![]() |
ჟურნალი ივერია №2 |
ივერია
საპოლიტიკო და სალიტერატურო ჟურნალი . ამბარცუმ ენფიანჯიანცის სტამბა 1879
![]() |
1 სიყვარული მკურალობს |
▲back to top |
სიყვარული მკურალობს
(L’Amouv Médecin.)
სამმოქმედებიანი კომედია მოლიერისა
ნამდვილიდგან გადმოთარგმნილი, დიმ. ყიფიანისაგან
მოლიერი ანბობს: „ნუ დაივიწებთ რომ კომედია იწერება წარმოსადგენად და არა საკითხავად. საქმე კარგად წარმოდგენააო.“
მოქმედნი პირნი:
ზგანარელი, ლუცინდას მამა.
ლუცინდა, ზგანარელის შვილი (ქალი).
ლიკანდრი, ლუცინდას მიჯნური.
ამინტა, ზგანარელის მეზობელი (ქალი).
ლუკრეცია, ზგანარელის დის-წული (ქალი).
ლიზა, ლუცინდას მოახლე.
გილიომე, ვაჭარი.
იოსსე, ოქრო მჭედელი.
აქიმები:
ტომეზი –
დეფონანდრი –
მაკრატონი –
ბაჰიზი –
ფილრენი–
ნოტარიუსი.
შამპანი, ზგანარელის მსახური.
წარმომადგენელნი:
კომედიისა, მუზიკისა, ბალეტისა, თამაშობისა, სიცილისა და სიამოვნებისა.
მოქმედება პირველი.
გამოსვლა პირველი.
ზგანარელი, ამინტა, ლუკრეცია, გილიომე და იოსსე.
ზგანარელი.
ეჰ! რა არის ეს ჩვენი სიცოცხლე. მართალი უთქვამს იმ ვიღასაც ფილოსოფოსს: „უის გავეყარე და ვის შევეყარეო; – ერთი ჭირი ისე არ მოვა, რომ მეორეც არ მოჰყვეს თანაო.“ აი, მე! ერთი ცოლის მეტი არა მყავდა და ისიც მომიკვდა.
გილიომე.
მერე – რამდენი გინდოდა გყოლოდა?
ზგანარელი.
ის ერთად-ერთი მომიკვდა, ბატონო ჩემო მეგობარო და ისე არ მომაგონდება, რომ თვალები ცრემლებით არ ამევსოს. მართალია, ყოფა-ქცევა იმისი მაინცა და მაინც საქებარი არ იყო და ძალიან ხშირათ მოგვდიოდა ხოლმე ამაზედ ლაპარაკი, მაგრამ რა გახდა; სიკვდილი ყველას ასწორებს. ის მომიკვდა და მე ვტირი. ცოცხალი რო ყოფილიყო იქნება ჩხუბიცა გვქონოდა. ახლა შვილები? რამდენიც ღმერთმა შვილი მომცა, ერთი ქალის მეტი არ შემარჩინა და ისიც როგორი? ისეთი დაღონებული არის, ისეთი ჩაფიქრებული არის, რომ ვერას გზით ვერ შევიტყე, რისგან რა დაემართა, რომ ეშველებოდეს რამე. მე სულ ვეღარ მომიფიქრებია რა და ერთი მირჩიეთ რამე ღვთის გულისათვის. (ლუკრეციას) შენ დის-წული ხარ ჩემი; (ამინტის) შენ ჩემი მეზობელი; (გილიომს და იოსსეს) თქვენ – ჩემი ნათლიები და მეგობრები; თქვენა გთხოვთ რჩევა გამიკეთოთ, რა ვქნა, რა ვარჩიო, როგორ მოვიქცე ამ საქმეში!
იოსსე.
მე, ჩემის ფიქრით, ასე მგონია, რომ გასათხოვარ ქალს ისე არა ეხალისება რა, როგორც კაი გამოსვლა, კაი გამოწეობა. მე რო შენი ვყოფილვიყავ დღესვე ერთს კარგს რასმე სამკაულს უყიდდი, ბრილიანტისას, თვალ–მარგალიტისას, ზურმუხტ-იაგუნდისას...
გილიომე.
სამკაულისა რა მოგახსენო და მე რომ შენი ვიყო. ახლავე ისეთს ნაირ-ნაირ საფენებს უყიდდი და ოთახს ისე შეუმკობდი, რომ თვალსაც იამებოდეს და გულსაც გაუმხიარულებდეს.
ამინტა.
ჩემ თავათ მე მაგდენ თასლიბს კი არ გაუწევდი. ახლავე ჯვარს გადავსწერდი იმ პატიოსან კაცზედა, ამას წინათ რომ მაშუალი მოეგზავნა, როგორც ამბობენ.
ლუკრეცია.
მე კი ამას ვადგივარ, ბიძა ჩემო. რომ იმისი გათხოვება სულაც არ არის საფიქრებელი, მეტად სუსტი აგებულების პატრონია და მეტად უღონო, რომ შვილოსნობამ იმ გამოუბრუნებელს გზას არ გაუყენოს. ქვეენიერება სრულებით არ არის იმისი საქმე და მე ამას გირჩევთ, რომ მონასტერში შეიყვანოთ; ისე ვერიფერს გაართობს გულსა, როგორც მოლოზნობას, მე ამაზე დარწმუნებული ვარ.
ზგანარელი.
რაც რამ აქ ითქვა, ყველა საკვირველი კარგი რჩევაა. უეჭველია: – მაგრამ ყველას თავისი მიზანი აქვს და რასაც მირჩევთ, თქვენთვისვე მირჩევთ. შენა ბძანდები, ბატონო იოსსე, ოქრო-მჭედელი და შენს რჩევას ისეთი კაცის სუნი სდის, რომელსაც თავისი სამკაულების გასაღება სწყურია. შენ, ბატონო გილიომე, ქეჩა-ორხოებსა ჰყიდი და სახეზე გეტყობა, ჩრჩილმა არ წამიხდინოსო, გინდა, თავიდამ მალე მოიცილო – შენ, ჩემო მშვენიერო. მეზობელო, შენ რომ ერთს ადამიანზედ თვალი გიჭირავს, იმისას ამბობენ, ცოტა არ არის ჩემს ქალს ევლება თურმე გარსა და სულ არას ინაღვლი, რომ ჩემი ქალი სხვას გაჰყვებოდეს ვისმე. შენი რაღა ვთქვა, ჩემო საყვარელო დისწულო! მე სულაც არა მაქვს განზრახვა, რომ ჩემი ქალი მივსცე ვისმე და ამისი მიზეზიც მე ვიცი; მაგრამ შენ რომ რჩევას მიკეთებ, მოლოზნათ შეიყვანე მონასტერშიო, ეს ისეთი ქალის არჩევანი, რომელსაც თითქო ღვთის სათნო სურვილი აქვს, ეგების სულ მე დამრჩეს ბიძი-ჩემის ყოფა-ცხოვრებაო. ასე, ჩემო ვაჟ-ბატონებო და ქალბატონებო, თუმცა თქვენს რჩევაზედ უკეთესი რჩევა არ შეიძლება, მაგრამ მგონია არ დამეწუნებოდეს, რომ მე არც ერთს მაგ რჩევას არ დავადგე.(მარტო) რა რჩევა გამიკეთეს, და!?
გამოსვლა მეორე.
ლუცინდა, ზგანარელი.
ზგანარელი.
ოჰ, გარეთ გამოსულა ჩემი ქალი ჰაერის ჩასაყლაპავად! მე ვერა მხედავს. ოხრავს. ცას შეჰყურებს (ლუცინას ) უფალმა გილხინოს, შვილო; ახლა? რასა იქ, როგორ ხარ? რაო? ისევ ისე მწუხარე ხარ, ისევ ისე დაღონებული? და არ გინდა მითხრა რა გემიზეზება? აბა, აბა ერთი; გამიღე ეგ შენი პაწაწკუნა გული; მითხარ, ჩემო საბრალო. მითხარ. მითხარ, მითხარ შენი ნამცეცა ფიქრი შენს ერთი ბეწვა მამასა! ყოჩაღათ „იყავი! გინდა გაკოცო? მოდი (ცალკე) სულ ცეცხლი მედება, რომ ამ გუნებაზედა ვხედავ. (ლუცინდას) მითხარი, და, რატომ არას მეტყვი? თუ ჩემი სიკვდილი არ გინდა მითხარი, რა არის, რომ აგრე გულ-ჩათუთქული ხარ? ოღონდ მიზეზი ამიხსენ და პირობას გაძლევ რასაცა მთხოვ შეგისრულო. ოღონდ შენ გულ-ახსნით მითხარი, რისაგანა ხარ აგრე დაღონებული და ახლავე პირობას დაგიდებ, შემოგფიცავ თუ გინდა, რომ ყოველი შენი გულის წადილი აგისრულო, – არა დავიშურო რა; ასე მითქვამს. იქნება შეგშურის ვისიმე, რომ შენზე უფრო მორთული გამოდიოდეს... ან იქნება სხვა ახალი რამ ფარჩა გინდოდეს, ან მატერია საკაბეთა თუ წამოსასხმელათა?... არა! იქნება შენი ოთახის მოწყობილობა არ მოგწონდეს და უკეთ მორთვა გინდოდეს საფენებით, შპალერებით, თუ მებლითა? არც ესა. მაშ იქნება სწავლა გინდოდეს რამე, ოსტატს გიშოვი თუ გინდა ფორტეპიანო გასწავლოს? აღარც ეს. იქნება მიჯნური გყავდეს და შერთვა გინდოდეს იმისი? (ლუცინდა თავს იხრის, ჰოოო!)
გამოსვლა მესამე.
ზგანარელი, ლუცინდა, ლიზა.
ლიზა.
ახლა, ბატონო, თქვენ ქალს რომ ელაპარაკებოდით, შეიტყეთ რამე თუ ვერა იმისი ნაღვლის მიზეზი?
ზგანარელე.
ვერა, ისეთი კერძი რამ არის, რომ ლამის გამაანჩხლოს.
ლიზა.
მას მაშ ახლა მე დამანებეთ თავი, ჩემებურათ გამოვკითხო.
ზგანარელი.
მარა საჭიროა. უნდა მაგ გუნებაზედ იყოს და იყოს, ვის რა ენაღვლება.
ლიზა.
მე დამანებეთ მეთქი თავი, გეუბნებით. იქნება მე უფრო ადვილად გამომიტყდეს. როგორა, ქალბატონო! არ გვეტყვით რა გემიზეზებათ და ამით ქვეყანა უნდა შეაწუხოთ? მგონია სხვა არავინ ჩადიოდეს აგრე და თუ მამასთან გაჩუმების მიზეზი გაქვთ, ჩემთან მაინც რა მიზეზი უნდა გქონდეთ, რომ თქვენი გულის პასუხი მე არ შემატყობინოთ. მამისაგან თუ გამოელით რასმე, მე მითხარით. რამდენჯერ გამიგონია იმისაგანა, ჩემი ქალისათვის მე არაფერს არ დავიშურებო და ახლა ვითამ უარს ადგეს რასმე? იქნება ნებას არ გაძლევდეთ რაშიმე გიშლიდეთ რასმე? გასეირნება სადმე, ან საჩუქარი რამე არა იამება რა თქვენს გულსა? ან იქნება ვისგანმე გწყენიყოთ რამე? – იქნება თვალი გეჭიროთ ვიზედმე და იმისი შერთვა გენატრებოდეთ? – ჰო, ახლა კი მესმის! საქმე ეაა ყოფილა. მერე ამას, დასწყევლა ღმერთმა შენი ეშმაკი, ამას მაგდენი გაპტყელება რათ უნდოდა? ბატონო! მიზეზი გამოცხადდა, და...
ზგანარელი.
გადი იქითა, უმადურო შვილო, შენი ლაპარაკი არ მინდა, ეგდე მაგავე სიკერპეში.
ლუცინდა
მამავ! რადგან გნებავს რომ გამოგიტყდე...
ზგანარელი.
სულ აღარა მაქვს მე შენი სიყვარული, რომ...
ლიზა.
ბატონო? ამის მწუხარებას რაღა...
ზგანარელი.
კერპია, კერპი, ჩემი სიკვდილი უნდა, სხვა არაფერი.
ლუცინდა.
მამა! მე გულითა მსურს...
ზგანარელი.
მაგიერს მიხდი, რომ აგრე გამოგზარდე, განა?
ლიზა. ბატონო, ეგ რა...
ზგანარელი.
ისე გულ აშფოთებული ვარ, რომ მეტი არ შეიძლ...
ლუცინდა.
მამა...
ზგანარელი.
აღარ არის ჩემს გულში შენი სიუვარული, აღარა.
ლიზა.
მაგას როგორა ბძა...
ზგანარელი.
შეუპოვარია, მაცთუ...
ლიზა.
როგორა ბძან...
ზგანარელი.
უმადურია მეთქი, შეუგნებე...
ლიზა.
ნეტა რასა ბიძა...
ზგანარელი.
კერპი, კერპი, ვერ ვათქმევინე, რა უნდა.
ლიზა.
ქმარი უნდა, ქმარი.
ზგანარელი.
(თითქო არ გაუგონია). ხელი ამიღია.
ლიზა.
ქმარი...
ზგანარელი.
დასანახავათ მეჯავრება.
ლიზა.
ქმარი...
ზგანარელი.
სულ აღარ მიმაჩნია ჩემშვილათა.
ლიზა.
ქმარი...
ზგანარელი.
არა მეთქი, არა,
ლიზა.
ქმარი...
ზგანარელი.
ნუ მელაპარაკები.
ლიზა.
ქმარი...
ზგანარელი.
ნუღარ მელაპარაკები მეთქი!
ლიზა.
ქმარი უნდა, ქმარი. ქმარი... (ზგანარელი გავა.)
გამოსვლა მეოთხე.
ლუცინდა. ლიზა.
ლიზა.
სწორეთ არ უთქვამთ? ყველაზე უფრო ყრუ ის არის, ვინც თავს იყრუებსო.
ლუცინდა.
აბა, ლიზა, ხედავ როგორ დავაშავე, რომ მამას არ გამოუტყდი. ყველა რომ მეთქვა ხომ აგრე არ გაჯავრდებოდა.
ლიზა.
ამისთანა კაცი გაგონილა კიდევა? უნდა გამოგიტყდე, ქალბატონო, მე იმას ერთ რამე ოინს რომ მოუხერხებდე, ძალიან მიამებოდა, მაგრამ ეს რისგან არის, რომ აქამდინ მიმალავდით მაგ თქვენს ნაღველსა!
ლუცინდა.
ეჰ! რაში გამომადგებოდა, რომ ადრე შემეტყობინებინა. – ან სულაც რომ არ გამომეცხადებინა. უარესი ვითამ რაღა უნდა მომხდარიყო? იქნება გგონია, რომ რაც ახლა მოხდა ადრევე არა მცოდნიყო, ან მამიჩემის გაჯავრებაზე ეჭვი მქონიყო. ვინც მე მთხოულობდა, იმას რომ ცივი უარი შეუთვალა, ამან შეხუთა ჩემი გული და ყოველი ჩემი სიცოცხლის იმედი.
ლიზა.
როგორ? ეგ ის არის, თქვენ რომ გთხოულობდათ, და რომლისათვისაც...
ლუცინდა.
იქნება გასათხოვარი ქალისათვის რიგი არ იყოს ასე გამო-ტეხილი ლაპარაკი; მაგრამ სწორე გითხრა, თუ ნება მაქვს რომ სურვილი ვიქონიო, მე იმას გარდა სხვისი სურვილი არავისი მაქვს. ერთმანეთისათვის ხმა არსად გამოგვიცია; იმის პირიდამ ერთი სიტყვაც არა მსმენია ტრფიალებისა; მაგრამ სადაც კი მნახავდა, თვალს აღარ მომაცილებდა ხოლმე და ისეთის სინაზით და სინარნარით შემომყურებდა, და მამა ჩემსაც სიტყვა ისეთის თავაზითა და ზდილობით გამოუტარა, რომ ჩემის მხრით უგრძნობელობა რაღა საქციელი იქნებოდა; ახლა ხომ ხედავ, რომ მამი ჩემის მრისხანებამ გამიქრო ყოველი იმედი.
ლიზა.
აცა, მე მაცალეთ ახლა. მართალია თქვენს სიყვარულს აქამდინ მიმალავდით, მაგრამ მე მაინც მინდა გემსახუროთ და თუ გამბედაობას იმდენს იქონიებთ, რომ...
ლუცენდა
მერე ვითამ რა გინდა მამის უფლების საწინააღმდეგო ჩამადენინო? თუ რომ ჩემი სურვილი არ შეიწყნარა......
ლიზა
კარგი, კარგი; ადამიანის შვილი ჩიტივით ხელით სატარებელი კი არ უნდა იყოს. ოღონდ პატიოსნება არ დაირღვევოდეს, თორემ მამასთან ცოტათ საქმის წინ წადგება რატომ არ უნდა იყოს სალაპარაკო? რა ჰნებავს ახლა თქვენგანა? წლოვანებით არა ხართ ჯერ გასათხოვარი თუ? იქნება ეგონოს ვისმე, რომ ქვა იყოთ და არა ხორცშესხმული? კარგი ერთი! მინდა თქვენს სიყვარულს ხელი მოვუწყო. დღეის ამას იქით ყოველი ზრუნვა მე ჩემ თავზედ ამიღია და ჰნახავთ, როგორ გარს შემოუარო მე ამ საქმესა. მაგრამ აგერ მამა თქვენი! შინ შევიდეთ და მერე მე დამანებეთ თავი.
გამოსვლა მეხუთე.
ზგანარელი, (მარტო.)
ძალიან კარგათ მეუურება რასაც ამბობენ, მაგრამ ურიგო არ არის, რომ ხან და ხან ყური მოიყრუოს კაცმა, თითქო სულ არა მესმის რაო და მეც ძალიან კარგათ მომივიდა, რომ ვითამ სულ ვერ გავაგონე რაც მე აქ ისეთი საქმე გამომიცხადეს, რომ ფიქრათაც არა მაქვს იმისი შესრულება. გაგონილა და სადმე იმისთანა უსამართლოება, რომ მამას ძალას ატანდნენ, დიდის გაჭირებითა და ვაი-ვაგლახით რომ შეძლება შეგიძენია და ქალი გამოგიზდია, გინდა თუ არა ეგ ქალიცა და ეგ შეძლებაც ისეთ კაცს ჩაუგდე ხელში, რომ ჯერ თვალითაც არ გენახოსო? არა, არა, მე ეს ჩვეულება სულაც არაფრად მიმაჩნია და ჩემი იგულიცა და ჩემი ქალიც მე ჩემთვის მინდა, – ვის რა დავა აქვს.
მეექვსე გამოსვლა.
ზგანარელი, ლიზა.
ლიზა. (გამწარებული შემორბის სცენაზედ და სგანარელს თითქო ვერ ჰხედავს.)
ოჰ, რა უბედურება, ოჰ, რა უბედურებაა, ოჰ, საბრალო ჩემო ბატონო, სად გიპოვო ახლა, სადა გნახო!
ზგანარელი.
ნეტა რა აღრიალებს ამასა?
ლიზა, (ისევ ისე).
ოჰ, უბედურო მამაო, რასა იქ როცა შეიტყობ?
ზგანარელი.
რაო, რა მოხდა?
ლიზა.
თქვენი ქალი...
ზგანარელი.
ვაიმე შენ ჩემო თავო! ვაიმე!
ლიზა.
ბატონო, აგრე ნუ ტირით, თორემ გამეცინება ეს-ეს არის.
ზგანარელი.
მაშ თქვი მალე.
ლიზა.
თქვენი ქალი, თქვენ განრისხებულ ლაპარაკსა და გაწურომას ისე შეუპერია, რომ თავისს ოთახში რომ ასულა და იმედ გადაწყვეტილს ფანჯარა გაუღია, მდინარეს რომ გადაჰყურებს...
ზგანარელი.
მერე?
ლიზა.
მერე ზევით აუხედნია და შეუძახნია, რა რომ მამა გამიწყრა, ჩემი სიცოცხლე როგორღა შეიძლებაო, თავი რაღათ მინდა ცოცხალიო და...
ზგანარელი.
და გადავარდნილა?
ლიზა.
არა ბატონო. ფანჯარა ისევ მოუხურავს და ქვეშაგებში ჩაწოლილა. იქ მწარე ტირილს მოჰყოლია და ამასობაში უცებ გადაცრეცილა, თვალები გადმობრუნებია, გული წასვლია და...
ზგანარელი.
ვაიმე! მომკვდარა?
ლიზა.
არა ბატონო! ლავიწები იმდენი უსრისე და იმდენი ვანძრიე, რომ მოვიყვანე გონზე როგორც იყო; მაგრამ მაინც წამ და უწუმ მისდის გული და არა მგონია საღამომდინ მიაწიოს.
ზგანარელი.
შამპანო, შამპანო, შამპანო!
გამოსვლა მეშვიდე.
ზგანარელი, შამპანი, ლიზა.
ზგანარელი.
არიქა, ირბინე, აქიმები მომგვარე, ბევრი, რამდენიც შეიძლებოდეს. ახ ჩემო შვილო, ჩემო შვილო! (შამპანი გავარდება.)
მოქმედება მეორე
გამოსვლა პირველი.
ზგანარელი, ლიზა.
ლიზა.
ოთხი აქიმი რომ დაგიბარებიათ, რათ გინდათ მერე ოთხი?
ზგანარელი.
ჩუმათ იყავი! ოთხი რჩევა არა სჯობია ერთსა?
ლიზა.
განა ამ ბატონებს რომ არ მოაკვლევინოთ თქვენი ქალი, თავის თავათ კი ვერ მოკვდება?
ზგანარელი.
როგორა? აქიმები მოჰკვლენ თუ?
ლიზა.
რასაკვირველია. მე ერთი კაცი ვიცი, რომელიც ბეჯითად ამბობდა: არასდროს არ უნდა ითქმოდეს, ესა და ეს ცხელებით მოკვდა ან ანთებითაო. ასე უნდა იტუოდნენ, ერთმა აქიმმა მოკლა, ან ორმა, სამმა თუ ოთხმაო.
ზგანარელი.
ჩუმათ! არ გაიგონონ და არ იწყინონ ამათა.
ლიზა.
აი ამას წინათ ჩვენი კატა გადავარდა ბანიდამ და ძირს ისე დაეცა, რომ სამ დღეს უჭმელ-უსმელი ეგდო და ვეღარც ფეხს ანძრევდა, ვეღარც თავსა და ბედი იმისი, რომ კატებში აქიმობა არ იციან, თორემ მართალია ბოლოს მალე არ მოუღებდნენ სასაქმებლებითა და სისხლის გაღებით.
ზგანარელი.
გაჩუმდები თუ არა? უყურეთ ერთი მასა! აგერ ისინიცა!
ლიზა.
ფთხილათ იყავით, თორემ კარგათ აგაშენებენ ეგენი. ლათინურათ აგიხნიან ქალი ავათა გყავთო.
გამოსვლა მეორე.
ტომეზი, დეფონანდრი, მაკროტონი, ბაჰიზი, ზგანარელი, ლიზა.
ზგანარელი.
ახლა? ბატონებო!
ტომეზი.
საკმაოთ გავშინჯეთ ავათმყოფი და უეჭველია უწმინდურება ბევრია იმაში.
ზგანარელი.
როგორ? ჩემი შვილია უწმინდური?
ტომეზი.
მე ეს მინდა ვთქვა, რომ ბევრი უწმინდურება უდგია ტანში, ესე იგი ბევრი ბალღამი აქვს წამხდარი.
ზგანარელი.
ჰო, ახლა კი მესმის.
ტომეზი.
მაგრამ... უნდა ერთმანეთში მოვილაპარაკოთ. კონსილიუმი შევადგინოთ.
ზგანარელი.
აბა, სკამები, სკამები!
ლიზა. (ტომეზს)
ო, ბატონო, თქვენც აქა ბძანდებით?
ზგანარელი.
შენ როგორ იცნობ უფალსა?
ლიზა.
ამას წინეთ თქვენი დისწულის მეგობრისას გახლდი და იქა ვნახე.
ტომეზი.
ახლა როგორ არის იმისი მეჯინიბე?
ლიზა.
ძალიან კარგად. სულ განისვენა.
ტომეზი.
მოკვდა თუ?
ლიზა.
დიაღ.
ტომეზი.
ეგ შესაძლებელი არ არის,
ლიზა.
შესაძლებელი არის თუ არა, მე არ ვიცი, მაგრამ ეს კი კარგათ ვიცი, რომ მოკვდა.
ტომეზი.
ვერ მოგვდებოდა მეთქი, მე გეუბნებით.
ლიზა.
მე კი ამას მოგახსენებთ, რომ მოკვდა კიდეცა და დამარხეს კიდეცა.
ტომეზი.
შემცთარი ხართ.
ლიზა.
მე ჩემის თვალითა ვნახე.
ტომეზი.
ეს ყოვლად შეუძლებელია. ჰიპპოკრატი ამბობს, რომ ამ გვარი ავათ–მყოფობა თავდება თოთხმეტს ან ოც-და-ერთს დღეზედ, და იმისი ავათმყოფობა ხომ ექვს დღეზედ მეტი არ არის.
ლიზა.
იპოკრატმა რაცა ნებავს ის ბძანოს; იმ მეჯინიბეს კი ვეღარავინ გააცოცხლებს.
ზგანარელი.
კარგი ახლა, დაანებეთ მაგას თავი, გავიდეთ აქედამ. ბატონე– ბო, გევედრებით კარგათ არჩიოთ. წინათვე გასამრჯელოს შეძლევა ჩვეულებათ არ არის მიღებული, მართალია; მაგრამ, მეშინია არ დამავიწყდეს და აი, ამ თავითვე მომირთმევია. (ფულს ურიგებს, ისინი რომ მიიღებენ, ყველა თავ-თავისად შეინძრევა.)
გამოსვლა მესამე.
დეფონანდრი, ტომეზი, მაკროტონი, ბაჰიზი.
დეფონანდრი.
მეტის-მეტად დიდი რამ ქალაქია ეს ჩვენი პარიჟი; აქიმს თუ კარგი ხმა გაუვარდა, ცოტა გზას კი არ გამოივლის.
ტომეზი.
უნდა აღვიარო, რომ ამისთვის მე ისეთი საკვირველი ჯორი მჟავს ერთი, რომ ადამიანი ვერ წარმოიდგენს, რასაც ის მუდამ დღე გზას გამოივლის ხოლმე.
დეფონანდრი.
მე ცხენი მყავს საოცარი: იმისი დაღალვა ყოვლად შეუძლებელია.
ტომეზი.
იცით დღეს რა გზა გამომატარა ჩემმა ჯორმა? თავდაპირველად არსენალთან ვიყავი; არსენალიდამ სენ-ჟერმენის უბნის ბოლოს გავედი; – სენ-ჟერმენის უბნის ბოლოდამ შუა-გულ მარეს მივედი; მარეს შუა-გულიდამ ლა პორტ-სენტ-ონორეს ამოვჰყავ თავი; ლაპორტ-სენტ-ონორედამ სენ-ჟაკის უბანში ჩამოვხტი; სენ-ჟაკის უბნიდამ რიშელიეს კარს მივადექი; რიშელიეს კარიდამ აქ მოვედი და აქედამ უნდა მივიდე კიდევ პლას-როიალს.
დეფონანდრი.
ჩემმა ცხენმა ყველა ეს ადგილები გამოიარა დღესა და ამას გარდა რუელსაც ვიყავ ერთი ავათმყოფის სანახავად.
ტომეზი.
მართლა, ვისი მხარე გიჭირავთ თქვენა თეოფრასტისა და არტემიოზის უთანხმოებაში? ჩვენი აქიმობის გუნდი შუა გაჰყო ამ საქმემ.
დეფონანდრი.
მე მიჭირავს არტემიოზის მხარე.
ტომეზი.
მეცა; მაგრამ იმიტომ კი არა, რომ იმისმა აქიმობამ მოკლა ავათმყოფი, როდესაც თეოფრასტისას იქნება მოერჩინა; – მაინც კი უნდა ვსთქვა, რომ ზოგიერთს შემთხვევაში შემცთარი არის და სხვა აზრზედ არ უნდა დამდგარიყო, თუ არ თავისი უფროსი ამხანაგის აზრზედ. თქვენ რას იტყვით?
დეფონანდრი.
ეგ უეჭველია რაც უნდა მოხდეს, რიგი არასდროს არ უნდა დაირღვეს.
ტომეზი.
ოო! მე წესსა და რიგს ძალიან შეურეველად ვადგევარ ხოლმე, თუ მეგობრებთან არა მაქკს საქმე. ერთხელ ერთ ავათმყოფთან შეგვყარეს კონსილიუმზედ სამი ჩვენი და ერთი სხვა აქიმი. წესისა და რიგის ცოტა რამ გადადგომა მოიწადინეს იქა, მაგრამ მე მოკლეთ მოუჭერ სიტყვა. შინაურებიცა და თითონ ავათმყოფიც ძალიან ბევრს ეცადნენ, მაგრამ მე არას გზით არ დავუევი და ამასობაში ავათმყოფი ყოჩაღად მოკვდა მანამ ჩვენ ბაასში ვიყავით.
დეფონანდრი.
ძალიან კარგათ გიქნიათ. უნდა იცოდეს ხალხმა ცხოვრება როგორ უნდა.
ტომეზი.
მკვდარი კაცი არა არის რა, თუ არ მკვდარი კაცი; იმას სხვა ბოლო არა აქვს რა, და თუ დაწესებული რიგი დაირღვა, ამითი კი მთელი ჩვენი საზოგადოება გაიკიცხება.
გამოსვლა მეოთხე.
ზგანარელი და ისევ ის აქიმები.
ზგანარელი.
თან-და-თან უფრო სწუხს ჩემი ქალი: გთხოვთ მალე მითხრათ, რას დაადექით!
ტომეზი.
(დეფონანდრს) აბა, უფალო.
დეფონანდრი.
არა, თქვენ იწყეთ, უფალო!
ტომეზი.
ნუ ხუმრობთ.
დეფონანდრი.
მე არ დავიწყებ.
ტომეზი.
უფალო!
დეფონანდრი.
უფალო!
ზგანარელი.
ეჰ, მაგ ცერემონიას თავი დაანებეთ ღვთის გულისათვის; აქ განსაცდელი გვადგია.
ტომეზი, დეფონანდრი, მაკრიტონი, ბაჰიზი (ერთად ამბობენ)
ტომეზი.
თქვენი ქალის ავათმყოფობა...
დეფონანდრი.
ჩვენ უველას საერთო აზრი......
მარკოტონი.
კარ-გათ რომ ა-ვიღ-და-ვი-ღეთ...
ბაჰიზი.
ამის დასასკვნელად უნდა გადაწყვეტილი...
ზგანარელი.
არა, ბატონებო, ღვთის გულისათვის, ცალ-ცალკე ილაპარაკეთ.
ტომეზი.
ჩვენ ერთმანეთში მოვილაპარაკეთ თქვენი ქალის ავათმყოფობაზედ და ჩემი აზრით ეს არის, რომ მიზეზი დიდი სიმხურვალეა სისხლისა და როგორც შეიძლებოდეს ისე საჩქაროთ უნდა სისხლი გააღებინოთ.
დეფონანდრი.
მე კი ამას ვამბობ, რომ მიზეზი არის ბალღამის წახდენა სისხლის სიჭარბისაგან და უთუოთ პირ-საღებინებელი უნდა მიეცეს.
ტომეზი.
მე ამას ვადგევარ, რომ პირ-საღებინებელი მოჰკლავს.
დეფონანდრი.
მე კი ამასა, რომ სისხლის გაღება მოკლავს.
ტომეზი.
თქვენ ვითამ და უფრო გამოცდილი ბძანდებით.
დეფონანდრი.
დიაღ ვარ და არას ცოდნაში არ ჩამოგიდგებით. ის კაცი გახსოვთ თუ არა, ამ დღეებში რომ ფეხები გააჭიმინეთ?
ტომეზი.
თქვენ ამ სამი დღის წინათ რომ ერთი ქალი წინა პართ გაუ- უენეთ, ის გახსოვთ თუ არა? (ზგანარელს.)
მე ჩემი აზრი მოგახსენეთ.
ტომეზი (ზგანარელს)
თუ ახლავე სისხლი არ გამოაშვებინეთ, თქვენი ქალი მკვდარია, იცოდეთ. (გავა)
დეფონანდრი.
თუ სისხლი გამოაშვებინეთ, იცოდეთ რომ ნახევარ საათსაც ვეღარ იცოცხლებს. (გავა)
გამოსვლა მეხუთე.
ზგანარელი, მაკროტონი, ბაჰიზი.
ზგანარელი.
რომელი ერთს დაუჯეროს კაცმა, და ორს ასე ერთმანეთის წინააღმდეგს რჩევაში რომელს დაადგეს? გევედრებით ბატონებო, გონებაზე მომიუვანეთ და უშნოთველათ მითხარით, რა უფრო მოუხდება ჩემ ქალსა?
მაკროტონი.
ა-მის-თანა საქ-მე-ში დი-დი სიფ-თხი-ლე გვმარ-თებს, თუ შეც-თო-მა მო-ვი-და რა-მე მო-მა-კვდი-ნე-ბე-ლი იქ-ნე-ბა, რო-გორ-ცა ბძა-ნებს ჩვე-ნი მოძღ-ვა-რი იპ-პო-კრა-ტი.
ბაჰიზი. (სხაპა-სხუპით.)
მართალია, აქ დიდი გაფთხილება უნდა, რადგან აქ სათამაშო სულ არა არის რა; თუ წახდა რამე ნურავის გონია რომ გამოკეთებაღა შეიძლებოდეს; experimentum periculozum. ცდა ხან ბედის მონახევრეა, ხან სრული უბედურებაა, ამისათვის დიდი მოფიქრება გვმართებს, უნდა ავიღოთ, დავიღოთ, აგებულება განვიხილოთ, მიზეზი გამოვიკვლიოთ ავათმყოფობისა და კარგათ გავშინჯოთ რა ნაირათ რა წამალი ვახმაროთ.
ზგანარელი (ცალკე).
ერთი კუს ვერ მოეწევა და მეორე ფოჩტასაც გაუსწრებს.
მაკროტონი.
საქ-მე საქ-მე-ზედ რომ მი-ვი-ყვა–ნოთ. მე მგო-ნი-ა თქვენ ქალს ქო-რო-ნი-კუ-ლი, ხან-გრძლი-ვი, სნე-უ-ლე-ბა ჰქონ-დეს და ძა-ლი-ან გაუძ-ნელ-დე-ბა თუ მა-ლე არ უშ-ვე-ლეთ; ბუ-ღი სდის კვამ-ლე-უ-ლი და ისე ცხარე, რომ ტვინს უშ-ფო-თებს. ეს ბუ-ღი ა-ნუ ქა-რი, ბერ-ძნუ-ლად რომ ატ-მოსს ვეტყ-ვით, მოს-დის წამხ-და-რის ბალღ-მი-სა-გან, რო-მე-ლიც ქვე-და მუ-ცელ-ში უდ-გი-ა.
ბაჰიზი.
და რადგან ამ ბალღამს დროთი უმატნია და უმატნია, შედუღებულა და ის თვისება დასჩემებია, რომ იმისი ბუღი კვამლივით ტვინში ადის.
მაკროტონი.
ახ-ლა რომ გა-მო-ვი-ღოთ, მო-ვა-ცი-ლოთ, გან-ვა-შოროთ ეს ბალ-ღა–მი, ერ-თი ძლი-ე-რი სა-საქ-მე-ბე-ლი უნ-და მი-ე-ცეს; მაგ-რამ მე უფრო ა-მას ვამჯობი-ნებ და უფრო შე-სა-ბა-მიც იქ-ნე-ბა რომ პა-ტა-რა ა-ნო-დი-ნი ვიხ-მა-როთ, ე-სე ი-გი და-მამ-შვი-დე-ბე-ლი ჯუ-ლა-ბი და სას-მე-ლი შარაფი, ა-ნუ შარ-ბა-თი.
ბაჰიზი.
მერე განსაწმედელს სასაქმებელს მივსცემთ და სისხლს გამოუშვებთ. თუ საჭირო იქნება მეორეთაც.
მაკროტონი.
ა-მას ვერ ვიტყ-ვით რომ ამ წამ-ლო-ბით თქვე-ნი ქა-ლი უ-თუ-ოთ მორ-ჩე-ბო-დეს; მაგ-რამ ნუ-გე-შად მა-ინც გე-ქნე-ბათ რომ ცდას არ აკ-ლებთ და თუ მოკვ-და რიგ-ით მა-ინც მოკვ-დე-ბა.
ბაჰიზი.
რასაკვირველია, კანონიერი სიკვდილი ჰსჯობია უკანონო სიკვდილსა.
მაკროტონი.
გუ-ლის სიწ-მინ-დით გაიტყო-ბი-ნებთ ჩვენს აზრ-სა.
ზგანარელი. (მაკროტონს იმისებურათ).
მრა-ვალს მად-ლო-ბას მო-გახ-სე-ნებთ, (ბაჰიზს, სხაპი-სხუპით.) თქვენც გულითა გმადლობთ გარჯილობისათვის, ჩემო ბატონო.
გამოსვლა მეექვსე.
ზგანარელი (მარტო).
აბა რა შევიტყე ეხლა მე ამათგანა? ამათ მოსვლამდინ თუ არა ვიცოდი რა. ახლა უფრო აღარა გამეგება რა. აი დასწყევლოთ... ერთი ფიქრი მომივიდა: წავალ და ორვიეტულს თრიაქს ვიყიდი. ეს ისეთი წამალია, რომ ბევრისათვის ურგია. გამიგონე შენ ეი!
გამოსვლა მეშვიდე.
ზგანარელი და ერთი მეწვრიმალე.
ზგანარელი.
ერთი კოლოფი ორვიეტული თრიაქი მომეცი და ფულს ახლავე დაგითვლი.
მეწვრიმალე
აი, სულ ახალ-ახალი, ჩინებული. ისე სჭრის, რომ თითქმის მკვდარს წამოაყენებს.
მესამე მოქმედება
გამოსვლა პირველი.
ფილრენი, ტომეზი, დეფონანდრე.
ფილრენი.
როგორ არა გრცხვენიათ, ბატონებო, რომ მეცნიერნი და მერე თქვენის ხნისანი ისე წაკიდებულხართ, რომ ბიჭ-ბუჭებსაც არ შეეფერება? როგორ არ გესმით, რომ ამ გვარი ყოფა-ქცევა ქვეყანაში სახელს გვიტეხს ყველასა. ის არ გვეყოფა, რასაც თითონ ჩვენ ჩვენი ძველების კარაბადინებში და სხვა სამკურნალო წიგნებში უთანხმოებასა ვპოვებთ, რომ ჩვენი ხელობის სიყალბე ხალხსაც არ დავანახოთ? მე ჩემ თავათ ზოგიერთი ჩვენი ამხანაგის ყოფა-ქცევა სრულებით არ გამეგება და ჩემსავით ყველამ უნდა აღიაროს, რომ ჩვენი ერთმანერთის წინააღმდეგობა ისე გვიტეხს ქვეყანაში სახელსა, რომ თუ ძალიან არ გავფთხილდით და გონიერებას არ დავადექით, მთელი აქიმობა შიმშილით უნდა ამოწყდეს. მე აქ ჩემი თავისას არას ვამბობ; მე ჩემი საქმე, ღვთის შეწევნით, კარგათა მაქვს დაჭერილი თუნდ ქარი ქროდეს, თუნდ სწვიმდეს, თუნდ სეტყვა მოდიოდეს, ვინც ერთხელ მოკვდა, მოკვდა, და ვინც ცოცხალია, მე იმათი შემაყურებელი აღარა ვარ, მაგრამ მაინც ვიტყვი, – ყოველი ეს ჩვენი ერთმანეთის მტყუნება და ჩხუბი გროშათაც არა ღირს ჩვენი ხელობისათვას. რადგან ერთხელ ჩვენ ისეთი ზეციერი წყალობა მოგვევლინა, რომ რამდენიმე საუკუნოების მომდინარეობაში ქვეყანას ჩვენი რაღაც სწავლა და ხელობა სჯერა და ნდობა აქვს ჩვენი, რა ჭკუაა ვითამ. რომ თვალი ავახილვინოთ და ჩვენი მხიბლაობა და მაცთურობა ცხადათ დავანახოთ? წყნარათ და თავაზიანათ გამოვრჩებოდეთ ამ ხალხის სისულელეს, ის არა სჯობია? იქნება გეგონოთ, რომ ჩვენს მეტი სხვა არავინა ცდილობდეს ხალხის უგონრობა თავისათვის გამოიყენოს? თითქმის ყოველი სწავლისა და მეცნიერების მიმართულება ის არის, რომ კაცის უღონოებას და უგონრობას გამორჩეს რასმე. პირ-მოთნეებმა, მაგალითად. იციან, რომ ადამიანს ქება უყვარს და ამ სიყვარულიდამ გამოაქვთ თავისი სარგებლობა. ზოგნი ისე არიან ამაში დახელოვნებული, რომ დიდი სარგებლობა გამოაქვთ. ალქიმისტებმა იციან, რა დიდი სურვილი აქვს კაცს სიმდიდრისა და იმითი სარგებლობენ, რომ ოქროს მთებს ჰპირდებიან ყველას ვინც ყურს უგდებს და იმათს მეცნიერებას ენდობა. მკითხავები ამბობენ, ასტროლოღია ვიცითო. ჰოროსკოპში ვიყურებითო და რამდენია იმათი დამჯერებელი ქვეყანაზედ, ვინ მოსთვლის, და აქედამ მაცთურებს რამდენი სარგებლობა გამოაქვთ, ვინ აღრიცხავს. ყველა კაცობრივს გრძნობაზედ უძლიერესი გრძნობა არის სიცოცხლის სიყვარული, – ყვულაზედ უტკბეს არის კაცისათვის სიცოცხლე და ჩვენ დიდის მდიდურობით. დიდის პამპრაუქობით მოგვაქვს თავი, რომ ჩვენა ვართ სიცოცხლის გამაგრძობელნი, ჩვენი მეცნიერება არის ის განუზომელი მეცნიერება, რომელსაც სიკვდილის განშორება შეუძლიაო და სიკვდილის მოშიშარნი გვიჯერებენ რასაც ვამბობთ და სწამთ ჩვენი ძლიერება. რათ გინდათ, ერთი შემატყობინეთ, რომ გადუდგეს ხალხი ამ სარწმუნოებასა და თითონ ჩვენგანვე შეიტყოს, რომ შემცთარი თურმე ყოფილა ჩვენს ძლიერებაზედაცა და ჩვენს მეცნიერებაზედაც? ის არა სჯობია, რომ ჩვენი ალაგი გვეჭიროს ავათმყოფობასთან და რაც ჩვენს სიყალბეს შეუდგება, რასაც ჩვენ დავაშავებთ. ის ბუნებას გადავაბრალოთ, ღვთის განგებასა. რათ დავარღვიოთ ჩვენი საზრდო ჩვენის ხელითა და ვინც ჩვენის მიზეზით მიწასა ჰბარდება, იმათი შეძლება იმათ მემკვიდრეებს ნუ დარჩებათო, ან ამათ რაღას ვემართლებით?
ტომეზი.
სულ მართალია, რასაცა ბძანებთ, მაგრამ ძნელი ეს არის, რომ ხანდახან სისხლის სიმხურვალეს ვეღარ დავიმორჩილებთ ხოლმე.
ფილრენი.
კარგია ახლა, ბატონებო. განუტევეთ ყოველი მიზეზი და გარიგება მოვახდინოთ თქვენი.
დეფონანდრე.
მე თანხმა ვარ. აქ მე ჩემი სასაქმებელი მიმაცემინონ ამ ავათმყოფისათვის და იმას რაც ნებავს ის მისცეს პირველს სხვა ავათმყოფსა.
ფილრენი.
უკეთესი სიტყვა აღარ ითქმის.
დეფონანდრე.
საქმე გათავდა.
ფილრენი.
აბა ხელი-ხელს. ახლა მშვიდობით. ამას იქით იმედია უფრო ფთხილათ იქნებით.
გამოსვლა მეორე.
ტომეზი, დეფონანდრე, ლიზა.
ლიზა.
როგორ, ბატონებო, თქვენ აქა ბძანდებით და თქვენს ხელობას სხვანი რომ გეცილებიან. ამას კი არას დასდევთ?
ტომეზი.
რაო, რა მოხდა?
ლიზა.
ერთმა ვიღამაც თავხედმა თქვენს ხელობას ზედაც არ შეხედა და ეს არის ეხლა ხმლით გააყრევინა სული ერთ კაცსა!
ტომეზი.
გაიგონე შენ ეი! შენ ხუმრობ, მაგრამ დღე მოვა, რომ შენც ჩვენს ხელში გაიარო.
ლიზა.
პირობას გაძლევთ, მე თითონ მოვიკლა თავი, მანამ თქვენ მოგმართავდეთ
გამოსვლა მესამე.
ლიკანდრი (აქიმის ტანისამოსით), ლიზა
ლიკანდრი.
აბა, ჩემო ლიზა, ამ ჩემს მორთულობაზედ რას იტყვი? ამ ტანისამოსით საპატიო კაცის თვალების ახვევა შეიძლება თუ არა, როგორა გგონია? მოგწონს?
ლიზა.
ძალიან, ძალიან, უკეთესი არ შეიძლება; დიდი ხანია მე აქ გელით. ღვთისაგან ისე ვარ დაბადებული, რომ ორი მიჯნური რომ ერთმანეთისათვის ოხრავდნენ, მე გული არ მომისვენებს თუ არ მივეშველე და ყოვლის ფრით ხელი არ მოუმართე, რომ თავის საწადელს ეწვივნენ, რითიც იქნება მინდა გამოვიხსნა ლუცინდა მამის ხელიდამა და თქვენ მოგცეთ ხელში. ჯერ ერთი ესა, რომ მომეწონეთ; – ამ ნაირს საქმეში მე გაგება მაქვს, განა არა, და ვამბობ, რომ უკეთესს ვერავის შეეტრფოდა სიყვარულს ბევრი ახირებული განსაცდელი ადგია და ჩვენ ისეთნაირათა გვაქვს საქმე მოყვანილი, რომ მგონია კარგათ დაბოლოვდეს. არც კი კაცია ისე გამოქნილი რომ იმასთან ამ საქმის დაჭერა გასაჭირი იყოს. თუ ამ დაწყობილობამ გვიმტყუნა როგორმე, სხვა ათასნაირი გზა იპოვება კიდევა, რომ ჩვენს საგანს მივაწიოთ. პატარა ხანს აიქ მამიცადეთ და მალე მოგნახავთ. (ლიკანდრი მიეფარება)
გამოსვლა მეოთხე.
ზგანარელი. ლიზა.
ლიზა.
ბატონო, მიხარებია, მიხარებია!
ზგანარელი.
რაო?
ლიზა.
გიხაროდეთ!
ზგანარელი.
რა?
ლიზა.
გიხაროდეთ მეთქი, მოგახსენებთ.
ზგანარელი.
ჯერ გამაგებინე. რა არის და იქნება გავიხარო..
ლიზა.
არა, მე ის მინდა, რომ ჯერ იხაროთ, იმღეროთ, ითამაშოთ.
ზგანარელი.
რაზე?
ლიზა.
ჩემ სიტყვაზე.
ზგანარელი.
კარგი, რა გაეწყობა. (მღერის და ცეკვავს ) ლა, ლერა, ლა, ლა, ლა, ლე, რა, ლა. არც ახლა იტყვი?
ლიზა.
ბატონო, თქვენი ქალი მორჩენილია.
ზგანარელი.
ჩემი ქალი მორჩენილია?
ლიზა.
დიაღ! ერთი აქიმი მომყავს, მერე ისეთი აქიმი. ისეთი აქიმი, რომ მკურნალი არის საოცარი და სხვა აქიმს ზედაც არავის შეჰხედავს.
ზგანარელი.
სად არის?
ლიზა.
ეხლავ შემოვიყვან. (გავა.)
ზგანარელი (მარტო.)
ვნახოთ ერთი, ეს სხვებზედ მეტსა იქს რასმე თუ ვერა?
გამოსვლა მეხუთე.
ლიკანდრი, ზგანარელი, ლიზა.
ლიზა. (მოუძღვის ლიკანდრს.)
აი!
ზგანარელი.
სულ უწვერო აქიმი!
ლიზა.
ცოდნა წვერით კი არ იზომება.
ზგანარელი.
უფალო, გამიგონია, ერთი წამლობა თურმე იცით, რომ ყოველი სენის გამკურნავიაო.
ლიკანდრი.
უფალო, ჩემი წამლობა სხვების წამლობას არ მიემსგავსება, იმათ აქვთ სხვა-და-სხვა დასალევინებელი თუ წასასმელი წამლები; იმათ იციან პირ-ღებინება, სისხლის გამოშვებინება, ოყნის მიცემა, ჯულაბის დალევინება; – მე – მხოლოდ სიტუვით ვარჩენ, ხმით, წერილით და შეზავებული ბეჭდებით.
ლიზა.
მე რაღა მოგახსენეთ?
ზგანარელი.
კაცი ესა ყოფილა.
ლიზა.
ბატონო, თქვენი ქალი ტან-ჩაცმული ზის თავის ოთახში და ბარემ აქ შემოვიყვან.
ზგანარელი.
აგრე ქენი.
ლიკანდრი.
(ზგანარელს მაჯას უნახავს) თქკენი ქალი მძიმე ავათმყოფი ყოფილა.
ზგანარელი.
ეგ ამითი შეიტყეთ?
ლიკანდრი.
დიაღ, იმ თანამგრძნობელობით, რომელიც მამასა და შვილში არსებობს.
გამოსვლა მეექვსე.
ზგანარელი, ლუცინდა, ლიკანდრი, ლიზა.
ლიზა.
(ლიკანდრს) აი, ბატონო, სკამი ავათმყოფთან. (ზგანარელს) ჩვენ თავი დავანებოთ.
ზგანარელი.
რათაო. მერე? მე აქ მინდა ვიყო!
ლიზა.
ხუმრობთ თუ? უნდა მოშორდეთ. ვინ იცის აქიმს ავათმეოფ ქალთან რამდენ ნაირი საკითხავი აქვს და სხვამ თუ ყური უგდო, როგორ შეიძლება, რაღას გაიგებს აქიმი! (მოშორდებიან).
ლიკანდრი. (ლუცინას ნელა.)
ოჰ! რა დიდად სასიხარულოა ეს ჩემი აქ ყოფნა. არ ვიცი საიდამ დავიწყო. თქვენთან საუბარი. მანამდისინ თუ არა თვალებით სხვა გამოლაპარაკება არა მქონდა რა თქვენთან, რამდენი რა მქონდა თქვენთვის სათქმელი; და ახლა კი როდესაც შემთხვევა მაქვს თავისუფლად ლაპარაკისა, ენა აღარ მემორჩილება და სიხარულით აღტაცებამ სრულებით დამამუნჯა.
ლუცინდა.
მეც ეგ მეთქმის; თქვენსავით მეც ისე ვარ სიხარულისაგან შეშფოთებული, რომ ენა მეკვეთება.
ლიკანდრი.
ღმერთო დიდებულო! რა ბედნიერი ვიქნებოდი, რომ მართლა თქვენც იმასა ჰგრძნობდეთ, რასაც მე ვგრძნობ, და ნება რომ მქონდეს ჩემი გული თქვენსას შეუწონო. მაგრამ ნეტავი ეს მაინც იყოს ჩემთვის დასაჯერებელი, რომ თქვენის აზრით არის მოხერხებული ჩემი ასე ახლოს თქვენთან ყოფნა და თქვენთან ლაპარაკი!
ლუცინდა.
აზრი თუ ჩემი არ იყო, ნება-დართვა მაინც იყო. ჩემი და დიდის სიხარულით მოწონება ამ აზრისა.
ზგანარელი.
(ლიზას) როგორღაც მეტად ახლო უზის მგონია.
ლიზა.
(ზგანარელს) მაშ როგორ იქნება, სახის მეტყველება თუ კარგათ არ გაუშინჯა?
ლიკანდრი.
(ლუცინდას) რომ შესცვალოთ ეგ გულის ლმობიერება, რომელსაც ნეტარებითა ვხედავ?
ლუცინდა.
თქვენა? თქვენ კი მტკიცედ დაადგებით მაგ თქვენს გადაწყვეტილებას?
ლიკანდრი.
ოჰ, სანატრელო! სიკვდილამდის. ამის უდიდესი სურვილი მე აღარა მაქვს რა, რომ თქვენი ვიყო და აქვე, ახლავე დაგიმტკიცებთ ამასა.
ზგანარელი.
(ლიკანირს.) აბა, ჩვენი ავათმყოფი; მგონია, მართლა. უფრო მოხედვით იყოს.
ლიკანდრი.
ეგ იმისაგან არის, რომ ვიხმარე ერთი იმ წამალთაგანი, რომელთაც ჩემი ხელობა მამცნევს. რადგან გონებას დიდი უფლება აქვს სხეულზედა და უფრო ხშირად იმისაგან სწარმოებს მრავალი ავათმყოფობა, ჩემი ჩვეულებაც ის არის, რომ ჩემის წამლობით ჯერ გონებას მივმართო და მერე სხეულის მტკივნეულობას. ამ ანგარიშით მე გაუშინჯე თვალები, სახის ასოები და ორივე ხელის გულის ხაზები; და ზეგარდამო მონიჭებულის ცოდნით, მივაგენ, რომ გონებით იყო ავათ და ეს ავათმყოფობა სწარმოებდა შერყეულის ფიქრისაგან, განსაკითხავი სურვილისაგან, მალე გავთხოვდეო. მე თუ მკითხა კაცმა. ისე უგუნური, ისე სათაკილო და საკიცხავი წადილი სხვა არა მეგულება რა. როგორც გათხოვების სურვილი.
ზგანარელი
(ცალკე) აი კაცური კაცი!
ლიკანდრი.
მქონია და ყოველთვის მექნება ზიზღი ამისთანა სურვილისა.
ზგანარელი.
(ცალკე) აი დიდი აქიმი!
ლიკანდრი.
მაგრამ რადგან ავათმყოფს ჯერ დაყვავება უნდა და რადგან მე ამ ქალში გონების შერყევა ვპოვე და აუცილებელი იყო, რომ საჩქაროდ მივშველებიყავ, მეც იმას მივადექ, რაცა სტკივოდა და უთხარ, იმისთვისა ვარ აქ მოსული. რომ მინდა გითხოვოთ მეთქი. – მაშინვე შეეცვალა სახის გამომეტყველება, ფერი მოუვიდა, თვალები გაუნათლდა და თუ თქვენი ნება იქნება რომ რამდენსამე დღეს ამ აზრზედ ვამყოფოთ, თვალით დაინახავთ, რომ გამოვა იმ მდგომარეობიდამ, რომელშიაც ახლა არის.
ზგანარელი.
დიაღ არის ჩემი ნება, დიაღ არის.
ლიკანდრი.
მერე სხვა წამალს ვახმარებთ, რომ სრულებით განიკურნოს თავის შერყეული ფიქრისაგან.
ზგანარელი.
ეგ ხომ ყველაზე უკეთესი იქნება. ახლა, ჩემო შვილო! აი უფალი ამბობს, რომ შენი შერთვა სურს და მეც თანხმა ვარ მეთქი ვეუბნები. შენ რას იტყვი?
ლუცინდა
იქნება მართლა?
ზგანარელი.
სწორეთ.
ლუცინდა.
(ლიკანდრს) როგორ? თქვენ მართლა განიზრახავთ, მე შემირთოთ?
ლიკანდრი.
უსათუოდ, ბატონო!
ლუცინდა.
მამა ჩემიც მართლა თანხმა არის?
ზგანარელი.
მართლა, სწორეთ მართლა, შვილო!
ლუცინდა
ოჰ! ღმერთო! რა ბედნიერი ვარ, თუ მართალია.
ლიკანდრი.
ეჭვი ნუ გაქვთ, ბატონო! დღევანდელი ამბავი არ არის, რომ მე თქვენ გეტრფით და სურვილით ვიდაგები რომ თქვენ მეუღლეთ ვიქნებოდე. სხვა არაფრისთვისა ვარ მე აქ მოსული, თუ არ ამისათვის; და თუ გნებავთ, რომ გადაწყვეტით მოგახსენოთ, ეს მკურნალის ტანისსამოსიც იმ განზრახვით მაცვია, რომ თქვენთან დავახლოვებულვიყავ და ეს ჩემი გულითადი წადილი დაუბრკოლებლად ამესრულებინა.
ლუცინდა.
...და ჩემთვის დაგემტკიცებინათ ჭეშმარიტი ტრფიალება და სიყვარული! ჩემის მხრით მეც როგორც შემიძლია ისე გითანაგრძნობებთ.
ზგანარელი.
სულელი, სულელი, სულელი!
ლუცინდა.
არა, მართლა გნებავთ მამაო, ამ უფალს მიმცეთ?
ზგანარელი.
დიაღ! შენი ხელი მომეცი აქა. თქვენი ხელიც მომეცით, უფალო, ჩაგითვალოთ.
ლიკანდრი.
აი, ბატონო, მაგრამ......
ზგანარელი.
(სიცილს ძლივს იმაგრებს) არა, არა... ეს იმისთვის... იმისთვის... რომ გონება დაუშოშმინოთ, აბა მომეცით.
ლიკანდრი.
საწინდრათ ეს ბეჭედი მიიღეთ ჩემგან. (ზგანარელს ჩუმათ) ეს ის შეზავებული ბეჭედია, შენძრეულს გონებას რომ თავის დონაზედ აყენებს.
ლუცინდა.
მაშ ბარემ კონტრაკტიც შევადგენინოთ, რომ ჯვარის წერას აღარა აკლდეს რა.
ლიკანდრი.
მეც დიაღა მსურს ეგა, ბატონო. (ზგანარელს ჩუმათ) მინდა ჩემი მწერალი შემოვაყვანინო და ნოტარიუსია მეთქი, თქვენს ქალს დავაჯერებინო.
ზგანარელი.
ძალიან კარგი იქნება.
ლიკანდრი.
ვინა ხართ მანდა? მე რომ ნოტარიუსი მომყვა, აქ შემოიყვანეთ.
ლუცინდა.
როგორ? ნოტარიუსიც მოგიყვანიათ?
ლიკანდრი.
დიაღ, ბატონო!
ლუცინდა.
ოჰ, ღმერთო, რა მიხარია!
ზგანარელი.
სულელი, სულელი!
გამოსვლა მეშვიდე
ნოტარიუსი, ლიკანდრი,ზგანარელი, ლუცინდა, ლიზა. (ლიკანდრი ნოტარიუსს ეჩურჩულება.)
ზგანარელი. (ნოტარიუსს.)
დიაღ, უფალო, კონტრაკტი უნდა შეუდგინოთ ამათა. აბა დაუწერეთ. (ლუცინდას) აი, კონტრაკტსა სწერენ. (ნოტარიუსს) მე ვაძლევ მზითვად ოციათას ოქროს. ასე დასწერეთ.
ლუცინდა.
ოჰ, მამა! როგორა გმადლობ, რომ იცოდეთ!
ნოტარიუსი.
აი, გავათავე ხელის მოწერის მეტი აღარა უნდა რა.
ზგამარელი.
რა მალე შეადგინა, ე!!
ლიკანდრი.
