ჟურნალი ივერია №9



საპოლიტიკო და სალიტერატურო ჟურნალი

.

ამბარცუმ ენფიანჯიანცის სტამბა 1879

1 მერკადე

▲back to top


მერკადე

კომედია სამს მოქმედებად

თხზულება ბალზაკისია

თარგმანი კი ყიფიანისა.

მომქმედნი პირნი:
მერკადე, მოსაქმე კაცი.
მინარ, მერკადეს თანამშრომელი
ვერდელენ, მერკადეს მეგობარი .
გულარ - მერკადეს მოვალე.
პიერკენ - მერკადეს მოვალე.
ვიოლეტ - მერკადეს მოვალე.
მერიკურ, მეგობარი.
დე-ლა-ბრივ. გრაფი.
ჟუსტენ, მერკადეს მსახური.
მერკადეს ცოლი,
ჟულია, მერკადეს გასათხოვარი ქალი.
ტერეზა, მოახლე.
ვირჟინი, საჭმელების გამკეთებელი.
და
რამდენიმე მოვალე კაცი.

მოქმედება სწარმოებს ქალაქს პარიჟში, მერკადეს სახლში.

მოქმედება პირველი

(სცენა წარმოადგენს მდიდრად მორთულს ოთახს, მერკადეს სასტუმროს; სამი კარები; მარცხნივ—ბუხარი და დიდი სარკე; მარჯვნივ—ფანჯარა და სტოლი მერკადესი. შუა ზედა — მარცხვნივ და მარჯვნივ — თითო კარები. მუაზედა, მარცხნივ და მარჯვნივ სდგას კრესლოები.)

სცენა პირველი

ჟუსტენ, ვირჟინი, ტერეზა.

ჟუსტენ. რამდენიც უნდა ეცადოს ჩვენმა საწყალმა მერკადემა მაინც ვერ გამოსცურავს და მერკ.

ვირჟინი. აგრე გგონია შენა?

ჟუსტ. გათავდა მისი საქმე! თუმცა კი... რაიმე გამორჩენა გვაქვს ამ ოჯახში, მაგრამ, მაინცა და მაინც ვეცადნეთ, რომ აქედამ მალე გაგვრეკონ.

ტერეზ. გაჭირდა საქმე!... ზოგიერთი ბატონი კერპია... აი, ჩვენ ქალბატონსა, ორიოდ ჯერ ბრიყულად მოვექეცი, — იმან კი არაფრად ჩააგდო ეს ჩემი ყოფა-ქცევა.

ვირჟ. მე ბევრს ოჯახში მდგარვარ, მაგრამ ამისთანა არსად მინახავს. მე ეხლა, ჩემს სამზარეულოს თავი უნდა მივანებო — და პირ-და–პირ თეატრის სცენაზედ უნდა გამოვიდე აქტრისათა.

ჟუსტ. ჰო, ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ კომედიახა ვთამაშობთ.

ვირჟ. მოვალე თუ მოვიდა ვინმე, იმ წამსვე თვალებს განგებ გააშტერებ ხოლმე შენა: როგორ ბატონო, განა არ იცით, ჩვენი ბატონი მერკადე, ლიონში წაბძანდაო! — ჰო, წავიდაო? ოჰ ოჰ ოჰ, ძალიან საქმე აქვსო, ქვა-ნახშირის მადნები იპოვნაო. — ჰო, ეს ძალიან კარგი, მაშ როდის მობძანდებაო? — რა მოგახსენოთო. — ან არა და ეტყვი ხოლმე: ჩემი ბატონი და იმისი ქალი დიდ მწუხარებაში არიანო; საწყალი ჩვენი ქალბატონი მგონია უკანასკნელ მდგომარეობაშია, კვდებაო; წელებზედ საბანავოთ წაიყვანესო... ოხ, ოხ, ღმერთო!

ტერზ. ხან და ხან მოვა ხოლმე ზოგიერთი მოვალე და ისეთი კერპი, კერპი, ვერ წარმოიდგენ... ჩვენ დაგვიწყებენ ხოლმე ლაპარაკსა, ვითომც ჩვენ ვიყვეთ ნამდვილი ბატონები, და ვითომც იმათი გვემართოს რამე .

ვირჟ. არა, კმარა, კმარა! წავალ და ანგარიშს მოვსთხოვ, რაც მერგება. ამასთანავე უნდა სთქვა რომ, ბაზარში ნისიათ აღარაფერს მაძლევენ, ჩემი საკუთარი ფულით ხომ არ ვიყიდი !

ჟუსტ. ანგარიში უთუოთ უნდა მოვსთხოვოთ; უნდა გაგვისწორდეს.

ვირჟ. აბა რა ბატონები არიან! ნამდვილი ბატონები თავის სამზარეულოზედა ყველაზე მეტსა ხარჯვენ.

ჟუსტ. მოსამსახურენი უყვართ.

ვირჟ. ჰო, ხან-და-ხან მოსამსახურეებს უანდერძებენ ხოლმე რასმე. აი ამისთანა ბატონები უნდა იყვნენ, აი!

ტერეზ. მე კი, მაინც და მაინც ჟულია მეცოდება აბა ვის შერთვას აპირებს?...

ჟუსტ. მინარს ხომ არ აპირებს ? არ დავიჯერებ, რომ ჩვენმა ბატონმა მერკადემ თავისი ქალი იმ კაცს მიათხოვოს, რომელიც იმასთან ჯამაგირზედა ცხოვრობს, და რომელსაც წელიწადში ას თუმანს მეტს არ აძლევს ბატონი. დიახ, როგორ არა; ჩვენი ბატონი უკეთესს სასიძოს იშოვნის.

ტერზ და ვირჟ, აბა ვის?

ჟუსტ. აი გუშინ, კაბრიოლეტით, ორი მდიდარი ყმაწვილი კაცი რომ იყვნენ აქა, — იმათმა ბიჭმა ჩვენს ბებერს გრიმოს უთხრა, რომ ერთიო თქვენი ბარიშნას საქრმო არისო.

ვირჟ. იმათი კაბრიოლეტი ისე ბრჭყინავდა, როგორც კარგი ატლასი. ცხენსა, აქა და აქა (თავის ყურებს უჩვენებს) თითო ვეება ვარდი ჰქონდა გარჭობილი, და პატარა ბიჭს ეჭირა ცხენი... თეთრი, თეთრი ბიჭი იყო, სულ თმა ხუჭუჭიანი, წაღებიც უბრჭყინავდა... ანგელოზსა გავდა რაღა; მაგრამ გინება ლანძღვა ჩვენზედ უკეთა სცოდნია! ამისთანა მდიდარს კაცსა და ლამაზსა, ჩვენი ბატონის ქალი მიჰყავს ცოლათა?! როგორ არა! ამ საათში დიაღ!

ჟუსტ. შენა, გეტყობა რომ ჩვენ ბატონს მერკადეს ვერ იცნობ. მე იმასთან, აი ექვსი წელიწადია, რაცა ვარ და რამდენი მინახავს, რომ მერკადე ბევრჯელ გაკოტრებულიყო, ისიც მინახავს — თავის მოვალეებს როგორც ეკიდება და ეხლა მგონია, რომ იმდენს მოახერხებს, რომ თავის სურვილს და ნებას აღასრულებს და გამდიდრდება კიდეცა... ზოგჯერ ვიტყოდი: „ჰე, წავიდა მისი საქმე!“... სუდის პრისტავების განცხადებები სულ აგვიჭრელებდნენ ხოლმე კარებსა, ზედ მიაკრავდნენ ხოლმე. სუდიდამ ეს უწყებები, როდესაც მოვალეები თავის ფულებს უჩიოდნენ ჩვენ ათასობით მოგვდიოდა და მე რამდენჯერ, სულ ლიტრობით გამიყიდნია ბაზარში... ბ, რ, რ, რ, რ... და გამოხტა ისევა და თავისებურად დაიწყო! ოჰ, ოჰ, — რა კაცია! ყოველ ცისმარე- დღეს რასმე ახალს გამოიგონებს ხოლმე... და რეებს არ მოიგონებს: ხან წელისა და ქარის წისქვილებსა, ხან შადრევნებსა და აუზებსა, ხან გზებსა და შოსსეებსა!.. და იმისი ჯიბეები, გეგონება, უშველებელი ცხრილი არისო, და აი ფული ასე ეფანტება და ეფანტება თავის დღეში არა რჩება რა და სულ, მოვალეები და მოვალეები. მერე როგორ ატყუებს ამათა, — ვერც კი წარდიდგენ. გეგონება, აი ეხლა, ეხლავე ყველაფერს წაართმევენ, წაიღებენ, და თვითონაც ციხეში ჩასმენო!

ის კი არა თუ ცოტას მოელაპარაკება იმათა და ჰხედავ— ისევ მეგობრები არიან, ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ! არის ზოგი იმისთანა კაცი, რომელიც ლომებსა, ვეფხვებსა და დათვებს სწრთვნის, გახედნის ხოლმე, და ეს კი... თავის მოვალეებსა სწრთვნის, და არჯულებს. აი რა ნიჭიერი კაცია!

ტერეზ. სხვასთან კიდევ ჰო, მაგრამ პიერკენთან კი გასაჭირია საქმის დაჭერა, იმას ვერაფრით ვერ მოარჯულებ.

ჟუსტ. დათვია რაღა, დათვი! მაგრამ ხორცითა და ლეშით კი არა ძღება — ბანკის ბილეთებითა და ფულითა ძღება! — ისა. ბებერი ვიოლეტი?

ვირჟ. გლახა, მათხოვარა — მოვალე! როცა მოვა ხოლმე, სულ მინდა ერთი ლუკმა პური მივაწოდო.

ჟუსტ. აი კიდევა გულარი?

ტერეზ. უჰ, ისეთი ცრუა, მატყუარა, რომ არც კი შერცხვება, რომ მეც მამატყუოს.

ვირჟ. ქალბატონი მოდის.

ჟუსტ. ცოტა მორიდებით უნდა ვიყოთ ქალბატონთან, პატივისცემით ველაპარაკოთ, იქნება გავიგოთ რამე ქალის დანაშვნაზედ.

სცენა მეორე

იგინივე და მერკადეს ცოლი.

ცოლი. ჟუსტენი, იყავი სადაც გაგგზავნე?

ჟუსტ. გახლდით, ქალბატონო, მაგრამ არც შლაპკებსა, არც კაბებსა არაფრის გამოგზავნა არ უნდათ.

ვირჟ. მეც უნდა მოგახსენოთ, ქალბატონო რომ ბაზარში არა...

ცოლი. კარგი, მესმის.

ჟუსტ. ეს სულ მოვალეების ბრალია, სულ იმათი საქმეა... ოჰ, როგორ მინდა იმათი დატუქსვა!

ცოლ. ყველაზედ სჯობია, რომ ანგარიშები გაუწმინდოთ იმათა.

ჟუსტ. ხელცარიელი კი დარჩებოდნენ:

ცოლი. მე, აბა რა დაგიმალოთ თქვენა, ჩემი ქმრის საქმეები ძალიან მაწუხებენ... იმედი მაქვს... თქვენა... ერთგულებას გაგვიწევთ?

ყველანი. ოჰ, ქალბატონო, აბა რასა ბრძანებთ!

ვირჟ. აი ეხლა ვლაპარაკობდით ჩვენს რომ რა კარგი ბატონები ბძანდებიან მეთქი!

ტერეზ. და რომ თქვენი გულისათვის, ჩვენ ცეცხლშიაც ჩავარდებით!

ჟუსტ. დიაღ. ამას ვამბობდით, დიაღ! შუა კარებიდამ მერკადე გამოდის).

ცოლი. მადლობელი ვარ თქვენა ერთგული მოსამსახურენი ხართ... ჩემმა ქმარმა, მხოლოდ დრო უნდა იქონიოს, ვადა... ისეთი ჭკვიანია და მომხერხებელი; ჟულიას კარგი ბედი შეხვდა, თუ რომ...

სცენა მესამე

იგინივე და მერკადე

მერკადე (ჩუმათ ცოლსა) განა მსახურებთან შეიძლება ამ გვარი ლაპარაკი? ხვალვე ბრიყულად მოგექცევიან. (ჟუსტენს) ჟუსტუნ, ეხლავე ვერდელენთან წადი და უთხარი, რომ ჩემთან მოვიდეს, ერთი საჭირო საქმე მაქვს იმასთანა... სხვას ნურაფერს ეტყვი და არა წამოგცდეს რა, და უთხარი მალე მოვიდეს . შენ კი, ტერეზა, იმ მაღაზიაში წადი სადაც ქალბატონმა კაბები შეაკერვინა და ჩემ მაგივრად უბრძანე რომ, დაუბრკოლუბლივ და ყოვლის უმიზეზოთი, რასაცა ჰკერვენ, სულ აქ მოგვიტანონ, რაც ანგარიშით ერგებათ, სულ მიეცემათ. სულ, სულ, სუყველაფერი მოიტანონ... აბა.. წადი! ჟუსტენ და ტერეზა გადიან) ... ე, ე, ე... ჰმ!... (ეგენი შეჩერდებიან) თუ... ისინი თუ მოვლენ შემოუშვით ჩემთანა.

ჟუსტ. ისინი?.. ვინა?

ტერეზ. და ვირჟ. ვინ ისინი;.. ბატონო ?

მერკ. ისინი რაღა, ჩუმი მოვალეები,

ცოლ. როგორა? როგორა სთქვი, ჩემო კარგო!

მერკ. მარტოობა მომწყინდა; იმათი ნახვა მინდა; წადით, ჰო!

სცენა მეოთხე

მერკადე, მისი ცოლი და ვირჟინი.

მერკ. (ვირჟინის) ქალბატონმა გიბრძანა რამე?

ვირჟ. არა ბატონო; მაგრამ ბაზრელები ...

მერკ. დღეს თავი უნდა გამოიჩინო, ჩემო ვირჟინი. დღეს სადილად ოთხი სტუმარი მეწვევა: ვერდელენი თავის ცოლითა და ორი ყმაწვილი კაცი: მერიკურ და დე-ლა-ბრივ. მაშასადამე ჩვენ სუყველანი ვიქნებით შვიდნი. ამისთანა სადილი საჭმელების გამკეთებლებისათვის გასახარებელი უნდა იყვეს. წვნიანს შემდეგ, ცივათ, გააკეთე, თევზი... მერე, ოთხ ნაირი სოუსი, ჩინებულად შემზადებული.

ვირჟ. დიახ, ბატონო, მაგრამ არავინ...

მერკ. მეორეთ?,.. ჰა!... ეს უნდა იყვეს კარგა წვნიანი, გემრიელი და მშვენიერი, მეორეთ... მეორეთი...

ვირჟ. კარგი- ბატონო, მაგრამ ვაჭრები...

მერკ. ე, ე, ე, რა ? ვაჭრები ! შენ ვაჭრები ასტეხე აქა, როდესაც მე ქალი უნდა გავათხოვო?! დღეს დასანიშნავათ მოვლენ ბაზრელები რას მიქვიან?.

ვირჟინი. ბატონო ბაზარში ნისიათ აღარავინ გვაძლევს, და მე...

მერკ. მაშ რის აღებ-მიცემობა, თუ არაფერს აიღებენ და არაფერს მისცემენ?... ნუ... სხვას გამორთვი, სხვა ვაჭრებთან მიდი, ამითი ჩვენთვის იმათ ბევრს მოაცემინებ და მოგებაში დარჩებიან, ასე რომ შენც რასმე საჩუქარსაც მოგცემენ.

ვირჟ. ძველს მოვალეებს მე რიღათი გარდუხადო ნისიები?

მერკ. მაგაზედ შენ ნუ სწუხარ, ეგ იმათი საქმეა.

ვირჟ. ანგარიშის გასწორება რომ მომთხოვონ?... მაგრამ, ჩემი ჩემი საქმე ხომ არ არის.

მერკ. (ადგება. იქით) უთუოთ ფულები ექმნება ამასა. (ხმა მაღლა) ვირჟინი ნდობა ურთიერთ შორის, სახელმწიფოს სიმდიდრეა, ჩემი მოვალეები ჩვენი ქვეყნის კანონებს არ ასრულებენ, და თუ მე თავი არ დამანებეს, ამითი უფრო აშკარად დაამტკიცებენ თავის წინააღმდეგობას ჩვენის კანონისას, რომ ნდობისა და ნისიობის წინააღმდეგი ყოფილან. კმარა, ნუღარას მეტევი იმათზე, რომელნიც განათლებულ სახელმწიფოს კეთილ-მდგომარეობას ძირს უთხრიან. წადი, შენ შენი საქმე გაარიგე, სადილი მოგვიმზადე და აბა ვინძლო შენი ნიჭი და ოსტატობა გამოიჩინო და თუ ჩვენი ქალის ქორწილის მეორე დღეს გამოჩნდება, რომ ჩემ ცოლს მართებს რამე შენი, მაშინ მე... მე ვიქმნები პასუხის გამცემი ყველაფერში!

ვირჟ. (ყოყმანობს) ბატონო...

მერკ. წადი!... ჩემგან გექნება თუმანზე მანეთი სარგებელი ექვს თვეში; მეტი რაღა გინდა. მგონია, ეს უფრო სარფა იყვეს შენთვის ვიდრე ბაკნში გაცემა.

ვირჟ. რასაკვირველია, ბანკი მხოლოდ თუმანზედ ათ შაურს იძლევა წელიწადში.

მერკ. (ჩუმათ ცოლსა) აკი გითხარი! (ვირჟინის) როგორ, შენი ფულები უცხო ხელში გაქვს გაცემული! შენგან არ მიკვირს! იმდენად ჭკვიანი მეგონე, რომ სახლშიაც კარგა შეინახავდი ფულებს და, ქისაც არსად არ წაგივიდოდა.

ვირჟ. თუმანზე მანეთი ექვს თვეში!.. სხვა საჭმელებს ქალბატონი თვითონ მიბრძანებს ეხლა წავალ და თადარიგს შევუდგები. (გავა).

სცენა მეხუთე

მერკადე და მისი ცოლი.

მერკ. მაგასა, ასი თუმანი აქვს გაცემული, რომელიც ჩვენვე მოგვპარა ამ მხრით მოსვენებითა ვარ.

ცოლი. ოჰ, რას ჩადიხარ!

მერკ. ამ ერთი საათის წინეთ, შენა, ბძანების მაგიერად, ალერსით გინდოდა დაგეწყო ლაპარაკი მსახურებთანა, როდესაც ალერსი კი არა, ბრძანება უნდა, ბრძანება... როგორც ნაპოლეონმა იცოდა, სასტიკი ბრძანება.

ცოლი. სასტიკი ბრძანება მაშინ, როცა ფულებს არ ვიძლევით!

მერკ. კიდეც მაშინ უნდა გამბედაობა!

ცოლი. არა სჯობია, ერთგულობა მოვიპოვოთ...

მერკ. ერთგულობა! ჰა! რა კარგათა გცოდნია ცხოვრება! ეხლა, ჩემო მშვენიერო ქალბატონო, ერთგულობა კი არა... მოგებაა, მოგება... ფულის მოგება, ამიტომა რომ ოჯახობა ახლა აღარ არის, დაირღვა; არიან მხოლოდ გაცალკევებულნი კერძო პირნი. აი შეხედე... ყველა ბანკის იმედით არის, სადაც ფული აქვს გაცემული... გასათხოვარი ქალი დედ-მამას კი აღარ მიმართავს მზითვისათვის და ფულისათვის, ამას უნდა ყოველ წელიწადს, თავის კანონიერი მოგებული სარგებელი თავისის ფულისა. ცოლი ქრმის იმედით კი არ არის, ისიც ბანკს შეჰყურებს და რაც მოსამსახურეებს შაეხება... აი როგორ უნდა მოექცე ყოველთვის: იმათი ფული ხელში უნდა გეჭიროს, და მუდამ ერთგულობას გიჩვენებენ, მაშ რას იზამენ.

ცოლ. შენა, ამისთანა კეთილი და პატიოსანი კაცი, მაგისთანებს მეუბნები?

მერკ. ვინ როგორც ლაპარაკობს, ისე ასრულებაც შეუძლიან — ასე არ არი ? მე ყველაფერს ჩავიდენ, რასაც კი შევიძლებ, რომ ჩემ თავსა და შენს თავსაც ვუშველო. (ჯიბიდამ ერთს ოქროს ამოიღებს) ეხლანდელი სახელი და ღირსება. იცი რათ დადის ამდენი ხალხი თეატრში სხვა და სხვა დრამების სანახავათა, სადაც უმთავრესად მაშენიკები და გაქნილი კაცები არიან გამოყვანილნი, იცი?... იმიტომა, რომ წარმოდგენის შემდეგ ყოველი მაყურებელი ჰფიქრობს თავის გუნებაში: ჩემი ცუდ-კაცობა ჯერ იქამდისინ არ მისულაო! მე შემიძლიან თავი გავიმართლო კიდეც: ჩემმა ამხანაგმა საერთო საქმეში, მოზიარემა, ბოროტობა ჩაიდინა და მე მაწევს კიცერზედ ეს ბოროტება... იმ გოდოსი! გაიქცა, გაიპარა, და მრთელი ჩვენი დახლი სულ მოიპარა და წავიდა! გარდა ამისა რა სირცხვილია, რომ კაცს ვალები ჰქონდეს? დედა-მიწა ნიადაგი მოვალეა მზისა, ასეც მთელი სიცოცხლე თავიდამ ბოლომდე სული სესხი და ვალია, სხვა კი არაფერი. ყოველ კაცს კი არ ეხერხება ვალის აღება!... განა მე ჩემს მოვალეებს არა ვჯობივარ და იმათზედ უფრო მაღლა არა ვდგევარ? მე იმათი ფული მიჭირავს ხელში, ისინი მოელიან ჩემსას. მე იმათა არაფერს არა ვსთხოვ, ისინი კი პირიქით თავს მაბეზრებენ კაცი, რომელსაც არავისი არა მართებს რა, აბა, ვის აგონდება და ჩემი მოვალეები კი, მუდამ ჩემზედა ზრუნავენ .

ცოლი. ეს მეტის-მეტია! ვალის აღება და გადაწყვეტა — კიდევ არაფერი; მაგრამ, ისესხო, მაშინ როდესაც კარგათ იცი, რომ ვერაფრით ვერ გადაიხდი ამ სესხსა და ვალსა......

მერკ. შენ, ჩემი მოვალეები გეცოდება, ის კია რა თუ კიდეც იმიტომ მივიღეთ ფული, რომ...

ცოლი. გენდნენ შენა.

მერკ. რომ ხარბნი არიან!.. თამასუქით შეტანილი ფულის პატრონი, საზოგადოებაში, ესე იგი აკციონერი და აღებ-მიმცემი, ფულის მატრიალებელი კაცი — ერთმანეთსა კარგათა ჰღირან. ორივე სცდილობს სხვისი ფულით მალე გამდიდრდეს. მე ყოველს ჩემს მოვალეს სიკეთე უყავ, შემწეობა მივეცი, ისინი კი ცდილობენ აგები კიდევ წამგლიჯონ რამე. მე სრულებით დავიღუპებოდი, თუ რომ არა მცოდნოდა იმათი ეშმაკობას ბოროტი ანგარიში. აი ეხლავე ნახამ შენის თვალით თუ რა კომედიახ ვათამაშებინეთ ყოველს მათგანს.

ცოლი. მართლა, შენ გიბძანებია...

მერკ. ყველანი შემოუშვით, მეთქი. ეს ძალიან საჭიროა. (ცოლს ხელს ჩამოართმევს) მე, სრულებით ვერა მომიგონია რა, ასე რომ უკანასკნელი საშუალება უნდა ვიხმაროთ... და... ჟულია გვიშველის ჩვენა.

ცოლი. ჟულია?

მერკ. ამ ჩემმა მოვალეებმა ისე შემაწუხეს. ისე შემაწუხეს, რომ სუნთქვასაც აღარ მაცლიან. ჟულიას იმისთანა საქრმო უნდა უშოვნოთ, რომ მოვალეებმა სულ თვალები დააშტერონ... მაშინ ცოტას მიშაღავათებენ მაინცა, მაგრამ, ამ საქმისათვის ფულები, უსათუოთ მოვალეებმავე უნდა მომცენ .

ცოლი იმათა. ფულები მოგცენ?!

მერკ. მაშ რა მივცე თქვენ კაბებში, ან მზითევი რით გავუკეთო ჟფულიას? თუ გასათხოვარ ქალს ოცი ათასი თუმანი ჰყვება ფულათ, სულ ცოტა-ცოტა ათას ხუთასი თუმნის მზითევი მაინც უნდა ჰქონდეს.

ცოლი. ეგ ძალიან კარგი, მაგრამ შენ რომ არ შეგიძლიან მაგოდენა ფულის მიცემა?

მერკ. (აქამდინ იჯდა; ეხლა კი ადგება) ჰო, და იმიტომაც უნდა მიეცეს ჟულიას ამისთანა მზითევი. გარდა ამისა, საჭიროა, რომ ყოველისფერი რიგიანად იყოს მოწყობილი, როდესაც დე- ლა-ბრივი მობძანდება.

ცოლი. ახლა ამ საქმისათვის შენ მითომ მოვალეების იმედი გაქვს?

მერკ. ჩვენი ახლო მეგობარნიც ეგენი არიან. აბა, ერთი ნათესავი ვინმე ვიპოვნე, რომ ისე შეხაროდეს ჩემს ჯანმრთელობას და სიმდიდრესა, როგორც რომელიმე უკანასკნელი მოვალე კაცი? ნათესავსა — ყოველთვისა შურს თავისი მახლობლის ბედნიერება და სიმდიდრე; მოვალე კი — მუდამ მოხარულია როცა მოვკვდები. ჩემს კუბოს მოვალე უფრო მეტი გამოუვება ვიდრე ნათესავი. მარტო ამათთვის იქნება ჩემი სიკვდილი ნამდვილი მწუხარება! მწუხარება გულს მალე ავიწყდება, შავებს მალე გაიხდიან... მაგრამ შეჭმული ნისია დაუვიწყარია, — თიავის სიცოცხლეში ბევრჯელ მოაგონდება მოვალესა, და ბევრჯელაც ამოიოხრამს.

ცოლი. კარგათ ვიცნობ შენ მოვალეებს და დარწმუნებული ვარ, რომ იმათგან ვერაფერს ვერ გამორჩები.

მერკ. გამოვრჩები, ფულებსაც მივიღებ და ვადასაც, შენ კარგათ იყავ. მოვალე, და ქაღალდის მოთამაშე ერთია. ერთხელ თუ გახსნა ქისა — ეს არის, იღებს და იღებს, აგები როგორმე წაგებული ფული დავიბრუნოო. სწორეთ რომ დაუშრობელი მადანია თუ მამამ არა დაგიტოვა რა... მოვალეები ხომ აქ არიან.

ჟუსტ. (შუა კარებში შემოდის) უფალი გულარი გიახლათ გარეთ იცდის და არ შემოდის, არა სჯერა, რომ თქვენ შინა ბრძანდებით?

მერკ. (ცოლს) არა სჯერა! (ჟუსტენს) სთხოვე, მობძანდეს. (ჟუსტენი გავა). გულარი ყველა მოვალეებზედ უარესია. ორი სუდის პრისტავი ჰყავს, თავისი ხარჯით. მაგრამ ჩემს ბედზედ ფულების მოყვარულია საშინელი და მშიშარაც არის ყოველს საქმეს, სრულებით უიმედოს ადვილად მოეკიდება ხოლმე და შიშით კანკალებს როდესაც საქმე წარმოებაში შევა.

ჟუსტ. უფალი გულარი გახლავთ.

სცენა მეექვსე

იგინივე და გულარ

გულ. თქვენი ნახვა შესაძლებელი ყოფილა თურმე, როდესაც. თქვენ თვითონ ისურვებთ?

ცოლი. გაჯავრებულია.

მერკ. (ცოლს) ეს უფალი გულარია, ჩემი მოვალე.

გულ. აქედამ ფეხს არ მოვიცვლი, სანამ არ გამისწორ- დებით .

მერკ. (ცოლს) ჰო, ფეხს არ მოიცვლი, სანამ ფულებს არ მომცემ. (ხმა მაღლა) თქვენა, ჩემო გულარი ძალია სასტიკად მეკიდებით, მე, რომელმაც ბევრი და დიდი მოსაგები საქმეები გიშოვეთ.

გულ. დიაღ, მხოლოდ ერთი გროშის მეტი არა მარგუნეთ რა მაგ თქვენს დიდ საქმეებში !

მერკ. მაშ რა საქმეები იყო, თუ რომ მოგებას გარდა, წაგების მეტს არას გიჩვენებდნენ ? ამ გვარი საქმის აღება ყველას შეუძლიან.

გულ. მგონია რომ იმისთვის კი არ გახლავარ თქვენთან დაბარებული, რომ მელაზღანდაროთ აქა და ბევრი იყბედოთ ! კარგათ ვიცი, რომ თქვენა ჩემზედ მეტი ჭკუა გაქვსთ, რადგანაც, რომ... ჩემი ფული თქვენთან გახლავსთ !

მერკ. ეგ ფული ვისიმე ხელში ხომ უნდა იყვეს შე კაცო!” (ცოლს) ჰო, აი ეს არის ის ვაჟ-ბატონი, რომულიც ისე მომესია როგორც მსუქან კურდღელსა... შენ თვითონ, გულარ, უნდა გატყდე რომ ძალიან უპატიოსნად მომექეცი, და მე, თუ რომ ჯიბრიანი კაცი ვყოფილიყავი, უჰ, უჰ, ხომ გადაგიხდიდი მაგ მტერობას. ეხლა კი მაქვს იმდენი ღონისძიება და შემთხვევა, რომ შენი ფული სული დაგაკარგვინო კიდეცა, თუ...

გულ. რასაკვირველია დამაკარგვინებ, თუ ვალს არ გადიხდი; მაგრამ... ჩემს ფულს მომცემ; თქვნი ვექსლები და თამასუქები პრისტავის ხელშია!

ცოლი. ღმერთო ჩემო!

მერკ. ვისა... ვი... ვისა აქვს ... პრისტავსა!... ხო არ გაგიჟდი? შე საწყალო ვერც კი წარმოიდგენ რა ქენი, შე უბედურო შენა! სულ ერთიანად მე გამაკოტრებ, და ამითი შენ თავსაც გააკოტრებ .

გულ. ( შემკრთალი და გაკვირვებული) როგორ? შენ რომ გაკოტრდები... კიდევ ჰო... ჩემ თავსა კი...

მერსკ. ორივე ერთად გავკოტრდებით, გეუბნები. მოდი აქა, მოდი; დაჯექი და დასწერე, დასწერ, დასწერე... მალე.

გულ. რა დავსწერო... ვის მივსწერო?

მერკ. შენს ვექილსა დელონეს, რომ ჯერ მოიცადოს, არ გადამახდევინოს და უთუოთ გამომიგზავნოს... ასი თუმანი, რომელიც ისე მიჭირს, რომ ლამის ყელი გამოვიჭრა.

გულ. ჰო, დიახ, როგორ არა, ახლავე დაგიწერ ამასა!...

მერკ. შენ უარზედა ხარ, მაშინ როდესაც მე ჩემ ქალს მილიონერი ირთამს. შენ გინდა, რომ ავეჯი ამიწერონ სულ ერთიანად! შენა ყველაფერსა კარგამ, ყველაფერსა.

გულ. ჰა? ქალს ათხოვებ?

მერკ. გრაფ დე-ლა-ბრიუს ვაძლევ, რომელსაც იმდენი ასი თუმანი აქვს წელიწადში შემოსავალი, რამდენი წლისაც არის.

გულ. ოჰო... ეგ დე ლა-ბრივი თუ ხნიერი კაცია...მაშინ დაგაცლი მაგრამ ას თუმანსა კი მაინც არ მოგცემ. ეჰ, არა-და, არც ერთს მოგცემ და არც მეორესა: არც ვადას გაძლევ და არცა... მშვიდობით. (წასვლას აპირებს, ხმას რომ გაიგებს შეჩერდება)

მერკ. მაშ კარგი, დაგეკარგოს ყველაფერი; მაგრამ გახსოვდეს, რომ... შენი შველა მინდოდა.

გულ. (გამობრუნდება. ჩემი შვეულა?... რა შველა, რის შველა. მითხარი ერთი?!

მერკ. (იქით) მეთანხმება ! (გულარს) რის შველა? და შენი გაკოტრებისა!

გულ. ი, ი, იჰ! — ნეტავი ბევრს არ მიჰქარამდე!

მერკ. როგორ! შენა, ჭკვიანი და გონიერი კაცი ხარ... შენა. ძალა და ძალა... ძალა ხარ რაღა. შენა, ხომ... უჰ, რა ხარ! ხან ისეთ რამეს მოიგონებ ხოლმე, რომ... აი, უყურე, აი ამავე ადგილას ისე მომდიოდა შენზედ გული რომ... რასაკვირველია, როგორც მეგობარს კი არა... არა, უნდა გაგიტყდე, რომ მე ცოტა თავმოყვარე კაცი ვარ და შენს შეძლებას ისრე ვუყურებ, როგორც ჩემს საკუთარს შეძლებასა... ახლა ვამბობ ჩემ გუნებაში, - ბლომად მმართებს და დავიჯერო, რომ ამ გვარს ძნელს შემთთხვევაში, როგორც დღესა ხელს არ მომიმართავს? კარგამ, მხოლოდ იმიტომა, რომ ყაბულს არა ხარ შენი ნებაა, ასთუმანში მითხარი უარი, სკივრში დავმალე და მე კი ციხეში ჩამსვი, მე, რომელიც ყოველთვის პატივსა-გცემ, გამგზავნე ციხეში.

გულ. ერთი, კარგათ გამგონე, დაგიჯერო... მართალს ამბობ სულა?

მერკ. აქ უყურეთ. კიდევ ეჭვშია ეს კაცი. (ცოლსა) შენ არ დაიჯერებ, რა კაცია ესა. (გულარს) ჩემი ცოლი საქმეებში გამოცდილია (ცოლსა) ეს გულარი, — თუ არ დიდ მოგებასა — პატარას კი არ კადრულობს.

გულ. მე, ე, ე?...

მერკ. ო, დიდი უბედურება კი იქნება, რომ არ...

გულ. მერკადე, შენ იმ ამხანაგობაზედ ხომ არ ლაპარაკობ, რომ...

მერკ. დიახ, დიახ, იმაზედ, ის ზედა! ცალკე) აჰა, ა, ა... შენც იმათში ბრძანდები, ი, ი...

გულ. ჰო და რა ვქნა, მე ის საქმე დიდად მოსაგები რამ მეგონა.

მერკ. ჰო, მოსაგები იმათთვის, ვინც გუშინ ყიდდა...

გულ. განა ყიდდენ გუშინა?

მერკ. ჩუმ-ჩუმად, ბირჟაზედა...

გულ. (წამოხტება) მაშ ნახვამდისინ, მადლობელი ვარ ჩემო მერკადე; მშვიდობითა ბრძანდებოდეთ ქალბატონო..

მერკ. (ხელსა სტაცებს) გულარ!

გულ. ჰო, რა გინდა?

მერკ. ბარათი დელონესთან?

გულ. ო მე თვითონ ვეტევი. რომ დაგაცალოს.

მერკ. არა, აქვე მისწერო არა სჯობია, და მერე კი გეტყვი შენს ბანკის-აკციებს ვინც იყიდის.

გულ. (ჯდება). სუყველას იყიდის? (კალამს აიღებს ხელში,) ვინ არის?

მერკ. (ცალკე) აი, ეს კეთილი კაცი, რომელსაც თავისი მახლობის მოტყუვება უნდა. (ხმამაღლა). სამი თვის ვადა დასწერე... ჰა?

გულ. სამი თვე დავსწერე.

მერკ. ერთი ჩემი ნაცნობი ჩუმ-ჩუმათ სუყველა აკციებსა ჰყიდულობს; ეშინიან, რომ აკციებს ფასი უცებ არ მოემატოს; უნდა, ასე, სამასი აკცია... მგონია, რომ შენა გქონდეს ამდენი?

გულ. მე სამას ორმოც-და-ათი მაქვს.

მერკ. სულ იყიდის. (უყურებს რაც გულარმა დასწერა:) ასი თუმანი!

გულ. იმ კაცს რა ჰქვიან?

მერკ. იმასა ჰქვიან... დაწერე რაღა ასი თუმანი!

გულ. იმისი სახელი?

მერკ. ასი თუმანი!

გულ. (იქით.) ოხ, რა ნაირა კაცია. სწერს.) აჰა, აჰა, — დავსწერე.

მერკ. იმ კაცს ჰქვიან — პიერკენ.

გულ. (წამოხტება) პიერკენ!...

მერკ. იმას მიანდეს აკციების შესყიდვა. ეხლა შინ წადი... და იმას შენთან გამოვგზავნი. მუშტარს როდი უნდა გამოუდგეს კაცი.

გულ. არასოდეს! შენ ერთი სიტვვით, სიკვდილისაგან დამიხსენ, რაღა შვიდობით, ძმაო. (მერკადეს ცოლს.) ღმერთსა ვსთხოვ ქვენი ქალის ბედნიერებას. (გადის.)

მერკ. ეს პირველია! და სხვებსაც ესე მოუხერხებ.

სცენა მეშვიდე.

მერკადე, მისი ცოლი, მერე ჟფული.

ცოლი, განა, რაც უთხარი, სულ მართალი იყო? მე სრულებით არა მესმის რა ხოლმე როცა შენ მაგათ ელაპარაკები.

მერკ. ჩემი მეგობრის ვერდელუნის გულისათვის ისე უნდა მოვახერხო, რომ აკციების ფასმა დაიწიოს. ეს საქმე თავობით საეჭვო გვეგონა მანამ სხვა-და-სხვა მადნებს არ აღმოაჩენდნენ იქა. ოხ, ერთი ათი ათასი თუმნის აქციების ყიდვა რო შეუძლოს. რაღა... გაკეთდებოდა ჩემი საქმე... მაგრამ, ეხლა საქმე — ჟულიას გათხოვებაა.

ცოლი შენა, რასაკვირველია, კარგათ იცნო იმ დე-ლა-ბრიკსა?

მერკ. ერთხელ, როგორღაც სადილათ ვიყავი იმასთან კარგა მოწყობილი სახლი ჰქონია, ოქრო, ვერცხლი, ჭურჭელიც მშვენიერი, და ყველაფერზედ, დანა-ჩანგალზედაც სულ იმისი სახელია ზედ წარწერილი. სჩანს, რომ ნათხოვარი და ნაქირავი არა ჰქონია ეს ჭურჭელი. ჰო! კარგი იღბალი შეხვდა ჩვენ ქალსა. თვითონ კაცი კი...ეჰ, ცოლ-ქმარში მარტო ერთიც რომ იყოს ბედნიერი ისიც კარგია! (მარჯვნით ჟულია შემოდის).

ცოლი. აი ჟულიაც მოდის. ჟულია, მე და მამა შენი, ისეთ რასმე გეტევით, რომელიც გასათხოვარი ქალისათვის ყოველთვის სასიამოვნოა ხოლმე.

ჟულ. მაშ, მინარმა გითხრა კიდეცა, მამავ ?

მერკ. მინარ?... ის ხომ არ არის. ის ბღაჯნია-მწერალი?

ჟულ. დიახ, მამავ!

მერკ. გიყვარს შენა?

ჟულ. მიყვარს მამავ!

მერკ. გიყვარდეს! ამაში არ არის საქმე...

ცოლი. იმას კი უყვარხარ ?

ჟულ. დიახ, დედავ.

მერკ. დიახ მამავ, დიახ დედავ.. რა არის! ოჰ, ეს გასათხოვარი ქალები ისე დაიწყებენ ხოლმე ლაპარაკს თითქო ეს ეს არის ეხლა მოაშორესო ძიძას . აბა რით იცი რომ უყვარხარ შენ იმასა?

ჟულ. მთხოულობს.

მერკ. ო, ო! ამაზედ... უნდა გავჩუმდეთ, აბა მეტი რა უნდა ვსთქვათ. ეს უნდა იცოდე, შენა ქალო, რომ ვიღაცა ბღაჯნია მწერალს, რომელსაც წელიწადში ასი თუმანი ჯამაგირი აქვს... სიყვარული არ შეუძლიან: სიყვარულისათვის იმას არც დრო აქვს და არც ფულები... ჯერ უნდა ფული მოიგოს.

ცოლი. საწყალო ჩემო ჟულია.

მერკ. დამაცალე და, გავათავო. გამიგონე, ჟულია. ჰო, კარგი, ვსთქვათ, რომ მინარმა შეგართო კიდეცა. უნდა იცოდე რომა, შენ არც ერთი გროში — კაპეიკი არა გაქვს; ჯვარის წერის მეორე დღესვე სახარჯოდ გროშიც არ გექნება. ეს არ გიფიქრია შენა?

ჟულ. მიფიქრია.

მერკ. ისე თქვი, როგორც მამა შენს კი არა, მეგობარს, ამხანაგს ეტეოდი .

ჟულ. ერთმანეთი ჩვენ ისე გვიყვარს, ისე რომა...

მერკ. ეგ სიყვარული თვისა და თვის თავზე ქირას ხომ არ გამოგიგზავნის?

ჟულ. ჩემო კარგო მამავ, სადმე მეოთხე სართულში დავდგებით, მე მოახლეთაც დავდგები სადმე თუ საჭირო იქნება. ო, ო, მე დიდის სიამოვნებით მოვეკიდები ოჯახობასა, და ნუგეშად მექნება ის აზრი, რომ ეს ჩემი შრომა და მუშაობა ჩემს მინარისათვის არის. მეც ისე ვიშრომებ იმისთვის, როგორც ის შრომობს ეხლა ჩემთვის და ისე ვეცდები რომ გაჭირებამ თავი არ შემოყოს ჩვენ სახლში. ჩვენში იქნება სიფაქიზე, სიწმინდე და ლაზათი. ამისათვის ბევრი ხომ არაფერია საჭირო, მეტადრე თუ გული მოსვენებული გვექნება... მე, ჩემი მხატვრობითა იმდენს შევიძენ რომ ჩემმა ქმარმა ჩემზედ არა დახარჯოს რა და ამითი ოჯახისათვისაც დამრჩება რამოდენმე — დასახარჯავთ თუ ერთმანეთი სულითა და გულით გვეყვარება როგორც ეხლა არა გაგვიჭირდება რა... ჩემი ადოლფი კარგი გულის კაცია და იმოდენა ძალა აქვს რომ რასაც ისურვებს აასრულებს კიდეც.

მერკ. დიახ, მანამ უცოლო იყო. მაგრამ რა კი ცოლს შეირთავს სულს ამოიგდებინებს შრომაში და ერთი გროშისათვის ძაღლი სავით დაიწყებს წანწალს.

ჟულ. ოხ, ადოლფი ისეთი ნაჭიანი კაცია, რომ თუ მოინდომა მინისტრობასაც იშოვნის.

მერკ. ჰო, აბა რა, მინისტრობას ვინ არ ფიქრობს ეხლა?... ყოველ კაცს, ჯერ სასწავლებელშივე გონია თავისი თავი დიდი ორატორი, დიდი პოეტი. იცი რა იქმნება შენი ადოლფი ? ეყოლება ნახევარ დუჟინი შვილი, რომელნიც საქმეების აღსრულეპას და უშლიან, მერმედ თავის მამას დიდ ვალებში ჩააგდებენ და ციხემდინ მიიყვანენ და შენა კი, საშინელს სიღარიბეში ჩაგაგდებენ... შენა რაღაცა მოთხრობას მეუბნები ეხლა, რაღაცა რომანს და არა ნამდვილი ცხოვ რების ამბავს, ჩემო ჟულია.

ცოლი. ეგ სიყვარული თამაშობაა, მეტი კი არაფერი .

ჟულ. სულაც არა. ჩვენი სიყვარული ისეთი სიყვარულია, რომ ჩვენა... სიყვარულისათვის, ყოველისფერს შევსწირავთ.

მერკ. მოიცა, შენს ადილფს. უსათუოთ მდიდრები ვგონივართ ჩვენა ?

ჟულ. იმას ფულებზედ სრულიადაც არა უთქვამს რა.

მერკ. (იქით) აბა რას იტყოდა, რო არა მაქვს რა. (უულის) ერთი, მისწერე, რომ ჩემთან მოვიდეს ეხლავე მოსალაპარაკებლად.

ჟულ. (გახარებული) ო, მამავ!

მერკ. შენ დე-ლა-ბრივი უნდა შეირთრო. მეოთხე სართულის მაგივრად თქვენ იცხოვრებთ უკეთესს ქუჩაზედ და უმშვენიერესს სახლებში. და თუ მინისტრის ცოლათ არ გახდები, მაინც და მაინც დიდი კაცის ცოლი იქნები... თითონ მინარი აიღებს შენზედ ხელს.

ჟულ. არას დროს! თქვენ შეგიყვარდებათ, დარწმუნებული ვარ. ცოლი არა, მართლა რომ უყვარდეს ჟულია?

მერკ. ატყებს დამიჯერე. (ზარის ხმა ისმის).

ცოლი. აწკარუნებენ, და კარის გამღები კი არა ვინ არის.

მერკ. აწკარუნონ.

ცოლი. მე სულ მგონია, რომ შესაძლებელია გოდო მოვიდეს.

მერკ. რვა წლის სიჩუმის შემდეგ? შენ სწორეთ საფრანგეთის იმ ძველ სალდათებსა გევხარ, რომელნიც სულ ნაპოლეონის მოსვლას მოელიან.

ცოლი. აი... კიდევ აწკარუნებენ.

მერკ. წადი, ჟულია, კარი გაუღე. უთხარი რომ, არც დედა და არც მამა შინ არ არიან თქო, და თუ არ დაგიჯერეს და არ მოგშორდებიან. სჩანს ჩემი მოვალე იქნება ვინმე... მაშინ შემოუშვი. (ჟულია გადის).

ცოლი. ჟულიას გუწრფელი სიყვარული ძალიან მომეწონა.

მერკ. შენ ხომ მუდამ ყველაიკერი მოგწონს! (ჟულია შემოდის)

ჟულ. პიერკენი ყოფილა, მამავ.

მერკ. აი მოვალე, სარგებლის მოყვარული. ყველაზედ ბოროტი კაცი; მეფერება, გონია რომ მე ბევრი რამ შეძინების წყაროები მქონდეს; ჩემის გამბედაობით ვიმაგრებ ხელში. ცოტა ოდენი შიში რომ გამოიჩინო, ის ის არის, შემჭამს როგორც მგელი. (კარებთან მიდის) მობრძანდი, მობრძანდი პიერკენ, მობრძანდი !

