![]() |
ივერია (22)1877.22.07 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
![]() |
1 ომის ამბები |
▲back to top |
|
ომის ამბები
– დუნაიას იქითა ნაპირს გადასული ჯარი რუსის სამ პირად გაიყო და სამ გზას დაადგა მემარცხენე რუშჩუკზედ მიდის, შუაგული ბალკანიის მთას გადავიდა, მემარჯვენე მიდის სოფიის გზაზედ, რომელიც პლევნაზე გადის. რვას მკათათვეს ამ მემარჯვენე ჯარის ნაწილი პლევნაზედ იერიშით მივიდა, მაგრამ ოსმალოს ჯარს ვერ აუვიდა და უკან დაიწია. ამ საქმეში რუსებმა მკვდრითა და დაჭრილებითა დაჰკარგეს 53 აფიცერი, ამათში ერთი ღენერალი და ორი პოლკოვნიკი და 1878 ჯარის კაცი. ამის მისაშველებლად რუსებმა ნიკოპოლიდამ მიაშველეს ერთი კორპუსი ჯარი. 18 მკათათვეს რუსის ჯარმა ხელახლად იერიში მიიტანეს პლევნაზედ, მაგრამ ოსმალებმა ისევ უკუ დააწევინეს. რუსებს დიდი ზარალი მოსვლიათ ამ საქმეში, ხუთი ათასი კაცი მკვდარი და დაჭრილია თურმე.
– ღენერალ გურკოს 18 მკათათვეს დაუმარცხებია სულეიმან-ფაშის ჯარი, რომელსაც ენი-ზაგრი ეჭირა, წაურთმევია ორი ზარბაზანი; 19 მკათათვეს იმავე ღენერალს გურკოს დაუმარცხებია მეორე გუნდი ოსმალის ჯარისა ესკი-ზაგრას სიახლოვეს და მას შემდეგ ბალკანისაკენ დაუწევნია. შუმლისაკენ ჯერ მშვიდობიანობაა.
– არტაანი 24 მკათათვეს. პოლკოვნიკი კამაროვი 24 მკათათვეს შეხვედრია ოსმალოს გუნდს ორი ათასს კაცს, რომელთაც მაგარი ადგილები ჰსჭერია სეიზარსა და დიშტირში, დაუმარცხებია ოსმალონი და მათი ადგილები თვით დაუჭერია. იმავე დროს თავადი ბარიატინსკი ორი ბატალიონით მოულოდნელად გამოჩენილა და მის მნახველთა ოსმალოთა დაუკრავთ ფეხი და გაქცეულან. ჩვენგანი ორი ჯარის-კაცია მკვდარი და ოთხი დაჭრილი. მტერს ნაომარს ადგილას დარჩენია 30 მკვდარი. ჩვენი ჯარი ისევ თავის ბინაზედ დიღორს მისულა.
– ახალქალაქი 25 მკათათვეს. 18 მკათათვეს ერთს ბრიგადას რუსის ქვევითა ჯარს და არტილლერიას დაუჭერია სოფ. ანი.
ღენერალ ლორის-მელიქოვს ამბავი მოსვლია, რომ ზემო-ეფრატის მინდორზედ მდგარს ოსმალოს ჯარს ჯარი მოჰმატებია და ტერგუქასოვზედ დაცემას აპირობენო და ქარვანსარაის მთაზედ გამოჩენილან კიდეცაო. ამისგამო ღენერალ ლორისმელიქოვს სოფ. ანიდამ ტერღუქასოვისათვის ჯარი მიუშველებია, შვიდი ბატალიონი ქვევითა ჯარი, ორი პოლკი ცხენოსანი და 12 ზარბაზანი და ყულფისაკენ გაუგზავნია. აქ ყულფთან ომი უნდა მოხდეს, თუ არა და თვით ღენერალი ტერღუქასოვი იმათს ბანაკზედ იერიშით მივა.
ოსმალებს ბათუმიდამ და სხვა შავის ზღვის პირა ადგილებიდამ ჯარი გადაჰყავს თურმე ბოლგარიის მხედრობის შესავსებლად.
– ღენერალს ალხაზოვს პატარა შეტაკება მოსვლია მტერთან, რომელშიაც პრაპორშჩიკი დადიანი და ორი ჯარის კაცი დაჭრილა.
– 15 მკათათვეს ღენერალს ალხაზოვის ჯარს აბხაზეთში ოსმალო დასცემია, მაგრამ ოსმალები უკანვე გაუბრუნებიათ. ჩვენგანი შვიდი მოკლულია და 21 დაჭრილი.
– ღენერალს ალხაზოვს მტერი სრულებით მდ. კოდორის იქით გადურეკია, ასე რომ ოსმალოს ახალი მოსული ჯარი სრულიად განშორებულნი არიან აბხაზელებზედ. ჩვენის მხრით ერთი მოკლულია და 14 დაჭრილი.
ოსმალები ოჩემჩირიდამ სრულებით გასულან, ასე რომ მთელი კოდორის მაზრა ჩვენ ხელშია.
ხელმწიფე იმპერატორს ბრძანება გამოუცია, რომ 185, 467 მეომარი უნდა მოიკრიფოს სახელმწიფო რაზმისა პირველის განყოფილებისა 185, 467(Сотниковъ государственнаго ополченiя)
– არზრუმიდამ 6-სა (18) ივლისს ჰსწერენ საფრანგეთის გაზეთს „Republique Francaise“: ის ჯარი ოსმალოს მხედრობისა, რომელიც მოქმედებდა ყარსის ახლო
– მახლო, შეუერთდა მემარჯვენე ჯარს, რომელიც იდგა ბაიაზეთის ახლო. ღენერალი ტერ-ღუქასოვი ზედ სამზღვარზედ დგას და ელის მოსაშველებლად ჯარსა. მუხთარ-ფაშა რეზინკინკშია. რუსებს, რომელთაც წინ უძღვის ღენერალი ლორისმელიქოვი, გენიკოის და კურუკდარის იქით უკან აღარ დაუწევნიათ. რუსები დიდ ჯარს მოელიან გუმბრიდამ. 2-ს (14) ივლისს თორმეტი პოლკი ცხენოსანი რუსის ჯარი თარეშად გამოვიდა მუხთარ-ფაშის ბანაკისაკენ. ორივეს მხრით ორიოდე ზარბაზანი დაიცალა და მას შემდეგ რუსის ჯარი ისევ უკან დაბრუნდა. ყველანი ელიან, რომ ამ ახლო ხანში მეომარნი ერთმანეთს შეეტაკებიანო. ბაიაზეთს მცხოვრებლებმა სრულიად თავი დაანებეს. ვაკეზედ რაც სოფლები იყო სულ აოხრებულია, მცხოვრებნი გაიხიზნენ ზოგი სპარსეთს, ზოგი რუსეთს ყარაკლისის და ალაშკერტის სოფლებსა და ვაკეებში ძალიან ცოტა მცხოვრები და დარჩა.
– 10 ივლისს კავკასიის მხედრობის შტაბის უფროსის ტელეგრამმაში მოხსენებულია, რომ ბათომიდამ ოსმალოს ხომალდები მოდიან და გადმოჰყავთ ჯარი ოჩიმჩირში და აქედამ აფხაზების ჯალაბობა მიჰყავთ თან; მუხთარ-ფაშა ორმოცის ბატალიონით დაბანაკდა ერთს გამაგრებულს ადგილს ალადაღის მთის ჩრდილო ფერდობზედა, ვიზინკენის და კერხატის შუა.
– საკუთარი კორრესპონდენტი „N. Fr. Presse“- ისა ოსმალოს ჯარის ბანაკიდამ, რომელიც ყარსიდამ სამის საათის სავალზეა, იწერება 5-ს ივლისს: მუხთარ-ფაშის მხედრობას დიდი ჯარი მოეშველა და აკბუნართან დგას. ამ მხედრობას ყარსისაკენ გზა გახსნილი აქვს და მისვლა-მოსვლა დაუბრკოლებელი. ყარსშია 24 ბატალიონი 18 ზარბაზნითა. თუ საჭიროება მოითხოვს ეს ყარსის ჯარიც შეუერთდება მუხთარ-ფაშის ჯარს და ეთად წავლენ წინააღმდეგ რუსთა, რომელნიც ფარღეტსა და კურუკდარაში დგანან.
– რუსულ გაზეთს „С.-Петерб. ВѢдомости“ შემდეგი ტელეგრამმა მოსვლია კურუკდარიდამ: მუხთარ-ფაშის ჯარი ორად არის გაყოფილი, სანგლები აქვთ ორივეს გარშემორტყმული და ისე დგანან: ერთი ნაწილი სოფ. გიუმუჯთან და მეორე ჩვენის ჯარის პირდაპირ ვლადოკის მთაზედ. ასე ცოტა მანძილია ჩვენ შორის, რომ აშკარად ჰჩანს ჩვენიდამ იმათი თეთრი კარვები.
– საკუთარი კორრესპონდენტი ფრანციულის გაზეთისა „Temps“ იწერება მელიდიუზის ბანაკიდამ: „20 ივნისს შუადღის დროს ლორისმელიქოვის ჯარმა გაილაშქრა და ყარსთან გენერალი დელევი დააგდო. ყველამ იცოდა, რომ ამ გალაშქრების საგანი მუხთარ-ფაშასთან შეხვედრა იყო სოღანლუღის მთებში, საცა ის ერზრუმის გზას იმაგრებდა და რუსის ჯარსაც, მაცრაში ბანაკად მდგომარეს, ემუქროდა. პასკევიჩმა 1829 წ. ჯერ ყარსი აიღო და მერე წავიდა სოღანლუღზედ რომ არზრუმი დაიჭიროს. 1855 წ. მურავიევმა ვიდრე იერიშს მიიტანდა ყარსზედ, ჯერ სოღანლუღის მთებამდე მოითარეშა და როცა იქ მტერი ვერ იპოვა უკან მობრუნდა.
„აწინდელის ომის ისტორიკოსნი როცა იქნება გამოიკვლევენ იყო აქ რამე შეცდომა თუ არა. როცა ომი დაიწყეს ეგონათ, რომ რუსები პირდაპირ არზრუმს წავლენ და ყარსთან კი ჯარს დაჰსტოვებენ თვალ-ყურის სადევნელად. გავიდა დრო და აზრი გამოიცვალა; ბევრს ლაპარაკობდნენ ყარსის აღებას შეუდგებიანო; დიდის მთავრის მობძანებას ჰსთვლიდნენ იმის ნიშნად, რომ ამ მოკლე ხანში იერიშს მიიტანენო.
„ნამდვილად კი საომარის პლანის შესახებ ორ ნაირი აზრი იყო. ზოგს უნდოდათ რომ ჯერ ყარსი აეღოთ, ზოგი კი ამბობდა ჯერ უნდა მუხტარი მოვიშოროთ თავიდამაო. ღენერალი ლორისმელიქოვი ამ უკანასკნელის აზრისა იყო.