(განარელს). დიაღ, მაგრამ ეს მაინც...
ზგამარელი.
არა მეთქი, გეუბნებით. ვინ რა იცის, რომ... (ნოტარიუსს) კალამი მიეცით ხელი მოაწერონ. (ლუცინდას) მოაწერე და რაღა, მოაწერე, მოაწერე. მიდი, მიდი მოაწერე მეთქი. მერე მეც მოვაწერ.
ლუცინდა.
მე მინდა ხელში ვიქონიო ეგ კონტრაკტი.
ზგანარელი.
გინდა და აჰა! (ხელს აწერს) ახლა? კმაყოფილი ხარ, თუ არა?
ლუცინდა.
ოჰ, დიდათ კმაყოფილი, რომ მეტი არ შეიძლება.
ზგანარელი.
მადლობა ღმერთსა, მადლობა ღმერთსა!
ლიკანდრი.
მარტო ნოტარიუსი კი არ მომიყვანია აქა, მომღერალნი, დამკვრელები და მოთამაშეებიც მოვიყვანე, რომ ბედნიერ დღეს ვიხაროთ და ვისიამოვნოთ, აბა შემოიყვანეთ. ეგ ისინი არიან, ყოველთვის რომ თან დამყავს გულის გასართობათ და შესაქცევათ.
გამოსვლა მერვე.
ზგანარელი, ლუცინდა, ლიკანდრი, ლიზა.
შემოვლენ;
კომედია, ბალეტი, მუზიკა, თამაშობა, სიცილი, სიამოვნება.
კომედია, ბალეტი, და მუზიკა. (ერთათ).
უჩვენოთ კაცნი
ავათ არიან.
ჩვენა ვართ მათნი
გამკურნავია.
კომედია.
თუ გსურთ, რომ გაჰქრეს
ყოველი თქვენი
მტკივნეულობა,
იპოკრატს კი ნუ,
ჩვენ მოგვმართავდეთ.
სამნივ ერთად:
უჩვენოთ კაცნი
ავათ არიან.
ჩვენა ვართ მათნი
გამკურნავია.
გამოსვლა მეცხრე.
ზგანარელი, ლიზა, კომედია, მუზიკა, ბალეტი.
თამაშობა, სიცილი, სიამოვნება.
ზგანარელი.
სასიამოვნო აქიმობა სწორეთ ეს არის. ჩემი შვილი და აქიმი რა იქნენ?
ლიზა.
ქორწილის დასაბოლოებლად წავიდნენ.
ზგანარელი.
როგორ თუ ქორწილის?
ლიზა.
მა რა? გაება ჩიტი მახეში. რაც თქვენ აქ ხუმრობა გეგონათ, სულ მართალი გამოდგა.
ზგანარელი.
რაო, რაო! (იწევს წასულებს დავეწიოო, მაგრამ სხვანი არ უშვებენ.) გამიშვით ერთი, გამიშვით მეთქი, გეუბნებით. (მაინც არ უშვებენ) ამათ უყურეთ ერთი! გამიშვით, თორემ მამა ჩემი არ წამაწყდება......
(ფარდა დაეშვება.)
დიმიტრი ყიფიანი
![]() |
2 სახჩობელაზედ |
▲back to top |
სახჩობელაზედ
(პატარა ამბავი.) შუა ზაფხული იყო. მინდვრები და ქედები გოლვას სულ მთლად გადაეჭკნო და ფერი ეცვლევინებინა. იმ დღეს, რა დღიდამაც ვიწყობთ ჩვენს ამბავს, ასეთი ცხარე მზე ჰსწვავდა ქვეყანასა, ასეთი პაპანაქება იდგა, რომ დედა-მიწას ბუღი აზდიოდა თითქო გახურებული თორნეაო. კაცი სიცხისაგან დაოსებული ძლივს სულს იქცევდა. ამისთანა დღეს საქონელ გამოშვებულნი ღვინის ურმები იდგნენ მწკვრივად ლოჭინის ხევის პირს. ხევში წყალი გოლვისაგან ისე მილეულიყო, რომ ძლივსღა მოიპარებოდა ქვებთა შორის რიყეზედ. საცოდავი მეურმეები, ქანც-გაწუვეტილნი სიცხისაგან, გულ-დაღმა გაშოტვილიყვნენ კონკილაზედ აყენებულ ურმებ ქვეშ. ყველას ეძინა, – მარტო ორიოდ ბიჭი, კალთებ აწეულნი, იდგნენ გუბის პირას და ხის ჯამებით ასხამდნენ წყალს პირდაღებულს, დასიცხულს კამეჩებსა, რომელნიც გუბეში ეყარნენ. აქედ პატარა მოშორებით თავი მოეყარათ ხარებსა, ჩამდგარიყვნენ გუბის პირას, თვალებ დახუჭულნი იცოხნებოდნენ და კუდით იგერიებდნენ უსიამოვნო ბუზებსა.
მზე გადიხარა; თბილმა შეგუბებულმა ჰაერმა მოძრაობა დაიწყო. იმ ენა-ჩავარდნილმა ადგილმა გაიხმაურა. აიშალნენ მეურმეები თვალების ფშვნეტითა; პირზედ წყალი შეისხეს და შესაბმელად მორეკეს საქონელი, რომელიც სიცხის გატეხაზედ მინდვრად გასულიყო და სცოხნიდა გოლვისაგან გამხმარს ბალახსა, „ჰოო, ხიო, პატრონ ძაღლო,...“ და სხვა ამისთანა და ამაზედ უარესიც ისმოდა მეურმეების ხმაურობაში. როცა შეაბეს და წინა მეურმემ შოლტი გამართა, რომ ხარებს გაუტყლაშუნოს და დაჰსძრას ურემი, მაშინ უეცრად ხევის ყურედამ ორი ყმაწვილი გამოვიდა გზაზედ. ორივეს ტანზედ სალდათის მაუდის „კურტკები“ ეცვათ. ერთს მათგანს თავზედ ეხურა უშველებელი ჩერქეზული ქუდი. ქუდი ისე ჩამოფხატოდა თავზედ, რომ ცხადი იყო, ქუდის პატრონი სხვა ყოფილა და მხმარებელი სხვაა. მეორეს ეხურა სალდათური უწინდებური უკაზიროკო ქუდი.
ჩერქეზული ქუდიანი თექვსმეტ-ჩვიდმეტის წლისა იქმნებოდა, მეორე ან თოთხმეტისა, ან ხუთმეტისა. უფროსის სახე არ იყო ძალიან მარილიანი: იმისი სხარტე და ფირფიტა ნიკაპი, იმისი წვრილი სწრაფი და მოუსვენარი თვალი, ჩქარ-ჩქარი თვალთა ხამხამი ცხადად ამბობდა, რომ ამ კაცის კანში რაღაც უფხო გულია დამალული. მეორე – უმცროსი უფროსსა ჰგვანდა კიდეც და არცა ჰგვანდა: ჰგვანდა ზოგიერთ სახის ასოს მოყვანილობაში, მაგრამ უფრო მარილიანი იყო. მისი შავი და ღრმა თვალები მკვახედ გამოიყურებოდნენ. წარბ-შეკრული იყო და გულ-დახურული, თითქო რაღააც ითმენსო და თავის-თავს ძალას ატანსო. შინაგანი ამღვრეულობა არავის ამცნოსო. პირველი იმისთანა იერის ყმაწვილი იყო, რომ კაი კაცის კვალზედ წავიდოდა, შესამჩნევი არა იქმნებოდა რა, ავის კაცის კვალზედ დაადგებოდა – ქურდ-ბაცაციობის მეტს ვერაფერს ვერ შესძლებდა. მეორეს კი სხვა ნიშან-წყალი ჰქონდა.
– გამარჯვება თქვენი, – უთხრა მეურმეებს უფროსმა.
–აი, გაგიმარჯოთ, – მიჰსცეს პასუხი.
– თქვენ უთუოდ ქალაქს მიდიხართ.
– გამოცანა გერგება, დაუძახა დაცინებით ერთმა მეურმემ.
უფროსმა ღიმილით ჩამოართვა ეს დაცინება და ლაქუცითაც. უმცროსმა უფრო წარბი შეიკრა და რისხვამ ელვასავით გაურბინა სახეზედ, მაგრამ თავი მალე შეიკავა. ეტყობოდა რომ გულის მოძრაობას მოერია,
– აი დალახვრა ღმერთმა ავი კაცი! – წამოიძახა უფროსმა: ჩვენ თუქურმიშის შკოლაში ვიყავით, ჩვენ ორნივ ძმები ვართ, თავადიშვილები...
– ბეჟან! დატუქსვის ხმით დაუძახა უმცროსმა თავის ძმას და ისეთის თვალით შეხედა, რომ სიტყვა გააწყვეტინა. ეტყობოდა, რომ უმცროსს რაღაც სიტყვა თავისის ძმისა არ მოეწონა და გაწყრა. ბეჟანმა თუმცა პირველში სიტყვა გაწყვიტა, მაგრამ მალე მოუტრიალდა გაწყვეტილს ამბავს და ძმას ყური აღარ ათხოვა.
– ჩვენ ორნივ ძმები ვართ, თავადი-შვილები, განაგრძო. ბეჟანმა: მამაჩვენმა ქალაქიდამ ერთი თუმანი გამოგვიგზავნა, როცა დაგითხოვონო, ერთი რუსის პოვოზკა დაიჭირეთ და წამოდითო. ჩვენც, – აი ამოაგდო ღმერთმა. ავი-კაცის ქოქი, – ერთს რუსს გავურიგდით, რვა მანეთი მივეცით, რომ ქალაქში ჩავეყვანეთ. წამოგვიყვანა, გზაზედ დუქანში დაგვეთრო, გადმოგვყარა პოვოსკიდამ, თითონ შინ დაბრუნდა და ჩვენ ასე გამოგვისტუმრა. ჩვენი ბარგი და რვა მანეთი ფული თან გაიყოლა იმ სულ-ძაღლმა.
უმცროსი მთლად აირია. მიტრიალდა, ზურგი მეურმეებს და თავის ძმას შეაქცია, დაიწყო უაზროდ ყურება და მერე დაჟინებით დააცქერდა ჩამავალს მზესა
– ერთი ასეთი ბუზმენტიანი ჩოხა გაიყოლია თან ჩემი, რომ ხუთ თუმნათა ღირდა, – დაიწყო ისევ უფროსმა: ჩოხას ჯანი გავარდეს, ის ძველი და სხვა ახალი: მამა-ჩვენი შემძლებული კაცია...
უმცროსი მოუტრიალდა ძმას უფრო გულ-ამღვრეული და გაჯავრებული, ვიდრე წინად.
– ბეჟან, გეყოფა, კარგი!... უთხრა უმცროსმა თითქო წყრომითაც და ვედრებითაც.
ბეჟანმა მაინც კიდევ ყური არ ათხოვა და მოჰყვა ისევ თავისებურად:
– ორის დღის უჭმელები ვართ. ცუდი საქმე დაგვმართა იმ ოჯახ-დაქცეულმა. აბა ეხლა რა უნდა ვქნათ ამ უცხო ქვეყანაში?
– ვაი ჩემს გამჩენს! უპასუხა ერთმა დროულმა მეურმემ: უცხო ქვეყანაში რად იქნებით!... ასე გონია, სათათრეთში იყვნეთ!... ეს ქვეყანა საქრისტიანო – საქართველოა. პურსაც გაჭმევთ, ღვინოსაც დაგალევინებთ და კაი ქეიფსაც გაგაწევინებთ. ვაი ავ-კაცს, რომ თქვენი ცოდვა აუღია, თორემ თქვენ რა გიჭირთ? ასე ჩაგიყვანთ ქალაქშია, რომ ქარიც არ მოგადინოთ.
უმცროსს წარბი გაეხსნა, მოღრუბლულს სახეზედ რაღაც სიამოვნების ფერმა გადაჰკრა. ერთობ, მისის სახის მეტყველებამ განცვიფრებული სისარული გამოჰსთქვა, თითქო ადამიანის გულ-კეთილობას პირველად შეხვდაო და უკვირსო.
იმ დროულმა კაცმა გახსნა ხურჯინი, ერთი შოთი ერთს მისცა, მეორე – მეორესა და ერთი ჩარექა ღვინოც ჩამოუსხა პატარა ტიკჭორიდამ.
– ვაი შენს პეტრეს! დაიწყო. იმავ დროულმა: ჩვენ დალოცვილს ქვეყანაში შიმშილით ლეკიც არ მომკვდარა, თქვენ რად შეგშინებიათ? შეექეცით, შვილო! ეხლა კი ამ მშრალს პურს პურად ძვირობაში ნუ ჩამოგვართმევთ, ამაღამ კი ასეთს ცხვრის მწვადებს გაჭმევთ, რომ ხონთქარმაც კი ტუჩები ილოკოს.
პეტრემ დაისო ორნივე თავის ურემზედ; წასვლა უთხრეს წინა მეურმესა დაიძრა ქარვანი ურმებისა. ამტვერდა მშრალი გზა.
იმავე დღეს გლეხის ვახშმობის დროს ამ მეურმეებმა ქალაქის პირში გამოუშვეს ურმები, რადგანაც ღამე იყო და ქალაქში ღამის ხარჯს საქონლისას მოერიდნენ. მეურმეებმა თითო-თითო ღერი შეშისა შორიდამ წამოღებული, გადმოიღეს ურმებიდამ და ცეცხლი დაანთეს. პეტრემ შესწო. მწვადი თავის პატარა-სტუმრებისათვის და როგორც შეეძლო გაუმასპინძლდა. ვახშამი ჭამეს. დაღალულნი მეურმეები დაეყარნენ და ძილს მიეცნენ. საქონელი მინდორზედ საძოვნელად გაიშალა. ღამის მეხრეები გვერდით ედგნენ ყარაულად. პეტრემ ყმაწვილებს ქვეშ გაუშალა თავისი ნაბადი და უთხრა:
– თავადი–შვილები ხართ, ჩვენსავით ცარიელ მიწაზედ გდებას ვერ აიტანთ.
ყმაწვილები დაწვნენ, პეტრეც შორი-ახლო მიეგდო და მკვდარსავით დაიძინა.
გათენდა მტრედის ფრად. მეურმეები აიშალნენ, მაგრამ ჩჟენმა პეტრემ თავისი სტუმრები თავის ადგილას ვეღარა ნახა. მიიხედ-მოიხედა და თვალი ვეღარსად ვერ მოკრა.
– ვაი შენ ჩემო თავო! დაიძახა ბებერმა პეტრემ, რა კი გული დააჯერა, რომ ყმაწვილები გაპარულან: აკი არ მომატყუეს ეს დროული კაცი! გაპარულან!... წაიღებდნენ რასმეს!..
იკრა პეტრემ ჯიბეს ხელი და ორივე მოჭრილი ჰქონდა. კეთილმა-ბერიკაცმა გულ-ნაკლულად ჩაიცინა:
– აკი იმ ძუძუ-მწოვრებმა არ გამქურდეს ეს დროული კაცი! სთქვა ღიმილით და თაკილითაც პეტრემ: ჩემზედ ახია: ისე როგორ დავიძინე რომ ვერც კი გავიგე. აი დალახვრა ღმერთმა სიბერე! არა, შვილო, ეხლა ჩემი შვილდი უნდა ძირს დავდო. ტყუილად კი არ მეუბნებოდა ჩემი უფროსი შვილი, მამი, – დაჰბერდი, შორს გზაზედ მეურმობაში ვეღარ გამოდგებიო. აკი ვეღარ გამოვდექ, მე კი მეგონა აღზევანსაც წავალ მეთქი კიდევ მარილზედ. აი ტა, ტა, ტა... დავბერდი, დავჩაჩანაკდი... სირცხვილით შინ როგორღა მივიდე. მეურმე კაცი, ქალაქს მიმავალი ღვინის ურმითა, გამქურდეს! მერე ვინა? ძუძუთა ბაშვებმა!.. ჯიბე მომჭრეს, ჯიბე. ვაი შენ ჩემო თავო!
– ბევრი წაიღეს? ჰკითხა ვიღაცამ.
– სამი და ათი შაური, – მიუგო პეტრემ: აქ, შვილო, სავალალო ეგ კი არ არი, მაგას ვინა ჩივის. ეს სირცხვილი როგორა ვჭამო, როგორ! უსუსურმა ბაშვმა გამქურდა. ვისაც ვეტყვი, დამცინებს, ჯალაბსაც კი სიცილად არ ვეყოფი, მეზობლები ჯავრით გამხეთქენი ბიჭო, მძინარეს ჯიბეები დამჭრეს!.. არა, შვილო, რაკი ქართველმა რუსული შლაპკა დაიხურა, იმის საქმე წასულია. ფუ, ეშმაკს! მერე ვინა? ჯერ ტუჩებზედ დედის რძე არა ჰქონდათ შემშრალი... ეს დროული კაცი... აი ტაი, ტაი, ტაი! ღმერთმა იმათ კი შეარგოთ და მე კი ეს სირცხვილათაც მეყოფა და სიცილათაც.
გაიქნივა თავი ისეთის ღიმილით. თითქო. ხუმრობაში ატარებსო ამ საქმეს, მაგრამ გულში კი მართლა ჰსცხვენოდა.
II
გავიდა ოთხი წელიწადი. გაზაფხულის პირი იყო. პეტრე, უწინდელზედ უფრო მიბერებული, ქალაქს მოდიოდა, წისქვილის ქვები უნდა ეყიდნა. მაგრამ როგორ მოდიოდა? იმავე თავ-მოწონებით როგორც უწინ, ხოლო ეხლა სხვა მიზეზი ჰქონდა თავ-მოწონებისა. მას აქედ რაც ის ხიფათი შეემთხვა, ხელი აიღო მეურმობაზედ, ვხედავ, აღარ ვარგივარო, ეუბნებოდა ხოლმე თავის შვილს გულის ტკენითა. ეხლა ამის ღვინის ურემზედ მისი უფროსი შვილი უჯდა და ხარ-კამბეჩისა ხმარობდა. თითონ კი გადაებოტნა უშველებელ სავსე რუმბზე და ყეინსათით გამოჭიმული იჯდა. გზის მამალი[1] ამის შვილის ურემზედ დაესვათ, პირველობაც ურმის ქარვანში ამის შვილისათვის მიეცათ. პეტრეს ეს ამისთანა პატივი შვილისა და ტოლებში თავ-გამოსაჩენი ამბები უხაროდა და თავი მოჰსწონდა. უხაროდა და ფიქრობდა: შინ რომ მივალ ჩემს ბებრუცანა ჯალაბსაც ვახარებო. ჩვენის შვილის გაპატიოსნებასაო. ნებ
პეტრეს ქალაქში ერთი ორიოდ დღე მოუგვიანდა ქარვანიც დაბრკოლდა რაღაც საქმეზედ და ჯერ არ აპირობდა დაძვრას. ბოლოს, ჰსთქვეს, დღეს საღამოზედ მზე რომ გადიხრება, უნდა ქარვანი დაიძრასო. პეტრემ ნაყიდი წისქვილის ქვები დაუდო. ურემზედ და ბაკში მიიტანა, საცა ქარვანი იყო გამოშვებული. შუა დღეც მოტანებული იყო და იმ საღამოს გასვლას აპირობდნენ. პეტრემ ჰსთქვა, მაინც საქმე არა მაქვს რაო, მოდი ერთი ავლაბრის მოედანზედ გავალ, ქვეყანაა, შავიტყობ რასმესო. მოედანზე ხალხი ირეოდა როგორც ყოველთვის. ბევრგან ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ და ჟღრიამული და ყაყანი გაჰქონდათ. პეტრეც ერთს ამ ჯგუფში გაერია, ერთი შევიტყო, რას ყაყანებენო. აქ გაიგო რომ ზარბაზანი გავარდება თუ არა, მახატაზედ ერთს კაცს ჩამოახჩობენო, კაცის მკვლელობაში მოუსწვრიათო. პეტრეს თავის დღეში არ ენახა ეს ამბავი. გულმა ძალიან გაუწივა იქით.
– „ბევრი ვაი-ვაგლახი მინახავს ჩემს სიცოცხლეშიო, სთქვა გულში: მოდი, ერთი ესეცა ვნახოო“.
ჰსთქვა და გაჰყვა ხალხს, მახატაზედ მიმავალს. მახატაზედ ბუზსავით ხალხი ირეოდა. იქ თავში, ერთს განაპირებულს ადგილს სახჩობელა გაემართათ და გარშემო ჯარი ედგა. წინ ფართო მოედანი ხალვათად იყო, არავის არ უშვებდნენ ახლო. პეტრემ მიიხედ-მოიხედა, ნახა ამოდენა ხალხი, კაცი თუ დედა-კაცი, და გაუკვირდა.
– „ვჰსთქვათ კაცები ჩემსავით თამაშად მოსულანო, ამ დედა-კაცებს რაღა ღმერთი გაჰსწყრომიათო, ეგრე თავი მოუყრიათ! რა მაგათი საქმეაო“.
ბოლოს ამაზედ დადგა, რომ სწორედ ტყუილი რამ თვალთმაქციობა იქნება ჯამბაზისაო.
– „არც ეგ არის ურიგოო, სთქვა გულში პეტრემ: ეგ უფრო კარგიც იქნება, თორემ მართლა კაცის ჩამოხჩობა აბა რა სანახავიაო? კატა ხომ არ არის, აიღო და ჩამოჰკიდო; რაც უნდა იყოს ღვთის სული ადამიანია. კიდეც იმიტომ ამოდენა მანდილოსანს თავი აქ მოუყრია. დედა-კაცის თვალი მსუნაგია თვალთ-მაქციობაზედ... ახლა იმ სომეხმა რომ მომატყუა, კაცს ახჩობენო, რა გაიტანა? აქაო და სოფლელია, მალე მოტყუვდებაო. ვსთქვათ რომ მოვტყუვდი, მითამ რაო? თამაშს ხომ ვნახავ... ღვთის წინაშე კი, იქავ რომ მცოდნოდა, თვალთ-მაქცობას ითამაშებდნენ იქნება არც წამოსულვიყავ, აი! ჰაი, ჰაი, კაცის გული მალია, მალი ცოდვის საქმეზედ. კაცის დახჩობის სანახავად გამოუქნელ მოზვერსავით კი გამომიწია და!... ამ პატარა გულში რამოდენა ცოდვა და მადლი ტრიალებს.
ბევრს რაღაცაებს მოსთქვამდა გულში ჩვენი უსაქმო პეტრე, სრულად აქ თვალთ-მაქციობა რამ იქნება, თორემ დედა-კაცებს აქ ან რა ხელი აქვთო, ან ვინ მოუშვებდაო.
ბოლოს ვიღაცამ გაიხმაურა: „მოჰყავთ, მოჰყავთო“. მიიხედა პეტრემ, ნახა რომ სალდათებს ერთი ვიღაცა რუსული ფარაჯაში გახვეული კაცი მოჰყავთ.
– ჰა, პეტრევ!... არიგებდა პეტრე თავის-თავს: არ გაბრიყვდე, – ეშმაკმა არ გაცდინოს, მართალი არ გეგონოს!... ეგ სულ მაცდურობაა, დაგცინებენ, იტყვიან სოფლელია და მოტყუვდაო.
მაინც კი გაიწია, რომ ახლო ნახოს. იმდენი მიძვრა-მოძვრა ხალხში რომ გაინაპირა თავი. სალდათებმა ზედ გვერდზედ ჩამოუარეს და ჩამოუტარეს ფარაჯაში გახვეული კაცი.
– „აი დალახვრათ ღმერთმა! ჰსთქვა თავის-თავად პეტრემ: მართლა სალდათებს არა ჰგვანან, ე! რა რიგ ჩაუცმევიათ! ი თოფების ჭერაც რო უსწავლიათ!... რას არ მოიგონებენ ე ქალაქის ბიჭები! დახე, სულ რუსის ბიჭებსაც რო ჰგვანან!...
ამ ლაპარაკში რომ იყო, თვალი მოჰკრა ფარაჯაში გახვეულს. ის იყო ოცისა თუ ოცდაერთის წლის ყმაწვილი ბიჭი. წვერ-ულვაში ახლად გამოშვებული ჰქონდა და ლეკურად დაყენებული. სახეზედ ზაფრანის ფერი ედო. პეტრეს რაღაც ფიქრმა გაურბინა გულში.
– „რა ვქნა? ეს ბიჭი მეცნობა. ღმერთო, მომაგონე: სად უნდა მენახოს? ჰკითხა ამაოდ თავის თავსა. ამაოდ იმიტომ რომ ვერ მოეგონა სად ენახა.
„ეჰ, ქალაქის ბიჭი იქნება ვინმეო, ჰსთქვა ბოლოს; ბაგებში დღეში ათასი კაცი შემოდის და გადის, იქნება იქ მენახოს და გულში ჩამრჩენოდეს, ვინ იცის? არა, რა რიგად გაფითრებულა, მითამ და მართლა ახჩობენ. ჯამბაზი თითონ ეს იქნება სწორედ არა, შვილოს, ვერ მამატყუებთ!...
– ვუი, ვუი შენს დედას!... იძახოდნენ მანდილოსნები; რა ახალგაზდა ბიჭი ყოფილა....
პეტრეს გაუკვირდა ეს ძახილი.
– აი, დედა-კაცები არ არიან, თმა გძელი და ჭკუა მოკლე, სთქვა თავის-თავად პეტრემ: რა მალე მოტყუვდნენ. ხომ თითონაც სუ ყველანი თვალთა მაქცები და კუდიანები არიან, მაგრამ აჰა... ეგენიც კი ტყუვდებიან. მაგრამ იქნება ამათ ჩემი გაბრიევება უნდათ, სოფლელიაო. ჰა, პეტრევ!... თავს გაუფთხილდი, არ გაბრიყვდე.... არ შერცხვე ეს დროული კაცი; ამოდენა ჯარ-ჯამაათის სასაცილოდ არ გაიხადო. თავი. დასწეევლოთ ღმერთმა ეს ქალაქელები კაცი თუ ქალი, რა მალე შეგვატყობენ ხოლმე სოფლელ კაცს, თითქო შუბლზედ გვეწეროს.
– რა გენაღვლებოდა, შე უბედურის დღისავ! ამბობდა ერთი დედა-კაცი ჩადრში გახვეული: შენთვის ყოფილიყავ და ამ დღეში არ ჩავარდნილიყავ. ვაი შენს დედასა, შე საცოდავის შვილო!
- დიახ, მოჰყევ ენა ჭარტლობას, ამბობდა გულში პეტრე: სწორედ დაგიჯერე აი. არა, აქაო და სოფლელია, არ გამაბრიყვო კი, თუ ღმერთი გწამს...
– ეგა თქვი, ეგა და! მაგრამ კაცის წერა რაც იქნება, ის არის, უპასუხა მეორე დედა-კაცმა: საცოდავი წერას აუტანია. მაგრამ ეგ ხომ მოკვდება და წავა, ვაი მაგის მშობლების ბრალი, რა ცეცხლში ჩაცვივიან! ღმერთო, დაიხსენ უველა ქრისტიანი.
– ბიჭოს. ჰსთქვა გულში პეტრემ: პირობა შეუკრავთ თუ, რა ღმერთი გასწყრომიათ. აქედამ მოვშორდე, თორემ ერთს სირცხვილს მაჭმევენ ეგ კუდიანები მე და ჩემმა ღმერთმა.
ჰსთქვა და ადგილი გადინაცვლა.
მივიდა და ჩადგა ახლა სულ სხვა ჯგუფა – ხალხში. აქაც დედა-კაცები ბლომად იყვნენ. ერთი გული ეუბნებოდა, მოდი ვკითხავ რა ამბავია, მეორე კი ეუბნებოდა, სირცხვილია, დამცინებენო..
– რა ახალგაზდაა ეგ უბედურის შვილი! ჰსთქვა ერთმა დედა-კაცმა: ჯერ დღე სწორედაც არ გასთენებია და ეგრე ადრე და მალე კი უნდა მზე დაუბნელდეს.
– რა თონეში უნდა იწოდეს ეხლა ამისი დედის გული, ღმერთო. მაგისთანა დღეს ნუ შემასწრობ! – დაუმატა მეორემ და ჩაიკრა გულში ხელი.
– აბაიმე, აბიმე... ჰსთქვა გულში პეტრემ ეხლა კი ცოტა წყენითა: ჩემზედ მოიცალა ამოდენა ხალხმა, თუ რა ამბავია ჩემს თავს. ესე მალე როგორ შეკრა ყველამ პირობა!.. ახა ღმერთო ჩემო! კარგია არა ვკითხე. აბა კიჟინას დამცემდნენ აი! ჰა, პეტრე, გაფთხილდი. არ გაგაბრიყვონ, სასაცილოდ არ გაიხადო თავი. აი უსაქმურ ხალხს რომ იტყვიან, ეს ქალაქელები არიან: დასწყევლოთ ღმერთმა, ყველამ ჩემზედ არ მოიცალა!
ამბობდა ამას თავის გულში პეტრე და ეგონა, რომ მართლა და ეს ხალხი ამისათვის არის მოცლილი, სოფლელია და გავაბრიყვოთო. ამათაც გაექცა და ხელახლად გადინაცვლა ადგილი. ძნელი რამ არის, როცა გუნება თავში გამწევ ცხენსავით დაღოჯავს ჭკუის ლაგამს და ცალი მხრივ გაიწევს.
III
ამასობაში ის ფარაჯაში გახვეული მიიყვანეს და სახჩობელას ქვეშ დააყენეს. ცალ-მხრივ მღვდელი მოუდგა, მეორე-მხრივ ვიღაცა ჩინოვნიკი. წითელ პერანგა ჯალათი უკან ედგა.
– ე ღვდელი რაღას გაუგიჟებია, ეუბნებოდა თავის-თავს პეტრე: ტერტერა იქნება, თორემ მართალი ღვდელი ამას რად იკადრებდა, ის წითელ პერანგა ვინ უნდა იყოს? იქნება თავი და თავი ჯამბაზი ეს იყოს.
ჩინოვნიკმა ქაღალდი ამოიღო და წაიკითხა.
– ეს თილისმის ლოცვა იქნება, ჰსთქვა პეტრემ თავის-თავად: უთუოდ ჯადოს იქმონენ, თორემ აი ვნახოთ. მაშ კაი ამბავი იქნება.
მერე მღვდელი რაღასაც ეუბნა ფარაჯაში გახვეულს. პეტრემ თუმცა ყურები აცქვიტა, ფეხის თითებზედაც შედგა, მაგრამ შორს იყო და ვერა გაიგო რა.
ფარაჯაში გახვეულს გახადეს ფარაჯა. გადააცვეს თეთრი პერანგი თავიდამ ფეხებამდე, ასე რომ პირის სახე აღარ უჩანდა. წითელ პერანგა ჯალათმა გაასწორა სახჩობელაზედ ყულფი, მერე კიბე მიადგა სახჩობელის ბოძს. მოუბრუნდა უბედურს, ხელის კვრით წინ წაიგდო, აიყვანა კიბეზე, მოჰსწია ყულფი რომ თავი გააყოფინოს. ხალხს ხმა ჩაუწუდა, თითქო სული შეეხუთაო, თითქო ამოდენა ხალხის გულის ძგერა შედგაო.
ჯალათმა თავი გააყოფინა ყულფში, გამოაცალა კიბე და ჰკრა ხელი. ხალხმა ერთი ღრმად და ყრუდ ამოიქშენა, ისე როგორც ამოიქშენს ხოლმე უეცრად ცხელ-წყალ თავ-გადასხმული.
უბედური სახჩობელაზედ ჩამოეკიდა, ქანაობა დაიწყო და ფორთხალი. დიდ ხანს იქნივა საწყალმა ფეხები.
– დილამდი რომ სულ ეგრე იქნივო ფეხები, მაინც არ დაგიჯერებ, ამბობდა თავის-თავად პეტრე.
ხალხი, წუთის წინად სულ-განაბული, ეხლა მხიარულად ყაყანებდა და ლაზღანდარობდა კიდეც. დაირღვა ხალხის გროვა, დაიშალა და გაიშალა მინდორზედ. ყველამ თავის სახლისაკენ გასწია სრულიად კმაყოფილმა რომ ეს სამარცხვინო და გულის ამაზრზენი თამაშა ნახა. პეტრემ მიიხედ-მოიხედა და ნახა რომ აღარავინ რჩება აქ. ჯარიც წამოვიდა, მარტო ორი ყარაულიღა დარჩა სახჩობელასთან. იმ წითელ პერანგა კაცმაც გადიცვა რაღაც სხვა ტანისამოსი და გამოჰსწია. სახჩობელაზედ დარჩა უძრავად დაკიდებული ის უბედურის შვილი. პეტრე გაოცდა.
– ბაჭოს, ეს იყო! ჰსთქვა თავის-თავად: ვერაფერი თამაშა იყო. იქნება თვალთ-მაქციობა იმაში იყო, რომ შეცვალეს, კაცის მაგიერ ტომარა ჩამოჰკიდეს. ფეხებს რომ იქნევდა?... მართულებს ვერ გაუკეთებდნენ თუ!... მართულებით თუნდ ლეკურსაც ათამაშებენ. მაინც ვერაფერი ამბავია, ტყუილად მოვცდი. აი აქ კი მოვტყუვდი. აბა ვგდებულვიყავ ჩემთვის ბაკში, ერთი ლაზათიანად გამომეძინა, ისა არა ჰსჯობდა? მე ვჰსთქვათ ჰო, ეს ამოდენა ხალხი რაზედ გაბრიყვდა? ბიჭო და, იქნება მართლა ჩამოახჩეს!... ნეტავი მეკითხნა, ეჰ, დამცინებდნენ... ჰა, ვინ იცის? ხალხი რომ ასე ქეიფის გუნებაზეა, მიდის და მიყაყანებს მხიარულად! ეს რომ მართლა დახჩობა ყოფილიყო. ქვები ხომ არ არიან, ოჯახ-დაქცეულუბი, ერთს ცვარს ცრემლს მაინც ჩამოაგდებდნენ. რაც უნდა იყოს ღვთის კერძო ადამიანია, კატა ხომ არ არი, მაგრამ ე დედა-კაცობას რომ სულ ერთიანად თავი აქ მოეყარა!...
გულში დიდი ეჭვი ჩაუვარდა. ეხლა მარტო იმის დარდი ჰქონდა შეეტყო რაში ტყუვდება: იმაში რომ ეს მართალი თვალთ-მაქციობა და ტყუილი ჩამოხჩობა, თუ მართალი ჩამოხჩობა; სწორედ გითხრათ, პირველში მოტყუებას უფრო თაკილობდა მისი გული, აბა თვალთ-მაქციობამ ტყუილი მართლად როგორ უნდა მაჩვენოსო ამ დროულ კაცსაო. და მართალი კი რომ ტყუილი გამომდგარიყო, ეგ არაფერი; მაგას როგორღაც უფრო ადვილად ყაბულობდა ჩვენი პეტრე. მაინც კი ძალიან უნდოდა შეეტყო მართალი.
ბევრჯელ გაუწია გულმა, მოდი დავეწევი ვისმე და ვკითხავო. ბევრჯელ მივიდა კიდეც და უნდოდა ეკითხნა თუ არა, შეფერხებულა; – არა, შვილოს, დამცინებენო. ისევ ჩემს ჭკუას ავჰყვე ისა სჯობიაო.
ამ ფიქრებში გართული მიბაციაცებდა ჩვენი პეტრე ავლაბრის ბაკებისაკენ. უეცრად უკანიდამ ვიღაცამ მხარზედ ხელი დაჰკრა. პუტრე მობრუნდა. დაინახა ერთი ნაბადში გახვეული ტანად მაღალი ყმაწვილი ბიჭია, თვალებზედ ქუდ-ჩამოფხატული.
– აჰა, ჩამომართვი ეს წიგნი, უთხრა ყმაწვილმა ბიჭმა და მიაჩეჩა ხელში ქაღალდი: თუ შენ კითხვა არ იცი, წააკითხე ვისმე და ყური კარგად დაუგდე. დღევანდელს ამბავს ამ წიგნიდამ შეიტყობ.
ჰსთქვა ესა თუ არა, მაშინვე გამობრუნდა ყმაწვილი ბიჭი და თუმცა ნაბიჯით წამოვიდა, მაგრამ ასე ჩქარა კი, რომ ჩვენი პეტრე სირბილითაც ვერ დაეწეოდა. პეტრემ გაოცებულმა მარტო ესღა მოასწრო ეკითხნა წარმავალისათვის:
– ბიჭო, ვინა ხარ? სახელს მაინც მეტყოდი.
– წიგნი გეტყვის, წიგნი, – დაუძახა ნაბდიანმა და გაჰსწია ისე რომ უკან აღარ მოუხედნია.
ეხლა მოაგონდა პეტრეს რომ წეღან სახჩობელაზედ ერთი ნაბდიანი ბიჭი სულ გვერდთ აეტუზებოდა ხოლმე, საიდაც კი წავიდოდა.
– განა არა, ჰსთქვა თავის-თავად: მაშინვე მივხვდი, რაღაც ამბავია. როგორც კრუხი წიწილას ისე გარს დამტრიალებდა. ნაბდიანი იყო, მაგასავით თვალებზედ ქუდი ჩამოეფხატა. სწორედ ისევ ის ბიჭია, თუნდა დაგენაძლიო.
– ვის ენაძლევებოდა, ეგ არ ვიცი, ხოლო ეგ კი იყო, რომ წიგნი აიღო-დაიღო, გადაატრიალ-გადმოატრიალა, ნახა ლაქით დაბეჭდილია, ჩაიდო ჯიბეში და ჰსთქვა ნატვრითა:
ახ, ნეტავი წიგნი კი ვიცოდე და! დღევანდელს ამბავს ამ წიგნიდამ შეიტყობო. იქნება მატყუებს კიდეც, მაგრამ რაო? თავის-თავს მოატყუებს, მე რა? თითონ წავიდა, ხომ ვერ დამცინებს.
IV
უფრო გამალებული წავიდა პეტრე ავლაბრის ბაკებისაკენ. გული არ უთმენდა, უნდოდა მალე გაეგო რა ეწერა წიგნში. ამის შვილმა წიგნი კარგად იცოდა. მღვდელთან იყო ნასწავლი. პეტრე მიდიოდა, მაგრამ გული ფეხს უსწრობდა,
– რა რიგ გაგძელდა ეს ოხერი გზაო, ამბობდა გულში: მივდივარ და ვეღარ მივსულვარო.
ბოლოს როგორც იყო მივიდა. ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა და სულს ძლივს იბრუნებდა დაღალულობისაგან. მიათვალ-მოათვალიერა იქაურობა, ნახა რომ არავინ არის. მეურმეები დაქსაქსულიყვნენ, ბაზარში გასულიყვნენ, ზოგს რა უნდა ეყიდნა საშინაოდ, ზოგს რა. პეტრეს იამა რომ არავინ იყო. ბაკში, იამა უფრო იმიტომ რომ ამისი შვილი მარტოკა აქ სადმე უნდა ყოფილიყო, რადგანაც ქალაქში იმას არაფერი საქმე ჰქონდა. მართლადაც იქავ დერეფნის გრილოში იპოვნა შვილი; მიწოლილიყო. გრილოში და ეძინა. გააღვიძა.
– ერთი ადეგ, ეს წიგნი წამიკითხე , უთხრა პეტრემ და მიაწოდა წიგნი.
შვილმა თვალები მოიფშვნიტა, გაიზმორა და წიგნი ჩამოართვა.
– სად გიპოვნია, მამი? ჰკითხა შვილმა.
– მიპოვნია კი არა! მოვდიოდი და ხელში მამაჩეჩეს, უპასუხა პეტრემ. სხვა რამის დამატება მეტი ეგონა.
შვილმა ახსნა ბეჭედი, გადაშალა წიგნი და ასსიგნაციები გადმოცვივდა. გაოცდნენ შვილი და მამა, ეს რა ამბავიაო. შვილს ფულის დათვლა უნდოდა, მამა გაუწყრა და ტუქსვით უთხრა მოთმინება-დაკარგულმა:
– რა დროს ეგ არის! ერთი წაიკითხე მეთქი, რა სწერია. ლამის გული ბუდიდამ ამომვარდეს, ვეღარ მომითმენია. შვილმა დაიწყო კითხვა:
„დღეს რომ ყმაწვილი ბიჭი დაახჩეს ჩემი ძმა იყო“...
– რაო? გააწყვეტინა კითხვა ზარ-დაცემულმა პეტრემ და ელდისაგან გაფითრდა: ჩამოახრჩესო!.. მაშ მართალი იყო. ის ამბავი!.. მაშ ხალხი რაღას ხარხარებდა მერე!... წაიკითხე წაიკითხე ნეტა არ მენახა...
– მამი, რას ამბობ? ჰკითხა გაოცებულმა შვილმა: რატომ ეგრე დამთხვევით და გადარეულად ლაპარაკობ!?
– წაიკითხე მეთქი, მე ვიცი რასაც ვლაპარაკობ, – უთხრა პეტრემ წყრომით და გულის აღელვებით. საწყალი ბერი კაცი სულ თრთოდა, თითქო ციება აცახცახებსო.
შვილმა გააქნივ-გამოიქნივა თავი, მამა ჩემს ეს რა დამართვიაო და დაიწყო ისევ კითხვა:
„მამა ჩვენი ერთი ღარიბი აზნაურშვილი იყო, როცა მოკვდა, ჩვენ ორნი ძმანი პატარები დავრჩით. დედა მალე გაგვითხოვდა, შეირთო ერთი ვიღაც აზნაურშვილი, ქალაქში მსახურობდა. რაც მაშისაგან დედულ მამული გვქონდა, – ცოტა, მაგრამ იმოდენა რომ ტკბილის ლუკმის ილაჯი გვექნებოდა – სულ მამინაცვალმა წაგვართვა, დაგვიყიდა, მიცვალ-მოცვალა და ჩვენ ცარიელზე დაგვსვა. მინამ პატარები ვიყავით ჩვენ სოფლად ვეყარენით უპატრონოდ და ისინი კი ქალაქში იყვნენ. როცა მოვიდოდნენ, ჩვენ საწყლებს სულ ტყავს გვაძრობდნენ ცემითა. შიშველ-ტიტველნი, მშიერ-მწუურვალნი ვეხეტებოდით სოფლის ორ-ღობებში უპატრონოდ. ბიჭი იყო. შინამოსამსახურე, ჩვენა გვცემდა, მამი ნაცვალი იყო, ჩვენა გვცემდა, ყველანი შინაურები, ვისაც კი შეეძლო და არ შეეძლო, გვიტყაპუნებდნენ თავში. ბევრს უცხოს, მართალია, ვეცოდებოდით საწყალი ობლები, მაგრამ შველა კი არსად იყო. ბოლოს რომ ცოტა წამოვიზარდენით, მამი ნაცვალმა მოგვიშორა თავიდამ, მიგვაბარა სალდათის შკოლაში თუქურმიშაზედ, ვაიდამ ვუისში ჩაგვაგდო. აგვიყროლეს სული რუსულის ლანძღვითა და თრევითა, ამოგვართვეს სული ცემა-ტყეპით. ვითმინეთ, ვითმინეთ და ვეღარ ავიტანეთ. დავკარით ფეხი და გამოვიქეცით. შევიარეთ ჩვენს სოფელში, ჩვენის ძველის სახლიდამ ბიჭებმა გამოგვყარეს, ერთის ღამის ბინაც არ მოგვცეს. გამოვედით ორნი ობოლნი ამ ტრიალ დედა-მიწაზედ უპუროდ, უფულოდ, უბინაოდ, უნუგეშოდ, უთვის-ტომოდ. ვის შეჰსტკივდებოდა ჩვენთვის გული? ჩვენ ყველასათვის უცხონი ვიყავით, ყველანი ჩვენთვის. გამოვწიეთ ქალაქისაკენ, გაბოროტებულნი, მთელს ქვეყანაზედ გულამღვრეულნი, გადავემტერეთ უსამართლო ქვეყანას, გადავემტერეთ ყველას, მამინაცვალს, დედას, ავსა, კარგსა, შენ და სხვასა. პატარები ვიყავით. ყველა ხედავდა რომ თვალ ნათლივ გვცარცვავდნენ, არავინ არ გამოგვესარჩლა, არავინ მოგვეშველა, არავინ ხმა არ ამოიღო, ჩვენი ცოდვა ყველამ დაიდო კისრად. მამინაცვალმა კი არა, თქვენ ყველამ გაგვცარცვეთ ჩვენ, თქვენ ყველამ მოგვიღეთ ბოლო. მანამ ცოცხალი ვარ ყველას გადვუხდი და როცა აღარ ვიქნები, იქ, ღმერთს გავცეთ ყველამ პასუხი. სულ ყველანი იქ მივალთ და იქ დავუდგებით ერთმანეთს პირის-პირ. ვნახოთ ვინ გამოვა მართალი, ვინ მტყუანი. ღმერთი გულს უფრო სინჯავს, მინამ საქმეს; იქ სამართალი არ გაბრუნდდება.
„გახსოვს, ამ ოთხის წლის წინად ლოჭინის ხევის პირს რომ ურმები გამოშვებული გქონდათ? გახსოვს, ორი ყმაწვილი რომ მოგადგათ? ისინი ჩვენ ვიყავით, ორის დღის უჭმელები. საწყალმა ჩემმა ძმამ, ბეჟანს რომ ვეძახოდი, ბევრი ტყუილი ილაპარაკა მაშინ... მე მწყინდა ეგ, მე მაგას ვთაკილობდი, მაგრამ ვერა გავაწყე რა. ჩემი საცოდავი ძმა უჯიათი იყო, თვით – რჯული და ვაი რომ ამასთანავე გულ-ნამცეცაც იყო. ღმერთმა მიპატიოს ის ერთად-ერთი სული, ის ერთად-ერთი ჩემი სისხლი და ხორცი, ის ერთად-ერთი ძმა-კაცი, ის ერთად-ერთი ადამიანი ჩემი კეთილის-მყოფელი, ჩემთვის თავ-დადებული, ჩემი მოსიყვარულე და ერთ-გული. დღეს ჩემის თვალით ვნახე რომ კატასავით დამიხჩეს!.. განა ამას შევარჩენ ქვეჟანასა, მინამ კაცი მქვიან, მინამ თავზედ ქუდი მხურავს, მინამ პირში სული მიდგა!
„შენ მაშინ გულის-ტკივილით დაგვიურვე. შენმა გულ-კეთილობამ კინაღამ მადლის შუქი არ ჩააწვდინა ჩემს ბნელს გულამდე, კინაღამ შენმა გულ-გეთილობამ არ მომინადირა. მთელი ღამე არ მძინებია, გამიკრთა მაშინ ძილი, თუმცა ძალიან დაღალული ვიყავ. როცა ჩემი ძმა წამოდგა და შენ ჯიბეების ჭრა დაგიწყო, გული დამუთანაღრა, ავიმრიზე, თმა ყალხზედ შემიდგა. მაგრამ ხმა არ გაგე, არ დავუშალე. გაწყდეს, საცა წვრილია მეთქი!... ეგეც ჩემი მცარცველია ეგ რომ კაცი ყოფილიყო, მე არ გამაცარცვინებდა მეთქი.
„გაგქურდეთ და ჩამოვედით ქალაქს. აქ ცოდვაც და მადლი უფრო ხალვათად დადის. ორივეს დიდი შარა-გზა აქვს. მას აქედ დღე არ გამოსულა, რომ არავინ არ გაგვეცარცვოს. ჩვენი დანაკარგი, ვინც შეგვხვდა ვაზღვევინეთ. ამით ვირჩენდით თავსა, ამითვე ვიფხანდით ისარ-ნაკრავს, გამწარებულს და გაბოროტებულს გულსა, გული მაინც არ დაგვიცხრა, რაღაცას ლამოდა, საიდღაც იწევდა. ვერ დავაამეთ და ვერა.....
„ამ ორის წლის წინად ისე მოხდა თითქო თითონ ბედმა მიგვიყვანა მამინაცვლის სახლშიო. დედა ჩვენი მაშინ შინ არ იყო, სოფელში გაესტუმრებინა ქმარს. შევუცვივდით ღამე ორნივ ძმანი, მამინაცვალი შემოგვაკვდა, გვინდოდა აგვეკლო იქაურობა და ვეღარ მოვასწარით. შეგვიტყეს, პოლიცია თავს დაგვესხა. მე კი გამოვასწარ და ჩემი საწყალი ძმა მოემწყვდიათ და დაეჭირათ. ბოლო ხომ იცი: დღეს ჩემის თვალით ვნახე, რომ ჩემი ერთათ ერთი ძმა, ერთათ ერთი კეთილის-მყოფელი კატის კნუტსავით ჩამომიხჩეს. თქვენ იდექით და სეირს უყურებდით, მე კი ვუყურებდი და ვიწოდი... არ შეგარჩენთ, არა, ამ ამბავს... ყველამ უნდა მიზღას ჩემი დანაკარგი. ძმის სისხლს, მინამ ცოცხალი ვარ, ავიღებ. მძულს ქვეყანა და ადამიანი უფრო, ჩვენ შუა საბოლოოდ ჩავტეხე ხიდი: მე ერთი აქედ პირას დავრჩი, თქვენ მრავალნი იქით. განკითხვის დღემ გამოაჩინოს საით არიან მართალნი და საით მტყუანნი. ღმერთი გულთა მხილავია: მინამ საქმეს სასწორზედ დასდებდეს, ჯერ გულში ჩახედავს ადამიანს. მე ჩემი გზა მართლის გზა მგონია. მართალი ვარ თუ მტყუანი, არ ვიცი. ეს კი ვიცი, რომ ერთი პატარა ძარღვი კიდევ მქონდა გულში და ისიც დღეს სახჩობელაზედ ჩამწყდა. ამით სამუდამოდ მოვწყდი ქვეყანასა, როგორც წინადვე მოტეხილი ტოტი უკანასკნელ ძაფზუდა დაკიდებული. მშვიდობით!... თუ როდისმე ჩემი ნახვა მოიწადინო, მოდი და მეც ჩემ ძმასავით სახჩობელაზედ მნახე. ჩემი ბოლო ეგ არი.
„არ ვიცი რად და ჩემი გული კი იწევდა რომ შენ წინ გადაშლილიყო. – აჰა გადაგიშალე და ლოდი ამეცალა.
„შენს სამს და ათ შაურს ერთი ათად გიბრუნებ. შენმა გულ-კეთილობამ რომ ტკბილი ნაღველი ჩამისახა გულში და კინაღამ არ დამიმორჩილა, აქამდის კიდევ გულში მიღვივის როგორც ნაცრის ქვეშ შენახული ნაკვერჩხალი. ისიც გაქრება, ვიცი. განა შენ კი ამხანაგი არა ხარ ჩემის მამინაცვლისა! განა შენ კი არ დამიხჩე ერთად ერთი ძმა! განა შენ კი არ მიიყვანე ის სახჩობელამდე!“
შვილი გაოცდა, მამას ცივმა ოფლმა დაასხა.
– მე რა შუაშია ვარო! დაიძახა კვნესით და თრთოლით შეშინებულმა პეტრემ. პეტრე მთლად ცახცახებდა.
მართლა და ჩვენი ბებერი პეტრე რა შუაში უნდა იყოს....
_________________
1 ურმის ქარვანი რომ წავა შორს მანძილზედ, ერთ-ერთს ურემზე მამალს დასმენ ხოლმე, რომ მამლის ყივილმა გათენება შეატყობინოს ქარვანსა. მეურმეების საათი გზაზედ – მამალია. უფრო ხშირად ვისაც პირველობა აქვს ქარვანში მამალიც იმას უზის ხოლმე. ურმის ქარვანში პირველობა, ესე იგი, წინა ურმის მეურმობა გლეხობაში სასახელოა, რადგანაც მარტო კარგს, გზის მცოდნეს, სანდო მეხრეს და კაი ხარ-კამბეჩის პატრონს ანდობენ ხოლმე მაგ პირველობას.
![]() |
3 რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტის საუკუნისა. |
▲back to top |
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტის საუკუნისა.
ერთხელ მე და პაპა ჩემი
ერთს ადგილს შევიყარენით;
ჯერ, როგორც მოგეხსენებათ,
მრავალ ჯერ დავამთქნარევით.
მერე ვუთხარ: პაპა ჩემო!
უწინდელი რამ გვაუწყეთ:
რით ვიდიდუთ თავი ჩვენი,
სახელი რით მოვიხვეჭეთ?
მაგალითებრ, მაშინ, როცა
მიიწურა ქართლის ბედი.
როცა მოგვიკვდა ერეკლე –
ის ჩვენის ქვეყნის იმედი,
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– „შენი მტერი!... პირღიადა
დავრჩით და ცას შევყურობდით“.
მერე, როს მეფე გიორგი
დაჯდა შერყეულსა ტახტზედ,
შინ თვის- ტომნი აუჯანყდნენ,
წამოასხდნენ მტრადა თავზედ,
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– „ჩვენც ერთმანეთს გულმოდგინეთ
ვწეწდით და ვიწეწებოდით“.
მერე, როცა ემაგ წეწვით
მეფეს საქმე გავუჭირეთ
და ქვეყანას ერთგულობა
ჩვენი ურცხვად დავუძვირეთ,
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– „რუსეთისკენ სახვეწნელად
გავრბოდით და გამოვრბოდით“.
მერე, როცა საწყალ- მეფემ
დაგვიყენა ლეკნი მცველად,
თვის ქონება სრულად დასდვა
ჩვენის ქვეყნის დასახსნელად,
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– „მადლიერნი მუთაქაზედ
ვიწექით და ვნებივრობდით“.
მერე, როცა მოკვდა მეფე,
აიშალნენ მეფეთ–ძენი
და ერთმანეთის შურითა
სულ ძირს დაჰსცეს ქართლის ბჭენი,
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– „გულ-უხვადა სულ ყველასა
თვითვეულად ვღალატობდით“.
.
............................................
..............................................
.............................................
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
...................................................
...................................................
................................................
.
............................,
მერე, როცა..........................
ზოგმა თავი გადვირჩინეთ,
ქვეყნისათვის ზრუნვა, ფიქრი
ჩვენ თავიდამ ავიცდინეთ,
რა ვაკეთეთ? რას ვშრებოდით?
– „მოვყვით და სიხარულით
ყოველ დღე ვბედოვლათობდით“.
მერე, როს ბედოვლათობით
საქმე ხელთ არ მოდიოდა,
რაც რამ გვქონდა სულ გავფლანგეთ,
არა რა შემოგვდიოდა,
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– „ერთმანეთს უსინიდისოდ
მამულებს გეცილებოდით“.
მერე, როცა მაგ ცილობით
ერთმანეთი ჩვენ დავღუპეთ,
ერთმანეთის მტრობით ჩვენს სახლს
ცეცხლი ჩვენვე წავუკიდეთ,
არ რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– „ჭკვიანურად იმ ცეცხლის წინ
ვისხედით და ხელს ვითბობდით“.
მერე, როს ხელთ სათბობადაც –
ჩვენი სახლი აღარ ვარგდა,
როცა დიდი და პატარა
გაღარიბდა, გაღატაკდა,
რა ვაკეთეთ? რას კშვრებოდი?
– „თვით შევსხედით მაღლა თაროს,
დაბლა ყმებსა ტვინსა ვწოვდით“.
მერე, როცა ის ყმებიცა
დროთა ბრუნვით ჩამოგვერთვნენ
და ცხოვრების ჩვენის წყარო
მაგ გზობითაც თითქო შესწყდნენ,
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– „მაგას, შვილო, ნუღარ მკითხამ...
ვტიროდით, ვიხოცებოდით!...“
მერე, როცა მაგ ტირილით
ყმები აღარ დაგვიბრუნდა
და ყმებისა მოშორების
გულს ტკივილი დაგვიყუჩდა,
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– „რაღაც ბანკი მოვიგონეთ
და მაზედ ვლანზღანდარობდით“.
მერე, როს საშვილი-შვილოს
ბანკს უმუხთლა თქვენში ერთმა,
ჩემთვის ბანკი რა ჭკვააო,
არ მომცაო შვილი ღმერთმა,
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
– «Наплечо-ბა გვასწავლეო,
მთავრობას ვეხვეწებოდით.
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
მერე, როცა... – „კიდევ როცა!...
– აქ გამიწყრა პაპა-ჩვენი:
„შემაწუხე ამდვენ-კითხვით,
„პოჟოლუსტა, დამეხსენი.
„რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?...
„მას ვშვრებოდით, რომ თქვენსავით
„უსაქმოდ ვეხეტებოდით.“
ილია ჭავჭავაძე.
1871წ.
![]() |
4 ნავით მოგზაურობა ჭოროხზე |
▲back to top |
ნავით მოგზაურობა ჭოროხზე
ბუნებას რაღაც მწუხარე სახე ადევს და ადამიანს ნაღველსა ჰგვრის, აგერ, მაღალ ტყვიის ფერ კლდეების შუა ლილასავით ლურჯი ჭოროხი ხტის მარდათა და ხმაურობს, რაღაც ერთგვარის ჩივილის მსგავსად – ეჩქარება შორს წასვლა და გეგონება, „მშვიდობთ!“ ეუბნება კლდეებსა. ციხე და კლდენი იმეორებენ იმის ხმაურობას. ჩავფიქრდი და ოცნებამ ისე გამიტაცა, რომ ჩემი თავი რუსთველის აღწერილ ქვეყანაში მეგონა. მაგრამ მაინც ჭოროხის უცნაურმა ხმამ მიმიზიდა. მინდოდა გამეგო ჭოროხი რას მიუბნობს, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე, ისე გაუცხოებულა, რომ იმისი ენაც ახლა ჩვენთის გასაგონი არ არის. ამ შემთხვევაში მე და ჭოროხი იმ მდგომარეობაში ვიყავით, როგორც რუსეთიდამ მოსული დიდი ხნის წასული ყმაწვილი თავის დედასთან იყო. ამ შემთხვევის მოწამე მე ვარ, თქვენი მონა და მოსამსახურე ერთს მშვენიერს დღეს, რომელიც ბევრია ქართლში, რკინის გზით მივგორავდი იმერეთისკენ. მატარებელში გავიცანი ყმაწვილი, რომელიც რუსეთიდამ მობრუნებული შინ მიდიოდა; ვატყობდი შინ წასვლა იმას უხაროდა, გაუწითლებლივ მითხრა, რომ ქართული დამავიწყდაო, არ ვიცი დედა ჩემს როგორ უნდა დაველაპარაკოვო! მთხოვა ამ გაჭირებაში შემწეობა. მიველით. დედა გულ-გახეთქილი სიხარულისაგან მივარდა შვილს კისერზე და შვილიც დედასა. მაგრამ გაჭირება იმაში იყო, რომ ერთმანერთს თავის გრძნობას ვერ უცხადებდნენ. მაშინ მე ხან დედობას ვკისრულობდი, ხან შვილობას. ამისთანა სასწაული ხომ ბევრია ჩვენში. ჯერ ყმაწვილის თავი არ გამშრალა, ბებია რუსულათ ელაპარაკება!... მაინც ჭოროხისა მე ვერა გავიგე, მაგრამ რას გავიგებდი ჭოროხისას, როცა თვითონ მტკვრისაც ვერა გაგვიგია რა...
