ჟურნალი ივერია №4



ივერია

საპოლიტიკო და სალიტერატურო ჟურნალი

.

ამბარცუმ ენფიანჯიანცის სტამბა 1879

1 სევილიელი დალაქი ანუ ამაო გაფთხილება

▲back to top


ბომარშეს კომედია, 1775-ში დაწერილი

((L'Amour Peintre.)

ფრანცუზულიდამ გადმოთარგმნილი

და ვიყავ მამა, და ვერ მოვჰკვდი.
ზაირა, მოქმედება II.

მოქმედნი პირნი:

გრაფი ალმავივა, ისპანიის გრანდი, უცნობი მიჯნური როზინანსი.

ბართოლო, აქიმი, აპეკუნი როზინასი.

როზინა, მაწვილი ქალი, ჩამომავლობით კეთილშობილი, ბართოლოს სააპეკო ობოლი.

ფიგარო, დალაქი სევილიაში.

დონ-ბაზილიო, მეორგანოე, მუზიკისა და სიმღერის ოსტატი როზენასი.

ჭაბუა, ძველი მოსამსახურე ბართოლოსი.

ფხიზელა, მეორე მოსამსახურე ბართოლოსი, მოსულელო და მძინარა ბიჭი.

ნოტარიუსი.

ალკადი, სამართლის კაცი, ან სუდებნი პრისტავი ისპანიაში.

რამდენიმე ალგვაზილი (სამსახურის კაცნი) და მოსამსახურე ჟინჟღილებით.

ტანთ-საცმელი ამათი

ძველი ისპანიური მორთულობის მიხედვით.

გრაფი ალბავივა, ისპანიელი გრანდი (თავადი), როზინას უცნობი მიჯნური. რომ გამოვა პირველს მოქმედებაში, შალვარი და მოკლე კაბა აცვია აბრეშუმის ფარჩისა; მოსასხმელი ასხია მუქი და განიერი; შლაპა შავი, დაუალი, გარს მხიარული ფერის ლენტ შემოვლებული — მეორე მოქმედებაში გამოვა სალდათის მუნდრით, ულვაშიანი და მაღალ ჩექმებიანი. — მესამეში ბაკალავრად[1] მორთული; თმა ირგვლივ შემოკვეცილი; ველზედ განიერი თეთრი საუელო; მოკლე კაბა, შალვარი, ფეხთ-საცმელი — აბბატური (მღვდლური). მეოთხე მოქმედებაში სადღესასწაულოდ არის მორთული და ისე მდიდრულად, როგორც ისპანიის გრანდს შეეფერება. ზედ ასხია დიდი და განიერი, ისევ მუქი მოსასხმელი, რომელშიაც სულ არის გახვეული.

ბართოლოს, აქიმს, როზისას აპეკუნს, აცვია შავი მოკლე კაბა, ყელამდინ შეღილული; თავზედ დიდი ფარუქი; საყელო და სამაჯურები აწეული; შავი სარტყელი; როდესაც გარეთ გამოვა, გრძელი ჭიაფერი წამოსასხმელი ასხია.

როზინა, ყმაწვილი გვამი, კარგი გვარის შვილი, ბართოლოს საპეკო ობოლი; აცვია ისპანიური ქალის ტანსაცმელი.

ფიგაროს აცვია ტანსაცმელი ისპანიის მიორისა. ჟილეტი და ნიფხავი აბრეშუმისა ვერცხლის ხრიკებითა და ღილებით შეღილული; დიდი აბრეშუმის სარტყელი; წვივ-საკრავები გამომურუჯული და რკოებით ჩაკიდებული ორივე წვივიდამ; მოკლე კაბა ისეთი მხიარული ფერისა, რომ ჟილეტის ფერს სულ არ უდგებოდეს; წინდები თეთრი; ფეხ-საცმელი უომრალი. თავზედ ხურავს აბრეშუმის ბადე; შლაპა თეთრი, გარეშემო ფერადი ლენტი; ქალური უელსახვევი, ძალიან გამოშვებული.

დონ-ბაზილიოს, მეორგანოეს და როზინას ოსტატს, თავზედა ხურავს შავი, დაბალი და განიერი შლაპა; გძელი კაბა და გძელი მანტო (მოსასხმელი) უხელოთ და უსამაჯუროთ, ჭაბუა, ხნიერი მსახური ბართოლოსი.

ფხიზელა. მოსულელო და მძინარა ბიჭი. ორთავე აცვიათ გალიციურად; ჟილეტი აქლემის ფერი; ტყავის განიერი სარტყელი; კაბა ნიფხავი თეთრი, სახლები უურთმაჯებიანი.

ნოტარიუსი.

ალკადს გრძელი წკეპლა უჭირავს ხელში.

საქმე სწარმოებს სევილიაში, პირველს მოქმედებაში ქუჩაზედ და როზინას ფანჯრები წინ; დანარჩენი სამი მოქმედება დოკტორ ბართოლოს სახლში.

მოქმედება პირველი.

თეატრი წარმოადგენს სევილიაში ერთ ქუჩას, სადაც ფანჯრები ყველგან დარკინულია, რკინის რიკულით.

გამოსვლა პირველი.

გრაფი, მარტო, განიერი მუქი წამოსასხმელი ასხია და დაბალი შლაპა ჰხურავს. საათს დახედავს და დადის.

გრაფი. დღე ჯერ ისე არ არის მიწურული, როგორც მეგონა. ფანჯარას რომ მოადგება ხოლმე, ჯერ კიდევ გვიან არის ის დრო. მაგრამ ისევ ადრე მოსვლა სჯობია, რომ იმის დანახვის წამი არ გამომეპაროს. სასახლეში რომ მიმიხვდებოდეს ვინმე, რომ მადრიდიდამ ოთხას ვერსზედა ვარ და უოველ დილას ისეთი ქალის იანჯრებ წინა ვდგევარ ხოლმე, რომ ხმაც არსად გამიგონია ჯერ იმისი, ჩემსას იტყოდა, ეს ძველი, იზაბელას დროს ისპანიელი არის ვინმეო. — რა ტომ არა? ყველა თავისს ბედნიერებასა ნატრულობს. ჩემი აქ არის, როზინას გულში. მაგრამ რა? სევილიამდინ ქალს გაეკიდოს კაცი, როდესაც მადრიდი და სასახლე ყოველ ნაბიჯზედ ყოველ გვარ გაუჭირვებელ სიამოვნებას წარმოუდგენენ? — კიდეც

ამას გამოვექეც მე იქიდამა, დავიღალე იმდენი გამარჯვებისაგან, რასაც აგრე გვიადვილებს ზოგან გამოსარჩენი, ზოგან ჩვეულება და ზოგან ამაოთა მოყვარება. უკეთესი რა იქნება, რომ ქალის გულში შენი სიუვარული ენთოს საკუთრად შენთვის და არა რისამე მიხედულობით. ამის დაჯერებას რომ შევიძლებდე... ეს ვიღა მოეხეტება...

გამოსვლა მეორე.

ფიგარო და გრაფი დამალული.

ფიგარო. (ზურგზედ განიერი ლენტით გიტარა კიდია, ხელში ქაღალდი და კარანდაში უჭირავს და მხიარულად მოიმღერის:)

რას მიქვიან!... შორს ჩვენგან,
სევდა ხარ, თუ ნაღველო; ღვინოვ,
შენ გენაცვალე ჩვენო გამახარელო!
შენ რომ არ გასჩენოდი, კაცს რა ეშველებოდა ?
იცხოვრებდა ტუტუცად უდროვოდ ჩაკვდებოდა.

აქამდის გვარიანათ მოდის, ჰენ, ჰენ.
უდროვოდ ჩაკვდებოდა.
ღვინო და უსაქმობა
ჩემს გულზედა ცილობენ

არა; ცილობენ კი არა, მშვიდობიანათ ერთათა ჰფლობენ...
შუა იყოფენ ჩემს გულს.

ხომ ითქმის იყო იენო?... ან მე რას ვამბობ, კაცმა მკითხოს. ჩვენი ოპერის მთხზველები აგრე კი არ უკვირდებიან საქმესა. დღეს, — თქმათ არა ღირს, მართალია, მაგრამ იმღერიან:

(იმღერის)

ღვინო და უსაქმობა
შუა იყოფენ ჩემს გულს.

მინდა ისეთი რითიმე დავაბოლოვო, კარგი რამ იყოს, ელვარე, ბრწყინვალე, თითქო აზრიც გამოდიოდეს რამე.

(ერთი მუხლით იჩოქებს, იმღერის და სწერს)

შუა იყოფენ ჩემს გულს:
ერთი ჩემი სატრფოა,
მეორეს უძღვნი ჩემს სულს.
ო, ეს სულ არ ვარგა; ერთი ერთმანეთის შესადარი, შესაწონი უნდა იყოს რამე:
ერთი ჩემი სატრიკოა,
მეორე ....
მეორე? რა? ჰო, დიაღ,
მეორე მხლებელია.
ძალიან კარგი, ბარაქალა ფიგარო...
(მღერის და სწერს)
ღვინო და უსაქმო
ორიგ სანატრელია:
ერთი ჩემი სატრფოა,
მეორე მხლებელია,
მეორე მხლებელია,
მეორე მხლებელია.
ჰენ, ენ. საკრავსაც რომ მივაეოლებთ, ზოგი მაშინა ვნახოთ! შეთქმულო ბატონებო, რასაც ვამბობ მცოდნია თუ არა. (გრაფს დაინახავს) ეს აბბატი მინახავს სადღაცა. ადგება)
გრაფი. (ცალკე) ეს კაცი როგორღაც მეცნობა.
фიგარო. არა, აბატი არ არის. შეხედულობა მედიდური, დიდ კაცური...
გრაფი. რაღაც სასაცილო. მიხი მოხი...
фიგარო. მე კი არ დავანვბე, დამაბეზღეს და დამანებებინეს. შემშურდა ხელთა სიმარდე და ფერის უცვალებლობა
გრაფი. კარგია, კარგია! დამეხსენ ღვთის გულისათვის! ლექსების გამოთქმაც გისწავლია? დაგინახე, მუხლზე სჯღაბავდი რაღასაცა და sa დილითვე იმღერდი,
фიგარო. სწორეთ ეგ არის ჩემი უბედურების მიზეზი, თქვენო. ბრწყინვალებავ. მინისტრს რომ მიართვეს ჩემი გამოთქმული, და შემიძლია ვთქვა, ლამაზათ გამოთქმული, თაიგულები; რომ მოახსენეს, გაზეთებშიაც აბეჭდინებს. ზოგის საკიცხავსა და ზოგის საქებარს ლექსებსაო: ერთის სიტყვით, რომ შეიტყო. რო ვსწერდი და ვიბეჭდებოდი, — ტრაგედიურათ განრისხდა და თანამდებობიდამ გადამხუენა, აქაო და მთხზველობა და სამსახურის თანამდებობა ერთათ ვერ მოთავსდებიანო.
გრაფი. ძლიერ მართალია. და შენ ის აღარსად წარმოგიდგენია?
фიგარო. მეტად ბედნიერად მიმაჩნდა ჩემი თავი, რომ იმისგან დავიწუებული ვიყავი, რადგან ვიცი, რომ დიდი-კაცისაგან ჩვენთვის ისიც დიდი სიკეთე არის, რომ ცუდს არას შეგვამთხვევდეს.
გრაფი. ყველას არ ამბობ. მე მახსოვს, ჩემ სამსახურში კარგა ცუღლუტი რამ იყვი.
фიგარო. ე, ბატონო, ეგ ის არის, რომ საწვალ კაცს ნაკლებობა არა ჰქონდეს რაო.
გრაფი. სიზარმაცე, დაუდევრობა...
фიგარო. რასაც ღირსებას მსახურისაგან გამოელიან, თქვენი ბრწჟინვალება ნეტა ბევრს იცნობს ისეთ ბატონსა, რომ მოსამსახურობის ღირსი იყოს?
გრაფი.კაი სიტყვაა? და შენ ქალაქს მოატანე?
фიგარო. არა, მაშინვე არა.
გრაფი. (შეაყენებს.) ერთ წამს... მეგონა გამოიხედა მეთქი... შენ შენი თქვი, მე ყურს გიგდებ.

фიგარო. მადრიდს რომ დავბრუნდი, მინდოდა ისევ ჩემი მწიგნობრობის ნიჭი გამომეეენებინა და ვთქვი ჩემ გუნებაში, თეატრი იქნება მეთქი საპატიო ასპარეზი...

გრაფი. ღმერთო შენ შემიწყალე!

фიგარო. (ამის ლაპარაკში გრაფი ხშირად ფანჯრებისაკენ იყურება.) სწორე მოგახსენოთ, კარგათ არ ვიცი რა მიზეზი იყო, დავწინაურდი; პარტერი ჩინებული გამრჯელი ხალხით გავავსე; ხელები ჰქონდათ... რა სატყაპუნებელა იქნებოდა უკეთესი. ხელთათმანები, წკეპლები, რაც კი ტაშს აყრუებს, ყველა აკრძალული მქონდა და წარმოდგენას წინათ ყავახანაც არ მიშლიდა თავისებური მასპინძლობას: მაგრამ შეთქმულებმა იმდენი იოსტატეს

გრაფი. რომ უფალი ავტორი ძირს დასცეს.

фიგარო. როგორც სხვანი; რატომ არა? იმათ მისტვინეს; მაგრამ რომ შევიძლებდე და თავს მოუერიდე

გრაფი. მოაწყენდი და იმით გადაახდევინებდი,

ფიგარო. როგორ გადავახდევინებდი, რომ იცოდეთ. გრაფი. იმუქრები? შენ არ იკი. რომ სასამართლოში ოც-დაოთხი საათის მეტი ვადა არა ვისა აქვს, რომ მოსამართლეზედ სამდურავი განაცხადოს?

ფიგარო. თეატრში ოც-და-ოთხი წელიწადიც არის. სიცოხლე მეტათ მოკლეა, რომ იმისთანა ჯავრი გულში ჩაიქროს კაცმა,

გრაფი. შენი სასაცილო რისხვა მაცინებს. მაგრამ მადრიდს რათ ღამ დაგანებებინა თავი, ამას კი აღარ მეუბნები .

ფიგარო. ჩემმა ზცველმა ანგელოზმა, თქვენო ბრწუინვალებავ, რადგან იქამდინ ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პირველი ბატონი გიპოვეთ. მადრიდში მწიგნობრები სწორეთ მგლებსა ჰგვანან, ყოველთვის ერთი–ერთმანეთს უტევენ და ერთმანეთსა სწეწენ; ისე არიან ერთმა ნეთზედ გადაკიდებული, რომ როგორც ყოველი მწერი, ბუზანკალი, კოღო, კრიტიკოსი, კრაზანა, მეშურნე, მეფურცლე, მეწიგნე, ცენზორი, ყველა, რაც რამ საბრალო მწიგნობრის კანს ეტანება, აფრინდელ ბა და უკანასკნელს წვენსა სწოწნის, ისე ეხვევიან და ისე ირევიან ერთმანეთში; მწერლობით დაქანცული, თავის-თავისაგან მობეზრებული, სხვებისაგან გულ-გაფუჭებული, უულამდინ ვალში ჩაილული და ჯიბე დაცალიერებული, და ბოლოს ამისი დამჯერებელი, რომ უბრალო სამართებლის საშოვარი მწერლის საშოვარზედ ბევრით უმჯობესია, — გამოვედი მადრიდიდამ; ბარგი-ბარხანა ზურგზედ გადავიჯვარედინე, ფილოსოიურად გამოვიარე ორივე კასტილია, ლამანჩი, ესტრამადურა, სიურრა-მორენა, ანდალუზია, — ერთ ქალაქში შეწყნარებულმა, მეორეში დამწუვდეულმა, და უოველგან გადანახადის თავს–გადამვლებმა; ზოგთაგან ქებულმა, ზოგთაგან გინებულმა; კარგის დამეოლმა, ავის ამ ტანმა; სულელის დამცინმა, ბოროტის გამკიცხმა; ჩემი სიღარიბის მასხარად ამგდებმა, სხვისი სიმდიდრის არაფრად ჩამგდებმა, მოვატანე როგორც იყო ამ სევილიას, აქ დავბინავდი და ახლა მზათ გასუ ლავარ რომ ისევ თქვენს სამსახურს შეუდგე და. რასაც მიბძანებთ და დამსაქმებთ, შევასრულო.

გრაფი. რამ გასწავლა მაგისთანა მხიარული ფილოსოფია?

ფიგარო.. უბედურობის შეჩვევამ. ვეშურები ყველაფერზე ვიცინო, რომ ტირილმა არ დამასწროს. რას შესცქერით აგრე მანდეთა?

გრაფი. არიქა, თავს უშველოთ!

ფიგარო. რატომ?

გრაფი. გამოსწიე მეთქი, შე საცოდავო, თორემ დამღუპავ. (იმალებიან).

გამოსვლა მესამე.

ბართოლო, როზინა. (მეორე სართულის და ეღება და ორნი მოადგებიან.)

როზინა. ო, რა საამოა წმინდა ჰაერი. ათასში ერთხელ თუ ეღება ეს ფანჯარა...

ბართოლო. ეგ რა ქაღალდი გიჭირავს?

როზინა. ეს გუშინ ოსტატმა მომცა. ამაო გაფთხილების შაირი.

ბართოლო. ამაო გაფთხილება რას მიქვია?

როზინა. ახალი კომედიაა ერთი, ბართოლო. ახალი რამ დრამა[2] კიდევა; ახალი რამ სისულულე კიდევა

როზინა. იქნება, მე რა ვიცი.

ბართოლო. ეჰ, ეჰ! ჟურნალები და მთავრონა შეგვატყობინებენ. ბარბაროსობის დროა.

როზინა. ყოველთვის ამ ჩვენს საბრალო დროს ემდურით.

ბართოლო. ნურას უკაცრავათ — და აბა რა წარმოადგინა საქებარი? ყოველ–ნაირი სისულელე: თავისუფალი მზრახველობა; მიმზიდველობა, ესე იგი, ატტრაქცია; ელვაობა, ესე იგი, ელეკტრიზმო; ტოლერანტიზმო, ესე იგი — თმენა ყოველი რჯულისა; ინოკულაცია, ესე იგი, უვავილის აცრა, ქინაქინა, ენციკლოპედია და დრამა...

როზინა. (ქაღალდი ვარდება ხელიდამ.) ო! ჩემი ლექსი, ლექსი გამვარდა თქვენს ლაპარაკში. არიქა, გაიქეცით, გაიქეცით, თორემ დამეკარგება.

ბართოლო. ეს რაღა ჭირია რაც გიჭირავთ. გეჭიროთ ბარემა (ქვეით ჩადის.)

როზინა. (გარეთ იყურება და ქუჩაში ხელს ანიშნებს.) სტ. სტ. (გამოჩნდება გრაფი). საჩქაროთ აიღეთ და თავს უშველეთ. (გრაფი მიაფრინდება, აიტაცებს ქაღალდსა და გავა.)

ბართოლო. (გამოვა ქუჩაში და ეძებს. რა იქნა, ვერსადა ვხედავ.

როზინა. მანდ უნდა იყოს, კედლის ძირას.

ბართოლო. ეს კარგი საქმე დამსაქმეთ! მაშ გაუვლია ვის

როზინა. მე არავინ დამინახავს.

ბართოლო. (თავისთვის. მეც რო ვეძებ! ბართოლო! კაი სულული ბძანდები, მუგობარო! ამან მაინც გასწავლოს, რომ ქუჩის ფანჯარა არას დროს არ გააღო შინ შევა).

როზინა. (ისევ ზევით.) ჩემი ბოდიშის მომხდელი უბედურებაა ჩემი. მარტოდ მარტო, გამოკეტილში და საზიზღარი ბერიკაცის ხელში მეოფისათვის ვითამ შეცოდება იყოს, რომ ტყვეობიდამ გამოსვლასა ცდილობდეს?

ბართოლო. (ფანჯარას მოადგება.) შინ შემობძანდით, ქალბატონო! სწორეთ ჩემი ბრალია, რომ ლექსი დაკარგეთ, მაგრამ ეს უბედურება მეორეთ აღარ დაგემართებათ. ი რობას გაძლევთ. (ჰკეტს ფანჯარას).

გამოსვლა მეოთხე.

გრაფი, ფიგარო. (ფთხილად შემოდიან.)

გრაფი. ახლა რა რომ შინ შევიდნენ, გავშინჯოთ ეს ლექსი, საიდუმლო რამ უნდა იჟოს. ბარათი ყოფილა.

ფიგარო. ამაო გაფთხილება რას მიქვიაო, კითხულობს

გრაფი. (საჩქაროთ კითხულობს). „თქვენი მეცადინეობა ცნობის „სურვილს მიღვიძებს; ჩემი აპეკუნი რომ შინიდამ გავა, თქვენ დაუ„დევნელათ დაამღერეთ ამ შაირის ხმაზედა და ისეთი რამე მოს „თქვით, რომ შევიტვო როგორმე სახელი, მდგომარეობა და წადილი

მისი, რომელიც თითქო. მოუცილებლად და შედურს როზინას..

ფიგარო. (როგორც როზინა ამბობდა იმ ხმით:) ოჰ, ჩემი ლექსი, ლექსი გამვარდა; არიქა, გაიქეცით, გაიქეცით. (იცინის) აჰ, ა. აჭ, აც!

ოჰ, ქალებო! თუ გინდათ რომ გულ-წრფელი გააეშმაკოთ, კარი უნდა გამოუკეტოთ.

გრაფი. ჩემი სატრფო როზინა?

ფიგარო. თქვენი ეგ ტანისამოსი აღარ მაკვირვებს, ბატონო. არ შიეობას დასდგომიხართ აქა.

გრაფი. ახლა იცი; მაგრამ თუ წამოგცთენია სადმე..

ფიგარო. მე, ბატონო? მე აქ ძმ მძიმე სიტყვას არას ვიტყვი, რჯულისასა და პატიოსნებისას, რასაც სხვანი უოველ–დღე სმარობენ; ჩემი სათქმელი ერთია: ჩემი სავუთარი სარგებლობა არის ჩემი თავდები თქვენთან; ამას შეუწონთ ყველა და...

გრაფი. დიაღ, კარგი. მაშ ესეც შეიტჟე, რომ პრადოს შევთ ხვდი, ექვსი თვეა მას აქეთ, ერთ ყმაწვილ–ქალსა, ისეთ მშვენიერსააკი შენი თვალითა ნახე! მთელს მადრიდში ვეღარსად მივაგენით. რამდენიმე დღეა რაც შევიტვე, რომ სახელათა ქვია როზინა, კარგი გვარის-შვილია, ობოლი და ცოლი ერთის აქაური მოხუცი აქიმისა, რომელსაც ეწოდება ბართოლო

ფიგარო. ლამაზი ჩიტია, ღმერთმანი, ბუდიდამ ძნელი გამოსაუვანი; მაგრამ აქიმის ცოლიაო. ვის მოუხსენებია?

გრაფი. ყველანი ამბობენ.

ფიგარო. ეგ იმისი მოგონილია, მადრიდიდამ რომ მოვიდა, მთხოვნელები თავიდამ მოვიცილოო. თორემ ჯერ ისევ სააპეკოთა ჰუავს; ამ ცოტა ხანში

გრაფი. (სისწრაფით.) არას დროს! ეს რა შევიტყე! გადაწყვეტილი მქონდა უთუოთ უნდა ჩემი მწუხარება შემეტეობინებინა და თურმე გაუთხოვარი ყოფილა. დროს დაკარგვა აღარ შეიძლება; უნდა თავი შევაყვარო და გამოვიხსნა უღირსის ხელისაგან. მაშ ამ აპენ კუნს იცნობ შენა?

ფიგარო. როგორც დედა-ჩემს. გრაფი როგორი რა კაცია?

ფიგარო. კაი მსხვილი, დაბალი ახალ–გაზდა ბერიკაცი, უომრალი, გაქნილი, წვერმოპარსული, რომელიც კიდეც უვლის, კიდეც არაულობს, კიდეც უფთხილდება, კიდეცა სტუქსავს და კიდეც თავს ევლება, ზედ დაჰკანკალებს.

გრაფი. უჰ, ვნახე მე. შენ იმისი ხასიათი მითხარი.

ფიგარო. ბრიევი, ძუნწი, მოარშივე და მეტის-მეტად იჭვნეული, — ქალისათვის კი ჭირივით საჯავრელი.

გრაფი. ასე რომ თავის მოსაწონებელი...

ფიგარო. სულ არა გააჩნია რა.

გრაფი. ეგ უკეთესი. პატიოსნება?

ფიგარო. სწორეთ იმდენი, რამდენიც კაცისთვის საჭიროა, რომ არ ჩამოახრჩონ.

გრაფი. ეგ უკეთესი. მაცთურის დასჯა და თავის გაბედნიერება...

ფიგარო. ორნაირი სიკეთე იქნება, ერთის-თვისაც და ქვეყნისთვისაც. ჩინებული რამ იქნება ზნეობისათვის, ბატონო!

გრაფი. შენ ამბობ, რომ უმწვილი კაცების შიშმა ამოაკეტინა კარებიო?

ფიგარო. ამოგლესასაც რო მოახერხებდეს...

ხომ უარესი. შენ? შეგესვლება ქა?

გრაფი. ეგ ხო

ფიგარო. როგორ თუ შემესვლება! ჯერ ერთი ესა, რომ სადაც მე ვდგევარ, დოკტორისაა ის სახლი და მუქთათა ვდგევარ.

გრაფი. ოო!

ფიგარო. დიაღ! და მე ამის სამაგიეროდ წელიწადში ათ ოქროსა ვპირდები, — ამასაც მუქთათ, რასაკვირველია.

გრაფი. მაშ მისი მდგმური ყოფილხარ.

ფიგარო. უფრო მეტი, დალაქი ვარ იმისი, ექიმი, აფთექარი; ვერცა ვინ სამართებელს ახლებს იქ ხელსა, ვერც ნესტარსა, თუ არ თქვენი ერთ-გული მოსამსახურე.

გრაფი. (გადაეხვევა.) ო! ჩემო კარგო მიგრო! მაშ შენ უნდა იყო ჩემი მხსნელი, ჩემი მფარველი. ჩემი ხელისშემწყობი.

თიგარო. უუურეთ, სარგებლობამ როგორ მალე დაგვაახლოვა. მითხარით რამე მოარშიყეებისა! კიდევ

გრაფი. ბედნიერო ფიგარო! ნახავ ხოლმე ჩემს როზინასა, ნახავ ხოლმე! გესმის შენ ეგ ბედნიერება თუ არა?

ფიგარო. მე რა? მე ხომ არ ვეტრფი იმასა. ჩემმაგიერად რომ თქვენ იყოთ, არ უმჯობინება?

გრაფი. ოჰ, ყველა ჯაშუშების ჩამოცლა რომ მოხერხდებოდეს?

ფიგარო. მეც მაგასა ვიიქრობ.

გრაფე. ერთ ათიოდ სათს მისცა.

ფიგარო. კაცს ოღონდ თავისი საქმე აკეთებინე და არავის დაუშლის.

გრაფი. უეჭველია: მაგრამ?...

ფიგარო. მე ამასა ვკიქრობ, ერთი უბრალო რამ წამალი არა გამოდგება რა?...

გრაფი. ღვთის მტერო!

ფიგარო. იმათთვის ავი კი არა მინდა რა, ჩემი ხელობა იმათ ყველას სჭირდება. საქმე ის არის რომ ყველას ერთათ უაქიმო.

გრაფი. მერე თითონ აქიმმა რომ ეჭვი აიღოს?

ფიგარო. ისე ჩქარა უნდა ვიაროთ, რომ ეჭვის ასაღები დრო აღარა რჩებოდეს. ერთი ფიქრი მომივიდა. მემკვიდრის პოლკი შემოდის ამ ქალაქში.

გრაფი. პოლკოვნიკი ჩემი მეგობარია.

ფიგარო. კარგი. პოლკის მუნდრით შედით დოკტორის სახლში და დაყენების ბარათი მიუტანეთ: უნდა დაგაუენოთ თავის სახლში, მეტი რა ღონე აქვს; — სხვა ჩემ კისერზედ იყოს.

გრაფი. დიაღ კარგი.

ფიგარო. არც ის იქნება ურიგო, რომ გათბეთ.

გრაფი. ეგ რიღასთვის?

ცოტა ნაღვინეობა

ფიგარო. რომ ეჭვი სულ ვერა აიღოს რა და თავის გუნებაში სთქვას, ამას ძილის მეტი არა ენდომება რაო!

გრაფი. ძალიან კარგი და პატიოსანი, მაგრამ თითონ შენ კი რატომ არ მიხვალ?

ფიგარო. ჰო, დიაღ, მე. საკვირველი ბედნიერები არ ვიქნებით, რომ თქვენ ვერ გიცნოს, თქვენა, თავის დღეში რომ არ უნასავხართ! მერე, მერე როგორღა შეგივანოთ?

გრაფი. მართალს ამბობ.

ფიგარო. მაგრამ, ძნელია; იქნება ვერ მოახერხოთ... სალდათობა... ღვინო–ნასვამობა...

გრაფი რას მასხარაობ! როგორ თუ ვერ მოვახერხო! (თავს იმთვრალებს.) გაიგონე, შენ ეეი დოკტორი ბართოლოს სასახლე ეს ხომ არ არის?

ფიგარო. ცუდი

იყო, მართალი უნდა სთქვას კაცმა. ცოტა მუხლებს კი უფრო უნდა ეტყობოდეს ნაღვინოება. (უფრო მომთვრალებით) ესსს ხომ არრრ არი სასახლე?...

გრაფი. ფუ! ეგ ხომ სულ მდაბალი ლოთი გამოგუავს.

ფიგარო. ეს არის კარგი, ასე უნდა...

გრაფი. კარს აღებენ.

ფიგარო. თითონ ჩვენი კაცია. გავშორდეთ, მანამდინ სულ წავიდოდეს. გამოსვლა მეხუთე. გრაფი და ფიგარო (დამალულები). ბართოლო ბართოლო. (გამოდის სახლიდამ და უკან მიილაპარაკება.) მე ესლავ დავბრუნდები. შინ არავინ შეუშვათ ის რა უგუნურება მომივიდა, რომ ჩამოვედი! რომ მიუხვდი... ამ ბაზილს რაღა მაჩქარებდა, ამაზე მაინც რატომ ვერ დაემართა, რომ არ მოდის! იმან უნდა მომიხერხოს უოველივე, რომ ხვალ ჩუმათ დავიწეროთ ჯვარი და ჯერაც არა ვიცი რა ამისი. წავიდე, შევიტყო, რას შეუგვიანებია.

გამოსვლა მეექვსე

გრაფი, ფიგარო.

გრაფი. ეს რა გავიგონე? ხვალ აპირებს ჩუმათ ჯვარის წერას როზინაზედ?

ფიგარო. ბატონო, სადაც გაჭირვებაა, გაბედვაც იქ არის გრაფი. ეს ბაზილი ვიღა არის, ჩუმათ ჯვარის წერას რომ ხერხებს?

ფიგარო. ერთი გლახაკი მაწანწალა, რომელიც ქალს მუსიკას ასწავლის, თავისი ხელობით მოტრაბახე, მატყუარა, მათხოვარა, ოქროსათვის თუნდ დაგიჩოქებს; ძალიან ადვილი გადმოსაბირებელი, ბატონო! (ფანჯრებისკენ იყურება) აი აგერ! აი აგერ!

გრაფი.. ვინა, ვინა?

ფიგარო. ქალი! აგერ ფანჯარასთან! ნუ უყურებთ, ნუ უყურებთ.

გრაფი. რატომ, რა ვქნა?

ფიგარო. არ მოგწერათ იმღერეთ დაუდევნელათაო; გითამ ისე იმღერეთ, თითქო სხვა არა გინდოდეთ რა, თუ არ მღერა. ო! აი !

გრაფი. რადგან უცნობს უურადღება მომაქცია, ისევ ასე ლენდორად დავრჩე და გამარჯვებას თუ ვეღირსე უფრო სასიხარულო აი იქნება (როზინამ რომ ჩაუგდო იმ ქაღალდსა ჰშლის) მაგრამ რა დავამღერო ამ ხმაზედ, რომ არ ვიცი!

ფიგარო. რაც უნდა იყოს ყველა ძალიან კარგი იქნება, ბატონო, სიყვარულში. გულს როდი უჭირდება გონივრული ნაჟოვის გამოღება... ეს გიტარა აიღეთ.

გრაფი. მერე რა უყო მაგ გიტარას ? რა კარგი დამკვრელი მე ვარ?

ფიგარო. ვითამ რა უნდა იყოს ისეთი, რომ თქვენისთანა კაცმა არ იცოდეს? ხელის ზურგით; ბრომ, ბრომ, ბრომ... სევილიაში უგიტაროთ იმღერეთ და მაშინ მიხვედრა ძალიან გაჭირდება მე ვიცი ვინცა ხართ. (ფიგარო ფანჯარას ქვეშ კედელს აეყუდება).

გრაფი. (სიმღერით მიდი მოდის და გიტარასაც აყოლებს.)

პირველი ხანა,

თქვენ გნებავთ ჩემი სახელის ცნობა; უცნობმა გკადრეთ აუვანი, ტრფობა; სახელი რომ ვსთქვა, რამ მაიმედოს?

მაგრამ ხამს ბატონს ყმა ემორჩილოს.

ფიგარო. (ხმა დაბლა) ძალიან კარგი, ძალიან კარგი. უფრო გაბედვით, ბატონო.

გრაფი.

მეორე ხანა.

მე ვარ ლენდორი, დაბალ გვარისა, და გული მიძგერს უმაწვილ კაცისა, რატომ არა მაქვს ყოვლის შეძლება

რომ ფეხთ დაგიგოთ ქვეყნის დიდება.

ფიგარო. მაგაზედ უკეთესს მეც ვერ მოვახერხებ, მე, მომღერლობაზედ თავი რომ მომაქვს.

გრაფი.

მესამე ხანა.

აქ ყოველ დილას თქვენ, ჩემს სატრფოსა, გიმღერთ სიყვარულს უიმედოს;

გული სჯერდება მარტო თქვენს ხილვას, მანამ ღირს მყოფდეთ გაცემას სმისას.

ფიგარო. ეს ხომ არა. (მივა და კალთაზედ აკოცებს პატივისცემით.)

გრაფი. ფიგარო?

ფიგარო. ბატონო!

გრაფი. როგორა გგონია, მიგდებდნენ უურსა?

როზინა. (შიგნით იმღერის. მე მწამს რომ ლენდორ ღირსის

ჩემის მარადის ტრფობისა.

(ისმის რომ, ერთი ფანჯარა ძლიერ ბრახუნით მოხურეს).

ფიგარო. ახლა თქვენ როგორა გგონიათ, გიგდებდნენ ყურსა

თუ არა?

გრაფი. ფანჯარა მოხურა; უთუოთ შევიდა ვინმე.

ფიგარო. საბრალო ყმაწვილი ქალი! როგორ კანკალებდა, რო იმღერიდა. გაბმულია. ბატონო!

გრაფი. მჯერა, რომ ლენდორ ღირსიაო! რა მშვენივრათა სთქვა, რა მარილიანათ!

ფიგარო. რამდენი ეშმაკობა და რა სიყვარული?

გრაფი. როგორა გგონია, ფიგარო, დამნებდება? ფიგარო. მაგას ისე ვერ გადუდგება, როგორც ამ რიკულში[3] ვერ გამოძვრება.

გრაფი. მაშ გათავდა! ჩემი როზინასი ვარ სამარადისოდ. თიგარო. გავიწუდებათ, მგონია, ბატონო, რომ იმას თქვენი აღარ უყურებს.

გრაფი. უფალო ფიგარო. ერთი ესღა მაქვს შენთვის სათქმელი: უნდა შევირთო; და თუ მომეხმარები, რომ ჩემი ვინაობა არ შეიტყოს... გესმის?... ხომ მიცნობ?

ფიგარო.. გნებდებით. ახლა, ჯიგარო, იფრინე ბედისკენ, შვილოსა.

გრაფი. წავიდეთ. ეჭვი არავინ რა იღოს.

ფიგარო. მე, აქ შევალ, სადაც ჩემი ხელობის ძალით. ერთი წკეპლის დაქნევით, მღვიძარებას დავაძინებ, ტრფიალებას გავაღვიძებ, ეჭვიანობას გას” დაუბნევ, ეშმაკობას გავაცრუვებ და უოველს დაბრკოლებას ჩამოვიცილებ. თქვენ, ბატონო! ჩემს სადგომს სალდათის ტანსაცმელი, სახლში დაყენების `არათი და ჯიბეებში ოქრო.

გრაფი. ოქრო რიღასთვის?

ფიგარო. ოქრო, ღმერთო ჩემო! ოქრო, მაცოცხლებელი ძარღვია ყველნივრისა.

გრაფი. ნუ ჯავრობ, ფიგარო! ოქროს ბევრს წამოვიღებ. ფიგარო. (მიმავალი) მალე მოგნახავთ.

გრაფი. ფიგარო?

ფიგარო. რა გნებავთ.

გრაფი. შენი გიტარა?

ფიგარო. (გამობრუნდება) გიტარა დამავიწუდა. რამ გამომაშტერა ასე? (მიდის.)

გრაფი. შენი სადგომი? მართლა გამოშტერებულო!

ფიგარო. (გამობრუნდება) სწორეთ რაღაც არის ჩემს თავს. ჩემი დუქანი ოთხიოდ ნაბიჯია აქედამ; ცისფრათ შეღებილი; ჩარჩოები ტყვიის ორათ; ფიცარზედ გამოხატული თვალი, Consilio manuque, ჯიგარო,

(გაიქცევა.)

მოქმედება მეორე

თეატრი წარმოადგენს როზინას ოთახს. ბოლოს შუაზედ რკინის რიკულიანი ფანჯარა.

გამოსვლა პირველი

როზინა მარტო სანთელი უჭირავს. სტოლზედ ქაღალდს აიღებს და საწერად დადება

როზინა. მარსელინა ავათ არის. სხვა კერძო-ბა თავ თავისს საქმეს ადგია და ვინ დამინახავს რო ვსწერ. არ ვიცი კედლებს ასხია თვალი ჟური. თუ ჩემს ქოფაკსა აქვს ისეთი წყეული ნიჭი, რომ ყველაფერს ტყობილობს ისე სიტყვას ვერ ვიტყვი და ნაბიჯს ვერსად გადავადგამ, რომ მაშინვე არ მიმიხვდეს. ო, ლენდორ! (თავის წერილსა ჰკეცს,) არ ვიცი როდის და როგორ გადავსცემ, მაგრამ მაინც დავკეცოთ. ფანჯრის რიკულიდამ თვალი მოვკარ, დალაქ ფიგაროს ელაპარაკებოდა. კარგი კაცია ნიგარო და რამდენჯერმე დამანახვა, რომ გული შესტკივა ჩემთვისა, გებრალები. ამას მაინცა გნახავდე ერთ წამსა,

გამოსვლა მეორე.

როზინა, ფიგარო.

როზინა, (გაკვირვებული). ო! უფალო. ფიგარო, როგორ მიამა თქვენი ნახვა რომ იცოდეთ.

ფიგარო. ხომ კარგათა ბძანდებით, ქალბატონო!

როზინა ვერა ვარ კარგათა, უფ. ფიგარო. მოწვენილობა

ფიგარო. ოღონდაც. ვის მოუხდება თუ არა სულელსა.

როზინა. ვის ელაპარაკებოდით ქვეითა? არა გამიგონია რა, მაგრამა...

ფიგარო. ერთი ყმაწვილი სტუდენტი გახლდათ, ჩემი ნათესავი, ძალიან საიმედო, ჭკუით სავსე, კეთილის გრძნობითა და ნიჭიერებითა; ამასთან საკვირველი მოხდენილი რამ არის.

როზინა. სწორეთ, სწორეთ! სახელათ?...

ფიგარო. ლენდორ; არა გააჩნია რა; მაგრამ მადრიდიდამ რომ უცბათ არ გამოსულიყო, კარგ ადგილს იშოვიდა რასმე.

როზინა იშოვის, უფ. ფიგარო, იშოვის. ისეთი ყმაწვილი კაცი, როგორათაც თქვენ ის გამოხატეთ, რათ იქნება ისე დაბადებული. თავი მალე არ ისახელოს, რომ ფიგარო. (თავისთვის) კარგი ნიშანია (მაღლა) მაგრამ ერთი დიდი წუნი აქვს, რომ ძალიან ავნებს იმისს დაწიო

როზინა. წუნი, უფ. ფიგარო, წუნი ? სწორეთ იცით

ფიგარო. სწორეთ. სიყვარულის ცეცხლი აქვს მოდებული. როზინა. სიყვარულისა? მერე მაგას არქმევთ წუნსა? ნიგარო. სწორეთ! იმის მდგომარეობას სულ არ შეჰფერის

როზინა. უგუც ბედის უსამართლობა! მერე, ამბობს ვინ უუვარს? რა მეკითხება, მაგრამ...

ფიგარო. თქვენ სულ უკანასკნელი ბძანდებით ქალბატონო, ვისთანაც მე ამგვარ საქმეში გამოტეხას გავბედავ.

როზინა, რატომ, უფ. ფიგარო? მერწმუნეთ რომ პირშენსული ვარ. ეს ყმაწვილი კაცი თქვენი ყოფილა და იმიტომ მინდა იმისი ამბავი... თქვით და რაღა...

ფიგარო. წარმოიდგინეთ ერთი მშვენიერთ მშვენიერი პაწაწა ტიკინი, მშვიდი, წყნარი, ნაზი, ნარნარი, საკურველი პირწელიანი და პირში წყლის მომევანი; ეს მოპარვით მავალი, ტანად ისეთი რომ აგერ, აგერ წელში გადატყდებაო; მკლავებ მსუქანი. ბაგე ლალ–ვარდი: ახლა თათები იმისი? ახლა ღაწვები? კბილები? ო, კბილები! თვალები? ვა, ვაჰ, თვალები!...

როზინა, ამ ქალაქშია ? ფიგარო. ამ უბანში.

როზინა. იქნება ამ ქუჩაშიაც.

ფიგარო. ჩემგან ორ ნაბიჯზედ.

როზინა. ო, რა სასიამოვნოა... უფალი თქვენი ნათესავისsთვის. და ეს ქალი არის...

ფიგარო. მე სახელი არ მიხსენებია?

როზინა. მაგას გარდა არა დაგვიწვებიათ რა უფ. ნიგარო. თქვით ეგეცა, თქვით მალე, თორემ თუ შემოვიდა ვინმე ვეღარ შევიტყობ...

ფიგარო. უთუოთა გნებავთ, ქალბატონო? მაშ კარგი. ეს ქალი არის... თქვენი აპეკუნის... სააპეკო...

როზინა, საპეკო?

ფიგარო. დოკტორი ბართოლოსი! დიაღ, ქალბატონო, როზინა. (შეშფოთებული) ო, უფალო. ფიგარო... მე თქვენი არა მჯერა, მერწმუნეთ.

ფიგარო. იმასაც ეგა სწვამს, რომ თითონა სურს თავის პირით დაგაჯერებინოთ.

როზინ . თქვენ სულ ამათრთოლეთ, უფ. ფიგარო.

თიგარო. ათრთოლება დიაღ ვერ არის კარგი ანგარიში, ქალბატონო! როდესაც ბოროტების შიშს დაუვარდებიან, თითონ ამ შიშის ბოროტებასა ჰგრძნობენ. მერე მე იმისთვისა ვარ აქ მოსული, რომ მინდა ხვალამდინ უოველი თვალუურის დევნება აგაცილოთა

როზინა. მე თუ უვარვარ ამითი დამიმტკიცოს, რომ უვ ლითურთ მშვიდობიანათა და წყნარათ იყოს.

ფიგარო. ეჰ, ქალბატონო! სიუვარული და დასვენება ურთს გულში როგორ მოთავსდებიან. საბრალო ემაწვილობა დღეს ისეთი უბედურია, რომ აუცილებელად უნდა ორში ერთი ირჩიოს: ან სიუვარული და დაუსვენებლობა, ან დასვენება და უსიუვარულობა.

როზინა. (თვალების დაშვებით) უსიუვარულო დასვენება... მგონია...

ფიგარო... ძალიან საწუხარი უნდა იყოს. მართლა ისე გამოდის, რომ დაუსვენარს სიევარულს უკეთესი სახე აქვს: და ჩემა თავათ, მე რომ ქალი ვყოფილვიყავ...

როზინა. (გაჭირვებით მართალია, უმაწვილი ქალი პატიოსან კაცს ვერ დაუშლის პატივისცემასა...

ფიგარო. ჩემს ნათესავსაც თქვენი პატივის-ცემა აქვს დაუბოლოებელი, განუსაზღვრელი.

როზინა. მაგრამ თუ წინ-დაუხედავობას ჩაიდენს რასმე, უფ. დიგარო, ხომ დაგვღუპავს.

ფიგარო. (თავისთვის). დაგვღუპავსო.. (მაღლა) მაგას ცოტა რამ ბარათით რომ დაუშლიდეთ... მოგეხსენებათ, წერილს დიდი ძალა აქვს.