სცენა მერვე

იგინივე და პიერკენ.

პიერკ. მაქვს პატივი მოგილოცოთ; გავიგე რომ ქალს ათხოვებთ: მილიონერი ირთავს თურმე... ხმა დავარდა.

მერკ. ო! მილიონერი... ჰმ!... არა. მხოლოდ ექნება ასე: ...ოთხმოცდაათი ათასი თუმანი.

პიერკ. ეს ძალიან კარგი ამბავია. თქვენს მოვალეებს ბევრს მოათმენინებს. გოდოს მოსვლა ხომ... სულ იმედი აღარ იყო; მეც, უნდა მოგახსენოთ, ცოტასა ვფიქრობდი, რომ...

მერკ. რომ დღეს თუ არა, ხვალ მაინც. ჩემს დატუსაღებას აპირებთ?

პიერკ. თქვენს დატუსაღებასა?

ცოლი. ეჰ, განა არა გრცხვენიათ?

პიერკ. თქვენს თამასუქებს ორი წლის ვადა აქვს მე, არასდროს არავის არ ვაძლევ ამისთანა ვადასა; მაგრამ ეს თქვენი ქალის ქორწილი... ძალიან კარგი მოგონებაა.

ცოლი, როგორ-თუ მოგონება?

მერკ. ჩემი სიძე არის, ჩემო ბატონო, უფალი გრაფი დე-ლა- ბრივ, ყმაწვილი კაცი.

პიერკ. ყმაწვილი კაცი? მაშ მართალი ყოფილა? მაშ, როგორ იყიდეთ თქვენა ეს ყმაწვილი კაცი?

მერკ. კმარა, თორემ ჩემო კარგო, მე იძულებული ვიქნები სრულებით გაგისწორდეთ და მაშინ ჩემო მშვენიერო პიერენ, დამრჩები ცარიელი და ბევრსაც დაკარგავ. მე ხომ იმდენს შემოსავალს გაძლევ შენა, როგორც ერთი მშვენიერი რამ მამული, თავისი მთითა და ბარითა.

პიერკ. მაშ... ა, ა...

მერკ. (ამაყად.) ეხლა იმდენი შეძლება მაქვს რომ არავის არ მივსცემ დაცინვის ნებასა... თუ გინდ თქვენისთანა მოვალეები იყვნენ.

პიერკ. მაგრამა...

მერკ. კარგი — ჭო!.. თორემ ფულს მოგცემ და გაგისწორდები, აი ჩემს ოთახში შედით, იქ მოვილაპარაკებთ იმ საქმეებზედ, რაზედაც დაგიბარე.

პიერკ. ბატონი ბრძანდები. (იქით.) ოო, ოხ, რა კაცია, ღმერთო ჩემო?!

მერკ. ეს მხეცი ხომ დავამშვიდე, ეხლა მე ვიცი.

სცენა მეცხრე

მერკადეს ცოლი, ჟული და მოსამსახურენი.

ჟული. არა, დედავ, ამ ვიღაცა დე ლა-ბრივს მე არ გავყვები!

ცოლი. რატომა, მერე, ხომ მდიდარი კაცია.

ჟული სჯობია — ღარიბი ვიყო და ბედნიერი, ვიდრე მდიდარი და უბედური.

ცოლი. ოხ, ჩემო შვილო, სიღარიბეში ბედნიერება არ არის, და არც არის იმისთანა უბედურება, რომელიც სიმდიდრემ არ დაჰფაროს?

ჟული. ახ, დედავ, თქვენა, თქვენ მეუბნებით ამასა?

ცოლი. ჩემმა მწარე-გამოცდილებამ ამ წუთის სოფელსა, რომელშიაცა ჩვენ მუდამჟამსა ვართ, ჭკუა მასწავლა მე, ჩემო შვილო. დამიჯერე, მდიდარს კაცს გაყევი, მდიდარსა.

ჟუსტენ. (შუა კარებში შემოდის, მოჰყვებიან ტერეზა და ვირჟინი) ქალ-ბატონო... ბატონის ბრძანება ყველაფერი ავასრულეთ.

ვირჟინი. სადილიც მზათ გახლდებათ.

ტერეზა. მაღაზიებიდამ ყველაფერს მოიტანენ.

ჟუსტენ. უფალმა ვერდელენმა...

სცენა მეათე.

იგინივე და მერკადე (შემოდის, ხელში ბევრი ქაღალდები უჭირამს )

მერკ. ვერდელენმა რა სთქვა?

ჟუსტენ. ეხლავე გიახლებთ ჯერ სახლის პატრონთან უნდა წავიდეს, სახლების ქირა მისცეს, და მერე აქ გიახლებათ

მერკ. სახლის-პატრონი მილიონერია. ისე მოახერხე, რომ ვერდელენი ჯერ ჩემთან მოვიდეს. აბა, ტერეზა, მოდისტკები და მკერვლები?

ტერეზა. ჩემო ბატონო. როგორც რომ ვუთხარი, რომ ფუ- ლი მიეცემათ, იმ წამსვე სულ გამოცვალეს ლაპარაკი.

მერკ. კარგი. სადილი როგორიღა იქნება, ვირჟინი?

ვირჟინი. დიდის სიამოვნებით მიირთმევთ.

მერკ. მედუქნეები?

ვირჟ. მოიცდიან ბატონო.

მერკ. ხვალ სუყველას გავუსწორდები წადით ახლა, კარგი. (მოსამსახურები გადიან.) ოუ რომ მოსამსახურეები შენკენ არიან, — ვითომც არიან,—ვითომც რაიმე გაზეთი მინისტრისაკენ ყოფილა.

ცოლი. პიერკენთან როგორ გაათავე ?

მერკ. ისე გავათავე, როგორც შევიძელი: ვალი მომცა და კიდევ რაღაც თამასუქები, აქციების მაგივრად. ამ თამასუქებითა ჰმართებთ ხუთი ათასი თუმანი, ვიღაცა მიშოპენსა. სულ გაკოტრებულსა... მაგრამ რაღაცა მამიდა. ჰყავს და სადღაც ბორდოს მახლობლადა სცხოვრობს დე-ლა-ბრივი იქიდამ არის მე იმას გამოვკითხამ, შეიძლება რომ ამ თამასუქებით რასმე გამოვრჩე თუ არა.

ცოლი. სუყველა მოვალეები მოგვადგებიან... რა უნდა ვქნათ?

მერკ. მე მივიღებ იმათა; ეხლა წადი შენა, მარტოკა მინდა დავრჩე. წადი და ნუღარას იწუხებ.

სცენა მეთერთმეტე.

მერკადე, მერე ვიოლეტ.

მერკ. დიახ, მოვალეები მოვლენ... და ეხლა სულ ვერდელენის საეჭვო მეგობრობაზედ არის დამოკიდებული. იმ კაცზედ, რომელმაც თავისი შეძლება სულ ჩემ შემწეობით იშოვნა. ოხ, როდესაც კაცი სამოცი წლისა გახდება, მაშინ ცხადათ დაინახამს, რომ სიცოცხლეში და ამ ჩვენს ხალხი ძალიან ცოტანი არიან მადრიელნი და კეთილის მახსოვარნი. ნეტავი ვიცოდე სადა პოულობენ ქველის-მოქმედ კაცებსა!.. მე და ვერდელენი ერთმანეთის დიდი პატივის-მცემელნი ვართ; იმას ახსოვს თავისი ვალი. მე კი... მე მახსომს ჩემი ვალი... ფულები რომ მასესხა და არ ვაძლევ აქამდისინა... რასაკვირველაა, რომ ჩვენ ამ ჩვენს ვალებს ერთმანეთს არ ვაძლევთ. ჟულიას ქორწილისათვის კიდევ ასი თუმანი მოუძებნო ვისმე ჯიბეში. თავი შევაბრალო ვისმე, რომ ფულები მომცენ. აი ეს იქნება კარგი საქმე! მაგრამ... მხოლოდ საყვარელს ქალებს აქვსთ ეს თვისება, ჩვენ კი არა!

ჟუსტენ. (სცენას იქით) დიახ, დიახ, ჩემი ბატონი შინა ბრძანდება... შინა ბრძანდება.

მერკ. ის არის!... ა, ა, ა... ვიოლეტ!

ვიოლეტ. წასულ კვირაში, სწორეთ თორმეტჯერ ვიყავი შენთანა, ჩემო მერკადე და ჩემმა გაჭირებამ გუშინა, მრთელი სამი საათი გამაჩერა ქუჩაში, შენი მოლოდინე. მაშ მართალს ამბობენ, რომ სოფელში ყოფილხარ; აი დღესაც შემოვედი, შენი ამბის გასაგებლად, ჩემო მერკადე.

მერკ. ოხ, ვიოლეტი მე და შენ ერთსა და იმავე გაჭირებაში ვართ.

ვიოლ. ჰმ!.. ჩვენ რაც შეგვეძლო სულ დავაგირავეთ.

მერკ. როგორ... აქაცა...

ვიოლ. მე შენთვის საყვედური არასდროს არ მითქვამს, თუმც შენი მიზეზით სულ გავკოტრდი; ეს მოხდა იმიტომ, რომ შენვე გინდოდა, ჩემი გამდიდრება მაგრამა, აღთქმულ-ცარიელ სიტყვითა პურს ხომ ვერ იყიდი და ვერ გაძღები და ეხლა გთხოვ, გეხვეწები, მომეცი რამე ჩემი თავნი ფულის სარგებელში; ამითი შენ, მთელ ჩემ ოჯახს დიდის გაჭირებიდამ გამოიყვან.

მერკ. ოხ, ვიოლეტ, გულს ნუ ამატკივებ... ჰო, კარგი, კარგი — მე დიდის სიამოვნებით გაგიყოფ (ყურში ჩუმათ.)... არ დაიჯერებ, რომ ეხლა ჩუმს სახლში ათ თუმანსაც ვერ მოაგროვებ, და ისიც ჩემი ქალის ფულია.

ვიოლ. რას ამბობ... შენ სახლში, მერკადე?... შენა, რომელსაც მდიდარ კაცათ გიცნობდი.

მერკ. შენ არაფერს გიმალავ ჩემო ვიოლეტ.

ვიოლ. ეჰ, როცა კაცს უბედურება მოეწევა, ერთმანეთსა სულ ჭეშმარიტი უნდა უთხრას.

მერკ. ნეტავი, ჭეშმარიტის მეტი არა იყოს რა საჭირო.. მაშინ გაგვიადვილდებოდა ვალის გადახდა; მაგრამ, სსუ, არავის არა უთხრა რა; მე ქალი უნდა გავათხოვო..

ვიოლ. მე ორი ქალი მუავს, ჩემო ბატონო, უიმედოთა შრომობენ... სად გაათხოვებ აქა?! რასაკგვირველია თუ ამისთანა მდგომარეობაში ხარ, მე აღარ შეგაწუხებ... ჩემი ცოლი და ქალები სულ უიმედოთ მომელიან...

მერკ. მოიცადე... მე მოგცემ... ექვს თუმანსა.

ვიოლ. ო, ო, ო! ჩემი ცოლი და ქალები დაგლოცამენ! (იქით, მანამ მერკადე გავა) სხვა ამისი მოვალეები მხოლოდ ილანძღებიან და ამიტომაც ვერაფერს ვერ მიიღებენ ხოლმე და მე კი, ოხვრას დაუწყობ, მოწიწებით ველაპარაკები ხოლმე, თავს შევაბრალებ ხოლმე და ნელ ნელა, ცოტ-ცოტათი სარგებელსაც მაძლევს ხოლმე. აი ასე უნდა... ასე... (ჯიბეზედ ხელს იკრავს).

მერკ. (ცალკე. ჰხედავს რასაც შვება ვიოლეტ) აი შე ძველო მაწანწალა — გლახავ! ათჯერ ექვსი თუმანი — სამოც თუმანს იზამს; კარგათა კი ვსთესავ ამ ფულებსა; ეხლა მომკის და გათიბვის დროც არის! ჰმ, ჰმ! (ხმა მაღლა) .

ვიოლ. ექვსი თუმანი... ოქროებიც არის! რა ხანია არ მინახავს. მშვიდობით! ღმერთს შევეხვეწები, რომ გააბედნიეროს თქვენი ქალი... როცა გათხოვდება.

მერკ. მშვიდობით, ვიოლეტ (მკლავზე ხელსა სტატებს) შე საწყალო, რა რიგათ მეცოდები!.. გუშინ ისეთ ფიქრში ვიყავი, რომ... როდის მივსცემ მეთქი, ჩემს ვიოლეტსა, არა თუ სარგებელსა, თავნ-ფულსაც?

ვიოლ. სულა, სულა? — თავნ–ფულსა?

მერკ. ჰო, და... ცოტა დამაკლდებოდა, ცოტა!

ვიოლ. როგორა, მიამბე ერთი.

მერკ. არ დაიჯერებ. ისეთი მოგებიანი საქმე, ისეთი სასარგებ ლო მოგონება, ისეთი მშვენიერი აზრი!.. ერთი სიტვვით... სუყველას შესშურდებოდა, სუყველას მოიზიდავდა ეს საქმე... და ამ მშვენიერი საქმისათვის, იმ ვირმა წეულმა ბანკირმა უბრალო რაღაცა ას თუმანში უარი მითხრა, ხელი არ მომიმართა, იმ დროს როდესაც თვითონ, გაიგონე, თვითონ, ერთს მილიონს მოიგებდა, მილიონსა.

ვიოლ. მილიონსა?!

მერკ. მილიონსა... ჰო, ეხლა მილიონსა და შემდეგა კი, ჰმ მოგებას ვერც კი დასთვლიდა ეს საქმე... ბევრი რომ არ გავაგრძელო, არის... უშიშარი ქუჩების გაკეთება... მოსსე კი არა...მოსტავოია.

ვიოლ. მასტოვოი ა, ა?

მერკ. ჰო, სიფრთხილის მოსტავოი! ისეთი მოსტავოი, რომლის საშუალებითაც, ჩვენის პარიჟის ქუჩებში, ბარრიკადების გაკეთება შეუძლებელია !

ვიოლ. რას ბრძანებ?..

მერკ. აი, გამიგონე! ჯერა, სუყველა სახელმწიფოების მთავრობანი, რომელთაც საზოგადო და სახალხო მშვიდობიანობის დაცვას ცდილობენ უსათუოდ ჩვენი საზოგადოების უპირველეს მწევრებათ გახდებიან. მერე — ყველა მინისტრები. ყველა უდიდესი თავადები, ყველანი. .. თავის ფულს შემოიტანს ჩვენს საზოგადოებაში, ამხანაგობაში. მერე, მოჰყვებიან... ფულის პატრონი ხალხი, ყველა ბანკები, ყველა ვაჭრები, დიდი პატარა, ვისაც კი რაიმე ფული გასჩენია; ვინც კი თითქმის შიმშილით იხოცებიან, ისინიც კი იყიდიან ჩვენს აკციებსა.

ვიოლ. ხო, აი აზრი! აი ჭკუა! აი საქმე... ამაზედ უკეთესი რაღა საქმე იქნება !

მერკ. მშვენიერი საქმეა და ხალხის სასარგებლო! და გეუბნები აი ამისთანა საქმისათვის იმ ვირმა ბანკირმა ოთხას - თუმანში უარი მითხრა, რომელიც იმისათვინა მჭირდება, რომ ყოველს დედა-მიწის ჟურნალებში და გაზეთებში, ჩვენი განცხადება დაიბეჭდოს.

ვიოლ. ოთხ-ასი თუმანი? წეღან სამასი თუმასი არა სთქვი?

მერკ. ოთხასი, ოთხ-ასი!.. და მე, მოგების ნახევარს მივ სცემდი, ესე იგი წარმოიდგინე, მრთელი შეძლებაა, რაღა! ათს შეძლებას მივსცემდი!

ვიოლ. დამაცალე, დამაცალე... მე მოველაპარაკები... სახეში მყავს ორიოდე კაცი, იმათ მოველაპარაკები.

მერკ. ოჰ, არა, არა... არავის არა უთხრა რა! რას ამბობ!. ჩვენს აზრს მოგვპარვენ, რას ამბობ! ან არა და ვერც კი დააფასებენ, ღირსეულათა. აი შენ კი ეხლავე მიხვდი. ეს მდიდარი ხალხი, ოხ... რა სულელები არიან ! ამას გარდა მე ამ საქმისათვის ვერდელენს მოველი.

ვიოლ. ვერდელენსა?... იქნება... შეიძლება, რომ...

მერკ. ვერდელენის ბედია ესა ! უჰ, რა ქონებას შეიძენს, თუ ექვსასი თუმანი გამოიმეტა.

ვიოლ. ეხლა არა სთქვი ოთხ-ასი თუმანი დამჭირდებაო?...

მერკ. ჰო, ოთხ - ასთუმანში უარი მითხრეს, მაგრამ მე ექვს ასი მიჭირს . დიახ, ექვს ასი თუმანი და ვერდელენი, რომელმაც ერთხელ ჩემ შემწეობით ერთი მილიონი მოიგო, ეხლა... ჰმ... ეხლა, ერთი სამათ, ერთი ოთხათ, ერთი ხუთათ მოიგებს! რა უშავს: ვერდელენი კარგი ბიჭია .

ვიოლ. ჩემო მერკადე... მე გიშოვნი ამ ფულსა?

მერკ. არა, არა, არ მინდა. ეხლავე თვითონ ვერდელენი მოვა. მე იმას უარი აბა, როგორ უთხრა, თუ სხვასთან დავიჭერ საქმესა; არა, არ შეიძლება. ნახვამდისინ, ჩემო ვიოლეტ... წადი და იმედი გქონდეს, რომ შენ სამი ათას თუმანს მალე მიიღებ ჩემგანა.

ვიოლ. კარგი და თუ რომ...

ცოლი. (შემოდის). ვერდელენი მოვიდა.

მერკ. (ცალკე) ძალიან კარგი. (ხმა მაღლა) სთხოვე ცოტა მო- მიცადოს . (მერკადეს ცოლი გავა) ნახვამდისინ ჩემო ვიოლეტ, ნახვამდისინ.

ვიოლ არა და! აჰა, კაცო, აიღე ეს ფულები და აი ჩემთან არის, გაძლევ!

მერკ. შენა ექვს-ასი თუმანი გაქვს...?!

ვიოლ. ჰო... ჩემი არ არის ... ჩემი ნაცნობისაა ... მომაბარა, კარგს ალაგას შეიტანე ჩემი ფულიო.

მერკ. შენს დღეში ამაზედ უკეთესს ალაგას ვერ შეიტანდი მაგ ექვს-ას თუმანსა... მე და შენ მერე დავსწეროთ ამისი პირობა... (ფულს. გამოართმევს) რა გაეწეობა! რამდენიც უნდა ინანოს ეხლა ვერდელენმა... დაკარგა ბედა.

ვიოლ. მაშ, მე მერე შემოვალ პირობის დასაწერათა?

მერკ. ჰო, ჰო, შემოიარე, შემოიარე სჯობს, ასე ჩემ ოთახზედ გაიარო (მარცხნივ გააცილებს მერკადე; მერკადეს ცოლი მარჯვნივ შემოდის)

ცოლი. მერკადე !

მერკ. (კარებიდამ გამოდის) აი უბედურება და რა უბედურება... მე ლამის ყელი გამოვიჭრა!

ცოლი. ღმერთო ჩემო, რა ამბავია?!

მერკ. ის ამბავია რომა ამ გლახას — ვიოლეტსა მე ექვსასი თუმანი ვსთხოვე.

ცოლი და უარი გითხრა?

მერკ. უარი კი არა, მომცა!

ცოლი რა არის მერე, რომ მოგცა?

მერკ. ერთი სიტჟვით უბედურებაა, გეუბნები; ისე მალე მომცა რომ ათასი თუმანი რო მეთხოვნა - იმასაც მომცემდა .

ცოლი. ღმერთო ჩემო, ეს რა კაცია! ვერდელენი გიცდის შენა!

მერკ. სთხოვე — შემოვიდეს. ეხლა კი მეშველა, ჟულიას მზითვისათვის მოვაგროვე ფულები, ეხლა მცირედი რამ მაკლია, თქვენი ტან–საცმელისათვის, და ოჯახისათვის, ქორწილამდის... წადი, ვერდელენი მალე შემოგზავნე აქა!

ცოლი. ო. ო! ეგ შენი მეგობარია ხომა... ფულებზედ უარს არ გეტყვის. (გადის.)

მერკ. ჰო... მეგობარია მაგრამ სულ თავიდამ-ფეხამდის ამპარტავნობით არის გატენილი და თავ-მომწონეს, აქაო და მე მდიდარი ვარო ! ეს ისე კი არ არის, როგორც მე ვარ ; ამასა გოდო არა ჰყავდა... გოდო ! . რომ დავთვალოთ, მგონია რომ იმ გოდომა მე უფრო მეტი ფული მომიტანა ვიდრე თვითონ ჩემგან გაიტანა.

სცენა მეთორმეტე

მერკადე და ვერდელენ.

ვერდ. გამარჯობა ჩემო მერკადე აბა, მალე მითხარი, რა გინდა ჩემგანაა. კიბეზედ გამაჩერეს; არა მცალიან, სახლის-პატრონთან მივდივარ.

მერკ. სახლის პატროსი მოიცდის. აბა, მაგისთანა ხალხთან, როგორ დადიხარ?

ვერდ. სულ რომ პატიოსან ხალხთან ვიაროთ, მაშინ ხომ ვეღარავისთან ვეღარ მივალთ.

მერკ. მაშ თვითონ შენა შენთანაც ვერ მიხვიდოდი?

ვერდ. ჰო, კარგი, მითხარი რა გინდოდა?

მერკ. შე დალოცვილო, იმდენს არ მაცლი, რომ აბები ოქროთ დავფერო ხომ მიხვდი?

ვერდ. არ შემიძლიან ჩემო ძმაო და მართალსაც გეტყვი... რო შემეძლოს კიდეცა, არ მოგცემდი. შე დალოცვილო, რაც შემეძლო. ხომ გაძლევდი, და უკანაც არ მომითხოვნია ჯერა. მე, ერთის მხრით - შენი მეგობარი ვარ. მეორეს მხრით შენი მოვალე და... გულწრფელი პატივისცემა რომ არა მქონდეს შენი და სხვებს რო ვგვან- დე— აქამდისინ სწორედ მოგახსენო, მეგობარს მოვალე აჯობებდა. რა არის მართლა ! ყველაიკერს თავისი ზომა და სამზღვარი უნდა ჰქონ- დეს და !

მე მერი, დიახ, რაც შეეხება მეგობრობა, მართალი ბრძანება და უბედურებისათვის კი საზღვარი არ არის.

ვერდ. მე რომ ისე მდიდარი კაცი ვიყო, რომ ყველანი შენი ვალების გასტუმრება შემეძლოს — დიდის სიხარულით ვიზამდი ამასა; მე ყოველთვის ვაფასებდი შენ გამჭრიახობას, მაგრამ ეხლა კი უნდა დაიღუპო ხალხში ნდობა შენ, სრულიად დაკარგული გაქვს, — და ეხლ ყოველი კაცი შენ გერიდება. თვითონ შენა, იმდენი ვერ მოახერხე. რომ წმინდათ გამოსულიყავი მაგ შენ მოგონილ საქმეებიდამ!...როდესაც შენ სულ მთლათ დაიღუპები, დავარდები და დაეცემი, მაშინ... ჩემ სახლში ყოველივას ლუკმა-პურს იპოვნი მე ამ რიგათ გელაპარაკები, როგორც შენი პირველი და მტკიცე მეგობარი.

მერკ. რასაკვირველია მეგობრობაც იმას მოითხოვს, რომ თავის თავსა სცნობდეს ბრძნათა და მეგობარს კი ბრიყვათა... თავის თავსა ხედავდეს სიმდიდრეში და მეგობარს კი გაჭირებაში მაშ, ეხლა მე სახლი გამიტყდა და დავიღუპე რადა ?

ვერდ. სრულიად დაღუპული რათა, — არა, მე ეგ არ მი თქკამს; არა, ჯერ შენა მაინც კეთილ-სვინიდისიან კაცათა გცნოთ ბენ, მაგრამ მრავალგვარი შემთხვევა, კაცს იქამდინ მიგიყვანს ხოლმე, რომ...

მერკ. რომ, როდესაც გამარჯვებას ვერ ეღირსება ხოლმე — ხალხი ცუდი თვალით უყურებს ხოლმე. აჰა, ა, ა! გამარჯვება! რა ბოროტებიდამ შესდგება ეს გამარჯვება?!... გამიგონე, დღეს დილას მე აკციების ფასი დავსწიე... და ეხლა თანდა-თან უფრო და უფრო, აკლდებათ ფასი როგორადაც გინდოდა კიდეც, რომ მთელი საქმე შენს ხელში ჩავარდნილიყოს, მანამდისინ...

ვერდ. ც, ს, ს, სუ!.. მერკადე, მართალს ამბობ? ოჰ, შენი ჭირიმე!...

მერკ. იმიტომ გეუბნები ამასა, მეგობარო ჩემო, რომ არც შენი დარიგება მჭირდება და არც შენი დაცინვა მხოლოდ ფული მჭირდება მე ჩემთვის კი არა გთხოვ... მე რა! მე ქალს ვათხოვებ და ეხლა დიდს გაჭირებაში ვართ. ჩემს სახლში სიმდიდრეა, მაგრამ შეხედე ეს სიმდიდრე რასა ჰფარავს... შეპირებას, ნისიასა, ვალსა, ყველაფერს ვტაცე ხელი მაგრამ ვერა გავაწყვე რა. თუ რომ ფული მოვიღე, რაც საჭირო იქნება სახარჯავათა — ქორწილი არ მოხდება. ერთი სიტევათ მე მჭირდება თხუთმეტი დღით, გამოიკვებება სწორეთ, ისრე როგორც შენ გჭირდება ერთი დღის სიცრუვე ვორდელენ, ამ ჩემს თხოვნას აღარ განვიმეორებ; მეორე ქალი მე არა მყავს ! სწორეთ გითხრა? არც ჩემს ცოლსა, არც ჩემ ქალსა ჩასაცმელი კაბები არა აქვთ! (იქით) მგონია, დავიყოლიე.

ვერდ. (იქით) იმდენ ჯერ მოუტყუებივარ რომ არ ვიცი — მართლა ათხოვებს ქალს თუ არა?.. ვინ ირთავს ნეტავი...

მერკ. დღეს ჩემ სასიძოს სადილი უნდა გავუკეთო. ვერცხლუულობა კი ეხლა შინ რა მაქვს, ხომ იცი საცა არის... და ასთუმანს გარდა, დარწმუნებული ვარ, რომ შენს ვერცხლეულობას, დღევანდელი დღისათვის მათხოვებ და შენც შენი ცოლით გვეწვევი.

ვერდ. ასი თუმანი, მერკადე! ასე თუმანს არავინ გასესხებს; თუ სულ სესხათ ვაძლიოთ, ჩვენ თვითონ არა დაგვრჩება რა.

მერკ. (იქით) გვეწვევა. (ხმა მაღლა) შენ ხომ იცი, რომ მე ცოლ-შვილი ძალიან მიყვარს. მხოლოდ ეს სიყვარული მაძლებინებს ყოველ ნაირს უბედურებაშა! რო იცოდე რა კეთილნი სულნი არიან! ისე მინდა, რომ გაჭირება არ ნახონ რა. ეს მატკივებს გულსა, მხოლოდ ესა! ამ უკანასკნელ დროს, ყოველ ნაირის უბედურების გაცნობა ბევრჯელ შემხვდა. მე სხვას ვაძლევდი სიმდიდრესა; მე სხვას ვაძლევდი უფლებასა და მე კი სხვა მცარცვავდა. მაგრამ ეს ისე არ მაწუხებს და არა მწყინს, როგორც ისაა, რომ შენ. შენ უარს მეუბნები და ჩემი სულის გამართვა არ გინდა და არ გინდა გამომივვან ამ განსაცდელისაგან! ამას იქით აღარას გეტყვი მე... მოწყალებას არავის არა ვთხოვ!

ვერდ. ასი თუმანი!... რაზედ უნდა დახარჯო, ერთი მითხარი?

მერკ. (ცალკე) მომცემს! (ხმა მაღლა) ყოველი სიძე გამოცდილი ქლესაა ქალის კაბას ერთი რამ თუ აკლდეს რამე... მაშინვე ფიქრში შევა. კაბები შეკერილია, საცაა მოიტანენ. და... წამომცდა მე, რომ რაც ეღირება, იმ წამსვე მივსცემ მეთქი — მე შენი იმედი მქონდა ! ვერდელენი, ასი თუმანი შენ არ გაგაღარიბებს, შინ ხომ ექვსი ათასი თუმანი გაქვს წლიური შემოსავალი, და ასი თუმნით კი... ქალს გააბედნიერებ რომელიც გიყვარს. ჰო! ხომ გიყვარს ჩემი ჟული, არა?... შენ ქალსა, ჩემი ჟული, თითქმის თაყვანსა ჰსცემს; ისინი სულ ერთათ არიან ხოლმე. განა შენი შვილის მეგობარს ისე მიატოვებ, რომ არ უშველო, და დავიჯერო, გაუთხოვარ ქალათ დასტოვებ? ოჰ, ეს... ეს... ამაზედ მეტი რაღა უბედურება იქნება?

ვერდ. ჩემო ძმაო, მე ასი თუმანი რომ არა მაქვს : ჩემი ვერცხლეულობა კი ინებე, — გამოგიგზავნა: მაგრამ...

მერკ. მაშ ბანკში მიიწერე, რომ მომცენ; ხომ ერთი წამის საქმეა.

ვერდ. ... მე... არა, არა !

მერკ. საწყლი ჩემი ქალი... დავიღუპეთ. ოჰ, ღმერთო, შემიწყალე მე და მომკალი, გევედრები!

ვერდელი. განა, უშოვნე მართლა შენ ქალს საქმრო?

...

მერკ. არა სჯერა კიდეცა!... ეჭვი გაქვს შენა? ჩემი ქალის გაბედნიერების უარი მითხარი. კიდევ ჰო, მაგრამ მე რაღად მაწყეინებ!... მაშ ისე დავეცი მე, რომ შენა ოჰ, ვერდელენ, მე ასი თუმნის გულისათვის, შენზედ ამისთანა აზრის თქმას არ ვინდომებ, არა, არას დროსა, და ამისთანა წყენასაც არ გავბედამ მაშინ გეპატიება, როცა მომცემ ას თუმანსა .

ვერდ. კარგი, წავალ სახლში, ვნახამ .

მერკ. არა, შენ აგრე ამო, რომ თავიდამ მომიცილო. რო- გორ, სხვის ჯიბრზედ რამდენს გულებს ჭერი და ფანტავ ხოლმე ტყუილა უბრალოთ, მხოლოდ შენი ამპარტავნობითა... და ეხლა კეთილი საქმისათვის, მშვენიერი საქმისათვის უარს მეუბნები.

ვერდ. ეხლა, ამ ჩვენს დროში — სად არის კეთილი საქმე? — სულ ბოროტ-მოქმედებაა !

მერკ. (იცინის) ხა, ხა, ხა, ხა, — ძალიან კარგათ ამბობ.

ვერდ. (იცინის) ხა, ხა, ხა, ხა, ხა...

მერკ. რა ვქნათ, ჩემო კარგო, მეგობრებს შუა — ესეც შეიძლება. ო, ღმერთო! რეებს არ ვიტყოდით ხოლმე მე და შენა, უწინდელ დროში, რეებს არ მოვიგონებდით ხოლმე ? დაგავიწყდა განა, ჩვენი წასული დროება, როდესაც მე და შენ ყოველისფერი ერთადა გვქონდა?

ვერდ. გახსოვს ერთხელ, რომ მე და შენა რამბულიეში წავედით, და მე შენი გულისათვის ერთს ვიღაცა აფიცერს წავეჩხუბე?..

მერკ. როგორ არ მახსოვს? გახსოვს კლარისა რომ დაგითმე? ოხ, რა მხიარული დრო იყო!... ყმაწვილი ბიჭები ვიყავით მაშინ მე და შენ ეხლა კი ჩვენს შვილები გვყავს და როგორი შვილები მერე ქორწილებსაც ვუმართამთ ჩვენ ქალებს. ოხ, კლარისა რომ თუ ცოცხალი იყოს რა ხეირს გიჩვენებდა მაგ უგულობისათვის!

ვერდ. კლარისა რომ არ მომკვდარიყო, მე ცოლს არც კი შევირთამდი .

მერკ. შენ, იცი რა არის სიყვარული? მაშ მე იმედი მექნება, რომ სადილათაც მეწვევი და პატიოსან სიტუვასაც მაძლევ, რომ ყველაფერს გამომიგზავნი?

ვერდ. ვეცხლეულობას დიახ!

მერკ. და ას თუმანსაც!

ვერდ. ისევ თავისას ამბობს!,... აკი გითხარი, არ შემიძლიან მეთქი! რა ვქნა!

მერკ. მაშ მე, ჩემი მეგობრის მიზეზი, დავიღუპები. ყოველთვის ასეა. შენ უგულო კაცი ხარ და კლარისას სიკეთე არ გახსოვს... და არ გახსოვს სიკეთე საწყალი და უბედური მამისა! ოხ! დავიღუპე!.. იმედი აღარ არის! წავალ და თავს დავიხჩობ.

სცენა მეცამეტე.

იგინივე, მერკადეს ცოლი და ჟულია

ცოლი. რა იყო, რა ამბავია?

ჟულია, მამავ, შენ ისე ყვიროდი, რომ შეგვეშინდა...

მერკ. განა გაიგეთ?! და როგორც ორი მფარველი ანგელოსი მოხვედით ჩემთან! ახ, რა კეთილ-გულისანი ხართ! ვერდელენს.) ვერდელენ , განა გული მოგითმენს რომ გააუბედურო ჩემი ცოლ-შვილი? ამათის სიყვარულით, მე... ლამის გავბედო და მუხლებზედ მოგეხვიო...

ჟულია. გევედრებით, რასაც გთხოვდეს მამა-ჩემი, უარს ნუ ეტევით. რომ ასე ძალიან დიდს ტანჯვაში უნდა იყოს, თუ გეხვეწებათ...

მერკ. ჩემო შვილო! (იქით). რა გრძნობაა! არა ვერ მოვახერხე.

ცოლი. გთხოვთ, უფალო ვერდელენ.

ვერდ. (ჟულიას) იცით მერე, რას მთხოვს?

ჟული. არა...

ვერდ. ასთუმან ფულსა მთხოვს, თქვენი ქორწილისათვის.

ჟულ. ო, ო! გთხოვთ, დაივიწყოთ რაც გითხარით. მე გათხოვება არ მინდა, თუ ჩემი ჯვარის-წერით ასე შეირცხვენს თავსა მამა-ჩემი.

მერკ. (ცალკე) რა მშვენიერათა სთქვა!

ვერდ. ჟული! ეხლავე წავალ და ფუოებს მოგიტანთ (შუა კარებში გადის.)

სცენა მეთოთხმეტე

იგინივე, ვერდელენის გარდა, მერე მოსამსახურეები

ჟულია. ო, მამავ, მამავ!

მერკ. (ჰკოცნის) შენ განგვათავისუფლე გაჭირვებიდამა, შენა. ოხ, როგორ მინდა ისე გავმდიდრდე და ისე მძლავრი კაცი გავხდე, რომ ამ ვერდელენს მოვაგონო როდისმე დღევანდელი სიკეთე.

ცოლი. უსამართლოთ ნუ სჯი, ხომ დაგყვა!

მერკ. ჩემ ხვეწნას კი არა ჟულის სიტყვებს დაჰყვა. თავის შერცხვენა ას თუმანზედ მეტად მიღირს.

ჟუსტენ. მაღაზიებიდამ გიახლნენ, ბატონო.

ვირჟ. მოდისტები და მკერვლები მოვიდნენ, ქალ-ბატონო.

ტერეზა. საკაბეები მოიტანეს, ბატონებო.

მერკ. კარგი, კარგი! ეხლა ყველაფერს მოვახერხებთ! ჩემი ქალი იქნება გრაფინა დე-ლა-ბრივ. (მოსამსახურეებს) ჩემს კაბინეთში შემოიყვანეთ! დე მობძანდნენ ყველანი. ჩემი დახლი ღიაა!

( შემდეგი იქნება)

2 ანტონი I. საქართველოს ქათალიკოზი

▲back to top


ანტონი I. საქართველოს ქათალიკოზი[1]

(გამოკრებული ცნობები ვრცელის მისის ცხოვრებიდგან.)

„მოვიცალე სხვათა ყოველთა კეთილთაგან,
და არა მოვიცალე საქართველოისა მსახურებისაგან.“ [2]

ანტონი I.

დაუცხრომელი ანტონის შრომა მწერლობის ასპარეზზედ და თანათ მემამულეთ სიყვარული თავგანწირულობამდის ნათლად სჩანს როგორც მოყვანილის, ეგრეთვე სხვა ამის სიტყვებიდგანაც[3]. კითხვა მხოლოდ იმაშია, აღასრულა იმან საქმით ამ სიტყვების აზრი. თუ არა? მაგრამ განა ასე ადვილია ამ კითხვაზედ პასუხის გება, რომულიაც უნდა იყოს მოკლ დ და ცხადად გამოხატული, როგორც მისი საზოგადოებითი, ეგრეთვე კერძოობით ცხოვრება, გავლენა ხალხზედ და მისგან მოტანილი სასარგებლო ანუ საზარალო ნაყოფი? იქნება ბევრისათვის უადვილესი იყოს უსრეთი პასუხი. მაგრამ ჩვენ საძნელოდ მიგვაჩნია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიცით დაჭემარიტებით მისი კერძოობითი ცხოვრება და მოქმედება. რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და კიდეც უნდა ჰქონდეს იმის დაფასებაში, როგორც კაცისა, საზოგადოების წევრისა, საქართველოს ეკკლესიის თავისა. იმის მმართველისა, მწერალისა და სხვ. და სხვ. ეს არის სხვათა შორის, მიზეზი, რომ ჩვენ ამ მოგლე შენიშვნაში გვსურს, გარდავსცეთ ამ გვარი ცნობების მოყვარე ქართველის, რაც შეიძლება მოკლედ შესანინავი ამბები ანტონი ქათოლიკოზის ცხოვრებიდგან რომელიც აქამდის იყო (თუ იყო რამე ამ გვარი) სავსე შეცთომილებით.

I

ანტონი საერო წოდებაში (1720 — 1739). რადგან პტივცემულმა ჩვენმა მწერლებმა[4] აქამდის არ იციან ანტონის შობის დრო, ჩვენ პირველადვე მოვიყვანთ მისვე სიტყვებს, რომლებიც ამას ცხადად დაგვანახვებენ ანტონის „მზა-მეტეველების“ ბოლოს ვკითხულობთ შემდგომ მის სიტყვებს: „ვიყავ, ოდეს სრულ იქმნა წიგნი ესე, მე ანტონი მამათ მთავარი (ამ სიტყვას ჰხმარობს ქათოლიკოზის მაგიერ) სრულიად საქართველოისა, წლისა 31-სა და თთვისა 4-სა; ხოლო მონაზონობისა აღკვეცისა შემდგომად დამეყო წელიწადი ვითარ 13, ხოლო მამათ მთავრობისა შინა წელიწადი 7 და თთვე 8. ამ სიტყვებდგან სჩანს, რომ ანტონმა შეიმოსა ბერობა 19 წლისამ, და ჰყო ამ ხარისხში ხუთი წელი, რომლის შემდეგ აღვიდა საქათალიკოზო ტახტზედ, როდესაც ის იყო 24-ს წლისა. მართალია ჩვენს ხელთ-ნაწერი „მზა მეტყველობაში“ არ არის ნაჩვენები. თუ რომელს წელში გაუთავებია ანტონს ამის წერა, მაგრამ რადგან ვიცით ჩვენის მატიანებიდგან რომ ანტონმა მიიღო ქათალიკოზობა 1744 წ.[5] შემდეგ რომლისა მან დაჰყო 7 წელი და 8 თვე აღნიშნულის წიგნის დასრულებამდის დარწმუნებით შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ ანტონი დაიბადა 1720, შედგა ბერად 1739, მიიღო ქათალიკოზობა 1744 და გაათავა თავისი „მზა-მეტყვულება“ 1752წ. ამისთანა დაბოლოებამდი, მივყევართ ყველა წერილებს, სადაც კი მოხსენებულია ანტონის წლოვანება[6]. რაც შეეხება საერო სახელს ანტონისას, აქაც უნდა ვსთქვათ, რომ ჩვენი მწერლები უსაფუძვლოდ ეძახიან არჩილს. ჩვენს წერილებში არსად შევგხვედრია რომ ამას ეს სახელი ეწოდებოდეს ბერობამდის. ამ შემთხვევაში ჩვენ ვერწმუნემით აკ. მ. ბროსსეს, რომელსაც მოჰყავს მუხლები მოსკოვის უცხო ქვეყნების სამინისტრო არხივიდგან (Apx. Минист. Иностр.дел) და ბოლოს ამბობს: „ესრედ არ შეიძლება ეჭვიღა გვქონდეს იმაში რომ ქათოლიკოზ ანტონს ბერობამდის ეწოდებოდა სახელად თეიმურაზ[7]. (რადგან ჩვენ გამოცდილებით დავრწმუნდით, რომ რუსეთის არხივებში უფრო ჭეშმარიტი ცნობები იპოვებიან ჩვენის ისტორიის და რომედთამე პირების შესახები. მონამდის ჩვენი ახალი მწერლების შრომაში და ზოგიერთ ძველ მატიანებშიაც, ამისათვის აღნიშნული ანტონის საერო სახელიც მიგვაჩნია საფუძვლიანად.) მამა თეიმურაზისა იყო მეფე იასე, ძე ბატონიშვილის ლეონისა, და ძმის წული მეფის ვახტანგ VI სჯულის მდებლისა, ხოლო დედა ელისაბედი[8]. მეფე ირაკლი I-ს ქალი. თეიმურაზსა ჰყვანდა ორი და — ანასტასია და

მარიამი[9]. 1727 წ.[10] გარდიცვალა იასე, მამა თეიმურაზისა და დარჩნენ ობლად დედის მზრუნველობის ქვეშ სამი პირი. თუ როგორი განათლება მიიღო თეიმურაზმა ყმაწვილობაში, ამაზედ ჩვენ თითქმის ვერავითარი საფუძვლიანი ცნობები ვერსად ვპოვეთ. პ. იოსელიანი და დ. ჩუბინოვი[11] სწერენ, ვითომც ანტონს ესწავლოს დავით გარეჯის მონასტერში და ჰყოლოდეს მასწავლებლად არხიმანდრიტი სფირიდონ, ნოდარ ხერხეულიძე, იოსებ ფალავანდიშვილი, ნათათრალი მირზალი და პამფილიის მიტროპოლიტი პართენი, მიეღოს ეგრეთვე მონაწილეობა საბა ორბელიანს „სიბრძნე-სიცრუის“ მწერალს: მაგრამ არ შეიძლება არ მოვსთხოვოთ იმათ პასუხი, თუ რაზედ აფუძნებენ. ისინი თავიანთ აზრს? გარდამოცემით იციან იმათ ესენი, შობიდგან დაჰყოლიათ, წერილებიდგან გამოუკვლევიათ, თუ თითონ მოუგონიაო თეიმურაზის საერო ცხოვრების შესაგრებლად? ამისთანა ცნობებს გარდა, ჩვენ ვეღარაფერს ვპოულობთ წერილებში თუიმურაზზედ მე-15-ტე მის წლოვანებამდის. ვიცით მხოლოდ, რომ თხუთმეტის წლის თეიმურაზს (1735წ.) უკვე ჰყვანდა ცოლად გივი ამილახვრის ქალი, რომელიც მოეწონა ამ დროს მყოფს სპარსეთის შაჰ-ნადირს (ეს წინათა, იწოდებოდა თამაზ-ხანად)[12] და თვითონ მამა მიაყვაინა თავის ქალი საქართველოდგან სპარსეთში. ამ შემთხვევის თანამედროვე ჩვენი შუმტიანე პაპუნა ორბელიანიც სწერს ამაზედ, მაგრამ ისე ბნელად და მიუხდომელად, რომ ძნელია მკითხველმა ეს ადგილი ნამდვილად ახსნას, თუ არ არის ამისათვის მომზადებული სხვა წყაროებიდგან. აი ნამდვილი იმის სიტყვები: „1735 წ. დაებარებინა თამაზ-ხანს (შაჰ-ნადირია) ამილახვარი: გავიდა, წავიდა. ჩავიდა. გაუწყრა და დაიჭირა. ამისათვის ქალი ეთხოვნა. ვერ მისცა. რა დაიჭირა და უპატიოდ გაზადა. დაიბარა და ჩაგვარა; მაგრამ აღარ გამოუშვა“ (ესე იგი ქალი.)[13] არ შეიძლება გავამტყუნოთ ჩვენი მემატიანე იმაში, რომ ის ბნელად სწერს ისტორიულ ფაქტს, უკეთუ მივიღებთ სახეში მათ შინდელს გარემოებას, თეიმურაზის და ამილახვრის მნიშვნელობას თანამედროვე საზოგადოებაში. მაგრამ რით ავხსნათ ის შემთხვევა, რომ ჩვენი დროის მწერალმა განსვენებულმა პ. იოსელიანმა ამ საგნის შესახებ ვერაფერი გვითხრა ცხადად და გასაგონად? დრო არის, ჩვენის ფიქრით ცხადად და თავისუფლად გამოსთქვას თავის აზრები შესახებ ამისთანა საგნებისა და ათას ნაირად გასაგონის სიტყვებით[14] არ ვაკმაყოფილებდეთ ჩვენს მკითხველებს, თუ კი მართლა და ვიცით, რამე ამ გვარი; თუ თანამედროვენი ვერა შთამომავლოა მაინც დააფასებს ჩვენს ღვაწლს სამშობლო ისტორიის ლიტერატურისათვის.

