ჟურნალი ივერია №3



ივერია

საპოლიტიკო და სალიტერატურო ჟურნალი

.

ამბარცუმ ენფიანჯიანცის სტამბა 1879

1 სიყვარული მხატვრობს

▲back to top


სიყვარული მხატვრობს

((L'Amour Peintre.)

მოლიერის ერთ-მოქმედებიანი კომედია

ნამდვილიდამ ნათარგმნი

მოლიერი ანბობს: „კომედია საკითხავად კი არა, წარმოსადგენად იწერება; საქმე წარმოდგენააო“

მოქმედნი პირნი:

მოქმედნი პირნი: კომედიაში:

დონ-პედრო, სიცილიული აზნაური.
ადრასტ, ფრანცუზი, აზნაური.
იზიდორა, ბერძნის ქალი, დონ-პედროს ნაყიდი. ზაიდა, ახალ-გაზდა ქალი, სხვისი ნაყიდი.
ერთი სენატორი.
ალი, თათარი, ადრასტის მსახური.
ორი სხვა მსახური.

ბალეტში:

მოსაკრავენი (მუზიკანტები).
მონანი მომღერალნი,
მონანი მოთამაშენი.
არაბნი და არაბის ქალები
მამოთამაშენი.

გამოსვლა პირველი

ალი. ჩუმათ! აქეთ ნუღარ მოხვალთ, მანდ იყავით მანამდის მე დაგიძახებდეთ.

გამოსვლა მეორე.

ალი მარტო

ალი. თითქო ორმოში იყოო, ისე ბნელა აქა. ცას ნაბადი წამოუხამსო. კაცი იტყვის, — ერთი ვარსკვლავიც აღარსადა სჩანს, რომ შუქზე ცხვირი მაინც გამოჩნდებოდეს ვისიმე. უჰ, რა ყოფაა ეს ჩვენი ყოფა! შენი დღენი სულ იმას ადგე, რაზედაც ბატონმა დაგაყენა; შენი ნება არაფერში იქონიო, თუ არ იმისი; რა გუნებაზედაც ის იყოს, შენც იმ გუნებაზედ იყო; შენი თავისთვინ არა იზრუნო რა, თუ არ ბატონის ნაბძანები; რაც იმას უნდა, გინდა თუ არა შენც ის გინდოდეს; — რაღა გავაგძელო, ის ბატონი და შენ ყმა. აქაო და მე ქალს — ვეტრფიო, შენ ჩემთვის დღე და ღამე უნდა სტეხო და მოსვენება რასა ქვია არ იცოდეო, ამისთანა სიცოცხლესაც რა უთხრა? მაგრამ აგერ სინათლე მოჩანს რაღაცა, უთუოდ თითონ მოდის.

გამოსვლა მესამე

ადრასტი, ორი მსახური, რომელთაც ჟინჟღილები უჭირავთ. ალი.

ადრასტ. ალი, შენა ხარ მანდა?

ალი. სხვა ვინ უნდა იყოს? ამ დროს თქვენს გარდა, ბატონო, ადრასტ. არც მე მეგულება ვინმე, რომ სიყვარულის ცეცხლით ისე იყოს მოდებული, როგორც მე ვარ მარტო დაუდევრობა რომ იყოს სატრფო ქალისაგან, ან მიუკარებლობა იმისი, ეს მაინც გექნებოდა კიდევ ნუგეშათა, რომ ბედს უჩივლებდი და ოხვრა–ხვნეშას მიანებებდი თავსა. მაგრამ ვერას გზით შემთხვევა ვერ იშოვო, რომ სატრფოს ხმა გამოსცე; ვერას გზით ვერ შეიტყო, მშვენიერმა თვალებმა რომ გულში სიყვარულის ცეცხლი ჩამოგიგდეს, იმ თვალების პატრონისათვის საამოა ეს შენი წვა და დაგვა, თუ არა; —ერთი მითხარით, ამ მწუხარებას რა მწუხარება უნდა უდრიდეს? მერე ვისგანა ვარ ამ გაჭირვებაში ჩავარდნილი? ერთი გადახწეული ბერიკაცისაგან; პატრონია ჩემი სიცოცხლე ქალისა და ფეხს არ იცვლის, რომ თვალი მოაცილოს როგორმე.

ალი. მიჯნურების გამოლაპარაკება რამდენ ნაირად მოხერხდება ვინ მოსთვლის! თქვენ და თქვენ სატრფოს მარტო თვალებით რამდენი რა შეგიტყობინებიათ ამ ორ თვეში ერთმანეთისათვის, მე რა ვიცი!

ადრასტ. მართალია, თვალებით ბევრჯელ გვილაპარაკნია მე და იმასა, მაგრამ როგორ შევიტყო, სწორეთ ისე მივხვდი იმის ნალაპარაკევს, როგორცა მგონია, თუ არა? ან ის ჩემს ნალაპარაკევს ისე მიხვდა, როგორც ჩემი თვალები ეუბნებოდნენ თუ არა, როგორ შევიტყო?

ალი. მაშ ისეთი გზა უნდა გამოძებნოთ რამე, რომ ლაპარაკი სხვა ნაირათაც შეიძლებოდეს.

ადრასტ. მოსაკრავენი მოიყვანე?

ალი. დიაღ!

ადრასტ. აქ მოვიდნენ. (მარტო) მინდა გათენებამდან ვაკვრევინო და ვამღერო აქა, ეგება ამ მუზიკაზედ ერთ-ერთ ფანჯარას მოადგეს და გამოიხედოს.

გამოსვლა მეოთხე

ადრასტ, ალი, მოსაკრავენი.

ალი. აი, ბატონო! რა დაუკრან?

ადრასტ. რაც თითონ ერჩიოთ.

ალი. გუშინ წინ რომ უკრავდნენ ის დაუაკრან?

ადრასტ. არა, მე რომ მინდა ეგ ის არ არის.

ალი. ოჰ, ბატონო! მშვენიერ ბუკარზეა.

ადრასტ. მშვენიერი ბეკარი რაღა ეშმაკია?

ალი. ბეკარი ცოტა უფრო მაღალი ხმაა ბეკარი სჯობია, ბატონო! მოგეხსენებათ, რომ გამეგება მე ეს საქმე. ბეკარი ყურის დამატკბობია. მუზიკას უბეკაროთ რა საშველი აქვს. აბა, ცოტა ყური დაუგდეთ ამ ტრიოსა.[1]

ადრასტ. არა, მე ისეთი რამ მინდა, რომ ნაზი ხმა იყოს და გულის წამტაცებელი; ისეთი რამ მინდა, რომ საამო ფიქრებში და ოცნებაში შემიყვანოს.

ალი. ცხადია ბემოლის მხარე გჭერიათ, მდაბალი ხმისა, მაგრამ ესეც კი შეიძლება, რომ ორივე მხარეზე შეიჯეროს კაცმა გული. — უნდა ერთი პატარა კომედიიდამ ერთი გამოსვლის ხმა დავამღერებინოთ; შევატყე რომ ისინიც ამას აპირებდნენ. ამისს მოკლე ამბავს მოგახსენებთ. — ორ მეცხვარეს მოსდებიათ ტრფიალების ცეცხლი, ცალ–ცალკე ბემოლს უკვრენ და ასე მოსთქმენ თავის მწუხარებას. ერთმანეთის ხმას გაიგონებენ, ერთად შეიყრების ბანა შესჩივლებენ თავ–თავისს სატრფოს უგრძნობელობასა. ამასობაში სხვა ერთი მხიარული მწყემსი მოადგებათ, საკვირველს ბეკარს უკრავს და ამათს სულ მოკლეობას დასცინის.

ადრასტ. მაშ კარგი, ეგ დააკვრევინე, ვნახოთ ერთი.

ალი. აი იმ გამოსვლის წარმოსადგენად სწორედ ზედ გამო ჭრილი ადგილი და ეს ორი ჟინჟღილიც კარგად მიუნათებს.

კომედიის ნაკვეთი

რომელსაც ალი აკვრევინებს და ამღერებინებს,

ერთი დამკვრელი ადგენს ფილენს; მეორე ტირცისს.

ფელენ. თუ ჩემის ნაღველის მოთქმითა
ვარღვევ თქვენს მდუმარედ ყოფნასა
ნუ მიწყენთ, კლდენო, აქ მოსვლასა.
რომ გითხრათ ამ ჩემს გულს რაც სდაგავს, თუმცა რომ ქვანი ხართ, მაგრამ მწამს,
თვითან თქვენც შეგებრალებოდით.

ტერცისი. რა რომ დღე ინათლებს, ფრინვლები
ჰხარობენ, უსტვენენ, ჰგალობენ; —
და მე კი ჩემს ოხვრას მოვჰყვები
და ტანჯვის გამოთქმას. ოჰ! ფილენ? ფელენ. ტირცის, შენ?

ტირცის. გულ-წყლული

ფილენ. მეც ვსტირი,

რომ ჩემთვის კლიმენი ყრუ არის;

ტირცის. მე ქლორმა სულაც არ მომხედა.

ორნივ ერთად. უმართლო კანონო! თუ ტრფობას,
ნებისმიერ სატრფონი არ ემონებიან, —
მაშ ნებას რათ აძლევ რომ ჩვენს გულს,
ჰსუფევდნენ უგულო, უგრძნონი!

ალი. ბატონო! შიგნიდამ რაღაც ხმაურობა მომესმა .

ადრას. მაშ დაითხოვე ეგენი; ჟინჟღილები გააქრობინე.

გამოსვლა მეხუთე

და სანამ დონ - პედრო, ადრასტ, ალი

დონ-პედრო. (შინიდამ გამოდის საღამური თავსახურავით და ლათით, ანთებულ სანთელზე ხელი აქვს მიფარებული და იღლიაში ამოღებული ხმალი უჭირავს) რამდენიმე ხანია რაღაც სიმღერის ხმა მომესმის აქა და ეს უმიზეზოთ არ იქნება უნდა კი ამ სიბნელეში გავიგო როგორმე, ვის რა უნდა აქა?

ადრასტ. ალი! ალი. ბატონო!

ადრასტ. ხმა აღარ მოგესმის?

ალი. აღარა (დონ-პედრო ამათ უკან მოექცევა და ჩუმათ ყურს უგდებს.)

ადრასტ. როგორ? ვერაფრით ვერ მოვახერხებთ, რომ ამ მშვეთ ნიერს ბერძნის ქალს ერთს წამს გამოველაპარაკო? და ამ წუეულმა ბერი–კაცმა, ამ შეჩვენებულმა სიცილიელმა უოველთვის გზა უნდა დამიფოლოს ხოლმე?!

ალი. ეშმაკსაც წაუღია იმისი სული, იმ ჯალათისა, ამდენი ჩვენი დაღალვისა და ჯანის გაგდებინებისათვის. ნეტავი ერთი ხელში ჩამივარდებოდეს აგრე ვაჩვენებდი, როგორ ამოვიურიდი იმის ჯავრსა, რომ იმისი მიზესით მოსვენება აღარა გვაქვს, იმისი უმსგავსო ეჭვიანობის მიზეზით.

ადრასტ. მაინც უნდა ღონე ვიპოვოთ რამე, გამოვიგონოთ რამე, მოვაგვაროთ რამე, რომ ნადირი ხელში ვიგდოთ როგორმე.

ალი. ბატონო! არ ვიცი რას ნიშნავს ესა, მაგრამ კარი ღია და თუ თქვენი ნებაც იქნება შევალ, ეგება შევიტყო რა მიზეზია. (დონპედრო კარს უკან მოექცევა.)

ადრასტ. აგრე ქენი, მაგრამ ფთხილათ, არავინ რა შეიტყოს. მეც აქვე მოვიცდი; რა გახდება ღმერთი ინებებდეს, რომ იზიდორა იქნებოდეს

დონპედრო. (სილას გააწნავს ალის) ვინა ხარ ეგა?

ალი. (სილას შეუბრუნებს). მეგობარი!

დონპედრო. არიქა, ეი! ფრანჩესკო, დომინიკე, სიმონ, მარტინ, პიეტრო, თომაზო, ჯორჯი, ბართლემი! არიქა! საჩქაროთ! ჩემი ხმალი, ჩემი ფარი, ჩემი ნაჯახი, ჩემი ტამბაჩები, ჩემი თოფები მა ლე, მალე! აბა ჰე, არიქა! არავინ დაინდოთ.

გამოსვლა მეექვსე

ადრასტი, ალი.

ადრასტ. აქ ჩუჩუნებაც აღარავისია, ალი!

ალი. (ერთს კუთხეში მიმალული.) ბატონო!

ადრასტ. სად იმალები?

ალი. აღარა ვინ არის ვითამ აქა?

ადრასტ. სულ აღარა ვინა!

ალი, მობძანდნენ თუ კაცები არიან და ვნახოთ როგორ გაიტყიპებიან.

ადრასტ. არა, ყოველი ჩვენი ცდა სულ ასე უნდა ჩაგვეშალოს ხოლმე? ამ საძაგელი ეჭვიანისათვის ყოველთვინ სამასხარაოდ უნდა გავხდეთ ხოლმე?

ალი. აქ მომდის სისხლი, რომ ჩემს ოსტატობას მიტრიზავებენ. არა! მოხერხებაში რომ მაჯობოს ვინმე ამას მე არავის ვათქმევინებ, ამდენი ხელის შეშლა მოთმინებას მაკარგვინებს და უნდა ახლა კი გამოვიჩინო, რა გაქნილობის ნიჭიცა მაქვს ღვთისაგან ნაბოძები.

ადრასტ. მე ამის მეტი რა მინდა რა, რომ ქაღალდით იქნება, თუ რითიმე, ქალს ჩემი გულის წადილი შევატყობინო და იმისი გულის პასუხიც გავიგო. სხვა ყველა ადვილია.

ალი. საქმე ჩემზე მოაგდეთ ახლა, მე იმდენ ხერხსა და ხრიკს ვიხმარებ, რომ ბოლოს ერთ-ერთიც არის გამოგვადგეს. ახლა აგერ თენდება კიდეცა, მე ჩვენებს მოვძებნი და აქ მოვიყვან; ბერიკაცის გამოსვლას უდარაჯონ და მაშინვე შემატყობინონ.

გამოსვლა მეშვიდე.

დონ-პედრო, იზიდორა.

იზიდორა. ჩემი ასე ადრე გამოღვიძება რატომ ინებეთ არ ვიცი. თითქო დღეისათვის ამბობდით მინდა გადაგახატვინოო და ჩემს გადახატვას სისხამ დილაზე ჩემი წამოგდება რაში უნდა გამოადგეს? ფერს მომიმატებს, თუ თვალების ელვარებასა?

დონ-პედრო. მე ერთი ისეთი საქმე გამიჩნდა, რომ შინიდამ ახლავე უნდა გავიდე.

იზიდორა. არა მგონია მაგ საქმისათვის ჩემი გამოღვიძება მაინცა და მაინც ძალიან საჭირო. უოკილიუო; ხელს რაში შეგიშლიდათ რომ დილის ტკბილი ძილი არ გაგეტეხინებინათ?

დონ-პედრო. დიაღ, მართალია, მაგრამ მე მინდა ყოველთვის ჩემთან იყო! სიფთხილისაგან კაცს თავი არ ასტკივდებაო, არ გაგიგონია? აი, ამაღამაც, — მოსულიყვნენ ვიღანიცა და ჩვენს ფანჯრებს წინ იმღერიდნენ.

იზიდორა. დიაღ, მართალია, რაღაც მშვენიერი მუზიკის ხმა მესმოდა.

დონ-პედრო. შენთვის უკრავდნენ და იმღერიდნენ, განა? იზიდორა. ნეტავი დამაჯერებინა რასაც ამბობთ.

დონ-პედრო. მერე იცი ვინ იყო, ეს სერენადა2 რომ გაგიმართა?

იზიდორა. რა ვიცი ვინ იყო; მაგრამ ვინც უნდა იყოს, მაინც გულითა ვმადლობ.

დონ-პედრო. ჰმადლობ?

იზიდორა. რასაკვირველია! იმას არა ცდილობს ვინც არის, რომ მე მაამოს?

დონ-პედრო. მაშ საამოთ მიგაჩნია, რომ გეარშიყებოდეს?

იზიდორა. დიაღ, რატომ არა? საწყენი რა არის აქა?

დონ-პედრო. მერე გამარჯვება ყველასთვისა გსურს ვინც მაგას ადგია?

იზიდორა. უეჭველად.

დონ-პედრო. ეგ კარგი გამოტეხილი ლაპარაკია.

იზიდორა. დამალვა რა საჭიროა? ვინც რა უნდა სთქვას, ყოველთვის სასიამოვნოა, რომ ტრფიალებით გეკიდებოდნენ. ჩვენი სილამაზის ქება არას დროს არ არის ჩვენგან დასაწუნარი. რაც უნდა ითქმოდეს, ქალისათვის ისე თავის მოსაწონი არა იქნება რა, მე მერწმუნეთ, როგორც ის სიყვარული, რომელსაც გულში აუნთებთ კაცსა. ეს არის ყოველი ჩვენი ზრუნვა და მეცადინეობა და ჩვენში არა ვინ იპოვება, რომ გულით არ უხაროდეს, ჩემმა თვალებმა სიყვარულის ცეცხლი მოსდეს ამა და ამ კაცსაო,

დონ-პედრო. შენ თუ მაგაში სიამოვნებას ჰხედავ, შენა, რომ გეარშიყებოდნენ, ის კი აღარ იცი, რომ მე არაფრათ მეპრიანება ესა, მე, შენი არშიყი რომა ვარ.

იზიდორა. რატომ არ ვიცი. მაგრამ მე რომ მიყვარდეს ვინმე, ისე არა მიამება რა, რომ სხვებსაც ყველას უყვარდეს. ამაზედ უკეთესი დამოწმება რაღა იქნება, რომ მე შემცთარი არა ვყოფილვარ და ისიც სწორეთ ღირსი ყოფილა ჩემი ტრფიალებისა. უფრო არ მოვიწონებ თავსა, რომ ჩემი საყვარელი სხვებსაც მიაჩნდეს საყვარ- ლათა?

დონ-პედრო. ყველამ თაკისებურათ იცის სიყვარული; და მე თუ მკითხეს, ჩემთვის სასიხარულო. უფრო ის იქნებოდა, რომ შენსას სხვა ვერავინ იტყოდეს ლამაზიაო. იძულებული ვიქნები, მგონია, გარეთ გასვლა დაგიშალო, რომ უცხოს აღარავის დაენახვებოდე.

იზიდორა. ვითამ მანდამდის ეჭვიანობდეთ?

დონ-პედრო. სწორეთ ვეჭვიანობ და როგორ ვეჭვიანობ, რომ იცოდე, როგორც ფოცხვერი, და თუ მეტი გინდა, როგორც ქაჯი. ჩემს სიყვარულს შენ მარტო ჩემთვის უნდიხარ. სხვისი ერთი გაღიმება, სხვისი ერთი შეხედვა შენი, ააშფოთებს ამ სიყვარულსა. ყოველი ჩემი სიფთხილე მარტო იმაზედ არის მიქცეული, რომ შენკენ ყველას ამოკვეთილი ჰქონდეს ფეხი და გული იმაზე დავაჯერო, რომ სხვისი გასაზიარებელი შენში მე, ბეწვი რა არის, ბეწვიც არ მეგულებოდეს რა.

იზიდორა. გინდათ მართალი გითხრათ? სწორე გზაზე ვერა მდგარხართ. ვისაც სხვისი გულის მოგება უნდა, დიდად საეჭვო იქნება ეს მოგება, თუ ძალასაცა ხმარობენ. ჩემთავათ მე ეს აღმიარებია, რომა, კაცი რო ვიყო და ისეთ ქალს ვეტრფოდე, რომელიც სხვის ხელთ არის, ყოველს ჩემს ჭკუა–გონებასა და გამოცდილებას იმაზე მოვიხმარებდი, რომ იმის პატრონისათვის ეჭვი ამეღებინებინა და დღე და ღამე თვალ–დაუხამხამებლად მედარაჯებინებინა, რომ ჩეთვისიმ ქალზედ ზედაც არ შეეხედებინა. საქმის წინ წასაყვანად ჩემთვის ამაზედ უკეთესი აღარა იქნება რა; ქალი აშფოთდება, გაჯავრდება, ჟინში ჩადგომა გულს განურისხებს და მაშინ რაღა დაუშლის, რომ სიყვარული თავისს ბედნიერ დღეს ეწიოს?

დონ-პედრო. მაშ, შენ რო მაგ ყოფაში ეგულებოდე ვისმე, შენც მზა-მზარეულათ დახვდები რომ ყური დაუგდო და გაამარჯვებინო?

იზიდო რა. მაგაზედ მე არას გეტყვით, მაგრამ ქალებს არ უყვართ, რომ აწუხებდნენ და დიდი წინ–დაუხედავობა იქნება, თუ ეჭვიანობა შეამცნევინეს და კარი გამოუკეტეს.

დონ-პედრო. რაფერი სიკეთის დახსომებაა ეგა ნაყიდი გოგოსაგან, რომელიც განათავისუფლეს, ქალად გამოიყვანეს და ისე აგუგუნებენ, რომ ცოლათ უნდათ.

იზიდორა. ვითამ რა დავალება გგონიათ, რომ ქალი მონებიდამ გამოიყვანოთ, თავისუფლად ხელის განძრევის ნება კი არ მისცეთ და სამუდამოდ დატუსაღებული ამყოფოთ ოთხ-კედელშუა.

დონ–პედრო. სიყვარულისაგან არის ეგა!

იზიდორა. თქვენებური სიყვარული თუ ეგ არის, ნეტავი მომიძულებდეთ.

დონ-პედრო. დღეს როგორღაც ამრეზილს გუნებაზედა ხართ და ეგ სიტყვები იმიტომ მოგეტევებათ, რომ დილის ძილის შეშლით გაწყენინეს.

გამოსვლა მერვე.

დონ-პედრო, იზიდორა, ალი (ოსმანლურად მორთული, მრავალს სალამს აძლევს დონ-პედროს)

დონ-პედრო. გაათავეთ ახლა ეგ სალამი! რა გნებავთ?

ალი. (დონ-პედროსა და იზიდორას შუა დგება. რასაც დონ-პედროს ეუბნება, ყოველს სიტყვაზედ იზიდორას მიუბრუნდება ხოლმე და თითქო ანიშნებს, თქვენთან სხვა საქმე მაქვსო). ბატონო! თუ ქალბატონის ნებაც იქნება, — მე ამას მოგახსენებთ, — ქალ–ბატონის ნება-დართვით, რომ იმისთვისა ვარ თქვენთან მოსული, — თუ ქალ-ბატონიც ინებებს, - რომ გთხოვოთ.–თუ ქალ-ბატონმა გამაბედვინა, — ერთი წვალობა მოიღოთ, — ქალ-ბატონის ნება-დართვით…

დონ-პედრო. ქალ-ბატონის ნება-დართვით — ცოტა აქეთ გადმოდით (და თითონა დგება ალის და იზიდ. შუა)

ალი. ბატონო, მე ერთი მუზიკაში დახელოვნებული დამკვრელი გახლავარ.

დონ-პედრო. ამჟამად ჯიბეში არა მაქვს რა რო მოგცეთ და…

ალი. მე მაგას არა გთხოვთ. რადგან იმუზიკისა და თამაშობის ზედ-მიწევნით ცოდნასა ვჩემობ — მე ეს საქმე რამდენსამე მონას

ვასწავლე და ახლა იმათა ჰსურთ ისეთი ბატონი იშოვნონ, რომ ეს ხელობა მოსწონდეს, — და რადგან გაგონილი მაქვს რომ დიდი კაცი ბძანდებით, ამასა გთხოვთ ნახოთ ისინი და ყური დაუგდოთ, რომ მერე ან თქვენ იყიდოთ თუ ინებებთ, ან თქვენი მეგობარი მიასწავლოთ ვინმე იმათი მყიდველი.

იზიდორა. ეგ სხვა არის. შემოაყვანინეთ, ვნახოთ ერთი.

ალი. შალა ბალა... სულ ახალთ-ახალი სიმღერა გახლავთ; ყური დაუგდეთ კარგათა: შალა-ბალა!

გამოსვლა მეცხრე.

დონ-პედრო, იზიდორა, ალი, მონანი თურქნი

(ერთი მონა უმღერს იზიდორას)

მთელს ქვევანაზედ ტრფიალი მისდევს
მხურვალის გულით თავის სატრფოსა
და თუ საძაგი იჭვნეულება
თვალს არ აცილებს მშვენიერებას,
რა ქნან ტრფიალთა, თუ არც თვალებით
უხმოვანად ილაპარაკონ.

(ახლა დონ-პედროს,)

შირი ბირი და უჩ ალლა!
სადექ კაი თურქი ალლა!
შალა-ბალა და ბირ ალლა
შალა-ბალა და ბირ ალლა,
შალა-ბალა შალა-ბალა!

დონ-პედრო. ესენი, მე ვიცი, შემომელახებიან და დამრჩებიან ცარიელი, (იზიდორას). შევიდეთ, შინ შევიდეთ. იღრუბლება როგორღაცა და დღეს მე აღარსად წავალ. (ალის, რომელიც გამოჩნდება) აჰაი, შე მაცდურო, შენა!

ალი. მართალი გინდა და აი მართალიცა. ჩემ ბატონს გაგიჟებით უყვარს ქალ-ბატნი და თუ ქალ-ბატონის ნებაც იქნება, ცოლათ უნდა ითხოვოს.

დონ-პედრო. დიაღ, დიაღ! სულ იმისთვის არ გინახავ?

ალი. ნუ გუნაღვლება, მაინც წავიყვანთ.

დონ-პედრო. რაო, რაო?

ალი. წავიყვანთ მეთქი, წა, რამდენიც უნდა აღრაჭუნო კბილები.

დონ-პედრო. ავიღო ერთი…

ალი. ძალიან კარგად უდარაჯებ, მაგრამ დამიფიცნია წავიყვანთ მეთქი და წავიყვანთ კიდეცა.

დონ პედრო. მაცალე! ერთი მოგიმწყვდიო!

ალი. შენ ვერა და ჩვენ კი მოგიმწყვდევთ. ცოლათ გვინდა, საქმე გადაწყვეტილია. (მარტო) უნდა ან თავი მოვიკლა და ან ეს საქმე თავს მოვიყვანო,

გამოსვლა მეათე.

ადრასტ, ალი, ორი მსახური.

ალი. ბატონო! მე ცოტა არ არის დავადექი საქმესა, მაგრამ…

ანდრასტ. ნუღარა სწუხდები. მე ალალ–ბედათ მივაგნე რასაც ვეძებდი და ახლა პირ-და-პირ უნდა მივიდეთ იმათთან, რომ ჩემი სიცოცხლის ნახვით დავსტკბე. დამონ–მხატვარს შევჰხვდი, დღეს რომ იმისი ხატვა უნდა დაეწყო. ჩემი დიდი ხნის სარწმუნო მეგობარია, და რასაკვირველია ჩემს მოხმარებას მოინდომებდა. ახლა თავის მაგიერად მე მგზავნის იქა; პატარა ბარათსაც მატანს, რომ ეჭვი არა აიღონ რა. შენ ხომ იცი, რომ მე ხატვა სიყრმითგანვე მიყვარს და სამხატვრო კალამიც ამიღია ხოლმე ხან-და-ხან ხელში, თუმცა საფრანგეთში კი არ მოსწონთ, რომ აზნაურშვილი ამ გვარ ხელობას ადგეს რასმე. დღეს ეს შემთხვევა მეძლევა, რომ ჩემი სატრფო თავისუფლათა გნახო, მაგრამ იმისი იმედი კი არა მაქვს, რომ საძაგელი ეჭვიანი ბერი-კაცი მოგვცილდეს და ქალთან გამოლაპარაკებაში ხელი არ შემიშალოს. სწორე უნდა გითხრა და გამოგიტყდე, რომ მე უფრო სხვა ანგარიში მაქვს. ერთი მუახლე მოვიმხრე და იმის შეწევნით უნდა გამოვიხსნა ბერი–კაცის ხელიდამ მშვენიერი, თუ თითონაც დამყვა ამაზედ.

ალი. გამიშვით ერთი მე ჩემებურად მოგეხმაროთ ქალთან გამოლაპარაკებაში. როდი მინდა რომ ამ საქმეში მეც არ ვერიო. თქვენ როდის მიხვალთ?

ადრასტ. ახლავე; რაც საჭიროა ყველა მზათა მაქვს.

ალი. მაშ მეც ახლავე მოვემზადები და წავალ.

ადრასტ. მე დროს აღარ დავჰკარგავ! გაიგონეთ. ეი! ნუღარ ვიგვიანებთ!

გამოსვლა მეთერთმეტე.

დონ პედრო, ადრასტი, ორი მსახური.

დონ-პედრო. ამ სახლში რას ეძებთ, უფალნო?

ადრასტ. მე ვეძებ უფალს დონ-პედროს.

დონ-პედრო. აგერ გახლავარ!

ადრასტ. მაშ გაისარჯეთ და ეს ბარათი წაიკითხეთ.

დონ-პედრო.. (კითხულობს). „თქვენ რომ იცით იმ სახის გადასაღებად გიგზავნით ამ ფრანცუზს აზნაურშვილს, რომელსაც დავალება ჰსურს საპატიო ხალხისა და სიამოვნებით მიიღო ჩემგან ეს დასაქმება, უეჭველია პირველთაგანი არის ამ გვარს ხელოვნებაში და თქვენ უმეტესად როგორ დაგავალებდით, რომ ამისთანა მხატვარი არ გამომეგზავნა. დარწმუნებული ვარ რომ თქვენის, სატრფოს პორტრეტი ყოვლითურთ სრული გამოვა. მაგრამ ამაზედ კი გაფთხილებთ, რომ შრომის სამაგიეროს არა გაუხსენოთ რა, თორემ ისეთი კაცია რომ დიდად იწყენს, რადგან გამოსარჩენად კი არა სწევს ჯაფას, მხოლოდ სახელისათვისა სწევს,“

დონ-პედრო. ბატონო ფრანცუზო! ეს დიაღ დიდი დავალება იქნება თქვენგან და დიდათაც დაგიმადლებთ.

ადრასტ. ჩემი სურვილი მხოლოდ ის არის, რომ ყოველს ღირსეულსა და სახელოვან კაცს ვემსახურო შეძლებისა და გვარად.

დონ-პედრო, ახლა შემოვიევან, ვიზედაც ლაპარაკია.

გამოსვლა მეთორმეტე.

იზიდორა, დონ-პედრო, ადრასტი, ორი მსახური.

დონ-პედრო. (იზიდორას) აი, კეთილშობილი ფრანცუზი, დამონის მაგიერი, შრომის გაწევას აპირებს, რომ თქვენი სახე გადიღოს. (ადრასტს, იზიდორას რომ მისალმებაზედ გადაეხვია). ეეჰუ! უფალო ფრანცუზო! მაგნაირი მისალმება სრულებით რიგი არ არის აქა.

ადრასტ. ეს ჩვენებური ჩვეულებაა, ფრანცუზული.

დონ-პედრო. თქვენებური ჩვეულება იქნება ვარგოდეს თქვენებური ქალებისათვის, მაგრამ აქაურებისათვის კი დიდი კადნიერებაა ეგა!

იზიდორა. ეს სალამი მე დიდის სიამოვნებით მიმიღია. შემთხვევა მაკვირვებს და სწორე უნდა ვსთქვა, რომ ასე სახელოვანსა და განთქმულს მხატვარს მე არას დროს არ მოველოდი.

ადრასტ. ქვეყანაზედ არავინ იპოვება რომ ამისთანა საქმის ხელის მოკიდება ძალიან სასიქადულოდ არ მიაჩნდეს. მე მაგდენი გამოცდილება არა მაქვს, მაგრამ სადაც იმისთანა დედანი არის გადასაღები, იქ უსათუოდ მშვენიერება რამ უნდა გამოვიდეს.

იზიდორა. დედანი არაფერია; საქმე მხატვრის ხელოვნებაა, რომ რაც დედანს ნაკლულევანება აქვს დაჰფაროს.

ანდრასტ. მხატვარი ნაკლულევანებას ვერასა ხედავს და სხვა იმას არა ენატრება რა, რომ გადასახატავი თვალების საოცარი ეშხი ისე გადაიღოს, როგორიც არის, რომ ქვეყანამა ნახოს და დაიჯეროს, მართლა ყოფილა ამისთანა დედანიო.

იზიდორა. თუ თქვენი კალამიც ისეთი შემამკობელია, რო გორიც ენა გქონიათ, თქვენ ისეთს რასმე დაჰხატავთ, რომ მე სულ არა მგავდეს.

ადრასტ. დედანი უზენაესს ისე შეუქმნია, რომ შესამკობი აღარა გაუშვია რა.

იზიდორა. უზენაესს, რაც უნდა სთქვათ, არა…

დონ-პედრო. დავანებოთ მაგაებს თავი, ღვთის-გულისათვის. პირ–მოთნეობა გადავდვათ და ხატვას მივჰყოთ ხელი.

ადრასტ. (მსახურებს) აბა, შემოიტანეთ! (შემოაქვთ რაც ხატვაში მოსახმარისია).

იზიდორა. (ადრასტს) სად გნებავთ დამსვათ?

ადრასტ. აი, აქა! ეს ძალიან კარგი ადგილია და საგანს სინათლე საკმაოდ მიადგება.

იზიდორა. (რომ დაჯდება) ასე კარგათა ვარ?

ადრასტ. დიაღ! ცოტა აიწიეთ, თუ თქვენი ნება იქნება. ცოტა აქეთ! ტანი ოდნად ჩემსკენ გამოიბრუნეთ! თავი ცოტა მაღლა, რომ ყელის მოყვანილობა ჩნდეს. ეს ცოტა გადიხსენით (ყელს უფრო უჩენს). კეთილი! ცოტა კიდევ ერთი ბეწკა კიდევ.

დონ-პედრო. (იზიდორას) მეტად გაჭირდა ეგ თქვენი დასმა. ვეღარ მოახერხეთ რომ რიგიანად გეჭიროთ თავი?

იზიდორა. ეს სულ ახალი ამბავია ჩემთვის. ამათი საქმეა, როგორც უნდა ისე დამსვან.

ადრასტ. (მდომარე) უკეთესი აღარ შეიძლება, როგორც ახლა ხართ და თავიც საუცხოოთ გიჭირავთ (ცოტა თავისკენ გაიბრუნებს) ასე, თუ თქვენც ინებებთ.

დონ–პერდო. კარგი და პატიოსანი.

ადრასტ. ცოტა აქეთ. თვალები ჩემსკენ, გთხოვთ, მე შემომაჩერეთ.

იზიდორა. მე სხვებივით არა ვარ, — ანგარიშით რომ ეხატვინებიან მხატვრობაც დავიწუნოთ და მხატვარიცაო, თუ პორტრეტი ნამდვილს ისე არ ემჯობინება, როგორც დღე ღამესაო, იმათი გულის შესაჯერებლად პორტრეტი ისეთი უნდა დაიხატებოდეს, რომ სახეს ფერი ზამბახისა ჰქონდეს და ვარდისა, ცხვირი სწორე და ლამზათ მოყვანილი; პატარა წმინდა ტუჩები და დიდი ცოცხალი თვალები; მეტადრე პირის-სახე რომ მუჯზედ მეტი არ გამოვიდეს, რაგინდ ფართეც იყოს. მე თქვენ ისეთ პორტრეტსა გთხოვთ, რომ მე ვიყო და ვისი არისო. არ იკითხებოდეს.

ადრასტ. ადვილი არ იქნება თქვენი პორტრეტისა, ვისიაო, იკითხონ. ისეთი სახის-მოყვანილობა გაქვთ, რომ არა მგონია თქვენს გარდა მსგავსება კიდევღა გამოვიდეს ვისიმე.

დონ-პედრო. ცხვირი, მგონია, ცოტა მსხვილი მოდის.

ადრასტ. კარგათ არ მახსოვს სად წამიკითხავს, რომ აპელლესს უხატავს ალექსანდრე მაკედონელის სატრფო ქალი, რომელიც ისეთი საოცარი მშვენიერი თურმე ყოფილა, რომ ხატვაში აპელლესი გაგიჟებით შესტრფია; ალექსანდრეს კი ისეთი სულ-გრძელება მოუჩენია, რომ დაუთმია „თავისი საყვარელი. (დონ-პედროს), შეიძლება რაც აპელლესს იქ დამართვია, აქ მე დამემართოს; მაგრამ თქვენ კი იმდენი სულ-გრძელება იქნება ვერ იქონიოთ. (დონ-პედროს ეს არ მოეწონება).

იზიდორა. ეს გვარ-ტომობის თვისებაა, ფრანცუზების ზდილობა ისეა გათქმული, რომ ყოველგანა ვრცელდება.

ადრასტ. ამ გვარს საქმეში შეცთომა არ შეიძლება და თქვენ მეტად გონიერი ბძანდებით, რომ რაც გესმით, იმისს წყაროს ვერა ჰხედავთ. გარწმუნებთ, ალექსანდრე მაკედონელი რომ აქა ყოფილიყო და თქვენ იმისი სატრფო ყოფილიყავით, მე მაინც ვერა დამაშლევინებდა რა თქვენთვის ამის თქმასა, რომ ჩემს სიცოცხლეში ისე თი მშვენიერება არსად მინახავს, როგორსაც ახლა შევუურებ და რომელიც…

დონ-პედრო. უფალო ფრანცუზო! ლაარაკი მგონია თქვენს საქმეს უშლიდეს და მაგდენს არ უნდა ლაპარაკობდეთ.

ადრასტ. არა ჩვეულებათა მაქვს ლაპარაკი როდესაცა ვხატავ და საჭიროც არის. ამ შემთხვევაში საუბარი, რომ გადასახატავი მხიარულად იქნებოდეს და სახის გამომეტყველებაც ცხოვლათა ჰქონდეს.

გამოსვლა მეცამეტე.

ალი ისპანიელად მორთული, დონ-პედრო, ადრასტ, იზიდორა

დონ-პედრო. ამას რაღა უნდა და დაუკითხავათ აქ შემოსვლის ნება ვის მიუცია, ნეტავი?

ალი. (დონ-პედროს) დაუკითხავად შემოვედი მართალია, მაგრამ აზნაურობაში ეს კადნიერება ყოველგან არის მიღებული. უფალო! მიცნობთ მე თუ ვერა?

დონ-პედრო. ვერა, უფალო!

ალი. მე გახლავარ დონ ჟილეს დ’ავალოს და ჩემი ღირსება ისპანიის ცხოვრებაში გექნებათ ამოკითხული!

დონ-პედრო, ჩემგანა გნებავთ რამე.

ალი. დიაღ! რჩევასა გთხოვთ ერთს საქმეზედ, რომელიც ღირსებას შეეხება, ვიცი რომ ამისთანა შემთხვევაში თქვენზე უფრო განვითარებული მსაჯული, თითქმის, არსად იპოვება; — მაგრამ გულს–მოდგინებითა გთხოვთ ამათ ცოტა მოვშორდეთ და ისე ვილაპარაკოთ; ყველას კი არ მინდა შევატყობინო.

დონ-პედრო. აი, ახლა კარგა მოშორებითა ვართ! ადრასტი (დონ-პედროს, რომელმაც თვალი მოჰკრა რომ მეტად ახლო ეჩურჩულებოდა იზიდორას) ლურჯი თვალები ქონია.

ალი. (დონ-პედროს, რომელიც კიდევ იქით მიჰყავს, რომ ადრასტს და იზიდორას მოაცილოს) უფალნო! საქმე ეს არის, რომ მე სილა გამარტჟეს, ხომ მოგეხსენებათ სილა რაც არის: გაშლილი ხელის-გულით რომ ლაწანს გაადენენ თქვენს ლოყაზედ? მე გამარტყეს ამისთანა სილა, და ახლა რა მმართებს არ ვიცი, ხმალში გამოვითხოვო, თუ ისე მოვჰკლა?

დონ-პედრო. მოკვლა, რასაკვირველია, უფრო შეამოკლებს საქმესა. ვინ არის ეგ თქვენი მტერი?

ალი. ცოტა დაბლა ვილაპარაკოთ, თუ თქვენი ნება იქნება. (რომ ელაპარაკება ისე აყენებს რომ ადრასტი ვერ დაინახოს).

ადრასტ. (დაჩოქილი იზიდორას წინ, მანამდის დონ-პედრო და ალი ჩუმათ ლაპარაკობენ). დიაღ, მშვენიერო იზიდორა, აგერ ორი თვეა რაც ჩემი თვალები მოგახსენებენ ამასა. მიყვარხართ, რომ უმეტესი სიყვარული აღარ შეიძლებოდეს, — და სხვა განზრახვა, ღმერთმა ხომ იცის, მე არა მაქვს რა, სხვა არა მწადია რა და არა მენატრება რა, ვიყო. სამარადისოდ.

იზიდორა. არ ვიცი, გულით ამბობთ მაგასა თუ არა, მაგრამ მაჯერებინებთ კი.

ადრასტ. იქამდინ მაინც გაჯერებინებთ თუ ვერა, რომ ცოტაოდენი სიკეთე გინდოდეთ ჩემთვის?

იზიდორა. მე ამას უფრო ვერიდები, მეტად ბევრი არ მინდოდეს.

ადრასტ. გენდომებათ იმდენი, შეუდარებელო იზიდორა, რომ რაც ნატვრა მოგახსენე, იმისი ახდენა იყაბულოთ?

იზიდორა. მაგას ჯერ ვერ გეტყვით

ადრასტ. რას ელით?

იზიდორა. ჯერ ვერ გადმიწყვეტია.

ადრასტ. სადაც სიყვარულია, იქ გადაწყვეტა ადვილია.

იზიდორა. მაშ აგრე იყოს, — მიყაბულნია.

ადრასტ. გნებავთ რომ ახლავე შესრულდეს საქმე?

იზიდორა. სადაც ერთხელ საქმე გადაწყდება, იქ შესრულება რაღამ უნდა შეაყენოს? დონ-პედრო. (ალის) ჩემი რჩევა ეს არის და ახლა თქვენ იცით.

ალი, უფალო! ერთხელც არი თუ სილა თქვენც მოგხვდათ როდისმე, მეც რჩევის კაცი ვარ, მეინახეობა მეც შემიძლია და სია– მოვნებით გადაგიხდით მაგიერსა!

დონ-პედრო. მიხვალთ, მაგრამ მე ვერ გამოგაცილებთ; კეთილშობილთა შორის ეს კადნიერებაც არის მიღებული.

ანდრასტ. (იზიდორას) არა, ისეთი რა იქნება რა, რომ ჩემი გულიდამ ამოფხვრა შეიძლოს... (დონ-პედროს, რომელმაც თვალი მოჰკრა, რომ მეტათ ახლო უჯდა იზიდორას) ნიკაპზედ პაწაწა ნაკენკს უშინჯავდი, შორიდამ რომ ხალი მეგონა — დღეს ამითი გავათავოთ და სხვა მერე იყოს. (დონ-პედოს, რომელიც მხატვრობის ნახვას ეტანება) არა, ჯერ ნურას გაშინჯავთ, გთხოვთ შემაკვრევინოთ, (იზიდორას) და თქვენ ამას გევედრებით არ დაიზაროთ და გული მხიარულად იქონიოთ, რომ ეს ჩვენი საქმე კარგად დავაბოლოვოთ.

იზიდორა. მხიარულათ ვიქნები, რამდენიც შესაძლებელი იქნება.

გგამოსვლა მეთოთხმეტე.

დონ-პედრო, იზიდორა.

იზიდორა. თქვენ რას იტყვით? ამისთანა ზდილობიანი კეთილშობილი მე არა მგონია სხვა იყოს სადმე და სწორე უნდა სთქვას კაცმა, რომ ფრანცუზებს ისეთი რამ განვითარება და ისეთი რამ მათ სიამოვნებლობა აქვთ ხასიათათა, რომ სხვა ხალხში არ იპოვება.

დონ-პედრო. მართალია, მაგრამ ცუდი ესა სჭირთ, რომ ყოველგან მეტად კადნიერათ არიან და ვისაც არა გგონია პირში ქებას უბედგენ.

იზიდორა. იციან, რომ ქალებს ამითი თავს აწონებინებენ.

დონ-პედრო. (ალის) ჩემი რჩევა ეს არის და ახლა თქვენ იცით.

ალი, უფალო! ერთხელც არი თუ სილა თქვენც მოგხვდათ როდისმე, მეც რჩევის კაცი ვარ, მეინახეობა მეც შემიძლია და სიამოვნებით გადაგიხდით მაგიერსა!

დონ-პედრო. მიხვალთ, მაგრამ მე ვერ გამოგაცილებთ; კეთილშობილთა შორის ეს კადნიერებაც არის მიღებული.

ანდრასტ. (იზიდორას) არა, ისეთი რა იქნება რა, რომ ჩემი გულიდამ ამოფხვრა შეიძლოს... (დონ-პედროს, რომელმაც თვალი მოჰკრა, რომ მეტათ ახლო უჯდა იზიდორას) ნიკაპზედ პაწაწა ნაკენკს უშინჯავდი, შორიდამ რომ ხალი მეგონა — დღეს ამითი გავათავოთ და სხვა მერე იყოს. (დონ-პედოს, რომელიც მხატვრობის ნახვას ეტანება) არა, ჯერ ნურას გაშინჯავთ, გთხოვთ შემაკვრევინოთ, (იზიდორას) და თქვენ ამას გევედრებით არ დაიზაროთ და გული მხიარულად იქონიოთ, რომ ეს ჩვენი საქმე კარგად დავაბოლოვოთ.

იზიდორა. მხიარულათ ვიქნები, რამდენიც შესაძლებელი იქნება.

გამოსვლა მეთოთხმეტე.

დონ-პედრო, იზიდორა.

იზიდორა. თქვენ რას იტყვით? ამისთანა ზდილობიანი კეთილშობილი მე არა მგონია სხვა იყოს სადმე და სწორე უნდა სთქვას კაცმა, რომ ფრანცუზებს ისეთი რამ განვითარება და ისეთი რამ მათ სიამოვნებლობა აქვთ ხასიათათა, რომ სხვა ხალხში არ იპოვება.

დონ-პედრო. მართალია, მაგრამ ცუდი ესა სჭირთ, რომ ყოველგან მეტად კადნიერათ არიან და ვისაც არა გგონია პირში ქებას უბედგენ.

იზიდორა. იციან, რომ ქალებს ამითი თავს აწონებინებენ.

დონ-პედრო. მაგრამ კაცებს კი სულაც არავინ მოუწონებს, რომ ცოლსა თუ საყვარელს, პატრონის ცხვირ წინ ელაქუცუნე ბოდნენ.

იზიდორა. სულ გულის გასაყოლებლათ კი მოსდით, რასაც. ამბობენ და რასაც ჩადიან.

გამოსვლა მეთხუთმეტე.

ზაიდა, დონ-პედრო, იზიდორა.

ზაიდა. დამიფარეთ, ბატონო, ღვთის გულისათვის, გაცეცხლებულ ქმარს გადამარჩინეთ, ღმერთი გადღეგრძელებთ! იმისი ეჭვიანობა არ გამოითქმის და გაბრაზებულმა დანდობა აღარ იცის. პირბადე. მუდამ გეფაროსო და ერთი ბეწვა გადახდილი რომ მნახა ისე გაკაპასდა რომ ხმალი იშიშვლა და გამომეკიდა; აქ რომ არ შემოვარდნილიყავი სწორედ დამჩეხდა. აგურა ჩანს! ოჰ! ღვთის გულისათვის გადამარჩინეთ.

დონ-პედრო. (ზაიდას იზიდორასაკენ ანიშნებს.) აიქ შედით იმასთანა და ნუღარაფრისა გეშინიათ!

გამოსვლა მეთექვსმეტე.

მადრასტ, დონ-პედრო.

დონპედო. როგორ, უფალო! თქვენა ხართ ეგა, კეთილშობილი ფრანცუზი და აგრე ეჭვიანი? მე მეგონა ეჭვიანობა მარტო ჩვენა გვჭირს მეთქი.

ადრასტ. ფრანცუზები ყოველ საქმეში აღემატებიან სხვებსა და ერთხელც არის თუ აგვაღებინეს სიცილიელებზედ ერთი ოცად უფრო ვეჭვიანობთ. რა რომ თქვენ შემოგეკედლათ, იმ უპატიურსა ჰგონია რომ ხელი ვეღარავინ ახლოს? თქვენ მეტად გონიერი ხართ,

რომ ჩემი უფლება შეურაცხ ყჰოთ. გთხოვთ გამიშვათ, ისე მოვექცე, როგორც შეჰფერის.

დონ-პედრო. ღვთის გულისათვის დადექით! მაგისთანა უბრალო საქმეზედ აგრე გაანჩხლება თქვენგან არ მიკვირს.

ადრასტ. ამისთანა საწყენი საქციელი უბრალო საქმეზედ ჩაუდენიათ თუ ბრალიანზედ, ამითი კი არ გაიზომება; დანაშაული ბძანების დამრღვევი არის და ვინც ბძანებას არ ემორჩილება, განუკითხავათ არის დასასჯელი.

დონ-პედრო. მის სიტყვით, რასაც თქვენ იმასა სწამებთ, განზრახვით კი არ უქნია, უნებურათ მოსვლია; დიდათა გთხოვთ აპატიოთ და ისევ შეირიგოთ.

ადრასტ. როგორ! იმისს მხარეს იჭერთ თქვენა, თქვენა, იმ ნაირ ყოფა–ქცევაზედ რომ თითონ თქვენა ხართ ძალიან გაფთხილებული?

დონ-პედრო. დიაღ, იმისს მხარეს ვიჭერ და ჩემი დავალება თუ გინდათ გული დაიმშვიდეთ და შერიგდით; ეს ერთი შემთხვევა ღმერთს დაამადლეთ, დიდათა გთხოვთ და ამ თხოვნას თუ შეიწყნარებთ იმ მეგობრობის დამოწმებად მივიღებ, რომელიც მსურს ჩვენში არსებობდეს.

ადრასტ. მაგ პირობით მე უარი აღარ გამებედება და იყოს ნება თქვენი.

გამოსვლა მეჩვიდმეტე.

ზაიდა, დონ-პედრო, ადრასტი კუთხეში.

დონ-პედრო.. (ზაიდას) აბა გამოდით აქა! თქვენი საქმე გავარიგე, უკეთესს ვერას იქმოდით რომ აქ შემოხვედით.

ზაიდა. ისე ვარ თქვენგან დავალებული რომ მეტი არ შეიძლება; მაგრამ პირ-ბადე დამრჩა იქა; როგორ შემიძლია უმისოდ დავენახო.

შეიძლება; მაგრამ პირ-ბადე დამრჩა იქა; როგორ შემიძლია უმისოდ დავენახო.

გამოსვლა მეთვრამეტე.

დონ-პედრო, ადრასტ.

დონ პედრო. ეხლავ გამოვა ისევა. დიდად გაიხარა საბრალომ საქმე გაგირიგე მეთქი რომ უთხარი.

გამოსვლა მეცხრამეტე.

იზიდორა, (ზაიდას პირ-ბადით.) ადრასტ, დონ-პედრო.

დონ-პედრო. (ადრასტს) რადგან თქვენი გულის წყრომა მე მაპატიეთ, ნება მიბოძეთ ხელი-ხელს აქვე ჩაგითვალოთ და ორთავე შემოგევედროთ, რომ ამას იქით ერთობა და თანხმობა შეურყეველად იქონიოთ ჩემის პატივისცემისათვის.

ადრასტ. გაძლევთ პირობას, რომ თქვენის პატივისცემისათვის ისეთის თანხმობით ვიცხოვროთ, რომ მეტი აღარ შეიძლებოდეს.

დონ-პედრო. საგრძნობელად დამავალებთ და არც დავივიწყებ ჩემს სიცოცხლეში.

ადრასტ. გაძლევთ პატიოსან სიტყვას, ბატონო დონ-პედრო, რომ თქვენი სიყვარულისათვის ისეთის პატივითა და ფუფუნებით შევინახო, რომ მეტი არ შეიძლებოდეს.

დონ-პედრო. დიდად, დიდად მავალებთ! (მარტო) სასიამოვნოა ხალხის დამშვიდება და თანხმობის ჩამოგდება. ზიდორა! გამოდი აქა!

გამოსვლა მეოცე.

ზაიდა, დონ – პედრო.

დონ-პედრო. ეს რას ნიშნავს?

ზაიდა. ეს რასა ნიშნავს და იმასა, რომ ეჭვიანი კაცი გარეული მხეცივით ეჯავრება ყველასა და ქვეყანაზედ არავინ იქნება, რომ იმისი ზარალი არ იამოს რაშიაც უნდა მოუვიდეს. კარს რაც უნდა ურდული უყარო, რაც უნდა კლიტე ადვა, მაგითი ვერავის დაამწყვდევ თუ რომ გული არა გაქვს მოგებული. იზიდორა ახლა იმ კაცის ხელშია, რომელიც უყვარს, რომელსაც უყვარს და რომელმაც თქვენ ეს არის პირში ჩალა გამოგავლოთ.

დონ-პედრო როგორ თუ? მერე დონ-პედრომ აიტანოს ესა? არა, არა! სხვა არა იყოს რა, სამართალი ხომ არის აქა. აი, აგერა დგას ერთი სენატორი. (კარს ურეკს აშფოთებული).

გამოსვლა მეოცდაერთე.

სენატორი, დონ პედრო.

სენატორი. ოჰ! უფალს დონ-პედროს ვახლავარ! რა კარგს დროს მოხვედით!

დონ-პედრო. ერთს შეურაცხებაზედ მინდა შემოგჩივლოთ, ახლა რომ მომაყენეს.

სენატორი. ისეთი კარგი მასკარადი იმართება აქა, რომ სწორედ თქვენი მოსაწონი.

დონ-პედრო. ერთმა თავხედმა ფრანცუზმა თქვენს მტერს რაც მე საქმე დამმართა.

სენატორი. გარწმუნებთ რომ ამისთანა შექცევას არსად შესწრებიხართ.

დონ-პედრო. ნასყიდი ქალი მომტაცეს, რომელიც განთავისუფლებული მყავდა.

სენატორი. რამდენ ნაირს ტანსაცმელს აქა ნახავთ, რომელი ერთი მოგითვალოთ.

დონ-პედრო, აი, ამისთანა საქმეებს ჩადიან აქა! სამართლის შემწეობასა გთხოვთ ახლა!

სენატორი. რაო? რასა ბძანებთ?

დონ-პედრო. შეურაცხება მომაყენეს და სამართალსა გთხოვთ მეთქი, ამას მოგახსენებთ.

სენატორი. მე მეგონა ჩემს მასკარადში მოსულხართ მეთქი.

დონ-პედრო. ჯავრით ლამის გული გამისკდეს და რას მიბძანებთ, რა მემასკარადება?

სენატორი. საქმე გქონიათ მაშა? უკაცრავად გახლდები, მაგრამ მე დღეს საქმისათვის არა მცალია.

დიმიტრი ყიფიანი.

_______________

1 სამ-ხმა.

2სერენადა-ღამური არშიყის მუზიკა.

2 მასალა საქართველოის ისტორიისათვის

▲back to top


მასალა საქართველოის ისტორიისათვის

მოგზაურის პიეტრო დელლავალლეს მოხსენება საქართველოზედ პაპი ურბანუს მერვესადმი, 1627 წ.[1]

უნეტარესო. მამაო!

ქვეყანა, რომელსაც დღეს ქვიან საქართველო (Georgia), შეიცავს ყველა იმ მხარეებსა, რომელთაც ძველი ხალხები უწოდებდნენ კოლხიდას (Colcho)დs ივერიას (Iberia); შეიცავს ეგრეთვე სომხეთის და შეიძლება კიდევ ალვანიის (Albania) ნაწილებსაც ამ სამზღვრეი ში სტრაბონის აზრით მდებარეობს მესხების ქვეყანა (la regione de popoli Moschi). ამ სახით საქართველოს უჭირავს სულ ის ქვეყანა, რომელიც იწყება შავის ზღვის აღმოსავლეთის ნაპირიდგან და მიაღწევს თითქმის კასპიის ზღვამდე. აღმოსავლეთით მას აქვს მხოლოდ რამოდენიმე ზღვის ნაპირის მცირე ადგილები ალვანიისა, რომელნიც ეხლა სპარსეთის ხელქვეშ არიან და რომელთაც აქვსთ ქალაქები: ბაქო და დერბენდი ანუ, როგორც ამბობენ თურქები, დემიკარპი, ე.ი. რკინის კარი; ამ ადგილებიდგან ცოტად სამხრეთით არის რამოდენიმე ნაწილი შირვანისა, რომლის დედა–ქალაქი არის შემახია და რომელიც ჩემის აზრით არის ნაწილი ატროპეტან - მიდიისა. შემდეგ დასავლეთით შავი ზღვა, ჩრდილოეთით ყასპიის მთები — კავკასიის ტოტები, რომელნიც ერთის ზღვიდგან მეორემდი მიაღწევენ და სადაც სცხოვრებენ ერთ–გვარნი ბარბაროსულნი და ავაზაკნი ხალხნი, წოდებულნი ლეკებათ (Lezghi, ò Legzi). ესენი უმეტეს ნაწილად არიან მაჰმადიანები, სხვები კი მგონია არიან კერპთ-თაყვანის მცემნი, ან სრულებით უღმერთონი; ეგენი ადვილად შეიძლება იყვნენ სტრაბონის სვანები (Soani) ან ფთიროფაგები[2]. უკანასკნელად, სამხრეთით მდებარებენ სომხეთის ნაწილები, რომელთა მხრით საქართველოის სამზღვრად არის მიდია. სამხრეთ–დასავლეთით, ე.ი. ტრაბიზონისაკენ, თუ არ ვსცდები, კაპადოკიის რამოდენიმე ნაწილია. — მთელი ეს ქვეყანა დღეს ხმარობს მხოლოდ ერთს მისს საკუთარს ენას, რომელიც ყველა იქ მცხოვრებ ხალხების საზოგადო ენაა, ამ ქვეყანას, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ჯორჯიას (Georgia) და იქაურები საქართველოს (Cardueli), უწინ ფლობდა მხოლოდ ერთი მეფე, ვიდრე ერთმა მეფეთთაგანმა არ გაუყო სახელმწიფო თავის ოთხ შვილს[3] და არა ჰქმნა ყველა იგინი ერთნაირად დაუმოკიდებელ და სრულ მთავრებათ თავიანთ სამფლობელოებში. მხოლოდ ერთს მათგანს, რომელსაც მისცა შუაგული და უდიდესი ნაწილი თავის სახელმწიფოისა, დაუტოვა ერთ-გვარი უპირატესობა სხვებზე; ამიტომაც დღემდი ამ ნაწილის მთავარი დიდად პატივ-ცემულია სხვა მთავრებისაგან, რომელნიც მას უწოდებენ მეფეთ–მეფეს, რაიცა მათ ენაზე ნიშნავს ხელმწიფეების ხელმწიფეს; თვითონ კი თავიანთ თავს ჰრაცხვენ საქართველოის ლიტონ მთავრებათ და ამით კმაყოიფილდებიან. ამ ჟამად საქართველოში ექვსი მთავარია, რადგანაც გარდა იმ ოთხისა, რომელნიც, როგორც ზემოდ , ვთქვი, მეფის შთამომავლობისანი არიან, ორნი კიდევ სხვანი არიან, რომელნიც უწინ იყვნენ მეფეთ-მეფის მოურავებათ ( Ministri) და მისის სამეფოის ორის დიდ ნაწილების მმართველებათ შავის ზღვის ნაპირზედ. ისინი განუდგნენ რა მეფეთ–მეფეს, დაისაკუთრეს ის მხარეები, რომელნიც მათ ჰქონდათ ჩაბარებულნი სამმართველოდ და შემდეგ ამისა თვითონ შეიქმნენ სრულ მთავრებათ. როცა თან-და თან მათი გავლენა და სახელი გავრცელდა, მაშინ იგინი არამც თუ გაუსწორდნენ, არამედ დაუმოყვრდნენ კიდევაც ყველა მთავრებს. ამიტომაც დღეს ყველა მთავრები უპურობიან მათ, როგორც თავის სრულ თანასწორებს. იმათ ახსოვსთ დღემდი მხოლოდ მეფეთ-მეფის უპირატესობა. მაგალითად, როცა მეფეთ–მეფე ცხენზედ ჯდება და ის ორი მთავარი, რომელნიც უწინ იყვნენ მის მოურავებათ და ერისთავებათ (Vassalli), სასახლეში არიან, მაშინ ერთი მათგანი ცხენს მეორე აბჟანდსა.

შემდეგ იმისა, როცა ქვეყანა გაიყო ექვს მთავრებ შუა და ეს მთავრები სრული ბატონებათ შეიქმნენ, მეფეთ–მეფე ფლობდა და დღემდისაც ფლობს იმ მხარეს, რომელსაც იქაურები უწოდებენ იმერეთს და რომელიც მდებარეობს, როგორც ვთქვი, შუაში და არის უძლიერესი სხვა ნაწილებზე სწორედ ეს მხარე არის ივერია, მთავარს, რომელიც ეხლა იქ მეფოს, ჰქვია გიორგი ესე იგი (იტალიანურად) ჯორჯიო. მეფეთ-მეფეს მაგიერ, როგორც მას უწოდებენ მხოლოდ წერილებში, საზოგადოდ ლაპარაკში მას უძახიან გიორგი მეფეს, ან გიორგის, მაგრამ თურქები, როგორც ამ მეფეს, ეგრეთვე ქვეყანას და ხალხს ამ ქვეყნისას, ეძახიან, არ ვიცი რატომ, ბაშაჩივეს, რომელიც თურქულად ნიშნავს თავ-ღიას, ან თავ- შიშველს.