„ ლორის-მელიქოვის აზრი ყველამ მიიღო მას აქედ, რაც ცუდი ამბები მოვიდა ღენერალ ტერგუქაზოვზედ, რომელიც მუხტარ-ფაშას მოემწყვდია. ამ სახით სოღანლუღზედ წასვლა ყველამ საჭიროდ იცნა. ხოლო მეტად გამიკვირდა, როცა ჩემის მოსვლის შემდეგ მეორეს დღეს რუსის ბანაკში შევიტყე, რომ ჩვენ 17,000 კაცი მიგვყავს იმ მხედრობის მოპირდაპირედ, რომელიც ყველამ ვიცოდით–რიცხვით უმრავლესი იყო და ძალიან მაგარს ადგილებზედ იდგა. მართალია პასკევიჩმა 16,000 კაცით ოსმალნი დაამარცხა და არზრუმიც აიღო, მაგრამ 1829 წელში ოსმალეთი სულ სხვა იყო და ეხლა სულ სხვა არის.
„არტაანის ადვილად აღებამ მეტად წააქეზა (მართლადაც წასაქეზებელიც იყო) რუსის მხედრობის წინა-მძღვანნი; ეჭვი აღარაფრისა ჰქონდათ; ეგონათ რომ ოსმალები მეტის-მეტად სუსტნი არიან. ჩვენი გალაშქრება, რასაკვირველია, უსარგებლო არ იქმნება, თუ ღენერალს ტერ-გუქასოვს გაჭირებიდამ დავიხსნით მით რომ მუხთარ-ფაშა იძულებული გახდება ჩვენ დაგვხდეს წინ და თავისი ჯარი ტერგუქასოვს მოაშოროს. მაგრამ ესეც უნდა ვჰსთქვათ, რომ ჩვენც თვითონ განსაცდელში ვართ: ამ წუთს, როცა მე ამასა ვჰწერ შესაძლოა რომ მუხთარ-ფაშის მთელს მხედრობასთან საქმე მოგვიხდეს. –
„ არავერტანის ახლო რომ 15 ივნისს ომი მოხდა, ამ ომმა, რომელზედაც მე დაწვრილებით მიამბეს, უფრო დიდი იმედი მიჰსცა ყველას ოსმალების სისუსტის შესახებ. ათი ბატალიონი ოსმალოსი ყარსიდამ გამოვიდა, ამათგან ორი ბატალიონი წინ გამოიშალა არტილლერიის იმედითა, რვა ბატალიონი კი ფორტების მფარველობის ქვეშ ზურგად დადგნენ. ორმა რუსის ბატალიონმა „გრუზინსკის პოლკისამ“ ოსმალოს წინ წამოსულს ორ ბატალიონს სანგლები დააცლევინა და უკან დააწევინა ზურგად მდგარის ჯარისაკენ. მაშინ სევერის დრაგუნის პოლკს უბძანეს, რომ გზა გადუჭრას. ამ ცხენოსან ჯარს ერთსა და იმავე დროს წამოაყარეს ტყვია რვა ბატალიონმა ჯარმა და ფორტებმა. მაგრამ საქმე მაინც კიდევ ძალიან კარგად დაბოლოვდა. რუსები ანგარიშობდნენ, რომ ოსმალოებს ორასის კაცის ზარალი მიეცათო, მაგრამ ყარსიდამ მოწერილის წიგნებიდამ, რომელნიც კოტანლში ჩვენ ხელში ჩაგვივარდა, გამოჩნდა, რომ სამასი კაცი დაჰზარალებია, რუსის მხრით კი ოთხმოცდა ათამდე მკვდარი და დაჭრილია.
„ერთს რუსის ღენერალსა ვკითხე: განა ამ საქმეში რაოდენიმე წინ დაუხედავობა არიყო, კაცმა რომ მეომარის თვალით გასინჯოს? „უეჭველად იყო, მიპასუხა მან იმ სახედ თითქო ჩემ აზრს ვერ მიხვდა: ოსმალებს დიდი, შეუნდობელი შეცდომა მოუვიდათ.“ ღენერალი მართალი იყო, ოსმალებს ცოტად ჭკვა ასწავლეს, მეორედ აღარ იქმონენ. სევერის დრაგუნები თავის დღეში მაგას ვერ იქმოდენ, რაც ჰქმნეს, რომ ეგ საქმე ევროპიის ჯართანა ჰქონოდა.
„ კავკასიის ღენერლები ზოგიერთში ჩვენს ალჟირის ღენერლებსა ჰგვანან. ამათ თავიანთი საკუთარი საომარი წესები აქვთ. ამათ სასაცილოდ მიაჩნიათ ის წესები, რომელნიც წიგნებიდან არის ამოკითხული, ზოგჯერ დაჰსცინიან „ღენერალის შტაბის“ აფიცრებსაცა, რომელთაც ბეტერბურგიდამ უგზავნიან ხოლმე სამხედრო აკადემიაში კი არა, აქ, აზიაში უნდა ისწავლონ აზიურივე ომიანობა. ვაჟკაცობა, ვაჟკაცობა და ვაჟკაცობა–აი ამათი რწმუნება არ არის. აქაო და არტაანის აღებაში და არავერტანის ომში ოსმალებმა ვერაფრად იჩინეს თავიო ამით არ უნდა ეფიქრნა არავის რომ ხვალაც ოსმალები ასე იქმნებოდნენ. არტაანის მეციხოვნენი, მგონია, სულ უვარგისის ჯარისანი იყვნენ, ყარსის მეციხოვნეთა შორის ბევრი მილიციონერია. იმ მკვდრებ-შორის, რომელნიც ოსმალებს 15 ივნისს დარჩათ, ორი ქალი ყოფილა, კაცურად ჩაცმული და შეიარაღებული. ეს ამბავი თვით მნახავისაგან გამიგია, მერე იმისთანა კაცისაგან, რომელიც სარწმუნოა.“
– 10-ს (22-ს) ივლისს, კვირა საღამოს მუხტარფაშას უცნობებია სტამბოლს, რომ ხუთშაბათსა რუსის ჯარი ტერკდიჩის ბანაკიდამ მისვლია ოსმალოს მემარჯვენე ჯარსა, კარაკულში მდგარსა, მაგრამ მედგარის ბრძოლის შემდეგ რუსის ჯარს უკან დაუწევია და ოსმალონი თან მისდევნებიან ბანაკამდეო. რუსსებს დაჰზარალებიათო ორას ორმოცდა ათი კაცი, ოსმალებში ოცდა ხუთმეტი კაცი მომკვდარა და ორმოცდა თვრამეტი დაჭრილაო:
– გაზეთში „Politische Correspondenz“ დაბეჭდილია ტელეგრამმა სტამბოლიდამ 10-ს ივლის გამოგზავნილი, რომელშიაც ჰსწერია, რომ აბდულქერიმის გადაყენება მარცხად საომარის საქმის წაყვანის გამო კი არ მოხდაო, არამედ იმის გამო მოხდაო, რომ ხონთქარს აცნობესო ოსმალოს მხედრობა განწირულებულს მდგომარეობაში არისო, ავათ-მყოფობისა და გაქცევისაგამოო მხედრობა უწინდელზედ ერთი ათად შემცირდაო.
– საკუთარი კორრესპონდეტი ინგლისის გაზეთისა „Deily news“ 6-ს (18) ივლისს პავლოდამ იწერება: „გუშინ იმპერატორის უმთავრესს სადგურს მოიყვანეს ჰასან-ფაშა, გულადი მცველი ნიკოპოლისა. ამის ვაჟკაცობას თვით რუსნი დიდის ქებით იხსენიებენ. ომში თამამს ჰასან-ფაშას ტყუეობაშიაც თამამად უჭირავსო თავი: სწორედ როგორც ნამდვილი ოსმალო ისე გულდინჯად წარსდგა რუსის ხელმწიფის წინაშე. როცა ჰკითხეს რისთვის დაგვითმე ქალაქიო და ტყვედ მოგვე ცენითო, მან უპასუხა, რომ ტყვია წამალი შემოგვაკლდაო სრულიად და ამასთანაც მე ჩემის ხელით მოვაკიფდინე სამი ჯარის-კაცი, რადგანაც თვის მოვალეობას არ აღსრულებდნენო. ამის სიტყვით, ეხლანდელი ომიანობა ოსმალოს მხრით უჭკუობაო, ინგლისმა გვაცდინაო და ხალხი დიდად მოხარული იქნებაო, რომ ეს ომი გათავდესო. – სტამბოლიდამ ჰსწერენ ერთს ნემენცურს გაზეთს, რომ რუსის ჯარი დიდის სიჩქარით მიდის ადრიანოპოლზედაო.
– ვენიდამ 12-ს (24) ივლისს ჰსწერენ „StPeterb Zeit“ პორტამ (ოსმალოს მთავრობამ) გადაჰსწყვიტაო, რომ თუ რუსებმა ადრიანოპოლი აიღეს მაჰმადის დროშას გამოვიტანთო და გავშლითო. უმთავრესნი სახელმწიფონი ევროპისა ამისი წინააღმდეგნი იქნებიან, რადგანაც მაჰმადის დროშის გაშლა ქრისტიანთა გაჟლეტას მოასწავებსო. თუ პორტა მაინც თავისას არ დაიშლის და ამ წინააღმდეგობას ყურს არ ათხოვებს, მაშინ ყველა სახელმწიფონი ერთად ჩაერევიან საქმეში ქრისტიანთა დასახსნელად.“
– ჯუზეპპე გარიბალდიმ ერთს თავის მეგობარს წიგნი მიჰსწერა, რომელშიაც სხვათა შორის ესა ჰსწერია: „საყვარელო ვილლანო! ჩვენს საერთო მეგობარს ბ ... უთხარით, რომ თუ ოსმალები ბოსფორის იქით არ იქნებიან გადარეკილნი, მაშინ საქმე ისევ ხელახლად დასაწყობი გახდება. მე მგონია, უმჯობესი იქნება ისე გადაწყდეს საქმე, რომ ოსმალები ბაღდადს მიაბძანონ და რუსებმა კი სკუტარი (ბოსფორისა) დაიპყრან. მას შემდეგ სასურველია, რომ ევროპიის ოსმალეთის ხალხთაგან შეჰსდგეს ერთი მთელი საპოლიტიკო კავშირი, დედა-ქალაქად სტამბოლი ჰქონდეთ და ყველა გვარ-ტომის ხალხს ნება მიეცეთ ხომალდების თავისუფლად ტარებისა დარდანელსა და ბოსფორში. თქვენი ერთგული ჯიუზეპპე გარიბალდი.“
– გაზეთის „Pall–Mall“ შეუტყვია, რომ ოსმალოს მხედრობაში კაი დიდი თანამდებობანი უჭირავთ ფრანციელთა. ამისთანანი ოთხნი არიანო: არტილერიისა დე-შატონევ, აწ რეშად-ბეი, ამისი შვილი სტამბოლის პარლამენტის წევრია; სენტანდრე, აწ მურად-ბეი, პოლკის უფროსია ჩერნოგორიის წინააღმდეგ გაგზავნილისა; ჟუბერი, აწ ენიმ-ფაშა შვილი-შვილი გამოჩენილის საფრანგეთის ღენარლის ჟუბერისა, რომელიც მოკვდა ომში სუვუროვის დროს და ღენერალი მერსიე აწ სოლიმან Fფაშა, რომელმაც ერთს დროს ბევრი უშველა ოსმალოს მთავრობასა მხედრობის ახალს წესზედ დაყენებაში.