ხიდის თავი, ჭოროხის პირზე, რაღაც ფაცა-ფუცშია: წყალში ზანტათ ირწევიან ფახლავის მგზავსი ნავები, რომლებიც მშრალზე არიან გამობმულნი. მენავეებს გაჩქარებით გამოაქვს საქონელი სახლიდგან. აწყობენ ნავებში, ზოგიც ნავებს სცლიან, ეტყობათ წასასვლელათ ემზადებიან. ამათ გარდა იქ ნახავდით სხვა კალაპოტის კაცებსაც, ვაჭრებს და ჯარის კაცებს.
– როგორ წამიყვან, ძმობილო, ბათომამდი? ვკითხე ერთს მენავეს, რომელიც თავის ნავს ამზადებდა. ის იყო შუა ტანის კაცი, შავ თვალებით და წვრილის ხელ-ფეხით. თავზე ყაბალახი, ვიწრო შალვარი და მოკლე ძიკვა ჩოხა კოხტა და ლაზათიან გურულის სახეს აცხადებდნენ. მოძრაობა ცქვიტი ჰქონდა.
– ოთხ მანეთს და ათ მარჩილს გამოგართმევთ, ძიავ.
– არა, ოთხი გეყოფა, მეთქი, ძამიავ! რადგან ვიცოდი გადაწყვეტილი ფასი ეგ იყო. მენავე ჩაფიქრდა პატარა ხანს.
– მაშ არ წამიყვანთ ამ ფასად?
– ბაჰლი (დიახ) წეგიყვან. ჰამა (მაგრამ) გურჯი (ქართველი) ქი (რომ) არ იყო, არ წეგიყვანდი იმ ბაჰათ (ფასათ). ბეჰი მომეცით. მივეცი და ჩამოვჯექი იქვე გდებულ ლოდზე, ვუყურებდი ხალხის მოძრაობას. სასიამოვნო სანახავია, როცა ადამიანები შრომობენ, როცა ისინი საქმით გართულნი არიან. იმ დროს ადამიანის სახე წარმოადგენს დაწყნარებულ ტბას, რადგან იმ წამს იმისი ტვინი სხვა აღმაშფოთვარ ფიქრებისაგან თავისუფალია.
ხალხისაგან გამოირჩივნენ იმ დროს ორი კაცი. ერთისა შავი გძელი ჩერქესკა, ვერცხლით შეჭედილი ხმალ-ხანჯალი, ვერცხლის თეთრი ჯვარი და მაღალი ტანი – ეს ყოველი მეომარს მოასწავებდა, ხოლო მოცინარე სახე, დიდი ცხვირი, ალალი თვალები, დარბაისლური და წყნარი ქცევა ქართველსა
მეორე პირი პირველისაგან ისე განირჩევოდა, როგორც მამალი ბატისაგან. ის უფალი ნამძინარევი რომ გენახათ, გაგეხარდებოდათ, რადგან ღვინის რუმბი გეგონებოდათ. ფეხზე მყოფი, ცოცხალი რუმბი იყო დაბალის ტანისა, მუცლის სიგანე ექმნებოდა არშინი და ნახევარი თუ არა, მაინც არა ნაკლებ. კისერი სულ არ ეტყობოდა, ჩასძრომოდა ტანში. ორი თაგვების ოდენა ულვაშები ტუჩებს უმალავდნენ და ფარცხის მგზავსი წარბები ლოკოკინის ოდენა თვალებს. თავზე ეხურა ქალაქური კინტოს მაუდის ქუდი, ტანს ეცვა განიერი შალვარი და მოკლე ჩოხა. ქამარი, რომელიც იყო ერთი ხელის სიპტყე, ღიპში იმალებოდა, ზედ ეკიდა პტყელი უვერცხლო ხანჯალი. ერთი ხელი იმ უფალს მოუშორებლივ ედო ხანჯალზე, მეორე გაცვეთილ და გატენილ აბგაზედ. გეგონებოდა ამას ჰნიშნავდა: „სული, გული, იმედი, ნამუსი აქ არის და დამცველი ეს ხანჯალიაო!“
– ოჰ, კნიაზ ჯან, გამარჯობა შენა! საიდამ? სად მიბძანდებით? კითხა მეორემ პირველს.
– უკაცრავად, ბატონო, მე თქვენ ვერ გიცანით! ვინა ბძანდებით? უპასუხა პირველმა.
– ვა, ვერ მიცანი, ემენიდამ – ხაშურიდგან რომ მოვდიოდით ერთად არ გახსოვსთ, ბორჯომში რომ დავრჩით.
– ააა! გერასიმ, შე ოჯას ქორო, შენა ხარ?!
– მე ვარ კნიაზ ჯან. მაშ ვინ იქნება?
– კაცო, რა ვიცი, სულ ვერ გიცანი. სულ გამოცვლილ ხარ. მაშინ სხვა იყავი და ეხლა სულ სხვა ხარ! სად მიხვალ?
– ბათუმში. იქმნება სტამბოლში დავრჩე.
– სტამბოლში რა გინდა? რა დაგრჩენია: ომი აღარ არის.
– ვა, გზა ერთი არ არი!
– რას ამბობ, შე ოჯას ქორო, სად სტამბოლი, სად ბათუმი! ჩვენ ფოთისკენ წავალთ.
– მაშ, ერთად წავიდეთ, კნიაზ-ჯან.
– ბატონი ხარ. შენი ცხენი რაღა უყავი, ყვავებს რომ თვალს უშვრებოდა?
– იმან შენი ჭირი წაიღო, კნიაზ-ჯან.
– მუნიანი იყო. მაშ რას იქმოდა.
– რა ქენი. კნიაზ-ჯან, სად იყავი ამ ვოინობის დროსა, მითხარი პოჟოლუსტა? როგორა ხარ? Какiе твое дъѣла?.
– მე, ძმაო, ცხრა მთის იქით წავედი, ვიყავ ცხარ ომებში. შენ რომ უკან დარჩი – ცხენი რომ დაგიდგა, მე დავწინაურდი და პირ-და-პირ ყარსისკე წაველი. ყარსის აღების დროსაც იქ ვიყავი. ჯვარი მივიღე, ახლა ტუმლაკზე ვარ წარდგენილი.
– ტო, თქვენ სულ ჩინებზე ამბობთ, მითხარი ფული მოიგე? დენგი ესტ? საქმე ის არის, მე თქვენი ჭირტი, პურტი რათ მინდა?!
– ფულზედ უკაცრაოდ ვარ, ჩემო გერასიმო, შენ ხომ ჩაიჯიბე ბევრი?
– ვა, მაშ! ერთი სოროკო ტისიაჩი გავაშიგნითე; ჩემი თავი პოსტოიანო აბუზპეჩენია ვქენი. მადლობა ღმერთსა, ახლა კარგათა ვარ.
– ოჰ, შე ოჯახ ქორო, ეგ საიდგან ჩაიგდე? ნესვი ხომ არ იყო! ჰხვეტე, თუ როგორ იყო?
– ვა, ნეხვი რათ მინდა, ფული იყო, თვალი მქონდა, დავინახე, ჭკვა მქონდა, მოვიხმარე და სობირათი ვქენი. „ღოსპიტალები მქონდა პოდრიადით“. კარგი დროება მქონდა და კარგიც დროება გავატარე, ღლავნი დოხტორთან ისე ვიყავ, როგორც – მე და შენ. გერასიმ მიღდის-გასპარიჩს მეძახდნენ, მემრე გერასიმ ბეგს. ეჰ, რა დრო იყო! რაც ჩვენ შამანსკი დავლიეთ, ჩემს დღეში იმდენი წელიც არ მესვა. მაგრამ ერთხელ დიდი შეწუხება გავსწიე, ჰამა ხრაბროსტობა ვქენი, სთქვეს, რომ თათარი მოდის არტაანი ხელმეორედ უნდა აიღოს და უნდა დაგვჭრას თავები, ხუთი საათის გზა ორ საათზე ეხით გავიარე, ოვ, ასტვაწ! რა გაჭირება იყო!!!
– შე ოხერი ეგ იყო შენი ხრაბროსტობა? რას გარბოდი?
– მაშ, ხომ ვერ დავდგებოდი. რომ თათრებს მოვეკალი. გიჟე ეს ტუტუც!
– ჩემმა გამჩენმა გაგატუტუცა. არც კი გცხვენია. რომ ლაპარაკობ.
– ღოსპოდინ, ნელზაი, სტებე პოეხატ ბატუმი, ჰა? მომიბრუნდა მე და მკითხა რომ სიტყვაც ბანზე ააგდოს და საქმეც გაარიგოს და იმ დროს ისე დაიძრა, გეგონებოდათ სავსე რუმბს მუშტი დაჰკრესო.
– შეიძლება, რატო არ შეიძლება. მხოლოდ მენავეს უნდა მოურიგდეთ, ვუპასუხე.
– კაპიტანჯან. რა მოგცე, რომ ბათუმში ჩამიყვანო? ახლა ჰკითხა მენავეს.
– ხუთ მანეთად და ათ მარჩილად წეგიყვან, ძიავ. ისთე წეგიყვან, რომ სულ არ დაიძრა, სთქვა მენავემ მაცდურის ღიმილით, და შინჯავდა თავით-ფეხამდე გერასიმსა. თითქოს სწონავსო: ჩემი ნავი შეიძლებს ამ კაცის წაღებასაო.
რადგან სხვა გზა აღარ იყო, უარი ვეღარ უთხრა. გერასიმის გარდა კიდევ მოვემატნენ ორი „ვოენნი ოფიცრები“. გასაჭირი გახ და გერასიმას ნავში გადმოსვლა.
ჩვენ ნავში ვიყავით გერასიმი გარედ იყო ჯერ. ერთი ფეხით შედგა ნავის კიბეზე, მეორე მშრალზე ჰქონდა; რომ მოინდომა გადმოსვლა. ნავმა გადასძლია სულ მშრალისაკენ, გადაბრუნებამდის ცოტა დარჩა; ჩვენ ყველას შეგვეშინდა. რომ ხიფათს ავცდეთ და გერასიმიც გადმოვიყვანოთ ნავში. ეს ხერხი მოვიხმარეთ: რაც ვიყავით ჩვენ ერთიანათ გავჩერდით ნავის მეორე მხარეს, რომ ნავმა გერასიმის გარდმოსვლის დროს სასწორი მიიღოს. გერასიმაც გადმოვიდა.
– ვა, ეს რა მაღალი კლდეა. წამოიძახა იმან, როცა ნავში შემოვიდა და გამარჯვების ნიშნათ მაღლა აიხედა და დაუმატა ეს ციხე ჩვენი არშაკას ნაშენი იქმნება.
– აქანა ბევრი ამბები მოხდენილა: ამ ყალაში ცხოვრობდა ერთი ჩვენი ხონთქარი და იყო იმანსიზი (უსამართლო); ბევრ ხარჯს ართმევდა ხალხს. ერთხელ ჩვენებს კუჭი მოუვიდათ და ბევრი დელიყანებით მოვიდნენ და ბასხუნი ჰქმნეს, შევიდნენ ყალაში და სულ იქიდამ გადმოისროლეს ჩვენი ხონთქარი და იმისი კაცები, გვიამბო ოსმანა – მენავემ.
– ხომ სულ დაიხოცებოდნენ, გაკვირვებით დაიძახა გერასიმამ.
– დეიხოცებოდნენ, ია რას იქმოდნენ, აუხსნა კიდევ ოსმანამ.
– ალო, უკან იყავ, შენ თავის ხმარება არ იცი, აჰა დიდი სარიღი (ჭერი). ოსმანამ მისცა თავის ამხანაგს ჭერი.
ჩვენმა ნავმა გაშალა ფთები. თითქოს გასაფრენათ უმზადებნო: მიაბეს ოთხი ნიჩაბი და თვითონ მენავეებიც დასხდნენ თავ-თავის ალაგას. ჩვენც ყველანი, როგორც მოხერხდებოდა, მოვთავსდით გაშლილ ნაბდებზე. ჩვენ ოთხნი ერთ მხარეს დავსხედით, გერასიმა მეორე მხარეს, მაგრამ კიდევ ვამჩნევდით, რომ ნავი იმის მხარეს იწევდა.
– რად კანკალობა გერასიმ? ჰკითხა კნიაზმა. როცა შეამჩნია, რომ ის შიშით კანკალობდა.
– მე? არაფერს.
იალლა! დაიძახეს მენავეებმა, ნავი დაიძრა. ნიჩბები რომ დაჰკრეს, ბროლის, მგზავსმა წინწკლებმა იწყეს ტყორცნა ნავის ფერდებზე და გაჯავრებულმა ტალღებმა გამოუცხადეს სრული ომი ჩვენს ნავსა. ნავი კი ისარივით აპობდა წყალსა და ტალღების შფოთს ყურადღებას არა აძლევდა. ყველამ პირ-ჯვარი გამოვისახეთ. ტერ-ასტვაწ! ტერ-ასტვაწ! დაუმატა გერასიმამ. მენავეები გაშტერებით გვიყურებდნენ – უკვირდათ ჩვენი ხელების ქნევა და გერასიმას ტერ-ასტვაწი.
აგერ დაიმალა ართვინი, და იმას მიჰყვნენ: ხიდის-თავი და იმის ახლო არე-მარე. ჯერ ყველას ყურადღება მიიზიდა ბუნებამ, მაგრამ მალე მობეზრდნენ ჩემნი ამხანაგნი, როცა შეველით ერთი სულის-მხუთავ, ვიწრო კლდით მოსილ ხეობაში.
– დავაი, კარტი ბუდიმ იგრატი, ღოსპოდინ, მოიწოდა ბრძოლის ველზე გერასიმამ, როცა მიეჩვია ცოტა ცურაობას.
– დავაიტე, ერთბაშათ დაიძახეს ოფიცრებმა და სიხარულისაგან თვალები აენთოთ.
საჩქაროდ აბგიდამ ამოიღო ერთმა ოფიცერმა დასტა ქაღალდი. იმის სხვილ თითებს სულ არ უხდებოდა ქაღალდის ჭერა. იმას ჰქონდა თავი დიდი და შუბლი ვიწრო. მძიმე ქუდი, ძლივს იჭერდა ჯაგარასავით თმას, იმის ზედა-ტანს ება სამ-გირვანქიანი ხელები და არშინ-ნახევრიანი ფეხების თათები. უძილობისაგან გაშტერებული და წითელი თვალები, ჩაჰრიანი სახე მაღლა ყვიროდნენ, რომ ის დიდი ხანი არ არის, რაც მოშორებულა ღვინის და კარტის საკურთხეველს. მეორე იყო ახალ-გაზდა, დაბალი ტანისა, მშვიდი და კეთილ-შობილურის სახისა. ყველაფერში ეტყობოდა, რომ ის დიდი ხანი არ არის, რაც მოშორებია სკამსა. ყველაფერში ის ემორჩილებოდა თავის ამხანაგს. მალ-მალე იყურებოდა ეპოლოტებზე და დეზებზე, რომლებიც იყვნენ ძრიელ ახალნი. გაიმართა ბრძოლა. ბრძოლის ველზე ნახევრად მშიერი და ნახევრად შიშველ-ტიტველ სალდათების მაგივრათ გამოვიდნენ „ტუზები“, უსულო ქალები, ხელმწიფეები და ნაჯახიანი სალდათები... გაიღო ყოვლად შმეძლებელის სადგომის კარები. ველი მოიფინა წითელი და ლურჯის ლეშებითა. მე მოვნახე ჩემი მშვიდობიანი კუთხე მენავესთან. ამოვიღე ჩემი სამგზავრო ჩაქმაჯიდამ ქაღალდები და ახალ-მოგონილი ქიმიური კალამი. საწერელად მქონდა ჭოროხი რომ ვაწობდი ჭოროხში და ვწერდი, ჩემს ოსმანა უკვირდა.
– გურჯიჯასა სწერ, ძიავ? ჩვენ მოლებს, სულ დიდებსაც არ შეუძლიათ სალთი წყლით წერა, შენ როგორღა სწერ!...
– ეს იმისთანად გაკეთებული კალამი, შიგ ბოიაა, (წამლი) რომ წყლით შეიძლებს წერას, ავუხსენი: სადაური ხარ შენ, ძმაო?
– მე მარადიდელი ვარ. ჩვენი ქოვი (სოფელი) ქვეით არის. ჩემმა ბაბოამაც იცოდა გურჯიჯა იაზი (წერა.) რაჰმათლოგი (ცხონებული) კარგათ სწერდა.
– შენ არ იცი? არ გისწავლია?
– კი, ბატონო, მუსულმანჯა ვიცი, გურჯიჯა არა. ჩვენ იმის თანა ქითაბი გვაქვს, რომ იმაში სწერია გურჯიჯა სიტყვები თათრულ იაზებით.
– ალო, ყოჩაღათ იყავი, არ მოარტყა ყაიას (კლდეს), – უთხრა მეორე მენავეს ოსმანამ, როცა მიველით ერთ ალაგას, საცა ჭოროხი მრისხანედ რბოდა და აქაფებულის ზვირთებით ზედ ეხლებოდა კლდესა.
გერასიმამ თავისი თავი დაივიწუა შიშით: არ იცოდა რა ექმნა – შეშინებულმა მაგრად მიიხუჭა თვალები.
– შე ოჯახ–დაქცეულო, რა გაშინებს, დასცინა კნიაზმა: ჩვენც შენთან არა ვართ?!
გერასიმამ არ გაიგონა. ამისთვის არა სცალოდა.
ერთი-ორი ბურუნი კიდევ გავიარეთ, გამოჩნდნენ სოფლები: ნაჯვა და ონი. ესენი დგანან მაღალ კლდის თავზე და მწვანე ბზის და რაღაც წიწვის ხეებით იმშვენებენ თავს. ამ სოფლების ცოტა ქვეით ჭოროხს ერთვის პატარა მდინარე – ხატილა, – იმის ღელეში, შორსა, სჩანს ძველი ხიდი.
ჩვენ შევედით ერთ ვიწრო ხეობაში. წინ წარმოგვიდგა მშვენიერი სანახავი: ფრიალა კლდეებს და გორაკებს საამურად ამკობდნენ ბზის ხეები, როგორც თავ-ქარიანა „ბარიშნას“ თავს ახალი შლიაპა ყვავილებით და ზოლებით. აქ ყვავილები არ გახლდა: რადგან ზაფხული არ გახლავს, მხოლოდ ზოლების თანამდებობას ასრულებდნენ მთებიდგან ჩამომშხრიალე პატარა მოკამკამე წყლები, რომლებიც ხმაურობით ჩამორბიან და თავის სავალზე აჩენენ „წყალ-ვარდას“.
ჭოროხიდგან ბლომა მანძილზე მთების ფერდები მოკლებული არიან ტყესა, შორს კი სჩანს ლამაზი ხუჭუჭი მობიბინე ტყეები.
აგერ მარჯვნით გამოჩნდა ლამაზი სოფელი, იმისი ხის ყავარით დახურული სახლები გაფანტულია ერთს ღელის პირზე. ჩვენს მენავეებს რაღაც საქმე ჰქონდათ და მისთვის ნავი მიაყენეს ხმელეთს ჭოროხის პირიდგან იწყობა პატარა მინდორი კლდის ძირამდე, საცა არიან აგურხანები. აკეთებენ მშვენიერ აგურს. წყლის პირზე ისხდნენ ვიღაც თათრები, ჩვენმა მენავეებმა ლაპარაკი დაუწყეს. ჩემი ყურადღება მიიზიდეს აქ ორმა ანგელოზის სახის ყმაწვილებმა, რომლებიც ისხდნენ ცარიელ ნავებში. ნავები ნაპირზე იყვნენ დაბმულნი. შვიდი წლისანი იქმნებოდნენ. ერთს ეჭირა პატარა ხის გათლილი ნავი და წყალში აცურებდა, მეორეს ხის პატარა შვილდ-ისარი. მოვინდომე ლაპარაკი იმათთან, გამექცნენ, შეეშინდათ – „ურუსიაო“. ხმელეთიდგან ერთმა დაიძახა: „ნუ გეშინიანთ, ფარა უნდა მოგცესთო“.
ფარის სახელი რომ გაიგონეს, მოვიდნენ.
– ვისი შვილი ხარ?
– მე ოშმანაში. (ოსმანასი).
– შენ?
– მე ალი-აღაში. (აღასი).
– შენ რა ჰქვიან? ვერ მიპასუხეს, ვერ გაიგეს.
– შენი ადი რა არისო, გეკითხება დაეხმარა წინანდელივე ხმელეთიდგან.
– ჰა?
– ცემი შახელი მუშტაფია.
– შენ?
– ცემი ნურია.
– ეგ რა არის, რომ გიჭირავს?
– იაი-ოხია (შვილდ-ისარი).
– რად გინდა?
– ყუში უნდა მოვკლა (ფრინველი უნდა მოვკლა)
– ა-ა-ა ყოჩაღებო.
ესენი პატარობიდგან ივარჯიშებიან შვილდ ისრის სროლით ეტყობა.
უფროსებში შესანიშნავი იყო ერთი. რომელსაც დარბაისული ქცევა, მაღალი შუბლი, წვეტიანი ცხვირი. მოსწრობილი დ ლაპარაკი მთიულისა ჰქონდა,
– შენ სადაური ხარ. ძმაო? ვკითხე.
– მე, ბატონო, ამ ქოვიდამ ვარ (ამ სოფლიდან) ჩვენი ქოვი ეს სინკოტია; ამ სოფლის აღა ვარ.
– სახელი შენი?
– ოსმან ობრიძე. (ვგონებ უნდა იყოს: ორბიძე).
– რამდენი კომლია სინკოტში.
– პატარა ქოვია – იქმნება ორმოცი თუთუნი (კომლი).
– რას თესავთ ამ ყანებში, რა მოგყავს? მიწა მსუქანი უნდა იყოს.
– ჩვენ ლაზუდის მეტს არაფერსა ვთესავთ.
– რათა? მარტო ლაზუდით (სიმინდსა) რა იქმნება, თუთუნი – თამბაქო. მოიყვანოთ, ყურძენიც კარგი მოვა; ჰხედავთ სულ სავაზო ადგილებია.
– აქნობამდისინ ჩვენი თავისა – ჩვენ არ ვიცოდით. კიდეც რომ მოგვეყვანა ჩვენ არ შეგვარჩენდნენ ჩვენი მამურები – მოხელეები. ამის იქით, თუ ალახი შეგვეწვა, ყველაფერს მოვიყვანთ სინკოტის პირდა-პირ მოჩანდა მაღლობზე ჭოროხის მეორე მხარეს ლამაზი სოფელი.
– იმ სოფელს რაღა ჰქვიან?
– ომანი, ბატონო.
– მაშ, ოსმან-აღა, ჩვენ დოსტები ვიყოთ ამას იქით, როცა მოხვიდეთ, ჩემთან გამოიარეთ.
– ბატონი ბძანდები, ჰამა შენ უფრო იახინი ხარ (ახლო ხარ) ჩემზე – ჯერ შენ მოიტეხე ჩემი ერთი ლუკმა პური და მემრე მე მოვალ შენთან.
– დიდის სიამოვნებით, მაგრამ გვეჩქარება. ამოვლაზე, – ბატონი ხარ.
– მაშ კარგი. ოსმანას ჩამოვართვი ხელი. პაწაწა მუსტაფას და ნურიას გამოვეთხოვე. ჩვენმა ნავის ნიჩბებმა იწყეს მეშაობა.
სანამ ბარჩხას მივიდეს კაცა ჭოროხის მარჯვენა მხარეს ნახავს დიდ სოფელს. სადაც ჩამოდის ბოგინის წყალი. ამ წყალზედაც არის ძველი ხიდი.
შუა-დღე გადავლილი იყო. ჩვენ რომ ვცურავდით ბორჩხის წინა. აქ ჭოროხი განიერდება ისე, რომ პატარა ტბას წარმოადგენს. ბორჩხა არტანუჯზე მოზდილი დაბაა. იქმნება სამასი კომლი მცხოვრებლები. ლაპარაკობენ ქართულს; ესენიც ლაზებათ ითვლებიან. სანაწილოს უფროსად არის მარადიდელი ბეგი – მამად-აღა. ქართული იცის კარგათა. ყველა ლაპარაკში და ქცევაში ეტეობა, რომ ძრიელაც არ უყვარვართ... აქ დგას გურიის დრუჟინა. ბორჩხის ზეიდამ ძევს მულღურის ღელე – ხეობა. ეს ხეობა შესდგება ოც-და-ხუთის სოფლისაგან. ესენიც გიჟობენო. რო გიჟობენ კიდევაც ადგილი აქვთ. საწყლებმა აქნობამდი არ იციან, ჩვენები არიან, თუ თათრისა იქიდამ თათრები აწუხებენ. აქედგან – ჩვენ...
ბორჩხის პირ-და-პირ აღმოსავლეთისკენ სჩანს ლამაზი დიდი სოფელი (ვგონებ) ღამაშენი, აქ ყოფილა პატარა კოშკი, რომლის ნაშთიც ახლაც არის. ბორჩხა ძევს ფრდობა ადგილას. აქვს საამური გრილი და საღი ჰავა. აქ აკეთებენ მშვენირ ქვევრებს; მსურველს შეუძლია დაიბაროს. ადგილობრივ ღირს ხუთ ყურუშათ, მოტანა ეღირება ათ მანეთად. ბორჩხა თავის მაზრის საბაზრო ადგილია. პარასკევობით გროვდებიან ჭოროხის გაღმა, მინდორ ალაგას სოფლის ხალხი და დიდი აღებ-მიცემა იმართება – სიმინდისა, ქალამნისა და ქოთან-ქვევრებისა...
მზე ჯერ არ იყო მიმალული მთების აქოჩრებში, რომ ჩვენი ნავი მიადგა მარადიდს. ნავი მიაცურეს ბუნებით ნაკეთ ნავ-სადგურში. მაშინვე გაჩნდა მეყავე, რომელმაც მიგვიწვია თავის ყავახანაში, რომელიც შეადგენს აქაურს სასტუმროს.
– იმისთანა ოთახი მაქვს, იმისთანა ოდა და ისეთს ცეცხლს დაგინთობ, ბატონო, რომე გიამებათ. ლაზათიანათ გვიქო იმრულის მაცთურობით მეყავემ თავისი ოდა. ოთახი ვიშოვნეთ, მაგრამ გაჭირება გერასიმას გადმოყვანაზე დაგვადგა. აქაც წინანდელი ხერხი მოვიხმარეთ. მიველით ყავახანაში, მოგვცეს პატარა ოთახი, რომლის მესამედი ადგილი გერასიმამ დაიპყრა. ყავახანა წყალზედ დგას, ისე რომ იატაკს შუა ადგილებიდამ წყალი ცხადათა სჩანდა ამისი მურიანი ჭერი ცხადათ გვეუბნებოდა, რომ აქ აქაურებს მრავალ ჯერ უქეიფნიათ ჩიბუხის ბორანით და ყალიონის ხრუტუნით. კიდევ დრო იყო იმდენი, რომ მე და ჩვენმა კნიაზმა შევიძელით მარადიდის გადათვარიელება. პატარა დაბაა მარადიდი, მდბარეობს მინდორ ალაგას. ამისთანა ვაკე მინდორი ძალიან ძვირი სანახავია. ბორჩხის და მარადიდის შუა ჭოროხის მარჯვენა მხარეს მოხდილი სოფელია – ხება. ხებას მდებარეობაც არ არის ურიგო – ძევს ერთს ღელის პირს. აქვს პატარა ბაზარი. მცხოვრებლება ლაპარაკობენ სუფთა ქართულს. სიმინდის მოყვანის გარდა ისინი ვაჭრობენ, მისდევენ მენაობას, თვითანაც მშვიდი ხალხნი არიან. აქ დგას ერთი როტა სალდათი. ხებაში ვნახე ორი ჩვენი ახალციხელი ქართველი – ცოლ-შვილიანი, რომლებიც შესარცხვენად სხვის ნამუსით ფულს იგებენ! ახ, აფსუს! აი ამისთანა აბდალები და უსინიდისოები გვიტეხენ სახელს, აი! აბა ამისთანა უიმისოთაც უჯერო ხალხში, რაღა მაგისთანა ნათლი–დედებით სიარული გვინდა! აქაურები ტყუილად კი არ ამბობენ: თათრის ჯარის კაცი, რომ მოვიდოდა, გვეტყოდა: გამარჯობა, პური გაქვთ? თქვენები რომ მოვიდნენ პირველ ნახვაში გვეუბნებიან: „ზდრასტი, მატუშკა ესტ?...“
მოვბრუნდეთ მარადიდში. მარადიდს აქვს პატარა მშვენიერი ბაზარი, ბაზრის შუა – მოედანია. ამ ოთხ-კუთხიან მოედნის ერთ მხარე უჭირავს მეჩითსა, წინ ლამაზი წყაროა. მარადიდში ორი სახლია სამ-სამი სართულიანი, რომელნიც ეკუთვნიან აქაურ აღას. დანარჩენი შენობები ხისაა, სოფლის გარშემო კარგა მანძილზე ნასაქმარია, ნამუშავარი. ეს იმას ამტკიცებს, რომ აქ შრომის ხალხი ცხოვრობს. მარადიდი შესდგება, ვგონებ, ოც-და-ათის სოფლისაგან, სოფლები იმისთანა მაღლობებში დგანან, რომ კაცს იქიდამ გადმოხედვა შეეშინდება, მარადიდელები მისდევენ, რამდენადაც ადგილი ნებას აძლევს, მეურნობას, მოჰყავთ სიმინდი, ლობიო და სხვა ბოსტნეული. მარადიდელი დალიყანი (ვაჟ-კაცი) მოგეწონებათ. გამოცდილი მენავე – მარადიდელია. ეს ნიჩბითი შრომა იმათში ზდის ღონიერ ვაჟ-კაცებს და შრომა ხომ ვიცით ხალხს აკეთილ-შობილებს; მარადიდელები არც ამას არიან მოკლებულნი. თუმცა ერთი მტკაველი ყმაწვილიც იმათში იარაღით დაიარება, მაგრამ ესენი საშიშრები არ არიან. ამ იარაღით ისინი იფარვენ თავიანთ თავებსა. ესენი ერთი ლუკმა პურის საშოვნელათ მიდიან შორს და სიღარიბესა სწევენ. მარადიდი ორია: ქვეშა-მარადიდი და ზედა-მარადიდი. პირველი მეორეზე ოთხის ვერსტით შორს არის, ქვეშა-მარადიდში აკეთებენ ჭოროხზე სასიარულო ნავებს.
დაღამდა. როგორც უზრუნველ მგზავრებს თან საჭმელი არაფერი არ მოგვეტანა მივმართეთ მეყავახანეს. დიახ. იმანაც მოგვიტანა პური და ყაურმა (მოხრაკული ძველი ხორცი). ერთ გირვანქა ყაურმაში სამი აბაზი გამოგვართვეს, ერთი ახლად დაბადებულის ყმაწვილის თავის ოდენა პურში -– ორი შაური საღ-ფარათ. აქ ფული არის საღ-ფარა და ჩურუქ-ფარა, ჩურუქ-ფარა ოსმალოს ფულია და ორი ყურუში ერთ ყურუშათ გადის, საღ-ფარა ჩვენი ფარაა. ყველაზე მომეტებულად ეს ამბავი ეჯავრა გერასიმს, მაგრამ რა გაეწყობოდა, ყვლაზე დიდი მუცელიც იმას ჰქონდა... ანგელოზმა ჩამოიარა – დავწექით დასაძინებლად, მაგრამ თქვენმა მტერმა დაიძინოს ისე, როგორც იმ ღამეს ჩვენ დავიძინეთ! მეორე ოთახში მარადიდელმა დალიყანებმა დაიწყეს ქაღალდის და ყომარის თამაშობა და გათენებამდის არ გაუთავებიათ. ყომარში ხმარობენ ოთხკუთხიან ტყვიის კოჭებს. ყველას წინ ეწყო თითო დასტა ადგილის ჩურჩხელა და იმაზე თამაშობდნენ. როგორღაც ღამეც ისე გაგძელდა, რომ ბედი გვაწყევლინა გათენება ახლო იყო. ავდეგი და გამოვედი გარედ. მენავეების ბანაკში ცეცხლი ბჟუტავდა. ჩემი უძილობისაგან დაქანცული თავი იქთკენ გავაქანე. მშვენიერი და გრილი ღამე იყო, არე-მარეს მშვიდათ ეძინა. ჭოროხი თავის ტკბილ ნანას ეუბნებოდა და უთვალავი ვარსკვლავი მშვენიერად იხატებოდნენ წყალში. მენავეებში მოძრაობა იყო. ისინი ამზადებდნენ ხვალის საგძალს, ბევრ ხანს ვიდეგი და გუუურებდი: ერთი ჭაღარა თმიანი კაცი მჯადს აცხოვდა, გაჩაღებულ ცეცხლზედ სურდებოდა თიხის მთვარის მგზავსი კეცი. იმან მოზილა ხის ვარცლში მჭადის ცომი გადმოაბრუნა კეტი; გაწმინდა, ხორცის იერად გახურებულს კეცზე გადმოიღო ცომი, გაასწორა და დაიფარა ფურცლები და ზედ მოუარა ცეცხლის ღადარი – გამოსაცხობათ მზად იყო; ზოგან ქოთნებით ლობიო იხარშებოდა და ზოგანაც ცხელ მჭადს შეექცეოდნენ. მეც მომაწოდეს: „მიირთვი, ძიავ, ჩვენებური მჭადი“ უარი არ ვუთხარი – რომ არ ეწყინოსთ. ის მჭადი იმ დროს კარგ შაქრის პურად მეჩვენა. ბევრს ამათგანსაც ეტყობოდა ყომარი უთამაშნიათ, რომ მალ–მალე ანთქნარებდნენ უძილობისაგან ესენი მუცლის დიდი პატივის-მცემელნი არ არიან. როგორც ამისთანა ალაგას, ისე სახლში ბევრი საჭმელი არ იციან – მჭადი, ლობიო, ზოგჯერ გარეული ფრინველი, ზოგჯერაც ნადირის ხორცი შეადგენს ამათ საჭმელს.
– ჰასანა, ერთი გაირბინე ყავახანაში და სულეიმანს უთხარი ერთი ჩიბუხი და თუთუნი გამომიგზავნოს, უთხრა მოხუცებულმა იმასთან ახლო მწოლარე ყმაწვილს. ის იქმნებოდა თოთხმეტის წლისა შავ თვალებით და ქალურის სახით. ასანა რომ არ დაეძახა, მე ქალი მეგონა...
– პაპუა, მე ვერ წავალ: ნუსხები აქანა არა მაქვს, მეშინია, უპასუხა ემაწვილმა. მოხუცებული დაჰსჯერდა. ცრუ-მორწმუნებას აქ განიერად აქვს ფეხები გაშლილი; ჭინკების და ეშმაკების არსებობა ბნელ და უპატრონო ადგილებში ამათთვის დარწმუნებით დამტკიცებულია. ამისთანებისაგან დასაფარველად მოლლები აძლევენ ნუსხებს – თილისმებს. მინახავს შიგ ნუსხაში პატარა ქაღალდია, ზედ რაღაც ყორანის სიტუვები სწერია. ამ ქაღალდს ინახვენ სამკუთხედ დაკეცილ ჩვარში და იკერებენ ზურგზედ...
ჩემს ბედზე ამ ჯერად ვერც დღისით გადავრჩი ქაღალდის მოთამაშეებს და ვერც ღამეს. მოველი ჩვენს ბინაში. ჩემ ამხანაგების ხვრენამ ისე წამახალისა, რომ მეც წავწექი – დილის ტკბილმა ძილმა შემიპყრა.
მეორე დღეს საქმე ისე ჭანდრაკულად წავიდა, რომ იმ დღეს მარადიდამ გამოსვლა ჩემის ამხანაგებისათვის შეუძლებელი იყო. მე ჟამით და შემთხვევით ვისარგებლე. მივატოვე ჩემი ამხანაგები დროებით მარადიდში და დავჯექი მიმავალ ცარიელა ნავში, წაველი მაჭახელის-პირას, საცა მეგულებოდა ერთი ჩემი მეგობართაგანი, რომელთანაც ერთად ჯამის ძირი ბევრჯერ გვილოკნია.
მაჭახელის-პირას მისვლამდი შემხვდა საზარელი სურათი: ბათუმიდგან ართვინამდის აკეთებენ გზებსა. რასაკვირველია წინ ხვდებათ ბევრი კლდოვანი ადგილები, ამ ადგილებს აპობენ ლაღუმითა. ჩვენ მივცურდით იმისთანა ალაგას, საცა მუშაობდნენ და რკინის ნალეწის ხმა გარკვევით მოდიოდა. უეცრად ერთ ალაგას იფეთქა ლაღუმმა და თითქმის თან ჰაერში აიტანა უშველებელი მიწის ღრუბელი და თან კაციცა. ნავი გავაჩერებინე. სანამ ავიდოდით იმ ადგილას საცა ეს მოხდა, იმ კაცმა გაათავა ამ ქვეყნისა – უგრძნოდ იდო. გზის პირას მწვანე კორდზე. საბრალო აზრუმის მხრის ბერძენთაგანი იყო. იმისი დამსხვრეული და სისხლიანი სახე ბევრ ხანს იყო ჩემს გონებაში ჩარჩენილი. შეღონებულმა ამხანაგებმა არ იცოდნენ რა ექმნათ. რუსის ადათით ვგონებთ არ შეიძლებაო. დამარხვა. მოვასწავლეთ წასვლა სანაწილო. უფროსთან, რომ გამოერთვათ სამგზავრო ბილეთი; საიქიოს მაინც თავისუფლათ წასულიყო. რამდენად ათასფერია დაბალის ხალხის გაჭირება?! ერთი ლუკმა პურისათვის ერთის თვის სავალზე ფეხით მოდიან და აი სად კვდებიან! მაგრამ ეს აჭარლებისთვის და მაჭახელებისთვის არ ითქმის მთელი გზა გავიარეთ ერთი აჭარელი და მაჭახელი არ იყო. მუშების რიცხვში. თათრები, სომხები და ბერძნები მუშაობენ სულა. ამათ როდის უნდა გაიგონ შრომის მნიშვნელობა? მაჭახის თოფი. მჭადი და ძველი ხის ქოხი იმათთვის წმიდა საგნათ არის მიჩნეული......
რამთონიმე მისახვევ-მოსახვევი კიდევ გავიარე და მივედით მაჭახელის წყალთან, რომელიც ერთვის ჭოროხს; იმის ღრმა ხეობაში გამოჩნდა პატარა კოშკის ნაშთი და აქედ რაღაც კედელი.
– ეს რა კედელია, რომ სჩანს, ვკითხე მენავეს.
– აქანა ძველი ქოფრი (ხიდი) იყო და წყალმა წეიღო აგერ ზევით რო სჩანს იქაც ყალა ყოფილა. შიდ ბევრი ჭინკებია.
– ჭინკა რა არის?
– ჭინკა – ე შმაკია.
– მერე შენ რა იცი, რომ მანდ ეშმაკებია?
– ვიცი, ბატონო, ერთხელ ერთი იოლჩი (მგზავრი) მიდიოდა თავის ქოვში. ღამე იყო. მაგიარ (თურმე) იქანა დახვდენოდნენ ჭინკები, ასტფურულა! შეეყვანათ იმ ყალაში და მთელი ღამე ეცეკვებინათ და ამას ეუბნებოდნენ:
შენისთანა გვიანა მგზავრს
ასე ატიკტიკებენო!
მაგიარ, იმათ ქორწილი ჰქონიათ და ყუიმასს (ხავიწს) აკეთებდნენ, უდგათ ოჯახზე დიდი ცარიელა ყაზანი, ყოველა თითებს ყოფდნენ იმაში და იძახდნენო: ვინც არა სთქვას, იმისი ბარაქა და აქანა იყოს, მინც არა სთქვას, იმისი ბარაქა აქანა იყოს! ყაზანი იავაშ-იავაშ (ნულ-ნელა) ივსება და თითონ იოლჩაც უნდა შიდა ჩაეგდოთო, მაგრამ იმას რომ ალლახი არ ეხსენებინა, ის ახლაც მოხარშული იქმნებოდა, ჰამა ალლახი რომ გაეგონათ ბითუნ (სულ) გაქცეულიყვნენ იგი ჭინკები.
მივედით მაჭახელის-პირას. მაჭახელის-პირი პატარა სოფელია, დგას ჭოროხის პირას პატარა გაშლილ მინდორზე და მთის ფერდობაზე. მთელი სოფელი შესდგება რამთონიმე ხის ქოხებისაგან ერთმანეთზე შორი-შორს, და ორიც დიდი სახლისაგან. ერთში თავსდება იქაური სანაწილოს სამმართველო, მეორეში ადგილის ბეგი. სანაწილო უფროსი შინ არ იყო: ცოლ-შვილი წაეყვანა ბათუმში; იმის თარჯიმანსაც შესაფარი ადგილი ბათუმში მოეძებნა... დამხვდა იგი, ვინც საჭირო იყო. ჩემთვის.
მაჭახელის სატახტო ქალაქის გარეშემოში ცოტა მანძილს ნახავთ შემუშავებულს. დანარჩენი ადგილუბი სულ-უხლებელია. იმისთანა ადგილებიც არის, რომ ჯერ ბუნების ბეჭედს იქ კაცობრიობის ხელი არ შეხებია. მაჭახელები არიან მარდები და ლამაზნი. იარაღი თითქო იმათი ტანის ერთი რამ ბუნებითი კუთვნილებააო... მაჭახელი მშიერი დარჩება, თავს მოიკლავს. მაგრამ იარაღს ვერ მოიშორებს. შურის და სისხლის ძიება ამათთვის წმიდა საქმეა. მაჭახელების საზრდოს წყარო – მტაცებლობაა. დავლაა... ჩემი მასპინძელი დამხვდა მშიერის მუცლით და მხიარულის გაშლილის გულით. თურმე არა თუ ხორცს და სხვა ხორაგეულს, წარმოიდგინეთ, პურსაც ვერ შოულობენ. იმათ დღიურ საზრდოთ მჭადი და ჩაი გახდომიათ. აზნაური მჭადს არა სჭამს, მოშივდება ყინულსაც შესჭამსო! აბა, ასეა ჩვენი სოფელი! ახლა ის შემთხვევა იყო. რომ სტუმარს მასპინძლისათვის უნდა პატივი ეცა, მაგრამ ყვავს რა ჰქონდა, კაჭკაჭისათვის რა მიეცა. მაინც რა გვიშავდა? როცა გაშლილი გულია. იქ ყველაფერი ადვილია. იმის გარდა. რომ დამხვდა ამისთანა უდაბნოში – თბილი ოთახი, კარგი ვახშამი და ქართული გაშლილი გული. ქართლის ჩურჩხელამაც არ დამტოვა. უნაწილოდ.
მშვენიერი დილა სცოდნია მაჭახელის-პირს. მზემ ამოჰყო თავი, თეთრი ნისლი ჯერ არ მოშორებოდა მთების ხუჭუჭ ტყიან თავებს. ჭოროხი უფრო ჩქარა მირბოდა, რადგან სიცივეს მოეჭირა; მცივარა ჩინოვნიკივით ეჩქარებოდა სასამართლოსკენ, მზის ამოსვლაზე ნისლი გაქრა, როგორც კეთილის დანახვაზე ბოროტი. მთების კალთები მწვანით მოსილნი შვენებას კვალს აჩენდნენ. ეტყობა ზაფხულში აქ სუფევა უნდა იყოს. ჩვენმა ნავმა ჩამოიარა. მეც ჩავჯექ და შევუდეგით ცურვას
ჯერ შვიდი ვერსტი არ გვექნებოდა გავლილი. რომ მიველით აჭარის წყალზე; აქ იწყობა აჭარა. აჭარის წყალი პატარა მდინარეა. ის დღეს მოწმედილი მორბოდა, მაგრამ თუ წვიმიანობაა, საშინ გაგიჟდება და გავლა გაძნელდება ხოლმე ნავმა მიგვაცურა ერთ ალაგას საცა ჭოროხმა ძრიელ გაგვაქანა. აქ არა თუ გერასიმას – ჩვენ ყველას შეგვეშინდა ზვირთები. მონადირესაგან შეშინებული შველისავით, დახტოდნენ. ცოტა ჩავიარეთ. შეგვხვდა სხვა ნავი ქვევიდგან მომავალი. ექვსი კაცი წელამდი ტიტველები თოკებით ეწეოდნენ ნავს გეო გეგონებოდათ ვინმე ცოდვილი მიჰყავთ საიქიოსო, შიგ იჯდა ვიღაც ბატონი, რომელიც აღმოჩნდა უფროსის აფიცრის ნაცნობი.
– ბათუმში რა ამბავია? ჰკითხა აფიცარმა და გააჩერა ქაღალ დის თამაშობა.
– სანუგეშო არაფერი. მხოლოდ აჭარის აჯანყებაზე ლაპარაკობენ. მგონ... მენავეებმა ვეღარ გააჩერეს ჩვენი ნავი, გამოემშვიდობნენ და გავცურდით.
დიდს წვალებას და საცოდაობას ჰსწევენ საარალო მენავეები. აქედამ კი ქეიფით მიდიან, მაგრამ იქიდამ ამოსვლა ვაი-ვაგლახია. ექვს კაცს ძლივს ამოყავთ, ისიც წევა-წევით.
ქაღალდის თამაშობა ნავში დღესაც გაჩაღდა და ისე გაცხარდა, რომ კაცი ცხადად ამოიკითხავდა ყველას შუბლზე – თუ ვის წაეგო და ვის მოეგო. ერთს მოეგო, უხაროდა, მეორეს წაეგო, ცეცხლი ეკიდებოდა და ცხარობდა ცეცხლით სავსე სამოვარისავით. მესამეს არც უხაროდა და არცა სწჟინდა – არც მოეგო, არც წაეგო. წითელი, ლურჯი და ყომრალი ქაღალდებით აჭრელდა მოედანი. მენავეებმა, რომ დაინახეს, თვალები აენთოთ. ერთმა ვერ მოითმინა და დაიძახა: ო, ამთონი ფარა რომ მქონდეს, ჩემს ოღლუშაღს ეყოფაო.
– თქვენი ხონთქარი თუ ასე ზენგინია, დაჰა ამთონი ხარჯი რათ უნდა გადაგვახდევინოს სთქვა ოსმანამ: მამურები რომ ასთე ზენგინები არიან თვითონ, უფრო ზენგინი იქმნება დაჰა რად უნდა?
– რა ხარჯი, ძმაო? ბევრი ხარჯი არ გადაგხდებათ. რაც თქვენის ხონთქარის დროს იხდიდით, იმასაც ახლა გადიხდით. მეტს არა იმიტომ ატეხილან. აჭარელები?
– ეჰ, ბატონო, ონდან ნაჩი-ხარ! (იქიდგან რა გამოვა) ქი ატეხილან! ჩვენმა ხონთქარმა ურუსს ვერა უყო, მაგათ – ია ჩვენ რა უნდა უყოთ. ჰამა კარგს საქმეს არ გვიშვრებით!!
– რა საქმეს გიშვრებიან?
– ნაბილემ (რა ვიცი) ეს გობრუგიო, ეს ისაო. ელა (ისე) არ წამოვალთ, რომ ჩვენი ყაილები არ გამოჩხრიკონ. ისიც მოიგონეს – ქალების აღწერა ჩვენი მოლლები ამბობენ, ქი ჰალა დასწერენო; ეიდა, მემრე ბუთუნ (სულ) ურუსეთში წაიყვანენ და იმათ მაგიერად ურუსულ მათუშკებს გამოგვიგზავნიან, როგორც ყაზანის შაარშიო ქნეს. ხარჯსაც ბევრს გადაგახდევინებენო. არ ვიცით, ვალაჰა, ჩვენი საქმე როგორ იქნება!!
– ეგ ყველა მოგონებული ამბებია მეთქი...
– ოსმანა, თავი დაიკავე, ჩალღამია(ზვირთებიაო.), – დაიძახა მეორე თავიდგან მენავემ: ნუ ლაპარაკობ.
აბა მობძანდით და ესენი გაამტყუნეთ! ჯერ ისინი ჩვენ არ გვიცნობენ და ჩვენ იმათ და ქამანდს კი ვისვრით...
შევამჩნიეთ რომ ბათუმს მივუახლოვდით. მთები აქ უფრო მდაბლობი არიან. ვიწრო ხეობა გათავდა. წინ გაგვეშალა კახაბერის მინდრები, რომელიც საამოდ მოფენილნი არიან მთების ძირებში. აქ ცხოვრობენ ქურთები, ესენი მისდევენ სიმინდის მოყვანას და ცხოვრობენ პაწაწინა ხის სახლებში: ქურთისაგან ამთონი მარიფათი! ღმერთმან იცის, ესეც მეტია...
აგერ გამოჩნდა ზღვა – ძლიერი სტიქიონი. ზღვის ნახვის სურვილი ჩამივარდა გულში იმ ტკბილ-მოსაგონის დღიდგან, როცა ჩვენმა მასწავლებელმა აგვიხსნა პირველად ზღვის ვითარება, მისი ძლიერება და როცა პირველად გავიგონე, რომ ჩვენი მტუტე-მწარე ცხოვრება ზღვას ემგზავსება!... დიახ, მინახავს ჩვენის ცხოვრების ზღვა, მაგრამ – ზღვა ინგლისის ნავებით – არ მენახა. დიახ, მენახა, რომ ჩვენის ცხოვრების ზღვაში ბოროტი კაცები ბოროტით დატვირთულ ნავითა დაიარებიან და არ იღუპებიან, მაგრამ ნავი, – საზღვარგარეთის საქონელით და ადამიანებით სავსე, ჩემს თვალებს არ ენახა. კი მენახა, რომ ჩვენის ცხოვრების ზღვაში – ზვირთებში „წვრილი“ ადამიანები ჩალასავით ტოკიალობენ, კი მენახა რომ დაცურავენ ქონდრის კაცები თავიანთ არ-სანდო ნავებით, რომლებსაც განსაცდელი სულ მუდამ თავს დასტრიალებს, მაგრამ პატარა მარადიდში გაკეთებულის ნავით ზღვის ტალღებში სიარული არ მენახა!.. მადლობა ღმერთსა, ესეც ვნახე. თუ არ მოვკვდით ჯერ ბევრ რასმეს ვნახავთ!...
უფრო და ურო მივუახლოვდი, უეცრად თვალთ-სახედი გადიშალა და წინ გაგვეშალა ზურმუხტის ფერი ხალიჩა – ზღვა. მე, როგორც ზღვის უნახავმა, ჩემი ყურადღება მივაქციე ზღვას და იმის ყოველს მოძრაობას თვალს ვადევნებდი.
– იამან, მიშველეთ! უეცრად დიყვირა გერასიმამ, მე ამ ოვკიანოში ვერ შემოვალ! მეში..ნი...ან! ვა, ეს რამოდენა ყოფილა, ჩვენს უსუმანში მენახა, ასე დიდი როდი იყო! მე ფეხით წავალ... თუმანი და ხუთი შაური რომ მომცეთ, მე ვერ შემოვალ...
– ფეხით არ წაისვლება გერასიმ ფარსადანიჩ, თორმეტი ვერსტია, ათი მანეთი და ათი შაურიც რომ მისცეთ ცხენს ვერ იშოვნით.
– მაშ რა ვქნა? ჰა? ტერასტუაწ!
– რა უნდა ჰქმნა, აგერ მივდივართ...
– არა, არა! მოდი, თვალები ამიხვიეთ: იქნება რომ არ დავინახავ, მაშინ რ შემეშინდეს ჰა?
ჩვენც ის გვინდოდა. კნიაზმა მარდად მოიხსნა თავისი მაუდის ყაბალახი და მაგრად შეუხვია გერასიმას თვალები.
ჩვენმა ხარხარმა ერთი დიდი ფრინველების გუნდი დააფთხო. ზღვის შესავალში ჭოროხი განიერდება. მარჯვენა მხარე იშლება გძელი მინდორი, რომელიც მოკლებულია ტყეს, მხოლოდ ნაბუჩქნარების ზოგან. ზღვა ჯერ ჩვენ ნავს არ კადრულობდა: რამდენჯერაც მენავეები იერიშით მივიდნენ – ტალღამ უკან მოაბრუნა ნავი. ბოლოს იერიში ძლიერი და საერთო იყო, ტალღებმა თავი მოიხარეს და გზა მისცეს ჩვენს პატარა და გამბედავს ნავსა. შევედით ზღვაში როგორც ბურთი ისე აქანეს და ათამაშეს ტალღებმა ჩვენი ნავი.
კარგა ხანს ვიარეთ ზღვაში. ჯერ გავიარეთ ჩერქეზების სოფლი წინ. ვიარეთ ცოტა კიდევ და მიველით ქალაქში. მიადექით ზღვის გიდეს და რომ გადავხდით ხმელეთზედ, მაშინ თავისუფლად ამოვისუნთქეთ რასაკვირველია გერასიმას გადმოყვანაზედ თავის წესი ავასრულეთ.
ყველამ თავისი ბუნაგი მონახეს. მე კიდევ დამხვდა ქართული გაჩაღებული ბუხარი და ქართული კეთილი გული.
ბათუმი მოსაწონი ქალაქია. განათლებულ ნაწილში ნახავთ სწორე ქუჩებს, სამ-ოთხ სართულიან სახლებს და ყველა ქუჩის თავზე გოსტინიცას – სასტუმროს. ის სამიკიტნოები. რომლისაც ბევრს ნახავთ ვენს სატახტო ქალაქებში, რომლების კარების ზეიდამ ფიცარზე ჰხატვია შემწვარი ქათამი – ფეხები ზევით აშვერილი და ზედ ჩანგალი დარჭობილი, საცა ჭუჭყიანი ტაბლები და კიბეები გულს აგირევს – აქ გასტინიცად არიან წოდებულნი და მით ამართლებენ თავიანთ მნიშვნელობას, რომ ქათმის და ბოთლის მაგიერად შუბლზე აწერია «гастиница сномеромъ»... ძველი ნაწილი წარმოადგენს თათრულს ტალახიან მიგრეხილ-მოგრეხილ ქუჩებიან ქალაქსა.
ხალხის მოძრაობა, ვაჭრობა საკმარისია, ჯერ ბათუმი ყრმაა. მომავალში იმედია გაიზდება და ოდესსას დაემსგავსება. გრცელი მინდორი კახაბერამდე ნებას მისცემს მას – რამდენიც უნდოდეს ფეხები გაიჭიმოს. წინ ზღვა, უკან მწკრივი აჭარის მთები ლამაზს სანახავად ხდიან ბათუმს.
ბათუმი პორტო-ფრანკოა, ესე იგი, იმისთანა ქალაქია, საცა „უფატენტოდ“ ყველა მთავრობის ნავს და ხალხს უფლება აქვს თავის ულად შევიდეს... მაგრამ ეს წოდება მარტო დამოჟნაშია დამკვიდრებული, ქალაქამდე არ მიუხწევია, თუმცა არ ვიცი კი, რა შემთხვევით, შეპარულა აქაურ გოსტინიცებში. გოსტინიცებში სუფევა და უკლება მისი კურთხეული არს! ამ პორტო-ფრანკოებში ყველა კაცი შემოდის: მთვრალი, ფხიზელი, ავი, კარგი, ქურდი, როსკიპი და პატიოსანი. თავისუფლობა და დაუდევნელობა სრულია. თუ გინდა პერანგა იარე – ხმის გამცემი არავინაა, აი მიყვარს ამისთანა ადგილი! თუმცა ოთხ-კედელ შუა ხარ, მაგრამ მაინც თავისუფლად ჰსუნთქავ?!
მეტადრე „გოსტინიცა“ როსსიაში (მგონია), სეკვაა! მეჩანგე-ქალები, როგორც ანდამანტი, ისე იზიდამენ ხალხს თავიანთი; სტვირებით – ჭიანურებით, სირინოზის ხით და ჟუჟუნა თვალებით რამდენს ჩვილ გულს ააოხრებენ და რამდენ ცარიელა ჯიბებს ცოცხს უსმენ!.. წარმოიდგინეთ, კურთხეული ქვრივის სიმღერა ავსტრიელ ქალებამდი მიხწევნილა, ისინი რო დაიძახებენ „კვრივი მიკვარს, კვრივი მე, კვრივის, იმის სულის ჩირიმკი“ ან „მიყვარს კვრვის კიჩები, ნეტავ, რას მეპრანჩები“ უნებურად რაც ქვრივებია შეგიყვარდებათ!... ამ „ვოინობის“ დროს ქვრივები გაიეფიდნენ, მაგრამ იმათი ხსენება და ფასი არ გაიეფდა, ნუ თუ რუსთველის სიტყვები: „რა კი ტურფა გაიეფდეს არა ღირდეს არა ჩირად“ – არ უნდა გამართლდეს?...
რა მეორე დღეს გაავდარდა. ბათუმს ნაღვლიანი ფერი დაედო. ქარი, წვიმა, ტალახი, ადამიანები ერთმანეთში აირივნენ. ზღვამ ხმელეთს ომი გამოუცხადა; გაჩნდა საშინელი ღელვა. გუშინდელი წყნარი, დინჯი ზღვა, დღეს გაბრაზებული აქაფდა, საშინელის ხუილით და გრიალით, როგორც მახეში ჩავარდნილი ლომი, ეცემოდა კიდეებს. გეგონებაო ამდონი საუკუნოების მტყვეობით მობეზრებულა და განთავისუფლებას თხოულობსო; იმისი ტალღები, მთასავით ზე-აღმართული, მორბოდნენ რისხვით და ჭექა-ქუხილით, მაგრამ რა კი ხმელეთს მოაწყდებოდნენ, თავს იდრეკდნენ ხმელეთის წინ და უკანვე ბრუნდებოდნენ, რადგან ერთმანეთს არ ეთანახმებოდნენ: მორბოდნენ ცალ-ცალკე, ამიტომ მუდამ მარცხი მოსდიოდათ, მოსდით და მოუვათ კიდეცა...
ბათუმში ჩავარდა ვალვალა. ჯერ მიიღეს ტელეგრამმა, რომ „რიონი“ – ცეცხლის-გემი გამოვიდა ფოთიდამო. უცადეს დანიშნულ დრომდე – არ გაჩნდა; მოახლოვდა საღამო – არ არის რიონი. არც „რიონი“ და არც იმისი ნატეხი! ყველას მიეცა შიში. საქმე იქნობამდი მივიდა, რომ ბევრმა შენდობა შეუთვალეს ორას კაცს, ბევრმაც გამოიტირა ნათესავები, და ბევრმაც საქონელი. საეშმაკოდ, ტელეგრაფიც წახდა. ტვინ შემკრთალი კაცები შეხვდებოდნენ თუ არა ერთმანეთს თვალებს აჭყეტდნენ და გამარჯვების მაგიერად – „რიონი“ მოვიდა?! ეკითხებოდნენ. აგერ ტელეგრაფისტი რომელიც ამასთანა გაჭირებაში უნდა გამოგვადგეს – დღეს განზე დადის და ამისთანა ვაების დღეს ყველას ანუგეშებს სიტყვით – «Поврежденiе!» სხვა რას იტყვიან, როცა მცირედ გაავდარდება თუ არა, ტელეგრაფის სუსტი ბოძები იწყობენ ტალახებში გორვას, როგორც რუსეთის მთვრალი მუჟიკები...