იმერეთის აღმოსავლეთით მდებარეობს მეორე თემი, წოდებული კახეთათ, რომელიც, თუ არა ვცდები, არის ეგრეთვე ივერიის ნაწილი და შეიძლება ალვანიისაც და შეადგენს იმ მეფის უმცროსის შვილის შთამომავლობის სამეფოს, რომელმაც თავისი სახელმწიფო. პირველად გაუნაწილა თავის ოთხ შვილებს. დედაქალაქი ამ თემისა იყო ზეგანი (Zagain), თუმცა მთავრებსა და ადგილობრივ კეთილ-შობილებსა (Nobili), რომელთაც უწოდებენ აზნაურებს, უფრო მოსწონსთ ცხოვრება სოფლებში, როგორც საფრანგეთის კეთილშობილებს, ვიდრე ქალაქებში. სხვა აღმოსავლეთის ბარბაროსულ ხალხების წესის წინააღმდეგ ქართველებს ჰყავსთ თავისი თავად — აზნაურობა (nobilita), რომელსაც ჰსცნობენ და არჩევენ მდაბალ ხალხისაგან, როგორც ჩვენ, ევროპიელები, გვაროვნობის შთამომავლობით და იმ ჩვეულობის შემწეობით, რომ თავად-აზნაურობა და მდაბალი ხალხი ერთმანეთს არ ემოყვრებიან, თავად–აზნაურები, ვამბობ მე, არ სცხოვრებენ ქალაქებში. მათის აზრით ქალაქებში უნდა იცხოვრონ მდაბალ ხალხის კაცებმა და ხელოსნებმა, რომელთაც შეუძლიანთ იქ მიეცნენ ვაჭრობას ან აღებ-მიცემობას. ეს აზრი ისე გავრცელებულია ქართველებში, რომ იმისთანებსაც, რომელნიც არ არიან აზნაურები, ეძაგებათ ქალაქში ცხოვრება და ხელობის და ვაჭრობის ვარჯიშობა; როგორც ხელობას, ისე ვაჭრობას ქართველები უთმობენ უცხო ქვეყნულებს, მაგალითად სომხებს, ურიებს, რომელნიც ბლომად არიან მათს ქვეყანაში, და სხვებს ამათ მსგავსებს. თვითონ კი თავის ცხოვრებას ატარებენ ან ომიანობაში, როცა საჭიროა, ან ეკკლესიის სამსახურში, საკუთრად ისინი, რომელნიც სამღვდელოებას ეკუთვნიან, ან და უმეტესი ნაწილი ეძლევა თავიანთ მიწების შემუშავებას. მათი მიწები ფრიად ნაყოფიერნი არიან ყოველ–გვარის ხილთათვის. სოფლებში ბლომად მოჰყავსთ აბრეშუმი. სოფლის მამული ბევრი თუ ცოტა, თითქმის ყველას აქვს. ამიტომაც ძველი ბერძნები საფუძვლიანად უწოდებდნენ ქართველებს გეორგს, რომელიც ნიშნავს მიწის მუშაკს. ამიტომაც ამ ქვეყანაში ცოტაა ქალაქები და არაირად შესანიშნავნი, მაგრამ სოფლებში კი ყოველგან ძლიერ ხშირი მოსახლობაა და ეგრეთვე კარგნი შენობები, თუმც უმეტესი ნაწილი მათებურად ხისგან არის გაკეთებული. არც სხვა-და-სხვა გვარი და კარგად აშენებული ეკკლესიები აკლიათ, მაგრამ ჩვეულებისამებრ ცუდად ინახვენ, მეფეს, რომელიც ჩვენებურების სიტყვით, მეფობდა ზემოხსენებულს კახეთში, ჰქვიან სახელად თეიმურაზ და ეხლაც ცოცხალია, მაგრამ, როგორც ქვემოდ ვიტყვი, სახელმწიფო მას ჩამორთმეული აქვს. როცა თეიმურაზს პირველი ცოლი მოუკვდა, სპარსეთის ხელმწიფემ შაჰაბაზმა, რომელიც მაშინ მისი მეგობარი იყო და რომელიც დღესაც ხელმწიფობს, გაუგზავნა მას სამძიმრის სათქმელად პატრი ფრა ჯოვან–თადეო წმინდა ელისეის კარმელიტანელი ფეხ-შიშველი[4]. ეს პატრი ეხლა სპარსეთშია და უწინ იქაურის მისიის უმფროსი იყო. თეიმურაზ მეფემ განუცხადა მას მეგობრობა და დიდი პატივისცემა არამც თუ როგორც სპარსეთის ხელმწიფისგან გამოგზავნილს, არამედ როგორც კაცად-კაცს და როგორც ჩვენებურ ქრისტიან სამღვდელო პირს; მას საჯაროდ აწირვინა თავის უმთავრეს ეკკლესიაში, იმ ქვეყნის მიტროპოლიტის თანდასწრებით. მეფეს თვითონაც უნდოდა დასწრებულიყო, მაგრამ არ ვიცი რამ დაუშალა. გარდა ამისა მეფემ უბოძა და ჩააბარა მას მიწა–ადგილი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მას, თუ ისურვებდა, გაეკეთებინა თავის რჯულის მონასტერი და ეკკლესია. ერთის სიტყვით, როგორც მეფემ ისე ალავერდ მიტროპოლიტმაც, რომელიც ითვლებოდა როგორც ფრიად გონიერი კაცი და რომის საქმის ერთგულად მსახური, გამოიჩინეს, თვითონ პატრის სიტყვით, რომის ეკკლესიისადმი ისეთი გულ-მიდრეკილობა, რომ მეტი აღარ შეიძლება.

მეფის შთამომავლობის მესამე მთავარი მეფობს იმ თემში, რომელიც კახეთის და იმერეთის (?) სამხრეთით არის და რომელსაც ჰქვიან ქართლი (Cardel ò Carduel). ეს არის დიდ სომხეთის ნაწილი და მისი დედა–ქალაქი არის ტფილისი (Teflis). ჩვენის პატრების დროს აქ მეფობდა სიმონი, რომელიც შემდეგ ტყვეთ მოკვდა კოსტანტინოპოლში[5]. ეს მეფე ძლიერ სახელ-განთქმული იყო იმ ომების გამო, რომელნიც მას ქონდა, როგორც მოგვითხრობენ ჩვენი ისტორიები, თათრებთან და ძლიერ ერთგული იყო რომის წმინდა საყდრისა, როგორც ცხადად გამოაჩინეს მისმა წერილებმა (თუ ისინი იყვნენ, როგორც მე ვფიქრობ, ამავე სიმონისა) ნეტარ ხსენებულ პაპი პავლე მესამესთან. ერთი ამ წერილთაგანი და ეგრეთვე მოხსენება იმ წერილისა (con la nota anco di quella), რომელიც ხსენებულმა მღვდელთ-მთავარმა უწინ მისწერა მას, დაბეჭდილია პატრის ფრა თომასო. კარმელიტანელი ფეხ-შიშველის წიგნში „De procuranda_salute omnium gentium“.

ჩვენს დროში ამ ქვეყანაში უფლობდა ზემოხსენებულის სიმონის შვილის–შვილი (nipote cio è figlio del sopradetto Simone [?]) ლუარსაბ, მეფე ახალ-გაზდა და დიდის იმედის მომცემი, მაგრამ ცოტა ხნის წინედ, სანამ მე სპარსეთში ჩავიდოდი, მან იქ საწყალობლად დალია თავისი დღენი იგი მოკლეს ციხეში, რომელშიაც რამოდენიმე წელიწადი დამწყვდეული იყო. მას არ დარჩენია არავითარი შთამომავლობა, რადგანაც ცოლი ჯერ მოყვანილი არ ჰყავდა, თუმცა საცოლო კი დანიშნული ჰყავდა. ლუარსაბის შემდეგ ქვეყანას ფლობდა მისივე გვარის მეფე, რომელიც იყო მისი ძმის-წული თუ ბიძა–შვილი[6]. ეს მეფე იყო მაჰმადის სარწმუნოებისა და თავის სამეფოში აღარ იყო სრული ბატონი, არამედ გახდა სპარსეთის ხელმწიფის ერის-თავად, როგორც ეხლავე ვიტყვი.

მეოთხე მთავარს მეფის შთამომავლობისას ქონდა თავისი სამეფო დასავლეთისაგენ, მიდიის სამზღვარზე, რომელსაც შეარდგენდნენ. როგორც ქართლის, ისე, ჩემის აზრით, სომხეთის და კაპადოკიის ნაწილები. მხოლოდ ეს სამეფო ეხლა აღარ არსებობს, როგორც შემდეგ აიხსნება.

რაც შეეხება უკანასკნელ ორს მთავარს, რომელნიც არიან მოურავების შთამომავლობისა და არა მეფისა, და რომელთა სამთავრონი არიან შავის ან ევქსინის ზღვის ნაირად, ერთი მათგანი ჰფლობს იმ მხარეს, რომელიც არის უფრო ჩრდილოეთით და მიემხრობა კასპიის მთებს[7] და ეგრეთვე დადიანებს[8], ე.ი. მოსიარულეთა და მღოღველთა. ეგრე უწოდებენ მათ, იმიტომ რომ ძველად ისინი უსახლ–კაროდ გადადიოდნენ ერთ ადგილიდგან მეორე ადგილას, როგორც არაბები თავის კარვებით; მაგრამ შემდეგ მათ გამოიცვალეს თავისი ჩვეულება, და დღეს ეს მხარე საუკეთესო მხარეა, სადაც მოსახლობა ევრო ბევრია, ვიდრე საქართველოის სხვა ნაწილებში. ეს არის ძველ ხალხების კოლხიდა. თურქები კი მას უწოდებენ მეგრელიას დღეს იქ ფლობს ახალ-გაზდა მთავარი, რომელსაც ჰქვიან, თუ კარგად მახსოვს, ლევან.

ერთი კოსტანტინოპოლელ ჯეზუიტთაგანი პატრი რომელიც წასულიყო სამეგრელოში ქრისტიანობის მდგომარეობის გამოსაცნობლად, დაბრუნდა იქიდგან 1615 წელს, როცა მეც კოსტანტინოპოლში ვიყავი დაბრუნების შემდეგ მან იცოცხლა მხოლოდ სამი თუ ოთხი დღე, თუ არა კოსტანტინოპოლში, მას შეეყარა უშველებელი ჭირი, რომელიც მაშინ იქ გავრცელებული იყო. ამ რამოდენიმე დღის განმავალობაში მან მოკლედ მიამბო, რომ ზემოხსენებული მთავარი ვნახეო, რომელიც მაშინ იქნებოდა თორმეტის წლისაო და ამიტომ ქვეყანას განაგებდა მისი დედაო. ისინი სცხოვრებდნენ უბრალოდო და რამდენადმე ბინძურადაცაო, როგორც სოფლელებიო. ერთს დღეს ვნახეო, რომ მთავარმა ეკკლესიაში მიიტანა შესაწირავად ერთი დიდი ველურის ღორის თავიო, რომელიც იმას ნადირობაში მოეკლაო. მე ძლიერ მეფერებოდაო და მესიყვარულებოდაო მთავარი, მაგრამ რადგანაც მისი ენა არ ვიცოდიო, ვერც ვლაპარაკობდითო და ვერც ერთმანეთის გავიგეთ რაო. ამის მეტი იმ პატრის მოგზაურობისაგან იმ ადგილებში მაშინ არ შეიძლებოდ, შეტყობა. ჯერ იმიტომ რომ ის პატრი, როგორც ვსთქვი, მოკვდა, და გარდა ამისა მისი ნაწერები ზღვაში დაიღუპნენ ღელვის დროს; მაგრამ მე მინდა ვაიმედო თავი, რომ კოსტანტილოპოლელ ჯეზუიტებს, — რომელნიც ისე მეზობლად არიან ამ ქვეყანასთან, რომ რვა დღეში, და უფრო ადრეც, თუ კარგი ტაროსი იქნა, შეუძლიანთ იქ ჩავიდნენ ზღვით,— არ მიუტოვებიათ ეს მისსია, არამედ იქნება კიდევაც გაგზავნეს იქ სხვები. ან და მზად არიან მაინც შემდგომისათვის გაგზავნონ.

ამ სამთავროის სამხრეთით, ეგრეთვე შავის ზღვის ნაპირზე, ტრაბიზონის და კაბადოკიის სამზღვრებზედ, არის მეორე სამთავრო., რომელსაც ქვიან სახელად გურია (Guriel). ეს არის, ჩემის აზრით, ან კაპადოკიის და ან კოლხიდის ნაწილი. ამ ქვეყნის მთავარი მეორე , მთავარია არა მეფის შთამომავლობისა. ეხლანდელ მთავარს, თუ ვცდები, ჰქვიან იესე[9]. მე მგონია, რომ ამისვე გვარის უნდა იყოს მიტროპოლიტი, რომელიც ეხლა ჰმართავს ეკკლესიას ქართველებისას იმ ადგილებში, რომელნიც არ ემორჩილებიან სპარსეთს, რადგანაც იმ ნაწილებში, რომელნიც უფრო აღმოსავლეთით არიან და სადაც უფლობს სპარსეთის ხელმწიფე, ამ უკანასკნელმა დააყენა თავის ნებით მეორე მიტროპოლიტი. ეს იყო იმ ალავერდის მოადგილე, რომელიც მე ზემოდ ვახსენე, და ჰსცხოვრებდა ჩემს დროს. სახელად ამასაც ალავერდი ერქვა, თუ ვინიცობაა ეს სახელი არ წარმოსდგება თვით კათედრიდგან და არ მიეცემა ყველას, ვინც იქ იჯდომილება[10]. ერთი და ამ მიტროპოლიტისა დღეს ჰსცხოვრებს სპარსეთში, სადაც ის სხვების რიცხვში წაიყვანეს ქართველების შესანიშნავ გარდასახლების დროს, რაზედაც გაკვრით ვიტყვი რამოდენიმე სიტყვას. ეს იყო მიცვალებულ დიდ ალავერდის დის-წულის ცოლი. ამ დიდ ალავერდის სამი და ერთად წაიყვანეს სპარსეთში ხსენებულ გარდასახლების დროს და დღეს სცხოვრებენ ისპაჰანში. ერთს მათგანს მე სამი შვილი მოვუნათლე. იგინი მრავალი წელიწადი, როგორც მე თვითონ ვაგნადე, ჰსცხოვრებდნენ ძლიერ გაჭივრებულად და საცოდავად, იმიტომ რომ არ გამოიცვალეს თავისი სარწმუნოება. ხელმწიფე მათ არც აძლევდა რასმე, არც პატივს სცემდა. ყოველი ესე მათ მიეცემოდათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგინი დასტოვებდნენ თავიანთ რჯულს, თუმც ისინი მიჩვეულნი იყვნენ საქართველოში კარგად და მდიდრულად ცხოვრებასა, მაგრამ, რადგანაც სპარსეთიდგან აღარ უშვებდნენ მათ, ისინი დიდის სულგრძელობით ითმენდნენ სპარსეთში, ღარიბ ცხოვრებას. როცა მათ დახარჯეს და დავიდეს რისაც წამოღება შეიძლეს თავის ქვეყნიდგან, მაშინ მათ თავი უნდა დაემდაბლებინათ და დაეწყოთ თავის რჩენა თავიანთ ხელსაქნარით და ხშირადაც ჩვენის სპარსეთი მცხოვრები ბერებისაგან მიწოდებულ მოწყალებით ჩვენები არ აკლებენ მათ თავის მფარველობას და ეგრეთვე სხვა ევროპიელებსაც. სინამდი ჩვენები იქ იყვნენ, არ დაზარებიათ თავიანთ შეძლებისა–დაგვარად მათი შემწეობა.

რაც შეეხება საერო (temporale) ცხოვრებას, საქართველო. თითქმის ჩვენს დრომდი არის იმ მდგომარეობაში, რომელზედაც ზემოდ ვლაპარაკობდი: რომ საქართველოს ამ მდგომარეობაში თავი შეუნახავს, ესეც საკვირველია, და არა მცირედი მიზეზი ამისა არის ქართველების მამაცობა. რიცხვით საქართველოს ხალხი ძლიერ მცირეა და ამასთანავე დაყოფილიც რამოდენიმე მოთავეების შუა, რომელნიც, მის მაგიერ რომ ერთად ებრძოლონ მტერს, ხშირად ერთმანეთს ებრძვიან. გარდა ამისა ქართველებს არა აქვსთ არავითარი არტილერია; თოფებსაც (archibugeria) ცოტად ხმარობენ ან თითქმის სრულებით არ ჰხმარობენ. ამდენ ნაკლულევანებასთან, ვამბობ მე, მათ მაინც დაიცვეს თავის-თავი უცვლელად და თავისუფლად; ეგრეთვე მათ დღემდი დაიცვეს თავისი რჯული, თუმც ყოვლის მხრით გარს შემორტემულნი იყვნენ ურჯულოებით და მტრებით. ყველაზედ უფრო შესანიშნავი ის არის, რომ ისინი მარტოკა იყვნენ ორ უძლიერესთა, სპარსეთის და თურქების იმპერიათა შუა, და არსაიდგან არავითარ შემწეობას არ ელოდნენ. როგორც სპარსელებს, ისე თურქებს მუდამ მათის გაქრობის და დამხობის განზრახვა მათის რჯულის სიძულვილის გამო, ვიდრე სხვა რამე მიზეზით. ამიტომაც მე მგონია, რომ ისინი არამც თუ ღირსნი არიან ქებისა, არამედ მთელი ეკკლესია რამდენადმე დავადებულია მათგან იმ სათნოებით და იმ მხნეობით, რომელიც მათ მრავალჯერ გამოიჩინეს ომებში და რომლის შემწეობით მათ არა ერთხელ დაამარცხეს ან უკუაქციეს მთელი ჯარები, ხან სპარსელებისა და ხან თურქებისა. უფრო სამძიმო ის არის, რომ ასეთის სიმტკიცის შემწეობით იგინი მუდამ იცვავდნენ და იფარვიდნენ, რამდენადაც შეეძლოთ, ქრისტეს სარწმუნოებას. რომ სიტყვა არ გამიგრძელდეს ამის მაგალითებს აღარ მოვიყვან. ამ ჩვენს საუკუნეში კი, რომლისამე მათის ცოდვის გამო, თუ ღვთის სამართლიან განგებით, ქართველები დიდად შევიწროებულნი დარჩნენ. უფრო შინაურ განხეთქილების გამო, ვიდრე სხვა რამე მი ზეზით, იმათ ძალას ბევრი მოაკლდა, თუმცა არა მცირედი ძალა კიდევ დარჩათ. რად დაიღუპა ერთი იმ მთავართაგანი, რომლებზედაც მე ვლაპარაკობდი ზემოდ. ეს მთავარი იყო მეფის შთამომავლობისა და ჰქონდა თავისი სამყოფი სომხეთის და კაპადოკიის შუა, არა მოშორებულად თავრიზისა (Tabril) და მიდიის სამზღვრებისა[11]. იმ განუწყვეტელ ომებში, რომელნიც მრავალ წელიწადს ერთმანერთთან ჰქონდათ სპარსელებს და თურქებს, ეს მეფე იძულებული იყო ხან ერთს მისდგომოდა, ხან მეორეს, რადგანაც მისი სამეფო მთლად ღია და თითქმის თურქის მიწები შუა იყო. თურქებმა ცოტ-ცოტად გამოაცალეს მას მიწები და ბოლოს მისი სამეფო სულ გააქრეს.

მათ ეს სამეფო დაიპყრეს, როგორც მე მგონია, იმ მიზეზით, ვითამ ეს ყოფილიყოს ამ განხეთქილების მიზეზი. მე მითხრეს, რომ ამ მეფის შთამომავლობის ერთი ახალგაზდა მთავარი დღეს სცხოვრებსო. იმავე თურქების კარზე და ელისო, — მაგრამ, როგორც დღემდი ჰსჩანს, ამაოდ, რომ ისინი მისცემენ მას საბძანებლად სხვა ქვეყანას, სამაგიეროდ იმისა, რომელიც მას დაეკარგა, რამოდენიმე წლის წინედ იმგვარისავე შემთხვევისა გამო, ესე იგი, სპარსეთის და თურქების შორის აღძრულ ომის გამო, ცოტათი წინედ ჩემის სპარსეთში ჩამოსვლამდი, დაეცნენ ორნი ქართველნი მთავარნი, რომელნიც იყვნენ ეგრეთვე მეფის შთამომავლობისა. თუმცა მათი სამეფონი სრულებით გამქრალნი არ არიან, მაგრამ ცუდი ბოლო დაადგებათ, თუ რამე ბედნიერმა შემთხვევამ, რაზედაც მე იმედი აღარ მაქვს, არა აღადგინა ისინი. ეს მეფენი იყვნენ თეიმურაზ და ლუარსაბ, რომელნიც თითქმის ყოველთვის სპარსეთზედ იყვნენ დამოკიდებულნი, რადგანაც მათი სამეფონი სპარსეთს ესამზღვრებოდნენ. გარდა ამისა უმეტესი ნაწილი ამ ქვეყნების მეფეებისა იზრდებოდნენ სპარსეთის ხელმწიფის კარზე, როგორც მაგალითად თეიმურაზ და ლუარსაბ, რომელნიც ყმაწვილობიდგანვე რამოდენიმე ხანს იქ გამოზრდილან. ამიტომაც იმ ომიანობის დროს, რომელიც მე ვახსენე, როცა თურქები და სპარსელები თავიანთ ჯარებით მეფეებს ძლიერ დაუახლოვდნენ და თითქმის მათ ქვეყანაში შევიდნენ და დაიწყეს მორიგებაზე ლაპარაკი, მაშინ სხვათა შორის დაიწყეს ბაასი, თუ ვის უნდა ემორჩილებოდნენო. თეიმურაზ და ლუარსაბიო. თურქები ამტკიცებდნენ, რომ ამ მეფეებს ჩვენი მხარე უნდა ეჭიროსთო; სპარსეთის ხელმწიფე თავის მხრით ეუბნებოდა თურქის ელჩს, რომელიც მეცადინეობდა შერიგების მოხდენას, რომ თეიმურაზ და ლუარსაბ არიან და ყოველთვის იყვნენ ჩემსკენო; დასამტკიცებლად ამისა მე შემიძლიანო ყოველთვის, როცა ვისურვებო, ისინი ჩემს ბანაკში დავიბაროო. ელჩი არ ერწმუნა მას და მოითხოვა, რომ სპარსეთის ხელმწიფეს გამოეცადა და დაებარებინა.

სპარსეთის ხელმწიფემ დიაღ დაიბარა მეფეები, მაგრამ რადგანაც ესენი ხედავდნენ, რომ თურქის ჯარი ეგრე ახლო იდგა, იმათ ვეღარ გაბედეს ცხადათ გამოეჟღავნათ მათი სურვილი და ვერაგობდნენ (tergiversando) ხან ერთთან და ხან მეორესთან; სპარსეთის ხელმწიფის წინაშე ზრდილობიანად დიდს ბოდიშს იხდიდნენ, მაგრამ მის ბანაკში კი არ მივიდნენ. მათი ამისთანა მოქმედება კარგად იგრძნო სპარსეთის ხელმწიფემ და ამიტომაც თურქებთან ცოტა შერცხვენილი დარჩა. თუმცა მაშინ მან დაფარა თავისი გრძნობა და იმ ჟამად არაფერი არ უყო მათ, და არც რა შეეძლო; მაგრამ როცა შერიგება მოხდა და თურქების ჯარი წავიდა და იარაღი დაუარა, მაშინ ხელმწიფე უცადა, რომ თავის ახალ გამოგონილ ზომებით განხეთქილება ჩამოეგდო ლუარსაბის და თეიმურაზის შორის. იმდენად იხმარა მან თავისი ჩვეულებრივი მზაკვრობა, რომ თითქმის იგინი შეატაკა ერთმანეთს, თუმცა ეს მეფეები ერთმანერთის მოყვრები იყვნენ (თეიმურეზის მეორე ცოლი ლუარსაბის და იყო). იგინი უსათუოდ შეეტაკებოდნენ ერთმანეთს (რადგანაც გამოსულნი იყვნენ უკვე ბრძოლის ველზე თავიანთ ჯარებით ერთი მეორეს წინააღმდეგ), რომ ბოლოს არ გამოჩენილიყვნენ ერთგულნი თავად-აზნაურები და ერისთვები და ამათ არ ემეცადინათ მათი შერიგება ამათ დაანახვეს მეფეებს, რომ მათი უთანხმოება სპარსეთის ხელმწიფის ქმნილებაა, რომ ამითი იმას სურდა ორივესი დაღუპვა. ისიც გამოაშკარავდა, რომ მას თითოეულს მათგანისთვის ცალკე გაუგზავნია ფარულად ჩვეულებრივი წერილი ან ბრძანება, მაგრამ ორივესთვის ერთისა და იმავე შინაარსისა ამ წერილებში თითოეულს მათგანს იგი უბრძანებდა, რომ მოეკლა მეორე და დაეპყრა მისი სამეფო; პირდებოდა თავის მხრით შემწეობას და მეორის სამეფოში მაგრად ფეხის ჩადგმევინებას. ამის გარდა იმას ვისაც წერილს სწერდა უცხადებდა მეგობრობას და მეორის შესახებ კი მტერობას და ამის მიზეზებსაც არამის სთვლიდა. ყოველი ესე საკმაოდ არ დარჩა მეფეების გასაფრთხილებლად; ეგრე სიწრფელით და ადვილად დაენდობიან ხოლმე სხვას ქართთველები.

გარდა ამისა სპარსეთის ხელმწიფემ მტრობა თუ არა სამდურავი მაინც ჩამოაგდო თეიმურაზისა და მის დედის შორის, რომელსაც ერქვა ქეთევან დედუფალი (Ketevan Dedupali, cioè la Regina Ketevan). ქეთევან იყო. ლუარსაბის გვარისა და მისი ნათესავი. მას ჰქონდა დიდი ნიჭი სახელმწიფოის მართვისა. რამოდენიმე წლის განმავლობაში, როცა თეიმურაზ მცირე წლოვანი იყო, ქვრივი ქეთევან მართვიდა სახელმწიფოს, რომელიც მასთანავე დიდებულად დაიცვა თავის მაზლის (cognato) კოსტანტინე მაჰმადიანისაგან[12]. შემდეგ იმისა, რო მოკვდა დავით, ქმარი ქეთევანისა და ძმა კოსტანტინესი, ამ უკანასკნელმა უწყალოდ მოკლა თავისი მოხუცებული მამა ალექსანდრე და მეორე თავისი ძმა და განიზრახა კახეთის დაპყრობა; კიდევაც დაიპყრობდა უსათუოდ, რომ ქეთევანს მამაცურად არ გამოეჩინა წიწინააღმდეგობა, არ მოეკლა იგი ბრძოლაში[13]. და არ დაემარცხებინა იგი მრავალ სპარსელებით, რომელნიც მას ეხმარებოდნენ. აი, ამისათვის ქეთევან ყოველთვის ძლიერ უყვარდა მის ხალხს და პატივცემული იყო მისგან. სპარსეთის ხელმწიფემ, ვამბობ მე, დამდურა ქეთევან თავის შვილს. მან ჩააგონა თეიმურაზს რომ დედას მისას განზრახვად აქვსო რომ ქმარად შეირთოსო. ერთი გამოჩენილი სარდალი, რომლის ვაჟკაცობით და სახელმწიფო საქმეების ცოდნით იმან ბევრი ისარგებლაო. ამ შემთხვევაში ის ეცდებაო, რომ მას ეწინააღმდეგოსო იმისათვის, რომ სახელმწიფო მოუმზადოსო. სხვა შვილებს, რომელნიც ეყოლებაო მეორე ქმრის ხელშიო. ამითი მოტყუებულმა თეიმურაზმა მოაგლევინა ეს სარდალი, რომელიც იყო. საუკეთესო თავი ამ ქვეყნისა; მმართველობა გამოგლიჯა ხელიდგან თავის დედას, მაგრამ რადგანაც იყო ჯერ ძლიერ ყმაწვილი, მცირე გამოცდილებისა და აკლდა პატივისცემა თავის თავად-აზნაურებისაგან, ის დარჩა ხიფათში გამბული. ამასთანავე სპარსეთის ხელმწიფე მუდამ აჩხუბებდა მას თავის თავად–აზნაურებთან, რომელთა წინაშე იგი აძაგებდა თეიმურაზს, როგორც თითქმის ბავშვს. თავად–აზნაურებს, რომელნიც მივიდოდნენ იმ დროს სპარსეთში, ხელმწიფე პატივს სცემდა, დიდის სიყვარულით ეალერსებოდა და აძლევდა ძვირფას საჩუქრებს. სარწმუნოების მხრით იგი ყველას უთავსდებოდა თითოულის სიამოვნების და–გვარად. ამ გვარმა სპარსეთის ხელმწიფის მათთან მოქცევამ მათ დაუკარგა თავის ბუნებითის მეფისადმი სიუვარული და მაგივრად შეაყვარა მათ ეს ხელმწიფე, რომელიც ჰსურდათ ჰყოლოდათ ბატონათ, რადგანაც ფიქრობდნენ რომ ის მოუტანდა მათ უმაღლეს ბედნიერებას.

რამოდენიმე ხანი ეგრე იმოქმედა სპარსეთის ხელმწიფემ და შემდეგ, თუ არ ვსცდები, 1613 წელსა [14], უცებ წარემართა უმძლავრესის ჯარითა საქართველოზედ. მიზეზად ის აიღო, რომ თეიმურაზმა წაიყვანა ცოლათო, მის ნება დაურთვე დად, ლუარსაბის და, ხოროშანიო, რომელიც მას ჰყავდა წინედ შეპირებული[15]. როცა დაუახლოვდა მათის ქვეენების სამზღვრებს, მან დაიბარა ორივე, თეიმურაზ და ლუარსაბ, რომ მოსულიყვნენ მის ბანაკში, პასუხი ეგოთ ამისთანა მოქმედებისათვის, მოეყვანათ მისთვის ცოლი, რომელიც ყოველ შემთხვევაში მას თავისთვის უნდოდა. თხოულობდა რომ იმ ქალის და თეიმურაზის ცოლ-ქრმობა დარღვეულიყო, თუმცა ეს ცოლქმრობა დიდის ხნის წინედ მოხდა, თითქოს ქრისტიანებში შესაძლო ყოფილიყოს ის, რაც მათში, მაჰმადიანებში, ადვილად მოხდებოდა ხოლმე. საქართველოის მეფეებს სწორედ თავ-ზარი დაეცათ, რადგანაც იგინი მოუმზადებელნი იყვნენ და ამ დროს სულ სხვაზე ჰფიქრობდნენ ყველაზე უარესი ის იყო, რომ მათ მრავალმა თავად – აზნაურებმა უღალატეს, რომელთაც თავისის ნდომით და – სურვილით მისცეს გზა ხელმწიფეს და შეიყვანეს იგი შიგ ქვეყანაში. იქნება უამისოდ გზების და ადგილ – მდებარეობის სიმაგრის , გამო, ის ვერას დროს ვერ შესულიყო იქ. ამიტომაც მეფეები დაიბნენ და არ იცოდნენ რა ექნათ. ლუარსაბმა, რომელიც იყო უფრო უზაკველი, გადასწევიტა დამორჩილებულიყო, წავიდა დაბარებისამებრ ხელმწიფესთან და მიეცა მას. ხელმწიფემ გაგზავნა ის ესტერაბადში, რომელიც არის კასპიის ზღვაზე საქართველოზე კარგად დაშორებული. ამ ქვეყანაში ლუარსაბი იყო რამოდენიმე ხანი იქაურის ხანის ზედამხედველობის ქვეშ. მას ეპყრობოდნენ პატივისცემით და ეძლეოდა თავისუფლება რომ ეარა სადაც უნდოდა. ის იყო უფრო დაკავებულსა ვით ვიდრე ტყვეთ. მის ქვეყანაში, რომელშიაც ხელმწიიფე არ შეარ სულა და რომლისთვისაც არაფერი არ უვნია, იმან გაგზავნა მმართველათ ვიღაც რაირეი ან ბაგრატ მირზა. ეს ბაგრატი იყო. ლუარსაბის გვარისა, მისი ბიძა, თუ ბიძაშვილი[16], მაგრამ თავის სარწმუნოებას უარ ჰყო სპარსეთში და დიდის ხნის წინედ გაჰხდა მაჰმადიანი. ჩემ დროს იქ ჰფლობდა ამისი შვილი[17], ეგრეთვე მამადიანი, რომელიც დაბადებიდგანვე ამ სარწმუნოებისა იყო, ის სრულ მეფეს კი არ წარმოადგენდა, არამედ იყო, როგორც სხვა ხანები, სპარსეთის ხელმწიფის დამოკიდებულებაში, მორჩილებაში და თითქმის მის მონათაც. მართალია, რომ უმეტეს ნაწილად მის ჯარში სარდლები ქრისტიანები იყვნენ, რომელთა შორის ზოგიერთებს მე ვიცნობ, და ეგრეთვე ხალხის უმეტესი ნაწილიც ქრისტიანია. ამ მიზეზის გამოც ხელმწიფემ გადაიყვანა ლუარსაბ ესტერაბადიდგან სადაც ამ უკანასკნელმა გაატარა რამოდენიმე წელიწადი იმ მდგომარეობაში, რომელზედაც მე ზემოდ ვლაპარაკობდი, ფარის თემში, ან ფარსისტანში, ესე იგი, საკუთრად წოდებულ სპარსეთში. ეს ძლიერ შორს არის საქართველოზე ხელმწიფეს ამით უნდოდა, რომ ლუარსაბს უფრო მტკიცედ ჩაეგდო ხელში. ამ ქვეყანაში ლუარსაბ რამოდენიმე ხანი დამწყვდეული იყო ძლიერ შევიწროებულად ციხეში, რომელიც დედაქალაქის შირაზის სიახლოვეს არის. ბოლოს, 1621 წელს დაახლოვებით, როცა მის თანა მემამულეებს უფრო. იმედი ქონდათ მისის განთავისუფლებისა, როცა მათ იმედი ჰქონდათ, რომ ხელმწიფე ერთს დღეს ნახავსო ლუარსაბს და შეიწყალებსო, საქმით სულ წინააღმდეგი მოხდა. თურმე ხელმწიფე იყო ჩაგონებული ერთის გამოჩენილ და ძლიერის ქართველ მოურავისაგან, რომელიც გამწერალი იყო ლუარსაბზე, იმიტომ რომ წინედ იგი შეპირდა მისის დის ცოლად წაყვანას და მგონია კიდევაც დაიწერა ჯვარი, მაგრამ შემდეგ უარჰყო და ეს ქალი აღარ ინდომა, ამის გამო ის მტრად გაუხდა ლუარსაბს და მთელს საქართველოს და იყო მიზეზი იმ უბედურებისა, რომელზედაც ეხლა მე ვამბობ[18]. ამასთანავე მან დიდი გავლენა შეიძინა სპარსეთის ხელმწიფის წინაშე. სპარსეთის ხელმწიფეს, ვამბობ მე, ამისაგან ჰქონდა ჩაგონებული ის აზრი, რომ ლუარსაბის ქვეყანა არ იქნებოდა მის ფლობელონაში წყნარად და მოსვენებულად, სინამ თვითონ ლუარსაბი ცოცხალი იქნებოდა, რადგანაც ხალხს უყვარსო ეს თავისი მეფეო და ყოველთვის იმედი ექმნებაო, სინამ ის ცოცხალი იქნებაო, რომ ერთ დროს იგი ხელახლავ თავის მეფეთ იყოლიოსო; ხალხის გული და სული მუდამ მისკენ არისო, ამით იყო შეშინებული, თუ იმ შეთქმულობით, რომელიც ვითამ იმ დროს სხვა ქართველებს ჰქონდათ იმის მოსაკლავად. ხელმწიფემ გადასწყვიტა მოესპო მათთვის ეს მიზეზი, რომელსაც შეეძლო სხომის წაექეზებინა იგინი ამისთანა მოქმედებებზე. მან მშვილდის ბაწრით წაახჩობინა საწყალობელი ლუარსაბ თვით იმ ციხეში, რომელშიაც ის ტყვეთ იყო[19].

თეიმურაზ უფრო ფრთხილად იყო ის არას გზით არ დაენდო ხელმწიფეს. როცა ამან დაიბარა, იგი არ წავიდა; ბოდიში მოითხოვა და შეუთვალა, რომ ვერ გიახლებიო, რადგანაც მეშინიან თქვენის რისხვისაო. მას აქეთ, რაც თქვენ ფიქრობთო, რომ ვითომ მე შეურაცხება მოგაყენეთო ვერც ჩემს ცოლს გაახლებთო, რადგანაც შეუძლებელია ქრისტიანებშიო, რომ დაიშალოსო. ცოლ-ქმრობა; გარდა ამისა არც ჩემი ღირსება მაძლევსო ნებას, რომ ჩემი საკუთარი ცოლი სხვას მივსცეო. მაგრამ რომ ვარ თქვენიო, გიგზავნითო. (მართლაც გაუგზავნა) ჩემს საკუთარს დედასო, ორს ჩემს ახალ–გაზდა და გაუთხოვარ დებსო და ორს პატარა ბავშვებს, რომელიც ჩემი ცოლის ხელში მეყოლაო. ეგრე მოიქცა თეიმურაზ იმ იმედით, რომ მის დედას ქეთევან დედოფალს, როგორც ძლიერ ჭკვიანს ადამიანს და რამოდენიმეჯერ სპარსეთში ნამყოფს ხელმწიფის ხასიათის მცოდნეს შეეძლო მისი დამშვიდება და შერიგების მოთხოვნა. მაგრამ ყოველივერი ამაოდ დარჩა. ხელმწიფე ულმობელად დარჩა და, თითქოს ძლიერ შეყვარებული ყოფილიყოს, დაჟინებულად თხოულობდა ხვარაშან დედოფალს, თუმცა კი იცოდა რომ ეს ურცხვი მოთხოვნილება იყო, და თეიმურაზს დათმობა ამაში არც შეეძლო არასოდეს და არც ისურვებდა ამასთანავე ამბობდა, რომ თეიმურაზ თვითონ მოვიდესო და დამიმორჩილდესო, რადგანაც ეს არ მივიდა, ხელმწიფემ დააკავა ქეთევან დედოფალი და არამც თუ აღარ გაუშვა უკან, არამედ გაგზავნა იგი თავის შვილის-შვილებით შირაბში, სადაც ჩემ დროს მას პატივის-ცემით ეპყრობოდნენ. სპარსეთის ხელმწიფემ კი განაგრძო მსვლელობა საქართველოსკენ, ე.ი. კახეთისაკენ, რომელიც თეიმურაზის ბრძანებლობის ქვეშ იყო. მას მიუძღოდნენ მრავალნი, თავად-აზნაურები. რომელთაც უღალატეს თავის მეფეს და დაიჭირეს სპარსეთის ხელმწიფის მხარე, რადგანაც ბევრს რასმე მოელოდნენ ამისაგან. ამათ უჩვენეს მას გზები საქართველოში შესასვლელათ და გაუადვილეს საშიშ ადგილებზე მსვლელობა.

თეიმურაზ მოულოდნელად დიდ გასაჭირში დარჩა: მას არ ჰყავდა იმისთანა ჯარი, რომელსაც შესძლებოდეს სპარსელებისთგის წინააღმდეგობის გაწევას, არც დრო ჰქონდა ერთად შეეყარა თავისი ჯარები; თავისიანების ნდობა აღარ ჰქონდა და ამისი საფუძველიც ჰქონდა. სხვა სახსარი აღარ იყო; ამ მდგომარეობაში მას მხოლოდ გაქცევა უშველიდა მართლაც, იგი თავის ცოლით და რამოდენიმე ერთგულ კაცებით, რომელნიც მას გაჰყვნენ, გადავადა უფრო შიგნით მდებარე და უფრო მაგარს ქვეყანაში, იმერეთში; ჯერ იქაურ მეფესთან და მერმე ოდიშის ანუ დადიანის მთავართან შეიფარა თავი. მრავალნი თავად-აზნაურნი, რომელთაც გულში ჩაუვარდათ ამაო იმედი, მიეცნენ თავისის ნებით სპარსეთის ხელმწიფეს; უარესი კიდევ ის იყო, რომ მათ უღალატეს რა თავის სარწმუნოებას, ჩადგნენ სპარსელის ჯარში. სხვები, რომელთაც არ უნდოდათ იგივე ექმნათ, ძალით იყვნენ დამორჩილებულნი. მთელი ხალხი კი, უთვალავის რიცხვით, დარჩა მძლეველის ხელში გასაოხრებლად. როცა სპარსეთის ხელმწიფე შევიდა საქართველოში, ნახა ადგილების სიმაგრე და დაფიქრდა, თუ რა შეეძლოთ ქართველებს, რომ იგინი ერთობით ყოფილიყვნენ, დარჩომილივნენ თავიანთ სახლებში და ჰქონოდათ რიგიანი მართებლობა — ის არამც თუ აღარ ეცადა ამ ქვეყნის ხელში ჩაგდება — იცოდა, რომ ვერას გზით ვერ ჩაიგდებდა — არამედ მოუთმენელად ისწრაფა იქიდგან გამოსვლა და უსაშიშო ადგილზედ დაბანაკება, მაგრამ თუ ხელში ჩაგდება ქვეყნისა არ შეეძლო, არც ეგრე ხელიდგან გაშვება უნდოდა ამ მშვენიერის იავრისა (bella preda), რომელმაც შექმნა ამოდენა ხალხი; იქნება ეს ხალხი უფრო ბევრად ჰღირდა, ვიდრე თვით ქვეყანა. აი ამიტომ მან მსწრაფლად მოაცილა მთელი ხალხი თავის სახლ–კარს და ძალით წაიყვანა თან. ადვილად წარმოსადგენია რა არეულობა იქნებოდა მთელ ქვეყნის ხალხის გადასახლების დროს[20]. ამათ შორის იყვნენ მამა-კაცები და დედა-კაცებიც, თავად–აზნაურები და გლეხებიც, დიდები და პატარებიც; ყოველ წლოვანების, ყოველ წოდებისა და ყოველ მდგომარეობისა. ესენი თავიანთ ხიბაკით, რამოდენის წამოღებაც შეეძლოთ, დააყენეს ჯარის წინ და სიჩქარით წაიყვანეს სპარსეთისაკენ, სადაც მშვიდობით მიიყვანეს. აქ იმათ მიუჩინეს ის ადგილები, რომელნიც ძლიერ დაშორებულნი იყვნენ საქართველოზედ და რომელთაც უფრო ეჭირვებოდათ დასახლება. აი, სიდგან არის ის, რომ დღეს საკუთრად თქმული სპარსეთი, მაგალითად კირმანი ან კარმანია, მაზანდერანი ყასპის ზღვის ნაპირზე და სპარსეთის სახელმწიფოის სხვა ადგილები სავსენი არიან ქართველებით და ჩერქეზებით. უკანასკნელები რამოდენიმე ხნით წინ გადმოვიდნენ თეიმურაზის სამეფოში, თავის ქვეყნის სიახლოვედ და დაესახლენ ქართველებთან, რომელთანაც იგინი დანათესავდნენ და სრულებით შეერთდნენ, და როგორც ქართველები, იგინი მეფის ქვეშევრდომნი და გახდნენ. მაგრამ ზემოხსენებულ არეულობის დროს, როგორც ვსთქვი, იგინიც წაიყვანეს სპარსეთში და დაასახლეს სხვა-და-სხვა მხარეებში. დღეს იგინი თავისუფლად სცხოვრებენ სპარსეთის ქვეყნებში, როგორც სხვა ქვეშევრდომები სპარსეთისა. უმეტეს ნაწილად იგინი არიან ფარსისტანში და მაზანდურანში და უჭირავთ არამც თუ ქალაქები და მაზრები, არამედ მთელი ქვეყნებიც, რომელშიაც მათ გარდა ვერავის ვერ შეხვდებით. თავს იგინი ირჩენენ იმ მიწებით, რომელნიც დაუნიშნა მათ სპარსეთის ხელმწიფემ და რომელთაც იგინი ამუშავებენ. ამ მიწებისთვის იგინი იხდიან, როგორც სხვა მამადიანები, მცირე ღალას.

უმეტესი ნაწილი ამ ხალხებისა არიან ქრისტიანები და ქრისტიანებათ დარჩნენ ჩვენს დრომდი, მაგრამ აგერ-ახლა ისინი თითქმის მი არაფერს არ ემსახურებიან. იქნება ამის მიზეზი ის იყოს, რომ მათ არ ჰყავთ მღვდლები და უფროსები, რომელთაც მათი სწავლება შეეძლოსთ; რაც არიან, ისინი არ კმარან ამდენის ხალხისთვის, რომელიც მასთანავე ამდენ სხვა-და-სხვა ადგილებზე გაფანტულია; ან ქ- ნება ამის მიზეზი იყოს მათი უგუნურება. თავად-აზნაურებმა რომელნიც არ არიან დაჩვეულნი მოთმინებას, მხედრობის უმეტესმა ნაწილმა და ბევრმა ხალხთაგანმაც მიიღეს მაჰმადიანობა, ზოგმა პატივის მოყვარეობის გამო და ზოგმა სიხარბის გამო, რადგანაც ასეა რჯულის გამოცვლისათვის მოელიან რამე საჩუქარს ხელმწიფისაგან, რომელიც ამ შემთხვევაში ძლიერ გამცემია და თავის რჯულისკენ სხვების მიზიდვისათვის ყოველთვის უხვად ხარჯავს. ზოგიერთები კი იძულებულნი არიან მაჰმადიანობა მიიღონ, რომ შიმშილით არ მოკვდენ. ეს ამბავი ყოველ დღე ხდება მათ შორის და ამისთანა მაჰმადიანებით ხელმწიფის ჯარი გავსებულია. მათი რიცხვი თანდა-თან მატულობს შაჰაბაზის მოხერხებულობით, რომელსაც ყოველთვის მიზნად ჰქონდა, რომ ამისთანა უცხოეთელ მომხრეების შემწეობით, გარდა ზემოხსენებულ ქართველებისა, რომელნიც სპარსეთში ჰსცხოვრობენ თავისუფალად, არიან მრავალნი იმისთანანი, რომელნიც მონად ჩაუვარდნენ სპარსელებს იმ არეულობის დროს, რომელიც მოხდა სპარსეთის ხელმწიფის შემოსვლისა და მცხოვრებთა სამშობლოიდამ ძალ–დატანებით გარდასახლების თაობაზედ. ამათი რიცხვი ისე დიდი იყო, რომ დღეს არ იპოვება არც ერთი სახლი მთელს სპარსეთში, რომელიც სავსე არ იყოს ამისთანა ქართ თველებით, მამაკაცებით და დედა-კაცებითაც . იქ არ არის იმისთანა დიდი–კაცი რომელსაც არ ჰსურდეს, რომ ყველა მისი ქალები ქართველები იყვნენ, იმიტომ რომ ესენი მშვენიერები არიან, თვით ხელმწიფეს გავსებული აქვს თავისი სასახლე მათის კაცებით და ქალებით და სხვებს თითქმის არ იმსახურებს. მაგრამ ამ უბედურებმა, რომელნიც მონად არიან ჩავარდნილნი, ყველამ,— თუ სიყვარულის, თუ ძალადობის გამო, — მიატოვეს თავისი რჯული, ან და გარეგნად მაინც აჩვენებდნენ, ვითომ და მივატოვეთო. მე ბევრს ვიცნობდი იმისთანებს, რომელნიც მალვიდ ინახვიდნენ თავის სარწმუნოებას. ისინი მოტყუებულნი იყვნენ იმ ცრუ, მაგრამ ძლიერ გავრცელებულ აზრით, რომ ღმერთის წინაშე ესეც კმარაო.

რა მდგომარეობა მოჰყვა ამ საზარელ გადასახლებას, რა წყვეტა-ჟლეტა, რამდენი სიკვდილი ნამდვილ გაჭირვებისაგან, რა გლეჯა, რა გახრწნა, რა ძალდატანება, რამდენი ჩვილი ყმაწვილები თავიანთ მამებმა დაახჩვეს ან წყალში ჩააგდეს სასოწარკვეთილებისაგან. რამდენი სხვა მოკლეს სპარსულ ჯარს-კაცებმა იმიტომ, რომ სასი ცოცხლო არ იყვნენ. რამდენი ძალად მოგლიჯეს დედის ძუძუს და დააგდეს შარაზე მხეცების საჭმელად ან მხედრობის ცხენებისა და აქლემების სასრესად! მხედრებს არა ერთხელ უვლიათ ლეშებზედ. რამდენჯერ მამა შვილს, ქმარი—ცოლს, ძმა — დას მოაშორეს და წაიყვანეს სხვა-და-სხვა შორ ქვეყნებში, ისე რომ დაშორებულებს იმედიც არ შერჩენიათ როდისმე ერთმანეთის შეხვედრისა! ამ შემთხვევაში რამდენი ქალი და კაცი იყიდებოდა ყველგან პირუტყვზედ უფრო იფად! რამდენი ამისთანები სხვა მოხდა, ღირსი შებრალებისა, მაგრამ ყველას ვინ მოსთვლის.

ვიტყვი მხოლოდ, რომ თეიმურაზ რო წავიდა თავის ქვეყნიდგან, რამოდენიმე დღე იარა სხვა-და-სხვა ქართველ მთავრების ქვეყნებში და ბოლოს კი თავი შეიფარა თურქების ქვეყანაში, სადაც ამ უკანასკნელ წლების განმავლობაში ჰსცხოვრებდა. თუ მართალი მითხრეს მე, თურქებს მისთვის მიუციათ ქალაქი გონია (la citra di Cogni) და სხვა ადგილებიც კაპადოკიისა, სადა უმეტეს ნაწილად სახლობენ ქრისტიანე ბერძნები; აქ ჰსცხოვრებდაო და თავს ირჩენდაო თეიმურაზ. იგი ჰსცდილობდა და მუდამ ჰსცდილობს შური უგოს შაჰაბაზს, მისის მუდამ თხოვნის გამო მოხდა ის, რომ 1618 წელსა თურქების და თათრების უშველებელი ჯარი, რომელზედაც უდიდესი სპარსეთში არასდროს არ მისულა, შევიდა შიგ სპარსეთში, თითქმის ადერბილამდი. რადგანაც ეს ქალაქი წარმოადგენდა სპარსელების წმიდა ადგილს, სადაც სპარსეთის აწინდელ ხელმწიფის გვარის შვილები იმარხებოდნენ, ამიტომ თეიმურაზს, რომელიც თან მიჰყვებოდა ჯარს, ძლიერ სურდა მისი დანგრევა, სამაგიეროდ იმის, რომ საქართველოში საქრისტიანო ეკკლესიები დაანგრიეს სპარსელებმა. ამ ომიანობის დროს, რომელზედაც უფრო საშიშო შაჰაბაზს თავის დღეში არ შეხვედრია. მე ვიყავი იმასთან და ვნახე ყოველიფერი, მაგრამ ბოლოს თურქებმა, რომელთაც ბევრი რამ შეეძლოთ, არ ვიცი რა უგუნურების გამო, რამოდენიმე წლის წინეთ დადგენილ ჩვეულებისამერ, არა გააკეთეს რა და ისე დაბრუნდნენ თითქო მტერს გამოექცნენო. მათ შეეშინდათ დახოცილთა სიმრავლისა მათის მხრით. ნამდვილი მიზეზი ამისთანა ყოფა-ქცევისა არის ის, რომ მათ, როგორც ეხლა ეტყობა, დაკარგეს ძველებური სათნოება და ძველებური კარგი მართებლობა. სპარსეთის ხელმწიფე ამის გამო დაბრუნდა სასახლეში, როგორც გამარჯვებული. თეიმურაზ კი წავიდა იმ მხარეში, რომელიც მის გამგეობის ქვეშ იყო. იგი არავითარ მოძრაობას აღარ ახდენს. როგორც მგონია მე, ის ელის უკეთესს დროს და უკეთესს შემთხვევას. თუ სხვაფრივ არა, ეს შემთხვევა უსათუოდ მიეცემა მას შაჰაბაზის სიკვდილის გამო, რომელიც ბევრად უფრო მოხუცებულია მზედ. ამ შემთხვევაში ის გარემოებაც დაეხმარება, რომ სპარსეთში მყოფნი და თავის რჯულის უარ-მყოფელნი ქართველები უკმაყოფილონი არიან ხელმწიფისა. თვით იმ თავად–აზნაურებმაც, რომელნიც შეაცდინეს და აღალატებინეს თეიმურაზისთვის და რომელთაც ჰსურდათ სპარსეთის ხელმწიფე ჰყოლოდათ თავის ბატონად ვერ პოვეს ის რაც სურდათ ხელმწიფემ მათ არ მისცა, რასაც ესენი მოელოდნენ; მან ის პატივი არ სცა და არც სცემს მათ სპარსეთში, რა პატივსაც იგი უწინ ჰსცემდა, როცა ის, იგინი ჯერ მისი ქვეშევრდომები არ იყვნენ. შესახებ რჯულის მათის მოლოდინების წინააღმდეგ, ძალას ატანდა მათ, თუ შეიძლება ეგრე ითქვას, რადგანაც არავის მათგანს არ იღებდა თავის სამსახურში, არც-ერთს მათგანს, არც აზნაურს, არც ჯვარის-კაცს ცხოვრების სახსარს არასოდეს არ აძლევდა, თუ იგინი მამადიანობას არ მიიღებდნენ. ამიტომაც თითქმის ყველანი გაჯავრებულნი არიან და ნანობენ რაც უქნიათ; ასე რომ იგინი ხმამაღლა აღიარებენ, რომ მოტყუებულნი დავრჩითო და ხელახლად დასაწყები რომ იყოსო ჩვენი მოქმედებაო, სხვა გვარად მოვიქცეოდითო. ეხლანდელ მდგომარეობის დაცვა მხოლოდ შაჰაბაზს შეუძლიან თავის სიცოცხლეში, რადგანაც ის გონიერი კაცია და მისი ყველას ეშინიან. იმის სიკვდილის შემდეგ კი, — მეტადრე თუ იგი მოკვდა, როგორც ადვილად შესაძლებელია, იმ ქართველთა სიცოცხლის დროს, რომელთაც ახსოვთ თავისი სამშობლო და დაესწრენ მის დანგრევაზე, — თეიმურაზ უთუოდ მოახდენს დიდს მოძრაობას სპარსეთში და ქართველები დიდ ომს გასწევენ ამ სახელმწიფოის დასაპყრობლად, თუ კი საერთოდ იმოქმედებენ და ეყოლებათ მოთავეც; მაგრამ ამაში კი ეჭვი მაქვს, რადგანაც ვიცი მათი ბუნებითი თავ–ქარიანობა. მე სხვაგან მითქვამს, რომ სპარსეთის ხელმწიფის დამარხვა ისე არ ჩაივლის, რომ ხმალი არ იხმარონ და რამე არეულობა არ მოხდეს მეთქი. შესაძლებელია, რომ ამ შემთხვევაში ლუარსაბის სამეფო ისევ რომელსამე ქრისტიანს მეფეს დაუბრუნდეს; იქნება თვითონ ეხლანდელმა მეფემ მიატოვოს მაჰმადინობა, ან და იქნება სხვა ქრისტიანი მეფე შემოვიდეს ამ ქვეყანაში და ეს მაჰმადიანი მეფე გადააყენოს ქრისტიან ქვეშევრდომების შემწეობით, როგორც ხშირად მომხდარა საქართველოში ამისთანა არეულობის დროს. თეიმურაზის დედა ქეთევან დედოფალი, როგორც ვსთქვი, წაყვანილი იყო თავის პატარა შვილის-შვილებით შირაზში, სადაც ჩემს დროს მას კარგად ეპყრობოდნენ. მთელის თავის სახლით (მას ჰყავდა მრავალი მოსამსახურე ქალი თუ კაცი,) დიდის სიმტკიცით. ადგა ქრისტეს სარწმუნოებას, რომელსაც ასრულებდა, რამდენადაც იცოდა და შეეძლო, დიდის გულ-მოდგინებით; ძვირფასს საეკკლესიო ნივთებს, წიგნებს და სამოსლებს დიდის თაყვანის-ცემით ინახავდა მაგრამ იმ დროს მას არა ჰყავდა არც-ერთი თავისიანი მღვდელ - მთავარნი წირვა-ლოცვის შემასრულებელი. ერთი კი ჰყავდა წინედ, რომელიც, ვფიქრობ, იყო რაღაც საეკკლესიო თანამდებობისა; მაგრამ რადგანაც ის იყო ძლიერ კეთილი ქრისტიანე და მაჰმადიანებს ეგონათ, რომ ის იმაგრებსო დედოფალს და რა კი მოშორდება დედოფალიც გადუდგება თავის სარწმუნოებასაო, და ამისთვის მას შესწამეს, არ ვიცი, რაღაც დიდი დანაშაულობა და მოკლეს. ის მოკვდა ცეცხლზედ დამწვარი შირაზში თავ-დადებული სარწმუნოებისათვის და აღსავსე დიდის მოთმინებითა. მეორე მღვდელთაგანი, რომელიც ქეთევან დედოფალს თან ჰყავდა, როცა მე იქ ჩავიარე, იყო ვითარცა მოურავი; განაგებდა მთელს მის სახლს და უფრო კარის-კაცათ ჩაითვლებოდა ვიდრე სხვა რამეთ; უცოდინარობისა, თუ სხვა რამე მიზეზის გამო, არ ვიცი, ის არასოდეს არ სწირავდა. გარდა ამისა ჰყავდა კიდევ ერთი ბერი, მაგრამ წმინდად ჩურჩუტი, და ერთი ერის კაცი, რომელიც ამისთანებში ვერაფრათ გამოადგებოდა. მე ვფიქრობ რომ მას აქეთ, რაც ჩვენს პატრებს კარმელიტანელ ფეხ-შიშველებს და ეგრეთვე ავგუსტინიანებს აქვსთ შირაზში დგომა და ეკკლესია, ისინი არ დააკლებდნენ. იმას ნუგეშს და გაამხნევებდნენ ყოვლის გვარის სულიერი შემწეობით, მე გავიგონე ეგრეთვე, რომ დედოფალს არასოდეს, ვიდრე ცოცხალი იყო, არ დაუკლია მათთვის უხვი საწირავები და სხვა გვარი შემწეობაც. მე ვამბობ ვიდრე ცოცხალი იყო მეთქი იმიტომ რომ რამდენიმე თვის წინედ ინდოეთიდგან დაბრუნებული აზორაში რო ჩაველ, იქ მე შევიტყე შემდეგი ამბავი. 22[21] სეკტემბერს 1624 წელსა ქეთევან დედოფალი სპარსეთის ხელმწიფის ბრძანებისამებრ დიდის წვალებით მოუკლავსთ, ქრისტეს რჯულზე სიმტკიცით დგომისათვის, იმავე ქალაქს შირაზში, სადაც ამდენი ხანი დაკავებული იყო. არ ვიცი რა მოქმედებას თხოულობდნენ მისგან. სიკვდილს შეხვდა იგი მხნედ, ვითარცა უდიდებულესი მოწამე. ამ ცნობების საფუძვლად მე ვასახელებ ღირსის პატრი ფრა გრეგორი-ორსინო დომინიკანელის მოხსენებებსა. იგი იყო სამხრეთის მთავარი ვიკარი და თავის მოგზაურობის დროს გადასულიყო სპარსეთში, სადაც ცოტა ხნის წინედ ეს შემთხვევა მომხდარიყო. ბაზორაში მას შევხვდი მე, და პირველად მან მიამბო მე ეს ამბავი. გარდა ამისა მან ამის შესახებ რომში მიიტანა ვრცელი მოხსენება.

თუმცა პატარა შვილის-შვილები ზემოხსენებულის დედოფლისა, რომელთაც ჰქვიათ, თუ კარგად მახსოვს, ერთს ლევან და მეორეს ალექსანდრე. იყვნენ იმავე ქალაქს შირაზში, მაგრამ მაჰმადიანები იმათ არასოდეს არ ანახვებდნენ დედოფალს, რადგანაც ხელმწიფეს ქონდა განზრახვა აღეზარდა იგინი და რათა დედოფალს ამ უღვთო რჯულის სიყვარული არ გაექარვებინა მათში და სხვა გზაზე არ დაეყენებინა იგინი, იმავე წელს, როცა ლუარსაბ მოკლეს საპყრობილეში, ხელმწიფემ გამოიჩინა უშველებელი უწყალოება და ორივე იგინი გახადა საჭურისებად (Funichi); ამ გზით იმას უნდოდა, რომ იგინი უფრო საიმედოდ ჰყოლოდა ხელში და სრულებით მოესპო მათთვის შთამომავლობის იმედი და მასთანავე ყოველი განზრახვა და ყოველი სურვილი (რომელიც შეიძლებოდა მოსვლოდათ მათ შემდეგ) სამშობლო სახელმწიფოში დაბრუნებისა.