– აბდულ ქერიმის გადაყენება მართლდებაა. იმის მაგიერად მთავარ-სარდლად ოსმალებს დაუნიშნავთ მაჰმად ლიფაშა, გვარტომობით პრუსიელი გვარად დეტრუა. ეს მაჰმად ალი ფაშა 1845 წლიდამ ოსმალოს სამსახურშია.
– ვენის გაზეთს „Presse“ მოსვლია 8-ს (20) ივლისს ზიმნიციდამ შემდეგი ტელეგრამმა: იმ ხმების გამო რომ რუსის ჯარს ულმობელად ქცევას ჰსწამობენ, მთავარ-სარდალმა სამხრეთის მხედრობისამ დიდმა მთავრმა ნიკოლოოზ ნიკოლოოზის ძემ მოიწვივა უცხოეთის სამხედრო დესპანები ყველანი, ვინცკი მასთან არიან, და შეუკვეთა თვით წავიდნენ იმ ადგილებში, საცა ვითომ რუსის ჯარს ავ-კაცობა მოუხდენია და საკუთარის თვალით დარწმუნდნენ, რომ ყოველივე, რასაც რუსის ჯარს უგონებენ, ტყუილია და ჭორი.
– დიდის მთავრის ნიკოლოოზის ძეს ტელეგრამაში მოხსენებულია, რომ 6-ს ივლისსა ოლსმალებმა თეთრი ბაირაღი გამოფინესო (შერიგების ნიშნად) და ლაპარაკიც დაგვიწყესო. მაგრამ, როცა ჩვენი კაცი და ჯარი მიუახლოვდათო, უეცრად თოფი წამოაყარესო.
– ამბობენ, რომ ლეიარდს, ინგლისის ელჩს სტამბოლში, თავისის მთავრობისათვის უცნობებია, რომ ქრისტიანები როგორც სტამბოლში, აგრეთვე სოფლებშიაც, დიდს განსაცდელში არიანო; იგინი ყოველ წუთს უნდა მოელოდნენო დედა-ბუდიანად ამოხოცვასაო და ჰსთხოვს თავის მთავრობას რაიმე მედგარი ღონისძიება იხმარეთო ქრისტიანთა გადასარჩენადაო, თორემ თვითონ ოსმალოს მთავრობას არავითარი შეძლება არა აქვს რომ ქრისტიანები ამ განსაცდელისაგან დაიფაროსო.
– ოსმალოთა მომხრე გაზეთებიო, ამბობს რუსული გაზეთი Новое Время და თვით ოსმალოს მთავრობაცაო წამ და უწუმ ცილსა ჰსწამებენ რუსის მხედრობასაო, რომ მხეცურად და შეუბრალებლად ეკიდებიან ოსმალებსაო. პარიჟის კორრესპონდენტი ინგლისის გაზეთის „Timse“ – ისა იწერება: „გრაფი შუვალოვი (რუსის ელჩია ინგლისში) ძალიან ჰსწუხსო, რომ ამ ჭორებმა ცუდი ზედ-მოქმედება იქონიესო, და ამის გამო კნიაზს გარჩაკოვსა ჰსთხოვაო, რომ ევროპიის კორრესპონდენტებს მიეცით ღონის ძიება დაიარონ ის ადგილები, საცა მითომ ეგ ჭორაი დავარდნილი ავ-კაცობა მომხდარაო და რასაც ისინი გამოიძიებენ და გამოიკვლევენ, იმისი ოქმი მათგან ხელმოწერილი მე გამომიგზავნეთო, რომ საქვეყნოდ გამოვაცხადოვო.“
ჩვენ ამას წინად ვაცნობეთ (ივერიის №21), რომ ოცმა კორრესპონდენტმა ევროპიის გაზეთებისამ დაამტკიცეს სიცრუე მისი, რასაც რუსის მხედრობას ჰსწამობენ. მაინც კიდევ ამ მოკლე ხანში ოსმალოს გარეშე საქმეთაA ახალმა მინისტრმა გაუგზავნა სამზღვართ-გარეთ ოსმალოს ელჩებს ხელ ახლად ოქმი, ოცდა ერთის გაზეთის კორრესპონდენტისაგან ხელ-მოწერილი. ამ ოქმში მოხსენებულია სხვათა შორის: „ჩვენ ქვემორე ხელის მომწერთა ჩვენის თვალით ვნახეთ და გამოვკითხეთ შუმლაში და რაზგრადში ბაშვებს, დედა-კაცებს და მოხუცებულებს, რომელნიც დაკოდილნი იყვნენ ხმლითა და შუბითა, ტყვიით დაჭრილთ კი აღარ ვიხსენიებთ, რადგანაც ეგ შეიძლებოდა შემთხვევითGაც მომხდარიყო ბრძოლის დროს. ამათ გვიამბებს საშინელი ამბები მასზედ თGუ რა რიგ შეუბრალებლად ეკიდებოდნენ მაჰმადიანებსა რუსის მხედრობა და ზოგჯერ ბოლგარიერნიცა. ამათის ტყვით, ზოგიერთს ადგილს მაჰმადიანები სრულიად ამოხოცილნი არიან, გზებზედ, თუ სოფლებშია, და თვით სოფლებიც სრულიად აიკლესო. ყოველ დღეს ახალნი დაჭრილნი მოდიან. ამისი ქვემორე ხელის მომწერნი ვამოწმებთ, რომ დაჭრილთა შორის უფრო მეტი დედაკაცები და ბაშვები არიან და ამათში მომეტებული ნაწილი სულ შუბებით არიან დაჭრილნი. შუმლა. 20 ივნისს.“ ამის ქვევით ხელი უწერიათ ოცდა ერთის გაზეთის კორრესპონდენტებსა.
– პარიჟიდამ იწერებიან 11-ს (23) ივლისს: სტამბოლიდამ გარეშე პირთაგან ცნობა მოვიდაო, რომ აარიფ-ფაშა ურჩევს ხონთქარსაო ნამიქ-ფაშა (რომელიც შუმლაშია) რუსსის ხელმწიფესთან გაგზავნოსო. სხვა სახელმწიფოებს, რომელნიც კონფერენციაში ერივნენო, ვაცნობოთო, რომ ნამიქ-ფაშა მშვიდობიანობის ჩამოსაგდებად არის გაგზავნილიო.
– ვენის კორრესპონდენტი ინგლისის გაზეთს „Timse-სა“ ჰსწერს, რომ აქ ოსმალოს საელჩოში არა იციან რა მასზედ თუ რუსეთსა და ოსმალოს შორის რაიმე ლაპარაკია შერიგებაზე.
– ბერლინში დიპლომატებ შორის ხმა დადის, რომ შემოდგომის დასასრულს, ანუ ზამთრის დასაწყისსა ვენაში შეიყრება ევროპიის კონგრესი აღმოსავლეთის საქმის გასაბჭობლად და შერიგების პირობების დასადგენად. ხოლო ვენის მთავრობის წევრთა შორის ამ საგანზედ ჯერ არავინ არა იცის რაო.
![]() |
2 საქართველოს მატიანე |
▲back to top |
საქართველოს მატიანე
„ივერიის“ კორრესპონდენციები
– თელავი 13 მკათათვეს. – კრება, რომელიც მოხდა 5 მკათათვეს, ექსარხოსისაგან, თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თხოვნით, დანიშნული იყო 25 მაისისათვის, მაგრამ რადგან აღმორჩეული დეპუტატები ყველანი არ დაესწრნენ ამ დღეს, – გადადებულ იქმნა 5 მკათათვისათვის. 5 მკათათვეს შეიკრიბა ოთხი მაზრის სამღვდელოება: თელავისა, სიღნაღისა, თიანეთისა და ზაქათალისა, – თითო საბლაღოჩინოდამ ორ-ორი დეპუტატი და თვით ბლაღოჩინები. როგორც ერთ „დროების“ №-ში იყო მოხსენებული, ს. ვაქირის ბლაღოჩინს ი. ხატიევს მიეწვია თავის საბლაღოჩინოს მღვდლები კრებაზე, რომელზედაც გადაეწყვიტნათ, რომ ჩვენ თელავის შკოლას ვერაფერს შევსწირავთო. ამ გვარათვე მოელაპარაკნათ ზოგიერთ მღვდლებს ერთმანეთში. ამას რომ დაუმატოთ ისიც, რომ დეპუტატები უკანონოთ იყვნენ ამორჩეულნი, ე.ი. დეპუტატები იყვნენ ამორჩეულნი მხოლოდ ბლაღოჩინებისგან, და არა მთელის საბლაღოჩინოს სამღვდელოებისაგან, მაშინ ყველა აშკარათ მიხვდებოდა, რომ თელავის სასწავლებელი ვერაფერს კეთილს ვერ ნახამდა ამ „საკვირველის“ კრებისაგან. მართლაც, რომ ყრილობის გარდაწყვეტილებამ არამც-თუ მოუმატა სამღვდელოებისაგან დადებულ სასწავლებლის სასარგებლოდ ფულს, (შვიდი მანეთია თითო მრევლზე), არამედ ჩვენდა საუბედუროდ და ზოგიერთის დეპუტატების და ბლაღოჩინების სამარცხვინოდ მოაკლო კიდეც....
სამღვდელოება შეიკრიბა სასულიერო სასწავლებლის ოთახში დილის 10 საათზე. პარაკლისისა და „მრავალ-ჯერ დამთქნარების“ შემდეგ, კრება შეუდგა თავს-მჯდომარის ამორჩევას. საკვირველია, რომ თითქმის ყველა დეპუტატები სემინარიაში კურს შესრულებული იყვნენ და თავს-მჯდომარის ამორჩევის წესი-კი არ იცოდნენ. არც კანდიდატები, არც კენჭი, – მხოლოდ თითო-ბეწო ქაღალდის ნაგლეჯები დაურიგეს დეპუტატებს, დაუსახელეს ერთი გვამი და უთხრეს, რომ ვისაც ეს გვამი გსურთ, ხელი მოაწერეთო. ეს რომ დაინახეს ზოგი-ერთ გარეშე პირებმა, უთხრეს, რომ მაგრე ამორჩევა არ შეიძლებაო, რომ სამი კანდიდატი უნდა ამოირჩიოთ ჯერაო და მერე ამ სამი გვამისგან – თავს-მჯდომარე. ბევრი ბაასის შემდეგ, დანიშნეს სამი კანდიდატი, რომლებიც უფრო უფროსები იყვნენ, – Eჭკუით-კიარა – „ჩინებით„ და „ნამსახურობით.“ ეს ბედნიერნი იყვნენ: ბლ. დეკ. ე. მრევლოვი, ბლ. დეკ. ი. ხატიევი და ბლ. მღ. ხ. ფირანოვი. ამ სამ პირში მხოლოდ ერთი იყო ცოტათი მაინც კეთილი განზრახვისა, მაგრამ....