გაგრძელება საჭირო არ არის, რომ შახის თვით-მნებელობას ექმნებოდა მამაკვდინებელი მნიშვნელობა თეიმურაზისათვის, თუ ვიღებთ სახეში იმის განუზომელს სიამაყეს და თავმოყვარებას. ესევე იყო მიზეზი, რომ იმან ამ შემთხვევის შემდეგ ჩქარა დაანება თავი ქართლ-კახეთს და წავიდა იმერეთს. მაგრამ იმერეთი არ გამხდარა იმის სამუდამო სადგომად. ამან მოინდომა რუსეთში წასვლა და კიდეც აღასრულა თავის წადილი. დედა თეიმურაზისა, მოლოზანი ელისაბედი და თვით შვილი გაემგზავრნენ რუსეთისაკენ და მივიდნენ კიდეც ასტრახანამდის 1738 წ., მაგრამ, მათს საუბედუროდ, იქ მოისმინეს, რომ ისინი დაბრუნდნენ უკანვე. ელისაბედი ბევრი ეცადა, ბევრი იტირა, გამოვცხადა კიდეც, რომ მე აქედგან ცოცხალი ვეღარ დავბრუნდებიო, მაგრამ „ძალი აღმართსა ჰხნავს,“ ბრძანების ძალით მაინც დააბრუნეს უკან თავის შვილით და მოიყვანეს რუსეთის სამზ ღვარგარეთ, ჩერქეზების ახლო. ეს შემთხვევა თეიმურაზს არ მოეწონა და უკან დაბრუნების შემდეგ, ის რუსეთში აღარ წასულა, თუმცა. საქმის გამოძიების შემდეგ, მისცეს დედა-შვილს მოსკოვშა მისვლის ნება. გრებენის ყაზახეთის ქალაქში (ropoдъ гребенскихъ казаков) დაშორდნენ ერთმანერთს დედა და შვილი — მონაზონი საბედი წამოვიდა მოსკოვს. ხოლო თეიმურაზი დაბრუნდა იმერეთს [15].

II

ანტონი ბერობაში (1739 — 1744). მოსვლის შემდეგვე ქუთაისში თეიმურაზმა ჩქარა მიიღო მონაზონობა და ახალი სახელი ანტონი, სახელდობრ 1741 წ.[16] თუ როგორ და როდის გადვიდა ერთის ხარისხიდამ მეორეზედ და ბოლოს მიიღო ეპისკოპოზობა ქუთაისში, ამაზედ საუძვლიანი ცნობები ვერსად ვპოვეთ. ეს კი ნამდვილია, რომ ანტონი, 10 ივლისამდის 1741 წ. უკვე იყო ქუთაისის ეპისკოპოზად[17]. ხოლო ეხლა დაანება ამან თავი ქუთაისს და გამოემგზავრა კახეთისკენ და უკან აღარ დაბრუნებულა. აქ ის სცხოვრებდა თელავში. თავის ნათესავის, კახეთის დედოფლის თამარის (ეს იყო ვახტანგ VI ქალი და თეიმურაზ II ცოლი) სახლში. იანვარში 1742 წ. მიიცვალა ქათალიკოზი დომენტი. რომლის მოადგილეთ უნდათ როგორც თვით გარდაცვალებულის სიცოცხლეშივე, ეგრეთვე საეკკლესიო კრებას ანტონი, მაგრამ ამან არა ინება და არღარა მიიღო უმაღლესი ხარისხი სიმდაბლისა და სათნოებისათვის[18]. ამის უარის თქმის შემდეგ, ამოირჩივეს ქათოლიკოზად ურბნისის ეპისკოპოზი ნიკოლოზ ხერხეულიძე, რომელსაც 1744 წ. „ერთის უბრალო მიზეზისათვის სცა თამაზის შვილმა ტარიელ სატევარი ზაკვითა და მოკლა[19]. ეხლა მეორედ ამოირჩივა ადგილობრივმა საეკკლესიო კრებამ ქათოლიკოზობის ადგილზედ ანტონი, რომელიც თან მოჰყვა დედოფალს თამარს თელავიდგან თფილისს გარდამოსახლების დროს, როგორც ქართლის დედოფალი[20]. ანტონმა ეხლაც „არ ინება. აწ-ცა ინება უარის ყოფა; აიძულებდა დედოფალი და ანუ დასნი სამღვდელოთანი. არღარ უარ- ჰყო და დართვა ნება[21].

ანტონი ქათალიკოზების ხარისხში (1744 — 1756). 1744 წელსვე მოუვიდა ანტონს, თანხმად მეფის თეიმურაზისა წარდგენისა. რაამი (фирман) ნადირ-შაჰისა, რომლითაც მან გამოაცხადა თავის თანხმობა ქათალიკოზად ამორჩევაზედ[22]. ავიდა რა ახალს კათედრაზედ, ანტონის შინაურმა და საზოგადოებრივმა მნიშვნელობამ დ გავლენამ მიიღეს ახალი ხასიათი: გამოიცვალა მისი მდგომარეობა სახლიდგან დაწყობილი ტანთ-სამოსლამდის[23]. ეს იღებს მონაწილეობას ყოველს ბედნიერს და უბედურს საქმეში, რომელნიც შეეხებიან როგორც საკუთრად მეფეს და იმის სახლობას, აგრეთვე საეკკლესიო წესს[24]. შესანიშნია განსაკუთრებით იმისი ყურადღება იმაზედ. რომ გააუმჯობესოს თავისი სამწუსოს დაცემული ზნეობითი მხარე და ხმარობს კიდეც დროების და თვით ხალხის შესაკერს საშუალებებს; შედის თვითონ პირად იმათ საოჯახო საქმეებში და მოაქვს კიდეც შესაფერი ნაოფი; მისის წინამძღომელობით სამღვდელო კრება თფილისში ახლებს დავიწყებულს 1723-გან საეკკლესიო წიგნების ბეჭვდას და სხვ.[25] ამისთანა ანტონის მეცადინეობის სამ მოილო ეკკლესიის და საზოგადოების სასარგებლოდ არ დარჩომილ შეუნიშნავად თანამედროვეთაგან. მრავალნი ამათგანნი უცხადებდნენ ამას თავიანთ თანაგრძნობას და უძღვნიდნენ შესაფერს. მათის შეხედულობით, ჯილდოს[26]. როგორც ნაჩვენები მხარეები, შესანიშნია ეგრთვე ანტონის შრომა სამშობლო ენას და ლიტერატურისთვის აღნიშნულ დროს. ამ გვარი შრომა, ჩვენის იქით, იმან დაიწყო თავის ლექსებით „ანბანთ-ქება“[27] რომელიც შინაარსის მიხედულობით შეიძლება დაეწერა ანტონს არა ადრე 1734 და არა გვიან 1739 წ. გარდა ამისა 1756 წლამდის ანტონმა გადმოთარგმნა რაოდენიმე წიგნი, როგორც თვითანგე გვაცნობებს: „უწინარეს იმპურიად როსსიისა წარსვლისა ჩემისა, სწერს ანტონი, გარდამოღება ვყავ ფილიპესთანა ხუცისა სომეხთაგანისა დიალეკტიკისაცა[27*] და ათნი კატიღორიანი არისტოტელებრნი[27**] სხვა და სხვითა მაგალითებითა განვკარგენ: და კვალად ხუთნი ხმანი ზიარებითურთ და განყოვით პორირიას ფინიკელისანი, რომელნიმე მცირეთა შინა ნაქუსთა შევაწყვდიენ. და რომელნიმე განვკარგენ.[28]“ გარდა ამისა ანტონმა დასწერა 1748 წ. დამატებითნი კანონნი პატივად წმ. მოწამისა აბიბოს ნეკრესლისა[28*] დაბეჭდა თბილისში 18 თებერვალს 1751 წელს „ქადაგება ღვთის-მეტყველება დღესასწაულსა მიგებებისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა ეკკლესიასა შინა თვისისა პალატისაა[29]. 1752 წ. ამან გაათავა თავისი „მზა-მეტყველება,“ როგორც ვიხილეთ ზევითა. 1753 წ. გაათავა პირველი გრამმატიკა[30]. ამ უკანასკნელ ორ თხზულებაზედ მარტო თვითონ არ უმუშავნია ანტონს. ამას შველოდნენ როგორც სომეხთა მოძღვარი ფილიპე კიტმაზაშვილი, ეგრეთვე კათოლიკების მისსიონერები თარგმნით სომხურისა და ლათინურის ენისაგან. ამ უკანასკნელებთან დაახლოვებას ჰქონდა ანტონისათვის ის შედეგი, რომ ეს „1753 (უნდა 1755), ქორონიკონს უმგ. იქმნა შეცთომილ და მიიღო სარწმუნოება რომის კათოლიკისა[31]. ჭეშმარიტება ამ ფაქტისა ცხადად სჩანს როგორც ადგილობრივი ეკკლესიის კრების გარდაწყვეტილებისაგან, ეგრეთვე თვით ანტონის ნაწერებიდგან[32]. ეს იყო მიზეზი, რომ სამღვდელო კრებამ მეიკის თეიმურაზ II თანა დასწრებით 16 დეკემბერს 1755 წ. „დაამხო ანტონი საყდრიდგან მისისა (ე. აღეკრძალა მღვდელთ-მოქმედება) და განუწესა კანონად დაცადებაი შეწირვისაგან უსისხლოისა მსხვერპლისა თთვეთა ათვრამეტითა, და მერმეღა შეწირვად სამღვდელოისა ლიტურღიისა [33]. მაგრამ სამი თვის შემდეგვე სცნეს „ფრიადი სინანული ანტონისა და ყოვლითურთ უცხოყოფა წვალებისაგან პაპის - ძმოსავთა ლათინთასა“ აი რასა სწერს, სხვათა შორის. ანტონი თავის თხოვნაში მეფე თეიმურაზთან: „რა ვქნა, ჩემი სინიდისი მამხილებს, რომ ამდენი თავის წყენა არ გაიბედება ჩემგან ასეთი დანაშაული მაქვს ჭეშმარიტებამ იცის, რომელი სად მომავალია, რომ წერილისგან შევსცდი ამ ორს სიტყვაზედ: სულის წმინდის საქმეზედ და პაპის უფროსობაზედ... ჩემთანა საეჭველი ფლარენციის უკეთურის შესაკრებლისა არღარა არის რა, — წმიდამან სამებამ იცის და ზეცისა ძალთა იციან, — არც დღეს მჯდომს რომის პაპის წვალების მწიკული ჩემს გონებას შეამწიკულებს...[34] მეფემ და სამღვდელოთ კრებამ, მიიღეს რა სახეში მისი თხოვნა და ქცევა, მისცეს წირვის ნება აღდგომის დღეს და შემდეგ გაისტუმრეს რუსეთისაკენ. „წაბძანდა ქათალიკოზი ანტონი ბატონიშვილი გორიდამ რუსეთს თვესა აპრილს ა... (1756 წ.), მივიდა ანანურს, თან გაჰყვა ხევის სამძღვრამდის ერისთავი ჯიმშერ; ჩაბძანდა ანტონი ბატონიშვილი თავისის კრებითა ყიზლარს“[35].

IV

ანტონი რუსეთში. (1756-1762) 9. ოკტომბერს 1756 წ. ასტრახანის არხიმანდრიტი მეთოდი აცნობებს უწმინდესს სინოდს, რომ „წარსულს 15 აგვისტოს მოვიდა საქართველოდამ აღნიშნულს ყიზლარის ციხეში (Кизлярская крепость) საქართველოს პატრიარქი ანტონი და მასთან არიან სამღვდელონიც“...[36] 17 მარტს 1757 წ. უკვე არის პეტერბურღში. აქ იმან მისცა თხოვნა იმპერატრიცა ელისაბედ პეტრეს ასულს. რომელშიაც ესა სთხოვს, სხვათა შორის, მიღებას თავის სამფლობელოში და ადგილს საცხოვრებლად. რაც შეეხება მიზეზს, თუ რისთვის დაანება ამან თავი სამშობლო ქვეყანას, ანტონი თხოვნაში იხსენიებს, რომ მეფე თეიმურაზმა „ცილი დამწამა და გამამტყუნა უდანაშაულოდ“ [37] ). დამატებით არზებში, რომელთაგან ამან მისცა ერთი სინოდს და მეორე იმპერატრიცას 30 აპრილს 1757 წ. ეს ვრცელად იხსენიებს თავის რუსეთში წამოსვლის მიზეზებს, რომლებშიაც ცდილობს თავის თავი უდანაშაულოდ გამოიყვანოს [38]. სინოდმა შეკრიბა ანტონის შესახებ ცნობები და ბოლოს თავისი განჩინება წარადგინა იმპერატრიცის ულასაბედის განსახილველად. ხოლო ამ უკანასკნელმა თავის პეტერგოფში მყოფობის დროს 1 აგვისტოს 1757 წ. სიტყვიერად ბრძანა: „მთავარეპისკოპოზს ანტონს, რომელიც მოვიდა საქართველოდამ რუსეთს მიეცეს ეპარქია მოსკოვის ახლო მდებარე.“ ამ განკარგულების ძალით ანტონს მისცეს მთავარ-ეპისკოპოზობის ადგილი ქ. ვლადიმირში 1 დეკემბერს 1757 წ. ამასთან გადმოიყვანეს ქ. სვიაჟსკიდამ რუსულს ენაში და საქმეებში დასახმარებლად ქართველთაგანი მღვდელი გიორგი დავიდოვი, ვითომც მთარგმნელის ანუ მოენის თანამდებობაზედ. ვლადიმირში ყოფნის დროს ანტონი უსაქმოდ არა ყოფილა; მოცლილ დროს ის სწერავდა თარგმანებს სხვა და სხვა წიგნისას ქართულს ენაზედ. აი რასა სწერს ანტონი თავის ამ დროს რომაზედ: „პირველად გარდამოღება - ვჰყავ 9) საწელიწადოისა თთვეთა წიგნისა[39] უნაკლულოდ, ვითარ იგი აქვს ყე (ქიზიყური კილო) ეკკლესიასა როსსიისასა გასწორებული თერძნულსა ზედა, და მერმე 10) სამ-საგალობელი დიდისა ხუთშაბათისა სერობასა ზედა. რომელი არა სადა პოვებოდა ქართუოსა ზედა მასა, და კვალად 11) კანონი დიდისა შაბათია მეექვსედმდე გალობად, რომელი არს ქმნილი მარკოზას ვისმე. იდრუნტის ეპისკოპოზისა, რომელი არა სადა იპოვების ჩვენ შორის და არცაღა მიხილავს, და 12) კანონისა მისვე ოთხნი გალობანი მეექვსით გალობით, ვიდრე ბოლოდმდე, ქმნილი ულასა კოზმასი რომელიცა იყო ტრიოდსა შინა ჩვენსა შეუხებლად ვიპყარ ახლისა თანა თარგმნილისა დამდებ ლმან მისმან, და 13) მერმეღა წიგნი ესე პარაკლიტიკოს, რომელ არს ნუგეშინისცემითი[40]. ამანვე გადმოთარგმნა 14) ტიბიკონი[41] და განმართა 15)სადღესასწაულო [42] ასწერა 16) მიწყალეს თარგმანი[43] გარდმოიღო 17) ახალი ფილოსოფია სრული[44] ბაუმეისტრისა, 18) ფილოსოფია საზღვართა[45], ამი; ფილოსოფიისა ავქრონისა მიერ ქმნილი 19) ფიზიკაი თეორეთიკები[46] სხვისა და სხვისა ავქრონისა ქმნილთაგან ვიწევ შეკრებად, დაღათუ ჯერეთ აკლს თარგმანებაი, მაგრამ არ წარვჰკვეთო. სხვასა, რათა დავაკლდებიცა სრულყოფისაგან მისისა, 20) ისტორია ალექსანდრე დიდისა. ქმნილი კურციოსისაგან გარდმოვსთარგმნე[47] თვით ვჰქმენ სხოლიონნი ადვილ ცნობისათვის ახლისა ამის ფილოსოფიისა და ფიზიკისა. [48] ამ წიგნების წერვა და თარგმნა ანტონმა გაათავა 1762 წლამდის, ხოლო ამ წლის 8-ს იანვარს გარდაიცვალა პეტერბურგში ქართლის მეფე თეიმურაზ II [49], რომლის ტახტიც დაიჭირა ამისმა შვილმა კახეთის მეფემ ირაკლი II. ეს უკანასკნელი 1756 წ. 26 ნოემბერსვე სწერდა ქათალიკოზ ანტონს: „მე უშენოდ ვერ ვიქმნები. თორემ ბოლოს გამოჩნდება; მე უშენოდ არა. მისმება რა[50] ეხლა 1762 წ., როდესაც მან დაიჭირა ორივე სამეფო, ასრულებს თავის სიტყვებს და იწვევს ანტონს რუსეთიდგან საქართველოში მისს უწინდელსავე საქათალიკოს კათედრაზედ. ერთს სინოდის საქმეში ვკითხულობთ. რომ ანტონი 1762წ., თანხმად იმის თხოვნისა, უმაღლესის უქაზით დათხოვნილ იქმნა ვლადიმირის ეპარქიიდგან და გაემგზავრა თავის სამშობლოსკენ სამღვდელო და საერო პირებით: საგზაო ფული მიეცა 1500 მან. [51]

V

ანტონი ახლად საკათალიკოზო კათედრაზედ (1762-1788) სამშობლოში დაბრუნების შემდეგ[52] ანტონმა გახსნა ორი სემინრია, ერთი თბილისში და მეორე თელავში. აქ ასწავლიდნენ: გრამმატიკას, რიტორიკას, ფილოსოფიას, ღვთის მეტველებას, ხოლო ხარჯი ეძლეოდათ მეფე ირაკლი II-გან [53]. რადცან ამ სემინარიებში არა ჰქონდათ წიგნები არც მასწავლებელთ და არც მოსწავლეთ, ამისათვის ანტონმა მიიღო ბევრი შრომა ამათს შედგენისთვის. ამ დროს მისს ლიტერატურულს შრომას, რამდენათაც ვიცით ჯერ ხნობით, ეკუთვნიან შემდგომი წიგნები: 21) რიტორიკა, [54] მისითარისა 1764 წ. 22) კატიღორია სიმეტნე,[55] დასჯილი ანტონისაგან 1767 წ., 23) კატეხიხმო. 1767 წ.,[56] 24) სიმეტნე ანუ მოკლე ყრმათათვის შედგენილი გრამმატიკა[57] დაწერილი 1764 წ; 25) ახალი გრამმატიკა 1767 წ. [58] 26) მარტირიკა 1769 წ;[59] 27) ღვთის-მეტყველება [60] ოთხნაწილედი 1779 წ. 28) წყობილ-სიტყვაობა [61] საქართველოისა მეფეთა შთამომავლობისათვის [62], 30)კიბე ცად მყვანი[63] იოანე სინელისა.31 ქებითი სიტყვა პატივად ღირსისა შიო მღვიმელისა [64] 32) დასდებელნი[65] საგალობელნი პატივად რომელთამე ქართველთ ეკკლესიის წმიდათა, 33) პროლოღი [66] პატივად წმიდათა, 34) სპეკალი[67], 35) ისტორია ეფესოს კრებისა[68], 36) ერგასეულნი [69], 37) წიგნი აღსარებისა [70] 38)აპოლოღია [71], 39) ქადაგებანი [72] მრავალნი, 40)კერძოობითი ან ტონის წერილები [73] მრავალნი 41)განმარტება[74] ეპისტოლისა რომაელთა მიმართ. 42) კლდე სარწმუნოებისა [75] სტეფანე იავორსკისა, 43) სასულიერო. შურდული. ნიჟეგოროდის ეპისკოპ. პიტირიმისა[76].

თუ ეხლა თვალს გადავავლებთ ანტონის ხელით დაწერილს შრომებს, მივიღებთ სახეში იმის მეცადინეობას განსასწორებლად ანუ განმაშვენებლად სხვა და სხვა ჩვენის ეკკლესიის ნაკლულევანებისა[76*], წარმოვიდგენთ ჩვენი სამშობლოს მდგომარეობას, იმის დროს და მრავალ ნაირ დაბრკოლებებს რომლებიც იმას ყოველს ნაბიჯზედ ხვდებოდნენ, ვგონებთ, ბევრი საუბარი საჭირო აღარ იყოს იმაზედ, თუ მომეტებულად რომელი მხარე იხატება ჩვენს თვალ წინ იმის ცხოვრებიდგან — საძაგებელი თუ საქები? ვხედავთ, რომ იმას თავის სიცოცხლე არ უტარებია მხოლოდ უსარგებლო სეირნობაში და თანამედროვე ლხინებაში ამით მაინც ჩვენ არ გვინდა ვსთქვათ ვითომც ანტონს არ ჰქონდეს კაცური კავშირი საზოგადოებასთან ყოფილ და იყოს დახშული თავის საბერო ოთახში. ამ მხრით თვით ანტონი გვიწერს თავის ხასიეთს: „თუმცა მე ვიყავ ბერი. ამბობს ეს. მაგრამ არა ისეთი, რომელიც მუდამ ცხოვრობს მონასტერში“[77]. ჩვენ თითქმის არა გვაქვს ცნობები ამ დროს იმის ცხოვრებიდგან, რომლებშიაც იყოს გამოხატული ანტონის სუსტი მხარეც, თუმცა შეიძლება იცოდეს ვინმე რამე ამ გვარი სხვა და სხვა ადგილს განთესილის ხელთნაწერებიდგან გვაქვს მხოლოდ საინტერესო დოკუმენტები, რომლებიდგანაც ვხედავთ ზოგიერთს ანტონის სუსტს მხარეებს შემდეგ ამის დაბრუნებისა რუსეთიდგან. ჩვენ გვაქვს სახეში ანტონსა და ზაქარია გაბაშვილის (ნამოძღვრალის) შუა მომხდარა საქმე. მიზეზი უთანხმოებისა ამათ შორის იყო ანტონისაგან შედგენილი „მოწყალეს თარგმანი“, რომელიც მოვიხსენეთ ზევით. ეს წიგნი გაგზავნა ანტონმა რუსეთიდგან საქართველოში თეიმურაზ II დროსვე მაშასადამე 1760 წლამდის. ამაში ადგილობრივმა სასულიერო ცენზურამ დაინახა მართლ-მადიდებლობის წინააღმდეგი ადგილები, და ამის მიზეზით აღუკრძალა მისი განვრცელება ხალხი. ამ აღკრძალვაში თითქმის პირველი ადგილი ეჭირა მეფეთ მოძღვარს ზაქარია გაბაშვილს. ეხლა, როდესაც ანტონი დაბრუნდა სამშობლოში და მიიღო უწინდელივე ადგილი, რასაკვირველია, ეცდებოდა თვისის თხზულების განთავისუფლებას ამ გვარი დაკრძალვისაგან. ამის წადილის მოწინააღმდეგედ გამოჩნდნენ იოსებ ქათალიკოზი, ზაქარია გაბაშვილი და სხვ . ბაასი გათავდა მით, რომ ზაქარიას ჩამოართვეს მღვდელობა და გაისტუმრეს რუსეთს[78]. ამით ანტონმა გადუხადა მოწინააღმდეგეს სამაგიერო სამსახური და წინააღმდეგ თვისის მოვალეოსისა, მიაგო. ბოროტი ბოროტის წილი უნდა შევნიშნოთ, რომ რუსეთს იმ დროს არა ჰქონია საქორთველოსთვის და თვათ ანტონისთვისაც მხოლოდ ციმბირელი ხასიეთი, სადაც ჰგზავნიდნენ სჯელის ღირს პირებს, რომლის მაგალითები მრავალია იმ დროდგან. ანტონის მაშინდელს კავშირს რუსეთთან ჰქოდა ეკკლესიური და ხან პოლიტიკური ხასიათიც საქართველოს ქათალიკოზებთაგან ამან პირველად გამოიწერა მირონი რუსეთიდგან 1769 წ., რადგან კავშირი საბერძნეთთან, როგორც ვიცით, კარგა ხნის მოსპობილი იყო.[79]. 1772 წ. მეფე ირაკლი II გამოგზავნა ანტონი და თავის შვილი ლევანი თავის მაგიერ იმპერატრიცა ეკატირინასთან მადლობის გამოსაცხადებლად იმაზედ, რაც შემწეობა მიიღო მისგან 1770—1772წ.[80] ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეხლანდელსავე ანტონის რუსეთში მყოფობას არ შეიძლება არა ჰქონოდა შესაფერი გავლენა იმ მერვე მუხლის ჩართობაზედ. რომელსაც ვკითხულობთ ირაკლისა და იმპერატრიცა ეკატირინეს ვექილების ხელშკრულობაში 1783 წ. და რომლის ძალითაც ქათალიკოზი ანტონი პირველად დაინიშნა რუსეთის უწმ. სინოდის წევრად[81]. ესევე მუხლი გახდა იმის სათავედ, რომ საქართველოს ეკკლესიას შემდეგში ცოტ-ცოტაობით მოაკლდა თვით - მდგომარეობა და თავის კანონიერი წარმომადგენელი, ესრედ გაატარა ქათალიკოზმა ანტონ I-მა თავის ცხოვრება საქართველოს ეკლესიის, საზოგადოების და მწერლობის ასპარეზზედ. ბოლოს ამასაც, როგორც უველას, მოკვეთა სიცოცხლის ფერსვები სიკვდილმა 1783 წ. 1 მარტს[82] და დაუტევა ადგილი თვისს თანა - მოსახელეს ანტონ II, უკანასკნელ საუ ქართველოს ქათალიკოზს, ირაკლი II ძეს.

ნ. მთვარელიშვილი.

_____________

1 სიტყვა „ქათალიკოზი“ ძველსა და ახალს წერილებში შემხვედრია სხვა და სხვა ნაირად ნახმარი. ერთი სწერს „კათოლიკოსი“, „მეორე–კათელიკოსი“, მესამე — „კათოლიკოზი მეოთხე“ — „ქათალიკოსი“ და სხვ. თუმცა ყველა ესენი გვინახავს, წაგვიკითხავს და შეგვითანხმებია, მაგრამ ჩვენ მაინც არ მიგვიღია არც ერთი მათგანი ჩვენის დროისთვის კანონიერად. თვითონ ანტონი. მართალია, თითქმის ყოველგან, სადაც კი გვინახავს მისგან ხელმოწერილი ქაღალდები. ხმარობს თავ ასოთ კ-ს, და არა ქ-ს, მაგრამ, ჩვენის ფიქრით, ამას მოსდიოდა ესეც, როგორც მრავალი სხვა ძველი მწერლების მიბაძვით ჩვენ მივიღეთ სახეში თანამედროვე გამოთქმა ამ სიტყვისა მდაბიურ სახალხო ლაპარაკში და როგორც მომხრენი იმ მიმართულებისა. რომელიც ცდილობს დაუახლოვოს ძველი მწიგნობრული ენა ცოცხალს თანამედროვე სახალხო და ყველასთვის ადვილად გასაგონს ენას, მივიღეთ უფრო კანონიერად „ქათალიკოზი“. წინააღმდეგ ზოგიერთის ჩვენის მწერლებისა. ესრე არის ნახმარი ესევე სახელი ბევრს ხელთ-ნაწერებში, რომლებიც ეკუთვნიან წარსულის საუკუნის ბოლოს და მდგომარის დასაწყისს. გვქონდა ეგრეთვე სახეში როგორც აღნიშნული სახელის ხმარება ზოგიერთს ძველსა და ახალს წერილებში, ეგრეთვე ქართული ენის თვისება, რომლის ძალითა, უჩხო ქვეყნის სიტყვა ჩვენს ენაზედ იღებს შესაფერს ცვლილებას ბუნებითის კანონით. ერთს ტაძრის წარ- წერაში ანტონი ქათალიკოზი იწოდება „დავითიანად“. Опсь.др. Тивл. 1866 г. crp. 77-78.

2 წინა სიტყვაობა ბაუმეისტრის ფილოსოფიისა, დაწერილი ანტონისაგან.

3 წყობილ სიტყვაობა გვერ. 297

4 წყობ. სიტყვ. 1853 წ. გვ. VII Екземял, Словарь 1862 r. T. IV. стр. 563. О граматической литературе груз. языка. А Цагарели., 1873г, стр. 1. ჩვენ მემატიანეთაგან არავინ იხსენიებს, თუ რა წელში დაიბადა ანტონი

5ქართლის ცხოვრ. ნაწ.2. გვ. 256. Zjirt. mod. de la Geor, p rt II, livr. 2, p. 531, 540

6 Переписка грузин. царей не иностран. языкѣ съ русскими государями, 1862 r. cтp. LXXXVIII

7 Hist. de la Geor. II 2 p. 62. 228. Пepen. гpузш. пер. стp. LXXXVIII

8 ზოგნი სახელს სდებენ ამასვე „ბეგუმ“, „ელენე“. ჩვენ ვარჩივეთ სამუდამო მის სახელად ელისაბედ, რადგან თვით შვილი უწოდებს თავის დედას აღნიშნულს სახელს. წყობ. სიტყვ. მუხლი 835 ქართ. ცხოვ. ნაწ. 2, გვერ. 253, 327.

9 წყობ. სიტყვ. მუხ. 833-837. ჩვენ არას ვამბობთ დროებამდის სხვა თეიმურაზის ნათესავებზედ, რომლებსაც იხსენიებს აკ. ბროსსე თავის Hist, mod, de la Géor. 1. I, 628.

10 ქართ. ცხოვ. ნაწ. 2, გვ. 254. წინააღმდეგ ამისა ა.ცაგარელი სწერს რომ იასე მოკვდა 1729 წ. ზოგნი ამ დროთ სთვლიან 1833 წ. ქართ. ცხოვ. ნაწ. 2. გვ. 476.

11 Енцикл. словарь стр. 563, წყობილ-სიტყვ. გვ. T — I. ამათვე ერწმუნება თავშეუწუხებლად ა. ცაგარელიც, О грам. лит. гр. яз. ст. 1

12 История Георианская о юноше князе Амилахваров перев. И.С. 1779г.,спб. посвящ. Потемкину, стр. 53 Екземмп, Эт. книги въ император. Публичной библиот. въ. Цегер. ბევრი შესაძრწუნებელი ანბები არის გადმოცემული ამ წიგნში შინაურს ჩვენს ცხოვრებაზედ იმ დროს. ამ წიგნში სანატრელად არ არის გამოხატული ზოგიერთი განკარგულება მეფის ირაკლი მეორისა. აქ არის დახატული ირაკლი დესპოტურის ხასიათით. — ირაკლის თვით ამ წიგნში ავტორისთვის მოუჭრია, რაღაც დანაშაულობაზედ, ცხვირი. არ იქნება ურიგო, რომ ეს წიგნი გადმოიღოს ვინმემ ქართულად, როგორც ძვირად საშოვარი და ჩვენი ისტორიისთვის ზოგიერთ შემთხვევაში გამოსადეგი მასალა.

13 ქართლის ცხოვრება, ნაწილი 2, გვერდი 339

14 წყობილ სიტყვაობა, გვერდი VI.

15 . М. Броссе Нерен. труз. цар. съ. рус. госуд. стр. LXXXVIII, Hlist. de lı Géor. I. 2, p. 62. აქ არ შეიძლება არ მოვიხსენოთ, რომ პატივცემულმა აკ. ბროსსემ, როგორცა ვფიქრობთ ნაჩვენების დოკუმენტების საფუძვლით, შეცთომით დასწერა თ ე ი მ უ რ ა ზ ი ს (ანტონის სახელია ერის. კაცობაში) დედის ელისაბედის შესვლა რუსეთში 1742 წ. სჩანს, რომ აკ. ბროსსეს ჯერ თვითონაც არა სცოდნია ეს შემთხვევა. იქმნება ბოლოს ესეც ისე შესცვალა, როგორც მაგ. ანტონის ვითომ პირველად მოსვლაზედ რუსეთში 1772 წ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის თავის-თავს ეწინააღმდეგება და არი ღვევს იმას, რაც თვითონვე დასწერა ნაჩვენებს წიგნშივე გვ. 62. იქმნება ამ მუხლის შესახებაც ბოლოს ისეთივე ბოდიში მოიხადა, როგორსაც ვკითხულობთ მაგ. 541 გვერდზედ, რომლითაც ასწორებს თავის შეცთომას, დაწერილს 531 გვერდზედ, მაგრამ ჯერ ჩვენ არ შეგვხვედრია ამ გვარი ადგილი მისს წერილებში. Hist. II. 2. p. 429. ელისაბედი გარდაიცვალა მოსკოვში და დასაფლავდა დონის მონასტერში. Онис. др. Тифл. стр. 117

16 შესანიშნავია, რომ პ. იოსელიანი (წყობ. სიტყვ. გვ. VI), და ჩუბინოვი (Энцикл. слов. т. IV. cтp. 563) და ა. ცაგარელი (О. грам. лит. груз. яз.. 1873 г. cтр 2) ერთხმად გვარწმუნებენ, რომ ანტონი 1738 წ. უკვე იყო ქუთაისის მიტროპოლიტად, როდესაც ეს ჯერ უბრალო ბერიც არა ყოფილა, რომელი უნდა იყოს ამათში დამნაშავე?

17 hist. de la Géor. II. 28. p. 63.

18 ქართლ.-ცხოვრ. ნაწ. 2. გვ. 349

19 იქვე გვ. 371. 501.

20 ამ დრომდის თეიმურაზ II იყო კახეთის მეფედ, ხოლო ეხლა ქორონიკონს ულბ (1744), თვესსა ივლისსა, მოუვიდა ქართლის ბატონობის ამბავი მეფეს თეიმურაზს, კახეთის ბატონობა ძესა მეფისასა ერეკლეს. ქართლ-ცხოვ. ნაწილი 2. გვ. 369.

21 იქვ. გვ. 256, 372, 51 Hist. nod de la Gèor. II. 2. p. 88, 228

22 Акты Кавк. Арх. Ком. т.1 стр. 75 თუმცა ცხადად სჩანს რო- გორც ნაჩვენების მოწმობიდგან, ეგრეთვე სხვა წყაროებიდგანაც დრო როდესაც ანტონმა მიიღო ქათალიკოზობა, მაგრამ ჩვენი მწერლების კალამ ქვეშ ეს დრო მრავალ-გვარად შეიცვალა, მაგ. ერთი მათგანი ხსენებულ დროდ გვიჩვენებს 1745 წ. (Hist. de la Gér. I. p. 628. Aur art. Акты кав.. T. 1. cтp. 74-75), მეორე -1747 (წყობ.სიტყ. . 83. VII. rp. 93., Энцикл. слов. т. 2), მესამე — ხან 1744 და ხან 1747 9.Энцикл. слов. т. 563. ქართ. ქრისტ. გამოც. 1. 1846 წ. გვ. VII). ვგონებთ ეხლა დრო იყოს დათანხმებისა

23 Aкты Kав. Ap. к. T. 1. CT 20, 68. Опис. др. Тпa. cтp. 269. Иcтop. изоб. Гp. 1802 r. cтp. 53. Ист. гpys' iepap. 1826 r. исp. 17.

24 ქართლ. ცხოვრ ნაწ. გვ. 383—385. 389, 392, 395, 400, 409, 417, 418, 423, 428, 429, 433, 447, 455. Hist. de la Géor. II. 2. p. 101—197. Ofiic. Тифл. cтp. 52, 55

25Акты Кавк. Арх. Ком. т. 1. cтp. 55-56. ქართლ.-ცხოვრ. ნაწ. 2 გვ. 417 Hlisto r. de la Géor. II, 2. p. 40.

26 იქვე cтp. 75-77. он. дp. Тифл. стр. 222—228. ქართლ. ცხოვ. ნაწილი 2. გვ. 415—417. 452—653. Hist. le l. Géor. II. 2. p. 137— 139, 180-181.

27 Пакет. библ. Ак. наукъ Эта рукопись значится подъ #79. ზოგიერთი ჩვენი მწერალთაგანი ცდილობს დააფასოს ანტონის ლიტერატურული ნიჭი მხოლოდ ამ ლექსის მიხედულობით „ცისკარი“ 1862 წ. მაისის გვ. 347-353.

27* ამ წიგნის შესახებ სხვა ადგილს სწერს ანტონი: ვქმენ დიალეკტიკაი სომხურისაგან გარდმოღებაი დაღათუ ვერღა სრულ-ვჰყავ უბადრუკებათა ძლით ჩემთა წინა სიტყვაობა წიგნისა: „დასაბამნი ფილოსოფიისა ახლისანი“, თარგმნილი მისგანვე 1762 წლამდის წყობილ სიტყვ. გვ. 254.

27** ანტონის წიგნთ კატალოგში ვკითხულობთ 271 ქვეშ: „ანტონი ქათალიკოზისგან სომხურიდამ გარდმოღებული თვით არისტოტელის ფილოსოფოსის კატიღორია დიდად ღრმად გასაგონი“

28 წინა-სიტყვ. მახითარის რიტორიკისა, დაწერილი ანტონისაგან. Путевыа заметки по Кахети, II. Ioc. cтp. 98.

28* Пут. зам. но Ках. cтp. 114.

29 ეს ქადაგება იპოვება პეტერბურგის სამეცნიერო აკადემიის საწიგნეში, კატალოგში არის ჩაწერილი №159 — ქართული წიგნების და ხელთნაწერების განყოფილებაში.

30 ეს გრამმატიკა პეტერ. სამეც. აკადემ. წიგნების კატალოგში არის ჩაწერილი №88-ქვეშ.

31 ქართ. ცხოვრ. ნაწ. 2. გვ. 504 ამ კითხვის შესახებ მწერალნი არ არიან თანხმანი. ერთნი დაბეჯითებით სწერენ, რომ ანტონმა მიიღო კათოლიკობა — Ист. Георг о юном кн. Анп. I. 1779г. 52—53 крем. ист. груз. цер. II. Ioc. 1843г. 2 изд. cтp. 128. წყობ.-სიტყვ. 1853 წ. გვ. VIII—IX. Hist. mod de la Géor. 1857, pet. II. livr. 2. p. 234. ხოლო მეორენი ხსნიან ამ შემთხვევას ეჭვით ანუ ცილის წამებით историч. изображ. грузии 1802г. 551. ქართლ.-ცხოვრ. ნაწ. 2. გვ. 257. ქართული ქრისტომატ. 1846 წ. გვ. ჩვენ, როგორც ჰხედავს მკითხველი, მოვიღეთ პირველი.

32 „მნათობი“ 1872 წ. თებერვლის წიგნი, გვ. 51-53. მიწყალეს გან- მარტება ქათალიკოზისა.

33 „მნათობი“ 1872 წ. თებერვალი, გვ. 51-53.

34 იქვე.

35 ქართლ.-ცხოვრ. ნაწილი 2. გვ. 469 —470. IHis de la Géor. p rt. II. Iivr. 2. p. 197. 234. ომი ანტონთან და მისი ძლევა მტერთაგან სასიხარულო უნდა ყოფილიყო უკანასკნელთათვის. ეს ომი და ძლევა, როგორც გადმოგვცეს ზეპირ-სიტყვაობით უუ. დ. ჩუბინოვმა და აკ, მ. ბროსსემ არის ვითომც გამოხატული ზაქარია გაბაშვილისაგან — ნამოძღვრალისა დაწერილს სატირულს ლექსებში „კიტას ომში და კატისაგან სიზმარში კუდის ნახვა და ტირილი“. ქართ. ქრისტომ. გამოც. 1863წ. დ. ჩუბინოვისაგან, ნაწილი 2. გვ.-22-26. თუ მივიღებთ სახეში აღნიშნული სატირული ლექსის შინაარსს, არ შეიძლება არ დავეთანხმოთ ამ აზრს თუმცა დაწვრილებით ახსნას უველა მუხლებისას უნდა დაახლოვებით ცოდნა მაშინდელის საზოგადოებისა და განსაკუთრებით ხსენებულს ომში გამოყვანილს მოწინავე პირებისა, რომლებზედა ჩვენ კერძო და ვრცელი ცნობები არა ვითარი გვაქვს. მცოდნეთათვის ცარიელი აღგილი დამზადებულია. უსარგებლო არ იქმნება ამ შემთხვევაში, რომ ამოვიღოთ ხსენებულის ლექსიდგან რაოდენიმე მუხლი, რომლებიც ქმის გვიხატვენ და წინ გვიდგენენ მოქმედ პირებს. მეომარ პირებად გამოდიან ერთის მხრით კატა და მეორით თაგვები.

კატა. „ლომი ვარ ძველად, აბჯართ მტემელად, ცეცხლებრ დამწველად, გარგანმბნეველად,
მე თქვენდა მსვრელად, სისხლისა მსმელად, შთაყარნე ხვრელად და გმუსრნე ნელად...
ოთხთა თქვეს: მოვკლათ თრითინა სისხლი დავიდოთ, ვით ინა.“

თაგვნი. „თაგვთა სპარსპეტმან კატასა ბასრი ხმალი შეახვდინა,
დაჰკრა თხემსა, ესმა თემსა, ჟირა შეღმა შეადინა .
ჩომახტერით დაუსისხლეს კატას თავის ბაკუნანი.
ზედ არგანი დაუხშირეს, ბეჭებს გააქვს ბრაგუნანი.
ეყრება გულსა, წყლულ დადაგულსა, ტირს, სით მოვშავდი ამათში მე რად.
ნაზს ტანს ისარი მოასხეს, სისხლი ჰსდის გარეს გარესო,
კატა ჩიოდა. ტიროდა, კვნესოდა მწარეს მწარესო:
კატა: „თაგვთაგან ვკვდები, ვირცხვნი და ვდნები, მოყმე-ჭაბუკი, ქებული ძველად.
კატის ძალი და სამალი იქმნა ლტოლვა დასამალი,
მაგრა შეკარი ფახე ფახე. ჩერქეზებში წახე წახე.
კატავ, ფრანგულის ომის მსწავლულო თაგვთაგან წყლულო გულ-დადაგულო.
ქაბას მივა გვეკარგება, თან წაიყვანს პაპუნასა.
ციცავ, ვეღარ დაღიღინდი, დამიღონდი გამიფრინდი.
ბეწვ ჭრელ მწყაზარი აწ იქმენ ღლაპი, როსცა გამეფდე შენც გვიყავ ყლაპი.
თუმცა შევსცვალოთ ქვეყანა მძოვრად, სისხლს ვერ ავიღებ კუდისას წორად.

36 Архив св. Синода дело №350. ამ განყოფილებაში შემოსული ცნობები ჩვენ მოგვყავს სინოდის არხივიდგან.

37 ამას ამბობს ანტონი კათოლიკების სარწმუნოების მიღებაზედ, ე.ი. მე ცილი დამწამეს, ვითომც მე იმათი სარწმუნოება მიმეღოსო. მკითხველს შეუძლიან შეათანხმოს ეხლანდელი ამის სიტყვები იმასთან, რაც ამან სთქვა თავის თხოვნაში თეიმურაზ მეფესთან, რომელიც ჩვენ მოვიყვანეთ ზევით. ანტონის მიმართულებაზედ ამ ხანად საკმაო იქმნება შევნიშნოთ, რომ ეს თავის მოქმედებაში და წერილებშიაც ხელმძღვანველობს კანონით: „მიზანი ამართლებს საშუალებებს.“ ეს არის, ჩვენის აზრით, ერთი მიზეზთაგანი, რომ ანტონი ხშირად ეწინააღმდეგება თავისგანვე სხვა დროს და გარემოებაში ნათქვამს და დაწერილს

38 ბევრს მოხუცებულს და ახალ-გაზდა ქართველთაგანს ეცოდინება გარდამოცემით ვრცლად მოკლედ მოთხრობა იმაზედ, თუ რისთვის ჩამოართვეს ანტონს ქათალიკოზობა. თუ ლათინთ სარწმუნოების მიღების საბუთით, მაშ რა ჰქონდა სახეში ანტონს, რომ უარ-ჰყო მართლ- მადიდებლობა და მიიღო. კათოლიკობა? არ შეიძლება თანამედროვეთ არა იცოდნენ რა ამ კითხვების შესახებ, თუ გინდ ზღაპრული მოთხრობა. ამისთანა მოთხრობებს, თუ კი იცის ვინმე რაიმე ამ გვარი, დიდი მნიშვნელობა ექმნებათ მისთვის, რომ შევიტყოთ ნამდვილი მიზეზი აღნიშნულის ქათალიკოზის მოქმედებისა და იმის დროს ხასიეთი. ზოგთ უნდათ დაინახონ ამაში საშუალება, რომელსაც ხმარობდა ანტონი თავის პოლიტიკური მიზნის აღსასრულუბლად. ამისთანა ფიქრის სინამდვილეს და სიყალბეს დავინახავთ, როდესაც შევათანხმებთ სხვა და სხვა მოწინააღმღეგეთ აზრებს და ცნობებს ამ კითხვის შესახებ, თუ რომ გამოჩნდებიან ვინმე მსურველნი გამოაცხადონ თავიანთი ცნობები და, თუ აქვს ვისმე, ამის შესახებ წერილები ჭეშმარიტების აღსადგენელად. ამ კითხვის შესახებ თვით აკ. ბროსსეც საზოგადო აზრის მეტს ვერას გვეუბნება: „La vraie cause de son renvoi n'ést exprimée nulle part, et tout ce que l'on peut conjecturer, c'est qu'il avait perdu les bonnes grâces du roi pour des motifs que les historiens n'ont pas fait connaitre,» Hist.. mod. de la Géor. p rt. I. livr, 2. 234.

39 ანტონის თხზულებების და თარგმანების რიცხვი ჩვენ მოგვყავს განუწყვეტელად, თუმცა თვით წიგნებს ვიხსენიებთ სხვა და სხვა ადგილას. ნაჩვენები საწელიწლო თთვეთა წიგნი უნდა იყოს სამ თთვენი,” რომელიც დაიბეჭდა თბილისში 1871წ. და რომელშიაც ანტონმა დაბეჭდა თავისი აზრი უკანონოდ დღესასწაულობაზედ ქართველთ ეკკლესიისაგან წმიდა გიორგის დღესასწაულისა 10 ნოემბერს.

40 პარაკლიტიკოს, დაბეჭდილი თბილისში 1772 წ. ა მარტს. ყველა ნაჩვენებს მუხლში მოყვანილი წიგნები გადმოთარგმნა ანტონმა 1760 წლამდის.

41 წინა-სიტყვაობა მეორე ანტონის გრამმატიკისა hist mod. de la Géor. II. livr. 2. p. 237.

42 წინა-სიტყვაობა სადღესასწაულოსი, რომელიც დაიბეჭდა პირველად ქ. მოსკოვში 1805 წ.