მათმა ბებიამ ეს არ იცოდა ჩემს დროს. მას ეს ამბავი არ უთხრეს, რომ მითი მეტის მეტად არ შეეწუხებიათ, და როცა მე ვიყავი შირაზში და შემიხვდა მასთან მისვლა ყველაზე პირველად მისიანებმა იმაზე გამაფრხილეს, რომ მე არ მეთქვა მისთვის ამისთანა ცუდი ამბავი. თეიმურაზს კიდევ ჰყავდა მეორე ცოლის ხელში სხვა შვილები ვაჟებიც და ქალებიც. ალბად ღმერთს არ უნდოდა რომ მისი გვარი სრულებით ამოვარდნილიყო.

თუ მართალია ის ამბავი, რომელიც ხმამ გაავრცელა ალეპოში, როცა რამოდენიმე თვის წინად მე იქ მგზავრათ გავიარე, თეიმურაზ წასულა ბოლოს თურქების ქვეყნიდგან, რომელთაც როგორც მაჰმედიანებს მოინდომეს მისი გადაბირება, და შეუფარებია თავი მოსკოვში[22], რომლის მთავარი ქრისტიანია ეგრეთვე და, როგორც ის, ბერძნის ტიბიკონისაა. თეიმურაზი ბევრი ეცადა, მაგრამ ამაოდ, გამოეხსნა თავისი დედა ამ მთავრის შემწეობით, რომელიც იყო მეგობარი სპარსეთის ხელმწიფისა და რომელიც ხშირად უგზავნიდა ამ უკანასკნელს დესპანებს. ზოგიერთები ფიქრობენ. იქნება არც უსაფუძვლოდ, რომ ამ გარემოებამ მოაკვლევინაო. სპარსეთის ხელმწიფეს ქეთევან დედოფალი, რადგანაც მისი გაშვება არ უნდოდაო, და არ გაუშვა არ იქნებოდაო; ამისთვის მას დედოფალი ან უნდა ძალით გაეხადა მაჰმადიანად და მაშინ შეეძლო მისი გაშვება თავიდამ აეცილებინა და ბოდიშის მოსახდელი მიზეზიც ექნებოდა, ან და, როგორც მართლადაც ჰქმნა, უნდა მოეკლა. ამის შემდეგ თეიმურაზმა გადასწვვიტა ომის დაწყება. მას იმედი ჰქონდა, რომ მას ეხმარებოდნენ ამ შემთხვევაში მოსკოველები, რომელთაც შეეძლოთ საქართველოში ჩასვლა ჩერქეზეთით და კასპიის მთებით, რომელნიც არიან მოსკოველების და ქართველების ქვეყნების შუა. თეიმურაზ დაბრუნდა საქართველოში და დიდის წარმატებით თავზე დაეცა არამც თუ თავის ქვეყანას, არამედ განსვენებულ ლუარსაბისასაც. ამისი გზა გაუხსნა მას, მრავალ მაჰმადიანების გაწყვეტით, თვით იმ ქართველმა დიდ მოურავმა[23], რომელიც, როგორც ზემოდ ვამბობ იყო მიზეზი ამდენის უბუდურობისა. ეს მოურავი განაგებდა ლუარსაბის სამეფოს ახალგაზდა მთავრის შემწეობით, რომელიც იყო სპარსეთის მორჩილი. ბოლოს მოურავს დაეკარგა სპარსეთის ხელმწიფის ნდობა, შეიძლება იმიტომ რომ იგი დიდ უფლებას იჩენდა, აღმოჩნდა, რომ ამ მიზეზით სპარსეთის ხელმწიფე უმზადებდა მას სიკვდილს. მან ინანა თავისი შეცთომილებანი და ლუარსაბის წამება, რომელიც მეტის-მეტად დასჯილი დარჩა. ამბობენ, რომ მოურავმა უარ ჰყოო მაშინ ცუდად მიღებული რჯული, აღიარა ისევ ქრისტეს სარწმუნოებაო: მოჰკლაო ვერაგობით რამოდენიმე უმთავრესნი სპარსეთის სარდლები, რომელნიც უკანასკნელ დროს გამოგზავნილნი იყვნენ იმ ქვეყანაში; განაგდოო ეგრეთვე ახალგაზდა მაჰმადიანი (თუ არ მოჰკლა კიდევაც) და ეცადაო ყველა მხარეების პატრონად შექმნილიყო თეიმურაზ[24] და ხალხი განთავისუფლებულიყო სპარსეთის მტარვალობისაგან და შეჩვენებულ მამადიანობის რჯულისაგან, — მე უნდა დავსძინო, რომ ამ ამბის სინამდვილეს და უეჭველობას არ ვამტკიცებ, არამედ, როგორც მითხრეს იგი (საეჭვოდ და აბნეულად) ისე მომყავს მეც.

მაშ ეგრე ჩამოვარდნენ თავიანთ ტახტებიდგან, როგორც ზევით ვსთქვი, ორნი მეფენი, თეიმურაზ და ლუარსაბ, ეს უკანასკნელი რომ მოჰკლეს მისი სამეფო ხელუხლებად დარჩა, როგორც უწინ, მისივე გვაროვნობის მთავრის ხელქვეშ, მაგრამ მისი მოადგილე მაჰმადიანა და სპარსეთის მორჩილი. თუ ზემოხსენებული ამბავი მართალი არ არის, თეიმურაზ დარჩენილა მოკლებული თავის მამულ სამეფოისაგან. მისი ხალხი და მისნი შვილები სპარსეთში დატყვევებულნი უნდა იყვნენ; დედა მოუკლეს; ქვეყნა მისი უხალხო და გაოხრებულია, რომელსაც არ ფლობდნენ დღემდი არც იგი და არც სპარსეთის ხელმწიფე, რადგანაც უყურებდნენ, თუ რას იზამსო. მომავალში ბედ– იღბალი, ან უკეთ ვსთქვათ, ღვთის განგება.

დანარჩენნი ქართველნი მთავრები, ესე იგი იმერეთისა, ოდიშისა და გურიისა, ყოველთვის აყვავებულნი იყვნენ და ეხლა კიდევ უფრო აყვავებულან. მათ დაიცვეს თავიანთი ქვეყნები საუკეთესო მდგომარეობაში და ქრისტეს სარწმუნოებაში, ისე რომ მაჰმადიანებისაგან არავითარი აყალ–მაყალი არ მომხდარა მათს ქვეყნებში. ორს მათგანს, ოდიშის და გურიის მთავრებს, აქვსთ სამთავროები შავის ზღვის პირათ და ამიტომ მათ უფრო მიწვდებიან თურქის ჯარები. მაგრამ სამაგიეროდ ეს მდგომარეობა მათთვის ძლიერ სასარგებლოდაც ჰრჩება, იმათ დიდი ვაჭრობა აქვთ კოსტანტინეპოლთან და მთელ საბერძნეთთან აბრეშუმისა და სხვა რამეებისა. იგინი აღიარებენ, რომ არავითარ ზარალს არ ხედავენ იმაში, როგორც მათ აქვსთ მეგობრობა და დამოკიდებულება თურქებთან. რომ სიმშვიდე და მოსვენებული ცხოვრება უნდა იყიდონ საჩუქრებითა და მუდამის მორჩილებითა, რადგანაც თურქებს მაინც არ აძლევენ ნებას, რომ შემოვიდნენ იმათ ქვეყნებში არამც თუ საბრძანებლად არამედ ჯარების სხვაგან გასატარებლადაც. თითქმის იქამდე დაიცვეს საკუთარი თავისუფლება, რომ პოლშის ყაზახებს (casachi), რომელნიც ჰსცხოვრებენ დნეპრის ზღვასთან შესართავზე, დიდის სიყვარულით იღებენ თავიანთ ქვეყნებში, როგორც ქრისტიანებს, თუმც იგინი არიან თურქების დიდი მტრები და დიდს ზარალს აძლევდნენ და აძლევენ ეხლაც ამათ. გარდა ამისა, როგორც მე გავიგონე, ეს ორნი ხალხნი ემოყვრებიან ერთმანეთს; თვითონ პოლშის ხელმწიფეს, როგორც ამბობენ, აქვს ამ მთავრებთან მეგობრობა და მიწერ-მოწერა. ხშირად ერთ ქვეყნიდგან მეორეში დადიან სავაჭრო ხომალდები. ამ გარემოებას შეიძლება დიდი შედეგი მოჰყვეს ქართველებისათვის, რადგანაც ყაზახები დღეს შავის ზღვის ბატონები არიან და ბევრად ძლიერნი; პოლშის ხელმწიიფეს შეუძლიან კიდევ ამ გზით, რომელიც ძლიერ მოკლეა, დიდად დაეხმაროს ქართველებს ყოველ გაჭირვებაში, რომელსაც მათ მიაყენებენ ან სპარსელები, ან თურქები. ქართველებს თავის მხრით შეუძლიანთ მათის ნავსადგურებით და უსაშიშო თავშესაფარ ადგილებით, რომელნიც აქვსთ ზღვის ნაპირებზე, დიდად დაეხმარონ ყაზახებს მათ საქმეებში. ამით ქართველები ჩვენებისათვისაც ძლიერ გამოსადეგნი იქმნებიან, თუ ჩვენ ოდესმე დიდი რამ საქმე დავიწყეთ, ზღვით ან ხმელეთით ოსმალეთისა და განსაკუთრებით კოსტანტინოპოლის წინააღმდეგ.

რაც შეეხება იმერეთის მეფეს, ის არ იმყოფება იმდენად არც სპარსელების და არც თურქების დამოკიდებულებაში, რადგანაც მისი სამეფო არის, როგორც ვსთქვი ზევით, უფრო შუაგულ ქვეყანაში, მოშორებული თურქებზე და სპარსელებზედაც და გამაგრებული ყოვლის მხრით მთებით, მდინარებით და საშიშო ადგილებით. თუმცა იგი გარეგნად როგორც ერთს, ისე მეორეს უჩვენებს თავს მეგობრად, გულით კი არც ერთს არ ენდობა და არც ერთის ჯარს არ უშვებს თავის ქვეყანაში. კარგადაც შვრება, რადგანაც ერთიც და მეორეც, სპარსულებიც და თურქებიც, როგორც სხვა რჯულისანი, გააოხრებდნენ მის სამეფოს, რომ შესძლებოდათ. თუმცა მაჰმადიანები თავს სხვაფრივ აჩვენებენ და მრავალ ჯერ მეგობრობასაც აცხადებენ, მაგრამ არასდროს, არ დაზოგვენ ქრისტიანებს, როცა შეუძლიათ, თუკი რამე დიდმა მათმა სარგებლობამ ან საჭიროებამ არ მოითხოვა ქრისტიანების სიცოცხლე. უთვალავ მაგალითებს ამისას ყოველ ჟამს ვხედავთ, ქრისტიანე მთავარი თაგანი, ვინც კი დაენდო. მათ, ყველანი გასწევვტილ იქმნა, მაგალითად კოსტანტინოპოლელი ბერძნები უკანასკნელი ვენგრიის ხელმწიფეები და მრავალნი სხვანი, რომელნიც მთელს ქვეყანას ახსოვს.

მე გადაგიშალეთ ვრცელი სურათი საერო (temparale) მდგომარეობისა, რომელშიაც იმყოვება საქართველო. ეხლა ვიტყვი რასმე სასულიერო მდგომარეობაზედაც. ქართველებმა ძველის დროიდგან მიიღეს ქრისტეს სარწმუნოება, რომლითაც იგინი გაანათლა ერთმა უცხო ქვეყნიდგან ჩამოსულმა მხევალმა. ამ ქალის მრავალ და შესანიშნავ სასწაულებს მოგვითხრობენ ქართველები, მაგრამ დღემდი ვერ შევიტყე, რა ერქვა მას. მისი სახელი არც ქართველებმა იციან, თუმცა ისტორია მისი კი იციან [25]. მხოლოდ ჩვენს მარტირიკებში უწოდებენ მას ქრისტეს წმიდა მხევალს. მე ვფიქრობ, რომ მათ მიიღეს სარწმუნოება ბერძნებისაგან, კოსტანტინოპოლის იმპერატორების დროს, და თავიდგანვე მიიღეს ბერძნების ტიბიკონი, რომელსაც დღემდი ასრულებენ. მხოლოდ წირვა-ლოცვა საკუთარს ენაზედ აქვსთ. მათ ენაზე ორგვარი მწიგნობრობა არის: ერთს ჰქვიან ხუცური, რომელსაც ხმარობენ მხოლოდ ეკლესიაში და სამღვთო წერილში; მეორეს ჰქვიან მხედრული, რომელსაც საზოგადოდ ყოველ გვარ მიწერ–მოწერაში ჰხმარობენ; სამღრთო წიგნებიც იწერებიან ხოლმე მხედრულით ერის კაცებისთვის. რადგანაც ქართველები მიყვებოდნენ ბერძნების ტიბიკონს და ეკკლესიას, იმიტომ იმათ მიითვისეს ის შეცთომილებანი, რომელნიც აქვსთ ბერძნებს თავის სარწმუნოებაში. მართალია რომ ბერძნებს უფრო ნაკლებ აქვსთ შეცთომილებანი, ვიდრე დანარჩენ აღმოსავლეთის ხალხებს. მე გაბედვით ვიტყვი, რომ ქართველებს კიდევ ნაკლებ აქვსთ შეცდომილებანი ვიდრე ბერძნებს. ეს, იქნება, იმიტომ არის ასე,რომ ქართველები ცოტად ეტანებიან მწიგნობრობას, უფრო ბევრს დროს ატარებენ ომში და ამის გამო უფრო უმეცარნი არიან, ნაკლებ შეუძლიანთ იცოდნენ და ნავლებ იციან კიდეც ამისთანა საგნები; იგინი მორლოდ ჰსცხოვრობენ კეთილის განზრახვით, ამისაგამო მათ შორის უფრო ადვილათ შეჰხვდებით უძლეველს მარტივ უმეცრებას, ვიდრე ბერძნების შორის რომელთაც უყვართ თავის წიგნების ფურცვლა. ამიტომაც ქართველებს ბევრი მოეტევებათ, ამის მიზეზი, იქნებ, კიდევ ის არის, რომ იმ უკანასკნელ კრებაში, რომელშიაც ბერძნებმა გამოიჩინეს ჟინიანობა თვის რაღაც შემცდარ აზრებში, ქართველები მაშინ იქ არ იყვნენ და ამ შეცდომებში არავითარი მონაწილეობა არ მიუღიათ, როგორც ცხადად ამტკიცებენ ბარონიო თავის მარტირიკაში და კიდევ გაბრიელ პრატეოლო თავის „მწვალემლების ალფაბეტურ სიაში“, რომელნიც ამ შეცდომილების შესახებ ქართველებს უფრო ამართლებენ, კიდრე ბერძნებს. ამასთანავე ქართველები არ მედიდურობენ, როგორც ბერძნები, თავის ეკკლესიის უპირატესობით. თუმცა იგინი არ ეუცხოვებიან კოსტანტინოპოლელ პატრიარხს. მაგრამ პირ-დაპირ მის დამოკიდებულებაში არ არიან რადგანაც თავიანთ მიტროპოლიტებს თვითონ აყენებენ; აქვს, თუ არა რამე უფლება საქართველოში კოსტანტინოპოლელი პატრიარხს, არ ვიცი. გარდა ამისა მათ დიდი პატივისცემა აქვსთ რომისადმი. წმინდა პავლეს და წმინდა პეტრესადმი და რომის მღვდელ-მთავრისადმი. მათ არ აქვსთ ის რაღაც ძულვა ურთიერთშორის, რომელიც აქვსთ ბერძნებს უპირატესობისთვის; არ არიან ისე ამაყნი, როგორც ბერძნები, არც ჟინიანები, არც ცუღლუტები ან მატყუარნი საქმეებში, არამედ არიან მშვიდნი, წუხარნი, კეთილის გულის, წრფელნი. მათი დაჯერება და რაიმე საქმეში დაყოლიება ისე ადვილად შეიძლება, რომ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მარტო ამ თვისების გამო. იმათ ბევრი ზარალი ნახეს მაჰმადიანობისაგან. გარდა ამისა, იმათ ჰყავთ, როგორც ვსთქვი, ქრისტიანი მთავრები, აქვთ საკუთარი სახელმწიფო (Republica) და მართებლობა საერო და სასულიეროც. ეს დიდი საქმეა. აბა რას უნდა მოველოდეთ რომლისამე ხალხისაგან, რომელსაც არც მოთავე ჰყავს, არც სახელმწიფო აქვს, არც რაიმე მართებლობა აქვს და, როგორც თითქმის ყველა დანარჩენნი აღმოსავლეთის ქრისტიანენი, არის დამოკიდებული ურჯულო მთავრებზე, რომელნიც საყოველთაოდ ჩვენი მტრები არიან. ამისთანა ხალხთან როგორ შეიძლება საზოგადო შეერთება, კრების ქონა? ან და რა კეთილ განჩინებას დაადგენს ამ კრებაში ამისთანა ხალხი? რომ კიდევაც დაადგინოს, ვინ შეასრულებს, ან ვის შეეძლება შეასრულებინოს ეს განჩინებანი? ამისთანა შემთხვევაში უფრო საფიქრებელია ხოლმე, რომ უკანასკნელს და უბოროტესს მათგანს, რომელიც არ ეთანხმება სხვებს, შეეძლება ცილის – წამების შემწეობით მაჰმადიანების (Mori) წინაშე დაშალოს ყოველიფერი და დიდი ზარალი მოუტანოს სხვებს. ქართველების შორის კი ყოველისფრის გაკეთება შეიძლება, რადგანაც მათ აქვსთ თავისი მმართებლობა, სარწმუნოება და ჰყავსთ ხელმწიფე თავის ხალხოსნობისა. მათი ხელმწიფე მართავს ქვევანას აღმოსავლეთურად; მისი უფლება უფრო დესპოტურია და უფრო განუსაზღვრული, ვიდრე ჩვენის ევროპის ხელმწიფეებისა. ამიტომაც მათის მომხრობით და შემწეობით იმედია მათს ქვეყანაში ბევრი რამ გაკეთდეს, ყველა ეს მიზეზები მართლა გაადვილებენ მათს ჩვენთან შემოერთებას, თუ მხურვალე მეცადინეობა არ და აკლდა ამ საქმეს და თუ იმათ გასანათლებლათ წავლენ ჩვენგან ნიჭიერნი პირნი, იცხოვრებენ მათ შორის და კარგად შეისწავლიან მათს ენას მაგრამ არ ვიცი რად არ ჰსწყალობენ ეგრე ქართველებს, რომ დღემდე ამის შესახებ არავითარი მეცადინეობა არავის არ გამოუჩენია. იქმნება ამის მიზეზი ისაა, რომ მათ ცოტა დამოკიდებულება ჰქონიათ ევროპასთან, ან ის, რომ მათი ენა ჩვენთვის თითქმის უცნობია. მაშინ როდესაც სამოციქულო ტახტმა (la sede Apostolica) ამოდენი იზრუნა ყველა სხვა აღმოსავლეთის ხალხების შემოერთებისათვის და ამოდენი დახარჯა ამ საგნისთვის ბერძნების სხვა ხალხების შესახებ, ქართველების შესახებ კი არავის არაფერი გახსენებია, თუმცა ესენი არც უფრო შორს და უფრო მიუწდომელნი არიან სხვებზე, არც ღვთისა ნაკლებად საყვარელნი, არც რომის ეკკლესიის წინაშე ნაკლები ღირსება აქვსთ მათ. ჩვენების ამისთანა გულ-გრილობამ ქართველებისადმი, რომელიც ჰსუფევს ეხლაც, მაიძულა მე მომეხსენებინა მათი ამბავი. ვინაიდგან მე შევიტყე მათი გარემოება და მაქვს მრავალ ქართველებთან როგორც სულიერი ნათესაობა, ისე მეგობრობაც, მე ჩემს ვალად ვთვლიდი მომეხსენებინა თქვენის სიწმიდისთვის მდგომარეობა და საჭიროება ამ ხალხისა, და კიდევაც მოგახსენეთ. ამასთანავე დიდის გულ-მოდგინებით გევედრებით, რომ ინებოთ მათი დახმარება, რამდენად ეხლა ნაკლებად აქვსთ მათ შეცდომილებანი, იმდენად თქვენს უწმიდესობას მეტი დამსახურება ექმნება ღვთის წინაშე და მეტი სახელი ქვეყნის წინაშე.

ხოლო,რათა თქვენმა უწმიდესობამ იცოდეს თუ რა საშუალებანი უნდა იქმნენ ხმარებულნი ამ საქმეში და რა გზით შეიძლება მათი მიშველება, მე მოგახსენებთ, რომ ჩვენებს შეუძლიანთ საქართველოში წასვლა სამის გზით. პირველი და უფრო მოკლე არის კოსტანტინოპოლის გზა, რომლითაც წაისვლება საქართველოში რვა თუ ხუთ დღეში, ტაროსის დაგვარად. კოსტანტინოპოლიდგან, სკუტარაში (აზიაშია) მივა კაცი უსაშიშო ყარავნებით, ესე იგი, სავაჭრო ამხანაგობებთან, რომელნიც ყოველ დღე დადიან ტრაბიზონის გზაზე. ეს ადვილად შეუძლიანთ კოსტანტინოპოლის ჯეზუიტის პ ატრებს და ეგრეთვე დომენიკანელებს და ფრანჩისკანელებს, რომელთაც აქვსთ იქ ეკკლესიები და მონასტრები. მაგრამ მართალი რომ ვსთქვათ, უფრო გამოსადეგნი არიან ჯეზუიტები, რადგანაც მათ განსაკუთრებულ წესად აქვსთ მოყვასთ მიაქციონ ყურადღება, ასწავლონ, შკოლები და პანსიონები გახსნან. როგორც გამოცდილება გვაჩვენებს ეს საშუალებანი ყველა სხვებს ჰსჯობიან. კონსტანტინოპოლით საქართველოში წასვლას მხოლოდ ერთი დაბრკოლება ექნება, მგონია : თურქები იქ არ გაუშვებენ ადვილად ჩვენებს, უმეტესად მაშინ, თუ შეიტყეს რომ იგინი არიან ბერები ან მღვდლები, რომელთაც ჩვენ ვიბარებთ ამ საქმისათვის. მაგრამ მე მგონია, რომ გონიერ კაცებს, რომელთაც ეცოდინებათ რამდენადმე ოსმალეთი და იქაური ენა, შეუძლიათ ცოტ-ცოტად და დრო გამოშვებით დაფარულად ჩაიარონ თუ ტანისამოს გამოიცვლიან და თავს ვაჭრებათ ან სხვა რამეთ უჩვენებენ.

მეორე გზა არის სპარსეთით, საიდგანაც ჩვენს ბერებს კარმელიტანელ ფეხ-შიშველებს და ეგრეთვე პორტოგალიის ავგუსტინიანებს, რომელთაც აქვთ ეგრეთვე ეკკლესიები სპარსეთში, უფრო ადვილად შეუძლიანთ წასვლა კაფილებით, ესე იგი, სავაჭრო ყარავნებით, იმ მხარეში, რომელიც წინედ ლუარსაბისა იყო და ეხლა სპარსეთს ემორჩილება. ამ კუთხიდგან იმათ მერმედ შეუძლიანთ გადვიდნენ საქართველოს ყველა სხვა კუთხეებში. ამ შემთხვევაში უფრო გამოსადეგნი იქნებიან ფეხ-შიშველები, რადგანაც მათი მარხულობით და ცხოვრებაში მოჭირვებით იგინი ბაძვენ აღმოსავლეთის ბერებს და ქართველებისაგან, ამათის ბერების და მღვდელ-მთავრებისაგან ძლიერ კარგად იქმნებიან მიღებულნი და ძლიერ სამაგალითონი დარჩებიან. გარდა ამისა შეუძლიათ სპარსეთში ამ განზრახულებისათვის დიდი შემწეობა იპოვონ წამებულის ქეთევან დედოფლის კაცებისაგან, რომელნიც ჯერეც შირაზში არიან და რომელთ იციან, რომ დედოფლის გვამი არის, როგორც ამბობენ, ავგუსტინიანების ხელში შემწეობას ეგრეთვე გაუწევენ მათ მიტროპოლიტის ალავერდის ნათესავები და მრავალნი წარჩინებულნი ქართველნი, რომელთთანაც იმათ მეგობრობა აქვსთ. მაგრამ როგორც იქ წასვლის დროს, ისე მოქმედებაში ძლიერ გონივრულად და სიფრთხილით უნდა მოიქცნენ, რომ სპარსეთის ხელმწიფემ არ შეიტყოს ის განზრახულებანი, რომელნიც მას არ ესიამოვნება, რომ აქედგან არც თვითონ მათთვის და არც მეგობართ ქართველებისთვის უსიამოვნება არ მოხდეს.

მესამე და უკანასკნელი გზა არის პოლშის გზა. ამ სახელმწიფოის იმ ადგილებიდგან, რომელნიც შავის ზღვის ნაპირზე არიან, ეგრეთვე ადვილად და მალე შეიძლება საქართველოში გადასვლა. ამ ზღვამდიც ადვილად შეიძლება მისვლა შუაგულ პოლშიდგან მდინარე დნეპრით, რომელიც ჩაუვლის კიევს. ზოგიერთების აზრით ეს ქალაქი არის ძველის დროის პონტის თომი (Tomi), სადაც ექსორიად გაგზავნილი იყო ოვიდიო. პოლშიდგან ამ სამქმეს ბერები არ დააკლდებათ, განსაკუთრებით ჯეზუიტები, დომინიკანელები და კარმელიტანელი ფეხ-შიშველები, რომელნიც იქაც არიან დამყარებულნი. არც პოლშის ხელმწიფე მოაკლებს თავის შემწეობას; იგი ფრიად კათოლიკეა და ღვთის მოყვარე, და დიდის სიმხურვალით ეცდება ხელი შეუწყოს ამ მისვლა-მოსვლას. ამისათვის ყაზახების ხომალდები ბლომად იქმნებიან, რომლითაც მოსვენებულად შეუძლიანთ საქართველოში წასვლა ჩვენებს, არა მარტო ბერებს, არამედ, როცა საჭირო იქმნება, ეპისკოპოზსაც, ნუნციოსაც და დესპანსაც თავიანთ მოწყობილობით. უკანასკნელად, არა მცირედი შემწეობა ამ საქმეში შეუძლიანთ პოლშის რუთენის კათოლიკებს, რომელთაც ჯერ აქვსთ ბერძნის ტიბიკონი და რომელთაც ამის გამო დიდი გავლენა და ზედ-მოქმედება ექმნებათ ქართველების შორის.

სხვა საშუალებებს და გზებს მოიფიქრებს თქვენი უწმიდესობა, რადგანაც ხართ ყოვლად ბრძენი და წმიდა სულისაგან ჩაგონებული. ჩემის მხრით მე გთხოვთ ეს მცირედი მოხსენება, რომელიც არის ნაყოფი ჩემის გამოცდილებისა, მიიღოთ ნიშნად ჩემის კეთილ-მსახურებისა ამ წმიდა სარწმუნოების მიმართ და ნიშნად იმისა, რომ მე მსურს ამ სარწმუნოების გავრცელება და ღვთის სამსახური. ამით გათავებ ჩემს მოხსენებას და თქვენის წმიდის წმიდა ფერხთა გეამბორები.

ა. ჭ-ა

______________

1Informazione della Georgia data alla santita di nostro signore Papa Urbano VIII la Pietro della Ualle, il pellegrino, l'anno 1627.

ეს ეპისტოლე ვსთარგმნე მე იტალიანურის ტექსტიდგან, რომელიც ჩართულია ერთის ფრანციელის წიგნში: Melchisedek Thévenot—Relations de divers voyages curieux, p. 1691წ., t. I. პიეტრო დელლავალლე იყო იტალიელი აზნაური და თავის დროზე გამოჩენილი მწერალი (მთარგმ. ა. ჭ-ა).

2 ამისთანა განგულებას არავითარი საფუძველი არა აქვს, როგორც ადვილად მიხვდება ქართველი მკითხველი. (მთარგმ.)

3საქართველოის განაწილება მოხდა მეხუთმეტე საუკუნეში. პიეტრო დელავალლე შემცდარია, როცა ამბობს, რომ საქართველო ოთხ სამეფოთ და ორ სამთავროთ გაიყოვო. ნამდვილად საქართველო განაწილდა სამ სამეფოთ: ქართლი, კახეთი და იმერეთი, და ხუთ სამთავროთ: სამეგრელო, გურია, სამცხე-კლარჯეთის საათაბაგო, აფხაზეთი და სვანეთი. როგორც შემდეგ მოთხრობიდგან ჰსჩანს, პიეტრო დელავალლე მეოთხე მეფეთ ალბად სთვლის სამცხე-კლარჯეთის ათაბეგს. (მთარგმ.)

4ეს პატრი ეკუთვნოდა იმ დასს (ორდენს), რომლის წევრები ფეხშიშველნი დადიან. (მთარგმ.).

5ეს იყო სვიმონ I, რომელიც მოჰკლეს კოსტანტინოპოლში 1611 წ.

6აქ ლაპარაკია უსათუოდ ბაგრატ მე-VI-ზედ, რომელიც იყო ლუარსაბის მამის, გიორგი მე-X-ის ბიძაშვილი და არა თვითონ ლუარსაბისა. (მთარგმ,)

7ამ სახელით ავტორი, როგორც ზემოდ ჰსჩანს უწოდებს კავკასის მთებს.

8დადიანების გვარის თავდაპირველ მნიშვნელობაზე ათიოდე სხვა-და-სხვა ახსნა არსებობს. ყველაზე უფრო უსაფუძვლო პიეტრო დელლავალლეს ახსნა არის, რომელსაც საბუთათ აქვს მხოლოდ ხმების შემთხვევითი მსგავსება და არა რამე ნამდვილი ფილოლოგიური ან ისტორიული საბუთი. უფრო საფუძვლიანი ის განგულება არის, რომ „დადიანი“ უნდა წარმომდგარიჟოს სპარსულის სიტყვისაგან „დად“, რომელიც ნიშნავს „მსაჯულს“ და შემდეგ ეს თანამდებობის სახელი უნდა გადაქცეულიყოს გვარათ. ეს აზრი, რომელმაც გამოიწვია პოლემიკა ბროსეს მხრით, ვრცლად აქვს განმარტებული ნემეცს კოხს თავის წიგნში რუსეთის და კავკასიის შესახებ, რომელიც გამოვიდა ტიუბინგენში 1843 წ. (მთარგმ).

9გურიელების სქემა აქვსთ მოყვანილი ბროსეს ქართლის-ცხოვრების ფრანციულ თარგმანში და დ. ბაქრაძეს თავის ახალ წიგნში: Археологическое путешествiе по Грузiи и аджарђ, — მაგრამ არც ერთი და არც მეორე არ ახსენებს ამ იესეს. მხოლოდ უკანასკნელი ახსენებს იესე გურიელს, რომელიც ეხლა ჰსცხოვრობს და არის ოზურგეთის უეზდის თავად აზნაურობის წინამძღოლი. ეს ადგილი პიეტრო დელლავალლესი გვარწმუნებს, რომ ამ სახელით ვინმე გურიელი უნდა ყოფილიყო, თუ ავტორის დროს არა, წინედ მაინც. (მთარგმ.)

10 მხოლოდ ეს უკანასკნელი აზრია მართალი. ეს მღვდელ-მთავარი იჯდა ალავერდში და ამიტომ იმას ალავერდელი ერქვა. (მთარგმ.)

11იხილე სხოლიო 3, (მთარგმ.)

12 ეს იყო კოსტანტინე III, რომელმაც მოჰკლა თავისი მამა ალექსანდრე II და ძმა გიორგი. (მთარგმ.)

13ეს ამბავი, ვითამ ქეთევანს თვითონ მოეკლას კოსტანტინე ბრძოლაში, არ ეთანხმება ქართლის ცხოვრებას. (მთარგმ.)

14შაჰაბაზ პირველად შემოვიდა საქართველოში 1615 წ. (მთარგმ,)

15ამ გარემოებაზე სრულებით არაფერს ამბობს ქართლის ცხოვრება, პირიქით, ქართლის ცხოვრება ამბობს, რომ შაჰაბას წინედ ჰყავდა შერთული ცოლად ლუარსაბის ერთი და, თინათინ, მეორე და, ხვარაშან შეირთო თეიმურაზმა თვითონ შაჰაბაზის რჩევით; ლუარსაბ უარს ეუბნებოდა თეიმურაზს, რადგანაც ეს ნათესავი იყო მისი, მაგრამ ბოლოს შაჰაბაზის ბრძანებით მას უნდა მიეცა ცოლად თეიმურაზისთვის, მიზეზი შაჰაბაზის შემოსვლისა საქართველოში, როგორც ამბობს ქართლის ცხოვრება, იყო კოსტანტინეს მოკვლა. (მთარგმ.)

16აქ არის ლაპარაკი ბაგრატ მეექვსეზე, რომელიც ლუარსაბის მამის გიორგი მეთერთმეტის ბიძაშვილი იყო. (მთარგმ.)

17სვიმონ II, რომელმაც იმეფა 1619—1629 წ. (მთარგმ.)

18იხილე სხოლიო 15. (მთარგმ.)

19ქართლის ცხოვრების სიტყვით ეს მოხდა 1622 წ. (მთარგმ.)

20წასრული საუკუნის ისტორიკოსი ფარსადან გიორგი-ჯანიძე ამბობს, რომ შაჰაბაზმა ამ დროს გადაასახლაო 80,000 კაცი. (მთარგმ.)

21ე. ი. 10 სექტემბერს (ჩვენებურად). (მთარგმ.)

22თეიმურაზ ამ დროს არ ყოფილა წარსული მოსკოვში. იგი წავიდა იქ მხოლოდ 1658 წ., ალექსი მიხაილოვიჩის დროს, (მთარგმ.)

23გიორგი სააკაძე. (მთარგმ)

24თეიმურაზს თვითონ მოურავი არ ეხმარებოდა არამედ ეწინააღმდეგებოდაა მას ეწეოდა არაგვის ერისთავი ზურაბ, რომელიც იყო მოურავის ცოლის ძმ. და მისი გაზდილი. ესენი მუდამ ერთად მოქმედებდნენ საპოლიტიკო ასპარეზზე, მაგრამ ბოლოს მტრებმა წაჰკიდეს იგინი. როცა თეიმურაზ დაბრუნდა კახეთში თავის სამეფოის ასაღებად, ზურაბ მას მიუდგა; მიურავმა კი ბრძოლა გაუწია, რომელშიდაც ეს უკანასკნელი დამარცხდა. მაშინ, ქართლის ცხოვრების სიტყვით მოურავი წავიდა სტამბოლს, სადაც მან მიიღო მაჰმადიანობა. ჰქონდა მას წინედ სპარსეთში მიღებული მაჰმადიანობა, თუ არა, ამაზედ ქართლის ცხოვრება არას ამბობს. ეს ამბავი მოხდა თეიმურაზის რუსეთში წასვლამდი. (მთარგმ.)

25 ცხადია, რომ აქ ლაპარაკი წმ. ნინოზედ არის. (მთარგმ.)

3 ფშაური ლექსები

▲back to top


ფშაური ლექსები

(როსტომიშვილის მიერ შეკრებილი.)

1.

აღმოსავლეთით ამოჩნდა პირად ლამაზი ქალია,
ამოჰყვა საყურ-ბეჭედნი, უჟრიალებდა ქარია,
თან მოყმენ ამოიყოლნა, წითლად ეღუბა კარია.
აკოცეთ ვინაც ბიჭი ხართ, მე ვარ ამ ქალის ქმარია.
აკოცა ბიჭმა რეგვენმა, თავს გადიმტვრივნა ხმალია;
გაჯავრდა ქალი ხვარამზე, მაღლა შაშალნა თმანია,
შეჰკაზმა მამის ლურჯაი, შამაავლივნა მთანია;
სალოკვად არ ეუოფიან ცხრანი მარილის ქვანია,
სასმელად არ ეყოფინნეს მტკვარი და ალაზანია,
მტკვარს დეეწაფა, დაშრიტა, დაგლიჯა მოსართავია.

2

ფეტვიანთ ჟულავაი ვარ, არ დავსდევ სიღარიბესა.
მაუდის ჩოხას ჩავიცვამ, საგულისპირეს წითელსა,
ლეკურად მოვაპარსვინებ ამ ჩემს მორგვივით კისერსა,
უღელ ხარს მივცემ თოფშია, ჩემს ძმობილს ჭრელოთ ციხელსა.
გავმართე შვიდ ღარიანი, ოც-და-შვიდ მოვკალ იმ წელსა,
ერთ რქან ლაშარსაც წავიხვენ, — რომ გამიჭირდეს, მიშველსა.
გამართეს ჭიდილაობა, მე იქ გულთ არას მიმწევსა...
პირდაპირ მიზის მარწყვაა, მიცინის თვალსაც მიცემსა,
თავქანდით ერთურთისაკა, მამალ საკოცნად მიწევსა,

შავარდი გუნებაზედა, ვაჰ მარხევს როგორც წიფელსა
იღბალს რა მამციმს იმდენსა.

3

ზეცაში დახმენ ღურბელნი, დედა-მიწაზედ წყალნია,
აღარც მოსავალი მოვიდა, დიდი დგას ცოდვა, ბრალია
მრუშობა არის, ქურდობა. დანდობა აღარ არია,
ძმამა ძმა აღარ დაინდო, აღარც ქალი და რძალია.

4

მურთაზამ ჯარი შეჰყარა, სულ დაძრა დაღისტანია;
ალაზანს ჩამოსულიყო ძაღლის მურთუზის ჯარია;
გიგაის ბინას დაეცნეს, გამოუბრუნეს ცხვარია.
გიორგიმ უთხრა გიგასა: „ძმაო, წაგისხეს ცხვარია,
თოფში ჩაყარე ორი წყე, შარად გაიხვნეს ხმანია,
ეგებ მივიდეს ფშავშია, რომ მოგვაშველონ ჯარია.
გაიგეს ფშავლის შვილებმა, ყველამ გალესა ხმალია;
წამოვლენ თამაშობითა, ღმერთო, დასწერე ჯვარია!...
მარცხნივ კოპალა ჩამოჰყვა, მარჯვნის ლაშარის ჯვარია,
ფარსინს თავს გადახედნებენ, ნისლივითა წევს ჯარია,
ჩეთმის ჭალამდინ ჩამაჰყვეს, ჩალად ჩაჰყარეს მკვდარია,
ჩვენ ჩვენს საქმეში ვილევით, ვაჰ მწყემსნო, თქვენი ბრალია.
მწყემსიც აღასთან მოკვდება, აღარ დაზოგეს თავია,
გამააქუჩეს ვაცები, ვეჟვნებს მააქვის ჩქამია,
სად რა რა გადაჩნდებიან გიგაის ვაცის რქანია…
მურთაზა გამააქციეს, ჩიქილიან ქალია,
რად მოხვიდოდი, მურთაზო, თუ გული გედვა მხდალია.

5

შეიყრებიან ლაშქარნი ხელმწიფის ბედობაზედა,
ერთი მეც წავალ, დედაო!... ღიჯურ შეჯდება ცხენზედა,
უწინ ჩავიდა ღიჯური დამდგარ ქისტების ცხვარზედა,
თოფი დაგვიკრეს ღიჯურსა, ნათოფარი ჰსჭირს მხარზედა;
ჩამოსულიყო ღიჯურა, დარჩენილიყო გზაზედა
მოძებნეს ქისტის შვილებმა, მოხელეს სისხლის კვალზედა,
დაგვიკრეს დამაჩები მარჯვენას ძუძუს თავზედა.
ემაგის ამხანაგები, დასხოდით დედათ ჯარზედა.
ხელში ფარტენა მიეცით რომ ჩამოართონ ტარზედა.

4 ზარხოში

▲back to top


ზარხოში

(სცენისათვის)

(ერთი, ცოტათ ხან შესული გლეხი შემოდის დაქეიფიანებული).

….ნურას უკაცრავათ, თქვენი ჭირიმეთ!.. ცოტა ქეიფინათ გახლავართ!... კვირა-ცხოველში გახლდით... გწყალობდეთ იმისი მადლი!.. (ცოტა ფეხები უსუსტდება, თითქოს ბარბაცებსო.) იტყვიან: ღვინო, — კაცის ყავარჯენიაო... ყავარჯენი კი არა, ე ფეხები სულ მომკვეთა... (ოდნავ , წაბარბაცდება.) ღვინო?... ო…ო…ო…ო!... კარგი რამ არი ღვინო!... ნეტავი ი ვაზის ძირში მომკლა... ღვინო?... ჯანია, ჯანი, ღვინო!.. ჯანია გამჩენის მადლმა!... (ბარბაცებს.) ღვინო — სისხლია კაცისა... სისხლი და ღვინო... მაშ?... (ბარბაცებს.) რას იცინით?!... ღვინო, ხომ ღვინოა და სისხლი — სისხლია!... (იმღერის წვრილის ხმით).

ჰოო...ო…ო…ოი, კვირა...ცხოველო,
შენ სალო…ცავათ მო…ვე...ლო!..

ერთი ქვრივი ვნახე ი ხატობაში. ასეთი ჟუჟუნა თვალები კი ქონდა, როგორც მაყვალი!... ო გამჩენის მადლმა!.. ვა..ა..აი, დედი-ჩემის ღმერთსა!... უჰ!... (გულზედ ხელს იცემს და იღიმება სიამოვნებით: მერე ჩამოუვლის და იმღერის:) „ვაი შენ კი ჩაგეგრიხე, უსურვაზის წნელივითა!...“ სადღაც გამიგონია: ღვინოვო ბრმას თვალს აუხელსო, კოჭლს — ფეხს აადგმევინებსო. და ღარიბს — გაამდიდრებსო... მე კი: (ხელით უარს ანიშნებს) ერთი გროშიც არ მაბადია, თვალები მელულება და მუხლებიც მეკეცება... ნეტავი ხუთი ჯამის მეტი მაინც დამელიოს რამე... მართალია, ერთი ყანწიც ზედ დავაყოლე... მაგრამ, რა?... ის იყო და ისა!... ცოტა თავ-მძიმეთ შევიქენ... დავზარხოშდი... ნურას უკაცრავათ თქვნი ჭირიმეთ!... ახლა კი წავალ და ერთი კაი ძილს გამოვაცხობ... თორემ... ღამე მშვიდობისათ!... (გადის.)

რაფ. ერისთავი.

5 ორიოდე სურათი მოთხრობიდამ

▲back to top


ორიოდე სურათი მოთხრობიდამ

ის იყო ენკენისთვის მზემ ნახევარ შუბის ტარზედ ამოჰყო თვისი ბრწყინვალე სახე. სოფელ პ — ის არე-მარეს ჯერ ისევ ჩრდილი ედგა. როდესაც მას გარეშემო ტყლუშურ ღობესავით შემოვლილ სერების წვერებს ახლად დაბადებული სხივები ესაყვარლებოდნენ ... ერთი მთიდგან უზარ – მაზარ მდევივით დიდი ჩრდილი წამოაწვა სოფელს. აი, ამ მთის წვერზედ თეთრად ლაპლაპი დაიწყო პატარა ეკკლესიამ, რომელსაც „ესტატეს“ ეძახდნენ ჩვენი გლეხები; დღეს მისი დღეობა იყო და იმიტომ იქიდგან „ფერხულის“ და ზარების წკარა-წკურის ხმა მოისმოდა... ველებში და ვენახებში შაშვები უსტვენდნენ, მინდორში მიმავალი საქონელი ბღაოდა, გვერდით მიმდევი პაწაწა მწყემსები „გოგონას“ გასძახოდნენ, ძაღლები იყეფებოდნენ. მთელ სოფელს ჟრიამული გაჰქონდა და რაღაც სიხარული მისცემოდა. ან კი როგორ არ უნდა გაჰხარებოდათ მცხოვრებლებს, როდესაც დღეს ახლათ დამაჭრებულ ნუნუაში თავი უნდა ჩაეხრჩოთ, „სუფრულით“ სევდა უნდა გაექარვებინათ და მორთულ ქალებზედ თვალი უნდა გეეხილებინათ…

კაი სოფელი იეო. სოფელ პ–ი, თითონ დაბალში მდებიარებდა, გარს მთები ერტყა; მშვენიერი ვნახები, ხშირი წყაროები, გაფანტულ-გამოფანტული ჩალური სახლები, ორი ეკკლესია, ექვსი დუქანი, ორი მღვდელი, ერთი გამოჩენილი მკითხავი — კაკალაური, ოღრო – ჩოღრო, ორღობეები, საშინელ აუზებით ონანოვის ცხოველისთვის. ეს იყო ამ სოფლის ავიცა და კარგიც. სოფელში იდგა სამი სუფთა ერთ სართულიანი სახლი; ერთში ამ სოფლის ერთათ ერთი სომეხი კარაპეტა ცხოვრობდა, მეორეში ჩასუქებული გლეხი — პეტრე და მესამეში ცხოვრობდა ამ სოფლის სამკაული უმანკო. მოკეთე ჩასუქებული აზნაური — გიგო. დღისით ეს დაუდგრომელ ფაცა-ფუცში იყო, ღამე კი ტკბილ ძილს ეძლეოდა ხოლმე და მუდამ ტკბილი სიზმრებიც ელანდებოდა…

სოფ. პ — ში სულ ორასამდე მცხოვრები გახლდათ; ამათ ჯერ თავათვე მინდორი ნაკლება ჰქონდათ და ეს ხუთი წელია რაც უფრო შეუცოტავდათ. ამ ბედნიერობის მიზეზი გახლდათ ხსენებული აზნაური გიგო თავის გვარითურთ. პატონებო, გიგოს აზნაურობა დედი მუცლიდან ხომ არ დაჰყვა! ჯერ უბრალო მომაკვდავი გლეხი გახლდათ, როცა მილიციაში შევიდა. იქიდგან, ბატონებო, გლეხი კი არა, გაქნილი სალახანა ტეტია დაბრუნდა შინ არა ებადა რა მაგრამ თავის მხნეობით მთელი გლეხების სარჩო თავის ეზოსკენ მიუკეთა. გასუქდა ჩვენი გიგო, გამდიდრდა და ხომ მოგეხსენებათ „ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ ჭიანჭველას ფთები გამოესხასო“, ჩვენმა გიტომაც ჯერ ყვირილი და ახოვანი ხმით ლაპარაკი გამოიჩინა, მერე მოეფიქრნა რომ ამ ოხერ ფულებით ყველაფერს იყიდის კაციო და კეთილშობილობის ყიდვაც კი ადვილიაო, და განიზრახა მისი შესყიდვა. ვიღაც ქიზიყელმა აზნაურებმა ფულისთვის. ესენი იძმეს, აწარმოვა ვითომ საქმე, მიიყენა ხაჯრში თავისი გვარი ცხრაოდე ღატაკი გლეხთა კომლი. ბევრი ეწვალნენ ჩვენი გმირები, უკანასკნელი ცოლის კაბებიც კი დავიდეს; ბევრი ფულიც გადაკვრისა ამაობაში გიგომ თვისის გვარისა; კინაღამ ჩვენს მაძიებლებს შიმშილით სული არ ამოუვიდათ, მაგრამ აი გიგოსა და ღვთის წყალობით ქუდი თავზედ დაეხურათ, „გაკეთილშობილდნენ“... ასე, ეს ხუთი წელიწადია, ჩვენ გლეხებსაც ბატონებიც გაუჩნდნენ. ამათში ეს ამბავი ჯერ სიცილის და ლაზღანდარაობის მეტს არასა ბადდა, მაგრამ აი მოუვიდათ „კომისია“, „ზემლამური“, „პოლნოოჩი“, როგორც გლეხები ამბობდნენ. ახალმა კუდა აზნაურებმა ძრიელ გაიწიეს — შამოუარეს მინდორს და ნახევარი. თავიანთათ ჩვენს; „კომისიამაც“, გლეხების დაუკითხავად, უორღნები ჩაუსხა. აქ გლეხების ხროვამ დიყრანტალა: „ნუ შენი ჭირიმე „პოლნოოჩავ, ზემლამერო.“ ნუ გვღუპავთ, ჩვენი ცოდო ნუ გინდათ შეიჭიმე, მაგათი აქ არ არის რა, შიმშილით იხოცე ბოდნენ; წელიწადში სამი დღისას არა ხნავდნენ... ხარჯის მძლეველნი იყვნენ... ეს მამული სახემწიიფოა!...

– ციც, დაიყვირა პოლნომოჩიმ დაგკრან — გაიქეცით, მოქცენ ხელი წაავლეთ; ვინ რას გკითხავთ, თქვე ასეთ - ისეთებო; მე ვარ სახემწიფო მიწის პატრონიო, ეხლავ ყველას ციხეში დაგალპობთო თქვე ვირებო!.....

— აი, შენ გამჩენს კი რა უყო! წაიდუდუნეს გლეხებმა შვილო ფულები რომ ამოგიდეს შენა და ზემლამერსა... თქვენ დედ-მამასაც კი გაუდით და სხვას რაღა…

– გამიშვი შენი ჭიიმე ზემლამურო, მეც შიგ მომკალი მაგ მამულში, რა კი მაგას სხვას აძლევ; ჩვენ სიკვდილი გვირჩევნია, დაიყვირა ყოჩაღმა გლეხმა და გადაერია კორღანთან დაგვხოცეთ, დაგვხოცეთ, შვილო! დაიყვირეს გულმოსულათ ყველა გლეხებმა; აი შვილო, რატო სუ არ გაგანადგურეთ და ღორებივით რათ დაგასუქეთ — აი გიგო! უყვიროდნენ აზნაურებს გლეხები.

„ზემლამერმა“ რომ ეს დაინახა, აკანკალდა და ხერხი მოიგონა და ტკბილის ხმით უთხრა გლეხებს:

თქვენი ცოდო ვის რათ უნდა, შვილო; ეს ჯერ ხომ ამათ არ ეძლევათ, მე მარტო ყორღნებსა ვსხამ, მერე სასამართლოში გალაპარაგებენ და რასაც მისცემენ ის ღმერთმა იცის, შვილო; მართლა და სულელი გლეხები ხართ!...

ასე მოატყუეს ჩვენი გლეხები, თუმც ბევრი მათგანი იძახდა, სადავო რო იყოს, შვილო, ნახშირი უნდა ჩეეყარათ ყორღანშიო, მაგრამ მაინც მოსტყუვდნენ, ნახევარი მამული მღლეტელა აზნაურებმა ჩამოართვეს. გლეხები ეხლაც ქეჩოს იქექენ და ბუტბუტებენ: „რატო შიგ არ ჩავიხოცენითო!..

II

ესტატობა იყო, როგოც მოვახსენეთ...... მზე კარგა მაღლა მოვიდა, როცა თავის გომურიდგან შავ-ჩოხა ჩაცმული, ხელში ჯოხით და ყალიონის ბოლვით გამოვიდა ჭაღარა, წელში მოხრილი გლეხი — ჭონოპარტე. კარებზედ დადგა და იღლიაში ფხანვით ჯერ მზეს შეხედა, მერე დასავლეთისკენ მობრუნდა და მეზობლის მარნიდგან მაჭრის ჩუხჩუხი მოესმა — სევდა მოეშო ჩვენ ჭონოპარტეს და მხიარულათ გორაზედ წამოსკუპებულ ესტატეს შეხედა. იმ დროს თითქო ათასიურ ყვავილებით მოფენილა მთელი ესტატეს მთაო, ისე იყო მისი ფერდები და კენწერი მოფენილი, მორთულის სოფლის ქალებითა... ამ სურათმა, მაჭრის დუღილმა, სერიდან გამოძახილ სიმღერის ხმამ რაღაც აღტაცებაში მოივანა ჩვენი ჭონოპარტე, რომელიც უნებურად მიტრიალდა და შესძახა თვის ქალს: „შვილო, პელავ! შენც წადი დღეს ესტატეში“. იმ დროს კიდეც დაინახა, რომ დუქანთან ხალხი გროვდებოდა, ფერი ეცვალა უბედურ ჭონოპარტეს, გულმა ძაგძაგი დაუწეო... უნებურად მობრუნდა და თავ-ჩაღუნვით წავიდა დუქნისაკენ...

მიდიოდა ჭონოპარტე და მუხლები ეკვეცებოდა, რადგან იცოდა რომ წინა დღეს მამასახლისს მეტყევესაგან ქაღალდი მოსლოდა, რომ რადგან ტყის ყარაულებს ვადა გაუვიდათ, ახლები ამოირჩიეთო. ჭონოპარტე ტყის ყარაული იყო და ძრიელ ეფიქრებოდა და, რომ მიდიოდა გზაზე, ასე ბოდავდა ეს უბედური: „ჰეე ― ესეც ყრილობა... ი კომთობა დასანგრევი პეტრე ძრიელ მემუქრება ი. რო გამაგდონ, ერთი მტკაველი ვენახი მაქვს, მოდი და იცხოვრე, შინ კატა არ მყავს, გარეთ ნახნავი; ახლა ეს წყეულ პელასაც გათხოვება უნდა, საწყალი სუ ტიტველაა, მეც ბერი კაცი ვარ — ეს ტიალა ფული მაინც მქონდეს მოხელეებს გადავაკვნიტო, ეგებ მეშველოს“... მიუახლოვდა თუ არა ყრილობას და იქიდგან პეტრეს ჭინჭყლიანი ხმა მოესმა: „დაკარგეთ ჭონოპარტე! შვილო, დაბერდა, ტყეში სიარულის თავი აღარა აქვს და ბატონ „ლესნიჩას“ კი ერთგულობა უყვარს“.... გავაგდოთ, დაუმატეს რამდენიმე ხმამა... ჭონოპარტე ამის გამგონე ის იყო უნდა წაქცეულიყო, მაგრამ ბედზედ მიახწია დუქან წინ მდებ კუნძსა, ხალხში ჩუმათ გაძვრა და თავდაკიდული ჩამოჯდა…

— ჰაი, შვილო, დაიღრიალა მაღალ–მაღალმა ოტლაყმა გლეხმა — იაკოვმა და თანაც შემოდიოდა შუაგულში, გლეხებიც ეცლებოდნენ: ვინც მართლა დასაკარგია, ის დავარჩუნოთ და ჭონოპარტე კი გავაგოდოთ?!... აბა რას გიშლით, სხვასავით არავის აბეზღებს და ტყეში რო მიდიოდეთ გეძახით: „წალდი მაინც დამალეო“. აი, შვილო, თქვენ მოშრეტილისთანეები გიყვართ... განა არ ვიცი „მელას თავის მახჩობელა უყვარსო“, არა, შვილო. თვალები გავახილოთ; მოშრეტილი გავაგდოთ, ჭონოპარტე იყოს, ბერი კაცია, ლუკმას ნუ დავუკარგავთ. ჩქარა გავათავოთ და ერთი ესტატეში ჩავსხდეთ, შვილო, დედა-კაცები ხომ არა ვართ აქა ვყაყანებთ; შენ ეი, ბუზიელავ, გაათავე ჩქარა, მოუბრუნდა იაკოფი მამასახლისს... მართალს ბძანებს იაკოფი, ჭონოპარტე იყოს, მოშრეტილი დაიღუპოს, დიყვირა ხალხმა.

- დიაღაც დააყენეთ, რო აღარ შეუძლიან?! - წამოიძახა ბრაზით პეტრემ.

რას გიშლის, შე ეტლ გასაქრობო, რო შენ სიმურტლეს არ დალევ, შეება ერთი ახალგაზდა გლეხი პეტრეს... პეტრემ ხმა ჩაკმინდა და ჩუმათ პირ-გაშავებული შინ წავიდა…

ჭონოპარტეს სიხარულით ცრემლები მოუვიდა; ნელა მოიწმინდა თვალები გამძვალებულ მუშტით და სიამოვნებით შეჰხედა თავის მხსნელს — იაკოფსია. იაკოფი მიჩნეული, წინაკაცი და კაი ოჯახი შვილი იყო, მაღალისა და ახოვანის ტანისა. ნუნუა და უბედობა მისი სული და გული იყო, და ამიტომაც ძრიელ უყვარდა ყველას — ცოტა გაიარ გამოიარა იაკოფმა ხალხში, მწერალი კი მინამ მოშრეტილის გაგდების ქაღალდს ჰსწერდა. ვეღარ მოითმინა იაკოვმა, მივარდა მწერალს, წაგლიჯა ქაღალდი და დაუყვირა ხალხს: წავიდეთ ერთი ესტატეში ჩავსხდეთ, რა დროს აქ ჩონჩქოლიაო, და მოითრია მამასახლისი კისრით... მთელი ხალხი გაჰყვა იაკოფს…

იქვე მისდევდა ხალხს ჩვენი ჭონოპარტეც; გვერდში რამდენიმე ახალგაზდა გლეხი ამოუდგა და დაუწყეს კითხვა: „რაო, ბერი კაცო, რას დაღონებულხარ, აბა ერთი უწინდელ დროზე გვითხარი რამ — აი, გინდ დიამბეგობაზედ, გინდ ბატონ-ყმობაზედ“.

ჭონოპარტემაც დინჯის, სიამოვნების ხმით დაიწყო ლაპარაკი უწინდელ დიამბეგობაზედ, ბატონ–ყმობაზედ, მერე ეხლანდელი თავის ჯურა კაცების უბედურის ცხოვრების სურათიც დაუხატა ახალგაზდა ბიჭებს, რომლებიც სულ გატრუნულნი ყურს უგდებდნენ. ბევრი საზარელი და უღმრთო უსამართლობა ამ ცრუ წუთი-სოფლისა ამოვიდა ამ საწყალის ბერიკაცის პირიდგან, დიდი წყევლა-კრულვა შველისა და ახალისა. თან-და-თან უფრო დინჯათ არაკრაკებდა საზარელ სიტყვებს. მისი ხმა... არავისზედ არ ბრაზდებოდა, უმეტ-ნაკლებოთ, თითქო საფლავის ქვაზედ წარწერილს კითხულობსო, ისე ამო და თავის მოთხრობას ბერი კი ტყის მცველი... მოვა დრო, როდესაც ეს ჭონოპარტეს უმეტ-ნაკლებოდა გადაცემული ამ წუთი-სოფლის უსამართლობა კეთილ კაცებს ისეთივე სიცრუე ეგონებათ, როგორც ჩვენ არავები ასთავიან დევებზედ…

ჭონოპარტეს გულზედ მოეშო: ერთი წელიწადი ტუყილათ აღარ ვიცხოვრებო, ლუკმა მაინც მექნებაო, იფიქრობდა ჭონოპარტე და თუმც ას ოთხი თუმანი ჯამაგირი ვრაფერია, მაგრამ ჭონოპარტეს – თვის დიდი იმედი იყო…

ამასობაში გლეხების ხრო ავიდა გორაზედ და მიადგა პატარა ეკკლესიის კარს; ჯერ იაკოფმა მოიხადა დიდი ბუხრის ქუდი, იღლიაში დაიჭირა, კარებს ემთხვია და მერე შიგ შევიდა სანთლების დასანთებათ რომ გამოვიდა ყველამ იგივე გაიმეორა.

ცოტა ხანს უკან მთელი ხალხი კარზედ გამოვიდა, ირგვლივ იაკოფს შემოერტყა, რომელმაც განი მისცა და ცოტა ხანს ხელი ხელს გადაბმულებმა „ფერხისი“ დაიძახეს:

„დაბრუნდა თუ დაბრუნდები, დადგი პატარა ჯარა

შენი გამდელი ვაცხონე, შენი პატარა ლალა“...

