასვლა; მას ეახლა სხვა თა შორის ერთი ახალ-გაზდა ღერცოგის შვილი. როდესაც დაბრუნდა მამასთან ეს ყმაწვილი გაუტყდა მამის, რომ ეკკლესიის წვერზე რომ ავედითო, ერთმა აზრმა გამიარა თავშიო: „მოდი, ვუჯიკავებ ხელს ჩემს ბრძა ნებელს და გარდავაგდებო.“ მამამ უპასუხა შვილს: „შვიილო ჩემო, მაგგვარი საქეები შეიძლება მოახდინოს კაცმა, თუ სხვანაირად საქმეს არ მოევლება, ხოლო მაგისთანა რამ თავის დღეში არ უნდა გამოამჟღავნოსო.“

სომხების გამჭრიახობის და სიბრძნის მაგალითად უფ. კუტულს მოჰყავს რამდენიმე სომხური ანდაზა. მაგალითებრ: „რად კითხულობ ვინ გამოაცხო ეს პური გინდ ურიის გამომცხვარი იყოს, – თუ გემრიელია, სჭამეო“ ანუ: „სადაც ნახო პურიო იქ დაიბინავეო.“ როგორ ეტყობა მართლა რომ სომხური ანდაზაა! ყველა ყველა და ერთი გკითხოთ უფ. არწრუნს: ეს ლათინურის ubi bene, ibi patria-ს მაგგვარი ანდაზები უხდება თუ არა მის გულითადს დედა-აზრს? ამ ანდაზების მთელი ხალხი ათას ნაირად დაქსაქსული, იქ დაბინავებული, საცა კი პურის სუნი მისდენიათ — თქვენ უფ. არწრუნო უნდა შეკრიბოთ და 30 მილიონიანი სომხის სახელმწიფო შეადგინოთ?

არა, — ამისთანა ანდაზაცა სომხისა გცოდნიათ, თავმოწონებით უფ. კუტულისათვისაც ჩაგიხარებიათ და რა მსჯელობითღა გამოგყავთ თქვენი გულითადი დასკვნა? თუმცა პოეზიაზედ შემომწყრალი ყოფილხართ, მაგრამ მსჯელობასაც, როგორც ვხედავთ უარი უყვია თქვენი შეტრფობა და უთქვამს თქვენთვის: ვერ მოგერთვიო.

რა კი ანდაზებზედ მიდგა საქმე ჩვენც მოგვაგონდება ერთი სომხური ანდაზა, რომელიც ამბობს: „უბედურია ის ქვეყანა, რომელსაც განაგებს ერთობ ყმაწვილი და გამოუცდელი კაცი...“ თუნდ ღეიდელბერგში ფილოსოფიაც შეესწავლოს, დავუმატებთ ჩვენ!

ახლა გადვიდეთ ქართველებზე, რომელთაც უფ. არწრუნის და იმის „შკოლის“ აზრით მეტი აღარაფერი დარჩენიათ, რომ უნდა გასომხდენო. წარსული მათიო, ამბობს უფ. კუტული ყოვლად-უნუგეშო სურათს წარმოადგენდა: რა იყო საქართველო, სანამ რუსეთის იმპერიას შეუერთდებოდა? იგი იყო საქრისტიანო სახელმწიფო, გარშემორტყმული მამადიანებითა და ბარბაროსებითო. იმას იმისთანა ბედი ეწიაო, როგორიც სომხეთს, იეოო გაუმაგრებელი, ნიადაგ მომლოდინე მტრების დაცემისა; ღონე მიხდილიო ცუდის მართველობით, ერთმანეთის შურითა და წეწვით; მას არ ჰქონიაო ერთი წამიც მოსვენებით ცხოვრება და სხვ. იქნება მკითხველმა იკითხოს, მაშ როდის აღშენდა ეს ამისთანა ტაძრები, შენობები, რომელთაც ახლაც მოჰყავსთ განცვიფრებაში თვით უფ. კუტულის თანა მემამულენი, რა კი ცოტად უფრო დაკვირვებიან და მარტო à vol d'oiseau-დ არ შეუხედნიათ საქმისათვის და უფრო შეუსწავლიათ ჩვენი ქვეყანა? ვისაც უკითხავს მათი აღწერილობა იმათ იციან რამოდენად არიან გაკვირვებულნი მაზე, თუ როგორ გაუძლო ამ პატარა საქრისტიანო ქვეყანამ ამდენ ბრძოლას ბარბაროსებთან? თუ ერთობ მხნე, თავგაწირული და საკვირველად მამაცი ხალხი არ უყოფილიყვნენ ქართველებიო, ეგ შეუძლებელი იქნებოდაო, ამბობს აღმოსავლეთის მცოდნე მეცნიერი დელორიუ. უფ. კუტული კი მთელი ორი თვე ტიტინებს უფ. არწრუნის და მის ჯურის კაცთა ჩაგონებით და ერთის საქებარის სიტყვითაც არ იხსენიებს არც ჩვენთა წინაპართ და არც მათს მოქმედებასა. ეგ კიდევ არაფერი, რომ არ გვაქებს: უნფ. კუტული თითქმის უარს ჰყობს ქართველთა შორის იმ ნიჭსაც, რომლითაც ძველთაგანვე განთქმულნი იყვნენ ქართველები:

„მებრძოლნი შავის ბედისა“
და „მტერთა მიმცემნი რისხვისა,“

უფ. არწრუნი ვაჟკაცობასაც შეგვეცილა. მაზანდარელი თათარი გოჭის თავს შემეცილაო, ეს არის სწორედ.

უფ. კუტული უმჟღავნებს ევროპას, რომ არაფერი არ მოიპოვებაო სასიქადულო საქართველოს ისტორიაშიო. ეჰ რაც არის არის, — დავანებოთ თავი საქართველოს წასრულსა, რომელიც უფ. კუტულიმ და სომხების სასიქადულო ფილოსოფოსმა ისე იცის, როგორც ჩვენ დალაი-ლამაზ განხორციელება. ისა სჯობია დავხედოთ, რას მოგვითხრობს უფ. კუტული ჩვენ აწმყოზე: „ქართველები - შეადგენენო - ღენერლების, ჩალვადრების და მეურმეების ნაციასო.[5] თუმცა იმათ ღენერლები მრავალნი ჰყავთო. წასჩურჩულებს უფ, არწრუნი ყურში უფ. კუტულსა, მაგრამ იმათი ღენერლები გამოჩენილნი არ არიანო, გაიხსენეთ მკითხველო, რა თავ-მოწონებით ჩამოათვლევინა სომხების ფილოსოფოსმა სომხების ღენერლები! ნუ თუ უფ. არწრუნის აზრით არ დაისახელება არც ერთი ქართველთ ღენერალი გამოჩენილ სარდლად? ჩვენ არა გვსურს შევეხოთ პირადად ღენერლების ღირსების დაფასებას, მაგრამ არ შეგვიძლია არ შევნიშნოთ, სადაც იმდენი სომხის ტომის ღენერლები ჩამოსთვალა უფ. არწრუნიმ, შეიძლებოდა გაეხსენებია ქართველთ ღენერლებში ბაგრატიონი გმირი 1812 წლისა და გინდ ივანე მალხაზის შვილი ანდრონიკაშკილი, დამმარცხებელი თათრებისა სხვილისში და ჩოლოეზე. თუ ესენი მეტი არა, ნაკლები სომ მაინც არ იყვნენ იმ სომხის სარდლებზედ, რომელნიც უფ. არწრუნმა თავ-მოწონებით ჩამოათვლე ვინა ქარაფშუტა ფრანციულს, თუ გინდ იმაზე, რომელისაც თერძობიდამ დაუწევია სამხედრო ხელობა და ღენარლობამდე აღმატებულა.