43 ეს მიწყალეს თარგმანი დასწერა ანტონმა 1760 წ.-დის. ამაზედ ნამოძღვრა ლი ზაქარია გაბაშვილი სწერს, რომ „ეს წიგნი როსსიით ქართლში ქართველთ მეფის თეიმურაზისათვის გამოეგზავნა ანტონს.“. თვით ეს ხელთ-ნაწერი სრული ჩვენ არსად შეგვხვედრია. აღნიშნულს სინოდის არხივის არხივში არის მხოლოდ ამოღებული ნაკუწები ამ ხელთ-ნაწერისაგან და არა ნაწილი ამა წიგნისა, როგორცა სწერს პ იოსელიანი (წყობ. სიტყვ. გვ XII. აი ნამოძღვრალის ზაქარია გაბაშვილის სიტყვები ამ წიგნის შესახებ მკითხველსა უნდა ახსოვდეს კავშირი ანტონსა და ზაქარია გაბაშვილის შუა): „ანტონ კათალიკოსის მიერ ვლადიმირს გაკეთებულის წიგნისაგან „მიწყალეს თარგმანება რომ დაარქვა“. იმ წიგნიდამ გამოღებული შემოკლებით აწ საქართველოდამ ზაქარია ამ დროს რუსეთში იყო და აწ თქვენს ყოვლად უზადოს სიწმიდისა წინაშე მოგვირთმევია...თვითონ ის მიწყალეს თარგმანი დავითნზე ბევრით უდიდესია და თვით ბოლომდი წვალების ღვარძლით სავსე არის, რომელსაც თქვენი უვნებელობის ცაში აღსრული გონებაი უმჯობესად დახედავს“ Дело св. Син. 1868 1. №292. Опис. древн. Тифл, 37-39.

44 ეს წიგნი არის სამეცნიერო აკადემიის საწიგნეში №172. ამავე საწიგნის კატალოგში არის ნაჩვენები: ლოღიკა. მეტაფიზიკა და ზნეობითი ფილოსოფია, ბაუმეისტრისა ანტონისაგან თარგმნილი. №№169, 170, 171. 20

45 ამ წიგნის წინასიტყვაობა არის დაბეჭდილი წყობილ სიტყვაობაში, რომელიც გამოსცა პლ. იოსელიანმა 1853 წ. გვ. 29. მუხლი 816—818

46 კატალ. ქათალ. წიგნ. №253 ფიზიკა ვოლფიოზისა და სხვათა ფილოსოფოსთათვის ფიგურებით, ანტონი ქათალიკოზისაგან თარგმნილი რუსულიდამ სამეცნიერო აკადემ. საწიგ. კატალ. №85.

47 ამ ეგზ. მეორე ნაწილი სამეც. აკად. საწიგნ. №45, ხოლო პირველი დ. ჩუბინოვის წიგნთ საცავშ. ეს ორი ნაწილი ყოფილა წინათ ერთ წიგნად შეკრული, ხოლო შემდეგ არის შუაზედ გაყოფილი; ბოლოს გვერდი პირველის ნაწილისა ზედვე არის ეხლაც მეორე ნაწილის თავში. ანტონ. წიგნ. კატალ. №11.

48 წინასიტყ. წიგნ. „დასაბამნი ფილოსოფიისა ახლისანი“ ბაუმეისტრისა, დაწერილი. 1762 წლამდინ

49 ცნობები თეიმურაზ II მისვლაზე რუსეთს და მის სიკვდილზედ, ჩვენ მატიანებს გარდა, Кавказ 1853 №№ 52, 91, 93, 94, 1854г №№ 4, 19. Каюеръ курьерение журналы 1761. cтp. 48, 54, 64, 66, 87, 94. 132. 146

50 Apx. св. син, дело1756 г №30. ამ საქმეში არის თვით ირაკ- ლის ხელით დაწერილი წიგნი, რომლიდგანაც ჩვენ თვითონ გადმოვიღეთ პირი. თავის დროზედ ამასაც სრულებით დავბეჭდავთ. ნაკუწი ამ წერილიდგან იხილეთ Нут. запис. по кахети, Пл. иосел., cтp. 108.

51 Дело св. Син 1768 1. N292 წინააღმდეგობა ამ კითხვის შესახებ: წყობ. სიტყვ. XII Hist. de la Gèor, II 2 p. 399.. ქართლ. ქრისტომ, 1 გამოც. 1846 წ. გვ. VII. . Опис. древн. Тифл. 92

52 Опис. древн. Тифл. 91. ა. ცაგარელი ფიქრობს, ვითომც ეს ყოფილიყოს ანტონის რუსეთში წასვლამდის, სახელდობრ 17.6-წლამდე. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ რა საფუძვლით აწერს ეს გვამი ამ დროს «откритие школъ в большемъ (?) количестве и учрежденіе Телавской Семинаpiи.» იმედია, რომ უფალი ა. ცაგარელი ამ შემთხვევაში არ დაგვაკმაყოფილებს მხოლოდ ლიტონის სიტყვით, არამედ გვიჩვენებს ჯეროვანს საფუძველს; წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სიტყვები უსაფუძვლო სიტყვებად დარჩება. O гpaм. груз. языка А Цагарели cтp. 2. თბილისის სემენარიის ზედამხედ. და მასწავლ. თვით ანტონი. ქართ. ქრისტომ. 1846 წ. გვ. III, „ოდეს ვასწავებდ მოწაფეთა გრამმატიკასა“ იხ. ახალი გრამმ. წინა-სიტყვ.. გაიოზი 1814 . ст. 72. და დაკანოზი ოანნე მაქმე. იქ. თელავის სემინარიაში: ფილიპე კაიტ მაზაშვილი, ქართ. ქრისტ. 1846 წ. გვ. VIII.

53 Акты Кавк. Арх. Ком. T. 1. cтp. 530. Hist, de la Géor. livr. 2. p. 237.

54 ეს წელი (1764) იმ ეგზემპლი, რომელიც არის დ. ჩუბინოვის სა- წიგნეში. წინათ უთარგმნია ეს დოსითეოსს ნეკრესის ეპისკოპოსს. კატალ. სამეცნ. აკად. N 94. ანტ. წიგნებ. კატ. N 137.

55 სამეცნ. აკად. წიგნთა სიაში N177. წინა-სიტყვაობა ახლად ქმნილისა კატეღორიისა ჩვენისა, ე. ი. ანტონისა არის დაბეჭდილი წყობილ-სიტ. გვ. 295. აღნიშნული წელი უზის იმ ეგზემპ., რომლითაც ჩვენ ვსარგებლობ- დით დ. ჩუბინოვის საწიგნიდგან.

„იპყრობს თვის შორის, წიგნი წინა-მდებარე,
შეყვანილებას, ჩემ მიერსა ქვე-თქმულთად,
ხოლო სამ-გვართა ფილოსოფიასათა
კატეღორიათა, ახლად ქმნილთა ჩემ მიერ,
და პორფირითთა, ნამეორებთა ჩემგან...წყობ. მ. 821.
კვალად სიმეტნეს, ჰსჯულითურთ ჩემით თქმულთა. მ. 822

56 ამის ეგზემპლ სამეცნ. აკადემ. საწიგნეში. სია N133, ბოდბის მონასტრის საწიგნეში 1769 წ. Пут. запис. по Ках стр 13—47. „წინა სიტყვაობა წიგნისა კატეხიზისისა“ არის დაბეჭდილი წყობ.-სიტყვ. გვ. 297- . 828-832.

„ვჰქმენ კატეხიზმოს სარგებლად თქვენდა, ძმანო“ მ. 830,

57 ეს გრამმატ. დაწერ. 1764 წ.. როგორცა სწერს პ. იოსსელიანი, არის შუამთის მონასტრის საწიგნეში. путев. запис. по кахет. стр.9 — 99. Hist. mod. de Géor. i. 2. p. 237. ანტონ. წიგნ. კატ. N 173, «ძველი გრამმატიკა, თარგმნილი სომხურიდამ ანტონისგან, სიმეტნე ამავ ანტონ, თარგმნილი სომხიდამ“ Kaт. 66. библ. H. N 91.

58 библиот. Ак. A. H. N88. ჩვენი ეგზემპლ., რომელიც ეკუთვ. დ. ჩუბინოვს, არის გადაწერილი 27 თებერვ. 1805 წ. მღვდლის დავითისაგან (პაპა დ. ჩუბინოვისა) ახალი გრამმატ. შესახებ грам. лит. Цагар. стр.15

59 სათაური ჩვენის წიგნისა; სადიდებელად... მარტირიკად შესხმა და ისტორია ქრისტესთვის ვნებულთა მოწამეთა ქართველთა და სხვათა, დროსა... ირაკლი II..., ხოლო მამათ-მთავრობასა თავისისავე წელსა დასაბამიდგან 7278, ქრ. შობიდგან 1769, თვესა მე-II-სა, 19 რიცხვსა.“ 17 სიტყვა პატივად ქართველთა წმიდათა, ხოლო სამი სომეხთა, სრულებით ოცი სიტყვა, გადაწერილია მღვდლის დავითისაგან პაპა დ. ჩუბინოვისა 8 იანვარს 1799 წ. ამის ეგზემპლ“ ბოდბის მონასტრის საწიგნეში путев. запис. по кахет. стр 131— 141.

60 ამ წიგნის ოთხივე მოზდილი ნაწილები დ. ჩუბინოვის საწიგნეში- მეოთხე ნაწილის ბოლოს არის „პინაქრ-სიტყვაობა ალფავიტსა ზედა, ქმნილი გაიოსის მიერ არხიმანდრიტისა რეკტორისა.“ შემდეგ ამისა ეს ბოლოს სიტყვები: „აღწერილი ყოვლად უუნდოესისა გრიილესაგან მღვდელ-მონაზონისა. სრულებით სრულ-იქმნა ნოემბერს, 25. წელსა 178. ( ესეა ნამდვილში, უნდა იყოს 1780 წ.). ვიწყე სეკდემბერს 20. 179).“

61 გამოიცა პ. იოსელიანისაგან 1353 წ. წინა-სიტყვაობით. პეტერბ. სა- მეცნიერო აკად. საწიგნეში არის ორი წიგნი N 21. ამისთანავე წიგნი არის პეტერბ. იმპერატ. საჯარო საწიგნეში. Catal des manuscr...18,2, p. 573— 578. აქვე: ა) არჩილიანი. ბ) დაუჯდომელი, გ) ყარამანიანი, დ) სიბრძნე- სიცრუე, ე) კლიტე და ვ) სულიერი სწავლანი.

62 ეს რვეული შესდგება 16 სიტყვისაგან, ამის წარწერა; მისს მაღალ- მსვლელობას გენერალ ივან ივოვიჩს ყიზლარის კამენდატს ფრაუნდოდორს მე უღირსი ანტონი კათოლიკოსი სრულიად საქართველოისა მოვახსენებ მათგან ბრძანებულისამებრ თხოვისა, რომელი ცა დაღათუ მრავალ განსაცდელ-შემთხვევისაგან დავიწყებით სახელნი მეფეთა საქართველოისათანი თვითო თვითოდ აღარ მახსოვან, მაგრამ სახელოვანთა მეფეთა…“ ამის დაწერას ანტონისაგან ჩვენ ვფიქრობთ 1756—1760 წ. სამეცნ. აკად. წიგნთა სია No 12. ჩვენი დედანი ეკუთვნის დ. ჩუბინოვს.

63 ჩვენ ხელთ ნაწერში, რომელიც ეკუთვნის დ. ჩუბინოვს, ვკითხულობთ:

„სხოლასტიკოსმან, იოანე სინელმან,
კიბე ცად მყუანე, ჰქმნა სამ-ათ-აღსავალი,
ამათნი თავნი, ათ სტიხთა შინა თითო,
აკროსტიხოთ და, გარდა მესამისათავის,
ანტონიმ ვჰლექსენ, უქმობის დასახსნელად.“
წყობ.-სიტყევ. გვ. 284, 253.

64 путев. запис. по кахет. стр.114.

65 ქართული სადღესასწ., დაბეჭდილი მოსკოვს 1805 წ.

66 ამ წიგნის წინასიტყვაობაში, რომელიც არის შედგენილი ტრიფილესაგან, ანტონ ქათალიკოზის მოწაფისა, დიაკონ მონაზონისა, ვკითხულობთ, რომ იოანე ფილოსოფოსმან ჭირჭიმელმა (პეტრიწი) შეადგინა პროლოგი: სეკდენბრისა, ოკდომბრისა, ნოემბრისა, დეკემბრისა და იანვრისა, ხოლო ამის შემდგომად მამათ-მთავარმა არსენი ბულმაისამ: ფებერვლისა, მარტისა,

„შემდგომად ორთა მათ, ხელ ჰყო სამ თთვეთ სრულება
მამათ მთავარმან, მეფის ძემან ანტონი,
მებრ უძიროსის, სიბრძნისა ქვე მდებარმან,
ვინ დავითის ტომ, აითვისა ისაკუთრა,
მან სრულ-ქმნა ივნის, ივლისი, აგვისტოი.

* * *

თთვესა მეორეს, სეკდემბრიდგან ოკდომბერს
რიცხვსა მერვესა, დღესა ოთხსა რიცხვედსა,
იწყო ანტონიმ, სამთ თვეთ თხზვა სტიხოვნებრად,
მასვე ოკდომბერს რიცხვსა მეათხუთმეტსა
სამნივე სრულ-ჰყვნა, სადიდებ ყოფითი მიზეზის“

წყობ - სიტყვ გვ. 213. 2,.. ამას მცოდნეს პლ. იოსელიანს, ვგონებ, აღარა ჰქონდა საფუძველი ეთქვა ანტონზედ, რომ ამან შეადგინა პროლოგი ოთხთა თთვეთა, ნაცვლად დაკარგულისა ქმნილისა იოანე პეტრიწისა. გან წყობ.-სიტყვა,. ჩვენი ხელთ ნაწერი ეკუთვნის დ. ჩუბინოვს.

67 ანტ. ქათალი. წიგნთა სია N232. სპეკალი, ქმნილი ანტონ ქათალიკოზისგან. ეკუთვნის დ. ჩუბინოვს. წყობ.-სიტყვ. წინა-სიტყვ. გვ. XIII.

68 ანტონის ქათ. წიგნთა სია N 201. „სომხურიდამ თარგმნილი ანტონი ქათ-გან ეფესოს კრების წიგნი, მაღალი ცნობა და დიდი წიგნი.“

69 ამ სათაურით: ჩვენ ვნახეთ ლექსები ზემორე აღნიშნულის ჩვენმიერ „მზამეტყველების“ ბოლოს. ეს ლექსი შესდგება, როგორც თვის სათაურიც გვაჩვენებს, 50 ხუთ ტაეპოვან მუხლთაგან, მე-50 მუხლი ამ ლექსისა აი რას გვაცნობებს:

„ეკკლესიასა მიეცა მამათაგან,
მე ანტონისგან პირის-პირად ესენი
დალექსულ იქმნეს გვარსა ზედა დასდებლის
ხუთ-ტაეპისა გალობად ხმათა ზედა,
ღვთის-მეტყველურად რიცხვით ერგასეულნი“ (ე. ი.50)
ლექსნი „ერთ-ასეულნი წყობ.-სიტყვ, მ. 100. ი.

70 ამ წიგნს იხსენიებს პ. იოსელიანი წყობილ-სიტყ, შესავალში გვ. XIII, რომლის საფუძველი ჩვენ ჯერ არ ვიცით. თუ იმას ჰქონდა სახეში ის სიმვოლო სარწმუნოებისა, ანუ უკეთ მრწამსი, რომელიც ანტონმა თავის თხოვნასთან წარუდგინა იმპერატრიცა ელისაბედ პეტრეს ასულს, ჩვენ შევნიშნეთ, რომ ეს არ არის შედგენილი მისგან. არამედ მსოფლიო კრებისაგან, ხოლო რაც შეეხება იმ ორიოდე სიტყვებს, რომლებიც მიაწერა იმან ამ მრწამსის ბოლოში (წყობ.-სიტყვ. გვ. X—XI), ამით არ შეიძლება უწოდოთ სახელი „წიგნი.“ რას გვეტყვიან ამაზედ მკითხველნი, სიამოვნებით მოვისმენთ.

71 ამ წიგნს არავინ იხსენიებს ანტონის წერილების განხილვაში. ზაქარია გაბაშვილი — ნამოძღვრალი ამ რვეულზედ ამბობს, რომ როდესაც იყო სამღვდელოთ კრება გასარჩევად ამბოხებისა ზაქარია გაბაშვილისა და ანტონის შუა, ამ უკანასკნელმა თავის მომხრეებით,დიდის შეჩვენებით შემოგვფიცეს წმიდის სამების სახელზედ, რომ იმ მიწყალეს თარგმანსა (შენიშვ. 43) და აპოლოღიას ავიღებთო, აღარ ვახსენებთო, ორსავ თქვენ მოგცემთო. გინდა დაწვით, რაც გინდა უყავითო... ჩვენ შევიყარენით ერთად, ვირწმუნეთ ის საშინელი ფიცი, იმათ ის აპოლოღია მოგვცეს ხელ-მოწერილი ცეცხლში წვით.“ ამ აპოლოღიის პირმა ვერ მოაღწივა ჩვენამდინ მოყვანილი ნაკუწი არის ამოღებული სინოდის საქმიდგან 1768 წ. N 292

72 ამას სწერს პლ. იოსელიანი ერთს ადგილს და სხვაგანაც იმეორებს: „ანტონი აღსწერდა ქადაგებათა.“ წყობ,-სიტყვ. გვ. XIII, VII. ზაქარია ნამოძღვრალიც თავის არზაში სწერს ამის შესახებ შემდგომს: ანტონი კათალიკოსმა ამბიონზე მრავალჯერ იქადაგა და შეაჩვენნა: ვინც იმათ (ე.ი. ზაქარია ნამოძღვრალს და მის მომხრეებს) მოწყალება უყოს, ჩემგან შეკრული იყოსო; ნურცა ვინ ეკკლესიაში შევუშვებთო... სინოდ. საქმე 1768 N292, აქედგან სჩანს, რომ ანტონი სხვათა წერილებთან დაგვიტოვებდა ქადაგებებსაც, რომელშიაც, სხვათა შორის. იქმნება მიქცეული ყურადღება თანამედროვე საზოგადოების ნაკლულევანებაზედაც. ჩვენ არსად შეგვხვედრია ანტონის ქადაგებები, ზეკით (შენიშვნა 2 ) ნაჩვენებს გარდა, თუმცა ისინი საჭირონი არიან როგორც თვით ანტონის, ეგრეთვე მისის დროების დაფასებისათვის. მაგრამ ძველი ნაწერების გამოჩენა ჩვენში ესე ადვილი არ გახლავთ. ვისაც ჰქონდეს ამ-გვარი წერილები ანტონისა, ვსთხოვთ უმორჩილესად, თუ ჩვენ ვერ გადმოგვცემს, უნდობელობის გამო, „ივერიით მაინც გვაცნობოს მისი არსებობა და შინაარსი.

73 კერძო წერილები ანტონისა არსად შეგვხვედრია ერთის ოფიციალუ- რის გარდა, რომელიც არის თვით ანტონის ხელით დაწერილი 20 ოკდომბერს 1767 წ. სინოდ. საქ. 1768 წ. N 292. ფრანცუზულად გადათარ- გმნილი ორი წერილი 25 ივნისს 1745 წ, და 1782 წ. აპრილის 6, თბილისი list, de l. Géor. II, 2. 429 431. ირაკლი მეორე სწერს ანტონს, სხვათა შორის: ყიზლარიდამ თქვენი ორი წიგნი მომივიდა ჩემი ორი წიგნი რომ მოგრთმეოდათ იმისი პასუხი. სინოდ. საქმ. 1756 წ. N 350. ზოგიერთნი დაგვპირდნენ ანტონის კერძო წერილებს, რომელთაგანაც ველით აღთქმის აღსრულებას. განა სხვას არავის ექმნება ანტონის წერილები და თხზულებები ჩვენგან მოხსენებულთ გარდა? ვისაც აქვს ამ-გვარი ნაწერები, ვსთხოვთ გამოაცხადოს ჩვენს გაზეთებში.

74 грам. лит. Цагар. стр.15 1802 r. p. 76, წიგნთა სიებში და ხელ- ნაწერებში ეს წიგნი ჩვენ არსად შეგვხვედრია, თუმცა ამას ზოგიერთთა აკუთნებენ ანტონს. кр. Ист. груз.цер. стр. 131. ქართ. ქრისტი. 1846 წ. გვ. Vlll. Ист. груз. iepap. 1826. cтp. 20. ზოგი აწერს ანტონს ფსალმუნთ განმარტებასაც. Энциклопед. Словарь 1862 1. стp. 563.

75 ზოგი სწერს ვითომ ეს წიგნი იყოს მხოლოდ გადათარგმნული ანტონის ბრძანებით. Ист. изобр. груз. 1802 r. cтp. 76. Ист. груз. iep. стp. 20. ქართ. ქრისტ. 1846 წ. გვ. VIII. ზოგი ამის თარგმნას აწერს ანტონს Кр. Ист. гр. церк. стр. 134. О грам. лит. груз. яз. А. Цагар. cтp. 3. Энцикл. Слов. стр. 563. წყობ.-სიტყვ. exp. XIV.

76 Кр. Ист. груз. цер. 1843 r. erp. 134.

76* ანტონმა საეკლესიო გასაშვენებლად, რომელიც მის დროს იყო დაცემული, გამოიწვივა იმერეთიდამ მგალობლები და მით ცდილობდა აღედგინა საეკლესიო გალობა. Онс. др. Тифл.стр. 166, 167. 189. 1 Опис. Марк. Монаст. 1847 г. стр. 27.

77 სინოდის საქმე 1756 წ. N350.

78 იქვე 1768 წ. N 292.

79 იქ. 1769 . N 297. Опис. др. Тифл. стр. 188.

80 იქ. 1772 წ. N 318. 1774 წ. N 374. ქართ.-ცხოვრ. ნაწ. 2. გვ: 491-494. 506—507: „რუსნიცა უკუნ-იქცნენ რუსეთადვე, რომლისაგამო მეფემან წარგზავნა რუსეთად ძე თვისი ლევან და კათალიკოზი ანტონი. Hisk. mod. de la Gér. 11. 2. p. 241.

81 Тракл. заключ. между Екат. Ц и Иракла. Цв 1783 г. ქართ.-ცხოვრ. ნ. 2. 510. Hist. de la . Géor. II. 2. p. 249 250.

82 ანტონის სიკვდილის დროს მწერლები გვიჩვენებენ სხვა-და-სხვა ნაირად: ერთი სწერს, რომ ანტონი გარდიცვალა... см. ст. 10 Эт. Teтp. 1787 წ. (ქართლ.-ცხოვ. ნაწ. 2. გვ. 511), მეორე — 28 თებერვალს 1788 (Странник 1865 r. T. III. стp. 96), მესამე — 29 თებერვალს იმავე წლისა (Ист. груз. 1826 r. exp. 42, მეოთხე —1 მაისს იმავე წლ. (ქართ. ქრისტ. 1846 წ. გვ. VIII. O rpaм. . лит. груз. яз. crp. 3), მეხუთე 1790წელს (родословная Картал. цер. прилож. къ. Истор. изоб. Грузии 1802), ხოლო მეექვსე 1 მარტს აღნიშნულისავე წლისა (Акты. К. Арх. Ком. 1. cтр. 74. Hist. de la Géor. II. 1. p. 628).

3 ერთი უბედურთაგანი

▲back to top


ერთი უბედურთაგანი

(შემდეგი)

მეორეს დღეს დაჭერის შემდეგ გამოიღვიძა ნოელ რამბერმა და ელდაცემულმა ჰკითხა თავის თავს, ამ ბნელს ჯურღმულში რამ ჩამაგდოო. მალე ვერ მოიკრიფა აქოთებული აზრები. გუშინდელი უბედური დღე რაღაც უცნაურ სიზმრად მოეჩვენა. ბოლოს როგორც იყო ყოველივე ამბავი, ცალკე და ბუნდად დახსომილი, ერთად წარმოუდგა თვალწინ; გონებაში აღიდგინა თითო საათობით მწუხარების დღე ახალის წლისა და შეშინდა ყოფილისაგან: „ვაიმე, ღმერთო!“ იფიქრა გულში; „ნუთუ ეს სულთამხუთავი დღესაც არ მომეცლებაო“.

უნებლიედ ფეხზედ წამოდგა და დაიხედა თავის თავზედ; მისი ღარიბი ტანისამოსი სულ ამოწუწული იყო ლაფში, თითქო წუმპეში ჰსძინებიაო.

– კარგ რასმეს კი ვგევარ! – ჰსთქვა თავისთავად – ეს კიდევ არაფერი, ოღონდ მალე მკითხონ და დამითხოვონ, რომ ჩემს ჟაკს მივხედო.

თითქო ვიღაცამ ყური მოჰკრა ამის სურვილსაო, იმავ წამს კარი გაეღო და ხელახლად წაიყვანეს პოლიციის კამმისართან, რომელიც ისეთის თვალით დახვდა, თითქო ამის დანახვა ეზიზღაო. ნოელ რამბერს, ფერწასულს, დაქანცულს, გატანჯულს ტუჩები გალურჯებოდა, დაუვარცხნელი თმა აბურძგნული ჰქონდა და მოუპარსავი პირი კიდევ ისეთს ჭუჭყიანს ფერსა ჰსდებდა მის გაჭნაკებულს სახესა, რომ თვალად ძალიან ცუდი სანახავი იყო. ამისთანა კაცს, რომლის სახეზედაც ძლიერი და ხშირად მიმზიდველი ბეჭედი მწუხარებისა წაშლილ იყო რაღაც მხეცურის უგრძნობლობითა, ყოველი ნაფიცი მსაჯული ავაზაკად მიიღებდა. ამრიგადვე თვითონ პოლიციის კამმისარიც დარწმუნებული იყო, რომ კაცი – მის წინაშე მდგომარე, კაცის მკვლელი ავაზაკია, გვემული სულისა და ხორცის ქენჯნისაგან. კამმისარმა თითქმის დაცინებით ჰკითხა: „უწინდელებრ კიდევ არა ტყდებიო?“ ნოელმა კითხვითვე გაჰსცა პასუხი, ახლა როდემდი უნდა ტყუილუბრალოდ კაცისმკვლელობა მაბრალოთ, და მოუყვა ხელახლად მბობას ყოველ იმისას, რაც გუშინ მოხდა. ცდილობდა, ყოველივე მოეგონა და არაფერი არ გამოჰპარვოდა. პოლიციის კამმისარი ყურს უგდებდა, მაგრამ ცხადი იყო, რომ არაფერს უჯერებდა და დრო-გამოშვებით დაცინებით ეტყოდა ხოლმე:

– დიაღ, დიაღ,… ეგრეა... მერე!

როცა ნოელმა გაათავა, კამმისარმა მძიმედ ამოიოხრა, თითქო ამის თქმა უნდაო: „ღმერთო! რამდენი ფლიდი კაცია ქვეყანაზედ!“ და უბძანა, ისევ ციხეში წაეყვანათ.

– მაინც მიჭერთ? – ჰკითხა რამბერმა.

– დიაღ, გიჭერთ, რომ კაი-კაცობისათვის ჯილდო მოგცეთ, – უთხრა გულზედ მოსულმა კამმისარმა.

რამბერი ისევ საპყრობილეში წაიყვანეს. ბოლოს, რამდენსამე ხანს შემდეგ, სხვა ტუსაღებთან ერთად ჩასვეს დახურულხ ეტლში და გაიყვანეს კონსერჟიერის ციხეში. თუმცა ეტლამდი ათის ფეხის გადადგმა იყო, მაგრამ ეგ დიდ მანძილად ეჩვენა რამბერს. ხალხი ბლომად იდგა გარშემო და იმ უბედურ ტუსაღებზედ ზოგი იცინოდა ბრიყულად, როგორც მოგეხსენებათ მოცლილ ხალხის ამბავი, და ზოგი ავის სიტყვითაც იხსენებდა. ნოელი ჰგრძნობდა, რომ სახე უწითლდება სირცხვილით და ისე ეგონა, რომ მის სახელს ხალხი ლანძღვითა და ქოქით ახსენებდა. მაგრამ ეგ მარტო გონებაარეულს ტუსაღსა ელანდებოდა.

გზადაგზა უბედური რამბერი თავის საწყალს ჟაკზედ ჰფიქრობდა. ჰფიქრობდა, ვის ჩავაბაროო, მინამ ჩემის სიმართლის საბუთებს შევაგროვებ და წარვუდგენო. დედას მივაბაროო? მაგას თავის დღეში არ ვიქო. მას შემდეგ, რაკი მართა მრუშობის გზაზედ დადგა, ჟაკსაო დედა აღარა ჰყავსო. ამხანაგები მყვანან, იმათ ჩავაბარებდიო, მაგრამ ღარიბები არიანო და ჩემი ჟაკი მათთვის მძიმე ტვირთი იქნებაო. მაშ, რა მეშველებაო? – იძახდა გულში საწყალი.

ეგ ნაღველი პატარა ბალღზედ პირველს სიტყვებზედვე შეეტყო, როცა კონსერჟიერს მიიყვანეს.

– მე დავამტკიცებ, რომ ის კაცი არ მომიკლავს, – უთხრა მან მოხელეს, რომელმაც ჩაწერა დავთარში მისი სახელი სხვათა ტუსაღთა შორის. – ხოლო ჩემის ბალღის ნაღველი მაქვს; მეშინიან, შიმშილით არ მომიკვდეს.

– როგორ თუ ბალღისა?

– იმას ხომ დანაშაული არაფერში აქვს, ვჰსთქვათ მართლა და კაცის-მკვლელი მე ვიყო. ტყუილია თუ? ნეტა არ შეიძლება ერთი ადგილი რამ აუჩინოთ საწყალს ბალღს, რომ შიმშილით მაინც არ მომიკვდეს.

– დიდია? – არა, სულ პატარაა. იმისი გამოკვება ძნელი არ არის, თუ კაცს სამუშავო ექნება. – დედა ჰყავს? რამბერი ჩაფიქრდა და მერე მოჭრითა ჰსთქვა:

– არა.

– მაშ, შეიძლება მცირე წლოვანთა საპყრობილეში ბინა ავუჩინოთ.

– ჩემი ჟაკი! – დაიძახა რამბერმა. – არასოდეს!… ეგ ფიქრად როგორ მოგივიდათ? ის უნდა საპყრობილეში იყოს მაშინ, როდესაც იმას წმინდა ჰაერი უნდა. უნდა სირბილი, ხტომა, ცელქობა. არა, მე მაგის ნებას არ მოგცემთ.

– ნება გვიბოძეთ გირჩიოთ, – უპასუხა მოხელემ. – მაგ კილოზედ ლაპარაკს თავი დაანებოთ; ნეტა ვის ატყუებთ? მითამ და უმანკო ბატკანი ხართ.

ყველაზე ძლიერ ისა სწყლავდა და სტანჯავდა რამბერს, რომ მართებულს პასუხს ვერ ეუბნებოდა მათ, ვინც ეგრე ბიაბრუთა ხდიდა ხოლმე და ცილსა ჰსწამებდა კაცის მკვლელობისას. ყველანი ჰსთვლიდნენ ერთ არამზადა კაცად, ქუჩის ავაზაკად და რამბერს კი სახსარი არა ჰქონდა თავისი სიმართლე დაემტკიცებინა და პირში ჩაეფურთხა იმათთვის, ვინც უბედავდა და ეუბნებოდა, აბა, როგორ მოჰკალი კაცი, გვიამბეო. რამბერი ჰგრძნობდა, რომ სულის ღონე, მხნეობა დაეკარგა, რომ ღონე მიეხადა, დაუძლურდა; რომ ძალ[1]ღონე მოუკვდა იმ მძიმე ბრალის ტვირთქვეშა, რომლის ძალითაც მას უნდა წაერთოს ყოველივე ღირსება არამც თუ თავისუფალის მოქალაქისა, არამედ საზოგადოდ კაცურის კაცობისაც და უნდა გახდეს იმ უმწეო სულიერად, რომელსაც ბრალდებულს ეძახიან. გამოძიება, განსამართლება და თავის მოკვეთა – აი, სამი კარი, რომლებშიაც სწრაფად გაატარებენ ხოლმე სამარცხვინო კაცის მკვლელობაში ბრალეულს. მთელი გვამი ნოელისა ხმამაღლა ღაღადებდა მის უმანკოებას, უბრალობას, მაგრამ რა ექმნა? საქმე ისე მოუხდა, რომ უნდა ხმა გაეკმინდა, პასუხი არ გაეცა და მსჯელობაში არ შესულიყო. პოლიციელები, საპყრობილის მოხელენი, რასაკვირველია, ამის ტანჯვას და წვა-დაგვას ვერ მიხვდებოდნენ. იგი მოუთმენლად ელოდდა გამომძიებელს და დარწმუნებული იყო, რომ მის წინაშე უსათუოდ თავს გაიმართლებდა. ეხლა კი ის ფიქრი ჰკლავდა, რომ ვაი, თუ კაცობრივმა მართლმსაჯულებამ ჩემი საწყალი პატარა ჟაკი საპყრობილეში დამიმწყვდიოსო, ვითომ და გამოსაკვებლადაო.

იმავ დღეს რამბერი წაიყვანეს გამომძიებელთან, რომელსაც დიუბუა-დე-ზობრეს ეძახდნენ. კეთილის გულის კაცი იყო ეგ გამომძიებელი. ღიმილი ტუჩიდამ თავის დღეში არ შორდებოდა, კაი ჭამა-სმა უყვარდა, თავისუფალ დროა ლექსებსაც ჰსწერდა და ამასთან ერთი ჯიუტობა ჰსჭირდა: ყოველს ბრალშეწამებულს კაცს ავაზაკად ჰსახავდა. ეხლაც ისე მოუვიდა. რამბერზედ თავისი აზრი წინადვე შეედგინა და, როცა თვალით ნახა ქანცგაწყვეტილი, ჭუჭყიანი, საზიზღარი სახე უბედურის რამბერისა, მაშინ უფრო დააჯერა გული, რომ ნოელ რამბერი ავაზაკია.

ნოელს დაუწყო ჩვეულებრივად გამოკითხვა, მის პასუხს უფრო მოკაზმულის და არჩეულის სიტყვით ჩააწერინებდა ხოლმე სეკრეტარს. ნოელი ლაპარაკობდა მარტივად, დარწმუნებით და როცა ჰკითხეს: „სამართლის ქვეშ ყოფილხარ თუ არაო“, უპასუხა: „– გხლებივართ, 15 მაისს და 2-ს დეკემბერს“.

დიუბუა-დე-ზობრე ყურს უგდებდა, თან იღიმებოდა და ხელებს იფშვნეტდა.

– გუშინ თქვენ მოგასწრეს იქ, საცა კაცის-კვლა მოხდა, სწორედ იმ დროს, როცა კაცი მოეკლათ. მკვდარი პოლ ლავერდაკი ყოფილა. ლავერდაკისათვის გულში დაუციათ სატევარი. აშკარაა, ეგ თვითონ სატევარი ისპანიური დანაა. აი, ხელში მიჭირავს ამჟამად. გეცნობათ ეს სატევარი თუ არა?

– მე ეგა ვნახე სტოლზედ ფანჯრიდამ, რომელთანაც მე მივირბინე, როცა ყვირილი მომესმა. მაგ სატევარით იყო მოკლული ის საწყალი კაცი.

– ლავერდაკობით ახსენეთ ხოლმე.

– მე წინად თავის დღეში არც კი გამეგონა ეგ სახელი.

– მაშ, ჯავრის ამოსაყრელად არ შეიპარეთ იმ სახლში?

– რაო, ჯავრისაო? რა ჯავრი მეჭირებოდა კაცისა, რომლის სახელიც არც კი ვიცოდი. თუნდ ეგ არ იყოს, ჩვენ საწყლები...

– მაშ, მარტო საქურდლად შეხვედით იმ სახლში? – ჰკითხა გამომძიებელმა ისე ტკბილად, თითქო ამბობსო: „სიგარას ხომ არ ინებებთო“.

– ყველა ეგენი კამმისარს ავუხსენი...

– ვიცი. თქვენ კარგა ფული გიპოვეს, სულ ოქროები. მაგოდენა ფულს მუშაობით ვერ იშოვნიდით. საიდამა ჩაიგდეთ ხელში მაგოდენა ფული? მაგ ფულის შოვნაში რომ ის ვიღაცა ქალი არ გაურიოთ, კამმისარისთვის რომ გითქვამთ, სხვაფრივ ვერ ამიხსნით მაგ ფულის შოვნის საქმეს?

– მე მარტო მართლის თქმა შემიძლიან, – უპასუხა რამბერმა. – ჩემი რა ბრალია, რომ ეგ მართალი ძნელი დასაჯერია, მაგრამ მაინც მართალი კია. იმ უცნობმა ქალმა მითხრა: „იქ წადით, კაცი სიკვდილისაგან უნდა დაიხსნათ და აი, თქვენი გასამსჯელოო“. გესმით, მე ფულს არ გამოვართმევდი სხვა დროს. მე მთხოვარა არა ვარ, მე ჩემი ხელობა მქონდა, მე მუშაობა მიყვარს, ხოლო მაშინ შიმშილითა ვკვდებოდი და მინდოდა, მეორეს დღეს ჩემის ბალღისათვის ერთი თეფში წვენი და ერთი ლუკმა პური მეშოვნა.

– შეგიძლიანთ იცნოთ ის ქალი, ანუ უკეთ ვსთქვათ, ის მოჩვენება?

– არა მგონია, ბნელოდა, კარგად ვერ გავარჩივე სახე.

– სხვა ნიშანი ხომ არა გაქვთ რა?

– მაქვს. სახელად კლარა ჰქვიან.

– გვარად?

– მარტო კლარაა, გვარი არ ვიცი. ქალმა მითხრა: „იქ კაცსა ნახავთ, უთხარით კლარას სახელით, რომ მოშორდეს იმ სახლს“. მე რომ მცოდნოდა წინადვე, ეს ამბავი მოხდებოდა, რა თქმა უნდა, გვარსაც გამოვკითხავდი. მაგრამ ერთი მითხარით, ფიქრად როგორ მომივიდოდა, რომ კაცს დაიჭერდნენ იმიტომ, რომ მისაშველებლად წავიდა. იცით, რას გეტყვით? ყოველივე ეს ტყუილია, სიზმარია, მე დამნაშავე არაფერში ვარ და თქვენიც იმედი მაქვს, შინ დამითხოვთ.

გამომძიებელი თავს იქნევდა, არხეინად ხმადაბლა უშტვენდა და ისე უგდებდა ყურს უბედურსა, სრულებით დარწმუნებული, რომ მის წინაშე მძიმე დამნაშავე დგას. მისი კეთილი სახე აშკარად ამბობდა: „იტყუე, გაძვერ-გამოძვერ, ჩემო კარგო, რამდენიც გინდა, მაგრამ მე ვერ მომატყუებ!“

როცა გაათავა გამოკითხვა, გამომძიებელმა უბძანა ოქმი ხმამაღლა წაიკითხოს და წაკითხვის შემდეგ ჰკითხა რამბერს:

– თქვენი ნათქვამი სწორედ არის ჩაწერილი?

– სწორედ გახლავსთ...

– წერა იცით?

ნოელმა მხრები აიჭიმა და ამ მართლმსაჯულების წარმომადგენელს დაცინებით გაუღიმა და ისეთის თვალით შეხედა, თითქო ამბობსო: „ვაი, შენ, ჩემო თავო! თქვენ მართლა პირუტყვი გგონივართ, მარტო დასაკლავად გამოსადეგი!“ მერე აიღო კალამი და მოაწერა ოქმს ხელი.

ციხეში რომ დააბრუნეს, რამბერს ციებამ ძაგძაგი დააწყებინა. იმოდენა სულისა და ხორცის ტანჯვა, რაც ამ ორ დღეში გამოიარა, სსვა რა ხეირს დააყრიდა. ცალკე საერთკაცო სენაკს, რომელშიაც დაამწყვდიეს რამბერი, ჰქონდა სამი ლაჯი სიგძე და ლაჯ-ნახევარი სიგანე. ჰაერი დახშული იყო და ნათელი ძლივს შემოდიოდა პატარა ფანჯრიდამ, რომელიც ეზოს გადაჰყურებდა. გარედამ შემოდიოდა ხმაურობა და უწმაწური ოხუჯობა ეზოში სასეიროდ გამოშვებულთა ტუსაღთა. თვითონ რამბერსაც ჰსწყუროდა წმინდა ჰაერი ჩაეყლაპა და გულში გაურბინა ფიქრმა, რომ ასწვდეს ფანჯარას და გამოამტვრიოს მინა, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგანაც სკამი, რომელიც უნდა მიედგა ფანჯარასთან ასასვლელად, იატაკზედ იყო ბულღებით დამაგრებული. თუმცა მას აქეთ, რაც რამბერი დაამწყვდიეს, დიდი ხანი არ იყო გავლილი, მაგრამ ტუსაღად ყოფნამ და საპყრობილის მყაყე ჰაერმა მალე გამოიჩინეს ამ უბედურზედ თავისი ზედ-მოქმედება: თავბრუსხმა მოსდიოდა, საფეთქლებმა ტეხა დაუწყო, თითქო ჭახრაკი მოუჭირესო, სისხლი ტვინში აუვარდა და ერთობ მოიშალა სულითა და ხორცითა.

განა საღამოზედ ისევ მიეცა შემთხვევა წმინდა ჰაერზედ ყოფნისას: იგი წაიყვანეს, რომ პირისპირ დაუყენონ პოლ ლავერდაკის უსულო გვამსა და მის თანა დასწრებითა თვითონ რამბერის სახლიც მოჰსჩხრიკონ.

იმ ფიქრმა, რომ პირისპირ ნახავს მკვდარს კაცსა, რომელიც სიკვდილს ვერ გადაარჩინა, რაღაც უნებური შიში მოჰგვარა და ამიტომაც მეტად აუღელდა გული, როცა შეიყვანეს ოთახში, საცა ტახტზედ იდო გვამი საწყალის ყმაწვილ კაცისა. მკვდრის სახეს რაღაც მშვიდობიანი, უწყინარი სანახაობა ჰქონდა, ხოლო უსიცოცხლო, ფერმკრთალი ტუჩები კი საზარონი იყვნენ. შუბლზედ თმა ისე მიჰკროდა, თითქო სიკვდილის ცივს ოფლს ზედ მიუწებებიაო. ზედ წაფარებული ზეწარი ოდნად გადეხადათ და გამოეჩინათ პირდაღებული ჭრილობა შიგ გულში ჩაცემულის ხანჯლისა. რამბერი გაჩერდა მკვდრის წინა, თავი ჩაღუნა და იმ მწუხარე დუმილით იდგა, რომელიც კაცს მოუვა ხოლმე, როცა თვალწინ მკვდარსა ჰხედავს.

– ხომ გეცნობათ ეს მკვდარი?

– ჰკითხა გამომძიებელმა:

– დიაღ. – უპასუხა რამბერმა.

– ეს ის კაცია, რომელიც, თქვენის სიტყვით, თქვენ თვალწინ მოჰკლეს?

– დიაღ, ის არის.

რამბერი ხედავდა, რომ ყველანი იქ დამსწრენი პირში შემოჰსცქერიან. ჰსცხვენოდა, ჯავრი მოჰსდიოდა, უნდოდა როგორმე მალე გამოსულიყო ამ უნუგეშო ოთახიდამ; გული ჰსტკიოდა, რომ ამ მკვდარს თვალით ჰხედავდა.

– ცხადია, რომ სინიდისი ამხელს, – უთხრა ერთმა პოლიციელმა მეორეს და გამომძიებელმაც ამის ნიშნად თვალი უყო კამმისარსა.

იმ დროს, როცა რამბერი გამოჰყვანდათ ოთახიდამ, კარებზედ მოდგა ერთი ხნიერი დედაკაცი, დააცქერდა ნოელსა და წარმოჰსთქვა გამწარებითა:

– მაშ, ეს არის?

ეს სიტყვები რომ გაიგონა, ნოელმა თავი მაღლა აიღო და მაშინვე მიხვდა, რომ ეს დედაკაცი დედაა მკვდარის ყმაწვილიკაცისა. შეხედა დედაკაცს რაღაც მწვავის სიბრალულითა და ამ მწუხარებით მოკლულ დედის წინაშე აენთო გულში ის მხურვალე, ნაზი სიყვარული, რომელიც თვითონ ჰქონდა თავის პატარა ჟაკის მიმართ. მამამ თანაუგრძნო დედასა. აქამომდე რამბერი რაღაც უღონოდ და უგრძნოდ იყო. ეხლა კი თითქო გამოფხიზლდაო, თვალებში ცეცხლი გამოუბრწყინდა, ერთი ფეხი წინ წადგა ლავერდაკის დედისაკენ და უნებლიედ გატაცებულმა თავის წმინდა სინიდისითა, რომელიც ამ დედაკაცის და დედის წინაშე ამაყად წინა აღუდგა საძაგელს ცილისწამებასა, თამამად ხმამაღლა წარმოჰსთქვა:

– ქალბატონო! ვფიცავ, მე არ მომიკლავს! მე არა ვარ, სხვა არის მკვლელი! მე იმათგანი არა ვარ, რომელნიც კაცებს ხოცვენ.

ეს სიტყვები, პატიოსანის გულის სიღრმიდამ ამოძახილნი, ისეთის სიწრფოებით იყო თქმული, ისეთის გულით საცნობელ სიმართლითა, რომ ლავერდაკის დედა შეკრთა. ის-ის იყო პირზე მოჰსდგომოდა წყევლა და ქოქვა, მაგრამ რაკი რამბერის თქმული მოისმინა, შედგა, ხმა აღარ ამოიღო, თითქო გაქვავდაო და თვალები, რომელშიაც ცრემლი აღარა ჰსჩანდა, მიაბჯინა რამბერს. რამბერის თვალს რაღაც მადნეტიური ძალა მიეცა. ასე რომ უბედურმა დედამ თვალი ვერ გაუსწორა, თავი ჩაღუნა, მკლავები დაეშო, თითქო მოჰსწყდაო და თავისი რისხვა და წყევლა თან გაატანა მხურვალე ცრემლს, რომელიც თვალთაგან წასქდა.

როცა რამბერი სატუსაღო ეტლში ჩასაჯდომად წაიყვანეს, თან აედევნა სახლთან მოგროვილი ხალხი, მძულვარის თვალით და წყევლით მისდევდა ხალხი და ზოგნი იძახოდნენ კიდეც: „დასახჩობია, დასახჩობია, დასახჩობიო!“ საწყალი რამბერი ხან ყვითლდებოდა,ხან წითლდებოდა. განსაკუთრებით მაშინ უფრო დაუწყო გულმა ტეხა, როცა ვიღაც ბალღმა, დაინახა თუ არა, შიშით დაიკივლა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გაიქცა, რომ ამ ავაზაკს მოშორებიყო.

როცა ეტლში ჩასვეს და ორი პოლიციელი აქეთ-იქით ამოუჯდა, რამბერმა უნებურად წამოიძახა:

– ჰსჩანს, ძალიან ჰყვარებიათ!