თან-და-თან გლეხები უფრო ხურდებოდეს ხტუნვით, მღერის ხმა საშინლად მაღლა და მაღლა ადიოდა. ბოლოს დაქანცული მომღერლები დადგნენ, ხელებიც ჩამოუშვეს. იაკოფმა გლეხები არც კი შააქანა, მაშინვე წრე გააკეთებინა, ქალებიც მივიდნენ საყურებლათ, და ერთმა მომღერალმა დაიწყო სათამაშო მაღალ ხმაზედ „ჰი გოგნი გოგონა“. მეორემ — „გოგონა და სულისა“. ისევ პირველმა „გოგონა და გულისა“... „დამწვარ დადაგულისა“; სხვები ბანს ეუბნებოდნენ და ტაშს სცემდნენ იაკოფმა ბუქნით დაყარა, მერე სხვა წითელ გულისპირა ახალგაზდა გლეხი გადმოხტა და დაატლინკა ფეხები; მერე სხვამ და ასე ყველამ ითამაშა... თამაშობის შემდეგ იაკოფი მიუბრუნდა ქალებს: „თქვენი ჭიიმე, ქალები! აბა, ახლა თქვენ გიყუროთ თამაშობაში, განა ჩვენი მუქთი იყო.“

მაშინვე კაცები ქალებს გარს შემეეხვივნენ, ქალები ცოტა აწინ თლდნენ, მაგრამ მაინც უფრო მათში თამამმა დაირას დაურახუნა, სხვებმა ტაში დაკრეს და დაიწყეს თვითეულ მათგანმა წყნარი თამაშობა, ანუ უფრო ისე უბრალოთ ტრიალი. ახალგაზდა გლეხებმა გადასდეს ხელი ხელს და დაიწყეს ლაზღანდარაობა: შეხე მაგ გამჩენ ძაღლ გოგოს მაშოს, რა თეთრი კუნთები აქვს, უთხრა სიცილით ერთმა ახალგაზდამ მეორეს, როცა დააცქერდა ძალათ აწეულ ძვირფას კაბიდგან გამოდგმულ „პოლსაპოჩკიან“ ფეხს. რომლის კანჭები თეთრად ანათებდნენ. — ძალათ შვრებაო, წაიდუდუნა მეორემ... სხვა მხრიდგან ისმოდ: შახე იმას ღაბაბს... ებეი, ები იმი ლოყებს... ახ კურტ… და სხვ…

ამ დროს მაღალ-მაღალი წითური გლეხი გიგია კი ხანჯალზედ ხელ-დაბჯუნილი დინჯათ იდგა; წელს ღვინო და პური, ღვთის მადლით, კარგა მოუვიდა, დანიშვნას აპირებდა და იმიტომ ქალებში თავის „საბედოს“ ათვარიელებდა. ავლ-ჩაავლო თვალი ქალებს და ჭონოპარტეს პელას მეტმა ვერავინ მიიზიდა მისი მხედველობა. გიგიამ საშინელის ძალით მიაბჯინა პელას თვალები, მაგრამ პელა ამ დროს სხვა ფიქრებში იყო ის გიგოს მაშოს ვერდზედ იდგა, მისავით გიჟმაჟურათ აქეთ-იქით არ იცქირებოდა ის დინჯად ხან მაშოს ძვირფას კაბას ავლებდა ხოლმე თვალს, ხან მიწაზე იმზირებოდა, ლოყები ნაკვერჩხლებივით უღვივოდნენ, შავი თვალები დილის ვარდივით დანამული ჰქონდა: როცა მაშოს ძვირიას კაბას შახედავდა ხოლმე, მერე საჩქაროთ თავის გაბოლილ ჩითის კაბასაც დაჰხედდა და ისე დაჰღუნავდა თავს. დიდხანს, დიდხანს გულსაკლავად უმზერდა მშვენიერ კაბას და გულში ამბობდა: „რე ერთი ხანია შალიკაბა მინდა და ვერ მეღირსაო...“

ამ დროს გიგიამ. პელას ეხით აპილპილებულმა, ვეღარ შეიკავა თავი, მიეპარა უკან და ჟინით უჩქმიტა... პელა ძულომივით გაბრაზებული მობრუნდა, მაგრამ ცელქი გიგია რომ დაინა, სიბრაზე გაუქარვდა და რაღაც სიამოვნებამ დაყრა გულში. გიგია მოშორდა პელას, მაგრამ პელას კი გიგია და მისი ჩქმეტა აღარ ჰშორდებოდა გონებიდგან. ცდილობდა გონებიდგან დაკარგვას, მაგრამ ვერა გზით... პელას ლოყები აუნთო და გულმა ჩქარი ბაგი-ბუგი დაუწყო…

გაათავეს გლეხებმა ლხინიც, ახლა კუჭის დაკმაყოფილებას შეუდგნენ... აი ცოტა ხანს უკან მთელი მოედანი მოიფინა წრე და წრე ირგვლივ შამომსხდარ ქალების და ვაჟების ხროთა, რომლებსაც წინ ხურჯინებზედ ათას-ნაირი ხორაგი ეწყოთ, ტიკებით და საღვინებით მაჭრები უდგათ. იაკოფს გარს შემოესხა ერთი ოცამდე კაცი. აი დაიწყო. ნუნუის ტლუშვა, ჯამების ტრიალი და ერთი ჯგუფიდგან მეორე ჯგუჯა კერძების მიტან-მოტანა... უნდა გეყურებინათ რა სიამოვნვბით დეეწაფებოდნენ ხოლმე შავი მაჭრით სავსე გაქონილს ჯამს, რომელშიაც ბლომათ ცვიოდნენ კალიები და ბუზები; თითქოს ვეშაის გვამშიო, ისე მიჰქონდა ნუნუას ტალღებს გლეხის მუცელში ეს ამოდენა მწერთა მსხვერპლი —

ჩამოუარეს ძახია, კუჭიც დააკმაყოფილეს გლეხებმა. ღვთის წყალობა გაქვს ისენი ნუნუით ლიმცლიმც გაიმსნენ!... აიშალნენ გლეხები გაჟღენთილნი, დაბრუებულნი და თუმც ფეხი ერეოდათ, მაგრამ ბევრს გული საჭიდაოთ ერჯოდა დაიძახეს — განი. და მოედანზე ორი გატიტვლებული, სარტყელ-შამოჭირებულ ჩოხის ანაბარა ოტლაყი ბიჭები გამოვიდნენ. ხალხში სიჩუმემ ჩამოიარა... ქალებმა ბშვინვას მოუმატეს... ფალავნები დაიტაკნენ. მიწამ ზანზარი დაიწყო. ბევრი სარმა, ზურგული და თეძო გაცურდა მათ შუა, მარტო თავებზედ ტყავი გადაძვრათ დაძლევა კი არც ერთს არ ეღირსა... აი, შემოიგდო ერთმა მეორე ლაზათიან ზურგულზედ, მაგრამ ხალხმა აღარ აცალა და ზედ წააწყდა ფალავნებს. გაგვიშვით, გავათავოთო, ყვიროდნენ გულზე მოსული ფალავნები და რომ ვეღარა გააწყეს რა, დაანებეს ერთმანეთს თავი და დაუშინეს ხალხს. შეიქნა სახრას ტრიალი, მუშტის ტყაპა-ტყპი, ქალების წივილ-კივილი. წითლათ გადმოსდით ვაჟ-კაცებს სისხლი... ბოლოს დაშოშმანდნენ და იაკოფი გამოვიდა წინ: — აი თქვენი გამჩენის ჭიიმე, ხალხო, წელს ნუნუა ძრიელ სჭრის, რო ჰყლურჭამდით, მე კი არ ვიცოდი გაომებდათ. არა, შვილო, ისევ ვენაცვალე ქალებს, არც ჩხუბი იციან და არც არაფერი. ისევ მაგათ ილხინონ, ჩვენ ვუყუროთ, თორემ ვიოინბაზებთ…

- ვერ მოგართვი, იაკოფ, გაიხუმრა მეორე გლეხმა: აქ არა ჩხუბობენ ქალები თორემ, შინ უყურე! ჩემმა დედა-კაცმა, კარგია უნალოა, თორემ ძრიულ წიხლები იცის“... ასე, გლეხები ისევ შარიგდნენ, ქალების თამაშობას ყური უგდეს; იმათ ეშხმა კიდევ ბევრი გლეხი ააღელვა და ბევრი კილოიანი სიტყვა დაბადა ბოლოს ხალხი შინისკენ დაბრუნდა. ჩვენი გიგიაც ის იყო თავის სახლში შევიდა და გაბრუებული კერაზედ ჩამოჯდა. მერე მოაგონდა ჯამფილით თხლის შეჭამადი, რომელიც დილითვე დედას გააკეთებინა და კერას უკან დაადგმევინა, რადგან იცოდა ნაბახურევი ჩამოვალ და დავხვრეტო. მაგრამ კიდევ პელას ფიქრში წავიდა და ამ დროს უცებ სახლში მათი ჭრელი ძაღლი წმუკუნით შემოვარდა და შიგ თხლის ჯამფილაში კი წერია. თურმე ნუ იტყვი მამასახლის, ზაქარა გზირი გიგიას მეზობელთან ნარბევის გამოსატნათ გამოეგზავნა; მთელ სოფლის ძაღლებს ზაქარასი ასე ეშინოდათ, რადგან დღეში სამჯერ მაინც მოივლიდა სოფელს დიდი ჯოხით. რომ დაინახვიდნენ უმალვე ძაღლები სახლში წმუკუნით დაფეთებულები გარბოდნენ ასე დეემართა გიგიას ჭრელ ძაღლსაც გზირის სუსხით და ჩავარდა თხლეში. „ცუდი არ არის ეს ამბავი, ამბობდა გიგია, უთუოდ ჩვენ ჭონოპარტეს პელაზედ დავინიშნებიო. პელასაც არ დაეძინა იმ ღამეს, სულ გიგია და მისი ჩქმეტა ეზმანებოდა საბრალოს.

III

სადაც ცხვრები არიან, იქ მპარსავებიც უთუოთ უნდა იყვნენ; სადაც ღარიბები არიან, იქ უთუოთ მათი გულშემატკივარი მოკეთეებიც მოიპოვებიან — ასეა ამ წყეული წუთი–სოფლის ანგარიში და რას იზამ?... ს. პ —შიაც წვრილ-ფეხობა ხომ ბლომა იყო, მაგრამ მოკეთეები უფრო თვალში გეჩხირებოდნენ, ანუ ჩვენებურათ „ჯამში გვიცვივოდნენ“. თუმც ნაკლები იყვნენ რიცხვით და თუმცა ბევრჯელ ყვავილების გროვა დაამარცხებს სოლმე რომელიმე ძლიერ მტაცებელს, ანუ ძაღლების დასი, რომელიმე ნადირს, მაგრამ თვითვეულათ ეს მოკეთეები ერეოდნენ მთელს გლეხებს — იმიტომ, ჩემო მკითხველო, ჩვენი სოფელ პ —ის ხორციელი და სულიერი ძალები რომ გაიცნო, უთუოდ აქაურ მოკეთეების ზნე და ძალა უნდა შეისწავლო!…

აი გათენდა უქმე დღე, გლეხებმა გამოიღვიძეს და თავიანთ საბრალო ქოხებიდგან გამოვიდნენ; ზოგი ჩიბუხის ბოლვით, ზოგი ტყავ მოსხმული და ზოგი გლეხურ გემოზედ მოპრანჭული მიეშურებიან... რაო, საყდრისკენ?! — თქვენ არ მომიკვდეთ — დუქნისკენ! სული საქმეზედ ხორციელ საქმეს უფრო მისდევენ ჩვენი გლეხები, ან კი რა ქნან, როდესაც კარგა ჰხედავენ, რომ თვით მათი მამა ლუკა და შავღვდელაც ჯიბის და გაუმაძღარ კუჭის საქმეს ყველასა რჩეობენ, — და მოგეხსენებათ, „როგორიც მღვდელიო, ისეთი ერიო“... ამ ჩვენის გლეხების საბჭო დუქნები გახლდათ და უქმის სისხამ დილიდგან ყველა იქ იკრიფებოდა: მღვდლები, „სუდიები“, მამასახლისი და მოკეთეები ხომ… ყორანი ლეშს მოსძებნისო მაშინ, რომ შენ, ჩემო მკითხველო, ს. პ–ს განაპირებიდგან ყური დაგეგდო, რომელიმე დუქნის კარებიდგან უთუოთ მაღალ ამპარტავნულ ყროყინს გაიგონებდი — ნამდვილად, უიმისოდ ვერ გადურჩებოდით, თქვენმა მზემ! თუმც შესაძლები კი იქმნებოდა რომ სხვისაც გაგეგონათ, მაგრამ ჩვენის ნაცნობის და გლეხების მოკეთე აზნაურ გიგოს ეროვინს კი მაშინვე იცნობდით. „რატომ არ მაძლევ, შვილო, სიკეთის მაგიერია; შენ მინამ არ მაჩივლებ, ხომ არ იქნება — დროებას რა უთხრა, თორემ ეხლანდელ კაცს ხელი უნდა მოუმართოს კაცმა,“ უყვიროდა ხოლმე რომელსამე შიშით ფერ-მიხდილ გლეხს.

– გაუმართო — შენი ოჯახის დაქცევამ — ნაღდს და ღვთისნიერად კი აძლევ, ორ მანეთში მაგის ცოლ-შვილიც კი შენა გრჩება და, წაიდუდუნებდნენ ხოლმე გლეხები და ამოიოხრებდნენ…

ასე, გიგომ კიდევ ბევრი მოვალე გლეხი შეტუქსა, მერე მოკრიფა და სოფლის მოსამართლებთან მირეკა. იმათ მაშინვე გზირებს დაავალეს, რომ ხვალვე გიგოს ბრძანება შეესრულებინათ დარბევით.

— „აი თქვე სვინდის–გაწყვეტილებო, ეუბნებოდნენ მოპირდაპირებს მსაჯულები: „ეგ კაცობაა, რომ ამდროულა პატიოსან კაცს, სიკეთის მაგიერ საჩივარზედ ატარებთ“!..

თქვენ მაგასთან სადილათ გიგვიანდებათ, იქ წაბძანდით. ჩვენ თავში ქვას ვიხლით და მივცემთ, სამართალი მაგათთვის არის: შარშანდელ ერთ კოდ პურში თხუთმეტი მანეთი უნდა მივცეთ, ღმერთია, სამართალია და ან შეერგება!.. წყევა-კრულვით ამბობდნენ მეპასუხენი…

არც მომრიგებელ-მოსამართლესთან უხდებოდა გიგოს საქმე: უბრალო საქმეზედ მატანტალასავით დატანტალებდა ის სასამართლოებში და თუმცა ღმერთს მასთვის ნიჭი მოხერხებულის ლაპარაკისა არ მიეცა, მაგრამ, ხომ მოგეხსენებათ, უქმ მომრიგებელ – მოსამართლესთან მეჭრ-მეტყველობა, იმიტომ იქაც გიგო, თუმც სულ მტყუანი თეო ხოლმე, მაინც საქმეს იკეთებდა და ტყავს აძრობდა საწყალ და მართალ გლეხებს... თითონ გიგო დაბალ-დაბალი ჩასუქებული გახლდათ, შავი მარბენელა და ღრმათ ჩასხმული თვალები სალახანურ სახეს აძლევდნენ მის კატისაებრ მრგვალ პირი-სახეს. ბრიყვი, მყვირალა, ტრაბახა, ამპარტავანი, სხვისა სიტყვის არ მომსმენი და თვითონ სისულელის მოლაპარაკე... მოწიწება, მარხულობა, ეკკლესიაში სამასხაროდ გულზე ცემა — მისი გარეგანი ქერქი იყო, მაგრამ მოძმეების ყვლეფა-გლეჯა მისის სახარების ფურცლები გახლდათ. ფული იყო მისი ჩასუქებული გვამის სული და მათ მოპოებისთვის საკუთარ მამასაც კი გააძრობდა შალვარს. ბევრ ქალს დაჰყენებია შავი დღე ქრმისგან ამ მხეცის წყალობით და ბევრს გლეხსაც დაუმალავს ამისგან თავისი კეკლუცი ცოლი, მაგრამ ამის უსირცხვობას კი ვერ გადაურჩენია...

სულ სხვა ჯურისა იყო პ-ების მეორე მოკეთე — ერთათ-ერთი სომეხი —კარაპეტა. მამის სიკვდილის შემდეგ იმას დარჩა გლეხების ჯიბის საქაჯავი დუქანი, თავრიელებით, ათი დუჟინი სპიჩკით, ქონის სანთლით, საპნით და არყით, სავსე, ქვეყნის ცოდვით გაქონილი დიდი „პორტმანი“, სუფთა სახლი და დაჯღაბილი დავთარი. მისი მამა ქალაქიდან გადასახლებულიყო სოფ პ – ში და რო მოსწონებოდა გლეხების ყვლფეა, იქ დასახლებულიყო, მთელის სოფლის ნათლიობაც ხელ-გაუქნევლად დარჩა მამისგან კარაპეტას. ღვიძლ დედასეებ ჩეეკრა ჩვენი კარაპეტა ამ დაჯღაბნილ და გაუგებარი დავთარს, მალე გაიგო ყველაფერი რაც შიგ ეწერა... თავისი დიდი შვილი შესვა ერთ ჯაგლაგ ცხენზედ და პატარაებს ვირები შეუკმაზა და დავთრის ძალით ართმევდა გლეხებს პურს, ღვინოს, კვერცხს, ყველს, ლობიოს და სხვა. ასე კარაპეტას მამისაგან გაბილიკებული გზა დაუხვდა, სატანჯავი არა ჰქონდა რა, დილა-ადრიან ადგებოდა, შვილებს ვირებით და ცხენით სოფელში გაისტუმრებდა და თითონ გასახლამდა ერთ სახელს თავის ძველის პალტოსასა, დაიჭერდა კრიალოსანს და თავზე გაქონილ შლაპკით და ქოშებით — ღიპ გადმოგდებული მიგოგავდა დუქნისკენ, რომელიც მის მოხერხებულ მამას გზის პირას აშენებინა... იქ ჩამოჯდებოდა ხოლმე კარაპეტა სკამზედ და გამვლელ-გამომვლელ გლეხებს ემასლაათებოდა და იმ მასლაათობაში ცდილობდა თავის ნათლია და სხვა გლეხების დაჩრუტნული ჯიბეებიდგან ოფლით ნაშოვნი გროშები ამოეცალა. გამვლელ-გამომვლელი გლეხები უთუოდ დაუძახებდნენ: „კარაპეტას გაუმარჯოსო“ და მერე მოვიდოდნენ და ლაპარაკს დაუწყებდნენ, — მისი ლაპარაკი ძალიან უყვარდათ, რადგან მოქნილის ენის პატრონი იყო და ხომ იცით „მელას თავის მახრჩობელა უყვარდაო.“. — რაო, ნათლი-მამ, ნათლი-დედამ, ხომ კარგა იქმს? ჰკითხამდა ხოლმე რომელსამე გლეხს კარაპეტა და სხვები თუ გაიცინებდნენ, ის კი უმატებდა: ვა, სომხის ენამ ბორძიკია.

— ლოგინზედ წევს. ნათლი, ვაჟი ჰყავს — ეტყოდა ხოლმე დაგლეხი.

— ლოგინზედ... მადლობა ღმერთს, ეხლა მოვლის მეტი არა უშავს რა. ნათლი–მამ აი დუქნიდან რაც გინდამ წაიღე; თუ ფული არა გაქს გაზაფხულზე მიხან, ან პური, ან ღვინო მამე — ნათლობისთვისაც აქედამ წაიღე, კაი ნათლობა კი გააჩაღე აი, ოჯახიშვილი ხარ, სირცხვილია, იმაში ან სახნავი მიწა მამე, ან სხვა რამე, მე ყველას დაგჯერდები — ჩემი ხარ... ეუბნებოდა ხოლმე კარაპეტა.

გლეხიც ეტყოდა: გმადლობ ნათლი, მირონს ნუ დამიჭერ, კიდევ შენ მომინათლე, ნათლობა რა დამემართება რომ არ გავაჩაღო და ვალის გადახდასაც, ღვთის მადლით, შევიძლებ…

მერე სხვა გლეხებს მიუბრუნდებოდა ხოლმე კარაპეტა და მხიარულად დაუწყებდა: მე და ჩემმა სულმა, თქვენი სიკეთემ მინდა, გიგოსავით არამი არ შავიტან სახლში, იმასავით სუდში არავის ვატანტალებ, ხომ თქვენ თითონ ხედამთ, და ტყუილად არავის არამ წავართმევ; ფული ვისაც უნდა, შვილომ, წაიღეთ ისემ მიყრია, როცამ გინდათ მოიშორეთ გინდ ღვინით, გინდ პურით, გინდ ვენახი, ან სახნავი მიწა დამიგირგეთ და გიგოს ხელში კი ნუ სცვივით, ტაყვი გაგაძრობთ, მე და ჩემმა სულმა, და მე ხომ მიცნობთ, არამი არა ვჭამ.

— შენი თავი გვიცოცხლოს, ეუბნებოდნენ გლეხები: ეგ ყველა ვიცით, — იმის ხელში ღმერთმა ჩვენი მტერიც ნუ ჩააგდოს — სად შენა — და სად ის...

ასეთი რბილი ეკალი გახლდათ კარაპეტა და ამაობით ძრიელაც იგებდა, მთელი სოფლის ვენახები და სახნავი მიწები მისი გირაო იყო, ყველას ემართა მისი ფული და ყველას კაი კაცათაც მიაჩნდა, თუმცა ასე უსიდისოთ სცარცვავდა ყველას...

გლეხის პეტრეს ბადეც და სიმდიდრის წყაროც დუქანი იყო, სადაც ათი სპიჩკა, სამი ნაჭერი საპონი, ორი ნატეხი მარილი, სამი გრაფინკა არაყი, ქონის სანთელა და თავრიელები იყვნენ გლეხების მახეში გასაბმელათ და როგორც თაგვს დამწვარი ნიგოზი იტყუებს მახეში, ისე ეს ნივთები იტყუებდნენ გლეხებს პეტრეს მახეში. ამ დუქნის წყალობით იმან სუფთა სახლი დაიდგა, ვენახებს ამ დუქნის ნისიებში აკეთებინებდა გლეხებს, გირაო, ვენახებიც ამ დუქნის წყალობით ჰქონდა; ყველი, პური, კვერცხი, ლობიო, ქათამიც ესენიც ოხრათ მიდიოდნენ ამ დუქანში. მსუქან გლეხ პეტრეს გროშებიც კარგა უჭყაოდნენ; ამ გროშებს ის მამასისხლა სარგებლით ასესხებდა. ხშირათ ხარჯის გადასახადათ თითონ მისი სახელო ხალხივე ისესხებდა ხოლმე და თუმანში თვეში ორ აბაზი სარგებელს აძლევდნენ. ასე ამ ჩვენი გლეხების ჯიბე ამ სამი თავიანთ მოკეთის საქაჯავებ ქვეშ იქაჯებოდა ხოლმე და მთელი წლის ნაშრომი გაურჯელად ამ სამსა რჩებოდა. გლეხებს ეს კარგად არ ესმოდათ და მოკეთეებათ მიაჩნდათ ესენი, თუმც გიგოს, კი როგორც პირ-და-პირ მყვლეფავს, უფრო ბევრი ჰსცნობდა. ეს ყვლეფა ყველაზედ კარგა ახალ–გაზდა გლეხს — ილიკოს ესმოდა, იმიტომ ამ სამს, მეტადრე გიგოს, ძრიელ ეჯავრებოდათ. გიგო ხშირად ეტყოდა ხოლმე ილიკოს: „შენთვის იყავ, თორემ მატლს ჩაიხვუვო“, მაგრამ ილია არ ემორჩილებოდა და ხალხს პირ-და-პირ იმათ ყვლეფას უმჟღავნებდა…

აი, გლეხები დუქან-წინ შეკრებიდან, ილიაც იქა ზის. უცებ გიგომ ამოიარა, უკან ღრეჯით მოსდევდა მარტიანთ პაპა, გიგომ ცივი უარი უყო და პაპა ღრეჯით ხალხთან მოვიდა. ილიამ შეხედა საცოდავ პაპას, რომელიც დაგლეჯილ ჩოხა-ქალამნით მორთული თავ-ჩაღუნული მშიშარა და საბრალო თვალებით ძირს იყურებოდა. რაო ნაპავო, კითხეს გლეხებმა, გიგოს არ ეშვებიო. „განა ჩემის ცოცხალის თავით მაგას მოვშორდები, თქვა დაცინვით პაპამ. ეხლა ერთი კოდი პური ვესესხე და აღარ მომცა, რატომ იმ დღეს სამუშაოთ არ წამომყევიო, ოცი დღე კიდევ გმართებს ჩემიო. მაგ ოჯახს დასაქცევს, შებრალება არა აქვს კაცისა! იმ დღეს აბა ამ იანვარში, ამიტყდა ქვევრში ჩაჯექ, გარეცხეო და ბევრს გამოგიბრიო. ჩავჯექი ყინულ–წყალში, კბილსა–კბილედ მაკაკუნებინებდა მთელი დღე; დილით ერთი არავი დამალევინა. ის იყო და ის, სულ ვრკცხე საღამოთი ერთი პური მამცა და შინ წაველი, გავხდი ავათ და გუშინდლამდე ისე ვეგდე, ნეტა მოვმკვდარვიყავ მაინც და მოვშორებოდი ამ შავ დღეობას... აი გუშინ ბიჭი გამოეგზავნა ჩემი წისქვილის არხი ყინულისაგან დაგუბდა და უნდა გაურუოთ — მიშველეო; აბა იქ რომ ჩავსულვიყავ, ხო მოვგვდებოდი და ჩემ ცოლ-შვილს ის მოუვლის? იმაზე გაწყრა და ქვევრის რეცხაში აბაზს მიბრის, შენ დღეში აბაზათ მყევხარ შარიგებულიო და აღარც პური მასესხა. არ ვიცი ეხლა რა ვქნა — ჩემი ვენახი მაგას აქვს გირაოთ და მეც ყოველ დღე მაგას ვშველი, მკათათვეშიაც კი ექვს შაურათ, თუმც სხვაგან მანეთია მუშა. მოდი და იცხოვრე — წინა დღით რო მიგაქსო, მეუბნებ...“

ილიკოს ბრაზი მოდიოდა, როცა ამ ლაპარაკს ისმენდა, ბევრს სხვასაც გული შასტკიოდა პაპაზედაც და თავის თავზედაც. გათავდა თუ არა პაპას ლაპარაკი, ილიკომ გლეხურათ ღრმათ დაიწეო ლაპარაკი:

— ჰე, შვილო, ე ცხვრის პარსვა ხომ გინახავთ? დაამწყვდევენ ცხვრებს შამოღობილ ბაკში და მერე შევლენ მპარსავები დასაჭერათ. ცხვრები სულ მირბიან კუნჭულში, და მპარსველი რო მიუახლოვდება, ისინი მარტო ფეხებს აბაკუნებენ. კაციც სტაცებს რომელსამე ხელს და გამოათრევს, მერე რა კი წააქცევს და პარსვას დაუწყებს, თუმც ფეხ-გაკრული არ არის, მაინც აღარ ინძრევა, მარტო ხვნეშის საწყალი, დიდის მწუხარების მგრძნობი; გაპარსამენ და რო გაუშვებენ გახუზული მირბის, მითომ აქ არაფერი ამბავიაო... ასე დაპარსეს მთელი ფარა. დარჩა ცოტაღა. მაშინ მპარსავი დასაჭერათ რომ შევა, განა მირბიან, არა ის ტიალები თითონვე მისცვივიან მპარსველს დამიჭირეო…

ჩვენც სულ წმიდად ცხვრები ვართ; ვიცით რომ გიგოც და სხვებიც ცხვრებსავითა გვპარსავენ, სულ გვინდა გავექცეთ, მაგრამ იქავე ფეხებს ვაბაკუნებთ. როცა გვიჭერენ გასაპარსავად ჯერ კი ფეხებს ვიქნევთ და როცა გვპარსავენ ცხვარივით ჩუმადა ვართ, ყურს ვუგდებთ; რო გაგვპარსვენ, მერე ფეხებზედ გვკიდია, პარსვაზედ აღარც კი ვფიქრობთ. ასე დღეს პაპასა პარსვენ, ხვალ სხვას გაპარსვენ და მერე ვინც დავრჩებით თვითოვნე მივალთ ცხვრებივით გასაპარსავად. ეს ოხერი, ცხვრებიდამ უოჩები მაინც დავხვდეთ...

შაქრო.

6 ოცნება

▲back to top


ოცნება

ზაფხულის ღამეს ვიწექ გულ-დაღმა და შევყურებდი ჩემზედ შეკრულსა
ცისა კამარას უღრუბლ–უმთვაროს, ვარსკვლავებითა აჭრელებულსა
არც მფრინველთ შტვენა, არცა ბუზის ხმა ჩემსა გარშემო არ მოისმოდა,
და მიძინებულს მშვენიერს ღამეს ნიავიცა კი ძილს არ უფთხობდა.

ვიფიქრობდი, ნუ თუ ვინცა შექმნა ცა და ქვეყანა,–
შექმნა ჩვენთვისა უთვალავნი ესე ვარსკვლავნი?
ნუ თუ იმისთვის მზე და მთვარე ქვეყნათ მოჰფინა,
რომ მხოლოდ სულდგმულთ ქვეყნიერთა დაგვეტკბოს თვალნი?
ნუ თუ ბუნების სუფრა ჩვენ, კაცთ, გვიშლია წინა
და სანთელთ წილათ გვინათობენ ცის მნათობთ ალნი?
და შემოქმედმა ნუ თუ მხოლოდ ჩვენ მოგვიჩინა,
ჩვენ, მიწიერთა, დედა-მიწის და ზეცის ძალნი?!

არა, არ მჯერა, რომ ესე იყოს ქვეყნიერების განწყობილება.
ეს არის მხოლოთ ამავი აზრი, ბუნებისადმი ცილის წამება:
დედა-მიწას ერთი ვარსკვლავი ცისა სიღრმეში გადაკარგული,
ვინ მისცა ამას დანიშნულება სხვა ვარსკვლავთ შორის განსხვავებული?!
მე მჯერა, რომა ერთს გვარს მიზეზზედ ქვეყნის ბრუნვაა დამყარებული,
რომ ციურთ სხეულთ მრავალთ. იგივე დასაწყისი აქვთ და დასასრული,
რომ ზოგს მათგანზედ თუმც ჰერეთ კიდევ სულდგმულთ ცხოვრება არ დაუწყვიათ.
მაგრამ კი ბევრთ სხვათ მნათობთ სიცოცხლე განგებისაგან წილათსდომიათ.

მჯერა, რომ ზოგნი სხვებზედ მეტათ მოელვარენი
დედა-მიწისა წარსულს ხატსა წარმოგვიდგენენ
ჯერ არცა მწერნი, არც ყვავილნი, არც მცენარენი
იქაურთ ველთა არ ამკობენ, არ აჭრელებენ.
მაგრამ რას ვამბობ! იქ რა უნდა ან ველს, ან ტუესა!
ბუნების ძალნი არ არიან ჯერ იქ დამცხრალნი,
იქ გაურჩევლათ ერევიან ჯერ ერთმანერთსა
ცეცხლისა ალნი, წყლისა ორთქლნი, ქართა ქროლვანი.

მათზედ ყოველნი მიწის კავშირნი მსუბუქს ჰაერათ გადაქცეულან:
რკინა და მიწა, ქვა და სულდგმული იქ სიცხის ბუღში ვერ გარჩეულან.
მჯერა, არიან ესე ვარსკვლავნი ცეცხლით მოცულნი მიწის სახენი,
უზომ-უძირო, დაუსრულებელს, ცივსა სივრცეში მოცურავენი.

ვინ იცის კიდევ ჯერეთ ძალნი რამდენთ მათგანთა
ცხოველ-მცენარეთ სიცოცხლითა აგვირგვინებენ,
მხოლოდ ცეცხლის მთათ აღმოხეთქა და ძვრა მიწათა
უწინდელის დროს მოძრაობას მოასწავებენ.

ვინ იცის კიდევ რამდენს მათგანზედ ნოე აშენებს თვის კიდობანსა;
რამდენზედ ქრისტე ჩაგრულთა შორის ქადაგებს წმინდა სახარებასა;
იქნება ზოგზედ ჩინგის-ყეინი ქრისტიანთ ქვეყნებს მტვერს ადინებდეს,
ანუ რუსთველი ვეფხვის-ტყაოსანს თამარ-დედოფლის წინ კითხულობდეს?

იქნება იყოს იმისთანა ვარსკვლავი ცაზედ,
რომლისა ბედი ამ მიწის ბედს არ ერჩევოდეს;
იქნება ეხლა ჩემებრ კაცი სცხოვრობდეს მაზედ
და რასაც ვფიქრობ ეხლა, ისიც იმას ჰფიქრობდეს!

მაშინ იმის თვალს წარმოუდგება ცისა კამარა სხივ-მოფენილი,
ცისა კამარა უღრუბლ-უმთვარო, ვარსკვლავებითა აჭრელებული;
იქნება ქვეყნის მანათობელი მზე იმის თვალში მკრთალათ ბჟუტავდეს
და დედა-მიწა უშველებელი თვით ვარსკვლავათაც კი არა სჩანდეს.

მჯერა, არიან ზოგიერთნი სხეულნი ცისა,
რომელნიც უქმათ, უსულოთა მიმოძრაობენ,
ყოველი კვალი გაჰქრობიათ მათ სიცოცხლისა,
მათზედა ძალნი ბუნებისა არარაობენ.
მნათობთა შუქნი უდაბურთ ველთ არ დასცქერიან,
უდაბურება და მწყვდიადი რომ გაანათონ
და მოზუზუნე ქარიშხალნიც იქ არა ჰქრიან,
რომე ვაება სიკვდილისა მათზედ მოჰფინონ.

მჯერა მე კიდევ, რომ ურიცხვთა ვარსკვლავთა შორის
არის ვარსკვლავი, რომელსაცა ჰხდომია ხვედრათ
იმის ახდენა, რაც ჩვენთვის ჯერ სიზმარი არის,
რაიც მრავალთა მიაჩნიათ შეუსრულებლათ:
იქა მტარვალთა მბრძანებელთა ხმა შეწყვეტილა,

იქ აღარ არის უსწორობა, შური და მტრობა
იქ ათი მცნება ერთს მცნებათა გადაქცეულა.
ეს მცნება არის; „საუკუნოთ ყოველთა ძმობა.“

მ.

1878

7 * * *( ოც-და-ერთის წლის ბიჭი ვარ)

▲back to top


* * *( ოც-და-ერთის წლის ბიჭი ვარ)

ოც-და-ერთის წლის ბიჭი ვარ, წვერ-ულვაშ ახლათ აშლილი,
მკლავ-მარჯვე, მხარ-ბეჭ ჩასხმული, მარმარილოებ გათლილი;
ჩემს ტოლს ბიჭებში ვერავინ ვერა მჯობს თვალათ-ტანათა;
ცა ქუდათ არ მიმაჩნია, დედა-მიწა ქალამნათა.

ჩოხის კალთას ლოთიანათ რომ გადავიგდებ მხარზედა,
„მადლი შენს გამზრდელს ძუძუსა“ ბუტბუტებენ ზედი-ზედა;
გოგოებს წინ რომ ჩავუვლი, თავს ვახრევინებ მორცხვათა;
ცა ქუდათ არ მიმაჩნია, დედა-მიწა ქალამნათა.

ჩრდილის ქვეშ ლხინში ბიჭს ვეტყვი, ვინც კი მაჯობებს სმაშია,
ვინც „ლოთებოს“ უკეთ იტყვის, მომპარსოს ეს ულვაშია;
სიფიცხეც მაშინ მინახეთ, ცხენს რომ ვახტები მარდათა;
ცა ქუდათ არ მიმაჩნია, დედა-მიწა ქალამნათა.

ტყეში ხეს ცულს რომ შემოვკრავ, ნაპერწკლებს გავაყრევინებ;
ზვარში მიწას ბარს რომ დავკრავ, მტვრის ბუქსა ავადენინებ;
გოგოს რომ ჩავეხუტები, . . . . . . . . . . . . . . .
ცა ქუდათ არ მიმაჩნია, დედა-მიწა ქალამნათა.

ძმებთან მიყვარს მე ქეიფი, შექცევით დროს გატარება,
მაგრამ თუ ძმობას სჭირია, არც სიკვდილი მეზარება;
ერთს დღესა დავბადებულვარ, ერთივ მაქვს ბედის წერათა;
ცა ქუდათ არ მიაჩნია, დედა-მიწა ქალამნათა.

მ.

1878 წ.

8 კორრესპონდენცია კახეთიდამ

▲back to top


კორრესპონდენცია კახეთიდამ

(კორრესპონდენცია „ივერიისა“)

სოფ. ყვარელი ეკუთნის თელავის მაზრას და მდებარეობს უმთავრესის კავკასიის მთების ერთს კუთხეში ორის მდინარის შუა: დურუჯისა, რომელიც ჩამოუდის დასავლეთით და ბურსისა — აღმოსავლეთით. ვის არ სმენია ქება ყვარლისა და მის მამულებისა, რომლებითაც ეს სოფელი აგრე მდიდარია! საზოგადოდ რომ ვსთქვათ, ვენახების რიცხვით კახეთს პირველი ადგილი უჭირავს ყველა საქართველოს ნაწილებში. რაც შეეხება მთა–ტყე–მინდორს, არც ამით ჩამორჩება კახეთი სხვა საქართველოს ნაწილებსა ჩემის მხრით მე ვიტყვი, რომ კახეთში მამულებით — (ვენახებით) ყვარელს არც ერთი კახეთის სოფელი არ შეედრება ვენახები აქ ისე გამრავლებულია, რომ რაც უნდა ღარიბი იყოს, ყვარულ კაცს ორი - სამი დღიური ვენახი მაინც ექნება; მომეტებულს ნაწილს მცხოვრებლებისას კი 10-12 დღიური ვენახი მაინცა აქვთ. ყვარელში იმისთანა გლეხებიც მოიპოვებიან, რომელთაც 30 - 40 დღიურის ვენახები ჰქონდეთ. ერთის სიტყვით, რაც ყვარელში ვენახებია, 5 - 7 სხვა კახეთის გამოღმა მხრის სოფლებს არ ექნებათ... ღვინო?! ვის არ სმენია, თუ არ სმევია. ყვარული ღვინო! აქაური ღვინო კახურ ღვინოებში უკეთესთაგანია; ასე რომ გლეხის კარგი ღვინო ურემი 50 — 60 თუმნამდის ისყიდება, თავადების ხომ უფრო ძვირადაც. თუ სხვა სარჩო - საბადებელს ავიღებთ: პურსა, ფეტვსა, სიმინდსა, ქერსა — ყველა ესენი კარგად ხეირობენ ყვარლის მინდვრებში. საქონელიც: კამბეჩი, ძროხა, ცხვარი, ღორი და სხვები, რომლებიც ზაფხულში ყვარლის და შილდის იალაღებზედ მიუდით, ყველა ესენი მეთქი საკმაოდ ჰყავთ. წყალიც უხვადა აქვთ; ასე რომ სოფელზე ორპირად მომდინარეობს დურუჯის ხევი, რომელიც თითქმის 60 წისქვილს აბრუნებს შიგ სოფელშივე. თვით სოფლის შენობებიც ამტკიცებენ, რომ ყვარელში შეძლებული უნდა იყოს ხალხი. სამი მეოთხედი ყვარლის შენობებისა ქვით-კირით არის ნაშენნი, კრამიტით დახურულნი და ქვით-კირის გალავანით შემოზღუდულნი. ყვარული სახლი წარმოადგენს ერთს უფანჯრო დიდს დარბაზსა, რომელიცა სდგას გომურზე. სახლის მორთულობას შეადგენენ: ორსავე მხარეს დიდი ტახტები; ტახტების ბოლოს სკივრები, კიდობნები, ყუთები და სხვა ამ გვარები. კედლებზედ ჩხებია ჩამოკიდებული, რომლებზედაც ჩამოკიდებულნი არიან: ტანისამოსი, იარაღი, ჯამბარა, ჭაპანი და სხვა ამ გვარი. სახლის თავში „თაროა“ გამართული სამ-ოთხ სართულად გაყოფილი, რომელზედაც აწევია ჭურჭელი და სახლის ავეჯულობა. შუა სახლში „დედა–ბოძია“, რომლის წინ ანთია უშველებელი ცეცხლი. სახლის გვერდით არის წამოჭიმული მარანი ქვით-კირისავე და კრამიტით დახურული, რომელშიაც 20-30 ურმის ქვევრებია ჩადგმული და საწნახელი ან ნავი ყურძნის დასაწურად. მეტად მშვენიერი სამყოფის ზაფხულში ყვარული მარანი, რადგანაც მეტად გრილია... ეზოში სდგანან: სასიმინდე, სათონე, ბეღელი (ზოგგან), გვერდით არის ბაღჩა სხვა და სხვა ხეხილებით სავსე. აი ეს შეადგენს ყვარული გლეხის კარმიდამოსა, ეს შენობები თვისის გალავანით აშენებულან იმ დროს, როდესაც ყვარული ხალხი მართლა რომ მდიდარი ყოფილა, აგრეთის სახლ-კარის გამართვა ღირს არა ნაკლებ ორას-სამასის თუმნისა. გარეგანი აღწერა ყვარულის ხალხის მკითხველს: „ყვარული ხალხი, შენმა მზემ რომ, მდიდარი ყოფილაო!“ აბა ახლა, მკითხველო, ყვარლის გლეხის შინაგანი ყოფა–ცხოვრება გასინჯე, გამოიკვლიე. რას დავინახავთ?! ჩვენდა საუბედუროდ ვაი-ვაგლახის და სიღარიბის მეტს არაფერს. უწინდელი ყვარლის მცხოვრებლების მნახველი რომ ყვარელში შევიდეს, ვეღარ ნახავს მათ: მნახველს ეგონება, ყვარელების მაგივრად სხვანი გადმოსახლებულანო, ყვარლის გლეხი ამ ჟამად დაფიქრებულია და გულ-ხელ დაკრეფილი. ყვარელი გლეხი თუ უწინ მამაცი და გულადი იყო, ამ 15-20 წლის განმავლობაში წელში მოიხარა მხდალი შეიქმნა ასე რომ პირის-პირ ვერც კი უყურებს უცხო კაცსა. აღარც უწინდელი სიპატიოსნე და ერთ-გულობა ყვარელთა შორის. დიდი ნივთეულობაც გამოსცლიათ ხელიდგან; ასე რომ დიდს სიღარიბეში იმყოფებიან და ზნეობითაც დამხობილნი არიან თავი და თავი მიზეზი ყველა ზემოხსენებულისა არის ვალი, რომელიც ყვარლის უმეტესს მცხოვრებლებს კისერზედ აწევსთ, როგორც ერთი ფრიად მძიმე ტვირთი. მკითხველს გაუკვირდება, რომ ამოდენის მამულისა და სულადის მექონნი ვალში ჩაცვივნულან; მაგრამ დავაკვირდეთ და გავიგებთ რაშიაცარის საქმე.

ყვარლის ვენახები ორგვარნი არიან: „შემუშავებული ვენახები“ და „ხელ აღებული“. უკანასკნელის გუნდის ვენახებში რომ ჩაიაროთ გული მოგიკვდებათ: დაინახავთ შეუსარავს, გაუსხლავს და შეუყელავს ვაზებსა! ამ გვარ ვენახებში ვაზები ზოგი დამტვრეულია, ზოგი გამხმარი მოუვლელობისა გამო და ზოგს კი პატრონივით ჩამოუკიდნია შავი თავი თითქოს გლოვობენ თვის პატრონების ვალიანობასაო. ამ გვარის ვენახების მნახველს გულ-ჩვილ კაცს გული ამოუჯდება და უნებურად მწარედ იტყვის: „ნეტავი იმ დროს, როდესაც ვაზებს ხვინჭასავით მტევნები ესხა და ყვითელ ქარვასავით ღვივოდა ვაზებზედ ყურძენი“! გავიაროთ ახლა „ შემუშავებულ“ ვენახებისკენ: თუმცა პატრონს ბევრი ოფლი ჩაუღვრია აქა, მაგრამ ვერც აქ ნახავთ სიკეთესა, საცოდავათ გაშავებულან მტევნები ნაცრისაგან, რომელმაც დაამხო. ყვარელი ხალხი. ის ვენახი, რომელიც აძლევდა პატრონს 10-15 ურემს ღვინოსა, ახლა აძლევს 4 - 5-ს ურემს ყურძენსა (ისიც იშვიათად), რომელიც თითქმის სრულიად გაშავებულია ნაცრისაგან ერთმა შეძლებულმა ყვარელმა გლეხმა მითხრა, რომ ერთს ჩემს ვენახში, რომლისგანაც ვრჩებოდი უწინ 10-15 ურემს ღვინოსა, წელს (1877-ში) მხოლოდ თერთმეტი კოდორი ყურძენი მოვკრიფეო.... ეს მაგალითი ცხადად ამტკიცებს, თუ რამდვენად უკლია ყურძნის მოსავალს ყვარელში, როგორ ახდენს ნაცარი ყვარლის ვენახებსა. ამ გვარი ყურძნის მოუსვლელობა ყვარელში (გონები მთელს საქართველოშიაც) ეს 20-25 წელიწადია რაც არსებობს; მაგრამ საკვირველი ის არის, რომ არსად არა ხდება გენახები ისე, როგორც ყვარელში, უმეტესად მდ. დურუჯის მხარე. რადგანაც უვარელებს ბევრი ღვინო მოსდიოდათ, ბევრსა ჰყიდდნენ და შემძლებელნიც იყვნენ. როგორც იცით, ჩვენის ვაჭრების სურვილი ის არის, რომ სხვის ხარჯზე თვითონ კი გასუქდნენ და გამდიდრდნენ, თორემ „თუნდ ქვა ქვაზედაც ნუ იქნებაო“ ყვარელების, როგორც მსუქანის ლუკმისა, ხელში ჩაგდება მოინდომეს ვაჭრებმა და ჩვენდა საუბედუროდ, კიდევაც აღასრულეს თავისი აზრი და ხალხი „კახეთის თვალისა“ — როგორც უწოდებს ყვარელს ჩვენი პოეტი, — თფილისელმა და სიღნაღელმა ვაჭრებმა ჩაიგდეს ხელში; დაიწყეს ვაჭრობა ყვარელში, თან და თან შეიჩვიეს და გააბეს თავის მახეში ყვარლის ხალხი, რომელიც ღვინის მოსავლით გაქეზებული, ისე ხელგაშლილად და იეფად აძლევდა ვაჭრებს ღვინოსა, რომ თითქმის მესამედს ფასსაც არ ართმევდა. ამოღების დროს ერთი საპალნე (30ჩაფი) ჭაშნიკად მიქონდა ვაჭარსა. ბოლოს და ბოლოს იმ რიგად შეიჩვიეს ვაჭრებმა ეს ხალხი, რომ წინადვე, ღვინის მოსავლამდე, აძლევდნენ ფულსა და დაიკვეთავდნენ ღვინოსა. ვასაც ფული მოუნდებოდა ყვარელში, ჩავიდოდა თფილისში, ან იქავ ვაჭართან მივიდოდა და ეტეოდა ერთი ასიოდე მანეთი მომეცი და შემოდგომაზედ ღვინო წაიღეო“. ის კი არ იცოდნენ იმ საცოდავებმა, რომ „კოკა ყოველთვის ვერა ზიდავდა წყალს“ და თავის წინ დაუხედავობის გამო იღუპებოდნენ! — ვაჭრებიც სიხარულით აძლევდნენ ფულსა და, რადგანაც იცოდნენ ყვარულის ხალხის პატიოსნება (თვისება ქართველის ხალხისა), თამასუქს არც კი დაუწერდნენ — მხოლოდ სახელ გვარს კითხავდნენ შემოდგომა რა კი მოვიდოდა და ვაჭრები იროვებდნენ რომ ღვინო დაყენებული იქნებაო, წავიდოდნენ და მიცემულის ფასის დაკვალად ღვინოს ერთი – ორად წამოიღებდნენ ხოლმე, გარდა იმისა რაც ჭაშნიკად ეძლევოდა. თუ რამოდენად ჰქონდათ ვაჭრებს ნდობა ყვარლელებისადმი, გვიმტკიცებს შემდეგი (არ ვიცი მოგონილი თუ მართალი) არაკი: ერთი ყვარელი კაცი წასულა ტფილისში, მისულა სირაჯთანა და უთქვამს — „მომეცი ასიოდე თუმანი და შემოდგომაზედ ღვინო წაიღეო“. სირაჯს მიუცია ფული უთამასუქოდ და უკითხავს სახელ-გვარი გლეხისათვის, რომელსაც უთქვამს — „სახელად ბურსა (მდინარეა) მქვიანო, გვარად დურუჯიშვილი (მდინარეა) ვარო“, და წამოსულა შინისაკენ. შემოდგომაზედ თურმე მივიდა სირაჯი ყვარელში იმ იმედით, რომ ღვინოებს წამოვიღებო და უკითხავს ხალხისათვის — „ბურსა დურუჯიშვილი სადა სცხოვრობსო“ ხალხს გაუცინია და უთქვამს: აგე, ის (უჩვენებია მდინარეზედ) ბურსაა, ესეც (მიუთითებია დურუჯის ხევზედ) დურუჯი; ამათი შვილი კიდევ შენ იპოვეო“ სირაჯს დაუნახავს, რომ მოტყუებულია და ცივად გამობრუნებულა შინისაკენ...

აი, ამ გაცხარებულს ვაჭრობის დროს მოვიდა „ნაცარი“, რომელმაც ისე ნაირად გააფუჭა ვენახები, რომ გლეხებმა ვერც აღებული ვალი მოიშორეს, ვერც იმდვენს გამორჩნენ ვენახებსა, რომ მეორე წლისათვის ვენახები გაეკეთებინათ. ამისა გამო აიღეს ვალად კიდევ ფულები ვენახების გასაკეთებლად იმავე ვაჭრებისაგან, რასაკვირველია უკანასკნელებს ფრიად იამათ, რომ თვისი აზრი და სისრულეში მოუვიდათ და არამც თუ ისე უთამასუქოდ მისცეს ფულები, არამედ წინანდელ ფულების თამასუქიც დაუწერეს ერთი-ორად და მიაჩეჩეს ხელში თამასუქების პირები, როგორც „მებილეთეები“ შვრებოდნენ ტფილისში, ნაცრის მოსვლის შემდეგ დაიწყო ყვარელში ვალი, რომელიც რამდენი დრო გადიოდა. უფრო და უფრო მრავლდებოდა ვაჭრებს უხაროდათ ეს ამბავი, რადგანაც წლისა და წლის თავს ერთი - ორად აწერდნენ ფულს გლეხებსა, იმ ვალის გადახდა ფრიად ემძიმებოდათ გლეხებსა, ამისათვის ვაჭრები იღებდნენ ვენახებიდგან საპალნეს 5 -10 მანეთამდინ, მაგრამ ამით, რასაკვირველია, ვაჭრები ვერ დაიბრუნებდნენ მთლად გაცემულ ფულს. ამისათვის ვაჭრები სხვა ღონისძიებასა ხმარობდნენ. ისინი პრისტავებისა და სხვა მოხელეების შემწეობით უყიდდნენ გლეხებს მამულებსა „ტორგით“ და თვითონვე ინარჩუნებდნენ ღირებულის მეხუთედ ფასად, ასე რომ ყვარელში ბევრი სახელმწიფო მამულები დაიჭირეს ვაჭრებმა, რომელნიც ამ ჟამადაც მეფობენ ყვარელში. ვინ იცის რამდვენი დამწვარი და თავისგან შედგენილი თამასუქები გაასაღეს ვაჭრებმა! საკვირველი ის იყო, რომ ყვარელი ვაჭრები თამასუქებს კი არ უჩვენებდნენ მოვალეებსა და ხელიდგან მამულებს კი აცლიდნენ, არ ვიცი კი რა საფუძვლით. ზოგს გლეხს ვენახები ჩამოართვეს, ზოგს საწისქვილე, ზოგს წისქვილი, ზოგს სახლი. ვისაც მხოლოდ დროებით ჩამოართვეს ვენახი სრულიად გაუოხრეს; ასე რომ ერთი ვაზიც აღარ დაუგდიათ. როგორც გავიგე, თ. იასე ნ. ჭავჭავაძე დაუნიშნავთ გამოსაძიებლათ, თუ რომელს გლეხს გაჰყიდვია ან ჩამორთმევია სახელმწიფო მამული. თუ კარგად გამოიკვლია თ. იასე ჭავჭავაძემ ეს საქმე — ცხადია, რომ ბევრს დამალულს უკანონოდ საქციელს ვაჭრებისას გამოაშკარავებს და დაუბრუნებს გლეხებს არამც თუ მხოლოდ მამულებსა, არამედ ზარალსაც აზღვევინებს ვაჭრებს გლეხების სასარგებლოდ. იმედია, რომ თ. იასე ჭავჭავაძე, როგორც საქართველოს შვილი და ყვარელში დაბადებული, მიუდგომელად გაარჩევს საქმეებს და მიანიჭებს ყველას თვის კუთვნილებას. ვისურვებთ, რომ ეს საქმე, როგორც საწადელია ჩვენთვის, ისე დაბოლოვდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, თ. იასე ჭავჭავაძე — დაუვიწყარი იქმნება შთამომავალთაგან.

მადლობა ღმერთს, რომ ეს შვიდი-რვა წელიწადია ნაცარმა ცოტა არ იყოს იკლო და ვალიც ცოტ-ცოტად შემცირდა; ასე რომ ზოგს გლეხს ერთი მეხუთედიღა ჰმართებს უწინდელის ვალისა, ზოგმა სრულიად მოიშორა თავიდამ და, ცოტა არ იყოს „წელში გაი- მართა.“

გარდა სიღარიბისა სხვა ფრივადაც დაცემულნი არიან ყვარლელები: შურისძიება, ღალატობა ურთი-ერთ შორის, გარყვნილობა, ქურდობა და სხვა ამ გვარი შეადგენენ ყვარლის მცხოვრებთა მომეტებულის ნაწილის თვისებას. ამის მიზეზი, მგონია, ორი უნდა იყოს: პირველი ის, რომ ვაჭრების უსინიდისოდ ქცევამ ხასიათი გაუფუჭა ხალხს; მეორეც ის, რომ ყვარელში მეტად ბევრია სხვა-და-სხვა წრის ხალხი: იმერლები, სომხები, ქიზიყელები, ლეკები, ქართლელები ბუზსავით ირევიან ყვარელში. დიდი ცდა და დრო უნდა, რომ ყვარლის ხალხს ხასიათი გაუსწორდეს და ზნეობა აღემაღლოს.

თუ როგორა ჰყვლეფენ სომხები და ცრუ-ადვოკატები გლეხებთსა - გვიმტკიცებენ შემდეგი მაგალითები: ერთს ყვარელ კაცს დავა ჰქონდა გავაზურს კაცთანა მამულის შესახებ. უკანასკნელს ადვოკატად (ვექილად) თელაველი სომეხი ჰყვანდა, სახელად სტეფანა სტუფანოვი. თელავის მომრიგებელ-მოსამართლემ გარდაუწყვიტა მათ, რომ მედიატორები ეშოვათ და გაეგოთ მამულები. რა შეიტყოეს გარდაწყვეტილება ადვოკატმა სტეფანამ, მივიდა მოწინააღმდეგე მოდავესთან და უთხრა, რომ თუ ხუთს თუმანს არ მომცემ არ მოგრიგდებიო და არც მედიატორებს ამოგარჩევინებო. საწყალს ყვარელ გლეხს ერთის თუმნის მეტი არა ჰქონოდა და დაფაცურდა ოთხის თუმნის საშოვრად. ჰაი აქეთ ჰაი იქით, – როგორც იყო იშოვა ოთხი თუმანი და ჩააბარა სტეფანას. ერთი მიბრძანეთ, რომლის კანონის ძალით გამოართვა სტეფანამ ხუთი თუმანი საწყალს გლეხსა? თუ მომრიგებელ-მოსამართლემ გარდასწყვიტა მამულების გაყოფა, სტეფანას რაღა ძალა ქონდა მედიატორების ამორჩევისა და ამოურჩევლობისა? თუ გარდასწყვიტა სამართალმა გაყოფა — მე მგონია, რომ მოსამართლე ვალდებულია დარიგებაც მისცეს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამ შემთხვევაში ერთი ან მეორე მხარე. მაგრამ, მანუასი (ანტონოვის კომედიაში „განა ბიძიამ ცოლი შეირთო!“) არ იყოს, „აქ რაღაცა ამ ბავია“... ხუთი თუმანი ხომ მისცა გლეხმა, მაგრამ საქმე როდის დაბოლოვდება, ან დაბოლოვდება გლეხის სასარგებლოდ თუ არა — ღმერთმან უყწის.

თუ ამ საქმის განაჩენიც ისე მალე შეადგინა უფ. ყარანგოზოვმა, როგორც ზოგიერთის საქმისა ე. ი., 3-4 წლის შემდეგ. მაგრამ აქაურს მართლ–მსაჯულებას, ბატონებო, მეტად ბევრი საქმეები აქვს; ასე რომ ღამე სრულიად არა სძინავს და, აბა, თქვენგან არ მიკვირს როდის-ღა მოიცლის განაჩენების შესადგენლად? იგი „შტოსისტების“ თავს-მჯდომარეც გახლავთ და თუ საღამოდამ დილამდის არ ითამაშა — ჯარიმას გადაახდევინებენ, აბა, საქმე როგორ არა აქვს!..

ჰო, სტეფანაზე ვლაპარაკობდი. ამავე სტეფანამ ამ სამის წლის წინად ისეთი საქმე ჩაიდინა, რომელმაც ცხადად დაგვიმტკიცა, რომ ამის დავთარში „სინიდისი არ სწერია“ ერთის ჭიკაანურის გლეხის-გრიგოლ გიუნაშვილის საქმე აიღო ფულები და ორი ურემი პური გამოართვა და ცარიელზედ დასვა. აი საქმე რასში მდგომარეობდა ხსენებულს გლეხს ჰყვანდა სხვა სოფელში დიაკვნად ბიძა (მამის ძმა), რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველს მამულის გამოსავალს ძმის-წულებს უთმობდა. როდესაც პრიჩეტნიკი დაწვრილ-შვილდა — ძმის-წულს უთხრა, რომ მხოლოდ ვენახში მიეცა წილი. ძმის-წულმა პასუხი არ მისცა და გამოეშურა თელავისაკენ. საუბედუროდ სტეფანა ადვოკატი შეხეჩა წინ. სტფანამ რა სცნა საქმის გარემოება, უთხრა გრ. გიუნაშვილს: შენ წინადვე ამდენი ფული და პური მომეცი და საქმეს, როგორც გაგითავებ, მე ვიციო. თუ მოსამართლემ გკითხოს რამე შენს მოდავეზე — უთხარ: „მე მაგას (ბიძას!) ვერ ვიცნობ-თქო; თუ ბიძა იყო, აქამდინ სად იყო-თქო?..გაბრიყვდა საწყალი გლეხი და, აბა, თქვენგან არ მიკვირს, ვენახი კი არა, გაჯავრებულმა ბიძამ ყოველის სარჩოდგან წაართვა ნახევარი. სტეფანამაც მიიღო შრომის ფასი – რვაოდე თუმანი! მაშ ვერა ყოფილა კაი ადვოკატი! კარგი მიეცეს სტეფანას, რომ კარგი ადვოკატი ეს არის! აბა რა სინიდისს უნდა მოველოდეთ იმ კაცისაგან, რომელმაც თებერვლის უკანასკნელს რიცხვებში თელავის ბულვარზე საზოგადოდა სთქვა: „მოვიგებ თუ წავაგებ საქმესა — ჩემთვის სულ ერთია. მე რა მეკარგება? — ფულს წინადვე ვართმევ და ვიდებ ჯიბეში!“... ამ გვარის ადვოკატებით მდიდარი გახლავთ ჩვენი სხვაფრივ ღარბი თელავი: ისეთ ნაირად ყვლეფენ ხალხსა, რომ ისე აღა-მაჰმად–ხანსაც არ გაუცარცვავს ტფილისი.

ყოველი „თელაური“ ადვოკატი იმავე აზრისაა, როგორიაც პირველი — სტეფანა როგორც მოგეხსენებათ ადვოკატების საქმე — ამათ შორის დიდი კავშირი და თანხმობა სუფევს; არამც თუ ამათ შორის მხოლოდ, — ამათივე მოისრეა (როგორც ქვემოდა დავრწმუნდებით) ადგილობრივ მომრიგებელი-მოსამართლე, გარდა ერთისა, რომელსაც ცოტად მაინც უღვივის ხალხისადმი „გულში ცეცხლი სიყვარულისა.“ რომ მომრიგებელი - მოსამართლე მეგობარი და მფარველია თელაველ ადვოკატებისა, ვამტკიცებ ჯერ იმ გარემოებით, რომ თუ მომრიგებელ–მოსამართლისა და ადვოკატების შორის რაიმე საზოგადო თანხმობა, ან სხვა ამ გვარი არ იყოს, უფ. მოსამართლე კანონს არ დაარღვევდა და ადვოკატებს სასამართლოში დამცველებათ არ მიიღებდა. მოწერილობაცა აქვს უფ. მოსამართლეს, რომ ამ გვარი ადვოკატები არ მიიღოს დამცველებათ . მაშ რად იღებს დამცველებად სასამართლოში ამ გვარ პირებს უფ. ყარანგოზოვი? რად არ უკრძალავს მათ დამცველობასა?

რ. ძამსაშვილი-ც

9 ცხოვრება და კანონი

▲back to top


ცხოვრება და კანონი

(წერილი მეექვსე.)

ბატონყმობის გაუქმებას და სოფლის სამმართველოს დადგენას ზედ მოჰყვა ცვლილება ღვინისა და არაყის ბაჟის თაობაზედ. თუმცა ამ საგანს მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენის ეკონომიურის ვითარების შესახებ და თუმცა ამან დიდი ზედმოქმედებაც იქონია ჩვენი ხალხის ქონებითს მეტნაკლებობაზედ, მაგრამ მაინც მაგის გამოკვლევას ამჟამად ვერ შევუდგებით. თავის დროზედ მაგ ღირსშესანიშნავს საქმეს ისევ დავუბრუნდებით. ეხლა კი ჩვენ უფრო გვეხერხება სოფლის სამმართველოს გამოკვლევიდამ პირდაპირ გადასვლა განსამართლების წესზედ. თუმცა ამით ქორონიკული ჯაჭვი ირღვევა, მაგრამ რჩება შინაგანი კავშირი, რომელიც არსებობს მმართველობის და განსამართლების წესთა შორის საზოგადოდ. ჩვენ აქ სახეში გვექმნება მხოლოდ ერთი ნაწილი განსამართლების წესისა, რომელსაც ჩვენი ხალხის ცხოვრების დირეზედ უდგას ფეხი, სახელდობრ ის ნაწილი, რომელიც შეეხება მომრიგებელ მოსამართლობის დაწყობასა და აგებულებასა.