ოზინა. (იმ ბარათს აძლევს, რომელიც დასწერა.) დრო არა მაქვს

რომ ხელახლა დავიწყო ესა; და ამას რომ აძლევდეთ, რა უთხარით... კარგათ უთხარით... (ყურს უგდებს თითქო მოდიოდეს ვინმე.)

ფიგარო. არავინ არის, ქალ-ბატონო.

როზინა. რომ წმინდა მეგობრობით უთვლი ათიგარო. ეგ რასაკვირველია; განა არ ეტყობა. სიუვარული სულ სხვა რიგათ გამოითქმის.

როზინა. წმინდა მეგობრობითა, გესმით? მე მარტო ამისი ფიქრი მაქვს, რომ დაბრკოლებას რასმე თუ შეუშინდა...

ფიგარო. დიაღ, სასაფლაოს ნათელსა, მაგალითად. ნუ დაივიწუებთ, ქალ-ბატონო, რომ რომელიც ქარი სანთელს აქრობს, ის ცეცხლს უფრო აძლიერებს და ჩვენ სწორეთ ეს ცეცხლი გვიკიდია. არიელი ლაპარაკი გვახურებს ისე, რომ მე ცივება მემართება, მე, რომელიც აქ არაფერში ურევივარ.

როზინა. ღმერთო! აპეკუნის ფეხის ხმა მესმის. აქ რო გნასოთ... აიმ კაბინეტში შედით და იქიდამ როგორც შეგეძლოთ ისე ნელა ჩადით.

ფიგარო. ნუ გეშინიათ. (ცალკე, ბარათი რომ უჭირავს ხელში.) აი ყოველი ჩემი სიფთხილის ფასი. (შედის კაბინეტში).

გამოსვლა მესამე.

როზინა მარტო.

მანამდინ ის თავს დააღწევდეს, მე შიშითა ვკვდები. ო! როგორ მიუვარს მე ეს კეთილი იიგარო. ძალიან პატიოსანი კაცია, კარგი მონათესავე. ოჰ! აგერ ჩემი მტარვალი; ჩემი ხელ-საქმე ავიღო. (სამთელს აქრობს, და ქარგას უჯდება.)

გამოსვლა მეოთხე.

ბართოლო, როზინა.

ბართოლო (განრისხებული) ო! წყეული, დამთხვეული, ჩამოსახრჩობი ავაზაკი ფიგარო! გაგონილა! ერთ წამს ვერ გავიდეს

როზინა. ვის გაუჯავრებიხართ აგრე, ბატონო ?

ბართოლო. ვისა და ამ შეჩვენებულს დალაქ ფიგაროსა, მთელი ჩემი გერძობა რომ ერთი ხელის აქნევით დაუქანცავს;

ერთისათვის მიუცია დასაძინებელი წამალი; მეორესთვის ცხვირ-საცემინებელი; მარსელინასთვის ფეხში სისხლი გაუღებინებია; აღარავინ დარჩენილა ჩემ ჯორამდინ, რომ...მ! დაბრმავებული პირუტყვისათვის თვალებზე მალამო დაუკრავს! ჩემი რო მართებს ასი ოქრო, თავის ფიქრით ვითამ წამლებში უნდა გამომიბაროს! ვნახოთ ერთი! არავინ ხორციელი დერეფანში! და აქამდინ, ამ ოთახამდინ ისე მოდის კაცი, თითქო. ყაბახი იყოსო.

როზინა. თქვენს გარდა მაინც ვინ შემოვა აქ სხვა, ბატონო?

ბართოლო. ისევ უმიზეზო შიში მირჩევნია გაუფთხილებლობას. ქალაქი სავსეა გათამამებული თავხედი ხალხითა. დღეს დილას არ იყო ლექსი მოგტაცეს, ამოსატანად რომ ჩამგზავნეთ. ო! მე...

როზინა. განა არა, შეიძლება სულ უბრალო საქმე დიდად გაზვიადდეს. განა არ შეიძლება ქარს გადაეგდოს ქაღალდი და მერე პირველს გამვლელს ვისმე აეღოს, მე რა ვიცი...

ბართოლო. ქარი,

პირველი გამვლელი. არ გახლავს ქარი, ქალ–ბატონო, არც პირველი გამვლელი ქვეყანაზედა; ყოველთვის ისე გამოდის, რომ განგებ იცდის ვინმე, მაშინვე ხელი ვსტაცო ქაღალდსა, რომელიც ქალს ეტყობა ძირს უნდა დაუშვასო.

როზინა. ქალს ეტყობა ძირს უნდა დაუშვასო? ბართოლო.. დიაღ, ქალ-ბატონო! ქალს ეტყობა. როზინა. (ცალკე) ო! ბოროტო. ბერიკაცო!

ბართოლო. ეს ამას იქით კი აღარ მოხდება; მინდ ამ ფანჯარას ბეჭედი დავასვა .

როზინა. უკეთესი ინებეთ; სულ ერთიანათ ამოაშენებინეთ ფანჯრები. თუნდ საპურობილეში უოფილა ადამიანი, თუნდ ჯურღმულში, სულ ერთია.

ბართოლო რაც ქუჩას გადავუურებს, იქნება არ იყოს ცუდი... ეს დალაქი მაინც არ შემოსულა აქა?

როზინა. როგორა? ეჭვი იმაზედაცა გაქვთ? ბართოლო. ყველა ერთია. მოროზინა. დიაღ შესაბამის პასუხშია!

ბართოლო ყველას ენდეთ და ნახავთ თუ არ შემოგეხვევიან — მუხლე, რომელიც გატყუებთ, კარგი მეგობრები, რომელნიც იმას აქეზებენ და კარგი მსახურები, რომელნიც იმას ეხმარებიან.

როზინა. როგორა? აღარც ამასა ნებულობთ, რომ იგაროსაგან მოტყუებას არ ველოდეთ?

ბართოლო. რომელს ეშმაკს ესმის ქალების უცნაური ჟინი, — ან ვისგან რას გამოელიან — ვინ ახსნის ; რამდენი მინახავს, რომ...

როზინა. ე! ბატონო! თუ იმის მეტი საჭირო არა არის რა რომ ადამიანი კაცი იყოს, რომ ქალმა მოიწონოს, მაშ რისგან არის, რომ თქვენ აგრე ახირებულად მაძულებთ თავსა?

ბართოლო. (გაოცებული.) რისგანა?... რისგანაო?.. მე რასა გკითხავთ. — თქვენ რა პასუხს მეუბნებით! დალაქისასა გკითხავთ მე!

როზინა. მკითხავთ და დიაღ, ეს კაცი შემოვიდა ჩემთან: მე ვნახე, გელაპარაკე. არც ამას დაგიმალავთ, რომ იმისი ყოფა-ქცევა მომეწონა. ახლა, მოგვდებით ჯავრითა? (გავა.)

გამოსვლა მეხუთე.

სალბი, ბართოლო მარტო.

ბართოლო. ო! თქვე ურიებო და ძაღლებო ჩემო მსახურებო! ჭაბუა შეჩვენებულო, ფხიზელავ, შეწყეულო!

გამოსვლა მეექვსე.

ბართოლო. ფხიზელა.

ფხიზელა. (შემოდის მთქნარებით, ძილ-მოყიდებული,)

ბართოლო. სად ეგდე, შე ჭირ-მოსადებო შენა! დალაქი რო

შემოვიდა აქა?

კი

ფხიზელა. ბატონო, მე გახლდი...

ბართოლ. ეშმაკობასა და ცუღლუტობაში იყავ განა?... ის არ გინახავს?

ფხიზელა. როგორ არ მინახამს. ამ ნიშნითა რომ მეუბნეოდა ეტყობა მართალსაცა ბძანებდა, — ყველა სახსრებმა დამიწყო ტკივილი, იმან რო მითხრა...

ბართოლო. (გამოჯავრებით.) იმან რომ მითხარ... .. ჭაბუა სადღა ჯანაბასა გდია? ამ პატარა ბიჭის უჩემოთ წამლობა!! არა! აქ რაღაც ეშმაკობა უნდა იყოს.

გამოსვლა მეშვიდე.

ისინივე და ჭაბუა ბერიკაცივით კომბალზე დაყუდებული შემოდის და წამ-და-უწუმ ცხვირს აცემინებს.)

ფხიზელა. (ისევ მთქნარებით) ჭაბუა?

ბართოლო. შენ კვირასაც გამოიცხიგვინებ, მე ვიცი.

აგერ ორმოც-და-ათჯერ

ერთ წამში. ერთ წამში... მოვკვდი.

ორმოც-და-ათჯერ...

ბართოლო. ამათ უუურეთ! მე თქვენა გკითხავ, ორთავე, აქ როზენასთან იყო ვინმე თუ არა მეთქი, და თქვენ კი რომ დალაქი...

არ მეუბნებით

ფხიზელა. (ისევ მთქნარებით) უკ. რიგარო ვინმე რათ იქნება,

ბართოლო. ვისაც უნდა დავენაძლევები რომ ესეც იმასთან

ფხიზელა. (გულ-ამოჯდომითა ტირის) მე... მასთანა...

ჭაბუა. (ცხვირ-ცემინებით.) ე, ბატონო... სად ა...სად არის... სამ...სამართალი?..

ბართოლო. სამართალი? კარგი რამ იქნებოდა სამართალი! მე ბატონი ვარ თქვენი, მე, და მართალიც ყოველთვის მე ვარ.

ჭაბუა. (ისევ ისე) თუ საქმე მართალია?...

ბართოლო თუ საქმე მართალია? მე თუ არ მინდა რომ მართალი იყოს, ჩემი ნებაა, რომ არ იყოს მართალი. მიეცით ყველა ამ კერპებს ნება სიმართლე იქონიონ და მთავრობას რა დაემართეაბა, ვნახავთ მაშინა.

ჭაბუა. (ისევ ისე) მე უნდა დამითხოვოთ. აღარ შემიძლია; ეს სამსახური კი არ არი, ცოცხლივ ჯოჯოხეთია!

ფხიზელა. (ტირილით) საწუალ ადამიანს პირუტეული გაკითსვაც აღარა აქვს აქა.

ბართოლო.. გადის და რაღა. საწყალო ადამიანო! (აჯავრებს) ანცხი, ანცხა! ერთი ჩემ ცხვირ-წინ აცემინებს ცხვირსა, მეორე ზედ მამთქნარებს.

ჭაბუა. ოჰ, ბატონო, ღმართმანი, უმაწვილი ქალ-ბატონი რომ არა, აქ გაძლება არავის არ შეეძლებოდა. (გავა ცხვირ-ცემინებით.)

ბართოლო. უყურეთ ერთი რა უქნია ამათთვის იმ რიგაროსა! ცსადია ვალის გადახდას ისე მიპირებს, რომ ქისას პირიც არ გაუხსნას...

გამოსვლა მერვე.

ბართოლო, დონ-ბაზილიო; ფიგარო. (კაბინეტიდამ ხან-დახან თავს გამოჰყოფს და ვითამ ყურს უგდებს.)

ბართოლო. ო, დონ ბაზილიო. იმისთვის მოხვალთ, რომ როზინას მუზიკა ასწავლოთ, განა?

დ. ბაზილ. ყველაზედ უფრო ნაკლებ–სა შური ეგ არის. ბართო ლო თქვენთან ვიეავი, მაგრამ შინ არ დამიხვდით.

დ ბაზილ.თქვენი საქმეებისათვის ვიუავი გარეთ. ამბავი უნდა შეგატყობინოთ, ძალიან საწუხარი.

ბართოლო თქვენთვის?

ბაზილ არა, თქვენთვის. გრაფი ალმავივა აქს უოფილა. ბართოლო. დაბლა ილაპარაკე, მთელს მადრიდში რომ როზინას დაეძებდა, ისა?

ბაზილიო. ბინა დიდ-უაბახზე ჰქონია და ყოველ-დღე სხვა-დასხკა ნაირათ ჩაცმული გამოდის გარეთ, არავინ მიცნოსო.

ბართოლო. უეჭველია, ეს მე შემეხება. როგორა ვქნათ? ბაზელ. უბრალო ვინმე რომ ყოფილიყო, თავიდამ მოცილება ადვილი იქნებოდა.

ბართოლო. დიაღ, საღამოთი ჩაუსხდებოდით სადმე შეთარაღებულნი. შეჭურვილნი...

დონ-ბაზილიო. Bone-Deus![4] თავის გაუპატიურება რა სათქმელია! სავნებელი საქმე აღუდგინოთო, ეს სხვა არის; — და მანამდისინ საქმე შიშინებდეს, ოსტატურად გიტეოდეთ ცილის-წამებასs, concedo[5].

ბართოლო. ახირებული რამ ღონისძიებაა თავიდამ კაცის მოსაცილებელი!

ბაზილიო. ცილისწამება, უფალო! მაშ არა გცოდნიათ, რასა სწუნობთ. მე ძალიან საპატიო კაცები მინახავან იმისაგან დათრგუნულები. დაიჯერეთ, რომ არ არის ისეთი პტელი ბოროტება, ისესაძაგლობა, ისეთი უცნაური ზღაპარი, რომ დიდ ქალაქში მცხოვრებს არ მიეწერებოდეს და დასაჯერი არ იყოს, თუ რიგიანად მოიქცნენ. და ჩვენ ხომ გვეავან ამ გვარ საქმეში დაგეშილები... ჯერ ერმსუბუქი ხმა, დედა-მიწის პირზედ ისე დამავალი, როგორც ავდარ–წინეთ მერცხალი. — ნელა-ნელა ბუტ-ბუტებს და მიიმართება, მიაბნევს საწამლავსა თავისს დაშხამულს გზაზედა, ზოგიერთი მიჩუმჩუმათა კრეფს და ფთხილად და ფთხილად გაწვეთებს ჟურში. საქმე გაკეთდა; ბოროტება დაითესა; ამოვიდა, გაეფინა, გზას გაუდგა.

დონ-ბაზილიო და პირიდამ პირამდინ ჯანაბამდინ მიდის შეუენვბელი; მერე უეც რად, არ ვინ იცის როგორ, თითქოს თვალითა ხედავთ, ცილის-წამება აიმართა, ზეზე წამოდგა, დაისისინა, განზე გაიწია, გასივდა, მაღლა ავიდა. ახლა მიირეევა, ფრთებს შლის, მიფრინავს, ბუქივითა ზმუის, ყველასა ჰგლეჯს, ყველასა სწეწავს, გრგვინავს და სჭექავს და იქცევა საქვეუნო ხმოვანებად, საზოგადო ღრიალად, და გეგონებათ ეს არის სამსოფლიო. სიძულილი და შეუბრალებელი მრისხანებაო! წინ დაუდექით თუ შეგიძლიათ.

ბართოლო. რა ბორანში იმუოფებით, ბაზილიო, ნეტავი შემატეობინა! უგ თქვენი ახირებული piànocrescendo (ხმა მდაბალ-მაღალი) რაში მიუდგება ვითამ ჩემს მდგომარეობას?

ბაზილიო. როგორ თუ რაში? რასაც უოველგან ჩადიან, რომ მტერი მოიშორონ, აქაც ის უნდა ჩაიდინოთ, რომ თქვენი მტერი ვერ მოგიახლოვდეს.

ბართოლო. მომიახლოვდეს! მე როზინაზედ ჯვარი მინდა დავიწერო, მანამდისინ შეიტყობდეს, რომ ეს გრაფი არსებობს სად მე.

ბაზილიო. მაშ ერთი წამიც არ უნდა დაკარგოთ.

ბართოლო. მერე ვიზედ არის საქმე შემდგარი? აკი თქვენ მოგანდეთ რომ ყველაფერი მომზადდეს.

ბაზილიო.. დიაღ მართალია, მაგრამ თქვენ ხარჯს ერიდებით; და საქმის კეთილად წარმართვისათვის ცოლ–ქრმობა შეუფერებელი, მსჯელობა უკანონო და უფლების ბოროტად–მოხმარება ცხადი, — ისეთი წინააღმდეგობაა, რომელსაც ყოველთვის ჩამოცილება უნდა და ჩამოცილება რას შეუძლია თუ არ ოქროს?

ბართოლო. (ფულს აძლევს.) აჰა, დახარჯეთ როგორც იცოდეთ, ოღონდ საქმე კი გავათავოთ.

ბაზილიო. ეგ ცალიერი ლაპარაკია! — ხვალ ყველა გათავებული იქნება; თქვენ კი ისე უნდა მოიქცეთ, რომ დღეს ობოლმა ვერა გაიგოს რა.

ბართოლო. ეგ მე მომანდეთ. ამაღამ ხომ მოხვალთ კიდევა,

ბაზილიო?

ბაზილიო. ნუ მელით. მთელ დღეს თქვენი ქორწილის საქმეს მოუნდები; ნუ მელით,

ბართოლო. აცილებს) იჟავნ ნება თქვენი.

ბაზილიო. ნუ სწუხდებით, დოკტორო, ნუ სწუხდებით. ბართოლო. არაფერია. რომ გახვალთ ქუჩის კარი მინდა გათ მოვიკეტო.

გამოსვლა მეცხრე.

ფიგარო. (მარტო, კაბინეტიდამ გამოდის) ოჰო! კაი გაფთხილებაა? დაკეტე, კარგა დაკეტე ქუჩის კარი. მე კი რომ გავალ გრაფისთვის უნდა გავაღო. ძალიან გაქნილია ეს უკეთური ბაზილიო, მაგრამ კარგა რომ სულელიც არის ცილის–მწამებელს ადგილი უნდა ეჭიროს რამე, ცოლ-შვილის პატრონი უნდა იყოს, სახელი უნდა ერქვას, ხარისხი რამ ჰქონდეს, ზურგ-მაგარი იყოს, რომ თავისი ცილის-წამება გაიყვანოს, და ვიღაც ბაზილიოს, რაც უნდა ნახოს

გამოსვლა მეათე.

როზინა შემოდის, ფიგარო.

როზინა. როგორ, ისევ აქა ხართ, უფალო ფიგარო? ფიგარო. ბედი თქვენი, ქალ-ბატონო, რომ აქავე ვარ. აქ თქვენ აპეკუნსა და მუზიკის ოსტატს მარტო ეგონათ თავი და მოურიდებლად მუსაიფობდნენ...

როზინა. თქვენ კი უურს უგდებდით, უფ. ფიგარო?

რომ ცუდია ეგა?

ფიგარო. ყურის გდება? ქვეყანაზედ უკეთესი არა შეიძლება?

რა, ვისაც საქმის შეტყობა უნდა. ახლა იცოდეთ რომ ხვალ ჯვარის წერას აპირებს თქვენზედ თქვენი აპეკუნი.

როზინა. ო! ღმერთო დიდებულო!

ფიგარო ფიქრი ნუ გაქვთ; ჩვენ იმდენ საქმეს გაუჩენთ იმასა, რომ მაგაზედ ცარიელი ფიქრისთვისაც აღარა ჰქონდეს დრო..

როზინა. აგერ მოდის. პატარა კიბეზე ჩამოიარეთ. მე ლამის შიშით მოვკვდე. (ფიგარო გავა.)

გამოსვლა მეთერთმეტე.

ბართოლო, როზინა.

როზინა. აქ იყო ვინმე თქვენთანა, ბატონო?

ბართოლო. დონ ბაზილიო, ეს არის გავაცილე. იქნება გერჩივნათ რომ ფიგარო უოფილიყო?

როზ. ჩემთვის ორი ერთია, გარწმუნებთ.

ბართ. ნეტავი შემატყობინა, აგრე საშური სათქმელი რა ჰქონდა თქვენთან?

როზ. ხუმრობა გაშვებით ვილაპარაკოთ? მარსელინას ამბავი მიამბო, რომელიც ვერ არის თურმე კარგათა.

ბართოლო ამბავი გიამბოთ? ვისაც უნდა დავენაძლევები, რომ ბარათი ექნებოდა ვისგანმე გამოტანებული.

როზინა. მაინც ვისგან, თუ ინებებთ?

ბართოლო, ო, ვისგან? ერთ-ერთი იმათგანისაგან, რომლისაც სახელს ქალები არ ახსენებენ ხოლმე. რა ვიცი მე. იქნება ჰასუხი იყო ფანჯრის ბარათისა.

როზინა. ცალკე) ეს ღა გვაკლდა. (მაღლა) სწორეთ ღირსი ხართ, რომ აგრე უოიილიყო

ბართოლ. (ხელზე უყურებს), აგრეც არის. თქვენ გიწერიათ. როზინა. შეშინებით) სასაცილო იქნება, რომ მართლა გინდოდეთ ეგ მაკისრებინოთ.

ბართოლო. (მარჯვენა ხელს დაუჭერს.) მე. სულაც არა. თქვენს კი აჩნია მელანი! და! მცბიერო სინიორა!

როზინა (ცალკე) დაგწყევლოს ჩემმა გამჩენმა.

ბართოლო. ხელი ისევ უჭირავს. ქალი როცა მარტოა, რა მიშავს, ვინ რას გამიგებსო, ამბობს თავისს გუნებაში.

როზინა. ეჰა! უეჭველად... კარგი საბუთია!... გაათავეთ ერთი, ხელი მეტკინა. . დავიწვი ამ სამთელს რო ვასწორებდი და გაგონილი რომ მქონდა, დამწვარს მელანი მოუხდებაო, მაშინვე წავისვი და ეს არის.

ბართოლო. მაშინვე წაისვით და ეგ არის. აბა ვნახოთ, მეორე მოწამე დაამტკიცებს პირველის ჩვენებასა თუ ვერა? —სტოლზედ ერთი რვეული ქაღალდი იდვა და მე ბეჯითად ვიცი, რომ ექვსი თაბახი იეო იქა. ყოველ-დღე ვთვლიდი და დღეს დილასაც დავთვალე.

როზინა (ცალკე) შ! დახავსებულო!

ბართოლო (სთვლის.) სამი, ოთხი, ხუთი... როზინა. მეექვსე...

ბართოლო. კარგათა ვხედავ რომ მეექვსე აღარ არის. როზინა. (თვალებს დაუშვებს.) მეექვსე? დიგაროს პატარა გოთ გოს მე კანფეტები გაუგზავნე და იმაში გავახვიე.

ბართოლო ძიგაროს პატარა გოგოს? კალამი რომ ახალი გამოჭრილი იეო. წვერი იმას რაღამ გაუშვა?

როზინა. (ცალკე) ამ დამჩაჩებულს სწორეთა ჰქონია გრძნობა იჭკნეულებისა. (მაღლა) კალამი? ჟილეტს რომ გიკერავთ ყაისნაღითა, ერთი ევავილი წაიშალა და კალმით ის მოკაცხოველე .

ბართოლო. ძალიან კარგათ მოდის. მაგრამ რომ დაგიჯერონ, შვილოჯან, როდი უნდა გაწითლდებოდე ხოლმე სიმართლის დამალვაზედ. ვისი ბრალია, რომ ჯერ ეს არ იცი?

როზინა, ვინ არ გაწითლდება, როდესაც ამისთანა უბრალო საქმიდამ მაგისთანა ბოროტი ეჭვები გამოგუავთ?

ბართოლო. მართლა, მე ვარ დამნაშავე ადამიანმა თითი დაიწვას, მულანი წაიცხოს, ფიგაროს გოგოსათვის გასაგზავნი კანფეტი ერთ თაბას თეთრ ქაღალდში გაახვიოს, და ჩემი ჟილეტის წაშლილი უვავილი კალმით მოაცხოვლოს, ამაზედ უფრო უბრალო და უმანკო საქმე რაღა უნდა იყოს? მაგრამ რამდენნაირმა სიცრუემ უნდა მოიყაროს თავი, რომ ერთადერთი საქმე დაიმალოს: მარტო ვარ, ვერა ვინა მხედავს და რამდენიც მინდა იმდენს ვიცრუებ. ამაობაში კი თითზე შავი სალი რჩება, კალმის წვერი მელანში ამოვლებული და ერთი თაბახი ქაღალდი გამქრალი. ყველაზედ როგორ იზრუნოს ადამიანმა? ამას იქით კარგა დარწმუნებული ბძანდებოდეთ, სინიორა, რომ როდესაც მე ქალაქში ვიქნები, ორნაირი კლიტე გამცემს თქვენ მაგიერ პასუხს.

გამოსვლა მეთორმეტე.

გრანი, ბართოლო, როზინა .

გრაფი, (სალდათათ, ვითამ ნაღვინევათ და იმღერის: „მოდი ქალი გავაღვიძოთ და სხ.)

ბართოლო. ნეტა ამ კაცს რა უნდა ჩვენგან? სალდათია. შინ შებძანდი, სინიორა.

გრაფი. (იმავე სიმღერით როზინასკენ მიდის.) თქვენში ვინ არი, ქალებო, სახელად დოკტორ ბაროლდო? (როზინას ჩუმათ) მელენდორი ვარ.

ბართოლოს. ბართოლო,

როზინა. (თავისთვის) ლენდორს ახსენებს.

გრაფი. ლორდო, ბარბალო; რათ მინდა მე ესა; მე მინდა შევიტყუო, ვინ არის ამ ორში... (როზინას ქაღალდს უშვერს) გამო-მართვით ეს ბარათი.

ბართ, ვინარიო! კარგათა მხედავთ რომ მე ვარ შინ შედითმეთქი როზინა; ამ კაცს ეტყობა ღვინო ქონი.

როზინა. კიდეც მაგიტომ, რომ მარტო ხართ. ზოგჯერ ქალს უფრო უნახვენ ხათრსა,

ბართ. შედით, შინ შედით; მე მშიშარა არა ვარ.

გამოსვლა მეცამეტე.

გრაფი, ბართოლო.

გრაფი. ო! მე თქვენ გიცანით, ჯერ თქვენი ნიშნებით. ბართ. (ფრაფი რომ ბარათს ჯიბეში იდებს) ჯიბეში რომ იმალავთ, რასა მალავთ მაგასა?

გრაფი. იმიტომა ვმალავ, რომ ვერ შეიტყოთ რა არის.

ბართ. ჩემი ნიშნებითა! ამათ ყოველთვის ისე ჰგონიათ, რომ სალდათებს ელაპარაგებოდნენ.

გრაფი. ვითამ და ძალიან ძნელი გეგონოთ თქვენი ნიშნების ანუ სხვა? ხმა: თავ ცანცარა და მელოტი, თვალ-პრუწია ბრუტიანი, სახე ხმელი პირუტყული, მძიმე და მსხვილ ტანიანი, მხრები უშნოდ აწოწვილი, ცხვირი ქოლგის მსგავსიანი, მუხლები გადაპრანჭული, დამსხვრეული ბოს–ხმიანი, — ყოვლის მძლელი, ყოვლის მცდენი, შიგნით გველი, გარედ გვრიტი, — ერთის სიტევით დოკტორებში ობოლი რამ მარგალიტი.

(ბართოლო სიტყვას აწყვეტინებს სადაც არჩევს),

გართ. ნეტა რას მიედ-მოედები? იმისთვის მოსულხარ, რომ მე მაწყეინო? ახლავე გადით აქედამ,

მოქმედება მესამე

გამოსვლა პირველი

ბართ (მარტო, იმედ-გადაწყვეტილი. რა გუნებაზედ არის, რა გუნებაზედ არის!

ცოტა კი მშვიდდება აბა ერთიი გამაგებინოს ვინმე, რა ეშმაკმა დააჟინებინა, აღარ მინდა და აღარ მინდა დონ-ბაზილიო „სტატათაო! უთუოთ იცის რომ ჩემ საქმეში ურევია კარსა ჰრეკენ) ნუ რას დაიშურებთ ამას იქით, რომ ქალს თავი მოაწონ ნოთ; თუ ერთი პატარა წერტილი გაუქვით,–ერთადრთი... (მეო რეთა ჰრეკენ.) ვნახოთ ერთი ვინ არის.

გამოსვლა მეორე

ბართოლო, გრაფი (ბაკალავრად)

გრაფი. მშვიდობა და სიხარული არსებობდეს მარადის ამ სახლში.

ბართ. (მკვახედ მაგისთანა დალოცვა სწორ თ კარგია ას ა. რა გნებაკთ მერე?

მუქი გრაფი. ბატონო! მე გახლავარ სალონმა კურსი დასრულებული ბაკალავრი... მე მინ

ბართ ოსტატი ჩემთვის საჭირო აღარ არის.

გრაფი. მოწაფე დონზილიო ი, დიდი მონას რას მეორ ტანოესი, რომელიც ასწავლის ქალ ბატონს, მოქვნ...

ბართ. ბაზილი, მეორეგანო, რომელიც ვიტიცი მერე

გრაფი (ცალკე) როგორია?! (მაღლა) უეცრად ავათ გახდა და ქვეშაგებში...

ბართ. როგორა? წევს? კარგათ უქნია რომ შემატეობინა და ამ წამსვე მოვალ იმის სანახავათ

გრაფი. (ცალკე) აი, დაგწეევლოს უფალმა, (მაღლა) ქკეშაგები რო ვახს ნე ვითამ ეს მინდოდა მეთქვა, რომ შინიდამ ვერ გამოდის მეთქი.

ბართ. სჩანს, შეუძლოთ ყოფილა. წინ გამიძეღით.

გრაფი. (საქმე უჭირს.) ბატონო! იმან მომანდო... ხომ არავინ გაგვიგონებს?...

გაქთ ცალკე) ეს ვიღაც გაქნილი არის ვინმე (მაღლა) არა ვინ, ფთხილი, უფალო, არავინ. ნუ სწუხართ. უშიშრად ილაპა რაკეთ, თუ შეგიძლიათ,

გრაფი, (ცალკე) წყეული ბერიკაცი! (მაღლა) დონ-ბაზილიომ მომანდო. შეგატყობინოთ...

გართ. ხმა-მაღლა! ცალ-ყურს მაკლია!

გრაფი. (ხმა მაღლა) პატონი ხართ. დიდ-უაბახზედ რომ იდგა გრაფ ალმაკივა...

ბათ. შეშფოთებული) დაბლა თქვით! დაბლა თქვით!

გრაფი. (უფრო მაღლა) ამ დილაზე სხვაგან გადავიდაო. რადგან ჩემთანა ჰქონდა უტეობილი, რომ გრაფი ალმავივა...

გაქთ დაბლა, დაბლა თქკით, გევედრებით!

გრაფი. (ისევ ისე) ამ ქალაქში იყო და მე გავიგე რომ სინიორა როზისას იმისთვის წიგნი მიეწურა...

ბათ იმისთვის მიეწერა? ჩემო საყვარელო მეგობარო, დაბლა ილაპარაკეთ, ღკთის გულისათვის. აბა, დავსხდეთ და მეგობრულად იმუსა ოთ მე გავიყო, ამბობთ, რომ როზინას...

გრაფი. (სიამაყით) ბეჯითად, ბაზილ თქვენთვის შეწუხდა და მე მთხოვა, წიგნი თქვენთკის მუ’ვენებნა; მაგრამ რადგან ეს ამბავი თქვენ ისე მიიღეთ

ბართ. ახა ღმერთო! უკეთკსად როგორ უნდა მიმეღო! ვითამ კი არ შეგეძლოთ ცოტა ურო დაბლა ლაპარაკი?

გრაფი. ცალ უურს მაკლიაო, თქვენ არა ბძანეთ!

ბართ. რა ვქნათ, უნდა მომიტევოთ, უფ. ალფონსო, რომ ცოტა ჭვიანათა და მკვახეთ დაგხვდათ: მაგრამ იმდენი გაქნილი ხალხი მახვევია გარსა, — იმდენ მახეს მიგებენ... ამასთან თქვენი შეხედულოაბა, თქვენი ასაკი, თქვენი იერი... მომიტევეთ, მომიტევეთ!.. ახლა! თანა გაქვთ წიგნი?

გრაფი. ეგ კილო — სულ სხვა არის, უკალო! მაგრამ, მეშინია უურს არაკინ გვიგდებდეს

გართუვინ უნდა გვიგდებდეს. მოსამსახურეები ყველანი დაქანცულები არიან. როზინა, გაკაასებული, შეკეტილშია. მაგრამ კიდევაც შევიტყო... (ფთხილათ შეაღებს როზინას ოთახის კარსა.)

გრაფი. (თავისთვის) ჯავრისაგან სისხი მიშრება, მოდი და ნუ გამოაჩენ ახლა წიგნსა. მეტი ღონე არ არის, უნდა გავიქცე! მაშ რა მომარბინებდა!... წიგნი ვაჩვენოო. როზინას მაინც შევატყობინებდე როგორმე. ოსტატობა კი ძალიანი იქნება რო ვაჩვენო.

ბართ. (მოიპარება ანჯარასთან ზის, ზურგი კარებისკენ შემოუქცევია და თავის ბიძა-შვილის წიგნსა კითხულობს, მე რო გავხსენი.

გრაფი აძლევს როზინას წიგნსა) აი, წიგნი! (ცალკე) ის უთუოთ ჩემი წიგნია, რო კითსულობს.

ბათ. (კითხულობს.)

-ნია „მას მერმეთ, თქვენი სახელი და თქვენი წოდება რომ შემატ„ყობინეთ!.. ოო! მუხთალო, მცბიერო... სწორეთ იმისი ხელია ესა.

ბრაფ. (შეშფოთებული.) ახლა თქვენც ხმა-დაბლა ილაპარაკეთ, და. r£ 5 ბართ. ო! რანაირათა ვარ თქვენგან დავალებული, რომ იცოდეთ! თვი

გრაფი. როდესაც საქმე დაბოლოვდება, — ზოგი მაშინა ბძანეთ.

რასაც ეხლა თქვენთვის დონ-ბაზილიო ერთს კანონის მცოდნესთან საქმუში არის...

ბართ. კანონის მცოდნესთან, ჩემს ჯვარის წერაზედ?

გრაფი. თ არ ეგ მიზეზი, რათა შეგვენებდით? მე დამაბარა, რომ ხვალ დილაზე შეიძლება ყველა მზათ იყოსო; და თუ ქალი კიდევ უარზედ იქნება...

გართ. უთუოთ იქნება უარზედ.

გრაფი . უნდა გამოართვას წიგნი, ბართოლოს აღარ აძლევს) ახლა შემიძლია გამოგადგეთ. აი! ამ წიგნს დავანახვებთ. და თუ საჭირო იქნება უფრო განდობით) იქამდინაც გავბედავ, რომ ვუთხრა, ეს წიგნი ქალისაგან ვიშოვე მეთქი, რომელზედაც გრავს თქვი ნ. გაუცკლიხართ მეთქი. ხომ იცით. რომ მოულოდნელი ამბავი, სირცხვილი, წყენა ადამიანს ადვილად დააჯერებინებს...

ბართ. (სიცილით) ცილის წამებასაცა საუვარელო მეგობარო ცხადათა გხედავ ახლა, რომ ბაზილის გამოგზავნილი ხართ. მაგრამ რომ არ ეტყობოდეს, ეს განგებ მოხერხებული საქმეაო, არ ემჯობინება, რომ ჯერ გაგიცნოთ ქალმა?

ზრაფი. (თავს იმაგრებს დიდის სიხარულისაგან) დონ-ბაზილიოც აგრე ფიქრობს. მაგრამ როგორ უნდა მოხდეს... გვიან არის...დრო მაგდენი აღარა რჩე...

გართ. ვეტევი. რომ იმის მაგიერათა ხართ ხომ შეგიძლიათ მუზიკის ოსტატობა...

გრაფი. ისეთი რა იქნება, რომ თქვენის სიამოვნებისათვის თავს არ ვიდა! მაგრამ ამ მოგონებულ ოსტატობაზედ ი თხილათ უნდა იჟოთ, ახალი ამბავი არ არის, კომედიათაც წარმოუდგენიათ და თუ ეჭვი აიღო როგორმე..

ბართ. თითონ მე თუ გაგაცნობთ? მაინც თქვენ მlsხურობის მოსურნე მეგობარს ისე არა გევხართ. როგორც იდუმალათ მოარშიჟესა.

გრაფი. გგონიათ, რომ ჩემმა შეხედულობამ უფრო დააჯერებინოს, რასაც უპირებთ?

ბართოლო ძალიან მახვილი გონება უნდა რომ მიგვიხვდეს. მეტადრე ამაღამ ახირებულ ცუდ გუნებაზედ არის. თქვენ რო გნახოს. მეტი კი არა უნდა რა ამ კაბინეტშია იმისი ფორტეპიანი. მანამდინ მოვიდოდეს იქ შეექეცით. ყოველს ღონისძიებას ვიხმარებ, რომ მოვიყვანო როგორმე.

გრაფი. არამცა და არამც წიგნისა არა უთხრათ რა.

ბართოლო. მანამ საქმე საქმეზედ არ მიდგება, განა? განმეორებით თქმა ჩემთან საჭირო არ არის; არ არის ჩემთან განმეო რებით თქმა საჭირო. (გავა )

გამოსვლა მესამე.

გრაფი (მარტო),

გადავრჩი. უჰ! რა ძნელი ყოფილა ხელით ტარება ამ შეჩვენებული კაცისა! ფიგარო კარგათ იცნობს. ვხედავდი რომ ტყუილს ვამბობდი, — და ვერ მომდიოდა კარგათა, ცოტას გამიწყდა, კინაღამ წავახდინე საქმე, ეს წიგნის ამბავი რომ არ მომეხერხებინა. ახა ვაი-თასა! თითქო ჩხუბობენო! ახლა რომ დიჟინოს, არ გამოვალო! უური დაუგდოთ... უარს ამბობს, არ მინდა, არ გამოვალო! მაშ ტყუი. ლათ ჩამიარა ამდენმა ჩემმა თავისტესამ. (კიდევ უგდებს ყურს) აგერ მოდის; ჯერ ნუ დავენახვებით. (კაბინეტში შევა).

გამოსვლა მეოთხე.

გრაფი, როზინა, ბართოლომ

როზინა. (თითქო ძალიან გაჯავრებული რაც უნდა თქვათ, სულ ამაოა, უფალო! საქმე გადაწუვეტილი მაქვს; ხსენებაც აღარ მინდა მუზიკისა.

ბართოლო. გაიგონე შვილო ჯან; უფალი ლონოა ესა, დონ-ბაზილიოს შაგირდი და მეგობარი; იმას გამოუგზავნია, რომ ესეც მოწმად დავესწრას. მურიკა გულს დაგიმშვიდებს, მერწმუნე.

როზინა. ო! შეგიძლიათ მაგას თავი დაანებოთ. ვიმღერო და ამაღამა! სად არის ერთი ეგ თქვენი ოსტატი რომ გეშინიათ, არ წავიდესო, მე მინდა ორი სიტყვით გაუსწორო ანგარიში მაგასაცა და ბაზილიოსაც (რომ იცნობს თავის მიჯნურს დაიძახებს) ო!

ბართ. რა იჟო, რა მოხდა?

როზ. (ორივე ხელით უჭირავს გული და ძალიან შეშფოთებულია) ო! ღმერთო ძლირო! ეძებს)

გართულ კიდევ ცუდათ არის, უფალო ალონო!

როზა ცუდათ კი არა... რომ მოვბრუნდი... ო!.. გრაფი. იქნება ფეხი გადაგიბრუნდათ?

როზ. დიაღ ფეხი გადამიბრუნდა და ახირებულათ მეტკინა. გრაფი. მე მაშინვე შეგატყეთ.

როზ (თვალებში შეჰყურებს) გულს მეცა.

ბართ. სკამი, სკამი! აბა თუ ერთი სკამი იყოს აქა! (აქეთ-იქით

ბრფე. ო! როზინა!

როზ რა უგუნურებაა!

გრაფი. „ასი საქმე მაქვს თქვენთვის სათქმელი.

როზ. თავს როდი დაგვანებებს.

გრაფი. იგა, მოვა და მოგვეხმარება.

ბართ. აჰა, პაწაწავ, დაჯექი! არ ეტყობა, ბაგალავრო, რომ დღეს სწავ, გუნებაზედ იყოს. რა გაეწეობა, მერე იყოს. მშვიდობით.

როზ. (გრაფს) არა, მო ადეთ! ცოტა დამიამდა ტკივილი. (ბართოლოს) ვგრძნობ, რომ დამნა ის ვარ თქვენთანა, ბატონო! თქვენვე მინდა მოგბაძოთ, რომ ბოდი ახლავე...

ბართ. რა კარგია ან გული! რამ რაც შენ უსიამოვნობა გამოიარე, მე სულ აღარ მინდა გაიძულო რამე. მშვიდობით, მშვიდობით, ბაკალავრო!

როზ. (გრაფს) ერთ წამს, ღვთის გულისათვის. (ბართოლოს) თქვენ ამას მაიფიქრებინებთ, ბატონო, რომ ჩემი დავალება არ გიმებათ, თუ შენანებას იმითი არ დამამტკიცებინებთ, რომ დღევანდელი ჩემი მუზიკის გასაკვეთი გავიკვეთო.

გრაფი. (ცალკე ბართოლოს) ნუღარ უშლით, მე დამიჯერეთ. ბართ. მაშ გათავდა საქმე, ჩემო ტრფიალო! შენს წყენას იქამდინ ვერიდები, რომ ფეხსაც აღარ მოვიცვლი აქედამ, მანამ შენ სწავლაში იქნები.

როზ. არა, არა, ბატონო! მე კარგათ ვიცი, რომ თქვენ მუზიკა არ მოგწონთ.

ბართ. გარწმუნებ, რომ ამაღამ ძალიან მომეწონება.

როზ. (გრაფს ცალკე) სწორეთ შემაწუხა.

გრაფი. (ნოტის ქაღალდს იღებს ხელში) ეს ხომ არ არის თქვენ დასამღერებელი?

როზ. დიაღ, ერთი ნაკვეთია ძალიან სასიამოვნო. თხზულებისა რომელსაცა ქვია ამაო გაფთხილება.

ბართ. ისევ ის ამაო გაიკთხილება!

გრაფი. ეს არის ახალი რაც არის. გაზაფხულზედ სიცოცხლის განახლებას წარმოადგენს. ერთი, თუ ინებებთ და სცდით . როზ. (შეჰყურებს გრაფს) დიდის სიამოვნებით; რათი ყოველთვის სასიხარულოა ბუნების გამო უმაწვილებაა. ზამთარის დამლევს გული თითქო უფრო დიდი მგრძნობელობდესო. დიდი ხნის დამწუვდეული ტყვე რომ გამოუშვან საპერობილედამ, მა შინ თავისუფლების სიამოვნებას, რასაკვირველია, უფრო ცხოვლად იგრძნობს.

ბართ. (დაბლა გრაფს) ყოველთვის სავსე აქვს თავი უმაწვილური ფიქრებითა.

გრაფი (დაბლა) ატყობთ, რაზედ მოჰყავს?

ბართ. რა თქმა უნდა. (იმ სი მაფდება, რომელზედაც როზინა

როზინა. (იმღერის)

ოდეს მინდორს მარიამი ტრიობას მოჰყავს ზაფხული,

მიჯნურთა სანატრი. — ყველა ხარობს — ყველა მისს ცეცხლს

გულში გრძნობს.

და ყვავილთა სუნში.

ჯოგი გადის ბაკებიდამ; ამავე უოველს ბეგზედ

ცხვართ ღრიალი

ხმოვანებს;

დახტიან;

ხარობენ,

სტკბებიან:

მრავლდებიან.

ბატკანი სძოვს

ახალ ევავილს:

ძაღლი კი თავს დასტრიალებს .

მაგრამ ლენდორ აღგზნებული

სხვას არ ფიქრობს, რომ

თუ არ სატრიფოს სიუვარულსა.

იმავე ხმით

დედისგან შორს ვარ

მღერით მიდის

კუდიანი

მწყემს–ქალი.

სატრფოს ასმენს

თავის ხმას.

მაგრამ რა; სიმღერა

ჰშველის თუ?

სალამური

ჩიტთ ჭიკჭიკი,

ახალი ხმა.

თხუთმეტ თექვსმეტ

წელიწადი .

ყველა ეს

აშფოთებს საბრალოს; ——

აწუხებს

და რა ქნას?

გზას ადგება

და ლენდორი

წინ შეხვდება.

იმის ხვევნა იამება ;

მაგრამ თითქო ჯავრობსო,

რომ დამიუვავოსო.

მეორე მუხლი

ოხვრანი,

აღთქმანი.

ალერსი,

თავს ვლება, ტიტინი,.

სახმარ არიან .

მწყემს ქალიც დამშვიდდა . არ ჯავრობს.

და თუ რომ ეჭვი რამ

გულს შეეპარათ

მაშინვე

ორნივე

დიდად ცდილობენ..... ...თავისი წუხილი

დაფარონ როგორმე.