– ვინა? – ჰკითხეს პოლიციელებმა.

– ის საწყალი ყმაწვილი კაცი.

– ეგრე გგონიათ?

– რად უნდა იყვნენ კაცნი, რომელიც სხვებსა ხოცვენ! – ჰსთქვა რამბერმა და ღრმად ამოიოხრა.

პოლიციელებმა ერთმანეთს ღიმილით შეხედეს და ერთმა მათგანმა თავისთავად წაიდუდუნა:

– თავს ისულელებ, ჩემო კარგო, მაგრამ მაინც ვერ მოგვატყუებ.

რამბერი აქედამ თავის უსიხარულო სადგომში წაიყვანეს, როცა მივიდა თავის ბნელს და ტალახიან კიბესთან, რამბერმა სწრაფად აირბინა კიბე, უკან აედევნენ პოლიციელნიცა. გიჟსავით შევარდა თავის ოთახში და ყვიროდა: „ჟაკ! ჟაკ!“

– მამა! მამაა, მამა! – იძახოდა პატარა ჟაკი და გაფითრებული, გულამომჯდარი კანკალით და თრთოლით მივარდა მამას და ჩამოეკიდა ყელზედ. მამამ ხმაამოუღებლივ მიიკრა შვილი გულზედ; ჰკოცნიდა, სიხარულით ხან იქით მიატრიალებდა, ხან აქეთ, ათამაშებდა ხელში ბურთსავით, ულოლოებდა, ეალერსებოდა, თავზედ ხელს უსვამდა და გიჟსავით შეჰხაროდა მისთვის დაუფასებელის ბალღის პაწაწუნა სახესა.

– რა რიგად მიხარიან, – განაგრძო ბალღმა სიცილითა და თავის პაწაწუნა თათებითა უწეწდა თავის უბედურს მამასა გამტვერიანებულს თმასა. – ხომ აღარსად წახვალ, მამი? ხომ თავს აღარ დამანებებ?

ამაობაში პოლიციელებმა მოჩხრიკეს იქაურობა, ცარიელი ყუთი ახადეს, დაგლეჯილი ლეიბი გადმოაბრუნეს, გადმოაქოთეს რაც კი რამ ძონძები იყო, სამუშაო იარაღი გაუსინჯეს, სისხლი ხომ არას დაჰსჩნევიაო. იმათ ეგონათ, რომ ამ მგელ-კაცის ბუნაგში უწინდელის ავკაცობის გეშს რასმეს ვიპოვითო. ნოელმა ყურიც არ ათხოვა ამ პოლიციელების ფაცა-ფუცსა. მთელი მისი ყურადღება შეჩერებული იყო პაწაწინა ბალღზედ.

– აბა, ერთი შემომხედე, – ეუბნებოდა ბალღს. – რათა ხარ გაყვითლებული? ხომ კარგადა ხარ? მაკოცე, ჩემო კარგო! მომეხვიე, ჩემო საყვარელო ბალღო! მე არ მიშვებდნენ შენს სანახავად; გესმის? შენთან არ მიშვებდნენ, შენთან, ჩემს გვრიტთან და ანგელოზთან. ხომ კარგად გაჭმევენ? ვინ გივლის? მითხარი, ჟაკ, ჩემო კარგო, ჟაკ, ძალიან ჰსწუხდი უჩემოდ?

– არა, – უპასუხა ჟაკმა ღიმილით. – ის მივლიდა.

– ვინ ის?

ბალღმა მოიხედა უკან და დაანახვა ტანად მაღალი კაცი, რომელიც გულხელდაკრეფილი იდგა ფანჯარასთან და ელაპარაკებოდა გამომძიებელს. ნოელმა მიიხედა, მაგრამ ბნელაში მარტო მაღალი ტანის კაცი დაინახა და მისი მომსხო პირის სახე დაწვრილებით კი კარგად ვერ გაარჩია.

– რა ჰქვიან? – ჰკითხა რამბერმა შვილს.

– პასკალ არტესი. – უპასუხა ბალღმა.

ნოელი, დაჩოქილი თავის შვილის წინ, სწრაფად წამოვარდა ფეხზედ, მივიდა არტესთან და თავმოწონებით უთხრა:

– თქვენ აქა ბძანდებით, არტეს? ერთი უთხარით ამათ, რომ მე კაცის მკვლელი არა ვარ.

– კაცის მკვლელიო! – განიმეორა ბალღმა და თვალები დააჭყიტა.

პასკალ არტესმა ფეხი წინ წამოდგა და რამბერს დააკვირვა თვალი, სავსე მწუხარებითა და გაოცებულის სიბრალულითა. ამ თვალში გამონათოდა სამწუხარო ეჭვიცა, გულმტკივნეული თანაგრძნობაცა და უსიტყვო სამდურავიცა. ამ თვალმა, რომლის აზრიც ცხადი იყო, უფრო თავზარი დაჰსცა საწყალს ნოელსა, ვიდრე მთელმა იმ ბრალეულობამ, რომელიც აგრე მოულოდნელად თავს მოახვიეს უბედურს.

რამბერს უყვარდა არტესი და პატივსა ჰსცემდა მხურვალებით, აღტაცებით, როგორც შვილი მამასა. მის მომხიბლავ ძალით და სიკეთით მიზიდული რამბერი თან ჰსდევდა ყველგან არტესსა თებერვლის და მაისის არეულობის დროს. არტესი მისთვის ყველაფერი იყო: ხელთმძღვანელიცა, ჭკუაც, სინიდისიცა. ბრძოლის ვაი-ვაგლახი ერთად გამოიარეს, ერთად გამოიარეს ციხეში ჯდომაცა. ბელილის ციხეში რამბერს არტესთან ერთად ერთს სენაკში დამწყვდეულს, რამდენჯერ გაუგონია არტესის დიდებული, მხურვალე ნუგეშინის სიტყვა. რამდენჯერ ხმა გაკმენდით ყური უგდია, როცა არტესი უქადაგებდა, რომ უმაღლესი სიხარული ის არის, რომელსაც კაცი ჰგრძნობს თავის კაცურის მოვალეობის პატიოსნად აღსრულების შემდეგ და როცა წინასწარმეტყველსავით გულმხურვალედ ღაღადებდა, რომ დროებით დათრგუნვილი კანონი და სიმართლე, როცა იქნება, ფეხზედ წამოდგება და ძლევით შეიმოსება. რამბერი გულში ინახავდა ამ სამწუხარო, მაგრამ სანუგეშო ამბავს წარსულისას. მხოლოდ მართას სიყვარულმა, მისმა მუხთლობამ და სხვადასხვა უბედურებამ გადააყენეს რამბერი იმ სწორე და პატიოსან გზიდამ, რომელიც ერთ დროს უჩვენა მას არტესმა. თუმცა ბევრი ჭირი და ვაი-ვაგლახი ნახა თავის სიცოცხლეში, თუმცა ბევრი იმედი გაუმტყუნდა და გული თითქმის ყველაფერზედ აუცრუვდა უბედურობის გამო, მაგრამ მაინც კი გულის სიღრმეში ინახავდა ბრმად თაყვანისცემას ასტესისას, რომელიც შეურყეველი წარმომადგენელი იყო სიმართლისა და ვალდებულობის იდეიებისა. ამიტომაც ეხლა, როცა მის ოთახში კაცთა მართლმსაჯულობის წარმომადგენელნი იყვნენ და ეძებდნენ ავკაცობის გეშსა, რამბერი მარტო ერთს გამკითხავსა და მსაჯულსა ხედავდა. ეგ გამკითხველი და მსაჯული არტესი იყო. მარტო ერთის განაჩენისა ეშინოდა, არტესმა არ შემიძულოსო.

– თქვენ გიპატრონებიათ ჩემის ბალღისათვის, – უთხრა არტესს რამბერმა. ერთი ეს მიბძანეთ, ამდენი ხანია, რაც თვალიდამ მიმეფარეთ და დღეს აქ რა გზით მობძანებულხართ, ბატონო არტეს?

– მე გაზეთებიდამ შევიტყე თქვენი დაჭერის ამბავი და მოვედი აქ. – უპასუხა არტესმა; მერე გაუშტერა თავისი პატიოსანი და გამჭვრეტავი თვალი და ჰკითხა: – აბა, რამბერო, არის თუ არა ერთი ბეწვი სიმართლე მაინც მასში, რასაც გწამებენ?

– სრულებით არაფერი, – უპასუხა რამბერმა მოჭრით. – მარტო ეს არის მართალი, რომ მე ღატაკი ვარ; რომ მე შემთხვევამ მიმიყვანა იქ, საცა კაცი მოჰკლეს; რომ მე უსამართლოდ ბრალსა მდებენ.

– ვინა გდებს ბრალსა? – დაიძახა პატარა ჟაკმა და აბრიალებულის თვალით გადახედა იქა მდგომთ მოხელეთა.

– მაშ, უბრალო ხართ? – ჰკითხა არტსემა.

– პატიოსნებას ვფიცავ, – უპასუხა რამბერმა.

ამ დროს მოუახლოვდა რამბერს გამომძიებელი და უთხრა სიბრალულით.

– ვერაფერი სადგური გქონიათ. – რა ვქნათ? რაცა გვაქვს, ის უნდა ვიმყოფინოთ, ფული ეგრე ადვილად არ ეძლევა ხელში მუშა კაცსა.

– ამიტომაც ისე ოსტატურად აგვიხსენით, იმოდენა ფული რა გზით ჩაგივარდა ხელში.

– რა ფული? – იკითხა არტსემა. რამბერმა უამბო, რა ფულზეა ლაპარაკი და მერე დაუმატა: – იქნება თქვენც არ დამიჯეროთ, მაგრამ მოიცადეთ. დეე, საქმემ იწარმოვოს და ყველაფერი გამოცხადდება. ესე ხომ არ იქნება, რომ პატიოსანი კაცი ამისთანა საძაგელს ავკაცობაში გახვიონ. მე დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს და ჯერ ხანად ნუღარას მკითხავთ. ბატონო არტეს, ნება მომეცით, ხმაამოუღებლივ ვკოცნო ჩემი ჟაკი.

– მამი, ამათ შენი წყენა უნდათ, – ტიტინებდა პატარა ჟაკი და ეკვროდა გულზედ მამას, თითქო თავის პატარა თათებით ცდილობსო, მამა არავის დაანებოს.

– ნუ, ნუ გეშინიან. – უპასუხა რამბერმა. – მე ესენი ცუდს არას მიზმენ.

ამაობაში სახლის მოჩხრეკა გაათავეს და, რასაკვირველია, ვერა იპოვეს რა. გამომძიებელი წავიდა და ერთმა პოლიციელმა უკადრისად უთხრა რამბერს:

– აბა, გასწი!

წასვლა ამჟამად ნიშნავდა ჟაკთან გამოსალმებას დიდის ხნობით და იქნება სამუდამოდაც. ამ ფიქრმა საწყალი რამბერი, წუთის წინად ღონე მიხდილი, ფეხზედ ძლივს მდგომი, უეცრად გაამხნევა და უწინდებული ღონე დაუბრუნა. იფიქრა, მოდი ერთი ხელდახელ ვეცემიო პოლიციელებს, გამოუსხლტები როგორმე ხელიდამო, მოვიტაცებ შვილსაო და გავიქცევიო. მაგრამ ამ ფიქრმა მალე გადუარა და ხმადაბლა ჰსთქვა: „ნეტა რისთვის?“ მერე მიუბრუნდა არტესს და, ანიშნა რა ჟაკი, უთხრა:

– თქვენ გაბარებთ ამასა.

– მე არ დავრჩები, შენთან წამოვალ. – უთხრა ბალღმა.

– თქვენ გაბარებთ ამ ბაშვს, მინამ მე გამანთავისუფლებენ, – განიმეორა რამბერმა და ცრემლი მოერია თვალებში.

– ნახვამდე, – უპასუხა არტესმა და გაუწოდა თავისი დიდი და პატიოსანი ხელი.

– მადლობელი ვარ, – ჰსთქვა რამბერმა. თვალები სიხარულით და თავმოწონებით გადაავლო იქა მდგომთა, თითქო ამ პატიოსანის კაცის ხელის ჩამორთმევამ არამც თუ გაამართლაო, არამედ გააპატიოსნა კიდეცაო. მერე სწრაფად ჩაიკრა გულში თავისი შვილი, გამოესალმა და გიჟსავით გამოვარდა კიბეზედ, საცა ხალხს თავი მოეყარა კიდეც.

ნოელ რამბერი ხელახლად კონსერჟიერს წაიყვანეს. ისევ ისე უსიხარულოდ, უნუგეშოდ დაიწყეს დენა მის ტყვეობის დღეებმა. ამ ტყვეობამ, ამ ქვეყნისაგან მოშორებამ, ამ ადამიანურის ცხოვრების მოკვეთამ, რომელსაც მარტოდ დამწყვდევას ეძახიან, თანდათან გამოაჩინა თავის ზედმოქმედება უბედურს ტყვეზედ; ღრმად დაუსერა გული, დაჰსწვა, დაჰსდაგა, თითქო ცეცხლში იწვისო. ჰგრძნობდა, რომ ყოველივე ღონე მიხდოდა, უპატრონოა, უნუგეშოა. თავი ეწოდა მწვავის ტკივილითა, თითქო ტყვია ჩაუსხამთო; ქალა ჰსტეხდა, თითქო ეხდებაო; სრულებით მოიშალა სულით და ხორცით; მას ჰქენჯნიდა და ჰგვემდა ორნაირი სენი. მართლადაც, ერთის მხრით – ჰსტანჯავდა ის ბრალი, რომელსაცა ჰსწამებდნენ და მეორეს მხრით – სიჭლექე, რომელიც სწრაფად გაუძლიერდა და ჰსწოვდა უკანასკნელს ღონესა. უდრტვინველად დაემორჩილა თავის მწარე ბედსა და მიეცა იმ ნაღველს და განწირულებას, როდესაც კაცი ჰგრძნობს რა, რომ ბედს ვერსად ვერ წაუვა, აღარ ურჩობს, აღარ იბრძვის და ხმაამოუღებლივ თავს იხრის და ეძლევა თავის ბედისწერას, საცა გინდა, იქ წამიღეო. სულ ერთიაო! ამბობს მაშინ იმედგადაწყვეტილი ადამიანი და მზად არის ისე დაჰსთმოს სიცოცხლე, რომ ხელიც არ გამოიღოს, ხელიც არ შეუბრუნოს გაბოროტებულს ბედსა. „დეე, დამდონ საძაგელი ბრალი, ამბობდა გულში რამბერი: დეე, რაც უნდათ, ისა ჰსთქვან… მე პატიოსანი კაცი ვარ, საქმე ამაშია... ეს არის, რაც არის... მე რომ პატარა ჟაკი არა მყვანდეს, წარბსაც არ შევიხრიდი; დეე, რაც უნდათ, ის ექნათ“.

რაღაც ელდით და შიშით დაუწყო ყურება თავის საშინელს ყოფასა. რამბერის მართალმა სიტყვამ იმის შესახებ, რაც შეემთხვა პირველ იანვრის ღამეს, ვერ გაჰსჭრა და გამომძიებელი ისევ იმ აზრზედ მტკიცედ დარჩა, რომ დამნაშავე სწორედ რამბერია. მართლადაც, რამბერისაგან თქმული ამბავი ასეთი დაუჯერებელი რამ იყო, რომ თვითონ რამბერიც ზოგჯერ ჰკითხადა ხოლმე თავის თავს: „ცხადად თუ სიზმრად მომეჩვენა ის საიდუმლო ქალიო?“ ამ უნუგეშო ყოფამ ისე გაუწყვიტა რამბერს ქანცი, ისე მიხადა ღონე, რომ სრულებით მოუკლა გული, რომელიც განწირულების წამს აღმოაძახებინებს ხოლმე ადამიანს სარწმუნო სიტყვას სიმართლისას, კვნესას დაჩაგრულის უმანკოებისას. ჯერ პირველად ბრალდებას სულელობად ჰსთვლიდა, ეხლა კი, თითქო მის წინ თავი მოიდრიკაო, ამბობდა: „მე აღარა მეთქმის რა“.

ამბობენ, მართალმა კაცმა, განსაკითხველად წამომდგარმა სამჯავროს წინაშე, უნდა ერთის ზეგარდმო შთაგონებულ სიტყვით დაარწმუნოს ყველა თავის სიმართლეზედ, მაგრამ, საუბედუროდ, საპყრობილე, განმარტოებითო ტყვეობა, სირცხვილი შეწამებულის უმანკოებისა – ყოველივე ესე ათახსირებს კაცს, რომელსაც გამოუვლია სამკეცი ტანჯვა ციხეში ჯდომისა, გამოძიებისა და ბრალდებისა.

ნოელ რამბერი სწორედ ამ მდგმოიარობაში იყო. ამასობაში გამოძიება შესრულდა და საქმე სამჯავროში წარადგინეს. ნოელმა მოსარჩლეც არ ამოირჩია და თვითონ სამჯავრომ დაუნიშნა. მისი ვექილიც ისე დარწმუნებული იყო, რომ დამნაშავე რამბერია, როგორც გამომძიებელი. მაგრამ არც კი ძალიან იცხელებდა თავს მასზედ, დამნაშავეა თუ არა, იგი მარტო იმასა ცდილობდა, რომ თავი გამოეჩინა ლაპარაკითა და წინადვე იზეპირებდა პტყელ-პტყელ ფრაზებსა. ამიტომაც საკვირველი არ არის, რომ რამბერს კოხტა ყმაწვილკაცთან ლაპარაკი დროს დაკარგვად მიაჩნდა და უგულოდ ჰო და არათით უთავებდა სიტყვა-პასუხს. თუნდ ეგ არ იყოს, გამოსარჩლებას რა მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა მის თვალში. იგი უკეთეს მოსარჩლედ ჰსთვლიდა თავის პატიოსანს, შრომისმოყვარეს ნამყო ცხოვრებასა. რამბერმა ითხოვა, რომ ჩემი ამბავი ჰკითხეთ ჩემს ნაცნობებსა და ამხანაგებსაო. იმედი ჰქონდა, რომ კეთილის მეტს სხვას არას იტყვიან. მაგრამ ბევრმა, რაკი შეიტყეს, კაცის კვლას ჰსწამებენო, ვერ გაბედეს პირდაპირ თქმა მისი, რასაც რამბერზედ ჰფიქრობდნენ და იცოდნენ, და ზოგმა კიდევ ჰსთქვა, რომ ჩვენ მაგას ძალიან ცოტად ვიცნობდითო. იმ სახლის მეკარემ კი, საცა რამბერი იდგა, აჩვენა, რომ პირველს იანვარს რამბერი ასეთის გააფთრებულის სახით გამოვიდა შინიდამაო, თითქო რაღაც საზარელის საქმის მოხდენას აპირებსო. თვითონ საზოგადოებასაც ჰსჯეროდა, რომ რამბერია დამნაშავე, ჯერ იმიტომ, რომ გაზეთებმა გააზვიადეს ეს ამბავი და ხმა დაუყარეს და მერე იმიტომ, რომ ლავერდაკი ცოტად თუ ბევრად ცნობილი იყო საზოგადოებისაგან, და გარდა ამისა, ყველას ეცოდებოდა მწუხარე და უნუგეშო დედა. ამ სახით უჩინარი, მაგრამ პატიოსანი სახელი ნოელ რამბერისა, ამ კეთილ სინიდისიანის მუშა კაცისა, რომელიც ასე ვაჟკაცურად ებრძოდა სიღარიბეს და გაჭირებას, შეიქმნა კაცის-მკვლელის სახელად. ასე რომ თვითონ რამბერის ამხანაგებიც, მასთან ერთად ღატაკობი უღლის მწეველნი, თავის ქნევით იხსენიებდნენ ხოლმე იმის სახელს.

ერთი კაციღა იყო, რომელსაც ჯერ კიდევ ჰსწამდა რამბერის უბრალოება. ეგ კაცი იყო პასკალ არტესი. იგი ძალიან პატივსა ჰსცემდა რამბერს და მის აღტაცებულ თაყვანისცემას თვისდამი იმით ცდილობდა, რომ განუზომელად ენდობოდა ყოველსფერში. შეუძლებლად მიაჩნდა, რომ ნოელს კაცის სისხლში გაესვარა ხელი.

პასკალ არტესს არა ჰსწამდა, რომ ქვეყანაზედ ბოროტი უფრო მძლავრობს, ვიდრე კეთილი. გულში ჰქონდა ღრმა, განუსაზღვრელი, ბაშვური რწმენა ადამიანის სიკეთისა. თავის თავის საზომითა ჰზომავდა კაცობრიობასაც. მისს ვაჟკაცურს გულს არ უნდოდა ფიქრად აეღო, რომ ადამიანის გვამში დაფარულია თესლი ბოროტებისა. ბევრი დევნულება გამოიარა, ბევრი ტანჯვა კაცთაგან, მაგრამ ერთი ბეწვი მტრობაც არ გაუტარებია გულში თავის მტერთადმი. მისის აზრით, ამ წუთის სოფლის ცხოვრება ხელდახელ ომია, საცა სიბრმავე და უვიცობა უფრო ბევრს ავსა შვრება, ვიდრე ბოროტება. ამის შემდეგ სხვა რა უნდა ეფიქრა რამბერზედ, რომლის პატიოსანს ხელსა ასე ხშირად ჰსჭერია მისი ხელი?

– თუნდ მთელმა ქვეყანამ ერთხმად აღიაროს იგი დამნაშავედ, მე მარტო ერთი ვიღაღადებ ხმამაღლა მის სიმართლესა! – ამბობდა გულში არტესი.

ძალიან უხაროდა, რომ მამას ცოტათი მაინც შეეწია, რადგანაც შვილი მისი ჩაიბარა. ამასთანაც, თვითონ არტესი მწყურვალი იყო, რომ ვისმეზედ მიემართა თავისი მამა-შვილური სიყვარული, რომლითაც სავსე იყო მისი გული და გვამი. აქამომდე მაგ სათუთს გრძნობას სიყვარულისას, მის ბუნებასთან შეთვისებულს, სავალი არა ჰქონდა. არა ჰყვანდა ცოლ-შვილი, ამხანაგები სულ ერთი-ერთმანეთზედ დაეხოცნენ ზოგი ომში, ზოგი საპყრობილეში, ყოველ წლივ აკლდებოდა ვინმე და თანდათან მარტო რჩებოდა. მართალია, ჰქონდა კიდევ ერთი სხვა უფრო ვრცელი, უფრო დიდი ოჯახი უფრო დიდთა სიხარულთა მომნიჭებელი, მაგრამ იმისთანა კი, რომელიც არ არის ისე ნუგეშმცემელი, ისე მხურვალედ გულშემატკივარი, როგორც საკუთარი ოჯახი და ის ვრცელი ოჯახი მისი სამშობლო, მისი ქვეყანა იყო.

პასკალ არტესს უხაროდა თავმოწონებით, რომ თავის ქვეყანას მტლად დაუდო ყოველისფერი; უხაროდა, რომ მას შეჰსწირა თავის ყმაწვილკაცობის ბედნიერებაც და მოწიფულის ხნიერობისა შემსჭვალულებანიც. როცა თვალს გადაავლებდა ხოლმე თავის ნამყოს ცხოვრებასა, თვალწინ წარმოუდგებოდა მრავალი მწუხარება, მრავალი ტანჯვა, მრავალი გაჭირვებული დღე, მრავალი იმედთა გამტყუნება, მრავალი ღალატი, მრავალა მარცხი; ხოლო ერთი იმისთანა მოქმედება, თუ აზრი ვერ წარმოუდგებოდა, რომ სანანურად გახდომიყო, როგორც ერთი უკადრისი რამ. იგი ყოველთვის პატიოსნურად, თავდაბლობით, მარტივად ასრულებდა მას, რაც სიტყვით ასე ადვილად მიგვაჩნია და საქმით კი ასე ძნელია და მძიმე, თავის მოვალეობასა.

რამდენი ბედნიერება, რამდენი გულის წადილი, რამდენი ნატვრა მსხვერპლად ეძლევა ხოლმე შეურყეველს იდეალს მოვალეობისას. რამდენჯერ მხურვალე ტრფიალებით ატაცებულს კაცს ჰსწყურის ხოლმე ერთს წუთს შედგეს სიყვარულის მომხიბლავს მდელოზედა, მაგრამ შეურყეველი, უძლეველი მოვალეობა მუქარით ეუბნება: „წინ წადი, ნუ დაჰსდგებიო!“ იწყევლება, რომ უნდა წავიდეს, მაგრამ მაინც მიდის. და როცა ცხოვრების დღეთა დაბინდების დროს კაცი იგონებს ხოლმე ყოველ მას, რაც ყოფილა, ყოველს, რაც წარსული, და კითხულობს თავის ცხოვრების მატიანის ყოველს ფურცელზედ სიტყვას: „მოვალეობას“, ჩაწერილს მტკიცე ხელითა, ამოუფხეკლივ, უჩირქოდ, მაშინ იგრძნობს ხოლმე თავ-მოწონებულს კმაყოფილებას პატიოსანის მუშაკისას, რომელსაც თავისი წილად ხდომილი დღიური სამუშაო სინიდისიანად შეუსრულებია. ტვირთი იყო მძიმე, მაგრამ ბოლომდი კი ჰზიდა. მხრები დაეღალნენ, მაგრამ გული კი ნეტარებით უცემს თავმომწონე მკერდში. მუშაკმა შეასრულა თავისი საქმე. ეხლა თუნდა მოკვდეს, ფიქრი არ აქვს. იგი კმაყოფილია თავის თავისა და საფლავშიაც ჩაიტანს ტკბილს ნუგეშს აღსრულებულის მოვალეობისას; ნუგეშს, რომ კაცური კაცობა გაჰსწია, რომ საბუთი აქვს თავის თავის პატივისცემა იქონიოს.

იმისთანა დროს, როცა ძლიერის და მტკიცე ხასიათის ხალხნი იქსაქსებიან, როცა ყოველისფერი ნამცეცდება და საზოგადო სინიდისი ჰქრება, მაგალითი ამისთანა სამამულისშვილო გულგმირობისა მეტად სანუგეშებელი და წამაქეზებელია.

გარნა არტესი, თუმცა მტკიცე ხასიათის კაცი იყო, მაგრამ ამასთანავე მეტად გულკეთილი იყო; სათუთი, თითქმის დედობრივი გული ჰქონდა. სიყვარული ნეტარებად, სულის საზრდოდ მიაჩნდა. იგი იყო ერთი იმათგანი, რომელთაც ასულდგმარებს ალერსი და სხვისათვის თავის გაწირვა.

თვითონ რისხვაც კი ამისთანა კაცებისა სიყვარულიდამ წარმოჰსდგება ხოლმე. ამისთანა კაცებზედ ის ითქმის, რაც ბორნოვმა ჰსთქვა ფრანციელებზედ: „ამათ უფრო სიყვარული იციან, ვიდრე მძულვარებაო“.

ამიტომაც არტესმა გულწრფელის სიხარულით მიიბარა უპატრონოდ დაგდებული ჟაკი. სრულად მიეცა ამ ბალღს და ცდილობდა, თავიდამ მოაშოროს შავი ფიქრები უბედურის მამის თაობაზედ. მაგრამ ამაოდ ჩაუარა ცდამა. ჟაკს მეტად უყვარდა მამა, მუდამ ოხრავდა და ცრემლმორეული რაღაც სიმწარით იძახოდა ხოლმე: „მამა!“ ბალღი ფერმიხდილი, დაღონებული ხშირად ჩაფიქრდებოდა და მის პაწაწა სახეზედ ამოიბეჭდებოდა ხოლმე მწუხარება და შიში.

– რაზედ ჰფიქრობ? – ჰკითხავდა ხოლმე არტესი.

– მამაზედ.

– ნუ ჰნაღვლობ, სხვაგან არის წასული და მალე მოვა.

– არა, წასული კი არ არის, ციხეში ჰზის და აწვალებენ.

– ვინ გითხრა?

– მე თვითონ ვიცი.

ბალღი ისევ ჩაჩუმდებოდა ხოლმე და მიეცემოდა თავის მწვავს ფიქრებსა. ხმაგაკმენდილი უძრავი იჯდა და გაიყურებოდა საცოდავად, თითქო შტერი ჰსცემიაო. ესეთი ყოფა სნეულებად დაჰსჩემდა საცოდავს ბალღსა. არტესი შიშობდა კიდეც ბალღის ამ ყოფის გამო და ამასთანავე იკვლევდა იმ უცნაურს სნეულებას, როგორც ექიმი.

არტესი დარწმუნებული იყო, რომ საცოდავს რამბერს სწყურის შეიტყოს შვილის ამბავი, ამიტომაც ნება ჰსთხოვა ტუსაღის ნახვისა. როგორც იყო, ნება მიჰსცეს და წავიდა რამბერის სანახავად. მივიდა და ნახა ჩაყვითლებული, დაუძლურებული რამბერი და ამასთანაც, რასაკვირველია, მოაგონდა ბევრი წელიწადი, რომელნიც თვითონაც გაეტარებინა ამრიგად, როცა დაჭერილი იყო.

– აბა, – უთხრა არტესმა: – ჭირში გატეხა არ უნდა. უნდა იცოდეთ, რომ ქვეყანაზე საპყრობილე იმისთანა არ არის, საიდამაც გამოსვლა არ შეიძლებოდეს. თქვენ, მგონია, ავადა ხართ, რამბერ?

– იქნება, სწორედ მოგახსენოთ, მეც არ მესმის ჩემის თავის ამბავი, – უპასუხა საცოდავმა. – თუნდ ეგეც არ იყოს, ჩემთვის სულ ერთია, ავადა ვარ, თუ კარგად... თქვეს თვითონ იცით, რომ მე მარტო ერთი ნაღველი მაწუხებს: ჩემი ბალღი როგორ არის?

არტესმა უპასუხა, რომ ჟაკი კარგად არის, თუმცა კი ნაღვლიანობს და ხშირად იგონებს მამასაო.

– საწყალი ბალღი! როდის მეღირსება იმასთან სეირნობა კვირა საღამოობით? რა სიხარულით დარბოდა ხოლმე ამწვანებულ მინდორზედ და რა სიხარულით ვუყურებდი ხოლმე მე მის ცელქობას!

– მოითმინეთ ზაფხულამდე და ნატვრაც აგისრულდებათ.

– ზაფხულამდე! თქვენ არ იცით, რა რიგად ვახველებ! მე მგონია, რომ ფილტვების მაგიერად რაღაც ცარიელი თოფრაღა მაქვს გულში. მე წასული ვარ, ბევრი აღარა დამრჩენია რა.

– ეგ რაღა ფიქრად მოსასვლელია!

– მე არ ვდრტვინავ, მაგრამ სიცოცხლის უღლის წევნა ადვილი არ არის, როცა იქნება, დაიღლები. მე მთელი ჩემი სიცოცხლე ჯაფა მიწევნია, როგორც ტყვეს და მოვკვდები, როგორც ძაღლი. აი რა მომელის მე, თუნდა აქედამ თავიც დავახწიო; თუ ვერ დავახწიე, ჩემი მხვედრი ან კაიენაა ან გილიოტინა.

– ხომ არ გაგიჟდით? რას ამბობთ?

– სასაცილო კი იქნება, რომ სიცოცხლე გილიოტინის ქვეშ დავლიო, – ჰსთქვა რამბერმა და ისეთი მშრალი სიცილი მოუვიდა, რომ სიცილი საზარელ ხველად გაექცა.

პასკალ არტესი შეკრთა ამ საზარო სიტყვებზედა და წამოვიდა საპყრობილიდამ რამბერის სიცოცხლეზედ იმედგადაწყვეტილი, თუმცა კი გული დაარწმუნა, რომ რამბერი დამნაშავე არაფერშია. ნოელი კი მცირე სიამოვნების შემდეგ, რომ არტესი ნახა, ისევ იმ განწირულების მწუხარებაში ჩავარდა, რომელიც სიჭლექეს მოსდევს ხოლმე.

– არა, არა, – ჰფიქრობდა იგი გულმწარედ, – ყველა გათავდა, ჩემი აღსასრული მოდის! ვაი, თუ მოვკვდე, მინამ, გამასამართლებდნენ! ვაი თუ სამართლამდე ბედმა აღარ დამაცალოს! ხომ ყველანი დამნაშავედ მიცნობენ მაშინ! კარგს სახელს არ დავუგდებ ჩემს ჟაკს! საწყალი ბალღი! მე კი მინდოდა, რომ იმისათვის სიმდიდრე შემეძინა და დამეგდო! რაებს არა ვნატრობდი იმისთვის! რა არ მინდოდა მექნა! ყოველივე ეს გაქრა, დაინთქა! მე გროშს ვეღარ დავუგდებ, გროშს! რაღაში ვარგივარ ეხლა მე? იმის ნებაც არა მაქვს, რომ ჩემი ტანი სიკვდილს შემდეგ კლინიკას მივყიდო გასაჭრელად! ჩემი ტანიც მე აღარ მეკუთვნის ეხლა? არ მეკუთვნის, არა! ჩემი ტანი ჩემი აღარ არის, იმათია!

ეგ ფიქრი სიკვდილისა და სიღარიბისა თავიდამ აღარ შორდებოდა რამბერს. იყო დრო, როცა რამბერს ეგონა, ჩემს საქმეებს ისე მოვიყვანო, რომ ჩემს შვილს ჰქონდეს ის, რაც ჩემს დღეში მე არა მქონიაო, ესე იგი მოსვენებული ცხოვრებაო, უკლებლობა და ბედნიერებაო. ეხლა კი იძულებულ იყო ყოველსფერზედ იმედი გადეწყვიტა. მის შვილსაც იგივე ბნელი, უწყალო და აუცილებელი ბედი მოელოდდა; იგივე გაჭირვებული ცხოვრება, იგივე ტანჯვა და იგივე სიკვდილი.

და ამის წარმოდგენაზედ ამ საცოდავს მსხვერპლს კაცთ მართლმსაჯულებისას აღმოუხდა გულიდამ ერთი საზარელი, მწვავი, მხეცური და გიჟური ხათხათი და გაისმა ყრუდ საპყრობილის ნესტიან და მწყვდიად თაღებ ქვეშ.

IV

დანიელ მორტალს კი ერთხელ კიდევ ბედმა ხელი მოუმართა. ლავერდაკს შეხვდა და ამ შეხვედრიდან კვლავ გამარჯვებული გამოვიდა. პოლ ლავერდაკი რომ მოკლა, მოვიდა შინ, ჩაიკეტა კარი თავის კაბინეტში, რამდენჯერმე გაიკითხა ზიზღით და კადნიერის თავმოწონებით ავბედიანი ბარათი, რომელსაც ორის კაცის სიცოცხლე მტლად დაუდო. „სულელი არ ვიყავ“! – იფიქრა მორტალმა და სირცხვილი მოსდიოდა ბარათის ზოგიერთს სიტყვებზედ: – „განა ამისთანაების მიწერა შეიძლება“?...

ამისთანაებსა ჰსწერენ მხოლოდ მაშინ, როცა ყოველისფერი ხელიდამ წაგსვლია, როცა თავი ძლივსღა გიტოკს კისერზედ. მერე კი ისე მოვა ხოლმე, რომ კაცმა ყოველივე წვეთი მელანისა უნდა გამოისხნას თითო ჩაფ სისხლითა. დიაღ, ზოგჯერ ძალიან ძვირად ჯდება ხოლმე ერთი კალმის მოსმა.

აიღო და ანთებულ ბუხარში ჩააგდო ბარათი. ერთს წუთს შემდეგ ერთს ბეწვა ფერფლად იქცა იგი და ამ ერთ ბეწვა ფერფლის გამო მან კაცი მოკლა. შეუძლებელია, ამ ფიქრს არ გაევლო მორტალის გულში, მაგრამ იგი არ ნანობდა მას, რაცა ჰქმნა, სინიდისი არ ამხილებდა, არ ნაღვლობდა. მას აწუხებდა ფიქრი იმ უცნობ კაცზედ, რომელიც ისე მოულოდნელად შეემთხვა კაცის კვლის დროს. მაგრამ რა? ბედმა ბოლომდე მოუმართა ხელი. მეორეს დღეს გულში დაცინებით წაიკითხა გაზეთებში ამბავი ლავერდაკის მოკვლისა და მისის მკვლელის ნოელ რამბერისა.

ამასობაში კლარა მორტალი სრულიად გულდამშვიდებული იყო, რადგანაც დარწმუნებული იყო, რომ ყმაწვილ კაცს არა აუტყდებოდა რა და მთელი ღამე ძალიან კარგად ეძინა და მეორე დღეს მოუთმენელად ელოდდა თავის ქმრის ნახვას, რომ ნიშნის მოგებით უთხრას: ... „რაო, გამოგაცალეთ ხელიდამ თუ არა საცოდავი მსხვერპლი!“ მართლადაც, რა წამსაც ქმარი მის ოთახის კარებში მოდგა, კლარა მიეგება და ცივად და დაცინვით ჰკითხა:

– ლავერდაკი მოვიდა განა თქვენს სანახავად?

– ლავერდაკი. – ჰსთქვა მორტალმა მძიმედ და წყნარად, ასე რომ თვითვეული სიტყვა, როგორც ხანჯალი, ისე ხვდებოდა გულს საცოდავის ქალისას. ლავერდაკი ეხლა მკვდარია. კლარას პირველ ხანში გონება მიეხადა გაოცებისაგან და შემდეგ კი, როცა კარგად მოისაზრა თვითოეული სიტყვა ქმრისა, ელდაცემული უკუ იქცა ქმრისაგან.

– თქვენ მოგიკლავთ! თქვენ! – შეჰსძახა კლარამ.

– მე? – უპასუხა მან და მიაწოდა გაზეთი.

– ლავერდაკი მოუკლავს ჩვეულს ავაზაკსა, რომელიც საქურდლად შეჰპარვია.

– მოუკლავთო!

– დიაღ, აი წაიკითხეთ, ჩემო კარგო კლარავ. მთელი პარიჟი დღეს მარტო ამაზედ ლაპარაკობს.

საცოდავი ქალი კანკალმა აიტანა და გაფითრდა; თვალი გადაავლო გაზეთს, სტრიქონები თვალში აერივნენ, მარტო ერთს სახელს ლავერდაკისასღა ხედავდა სტრიქონებ შორის და სხვას არაფერს. ეხლა მარტო ის მოუვიდა ფიქრად, რომ მისმა ცდამ ვერ დაიხსნა საწყალი სიკვდილისაგან, რომ ლავერდაკი ეხლა მკვდარია და ამ საშინელ საქმეში დამნაშავეა ის უცნობი ავაზაკი კი არა, არამედ მისი ქმარი დანიელ მორტალი.

ჯერ ყველაზედ უწინარეს ის განიზრახა, მოდი, წავალ ლავერდაკის სახლშიო და ჩემის თვალით დავრწმუნდებიო, მაგრამ მორტალმა არ გაუშვა და მთელი დღე და ღამე საცოდავმა ქალმა გულის ქენჯნით და წვალებით გაატარა. პირველ ხანშივე მიხვდა, რომ ლავერდაკის მკვლელი დანიელ მორტალია, რადგანაც მარტო ამისათვის იყო საჭირო ლავერდაკის სიკვდილი. საცოდავი მუშა კაცი, რომელსაც ამ სიკვდილს აბრალებდნენ, უსათუოდ ის კაცი იქნებოდაო, რომელიც მე გავგზავნეო, ფიქრობდა კლარა; უსათუოდ ვეღარ მიუსწვრიაო, მისულა მაშინაო, როცა ლავერდაკი მოკლული იყო კიდეცაო და იგი დაუჭერიათო მაშინ, როდესაც მართალი მკვლელი კი გაქცეული ყოფილაო. ყოველივე ეს ცხადად და ნათლად წარმოდგენილი ჰქონდა, მაგრამ რა საშინელებაა, გული დააჯეროს ქალმა, რომ იმ კაცს, რომლის სახელსაც იგი ატარებს, სისხლით ხელი მოუსვრია! ამ ფიქრმა ისე დაჰსწვა გული, ისე აამღვრია მისი პატიოსანი ბუნება, რომ ეჭვი შეუვიდა, განა მორტალი იქამდე დადაბლდებოდაო, რომ მაგისთანა საზარელი ავკაცობა ეკადრაო. მაშინ წარმოუდგა თვალწინ საცოდავი, შიმშილით დალეული სახე ღატაკისა, რომელიც ლავერდაკის გასაფრთხილებლად გაჰგზავნა და ახალმა, არა ნაკლებ მწვავმა ფიქრმა გაურბინა გულში. ვინ იცის, ჰფიქრობდა კლარა, იქნება ის მთხოვარა ღატაკი შეაცდინა ადვილმა საშოვარმა და მართლა იმან მოჰკლა ყმაწვილი კაცი, მაშინ ხომ მე, მე, კლარა ვარ დამნაშავე; მაშინ ხომ ჩემგან არის იგი მკვდარი, რადგანაც მკვლელს ხელი მე მოვუმართეო! და საცოდავი ქალი იტანჯებოდა ამ გამოურკვეველ ეჭვითა და ფიქრებითა. არ უნდოდა არც ერთი დაეჯერა, არც მეორე;უფრო რჩეობდა, თვითონ დასდებოდა უნებლიეთი ბრალი ამ საშინელის უბედურებისა, ვიდრე ეღიარებინა თავისი ქმარი ავაზაკებრ კაცის მკვლელად. ხოლო უცნაური იდუმალი ხმა გულისა ეუბნებოდა გაუწყვეტლად, რომ ლავერდაკის მკვლელი – დანიელ მორტალია.

კლარას, უღონოდ ქმნილს, ზარდაცემულს, ჯერ ეშინოდა თვალი გაესწორებინა ქმრისათვის, მაგრამ რამდენადაც უფრო ჩაფიქრდა, რამდენადაც უფრო იტანჯებოდა მძიმე ეჭვთაგან და საზარო ფიქრთაგან, რომელნიც არ უნდოდა დაეჯერნა და უნებლიედ სჯეროდა კი, იმოდენად უფრო თანდათან ღონეზე მოდიოდა. ბოლოს, როგორც ყოველმა გულფიცხმა ადამიანმა, მოთმინებიდამ გამოსულმა, დააპირა პირდაპირ იერიშს მივიტან ჩემს ქმარზედაო და რაც მომივა, მომივიდესო. მეორე დილას რიხიანად, მკვახედ და მოკლედ უთხრა გაოცებულს ქმარსა:

– დაჭერილმა ღატაკმა კი არა, პოლ ლავერდაკი თქვენ მოჰკალით, თქვენ!

მორტალი მხდალი კაცი არ იყო, მაგრამ ამჟამად კი ჟრჟოლამ გაურბინა ტანში; ცხადად ჰგრძნობდა, რომ ამ ქალის ხელშია ეხლა ბედი მთელის ამის სიცოცხლისა. ხოლო თავის თავზედ მოიმედე არ შეუკრთა და თავის ჩვეულებრივის დაცინვითა უპასუხა:

– მადლობელი ვარ, ჩემო კლარავ, რომ ეგრე ადვილად გახადეთ კაცის მკვლელად ის კაცი, რომლის სახელსაც თქვენ ატარებთ!

– ჩემთვის ორივ ერთია, ლავერდაკი დუელში მოგიკლავთ თუ ავაზაკურად, – უპასუხა კლარამ და მორტალის თვალს თამამად გაუსწორა თვალი. – ფიცს დავდებ, რომ თქვენის ხელით არის მკვდარი.

– ჩემდა საბედნიეროდ, – ჰსთქვა მორტალმა იმავ დაცინვითა. – მკვლელი მართლმსაჯულების ხელშია.

– განა ვინ იცის, რომ მკვლელი ის არის?

– ეგ კი მეტისმეტია! – დაიყვირა მორტალმა. – მე გთხოვთ, მაგ ლაპარაკს თავი დაანებოთ, ეგ თქვენი უგუნური და ჩემი სამარცხვინო ეჭვი შეაყენოთ იმ დრომდე, ვიდრე სამართალი მართალს აღმოაჩენდეს.

– მართალსაო? – ჰსთქვა ცივად კლარამ. – მეც მართალს ვეძებ. იქნება გგონიათ, რომ გულის ხმა სამოსამართლო საქმეში არაფერს ნიშნავს? კიდევ გეტყვით, მე მტკიცედ და შეურყევლად დარწმუნებული ვარ, რომ დაჭერილი ღატაკი ამ საქმეში უბრალოა. იცით კი, რა მიზეზით შევიდა ის კაცი იმ სახლში, საცა დაიჭირეს? – იმ მიზეზით, რომ მოპარვა უნდოდა რისამე.

– სტყუით, მე გამოვგზავნე.

– თქვენ?

– დიაღ, მე ელისეის მინდვრებზედ შემხვდა (ეჭვი არ უნდა, ის არის უსათუოდ), მე შევეხვეწე იქ მოსულიყო და ლავერდაკი გაეფრთხილებინა, რომ იმ სახლში არ შესულიყო.

ამ სიტყვებზედ მორტალის სახე მოიღრუბლა; თავი ჩაჰკიდა, როგორც კაცმა, რომელსაც მოულოდნელად წინ დაბრკოლება დახვდა, მაგრამ მცირეს ხანს შემდეგ ამაყად აიღო თავი მაღლა და იმავ გულგრილობის დაცინვითა ჰსთქვა:

– თუ ეგ მართალია, ჩემო ქალბატონო, თქვენც მონაწილე ყოფილხართ ლავერდაკის სიკვდილშია; თქვენ მიგიგზავნიათ მკვლელი. ხოლო ნება მომეცით, ორიოდე სიტყვა გითხრათ თქვენის უგუნურის და გიჟურის ეჭვის თაობაზედ. თქვენ მე გძულვართ, ძალიან კარგი; თუმცა ეგ ჩემთვის დიდად შესაწუხარია, მაგრამ იმოდენადა ვარ ჭირში გამოყენებული, რომ მაგ თქვენს მძულვარებასაც გავუძლებ. ხოლო მაგ ბრალს, რასაცა მდებთ, მაგ ცილისწამებას, რომელსაც შეუძლიან პატიოსანი კაცი ბრალეულთა სკამზედ დასვას, – ვერც ავიტან და ვერც შევიწყნარებ. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ თავის დროზედ ეგ სანანურად გაგიხდებათ და ბოდიშს მოიხდით ჩემ წინ, მაგრამ ერთი ეს მინდა შევიტყო, რას იქმოდით თქვენ, რომ არამც თუ მარტო გულის ხმა გაჯერებდეთ, არამედ საბუთიც გეჭიროთ ხელში, რომ მე ვარ იმისი მკვლელი?