რომ ჩვენ და ჩვენნი მკითხველნი ერთნაირის საწყაოთი შევუდგეთ ჩვენში დადგენილ მომრიგებელ მოსამართლობის ავკარგიანობის აწყვასა, საჭიროა ვიცოდეთ ის აზრი და საფუძველი, რომელზედაც არის დამყარებული მომრიგებელ მოსამართლობის წესი, ის აზრი და საწადელი, რომელიც დაუნიშნავს კანონმდებელს მისახწევად. ეს მით უფრო სარგო იქნება ჩვენთვის, რომ იგი აზრი, საფუძველი და საწადელი, რომელიც ამ შემთხვევაში წინ წაჰსძღომია კანონმდებელს, არის ჭეშმარიტი ნაყოფი მეცნიერებისა და ევროპის ცივილიზაციის გამოცდილებისა. არც ერთს კანონმდებლობას რუსეთში ისეთი გარკვეული და ჭეშმარიტი აზრი არ ჩაჰრთვია, როგორც განსამართლების წესსა საზოგადოდ და მომრიგებელ მოსამართლობისას ცალკედ; არც ერთს კანონმდებლობას არ შეჰხვედრია იმისთანა კაცნი, რომელთ ცოდნა და გონებითი ძალნი ესე შესაფერად შეჰსწვდომოდეს ამისთანა მაღალს, უაღრესს და რთულს საქმეს, როგორც განსამართლების წესის დადგენაა. კანონმდებლობა რუსეთში სხვას არც ერთს საქმეს ასე ცნობიერად, გულმოდგინედ და ჭეშმარიტების სიყვარულით არ შეჰსჭიდებია. ამიტომაც განსამართლების წესი რუსეთისა საზოგადოდ უფრო მოსაწონია, ვიდრე დასაწუნი და ამაზედ უფრო მოსაწონია მომრიგებელ მოსამართლობის დაწყობილება, გარდა ზოგიერთის ნაკლისა, რომელიც შეჰყოლია წესს სხვადასხვა გარემოებისა გამო. ეს სიკეთე რუსეთის განსამართლების წესისა და კანონმდებელთა ღვაწლისა აღიარებულია რუსეთის უკეთესთა კაცთაგან და ევროპიელ მეცნიერთაგანაც.

მას შემდეგ, რაკი გამოკვლეულ იქმნა და აღიარებულ უწინდელის წესის უვარგისობა და ბოროტი, ახალი წესის შემოღების წინააღმდეგ სამი საბუთი წარუდგინეს კანონმდებლებს. ერთი ისა, რომ ხალხი, თუ საზოგადოება, ჯერ მომზადებული არ არისო, რომ შეიშვნიოს ეგ ახალი წესი და ამიტომაც ვერ მოიხდენსო; მეორე ისა, რომ ხაზინას იმოდენა თავისუფალი ფული არა აქვსო, რომ მაგ ახალის წესის ხარჯს გაჰსწვდესო; მესამე - ვერც იმოდენა კეთილსინდისიანს და მცოდნე კაცებს ვიშოვნითო, რომ ეგ ახალი წესი რიგიანად ამოქმედონო.

ამ საბუთებმა არ დააფრთხეს იგინი, ვისაც მინდობილი ჰქონდათ ახალის წესის დაწყობა და აგება და ასე მიუგეს მოპირდაპირეებს:

თუ კანონი ჭეშმარიტს და სწორეს აზრზეა დამყარებული და ნამდვილის მიზეზისაგან წარმომდგარი, იმას დროს და ადგილის შერჩევა არ უნდაო, იგი ყოველთვის და ყველგან საკეთილოა და გამოსადეგიო. ძნელი საფიქრებელია, რომ სადმე, ანუ როდისმე ადამიანი ცუდისათვის მომზადებული იყოს და კარგისათვის კი მოუმზადებელიო. გონიერი კანონი თავის დღეში ცუდს არ მოახდენს. იქნება, რომელისამე მიზეზით, ან იმით, რომ კანონი ახალია, კანონმა რამდენსამე ხანს ღირსებისამებრ არ იმოქმედოს, მაგრამ უფრო ადვილად დასაჯერია, რომ იგი დაუყოვნებლივ ღრმად გაიდგამს ფესვებს და შეიქმნება ქვეყნის მშვიდობიანობის და კეთილდღეობის დედაბოძადაო.

ფულის ნაკლებობა ხაზინაში წარმოჰსდგება ეკონომიურ ვითარებისაგან საზოგადოდ და, გარდა ამისა, საკუთრივ იმისაგანაცაო, როცა არსებითნი ორღანონი მართლმსაჯულებისა რიგიანად აგებულნი და მომართულნი არ არიანო. ეგ ურიგობა ამხობს კრედიტსაც და სულსა ჰხუთავს ყოველს ხელთმოქმედებას და წარმოებასაო. საცა კრედიტი ფრთას არა ჰშლის, იქ ფული არ შეადგენს თანხას, მომქმედს და მწარმოებელს, იქ ფული სიმდიდრეს არა ჰქმნის, იქ ფული უქმიაო. ამიტომაც, თუ მართლა ხაზინა ფულის ნაკლებობას ჰგრძნობს, განკარგება განსამართლების წყობილებისა - არამც თუ სასარგებლოა, აუცილებელი საჭიროებააო.

რომ ამბობენო, იმდენს კეთილსინდისიანს და კანონების მცოდნე კაცს ვერ ვიშოვითო, რამდენიც საჭირო იქნება ახალის წესის გამოო, არც ეს არის საბუთიანი სიტყვაო. კანონი კაცს არა ჰქმნისო, ხოლო ეს კია: თუ კანონი ისეთია, რომ კაცი პოულობს მასში ღონისძიებას ცუდი საქმე ჩაიდინოსო, მაშინ კანონი ჰრყვნის ადამიანსაო; თუ კანონი ისე ბნელია, რომ კაცს არც ესმის და ვერც გაიგებს, მაშინ ადამიანს არც ეცოდინება კანონიო; თუ კანონი იმისთანაა, რომ თვით კეთილსინდისიან, კაცსაც არ ძალუძს მისი აღსრულება უნაკლულოდ, მაშინ კანონს ადამიანი არც ასრულებსო. და თუ მართლა იმისთანა კაცები ცოტანი არიან, რომელთაც უნდა ჰქონდეთ საკმაო კეთილსინიდისიანობა, საკმაო ცოდნა და გულმოდგინება ახალის წესის რიგიანად აღსრულებისათვის, - უწინდელის წესის უვარგისობის ბრალიაო, და ამიტომაც განკარგება კანონებისა ამ მხრითაც - არამც თუ სასარგებლოა, აუცილებელი ს აჭიროებააო.[1]

ამ სახით, ახალის წესის შემადგენელთა სახელი არ წაიხდინეს და სრულიად უარჰყვეს ის მიზეზი, რომლის მიხედვითაც შესაძლო იყო უწინდელი ჟანგი ჩაჰყოლოდა ამ ახალს წესსაც და მით მოეწამლათ ქვეყნის ჯანმრთელობისათვის მოაზრებული საქმე. უარჰყვეს და ამიტომაც რუსეთისათვის. მიღებულ წესს განსამართლებისას ან სულ არ ეტყობა, ან თუ ეტყობა - ძალიან ცოტად, იმ სამთა მიზეზთა ზედმოქმედება.

ჩვენდა სამწუხაროდ, ამასვე ვერ ვიტყვით იმ განსამარყლების წესზედ, რომელიც ჩვენში გადაასხვაფერეს, ვითომ. შეუსწორეს აქაურს გარემოებას და ისე დაადგინეს. ჩვენს წესდებაში იმ სამსავე უარყოფილ მიზეზს უპირატესი ადგილი დაუჭერია; ამ სამს მიზეზს შეჰსწირეს უკეთესნი თვისებანი და ღირსებანი ახალი წესისა. ამ სამს მიზეზს ანაცვალეს ის აზრიც, ის საფუძველიც, ის საწადელიც, რომელიც სულია და. ხორცი ამ ახალი წესისა. თუმცა ეს არსად არ არის გამოთქმული თვითონ წესდებაში ცხადად, მაგრამ რად მინდა კაცმა ჰსთქვას მე ასეთი ვარო, როცა მისი მოქმედებაც მაჩვენებს, რაც არის. ნაყოფისაგან იცნობება ხე იგიო, ნათქვამია.

რასაკვირველია, ნამდვილად ცნობილს და გამოკვლეულს, ადგილობრივს გარემოებას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს ყოველს მთავრობითს განკარგულებაში საზოგადოდ და კანონმდებლობაში საკუთრივ; მაგრამ როცა უმთავრესნი და არსებითნი საფუძველნი ცვლილებისა არის ნაყოფი კაცობრიობის საერთო ცივილიზაციისა და მეცნიერებისა, მაშინ იგი საფუძველი ყველგან და ყველასათვის მოსახდენია და, თუ აქ ცვლილებამ უნდა დაუთმოს რამე ადგილობრივს გარემოებას, თვით. უმთავრესი და არსებითი საფუძველი კი არ უნდა გამოაცალოს. საქმეს, არამედ საქმის მარტო წვრილმანი კუთვნილებანი უნდა შეურჩიოს და შეუფეროს გარემოებასა. რასაკვირველია, ჩვენში არც აქაური გარემოება იყო ნამდვილად ვისგანმე ცნობილი და გამოკვლეული. არც უმთავრესი და არსებითი საფუძველი ცვლილებისა იყო პატივცემული. მას სრულიად ჩამოათალეს, რაც მის უცილო თვისებას და ღირსებას შეადგენდა.

ეგ უმთავრესი და არსებითი საფუძველი განსამართლების, ცვლილებისა საკმაოდ კარგად და ვრცლად არის ცნობილი და აღიარებული მათგან, ვისაც რუსეთში მინდობილი ჰქონდა ახალი წესის შედგენა. რადგანაც ჩვენ საგნადა გვაქვს გარჩევა მარტო მომრიგებელ მოსამართლობის წესდებისა, ამიტომაც მარტო ამ საგანზედ მოვიყვანთ კანონმდებელთა აზრსა. - მას შემდეგ ჩვენ ცხადად დავინახავთ, რამოდენად შეშალა ის აზრი იმ სამმა მიზეზმა, რომელიც ზემოდ წარმოვჰსთქვით, და რომელიც წინ წაიმძღვარეს ჩვენში „ადგილობრივის გარემოების“ სახელით.

რაც უნდა მარტივი წესი იყოს განსამართლებისა, კანონმდებელთა აზრით, თუ თვითონ სასამართლო შორს არის მოდავეზედ, ან იმ ადგილზედ, საცა მფლობელობა დარღვეულ იქმნა, ანუ ზიანი და წანახედი მოხდა და სხვა ამგვარი, მაშინ წესი თვის საგანს ვერ მიჰსწვდება, რადგანაც მოდავისათვის არც ანგარიშია, და ხშირად არც ღონისძიებაა, შორს წავიდეს მცირე საფასურის საქმისათვის. სამართალი თვის მნიშვნელობას აუქმებს, როცა სამისა თუ ათის მანეთის მაძიებელი იძულებულია ასს ვერსტზედ წავიდეს, ანუ როცა საქმე იმისთანაა, რომ დაუყოვნებლივ მოხელვა უნდოდეს და მისამ მაძიებელი შეატყობინებდეს სამართალს და მინამ სამართალი ადგილობრივ გამოძიებისათვის მოვიდოდეს, ყოველივე კვალი საქმისა წაშლილი იყოს. საბუთები მფლობელობის დარღვევისა, ანუ უძრავის ქონების წანახედისა, მარტო ადგილობრივ შეიკრიბება და მხოლოდ მაშინ, როცა სიმართლის დარღვევის უმალვე, დაუყოვნებლივ შეუდგებიან საქმეს; უამისოდ სამართლიანი გადაწყვეტა საცილობელის საქმისა ძნელდება ხოლმე და ხშირად შეუძლებელიც ხდება.

ამიტომაც საჭიროა, საზოგადო სასამართლოების გარდა, ცალკე ადგილობრივი სასამართლოც დაწესდესო, იმისთანა სასამართლო, რომელიც მოდავისათვის მახლობლად იყოსო და ისეთი მარტივი საქმის საწარმოო წესები ჰქონდესო, რომ შეეფერებოდეს უმრავლესის ხალხის საჭიროებასაო.

საჭიროება და მიუცილებლობა ამისთანა მარტივის და ადგილობრივის სასამართლოსი აღიარებულია ყოველ კეთილად განწყობილს სახელმწიფოშიო. მორიგება მოდავეთა და მორიგებით საქმის გათავება უპირატესი დანიშნულებაა ამისთანა სასამართლოსიო; ამიტომაც მას ჰქვიან მომრიგებელი სამართალიო.

მომრიგებელ მოსამართლეს მინდობილი აქვს გარჩევა იქ წვრილმან საქმეებისა, რომელნიც ყოველდღე თითქმის წარმოდგებიან ხოლმე ხალხის ცხოვრებაში. უფრო მომეტებულმა ნაწილმა ხალხისამ კანონები არ იცის, მომეტებული ნაწილი ვერ იტანს ფორმალობას, პატივს ჰსცემს მარტო ნამდვილს სიმართლესა და უფრთხილდება დროს; ამისათვისაც ხალხიათვის უფრო ის არის სანატრელი, რომ საქმე სწრაფად გაუთავდე: ხოლმე და საქმის განაჩენება დამყარებული იყოს მასზედ, რაც თვითონ ხალხის მოსაზრებით სიმართლედ არის ცნობილი. უფრო ბევრს წილს ამ საქმეებისას მომრიგებელი მოსამართლე ჰსწყვეტს საბოლოოდ და ამასთანავე საქმეს არჩევს და ჰსწყვეტს მარტო ივითონ ერთადერთი. უმთავრესი დანიშნულება ამისთანა მოსამართლისა და უმაღლესი ღირსება მისი მართლმსაჯულებისა ის არის, რომ მშვიდობის, მყოფელ შუაკაცად ექმნეს მოდავეთა და მათ შორის მორიგება ჩამოაგდოს. რომ ეს დიდი დანიშნულება მართლა მიღწეულ იქმნეს, ამისათვის საჭიროა, რომ ადგილობრივი მცხოვრებნი ენდობოდნენ მომრიგებელ მოსამართლეს. ამ ნდობის მოსაპოებლად ისე კანონების ცოდნა არ არის საჭირო, როგორც ცოდნა ხალხის აზროვნობისა, ხალხის ზნისა, ჩვეულებისა, ერთის სიტყვით - ყოველ იმისა, რითაც გარემოცულია ადგილობრივი ცხოვრება საზოგადოდ, - და ამასთანავე საჭიროა საკუთრივ კაცსა ჰქონდეს გამჭრიახი გონიერება, პატიოსანი ხასიათი და უჩირქო ყოფა-ცხოვრება. მომრიგებელ მოსამართლის მრავალგვარი მოვალეობა ისეთია, რომ ყოველ შტოს სახელმწიფო მმართველობისას და ყოველ მხარეს ხალხის ცხოვრებისას შეეხება. ამ მიზეზითაც იგი უნდა სანდო და სარწმუნო კაცი იყოს მცხოვრებთა თვალში; ამ მიზეზითაც ადგილობრივ ვითარების ავიცა და კარგიც უფრო საჭიროა იცოდეს მოსამართლემ, უფრო საჭიროა ჰქონდეს შინა კაცის საქმიანი სიბრძნე, ვიდრე კანონიერების ცოდნა და მოსამართლობის გამოცდილება. რადგანაც მოვალეობა და თანამდებობა მომრიგებელ მოსამართლისა სხვადასხვაგვარია და რადგანაც თვითონ მისი მოღვაწეობაც მრავალსაგნიანია, ამიტომაც ის მხარე, ანუ ნაწილი, რომელიც მას უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სამართლის საწარმოებლად, რაც შეიძლება პატარა უნდა იყოს სივრცით, იმიტომ რომ იგი, როგორც ადგილობრივი მოსამართლე, ყველასათვის ყოველს ჟამს საჭირო კაცია. ამის გამო მომრიგებელ მოსამართლეს უპირატესი ზედმოქმედება უნდა ჰქონდეს საყოველთაო წესიერების და მშვიდობიანობის დაცვისათვის და დამყარებისათვის. ამ მიზეზითაც საჭიროა, რომ იგი ადგილობრივ მცხოვრებთაგანი იყოს, ესე იგი იმათგანი, რომელთაც არამც თუ მარტო თავიანთი მხარე იციან, არამედ საკუთარი ინტერესიცა აქვს, რომ საერთო წესიერება და მშვიდობიანობა არ იქმნას შერყეულ.

ამ მრავალგვარს მოვალეობას და საჭიროებას რომ მივხედოთ, ცხადი იქნებაო, ამბობენ კანონმდებელნი, რომ მომრიგებელი მოსამართლე უნდა დანიშნულ იქმნას ადგილობრივთა მცხოვრებთა არჩევანითაო. ამის წინააღმდეგ ეს წარუდგინეს. კანონმდებლებს, რომ სამართალი საზოგადოდ იმისთანა თვისების საგანიაო, რომ არჩევანით დანიშნულ კაცით ვერ წარიმართებაო, იმიტომ რომაო უფლების და მოვალეობის ახსნა და გარჩევა შეუძლებელიაო, თუ მოსამართლეს რჯულიერება ზედმიწევნით შესწავლული არა აქვსო და განსამართლების საქმეში ზედმიწევნით გამოცდილი არ არიო. ამის გამო მოსამართლეებს ვერ ამოირჩევს თვის შორის ვერც სოფლისა და ვერც ქალაქების მცხოვრებით და თვითონ თავად-აზნაურობაც ბევრს აგრე მომზადებულ კაცს ვერ იპოვნის ადგილობრივ მცხოვრებთა შორის. ეს საბუთიო, დაასკვნეს კანონმდებელთა, სრულიადაც არ შეეხება მომრიგებელ მოსამართლესაო, რომლისათვის ზედმიწევნით რჯულიერების ცოდნა კი არ არის საჭირო, არამედ დამსახურებული ნდობა და ადგილობრივის ვითარების ცოდნაო. მომრიგებელი მოსამართლე ყველაზედ უწინარეს უნდა იყოსო ადგილობრივ მოსამართლედ და მშვიდობიანობის დამცველთაო; საზოგადო ნდობა ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ მიუცილებელს საჭიროებას შეადგენს მათი დანიშნულებისასო.

ამიტომაც რუსეთის წესდებაში შეტანილია, რომ მომრიგებელი მოსამართლე უსათუოდ იმ ადგილის შვილი უნდა იყვეს, საცა მოსამართლობა უნდა და, გარდა ამისა, იქაურ მცხოვრებთაგანვე აღმორჩეული.

ამ სახით, ეხლა ჩვენ ვიცით, რა აზრი ჰქონია უმაღლეს მთავრობას, რომ მომრიგებელი მოსამართლობა დაუწესებია, და რა ღონისძიება მიუღია, რომ ის აზრი უნაკლოდ აღსრულებაში მოსულიყო. მოკლედ განვიმეოროთ ზემოთქმული, რომ უფრო გარკვევით გზა გავიგნოთ და უფრო ცხადი აზრი წავიმძღვაროთ წინ ჩვენს გამოკვლევაში.

უმაღლესმა მთავრობამ უარჰყო უწინდელი განსამართლების წესი და მის მაგიერ საჭიროდ დაინახა, რომ უფრო მომეტებულ ხალხს სახელმწიფოისას იმისთანა სამართალი უჭირს, - 1. რომელიც მახლობლად უნდა იყოს ხალხზედ, ასე რომ ყველამ ყოველს ჟამს, რაც უნდა პატარა გაჭირება ჰქონდეს, მიჰმართოს ხოლმე და დაუყოვნებლივ სწრაფად განსამართლდეს; 2. რომელსაც ისეთი მარტივი წესი წარმოებისა ჰქონდეს, რომ უცოდინარმა კაცმაც თავისი საქმე აწარმოოს; 3. რომელსაც, რამოდენადაც შესაძლოა, ფორმალობა არ უშლიდეს, რომ ნამდვილი სიმართლე აღმოაჩინოს; 4. რომელსაც წინ უნდა მიუძღოდეს ადგილობრივის ვითარების ცოდნა, ცოდნა ხალხის ზნისა, ხალხის ჩვეულებისა და ერთმანეთზედ დამოკიდებულებისა; 5. სამართალი უნდა იყოს იმისთანა კაცის ხელში, რომელსაც ხალხი იცნობს, ხალხი ენდობა და ხალხი პატივსა ჰსცემს, და რომელსაც, როგორც ადგილობრივ მოსახლეს და მცხოვრებს, თვითონაც გული უნდა შეჰსტკიოდეს, რომ უწესობა, ურიგობა არ იყოს მის სახელოში; მშვიდობიანობა, უშიშროება არ იქმნას დარღვეულ; ყველა დარწმუნებული იყოს, რომ დანაშაულობა, ბრალი, დაუსჯელად არ ჩაივლის, წანახედი, ზიანი უზღვევლად არ დარჩება; ხოლო უკეთესი მხარე, უმაღლესი მნიშვნელობა ამგვარის მოსამართლობისა მორიგებით გათავებაა საქმისა. აქაც დანახულია და ცნობილი, რომ თუ მოსამართლე ხალხის თვალში სანდო, სარწმუნო კაცი არ არის, მოსამართლე ამ მომრიგებელ შუაკაცობას ვერ აღასრულებს.როგორც ამის გამო, ისე იმ მიზეზებით, რომელნიც ზემოდან მოგვიხსენებია, მტკიცე და მიუცილებელ საჭიროებად აღიარებულია და დადგენილი, რომ მომრიგებელი მოსამართლე თვითონ მცხოვრებლებმა აღმოირჩიონ ხოლმე თვის შორის.

ჩვენდა სამწუხაროდ, ვიტყვით კიდევ, თითქმის ყოველივე ესე, ცნობიერად ქვეყნის სიკეთისათვის წამლად გამოკვლეული, ეს არსებითი სახსარი სამართლის ჭეშმარიტს გზაზედ დაყენებისათვის, ჩვენში სრულად შეიცვალა. შეიცვალა-მეთქი... შეიცვალა კი არა, ქერეჭი დარჩა და გული კი გამოეცალა სულ იმ ოთხ კედელ-შუა ნასიზმრევის გამო, რომელსაც „ადგილობრივს ვითარებას“ ეძახიან და რომელიც სწორედ ხმაამოუღებელი სახედარია: ვისაც რა უნდა, იმას აჰკიდებენ და გადაჰკიდებენ ხოლმე. ეს უბედური, ყველასაგან დაბრიყვებული, უტყვი „ადგილობრივი ვითარება“ სასაცილო ყოფაშია ჩვენში. არავის, არამც თუ შეუსწავლია, რა ფერისა და ზნისაა, არც კი ცდილა, რომ შეესწავლა. იციან კი, რომ რაღაც „ადგილობრივი ვითარება“ უნდა იყოს, რომელიც სულ მზად არის სამსახურისათვის, როგორც შეკაზმული სახედარი: უნდათ ზედ მოაჯდებიან და დადიან, არ უნდათ - ჭიტლაყს ჰკვრენ და ეტყვიან, წადი და ნარი ჰგლიჯეო.

მეტად ღირსსაცნობია, რა გამომსჭვირვალებს ჩვენს გადასხვაფერებულს წესდებაში „ადგილობრივის ვითარების“ სახელითა? ჩვენის აზრით, სხვა ახალი არაფერი, გარდა იმ სამის მიზეზისა, რომელიც სახეში ჰქონდათ თვით კანონმდებელთ რუსეთში, და რომელიც იქ სრულად უარჰყვეს კიდეც და ჩვენში კი უპირატესი ადგილი მიანიჭეს. ნამდვილი ჩვენი ვითარება კი დავიწყებულ და განგდებულ იქმნა.

ჩვენი წესდებით არ არის საჭიროდ ცნობილი, რომ მომრიგებელი მოსამართლე უსათუოდ ადგილობრივი მცხოვრებთაგანი იყოს; ამის გამო ხშირია ჩვენში, რომ იაროსლაველა კაცი სვანებს, მაგალითად, ანუ ფშავ-ხევსურებს მოსამართლედ ენიშნება იმავე „მომრიგებელი მოსამართლის“ სახელითა, რომლის შესახებ უმაღლესმა მთავრობამ საქვეყნოდ საბუთიანად აღიარა, რომ თუ ადგილობრივი მცხოვრები არ არისო, მოსამართლობას ვერ იზამსო. რა მიზეზით უნდა აიხსნას ეს მართლა-და გაუგებარი განკარგულება, რომელმაც მომრიგე ბელ მოსამართლობას გული გამოაცალა და მარტო ქერეჭი შეარჩინა? სხვა არაფრით, ჩვენის აზრით, გარდა იმისა, რომ აქაურთ კანონმდებელთ ჰგონებიათ, რომ ადგილობრივ მცხოვრებთა შორის ღირსეულ კაცებს ვერ ვიშოვნითო მაგ თანამდე - ბობის აღსასრულებლადაო. ნუთუ ეს მართლა-და ადგილობრივი მიზეზია? რა უნდა შეადგენდეს მიუცილებელს ღირსებას, მომრიგებელ მოსამართლისას? ამის პასუხი თვითონ უმაღლესმა მთავრობამ საქვეყნოდ აღიარა ამრიგად: მომრიგებელი მოსამართლე უფრო იმისთანა კაცი უნდა იყოსო, რომელმაც ზედმიწევნით უნდა იცოდესო ადგილობრივის ხალხის ავი და კარგიო, ზედმიწევნით უნდა იცოდეს ხალხის ზნე, ჩვეულება, ერთმანეთზედ დამოკიდებულებაო, შინაური კაცის სიბრძნე უფრო უნდა ჰქონდესო, ვიდრე რჯულიერობის ცოდნით და კანსამართლების გამოცდილებით განვითარებული იყოსო. ნუთუ ამისთანა კაცის შოვნა და პოვნა იაროსლავში უფრო ადვილია საქართველოსათვის, ვიდრე თვით საქართველოში? იქნება მიპასუხონ, რომ მარტო მაგ ღირსებით იოლად ვერ წავაო მოსამართლე; გარდა მაგისა, მოსამართლეს გამჭრიახი გონიერება უნდა ჰქონდესო, პატიოსანი ხასიათი და უჩირქო ყოფაცხოვრებაო. ნუთუ „ადგილობრივი ვითარება“ ისეთია, რომ პატიოსანი, უჩირქო ყოფაქცევის პატრონი, გამჭრიახ-გონებიანი კაცი არ მოიპოვება საქართველოში, და იაროსლავში კი პანტასავითა ცვივა? ამას ვერ იტყვიან, ამას საბუთად ვერ გაგვიბედვენ წარმოგვიდგინონ ჩვენ.

თუ მართლა ჩვენ შორის ძნელი საშოვნი იყო იმისთანა კაცი, რომელიც გასწვდენოდა მთელს მოედანს მომრიგებელ მოსამართლობისას, მაშინ ლოღიკა ამას ითხოვდა, რომ იგი მოედანი შეემცირებინათ, ისე კი, რომ ძირეული თვისება ამგვარის მოსამართლობისა არ შეერყიათ. ამის მაგიერ რა ჰქმნეს? აქაო და პატარა მოედანისათვისაც კაცი არ არისო, მოედანი უფრო გააფართოეს. რუსეთში მომრიგებელ მოსამართლეს ექვემდებარება სამოქალაქო საქმე არა უმეტეს ორმოცდაათის თუმნის საფასურისა, ჩვენში - ორასის თუმნისა; რუსეთში მომრიგებელი მოსამართლე ვერ შეეხება უძრავის ქონების საკუთრებად ძიებასა, რა ფასისაც უნდა იყვეს, ჩვენში კი ყოველ უძრავის ქონების საქმე ორასის თუმნის საფასურისა მომრიგებელ მოსამართლემ უნდა გაასამართლოს; რუსეთში მას ექვემდებარება მარტო წვრილმანის დანაშაულობის და ბრალეულობის საქმე, ჩვენში კი ყოველი დანაშაულობა, რომელსაც რაიმე უფლების ჩამორთმევა, პატივისა და ღირსების აყრა არ მოსდევს. ამ სახით, რუსეთში, ესე იგი იქ, საცა ყური არ ათხოვეს, რომ კაცები არა გვყავსო, მოსამართლეებს საქმე შეუმსუბუქეს, აქ კი, საცა უკაცურობა შეჰსწამეს, საქმე უფრო დაუმძიმეს. ეგ, ჩვენის ფიქრით, იმასა ნიშნავს, რომ ამ უადგილოდ მიღებულს „ადგილობრივს ვითარებას“ კიდევ ხანგრძლივ ხედნა მოელის ამ შემთხვევაში.

ამ ადვილად სახვდნელმა „ადგილობრივმა ვითარებამ“ ამ ბოლოს დროს უფრო გაიდგა ფეხი, ვიდრე უწინ. წესდების შემოღების პირველ ხანებში ცდილობდნენ, რომ ასე გაურჩევლად მიღებულმა - სწორედ მოგონილმა და არა ნამდვილმა „ადგილობრივმა ვითარებამ“ - თვისი ეკლები არ გამოაჩინოს, და ნიშნავდნენ მომრიგებელ მოსამართლეებად უფრო აქაურებს, რომელნიც, თუმცა იქაურები არ იყვნენ, საცა ინიშნებოდნენ, მაგრამ ხალხის ენა მაინც იცოდნენ. ეხლა მთლად ამის წინააღმდეგსა ვხედავთ; და თუ ეგრე იარა ამ საქმემ, დრო მოვა, რომ მომრიგებელი მოსამართლე ისევ იმ უწინდელ დიამბეგად გახდება, რომელსაც ხალხი ერიდებოდა, როგორც ჭირს. ეხლაც კი ცხადი ნიშნებია, რომ ჩვენებურს ხალხს, როგორც სიკვდილი, ისე ეჯავრება მომრიგებელ მოსამართლესთან სიარული და, თუ ძალიან არ გაუჭირდა, ყელში თოკი არ მოეჭირა, ძნელად თუ ჰბედავს მომრიგებელ მოსამართლის ხელში ჩავარდნასა.

ჩვენის წესდებით უარყოფილია ის მეორე არსებითი კუთვნილებაც მომრიგებელ მოსამართლობისა, რომელიც მიღებულია რუსეთში, სახელდობრ ისა, რომ ადგილობრივ მცხოვრებელთა უნდა თვითონ ამოირჩიონ თავიანთი მომრიგებელი მოსამართლე. ამისი მიზეზი სხვა ვერა მოგვისაზრებია რა, გარდა იმისა, რომ ხალხს ვერ ნდობიან, ჰგონებიათ, რომ ხალხი ვერ ამოირჩევს რიგიანს და ღირსეულს კაცსაო, ერთის სიტყვით - ხალხი მოუმზადებელიაო და ამიტომ ამ უფლებას ისე ვერ მოიხმარებს, როგორც სანატრელიაო. თუმცა არც ეს არის საბუთიანი სიტყვა, მაგრამ სხვა მხრით არჩევანის უფლების უარყოფა შეუძლებელია, იმიტომ რომ, მეცნიერების თვალით დააკვირდებით ამ საგანს თუ გამოცდილების თვალის ფერს თა, არც ერთი იგი არამც თუ ეწინააღმდეგება მომრიგებელ მოსამართლის არჩევანით განწესებასა, არამედ უფრო ემხრობა, უფრო ხელს უწყობს. თუ ამაზედ რაიმე ცილობა არსებობს მეცნიერებაში, მარტო იმაზეა ცილობა, რომ უმაღლესი მოსამართლენიც, როგორც მაგალითებრ - წევრნი ოლქის სასამართლოსი, პალატისა, თუ სენატისა, არჩევანით უფრო კარგია რომ განწესდნენო, თუ მთავრობის განკარგულებითაო.

რუსეთში, როგორც ვნახეთ ზემოდ, განათლებულნი შემადგენელნი განსამართლების წესისა იმ აზრზედ დადგნენ, რომ მომრიგებელ მოსამართლობას თვისი სიკეთე მთლად ჩამოერთმევა, თუ არჩევანით განწესება უარყოფილი იქნებაო. ხალხის მოუმზადებლობას იქ ყური არ ათხოვეს. მართლა და დასაჯერი არ არის, რომ ხალხი სადმე და როდისმე ცუდისათვის მომზადებული იყოს და კარგისათვის კი მოუმზადებელი, ხოლო არჩევანით განწესება მომრიგებელ მოსამართლისა რომ კარგი რამ არის, - ამაზედ ეხლა ეჭვი აქვთ მარტო ბრმებსა და რეგვნებსა. ყოველ მოსამართლეს საერთოდ და მომრიგებელს საკუთრივ, უნდა ხალხის მიერ ნდობა ჰქონდესო, უნდა ხალხისაგან ცნობილი იყოს, როგორც ღირსეული და სარწმუნო კაციო. ნუთუ სადმე ხალხი საზოგადოდ და ჩვენი საკუთრივ იმისთანა ტყის ნადირი იყოს, არ ესმოდეს, - ვისზედ მიენდობა უფრო გული, ვინ უფრო ღირსეული და სარწმუნო კაცია მის ახლომახლო, რომ მას წაავლოს ხელი და იგი დაიყენოს მოსამართლედ? აქ მომზადებულობა და მოუმზადებლობა რა შუაშია? საზოგადოდ ცნობილია, რომ ადამიანი თვით ისტორიის პირველ ხანებში, ესე იგი ჯერ მაშინ, როცა სწავლისა და მეცნიერების სიოც არ მიჰკარებოდა და ფეხიც არ დაედგა ცივილიზაციის გზაზედ და ყოველმხრივ მოუმზადებელი იყო, ჯერ მაშინ მეთქი - მოსამართლეს, თუ არ არჩევანით, სხვაფრივ არ განიწესებდა. ჰსჩანს, აქ ხალხის მოუმზადებლობას, თუ განათლებას, ადგილი არა აქვს; ჰსჩანს, ხალხის მოუმზადებლობა საბუთი კი არ არის წინააღმდეგ მომრიგებელ მოსამართლის არჩევანისა, არამედ უქმი სიტყვაა უქმის კაცისა.

ამას თავი დავანებოთ, ვჰსთქვათ, რომ მომრიგებელ მოსამართლის არჩევანისათვის ხალხი ცოტად თუ ბევრად მომზადებული უნდა იყოსო. მითამ ამით რაო? თუ რუსეთის ხალხი იცნეს მომზადებულად, რომ არჩევანით განიწესოს თვისი მახლობელი მომრიგებელი მოსამართლე, ჩვენს ხალხს რაღა ღმერთი გაუწყრა!? ნუთუ რუსეთის ხალხის უმრავლესობა - მუჟიკობა, ჩვენი ხალხის უმრავლესობაზედ - გლეხობაზე მაღლა დგას მიხვედრილობით, გონების თვალით, გონების ყურით, რომ იქ მუჟიკობა მომზადებულად ჰსცნეს და მიანიჭეს სხვებთან ერთად უფლება მოსამართლის არჩევანისა, და აქ კი გლეხობა - მოუმზადებელად, და ამიტომაც ეგ უფლება ჩამოართვეს? თუ ამ შემთხვევაში განსხვავება რამ არის ამ ორთა ხალხთა უმრავლესობათა შორის, ის განსხვავებაა, რომ სასწორი სიკეთისა ჩვენის ხალხისაკენ უფრო დაიწევს. ჩვენი გლეხი გაცილებით წინ არის რუსის მუჟიკზედა ზნეობითაც, გონების თვალითაც და მიხვედრილობითაც.

„ქმნა მართლისა სამართლისა ხესა ხმელსა შეიქმს ნედლადო“; „სამართლით მოჭრილი ხელი არ მეტკინებაო“, - ამბობს ხოლმე ჩვენი ხალხი. ნუთუ ის ხალხი, რომელიც სამართალს ამისთანა სასწაულთმოქმედების ძალას აძლევს, რომ ხმელს ხესაც გაანედლებსო, ხელს მოჰსჭრის და არ ატკენსო, - ნუთუ ხალხი, რომელსაც ამისთანა ძალა სამართლისა ჰსწამს, რჯულად აქვს მიღებული და ეგრე ცხადად აღიარებული, - ნუთუ ის ხალხი-მეთქი მოუმზადებელი უნდა იყოს წესიერად აგებულის სამართლის კეთილად წარმართებისათვის, და ის ხალხი კი, რომელიც იმით ნუგეშობს, რომ сила солому ломит, - მომზადებულია!..

ეხლა ვსთქვათ, რომ ჩვენი ხალხი ვითომ მართლა მოუმზადებელია. მაშ, ვინც მოუმზადებელია, თავისდღეში აღარ უნდა მომზადდეს? ხალხს რა ამზადებს? სწავლა, ვარჯიშობა, გამოცდილება, იმ საქმეში ჩაყენება, რისთვისაც მომზადება საჭიროა. კაცს ხელ-ფეხს ვუკრავთ და ვეუბნებით კი, ჭიდილი ისწავლეო; ხალხს მოსამართლის აღმორჩევის ნებას არ ვაძლევთ და ვეუბნებით კი, ისწავლე კაი მოსამართლეების ამორჩევაო. ეს იმასა ჰგავს: ცურვა ისწავლე და წყალში კი ნუ შეხვალო; გზა გაიარეო და შინიდამ ფეხს კი ნუ გასდგამო. ამ სასწაულთმოქმედებას ხალხი ვერ იზამს, თუნდაც იმისთანავე, კეტითა ჰსცემოთ თავში, რომელსაც, ჩვენდა საუბედუროდ, „ადგილობრივს ვითარებას“ ეგრე წინდაუხედავად ეძახიან.

ხალხისათვის მიუცილებლად საჭიროა, რომ მის საყოველდღეო წვრილმან საქმეებისათვის მომრიგებელი მოსამართლე რაც შეიძლება მახლობლად ჰყვანდესო, ჰსთქვეს რუსეთის კანონმდებელთა. არც ამ მიუცილებელმა საჭიროებამ გაჰსჭრა ჩვენში.

არა გვგონია, ჩვენს კანონმდებლებს არ ჰსცოდნოდათ, რომ იმისთანა სამართალი, როგორიც მომრიგებელ მოსამართლეს მიენდობა, ძალიან მახლობლად უნდა იყოს ხალხზედ. უმაგისოდ მომრიგებელს მოსამართლობას უკეთესი ღონისძიება ერთმევა, რომ გაჭირვებულს თავის დროზედ მიეშველოს, ვნებულს თავის დროზედ მიხედოს, დარღვეული უფლება სწრაფად აღადგინოს და ნამდვილი სიმართლე აღმოაჩინოს. სხვა დანიშნულება არა აქვს მომრიგებელ მოსამართლეს, როგორც ადგილობრივს მოხელეს და სამართლის ადგილობრივს წინამძღვარს. ხალხთა უმრავლესობა ყოველ ცისამარა დღეს იმდენს. წვრილმანს, უფასურს საქმეს აღმოაჩენს ხოლმე თავის ყოფა - ცხოვრებაში, რომ თუ ამ საქმეებისათვის მახლობელი გამრჩევი არა ჰყავს, მითამ მოსამართლე სულაც არა ჰყოლია. შეუძლებელია, ამ წვრილმანს, თითქმის უფასურს საქმეებს, ყური არ ათხოვოს კაცმა, იმიტომ რომ ცხოვრებაში უფრო ამისთანა საქმეებია, რომელნიც შეადგენენ საკუთრივ ხალხის ზნეობითსა და ქონების სიმდიდრეს. ერთსაც და მეორესაც, როგორც არსებითსა კუთვნილებას და საჭიროებას ხალხისას, მუდამი, მახლობელი მფარველი უნდა ჰყვანდეს. უამისოდ ხალხს ზნეობაც შეერყევა ხოლმე და ქონებითი სიმდიდრეც დღემუდამ განსაცდელშია. სიიეფე სამართლისა განა მარტო იმისაგან წარმოსდგება, რომ სამართალი განთავისუფლებულ იყოს ყოველ სახელმწიფო ბაჟისა და ხარჯისაგან, არამედ იმისაგანაც, რომ გაჭირებულს შორი სატარებელი არა ჰქონდეს თავის გულის. დარდის ასაყრელად, თავის ზიანის შესავსებლად, თავისის და სატარებელი ბევრს ხარჯს, ბევრს დროს ითხოვს ხალხისაგან, ხალხს ეს ძალიან ძვირად უჯდება, ისე რომ ხშირად იძულებულია ხოლმე თავი დაანებოს საჩივარს, ოღონდ კი არ მოჰსცდეს თავის შინაურ საქმესა და ხარჯი არ გასწიოს წასვლამოსვლაში. საცა მთავრობა რომელისამე მიზეზით ამ ყოფაშა ჩააგდებს ხოლმე ხალხს, იქ ხალხის თვალში - სამართალიც, რომელსაც სიშორით ვერ მიჰკარებია, მოსამართლეც - რომელსაც შორიდამ ვერ მისწვდენია, ის არის სწორედ, რაც მაღლა დაკიდებული ძეხვი კატისათვის. მეტი რა გზა აქვს, რომ კატასავით არა ჰსთქვას: დღეს არ მეჭმევა, პარასკევიაო. ამ ყოფაში ხალხს სამართალი თვის მფარველად აღარ მიაჩნია და ამის გამო ამბობს გულში: რაც ჩემთვის არ არის, თუნდა იყოს, თუნდა არაო. ყველამ ვიცით, რომ ჩვენში ჯერ პირველად თვითო მომრიგებელი მოსამართლე დანიშნეს თვითო მაზრაში. წარმოიდგინეთ იმისთანა მაზრა, როგორც თელავია, რომელიც იწყება თითქმის ანანურიდამ - ლაგოდეხამდე, ცოტა რომ ვსთქვათ - ას ორმოცდაათი ვერსტი, თუ არ მეტი, მაინც იქნება სიგრძით; ანუ დუშეთის მაზრა მცხეთიდამ ლარსამდე, ანუ გორისა - მცხეთიდამ ბეჟათუბნამდე, ანუ ტფილისის თვალგაუწვდენელი მაზრა და სხვანი. მერე ჰსცნეს, რომ შეუძლებელია ამოდენა ქარგლით მიზომვა სასამართლო ნაწილისა და ეხლა თვითო მაზრაში ორ-ორი სამოსამართლო ნაწილია. ჩვენ ვამბობთ, რომ მაინც იმოდენა დიდი ნაწილებია, რომ ხალხისა - თვის სამართალი მეტად შორს არის; ხალხს უჭირდება სამართალთან მისვლა.

რამ აიძულა აქაური კანონმდებლობა, რომ ხალხს მომრიგებელი მოსამართლე არ დაუახლოვა? სხვა არაფერმა, ჩვენის ფიქრით, გარდა ფულის ანგარიშისა. სამართალი და განათლების საქმე ასეთი უაღრესნი და არსებითნი საჭიროებანი არიან სახელმწიფო კეთილდღეობისათვის, რომ აქ ფულის გაფთხილება, ფულის დაზოგვა, ხარჯის შიში, მეტად მავნებელი რამ არის, როგორც საზოგადოებისათვის, ისე სახელმწიფოსათვის. სამართლის ურიგოდ მოწყობილება სვავია - რომელიც ჰსნთქავს ხალხის სიმდიდრესა, მახვილია - რომელიც ჰკვეთს ფრთებსა ხალხის ხელმოქმედებას და ეკონომიურს წარმოებას. ფული ორმოში იმალება იქ, საცა იმედი გაწყვეტილია, რომ ჩემი ნაწარმოები ჩემი იქნება, თუ ვინმე გაბედა და შემეცილებაო. და თუ ფული არ მუშაობს, თუ ხალხში თანხა უშიშრად არა ტრიალებს, თუ ხალხში მკვიდრი იმედი არ არის დამყარებული, რომ ყოველს ცილებას ადვილად გადამარჩენს სამართალიო, ყოველს დანაკარგს ადვილად და სწრაფად დამიბრუნებსო, - მაშინ სიმდიდრე ხალხისა, და აქედამ სიმდიდრეც სახელმწიფოსი, ამაო ნატვრაა. მაშინ ურთიერთშორისი ყისტი, ესტიბარი (კრედიტი), ნდობა გატეხილია და, საცა ეს არ არის ფრთაგაშლილი და ფეხადგმული, იქ ნიშადურიც რომ ამოჰსცხოთ ხალხის სიმდიდრეს და ხაზინისას, რომლის მხოლოობითი წყარო ხალხის სიმდიდრეა, - ერთს ნაბიჯსაც წინ ვერ წაადგმევინებთ. კანონის სიმტკიცე, სიმკვიდრე, მიუდგომელობა, დადგრომილება, არამც თუ დიდი რამ არის, - ჩვენის ფიქრით, მიუცილებელია საზოგადოების, თუ სახელმწიფო სიმდიდრისათვის, და ეგე ყოველიფერი მაშინ არის, როცა სამართალი რიგიანად არის აგებული და რიგიანად წარმართებული. ყველამ უნდა იცოდეს-მეთქი გულდადებით, რომ მე ჩემი მალე დამიბრუნდება, მე ჩემი არ დამეკარგება, ერთის სიტყვით - სამართალი და კანონი უნდა ყველას სწამდეს თავის მფარველად, თავის სახსნელად. თუ სამართალი და კანონი ისეთია, რომ მისი არც კარგი ჰსჯერათ და არც ავი, მაშინ, ვიმეორებთ, ყოველიფერი ამაოა, მაშასადამე, ამისთანა საქმეში, როგორც სამართლის აღება და დაყენებაა, ფულის დაზოგვა, ხარჯის შიში - დიდი შეცდომა და შეუვსებელი ნაკლია.

ან განა მართლა აქაური ხაზინა ისეთს მდგომარეობაშია, რომ სამყოფს ფულს ვერა შოობს სამართლის რიგიან მოწყობისათვის? თვითო მაზრაში რომ ოთხი მომრიგებელი მოსამართლე მაინც ყოფილიყო, მომრიგებელ მოსამართლისათვის რომ იმოდენა ტვირთი არ აეკიდნათ, როგორც ჩვენში, და ის ეკმარებინათ, რაც რუსეთშია მიღებული, მომრიგებელი მოსამართლე რომ აქაურ მცხოვრებთაგანი დაენიშნათ, მაშინ სრულიად საჭირო არ იქნებოდნენ იმოდენა კანცელარიები, მთარგმნელები, რამოდენანიც ეხლა არიან და ჯამაგირებსა ჰსჭამენ. მაშინ უსარგებლოდ იმოდენა ხარჯი არ წავიდოდა, რამოდენაც ეხლა კანცელარიებზედ და მთარგმნელებზედ მიდის და იქნება გასწვდენოდა კიდეც იმ ხარჯს, რაც ოთხ-ოთხს მომრიგებელ მოსამართლეს თითო მაზრაში მოუნდებოდა. თუნდ ესეც არ იყოს, განა სხვა რაიმე სახელმწიფო გასავლის მოკლება არ შეიძლებოდა, რომ ამ უაღრესის საქმისათვის ფართოდ ხელის გაშლა არ დაბრკოლებულიყო. რატომ არ უნდა მოისპოს ეხლა ჩვენში, მაგალითად, თუნდა ის „დობავოჩნი“, რომელიც სრულიად უმიზეზოდ და უსაბუთოდ ეძლევათ ჩვენში სხვიდან მოსულს მოხელეს ყოველ ხუთ წელიწადში? ამას წინათ რუსულ გაზეთებში ნაჩვენები და დასახელებული იყო ის გასავალი, რომელიც ტყუილუბრალოდ ტვირთად აწევს აქაურს ხაზინასა. იმ უსამართლო გასავლის მოსპობა არა სჯობდა სამართლის ფესვების დაჭრასა?

ამ სახით, არც ერთი იმ მიზეზთაგანი, რომელიც „ადგილობრივ ვითარების“ სახელით სარჩულად დაუდგეს ჩვენს მომრიგებელს მოსამართლობის წესსა, ჭკუაში მისაღები არ არის. ამ სახით, სრულიად ტყუილ-უბრალოდ ჩვენი ხალხი გამოაკლეს იმ სიკეთეს, რაც განსამართლების წესმა რუსეთს, ცოტად თუ ბევრად, მიანიჭა. ამ გამოკლებას ის შედეგი მოჰყვა, რომ ჩვენში მომრიგებელი მოსამართლობა ცარიელ ღეროდ დარჩა, იმისთანა ღერო, რომელსაც ფესვებიც დაჭრილი აქვს და ფოთლებიც დაბღერტილი. შემდეგ წერილში შეძლებისამებრ ვეცდებით ეს დავამტკიცოთ.

ილია ჭავჭავაძე

________________

1 Сообщ. Госуд Канц.

10 ბესარიონ ლევანის ძე ღოღობერიძე (ნეკროლოღი)

▲back to top


ბესარიონ ლევანის ძე ღოღობერიძე

(ნეკროლოღი)

6 მარტს გარდაიცვალა ქუთაისში იმერეთის თავად-აზნაურთა ბანკის გამგე, ბესარიონ ღოღობერიძე. თუმცა მრავალი რამ თქმულა გაზეთებში მიცვალებულის შესახებ, ასე რომ ჩვენგან ახალს ვერას უნდა მოელოდეს მკითხველი, მაგრამ იმისთანა კაცის დაკარგვა, როგორიც იყო განსვენებული ბესარიონი, იმგვარი საზოგადო უბედურებაა, რომ ჩვენ ვალად ვრაცხთ ჩვენს თავს რამდენიმე სიტყვით მოვიხსენიოთ განსვენებული და მით ჩვენი მწუხარებაც ჩავურთოთ საზოგადო გლოვას, და გოდებას; რამდენიმე სიტყვით-მეთქი, რადგანაც ვრცელი ბიოგრაფია ბესარიონ ღოღობერიძისა, დაწვრილებით აღწერა მისის ცხოვრებისა შემდეგ იქმნება დაბეჭდილი „ივერიაში“. ბესარიონ ღოღობერიძე იყო ღარიბი აზნაურის შვილი, თითქმის ჩვიდმეტ წლამდე შინაობაში გამოზრდილი, თვის სამშობლო სოფელს ჯიხაიშში. აღსავსე ცნობისმოყვარეობითა, მწყურვალი სწავლისა და ცოდნისა, − ბესარიონი შევიდა ქუთაისის გიმნაზიაში, სადაც სწავლობდა მხოლოდ მეხუთე კლასამდე; შემდეგ გადვიდა ტფილისის გიმნაზიაში. კურსის შერულების შემდეგ რამდენიმე ხანი მასწავლებლად იყო იმავე გიმნაზიაში, რადგანაც იმდენი შეძლება არა ჰქონდა, რომ იმ წამსვე წასულიყო რუსეთს უნივერსიტეტში შესასვლელად. მოიხელთა თუ არა საკუთარი შრომით ნაშოვნი ორიოდ გროში, მაშინვე გასწია პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც შევიდა მათემატიკის ფაკულტეტზედ. დიდი გაჭირება და ვაივაგლახი გამოიარა საწყალმა ბესარიონმა პეტერბურგში; არა ერთხელ უფიქრია თვის სტუდენტობაში, ხვალ რა ვჭამ. ან რა ჩავიცვა-დავიხუროო. ეს გაჭირება მით უფრო საგრძნობელი უნდა ყოფილიყო ბესარიონისათვის, რომ იგი იმ დროს თუმცა ხანში შესული არ იყო, მაგრამ არც ისე ყმაწვილი იყო, რომ მსუბუქად, თითქმის უგრძნობელად აეტანა ნაკლებობა, სიღარიბე. მაგრამ რასაც არ აძლევდა წლოვანობა, აძლევდა განუსაზღვრელი სიყვარული სწავლისადმი, განუქრობელი ნაპერწკალი უმაღლესის მიდრეკილებისა საყოველთაო სიკეთისადმი. აი, ამგვარად, მშიერ-მწყურვალი გულმოდგინედ შრომობდა, ბეჯითად სწავლობდა, და არა მარტო იმას, რაც პირდაპირ მის ფაკულტეტს შეეხებოდა; მას მიუძღოდა წინ არა მარტო დიპლომის მოპოვება, როგორც მრავალ სხვა მოსწავლეს, რომელიც ფიქრობს − ოღონდ კი დიპლომი მივიღო და სხვას ჯანი გავარდესო; ბესარიონი მარტო ეგზამენისათვის არ სწავლობდა, არამედ მის სტუდენტობის მიდრეკილების დროშაზედ წარწერილი იყო: ცოდნა, ცოდნა ყოველისფრისა, რისაც კი შეიძლება, ცოდნა ვრცელი და საფუძვლიანი, შემკული განუქრობელის სიყვარულით საყოველთაო ბედნიერებისადმი. რომ ბესარიონის სწავლა და ცოდნა აძლევდა საზრდოს არა მარტო ჭკუას, არამედ თან გულსაც უთბობდა, ამას ამტკიცებს, ბესარიონის თავგადასავალი სტუდენტობის დროს... რომ თვის ფაკულტეტისათვის კარგად სწავლობდა ბესარიონი, ამას თქმა არ უნდა. კურსი რომ შეასრულა, პროფესორებმა სთხოვეს, უნივერსიტეტში დარჩიო და პროფესორად მოემზადეო, მაგრამ ბესარიონმა არ ინდომა. რატომ? მისი ხალისი შრომისათვის უეჭველია; აგრეთვე უეჭველია მისი სიყვარული ცოდნისა და მეცნიერებისადმი. გარდა ამისა, პროფესორობას მოსდევს სახელი, დიდება, მაღალი ადგილი საზოგადოებაში, მეტადრე იმისთანა პროფესორს, როგორიც, უეჭველია, იქნებოდა ბესარიონ ღოღობერიძე. მან უარი რათ ჰყო პროფესორობაზედ და რატომ არ ინდომა უნივერსიტეტში დარჩენა? ცოდნისა და მეცნიერების სიყვარულის გარდა ბესარიონს გულში უღვივოდა კიდევ არა ნაკლები სიყვარულითვის სამშობლოისა.შ.ს. მოაგონდა დავარდნილი, დაცემული ხალხი, მსხვერპლად მიცემული უმეცრებას, ჭკუით და ზნეობით სიბნელეს, ჩავარდნილა სხვადასხვა ბოროტმოქმედთა ხელში... მოაგონდა და გულმა ვეღარ მოუთმინა: დასტოვა სახელი, მაღალი სამეცნიერო სამსახური; დასტოვა გულით საყვარელი სფერა მეცნიერებისა, გამოსწია თვის სამშობლოსაკენ და მიეცა ცხოვრების აყალმაყალს. აქ უჩემოდ სხვანიც ბევრნი იქნებიანო, ფიქრობდა განსვენებული ბესარიონი, მაგრამ იქ, ბედკრულ საქართველოში კი, პატიოსანი კაცი და მოღვაწე ერთი ათასადა ღირსო.

1863 წ. ჩამოვიდა ბესარიონ ღოღობერიძე ტფილისის გიმნაზიის მასწავლებლად. რა იყო მაშინ ტფილისის გიმნაზია, რა ადგილი დაიმსახურა ბესარიონმა მოსწავლეთა და მასწავლებელთ შორის, − ამას მკითხველი ამ წიგნის სხვა ადგილას წაიკითხავს. ხუთი წლის შემდეგ ბესარიონი გამოვიდა გიმნაზიიდან და გახდა ინსპექტორად ტფილისის საქალებო ინსტიტუტისა. რა სახელი დაიმკვიდრა აქ ბესარიონმა, − ამას ცხადად გვიჩვენებს არა ერთი ცხარი ცრემლი, რომელიც დაიღვარა მის გარდაცვალების თაობაზედ. არა ერთ ქალს განუღვიძა განსვენებულმა ნამდვილის სწავლისა და შრომის წყურვილი; არა ერთ ქალს ჩააგონა ბესარიონმა, რომ ქალის დანიშნულება არ არის მხოლოდ ხალხში გამოსვლა და არშიყობა, არამედ მას მოსდევს მაღალი დანიშნულება, და ამისდაგვარად ქალს უნდა ეპყრას მაღალი ადგილი საზოგადოებაში; ამ დამსახურებისათვის საჭიროა სწავლა და ცოდნა, ცოდნა ნამდვილი, საფუძვლიანი და არა მარტო გარეგანი ნიშანი ვითომცოდნისა, არა მარტო ზიზილ-პიპილები განათლებისა.

1874 წლიდამ დაარსებულ იქმნა სახალხო შკოლების დირექტორობა, და ტფილისის გუბერნიის შკოლების დირექტორად დანიშნეს ბესარიონ ღოღობერიძე. უკეთესს კაცს ამ საქმისათვის მთავრობა, რასაკვირველია, ვერ იპოვიდა. საქართველოს სკოლების გამგე უნდა ყოფილიყო საქართველოსვე შვილი, მცოდნე თვისის ხალხისა, მისის საჭიროებისა და მიდრეკილებისა; გარდა ამისა, საჭირო იყო კაცი, რომელიც საქმეს ბეჯითად მოჰკიდებდა ხელს არა მარტო იმიტომ, რომ სამსახურის მოვალეობა თხოულობსო, არამედ იმიტომ რომ თავ. დასდვა ხალხის განათლებისათვის, იმიტომ რომ გული სტკიოდა ხალხისათვის, რომლის კალთაშიაც თვითონ გამოზრდილა. ამგვარი კაცი იყო ბესარიონი, რომელმაც მართლადა ბეჯითად მოჰკიდა ხელი შკოლების საქმეს. მოიარა ქართლი და კახეთი, საკუთარი თვალით დააკვირდა ხალხის განათლების საქმეს, გამართა რამდენიმე შკოლა (საგარეჯოს, ყვარელს, ენისელს, გურჯაანს და სხვა). ხალხის განათლების საქმეს ბესარიონმა დაართვა შემნახველ-გამსესხებელ ამხანაგობის საქმეც. იგი კარგად გრძნობდა, თუ რა მჭიდრო კავშირი სუფევს ეკონომიური მდგომარეობისა და განათლების შორის; კარგად ჰხედავდა, რომ ხალხი დიდ გაჭირებაშია, სხვადასხვა ვაჭრების ხელშია ჩავარდნილი ხელფეხშეკრული, და თუკი კუჭსაც ვერ გაიძღობს, რაღა სწავლა უნდა მოაგონდეს. ყველა ეს კარგად იცოდა-მეთქი ბესარიონ ღოღობერიძემ, და ამიტომაც მიჰყო ხელი მოძღვრებას შემნახველ-გამსესხებელ ამხანაგობის დაარსებისათვის და დააარსა კიდეც რამდენიმე. ამ ამხანაგობათა გამგეობა ჩააბარა თვით სოფლის მასწავლებელთ და მით თითქო აღიარა ხალხის წინაშე ის ურთიერთობა სწავლისა და ეკონომიური მდგომარეობის შორის, რომელიც ზემოდ მოვიხსენიეთ. ჩვენდა სამწუხაროდ, დიდხანს ვერ მოუხდა ბესარიონს შრომა ხალხის განათლებისათვის, მაგრამ ამ მოკლე ხანშიაც დაიმკვიდრა მან ხალხში კეთილი სახელი და გულითაღი სიყვარული. „მას დიდხანს არ დაივიწყებს ხალხიო“, − იწერებოდა გაზ. „კავკაზის“ სიღნაღელი კორესპონდენტი. დიდხანს ვერ გასტანა-მეთქი ღოღობერიძის დირექტორობამ. იმერეთის თავად-აზნაურობა შეუდგა საადგილმამულო ბანკის დაარსებას, რომლის წესდება ბესარიონმავე შეადგინა. ამ ახლადდაწყებულ საქმისათვის საჭირო იყო თადარიგიანი კაცი, მხნე, მცოდნე, პატიოსანი, საქმისათვის თავდადებული, მარტო საქმისათვის, და არა მიმყოლი ტყუილ-უბრალო ცილობისა, საკუთარის, პირადი სარგებლობისათვის. ამგვარ კაცად გამოჩნდა ისევ ბესარიონ ღოღობერიძე. „მართალია, მსხვერპლად უნდა დავდვა ჩემი გულით საყვარელი შრომა და მოღვაწეობაო, - ფიქრობდა ბესარიონი, - მაგრამ ისიც (თავად-აზნაურთა ბანკი) დიდი საქმეა ჩემი ქვეყნისთვისაო, და საჭიროა, რომ დასაწყისშივე კარგ გზაზე დადგესო“. ბანკის გამგედ ამოირჩიეს ბესარიონ ღოღობერიძე, რომელმაც უშველებელის შრომით მიჰყო ხელი მის საქმეს და ზედ შეაკვდა კიდეც.