რაღა ბევრი გავაგრძელო, – თავს-მჯდომარეთ ისევ ის გვამი ამოირჩიეს, რომელიც პირველად უნდოდათ. ამორჩევისათანავე თავს-მჯდომარე წამოდგა ფეხზე, (მართლა, დამავიწყდა ზევით მომეხსენებინა, რომ ამორჩევამდინაც თავსმჯდომარის ადგილი ეკავა მ. ს.) და უთხრა სამღვდელოებას, რომ უბრალო ლაპარაკი და ყვირილი არ დაეწყოთ, მერე მიუბრუნდა გარეშე პირებს, რომლებიც საყურებლად იყვნენ აქ და უთხრა: „მე ზოგიერთმა დეპუტატებმა მთხოვეს რომ გარეშე პირები ნურავინ დაესწრობიან კრებაზედაო“ რასაკვირველია „გარეშეები“ იძულებული იყვნენ თავი ჩაეღუნათ და გამობრძანებულიყვნენ ზალიდამ. თავს-მჯდომარეს სიტყვები მოხვდათ აგრეთვე ზოგიერთ მღვდლებს და მთავრებს, რომლებიც არ იყვნენ დეპუტატებად დანიშნულნი.
გარეშე პირების დათხოვნა საზოგადო კრებიდგან უსაბუთო და უსამართლოა – ყველამ იცის. მაგრამ რა მიზეზით დაითხოვა თავს-მჯდომარემ დეპუტატების თხოვნით გარეშე პირები? მგონი რომ ეს მიზეზი ადვილი ასახსნელია: ეს მიზეზი ის არის, რომ კრების სისუსტეს, უსამართლო ლაპარაკს, სუსტი ჭკუის და გონების გამოაშკარავებას ორატორობაში გაიგებდნენ გარეშეები და გამოაცხადებდნენ საქვეყნოთ. აი ამისი ეშონადა კრებას. ნუ თუ ეგონა კრებას, ნათიევისა არიყოს, რომ რასაც კაცი თავის ყურებით არ გაიგონებს და თავის თვალებითG ვერ დაინახავს, იმაზე ლაპარაკს და სჯას ვერ შეიძლებს? განა სხვა წყაროები არ არის ამბის შესატყობი? ნუ თუ ეგონა მას, რომ თითონ მის წევრებში მართლა არ მოიძებნებოდა ისეთი პირი, რომელიც თავის მოძმეების სისუსტეს გამოაშკარავებდა საქვეყნოდ?... სხვა არა იყოს რა კრების გარდაწყვეტილება ხომ უნდა წარდგენოდა მის ყოვლად უსამღვდელოესობას დასამტკიცებლად და აგრეთვე სასწავლებლის გამგეობას, განა იქიდგან ვერ გაიგებდა და შეიტყობდა ვისაც სურვილი ჰქონდა?... აი ამისთანა ჭკუა მოკლე და წინ დაუხედავნი იყვნენ 5 მკათათვის კრების მომეტებული ნაწილიდეპუტატებისა! იქნება, გარეშე პირები რომ კრებაში დასწრებოდნენ, ზოგიერთი დეპუტატები ძირს არ დაუშვებდნენ იმისთანა შეცთომებს, რომლის გამოაშკარავებაც შეუძლებელი და სამღვდელოების შეურაცხყოფაა. შესაძლებელია, რომ დეპუტატები გარეშე პირების თავაზით და ხათრით მოფიქრებით და დალაგებით ილაპარაკებდნენ და არ დაიწყებდნენ ტყუილ უბრალო ყვირილს, რომელიც არ ეკადრებოდა და არ შეშვენოდა სამღვდელოებას...
კრების გახსნისათანავე თავს-მჯდომარემ მოითხოვა ზედამხედველისაგან შემოსავალ-გასავალის დავთარი, რომელიც თვითონ ზედა-მხედველმა უ. ნ. მ შემოიტანა კრებაში და აუხსნა მოკლეთ ყველაფერი, რაც კი შეეხებოდა იმ საგნებს, რომლებიც უნდა გაესაჯა კრებას. ზედა-მხედველს სხვათა შორის ზოგიერთი საგნის მასწავლებლისათვის მოემატებინა ჯამაგირი. რის მიზეზიც მაშინვე აუხსნა. აი მაგ. რა სთქვა ზედა-მხედველმა ქართულის ენის მასწავლებლის ჯამაგირის მომატების თაობაზე: (დანიშნული იყო ოცი თუმანი! და ზედამხედველმა მოუმატა ათი თუმანი, სულ (300) ოც-და-ათი თუმანი ქართულის ენის მასწავლებელს! ოჰ რა ბევრია!!) „მამანო! ქართული ენა, ჩვენი სამშობლო ენაა და სირცხვილია ჩვენთვის, რომ ჩვენმა შვილებმა არ იცოდნენ თავისი სამშობლო ენა. ამ ჟამად ქართული ენა ყველას სასწავლებელში დავარდნილია და ჩვენი, განსაკუთრებით ჩემი, ვალია, ვეცადნეთ, რომ კაი ფეხზე დავაყენოთ ეს ენა და ოც თუმანათ კი ცალკე მასწავლებელი არ დადგება, ამისთვის მე გთხოვთ ათი თუმანიც მოუმატოთ, რომ ცალკე მასწავლებელი ვიყოლიოთ.“ ამ სიტყვების გამგონე ზოგიერთმა დეპუტატებმა ცხვირები ჩამოუშვეს... ზოგმა კიდეც წაიდუდუნეს: „ქართული ენას რა თავში ვიხლითო, რითაც ლუკმას შესჭამენ, ჩვენ შვილებს ის ასწავლეთო!...“ შემდეგ ზედა-მხედველმა უთხრა კრებას: თუ საჭირო იქნება, მე წარმოგიდგენთ დაწვრილებით ანგარიშს, თუ რაში და რაზე დაიხარჯა თქვენგან შემოწირული ფული სასწავლებლის სასარგებლოთ. ამ სიტყვების შემდეგ ადგა და გამოვიდა კრებიდგან. დარჩნენ კრებაში მხოლოდ თავს-მჯდომარე, დეპუტატები და ბლაღოჩინები. შემდეგ თავს-მჯდომარემ დაიწყო თითო მუხლის კითხვა ზედამხედველისაგან წარდგენილის ქაღალდებიდგან. წაიკითხავდა რა ერთ მუხლს, თავს-მჯდომარე იტყოდა თავის აზრს და მერმე მიუბრუნდებოდა დეპუტატებს ამ სიტყვებით: „მამანო! თქვენ რას იტყვით ამაზე?“ დეპუტატებიც რომლებიც კი ლაპარაკობდნენ (ნახევარს თითქმის ხმა არ ამოუღია, უეჭველად დაეთანხმებოდნენ თავსმჯდომარის აზრს, გარდა ზოგიერთებისა. აქ რომ მოვიხსენოთ ყველა საგნები, რომლებზედაც-კი ილაპარაკეს კრებაში, წერილი ძალიან გაჭიანურდება და ამისათვის მოვიხსენიებთ მხოლოდ ზოგიერთ საგნებს. მაგ., როდესაც მოსამზადებელის კლასების (ორი განყოფილებაა, უმცროსი და უფროსი) მასწავლებლების ჯამაგირზე იყო ლაპარაკი, მაშინ ზოგიერთმა (სხვათა შორის ამავე სასწავლებელში ნამყოფმა „პედაღოღმა“ ლ. ბერიევმა – ეხლა მღვდელია, წარმოსთქვეს, რომ ორივე განყოფილების მასწავლებელს ერთი და იგივე ჯამაგირი არ უნდა მიეცესო, რადგანაც უმცროსის განყოფილების მასწავლებლს უფრო ბევრი „ჯაფა“ აქვსო, ვინემ უფროსი განყოფილების მასწავლებელსაო. ამ აზრის მთქმელმა ნეტავი იცოდნენ მაინც რას და როგორ ასწავლიან ან ერთს განყოფილებაში ან მეორეში. ეს აზრი ტყუილ უბრალოთ იყო წამოროშილი და არა როგორც შემუშავებული აზრი... ზოგი კიდენ იმას ამბობდა, რომ ერთი მასწავლებელიც საკამაოაო. ესეც შეუძლებელია, რადგანაც ერთის მხრით იმ ორ განყოფილებაში სხვა და სხვა პროგრამმებია და მეორეს მხრით, ორივე განყოფილებაში თითქმის 180 შეგირდია... ბურსაზე, რომელიც ეს ერთი წელიწადია გახსნეს, ყველამ უარი სთქვა, რომ არ შეგვიძლიან შენახვაო. ბურსაში 26 შეგირდისათვის და ოთახების დასაწმენდათ ოთხი მოსამსახურე იყო დადგენილი. ეს ერთმა დეპუტატმა გაიგო და სთქვა: „ჩემს დროს 60 შეგირდს ერთი „სტოროჟი“ გვყოფნიდაო და 26 შეგირდს ოთხი სტოროჟი რათ უნდაო“. აღმზრდელის ჯამაგირის ფულზედაც უარი სთქვეს და სხვა და სხვა...