– რას ვიქმოდი? – უპასუხა კლარამ მტკიცედ. – მაშინვე მართლმსაჯულების ხელში მიგცემდით.

– აი და ბარაქალა! კარგი, გვეყოფა ეგ ზღაპრები, ჰსჯობია, საქმეს დავუბრუნდეთ. თქვენ გსურთ საბუთი იქონიოთ, რომ მკვლელი სწორედ ის დაჭერილი კაცია; თქვენთვის საბუთია საჭირო, რომ თქვენს ქმარს ეჭვი აჰხადოთ. ბატონი ბძანდებით, ეგ საბუთიც მოგერთმევათ.

– ვინ მომცემს მაგ საბუთს?

– თვითონ ის. რას იტყვით, რომ თვითონვე ჰსთქვას, მე მოვკალ ლავერდაკიო და არა სხვამაო?

– თუ თვითონ იტყვის?

– დიაღ თვითონ.

კლარამ ხმა აღარ ამოიღო; გონება მიუწდომელმა გულდინჯობამ და გაბედვით ლაპარაკმა მორტალისამ გააოცა კლარა და გზა და კვალ აურივა. პატიოსანი ქალი უნებლიედ დაემორჩილა კადნიერს და ლაღს სიცრუესა, რომელიც ყველაზედ უფრო მოქმედობს ხოლმე წმინდა, გულუბრყვილო ადამიანზედ, რადგანაც თვითონ ამგვარს ადამიანს არ ძალუძს ტყუილის თქმა. მორტალის გამბედაობამ სრულად შეუშალა კლარას აზრები და მის გულში ხელახლად გაიღვიძა ეჭვმა; ხელახლად მოჰყვა თავის თავის დარწმუნებას, რომ მორტალი ამ საქმეში უბრალოა და დამნაშავე რამბერია, რომელსაც თვითონ, თუმცა არ იცნობდა, მაგრამ გაზეთები კი გაჰკიოდნენ, რომ თოკიდამ გამოშვებული ავაზაკიაო.

– ჰსჯობს, – ჰსთქვა კლარამ ბოლოს – მოვიცადო, მინამ ის თვითონ გამოტყდებაო.

ამით დაიმშვიდა გული, მოშორდა თავის ქმარს და წავიდა თავის ოთახში. ქმარი დარჩა მარტოდ; ჰგრძნობდა, რომ კისრად იღო მძიმე საქმე, რომელზედაც დამოკიდებული იყო მთელი მისი სიცოცხლე. უნდა მოეხერხებინა, რომ ნოელ რამბერს თვითონ ეკისრნა ლავერდაკის მოკვლა და ჯალათის ხელში ჩაეგდო თავისი თავი.

მორტალი ძალიან შეწუხებული და არეული იყო. მას ახალი ფათერაკი კი არ აშინებდა, მას გულს უწყლავდა ის ფიქრი, რომ შეიძინა მტერი, ვინ იცის იქნება ყველაზედ უფრო საშიშარი, ყველაზედ უფრო დაუძინებელი და იგი მტერი ის ქალია, რომელიც მას უყვარს. მართალია, მხურვალე ტრფიალება დროთა განმავლობაში ცოტად გაუნელდა მორტალს და ნაწყენმა ამპარტავნებამ ასწავლა ისე მოიქცეს, რომ ვითომც აინუნშიაც არ მოსდის კლარას გულციობა, მაგრამ გულის სიღრმეში კი კიდევ ჰქონდა იმოდენა სიყვარული, იმოდენა გაუმაძღარი წადილი და თავმოწონება, რომ არ უნდოდა, კლარას ჰქონოდა ამაზედ ასეთი სამარცხვინო აზრი. ამ სახით, ხედავდა, რომ მისი საკუთარი ბედნიერება, ცოლ-ქმრობის მშვიდობიანობა და იქნება თვითონ მისი სიცოცხლეც საფათერაკოდ ხდება. ძალა რამ მოეხმარა, ვერ ბედავდა, ეშინოდა, რომ განწირულებამდე მიღწეული კლარა მარტო ერთს სიტყვას იტყვის და სრულებით დამღუპავსო. მხოლოდ ერთი ღონეღა იყო, თავი გადერჩინა; ეგ ღონე მოტყუება იყო. ხედავდა, რომ ეხლა კლარა ყოველფერზედ მზა არის, არაფერზედ არ დაიზოგავს თავს და უნდოდა როგორმე მოებირნა. ამისათვის საჭირო იყო, რომ კლარას ეჭვი როგორმე გაუქარწყლოს და რაკი ეჭვი აღარ ექნებოდა, მაშინ რიღასი ეშინებოდა. მორტალმა, როგორც გამბედავმა და საქმიანმა კაცმა მაშინვე მოისაზრა, რომ როცა რამბერს საქვეყნოდ ვათქმევინებ, ლავერდაკი მე მოეკალიო, კლარა მარტო მაშინ აიყრის ჩემზედ ეჭვსაო, მაგრამ როგორ უნდა ეთქმევინებინა და რა გზით? დიდხანს იფიქრა მორტალმა და ბოლოს გადაჰსწყვიტა, რომ ეგ უნდა როგორმე ათქმევინოს თვითონ რამბერს და ამით ბოლო მოუღოს ამ საქმეს, რომელზედაც დამოკიდებული იყო მთელი მისი ბედი და სიცოცხლე.

ყველაზედ უწინარეს წვერი და ულვაში მოიპარსა. ამის გამო სრულად გამოეცვალა სახე. ასე რომ ქუჩაში მისი მახლობელნიც კი ვეღარა ჰსცნობდნენ; რაკი ესე ნახა თავის თავი და დარწმუნდა, რომ ვერა მცნობენო, წავიდა გამომძიებელთან, რომელსაც ძალიან კარგად იცნობდა და ჰსთხოვა, ნება მომეციო, მეც დავესწრაო, როცა რამბერის კითხვა იქნებაო; დაარწმუნა, რომ საშინლად მომინდა იმ უბედურის ნახვაო. გამომძიებელმა, რაღა თქმა უნდა, მაშინვე აუსრულა უცნაური წადილი ამ გავლენიანს კაცს. ამ სახით მორტალი შეხვდა რამბერსა და არამც თუ არხეინად ისმენდა საწყალის ჩვენებასა, არამედ გამომძიებელის ნებართვით, თვითონაც ორიოდჯერ ჰკითხა ამბავი იმ უცნობის კაცისა, რომელსაც, ნოელის სიტყვით, მოეკლა ლავერდაკი. აბა საბრალო რამბერი რას მოიფიქრებდა, რომ ეს კოხტა, გამოპრანჭული კაცი ლავერდაკის მკვლელია და გულწრფელად მოჰყვა და უამბო ყველაფერი. ბოლოს დაუმატა, რომ თუმცა მკვლელის სახელი არ ვიციო, მაგრამ რომ ვნახო, კი ვიცნობო.

– რით იცნობთ? – ჰკითხა გამომძიებელმა. იმითი ხომ არა, რომ ამბობთ, შავი ხშირი წვერი ჰქონდაო და უწყალო და მხეცური სახის მეტყველებაო?

– არა, – უპასუხა ნოელმა. – ხმაზედ ვიცნობ.

– როგორ თუ ხმაზედ?

– სწორედ. აი, ეხლაც ასე მგონია, ყურში მიდგას-მეთქი იმისი რიხიანი, მრისხანე და ღვარძლიანი ხმა.

– მოწყალეო ხელმწიფევ, – უთხრა მორტალმა რამბერს. – მე გამომძიებელი არა ვარ, ისე გარეშე კაცი ვარ, მაგრამ მაინც კი სასურველია ჩემთვის, რომ უსაბუთოდ კაცი არ დაისაჯოს. მაგრამ, აბა, როგორ გინდათ, თქვენ დაგიხსნან მაგ სუსტის საბუთის ძალით, აქაოდა ყურში ჩამრჩენიაო ხმა კაცისა, რომელიც რომ გაჩვენონ კიდეც, იქნება ვერც კი იცნოთ...

რამბერი გაოცებული ყურს უგდებდა ამ სიტყვებს, რომელიც წარმოთქმულ იყვნენ არხეინად, თავმოწონებით და ცოტა დაცინვითაც. ყურს უგდებდა და ჰკითხავდა თავის თავს: „რა ვქნა, ეს ხმა რად მეცნობაო, თითქო ოდესღაც გამიგონიაო“.

– მართალი ბძანებაა, – უპასუხა რამბერმა უიმედობის მოწიწებითა. – მაგ საბუთით თავის დასხნა შეუძლებელია. მაგრამ რა ვქნა? ბრალსა მდებენ და უბრალო კი ვარ.

ესა ჰსთქვა თუ არა, ხველა აუვარდა და წითელი ლაქები გამოუჩნდნენ ლოყებზედა.

– აი, ყველაზედ უფრო მტკიცე განაჩენს სიკვდილისას ეს დამიწერს, – დაუმატა რამბერმა, გაიქნია თავი და უღონოდ ჩამოჰყარა ძირს მკლავები.

შინ რომ მოდიოდა მორტალი მხიარულად იყო და ჰფიქრობდა:

– პირველი ბიჯი გადადგმულია. მე ახლა უშიშრად შემიძლიან იმასთან ლაპარაკი, არა მგონია, მიცნას. საწყალი! აბა რამდენი კაცი უნდა დაღუპოს ხოლმე კაცმა, რომ ამ ქვეყანაში გზა გაიკაფოს! მაგრამ რა? ერთით მეტი იქნება, თუ ერთით ნაკლებo სულ ერთია! თუნდ ეგ არ იყოს, აბა რა ეშველებოდა ჭკვიანსა და ძლიერს კაცს, თუ უღონო სულელებსაც კაცმა ყური უნდა ათხოვოს?

იმავ საღამოს მორტალმა გამარჯვებულის სახით უამბო კლარას, რომ რამბერი ვნახევო. ერთი უბრალო რაღაც ქურდბაცაცა კაცი ყოფილაო, იქნება ბუნებით არც ცუდი კაცი ყოფილიყო, მაგრამ გარემოებას ავ-კაცად გაუხდიაო. კლარამ ცივად და შეწუხებულის სახით მოუსმინა და ნაღვლიანად უთხრა:

– მე გთხოვთ, ნუღარას მეტყვით იმ კაცზედ, ნამეტნავად თუ მართლა დამნაშავეც არის. მე მეშინიან, როცა კაცის კვლაზედ მელაპარაკებიან და მე ძალიან მადლობელი ვიქნები, თუ მაგგვარს რასმეს აღარ მომაგონებთ.

– თქვენი სურვილი ჩემთვის ბძანებაა, – უპასუპა მორტალმა, გამოიცვალა რა უეცრად კილო. – რატომ არას მეუბნებით, რომ წვერ-ულვაში მოვიპარსე. მე მომაგონდა, რომ თქვენ გეჯავრებოდათ ჩემი გრძელი წვერი, ამიტომ მოვიპარსე და იმედი მაქვს, ეს ამბავი თქვენი სასიამოვნო იქნება და ამასთანავე ჩვენი შემრიგებელიცა.

ხელი მოჰკიდა კლარას ხელს, მაგრამ კლარამ სწრაფლვე გამოაცალა შიშითა და ზიზღითა.

– ბრძანდებოდეთ, რამდენიც გნებავდეთ, ეგრე მიუკარებელ მზეთუნახავი ქალად, – უთხრა მორტალმა ისევ უწინდებულად და ცივად და დაცინვითა. – მე მოგიტანეთ ახალი ამბები იმ კაცის მკვლელზედ იმიტომ, რომ მინდოდა დამემტკიცებინა თქვენთვის, რამოდენად უსამართლოა და საწყენი თქვენი ჩემზედ ეჭვები. ეხლა კი, რაც გნებავდეთ, ის იფიქრეთ. მშვიდობით.

დაცინებით თავი დაუკრა და მაშინვე გავიდა ოთახიდამ.

საწყალმა კლარამ არ იცოდა, რა ექმნა. პირვანდელი ეჭვი მორტალის დამნაშაობაზედ თანდათან უქრებოდა.ეხლა სამყოფი საბუთი აღარა ჰქონდა, რომ ამ საგანზედ მტკიცედ ან ჰო ეთქვა, ან არა. მისი ჩჩვილი, სათუთი ბუნება ერთს იფეთქებდა ხოლმე, როცა ბოროტს ხედავდა და ხანგრძლივად კი ბრძოლას ვერ იტანდა. კლარა ეხლა ჰგრძნობდა, რომ ღონე მიეხადა, დაიღალა და მორტალი ისევ მის ბძანებელად შეიქმნა. კლარას მაინც კიდევ ჰსძულდა თავისი ქმარი, მაინც კიდევ ჰსწამებდა ბრალს და ეზიზღებოდა, მაგრამ იმოდენა მხნეობა აღარა ჰქონდა, რომ ის ზიზღი, მძულვარება და ბრალი პირდაპირ წაეყენებინა ქმრისათვის პირში. ამასთანაც ცოტაოდნად ეჭვიც შეეპარა გულში, იქნება ჩემმა ქმარმა მართალი ჰსთქვა და რამბერი იყოს ლავერდაკის მკვლელიო. საწყალმა ქალმა თავი მოიხარა და მოწიწებით დაემორჩილა ბედს.

მორტალიცა ხედავდა, რომ კლარა აქამდინაც მტრულის თვალით იყურებოდა, მაგრამ ეგ მტრობა ეხლა დამორჩილებულ იყო და არაფერს საშიშარს არ მოასწავებდა. რაკი კლარას ფიქრი აღარა ჰქონდა, იგი თავისუფლად შეუდგა საქმეს და თავის დასასხნელად ამზადებდა საბუთებს. მართალია, შესაძლო იყო კლარას ხელახლად მოჰბრუნებოდა მხნეობა, გამოსულიყო და საქვეყნოდ ბრალი დაედო მორტალისათვის, მაგრამ მორტალს იმედი ჰქონდა, თუ ოდესმე კლარა ამას გაბედავსო, გვიანღა იქმნებაო.

რამდენსამე დღეს შემდეგ დილით ნოელ რამბერმა, თავის ტახტზედ წამოწოლილმა, გაიგონა კარების ჭრიალი. წამოიხედა და ნახა, რომ მასთან შემოვიდა ვიღაცა მაღალის ტანის კაცი, კოხტად ჩაცმული, როგორც ეტყობოდა, დიდი კაცი იყო, იმიტომ რომ ყარაული ქუდმოხდილი მოჰყვა და მაშინვე უკანვე გაბრუნდა, როცა უბძანა:

– თქვენ წადით. მე ნება მაქვს, ამ პყრობილს ველაპარაკო. ყარაულის წასვლის შემდეგ უცნობი სტუმარი რამდენსამე ხანს ხმაამოუღებლივ იდგა და დაკვირვებით სინჯავდა საწყალს რამბერს, რომლის გამჭლევებულს და დამჭკნარს სახეს კიდევ ეტყობოდა ნაღვლით მოცული ამაყი სილამაზე.

– ვერა მცნობთ? – ჰკითხა მან ბოლოს წყნარად და რიხიანადა.

– ვერა, – უპასუხა გულგრილად რამბერმა, თითქო ამის თქმა უნდაო. – ავადა ვარ, თავი დამანებეთო.

– შევხვედრილვართ კი ერთმანეთს, – უთხრა უცნობმა, რომელიც დანიელ მორტალი იყო.

– არ მახსოვს, – უპასუხა ნოელმა.

– მე ერთხელ დავესწარი, როცა თქვენ გკითხავდათ გამომძიებელი, – უთხრა მორტალმა და თვალს არ აშორებდა რამბერის სახეს.

– ჰო, ჰო!... – წარმოსთქვა ნოელმა, ანიშნა მორტალს სკამი და თვითონ კი მიეყრდო კედელს ხველება ატეხილი.

მორტალი ცოტას ხანს ჩაჩუმდა. საშინლად იყო გაფითრებული, მის სახეს ეტყობოდა, რომ რაღაც რამ აწევს გულზედ ლოდსავით, სტანჯავს და უნდა ამ ტანჯვას როგორმე მალე ბოლო მოუღოს.

– რამბერ, – უთხრა მან ბოლოს. – იცით თუ არა, რომ რაც უნდა კარგი ადვოკატი იშოვოთ, თქვენი საქმე წასულია, ყოველიფერი თქვენ გამტყუნებთ და წინადვე მიჩნეული ხართ დამნაშავედ?

– ვიცი, – უპასუხა რამბერმა უიმედობის გულდინჯობითა.

– დამნაშავე კი არა ხართ?

– არა ვარ, – უპასუხა საწყალმა და არც კი გაინძრა.

– იცით კი, ვინ მოკლა ლავერდაკი?

– რომ ვიცოდე, ვიტყოდი.

– მაშ, დაღუპულხართ.

– სრულებით.

– მაშ ეგრე უდრტვინველად ემორჩილებით ბედს, ეგრე ხმაამოუღებლად კისერს უწვდით ჯალათის ნაჯახსა? – მე!... მე ჩემი თავი მივანდე ადამიანთა, დეე, რაც უნდათ ისა ჰქმნან. მე ერთი იმათგანი ვარ, რომელთაც ბედი ჰსჩაგრავს. ქვეყანაზედ არიან უბედურები, ღატაკნი, დევნილნი. მე ერთი იმათგანი ვარ. დეე, დამსაჯონ სიკვდილითა. ვის მოჰსცხობს ჩირქს უსამართლო განაჩენი. კაცთა მართლმსაჯულებას და სხვას არავის. რაც იქნება, იყოს.

– როგორ, არცა ნანობთ, არც იმდურებით?

– რაო, მითამ ვიტირო? ჩემი ცრემლი მარტო სამასხაროდ გამხდის მე.

– შვილები არა გყავთ?

– ერთი შვილი მყავს, უპასუხა რამბერმა და, რა მოაგონდა თავისი ჟაკი, ხელახლად მოეცა წინანდებური მხნეობა. პატარა ბალღი მყავს, ლამაზი, როგორც ანგელოზი; ამ წუთის სოფელს რომ ვშორდები, მარტო ის ჩემი ბალღი მენანება და კიდევ ერთი სხვა ადამიანი.

– თქვენს შვილს რა ეშველება?

– აი, ეგა მკლავს კიდეც, – უპასუხა რამბერმა და მწუხარედ გაიქნივა თავი. – ჩემს ბალღს არტესი ჰყავს, მაგრამ შესაძლოა არტესიც მოკვდეს და მაშინ სულ მარტოდმარტო დარჩება, ეჰ, მაგაზედ რად მელაპარაკებით, წყლული ხელმეორედ რად ამატკივეთ? ნუთუ გგონიათ, ჩემთვის ძნელი იქმნებოდა კისერი გამეწვდია თავის მოსაჭრელად ჯალათისათვის, რომ არა მრჩებოდეს პატარა ბალღი, რომელსაც დღეს დაუმწარებს სიცივე, შიმშილი, წყურვილი და მარტოობა. სიკვდილი კი არ მაშინებს, მე მაშინებს სიღარიბე, ის საშინელი სიღატაკე, რომელსაც მე ვუგდებ სამკვიდროდ ჩემს საწყალს ბალღსა?

– გინდათ კი, რომ თქვენმა ბალღმა არა ნახოს არც შიმშილი, არც გაჭირება? – ცივად წარმოჰსთქვა მორტალმა, მიხვდა რა მაშინვე რამბერის გულისტკივილსა.

– მინდაო! – დაიძახა რამბერმა და სიხარულით სავსე თვალით დააცქერდა მორტალსა. – განა შესაძლოა? რად მეუბნებით მაგასა? ხომ თქვენც იცით, რომ ეგ ფიქრადაც მოსასვლელი არ არის.

– რატომ? ძალიან შესაძლოა.

– კარგით ერთი, სირცხვილია ჩემისთანა უბედურის ეგრე მასხარად აგდება.

– მე თქვენ გეუბნებით, რომ თქვენი შვილი მდიდარი იქნება, თუ თქვენ მოინდომებთ.

– ჩემი ჟაკი მდიდარი იქნება, თუ მე მოვინდომებ? აბა, მითხარით, რა არის მაგისთვის საჭირო? – დაიძახა რამბერმა, შეეპარა რა გულში დაუჯერებელის დაჯერება. რა უნდა შევწირო? ხელი, ფეხი, თავი თუ რა? ოღონდ მითხარი, რა უნდა ვქმნა, და გეფიცებით ყოველსფერს, რაც კი მწამს, გეფიცებით ჩემს ბალღს, რომ არასფერს დავზოგავ და ყოვლისფრისათვას მზათა ვარ!

– უნდა დაიბრალოთ, რომ თქვენ მოჰკალით პოლ ლავერდაკი, – წარმოჰსთქვა მორტალმა კადნიერად და მოჭრით.

– მე! – დაიძახა რამბერმა და გაშტერდა, თითქო ზარი დაეცაო.

რამდენსამე ხანს გიჟსავით დააცქერდა ფერმკრთალს და უგრძნობელს სახეს მორტალისას; თავის თავსა ჰკითხავდა მართლა მითხრა, თუ მე მომესმაო ის ბედკრული სიტყვებიო. მისმა სნეულებისაგან დასუსტებულმა თავმა ვერ დაიტია ისეთი ყოვლად შემმუსვრელი აზრი; გონება დაებნია, საჭირო იყო დრო, რომ ისევ გონება მოეკრიფა, მოეფიქრა, მოეაზრა.

– ეგ შეუძლებელია, უგუნურებაა! – ჰსთქვა რამბერმა ბოლოს ხმადაბლა, იქნევდა რა თავს, როგორც ბაშვი, უნუგეშოდ. – როგორა ვჰსთქვა, რომ კაცი მოვკალ მეთქი? განა მე მოვკალი? ან რად ვიტყვი მაგას? რაო ჩემო... რის გულისთვის, რას გამოვრჩები. ან თქვენთვის რა საჭიროა, რომ მაგისთანა პირობას მიდებთ?

– კაცი, რომელმაც პოლ ლავერდაკი მოჰკლა, ჩემი მეგობარია, – უპასუხა მორტალმა გულგრილად და არ მოაშორა კი თვალი ნოელსა. – და მე მინდა, ის დავიხსნა. მე მინდა, სხვამ დაიბრალოს და ჩემი მეგობარი განათავისუფლოს ყოველის ეჭვისაგან.

– განა მე ვიღა დამარწმუნებს, რომ ლავერდაკის მკვლელი თვითონ თქვენ არა ხართ?

– აი, დამაცქერდით, თუ მე ვარ. ჰსთქვა თუ არა ეს მორტალმა, მივიდა რამბერთან ახლო, გულხელი დაიკრიფა და დადგა უძრავად, არხეინად, ერთი ძარღვიც არ აუტოკდა. იდგა ისე და ელოდა ბედისწერის განაჩენსა.

ეს კაცი, ქვისაგან თუ ყინულისაგან გამოჭრილი, აოცებდა რამბერს, რომელიც ამაოდ ცდილობდა ეპოვა ამ უძრავ, უგრძნობელ, მოპარსულ სახეზედ ნიშანი იმ შავ-წვერა კაცისა, რომელმაც ლავერდაკი მოჰკლა. ან როგორ უნდა დახსომებიყო ნიშნები კაცისა, რომელიც ერთ წუთს ელვასავით თვალწინ გამოუკრთა და გაუქრა; მერე იმისთანა საშინელ ამბავშია? მარტო ერთი რამ ჩარჩა სახსოვარში მკვიდრად; ეგ ერთი რამ, – ხმა იყო ხაზიანი, ზარიანი და მრისხანე. ეგ ხმა ეხლა როგორღაც ეცნობოდა: „მაგრამაო, ფიქრობდა რამბერი, თუ მართლა ეს ის კაციაო, შიშით აქ, ჩემთან როგორ მოვიდოდაო, ხომ ვიცნობდი და გავცემდიო. უსათუოდ ვჰსტყუვდებიო, ეს ლავერდაკის მკვლელი არ უნდა იყოსო“.

– აბა – უთხრა მორტალმა თავის დამცინებელის და ხაზიანის ხმით. – გეცნობით თუ არა? ამ ხანად კი ხმაშიაც და სახის მოძრაობაშიაც რაღაც ენიშნა რამბერს, ასე რომ გაოცებით უკან დაიწია. ისეთნაირად მიაბჯინა თვალები მორტალს, რომ მორტალი ცოტა არ იყო შეძრწუნდა და აირია. თუმცა წუთის შემდეგ მორტალმა ხელახლად მოიბრუნა წინანდებური სითამამე და გამბედაობა, მაგრამ გვიანღა იყო. რამბერმა მის თვალში ამოიკითხა ყოველისფერი და იცნო პოლ ლავერდაკის მკვლელი.

– ვიპოვე მკვლელი, ვიპოვე! – დაიძახა რამბერმა რაღაც უცნაურის და გიჟურის სიხარულითა. – შენა ხარ მკვლელი, შენ!

– მართლა? – უთხრა მორტალმა აუმღვრეველის გულდინჯობითა.

– ჰაი, ჰაი! – განაგრძო რამბერმა. – მე ვიცოდი, რომ ეს უწყალო სიზმარი წავა, ეს მძიმე ლოდი, როცა იქნება, ამეხდება! მე მაბრალებდნენ, მე მარცხვენდნენ, მე მეუბნებოდნენ კაცის მკვლელი ხარო, ავაზაკი ხარო! აი, ვინ არის ავაზაკი, ვინ არის კაცის მკვლელი! მე ვიპოვე, მე! აქ არის, აქა დგას ჩემ წინ. ეხლა მე რა მიჭირს, რა! მოვრჩი ამ ვაებას!

გიჟსავით ატაცებული სიხარულით ეცა კარებს, რომ ყარაულს დაუძახოს, მაგრამ მორტალმა, ფერმიხდილმა და გამბედავმა, ხელი წაავლო და ხმადაბლა უთხრა: – ნუ ეძახით ნურავის, თქვენი ყვირილი უქმია. მე თქვენთან მოლაპარაკება მინდა, მარტო თქვენთან, გესმით თუ არა?

– აი დალახვროს ეშმაკმა! ერთი ვინმე ხომ მაინც გამიგონებს! – დაიძახა რამბერმა და ცდილობდა ხელიდამ როგორმე გამოუსხლტეს მორტალსა, მაგრამ ამ დროს აუვარდა ხველა, ტუჩებზედ მოადგა გასისხლიანებული დუჟი და საცოდავი ღონემილეული დაეშვა თავის ხმელს საწოლზედა.

– ყური მომიგდეთ, – უთხრა მორტალმა გარკვევით და ბძანებლობის ხმით. – აქ ეხლა ორი კაცია: ერთი სასიკვდილოდ გადუდვია უკურნებელის სენის განაჩენსა, მეორეს კი ჯანიცა აქვს და წყურვილიც სიცოცხლისა. თქვენი მსაჯული – შეუბრალებელი და შეუწყნარებელი სიჭლექეა. თქვენს ხველას სისხლი ამოსდევს და დღენი დათვლილი გაქვთ. მე კი ჯანმრთელი ვარ და მსურს ყოველივე ამოვნება სიცოცხლისა ვიგემო. თქვენ მეუბნებით, რომ მიცანით, ვითომ ლავერდაკის მკვლელი ვარ. მართალია, გესმით თუ არა, მე მოვკალი ლავერდაკი. თქვენს წინაშე ვაღიარებ ამასა. მე მეჯავრებოდა ის კაცი და მოვკალი კიდეც. ეს ყველა კარგი. ხოლო მოწმები ამისი არიან სადმე? მარტო ერთადერთი მოწამეა და ეგ მოწამე თქვენა ხართ, მაგრამ თქვენ თვითონ გაბრალებენ მაგ დანაშაულობას. თქვენ ბრალდებული ხართ და ბრალდებულადაც დარჩებით. თქვენ ამბობთ, რომ მიცანით, ძალიან კარგი. აბა ერთი გაბედეთ და ჰსთქვით, რომ პოლ ლავერდაკის მკვლელი ის კაცია, რომელსაც თვითონ გამომძიებელი ნებას აძლევს ტუსაღებთან მისვლა-მოსვლისას. მე თქვენის მსაჯულების მეგობარი ვარ და, აბა რა თქმა უნდა, ჩემგან კაცის მკვლელობა ფიქრადაც არ მოუვათ. თქვენი შეწამება მე არას დამაკლებს და თქვენვე დაგიმძიმებთ სასჯელსა. ხომ გესმით, რომ არავინ არ დაგიჯერებთ, არავინ ყურსაც არ გათხოვებთ... თქვენი დანაშაულობა დამტკიცებულია და ამაოღა იქნება თავი გამოიდოთ. აბა, ჯიბეში ფული გიპოვეს და თითქმის სატევარით ხელში ზედ მკვდარზედ მოგასწრეს. თუ ჩემს თავს სამართალში მიაყვანინებთ, მე თქვენზედ ვიტყვი, რომ ამან მოკლა-მეთქი და მე ყველანი დამიჯერებენ. გეუბნებით-მეთქი, რომ თქვენი დახსნა შეუძლებელია. აბა, გაისინჯეთ თავი. თქვენ ასეთი სნეულება გჭირთ, რომ ვერც მაგას გადურჩებით. პირდაპირი თქმა ჰსჯობია: თქვენ ორი ასეთი ულმობელი ჯალათი გადგათ თავზედ, რომ თავის დღეში არ შეინდობენ ხოლმე კაცს: ერთი გილიოტინაა და მეორე სიჭლექე. თქვენი სასიკვდილოდ მილეული აგებულება ამ ორთ ეკუთვნის მთლად; ხომ გესმით, რასაც გეუბნებით? მე ვხედავ, რომ თქვენ მხდალი კაცი არა ხართ.

– თქვენ თვითონვე მიცანით ეგრე? მომილოცავს, მერე? – უთხრა რამბერმა და უკვირდა ამისთანა გონებამიუწვდომელი კადნიერება და უსირცხვილო ლაღობა.

– თქვენ ეს იყო, – განაგრძო მორტალმა. – წარმოჰსთქვით საიდუმლო თქვენის ცხოვრებისა, თქვენი გულისტკივილი და წყლული. თქვენი ტკივილი თქვენი შვილია. თუნდა გამართლებული გამოხვიდეთ კიდეც სასამართლოდამ, ზედ კარებზედ დაგხვდებათ სიღარიბე – ყველაზედ უარესი და საშინელი სულთამხუთავი. მე ვიცი, რომ თქვენი მწუხარება თქვენის შვილის ბედია, როცა თქვენ აღარ ეყოლებით. რა თქმა უნდა, რომ მას მოელის უწყალო სიღატაკე, წვალება და ტანჯვა ლუკმა-პურისათვის. მეც თვითონ გამომივლია მრავალი ჭირი, მაგრამ მარტო ერთი მათგანი მაძრწოლებდა. ეგ სიღატაკე იყო. რომ იგი ამეცდინა, მე არა დავზოგე რა და არასფერს შევუშინდი, არას მოვერიდე და ყოველივე ვიკადრე. აი, დაილახვროს! მე მესმის, რა გაშინებთ თქვენ, რა სწვავს და ჰსწყლავს თქვენს გულსა. სიკვდილი არაფერია, მაგრამ ღატაკად ცხოვრება კი, მკლავის ძარღვების ჭიმვა, ქედის დრეკა, გონების ჩახჩობა უმადურის და მწირის ჯაფის უღლის ქვეშ – მეტად ძნელი რამ არის. მაგ სატანჯველს, მაგ ჯოჯოხეთს მიჰყავს ხოლმე მოუსვენარი კაცი ჭკუის შეშლამდე, სახჩობელამდე.

– მე არ ვიყავ მოუსვენარი კაცი, – სთქვა რამბერმა ნაღვლით სავსეს ხმით. – მე მინდოდა მშვიდობიანად, მოსვენებით მეცხოვრა და აი, ბედმა სახრჩობელას წინ დამაყენა. მე უბრალო და მართალი.

– აბა, ვის ძალუძს გულდაჯერებით გითხრათ, რომ თქვენი შვილიც მაგ დღეში არა ჩავარდება?

– ჩემი ჟაკი? – დაიძახა ელდაცემულმა რამბერმა.

– ღატაკად დაბადებული ღატაკადვე მოკვდება.

– იმუშავებს, დრო გამოიცვლება, – უპასუხა რამბერმა, ცდილობდა რა როგორმე დაარღვიოს სატანებრივი ლოღიკა მორტალისა.

– ეჰ, რამდენი საუკუნეა, რაც მაგ იმედზე არიან.

– არა და ჩემი ჟაკი მოკვდება პატიოსან მუშა კაცად, როგორც მე.

– დიახ, მოკვდება და, ვინ იცის, იქნება მოკვდეს ისე, როგორც თქვენა კვდებით – ავაზაკის სახელითა.

– ერთი მითხარით, ვინა ხართ თქვენ?! – დაუკივლა რამბერმა. – იქ კაცისმკვლელი იყავით და აქ ჩემ შესაცდენად მოსულხართ! თავი დამანებეთ. მე გავამხელთ, ვინცა ხართ. მე დამიჯერებენ, მომცემენ სამართალსა.

– აბა, სცადეთ და ნახავთ.

– გგონია, არა იქ თუ? თქვენა გგონიათ, რომ ცხვარსავით დავეხჩობინები თუ? გიჟი ყოფილხართ.

– არა, მე სრულ ჭკუაზედა ვარ.

– მა რა გინდათ ჩემგან? – ჰკითხა ქანცგაწყვეტილმა რამბერმა.

– მე მინდა თქვენი შვილის ბედნიერება. მე მინდა, ეგ ბალღი, რომელსაც ბედი უქადის მარტო ტანჯვას და მწუხარებას, მდიდარი და ბედნიერი კაცი გავხადო. გესმით? თქვენის შვილის ბედი ჩემს ხელშია. საქმე იმაშია, რომ მე მოვალ კაცი და ქვეყანას კიდევ დამნაშავის დასჯა უნდა. ჰსთქვით მარტო, რომ მკვლელი თქვენა ხართ და თქვენი შვილი მდიდარი იქნება, ნება ექმნება უყვარდეს, აზროვნობდეს, მოქმედობდეს, სულდგმულობდეს, ერთის სიტყვით, იმისთანა ყოფა ჰქონდეს, რომელიც თქვენ არ შეგეძლოთ გქონოდათ და ისა ჰქმნას, რაც თქვენ არ შეგეძლოთ გექმნათ. მგონია, გულგაშლით გელაპარაკებოდეთ. თანახმა ხართ ჩემს პირობაზედ? გინდათ თუ არა?

– რა?

– სიმდიდრე.

– თუ სირცხვილი! თქვენ გინდათ, რომ სთქვა, კაცის მკვლელი ვარ-მეთქი!

– თქვენ კი ის გინდათ, რომ ბრალმდებელმა დაამტკიცოს თქვენი დანაშაულობა, თავი მოგკვეთონ ისე, რომ თქვენ შვილს მაინც სიკეთე არ მოუტანოთ?

– თქვენ პირობად მიდებთ სამარცხვინო საქმეს.

– აქ ვაჭრობაა. მე ვყიდულობ თქვენგან ჩემს ბედს. მე გეუბნებით, თქვენ დაიბრალეთ-მეთქი და ამაში ნაღდს ფულს გაძლევთ.

– იცით რა? – უთხრა გულმოსაკლავის ხმით საწყალმა და პატიოსანმა წამებულმა. – თქვენ საშინელი რამა ხართ!

– ნუთუ თქვენს სიცოცხლეში მარტო ბატკნები შეგხვედრიათ, რომ მგლის დანახვაზედ ეგრე შიშობთ? – სთქვა დაცინებით პორტალმა. მორტალი ცოტა ხანს ჩაჩუმდა და მერე ისევ განაგრძო:

– კიდევ გიმეორებთ, მე კარგს და გამოსადეგს პირობას გიდებთ. მე თქვენ სულს ხომ არა ვყიდულობ, მე ბევრს გაძლევთ, ძალიან ბევრს თქვენს ხორცში, რომელიც თქვენ აღარ გეკუთვნით. სულ ამაოდ გამოიდებთ თავს. თქვენ ადამიანი აღარა ხართ, თქვენ ბრალდებული ხართ, რომლის გამართლებაც შეუძლებელია. თქვენ ეხლა უსულო საგანი ხართ კანონის ხელში, რომელიც თავის ბრჭყალებიდამ აღარ გამოგიშვებთ. ყოველისფერი თქვენ გამტყუნებთ: თქვენი სიღარიბე, თქვენი სიღატაკე, თქვენი კავშირი დედაკაცთან, რომლისაგანაც შვილი გყავთ, თქვენი დაუჯერებელი ჩვენება და არავინ მიგიხვდებათ, რომ მაგ დათენთილ და გათელილ სახის ქვეშ პატიოსანი გულია დაფარული. მაშ თქვენის ნებითვე გარდაეცით კანონს თქვენი სიცოცხლე, რომელსაც უიმისოდაც წაიღებენ და რომელიც დღე-და-დღე დნება უკურნებელი სენისაგან. ვქვენ დაიბრალეთ ლავერდაკის სიკვდილი და თქვენი შვილი, ოცის წლისა რომ გახდება, მიიღებს ნოტარიუს ნობლესაგან ორასი ათას ფრანკსა და, თუ გნებავთ, დღესვე მაგ ფულის პატრონად გავხდი.

– ორასი ათასი ფრანკი, – განიმეორა უაზროდ რამბერმა.

– დიახ, ათი ათასი ფრანკი სარგებელი ექმნება, – უპასუხა მორტალმა. – და მინამ თქვენი შვილი გაიზრდება, თავნი და სარგებელი დიდს ფულს შეადგენს.

ამ სიტყვებზედ ამოიღო ჯიბიდამ ნოტარიუს ნობლეს მოწმობა, რომ ორასი ათასი ფრანკი აბარია, რომელიც რამდენსამე წელიწადს შემდეგ უნდა გადაჰსცეს მას, ვისაც მორტალი ეხლა დაუნიშნავს.

– ეგ რა არის? – იკითხა რამბერმა გაოციბით.

– ქაღალდია, – უპასუხა მორტალმა. – ეხლა ამისი ფასი ორასი ათასი ფრანკია და რამდენსამე წელიწადს შემდეგ თითქმის ერთი-ორად ეღირება. დაღვრილის სისხლის სამაგიერო სასჯელი თქვენ იკისრეთ და ეხლავ ჩავწერ ამ ქაღალდში თქვენის შვილის სახელს. რამდენის წლისაა?

– ხუთისა და მეექვსეში ჩადგა. ჩემი საცოდავი ჟაკი! – წარმოჰსთქვა რამბერმა, თითქო თვალწინ წარმოუდგაო გაცრეცილი, გამხდარი სახე ბავშვისა.

– ჰა, რას იტყვით? – ჰკითხა მორტალმა.

– არა ვიქ, არა! – უპასუხა ნოელმა, რომლის მთელი ბუნება წინა აღუდგა საშინელს მაცდურებას, მაგ მხოლოობითს მაცდურებას, რომელსაც თითქმის ძლივს უძლებდა მისი მშვიდობიანი, პატიოსანი და ჯაფისმოყვარე გული.

– მაშ არ გინდათ?

– ეგ ქაღალდი რომ ტყუილი იყოს, თავდები ვინ არის?

– ნოტარიუსი ნობლე, რომელსაც ხელი უწერია. ჩემს ხელს აღარ ვამბობ.

– მოწყალეო ხელმწიფევ, – უთხრა რამბერმა კანკალით (ცივმა ოფლმა დაასხა და წვეთ.წვეთად დაუწყო დენა ლოყებზედ). – პაემანი მომეცით, რომ მოვიფიქრო.

– ორი დღე მომიცია.

– მე რომ კაცი გამოგიგზავნოთ მაგ ქაღალდს გამომიგზავნით?

– ვის გამოგზავნით?

– ერთს პატიოსანს კაცს, რომელიც ეხლა კაი კაცად მიცნობს და იქნება ამ ცოტას ხანში ისე შემიზიზღოს, როგორც სხვებმა, – პასკალ არტესსა.

– მე იმას ვიცნობ, – ჰსთქვა ღიმილით მორტალმა.

– მაშ კარგი, – ჰსთქვა რამბერმა ყრუდ, მაგრამ კი საზარო ხმითა. – ეხლა წადით და დამანებეთ თავი.

– ნახვამდის, – ჰსთქვა მორტალმა და რომ გამოდიოდა საპყრობილედამ, გაიფიქრა ღიმილით. – აბა, თუ გნებავს, ეხლა გამამხილე, აი!

მოულოდნელმა, დაუჯერებელმა, დამთხვეულმა პირობამ მორტალისამ საშინლად შეაწუხა საცოდავი ნოელი. მისმა ამოდენა სულისა და ხორცის ტანჯვისაგან დაუძლურებულმა გონებამ ვერ მოითავსა ნამდვილი აზრი ამ საშინელის პირობისა. ერთის მხრით, კაცის მკვლელობის დაბრალება სამარცხვინოდ გახდიდა მის სახელს საუკუნოდ, თუმცა კი უამისოდაც კაცის მკვლელად მიაჩნდათ ყველას და საზოგადოება დარწმუნებული იყო ამის დანაშაულობაზედ; მეორეს მხრით – მტლად დადება თავის თავისა, ეგ დიდი თავგანწირვა, რომელსაც ურჩევდნენ, საუკუნოდ უბედნიერებდა შვილსა. თუნდაც გაემართლებინათ კიდეც, სადღა იშოვიდა სამუშაოს? ვიღა მიიკარებდა? არცერთი ქარხანა არ მიიღებდა ერთხელ კაცის მკვლელობაში შეწამებულს ვაცსა, რომელმაც თავი გადირჩინაო, იტყოდნენ, ეშმაკობით და მოტყუებითაო. მართალია, არტესის შემწეობით, კიდევ იქნება როგორმე მოეხერხებინა და ეშოვნა სამუშაო და ისე ერჩინა ვაი-ნაჩრობით თავის თავი და შვილი, მაგრამ მუშაობას ჯანი უხდა და ღონე. მორტალმა მართალი უთხრა, სიჭლექე შეუწყალებელი მტერია, სიჭლექე ხომ არ დაზოგავდა, მაინც ბოლოს მოუღებდა და ჟაკი დაჰრჩებოდა უმწეოდ, უნუგეშოდ და ულუკმაპუროდ. ამ სახით, გამართლდებოდა თუ გამტყუნდყბოდა სამართალში, ერთი ბოლო იყო – სიკვდილი, – და რაკი სიკვდილი აუცილებელია, ფიქრობდა საცოდავი კაცი, განა სულ ერთი არ არის, რითაც უნდა მოკვდეს კაცი, გილიოტინითა თუ სიჭლექითა! გილიოტინით სიკვდილი იმით მაინც არის კარგიო, რომ ჩემს ჟაკს სარგებლობას მოუტანს. ნუთუ ჟაკი იმოდენად არა ღირს, რომ მის გულისათვის ორი სიტყვა ვსთქვაო: „მე მოვკალიო!“

– ყველა ყველა და განა მართლა ისე ავადა ვარ, რომ იმედი აღარ უნდა მქონდეს! – დაიძახა რამბერმა ხმამაღლა, იმ საშინელი ფიქრებით გარე მოცულმა.

მოითხოვა საპყრბილის ექიმი და ჰკითხა, ჭლექი ვარო თუ არა? ექიმი კეთილის გულის კაცი იყო და თავის დღეში არ იმეტებდა კაცს, რომ ამისთანა შემთხვევაში მართალი ეთქია, ამიტომაც პირზედ ღიმილით უთხრა საცოდავს, რომ ჯერ სად არისო, თუნდ ასს წელიწადს კიდივ იცოცხლებთო, თუ ნამეტნავად კარგს ჰავაში იცხოვრებთო და კაი სასმელ-საჭმელი გექნებათო, ოთახიდან კი რომ გავიდა, ტუსაღების ზედამხედველს უთოხრა, მალე გაასამართლეთო, თორემ ეგ წინადვე თავისის სენით მოკვდებაო.

– მაგ სულელს არ გაეგება რა, – იფიქრა რამბერმა. – მერე ითხოვა, რომ ნება მიჰსცენ, პასკალ არტესი ინახულოს. პასკალ არტესი მოუყვანეს და რომ ნახა, უთხრა ნაღვლიანად.

– არტეს, ერთი მძიმე საკითხავი მაქვს თქვენთან; ნუ დამიმალავთ, როგორც ყოველთვის მართალის მთქმელი იყავით, ეხლაც მარტო მართალი მითხარით: თუ თავი არ მომჭრეს კიდევ რამდენს ვიცოცხლებ?

– რამდენსაო?

– დიაღ. მე ვგრძნობ, რომ ჩემი აღსასრული ახლოა. განა მართალი არ არის, რასაც ვამბობ?

– თქვენ ძალიანა ხართ ავად. – რომ მოვრჩე, ფულია განა საჭირო და გაუჭირებელი ყოფა-ცხოვრიბა?

– რა თქმა უნდა, რომ არც ერთს და არც მეორეს მე ვერ ვეღირსები, ტყუილია თუ? – მართალია.

– ერთი კიდევ. მაგაებით კი უსათუოდ მოვრჩები?

– ნეტა მაგაებს რათა მკითხავთ?

– ეგ მე ვიცი, რათაც. ჩემთვის საჭიროა, მართალი შევიტყო, რაც ენდა მწარე იყოს.

– რამბერ, – უთხრა არტესმა. – თქიენი ჟაკი ჩემთან არის. გული დაიმშვიდეთ და თავს ნუ იწუხებთ.

– ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩემი იმედი აღარ არის.

არტესმა ხმაამოუღებლივ შეხედა რამბერს.

– მე ჭლექი მჭირს თუ არა?

არტესმა კიდევ მაინც ხმა არ გაჰსცა.

– მე ეგ ვიცოდი თვითონაც, – უთხრა რამბერმა: – რამოდენა ხანი კიდევ გავსძლებ? დიდი მწუხარება და სიბრალული გამოჰსთქვა არტესის სახემ მაინც ხმა არ გაჰსცა.

– ერთი წელიწადი?

არტესმა მაინც კიდევ ხმა არ ამოიღო და საშინელი, გულმოსაკდომი პასუხი ენაზედ შეაკვდა.

– ნაკლებ? – იკითხა ხელახლად ნოელმა და გიჟსავით გაიცინა, თითქო იწვევსო, თქვი რაღაო: იქნება რამდენიმე თვეღა დამრჩომია, იქნება თვეც აღარ არის, რამდენიმე დღისაღა სიაოცხლე მაქვს? ნუთუ ეგღა დამრჩომია? ეგ არის რაღა მთელი ჩემი ავლა-დიდება? დიდი თანხაა, სწორედ მოგახსენოთ! ჰოდი და ნუ გაიცინებ ამისთანა ბედზე!