ტრფიალებს

მწუხარებაც

უძლიერებს

ტრფიალებას

(ბართოლოს ამ სიმღერის დროს ჩაეძინება. ამასობაში გრაფი იქამდინ გაკადნიერდება, რომ როზინას ხელს ჩამოართმევს და ზედ დაეკონება. ეს შეაშფოთებს როზინასა და ხმას გააგძელებინებს და კიდეც შუაზე გააწყვეტინებს იქ, სადაც ამბობს — დიდად ცდილობენო, ორკესტრი რომ მუზიკას ამ სიმღერას აყოლებს, ისიც უფრო და უფრო ნელ-ნელა უკრავს და სადაც სიმღერა გაწუდა, მუზიკაც იქ გაჩუმდება. ხმოვანება რომ ასე შეწყდება, რომელმაც ჩააძინა, ბართოლო მაშინვე გამოიღვიძებს. გრაფი წამოხტება, როზინა და ორკესტრი უცებ ხელახლა იწყებენ თავისს საქმესა. თუ ეს შეწყვეტა მოჰხდა, ისევ ის თამაშობა უნდა).

გრაფი. სწორე უნდა სთქვას კაცმა, საუცხოო რამ არის და ძალიან კარგათაც იმღერით.

როზინა. მეფერებით, უფალო! ქება ოსტატს ეკუთვნის.

ბართოლ. (მთქნარებით) მე ცოტა წამეძინა მგონია, მანამ ეს საუცხოო რამ გათავდებოდა. ავათ–მყოფები მყავან, მივდივარ, მოვდივარ, ვტრიალებ. და თუ ჩავჯექი. მუხლები... (წამოდგება და სკამს ფეხსა ჰკრავს).

როზინა. (დაბლა გრაფს) ფიგარო არ მოდის.

გრაფი. დრო გავიყვანოთ როგორმე.

ბართოლ. გაიგონეთ ბაკალვრო, ბერი-კაცი ბაზილიოსთვინაც მითქვამს, არ შეიძლება უფრო მხიარული რამ ხმები ასწავლოთ, ყველა ამ დიდი არიების მაგიერათა, რომელიც მაღლა აგყავთ, დაბლა ჩამოგყავთ, აქეთ-იქით ატრიალებთ, ჰი, ჰო, ჰა, ა, ა,— თითქო მარხავდნენ ვისმეო. აი ის პატარა ხმები, ჩემ ყმაწვილობაში რომ იმღეროდნენ ხოლმე, და ადვილად რომ დახსომდებოდა ხოლმე კაცსა... მაგალითად... (თავს იქექს, ეგება მოვიგონოო და იმღერის თითების ტკაცუნითა და ბერიკაცულად მუხლების თამაშობითა:

გინდა, როზინეტა, ითხოვო. მეფისგან ქმარი?

(გრაფს სიცილით) სიმღერაში იანშეტად არის და მე როზინეტა დავარქვი, რომ უფრო საამო გამოვიდეს და შემთხვევასაც უფრო მოუხდეს. აჰ, აჰ, აჰ, აჰ. ძალიან კარგია განა?

გრაფი. (სიცილით) აჰ, აჰ, აჰ! დიაღ, ყველაზედ უკეთესი.

გამოსვლა მეხუთე.

ფიგარო შორს, როზინა ბართოლო, გრაფი

ბართოლო. (იმღერის)

გინდა, როზინეტა.
ითხოვო.
მეფისგან ქმარი.
მე არა ვარ ტირცის,
მაგრამ ღამით, ჩრდილში,
ფასად კიდევ ვღირვარ;
და როცა ბნელა
ყველა კატა
ყომრალია.

(განმეორებით ამბობს და თამაშობას აყოლებს. ფიგარო თან დასდევს და აჯავრებს.)

მე არა ვარ ტირცის.

(ამ დროს დაინახავს ფიგაროს) ოჰ! შემობძანდი, უფალო დალაქო.; წინ წამოდექით; ძალიან საუცხოო ბძანდებით!

ფიგარო. (თავს უკრავს) უფალო, მართალია, ეგ ერთხელ დედაჩემმაც მითხრა; მაგრამ მას აქთ ცოტა არ არის მოვიშალე. (ცალკე, გრაფს) ბრავო, ბატონო!

(ამასობაში გრაფი ცდილობს როზინას გამოელაპარაკოს; მაგრამ აპეკუნი თვალს აღარ აცილებს და ეს წარმოადგენს ყველა აქტორების მუნჯურ თამამობას.

ბართ. კიდევ იმისთვის მობძანდებით, რომ ზოგს სისხლი გაართვათ, ზოგს წამალი ასვათ და მთელი კერძობა დააწვინოთ?

ფიგარო. უფალო! ყოველ დღე ხომ უქმე არ არი; მაგრამ, რასაც ყოველ დღე ვცდილობ, ის რომ არ ვახსენოთ, თქვენი ბედნიერის თვალითა გაქვთ ნახული, რომ როდესაც საჭირო ვარ ვისთვისმე, ჩემი ერთგულება ბძანებას არა დროს არ უცდის ხოლმე…

ბართოლ. თქვენი ერთგულება არ უცდის ხოლმე! რას უბძანებთ, უფალო ერთგულო, იმ უბუდურსა, მღვიძარეს რომ ან სულ სძინავს, ან სულ ამთქნარებს. მეორეს, რომელსაც — აგერ სამი საათი მეტია ისე ცხვირს აცემინებს, რომ ლამის თავის ქალა ასძვრეს და ტვინი გადმოედინოს. აბა, იმათ რას უბძანებთ?

ფიგარო. იმათ რას ვეტყვი?

ბართოლ. ჰო

ფიგარო. იმათ ვეტყვი... ნეტა რა ვქნა! ვისაც ცხვირს აცემინებს, იმას ვეტყვი: ღვთის წყალობა და ხეირი მეთქი. ვისაც ამთქნარებს — წადი დაწექი მეთქი . ანგარიშს ამით არა მოემატება რა.

ბართ. დიაღ არა; მაგრამ სისხლის გაშვებით და წამლებით ხომ მოემატება, მე თუ ვათხოვე ყური. ისიც ერთგულებით იყო, რომ ჩემ ჯორს თვალებზე მალამო დააკარი? აუხელს მერე თვალებს ეგ თქვენ მალამო?

ფიგარ. თუ ვერ აუხილა, დაბრმავების მიზეზი ხომ მაინც არ იქნება!

ბართოლ. აბა, ერთი ანგარიშში ჩაგდებული ვნახო. ეგა!... არა მგონია აგრეთი თავხედიც იპოვებოდეს...

ფიგარო. ეჰ, უფალო! ვისაც მეტი ღონე არა აქვს, რომ ან სისულელეს დაადგეს, ან უგუნურებაა, სადაც გამოსარჩენს ვერას გამორჩება, მხიარულებას მაინც რაღათ უღალატოს. — მხიარულებას გაუმარჯოს! — ვინ იცის, სამიოდ კვირას კიდევ გასძლებს ქვეყანა, თუ ამასაც ვეღარა!

ბართოლო. ბევრით უკეთესს იქმოდით, უფალო კეთილ–მზრახველო, რომ ჩემს ას ოქროს გადმიხდიდეთ. თავის სარგებლით, დაუგვიანებლათ; — გამიფთხილებიხართ, იცოდეთ.

ფიგარო. ჩემი პატიოსნების ეჭვი გაქვთ თუ? თქვენი ასი ოქრო! ის არ მირჩევნია, სიკვდილამდინ მემართოს, და უარი კი ერთს წამსაც არა ვთქვა!

ბაზილიო. აბა, ერთი ეს მითხარით, პატარა თქვენმა გოგომ კანფეტები მოიწონა, თქვენ რომ მიუტანეთ, თუ არა?

ფიგარო. რა კანფეტები? რა გინდათ სთქვათ მაგითი?

ბართოლო. აი ის კანფეტები, დღეს დილას საწერი ქაღალდში რო გაგიხვიეს.

ფიგარო. ღმერთმა მკითხოს, თუ...

როზინა. (სიტყვას აშვებინებს.) ეს ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ჩემმაგიერად უნდა მიგეტანათ, უფალო ფიგარო? დილას არა გთხოვეთ?

ფიგარო. ჰო, ჰო! დღევანდელი კანფეტები! როგორ არა. ნეტა ასე რამ გამომაშტერა! მართლა კინაღამ სულ არ დამავიწყდა! როგორ არა, ქალ-ბატონო! საგანგებო იყო, საგანგებო..

ბართოლო. საგანგებო, საგანგებო! დიაღ, უეჭველია, უფალო დალაქო! ძალიან კარგი ხელობა დაგიჭერიათ, უფალო, ძალიან კარგი!

ფიგარო. მაინც?

ბართოლო. ისეთი ხელობა, რომ სასიქადულო სახელი შეგძინოსთ. უფალო!

ფიგარო. ვეცდები ღირსი გავხდე.

ბართოლო. ღირსი გახდეთ კი არა, აიტანოთ.

ფიგარო. როგორც თქვენი ნება იყოს, უფალო!

ბართოლო. თავი მაღლა მოგაქვთ, უფალო!

მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ მე თუ სულელ–პრანჭიას ვებაასები კისმე, არას დროს არ ვუთმობ!

ფიგარო: (ზურგს შეაქცევ ) ამაში ერთმანეთს ვერა ვგვაბნებივართ; მე ყოველთვის ვუთმობ ხოლმე.

ბართოლო. ჰა? რაო, ბაკალავრო, რა თქვა?

ფიგარო. ის, რომა თქვენა გგონიათ, სოფლელ დალაქს ელაპარაკებოდეთ ვისმე, სხვა არაფრის ხმარება რომ არ იცის, თუ არ სამართებლისა?? ეს იცოდეთ უფალო, მე კალამიც მიხმარია მადრიდში, შურის მეძიებლები რომ არ…

ბართოლო. მაშ რატომ იქ არ დარჩით, რომ ხელობის გამოსაცვლელად აქ არ მოსულიყავით?

ფიგარო. ვისაც რა შეუძლია, იმას ადგება. თქვენა ყოფილიყავით ჩემ ადგილას!

ბართოლ. დიაღ არა, თქვენმა მზემ. აი თუ სისულელეებს ვიტყოდი მაშინა!

ფიგარო. ცუდათ არ იწყებთ, უფალო, საქმესა, აი! მე, აი იმ თქვენ მოძმესა ვჰგევარ, იქ რიმა ჰბოდავს.

გრაფი. (გონებაზედ მოდის.) მე... მე არა ვარ მოძმე...

ფიგარო. არა! რჩევაში რო გნახეთ აქა, მეგონა, ორნივ ერთ საქმეს ადექით.

ბართოლო. (გაჯავრებით) ახლაო იტყვით ახლა, რისთვისა ხართ მოსული? წიგნი გაქვთ რამე კიდევ ქალ-ბატონის მისართმევი? თქვით დაჰ თუ მე გავიდე!

ფიგარო. რა მკუხეთ ეკიდებით საწყალ ხალხს! რისთვისა ვარ მოსული და თქვენი წვერისთვისა, უნდა მოგპარსოთ. სხვა რა საქმე უნდა მქონდეს. დღეს არ არი თქვენი რიგი?

ბართოლ. მორეთ უნდა მოხვიდეთ.

ფიგარო. ო, დიაღ, მეორეთ! ხვალ დილაზე მთელი ქალაქის ჯარი წამალსა სვამს. ჩემმა მფარველებმა საქმე მე გამირიგეს და ახლა თქვენ იფიქრეთ, მოცალება რამდენი მექნება. შინ შებძანდებით?

ბართოლ. არა, არ შევბძანდებით. არა... ვინ გვიშლის მერე რომ აქ მოვიპარსო?

როზინა. (გაჯავრებით . ძალიან ზდილობა იქნება! რატომ ჩემს ოთახში არ შებძანდებით?

ბართოლ. ჯავრობ? ნუ, შვილოჯან! შენ შენს გაკვეთილს ათავებ და მანამდინ შენი ხმა მესმის, არ მინდა ამ სიამოვნებას მოვაკლდე.

ფიგარო. (დაბლა გრაფს) აქედამ რაღა გაიყვანს! (მაღლა) აბა, ჰე! ფხიზელა! ჭაბუა! ტაშტი, წყალი, ყველა, რაც საჭიროა!

ბართოლ. რასაკვირველია, დაუძახეთ! დაღალულები, დაქან ცულები, მერე თქვენგანაც დამსხვრეულები, არ დაწვებოდნენ, მაშ რას იქმოდნენ!

ფიგარო. კარგი, მაშ მე წავალ და მოვძებნი ყველაფერსს, თქვენს ოთახშია ხომა? (დაბლა გრაფს) მინდა გარეთ გავიტყუო.

ბართოლო. (წელზედ შეიხსნის ასხმა გასაღებებს, შეფიქრდება და იტყვის არა. არა, მე თვითან წავალ. დაბლა გრაფს) ამათზე ეური გეჭიროთ. გევედრებით,

გამოსვლა მეექვსე.

ფიგარო, გრაფი, როზინა.

ფიგარო. კინაღამ მახეში არ გავაბით, ეე! თავის გასაღებებს მე მაძლევდა და ფანჯრის გასაღებიც ხომ იქ არის? როზინა. ის ყველაზე უფრო ახალია.

გამოსვლა მეშვიდე.

ბართოლო, ფიგარო, გრაფი, როზინა.

ბართოლო. (მობრუნებული ცალკე.) მეც რასა ვშვრები, ერთი კაცმა მკითხოს, რომ ამ წყეულ დალაქს აქ ვუშვებ. (ფიგაროს დამიჭით. (გასაღებებს აძლევს ჩემ კაბინეტში, სტოლ ქვუშ; მაგრამ ხელი არას ახლოთ.

ფიგარო. (მიმავალი, ცალკე) ჰხედავთ, ტრფიალებს ღმერთი როგორ ეწევა!

გამოსვლა მერვე.

ბართოლო, გრაფი, როზინა.

ბართოლ. (დაბლა გრაფს.) ეს იყო, გრაფს რო წიგნი მიუტანა.

ბრაფი. (დაბლა) ეტყობა, გაქნილი რამ უნდა იყოს.

ბართოლ. მე კი ვეღარ მომატყუებს.

გრაფი. იმაზე მეტს რაღასა იქს.

ბართოლ. ეს რომ ყველა წარმოვიდგინე, ვთქვი, უმჯობესი იქნება ჩემს ოთახში შევგზავნო, მანამ ქალთან გაუშვა მეთქი.

გრაფი. სიტყვას როგორ იტყოდა, რომ მესამეს მე არ გამეგონა.

(აქ შიგნიდამ ხმა მოისმის, თითქო დაიმსხვრა რაღაცაო). ბართოლი, (ყვირილით) ეს რა მსმის! ყველა კიბეზე გადაჩეხა უთუოთ ამ წყეულმა დალაქმა. (გავარდება)

გამოსვლა მეცხრე.

გრაფი, როზინა

გრაფი. გამოვიყენოთ ეს ერთი წამი, ფიგაროს მოხერხებამ რომ მოგვანიჭა, შემთხვევა მომეცით, ღვთის გულისათვის, რომ მოვილაპარაკო თქვენთან, თუ როგორ შეიმუსროს საპურობილე, სადაც თქვენ ახლა ტყვედ იმყოფებით.

როზინა. ოჰ, ლენდორ!

გრაფი. შემიძლია, თქვენს ფანჯარამდინ ამოვიდე; და დღეს დილას რომ თქვენი წიგნი მომივიდა, ის კი იძულებული ვიავი…

გამოსვლა მეათე.

როზინა, ბართოლო, რიგარო, გრაფი

ბართოლო. შემცთარი არა ვყოფილვარ; ყველა დამტვრეულა, ყველა დამსხვრეულა.

ფიგარო. აი დიდი უბედურება მოკლე გზისათვის. ამ კიბეზე თვალში რო ჩხირი ატაკო, კაცი ვერას გაიგებს, (გრაფს ფანჯრის გასაღებს აჩვენებს) მე რომ ამოვდიოდი, გასაღები გამოვდე!

ბართოლო. უნდა იცოდნენ, რასაცა შვრებიან; გასაღები გამოვდეო? დახელოვნებული კაცი ყოფილხართ.

ფიგარო. რა ვქნათ, უფალო! სხვა უფრო გამოცდილი მოძებნეთ.

გამოსვლა მეთერთმეტე.

ისინივე და დონ-ბაზილიო.

როზინა. (შეშინებული, ცალკე) დონ-ბაზილიო!..

გრაფი. (ცალკე) ახა ვაითასა!...

ფიგ. (ცალკე) დასწყევლა ჩემმა გამჩენმა!

ბართოლო. (მიეგებება) ო, ბაზილიო, ჩემო მეგობარო, მშვიდობა თქვენს მოსვლასა! თქვენს შემთხვევას ღვთით მაგდენი არა შესდგომია რა? სწორე უნდა გითხრათ, რომ უფალმა ალონძომ ცოტა არ არის შემაშინა თქვენს მდგომარეობაზედ; ჰკითხეთ იმასა, მათ შინვე დავაპირეთ თქვენთან წამოსვლა, იმას რომ არ შევეენებინე... ბაზილიო. (გაოცებული) უფალი ალონძო?..

ფიგ. (ფეხს დააბრახუნებს რა ღვთის რისხვაა! კიდევ რაღაც ხრიკი! ორ საათს უნდებოდეს კაცი ერთს რაღაცა წვერს, — ძაღლის ხელობაა!

ბაზილიო.. (ყველას უჯრებს) კეთილ - ინებეთ ერთი, ბატონებო., მიბძანეთ…

ფიგ. ამას მაშინ ელაპარაკეთ, როცა მე წავალ.

გრაფი. ის უნდა რომ თქვენ გაჩუმდეთ. გგონიათ ისეთი რამ უამბოთ უფალსა, რომ ჯერ არ იცოდეს? მე ყველა უამბე, რაც დამაბარეთ, თქვენ მაგიერად რომ მგზავნიდით მუზიკის მასწავლებლათა.

ბაზ. (უფრო გაოცებული) მუზიკის მასწავლებლათა... ალონძო!..

როზინა. (ჩუმით, ბაზილს ) გაჩუმდით, და!

ბაზ. ესეცა!

გრაფი. ჩუმათ ბართოლოს) ჩუმათ უთხარით რაღა, რომ ყველა მოლაპარაკებული ვაქკს.

ბართოლი ბაზილს ცალკე) არა თქვათ, ბაზილიო, ჩემი შეგირდი არ არის თქო, თორემ საქმეს წაგვიხდენთ.

ბაზ. ჰო! ჰო!

ბართოლი (ხმა-მაღლა) სწორე უნდა სთქვას კაცმა, ბაზილიო, რომ ძალიან ნიჭიერი ყოფილა ეს თქვენი მოწაფე!

ბაზ (გამოშტერებული) ჩემი მოწამე. მე იმისთვის მოვედი შეგატყობინოთ, რომ გრაფს ბინა უცვლია.

ბართოლ. (ჩუმათ) ვიცი. ვიცი გაჩუმდი ერთი.

ბაზ. (ჩუმათ) ვინ გითხრათ?

ბართოლი (ჩუმათ) იმანა, სხვა ვინ მეტყოდა.

გრაფი. (ჩუმათ ბაზილიოს), მე, რა ეჭვი უნდა გამიგონეთ...

როზინა. (ჩუმათ ბაზილიოს) ჰმ, სულ გამოყრუებულია,

ბაზ. ვის ეშმაკს ატყუუბენ აქა, ნეტავი; ყველანი გათქმულნი ბართოლი მერე, ბაზილიო, რაო თქვენმა კანონის მცოდნემა?

ფიგ. მთელი საღამო თქვენი არ არი? რომ მაგ კანონის მცოდნეზედ ილაპარაკოთ?

ბართოლ. (ბაზილიოს) ერთად-ერთი სიტყვა: კმაყოფილი ხართ მისი თუ არა?

ბაზ. გზა და კვალ დაბნეული კანონის მცოდნესი?

გრაფი (ღიმილით) მაშ ვერა ნახეთ. კანონის მცოდნე? გაზ ვერა, ვერა ვნახე, კანონის მცოდნე.

გრაფი (ბართოლოს ცალკე) როგორ გინდათ, რომ აქ ილაპარაკოს, თქვენს ქალთან? დაითხოვეთ ახლა

ბართოლ. (ჩუმათ გრაფს.) მართალს ამბობთ ბაზილიოს) მერე რა გემიზეზებოდათ, რომ აგრე უცებ გამხდარიყავით ავათა?

ბაზ. (გაჯავრებული) მე თქვენი სულ არა გამეგება რა.

გრაფი. (ცალკე ერთს სავსე ქისას აძლევს ხელში) დიაღ უფალი გკითხავთ თქვენა, ვითამ აქ რაღათ მოდიოდით, რადგან ავათა ყოფილხართო?

ფიგ. ერთი უყურეთ, მკვდრის ფერი არა სძევს!

ბაზ. ჰო, მესმის…

გრაფი. წადით დაწექით, დაწექით, ჩემო საყვარელო ბაზილიო: კარგათ ვერა ხართ და აქ ყველას შიშითა გვხოცთ. წადით, დაწექით.

ფიგ. პირის-სახე სულ მოშლილი აქვს. წადით დაწექით.

ბართოლ. რა თქმა უნდა, ცივებას შორიდამა ჰგრძნობს. წადით დაწექით.

როზ. მაშ რაღათ გამოხვედით? ხომ უფრო გაგიძნელდებათ. წადით დაწექით.

ბაზილ. (დიდის გაკვირვებით) მე წავიდე დავსწვე?

სხვა ყველანი. (ერთად) დიაღ, რასაკვირველია!

ბაზილიო. (ყველას შეჰყურებს) მართლა, რომ ცუდი არ იქნება აქედამ მოგშორდეთ, კარგათა ვგრძნობ, რომ მე ჩემს ქერქში ვერა ვარ.

ბართ. ხვალამდინ, თუ უკეთ შეიქენით.

გრაფი, ბაზილიო, მე ძალიან ადრე გამოგივლით.

ფიგარო. მე დამიჯერეთ, კარგა დაიხურეთ და თბილად იწექით.

როზინა. ღამე შვიდობისა, უფალო. ბაზილიო!

ბაზილიო (ცალკე) ეშმაკმა წამიღოს თუ მე აქ მესმოდეს რამე. ეს ქისა რომ არა…

ყველანი ღამე შვიდობისა, ბაზილიო, ღამე შვიდობისა..

ბაზილ. (მიმავალი) მაშ — ღამე შკიდობისა, ღამე შვიდობისა.

(სიცილით აცილებენ ყველანი).

გამოსვლა მეთორმეტე.

ყველანი ბაზილიოს გარდა

გართ. (გადაწყვეტილობით) ეს კაცი სრულებით ვერ არის კარგათა.

როზინა, თვალები როგორღაც დაბნეული აქვს. გრაფი. ქარმა კი არ დაჰკრას.

ფიგარო. დაინახეთ, მარტო რომ ლაპარაკობდა? ჩვენ რო ვართ, ვართ. (ბართოლოს) აბა, ახლა მაინც გაბედეთ. სკამს უდგამს გრაფიდამ ძალიან შორსა და სადალაქო გადასაფარებელს მიართმევს.)

გრაფი. მანამდინ გავათავებდეთ, ქალბატონო, ერთი სიტყვა უნდა გითხრათ, არსებითად საჭირო იმ ხელოვნებისათვის, რომელსაც მე ახლა გასწავლით. (დაუახლოვდება და უჩურჩულებს).

ბართ. (ფიგაროს) თქვენ როგორღაც განგებ შვრებით, მე მგონია, აგრე ახლო რომ მოხვალთ და წინ მიდგებით, გითამ და ვეღარა დავინახო რა…

გრაფი. (ჩუმათ როზინას) ფანჯრის გასაღები მე მაქვს და შუაღამისას, მოვალთ აქა.

ფიგარო. (ჩარხავს ახვევს ყელზე ბართოლოს) რა არი სანახავი, რა? ტანცაობა ხომ არ არი რო სხყურებელი იყოს; მუზიკა რა!... აჰი, აჰი!

ბართ. რა იყო, რა დაგემართა?

ფიგარო. თვალში ჩამივარდა რაღაცა. (თავი ზედ ბართოლოს თვალებთან მიაქვს.)

ბართ. ნუ ისრესთ, ნუ!

ფიგ. მარცხენა თვალია! აბა ერთი სული შემიბერეთ, კარგა მაგრათა.

ბართ. (ჯიგაროს თავს ხელებს მოჰხვევს, ზევიდამ გადიხედავს, უცებ წამოხტება და ტრფიალთ უკან მოექცევა, ვნახოთ ერთი რას ლაპარაკობენო).

გრაფი. (ჩუმათ როზინას) და რაც თქვენს წიგნს შეეხება, ისეთს

გაჭირებაში ვიყავ, რომ ჩემი აქ დარჩენა აღარ შეიძლებოდა, თუ...

ფიგ. (შორიდამ უხველებს გავაფთხილოო).

გრაფი. ამ ტანისამოსის გამოცვლამ კიდევ არ ჩამიაროს ტყუილათა მეთქი…

ბართოლ. (იმათ შუა ამოჰყოფს თავსა) ტანისამოსის გამოცვლამა?...

როზინა. (შეშინებული) უი!

ბართოლო. ძალიან კარგი, ქალბატონო! რათა სწუხდებით! ჩემ თვალ წინ მიბედვენ ამისთანა შეურაცხებასა?

გრაფი. რა დაგმართვიათ, უფალო? გართ. აი შე გაქნილო ალონძო!

გრაფი. უფალო. ბართოლო, მაგ ზნის გამოჩენა, რაც მე ახლა შემთხვევითა ვნახე, — თუ ხშირათ გემართებათ, სრულებით აღარ მიკვირს, რომ ყმაწვილ ქალს ასე შორს უჭირავს თქვენი შერთვა.

როზინა. შერთვა! მე? ჩემი დღენი ეჭვიან ბერიკაცთან გავატარო, სხვა ბედნიერებას რომ არას მექადის, თუ არა საზიზღარ ტყვეობასა?!

ბართ. ეს რა მესმის?

როზინა. დიაღ, ხმა მაღლა ვამბობ: ჩემს გულსაც იმას ვუძღვნი და ხელსაც იმას მივაწოდებ, ვინც ამ საზარელი საპყრობილედამ გამომიხსნის, სადაც მეცა და ჩემი საცხოვრებელიც ყოვლის სიმართლის წინააღმდეგათა ვართ დამწყვდეული. (გავა).

გამოსვლა მეცამეტე

ბართოლო, ფიგარო, გრაფი.

ბართ. ჯავრი მახრჩობს.

გრაფი. მართლად რომ დიდად ძნელია, უფალო, ყმაწვილი ქალისათვის...

ფიგ. დიაღ, სწორეთ ყმაწვილი ქალი და დიდ ხნიერება არის, რომ ტვინს უბნელებს ზოგიერთ ბერიკაცსა.

ბართ. როგორა? საქმეზედ რომ მოვასწარ. წყეულო დალაქო! ავიღო. ერთი…

ფიგ. მე მივალ, სულ გადირია.

გრაფ. მეც სწორეთ გადირია

ფიგ. გადირია, გადირია. (გავლენ.)

გამოსვლა მეთოთხმეტე

ბართოლო (უკან მისდევს) მე გადვირიე! თქვე უსირცხვილოებო, გარყვნილებო, ეშმაკთ მოციქულებო, თქვენა, ეშმაკების მწირველებო თქვენა! იმათამც წაუღია თქვენი თავი! მე გადვირიე... ჩემი თვალითა გნახე, როგორც ამ სტოლსა ვხედავ და მევე დამდგომიან ყოვლად ნამუს გაწყვეტილები... აა! ბაზილიოს მეტი ვინ ამიხსნის მე ამასა! დიაღ! დავიბაროთ! ეჰეი! ვინა ხარ მანდა!... მავიწყდება, რომ აღარავინ არის. აბა მეზობელი ერთი გამვლელი ვინმე, ვინც იყოს! მართლა რომ შეიძლება ჭკუიდამ შეიშალოს კაცი. ჭკუიდამ!

(ანტრაკტში თეატრი დაბნელდება; დიდი ავდრის ზუზუნი ისმის და მუზიკა უკრავს, რაც ოპერაში არის აქ დასაკვრელი.)

მოქმედება მეოთხე

სცენაზედ ბნელა.

გამოსვლა პირველი

ბართოლო, დონ-ბაზილიო. (ხელში ქაღალდის ფარანი უჭირავს.)

ბართოლო როგორ თუ ვერ იცნობთ იმასა, ბაზილიო? გჯერათ მერე რასაც ამბობთ?

დ. ბაზილიო. ათასჯერ რო მკითხოთ, მაინც იმასვე ვიტყვი: თუ მართლა როზინას წიგნი მოგიტანათ, უეჭველია გრაფის გამოთ გზავნილი ყოფილა ვინმე. მაგრამ რაც მე იმან მაჩუქა, უნდა ვიფიქრო, რომ თვითან გრაფი იყო.

ბართოლ. რითი ეტყობოდა? მაგრამ, მართლა, ეგ საჩუქარი მომაგონდა. რათ მიიღე?

ბაზილ. თქვენ ყველას გეტყობოდათ, თითქო თანხმად იყავით; მე სრულიად არა მესმოდა რა; და ასე გაჭირებული ყოფაში, როდესაც არ იცი, აქეთ იფიცო, თუ იქითა, ერთი გატენილი ქისა მე ყოველთვის ისეთ საბუთად მიმაჩნია, რომ იმისი წინააღმდეგი აღარა ითქმოდეს რა. ამას გარდა, ანდაზათაც არის ნათქვამი: რაც ასაღებად ვარგაო...

ბართოლ. მესმის, ვარგაო…

ბაზილ. შესანახათაც ვარგაო.

ბართოლ. (გაიკვირებს) ოჰ, ოჰ!

ბაზილ. დიაღ, მე ბევრი ამისთანა ანდაზა მაქვს დაწერილი; მაგრამ ისევ საქმე ვილაპარაკოთ. რას აპირებთ ახლა?

ბართ. თქვენ რომ ჩემი ყოფილიყავით, ვითამ ყოველ ღონეს არ მოიხმარებდით, რომ ქალი გეშოვნათ?

ბაზილიო. დიაღ არა, დოქტორო! ყველაზედ უმცირესი ადგილი შოვნას უჭირავს. შოვნა კი არა, სარგებლობაა ნაშოვნისა, რაც კაცს ბედნიერათა ხდის. ჩემის ფიქრით თუნდ ქალი შეგირთავს, რომელსაც არ უყვარხარ, თუნდ თავი ჯალათისთვინ გაგიშვერია…

ბართოლ. თავგადასავალის ფიქრით, რაღა?

ბაზილ. ეჰ, ეჰ, უფალო!.. მართალია ცოტა ნახულა ამ წელს; გულს აღარ შეგიწუხებთ.

ბართოლ. ნურას უკაცრავად. ბაზილიო, დეე იმან იტიროს, რომ მე ვეყოლები, მანამ მე ვიტირო, რომ ის არ მეყოლება.

ბაზილ. მაშ სიცოცხლეზე ყოფილა საქმე მივარდნილი? შეირთეთ, დოკტორო შეირთეთ.

ბართოლ. მაინც აგრე ვიქ, და ამაღამვე.

ბაზილ. მაშ მშვიდობით. გახსოვდეთ, როდესაც იმათზე ქალს ლაპარაკს დაუწყებთ, ყველანი ისე შავათ გამოიყვანოთ, რომ ჯოჯოხეთის ფერი ედვათ.

ბართოლ. მართალს ამბობთ.

ბაზელ ცილის წამება, დოკტორო, ცილის წამება! იმისთანა რა იქნება! ყოველთვის იმას უნდა მივმართავდეთ.

ბართოლ. აი ის როზინას წიგნი. ამ ალონძომ რო მომიტანა და უნებურად დამანახვა, თუ როგორ უნდა გამოვიყენო ქალთანა .

ბაზელ მშვიდობით. ოთხ საათზე მოვალთ აქ ყველანი.

ბართ. უფრო ადრე რატომ არა?

ბაზილ. შეუძლებელია; ნოტარიუსს არა სცალია,

ბართ. სხვაგან არის სადმე კიდევ ქორწილი?

ბაზილ. დიაღ, ფიგაროსას; დის წულს ათხოვებს, თუ ძმისწულს, არ ვიცი.

ბართ. იმას რომ არც დისწული ჰყავს და არც ძმის წული!

ბაზილ. ნოტარიუსს აგრე უთხრეს და მე რა ვიცი.

ბართ. ის ეშმაკი უთუოთ კიდევა სწმახავს რასმე: დასწყევლოს ღმერთმა.

ბაზილ. როგორა! თქვენა ფიქრობთ რომ?...

ბართ. იმისთანა კაცი რას მომქმედი არ არის. უნდა გამოგიტყდე ჩემო მეგობარო, რომ როგორღაც მეშინია. მიდით კიდევ – ნოტარიუსთან და ეცადეთ ახლავე წამოიყვანოთ.

ბაზელ ისეთი ავდარია, რომ ძაღლი არ გაიშვება გარეთა; მაგრამ თქვენი გულისთვის მე ვერა შემაგენებს რა — თქვენ რაღასა შვრებით?

ბართ. მინდა გამოგაცილოთ . ჩემი კერძობა ყველა ამ ფიგაროს არ დაამახინჯებინეს? სულ მარტო ვარ ახლა.

ბაზ. მე ჩემი ფანარი მაქვს.

ბართოლ. აა, ეს გარეთი კარის მეორე გასაღები წაიღეთ თანა! გიცდით, იცოდეთ; ვინც უნდა მოვიდეს, თქვენსა და ნოტარიუსს გარდა, ხორციელი ვეღარავინ შემოვა ამაღამ.

ბაზ. მაგ თავ-და-რიგით რიღასი ფიქრი უნდა გქონდეთ!

გამოსვლა მეორე.

როზინა, (მარტო, თავის ოთახიდამ გამოვა) თითქო ლაპარაკი მესმოდა აქ ვიღასიცა. შუაღამისა დარეკეს და ლენდორი ჯერაც არსად არის. ეს საშინელი ამინდი საქმეს უფრო გაუადვილებდა მეთქი, მეგონა; ვინ დაუხვდებოდა წინა! ო! ლენდორ? თუ მომატყუეთ?.. ეს რა ხმა მესმის?... ღმერთო! ჩემი აპეკუნი! შევიდეთ.

გამოსვლა მესამე

როზინა, ბართოლო.

ბართ. (სანთელი უჭირავს) როზინა? ჯერ რადგან თქვენს ოთახში არ შესულხართ.

როზინა. ეს არის ეხლა მივალ

ბართ. ამ საშინელი ამინდის მიზეზით ვერ მოისვენებთ და მე ძალიან საჭირო საქმე მაქვს თქვენთვის სათქმელი.

როზინა. რა გნებავთ ჩემგან, უფალო! რაც დღისით ტანჯვა გამოვიარე, მას აღარ მაკმარებთ?

ბართ. როზინა! ყური დამიგდეთ.

როზინა. ხვალ დაგიგდებთ ყურსა.

ბართოლ. ერთ წამს, ღვთის გულისათვის.

როზინა. (ცალკე) რო მოვიდეს?

ბართოლ. (იმის წიგნს აჩვენებს) ამ წიგნს იცნობთ თუ ვერა?

როზინა. (რომ იცნო) ღმერთო დიდებულო

ბართ. ჩემი განზრახვა ის კი არ არის, როზინა, რომ გისაყვედუროთ; — თქვენის ხნის ქალი ადგილალ მოტყუვდება. არა, მე მეგობარი ვარ თქვენი და მე გამიგონეთ!

როზინა. აღარ შემიძლია.

ბართ. ეს წიგნი რომ გრაფ-ალმავივას მისწერეთ…

როზ. გრაფ ალმავივასა?

ბართოლ. აი როგორი საშინელი კაცია გრაფი! მიუღია თუ არა, მაშინვე სატრაბახოთ გაუხდია. ერთი ქალისაგან ვიშოვე, რომლისათვისაც იმას თვითან გადაეცა.

როზ. გრაფი ალმავივას!..

ბართოლ. ამ უშვერი საქმის დაჯერება გიჭირსთ განა? გამოუცდელობა არის, როზინა, მიზეზი, რომ თქვენი სქესი ადვილად ენდობა ადამიანსა და ადვილად უჯერებს — მაგრამ უნდა შეიტყოთ, რა მახეს გიგებდნენ. იმ ქალმა ყველაფერი წამომიშალა, იმ ანგარიშით რასაკვირველია, რომ თქვენისთანა საშინელი რაყიფი თავიდამ მოით შოროს როგორმე. მე თვითან მათრთოლებს ეს ამბავი. საზარელი შეთქმა ალმავივასი, ფიგაროსი და ამ ალონძოსი. ბაზილის შაგირდობას რომ ამბობდა და სხვის სახელს იჩემებდა, თვითან კი ალმავივას შემოჩენილი თურმე იყო, – ამათი შეთქმულობა იმაზე ყოფილა, რომ თქვენ ისეთს ჯურღმულში უნდა ჩაეთრიეთ, საიდამაც ამოსვლა შეუძლებელიღა იქნებოდა.

როზ. ოჰ, რა ბინძობაა!... როგორ... ლენდორი!... როგორ? ის ყმაწვილი?...

ბართოლ. (ცალკე) ჰო! ეს ლენდორი ყოფილა.

როზ. გრაფ ალმავივასათვის?... სხვისთვის?...

ბართოლ. ეს მიამბეს, თქვენი წიგნი რომ მომცეს.

როზ, (ცეცხლ – მოკიდებული) ო! რა უშვერი, რა საზიზღარი საქციელია? უნდა დაისაჯოს!...უფალო! თქვენ გინდოდათ მე შეგერთეთ?

ბართოლ. კარგათ იცი რომ გულითა მსურდა.

როზ. თუ ცოტა რამ კიდევა გაქვთ სურვილი, თქვენი ვარ.

ბართოლი, მაშ კარგი და ნოტარიუსიც ამაღამვე მოვა.

როზ. ეს კიდევ არაფერი! ღმერთო! იქამდინ ვარ დამდაბლებული!?... იცოდეთ, რომ ამ მოკლე ხანში ის მაცთური ამ ფანჯარაში ამოსვლასა ჰბედავს, — ისე მოახერხეს, რომ გასაღებიც იშოვეს თქვენგანა.

ბართოლ. (თავის გასაღებებსა ჰშინჯავს) ოჰ! წყეულნი და შეჩვენებულნი! შვილო, მე შენ აღარ მოგცილდები,

როზ. (შეშინებული) ოჰ, ბატონო! იარაღით რომ მოვიდნენ?

ბართოლ. მართალს ამბობ. მაგიერს როგორღა გადავახდევინებ. მარსელინას ოთახში ადი და ორჯელ შეიკეტე კარი. მე წავალ, ჯარს მოვნახავ, და სახლთან დავაყენებ, რომ ხელი სტაცონ, როგორც ქურდებსა, იმათაც მაგიერი გადახდებათ მაშინა და ჩვენც გადავრჩებით. ფიქრი ნუ გაქვს, ჩემი სიყვარული აგაცილებს განსაცდელსა...

როზ. (სასო-წარკვეთილებით ) ოღონდ ჩემი შეცთომა დაივიწყეთ! (ცალკე) ოჰ! როგორა მხდება!

ბართოლ. (მიმავალი) ახლა ჩაუსაფრდეთ, ძლივს არ ვიგდე ხელში. (გავა .)

გამოსვლა მეოთხე.

როზინა მარტო.

ამისი სიყვარული ამაცილებს განსაცდელსა! უბედურო ჩემო თავო! (ცხვირსახოცს ამოიღებს და თავისუფლად იწყებს ტირილს ) რა ვქნა?.. ხომ მოვა ეხლა! მინდა დავრჩე, და გითვალთმაქცო იმასთან, რომ ერთს წამს მაინც კიდევა შინჯო სრული სიწევდიადე იმისი. ჩემი იმისგან დამფარველი იქნება საკიცხავობა იმის ყოფა–ქცევისა. ოჰ! საჭიროა, ძალიან საჭიროა ეს ჩემთვის კეთილ–შობილური სახე, ტკბილი შეხედულობა, ხმა ნარნარი, ალერსიანი, — აღმოჩნდა კი, რომ საძაგელი გამრყვნელის გამოგზავნილი თურმე იყო. ო, უბედურო, უბედურო ჩემო თავო!... ღმერთო! ფანჯარას აღებენ. (გარბის.)

გამოსვლა მეხუთე.

გრაფი, ფიგარო, (მანტოში გახვეული მოადგება ფანჯარას.)

ფიგ. (გარეთ ეუბნება) ვიღაც გარბის და შევიდე?

გრაფი. (გარედამ ) კაცი?

გრაფი. მაშ როზინა ყოფილა და სწორეთ შენს უცნაურ შეხედულობას შეუშინებია.

ფიგ. (ოთახში ჩამოხტება ) აგრე იქნებოდა, უეჭველია... ძლივს არ მოვედით, ძლივს არ გამოვატანეთ ამ წვიმასა და ელვა-ჭექასა.

გრაფი. (გრძელ მანტოში გახვეული ) ხელი მომაწოდე. (ისიც- ჩამოხტება) გამარჯვება ჩვენია.

ფიგ. (თავის მანტოს იქით მიაგდებს) ძვლებამდინ არ ჩამოგვატანა? მშვენიერი ამინდია, საბედნიერო. მგზავრობისათვის. ბატონო, თქვენ რასა ბძანებთ, როგორი ღამეა?

გრაფი. ტრფიალისათვის უკეთესი არ შეიძლება.

ფიგ. მაგრამ ხელის შემწყობთათვის?... მერე, რომ მოგვასწროს ვინმე აქა?

გრაფი. ჩემთან არა ხარ? მე სულ სხვა მაწუხებს: ვაყაბულებინებ, რომ ახლავ გამომყვეს, თუ ვერა?

ფიგ. თქვენ გახლავსთ სამი გრძნობა, ქალებისათვის რომ ყოვლის-შემძლებელნი არიან: სიყვარული, სიძულილი და სიფთხილე.

გრაფი. (სიბნელეში იყურება) უეცრად როგორ შევატყობინო..., რომ ჩვენ შესაუღლებლად ნოტარიუსი შენსა მიელის? დიდ გაბედულებად მიიღებს ხომა და მეტად კადნიერი ყოფილაო, ჩემსას იტყვის.

ფიგ. იმან თუ თქვენი თქვა, კადნიერი ყოფილაო, თქვენ იმისი თქვით, უწყალო ყოფილა-თქო. ქალებს ძალიან უყვართ, როცა უწყალოს ეძახიან. ამას გარდა იმას თუ მართლა ისე უყვარხართ, როგორც თქვენა გსურთ,უთხარით ვინცა ხართ და მაშინ თქვენს გრძნობაზედ ეჭვი სულ აღარა ექნება რა

გამოსვლა მეექვსე.

გრაფი, როზინა, ფიგარო,

ფიგარო აანთებს ყველა სანთლებს, რაც სტოლზეა.

გრაფი. აგერ ისიც... მშვენიერო. როზინავ!...

ფიგ. (ცოტა რამ შესაფიქრებელი ხმით) ჯერ მეგონა, უფალო, რომ მოსვლას აღარ აპირებდით…

გრაფი. მშვენიერ იჭვნეულება მე შესაბამად არა ვრაცხ შემთხვევით ვისარგებლო და გთხოვოთ რომ უცნობი კაცის ბედნიერებისა და უბედურების მოზიარედ შეიქნეთ; მაგრამ თქვენ რაც უნდა თავის შესაფარებული არჩიოთ, ჩემს პატიოსნებას ვიცავ…

როზ. უფალო! ჩუმი ხელის მოცემა რომ ჩემს გულის გრძნობას არ ჰმორჩილებიყო, თქვენ ახლა აქ არ იქნებოდით. ჩემმა გაჭირვებამ უნდა გაამართლოს თქვენს თვალში ეს ახლანდელი ჩვენი წრეს გარეშეთი შეხვედრა და საუბარი.

გრაფი. თქვენ, როზინა მეუღლე ვიღასიც უბედურისა, უმამულოსი. უგვაროსი!...

როზ. გვარი, შეძლება, დავანებოთ თავი სიტყვებს, რომელიც შემთხვევას ეკუთვნის. და თუ მარწმუნებთ რომ თქვენი განზრახვა წმინდა არის და შეუგინებელი…

გრაფი. (მუხლებზედ დაეშვება) ოჰ! როზინა! თაევანსა გცემ…

როზ. (განრისხებული) მანდ შედექით, უვარგისო, როგორა ბედავთ?.. თაყვანსა გცემო... გადი, გამეცალე! შენ აღარა ხარ ჩემთვის მოსარიდებელი. მე ამ სიტყვას მხოლოდ იმისთვის ველოდი შენგან, რომ საზიზღრად გადაქცეულიყავი. მაგრამ მანამდისინ მე შენ შენი სინიდისის ქენჯნას მიგაჩუმებდე (ტირილით) შეიტყე, რომ მიყვარდი; შეიტყე რომ თავს ბედნიერათა ვრაცხდი, რომ შენს ბოროტ სვეს მეც გავიზიარებდი. ბედ-კრულო ლენდორ! ყველაზედ ხელს ვიღებდი, რომ შენ შემოგდგომიყავ. მაგრამ შენმა ფლიდმა სიცრუემ ჩემი გულის სიწმინდის მაგიერად. ყოვლად საძაგელობამ, რომელსაც წარმოადგენს ერთი ხსენება საშინელის გრაფ ალმავივასი, ალმავივასი, რომელსაც ფასად მიცემას მიპირებდი. მისთანა სამარცხვინო საქმეებმა ხელში ჩამიგდეს ეს საბუთი ჩემის უძლურებისა ამ წიგნსა სცნობ თუ ვერა?