ასე უთავ-ბოლოთ ლაპარაკი გაგრძელდა ნაშუადღევის ორ საათამდე და მაშინ კი დაიშალნენ იმ პირობით, რომ ექვს საათზე შეკრეფულიყვნენ და პროტოკოლზე ხელი მოეწერათ. რვის ნახევარზე შეიკრიბნენ სამღვდელონი, მაგრამ სულ კი არა, აქ საჭიროდ ვრაცხ მოვიხსენიო, რომ ზოგიერთი დეპუტატი ისე გაჭედილიყო წითელის ნუნუათი, რომ არამც თუ სჯა და ხელის მოწერა, – კაცების გარჩევაც არ შეეძლო პირუტყვებისაგან... დაიწყეს ხელის მოწერა. ნახევარმა მოაწერა და სხვებმა კი უარი სთქვეს. მიზეზათ ის შეიტანეს, რომ თავს-მჯდომარემ და დეპუტატებმა სრულიად არ მიიღეს მხედველობაში წინანდელთა კრებათა გადაწყვეტილებანი. „არ შეიძლება ამბობდნენ ესენი, დღეს დავამტკიცოთ და ხვალ ისევ დავარღვიოთ, ხვალინდელი დადგენილი ხვალზევით ისევ უარ-ვჰყოთო, რას იტყვის ამაზე ჩვენი მთავრობაო.“ ერთმა ახალგაზრდა მღვდელმა უფრო დიდი მხნეობა გამოიჩინა: „დიდი სირცხვილია ჩვენთვის, რომ ოთხის მაზრის სამღვდელოებამ ერთი სასწავლებელი ვერ შევინახოთ. რა დიდი ზარალია ჩვენთვის, რომ 10–15 მანეთი მივსცეთ წელიწადში ჩვენის შვილების აღსაზრდელად, ან რა იქნება, ათ წელიწადში ერთხელ მთელის ერთის წლის ჯამაგირი 140 მანეთი მივცეთ სასწავლებლის სასარგებლოდ.“ მაგრამ საუბედუროთ ამ დეპუტატის სიტყვები იყო ვითარცა „ხმა უდაბნოსა შინა“. ხუთმა თუ ექვსმა დეპუტატმა შეიგნო მხოლოდ ეს უკანასკნელი მშვენიერი აზრი. ზოგი ამბობდა რომ ხვალისათვის გადავდოთო, მაგრამ თავს-მჯდომარემ გამოაცხადა, რომ თუ ხვალისათვის გადასდეთ მე თავს-მჯდომარეობიდამ ხელს ავიღებო და სიღნაღის და თიანეთის მაზრების მღვდლები კიდენ იმას ამბობდნენ, რომ თუ დღეს გავათავეთ კარგი, თუ არა Dდა ჩვენ ხვალ აქ ვერ დავსდგებითო. ამ ნაირად ზოგმა ხელი მოაწერა განაჩენზედ და ზოგმა არა და ისე დაიშალნენ. მეორე დღეს 6 მკათათვეს შეკრებილიყვნენ კიდევ სამი ბლაღოჩინი, ორი თუ ოთხი დეპუტატი და თვით თავს-მჯდომარე. და როგორც ამბობენ, ზოგიერთი მუხლები შესცვალეს წინადღის გარდაწყვეტილებისაო. რა მიუმატეს და რა დააკლეს წინადღის განჩინებას,– არავინ იცის და საიდუმლოა ყველასთვის ჯერ... ასე გათავდა ეს შესანიშნავი კრება, რომლის გარდაწყვეტილებასაც, თუ დაამტკიცა მის ყოვლადუსამღვდელოესობამ, დიდი მნიშვნელობა ექნება სასწავლებლისათვის. მე არ ვამბობ, რომ ეს კრება ან დიდ ვნებას მოუტანს, ან სარგებლობასა მეთქი, მაგრამ ცვლილებას რომ მოახდენს თელავის სასწავლებელში – ამაში ეჭვი არავის უნდა ჰქონდეს...
ქ. თელავი. 1877 წ. 13 მკათათვე.
ქართველი
– კახეთი 13 მკათათვეს. – პურის მოსავალი ძალიან კარგი და ბევრია, ასე რომ ზოგ სოფლებში ჯერ ნახევარიც არ მოუმკიათ: მაგრამ სიმინდები, ფეტვები და ბოსტნეულობა ძალიან შეაწუხა გვალვამ – ეს ერთი თვეა რაც არ გაავდრებულა. ვენახები დაინაცრა გაღმაც და გამოღმაც, – რაც დაისეტყვა – ის კიდევ სხვა არის. ლეკებისაგან დაფთხობილი კახეთის ხალხი კიდევ არ დამშვიდებულა. ამ შიშის მიზეზი ის არის, რომ ზოგიერთ სოფლებში მოსამკელი ყანები და დადგმული ძნები იწვება. დაწვას ლეკებს აბრალებენ, თუმცა საფუძველი არა აქვს ამ ჰაზრს. თურქული გახშირებულია საქონლისა. ეს ავათმყოფობა ეყრება საქონელს როგორც ფეხებში, აგრეთვე პირში. ვისიც ვალია ყურადღება მოაქციოს ამ მოვლინებას, თორემ საქონელი ძალიან დაზარალდა... ავათმყოფობა არაფერია, გარდა ყვავილისა და წითელისა, მაგრამ ამათაც მშვიდობიანათ სდილობს ხალხი.
– კავთისხევიდამ: თიბათვის დღეებში კავთისხევის მამასახლისი თავისის გზირებით დადიოდა სოფელში და როგორც ეტყობოდა ძალიან იყო ჩაბრუჟული; მივიდა ერთ გლეხის სახლში და დაუყვირა: ნოქარავ, შენ ამ გზას ნუ აფუჭებ, თორემ მევიცი! (იქ გზა არსად იყო წამხდარი) მე გირჩევ შენ თავი დაანებო მებაღობას, გამოხვიდე მაგ ბაღიდამ, თორემ შენ ეგ ბაღი ცხვირში ამოგცხობს. მამასახლისო, უთხრა ნოქარამ, შენ ჩემი მებაღობა რას გიშლის, მე ამითი მიდგია სული, მე რომ ამას თავი დავანებო, მერე შენ შეინახავ ჩემ ცოლშვილსა? ნოქარას ბაღის მომიჯნავისაგან იყო წინადვე შეგულიანებული, რადგანაც ბაღის რწყვის დროს-იმის სახლში ჩადის ხოლმე წყალი და ამიტომ ძალიანაც გადაეკვრებინებინა მამასახლისისთვის, რომ სუსხი მოჰმატებოდა. მამასახლისმა დინჯად უბძანა გზირებს: დაიჭირეთ ეგ წუწკი, მამაძ... და კარგი კარგი ურტყით! დაიჭირეს... შენი ნოქარა გზირებმა და ისეთ ნაირათ გათეთქვეს, რომ ხმას ვეღარ იღებდა; ტანისამოსი, სისხლში მოსვრილი სულ ზედ შემოაფხრიწეს. მაყურებელნი ბევრნი ვიყავით, მაგრამ ვერ მივეშველენით საწყალსა, რადგან გზირები, როგორც მგლები ისე იყვნენ გაშმაგებულნი და გვეშინოდა ჩვენთვინაც არ ეთავაზებინათ ორიოდე მუშტი.
არა ერთხელ უცემიათ ამ საწყალის გლეხისათვის: შარშან წინ ამავე გლეხს ასეთივე დEღე დააყენეს და იქნება უარესი ექნათ, თუ მე არ ჩავშველებიყავ. ამ გლეხს ეხლა ჩივილი უნდა, მაგრამ თავისი სიღარიბის გამო ვერ მოუხერხებია და კიდეც ეშინიან მამასახლისისაგან, რომელიც აშკარათ ამბობს, რომ მთვრობისაგან ნება მაქვს, რომ ხალხს ვცემო, როცა რაიმე საზოგადო საქმე ფუჭდებაო.
საზოგადოთ, როგორც კავთისხეველი გლეხები ამბობენ, აქაურის მამასახლისისაგან მთელი სოფელია გატანჯული, მეტად მხეცურად ექცევა ხალხსა. მაგრამ არც ერთი მისი მხეცური ქცევა მთავრობის ყურში არ ჩავარდნილა, რადგანაც გლეხისთვის, როგორც ერთმა გლეხმა ჩივილით მითხრა, ძალიან ძნელია გორში გასვლა, მერე იქ არზაო, მერე მარკაო, მერე სხვა „ხლაპოტიო,“ მაგაში გავა ჩვენი ცხოვრებაო და ისევ სჯობს თავი დავანებოთ, რასაც გვიზამს, გვიზამსო; ვისაც უნდა ჰკითხოთ ყველა გლეხი ამას გეტყვითო. შესანიშნავი ის არის რომ ამ მამასახლის გლეხები მთელი ცხრა წელიწადია ტანჯვაში ჰყავს. სამჯერ მოუვიდა გამოსვლის დრო და სამჯერვე ამოირჩიეს თავისი თავის საცემ-სატყებათ. აი ეს გარემოება როგორ აიხსნება: მამასახლისს ჰყავს იმისთანა ამქრები, რომლებიც შველიან ამ საქმეში: ეს კნიაზ თარხანოვიო, ეს მღვდელიო, ეს მჭედელიო, ეს გიორგი მებაღეო, რომლებსაც გული ყელში ჰსჩრიათ და ამით თავი მოაქვთ სოფელში. ამორჩევის დრო რო დადგება, ეს ამქრები ერთათ შეიკრიბებიან, ხუთ ექვს კაცს გააძრახებენ ისევ ხმა-მაღლა დაიყვირონ: ტატუა მამასახლისი გვინდა ისევ მამასახლისათაო! მერე ზედ ამქრებიც დაჰყვირებენ ამაზე უკეთესი არავინ არისო. საწყალ დანარჩენ გლეხებსაც ეშინიანთ ცალკე თარხნიაანთი, რომლებიც ტყეში ასწრობენ და ართმევენ ზოგს აპეურს, ზოგს ურემს და ზოგს ხარებს და ცალკე თვითონ მამასახლისისა, ვაი თუ მაინც ისევ ეგ ამოირჩიონო და მაშინ რაღა გვეშველებაო. ამიტომ თითონ გლეხებიც ძალაუნებურად იძახიან: ეგ გვინდა, ეგა, ეგა! თქვენ აქაურ გლეხს რო ჰკითხოთ: კაცო, თუ არ გინდათ ეგ კაცი მამასახლისათ, რათ ჰყვირით ეგ გვინდა, ეგაო?
ეე, შე დალოცვილო, გეტყვით გლეხი, გვეშინიან, შიში გვაქვს, შიში.... აი შარშან წინაც რომ ხელ მეორეთ ამოვირჩიეთ, ერთი ორ კაცს წამოსცდა: ეყოფა მაგას მამასახლისობაო, ეხლა სხვას ვარგუნოთო. ეხლა ეგ მამასახლისი ისეთ ნაირათ არის ჩამოკიდებული, რო თითქმის აქედამ აჰყაროს. ეჰ, აბა რას ამბობ, შენი ჭირიმე, ჩვენ გაჩენაში ღმერთი არ ურევია არა?....
2 მკათათვეს 1877 წ.
იდლელი.