გარდა ამ საჯარო და ყველასათვის აშკარა მოღვაწეობისას. ბესარიონს არა ერთი სიკეთე მოუხდენია საიდუმლოდ ქართველ ახალგაზრდობისათვის, ჩვენი ქვეყნის მოსწავლე ყმაწვილ-კაცებისათვის: ვისაც გროში არა ჰქონია სწავლისათვის − უშოვნია ბესარიონის შემწეობით; ვისაც წიგნი დაჰკლებია − იმავე ბესარიონს მიუწვდენია. ამგვარი შემწეობა არავის არ ეთაკილებოდა, რადგან ბესარიონის გულწრფელობა ყველასათვის უეჭველი იყო. წიგნს მიაწვდენდა თუ ფულსა, − მიაწვდენდა ისე ალალად, ძმურად, რომ წყენას ან თაკილობას არავითარი ადგილი არ ჰქონდა. „ერთ ცისა ქვეშ ვართ დაბადებულნი, ერთისა და იმავე ქვეყნის შვილები ვართო და რად უნდა გვწყინდეს ერთი-ერთმანეთის შველა და შემწეობაო“; „დღეს მე მშველი, ხვალ შენ გიშველიო“ − ასე ამბობდა განსვენებული ბესარიონი.

ბესარიონ ღოღობერიძე გარდაიცვალა ორმოცდაშვიდის წლისა, ჯერ ისევ მხნე, ისევ ბეჯითი, მშრომელი, აღსავსე ძალითა და ღონითა. მართალია, დღეს თითქმის მთელ საქართველო გლოვობს ამისთანა შვილის დაკარგვას, მაგრამ განსვენებულმა დაუნერგა თვის სამშობლოს ერთი ნუგეში: სჩანს, სიცოცხლისა და წარმატების სახსარი არ გასწყვეტია იმ ქვეყანას, რომელსაც ებადება ამისთანა სახელოვანი შვილი!.

„მოგვყავს ის ორი სიტყვა, რომელიც წარმოთქმულ იქნა ერთი იმერეთის ეპისკოპოსის მიერ, მეორე - ნ. დ. ყიფიანისა სობოროს მოედანზედ მრავალი ხალხის წინაშე, როდესაც მიცვალებული ბესარიონი გამოასვენეს ეკლესიიდამ.

- სიტყვა თქმული ქუთაისის სობოროსა შინა შემდეგ წესის აგებისა მიცვალებულის ბესარიონ ღოღობერიძეს ზედა.

ძმანო. ქრისტიანენო!

„ვგონებ, რომ დღეს მთელ ჩვენ ქალაქში არ არის არც ერთი კაცი, რომელიცა არ გრძნობდეს მძიმე მწუხარებასა, მხედველი ამის კუბოისა და მას შინა მდებარისა მიცვალებულისა. არა თუ მისნი ნათესავნი და მეგობარნი, არამედ ყოველნი, რომელთაც გაგონილი ჰქონდა, ვინ იყო იგი და რა კაცი იყო. დღეს არიან ღრმად შეწუხებულნი მისის სიკვდილისაგან.

„მართლაც, ვინ არ შეწუხდება მხედველი ასე უდროვოთ მისისა გარდაცვალებისა! ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება სამწუხაროთ ფრიად ღარიბია მისი მსგავსი პირებით. არა თუ ღარიბი ვართ, თითქმის არავინ არ არის ჩვენ შორის ისეთი პირი, რომელსაც შეეძლო მთელი საზოგადოების ყურადღების და მინდობილების მიზიდვა. მიც ვალებული კი იყო ერთი ესრეთი პირი. იგი იყო შემკული მაღალი ჭკუითა და სხვათა სულიერთა ნიჭთაგან, რომელნი იყვნენ დამუშავებულნი ღრმა და საფუძვლიანი სწავლითა. ამასთანავე ცხოვრება და საქმენი მისნი ყოველოვან იყვნენ ფრიად სასარგებლო და გამოსადეგი ქვეყნისათვის. საზოგადოებისაგან მას ჰქონდა მინდობილი დიდი საქმე, რომელსაც იგი მართავდა ჭკუით და წარმატებით.

„და აჰა ესერა იგი გარდიცვალა უცფათ, უდროვოთ, და ვერ მოასწრო. მან მისი საქმისა სისრულეში და სიმწიფეში შეყვანა. ვინ არ შეწუხდება, ვინ არ დაღონდება და არ დაფიქრდება მხედველი ასე უდროვოთ მისი გარდაცვლილებისა.

„გარნა, ძმანო, ქრისტიანენო! თუმცა იგი მართლა უდროვოთ გარდიცვალა, თუმცა მას კიდევ მრავალი სიკეთის და სარგებლობის მოტანა შეეძლო საზოგადოებისათვის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია თავი ვინუგეშოთ მით, რომ მან მაინც მრავალი სიკეთე და სარგებლობა მოიტანა თავის ქვეყნისათვის, მაინც დიახ პატიოსანი სახელი და ქება დასტოვა, მაინც ბევრი კარგი მაგალითი გვიჩვენა ჩვენ არ ვიტყვი და საჭიროც არ არის აქ ვახსენო რაოდენი შრომა მიუღია მას თავიდგანვე შემდგომ სწავლის დასრულებისა და სამსახურის დაწყებისა ქვეყნის განათლებისათვის. მარტო ერთს და ისიც უკანასკნელს მისის სიცოცხლის გარემოებას გავიხსოვნებ. თამამათ ვიტყვი, და ყოველთა მისთა მახლობელთა იციან ესა, რომ მან მისი სიცოცხლე დალია და შესწირა იმ საქმეს, რომელიც მას ჰქონდა მინდობილი საზოგადოებისაგან. იგი გადაჰყვა, ანუ დაბიურათ ვიტყვი, გადააკვდა მის სამსახურს.

„კარგი ხანია იყო იგი ავათ, თან-და-თან სუსტდებოდა, მაგრამ არ იშლიდა ჩვეულებრივ შრომას. მისი მეგობარნი და ნათესავნი ურჩევდენ და სთხოვდენ, რომ ცოტა ხანს მოისვენოს დაეთხოვოს სამსახურს. წავიდეს სადმე მოსარჩენათ. მაგრამ არ დაუჯერა, ეშინოდა რომ საზოგადო საქმეს არ მიეცეს რაიმე ზარალი მისი განშორებით.

„ისე თავ–გადადებული იყო და მოყვარული მისი საქმისა, რომ ლოგინზედაც დაწოლა არ მოინდომა, თუმცა ძლივს დადიოდა, თითქმის ფეხზე მდგომარე გარდაიცვალა; უკანასკნელის სულის აღმოფშვენამდი იყო შრომაში და მუშაობაში, და მშაობაში.

„დიდია ეს მაგალითი, დიდია ამისთანა თავ-გადადება სამსახურისთვის, მეტადრე ახლა ამ ჩვენ დროებაში, როდესაც თითქმის ყოველნი სამსახურში მყოფნი ცდილობენ რაც შეიძლება, ერთი მხრით, თავის გაუჭირვებელად გაატარონ მათი სამსახური და მეორე მხრით, რაც შეიძლება, მომტებული სასყიდელი და სარგებლობა გამოიტანონ სამსახურიდგან.

„ძმანო! როდესაც მხედარი თამამათ სდგას გაცხარებულ ომში, გარემოს მისა ათასნაირი სიკვდილი ფრინავს, მაგრამ მას არ უშინიან, უშიშრად შეებმება მტერსა, ხან-და-ხან დაკოდილიც არ ეშორება ბრძოლასა და მიიღებს სიკვდილსა. მას ყოველი კაცი აქებს, გმირს ეძახის. მაგრამ ვგონებ, რომ უდიდესი ქების ღირსი არის ის კაცი, რომელიც მსგავსად საბრალოისა ამის მიცვალებულისა. თავის სიცოცხლეს შესწირავს ასე თავ-დადებულად საზოგადო საქმეს, ჩუმათ, მოთმინებით, არა მომლოდინე, რომ მას ვინმე უყურებდეს და აქებდეს, არამედ კიდეც ესმოდეს მრავალი ევედრება, ცილის წამება მტერთაგან და მოშურნეთა, მტერი, მოშურნე თვით უკანასკნელს, არა რაით შესანიშნავს კაცს ჰყავს: მიცვალებულს, რასაკვირველია, ვითარცა გამოჩინებულს და შესანიშნავს პირს, მრავალნი მტერნი და მოშურნე ჰყავდა, რომელნიც მასზედ მრავალს უსამართლოდ კიდეც სწერდენ და კიდეც იტყოდნენ და უმეტესად უმძიმებდნ მის შრომას.

„გარნა რაიცა აქამომდე ჩვენ ესთვვით. ის იყო სოფლიური, ხორციელი საქმე, რაც მას ჩვენ უქეთ აქამომდე ისიც ხორციელი იყო და სოფლიური, მართალია, ვინც ისე თავ-გადადებით და ნაყოფიერად ასრულებს მის მოვალეობას, როგორც მიცვალებული. იგი ღვთის ნებას ასრულებს, ღმერთს ემსახურება: რადგანაც ღმერთიც ამას გვიბძანებს და ამას მოითხოვს ჩვენგან, რომ დაუცხრომელი შრომითა და მეცადინეობითა ვატარებდეთ ჩვენსა ცხოვრებასა.

„გარნა, ძმანო, ქრისტიანენო! რაც გინდა შესანიშნავი იყოს კაცი. თუ გინდ მთელ ქვეყანას აკვირვებდეს თავის ჭკუითა და საქმითა, თუ სარწმუნოება ღვთისა არ ჰქონდა, იგი იქნება მხოლოდ ამ სოფლის შვილი და მუშაკი. იგი სილაზე აშენებდა მის სახლს. მისი ქება და სახელი იქნება მოკლე. ვითარცა ეს სოფელი და აქაური წუთი-ცხოვრება და იმასაც ვფიქრობ, რომ ყოველი მორწმუნე, ღვთის მოყვარე კაცი, როდესაც კუბოში დაინახავს მიცვალებულს, უპირველეს ყოვლისა იმას იკითხავს თავის გული - როგორი ქრისტიანე იყო იგი, ჰქონდა თუ არა სასოება და სარწმუნოება? ახლა ამ ჩვენ დროებაში უმეტესად საჭიროა შევიტყოთ — მორწმუნე კაცი იყო თუ არა ეს მიცვალებული?

თავი„ახლა ერთი ახალი და შესანიშნავი გარემოება წარმოებს ჩვენს საზოგადოებაში, ის რომ ჩვენ ქვეყანაში ყოველნი არაკოვანნი მოხუცებულნი — ძველებულნი ქრისტიანები ეჭვით უყურებენ ახალ-გაზდა თავის შვილთა და შვილის-შვილთა, მეტადრე მათ, რომელთა რაოდენიმე გახათლება მიუღია დიდ თუ მცირე სასწავლებელში, და არა თუ ეჭვით უყურებენ, თითქმის არ სწამთ, რომ იგინი ქრისტიანენი იყვნენ, სარწმუნოება ჰქონდესთ, მეტადრე თუ მაღალი სასწავლებელიდგან გამოვიდა ვინმე, არავინ დაიჯერებს რომ იგი იყო მორწმუნე კაცი. სამწუხაროდ ჩვენდა და ყოველის თავის მამულის მოყვარის კაცისა ეს ეჭკი უსაფუძვლო არ არის, ცხადად ხედვენ ძველებულნი კაცნი, რომ ახალ-გაზდობათა შორის სუსტდება და ეცემა სარწმუნოება ღვთისა და ქრისტიანობა, როგორი იყო ამ კერძოით მიცვალებული? მორწმუნე ქრისტიანე იყო თუ არა? თუ მას სარწმუნოება არ ჰქონდა, არასფერი არ ჰქონია. ყოველი მისი ქება და შრომა აქვე გაქარდება ამ კუბოში. რისთვის მოიკლა მან თავი? უმჯობესი არ იყო. რომ ორიოდე დღე კიდევ ეცოცხლა ამ ქვეყანაში? გარნა, ძმანო, ჩემნო! სანუგეშოდ ჩვენდა, ჩვენ გვაქვს მიზეზი და საფუძველი ვსთქვათ, რომ იგი იყო მორწმუნე, ქრისტიანე კაცი. ხოლო ეს გარემოება რომ ესრეთი განათლებული კაცი არ იყო ურწმუნო, არამედ ჰქონდა ცხოველი სარწმუნოება და ქრისტიანობა კიდევ ერთხელ ცხადათ ამტკიცებს იმ აზრს, რომ ურწმუნოება არ არის ნაყოფი სწავლისა და მეცნიერებისა, არამედ უმეტესად უსწავლელობისა. ანუ ზედა პირი უსაფუძვლო სწავლისა. მართლა, ვინ იყო და ვინ დარჩა ჩვენ ქვეყანაში ისე ღრმად და ვრცელად სწავლული და მეცნიერი, როგორათაც მიცვალებული ესე? გარნა მისმა სწავლამ და მეცნიერებამ არ გააქარვა მისი სარწმუნოება, არამედ უმეტესად დააღრმავა და გაამაგრა. არა უსაფუძვლოთ იტყვის ერთი უდიდებულესთა ფილოფოსთაგანი, რომ ღრმა მეცნიერება კაცს მიიყვანს ღვთის სარწმუნოებისადმი, ხოლო ზედა პირი, უსაფუძვლო. სწავლა — ურწმუნოებისადმი.

„ხოლო შენ, საბრალო მოხუცო, მამავ ამა მიცვალებულისა, ჭეშმარიტად განუზომელი უბედურება გეწია დღეს. ამისთანა შვილი ჯერეთ არავის არ დაუკარგავს! გარნა მხნეთ იყავი. ჩვენ მოხუცებულთა კაცთა სახე და მაგალითი უნდა ვუჩვენოთ ახალ-გაზდობასა. ღვთის – მორჩილებით უდა მოვითმინოთ უბედურება და მწუხარება!“

სიტყვა უფ. ნ. დ. ყიფიანისა:

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს კაცი იყო საფუძვლინად სასწავლი, მრავალი ცოდნის და მტკიცე და ბეჯითი ხასიათის პატრონი მუშა კაცი, მუდამ მშრომელი და ყოველთვის ჯავის მოგვარე. სწავლის შეძენა. ცოდნის მითვისება და მაგარი ხასიათის შემუშავება არ შეიძლებოდა, თუ არ დაუღალავის მეცადინეობით.

„ბევრი წელიწადი გაატარა ამ კაცმა სწავლაში, მუდმივ შრომა- ში და დაუდგრომელ ჯაიკაში.

„რისთვის და ვისთვის? რა ჰქონდა მიზნად ამ კაცს. როდესაც სხვილი წიგნების გროვაში იყო ჩამჯდარი სტუდენტობის დროს, ან მანამდის, ან შემდეგ ყოველთვის? ამის ასახსნელად გადავკრათ თვალი ამის მოქმედებას, როდესაც სწავლის გათავების შემდეგ მობრუნდა საქართველოში.

„თავდაპირველად მან აირჩია ასპარეზი, რომელსაც ეტრფოდა მრავალი ჩვენთაგანი სტუდენტობის დროს, ასპარეზი ახალი თაოზის სწავლებისა, პედაგოგის, მეც ვიყავი ერთ დროს ამის მოწაფეთ და დღესაც ბედნი რად ვსთვლი იმ დღეებს, როდესაც ვისმენდი ამის ნივრულს თავდარიგიანს სიტყვას, რომელიც იმ დროს მინერგავდა სიყვარულს სწავლისადმი.

„შემდეგ ამან მოჰკიდა სული უფრო დიდს საქმეს, შეუდგა უფრო იკართო გზას: ხალხში სწავლის გავრცელების საქმე მიანდო ამას მთავრობამ. ჩვენ ვხედავდით იმ დროს ბესარიონს, რა მაგრად და რა ენერგიულად ასრულებდა თავის მოვალეობას და რა ბედნიერად სთვლიდა პირველ დროს თავის თავსა, რომ ამისთანა საქმის მმართველად გახდა.

„როგორ დაიმსახურა ამან იმ დროს ჩვენი მადლობა, ამის პასუხს ჩვენ მივიღებთ იმ სოფლებში, სადაც ამან თავის ხელით გამართა სახალხო სასწავლებლები, თუ ვკითხავთ იმ სოფლელ ყმაწვილებს, რომელნიც იმ დროს სწავლობდნენ იმ სასწავლებლებში.

„მაგრამ აკმაყოფილებდა ამას ეს საქმე თუ არა, შეეძლო მას თავის საკუთარის აზრით და თავის საკუთარის რჯული რწმუნებით ემოქმედნა თუ არა, ამაზედ ახლა ჩვენ არ გვაქვს ნება ვილაპარაკოთ, —- რატომ, ამას თქკენ თითონ მიხვდებით.

„ბოლოს დროს ამ კაცმა გადმოიტანა თავისი ძალა და ღონე თავის სამშობლოში. აქ, სადაც დაიბადა და სადაც გაიზარდა, და ეს ძალა და ღონე თვისი შესწირა საზოგა დობას.

„ხელმწიის სამსხურში დამსახურებულმა და მმართებლობისაგან პატივნაცემმა. იმ დროს, როდესაც სახელმწიფო სამსახურში და - წინაურებაც შეეძლო და ჩინოვნიკური კეთილ-ცხოვრების მოპოვებაც და შემატებაც ამან საზო–გა-დო-ებას უძღვნა თავისი სწავლა, ცოდნა, ღონე და მრთელი სიცოცხლე. საზოგადოებისათვის, ხალხისათვის, ქვეყნისათვის უნდა ვიმუშავოთო, იტყოდა ხოლმე ხშირად ეს ჩვენი მოძღვარი და ნამდვილი შვილი თვისი მშობელი ქვეყნისა.

სამწუხაროდ ჩვენდა, ჩვენ შორის ძალიან ნაკლებად ვხედავთ ბესარიონისავით საერთო საქვეყნო და საზოგადო საქმისათვის მოღვაწე კაცებს.

„ესეც უნდა ვსთქვათ, რომ არავის, საზოგადო ასპარეზზედ მომქმედს. ჩვენში არ გამოუცდია იმ გვარი წყენა და ამდენი უსიამოვნება ზოგიერთ განცალგევებულ პირთაგან, რასაც უსიამოვნობას იტანდა გამაგრებული გულით ეს მშრომელი კაცი.

„იმდენი მოღვაწეობა, რაც სიყრმიდგან მოყოლებული მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვით უკანასკნელ დღემდინ გასწია ამ მშრომელმა კაცმა ქვეყნის კეთილ – დღეობისათვის და თვის მოძმეთა წარმატებისათვის იტვირთა, უნაყოფითაც არ ჩაუვლია შენს მხნეობას და შენს ღვაწლს, ჩვენო დაუვიწყარო ბესარიონ.

„ღმერთმა მოგვანიჭოს ჩვენ საქართველოს ახალ-თაობას, ამ ჟამად სხვა-და-სხვა ნაირი ნისლით მობურულ მდგომარეობაში — იმ ნათული გზის გარკვევა, რომელზედაც გხედავდით შენ ბეჯითის და საფუძვლიანის ნაბიჯით მსვლელად და ღმერთმა მოგვცეს ღონე ამ შენგან ნავალ გზაზედ მსვლელობისა ჩვენც შენზედ . მგლოვიარე საქართველოს ყმაწვილ-კაცობას.

„დღეს ვეთხოვებით ბესარიონს, მაგრამ სახელი ამ პატიოსანი კაცისა დარჩება ჩვენ შორის. ვისურვოთ, რომ სახელი ამ საუკუნოთ მიძინებულის კაცისა განგვაღვიძებდეს ჩვენ, საქართველოს ახალთაობის კაცებს საშრომელათ ქვეყნის კეთილ–დღეობისადმი და ამ ქვეყნის ერთგული კაცის წადილების აღსასრულებლად .

„დაისვენე ორმოც-და-ათის წლის ნაშრომმა კაცმა და შენმა შეუწუნარებელ შრომაში განვლილმა სიცოცხლემ თვისის მაგალითით გაგვამხნეოს ჩვენ, ვინც დღეს შვნზედ ვსტირით...“

11 ფიქრი და შენიშვნა

▲back to top


ფიქრი და შენიშვნა

(გლოვა ბესარიონ ღოღობერიძის გარდაცვალებაზე.)

ზოგიერთი რამ ჩემის ნახსომიდამ. ბესარიონის უმთავრესი ღვაწლი ჩემის აზრით, სულიერი საზრდო ღოღობერიძისა და ერთი ხანა რუსეთის ისტორიისა და ლიტერატურისა.

საზოგადო გლოვა და მწუხარება, რომელიც მოჰყვა ბესარიონ ღოღობერიძის სიკვდილს, არის, ჩემის აზრით, მოვლენა ყოვლად ღირსშესანიშნავი, ღირსი ყურადღებისა და დაკვირვებისა; ამ მოვლენის წინაშე ზურგის მიბრუნება შეუძლებალია მომდინარე ცხოვრების მემატიანესათვის. ამიტომაც ორიოდე სიტყვა უნდა მომისმინოთ ამ გარემოების შესახებ. ბევრჯერ გვინახავს მე და შენ, მკითხველო, დიდის ამბით მისვენება მიცვალებულისა; გვინახავს მრავალი გამცილებელი და დიდი გროვა საფლავზედ. ვინ ყოფილა, ამ შემთხვევაში, მიცვალებული? თითქმის ყოველთვის ეს ყოფილა დიდი-კაცი, მაღალის თანამდებობის მქონე, უმაღლესთაგანი მოხელე. მის საფლავზედ მოგროვილან, ნაცნობთა გარდა, უთვალავი მოხელენი, პირდაპირი ხელქვეითნი ან ასე თუ ისე დამოკიდებულნი განსვენებულის თანამდებობაზედ. ხელქვეითობა მაღალ თანამდებობაში ხომ შორსა სწვდება! ან მიცვალებული ყოფილა კიდევ დიდის სიმდიდრის პატრონი, რომლის მწყალობელთა რიცხვი, ამის გამო, ყოფილა უთვალავი. იქმნება ესა თუ ის წარჩინებული მიცვალებული მართლა ყოვლად პატიოსანი და პატივსაცემი კაცი იყო? იქნება, მაგრამ რა წილი ჰქონია იმ გლოვაში ერთის მხრით გულითადს, ალალს მწუხარებას, და მეორე მხრით - პირმოთნეობას, ვალდებულობას და სხვ., ღმერთმა უწყის. ამიტომაც ამგვარ გლოვისათვის არავითარი საზოგადო მნიშვნელობა არ მიგვინიჭებია, მაგრამ, როდესაც მიცვალებული არ ყოფილა არც სიმდიდრის პატრონი, არც მაღალის თანამდებობის კაცი, და როდესაც მას დაჰსტირის ათასი, ათი ათასი ხალხი, ქვეყანა დიდიდამ პატარამდე, მაშინ გულწრფელობა ამა გლოვისა უეჭველია; მაშინ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ თვითონ კაცი ყოფილა დიდებული, თვითონ მის შინაგან თვისებაში უნდა მოიძებნებოდეს მიზეზი მისდამი ქვეყნის პატივისცემისა. იმისას კი აღარას მოგახსენებთ, რომ ამგვარი გლოვა პატივსა სდებს თვითონ ხალხს, საზოგადოებას, ქვეყანას, რომელიც ასე ესალმება თავის საყვარელს შვილს; ცხადად გვიჩვენებს, თუ რა ღირსეულად იცის დაფასება საზოგადოებამ ნამდვილის ღვაწლისა, მის სარგებლობისადმი მიმართულისა. ამ მხრით ბესარიონ ღოღობერიძის დასაფლავება ყოვლად ღირსშესანიშნავია. იყო კაცი უბრალო, ჩუმი მშრომელი თავის ხალხისა და ქვეყნისათვის; იგი არცა ყვიროდა, არც ტრაბახობდა ქუჩა-ქუჩა დიდი რამა ვარო. მაგრამ, დახე ხალხის ბუნებითს გონიერებას (მას ხომ დიდი ხანია გაუნათლებლობისა და ბრიყვობის სახელი აქვს დავარდნილი!); დახე მის განვითარებულ გრძნობიერობას, მის უხილავ გულის ძგერას სიმართლისადმი! იგი რას დასდევს - მიცვალებული დიდი-კაცი იყო თუ პატარა, გული ვარსკვლავებით ჰქონდა მოჭედილი თუ არა; ჯიბესავსე იყო, თუ ჯიბეცარიელი? საკუთარი ჭკუა უჭრის, საკუთარი გული უთქვამს, თუ სად არის ნამდვილი ღირსება და დიდება, და ჰსცემს კიდეც თაყვანს... აბა, მაშ, ვნახოთ რა იყო ბესარიონი და რით დაიმკვიდრა სახელი და დიდება.

ეხლაც ნათლად მახსოვს ის დრო, როდესაც ბესარიონი ჩამოვიდა ტფილისის გიმნაზიის მასწავლებლათ. რა იყო მაშინ ტფილისის გიმნაზია, - ამაზედ არა მგონია, რომ გრძელი ლაპარაკი იყოს საჭირო, მით უფრო, რომ აწინდელი მდგომარეობა გიმნაზიისა ბევრად არ დაჰშორებია იმ დროისას: კაზარმასაებრ მოწყობილი სასწავლებელი, წამდაუწუმი ფორმით ბრძანებლობა; ერთის მხრით, იმგვარივე თვალახვეული ფორმით მორჩილობა, მეორეს მხრით, თავიდამ ბოლომდე თვალგაუწვდენელი სიბნელე, რომელშიაც არავითარ ცოცხალ სხივს არ ჰქონდა ადგილი. რას მიქვიოდა ზნეობითი განვითარება, ჭკუა-გონების გახსნილობა? თავი და თავი საქმე იყო ეგზამენია, განაკვეთისა და სახელმძღვანელოს ჩაბულბულება. ამგვარი სიმშრალე ფორმით სწავლისა, რასაკვირველია, ვერაფერი თამასუქი იყო ნიჭის განვითარებისათვის, ვისაც ნიჭი დაბადებიდგანვე ჰქონია შეყოლილი, ან საზოგადოდ ჭკუა-გონების განცხოველებისათვის. მე ვიცი დაფიქრდებოდა ვინმე, რომ მშრალი გაზეპირება განაკვეთებისა ბავშისათვის საკმარისი არ არის; რომ მისი ნორჩი ბუნება მოითხოვს უფრო ცოცხალს, უფრო ყუათს საზრდოს სულიერს. მე ვიცი დაფიქრდებოდა ვინმე, რომ თესლი, დანერგილი ბავშვის გულში, გაჰყვება კაცს ბოლომდე....... ვინ იცის რამდენი გონება და ნიჭი დახშულა ამ გარემოებაში და რამდენი ცოცხალი და ჩვილი გული დაჩაგრულა. ნეტავი იმ ყმაწვილს, ვისაც იმოდენა ბუნებითი ძალა ჰქონია, რომ თავისთავად გახსნია გონება, თავისთავად აუხილავს თვალი და აჰსუყებია გული გარემოცულ სიმშრალით. მაგრამ მეორის მხრით, ვაი ამავე ყმაწვილს თუ თვის მასწავლებელთა შორის არ ჰყოლია არავინ, რომელსაც შეჰსძლებოდეს მისთვის ხელის მიწვდენა, გზის მომართვა, რომელსაც ჰსცოდნოდეს პასუხის მიცემა მაზედ, რაც აღძრულია ბავშვის გულში და აღძვრა, გაღვიძება მისი, რაც მიძინებულია. ყმაწვილი ელის ამისთანა კაცს ვით ანგელოზს, ციდამ მოვლენილს. ამგვარი ანგელოზი ტფილისის გიმნაზიისათვის იყო ბესარიონ ღოღობერიძე. იგი მოევლინა გიმნაზიას ვით მღელვარე ზოლი მუქ ადგილზედ, ვით მნათობი გარემოცულ წყვდიადში. არაერთ ყმაწვილს დაუწყო გულმა თრთოლა, არაერთმა აცქვიტა ყური, არაერთს უფიქრნია: „აი, ეს მეტყვისო ახალსა და ცოცხალ სიტყვას, ამას გადუშლიო ჩემს გულის პასუხს, მას შევჩივლებო ჩემს მწუხარებასა და ვკითხავ, რაც არ ვიციო; ეს სხვებსაებრ არც გამიჯავრდება, არც დამცინებსო, გზას დამანახვებს ცხოვრებისასაო, მეტყვის რათა ვარ, რისთვისა ვარ, ვის უნდივარო“. მართლა და არც გაუცრუებია ბესარიონს ყმაწვილობის მოლოდინი. „ჩემი სახლი ყველასთვის ღია არისო, -ეუბნებოდა ბესარიონი, - რაცა გნებავთ, როდესაც გნებავთ მზათა ვარო“. კარგად იგრძნეს ყმაწვილებმა ბასარიონის გულწრფელობა და უშიშრად მიაწოდეს ხელი, უშიშრად გადუშალეს მას თვისი გული. ამგვარად ჩამოვარდა მჭიდრო მეგობრობა ბესარიონისა და მის მოწაფეთა შორის. ეს მეგობრობა სწავლის საქმეს, რასაკვირველია, არამც თუ არ ახდენდა, არამედ უფრო აცხოველებდა, ანაყოფიერებდა. ვინც ყოფილა ბესარიონის მოწაფე და ახლო მდგარა მასთან, არასდროს არ დაავიწყდება ის ტკბილი ბაასი, რომელიც არაერთხელ გაუწევია ბესარიონს; არ დაავიწყდება ის გულის ძგერა, რომლითაც მიდიოდა იგი ბესარიონთან და ის აღტაცება, რომლითაც ისმენდა იგი ყოველს მის სიტყვას. ბესარიონმა იცოდა ლაპარაკი გულახდილად, ისე, რომ არც დააფთხოს ჩვილი ბუნება ყმაწვილისა და თან მტკიცე განვითარება მისცეს მის ჭკუა-გონებას. ნეტავი იმას, ვინც იცის ამგვარი ლაპარაკი! ამისათვის საჭიროა ნათელი და მტკიცე რწმენა, საჭიროა გული აღსავსე განუსაზღვრელის სიყვარულით კაცობრიობისადმი, საჭიროა მჭიდრო კავშირი, ერთობა ჭკუის მოთხოვნილობისა და გულის მიდრეკილების შორის... თქვას კაცმა სიტყვა და მსმენელს ჟრჟოლა მოჰგვაროს, თქვას სიტყვა და შეაძულოს ამა მსმენელს რაც უყვარდა ან შეაყვაროს, რაცა სძულდა - ეს ისეთი თვისებაა, რომელსაც ჯერჯერობით, ყველა არ ჰღირსებია. ნეტავი იმას, ვისაც ჰქონია ეს ბედნიერი თვისება! ნეტავი იმასაც, ვისაც თავის სიცოცხლეში ერთხელაც არის ჰსმენია იმისთანა სიტყვა, რომელიც ზემოდ მოვიხსენიეთ! ბესარიონმა იცოდა ამგვარი მოძღვრობა და ლაპარაკი, და მისის სულის სიმაღლეც ამაშია. მის სახელის სადიდებლად ის ღვაწლიც საკმარისია, რომელიც ამ მხრით დასდვა ბესარიონმა. პირად ლაპარაკი და მით ზედმოქმედება და გავლენა დიდი რამ არის; იგი ძალაა არა ნაკლები სხვაზედ; იგი არის არა მარტო სიტყვა, არამედ საქმე სხვა საქმეთა შორის. ამისათვისაც არანაკლებად საჭიროა, როგორც ზემოდ მოგახსენეთ, ცოდნა ვრცელი და მრავალგვაროვანი, რწმენა მტკიცე და საფუძვლიანი, სიყვარული თუ ძულვა მკვიდრი და განვითარებული.

საიდამ გამოჰყვა ბესარიონს მისი რწმენა, მისი სულიერი განვითარება - ამის გამოსაკვლეველად საჭიროა მოვიხსენიოთ ის დრო და ხანი რუსეთის ლიტერატურისა, რომელსაც დაესწრა ბესარიონ ღოღობერიძის სტუდენტობა. ეს იყო დრო, რომელიც მოჰყვა ყირიმის ომიანობას, უკეთესი დრო რუსის საზოგადოების და ლიტერატურის განვითარებისათვის; ეს იყო დრო, როდესაც ლიტერატურაში უპირატესობა ეპყრა «Современник»-ს და მის უკეთესთა მოღვაწეთ; როდესაც საზოგადოება, თითქო ძილგაკრთობილი, აღტაცებით მიეცა იმედს - უკეთესის, კეთილცხოვრებისას; ეს იყო დრო ბატონ-ყმობის მოსპობისა და სხვა მრავალგვარ ცვლილებათა დასაბამისა. საზოგადოება თითქო პირს უბრუნებდა და სამუდამოდ ესალმებოდა თავის წარსულს, უწყალოდ ჰკიცხავდა აწმყოს და პირმღიმარე შეჰსცქეროდა მომავალს. მიყრუებულმა ცხოვრებამ გაიხმაურა, ყოველს კუთხეს დაეტყო მოძრაობა. მეცნიერება, ლიტერატურა, უკეთესი ნაწილი საზოგადოებისა, - ყველანი ერთად, ძმურად, ხელიხელსგაყრილნი ადგნენ ერთსა და იმავე გზას წარმატებისას. ლიტერატურა გრძნობდა თავის მაღალს დანიშნულებას და მისი უკეთესი მოღვაწენი ღირსეულად ასრულებდნენ ამ უმაღლესს თანამდებობას. საზოგადოება, თავისის მხრით, დიდის პატივით ისმენდა ლიტერატურის ნაუწყს და ბანს აძლევდა მის გულის ძგერას. ამ მსმენელთა შორის უპირველესნი

ნ. დავითიშვილი

12 შინაური მიმოხილვა

▲back to top


შინაური მიმოხილვა

ბესარიონ ღოღობერიძის დასაფლავება. − ერთით ნაკლები. − ხალხის წინ მალაყს ვერ გაუჭრია. − განკითხვის დღე − ხალხის უტყუარი განაჩენი. − რის ნუგეშია. − უფ. ლოლუა. − ურიების საქმე. − თხა ადვოკატობს, ხურჯინი ბრალმდებელობს. − ახალი თეორია საბუთებისა. − რა უჭრო საშიშია

15-ს მარტს ქუთაისში გუბერნიის სოფ. ჯიხაიშში დაასაფლავეს ერთი იმისთანა კაცი, რომელსაც სამართლიანად ჰგლოვობენ ეხლა მთელი საქართველოს უკეთესნი წარმომადგენელნი, დიდი თუ პატარა. დაასაფლავეს ბესარიონ ღოღობერიძე, კაცი თავისი ხალხისა და ქვეყნისათვის თავდადებული!... პატარა ღარიბი ეკკლესია სწორედ გაჭედილი იყო ხალხითა, ქალითა თუ კაცითა. ზოგიერთნი მოსულიყვნენ ტფილისიდამაც უკანასკნელის პატივის მისაცემად. ქუთაისის ეპისკოპოზე ბძანდებოდა მწირველად. როცა წირვა და პანაშვიდი დასრულდა და ეპისკოპოზი საკურთხევლიდამ გამობძანდა, საცოდავი სანახაობა ვნახეთ, იმისთანა სანახავობა, რომელიც მნახველს თავის დღეში არ უნდა დაავიწყდეს.

კუბოს გვერდით იჯდა სკამზედ თავიდან ფეხამდე სულ შავებით მოსილი სამოცდაცამეტი წლის, მწუხარებისაგან წამებული და ღონემიხდილი მოხუცი მამა ბესარიონ ღოღობერიძისა, თეთრწვერა, თვალებჩაცვივნული, ლოყებჩაცვივნული, ფერმიხდილი და გაფითრებული. იჯდა და უღონობით თავი კუბოზედ ესვენა. როცა ეპისკოპოზი მობძანდებოდა და კუბოს დაუახლოვდა, წამოდგა ის მოხუცებული კაცი და საცოდავის გოდების ხმით მიჰმართა ეპისკოპოზს სხვათა შორის ამ სიტყვით: „ცხრა დღე და ცხრა ღამე არ მისვამს და არ მიჭამია: ცხრა დღეს და ცხრა ღამე ჩემს თვალებს ძილი არ უნახავს, ცხრა დღეა და ცხრა ღამე სულ ამ კუბოს დავყურებ. ვეხვეწები, ვემუდარები ჩემს შვილს, დამიბრუნდი-მეთქი... არ დამიბრუნდა... მიშველეთ! დამიხსენით!“ ჰსთქვა ესა თუ არა (და რარიგად ჰსთქვა!), მთელი ეკკლესია ერთ ქვითინის ხმა გადაიქცა. დიდი, პატარა, ერი, ღვდელი სულ ჰგოდებდა. როცა განსვენებული საფლავში ჩაასვენეს, უბედურმა მამამ პირველმა წამოავლო ხელი ნიჩაბს და ჰსთქვა: „შვილო, ღარიბი ვიყავ, მაგრამ ღმერთმა ხომ იცის, შენთვის არა დამიკლია რა, რაც კი შემეძლო და მებადა, და აჰა, ღმერთმა ინება, რომ ესეც ჩემგან მიგეღო!... მიიღე ეს უკანასკნელიცა!“ ჰსთქვა ეს და მიაყარა მიწა. ერთი რაღაც საშინელის მტკივნეულობით აუნაოჭდა სახე და ორი დიდრონი ცრემლი გადმოჰსცვივდა დროულ თვალთაგან. მე მგონი, რომ ის უკანასკნელი ცვარიღა იყო, რომელიც მამის მკვდარის გულიდამ გამოსწურა იმჟამად საშინელმა საქაჯავმა მწუხარებისამ. როცა სამძიმრის სათქმელად წარვსდეგით ჩვენ, მამამ აღარ დაგვაცალა და გვითხრა: „ამაოა ყოველივე სამძიმარი. ჩემთვის ნუგეში აღარ არის ქვეყანაზედ. მე დღეს ჩემი ხელით დავმარხე ჩემი დიდება, ჩემი სახელი. იმის საფლავიდამ ამოვიღე ცეცხლი და აქ, გულში, ჩავიდე, ამ ცეცხლს ვეღარავინ გამიქრობს, ვეღარავინ!“.

მართალი ხარ, უბედურო მამავ! შენ იმ დღეს იმისთან, შვილი დამარხე, რომელიც ყველა მამისათვის დიდება და სახელი იქმნებოდა. მაგრამ განა მარტო შენ დაჰკარგე შვილი? შენ შვილთან ერთად ჩვენმა უბედურმა ხალხმაც დამარხა თავისი უკეთესი შვილი, შენ შვილთან ერთად ჩვენმა უბედურმა ქვეყანამაც დამარხა თავისი უკეთესი ნაყოფი; დავმარხეთ ჩვენს ყველამ და ყველაც ჰსტირს და გლოვობს...

ჩვენ არას ვიტყვით განსვენებულის ჭკუა-გონებაზედ − ეგ ყველასაგან ცნობილია, არა ვიტყვით მის ცოდნაზედ − ყველასაგან აღიარებულია. ჩვენ ვიტყვით მასზედ, რაც სხვისათვის უჩინარი იყო. ჩვენ ვიტყვით მასზედ, რაც უკეთესი საწყაოა კაცისა, რაც ცივს ჭკუას ათბობს და ორპირად სახმარს ცოდნას მარტო საქვეყნო საკეთილოდ მიჰმართავს ხოლმე. ჩვენ ვიტყვით მასზედ, თუ რა გულის კაცი იყო განსვენებული. მართალია, ის იმისთანა კაცი იყო, რომ ყოველს გამვლელს და გარე მომვლელს არ ჩაახედებდა ხოლმე გულში და ამის გამო ბევრს ეგონა, რომ გული მისი ცივია როგორც ყინული. მაგრამ ძალიან ჰსტყუვდებოდნენ. იმ თვალად-ყინულს კაცში იყო გული მხურვალე, გული კაცური. მას გულში ჰქონდა ის წმინდა ნაღვერდალი ქვეყნის სიყვარულისა, ხალხის ტრფიალებისა, კაცთა მოყვარებისა, რომელთაც ღმერთი მიანიჭებს ხოლმე მარტო თვისთა რჩეულთა და რომელიც ამ სუსტ ორფეხს ცხოველს − ადამიანს სასწაულთ აქმნევინებს ხოლმე. დიახ, ის იყო ღვთისაგან რჩეული კაცი, პატიოსანი, სულგრძელი და მტკიცე ყველგან და ყველასფერში. ვიცით, ჩვენო ერთგულო და უანგარო მუშაკო, რა ტკივილიც გაიყოლე საიქიოს, ვიცი რა იმედი გინელებდა იმ მწვავს ტკივილსა, რომელიც გაგიძლიერდებოდა ხოლმე, როცა ავი რამ მოელოდდა შენს ქვეყანას, ისე უანგაროდ და თავგანწირვით შენგან შეყვარებულსა, როცა რაიმე უბედურება შორიდამ თუ ახლო შავ ნისლად ზედ დაჰსტრიალებდა შენს ხალხს, რომელსაც შენ შეჰსწირე შენი უკეთესნი დღენი. ვიცი და შენი დამკარგველნი მით ვნუგეშობთ, რომ ის ტკივილი და ის იმედი ანდერძად ექმნებათ უკეთესთა შვილთა შენის საყვარელის ქვეყნისათა, რომელნიც უშენოდ მართლა რომ ერთით ნაკლებნიღა არიან.

ამის დამწერიც ერთი იმათაგანია, რომელსაც შენ დაავალე და ჩაახედე შენს გულში ამ უკანასკნელს სამს-ოთხ წელიწადში. ჩავიხედე და ჩემი უტყუარი, პირუთვნელი, გამკითხველი იქ ვიპოვე შენდა უნებურად, ბევრი დაგვიშავებია შენს წინაშე. დაგვიშავებია არცოდნით, მაშასადამე, არცოდვით. შეგვინდე და მოგვიტევე. დარწმუნებული ვარ, ამ საჯაროდ გამოთქმულს სინანულს ეხლა ყოველნიც ხმას ჩაურთავენ, ზოგიერთ გარდა. მაგრამ ის პატივი, რაც შენმა ხალხმა შენ მოგცა უკანასკნელად გამოსალმების დროს, ის მწუხარება და გლოვა საქვეყნო, დიდისა თუ პატარისა, მცნობისა და უცნობისა ცხადი მაგალითია, რომ შურისძიებას მოშურნეობისას, ცილისწამებას უსინდისო მტრობისას, წიწლაკიანობას გულღვარძლიანობისას, − სიმუხთლეს გულმრუდობისას, სიკაპასეს სულდაბლობისას და ცოფსა გააფთრებულის ჯაბნობისას გზა არა ჰქონია ხალხის, უტყუარ და შეუცდომელ გულამდე. შენი დასაფლავება განკითხვის დღე იყო შენთა მტერთათვის. შენ, უანგაროს, ანგარება შეგწამეს, პატიოსანს − უპატიოსნება, უდანაშაულოს − დანაშაულობა, კაცურს-კაცს − უკაცურობა, ქვეყნის მოყვარეს -. ქვეყნის მტრობა და შენი ხალხისათვის შენი საკუთარის ბედის გაწირვა ცოდვის ფერით დაჰფერეს. შენ ელოდდი ერთის კაცის განაჩენსა სიმართლის აღსადგენად და ეხლა მთელმა ხალხმა თავისი უტყუარი განაჩენი წარმოჰსთქვა, − განაჩენი პირუთვნელი, ლიტონი, დიდებული, სადღესასწაულო, როგორც ყოველივე, რაც კი ხალხის თავისუფალის ნებით ნამოქმედარია. დეე შენთა მტერთა ამ განაჩენში ამოიკითხონ თავისი სამარცხვინო საქციელის სახელი!... დეე ეს მაგალითად ჰქონდეთ ყოველ მათ, ვინც თავის კალამს ამოაწებს ხოლმე თავის ტალახიან გულის საწერელში და სიტყვას, ამ უდიდეს ნიჭსა ადამიანისას, თავის საკუთარს გულღვარძლობას და სულდაბლობას ამსახურებს. ინუგეშეთ ამ მაგალითით, თქვენც პატიოსანნო, მამულის ერთგულნო მუშაკნო! კეთილს და მადლს თავისი პატივი ჰქონია, ხალხის გულამდე კეთილს და მადლს თავისი გზა არ დაჰკარგვია, ცილისწამებას, მტრობას ის გზა ვერ გადუღობია და ვერ შეუკრავს. ხალხის გული უმადური არ არის, უტყუარი გამკითხველი იგია ამ ქვეყანაზედ. ყველას თავისას მოგიწყობთ ყველგან ჩაგრული, მაგრამ ყველგან გულპატიოსანი ხალხი. სახელი და დიდება ჩვენს ყმაწვილკაცობას, ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს, რომელთაც დიდის პატივით მოიხსენეს თავისი უკეთესი კაცი, და მიაცილეს უკანასკნელ სადგურამდე გლოვით და მწუხარებითა. ამას იქით ვინ შეგვწამებს, რომ ჩვენში კაცის დაფასება არ იციანო?..

როცა სამძიმრის სათქმელად მივედით, ბესარიონის უბედურმა მამამ დაგვიყენა წინ პატარა ძმა განსვენებულისა და გვითხრა: „ვისაც ბესარიონის ნამდვილი პატივისცემა და სიყვარული გაქვთ, ამ პატარა ბავშვს უპატრონეთო. ისა ჰზრდიდა, ის ინახავდაო“. ნუთუ ქართველობა არ უპატრონებს, არ გაუზდის ძმას იმ კაცს, რომელმაც თავისი სიყმაწვილე, თავის) სიცოცხლე ქართველობაზე გადააგდო? ნუთუ ტფილისის და ქუთაისის ბანკები არამც თუ ძმას არ გაუხდიან, არამედ სხვა სტიპენდიასაც არ დანიშნავენ იმ კაცის სასახელოდ, რომელმაც თავისი სახელი და ბედნიერება დაივიწყა თავისი ქვეყნის და ხალხის სახელისა და ბედნიერებისათვის. სირცხვილი იქმნება, სირცხვილი, რომ ორმა ბანკმა ეგ არა ჰქმნას.

ამ საერთო გლოვას იმ კაცზედ, რომელიც არც ჩინებით, არც დიდკაცობით, არც სიმდიდრით, არც ჩამომავლობით თითით საჩვენებელი არ იყო, დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, აქ ჩვენი საზოგადოება გამოგვესახა თვალწინ იმ მხრით, რა მხრითაც ჩვენ მას თითქმის არ ვიცნობდით. ჩვენ აქამომდე გვეგონა, ჩვენი საზოგადოება თავის შვილებს თვალყურს არ ადევნებსო, ჩვენ გვეგონა, ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს საწყაოც კი, საზომიც კი არა აქვს ჯერ ხელშიო, რომ თავისი შვილი, თავისი მოღვაწე ასე თუ ისე აწყოს, გაზისოს და დააფასესო. თურმე ნუ იტყვით, ჩვენს საზოგადოებას, ხალხს თვალყური ჰსჭერია თავის შვილებზედ, თვალყური უდევნებია მის მოქმედებისათვის და უტყუარი სასწორიც ჰსჭერია ხელში, რომ კაცი მართლა მარტო მის კაცურის ღირსების კვალობაზედ დააფასოს და ამ ღირსებისავე მიხედვით თავისი პატივისცემა გამოაცხადოს საქვეყნოდ. სახელი და დიდება ჩვენს საზოგადოებას, რომ ამდვენს უბედურებაში, ამდვენს ბედის წაღმა-უკუღმა ტრიალში თავისი მართლმსაჯულების ნიჭი, თავისი ზნეობითი მოვალეობა თვისთა შვილთა მიმართ არ დავიწყებია, არ დაჰსთრგვნია. ეს ერთა დიდი ნუგეშია ყოველ იმისათვის, ვისაც თავისი ბედი ხალხის ბედზედ გადუბამს, ეს ერთი იმისთანა მაგალითია, რომელმაც გარემოცულს მწყვდიადს შუქი იმედისა მოჰფინა, ეგ იმის საბუთია, რომ დღეს აქამომდე კაცურ-კაცობას, ჭეშმარიტ ღირსებას კაცისას არამც თუ მარტო ფასი ჰქონია ჩვენში, არამედ პატივიც და ხსენებაცა. დიდი საქმეა მეთქი, როცა თვისთა შვილთა ნამოქმედარის გამკითხველი თვითონ საზოგადოებაა, თვითონ ხალხია. ხალხისათვის წამებულთა და წვალებულთათვის ჯილდო ამაშია, ამაშია ის სასჯელიც, რომელსაც უტყუარი მსაჯული − ხალხი დაჰსდებს ხოლმე ავკაცს, სიკეთისა და პატიოსნების გამაუპატიურებელსა. დრო მოგვივა და ღმერთმაც ჰქნას, მალე მოვიდეს, რომ ხალხის უკეთესნი შვილნი ხალხისავე ყოვლად შემძლებელ მფარველობას ქვეშ იქმნებიან, დრო მოგვივა, რომ ჩვენი ხალხი თვისის უკეთესი შვილის უსამართლოდ გაუპატიურებას თავის საკუთარ გაუპატიურებათ მიიღებს და ვაი მაშინ, ცილის მწამებელთა და მეშურნეთა! ისინი ისე თამამად ვეღარ იფარფარებენ, როგორც ეხლა, ისე გაბედვით ვეღარ გადაასხმენ თავის გულის ჩირქს მას, ვინც პატივისცემა დაიმსახურა ხალხისაგან, რომელსაც ვერა მანქანებით თვალს ვერ აუბმენ ჩხავანა-მაწანწალენი.

ამ ახლო ხანში ჩვენმა საზოგადოებამ გამოიჩინა თავი მითაც, რომ არამც თუ მარტო კარგის პატივი იცის, არამედ ავისა და ბოროტის გაკიცხვაცა. ესეც დიდი სანუგეშო მოვლენაა. ესეც სხვათაშორის ნიშანია, რომ ჩვენში ზნეობის მითხოვნილობას გზა ეხსნება და ავალა ეძლევა, ნიშანია, რომ ჩვენში ზნეობის კანონებს თვითონ საზოგადოება უდგება თავდებად, მფარველად და მცველად. ამ მხრით განვითარება და წარმატება ჩვენს საზოგადოებისა სანატრელ უნდა იყოს ყოველის კაცისათვის, რომელსაც კი ქვეყნისათვის კეთილი უნდა. პირველი მაგალითი ავ-ზნეობის სამართლიანად განკითხვისა და განკიცხვისა ჩვენ გვაჩვენეს ჩვენმა ყმაწვილკაცებმა, რომელნიც ქუთაისში ადვოკატობენ. აი რა მიზეზი იყო: ქუთაისი, ადვოკატმა უფ. ლოლუამ თურმე ერთი ცუდი საქმე ჩაიდინა. ურიების საქმის თაობაზედ ერთს ბრალდებულს ურიას ადვოკატადა დაუდგა, ასი თუმანი წინ გამოართო და, როცა განსამართლება იყო, უფ. ლოლუამ დაივიწყა თურმე თავისი არსებითი მოვალეობა. სასამართლოში გამოძიების დროს რამდენჯერმე არ დაესწრო, არ მოისმინა ზოგიერთის მოწამის ჩვენება და ბოლოს ისე ილაპარაკა თურმე სამართლის წინაშე, რომ, არამც თუ ჩვეულებრივი მეტყველება და ხერხი გამოიჩინა, არამედ უარჰყო მისთა მომხრე ადვოკატთაგან წარმოდგენილი ზოგიერთი საბუთები გამართლებისა. ეს ამბავი შეამცნიეს ამხანაგებმა უფ. ლოლუას. ასწერეს მისი საქციელი, გაჰკიცხეს ავზნეობა საქციელისა და წერილი დაჰბეჭდეს „Тифлисский Вестник“-ში. ამ სახით უფ. ლოლუას, მართლა და გასაკიცხავი საქციელი, საჯაროდ გაამხილეს და ურჩიეს, რომ ეგრე უსამართლოდ აღებული ფული კეთილს საქმეს მოახმაროს უფ. ლოლუამ და თვითონ არ დაისაკუთროს, განზრახვა გამკიცხველთა, ამ ფულის შესახებ, როგორც ხედავთ, უბრყვილოა და წმინდა, როგორც ანკარა წყარო, მაგრამ ჩვენმა «Тифлисский Вестник» თვითონ გამკიცხველთავე შეჰსწამა მტაცებლობა ანგარობა იმ საბუთით, რომ უფ. ლოლუამ დააშავაო, ურიასი რა გადასახდელია, რომ ფულს პატრონს არ უბრუნებთ და კეთილ საქმეს გინდათ მოახმაროთო. ეგ მართალია, თვითონ გამკიცხველნიც უფ. ლოლუას საქციელისა ამაზე უარსა არა ჰყოფენ და ამბობენ, რადგანაც ურია იმ ფულს აღარ მოითხოვს, იმიტომ მოვმართეთ ის ფული კეთილ საქმეზედაო. თუნდა ეგეც არ იყოს, განა აქ აშკარა არ არის რა წმინდა განზრახვით მოქმედებენ ამ შემთხვევაში გამკიცხველნი? რა ჭეშმარიტი საბუთი აქვსთ თვალწინ, როცა მაგისთანა რჩევას აძლევენ უფ. ლოლუას? რა უცილო ზნეობითი კანონი მიუძღვით წინ, როცა კაცს ეუბნებიან − უზნეო საქციელით მოგებული ფული შენი არ არისო. განა კეთილსინდისიანის გამჩხრეკისათვის საკმაო არ იყო, რომ გამკითხველნი საჯაროდ აღიარებენ, რომ ავის საქციელით მოგებული ფული მომგებისა არ უნდა იყოსო? განა აქ მართლად თუ უმართლოდ დასახელება იმისი, ვისაც ეგ ფული უნდა ეკუთვნოდეს, რაიმე საბუთს აძლევს კაცს, რომ ჩირქი მოჰსცხოს კაცს, რომელიც ამბობს, რაც გინდათ უყავით მაგ ფულს, ოღონდ იმას კი ნუ აკუთვნებთ, ვინც უზნეო საქციელით ფული ხელში ჩაიგდოო? გამკიცხველთა საქციელში ორს პატიოსანს საგანს ვხედავთ ჩვენ: ერთს იმას, რომ მართლა და უზნეო მოქმედება საქვეყნოდ ამხილეს და გაჰკიცხეს და მეორე ისა, რომ უზნეო მოქმედებით ნაშოვნი ფული მშოვნელს არ უნდა ეკუთვნოდეს, თუნდაც საქმე ისე იყოს დაჭერილიო, რომ თვითონ კანონმაც ხელი ვერ შეჰმართოს. არც ერთი ამათგანი ახალი ამბავი არ არის. ყველამ იცის, რომ უზნეობა განსაკიცხავია, რომ ავის საქციელით მონაგარი ფული არამია, მაგრამ აქ ახალი ის არის, რომ ეს ორი უცილო ჭეშმარიტება, ყველასაგან ცნობილი, ყველასათვის ცხადი, აქამომდე მარტო ლოცვანებში იყო ჩართული ბავშვებისათვის გასაზეპირებლად. ცხოვრებაში არც ერთი იგი არავის საჯაროდ არ უმოქმედება, თუმცა დღე-ყოველს ჩვენს გარეშემო უზნეო ქცევასაც ვხედავთ და უზნეოს მოქმედებითაც ვხვეჭავთ ფულსა და ქონებასა და ყოველს ამას დაუსჯელად ვიჩემებთ. დღესაც კი ქუთაისის ადვოკატების პროტესტმა გვაჩვენა, რომ ზნეობის კანონს თავისი გზა და უფლება უნდა ჰქონდეს ჩვენს ცხოვრებაშიც და მისი დამრღვევი უნდა განიკიცხოს საზოგადოებისაგანაო, რადგანაც ზნეობითის კანონით გამკითხველი მარტო საზოგადოებაა. ჩვენის ფიქრით, ამ სამაგალითო მოვლენის წინაშე, როგორიც ქუთაისის ადვოკატების პროტესტია უფ. ლოლუას საქციელის თაობაზედ, ყოველივე გამოლაშქრება უადგილოა, ნამეტნავად იმისთანა გამოლაშქრება, რომელსაც მიზეზად აქვს არა ცხადი ხელჩასაჭიდი საბუთი, არამედ მარტია ერთი გულისხმიერება. საზოგადოდ, მგონიაობით განკითხვა კაცის სინდისისა და განზრახვისა არ უნდა იყოს შეწყნარებული არსად და არას დროს.

ჩვენდა სამწუხაროდ უნდა აღვიაროთ, რომ მაგ შეუწყნარებელმა მგონიაობამ ამ ბოლო დროს უფრო განზედ გაიდგა ფეხი, არ დაჰსჯერდა კერძო ცხოვრების აღშფოთებასა და მისს სამზღვარს გადააბიჯა. ეგრედ წოდებული „ურიების საქმე“, ამ მოკლე ხანში ქუთაისში გარჩეული, ამისი ცხადი მაგალითია. ეს საქმე, რომელმაც მიიზიდა თითქმის მთელის ქვეყნის ყურადღება და რომელსაც თვალ-ყურს ადევნებდნენ განსამართლების დროს თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთები ჩვენში თუ სხვაგან მარტო მგონიაობაზე იყო აგებული, მგონიაობით შემოზღუდული, მგონიაობით თავდახურული და მგონიაობითაც გათავებული. რვა კაცის პატიოსნება, ღირსება, თავისუფლება, ადამიანობა საფათერაკოდ იყო გამხდარი მაგ მგონიაობის წყალობითა. ეგ კიდევ არაფერი: მთელის საქართველოს ურიების ყოფაცხოვრება, მშვიდობით-მყოფელობა ბეწვის ხიდზედ იყო დაყენებული ჩვენში. ჩვენ, რასაკვირველია, იმის გარჩევას არ შევუდგებით, თუ ის რვა კაცი ბრალდებული ურია მართალნი არიან, თუ მტყუანნი. იქნება სწორედ მართალნიც იყვნენ, იქნება მტყუანნიცა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ კაცი ბრალდებულთა სკამზედ უნდა დასვას მგონიაობამ კი არა, არამედ უცილობელმა, უეჭველმა საბუთმა. ადამიანის პატივი, ღირსება, მშვიდობით-მყოფელობა, თავისუფლება, ისეთი რამ არის, რომ მას კაცმა საზოგადოდ და კანონმა საკუთრივ უნდა შეჰბედოს მხოლოდ უეჭველ სიმართლის ფარ-ხმალითა და სხვა არაფრით. ურიების საქმეში, საცა არამც თუ მარტო რვა კაცის ბედი ჰსწყდებოდა, არამედ ბედიც თითქმის მთელი ჩვენებურ ურიებისა, არც სიმართლის ფარსა ვხედავთ და არცა ხმალსა. დასასრულ გაამართლებენ თუ გაამტყუნებენ ბრალდებულთა, − ავკაცობით აღშფოთებული სინდისი საზოგადოებისა გულნაკლულად რჩება ორივე შემთხვევაში. გამართლება ბრალდებულისა მარტო იმითი, რომ გამტყუნების საბუთი არ არის, საზოგადოებას ვერ აკმაყოფილებს და უსამართლოდ გამტყუნება ხომ თავზარსა ჰსცემს, ჩვენის ფიქრით, ეს ურიების საქმე სწორედ ამ მხრით არის შესანიშნავი.