გრაფი. (სისწრაფით თქვენმა აპეკუნმა რომ მოგცათ?

როზ. (სიამაყით ) დიაღ! იმისაგანა ვარ ამითი დავალებული.

გრაფი. ღმერთო ძლიერო! გმადლობ ამ ბედნიერებისათვის. ეგ ჩემგანა ჰქონდა იმასა. გუშინ რომ აღარა გამეწყობოდა რა, ეგ ვიხმარე, რომ იმის გული მომეგო: მაგრამ წამი ვეღარ ვიხელთე, რომ თქვენთვის შემეტყობინებინა. ოოჰ! როზინა, მაშ მართალია, რომ ჩემი სიყვარული გქონიათ?!

ფიგარო. ბატონო! ქალს ეძებდით, რომ საკუთრად თქვენი სიყვარული ქონიყო და არა თქვენის…

როზნა. ბატონოო?.. ეს რაღას ამობს?

გრაფი. (წამოსასხმელს გადიგდებს და დიდებულად მორთული გამოჩნდება) ოჰ! ყოვლად უსატრფოესო ქალთა შორის! დრო აღარ არის თქვენის მოტყუებისა: ბედნიერი კაცი, რომელსაც თქვენ ფეხთწინ დასცქერით ახლა, ლენდორი არ არის: მე ვარ გრაფი ალმავივა, თქვენის სიყვარულით ცეცხლმოდებული და აგერ ექვსი თვეა თქვენი მძებნელი.

როზინა. (ხელებში ჩაუვარდება გრაფს) ოოჰ…

ბრაფი. (შეშინებული) ფიგარო.

ფიგარო. ნუ გეშინიათ, ბატონო! სიხარულის ტკბილ აშფოთებას არას დროს სამწუხარო არა და ყვება რა, აგერ, აგერ ახელს თვალებსა! ღმერთო! რა მშვენიერია მართლა!

როზ. ოჰ! ლენდორ! ოჰ! ბატონო, როგორი დამნაშავე ვარ! კინაღამ ამაღამვე ჩემი აპეკუნი შევირთე.

გრაფი. თქვენ, როზინა!]

როზ. დახედეთ ჩემს წამებას. მთელი სიცოცხლე თქვენის სიძულილით უნდა გამეტარებინა. სიძულილზედ უმეტეს წამება რაღა უნდა იყოს. სადაცა გრძნობენ, რომ სიუვარულისთვის იყვნენ გაჩენილი?

ფიგარო. (ფანჯარაში იყურება) ბატონო! ჩვენი დაბრუნება აღარ შეიძლება; კიბე წაუღიათ.

გრაფი. წაუღიათ?

როზ. (მწუხარებით) დიაღ, ეგ მე... დოკტორს. აი ნაყოფი ჩემის ნდობის მომატყუა მე ყველა უამბე, ყველა გავეცი. იცის იმან, რომ თქვენ აქა ხართ და უთუოთ ჯარს მოიყვანს.

ფიგარო. (კიდევ იყურება), ბატონო! გარეთ კარს აღებენ.

როზ. (ისევ გრაფს ჩაუვარდება) ო, ლენდორ!...

გრაფი. (მტკიცედ) როზინა! თქვენ გიუვარვართ; მე არავისი მეშინია; ცოლი იქნებით ჩემი. მაშ მექნება სიამოვნება, რომ ჩემებურად დავსაჯო საძაგელი ბერი-კაცი.

როზ. ნუ, ნუ, შეიბრალეთ, ლენდორ! ჩემი გული ისე სავსეა, რომ შურის-ძიებას ადგილი აღარა აქვს.

გამოსვლა მეშივედე.

ნოტარიუსი, დონ-ბაზილიო და წინანი.

ფიგარო. ბატონო! ეს ჩვენი ნოტარიუსია.

გრაფი, და მეგოარი ბაზილიოც იმასთან.

ბაზ. ოჰ, ამას რასა ვხედავ?

ფიგარო.. საიდამ, როგორ მეგობარო?

ბაზ. თქკნ რა შემთხვევით, უფალნო?

ნოტარიუსი. ესენი არიან შესაუღლებელნი?

გრაფი. დიაღ, უფალო! თქვენ უნდა შეგვეუღლებინეთ, სინიორა როზინა და მე, ამაღამ, დალაქიგაროსას მაგრამ ჩვენ ეს სახლი ვამჯობინეთ; მიზეზს მერე შეიტყობთ. ჩვენი კონტრაკტი თანა გაქვთ?

ნოტარიუსი. მე მაქვს, სჩანს, პატივი ლაპარაკისა მისს ბრწყნვალება ბატონს გრაფი ალმავიკასთან?

გრაფი. ბეჯითად.

გაზ (ცალკე ) თუ სახლის გასაღები იმისთვის მომცა...

ნოტარიუსი. თან ორი კონტრაკტი მაქვს ქორწინებისა, თქვენო ბრწყინვალებავ! არ უნდა მოვშალოთ აი ეს თქვენი; და ეს სინიორი ბართოლო და სინიორა ესეც როზინა? ეტყობა დები ყოფილან, რო მ ორთავე ერთი სახელი ჰრქმევიათ.

გრაფი. ჩვენ მაინც მოვაწეროთ ხელი. დონ-ბაზილიო კეთილ–ინებებს, რომ მეორე მოწმად დაგვესწრას. (ხელს აწერენ.)

ბაზ. თქვენო ბრწყ! მე არ მესმის.

გრაფი. ოსტატო ბაზილიო! სულ არაფერი საქმეს გიძნელებთ, და სულ ცოტა რამ გაკვირვებთ.

ბაზ. ბატონო! დოკტორი რომ…

გრაფი. (ქისას მიუგდებს.) ყმაწვილობთ, მოაწერეთ და რაღას უყურებთ!

ბაზელ. ( გაკვირვებული ) ოჰ, ოჰ!...

ფიგარო. რა გიძნელებს მერე ხელის მოწერასა?

ბაზელ. (ქისას იწონს ხელით) აღარაფერი, მხოლოდ ეს კი, რომ როდესაც — მსუბუქ პირობას მივსცემ ვისმე, გატეხას კი მძიმე მიზეზი უნდა ხოლმე. (ესეც აწერს ხელსა.)

გამოსვლა მერვე და უკანასჰნელი

ბართოლო, ალკადი, ალგეზილები. მოსამსახურეები ჟინჟღილებით და წინანდელი აკტორები.

ბართოლო. (ჰხედავს, რომ გრაფი ხელს ჰკოცნის როზინას, და ფიგარო ეხვევა ბაზილიოს და ყვირილით ნოტარიუსს მივარდება და ყელში სტაცებს ხელსა),

როზ. ამ უკეთურებთან! დაიჭირეთ ყველანი: მე აგერ მიჭირავს ერთი.

ნოტარიუსი. თქვენი ნოტარიუსი!

ბაზელ. თქვენი ნოტარიუსია. ნეტავი რას მასხარაობთ?

ბართ. დონ-ბაზილიო! თქვენ როგორა ხართ აქა?

ბაზილ. უფრო თქვენ როგორ არა ხართ იქ?

ალკადი. (ფიგაროზედ მიიშვერს ხელს) ერთ წამს! ეს მეცნობა მე. რა გინდა შენ ამ სახლში, ამ უდროო დროს?

ფიგარო. უდროო დროს? კარგათა ჰხედავთ უფალო, რომ ეს დრო დილასთანაც ისე ახლოა. როგორც საღამოსთან. ამას გარდა მე აქ ვახლავარ ზისს ბრწყინვალებას ბატონ გრაფ ალმავივას.

ბართოლო. ალმა ვივასა!

ალკად. მაშ ესენი ქურდები არ არიან?

ბართოლ. დავანებოთ ამას თავი. ყოველგან სხვაგან, უფალო გრაფო, მე გახლავარ მოსამსასურე თქვენის ბრწყინვალებისა; მაგრამ თქვენ თვითან უნდა გრძნობდეთ, რომ აქ ხარისხის უპირატესობას ძალა არა აქვს. გთხოვთ თუ თქვენი ნებაც იქნება. გაბიაანდეთ აქედამ.

გრაფი. დიაღ, ხარისხს აქ ძალა არ უნდა ქონდეს; მაგრამ დიდი ძალა აქ იმასა აქვს, რომ ქალმა თქვენზედ უპირატესობა მე მომანიჭა. და თავის ნებით მომეცა.

ბართ. როზინა! ეს რას ამბობს?

როზა. მართალსა. რად გიკვირთ? ამაღამვე არ უდნა შური მეძიებინა მაცთურისათვის და ჩემი მოტყუება გადამეხდევინებინა? გადავახდევინე და გავათავე.

ბაზელ. აკი გეუბნებოდით. რომ თვითან გრაფი ბძანდება მეთქი, დოქტორო!

ბართოლ. მე რას დავსდევ. სამასხარაო ქორწინებას. მოწმეები სად არიან?

ნოტარიუსი. სრულიად არა აკლია რა. ეს ორნი უფალნი დამესწრნენ.

ბართოლ. როგორ. აზილიო? მოაწერეთ?

ბაზილ. რა მექნა? ამ ეშმაკ კაცს ჯიბეები ყოველთვის გამოტენილი აქვს დაურღვეველი საბუთებით.

ბართ. მე სულ არაფრათ მიმაჩნია ჩემს უფლებას მოვიხმარებ.

გრაფი. თქვენი უფლება გადაჭარბებით თქვენვე გააუქმეთ.

ბართ. ქალი ჯერ მცირე წლოვანია.

ფიგარო. ახლა თავისფალია.

ბართ, შენ ვინ გელაპარაკება. ოსტატო უკეთურო!

გრაფი. ქალი არის კეთილშობილი და მშვენიერი: მე ვარ კაცი ხარისხოვანი. ყმაწვილი და შეძლებული; ეს ახლა ჩემი ცოლია. რადგან ეს წოდება ეკუთვნის, ჩვენ ორივესათვის საპატიო, ნუ თუ დავას მიპირებდეს და ვინმე.

ბართ. თავის დღეში ვერა ვინ გამომაცლის მე მაგას ხელიდამ.

გრაფი. თქვენს უფლებას ქვეშე აღარ არის. მე ვაყენებ კანონთ უფლებას ქვეშე; და ეს უფალი, თვითან თქვენ რომ მოიწვიეთ, დაიფარავს იმ ძალისაგან, რომლისაც მოხმარებას თქვენ განიზრახავთ. სამართლის მომსახურენი არიან შეიწროებულთა და ჩაგრულთა მომხმარენი და დამცველნი.

ალკად. უეჭველია. და ეგ დიდად სასიქადულო ქორწინების უსარგებლო. წინააღმდეგობა საკმაოდ ამტკიცებს რომ შიში არის ბოროტ–მოქმედებისა და ობლის საცხოვრებლის დაკლებისა, რაზედაცა თავის დროზედ პასუხის გება მოეკითხება.

გრაფი. ახლა გვეთანხმოს და მე სრულიად აღარაფერს არ მოვაკითხავ.

დებარ. ჩემი ასი ოქროს ბათილამას გარდა. თავს კი ნუ დავივიწყებთ.

ბართოლ. განრისხებული ყველა ჩემი წინააღმდეგი ყოფიილა; სჩანს თავი ბუზანკლის ბუდეში შემიყვია.

ბაზელ. რა ბუდეში? ცოლი თუ ვერ შეირთეთ, იანგარიშეთ, დოკტორო, რომ ფული მაინცა გრჩებათ – დიაღ, ფული გრჩებათ.

ბართ. ეჰ! თავი დამანებეთ ერთი ბაზილიო! თქვენ, თუ არ ფულს, სხვას არასა ჰფიქრობთ. ძალიან ვსწუხვარ ფულისათვის, მე! გინახავ, რასაკვირველია? იქნება მართლა გეგონოთ, რომ ეს მაბედვინებდეს. (იღებს კალამსა და ხელს აწერს).

ფიგარო. (სიცილით) აჰ, აჰ, აჰ, ბატონო! ერთი გვარისანი ყოფილან!

ნოტარიუსი. მე, უფალნო, სრულებით არა მესმის რა, მაშ ქალები ორნი არა ყოფილან ერთი სახელის მექონნი?

ფიგარო. არა, უფალო, მარტო ერთი ყოფილან.

ბართ. (იმედ გადაწყვეტით კიბე ავაცალე, — ქორწილი რომ უფრო ბეჯითად მომხდარიყო. ოჰ! გაუფხილებლობამ დამღუპა, გაუფთხილებლობამ.

ფიგარ. უგუნურობამ. მართალი ვთქვათ, დოკტორო, როდესაც სიყმაწვილე და სიყვარული ერთათ არიან, რომ ბერი-კაცი მოატეყონ, სხვებმა რაც უნდა ქნან იმათი ხელის შესაშლელი, მაინც ის გამოვა, რასაცა ჰქვია ამაო გაფთხილება.

10 აპრ. 1879 წ.

დიმ. ყიფიანი.

_______________

1 ბაკალავრი - ჩვენებურად კანდიდატისა და მაგისტრის შუა ხარისხი

2ბართოლოს დრამა არ უყვარდა; ვინ იცის იქნება სიყმაწვილეში ტრაგედიაცა ჰქონიყოს.

3lajalousie, Jagrij]e, Păuerra, — უკრა, ჩარჩო, რიკული.

4სახიერო ღმერთო!

5თანხმა ვარ.

2 ვაზის ახალი მტერი

▲back to top


ვაზის ახალი მტერი

მთელს დედა-მიწის ზურგზედ იმისთანა ქვეყანა არ არის, როგორც საფრანგეთი, მაგრამ ამ უკანასკნელს ათს წელიწადში ამ ქვეყანას ისეთი ჭირი ეწვია, რომელიც მთელს საფრანგეთს ვენახების გაწყვეტას უქადის. ეს ჭირი ისეთი ჭირია, რომ შეუძლიან რამდენსამ ათასს ვურსტზედ გადმოისეირნოს და ერთს უბედურს დილას ჩვენს ვენახებშიაც ამოჩნდეს. მე მინდა ამ წერილში მკითხველს ამ ვაზის ავათ–მყოფობაზედ მოველაპარაკო და ვუჩვენო, შესაძლებელია თუ არა, რომელიმე ღონისძიებით ამ ავათ-მყოფობის თავიდამ აცილება.

1865 წელს სამხრეთის საფრანგეთში ქალაქის ავინიონის ახლო ერთს ვენახში ვაზებს ფოთოლი დაუყვითლდათ და სხვა ვაზებს ზრდაში უკან ჩამოურჩნენ პატრონებმა ამას ჯერ ყურადღება არა ათხოვეს რა; ეგონათ, უბრალო მიზეზი იქნება რამე და მალე თავისთავათ გაივლისო; მაგრამ ეს იმედი ტყუილი იმედი იყო. იმავე წელიწადს იმისთანა ავათ-მყოფობა ვაზებს საფრანგეთის მეორე კუნჭულშიაც დაეტყოთ, ამ ორის ალაგიდამ ეს ავათ-მეფობა თან-და-თან გავრცელდა სამხრეთის საფრანგეთში, პირველს წელიწადში ვაზები უღონოთა ხდებოდენ და მეორეში კი ხმებოდეს მთლად, ძირიანად. ბევრი ძებს ამ ახალის ჭირის მიზეზი, ბევრი იცეს თავში, ბევრი ივიშეს და ივაგლახეს, ავათ-მყოფი და გამხმარი ვაზებიც ბევრი დააძრეს, ფოთლებიც გაუშინჯეს, რქებიც, ფესვებიც, ბევრი ძებნეს, მაგრამ 1868 წლამდე ვერა გამოძებნეს რა.

ამ წელიწადში კი ერთმა საფრანგეთის სწავლულმა პლანშონმა გამხმარი ვაზების მაგიერათ ახლად დაზიანებული ვაზები დააძრო და იმათ ფესვებს შინჯვა დაუწყო. ამ ვაზებს წვრილის ფესვების ბოლო აბურცებული ჰქონდათ და ბუნებითი ყვითელი ფერის მაგივრად სიშავე შეჰპაროდათ. ფესვებზედ ამ სწავლულმა რამდენიმე ჭია იპოვნა, რომელნიც იმათ ისე დაქროდენ. თითქო (წებოთი) დაწებებულნი არიანო. ეს ჭია არის სწორეთ ამ ავათ-მყოფობის მიზეზი.

რა კი იმოდენა ვენახების აოხრებაზედ ვლაპარაკობდი, შეიძლება მკითხველმა იფიქროს რომ დიდს აოხრებას დიდი მიზეზიც უნდა ჰქონდესო და ეს ჭია თუ არა კამბეჩისა, თხუნელას ტოლი მაინც უნდა იყოსო. ამ შემთხვევაში ჩემს მკითხველსაც იმისთანა საქმე დაემართება, რა საქმეც ბევრს ფრანცუზს დაემართა ერთხელ პარიჟში. იქ ერთი პროფესორი პარიჟას სორბონის დიდს ზალაში მრავალს მსმენელს ამ ჭიის ცხოვრებას უხსნიდა და თან ერთს დიდს ფიცარზედ დახატულს უშველებელს ჭიაზედ უთითებდა. იმის თქმა კი დაავიწყდა, რომ ისე დიდათ განგუი ივო გამოსახული ცხადათ საჩვენებლად და ამ ლექციიდამ ბევრი გამოვიდა გულ-დაჯერებული, რომ ეს ჭია ერთი ახირებული დიდი ქმნილება უნდა იყოსო.

ამ გვარი შეცდომის ასაცილებლათ მე ეხლავე ვიტყვი. რომ ეს ჭია რწყილზედ უფრო პატარაა, ასე რომ თუ კაცს დიდათ მაჩვენებელი მინა არა აქვს, ხეირიანათ ვერც კი დაინახავს. მართალია პატარაა, მაგრამ ასეთი გამრავლება იცის, რომ ერთი დედისაგან შეიძლება ერთს წელიწადში რამდენიმე მილიონი ჭია მოშენდეს.

ამ ჭიას სახელათ დაარქვეს ფილოქსერა, ფერათ არის ყვითელი, აქვს ექვსი ფეხი, ორი ულვაში და ზოგიერთებს ოთხი ფრთა. უფრთო ფილოქსერას აქვს აგრეთვე ხორთუმი; ხორთუმში ნესტრები, რომლითაც ვაზის ფესვების კანსა სჩხვლეტს. ზამთარში ფილოქსერა გაბრუებულია და თითქმის სრულებით არ იძვრის; სითბო რომ დადგება, მაშინ იწყობს მოძრაობასაც და გამრავლებასაც. დედალი ჭია დაუპეპლავათ ჰსდებს ერთს ჯერობაზედ 30-40-ს კვერცხს, რომელთაგანაც რვა დღის უკან წვრილი ჭია გამოდის. ეს წვრილი ჭია ოცის დღის განმავლობაში იზდება, სამჯერ იცვლის კანსა და შემდეგ თვითონაც სდებს კვერცხებს, ასე რომ თვისა და თვის თავზედ ჭიის უწინდელი რიცხვი 30 ჯერ და 40 ჯერ მრავლდება კვერცხიდამ ახლად გამოსული მწერი ჯერ მოძრაობს: ეძებს დასაბინავებელს ალაგს და როცა იოგის, უძრავათ ეკვრის. ეს ჭიები, როდესაც ვაზის წვრილს ფესვებს მორჩებიან, მაშინ მსხვილებზედ გადინადირებენ ხოლმე და იქამდისინ არ დაანებებენ ვაზს თავსა ვიდრე ძირიანად არ გაახმობენ; მაინ მეორე საღს ვაზზედ გადადიან და იმათაგან თავ-დანებებული ვაზი ხმება, ფესვები ულპება და ფუტუროსავით იფხვნება. აი ეს არის იმის მიზეზი. რომ გამხმარის ძალიან დაზიანებულის ვაზის ფესვებზედ ფილოქსერას პოვნა ძნელია და ამ მიზეზითვე ეს ჭია მთელი სამი წელიწადი დამალული იყო.

აგვისტოში ზოგიერთს ფილოქსერას ფრთები ამოსდით და მაღლა დედა-მიწაზედ ადიან. ამ ფრთიანს ფილოქსერას ხორთუმი არა აქვს, რომლითაც უფრთონი თავიანთ საზრდოსა სწოვენ ვაზის ფესვებიდამ. ცხადია, რომ ფრთიანები მხოლოდ ფილოქსერას გასამრავლებლათ ყოფილან დანიშნულნი და არა საზრდოს მისაღებლათ.

არავინ არ იცის ეს ფრთიანები თითონ მიფრინავენ სხვა უცხო მხრისაკენ, თუ ქარს გადააქვს. ეს არის მხოლოდ ნამდვილი, რომ იმათის წყალობით მილოქსერამ ბევრი ალაგები დაიჭირა, რომელნიც იმისაგან დაზიანებულს ალაგებზედ განცალკევებულნი იყვნენ სჩანს რომ ფილოქსერა არამც თუ მიწაში გადასვლითა მრავლდება, ჰაერშიაც დაფრინავს და იმისთანა ალაგებს აზიანებს, რომელნიც იმის დაცე მას აგრე მალე არ მოელოდნენ.

ამ ცოტაოდენის მეტი ჯერ-ჯერობით თითქმის არავინ რა იცის ამ პაწია ჭიის ცხოვრებისა. მისი ჩვეულება და თავს გარდასავალი ბნელით არის მოცული. მხოლოდ ეს იცის ყველამ რომ დიდძალი ვენახები ამოაგდო ამ უცნაურმა ჭიამ და თუ ასე გავრცელდა შემდეგშიაც, როგორც აქამდის ვრცელდებოდა, ამ ცოტას ხანში მთელი საფრანგეთის ვენახები ამოგდებულები იქმნებიან, თუ რიგიანი საშუალება არ იხმარეს რა ამ ჭირის მოსაშორებლათ შარშან 400,000 ჰექტარი (ჰექტარი 2,196 კვადრატული საჟენია ანუ ორს დღიურზედ ცოტა ნაკლები) ვენახი იყო საფრანგეთში ამ ჭიისაგან სრულიათ გაოხრებული, ე.ი. მთელი საფრანგეთის ვენახების მეექვსედი; ცოტაოდნათ დაზიანებულებს კი ვიღა იანგარიშებს.

უეჭველია რომ ესეთი უეცარი უბედურება დიდს ალიაქოთს ასტეხდა დრანტუზებში. თითქმის ყოველ-დღე რომელსამე ალაგას ყრილობა არის და სჯა იმის თაობაზედ. თუ როგორ დაიხსნან გადარჩომილი ვენახები ამ დაუპატიჟებელი სტუმრისაგან, ბევრი სხვა-და-სხვა საშუალება იხმარეს, მაგრამ დღემდისინ ვერავის შეუძლიან სთქვას ეს საშუალება უებარი წამალია ამ ავათ-მყოფობისაო. ყველაზედ უკეთესი წამალი ფილოქსერას წელით დახჩობაა. ამის გამო ბევრგან საფრანგეთში სადაც კი ვნახებში წყლის მიგდება შესაძლებელია, ვენახებს გარეშემო მიწის თხრილები (BE) გაუკეთეს და ზამთარში წყალს უგდებენ. ისე რომ წყალი დედა-მიწის ზევით ერთს მტკაველზედ მაინც იდგეს. ეს წყალი ორმოც დღემდე შეუწუყვეტლივ ვენახში უნდა იდგეს, რომ ნიადაგს კარგათ გაუჯდეს და სადაც კი ფილოქსერას ბუდეა, მისწვდეს. ეს საშუალება, მართალია, კარგია, მაგრამ ისე ძვირათა ჯდება, რომ ყველასთვის შესაძლებელი არ არის. წყლის დაგუბება ვენახში ყოველ წელიწადს უნდა მოხდეს და ეს ხშირათ ძალიან გასაჭირია. თუნდა ესეც არ იყოს, ბევრგან ვენახები იმის თანა ალაგას არიან, რომ იმათში წულის დაგუბება შეუძლებელია.

მეორე უმთავრესი საშუალება არის ვენახებიდამ მიწის ამოღება და ვაზის ძირებში ქვიშის დაყრა. ქვიშა უძილოქსერას უშლის მოძრაობას და ამიტომ ფიქრობენ, რომ ეს სა შუალება შეაჩერებს ფილოქსერას გავრცელებასაო. ესეც მართალია, მაგრამ ვენახებიდან მიწის ამოღება და იმის სამაგიეროთ ქვიშის დაყრა ისეთი ფასი ჯდება, რომ თუ არ საგანგებო ვენახებში სხვაგან პატრონს ზარალის მეტს არას მისცემს.

ამ უკანასკნელს დროს აღმოაჩინეს ერთი ნივთეულობა, რომელიც ფილოქსერასათვის საწამლავია და გაზს კი არას ავნებს. ეს ნივთეულობა როდესაც შეხვდება ჰაერს, ხადავს ორნაირს ჰაერ-გვარს... რომელნიც მერლნი ძრიელ და ყოველის ცხოველის მომწამლველნი არიან, თუ ფილოქსერამ ისინი შისუნთქა, კეთილს არც იმას დააყრიან, ეს ნივთეულობაც ძალიან ძვირათა ჯდება და თუ იმის წარმოება გაიაფდა, მაშინ შეიძლება ის მართლა უებარს წამლათ გარე დაიქცეს.

ერთი საშუალება არის კიდევ, რომლისაც დიდი იმედი აქვთ და რომლის თაობაზედაც არშან ზაფხულს საფრანგეთის ერთს ქალაქში მონპელიეში — მთელი კონგრესი შეიყარა. ეს საშუალება არის ამერიკის ვაზის გადმორგვა ანუ მყნობა ევროპის ვაზებზედ და შემდეგ ხელმეორეთ ევროპის ვაზების მუნობა ამერიკის ვაზებზედ.

იქნება ზოგმა იფიქროს, რომ ეს გადამყვნა-გადმომყვნობა წელის ხანჯლით ჭრასა გავსო, მაგრამ ეს ისეთი სისულელე არ არის, როგორც კაცს პირველის შეხედვით ეგონება ეხლა ყველასთვის ცხადია, რომ ფილოქსერა ევროპაში ამერიკულს ვაზებს შემოჰყოლია; რადგან ევროპაში ეს მწერი პირველათ გამოჩნდა იქ, სადაც ამერიკული ვაზები იყვნენ შემოტანილნი. ვინ იცის რამდენი ხანია, რაც ფილოქსერა ამერიკაში გაჩენილა, მაგრამ მომეტებულს ნაწილს იქაურის ვაზებისას კი ვერას აკლებს. იქ უფრო ვაზის ფოთოლს ტანება, რადგან ფესვებს ძალიან მაგარი კანი აქვთ. ფოთოლს იქ თავის ნეშტრითა სჩხვლეტს და ნაჩხვლეტი ალაგი სივდება. მუწუკსავითა ხდება, შიგ ფილოქსერა ბუდეს აკეთებს და კვერცხებს სდებს, ამ გვარი მოვლენა ევროპაშიაც არის შემჩნეული, მაგრამ ისე ხშირათ არა, როგორც ამერიკაში. შესანიშნავი ის არის, რომ ამერიკაში იქაური გაზები სრულებით არ ეპოებიან დილოქსერას და ევროპის ვაზი კი იქ სრულებით არა ხარობს. ამან ბევრს აფიქრებინა ევროპის გაზების მყნობა ამერიკულს ვაზზედ. ისინი ამბობენ, რომ ამ საშუალებით ვაზს ფესვები ამერიკული ვაზისა ექნებაო, რქები ევროპიულისაო და ფილოქსერა მაშინ ვეღარაფერს გვიზამსო. ბევრგანა ხმარობენ ეხლა ამ საშუალებას ფილოქსერისაგან დაცემულს ქვეყნებში და იმედიც დიდი აქვთ, რომ შედეგი კარგი მოჰყვება, მაგრამ დარწმუნებით კი ჯერ ვერავინ ვერას იტყვის.

ეს ყოველივე ღონისძიება იმისთანა ქვეყნებისათვის არის მოგონილი, რომელთაც ფილოქსერა დასცემიათ. იმ ქვეყნების მცხოვრებთ რაღა უნდა ჰქნან, რომელთაც ჯერ ეს ჭირი არ შეჰყრიათ. ამ კითხვაზედ პასუხის მიგება ადვილია. ისინი უნდა ყოვლის ღონის-ძიებით სცდილობდენ ეს ჭია არამცა და არამც არ შეაყოლონ თავიანთ ქვეყანაში სულ თუთხმეტი წელიწადი არ არის. რაც საფრანგეთში ფილოქსერა გამოჩნდა, მაგრამ ზოგიერთი ისეთი რამ შენიშნეს, რომ შეიძლება ჩვენს ვენახების დასახსნელათ გამოვიყენოთ.

მისი შემჩნეულია, რომ ფილოქსურა მხოლოდ გაბმითა მრავლდება და თუ ახალს ალაგას ამოჩნდება სადმე, იქ ან სნეული ვაზი უნდა იყოს შეტანილი, ან ჰაერს გადუტანია იქ ფრთიანი ფილოქსერა. ამ უკანასკნელს შემთხვევაში ძველათ დაზიანებულს მხარესა და ახლათ ფილოქსერა დაცემულს შუა დიდი მანძილი არ არის ხოლმე. ჩანს რომ. ფილოქსერას თავისით შორს წასვლა არ შეუძლიან თუ განტები არ გადააყოლოს უცხო ქვეუნიდგან შეტანილს ვაზებს. ეხლა მრავალს ევროპის ქვეყანა არის ეს მწერი გამოჩენილი: ინგლისში. გერმანიაში, ავსტრიაში, პორტუგალიაში, შვეიცარიაში თითქმის ყველგან დამტკიცებულია რომ ამ ქვეყნებში ფილოქსერა შორიდგან მოტანილს ვაზებს თან მოყოლია. მაგალითად შვეიცარიაში ჟენევის ახლო 1874 წ. გამოჩნდა ფილოქსერა; მათ შეიტყეს. რომ 1869 წ. ხუთის წლის წინეთ საპრანგეთიდამ ვაზის რქები შემოეტანათ და ეს ჭიაც თან მოყოლო და შუა ქვეყნის ზღვაში მდებარე კუნძულს. კორსიკას, როგორც ყოველს კუნძულს გარეშემო ზღვა არტყია და ფილოქსერასაგან შიში არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ აქაც ამავე 1869 წელიწადში შეუტანიათ სარანგეთის დაზიანებული ვენახებიდამ რქები

და ოთხის წლის შემდეგ იქაც და ტეობია ვენახებს ფლოქსერას კვალი.

ამ მიზეზების გამო ჯერეთ არ დაზიანებული ქვეყნები ისე ერიდებიან საფრანგეთიდამ ანუ სხვა ფილოქსერა დაცემულს მხარედამ ვაზების შემოტანას, როგორც ხოლერიანის კაცის მიკარებას. მაგალითად ალჟურში არამც თუ ვაზისა და ხეხილისა, ვაშლისა და მსხლის შეტანაც კი აკრძალულია, რომ ფლოქსერა თან არ შემოჰყვესო.

ჩვენ რაღა უნდა ვქნათ და როგორ უნდა მოვიქცეთ?

ჯერ ერთი ეს შევიტყოთ შეუძლიან ფილოქსერას ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა თუ არა, რასაკვირველია, თუ განგებ არას შემოაყოლეს. ჩემის აზრით ეს სრულიად შეუძლებელია თუ არა სპარსეთის ან ოსმალეთის მხრივ. ჩვენს ქვეყანას ჩრდილოეთით საზღვრავენ უზარმაზარი კავკასიის მთები და იმათ იქით თვალუწდომი რუსეთის მინდვრები; აღმოსავლეთით კასპიის ზღვა, დასავლეთით შავი ზღვა და იმას იქით ყირიმი, სამხრეთით სპარსეთი და ოსმალეთი. ჩვენი შიში მხოლოდ სპარსეთისა და ოსმალეთის მხრივ არის, მაგრამ ამ ქვეყნებში ჯერ არც გაჩენილა ფილოქსერა და იმედია რომ თუნდა გაჩნდეს კიდეც, ეს მალე არ მოხდება კასპიისა და შავის ზღვის მხრივაც არა გვიშავს რა, მხოლოთ საშიო. მაშინ იქნება, რომ ყირიმში შემოიტანონ, თუმცა, ჩემის აზრით, ყირიმსა და კავკასიას შუა კიდევ იმოდენა ზღვაა, რომ ფილოქსერა ვერ გადმოფრინდება. ჩრდილოეთით კავკასიის მთები. თუმცა გვიფარავენ, მაგრამ იმათზედ უფრო მეტათ გვიფარვენ რუსეთის მინდვრები. საფრანგეთისა და ესპანიას შუა თუმცა პირნეის მთები არიან გახიდულნი, რომელნიც კავკასიის მთებზედ ბევრათ ნაკლებნი აღარ არიან, მაგრამ ფილოქსერამ ამ უკანასკნელს ხანს ამ მთებსაც გადააბიჯა და ესპანიაში ამოყო თავი. როგორც წინათა ვსთქვი ჩვენი დამხსნელები უფრო რუსეთის მინდვრები არიან, ვიდრე კავკასიის მთები ათასს და ორი ათასს. ვერსტზედ მეტს გადაჭიმულან ეს უტყეო, უვაზო და უხილო მინდვრები და იმათში ფილოქსერა თავის დღეში იფეხს ვერ მოიკიდებს და ერთბაშათ გადმოსვლა კი არ შეუძლიან, თუ გზაზედ პატარა არ შეისვენა და დახოცილების სამაგიეროთ რამდენიმე თავობა არ მოაშენა.

მე მგონია ამ ლაპარაკის შემდეგ ყველასთვის ცხადია, რომ ჩვენი უმთავრესი ყურადღება იმაზედ უნდა იყოს მიქცეული რომ არამცა და არამც კავკასიაში გარეშე ქვეყნიდან არც ვაზი არც ხილი, სხვა რაიმე არ შემოვიტანოთ. ან რა საჭიროა? ჩვენი ხილი და ყურძენი სამძღვარ გარეთისას ბევრით არ დაუვარდება და თუნდა სიდიდითაც დაუვარდეს, გემო ნაკლები არა აქვს. ჩვენ უნდა ვეცადოთ ჩვენი რაცა გვაქვს. ის გავაუმჯობესოთ და გავაკეთოთ და გარედან შემოტანილი კი თუ თვალისთვის, არც კუჭისთვის და არც სახასათვის ბევრს არას გამოგვადგება. ესეც რომ არ იყოს და სამძღვარ გარეთიდან შემოტანილი დიდათ უკეთესიც რომ იყოს შინაურზედ, მაინც ზემოთ დიდის ასოებით დაწერილი სიტყვები გულში უნდა ჩავიბეჭდოთ და მეთერთმეტე მცნებათ გავიხადოთ. მარტო ვაზს კი არ უნდა ვუფთხილდებოდეთ, სხვა დასარგველი ხის შემოტანაც ავკრძალოთ, რადგან ფილოქსერას ცხოვრება ჯერეთ ზედ მიწევნით არავინ იცის და იქნება გამოჩნდეს კიდეც, რომ ის ვაზს გარდა სხვა ხეხილსაც ემტერება და იმათ ფესვებიაცა ბუდობს. მაშინ მარტო ვაზის აკრძალვა უსარგებლო იქნება, რადგან შეიძლება ხეხილს შემოყვეს და იქიდან ვაზზედ გადავიდეს.

აუცილებლათ საჭიროა რომ კავკასიის მკურნეობის საზოგადოებამ ამას ყურადღება მიაქციოს და მთავრობასა სთხოვოს, რომ თუ ჯერ არ არის აკრძალული კავკასიის გარეშე ქვეყნებიდამ და. სარგველის გაზებისა, რქებისა და ხეხილის შემოტანა, ეხლა აიკრძალოს.

თუ ვინიცობაა მთავრობამ ან მეურნეობის საზოგადოებამ ამ საქმეს ყურადღება არ მიაქციეს, მაშინ ჩვენ ყველას კავკასიაში მცხოვრებს, ქართველს, სომეხს, რუს, თათარს, ერთის სიტვით ყველას ვალი გვაწევს. რომ ჩვენც გავფთხილდეთ და სხვებიც გავაფთხილოთ. ჩვენში ბევრნი არ ურევიან. სულ ორიოდე კაცია, რომელთაც საძღვარ გარეთიდან შემოჰქონდათ ხილი და არ ვიცი ეხლა შემოაქვთ თუ არა იმედი გვაქვს, რომ ამ ორიოდე კაცს საკმაოდ სმი თუ საზოგადოების საქმე არა, თავიანთ სასარგებლო მაინც რომ ამ ხილის შემოტანას თავი დაანებონ.

მართლაც და რა მოგველის, თუ ერთი ორი ცოცხალი ფილოქსერა მაინც შემოგვეპარა? ის მოგველის რომ ორს სამს - წელიწადზედ ამ ორს ჭიას შეუძლიან უთვალავი ხროვა მოაშენოს და ჩვენს ვენახებს კალიასავით დაეცნენ, მხოლოთ ზემოდან კი არა ქვემოდან: გაიბნენ დედა-მიწის სიბნელეში და ჩვენის მაცხოვრებელის ვაზის ფესვებს უწყალოდ წუწვნა დაუწყონ. ის მოგველის, რომ იმის შემოსევის შემდეგ ათს, თხუთმეტს წელიწადზედ საქართველოში ვაზი აღარ მოიძებნება და ჩვენი მშვენიერი ქვეყანა თუ არ ერთათ ერთს, უმთავრეს თავის სამკაულს მაინც მოაკლდება. მე ბევრს აღარას ვიტყვი, მხოლოთ მკითხველმა წარმოიდგინოს საქართველო უვენახოთ და ქართველი უღვინოთ და მაშინ დაესახება თვალ-წინ ფილოქსერასაგან აოხრება რა საზარელი უნდა იყოს ჩვენთვის. სწორეთ აღამამადხანისა და შაჰაბაზის საქართველოზედ დაცემა სჯობს ამ პაწია მწერის დაცემას!

თუ ბრძოლას ვიტევით, ჩვენ იმასთან ბრძოლა სად შეგვიძლიან! საცაღა ფრანცუზებს უჭირდებათ, იმ ფრანცუზებს, რომელთაც მთელი კაცობრიობის მეცნიერება თავში უდევთ და ყოველი ბუნებასთან საბრძოლველი იარაღი ხელში უჭირავთ. ჩვენ რას შევიძლებთ? ჩვენ სად შეგვიძლიან ვენახების გარშემო მიწის დიდროვანი ზღუდეების შემოკვრა და წყლის დაგუბება? ჩვენ სად შეგვიძლიან აუარებელი მიწის ვენახიდან გაზიდვა და აუარებელი ქვიშის შეტანა?

არა, თუ ეს ჭირი გვეწვია, მაშინ, თავათ ღარიბები ვართ და ერთი ასათ უფრო გავღარიბდებით. მაშინ ამ ჭირთან ბრძოლის ხალისი სრულებით მოგვეშლება და გულ-ხელ დაკრეფილნი ჩვენის ვენახების აღსასრულს ლოდინს დაუწყებთ.

მაგრამ თუ რიგიანათ მოვიქეცით და ეს მწერი თავიდამ ავიცილეთ, მაშინ უფრო გამდიდრება მოგველის ვიდრე გაღარიბება. ევროპაში ფილოქსერას გამო ღვინო გაძვირდება და ჩვენს ღვინოს თუ წესიერად ღვინის დაყენება ვისწავლეთ, კარგი ფასი დაედება.

ბევრს იქნება ცუდაობათ ეჩვენოს ასეთს მცირე ჭიაზედ ამოდენა ლაპარაკი, ბევრს იქნება სიცილათაც არ ეყოს უბრალო საქმის (იმის ჭკუაში) ასე გაზვიადება მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ თუმცაფილოქსერა ძლიერ პატარაა, მაგრამ ვნება კი ძლიერ დიდი მოაქვს.

ამ შემთხვეკაში მართლდება სწორეთ ერთის ფილოსოფოსის სიტყვა რომ „მცირესა და დიდს შუა მხოლოთ ერთი ნაბიჯიაო“.

მ.

3 * * * (რა მესმის ეს?)

▲back to top


* * * (რა მესმის ეს?)

რა მესმის ეს?
ხმა ნაღარისა?
ნუ თუ საომრათ იყრება ჯარი?
მაგრამა გული ყოვლის მცნობელი
გრძნობს რომე გრგვინვა ბრძოლის არ არი…

ნაღარის ხმასა მაშინ დავარქმევ,
როცა დამიწყებს ძგერასა გული,
როცა ბუდიდამ ამოვიგლეჯავ
ზრიალით ხმალსა აღტაცებული...

მ. ჯორჯაძე.

4 ვედრება პატარა გლეხისა

▲back to top


ვედრება პატარა გლეხისა

გლეხის პატარა ბიჭი ვარ,
ღვთისა ამარას გდებული :
სისაწყლე — სიღატაკეში
გაზდილი, დაბადებული
შრომის შვილს მიყვარს მშობელი
ღონეც მიდგია მუხლებში.
მეხრე ვარ: ხარი, კამბეჩი
დამიდის მინდორ-ჭალებში;
მაგრმა მაინც არა ვარ
მადლიერ ჩემის თავისა!
ერთი რამ დიდი მაკლია:
არა რა მესმის წიგნისა.
ისმინეთ, წიგნის მცოდნენო,
ჩემი ვედრება სიტყვაი:
მასწავლეთ წიგნი, მასწავლეთ...
მასწავლეთ წერა კითხვაი!!

რაც სოფლურ საქმეს ეხება
მე ვიცი თითქმის ყველაი:
კევრზედ დადგომა, ვაზის სხვლა,
ურმული, ოროველაი;

მაგრამ რა არის ყველა ეს
თუ კაცურ სიტყვას ვერ გაგცემ!
თუ სხვის გულის-თქმას ვერ ვხედავ,
და ჩემსას ვერვის გადავსცემ?!
ღმერთმანი ეხლა ტოლებში
ლხინიც არ მეხალისება!
რომ წერა – კითხვა ვიცოდე..
მაშინ სხვა საქმე იქნება!!
მაშ ისევ თქვენა, ნასწავლნო,
ისმინეთ ჩემი სიტყვაი:
მასწავლეთ წიგნი, მასწავლეთ
მასწავლეთ წერა - კითხვაი!.