– კავთისხევი 10-ს მკათათვეს. – სოფელს კავთისხევს, თავად აზნაურობა და მის მახლობლივ პატარა სოფელი წინარეხიც რომ ჩავთვალოYთ, ხუთასი კომლი მცხოვრებელი ჰყავს. დიდად გასაოცარი და საკვირველი მოვლინებაა, რომ ამოდენა სოფელში აქამომდე არავის უზრუნვია სწავლის გავრცელებაზე, მით უფრო საკვირველია, რომ ხალხი ძალიან მოწადინებულია და არის კიდეცა. მკითხველო, ბევრს საკვირველს და საოცარს ამბავს გაიგებთ აქ იმისთანას, რომლის მიზეზიც წიგნის უვიცობა არის. აქ მხოლოYთ ათიოდ კაცი მოიპოება წერაკითხვის მცოდნე. ესენი არიან მედიატორებიც, მოსამართლენიც და მოაზრენიც და ხალხს იაფათაც არ უჯდება ყოველი ამათი მოღვაწეობა. ხშირათ ნახავთ, რომ ორი გლეხი-კაცი მიდის; ერთს ხელში უჭირავს ჩასუქებული დედალი და მეორეს – ვექსილის ქაღალდი. ეძებენ ან დიაკვანს, ან კუდა კნიაზს და ან მღვდელს, ერთის სიტყვით, ვისაც შინ მოახელებენ, ვექსილს დააწერინებენ და დედალს გასამრჯელოდ მიართმევენ. აი კიდევ მიდის მეორე გლეხი დაღრეჯით სთხოვს მედიატორებისაგან დადგენილს განჩინებას, ჰპირდება საწყალი გლეხი სხვა და სხვა საჩუქრებს, მაგრამ მას გულგრილად ეუბნებიან: ჯერ მოიტანე ერთი თუმანი განაჩენის დასაწერი და მაშინ დაგიწერთ, თორემ ვერას მიიღებო. აი ამ ხარჯსა და გაჭირვებაშია საწყალი გლეხობა წიგნის უცოდინარობისაგამო: რამდენი ჭრელი მანეთი იხარჯება წლითა-წლობამდინ ტყუილ-უბრალოდ, რამდენი დედალი და ვარია უნდა მისცეს ვექსილის დასაწერად; ხან ვის უნდა ეღრიჯოს და ხან ვის უბრალო ხელის მოწერისათვის და ბარათის წაკითხვისთვის. ამითი ჰსცნეს წერაკითხვის საჭიროება კავთიხევის მცხოვრებლებმა. და ისურვეს ნებით შკოლის გახსნა. შეიყარა ხალხი სასოფლო სასამართლოში და ერთხმად ითხოვეს შკოლის დაწესება. მსაჯულებმაც მიიღეს მხურვალე მონაწილეობდა, შეადგინეს თხოვნა მაზრის უფროსთან მისართმევათ, რომელშიაც გამოსთქვეს შემდეგი: „ჩვენ, სოფ. კავთიხევის საზოგადოებამ, თუმცა ამ სამი წლის წინათ ვითხოვეთ სახელოსნო შკოლის გახსნა სოფ. ახალ-ქალაქში, სადაც უნდა ჩვენ ოთხ ყმაწვილებს ყოველ წელიწადს ესწავლათ წერაკითხვა და ხელოსნობა, რისთვისაც ჩვენ ვალდებულნი გავხდით შეგვეტანა ყოველწლივ ოც-და-ექვსი თუმანი თეთრი ფული ახალქალაქის სასარგებლოთ, მაგრამ რადგან ამ სამი წლის განმავლობაში შკოლა არ გაიხსნა ახალქალაქში და ჩვენშიაც საკმაოთ გაჩნდნენ ხელოსნები, რომლებიც სრულიად აკმაყოფილებენ სოფელს და რადგან ჩვენი საზოგადოება უფრო საჭიროებს სწავლას და განათლებას, ურომლისოთაც ვართ უმეცარნი; ამიტომ ვთხოვთ მისს ბრწყინვალებას მაზრის უმფროს, რათა მოახდინოს განკარგულება სოფელ კავთიხევში გაიხსნას პირველი ელემენტარული შკოლა. ფული, რაიცა შეგვიტანია აქნობამდე ახალქალაქის შკოლის სასარგებლოდ დაგვიბრუნდეს შკოლის შენობის ასაშენებლათ, ხოლო შემდეგისათვის შკოლის გასავალ ხარჯათ დავდებთ ყოველ წლივ აწინდელ დადებულ ოც-და-ექვს თუმანს დამატებით თოთხმეტის თუმნით“.
აქვე დანიშნეს მზრუნველები, რომლებსაც მიანდეს ყოველივე საქმე შკოლის შესახებ. რასაკვირველია დიდი იმედი უნდა გვქონდეს უფ. მაზრის უმფროსისაგან, რომ ამ თხოვნას უნაყოფოთ არ ჩაატარებს, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, რომ იგი ცდილობს გორის მაზრის წარმატებისა და განათლებისაYთვის, იმედი გვაქვს, რომ კავთიხეველებს ამ შემთხვევაში თანაგრძნობით მოექცევა და შკოლის მზრუნველთ ყოველგვარ დარიგებას და შემწეობას მისცემს.
ა. კავთელი.
საფრანგეთი. ჯერ არავითარი გარდაწყვეტილი ამბავი არა ისმისრა ახალის არჩევანის შესახებ, თუმცა ზოგი გაზეთები ამბობენ, რომ ეს არჩევანი ოკტომბერს მოხდებაო, და მარშალი მაკ-მაგონიც ამ აზრისა არისო. რესპუბლიკელთა იურისტების კომიტეტმა გამოაცხადა, რომ სამ თვეზე გვიან არჩევანი არ უნდა მოხდესო, თუ მთავრობის კანონის ღალატი არ უნდათო. ამბობენ, რომ ამ კომიტეტის განკარგულებაში ტიერსაც ჰქონდა მონაწილეობაო. მაკ-მაგონს ძალიან ჰსწყენია თურმე და ტიერის ჯაბრით არჩევანის ვადათ 14 ოკტომბერი დაუნიშნავს. მთავრობის განკარგულება ჯერ ოფიციალურად არ არის გამოცხადებული. მთავრობის ყოყმანობის მიზეზი არჩევანის შესახებ, როგორც მოგეხსენებათ მდებარეობს იმ უთანხმოებაში, რომელიც სხვა და სხვა მონარხიელთა დასთა შორის სუფევს. მთავრობას რასაკვირველია ისე უნდა წაეყვანა საქმე, რომ მომავალს არჩევანს გამარჯვება მოეტანა მთავრობისათვის და არა დამარცხება, ე. ი. მომავალ პალატში უმრავლესობა შეეძინა. ამისათვის მთავრობას მეცადინეობა ორგვარი უნდა გაეწია: ერთის მხრით რესპუბლიკელთათვის გზა უნდა გადაეღობა და ყოველი ღონისძიება წაერთვა მათთა საქმის გავრცელებისათვის; მეორეს მხრით თავისი ოფიციალური კანდიდატები უნდა წამოეყენებინა და მტკიცედ და მარტივად ეჩვენებინა ხალხისათვის თუ რას უნდა მოუმართოს მან ხელი და რას უნდა ჰსცეს თაყვანი.
რაც შეეხება პირველსა გვარს მეცადინეობას, კაცი ვერ დაემდურება მთავრობას: პირიდამ სიტყვის გამოგლეჯა, რესპუბლიკელთა გაზეთების გასყიდვის ამოკვეთა, სხვა და სხვა რესტორანების დაკეტვა და სხვა ყველა ამ გვარი შრომა ბევრი გასწია მთავრობამ. მაგრამ ესევე ვერ ითქმის მეორე გვარის მეცადინეობისათვის: მთავრობამ ცხადათ დაინახა, რომ ვიდრე რესპუბლიკის მტერთან შორის თანხმობა არ ჩამოვარდება, ოფიციალურის კანდიდატების წამოყენება შეუძლებელია. ვიდრე მონარხიელთ შორის აწინდელი განხეთქილება არ შესწყდება, მთავრობა მომავალ პალატში უმრავლესობას ვერ ჰპოვებს და ამ უთანხმოებით ისევ რესპუბლიკელნი ისარგებლებენ. მაშინ რაღა უნდა, ჰქნას მაკ-მაგონმა! ამიტომ აწინდელი სამინისტრო ვერა ჰბედავს საჩქაროდ არჩევანის გამართვას და იცდის აგები როგორმე რესპუბლიკის მაგივრად ხალხს სხვა რამე მოუხერხოვო. მაგრამ ეს იმედი, როგორც ეტყობა, ფუჭად ჩაივლის. რაც უფრო მეტი ხანი გადის, იმდენად ზემოხსენებული უთანხმოებადა შფოთი არამც თუ არა ქრება, არამედ მატულობს კიდეც და უფრო აშკარადა თავს იჩენს. ლეგიტიმისტები ცხადათა ჰხედავენ, რომ უმთავრესი გავლენა სამინისტროში ბონაპარტიელთ უპყრიათ, რომელნიც თვისთა სასარგებლოდ იქადვენ მომავალს. ლეგიტიმისტები იმღვრევიან და ამბობენ გაზეთის Union-ის პირით: რას ნიშნავს ეს კომედია? თუ სამინისტროს, რომელშიაც ბონაპარტიელთ თავისი წარმომადგენელი ჰყავთ, თვისის პატივის დაცვა ჰსურს, ჩქარა და მტკიცე პასუხი უნდა მიუგოს ამ კითხვაზედ„. ან გრაფ შამბორსა ვკითხოთ, რომელსაც პაპისათვის მიუწერია თურმე, რომ ეხლა მე სხვა კონსერვატიულ დასთან ერთად ვერ მოვიქმედებო, რადგანაც ამ გვარი ერთობა მხოლოდ ბონაპარტიელებს მოუტანს სარგებლობასაო. გრაფი შამბორი სთხოვს თურმე პაპს – საფრანგეთის კათოლიკები დაარიგეო, რომ მხოლოდ ლეგიტიმისტები ამოირჩიონო და მარტო მათთვის იშრომონო. პაპი რასაკვირველია ყურსაც არ იბღერტს, რადგანაც ბონაპარტიელთაგან უფრო მეტ ხეირს მოელის თავისი საქმისათვის, ვიდრე ბურბონების მემკვიდრესაგან.
ერთის სიტყვით მთავრობა თვითონვე იხდენს თავის საქმეს. რამოდენადაც უფრო დიდხანსა რჩება აწინდელი უთავბოლო მდგომარეობა, იმდენად უფრო მთავრობას მტერი ემატება და სახელი უტყდება. აბა როგორ არ უნდა გაუტყდეს სახელი მაკ-მაგონს, როდესაც მისი მომხრე გაზეთები ამგვარად არიგებენ გლეხობას: „მარშალის კანდიდატები ამოირჩიეთ თორემ, თუ ისევ 363 (იმ დეპუტატებთა რიცხცი, რომელიც, თუ გახსოვთ, მანიფესტს მოაწერეს ხელი ძველის სამინისტროის დათხოვნის დროს) ამოირჩვეთ, მარშალი კიდევ დაითხოვს პალატს, თუ მას შემდეგაც ამოირჩევთ, კიდევ დაითხოვს და ასე გასწევს მთლად 1880 წლამდე (ე: ი. ვიდრე მაკ-მაგონს პრეზიდენტობის ვადა არ გაუთავდება), იმიტომ, რომ მას სამსახურიდგან გამოსვლა არა ჰსურს და არც გამოვა. რადგანაც მაკ-მაგონი არაფერს არ დაგითმობთ თქვენ, თუ მშვიდობიანობა გსურთ, ყველაფერი უნდა თქვენ დაუთმოთ“.
ვის იგდებენ ამით 9 მასხარათ–ამბობს Indèpendance-Belge-ის კორრესპონდენტი–ხალხს თუ თვითონ მაკ-მაგონს? თქმა არ უნდა, რომ მომავალი არჩევანი მაკ-მაგონს ვერაფერს ხეირს დააყრის.