თავად-აზნაურობა ქართველობისა გაკოტრებულიაო; რაც ფული ერგოთ გლეხების განთავისუფლების გამოო, სულ შესჭამესო; ქართველებმა არშიყობის მეტი არა იციან რაო და მარტო სამსახურში შესვლას ცდილობენო, რადგანაც ეგ ადვილი ხელობააო; ვაჭრობის და ხელოსნობის ნიჭი ქართველებს სრულიად არ აქვსთო. მაშ ვინ ვაჭრობს და ვინ არიან მოხელეებათ დასავლეთ საქართველოში? ნუ თუ იმერლებს და ნამეტური მეგრელებს ვაჭრობის ნიჭი სრულებით არა აქვსო? მართალია, ისინი არ ატრიალებენ 30 მილიონებს, (sic!) როგორც მირზოევი, მაგრამ თავის მხარეში მოვაჭრე ხალხის უმთავრეს ნაწილს ისინი შეადგენენ და თავის ახლოს სომეხსა არც კი გააწანწალებენ. თუმცაო. ქართველებშიაც იპოვება რაოდენიმე მოვაჭრეები, განმარტებს უფ· კუტული, მაგრამ ისინიც ფულს სომხურად სთვლიანო. როდესაც ერთს მათგანს კითხეს, რა მიზეზია რომ ფულს სომხურად სთვლიო, მან უპასუს: „ქართულად რომ ფული დავითვალო, მაშინვე გამეპარებაო.“ რით აგვიხსნის უფ. არწრუნი, რომ მრავალნი სომეხნი არამც თუ ფულს ქართულად სთვლიან, არამედ დავთრებსაც ქართულად სწერენ, მაგრამ ფულები კი, როგორც უფ. არწრუნმა კარგად იცის, მათ სულიდამ არ ეპარებათ. აქ სულ სხვა ამბავია. უფ. არწრუნს სურს დააჯეროს უფ. კუტული, რომ ქართველები მალე სომსებად გადაიცვლებიანო და პირველს ნიშანს ამ გარდაცვლისას სომხურად ფულის თვლა შეადგენსო! ნუ თუ სომხების სასიქადულო — ფილოსოფოსი თავის სატრფიალო ტეორიას ამაზედ ამეტრებს! ვითომ რატომო!... თუ კი კიუვიემ ერთი კბილი ჩაიგდო. მამონტისა და იმის მიხედვით ამ ცხოველის მთელი აგებულება და ტანი დასატა, თუ კი ნიუტონმა მნათობთა და ერთობ ზეციერთა სხეულთა მიმზიდველობის ძალა უბრალო ვაშლის სიდამ ჩამოვარდნაზე დაამყარა, ვითომ უფ. არწრუნი რა ამათზედ ნაკლები კაცია, რომ ქართველების გასომხება ფულის სომხურად თვლაზე არ დააფუძნოს!.. განა ეს კი ფილოსოფოსი არ არის თუ! ნურას უკაცრავოდ. აბა კუტულისა ჰკითხეთ, თუ არ არის და თვითონ არწრუნმაც არა მგონია ამაზედ უარი სთქვას.

გლეხები საქართველოში „ზარმაცნი და ლოთები“ არიანო, მათ არც ერთი კვალი მიწა მებატონეებისგან არ შეუსყიდნიათო. ღმერთო ჩემო, სადა ვართ? ნუთუ ფილოსოფოსს, პუბლიცისტს, ლიბერალურ დასის წინამძღომს პატარა პარლამენტში სომეხთ დელლინგერს, არას ოდეს არ უკითხავს სტატისტიკის ცნობები ტფილისის და ქუთაისის გუბერნიის გლეხებისგან ადგილ-მამულის დახსნის თაობაზე? ჩვენ ვანიშნებთ მას უფ. კუჩაევის წერილსა და ვურჩევთ მალე წაიკითხოს იგი, თორემ სირცხვილია, რომ იმისთანა ფილოსოფოსმა ცას ქვეშეთი ზედ მიწევნით იცოდეს და ის კი არ იცოდეს, რაც მის ცხვირ წინ არის და რაც ყოველმა გიმნაზიელმა ეხლა ჩვენში იცის. იმ წერილიდამ გაიგებს უფ. არწრუნი, რომ ტფილისის გუბერნიაში მთავრობის თანაშემწეობით და ქუთაისის გუბერნიაში საკუთარის ფულით გლეხებს გამოუხსნიათ ერთი მილლიონ ნახევრის ადგილ-მამული. ნუ თუ უფ. არწრუნს ის 30 მილლიონიანი სომხის სახელმწიფო რომ მოსჩვენებია, ამისთანა საქმე ცხვირწინ გაპარვია და არ შეუმჩნევია? თვალები გამოახილეთ, უფ. არწრუნო! ის მაინც დაინახეთ თქვენის ბედნიერის თვალით რომ ქალაქებში საადგილ-მამულო ბანკები და სოფლებში საამხანაგო ბანკები იმართება და ამით სოფლების უღმერთოდ სისხლის მსმელს წურბელებს თავისი საქებური ასპარეზი თან და თან ხელიდამ ეცლებათ ასე, რომ იმედია ეგ წურბელები თავის კეთილ-დღეობას, რომლითაც ეგრე ბაქიობენ, ხალხთ ყვლეფაზედ ვეღარ დამეარებენ. საბრალო ქართველებო! უფ· არწრუნს ჩამოურთმევია თქვენთვის ყოველივე უფლება ამ მუხთალს წუთის სოფელში არსებობისათვის! მეტი გზა არ არის უნდა გავსომხდეთ, თორემ უფ. არწრუნი უფრო გაგვიწყრება.

მკითხველი თვითონ დარწმუნდებოდა, რომ ჩვენ გვქონდა სახეში მარტო ის საცოდავი, შუბლ-ვიწრო ყოვლად შესაბრალისი წრე, რომელიც ლიბერალურ დასად რაცხს თავის თავს და რომელიც უფ. კუტულის წერილებში იწოდება: „უფ. გრ. არწრუნად და იმის შკოლად“. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ კიდეც დიდად თანამგრძნობელნი იმ კეთილ-გონიერი სომეხთა მოქმედებისა და ღვაწლისა, რომელნიც უანგაროდ, გულწრიფელად და გულ-დასხმით იბრძვიან თავის მოძმეთათვის; ჩვენ ყოველთვის თანავუგრძნობთ მათ, ვინც სცდილობს ფესზედ წამოვენოს გონებით თუ ზნეობით თავისი ძმანი სომეხნი, რომელზედაც უფ. კუტული თავის უკანასკნელ წერილებში აღიარებს: „ერთობ მხდალნი, ერთობ უმეცარნი, ერთობ თავ-შეუდებელნი არიან თავის სამშობლოშიო, ნუ ჰკვირობთ ამას მკითხველო! ვიდრე უფ. კუტული ტფილისში იყო ხომ ისე აქებდა სომხებს; როცა კი წავიდა ერევნის გუბერნიაში და თავისის თვალით დააკვირდა სომხებს, მაშინ კი ის ქებას ჰანგი ამ ძაგების ჰანგად შესცვალა. ამიტომაც ბოლოს უფ. კუტული გულ-ამოსკინჩით ამბობს: „სომხების საქმე ჯერ-ჯერობით არ არის თავ მოწევნილიო, არ არის მომწიფებულიო.“

ჩვენ სიხარულით ვიხსენებთ ადრინდელ დროს, როცა ქართველები და სომხები ასე განხეთქილნი და განთვითვეულებულნი არ იყვნენ; როცა ერთმანეთს ხელს უწყობდენ; როცა იმისთანა მაგალითებიც იყო რომ ჩვენებური მემამულენი (ნერსესის დროს) ადგილ-მამულებს სწირავდნენ სომხების სემინარიის სასარგებლოდ და ვსწუხვართ ეხლანდელ, ცოტათი არ იყოს, განზე დგომას ამ ორ თანამოძმე ერისა. სამწუხაროდ ჩვენდა ამ უკანასკნელ დროს ჩვენ შევნიშნეთ სომეხთ ახალგაზდობაში ერთი სხვა გვარი მიდრეკილება, განზე დგომა და შურით ცქერა. უფ. არწრუნი ცხადად გვიმტკიცებს. რომ ეს ჩვენი მწუხარება და ჩვენგან აქ ხსენებული მოვლინება უსაბუთო და უსაფუძვლო არ ყოფილა. ჩვენ გავახსენებთ მას ერთს არაკს გვარიანად გაცვეთილს, მაგრამ ნიადაგ გასახსენებელს ამ გვარ შემთხვევაში:

ერთი მოხუცებული რომ სიკვდილზედ მიიწურა, უხმო თავის შვილებს და მოატანია შვილდის ისრ ბი; შეკრა ერთად, მოსწია დასამტვრევად, მაგრამ ვერ დაამტვრივა. მერმე კონა გახსნა, თითო-თითო ისარი ცალცალკე მოსწია და თითო-თითოდ დალეწა. მოუბრუნდა თავის შვილებსა და უთხრა: თუ ერთად იქნებით და ერთ პირზედ იდგებით, მტერი ისე ვერ დაგძლევთ, როგორც მე ვერ დავძლიე ისრების ერთად შეკრული კონა, მაგრამ თუ გაიყრებით და გაცალცალკევდებით, მაშინ მტერი ისე დაგლეწავთ, როგორც მე ცალკე ისრები დავლეწეო.