1879 წ.
ლევ ცაველი

5 ალი

▲back to top


ალი

ამბავი ჩვენის ხალხის ცხოვრებიდამ

I

ჩემს პატარა ბიჭობაში, როდესაც, შოლტის ხმარება კი არა, სახარის ხეირიანად მოქნევაც არ ვიცოდი, — მახსოვს — მქონდა ერთი გულითადი სურვილი, ნატვრა. მე მინდოდა, მენატრებოდა ტყის ნახვა! ვისაც კი ამ ჩემს სურვილს გამოუხატავდი ხოლმე, ყველანი ხარხარს მოჰყვებოდნენ ხოლმე და დაცინვით და გაოცებით მეუბნებოდნენ: „ბიჭო და რა ხაზინები დაგიგულებია ტყეში, ან რა მარგალიტის თვლები დაგითესია შენ იქა, რომ აგრე გენატრება მისი ნახვა?“ ხაზინები!... მარგალიტის თვლები!.. მაშინ არც კი მესმოდა თუ რას ნიშნავდნენ ეს სიტყვები! ჩემი სურვილი ამგვარ მაღალ ფარდებიდამ არ მომდინარეობდა ზამთარში თუ ზაფხულში, როდესაც კი ჩემი მამა-ბიძები ტყიდამ შინ დაბრუნდებოდნენ ხოლმე , უსათუოდ უნდა მოეტანათ რამე ჩემთვის. ხან მომიტანდნენ გვრიტის ლამაზ კვერცხებს ან გვრიტის ბარტყებს; ხან მომიყვანდენ პაწაწკინა ჩიტებს, მწერებს, კურდღლის ბაჭიას და სხვ. ხან კიდევ მოქონდათ ლამაზათ დაკროლილი გულსავსე თხილი, მოწითანო. წვრილი წკეპლები, რომლებითაც მე პატარა ლასტებს ვწნავდი ხოლმე და ვუგებდი ფაცრებს ჩვენის მდინარის პაწაწკინტელა ტოტებში. ყოველ გაზაფხულზედ ყველა ამას მშვენივრად გაკეთებული და მომართული ასკილის სტვირიც ემატებოდა. ამ დროს ჩემს თავს მე სრულ ბედნიერთა გგრძნობდი. ყველა ესენი რომ ავიღოთ, შევაჯგუფოთ ერთად და მივაქციოთ ყურადღება მათ განვლენას იმისთანა პატარა სიმონაზე, როგორიც მე მაშინ გახლდით, განა სასაცილო და გასაოცარი იქნებოდა რამ ჩემს ნატვრაში?! მაშინ, რასაკვირველია, ამ გვარ კითხვას მე ვერც მოვახერხებდი და ვერც გავბედავდი მის წარმოთქმას; მაგრამ იმას კი კარგათ ვგრძნობდი, რომ ჩემი დარბაისელნი დამცინარნი ვერ მექცეოდნენ სამართლიანად და კარგად. ნაცვლად ჩემი უბრალო სურვილის დაკმაყოფილებისა, ისინი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გაოცებით დამცინოდნენ ხოლმე და ეგონათ, რომ ამ გვარის მოქცევით გააქრობდნენ ჩემში ამ სურვილს! რასაკვირველია, სცდებოდნენ... გაქრობის მაგივრათ მათმა მოქმედებამ ეს სურვილი გამიცხოველა, გამიცხოველა და ბოლოს ნატვრად გადამიქცია. ამ ნატვრამ სულ მთლად მოიცვა ჩემი არსება. ბევრჯელ თვით მხიარულ მდგომარეობის დროს მომაგონდებოდა ტყე, ჩემი ნატვრა და ეს მხიარულება წამს სულ მთლად ჩაიფუშებოდა ხოლმე ერთხელ გადამჯდარი ჯოხის რაშზედ, შემოხვეული ჩემი ტოლი ბიჭებით, მე დავქროლავდი ჩვენს მოედანზედ... ამ დროს უცებ მომაგონდა ტყე; ვანებე ჩემს ამხანაგებს თავი და, ვითომც აქ არაფერი ამბავი იყო, ჭენებით გამოვწიე სოფლისაკენ. შიგ შუა სოფელში აქამომდე სდგას ღვთის – მშობლის დანგრეული ეკკლესია. ამ ნანგრევისაკენ მივმართე ჩემი გზა, რამ მაფიქრებინა ესა, სწორე მოგახსენოთ, არ ვიცი. ის კი კარგათ მახსოვს, რომ მე შევედი ამ ნანგრევში, მივედი ღვთის მშობლის ხატთან, დავიჩოქე და ვიწყე გულმხურვალედ ლოცვა: შევთხოვდი რომ მას მაინც აღესრულებინა ჩემი ნატვრა…

– ბიჭო, სიმონა შენაა? რას მაიმუნობ შე წუწკო შენა! მომესმა უცებ უკანიდამ. მე მაშინვე ვიცანი ჩემი ბებერი დიდი–დედას ხმა, წამოვხტი ფეხზედ და ფაცხა-ფუცხით დავეშვი ორღობეებისაგენ. ასე მეგონა ერთი რამ საშინელი, სასაცილო საქმე ვქმენი მეთქი... და მრცხვენოდა, მრცხვენოდა ისე, რომ გადავწყვიტე ვახშმობამდისინ შინ არ შევსულვიყავ მართლაცა და კარგა სშირბინდი იყო დაცემული, როდესაც მე ჩვენი ბაკის კარები შევაჭრიალე და ჩუმი ნაბიჯით გავწიე დარბაზის დერეფნისაკენ. მე მინდოდა შემეტყო იყო შინ ბებიაჩემი თუ არა; ან თუ იყო, ლაპარაკობდა რასმეს ჩემზედ თუ კიდეც ელაპარაკნა. ამისათვის მივედი და ავიტუზე კარებთან. დავუგდე უური, მომესმა ჩვენი აზნაურა დიაკვნის ზაქარიას ხმა.

— მერწმუნე გიორგი, ეუბნებოდა ის მამაჩემს: — მერწმუნე, რომ ესე საყდრის ახლო ცხოვრება შენთვის და შენი ოჯახისათვის არ არის კარგი ჩეო.. (ესე იგი ჩემო ბატონო) მუდამ ღვთის კალთის ქვეშა ხარ; მუდამ ყოველ შენ საქმეს. ჩეო, ზედ დასცქერის დიდი მთავარ-მოწამე გიორგი!

— ვენაცვალე მაგის მადლსა და მაგის სახელსა! გააწყვეტინა მამაჩემმა — დაგვცქიროს... ღმერთმა ხო იცის, რო ჩემ ოჯახში კაცი არავის მოუკლავს და ნაქურდალი არავის შემოუტანია!

— ჰეი გიორგი, გიორგი — დაიწყო კვალად დიაკვანმა — ღვთისა წინაშე ვინ არის მართლად, ჩეო. შენ იქნება არ იცოდე შენი და შენი ოჯახის შეცოდებანი: ყოველივე ესე კი წინაშე ღვთისა ცხად არს! ამისათვის, ჩეო, გირჩევ რომ აიყარო აქედამ და აი შენ საბძელთან გადასახლდე…

მამაჩემმა ამაზედ რაღაც უთხრა, მაგრამ ვერ გავიგონე. სჩანდა კია, რომ რაღაც გაჯავრებულად უთხრა ჩვენს ეშმაკ და მაცდურ დიაკვანს. დიაკვანი ამის შემდეგ წამოიბარგა და გამოსწია გარეთ, გამომიარა გვერდზედ და ცუღლუტურის ბუტბუტით გავიდა ჩვენის სახლიდამ. ამის გამოსვლის შემდეგ შევიცადე ცოტა ხანს კიდევ და შემდეგ შევაღე კარი და შევედი სახლში. აქ იყვნენ სულ ველანი: ბებია ჩემი, მამა ჩემი, დედა და სამი ჯერ ახალგაზდა უცოლშვილო ბიძები. წინა- პირველად ამათ თითქო ვერ დამინახეს... თავისუფლად ჩავუარე კერას გვერდზედ და დედაჩემს ამოვუჯექ მუხლს ძირას.

— ჩვენო ერო, ჩვენო ბერო! აცხონე სული თუ არა? დაიძახა უცებ სიციდით უნცროსმა ბიძამ…

— ბერო, ბერო! აბა ერთი გვითხარი რას ლოცულობდი! დაიწყეს აქეთ იქიდამ ყვირილი. ამას მოჰყვა საზოგადო სიცილი. მე ჩავუდე დედა-ჩემს კალთაში თავი და გავინაბე.

— რას მიჰქარამთ მეთქი, ლოცვა რა დასაცინია! მოისმა მამიჩემის ხმა. ამ ხმამ ცოტა არ იყო გამათამამა თავი ავიღე მაღლა.

— აბა, გენაცვალე შვილო, მითხარი რას ეხვეწებოდი წეღან ღვთიშობელსა... მოვიდა ჩემთან და დაყვავებით მითხრა ბებია ჩემმა.

ამ დაყვავებამ უფრო გამათამამა; მაგრამ პასუხის მიცემას მაინც აგრე რიგათ არ ვჩქარობდი.

— ვეხვეწებოდი — ღმერთო და წმინდა გიორგი ტყე მაჩვენე მეთქი... ვსთქვი დაბალის ხმით შემდეგ ცოტაოდენის სიჩუმისა.

ამ სიტყვებმა ხელმეორედ აღძრა მრთელს ჩვენს დიდს დარბაზში ერთი საშინელი სიცილი და ხარხარი.

— ბიჭო და, რა სანახავია ტყე, რო აგრე გენატრება იმის ნახვა? მითხრა სიცილით უფროსმა ბიძამ.

— შე რა გინდა! ოღონც კი ერთი ტყეში წამიყვანეთ და, ღმერთმანი, სულ მე მოვუდგები ხარებს. — მივუგე მე.

კარგი შვილო, კარგი! აი ემ ორ დღეში ფიჩხისთვინ მოგვიხდება ტყეში წასვლა და შენც მაშან თან წაგიყვანთ, — დამპირდა მამაჩემი.

— წაიყვან კი არა და აის არ უნდა! — წამოიძახა დედა ჩემმა, — ეგები აიქ ურმიდგან გადმოგივარდეთ სადმე... ნუ შვილო, ნუ წაევები... იქ ისეთი მგლები და ტურები არიან, რო მაშინვე შეგჭამენ.

— სიმონა, დაიძახა ახლა ბებია ჩემმა — არ წახვიდე შვილო, თორე ტყეში ალი დაგხვდება, წაგიჭერს ყელში ხელსა და დაგახრჩობს.

— ალი პატარა გოგო არ არი!... ი როგორ მომერევა მერე!.. ვსთქვი მე.

— ალი, ბიჭო, პატარა გოგო კი არ არი, — დაურთო შუათანა ბიძამ. — ალი ეშმაკების დედა-კაცია. ისეთი ლამაზია, ისეთი, რო მზეთუნახავსა ჰგავს. მშვენიერი წაბლის ფერი დალალები აყრია ზურგზედა... ჩაჯდება ხომე ტყის წყლებში, გაიშლის თმასა, დაისველებს წელითა და ოქროს სავარცხლით დაიწყებს ხოლმე ბარცხნასა. თუ დროს ადამიანს თვალი შეასწრო, მაშინვე წამოხტება; ეცემა და დაახრჩობს.

— ი, წყეული ძაან ღონიერია თურმე . — დაუმატა უნცროსმა

ამის შემდეგ გააბეს ალზედ ლაპარაკი და თითო რამე ალის ამბავი თითქმის ყველამა სთქვა... სიცილი, ხუმრობა ამ დროს სრულიად გაქრა. მათი ალაგი მალმალმა პირჯვრის წერამ და წმიდის გიორგის სახელის მოწოდებამ დაიჭირა. ხალხი არა ხუმრობდა ამან ძალიან, ძალიან შემაფიქრიანა. ვეღარც ვახშამი ვჭამე ხეირიანათა და და მრთელი ღამეც მამლის ყივილამდე არ დამეძინა, ვფიქრობდი ალზედ. თვალ წინ მეხატებოდა ტყე, მის შუა ალაგას, ვითომც, მოჩანდა პატარა ანკარა მომჩქრიალე მდინარე, რომელშიაც, ერთს მოფარებულს ალაგას, დიდ-თმა გაშლილი იჯდა მშვენიერი მზეთ უნახავი ქალი — ალი. ალი თავის ჟუჟუნა შავის თვალებით იცქირება აქეთ-იქით. უნდა დაინახოს ვინმე ადამიანი, — მივარდეს და დაახრჩოს... ამ გვარი წარმოდგენანი მეხვეოდნენ გარეშემო მრთელი ეს ღამე. პირველ მამლის ყივილის შემდეგ დამეძინა, მაგრამ ვაი ამ დაძინებას! სიზმარში ვნახე ალი და გულგახეთქილმა გავაჭყიტე თვალები. ტყე და ალი ასლა ერთმანეთთან მკვიდრად შეთვისებულ საგნათ გარდიქცნენ ჩემთვის. ერთის ნახვა მენატრებოდა, მეორესი მეშინოდა... როგორ ავცდე ამ უკანასკნელს ისე, რომ მხოლოდ პირველი ვნახო — აი ჩემი ეხლანდელი ფიქრების საგანი! თუმცა ბევრ ნაირად გავწიე და გამოვწიე ეს საგანი, ბევრი ვიბუტბუტე ამის შესახებ, მაგრამ ერთმანეთზედ მაგრა მიკრული ტყე და ალი მაინც ვერ მოვაშორე ერთმანეთს ბოლოს მაინც ისევ ტყემ აჯობა ალსა! გადავწყვიტე: წავალ ტყეში, მაგრამ ჩემს მამა-ბიძათ ერთს ლაჯზედაც არ მოვშორდები. ამ გარდაწყვეტილებით ავდექი დილით. თუმცა ცოტა თავიც მტკიოდა და უხეიროთაც მაზმორებდა, მაგრამ მაინც ხმა არ ამომიღია ამაზედ გაჩუმებული ვუცდიდი იმ დღეს, როდესაც ჩემი მამა ბიძანი ფიჩხისთვის ტყეში უნდა წასულიყვნენ.

II

ამ დღემაც დიდს ხანს არ მალოდინა ორი დღის შემდეგ სა–ამო ჟამზედ მამა ჩემმა გამოიტანა შინიდამ ცული და საძნე ურემს დაუწყო მართვა. ცოტა ხანს უკან ჩემმა ორმა ბიძამ ბაკის კარებთან ერთი სხვა ურემიც მოაგორეს. უღლებს, აპეურებს, და ტაბიკებს დაუწყეს ძებნა და გამართვა. აქედამ ცხადათა სჩანდა, რომ ესენი ხვალ ტყეში წასვლას აპირებდნენ. მამა ჩემს ღრეჯვით მოვაგონე თვისი დაპირება. მან ხელმეორეთ განიმეორა თავისი აღთქმა. მე მაინც მრთლად არ ვენდე ამ დაპირებას: იმ ღამეს უნცროს ბიძასთან, კარზედ ძარ ქვეშ, დავწექი, რომ უფრო კარგათ მეყარაულებინა ტყეში მიმავალთათვის. მეორეს დღეს ჯერ მზეც არ იყო ამოსული, რომ მე თვალებ გაჭყეტილი ვიწექი ლოგინში და გავცქეროდი კონკილებზედ შეყენებულ ურმებს. აგერ მორეკეს საქონელიც და ურმებში და უწყეს შებმა. მე მსწრაფლად წამოვხტი, გადავიცვი ჩოხა, ჩავიცვი ქალამნები და წინ მივეგებე მამა ჩემს, როდესაც ის კალთაში პურებ გამოხვეული, გამოდიოდა შინიდამ.

- წამოდი, შვილო, წამოდი... მითხრა მამა ჩემმა... და გასწია შებმული ურმებისაკენ.

მე სიხარულით და ხტუნაობით გამოვუდექი უკან. ტყეში მოდიოდნენ სამნი: ორი უფროსი ბიძა და მამა ჩემი. ამ უკანასკნელმა დამისვა თავის ურმის თავზედ, თვითონ მოუდგა ურემს გვერდზედა და დავძარით ნელნელა ურმები. მუშის სადილობის დრო იქმნებოდა, როდესაც ჩვენ ტყეში შევედით. მართალია ტყე იმისთანა არ მეჩვენა, როგორც წარმოდგენილი მქონდა, მაგრამ აქაურმა სიგრილემ შემდეგ ტრიალ გახურებულ მინდვრის სიცხისა, მრავალმა დიდმა ხეებმა, მათ ფოთოლთ რაღაც საიდუმლო შრიალმა, ათასგვარ ფრინველთა სხვა და სხვა ნაირმა ჭიკჭიკ-გალობამ და კიდევ ბევრმა სხვა რაღაებმაც ისეთ ნაირად იმოქმედეს ჩემზედ, რომ ცოტას ხნობით ალიც კი დამავიწყდა. გახარებული გადმოვხტი დაყენებულ ურმიდამ და გამალებულად გავქანდის თხილის ბუჩქისაკენ, რომელზედაც კუნწულ-კუნწულად იყო დახუნძლული თხილი. ამ ბუჩქიდამ სხვა ამგვარივე ბუჩქი დავინახე; აქედამ ჩიტის ბუდიანი ბუჩქი; იქითკენ ლამაზი სწორე სასახრევე იფნის ყლორტი - ამ გვარად, ჩემთვის სრულიად შეუნიშნავად გადავდიოდი ერთი ალაგიდამ მეორეზედ და ამასთანავე უფრო და უფრო ვშორდებოდი ჩემს მამა-ბიძათ. ამ გვარი ჩემი დაშორება ვიგრძენი მხოლოდ მაშინ, როდესაც მე ერთს პაწაწა მომჩქრიალე მდინარეს წავადექი. ამის დანახვამ რაღაც თავზარი დამცა. კარგა ხანს გამოურკვეველი შიშის მეტს მე ვერაფერს ვერა ვგრძნობდი. შემდეგ ამ არეულმა მდგომარეობამ ნელნელა იწყო გამორკვევა. ჩემს თავში არეულ საგანთა წარმოდგენათ იწყეს ერთმანეთიდგან განცალკევება... ცალკევდებოდნენ თითქო მისთვის, რომ სამუდამოთ მოშორებოდნენ ჩემს მოსაზრებას. სათითაოდ და ნელნელა იწყეს მათ გაქრობა და ქრებოდნენ, სანამ ეს საქმე ჩემთვის სასიამოვნო და საუშიშარ ორს საგანზედ არ დასდგა. აქ მთლად გამოფხიზლებულ გონებას ცხადათ. წარმოუდგნენ ერთის მხრივ ტყე და მეორეს მხრივ - ალი. „ვაიმე დედავ! ეს რა მომივიდა!“ - წავიბუტბუტე კანკალით და სულ გაკმენდილმა მივიხედ-მოვიხედე... სამის მხრივ მე მეხვია თხილისა და ძეძვის ერთმანეთზედ გადაბმული ბუჩქები... მაღლიდამ დამცქეროდნენ უზარმაზარი მუხის ტოტები... ისეთი გაშტერებულნი მეჩვენენ ეს ტოტები, რომ მათი ფოთლების შრიალიც არ მესმოდა. ფრინვლებთაც ამ დროს თითქო ყველას ენა ჩავარდნოდათ... მათი ხმა კი არა, ფრენაც არ ისმოდა. რაღაც შესაზარავი მკვდარი სიჩუმე იყო ჩემს გარეშემო! დავუგდე ყური ჩემს მამა-ბიძათ, — ვერცარა იმათი ხმაურობა გავიგონე; მხოლოდ ხანდისხან, თითქო, შორს საიდგანღაც, ცულების კაკა – კუკი გაისმოდა ხოლმე. სხვა არაიერი. „შშშრიიი“ მომესმა უცებ წყლიდამ, ცახცახით გავხედე მდინარეს და მომეკვეცა მუხლები: შიგ შუა წყალში მე დავინახე ალი, რომელსაც გაეწეწნა თმა და დინჯად ივარცხნიდა ოქროს სავარცხლით... ამის შემდეგ მე აღარა მახსოვს რა, როგორ გამოვტრიალდი უკან, როგორ შევძელი ურმებთან მირბენა და როგორ დავიძახე: „მიშველეთ ალი“ — ჩემით მე არა ვიცი რა მახსოვს მხოლოდ მამი ჩემის სიტყვები…

— სიმონა, შვილო სიმონა, ჩამომძახოდა ის ყურში, როდესაც, თურმე, ცოტა მოვსულიერდი, — მითხარი შვილო, მითხარი — აბა სად არი ალი?

— პატარა წყალში, აიქითა; თავით ჩვენებით წამოვილუღლუღე.

ამა ბიჭებო, დაუძახა თავის ძმებს მამა ჩემმა, ცულები აიღეთ ხელში და ჩქარა გავიქცეთ... უგები მოვასწროთ ი წყეულსა და ჩავჩეხოთ წელში.

აქ ყველანი წამოცვივდნენ ფეხზედ და მოღერებული ცულებით გაექანნენ იქით, საიდამაც მე მოვრბოდი. მე მამა ჩემს ვეჭირე ხელში. აგერ ჩემი ბიძები ყვირილით და კიჟინით მისცვივდნენ მდინარის ნაპირას. აგერ მივედით ჩვენცა, მივედით და დავდექით სწორეთ იმ ალაგას, საიდამაც მე ალი დავინახე.

აბა, სიმონა, სად იყო ალი. სად? დამიძახეს ბიძებმა.

მე გავიხედე ალისაკენ, მაგრამ იქ ალი ვეღარ დავინახე; მის ნაცვლად სწორედ მის ალაგას ეხლა წელიდამ ამოჩანდა ყვითელ ხავს მოკიდებული მუხის დიდი კუნძი.

— ე მაგ კუნძზე იჯდა მგონია, — ვსთქვი მე ცოტა ყოყმობით.

— ეე! შვილოსან, სთქვა მამა ჩემმა, — ჩუმათ უნდა მოვსულვიყავით... მოგვეჭრა თმა და მაშინ რაც გვინდოდა, იმას ვუზამდით... მაგრამ მაინც ეს კუნძი ცუდათ არი ამოყუნტული წყლიდამ... ეს სწორეთ ალის თმის სავარცხნი ალაგი იქნება! აბა ცულები მაგას.

აქ მამა ჩემმა მე ძირს დამსვა; თვითონ წამოავლო ცულს ხელი და გაექანა კუნძისკენ. მას მიყვნენ ბიძა ჩემები... სამთავნი შემოუმწკრივდნენ კუნძს გარშემო და გაცხარებით დაუშინეს ცულები…

— ე კუნძი ცეცხლისთვინაც გამოდგება! მხიარულათ დაიძახა ერთმა ბიძათაგანმა.

უცებ წაიქცა მამა ჩემი. უფროსმა ბიძამ დახედა თავის ცულს, ცული ტარზედ აღარ იყო... ქნევის დროს მისი ცული გასხლტა ტარიდამ და პირით შიგ შუბლში მოხვდა მამა ჩემს. — მიშველეთ, მიშველეთ ! დაიძახა მამა ჩემმა — ბიძა ჩემებმა გაჰყარეს ხელიდამ ცულები ეცნენ და საჩქაროზედ თავგახეთქილი თვისი ძმა ნაპირზედ გამოიტანეს. გატეხილის შუბლიდამ ჩუხჩუხით გადმოდიოდა სისხლი, ბიძა ჩემები სცდილობდნენ, რომ როგორმე შეეყენებინათ ეს სისხლი, მაგრამ მათი ცდილობა დიდხანს ფუჭად რჩებოდა. ბოლოს ახალუხის მრთელმა კალთამ ძლივძლიობისას შეაყენა სისხლის დენა.

— ვაიმე ცოლო და შვილო! სუსტის ხმით დაიკვნესა მამა ჩემმა, — დამდეთ ჩქარა ურემზედ და წამიღეთ შინა!

ტირილით და ვაი-ვაგლახით შევაბით ურმები, დავუდეთ ერთს მათგანზედ მამა ჩემი და საღამოზედ, ფიჩხის მაგივრად, შინ მკვდარი მამა მივიტანეთ: შუა გზაზედ დალია საწყალმა სული.

ადვილი წარმოსადგენია თუ არა წიოკობა გაჩნდებოდა ჩვენს ოჯახში ამ უეცარის და საშინელის საქმის დანახვით! მრთელი ჩვენი სოფელი ფეხზედ დადგა. საკვირველიც არ არის! ეს სიკვდილი ასე უეცარიც რომ არ ყოფილიყო, მამა ჩემი, მაინც ისეთი გულკეთილა და საწყლის შემბრალებელი კაცი იყო, რომ მრთელი ჩვენი სოფელი მას პატივისცემით და სიყვარულით უცქეროდა. მე მაკვირვებდა მხოლოდ ხალხის ლაპარაკი ამ სიკვდილის მიზეზზედ... ამაზედ ყველანი ერთსა და იმავეს გაიძახოდნენ... ამბობდნენ ვითომც მამა ჩემი პირიანი ქვის სროლით ალს მოეკლას ამ ხმამ ცოტა კი არ გვაწვალა! ჩვენი მღვდელი, მაგ. მამი ჩემის ქრისტიანულად დამარხვას არა სჩადიოდა! ალისაგან არის მკვდარიო. სინამ ერთი წითელი ქაღალდი არ აგვაკრა, გვერდზედაც არ მოგვიდგა ის ჩვენა დამარხვის შემდეგ ამ ხმას ბლაღოჩინამდისინაც მიეხწია... ახლა ის ჩამოგვიხტა სახლში და დაგვიწყო მუქარა — სუყველას ციმბირში გაგაგზავნინებთო. და გვემუქრებოდა, სინამ ამასაც ერთი თუმანი არ მივეცით. ამ პატივცემულ სულიერ მამათა ლაპარაკისა და ჯავრობისა მე მაშინ სრულიად არა მესმოდა რა! ვერ წარმომედგინა თუ რას სჩემობდნენ იგინი... ამისა. თვის მიკვირდა და გაკვირვებული ვიყავი მხოლოდ ყველა ამ ზემოთ ნათქვამის ხმების და ლაპარაკის მიზეზით. როგორ, მამა ჩემი ალმა როდის მოკლა? გეკითხებოდი ჩემს გულში ჩემს თავს და ზედვე მივადევნებდი ხოლმე ნამდვილ პასუხს — ალმა კი არა — მამა ჩემი ბიძა ჩემმა მოკლა.

III

დავმარხეთ მამა-ჩემი, მაგრამ ამის შემდეგაც არ ჩამოგვეხსნა ის წყეული ალი. ჯერ სასაფლაოზედ ენახათ ის ვიღაცა მგზავრებს. შემდეგ გავარდა ხმა — ვითომც მამაჩემი ალს ამოეღოს საფლავიდამ და წაეღოს ტყეში. ეს ამბები ჩვენ შეგვატყობინა ზაქარია დიაკვანმა და გვირჩია, რომ მიცვალებულის სულისთვის გვეწირვინებინა, საფლავი გვეკურთხებინა და შემდეგ საზოგადო წირვა გადაგვეხადა, ყველა ესენი სრულიად აღასრულეს ჩვენებმა; მაგრამ ვაი ამ აღსრულებას! ამან საშინელი დაღი დაასვა მრთლად ჩვენს ოჯახობას და მის მომავალ ბედს. აქამომდე უვალო ოჯახს ამ წირვებისა და კურთხევის მეოხებით ათ თუმანზედ მეტი ვალი დაგვედო, ეს ვალი შემდეგ გადიდდა, გარდიქცა ორმოცათ, სამოც თუმნათ: გავხდით ჩვენ დედა – ბუდიანათ ერთის ურიის მონებათ და ყმებათ. მაგრამ ყველა ეს შემდეგ მოხდა; აწმყო ჩვენი უბედურება კი იმაში მდგომარეობდა, რომ თუმცა ეს ფული დავხარჯეთ და ყველა ნათქვამი აღვასრულეთ, მაგრამ ალი მაინც ვერ მოვიშორეთ. სასაფლაოდამ შემდეგ თვით სახლში გვეწვია ის. ერთს ღამეს უველას ტკბილად გვეძინა; წარსულის მწუხარებით და შრომით დაღლილ-დაქანცულნი, ჩეენ, ცოტა არ იყო იმედიანათ დავუწყეთ მომავალს ცქერა. მაგრამ ამ ღამეს სხვა ვაი-ვაგლახი მოელოდდა ჩვენს სახლსა. გათენება მოტანებული იქმნებოდა, როდესაც შუა ბანიდამ ერთი ვეებერთელა ქვა ჩამოვარდა დარბაზში და რახა-რუხით დაეცა საკიდელას და კერას. ჩვენ ყველანი წამოვცვივდით ფეხზედ.

— ვინა ხარ, ვინა, შე ოჯახ და სახლ-კარი დაქცეულო! შესძახა ქვემოდამ ერთმა ჩემმა ბიძათაგანმა.

- მე ვარ ალი, გამოგზავნილი წმინდის გიორგისაგან... აიყარენით, აიყარენით, თორემ სულ ერთიანად ამოგმუსრავთ. გარჩევით და ქალურის ხმით მოისმა მაღლიდამ.

ამ სიტყვებმა ყველას შიშის ზარი დასცა. ყველამ იცით აღვიარა, რომ უსათუოდ და უსათუოდ ავიყრებით აქედამაო. მეორე დღეს, სინამ რომელიმე ჩვენგანი კარზედ გავიდოდა, ეს შემთხვევა თურმე მრთელმა ჩვენმა სოფელმა იცოდა კიდეც. გაჩნდა სოფელში ერთი საშინელი ჭორიკანაობა.

– გენაცვალე ქალო, იძახოდა ერთი, მაგ საწყალ არაშენდაანთ ალი ახლა სახლში მისჭრომით, ანიდამ ერთი ვეებერთელა ქვა ჩაუხლია და დაუძახია: სულ ყველას დაგახჩობთ და ცეცხლს წაგიკიდებთ, თუ აქედგან არ აიყარენითო.

– ქაა და, ეგ კიდევ რა არის იმასთან, რასაც სხვანი ლაპარაკობენ, მისძახოდა მას მეორე: თურმე, გენაცვალე, მისულა ალი და ი სულ წაწყმენდილი ბებერი მაიასთვინ ჩაუძახნია: ჩემო დობილო მაინო, როგორც აქამდისინ მეხმარებოდი, მამეხმარე ერთი ეხლაცაო: ამომაწყვეტინე ე შენი შვილებიო!

– მერე გენაცვალე, მერე! სულ აყფებულს რა ეთქვა?

– არაფერი, ქალო, იჯდა თურმე ენა–ჩავარდნილივით და უკუღმა პირჯვარს იწერდა.

– უუუი, ჩვენ ჩაქოლვასა! ტყუილათ კი არ იძახოდა ჩვენი ღვდელი — არა შენდაანთ მაია კუდიანიაო,

— გენაცვალე და მეტი კუდიანობა გინდა? ჭიაკოკონობა ღამეს ერთხელაც არ ყოფილა ის შინა…

ბევრი ამ გვარი და ბევრიც ამაზედ უარესები ისმოდა იმ დღეს ჩვენს სოფელში მრთლად ჩვენს ოჯახზედ და კერძოდ — ჩემს საწყალ დიდ-დედა მაიაზედ. ამ უკანასკნელს გვერდზედ აღარავინ ეკარებოდა: მიმავალი რომ დაენახათ, გარბოდნენ იმისგან, როგორც გიჟსაგან, ან საოფლიანის ავათ-მყოფისაგან. ყველა ეს ამბები ჩვენ საღამოზედ გავიგეთ. უნდა დაგენახათ როგორი ჭირისუფალივით ტიროდა ამ დროს საწყალი ჩვენი მოხუცებული. მრთელი ის პირველი ღამე მან სულ „ვაი“-სა და „მე ჩაქოლვილის“ ძახილში გაატარა. მეორე დღეს თუმცა ძველებურად ადრე ადგა ლოგინიდამ, მაგრამ ისევ მალევე მოუხდა უკანვე მიბრუნება, დაწვა, მისცა საშინელი სიცხე და იწყო გიჟივით როტვა. მრთელი დღე სულ როტვაში გაატარა. საღამოზედ კი ცოტა არ იყო შესწყვიტა ეს უაზრო ლაპარაკი და ცოტა ხანს უკან კიდეც ჩაეძინა. ვჭამეთ ვახშამი და დავწექით ჩვენც. შუაღამე იქნებოდა რომ უცებ ჩვენმა ავათ-მყოფმა იწყო ერთი გაბმული და შესაზარი ხრიალი. წამოვცვივდით ფეხზედ და შემოვეხვიენით გარშემო — ავათმყონს. ის თვალებ დაჭყეტილი, გაყვითლებული და გაშტერებული იწვა. შემდეგ ბევრის ყვირილისა, ცივის წელის სხმისა, ცხვირისა და ყურების სრესისა, ის ცოტაოდენათ მობრუნდა.

- რა იყო, დედა, რაო? ჩასძახეს აქეთ-იქიდამ.

- ალი შვილო, ალი. კინაღამ დამახჩო ი წეეულმა. წამოიკვნესა ბებია ჩემმა.

- სად იყო ი წმინდი გიორგისგან დაწყევლილი.... რა უნდა შეჩვენებული ჩვენგან!... დაიძახა უმფროსმა ბიძამ.

ამის შემდეგ აანთეს სამი თუ ოთხი მკვარი, დაუწვეს ძებნა ალსა; გოდორი, კასრი, თარო, თონე სულ გადმოაბრუნეს და გაჩხრიკეს, მაგრამ ალი იქ ვერსად ვერა ნახეს! თუმცა ალი არსად სჩანდა, მაგრამ მაინც ეს გადასწყვიტეს ჩვენებმა:

— ხვალვე უნდა გადავსახლდეთ აქედამ, ხვალვე!.. სთქვეს მათ. კი არ იცოდნენ, რომ ხვალ ამისთანა საქმე გამოუჩნდებოდათ, რომელიც ძალაუნებურად შეუყნებდა ამ განზრახვის აღსრულებას. მეორე დღეს სადილობისას წაიღო თქვენი ჭირი ჩვენმა ბებია მაიამ. ამ სიკვდილის შემდეგ ხომ სულ მრთლად გადირია ჩვენი სოფელი, ისე დავმარხეთ, რომ სამიოდ კაცის მეტი ზედ არავინ მოგვკარებია!..

— გადასახლდით ხალხო, გადასახლდით აქედამ...გვეძახოდა ყველა, ვინც კი ჩვენთან მოვიდოდა, ან ჩვენგანს ვისმეს დაინახავდა.

ჩვენც არა იმათზედ ნაკლებ გვინდოდა აქეთამ გადასახლება. მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ სახლისთვის მასალა სრულიად არა გვქონდა რა. ღმერთმა უშველოთ ჩვენებურებს! გაიგეს თუ არა ჩვენ გადასახლების დამაბრკოლებელი მიზეზი, მაშინათვე შეგროვდნენ კომლზედ კაცი და თავიანთ ურმებით მოგვიზიდეს ბოძები, თავნეები და ჭერი. შემდეგ გვიშველეს მათს დათლასა და გასწორებაზედ; ჩვენის საბძლის გვერდზედ, ცოტა სოფლის განაპირას, სასაიფლაოს გადმოსწვრივ ამოვთხარეთ მიწა; ჩავსხით ბოძები, დავუწეთ თავნეები, დავხურეთ ჭერები: ეს დახურული მიწური გავყავით შუაზედ ლასტით: ერთი ნახევარი დავამზადეთ ჩვენთვის, მეორე — საქონლისთვის. შემდეგ ძველი დარბაზიდამ გადავზიდეთ იქ რაც კი რამ გვებადა და გადავყვეთ მათ ჩვენცა. ღვთის მადლით გვეღირსა გადასახლება!...

IV

ნათქვამია: „კაცს თუ ბედის ჩარხი ერთხელ უკუღმა დაუტრიალდა, სულ უკუღმა იტრიალებსო“. ჩვენც მართლა ასე მოგვივიდა. გადავსახლდით, მაგრამ ახალ და ახალ უბედურებათ მაინც კიდევ ვერ დავემალენით. ჩვენი გადასახლება მოხდა შემოდგომის დამდეგს. ამ დროს კარგა ლაზათიანად ციოდა და რავდენიც დღე გადიოდა, იმდენი უფრო და უფრო ცივდებოდა; სჩანდა, რომ ამ წელს ზამთარი მალე გვეწვევოდა, იქნებოდა სუსხიანი და, ვინ იცის, ხანგრძლივიც. ჩვენი ახალი მიწური კი სრულებით არ იყო ამისთვის მომზადებული. ჩვენ არ გვქონდა არც ალიზი, არც ფიცრები, და ქვით-კირზედ ვინღა იფიქრებდა, რომ ნოტიო შიშველი მიწის კედლები დაგვეფარა და ამ გვარად აგვეშორებინა მათი ცუდი განვლენა ჩვენს ჯანმრთელობაზედ. ამის გამო ჩვენს სახლში მუდამ ცუდი შმორის სუნიც იდგა და საშინლად ციოდა კიდეც... მაგრამ ყველა ამას წინა-პირველად ყურადღებაც არ მივაქციეთ: ორი თუ სამი კვირა მხიარულად გავატარეთ. ვგონებ მეოთხე კვირას ერთს საღამოს ჩემი უნცროსი ბიძა გააცივა; იმ ღამესვე საშინელს თავის – ტკივილს და სიცხეს უჩიოდა . მეორეს დღეს ლოგინიდამ ვეღარ ასწია! გავიდა კიდევ ერთი დღე და ჩვენს ავათ-მყოფს ცხადათ გამოაჩნდა საოფლის ნიშნები. რასაკვირველია, ამ ამბავმა ავათ აგვირია თავზედ ბალანი; მაგრამ სასოებას მაინც არა ვკარგავდით. „რა ვუყოთ! საოფლე, მართალია, ხორველაა ჩვენის სოფლებისთვის, მაგრამ რაც უნდა იყვეს ეს მაინც ადამიანური რამეა! ოღონც ეშმაკობა კი მოგვშორდეს, თორემ სოფლეს როგორ ვერ გავუძლებთ.“ ასე ვფიქრობდით ჩვენა და ვიმშვიდებდით გულსა. ავათ-მყოფი უფრო და უფრო ცუდათ ხდებოდა... ერთხელ გულ დამშვიდებით ვისხედით ყველანი ცეცხლაპირას და ჩუმად ვლოღნიდით ვახშამს.

— მიშველეთ, მიშველეთ!... შეჰყვირა ერთის შესაზარის ხმით ავათ-მყოფმა და წამოვარდა ზეზე! ჩვენც წამოვცვივდით. ფეხზედა, მაგრამ სინამ ჩვენ ავათ-მყოფთან მივიდოდით, იმან იშვირა ფეხი, გადმოხტა კერაზედ: გაექანა და შეძვრა თაროს ქვეშ. ჩვენ შემოვეხვიენით გარშემო.

— ბიჭო, ძმაო ალექსი, რა იყო რაი? დაუძახა მას უმფროსმა ბიძამ.

ამ სიტყვებმა, თითქო, გამოაფხიზლეს ავათ-მყოფი: ის წამოხტა უცებ ფეხზედ და დაიწყო დინჯად, ჭკვიანურად:

— მიშველეთ თქვენი ჭირიმე!... ალი მახჩობს, ალი!

სიტუვა „ალის“ ხსენება და ჩვენი ენის ჩავარდნა ერთი იყო! სიტყვა ვეღარავინ ვერ მოახერხა... ისმოდა მხოლოდ რაღაცა შესაზარი ჩუმი კვნესა, ყველას სახეზედ ცხადათ იხატებოდა სიტყვები: აქაც გადმოგვყვა ის წყეული, დავიღუპენით სულა…

დიდს ხანს ვიდექით ჩვენა ასე გაშტერებულნი და, ვგონებ, კი დევ დიდს ხანს დავრჩებოდით ასე, თუ რომ ჩვენს ავათ-მყოფსავე არ გამოვეყვანეთ ამ მდგომარეობიდამ, იმან ერთი კიდევ შეჰყვირა — ალი, ალიო; შემდეგ დაიწყო მუშტების ქნევა, გადახტა ცეცხლზედ და გულ გაღეღილი დაეცა თავის ლოგინზედა.

— ნუ გეშინიანთ ადამიანებო, გვითხრა დედა ჩემმა, — ეგ სიცხისაგან როტავს.

— და რაღა ალი წამოაროტვინა სიცხემ! გულ-ამოსკვნით სთქვა შუათანა ბიძამ.

ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა. ყველანი ჩუმათ ვიყავით; ყველანი ამ ჩვენს ახლანდელს უბედურებაზედ კფიქრობდით. „მართლაცა და — ვამბობდი მე ჩემს გულში - რაღა ალი წამოროტა! ან კიდევ განა როტვასა ჰგავდა მისი დინჯათ და ჭკვიანურათ წარმოთქმული სიტყვები? არა, არა, სწორეთ თან გადმოგვყვა ალი, სწორეთ უნდა ამოგვჟლიტოს ყველანი.“ ამ ფიქრების შემდეგ მომაგონდა ტყე და იქ ალის ნახვა, მომაგონდა მამა-ჩემი და ყველა ის ხმები, რომელნიც კარგა ხანს ტრიალებდნენ ჩვენს სოფელში ალსა და ჩვენზედა... ბოლოს თვალ-წინ ჩვენი აწმყო მდგომარეობა წარმომიდგა. ყველა ამ მოგონებ–წარმოდგენით მე საშინელმა ცახცაცმა ამიტანა!...

— მიიიშველეთ, მიიშველეთ!... ალი მოდის, ალი! არიქა, აგერ შემოაღო კარები!..... დაიღრიალა კვალად ლოგინზედ წამომჯდარმა ავათ–მყოფმა.

მე მივიხედე კარებისკენ. უურებმა წივილი დამიწყეს. მუხლები მომეკვეცა! კარებში მე მართლა ალი დავინახე.

— ალი, ალი!... დავიძახე და მოვეხვიე დედა-ჩემს.

რა მოხდა ამის შემდეგ მე გარკვევით არა მახსოვს რა! იმ ღამესვე მე მომცემოდა საშინელი სიცხე, დამკარგოდა მაშინვე მოსაზრება და დამეწყო როტვა, რომლის საგნათ მომეტებულად, თურმე, ალი იყო. მრთული ცამეტი დღე მე ამ გვარ მდგომარეობაში ვყოფილიყავ... მეთოთხმეტე დღეს მომსლოდა ოფლი და საღამოზედვე პირიქითა ქვეყნისკენ მიქცეული პირაქეთისკენ მოვბრუნებულვიყავ. მეორე დღეს მოსაზრებაც, ცნობაც და გაგებაც კვალად დამიბრუნდნენ. წინა პირველად, რომ მოსაზრებით გავახილე თვალები და ჩვენს მიწურში აქეთ-იქით მივიხედ მოვიხედე, მე კარგახანს ვერ მოვიაზრე სად და როგორ ვიყავი. შემდეგ მომაგონდა ჩვენი გადმოსახლება, მომაგონდა რომ ამ გადმოსახლებასთანავე ჩვენ საოფლე შეგვიდგა, რომ ამ საოფლით ყველაზედ უწინ გახდა ავათ ჩემი უნცროსი ბიძა, ალექსა, მომაგონდა სადაც ის იწვა და ნელ-ნელა გადავიხედე იქითკენ. ის ალაგი ეხლა ცარიელი იყო, მაგრამ ცოტა აქეთ კი ვიღაც, ალექსაზედ უფრო დიდი, — იწვა. დედა ჩემი ცეცხლა პირას იჯდა და ქვაბში თითქო რაღასაც ხარშავდა, დრო-და-დრო გამოშვებით მისგან ისმოდა დაბალ ხმიანი ზუზუნი და ამ დროს მის ლოყებზედ განუწვეტლად მისდევდა ცრემლი-ცრემლსა.

— დედა, დედა... დავიძახე სუსტის ხმით

— რა გინდა, შენ თავშემოგევლე, რაი? სიხარულით წამოიძახა მან ცეცხლთანვე და ბარბაცით გამოექანა ჩემსკენ.

— ალექსო სად არი დედა? დავეკითხე.

— ალექსო, შვილო, კარგა გახდა და ეს არი ეხლა კარზე წავიდა — მომიგო მან.

— ეს ვიღა წევს ექა? თვალებით უჩვენე მწოლარზედ.

— ეგა, შვილო, ბიძაშენი ნინიკაა! დღეს ცოტათი შეამცივნა და წამოწვა.

სამი-ოთხი დღის შემდეგ, როდესაც ცოტა უფრო კარგა გავხდი თვით დედი-ჩემისაგანვე შვიტყე , რომ ყველა ეს სიტყვები ჩემს დასამშვიდებლად იყო ნათქვამი... სინამდვილე კი მდგომარეობდა შემდეგში: ალექსო ერთი კვირა წოლილიყო ლოგინში და მერე მომკვდარიყო; იმის დამარხვის დღესვე გამხდარიყო ავათ შუათანა ბიძა, ნინიკა. ამან, თურმე, ერთი პირველ ღამეს კი დაიყვირა ალი, ალიო, და შემდეგ მისგან არავითარი სიტყვა არავის არ გაეგონა. მხოლოდ დღისით ხანდისხან თურმე წამოჯდება ლოგინში და რაღაზედაც იღიმება, იცინის; ღამე კი ბევრჯელ გაბმულად და გაურჩევლად ბუტბუტოს და ხან წიხლებსაც იქნევს ხოლმე.

— ნინიკა, ნინიკა რასა იქ, როგორა ხარ? დავუძახე მას, როდესაც ყველა ეს შევიტყე დედი-ჩემისაგან.

ამ დაძახებას წინა-პირველად ნინიკამ თითქო ყურადღებაც არ მიაქცია: ის კარგა ხანს ჩუმათ იყო; შემდეგ ნელ-ნელა წამოიყელყელავა, გადმომხედა და, რა კარგა გამარჩია, დაიწყო ჩუმათ სიცილი.

- ნინიკა, გიამა, შვილო, რო შენი სიმონა კარგა გახდა? დაუძახა მას დედა ჩემმა.

- ხა, ხა, ხა, მამა, მიამა, ხა, ხა, ხა... ხმა-მაღლივ დაიწყო მან სიცილი და ძახილი ამის შემდეგ ისევ წაწვა და თუმცა ბევრი ვეძახეთ, მაგრამ ერთხელაც აღარ გამოგვცა ხმა.

— რათ არის ეგ ეგრე? ვკითხე ჩუმათ დედა–ჩემს.

— ჩვენის ცოდვის კითხვათ არის, შვილო, ჩვენის ცოდვისა, მამიგო მან, ავი სულით დაეცა ერთ ღამეს თავზე და მასუკან ეგრე გასულელდა არაფერი არა სტკივა რა, სიცხე არა აქვს და წევს კი ეგრე; თუ ვეტყვით ადექიო, ადგება; თუ არა და ეგრე გაჩუმებული წევს... მე დღევანდლამდინ ასე მეგონა —დამუნჯდა მეთქი ეგ უბედურის-შვილი!

- დათუა სადღა არი? ვკითხე უმფროს ბიძაზედ.

— ის გაიხიზნა, შვილო, რო ვენახისთვინ მოევლო და ჩვენ- თვისაც გარედამ ეპატრონებინა! მამიგო დედამ.