სერბია. წარსულ ნომერში მოხსენებული იყო, რომ იმ დეპუტატის მაგივრად რომელნიც დეპუტატობიდამ გადადგნენ, ახალნი არიან ამორჩეულნი, რომელთა შორის გადადგნენ, ახალნი არიან ამორჩეულნი, რომელთა შორის უმეტესი ნაწილი მთავრობის მომხრენი არიან. ეს საკვირველი არ არის, რადგანაც გადამდგარნი დეპუტატნი სასჯელში მიცემულნი არიან და ამიტომ უფლება არა აქვთ ხელმეორედ ამორჩეულ იყვნენ. უნდა მოგახსენოთ, რომ სერბიის აწინდელი მთავრობა ისე იქცევა თითქო სერბია განუსაზღვრელი მონარხია იყოს და არა საკონსტიტუციო სახელმწიფო. მთავრობა სულ სლავიანობის განთავისუფლებას იძახის; თვითონ შინაობაში კი ყოველ ღონისძიებას ხმარობს, რომ თავისუფლება მოსპოს და ხალხის სურვილს გზა გადუღობოს. ამას ცხადათ გვიმტკიცებს ის განხეთქილება, რომელნიც ამას წინად სკუპშტინაში მოხდა და რომლის გამოისად ოცდა ათმა დეპუტატმა დეპუტატობა აიყარა.
როგორც გაზეთის НѢделя-ს კორრესპონდენტი იწერება ბელგრადიდამ ეს საქმე ასე მომხდარა. მილანის სამეფო სიტყვის პასუხის შედგენა ცალკე კომიტეტს მიანდეს. ამ საგნის შესახებ კომიტეტში ორგვარი აზრი იყო თქმული: უმრავლესობას (აგრეთვე მთავრობასაც) უნდოდა, რომ სკუპშტინის პასუხში მხოლოდ ყველა ის ყოფილიყო აღიარებული, რაც თვითონ მილანის სიტყვაში იყო მოხსენებული და სხვა არაფერი; უმცირესობას კი უნდოდა, რომ ამის გარდა პასუხში ხალხის სურვილი და მოთხოვნილებაც ხსენებულიყო, უნდოდა ეთხოვნა მილანისათვის ღონისძიება მიეღო ხალხის ეკონომიურისა და ფინანსიურის მდგომარეობის წარმატებისათვის.
ეს ორივე წინადადება სკუპშტინაში შეიტანეს. მინისტრმა რისტიჩმა მოითხოვა, რომ უმცირესობის პასუხში უსათუოდ მთავრობისადმი ნდობა პირდაპირ იყოს გამოცხადებულიო. ამაზედ შემდეგი პასუხი მიუგეს რისტირჩს:“ ხალხის წარმომადგენელნი ვერ ენდობიან მთავრობას, მთავრობა სულ იმას იძახდა, რუსის მთავრობამ ომიანობის დაწყობა გვიბძანაო, ის კი არა თუ ამ ორივე მთავრობის ურთიერთ შორის მიწერ-მოწერა გვიმტკიცებს, რომ ხელმწიფეიმპერატორი სწერდა მთავარს მილანს, ცოტა კიდევ მოიცადეთო, ომს ჯერ ნუ გამოაცხადებო მთავრობამ არ დაუჯერა იმპერატორს და ომი დაიწყო. მთავრობა გვარწმუნებდა, რომ სერბიისა, რუმინიისა და საბერძნეთის შორის ოსმალეთის წინააღმდეგ ზავია შეკრულიო, ბალკანიის სლავიანთა შორის აჯანყება ძალიან კარგა არის მაწყობილიო, სამხედრო მომზადებაც საკმაოაო, ის კი არა თუ ეხლა თვითონვე გატყდა, რომ ომი რო დაიწყო ხაზინაში 35,000 დუკატზედ მეტი არა ყოფილა. განა ყველა ამის შემდეგ თქვენ, უფალნო მინისტრებო, შეგიძლიანთ კიდევ ნდობა მოსთხოვოთ ხალხის წარმომადგენელთ? არა ჩვენ აღარ შეგვიძლიან ჩვენის ქვეყნის მმართველობა ამ გვარ პირთა მივანდოთ.“
ამის პასუხად რისტიჩს ხმაც არ ამოუღია. ორთავე წინადადებას (სატახტო სიტყვის პასუხის შესახებ) კენჭი უყარეს, ე.ი. ვინც კომიტეტის უმრავლესობის აზრისა იყო უნდა ამდგარიყო. ზოგიერთნი ადგნენ. თავმჯდომარეს არც კი დაუთვლია რამდენი ადგა და რამდენი არა, და ძამოიძახა, რომ დეპუტატთა უმრავლესობა კომიტეტის უმრავლესობისკენ არისო. როდესაც მოწინააღმდეგე დეპუტატებმა დაინახეს რა უწესოებას ხმარობს მთავრობა, მაშინვე გამოაცხადებს, რომ არც პატივი და არც სამშობლოს მოყვარეობა მათ ნებას არ აძლევს სკუპშტინაში დარჩენისას, საცა მთავრობის სურვილი სკუპშტინის განკარგულებად ირიცხებაო, და მეორე დღეს სამსახურიდამ გამოვიდნენ.
მაშინვე მთავრობამ და მისმა გაზეთებმა დაიწყეს ყვირილი, რომ ეს დეპუტატები სამშობლოს მოღალატენი არიანო, მილანის განდევნა უნდათო და სხვ. ამის დასამტკიცებლად, რომ ეს ყველა ცილის წამებაა მთავრობის მიერ, კორრესპონდეტს მოჰყავს ის პასუხი (მილანის სამეფო სიტყვაზედ), რომელიც კომიტეტიკს უმცირესობამ სკუპშტინაში შეიტანა და რომლის დაბეჭდვა თვით სერბიაში აღკრძალულია. ალაგი ნებას არ გვაძლევს ეს პასუხი აქ მოვიყვანოთ, მაგრამ უნდა მოგახსენოთ კი. რომ მართლა და ზომიერად არის დაწერილი და მილანის პატივის ცემით აღსავსე.
– ბელგრადიდამ გაზეთს Times-ს სწერენ, რომ ღენერალს ჩერნიაევს მოციქული გაუგზავნია სერბიაში შესატყობათაო თუ რა თანამდებობას მომცემთ თუ ვინიცობაა ომი დაიწყოთო. ჯერ პასუხი არ მისვლიაო, მაგრამ ამბობენო, რომ ეს პასუხი ჩერნიაევის სასარგებლო არ იქნებაო.
![]() |
3 ბრძოლა რომის დასაპყრობლად |
▲back to top |
ბრძოლა რომის დასაპყრობლად
(შემდეგი) [1]
რამთენსამე წუთს შემდეგ გალატეა უკუვმოიქცა და თან-მოჰყვა ერთი დაბალი, ტანში მოხრილი კაცი, რომელიც თუმცა ორმოცის წლისა იყო, მაგრამ უფრო ხნიერად გამოიყურებოდა გამწვეტებული პირის სახე ჰქონდა, მაგრამ ჭკვიანური კი, უწვერო და უულვაშო იყო, თვალთა მეტყველება მკაცრი ჰქონდა და ტუჩები შეკუმშული.
მის დაბლად თავის დაკვრაზედ თეოდორამ ცოტად თავი მოიხარა. გალატეამ წარბების ღება დაუწყო თავის ქალბატონს.
– დედუფალო! დაიწყო ახლად მოსულმა: მე მაოცებს შენი გაბედულობა. მე მაოცებს შენი გაბედულობა. მე რომ აქ მნახოს ვინმემ! ხომ მთელის ათის წლის ღვაწლს ეს ერთი წუთი ჩანსთქავდა.
– შენ აქ არავინ დაგინახავს, პეტროს, მიუგო დინჯად თეოდორამ: ეს ის განსაკუთრებითი დროა, რომელსაც მე მარჩენს ხოლმე თავისუფლად მეტიჩარა ტრფიალება იუსტინიანესი. იგი ეხლა ლოცულობს და ამით უნდა მესარგებლნა მე. ღმერთმა ნუ მოუშალოს მას ღვთის სიყვარული! გალატეა, ღვინო მოიტა. ნუ იშიშვი მასზედ, რომ მე მარტო დავშთები ამ საშიშარ ქალის მაცთურთან.
ბებერმა დედაკაცმა ერთი საძაგლად გაიცინა. გავიდა და ისევ მალე შემობრუნდა, ერთ ხელში ეჭირა თასი გამთბარის ტკბილის ღვინითა და მეორეში ჭიქა წყლითა და თაფლითა.
– მე დღეს არ შემეძლო მომეხდინა, რომ ეკკლესიაში გვენახა ერთმანეთი, უთხრა თეოდორამ პეტროსას; თუმცა იქ სააღსარებო ნიშის სიბნელეში ეგ კარგად მოხერხდებოდა, იმიტომ-რომ შენ საოცრად გევხარ მღვდელს. ვიდრე წირვა დაიწყობა შენ იმპერატორი დაგიძახებს და ამიტომაც შენ წინადვე უნდა შეგეტყო ის, რაცა მსურს მე შენგან.
– რა საქმეა, მიბძანეთ. – პეტროს, ჰსთქვა თეოდორამ უფრო მოიმარჯვა ჯდომა და წყნარად დაუწყო სმა ტკბილს სასმელს, რომელიც გალატეამ შეუმზადა:
– დღე მოვიდა, რომელმაც ჩვენ გონიერებას ჯილდო უნდა მიანიჭოს და შენ დიდ-კაცად გაგხადოს. მაგრამ იმისათვის, რომ შენ უკეთ შეიგნო ის, რასაც შენგან მოველი, მე მოგაგონებს შენ წასრულს დროს მასზედ, თუ როგორ წარმოსდგა ჩვენი მეგობრობა.
– ეგ რა საჭიროა? უპასუხა პეტროსამ.
მას ეს თეოდორას სიტყვა გულს მოხვდა და სირცხვილით აივსო.
– საჭიროა, საჭირო! ყური მომიგდე. შენ ბიძა შვილი ხარ ნარზესისა და მის მომხრეთაც იყავ, მაშასადამე ჩემი სისხლის-მსმელი მტერი უნდა ჰყოფილიყავ. მთელი წელიწადი შენ ღვაწლსა ჰსწევდი ნარზესის სამსახურში ჩემ წინააღმდეგ, თუმცა კი ჩემთვის არა გივნია რა, მაგრამ არც შენთვის შეგიძენია რამ. შენი კეთილის მყოფელი მეგობარი ნარზესი თავის სახელს იმაში ხედავს, რომ თვის ნათესავთათვის კეთილი არა ჰქმნას რა, და მით არავინ წააყვედროს, რომ მიდგომით მოქმედებს. ამის გამო შენ უბრალო მწერლად ილპობდი თავს. ხოლო მაგისთანა ჭკვიანმა თავმა, როგორც შენა გაქვს, გზა გაიხსნა. შენს ფლიდობას მიჰყავ ხელი, შენ აგროვებდი ხარჯსა ერთი ორად მასზედ მეტს, რაც იმპერატორს ეკუთვნოდა და იმ მეტს იყოფდით შენა და სხვანი ხარჯის მკრეფელნი ერთად. ჯერ ბედი ყველაფერში შეგწევდათ. მხოლოდ ერთხელ კი....