მერე საცოდავს რამბერს წარბი შეეჭმუხვნა, სახეზედ გამოეხატა სიამაყე და გამბედაობა და ჰსთქვა ალერსიანად და სევდიანად:

– გმადლობთ, ბატონო არტეს!

დიდხანს ჩაჰრჩა ყურში არტესს ის მწუხარის ხმით ნათქვამი მადლობა საცოდავისა. დიდხანს ცდილობდა გამოეცნო, რისთვის მკითხავდა თავის სენის ამბავსა ეგრე დაჟინებითაო, და რას ნიშნავდა ის გულსაკვდავი ხუმარსიტყვაობაო, ის უეცარი რიხი და გამბედაობა ნოელ რამბერისაო.

(შემდეგი იქნება)

4 მოთხრობა სპარსეთის და საქართველოის არეულობის თაობაზე

▲back to top


მოთხრობა სპარსეთის და საქართველოის არეულობის თაობაზე [1]

თავი VI.

ქართლის ტახტის მემკვიდრეობა შაჰ-ნავაზის სიკვდილის შემდეგ ვახტანგ-ხანამდინ.

შაჰ-ნავაზის სიკვდილის შემდეგ ორი სამეფონი, ქართლი და კახეთი, რომელნიც იმის ხელში შეერთებულნი იყვნენ, ხელი ახლად განცალკევდნენ; არჩილს კახეთი ერგო, გიორგი-სანს ქართლი. ხოლო ლევანმა, უფროსმა ძმამა, რომელიც ძმებში უფრო ნაკლები და უნიჭო იყო, ხელი აიღო მეფობაზე. არჩილმა დიდის თეიმურაზის ქალი შეირთო.[2] ეს კავშირი შეიქნა მიზეზთ იმის ყოვლად გაუბედურებისა. რაოდენსამე ხანს მშვიდობიანად მეფობდა, მაგრამ ცოლმა რომელიც შემკობილი იყო ჭკუითა და სილამაზითა, სრულიად დაიმონა და აიძულა იგი დაებარებინა მისის ძმა ირაკლი, რომელიც მოსკოვში გადავარდნილი იყო თეიმურაზის, მისი მამის სიკვდილის შემდეგ. დედოფალმა ამითი შესძინა თავის ქმარს მტერი, რომელიც მით უფრო საფრთხილო იყო, რომ იგი მოხერხებული და გაიძვერა კაცი იყო. ირაკლი ჩამოვიდა და მან რაოდენიმე ხანი მშვიდობიანად დაჰყო ერთ სოფელში, რომელიც მისმა სიძემ არჩილმა მიუჩინა, მაგრამ მალე მოსწყინდა ქვეშევრდომად ყოფნა იმ ქვეყანაში, სადაც იგი კანონიერის ტახტის მემკვიდრე იყო და სადაც მეფედ უნდა ყოფილიყო და წავიდა ისპაჰანს, წარედგინა სპარსეთის მე ეს თავისი სიმართლე ქართლის ტახტის მემკვიდრეობაზე და აუწერა თავისი დაჩაგვრა და რათა წინათვე მიიზიდოს თავისი საქმისადმი ყეენის გული. მან თავისის დის, არჩილის ცოლის სილამაზე ეეენს აუწუა სხვათა შორის მან აღმოსავლეთურ შესხმით აუწერა ყეენს იმის ნაზი პირის კანი და მშვენიერი ტანადოა; როცა იგი ღვინოსა სვამსო, ვითომც ღვინის ფერი იმისი პირის კანზე სჩანდესო და უწითლებდესო ულს. მან დაარპუნა უევნი, რომ ეს დედოფალი იმას- თვის იეო დანიშნული მაგრამ არჩილმა ძალით მოიტაცა და ამით მოუშალა რომ ეეენისათვის მოერთმია. ამის გამო უუენი ისე გადაემტერა არჩილს, რომ გადააყენა საბრძანებელისაგან და რათა აღმო-ეჩინა თავისი სიმართლე, მან მიზეზათ მოიდვა ის, რომ ვითომ დაუბრუნა ირაკლის თავისი წინაპრების მემკვიდრეობა; ნამდვილათ კი ჯავრი ამოიყარა იმ შეურაცხუოფისათვის, რომელიც მას მიაუენა არჩილმა და რომელზედაც იგი დარწმუნებული იყო. ამ ნაირად ირაკლიმ დაიპყრო კათ ხეთის სამეფო, ხოლო აროილი თავის ცოლ-შვილით გარდიხვეწა ოსეთში; აქედამ წავიდა რუსეთში შემწეობის სათხოვნელად. ირაკლი არ დაკმაყოფილდა იმით, რომ არჩილი გარდააგდო ტახტიდგან, და განიზრახა იმის დატყვევება ცოლშვილითურთ და გაგზავნა ერთი მეგი ჯარებით ოსეთში. როდესაც ეს ამბავი შეიტყო არჩილმა, დაბრუნდა უკან, ოსების და ჩერქეზების შემწეობით დაამარცხა მეფის ჯარები და სდევნა ბეგს თავრიზამდის მაგრამ ამ გამარჯვებით ვერაფერი ვერ ისაგებლა. ირაკლი მეტად შეურეველად იჯდა კახეთის ტახტზე, როგორც გიორგი ქართლში, და არჩილმა ვერას გზით ვერ შეიძლო ტახტის დაბრუნება . როდესაც ამაზე არჩილმა იმუდი დაწმინდა, თავი ის ჯალაბით გარდაესახლა მოსკოვში, არჩილი მშვენიერი თვისების მქონე კაცი იყო იგი ძალიან მხსე და მამაცი კაცი იყო, ძალა ისეთი ჰქონდა, რომ ერთი ხმლის დაკვრით სარს თავს წასწყვეტდა; მას უყვარდა მეცნიერება დიდად შრომობდა სწავლის შეძენისათვის. მისი ჭკუა იყო განკითარებული ყველა იმ სწავლით, რომლის მოპოებაც კი შეიძლებოდა იმ ქვეეანაში, სადაც განათლების მოპოება ძნელია. ბუნებით კეთილი კაცი იეო, მაგრამ ისეთი ფიცხი იყო, რომ გაჯავრების დროს იმას ვერაფერი ვერ დააკავებდა, ვინაიდგან ცოცხა – ლი ქუის და ამასთანავე მართალი გულის პატრონი იყო. ის ფიცხლად მოეკიდებოდა საქმეს, მაგრამ ყოველთვას მშვიდობიანად ათავებდა. იგი დიდი მეფე იქნებოდა, რომ ბედს ხელი მოემართა ბედი, რომ მელიც ყოველთვის უფრო ბრმა არის მაშინ, როდესაც სიმართლისა მებრ უნდა ამოუჩინოს შემწეობა ხელმწიფეებს,დ მოეხმაროს შესაფერად იმათის ღვაწლის შესაკერი, ნიადაგ მისი წინააღმდეგი იყო. ბედკრულონისაგამო მან ვერ ისარგებლა თავისის ჭკუით. იმერეთის გვირგვინი, რომელაც მას მამის სიმხნევემ მიანიჭა, უნდა მიეტევებინა სხვა და სსვა გარე- მოებისაგამო, რომელიც იქ დახვდა. შემდეგ კახეთის სამეფო ერგო, მაგრამ ირაკლის ვერაგობით დაკარგა იგი და ეს სახელმწიფო გადვიდა ისევ იმ შთამომავლობაში, რომელმაც მისცა იმერეთს პირ-ველი მეფეები[3]. როდესაც ეს კახეთში მოხდა არჩილის ძმა გიორგი ხან ქართლში მეფობდა. ეს იყო ის ქართლის მეფე, რომელიც ასე დიდ როლს თამაშობდა შაჰ-ხუსეინის მეფობაში. ნიადაგი ებრძოდა ირაკლის, რომელსაც ვერ მოერია და სპარსეთის მეფეს, რომელმაც იგი დაიმორჩილა. რა გამოსცადა მან მრავალ ჯერ, რომ თავი ვერ დაიხსნა ამ მფლობელობიდგან, იგი იძულებული იყო. წასულიეო. ისპაჰანს და ნიშნად მორჩილობისა ვენისათვის თაყვანი ეცა. იმისი იქ წასვლით ისარგებლა ირაკლიმ ქართლის დასაფლობელად ის შევიდა ამ სამეფოში ჯარით, გადააგდო ლევანი, გიორგი ხანის ძმა, რომელიც იქ სცხოვრებდა იმის წასვლის შემდეგ და აიძულა იგი, რომ თავის ჯალაბით იმერეთში წასულიყო.

რაოდენიმე ხანს ირაკლი მშვიდობიანათ მეფობდა მთელს საქართველო ში, მაგრამ როდესაც გიორგი ხანი გაგზავნილი იყო ყანდაარის დასამორჩილებლად, შანავაზის ქალმა, ლევანის დამ, რომელიც სპარსეთის მეფემ შაჰ-ხუსეინმა შეირთო, ისარგებლა იმ გავლენით, რომელიც ქონდა მას თავის ქმარზე, რათა დაუბრუნოს ქართლი ლევანს. და მართლაც, იმის შემწეობით ლევანმა ხელახლავ დაიპყრა ეს სამეფო. ცოტა ხნის შემდეგ, ლევან დაბრუნდა ისპაანში, სადაც იგი წოდებულ იქნა დივან-ბეგათ და სადაც ის მოკვდა. მან დასტოვა მრავალი შვილები: ხოსროვი-ხანი, ვახტანგ-ხანი. იასე-ხანი, სვიმონი თეიმურაზი, რომელიც სიჭაბუკეში გარლიცვალა, როდესაც იგი ბევრს იმედს აძლევდა, დომენტი, რომელიც შეიქნა საქართველოის ქათალიკოზათ ანუ პატრიარქათ, და ერთი ქალიც, რომელიც გიორგიმ, იმერეთის მეფემ შეირთო.

ლევანი ყოვლად უღირსი ხელმწიფე იყო, მას არც სიმხნევე ჰქონდა და არც მეფის შესაფერი ჭკუა. პირველად უარი ჰყო მეფობაზე, რომელიც სიმართლით მას, ვითარცა უფროს შვილს, ერგებოდა, როდესაც იგი იძულებული იყო მიეღო სამეფო ხეირიანათ ვერ მართვიდა და ბოლოს გაათავა იმით, რომ თავი გაიუპატიურა. მან ხელი აიღო მეფობაზე და სჯულზე და დაიჭირა იმისთანა ადგილი, რომელიც დიას არ შეეფერებოდა იმის შთამომავლობას და ღირსებას. გიორგი-ხანს შერიგების შემდეგ ყეენმა უბოძა ქირმანის მაზრა და გაგზავნა განდაარის დასამშვიდებლად იმ არეულობისა, რომელიც იქ მოხდა. ის სასტიკობა, რომლითაც იგი მოეპყრო ავღანეთლებს, იყო მიზეზათ ხალხების აჯანებისა, რომელმაც ბევრი უბედურება მოუტანა სპარსეთს. განთქმულმა მირვეიმა, რომელიც თავიდამ მოსაცილებლად გიორგი-ხანმა გაგზავნა ისპაანს, დაიწყო გიორგი ხანის ბეზღება ყეენის წინაშე; მან დაარწმუნა ყეენი, ვითომც გიორგი-ხანის ძლიერება საშიში იყოს იმისთვის და იმისი სასტიკობა საზიზღარი იყოს ყველასათვის და შემდეგ სხვა-და-სხვა შემთხვევისა, რომელიც ყველამ კარგათ იცის[4], ის დაბრუნდა ყანდარს 1709 წ., ააჯანყა ავღანელები და მოკლა გიორგი-ხანი, რომელსაც არ მიუღია საჭირო ზომები, რომ დაეხსნა თავი იმ ხაფანგისაგან, რომელშიდაც მირვეისმა გააბა. —

გიორგი-ხანი ჭკუიანი, თავ-მოყვარე და მამაცი კაცი იყო, მაგრამ ამ მამაცობის შესაფერი პოლიტიკა აკლდა; ის ბოროტად იყენებდა თავის უფლებას და თავის მიზნის მისახწევად იგი მარტო ძალადობას ხმარობდა. მას ეტყობოდა, რომ არ იცოდა, ხშირად: „ხერხი სჯობია ღონესა“. რადგანაც იმას აკლდა გამჭრიახობა, იგი ჩავარდა ხაფანგში, საიდამაც შეიძლებოდა თავი დაეხსნა, რომ კარგი პოლიტიკი ყოფილიყო და საიდამაც სიმამაცემ იგი ვერ დაიხსნა. მისმა შეცდომებმა ბევრად ავნეს ხოლო მისმა გმირულმა საქმეებმა იმოდენად ვერ არგეს მან დაამტკიცა ვითარ საფრთხილოა სიმამაცე როდესაც იგი გამჭრიახობასთან ერთად არ მოქმედებს, ხოლო წინააღმდეგ ამისა მისი მტერი მირვისი გვიმტკიცებს, თუ რა შეუძლია ამ ორ თვისებას, როდესაც ისინი ერთად იპოვებიან კაცში.

გიორგი ხანმა შეირთო ცოლად სოფლის ტანძაის ბეგის, ყაფლან-ოღლის ქალი. ამ ქორწინებისგან მას ერთად-ერთი ვაჟი ჰყავდა, რომელიც ისპაანში მოკვდა ახირებულის შემთხვევისა გამო: როდესაც ეს ბატონის შვილი საკვირველი სიმარდით მოახტა ცხენს, მან წინ-დაუხედავათ მიუშვა ცხენს სადავე. ცხენი ისეთი სიჩქარით გაჭენდა, რომ სული შეეხუთა და დაიხრჩო რადგანაც გიორგი – ხანი უშვილოთ გარდავიდა, ლევან-ხანის უფროსი შვილი, ხოსროი-ხანი დაინიშნა საქართველოის მმართველად,[5] მაგრამ ის არც კი გამოჩენილა თავის ქვეყანაში რადგანაც ამ დანიშვნისათანავე მეფემ გაგო ზავნა მირვეისის წინააღმდეგ, მირვეისმა ავღანელების აჯანეებით მიითვისა იმათი გული, რადგანაც იმისი მადლიერნი იყვნენ განთავისუფლებისათვის. შემდეგ განთავისუფლებისა სასტიკ მმართველისაგან (გიორგი-ხანისაგან) მირვეისმა მოიწადინა დაეხსნა იგინი მძინვარე შეენის დამოკიდებულებისაგან. ხუსეინ შაჰი დაუდევარი და განბიერებული მკე აქო, იგი მუდამ ქალების და საჭურისების გავლენის ქვეშ იყო. მან დიდხანს ყური არ ათხოვა ამ აჯანყებას, როდესაც იგი განზვიავდა. მხოლოდ მაშინ სასახლემ გამოახილა თვალები, მაგრამ ერთობ გვიან იყო. მაშინ ხსროი-ხანს მიანდვეს დიდ-ძალი ჯარი, რომლითაც ავღანელებს მიმართა. ის მით უფრო თავ-განწირულად შეება მტერს, რომ სურდა გადაეხადა სისხლი თავის ბიძისა სულ-გრძელ თანა-მემამულეთა, რომლებიც ამოხოცილნი იყვნენ: მას აქეზებდა აგრეთვე სახელის მოყვარეობა, ვინაიდგან მას უნდა დაესა ჯა კადნიერი აჯანუება და დაემარცხებინა ძლიერი, მამაცი და მოხერხებული მტერი.

პირველად მან რამდენჯერმე დაამარცხა ავღანელები. შემდეგ ამ გამარჯვებისა შეიქნა ქვენის ბრძანებლად და წავიდა ყაანდაარის დასაპყრობლად, მაგრამ მირვეისის მოახლოების ხმაზე, რომელიც 16,000 ცხენოსანი ჯარით მოდიოდა ამ ადგილის საშველად, ხოსროი-ხანის ჯარები, რომელნიც რიცხვით ბევრად უმცირესნი იყვნენ, ისე შეშინდნენ, რომ მტრის მოსვლისთანავე, მიატოვეს თავისი სარდალი. მას შერჩა მხოლო რაოდენიმე ქართველი, მძევალსავით დარჩენილნი იმ მშვენიერის და მამაცის სისა, რომელიც გიორგი-ხანს არჩეულად ჰყავდა ამ ერთ მუჭა ჯარით ხოსროი-ხანი შეება მირკვისის ცხენოსან ჯარს და გმირულად გაათავა თავისი სახელოვანი „სიცოცხლე, რომელიც თუ რითმე იძრახების მხოლოდ მარტო იმით, რომ სჯული გამოიცვალა. როდესაც ეს ბატონის შვილი გამაჰმადიანდა, ისპაანის მმართველად და მდივან-ბეგათ დანიშნულ იქმნა; თუმცა იმან გარეგანათ სჯული შეიცვალა, მაგრამ გულში კი ქრისტიანობა შთანერგილი დარჩა. ამაზე შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ გადაიხადა ცერემონია. თუმცა სპარსეთის მეფეებმა იცოდნენ, რომ ქართლის ბატონის შვილები ამას წრფელის გულით არ იქმოდნენ ხოლმე, მაგრამ ყეენები მუდამ ამას თხოულობდნენ ყველასაგან, ვინც კი ამათგან ან მთავრობას, ან მდის ვან-ბეგობას მოელოდა.

მას შემდეგ რაკი ხოსროვი-ხანს იგივე ბედი ეწია ყანდაარს1711წ. რაც გიორგი-ხანს საქართველოის ტახტის მემკვიდრეობა ერგებოდა ვახტანგს, ლევანის მეორე შვილს, ვითარცა შთამომავლობით უფროსს. მაგრამ მან გამოიჩინა იმისთანა სჯულის სიმტკიცე, რომელიც იშვიათად მოიპოვებოდა იმის გვარში და რომელსაც ცოტა ხნის შემდეგ თვითონაც უმტყუნა. მან ამ ჟამად უარი ჰყო. ჩალმის დახურვა და უთავაზა თავისი სიმართლე თავის ძმას იასეს, რომელიც ისეთი ბეჯითი იყო თავის სჯულზე, მიიღო. მამადიანობა და ამის შემდეგ წოდებულ იქმნა საქართველოის მეფედ იასეს მეფობა არაფრით არ არის შესანიშნავი; მან შეირთო ეხლანდელი მეფის თეიმურაზის და, ბეგუმი, რომლისაგან მას ოთხი ვაჟა ჰუავდა: აბდულლაჰი, რომელზედაც შემდეგში ვილაპარაკებ, ისააკი, თეიმურაზი, ხოლო მეოთხის სახელი არ მაგონდება. იასე მეფობდა, სანამ ვახტანგს, მის ძმას არ მოსწყინდა ქირმანში უგზორიათ უოფნა და არ გაათავა მით, რომ შეიცვალა რჯული და მაშინ კი წამოვიდა ტფილისში იასეს გარდასა უენებლად. სანამ ამ ხელმწიფის მეფობის აღწერას დავიწუებდე, საჭიროა კახეთის ისტორიას დავუბრუნდე და მივიუვანო ის მეხმედ-ყული-ხანამდის, რომელიც ვახტანგის მტერი და დამამხობელი იყო.

(შემდეგი იქნება)

______________

1 იხილე „ივერიის“ NN-ბი 7 და 8, 1879 წლისა.

2ქართლის ცხოვრების სიტყვით არჩილს ცოლად ჰყვანდა ქეთევანი, თეიმურაზის ძის დავითის ასული, და არა თეიმურაზის ასული. იხ. ქართ. ცხოვ. II ნაწილი გვ. 127 მთარგ.

3 შეადარე ამ არჩილის ხასიათის აწერილობას ქართ. ცხოვრ. აწერილობა. II ნაწ. გვ. 123. არჩილის ცხოვ, როგორც დიდის თეიმურაზისა, სავსეა ტრაღიზმით. ის იყო ერთ დროს კახეთის მეფედ; ხოლო იმერეთში ხუთ ვერ ავიდა ტახტზე და ბოლოს მაინც უნდა დაეტოვებინა იქაური მეფობა და იძულებული იყო რუსეთში წასულიყო. არჩილი მოსკოვში გადაიცვალა. ის აგრეთვე განთქმულია თავის ლექსი - თხზულებით „არჩილიანით“, რომელიც პლ იოსელიანმა დაბეჭდა ტფილისში 1833 წ. — არჩილის შვილი ალექსანდრე პეტრე დიდის დროს შგედელების წინააღმდეგ ჩხუბში ღენერალ ფელდცეხ- მეისტრად იყო და მერე ტყვედ იყო წაყვანილი სტოვღოლმში. იხ. ქართ. ცხოვ. 83. 126, 123, 203, 207, 217, 213. Aditions XI p. l'hist d'jmerette par Brosset და იმერეთის ისტორია ნიკ. დადიანისა გვ. 135—147. მთ.

4 იხ. ქართ.-ცხოვრ. II ნაწ. გვ. 66—80. მთ.

5მეფე ქაიხოსრო. იხ. ქართ.-ცხოვ. გვ. 73. მთ

5 * * * (აღარც ნატვრა და აღარც იმედია!... )

▲back to top


* * * (აღარც ნატვრა და აღარც იმედია!... )

აღარც ნატვრა და აღარც იმედია!..
ყველა წარხდა... ვაი, ესრედ შთომილსა!
ვაი იმას, ვისაც ჩემებრ სცემია
გულს ისარი უიმედო ტრფობისა!..
ახ, რად გნახე შენ ჩემს საუბედუროდ?
რამან შეგქმნა ეგრე სავსე სიკეთით?
ეჰა, გულო, ერთხელ დაწყნარებულო,
ერთხელ მკვდარო, რაღად აღდექი მკვდრეთით?
მე მისი ვარ, ის კი არ არის ჩემი,
ის სხვას ასმევს ნეკტარს ნეტარებისას;
სხვას თავს ევლის, სხვას შეჰხარის, სხვას ეტრფის,
მე კი ვწყევლი დღეს ჩემის გაჩენისას.
სად წარვიდე, ვის შევჩივლო, ვის ვუთხრა?
ვინ განმიღებს დახშულს კარსა ბედისას?
ვინა ჰკურნებს უკურნებელსა სენსა
სამუდამოდ წაწყმედილ იმედისას?

6 წერილი კახეთიდამ

▲back to top


წერილი კახეთიდამ

"> წინა სიტყვაობა — მიზეზები კახეთიდამ „ივერიისადმი“ წერილების უქონლობისა — თელაური კორესპონდენტის მდგომარეობა — სამდურავი განგებაზე — მოსავალი ღვინისა და პურისა კახეთში — ოცნება და მოტყუება — თელაველების დროს გატარება და მიდრეკილება — თელაური ვეჩერის აღწერა — დამები, კავალრები, მოთამაშენი ქაღალდისა, ბახუსის მსახურნი — მიმართვა თელავის ადმინისტრაციისადმი — ადმინისტრაცია და ყასბები — ცხრა მთას იქით შემჩნევა და ცხვირ-წინ კი ვერა — ლუარსაბ რუსეთუმე — თელავის ქუჩები და აღმინისტრაცია — ვერ მიპოვნია და ან ვერ მივწდომილვარ — ალაზნის ხიდის ადმინისტრაცია — კერძო და სახელმწიფო ვალი გლეხობისა — ვაჭრები და გლეხები — ნაამბობი თ. ნ. ზ. ჩ — სა. — როგორ უნდა მოიქცეს ადმინისტრაცია ამ შემთხვევაში? — ქრთამის მიუცემლობისათვის დატუსაღება — ტაქცია და ყასბები — თევზის ვაჭრები — თელაური „გოსტინიცა“ — ახირებული კაცი — თბილისის ოლქის სასამართლოს განყოფილება და წევრები თელავში — სამდურავი ხალხისა მათდამი — თელავის სამოქალაქო შკოლაში რევოლიუცია! — აქაური საქალებო სასწავლებელი და „კლასნი დამები“. საცხენისის შკოლის შენობა. 12000 მანეთი და ყ — შიშევი — ჭიებისგან საიდუმლოების გამოაშკარავება — ტბები ოთახში — რევიზორი და ოცარი ცვლილება — შეგირდები და „ფული ყლაპია“.

კარგა ხანია მას აქედ, რაც „ივერიაში“ ერთი სიტყვაც აღარა თქმულა რა კახეთზედ (კერძოდ). ამისათვის „ივერიის“ მკითხველნი მოკლებულნი არიან კახეთის ამბებსა თუ სრულიად არა — „ივერიის“ მხრით მაინც. ამის მიზეზი, ბატონებო, ბევრია და ამ ბევრში ზოგი ისეთია, რომ გამოცხადება შეუძლებელია; — შეუძლებულია მეთქი ჩემის მხრით არა — (მე სიამოვნებითაც ვუამბობ ყველას!) — ზოგი რედაქციისა; ზოგი ადგილობრივის მთავრობისა; ზოგი უფ. „Обзворъ“-ის რედაქტორის დამდუმებელისა, ზოგიც, რასაკვირველია „ივერიის“ კახელის კორრესპონდენტისა. თქვენგან არ მიკვირს! „კახელი“ კორრესპონდენტი ეგრეთი თავდაჭერილი და თვით-მდგომარე ხასიათისა როგორი იქნება, რომ კახეთის და განსაკუთრებით თელავის ცხოვრების ტალღამ არ გაიტაცოს! გარწმუნებთ: თელავში რომ ოგიუსტ კონტი, რომელიც იმ გვარად იყო გატაცებული თვისის პოზიტივიზმით, რომ საზოგადო ცხოვრების მიმდინარეობას სრულიად არავითარს ყურადღებას არ აქცევდა — გაზეთებსაც კი თავის დღეში არ კითხულობდა: ოგიუსტ კონტიც რომ იყოს კახელ კორრესპონდენტათა მეთქი იმასაც კი შუაპარებენ ნუნუასა!...

დავანებოთ ამას თავი დ შევუდგეთ კახეთის ამბავსა, ჯერ თვით კახეთის მშვენიერს ბუნებას აღგიწერდით, მაგრამ, წინადაც მითქვამს („ივერია“ #2) განგებამ მე უბადრუკს პოეტური ნიჭი არ მომცა. იქნება იმისთვისაც, რომ მუზა გამწყრალია ქართველს პოეტებზე, რადგანაც იგინი თავის ნიჭის და შეძლების-და-გვარად არ უმღერიან და არ ამკობენ თავის სამშობლოას მშვენიერს ბუნებასა! ...

რადგანაც კახეთში პურის მოსავალი მცირედი იყო და ვენახებიც ძალზე დანაცრული (თუმცა დანაცრული იყო, მაგრამ კახეთში წელს დიდძალი ღვინო. მოვიდა; ასე რომ ზოგიერთს სოფელში ჭურჭელსაც ვერა შოულობდნენ!) მე მეგონა კახეთში და ნამეტნავად თელავში „ქეიფი“ და ცხოვრების განკარგებაზედ უზრუნველობა შემცირდებოდა მეთქი (მე სამგზავროდ გახლდით ფშავ-ხევსურეთში ივლისში მოგზაურობის აღწერას „ივერიის“ მკითხველებს გავაცნობ, რადგანაც მასში ბევრი საყურადღებო ცნობებია); მაგრამ დახე მოტყუებას! — უფრო გახშირებული ქეიფი დამხვდა კახეთში! ისე ნაირად ჰსწრუტავდნენ ჩვენი თელაველები (სოფლელნი კი მორჩომილ იყვნენ) „მისუსტებულს ნუნუასა, ისეთს ვეჩერებში შეექცეოდნენ, ისეთს „შტოს-ცხრაში“ იყვნენ გართულნი ეს ჩვენი ყოვლად უზრუნველნი მომავალზე და ხელ-გაშლილნი „გადაწკაპუნებაზე “ თელაველები რომ ასის ნაბიჯით მაინც გადააჭარბეს ჩინებულს ფიზიკოსს, სირაკუზელს არხიმედსა! ვიმეორებ, ისე გართულნი იყვნენ მეთქი, რომ თელავში რომ მტრის ლაშქარი შემოსულ იყო, ისე დახოცდნენ (ახლაც) თელაველებსა, რომ ვერც კი გაეგოთ! იქნება „ბახუსისტებს“ უთქოთ — „ალავერდი!“; „შტოს ცხრისტებს“ - „ზაპისი“ არ წამიშალოვო, როგორც არხიმედმა ხმალ-ამოღებულს რომაელს მეომარს უთხრა: —„ფიგურები არ წამიშა ლოვო!“..

ვეჩერები ხან კერძო პირებთაგან, ხანაც „ფსონით“ იმართება თელავში გეჩვრებში დროს გატარება ყველას მოგეხსენებათ როგორია; მაგრამ საჭიროდ ვრაცს აღგიწეროთ ერთი აქაური ვეჩერთაგანი, რომ უფრო ცხადად გაიცნოთ აქაური ბარინ-ბარიშნები და ვაჟბატონები. ვსთქვათ წინა დღით შეიტყეს — ხვალ ვუჩერიაო თქვენ უნდა უყუროთ მიწვეულების (მეტად აქაურის ქალებისა) გულის ფანცქალსა, როგორის ბაგაბუგით უცემსთ ნაზი გული, როგორ აუდ-ჩაუდით ბაგენი და როგორ მოუთმენლად მოელიან ვეჩერის საღამოსა! უნდა ყური დაუგდოთ როგორს პლანებს აწუობენ, რამდენს კადრილ-პოლკამაზურკას, რამდენს დავლურ - ლეკურს, რამდენს ხტუნვა-ცეკვას მოელიან თელაური „ბარიშნები“ მიწვეულს ვეჩერში! რამდენ თვალის გადავლებას ქალები ვაჟებზე, ვაჟები ქალებზე!

ამ მოულოდნელს მოლოდინში ზოგს აქაურს ბარიშნას (თუ მეტის-მეტი ნაზიც არის) ისტერიკაც დაემართება ხოლმე. ქაღალდის მოთამაშენი, რასაკვირველია, ფულის მოგებას და „ჩასვენებას“ მოელიან რას აკეთებენ ბახუსის მსახურნი ამ დროს? იგინი თამადას ირჩევენ, რათა უხვი მსხვერპლი შესწირონ ბახუსსა... აი საღამოს ჟამიც მოახლოვდა. ქალები დაირთნენ. (ჯერ, როგორც მოგეხსენებათ კოხტა-პრანჭია ქალების ამბავი — რომელი ფერი უფრო მოგვიხდება რომ ჩავიცვათო) — ქა, დრო არის წავიდეთ ვეჩურში! იტყვის ნაზის ხმით ბარი შნა. — ნეტა ვინ იქნება ჩემი კავალერი?! ო, თუ ჩემი №... იქ არის — კარგს დროებას გავატარებ!... ნეტა №-ის ქალი იქნება დაპატიჟებული ვეჩერში? — ეტყვის შურთ ერთი ქალთაგანი თავის თანამოგზაურს. — ვიშ, ქა, რატომ მაგრე ლაპარაკობ ქალო? ის ჩვენი ტოლია და ჩვენში გამოსაჩენია? იმას სახლს ახლო არც კი გაატარებენ, გაუკეთებს გულს მეორე, ფერ-უმარილით გალესილი ჩასუქებული ქალი...

აი ხალხიც შეიკრიბა ზალაში. სტუმრები თავ-თავის დასად გაყოფილნი, თავ-თავის ადგილს წავიდნენ. აი დაიწყო ვეჩერიცა. დაჰკრა მელქომ დოლი. დატრიალდნენ ქალები და ვაჟები და აირივნენ ერთმანეთში. მეორე ოთახიდამ დინჯად ისმის ხმები: ვ ბანკე დვადცატ რუბლეი! იძახის შტოსისტების თამადა. — ვო ბანკ. — მიაძახებს მეორე.

— პორულიუ აჩკო! მესამე ამბობს... ნაპე!... და სხვა ამგვარები.

შევიხედოთ საცეკვაო ოთახში . შეხედეთ რა შურით უყურებს დაბალი წითელ-წითელი ქალი მოთამაშეებსა, მეც რატომ არავინა მთხოვნო. უყურეთ მაღალს ქალს, როგორის ცეცხლის თვალებით შესცქერის თავის კავალერს, რომელსაც წელზედ მოუხვევია ხელი… აგერ როგორ ემუსაიფება კავალერი დამასა და სხვა ამ გვარს დაინახავთ...

ცეკვაობა მორჩა 1 - 2 ნაშუაღამევის საათზედ დასხდნენ ვახშამზედ. ქალები კავალრებით მალე წავიდ-წამოვიდნენ. დარჩნენ მსმელები ბახუსის მსახურნი. შემოსძახეს „სუფრული“, „ჩაკრულო“, გაკრული მრავალჟამიერ! როდესაც შეუჯდათ ნუნუა თავში — მაყრულიც დაიწყეს. ესენი სხედან იმ დრომდინ, ვიდრე კარგად არ გაიჟენთებიან — გათენებამდის, რომლის შემდეგ, ზოგს სუფრაზედვე დაეძინება, ზოგნი წავლენ თავ–თავიანთ სახლებში. ყველა სტუმარი სიხარულით მოელოდა ვეჩერსა, მაგრამ ბევრი გულდამწვარი გულ-ჩათუთქვილი დაბრუნდა შინა, ბევრს ქაღალდის მოთამაშეს ამოასვენებინეს 10 მან. და 25 მან. ქაღალდები. ბევრმა დაიძახა — „ზამნოი“...

ბევრი ქალი დაბრუნდა გულ ამომჯდარი და გაჯავრებულ-გაკაპასებული — სხვა ქალებს რად მიაქციეს ჩემზედ მომეტებული ყურადღებაო. ამის გამო თელაურს ქალებში იბადება შური, სიძულვილი და ჭორები ერთმანერთზე.

აგრე და ამ ნაირად ატარებს და ჰლევს თავის სიცოცხლეს ყოველი თელაველი, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, თავადი და გლეხი...

ორიოდე სიტყვას თელავის ადმინისტრაციასაც ვუძღვნი. თუმცა არ ესიამოვნება, წყინება კიდეც ქვემოდ მოყვანილი, მაგრამ მაინც მე ჩემსას არ დავიშლი: მაინც სიმართლეს გამოვთქვამ და ვიტყვი, რომ რაც ადმინისტრაციის ვალია ნებით თუ უნებურად თავში ქვა უნდა იცეს და გააკეთოს ყური მიუგდოს. თუ მაინცა და მაინც ჩვენი ადმინისტრაცია თავისას არ დაიშლის — ბატონის წყარო ახლო ჩამოუჩხრიალებთ – იმის წვით გაიგრილონ გული. თუ ამ საშუალებამაც არ გასჭრა „ბურჯთან“ გამობრძანდნენ დილით და ისრეთის მშვენიერის სუნით და ტკბებიან, რომ იქმნება მადლობაც მითხრან მოგონებისათვის...

საკვირველია: საწყალი (სიტყვის მასალად ვხმარობ) შრატიშვილები (ყასპები) კურდღელაურის ბოლოს გაყარეს — აქ დახოცეთ საკლავიო და ცხვირს წინ რომ ცხვარს (1-ს ნოემბერს ძროხაც დაკლეს) უხოცვენ - იმას კი ვერა ხედავენ! „ბურჯი“ მაზრის უფროსის სახლს აკრავს; ასე რომ ფანჯრები გადმოჰყურებს მას და პრისტავისა კიდევ კარები და ნუ თუ წარმოსადგენია, რომ ან ერთი და ან მეორე ვერა ხედვენ აქ დახოცილს საკლავსა და მის ფაშვ-ფუშებს?! საკლავი, ბატონო, მ. ხირსელოვის გომურში ჰყავთ ყასპებსა: დილით ადრე გამოვავთ თიოო-თითო და ხოცავენ მაზრის უფროსისა და პრისტავის ცხვირ წინ ძალიან ყურ-მახვილი და თვალის მფერელი ადმინისტრაცია გვყავს... მოგონებაზედ ორიოდე სიტყვა პრისტავზე. ეს ჩვენი პრისტავი სწორედ ლუარსაბი გახლავთ ქართველი ლუარსაბი კი არა — „რუსეთუმე ლუარსაბის“ მთელი დღე და ღამე შინ განისვენებს, მხოლოდ შუადღის დროს გამობრძანდება ბულვარზედ და დაიწყობს ტრაბახობას: ოჰ, კაცო, (ხშირად იტყვის) ერთი კვირა იქმნება ჩაი არ დამილევია; რო ვერ მოვისვენე! საღამოზედ წავალ და გათენებისასღა მოგდივარ შინა! აი დღესაც დილის ექვს სათზედ მოვედი შინა! ასოები ჩემი აღარ არის — დამტვრეული ვარ სულ (მგონია უფრო ტახტზე გორაობით და მეტის-მეტის სიმსუქნით). ისრეთს სიცრუვეს მოიგონებს, და დაგაჯერებსთ ( შნოიანი ტყუილები იცის!). რომ ღმერთმა შეარცხვინოს დანტე — ფანტაზიით ამასთან ვერ მოვა.... განვაგრძოთ ადმინისტრაციაზედ, რომელიაც დაუღალავად მომჭირნეობს უფ. პრისტავი რუსეთუმე, რომელიც, როგორც მისის ნამოღვაწევისაგან სჩანს, არასფერს არ აკეთებს. თელავში საშინელი უსუფთაობა და ბინძურობაა, თელავის ქუჩები ამ ჟამად ყველა კახეთის სოფლის გზებზე უხეირო და გაუკეთებელია. მიზეზი კი, სწორე მოგახსნოთ, არ ვიცი, თელავი უფრო ახლოა ადმინისტრაციასთან და თუ კი ამავე ადმინისტრაციამ საწყალს გლეხობას გააკეთებინა თავ-თავის სოფლის გზები, ნუ თუ ესვე ადმინისტრაცია ვერ გააკეთებინებს მოქალაქეებს თავისის ქალაქის გზებსა!! მიკვირს და გამკვირვებია ეს მოვლენა გეძებ, ვეძებ ამ მოვლენის მიზეზსა, მაგრამ მაინც ვერა და ვერ შევიტყე მიზეზი! ვინ იცის, იქნება ჩემისთანა უბრალო ადამის შვილის გონება არ ძალუძს მიწთომა მაღალის ადმინისტრაციის განგებულებამდის — არც ეს არის საკვირველი... „ურემი როა გადაბრუნდება – გზა მაშინ გამოჩნდებაო.“ სწორედ ასე მოუვიდა ალაზნის პატარა ხიდსა, მინამდის დამალული იყო და ეტყობოდა წყლისგან დაძალვა-მინამ ყური არავინ გაიბერტყა: და როდესაც წყალმა მთელი მხარე სრულებით ჩამოაცალა და ცხენისმეტი არა გაისვლებოდა რა; როდესაც თვით თ. ნ. ზ. ჩ — შვის, მომავალს ს. ნაფარეულიდგან, ეტლი ჩაუვარდა ალაზანში, მხოლოდ მაშინ გაახილა თვალი აქაურმა ადმინისტრაციამ, მხოლოდ მაშინღა გაგზავნეს ჩაფრები, რომ ამ უკანასკნელთ ცემა-ტყეპით გამოერეკნათ სოფლის ხალხი ხიდის გასაკეთებლად. ამ ჟამად შილდა-ენისლის საბუე-გრემის და შაქრიანის ხალხი ხიდზედ მუშაობენ ესეც არაფერი. ჩვენის გლეხის ჭირნახული ისევ ვაჭრების ხელში გადადის. 20 — 30 მანეთში 15 — 20 საპალნე ღვინოს ართმევენ ვაჭრები გლეხებსა! ნუ თუ საზარელის უსინიდისობის (ვაჭრების მხრით) მოვლენის მოსპობა ადმინისტრაციას არ შეუძლიან?! — შეუძლიან, ბატონო, და ადვილადაც შეუძლიან. აი როგორ: ვაჭრები დაუბრკოლებლივ უკანონოდ ჰღარცლავენ გლეხს მაშინ, როდესაც ამავე გლეხს სახელმწიფო ხარჯი ჯერ არ გადუხდია, როგორ გგონიათ: ნუ თუ სახელმწიფო ვალი უფრო დიდი და შეუწყნარებელი ვალი არ არის, ვიდრე კერძო, ვიღაც პოღოს-მიკირტუმასი?! რასაკვირველია, მაშ როგორ და რისთვის ხდეაბა, ვიმეორებ მე, რო სახელმწიფო ხარჯი მოუშორებელი რჩება და გერძო კი ერთი ათად იხდება. ადმინისტრაცია, როგორც სახელმწიფო კანონების წარმომადგენელი, თუ შენიშნავს რაიმე კანონის წინააღმდეგს მოვლენას, მოვალეა სასტიკი ყურადღება მიაქციოს, და მოსპოს იგი და დამნაშავე დაასჯევინოს. განა არ შეუძლიან ადმინისტრაციას თავის მაზრაში საქმე ისრე დააყენოს, რომ გლეხს ხაზინის ვალი მოაშოროს და მიკირტუმასიც რომ კერძო მოვალემ ის გამოართვას გლეხსა, რაც ეკუთვნის და არა ერთი ოცად, ანუ მთელი წლის მოსავალი.... მკითხველი იფიქრებს: იქნება ადმინისტრაციამ არ იცის ეს ამბებიო — იცის, ბატონო, როგორ არ იცის, თორემ აი რა ილაპარაკა თვითონ ერთმა მათგანმა ბულვარზედ: „№ სოფელში ვიყავი. სასამართლოში შევედი დასათვალიერებლად სასამართლო ვაჭრებით იყო სავსე (მოსავლის და მოკრების დრო გასლავთ), მხოლოდ სამი-ოთხი გლეხი იყო მათშორის, ერთს ვაჭარსა ვკითხე: რას აკეთებ აქა-მეთქი? — მან თამამად მიპასუხა: ღვინოები მაქვს დაბეჭდილი ჩემს ვალშიო ერთის გლეხისა — ვინ დაბეჭდა და ვისის ბძანებით? კვალად ვკითხე მე. — მამასახლისმა ჩემის თხოვნით, დინჯად მიპასუხა ვაჭარმა. — ლისტი გაქვს სასამართლოდგან? ვკითხე მე. — არა! მიპასუხა გაბღინძულმა, — ვის მართებს შენი ვალი? ვკითხე ჩემს მოასეს — აი, მაგ კაცსა, მიპასუხა ვაჭარმა... გლეხმა-კაცმა, ჰსთქვა ადმინისტრაციის, მოხელემ: შემომჩივლა: სამი (მგონია) საპალნე მემართა და სამი (მგონია) ქვევრი დამიბეჭდეს შენი ჭირიმე რამდენი ვეხვეწე რომ დავურთო მაინც და მერე რაც გნებავს ქენით მეთქი მაგრამ შემოცვივდნენ მარანში და დაბეჭდეს ეხლა სულ-ერთიანი დაძმარებულა ღვინო და დამბეჭდავი—მოვალე ღვინოს აღარ იღებს — გაფუჭებულია, რად მინდაო!...“ ეს გვიამბო ადმინისტრაციის მოხელემ და თუ ესა ჰსთქვა ადმინისტრაციაში მჯდომარემ მაშასადამე სცოდნია რა ხდება და რა ოინებს სჩადიან ვაჭრები სოფლებში. შეიძლება თვითეულად ყოველი ბოროტ-მოქმედება არ იცოდეს ადმინისტრაციამ, მაგრამ საზოგადოდ ხომ შეტყობილი აქვს ვაჭრების და მამასახლისების ოინები სოფლებში...

ერთი ამბავიც, რომელიც ამტკიცებს, თუ როგორ ბოროტ-მოქმედობს ერთი მოხელეთაგანი, რომელიც არც პოლიციას და არც სუდს არ ეკუთვნის. ერთი ტუსაღი მუშაობდა სთხრიდა მიწას ხეების ჩასარგავად, მე მივედი და ვკითხე მიზეზი მისის დამწყვდევისა. მან თავი გაიქნივა და დაღონებით მითხრა: „რა ვიცი, შენი ჭირიმე №-ს მივედი და შევსჩივლე — ვენახს მართმევენ და მიშუამდგომლე მეთქი. N-მა ათი თუმანი ქრთამი მთხოვა, აბა მე საცოდავი სად ვიშოვიდი და უარი ვუთხარი. ამაზედ განრისხდა №-ი უბძანა მამასახლისსა და დამაჭერინა, ვარ ეგრე, არც ნაჩალნიკმა იცის. არც სუდიამ... მე პირ-დაღებული დავრჩი ამ ამბისაგან და გამოვბრუნდი... ადმინისტრაცია თავს იმართლებს და იტყვის — ეს ჩემი საქმე არ არისო....