ჩვენ ხმასაც არ ამოვიღებდით უფ. კუტულის უსაფუძვლო ლაყბობაზე, თუ რომ მის კორრესპონდენციებში მარტო უფ. კუტული ლაყბობდეს. თუმცა კი რასაკვირველია, სამწუხაროა, რომ ამისთნა ქარაფშუტა კორრესპონდენტები თავიანთის უმეცარის მუსაიფობისათვის პოულობენ ადგილს პატივსაცემ გაზეთში „Temps.“

რომში, როცა რომლისამე სულიერად მოღვაწე გვამის წმინდანად შერიცხვა უნდათ, მაშინ ერთს კარდინალთაგანს დანიშვნენ ხოლმე ეშმაკის თანამდებობის აღმასრულებლად მარტო იმისთვის, რომ დაიცვას ყოველივე ეშმაკის უფლება მიცვალებულზედ. უფ. არწრუნი რომ სომხურ ჟურნალ-გაზეთობაში იმავე როლს თამაშობდეს, როგორც ეს ეშმაკის უფლებით მოსილი კარდინალი, ჩვენ არას ვიტყოდით. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენდა ეს ასე არ არის, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ზოგიერთს ვითომც მსწავლულთ სომეხთ ამ გვარი აზრი არა ერთხელი წარმოუთქვამთ და ეს იყო მიზეზი, რომელმაც გვაიძულა შევდგომოდით გამოკვლევას უფ. კუტულის კორრესპონდენციისას, რომელმაც აღგვიძრა და აგვიქოთა ჩვენ სხვა და სხვა გრძნობანი.

დაგვრჩა კიდევ ერთი სიტყვა სათქმელი: უფ. კუტულიმ (იგულისხმეთ: იმისმა ჩამბერველმა უფ. არწრუნიმ და იმისმა „შკოლა-მოძღვრებამ“.) გადაგვეყლაპა, გაგვასომხა, ჩაგვფლა საფლავში და აღაპიც, თუ ქელეხი გარდაგვიხადა. ხოლო ყოფილა და იქნება კიდეც მაგალითი, რომ უფ. კუტულისა და იმის ჩამგონებელის ქელეხების შემდეგ წარმომდგარიყოს, აღორძინებულიყოს ხალხი, თუნდ იმ საცოდავთ გლეხების მხნეობითა და ღვაწლითა, რომელნიც „ზარმაცნი, ლოთები, მეურმეები და ჩალვადრები“ არიანო და რომელნიც იქნება ისე ადვილად არ განქრნენ ამ დედა-მიწის ზურგიდამ, როგორც ნატვრით ოცნებობს ზოგიერთი მწიგნობარი, თუნდაც ღეიდელბერღში ფილოსოფოსის შეჰსწავლით ჭკვა დაბნეული.

ვაკელი

20 აგვისტო 1877 წელსა

__________

1 „ივერია“ №30.

2 ჩვენ ვაძლევთ ჩვენს თავს ნებას, რომ პირდაპირ უფ. წრუნი დაგისხელიათ, იმიტომ რომ უფ. კუტული ნიადაგ ხმარობს, შემდეგ გამოთქმას: „ეს არწრუნის და მისისა შტოლის ჰაზრი არისო “ უფ. არწრუნს არ გამოუცხადებია თავისის მხრით უარის ყოფა იმ აზრებისა, რომლებსაც უფ. კუტული მიაწერს. სოლმე. ჩვენ აგრეთვე ვიცით ნახულად თუ ნასმენად, რომ უფ. არწრუნის რავდენჯერმე უკითსავს ნაცნობი ქართველთვის კმაყოფილების ღიმილით და დაცინგითაც: „თქვენ არ წავიკითხავთ კუტულის ტორრესპონდენციები? წაიკითხეთ უთუოდ, აქ ძალიან ღირს-საცნობი მთები. თქვენთვის ქართველებისთვის, მის თემდეგ, იმედი გვაქვს, უფ. არწრუნი ოც. თვით ითაკილებს და არც ჩგენ გვიკიჟინებს, რომ უფ. კუტულისაგან მიწერილი უფ. არწრუნისადმი ჰაზრი, უფ. არწუნსვე ვაკუთნებთ საჯაროდ.

3 ახლა კი გვესმის ჩვენ, რისთვის გამოსცა არწუნმა დიდად შესანიშნავი თხზულება თვისი „Восточный вопрос“, რომლის ქებას უფ. კუტულის წერილებში საზღვარი არა აქვს; თუ ემახოვნება მკითხველს, ამ თზულებითა უფ. არწრუნი თათრებს არამც თუ ევროპიდამ განდევნის და ჰყერის, არამედ აზიიდამაც. უნდა ვიფიქროთ, რომ უფ. არწრუნიმ რუსულად ასრე გარკვევით ვეღარ განმარტა თავისი ეზოთი და ახლა უთუოდ უფ. კუტულის გაუტყდა , რომ თათრების აზიიდამ გაგდებას, ისევ თათრების გასომხება და სომხების სახელმწიფოში შეყვანა სჯობიაო. ეს სწორედ გითხრათ კი უფრო ფილოსოგიურად უფიქრია, თირემ სწორედ იყრიდა ეს გოლიათი ფილოსოფოსი და დაღუპავდა ამოდენა ხალხს!..

4 მოგვიტევეთ მკითხველო რომ ხშირად ვხმარობთ „სომხების ფილოსოფოსიო“ რა ვქნათ გვეშინიან, ამ ჩვენ ძმა ხალხს ეს წარჩინებული ფილოსოფოსი არავინ წაართოს. რა ვიცით, ქვეყნის თვალი ხარბია!...

5 ჩვენ ასრე ვსთარგმნით ფრანციცულ ლექსს rouliers. რასაკვირველია ესე იქმნება, იმიტომ რომ არისტოკრატობა უფ. არწრუნს დაუჩემებია, როგორც ზევით მოგიხსენიეთ, ნეტა მითხრა: გირაოში ხომ არ დარჩენია ქართველთაგან კეთილშობილებაა, რთმლითაც უფ. კუტულის წინაშე დაუქადნია ამ ჭკუა ძლიერს ფილოსოფოსს...

5 როგორ ღუკვენ გლეხსა და როგორ მდიდრდებიან მის დამღუპველნი

▲back to top


როგორ ღუკვენ გლეხსა და როგორ მდიდრდებიან მის დამღუპველნი

(მცირე რამ მოთხრობა ნამდვილისა)

ალექო, ბატონებო, ერთი ღარიბის სომხის შვილი, რომელიც მამის სიკვდილის შემდეგ თვრამეტის წლის ბიჭი იყო, გამხდარი ჩაყვითლებული. მამისაგან არავითარი მემკვიდრეობა არ დარჩენია, მხოლოთ დარჩა ერთი კუდა ყომრალი ვირი. ალექო რომ შესრულდა ოცის წლისა, როგორღაც იშოვა ხუთი მანეთი ფული, ამითი ეს უნდა დასდგომიურ ვაჭრობის კვალს და კიდეც დაადგა თავისის ვირითურთ. აი იყიდა კევი, საპონი, სპიჩკები, მთავრიელები საქონლის თავის ტყავები, რომლებსაც ხალხი ხმარობს საქალამნებათ. ალექომ ესენი გადაჰკიდა თავის კუდა ვირს და დაიწყო კარი-კარს სიარული, ეს იყო ზაფხულის დღეს. აი ალექო მიადგა კარს ერთ ოჯახიშვილს ტეტიკას, რომელსაც კალოზედ ახლად გამონიავებული პურის ხვავი უგროვია და ემზადება მის დაბინავებას. ტეტიკა ჩამოახდევინებს საწვრიმალოს, დედა-კაცები ალექოს გარს შემოუსხდებიან, ზოგი კევს ყიდულობს, ზოგი საპონს, ლილას და სპიჩკას. ტეტიკა თვითონ იღებს ერთს წყვილს მთავრიელს საქალამნეთ, რომელშიაც ალექო ართმევს ოთხ აბაზ, როდესაც თვითონ აქვს ნასყიდი წყვილი აბაზათ, აგრეთვე სპიჩკები, რომელიც თვითონ დუჟინი აბაზათ უყიდნია თვითო-თვითო. შუაზე გაუყვია და დუჟინიდგან ოცდა ოთსი „კროკა სპიჩკა“ გაუკეთებია. თითო „კოროპკა სპიჩკას“ ჰყიდის შაურათ. აი უანგარიშა ტეტიკას ჩოტკზე ოთხ აბაზათ ერთი წყვილი მთავრიული, ორი გირვანქა საპონი ორი აბაზი, ოთხი სპიჩკა ერთი აბაზი, გკევი და ლილაც ერთი აბაზი — სულ შეადგინა რვა აბაზი ფული. სთხოვს ალექო ტეტიკას ფულს, მაგრამ სადა აქვს ტე- ტიკას ხელში ფული, ტეტიკა აღირებს პურს, მაგრამ ალექო. ყასითად უარს ეუბნება: „რად მინდა პური, პურის მეტი რა მაქვს, რამდენიც გინდა კოდი ოთხ აბაზათ მოგცე.“ ბოლოს ხათრით და პატივისცემით ალექო სჯერდება კოდს ოთხ აბაზათ. ალექო აწევს რვა აბაზში ორ კოდ პურს, სთხოვს ასაშენებელსაც, ტეტიკ ოჯახიშვილია, უარს როგორ ეტყვის, უმატებს ერთ ჩანახსაც. აი ამ დღიდან გაიცნეს ტეტიკამ და ალექომ ერთმანეთი.