4-ს აპრილს სამხრობისას დაიკარგა მცირეწლოვანი ქალი სარრა მოდებაძისა. დედ-მამა და სოფლის ხალხმა ძებნა დაუწყეს და ვერსად იპოვეს. 6-ს აპრილს მკვდარი სარრა ენახათ სოფლის ბიჭებს ღობის ძირას. ატეხილიყო, რასაკვირველია, ლაპარაკი მასზედ, თუ ვინ მოჰკლა და რად მოჰკლა უბედური ბაშვი. შეიტყეს, რომ იმ დღეს და იმ ხანს ურიებს გაევლოთ სწორედ იმ გზაზედ, საცა უნდა გაეარნა სარრას. ურიების პასექის დღეც მოდიოდა. ამაზედ გააბეს ქსელი და გაიმართა საქმე. რასაკვირველია, ამ საქმეს ფრთა გაუშალა იმ გარემოებამ, რომ ჩვენი ხალხი დღემდე ცოტად თუ ბევრად დარწმუნებულია, რომ ურიები, რჯულის მოთხოვნილებით, საჭიროებენ ქრისტიანების სისხლსა. შეჰსწამეს ურიებს პატარა სარრას მოტაცება და სიკვდილი. ეგ არაფერი, რომ ხალხმა შეჰსწამა; არც ის არის საკვირველი, რომ გამომძიებელმა ყური ათხოვა ამ შეწამებას. რადგანაც გამომძიებელმა ყოვლისფერი უნდა გამოიკვლიოს. საკვირველი აი რა არის: თუ მართლა ურიებმა მოჰკლეს პატარა ბაშვი, აქ აშკარაა, რომ მტრობის საქმე არ იქმნებოდა: შვიდი წლის ბაშვს რა ისეთი მტერი ეყოლებოდა, არც გაცარცვისა: სარრას, ღარიბ გლეხკაცის პატარა გოგოს, რა ექმნებოდა ზედ სახარბიელი, არც გაუპატიურებისა. მაშ თუ მოჰკლეს ურიებმა, მარტო ერთი მიზეზი იქმნებოდა, სახელდობრ, ისა, რომ ქრისტიანის სისხლს ითხოვს იმათი რჯული. არც გამომძიებელმა როგორც ჰსჩანს ბრალმდებელ ოქმიდამ, არც პროკურორმა ამ მიზეზს ყური არ ათხოვეს, ეს მიზეზი არ გამოიკვლიეს, საზოგადოებას რომელსაც ეს უსაბუთო, თუ საბუთიანი, მიზეზი დღესაც გულს უშფოთებს, არ უთხრეს ამ საგანზედ არც ჰო და არც არა. საზოგადოებრივი მნიშვნელობა ამ საქმისა იმაშია, რომ აეხსნათ, მართლა რჯულად აქვთ ზოგიერთ წყობას ურიებისას ქრისტიანის სისხლის დაღვრა, თუ არა. ამ საგანზედ „ჰო“, თუ „არა“ მთელს საქმეს ისე გაანათებდა, როგორც მზე. ბრალმდებელი ოქმი რომ წაიკითხოთ, მაშინვე მიხვდებით, რომ თუმცა პროკურორი თითქო მორცხვობსო ქრისტიანების სისხლის დაღვრა ურიების რჯულის ანდერძად აღიაროს, მაგრამ ცხადი კია, რომ იგი ანდერძი უცილობელ ჭეშმარიტებად ჰსწამს. ნუთუ მართლა ესეა? და თუ ესეა, ნუთუ ეს საგანი იმისთანა ცუდუბრალო რამ არის, საზოგადოდ და ნამეტნავად ამ საქმეში, რომ მთელი გულმოდგინება, მთელი ღონისძიება ამაზედ არ მიაქციეს გამომძიებელმა, პროკურორმა და ისე წინ დაუხედავათ გზა აუქციეს? ჩვენ გვჯერა, რომ ბნელი რამ არის ამისთანა საგნის გამოკვლევა და გამოძიება, ხოლო ისიც გვჯერა, რომ სწორედ აქ იხსნებოდა ის კვანძი, რომელიც ამ საქმემ გამოჰკვანძა. და ამიტომაც, რაკი ეჭვი ურიებზე მიიტანეს, ყველაზედ უწინარეს მაგ სიძნელეს უნდა შეჰსდგომოდნენ და ამ საგანზედ უნდა მოეგროვებინათ ყოველისფერი, რაც ადგილობრივ აღმოჩნდებოდა, რაც სადმე თქმულა და რაც დაწერილა. მთელი საქმე ამ საგანზედ უნდა აშენებულიყო და ამ საგანზედ დატრიალებულიყო, რაკი ურიების შეწამება შესაძლოდ დაინახეს. თუ ადგილობრივ ვერას აღმოაჩენდნენ, განა ცოტა რამ დაწერილა ქვეყანაზედ ამ საგანზედ, საიდანაც შესაძლო იყო გამომძიებელს, თუ პროკურორს ან „ჰოს“ საბუთი ეპოვნა, ან „არასი“. ამგვარი საქმე ბევრი სხვაგანაც მომხდარა, ამგვარი ეჭვი ურიებზედ ბევრგან სხვაგანაც ყოფილა, მაგრამ არსად არავის აღმოუჩენია, რომ ეგ ეჭვი გამართლებულიყოს. აი ამ საგანზედ რას ამბობს ერთი გაზეთი: „შვიდი საუკუნეა რაც ეჭვი სულს უმძიმებს ქრისტიანებსაო“. ქრისტიანობის პირველ საუკუნოებში წარმართთა პირველად ეგ საშინელი ბრალი თვითონ ქრისტიანებს შეჰსწამეს. პირველ ქრისტიანთა საიდუმლო კრებამ და დიდმა საიდუმლოებამ ზიარებისამ ფრთა შეასხა აღვირაშვებულს ფანტაზიას გაბოროტებულ წარმართებისას და ის წარმართნი ამტკიცებდნენ, რომ ყოველმა ახლადშემდგარმა ქრისტიანმა უნდა დაჰკლასო, ისე რომ თვითონაც არ იცოდეს, ფქვილ მოყრილი ახლად შობილი ბაშვი და მას შემდეგ ყველა ქრისტიანებმა უნდა შესვან მოკლულის სისხლიო.

„სწორედ ამისთანა ბრალი შეჰსწამეს მერე ურიებსაც. მას შემდეგ, როცა მეთორმეტე საუკუნეში ერთმა ისპანელმა ბერმა წამოაყენა ამისთანა ბრალი ებრაელთა წინააღმდეგ. მას აქედ დაიწყო ათასი ტყუილი დაბიზღება ურიებისა, ტყუილი გამხილება, რომელთა გამოც რამდენიმე ასი ათასი ურია სიკვდილით დაისაჯა. ებრაელთა აწამებდნენ, ცეცხლში ჰსწვავდნენ, ჰხოცდნენ, არ კითხულობდნენ ნამდვილ გარემოებას საქმისას და ჰსჯიდნენ მარტო იმისთანა კაცის სიტყვით, რომლის მოწმობასაც სხვა დროს არც რაიმე ფასი ექმნებოდა და არც რაიმე მნიშვნელობა. დამასკის პროცესის შემდეგ, როცა გამოჩენილი კრემიე საკუთრივ ამისათვის წავიდა დამასკში, ებრაელებზედ მიტანილს ბრალს ფრთა მოეკვეცა მას შემდეგ მთელს ებრაელობას კი აღარ ჰსწამობდნენ მაგ ბრალს, არამედ მარტო ერთს წყობას, რომელთაც „ხასხიდებს“ ეძახიან და ის კი დაავიწყდათ, რომ ხასხიდების წყობა სულ ასი წელიწადია რაც შეჰსდგა, მაშინ როდესაც მას აქეთ, რაც მაგ ბრალს ჰსდებენ ებრაელებს, შვიდასი წელიწადია“.

ბრალდებულთა ოქმი რომ წავიკითხეთ ურიების თაობაზედ, ჩვენ ბევრმა სხვა რამემ გაგვაკვირვა. ჯერ ერთი მან, რომ ოთხს აპრილს დაკარგული უბედური ბაშვი და ნაპოვნი ექვს აპრილს მარტო ოცდაშვიდს, ესე იგი, ოცდაერთის დღის შემდეგ, შეამოწმებინეს ექიმსა. ექიმის დანიშნულება ამ შემთხვევაში ის იყო, რომ აღმოეჩინა, რისგან არის მკვდარი საწყალი სარრა. რატომ არავინ კითხულობს, ან მაღლა, ან დაბლა, ასეთი სისწრაფე შემოწმებისა რისგან მოხდა? ოცდაერთი დღე მკვდარი მიწაში იყოს და რაღა გარეგანი ნიშნები უნდა შერჩენოდა, რომ ნამდვილი და უეჭველი მიზეზი სიკვდილისა გამოეცნო ექიმსა? 16 მაისს, ესე იგი, ოცდაშვიდმეტ დღის შემდეგ ხელმეორედ შეამოწმებინეს ექიმს. აბა აქ უფრო რას იპოვნიდნენ და აღმოაჩენდნენ? ამიტომაც ის მოხდა, რომ ერთი შემოწმების ოქმი ალთას მიდის და მეორე ბალთას. ამისთანა საქმეში აღმოჩენა სიკვდილის ნამდვილის მიზეზისა მეტად ძვირფასი რამ იყო მართმსაჯულებისათვის. იქნება ის მიზეზი ისეთი ყოფილიყო, რომ ან სრულად დაერღვივა ბრალდებულება, ან განეხლიერებინა გამტყუვნების საბუთი. ეხლა კი ვერც ერთს ვიტყვით და ვერც მეორეს. გამოძიებამ დრო დაჰკარგა, არ ვიცით კი რად და ამის გამო ხელიდამ იქნება ისეთი საბუთი გაუსხლტა, რომელიც ასე თუ ისე გაანათებდა საქმეს. ამის შემდეგ რად უნდა გვიკვირდეს, რომ თხასა ჰრჩება ხოლმე ადვოკატობას მოედანი და ხურჯინს კიდევ (8 п. обв. акта) ბრალდებისა. საზოგადოდ უნდა ვჰსთქვათ, რომ მთელს სისტემას გამომძიებლობისას ყურადღების მიქცევა უნდა. ჩვენამდე მოახწევს ხოლმე მხოლოდ იმისთანა საქმენი, რომელნიც რითიმე შესანიშნავი არიან და მარტო ამ საქმეებიდან ვცნობულობთ გამომძიებლობის ნაკლულოვანებასა. ახლა იფიქრეთ, რამოდენად ძლიერი უნდა იყოს ეგ ნაკლი სხვა საქმეებში, რომელნიც ჩვენამდე არ მოახწევენ ხოლმე. არ ვიცით რად, და დღეს ჩვენებური გამომძიებლობა იმ აზრს ემსახურება, რომ თუ რომელსამე დანაშაულობაში დამნაშავე არ აღმოჩნდა, იფიქრებენ, გამომძიებელი არ ვარგებულაო და ამის გამო ზოგჯერ მცირედი რამ შემთხვევითი გარემოება სამყოფია ხოლმე, რამ გამომძიებელმა ხელი წაავლოს კაცსა და მთელი უსიხარულო გზა განსამართლებისა გაატაროს, ხშირად ისე, რომ მძიმე ტვირთი ბრალისა ზურგზე ბოლომდის აჰკიდოს.

ამას გარდა ბრალმდებელი ოქმი ურიების თაობაზედ ახალ, თეორიას ჰქადაგებს: უსაბუთობაც საბუთიაო, თუ კაცის გამტყუნება გინდათო. მართალია, თუ გული გულობს, ქადა ორის ხელით იჭმევაო, მაგრამ კაცის ადამიანობა ხომ ქადა არ არის, რომ კაცმა აიღოს და შეჭამოს. აი მაგალითი: ბრალმდებელი ოქმი ამბობს, „რომ კანონისამებრ განისაზღვროს ნიშნები ავკაცობისა ამ საქმეში და გამოცხადდეს ბრალდებულნი რამოდენად არიან დამნაშავენი, საქმეში შემდეგი მეტად მძიმე საბუთებიაო“.

ამ მძიმე საბუთებთა შორის ესეც არის მოხსენებული, რომ წინასწარმა გამოძიებამ არ აღმოაჩინა ნამდვილი მიზეზი სარრას სიკვდილისაო. ეგ უფრო იმით მოხდა, რომ ექიმმა თავის დროზედ არ შეამოწმა გვამი სარრასიო, თავის დროზე არ შეადგინა შემოწმების ოქმი და გარდა ამისა ამ ოქმში არ არის სწორე და სამყოფი ცნობები ნამდვილის მიზეზის აღსახსნელადაო (п. Е. обв. акта).

მეორე მძიმე საბუთიც ეს არის სხვათა შორის მოხსენებული: არ შეიძლება ზედმიწევნით იმისი განსაზღვრაო, თუ თვითვეული ბრალდებული რამოდენად არის დამნაშავეო, რადგანაც მეტად მაგარზედ დგანანო და უარობენო.

გამოძიებამ ნამდვილი მიზეზი სიკვდილისა არ აღმოაჩინა, შეუძლებელია, რომ განისაზღვროს რამოდენად არის თვითვეული ბრალეული დამნაშავეო, მაშ ესენი რაღა მეტად მძიმე საბუთები ყოფილა ავკაცობის ნიშნების განსაზღვრისა და ბრალდებულთა დანაშაულობის მეტნაკლებობის აღმოჩენისათვის. ნუთუ უსაბუთობა აქ საბუთია? ეს რომ სამწუხარო არიყოსო, სიცილს არა დაიჭერდა რა, ვაი ჩვენი ბრალი!...

კიდევ ვიმეორებთ: ჩვენ ამით იმის თქმა კი არ გვინდა, რომ ბრალდებულნი სწორედ მართალნი იყვნენ, მტყუარნი. ჩვენ ამას ვამბობთ, რომ ადამიანი ბრალდებულთა სკამზედ უსაბუთობამ კი არ უნდა დასვას, უეჭველმა საბუთმა. თუ ამისთანა საბუთი გამოძიებული და ნაპოვნი არ არის, მეცნიერებაც და საზოგადოების განწმენდილი სინდისი ამას ითხოვს, რომ ადამიანი თავისუფალ იქმნას თავის ცხოვრებაში ყოველის ხელნაწვდისაგან, ყოველის მოსევისაგან. საზოგადო უშიშროებისათვის ისე ავაზაკის კერძო მოქმედება არ არის საშიში, როგორც უფლების და მოხელეობის მეტიჩრობა, თვით-ნებითი დაცემა ადამიანის თავზედ, ადამიანის მყუდრო ცხოვრებაზედ. ავაზაკს კაცი გულდაგულ მაინც დახვდება, გაუძალიანდება, ან ისე მოიგერებს, ან მოჰკლამს, თუ გაუჭირდა, ან შეაკვდება, ხოლო აღვირაშვებულს კაცს, უფლების სახელით ზედ-მოხვეულს, საიდამ და რით მოუაროს! მეტყვით სამართლითაო. მართალია, მაგრამ მინამ სამართალი, საზოგადოდ მეტად ფეხ-მძიმედ მოარული, მე გამამართლებს, ვინ დამიბრუნებს დაკარგულს დროს, დაკარგულს ხარჯს, ვინ გამიმთელებს დაწყლულებულს გულს, ათასის ეჭვისაგან გვემულსა და წამებულსა, ვინ შემივსებს იმ ზარალს ზნეობითსა, თუ ქონებისა, რომელიც მე ციხეში გდებით, ჩემის მყუდრო ცხოვრების აღვრევით და შეწყვეტით მომევლინება? დასასრულ, რას მომცემენ ამის სამაგიეროს, რომ ოჯახს, ცოლ-შვილს, თავისუფლებას მოკლებულ ვიყავ ტყუილუბრალოდ და ხშირად დიდხანსაც! თუნდ ყოველს ამას ყურსაც ნუ ათხოვებთ, რადგანაც ეგ მძიმე წამება და წვალება თვითვეულს კაცს შეხვდება ხოლმე კერძოდ. თვით-ნებითი მისევა უფლებისა ადამიანზედ საზოგადო შიშსა ჰფენს მთელს ქვეყაანაზედ. ყველა მართალი და მტყუანი ერთს ტაფაში იწვიან, ერთნაირად შიშობენ, რომ აი ერთი უბრალო რამ მიზეზი და თავს დამეცემიანო, ხელს წამავლებენო, ჩამითრევენ საქმეშიო და, ვინ იცის, დასასრული როგორი, ან როდის იქნებაო, ეს შიში საერთო მშვიდობიანობისათვის უფრო ძლიერ მავნებელია, უფრო გამჭრიახია, უფრო ამაშფოთებელია, ვიდრე შიში, რომელიც მოსდევს ავკაცობას, ავაზაკობას კერძოდ. ის სახელმწიფოა მარტო მაგარს ნიადაგზედ დამყარებული, საცა ყოველი კაცი დარწმუნებულია, რომ თუ არ უცილობელის, უეჭველის საბუთით ჩემს ადამიანობას, ჩემს მშვიდობიანობას, ჩემს პატივს, ღირსებას, თავისუფლებას კანონი და უფლება არ შეეხებაო. ამ საჭიროებიდამ არის წამომდგარი ის, სახელოვანი აზრი, რომ ჰსჯობს ათი მართლა დამნაშავე გამართლდესი, ვიდრე ერთი მართალი გამტყუნდესო. ამ დედააზრზეა დაფუძნებული მეცნიერების კანონი, რომ ბრალდებულს ყოველი ღონისძიება უნდა მიეცეს თავი იმართლოს და ყოველივე საეჭვო საბუთი მის სასარგებლოდ უნდა აღსნილიყოს და აღიარებულიო.

13 პოლიტიკა

▲back to top


პოლიტიკა

საქმე 16 მაისის სამინისტროისა დეპუტატთა პალატში. — სწავლა-განათლების საქმე საფრანგეთში და ახალი კანონი — წინადადება შესახებ პარლამენტის გადატანისა ვერსალიდამ პარიჟში. — გერმანიის რეიხსტაღი და ელზას-ლოტარინგია.—ბოლგარიის წარჩინებულთა კრე- ბა კონსტიტუციის აგებისათვის,

თავის დროზედ „ივერიაში“ ბევრი რამ იყო თქმული ბროლჰიფურტუს სამინისტროზედ, მის თავხედობაზედ და ბოროტ-მოქმედობაზედ. გარდა ამისა მკითხველს კარგად ეხსომება, რომ მას შემდეგ, რაც ამ სამინისტროს მოუცდა თვისი გულის-წადილი და საფრანგეთმა ხელმეორეთ სარესპუბლიკო პალატი ამოირჩია, დანიშნულ იქმნა გამომძიებელი კომმისია 16-მაისის მინისტრების მოქმედობის გამოსაკვლეველად. წელს ამ კომმისიამ დაასრულა თვისი საქმე და შეიტანა პალატაში წინადადება რომ ბროლი-ფურტუს სამინისტრო სასჯელს უნდა მიეცესო, რადგანაც მის მოქმედებაში მრავალი რამ კანონის წინააღმდეგი აღმოჩენილაო. გაცხარებული ბაასი ასტყდა პალატში ამის თაობაზედ. ზოგი იძახოდა, რომ 16-მაისის სამინისტრო უსათუოდ სამართალს უნდა მიეცესო, სხვის სამაგალითოდ მაინცაო. მთავრობა თვისის ქვეყნის მოღალატე იყოო, პირ-და-პირ ძირს უთხრიდა კანონით დადგენილს მმართველობასაო და სამაგიერო სასჯელი როგორ არ უნდა გადუხადოთო. ზოგი კი ამბობდა — ყველა ეს მართალიაო, მაგრამ ამ ჟამად მინისტრებისათვის არ გვცალიანო; ეხლა რომ მინისტრების საქმეს შევუდგეთო, გზა დაგვეხლართებაო. იმ მრავალ მძიმე საქმეთათვის, რომელსაც შესდგომია ჩვენი ახლად დამკვიდრებული რესპუბლიკაო, პალატის უმრავლესობაც მიუდგა ამ აზრს და უარჰყო კომმისიის წინადადება. ამავე დროს პალატმა გადასწყვიტა ძრახვა გამოუცხადოს საჯაროდ 16-მაისის მთავრობის მოქმედობის თაობაზედ, რათა არ ეგონოს ქვეყანას ვითომ უარყოფა პალატისა კომმისიის წანადების შესახებ ნიშნავდეს პატიობას, ან იმას ვითომ მინისტრები, პალატის აზრით, დასასჯელნი არ არიან. რაღა თქმა უნდა, რომ 16-მაისის მინისტრებს რამდენადაც იამათ პალატის გარდაწყვეტილება სასჯელის შესახებ, იმდენად ეწყინათ მეორე განჩინება შესახებ განკიცხვისა. მინისტრებმა იმ წამსვე გამოაცხადეს გაზეთებში ჩივილი — პალატი უკანონოდ მოიქცაო; ამ გვარი განაჩენი მარტო მსაჯულს (ე.ი. ამ შემთხვევაში სენატს) შეუძლიან დაადგინოსო, და რა კი პალატმა სამართალს არ მიგვცაო, აღარცარა ნება აქვსო. განკიცხვის გამოცხადებისაო. მინისტრების ჩივილმა, რა საკვირველია, ამაოდ ჩაიარა. პალატმა კი თავისი გაიტანა: საქვეყნოდ აღიარა 16-მაისის მინისტრების ბოროტ-მოქმედობა, უველას დაა ნახვა თუ რა კაცების ხელში იყო ჩავარდნილი საფრანგეთი, რა განსაცდელი მოელოდა ქვეყანას, ცოტა-ხანს კიდევ რომ გაეტანა თავი უწინდელ მთავრობას. მეტი რაღა უნდოდა? გამარჯვებულმა რესპუბლიკამ ფეხ-ქვეშ მოიქცია დამარცხებული მტერი და ნიშნად გამარჯვებისა არც კი გაისარჯა სამაგიეროს გადახდისათვის. ამით რესპუბ ლიკამ დაანახვა ქვეუანას, რომ იმდენად ძლიერი ვარო, რომ დასჯა დავარდნილის მთავრობისა საჭირო არ არისო; საქმე მტრის მოშორება იყოო და რა კი მოვიშორეო. საკუთარ საქმეს უნდა შუვუდგეო და სხვისთვის არა მცალიანო.

ამ შინაგან საქმეთა შორის ყველაზედ უფრო ღირსშესანიშნავი და თვალ-საჩინო არის სწავლა–განათლების საქმე, რომელსაც ბეჯითად დაადგა ახალი მინისტრი ჟიულ-ფერრი. ეს მით უფრო შესანიშნავია, რომ იმ წინადადებათა, რომელნიც ამ ჟამად არიან მინისტრის მიერ წარდგენილნი პარლამენტის წინაშე, მოჰყვა საშინელი კიჟინა კლერიკალების მხრით, — კიჟინა, რომელიც, მოსალოდნელია, გარდიქცევა ხანგრძლივ ბრძოლათ ეკკლესიისა და სახელმწიფოის შორის სწავლა-განათლება ხალხისა საფრანგეთში დიდი ხანია თითქმის მთლად კლერიკალების ხელშია ჩავარდნილი. კლერიკალებმა კარგად იციან თუ რა გვარი ძალაა სწავლა და განათლება ხალხისა და ამიტომ ყოველ ღონისძიებას ხმარობდნენ, რომ როგორმე დაბადებიდგანვე ჩაეგდოთ ხელში საფრანგეთის შვილები და ხელიდგან არ გაეშვათ ვიდრე თავისებურად არ გასწრვთნიდნენ. მონარხიელი მთავრობაც ხშირად ხელს უმართავდა ხოლმე კლერიკალებს ამ საქმეში, რადგანაც მრავალ შემთხვევაში მათი მიდრეკილება ერთი და იგივე იყო ეს საერთო მიდრეკილება დაერთვოდა მეტადრე სწავლა - განათლების საქმეს. კლერიკალების სწავლაში ყველაფერს ჰქონდა ადგილი, მაგრამ ნამდვილს განათლებას და გონების გახსნას კი არა. კლერიკალები ცდილობდნენ, რომ ბავშვებმა ქვეყნიერობისა რაც შეიძლება ნაკლები გაიგონო, რაც შეიძლება ნაკლები ცოდნა შეიძინონო — ცოდნა, რომელიც თვალს აუხელდა ბავშვს, გონებას გაუხსნიდა და დაანახვებდა თუ რა არის კარგი და ავი, ბოროტი და კეთილი. ზნეობით განვითარებაზედ ხომ რაღა თქმა უნდა: თვითონ გამწრთვნელნი ცალის თვალით ზეცას შესცქეროდნენ და ცალის თვალით დავჰყურებდნენ თვის სააქაო საქმეთა მომართვას, და და გვარად ბავშვებსაც აგონებდნენ პირმოთნეობას, თვალ ახვეულ მორჩილობას, მადლიანობას — ცალის ხელით და პირადის სარგებლობის შეძენას — მეორეთი. მონარხიელი მთავრობაც ხელს უმართავდა მეთქი ამ საქმეში; იმასაც დიდად იამებოდა, რომ ხალხს ბევრი არა სცოდნოდა რა და თვალი არ აეხილა ქვეყნიერობის ავ-კარგიანობაზედ; იამებოდა მეთქი და ამიტომაც არ აცლიდა კლერიკალებს ხელიდამ სწავლა–განათლების საქმეს. კლერიკალებიც ამით სარგებლობდნენ და იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ 1875 წელს კანონად მიაღებინეს პარლამენტს (რამდენად გულწრფელი რესპუბლიკელნი იყვნენ იმ დროს მთავრობა და პარლამენტის უმრავლესობა — კარგად მოგეხსენებათ) წინადადება, რომლის ძალით უმაღლესი სწავლა თავისუფალი უნდა ყოფილიყო, ესე იგი, კერძო უნივერსიტეტებს იგივე ძალა და უფლება უნდა ჰქონოდათ, როგორიც აქვსთ სახელმწიფოის უნივერსიტეტებს. კლერიკალებს, რასაკვირველია, თავისუფლებისა ბევრი არ ენაღვლებოდათ რა; მათ ჰსურდათ მხოლოდ ჩაეგდოთ ხელში თვის მოწაფეთა უმაღლესი სწავლაც, მათთვის დიპლომების დარიგება და სხვ. ერთის სიტყვით, მათ სურდათ, რომ კლერიკალული სული კაცს ბოლომდე გაჰყოლოდა. რაკი უმაღლესს სწავლასაც ჩაიგდებდნენ ხელში კლერიკალები და გამოუშვებდნენ ყმაწვილ-კაცებს იმ გვარივე დიპლომით და უფლებით, როგორიც უპყრიათ სახელმწიფოის უმაღლესს სასწავლებელთ, მრავალი კაცი კლერიკალობის სასწავლებლიდამ კლერიკალებისავე უნივერსიტეტში შევიდოდა და ამ გვარად ასცილდებოდა სხვა გავლენათა მაცდურობას. რა წამსაც დადგენილ იქმნა ზემოხსენებული კანონი, იმ წამსვე კლერიკალებმა დაარსეს თვისი საკუთარი უნივერსიტეტი. ეხლა, როდესაც რესპუბლიკა შესდგომია წარსულის დროიდგან შეყოლილ ტკივილების მორჩენას, ახალმა სწავლა-განათლების საქმის მინისტრმა ჟიულ-ფერრიმ წინადადება შეიტანა პარლამენტში, რომლითაც კლერიკალებს გამოეცლებათ უწინდელი უფლება ხალხის განათლებაში. ამ კანონის ძალით დიპლომების დარიგება ისევ მხოლოდ სახელმწიფოს უნდა ეკუთვნოდეს; გარდა ამისა ამ კანონის ძალით კერძო სასწავლებელში მასწავლებლად უნდა იყოს მხოლოდ ის, ვისაც მთავრობისაგან აქვს მინიჭებული უფლება მასწავლებლობისა, და სხვ. ყველა ეს კლერიკალებს, რასაკვირველია, ვერაფრად მოეწონათ და მოჰყვნენ კიჟინას — გვიშველეთ ყელსა გვჭრიანო; ყოველ ღონისძიებას ხმარობენ, რომ როგორმე თავისი გაიყვანონ, ასტეხონ რაიმე არეულობა და მით მოაცდინონ რესპუბლიკელთა მოწადინეობა. კლერიკალები მით უფრო გაბრაზებულნი არიან, რომ მთავრობის თაოსნობა შეეხება არა მარტო უმაღლესს სასწავლებელს, არამედ ხალხის განათლებას, მთლად. თავიდამ ბოლომდე. მაგალითებრ, მომზადებულია კანონი, რომლის ძალით ყოველ დეპარტამენტში დაარსებულ უნდა იქმნეს საოსტატო სემინარია ერთი ვაჟებისათვის და ერთი ქალებისათვის. ამ სემინარიიდამ უნდა გამოვიდნენ სასოფლო შკოლების მასწავლებელნი. ამ ჟამად მასწავლებელთა შორის უმეტესი ნაწილი გამოდის კათოლიკების სასწავლებლებიდამ. მასწავლებელნი უმეტესად ქალები არიან, გაზდილნი კლერიკალების ხელში და ამიტომ უმეცარნი და არავრის მცოდნენი. მასწავლებელთა რიცხვი საფრანგეთში არის 110,709 - რომელთა შორის ნახევარზე მეტი ქალია (59,200). ეხლა რესპუბლიკელი მთავრობა თვითონვე მოკიდებს ხელს მთლად ხალხის განათლების საქმეს. გარდა ამისა რესპუბლიკის უკეთესნი მოღვაწენი ცდილობენ, რომ სწავლა შკოლებში იყოს მხოლოდ საერო და სასულიერო ნაწილი კი მიენდოთ თვითონ დედ-მამას ბაშვებისას. სარწმუნოება იმ გვარი საქმე არისო, რომელიც საკუთარს, კერძო სვინიდისზედ უნდა იყოს დამყარებულიო და სახელმწიფოს არავითარ არ შეეხებაო. გარდა ამისა სწავლა (პირველ-დაწყებითი) და განათლება ხალხისა უნდა იყოს ვალდებულიო და მაშასადამე მუქთიო, ესე იგი, ხარჯი ამა სწავლისა მთლად სახელმწიფომ უნდა იკისროსო, ყველა ამის შემდეგ რაღა თქმა უნდა, რომ კლერიკალები გაბრაზებულნი არიან და ცდილობენ დაბრკოლება აღმოუჩინონ მთავრობას ღონისძიება კი ბევრი აქვსთ, ღვთის წინაშე. ნივთიერი და სულიერი ძალა კლერიკალებისა განთქმულია. გარდა ამისა, რაც კი რამ ემტერება აწინდელს რესპუბლიკას სულ კლერიკალებს მიუდგება. ამ მხრით ბევრი განსაცდელი მოელით რესპუბლიკელთ და აწინდელის მთავრობასაც ეპისკოპოსებს საჩივარი შეაქვთ პარლამენტში ჟიულ–ფერრის წინადადების შესახებ. ამ საჩივარზედ ხელს აწერინებენ ყველა მათ მომხრე კათოლიკებს. ამ წინააღმდეგობაში რომის პაპიც ახალისებს თურმე ეპისკოპოსებს.

ჟიულ-ფერრის მიერ წარდგენილი კანონი არსებობს ამ ჟამად სენატის კომშისიაში და თვითონ სენატი განიხილავს მაისის ნახევარს როდესაც პარლამენტი ვაკაციის შემდეგ ხელახლად შეიკრიბება. როგორ გადასწყვეტს საქმეს სენატი, ღმერთმა უწყის, მაგრამ უნდა აღვიაროთ, რომ ამ საქმეში სენატი მიუდგება პალატს თუ არა — ეს ცოტად თუ ბევრად დამოკიდებულია, იმ უთანხმოების დაბოლოვებაზედ, რომელიც ატეხილია ამ ჟამად სენატისა და დეპუტატთა პალატის შორის. ეს უთანხმოება ასტყდა პარლამენტის (სენატისა და დეპუტატთა პალატის) გერსალიდამ პარიჟში გადატანის თაობაზედ საფრანგეთის აწინდელი კონსტიტუციის ძალით (მეცხრე მუხლი) სენატი და დეპუტატთა პალატი უნდა იმყოფებოდნენ ვერსალში და არა პარიჟში, როგორც უწინ იყო. რევოლიუციით დაშინებულმა ნაციონალურმა კრებამ ეს მუხლი ჩაურთო. კონსტიტუციის 1875 წ. იმ იმედით, რომ ვინიცობაა მოუსვენარ პარიჟელებმა ასტეხონ რამეო, გარედამ უფრო. დავამშვიდებთ და დავიმორჩილებთო ვიდრე შიგ პარიჟშიო; გარდა ამისა თვითონ პარლამენტიც ვერსალში უფრო უშიშრად იქმნებაო.

ამასთანავე, მონარხიელნი, რომელთაგანაც იყო შემდგარი უმეტესი ნაწილი იმ დროის ნაციონალურის კრებისა, რასაკვირველია, ფიქრობდნენ — გერსალში უფრო მალე ავაგებთ მონარხიელ მმართველობასაო, ვიდრე პარიჟში. გავიდა დროის რევოლიუციის ხსენება აღარსად არის; პარიჟის მცხოვრებლებმა გამოიჩინეს საკვირველი ხერხი და ცოდნა თავის დაჭერისა; რესპუბლიკა მკვიდრად დამყარდა სავრანგეთში და მტკიცედ დაიპყრა მთელის ხალხისა და აგრეთვე პარიჟულების ნდობა მაშასადამე არავითარი მიზეზი აღარ არის, რომ რესპუბლიკაც თავისის მხრით არ ენდოს პარის და უკანვე არ დაუბრუნოს ის რაც ეკუთნოდა და უნდა ეკუთვნოდეს მას სამართლიანად. რესპუბლიკას მოაქვს თან განახლება საფრანგეთისათვის ყოველის მხრით. ხმარებულ უნდა იქმნეს ყოველი ღონისძიება, რომ ძველის ტკივილის ხსენებაც არ იყოს; რომ უბედურნი დღენი სრულიად დავიწყებულნი იყვნენ. პარლამენტის მოღვაწეობის გადატანა პარიჟიდამ ვერსალში არის ნაშთი მრავალ უბედურებისა; ეხლა ეს ნაშთიც უნდა გაქრეს თუ რესპუბლიკას არ უნდა შეურაცხ-ყოფა პარიჟისა და მასთან საფრანგეთისაც. ასე ფიქრობენ რესპუბლიკის მოღვაწენი, როდესაც თხოულობენ პარლამენტის ისევ პარიჟში დაბრუნებას. რასაკვირველია, სხვა მრავალი საბუთიც არის ამ თხოვნისათვის ეხლა მრავალი დრო ტყუილ-უბრალოდ იკარგება პარიჟიდამ წასვლა-მოსვლაში როგორც სენატორებისა და დეპუტატებისათვის ისე მინისტრებისათვის, რომელთაც ზოგჯერ ვაგონში აქვთ ხოლმე სჯა სახელმწიფოის სხვა-და-სხვა მძიმე საქმეზედ. სხვა-და-სხვა კომმისიების მოღვაწეობასაც მრავალი დაბრკოლება უხვდება წინ იმის გამო, რომ პარლამენტი პარიჟის გარედ იმყოფება. ყველა ამ მიზეზის გამო დეპუტატთა პალატმა გარდასწყვიტა, რომ პარლამენტი ისევ პარიჟში უნდა დაბრუნდესო. მაგრამ რადგანაც, როგორც ზემოდ მოგახსენეთ, პარლამენტის ვერსალში ყოფნას თხოულობს კონსტიტუცია, ამიტომ მარტო პალატის სურვილი ამ შემთხვევაში საკმარისი არ არის. ამისათვის საჭიროა განხილვა კონსტიტუციისა და იმ მუხლის გაუქმება, რომელიც შეეხება პარლამენტის ბინას კონსტიტუციის განხილვისათვის კი საჭიროა კონგრესი, ე.ი. საერთო კრება დეპუტატთა პალატისა და სენატისა. ამის და გვარად პალატმა განუცხადა სენატს თვისი გარდაწუვეტილება — თქვენ რაღას ფიქრობთო. სენატმა გადასცა ეს საქმე კომისიას, რომელმაც გადასწყვიტა პალატის წინააღმდეგ და მოახსენა სენატს. ამ მოხსენების თაობაზედ სენატში სჯა და ბაასი უნდა მომხდარიყო, მაგრამ პალატის გარდაწყვეტილობის მომხრეები იმდენი ეცადნენ, რომ ეს ბაასი გარდაადებინეს იმ დროისათვის, როდესაც სენატი ხელახლად შეიკრიბება აკაციის შემდეგ. ასე მოახდინეს იმ იმედით, რომ აგები როგორმე სენატის უმრავლესობა დავიყოლიოთო. უნდა მოგახსენოთ, რომ მინისტრებიც იმ აზრისანი არიან, რომ პარლამენტი ისევ პარიჟს უნდა დაბრუნდესო. ამით, რასაკვირველია, მთავრობა აცხადებს, რომ მშვიდობიანობას არავითარი შიში არ მოელისო. პარიჟელების მხრით და თავდებათ მე დავდგებიო. თუ სენატმა არ შეიწყნარა პალატის (მაშასადამე მთავრობისაც) სურვილი, მაშინ სენატისა და პალატის განხეთქილებას მოჰყვება აგრეთვე სამინისტროის გადადგომაც, თუ მართლა აწინდელი სამინისტრო, მეტადრე მისი მოთავე ვადდინგტონი, გულ-წრფელად ემსახურება რესპუბლიკას. თუ ამ საქმეში სენატი და დეპუტატთა პალატი ვერ მორიგდნენ ერთერთმანეთში. მაშინ საეჭვოა სენატი სხვა საქმეშიაც (მაგალითებრ სწავლა-განათლების შესახებ) აღმოუჩენს პალატს დაბრკოლებას თუ არა.

ახალი სესსია გერმანიის რეიხსტაღისა უმთავრესად სულ ერთსა და იმავე საგანს დასტრიალებდა — სოციალისტების ქადაგობას და საშიშო მოღვაწეობას... სხვა საგანთა შორის, რომელნიც განხილულ იქმნენ რეიხსტაღში ღირს-შესანიშნავია ახალი განწყობილობა ელზას–ლოტარინგიისა. მას აქეთ, რაც ეს ქვეყანა წაერთვა საფრანგეთს მისი მდგომარეობა გერმანიის იმპერიის წინაშე მტკიცედ არ იყო განვითარებული. გერმანიის იმპერია, როგორც მოგეხსენებათ, არის სხვა-და-სხვა სახელმწიფოთა კავშირი, რომელთაგან თვითოეულს აქვს სათკუთარი წყობა და მომართულობა, საკუთარი კონსტიტუცია. რადგანაც ელზას-ლოტარინგიას არ ქონდა ამ გვარი საკუთარი მომართულობა, ამიტომ სხვა სახელმწიფოებს (გერმანიისას) ვერ მიუდგებოდა როგორც თანასწორი ამხანაგი. გარდა ამისა ელზას-ლოტარინგიის მდგომარეობაზედ არაფერს არც გერმანიის კონსტიტუცია ამბობდა, რადგანაც ეს კონსტიტუცია დადგენილი იყო უწინარეს, ვიდრე გერმანია შეურიგდებოდა საფრანგეთს. ამიტომ ელზას – ლოტარინგიას მოახმარეს ერთის მხრით განგებ დადგენილი კანონი და მეორის მხრით საზოგადო კონსტიტუცია გერმანიისა. ყველა ეს, რასაკვირველია, საკმარისი არ იყო: გერმანიის კონსტიტუცია დაერთვის მხოლოდ იმ საგნებს, რომელნიც შეეხებიან სხვა სახელმწიფოებს საერთოდ; თვითოეულის სახელმწიფოის შინაგანი განწყობილობა და მმართველობა კი მინდობილი აქვს თვითონ ამ სახელმწიფოს. ელზას-ლოტარინგიას მიეცა უფლება დეპუტატების გაგზავნისა რეიხსტაღში; სხვაფრივ კი სრულიად დამოკიდებული იყო იმპერატორის ნება-ყოფლობაზედ. ეხლა ელზას-ლოტარინგიას ეძლევა საკუთარი, ცოტად თუ ბევრად დამოუკიდებელი მმართველობა, რომლის ძალით ერთის მხრით დაედრება სხვა მოზავე სახელმწიფოს გერმანიისას, ელზას-ლოტარინგიას ეყოლება თავისი მთავარ-მართებელი (იმპერატორის მოადგილე), პასუხის-მგებელი სამანისტრო, საკუთარი პარლამენტი (ანუ მსგავსი პარლამენტისა). რა გვარი იქნება ახალი მოწყობილობა ელზას-ლოტარინგიისა დაწვრილებით — ჯერ ვერას ვიტყვით. არც იმაზედ ითქმის არაფერი თუ რამდენად კმაყოფილნი იქმნებიან და არიან თვითონ ელზას-ლოტარინგიელნი. თაოსნობა ამ საქმეში ეკუთვნით ელზას-ლოტარინგის დეპუტატების ერთს გუნდს, სახელდობრ იმ დასს, რომელიც ელზას-ლოტარინგიის დამოუკიდებლობას ქადაგობენ. გარდა ამ დასისა ელზასიელ დეპუტატთა შორის არიან იმისთანანიც, რომელთა გულის წადილი არის ისევ საფრანგეთთან შეერთება, ან არა გერმანიასთან გაყრა მაინც. ამ დეპუტატებს ვერაფრად ეჭაშნიკებათ ახალი წყობა ელზას-ლოტარინგიისა, — წყობა, რომელსაც ასე ბეჯითად ნდომობს თვითონ ბისმარკი მათის აზრით — თუ ელზას-ლოტარინგიას თვით – მმართველობა უნდა მიეცესო, მაშასადამე მას უნდა მიეცესო. სრული საკუთარი დამოუკიდებელი პარლამენტი, ამორჩეული საყოველთაო არჩევანითაო. მაგრამ ბისმარკი, რასაკვირველია, არ მოინდომებს ამას, — ბისმარკი, რომლის გულის წადილი ბოლოს და ბოლოს ის არის რომ სრულიად გააგერმანიოს ელზას-ლოტარინგია.

თითქმის ორი თვეა რაც ბოლგარიაში (ქ. ტირნოვში) შესდგა წარჩინებულთა კრება კონსტიტუციის დადგენისათვის, მაგრამ მარტო ეხლახან შესდგომია ბოლგარია საქმესა. რუსეთის მიერ გამონახული კონსტიტუცია გარდაცემული იყო ცალკე დანიშნულ კომმისიაში, რომელსაც ამ ჟამად დაუსრულებია და კრებისათვის მოუხსენებია თვისი განაჩენი. შესახებ ამისაც შეგვიძლიან მხოლოდ ვაჩვენოთ თვითონ საგანი და მოსაზრება კი შემდეგისათვის გადავდვათ, როდესაც დაწვრილებით გვეცოდინება ახალი კონსტიტუციის შინაარსი. ჯერ-ჯერობით კი ცნობილია შემდეგი: კომმისიის აზრით ორი პალატი უნდა იყოს ბოლგარიაში — სენატი და დეპუტატთა პალატი. პალატის სესსია დაიწყება პირველ ოკტომბერს და გათავდება პირველ დეკემბერს, ესე იგი პალატი იმოქმედებს წელიწადში მხოლოდ ორ თვეს. ამ ხნის განმავლობაში ბევრს კი ვერას მოასწრობს, სწორედ მოგახსენოთ. სენატი იქმნება შემდგარი 20-25 წევრისაგან, რომელთა შორის 10-15 დანიშნულ უნდა იქმნენ მთავრის მიერ, სამი — უმაღლეს სამღვდელოიდგან (ამ სამში ერთი სენატის თავმჯდომარეთ უნდა იყოს), დანარჩენი წევრნი სენატისა მსაჯულთა შორის იქმნებიან ამორჩეულნი. ვიმეორებ: ჯერ-ჯერობით არავითარი მოსაზრება ბოლგარიის თაობაზედ არ შეიძლება ვიდრე საქმე არ დაბოლოვდება.

14 იზა

▲back to top


იზა

ნაწილი პირველი

ძალდატანებული ქორწინება

თავი I

უცნაური საქციელი საპატარძლოსი ქორწილის წინა დღეს

კლოდ ტიუსსოს პარიზში, სენ-ფრანსუას ქუჩაზედ, ბრინჯაოს ქარხანა ჰქონდა. ხმა გავარდა თუ არა, რომ ამისი ქალი, ლამაზი სესილი, თხოვდება და აწოწვილს გუდარს ირთავსო, რომელსაც მეტს სახელს „ჯაგლაგს" ეძახდნენ, - ყველას მთელს მარეს უბანში გაუკვირდა და გულიც აუმღვრია. არავის არა სჯეროდა, რომ ეს ხმა გამართლდება. მთელი ათი წელიწადი იყო, რაც ლაპარაკობდნენ რომ ტიუსსოს ქარხანა გუდარის ფულით არსებობსო და გუდარი ფულს აძლევსო, იმიტომა რომ ტიუსსოს ცოლთან ძალიან დაახლოვებულიაო. ყველანი იმ აზრისა იყვნენ, რომ მარტო ქმარმა არ იცის თავის შესარცხვენი ამბავიო.

ყველაზედ მეტად ისა სწყინდათ, რომ თვითონ ტიუსსოს ცოლს მოუწადინებია ეს ქორწინებაო.

მარეს უბნელები საზოგადოდ ძალიან მეჭორეები იყვნენ და ამის გამო ჭორიკანაობას ამ ქორწინების თაობაზედ ბოლო არა ჰქონდა. ზოგი ამბობდა, რომ ტიუსსოს კუტრობაში ფეხი უდგასო და ქალს იმიტომ აძლევსო, რომ სიძე ამხანაგად გაიხადოს და ამით თავის სახელს უშველოსო. მეორენი ამბობდნენ, რომ ტიუსსოს ცოლი ათხოვებს ქალსა მარტო იმისთვის, რომ თავსი საყვარელი თავისთან იყოლიოსო. მესამენი ამბობდნენ, რომ ლამაზს სესილს ისე გაგიჟებით უყვარს მორისი, თავის მამის შეგირდი და თავის ამხანაგი პატარაობისა, რომ დედ-მამა იძულებულ იყვნენ გაეგდოთ მორისი, როცა მოიზარდა და ქარგლად შეიქმნა, და ქალის გათხოვება უნდა დაეჩქარებინათ, რადგანაც ყოველს დღეს ფათერაკი მოსდევდაო. ბევრს რასმეს ჰყბედობდნენ კიდევ მეზობელნი, ხოლო ჩვენ ვიტყვით მას, რასაც ისინი არ ამბობდნენ, სახელდობრ, მართალსა.

მართალია, კლოდ ტიუსსოს სახლში ქორწილისათვის მზადება იყო და ჩვენი ამბავი იწყობა იმ დღიდამ, რომლის მეორე დღეს ანდრე გუდარს, მეტის სახელით „ჯაგლაგს", უნდა ჯვარი დაეწერა ახალგაზრდა და მშვენიერს სესილზედ.

რაღაც შემთხვევით სესილის დედა მარტოდ დარჩა გუდართან და დაბალ ხმით უთხრა:

− ბოლოს ხომ მაინც თქვენი სურვილი გაიყვანეთ. ღმერთმა შეგინდოთ.

გუდარმა კი მხიარულის ღიმილით ხმამაღლა უპასუხა:

− თქვენი ქალი, დედავ ტიუსსო, ყველა ქალზე უბედნიერესი იქმნება.

თვითონ საპატარძლო კი სრულიად გულდამშვიდებული იყო და მისი მკვახე სახის მეტყველება ყველას აოცებდა. სესილი იყო თექვსმეტის წლის ქალი, ბრწყინვალე შავი გიშერივით თმა ჰქონდა, ცისფერი თვალები, რომელნიც სხივისავით გამოკრთოდნენ ხშირის წარბ-წამწამის ქვეშ, სწორე ცხვირი და წვრილი, ყმაწვილური ტუჩები. როცა გაიღიმებდა ხოლმე, რასაკვირველია არა ეხლა, გამოიჩენდა ხოლმე მშვენიერს თეთრს პატარა კბილებს. ერთის სიტყვით, სესილი მეტად ლამაზი და ტურფა რამ იყო. ხოლო ჯვარისწერის წინა დღეს სესილი ისე იყო, თითქო სულ მარტოდმარტოაო, თუმცა მის გარეშემო დიდი მზადება და ფაცაფუცი იყო. გულგრილად უყურებდა ყოველს ამ მზადებასა, თვითონ არაფერს ხელს არა ჰკიდებდა, ზიზღით ორიოდე სიტყვას გადუგდებდა ხოლმე თავის საქმროს და დედმამის ყოველს კითხვაზედ ამას ეუბნებოდა.

− რაც გენებოთ, იგი ჰქენით... მე აკი გითხარით, რომ თქვენი მორჩილი ვიქნები-მეთქი.

სადილს უკან, რომელზედაც მოწვეულნი იყვნენ სტუმრები ქორწინების მოწმად, ტიუსსოს ცოლმა მოურიდებლად სთქვა:

− ბატონებო, ჩვენ ძალიან დაღალული ვართ ამ ფაცაფუცისაგან, გთხოვთ ნება მოგვცეთ პატარა შევისვენოთ. აი, ხომ ჰხედავთ, საწყალს სესილს ისე უნდა ძილი, რომ მთელს საღამოს ხმაც არ ამოუღია და ხვალაც ადრე უნდა ავდგეთ.

ყველას გაეცინა. მეგობრულად გამოეთხოვნენ სახლის პატრონს და მეორე დღის ლხინი და სადილი რომ აგონდებოდათ, ტუჩებს ილოკდნენ. აწოწილი გუდარი, მეტის სახელით „ჯაგლაგი", მივიდა სესილთან და მოეხვია. ხოლო ქალმა ხელი ჰკრა და მოირიდა, ეშინოდა, რომ სხვა რამ უფრო უარესი კადნიერება არ გაბედოსო.

− ახლა რაო, სესილ? - უთხრა იმან, - მტკიცედ დაგიდვია თავი იმაზედ, რომ მე თავის დღეში ღიმილით არ შემომხედო?

− მე თქვენთვის მითქვამს, ბატონო გუდარ, რომ სიყრმითვე დაჩვეული ვარ დედ-მამის მორჩილებას და მას ვიქმ, რასაც ჩემს სასარგებლოდ ისინი დაინახვენ. რა გრძნობითა ვარ თქვენზე, ეს მე პირდაპირ მითქვამს თქვენთვის და არ დამიმალავს. თქვენ ჩემს ნათქვამს ყურს არ ათხოვებთ... თქვენ გასცემთ პასუხს ყოველს მასში, რაც მოხდება.

ბოროტმა ღიმილმა გაუმრუდა სახე ჯაგლაგსა და თვალებმა გამოუელვეს გაბრაზებით, ხოლო წუთის შემდეგ მხრები აიწია, სულელურად ჩაიცინა და სთქვა ძალად მოვლენილ მხიარულებით.

− სესილ, მე შენ პატარაობითვე გიცნობ, მახსოვს, რომ ყოველთვის თვითრჯული, ბუტია და ჟინიანი იყავ, მაგრამ მე იმნაირად დავუყვავებ და მოვუვლი ჩემს ლამაზს ცოლსა, ისეთის სიმდიდრით შევამკობ, რომ ახლანდელს თავის სიტყეებხ შეინანებს... და მე შემიყვარებს.

ამ სიტყვებზედ ასეთის უცნაურის თვალით შეხედა ყმაწვილმა ქალმა რომ გუდარმა წარბი შეიკრა.

ეს პატარა ამბავი მოხდა გარედ კარებთან და სტუმრები ჩამოეცალნენ, რომ საქმროს არ დაუშალონ თავის საცოლოს გამოეთხოვოს. გუდარი წავიდა და ძლივს იკავებდა თავის ჯავრსა და სესილი კი გულაუმღვრევლად დაბრუნდა თავის ოთახში.

ვიდრე თავის საწოლში შევიდოდა, დედ-მამამ ტკბილად დაჰკოცნეს ქალი. მამამ დაუწყო ალერსი და უთხრა:

− ჩემო გვრიტიკო, სესილ! ჭკვიანურად მოიქეც, წადი, კარგად გამოიძინე და ეგრე გაბუტვით ნუღარ იქნები. მე იმედი მაქვს, რომ ხვალ აგრე ცხვირპირჩამოშვებულს არა გნახავ.

− ოჰ, არა, არა, მე ხვალ ისე აღარ ვიქნები, როგორც დღესა ვარ, - უპასუხა რაღაც უცნაურის ხმითა.

− რასაკვირველია, შენ უნდა გულდადებით იყო; შენი გათხოვება ჭკუის საქმეა და არა სიყვარულისა. ჩემო კარგო, შენ არ იცი, რა ცოტას რასმეს ჰნიშნავს ცოლქმრობაში სიყვარული. ბედნიერება მოსვენებასა და სიმდიდრეშია. შენ სიღარიბისას არაფერს შეიტყობ, სეხილ, და აბა ჰკითხე დედაშენს, რა საშინელი დღენი გამოგვივლია, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს მზითვად სიღარიბე მივუტანეთ. ბედნიერებისათვის რომ სიყვარული საკმაო იყოს, მაშინ ცოლქმრობაც მეტი იქნება. სიყვარული ჯვარისწერის იქით ვეღარა სძლებს.

− მამაშენი მართალს ამბობს, ჩემო შვილო, - შეჰნიშნა დედამ და კიკინები გაისწორა. ყმაწვილმა ქალმა კისერი მოიღერა, შედგა დედ-მამის წინ და ნელის ხმითა სთქვა:

− მე რომ მაინც არ დაგემორჩილოთ და ხვალა ვთქვა - არა-მეთქი?

კლოდმა და ცოლმა ერთმანეთს შეჰხედეს იმ სახით, თითქო ელდა ეცათო.

− რაო, შე უბედურო! − უპასუხა მამამ, − არ დაგვემორჩილები?.. მაშინ შეჩვენებულ და დაწყევლილ იქნები ჩემგან... მე მაშინ დავიღუპები... მე აღთქმა მიმიცია ანდრესათვის...

− მაშ თქვენი სარგებლობა ყველაზე წინ ყოფილა ამ საქმეში, − უპასუხა მკვახედ სესილმა, − მაგას ჩემი სიკვდილი შეუძლიან.

− მაგისაგან არ იხოცებიან, − დაიძახა მრისხანედ ტიუსსომ და გაბოროტებისაგან აინთო: − ეხლა კი დროა ყველაფერი ვთქვათ პირდაპირ. მე ქვეყნის წინაშე გიცხადებ, რომ მირჩევნია მოჰკვდე, ვიდრე შენი სულელური სიზმრები აისრულო...

− დაჩუმდი, კლოდ, გაგიჟდი, თუ რა დაგემართა! − უთხრა ცოლმა, თუმცა ქმარს გულში ის არა ჰქონია, რასაც ამბობდა, − დეეხსენ სესილს, გონიერებას არ გადუდგება და ურჩობას არ გაგვიწევს.

დედამ აკოცა ქალს და, როცა სესილი მოშორდა ამათ და თავის ოთახისკენ წავიდა, ცოლმა უთხრა ქმარს:

− როგორ არ გესმის, კლოდ, რომ საწყალს ბავშვს ემძიმება გამოესალმოს ყოველს თვის ნატვრას და იმედებსა. მერე ამასთანაც იგი ჩვენს ნებას არ ეურჩება და მარტო იმას ამბობს საწყალი, რომ თქვენი ნება ჩემთვის კანონიაო.

ეგეები ხომ არ იქნებოდა, თუ რომ შენ ნება არ მიგეცა მორისსა და მაგას ჰაერში ციხეები ეშენებინათ.

− განა წინადვე შესაძლოა მცოდნიყო, რაც ბოლოს მოხდა?!

ამის შემდეგ ცოლ-ქმარნი თავის საწოლში შევიდნენ.

სესილი კი გამოეთხოვა თუ არა თავის მშობლებს, ავიდა მაღლა თავის ოთახში და ქვეშაგებზედ ჩამოჯდა. მთელი საათი უძრავად იჯდა და ერთსა და იმავე ადგილისაკენ მიემართა თვალები.

− თავის დღეში... არა, არასოდეს... ნამეტნავად მაგას! − დაიძახა უეცრად და მთელის ტანით აკანკალდა; თითქო ერთს საზარელს და საზიზღარს რასმეს შეეხოვო.

ადგა, ფეხაკრეფით მივიდა შკაფთან, წამოისხა წამოსასხამი, ნელა ჩამოვიდა ძირს, ქარგლების ოთახი გაიარა ღა გავიდა ქუჩაში.

გარედ რომ ნახა თავისი თავი, ფეხი აუჩქარა, ტიურენიხ ქუჩის ყურეში სარდაფი იყო ღვინისა, ჩაიხედა, დაინახა საათი და გასინჯა.

− თერთმეტი საათია! − წაიჩურჩულა თავისთავად, − უსათუოდ მელის.

უფრო ჩქარა წავიდა, თითქმის სირბილით. ბასტილიის მოედანზედ რომ მივიდა, დადგა ბურდონის საწყლიპიროს ყურეში. იმავე წამს ვრთი ყმაწვილი კაცი მოვიდა ამასთან.

− რაო? − უთხრა მან და გამოუწოდა ხელი.

− სულ ყველაფერი გათავდა! − უთხრა ქალმა გულდაწყვეტით.

− ახლა შენ რას ჰფიქრობ? − ჰკითხა ჭაბუკმა საშინლად აღელვებულმა.

− დიაღ, დიაღ, მეც თანახმა ვარ, თანახმა, − სთქვა ქალმა გულის კდომითა და დაეცა ჭაბუკს გულზედ.

რამდენსამე წუთს მაგრად იყვნენ ერთმანეთზედ გადახვეულნი და მწარედ ტიროდნენ, ბოლოს ქალმა დაიმორჩილა გულის მღელვარება, გამოეცალა ჭაბუკს ხელიდამ, სწრაფად მოიწურა თვალთაგან ცრემლი და სთქვა:

− მე თანახმა ვარ, მე მინდა სიკვდილი, გესმის?

− რისთვის?

− მისთვის, რომ მე შენ მიყვარხარ და აღთქმაც დამიდვია, რომ შენი ვიყო... სიცოცხლეს ჩვენი გაყრა უნდა, სიკვდილი კი შეგვაერთებს; მაშ სჯობს დავიხოცნეთ.

− მევე მეშინია ეხლა, რომ ეგ აზრი მოგეცი.

− მე ჩაგიდგამ ვაჟკაცობის სულს, ყური დამიგდე, მორის. ჩვენ ერთმანეთს პატარაობითვე ვიცნობთ. შენ დედ-მამა და თვისტომი არა გყვანდა, ერთი და გყვანდა, ჩემი მეგობარი ამელი. შენ ჩვენს ოჯახში გაიზარდე, მე და შენ დაძმანი ვიყავით. ჩვენდა გაუგებრად ჩვენს შორის უფრო ღრმა შემსჭვალულობა დაიბადა, ხოლო ჩვენ ორივეს ნამუსი გვქონდა და იმოდენად პატივსა ვცემდით ერთმანეთს, რომ ჩვენი კავშირი ბოროტმოქმედობით არ წავბილწეთ. ჩვენი ნატვრა ცოლქმრობა, ჯვარისწერა იყო და შენ სცდილობდი კარგ ქარგლად გამხდარიყავ და მე კარგ სახლის პატრონად. შენ შენი განზრახვა აისრულე, მე კი ხელი შემიშალეს. ჩვენს დედ-მამას, − ჩემს დედმამას შენც შენად ჰხადი, − არა ჰქონდათ ფიქრად, რომ ჩემით თავისი საკუთარი საქმე გაესწორებინათ და ამიტომაც ჩვენს ნატვრას და იმედს ხელს უწყობდნენ. ჩვენი სიმართლე ამაშია, მორის, ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი და ნებაც გვქონდა სიყვარულისა.

ყმაწვილს კაცს თვალთაგან ცრემლები ჩამოსდიოდა.

− ნუ სწუხარ, მორის, − განაგრძო სესილმა მწუხარის ღიმილითა, − დღეს ჩვენის ჯვარისწერის დღეა... ერთხელ ჩვენს სახლში ერთმა ავმა სულმა შემოდგა ფეხი... მამაჩემის მეგობარია... მეგობარია... შენც იცი... მეგობარია დედაჩემისა... ხომ გახსოვს, რარიგად ვიწოდი მე, იმ თავხედ ლაფდასხმას რომ ვხედავდი; იმან ფული მისცა მამაჩემს და დღეს მარტო იმას შეუშლიან დაიხსნას მამაჩემის სახელი კუტრობისაგან. რა უნდა მექნა? მეთქვა მამიჩემისათვის, რა ფასადაც ჰყიდულობდა იმ საძაგლის მეგობრობას? ხომ დედაჩემს მაშინვე გააგდებდა, თავზედ ლაფს დაასხამდა, შეარცხვენდა საქვეყნოდ. მერე სწორედ იმ დროს, როცა დედაჩემი ნანობს თავის წარსულსა... ყველაზე საზარო ის არის, რომ დედაჩემიც თანახმაა იმ კაცს მიმცეს. ამ ერთის თვის წინად დამპირდა, უარს ვეტყვიო. მეორე დღეს მე ტანისამოსს ვალაგებდი დედიჩემის ოთახის გვერდით. გუდარი დედასთან შევიდა. წიგნი მიეღო დედაჩემისაგან, რომელშიაც დედაჩემი სწერდა, რომ მე თავის დღეში არა ვიქმ იმ საძაგლობასაო, რასაც ჩემგან თქვენ ითხოვთო. რომ იცოდე, მორის, რეები გავიგონე... ხომ ძალიან დაბლა დაცემულია დედაჩემი, მაგრამ იმ დღეს სწორედ შემებრალა. საწყალი დედაჩემი! იმისთანა უნამუსო კაცის მონად ყოფნა საშინელია! რა მძიმედ დასაჯა ბედმა საწყალი დედა! გუდარმა გადაათქმევინა დედას სიტყვა და პირობა ჩამოართვა, რომ ხმა აღარ ამოიღოს... ამის შემდეგ მოგწერე, რომ ჩვენ იმედი აღარაფრისა არ უნდა გვქონდეს... მამაჩემი ერთი ბრმა მსხვერპლია. იგი მარტო ერთს ჰფიქრობს, რომ ჩემის გათხოვებით მისი ქარხანა ისევ ფეხზედ დადგება და მეც დაბინავებული ვეყოლები. რა ვქნა? ვუთხრა მამას, − დედასა და ქარხანას დავღუპავ... ვუთხრა დედას, რომ ყველაფერი ვიცი, − უარესია... ვუთხრა თვითონ იმ კაცს... ღონე არა მაქვს... ღონე, რომ ხმა გავცე. როგორც გველი, ისე მეზიზღება, ისე მძულს. თავიდამ ფეხამდე სულ ჩირქია... ყოველისფერში საძაგელი რამ არის, ქცევაში, მიხრა-მოხრაში... იმისათვის ქვეყანაზედ არც სიყმაწვილეა, არც უმანკოება; ყოველს ქალს ისე ექცევა, როგორც ქუჩის მაწანწალა გოგოსა... მე არ ვიცი, რას არ ვიზამ, ოღონდ იმის ხელში არ ჩავვარდე! აი ხომ ხედავ, მორის, რა უნუგეშო უბედურებაში ვართ.