მართლა, ჩვენში განა იმისთანა საქმე არის, რომელიც არა ჰყარდეს! ან დაიბადება იმისთა საქმე, რომ მოლლა-მასრადინას ვირისავით კუდ-მოჭრილი არ იყოს!?.. არა; სანამ ჩვენში არის საკუთარის ჯიბის თავანის-ცემა; ან სანამ იმისთანა „მოდა“ არ შემოვა, რომ ტანისამოსზე „ჯიბე“ არ ეკეროს – მანამ ასთე ვიქმნებით, როგორც ვყოფილვართ.
ეჰ, ამას თავი დავანებოთ, – რა ჩვენი საქმეა, ჩვენ ისევ „რიონი“ ვეძებოთ შავ ზღვაში...
იმედი დარჩა „ბაბუშკაა“ – ცეცხლის-გემზედ. ორ-ჯერ გაგზავნეს საძებნელად. პირველზე ვერაფერი ვერა ქმნა. მეორეჯერ წავიდა და კიდევაც წამოიუყანა ფერ-წასული პასაჟირები მეორე და მესამე დღეს ჰაერი დაწყნარდა, დადინჯდა. ადამიანებმა იწყეს კასკასი – მეჩანგე-ქალებმა – სიხარული და როკვა. მე წამოვედი ჩემს უდაბნოსკენ. ბათუმი დარჩა თავისის მხიარულის ერით და აჭარიდგან გამოქცეულის მოხელეებით...
ს. ბავრელი.
1878 წ.
ს. არდანუჯი.
![]() |
5 ცხოვრება და კანონი |
▲back to top |
ცხოვრება და კანონი
დასასრული მეხუთე წერილისა [1]
რა კი წესდებამ გამოაკლო სოფლის თვით-მმართველობიდამ ზოგიერთი წოდებანი. სოფლადე მცხოვრებნი, რა კი არ მიანიჭა მათ არა რაიმე ხმა და უფლება სოფლის გამგეობასა და წარმომადგენელობაში, – ამას, რასაკვირველია, ისიც ზედ უნდა დაჰყოლოდა, რომ ისინი სოფლის მმართველობის ქვემდებარეობითაც განეთავისუფლებინა. ასეც მოახდინა, 23, 36, 39 მულხთა ძალითა ყველანი ვინც კი გლეხ-კაცობას არ ეკუთვნის – თავადნი, აზნაურნი, მღვდელი, დიაკვნები, მოქალაქენი, სოფლად მოვაჭრენი, მებატონეების შინა-მოსამსახურენიც კი – თავისუფალნი არიან სოფლის სამმართველოს გამგეობისაგან; ვერც სოფლის უფროსი მოხელე-მამასახლისი, ვერც სოფლის სასამართლო მათ ვერ შეხებიან. ამით წესდებამ ხელ-ფეხი შეუკრა სოფლის მმართველობასა; ამით უარ-ჰყო მეორე ძირეული კანონი თვით-მმართველობისა, სახელდობრ იგი რომ ადგილის სამმართველოის ხელ-ქვევით უნდა იყვნენ ყველანი, ვიც კი სამმართველოს წრეში ჰსცხოვრებენ; ამით უარ-ჰყო პირადი თანასწორობა კანონის წინაშე თანასწორობა, რომელიც სულია და გული ყოველის წყობისა და ნამეტნავად თვით-მმართველობისა. უამისოდ თვით-მმართველობა უქმი სიტყვაა, უნაყოფო ხეა უამისოდ სოფლის სამმართველო თავის დღეში ვერ მოიპოვებს მცხოვრებთა თვალში იმ პატივს, რომელიც სანატრელია და ურომლისოდაც მისი წარმატება და სიკეთე შეუძლებელია.
24 მუხლი წესდებისა მამასახლისს, ესე იგი, უფროსს სოფვლის მოხელეს ვალად ჰსდებს წესიერება და მშვიდობიანობა არავის არ დაარღვევინოს, ადამიანი და იმისი ქონება ავ-კაცობისაგან დაცულ ჰყოს. თუ ამ გვარებში დამნაშავეა გლეხ-კაცი, მამასახლისს გზა აქვს გახსნილი მშვიდობიანობის და წესის აღდგენისათვის. მაგრამ დანაშაულობა განა გლეხ-კაცის აუცილებელი თვისებაა? სხვა, არა-გლეხი, სოფლის წრეში მცხოვრები არ არის მითამ საშიშარი წესისა და რიგისათვის, ადამიანის მშვიდობიანობისათვის, მის ქონების ხელ-უხლებლობისაოვის! რა უნდა ჰქმნას მაშინ მამასახლისმა, როცა ამ გვარებში დამნაშავედ გამოდის არა-გლეხი? წესდების 23 მუხლის ძალით გულზედ ხელი უნდა დაიკრიფოს და სეირს უყუროს. ამისთანა უღონო მოხელეობას რა პატივი უნდა ჰქონდეს ხალხის თვალში და რა ზედ-მოქმედება გლეხ-კაცზედა, თუ სხვაზედ?
სოფლის სასამართლოც ამ დღეშია. მას წესდების ძალით ხელი მიუწვდება მარტო გლეხ-კაცზედ. თუ გლეხ-კაცმა დააშავა რამე, წაუხდინა რამ ვისმეს, ან პირობა არ აუსრულა, ყველას სოფელში მცხოვრებს: თავადს, აზნაურს, მღვდელს, დიაკვანს, მედუქნეს, ნება აქვთ იქავ თვალ-წინ უხარჯოდ, მოუცდენელად სოფლის სასამართლოს შემწეობით გადაახდევინოს გლეხს სასჯელი, თუ საზღაური და თუ არა-გლეხმა გლეხს დაუშავა რამე, წაუხდინა, პირობა არ აუსრულა, საწყალი გლეხი იძულებულია ათს, ოცს, ოც-და-ათს. ვერსტზედ გაიქცეს, მომრიგებელ-მოსამართლეს მიმართოს, რამდენიმე დღე წასვლა-მოსვლაში დაკარგოს, მერე რამდენიმე თვე საქმის გარჩევას ელოდოს, მერე კიდევ დაიბარონ, კიდევ მოსცდეს რამდენიმე დღე, წასვლა-მოსვლაში, ჭამა-სმაში ტყუილ-უბრალო ხარჯი გასწიოს. ეს ყოველი იმისთანა მძიმე რამ არის გლეხისათვის, რომ მის გამო გლეხი უფრო ხშირად იძულებულია თავისი დაჩაგვრა არა-გლეხისაგან გულში გაბოროტებით ჩაიმარხოს, ხელი აიღოს საჩივარზედ, გული აიყაროს კანონზედაც, რომელიც მისთვის ისე მიუწდომელია, როცა დიდი ჰსჩაგრავს, გული აიყაროს თავის სამმართველოზედაც, რომელიც უღონოა დიდის წინაშე . რა წარმომადგენელია უფლებისა იგი წყობა, რომელსაც ხელი მიუძღვის მარტო გლეხ-კაცზედ, ამ დაბალ-ღობეზედ და არა-გლეხის წინაშე კი გულზედ ხელს იკრეფს! რა წარმომადგენელია უფლებისა იგი წყობა, რომელიც დიდის წინ ნაცრად იქცევა ხოლმე და დაბლის წინ ცეცხლად! რა პატივით უნდა უყურებდეს გლეხი იმ მმართველობას, რომელიც დიდასაგან გაჭირებულს არ ესარჩლება, არას შველის და რომელიც დიდისათვის კი თავს გამოიდებს ხოლმე, როცა პატარისაგან გაუჭირდება რამ! რა პატივით უნდა უყურებდეს გლეხი იმ მმართველობას, რომელიც ხმას არ იღებს უღონობით, როცა გლეხს უპატიურად ხდის არა-გლეხი და როცა კი არა-გლეხს უპატიურება მიადგება გლეხისაგან, მაშინ კი ძალასა და ღონეს იჩენს? ან თვითონ სამმართველომ როგორ აღასრულოს 24 მუხლის მოთხოვნილება, როცა სოფელში იმისთანანიც არიან, რომელნიც სოფლის მმართველობას არ ეხელქვეითებიან?
წინადაც მოგვიხსენებია და ეხლაც ვიმეორებთ, რომ შეუშლელს თვით-მმართველობას საზოგადოდ და სოფლისას კერძოდ ორი მხარე აქვს: ერთი მთავრობითი, მეორე – საზოგადოებითი. პირველით სოფლის თვით-მმართველობა მთავრობის პირველ-წყობის ორღანოა, მეორით – საზოგადოებისა, სოფლისა; პირველით ემსახურება სახელმწიიფოს, მეორით – საზოგადოებას; პირველით წარმომადგენელია სოფელში მთავრობისა, მეორით – მთავრობაში სოფლისა. წინად (ჟურ ნალი „ივერია“ №1) გასინჯული გვაქვს სოფლის თვით-მმართველობა რამოდენად წარმომადგენელია ჩვენში სოფლისა, საზოგადოებისა. ჩვენ იქ ის აზრი გამოვთქვით, რომ ჩვენი სოფლის თვითმმართველობითი წყობა წარმომადგენლია მარტო ერთის წოდებისა და არა მთელის სოფლის საზოგადოებისა მთავრობითი მხარეც რომ გაუსინჯოთ ჩვენს სოფლის მმართველობას, აქაც ბევრს სანუგეშოს ვერას ვიპოვით.
მთავრობითი მხარე თვით-მმართველობისა იმით არის ძვირფასი საზოგადოდ ყველასთვის და გლეხისთვის საკუთრივ. რომ ამ მხრით სოფლის თვით-მმართველობა მახლობელი მფარველია მისი, მისი ადამიანობისა, მისი ღირსებისა, მისი პატივისა და ქონებისა. რაკი ზემოხსენებულთა მუხლთა (23, 36 და 39) ასე შემოაჭრეს ფრთები ამ მფარველობას, სახარბიელო რაღა დარჩა გლეხს თვით-მმართველობაში? რაც მისთვის სანუკბარი იყო, ის ჩამოცლილი აქვს მთავრობითსა მხარეს თვით-მმართველობისას; სხვა ამ მხრის რაღა დართჩა თვით-მმარველობაში გლეხ-კაცს სანატრელი და ხელ-მოსაჭიდი? არაფერი. თვით-მმართველობა შეიქმნა მხოლოდ ორღანოდ, რომელმაც აღსრულებაში უნდა მოიყვანოს ყოველი ბძანება უმაღლესის მთავრობისა, აბეგროს ხალხი, ხარჯი ახდევინოს და სხვა ამგვარი, ესე იგი, რაც გლეხ-კაცს სამძიმოდ მიაჩნია, იმაში ძალა უნდა დაატანოს, და მართლადაც ამის მეტს არც არას აკეთებს სოფლის სამმართველო, და არც არავინ ნაღვლობს რომ მეტი რამ გააკეთებინონ. ამის გამო ამ მხრით სოფლის სამმართველო გლეხ-კაცს მარტო მაზრის უფროსის ჯოხად მიაჩნია, რომელიც დღემუდამ მის სახლის დირეზედ მიყუდებულია და არა მთავრობითის ძალის წარმომადგენელად, რომელმაც მთავრობის ნებაც უნდა აასრულოს და ჩაგრულთაც მფარველობა გაუწიოს ყველგან და ყოველის წინაშე. ამ სახით, ჩვენს სოფლის თვით–მმართველობას უკეთესი მხარე ჩამოეცალა და მარტო იმ კვალში ჩადგა და გაისისწვრივა, რომლითაც იგი უფრო ნაკლებ სანდომია გლეხ-კაცისათვის. რაც უნდა იყოს, კაცს უოველთვის ენდომება, რომ თავში საცემი ჯოხი პატარა შორს იყოს და არა ცხვირ წინ, რაკი უმისობა შეუძლებელია.
ამიტომაც გლეხ-კაცი ვერაფრად აფასებს თავის სამძართველოს, რომელიც მისთვის ყველგან არ არის გამოსადეგი არც ფარად, არც ხმლად; ამიტომაც თავის სამმართველოს მოხელე კაცი და თვითონ კანონიც მისთვის ჰგონია მოგონილი, რომ მარტო მე მადინოს ცხვირში ძმარიო როცა დავაშავებო, ან როცა სახელმწიფო სამსახურზედ უკან დავიწევო, რადგანაც არც მოხელე და არც კანონი მოსარჩლედ და მფარველად არ გამოსჩენია; ამიტომაც იმედი აქვს აყრილი კანონზედაც, მის ძლიერებაზედაც, მის მიუდგომელობაზედაც; ამიტომაც იგი ისე გულ-გრილად ეკიდება მოხელეთა არჩევანის საქმეს: მისთვის სულ ერთია პეპია იქმნება თუ დათუნა. მე ხომ ჩემი ხარჯი და ბეგარა არ ამცდებაო და გაჭირებაში კიდევ არც ერთს შეუძლიან შველა, არც მეორესაო, ამბობს გლეხი.
ამ სახით, ჩვენს თვით-მმართველობას სოფლისას ჩამოთლილი აქვს ის მხარეც, რომლითაც იგი წარმომადგენელი უნდა იყოს საზოგადობისა, ესე იგი. მთელის სოფლისა და ის მხარეც მთავრობითის წარმომადგენელობისა, რომელითაც იგი უფრო სანატრელია გლეხ-კაცობისათვის. ჩვენმა წესდებამ თუმცა კარგა ფართო მოედანი შემოუხაზა სოფლის თვითმმართველობას სავარჯიშოდ და სამოქმედოდ. მაგრამ თვითონ ფალავანს კი ხელ-ფეხი შეუკრა; ამიტომაც ჩვენს სოფლის თვით-მმართველობა ასე უნაყოფოა, ასე უმოქმედოა იმ სიკეთისათვის, რომელსაც ყოველი კაცი სამართლიანად გამოელოდდა თვით-მმართველობისაგან.
სიკეთისათვის ხომ ასე ფრთა-მოკვეცილია ჩვენის სოფლის თვით-მმართველობა, ბოროტისათვის კი ფართო გზა აქვს. თუ ვინიცობაა სოფლის მოხელეთა, მაგალითებრ. მამასახლისმა, ნაცვალმა და მოსამართლეებმა ვნება რამ მიაყენეს სოფლის მცხოვრებსა, აშკარად უკანონობა გაუწიეს სოფელს საზოგადოდ, ანუ თვითვეულს მცხოვრებს ცალკედ. ვნებულს ნება არა აქვს, ჩვენის წესდებით, საზოგადო სამართლის წინაშე იძიოს თვისი დანაკლისი, ნება არა აქვს საზოგადო სამართლით ჰსდევნოს დამნაშავეს და ბოროტ-მომქმედს მოხელესა. 72 და 73 მუხლნი წესდებისა ამბობს, რომ ყოველი საჩივარი ამ გვარებში უნდა მიიმართოს მაზრის უფროსისადმი და თუ იგი დაინახავს, რომ მოხელე კაცი ღირსია სამართალში მიცემისა, მხოლოდ მაშინ უნდა მიეცეს მოხელე სამართალს. სოფლის მოსამართლეებს კი სამართალში აძლევს მარტო გუბერნატორი ისიც მაზრის-უფროსის წარდგენითა. ჩვენს წესდებას დავიწყებული აქვს, რომ მაზრის-უფროსიც და სოფლის მოხელეც ორივ ერთ-გვარი საფუხურები არიან ერთისა და იმავე კიბისა; ორივესათვის ერთ-ნაირად სასურველია, რომ უფლების წინაშე ყოველივე მტყუანი იყოს თუნდ ეგეც არ იყოს, ის კი ცოტაა, რომ ხშირად სოფლის მოხელე და მაზრის უფროსი ერთმანეთს ხელსა ჰბანნენ, ერთმანეთს გადაებმიან ხოლმე უსურვაზივითა ამიტომაც სოფელი არ არის, რომ არ უჩივოდეს მოხელეთა ავ-კაცობას, მაგრამ აბა ბევრი მაგალითია რომ მოხელე სამართალში იყოს მიცემული. ამიტომაც პასუხ-მგებლობა სოფლის მოხელეთა თითქმის სრულიად გაუქმებულია. ამ სახით დარღვეულია მესამე ძირეული კანონიც თვით-მმართველობისა, სახელდობრ, ისა, რომ ყოველივე თანამდებობის მექონი კაცი პასუხ-მგებელი უნდა იყოს საზოგადო სამარლისა და სამჯავროს წინაშე და არა წინაშე თვისთა უფროსთა. ყველას უნდა ჰქონდეს ნება, მოხელეთა უფროსის დაუკითხავად, სდევნოს ბოროტ-მომქმედს მოხელეს საზოგადო სამართლით და იძიოს მისგან ყოველივე უკანონოდ დანაკლისი.
ამ სახით ჩვენის სოფლის თვით-მმართველობას ოთხიდამ სამი უმთავრესი საფუძველი თვით-მმართველობისა აკლია: 1) ხმა და არჩევანის უფლება უნდა მინიჭებული ჰქონდეს ყოველს ადგილობრივს მცხოვრებს, – და არა აქვს; 2) ადგილობრივ სამმართველოს ყოველს-ფერი ყველანი უნდა ექვემდებარებოდნენ, ვინც კი მის წრეშია, და არ ექვემდებარებიან; 3) ყოველივე მოხელე პასუხ-მგებელი უნდა იყოს ყოველის წინაშე, ვისაც რასმეს დაუშავებს, და უნდა იდევნებოდეს საზოგადო სამართლით და არ იდევნება. მეოთხე საფუძველიც თუ დარღვეული არ არის მთლად, შერეული კი ძალიან არის, სახელდობრ, მით რომ ადგილობრივ მოხელეთა და მოსამართლეთა ყველა სოფელში მცხოვრები ბინადარი არ ირჩევს და ირჩევს მხოლოდ გლეხი, ცალკე კომლად კამერალიის აღწერაში ხსნებული.
ყოველ ამის გამო ჩვენის სოფლის სამმართველო და მისნი მოხელენი პოლიციის ბრმა-მსახურებს და დარაჯებს უფრო წარმოადგენდნენ, ვიდრე სოფლის საზოგადოების ინტერესებს. ამას ისიც დაუმატეთ, რომ პირველ ხანებში და ბევრგან ეხლაც ჩვენის სოფლის მმართველობას იმისთანა მაზრის მოხელენი შეხვდნენ, რომელთაც გაუნათლებლობისა და სიბრიყვისა გამო არ ესმოდათ სიკეთე თვით-მმართველობისა და ვისაც ესმოდა, თვალში ეჩოთირებოდა, როგორც მის უფლების მოცილე რამ. და რადგანაც მახლობელნი მწვრთველნი სოფლის ახალის მოხელეობისა ისინი იყვნენ, რასაკვირველია, სოფლის სამმართველოს იმ მხარეს უფრო. გაუპრტყელებდნენ, რომლითაც იგი მათთვის უფრო გამოსადეგი, უფრო სახეირო იქნებოდა და უფრო სანუკბარი მათის პატივ-მოყვარეობისათვის და თავ-მოწონებისათვის ეგრეცა ჰქმნეს. მათ სოფლის სამმართველოს ჩამოაცალეს ის მცირედი საკეთეც საზოგადობრივი, რომელიც ნაპერწკალსავით ბჟუტავს წესდების ზოგიერთს მუხლში და შექმნეს იგი მარტო დაბალ საპოლიციო ორღანოდ. ამ სახისაა ეხლა ჩვენის სოფლის სამმართველო დღესაც იქამდინ გაუპატიურებულია სოფლის სამმართველო, რომ გლეხ-კაცი მინამ სოფლის სასამართლოში შევა, ჯერ საჭიროდ ხედავს მაზრის უფროსთან გამოიქცეს და ბძანება ჰსთხოვოს სოფლის სასამართლომ საქმე გამირჩიოსო. მაზრის უროსებიც აძლევენ ამისთანა ბძანებას, თითქო, თუ არ მისის ბძანებით სასამართლოს ნება არა აქვს საქმის განხილვაში შევიდეს. ამისი მაგალითი ერთი და ორი კი არ არის, ეს თითქმის ყველგან ჩვეულებად მიაღებინეს გლეხ-კაცს. აი სადამდი გაიწვდინა ფეხი და ხელი მაზრის მმართველობამ, რომ თვითონ თავით აიმაღლოს, ხალხის თვალში ძირს დასცეს სოფლის მმართველობა და თავის ყურ-მოჭრილ ყმად გაიხადოს. ჩვენ იმას აღარ ვამობთ რა უპატიურად ექცევიან თვითონ სოფლის მოხელეებსა მამასახლისი. სოფლის მოსამართლე, რომელთაც თვითონ ბისმარკიც კი საჭიროდ დაინახავდა ხელი გაეწოდა როცა შეხვდებოდა, ბევრჯერ მინახამ, რომ მაზრის უფროსის ჩაფარს მათრახით წინ გაეგდოს. თვითონ მაზრის უფროსი როგორ ქცევა ან ერთს, ან მეორეს, – მაგას ნუღარ გვკითხავთ, ერთის სიტყვით – სოფლის მმართველნი, სოფლის ამორჩეულნი კაცნი, სოფლის წარმომადგენელნი დღეს მაზრის უფროსის და პრისტავების ბიჭებათ არიან და არა მოხელეთ.
აი ეს არის უმთავრესი მიზეზი, რომ გლეხ-კაცობა არა ჰგრძნობს და არც გამოელის თავის სამმართველოსაგან არა რაიმე სიკეთეს და ყველა იგი არც თავისად მიაჩნია; აი ეს არის მიზეზი, რომ სოფლის სამმართველო ყოველ-მხრივ ღონე-მიხდილია სიკეთისათვის; აი აქ არის სათავე იმ სამდურავისა, რომელიც ყოველ-მხრიდამ ისმის სოფლის სამმართველოზედ და მის მოხელეებზედ; აი ეს არის მიზეზი. რომ სოფლის მმართველობას კაი კაცი ერიდება და მოხელობას არა კისრულობს; აი ეს არის მიზეზი, რომ გლეხ-კაცი თავს არ იცხელებს კაი კაცი ამოვირჩიოვო და თვითონ არჩევანიც თამაშისთვის მოგონილი ჰგონია.
_________________
ჩვენ აქამდის განვიხილეთ საფუძველნი თვით-მმართველობისანი და შეძლებისამებრ ვაჩვენეთ, რომ იგინი უარ-ყოფილნი არიან ჩვენის წესდების მიერ; ეხლა იმის გარჩევას შევუდგებით, – მაგ სახის წესდება ცნობიერად მაინც შეუფერეს თუ არა ჩვენს ცხოვრებასა და თვითონ საქმის მოთხოვნილებასა.
ჯერ პირველად ვიტყვით მასზედ თუ რა არის მიღებული საფუძვლად სოფლის საზოგადოების შედგენისათვის, სახელდობრ, რის ძალით უნდა შემოევლოს წრე იმ ადგილს, რომელიც ერთს სოფლის საზოგადოებას შეადგენს. 2 მუხლი წესდებისა ამბობს, რომ სოფლის საზოგადოება უნდა შეჰსდგეს ყოველ გლეხთაგან, რომელნიც ერთს სოფელში ჰსცხოვრებენ. აქ საფუძველი ცხადია და საბუთიანიც. ხოლო საქმე იმაშია, წვრილმა სოფლებმა რა ქმნან? 3 მუხლი წესდებისა ამბობს მხოლოდ, რომ წვრილი სოფლები ან მიეწერებიანო მახლობელს საზოგადოებას, ან ცალკე საზოგადოებას შეადგენენო. ვინ უნდა ჰქმნას ეგა? თვითონ ხალხმა? არა. ამ ორივე შემთხვევაში განკარგულება მიენდობაო გუბერნატორსაო, რომლის წარდგენაც ამ საგანზედ დამტკიცებულ უნდა იქმნას მთავარ-მმართებლის მიერ. ხოლო რაზედ უნდა დამყარდეს გუბერნატორი, წესდება სრულიად არას ამბობს, თითქო ეს ისეთი უმნიშვნელო საგანი იყოს, რომელიც შეიძლება თვითონ მცხოვრებთ არ ეკითხოს და უცხო კაცის ნება-ყოფლობაზედ მიეგდოს, მაშინ როდესაც ამაზეა დამყარებული შინაგანი ძალი და სიმტკიცე საზოგადოებისა. ჩვენში ხშირია წვრილ-წვრილი სოფლები, ზოგჯერ ამ წვრილ სოფლებს ისეთი მტრობა და დავა აქვთ მამულებზედ, ან ერთმანეთშორის, ან დიდ სოფლებთან რომ მათი შეერთება ცეცხლისა და წყალის შეერთება იქმნება ერთმანეთის დასაშრეტად. ასეც მოხდა ბევრგან, იმიტომ-რომ მარტო სიახლოვის ძალით მოახდინეს სოფლების შეერთება და ყური არ ათხოვეს სხვა ადგილობრივს ვითარებას, რომლის მცოდნენი – როგორც მოეხსენებათ, – ჩვენში ძალიან იშვიათნი არიან მთავრობის მოხელეთა შორის. დღესაც ბევრი ასე დარღვეული სოფლის საზოგადოებაა ჩვენში და აქამომდე არავინ არ გამოჩენილა, რომ ამას ყური ათხოვოს და წამალი დაჰსდოს. თუნდ ესეც არ იყოს, რამდენი პატარა სოფელია დიდ-სოფელზედ მიწერილი და მისგან ჩაგრული, რადგანაც პატარა სოფლის ხმა სოფლობაში ხმაა მღაღადებული უდაბნოში და სხვა არაფერი: რას გააწყობს ბევრთან ცოტა? ესეც კია წვრილ-სოფლებისათვის გასაჭირი, რომ ძალიანაც უნდოდეთ ცალკე ყოფნა, ვერ შეეძლებათ, რადგანაც წესდება ვალად სდებს იყოლიონ მოხელენი არა ნაკლებ ოთხის კაცისა. ამოდენა მოხელეებს სად გაუძღვება პატარა სოფელი?
სოფლის სამმართველოს შეადგენს: სოფლობა (сходъ), მამასახლისი და სასამართლო ჩვენი წესდება ვერც თვითონ საქმის მიხედვით, ვერც ჩვენის ცხოვრების შესაფერად ვერ უხაზავს თვითვეულს მათგანს მათდა შესაბამს მოვალეობასა სოფლობის მოვალეობა სრულად გადმოღებულია რუსეთიდამ და რაც ჩვენი სასამართლოს უნდა ეკუთვნოდეს, ის ზურგზედ აჰკიდეს სოფლობასა. მაგალითებრ, 11 მუხლმა ვალად დასდო სოფლობას, რომ გაყრა გლეხთა შორის მან მოახდინოს ამას თავისი საბუთი აქვს რუსეთში, ძალიან ბევრი, – რადგანაც იქ სოფლის მმართველობის დედა-ბოძად ყოველ სფერში მიღებულია სახასოდ მფლობელობა მიწისა და მაშა
სადამე ყოველი ცვლილება მიწის-მფლობელობის შესახებ, ყოვლი ცვლილება პირადი თუ ოჯახობრივი ცოტად თუ ბევრად იქ მთელს საზოგადოებას შეეხება. ჩვენში ეგ არ არის, ჩვენში კომლეული კერძოობითი მფლობელობაა. აქ გაყრა კერძოობითს ინტერესს შეადგენს, ამიტომაც იგი მიუცილებელი მოვალეობაა სოფლის სასამართლოსი და არა მრავალ ხმოვანის სოფლობისა, რომელსაც გლეხთა გაყრაში არც მწვადი ეწვის და არც შამფური. ვისაც ცნობილი აქვს ჩვენის გლეხკაცის ოჯახობრივი ვითარება, ვინც როდესმე დასწრებია სოფლობას საზოგადოდ და ჩვენსას საკუთრივ. ის ადვილად მიხვდება რომ სოფლობას არრას გზით არ ძალუძს გაჰყაროს თუნდ ერთი ოჯახი, მთელს ერთ წელიწადსაც რომ თავი იცხელოს აკი არცა ვგონია, რომ სადმე ამისი მაგალითი მომხდარიყოს. მაგგვარი გაყრა ვერც კი წარმოუდგენია ჩვენს გლეხ-კაცობას და თავში ვერ მოუთავსებია, რადგანაც მართლა და მოუთავსებელია. ამის გამო ერთი დიდი ინტერესი ოჯახობრივი დაუკმაყოფილებელი რჩება ჩვენს გლეხ-კაცობასა და თუ თვითონ გასაყრელნი ერთმანეთში ნება-ყოფლობით არ მორიგდნენ, კანონიერი გაყრის გზა სრულად მოსპობილი აქვთ. რამდენი შუღლი, შფოთი და უბედურება მოსდევს ხოლმე ამას, – ეგ ჩვენმა სისხლის სამართალმა კარგად უნდა იცოდეს. იმიტომ რომ მაგალითები თვალ-წინ ბევრი აქვს.
რაც შეეხება მამასახლისის და სოფლის სასამართლოს მოვალეობასა, აქაც ერთი რამ დიდად შესანიშნავია და საკვირველი. სოფლის სასამართლოს და მამასახლისს მიზომილი აქვთ უფლება ბრალეულ გლეხებს სასჯელი დასდონ; ხოლო წესდებას დავიწყებია განესაზღვრა რა დანაშაულობა ეხელ-ქვეითება მამასახლისს და რა სასამართლოს, ორივესათვის ერთს სიტყვას ხმარობს „წვრილმანი დანაშაულობაო“ (маловажные проступки). 27 მუხლი ამბობს, რომ მამასახლისს ექვემდებარება იმისთანა წვრილმანი დანაშაულიო, რომელსაც სასჯელად მოსდევს ორის დღით სასოფლო სამუშაოდ დანიშვნაო, ანუ ერთი მანეთი ჯარიმაო, ან ორის დღით დამწყვდევაო, სხვა უდიდეს სასჯელთა დანიშვნა კი სოფლის სასამართლოს საქმეაო. ამის მეტი სხვა არა რაიმე საზღვარი არ დაუდვია წესდებას სასამართლოსა და მამასახლის შორის. არსად ჩამოთვლილი არ არის, რომელს დანაშაულობას მოსდევს ორის დღის მუშაობა, ერთი მანეთი ჯარიმა და ორის დღით დამწყვდევა და რომელს ამაზედ უმძიმესი. ასე რომ მამასახლისმა თუ მოინდომა, არც ერთს სადანაშაულო საქმეს არ მიახწევინებს სოფლის სასამართლომდე, ყოველს საქმეს თავის ქვემდებარედ გახდის, იტყვის, ამაზედ მეტი სასჯელი არ მოსდევსო ამ დანაშაულობასაო, რადგანაც სხვა ზომა დანაშაულობისა, თვითონ დანაშაულობის თვისებაზედ დამუარებული, წესდებას დავიწყებია მოეხსენებინა. ცხადია აქედამ რამოდენა ბოროტ-მოქმედება შეუძლიან მოახდინოს მამასახლისის ნება-ყოფლობამა, თუ პატარა მოხერხებულიც არის. საჭიროა სახელდობრ ჩამოითვალოს თვითვეული დანაშაულობა მამასახლისის საკუთნი ცალკე და სასამართლოსი ცალკე და უფრო უკეთესი იქმნება, რომ მამასახლის ჩამოაცალონ უფლება სასჯელისა, რადგანაც ეს სასამართლოს საქმეა და არა ხელთ-უფლობისა.
სამოქალაქო საქმის გარჩევაში მამასახლისს არაფერი უფლება არა აქვს, და საბუთიანადაც. ხოლო აქაც ჩვენის ფიქრით, წესდებას დავიწყებული აქვს ჩვენის გლეხ-კაცის ვითარება, სოფლის სასამართლოს მინდობილი აქვს განარჩიოს ყოველივე საქმე ქვე-მდებარე გლეხთა შორის, როცა სადავო საგანი ათის თუმნის ღირებულებას არ აღემატება. ამ საზღვრამდე იგი ყოველს საქმეს საბოლოოდ სწყვეტს. ასე რომ უკმაყოფილო გლეხს ნება არა აქვს სადმე საჩივარი შეიტანოს სოფლის სასამართლოს გადაწყვეტილობაზედ. ეს მეტად მძიმე რამ არის გლეხ-კაცისათვის. ხშირად გლეხ-კაცს სულ ერთიანად მოუშლის ხოლმე ბინას არამც თუ ათას თუმნის ზღვევინება, არამედ ნაკლებისაც და რატომ არ უნდა ჰქონდეს ნება, რომ გადაწყვეტილება, რომელიც უმართლოდ მიაჩნია და რომელსაც ამოდენი ვნება შეუძლიან მიაყნოს, ხელახლად გაასინჯოს უმაღლესს მოსამართლეს? ამას არა წოდების კაცი მოკლებული არ არის, გლეხის მეტი, გლეხისა, რომელიც ყველაზედ უფრო მეტად საჭიროებს გულ-მოდგინეს, განათლებულს და კეთილ სინიდისიანს მოსამართლესა და ყველაზედ მეტს განსაცდელშია, რომ საქმეს რიგიანად ვერ გაურჩევენ, რადგანაც ვერც თვითონ არის რიგიანად საქმის ამხსნელი და მოსამართლედაც თავისაებრ ბნელი და უვიცი მოხელენი ჰყავს. ჩვენ ამით იმისი თქმა კი არ გვინდა, რომ სოფლის სასამართლო გაუქმდეს. ჩვენ გვსურს მხოლოდ, რომ რომელი საქმეც ერთს თუმანზედ მეტს იძიებდეს, გლეხს ნება ჰქონდეს იმ საქმის თაობაზედ გადაწევეტილება სოფლის სასამართლოსი უმაღლესს სასამართლოს ხელმეორედ გაასინჯოს. ამ გვარ სასამართლოდ უნდა იქმნას მომრიგებელი მოსამართლე სულ სხვა წესზედ და სხვა რიგით არჩეული და დადგენილი და არა ისე როგორც ეხლა ჩვენშია.
ჩვენ მარტო უმთავრესნი ნაკლულოვანება ვაჩვენეთ ჩვენის ეგრედ წოდებულ თვით-მმართველობისა და სოფლის სამმართველოის წესდებისა. ჩვენ გვგონია რაცა ვსთქვით, ეგე სამყოფი საბუთი იყოს რომ ხელახლად გადისინჯოს ყოველივე კანონ-მდებლობა ამ საგანზედ, თუ სოფლის კეთილ-განწყობა ვისთვისმე სასურველია და ვისთვის არ უნდა იყოს სასურველი! ეს კია რომ მარტო სოფელი, როგორც ნაბოლოვარი რგოლი რთულის ჯაჭვისა, ვერ ასაზრდოებს თვით-მმართველობას თუ მარტო სოფელში დაიწყობა და სოფელშივე ჩაწყდება. სოფელს მაზრა უნდა მოჰყვეს, მაზრას გუბერნია, როგორც ეხლა რუსეთშია. ხოლო სხვა წესით და სხვა რიგად უნდა მოეწყოს ჩვენში ეს საქმე.
ილია ჭავჭავაძე.
______________
1 ჟურნალი „ივერია“ №1
![]() |
6 ტიურკოსი კომმუნელთა შორის |
▲back to top |
ტიურკოსი კომმუნელთა შორის [1]
(მოთხრობა ალფონს დოდესი.)
ეს იყო პატარა მედაფე აფრიკის ჯარისა. სახელად ერქვა კადური და იყო იმ ტიურკოსთაგანი, რომელნიც ღენერალ ვინოას მხედრობას მიჰყვნენ პარიჟში. მან გამოიარა მთელი ომიანობა ვისსამ-ბურღიდამ მოყოლებული შამპინიამდე, ჩიტსავით დაფრინავდა ერთ ბრძოლის გულიდამ მეორემდე, და ისეთი ცოცხალი და მარდი იყო რომ ტყვიამაც არ იცოდა საიდამ მიჰკარებოდა. დადგა ზამთარი, და ამ აფრიკელმა, ომის ცეცხლში ნამყოფმა და გამოვლილმა ვერ აიტანა სიცივეში ყარაულობა, თოვლში უძრავად დგომა: ერთს დილას იანვრისას იპოვეს იგი მარნის წყლის ნაპირას ფეხები დამძრალი და სიცივისაგან მოკრუნჩხული. დიდ ხანს მოუნდა სამკურნალოში წოლა. იქა ვნახე პირველად.
დაღონებული და უჩივარი, ვით სნეული ძაღლი, მტკნარის თვალით იყურებოდა გარშემო. თუ დაელაპარაკებოდა ვინმე, გაიღრიჭებდა და კბილებს წამოყრიდა, მეტი კი ვერა შეეძლო რა, რადგანაც ჩვენი ენა არ ესმოდა. გულის გასართობად კადურს ჰქონდა მარტო დაფი, ხანდახან, როცა კადური მეტის-მეტად მოწყენილი იყო ხოლმე, მიუტანდნენ ქვეშაგებში დაფს – დაუკარო; მაგრამ ძალიან მაღლა დაკვრას კი უშლიდნენ – სხვა ავათმყოფნი არ შეწუხდნენო. აი მაშინ გაცოცხლდებოდა ხოლმე მისი ნისლიანი, დაღვრემილი პირის-სახე; ტანს, ხელს, ფეხს სულ ააყოლებდა ხოლმე დაფის წყობილ ხმაურობას. ხან დაჰკრავდა დაფს თოფის სროლისას და მაშინ ღრეჭა აღტაცებული კასკასად გადაექცევოდა ხან რომელსამე თათრულს ხმას შეუწყობდა, მაშინ თვალში ცრემლი მოერევოდა, ნესტოები გაებერებოდა და თავში ეხატებოდა ბლიდაჰს ტყე თურინჯებით დატვირთული და სხვა მრავალი სურათი თავისის სამშობლოსი.
ამ ყოფაში გაატარა ორი თვე. ამ ხანის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა პარიჟში, მაგრამ კადურს ამის აზრიც ვერ აეღო. ერთხელი თვალი მოჰკრა, რომ ჯარმა ფანჯრებ წინ გაუარა; მერე მოესმა ზარბაზნების გრიალი ქუჩაში, ბოლოს სროლის ხმაცა. ამაებისა სულად ვერა გაიგო რა; დაიჯერა კი, რომ ჯერ ომიანობა არ გათავებულაო. მაშ კიდევ ვიომებო, წავალ, მეც გავერევიო, ფეხები ხომ მორჩენილი მაქვსო, აი გადიდო ზურგზედ თავისი დაფი და გასწია თავის ჯარის მოსანახავად. დიდხანს არ დასჭირებია ძებნა კომუნალები დაჰხვდნენ და წაიყოლიეს მოედანზედ. ღენერალმა მისცა ათი ფრანკი, ცხენი და შერიცხა თავის შტაბში. თავის ყვითლად ნაკერ ლურჯ ტანისამოსით, თავისის ჩალმით და დაფით – ჩვენი ტიურკოსიც ჩაერია კომმუნის შტაბის კაცთა შორის და უფრო ააჭრელა თავად ისეც ჭრელი და მრავალ ფეროვანი ტანისამოსი კომმუნალებისა. მზის სხივებმა, ზარბაზნების გრიალმა და თოფ-იარაღის მრავალ-ფერობამ სიხარულით აიტაცა და სრულიად დაუბნია გონება. გულ-მოდგინედ ემსახურებოდა შტაბს, ხან აქეთ გააქცუნებდნენ, ხან იქით. კადური დარწმუნებული იყო, რომ ისევ პრუსსიელებს ებრძოდნენ. მაგრამ ერთი რამ კი აკლდა კადურს სრულ ბედნიერებისათვის ომი სწყუროდა, ჰსურდა აელაპარაკებინა თვით თოფის წამალი.
ერთს დილას მაისისას საშინელმა თოფის სროლამ გამოაღვიძა ჩვენი ტიურკოსი. სამინისტრო დიდ ღელვაში და ფაცა-ფუცში იყო; ყველანი გარბოდნენ და გამორბოდნენ. კადურიც სხვებს აჰყვა, ცხენს მოახტა და შტაბს უკან გამოუდგა. ნახა გონება დაბნეული მებუკენი, აქა-იქა დაქსაქსულნი ბატალიონები... მოკირწყლულ ქუჩებს ქვებს აცლიდნენ, სანგლებს აკეთებდნენ. ცხადი იყო – რაღაცა დიდი ამბავია. რამდენად უფრო უახლოვდებოდნენ წყლის ნაპირს, იმდენად აყალ-მაყალი მატულობდა და თოფის გრიალიც ურო მეტად მოისმოდა. ხიდზედ რომ მივიდა, კადურს შტაბი თვალიდამ დაეკარგა; შემდეგ ვიღამაც ცხენიც წაართვა (შესატყობად ქალაქის საჭოში რა ამბავიო.) გაბრაზებული ტიურკოსი გაიქცა საადამაც სროლა მოდიოდა. მირბოდა და თან ხელ-და-ხელ თავის თოფს ჰსტრნავდა და თან ბუდღუნებდა: Macach bono, Brissien...... რადგანაც ეგონა პრუსსილუბი შემოცვივნილანო. ტიულერის ბაღში ტყვია ზუზუნებდა კიდეც. რივოლის ქუჩას სანგალიდამ დაუძახეს: „ჰეი! ტიურკოს! ტიურკოს...“ იქ მარტო თორმეტნი იყვნენ ერთი კადური მთელს მხედრობად ღირდა.
კადური შედგა სანგალზედ თავ-მომწონე და თვალსაჩინო როგორც დროშა, და ომობდა გიჟურად და კიჟინით ტყვიის წვიმის ქვეშ. ერთს წუთს ბოლი თვალ-წინ გადეწმინდა, თვალი მოჰკრა წითელ შალვრიანებს და იფიქრა, პრუსსიელები მატყუებენო და ხელ-ახლად ტყვია-წამალი აალაპარაკა. უეცრად სანგალმა ხმა გაიწყვიტა უკანასკნელმა კაცმა უკანასკნელი სროლაღა დაცალა და გაიქცა. ტიურკოსი კი ადგილიდამ არ დაიძრა ჩასაფრებული იჯდა, ერთ მუხლზედ წამოჩოქილი, მაგრა ეჭირა ნიშანში ამოღებული თოფი და ელოდა... ქვევითი ჯარი მოადგა... აფიცრებმა დაუძახეს: „დაგვნებდიო“. კადური ერთ წუთს შეკრთა, მერე წამოხტა, თოფი შეათამაშა და დაიძახა: Bono, bono Francése!...
ეგონა, ეს ის მეშველი ჯარიაო, რომელსაც ამოდენა ხანი ელოდნენ პარიჟელები. რა რიგად შეჰხაროდა რა რიგად შეჰსცინოდა მათ მთელის თავის თეთრის კბილებითა!.. თვალის დახამხამების უმალ სანგალი აიღეს. გარს მოეხვივნენ კადურს და მუჯლუგუნები დაუშინეს: „გაგვასინჯე შენი თოფიო“. თოფი ჯერ ისევ ცხელი იუო. „გვიჩვენე ხელებიო“. ხელები გამურული ჰქონდა თოფის-წამლისაგან. ტიურკოსი თავ-მოწონებით უჩვენებდა თოფს და ხელს და ღიმილებდა თავის კეთილის ღიმილითა
კედელზედ მიაყრდინეს და დახვრიტეს...
ისე მოკვდა – ვერ გაიგო რა ამბავი იყო.
______________
1 კომუნელებს უწოდებენ იმ რევოლიუციის მოღვაწეთ, რომელიც ასტყდა პარიჟში 18 მარტს 1871 წ. ტიურკოსებს უწოდებენ ალჟირიელ ჯარის-კაცთ.
![]() |
7 სიზმარი. |
▲back to top |
სიზმარი.
ვნახე სიზმარი, ჩემო ღმერთო, ტკბილი სიზმარი:
ვითომ ჩემს გულში იდგა ტურფა, წმიდა ტაძარი.
იყო ნაშენი, აღგებული უცხოს მასალით:
შენდამი ლტოლვით, პატივ-ცემით და სიყვარულით.
მუნ მაღალ, სპეტაკ ტრაპეზზედა სუფევდი შენა
და გარს გეხვია ელვარება ნათელი-ზენა.
ჩემი გონება, შემოსილი ქურუმთ საცმელით,
იდგა შენს წინა განკრძალული მხურვალეს ლოცვით.
მას ხელთ ეჭირა დამსხვრეული იჭვნეულება,
უარის-ყოფა სიძულვილი ამპარტავნება.
მოჰსთქვამდა იგი შენს წინაშე თვის შეცოდებას
და შემოგთხოვდა, გყვედრიდა მის პატივებას.
გონების უკან, ვით მხურვალე – მტკიცე მლოცავნი,
იდგნენ რიგზედა მუხლ-მოდრეკით ჩემი გრძნობანი.
შენსკენ მოქცეულ მათი თვალნი, მათი ხელები
ცხადად ამბობდნენ: რათ გვინდაო ჩვენ სხვა ღმერთები...
გიგალობებდნენ, შენ გაქებდნენ, ვით ღვთაებასა,
და იმრგვლივ ჰფენდნენ ყოველ საგანს ციურ შვებასა.
მე ვიევ, ვითომ, გარდაქცეულ სუბუქ ჰაერად,
წმიდა ტაძარში მოფენილი შენს სასუნთქებლად.
შენის სუნთქვითა, ჩემო ღმერთო, მე ვირხეოდი,
გარს გეხვეოდი, შემოგტრფოდი, თავს გევლებოდი...
მაგრამ ვფიქრობდი: ვაი თუ ეს არს მხოლოდ სიზმარი
და ამ უსამზღვრო ნეტარებას აქვს სამზღვარი!
ლევ. (ცაველი.)
1879 წ.
* * *
გასწით, გაფრინდით ჩემო ფიქრებო,
გადაიარეთ მთანი და ღრენი;
მიდით და ნახეთ ჩემი სამშობლო
და მას, ვით ღმერთსა, ეცით თაყვანი.
არ შეუშინდეთ არც გზას, არც დროსა:
ყველგან იფრინეთ, ყველა ნახევით.
შემდეგ დაბრუნდით კვალად ჩემთანა –
ტკბილი ამბები მომიტანევით.
ქალაქ-ალაგებს გზა აუქციეთ!
იქ თქვენი თვალნი ბევრ კარგს ვერ ნახვენ ...
მუნ შეგროვილნი სისაძაგლენი
უსიამოვნოდ აგაღელვებენ!
ზედ ნუ შეხედავ ვერცხლით მკულს გულებს,
თუნდაც ასჯერა წინ შეგეფეთნონ;
წარბს ნუ გაანძრევთ მდიდრების წინა:
ეს დრო მათია, და იქეიფონ!...
ყურს ნუ მიუგდებ იმ ბატონებსაც,
ვინც წაღმა ხნავენ, უკუღმა სთესვენ:
იგინი თავის სიტყვას და სწავლას
თვისის ცხოვრებით თვითვე აქცევენ.
თქვენ გაუდექით პირდაპირ სოფლებს;
გლეხ-კაცის ბედი მუნ გაიცანით;
მისი ცხოვრება, მისი ამბავი
ნამდვილად, კარგად დაიხსომევით.
ვინც აქ შრომობდეს, გლეხ-კაცს შველოდეს,
ის უსათუოდ თქვენ იპოვნევით...
მიდით, მიეცით მას ძმურად ხელი
და სიყვარულით გადაჰკოცნევით.
ვინც ჩვენში მხოლოდ ბრძნულად ბაასობს,
იგი ჯერ კიდევ არ არის კაცი;
რომელიც სიტყვას საქმეთ გარდაქცევს
აი ეს არის ჩვენი ვაჟ-კაცი.
ლევ. ცაველი.
1879 წ.
![]() |
8 ფიქრი და შენიშვნა |
▲back to top |
ფიქრი და შენიშვნა
კიდევ ჩვენის მწერლობის თაობაზედ. – უფ. თუმანიშვილი და მისი „ალმანახი“.
რომ ჩვენს მწერლობაში არსებობს უგზო-უკვლობა და უშველებელი არეულ-დარეულობა – ეს ცხადი და უეჭველი ჭეშმარიტებაა ყველასთვის, ვინც კი ცოტაოდენად დაფიქრებულა ქართულს ლიტერატურაზედ. რა მიუძღვის წინ ამა და ამ მოღვაწეს ჩვენის მწერლობისას? რისთვის გამოდის. იგი სალიტერატურო მოედანზედ? რა სხივი უნდა დასცეს მან თვალ-გაუწვდენელ სიბნელეს? ყველა ამისას ნურას უკაცრავად, ტყუილად ვიკითხავთ. ღმერთს ენა მიუნიჭებია ადამიანისათვის – ილაპარაკეო; ისიც მოჰყოლია და ლაპარაკობს, – მეტი რა უნდა? რას მიქვიან ჩვენში მწერლის მოვალეობა საზოგადოების წინაშე? დღეს ვაჟბატონს რაღამაც გაურბინა გუნებაში – აიღო და მიაწოდა მკითხველს; ხვალ კიდევ სხვა და სრულიად წინააღმდეგი რამ გადურბენს გულზე და კიდევ აიღო და მიაწოდა იმავე მკითხველს – ესეც შენთვის მომირთმევიაო. ამგვარად სალიტერატურო ასპარეზი შეიქნა თვითონ მოღვაწეთა გულის გასართობ-სალაყბოთ, და მკითხველისა კი ვის რა ენაღვლება? კაცი არ დაფიქრებულა თუ რა არის სალიტერატურო და რა არა; რას მოითხოვს და რას არა დროთა ვითარება და ადგილი. ჩვენს სალიტერატურო მოედანს მთლად მოჰფენია სიბნელე; თვითონ მომქმედიც ბნელია ვით ღამე. მეტყვით – ყველა ამას აქვსო მრავალი შესაწყნარებელი მიზეზიო: ჩვენი მწერლობა ჯერ ხანში არ არის შესულიო და ახლად ფეხ-ადგმულს ბევრი არა მოეთხოვება რაო; ვერ მოეთხოვებაო. აგრეთვე ვერც გარკვევილი გზა და კვალი... მართალი ბძანებაა, და კიდეც იმიტომ ვამბობ, რომ ყოველს მოღვაწეს ჩვენის მწერლობისას უნდა დიდი სიფთხილე და წინ დახედვა. რამდენად უფრო გზა-დაბნეულია მისი გარეშეულობა, იმდენად უფრო მომეტებული სიწმინდე და სიფაქიზე უნდა ყოველს მის ნაწარმოებს. თუ საზოგადოებას ეხლა-ხან გაჰღვიძებია კითხვის სურვილი; თუ თვითონ საზოგადოებაში ამის შესახებ არავითარი გარკვევილი მიმართულება და მტკიცე მსვლელობა არ არსებობს; თუ „რასაც დასთეს იმასვე მომკი“ – ამ შემთხვევაში თვითოეულს მთესველს უფრო მეტი უნდა მოვკითხოთ, უფრო სასტიკად უნდო. მოვეკიდოთ, ვიდრე სხვა დროს და სხვა ადგილას, აქ უნებურად მაგონდება აზრი, რომელიც არა ერთხელ მსმენია: ჩვენი მწერლობა იმდენად საცოდავი და ღარიბიაო, რომ ყოველი კაცი, რომელსაც ცოტად თუ ბევრად შემოუდგავსო ფეხი მწერლობაში და ავად თუ კარგად ემსახურებაო. მას, ყოვლად პატივ-საცემი და ყურადღების ღირსიაო; თუ კი სწერს და აბეჭვდინებსო „ბარაქალა“ ერგებაო; ერთის სიტყვით, ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობიაო. რომელი ერთი სჯობია – ეს ამ აზრის მიმყოლთა გემოვნებაზედ მიმინდვია; მე რო მკითხოთ კი – ორივე მათთვის მიმირთმევია. ჩემის აზრით, ზემოხსენებულს მსჯელობას დაერთვის ცრუ-მორწმუნოება, რომელიც ვნებას თუ მოუტანს ჩვენს მწერლობას, თორემ ხეირს კი ვერ დააყრის ვერაგზით. მათდა სამწუხაროდ, ლიტერატურის სიმდიდრე თუ საღარიბე დამოკიდებულია არა დაბეჭდილ ფურცლების მეტ-ნაკლებობაზედ. ყანა ჩვენის ლიტერატურისა მთლად მოქსაქსული და შამბ-მორეულია მეთქი. ყველაზედ უწინარესი და უსაჭიროესი საქმე არის გამარგვლა, ამოგლეჯა ამ შამბისა, გამოგვა და გამოწმენდა რაც მოქსაქსულია. ეს საქმე უპირველეს ვალად უნდა ჰქონდეს სალიტრატურო კრიტიკას; მან უნდა დაანახოს მკითხველს თუ რა ეკუთვნის ლიტერატურას და რა არა; რას უნდა ეპყრას კანონიერი ადგილი მწერლობის ასპარეზზედ და, პირიქით, რას არა აქვს არავითარი კავშირი ლიტერატურასთან ერთის სიტყვით სალიტერატურო კრიტიკა მოვალეა თავი გაატანინოს მკითხველს ზემოხსენებულ უგზო-უკვლობაში და არეულ-დარეულობაში რამდენადაც გვექმნება ძალა და შეძლება, რამდენადაც ჭკუა გაგვიჭრის, ვეცდებით მცირე ღვაწლი მაინც დავდვათ ამ ფრიად მძიმე და საჭირო საქმეში. მაშ ნუ დაიზარებ, ჩემო მკითხველო, და გამომყევ ჩვენის ლიტრატურის წალკოტისაკენ.
საიდამ დავიწყოთ? სულ ერთი კია, სწორედ მოგახსენოთ. ნათქვამია – ყოველი გზა რომში მიგიყვანსო, ისე ჩვნც: რა გზასაც უნდა დავადგეთ მაინც ერთსა და იმავე ადგილს მივალთ, და სახელდობრ რა ადგილს – ამას შემდეგში ვნახავთ. დავიწყოთ უფ. თუმანიშვილის „ალმანახიდამ“. მიზეზიცა მაქვს ამ გვარ დაწყებისათვის, ეს სხვა და სხვა წერილთა გროვა, რომლისათვის უფ. თუმანიშვილს დაურქმევია „ალმანახი“, არის ახლად მოსული, თითქმის დღევანდელი ყვავილი ჩვენის ლიტერატურისა და დღევანდელს ხომ უფრო ეტანება კაცი, ვიდრე გუშინდელს. გარდა ამისა ამ ყვავილზედ მსმენია იმისთანა ქება-შესხმა, რომელიც ქვასაც კი გახეთქს, არამც თუ ადამიანის გულს. აი, მაგალითებრ რა სიტყვით მიეგება „ალმანახს“ „დროების“ კრიტიკოსი:
დიდის მოუთმენლობით მოველოდით თავ. გ. თუმანიშვილის „ალმანახს“ და უაღრესის სიამოვნებით წავიკითხე ეს პატარა წიგნი ჩვენს ჭკუით ღარიბს მწიგნობრობაში რიგიანის წიგნის გამოსვლა ისეთ იშვიათ შემთხვევათ შეიქმნა, რომ რეცენზენტს ამისთანა მოვლინება ერთ რამ დღესასწაულად მიაჩნია.... ამ პატარა წიგნს ეტყობა, რომ ჭკვიანი კაცის ნაწარმოებია, რომელიც არც ერთს პარტიას არ ეკუთვნის და პირუთვნელათ ეძიებს ჭეშმარიტებას და მაშასადამე პოეზიასაც.
აბა, ამის გამგონს გულმა როგორ უნდა მოუთმინოს და ხელი არ წაავლოს ყველაზედ უწინარეს „ჭკვიანი კაცის ნაწარმოებს“? „ალმანახზედ“ ლაპარაკი მით ურო მეხერხება ამ ჟამად. რომ მას იმ გვარი თვისება მიუძღვის და ბევრი იმისთანა რამ აქვს ჩართული, რომელიც პირდაპირ და მჭიდროდ მიუჯდება საგანს ჩვენის საუბარისას წარსულისას და აწინდელისასაც. ტყუილად კი არ არის ნათქვამი რუსულად – „ნადირი თვითონვე წინ ჩამოურბენს მონადირესაო.“ დავწერე თუ არა ჩემი „ფიქრი და შენიშვნა“ წარსულ ნომერში, უფ. თუმანიშვილმა თავისის „ალმანახით“ წინ ჩამომირბინა და მით შეამკო ცოცხალის სურათით ჩემი მშრალი საუბარი. ამ მხრით ღირს-შესანიშნავია ჩემთვის, ყველაზედ უწინარეს, უფ. თუმანიშვილის წერილი „ეხლანდელი ქართული ჟურნალ-გაზეთების მიმართულება[1] 1. იმ განზრახვისათვის, რომელიც მიუძღვის წინ ჩემს „ფიქრს და შენიშვნას“ საჭიროა გარჩეულ იქმნეს ზემოხსენებული წერილი იმ წერილთან ერთად, რომელიც შარშანდელ ალმანახში იყო დაბეჭდილი იმაკე საგანზედ: „შარშანდელ ქართულ და მწერლობის გადათვალიერება“. მე ვწერ არა კრიტიკას წლევანდელ „ალმანახზედ“; მე ვკრეფ მხოლოდ სხვა და სხვა მარგალიტებს ჩემ საუბარის საგნის შესამკობლად, და რამდენად მეტი მარგალიტი ჩამივარდება ხელში. იმდენად მეტად დაშვენდება ჩემი წერილიც. იმედი მაქვს არც თვითონ „ალმანახის“ შემდგენელი დამემდურება საქმის ამ გვარად დაჭერისათვის. მართალია, „ალმანახი“ არის სხვა-და-სხვა წერილთა გროვა, რომელთა შორის არავითარი მჭიდრო კავშირი და ურთი-ერთობა არ არსებობს. მართალია აგრეთვე, რომ არც ამ ორ წიგნთა შორის უნდა ვეძიოთ რაიმე მკვიდრი კავშირი და ურთიერთობა როგორიც მაგალითებრ, მოეთხოვება ჟურნალს. ეს მართალია მეთქი, მაგრამ მარტო ერთის მხრით. თუ რომელიმე კრებული გამოდის დრო-გამოშვებით, ვთქვათ, ყოველ წელიწადს; თუ ამ კრებულის გამომცემი არის ერთი და ივე კაცი. მაშინ სრული უფლება მაქვს მოვითხოვო ამ კრებულის სხვა და სხვა წიგნთა შორის ცოტაოდენი კავშირი მაინც; მაშინ სრული უფლება მაქვს მოვკითხო გამომცემელს მცირედი რამ პროგრამმა მაინც და ცოტაოდენი მტკიცე გზა და მსვლელობა: ვინა ხარ? რად გამოდიხარ? რას აწვდი შენს მკითხველებს? „ალმანახის“ გამომცემელი არ დამემდურება მეთქი. მით უფრო რომ თვითონვე იგულისხმებს ამ გვარ კავშირს: წლევანდელ „ალმანახში“ დაბეჭდილია შემდუგი იმ წერილისა („ეკონომიური სურათები“), რომელიც დაბეჭდილი იყო შარშანდელ წიგნში. მაშასადამე ამ წიგნის გამომცემს ჰყავს მხედველობაში ერთი და იგივე მკითხველი.