– დედუფალო, უმორჩილესად გთხოვ....
– ეხლავ ბოლოც იქნება, მეგობარო: მხოლოდ ერთხელ კი ბედმა გიღალატა და შენ შეგხვდა იმისთანა კაცი, რომელმაც ჩემი მოწყალება ირჩია შენგან აღთქმულს წილზედ მეტად. იგი მოგემხრო შენ, იმის იმედით გააკეთე ყალბი სიგლები და იმან კი ის სიგლები მე მომიტანა.
– ის საძაგელი, ის!....წაიბუდღუნა პეტროსამ.
– დიაღაც ცუდი საქმე ჩაიდინა, ჰსთქვა თეორამ და ჭიქა იქით გადადგა.
ერთს წუთს გაჩუმდა თეოდორა და მერე განაგრძო.
– მე ბევრი არა დამჭირდებოდა რა, რომ თავი მომეშორებინა ჩემის მტრისათვის, საძაგელის ხოჯის ერთგულის კაცისათვის, და სწორედაც გითხრა, გულიც მაგისათვის ძალიან მიმიწევდა, მაგრამ ერთის წუთის შურისძიებას მე ვამჯობინე ხანგრძლივი გამორჩომა. მე მოგიწვივე შენ და გითხარი ორში ერთი აირჩივე: ან სიკვდილი, ან ჩემი სამსახური, მეთქი. შენ იმოდენად კეთილი იყავ, რომ უკანასკნელი აარჩიე და მას აქედ სხვის თვალში ისევ უწინდელებ მტრები ვართ, მაგრამ ერთად კი ვმოქმედობთ: შენ მაცნობებდი ყოველს დაწყობილებას ნარზესისას და მეც გიხდი ვალს: ეხლა შენ მდიდარი ხარ.
– მართალია, მაგრამ რის მაქნისია ცარიელი სიმდიდრე? მე არც ხარისხი მაქვს, არც პატივი რამ. ჩემი ამხანაგები კი სულ დიდებულნი არიან, პრეფექტები, დიდ-კაცები, ცეტეგი რომში, პროკოპი ბიზანტიაში....
– მოითმინე. დღეის იქით შენ სწრაფად ახვალ ხარისხების კიბეზედ. ყური მიგდე: ხვალ შენ დესპანად განიგზავნები რავენნაში.
– იმპერატორის დესპანად! სიხარულით წამოიძახა პეტროსამ.
– ჩემის წყალობითა. ეგ კიდევ არაფერი. შენ იუსტინიანე გაძლევს იმ მინდობილებას, რომ გოთნი შეჰმუსრო და გზა გაუხსნა ბელიზარის.
– ეგ უნდა მე ავასრულო, თუ.....?
– შენ უნდა აასრულო. ხოლო იგი მოგანდობს შენ კიდევ ერთ საქმეს, რომელიც მისთვის განსაკუთრებით ძვირფასია: იგი გიბძანებს შენ გადაარჩინო თეოდორიხის ასული მის მტრებს, თუნდ რაც უნდა დაგემართოს და მოიყვანო ბიზანტიაში. აი ჩემი წიგნიცა; მე მას ხვეწნითა ვჰსთხოვ ჩემს გულში მოი პოვოს თვისი საფარი.
– ძალიან კარგი, ჰსთქვა პეტროსამ და მიიბარა წიგნი: მაშ მე იმას აქ მოვიყვან.
როგორც გველისაგან ნაკბენი, ისე წამოხტა თეოდორა; თვით გალატეაც კი შიშით უკან გაფთხა.
– არა, პეტროს, არა. მაგისათვის გგზავნი შენ იქ, რომ არ უნდა მოიყვანო. იგი აქ არ უნდა მოვიდეს, იგი ცოცხალი არ უნდა დარჩეს!
წიგნი პეტროსას ხელიდამ გავარდა.
– ოჰ, დედუფალო, წაიჩურჩულა პეტროსამ:–ეგ ხომ კაცის კვლაა!....
– ხმა გაიკმინდე, რიტორო, ამოიღრანტალა თეოდორამ ყელში გულმობჯენილმა და ბოროტებით გაუელვეს თვალებმა. იგი უნდა მოკვდეს!
– მოკვდესო! ჰოი დედოფალო, რისთვის?
– რისთვის? შენთვის მაგის ცოდნა საჭირო არ არის. მაგრამ მოიცა, მე გეტყვი რისთვისაც, იქნება მაგით უფრო წაქეზდე. მაშ იცოდე....ჩაჰკიდა ხელი მაგრამ ხელში და ყურში უთხრა:
– იუსტინიანეს, იმ ორგულს იმისი სიყვარული გულს ჩაუვარდა.
– თეოდორავ, რას ამბობ! დაიყვირა შეშინებულმა პეტროსამ და იქით მიდგა.
თეოდორა მივიდა და ტახტზედ დაეცა.
– იუსტინიანეს ის თვალითაც არ უნახავს, ჰსთქვა პეტროსამ.
– მან ნახა მისის სახის სურათი. სიზმარშიაც მოვჩვენა, იგი ეტრფიალება მის სურათსა.
– შენ თავის დღეში მოპირდაპირე არ გყოლია.
– მეც იმას ვზრუნავ, რომ საკულაოდაც არა ვინა მყვანდეს.
– შენ მაგისთანა მშვენიერი რამ ხარ.
– ამალასვინტა ჩემზედ ახალ-გაზდაა.
– შენ ეგეთი ჭკვიანი ხარ, შენ ხარ იუსტინიანეს რჩევის მიმცემი, შენ გაგანდობს ხოლმე ყოველს საიდუმლო აზრსა.
– სწორედ ეგ უმძიმს კიდეც იუსტინიანეს. და ამასთან აი რას გეტყვი, უთხრა თეოდორამ და კვლავ ხელი წაავლო: ის კოროლის ასულია, დაბადებითვე დედოფალია. მე კი–გლეხის ქალი ვარ, ლომის გუშაგის ასული. თუმცა სასაცილოა, მაგრამ იუსტინიანემ, რაკი მეწამული მანტია წამოისხა, დაივიწყა, რომ თვითონაც მემცხვარის შვილია. იუსტინიანემ მეფეთაგან მათი უგუნურება მიითვისა, იგი სულ დაბადებითვე დაყოლილს დიდებულებაზედ ბოდავს, იმას როტავს რომ მეფის სისხლს სულ სხვა ღვთაებრივი ძალა აქვსო. ამის წინააღმდეგ მე საბუთი არა მაქვს რა: რაც ქვეყანაზედ ქალია არც ერთის ფიქრი არა მაქვს, მხოლოდ ეს კოროლის ასული კი....
თეოდორა პირ გამეხებული წამოვარდა და მუქარებით დაიწყო რა ხელის ქნევა, ჰსთქვა:
– გამიფრთხილდი, იუსტინიანევ! ამ ხელითა, ამ თვალებითა თეოდორას დაუმონავებია ლომნი და ვეფხვნი; ახლა ვნახოთ თეოდორას ძლიერება შეიკავებს თუ არა მელიას, რომელიც მეწამულით არის მორთული.
ჰსთქვა ესა და თავის ადგილას დაჯდა.
– მაშ ეგრე, ამალასვინტა უნდა მოკვდეს, ჰსთქვა მან, უეცრად დამშვიდებულმა.
– ეგრე იყოს, უპასუხა პეტროსამ;–მაგრამ ჩემის ხელით კი არა; შენ ბევრი მოსამსახურენი გყავს კაცის კვლაში საკმაოდ გაგეშილნი. ისინი გაგზავნე, მე სიტყვა პასუხის კაცი ვარ.
– შენ სიკვდილის კერძი ხარ, თუ მაგას არ აღასრულებ. სახელდობრ, შენ, ჩემმა მტერმა, უნდა ეგა ჰქმნა. ჩემმა მეგობარმა რომ ეგ მოახდინოს, ეჭვს მოიტანენ.
– თეოდორავ, დაიწყო პეტროსამ: მოვკლა და ვინ? ასული დიდის თეოდორისისა, მეფის სისხლი და ხორცი! ...
– იშ, იშ, გაიცინა თეოდორამ: მეფის სისხლი ამ უბედურებსაც თურმე თვალს არ უბამს!... ადამიანები სულ ყველანი სულელნი უფრო ყოფილან, ვიდრე ფლიდნი. გამიგონე, პეტროს, იმავ დღეს როცა რავენნიდამ მოვა ამბავი ამალასვინტის სიკვდილისა, შენ სენატორი და დიდებული შეიქნები
პეტროსას თვალები სიხარულით აენთნენ. მაგრამ სიმხთალემ თუ სინიდისის ქენჯნამ აჯობა მის პატივ მოყვარეობასა.
– ვერა ვიქმ მაგას, ჰსთქვა მან გადაწყვეტილად: ის მირჩევნია თავი დავანებო ხელმწიფის კარის კაცობას და ყველაფერზე ხელი ავიღო.
– მაშ შენს სიცოცხლეზედაც ხელს აიღებ, ჰსთქვა გაბოროტებით თეოდორამ: შენ იქნება გგონია თავისუფალი და ხელ შეუხებელი ხარ, იმიტომ-რომ მე შენს თვალწინ დავწვი შენგან გაკეთებული ყალბი ქაღალდები? ჰოი, სულელო! ის ხომ მართლა შენი ქაღალდები არ იყო. აი დაინახე, აქ არის შენი სიცოცხლის ძაფი.
ახადა თეოდორამ ყუთი, საცა ქაღალდები ეწყო და ამოიღო ტყავზედ ნაწერი წერილი.
პეტროსა მუხლებზედ დაეცა.
– მიბძანე, რაც გინდა, წაიბუტბუტა პეტროსამ: მე შენი მორჩილი ვარ.
ამ დროს კარი დაურაკუნეს.
– გა!.... შეჰკივლა თეოდორამ: აიღე ჩემი წიგნი გოთთა დედუფალთან მიწერილი და კარგად დაიხსომე: დიდ-კაცობა,–თუ იგი მკვდარი იქნება, წვალება და სიკვდილი, თუ ცოცხალი დარჩება. გასწი.
გალატეამ გაიყვანა პეტროსა ისევ იმ იდუმალის გზით, იუსტინიანეს ლუსკუმა თავის ადგილას დააყენა და გაემართა რომ დიდი შემოსავალი კარი გააღოს.
(შემდეგი იქნება)
_____________
1„ივერია“ №19 და 21
![]() |
4 ბალანსი |
▲back to top |
ბალანსი
ტფილსის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკისა
1877 წლის 1-ს ივლისისა.
აქტივი
პასსივი