ალექო ტეტიკას ენდობა, აძლევს ნისიათ ჩიხამახოებს, მხოლოთ ტეტიკა კალოზე უკვეთამს აკოდ პურს ოთხ აბაზათ. აი ალექო მეორე ზაფხულს მოვიდა კალოზე ტეტიკასთან და წარმოუდგინა ხუთმეტი მანეთის ნისია. ტუტიკამ ამ ხუთმეტ მანეთში აუწყა თვრამეტი კოდი და სამი კასრი პური. ალექო დიდ მადლობას უხდის და ნ:თლი მამათაც იკიდებს ტეტიკას. ამ წელიწადს ტეტიკას ცოტა ნაკლებათ მოუვიდა პური, აქეთ იქით სხვებმაც წაიღეს: დალაქმა, მენახირემ, მეველემ და სხვა ვაჭრებმა. დადგა გაზაფხული ტეტიკას პური აღარ აქვს დადის აქეთ-იქით ვერსად ვერ უშოვნია სასესხებელი, წვრილი შვილები სახლში შიმშილით ტირიან… ამ დროს ეწვევა თავისი ნათლია ალექო, მას შესჩივლებს თავის მწუხარებას. ალექო პირდება პურის მიყიდვას კოდს ოთს მანეთად, მაგრამ ფულს ხელში ჰსთსოვს. ტეტიკას ხელში ფული არა აქვს, ეხვეწება ნათლიას და რასაც სთხოვს იმის მიმცემია. ალექო აძლევს ნისიათ თვრამეტიოდ კოდს პურს, კოდს ათს მანეთად. მაგრამ ისევ პური უნდა დაუკვეთოს კოდი მანეთად. მეტი ღონე არ აქვს ტეტიკას, თავისი გაცემული თვრამეტ კოდი პური კოდი ოთხ აბაზათ, უნდა იყიდოს იგივე თვრამეტი კოდი, კოდი ოთხ მანეთად, სულ სამოცდა თორმეტ მანეთად. ჰსთხოვს ტეტიკა ნათლია ალექოს, რო შეუნახოს ხათრი და ოცი მანეთისა გამოართვას კალოზე ოცი კოდი პური, დანარჩენი ორმოცდა ორ მანეთში დაუკვეთამს ოთხ საპალნე ღვინოს. ალექო წინეთ დიდ უარზე დგას, მაგრამ ნათლი მამის ხათრით თანხმდება, აწერინებს პირობის ქაღალდს, უკეთუ პირობა არ შეასრულა ტეტიკამ, მაშინ ტეტიკა მოვალე იქნება საპალნე ღვინოზე ხუთი თუმანი გადაიხადოს და კოდ პურზე ოთხი მანეთი გადიხადოს ტეტიკამ ალექოს სსარგებლოთ. ამ პირობის წერილს სასოფლო სასამართლოში ამოწმებინებს ალექო ტეტიკა იწყავს თვრამეტ კოდი პურს ალექოს ბინიდგან და შინისაკენ მიაქვს დიდის მადლობით, ხვდებიან წინ ტეტიკას გლეხები, ჰკითსამენ თუ საიდგან მიაქვს მას პური, ტეტიკა ამბობს: ღმერთმა ააშენოს ჩემი ნათლია ლექოს ოჯახი მე იმის მეტი არავინ გამომადგა. სასესხებელი პური ვერ ვიშოვე მეზობლებში, იმას კი ისეთი სათრი და ნდობა აქვს ჩემზე, რო თვრამეტი კოდი პური მანისიავა.

როგორც იყო ტეტიკამ გამოიზოგა ეს პური ახალ მოსვლამდინ. ახლა კარგი მოსავალი მოვიდა პურისა, პირობის ძლით ტეტიკამ ჩააბარა ლექოს ოცი კოდი პური; მაგრამ ტეტიკას ბედმა უმტყუვნა და ვენახი დაესუტყვა. ღვინო არ მოუვიდა; შერცხვა ნათლია ალექოსთან, არიცის როგორ გასცეს პასუხი. მოდის ალექო რთველში, ჰსთხოვს ოთხ საპალნე ღვინოს პირობის ძალით. ტეტიკა ბოდიშს იხდის, მაინცა და მაინც აძლევს ორ საპალნე ღვინოს, რაც მოუვიდა. ხოლო დანარჩენ ორ საპალნეს პირობის ძლით ანგარიშობს ათ თუმნათ და წერს ვალათ ათი თუმნის ვექსილს, რომელშიც ყოველ-წლივ ტეტიკამ უნდა აძლიოს სარგებელში, ვიდრე ფულს გადიხდიდეს, ორი საპალნე ღვინო, უკეთუ ღვინო ვერ მისცეს, როგორც საპალნე ღვინო მის დროს დაფასდეს, ის ფული გადიხადოს ალექოს სასარგებლოდ.

დადგა გიორგობისთვე, — ტეტიკას უნდა თვისი დაიშნულის ვაჟიშვილის დაქორწილება, მაგრამ ღვინო კი ტიკას ხელში ფული არა აქვს, ეხვეწება ნათლიას და რასაც სთხოვს იმის მიმცემია. ალექო აძლევს ნისიათ თვრამეტიოდ კოდს პურს, კოდს ათს მანეთად. მაგრამ ისევ პური უნდა დაუკვეთოს კოდი მანეთად. მეტი ღონე არ აქვს ტეტიკას, თავისი გაცემული თვრამეტ კოდი პური კოდი ოთხ აბაზათ, უნდა იყიდოს იგივე თვრამეტი კოდი, კოდი ოთხ მანეთად, სულ სამოცდა თორმეტ მანეთად. სთხოვს ტეტიკა - ნათლია ალექოს, რო შეუნახოს ხათრი და ოცი მანეთისა გამოართვას კალოზე ოცი კოდი პური, დანარჩენი ორმოცდა ორ მანეთში დაუკვეთამს ოთხ საპალნე ღვინოს. ალექო წინეთ დიდ უარზე დგას, მაგრამ ნათლი მამის ხათრით თანხმდება, აწერინებს პირობის ქაღალდს, უკეთუ პირობა არ შეასრულა ტეტიკამ, მაშინ ტეტიკა მოვალე იქნება საპალნე ღვინოზე ხუთი თუმანი გადაიხადოს და კოდ პურზე ოთხი მანეთი გადიხადოს ტეტიკამ ალექოს სსარგებლოთ. ამ პირობის წერილს სასოფლო სასამართლოში მოწმებინებს ალექო ტეტიკა იწყავს თვრამეტ კოდი პურს ალექოს ბინიდგან და შინისაკენ მიაქვს დიდის მადლობით, ხვდებიან წინ ტეტიკას გლეხები, კითხამენ თუ საიდგან მიაქვს მას პური, ტეტიკა ამბობს: ღმერთმა ააშენოს ჩემი ნათლია ლექოს ოჯახი მე იმის მეტი არავინ გამომადგა. სასეხსებელი პური ვერ ვიშოვე მეზობლებში, იმას კი ისეთი ხათრი და ნდობა აქვს ჩემზე, რო თვრამეტი კოდი პური მანისიავა.