შარშან უფ. თუმანიშვილმა დაიწყო თვისი წერილი ქართულს მწერლობაზედ ამ გვარად:
ამ უკანასკნელ ორ წელს მოემატა სიცოცხლე საზოგადოდ კავკასიელ და მეტად ჩვენ მწერლობას. ორი რუსული გაზეთი, რომელნიც ჩვენში ამ ორი წლის წინად გამოდიოდნენ კვირაში სამჯერ, გარდიქცნენ ეხლა ყოველ-დღიურ გაზეთებათ. „დროებაც“ ამ გზას დაადგა. შარშან დაგვებადა კიდევ ახალი ქართული გაზეთი „ივერია,“ რომელიც გვეწვევა ხოლმე კვირაში ერთხელ დიდ თაბახობით და რომელიც ზოგჯერ ივიწყებს თავის გაზეთობას და ჩემულობს (?) ჟურნალობას. ამის გარდა ახალ წლიდამ გვემატება ახალი ყოველ-დღიური რუსული გაზეთი უფ. ნიკოლაძის „მიმოხილვა“ (Обзоръ). რომელიც გვპირდება კავკასიელ ტაიმსობას. მოიგონეთ ამ ორი წლის წინანდელი ჩვენი ლიტერატურული უარარაობა და ეს გაზეთების სიმრავლე. რა გვარნიც იყვნენ ისინი – სულ ერთია გვეჩვენება მწერლობის სიმდიდრეთ. რა არის მიზეზი ამ ლიტერატურულ გამდიდრებისა? ომი. მიპასუხებთ თქვენ მაშინვე... მაგრამ მარტო ომს არ შეეძლო ასე ემოქმედნა ჩვენ მწერლობის გამდიდრებაზე. როცა „თბილისის მოამბე“ გახდა ყოველ-დღიურ გაზეთათ, მაშინ არც კი ელოდნენ დიდ ომს... არა, მკითხველო, ჩვენ მწერლობის განცხოველებაში მარტო ომი არ არის დამნა შავე. აქ კიდევ ბევრი სხვა რამეც არის გარეული. მაგრამ ?) ათას სხვა და სხვა ფეროვან საქმეს და კაცს შეუძლიანთ ჰქონდეთ ერთი სახელი. ხშირად, როცა უნდათ ერთ რომელიმე პარტიაზე ლაპარაკი, ამ პარტიის მაგიერად ასახელებენ იმის უკეთეს კაცს. ხშირად ამბობენ, ყარსი აიღო ლორის-მელიქოვმაო იმის მაგიერ რომ თქვან: ყარსი აიღეს ამა ამ რუსის ჯარის ბატალიონებმა პოლკებმა. დივიზიებმა, ამა ამ ღენერლების და აფიცრების შემწეობით. თუ ამგვარი ლაპარაკი მოვინდომეთ და მრავალ-გვარ საგნების დასახელების მაგიერ ვისურვეთ დასახელება ერთი კაცის, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ მწერლობის გაღვიძების მიზეზი იყო. ნ. ნიკოლაძე.“ ( ალმანახი 1878 წ.)
უკაცრავად კი ვარ მკითხველის წინაშე, რომ ამ სიგძე ნაწყვეტი გამოვაცალე უფ. თუმანიშვილის წერილს, მაგრამ, უნდა მოგახსენოთ, ეს მარგალიტი ფრიად ღირსშესანიშნავია და ძვირფასი; იგი პირდაპირ შეეხება ქვა-კუთხედს ჩვენის მწერლობის და ცხოვრების უგზო-უკვლობისას. კაცი მოჰყოლია ლაპარაკს ქართულს მწერლობაზედ, მის განცხოველებაზედ და გამდიდარებაზედ, და ართავს ყველა ამ წარმატებას რუსულ გაზეთების სიმრავლეს. „ტფილისის მოამბე“, „კავკაზი“, „ობზორი“ და სხვაც ათასი რუსული გაზეთი რომ გამოდიოდეს ყოველ დღე, ჩვენი მწერლობა აქ რა შუაში უნდა იყოს? გზა და კვალი იმდენად დაგვბნევია, რომ არცა რა სხვისა გავიგია და არცარა ჩვენი. ჩვენი, სხვისა, ქართული, რუსული, „ობზორი“, „დროება“, „ტფილისის მოამბე“, „კავკაზი“, „ივერია“ – სუყველა ერთად აურევია „ალმანახის შემდგენელს და ეს დომხალი მკითხველისათვის მიურთმევია – მოინელეო. რუსულ გაზეთების გამრავლება რა ნიშანია ქართულის მწერლობის წარმატებისა და განვითარებისა? უფ. თუმანიშვილის აზრით არამცთუ ნიშანია, არამედ მიზეზიც ყოფილა; „ჩვენი მწერლობის გაღვიძების მიზეზი იყო ნ. ნიკოლაძეო“. ახლა რა უნდა ვიფიქრო მე, ქართველმა მკითხველმა? უფ. თუმანიშვილი ლაპარაკობს იმ დროის განმავლობაზედ, როდესაც ნიკოლაძეს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია ქართულს მწერლობაში. თუ ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა, ესე იგი, ქართულმა მწერლობამ გაიღვიძა და გაცოცხლდა, და თუ მიზეზი ამა გაღვიძებისა არის ნიკოლაძე, მაშ ჩვენი მწერლობა სწორედ იმ დროს გაცოცხლებულა, როდესაც ნიკოლაძე მოსცილებია. ვერაფერი ქება-შესხმაა ნიკოლაძისათვის, სწორე მოგახსენოთ. ნუ თუ მართლა ეს უნდა ეთქვა უფ. თუმანიშვილს? რა პასუხია. იგი სიბნელეში დგას, ხელებს აფაცურებს და გულდამჯდარად მოუთხრობს ქართველ მკითხველს მის სამშობლო მწერლობის გამდიდრების ნიშანს და მიზეზს... სტუმრად წვეულმა მწერლობამ, გზა დაბნეულმა, უგზო უკვლომ ასე იცის.
უფ. თუმანიშვილი იქამდე აღტაცებულა რომ რაც კი რამ გაკეთთებულა ქართულს მწერლობაში ამ ბოლოს დროს სულ ნიკოლაძისათვის დაუბრალებია. აი რას ამბობს თუმანიშვილი:
... რაც უნდა იფიქროთ თქვენ მკითხველო, უფ. ნიკოლაძეზე ეს კი უეჭვო ჭეშმარიტება გახლავთ, რომ ჩვენ მწერლობას ამ უკანასკნელ დროს და მეტად შარშან უცემდა მაჯა ადრინდელზე მეტად. დავიწყოთ ხელოვნურ თხზულებაებიდამ.
ასე თუ ისე, ერთის სიტყვით, შარშანდელ „ალმანახის“ აზრით ქართული მწერლობა გაცოცხლდა და გამდიდრდა ამ ბოლო დროს. გარდა ამისა, ამ გამდიდრების მიზეზი იყო უფ. ნიკოლაძე. ეს დასწერა შარშან უფ. თუმანიშვილმა და გამოესალმა მკითხველს მთელის წლით. წრეულაც გამოსცა იმან „ალმანახი“ და კიდევ ჩაურთო წერილი იმავე საგანზედ. იმავე საგანზედ მეთქი, თუმცა სათაური წერილისა ცოტად გამოცვლილია. წლევანდელი წერილი მთლად შეეხება ჟურნალ-გაზეთებს, შარშანდელი კი თითქმის მთლად. რას გვაუწყებს ეს ახალი წერილი – ეხლავ, მოგახსენებთ, და კილო-კავად კი უნდა შევნიშნო, რომ უფ. ნიკოლაძის ხსენება ამ წერილში აღარ არის. როგორ? კაცი ლაპარაკობს ჩვენს მწერლობაზედ და დაავიწყდა თავი-და-თავი მიზეზი ამ მწერლობისა, მიზეზი, რომელიც თვითონვე გამოატყვრინა? ან იქნება იმიტომ დამალა უფ. ნიკოლაძე რომ თუმანიშვილი ჩვენს ჟურნალ-გაზეთებს წუნსა სდებს და რაკი თვითონ წარმატება არ არის, არც მიზეზია, და რაღა უნდა ელაპარაკნა ნიკოლაძეზედ. აბა, ახლა რაღა უნდა ვიფიქრო მე, ქართველმა მკითხველმა, რომლის თვალშიაც ისე უწყალოდ აამაღლა უფ. თუმანიშვილმა უფ. ნიკოლაძე?... არც ერთი სიტყვა არ არის მეთქი თქმული უფ. ნიკოლაძეზე. უკაცრავად: ერთი-ორი სიტყვა შაეპარა უფ. თუმანიშვილის წერილს ნიკოლაძეზე. სადღაც კუნჭულში მიმალულან შემდეგი სიტყვები: ეს მართალი სიტყვა წასცდა რუს. გაზ. „ობზორს“. (გვ. 38, სხოლიო) როგორ თუ წასცდა? ვისზედ ითქმის „მართალი სიტყვა წასცდაო“? ეს ითქმის ცრუ-პენტელაზედ, რომელსაც თავის სიცოცხლეში ტყუილის მეტი არა უთქვამს რა. მაშ რაღა იქნა ის ყოვლად შემძლებელი ნიკოლაძე, „ობზორის“ რედაქტორი, რომლის მადლით ისე გაცოცხლდა და გამდიდრდა ჩვენი საწყალი ლიტერატურა? ვინ მომცემს ამის პასუხს მე საწყალ ქართველ მკითხველს, რომელსაც ასე დაუნდობელად მიბრაგუნებს ზურგს გამვლელი და გამომვლელი?
ახლა ვნახოთ რას მოგვითხრობს წლევანდელი „ალმანახი“ ჩვენს მწერლობაზედ უფ. თუმანიშვილი ამბობს: „ვხედავ დიდ ცვლილებას ამ უკანასკნელ სამიოდ წლის ქართულ ჟურნალ-გაზეთობაში და მსურს ეს უჩვენო ცხადად მკითხველს“. ამ ცვლილებაზედ არავის არა უთქვამს რაო, რადგანაც ლიტერატურის მოღვაწენი ძველნი არიანო; მაგრამ რაც იმათ ეპატიებათო, ის ვერ მეპატიებაო მე, რომელსაც არ მიმიღია დიდი 2 მონაწილეობა იმათ შრომაში და დრო და ღონისძიება მქონია აუჩქარებლივ თვალ-ყური მედევნა იმათ მიმართულებისათვის“. ვნახოთ რა გამონახა.
„საქართველოს მოამბე“, პირველდრონდელი, დროება“ (1866-1874 წ.), „კრებული“ და უმეტესი ნაწილი „მნათობისა“ იყო ქადაგება და მხოლოდ ქადაგება. აიღებდით ლექს; ის თქვენ არ დაგატკბობდათ მუზიკალურ რიფმებით ან ბუნების აღწერით. არა, იმას სხვა მიზანი ჰქონდა. წავიდოდა, ივლიდა, ივლიდა და ბოლოს მაინც ან გლეხის თავისუფლებაზე დაგუგუნებდა ან ხალხის სიყვარულზე და განათლებაზე... იგივე ითქმის ყველა ადრინდელ ქართულ ჟურნალის ან გაზეთის ნაწილებზე. უკანასკნელი ფურცელი რა არის? მაგრამ იქაც კი საცინელ ანდაზების მაგიერ იპოვიდით დარიგებას: ესე და ესე უნდა მოიქცე, რომ არ გაცივდეო; ესა და ეს წიგნი უნდა წაიკითხო, რომ არ გაბრიყვდეო... და სხვ.
მაგრამ 1875 წ. სურათი გამოიცვალაო. ჟურნალებმა სული დალიესო, „დროებამ“ კი იწყო კვირაში სამჯერ გამოსვლაო; ამის გამო დაპატარავდაო და სტატიების ადგილი დაიჭირეს წვრილმან ამბებმაო. „დროება“ აღარ იყოო, ამ წლიდამ დაწყობილი. საზოგადოების წინამძღოლი და სხვ., ის შეურიგდაო საზოგადოებას და ჰკითხაო: რა გნებავს მოგართვაო? ჩქარა გაიგო „დროებამ“ რა იამებაო ჩვენ მკითხველებს და მას აქეთ ის ცდილობს ყოველ ღონის ძიებით დააკმაყოფილოს იმათი დღიური მოთხოვნილებაო.
ერთი სიტყვით ქართულ გაზეთმა გახადა თავის მიზნათ ყოველ-გვარ ახალ ამბების და გასართობ ანდაზების (?) გავრცელება საზოგადოებაში, გახადა თავის მიზნათ ის, რაც აქვს მიზნათ უმეტეს ნაწილს რუსულ და ევროპიულ ჟურნალ-გაზეთებისას.
ძალიანაც დაუშავებიაო. რამდენიმე სტრიქონის შემდეგ უფ. თუმანიშვილი ამტკიცებს, რომ ქართული გაზეთი არ მისდეკს ევროპის ჟურნალ-გაზეთების მიმართულებასაო და კარგადაცა შვრებაო. აი მაგალითი:
მალობა ღმერთს! ამ მგომარეობაში არ არის ქართული ჟურნალ-გაზეთობა. ის მართალია შეურიგდა ჩვენ ნახევრად განათლებულ საზოგადოებას, ცდილობს დროზე შეატყობინოს, რაც იმას იამება, ცდილობს გაართოს ის ლექსებით და მოთხრობაებით, რომელნიც არ შეაწუხებენ, არ გააღვიძებენ იმას ღრმა ძილისაგან[2]; მაგრამ ამასთანავე ქართული ჟურნალ-გაზეთობა თაყვანს არ სცემს იმდენათ ჩვენ ნახევრად განათლებულ სზოგადოებას რომ ევროპიულ გაზეთებსავით წაახალისოს ის მოდნურ უგვარობის ჩადენაში (?) და ცრუ-მორწმუნებაების გავრცელებაში.
ან კიდევ:
ამ გვარი ეჭვი ჩვენში, მადლობა ღმერთს, სანამ უადგილოა. ქართული ჟურნალ-გაზეთები კვერს არა უკრავენ ყოველ საზოგადოების შეცდომას.
ან კიდევ:
მართალია ქართული ჟურნალ-გაზეთობა აღარ კისრულობს თავის ძველ როლს სამშობლოს მასწავლებლისას და წინასწარმეტყველისას, (?) მაგრამ არც მთლად ურიგდება თავის ახალ მკითხველს...
ყველა ეს კი ვერაფრად შეშვენის „ჭკვიანი კაცის ნაწარმოებს“. გარდა ამისა უფ. თუმანიშვილი ამტკიცებს, რომ ქართულს გაზეთს ვერც შეუძლიანო. აჰყვეს ევროპიულს ან რუსულს გაზეთს და იმ გვარისავე გზას დაადგესო... არა, ისევ თვითონ ავტორი ვალაპარაკო, მით უფრო რომ ქვემო მოყვანლი ნაწყვეტიც ფრიად შესანიშვნავი და ძვირფასია ჩვენთვის:
...ამ ორ მწერლობის შუა (ე.ი. ჩვენ და ევროპისა) კარგა დიდი განსხვავებაც არის. ჯერ ერთი, რომ ჩვენ საზოგადოებაში ისე არ არის გავრცელებული ცნობის მოყვარეობა, რომ შეიძლებოდეს იმ გვარ დიდ გაზეთების გამოცემა, როგორებსაც ვხედავთ ევროპაში. ქართული პატარა გაზეთი კი, შეძლებას მოკლებული, ჩვენ ქვეყნის ამბებსაც კი ვერ ასწრობს შეგვატყობინოს დროზე. ვისაც ინჩი ესმის რუსულ ენაში, ეტანება რუსულ გაზეთებს რადგან ამათ მეტი ღონისძიება აქვთ უფრო ჩქარა და, დაწვრილებით მოგვიტანონ ახალი ამბები. ქართული გაზეთი ვერ აკმაყოფიღებს ვერც იმ ქართველს. რომელმაც იცის მხოლოდ თავისი ენა, რადგან ქართველ მწერლების და ხალხის შუა გავლილია ბედით ღრმა ხევი. უნივერსიტეტელმა განათლებულმა კაცმა არ იცის როგორ დაელაპარაკოს შინაურად ნასწავლს. იმათ ერთმანეთისა არ ესმით, თითქო სხვა და სხვა შორეულ ქვეყნებში იყვნენ დაბადებულები. ჩვენებურ ჟურნალისტს არა აქვს ისეთი მსუბუქი, ადვილი გასაგები ენა და ცოდნა (მსუბუქი ცოდნა!), რომ თავისკენ მიიზიდოს უმეცარ მკითხველის გული ცარიელი ტელეგრამმების ბეჭდვა იმათ მნიშვნელობის აუხსნელათ, სხვა და სხვა ევროპიულ სიტყვების უადგილოთ ხმარება, „ინტერესების“, „ტრაქტატების“ და სხვა ამ გვარების ყველგან ჩაჩხერა და სხვ., უეჭველია, ბევრად აფთხობს ქართველ მკითხველს, რომელსაც არაფერი არ გაეგება ეხლანდელ ევროპის პოლიტიკურ მდგომარეობისა, მაგრამ გაზეთს კი იღებს, („გაზეთს იღებს“ როგორ მოგწონთ სიტყვიერება ) რომ შეიტყოს ეს.
ამ გვარი ლაპარაკი ქართველი მწერლის პირში, ღვთის წინაშე, ღირს შესანიშნავია. მჯერა უფ. თუმანიშვილის კეთილ-მიდრეკილება, მაგრამ.... მაგრამ ესეც მიმტკიცებს ჩვენის სტუმრად წვეულ ლიტერატურის უგზო-უკვლობას. რასაკვირველია, გაუგებარ სიტყვების უველგან ჩაჩხერა და „ცარიელ ტელეგრამმების ბეჭდვა“ ცუდი რამ არის და ხეირიან გაზეთს არ შეჰფერის. სამწუხაროა, აგრეთვე რომ „განათლებულმა კაცმა არ იცის როგორ დაელაპარაკოს შინაურად ნასწავლს“, ესე იგი, სამწუხაროა, რომ განათლებულმა ქართველმა არ იცის ქართული ენა. რა გამოდის აქედგან? მარტო ის, რომ ცარიელ ტელეგრამმების ბეჭდვა საკმარისი არ არის; რომ გაუგებარ სიტევების მაგივრად ხმარებულ უნდა იქმნენ გასაგები სიტყვები, სხვა ხომ არაფერი? ან იქიდგან რა გამოდის, ვითომ „ვისაც ინჩი ესმის რუსულისა ეტანება რუსულ გაზეთებს“? არაფერი, გარდა იმისა კიდევ, რომ კარგი და ხეირიანი გაზეთი არ ყოფილა ქართულს ენაზედ. თუ ასეა, მაშ რაღად ამბობს უფ. თუმანიშვილი, რომ ჩვენ საზოგადოებაში ცნობის მოყვარეობა ისე არ არის გავრცელებულიო, რომ შეიძლებოდესო. იმ გვარისავე გაზეთის გამოცემა, როგორც სხვაგან, და სხვ.? რატომ არ შეიძლება? ან თუ ცნობის მოყვარეობა არ არის გავრცელებული, მაშ რაღად ამბობს, რომ „ქართველ მკითხველს არაფერი არ გაეგება პოლიტიკურ მდგომარეობისა, მაგრამ გაზეთს კი იღებს, რომ შეიტყოს ეს“? უცხო გაზეთი რაც უნდა მშვენიერი რამ იყოს, რა სამსახურს გაგვიწევს საკუთრივ ჩვენ, ქართველ საზოგადოებას და ხალხს? თუ ვისაც მარტო „ინჩი ესმის“ და მაინც „ეტანება“ – ეს იმისთანა გარემოებაა, რომელიც ღირსია უფრო მომეტებულის დაფიქრებისა, ვიდრე უფ. თუმანიშვილს უნებებია.
სხვა ადგილას ამბობს კიდევ უფ. თუმანიშვილი:
.... მაინც უნდა გამოვტყდეთ, რომ ჩვენ ჟურნალ-გაზეთებს არა აქვთ ზნეობითი გავლენა თავიანთ მკითხველზე, რადგანაც ბევრს არა სწამს იმათგან გამოცხადებულ ამბების სიმართლე. ჩვენი ჟურნალ-გაზეთები არ არიან ისე შეძლებულნი რომ იყოლიონ საკუთარი კორრესპონდენტები და რეპორტიორები და ვერც ერთი ჩვენი რედაქტორთაგანი ვერ იტყვის, მართალს ამბობს იმის „მოამბე“ თუ არა. ხშირად ჩვენ გაზეთებში გაიმართება ხოლმე ბაასი რამდენიმე კორრესპონდენტის შუა.... და სხვ.
ამ ნაწყვეტშიაც იქით-აქეთ გადაცემ-გადმოცემა რადაც უნდა ღირს. ჯერ ავტორი ამბობს, რომ ქართულ გაზეთებს შუძლება არა აქვთო საკუთარი კორრესპონდენტები იყოლიონო; მერე ამბობს – ქართულ გაზეთების კორრესპონდენტები ტყუილებს ლაპარაკობენო, და ერთი-ერთმანეთს ამტყუნებენო. მაშასადამე გაზეთებს ჰყოლიათ საკუთარი კორრესპონდენტები. მაგრამ, იქმნება უფ. თუმანიშვილს ჰგონია, რომ მართალის თქმა მარტო ნაქირავ კორრესპონდენტს შეუძლიან, და მუქთა მწერალს კი აბა რა მოეკითხებაო?
ყველა ზემოხსენებული კიდევ არაფერი. უფ. თუმანიშვილის წერილში გაფანტულია კიდევ მრავალი მარგალიტი, რომელიც, ჩემის აზრით, უფრო ღირსშესანიშნავია. მე ვამბობ მასზედ, რაც მის წერილში „ივერიაზედ“ არის ნათქვამი. ამას დიდის სიამოვნებით ვიხსენიებ არა იმიტომ, რომ პირ-და-პირ ჩვენკენ არის მოქცეული. არა. „ალმანახში“ ეპოვა თითქმის მთლად ის ლათაიობა ძველ და ახალ-ზედ, რომელზედაც მოგახსენებდათ წარსულ ნომერში. გარდა ამისა „ივერია“ და მისი რედაქტორი აძლევს შემთხვევას უფ. თუმანიშვილს გამოთქვას თვისი გადაწყვეტილი აზრი და უკანასკნელი დასკვნა ქართულ ჟურნალ-გაზეთობაზედ. ქვა-კუთხედი მისი წერილისაც იმაშია, რაც „ივერიის“ თაობაზედ არის გამოთქმული. ახალი, ძველი, დამჭკნარი, ყველა ეს ბლომად არის უფ. თუმანიშვილის წერილში, სადაც ნაჩვენებია თუ რა აზრი არის ძველი და რა ახალი. მაშასადამე, როგორ არ უნდა მიხაროდეს რაკი ამისთანა მრავალ-ფეროვანი მასალა პირდაპირ სულში მიცვივა, და როგორ არ ვუძღვნა მადლობა ნაჩვენბე მაგალითებისათვის?... „ივერია“ დაუმოყვრდაო უნიჭო მწერლებს, რომელნიც ღეჭვენო საანბანო ჭეშმარიტებაებს, (ამდენ ბაები-ს პასუხი „ალმანახს“ მოკითხეთ) მაგ. „თავის მოძმე გიყვარდესო“ ან „ჭკუასა შენსასა ნუ მისცემ დაძინებასაო“ და სხვ. უფ. თუმანიშვილი თავის აზრს ძველსა და ახალზედ გამოსთქვამს აგრეთვე „დიმიტრი თავდადებულის“ თაობაზედ: „აქ ძლიერი გმირობა არაფერია, მაგრამ რაც უნდა დიდი გმირობა იყოს, ის არაფერს ახალს არ გვეუბნება. ყოველ ანბანში სწერია: გიყვარდეს მოძმე შენიო. ვითა თავი შენიო; თავ განწირვით გიყვარდეს სამშობლო“ ან კიდევ აკ. წერეთლის შარშანდელ ლექსების თაობაზედ: „ყველამ კარგად იცოდა უფ. აკ. წერეთლის ლექსების გამოსვლამდისაც, რომ ძველი ქართველები განთქმულნი იყვნენ თავიანთ მამაცობით და მეტად მოსაწონი რამ არის თავისუფლების, ძმობის და სიყვარულის სურვილი ქვეყნისათვის, როგორადაც სწავლის და ხელოვნების, სიბრძნის და მეცნიერების ხმარება საზოგადო სიკეთისათვის“. კარგი და პატიოსანი, და ძალიანაც დაუშავებიათ, რომ ამისთანა დაობებულ ჭეშმარიტებაების ქადაგებას მოჰყოლიან, მაგრამ საკვირველი ის არის, რომ თვითონ უფ. თუმანიშვილსაც ესევე უნდა:
ძველებური განკიცხვა, ძველებური ქადაგობა ასე გგონია მოგონილნი არიან დღევანდელ დღისთვის, ასე გგონია წინ ფეხი არ გადაგვედგას. ამ უკანასკნელ თხუთმეტიოდ წელს და ვტრიალებდეთ ერთ ადგილას, ის ბატონები, რომელთ წინააღმდეგ ქადაგობდა ამდენი ხანი უკეთესი ქართული მწერლობა, დღეს გამოდიან ახალ სარჩულიან კაბებში და ამაყად დამღერიან: „არ ვსდევ ჟამთა ცვლას, მე იგივე ვარ მარად და მარად.“ ჩვენდა სამწუხაროთ, იგივეს ვერ დამღერის ქართული ჟურნალ-გაზეთობა.
გარდა „ივერიის“ საპოლიტიკო. წერილებისა, რომელნაც იმავეს დამღერიანო და კარგადაც შვრებიანო.
რას დამღეროდა უწინდელი ჟურნალ-გაზეთობა – უფ. თუმანიშვილმა გვითხრა კიდეც: გლეხების განთავისუფლებას, ხალხის სიყვარულს, მის განათლებას; ან კიდევ – ესე და ესე უნდა მოიქცე, რომ არ გაცივდეო. (ესე იგი, ხორცსა შენსასა ნუ მისცემ წახდენასო), ესა და ეს წიგნი უნდა წაიკითხო, რომ არ გაბრიყვდეო (ესე იგი, ჭკუასა შენსასა ნუ მისცემ დაძინებასაო)... უფ. თუმანიშვილი ემდურის ეხლანდელ ჟურნალ-გაზეთებს რატომ ამას არ დამღერითო!... მაგრამ იქნება ამ სიტყვებით „იგივეს ვერ დამღერის ქართული ჟურნალ-გაზეთობაო უფ. თუმანიშვილს ის უნდა ეთქვა ვითომ ჟურნალ-გაზეთობამ იგივე უნდა ამოიძახოსო, რასაც საზოგადოება ჩასძახისო? თუ ასეა, მაშ უფ. თუმანიშვილმა რაღად უსამდურავა ჩვენ ჟურნალ-გაზეთებს – საზოგადოების ამყოლნი რათა ხართო?...
უფ. თუმანიშკილის წერილში სხვა ფრივადაც არის ახსნილი ძველი და დამჭკნარი:
ამას იქით „ივერია“ გამოვა თვეში ერთხელ და თუ სულ მთლად არ შეიცვალა თავის ხასიათი, უფრო დავუარდება „დროებას“, რადგან თვეში ერთხელ გამომსვლელ ჟურნალს შეუძლიან უძღვნას თავის ფურცლები მხოლოდ ძველ დამჭკნარ ამბებს, მაგ. ისტორიულ, ეტნოგრაფიულ და საზოგადოთ სამეცნიერო სტატიებს.
ბარაქალა! ამ გვარ დარბაისლურ დარიგებისათვის სრულს მადლობას მოვახსენებთ. „ჭკვიანი კაცის ნაწარმოები“ ყოველთვის სარგებლობის მომტანია. ამას იქით ვეცდებით, რომ ისტორიისა, ეტნოგრაფიისა და საზოგადოდ მეცნიერებისა არა შეგვეპაროს რა; თუ აქამდისინ ამისთანა დაობებული რამ შევარვია ძალიან დაგვიშავებია და ვნანობთ კიდეც.
მაშ, აბა როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ „დროებას“ არ დაუვარდეთ, ესე იგი ახალი რაღა არის უფ. თუმანიშვილის აზრით? „დიმიტრი თავდადებულის“ თაობაზედ უფ. თუმანიშვილი ამბობს:
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ასჯერ და ათასჯერ მეტი ზედმოქმედება ექნებოდა ჩვენზე ილ. ჭავჭავაძის პოემას, თუ იმაში გამოყვანილი იქნებოდა ახალგაზდა, ცხოვრებისაგან ჯერ არ გაფუჭებულ კაცის ტანჯვა ერთ ლუკმა პურის შოვნაზე. აბა ერთი დეეხატა სწორედ ილ. ჭავჭავაძეს, რამდენჯერ ეცემა ხოლმე ტალახში ჩვენებური კაცი რამდენცერ ივიწყებს ის თავის წმინდა გრძნობას, რომ შიმშილით არ მოკვდეს, რამდენჯერ სილასა სჭამს, რომ უბრალოთ არ დაიღუპოს.... და სხვ. და სხვ.
ილია ჭავჭავაძე, იმედი მაქვს, მადლობას განუცხადებს უფ. თუმანიშვილს ამისთანა სასარგებლო რჩევისათვის. „ჭკვიანი კაცის ნაწარმოები“ რასაკვირველია პოეტსაც მოუტანს სარგებლობას... მე კი ვკითხულობ უფ. თუმანიშვილის ზემოხსენებულ სიტყვებს და, მისდა სასიამოვნოდ, დავმღერი ერთსა და იმავეს გზა და კვალი იმდენად დაგვბნევია, რომ არც არა სხვისა გაგვიგია, არც არა ჩვენი; სტუმრად წვეულმა, გარეშე გამოზდილმა მწერლობამ ასე იცის... რაღაც გაუგონია, სადღაც გაუგონია „ალმანახის“ შემდგენელს და ყველგან ატყვრენს, საცა რიგია და სცა არა, „ჩინოვნიკების“ თავკაცობის აღწერა დიახ კარგი რამ არის (თუმცა ახალი აქაც არა არის რა). მაგრამ ჩვენის, ქართულის ლიტერატურის წარმატება აქ რა შუაში უნდა იყოს? ყოველ დღე რომ ათასობით იბეჭდებოდეს წერილი „ჩინოვნიკების“ ავკაცობაზედ (როგორც მაგალითად „არტაანიდამ წერილი“) და ამის მეტი რომ არა იყოს რა, მაინც გაბედვით ვიტყვი: ჩვენ, ქართველ ხალხს, არა გვაქვს ლიტერატურა. ამ გვარი წერილები ფრიად, აუცილებლივ საჭირონი არიან ყოველ პატიოსან მწერლობაში, მაგრამ ვიმეორებ: ჩვენის, ქართულის ლიტერატურის სიმდიდრე და აღყვავება აქ რა შუაშია? ამაზედ დაფიქრება „ჭკვიანი კაცისათვისაც“ მარგებელია...
ბოლოს უფ. თუმანიშვილი ამბობს:
მაგრამ ამასაც ნუ დაივიწყებთ, რომ ვერც ერთ ისეთ ახალი ჭეშმარიტებას ვერ იტყვით თქვენ დღეში, რომელიც კი როდისმე არ თქმულიყო, და ყოველი ჭეშმარიტება ითვლება ახალ ჭეშმარიტებათ მხოლოდ მაშინ, როცა იმას ჯერ ვერ შერიგებია ხალხი.
ეს რაღა არის? მაშ რიღასთვის გასწია ამოდენა ჯაფა უფ. თუმანიშვილმა? მაშ რაღად ისარჯებოდა ახალის ძებნისათვის თუ კი ახალის თქმა შეუძლებელია?[3] მაგრამ იქნება უფ. თუმანიშვილი დაეძებს იმას, რასაც „ჯერ ვერ შერიგებია ხალხი“. თუ ასეა მაშ რატომ არ ამბობს სახელდობრ რას ვერ შერიგებია ხალხი? უკაცრავად; ამბობს. მისი წერილის შინაარსი გამოითქმის შემდეგ:
1) უწინ მწერლობა ქადაგობდა და დამღეროდა გლეხების განთავისუფლებას, მამულის და ხალხის მოყვარეობას, „ხორცსა შენსას, ნუ მისცემ წახდენას“, „ჭკუასა შენსასა ნუ მისცემ დაძინებასა“, ესე იგი ახალს ჭეშმარიტებას, რომელსაც ხალხი „ჯერ ვერ შერიგებიყო“.
2) „ჩვენდა სამწუხაროდ, იგივეს (თუ იმავეს?) ვერ დამღერის ქართული ჟურნალ–გაზეთობა“ და დამღერის ძველს ჭეშმარიტებას, რომელსაც ხალხი შერიგებია, ესე იგი მამულის მოგვარეობას, ხალხის მოყვარეობას, „ჭკუასა შენსასა ნუ მისცემ დაძინებასა“,
მაშასადამე
3) ჟურნალ-გაზეთობა უნდა დამღეროდეს იმას, რასაც ხალხი შერიგებია, ესე იგი ძველს.
ბოლოს ორიოდე სიტყვა კიდევ უნდა მოგახსენოთ წლევანდელ „ალმანახის“ თაობაზედ. თითქმის ნახევარი წიგნისა უჭირავს „მშვენიერ ელენეს“. ეს რიღას დამაშვენებელია? ვიღაცა ერისთავს რომ საქმე გამოლეოდეს და რაც მოხვდება თარგმნიდეს თვის გულის გასართობად, მზრუნველი ქართულის ლიტერატურისა აქ რა შუაში უნდა იყოს? ნუ თუ ჩვენი ლიტერატურა ისე გამდიდრებულა და აღუვავებულა, რომ ოფენბახი და დაჰკლებია? რა სალიტერატუროა ოფენბახის ოპერეტკები? რა კავშირია ლიტერატურისა და ოფენბახის შორის? მაგრამ იქნება სცენისათვის გადათარგმნეთ? თუ ასეა, მომილოცავს თეატრის საქმის ასე კარგად გაგება. ასპარეზი სცენის მოღვაწეობისა ჩვენში, მადლობა ღმერთს, სუფთაა ვით ხელის გული და ყოველის მხრიდამ ღიაა ავისათვისაც და კარგისათვისაც. მადლობა ღმერთს, მეთქი, რადგანაც კარგის გავლენას ავი არ ეწინააღმდეგება. ოფენბახის გადმოღებას კი რომ მიჰყოთ ხელი, – რაღა, აშენდა ქართული სცენა! გაიგონებდით: სიცოცხლე ბრძოლა არისო, ბრძოლისათვის საჭიროა მტერი; მაგრამ რა კი ამ საქმეში მტერი არ დაგინახავთ – გიფიქრიათ: თუ არ არის ჩვენვე უნდა გავაჩინოთო, იქმნება ამისათვის მიჰყოლიხართ ოფენბახს? კარგი დროს გასატარებელი თამაშობა კი მოგიგონიათ, ღვთის წინაშე!
ნ. დავითიშვილი.
_____________
1 ქართული მიმართულება ჟურნალ-გაზეთებისა თუ მიმართულება ქართულ ჟურნალ-გაზეთებისა – რა მოგახსენოთ.
2 ავტორს ალბათ დავიწყებია რაც თვითონვე დაწერა შარშანელ „ალმანახში“ გაზეთებში დაბეჭდილ მოთხრობებზე.
3 იმისას კი აღარას მოგახსენებთ, რომ უფ. თუმანიშვილს ამ შემთხვევაში სრულიად ტყუილი მოუგონია ასე რომ იყოს კაცობრიობის წარმატებაც შეუძლებელი იქმნებოდა. „ალმანახის“ შემდგენელს რაღაცა სმენია, მაგრამ ვერ მოუნელებია კი. გაუგონია რომ ყოველი ჭეშმარიტება რაც უნდა ახალი იყოს, არის არა უეცრად მოვლენილი რამ, არამედ მისი თესლი მოძებნილ უნდა იქმნეს ძველს და ადრევ გამოთქმულს ჭეშმარიტებაში. გაუგონია მეთქი ეს ამაყად აცხადებს: „ვერც ერთ ისეთ ახალ ჭეშმარიტებას ვერ იტყვით თქვენ დღეში, რომელიც კი როდისმე არ თქმულიყო“
![]() |
9 შინაური მიმოხილვა. |
▲back to top |
შინაური მიმოხილვა.
აჭარა და ქობულეთი – კინტრიშის მაზრა გაჭირებულია– შველა ჩვენი ზნეობითი მოვალეობაა – აჭარელების გადასახლების ხმაურად და რისთვის? – როგორ უნდა მოევლოთ და როგორ მოუარეს – მთავრობას იცნობს ხალხი – ადმინისტრაცია – არსებითი ნაკლი ადმინისტრაციისა – უენობა და სიყრუე – არ იცნობს და არ იცნობენ – ცხოვრება, კანონი და შუა ცარიელია – კანონმდებლობა ოთხ-კედელ-შუა ვნება ამის გამო – კიდევ ქართული და აქაური ენები – ქართული სცენა – რა არის სცენა საზოგადოდ და რა უნდა იყოს ჩვენთვის საკუთრივ.
ყოველ მხრიდამ ისმის რომ ჩვენი მოძმენი – აჭარელები და ქობულეთლები ძალიან ცუდს მდგომარეობაში არიან და ნუგეშსაც ჯერ აქამომდე არსაიდამ მოელიან. წარსულმა ომებმა თუმცა ქველას მიაყენა აუცილებელი ზარალი, მაგრამ აჭარა და ქობულეთი ყველაზედ მომეტებულად დაისაჯა. ამას ეჭვი არ უნდა: აჭარა და ქობულეთი ომის მოედნად გახადა ბედმა. იქ იდგა ცალკე რუსის ჯარი და ცალკე ოსმალოსი. ჯარების დგომა, ნამეტნავად ერთი ერთმანეთზედ სამტროდ გალაშქრებულებისა, რასაკვირველია, კეთილს არ დანყრიდა ხალხს საზოგადოდ და უფრო იმ ხალხს საკუთრივ, რომლის მამულშიაც ჯარები იდგა და რომლის ბედი წინადვე არავინ იცოდა ვის ჩაუვარდებოდა ხელში ამიტომაც აშკარაა, არც რუსი გაუფრთხილდებოდა ხალხის სიკეთესა და არც ოსმალო; არც რუსი მოიქცევოდა გულ-მტკივნეულად და არც თათარი „დროების“ №32 კარგა ცხოვლად არის აწერილი გ. წერეთლისაგან ის საცოდავობა, რასაც წარმოადგენდა ქობულეთი ომის დროს და ომის მერმედაც ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არამც თუ გადამატებულია, რასაც გ. წერეთელი გვაუწყებს, არამედ იმის ნატამალიც არ უნდა იყოს, რაც საცოდავობა აჭარას და ქობულეთს მიადგა ომის გამო. აოხრება ტყეებისა და მინდვრებისა, წვა და ბუგვა სოფლებისა, დაწიოკება ხალხისა, გარდახვეწა ზარ-დაცემულთა მცხოვრებთა, ამის გამო წარამარად დაღუპვა ხალხის ქონებისა, რომლის წაღებაც თან არ შეიძლებოდა, უხვნელ-უთესავად დარჩომა, ბოლოს სიკვდილი და სისხლის ღვრა – ესენი სულ იმისთანა თვისების უბედურობაა, რომელიც დიდხანს გასწევს და დიდხანს იქნება საგრძნობელი, თუ მთავრობა ეხლავე ხელს არ შეუწყობს ხალხსა, არ დააკვირდება მის აწინდელს მდგომარეობას, არ მიეშველება ფულით, თუ სხვა ღონისძიებითა და თუ დროებით მაინც არ ამოუშვა იმ მოვალეობისაგან, რომელიც ხაზინის ინტერესს შეადგენს. ეს უკანასკნელი მაინც აუცილებელი საჭიროებაა ქობულეთის და აჭარისათვის, თუ მთავრობას სურს დაანახვოს ხალხსა თვისი უკეთესი მხარე, რომლითაც იგი მართლა და სანატრელია ყოველის კაცისათვის, სახელდობრ, ის მხარე, რომლითაც სახელმწიფო. თავის უწმინდესს მოვალეობად უნდა აღიარებდეს ხალხის შველას, ყოველთვის და გაჭირვების დროს ხომ უფრო, მის კეთილ-დღეობისათვის წადილს, მზრუნველობას და მხურვალე გულდადებას, – და ამ შემთხვევაში ზოგვა და ძუნწობა საბოლოოდ საქმის წახდენაა და ღალატი სახელმწიფო საქმისა. ეგ შველა და ხელ უხვობა სახელმწიფოსი მით უფრო არის სასარგებლო, რომ თვითონ სახელმწიფო არასფერს დაკარგავს: ხალხი ფეხზედ წარმომდგარი უფრო უკეთესი ღონეა სახელმწიფოსათვის, ვიდრე დავრდომილი და სულით და ხორცით გათახსირებული; მარტო გულ-მოგებული და ფეხ-გამაგრებული ხალხია უშრეტი წყარო სახელმწიფოს სიმდიდრისა და ძალისა. აქ ყოვ ლივე შესაწირავი, ყოველივე სანთელ-საკმელი გზას იპოვის, გლეხისა არ იყოს, და სახელმწიფოს. გარდამეტებით დაუბრუნდება. ჩვენდა სამწუხაროდ, ისმის, რომ ეს სანატრელი მხარე მთავრობისა ფეხ-ადგმული არ არის ჯერ აჭარასა და ქობულეთში, თუმცა მოხელეთა შორის იმისთანა პატიოსანი და ხალხის გულშემატკივარი კაციც არის სხვათა შორის, როგორც თავ. გრიგოლ გურიელი. მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, ერთის მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს არ მოიყვანს....
ნამეტნავად კინტრიშის მაზრაა თურმე საშინელს ყოფაში და გაჭირებაში. რომ მართლა იგი ყოფა და გაჭირება საშინელია მარტო ის ამტკიცებს, რომ თვითონ მთავრობას საჭიროდ დაუნახავს იმისი გამოცხადება საქვეყნოდ. ვინ არ იცის რომ ამისთანა ამბების გამოცხადება მთავრობას ყოველთვის ეძნელება და უმძიმება ხოლმე ჰსჩანს მართლა დიდი უბედურობა უნდა ტრიალებდეს კინტრიშის მაზრაში, რომ მთავრობა იძულებულ იქმნა ეგ უბედურება ყველასათვის ეუწყებინა. მთავრობა მიშველებია კიდეც გაჭირებულს ხალხს, მაგრამაო იგი შველა საკმარისი არ არისო. ჩვენ ეს არ გვესმის? რატომ იმდვენად არ მიშველებიან, რამოდენადაც საკმარისა? რაო, სახელმწიფოს იმოდენა ღონე აღარა აქვს, თუ სხვა რამ მიზეზია. განა ამისთანა შემთხვევაში, უღონობის გარდა, სხვა რამ მიზეზიც შეიძლება რომ იყოს! უღონობა კიდევ ჭკვაში მოსასვლელი არ არის: სახელმწიფოსათვის ერთის მაზრის შენახვა, თუნდ მთელს წელიწადს, წვეთია ზღვისათვის ვფიქრობთ და ვერ მოგვიფიქრნია რით ავსხნათ ეგ ნამცეცების მიწვდა, როცა ხალხი ერთის მთელის მაზრისა შიშველ-ტიტველი, მშიერ-მწყურვალი თვის გარეშემო. ჯოჯოხეთსა გრძნობს. ან სულ ჰო, ან სულ არა. აქ ორ წყალშუა დგომა უადგილოა და ამაზედ მეტიც – თუ სწორეს გვათქმევინებთ...
ჩვენ ამითი იმისი თქმა კი არ გვინდა, რომ რაკი მთავრობაა ამისთანაებში მოვალე და ყოვლად შემძლებელი ღონე, ჩვენ გულ-ხელი დავიკრიფოთ და გულგრილად ვუყუროთ ჩვენის ძმების უბედურებას; გულ-გრილად და თუნდა ცარიელის გულის ტკივილითაც შევეყროდეთ როგორ თრთის და იკრუნჩხება შიშველი ბავშვი სიცივისაგან, როგორ უკვდება იგი კალთაში შიმშილისაგან ძუძუ გამშრალს დედას; როგორ ტყის ნადირსავით დაძრწის ღონე მიხდილი დამშეული მამა, იმედ დანთქმული რომ რითიმე მიეშველოს შიმშილისაგან სულთ მობრძავს ოჯახს, გარბის ამ ოჯახიდამ შორს, რომ თავისის თვალით არ დაინახოს გულსაკლავი სურათი კარზედ მოდგომილის სულთა-მხუთავისა, არ დაინახოს თავისის ცოლის, თავისის შვილის, თავისის ძმის, დის, თვისისა და ტომის სასოწარკვეთილი ყოფა, არ გაიგონოს თავისის ყურით ამაო ძახილი ცოლისა: „კაცო, გვიშველე, ვიხოცებით“, საცოდავი კნავილი ბავშვისა: „მამავ პური, მამავ პური...“ გარბის თვითონაც დამწვარი და დადაგული შიმშილისაგან, გარბის შორს, შორს.... გარბის და გრძნობს, რომ სამუდამოდ ეცლება ხელიდამ ყოველივე ის, რასთვისაც სცხოვრებდა, რისთვისაც სულდგმულობდა, რისთვისაც იხრწოდა. ყოველივე ის, რაც მისთვის ყველაზედ უძვირიფასესია... ჰგრძნობს და გულს უბზარავს მწვავი ტკივილი, სასოწარკვეთილებისა, უიმედობისა და უღონობისა. ან არა და დგას ამ საშინულის სურათის წინ უღონო, უილაჯო, თვალებ ჩაცვივნული, ნაწლებ ამომწვარი შიმშილისაგან. დგას და უყურებს რომ თვალ წინ უკვდება ცოლი, უკვდება შვილი. უყურებს და იწვის. იდაგვის რომ არსაიდამ ხსნა არ არის, არსაიდამ შველა. და თუ რამ სუგეში აქვს, ეგ ის ნუგეშია რომ მეც შიმშილი დღესა თუ ხვალე ამომხდის დაუძლურებულს სულსო და ჩემს ცოლ-შვილს საიქიოს შევეყრებიო ...... იცით მერე ამისთანა ყოფა რა ტანჯვაა ნამეტნავად მაშინ, როცა ხედავ, რომ გარშმო მთელი მაზრა, ათას-ათასი ღვთის-კერძო ადამიანი წივის, კივის: „გვიშველეთ, შიშვლები, მშივრები ვიხოცებითო!“ ეგ მთელი ჯოჯოხეთია, მთელი!...
აბა ახლა წარმოიდგინეთ ეს ჯოჯოხეთი რამოდენად გაძლიერებული უნდა იყოს იმ კაცის გულში, რომელიც მაგ ყოფაშია ჩავარდნილი და გვერდით ხედავს თავის ძმას, რომელსაც შველა ცოტად თუ ბევრად შეუძლიან და არ შველის. ქართველობავ, ნუ იქ მაგ სამარცხვინო საქმეს.... ხელი გაუწოდე შენს ძმებსა და დებსა, რომელნიც დღემდინ შენთვინ დაკარგულნი იყვნენ და რომელნიც დღეს შენთანვე მოვიდნენ! შევეწივნეთ რითაც შეგვიძლიან, ფულით, საჭმლით, საცმლით, ხორაგით! ამას ითხოვს ყველასაგან საზოგადოდ კაცთ-მოყვარეობა და ჩვენთვის კი საკუთრად ზნეობითი მოვალეობაც ძმისა ძმის-წინაშე. შევეწიოთ და ვაჩვენოთ ქვეყანას რომ კათც-მოყვარეობა ჩვენი თვისებაც არის, ვაჩვენოთ, რომ ძმათა სიყვარული ჩვენშიაც ისე ყოვლად შემძლებელია, როგორც სხვაგან, ვაჩვენოთ რომ ჭირში ჩვენც ვიცით დახმარება, ვაჩვენოთ რომ ძმობა, ერთურთობა, ერთმანეთის შველა და გატანა – უქმი სიტყვა არ არის ქართველობისათვის!... აქ უკან დახევა სირცხვილია ყველასათვის და ჩვენთვის ხომ სირცხვილზედ მეტიც... ჩვენ გაჭირებულების ძმები ვართ, ძმები!... ეს არასდროს და არას შემთხვევაში არ უნდა დაივიწყოს ქართველობამ... ამ ძმობაში გამოიკვანძა ჩვენი ბედი, ამ ძმობამ ჩვენის ბედნიერების კვირტი უნდა გამოიტანოს. ქართველობავ, ჩვენი უწმინდაესი ვალია, უნდა მივეშველნეთ!... ღარიბნი ვართო ვიძახით, მაგრამ ქვეყანაზედ მარტო ღარიბმა იცის, რა არის შველა, რა არის ძმობა გაჭირებაში.
ამიტომაც უფრო იმედი გვაქკს, რომ ყოველს ფერში გულ-უხვი ქართველი, ქველის საქმეში უფრო გულ-უხვობას გასწევს და არ დაიზარებს გაჭირებულ ძმათათვის შესაწირავს. რედაქციები „ივერიისა“ და „დროების“ ყოველ დღე მზად არიან მაგ შესაწირავის მისაღებად. ჩვენ ვურჩევთ, რომ შემწირველთა უფრო დროების რედაქციას მიმართონ, რადგანაც დროება ყოველ დღე გამოდის და ამის გამო მას შეეძლება ყოველ დღე აუწყოს საზოგადოებას შეწირულის ფულის ანგარიში და ამასთანავე შემწირველთა სახელებიცა .
აბა, ქართველობავ, ეხლა შენ იცი როგორ დაანახვებ თავს შენს ახლად შემოერთებულს ძმებსა! ეხლა შენ იცი როგორ დაუმტკიცებ ქვეყანას მამა-პაპათ ანდერძს: ძმა ძმისთვისა და შავ დღისთვისაო! ეხლა გამოჩნდება, ეს ანდერძი შენთვის ცარიელი, სიტყვაა, თუ სავსე საქმეა... ეხლა გამოჩნდება, შენ მარტო დღევანდელს დღეზედ ხარ მიბმული. თუ ხვალისთვისაც ჰსწუხ და ჰფიქრობ!..
ყოველივე ეს უბედურობა, რომელიც თავს დაჰსცემია აჭარა... ქობულეთს და მისი უნუგეშოდ ყოფნა დიდს განსაცდელში ჰყრის ახლად შემოერთებულ ქვეყნის მცხოვრებელთა. რუსულ გაზეთში «Голосъ»-ში დაბეჭდილი იყო კორრესპონდენცია და მერე სხვა გაზეთებშიაც გადაბეჭდილი, რომ აჭარელები აყრას ჰფიქრობენ და ოსმალეთში გადასახლებასო. ამის მიზეზი იცის, როგორც ეტყობა კორრესპონდენტმა, მაგრამ გამჟღავნება მისი „შემთხვევისა გამო სხვისა და სხვისა“ ვერ მოუხერხებია. რუსული გაზეთები კი ამბობენ, რომ ხალხის აყრა და ჩვენიდამ გადასახლება ოსმალეთში ასეთი მძიმე და ღირს-შესანიშნავი ამბავია, რომ აქ დამალვა ნამდვილის მიზეზისა ცოდვა არისო და დიდი დანაშაულიო სახელმწიფოს წინაშეო. ჩვენც ამ აზრისა ვართ, მაგრამ რას იქ?.............................................
... თუ მართლა აჭარა აიყრება და გადასახლდება საკვირველი რამ იქნება თუ შენც იტყვი, მკითხველო! ხალხი რად უნდა მიიზიდებოდეს ოსმალეთში? ....................................... მერე როგორ? თავის მამა-პაპეულს ბინას, სახლს, კარს, მამულს-დედულს, მამათა-სალოცავს, მამათა-საფლავს – სულ ყველაფერზედ ხელს უნდა იღებდეს ხალხი და ოსმალეთში მიდიოდეს, გაგონილა!... საკვირველი ამბავია!... ნუ თუ რაც უნდა იყოს, რუსეთის ხელში ყოფნა არ უნდა ერჩივნოს, ვიდრე ოსმალეთის ხელში? ნუთუ ხალხი ჰსტოვებს ყველაფერს, რაც კი მისთვის ძვირ-ფასია, ჰსტოვებს – ვიმეორებთ – მამულს, დედულს, სახლ-კარს, ადგილს საცა დაიბადა, საცა გაიზარდა, საცა უმარხია დედა, მამა, ძმა – და მიდის სად? ოსმალეთში....? ......... რაო, რა ამბავია? მოჩვენებაა შეშინებულის გონებისა, თუ მართლა მართალი ამავია! .................................................................... ......................................................................... ............................................................................................ ............................................... რად მირბის ხალხი, მერე როგორ მირბის? ვიმეორებთ – სულ ყველაფერს ჰსტოვებს რისთვისაც კაცი თავს იკლავს ხოლმე მთელი თავის დღენი, რისთვისაც ზრუნავს დაბადების დღიდგანვე, რისთვისაც იღვწის და ამ წუთი-სოფლის ტანჯვას ითმენს, რაც უყვარს, რასაც შეჰსტრფის, რასაც შეჰხარის, რასაც დღესასწაულობს – დიაღ ჰსტოვებს და მიდის სად? ........... ოსმალეთში!...
ეს რა ამბავია, რა ამბავი!... ადამიანი კიდევ ადამიანია ქვეყანაზედ, თუ განადირდა, გამხეცდა, რომ გვერდთ ადამიანს ვეღარ იყენებს, ვეღარ იშვნევს, ვეღარ ითვისებს! ხალხი თავის ათას-წლობით დამკვიდრებულ ბინიდამ იშლება და მიდისო... ეს დაუჯერებელი, ტვინის შემარყევი ამბავი მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა ხალხს ეტყვიან: ან აქ სიკვდილი, ან იქ სიცოცხლეო სხვა არა მიზეზს არ შეუძლიან ხალხს ასე თავი გამოამეტებინოს, ასე ხელი ააღებინოს თავის ბინაზედ, თავის მამულზედ, თავის დედულზედ და გარდახვეწოს ვინ იცის საით... რამ მიიყვანა საქმე აქამდის, ამ განწირულებამდე, ამ სასოწარკვეთილებამდე? რამ და იმანაო, ამბობენ ყველგან, რომ ამ ახლად შემოერთებულ ქვეყანას კალიასავით მიესია თურმე ყველა კალიაზედ უფრო მსუნაგი, უფრო ხარბი, უფრო გაუმაძღარი წვრილი ჩინოვნიკობა, რაოდენიმე კაცის გარდა, ასეთები არიან თურმე დანარჩენები, რომ როცა იმათს ამბავს ლაპარაკობენ, თმა ყალხზედ დგება. ამათ შორის საცა გამოგდებული სამსახურიდამ კაცი იყო თურმე, საცა გამოუსადეგი უხეირო, თავზედ-ხელაღებული იყო, იმ ახალ ქვეყნებში მოხელეობა მიიღო. აბა რა კეთილს დააყრიან ხალხს? აბა რა მხრით დაანახვებენ ისინი რუსის მთავრობასა, რუსის მმართველობასა? არავის ეჭვი არა აქვს, რომ თუ ეს სამარცხვინო საქმე მოხდა და აჭარა გადასახლდა, ბრალი იმათ უნდა დაედოთ, ვინც მოხელეთაგანი აქამდინ მიიყვანს საქმეს...
ღირსება და სიკეთე რომელიმე მთავრობისა, ხალხისაგან ცნ ბილი და აღიარებული, ჰსთესავს ხალხში იმ სიყვარულის თესლს, რომელიც მეტად სანატრელი უნდა იყოს ცნობიერად მომართულ და მიმართულ სახელმწიფოსათვის. და მარტო. ეს სიყვარულია სათავედ ყოველი იმისა, რაც კი შეადგენს სახელმწიფოს ძალასა და ღონეს, იმიტომ-რომ მარტო სიყვარულით აღფრთოვანებული ხალხია „საიმედო ყოველს განსაცდელში, რაც კი სახელმწიფოს ისტორიის გზაზედ შეემთხვევა ხოლმე. მარტო სიყვარულით გულ-გამთბარს ხალხს შეუძლიან სიცოცხლისა და ქონების გაწირვა სახელმწიფო კეთილ-დღეობისთვის, მარტო სიყვარულით გაძლიერებულის ხალხით შეიძლება იმისთანა სასწაულები მოახდინოს სახელმწიფომ, რომლის მაგალითები ბევრია ისტორიაში და რომელიც დღესაც გვიკვირს და გვაოცებს. საცა ეს სიყვარული არ არის, იქ სახელმწიფო ფუღუროა, ფუყეა, ერთი ლაზათიანის ქარის შემობერვა და იმისი გადამსხვრევა ერთია...
უმაღლესი სფერა მთავრობისა საზოგადოდ ......................................... მეტად მიუწდომელია ხალხის თვალისათვის, ისე შორსა სდგას იგი ხალხზედ, ისე იშვიათად დაენახვება ხოლმე ხალხის თვალს, რომ ძნელად თუ ხალხი მას პირისპირ გაიცნობს და თუნდ ძალიან კარგიც იყოს, მისი სიკარგე, მინამ ხალხამდე ჩავა, მრავალ ხელში გაივლის ხოლმე და ამის გამო ვინ იცის რა სახით ეჩვენება. თვითონ ხალხიც საზოგადოდ და დაბალი საკუთრივ ისე მომწყვდეულია თავის ვიწრო ავ-კარგიანობაში, მისი ყოველ დღიური საჭიროება ზედ-გამობმულია ისეთს წვრილმანს საგანზედ, რომ ძნელად თუ მიეცემა. მიზეზი პირის-პირ შეხვდეს მთავრობას და მით იხელთოს შემთხვევა მისი ავ-კარგიანობა აწყოს. ყველგან უმაღლეს მთავრობის და ხალხის შორის ჰსდგას ხოლმე მთელი რაზმი მოხელეებისა, რომელნიც მახლობელნი გამომთქმელნი არიან უმაღლესის მთავრობის წადილისა, მიმართულებისა და ავ-კარგიანობისა. ხალხი თუ იცნობს მთავრობას, ამ მოხელეებით იცნობს, რადგანაც იგინი არიან მისდა მახლობლად. მათ უდგათ მის ცხოერების დირეზედ ფეხი, იგინი განაგებენ ყოველ დღეს მის ავსა და კარგსა და ყოველ დღე თვალ წინ ტრიალებენ. უმაღლესი მთავრობა თუნდ კარგიც იყოს, შესაძლოა მოხელეების წყალობით ხალხმა აითვალწუნოს იგი უმაღლესი მთავრობა და იმთდენად. დაფთხეს რომ მამა-პაპეული ბინაც მოიშალოს და ცხრა მთას იქით გადავარდეს, ოღონდ თავი ცოცხალი დაახწიოს. ამიტომაც კეთილად, გონიერად და ცნობიერად აგება ხალხის მახლობელ მართველობისა, კაი კაცების შერჩევა – შეადგენს ერთს იმისთანა უპირველეს და აუცილებელს საჭიროებას, ურომლისოდაც მთავრობა მთავრობა კი არ არის, წეწვა-გლეჯაა, ზედ მისევაა, თავ-ზარია ხალხისათვის. ამის შემდეგ ნუღარ ჰკვირობთ, რომ დღეს, მეცხრამეტე საუკუნეში რამდენიმე მაგალითი ვნახეთ ხალხის მამა-პაპეულ ბინიდამ აყრისა და გარდახვეწისა... დეე ამაზედ ჩვენს შემდეგ ისტორიკოსი განცვიფრდეს, ჩვენ კი ეს გულის-ტკივილით შევნიშნოთ და შევიტანოთ ჩვენს მატიანეში...