ასე, ოთხი სული დავრჩენილვინვით მარტოკა... ერთმა ამათთგანმა — თქვენი ჭირი წაიღო, მეორე გასულელდა, მესამემ საოფლე კარგათ იხადა, მეოთხე, დედა-ჩემი, კი ისე საღათ დარჩა, როგორც საოფლემდის იყო, ამათ და ამ გვარად გავატარეთ მრთელი ორი თვე შემდეგ რა კი ორმოცი დღე გავიდა და ავათ აღარავინ არ გაგვხდო მია, მეზობლებმა იწვეს ნელ-ნელა ჩვენთან სიარული... დათუაც ისევ ჩვენთანვე დაბრუნდა; ძველებურადვე გავყავით თავი ჩვენი პირუტყვულ-ადამიანურ ცხოვრების უღელში.

V

გაიარა რავდენიმე წელიწადმა ამ საოფლის შემდეგ. ამ დროს განმავალობაში ბევრმა კოკა პირმა წყალმა ჩაიარა ჩვენი მდინარის კიდეებთ შუა; ბევრ-ნაირად იცვალა ფერი ჩვენის ოჯახის მდგომარეობამაც! ბიძაჩემი ნინიკა დარჩა ისე სულელად. მას თითქო ამ ქვეყნისა არაფერი არ ესმოდა: დაგლეჯილ ყისინის ჩოხაში გამოხვეული ის მუდამ ტრიალობდა თავის შინაგან ქვეყანაში, სხვას ათასჯერაც რომ დაეძახნა ის ერთხელაც არ გასცემდა ხმასა, მაგრამ თავის-თავს კი თითქმის ყოველ წამს ებაასებოდა. სხვასთან ერთს მცირეოდენათ თუ გაიღიმებდა, თორემ სიცილი და ხუმრობა მას სრულიად ეჯავრებოდა; მარტოკასთვის კი რომ გეცქირნათ, ან ყური დაგეგდოთ, თქვენ უსათუოდ, არა ერთხელ დაინახავდით მის ხელების ქნევას, არა ერთხელ გაიგონებდით მის სიცილს. ხალხში რომ ყლიც გამოგეჭრათ, ის თითსაც არ გააქნევდა; მაგრამ შენი მტერი თუ შემდეგ სადმე მარტოკა შეხვდებოდი თვისის ღონიერის მკლავებით მაშინვე დაგცემდათ ძირს და სინამ ერთს კარგა დათვურად არ დაგტოტნიდათ, ხელიდამ არ გაგიშვებდათ. კაცი, ქალი, დიდი, პატარა, ერი, მღვდელი — მისთვის სულ ყველა ერთი იყო; ყველას ერთის საზომით ზომავდა, როდესაც ეს საქმე მისთვის საჭირო იქნებოდა, მაგრამ ყველა ამასთან ის იყო საშინელი ბეჯითი მუშა: ზამთარი თუ ზაფხულს მის ხელში საქმე არ გამოილევოდა. მომეტებულად მას უყვარდა ვენახი და იქ მუშაობა. გაზაფხულდებოდა თუ არა ის მრთელს დღეს ვენახში ატარებდა. ჩვენი ოჯახი დღეს თითქმის სულ მრთლად მასზედ იდგა. უმფროსმა ბიძამ — დათუამ, - ცოლი შეირთო დაწვრილშვილდა და ბოლოს დასნეულდა კიდეც. რაც შეეხება დედა-ჩემს, ეს სწორეთ გასაკვირველი ადამიანი იყო. კარგი ოჯახის ქალი, ის გათხოვების შემდეგაც თავ-დაპირველად კარგს შემძლე გლეხურ ოჯახში დატრიალდა; ამის გამო მან არ იცოდა, თუ რა იყო სასაწყლე; არ გამოეცადა შიმშილი, სიტიტვლე, ძნელი და გაბმული მუშაობა; მაგრამ დღეს, როდესაც ყველა ესენი თავზედ დატედა, ის თითქო სრულიად შეჩვეული დახვდა ამ ამბავს. მრთელის ოჯახის უკუღმა დატრიალებამ და სხვა ათას-გვარმა ცუდმა გარემოებამ მასზედ თითქო არავითარი განვლენა ვერ მოახდინეს. ის მოთმინებით და შრომით უდგა წინ აწმყო გაჭირვებას და რაღაცა გაურკვეველის იმედით შესცქეროდა მომავალს. ესრეთი გახლდათ ჩვენი ოჯახის თვითეულ პირთა აწმყო მდგომარეობა. რაც შეეხება საზოგადოთ მრთელის ოჯახის მდგომარეობას, ეს უფრო სამწუხარო იყო პირველზედ, როგორც ზემოთაც მოგახსენეთ ჩვენი დაძაბუნებული ოჯახი დღეს ერთი ურიის ყმათ გარდაიქცა. ჩვენს მხარეში ყველამ კარგათ იცის ხახამ გაბრულას სახელი. აქამომდე მისი თამასუქები, რკინის ბადესავეფ, არიან გადაშლილნი მრთელს ჩვენის მხრის გლეხობის შრომასა და ოფლზედ თვისას ეშმაკობით, უღმერთო სარგებლის აღებით, ჩინოვნიკების მოსყიდვით და მათ შემწეობით გლეხთა ტვინის წოვით, ის, უწინ ერთი ღატაკი მეწვრილმალე, რავდენიმე წლის განმავალობაში გამოჩენილ მდიდარ კაცად გარდიქცა. ყველამ კარგად ვიცოდით მისი უღმერთოება; ყველას გაგვეგონა თუ სამი ლიტრა მარილის ფასი ხუთს წელიწადს როგორ გარდუქცია ოც-და-ათ თუმნათ ერთს გლეხსა! შემდეგ უჩივლა, წაართვა ვენახი, ნაფუძარი და ღვთისა ამარას გაუშვა მათი საცოდავი პატრონი. ვიცოდით ყველა ესენი და კიდევ ბევრი სხვა რამე, მაგრამ რა გვექმნა?... გაჭირვების დროს მაინც ისევ მას მივმართავდით ხოლმე, რადგანაც კარგათ ვხედავდით, რომ მის მეტი გზა ჩვენს ბედობაზედ სხვა არ იყო გაჩენილი. მივმართეთ კიდეც როდესაც გაჭირვება დაგვადგა. ათი თუმანი თავნი ვალი ხუთი წლის განმავალობაში ორმოც თუმნათ გაგვიხადა. დაგვაწერინა ორმოცი თუმნის ახალი თამასუქი და შემდეგ წაგვიჭირა ყელში ხელი — გინდათ თუ არა მალე უნდა მამცეთ ეს ფულიო. საიდამ მივცემდით! ჩვენს დანიავებულს ოჯახს სად ქონდა ან ათი თუმნის გადახდის შეძლება. მოვიდოდა, გვეჩხუბებოდა, გვლანძღავდა, გვემუქრებოდა და, რა დაიღლებოდა ამ გვარის ყავყავით, მოგვშორდებოდა ხოლმე თავიდამ. მაგრამ ამ გვარი მისვლა-მოსვლა მას ბევრჯელ არ გაუმეორებია: სამიოდ ამ გვარის შემთხვევის შემდეგ ის როგორღაც გაგვაჩუმდა ორი თვე მეტი გავიდა, მისი სახე აღარ დაგვენახა. ეს, დედი-ჩემის მეტს, ყველას გვამხიარულებდა; დედი-ჩემის სახე კი სხვა გვარად იცქეროდა!

რავდენიც დრო გადიოდა და ხახამ გაბრულა გვიძვირებდა თავის ნახვას, იმდენად დედი-ჩემის სახე სევდისა და მწუხარების ნისლებით იფარებოდა.

- ის ურჯულო უსათუოდ ჩივილს გვიპირებს, მამულს წაგვართმევს!... კვნესით იტყოდა ხოლმე დედა-ჩემი.

VI

იყო გრილი, მშვენიერი გაზაფხული. ამწვანებულ ველ-მინდორს გაჰქონდა მწვანეთა ღაღანი; ზამთრისგან გაუვლეფილი ხეები საამურად იმოსებოდნენ ნორჩი, ლამაზი ფოთლებით. ლურჯი არა ხშირ ღრუბლიანი ცა რაღაც იმედიანათ იცქირებოდა ზემოდამ; ნოტიო, გრილი ჰაერი თითქო. კოკიპირულად გვასხავდა საიდგანღაც ძალას, სიხრულს და შრომის სურვილს. ჩვენს შრომის მოყვარე გლეხს ამაზედ მეტი რაღა უნდა?... ჩვენებურ გლეხთ, დაინახეს რა ყველა ეს, წამოავლეს ხელი ბარებს, წალდებს, სასხლავებს. ვენახებში გაჩნდა სარის ჩეკვის კაკა-კუკი, გაისმა მხიარული სიმღერა... იწყო გაცხარებულმა მუშაობამ. ჩემი ბიძებიც, რასაკვირველია, არ იყვნენ სხვებზედ უკან ჩამორჩომილნი. მათაც ვენახის შემუშავებას მიჰყვეს ხელი, დაბარეს, გასხლეს და შესარეს; ამოუთხარეს გვერდებზედ სარუო თხრილები, გაასწორეს ღობე და სადაც საჭირო იყო დაადვეს ჯალჯი. ერთის სიტყვით ვენახი ახალი პატარძალივით მორთეს. გაიარეს კვირეებმა, თვემ... ვაზი შეიმოსა ფოთლით. ყურძნის მტევანთ იწყეს შევსება და გადიდება. ეტყობოდა რომ წელს კარგი ღვინის მოსავალი იქნებოდა.

ერთს კვირა დღეს. წირვის დროს, ჩვენებურმა მამასახლისმა შემოაჭრიალა ჩვენი კარები და შემოიძახა სახლში:

— ბიჭო, დათუა! გამოდი საყდრის კარებთან, შენზე ცოტა რამ საქმეა.

დათუა მაშინვე ადგა და წავიდა; მის გასვლის შემდეგ ნინიკამაც აიღო წალდი ხელში და გასწია ვენახისაკენ. კარგა შუადღე გადვიდა და ჯერ არც ერთი, არც მეორე ბიძა სახლში არ დაბრუნებუ ლიყვნენ. დედა-ჩემმა ამოზილა ლობიო, ამოიღო. კიდობნიდამ მჭადის ნახორხლები და ნელ-ნელა ჯამებსაც ალაგებდა ხონჩაზედ, რომ უცებ დერეფნიდამ მოისმა რავდენიმე ადამიანის ფეხის ხმა და ლაპარაკი. ცოტა ხანს უკან გაიღო კარები და დარბაზში შემოვიდა ბიძა ჩემი დათუაც, მას შემოჰყვა მამასახლისი, ორნი მინი თანაშემწენი, ხახამ გაბრულა და ერთი ვიღაც რუსულად ჩაცმული — სასამართლოს ბოქოული,როგორც შემდეგ შევიტყეთ. ათასი წელიწადიც რომ ვიცოცხლო, ვგონებ, მაინც არ დამავიწყდეს ბიძა ჩემი დათუას მაშინდელი სახის გამომეტყველება! სახის კი არა მარტო, მრთლად მისი არსების მდგომარეობა. ამ ნახევარ დღეს ის ოც-და-ათის წლის კაცი, სამოცის წლის მოხუცებულს დამსგავსებოდა. წელში საცოდავათ მოკაკულს, გაყვითლებულს, თვალებ მიცივებულს მას, დამპალს ხესავებ, გაჰქონდა ძანძარი. წინა-პირველად ის თითქო ვერაფერს ხედავდა: იჩერჩეტა, იჩერჩეტა და კინაღამ კერას გადააწყდა. დედა-ჩემმა მათ შემოსვლის დროს ერთი ღრმათ ამოიკვნესა და მიჯდა თაროსთან. ჩვენ, სხვებს, დათუა მთვრალი გვეგონა.

— კაცო რა დაგმართვია შე ოჯახ–დაქცეულო ! დაუძახა მას ცოლმა - კერაზე თავ-პირი არ დაიმტვრიო!...

ამ ხმამ დათუაც თითქო ღრმა ძილიდამ გამოაფხიზლაო. ის შესდგა კერასთან, მწუხარეთ აგვავლ ჩაგვავლო თვალი და, რა დაინახა დედა-ჩემი, ერთი საშინელის ხმით დ იძახა:

– ჩემო რძალო, ქეთევან... ვაი ოჯახის დაღუპვასა. ამ ურჯულომ, ამ თათარმა ურიამ აკი მართლა დაგვღუპა!... უჩივლია, უჩივლია!... ვაი, ცოლო და შვილო დაღუპულო!!..

დედა-ჩემი წამოვარდა ფეხზედ, დარეტიანებულსავით ბარბაცით და თავის ცახ-ცახით მოვიდა ცეცხლა პირას...

- მერე, მერე? ჰკითხა მაზლს.

- ვენახი გაგვიყიდეს, ვენახი, ვენახი... ვაი ცოლო და შვილო! ნაფუძარი გაგვ…

— აკი წინათვე გული მიტყობდა! ეგ ურჯულო ეგა!.. ცრემლით თვალები სავსემ წამოიკვნესა დედა-ჩემმა.

ამის ცრემლებმა და მომტირალე ხმამ ბავშვებსა თუ დიდებში აღძრა ერთი საშინელი ტირილი და ჯღავილი. კაცს ეგონებოდა ამ ხალხს ცხედარი უძევთ წინაო. ყველანი ვტიროდით, მაგრამ დათუა.. დათუა!.. ეს დაგლეჯილ დათვივით ღრიალებდა.

— ე რა ამბავია ეე! ჩემი რჯულის მადლმა აქ კაცს არ დაედო გომება ეე!.. სთქვა ხახამ გაბრულამ და გასწია კარებისაკენ. დანარჩენთ მის მეგობართ დათუას დაუწყეს ბრძნულად დარიგება...

— ე მაგ ტირილს, შვილოსანა, ის სჯობია, რო დამშეულ ხალხს გვაჭამო რამე.... დააბოლოვა მამასახლისმა საერთო დარიგება. გაჭამოთ კი არა, შავი ქვა არ გინდათ!... თქვე სულთა-მხუთავებო, თქვე კაცის მკვლელებო თქვენა! დაიძახა გამწარებულმა დათუამ.

— ე ჩემი გასამჯელო მამეცით მალე! ბრძანების კილოთი წარმოსთქვა სასამართლოს ბოქოულმა. მარტო თქვენთან ხომ არ მოვსულვარ, სხვაგანაცა მაქვს საქმე.

— რამტენი მინანთულია, ბატონო იოსებ? ცუღლუტურის თვალების ჭუეტით კითხა მას მამასახლისმა.

— თორმეტი მანეთი და ათ შაურ-ნახევარი! ბრძანა ბოქოულმა

— თორმეტი გროშიც არ გვაბადია! რა უნდა მოგცეთ!. ვენახი ნაფუძარი წაგვართვით და კიდევ ჩვენ უნდა მოგცეთ? ღმერთი მოიგონეთ, თქვე სახლ-კარ-დაქცეულებო, ღმერთი!... დაიძახა დედა- ჩემმა.

— მე შენისთანა დედა-კაცებს პასუხს არ ვაძლევ! ბრძანა ბოქოულმა.

— აბა ხეპერაანთ ბაბალესავეფ თურაშაულით სავსე გოდრები მოგართვა, თუ პასუხი არ გამცე მაშინვე! აბა მედუქნე მიხაკასავეფ ცოცხალ-ცოცხალი კაპოეტები მოგართვა, თუ მაშინვე მოწყალეს თვალით არ დამიწყო ცქერა!... სთქვა გაცხარებით დედა-ჩემმა.

– შენს სიტყვებს, დედა-კაცო, რა ფასი სძევს!.. ყველამ იცის რომ მე ქრთამს არ ვიღებ და საწყლი ხალხი მებრალება. ბრძანა ამაყად ბოქოულმა ცოტაოდენის სიჩუმის შემდეგ.

– ჰო, სიტყვით თურმე ეგრე ბრძანებ ყველგან: საწული ხალხი მებრალებაო.. აბა ერთი ბრძანე — რომელი საწყალი კაცისთვის ურთი ორათ არ გამოგირთმევია ფული!.. მიუგო დედა-ჩემმა.

– ამდენ ცილის წამებას მე შენ არ შეგარჩენ! ბრძანა დაბღვერით ბოქოულმა და მიუახლოვდა მამასახლისს; წასჩურჩულა მას რაღაც ყურში და დასდგა დინჯ-შემოყრილი. მამასახლისი წამოელყელავდა და მრისხანეთ ბრძანა:

— როგორ თუ არას მისცემთ? მაშ ე ჩინოვნიკი კაცი თქვენი მოსამსახურე ყოფილა რაღა!.. უი, სუდაებო! წადით და ბოსლიდამფურ-კამეჩი გამოიყვანეთ.

მამასახლისის თანაშემწენი დაიძრნენ კარებისკენ.

– ფურ-კამეჩი ჩემია და ჩემი ცოცხალის თავით არავის დავანებებ... დაიძახა დედა-ჩემმა — და გაქანდა კარებისკენ.

ამ დროს ბაკიდამ შემოისმა ჯერ რაღაც ხრიალი და შემდეგ ნაწყვეტ-ნაწყვეტად ყვირილი:

– მიშველეთ ეე. მამკლა... მიშველეე…

– არიქა უშველეთ, დაიძახა მამასახლისმა: ალბათ ის გიჟმა ნინიკამ ჩაიგდო ხელში ხახამ გაბრულა! არიქა უშველეთ!...მაგ მამაცხონებულს ვენახში აკი გეუბნებოდი თავი დაანებე მა გიჟსა მეთქი …

ყველანი გაცვივდნენ ბაკში. გაბრულა ზედ ბაკის კარებში იყო გაჭიმული; მას გულზედ აჯდა ნინიკა; ცალი ხელით მას დაებღუჯნა მრთლად ყელი და კისერი გაბრულასი და ახჩობდა; მეორე ხელი წაუვლო წვერში და ისეთი ღონივრად ახლევინებდა თავს მიწაზედ., რომ სამ-ოთხ ალაგიდამ თქრიალით გადმოსდიოდა სისხლი ურიას.

მაშასახლისი და მის თანაშემწენი მისცვივდნენ ნინიკას, გადმოაგდეს აქეთ და შეუბრალებლად დაუშინეს ჯოხები, ნინიკა იდგა ჩუშათ და მხოლოდ საცოდავათ იღრიჯებოდა ხანაც, როდესაც ძრიელ ეტკინებოდა, რაღაცა პირუტყვისაეფ შეჰღმუვლებდა ხოლმე. სამი კაცი უღმერთოთა სცემდა მას და სცემეს, სინამ დედა-ჩემი არ ჩადგა მათსა და მათ მსხვერპლის შუაში. დედა-ჩემი დაინახა თუ არა მამასახლისმა, შესდგა, მიიხედ-მოიხედა და დაიღრიალა:

— გამოიყვანეთ, ბიჭებო, ფურ-კამეჩი, გამოიყვანეთ ჩქარა!

სთქვა მამასახლისმა და თვით გასწია ბოსლისაკენ; თანაშემწენი გამოუდგნენ უკან დედა-ჩემმა წამოავლო იქვე ახლო მდგომ ნიჩბის ტარს ხელი და გაექანა ბოსლის კარებისკენ.

— ექ თავს მოვიკლამ და კამეჩს კი არ დაგანებებთ. დაიძახა მან — და ჩასდგა ბოსლის კარებში.

— ჩამოდექ, ჩამოდექ, დედა-კაცო, დაიყვირა მამასახლისმა და გაიშვირა წინ ხელები, რომ დედა-ჩემი აქეთ გამოეგდო, მაგრამ დედა-ჩემი მაგრა იდგა კარებთან.

— რას უყურებთ! შეუტია მომცინარ თანაშემწეთა მამასახლის მამოდით, გადააგდეთ იქით ე გაკაპასებული დედა-კაცი.

სამთავენი მიეხვივნენ დედა ჩემს გაჩნდა ლანძღვა, წეევლა, წივილ-კივილი. ამ ვაი-ვაგლახში უცებ აიმართა ჰაერში დედი-ჩემის ნიჩბის ტარი და მოსხლეტით დაეშვა მამასახლისის თავს. მამასახლისმა თავზედ ხელების სმით იკადრა უკან დაწევა... ნიჩბის ტარმა წამ და უწუმ იწყო ჰაერში ტრიადი. თანაშემწეთა მოუსვეს ბაკის კარებისკენ; მამასახლისი, ბოქოული მიუვნენ მათ უკან. დედა-ჩემიც არ იდგა ერთს ალაგას; ის სრულიად სახე შეშლილი. გამგელებული მისდევდა მათ უკან და კარგი ვაჟ-კაცივით ატრიალებდა ნიჩბის ტარს მათ თავებ ზემოთ.

— დედა - შვილობას მიშველე ქეთევან ეე .. მიშკელ.. მოისმა უცებ ძახილი.

დადა-ჩემი გაიქცა ურიისაკენ. როდესაც ყველანი დედა-ჩემს მი ეხვივნენ ბოსლის კარებთან, ხახამ გაბრულას უცებ ეცა ნინიკა და საჩქაროზედ ამოიდო ქვეშა.. წეღანდლისავეფ დააჯდა ზემოდამ და წაუჭირა ყელში ხელი..

— აუშვი, აუშვი ეგ თათარი, ეგა...აუშვი ბიჭო, ექ ცოდვა არა შეგვენთხვეს რა! დაუძახა დედა-ჩემმა ნინიკას და წაავლო მას ხელი ნინიკა „ჰე“ „ჰეეს“-ს ძახილით ადგა, ხახამი საჩქაროზედ წამოხტა ფეხზედ და ფაცხა-ფუცხით გავარდა ბაკის კარებში... დედა-ჩემმა ჩაკეტა მაგრა ბაკის კარები. დაბეჟილი გაბრულა მიუერთდა თავის პა- ტიოსან ამალას, რომელიც შეჯგუფული იდგა ბაკის კარების ცოტა შორი-ახლო ამ დარბაისელმა ხალხმა ერთმანეთს აავლ-ჩაავლეს თვალი: ურიას და მამასახლისს პირი სისხლითა ჰქონდათ შესვრილი.

— ვაი, დედი-ჩემის ღმერთსა! იძახოდა მამასახლისი, ერთმა წუპაკმა დედა-კაცმა რა გვიყო! ღმერთია შენ თავდები ხალხი თავი აღარ გაგვეყოფება

— აი დასწყევლა ჩემმა გამჩენმა წმინდა გიორგიმ ეგ დედა-კაცი!... მისძახოდა. მამასახლისს ერთი თანაშემწეთაგანი რა გვიყო შენი ჭირიმე!.. რათ გამოვიქეცით კაცო! რატო, შვილოსან, კარებში არ წავაქციეთ და თავის ლეჩაქით ერთი......არ შევაჭამეთ

— ტყუილათ კი არ არის, ძმაო, ნათქვამი: დედა-კაცმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარიც ვერ შეიმაგრებსო! მაგრამ დედა-კაცი, ძმაო, სწორეთ ალი ზის. წმიდა გიორგის მადლმა ალი ზის!. . . თავი გამიტეხა მა ოჯას-დაქცეულის გამოცემულმა!

— მოდი ერთი თავი შემხვიე ეე.. დაუძახა მოლაპარაკეს გაბრულამ უნდა უსათუოთ ვიჩივლოთ ეე

— უნდა ვიჩივლოთ! დაურთო. მამასახლისმა: მაშ არა და ეგო რე გავუშვებთ.

- აკი გითხარით: ფულები გაბრულამ უნდა მამცეს და არა მაგათა მეთქი...სთქვა ბოქოლმა — აიჩემეთ — არა იმათაც გამოვართვათო!.. კარგები გამოართვით! ექ ღმერთი არ გაგიწყრეთ — არ უჩივლოთ, თორემ ეს საქმე სულ მე მამეხვევა თავზე... ისევ ისა სჯობიან აქვე შინაურულათ გადაახდევინოთ.

იყაყანეს კიდევ რაღაებზედაც და შემდეგ ამალა შემოეხვია თავის ბატონს — ხახამ გაბრიელას და დაუწყო გასამჯელო ფულის თხოვნა. გარულამ ბევრი იყოყმანა; უნდოდა თავიდამ აეცდინა ფულის გაცემა, მაგრამ ვერა გააწყო რა და ბოლოს ამოიღო ქისა, ხუთი მანეთი მათ მასახლისს მისცა, სამ-სამი მანეთი მის თანაშემწეთ ..თხუთმეტი მანეთი სასამართლოს ბოქოულმა ჩაიდო ჯიბეში. და წავიდ-წამოვიდნენ

VII

ურიისა და მის ამალის გაცლის შემდეგ დათუა გააცივა და ჩაწვა ლოგინში. მრთელი ერთი კვირა ივახვახა. მეორე კვირას თუმცა წამოდგა ლოგინიდამ, მაგრამ იუო საშინლად დასუსტებული და გაუ უვითლებული მამაკვდავისავით. ამ გვარ მდგომარეობაში მყოიფი დათუა რთს თბილს საღამოს იჯდა ჩვენის ბაკის კარებთან და ნაღვლიანად გაიცქირებოდა სასაფლაოსაკენ. დათუას სახე ღრმა მწუხარებით იყო დაფარული. ყოველი გამოხატულება და მოძრაობა მის სახისა ცხადათ აჩვენებდა ამ კაცის სულისა და გულის სრულს დაცემას. მისი ჩაცვინული, მიცივებული თვალები ისე დაღონებით და რაღაც სასოებით იცქირებოდნენ სასაფლაოსაკენ, თითქო. მათი პატრონი იქ დამარხულ გვამთ შენატრისო . დიდს ხანს იჯდა დათუა ესე გაჩუმებული; ბოლოს, გაანძრია თავი, სამჯერ ოთხჯერ გულიანათ ამოიკვნესა; შემდეგ ისევ სასაფლაოსაკენ მიიხედა, ახვლ-ჩაავლო თვალი იქაურობას და ღალის ხმით, თითქო უნდოდა ეს სიტყვები გაეგონებინა მათთვის, ვისკენაც იყვნენ მიმართულნი, დაიძახა: ნეტავი თქვენ, ნეტავი თქვენ! ამის შემდეგ მან ისევ ჩაღუნა თავი და, როგორც მის ცრემლით სავსე თვალებს ეტყობოდა, გაება ისევ სამწუხარო ფიქრებში.

მზემ კარგა ხანია რაც ჩაუშვა - თვისი „შუბის ტარი“ სხივები დასავლეთის მთებისკენ. მისი საღამოჟამურ უვითელ მოწითალო სხივები მხოლო აქა-იქაღა იყვნენ გაწოლილნი დიდის მთების ჩრდილით დაფარულ, ათასფერად აჭრელებულს ველს — მინდორზედ საღამო– ჟამური ბინდ-ბუნდი ნელნელა ეხვევოდა ბარ ალაგს; მაგრამ თოვლით მოსილი მაღალი მთის წვეროები კი ამ დროს მხიარულათ კაშკაშობდნენ: დამავალი მზის სხვა და სხვა ფეროვანი სხივები უხვად მოფენოდნენ მათ და იადავდნენ რაღაც საოცარს ელვარებას. ყვნოსის დამტკბობი მინდვრის ხერი ნელნელა ინძრეოდა და ამ მოძრაობით აჩენდა მწვანე თავთავიან ყანებში ზღვის ტალღების მსგავს ამაღლებულ და დადაბლებულ ზოლებს, ფრინველთ გალობა — ჭიკჭიკი, საქონლის ბღავილი. ადამიანის სიმღერ – ხმაურობა ერთი - ორად აცოცხლებდნენ უამისოთაც გაცოცხლებულ გაზაფხულის ბუნებას. მაგრამ... ჯანაბას ყველა ესენი!!. რას ნიშნავს ბუნების სიმშვენიერე, თუ კი ადა- მიანის გულსა და სულში აღგზნებული ცეცხლი ანთია! თუ ნამდვილი მშრომელი ადამიანის არსება ცხოვრების უმსგავს გარემოებათა წუა- ლობით ისე დატანჯულა და იტანჯება, რომ დამიწებული გვამის მდგო- მარეობა მისთვის სანატრელი გამხდარა !! ჩვენი დათუა ყველა ამ ბუნების სიმშვენიერეს თითქო ვერც კი ხედავდა. ის მწარედ დაღონე– ბული თავჩაკიდული იჯდა და ვგონებ კიდევ დიდს ხანს იჯდებოდა ასე გაუნძრევლად, თუ მოსული ღორ-ხბოს ნახირის ჭუვირილ-ღავილს არ გამოეჟვანა ამ მდგომარეობიდამ. მან აიღო თავი მაღლა და გახედა სოფლისკენ მიმავალ შარა-გზას. გზაზედ მოჩანდა ვიღაც კაცი. წინაპირველად ის დათუამ ვერ იცნო, მაგრამ რა ცოტა ხანი გავიდა და მომავალი მოუახლოვდა დათუამ გაარჩია, იცნო, რომ ის აზნაურა ზაქარია დიაკვანი. გავიდა კიდევ რავდენიმე წამი და ზაქარია დაღვრემილის სახით, თვისის პლუტურის თვალებით და ცხვირის განუწყვეტელის კრუტუნით დაადგა თავს ჯანგამოცლილ დათუას.

— მობრძანდი, მობრძანდი ზაქარია! დაუძახა მას კვნესით დათუამ... დაბძანდი შენი ჭინმე…

— რა ამბავია კაცო თქვენს თავს, — ფლიდურ-ჯავრიანის კილოთი დაუწყო კითხვა დათუას ახლად მოსულმა, როდესაც მანაც ჩამოსაჯდომი ქვა იშოვნა: ღმერთია მოწამე, ჩეო, რომ თქვენი ესეთი ყოფა ყველასთვის შესაწუხარია! ნათელ-მირონებიც რო არ ვიყვეთ, ჩეო, ქრისტიანები და მეზობლები ვართ. ვფიქრობ და ვერა მომიფიქრია რა — რა არი და როგორ არი თქვენი საქმე, ჩეო.

რა როგორ არი, ჩემო ზაქარია, იწყო კვნესით დათუამ — ვიღუპებით და ეს არი! ვენახი, ნაფუძარი წაგვართვეს! რაღა ოჯახია ჩვენი ოჯახი ... ღმერთმა ათღო ჩემზედ ხელა!... ჩვენი უბედურება ი წყეული აღიდგან დაიწუო. მე ეხლაც ისე ვიქრობ, რო ი წყეული ახლა უჩინრათა გვდევნის. ღმერთო, ღმერთო იდიდოს შენი სახელი.... გვაპატიე შენს მადლს და შენ სახელსა! გვეყჟო ამდენი ვაი-ვაგლახი.

დათუა დაჩუმდა... მისი ცრემლით სავსე თვალები მიაჩერდა ზეცას... მისი სახის გამომეტყველება ცხადათ აჩვენებდა, რომ ამ საცო დაგ იმედ დაკარგულ კაცს ბევრი რამ ნუგეში აღარც იქიდამ, იმ მათ ღალი ლურჯი ციდამ, ძლეოდა .

როგორც მეძებარი ძაღლი აიცქვუტს ხოლმე ყურებს, როცა ნადირის სუნს აიღებს, ანუ ნადირს დაინახავს, ისე ზაქარია დიაკვანმა აცქვიტა უუ- რები, როდესაც დათუამ სიტუვა „ალი“ წარმოსთქვა. მის ჭუეტია თვა– ლებში უცბათ გაიელვა რაღაც სიხარულის და კმაყოფილების შუქმა. მაგრამ პატრონმა დიდს ხანს არ დასტოვა იგინი ამგვარს ნეტარებაში. თვალებმა ისევ დაღვრემილი სახე მიიღეს... მათმა პატრონმა ამოახრანტალა და გაუგრძელა ბაასი დათუას.

— გონიერი და გამოცდილი კაცი ხარ დათუა: ჩემგან, ჩეო, რისამე მოგონება შენთვის, ჩეო, საჭირო არ არი. შენ, ჩეო, ეხლა სწორე თქვი რო ჩვენი უბედურობა ალის გამოჩენიდამ იწუოვო! მეც ეგრე ვფიქრობ. მაგრამ ე დღეს ალი რო აღარა ჩანს და მაინც თქვენი ოჯახი სულ უკუღმა და უკუღმა მიდის. ალი, წმინდა გიორგის მადლით აღარსადა სჩანს, მაგრამ ეს თქვენ, ჩეო, რო მაინც ვერ გაიმართეთ, წელი! ეს რა არი? რისგან არი? აი ეს მინდა გავიგო. აქ დიაკვანი გაჩუმდა და თვალებ დაჭჟეტილი, ტუჩები მოკუმშული შეაჩერდა დათუას დაღვრემილს სახეს.

— აკი მოგახსენე, რო იქნება ის წყეული ალი ახლა უჩინრათ გვდევნის მეთქი!...

ღმერთ ერწმუნე დათუა, რო გონიერი კაცი ხარ შენა, ჩეო. შეიძლება, როგორ არ შეიძლება! ... მე, ჩეო, ცხონებული ბიძა ჩემი შალვასაგან გამიგონია, რო წყეული თუ ჩამოეკიდა ვისმეს, უჩინრათაც დაუწყეებს დევნასო შენი სიტუვა მართალია დათუა მართალი !

დათუამ ამოიკვნესა!... დიაკვანიც ცოტა ხანს გაჩერდა. შემდეგ უცებ ფეხზედ წამოხტა, დაუდგა წინ დათუას და სახე აღტაცებით უთხრა:

იცი დათუა რას გეტყვი!... აკითხვინე მკითხავს! ე ეშმაკეულელი მკითხავი ხო გაგიგონია როგორ კარგა მკითხაობს! აკითხვინე შენცა, ჩეო... ჰა!...

— განა არა მეცა ვფიქრობდი მაგაზე... ძაან კარგი იქნება... ხვალვე გავგზავნი ჩემ რძალს მკითხავთან…

— იცი დათუა რას გეტყვი? ეს ჩვენ შუა დარჩეს და გირჩევ, რო შენი ცოლი გაგზავნო! რაც უნდა იყვეს რძალს ისე არ შესტკივა მაზლისთვის თავი, როგორც ცოლს ქრმისთვინა!

— მართალი ბძანებაა შენი დიიმე.... ჩემი რძალიც ძაან დედა- კაცია!... მაგრამ ისა სჯობია რო ჩემი დედა-კაცი წავიდეს... დათუა გაჩუმდა... მაგრამ ცოტა ხანს უკან საჩქაროთ მიიხედა ზაქარიასკენ და დაეკითხა:

— მართლა, ზაქარია, რა ისმის რაღაც უარია იმაზე... ი ერთ დროს ძაან დაფაცურდა ჩვენი ხალხი და ეხლა კი თითქო აღარა ისმის რა!..

— რა ბძანებაა! როგორ არ ისმის რა!... სიხარულით შესძახა დიაკვანმა, — ვენაცვალე ჩვენ რუს ხემწიფეს.... დიდ წყალობას უშვრება ჩვენ შევიწროებულ ხალხსა... გაიგონებდი შენცა, ჩეო, რო ხემწიფემ გასცა ბძანება — რაც რამ უარია არისო. სუ კარგათ შეამზადეთო გაიუვანეთ წულებიო, შეიმუშავეთ კარგათაო, დადგით ქვითკირის სახლებიო, მიიტანეთ ყველა სამუშაო იარაღებიო, მიიყვანეთ ბლომათ მშვენიერი არჩეული საქონელიო; მერმე შეატყობინეთ ქართველ შეუძლებელ გლეხებსაო და უთხარით მათაო, სემწიფემ, ჩეო, ყველა ეს სულ თავის ხარჯით მოგიმზადათ თქვენაო და ვასაც სურვილი გქონდეთ და წადით და დასახლდით. იქაო... ხარჯისაგან და ყველა დავიდარაბისაგან განთავისუფლებული იქნებითო, ჩეო. ახლა ისიც უნდა გაიგო რა მოსავალიანი ადგილია თურმე დალო- ცვილი უარაია, ჩეო... ცხენი რო გააჭენო და იმისგან აჩიჩქნილ მიწაი პური ან სიმინდი ჩათესო სულ ზღვათ გასკდება თურმე... სამიოდ კოდი რო დათესო თურმე რავდენიმე წლის მოსავალი მოგივა... ახლა ტყე თქვი, რა ტყე და ისიც იქვე ზურგს უკან... ერთი რამ აკლია თურმე, ჩეო, იქაურობას: მუშა კაცი არ არის... ღმერთ ერწმუნე, თუ თქვენი ნინიკა რო იქ მოხვდეს ყოველ წლივ ორას ამას კოდს წმინდა თავთუხის პურს ჩაურის ორმოებში... აქ მობაასე დასდგა და შეხედა მსმენათ გარდაქცეულ დათუას.

— მე და ჩემმა ღმერთში კაი ღვთის წეალობაა ეგა! ერთი სახემწიფო ხარჯისაგან და ბეგარისაგან გათავისუფლება ერთ რამეთა ღირს, ძმაო! თუ ეგრეა მაშ ბევრი ხალხი გაიწევს იქით…

— ეს სულ ესეა... ყველა ეს, ჩეო, ჩემა ძმა ანდუყაფარმა მითხრა... და ხო. რო იმას თითონ ხემწიფისგან მოსდის ახალ–ახალი ამბე- ბი... მართალია უველა ესა და ამისთვინაც, ჩეო, დიდძალი ხალხი აპირობს იქ წასვლასა... მაგრამ, ჩეო, მომეტებული მათგანი მერმის გა- ზაფხულზე აპირობენ გამგზავრებას... ვინც ჩეო. წრეულსვე წავა, ვთქვათ შემოდგომაზე, იმისთვინ ძაან კარგი იქნება... სახლსაც, მამულსაც, სახნავ-სათეს იარაღსაც, საქონელსაც — სუყველას აირჩევს და რო- მელიც მოეწონება იმას თავისთვინ აიღებს, როცა სხვანი მერმის მივლენ, ის დასახლკარებული დახვდება იმათა... ჩეო!

დიაკვანი გაჩუმდა; დათუაც არ იღებდა ხმას; ეტყობოდა რომ ის რაღაც სასიამოვნო ოცნებაში იყო გაბმული. ეს შენიშნა დიაკვანმა, ჩაასველა, ულვაშებ ქვეშ გაიღიმა და შემდეგ წამოდგა ფეხზედ.

— მშვიდობით დათუა! ღმერთსა და ე პატიოსან წმინდა გიორგისა ვთხომ, რო ისევ კარგა გახდე და ვაჟკაცურათ მოისვა ისევ თავზედ ხელი... ფიქრი ნუ გაქვს, ღმერთია მოწყალე: ხემწიფე ცოცხალი გვყვამდეს, თორე რა გაგვიჭირდება... სთქვა ყველა ეს ზაქარიამ და ნელნელა გაუდგა თავის გზას.

— გადღეგრძელოს ღმერთმა, მისძახა დათუამ... შენი ამაგი გადა- მახდევინოს უალმა წმინდა გიორგიმა…

— მკითხავი არ დაივიწყო, მკითხავი... მოისმა დიაკვნის ხმა. დიაკვანი დაბრუნდა შინ... ფაცა-ფუცით შეკმაზა ცხენი და კარგა ხშირ ბინდის დროს დაადგა სოფელ ეშმაკეულისკენ მიმავალ გზას. დათუა კი ისევ გაშტერებულად იჯდა თავის ალაგზედ და ფიქრობდა, ფიქრობდა უველა იმაზედ, რაც ზაქარია დიაკვნისგან გაიგონა. ეხლა... სიამოვნება და სევდა თითქო ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ მის გულში: ხან ერთი სჩანდა დათუას სახეზედ, ხან მეორე. მას წარმოუდგა თვალ წინ თვისი სიუმაწვილე, ის ალაგები, ის ხალხი, სადაც და რომელთა შორის ეტარებინა დრო იმ ნეტარ სიემაწვილეში... წარმოუდგნენ ნათესავნი, ნაცნობნი, შემდეგ დედა, მამა, ძმები, მათი საფლავნი... და მწარეთ ამოიკვნესა დათუამ... „არა, არა ძმაო, სადაც დაბადებულ ხარ, იქვე ჩაუარე შენი ძვლები“ — სთქვა მან და წამოიწია ზეზედ. მიიხედ- მოიხედა და ისევ დასჯდა თავის ალაგას. გაება კვალად ფიქრებში... ახალი ფიქრები დათუას თავში მამიჩემის სიკვდილიდამ გამოებმენ... წარმოუდგა დათუას ალი. მის გამოჩენა ჩვენს სახლში და ის მისი უნარები, რო- მელთა მეოხებით დაეცა ჩვენი სავსე ოჯახი. მოაგონდა დედისა და ძმების სიკვდილი და გაგიჟება, გენას–ნაფუძრის წართმევა... საქონლის დახოცვა, თვისი დასნეულება და სხვა წვრიმალი უბედური ოჯახური გარემოებანი — უველა ამათ უჩქარებლად და ცხადათ გაუარეს დათუას გონების თვალ წინ და არა ერთი მწარე შხამი ჩააგდეს მის, უამისოთაც, დატანჯულს გულში... შემდეგ გადიშალა მის ის, რაც ზაქარია დიაკვანმა დაუხატა უარაიაზედ. „ღმერთმანი, ძაან ღვთის წუალობაა ესა!... წაიბუტბუტა თავისთვის დათუამ... „მაგრამ, დაუმატა ცოტა ხნის შემდეგ, „ე ავათ რო, ვარ!... ღმერთო შემიწუალე! ღმერთო და წმინდა გიორგი შენ წამიმართე გზა... მკითხავი არ დაგავიწუდესო... მართლა“. აქ დათუამ გასწყვიტა ფიქრი • მიიხედ – მოიხედა, თითქო ეძებს რასმეო. შემდეგ დაებჯინა ჯოხზედ ნელნელა წამოდგა და, საოფლე მოხდილ ავათმყოფსავით, ლახლახით გასწია შინისაკენ.

— დედა–კაცო, დაიძახა დათუამ სახლში შესვლის უმალვე, — დედა–კაცო, ეგები ხვალ ეშმაკეულში წახვიდე და აკითხვინო.... ამბობენ... ძაან ტყობულობსო. ეგები ე ჩვენიც შეიტყოს რამე.

— მე წავალ. ჩემო მაზლო, უთხრა დედა - ჩემმა სალომეს არა სცალიან: ძუძუ მწოვარი ჰუავს და ეს გოგო მარუსაც გააცივა. არა მეთქი, არა!... დაიუვირა დათუამ... დაე ჩემი ცოლი წავიდეს.

— დედა-ჩემი გაჩუმდა. დათუას ცოლმა, სალომემ, გამოაცხადა სურვილი ეშმაკეულში წასვლისა

— ხვალ მზე ამოვა თუ არა . სთქვა მან. წავიყვან ნინიკასა და წავალ…

ამის შემდეგ ილაპარაკეს მასზე თუ რის გაგება სურდათ იმ მკითხაობით: დააწყეს როგორ და რა უნდა ეკითხნა სალომეს მკითხა-ვისთვის... რა გაათავეს ეს ლაპარაკი , შევჭამეთ ვახშამი და მივწექმოვწექით .

VIII

მეორე დღეს სამხრობამდისინ ვუცადეთ სალომეს, მაგრამ კარგა ხშირბინდამდისინ ამაო იყო ჩვენი მოლოდინი. საღამოზედ ყველანი ერთათ ვისხედით ბაკში ძარის ქვეშ და, ვგონებ, ყველანი სალომეზედ ვფიქრობდით... ნახირის მოსვლის შემდეგ ბევრს ხანს არ გაუვლია, როდესაც გარედამ ბაკის კარებისაკენ მოისმა ადამიანის ფეხის - ხმა, ყველამ ყურები ვაცქვიტეთ... „მოდიან მგონი“ სთქვა ვიღამაც. მართლაცა და ამ დროს ბაკის კარებმა გაიჭრიალა და შიგნით ნინიკა და სალომე შემოვიდნენ. წინაპირველად ყველა ჩვენგანს გაეხარდა მათი დანახვა, მაგრამ სალომეს მოწვენილმა სახემ მალე გაიფანტა ეს სიხარული.

— რა ქენი ადამიანო? სად იყავი აქამდისინ? გაისმა დათუას ხმა სალომეს გამოჩენასთანავე.

— უბედურებასა და ჯანაბაში, მოკლეთ და ნაღვლიანათ სთქვა ჯერ ისევ მომავალმა სალომემ ამ სიტყვებმა ჩვენ ცივი წყალი გადაგვასხეს თავზედ ცოტა ხანს ჩვენ შორის დაურღვეველი სიჩუმე დამყარდა .

— რა მილეთის ხალხი გინდა, რო დღეს მკითხავთან არ ურთ ფილიყო, დაიწყო სალომემ — ოსი, იმერელი, სომეხი, ურია, ქართველი და ვინ იცის კიდევ ვინა.... რო მივედით მკითხავის სახლი სულ სამსე იეო ხალხითა... ბევრი წავიწიეთ წინა, მაგრამ არავინ გვიშვებდა... დავსხედით და დაუწყეთ ცდა ; სამხრობის დროს ძლივს გვეშველა... შევედით... ტახტზე იჯდა ჯერ ისევ ახალგაზდა დედა – კაცი, ხელში ანთებული სანთლები ეჭირა... წინ ედო ერთი დიდი ხარის თეთრი ბელ ჭი... ვინც შევიდოდა, უნდა მივსულვიუავით იმასთან, თავი დაგვეკრა, მიგვეცა სანთელი და ფული და მერმე გვეკითხნა, რისაც გაგება გვინდოდა... მეც ესე ვქენი... მაგრამ გენაცვალე რეები მითხრა, რეები!!...