როგორც იყო ტეტიკამ გამოიზოგა ეს პური ახალ მოსვლამდინ. ახლა კარგი მოსავალი მოვიდა პურისა, პირობის ძლით ტეტიკამ ჩააბარა ლექოს ოცი კოდი პური; მაგრამ ტეტიკას ბედმა უმტყუვნა და ვენასი დაესეტყვა. ღვინო არ მოუვიდა; შერცხვა ნათლია ლუქოსთან, არიცის როგორ გასცეს პასუხი. მოდის ალექო რთველში, სთხოვს ოთხს საპალნე ღვინოს პირობის ძალით. ტეტიკა ბოდიშს იხდის, მაინცა და მაინც აძლევს ორ საპალნე ღვინოს, რაც მოუვიდა. ხოლო დანარჩენ ორ საპალნეს პირობის ძლით ანგარიშობს ათ თუმნათ და წერს ვალათ ათი თუმნის ვექსილს, რომელშიც ყოველ-წლივ ტეტიკამ უნდა აძლიოს სარგებელში, ვიდრე ფულს გადიხდიდეს, ორი საპალნე ღვინო, უკეთუ ღვინო ვერ ძისცეს, როგორც საპალნე ღვინო მის დროს დაფასდეს, ას ფული გადიხადოს ალექოს სასარგებლოდ.

დადგა გიორგობისთვე,—ტეტიკას უნდა თვისი დაიშნულის ვაჟიშვილის დაქორწილება, მაგრამ ღვინო კი არა აქვს, შვილიც ძალას ატანს. მიდის ტეტიკა ისევ ვის ნათლია ალექოსთან ღვინის სასეიდლად, ყიდულობს მისგან ორი საპალნე ღვინოს, მასზე ნაკლები რას ეყოფა, ოჯახიშვილია. დიდის მოკეთების პატრონია. საპალნე ღვინოს ურიგდება ალექოს შვიდ თუმნათ, მაგრამ სთხოვს ნათლიას, რადგან ხელში ფული არა აქვს გლად დააწეროს თუმანი თვეში ექვს შაურათ ალექოს სწყინს, თუ როგორ გაბედამს, რომ ნათლიმამას ასე დიდი სარგებელი გამოართვას და ეუბნება: ნათლიავ! რაც ჩვეულებას, ის მომეცი, თუმანზე ხომ ორი კოდი პურია სარგებელი წელიწადში გაკვეთილი, შენც ორი კოდი პური მომე თუმანზე, პურის მიცემა უფრო გაგიადვილდება ვიდრე ფულისა. ტეტიკას უხარიან ასეთი გულ-კეთილობა ალექოსი და დიდ მადლობას უხდის. ტეტიკა იწყავს ორ საპალნე ღვინოს და ალექო აწერს თოთხმეტი თუმნის ვექსილს და სხვა პირობის ქაღალდსაც ართმევს, რო ტეტიკა ვალდებული იქნება იმ ვექსილის ფულის სარგებელში ყოველწლივ აძლიოს ოცდა რვა კოდი პური. რა საკვირველია ამეებსაც სასოფლო სასამართლოში ამოწმებინებს.

ტეტიკამ წაიღო ალექოს ბინიდგან ღვინო, მაგრამ იაფათ არ დაუჯდა შვილის დაქორწილება, ამას სხვა ვალებიც წამოედო, როგორც მოგეხსენებათ ქართული ქორწილის საქმე. ჩავარდა ტეტიკა ვალში, პური მოჰყვა ალექოს მიაქვს, ღვინო მოუვა ალექოს მიაქვს, ტეტია ცოლ-შვილით მუშაობს, წელებზე ფეხს იდგამს, ალექო ტუტიკას ნაშრომს ხვეტავს და ინახავს თავის ბინაზე. ტეტიკა სარგებლებს ვეღარ ასდის; ახლა ყოველწლივ ალექოდგან პურსაც ყიდულობს და ღვინოსაც, ვალს თანდითან ემატება.

გამდიდრდა ალექო ამას პურიც ბევრი აქვს და ღვინოც, ესლა კარგი მხვნელ-მთესველი ოჯახიშვილიც აღარა სჯობია. გახდა მოქალაქე, ჩერქესაც ჩაიცვა, ამ დროს უკვდება თავისი ერთგული მოჭირნახულე ვირი, რომლის დაკლებას დიდათ სწუხს, მაგრამ ალექო ამის შემდეგ აღებს საკუთარ დუქანს, მართამს ყველაგვარ ვაჭრობას, იცნობს სხვა ოჯახიშვილებსაც, და ნათლიმამებათ იკიდებს. ტეტიკას წამოადო ვალი ას თუმნამდინ, ტეტიკა სარგებლების მიცემას ვეღარ ასდის. ალექო მისგან ყიდულობს ხმის დღის ვენახს სამოც თუმნათ, მაგრამ ოცი თუმანი მაინც კიდევ დარჩა სასარგებლოთ პურზე და ხუთმეტი თუმანი ღვინოზე. ტეტიკა და ალექო მაინც დიდი მეგობრები არიან, ერთმანეთის ჭირს სჭამენ. ტეტიკა შვილს მოჯამაგირეთ უყენებს ფულის სარგებელში, ბოლოს ცოლიც პური-მცხობლათ უდგება, მაგრამ მაინც სარგებელს ვერ იხდიან და ვალი მუდამ მატულობს. ბოლოს ალექოს მოყავს პრისტავი და უყიდის სახლ-კარს მამულს და სახლის ავეჯს. ტეტიკა ჯავრობს, სწყევლის იმ დღეს და იმ წუთს, რა დროსაც ალექო პირველათ მივიდა იმის კალოზე კუდავირით და გაიმცნაურა. მაგრამ რაღას უშველის, წინათვე უნდა ეფიქრნა. დარჩა უმამულოდ, შვილი ტეტიკასი თავის ცოლით სიმამრის სოფელში სახლდება. ტეტიკას ცოლიც უკვდება, წვრილ შვილებს აქეთ-იქით მოჯამაგირეთ აუენებს. თითონ სან ვისთან არის სამადლოთ და სან ვისთან. ასე ამ ნაირად ამოწყდა გაკეთებული ოჯახიშვილი ალექოს წყალობით.

1877 სეკტემბრის 10-ს.

ა. კავთელი.

6 თელავის სასულიერო სასწავლებელი და მისი ოლქის სამღვდელოთ ყრილობა მ. თელავში

▲back to top


თელავის სასულიერო სასწავლებელი და მისი ოლქის სამღვდელოთ ყრილობა მ. თელავში

1875-18776

(შემდეგი)[1]

წინად აღწერილმა (იხილე „ივერია“№27) სამღვდელოთა ყრილობამ ამოარჩივა სასწავლებლის მმართველობის წევრად ბლაღოჩინი მღ. ს. ფირანოვი და მღ. ი. შიუკოვი; ხოლო მათ განდიდატებათ მღ. ლაშხაუროვი და გ. მრევლოვი. აბანოს გამართვაზედ კი უარი გამოაცხადა.

როცა სასწავლებლის მმართველობის მიერ წინადა დებული საგნები ვითომ გაათავეს, ყრილობა შეუდგა სსვა საგნების განხილვასაც; მაგალითად, მღ. ი. ლაშხუროვი ითხოვდა განთავისუფლებას მცირე მრევლისა გამო 15 მან. შეწირულობისაგან სასწავლებლის სასრგებლოდ, მაგრამ ყრილობამ მისი თხოვნა უარ-ჰყო.

მასწავლებელი დაბალის მოსამზადებელის კლასისა ითხოვდა ჯამაგირის მომატებას, რომელსაც ყრილობამ მოუმატა 400 მან. ისმის კითომც არქიერი არ დათანახმებულიყოს ამ ჯამაგირის მომატებაზედ. სამღვდელოებას კი ძლიერ ეწყინება ამისთანა უარი, რადგან იმან არ იცის, რომ წესით (Oпр. Cв. Синода 15 Cент. 3 Oкт. 1872 г.) ყრილობის წევრთა ნება არა აქვთ არც თვით დააჯილდვონ ვინმე, არც უშუამდგომლონ ვისმეს ჯილდოს გამო მთავრობის წინაშე.

ყრილობამ თავის განჩინებაში ჩასწერა, რომ ვალდებულად ხდის თელავის სასულიერო სასწავლებლის მმართველობას წინადვე აცნობოს ხოლმე ბლაღოჩინებს, თუ რა საგნებზედ უნდა იყოს საუბარი ყრილობაზედ. დასდვეს ეგრეთვე ხუთ-ხუთი მანეთი ჯარიმა იმ დეპუტატებზედ, რომლებიც დანიშნულები იყვნენ და არ კი გამოცხადდენ ყრილობაზედ. ეს დეპუტატები ეკუთვნოდნენ უთიაშვილის და ბედიევის საბლაღოჩინოებს.

ამ სახით შეადგინა ს. ბოდაევმა განჩინება, დეპუტატებმაც ბრმა-ყრუათ მოაწერეს ხელი და გაგზავნეს დასამტკიცებლად.