ზევითა ვჰსთქვით, რომ ხალხის მახლობელნი მოხელენი პირველ-სახენი არიან უმაღლესის მთავრობისა, იგინი არიან მაგ მთავრობის წადილისა და მიმართულების გამომთქმელნი. აქედამ ცხადია, რამოდენად გულით და ჭკუით განვითარებულნი უნდა იყვნენ ის მოხელენი, რომ მათთაც, – როგორც ერთ-გვარ ძალთა სახელმწიფო წყობისათა, – გააგნებინონ ხალხს გზა საზოგადო ცხოვრებისა, თვალი აუხილონ იმ საგანზედ, რომელიც ყოველს წყობას ადამიანისას მისაღწევად დანიშნული უნდა ჰქონდეს საყოველთაო საკთილოდ; მათ უნდა ამცნონ ის საყოველთავო. საკეთილო. საგანი, რომლისაკენაც უნდა მიიზიდებოდეს ყოვლის ძალითა და ღონით ყოველივე სახელმწიფო, თუ მართლა სახელმწიფოა საქმით და არა მარტო სახელითა. ამ მხრით მოხელეობა მმართველობისა მარტო მშვიდობიანობის მცველი კი არ არის, მარტო დარაჯი კი არ არის, არამედ მწვრთელიც უნდა იყოს ხალხისა, მას თან ერთად ჩაბმული და ერთად მოღვაწე. უნდა იყოს მეთქი და არის თუ არა, – ეგ ღმერთმა იცის ........................................ ...................................................................................................................................................................... ..................................................................................................................................................................... ...................................................
ხალხის მახლობლად მყოფი მთავრობითი ორღანო ორ-გვარია; პოლიცია და სასამართლო. ამათ უჭირავთ უპირატესი ადგილი ჩვენს ცხოვრებაში და ამაზეა დამოკიდებული ჩვენში ხალხის გულის მოგებაც, ხალხის გულის-აყრაც და იმ დანიშნულების აღსრულებაც, რომელიც ზევით აღვნიშნეთ. ამიტომაც აშკარაა, რა არის საჭირო აქაურ მოხელეებისათვის გარდა საზოგადო თვისებისა, სახელდობრ, ჭკუისა და ზნეობის სიმაღლისა. საჭიროა მოხელემ კარგად იცოდეს აქაურის ხალხის ვითარeბა. ჩვეულება, ტკივილი და სიხარული და ღონე ჰქონდეს ხალხს უშუამავლოდ ელაპარაკოს. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს დავიწყებულია დღევანდლამდე ჩვენში და თითქმის უარ-ყოფილიც. ხალხის სამართლის გამძღოლს. ხალხის სიმართლის აღმადგენელს და დამდგენელს რომ კაცმა ენა მოსჭრას და ყური დაუხშოს, – რაღას უნდა გამოელოდდეთ მისგან კარგს და კეთილს, თუნდა სხვაში, ყოველიფერში ციდამ ჩამოსულიც იყოს. მოსამართლეს რომ თავის ყურით არ ესმოდეს მოჩივარის საჩივარი და გულის-ტკივილი, რა მოსამართლეა? მოსამართლემ რომ თავის ყურით არ მოისმინოს მოწამის ჩვენება, საცა ხშირად ერთი სიტყვა, ასე თუ ისე გამოთქმული, უფრო დიდის და ცხოველის ნათელით მოჰფენს ყოველს საქმის გარემოებას, ვიდრე მთელი ლაქლაქი უვიცისა და ბრიყვის მთარგმნელისა, – ის რა მოსამართლეა? მოხელე, რომელსაც მე ჩემსას ვერას გავაგებინებ და ის თავისას – ის რა ჩემი მომვლელია? აქ მარტო სახეა და არა სული და ხორცი. ამ უენობას დაუმატეთ ისიც, რომ ხშირად სრულიად უცხო კაცია მოსამართლეთ, თუ მოხელეთ, სრულიად უცნობი ჩვენის ჩვეულებისა ჩვენის მიდრეკილების, ზნეობისა, ჭირისა თუ ლხინისა და მაშინ ცხადი იქნება რად მიაჩნია ხალხს ჭირად, როცა საქმე ან სამოხელოდ ან სასამართლოდ გაუხდება ხოლმე. მაშინ ცხადი იქნება რად იმდურება ხალხი და რად არის კანონზედაც და მმართველობაზედაც გულ-დაწყვეტილი და გული აერიდი შორს რად მივალთ! აი ცხენების ჩუქება ავიღოთ თუნდა მაგალითად ჩუქება ხომ კეთილი საქმეა. მაგრამ აქაც კი ხალხი დაფთხა, ნამეტნავად, საცა მაზრის უფროსად უენო კაცი იჯდა, დათსა, არ მიეკარა ცხენებს, რადგანაც ეს მთავრობის წყალობა სულ სხვა ფრად დაანახვეს ხალხსა. კაცი არ იყო, კაცი, რომ სალხისათვის წყალობა წყალობად გამოესახა და პირ-და-პირ აეხსნა მთავრობის განზრახვა რამდენი ბოროტ-მოქმედება მოჰყვა ამ განზრახვით კეთილს საქმეს, მკითხველმა ზოგი იცის ჩვენებურ გაზეთკბიდამ და ზოგი კი დავიწყებას მიეცა როგორც სხვა რამ მრავალი.
როცა მოხელეები იმ ჯურიდამ ამორჩეულნი არიას, რომელიც სრულად უცნობია. სახისა, მისის ცხოვრებისა, სრულიად უცოდინარი ენისა – ამას აუცილებლად რომ მათ ხალხისა არა გაეგებათ რა და ხალხს კიდევ მათი. არიან ესე, ერთი აღმა მიდის და მეორე წაღმა, უყურბენ ერთმანეთს და ჰკვირობენ ან მე რად უნდივარ ამასაო, ან მე იგი რად მინდაო ის ჩემთვის მუნჯი და ყრუიაო, მე იმისათვისაო. და თუ მოხელე კაი კაცია მარტო იმას ფიქრობს, რომ არა ვავნო რამ ხალხსაო და ხალხი კიდევ იმოდენად არის ხოლმე მადლობელი მოხელისა რამოდენადაც იგი უფრო ნაკლებ მავნებელია. ამისთანა ყოფაში სხვა საწყაოთი მიდგომა შეუძლებელია: მმართველობას სიკეთის უპირატესი ღონე ჩამორთმეული აქვს, სახელდობრ, ენა და ყური. ანდრევსკის ქალის საქმემ აშკარად გამოჰფინა საქვეყნოდ ის სასაცილობა, რომელიც მოსდევს ხოლმე ენის არ ცოდნას.
ამას გარდა ამ ყრუ-მუნჯობას ერთი დიდი ვნებაც სხვა დაჰყვება ხოლმე: ხალხის ცხოვრებას არც პატივი აქვს და არც ზედ-მოქმედება არასფერზედ. მრავალ-სახისა და მრავალ-გვარი საჭიროება ხალხისა, რაც მის ყოველ-დღიურ ცხოვრების დენაში აღმოჩნდება ხოლმე, და აქედამ წარმომდგარი ვითარება, რომელიც ზოგჯერ კანონ მდებლობის ღვაწლსა თხოულობს და რომელიც ყოველთვის ჰსაჭიროებს ყურადღებით გასინჯვას და გულ-მტკივნეულს შეწყნარებას – რჩებიან არამც თუ უყურადღებოდ, არამედ იქავე სულსა ლევენ საცა იბადებიან, რადგანაც მთავრობის აგენტი ყრუა და მუნჯი უენობის გამო, სულს ლევენ მეთქი და ამით გულსა ჰწყვეტენ ხალხსაც, – და თვითონ მთავრობასაც ხელიდამ აცლიან იმ ძვირფასს ახალს, რომელზედაც დამყარებული უნდა იყოს ყოველივე მისი განკარგულება და კანონ-მდებლობა. ამიტომაც ჩვენში კანონი თუ იბადება ოთხ კედელ შუა იბადება და ზოგჯერ ისე მოუხდება ხოლმე ჩვენს ცხოვრებას, როგორც კაცს სხვის ტანზედ შეკერილი ტანისამოსი. ეს არის ჩვენის ფიქრით, იმ ყოფის მიზეზი, რომ ჩვენი ცხოვრება ძირს მიდის თავისთვის, ზემოდამ დაჰფარფარებს აჭრელებული ქაღალდი, საცა სუფევს კანონი და შუაში კი ცარიელია. ამ ცარიელში დახტიან, ცხოვრების ზემოდ და კანონ ქვეშ, ჩვენი მოხელეები ხალხი მათ ერიდება და ხალხს ისინი ერიდებიან.
ამისი წამალი თვითონ ტკივილიდამა ჰსჩანს. აშკარაა, რომ მოხელეთა ამორჩევაში განათლებისა და ზნეობით აღმატებულობის გარდა, ენის ცოდნას უპირველესი ადგილი უნდა ეჭიროს უამისოდ ამაოა მთავრობის ცდა ხალხის გულის მოსაგებად; ეს არის უპირველესი ღონე მოხელისა, რომ მართალი და ჭეშმარიტი სამსახური გაუწიოს სახელმწიფოსაც და საზოგადოებასაც. ეს კარგად იციან ევროპიელებმა, რომელთაც კანონად მიღებული აქვთ, რომ თუ ენა არ იცის, კაცს ფეხსაც არ შეადგმევინებენ იმ ხალხში, საცა მოხე ლეობას ნდომობს. ასე მოქმედობს მაგალითებრ, ინგლისი – შესახებ ინდოეთისა ჩვენში კი სულ სხვასა ვხედავთ. აქ არამც თუ მოხელისაგან თხოულობენ, რომ აქაური ენები იცოდნენ, არამედ თვითონ აქაურებისათვისაც კი ამოაკვეთინეს ფეხი აქაურს ენებს აქაურის სასწავლებლებიდამ. იქ, საცა ჩვენის ხალხის მწყემსნი იზრდებიან, ჩვენის ხალხის მასწავლებელნი, მაგალითებრ, სასულიერო და საოსტატო. სემინარიაში, იქიდამაც კი გამოდევნეს ჩვენი ენა. ქართველებსაც კი გზა არა გვაქვს ჩვენი ენა შევისწავლოთ, თორემ სხვას ვინა ჩივის. მთავრობა, რასაკვირველია, მიაქცევს ყურადღებას ამ დიდს ნაკლს და ეცდება იგი ნაკლი თავიდამ მოაშოროს აქაურს მმართველობას და ყოველს მოხელეს მოსთხოვოს იმ ხალხის ენის ცოდნას, რომელთ შორის სამსახურს ჰნდომობს, ამისათვის საჭიროა ხელ-ახლად შესაფერი ადგილი მიენიჭოს აქაურს სასწავლებლებში აქაურს ენებს. რასაკვირველია, ამ წამალს იმოდენა მნიშვნელობას არ ვაძლევთ, რომ ამითა ყველა ტკივილი მორჩეს; აქ ბევრი სხვა ტკვილიც არის, რომელიც სულ სხვა მიზეზით წარმოდგება და რომელსაც სხვა წამალი უნდა... ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს ეგეც დიდი ფეხის წინ წადგმა იქნება, თუ მთავრობას ჰსურს ხალხისა შეიტყოს რამე და ხალხს კიდევ თავისი აცოდინოს.
ჩვენს ენას ჩვენში მოედანი არა აქვს სავარჯიშოდ. ჩვენი, ეგრედ წოდებული, მაღალი საზოგადოება, ნამეტნავად ქალაქში, თავის სამარცხვინოდ თაკილობს თავის დედა-ენით ლაპარაკსა. ნათქვამია, თევზი თავიდამ აყროლდებაო. სწორედ ეგრე მოგვდის ჩვენც, ჩვენს ეგრედ წოდებულ მაღალ საზოგადოებას თუ დავაკვირდებით. ცოცხალი ლაპარაკი, ის დარბაისლური ქართული საუბარი, ის საამური ქართულის სიტყვის მიხვრა-მოხვრა, ის სიმდიდრე ქართულის სიტყვიერებისა აღარ ისმის, აღარ არის. გადაგვავიწყდა ყოველივე რაც ენის შვენებას შეადგენს რადგანაც ჩვენი აზრი ჩვენის ენით აღარ მოძრაობს, ჩვენი გული ჩვენის ენით აღარ თბება. ამისთანა სავალალო და სამარცხვინო მდგომარეობაში ქართული სამუდამო სცენა სწორედ ცის ნამია დამჭკნარის ყვავილისათვის. უფ. არწრუნმა ამ ბოლოს დროს თავის დიდს ქარვასლაში გამართა კერძო თეატრი. ამ შემთხვევამ ფრთა შეასხა იმ დიდის ხნის სურვილს, რომ სამუდამო სომხური და ქართული სცენა გაიმართოს. აქაური სომხები დიდის გულ-მოდგინებით მოეკიდნენ სომხურის სცენის საქმეს და ამბობენ პირველ გასაწყობად ათასი თუმანი ფული მოაგროვესო და კიდევაც აგროვებენო. არც ქართველობამ დაიკრიფა გულზედ ხელი. ქართველობის მოყვარენიც ამასავე ცდილობენ და არ ვიცით, რა მადლობა უნდა გადუხადოს ქართველობამ იმ კაცთ, რომელთა მეოხებითაც ამ ბოლოს დროს ჩვენში გაძლიერდა სამუდამო ქართულის სცენის დადგენის სურვილი და ფეხი აიდგა კიდეც, რომ სისრულეში მოვიდეს. ერთმა კიდევ ქართველმა იმოდენა გულის-სიკეთე და ჩვენი სიყვარული გამოიჩინა, რომ სამასი თუმანი შეჰსწირა მაგ საქმეს „დროების“ სიტყვით. იმედია, რომ ამაზედ არ გაჩერდება ქართული გულ-უხვობა და სხვაც ბევრი შეძლებისამებრ გამოიმეტებს შესაწირავსა ამ მეტად სანატრელ და საკეთილო საქმისათვის, დიდი რამ არის სცენა საზოგადოდ და ნამეტნავად ჩვენთვის, თუ იგი ეხლანდელ გულგარყვნილობის მოედნად არ გავხადეთ და რაღაც სალახანური მშვენიერი ელენები არ ვავარჯიშეთ. დიდი რამ არის მეთქი სცნა: ძლივს ერთი საჯარო ადგილი მაინც გვექნება, საცა ჩვენის ენით ვილხენთ, ჩვენის ენით ვინაღვლებთ, ჩვენის ენის მოწყალებით გავიტარებთ თვალ-წინ ჩვენს ცხოვრებასა მთელის მისის ჭკუისა და გულის მონაგარითა.
ამას გარდა სცენა იგივე შკოლაა, რომელიც ცხოველის სურათებით ელაპარაკება კაცის გულსა და ჭკუასა. იგი ამ თავის თვისებით კაცის გუნებაზედ უფრო მედგრად მოქმედობს, ვიდრე სხვა რამე. ამ მხრით არის იგი სანატრელი, ამ მხრით არის იგი კაცის გრძნობისა და ჭკუისა გამაფაქიზებელი, გამწმენდელი. სცენა ხალხის მწვრთნელი, ხალხის გამზრდელი უნდა იყოს და ამასთანაც იმისთანა შემაქცევარიც არის, რომ უკეთეს მხარეს ადამიანისას ფეხს ადგმევინებს, ფრთას აშლევინებს. უკეთესი შესაქცევარი, უკეთესი დროს გასართობი, სულისა და გულის ამამაღლებული, სხვა ისეთი არა ვიცით რა სცენის მეტი. თუ ეს ძვირფასი თვისება, როგორც ხალხის წრთვნა და ზრდაა, სცენას ჩამოაცალეთ, იგი მიკიტან-ხანად გადიქცევა და მაშინ ჰსჯობს წაწყმდეს, ვიდრე სუფევდეს. ეს არ უნდა დავივიწყოთ ჩვენ ქართველებმა, რა კი ის კეთილი აზრი მოგვსვლია, რომ ჩვენი საკუთარი სცენა ვიქონიოთ. ჩვენ ჩვენს სცენას ორ ღვაწლსა ვჰსთხოვთ: პირველი რომ მართლა განწმენდილი იყოს ჩვენის ცხოვრებისა, ჩვენის ჭკუისა და გულის განმანათლებელი და მწვრთნელი და მეორე რიგი უნდა იქმნას იმ ადგილად, სადაც ჩვენი ენა ფეხზედ უნდა წამოდგეს მთელის თავის შვენებითა და სიმდიდრითა. დღეს ჩვენს მდგომარეობაში სცენის მეტი სხვა ისეთი სახსარი არა აქვს რა ჩვენს ხალხს, რომ გონება, გული გაიხსნას და ენაც ავარჯიშოს საჯაროდ, საქვეყნოდ. ამტომაც საჭიროა ჩვენში სცენას იმისთანა გონება გახსნილი ზედამხედველობა ჰქონდეს ვისგანმე, რომ ამ ორს სანატრელს საქმეს სცენა არ გადუდგეს და არ გახდეს „მშვენიერის ელენების“ სამარცხვინო სასალახნო ასპარეზად. ამბობენ, ამ საქმეში მეთაურობას ჰკისრულობსო. ჩვენი – ყოველ კეთილ საქმეში დაუღალავი მოღვაწე – დ. ი. ყიფიანი. ჩვენის ფიქრით, უკეთესს კაცს ვერ ჩააბარებდნენ ამ დიდს და მძიმე საქმეს, როგორც ქართული სცენაა. მან ძალიან კარგად იცის რა ძვირფასი რამ არის ხალხისათვის სცენა, როცა იგი იმ ორს ზემო აღნიშნულს საგანს ემსახურება. თვითონ იმ თხზულებათა აღმორჩევა, რომელთაც დ. ი. ყიფიანი ჰსთარგმნის ხოლმე, ცხადად გვიმტკიცებს, რომ მას სცენა მიაჩნია იმ დიდ შკოლად, საცა ოსტატად მოწვეულნი უნდა იყვნენ იმისთანა სახელოვანნი კაცნი, როგორც შექსპირი და მოლიერი და სხვა მრავალნი მათ მომდევარი გამოჩენილი მწერალი. იმედია, რომ დ. ი. ყიფიანის ხელში სცენა თავის დღეში ისე არ დამდაბლდება, რომ იგი შეიქმნეს გულისა და ენის გამრყვნელად. ღმერთმა ჰქმნას, რომ რამოდენადაც დ. ი. ყიფიანი გულ-მოდგინედ და გულ-მხურვალედ მოეკიდება ამ საქმეს, იმოდენად ჩვენც შემწეობა და გულის-ტკივილი ამოვუჩინოთ და მათ შინ ჩვენის სცენის საქმე მკვიდრს საფუძველზედ იქმნება დამყარებული ჩვენდა სანუგეშოდ და სასიხარულოდ.
![]() |
10 კორრესპონდენცია კახეთიდამ |
▲back to top |
კორრესპონდენცია კახეთიდამ
გაღმა მხრის გზა-ტკეცილი. ბოგირები. ს. შილდიდგან ნეკრესში. სურათი ნეკრესიდგან ნეკრესის მონასტრის აღწერა. ღამის თევა ნეკრესში მლოცავთაგან და მათი დროს გატარება. ს. შილდა. ს, ყვარელი და „დრუჟინა“ (მილიცია). ს. ყვარლის შარა ს. ძველი-გავაზი. ჭირნახული გაღმა-მხარში, თაგვები ქიზიყში. ს. შაქრიანის ცხელი წყლები და ს. შაქრიანის მღვდლის მდგომარეობა. თელავის საზოგადოების ფიზიონომია. იმედი თ. ნ. ზ. ჩოლაყაშვილზედ, თოვლი და მისი შედეგი. ყოველისფრის ძვირობა თელავში. ჩვენი იმედი დეპოზე. 14 იანვარი და თ ნ. ჩ. მომჭირნეობა. ყასპების ახალის ტაქციის და პირობების უქმად ჩავლა – და ყასპების ოინები თელავში. აქციზის ჩინოვნიკი უფ. პასენკო, ბლაღოჩინების აღმორჩევა თელავის მაზრაში. თელაველი ტერტერების დავი-დარაბა ურთიერთ შორის. ერთი ფრიად სასიამოვნო და სასარგებლო განკარგულება თ. ნ. ზ. ჩ–შვილისაგან თელავის მაზრაში.
წარსულის წლის უკანასკნელს თვეში (ქრისტესშობას თვეში) მე გავემგზავრე თელავიდამ და გავუდეგ მშვენიერს გზა-ტკეცილს გაღმა-მხრისაკენ. არ შეიძლება კაცმა ნახოს ამაზედ უკეთესი სწორე-გაკეთებული გზა!... წარმოიდგინეთ: თუმცა ამ დროს (23 ქრისტ.) მთელს კახეთში თოვლი იყო, (წელს დიდი ერთბაში თოვლი მოვიდა გვალვის შემდეგ კახეთში), მაგრამ ხსენებული გზა ისეთი მშრალი იყო, რომ კაცს ეგონებოდა თავის-დღეში ამ გზაზე წვიმა-თოვლი არა ყოფილა. ეს გზა ხომ მშვენიერია, მაგრამ საუბედუროდ ზოგიერთი ბოგირები სრულებით გაფუჭებულია, – რის გამოც მათზედა გავლა საშიშია. შარშანაც იყო გაზეთს „ივერიაში“ ნათქვამი, რომ უმჯობესი იქმნებოდა ხის მაგივრად ქვით-კირის ბოგირები გაეკეთებინათ. იმედი უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი ახალი მაზრის უფროსი ამ გარემოებას ყურადღებას მიაქცევს და, როგორც ვიცით ამისა მომჭირნეობა საზოგადოებისადმი – მხნედ მოჰკიდებს ამ საქმეს ხელსა. ზოგიერთს ადგილას კიდევაც დაუწყვიათ ქვით-კირის ბოგირების შენობა ნაცვლად ხისა... მე პირ-და-პირ ს. ყვარელში მივდიოდი, მაგრამ (უნდა გამოვტყდე) რადგანაც პური მომშივდა – შილდაში შევბრუნდი ნათესავთან... სადილის შემდეგ რომ ვემზადებოდი წასასვლელად – ნათესავმა მითხრა, რომ ხვალ „ნეკრესობას“ მივდივარ და ბარემ დარჩიო. მე ძრიელ გამიხარდა ეს ამბავი, რადგანაც შემთხვევა მეძლევოდა მენახა ოდესღაც შესანიშნავი ნეკრესის მონასტერი. მეორეს დღეს წავედით. მივედით ნეკრესის ჭალაში, სადაც გავაკეთეთ ფანჩატურები და დავბინავდათ. წინადვე უნდა მოგახსენოთ, როთ ნეკრესის მონასტერი კავკასიის მთების ერთს გამოშვერილს კარგა მაღალს ქედზე მდებიარეობს; ასე მაღლა, რომ არამც თუ ურემს – ცხენსაც არ ძალ-უძს იქამდინ ასვლა, ამისთვის მლოცავების ურმები აქა-იქ ჭალაში დგებიან ხოლმე... რადგანაც ჩვენ ადრე მივედით, მე მაშინვე შევუდეგ ნეკრესის აღმართსა, რომელიც იქნება არა ნაკლებ ორის ვერსტისა, როგორც იყო ავაღწივე მონასტრის გალავნამდის, სადაც შევდექი ცოტას ხანს. ღმერთო ჩემო! ნეტა კიდევ იქმნება ისეთი ადგილი, საიდამაც ასეთი მშვენიერი სურათი წარმოუდგება მაყურებელს, როგორც მე ნეკრესიდამ?! არა მგონია! თითქმის მთელი თელავის მხარე წარმომიდგა თვალის წინ! ძირს დაცემული, ნახნავებით აჭრელებული მინდვრები, შემდეგ ჭალა, რომლის შუა მომდინარეობს შეუპოვარი ალაზანი!... ღმერთი პოეტური ნიჭი რომ მოეცა – ვრცელს ეპოპეას დავსწერდი ნახულს სურათზე, – იმდვენი ვიგრძენი!... გალავნის გარედ დავინახე რამდენიმე ხეხილი: ბროწეული, ლეღვი, ქლიავი, ვაზები და სხვა შევედი გალავანში და გავემართე პირ-და-პირ უმთავრესს ეკკლესიისაკენ. საითაც მიმდინარეობდა აუარებელი კაცი და ქალ-რძალი სხვა-და-სხვა კახეთის სოფლებისა, მომეტებულად ს. შილდისა. შევედი ეკკლესიაში დასავლეთის გარებით ჯერ წინ მოდგმულს სამხროში, შემდეგ თვით ეკკლესიაში. ეკკლესია მთლად მოხატულია ზეთით შეზავებულის მკვიდრის ფერებით (წამლით). მხატვრობა სრულებით ეტყობა, მხოლოდ დროთა ვითარებას გაუცვეთია ნაწერები ხატებზედ და თვით ხატების სახელებიც ძლივსღა სჩანან. ყველაზედ უკეთესად საკურთხეველში ეტყობა მღვთის-მშობლის ძითურთ სახე „საზაოთს“ ადგილას. მხატვრობა ფრიად მშვენიერია, მაგრამ მე გამაკვირვა იმ გარემოებამ, რომ ხსენებულ ხატზე რუსული (სლოვენური) ზედ-წარწერა არის, მ. ა-მა მითხრა, რომ თავის მყოფობის დროს საქართველოში, შესანიშნავი მხატვარა თ. გაგარინი იყო. უფ. პ. იოსელიანითურთ აქაო და, თუ იმან განაახლა ზედ-წარწერა რუსულად, არ ვიცი. შეიძლება ისიც ვიფიქროთ, რომ ეს ტაძარი, რუსების გადმოსვლის შემდეგ იყოს განახებული, როდესაც ნეკრესის უკანასკნელი ეპისკოპოსი ს. შილდაში გადავიდა ლეკების შიშის გამო... საკურთხეველი იყოფა ქვით-კირის კანკელით, რომელზედაც ეტყობა მხატვრობა, ამისათვის ვგონებ, რომ ეს კანკელი უწინდელი უნდა იყოს, რადგანაც ზოგს სხვა ძველს ეკკლესიებისაც ქვით-კირის კანკელი აქვს; მაგალითად: ს. ს ურბნისის ეკკლესიას, რუისისას ზემო-ნიქოზისას (ქართლში) და სხვებისას. საკურთხეველში მარჯვნივ (სამხრეთის) მხარეს აქვს ერთი პატარა სამხრო (სალარო თუ იყო), რომელშიაც ამ ჟამად დღეობაში შემოწირულს. ქათმებს და სხვა რამეებს ინახვენ (რასაკვირველია დროებით!), თვით ეკკლესია ცოტა სინათლიანია, რადგანაც პატარა და ცოტა ფანჯრები აქვს. არხიტექტურა ამ უკკლესიისა ფრიად ძველია ეს არის აშენებული ბერძნულის ბაზილიკის გეგმაზე (პლანზე) – ოთხკუთხიანი. მოგრძო და სიგრძეზე შეკრულის თაღით. რადგანაც სახურავი აღარა აქვს, შიგნიდგან ადგილ-ადგილ ბათქაში სცვივა და თუ არ დაიხურება წვეთიც დაიწყებს დენას და შემდეგ დაიქცევა კიდეც... ეს უკკლესია აშენებულია მღვთის მშობლის სახელზედ და დღესასწაულობენ შობის დღეს... ზემოთ მოვიხსენიე, რომ წინ (დასავლეთის მხარეს) სამხრო აქვს მიშენებული მეთქი. ეს სამხრო. გაგრძელდება სამხრეთისაკენ და სამხრეთ-აღმოსავლეთისავე კუნჭულში აქვს პატარა კარები, ამ კარით შველ მეორე სამხროში, რომელიც მიშენებულია სამხრეთის მხარეს მთელს ეკკლესიის სიგძეზე: ეს სამხროც ხსენებულის ეკკლესიის; მსგავსად არის აშენებული. აღმოსავლეთის კედელში ამ უკანასკნულს სამხროს აქვს ერთი ფრიად პატარა კარები. რადგანაც პაწაწინა ოთახი უფანჯრო იყო. უსინათლოდ, ფრიად ბნელოდა კარებშივე. ამისათვის მე, სანთლის უქონლობის გამო. სპიჭკას ვანთებდი და ისე ვათვალიერებდი ამ ერთ ჩორსო – საჟენიანს (არც იყო). ოთახს, მე შევნიშნე აქ მხოლოდ ორი საკლავი: ერთი მარჯვნივ. კედელთან, მეორეც მარცხნივ კედელთან. ეს საფლავები, ვგონებ, ძალიან ძველები უნდა იყვნენ, რადგანაც უწინდებურად არიან გაკეთებულნი: სინის კედლები, სინისავე საფარით, როგორც დოლოჭობში (სოფ. ყვარლის გვერდით, დურუჯის მარჯვენა ნაპირზე), წყაროს თავში (ს. ლალის-ყურში) ს. ვაჩნაძიანში, წმინდა მარინეს ეკკლესიასთან და სხვაგან... რადგასაც ეს საფლავება არიან, უნდა ვიფიქროთ, რომ განსვენებულნი უბრალონი არა ყოფილან... ეკკლესიის და აღწერილი სამხროს გვერდით, სამხრეთისავე მხარეს, არის ერთი დიდი ორ-სართულიანი შენობა ორ-პირად აშენებული. დაბლა, სამხრეთის პირში, ყოფილა მარანი, რადგანაც ამ ჟამადაც ქვევრებით (წყლით იყვნენ ავსებულნი) არის სავსე; ხოლო მეორე პირი სენაკები უნდა ყოფილიყო. თუ ტრაპეზი სწორედ არ ითქმის... ამ შენობის წინ, დასავლეთის მხარეს, აღმართულია მაღალი ოთხ-კუთხიანი კოშკი, მშვენივრად მთლად შენახული თითქმის გუშინ აუგიათო. ეს კოშკი, როგორც მითხრეს მოხუცებულებმა – უკანასკნელს დროს თურმე სამრეკლოობას ეწეოდა... ეკლესიისა და შენობის აღმოსავლეთის მხარეს არის ერთი ფრიად პატარა შენობა, რომელშიაც ტრაპეზი არის ახლაც აღმოსავლეთის კედელზე მიდგმული. ეს პატარა შენობა, ვგონებ, ნიში უნდა იყოს დიდის უკკლესიისა; ან არა-და სენაკი ერთის მლოცველის ბერისა დიდის ეკკლესიის ჩრდილოეთ მხარეს არის უშველებელი მარანი, რომლის მხოლოდ სამხრეთის კედელიღაა დარჩომილი. ამ მარნიდგან ჩრდილოეთ-დასავლეთის მხარეს არის ერთი ოთხ-კუთხიანი შენობა თაღებით როგორც ტფილისის აბანოებში. რა შეველი შიგ, აღმოსავლეთის მხარეს დავინახე ჩაქცეულსავით. მე ვიფიქრე, აქ უთუოდ აკლდამები უნდა იყოს მეთქი. ამ ფიქრში რომ ვიყავ, მოვიდა ერთი შილდელი მოხუცი-კაცი და მითხრა, რომ „ეს წყლის გზა ყოფილაო დაბლა ხევამდის“. ეს მოხუცის აზრიც ჭკვას ახლოა, რადგანაც მონასტრის ახლო-მახლო წყალი არ არის, გარდა ხევისა, რომელიც დაბლა ჭალაშია, სადაც ურმები დგებიანო... ეს აზრი ჭკვას ახლოა მეთქი, რადგანაც ძველად „გვირაბები“ გახშირებულნი ყოფილან, მაგ. თელავში არის, ს. ენისელში, ს. შილდაში და სხვ. ამ აღწერილის შენობების ჩრდილოეთ მხარეს არის კიდევ მარანი, რომლის მხოლოდ ოთხი პიტალო კედელიღა დარჩომილა. ამ მარნიდამ ჩრდილოეთ-დასავლეთის მხარეს არის მეორე ეკკლესია მთავარ-ანგულოზისა. ეს ეკკლესია არის ნაშენი ვიზანტიის არხიტექტურაზე განიერის გუმბათით, როგორც ჯაჭვის ეკკლესია მცხეთასთან, ს. ძველ-გავაზის მღვთის-მშობლის ეკკლესია და სხვები... შიგნით სვეტები არა აქვს, რადგანაც პატარაა. კანკელი ამასაც ქვით-კირისა აქვს, მხატვრობაც აქა-იქ ეტყობა. ეს ეკკლესია შედარებით ახალია უმთავრესს ეკკლესიაზე... ამ აღწერილის შენობაების გარდა ბევრი ნანგრევებია... თუმცა ბევრი ვეძებე ნაწერი რამ მეპოვნა ეკკლესიაზე, გარედ და შიგნით, მაგრამ ყოველი ჩემი მეცადინეობა ამაო იყო: არამც თუ ნაწერი, ნიშანიც ვერ ვნახე, რომ ამ მონასტრის კედელზე ოდესმე ზედ-წარწერა ყოფილიყოს... მონასტრიდამ მთელს ჩრდილოეთის მხარეს ფერდობს „ნაზვრევს“ უწოდებენ, რადგანაც ამ ფერდობზე ზვარი (ვაზის ვენახი) ყოფილა. ახლაც შეხვდებით აქა-იქ ხეებზე ასულს ვაზებს, რომლებიც, როგორც დამარწმუნეს, მშვენიერს ყურძენს ისხავენ. ერთის სიტყვით, ხეხილის სიმრავლე და ვაზებისა გვარწმუნებს, რომ მონასტრის არე-მარე ოდესმე მშვენიერს ბაღს წარმოადგენდა... ნეკრესის მონასტერში იყო საეპისკოპოსო კათედრა IV-VII საუკ. დაწყებული ვიდრე XVIII საუკ. ნახევრამდის[1], როდესაც კათედრა სრულიად გადმოტანილ იქმნა ს. შილდაში მღვთის-მშობლის ეკკლესიაში. -
დაარსება ნეკრესის მონასტრისა ეკუთვნის წმ. აბიბოს, ნეკრესის ეპისკოპოსს, რომელიც იყო ერთი ათ-ცამეტთაგანი, რომელნიც მოვიდნენ საქართველოში მე-V საუკ. სირიიდგან ქრისტიანობის დასამკვიდრებლად (წმ. ნინოს შემდეგ). რადგანაც არც ერთს ამ წმ. მამათაგანს არ აუშენებია თავის სამყოფს ადგილას გვარიანი უკკლესია, ამისათვის უნდა ვიფიქროთ, რომ ნეკრესის უმთავრესი ეკკლესია არ არის აშენებული წმ. აბიბოსისაგან (პირველისაგან[2]). როგორც სხვას, აბიბოსაც ექმნებოდა აქ მხოლოდ პატარა სენაკი სადგომად და სალოცველად, როგორც სოფ. მცხეთაში წმ. ნინოს, სადაც თვით მოციქულთა-სწორი ნინო მდგარა (ასე ამბობენ). მაგრამ რაც უნდა იყოს, ნეკრესის ეკკლესია უნდა იყოს აშენებული არა ადრე მე-VI საუკ. და არა გვიან მე-VII საუკ., რადგანაც მხოლოდ ამ საუკუნეებში მეფობდა „ბაზილიკის“ არხიტექტურა უკკლესიებისათვის და იყო ჯერ გავრცელებული ვიზანტიური არხიტექტურა, შემოღებული იმპერატორის იუსტინიანე დიდისაგან სოფიის ტაძრის აშენებით მე-VI საუკ. ნახევარში. ნეკრესის მონასტერს ჰყოლია თავისი ყმები, სოფ. ნეკრესში, რომელიც მდებიარებდა მონასტრის დაბლა, დაცემულს ადგილზედ და რომელიც კათედრის გაუქმებისათანავე მე-XVIII საუკ., სოფელიც სოფ. შილდაში გადასახლებულა. ამ ჟამად სოფ. ნეკრესი შეადგენს სოფ. შილდის ერთს უბანს, რომელიც იწოდება „ნეკრესის“ უბნად; ზოგი კი „მირიანაანთ“ უბანს უწოდებს, რადგანაც ხსენებულს უბანში მომეტებული მეკომურები გვარად „მირიანაშვილები“ არიან... დღეობაზე ხალხი ბლომად იყო, მაგრამ მეტად შორის შორს იდგნენ ერთმანეთზედ, რადგანაც დაბლა საშინელი ხშირი ჭალაა. საღამოთი, როგორც მოგეხსენებათ „ქართველების“ ამბავი, „შეაბეს“ ვახშამი, რომელსაც მოჰყვა ჩვეულებრივი სიმღერა და ღიღინი, გამამხიარულებელი სულისა და გულისა. რასაკვირკელია სიმღერას ნუნუას სმაც არა რჩებოდა და ხელი-ხელს გადაბმულნი, როგორც ორნი საყვარელნი, მიდიოდნენ ერთად სანამ ძილმა არ მოსპო „ქეიფი“...
დღეობიდამ მე მინდოდა სოფ. ყვარელში წასვლა, მაგრამ მეორეს დღეს (შობის დღეს) ნუნუამ და მეგობრების თხოვნამ ისევ შილდისაკენ გამიტაცეს... შილდაში, ბატონებო, ისევ ის უსუფთაობაა, ისევ ის ტალახია, როგორიც ამას წინად იყო. როგორც იყო დავეღწივე შილდას და წაველი სოფ. ყვარელში. მივედი „დრუჟინაში“ ნათესავ-ნაცნობებთან, მაგრამ რასაც მოველოდი ის ვეღარ ვნახე!
თუმცა ამ ახალს მილიციონერებზე უფრო ბევრი ჯვრები დავინახე ამ ხუთის წლის წინად ყოფილს მილიციონერებზე, მაგრამ „რაც ყოფილან, ის აღარ არიან“, ოციოდე ძველი მილიციონერი რომ არ ერიოს ამათში „ქართველებს“ ვეღარ იცნობდით. უწინდელი ლხინი, სიმღერა, თამაში, ჭიდაობაა აქ იშვიათი მოვლენა-ღაა... არც თვით სოფ. ყვარელი (წოდბული ჩვენის ჩინებულის პოეტისაგან „კახეთის თვალად“ თავის უკვდავ „სადღეგრძელოში“) წარმოადგენს სასიამოვნო სურათს: ტალახი, ეზოების უსუფთაობა, სიღარიბე – აი რას ნახავთ ახლანდელს ყვარელში. ერთი ხეირიანი შარა (გზა-ტკეცილი) იყო გაყვანილი შუა სოფელზე და ისიც უყურადღებობის გამო დახრამულია წყლისაგან ვისი ბრალია? თვით დამნაშავემ გაიგოსი სოფ. ყვარლიდამ გავემგზავრე სოფ. ძველ-გავაზისაკენ, სადაც მიმიყვანა მშვენიერმა გზატკეცილმა არ შეიძლება ძველი-გავაზისთანა სუფთა სოფელი (შედარებით.) მშვენიერი . სწორე ქუჩები, რომლებსაც სახლები აქვს არიგებ-ჩარიგებული, სუფთა გზები, მშვენიერი გზა-ტკეცილი შუა სოფელში. ეს გზა-ტკეცილი უფ. ალ. აბხაზის მეცადინეობით გაკეთებულა, ერთის სიტყვით, ძველ-გავაზის ქუჩები გაცილები სჯობია. თელავის ქუჩებსა!
რაღა ბევრი გავაგრძელო, ძელი-გავაზი წარმოუდგენს მნახველს ნემეცების, ახალშენს (კოლონიას) თვითონ ძველი გავაზიც ახალშენია, რადგანაც სულ 40 წელიწადი არ არის, რაც ლეკებისგან აოხრებულს ნასოლარზე დაიწყეს შენება სოფლის ძველ-გავაზისა ძველ-გავაზელებმა რომ დანარჩენს ქუჩებზედაც ქვიშა დააყარონ სამოთხედ გარდააქცევენ თვის სამშობლოს...
გაღმა-გამოღმა მხარეში ძლიერ ემადლირებიან. ჭირნახულს, თაგვებიც აღარ არიან. ქიზიყში კი ემდურიან თურმე თაგვბის გახშირებას სახლებში. კაცს რომ ეძინოს თურმე, სამი ოთხი თაგვი დაეცემა ცხვირ-პირზე (ნაამბობია იანვრის პირვლ რიცხვებში.). როდესაც დავბრუნდი თელავში წამოსასვლელად, სოფ. შაქრიანისაკენ შევუხვივე. გზაზედ ვნახე ძველი მეფეების ცხელის წყლის აბანოები, რომლების აუზებიც ამ ჟამად ტალახით არიან ამოვსებულნი; ასე რომ აუზები აღარც კი სჩანან. ზემოდგან ღიჭ-ბარდებია გადასული... მიკვირს რატომ ყურადღებას არ აქცევენ ამ მშვენივრს მკურნალს წყლებსა!.. მიველ სოფ. შაქრიანში, მღვდელთან, მაგრამ შენი მტერი იყოს, ჩემო მკითხველო, როგორს მდგომარეობაშიაც შაქრიანის. მღვდელი ი. ლაშხაუროვია! იალაღზე მეცხვარეს უმჯობესი სადგური ექმნება მ. ლაშხაუროვზე ორი პაწაწინა ოთახი, რომლებშიაც სამი-ოთხი კაცი ძლივს მობრუნდება; უფანჯრო, რისგამოც დღე, თუ სანთელი არ ანთია, ვერაფერს დაინახავს ადამიანი! მოდი შენა და მღვდელი გამტყუნე – რატომ არ უქადაგებს ხალხსაო! ბატონო, დაწერვა რომ უნდოდეს, სტოლის დასადგმელი ადგილი არა აქვს სახლში; დაწერვა რომ უნდოდეს დღე სანთელი უნდა აანთოს!.. მ. ლაშხაუროვს, როგორც თვითონ მიამბო, რამდენჯერმე მიუმართავს როგორც სასულიროს, აგრეთვე სამოქალაქო მთავრობასთან – ადმინისტრაციასთან, რომ როგორმე შეუვსონ მცირედ მაინც ყოფა-ცხოვრება; მაგრამ არავის ყურადღება არ მიუქცევია! ნუ თუ ადგილობრივი მთავრობა მოკლე არ არის რაიმე ღონისძიება იხმაროს მღვდლის ცხოვრების განკარგებისათვის? სასულიერო. მთავრობისაგან მიკვირს რად გზავნიან ცალკე მღვდელს იმ სამრევლოში, რომელსაც არ ძალუძს მოძღვრის შენახვა? ნუ თუ არ შეიძლება სოფლების თანასწორ სამრევლოებად დაყოფა? მგონი რომ ამ საქმის მოხერხება არ უნდა იყოს ძნელი... წარმოიდგინეთ ზოგს მღვდელს 300 კომლზე მეტი სამრევლო ჰყავს; ზოგს კი 50-60!! დროა ამ გვარს უსწორ-მასწორობას ყურადღება მიექციოს; დროა ამ გვარს უსამართლობას ბოლო მოეღოს; დროა, ვისიც ჯერ არს, ხალხის გაჭირებულის წინამძღვრების ყოფა-ცხოვრება გააუკეთესონ... მოვედი თელავში მე მეგონა ამ ორს კვირაში (ორი კვირა დავრჩი სოფლებში) თელავის საზოგადოება ცოტათი მაინც გამოიცვლება, უკეთესი შეიქმნება მეთქი, მაგრამ ჩემი „მეგონა“ გაცრუვდა! ისევ ის ქაღალდის თამაში გათენებამდის, ისევ ის მხოლოდ ღვინის სმაში დროს გატარება; ისევ ის ყოველისფრის სიძვირე თელავში; ისევ ის უსუფთაობა დამხვდა! თავის დღეში ამ გვარს სიძვირეს არ შევსწრებივართ! იმედი და დიდი იმედი გვაქვს ამ სიძვირეს ჩვენი მაზრის უფროსი ყურადღებას მიაქცევს; იმედი გვაქვს, როგორც თიანეთში მომჭირნეობდა თ. ნ. ჩ-ლი, თელავშიაც მხნედ დაიცავს „ხალხის“ და საზოგადოების ინტერესებს; იმედი გვაქვს აგრეთვე, რომ თვისის მკვირცხლის მოქმედობით და მომჭირნეობით იგი გამოაღვიძებს თელავის ყოველის მხრით ჩამორჩომილს, დავარდნილს და ძილს მიცემულს საზოგადოებას და წარმართავს მას კეთილს გზაზედ! აქამდისინაც ეყო თელავს ძილი და მრუდე გზაზე სიარული... დიდის სურვილით მოველოდით ახალს მაზრის უფროსს და დიდის სურვილით და „იმედებით“ მივიღეთ იგი და გაამართლებს თუ არა ჩვენს იმედებს – ეს იმის კაცობაზედ არის დამოკიდებული... ბევრი ლაპარაკი საჭირო არ არის იმაზედ, თუ რა აქვს გასაკეთებელი, რა უნდა მოსპოს; რა უნდა გააკეთოს და რა საშუალებითა. გამოცდილებას, ჩვენის ხალხის გაცნობას, მისის საჭიროების შეტყობას აღარ მოანდომებს ჩ-შვილი დროს, რადგანაც, დარწმუნებული ვართ ჩვენ, მან ყველა ესენი იცის. მაშ იგი ახლა უნდა შეუდგეს თვით „საქმესა“! იმედი გვაქვს, რომ თ. ნ. ჩ-შვილი თელავის პოლიციას და სამაზრო სამმართველოსაც იცნობს...
კახეთში ორჯელ იყო დიდი ერთბაში თოვლი. მეორეთ ერთ არშინამდის იყოს მთაში ხომ საშინელს თოვლს ამბობენ; ასე რომ გაზაფხულზე წყალდიდობას მოელიან. თოვლმა ალაზნის ველზე მდგარი ცხვარი დააზარალა და შირაქშიაც რაღაც ჭირი გაჩენილა, რომელიც ბევრს ცხვარს თურმე ხოცავს. დიდმა თოვლმა ისეთი საშინელი შეშის სიძვირე ჩამოაგდო თელავში, როგორსაც ჯერ არავინ მოსწრებია: ურემი რვა მანეთამდის ადიოდა! გუდურა, რომელიც შესდგება 6-7 ჭიგოსაგან შეგიძლიან იყიდოთ არა ნაკლებ 38-30 კაპეიკისა! ხორაგეულობაზე ხომ აღარ ითქმის, რა: თევზი, უხეირო – 40 კაპ. გირვანქა! იქნება „დეპომ“ მაინც გვიშველოს რამე. საკვირველია: ხუთი-ექვსი თვეა მას აქედ, რაც „დამზოგველის საზოგადოების“ წესდება გამოიგზავნა დასამტკიცებლად და ჯერ პასუხი არ მოგვსვლია! ნეტავი დააჩქარონ დამტკიცება და რომ დაუჩქარებდეს ვისზედაც დამოკიდებულია წესდების დამტკიცება რა ვიცი, მგონია, ცხონდება უეჭველად... ჩვენი მაზრის უფროსიც დიდს იმედს გვაძლევს შემწეობისას ამ კეთილს საქმეში. ახლავე დაეტყო თელავს, რომ აქ ერთი ფრიად სასარგებლო საზოგადოებისათვის კაცი მოემატა: 14-ს იანვარს თელავის წმ, ნინოს ქალების სასწავლებლის დღესასწაული იყო. წირვაზე და პარაკლისზე (უკანასკნელი ერთს ზავედენიის ზალაში გადიხადეს) მშვენივრად იგალობეს სასულიერო სასწავლებლის მგალობლებმა, რომლებიც თან-და-თან უფრო იმართებიან როგორც რუსულს აგრეთვე ქართულს გალობაში. საღამოზე „ვეჩერი“ გახლდათ თავის განუშორებელის „ტანცი-მანცებით“ („ლეკურს“ აღარ კადრულობენ: განათლება შემოვიდაო! ვინ არა ტანციობს აქ! – თფილისში ხომ თულუხჩებიც კი ტანციობენ!...), რომელზედაც ჩვეულებრივად ფულებს კრებდნენ. ფულების შეწირვაში თვით მაზრის უფროსმა დაუმტკიცა საქმით საზოგადოებას, რომ საზოგადო საქმისათვის ფულისა თუ სხვა გვარის შემწეობის დაშურება შეუძლებელია და კაცის დამამცირებელი (რასაკვირველია შეძლებულისათვის)... შარშან, მგონი, 120 მანეთი შეაგროვეს, ახლა კი, როგორც ამბობენ, 350 მანეთი. თუ სხვა კეთილ საქმეშიაც ასე გამოიჩინა თავი თ. ნ. ზ. ჩოლოყაშვილმა – რაღა თქმა უნდა რომ დიდს სარგებლობას მოუტანს თელავის მაზრას. უნდა ისიცა ვსთქვათ, რომ თ. ჩ-ლმა უნდა ააყვავოს თელავის მაზრა არა იმისთვის მხოლოდ, რომ აქონ იგი; არამედ იმისთვის, რომ იგი მოვალეა. მოვალეა მეთქი, რადგან მან იკისრა მთელის მაზრის წინამძღომლობა. ნუ ეწყინება თ. ნ. ზ. ჩოლაყაშვილს, თუ ორიოდე შენიშვნას მივსცემთ შესახებ მის განკარგულების მიცემისა და მის აღსრულებისა. საკვირველია, რომ თვითონ აძლევს თელავის ყასპებს ტაქციას, პირობას ართმევს, რომ ყოველთვის კარგი და გამოულეველი ხორცი ჰქონდესთ მაგრამ იმ პირობის აღსრულებას კი სრულიად არავითარს ყურადღებას არ აქცევს! იქნება ყურადღება ჰქონდეს, მაგრამ საქმით კი არაფერი სჩანს და!... უნდა განუცხადოთ უფ. მაზრის უფროსს, რომ თელავის ყასპები ისეთი გათამამებულნი არიან, რომ თუ მაგარი „მუხრუჭი“ არ მოუჭირეთ – ვერაფერს გააგონებთ. მოეპყარით მათ ისრე, როგორც ეპყრობოდა განსვენებული დუმბროვსკი და მაშინ დაინახავთ როგორს საკლავს დაუწყებენ ხოცვასა. ეხლა როგორც უნდათ იმ ფასად ჰყიდიან ხორცსა; როდესაც თავიანთი ნებაა მაშინ ხოცვენ საკლავსა. წარმოიდგინეთ: როდესაც სომხების მარხვაა – ყასპები სომხები გახლავან – ქართველებიც უნებურად მარხულობენ, რადგანაც საკლავს სრულებით აღარ ხოცვენ... სომხების სუფსარქისის მარხვაში ქართველებიც მარხულობდნენ, რადგანაც ხორცს ვერა შოულობდნენ... ერთის სიტყვით თელავის ყასპებს სასტიკი ყურადღება უნდა მიექცეს. საკვირველია, რომ პოლიცია ერთხელ არ ჩაივლის ბაზარში, რომ დაათვალიეროს, რას და როგორს ხორაგეულობას ჰყიდიან, თუმცა იგი მოვალეა. მით უმეტეს უნდა იაროს პოლიციამ ბაზარში, რომ მომეტებული ნაწილად ისეთს ხორაგეულობას ჰყიდიან ხოლმე რომ კაცი იმის შეჭმის უმალ ავად ხდება. შემოდგომაზედ და პირველს ზამთარში დამპალი ელაქნური საღდებოდა – პოლიციამ ყური არ გაიბერტყა; ორაგულიგ მოვიდა ეხლა დამპალი, გამწვანებული – პოლიცია ყურადღებას არ აქცევს; საკლავს ცხვარს. თხას ჰბერავენ და ისე ატყავებენ – პოლიცია ხმასაც არ იღებს. თუმც გაბერვა საკლავისა სასტიკად აღკრძალულია კანონებით...
არ ვიცი რა უბედურებაა ჩვენს თავსა! ესენი ყველა ჩვენმა მაზრის უფროსმა უნდა ყურადღებაში მიიღოს, და, თუ ცოტათი მაინც სიკეთე სურს მაზრისათვის, ამოკვეთოს ასეთი ბოროტ-მოქმედება...
აქ არ დავივიწყებთ ჩვენ აგრეთვე თელავის მაზრის აქციზის ჩინოვნიკს უფ. პისანკოს, რომელიც ასე უწყალოდ სტანჯავს ხალხს. და ამ უკანასკნელს დროს მუშტის კრივიც გამოიჩინა... წარმოიდგინეთ; დილით საღამომდინ და საღამოდამ დილამდის ბილიარდზე ატარებდა დროს 20-ს იანვრამდის და თუ რომელიმე ვაჭარი მიუტანდა „ბლანკს“ ხელის მოსაწერად უფ. პისანკო ყველას ერთსა და იმავე პასუხს აძლევდა: «Здѣсь биллiфрдная, а не контора» (აქ ბილიარდის ოთახია და არა კანტორა) უცდიდნენ (ახლაც) საწყლები (ზოგი შორს სოფლებიდგან მოსულნი) დილით საღამომდინ და როდის-როდის ეღირსებოდნენ ხელის მოწერას. 20-ს იანვარს უფ. პისანკოს ბახუსისათვის ემსახურნა, შესულიყო სასტუმროს „ბუფეტში“ (დახლში) და ისე ნაირად ეცემა დახლიდრისთვის, რომ უკანასკნელი ავად გახდა, დახლიდარმა საჩივარი შეიტანა მომრიგელს სასამართლოში და არ ვიცი,– ჩვენმა მოსამართლემ იქნება სამართლიანად გადასჭრას სამართალი...
ბლაღოჩინების ამორჩევაც უწინდებურად მოხდა; მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ახლა ახალის ექსარხოსის განკარგულებით საბლაღოჩინოში ერთის მაგივრად სამი პირი უნდა აღმოირჩიონ: ბლაღოჩინი, მისი თანაშეშწე და ამ უკანასკნელის კანდიდატი. უნდა მოგახსენოთ, რომ ისევ „ძველებმა“ გაიმარჯვეს – ძველი ბლაღოჩინები იქმნენ აღმორჩეულნი მომეტებული ნაწილი.... თელავის სომხის ტერტერებშიაც ერთი დავი-დარაბა ასტყდა ამას წინად: სომხის ტფილისის არხიეპისკოპოზის აივაზოვსკის მოსვლის დროს ერთი ბეზღობა შეიქმნა ტერტერებისაგან ერთმანეთზე. მაშინ „ძველმა“ პარტიამ გაიმარჯვა; ასე რომ ზოგი „ახალის“ პარტიის ტერტერა აივაზოვსკის განკარგულებით უადგილოდ დარჩა. არამც თუ მხოლოდ ნაკურთხნი, ახლადაც აკურთხა არხიეპისკოპოზმა რამდვენიმე ტერტერა უადგილოდ, რადგანაც – როგორც ამბობენ „ბოროტი“ ენები. – ამ უკანასკნელთ „პატივი“ სცეს არხიეპისკოპოზსაო.... ამ მოქმედებამ მომაგონა მე რუსეთის უადგილო სამღვდელოება (დიდის პეტრეს წინად), ესრეთ წოდუბული «крестовые попы» და გ... მაგრამ დარჩეს... ჰო, ზოგი ახალი პარტიის ტერტერა უადგილოდ გამოიყვანა აივაზოვსკიმა მეთქი. ერთმა ტერტერამ გაბედა, წავიდა ეჩმიაწინში და იჩივლა ქათალიკოზთან. ქათალიკოზმა იმას ადგილი დაუბრუნა და თელაური ბლაღოჩინი ტერ-გ-ქა დააყენა და გამომძიებელი გამოგზავნა თელავში, რომელიც მოვიდა აქ გამოიძია და წავიდა კიდეც ეჩმიაწინში. არავინ იცის როგორ გათავდება ეს შესანიშნავი თელავის ტერტერების ბრძოლა...
ერთი ფრიად სასარგებლო განკარგულებაც მოახდინა იანვრის უკანასკნელს რიცხვებში ნ. ჩოლაყაშვილმა. მე ვამბობ გზების გაკეთებას ყოველს კახეთის სოფელში. განკარგულების ძალით ყოველმა თელავის მაზრის სოფლის ხალხმა თავის სოფლის ყოველი ორღობე უნდა გააგანიეროს, არხები გაუჭრას ნაპირებზე და ქვიშა დააყაროს. მე თვითონ ვნახე როგორ ერთგულად მუშაობდნენ გლეხები გზებზე. ზემო მხარში: ზოგი არხსა ჰსჭრიდა, ზოგი მიწას აყრიდა, ზოგი სიგანეს ზომავდა და სხვა... იმედია, ამის შემდეგ მაინც შემცირდება აუარებელი ტალახი ჩვენს სოფლებში და დაშრება თვალ-გაუწვდენელი და უძირო ტბები!...
თელავის ბაღში („ბულვარზე“) როტონდოს აპირებენ და აგრეთვე „დუხავოი“ მუზიკის მოწვევასაც. ღმერთმა ინებოს!... მაგრამ... მაგრამ.
_____________
1 დრო-გამოშვებით გაუქმებული იყო ხოლმე ხსენებული მონასტერი; როდესაც საქართველო გარე მოცული და აოხრებული შეიქმნებოდა მტერთაგან.
2 სხვა აბიბოც იყო ნეკრესში ეპისკოპოზად, გარდა პირველისა. (ავტ.)
![]() |
11 პოლიტიკა. |
▲back to top |
პოლიტიკა.
ახალი ხანა საფრანგეთის ისტორიისა. განახლებული სენატი. მინისტრების ახალი პროგრამმა. მაკ-მაგონის გადადგომა სამსახურიდამ. ჟულ-გრევის ამორჩევა რესპუბლიკის პრეზიდენტად. გამბეტტა – დეპუტატთა პალატის თავ-მჯდომარე. დიუფორი გამოდის სამსახურიდამ და იშლება მინისტრობა, ვადინგტონის მინისტრობა. რა მოჰყვა ყველა ამ ცვლილებას. სრული ნდობა პალატისა მთავრობისადმი და მთავრობის გაუბედაობა. კომმუნალების საქმე პალატის წინაშე. სიტყვა ლუი-ბლანისა – ბოლგარიის წარჩინებულთა კრება კონსტიტუციის აგებისათვის და გაზეთი „République Française ამის თაობაზედ.