— რეები, რეები?... მალე თქვი ქალო ერთი და!... მიატანა დედა-ჩემმა.

— რა რეები, და ჩვენი უბედურებაები.... განაგრძო სალომემ,— ისე დაწვრილებით მითხრა ჩვენი ოჯახის თავგადასავალი, ისე დაწვრი- ლები, რო სულ გამაოცა! „თქვენაო, მითხრა მკითხავმა, — ემ ათი თორმეტის წლის წინათ კარგი შემძლე ოჯახიშვილები იუვითო, მაგ- რამ მერმე შემოგეჩვიათ წუეული ალიო; მოგიკლათ ჯერ ოჯახის მეუფროსე კაციო, მერე დედაკაციო, მერე ახალგაზდა ბიჭიო, გაგისულელათ ერთიცაო, მაგრამ არც ამითი დაგჯერდათ ისაო... შეუდა ერთ ვიღაცა ურიას, ვისიც თქვენ რაღაც ფულები გმართებოდათ, შე- უჯდა იმასა, გაახდევინა ათიოდ თუმანი ორმოც-სამოც თუმნათაო, აჩივლინა მერე და წაგართვათ ვენახ–ნაფუძარიო...

— დიდება შენ სიცხოველესა დიდო პატიოსანო. წმინდაო. გიორგი!... პირჯვრის წერით და ჭერებში თვალების შეჩერებით გააწყვეთ ტინა დათუამ ლაპარაკი სალომესა.

— მაგრამაო, განაგრძო სალომემ, — თქვენ მაინც ყურს არ იბერტყავდით... ასე გეგონათ რა კი აღარ გვიყვირის და აღარ გვეთ ჩვენება ალი ეს არის და ეს მოგვშორდაო: მოგშორდათ კი არა, იმან თქვენ სახლში დაიბუდაო...... დაგისნეულათ ოჯახის მეუფროსე კაციო.....

— ეიპე ეიპე! რა თვალთმაქცი ყოფილა შენი ჭირიმე - დედა- კაცი!.. დაიძახა აღელვებით დათუამ.

— ახლა უნდაო, განაგრძო ისევ სალომემ. — ბავშვებს და ქალებს უნდა მიუოს ხელიო... თქვენი ხსნა ერთი იმაშიღა არისო, რო აივარ- ნეთ და სადმე შორს გადასახლდეთო. თუ ესე არა ქენით, ალი სულ დედაბუდიანათ მუსრს გაგადენთო.

აქ სალომე გაჩუმდა დედა – ჩემი მკვდარივით გაყვითლებული იჯდა; დათუას სახეს კი აგრე რიგათ არა ეტყობოდა რა,

— არა გვშორდება წყეული. სთქვა დინჯათ დათუამ, — მაშ ავდგეთ და გადავსახლდეთ!

რას ამბობ, ჩემო მაზლო, სად უნდა გადავსახლდეთ! დაიძახა გამწარებით დედა-ჩემმა, — ვიღაცა წუპაკმა, ქვეუნის მატყუარა დედა-კაცმა რო რაღაც სხვისგან გაგონილი ილაპარაკოს, განა იმიტომ ჩვენ უნდა ავიეარნეთ და ცხრა მთას იქით გადავცვინდეთ!

— უი, ქალო, ღმერთი იწყენს! წუპაკს როგორ ეუბნები - ღვთის ადამიანს! ხო გაიგონე რა დაწვრილებით მითხრა ჩვენი ოჯახის თავგადასავალი. უთხრა წუწუნით სალომემ დედა-ჩემსა.

— ჩვენი თავგადასავალი, ჩემო სალომე, მიუგო დედა–ჩემმა, — ეშმაკეულმა მკითხავმა კი არა, მთელმა ამ მხარემ შეიტყო. ქალაქის პირიდამაც კი მოდიოდნენ და გვეკითხებოდნენ ხოლმე ალზედა! მკითთხავიც გაიგონებდა და ისე გეტეოდა ყველაფერს.

— ჩემო რძალო, დაიწყო დათუამ. — ერთი ყური დამიგდე აქეთ!... მკითხავს ბევრი მართალი უთქვამს. თუ მართლა კიდევ ალი არ იუვეს ჩვენზე შემომდგარი, მა რა არი ჩვენი ოჯახის სულ ასე უკუღმართათ წასვლა!.. მამული წაგვართვეს, საქონელი თითქმის სულ გაგვიწუდა, მე დავსნეულდი, ეს ბავშვები სულ ავათ არიან; მა რა არის ესა? ახლა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მამული აღარ გვაქვს ჩვენა. ჩვენი ოჯახი თუ ერთხელ ოჯახი იეო. იყო იმითი რო ოთხი ძმანი ვიყავით, ვიღებთ დით სხვის მამულს საღალოთ და ამითი სარჩოს ვიძენდით! ჩვენ რა მამული გვქონდა? — ერთი ვენახი, ორი ნაფუძარი, ერთი მინდვრის მიწა და ე სახლკარის ალაგი... სხვა ხო არაფტრი? ვენახი და ერთი კაი ნაიკუძარი წაგვართვეს. რაღა შავი ქვა დაგვჩა? ღმერთია შენი თავდები, ნინიკა რო არ იყვეს სული შიმშილით დავიხოცებით. ავდგეთ, გადავსახლდეთ სადმე: მოვშორდეთ ამ დაწუევლილ ალაგსაც და ეგება მამულ-დედულიც ვიშოვნოთ რამე.

— უნდა, უნდა გადავსახლდეთ სადმე, თორემ, წმინდა გიორგის მადლმა, ე ბავშვები სულ გაგვეჟლიტება! სთქვა სოფიომ,

— სადა ადამიანებო, სადა, სად უნდა გადავსახლდეთ! ვინ გიჟი გადმოგვიერის მამულს! დაიძახა დედა-ჩემმა.

— სადა და ყარაიაზე! მოკლეთ მიუგო დათუამ.

— უი, გენაცვალე! დღევანდელი დღე მკითხავის ბაკში სუ მა უარაიაზე ლაპარაკობდნენ. აქებდნენ, ისეთი აქებდნენ რო ა! ცოტა ცხელაო, მაგრამ რა უშამს! მოსავალი თურმე ზღვათა სკდება, ზღვათა! თითონ მკითხავი ყოფილა როდისღაც იქა... არც აგრე რიგათ შორს არისო... მკითხავმა თქვა: ორი დღე კიდეც მიხვალ და კიდეც მოხვალო!.. სთქვა სხაპა-სხუპით სალომემ.

— მოსავლიანი ალაგი ძაან არი, დაიწყო დათუამ, — თუმცა ორი დღე კი არა, ოთხი დღე მოუნდება მარტო იქამდინ მისვლასა!... სემწივუსი სულ მოუმზადებია უკვლავერი სახლი, კარი — მიდი და დასახლი. მაშინვე თურმე მშვენიერ მიწებს დაგიზომავენ და მოგცემენ... მაგრამ ყველაზე კარგი ის არი, რო ხარჯისა და ბეგარისაგან განთავასუფლებული იქნები.. ამბობენ: იქ არც სუდია - მამასახლისობა იქნებაო…

– ვინ გითხრა ყველა ეგა? ვინ იცის მართალია ეგა თუ არა? უკმაყოფილოთ დაეკითხა დედა-ჩემი.

— ახირებული დედა-კაცი ხარ, მე და ჩემმა ღმერთმა, შესძახა გაჯავრებულათ დათუამ - რა ვინ მითხრა შვილოსან! ყურები არ მასხია თუ? ეს ერთი წელიწადია, რაც მთელი დუნია მაგაზე ლაპარაკობს. აი ხეპრეთიდამ გაზაფხულის დამდეგს კიდეც წასულა იქა ორიოდ- სამი სახლობა.

— გადავსახლდეთ, გენაცვალე გადავსახლდეთ ჩვენც იქა! მხიარულად დაიძახა სალომემ.

— არა, გენაცვალე, სთქვა დედა-ჩემმა: მე აქუდამ ფეხსაც არ მოვიცვლი.

ამის შემდეგ კიდევ კარგა ხანს ილაპარაკეს იმავე საგანზედ... დათუას უნდოდა, რომ მე და დედა - ჩემიც თან წავყოლოდით; დედა-ჩემი იდგა უარზედ. ბოლოს დაადგნენ შემდეგ გადაწყვეტილებას: დათუა თავის ცოლ-შვილით და ნინიკათი შემოდგომაზედ ზამთრის საგძლით უნდა გაუდგნენ უარიის გზას... ორი კამბეჩის საუიდლათ და სამგზავრო ფულის საშოვნელათ გავიდონ ნაფუძარი... მე და დედა-ჩემი უნდა დავრჩეთ ჩვენს სოფელშივე... მინდვრის მიწა და კარ- მიდამო გვარგუნეს ჩვენ…

IX

შემოდგომაზედ ეს გარდაწყვეტილება მართლა სისრულეში მოიყვანა ჩვენმა უამისოთაც დაძაბუნებულმა ოჯახმა. ზაქარია დიაკვანმა სწორეთ ნახევკარი ფასათ დასტყუუა დათუას ნაფუძარი. ამ ფულით დათუამ ორი კამეჩი იყიდა, მიუერთა მათ ორი შინაური ხარიც; შეაბა ურემი, ჩასხა შიგ ცოლი და შვილი თავიანთ რავდენიმე თვის საგზლით და შემოდგომის ერთს გრილ დღეს დაადგა ქალაქის გზას. მე და დედა-ჩემი დავრჩით მარტოკანი. აზნაურა დიაკვანი ბევრი ეცადა. რომ ჩვენც მათ თან გავეყოლებინეთ; ხან დაუკავება, სანაც ჯავრობა; ერთს დღეს მეზობლური „ნათელ-მირონული“ დარიგება, მეორეს დღეს —მტრული მუქარა; — ყველა ესენი თვითეულად იხმარა აზნაურმა ჯერ თვითონ და მერე თვისი კუდების მოგზავნით. მაგრამ დედა-ჩემი მაინც ერთსა და იმავეს ადგა და გაიძახოდა: „მე ჩემის ცოცხალის თავით ამ არე-მარეს არ მოვშორდებიო“ მართლაც არ მოშორდა, დათუა წავიდა; დავრჩით ჩვენ, დედა-შვილნი. დედა-ჩემმა ხელთნაწერის წერა-კითხვა კარგათ იცოდა; ამასთანავე საკერავითაც გათქმული იყო ჩვენს სოიფელში. შეაგროვა სოფლის გოგო-ბიჭები და წელიწადში ოროლ–კოდ პურათ დაუწყო მათ თკისის სოფლურის სწავლის გარდა- ცემა. მეც მენახირეობას ვაპირობდი. ვცხოვრობდით ტკბილათ. ჩუმათ და მოსვენებით, მაგრამ დიდ ხანს არ გაგრძელდა ჩვენი ესეთი ყოფა!...

ერთს ღამეს გათენებისას უცებ ვიღამაც ასტეხა ჩვენი კარების ერთი საშინელი კაკა-კუკი. წამოვცვივდით კეხზედ.

— ვინა ხარ, ვინა? დავუძახეთ შინიდამ. კაკუნი შესწყდა. მაგრამ ხმა არავინ არ გაგვცა.

ჩავწექით ისევ ლოგინში და როგორც ჩაგვთვლიმა, ასტუდა ხე– ლახლად ჩვენი კარების რახაბრუხი წამოვკვივდით ისევ ფეხზედ, დავუუკირეთ - კაკუნი შესწყდა, პასუხი ვი არავინ არ მოგვცა.

მოდი გავაღოთ კარები და გავიდეთ კარზე..ვუთხარი დედა- ჩემს. ის დათანხმდა. მე ცულს, დედა-ჩემმა კეტს წამოვავლეთ ხელი და გავწიეთ კარებისაკენ. როდესაც კარებს ღება დავუწყეთ შემოგვესმა ადაიანის ჩქარი კეხის ხმა... გავაღეთ კარები ; დავინახეთ — ვიღაც, კარგა დიდი-კაცი, ავარდა ბაკის ღობეზე, და გადახტა იქით და დაეშვა სოულისაკენ.

— ნეტა ვინ არის, რა არის ეგა? ვკითხე დედა-ჩემს, როდესაც ისევ ლოგინში ჩავწექით.

- ეგ თუ არი, შვილო, მითხრა დედამ. - სულ აყეფებული დიაკვანია.

ამ შემთხვევამ ცუდათ აგვირია თავზედ ბალანი. მეორე დღეს მრთელმა სოფელმა იცოდა ჩვენი ეს შემთხვევა. გავარდა ხმა, რომ არაშენდაანთ ალი კიდევ მისურომიათო. გაჩნდა ჩვეულებრივი ჭორიკანაობა. უბედურება იმაში მდგომარეობდა, რომ ამ ჭორებს ცოტაოდენი რამ საფუძველი ქონდათ. მრთელი ერთი კვირა უოკელ შუაღამის დროს ჩვენს კარებს და შემდეგ ურდოს არა ჰქონდა მოსვენება. ეს კიდევ არაივერი! ზაქარია დიაკვანმა იწყო გამოაშკარებით ჩვენი ლანძღვა. მეტროსა და სანდისხან იქამდისინ მიდიოდა მისი საძაგლობა, რომ ხმა მაღლა იტყოდა ხოლმე, თურმე, ხალხში მიუგზავნი ერთ- ორიოდ ორს და მათ ჯიუტი დედაკაცის თვალწინვე დავაკვლევინებ იმის შვილსო. ეს ჩუმათ გარდმოგვცეს მეზობლებმა და გვირჩიეს ფრთხილათ ყოფნა, სხვაც ბევრი რამ გავიგეთ, მაგრამ რას ვიზამ დით? თავის დღეში უბატონო ჩვენს სოიკელს დღეს ეს აზნაურა გაუხ და ბატონათ. სოფელში კაცი ათ რომ მის წინააღმდეგ გაე-ს ბედნა რამე: ყველანი მას ფეხ-ქვეშ უძვრებოდნენ, აბა ერთს ქვრივს დედა-კაცს რა უნდა ექმნა ამისთანა თევ-გასულის კაცისათვის? დედა- ჩეში შეშინდა.

- უნდა რამე მოვახერხოთ. შვილო, მითხრა მან ერთს დღეს, თორემ ეგ თვალ-სიხლიანი კაცი ხიფათს შეგვამთხვევს რამეს.... — აბა რა მოვახერხოთ, ჩემო დედა, მივუგე მე. დათუასთან წავიდეთ თუ?

- არა, შვილო! დათუასთან კი არა, ამ სახლს მოვშორდეთ. შენ ბიძა–ჩემთან გაგგზავნი მე ე ჩემ ნათლიმამა თევდორესთან გადავალ.. მე აქ უნდა დავრჩე თორემ ეგ ბოროტი კაცი იზამს რამეს... დაიქცეს ეხლანდელი კანონები!... თუ სამიოდ თვე თითონ იხმარა რამე ჩვენი მამული, მერე სულ დაიჩემებს და დაგვყრის სხვისა ამარაზედ.

მე დედი-ჩემის ბიძები ძლიერ მიყვარდნენ; ამისათვის მასთან წასვლის იმედმა საშინლად გამახარა. გახარებულმა, წამოვედი, და თითქმის უველა ჩემ ტოლ ბიჭებს გარდავეც მიზეზი ამ სიხარულისა... მალე მრთელმა სოფელმა შეიტყო თუ რას აპირობდა დედა-ჩემი. მაგრამ ეს განზრახვა, განზრახვათ დარჩა. ჩვენდა გასახარებლად შესწვდა ჩვენი კარების ბრახა-ბრუხი... გავიდა კვირა, თვე... ღამე ხმა. აღარავისი არ გვესმოდა... აზნაურაც თითქო დაგვიტკბა. დედა-ჩემი წინაპირველად გაკვირვებული იუო. ამ ამმით: ამ სიჩუმიდამ ის რა- ღაც ვაი-ვაგლახს მოელოდა, მაგრამ, რა კვირა თვე გავიდა და ჩვენს მუუდროებას არავინ არღვევდა, დედა-ჩემი დამშვიდდა, ძველებურად გამხიარულდა. ჩვენმა ცხოვრებამ გასწია ისევ ტკბილად, თანასწორათ.

ამ დროს ერთი ქალაქელი დურგალი თვისის ცოლ-შვილით ჩვენი სოფელში სალოცავათ მოვიდა... ერთს საღამოს საედრის კარებზე დამინახა ამ დურგალმა და სთქვა: „აფსუსი არ არის, რომ ემისთანა ბიჭი ექ სოფელში ტყუილად იჯდეს და რამე ხელოსნობას არა სწავ– ლობდეს?..“ ეს სიტყვები დედა-ჩემს გარდავეცი... მას ძლიერ გაეხარდა.

— იქნება, შვილო. თითონ იმანვე აგიყვანოს შეგირდათა? მით- ხრა დედა-ჩემმა.

— იქნება! აბა წავიდეთ და ვთხოვოთ!.. მივუგე მე.

მართლა წავედით... ახალი ლობიო. კიტრები და კიდევ რაღაებიც მივართვით და ვთხოვეთ დურგალს ჩემი აყვანა თვის შეგირდათ... დურგალს გაუხარდა, ამიყუვანა... და იმავე დღედამ თვის შეგირდს მეძასოდა. ამის შემდეგ ორი დღე კიდევ დარჩა ის ჩვენს სოიფელში. ამ დღეების განმავალობაში, როგორც შეეძლო მომამზადა დედა-ჩემმ და როდესაც დურგალი დაადგა ქალაქის გზას, გამოვეთხოვე დედას და დურგლის ურემს გავყევი თანა.

ორი წელიწადი ვიცხოვრე დურგალთან ისე, რომ ჩვენს სოფელში არ მივბრუნებულვარ. ამ დროს განმავლობაში დედი-ჩემისაგან მალ-მალე მამდიოდა წერილები. ის თავის-თავზედ სულ ერთსა და იმავესა მწერდა. „აზნაურა ჩამომეკიდა, აღარ მისვენებსო, საცა დამინახავს უშვერის პირითა მლანძღავსო, იმის შიშით მეზობლები პურის სასესხებლათ ვეღარ მოსულან ჩემთანო და სხვ.“ უკანასკნელ. თვის წერილშიც ამავესა მწერდა, გავიდა ორი თუ სამი თვე ამ უკა ნასკნელის წერილის შემდეგ და დედი-ჩემის წერილი აღარ მიმიღია. მეოთხე თვეს დავეთხოვე ოსტატს და გავწიე ჩვენი სოფლისაკენ. კარგა ხშირ - ბინდი იყო დედა-მიწაზედ დაცემული, როდესაც ჩემს თვალ-წინ და ფეხ-ქვეშ გაიშალა ჩვენი სოფლის ველ-მინდვრები, ჭალა, ადგილ-მამული; ის ალაგები, სადაც, ღვთის ამარაზედ მიგდეთი ბულს სოფლის ბიჭს, იმავ თავითვე დევნულს ათას–გვარ ოჯახურ და სოფლურ მწუხარე და უბედურ გარემოებათაგან, მე გამეტარებინა ჩემი სიყმაწვილე! გულმა მიწყო სხვა-და-სხვა ნაირად ცემა! სასიამოვნო და მწარე ფიქრები გროვ-გროვათ დგებოდნენ ჩემს თავში და რაღაცა გაცხარებულის სისწრაფით მიერეკებოდნენ ერთი-ერთმანეთს. რავდენსამე წამს ჩემს თვალწინ მრთელმა ჩემმა სიყმაწვილემ გაირბინა. აი ჩვენი მუდამ ტალახიანი, ვიწრო, მაგრამ ჩემი საყვარელი ორღობე.... გამარჯვება, გამარჯვება თქვენ, ჩემო დაუვიწყარო. ტყემლებო, ქვებო, ღობეებო, ჩიტებო და ჩიტის ბუდეებო! ვესალმებოდი, ამ გვარად ჩვენს ორღობეს და ნელ-ნელა მივდიოდი მის ჩრდილისგან უფრო დაბნელებულს გზაზედ!... გავედი ორღობიდამ; დნვინახე ჩვენი ძველი ნასახლარი! ეხლა აქ ნასახლარობაც აღარი ეტეობოდა. ეს ალაგი ზაქარია დიაკვანს მიემატნა თავის ბაგისთვის და ამ ნაირად სამ კუნჭულიან უშნო თვის ბაგისთვის გამოება მეოთხე კუნჭულიც ავუარე ამას გვერდზედ და გავწიე პირ–და-პირ ჩვენის სახლისაკენ... მივდიოდი და ვიდგენდი ცეცხლაპირას მჯდომარე და ნელ–ნელა წინდის მქსოვარს დედაჩემს!... აი ის გაჩუმებული ზის კერასთან, ქსოვს წინდას და თანაც რაღაზედაც ჯავრიანათ ზუზუნებს... აი შევაღე კარები; დედა-ჩემმა გაიგონა კარების ჭრიალი, მაგრამ სახლში შესულს კი ჯერ ვერ ხედავს... „ვინა ხარ? გოგო კატუა შენა? იძახის დედაჩემი... მე ხმას არ ვიღებ, მივდივარ და უცებ თავზედ კი წავადეგ დედაჩემს... „უი, შენ კი თავშემოგევლე, შვილო! იძახის დედა-ჩემი და ბარბაცით მორბის ჩემსკენ. ვიდგენდი ყველა ამას და მივდიოდი შინისაკენ, აი ჩვენი ბაკიც!.. აგერ სახლის კარებიც.. მაგრამ ეს რა არევ-დარეულია აქაურობა! თითქო დედა-ჩემს სუიფთაობა და რიგი უყვარდა! კარები? კარები მაგრაა დაკეტილი. აქ რაღაც იჭვნეულებამ გაირბინა ჩემს თავში. გულმა თითქო სრულებით ჩემს უნებურად მიწყო კვნესა და დრო გამოშვებითი ფანცქალი. უცებ ცრემლები ამერია თვალებში. „არა, რას ვტირი? ვუთხარი დაცინვით ჩემს თავს, ალბათ დედა-ჩემი აქ მეზობლისას იქნება ვისთანმე!... ვსთქვი ეს და გავწიე ახლო მეზობლის სახლისაკენ. შევედი ბაკში. ჩემს წინ გამოჩნდა ჯოხზედ დაბჯენილი და ნელ-ნელა კარზედ მომავალი მოხუცებული თალია მან სიბერისა გამო ვერ მიცნო წინაპირველად.

— ვინა ხარ, შვილო შენა? დამეკითხა ის.

— ვეღარ მიცანი დიდ-დედა? ვუპასუხე მე — მე არაშენდიანთ სიმონა ვარ!

— ოი შენ კი გენაცვალე, შვილო, დაიძახა მწუხარების ხმით მოხუცებულმა... დამიდგეს მე თვალები!... მე კი ქვეყნათ უნდა დავწოწავდე და შენი კარგი დედა კი მიწაში იდვეს!.. დაიქცეს სიკვდილო შენი სამართალი!.. თალიამ გააბა მოთქმა. ამ ხმაზედ გამოცვივდნენ სახლიდამ თალიას შვილები და რძლები და ორთავენი შეგვიყვანეს შინა. მე ქვასავით გავხდი: ვგრძნობდი რომ ჩემს თავს რა ღაც უბედურება იყო, მაგრამ რა? ამ დროს ვერ წარმომედგინა. არც ტირილი, არც კვნესა... ვიდექ სარივით გაშეშებული და გიჟივით ვიცქირებოდი თურმე აქეთ-იქით, გაიარა ღამემ. მეორე დღეს მოვისაზრე ჩემი აწმყო მდგომარეობა და დავიწყე გამოკითხვა — თუ რიმოკვდა დედა-ჩემი? მომეტებული იძახოდა — ალისაგანაო; ზოგიერთები კი მეუბნებოდნენ: დედა-შენ ზაქარია დიაკვანმა მოსწამლაო.

— დათუას ანბავი არ მოსულა რა აქა? ვკითხე ერთს ჩვენს მონათესავეს.

— როგორ არა, მომიგო მან. — ლამის უბედურათ გადიაროს იმ კაცმა! აქედამ რომ ჩასულიყვნენ, არაფერი არა დახვედროდათ რა იქა... ედოს იმისი ცოდო ჩვენ ზაქარია დიაკვანსა! რაღაც ქოხმახში გაეტარებინათ მრთელი ზამთარი... გაზაფხულზედ გამხდარიყო ავათ დათუა და ვეღარც აეხწია!... ორი კვირის შემდეგ მომკვდარიყო ორი პატარა ბავშვი ისევ მამაზედ უწინ დახოცილიყვნენ... დასცადა ჰავამა თურმე... იყვნენ თურმე ერთ საცოდაობაში. ერთ მადლიან კახელ თავადიშვილს ენახა საცოდავები, შებრალებოდა და თავისთან წაესხა ეხლა თურმე ნინიკა მოჯამაგირეთ უდგია იმ თავა დიშვილს, სალომე პური-მცხობლათ ორი უფროსი ბიჭები კი იქიდამ გამოქცეულიყვნენ და ქალაქში ჩამოსულიყვნენ... ჩვენებიაანთ გიგოლამ, სთქვა: ქალაქში ჰყრიან და „რაზბონიკობით“ ირჩენენ თავსაო.

1879 წ.

ლევ. ცაველი.

6 შინაური მიმოხილვა

▲back to top


შინაური მიმოხილვა

ნუთუ ახალმა ნიავმა დაჰბერა ჩვენს ცხოვრებას? −ახალი საზოგადოება წერა-კითხვის გავრცელებისათვის საქართველოში და მისი მომავალი ღვაწლი ჩვენის ცხოვრებისათვის.− რა ურთიერთობა სუფევს ამ საზოგადოებისა და შარშან დაარსებულის შორის („შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“)? − ორიოდე სიტყვა ბანკის თაობაზედ. -- ქართული თეატრი. − თავად-აზნაურთა კრება.

ჩვენმა საზოგადოებამ, სწორე მოგახსენოთ, ვერაფერი სახელი დაიმკვიდრა შესახებ თაოსნობისა, გამჭრიახობისა, თვითმოქმედობისა და სხვა. გრძნობით კი კარგადა გრძნობდა თავის ვაივაგლახს და ყოველის მხრით გაჭირვებულს ცხოვრებას, მაგრამ შვებით კი თითქმის თითსაც არ გაანძრევდა ხოლმე, რომ რაიმე ცოტად თუ ბევრად მტკიცე საშუალება გამოენახა თავის დასახსნელად. იყო ისე, ყურმოჭრილი მონა გარემოებისა, და თითქო ფიქრობდა: როგორც ეს გარემოება მომევლინა ფათერაკად, იქნება შვებაც ამგვარადვე მომევლინოსო. ამისდა გვარად, ჩვენი საზოგადოება იქნება არც კი იყოს გასამტყუნარი ამაში: თაოსნობა, გამჭრიახობა, თვითმოქმედობა, − ყველა ამგვარი თავის აღმოსაჩენად და განსავითარებლად მოითხოვს ნიადაგს არა იმისთანას, სადაც ფართო გზა და მსვლელობა უპყრია ფათერაკობას... იქნება არ იყოს-მეთქი მტყუანი, და არც იმიტომ მოვყევით ამაზედ ლაპარაკს, რომ გამოვძებნოთ, ვინ არის მტყუანი და ვინ არის მართალი. ეს კი უეჭველია: გადიოდა ხანი და თითქმის არავითარი შვება არსაიდან არ მოჩანდა. ამასობაში მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, რომ რაც კი რამ ხალისი და თაოსნობა ჰქონდა შერჩენილი ჩვენს საზოგადოებას, ისიც უნდა დაჰკარგოდა. მაგრამ, ამ ბოლო დროს ჩვენმა საზოგადოებამ თითქო ფერი იცვალა და ჩვენს ცხოვრებას თითქო ახალმა ნიავმა დაჰკრა; საზოგადოება თითქო შეკრთა, თითქო დაიძახა − „როდემდე და სადამდეო“, ხელები გაანძრია, წელში გაიმართა და თითონვე განიზრახა თავის-თავისათვის შველა. ჯერჯერობით მიჰყო ხელი სწავლა-განათლების საქმეს. ამისთვის დააარსა ჯერ ერთი საზოგადოება, რომელმაც გახსნა ესრეთწოდებული „მოსამზადებელი შკოლა“, მერე კიდევ სხვა საზოგადოება, რომელსაც საგნად აქვს წერა-კითხვისა და სწავლა-განათლების გავრცელება საქართველოში. პირველ საზოგადოებაზედ საკმაოდ იყო ნათქვამი „ივერიაში“ და მეტი ლაპარაკი საჭერო აღარ არის. ახლა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა ახალს საზოგადოებაზე, რომლის პროგრამა იმდენად ვრცელია და იმდენად შორსა სწვდება, რომ ფრიად დიდს ღვაწლს გვიქადის მომავალში და იმიტომაც ღირსია ყურადღებისა.

ეს საზოგადოება თავის დანიშნულობის აღსასრულებლად მოჰკიდებს ხელს არა მარტო სასოფლო შკოლების გამართვას, არამედ დააარსებს აგრეთვე სახალხო სამწიგნობროებს, მასწავლებლებს გამოზრდის ან თავისგანვე დაფუძნებულს სასწავლებლებში, ან სხვაგან თავისის ხარჯით; გამართავს ლექციებს ხალხისათვის სხვადასხვა ადგილას და სხვ.

ლაპარაკი არ უნდა, რომ ეს საქმე საუცხოო საქმეა და თუ ამ საზოგადოების წევრთ ქართველურად მალე გული არ აუცრუვდათ, დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლიათ.

არა ხალხში, რომელიც კი განათლებულებში ჩაითვლება, წერა-კითხვა ისე ნაკლებად არ არის გავრცელებული, როგორც ჩვენსაში. უწინდელს დროს, როდესაც მამაკაცები სულ ომში ტრიალებდნენ და წიგნის კითხვისათვის არა სცალოდათ, დედაკაცები მაინც არ ანებებდნენ ამ საქმეს თავსა, მიიბარებდნენ შეგირდებს და ამრიგად ქართულს მწიგნობრობას ძირეანად ამოვარდნას უშლიდნენ.

ეხლანდელს დროში დედაკაცები ისერიგად აღარ ეწყობიან წიგნის კითხვას და მამაკაცებს კი ჯერ გულდადებით არ მოუკიდნიათ ამ საქმისათვის ხელი. მართალია, ჩვენს სოფლებში ათასში ერთგან ამ უკანასკნელ ხანს შკოლები გაიხსნა, მაგრამ ისე კანტი-კუნტად, რომ ერთს შკოლიანს სოფელზედ ათი მეტი უშკოლო მოდის.

ჯერჯერობით ამ საზოგადოებას დიდი შეძლება არა აქვს რა: საზოგადოების შემდგენელთ წევრთ, რიცხვით ჯერ ას ოცდაექვსია, შეაქვთ ყოველ წელიწადს არა ნაკლებ ოცის მანეთისა; ამას გარდა საზოგადოება მოელის სხვადასხვა შემოწირულს ფულს პატივსაცემ წევრთაგან და აგრეთვე ნამდვილი წევრთაგან, რომელთაც ყოველწლივ უნდა შემოიტანონ არა ნაკლებ ექვსის მანეთისა.

ყველა ეს შემოსავალი დიდ ფულს არ შეადგენს, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ ეს საქმე ჯერ ახლადფეხადგმულს ბავშსა ჰგავს და ახლადფეხადგმულს ვინ მოსთხოვს ვაჟიკაცისავით სწორე სიარულს!

წრეულობით ამ საზოგადოებამ ხუთი შკოლაც რომ გახსნას, ისიც დიდი საქმე იქნება. რასაკვირველია, ეს დიდ საქმედ კი არა, მცირე საქმედაც არ ეჩვენებათ იმ პირთ, რომელნიც ჰო.. ველს საზოგადო საქმეს თვალებახვეულსავით უცქერიან და იძახიან, რომ წერა-კითხვის გავრცელება ხალხს სარგებლობას არას მოუტანსო, ხალხს ჯერ კუჭი უნდა გავუძღოთ და მერე წიგნი ვასწავლოთო, ჩვენ გვინახავს სოფლებში ბევრი წერაკითხვის მცოდნენი, რომელნიც უცოდინარებზედ უფრო უსინიდისო და გაფლიდებულნი არიანო. ამ ვაჟბატონებს სალაპარაკოდ ენა კი ექავებათ და რას ამბობენ და რას არა, იმისი კა არა გაეგებათ რა. იმათ ეს არ ესმით, რომ ერთი და ორი წერაკითხვის მცოდნე კაცი რომ გამოერევა სოფელში, იმას თავისა თავი ცხვრებში გარეული მგელი ეგონება და უსინდისოდ გამოიყენებს თავის სწავლას; მაგრამ ერთისა და ორის მაგივრად მთელს სოფელს რომ ეცოდინება წერა-კითხვა, მაშინ იმათ ისე არავინ აპაშპაშებს. გარდა ამისა, ხალხის სიღარიბიდამ გამოყვანა და სწავლა და ცოდნა ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, რომ იმათ უერთმანეთოდ მნიშვნელობა არა აქვთ რა. ვინც კი იძახის, ხალხს ჯერ კუჭი გავუძღოთ და მერე ვისწავლოთო, იმაზედ არ ჩაფიქრებულა, რომ გლეხკაცმა რაც უნდა სიმდიდრე შეიმატოს, თუ პატარა უკეთესს ცხოვრებას არ შეეჩვია და ქვეყნიერობისა არა გაიგო რა, ისევ ისე ბინძურად და უხეიროდ იცხოვრებს, როგორც სიღარიბეში უცხოვრია. ჩვენ გვინახავს ბევრი გლეხკაცი, რომელსაც ათას თუმნამდინ, შეძლება აქვს, მაგრამ ისეთს მიწურს სახლშივე დგას, ისევ ისე გვერდით უბია თავის საქონელი და იმისგან გამოსუნთქულ ჰაერსა სუნთქავს, როგორც ყოვლად უქონელი ღატაკი გლეხი. ერთის სიტყვით, თუ ჩვენი ხალხის ბედნიერება გვინდა, უნდა ვეცადოთ, რომ იმისი მდგომარეობა გავაუმჯობესოთ: სწავლაც შევძინოთ და უკეთესის ცხოვრების ღონეც მივსცეთ. ეს ისეთი ნათელი ჭეშმარიტებაა, რომ ვინც ამას უარჰყოფს, ან სრულებით ბნელში უნდა დადიოდეს, ან სინათლეს თვალებახვეული უცქეროდეს.

ვიმეორებთ: ჩვენ სწავლა გვეჭირვება და, რადგან სახალხო შკოლები სწავლის პირველ საფეხურს შეადგენენ, მხიარულებით უნდა მივეგებოთ ყოველს საზოგადოებას, რომელსაც კი სახალხო შკოლების გამრავლება განუზრახავს.

წინდაწინვე ვთქვით, რომ ამ უკანასკნელს ხანს შკოლები ჩვენს სოფელში კანტი-კუნტად იხსნებიანო. ეს უფრო იმისთანა სოფლებში ხდება, რომლებშიაც სამას-ოთხას მცხოვრებზედ მეტია. ამოდენა სოფლებში გლეხკაცებს არ უჭირდებათ წელიწადში სამი-ოთხი მანეთის გამოღება მასწავლებლისა და შკოლის შესანახავად. მაგრამ საქართველოს ზოგიერთ ნაწილებში დიდი სოფლები ძალიან ძვირად შეხვდება კაცსა. ზოგან ხალხი ხეობებში სცხოვრობს და სამი-ოთხი სოფლის მცხოვრებნი ერთად სულ ასს კომლს ვერ შეადგენენ. ცხადია, რომ -თუ ამ სოფლებში მცხოვრებნი ძალიან შეძლებულნი არ არიან, სამმა-ოთხმა სოფელმაც რომ ერთად მოიყაროს თავი − მაინც შკოლის გაკეთება და მასწავლებლის შენახვა გაუძნელდებათ. აი ამგვარს ხეობებში და სხვა პატარ-პატარა სოფლებში შკოლების გამართვას უნდა მიაქციოს ხსენებულმა საზოგადოებამ ყურადღება.

არის კიდევ ერთი საზრუნავი საქმე, რომელსაც, თუ ამ საზოგადოებამ ყური ათხოვა, საუკუნოდ მადლობას მიიღებს როგორც მთელის საქართველოსაგან, ისე ახლად საქართველოსთან შემოერთებულ ქვეყნებისაგან. აჭარა და ქობულეთი თუმცა თითქმის ერთი წელიწადია შემოგვიერთდნენ, მაგრამ იმათ ნამდვილს შემოერთებაზედ კი ჯერ ჩვენ არა გვიზრუნია რა. აქამდისინ ჩვენ უფრო იმათს ჩვენგან განშორებაზე? ვზრუნავდით ......1 რაღაც საცოდავი ორასი თუმანი თუ შევკრიბეთ და დამშეულს ქობულეთლებს დავურიგეთ, თორემ სხვაფრივ ჯერ ზრუნვა არა გამოგვიჩენია რა. აი ეხლა დაგვეტყობა, მართლა ვიცით საქმითაც შეწევნა, თუ მხოლოდ მოძმეს ხსენება გვესიამოვნება და ღვინით შეხურებულის ენით ლამაზ-ლამაზი სიტყვების წარმოთქმა. ეხლა დავამტკიცებთ, მართლა გვინდა თუ არა ქობულეთლები ნამდვილად ჩვენი მოძმენი გახდნენ და როგორც ლაპარაკით, ისე წერა-კითხვით სრულიად შემოგვიერთდნენ.

თუ ჩვენი სიხარული ქობულეთის შემოერთებაზედ პირმოთნეობა არ იყო, თუ ჩვენგან წარმოთქმულს მხურვალე სიტყვებს მკვიდრი საფუძველი ჰქონდათ, ეხლა უნდა გავუმართოთ ხელი ამ ახლად დაბადებულს საზოგადოებას და ვალად დავდოთ, რომ აჭარაში და ქობულეთში რაც შეიძლება მომეტებული შკოლები დამართოს. ეს შკოლები სხვა ყოველს საშუალებაზე მეტად სულით და გულით შემოგვიერთებენ აჭარისა და ქობულეთის ერსა და ისევ ისე ძმურს სიყვარულს ჩამოაგდებენ ჩვენში, როგორც უწინ, იმათ ოსმალოს ხელში ჩავარდნის დრომდე ყოფილა.

როგორც ზემოთ მოვიხსენეთ, „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ განზრახვა და მოქმედობა შორსა სწვდება-მეთქი. თუ მართლა საზოგადოებამ და მისმა გამბედაობა მთლად აღასრულეს ყოველიფერი, რაც კი წესდებულებაში არის მოხსენებული, იმედია, რომ ჩვენი ხალხის წარმატება და განვითარება ბევრად წინ წაიდგამს ფეხს; გავრცელდება სწავლა-განათლება სამშობლო ენაზედ და მით მიეცემა ჩვენს ქვეყანას ის ყოვლად უსაჭიროესი ნიადაგი, ურომლოდ საგვარტომო და თვითმომქმედი ცხოვრება და წარმატება შეუძლებელია. გავა რამდენიმე ხანი და მაცხოვარი სხივი განათლებისა მოჰფენს ნათელს ყოველ კუთხეს ჩვენი ქვეყნისას, რომელიც კი აქამომდე თვალგაუწვდენელ სიბნელეში იმყოფებოდა. მართალია, მარტო პირველდაწყებითი სწავლა საკმარისი არ არის, მაგრამ ჯერ ერთი ის, რომ როგორც მოგეხსენებათ, სახლი უსაძირკვლოდ ვერ დაიდგმის; გარდა ამისა, არსებობს ჩვენში შკოლა, ჯერჯერობით მოსამზადებელი, რომელიც უნდა გახდეს საშუალო სასწავლებლად და მით შეივსოს საქმე, რომლისათვის ხელის მოკიდებას აპიროს ასლად დაარსებული საზოგადოება. ეს საშუალო სასწავლებელი, − ჩვენი საკუთარი, ქართული სასწავლებელი, − შეიქმნება ჩვენი ხალხისათვის სახსარი უფრო მომეტებულის სწავლისა და განათლების შესაძენად; ეს სასწავლებელი გამო)გვიხდის ჩვენ ჩვენს საკუთარს, ქართველს ინტელიგენციას, ე.ი. იმგვარ პირთ, რომელნიც არიან დედაბოძში ყოველის ხალხის განვითარებისა და წარმატებისა. ამ ქართულ საშუალო სასწავლებელზედ შემდეგ გვექნება დაწვრილებით ლაპარაკა. ვიტყვით აგრეთვე შემდეგ მაზედაც. თუ რა მნიშვნელობა ექნება ამ სასწავლებელს ჩვენის ლიტერატურისათვის. ეხლა კი აღვიარებთ, რომ ორივე საზოგადოებანი დასდგომიან ერთსა და იმავე საგანს, მაგრამ ორის მხრიდამ, ორნივე ერთი-ერთმანეთს ეხმარებიან, ავსებენ ერთი-ერთმანეთის ნაკლს. ახლა საქმე ჩვენზედ, ე.ი. ქართველ საზოგადოებაზედ, არის დამოკიდებული; უნდა აღმოვუჩინოთ რაც შეიძლება მეტი სახსარი და საშუალება, ფულით თუ სხვა რითიმე. ნურას დავზოგავთ ამ საქმისათვის! ვინ იცის, ჩვენი ბედი რარიგად დატრიალდება, თუ ეს საქმე სხვანაირად წავიყვანეთ!.. საქმე დამოკიდებულია აგრეთვე ჩვენ ცოტად თუ ბევრად ნასწავლ ყმაწვილ-კაცებზედ. ზემოხსენებულ საზოგადოებათ წინ უდევთ დიდძალი, აუარებელი შრომა: ჩვენ ხომ ჯერ სულ ხელცარიელნი ვართ, − არც სახელმძღვანელო გვაქვს, არც საკითხავი წიგნები, არც არა სხვა სახსარი სწავლისა, − აი ამას უნდა შეუდგნენ ეხლავე ჩვენი განათლებულნი, რათა სიტყვა მაინც არ მოგვიბრუნონ: „მაშ რაღასა თხოულობთ, თუკი გამოყენებაც არ იცით და არ შეგიძლიანთო?“

უმთავრესი შემწე ყველა ამგვარ საქმეთა არის, ჯერჯერობით, საადგილ-მამულო ბანკი, ქუთაისისა თუ ჩვენი. ქუთაისის ბანკმა შემოსწირა კიდეც ათას ასი თუმანი ამ საზოგადოებას.

იმერეთ-ამერთა, ესე იგი, მთელმა საქართველომ ამ სამოცდათვრამეტს ........ გავლილს წელიწადში მარტო ერთი საქმე დააწყო საკუთარის თაოსნობით, საკუთარის შეწირულობით და თავის საკუთარის ღონით, მხნეობით და ზედამხედველობით წარმართა კიდეც. ეგ საქმეა ჩვენის ბანკების დადგინება და მართვა. ამ სამოცდათვრამეტ წელიწადში ქართველი კაცი როგორღაც, ნებით თუ უნებურად, კუთხეში მიეგდო, მიწვა და მიიძინა, თითქოს ყველაფერზედ გული აიყარაო, ყველაფერზედ იმედი გადიწყვიტაო, ყველაფერზედ ხელი აიღოო, ერთის სიტყვით, ზნეობითად მოკვდაო. ამ ყოფამ ყოველმხრივ დაგვაუძლურა ჩვენ, გონებით, ზნეობით, თვალად, ტანად დავპატარავდით და მივილივენით; არამც თუ ხელის გაძვრის ილაჯი აღარა გვქონდა, არამედ თვითოს. მოძრაობის სურვილიც შიგ გულში ჩაგვიკვდა, ჩაგვიქრა. რას უნდა გამოეხსნა ჩვენი თავი ამ საცოდავობიდან? მარტო თვითმოქმედებას და სხვას არაფერს. რაზედ უნდა მიგვემართა ის, ყოვლად მხსნელი თვითმოქმედება? მეტყვით, მაგას ბევრი გზა აქვსო. ჩვენც ვიტყვით, მაგრამ იმ „ბევრამდინ“... ღმერთი, ხომ შენ იცი, რა ტყრუშული ღობეებია, თვალუწვდენი, შეუვალი. საიდამ რა მოევლოდა? ერთი პატარა ბილიკიღა იყი თავისუფალი სავლელად და ერთი პატარა მოედანი სავარჯიშოდ, ისიც ვაილაჩრობით, წეწვითა და გლეჯითა. მოედნად დაგვრჩა ჩვენი ქონების წრე და ბილიკად − გზა ქონების შეძენისა, ანუ გაფლანგვისა. აქ შეგვეძლო გვევარჯიშნა რამოდენიც ჩვენს სულსა და გულს ესურვებოდა, არავინ და არაფერი არ გვაბრკოლებდა. წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ნათქვამია. სხვა ღონე რომ არ იყო შველისა, ერთმა ჩვენმა კეთილისმყოფელმა კაცმა ამ ბილიკს და მოედანს დააკვირვა თვალი და ჰსთქვა: ცოტა რამ არის, მაგრამ ამისი გამოყენებაც შეიძლებაო, რომ ჩვენმა თვითმოქმედებამ ცოტათი მაინც ფრთები შეისხასო. ჰსთქვა და თავის სასახელოდ აასრულა კიდეც. ამაზედ აშენდა ბანკების საქმე.