ამ განჩინებიდგან სჩანს, რომ სამღვდელოება ტყუილ- უბრალოდ მოსცდა თავის საქმესაც და სხვაც ტყუილად მოაცდინა. შეათანხმე, მკითხველო, ერთი ერთმანეთთან მღვდლების აზრი, სიტყვა და მოქმედება იანვრის 9 და 10 რიცხვისა, და თქვენ ნათლად წარმოგიდგებათ წინ ჩვენის მღვდლების თავიანთ თავისაგან გაცლა, თავის თვისის უარ-ყოფა და სხვის თავით ფიქრი და მოქმედება. თუ ეს ასრე არიო, მაშ რამ გამოაცვლევინათ მეორე დღეს ის კეთილი და სასარგებლო აზრი, რაც გუშინ გარდაწყვიტეს ყველამ ერთ-ხმად. ამის მიზეზად, როგორც ამბობენ მაშინ, შეიქმნა ერთი თელავის ბლაღოჩინთაგანი; ამის სიტყვას თურმე დიდი გავლენა ჰქონია იმისთანა დეპუტატებზედ, რომელნიც საუბედუროდ მოკლებულნი ყოფილან საკუთარს მოსაზრებას. მართალია, აწინდელს შემთხვევაში ამ ბლაღოჩინს ჰქონდა უპირატესი მნიშვნელობა, მაგრამ არც კი სხვა ბლაღოთ ჩინები ყოფილან ამ საქმეში ხელდაბანილნი, როგორც ამას სცნობს მკითხველი „ერთის მღვდელთაგანის“ კორრესპონდენციისგან („დროება“ 128 წარსულის 1876 წ.)

თუმცა ეს გაფრთხილება ჩვენი მღვდლებისა იყო დაბეჭდილი შარშან ნოემბერშივე და მაშასადამე ხსენებულის ყრილობის წინ, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ეს შეუნიშნავად და უნაყოფოდ დარჩა ჩვენის მღვდელ-დეპუტატებისათვის. ესე რომ არ ყოფილიყო, განა დასაჯერებელია, რომ დეპუტატები ხეირიან მღვდელთაგან არა ყოფილიყვნენ და ამათ არავითარი ყურადღება არ მიექციათ, ან ისე დაუფიქრებლად გადაეწყვიტათ ის მძიმე და დაფიქრების ღირსი საქმენი, როგორნიც იყვნენ სასწავლებლის სახლების განშვენება და სასწავლებლისავე მმართველობის წევრთა ამორჩევა. მართლაც რაზედ დააფუძნა ყრილობამ თავისი უარი სასწავლებლის სახლების განშვების შესახებ? ამის საფუძველი გამონახა და იპოვნა კიდეც გიორ. მრევლოვმა, ვითომ გამოცდილმა დეპუტატმა, რადგანაც როდისღაც ყოფილა სასწავლებლის მმართველობის წევრადაც, თუმცა ამ თანამდებობის აღსრულებით არ მოუტანია ნამცეცი სარგებლობა არც სხვისათვის და არც თავისთვის. ეს აღტაცებაში მოდიოდა, როგორც ყმაწვილი, ცარიელის სახელით და არა თავის მოქმედებით საზოგადო სიკეთისათვის. მან სთქვა, ვითომც 1874 წ 13 ოკტომბრის ყრილობის განჩინებით სამღვდელოებამ მიიღო. თავისზედ მხოლოდ მოსამზადებელი კლასის ხარჯი და სხვა არაფერი. მაშასადამე გ. მრევლოვის აზრით ყველა საგანნი, წინადადებულნი სასწავლებლის მმართველობის მიერ ურილობის განსახილველად, არიან უსაფუძლონი და ესენი არ ეკუთვნიან სამღვდელოთ ყრილობის განხილვას. თავის ფიქრს და ცნობას მოკლებულნი დეპუტატები, რასაკვირველია, უცებ დაეთანხმნენ ამ ყმაწვილურად მოაზრე პირს. თავმჯდომარემაც ესევე დაიკრა ენაზედ, და მის აფხეკა დანითაც აღარ შეიძლებოდა. ეგ ჩვენი ვალი არ არის, ეგ ხაზინამ უნდა გააკეთოს, იმეორებდნენ ერთ-ხმად თავმჯდომარე თავის ერთ-მოაზრე დეპუტატებითურთ. საკვირველი ის იყო, რომ ამ ყრილობას სულ ისეთი ცხვრებივით დეპუტატები შეხვდნენ, რომ თავმჯდომარის რაზედ თავის დაკანტურებაც კი დიდს სიბრძნეთ მიაჩნდათ.

ღმერთო ჩემო, ნუ თუ ჩვენს სამღვდელოებას ამათ მეტი წარმომადგენელები არა ჰყავს?! უბედურია ჩვენი სამღვდელოება ამათ ხელში, უბედურნი არიან ამათი შვილები და მომავალი ამათი ბედი-ხვედრი დეპუტატებო, დაფიქრდით რას ლაპარაკობთ, ვის უჯერებთ? დავიჯერო, რომ თქვენ იმდენად დაუდევარნი იყვნეთ, რომ არ გაშინჯოთ მაინც, თუ ვინა გყავთ იმისთანა ერთგული მცოდნე პირი, რომელსაც თქვენ ენდობოდეთ და რომელმაც თქვენ არ მოგატყუოთ? განა ეს პირი გ. მრევლოვია? რადგან მოწინავე პირი ამისთანა საზარალო საქმეში ბლაღ ს. ფირანოვი არ იყო დანიშნული დეპუტატად, და, რასაკვირველია, არ იკადრებდა პირდაპირ ლაპარაკს ყრილობის დროს, ამისათვის საჭირო იყო რომ ესრეთის მოვალეობის აღსრულება მიეღო ვისმე დეპუტატს, ფირანოვის თანამოაზრეს. ვინღა მიიღებდ ამისთანა მოვალეობას თავისზედ, თუ არა ერთგული და ერთად მოსამსახურე მასთან სასწავლებლის სამმართველოში პირი მღ. გ. მრევლოვი? მაშასადამე რასაც საუბრობს და რის აღსრულებაც სურს გ. მრევლოვს, მასვ ფიქრობს და მოქმედებს ს. ფირანოვიც. ესრეთი თან-ხმობა და ერთ-აზრობა შეეხება როგორც სხვა საქმეებს სასწავლებლისას, ეგრეთვე იმ განჩინებას, რომელიც შეადგინა სამღვდელოთ ყრილობამ 15 ოკტომბერს 1874 წ. რომ თქვენ, დეპუტატნო, მოტუუებულნი ხართ, ამას შეიტყობთ თვით განჩინების შინაარსიდგან. თუმცა ამის ნამდვილი დაიკარგა, მაგრამ პირი მაინც დარჩა, ბოდევის და მისთანა მოაზრეთ სანუგეშებლად.