საფრანგეთის საპოლიტიკო ისტორიას დაუდგა წრეულ ახალი ხანა: რესპუბლიკას ძირი გაუმაგრდა და რესპუბლიკის მმართველობა დამყარდა სამუდამოდ. მართალია, რესპუბლიკა ახალი ამბავი არ არის საფრანგეთში; მართალია, აგრეთვე, რომ ეს მესამე რესპუბლიკა არსებობს არა ერთი წელიწადი და ორი, არამედ რვა წელიწადია მას აქეთ, რაც საფრანგეთზედ გადაშლილა რესპუბლიკის დროშა, მაგრამ მაინც მოგახსენებთ – საფრანგეთის საპოლიტიკო ისტორიას ახალი ხანა დაუდგა მეთქი, და აი რად. უწინ რესპუბლიკა, ნაშობი რევოლიუციისა, იფეთქდა ხოლმე ნაპერწკალსავით ერთ წუთს, შემდეგ გაქრებოდა და თან წაიღება ერთის მხრით იმ ხალხის სინანულს, რომელიც სიცოცხლესაც კი არ ზოგავდა რესპუბლიკის დამყარებისათვის, და მეორეს მხრით – იმ ვაჟბატონთა სიხარულს, რომელნიც თვისდა სასარგებლოდ მკიდნენ რაც თვითონ არ დაეთესნათ. ყველანი უყურებდნენ რესპუბლიკას, როგორც დროებით შვებას და ღონისძიებას იმ ვაი-ვაგლახიდამ გამოსასვლელად, რომელსაც მოჰგვრიდა ხოლმე ქვეყანას უწინდელის წყობის უმსგავსობა. ყველანი, მეთქი, გარდა, რასაკვირველია იმათ, რომელნიც ჭირში პირველნი არიან და ლხინში უკანასკნელნი და რომელთა ბედის-წერა არის ტანჯვა და სისხლის ღვრა. ხალხი, მოთმინებიდამ გამოსული, ასტეხდა ხოლმე რევოლიუციას; უწინდელი წყობა ირღვევოდა, იფეთქდა სანუგეშო ნაპერწკალი რესპუბლიკის; შემდეგ, გამოდიოდნენ მოედანზედ ახალი ვაჟბატონები და გაიძახოდნენ: „რიგი! წესიერება! თავისუფლება!“ დაღალულ-დაქანცულს, ილაჯ-გაწუვეტილ მებრძოლეს ვეღარ შეეძლო ამ სიტყვების რიგიანად აწონვა და დაფასება და წრფელის გულით მიეცემოდა ამ ქადაგობას. გადიოდა ხანი. ღონე-მიხდილი, მილეული მებრძოლე თვალს ახელდა, მიიხედ-მოიხედავდა და ნათლად ჰხედავდა თუ რა გვარად უმტყუნა ბედმა: ახლად დამდგარი წყობა და ახლად მომართული საქმეთა განწყობილობა ბევრად არ დაშორებია ძველს, რომლის მოსასპობლად ამდენი ჯაფა გაუწევია და ამდენი ტანჯვა აუტანია. ამ გვარად, ძველი თაობა მიდიოდა საიქიოს და უანდერძებდა ახალს თაობას იმ გვარსავე ძულვას და რისხვას საქმეთა მიმდინარეობისა მიმართ, რომელიც ერთ დროს თვითონ მას უღვივოდა გულში. ახალი თაობა, თავისის მხრით, შეიქმნებოდა მოწმათ ისტორიის ძველისავე სურათისა: ნამდვილი თავისუფლება, ნეტარი შვება, ნამდვილი რესპუბლიკული წყობა – ყველა ეს ნაპერწკალსავით იფეთქდა და ისევ მიქრებოდა მტერთა მეოხების ძალით. სურათი იგივე იყო მეთქი, მაგრამ თქვენ უნდა დაუმატოთ, რომ ამასობაში იწვრთნებოდა ხალხის ხასიათი, მატულობდა მისი საპოლიტიკო გამოცდილება, და მით უახლოვდებოდა ის ნეტარი დრო, როდესაც მის წვითა და დაგვით მოპოებულს ნაყოფს აღარ უნდა ჰქონოდა უწინდელი წუთიერება და პირიქით უნდა მისცემოდა მკვიდრი ძალა და სიმტკიცე. საყოველთავო ბედნიერებისათვის. ნუ თუ ეხლა დაუდგა კიდეც საფრანგეთს ეს ნეტარი დრო? რა მოგახსენოთ. ის კი უეჭველია, რომ აწინდელმა, მესამე რესპუბლიკამ დიდი ნაბიჯი გადადგა და დიდი ღვაწლი დასდვა ამ ნეტარის დროის მოახლოვებისათვის აწინდელი რესპუბლიკა დაარსდა, როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთ პრუსიის ომიანობის დროს, ოთხ სეკტემბერს 1870 წ ნაპოლეონმა მესამემ იმ იმედით ასტეხა ომი, რომ აგები როგორმე ჩემს უფლებას ძირი გაუმაგროვო; ის კი არა თუ ტყვეთ ჩაუვარდა მტერს და ტახტიც დაკარგა თვის ქვეყანაში. ამისთანა განსაკუთრებულ გარემოებაში აღმოცენილს რესპუბლიკას შეხედეს კეთილის თვალით: ჯერ კი ასე იყოსო და მერე ვნახოთ რაც იქმნებაო. ამ თვალით შეხედა რესპუბლიკას შინაურმა, მრავალ-ფეროვანმა მტერმაც და გარეულმაც. შინაური თუ გარეული ფიქრობდა: რესპუბლიკა არა ერთხელ გვინახავს საფრანგეთშიო, მაგრამ მალე გამქრალა ვით შარშანდელი თოვლიო; მაინც მეტი კი არ იქმნებაო, რომ წინადვე სიცოცხლის სახსარი გამოვაცალოთო და ეს მოუსვენარი ხალხი ცოტაც არის დავამშვიდოთო. ამას ფიქრობდნენ მეტადრე გარეშე მტერნი, რომელთაც, კარგად მოგეხსენებათ, ვერაფრად ეჭაშნიკებოდათ და ვერც ეხლა ეჭაშნიკებათ რესპუბლიკის დამკვიდრება საფრანგეთში. მათი გულის-წადილი გაიძღოლა წინ პრუსსიამ და იმპერიის გაუქმების შემდეგ უფრო დაუშინა საფრანგეთს, თუმცა წინედ კი გამოაცხადა მე მხოლოდ ნაპოლეონის ჯავრი მჭირსო და მარტო იმას ვეომებიო. იმდენი ზარალი მოუტანა პრუსსიამ საფრანგეთს. ისეთი ვაი-ვაგლახი დააყარა, რომ დარწმუნებული იყო – რამდენიმე – ათი წელიწადი გაივლისო, მანამ საფრანგეთი ფეხს აიდგამსო და ცოტად მოკეთდებაო. რაც შეეხება შინაურ მტერს, იმანაც, როგორც ზემოდ ვთქვით. თითქმის იმავე თვალით შეხედა რესპუბლიკას: ეხლა კი გული გაირთოსო და მე ვიცი როგორ ხელს მოვუმართავო, მაგრამ განვლო რვა წელიწადმა და სანატრელი ერთსაც მოუცდა და მეორესაც. საფრანგეთს სიცოცხლის სახსარი არამც თუ არ მოაკლდა, არამედ ერთი ორად მოემატა და ქვეყნის გასაოცრად, სწრაფად მოშენდა და თვით გამარჯვებული გერმანიაც დასჩაგრა შინაურ მტრებმა. იმდენი მეცადინეობა გამოიჩინეს რესპუბლიკის მტრობაში, ისე ბეჯითად დაასხდნენ რესპუბლიკას, რომ ერთი-ერთმანეთი დაჭამეს და თვით რესპუბლიკას კი ვერა დააკლეს რა. უკანასკნელი მუქარაც, მარშალი მაკ-მაგონი, ჩამოეცალა და ამ გვარად რესპუბლიკა დგას თავისუფლად მტერ-მოცილებული თვის ქვეყნის სანუგეშოდ. საფრანგეთის საპოლიტიკო ისტორიის ახალი ხანაც ამაშია. საპოლიტიკოსი მეთქი, რადგანაც სხვა-ფრივ მრავალი რამ აკლია საფრანგეთის ხალხის ბედნიერებას და მისი ავ-კარგიანობა დამოკიდებულია რესპუბლიკის მომავალ მოღვაწეობაზედ და წარმოებაზედ. ჯერ-ჯერობით რესპუბლიკის მოღვაწეთა უმთავრესი ყურადღება და მეცადინეობა მიქცეულია საქმის იმ გვარად მომართვაზედ, რომ რესპუბლიკის ფართო მსვლელობას არავითარი დაბრკოლება და წინააღმდეგობა არ მიეცეს, რომ საფრანგეთს მიენიჭოს ნამდვილი თვით-მმართველობა და არა მხოლოდ სიტყვით, როგორც აქამდისინ იყო, რომ მთავრობას მართლა ის მტკიცედ განსაზღრული და მოხაზული ადგილი ეჭიროს სახელმწიფოში, როგორიც შეეფერება მთავრობის არსებითს თვისებას, ე.ი. მთავრობა უნდა იყოს მხოლოდ აღმასრულებელი ხალხის სურვილისა, რომელიც გამოითქმის ხალხის წარმომადგენელთა პირით. ეს არის უპირველესი ბიჯი ქვეყნის საპოლიტიკო. განვითარებისათვის, იმ განვითარებისათვის რომელიც შეადგენს ნიადაგს სხვა ყოველ-გვარის წარმატებისას. ამით, რასაკვირველია, იმას კი არ მოგახსენებთ, რომ რა კი საფრანგეთში რესპუბლიკას საპოლიტიკო სიფართოე დაუმკვიდრდება, ეს-ეს არის ხალხის კეთილ-დღეობაც დაგვირგვინდება მეთქი და ერთის ქარის მობერვით აღარც მშიერ-მწყურვალი იქმნება და აღარცა რა მეტ-ნაკლებობა შეძლებისა. არა. კარგად ვიცი, რომ საპოლიტიკო სიფართოეს არ მოსდევს უსათუოდ და აუცილებლივ ქვეყნისა და ხალხის კეთილ-დღეობა ყოვლის-მხრივ. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ სიფართოე საპოლიტიკო მოღვაწეობისა და ნამდვილი გულ-წრფელად დადგენილი წარმომადგენლობა ხალხისა, მისი მონაწილეობა კანონ-მდებლობაში არის აუცილებლივ საჭირო პირობა (სხვა ამგვარადვე საჭირო პირობათა შორის) ყოველ-გვარის წარმატებისათვის, არის საჭირო იარაღი ქვეყნის ყოველ-გვარის განვითარებისათვის. რამდენად უფრო სრულად არსებობს ეს პირობა, რამდენად უფრო მტკიცედ წაუვლია ხელი ქვეყანას ამ იარაღისათვის, იმდენად იგი ქვეყანა უფრო წინ წამდგარია საყოველთაო კეთილ-დღეობისადმი. როგორ გამოიყენებენ საფრანგეთის რესპუბლიკელნი ამ იარაღს, რა გვარ თესლს დასთესენ საპოლიტიკო თვით-მოღვაწეობის ნიადაგზედ – ამას ცოტად თუ ბევრად ეხლაცა ვხედავთ და მომავალი ხომ უფრო მეტს გვიჩვენებს. ჯერ-ჯერობით კი, როგორც ზემოდ მოგახსენეთ, საფრანგეთში წამომდგარია საქმე რესპუბლიკის დამკვიდრებისა; წამოყენებულია შინაგან საპოლიტიკო საქმეთა იმ გვარად მომართვა, რომ საფრანგეთმა შეიძლოს გულ-დამჯდარად და უშიშრად მიეცეს საკუთარის ბედის გაკარგებას. თუ მართლა საფრანგეთის რესპუბლიკას მტკიცე ნაბიჯი გადაუდგავს თვის დამკვიდრებისათვის, თუ ერთი ხელი მაინც მოუკიდნია ზემოხსენებული იარაღისათვის, – ყველა ეს, რასაკვირველია. ახალ ხანად უნდა ჩაითვალოს საფრანგეთის საპოლიტიკო ისტორიისა და და ღირსიც არის დაკვირვებისა.
უკანასკნელი ზღუდე, სადაც მიკარებულნი იყვნენ რესპუბლიკის მტერნი და აბრკოლებდნენ დპუტატთა პალატის ყოველს კეთილ-დაწყებას, იყო, როგორც მოგეხსენებათ, სენატი. მაგრამ 5-ს იანვარს, როდესაც მესამედი ნაწილი სენატისა (ე.ი. იმ სენატორთა რიცხვისა, რომელნიც სამუდამოდ არ არიან ამორჩეულნი), კანონის ძალით, უნდა გამოსულიყო და მის მაგივრად ახალი სენატორკბი უნდა ყოფილივნენ ამორჩეულნი, – 5-ს იანვარს მეთქი ეს უკანასკნელი ზღუდეც ჩამოეცალა რესპუბლიკას განახლებულ სენატისათვის საფრანგეთმა მონარხიელების მაგივრად რესპუბლიკელნი ამოირჩია და მით ორივე ხელით დალოცა რესპუბლიკა – ღმერთმა ხელი მოგიმართოსო ჩემდა სასიკეთოდაო. ეს ამბავი მონარხიის მიმდევართა მრავალ-ფეროვან დასს, რასაკვირველია, ისარივით ეცა გულში. იფიქრეს: აბა ახლა რიღას იმედი უნდა გვქონდესო და რაზედ უნდა დავამყაროთო ჩვენი გულის-წადილიო? მართლა-და სასენატო არჩევანის შემდეგ გაუქმებულ იქმნა ყოველი მათი იმედი: დღეის იქით სენატი და დეპუტატთა პალატი, ერთსა და იმავე დროშის ქვეშ მიფარებულნიო, ხელი-ხელს გაუყრიანო ერთი-ერთმანეთს და წაიყვანენო. საფრანგეთის საქმეს, რასაკვირველია, არა მონარხიის აღდგენისათვისაო. რაღა უნდა შერჩენოდა მონარხიელებს? მათდა სამწუხაროდ ის დროც წავიდა, როდესაც ნაპოლეონისებური თავ-ხედობა შესაძლებელი იყო. დროც გამოიცვალა და ხალხიც. ან ვის გამოიყვანდნენ ამ გვარ ავ-კაცობისათვის? თითოულის მონარხიის დროშას დიდი ხანია სახელი გატეხილი აქვს საფრანგეთში. ნუ თუ მაკ-მაგონს წამოაყენებდნენ? მათდა საუბედუროდ ამასაც ვერაფერი სახელი აქვს გათქმული. მართალია ჯარისკაცია და წარბსაც არ შეიკრავს ზარბაზნების გრიალში, მაგრამ... აქ მაგონდება ერთი ამბავი: მამა და შვილი კითხულობენ რაღაცა განცხადებას. რომელსაც ქვემოდამ უწერია – „მაკ-მაგონი, ჰერცოგი მაჯენტის შვილი კითხავს მამას: ეს ის მაკ-მაგონია, რომელმაც მაჯენტს გაიმარჯვა? მამამ უპასუხა: „არა, შვილო; ეს ის არის, რომელიც სედანს დაამარცხეს“...
კანონის ძალით სენატი და დეპუტატთა პალატი უნდა შეყრილიყვნენ იანვრის მეორე სამშაბათს, ესე იგი, 14 იანვარს (ჩვენებურად 2-ს). დიდის მოუთმენლობით მოელოდნენ ამ დღეს პარლამენტი და მთელი საზოგადოება ბევრი რამეც იყო მოსალოდნელი. ყველა ეშურებოდა გაეგო თუ როგორ დაიჭერს თავს მთავრობა იმ ცვლილების წინაშე, რომელიც მოხდა სენატში და მით მთელის პარლამენტის მდგომარეობაშიაც. მთავრობა, როგორც ზემოდ მოგახსენეთ, არის (ან უნდა იყოს) მხოლოდ ერთგული მსახური პარლამენტის, ესე იგი, ქვეყნისა; იგი მოქმედობს მხოლოდ პარლამენტის მინდობილობით, და თუ დიდის ხნით სურს დაიმკვიდროს თვისი თანამდებობა უნდა მთლად აჰყვეს პარლამენტის სურვილს და მიდრეკილებას. რა სურდა. ქვეყანას და მასთან პარლანმენტს – ეს უწინაც კარგად იცოდა მთავრობამ. მაგრამ, მეორის მხრით, თუ უწინ მთავრობა მტკიცედ არ მისდევდა პალატის მიდრეკილებას – ამისათვის თავის გასამართლებლი მიზეზიცა ქონდა. ეს მიზეზი იყო მონარხიელი სენატი. მთავრობა თითქო ეუბნებოდა პალატს: ხომ ჰხედავ ორ-წყალ-შუა ვდგევარო, ამიტომ მეც მეტსაც ნუ მომკითხავო. დეპუტატთა პალატიც კარგად გრძნობდა ამ გვარ მდგომარეობას და არცა სთხოვდა მეტი-მეტს. თუ მთავრობას არ აჩნდა არავითარი ღალატი რესპუბლიკისა, თუ მისი მიდრეკილება იჭვნეულობას არ აუშლიდა პალატს – ჯერ-ჯერობით ესეც საკმარისი იყო პალატისათვის. იგი აცხადებდა სრულს ნდობას მინისტრობისადმი, თუმცა არა იმ აზრით ვითომ თქვენგან აღარა გვინდა რაო. პალატი მხოლოდ ითმენდა და იცდიდა ვიდრე განახლდებოდა სენატი და მით ჩამოვარდებოდა სანატრელი ერთობა ორთავე პალატთა შორის, მთავრობაც იდგა თავის ადგილას არა იმის გამო ვითომ ჩემგან მეტი აღარა უნდათ რაო, იგი დიდ გაჭირებას მოელოდა სასენატო არჩევანის შემდეგ. გაჭირებას მეთქი, რადგანაც ერთის მხრით კარგად იცოდა თუ რა გვარი ცვლილება უნდა მომხდარიყო სენატში და მეორის მხრით იმედი არა ჰქონდა თავის-თავის იმოდენა სიმტკიცისა, რომ მთლად აჰყოლოდა დროთა მოთხოვნილებას და ხალხის მტკიცედ აღიარებულს სურვილს. ასე მოხდა კიდეც და გაჭირებული მდგომარეობაც დაადგა მთავრობას სენატის განახლების შემდეგ.
საირანგეთის საპოლიტიკო საქმეთა ნათლად გაგებისათვის, იმ საქმეთა, რომელნიც მოჰყვნენ სასენატო უკანასკნელ არჩევანს, – საჭიროა აქვე მოვიხსენიოთ თუ რაში მდგომარეობდა ის უპირველესი გულის წადილი და მოთხოვნილება პალატისა, რომლის არსებობას კარგად გრძნობდა მთავრობა. საფრანგეთის რესპუბლიკას უკანასკნელ დრომდე დავარდნილი ჰქონდა სახელი: „რესპუბლიკა ურესპუბლიკოდ“ ამ გვარი სახელი ნამდვილადაც შეეფერებოდა საქმეთა წარმოებას. მართალია საფრანგეთის მმართველობის ფორმა იყო რესპუბლიკა, მაგრამ მთელს სახელმწიფოს, თითქმის თავიდამ ბოლომდე დახვევოდნენ მოხელენი, რომელთაც არავითარი კავშირი არ ჰქონდათ რესპუბლიკასთან, – მოხელენი, რომელნიც ძველმა მონარხიელთა დრომ უანდერძა აწმყოს, რესპუბლიკას. ამას მოსდევდა მრავალი არა-სანუგეშო შედეგი რესპუბლიკისთვის. ჯერ ერთი ისა, რომ ამ გვარ გარემოებაში ჩავარდნილი რესპუბლიკა იყო ფრთა მოკვეთილი. ხელ-ფეხ შეკრული, რაღაცა ძირ-მოვარდნილი. ყოველი მეცადინეობა პალატისა უქმი უნდა ყოფილიყო თუ კი მოხელენი პალატის განაჩენის გამტანნი ცხოვრებაში და მისის ნება-ყოფლობის აღმასრულებელნი რესპუბლიკის მოღალატენი იქმნებოდნენ. ხალხს პირის-პირ უდგა არა პარლამენტი, არა უმაღლესი მთავრობა, არამედ მოხელენი, რომელთა მოღვაწეობა და მოქმედება არის ხალხისათვის საწყაო აწმყოის ავკარგიანობისა საფრაგეთს შერჩენია წარსულიდამ მრავალი კანონი, სხვა და სხვა დროს დადგენილი, სხვა და სხვა მთავრობის მიერ ნაწარმოებელი და ერთი ერთმანეთის წინააღმდეგი. ამიტომ ყოველს მოხელეს ფართო გზა აქვს გადაშლილი ბოროტ-მოქმედობისათვის და რესპუბლიკის ღალატობისათვის, მეტადრე თუ სახლმწიფოის უმაღლესი მსახურნიც ცალის თვალით უყურებენ და ხელს უმართვენ ამ გვარ მოქმედებას. ყველა ეს მოასწავებს განსაცდელს თვით რესპუბლიკისათვის არა მარტო იმით, რომ სახელს უტეხს და აუქმებს ყოველს მის მეცადინეობას და კეთილ-დაწყებას, არამედ პირ-და-პირაც, ჯარის მხრით. უმეტესი ნაწილი მთავარსარდალთა და ჯარის უმაღლეს კაცთა. შორის საფრანგეთში ეკუთვნის მონარხიულთა და სხვ. ამის გამო, რასაკვირველია, ვერაფერი ერთგული სამსახური მოეკითხებათ მათ რესპუბლიკისათვის. მართალია, ჯარი ხალხის ნაშობია; მისი გულის წადილი და ხალხისა ერთი და იგივე უნდა იყოს და ღალატს ხალხის მიერ დადგენილ მმართველობისა და წყობისათვის ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ასე უნდა იყოს, მაგრამ საუბედუროდ ასე არ არის. საქმე რომ ამ გვარად მიმდინარეობდეს ქვეყნიერობაზედ, მრავალი უბედურება და ვაი-ვაგლახი ასცილდებოდა კაცობრიობას. ჯარი ხალხის ნაშობია, მაგრამ ამასთანავე იმდენად დაშორებულია, იმისთანა განსაკუთრებულ გარემოებაშია გამოზდილი და გამოწრთვნილი, რომ სრულიად დაჰკარგვია კვალი ხალხთან კავშირისა და ურთიერთობისა. ჯარში და მის გარეშეულობაში ტრიალებს ერთგვარი და სრულიად განსაკუთრებული სული, რომელიც ცოტად თუ ბევრად (უფრო ბევრად) განზედ უდგას ხალხის მომდინარ ცხოვრების დუღილს. ამ გვარად, ჯარში, ზოგან ცოტად ზოგან ბევრად, ფართო ადგილი უპყრია უბრალო ბძანებას. ამიტომაც, თუ საფრანგეთში ჯარი რესპუბლიკის მოწინააღმდეგეთა ხელშია ჩავარდნილი, დიდი განსაცდელი უნდა მოელოდეს თვით რესპუბლიკასაც, მით უფრო რომ საფრანგეთი არა ერთხელ ყოფილა მნახველი ამ გარემოებისაგან წარმომდგარის უბედურებისა. მაშასადამე, რესპუბლიკის მოღვაწეთა უწინარესთაგანი ზრუნვა და საქმე უნდა ყოფილიყო გამოცვლა ყველა საეჭვო მოხელეებისა და მეტადრე მთავარსარდალთა და ჯარის უმაღლეს კაცთა. ეს ვითარერება და წადილი გაიძღოლს წინ რესპუბლიკელებმა და ყური აცქვიტეს მთავრობისაკენ, რომელიც უნდა წარმომდგარიყო პარლამენტის წინაშე რაკი პალატნი შეიკრიბებოდნენ
თუმცა სენატი და დეპუტატთა პალატი შიყარნენ, როგორც ზემოდა ვთქვით, ოფიციალურად 14 იანვარს, მაგრამ ნამდვილი მოქმედობა იწყო პარლამენტმა 16-ს იანვარს (ჩვენებურად 4-ს). სენატის ახლად ამორჩეულმა თავ-მჯდომარემ, რესპუბლიკელმა მარტელმა (ოდიფრე-პაკის მაგივრად) შემდეგი სიტყვები მიმართა სენატორებს: რესპუბლიკამ გაიმარჯვა... იგი დამყარებულია ძალითა სიმტკიცისა, რომელიც შეიძინეს ჩვენთა დაწესებულებათა, ძალითა თანხმობისა, რომელიც დაარსდა კანონ-მდებლობითის სხვა და სხვა ნაწილთა შორის, საფრანგეთს უპყრია წესიერება და თავისუფლება“. იმავე დროს დეპუტატთა პალატის თავ-მჯდომარე, ჟიულ-გრევი ეუბნებოდა დეპუტატებს: პალატი ხედავს ნაყოფს თავის გონიერებისას: „მრავალი მძიმე განსაცდელი მარჯვედ აცილებულია, თანხმობა ორთავე პალატთა შორის ჩამოვარდნილია, ერი დღე-და-დღე უფრო-და-უფრო ეკავშირება რესპუბლიკას... თუ პალატი არ გადუხვევს იმ გზას, რომელსაც დასდგომია და თუ შემდეგშიაც სიფთხილით იმოქმედებს, აწინდელი სესსია ცხადად დაგვანახებს თუ რა შეუძლიან გულ-წრფელად მომართულს რესპუბლიკას ხალხის კეთილ-დღეობისათვის.“ რამდენად აღტაცებით მიეგება პალატი ამ სიტყვებს, იმდენად ცივად და გულ-გრილად დაუხვდა მთავრობის ეპისტოლეს, რომლითაც მთავრობა უცხადებდა პროგრამმას თვის მომავლის მოღვაწეობისას. საკვირველიც არ არის. ზემოდ მოგახსენეთ თუ რა მოუთმენლად მოელოდნენ რესპუბლიკელნი ამ პროგრამას, მინისტრების ახალს. აღსარებას ახალ საპოლიტიკო გარემოების დაგვარად. მოელოდნენ და რა დახვდათ? მთავრობა, მართალია, მრავალ კეთილ-საქმეს უქადიდა საფრანგეთს, მრავალს რასმეს ჰპირდებოდა; მისი პროგრამმა აჭრელებული იყო მრავალ-ფეროვანის განზრახვით; მაგრამ არავითარი მტკიცე თამასუქი ამ განზრახვის აღსრულებისათვის არ მოიპოებოდა ეპისტოლეში. მშიშარი კილო, ორ-ფერობა, იქით-აქეთ გადაცემ-გადმოცემა – ეს იყო უმთავრესი თვისება მინისტრების პროგრამმისა, რომელშიაც ბლომად იყვნენ ჩართულნი ამ გვარი სიტყვები: „მართალია... მაგრამ“, „რასაკვირველია... ხოლო“ და სხვ. იმ საგნის თაობაზედ, რომლისთვისაც უირო მომეტებულად უცემდათ გული რესპუბლიკელთ და რომელიც ზემოდ მოვიხსენიეთ, პროგრამმა ამბობდა შემდეგს: „ჩვენ არ დავაყნებთ თანამდებობაზედ იმისთანა მოხელეებს, რომელნიც აშკარა მტერნი არიან რესპუბლიკისა. მაგრამ სამართალიც უნდა ვიცოდეთ და ამიტომ ვიდრე დაგსაჯათ უნდა დავრწმუნდეთ თვითონ დანაშაულში“. კიდევ სხვა ადგილას არის მოხსენებული, რომ „მათი (ე.ი. მოხელეებისა) წარსული ღვაწლიც უნდა ვიქონიოთ მხედველობაშიო“. პროგრამმის ბოლოს მთავრობა აღიარებდა იმედს დეპუტატთა წინაშე – თქვენს ნდობას არ მოგვაკლებთო, ე.ი. პირ-და-პირ თხოულობდა ამა ნდობას, მინისტრების პროგრამმამ, როგორც მოგახსენეთ, ცივად გაიარა პალადაში, თუმცა ორიოდ-სამიოდ დეპუტატმა წარმოსთქვეს სიტყვა მის თაობაზედ და მოითხოვეს, რომ წამოყენებული პროგრამმა უკუგდებულ იქმნესო და სამდურავიც გამოუცხადონ მთავრობას პალატამაო. რომ პალატას არ მოეწონა პროგრამმა – ეს უეჭველია, თუმცა ბოლოს-და-ბოლოს მაინც ნდობა აღიარა მთავრობისადმი. პროგრამმაში ახალი არა იყო რა პალატისათვის. მთავრობა ტრიალებდა ერთსა და იმავე ადგილას; მის პირიდამ ისმოდა იგივე დაპირება, რომელიც აღიარა მან სამის წლის წინედ. გარდა ამისა პროგრამმაში ბევრი იმისთანა რამ იქო ჩართული. (ამტკიცებდა ან მთავრობის სისუსტეს, ან მის გაუგებრობას რესპუბლიკის აშკარა მტრებს გადავაყენებთ სამსახურიდამაო, ამას რაღა დაპირება უნდოდა? საქმე ის იყო, რომ გადაყენებული ყოფილიყვნენ ქვეშ-ქვეშა მტერნი რესპუბლიკისა. ამისას კი ვერაფერს თამასუქს წარმოადგენდა მთავრობის პროგრამმა. ყველა ამისა პალატი, რასაკვირველია, კმაყოფილი ვერ იქმნებოდა, მაგრამ მან, აღვსილმა თვის ყოვლად-შემძლებლობის გრძნობითა. მაინც განუცხადა მთავრობას თვისი ნდობა პროგრამმისადმი. ე.ი. აღიარა იმედი, რომ მთავრობა მართლა აღასრულებსო არის მოლოდინიც არის ქვეყანაო, და ამით ცხადად აგრძნობინა მთავრობას – ფთხილათ იყავიო.
მალე დამტკიცდა ძალა პალატისა, – ძალა რომელმაც ერთი ორათ იმატა სასენატო არჩევანის შემდეგ. დიუი ორი, სამინისტროის მოთავე, შეუდგა თავის პროგრამმის აღსრულების და პალატის მინდობილობის გამართლებას და წააწყდა დაბრკოლებას, რომელსაც მოჰყვა ფრიად შესანიშნავი ცვლილება რესპუბლიკის დამტკიცებისათვის და საფრანგეთის კეთილ-დღეობისათვის. დიუფორმა წარუდგინა მაკმაგონს ხელის მოსაწერად იმ მთავარ სარდალთა და ჯარის უმაღლეს კაცთა სია, რომელნიც გადაყენებულ უნდა ყოფილიყვნენ სამსახურიდამ. ეს კი ვეღარ აიტანა მაკ-მაგონმა და შემდეგი წიგნი მისწერა სენატისა და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეთა:
„ბატონო თავმჯდომარე,
„ამ სესსიის დასაწყისში სამინისტრომ წარმოგვიდგინათ იმ კანონთა პროგრამმა, რომელნიც მის აზრით შეიძლებოდა მიღებულ ყოფილიყვნენ პარლამენტის მიერ. უშიშრად ქვეყნის მშვიდობიანობისა და კეთილ მმართველობის. მეც თანახმა ვიყავ, რადგანაც ამით არც ერთს ჩემ არსებითს რწმენას და დედა-აზრს მსხვერპლად არ ვდებდი – დედა აზრს, რომლისათვის ერთგულობას ვალად მდებს ჩემი სვინიდისი ეხლა სამინისტრომ, თანახმად პარლამენტის აზრისა, წარმომიდგინა იმ გვარი ზომიერებანი შესახებ მთავარ-სარდალთა, რომელნიც ჩემის აზრით ვნებას უქადიან მხედრობას და მით ქვეყანასაც. ხელის მოწერა ამაზედ არ შემიძლიან; ამის გამო სამინისტრო სტოვებს თანამდებობას. სხვა ყოველი სამინისტრო პარლამენტის მიერ აღმორჩეული დამიდგენს ამავე პირობას. ამიტომ ვალად ვრაცხ ჩემს თავს შევიმოკლო ვადა თანამდებობისა, რომელიც მომანდვა მე ნაციონალურმა კრებამ: მე ვტოვებ ადგილს რესპუბლიკის პრეზიდენტობისას.
„ვანუგეშებ ჩემს თავს და მგონია, რომ ორმოც-და-ცამეტის წლის განმავლობაში, რომელიც შემიწირავს ჩემის ქვეყნის სამსახურისათვის, როგორც ჯარის კაცი თუ როგორც უბრალო მამულის შვილი, წინ მიმიძღოდა მხოლოდ ერთი გრძნობა, გრძნობა პატიოსნებისა, მოვალეობისა და ერთგულობისა მამულისადმი.
გთხოვთ, ბატონო. თავ-მჯდომარევ, შეატყობინოთ პალატს ჩემი გარდაწევედილება.
„მიიღეთ თქვენდამი უაღრესი პატივის-ცემა ჩემი.
„მარშალი მაკ-მაგონი, ჰერცოღი მაჯენტისა,
„ვერსალი, 30 იანვარს 1 87 9 წ.“
უკეთესი საბუთი პარლამენტის ძალისა და რესპუბლიკის სიმკვიდრის დასამტკიცებლად საჭირო აღარ იყო, მთავრობამ წარუდგინა პარლამენტს რაღაცა სუსტი პროგრამმა თვის მოღვაწეობისა და მოსთხოვა პალატს ნდობა თვის მდგომარეობის გასამაგრებლად. პალატმა მოისმინა მშვიდობიანად პროგრამმა, ნდობაც მიანიჭა მთავრობას, მაგრამ, – დახე დროთა ბრუნვის ძალას, – თითქმის მეორე დღესვე აღარც სამინისტრო იყო და აღარც პრეზიდენტი მაკ-მაგონი თავის ადგილას. კარგად ვიციო, ამობს მაკმაგონი, რომ სხვა ყოველივე სამინისტრო, პარლამენტის უმრავლესობის მიმყოლი, ამავე პირობას, ჩემთვის შეუძლებელს, დამიდგენსო და ამიტომ მიჯობს სამსახურიდამ გამოვიდეო მართლა და წავიდა ის დრო, როდესაც შესაძლებელი იყო, დროებით მაინც, დაყენება იმისთანა მთავრობისა, რომელიც იქმნებოდა მიმყოლი მხოლოდ პარლამენტის უმცირესობისა. იმ გვარი თავხედობა, როგორიც მოახდინა მაკ-მაგონმა 16 მაისს 1877 წ. შეუძლებელიღა იყო.
პარლამენტმა მოისმინა გულ-დამჯდარად მაკ-მაგონის მიწერილობა და წარბიც არ შეინძრია. არავითარი გაოცება, არავითარი ნაღველი არ გამოიჩინეს დეპუტატებმა თითქო ფიქრობდნენ: „ძლივს! დიდი ხანია მოველოდით და გვეღირსა კიდეცაო“. წარბიც არ შეინძრიეს მეთქი, მაგრამ – რაღა თქმა უნდა – გული კი უთრთოდათ სიხარულისაგან. მარტელს და ჟიულ-გრევის ხელებიც უკანკალებდათ, როცა მაკ-მაგონის წიგნს კითხულობდნენ ერთი – სენატში მეორე – პარლატში. როგორ არ უნდა გახარებოდათ და როგორ არ უნდა აკანკალებულიყვნენ? ეს ერთი მუწუკიც მოვიშორეთო, ფიქრობდნენ რესპუბლიკელნი; ეხლა თვითონ სარანგეთი მოუვლის თავის-თავსაო, როგორც უჯობსო; ისიც გვეყო რაც ავიტანეთო და მოვითმინეთო ამოდენა ხანი...
რა მოისმინეს მაკ-მაგონის მიწერილობა, სენატი და დეპუტატთა პალატი შეიყარნენ ერთად, გამართეს, თანხმად კანონისა, ნაციონალური კრება და შეუდგნენ რესპუბლიკის მასალის პრეზიდენტის ამორჩევას მაკ-მაგონის მოადგილედ, დიდი შრომა და თავის ხეთქა არ დასჭირებიათ ამისათვის; კანდიდატი დიდი ხანია დამზადბული ჰყვანდათ უყარეს კენჭი ჟიულ-გრევის და რამდენიმე წუთის შემდეგ ამოარჩიეს კიდეც საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად. ამას მოჰყვა ერთი ღირს-შესანიშნავი ცვლილებაც: დეპუტატთა პალატმა ჟიულ-გრევის მოადგილედ ამოირჩია თავ-მჯდომარე გამბეტტა. ამ გვარად ორი გულ-წრფელი რესპუბლიკელი გაუძღვა წინ – ერთი საფრანგეთს, მეორე მის დეპუტატთა პალატს. მაკ-მაგონის გადადგომა სამსახურიდამ, მოჰყევა აუცილებელ შდეგად სასენატო არჩევანს 5 იანვარს. უკანასკნელ ზღუდე მოეცალა, უკანასკნელი იმედი გაუწყდა მაკ-მაგონს და რაღასთვის უნდა დარჩენილიყო სამსახურში? კარგად იცოდა რომ, სამსახურის ვადა რო გაუთავდებოდა ვეღარ ეღირსებოდა ხელ-მეორედ ამორჩევას პრეზიდენტად და, იმჯობინა ეხლავე დაენებებინა თავი სამსახურისათვის და მით თვისი კერძო პატიოსნება მაინც დაეცვა. ყველა ეს უსათუო შედეგი იყო მეთქი ხუთის იანვრისა და ამიტომაც მოგახსენეთ ზემოდ რომ სასენატო. არჩევანით – ახალი ხანა დაუდგა მეთქი საფრანგეთის საპოლიტიკო ისტორიას, ამ ახალ ხანას დასაწისშივე დაერთვა ფრიად შესნიშნავი და თვალსაჩინო საქმე – ჟიულ-გრევის ამორჩევა რესპუბლიკის პრზიდენტად. ჟიულ-გრევი არის არა ჯარის კაცი, ჩინებით და ზიზილ-პიპილებით დაჯილდოვებული. იგი არის უბრალო მამულის შვილი, ერთგული მსახური თვისის ქვეყნისა, გულწრფელი მოყვარე თვის სამშობლოისა, მეტი არაივერი. მეტიც რა უნდა რესუბლიკას? მის დროშაზედ წარწერილია მამულის-შვილობა, ქვეყნის წარმატება, განვითარება, თავდადებული შრომა სამშობლოისათვის, და ამ ზედ-წარწერალობას უნდა ემორჩილებოდეს ყველაფერი საზოგადოდ და ფარ-ხმალიც სახელდობრ რესპუბლიკის მოთავეს მკვიდრად უნდა ეჭიროს იგი დროშა და არა თოფ-იარაღი; მის გულზედ უნდა ბრჭყვინავდეს იგი წარწერა და არა სხვა რამ ზიზილ-პიპილა. ქვეყნის აუარებელი ძალაც ამაშია. თუ საჭიროება მოითხოვს დიდებული ქვეყანა ფარ-ხმალსაც მისცემს თვის მოთავეს. ზარბაზნების ჭექა-გრგვინვაც ამ შემთხვევაში უფრო მძლავრია და უფრო გამტანი.
ახალმა რესპუბლიკის პრეზიდენტმა შემდეგი ეპისტოლე მიუგზავნა სენატს და დეპუტატთა პალატს:
„უფალნო სენატორებო,
„უფალნო დეპუტატნო,
„ნაციონალურმა კრებამ ამომირჩია რესპუბლიკის პრეზიდენტათ და მით დამტვირვთა უდიდეს მოვალეობით. მე დაუყოვნებლივ ავასრულებ ამა მოვალეობას და ბედნიერი ვიქმნები თუ შევიძლებ არ დავუკარდე საფრანგეთის მოლოდინს, ჩემდამი მომართულს. გულ-წრფელი მორჩილი საპარლამენტო მმართველობისა მე არასოდეს არ აუტეხ ბრძოლას ერის ნება-ყოფლობას. მთავრობა მტიცედ ჩაუნერგავს გულში ჩვენის ქვეენის არსებითს საჭიროებას და მოთხოვნილებას, გრძნობას წარმატებისას და მშვიდობიანობისას; იგი იქმნება მიმყოლი თავისუფლებისა, სამართლიანი ყველასთვის, მფარველი ყველა კანონიერ ინტერესებისა, მტკიცე მოსარჩლე სახელმწიფოის სარგებლობისა. თვის მეცადინეობაში მთავრობა დიდს ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე მხედრობასაც, რომლის სახელი და სარგებლობა იქნება საგნად მთავრობის მარადის მზრუნველობისა. იგი თვალს დაიჭერს, რომ რესპუბლიკას ჰყვანდეს მსახურად არა იმისთანა მოხელენი, რომელნიც ემტერებიან მას და ცილს სწამებენ. იგი ეცდება განაგრძოს და მტკიცედ დაამყაროს მეგობრული ურთიერთობა და მისვლა-მოსვლა საფრანგეთისა და უცხო სახელმწიფოთა შორის და მით ხელი მოუმართოს საყოველთაო მშვიდობიანობის დამყარებას“. ბოლოს ჟიულ-გრევი ამბობს, რომ ამ გვარი პოლიტიკა მოუტანსო ჯეროვანს ნაყოფს მმართველობას, რომელიც საფრანგეთმა აირჩიაო. როგორც მომტანი მისის წარმატებისა ძალისა და დიდებისაო დიდის სიამოვნებით მოისმინა პარლამენტმა ჟიულ-გრევის სიტყვები, რომელნი, მართალია, ახალს არას წარმოადგენდნენ, მაგრამ რომელთა სიმტკიცე და გულ-წრფელობა უეჭველნი იყვნენ უმაღლესი მოხელე საფრანგეთისა ეუბნებოდა ქვეყანას – ალალად გემსახურებიო, შენის ნება-ყოფლობის გულ-წრფელი აღმსრულებელი ვიქმნებიო, და მეტი რაღა უნდოდათ? რესპუბლიკელთა ტკივილიც ის იყო, რომ მათ ნება-ყოფლობას ფართო მსვლელობა არ ჰქონდა.
აქ მოვიყვანთ კიდევ იმ მოკლე სიტყვას, რომელიც წარმოსთქვა დეპუტატთა პალატში პალატის ახალმა თავმჯდომარემ, გამბეტამ ეს სიტყვა ღირს-შესანიშნავია რადგანაც მათ უმთავრესი მოღვაწე რესპუბლიკისა უხატავს საფრანგეთს არსებითსა თვისებას იმ ცვლილებისას, რომელიც დაუდგა მის საპოლიტიკო ისტორიას, და ცოტად თუ ბევრად უჩვენებს გზას ნაყოფიერ მსვლელობისათვის. ყველაზედ უწინარეს გამბეტამ ქება-შესხმით აღიარა ჟიულ-გრევის მოღვაწეობა პალატში მოღვაწეობა, რომელიც შეიქმნებაო. ჩემის მოქმედობის მაგალითათაო. შემდეგ გამ-ბეტტამ სთქვა: „ამ ჟამად ჩვენ ყველანი უნდა ვგრძნობდეთ, რომ დრო. „მებრძოლე მთავრობის“ წავიდა. გამარჯვებული რესპუბლიკა უნდა დაადგეს წარმოებას და აღშენებას გიწვევთ, უფალნო დეპუტატნო, ნამეტნავად მიმართოთ თქვენი მხურვალი გულ-მოდგინება, განათლება და ნიჭი იმ უმაღლესს საქმეთა – შკოლისას, „მხედრობისას ხაზინისას, აღებ-მიცემობისას, ეკონომიურს – საქმეთა, რომელნიც თქვენდა საყურადღებოდ არიან მოქცეულნი და რომელთა გარდაწყვეტას მოელიან ახალი შთამომავლობანი, მშრომელნი, მწარმოებელნი, მხედრობა, ერთის სიტყვით ერი მთლად დიდიდამ პატარამდე“.
დიუფორის სამინისტროც დაიშალა. 4 თებერვალს (23 იანვარს) შესდგა ახალი სამინისტრო, რომლის მოთავეთ გახდა ვადდინგტონი, გარეშე საქმეთა მინისტრი. ამ გვარად, მხარი-მხარს დაუდგნენ ერთი-ერთმანეთს პალატი, სენატი, სამინისტრო, რესპუბლიკის პრეზიდენტი, აღსავსენი ნდობით ერთი-ერთმანეთისა მიმართ, მიმყოლნი ერთისა და იმავე აზრისა, ერთისა და იმავე საქმისა. სურათი ამ გვარის ერთობისა იშვიათია საპარლამენტო ისტორიაში საზოგადოდ. ამ ჟამად ყოველიფერი ისეა მომართული, რომ არავითარი შეფერხება არ მიეცეს წარმოებითს და აღმაშენებელ დროს, რომელიც ეხლა, გამბეტტას სიტუყვით, დასდგომია რესპუბლიკას. ამის გამო შინაგანი მოღვაწეობა საფრანგეთისა ნამეტნავად უნდა იყოს ღირს-საცნობი და ვეცდებით კიდეც, რომ არ მოვაკლოთ მკითხველს ცნობა ამ მოღვაწეობისა ყოველის მხრით: ვაუწყებთ მკითხველს თუ რა გაარიგეს და რას გაარიგებენ პალატნი და მთავრობა ხალხის განათლებისათვის, მის ეკონომიურ მდგომარეობისათვის და სხვ. ეხლა კი მოკლეთ მოვიხსენიებთ თუ რა შედეგი მოუვა პირ-და-პირ იმ ცვლილებას, რომელიც ზემოდ იყო ნაჩვენი. რაც შეეხება მთავრობას, იგი, რასაკვირველია, ყველაზედ უწინარეს დაადგა იმ საქმეს, რომელიც ყველაზედ მომეტებულად აწუხებდა პარლამენტს და შეადგენდა რესპუბლიკელთ უპირველესს გულის-წადილს. გამოცემულ იქმნა მრავალი ბძანება და განკარგულება, რომელთა ძალით გარდაყენებულ უნდა ყოფილიყვნენ რამდენიმე მთავარ-სარდალი. მაღალის თანამდებობის კაცები, პრეფექტები, პროკურორები და სხვ. ამ საქმეს ჯერ ბევრი აკლია დაბოლოებამდე; მაგრამ მთავრობას ისე მტკიცედ მიუყვია მისთვის ხელი, რომ არავითარი ეჭვი არ არის საყოველთაო საკეთილოდ დასრულებისა. ისიც უნდა აღვიაროთ, რომ ბევრმა მაღალის თანამდებობის მქონემ, რა შეიტყეს მაკ-მაგონის სამსახურიდამ გადადგომა, თითონვე მიჰბაძეს მას და გამოეთხოვეს სამსახურს. ამით, ერთის მხრით, თვითონვე დაანახვეს თვისი გულითადი მიდრეკილება და, მეორეს მხრით, სამარცხვინოდ არ გაიხადეს თავი, ე.ი. იქამდე არ მიიყვანეს საქმე, რომ ძალა-უნებურად ყოფილიყვნენ დათხოვნილნი სამსახურიდამ. ამ პირთა შორის ღირს მოვიხსენოთ ღენერალი ლეფლო, საფრანგეთის ელჩი რუსეთის წინაშე. გაიგო თუ არა მაკ-მაგონის გადადგომა ლეფლომ მისწერა ვადინგტონს წიგნი, რომელშიაც, სხვათა შორის, ამბობს შემდეგს: „მეც, როგორადაც მაკ-მაგონი, დარწმუნებული ვარ, რომ თუ მხედრობა და აგრეთვე დიპლომატიაც აუვა საზოგადოების აზრთა სვლას, რომელიც (სვლა) დღეს ერთია, ხვალ სხვა, შიშს უნდა მოელოდეს როგორც მთავრობა ასე თვით ქვეყანაც. ერთის სიტყვით რესპუბლიკა ღირსი არ არისო, რომ ჩემისთანა კაცი ემსახუროსო. ერთი ირანციული გაზეთი ამბობს ამის თაობაზე; ამისთანა ზედ მოქმედება რომ ჰქონიყო საზოგადოების აზრთა დენას დიპლომატიაზედ, ლეფლო დიდი ხანია გადაყენებულ იქმნებოდაო და თავისუფალი დრო ექმნებოდაო ზდილობის სწავლისათვისაო; მაგრამ ჩვენდა სამწუხარო და ამ გვარი ზედ-მოქმედობა და გავლენა არ არსებობდაო და ამიტომ ლეფლოც იჯდაო. თავის ადგილას საფრანგეთის სამარცხვინოთაო. ახლა წარმოიდგინეთ ლეფლოსთანა (და იქმნება უკეთესიც) მრავალი სხვა მოხელე და იფიქრეთ – რა ხეირი დაეყრებოდა რესპუბლიკას უწინდელი მდგომარეობა რომ დიდ ხანს არ შეცვლილიყო. რას ნიშნავს საზოგადოების აზრთა დენის ზედმოქმედება დიპლომატიაზედ თუ მხედრობაზედ? ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი ელჩი, წარმომადგენელი მთავრობისა, უნდა იყოს იმავე დროს წარმომადგენელი იმ აზრისა და მიდრეკილებისა, რომელიც მიუძღვის წინ თვით მთავრობას; თუ მთავრობა მტკიცედ ადგა რესპუბლიკელ რწმენას და მიდრეკილებას, ელჩიც უნდა იყოს რესპუბლიკელი და ნამდვილი გამომხატველი თვისის ქვეყნის ნება-ყოფლობისა. იყოს კაცი მონარხიელი და იმავე დროს რესპუბლიკის წარმომადგენელი – შეუძლებელია. ამ შეუძლებლობას ნანობენ ლეფლო და ლეფლოსთანა მსახურნი სამშობლოისა.
მთავრობა და პალატნი მტკიცედ დასდგომიან მეთქი თავის შინაგან წარმატებას. მრავალი საქმეც დაუმკვიდრა წარსულმა დრომ აწინდელს; მრავალი სიბილწები მრავალი უმსგავსობა ცხოვრების თითქმის ყოველ კუთხეში, ყოველის მარტო ნაპოლეონ მესამეს იმპერიამ იმოდენა მემკვიდრეობა დაუდო რესპუბლიკას, რომ მის ძირიანად აღმოიფხვრას მოუნდება არა ერთი და ორი შთამომავლობა. როგორც ზემოდ მოგახსენეთ, ჩვენი უმთავრესი ყურადღება მიქცეული იქმნება მეთქი იმ შინაგან ცვლილებაზედ, რომლისათვის მოუკიდნია ხელი ამ ჟამად რესპუბლიკას. ამ მხრით უპირველესთაგანი ღვაწლი, რომელსაც მოელის საფრანგეთი რესპუბლიკისაგან, შეხება ხალხის განათლებას და სწავლას. საფრანგეთი ამაში, როგორც მოგეხსენებათ, ბევრად დაუვარდება ზოგს ევროპიელ სახელმწიფოს, სწავლა-განათლება ისე არ არის გავრცელებული და ისე არ არის მომართული როგორც შეეფერება დიდებულს ხალხს, – ხალხს, რომელსაც არა ერთი ღვაწლი დაუდვია კაცობრიობის ისტორიაში. საფრანგეთის გლეხობას აქვს დავარდნილი ხმა უმეცრობისა; უმეცრობისა გამო მრავალი უბედურებაც გადახდომია თავს საფრანგეთს. გარდა ამისა საშუალო. სწავლაც არ არის მომართული ხეირიანად, და რაც არის ისიც მომეტებულად კლერიკალების ხელშია ჩავარდნილი, რომელნიც, რასაკვირველია, თავის საკუთარს სულსა და გრძნობას უნერგვენ მოზარდ ყმაწვილებს. ამ ჟამად რესპუბლიკა ცდილობს ამოგლიჯოს ხალხის სწავლა-განათლების საქმე კლერიკალებს და დაადგინოს. ვალდებული და მუქთი სწავლა სოფლის ხალხისათვის. ამაზედაც დაწვრილებით შემდეგში მოგახსენებთ. აქ კი, რა კი მოვკარით თვალი განათლების საქმეს, ერთი გარემოება უნდა მოვიხსენიოთ, რომელიც ცხადად გვიჩვენებს თუ რა შორსა სწვდება რესპუბლიკა თვის შინაგან საქმეთა განახლებაში და წინ წაყენებაში; გვიჩვენებს აგრეთვე თუ რომელი – ერთი კუთხე არ არის წამხდარი წარსულის დროით და რომელი – ერთი არ მოითხოვს გამოწმენდას და განახლებას: სახალხო განათლების სამინისტროში არის ვრცელი განყოფილება (თითქმის ცალკე სამინისტრო), რომელიც განაგებს საქმეს შესახებ სხვა-და-სხვა ხელოვნებისა და სხვათა შორის, თეატრისასაც. ამ განყოფილების გამგემ, მინისტრის თანაშემწემ, ეხლა-ხან მიჰმართა თეატრების ინსპეკტორებს შემდეგი წერილი:
„ბატონებო,
„რესპუბლიკას ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი თეატრისათვის, და რა მომანდევით ინსპეკტორობის თანამდებობა ვალად ვრაცხ ჩემს თავს შეგატყობინოთ თუ რა გვარ დახმარებას ვითხოვ თქვენგან იმ განახლებისა და აღმაშნებლობის საქმეში, რომელსაც ჩვენ დავდგომივართ. თუ დრამატიული ხელოვნება დაცემულია და დავარდნილი ეს იმისაგან მოხდა რომ საფრანგეთი დიდი ხანია მოკლებული იყო ყოველ-გვარ საპოლიტიკო თავისუფლებას პატიოსანს თხზულებას ადგილი არ ჰქონდა თეატრში, საიდამაც განდევნილ იყო ყველაფერი რაც კი რამ აგონებდა კაცს მის ღირსებას, მის თავისუფ- „ლებას, მის უმაღლესს მოვალეობას, სცენა დაიპყრა გამრყვნელმა ხელოვნებამ, რომელმაც თითქო მარტო ერთი მიზანი დაიდგა წინ. გართობა, და გასართობად იგი წასწვდა უწმაწურობას, თვით გარყვნილობასაც. ჩვენ გვინდა, რომ დრამატულმა ხელოვნებამ დაიპყრას ადგილი უფრო მაღალი, უფრო თავმოსაწონი; ჩვენ გვინდა, რომ თეატრი იყოს შკოლათ. ჩვენ გვინდა ხელოვნება, რომელიც ამაღლებს ადამიანის სულს და არა ამდაბლებს; ჩვენ მოგვწონს თხზულება, რომელიც სულს ძალას აძლევს და არა რყვნის; საჭიროა რომ ძლიერი გავლენა თეატრისა დაგვეხმაროს ჩვენს საერთო საქმეში, რომელიც მიმართულია ხალხის განათლებისადმი და რომელსაც აქვს – აზრათ გახადოს ხალხი ღირსი იმ უფლებისა, რომელიც აძლევს მას რესპუბლიკა, და მიანიჭოს საფრანგეთს ზნეობითი დიდება დემოკრატიის ღირსი. ამიტომ შესახებ პოლიტიკისა აღვიაროთ სრული თავისუფლება თანახმად საზოგადობრივის მშვიდობიანობისა და სასტიკად მოვეკიდოთ უწმაწურ შაირებს და ზნეობის დამხშობ თხზულებას, და ნუ დავივიწყებთ, რომ ორი დუდა-ბოძი რესპუბლიკისა არის ღირსება და თავისუფლება“.[1]
იმ საგანთა შორის, რომელნიც წამოყენებულნი იყვნენ პარლამენტის წინაშე მას აქეთ რაც ჟიულ-გრევი იქმნა ამორჩეულ რუსპუბლიკის პრეზიდენტათ და პალატს მიეცა სასურველი სამინისტრო, ამ საგანთა შორის, მეთქი, ფრიად ღირს-საცნობია კომმუნელების საქმე. გეხსომებათ თუ რა სასტიკად და თითქმის უდიერად მოეკიდა საფრანგეთის მთავრობა 1871 წ. აჯანყების მოღვაწეთ (კომმუნალისტებს); მრავალი დახვრიტეს, მრავალი გაგზავნეს კატორღაში, მრავალი განდევნეს სამშობლოიდამ. რამდენიმე წელიწადი საფრანგეთის სასამართლოებს არ მოჰკლებიათ კომმუნელების საქმენი. დასჯილ იქმნენ ისინიც, ვინც ხელში ჩაუვარდნენ სასამართლოს და ისინიც, ვინც თვალითაც არ უნახავთ მსაჯულებს და რომელთა სახელები ჩარიცხულნი იყვნენ აჯანებულთა სიაში. უკეთესნი მოღვაწენი რესპუბლიკისა კარგა ხანია ქადაგობენ, რომ კომმუნალისტებს მათი დანაშაულობა არამც თუ უნდა ეპატიოთო, არამედ სრულიად დავიწყებას უნდა მიეცესო . ვინც სასჯელს არიან მიცემულნიო და განდევნილნიო დაბრუნებულ უნდა იქმნენო სამშობლოში; რესპუბლიკა მოვალეაო დაუბრუნოსო. სარანგეთს მისი ამდენს ხანს მოშორებული მამულის შვილებიო. რესპუბლიკა უნდა ეცადოსო, რომ აღარაფერმა არ მოაგონოსო საფრანგეთს მისი უბედური დღენიო; ყოველ გვარი მიზეზი უკმაყოფილებისა გაქარწყლებულ უნდა იქმნესო, ამას მოითხოვსო. სამართალი, კაცთ-მოყვარეობა, რესპუბლიკის დიდება და ძალა. ამ გვარი ქადაგობა და მოთხოვნილება იმდენად გავრცელდა, რომ მთავრობა იძულებულ შეიქმნა ყური ეთხოვებია და რაიმე განკარგულება მოეხდინა. მოახდინა კიდეც და შესაფერი წინადადებაც შეიტანა პარლამენტში კანონად მისაღებად; მაგრამ ეს წინადადება მხოლოდ ნახევრად აკმაყოფილებს რესპუბლიკის ზემოხსენებულ უკეთესთა მოღვაწეთა სურვილს. რაში არსებობს ეს წინადადება – ეხლავე მოგახსენებთ. ჯერ კი ორიოდე სიტყვით უნდა აღვიაროთ წარმოყენებულის საგნის არსებითი ვითარება. დანაშაულობის მიტევება ორგვარია პატიობა და ამნისტია (მიცემა დავიწყებასა). პატიებულს აქვს აყრილი მხოლოდ სასჯელი და არა თვით დანაშაულიც; ის დამნაშავე კი, რომელსაც ამნისტია აქვს მინიჭებული, ისე იგულისხმება ვითომ და არავითარი დანაშაულობა არც მოუხდენია (დანაშაულობის აყრაც ამას ნიშნავს). ამის გამო თვით დამნაშავისათვის ორგვარი შედეგი მოსდევს ცალკე პატიობას და ცალკე ამნისტიას: პირველ შემთხვევაში დამნაშავეს არ უბრუნდება ყველა საპოლიტიკო უფლებანი, მეორეში კი – ხელახლად ეძლევა ყველა ის უფლებანი, რაც უწინა ჰქონდა. სარანგეთში პატიობის უფლება აქვს მინიჭებული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ამნისტია კი დადგენილ უნდა იქმნეს კანონით, ესე იგი, თვით პარლამენტის მიერ კომმუნალების შესახებ მთავრობამ შეიტანა პარლამენტში კანონად მისაღები წინადადება, რომლის ძალით ამნისტია უნდა მიეცეთ მხოლოდ მათ, ვინც ყოფილან და იქმნებიან პატიებულნი რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ. რესპუბლიკის უკეთესნი მოღვაწენი კი თხოულობენ პირ-დაპირ ამნისტიას ყველა კომმუნელთათვის წარმოსთქვეს დეპუტატთა პალატში ცხარი და მშვენიერი სიტყვა (მეტადრე ლუი-ბლანმა), მაგრამ ვერ გაიყვანეს თვისი სურვილი: პალატი მიუდგა მთავრობის წინადადებას. როგორაო? იფიქრებს მკითხველი. სურვილი ამნისტიისა რესპუბლიკელთ მიერ უეჭველია; აგრეთვე უეჭველია სურვილი მთავრობისა დააკმაყოფილოს რესპუბლიკელთა მოთხოვნილება. მაშ როგორ მოხდა რომ ერთის მხრით მთავრობა მთლად არ აჰყვა ამ მოთხოვნილებას და, მეორი მხრით, პალატი მთლად მიუდგა მთავრობას? ამის გაგებისათვის ორი გარემოება უნდა ვიქონიოთ მხედველობაში: ერთი შიში ვაი თუ – დაბრუნებულმა კომმუნალებმა ასტეხონ რამეო; მეორე სრულიადი ნდობა პალატისა მთავრობისადმი. პალატი თითქოს ეუბნებოდა მთავრობას – აჰა, შენი ვარ, საცა გინდა წამიყვანეო. მთავრობას იმოდენა გამბედაობა არა ჰქონდა, რომ თამამად დიდ მანძილზედ გადაედგა წინ ფეხი და თან პალატიც აეყოლია, და შეკრთა სრულის ამნისტიის წინაშე პალატამაც იფიქრა – თუ მთავრობა კრთება, ჰგავს თავდებად ვერ დადგებაო, რომ სრული ამნისტია არავითარ შიშს არ მოასწავებს საფრანგეთისათვისაო, – იფიქრა და მიუდგა მთავრობის წინადადებას ცხადია, რომ რესპუბლიკას უჭირს უფრო გამბედავი და უფრო მტკიცე მთავრობის კაცნი. თუ რაიმე სენი ჩაჰყვება რესპუბლიკის საქმეს – ჩაჰყვება ამ მხრით.