− შენ სულ იმ აზრს დაუბრუნდები ხოლმე, რომელიც მე წამომცდა სასოწარკვეთილების დროს.

− მორის, მე დღეს შენთან მოვედი... მე შენი საცოლო ვარ... მე შენი ცოლი ვიქნები... და ხვალ კი ჩვენ აღარ გავიღვიძებთ...

მორისი შედგა. სესილის ორივე ხელი ხელში ეჭირა და თვალებში შეჰყურებდა.

− მოჰკვდები და სიცოცხლე არ დაგენანება, ისე უდრტვინველად გამოესალმები სიცოცხლეს?

− სიხარულით, სიხარულით!

− ძალ-გული არ გიღალატებს?

− მე შენ მიყვარხარ.

ცეცხლმოკიდებული გადეხვია მორისსა და მხურვალედ ჩაჰკოცნა.

− მორის, − უთხრა სესილმა, − მე მინდა შენს გულზე დავლიო სული და ტკბილად გეუბნებოდე: მიყვარხარ, მიყვარხარ!

− მერე თავი დაასვენა მის მხარზედ და ხმადაბლა უთხრა: - ჩქარა წავიდეთ, მორის, შენთან... თორე ლამის ღონე მიმეხადოს.

მორისმა ხმა არ გასცა, მაგრა მოჰკიდა ხელი და ორნივ ჩქარის ნაბიჯით წავიდნენ კონტრესკარპის საწყალპიროსაკენ. მორისი გულმაგრად იყო და შეურყევლად, მაგრამ ამასაც კი უნდოდა რითიმე გათავებულიყო ეს უნუგეშო მდგომარეობა.

ღამე მშვენიერი იყო, ზაფხულის სიცხეს გრილი ნიავი აგრილებდა, ცა მოკირწყლული იყო ვარსკვლავებით, რომელნიც წყალში როგორც სარკეში კამკამებდნენ. კარგი რამ იყო სეირნობა, ტკბილი რამ იყო სიცოცხლე ამისთანა მადლიან ღამეს.

სესილი და მორისი ხმაამოუღებლივ მიდიოდნენ, გადეხვიათ რა ხელი ერთმანეთისათვის. თვალები უცნაურად უნათიდნენ და ტუჩებზედ ღიმილი უთამაშებდათ.

− ყველაფერი მზადა გაქვს? − ჰკითხა უცბად სესილმა შეწუხებულის ხმითა.

− დიაღ.

− ძალიან ვეწვალებით?

− არაა.. ჩვენ დაგვეძინება... და თავის დღეში აღარ გამოვიღვიძებთ.

მორისმა იგრძნო, რომ სესილი თრთოდა, თითქო გააციაო; მაშინ უფრო აუჩქარა ფეხი და სთქვა:

− ჩქარა წავიდეთ, ჩქარა.

წინ გაუარეს სახლს, საცა ყოველდღე საჯარო ბალი იყო ხოლმე. მუსიკის ხმა მოესმათ. სესილმა მწუხარედ გაიღიმა.

− ეს ჩვენი ქორწილის დღეა... სტუმრები ცუკვავენ.

− მე სწორედ ამ სახლის გვერდით ვდგევარ; მუსიკა და ხმაურობა არ მოგვასვენებს.

− პირიქით, გაგვართობს კიდეც.

დუმილი ჩამოვარდა. შეუხვიეს უკანასკნელს ქუჩას, აუსტერლიცის ხიდის პირდაპირ საწყალპირობაზედ. მეორე სახლის წინ მორისი შედგა.

− მივედით, − სთქვა მან.

შევიდნენ ალაყაფის კარებში, მეორე სართულში ავიდნენ, ყმაწვილმა კაცმა გააღო კარი განათებულის ოთახისა, სესილი შევიდა და გაოცებით გადაავლო თვალი გარეშემოს.

− მე ყველაფერი მომზადებული მაქვს, − სთქვა მან.

− ეს რაღა არის? − ჰკითხა ქალმა და დაანახვა ბოთლი, ჭიქები და შაქრის პურები.

− ჩვენის ქორწილის ვახშამია, − უპასუხა მან ღიმილითა.

− ესა? − დაუმატა ქალმა და კანკალიო დაანახვა ბოთლი.

− საწამლავია. სესილი სკამზე ჩამოჯდა და მორისმა წინ დაუჩოქა.

− საწყალო სესილ! პატარები რომ ვიყავით, ვის მოუვიდოდა ფიქრად, რომ ამით გაგვითავდებოდა საქმე?

− რაო? ნანობ თუ?

− არა.

− მე შენ გითხარ, მორის, რომ მე შენი ვიქნები-მეთქი... იმათ არ უნდათ, რომ მე შენი ვიყო, ნამუსი კი ნებას არ მაძლევს, საყვარლად დაგიჯდე... სიკვდილმა დაგვწეროს ჯვარი...

ამ სიტყვებზე წამოავლო ხელი ბოთლს და ბედისწერის სასმელი ჩაასხა ჭიქებში.

− არ მეზიზღება, ტკბილი ყოფილა, − სთქვა სესილმა, როცა ტუჩებით დაეწაფა ჭიქასა.

მორისმაც დალია და ერთმანეთს აკოცეს. მორისი ჯერ კიდევ დაჩოქილი იდგა; ქალი თმაზედ ხელს უსვამდა და უალერსებდა. ერთმანეთს შესცქეროდნენ დიდხანს ცეცხლით ანთებულ თვალებითა. ისინი სიკვდილზე არა ფიქრობდნენ, ისინი ფიქრობდნენ მარტო თავიანთ სიყვარულზე.

− რარიგად მიყვარხარ, რარიგად, − ტიტინებდა ქალი.

− ზოგი მე მკითხე, მე! − უპასუხა მორისმა და დაუწყო ხელებზედ კოცნა.

ფანჯარა ღია იყო ნახევრად. ფანჯარა გადაჰყურებდა ბაღს, საცა საჯარო ბალი იყო. მუსიკა კადრილის დასაწყისს უკრავდა, ცეკვის გამგე ხმამაღლა ყვიროდა.

− ბატონებო, თქვენ თქვენს ადგილებზე დაბრძანდით, უკანასკნელი კადრილია.

− გესმის? − უთხრა სესილმა მორისს, − უკანასკნელიაო... ქალმა ხელახლად მოსვა ჭიქა.

− მგონია ათრობს, − სთქვა სესილმა.

− განგებ არის ეგრე შეზავებული.

− მაშ ჩქარა დავლიოთ და მოვრჩეთ.

ჭიქები ერთმანეთს შეატკუცეს და პირთან მიიტანეს,

− ადეგ, − უთხრა სესილმა რიხიანად და ხმამაღლა.

მორისი დაემორჩილა. ქალმა მიიყვანა ფანჯარასთან, ხელი ხელში ჩაუდო, ახედა ვარსკვლოვანს ზეცას და თავმოწონებით სთქვა.

− წინაშე ღვთისა, რომელთანაც განსაკითხველად ჩვენ მალე წარვდგებით, მე ვაღიარებ, რომ ქორწინების საიდუმლოებას შეურაცხვყოფდი, თუ შევირთავდი ჩემგან შეძულებულს კაცს. და ვირთავ ქმრად მორის ფერანსა, ჩემგან სულით და გულით შეყვარებულსა...

მორისმაც გაიმეორა იგივე სიტყვები. ქალმა იგრძნო, რომ მორისმა ხელზე ბეჭედი გაუკეთა. ქალმა ბეჭედს აკოცა და სთქვა სისწრაფით, თითქო უნდა მალე მოუღოს ყველაფერს ბოლოო.

− ჩვენ შევუუღლდით ერთმანეთს საუკუნოდ; დავლიოთ, დანარჩენიც.

ჭიქები დააცარიელეს.

ყოველივე გათავდა, − სთქვა სესილმა მწირის აღმოკვნესით, − ცოტა ხანს დამანებე, მორის, თავი და მალე კი მოდი ისევ. მე შენ მოგელოდები, ჩემო ქმარო.

− ყმაწვილი კაცი დაემორჩილა და გავიდა ოთახიდამ.

− შენა ხარ? − ჰკითხა სესილმა, როცა კარის ჭრიალი მოესმა.

− მე ვარ, ჩემო სესილ, მე.

− ჩქარა მოდი, ჩქარა... მე ვშიშობ, უშენოდ არ მოვკვდე.

 

II დასასრული ქორწინების ღამისა

ქარი, რომელიც ჯერ ძლივს უბერავდა, თანდათან გაძლიერდა, ხმაამოუღებელი მყუდროება დაირღვა ფოთლების შრიალითა და მძიმედ დატვირთულ ნავების ჭახაჭუხითა, რომელნიც ხიდის წინ დაბმულნი იყვნენ. ავდარის ნიშნები იყო.

მორისის პატარა ოთახში ჩუჩუნიც არ ისმოდა, ხოლო ფანჯარა ჭრიალებდა, ქარი რომ ათამაშებდა. დილის ორი საათი და ნახევარი იქნებოდა. მორისს და სესილს ეძინათ. ბოლოს ერთმა მათ შორის ტოკვა დაიწყო. ეგ სესილი იყო. წამოჯდა, შუბლზე ხელი გადისვა, უკან გადიყარა თავისი საუცხოვო შავი თმები და გაოცებულის თვალით გადაჰხედა ოთახს. თავი დაჰმძიმებოდა და ფიქრები ვერ მოეკრიბნა. ვერა გაიგო რა მისი, რასაც ჰხედავდა. სად ვარო? როგორ? სიზმარში ხომ არა ვარო? მოინდომა ფეხზე წამოდგომა. უეცრად ხელი მოახვედრა მორისის ტანს, რომელიც იქვე იწვა. ხელი შეახო თუ არა, უნდა დაეკივლა, მაგრამ ხმა გაუწყდა. ორივე ხელი წაივლო თავზედ. ერთი მძიმე კვნესა აღმოხდა მისის გულიდამ. ყოველივე მოაგონდა... ცოცხალი როგორღა გადავრჩიო? რა მოხდაო? ნუთუ მორისმა მომატყუაო? ნუთუ საწამლავის მაგიერ სხვა სავრობელი სასმელი რამ შემომატყუაო? არა, მაგისთანა საშინელს საქმეს როგორ იქმოდაო! სესილმა დაჰხედა თავის საყვარელს და ხმამაღლა დაიძახა.

− მორის! მორის!

მორისი არც კი იძროდა. სესილშა ხელი გადუსვა პირისახეზედ. კანი გაციებული ჰქონდა და სიკვდილის ფერი ედო. მთელის ტანით ათრთოლდა, აკანკალდა; წამოსწია ასაყენებლად. მორისი, როგორც უსულო მკვდარი, ისე დაეცა ქვეშაგებზედ. ელდაცემულმა ქალმა საშინლად შეჰკივლა. მორისი მოკვდა, მე კი ცოცხალი ვარო!

დიაღ, თვითონ ცოცხალი იყო და მისი თითქმის შიშველი, მთრთოლარე და ცეცხლმოკიდებული ტანი ყოველს მოძრაობაზედ ჰგრძნობდა სიკვდილის სიცივეს.

მოიკრიბა რაც ძალი და ღონე ჰქონდა და გადმოხტა ქვეშაგებიდამ თმაგაშლილი, გონებადაბნეული ვაებისა და უიმედობისაგან. დაეცა მუხლებზე ქვეშაგების წინ, წაავლო ხელი მორისის თავსა და დაუწყო კოცნა.

− მორის! − ჩასძახოდა საწყალი ქალი, − არა, შენ მკვდარი არა ხარ! ხმა გამე, ხმა! შენ მე არ მომატყუებდი, მარტო არ მოკვდებოდი! მორის, გევედრები, გაიღვიძე, ხმა ამოიღე!..

წასქდა თვალებიდამ ცრემლთა ნაკადული.

− ღმერთო! ღმერთო! − იძახოდა სესილი, − რა წყეული რამა ვარ! ღმერთო, შენ მართმევ ერთადერთს კაცს, რომელიც მე მიყვარდა და მე კი აქ მიშვებ. უმაგისოდ მე სიცოცხლე არ შემიძლიან! მორის, ჩემო ქმარო, მარტო არ გაგიშვებ, მარტო არ მოჰკვდები. მეც უნდა... მეც მინდა შენთან მოვკვდე.

ამ სიტყვებზე დასწვდა და თავისის ბაგით ზედ დააკვდა გაყინულს ბაგეს ყმაწვილკაცისას, თითქო უნდა ამოსწოვოსო სიკვდილი მის გვამიდამ თავის საწილოდაცაო. მერე წამოხტა, მივარდა მაგიდას და გიჟსავით შეჰკივლა.

− მეც მინდა მოვკვდე, მეც!

მივარდა ბოთლს, ბოთლი ცარიელი დახვდა. თვალით დაუწყო ძებნა დანას და გადიღეღა თავისი ნორჩი, მშვენიერი მკერდი, მაგრამ ვერა იპოვა-რა. ფანჯარა ღია იყო. მივარდა ფანჯარას. ფანჯარა ბაღს გადაჰყურებდა და ნახა, რომ ქედამ გადავარდნას შეიძლება სიკვდილი არ მოჰყვეს. გრილმა ჰაერმა შეამცივნა, იგრძნო, რომ თითქმის შიშველია, მოსცილდა ფანჯარას. ქალწულობის კდემამ და მორცხვობამ აიტაცა, მსწრაფლვე ჩაიცვა ტანისამოსი, მერე ისევ ხელახლად მოუბრუნდა უსულო გვამს თავის საყვარლისას.

− მორის! − სთქვა მან, − მე ეხლა შენი ცოლი ვარ... ცოტა მომითმინე და მე, ჩემო ქმარო, თან გამოგყვები!

საწოლის ფარდებს ქარი ათამაშებდა. ქალმა დაასვენა მორისი ქვეშაგების შუა, ფარდა ასწია და მივარდა ფანჯარას, რომ დაეხურა. უეცრად ორთქლმავალის სტვენის ხმა მოესმა. გადიხედა და ასს ნაბიჯზედ ბურუსში თვალი მოჰკრა ცეცხლის გემს და სიხარულით გული აევსო. მოაგონდა, რომ მდინარე სენა აქავ ახლოა და, მაშასადამე, სიკვდილი ეხლა მის ხელშია. ამისთანა სისხამ დილაზედ საწყალპირო და ხიდი უკაცურია ხოლმე. სესილმა ფანჯარა მოკეტა და, მივიდა რა მორისის გვამთან, წამოიჩურჩულა:

− მეც თან მოგდევ, ჩემო კარგო! ჩვენი სულები ისევ ერთად შეიყრებიან... ნახვამდის!

კიდევ აკოცა, გამოვიდა ოთახიდამ და აჩქარებით ჩამოვიდა კიბეზედ. ქუჩაში რომ გამოვიდა, ღონე მიეხალა, თავბრუ დაესხა და ალაყაფის კარს მიეყუდა. საწამლავი კიდევ ჰმოქმედობდა და ქალს ეგონა, რომ საცა არის დავეცემიო. სიკვდილის სიცივემ დაურბინა ტანში, საწყალმა თვალები დახუჭა. ხოლო ეს ყოფა სულ ერთის წუთის საქმე იყო. მერე აიხედა და თვალი მოავლო გარეშემოს. ქუჩაზე, ხიდზედ და წყლის ნაპირას არავინ არა ჩანდა.

ძველი რაპეს უბანი ძალიან ცოტად ჰგავს მხიარულის პარიზის ნაწილსა, ნამეტნავად ამისთანა სისხამ დილის დროს; კაცი ადვილად იფიქრებს, რომ სოფელია დიდის მდინარის პირასაო. ავდარის ნიშნები აღარ იყო, ქარიც ჩავარდა და გარეშემოს მყუდროებას და დუმილს არღვევდა მხოლოდ ხმაურობა ცეცხლის გემის ბორბლებისა. ტყვიისფერი ბურუსი ზედ დასდებოდა ქალაქს. თვალთსახედავზედ კი ერთგან გამომჭვირვალებდა პატარა ლაჟვარდი ზოლი ცისა. მდინარის მეორე ნაპირიდამ, რომელიც ჯანღში იყო დამალული, ისმოდა ცხენის ფეხის თქაფათქუფი, ჭრიალი საზიდრებისა და გინება მესაზიდრეებისა.

თავბრუდასხმამ გადაუარა თუ არა, სესილი გამოფხიზლდა, იამა, რომ ჯანღი ხელს უმართავს წადილის შესრულებას, გადასჭრა ქუჩა და წყლისპირს ამალებულის ფეხით აჰყვა.

− არა, აქედამ ვერ არის სახერხო, − ამბობდა თავისთავად, − ტალღა მაშინვე ნაპირზე გამომიტანს, თუ ფორთოხალობაც დავიწყე წყალში.

აუსტერლიცის ხიდზე მივიდა და ზედ შუაზედ შედგა. აი, კაი ადგილი! ჯანღში წყალი ძლივს ჩანდა, გარშამოც, რამოდენაზედაც თვალი სწვდებოდა, არავინ იყო. ხიდის მოაჯირს გადვიდა, შედგა. გაისწორა კაბა და ასე დასაღუპავის ადგილის პირზედ მდგომარემ ერთი კიდევ უკანასკნელად მიიხედა იქით, საცა ეხლახანს თავისი ქორწილი იდღესასწაულა.

− ჩემო კარგო! − ჩაიჩურჩულა ღიმილით, − აი მეც მოგიველო! − დაიფარა თვალებზედ ხელი, იშვირა ფეხი და გადავარდა ხმაამოუღებლად, დაუკვნესავად. მოისმა წყლის შხლაპუნი, ჯანღი გადიყარა და უთვალავი წრეები გაკეთდა მდინარის წყლის ზედაპირზედ იმ ადგილას, საცა დაიღუპა საწყალი ყმაწვილი ქალი.

თითქო დღე და ადამიანის სიცოცხლე ამ წუთს ელოდნენო, რომ თავი გამოეჩინათ. ერთბაშად ყველამ გაიხმაურა, ფრინველები გალობას მოჰყვნენ, მამლებმა თავის ხრინწიანის ხმით ყივილი დაიწყეს. თანდათან მდინარე სენა ჯანღებიდამ გამოვიდა. ცა, ქვეყანა, წყალი გამოჩნდა ლურჯს ჰაერზედ. ბოლოს, მზემაც ამოჰყო თავი.

მეორე ნაპირას ძახილი შეიქმნა: ყოველ მხრიდამ, დუქნებიდამ, გემებიდამ, ნავებიდამ გამოცვივდა ხალხი ხიდზედ; ზოგი ნავით შევიდა შუა წყალში. ჟღრიამული ატყდა, ატყდა ფაცაფუცი. ყვიროდნენ.

− აი მანდ, მანდ, მესამე კამარის ქვეშ! !

ერთს ნაიდამ ვიღაც კაცი გადახტა წყალში და აჩქარებით წავიდა

ცურვით, საითაც უჩვენებდნენ.

III გადადებული ქორწილი

დილის შვიდი საათი არ იყო ჯერ, რომ ტიუსსოს სახლში ყველანი ფეხზე იდგნენ. ხოლო ტიუსსოს ცოლმა ნება არ მისცა, რომსესილი გაეღვიძებინათ.

− ნუ, ნუ, − სთქვა მან, − დეეხსენით, გამოიძინოს. ყველაფერი მომზადებული აქვს. დეე, რაც შეიძლება გვიან ადგეს.

არავინ არ ეწინააღმდეგა. სესილი თავის ანაბარას დააგდეს, სახლში კი დიდი ფაციფუცი გაიმართა. დუქნებიდამ მოჰქონდათ ნავაჭრები, პარიკმახერი ტიუსსოს თავზედ უკეთებდა უშველებელს ძეგლს თმებისას; ყოველი კუთხე და ტახტები სავსე იყო ქალის სამკაულებითა; ყველგან ყვავილების თაიგულები მოჩანდა. გარედ კარებ-წინ იდგნენ დაქირავებულნი ეტლნი, რომელთ გამგეობა მიეცათ მეჯვარისათვის. მეჯვარე უნდა თვითონ წასულიყო მახლობელ ნათესავების მოსაყვანად.

− მე დალაქს აღარ მოვუცდი, თვითონ წავალ იმასთან, − სთქვა კლოდ ტიუსსომ, რაკი ჰნახა, რომ ამ არევ-დარეულობაში კაცი არა ჰყავს, რომ დალაქის დასაძახებლად გაგზავნოს.

მაშინვე გამოვიდა და წავიდა. რამდენისამე ხანის შემდეგ ისევ მობრუნდა პირმოპარსული. ცოლს უნდოდა ეკოცნა ლამაზს ნიკაპზედ და ქმარმა შორს დაიჭირა.

− აბა, − სთქვა კლოდ ტიუსსომ. − დღეს ყველაზედ უწინარეს პატარძალმა უნდა მაკოცოს... სად არის სესილი?

− სძინავს.

− ხომ არ გაგიჟდი! რატომ არ გააღვიძებ? როდისღა მოემზადება! აი საცაა სტუმრებიც თავზედ დაგვესხმიან.

− ჟიული, − დაუძახა ცოლმა მოახლეს, − წადი, მოახსენე ბატონის ქალს, რომ დროა გაიღვიძოს. პარიკმახერი დიდიხანია ელის.

მართალიც იყო. პარიკმახერს გაეთავებინა ძეგლის აშენება ტიუსსოს ცოლის თავზედ და ეს უკანასკნელი ეკითხებოდა კიდეც.

− თქვენ იმედი გაქვთ, ბატონო რენო, რომ მაგრად იქნება და თმა არ ჩამომეშლება?

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ბატონო, − უპასუხა პაარიკმახერმა, − შეგიძლიათ იცეკვოთ, რამდენიც გსურთ, ერთი ბეწვიც არ დაიძვრის თავის ადგილიდამ.

მოახლე დაბრუნდა და მოახსენა, რომ კარი სამჯერ დავურახუნე სესილს, მაგრამ პასუხი არ მომცაო.

− რაო? − იკითხა ტიუსსომ, − განა დღეს შინიდამ გავიდა სადმე?

− არა მგონია. უსათუოდ დიდს ძილშია და ჟიულის ძალიან არ ურახუნებია კარი.

− აბა ერთი შენ თვითონ ნახე და უთხარ, რომ აჩქარდეს, ეტლები მზად არიან და თუ ჩვენ პირველნი არ მივედით მერთან, ჩვენი საუზმე შუადღის ერთს საათზე წინ ვეღარ მოხერხდება.

− კარგი, ცოტა კიდევ მოიცადეთ, ბატონებო. ეხლავ ჩამოვა.

თითო-ოროლა სტუმარი მოდიოდა კიდეც და ტიუსსო ალერსით მიეგებებოდა ხოლმე. მაინც კი დრო ჩაიგდო, რომ სმენოდა, მისი ცოლი რა გულმოდგინებით არახუნებდა ქალის ოთახის კარებსა.

− სესილ!... ქა, სესილ!.. − იძახოდა ტიუსსოს ცოლი, − სესილ, შვილო, ხმა ამოიღე−და!..

ერთს წუთს შემდეგ გაფითრებული ჩამოვიდა ძირს და ქმარს უთხრა.

− ოთახში არ არის. ვაითუ...

− რა ვაი? ჭკუიდამ ხომ არ შეცდი. სძინავს და ის არის.

− ოთახში არავინ არის, ქვეშაგებიც ხელუხლებელია.

− ტყუილია! უსათუოდ წავიდა სადმე. მუდამ თვითონ აილაგებს ხოლმე თავის ქვეშაგებს, − სთქვა ტიუსსომ და ეტყობოდა კი ელდად ეცა ეს ამბავი, ხოლო ცდილობდა დაეშოშმინებინა ცოლი და სტუმრები.

− ყველამ, ვინც კი იყო, ერთმანეთს გადახედეს გაოცებით. ტიუსსოს ცოლს ტირილი წასქდა.

− ღმერთო ჩემო, ღმერთო! ჩემის შვილის თავზედ რაღაც უბედურებაა!

− კარგი, კარგი, ადელ, ჭკუაზედ იყავ... მარტოკანი ხომ არა ვართ... აბა მომეც მეორე გასაღები იმის ოთახისა.

− მართლა, მართლა, − დაიძახა ცოლმა, − მივარდა განჯინას და ამოიღო ყუთიდამ გასაღები.

ქმარი და ცოლი სწრაფად აცვივდნენ კიბეზედ. ქმარმა კარი გააღო და შევიდა ოთახში. ყველაფერი თავის რიგზედ ეყო ხელუხლებლად. ცოლი ქმარს პირში შესცქეროდა და ელდიო ხმა ვერ ამოეღო.

− აქ სულ თავის რიგზეა... სწორედ ეკლესიაში წავიდოდა... ან იქნება საბანებლადაცა.

ჩამწყდარის და აკანკალებულის ხმით ამბობდა ამას ქმარი და თვითონაც თავის თვალებს არ უჯერებდა. უეცრად თავი მაღლა აიღო და წარბი შეიკრა. თვალი მოჰკრა რაღაც ბარათს კამოდზედ. ორი სტრიქონი იყო ქაღალდზე დაწერილი. მთელს ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ხელი გაიწვდინა, რომ ბარათი აიღოს. ცოლი თვალს ადევნებდა ყოველს მის მოძრაობას და ბოლოს თვალცრემლიანმა წამოიძახა.

− ღმერთო! რა მოსვლია?

ქმარმა ბარათი აიღო. მაშინვე იცნა თავის ქალის ხელი, გაფითრდა და დაეშვა სელზედ. ხმა არ ამოიღო, ხოლო მსხვილი ცრემლი გადმოსცვივდა თვალთაგან. ცოლი მივარდა, რომ შეიმაგროს.

− კლოდ. რაო, რა სწერია?

− ვაი, უბედურო!.. ჩვენ ქალი აღარა გვყავს.

ადელმა ჩამწყდარის ხმით ამოიკვნესა, გამოჰგლიჯა ხელიდამ ბარათი და ეს წაიკითხა.

„ღამის თერთმეტს საათზე.

„შემინდევით, ვით მე შეგინდევით. მე თქვენ გითხარით: „მოვკვდები და მაგ კაცს არ შევირთავ-მეთქი". მე თავს ვიკლავ. მშვიდობით".

„სესილ".

რამდენსამე წუთს ცოლი გონზედ ვერ მოვიდა, ისე იდგა გაშეშებული, თითქო მეხი დაეცაო. ხელები უცნაურად უთრთოდნენ: გულმა ბაგაბუგი დაუწყო, თითქო სიკვდილის ზარიაო, ღონე მიეხადა და პირქვე დაეცა ქმრის ფეხთა წინაშე. შეუძლებელია აიწეროს, რა ყოფაშიც იყო უბედური მამა. ერთი საშინელი, აუტანელი აზრი ჩაუჯდა თავში: „ჩვენ მოვკალით ჩვენი შვილი, ჩვენ".

ქვევით სტუმრებმა გაიგონეს ადამიანის დაცემის ხმა და ამოცვივდნენ

მაღლა. ზოგმა ტიუსსოს ცოლი წამოაყენა, ზოგი კიდევ გარს ეხვეოდა ქმარსა.

− რა მოჰხდა, რა? − კითხულობდნენ.

კლოდ ტიუსსო გონებამიხდილსავით გაშტერებული იყურებოდა აქეთ-იქით, თითქო ეხლა გაახილა თვალი საზარელის სიზმრის შემდეგაო.

− სესილი, ჩემი პაწაწა!.. თავისის ხელით მოუკლავს თავი.

− ღმერთო, ეს რა გვესმის!..

უბედური მამა ფრთხილად ჩამოიყვანეს ძირს. სტუმრებმა წაიკითხეს სესილის წიგნი თუ არა, ურჩიეს, − წადი, ეხლავ ძებნა დაუწყეო, ხოლო ტიუსსოს არა გაეგებოდა რა, ისეთი თავზარი დასცა ამ მოულოდნელმა ამბავმა. მის სასახელოდ ვიტყვით, რომ იტანჯებოდა ვითარცა მამა და არა რაიმე საკუთარის სარგებლობის ფიქრს ადგილი არა ჰქონია მის გულში. ორი სტუმარი გაჰყვა და პოლიციის პრეფექტურაში წავიდნენ დიდის ეტლითა, რომელიც ექირავნათ საქორწილოდ და რომელიც მორთული იყო შიგნით თეთრის აბრეშუმით, თეთრი ცხენები ებნენ და ფაფრებში ყვავილები ჰქონდათ. ცხენების გამრეკსაც გულზედ ყვავილი ერჭო და თავმოწონებით უჯდა ეტლს. სადავეები ეჭირა თეთრ ხელთათმანებით მორთულ ხელში. დაინახა თუ არა, რომ ეტლში პატარძლის მამა და ორი სტუმარი ჩასხდნენ, მხიარულად წარმოსთქვა.

− საით გვიბრძანებთ, ბატონებო?

ვერ წარმოიდგენთ, რარიგად შეეცვალა სახე, როცა ერთმა სტუმართაგანმა უთხრა დაბალის ხმით.

− ჯერ მორგს... და იქიდამ პოლიციის პრეფექტურაში.

კინაღამ გადმოვარდა თავის ადგილიდამ ამის გამგონე, მაგრამ თავი შეიმაგრა და ცხენებმაც გასწიეს ჩორთითა. უქმი ხალხი, რომელიც ქუჩაში მოგროვილიყო, ჰკვირობდა ამ ამბავს და ვერასგზით ვერ აეხსნათ, რომ პატარძლის მამა ორის მოწმით საქორწილო ეტლში ჩასხდნენ.

საწყალი დედა კი წამოაყენეს და დასვეს სესილის ქვეშაგებზედ. ქალების გარდა სხვა ყველანი დაითხოვეს ოთახიდამ. მოახლემ გაუჭრა კარსეტი, რომელიც ისე მოჭერილი ჰქონდა, რომ ტიუსსოს ცოლი კინაღამ დაირჩო. რამდენსამე წუთს შემდეგ გული მოიბრუნა და, წარმოუდგა რა თვალწინ თავისი საშინელი უბედურება, სასტიკ სასოწარკვეთილებას მიეცა. კოცნა დაუწყო თავის ქალის ბალიშსა, კბილითა ჰგლეჯდა მის საღამურ თავზე მოსახვევსა, ხან იქით ეცემოდა, ხან აქეთ, სტიროდა, ქვითინებდა, თავის თავს აბრალებდა და ღმერთს უჩიოდა. დედაკაცები ცდილობდნენ ნუგეში ეცათ, მაგრამ ამაო იყო ყველაფერი. არავის ყურს არ უგდებდა და სულ ამას იძახოდა:

− ვაი, ჩემი საწყალი შვილი... ჩემი სესილი! მე ვარ წყეული, მე! მე მოვკალ, მე მოვკალ! მე უბედურმა მოვკალ ჩემი ქალი! ჩემი კარგი შვილი! ნუთუ იმ კაცს ვერა ვნახავ... არ იქნება, უნდა ვნახო, უნდა!

უფრო და უფრო გულამოჯდომით ტიროდა, ხელებს იმტვრევდა და სინიდისის მხილება ჰქენჯნიდა. ამ დროს ქვევიდამ უცნაური ხმაურობა მოესმათ. ტიუსსოს ცოლმა ყური დაუგდო... თვალები აუპრიალდა, ლოყებზე ზაფრანის ფერი დაედო. იცნა ანდრე გუდარის ხმა. შეატყო, რომ საჩქაროდ ამორბის კიბეზედა. გუდარისათვის ყველაფერი ეამბნათ; არა სჯეროდა, უნდოდა თვითონ თავის თვალით და ყურით ნამდვილი შეეტყო. დაინახა თუ არა ოთახში შემოსული, ტიუსსოს ცოლი ისე გაღეღილი წამოვარდა ქვეშაგებიდამ და ორივე დედაკაცს უბძანა იქიდამ წასვლა.

− მაშ მართალი ყოფილა? − იკითხა გუდარმა და აიმრიზა.

ტიუსსოს ცოლმა ჯერ ხმა არ გასცა; მივიდა, ხმაამოუღებლივ მოხურა კარები, მერე მუშტებმოღერებული მივარდა გუდარს და შეჰკივლა:

− უი, შე საძაგელო, ფლიდო, უნამუსოვ! სულ შენი ბრალია ეს ამბავი! შენ მომიკალ შვილი, შენ! შენ დაასხი თავზედ ლაფი ამ ოჯახს, შენ მორთე ეს ოჯახი უბედურობით... მე დავიღუპები და შენც კი დაგღუპავ, შენც. მე ვეტყვი კლოდს, ვეტყვი ყველას, რა კაციცა ხარ. შეგარცხვენენ, ყველასაგან საზიზღარი იქნები, პირში ჩაგაფურთხებენ, შე უნამუსოვ, შენა!

გუდარი ისე არ მოელოდა ამ ამბავს, რომ პირველ ხანში შეჰკრთა და უკან დაიწია, არ დამკრასო. მაგრამ ადელი კი უფრო წინ იწევდა, ჰლანძღავდა, ათრევდა და ასეთი საქმე დააყენა, რომ ზედ კარებზედ მიამწყვდია. მაშინ კი შეკრთომისაგან ცოტად გამობრუნდა, წაავლო ხელი ადელს, მიათრია ქვეშაგებთან და ბურთსავით მიაგდო ქვეშაგებზე.

− გეყოფა, გესმის თუ არა!

წინადაც ძალით დამიმხე ნამუსი, ძალით, − სთქვა ადელმა და წამოიწია.

− მე ყოველთვის შემიშლიან პირში ბურთი ჩაგჩარო და ხმა გაგიწყვიტო.

− რაღას უყურებ, მცემე კიდეც რაღა, შე არამზადავ!.. ხომ პირველი არ იქნება, შე უნამუსოვ!

− გეყოფა-მეთქი, − განიმეორა გუდარმა და პირზე ხელი მიაფარა ისეთის ძალით, რომ ადელი პირაღმა დაეცა ხელახლად ქვეშაგებზედ და შიშით ხმა გაკმინდა.

გუდარი ეცა კარებს, გააღო, გაიხედა, ყურს ხომ არავინ გვიგდებსო, და დააგდო რა კარი ღია, მშვიდობიანის ხმით და გულგრილად სთქვა:

− ქალბატონო, თქვენი ქალის წიგნი მაჩვენეთ.

ადელს გული ამოუჯდა და არა პასუხი არ მისცა.

გუდარმა მუშტები მოიკუმშა, მოჰყვა კბილთა კრაჭუნს, ზარდაცემული ჯერ იმით, რომ საცოლო დაეკარგა და მერე მით, რომ ამოდენი ლანძღვა ესმა საცოლოს დედისაგან. ძლივს შეიკავა თავი. ჯერ ორიოდჯერ გაიარ-გამოიარა ოთახში, მივიდა, კიდევ გაიხედა კარებიდამ და, რაკი გული დააჯერა, რომ ახლო არავინ არის, მოუბრუნდა ადელსა, რომელსაც თვალებზედ ხელები აეფარა და სტიროდა. მისი გადაღეღილი მკერდი მტკივნეულად ადიოდჩამოდიოდა.

− ადელ, − უთხრა ბოლოს გუდარმა, − ერთი დაიხედე, რას მიგიგავს თავი. აქ რომ შემოსულიყო ვინმე, ვინ იცის, რას არ იფიქრებდა...

ადლმა გაისწორა ტანისამოსი და ქინძისთავით დაიმაგრა მკერდზედ კაბა.

− ერთი რიგიანად მოვილაპარაკოთ, − განაგრძო ანდრემ, − გუშინ მე რომ წავედი, რა მოჰხდა?

− განა გონება კი მაქკს, მახსოვდეს?! − დაიძახა ადლმა და წამოხტა, რომ კარებში გავიდეს და მოშორდეს, − მე ჩემი შვილის მეტი სხვა არა მახსოვს რა.

− შენ მაგ ყოფით ძირს არ გაგიშვებ, − უთხრა გუდარმა ბძანებლობის ხმით და ძალად დასვა ისევ ქვეშაგებზედ.

− ვაი, ღმერთო! ჩემი საწყალი შვილი, ჩემი საწყალი ბავშვი! − ჰბოდავდა უბედური დედაკაცი, სლოკინით, ქვითინით, თვალებზედ ხელედაფარებული.

ანდრე გუდარი, ჯაგლაგად წოდებული, ჯავრისაგან კბილებს აკრაჭუნებდა, ჰგრძნობდა კი, რომ ამისთანა უბედურობაში არავინ დაეხმარება, მით უფრო, რომ მიზეზი თვითონ იყო. ბოლოს გაოცებით მხრები აიწივა და იმაზედ დადგა, რომ მინამ ადელს ცოტად მაინც გული დაუმშვიდდება, მოითმინოს. მივიდა ფანჯარასთან, გააღო, გადიწია და მითამ ყურება დაუწყო მეზობლის ბაღსა, ნამდვილიდ კი გულში მარტო ამ ამბავზედ ჰფიქრობდა. რადგანაც ეს გუდარი ერთი იმათგანია, რომელზედაც ჩვენი მოთხრობა ტრიალებს, ამიტომაც ვიხელთოთ ეს მყუდრო დრო და ავწეროთ მისი თვალტანადობა.

გუდარი გახლდათ ერთი ჯანმრთელი, ღონიერი კაცი, ესე ორმოცის წლისა. ვერავინ ვერ შეამჩნევდა, რომ ხუთიოდე წელიწადი დაეკლო. კარგად და ლამაზად მოყვანილი, სწორედ თავის დონეზედ იყო სასიძოდ მორთული. მოდიდო თავი, ძარღვიანი ხელები, მოხდენილი სიარული, მოგძო სახე, წაბლისფერი თმა, ქერა წვერი, ნიკაპზედ შუა გაყოფილი, განიერი პირი, შემკული მშვენიერის თეთრის კბილებითა, რომელნიც ყოველთვის მზად იყვნენ გამოღრღნან რამე, სხვილი ტუჩები, მუქი თვალები, ხშირი წამწამი და უცნაური, რაღაც მკვახე თვალთცქერა − ყოველივე ეს უმთავრესი ნიშნები იყვნენ მისის თვალტანადობისა. შავგვრემანის ფერისა იყო და სახის მეტყველება ისეთი ჰქონდა, თითქო დაღალულიაო და გულასუყებული. ქალები ამბობდნენ. „ყოჩაღია, არვის გაექელვინება". მეზობლები უმატებდნენ: „გუდარი ლამაზი კაცია, მაგრამ სწორედ ჯაგლაგია". ქალები კი, რომელნიც დაახლოებით იცნობდნენ, იტყოდნენ ხოლმე: „ოჰ, მაგ კაცზედ როგორ ჰლაპარაკობთ, ყოველისფრით საძაგელია!" დასასრულ, მისს მეგობარს კლოდ ტიუსსოს ყველაზედ კარგი აზრი ჰქონდა:

− ანდრე კეთილი გვამია, მე კაცი არ მინახავს მაგაზედ უკეთესი და კეთილი. მე ძალიან ვარ მისგან დავალებული.

რამდენიმე ხანი გავიდა და გუდარმა მოიწადინა ერთი სასტიკად გამოჰკითხოს ამ საქმის ვითარება ადელს, რომელსაც ტირილი შეეწყვიტა და, ჩაეკიდა რა ძირს თავი, გულ-ამოჯდომისაგან სლოკინებდა. ამ დროს ქვევიდამ ხმა მოისმა,

 

− აი ისინიც მოდიან! მოდიან!

ანდრე ოთახიდამ გავარდა, ჩაიჭრა სასტუმრო ოთახში სწორედ იმ წუთს, როცა შემოდგა ფეხი ტიუსსომ და ორმა სტუმარმა. მაშინვე შეატყო სახეებზედ, რომ კაი ამბავი არ მოუტანიათ. დაინახა თუ არა თავისი სასიძო, ტიუსსომ გაუწოდა ხელი და თვალცრემლიანმა უთხრა.

− ვაი, უბედურო ანდრე! შეიტყე ჩვენი უბედურება? ჩემი შვილი მომიკვდა. იქნება მკვდარი არ არის?

კლოდ ტიუსსომ თავი მაღლა აიღო და თითქო რაღაც იმედის სხივმა გაუნათლა სახე.

კანონის სახელითა, თქვენ უნდა დაგიჭიროთ.

IV რა მოუვიდა ჭაბუკსა, რომელსაც უყვარდა ამომავლის მზის ცქერა

მოვბრუნდეთ ისევ აუსტერლიცის ხიდისკენ, სენის პირას, მზის ამოსვლის დროს, როცა ყოველი იღვიძებს სიცოცხლისათვის და ათასი სხვადასხვა ხმა ერთს უზარმაზარს ხმაურობას შეადგენს ხოლმე.

პატარა სამიკიტნოში, რომელსაც ერქვა „მენავეთა შესაკრები" და რომელიც იმის პირდაპირ იყო, საცა სარეცხსა რეცხდნენ ხოლმე, მთელი გროვა მენავეებისა, მუშებისა ჰსვამდა, ხმაურობდა, ჰყვიროდა, ჰყბედობდა და ჰკასკასებდა. ეს მზემოკიდებულნი, გაუთლელნი დღის მუშანი, ხელებდაბებრებულნი, ყურებაწითლებულნი, უშველებელ ქუდებით და უფრო უშველებელ წაღებით მორთულნი, ისხდნენ და ქეიფობდნენ. მათ შორის დახტოდა და დაფასფასებდა მოკლე კაბით მორთული გოგო, თვალმკვირცხლი და მხიარული, ტანად მომსხო, ტუჩწითელი და დიდმკერდა. ფეხთ ეცვა უშველებელი წუღები, რომელზედაც ჩამოფხატოდა და წინდის ყელი. ყველაზედ მაღლა ჰყვიროდა, ჰკასკასებდა, ყველაზედ ბევრს ჰყბედობდა და ყველას ზედგამოჭრილს სახელს, ხშირად საწყენს, ეტყოდა ხოლმე და მარჯვედ უთავაზებდა ხოლმე მუჯლუგუნს, როცა მათგანი ვინმე თავს მეტს ნებას აძლევდა.

− ჟანნა, მომაწოდე ჭიქა და გასაღები ჩვენის ნავისა, − შემოვიდა თუ არა, უთხრა ერთმა მუშურად ჩაცმულმა ყმაწვილმა კაცმა; ეტყობოდა იგი ამ ხალხის უცნობი არ იყო.

− თქვენა ხართ, არისტიდ? − უპასუხა გოგომ და მალე მოუტანა ნაბძანები, − ხვალ ხომ მობძანდებით?

− მოვალ და მარნაზედ წავალთ. დღეს კი ნავი უნდა გავრეცხო.

− გამარჯობა, შადიავ! მოდი, ძმობილო, ერთი გადავკრათ, დაუძახა ერთმა მუშამ, რომელიც ტაბლას წინ იჯდა.

− ძალიან კარგი. ჟანნავ, აბა მოგვიტა მალე.

− მაშ შენ დღეს სამუშაოზედ არ წახვალ? აი შეგიტყოს მამაშენმა ლებლანმა...

− რატოვ არ წავალ? ესე ადრე ქარხანაში არ მუშაობენ. განგებ ავდეგ სისხამზედ, რომ ნავი გავრეცხო, მერე იქაც მივასწრებ. აბა, ჟანნავ, მარდად იყავ, დრო არა მაქვს გიცადო.

მიაჯახუნეს ჭიქები მეგობრებმა. მერე ყმაწვილმა კაცმა, რომელსაც არისტიდსაც ეძახდნენ და შადიასაც, გასწია დასტამალით და ჯამით ხელში. მივიდა წყლის პირს, ჩახტა თავის ნავში, გაიხადა ზევითა ტანისამოსი, გაიძრო წაღგბი და წინდები, აიკეცა შალვარი, დაიმკლავა იღლიამდე, მოუსვა ნიჩაბი და გასწია ნავით ხიდის ქვეშ, რადგანაც იქ უფრო თავისუფლად გარეცხდა.

არისტიდ ლებლანი, შადიად წოდებული, ბრინჯაოს ქარხანაში მუშად იყო. მის მამას ცოტაოდენი შეძლება ჰქონდა და დაეყენებინა შვილი ერთს ოჯახში, რომელიც იქავ აუსტერლიცის ხიდთან იდგა. ამიტომაც მეგობრებმა მიანდეს ნავის გარეცხა და ამიტომაც კარგად იცნობდნენ ყველანი, ვინც ზემოდ აწერილს სამიკიტნოში დადიოდნენ.

მის თვალტანადობის აწერას ბევრი დრო არ მოუნდება. იგი იყო ერთი ჯმუხი ბიჭი, უფრო დაბალის, ვიდრე დიდის ტანისა, განიერ მხარბეჭიანი, ძარღვიანი, არ იყო ძალიან ლამაზი, მაგრამ კეთილი სული იყო, მიმზიდველი, მარილიანი, ქერათმიანი, ლურჯთვალებიანი და სახის ფერი ჯანმრთელობით უღვიოდა. ყოველდღე სისხამ დილაზედ იღვიძებდა და სამუშაოდ მიდიოდა. ქარხანაში მთელი დღე მუშაობდა, ხელს არ დააყენებდა. ოსტატი მუშაკი არ იყო, ის იყო კვერის მცემელი, მაგრამ თავის ხელობას ისე შესჩვევოდა, რომ ერთნაირის სიამოვნებით და გულმოდგინებით ჰხმარობდა კვერსაც, ქლიბსაც და შალაშინსაც. საღამოობით შინ რომ მოდიოდა, ძალიან დაღალული მოვიდოდა ხოლმე, მაგრამ თავის დღეში არავის არ შესჩივლებდა და როცა მოცლილად იყო, ისეთისავე სიცხარით ქეიფს მიეცემოდა ხოლმე, როგორადაც მუშაობას. ყველაზედ მეტად ესიამოვნებოდა ხოლმე არისტიდს ნავის ტარება და ნიჩბის მოსმა.

ამის გამო სიამოვნებით ჰრეცხდა, სწმენდდა, ჰფხეკდა შიგნიდამ და გარედამ თავის ნავსა, რომელსაც „ჭავლს" ეძახოდნენ. ერთი რაღაც სიმღერაც ასწია, მაგრამ პირველ დაძახებაზედვე სიტყვა ენაზე შეაკვდა. იქავ ახლო რაღაც მძიმე რამ დაეცა წყალში, წამოხტა და მიიხედ-მოიხედა. ზურგთ-უკანა სენის გატკეცილ ზედაპირზედ წყლის რგოლები დადიოდნენ. წყლის პირას იყო დაბადებული და წყალი ისე უყვარდა, როგორც ნიუფაუნდლენდის ძაღლსა. წყალში ბანება მისთვის სწორედ აღდგომა იყო. „უთუოდ თავის დასარჩობად ჩამოვარდა ვინმე, მაგრამ დამაცა, ძმობილო, მე მაგ სულელობამდე არ მიგიშვებ", სთქვა გულში არისტიდმა, გადავარდა წყალში და ჩაიყურყუმელავა, თითქო თევზიაო.

ძალიან კარგი მცურავი იყო და დიდხანს შეეძლო წყალქვეშ ყოფნა. ერთს წუთს შემდეგ ამოჰყო თავი, სული მოიბრუნა, მერე ისევ ჩაიყურყუმელავა და ამოიტანა სესილი; მაგრამ ასეთი მძიმე იყო, რომ ბევრს ეცადა და მაინც ვერ აიტანა ნავში. მაშინ ხმამაღლა და იმედდაკარგვით დაიწყო ყვირილი: „მიშველეთ, მიშველეთ!" ყოველ მხრიდამ მოცვივდა ხალხი და ნავებით წავიდნენ მისაშველებლად.

V ძველი სიყვარული

გუდარმა ერთის სიტყვით იმედი განუახლა უბედურს მამას. „იქნებ მკვდარი არ არისო". ეს გუშინ რომ ეთქვათ, ტიუსსოს ბრაზი მოუვიდოდა, ეხლა კი გულში ნუგეშად ჩაესახა, ხოლო თავის სასიძოს კი არ ამცნო თავისის გულის ვითარება; „ჩემი ქალი, - გაიფიქრა გულში. − იქნება იმიტომ წავიდა დედ-მამის სახლიდამ, რომ ამ ჯაგლაგის შერთვა არ უნდოდა; იმას მორის ფერანი უყვარდა, იქნება იმასთან წავიდა და ჩვენ კი მოგვწერა, თავს ვიკლავო, რომ მორისთან ძებნა არ დავუწყოთ. ეს ფიქრად წინადვე როგორ არ მომივიდა? რაზედ შევშინდი ასე? სიყვარულისაგან არავინ კვდება. რა ვუყოთ, რაკი ესრეა, შეირთოს მორისი და გათავდა საქმე. თუმცა სახარბიელო არა არის რა, მაგრამ, რაკი მოსწონს, თავის ნებაა, საქმე ის არის, რომ ქალი ცოცხალი მეყოლება და ბედნიერად იცხოვრებს".

ამ ფიქრებით ნუგეშცემულს შუბლი გაეხსნა და სიხარულით უთხრა ცოლს, რომელიც ძირს გულმოკლული ჩამოვიდა:

− ნუ სტირი, ადელ, მე ეხლავ მოვიყვან სესილის.

გუდარმა გაოცებით შეჰბედა კლოდსა, ხოლო კლოდმა აღარ აცალა, გავარდა სწრაფად გარედ თავის ორის კეთილისმყოფელითა და დაუძახა მეეტლეს.

− ლაკუეს ქუჩაში, აუსტერლიცის ხიდთან.

ტიუსსო წავიდა თუ არა, გუდარმა დაავალა ერთს ნათესავს სტუმრების მიღება, თვითონ კი ხელი მოჰკიდა ადელს და ისევ კიბესთან მიიყვანა.

− სხვა რაღა გინდათ ჩემგან, - იკითხა ძლივძლივობით ადელმა.

− მე მინდა გულდადებით მოგელაპარაკო და გავიგო, ეს რა კომედიას მეთამაშებით. ჰა, ადი ზევით-მეთქი!

გუდარმა ეს ბძანების ხმით სთქვა, თუმცა ისე ჩუმად კი, რომ მარტო ადელმა გაიგო. იმხანად ადელი არ დაემორჩილა მის ჭირვეულს და გაუტეხელს ნებასა.

− მე აქ მინდა ვიყო, − უთხრა ადელმა.

კმარა-მეთქი, − სთქვა გუდარმა, ხელში აიყვანა და ისე აიტანა კიბეზედ, შეიყვანა ოთახში და დასვა ტახტზედ.

ამ გაბედულობამ ისეთი ელდა დასცა საწყალს ქალს, რომ ხმა ვერ ამოიღო. შეშინდა, არავის დაენახა, რომ ეგეთის ძალით ექცევა ეს კაცი.

დაწყნარდა, ხმა გაიკმინდა, თავი ჩაჰკიდა, აღარ გაინძრა, თითქო გაქვავდაო.

გუდარმა კარი მოიხურა, ფეხებით გაიშოტა სესილის უმანკო ქვეშაგებზედ, თითქო სამიკიტნოს ტახტიაო, და დაწყნარებით სთქვა:

− აბა, ადელ, იმედი მაქვს შენ ეხლა გონზედ მოსული ხარ. ერთი გულდადებით მოვილაპარაკოთ. ეს რა კომედიას ჰთამაშობთ ჩემ წინ? რას ნიშნავს ეს ყოველიფერი? მე ფიქრად მომდის, იქნება სესილმა და იმისმა დედამ გამიმართეს−მეთქი ეს სამხიარულო შესაქცევარი. თუ შენ შენს აღთქმას ეგრე ასრულებ, მე ეხლავ წავალ ჩემს ადვოკატთან და ოცდაოთხის საათის განმავლობაში კლოდ ტიუსსო გაკუტრებული იქნება.

ადელმა უგრძნობელად. ცივად შეჰხედა, თითქო არ ესმისო.

− იქნება შენა გგონია მე ბაშვი ვიყო? აქ რაღაც თავის მოკვლის კამედიას ჰთამაშობთ და გგონიათ ისე შეტოპილი ვიყო ამ საქმეში, რომ თქვენი თავის დანებება აღარ შემეძლოს, თუნდ ქორწილი არ მოჰხდეს? მითამ იმით მაშინებთ, რომ მეზობლები იტყვიანო: „აქ ვაჭრობა ყოფილა და სხვა არაფერიო". დიაღ, ვაჭრობაა, სწორედ ვაჭრობა და სხვა არაფერი. დეე ილაპარაკონ ჩემზედ, რომ მე გარყვნილი და ქეიფის კაცი ვარ. რაც უნდა იყბედონ, ჩემი რა საქმეა! პირიქით, მიამება კიდეც. ტყუილად კი არ მეძახიან ჯაგლაგს! თქვენ კი გეგონათ, რომ რაკი ქორწილი არ მოჰხდება, მე მაინც თქვენს მეგობრობაზედ ხელს არ ავიღებ, განა? ვაი, ჩემო საწყალო ადელ! განა ცოტა ხანია, რაც მე და შენ შორის ყოველიფერი გათავდა?

− არც იმოდენა ხანია, რომ ჩემი სირცხვილი, ჩემი შერცხვენა აღარ მახსოვდეს.

− მაგას გროშადაც არ ვიყიდი... ეგ სულ ცარიელი სიტყვებია... ნუ მოჰყვები, თუ ღმერთი გწამს, სულელურს კომედიას, როგორც იმ დღეს, შენი ქალი რომ გთხოვე... ნუ დამემუქრები, რომ ყველაფერს გაუმჟღავნებ შენს ქმარსა. ძალიან კარგი, მითამ რა გამოვა მაინდამ? ვთქვათ, ქმარს ეტყვი: „კლოდ, შენ გეგონა, რომ შენი ცოლი და შენი შვილის დედა პატიოსანა დედაკაცია. − ტყუილია, შენის უკეთესის მეგობრის ხასაა". იქნება ჰფიქრობ, რომ ძალიან გამიგულისდეს? სულაც არა, იგი მარტო ამას იტყვის, რომ შენ... თვითონ შენ იცი, რასაც იტყვის. იგი იფიქრებს, რომ შენ თვითონ გადამეკიდე...

− ვაი! − დაიძახა ადელმა, − შე უნამუსოვ. პირმოხეულო!.. ხმას როგორ იღებ, ხმას...

− ეხლა შენი წივილ-კივილი აინუნშიაც არ მომდის. მე თავი გადამიდვია, რაც მომივა, მომივიდეს. თუნდა მეზობლებმაც შემატყონ, რომ ტიუსსოს ცოლი ხასად მეჯდა, მითამ რაო? განა ისეთი თავისუფალი კაცი, როგორც მე ვარ, სიყვარულს იქ არ ჩაავლებს ხოლმე ხელს, საცა კი იპოვის? ეგ არის თავისუფალის კაცის ცხოვრების საგანი. კაცი მოვალე არ არის დაიცვას თავისი სიწრფოება და ცოლქმრობის ერთგულება, ეგ დედაკაცის საქმეა. ეხლა ხომ გესმის, რომ ეგ შენი ცოდვის მომნანებელ მაგდალინას ცრემლი არავის წარბსაც არ შეუხრის.

− მაშ თქვენ არაფრის პატივი არ გცოდნიათ, თქვენ მე შემაცდინეთ, ანუ უკედ ვთქვათ, ძალით დამიმორჩილეთ და ეხლა თქვენვე მასხამთ თავზედ ლაფს და მემუქრებით კიდეც? თუ მისი გაგება არა გაქვთ, რომ კაცი, რომელმაც გააუპატიურა ქალი, უნდა პატივს სცემდეს გაუპატიურებულს, მაშ ის მაინც შეიბრალეთ, რომელსაც თქვენ მეგობარს ეძახით.

− მე მგონია, საბუთი მაქვს მეგობრად ვხადოდე შენს ქმარს, − უთხრა გუდარმა უწმაწურის ღიმილითა, − მე დიდი ფული მივეცი მაგ მეგობრობაში. თუ აქამომდე შიმშილით არ დაიხოცენით, ჩემი მოწყალება იყო. შენი სიყვარული მეტად მცირე სარგებელია იმ თავნისა, რომელიც მე თქვენზე გავფლანგე.

− ღმერთო! ღმერთო ჩემო! − შეჰკივლა საწყალმა დედაკაცმა, მწარედ მომტირალემ ცალკე სირცხვილისაგან და ცალკე სასოწარკვეთილებისაგან. − მემუქრებით განა! ნუთუ უნდა დაგლოცოთ, რომ ნამუსი დამიმხეთ და თავზედ ლაფი დამასხით.

− დროა, მგონია, მიცნოთ, რა კაციცა ვარ. მე ძალიან კარგადა ვხედავ, რაც ამბავია. თქვენ გიფიქრიათ, რომ ამისთანა ამბის შემდეგ ჯვარისწერაზედ უარს ვიტყოდი. ლამაზად აასრულეთ კი თქვენი გულსაკლავი წარმოდგენა! ეხლა მამა მოიყვანს სესილსა, თქვენ ჩემ წინ ბოდიშს მოიხდით და ქალს მისცემთ იმ თქვენს ქერუბიმს, რომელიც...

− ნუ იტყვით, ნუ! − ევედრებოდა ადელი, რომელსაც გუდარის სიტყვებზე იმედი მიეცა, რომ ქალს უპოვნიან და ამ უნამუსო კაცის ცოლად აღარ იქნება.

− ახლა, ლამაზო ტიუსსოვ, როგორც ამ უბანში გეძახიან, მაგისთანა ხუმრობას მოკლე ფეხები აქვს. ჯაგლაგი მოახერხებს, რომ ეს საქმე თავისუფლად მოატრიალოს.

− მითამ რა უნდა ჰქმნათ?

აი რა: როცა მამა მოიყვანს სესილს, მე წავალ და თან წავიყვან მერთან. თუ გამიძალიანდება და არ გამომყვება, საქორწილო ეტლში ჩავჯდები, წავალ კამერციის სასამართლოში და გამოვაცხადებ, რომ ტიუსსო კუტრია-მეთქი.

ადელმა ხმა არ გასცა. იგი მარტო თავის ქალზედ ჰდიქრობდა, საკუთრივ მასზე თუ, იქნება მართლა-და ცოცხალი იყვესო.

− ვერ გაიგე, რა გითხარ? − შესძახა გუდარმა.

− გავიგე.

− რას იტყვი შენ მაგაზედ?

იმას ვიტყვი, რომ ჩემის ქალის ბედნიერება იმად ღირს, რომ მთელი სიცოცხლე მის გულისათვის გავიმწარო. თუმცა ჩვენ გავღატაკდებით, მაგრამ ჩვენს ქალს ქმრად ის მაინც ეყოლება, რომელიც თვითონ აირჩია.

− იმან კი არა, შენ აურჩიე.

− თუ სხვაფრივ ბედნიერებას ვერ მოვუპოვებ ჩემს ქალს, თუ არა მით, რომ ჩემი თავი შევწირო, მე მაგაზედაც მზადა ვარ.

− შენ შენს თავზედ ჰლაპარაკობ, − შეჰნიშნა გულსატკენად გუდარმა, − ჩემი მეგობარი კლოდი, როცა შეიტყობს, რომ მე ფულს ვაძლევდი მარტო იმისათვის, რომ...

− რისთვის? − ჰკითხა ადელმა, თავი მაღლა აიღო და თვალები დააბრიალა.

− იმისათვის, რომ შენი სიყვარული მეძლეოდა...

− თქვენ ეტყვით მაგას, თქვენ, თქვენ?

− ისე დაწყნარებით და გულგრილად, როგორც. ეხლა ვლაპარაკობ.

− მაშ ჩემის ქალის თავს ვფიცავ, მე ჩემს ქმარს ვეტყვი: „ტყუის, ჩემი ჯავრის ამოყრა უნდა და თუ, კლოდ, ჩემი სიყვარული გაქვს, ჩემი პატივისცემა, მოკალ ეს უნამუსო კაცი-მეთქი". მე დამიჯერებს, ვიცი იმის ამბავი, და ჩემს ხვეწნას ამისრულებს. გულკეთილია, გულლბილი, მაგრამ თავგამომდებია და შეუბრალებელი, როცა ან ცოლს, ან ქალს ცუდად უხსენიებენ. ეგეც რომ არ იყოს, თუ საჭიროა, მეც მივეშველები, მეც... გესმის თუ არა, უფალო გუდარ?!. თავის დღეში, თავის დღეში ჩემს დამხობას არ გავუმჟღავნებ. მწუხარებისაგან ვეღარ იცოცხლებს და თუ სასიკვდილოა, ისა სჯობია მოკვდეს, როცა თავს გამოიდებს, რომ გაუპატიურებული ნამუსი ცოლისა დაიფაროს.

ყოველივე ეს იყო თქმული ხმააუმაღლებლივ, დინჯად, ლიტონად, მაგრამ ყოველი სიტყვა თითქო შოლტიაო, ისე უსერავდა ლოყებს გუდარსა. როცა ადელმა სიტყვა დაასრულა, გუდარი წამოდგა ფეხზედ მთლად გაფითრებული. მიხვდა, რომ ქალი არა სტყუოდა, ტყუილად არ იმუქრებოდა და შიშისაგან ისე მოეჩვენა, მითამ ადელს ხელში დანაც უბრჭყვიალებს.