სამღვდელოებას მოუვიდა მოწერილობა ექსარხოსისაგან 27 დეკდემბერს 1874 წ., რომლითაც სთხოვდა პასუხს სამღვდელოებას იმაზედ, მიიღებს სამღვდელოება თავისზედ ხარჯს, შტატით დადებულის სასწავლებლისათვის: ე.ი. იმ ჯამაგირების შევსებას, რომლებსაც იღებენ სასწავლებელში შტატით მოსმსახურე პირსი, თუ არა? ამაზედ აღნიშნულმა ყრილობამ დასდო შემდეგი განჩინება: სამღვდელოებას არ შეუძლიან დაჰფაროს ის ხარჯი, რასაც აქამდის აძლევდა თვით კანტორა, ე.ი. შტატით დადებული ფული. ხოლო რაც შეეხება სხვა საჭიროებას სასწავლებლისას, მოსამზადებელის კლასის გამართვას, ზედამხედველის თანაშემწისათვის სახლის აშენებას და სასწავლებელთან პანსიონის გახსნას, ამის შესახებ ხარჯს მიიღებს სამღვდელოება თავისზედ. ამ განჩინების ძალით არის გაწერილი 1057 მ., რომელიც მღვდლებს ყოველ წელს იანვარში უნდა წარმოედგინათ სასწავლებლის მმართველობისთვის, და ამ ფულიდგან ხუთის წლის განმავლობაში უნდა 337 მ. ყოველ წლობით შეეტანათ თბილისის სავაჭრო ბანკში და ეს ფული უნდ დასარჯულიყო. სასწავლებლისათვის სახლების ასაშენებლად (მეტად დიდი თანხა კი შეუდგებოდათ სამღვდელოებას 1,685 მ!). რასაკვირველია, რომ ეს მცირე შეწირვაც კარგი იყო სასწავლებლისთვის, მაგრამ როგორც თვით განჩინება, ისე შეწირულობაც დარჩა მხოლოდ ქაღალდზედ და ამ შეწირულობით არა ვის სარგებლობა არ უნახავს. ამავე განჩინებით ყრილობამ ჰსთხოვა არქიერს, რომ მისის შუამდგომლობით და შემწეობით თელავის სასულიერო სასწავლებელი ისევ იმავე მდგომარეობაში დარჩომილიყო, რა მდგომარეობაშიაც იყო აქამდის და ისევ ის შემწეობა ეძლევა მისთვის კანტორას, რასაც წინად აძლევდა. აი ეს არის ის დაკარგული განჩინება 15 ოკტომბრისა 1874 წ. სამღვდელოთ ყრილობის, რომელიც რაღაც მანქანებით გაქრა თელავის სასულიერო სასწავლებლის ოლქის სამღვდელოთათვის. აღნიშნულის განჩინების შინაარსიდგან, ვგონებ, ცხადად დაინახოს სამღვდელოებამ და ყველა მკითხველმა თუ რა საუძვლიანად უყვართ სჯა ჩვენს მღვდლებს — დეპუტატებს და განსაკუთრებით მათს თავ-მჯდომარეებს და ზოგიერთ მყოფთ სასწავლებლის მმართველობის წევრთაც, მაგალითებრ, ს. ბოდაევს, გ. მრევლოვს და ს. ფირნოვს. ამ საქმეში ს. ბოდაევი ბრმად ამყოლი გამოვიდა უკანასკნელის ორის მღვდლისა, რომლებმაც, როგორც ყოფილთ წევრთა სასწავლებლის მმართველობისათა, კარგად უნდა იცოდნენ და ს. ბოდაევის ფიქრით, კიდევაც იციან ყველა საგანი შესახებ სასწავლებლისა და სამღვდელოების მასთან კავშირისა.

რაც შეეხება წევრთა ახლად ამორჩევას, უნდა შევნიშნოთ, რომ იგი ისე მოხდა როგორც ყველა მათი არჩევანი (ბლაღოჩინებისა, დეპუტატებისა) მოხდება ხოლმე: ვერაფერს წესს ვერ ნახავდი ვერც კანდიდატების ამორჩევაში, ვერც თავმჯდომარისაგან ხმების შეკრებაში და აღრიცხვაში. ბოლოს ვითომც შეიტყო თავმჯდომარემ ხმების რიცხვი და დანიშნა კანდიდატებად: ბლაღ. მღ. სოლ. ფირნოვი, მღ. იოანე შიუკოვი, ი. ლაშხაუროვი და გიორგი მრევლოვი. პირველს ვითომ 11 კენჭი ამოსვლია, მეორეს 10, მესამესაც 10 და მეოთხეს 8. რავინ კი იცის აქამდის, თითქმის თვით თავმჯდომარემაც კი, თუ ეს კენჭები უარისა იყვნენ, თუ თანხმობის, რადგან მათ განჩინებაში ჩასწერეს მხოლოდ კენჭი; ხოლო რის მთქმელი იყო კენჭი ჰოსი, თუ არასი - ამაზედ ტვინი არავის შეუნძრევია, ეს რა შესანიშნი საგანი იყო დიდებულის და ქებულის თავმჯდომარისათვის? მაგრამ რადგან ორი პირველი კანდიდატი ყრილობამ დანიშნა წევრად, ხოლო ორი უკანასკნელი პირველების კანდიდატებად, აქედგან უნდა ვიგულისხმოთ, რომ თავმჯდომარეს ჩაუწერინებია ანუ უკეთ ჩაუწერია განჩინებაში მხოლოდ რიცხვი თეთრის კენჭებისა. აბა შავი კენჭები რა ჩასაწერი იყო, ან ვის ესიამოვნება თეთრის მაგიერ შავის კენჭის რგება. თუმცა ამ გარდაწყვეტილობის აზრს, ჩვენის ფიქრით, როგორც იყო. მივხვდით (შეცდომაზედ კი, თუ ეს მოგვივიდა რაშიმე ჩვენ, უკაცროდ ვართ თავმჯდომარესთან, რადგან კაცი იბადება ცოდვასა შინა), მაგრამ ეს კი ვერაფრით აგვიხსნია, თუ რად არის წევრად ამორჩეული ი. შიუკოვი და ი. ლაშხაუროვი კი არა, როდესაც მათ ორსავეს თანასწორად ამოუვიდათ კენჭი? თავმჯდომარემ იქნებ თავისი სიმართლე ამ შემთხვევაში დაამყაროს ძალა-მომრეობაზედ, მაგრამ ჩვენ სხვისთვის მაინც მოვიხსენებთ, რომ ამისთანა შემთხვევაში, კანონის ძალით, წევრად ინიშნებიან მომეტებულის კენჭის მიმღებნი (Опр. Св. Синода 13/27 Декабря 1867г.), ხოლო მცირე კენჭიანები მათ კანდიდატებად. მაგრამ რადგან ორს კანდიდატს თანასწორად ამოუვიდათ კენტი, ამისთვის საჭირო იყო, რომ წილი ეყარათ და ეს განჩინებაშიაც ჩაეწერათ. მაგრამ განა სამღვდელოთ ყრილობისა და არჩევანის დროსაც წესსა და კანონს უყურებენ? დამტკიცება, ვისგანაც ჯერ იყო, ამ გვარად შედგენილის განჩინებისა ცხადად და ყველასთვის გასაგონად მოგვითხრობს ამასა.

„ივერიის“ მკითხველები უკვე იცნობენ ბლაღ. მღ. ს. ფირანოვს, როგორც მყოფს წინათაც წევრს და ამას თანავე იციან მისის შრომის ნაყოფიც წევრობის მოღვაწეობაში. იმედია, რომ ეს თავისებრ ზრუნვას არ მოაკლებს ეხლაც და შემდეგშიაც სასწავლებელს ბურთი და მოედანი წინ ახლავს ს. ფირანოვს. ღმერთმა ქნას, რომ მუხამ, ბუნების წინააღმდეგ. ვაშლი მოისხას. რამდენადაც შესანიშნია უთავბოლო ლაპარაკი დეპუტატების ყრილობის დროს, უმეტესად შესანიშნია ამათი ცხოვრება ქალაქში. ჩვენი ქალაქი ბევრით არ გაირჩევა სოფლისაგან მით მაინც, რომ ახლად მოსულს სტუმარს ყველა მცხოვრები ადვილად შეატყობს. დეპუტატებს ხომ მაშინვე იცნობს ხოლმე ყველა ქალაქის მცხოვრები, რადგან თითქმის ყველამ იცის, რომ აღნიშნულს რიცხვს სამღვდელოთ ყრილობა არის სასწავლებელში. სხდომის დღეს დილით დეპუტატებს ატყობთ კიდევ კაცურს სახეს, მოსაზრებას და მიხრა-მოხრას ამის შემდეგ კი თავში უბრჭევინავს კახური უკვდავების წყარო, რომელიც უსიტყვოს ხდის მეტეველად, უმეცარს-მეცნიერად, უძლურს ძრიელად და სხვ. ესენი თავიანთ სადგომად ირჩევენ იმისთანა სამიკიტნოებს და მეხაშეების დუქნებს, სადაც პატიოსანი კაცი და განსაკუთრებით სამღვდელო პირი, ზნეობის დამცველი და მაგალითი, ფეხს ვერ შესდგამ უიმისოდ, რომ თავის ღირსება და ხარისხი არ დაამციროს. ურილობის დროს უადგილო ადგილს გხვდებიან კახურის ღვინით გამობრუჟული დეპუტატები, რომელნიც მაღლა ხმით ყვირიან, როგორც სასწავლებლის საქმეზედ, ეგრეთვე იქ მოსამსახურე კაცებზედ. მაგრამ „ღლულს“ დეპუტატს რაღას გააგონებ, როდესაც ფხიზელისათვის ვერაფერი გიგრძნობიებია რა ამის მაგალითს წარმოგიდგენდათ თვით ს. ბოდაევიც, რომელმაც ერთგან სადილის დროს ჩაბრუჟების შემდეგ დაიწყო თავისებური განსჯა — განხილვა სასწავლებლისა და იქ მოსამსახურე კაცებისა.