მოგვყავს ამნისტიის თაობაზედ, რამდენიმე ნაწყვეტი ლუი-ბლანის სიტყვისა, რომლის მთლად გადმოღება, ადგილის უქონლობის გამო, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ შევიძელით.
„პატიობის უფლებაო, ამობს ლუი-ბლანი, გამოცდილი აქვს ერს ხელიდგან. ამის შესახებ ხალხის უფლების მაგივრად დგას უპირატესობა ერთის კაცისა იქ, საცა არის მეფე პატიობის უფლება კუთვნილებაა გვირგვინოსანისა რისთვის? მისთვის რომ მეტი ძალა მიეცეს მეფეს პატიობა არის მოწყალება მეფეთა. მოწყალება რესპუბლიკისა არის ამნისტია (ტაშის კვრა) ამნისტია თუ იყოს – უნდა იყოს სრული. რისთვის? მშვიდობიანობა ერთმანეთ შორის მოითხოვს, რომ რაც ეძლევა ერთს, მიეცეს მეორესაც თუ არ გვინდა სამარადისოდ ჩამოვაგდოთ მტრობა და ლალვა...... კარგად ვიცი, რომ ბევრს ეშინიან ზოგიერთა კომმუნელების დაბრუნებისა... რისა ეშინიანთ? ნუ თუ მონარხია ისე ყელში მოგვდგომია, რომ მის შიშის გამო დაბრუნებულან კომმუნალები აფრთებათ გადაიქცევიან? დაბრუნებულთ დაუხვდებათ სამშობლოში მკვიდრად მდგარი რესპუბლიკა, ერი მტკიცედ შემძლები თვის სურვილისა აღსრულებისა. (ტაშის კვრა) მშვიდობიანობის თავდებადაც ეს გვიდგა, წერა რომ დაიწყონ? მერე? დიახ, ისინი იქმონენ იმავეს, რასაც შვრებიან ეხლაც ინგლისში, გერმანიაში, შვეიცარიაში. ნუ თუ მათთა აზრსაც ისე განდევნით, როგორც თვითონ მათ? ამაო ცდა იქმნება. ვიშრომოთ ხალხის ბედნიერებისათვის, და ხალხს მივეყრდნეთ და ვეღარა გვავნებს რა. საბრალო უნდა იყოს რესპუბლიკა, რომელიც იტყოდეს: თავისუფლებისა მეშინიანო! (ტაშის კვრა)...
_______________
ადგილის უქონლობისგამო ვერა ვთქვით რა ბოლგარიაზედ, რომელიც ამ წერილის სათაურშია მოხსენებული. ამ დანაკლისს შემდეგ ნომერში შევასრულებთ.
რედაქციისაგან.
_______________
1 ჩვენს განმანათლებელთ კიდეც იმიტომ მიუყვიათ ხელი ოფენბახებისათვის, რომ რესპუბლიკა გამოგდებას უპირობს ოფენბახებსა და მშვენიერ ელენებსა. სიბრალული ყოვლად საქები გრძნობაა
![]() |
12 რედაქციისგან |
▲back to top |
რედაქციისგან
„ივერიის“ რედაქციაში შემოიტანეს 103 მან. ფული დამშეულ ქობულეთელთათვის.
თ. ილია ჭავჭავაძისაგან – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – 20 მან.
ლუარსაბ მაღალოვისაგან – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – 20 –
თ. დავით ავალოვისაგან – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –10 –
თ. დავით სუმბათოვისაგან – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – 25 –
№-გან – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –– – – – – – – – – – – – 10 –
შიო შიუკოვისაგან – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –– – – – –5 –
ნ. ცხვედაძისაგან – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –– – – – – –3 –
ი. გოგებაშვილისაგან – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –– – –5 –
ნ. ქანანოვისაგან –– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –– – – – – 5 –
![]() |
13 სხარტულა |
▲back to top |
სხარტულა
(„ივერიის“ რედაქციას.)
ბატონებო! როცა ამ ნომერში დაბეჭდილს წერილს „ფიქრი და შენიშვნა“ სინჯავდით მთელის რედაქციის კრებით დავბეჭდოთ თუ არაო, მეც ვიყავ მსინჯველთა შორის, როგორც ერთი მუდამი თანამშრომელი „ივერიისა“. დიდი ბაასი ატყდა ჩვენს შორის მაგ წერილის თაობაზედ. ზოგი ამბობდა, რომ გ. თუმანიშვილი არა ღირს იმათო, რომ მასზედ წერილი დაიბეჭდოსო და მერე ისეთის პატივისცემით დაწერილიო. როგორც დამწერს დაუწერიაო; გ. თუმანიშვილი ბავშვსა ჰგავს, რომელსაც ენა ეხლა ამოუდგამსო და რაც ენაზედ მოსდგომია, არახუნებსო. ამიტომაც მასზედ დარბაისლურად ლაპარაკი არა პატივ-საცემს კაცს არ შეშვენისო. მე ძალიან გამაფიცხა ამისთანა საუბარმა. მეც თვითონ, როგორც მოგეხსენებათ, წინააღმდეგი ვიყავ მაგ „ფიქრის და შენიშვნის“ დაბეჭვდისა, მაგრამ იმ მიზეზით კი არა, რა მიზეზითაც ზემოხსენებულნი „ზოგნი“ იყვნენ. როგორ ღირსი არ იყო – დახედეთ იმ „ზოგთა“ სიბრიყვეს – როგორ ღირსი არ იყო გ. თუმანიშვილი, რომ იმისთანა სახელოვანმა მწერალმა, როგორც ბატონი ნიკოლაძეა, რომელიც დაბადების დღიდგანვე ქვეყანას გაჰკივის „მე დიდი ხანია საქვეყნო სახელი მწერლობისა ვიშოვეო“, ამისთანა სახელოვანმა მწერალმა მეთქი თავისი ძირფასი ყურადღება მიაქცია გ. თუმანიშვილის „ალმანახსა“. ეგ კიდევ არაფერი: „დროების“ კრიტიკოსმა სამი წერილი უძღვნა ამავე „ალმანახს“. არც ეგ არის არაფერი: გაზეთმა «Кавказъ»-მა ქებით შეამკო იგივე „ალმანახი“. ბრმანი იყავით, თუ რა ეშმაკია, რომ ამის შემდეგ მაინც ლაპარაკობდით ღირსია, თუ არაო.
მე ვამტკიცებდი გაცხარებით ღირსია მეთქი, მაგრამ მაგ გვარი წერილი იმისთანა ღირსეულ კაცზედ არ უნდა დაიბეჭდოს მეთქი. თქვენ კი გადასწყვიტეთ, ღირსი არ არისო, მაგრამ თუ დაიბეჭდება, სწორედ ამისთანა წერილი უნდა დაიბეჭდოსო, და დაბეჭდეთ კიდეც ჩემდა სამწუხაროდ და „ივერიის“ სახელის გასატეხად. მე მაშინვე გთხოვეთ, ნება მომეცით მეთქი თქვენს გადაწყვეტილობაზედ ჩვენს საზოგადოებას შევჩივლო და ჩუმი საბუთები წარვუდგინო მეთქი. თქვენ ნება დამრთევით და აი მოგახსენებთ კიდეც ჩემს საჩივარს.
გ. თუმანიშვილი!... იცით, გესმით რა დიდი ღვთის წყალობა მოგვევლინა, რომ თქვნგან დაწუნებულმა გ. თუმანიშვილმა ჩვენი ღარიბი ლიტერატურა იკადრა და მის მოღვაწეთ გამოვიდა!.. მაგისთანა მწერალი ჯერ არ უნახავს ქართველობას, ქართველობას მეთქი?!. ქართველობას კი არა მთელს ევროპას. აბა, რა მხრით გინდათ გასინჯეთ: აბა ქართული ენა გაუსინჯეთ, აი წერა, ნამდვილი ქართული თუ გინდათ ეგ არის აი! აბა აზრები და მსჯელობა გაუსინჯეთ, აბა „ახალი“ დაუმჭკნარი აზრები იმის აზრებია აი! განა „დროების კრიტიკოსმა მიდგომით და ფარისევლობით ჰსთქა, რომ გ. თუმანიშვილი „ჭკვანი კაციაო?“ განა რუსულმა გაზეთმა „კავკაზმა“, ტყუილად შეუთვალა გ. თუმანიშვილს მთელის ქართველობის მხრით მადლობა რომ ამისთანა ჭკვიანურ წიგნებს სწერო ქართველებისათვის? განა იმისთანა პირუთვნელი მიუდგომელი, სახელი – განთქმული წერალი ბატონი ნიკოლაძე თავის ძვირფასს კალამს ხელში აიღებდა, რომ გ. თუმანიშვილი ცოტათი მაინც არა ჰგვანებოდა ბატონს ნიკოლაძეს ჭკვითა და სიღრმითა? თქვენ ნუ გგონიათ, მე ცარიელის სიტყვების ძალით გამოვიდე „ივერიის“ რედაქციასთან საბრძოლველად. სხვა ქვეყანაში რომ ვიყოთ, ეს სამ-გზით ქებაც გ. თუმანიშვილისა სამყოფი იქმნეოდა, რომ მე ჩემი თავი გამემართლებინა და გ. თუმანიშვილი დამეყენებინა თქვენს თვალში იმ სიმაღლეზედ, რომელიც სიმართლით ეკუთვნის. მაგრამ თქვენთან კაცი რას გააწყობს? „დროების“ კრიტიკოსის სიტყვას არ იწყნარებთ, „კავკაზს“ ყურს არ ათხოვებთ და თქვენი გამბედაობა იქამდის მიდის, რომ ჩვენს ბატონს ნიკოლაძესაც კი არ უჯერებთ ფიცს, რომ დიდი მწერალი ვარო. არა, მე სხვა საბუთებსაც წამოგიყენებთ, რომ თავი მოგაქექინოთ და სთქვათ: ეს რა ღმერთი გაგვიწყრა, გ. თუმანიშვილი რატომ ვერ ვიცანითო“.
ჯერ დავიწუოთ რამოდენად გაამშვენიერა გ. თუმანიშვილმა ჩვენი ქართული სიტყვიერება, რომ ეს მისი ღვაწლი უფრო ნათლად დაინახოთ – მის ახალს ქართულს დაგანახვებთ. აი ნიმუშები გ. თუმანიშვილის ნათარგმნიდამ „ჟორჟდანდენი“ – რომ ჰქვიან.
ერთი მომქმედი პირი ამბობს, იმან ფული მაჩუქაო:
„რომ მეთქვა იმის სიყვარულზედ აქაურ ქალ-ბატონისთვისო“. (გვერდი 13).
ახლა თქვენ ახირდებით და იტყვით: ეს გ. თუმანიშვილის ნათქვამი ქართული არ არისო. ვაი უმეცრებავ! ქართულია, მაგრამ „ახალი“ ქართულია, ბატონებო, ახალი. აბა რუსულად გადათარგმნეთ თუ სიტყვა-სიტყვით არ გადითარგმნოს.
გ. თუმანიშვილი 15 გვერდზედ ალაპარაკებს ჟორჟდანდენს თავის-თავზედ და სურს ათქმევინოს, შენ აზნაურობამ ხელ-ფეხი შეგიკრაო და ამის მაგიერ აი რა ლამაზად ლაპარაკობს:
„აზნაურობა შენ გინახავს ხელ-ფეხ-შეკრული!“
ახლა კიდევ ახირდესით და იტყვით, გ. თუმანიშვილს ერთის თქმა უნდოდაო და სულ სხვას ამბობსო. ჰსტყუით! თქვენ რომ „ახალია“ არ გესმოდეთ, გ. თუმანიშვილისა რა ბრალია. აბა რუსულად სთარგმნეთ, თუ ცუდად არის ნათქვამი. ახლა კიდევ ამას იტყვით, რომ თუ გინახავს იმის მნიშვნელობისას, როგორც ვინახავ, ინახავს და სხვა ამ გვარი, მაშინ უნდა ითქვას „გინახავს“ ხელ-ფეხ-შეკრული კი არა, ხელ-ფეხ-შეკრულს მართალია ამ აზრის ზმნა ამ კანკლელობაში მიცემითსა ბრუნვას თხოულობს, მაგრამ ეგ ხომ ისევ ის ძველებური ქართული, იქმნება! გაიგეთ, რომ გ. თუმანიშვილი ახლისათვის არის თავ-დადებული, ახლისათვის.
იგივე გ. თუმანიშვილი ამბობს ამ რიგად ჟორდანდენის პირით: (15 გვერდი). •
„მზათა ვარ შემოვარტყა სილები ჩემს თავსაო“.
უჰ, აი სიტყვის მშვენიერება! ახალო რა კარგი რამ ხარ. თქვენ კი ამის მაგიერ მძიმედ იტყოდით; მზათა ვარ ერთი ლაზათიანად შემოვსილაქო ჩემი თავიო. იტყოდით მაგრამ რა? ეგ ძველი ქართული იქნებოდა და არა „ახალი“.
ამ ერთგან კიდევ ცოლი ჰღალატობს ქმარს და საყვარელს ეუბნება:
„ჩუმ-ჩუმად უნდა წავიყვანოთ საქმეო“.
ახლა იტყკით ჩუმ-ჩუმად საქმის წაყვანა რა არისო? ღმერთმა ნუ იცის თქვენი თავი! ახალი ქართულია და ის არის.
ჟორჟდანდენი 19 გვერდზედ ამბობს:
„მე თქვენ გეუბნებით, რომ კმაყოფილი არა ვარ ჩემი (ს) ცოლის შერთვითა“.
ახლა არც ეგ მოგეწონებათ, თქვენი ამბავი რომ ვიცი მშვენიერი ქართული კია: კმაყოფილი არ ვარ ჩემი ცოლის შერთვითა. ახლა დაიჟინებთ, თუ ეგ მშვენიერია, მაშ ესეც მშვენიერი იქნებაო: კმაყოფილი არა ვარ ჩემი თავითა. ეგ ახალი ქართულია, ბატონებო, თორემ მეც ვიცი ძველებური ქართული ასე უნდოდა: კმაყოფილი არა ვარ ჩემის თავისა, ჩემის ცოლის შერთვისა. აბა ახლა რუსულად სთარგმნეთ, რა კარგად გამოვა სიტყვა-სიტყვით...
18 გვერდზედ აზნაურს სიმამრს ჰსურს გლეხს სიძეს უკიჟინოს და უთხრას, რომ თუმცა ჩემი ქალი შენი ცოლიაო, მაგრამ ცოლობით არ უნდა ახსენოო, როცა ჩემს ქალზედ ლაპარაკობო და ამის მაგიერ გ. თუმანიშვილი აი რა ლამაზს ქართულს ალაპარაკებს:
„მართალია, ჩემო სიძევ, თქვენი ცოლია (ჩემი ქალიო),
მაგრამ ნება არა გაქვთ იმას ეს (რა?) დაუძახოთ.
არც ეს ახალი ქართული მოგწონთ? ფუ! თქვენს სიბრმავეს! დანდენი 20 გვერდზედ ამბობს:
ჩემი შვილები აზნაურბი იქმნებიან და მე კი მოტყუებული ქმარი.
ახლა ახლა იტყვით, რომ ასე გამოდისო: ჩემი შვილები აზნაურები იქმნებიანო და მე კი მოტყუებული ქმარი იქმნებიანო, რადგანაც მეორე ნახევარს ფრაზისას თავისი საკუთარი ზმნა უნდოდა და არა აქვს. მართალია ძველი ქართული ასე იტყოდა ჩემი შვილები აზნაურები იქმნებიანო და მე კი მოტყუებული ქმარი ვიქნებიო და მარტო პირველის ზმნის ანაბარად არ დააგდებდა ამ ფრაზას, მაგრამ ეგ ძველი იქმნებოდა და არა საყვარელ „ახალი“.
22 გვერდზედ გ. თუმანიშვილი ასე ალაპარაკებს დანდენის სიმამრს:
„მერე დარწმუნებული კი ბძანდებით თქვენ ნაამბობის სინამდვილეში?“
ნუთუ არც ეს მშვენიერება მოგწონთ! არ მოგეწონებათ, ვიცი თქვენი ხასიათი. თქვენებურად ასე იტყოდით „მერე დარწმუნებული ბძანდებით, რომ რასაც ამბობთ, მართალია?“ მაგრამ ეგ კიდევ ძველი ქართული იქნებოდა და არა „ახალი“. ყურებიდამ ბამბა გამოიღეთ.
ერთს ადგილას (29 გვერდი) ესეთს მუქარას ათქმევინებს გ. თუმანიშვილი ერთს მომქმედს პირს:
„ღირსია რომ ამას მართალ-მართალი უთხრან“.
ახლა იტყვით, რომ ამას მუქარად ვერავინ ვერ მიიღებსო, ვერც გაიგებენო რა არის მართალ-მართალიო, თუნდა რუსულად ჰსთარგმნონო. უმეცრებას ბევრი რამ შეჰსძლებია!
ერთს ადგილს კიდევ ჩვენი მშვენივრად მეტეყველი გ. თუმანიშვილი აი რა მშვენივრად ათამაშებინებს სიტუვას ჟორჟდანდენს:
„მე! მე უნდა მოსთხოვო ბოდიში იმის უკან... (ამ სიტყვაზედ ათავებს თავის გაოცებას დანდენი)
ძველი ქართული ასე გამოჰსთქვამდა: მე! მე უნდა მოვჰსთხოვო ბოდიში იმის შემდეგ... და იმის „უკან“ კი ბოდიშის მოთხოვნა მართლა გასაოცარია მაგრამ თქვენ რა იცით „ახალის“ ყადრი. მაშინ არის უფრო კარგი როცა გასაოცარია.
რაც უნდა თქვან, ფრანტები დასდევენ იმას, ვისაც ეს მოსწონს.
ახლა იკითხავთ რა „ესო“? თქვენ თქვენებურად ასე იტყოდით: რაც უნდა თქვან, ფრანტები დასდევენ იმას, ვისაც ეს დევნა მოსწონსო. დასდევენ იმას ვისაც ეს მოსწონს, რიღათია ვითომ ცუდი? სიტყვა „ეს“ ან „დასდევენს“ მიერთმევა ან „იმას“. ძველებურ ქართულს სასაცილოდ არ ეყოფოდა „ეს დასდევენის“ მოწონება, ანუ „იმასი“, მაგრამ ახალ ქართულს კი ძალიან უხდება. აბა თუნდა გ. თუმანიშვილსა ჰკითხეთ.
ესეც სამყოფი საბუთი კია, რომ დაგიმტკიცოთ რა კაცი გამოგვიჩნდა გ. თუმანიშვილი ჩვენის სიტყვიერების აღსაყვავებლად, მაგრამ დამიჭერია ვერ თავი, მოხიბლული, მოჯადოებული ვარ იმ ახალის სიტყვიერებით, რომლითაც გ. თუმანიშვილმა გაამდიდრა ჩვენი ღარიბი ენა და მის მიმოხვრა. მაგალითებრ:
„მინდა ცოტად მაინც ვინანო (ვერც ძველ ქართულად ეს გვითარგმნია და ვერც რუსულად) დიდ-კაცობა და ვასიამოვნო თავი ჩემ ტკბილ ქების გაგებით“ ანუ: „დარწმუნდნენ ისინი თავიანთ ქალის უნამუსობა(ზედ)ში“; ანუ; „ვგრძნობ ჩემს სისხლს შენს საქციულში,“ ანუ: „სწორედ მართებს მაგას ბრაზობა“. ანუ: „ეს ისეთვე მაცინებს, როგორც ამას წინანდელი იმის მიტყეპვა ჯოხითა“; ანუ: „უნდა გავგზავნო ჩემ სიმამრის და სიდედრის დასაძახებლად და ეს (რა ეს?) გავხადო („ეს გავგზავნო.“ გავხადო) ჩემ ცოლთან გაყრის მიზეზად“; „ანუ: გამოაშქარდება (ძველებურად გამოაშკარავდება) საქმე“; ანუ: მიზეზი ამ ღამურ (?) მოგზაურობისა (რუსულად: (ночнаго путешествiя); ანუ „მე თქვენ გეხვეწებით ნუ გამცემთ ჩემ ჭირვეულ დედ-მამას; (ეს კი ძველ ქართულად ვერ ითარგმნება, რუსულად. კი კარგად გამოდის: (невыдавайте меня моимъ упрямымъ родителямъ.) ახლა იტყვით, რომ გ, თუმანიშვილს რუსულიდამ არამც თუ სიტყვა სიტყვით უთარგმნია, ბრუნვაც კი გადმოუღიაო, ბრუნვაც! აბა რუსული «Каказъ»-ი ქებას როგორ არ შეასხავდაო ამისთანა „ახალის“ ქართულის მთესველსა. ამის მნახველი «Обзоръ»-იც აღტაცებაში როგორ არ მოვიდოდაო!... ანუ: „დაუსჯელად დააგდონ ჩემი მომკლავი“ (ძველებურად მკვლელი.) ანუ: „თქვენ დაგსაჯავენ“ (ძველებურად: თქვენ დაგსჯიან, ანუ: „ოღონდ კი დაღუპოს ამით ის, ვინც თავის ავკაცობით მიიყვანა ის ამ გაჭირებამდი. (ვიშ ამ ნაცვალი სახელების სიმრავლეს! რა რიგად უხდება. „იმით, ის, ვინც, თავის, ის, ამ“! მართლა რომ ახალია. რა გესმით თქვენ?).
არ გეყოთ ამდენი მაგალითები. ათასი მაგისთანა სხვა მაგალითებია გ. თუმანიშვილის ნაწერში, სულ ანდაზად გადავა ხალხში, თორემ ნახავთ. მე კი მაგას ვერ მოვესწრობი, დღე ნაკლები ვარ არც ეხლა დაიჯერებთ, რომ გ. თუმანიშვილს, აგრე მდიდარს ქართულის ცოდნით, აგრედ ლაზათიანად მოუბარს, აგრე „სუბუქს“, აგრე „მჭევრ-მეტყველობის შუშხუნით“ (გ. თუმანიშვილის სიტყვაა ესეც და ამიტომაც ასე მშვენიერია) აღჭურვილს დიდი საბუთი მიუძღვის, რომ „ივერიას“ ქართულს უწუნებს. ამას გარდა ხედავთ თუ არა, რა ღვაწლსა სდებს ქართულს ენას, რომ მაგისთანა ყოვლის ფრით შემკული ენა შემოაქვს ჩვენში „ახალის“ სახელითა. სიმდიდრე ენისა მწერლობაში მაგას ჰქვიან, თორემ მოჰყოლიხართ თქვენ და იძახით – ეგ. ქართული არ არისო. ტყუილათ კი არ გიკიჟინებთ გ. თუმანაშვილი, რომ. თქვენ „ღეჭავთო“, თურმე ნუ იტყვით ღეჭვა კი არ ჰდომებია ქართველს, ყლაპვა სდომებია ისე როგორც გ. თუმანიშვილი დაუღეჭავად ჰყლაპამს. აბა ბატონი ნიკოლაძე რატომ არ მოუწონებდა იმანაც კი ისურვა გადეყლაპა ქართული, მაგრამ „დროებამ“ ასეთი ძვალი გაუჩხირა ხახაში, რომ ვეღარ იკადრა.
ეს ხომ დაგიმტკიცეთ, რომ გ. თუმანიშვილი ენის შესახებ პირველი მოენეა ჩვენში და „ახალის“ ქართულის დამადგენელი. ახლა მისის სიბრძნისა, ცოდნისა, აზრების და ზნეობის სიახლეს და წარჩინუბულებას დაგიმტკიცებთ.
დავიწყოთ ჯერ იქიდამ რას უძახის გ. თუმანიშვილი „ახალს ჭეშმარიტებას“ იმიტომ-რომ ეს არის იმისი დედა-აზრი, საიდამაც, როგორც აბრეშუმის ჭიას, გ. თუმანიშვილს თავისი ქსელი გამოაქვს. გ. თუმანიშვილი ბძანებს:
„ნუ დაივიწყებთ, რომ ვერც ერთ ისეთ ახალ ჭეშმარიტებას ვერ იტყვით თქვენ დღეში (მე დღეში, თუ ჩემს დღეში), რომელიც კი როდისმე არ თქმულიყო“ (57 გვ.)
გესმით, ბატონებო, ეს ჭეშმარიტება სრულიად, მთლად „ახალია“. ჯერ ეს არავის უთქვამს ქვეუანაზედ, გ. თუმანიშვილის მეტს. მაშასადამე ეს ჭეშმარიტება ახალზედ უფრო ახალია და ამის შემდეგ კიდევ იტყვით, რომ გ. თუმანიშვილი ღირსი არ არის ქვეყანაზედ იხსენიებოდეს? ახლა თქვენ იტყვით, რა ვუყოთ რომ ახალი რამ ჰსთქვაო? ეგ ახალი ჯერ ყველაზედ უწინარეს ჭეშმარიტება უნდა იყოსო. ეგ კი ტყუილიაო. თუ ტყუილი არ არის, მაშ ნიუტონმა ისეთი ჭეშმარიტება არა სთქვა რა, რომელიც სხვას არ ეთქვასო, მეტყვით თქვენ? კაცობრიობის მეცნიერება თითქმის ყოველ დღე დღესასწაულობს ჭეშმარიტების შეძენას და მაშ მეცნიერნი ტყუილად ფართი-ფურთობენო და წინად თქმულს ჭეშმარიტებას ახლად გვეუნებიანო? მაშ კაცობრიობის ტვინი წაჯექ-უკუჯექობას თამაშობსო და სხვას არასფერსო. მაშ მართლა ქვეყანაზედ ისეთი ჭეშმარიტება არავის უთქვამსო, რომ სხვას არ ეთქვასო. ათას ამისთანაებსა მკითხავთ, მაგრამ ვაი რომ გ. თუმანიშვილის სიბრძნე არა მაქვს, თორემ მე ვიცოდი რა პასუხს მოგცემდით. ერთის სიტყვით, თქვენ სტყუით და გ. თუმანიშვილი მართალია. თუ მართალი არ იყოს, „დროების“ კრიტიკოსი რად იხსენებდა გ. თუმანიშვილს „ჭკვიან კაცად“? რუსული «Каиказъ»-ი რად გადუხდიდა ქართველობის მაგიერ მადლობას? ბატონი ნიკოლაძე რად იკადრებდა გ. თუმანიშვილის ნაწერის განხილვასა, ბატონი ნიკოლაძე!.. თქვენ ეს უკანასკნელი საბუთი ცოტა გგონიათ. ერთს დროს ლუიბლანს დარიგებას აძლევდა როგორ უნდა მოევლოს საფრანგეთსა. ხუმრობაა!...
რა იქნება ეს არ დაიჯეროთ, თკითონ ნიკოლაძემ გვაუწყა „კრებულიში“ ეს ამბავი. იტრაბახაო, იტყვით, ნიკოლაძემ და იტრაბახა!... ვის გაუგონია იმისაგან ამისთანები. იქნება ესეც ტრაბახობა გგონიათ, რომ ამ იანვრის, «Обзоръ»-ის რომელღაც ნომერში, ნიკოლაძემ აუწყა ქვეყანას, რომ მინდოდეს სენატორის ჯამაგირს დღევე მამცემენო. თქვე უმეცარნო! საფრანგეთში იანვარში ახალი სენატორების ამორჩევა იყო და რა საკვირველი იქნებოდა რომ ნიკოლაძე იქ მიეწვიათ და სენატორის ჯამაგირი მიეცათ. აქ შეუძლებელი რა არის, თქვე საწყლებო? საკვირველია, ღმერთმან იცის კაცი! რომ ჰსთქვა შენის პირით კაცი მოვკალიო, მაშინვე დაგიჯერებენ და ციმბირში გიკრამენ თავს და შენს თავზედ რომ სთქვა თუ მინდა დღესვე სენატორობას მამცემენო, არ დაუჯერებენ, ტრაბახობსო, იტყვიან. უგემური რამა ხარ, ადამიანო!
ამას თავი დავანებოთ, გ. თუმანიშვილი მაგარზედ დგას და ამბობს, ახალი ჭეშმარიტება ის კი არ არისო, რომელიც ჯერ სხვას არ ეთქვა! ო, არამედ „ყოველი ჭეშმარიტება (თუნდა ძველიც?) ითვლება ახალ ჭეშმარიტებათ მხოლოდ მაშინ როცა ხალხი იმას ჯერ ვერ შერიგებიაო“.. (57 გვ.)
ახლა ამასაც იტყვით სიბრძნე არ არისო. ახლა კიდევ ამისთანა მაგალითს მეტყვით: მზე დგა და დედა-მიწა ტრიალებს. ეს ჭეშმარიტებაა, მეცნიერებით დამტკიცებული. ხალხს იგი არ სჯერა, არ „შერიგებია ამ ჭეშმარიტებას, მაშასადამე ქვეყნისათვის მიწის ტრიალი ახალი ჭეშმარიტება იქნებაო. მაშასადამე დღეს გაზეთი „დროება“ და „ივერია“ ამ ჭეშმარიტების გავრცელებას რომ შეუდგნენ, გ. თუმანიშვილი ტაშს დაუკრავს და აღტაცებით დაიძახებსო; „აი ახალ ჭეშმარიტებას ქადაგობენო ჩვენი ჟურნალ-გაზეთებიო. ამისთანა ტაშის მკვრელს ხომ გიჟს დაუძახებენო. თქვენისთანები დიაღაც დაუძახებენ თორემ, სხვანი კი იტყვიან, რა კაცია ეს ვიღაცა არისო.
ერთის სიტყვით, მე არ ვიცი. ეს კი ვიცი, რომ აქ გ. თუმანიშვილმა ისა ჰსთქვა, რაც სხვას არამც თუ უთქვამს, ფიქრადაც არ მოსვლია, იმიტომ რომ მეტად „ჭკვიანი კაცი“ ყოფილა. „ახალი“, რომლისათვის აგრე გულ-მოდგინეთ და სამართლიანად წუწუნებს გ. თუმანიშვილი, აი ამას ჰქვიან, აი, თქვენ კი მოყოლიხართ და იქაუ ხით: „ჭკუასა შენსასა ნუ მიჰსცემ დაძინებასაო“.[1] ჭკუა რომ არ დააძინოთ და მართლა თქვენი რჩევა ასრულდეს, გ. თუმანიშვილს რაღა გასავალი ექნება. ბატონებო, ის კაცი, რომელიც გამოსულა და თამამად იძახის: „ჟურნალს შეუძლიან უძღვნას თავისი ფურცლები მხოლოდ ძველს, დამჭკნარს ამაებს, მაგალითებრ ისტორიულ, ეტნოგრაფიულ და საზოგადოდ (???) მეცნიერების (????) სტატიებს“ – თქვენ ის კაცი ხუმრობა კაცი გგონიათ. კაცს, რაც საზოგადოდ ქვეყნის მეცნიერებაა, მჩვრად და მჭკნარ რაღათაც გახდომია და თქვენ აქ მოჰყოლიხართ და ამისთანა საზოგადო მეცნიერების უარ-მყოფელს, რასაკვირველია, გიჟს დაუძახებთ. ბარაქალა თქვენს კადნიერებას, ბარაქალა!... აბა თუ კაცები ხართ და ამისთანა ახალს ჭეშმარიტებას იტყვით სადმე რომ ისტორია, ეტნოგრაფია და საზოგადოდ მეცნიერება – ერთი რაღაც ძველი, დამჭკნარი ამბებიაო. ღმერთი, რჯული ვერ გავბედავთ. მაშ ნურც ამ თავზედ ხელაღებულს გმირობას მოუწონებთ. აი გმირობა, რომელიც არც ერთს ანბანში არა სწერია. მართალს ამბობს გ. თუმანიშვილი: „მარტო გენიოსს შეუძლიან გამოსძებნოს უეჭვო ჭეშმარიტებაში (ამ ხანად გმირობაში)ახალი, ჯერ არ ნახული სხვებისაგან კუთხეები“. გ. თუმანიშვილი გენიოსია და ამიტომაც „გამონახა ახალი ჯერ არ ნახული მხარე გმირობისა“. თქვენ რას მიჰსწვდემით ამას, ყოვლად ბრმანო!
ახლა ჩვენმა გ. თუმანიშვილმა, როგორც ყოველის ფერში ახალის ჭეშმარიტების მქადაგებელმა, ესე იგი იმასთანების, რომელთაც ხალხი ვერ შერიგებია, ბძანა: „გმირობა, გიყვარდეს მოძმე შენიო ვითა თავი შენიო, თავ-გაწირვით გიყვარდეს სამშობლოო, ქართველების ვაჟკაცობაო, თავისუფლების, ძმობის და სიყვარულის სურვილი ქვეყნისათვის, – ყოველს ანბანში ჰსწერიაო და ამაებზედ სიმღერა ვერაფრად მეჭაშნიკებაო.
ახლა თქვენ იტევით, მთელი კაცობრიობის ლიტერატურა კი არა მარტოო, არამედ, მთელი მოძრაობა სულ ამ საგნებს დასტრიალებსო, ყოველი იმაზეა მიმართული ათადამ ბაბადამ დღემდე რომ ამ საგნებს ფართო გზა გაუკაფონ ადამიანის ცხოვრებაში; ყოველისფერი მეცნიერება, ხელოვნება, სულ იმაზედ აღამებს დღეს, რომ თავისუფლება, თანასწორობა და სიყვარული მოძმისა ჩამოაგდოს კაცთა ურთიერთობაში, ყოველი საქმე რაც უნდა აიღოთ ამ ქვეყნიერობაზედ ამ საგნებიდამ არის წარმომდგარი და მასვე მიერთმევაო; და მინამ ადამიანი ადამიანად იქნებაო ეგ ჭეშმარიტებანი ყოველთვის ახალი იქნებიანო და ყოველ დღე საჭირონი, თუნდა ათას ანბანში ეწეროსო და გ. თუმანიშვილს კი არ მოსწონსო, და გ. თუმანიშვილს კი არ ეჭაშნიკებაო ამ საგანზედ მღერაო, მეტყვით თქვენ აბა რა ჭკუის პატრონიაო? დიაღ, დიდის ჭკუისა, თუნდა „დროების“ კრიტიკოსსა ეკითხეთ, ბატონო, ახალი აზრები თუ გინდათ ეგ არის. რით ვერ შეიტყეთ რომ გ. თუმანიშვილი აგებული კი არ არის ახალის აზრებით, გადაგებულია. მაშ ახალი აზრი არ არის, რომ აქაო და არტაანში ჩინოვნიკები ცუღლუტობენო და აქ „ალმანახში“ ჩვენი გ. თუმანიშვილი ხტის სიხარულით და სიძველით დაწუნებულს ჩვენს ჟურნალ-გაზეთობაზედ იძახის: „ერთი ალილო ღვდელსაც წასცდებაო“..
ვაი ჭკუის სითხეს გ. თუმანიშვილისას კი არა, თქვენსას, რომ წერილის საგნად გმირობა, მამულისათვის თავის გაწირვა, ძმობა, თავისუფლება, თანასწორობა, სიყვარული ქვეყნისა მოგწონთ და არა ჩინოვნიკების ცუღლუტობა, როგორც გ. თუმანიშვილს.
არა თქვენ გ. თუმანიშვილს ვერ იცნობთ, ვერა. აბა ეხლა უყურეთ რა რიგად ახალ-ახალ ჭეშძარიტებას ჰქადაგობს. ერთს გვერდზედ რომ ერთს იტყვის მეორეზედ იმავე საგანზედ სულ სხვას ამბობს და ამით თვითონ გვაჩვენებს, რომ ახალი ჭეშმარიტება ცალკე კაცისათვისაც ისა ყოფილა რაც მთელის ხალხისათვის, ესე იგი, იმისთანა ჭეშმარიტება რომელსაც ვერ შერიგებია კაცი.
გ. თუმანიშვილი ამბოს, რომ ჩვენი ჟურნალ-გაზეთობა ამ ბოლოს დროს ძალიან გამოიცვალაო და ასე განაგრძობს:
„საკვირველი არ არის, რომ ამ ცვლილებაზე და არავინ ხმას არ იღებსო, იმიტომ რომ ყოველ ახალ საქმეს, ცვლილებას თან მოჰყავს ახალი კაცები“ (33.).
იქავე იგივე გ. თუმანიშვილი ამას ამბობს „ქართულ მწერლობაში კი ისე წავიდა საქმე, რომ მისი მდგომარეობა თუმცა ძლიერ გამოიცვალა, მაგრამ იმისი მედრო შენი კი ისევ ისინი დარჩნენ, რომელნიც იყვნენ ადრე (33).
ახლა ამას იტყვით რომ აქ ლოღიკა არ არისო; ჯერ ამბობსო ახალ საქმეს, ცვლილებას თან მოჰყავს ახალი კაცებიო და მერე კი თვითონვე მოჰყავს მაგალითიო რომ ვსტყუიო, აიო. ქართული მწერლობა თუმცა ძლიერ გამოიცვალაო, მაგრამ ახალი კაცები არ მოჰყვნენო, ისევ ძველები დარჩნენო. ლოღიკა რომ არა ჰქონდეს ჭკვიან კაცად რად აღიარებდა „დროების“ კრიტიკოსი. თქვენ ჰსტყუით. ეგ იმასა ნიშნავს, რომ გ. თუმანიშვილი ახალ ჭეშმარიტებას ჰქადაგობს, ესე იგი, იმისთანა ჭეშმარიტებას, რომელსაც თვითონაც ვერ „შერიგებია“ და სხვისა კი დავი არა აქვს. თქვენ მე ვიცი არც ეს ლოღიკა მოგეწონებათ;
„ჩვენს საზოგადოებაში, ამბობს გ. თუმანიშვილი, ისე არ არის გავრცელებული ცნობის-მოყვარეობა რომ შეიძლებოდეს იმ გვარ დიდ გაზეთების გამოცემა როგორებსაც ვხედავთ ევროპაშიო“.
იგივე ამბობს შემდეგ: „ქართული პატარა გაზეთი კი შეძლებას მოკლებული, ჩვენ ქვეყნის ამბებსაც კი ვერ ასწრობს შეგვატყობინოს დროზე.
ახლა აქ მეტყვით კიდევ ერთი შეგვატყობინეთ რა უნდა გ. თუმანიშვილს: დიდი გაზეთიო. თუ პატარაო. ვაი თქვე საწყლებო! მებრალებით! აი ის უნდა რომ „დიდს ქვაბში არ ეტეოდეს, პატარაში ლაღე იყოს“, როგორც ერთი ქართული ზღაპარი ამბობს. ახლა აქაც დაუწუნებთ ლოღიკას. მე ვიცი:
„ჩქარა გაიგო, დროებამ“ ამბობს გ. თუმანიშვილი, რა იამება მკითხველებს და მას აქედ ის ცდილობს ყოველ ღონისძიებით დააკმაყოფილოს იმათი დღიური(?) მოთხოვნილება“. (37).
იგივე ამბობს იმავ წერილში: „ქართულ ჟურნალ გაზეთები (მაშასადამე „დროებაც“) არ აჰყვა საზოგადოებას, არ დაუკრა იმას ტაში და არც უკიჟინაო“.
ახლა ამას იტყვით რომ ორში ერთი ტყუილი უნდა იყოსო. ან აჰყვა, ან არ აჰყვაო, და ჰოც და არაც ერთსა და იმავე საგანზე რა სათქმელიაო, არა, ბატონო, ახალი ჭეშმარიტებაა, ესე იგი, იმისთანა ჭეშმარიტებაა, რომელსაც ერთგან ურიგდება თითქო გ. თუმანიშვილი და მეორეზედ „ვერ ურიგდება“. ახალი ჭეშმარიტებაა მეთქი, რომელსაც მდაბიურად „წაჯექ-უკუჯეგის“ ცეცხლს ეძახიან. არც აქ არის რაღა თქვენის აზრით ლოღიკა:
ეხლანდელს მწერლობას ასე ჰსწუნობს გ. თუმანიშვილი: „გიყვარდეს მოძმე შენიო, თავგაწირვით გიყვარდეს სამშობლოო, ამ გვარ უეჭვო ჭეშმარიტებაზედ (საეჭვო ჭეშმარიტება რასაკირველია უმჯობესი იქმნებოდა) სიმღერა ეხლა, როდესაც თავში გვერევა (მწერლობისა რა ბრალია რომ გერევათ) ათასი ძნელი გადასაწყვეტი საგანი; სწორედ მოგახსენოთ ვერაფრად მეჭაშნიკება.
წინანდელს ჩვენ მწერლობას კი ამით იწონებს იგივე თუმანიშვილი:
არა, იმას (წინანდელს მწერლობას) სხვა მიზანი ჰქონდა, წავიდოდა ივლიდა, ივლიდა და ბოლოს მაინც მან გლეხის თავისუფლებაზედ დაჰგუგუნებდა, ან ხალხის სიყვარულზედ და განათლებაზედ“.
რაო? რას გიხარიანთ? ახლა ამას დაინიჟებთ, რომ გ. თუმანიშვილისაგან დაწუნებული, „გიყვარდეს მოძმე შენიო“ უფრო ვრცელი მოძღვრებააო. საყოველთავო სიყვარულისა, თავისუფლებისა და განათლებისა, ვიდრე მარტო გლეხის თავისუფლება, მარტო გლეხის სიყვარული და განათლებაო. ახლა იმას უკიჟინებთ და იტყვით, თუ უწინ ჩვენი მწერლობა გ. თუმანიშვილის აზრით, მოსაწონი იყო, როცა ისე ფართოდ არ აშლევინებდა ფრთას საყოველთაო სიყვარულსაო, ეხლა უფრო არ უნდა მოსწონდესო, როცა მისისავე სიტყვით, საყოველთავო სიყვარულს ჰქადაგობსო და არა მარტო გლეხობისასაო. თქვენ ეგრე გგონიათ. ის კი არ იცით, რომ ზოგიერთი აბები თუ ცოტას ჰყლაპამთ წამალია, თუ ბევრს – საწამლავია. გ. თუმანიშვილმა ეგ კარგად იცის, როგორც ეტეობა.
რაო? განა ულოღიკობა იქნება კაცმა სთქვას: ეს კაცი გუშინ მომწონდა იმიტომ რომ ჭკვიანი იყო და დღეს კი არ მომწონს, იმიტომ რომ დღეს უფრო ჭკვიანიაო.
ეგ ეგრე უნდა იყოს ჩვეულებრივ კაცისათვის, და არა გენიოსისათვის, რომელმაც „ახალი მხარე გამოუნახა ლოღიკასა. თქვენ რა გესმით! კარგი მეჭურჭლე ის არის, ვინც ყურს იქით გამოაბამს საითაც ჰსურს. ესეც არა გცოდნიათ, თქვე საწყლებო.
„შექსპირმა ჩაჰმატა ჩაუმატა რომ იყოს ძველი ქართული იქნება) ორი-სამი ანგელოზი სული მაგალითებ ლირის უმცროსი ქალი, კორდელია და კენტი, რომელნიც თავიანთ კეთილ-შობილურ მოქმედებაებით (ახლა არც ამ „ბაებს“ მოიწონებთ) თითქმის გვანუგეშებენ: ნუ დავარდებით, გამხნევდით, ცარიელ ღონეს და შეძლებას არ დარჩენიაო ბურთი და მოედანი. ქვეყანა მარტო ავაზაკებით არ არის სავსეო, ვეცადოთ და ამ ჩვენ ცოდვილ მიწაზე აჰყვავდება ძმობა, თავისუფლება და თანასწორობა.
1879 წ. იგივე გენიოსი გ. თუმანიშვილი ბძანებს (51 გვ) „ყველამ კარგად იცოდა აკ. წერეთლის ლექსების გამოსვლამდინაც, რომ ძველი ქართველები განთქმულნი იყვნენ თავიანთ მამაცობით და მეტად მოსაწონი რამ არის თავისუფლება, ძმობის და სიყვარულის სურვილი“. მერე უმატებს: ამ გვარ ადამის ჟმის ძველ ჭეშმარიტებაების (ვაჲ ყურებო, კიდევ ბაები!) დამტკიცება ვერ დააყრიდა ხეირს ვერც პოეტს აკ. წერეთელზე უფრო ნიჭიანს.
არა, თქვენმა მზემ, არც აქ არის განა ახალი მხარე ლოღიკისა, „გამონახული“ გენიოსის გ. თუმანიშვილისაგან. მე თქვენი ხასიათი რომ ვიცი, შურით არც აქ აღიარებთ და დაცინვით იტყვით: შარშან თვითონ თუმანიშვილი გვამხნევებდა და გვიქადაგებდაო, „ნუ დავარდებითო, ვეცადოთ და ამ ჩვენ ცოდვილ მიწაზე აჰყვავდება (მაშ შარშან ჯერ არ ყოფილა აჰყვავებული) ძმობა, თავისუფლება და თანასწორობა; წელს კი ის ჯერ არ აუვავებული ძმობა, თავისუფლება, თანასწორობა „ადამის ჟმის“ ჭეშმარიტებანი არიანო. იმავე თუმანიშვილის სიტყვითაო. არა, ბატონებო შარშანაც ეგ ჭეშმარიტებანი „ადამის ჟმისანი“ იყვნენ, მაგრამ გიორგი თუმანიშვილმა აქ ერთი ხერხი იხერხა. წაიტყუა აკ. წერეთელი, აბა ერთი მაგაებზედ დაწერე რამეო და მერე მე ვიციო. დააწერინა და მერე უკიჟინა; „იი ეგ ხომ ადამის ჟმის ჭეშმარიტებას ჰქადაგობო, მოგატყუე, თუ არაო! დიაღ, ბატონებო, აკ. წერეთელი გამოიტყუა და მერე უკიჟინა, თორემ თუ ეს ჭეშმარიტება წელს „ადამის ჟმისანი“ არიან, შარშანაც ხომ ისე იქნებოდნენ, ეს, ბატონებო, „ვოენნაია სტროსტ“ გახლავთ, ის „ვოენნაია ხიტროსტ“, რომელიც ეგრე სასახელოდ ბატონმა ნიკოლაძემ ფერ-უცვლელად შარშან მოიგონა თქვენ რა გესმით! სადა ხართ? ამ ქვეყანაში სცხოვრობთ, თუ რა ჯანაბაში ხართ! ქვეყანა იცვლება, ახალ-ახალი აზრები შემოდის, ბავშმაც კი ისწავლა „ვოენნაია ხიტროსტ“, ნიკოლაძის მეოხებით და თქვენ კი რაღაც ძველ ლოღიკას ღეჭავთ. ამის გარდა, გ. თუმანიშვილმა მართალი ბძანა, რომ ამ გვარ „ადამის ჟმის ჭეშმარიტებაების“ დამტკიცება ვერ დააყრიდა ხეირს ვერც პოეტს აკ. წერეთელზე უფრო ნიჭიანს“. ხოლო თუმანიშვილს კი კეთილი დააყარა შარშანაც და წელსაც: ბატონმა ნიკოლაძემ აქო, „დროების“ კრიტიკოსმა აქო, «Кавказъ»-მა აქო. მეტი კეთილის დაყრა გინდათ? აკ. წერეთელს რად წაუხდა ეგრე საქმე და გ. თუმანიშვილს რად გაუკეთდაო, იკითხამთ? იმიტომ რომ აკ. წერეთელი ნიჭიანი პოეტია და გ. თუმანიშვილი კი გენიოსი. რაც თუმანიშვილს მოუხდება, ის აწყენს აკ. წერეთელსა, ძალიანაც აწყენს, თუ აკ. წერეთელიც დამეთანხმება.
„გიყვარდეს მოძმე შენიო ვითა თავი შენიო, თავგაწირვით გიყვარდეს სამშობლოო. ამ გვარ უეჭვო ჭეშმარიტებაზე სიმღერა, – ამბობს გ. თუმანიშვილი, – ეხლა, როდესაც თავში გვერევა ათასი ძნელი გადასაწყვეტი საგანი, სწორედ მოგახსენოთ, ვერაფრად გვეჭაშნიკება“.
ამ მაშ რა ეჭაშნიკება გ. თუმანიშვილსაო, ბძანებთ თქვენ. აი რას ბძანებს ამაზედ გენიოსი გ. თუმაშვილი: „აბა ერთი დაეხატა სწორედ ილ. ჭავჭავაძეს რამდენჯერ (ახლა ამას იტყვით: რამდენჯერს თვლა უნდა და არა ხატვაო!...) ეცემა ხოლმე ტალახში ჩვენებური კაცი; რამდენჯერ (რატომ არა ჰსთვლი ილ. ჭავჭავაძევ) ივიწყებს ის თავის წმინდა გრძნობას, რომ შიმშილით არ მოკვდეს, რამდენ (დათვალე ილ. ჭავჭავაძევ!) სილას სჭამს, რომ უბრალოდ არ დაიღუპოს, რა გარემოება (აქ კი ჰხატე ილ. ჭავჭავაძე) აკვლევინებს თავს საპყრობილეში ახალგაზდას (?) შეძლებულ, განათლებულ კაცს, რა ადვილია ჩვენებური გლეხის დაქცევა და დანელება და დარწმუნებული იყავით“ და სხვანი.
ახლა არ შეგრცხვებათ და იტყვით, რომ ახალგაზდა განათლებული კაცი თავს იკლავს საპრყობილეში სწორედ „იმ ადამის ჟმის ჭეშმარიტებაებისათვის“, რომელთაც ასე იწუნებს სიძველით ჩვენი გ. თუმანიშვილი. ახლა იმას იტყვით, რომ „რა ადვილია ჩვენებური გლეხის დაქცევა და დანელება“ ახალი ჭეშმარიტება არ არისო? ძმობა, თანასწორობა და თავისუფლება ზღვაო და ეს გლეხისათვის გულის ტკივილი კი პატარა წყაროაო, რომელიც იმ ზღვას ერთვისო და გ. თუმანიშვილი კიო ზღვას ვერა ხედავსო და მარტო წყაროში გვირჩევს ჭყუპალაობასაო ბევრს რასმე იტყვით, ენას ძვალი არ აქვს.
გ. თუმანიშვილი სხვა კაცია, არა ჩვეულებრივი, თქვენ რა გესმით! აი თუნდა ერთი კიდევ მაგალითი: „თითქმის მთელი ქართული პოეზიაო, ამბობს იგი ჩაყლაპული იყო ვარდ-ბულბულის, წალკოტის და იადონის, აშიყთ ჭიკჭიკის სიმღერებითაო“. ტყუილია თუ? ეგ მართალიაო, მეტყვით, მაგრამ თუ ეგ პოეზიის წუნია, მაშ რაღად დაბეჭდა თავის სამაგალითო ალმანახშიი (1879 წ.) სამი ლექსი თ. მ. თუმანიშვილისაო; მაგ ლექსებში მაგ „ვარდ-ბულბულის და აშიყთ ჭიკჭიკის“ მეტი სხვა რა არისო? არაფერია, მაგრამ რაც გენიოსი იქმს, ის სხვამ არ უნდა ქმნას; აი ამ მაგალითით გასწავლით თქვენ გენიოსი გ. თუმანიშვილი, რომ შეიძლება კაცი სიტყვით ერთი იყოს და საქმით სხვა.
ბოლოს გ. თუმანიშვილმა უფრო ცხოვლად დაგვანახვა რა არის პოეზია და რა გვარი თხზულებანი უნდა ითარგმნოს ქართულად. „მშვენიერი ელენა“ 1879 წ. ალმანახი ამის ნიმუშად დაბეჭდა ჩვენმა „ჭკვიანმა კაცმა“ და ეს ამბავი ისე მოეწონა „დროების კრიტიკოსს“, რომ თუმცა პირ-და-პირ ქება არ შეასხა, მაგრამ ეს კი აუწყა მთელს ქართველობას, რომ მთელმა ევროპამ გათარგმნაო. ეს „მშვენიერი ელენა“. მერე რა ნიჭიანი მთარგმნელიც შეხვედრია! 106 გვერდზედ უკანასკნელი სტრიქონები უკეთესი ალმასია იმ გვირგვინისა, რომელიც ძლიერმა ხელმა გ. თუმანიშვილისამ დაადგა თავზედ თ. დ. ერისთავსა, ნეტავი იმას! აკ. წერეთელო, შე დალოცვილო, მოჰყოლიხარ და იძახის: ძმობა, თავისუფლება, თანასწორობაო. ერთი დაავლე ხელი ამისთანა საგანს როგორც „მშვენიერი ელენაა“ და! მაშ გ. თუმანიშვილის ქება შენთვინ მეტია? გულს არ გიფხანს შურით იმისთანა სახელი როგორც დაინარჩუნა თ. დ. ერისთავმა ამ „მშვენიერის ელენის“ თარგმნითა.
მოდი და „კავკაზი“ მადლობას ნუ განუცხადებდა გ. თუმანიშვილს ქართველების მაგიერ ამ პოეტურ, ამ პატიოსნურ, ამ ზნეობის ამამაღლებელ თხზულებისათვის... აი გენიოსებმა რა იციან! ერთის უბრალო რამით უკვდაებას მოიპოვებენ ხოლმე. დ. ერისთავი დიდი ხანია განზედ გაუჯდა ქართულს ლიტერატურას, ოთხი-ხუთი წელიწადი არა უწერია რა[2] მაგრამ ამ ხანგრძლივმა დრომ უსარგებლოდ არ ჩაუარა ქართველობას. თურმე ნუ იტყვით, „მშვენიერი ელენა“ უთარგმნია. გიხაროდეს, ქართველობავ! თქვენდა სასიხარულოდ უნდა მოგახსენოთ რომ ეგ „მშვენიერი ელენა“ არც ერთს პატიოსნურს ჟურნალში, თუ „ალმანახში“, თუ წიგნში არსად ჩართული არ ყოფილა. მაგრამ? აქ გ. თუმანიშვილი ახალის სიტყვით გამოვიდა მოედანზედ და სხვაგან კი ყოველგან სულ „დამჭკნარს და დაობებულს ჭეშმარიტებას ღეჭვენ“. ახალი გინდოდათ და ახალიც ქართველებისათვის „მშვენიერი ელენაა“.
და ამით ვათავებთ გ. თუმანიშვილზედ ბაასს, ახლა სხვა მხრივ, მოგივლით, ბატონო „ივერიის“ რედაქციავ.
როგორ გაბედეთ და ისე წარამარად ახსენეთ იმისთანა გამოჩენილი კაცები როგორც დ. ერისთავია და ბატონი ნიკოლაძე? ჰა, როგორ გაბედეთ? „ვიღაც ერისთავიო“ რა პასუხია! როგორ თუ „ვიღაც“! კაცმა ორი ფელტონი დაწერა «Тифлитскій Вѣстникъ»-ში და მაინც ამბობთ, ვიღაცაო! კაცს ორი თუ სამი წელიწადი ადმინიტრატორობა ჰქონდა «Тифлитскій Вѣстникъ»-ისა და მაინც ამბობთ, ვიღაცაო! კაცმა ისე მშვენივრად უადმინისტრატორა, რომ კინაღამ ბოლო არ მოუღო «Тифлитскій Вѣстникъ»-სა მაინც ამბობთ, ვიღაცაო! კაცი ერთბაშად მაგ დაბალ თანამდებობიდამ ასკუპდა მაღალ რედაქტორობამდე და მაინც ამბობთ, ვიღაცაო! თუმცა მერე თვითონვე. გაუკვირდა ეს ამბავი და დაიძახა «Обзоръ»-ის მეოხებით; ვა! მე ვინ და რედაქტორობა ვინაო და მაინც ვამბობთ, ვიღაცაო! კაცმა „მშვენიერი ელენა“ სთარგმნა ზნეობის აღსამაღლებლად და თქვენ მაინც ამბობთ, ვიღაცაო. კაცი ბოლოს «Голосъ»-ის აგენტად გახდა და მაინც ამბობთ, ვიღაცაო! ვიღაცაო!... ფუ, თქვენს სიბრმავეს, რომ რაკი გაჯიუტდებით ხოლმე, არა სამსახურის დანახვა არ იცით ეგრე წარამარად როგორ იხსენიებთ დ. ერისთავსა. შეგშინებოდათ, რომ ჯავრის ამოსაყრელად, მაშინვე «Голосъ»-ში დააძგერებს წერილს და თქვენს რედაქტორს კი არა, იმის ბანკსაც დააბიზღებს საზოგადოების წინაშე. აი ვნახოთ, თუ არა.
ეგ დ. ერისთავის ვიღაცაობა კიდევ არაფერი. ბატონი ნიკოლაძე ცრუპენტელად გამოგყავთ. ვჰსთქვათ, ეგ ბაშვმა გ. თუმანიშვილმა წამოიყრანტალაო, ამბობთ თქვენ. მაგით თავს ვერ იმართლებთ. პირველი რომ გ. თუმანიშვილი ბავშვი არ არის – ეს ერთი, მეორე რომ ბატონი ნიკოლაძე...
„იყო ქართლ–კახეთს, იმერეთს ნიკოლაძე. სვიანი,
ერთი ცუღლუტი, მანქანა, გულ-მშრალი, ენა-წყლიანი
«Обзоръ»-ისა რედაქტორი, ტყიბულით ნახშირიანი
და თვით ტრაბახა, უებრო, რაღაც ჩხავანა ხმიანი.
ერთხელ ბძანა: „გეტყვით საქმეს ერთგან სასაუბაროსა,
ჩემი სახელი ამ ქვეუნად რამ უნდა დაამჭკნაროსა?
მე ვარ, რაცა ვარ მწერალი მწერალთა საბაღნაროსა,
მინდოდეს ხვალვე დავჯდები სენატის მაღლა თაროსა.
„ცოტა რამ ნაკლი სისუსტე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია,
ტრაბახი ვიცი ხანდისხან, რა ვქნა სოფელი ჭრელია,
სხვა რომ არ მაქებს, თვით ვკეხავ, მითამ რა საწუნელია,
იქ ყველა გამოგვადგება, საცა რომ ხალხი ბნელია.
„დროებამ“ ჰკადრა: „ბატონო, რად ბძანეთ თქვენი მკვეხრობა,
როცა მწერალი ტრაბახობს უმეცართ მართებსთ ჯერობა,“...
თქვენივე მეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა, –
რა ამას გვარწმუნებს თვითონვე თუმანიშვილის მჭევრობა.
მაგას ნუ ბძანებთ, ბატონო, ჯერ ვარდი არ დაგჭკნობია,
აქ თქვენი თათბირი ავიცა, სხვისა კარგისა მჯობია,
იკვეხე მინამა ხალხი თქვენი არ არის მცნობია,
როცა გიცნობენ, მაშინ კი прощай, გამარჯობია!...
თქვენი თანამშრომელი.
______________
1 ეს სიტყვები მოჰყავს გ. თუმანიშვილს. „ივერიიდამ“ და აზრს იწუნებს, საანბანოაო. საანბანოა მართალია, მაგრამ ეგ ანბანი რომ კარგად შეესწავლა გ. თუმანიშვილს მეტი არ იქნებოდა, თუ შენც იტყვი მკითხველო. (რედაქცია.)
2 როგორ არ უწერია: ორი ფელტონი დასწერა (რედ.)