ამ საქმეს ჩვენ დიდს მნიშვნელობას ვაძლევდით და ვაძლევთ კიდეც. თუნდ თავი დავანებოთ იმას, რომ ბანკები ღონისძიებას გვაძლევენ ფულის სესხად შოვნისას, ნურც იმას გავიხსენებთ, რომ ამ ორს ჩვენს ბანკს შეუძლიანთ, ცოტა რომ ვსთქვათ, წელიწადში ორი ათასის თუმნის შეძენა საზოგადო საჭიროების დასაკმაყოფილებლად, ამას ყველაფერს თავი დავანებოთ, გავსინჯოთ ბანკი იმ მხრით, რა მხრითაც იგი უფრო სანატრელი უნდა იყვეს მათთვის, ვისაც ჰსწამს ძალა თვითმოქმედებისა ქვეყნის სადღეგრძელოდ და საბედნიეროდ. ჩვენ, თევზისა არ იყოს, პირი სავსე გვაქვს წყლითა და ვრცლად მეთითებით ვერას ვიტყვით, მაგრამ ვინც ამ მხრით ღრმად დააკვირდება ჩვენის ბანკების არსებობას და საფუძვლიანად თავიდამ ბოლომდე გაავლებს გონების თვალსა, ის, რასაკვირველია, დაგვეთანხმება, რომ აქაც, ბანკის საქმეში, როგორც ყოველფერ სხვაში, ჩვენის ყელის საბელის ჩვენს ხელშივე ჩაგდება ჩვენთვის სანატრელიც უნდა იყოს და სასიხარულოც. ეგ საქმე ამ მხრით ჩვენთვის დიდი რამ არის, დღეს შემთხვევისა გამო სხვისა და სხვისა“ ჩვენთვის მარტო ბანკია მხოლობითი მოედანი, რომელზედაც უნდა აღიზარდოს, ფეხი აიდგას, გაიწურთნოს, გაინავარდოს ჩვენმა თვითმოქმედებამ, ჩვენმა ზნეობითმა ძალ-ღონემ. ვისაც ჩვენი ქვეყანა გულწრფელად უყვარს და ჩვენთვის კეთილი არა შურს, ის დიდი სიფრთხილით, დიდის მოსაზრებით უნდა ეკიდებოდეს ყოველს საგანს, ყოველს აზრს ბანკის შესახებ.

ჩვენდა სამწუხაროდ, ამას ჩვენ ვერსად ვერა ვხედავთ, ვერც სხვა საზოგადო საქმეში საერთოდ და ვერც ბანკისაში საკუთრივ. ვერაფერი სანუგეშო ამბავია, როცა კაცი საზოგადო საქმის მოედანზე გამოდის მარტო იმისათვის, რომ სიტყვა და აზრი წინ გავიგდო და ვათამაშოო. ყოველი თამაშა შექცევაა და საზოგადო საქმეს უპატიურად ხდის. საზოგადო საქმეს მარტო შრომა უნდა, ჯაფა უნდა, ბეჯითი და გულდადებითი ჯაფაცა. უამისოდ საზოგადო საქმე, რაც უნდა კარგი იყოს თვალად, შიგნით ფუღუროა, დღემოკლეა, სუსტია. წარამარად ბარბაცი საზოგადო საქმეში იქნება უსაქმო კაცისთვის სასაცილოც იყოს, მაგრამ საქმიანისათვის საწყენოა. ამაზედ უფრო სავაგლახოა, როცა საზოგადო საქმეში „მე ესე მიჯობს“ აღვირაშვებული დაიარება და ის კი, „რაც საქმეს უჯობს“, თავჩაღუნული დადის, თითქო დედინაცვლის ხელში ჩავარდნილი ობოლიაო, ჩაგრული და ხმაამოუღებელიო. ბოლოს ცხვირში ამოგვკრავს, რომ ესე წინდაუხედავად შევსვავთ ხოლმე საზოგადო მძიმე საქმეს ერთმანეთის მტრობისა და შურის საქანელაზედ და ისე უკადრისად წინ და უკან ვაქანებთ. ბოლოს ცხვირში ამოვიკრავთ-მეთქი, მაგრამ ვაი თუ გვიანღა იყოს...

აი, თუნდ ავიღოთ მაგალითად ქუთაისის საადგილმამულო ბანკის საქმე. თავდაპირველადვე იმ ბანკს ერთი შფოთი და არეულობა შეუდგა. დაეწყო დასები. ერთი იკითხეთ, ან ერთმა დასმა რა წამოაყენა წინ ისეთი, რომ მეორემ უარჰყო? რისთვის იბრძვიან? რათ აქვთ ატეხილი ტყუილუბრალო აყალმაყალი? რაზედ დაობენ, რაზედ ცდილობენ? ჰსწერენ კიდეც მრავალს, ჰქადაგობენ კიდეც, და აბა თუ კაცები ხართ, გარკვევით მეტყვით − რა არის ცილების საგანი? ყველაფერია, ყველაფერი, გარდა იმისა, რაც საზოგადო საქმისათვის საჭიროა. ეს არის ჩვენი ოსტატობა? ნუთუ ბოლო აღარ უნდა ჰქონდეს ბზარვასა და ლალვას ისეც უბედურთ ქართველთა შორის. ღმერთო, გვიხსენ ამ ჭირისაგან და გვამყოფინე, რაც დღევანდლამდე მაგ ჭირისაგან გადაგვხედია. გვეყო, ბატონებო, გვეყო! იქ „მე“ უღონოა, საცა „ჩვენ“ გაცუდებულია, უარყოფალია, გალახულია. ამას ყველა ვგრძნობთ და ვვალალებთ კიდეც.

ამ ბოლო დროს დაეწყო ქართულის თეატრის საქმეცა. აი კიდევ ერთი საზოგადო საქმე, რომელსაც დიდის სიფთხილით მოქცევა უნდა. ღმერთმა ეს ახლადშობილი საქმე მაინც ააშოროს იმ მტრობასა და შურს, რომელიც ბანკების საქმეს შეუდგა ჩვენში. ჩვენ წინათაც გვითქვამს და ეხლაც ვამბობთ, რომ თეატრს დიდ მნიშვნელობას ვაძლევთ ჩვენს საზოგადოებისათვის. ეს ისეთი საქმეა, რომელსაც ყოველმა ქართველმა შეძლებისამებრ ხელი უნდა მოუმართოს. სახელი და დიდება ტფილისის ბანკის კრებას, რომ ქართული თეატრი საზოგადო საჭირო საქმედ იცნო და სამასი თუმანი ფული შეჰსწირა. ფულის შეწირვის გარდა ამ ახლადშობილს საქმეს სხვაგვარი შემწეობაც უნდა. საჭიროა, რომ ჩვენმა ლიტერატურამ ყურადღება მიაქციოს ამ საქმეს, კვალში ჩაუდგეს და, რამოდენადაც გონება და ცოდნა გაუჭრის, იმოდენად - როგორც მოყვარემ - პირში უძრახოს, კარგი და ავი პირში უთხრას, არც გაანებივროს ტყუილის ბარაქალითა და არც გული აჰყაროს ტყუილის დაწუნებითა. ამისათვის ჩვენ ვეცდებით ამ მხრით სამსახური გავუწიოთ ჩვენს თეატრსა იმდენად, რამდენადაც ჩვენგან შესაძლო იქნება. ჯერ-ხანად მოკლედ განვიხილავთ, რაც აქამომდე იყო.

ამ ცოტა ხანში რამდენიმე ქართული წარმოდგენა იყო. პირველად წარმოადგინეს სამმოქმედებიანი კომედია: „გევო, მინას და კამპანია“, ფრანციულიდამ გადმოკეთებული, და მასთანავე ერთი ვოდევილიც „სხვაგვარი სიყვარული“. თვითონ კომედიაზე ბევრს ვერას ვიტყვით, შევნიშნავთ მხოლოდ, რომ ამ თხზულებას სამი ნაკლულევანება აქვს, თორემ სხვაფრივ კი არა უჭირს რა. ერთი ისა, რომ დამწერმა რად დაჰსწერა? მეორე ისა, რომ თუ დამწერმა დაჰსწერა, გადამკეთებელმა რად გადააკეთა? და მესამე ისა რომ თუ ორნივ შეჰსცდენ, თეატრში მაინც რად წარმოადგინეს?

აქტიორებმა როლები არ იცოდნენ რიგიანად. რა დაგვემართა რით ვერ მოვიშალეთ ეს უხამსი ჩვეულება. ურიგო არ იქნება, რომ ამ საგანს სასტიკი ყურადღება მიაქციოს რეჟისორმა, თორემ ეგ წყეული ჩვეულება პიესის მწერალსაც დააფთხრობს და მაყურებელსაცა. იმედია, რომ ბეჯითი რეჟისორი მოსპობს ამას.

ვოდევილმა კარგად ჩაიარა, ხალხმაც ბევრი იცინა და ზოგი იქნება იმასაც მიხვდა, რომ პირად მხურვალე სიყვარულს ხშირად სხვა სარჩული უდევს ხოლმე ქვეშ. ეს დიდის ზნეობის მასწავლებელი ჭეშმარიტება არ არის, მაგრამ ერთი პაწია ვოდევილისაგან ესეც კარგია. არა-მწევარმა რომ ყურდღელი დააბრუნოსო, დაჭერად ჩაეთვლებაო, ნათქვამია

მერმე წარმოადგინეს მოლიერის კომედია „ეჭვით ავადმყოფი“, თარგმნილი ივ. მაჩაბელისაგან. თარგმანი არ არის ურიგო, მაგრამ მთარგმნელს შიგ ჩაურთავს ერთი იმისთანა სიტყვა, ხშირად ხმარებული პიესაში, რომელიც ზრდილობისმოყვარე ქართველისათვის მეტად სათაკილოა. ამისთანა სიტყვებს უნდა ერიდონ სცენაზედ. თუმცა ჩვენ ქართველებმა, ერთობ უწმაწური ლაპარაკი ვიცით ხოლმე, როცა სალაზღანდაროდ შევიყრებით, მაგრამ საჯაროდ კი გვეთაკილება ხოლმე მე უმართებულო სიტყვის ხმარება. ეს პატივსადები ჩვეულებაა. და არ შეიძლება ამას ყური არ ვათხოვოთ.

ბოლოს დროს წარმოადგინეს ილ. ჭავჭავაძის „ყმების განთავისუფლების პირველ დროების სცენები“, „აყალმაყალი ცოლ-ქმარ შუა“ და ვოდევილი (მეორეთ) „ბნელ ოთახში“. „აყალმაყალი ცოლ-ქმარ შუა“ მოგვეწონა, კარგის ენით არის შედგენილი და სასაცილოც არის; ჩვენდა სამწუხაროდ, ამასვე ვერ ვიტყვით ვოდევილზედ, თუმცა ზოგიერთგან აქაც ენა რიგიანად არის ხმარებული.

აქტიორების ღირსებაზედ ჯერ-ხანად არ ითქმის რა, ჯერ უჩვევნი არიან ბევრი მათგანი და, იმედია, რომ გაიწრთვნებიან. ხოლო წარმომადგენელთა შორის ერთია, რომლისათვისაც ღმერთს მიუმადლებია დიდი ნიჭი. მაგ ნიჭის პატრონი საფაროვის ქალია. ეგ ისეთი აქტრისაა, რომელიც ჩვენის სცენის თვალი იქნება, თვალი! ამ აზრისანი არიან ყველანი, ვისაც კი საფაროვის ქალი სცენაზედ უნახავს. ყოველს სიკეთესთან ერთი ის სიკეთეც ჰსჭირს, რომ მშვენიერი ქართული გამოთქმა აქვს და ეს სიკეთე ეხლანდელს დროში, როცა ქართული აღარავის ახსოვს, მეტად ძვირფასი რამ არის.

ძალიან კარგი იყო უფ. ცაგარელი ილ. ჭავჭავაძის სცენაში. ჩვენ გვგონია, მაგვარს როლებში უფ. ცაგარელი შეუდარებელი იქნება. გვიკვირს, რატომ გლახა ჭრიაშვილის როლი მაგისათვის არ მიუციათ?

ორიოდე სიტყვა უნდა მოგახსენოთ ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა ყრილობის თაობაზედ, რომელიც ამჟამად შემდგარია გუბერნიისა და უეზდების მარშლების ამორჩევისათვის. მართალია, აწინდელ დროში, როდესაც ბატონყმობა გადავარდნილია და სხვადასხვა წოდებათა შორის არავითარი შესანიშნავი გარჩევა არ არის კანონისა და სახელმწიფოს წინაშე, თავადაზნაურობას, როგორც ერთგვარ წოდებას, დაეკარგა უწინდელი მნიშვნელობა . . . . . .

.............. თუ ამჟამად თავად-აზნაურთა, კრება იპყრობს რაიმე ყურადღებას - იპყრობს მხოლოდ ამ მხრით, მხოლოდ იმდენად, რამდენადაც იგი....სარგგებლობს თვისის უფლებით. თავადაზნაურობას აქვს უფლება იზრუნოს თვის საჭიროებაზედ, განუცხადოს მთავრობას თვისი სურვილი ამის შესახებ, წარუდგინოს მას სხვადასხვა ზომიერებანი, რომელთაც დაინახავს სასარგებლოდ. აი, სასურველია, რომ ეს ზომიერებანი შეეხებოდნენ იმისთანა საგანს, რომელიც სარგებლობის მომტანია მთელი ქვეყნისათვის. ამ მხრით წლევანდელი ყრილობა თავად-აზნაურებისა ყურადღების ღირსი უნდა იყოს, რადგანაც წამოყენებულ იქმნა ერთი საგანი ფრიად ღირსშესანიშნავი და ფრიად სასარგებლო საქართველოსთვის. ჩვენ ვამბობთ იმ წინადადებაზედ, რომელიც შეიტანა კრებაში ღენერალმა კონსტანტინე მამაცაშვილმა და რომელიც არსებობს შემდეგში: ყოველმა თავადმა თუ აზნაურმა უნდა იკისროს წლითი-წლობით ხარჯი, რომ მის შემოსავალით დაარსებულ იქმნეს საკუთარი გიმნაზია. ჩვენდა სამწუხაროდ, გუბერნიის კრებაში ამ საგანმა ვერ მოიპოვა ჯეროვანი უმეტესობა ხმისა, მაგრამ დადგენილ იქმნა კი, რომ ეს საქმე თვითეულ უეზდის მარშალს და თავად-აზნაურთ უნდა მიენდოთო. მაშასადამე, საქმის კარგად წაყვანა დამოკიდებულია უეზდის მარშლის გამჭრიახობაზედ და უეზდის თავადაზნაურთა კეთილ მიდრეკილებაზედ. იმედია, რომ არა აზნაურს არ დაშურდება და არც გაუჭირდება წელიწადში შეძლებისამებრ ცოტა რისამე მიცემა ქვეყნის სარგებლობისა და წარმატებისათვის. ამით ჩვენი საზოგადოება დაიმკვიდრებს უკვდავ სახელს და დიდებას წინაშე მთელის ქვეყნის და მეტადრე შთამომავლობისა.

7 ხმა ბათომიდამ

▲back to top


ხმა ბათომიდამ

I.

„ბრძოლა მთა-ბარში, წინ და უკან, ოთხივე კუთხივ ბრძოლა შეუწყვეტელი პირის-პირ უთვალავ მტრებისა სამშობლოის თავისუიკ- ლების დასაცველად.“ აი ამ სიტევებში სრულიად არის გამოთქმული ჩვენის ისტორიის შინაარსის დედა-აზრი! ყველა დამეთანხშება, რომ ჩვენის ისტორიულის ცხოვრების დენა ბევრით განსხვავერდება სხვა ხალხთა ისტორიულის ცხოვრებიდამ. თითქმის არც ერთს ხალხს არ დაჭირვებია ჩვენსავით ისტორიულ ცხოვრების დაწუებისთანავე — მუდამ იმ ფიქრში და ზრუნვა - დარდში მოინა თუ სად და როგორ, და რა რიგად დავხვდე ჩემზე ასაოხრებლად ამხედრებულ, აურაცხელ მტრებსო, და თუ ვინმეთ შეხვდენიათ ამ ნაირი ვოია მათი მდგომარეობა. მითი ჯობდა ჩვენსას, რომ იგინი სიმრავლით ბევრით არ ჩამოუვარდებოდნენ თავიანთ მტრებს. ამ ნაირი იყო ჩვენი ყოფა-ცხოვრება და შოკითვე მტკიცდებოდა ჩვენი შესანიშნავი ძლიერება და სულის სიმტკიცე, რომელნიც მაშინ იუვნენ ხოლმე უმაღლეს მიჯნამდე მიხწეული. როცა რამოდენიმე ხნით მშვიდობიანობა გვეღირსებოდა. ამ შვიდობიანობის დროს ჩვენ, უკეთ ვსთქვათ ჩვენა წინა-პარნი ეწა– ფებოდნენ მეცნიერებას, ხელოვნებას და ითვისებდნენ მათ შეძლებისა და გვარად. ამისთანა დროებში გამშვენიერდა და გამდიდრდა ჩვენი მწიგნობრობა, ამისთანა დროებს ეკუთვნიან ის ხუროთ მოძღვრების (არხიტექტურა) მშვენიერი ნაშთები, რომლებით ეხლაც მოფენილია მთელი საქართველო. ამფერ დროებში იმ რიგ ძლიერებას იძენდნენ იგინი, რომ მთელი აზია მოწიწ-პატივისცემით შეეურებდა საქარ- თველოს და უძლიერნი აზიის სახელმწიფოებიც განსაცდელის დროს მას ევედრებოდნენ ხოლმე მწე-პატრონობას, მაგ. საბერძნეთი სვლიაროსის აჯანუების დროს და სხვ. მე-XIII საუკ. დასაწყისში, სახელოვან თამარ მეფის დროს. მშვიდობიანობის დროით განძლიერე- ბულმა წინა-პარებმა დააარსეს ტრაპიზონტის იმპერია და მისს იმპერატორად დასვეს თავიანთი ამორჩეული სეფეს-წული. (ძე).

ამისთანა ისტორიულ ფაქტების წარმოდგენით მე უნებლიეთ მახსენდება ზღაპრის გმირი ამეტეი, რომელიც რამდენჯერაც დაცემული იქნებოდა მტრისაგან მიწაზე, მიწის შეხებით თან-და-თან უფრო ძლიერდებოდა. და ღონე შემატებული უფრო გაბედულებით ებდღვნებოდა მტერს. ეს რომ შეუტყო მტერმა, მიწაზე კი აღარ დასცა იგი, არამედ აიყვანა და ჰაერში რამოდენიმე ხანს გააჩერა და ამ ნაირათ ამოხადა მას სული

II.

წინა კარში მეტი რომ არ შეიძლებოდა ისე გაკვრით მოვიხსენიეთ ჩვენი წარსული ცხოვრების შინაარსის ზოგიერთა უმთავრესი ამბები და მთელი უწინდელის ჩვენის ისტორიის დედა ზრა კარში კი ამ რიგივე სიმოკლით მოვიხსენიებთ თუ რა მიზეზები იყვნენ უწინდელ ჩვენის ცხოვრებიდამ აწმყო მდგომარეობაში ჩავარდნისა...

ჩვენი ეხლა ამორიგ მდგომარეობაში ეოვნის მიზეზი გახლავთ სამნაირი. პირველი ისე ცხადია, რომ მისი მოხსენება ბეჭვდით საჭირო არ მგონია, მეორე იმ რიგია, რომ მისი ვრცლად მოხსენება თუმც ძალიან გულით მინდა, მაგრამ არ შემიძლია.მესამე — გახლავთ ჩვენგან მტრის მეგობრად მიღება. გაიხსენეთ პირველი პწკარი რომელიც გვამცნებს თუ რაში მდგომარეობდა ჩვენი ისტორიულ ცხოვრების მოქმედება. ამ მოქმედებამ იმას მიგვაჩვია რომ, როგორც ბოლოს აღმოჩნდა, მტრად მიგვაჩნდა მხოლოდ იგი, ვინც ჩვენზე ამხედრებული თავზე გვესხმოდა და იგი კი. ვინც გულ-ხელ-დაკრეფილი განზე იდგა და ჩვენს ჭაპან-წყვეტას სეირსავით უყურებდა, გვეგონა ჩვენი განსაცდელისგან დასახსნელად მზაყოფილად. ამ „გონეობის“ წეალობით შეგვემთხვა იგი, რაიც სწორედ არის გამოთქმული ანდაზით: „ვაის გავეერე, ვუის შევეუარეო.“ მაგო რამ... უკაცრავად მკითხველნო!.. ამ ანდაზით სწორედ არის გამოთქმული აღმოსავლეთ საქართველოის ბედი და არა დასავლეთის (ბათობის ოლქი და ლაზისტანი) და უკანასკნელში ნამეტურ ბათომის ოლქის ბედი... დიაღ, არც ვუით და არცა რა სხვა კაცობრივის სიტყვით არ გამოითქმება ის საშინელება. იგი ვნება, ის სადრტვინელი ქოფა რომელშიაც ჩავარდა ბათომის ოლქი, (უწინდელი სამცხე-კლარჯეთი) მეჩვიდმეტე საუკუნიდამ დაწუებული. ამ დროიდამ გამოუსხლტათ იმათ ხელიდამ თავისუფლება, იგი თავისუფლება, რომელიც მრავალ საუკუნობის განმავალობაში სახელოვანად ეჭირათ და ღირსეულადაც ხმა რობდნენ. იგინი ჩავარდნენ ოსმალების მონობის ქვეშ. არავითარ მხეცობას არ უკადრისობდნენ ოსმალნი მათდა სატანჯველად: მთელი სოფლების ამოწვა, მცხოვრებლების განუკითხავად გვლა, ბავშების და– ტაცება, სარწმუნოების შეურაცხეოფა და სხვა ამ გვარებს დღე მუდამ ცხვირში აწვეთებდნენ იგინი მათ მონების ქვეშ ჩავარდნილ დასავლეთ– საქართველოის ნაწილს, იმ იმედით რომ დღეს თუ არა ხვალ მაინც მო- ვახერხებთ მათ გადაგვარებას, ენის და სარწმუნოების შეცვლასო. მაგრამ ყოველი მათი ცდა ამაო იყო.იმიტომ კი არა, რომ მათ რაიმე მხეცობა დაეკლოთ, არამედ იმიტომ რომ, ხალხის გადაგვარება — ყოვოვლად შეუძლებელი ყოფილა, როგორც მეცნიერებამ ბუნების ისტორიის თანახმად დაამტკიცა ორი და ნახევარი საუკუნე ცდილობდნენ ოსმალები კლარჯეთელების გადაგვარებას ზემო ჩამოთვლილი ხერხებით და ამ ხანგრძლივ დროს განმავლობაში მათი ბარბაროზული ცდა უნაჟოვოდ დარჩა, როგორც აღელვებული ზღვის ტალღის ცემა უძრავ კლდეზე.

III.

ბათომში და მისს ოლქში. დღესეც იგივე ენაა მისის მდიდარის ძალით დაცული, მცხოვრებელთ იგივე ტან-აგებულება და ჩვეულებანი აქვთ რაც თავისუფლების დროსვე ქონდათ, მხოლოდ, რასაკვირველია, ყველა ესენი იმდენადაა შეცვლილი, რამდენადაც დროთა სვლას მოუთხოვია თანახმად ბუნების კანონისა. მხოლოდ რჯული აქვთ მათ შეცვლილი. და ეს ცვლილება გვაჩვენებს ქართველის ერთს კარგს თვისებას კიდევ, ე ი. იმას, რომ ქართველი სარწმუნოებას უყურებს სხივუძვლიანის გონების თანახმად, როგორც მეორე მნიშვნელობიანს საგანს, და ხალხოსნობას უფრო აფასებს, ვიდრე სარწმუნოებას. ეს ბათომის ოლქი, როგორც მოგეხსენებათ, შამოგვიერთდა ჩვენ შარშან 1878 წ. ბერლინის კონგრესის გარდაწუვეტილობის თანახმად. უნდა გავტყდეთ, რომ მის მცხოვრებელთ არ ეჭაშნიკათ თავიანთ მდგომარეობის ამ რიგად გამოცვლა. და ჩვენთან ერთადერთის უღელის წევა. არ გეგონოსთ რომ ეს იყო მათგან ჩვენდაში უსიუვარლობისაგან და ძმურის თანაგრძნობის უქონველობისაგან... არა, მიზეზი სულ სხვაა... უღელი იმ რიგი რამაა, რომ ძმური სიყვარულიც ვერ მიგიზიდავს მასთან, ნანეტურ მაშინ როცა ამ უღელის აცდენის იმედი, რომლის შესრულება უეჭველი გგონიათ. თვალ-წინ თუ გელანდებათ. ბათომის ოლქის ქართველები დარწმუნებულნი იუვნენ რომ ოსმალნი დასუსტებულნი არიან და რუსები ევროპის თანაგრძნობის მოკლებულნიო, და რადგანაც იგინი ერთის ხელიდამ მეორესთან უნდა გადასულიევნენ, მოინდომეს სრული თავისუფლების შოვნა. იგინი გაცხარებით შეუდგნენ სამზადისს; ხელად მოაგროვეს ათი ათასი რჩეული ვაჟ-კაცები ახალის სისტემის თოფებით შეიარაღებულნი, ცოლ-შვილნი დახიზნეს, ინგლისის მმართებლობას ადრესი გაუგზავნეს, ვითომ და „შენი ქვეშევრდომობა გვინდა და დაგვეხმარე ოსმალ-რუსებისგან თავი დავიხსნათო.“, და დაიწვეს ორი ინგლისის გაზეთების კორრესპონდენტებთან მოლაპარაკება, რომელნიც მათ დესპანებად მიიღეს... ინგლისის მმართებლობა ჯერ-ხანად ყუნჩობდა, კორრესპონდენტებმა კი ურჩიეს რომ, რადგანც ინგლისის მმართებლობა აშკარადა ვერ დაეხმარება მათ წადილის ასრულებაში, სჯობს ისევ ევროპის საზოგადოებას (ხალხს) მიმართონ ნივთიერის საშუალებისა დახმარების თხოვნით.

ამ დროს, ბათომიდამ ფრანგულის გაზეთის Le Tempes“-ის კორრესპონდენტს შემდეგი აზრი მოუავდა ამ გაზეთში... რადგანც, ამბობს ეს კორრესპონდენტი, აქაურ ქართველებს სძულთ რუსები და ეჯავრებათ ოსმალნი, ვჰგონებ ევროპა ძალიან კარგად მოიქცევოდა რომ ბათომის ოლქიდამ რომელიც, როგორც ვიცით, ბერლინის კონგრესის გარდაწყვეტილობის წყალობით, ურგო რუსებს, შეადგენდნენ დამოუკიდებელ სამთავროს ევროპის მფარველობის ქვეშე, იმ სისხლის ღვრის ასაშორებლად, რომელიც აუცილებლად მოხდება, თუ ეს ოლქი კონგრესისგან განაჩენს ხვუდრს მიანებებს “

თუმც ევროპამ ეს აზრი მოიწონა, მაგრამ მისს ასრულებლად ხელი არ მიუყვია და ამ რიგად ეს საქმე ინგლისის ანაბარად მიაგდო... ინგლისმა რაღაც მოსაზრებების გამო დახმარების უარი უთხრა ბათომის ოლქის ქართველებს და ურჩია კონგრესის განაჩენს დამორჩილებოდნენ...

25 ავგ. 1878 წ. გადვიდა უწინდელი ჩოლოქის საზღვარზე ბათომის ოლქის დასაპყრობლად იქაურ მცხოვრებლებმა რა დაინახეს მაშინ რომ მათის სურვილის შესრულება შეუძლებელი იყო, თავი მოიხარეს, იმ ანდაზის თანახმად რომელიც ამბობს: „დათვი რომ მოგერიოს, ბაბუა დაუძახეო. მაგრამ ქვეენისთვის რომ ეჩვენებინათ თუ რაში მდგომარეობდა მათი სურვილი, ტყვიებით მისცეს სალამი რუსებს და რამოდენიმე სალდათი დასჭრეს და მოკლეს. ეს ნიშნავდა მათგან კანონიერ საჩივარის გამოცხადებას .. რუსნი ხომ ასე მიიღეს, ახლა ვნახოთ თუ როგორ გაისტუმრეს ოსმალოები. ოსმალოებმა თავიანთთ წასვლის დროს ამ ოლქიდამ დაუწესა ხალხს ჩაგონება რომ ჩვენ წამოგვყევითო, გზის ფული, ახლად დასახლების ფასი და ერთის წლის ხარჯი ჩვენგან მოგეცემათო ამ დაპირების წყალობით ორასი მოსახლე მოატყუეს და წაიყვანეს და როდესაც დანარჩენებმა უარი უთხრეს, მაშინ ოსმალებმა დაიწვეს ყოველ გვარი სიმხეცე და სივერაგობა, სწორედ იმის მსგავსად, როგორც მე-XVII საუკ. მოქმედებდნენ, როცა პირველად დააბატონდნენ ამ მხარეს. ამ დროს ადგილობრივ მცხოვრებლებს და ოსმალებს შუა რამოდენიმე ალაგას მოხდა შეტაკება და სისხლის ღვრა. აქ მოვიევან ერთს მაგალითს რომლის სიტყვითი სიტყვამდე სიმართლეში შმიძლია დაგარწმუნოთ...

23-ს აგვისტოს სოფ. ჭახათში მოვიდნენ 24 ნიზამი სამასი ჩალვადრის ცხენებით და ოსმალოს მმართებლობის ბრძანებისა მებრ ურჩეკდნენ მცხოვრებლებს გადასახლებულ იუვნენ ოსმალეთში იმ პირობების ასრულების დაპირებით, რომელნიც ზემოხსენებულია... მცხოვრებლებმა გარდაწუვეტილი უარი გამოუცხადეს მაშინ ნიზამ ბმა განიზრახეს ძალის დატანება, მაგრამ ჭახათლელები, ერთ გავლენიანის კაცის გულო-აღა კაიკაციშვილის რჩევით ეცნენ ოსმალებს და მუშტი - კრივით იფრინეს წინ, მოკლეს სამი ცხენი და ნიზამთ წაართვეს ოთხი თოფი, ახალის სისტემისა. რადგანაც კახათლელები უმრავლესი იყვნენ ნიზმებზე და ამიტომაც კაცის სისხლი არ დაღვრით ლა. მაგიერად, აჭარაში და მაჭახელში ამ გვარ შემთხვევის წყალობით რამდენჯერმე მოხდა სისხლის ღვრა, რომლის გამო ბარე ორ ოსმალო გამოემშვიდობა სააქაოს. ამ რიგად როგორც რუსებს შეეყარ ნენ სიძულვილით ისე ოსმალებიც გაისტუმრეს. ამით აშკარად დამტკიცდა „Tempes -ის კორრესპონდენტის სიტყვები.

IV

ასე თუ ისე, ბათომის ოლქი რუსებს ერგო, რომლითაც აქ უნდა დაედგინათ მმართველობა და შემოეღოთ შესაფერი წესები.

ყველა მმართებლობისთვის ძნელია უცხო ხალხის გულის მოგება თავისკენ და ნამეტურ იმისთანა ხალხისა, როგორიც ბათომის ოლ ქის ქართველებია. ამ რიგი ხალხის გულის მოგება უცხო მმართებლობისთვის მაშინც ძნელია თუ მას განაგებს ყოვლისფრით ღირსე– ული მოხელეობა, და თუ ესეც არ არის, მაშინ კი „გაუშვი და გაიარეო“ რომ იტყვიან ისე მოხდება ხოლმე...

როდესაც გერმანიამ დაიპყრო ელზას ლოტარინგია, ამ მხარის გამგებელად მან გაგზავნა თავისი უკეთესნი მოხელენი. იმ ადვილად ასახსნელი მიზეზის გამო, რომ გონება გახსნილ მოხელეობას ბევრი ღონისძიებანი აქვს ხალხის გულის მოსაგებლად. მაშინ, როდესაც, გონება დახშული მოხელეობას ადვილად შეუძლია ეს ღონის ძიებანი საბოროტოდ მოიხმაროს, და ისეც მოიხმაროს, რომ კანონის ფორმა მთლად დაცული იქმნება.

ამ მიზეზებისვე გამო სწორედ ასე მოიქცა რუსეთის მთავრობაც ახლად შემოერთებულ საქართველოის შესახებ. მხოლოდ ამ ნასკნელ შემთხვევაში იყო ერთი გარემოება, რომელსაც გერმანიას და ელზას-ლოტარინგიას შორს არ ჰქონია ადგილი. ჩვენ ვამბობთ ნაზე. ელზას-ლოტარინგია გერმანიის ტომის ხალხით დასახლებული, გერმანიულ ენაზე მოსაუბრე, უწინ დაიპურო. საფრანგეთმა, რომელმაც თუმცა ძალიან მიიზიდა მისი გული და გიდევაც გაავრცელა თავისი ფრანგული ენა, მაგრამ ხალხის გურმანიული ენა მაინც ხალხის ენად დარჩა, ასე რომ გერმანიას ამ პროვინციების დაპურობის შემდეგ ენის მხრით არა ერი უშლიდა, რომ თავის მოხელეები გაეგზავნა. რუსე– ბას და ქართველების შორის კი. გვარ-ტომობის და ენის გამო დევს უფსკრული განსხვავებისა. ამიტომაც საჭირო იუო რომ ბათომის ოლქში დანიშნულ იუო ქართველი მოხელეები, ასეც მოხდა. თითქმის მთელს ოლქში, გარდა ორიოდესი და გარდა თვით ღუბერნატორისა, ევულა მოხელეები ქართველები არიან. მაგრამ... ორთავე მხარის, სე იგი, მთავრობის და ხალხის საუბედუროდ ურთოი აჩქარებით მოხდა აქ მოხელეების დანიშვნა, რაისგამოც ეს მოხელეები სრულიად არ აკმა უოფილებენ იმ მოთხოვნილებასა, რომელნიც მათ მოეთხოვებათ... უფრო სიმართლე რომ ვთქვათ, აქ დანიშვნა მოხელეთა არ ყოფილა იმ აზრით, რა აზრითაც იგი საზოგადოდაა მიღებული. მმართებლობა მხოლოდ ამტკიცებდა იმ პირთ იმა ალაგებზე, რომელთაც იგინი თხოულობდნენ და ზოგს კი „უთხოვდნენ“ იმათი მწე–პატრონები . მერმე, ვინ არ თხოულობდა აქ ალაგს. ძველად სამოქალაქო სამსახურიდამ კაიკაცობისთვის გამოგდებული „ჩინოვნიკი“, კაიკაცობისთვის გაკრეჭილი ღვდელი, პიცერი რომელსაც ენა ისე აქვს გა წავული ერთ-რიგის ლოცვა - კურთხევით. რომ უამისოდ მისი მობრუნება არ შეუძლია. იუნკერი, ნამუსიან ქალების ურთნაირის „ზავედენიის“ ზედამხედველი, აქტიორი ამხანაგობიდამ განარული, ვაჭარი და თითქმის ყველა ამათ მიეცათ ადგილები. ამ ადგილების გამოისობით იგინი შეიქმნენ ხალხის მწემსებად, ხალხის წულულის მოსარჩვნად, ხალხის უძლურების განსაკურნებლად! ვაშა, ღმერთო შენდამი!!... რასაკვირველია რომ მმართებლობა ამ ცოტა ხანში მათ ნელნელა გაისტუმრებს . იქითკენ საიდამაც მოსულან. და მათ ადგილზე უფრო ღირსეულებს დანიშნავს.

სასურველია რომ აგრეთვე გარდაუვანილ იქნებოდეს აქედამ აქაური მომრიგებელი მსაჯული, რომელსაც ინჩიც არ ესმის ქართულში და როგორი მსაჯული უნდა იყოს იგი, ვისაც მომჩივნის ენა არ ესმის, ეს „ივერიაში“ (N2, შინაური მიმოხილვა) უკკე იყო. გარკვეულად აღხსნილი...

სანამ ზემო მოხსენებული მოხელეები გამოიცვლებიან, მართლაც რომ შესაბრალისია ბათომის ოლქის მცხოვრებელთ მდგომარეობა. იმათ, როგორც რომ ომისაგან დაღატაკებულებს, სახლ-კარ გადამწვარებს და ერთის იმპერიის ქვევრდომობიდამ მეორეს ქვეშევრდომობაში გადასრულებს ჩვენზე უფრო ეჭირვებათ მსწრაფლად მომქმედი პოლიცია და მალი და რაც შეიძლება განმარტივებული მოსამართლეოდა ორივეს ამას მოკლებულნი არიან აქაურები სისწრაფის მაგიერად აქაურ მმართველობის ყოველნაირ ინსტანციაში სუფევს ჩვეულებრივად სახელ–განთქმული ფორმალობა, რომელიც აქ უმაღლეს მიჯნამდეა მიღწეული იმავე მოხელეების წყალობით.

ასე არ იყო ოსმალოს მმართებლობის დროს, მაშინ, თუ კი ვისმეს ქონდა რაიმე საჩივარი, რომელიც მას უაღრესად მიაჩნდა, იგი პირდაპირ მუტტესარიფთან (ღუბერნატორთან) მიდიოდა, სალამს აძ ლევდა და შემდეგ, ეოვლის უარზოდ ატეობინებდა თავის საჩივარს. მუტტესარიიი, თვითონ, იმ წამშივე დადგენილ განჩინებით აკმაყოფილებდა მომჩივანს. ახლა კი, არა თუ ღუბერნატორთან არამედ წილადის უფროსთანაც (участковый нач.) არ აქვს მომჩივანს ნება, თუ იგი ღარისთაგანია. პირისპირ საჩივარი მოახსენოს, თუ არა დაწერილის არზით და ზედ დაკრულ მარკები. ამას ისიც დავუმატეთ რომ არზის დამწერსაც ფული უნდა...

რასაკვირველია რომ ამისთანა იორმალობას იმისთანა ხალხი, როგორიც ბათომის ოლქის ქართველებია, ჭირის დღესავით გმობს და აშორებს თავს. მას უფრო ეხელთება თავისებურად, ესე იგი, იარაღით გაასამართლოს თავის საქმე ვიდრე ამ რიგ „ჩვენს“ სასამართლოში. და ამ მათებურ განსამართლებას „ჩვენი“ მოხელეობა უყურებს როგორც რუსეთის კანონების დარღვევას და ნდომულობს გამართლებულის და დამარცხებულის (თუ კი ცოცხალია) დაჭერას. იგინი რ თანხმდებიან; თუ მოხელეობა ძალას იხმარს, მაშინ დასაჭერა გაცებს მეგობრობა ეხმარება და არ ანებებს მხდალი და მსუნაგი მოხელეობა რომელიც ბუზსა მთად გადააქცევენ ხოლმე, ამ ხანდისხან სულ უსისხლოდ ჩავლილ კინწლაობას იმდენად გააზვიადებენ, გამოიუვანენ ხოლმე მთელს „აჯანყებასა“ ..

საბედად, ბათომის მაზრის უფროსად არის იმ რიგი კაცი, რომელსაც მთელი ბათომის ოლქის ქართველი, ოსმალოს საქართველო თავის მფარველ ანგელოზსავით შესცქერის, და რომლის ერთს სიტყვას მათზე, სხვის მთელ მოძღვრების წაკითხვაზე უფროსი გავლენა აქვს. ეს კაცი გახლავთ გრ. დ. გურიელი, რომელზედაც სხომის მოგელაპარაკებით

ი-ა ი-ძე

8 სხვა და სხვა ამბავი

▲back to top


სხვა და სხვა ამბავი

- ცდომილი მარსი სახელოვანმა ასტრონომმა მილანისამ სკიაპარელლიმ დააბეჭდინა ეხლახან ცდომილის მარსის რუკა (კარტა) დაფუძნებული ბეჯითად გამოკვლეულ სამეცნიერო საბუთებზედ. ამ რუკის მიხედვით მარსის ზედა-პირს იმისთანავე სანახაობა აქვს როგორც ჩვენს დედა-მიწას. როგორც ჩვენს დედა-მიწაზედ ისე მარსზედ არის თურმე ჩრდილოეთის და სამხრეთის პოლიუსები ყინულებითა, ყინულის დნობა და განდიდება მარსზედ დამტკიცებულია სრულიად და უეჭვოდ. მარსზედაც, როგორ დედამიწაზედ არის ხმელეთი და ოკეანები. რუკაზედ ნაჩვენებნი არიან მდინარენიცა, რომელთ ოკეანესთან შესართავნი თურმე ცხადად ჩანან.

- წყალით გათბობა და განათება. ამერიკის ქალაქს მიჩიგანაში შუაგულს ადგილას გამართულია თურმე ერთი რაღაც ქარხანას მგზავსი, საიდამაც ყოველი სახლი თბება და ნათდება წყლის მეოხებითა. ერთი ჭახრაკის მობრუნება თურმე საჭირო, რომ თქვენს სახლში მაშინვე სითბოც შემოვიდეს, სინათლეც და წყალიცა.

- სიჭირო წამალი. ერთს ევროპიულს გაზეთში „Pester Lloyd“ ჰსწერენ: „ჩვენა გვაქვს თვალ-წინ ერთი დიდი განძი, რომელიც მარტივია როგორც ყოველივე აღმოჩენა, როგორც ყოველივე კეთილი მოგონილება. წარბ-შეკრული მკურნალობა აქნობამდე ცეცხლითა და რკინით იბრძოდა, რომ ხელი შეუბრუნოს და შეაკავოს ის სენი, რომელსაც ამოდენა მსხვერპლი მიაქვს ყოველ წლივ და რომელსაც „ყვავილს“ ეძახიან. მაგრამ ამ ბრძოლამ თითქმის ამაოდ ჩაიარა, სხვა და სხვა წამლები ყვავილს ვერას აკლებენ. ეხლა გამოჩნდა, რომ ამ სენს შიგნიდამ კი არ უნდა წამლობა, არამედ გარედამა. დოკტორმა შრიმერმა მიმართა კარბოლის სიმჟავეს (корболовая кислота), პროვანსიის ზეთში გახსნა და მაგ ნარევით შეზილა მული. მერმე ტილოს ნიღაბი (მასკა) გამოსჭრა თვალისა, ცხვირისა და პირის ადგილი გაუკეთა; იმ ნიღაბზედ მალამოსავით გაგლისა ზემოხსენებული შეზელილი მელი და დადო პირის სახეზედ ყვავილით სნეულს, რომელსაც ყვავილი სახეზედ საშინლად ეყარა. სნეულმა მაშინვე სასიამოვნო. შვება იგრძნო. გავიდა ერთი კვირა, ნიღაბი ახსნეს, საიდამ თეთრი ფერილი ჩამოსცვივდა და გამოჩნდა პირის სახის კანი უზადოდ ასე რომ არაფერი ნიშანი ყვავილისა არ ემჩნეოდა. ამ რიგად ერთს კვირაზედ ფეხზედ წამოდგა სნეული სრულებით საღი და სახეზედ ის უსიამოვნო შავი ლაქების ნიშანიც არსად იყო. რომელნიც ყვავილის სნეულს პირველ ხანებში დააჩნდება ხოლმე.“

- რძის განმაცოცხლებელი თვისება . ინგლისის ჟურნალს „Freemans Journal“-ში სწერია, რომ დუბლინის ერთს სამკურნალოში ამ ცოტას ხანში ერთი ღონისძიება სცადესო. მომავდავის გამოსაბრუნებლადაო, ეგ ღონისძიება იმაში მდგომარეობდა, რომ სისუსტით სასიკვდილოდ მილეულს კაცს სისხლში რძე ჩააწურესო, სნეული, რომელზედაც ყველანი იმედ გადაწყვეტილნი იევნენო, გამობრუნდა ამის შუმდეგაო . სისხლში ჩაუმატს თურმე ნახევარ შტოფი აუდუღარი ხელდახელ მოწველილი რძე

- ციების წამალი. უნდა აიღოთ მზეუჭვრიტას ღერო, სიგანეზედ დასჭრათ რამოდენათაც შეიძლება წმინდად და პტულად, მზე–ზედ გაახმოთ; მერე ჩაყაროთ ბოთლში, ზედ დაასხათ მაგარი არავი და ისე დადგათ ბოთლი მზეზედ რამდენსამე დღეს. ამის შემდეგ შეიძლება იხმაროს იგი წამლად. იმ დღე, როცა ციების ვადა არ არის, დღეში სამჯერ უნდა მიიღოს სნეულმა ეს წამალი ჯერზედ ნახევარ რუმკა.