ურაღობის დღის საღამოს ეს შევიდა სასწავლებლის ზედამხედველთან ვითომ მოსალაპარაკებლად და როდესაც იგრძნო, რომ უხერხო და წაიყვანა საქმე და თავისი მოვალეობა, როგორც თავმჯდომარემ, ვერ აღასრულა, მაშინღა ამბობს, რომ თუ მინდა და საჭირო იქმნება განა ვერ გამოვცვლი განჩინებასაო. ამას რომ საკუთარის თავით ეფიქრა, იმედი იყო წინადღეს შედგენილს განჩინებას არავის გამოაცვლევინებდა მეორე დღეს, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ამისთანა ხასიათის კაცი კეთილს დარიგებას და რჩევას ვერ მიიღებდა. ან რა სადეპუტატე მღვდელი იყო? განა მხოლოდ იმას შეუძლიან დეპუტატობა, ვინც ბევრს-სვამს და ვინც ყველა რჩევაზედ არას იძახის? ესეა თუ არა ბლაღოჩინებმა თითონ უფრო ჩინებულად იციან, თუ ვინ ამოირჩიონ და გაგაზავნონ ყრილობაში ერთი დრო არავის შერჩენია. ვნახოთ, რომ ბლაღოჩინებსაც მოუვიდეთ არჩევანის დრო და ვნახავთ, თუ ესენივე, სასწავლებლისათვის მავნებელნი ეღირსებიან ხელახლად ამორჩევას.

აი როგორი დეპუტატები იყვნენ აღწერილს ყრილობაში და ვითარი სასარგებლო განჩინება დასდვეს სასწავლებლისათვის. შეათანხმეთ ეხლა ამ ყრილობის შედეგი ამაზედ წინად მყოფის ყრილობის შედეგთან და ნათლად წარმოიდგენთ, თუ რამდენად ყოფილან დაბნელებულნი გონებით ამ ყრილობის დეპუტატები! მათ არამც თუ გამონახეს ახალი წყაროები შემოსავლისა სასწავლებლისათვის, არამედ იმასაც ვერ მისცეს რიგიანი დანიშნულება, რაც გამონახული და შეკრებილი იყო წინანდელის ყრილობის კეთილ-გონიერებით და საქებურის შრომითა. მაგრამ ხომ მოიგონებ, მკითხველო, ჩვენის უკვდავის რუსთველის სიტყვებს, რომ სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის.“ მაშ გიხაროდენ, გმირნო დეპუტატნოი და ნუ დაივიწყებთ გმირულთა საქმეთა თქვენთა განსანათლებლად სულიერთა და ხორციელთა შვილთა თქვენთა, ძეთა საქართველოსათა! გიხაროდენ, რამეთუ სამენი თქვენი არა დავიწყებულიყვნენ კეთილ-ნაყოფიერებითა თვისითა უკუნითი უკუნისამდე და ხსენება თქვენი გარდაეცემოდეს შვილითი შვილამდე. როდესაც ერთს დეპუტატთაგანს სახელდობრ გ. მრევლოვს ჰკითხეს, რატომ იმ ფულიდგან არაფერი დასდვეს სახლების განსაშენებლად, რომელიც სამღვდელოთ შესწირეს 8/9 მაისს 1876 წ. გარდაწევეტილებით, მაშინ ამან სთქვა პასუხად, რომ განა სახლების მეტი ხარჯი არ გვექმნება? პანსიონისთვის მარტო ერთის წლის ხარჯი გადავდეთ და შემდგომის წლებისთვის დაგვჭირდება ეს ფული პანსიონის ხარჯად. მომავალის ყრილობის განაჩენი დაგვანახვებს, თუ რა ფასი დაედება გ. მრევლოვის საბუთს და რა დანიშნულება მიეცემა ზევით მოხსენებულს ფულს.

(შემდეგი იქნება)

____________

1 ივერია.№25, 26 და 27

7 განცხადება

▲back to top


განცხადება

ძალითა წესდების 83 და კამიტეტის გარდაწყვეტილებისა 9-ს სეკტემბერს 1877 წ. დადგენილისა. თავმჯდომარის მაგიერი ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილ მამულო ბანკის ზედამხედველის კამიტეტისა, იწვევს არა ჩვეულებრივ კრებისათვის ბანკის დამწესებელთ წევრთა. კრება არის დანიშნული 10-ს ოკტომბრისათვის ამ 1877 წ. დილის ათს საათზედ. კრება იქნება ბანკის სადგომში, რომელიც იმყოფება სოლოლაკის ქუჩაზე ნ. კორღანოვის სახლში.

კრების განსახილველი საგნები შემდეგნი იქნებიან:

1) აღნიშვნა იმ საყოველთაო სასარგებლო საჭიროებისა, რომელზედაც უნდა მიიქცეს გადადებული თანხმად 90 წესდებისა, მოგებიდამ 45% ფული. (ამ საგნისათვის ფული არის ბანკში ათას შვიდას ორმოცდა თოთხმეტი თუმანი); აქედამ მხოლოდ ორასი თუმანია გარდაცემული ზედამხედველ კამიტეტისათვის, თანხმად 1876 წლის საზოგადო კრების განაჩენისა.

2) 68, 77, 78, 82, 83, 84, 87 და 88 წესდების მუხლთა ცვლილებანი, რომელნიც წარდგენილ იყვნენ ფინანსთა მინისტრისადმი დასამტკიცებლად თანხმად 18 მაისის 1876 წ. საზოგადო კრების განაჩენისა.

3) ზოგიერთთა წესდების მუხლთა საჭიროდ ცნობილი ცვლილება და დამატება (6, 12, 13, 18, 19, 20, 22, 28, 39, 50, 66 და 83.)

4) პროეკტი უძრავთა ქონებათა დაფასების ინსტრუქციისა, რომელიც წარმდგარ იქნება საზოგადო კრების განსახილველად და დასამტკიცებლად.

5) მოხსენება, თანხმად ფინანსთა მინისტრის წინადადებისა, მასზედ, რომ მეომარ ჯარში მყოფთ ბანკის მოვალეთათვის ბანკში შემოსატანის ფულის ვადა გადიდვას, როგორც შესახებ იმ შემოსატანის ფულის, რომელიც შემოსატანია 1877 წლის 4 ივლისიდამ 1878 წლის 1-ს ივლისამდე, აგრეთვე იმის შესახებაც რომლის შემოტანის ვადა აქამომდე კიდეც გარდაცილებულია.

6) მოხსენება მასზედ, რომ ფინანსთა მინისტრმა არ მიიღო შუამდგომლობა ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა შესახებ პრიკაზიდამ საადგილ-მამულო ბანკში ვალების გადმოტანისა.

7) მოხსენება მასზედ, რომ ჯეროვანი თანხა წარდგენილ იყოს არტილლერიის სასწავლებელში სტიპენდიისთვის სახელსა ზედა მისს იმპერატორების უმაღლესობისა დიდის მთავრისა კავკასიის ნამესტნიკისა და სახელსა ზედა დიდის მთავრინისა ოლღა თეოდორის ასულისა ამიერ კავკასიის ქალების ინსტიტუტში.

8) მოხსენება მასზედ რომ საჭიროა ჩვენმა ბანკმაც მიიღოს მონაწილეობა რუსეთის საადგილ-მამულო ბანკების წარმომადგენელთა კრებაში.

9) მონიჭება ზედამხედველ კამიტეტისადმი იმ უფლებისა, რომლის ძალითაც მას ნება ჰქონდეს დაითხოვოს სამსახურიდამ დამფასებელნი ვერ აღმსრულებელნი თავიანთის მოვალეობისა.

10) მოხსენება დამფასებელთა თაობაზედ, სახელდობრ მასზედ: 1) თუ რა ვადით არიან დამფასებელნი, ამორჩეულნი 1876 წლის საზოგადო კრებისაგან და ვით შეესაბამის ამ ვადას 64 წესდებისა და 2) აღმორჩევა დამფასებელ კამმისიის წევრთათვის მოადგილებისა (კანდიდატებისა).

11) აღმორჩევა ბანკის მმართველობის წევრისა ნაცვლად თ. დავით ივანისძის ავალოვისა, რომელსაც ხვდა წილი მმართველობიდამ გასვლისა (67 წესდებისა).

12) მოხსენება მასზედ, რომ მიღებულ იქმნან თუ არა ბანკის წევრად ის მიწათმფლობელნი თავად-აზნაურნი ტფილისის გუბერნიისა, რომელთაც ყმათა განთავისუფლებისათვის ფული მიუღიათ და რომელნიც მოისურვებენ მათდამი შეწერილი, თავად-აზნაურთა საზოგადო კრების 29 ნოემბერს 1872 ოქმით, ფული შემოიტანონ ბანკში სულ ერთად და ერთხანად.