ამ ნაირად და ამ მდგომარეობაში გახლავსთ თელავში საქმეები... ვგონებ, რომ ამ გვარი საქმეები ღირსნი არიან ყურადღებისა „უპატრონო ცხვარს მგელი შესჭამსო,“ სწორედ ასე მოსდით თელავის დაბალს ხალხსა. აქაერი ვაჭრები თავის ნებაზედ იქცევიან, ტაქცია ფეხებზედ კიდიათ შრატიშვილებსა (ყასპების გვარია). ჩემის ყურებით გავიგონე შრატიშვილის შაქარასაგან, როდესაგ ტაქციას აკრავდნენ: „თქვენი ტაქცია ნ.....ა.......თო!!“ ისე გათამამებულნი არიან აქტურნი უასპები, რომ თუ უთხარით რამე გაგლანძღვენ კიდეც-ჩემი ნებაა და ამ ფასადა ვყიდიო; ან კიდევ: თუ გინდ წაიღე, თუნდ არა, აჰა შენი ფული! (და გადმოგიყრიან ფულს)... რა უნდა ჰქმნას საწყალმა მსყიდველმა? ცარიელი ხომ ვერ წამოვა და მხოლოდ კისრის ნაჭერიც რომ იყვეს უნდა წაიღოს, ისიც დაყვავების შემდეგ... არც სხვა რამ ხორაგეულობა აქ იაფი. მეთევზეები არიან აქ, ბატონო, მეტის-მეტად გათამამებულნი! აეროლებული თევზიც რომ იყვეს — ხმა ამოუღებლივ უნდა წამოიღოთ, თორემ თუ ხმა გაეცით სრულებითაც არ მოგცემთ!... „გასტინიცაა“ თელავისა და ძვირად უიდიან უოველის ფერსა; ასე რომ მომსვლელი თელავის სტუმარი შიშით ვერც კი ჩამოხდება აქა. კერძი, რომელიც შესდგება ერთის პატარა ხორცის ნაჭრისაგან — 25 — 30 კაპეიკად არის ყოველთვის. თუ ერთს დღეს ვერ გაასაღეს ყველა კერძები მეორე დღისა. თვის შეინახავენ, ხან მესამისათვისაც. ერთი ახირებული კაცი იყო ამას წინად თელავში, „გოტინიცაი“ იდგა ემუქრებოდა დახლიდარს, თუ ქართული ლაპარაკი გამაგონეთ აქა — არ ვიცი რას დაგმართებთო! ამ დროსვე აქ ოლქის სასამართლოს წევრებიც იყვნენ ამათ შეუთვალა (ზემო სართულში იდგნენ) „ახირებულმა: რადგანაც მე ქართული ლაპარაკი საშინლად მძულს და ცუდ გუნებაზედაც გავხდები ხოლმე გაგონებაზედ — გთხოვთ ერთი ოთახი დამიცალოთ — მე მანდ ამოვიდე და თქვენ აქ ჩამობძანდეთ...“ თქვენგან არ მიკვირს! მოსკოვიდამ ხაბაზების დაბარებისა არ იყოს და ქართულის ანდაზისა — „ჩემი, შენი“ ვინ დაუთმობდა ამ უბადრუკს ოთახსა! გესმით! საქართველოში მოსამსახურე კაცს სძულს ქართულის გაგონება; ქართველთ შორის მცხოვრებს კაცსა ეჯავრება ქართულის ენის გაგონება!.. აბა ამასა ყოლია ბლომად მწერები; აბა ამასა კლებია ბლომათ „ზემოთა ეტაჟებში!...“ ოლქის სასამართლოს განყოფილებას, რომელიც წარსულის ენკენისთვის განმავალობაში თელავში იმყოფებოდა საქმეების გასარჩევად. ზოგი ემადლიერება, ზოგიც ემდურება. ზოგი პირ-და-პირ აღიარებს; „ბევრი უსამართლობა გასწიესო.“ რამი დენად მართალია ეს ხმა — რა მოგახსენოთ, მაგრამ სიმართლე მაიძულებს ჩემის მხრით ვსთქვა ის, რაც შევნიშნე ოლქის სასამართლოს პატივ-ცემულს წევრებში. საფუძვლიანი სამდურავია ხალხისაგან წევრე–ბისადმი, რომ ცხრა საათისათვის ხალხს იბარებდნენ და თვითონ კი შუადღეზე ადრე არ მობრძანდებოდნენ სასამართლოში — მათ ამ დროს ეძინათ!... დიდი შეცთომაა ეს წევრების მხრით. (აქაურებიც. ამათა ჰბაძვენ, ბატონო, ესენიც ნამდვილად 12 აათზედ მობძანდებიან ხოლმე განსამართლებლად!) რა ქმნას საწყალმა შორიდგან მოსულმა დაბარე- ბულმა კაცმა.“ ხშირად მოხდებოდა ხოლმე, რომ დაბარებული დილის ცხრა საათიდგან საღამოს ცხრა საათამდე მშიერი იდგა „ტაძარსა შინა თემიდისასა...“ ეჩივლა? — ვისთან? მოსამართლეები თვითონ თყვნენ აბა, მათთან მათზედვე როგორ გაბედავდნენ ჩივილს?! კინ იტყვის: „დედა-ჩემი ავიაო!“ მზის ამოსვლამდის, ბატონო, ქაღალდის თამაშობაში ატარებენ დროსა და დილით თავის დროზედ როგორღა მოვიდოდნენ?!.. ეჰ, რა ვუყოთ, ახლანდელს დროში ყველა დაბალს ღობეზე სცდილობს გადახტომას... ვითომ ტფილისშიაც აგრე გვიან მობძანდებიან ხოლმე უფალნი წევრნი „ტაძარსა შინა თემიდისასა?“ — ამ კითხვის პასუხს უმორჩილესად ვითხოვ თქვენგან უფ. რედაქტორო.

ამ ცოტას ხანებში დიდი დავი-დარაბა ჰქონდათ ერთმანეთში აქაურს სამოქალაქო სასწავლებლის მასწავლებელთ. ერთი ყველას ემდუროდა, უველა ერთსა. რომელი მართალი იყო და რომელი მტყუანი — რა მოგახსენოთ: ეს კი ნამდვილია, რომ ორივე მხარემ საჩივარი ან ცნობა გაგზავნა უფ. სტრელეცკისთანა თქვენ, მკითხველნო, ადვილად მიხვდებით, რომ მასწავლებელთ შორის განხეთქილების დროს მათის მოსწავლეების მდგომარეობა მიემსგავსება იმ კოზაკსა, რომელიც წაკიდებულმა აქლემებმა შუაში გაჭელიტეს... ვნახოთ როგორ გაარჩევს ამ სხეურადღებო საქმეს უფ. სტრელეცკი.. რა კი თელავზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ორიოდე სიტუვას აქაურს ქალების წმ. ნინოს სასწავლებელზედაც ვიტეკი. აქაურის „კლასნი დამებისათვის,“ როგორც ეტუობათ. უმთავრესს პედაგოგიურს ჭეშმარიტებას, რომ „პირველ-დაწყებითი სწავლა ყველგან და ყველასათვის სამშობლო ენაზედ უნდა მიდიოდესო,“ კლანჭი არ გამოუკრავს? კლანჭი არ გამოუდვია ამ ჭეშმარიტებას „კლასნი დამებისათვის,“ მეთქი, თორემ ესენი უწინდებურად რუსულიდგან არ დააწვებინებდენ პატარა სოფლელს ქართველს ქალებსა. ერთის სიტყვით, ამ საქალებო სასწავლებელში პირველ-დაწყებითი სწავლა ქართელის მაგიერ რუსულად მიდის. მით უფრო გასაოცარია ეს მოვლენა, რომ ამ სასწავლებელს ადგილობრივი-თელავის და სიღნაღის მაზრების თავად-აზნაურობა ინახავს თავის ხარჯით!

გაღმა მხარშიაც გახლდით. სხვათა შორის ვიყავ საცხენისში, სადაც კვლავ გადიტანეს საცხენისის შკოლა, რომელიც დიდოელების აჯანყების დროს თელავში იყო გადმოტანილი. რასაკვირველია უნახავად არ დავტოვე სასწავლებლის შენობა, მით უმეტეს, რომ მიმავალს წელში განაახლეს და დახარჯეს 12000 მანეთი! განახლება იკისრა თვით შკოლის ზედამხედველმა, უფ. არაქეშიშევმა და მიიღო კიდეც 12000 მანეთი ხაზინიდამ. ჩემის ფიქრით ამ ფულით სრულიად ახალი სახლი აშენდებოდა შკოლისათვის. შევედი ოთახებში, მეგონა სულ ვარაყით იქმნება შემკობილი მეთქი, მაგრამ სამს-ოთხს ოთახში ვარაყის მაგივრად ისეთი ტბები იდგა, რომ ნავით თუ გახვიდოდით, თორემ კაი მცურავიც შეშინდებოდა შიგ შესვლას! თურმე ისე კარგად განუახლებია უფ. უარაქეშიშევს შკოლის შენობა, რომ როგორც გარედ. ისე ოთახებში ჩამოდის წვიმა!... ახალის იატაკის მაგიერ, ძველი იატაკი გაუშალაშინებინებია და წითელი წამალი წაუგლესინებია, ვითომ მუხანათობას ვერ შემიტვობენო, მაგრამ ჭკვიანს ჭიებს ისე დაუბუდებიათ შიგ, რომ თვითოს 15—20 ოთახი გაუკეთებიათ და წამალის წასმისათვისაც ძრიელ გაჯავრებულან. ამდგარან — მატლები, აუღიათ, ჯერ ბურღვებით დაუხვრეტიათ მთელი იატაკი და ნახერხი ნიჩბით ამოუურიათ ზემოთ: ასე რომ თვითეულს ნახვრეტის გარშემო მთელი გორა ნახერხი აგროკია ყოველს დილით!...

ხე-ტყე, ბატონო, სახელმწიფო ტყიდგან გამოუზიდნია უფ. ჟ. უსასყიდლოდ, ცაცხვის მაგივრად წიფელი მოუხმარებია.

შკოლასთან დაახლოებულ პირებმა დამარწმუნეს, რომ როდესაც რევიზორი მოვიდა სახლების მესამოწმებლად, პირველს საღამოს დათვალიერების შემდეგ ძრიელ განრისხებული და უკმაყოფილო გამომეტყველება ჰქონდა უფ. რევიზორსო. უფ. ე. დაფიქრებული დაიარებოდაო. მაგრამ მეორეს დღეს იქ დამსწრეების გასაოცრად რაღაც მანქანებით რევიზორი ფრიად გახარებული, კმაყოფილი და აღტაცება - ში იყოვო და დიდადაც მოიწონა სახლებიო!..

თავი მომჭრან, თავი, თუ ამ სახლების ახლანდელი გადაკეთება 12000 მანეთი ეღირება!! ბერჯელ ყოფილა გაზეთებში, რომ უფ. ყარაქეშიშევი ცუდად აჭმევს და ასმევს შეგირდებსაო. (მეც ვამტკიცებ) მაგრამ შთავრობა მაინც ყურადღებას არ აქცევს ამ ბოროტ – მოქმედებასა. ეს საქმე უფრო უფ. სტრელეცკის შეეხება დროა ყმაწვილები გამოიხსნას ამ საშინელის „ფული-ყლაპისაგან“... დროა, აგრეთვე, მეც გავათავო ჩემი წერილი...

რ. ძამსაშვილი — ც.

ქ. თელავი, 1879 წელსა.
2-ს გიორგობისთვეს.

7 რა არის საზოგადოება (პუბლიკა) და სად უნდა ვეძებოთ იგი.

▲back to top


რა არის საზოგადოება (პუბლიკა) და სად უნდა ვეძებოთ იგი.

(ისპანიური სატირა ლარრასი.)

მე ბუნებით ისა ვარ, რასაც ჩვეულებრივ ლაპარაკში ეძახიან: „ძროხა კაცს, უბადრუკს, ჭკუის გლახას. ყოველს ამას ეხლავე დაინახავთ ჩემის წერილისაგან. ერთი, მხოლოდ ერთად-ერთი წუნი მჭირს და იგი წუნი იმაშია, რომ ბევრი, ძალიან ბევრი ლაყბობა ვიცი და ჩემს აზრს წამოვიყრანტალებ ხოლმე არა მკითხე მიამბესავით. უნდაო, თუ არა, ყოველს ლაპარაკში ჩავეჩხირები ხოლმე, ყოველს საგანზედ ჩემს საკუთარს აზრს შევადგენ და მართლა სულელსავით ვატყაპუნებ იმ აზრს ხან აქედ და ხან იქით. ღმერთმანი თავს ვიტკენ იმისათვის რომ ჩემი აზრი უადგილოა. თუ ადგილზეა. მე კი წამოვროშავ ხოლმე და სხვისას არ დაგიდევ. ვინც ამ მცირე მოთხრობით ცოტათი მაინც გაიცნო. ჩემი თავი, რასაკვირველია, არ იოცებს, რომ დღეს მე ჩვეულბრივის უბედობის საღერღელი ამეშალა და მინდა ვიყბედო მაგრამ არც კი ვიცი რაზედ მოვუგე ლაქლაქს. ეს კი განვიზრახე, რომ უნდა დავწერო რამ „საზოგადოებისთვის“ და სწორედ მოგახსენოთ არა კი ვიცი „საზოგადოება“ რას ქვიან და რა არის. აი ფეხი გამოვყავ თუ არა მწერლობის ასპარეზზედ პირდაპირ ამ უცნობს საგანს შევახალე შუბლი. რაკი ესრეა, მაშ დეე ეს საგანი შეიმქმნას კიდეც საგნად ჩემის პირველის წერილისა მართლადაც ჯერ ყველაზედ უწინარეს ვიდრე „საზოგადოების“ გულისათვის შრომას გავწევდეთ. და ღამეებს უძილოდ გავათენებდეთ, საჭიროა ვიცოდეთ, ეგ ვაჟ-ბატონი საზოგადოება რა წითელი კოჭი ბძანდება.

სიტყვა „საზოგადოება“ რომელიც ყველას ენაზედ დაუხვევია, რომელიც ყველას მოწმად მოჰყავს ხოლმე თავის აზრის დასამტკიცებლად, რომელზედაც ყველა ამყარებს თავის საკუთარს წადილს და მართულებას, - ერთის სიტევით, ეგ სიტყვა „საზოგადოება“ რა არის? ცარიელი სიტყვაა, ყოველს აზრს მოკლებული, თუ რაიმე ნამდვილის აზრის მქონებელია? იმის მიხედვით, რომ სიტევას „საზოგადოებას“ ხშირად ხმარობენ, იმის მიხედვით, რა როლსაც თამაშობს ეგ სიტყვა ქვეყნიერობაზედ, რა მრავალ გვარს ზედ-შესრულებით რთავენ, რა რიგად პატივს-სცემენ, — სიტვა „საზოგადოება“ უნდა იყოს მართლა ერთი რამ ნამდვილად მყოფი საგანი და დიდის მნიშვნელობისაცა. ხომ ამბობენ „განათლებული“ საზოგადოებაო, „დაწინაურებული“ საზოგადოება. „პირუთვნელი“ საზოგადოება, „პატივცემული“ საზოგადოებაო, — ჰსჩანს რომ „სზაოგადოება“ მართლა არის რაღაც რამ, სჩანს რომ „საზოგადოება“ არსებობს. ამაზედ გული დავაჯეროთ და ეხლა ეს ვიკითხოთ: რა არის საზოგადოება“ და სად უნდა გვეძებოთ იგი?

სწორედ ამ განზრახვით მე ავიკიდე ჩემი გუდა-ნაბადი და გამოვედი შინიდამ, რომ ქუჩებში დავუწყო ძებნა „საზოგადოებას“, თვალი ვადევნო რა წითელი კოჭია და რაც განსაკუთრებითი თვისება შევნიშნო ამ „პატიგცემულს“ ვაჟ-ბატონსა ჩემს სახსოვარს წიგნში ჩავწერო. ჯერ უველაზედ უწინარეს გავწიე საცა დიდი ხალხი გროვდება. ამისათვის ამოვირჩიე კვირა დღე მრავალი „ჩინოვნიკები“, მრავალი უსაქმო და საქმიანი, ქალი, თუ კაცი, მორთული, გამოპრანჭული ფუსფუსებდნენ ქუჩებში, შედიოდნენ საედარში, რომ ხალხში გამოჩნდნენ და სხვებიც ნახონ; მერე გამოდიოდნენ და მირბოდნენ სადარბაზოთ. თუ სახლის პატრონები შინ არ დახვდებოდნენ და ან არ მიიღებდნენ, სადარბაზო ბილეთებს სტოვებდნენ; თუ მიიღებდნენ, მოჰყვებოდნენ ლაპარაკს ტაროსზედ, რომელიც სწორედ გითხრათ. ვერაფერი სალაპარაკოა ოპერაზედ თეატრზედ, რომელისაც არც მთქმელს და არც გამგონს არასვერი არ გაეგებათ და სხვ. ამოვიღე ჩემი სახსოვარი წიგნი და ჩავწერე: „საზოგადოება დაიარება საყდრებში, საზოგადოება ირთვება და იპრანჭება, საზოგადოება აგეთებს ვიზიტებს, რომლისგამოც თვითონ ბეზრდება და სხვასაც თავს აბეზრებს, — მაშასადამე, საზოგადოება (ვითხოვთ მის ნებართვას) ტყუილ უბრალოდ კარგავს დროს და ქარაფშუტაობაში ატარებს თავის ცხოვრებას . “

ახლა მივდივარ იქ, საცა ხალხი სასეირნოდ გადის. აქ კი სწორედ მოგახსენოთ, ძნელია კაცმა სთქვას რაიმე „საზოგადოების“ შესახებ. ერთადერთი აზრი, რომელიც შესაძლოა კაცს აქ თავში გა- მოეკვანძოს ის არის, რომ „საზოგადოება“ გადის სასეირნოდ იმისთვის, რომ ყლაპოს მტვერი, ძლივ აუქციოს ფეხი გამვლელ-გამომვლელს, მუჯლუგუნები მიიღოს და თვითონაც უთავაზოს; ზოგი გადის იმისათვის, რომ თავისი ეკიპაჟი დაანახვოს ხალხს, ზოგი იმისათვის რომ შუხლი გაიმართოს ქვევითად სიარულითა, ზოგი თავის გასართობად, ზოგი არშიყობის ბადის სასროლად და დანარჩენები კი ბილეთების ასაღებად ცირკში, თეატრში, თუ ოპერაში და სხვ.“

აი დაბინდდა კიდეც, მეც წამოვედი, ხან ეკიპაჟს ვცდილობ მო- ვერიდო, ხან ცხენოსნებს — ყველაზედ უფრო სიშიში საზოგადოება რომელია — და ვეშურები შესვლას ყავახანებში, სასტუმროებში, რესტორანებში, რომ „საზოგადოება“ ვნახო და გავსინჯო შევნიშნე, რომ „საზოგადოებას“ იქ უფრო ჰუვარებია თავის მოურა, საცა უწმინდურობაა საცა უფრო ცუდად აჭმევენ და ასმევენ და არა იქ, საცა სივაქიზეა, სიკეკლუცეა, საცა კაი საჭმელი და სასმელი იციან. აქედამ ის აზრი გამომეავს, რომ საზოგადოება რაღაც თვით-რჯული და თვით-ნება ყოფილა. აბა აქ არის ლაქლაქი და ალიანქოთი აი! რამდენ ნაირი ლაპარაკია, — ვინ მოსთვლის. აგური იქ ჯარის-კაცნი შეგროვილან ჯგუფად, აგერ აქედ ადვოკატები, პატარა მოშორებით ჟურნალი მეგაზეთენი, ყველანი ყვირიან, ხელებს აფათურებენ, ჩხუბობენ, ბაასობენ იმისთანა საგნებზედ, რომლისაც არც თავი გაეგებათ, არც ბოლო, აგერ უფრო მოშორებით ოთხი უკბილო ბებრუცანა კაცი დგას და სძრახვენ ახალგაზდობას. არა ესმით რაო, გრძნობა არა აქვთო, არა აქვთ არაფერი ნიჭიო — არა გავს ჩვენს დროსაო“ და სხვ. და სხვ. ერთის სიტყვით, ყველგან და ყველანი მითამ ჭკვიანობენ და ჭკუა კი არსადა ჰსჩანს.

მე ამას ყოველს ფერსა ვხედავ, ყოველის ფერი მესმის, გულში მეცინება და ვწერ ჩემს სახსოვარს წიგნში: „განათლებულ საზოგადოებას უყვარს იმისთანა საგნებზედ ლაპარაკი, რომლებისაც არა გაეგება რა”.

ვიხედები აქედიქით: ღვინო წყალსავით ისმის, ბახუსმა თავისი ქმნა: გაუხურა ტვინი „პატივ-ცემულს“ საზოგადოებას, რომელმაც ლამის თავის-თავისაც ვეღარა გაიგოს რა. მინდოდა ჩემს სახსოვარს წიგნში ჩამეწერა: „პატივ ცეული საზოგადოება“ ითვრება მეთქი. მაგრამ ღმერთმა უშველოს, კარანდაშს წვერი მოსტყდა და რადგანაც იქ დრო არ იყო კარანდაში გამომეჭრა, ეს სიტევები დამრჩა მარტო ჩემს ხსოვნაში.

იმავე დროს სხვა ჯურის ხალხი ბილიარდს თამაშობს, ან ღამეს ათენებს ქაღალდის თამაშობაში, მაგრამ ამ ჯურის ხალხზედ სიტყვას არ გავაგრძელებ, რადგანაც ეს ხალხი, ჩემის აზრით, ყველა, „საზოგადოებაზედ“ უუგუნურესი საზოგადოებაა.

აი თეატრის დროც მოვიდა. მივდივარ თეატრში და გულში ვფიქრობ: იქ მაინც ვნახავ მეთქი ნამდვილ „საზოგადოებას,“ მოვისმენ მის საბუთიანს მსჯელობას, განწმენდილს გემოვნებას და „სიმართლით გამოთქმულს აზრს. შევედი, ვნახე რაღაც ახალს კამედიას არდგენენ. ერთი ნაწილი საზოგადოების რაც ძალი და ღონე აქვსთ ტაშს უკრავს, მეორე უშტვენს. ზოგი ამბობს ჩინებული კამედიააო, სხვანი კი, ღმერთმა შეინახოსი არაფერსა ჰგავსო, საძაგალი რამ არისო. ერთის სიტვით, თავი და ბოლო არავისი გაიგება.

თან-და-თან უფრო გაოცებულმა ამ ჩემის საგნის ოინების გამო, მივმართე ჩემზედ უფრო განათლებულ და მცოდნე კაცებს. გკითხე დაწუნებულის კამედიის დამწერს: „საზოგადოება“ რა არის მეთქი? და იმან მიპასუხა: ისა ჰსჯობია გეკითხათ, რამდენმა სულელმა უნდა მოიყაროს თავი, რომ მით „საზოგადოება“ შესდგეს.“ იგივე ვკითხე მოწონებულის კამედიის დამწერს და მითხრა: „საზოგადოება არის კრება განათლებულთა გვამთა, რომელნიც გამოჩენილ თხზულებას აფასებენ ხოლმე ღირსებისამებრ თეატრებში.“ ჟურნალ-გაზეთებს ჰგონიათ, რომ მათს ხელის მომწერთა წრის გარედ საზოგადოება არ არის. თუ ეგრეა, ისპანიურს პუბლიცისტებს დიდი „საზოგადოება“ არ ეყოლებათ!... მე ვიცი, თვლას ვერ აუვლენ.... ადვოკატებს გონიათ, რომ „საზოგადოება“ მარტო მისთა მრწმუნებელთაგან შესდგება; ექიმს ჰგონია, რომ „საზოგადოება“ ჩემი ავად-მყოფი ხალხიაო და იმის ხელობის წყალობით ეგ მისი საზოგადოება დღე და დღე კლებულობს და სხ. ამ სახით შუაღამემდინ ვიცადე და „რა არის საზოგადოება და სად უნდა ვეძებოთ იგი,“ — ამაების გადაწყვეტილი, გარკვეული პასუხი ვერ მივიღე.

მაშ ვიღაა საზოგადოება? ისინი, რომელნიც წარა-მარად დაეთრევიან, შიშველის დედა-კაცების სურათებს ყიდულობენ და პოლ დე–კოკის რამანებს კითხულობენ. თუ ისინი, რომელნიც ალპობენ მაგაზინების თახჩებში სამეცნიერო წიგნებს, კლასსიკებს, გომერის თხზულებებს? ისინი, რომელნიც დღე და ღამ იმისთვის დაწრწიან რომ როგორმე იშოვონ ბილეთი გამოჩენილ მომღერალის ქალის სანახავად. თუ ისინი ვინც ამ ბილეთებს ყიდულობენ, რომ გაჰყიდონ მოგებითა? ისინი, რომელნიც ხალხის აფეთქების დროს სწვენ, თოფიხვრეტენ, ახჩობენ, თუ ისინი, რომლნიც მშვიდობიანობის დროს ყელა ფერს ითმენენ. გულ-მოდგინეთ პირ-ფერობენ და საქმეებს ირიგებუნ?

კი თვითონ მსჯელობა საზოგადოებისა — ეგ ხმა ქვეყნისა რაში მდგომარეობს? იმაში თუ რომ იგი მსჯელობა, იგი ხმა ფეხთქვეშა სთელს ხოლმე ყოველს კანონიერებას და სიმართლეს? ან იქ–ნება იმაში, რომ საუკუნოდ შეურცხვენს ხოლმე სახელს გონიერს კაცს, რომელიც არ გადის დუელში თუ ერთმა ბრიევმა ვინმე აწყენინა რამ? ანუ იმაში, რომ დიდის ალიბის მტაცებელსა გმირის სახელით აქებს და ადიდებს და ორი შაურის ქურდსა კი სახჩობელაზედ გზავნის?

ნეტა რაო ჩემოო, რომ ამ საზოგადოების მოწეალის თვალის მოსაზიდავათ, დაუღალავი და რომის მოყვარე მწერალი მთელს თავის სიცოცხლეს წერაში ატარებს. ანუ ნიჭიერი მოთამაშე თეატრისა ყვირის და იქნევს ხელებს მთელი თავისი დღენი? რაო ჩემოო, რომ ვაჟ-კაცი მეომარი სიკვდილს არ ერიდება, ოღონდ მის წინ თავი ვით სახელოო? რაო ჩემოო, რომ ამოდენა ხალხი თავს იკლავს, ოღონდ რითიმე თავი გამოვიჩინოო. „საზოგადოების“ წინაშეო?

ამაებს რომ გამოვუდგე შორს წავა. ძილის დროც მომივიდა. რაც სახსოვარს წიგნში ჩამეწერა და შემენიშნა ხელმეორედ გადავიკითხე. გადავათვალიერე და აი ორ ნაირი დასკვნა დაგდე:

ჯერ პირველი ისა, რომ „საზოგადოება“ მარტო მიზეზი ყოფილა, მარტო ფარდა ყოფილა თვითვეულის წევრის საკუთარის გამორჩომისათვის. მწერალი ბღაჯნის ქაღალდს, „საზოგადოებას“ ფულს ართმევს იმ მიზეზით ვითომ იმისთვის იღვწვის, საზოგადო სიკეთისათვის ცოდვილობს: ექიმი და ადვოკატიც იმავე საზოგადოების საკეთილოდ მოქმედობენ, რომ ჰკითხოთ მკერვალი, წიგნის გამყიდველი, მესტამბე კერგენ, ბეჭვდნენ, ატყუებენ, ჰპარავენ ყველას იმავე კეთილის განზრახვითა. თვითონ მთავ... მაგრამ ესე რომ გავყვე მეტად შორს შემატოპინებს ჩემი ენა, ჩემი თავის ამიბავი რომ ვიცი, თუნდ ეგეც არ იყოს უნდა გამოგიტედეთ მეც თვითონ საზოგადოებისთვისა ვწერ და თუ ენას აღვირი მიუშვი, ჩემს ნაწერს საზოგადოებამდე ვინ მიუშვებს? მაშინ ჩემს ნაწერს მკითხველად მარტო მეღა ვეყოლები...

მეორე დასკვნა რაზედაც მე დავდექი იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს ერთიანი, ერთნაირი დადგრომილი, უცვლელი, ჭკვა დამჯდარი „საზოგადოება“, როგორც მრავალნი ამტკიცებენ, არამედ ყოველი წრე ცალკე საზოგადოებაა, და ამ სხვა და სხვა ყლორტებისა და ხასიათებისაგან არის შემდგარი მრავალ ფეროვანი სახე მისი, რასაც ჩვენ „საზოგადოებას“ ვეძახით. ეს უკანასკნელი საზოგადოება თვით ნებაა, თვით რჯულია, ცვალებადია, დაუდგრომელია; ყოველთვის უსამართლოა და წინ დაუხედავი არაფრის შემწყნარებელია და ყოველისფერის ამტანი გია; გულ-მოდგინეა ძველისათვის და უყვარს ახალიცა; უმიზეზოდ აპილპილდება, და უსაბუთოდ სჯის; მცირეზედ რაზედმე იფეთქებს. მცირეზედვე ჩაქრება; არც ის იცის რად უყვარს, არც ის იცის რადა სძულს თუმცა არც მის სიუვარულს და არც სიძულილს, სამძღვარი არა აქვს ხოლმე როცა ჯოგებრივ არის, თავ-მოურილი გუიკად, მაშინ ყველანი ერთად ერთს ამბობენ, ცალ-ცალკე კი სულ სხვას; მოსწონს მარტო გაიძვერა, ხერხიანი, ჩხავანა, შუათანა ქალი- ან დავიწყებების კაცი; არა – მყვირალა, ჩუმი, ნიჭით სავსე კაცი კი ან დავიეყრბულია მისგან, ან ათვალწუნებული; უმადურობით უხდის სამაგიეროს დიდს მოღვაწესა და კაი თვალით უყურებს მას, ვინც ეფერება და ატყუებს. დასასრულ ჩვენ ძალიან ვცდებით რომ ერთმანეთში ურევთ საზოგადოებას და შთამომავლობას; შთამომავლობა სულ სხვა არის: შთამომავლობა იგია, რომელიც თითქმის ყოველთვის არღვევს ხოლმე „საზოგადოების“ უსამართლო განაჩენსა.

8 საისტორიო მასალა

▲back to top


8.1 I გლოვის წიგნი იმერეთის მვფის სოლომონის მეუღლისა მარიამისა მიწერილი ქუთათელ მიტროპოლიტ დოსითეოსთან

▲back to top


I გლოვის წიგნი იმერეთის მეფის სოლომონის მეუღლისა მარიამისა მიწერილი ქუთათელ მიტროპოლიტ დოსითეოსთან.

თქვენო მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობავ ქუთათელ მიტროპოლიტო დოსითეოს.

მამაო საყვარელო ძმაო და მაზლო ჩემო, ოდეს განეხვნეს რისხვით საქანელნი ცისანი წარღვნად და აღსაწყვეტელად ყოვლისა ქვეყანისა, და ეჰა ვაი მყის მსგავსი მოიწია ჩემდამო და შთავარდი მე უქვეითესსა ფსკერსა უფსკრულისასა და დაშთომილ ვიქმენ მძაფრსა მრავალ ღელვასა ზღვისა მიერ, რომლისა არავინ მაქვს მოხვაიშნე და არცა მოველი კბოდესა მის ღელვისასა და ვიმყოფები საუკუნოდ დაუსრულებელსა ბნელსა უკუნსა და დაიფარა ქუფრითა და შავითა ღრუბლითა ბრწყინვალებაი ჩემი, შეიმუსრა ამაღლებული ტახტი ჩემი, დაეცნეს განბრწყინვებული პალატი ჩემი, და ბინდოვან იქმნეს შარავანდედნი გვირგვინისა ჩემისანი, განიპო პორფირი მეფობისა ჩემისა, და დაშრტის ორნივე სახედველნი ჩემნი, და დაირღვეს ყოველნი ალაგნი ჩემნი, და იავარ იქმნეს ჩემთვის სამეფონი ჩემნი და ნაცვლად სიხარულისა ჩემისა მწუხარებაი, ნაცვლად განცხრომისა ჩემისა და შვებისა ჩემისა ტირილი საუკუნო, ნაცვლად დიდებისა სიმდაბლე, ნაცვლად თავისუფლებისა ტყვეობა, ნაცვლად სიმდიდრისა სიგლახაკე და ყოველი ძვირ ხილულება, რომლისა ენა კაცობრივი ვერ შემძლებელ არს აღწერად. და ეს ვაი არღარა კმასაყოფელ არს ჩემდამო შემთხვეულება ესე ვითარი და უძვირესნი და უსასტიკესნი და უიწარესნი ნაღვლისა და უმკვეთლსი მახვილისა ორპირისა მოიწია ჩემდამო ძრწოლით ჩემის ხელმწიფის მეფე სოლომონის უჟამოდ უცხოებასა შინა გარდაცვალება. სახვებელმან სასმენელმან ისმინა და უბედური მის მიერ ქვრივად და ოხრად სახელდებულ ვიქმენ, ვაი ყოვლად უსამღვდელოესო, სადა-არს შენ მიერ შეყვარებული მეფე სოლომონ? ვეღარ შეამკობ დღესასწაულსა ბრწყინვალესა მის აღდგომისასა, აღარ ინებებ სასახლესა მისსა წირვასა ქალაქსა შინა ქუთაისს, არღარა მიეგებები მეფე სოლომონს ჯვარითა და ლამპრითა და ეგრეთვე ჩვეულებისაებრ არა ამბორს გიყოის და არა მიულოცავთ დღესასწაულსა. შემოგჩივი და შემოგტირი ჩემის ხელმწიფის მეფე სოლომონის გამიწებასა და მისს უძეოთ აღმოიფხვრასა ვაი სიდგან გელაპარაკები, ვაი ვითარ იტიროს ქვეყანა ესე უნდოსა და მწუხარებისა ჩემისა, რომელ მეფე იგი მშვიდი და მდაბალი და მართალი და ესრეთ განქარდა და არავინ დაშთა თვინიერ ჩემსა და უბედურისა დისა მისისა მაიასასა, რომელიცა ვართ ერთი ერთ-არს სისხლის ცრემლით შემტირალნი და მწარისა გოდებითა მყოფნი. ვაი ყოვლად უსამღვდელოესო, მშვენიერი მეფე სოლომონისა თავი შავის მიწითა იფარვისა, ვაიმე დაინთქა ჩემთვის ყოველი განცხრომა და ქვეყანა და წარხდის ყოველი შვება და სიხარული! მიგლოვდით ცანი და ქვეყანა და ყოველნი ნათესავნი და მხილველნი ჩემნი და მეფე სოლომონისა მე და მეფე სოლომონს, ვინაითგან ვიქმნენით ორნივე უცხოებასა შინა მდებარე, მაგრამ იგი განისვენებს ზეცისა სამყოფსა და წიაღთა შინა აბრაამისთა დავით მამისა თვისისათანა მსგავსად აბელისა და მიიღებს მრჩობლისა მოსვლასა ქრისტესსა, რომელიცა დაკლებულ იქმნა მისდამი სოფელსა ამას შინა და მე საუკუნოდ ვიწვები ალითა და მაქვს მე საუკუნოდ სიკვდილი და გოდება დაუცხრომელი.

ყოვლად უსამღვდელოესობისა თქვენისა მსახურების მოწადე უბედური, მკვდართა თანა შერაცხილი იმერეთის დედოფალი, დადიანის კაციას ასული მარიამ.

8.2 II. მეფის თეიმურაზ პირველისაგან გალექსილი გრემის სასახლეზედ

▲back to top


II. მეფის თეიმურაზ პირველისაგან გალექსილი გრემის სასახლეზედ

ეს ლექსები ბაღის სასახლეზედ ყოფილა დაწერილი

ღმერთი არს თავი ყოველთა, იგ ვაქოთ განვადიდოთო,
სამნი ნათელნი ერთად ვჰსთქვაო. მამა, ძე, სული წმიდოთო,
მისის ცნობითა განვნათლდეთ, გონება განვიწმიდოთო,
განვაგდოთ უსჯულოება, ნუ ვემჰსგავსებით დიდოთო.

აქ არის აშტი გუნბაზი, ბაღჩას ჰსდგას შუა-გულოსა,
შიგ ათას-ფერნი ყვავილნი, ვარდი გაშლილი გულოსა,
ცნობილთა კაცთა საჯდომლად ადრიდგან გამეგულოსა,
ჩემიმც ცოდვა აქვს ავს კაცსა, კარი არ დაუგულოსა.

აქ არის ბაზმის სობათი, სუფრის შემკობილობა,
დრო ახალ ნერგთა ყვავილთა ტურფა ვარდისა შლილობა,
ბულბულთა ბგერა, ყივილი, ხმა მჭევრად შეწყობილობა,
მუტრიბთა რასტი, მუღამი, სასმენელთათვის ტკბილობა.

თვითან ჰშვენის და აშვენებს წალკოტსა ბაღჩა ბაღასა,
თუ ლხინი გინდათ თქვენც ნახავთ, სხვას უკეთესსა რაღასა!?
გიაჯი ჩემს უკან ვინც დარჩეთ, პატრონსა, უმასა, აღასა,
ვინც უპატიოდ მიეპყრას, ცოლიმც მისი ჰავს ბაღასა.

სახლი შევმზადე სალხინოდ, მე მეფემ თეიმურასო,
შევამკევ კედელ-ყურენი, ვეჭვ თავსაც კარგად ბურავსო,
დავხატე ფერად - ფერადად ჰგავს რომე იყოს მურასო,
ტალახიანის ფეხითა, ნურავინ გამიმურავსო.

8.3 III ძველთა და ახალთ საქართველოს მელექსეთ სახელნი

▲back to top


III ძველთა და ახალთ საქართველოს მელექსეთ სახელნი

ნათქვამი მეფის თეიმურაზ პირველისაგან.

სხვას ლექსით ჩახრუხაძემან, შეამკო მეფე თამარი,
არ მებრალების საქებრად, თამარი მისი ჰამარი,
ვაი ამით რომ სრულ ვერ ჰყო, მალე უთხარეს სამარი,
მუდამ სხვას წიგნებს ვიკითხავთ, მაგრამ მისიცა სამარი.

როსტომიანი უთქვამსო, თურმანის ძესა ხოსროსა,
სხვა წიგნი მაშინ ძვირობდა, დაუწერია მას როსა,
დიდის საქმისა უცოდნა, ჰსჯერდება საქმეს მომცროსა,
ახლა ცუდად ჰსძეს მაგრამე, მოიხმარება მის დროსა.

ნანუჩას რუსთველის ნათქვამში ბევრი რამ გაურევია,
საბრალოს ვერ შეუწყვია, წმიდა რამ აუმღვრევია,
მასთან რას ჰსწერდა მის ლექსსა, სირეგვნე მას მორევია,
რუსთველი სიბრძნის ტბა არის და იგი არც მორევია.

ჯაგლაგსა ფავლევნის შვილსა, არ ვინ ათხოვებს ყურსაო,
მას ვეცხლი დაუმსხვრევია, და ვეღარ დაუყურსაო,
სულ მელექსენი შეჰყარნე, მაგრამ ამ ორთა მშურსაო,
რა დავაბრალო ჯაგლაგსა, ვერ მიჰყვეს ბედაურსაო.

ქაიხოსრომან შიგ ჩართვით, ლექსად ჰსთქვა ომანიანი,
ომანის სიმხნე სიქველე, ჯაჭვის ცმა მოემნიანი,
კარგად რამ უთქვამს მის გამო, არა ვსჰთქვა მისი ზიანი,
ყვავილშიც გამოერევა, სულითა ქუფრად რიანი.

ფარსადანის ძემ ნოდარ ჰსთქვა, ქება კარგა ბარამ გურის,
შვიდთ იყლიმთა ხელმწიფეთა, ხოტბა სრულის არ აგურის,
თვალნი თლილნი მოაფრქვივნა, გარევა ჰყო არ აგურის,
მის ლექსისა სასმენელად, მიპურობა ჰხამს კარგა ყურის.

გარსევან ჩოლოყაშვილსა, უთქვამს რამე რაებია,
კიტრი ხილად რაღას ვარგა, ვაშლი მოვა რაებია,
ესევე ჰსჯობს რაც მასმია, მისგან მონახსენებია,
გული ჰკვდება ნარგიზთათვის, თვალნი გაუსტერებია.

სულხანი, თანიას შვილი მეც მახსოვს იყო ჩემობას,
ცოდნა მას ქონდა ბევრი რამ, მაგრამ ჰსწამობდენ ჩემობას,
ამირან დარეჯანისძეს, უქებდა გამომჩვენობას,
თუმცა კარგათ სთქვა მაშინცა ნუ ჰგონებ რუსთვლის ოდნობას.

ბარძიმ ვაჩნაძემ საამის, წიგნი გალექსა ოდიშსა,
სხვას მელექსესთან ჯდომაში, უხამს იხდიდეს ბოდიშსა,
არ შეეძლო რისთვის ჰსთქვა გაიხდის საამ ბადიშსა,
ვეჭვ თუ არ ეთქვა მით უთქვამს საქმეს უზემდენ საშიშსა.

შემოქმედელი იაკობ ვახსენო, ბრძნად მოუბარი,
ამ ჟამად მას მეცნიერი არსად არა ჰყავს უბარი,
საღმთოს სიტყვითა შაირობს, არის საეროს გმობარი,
სრულად ამისთვის არ ვაქე, რომ იყო ჩემი მგობარი,

ფეშანგი ფაში ბურტუაძემ, ახლა ჰსთქვა ფირმალიანი,
სომხისგან კარგად ჩააგდეთ, სიმძიმით თვით ლიტრიანი,
გებრალებოდესთ საბრალო, ცხვარ-მოჭრით თვალი ცრემლიანი.
მე ვათქმევინე მაგრამე ვერა სთქვა მართალიანი.

სხვათ მელექსეთ არ ვახსენებ, არც ბააკა დოლიძესა,
არც დათუნა ქვარიანსს, შოთას რად ვერ წაბაძესა,
რუსთველმა ჰსთქვა კაცის კაცად, საქმე რამე დიდი ძესა,
ხედავთ ვარსკვლავთ სიმრავლესა, ვერ ედრება შუქით მზესა.

ქართველთ ენითა მელექსე, ვერ ედრებიან ამ ორსა,
რუსთველსა ენა რიტორსა, მეფესა ალვის ნამორსა,
ერთმანეთ რად გაბაასებთ უხამს თუ ჰყოფდენ ამბორსა.
სრულად იტყვიან უკლებლად, ჰამბავსა სპარსთა ნამჭორსა.

9 ხევსურული დალოცვანი

▲back to top


ხევსურული დალოცვანი

ხევსურთა დეკანოზთაგან გაგონილნი და მათის სიტყვით ჩაწერილნი 1865 წ.

I

დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება და გამარჯვება შენდა! რაც ღვთის დანაბადია. გეხვწება შენ, შენს ბატონობას; შენ მორიგე ღმერთო, არ მოგვიწუინო! შენს მეხვეწურსა, ჩოქის მომურელსა, მადლის მომთხოველსა შენ ნუ მიწყენ, ნუ მაიძულებ. რაც რომ გულზედ და მხარზედ გიძახებდეს იმაზე გაუგონე შენ შენი ბატონი, შენ შენი მორიგე ღმერთი არ მოგიწყენს მეხვეწურსა, ჩოქის მომყრელსა, მადლის მამთხოველსა. ველთ გასულს გიძახებდეს, შეიხვეწე, მგზავრობა მშვიდობისა მიე, ავდარს გაუდარე ლაღს მტერთან ჩაუფარე, მიწრიელ დაულაგმე, შინ მშვიდობით მოიყვანე. თუ რამ გამოვიდოდეს ღვთის კარზედ გამოშვებული ღვთის იასაული: ხორციელთ ჰბეგრებდეს, ყალანს ზიდევდეს, მაგის ყუდროს ნუ მიკერძებ, სხვა ყუდრო ალაგს მიასწავლე შენ შენის ბატონობის მოხრილი ჩოქილ მოთხოვნილი მადლი შეიურვე. რაც მხარზედ და გულზედ გიძახებდეს კაცისა, საქონლისა, ნაშვრალ-ნამუშავრისა მეშველი და მწყალობელიც იყავი.

II

მკვდრის დალოცვა

ღმერთო დიდება შენდა, ღმერთო მადლი შენდა! ღმერთო, დიდებისა და მადლის მეტი შენ არა მოგეხსენება რა. შენგანა გაჩენილი ყოველი სამართალი, ხვეწება კაცისა, ბარება სულისა. ღმერთო, იურვე, იხოიშნე: ღმერთო, რაც დაკლებია ნუღარას დააკლებ: ღმერთო, დაცემული აღადგინე, ატირდომილი გააცინე საცა ქრისტე პურობს, საცა ანგელოზი ჟამობს, ცოდვიანი ნანობს, მადლიანი გაისვენებს შამოვიდა ანგელოზი ფეხითა ქრისტესითა, ქრისტეო, დასწერე ჯვარი სულს ამას და სუფრას იმას! ცაო ქერუბისაო, ღრუბელო ნათლისაო. სხვათა მასწავლებელო დედაო დიდის მეუფისაო ალალად და მთავრად აცხონე სული მისი ვისიც სახელ ედების, სანთელს ენთების.

III

ქორწინების დალოცვა

ღმერთო, გეხვეწები, — ცა-რგვლის გამჩენო, ოქროს ტახტის დამდგმელო სანთელ - გვირგვინს გამჩენო, გეხვეწები იესო ქრისტესა, ცოლ-ქრმობის გამჩენსა ერთმანეთი შეაბერე, ბედიანი ჰქენ დოვლათიანი.

10 სხვა და სხვა ამბავი და ცნობა

▲back to top


სხვა და სხვა ამბავი და ცნობა

რომელი სახელმწიფო რამდენს ჯარს ინახამს მშვიდობიანობის დროს. ერთს ნემენცურს თხზულებაში მოყვანილია ცნობა მასზედ თუ რომელს ევროპიის სახელმწიფოს რამდენი სამუდამო ჯარი ჰყავს მშვიდობიანობის დროს და ამ ცნობებიდამა სჩანს შემდეგი: ყველაზედ ნაკლები ჯარი ჰყავს ჩერნოგორიას, სულ 100 კაცი: ლიუკსემბურგს — 513 კაცი; სერბიას — 4,222; საბერძნეთს — 12,000; რუმინიას — 12,750; დანიას — 18,106; გოლლანდიას — 32,000; პორტუგალიას — 35,733; შვეციას — 36,504; ბელგიას — 45,370; ისპანიას — 100,000; იტალიას — 220,620; ავსტრი-ვენგრიას — 292, 191; გერმანიას — 418.821; საფრანგეთს — 496,354; რუსეთს — 575,00. სულ ერთად ეს ჯარები შემდგარნი არიან 2,212,567 კაცისაგან; აქ კიდევ ზღვის-ჯარის კაცთა რიცხვი ორასი ათასი რომ დაუმატოთ გამოვა სულ - 2,637,000 კაცი. ამ ჯარების შენახვაზედ ყოველ წლივ იხარჯება ათას-ხუთასი მილიონი გულდენი. თითო კაცი — სულ ცოტა რომ ვსთქვათ — დღეში ერთის გულდენის საქმეს მაინც გააკეთებდა; მაშასადამე ამ სამუდამო ჯარების წყალობით ევროპა ყოველ დღე ჰკარგავს 2,637,000 გულდენსა და წელიწადში ცხრა-ას-ორმოც-და-ცხრა მილლიონსა. ამ დანაკლისს ისიც დაუმატეთ რომ 400,000 ცხენია ჯარებზედ მომცდარი.

— ყველაზედ ხნიერი კაცა ქვეყანაზედ. კოლუმბიაში, იქაურის ექიმის ხარნანდესის სიტყვით, აქამდის ცოცხალია თურმე ერთი კაცი, რომლის ხნისაც მთელს ქვეყანაზედ ადამიანი არ უნდა მოიპოვებოდეს. ხერნანდესი ამბობს მე ერთი კაცი ვნახეო. სახელად მიგუელ სოლისიო, სან-სებასტიანის ახლო-მახლოდამ არისო. დაბადებით. სოლისი ამბობსო, ას ოთხმოცის წლისა ვარო, მაგრამ მეზობლები კი ამტკიცებენ, რომ ბევრად მეტის ხნისა არისო. იქაური მოხუცებულები ამბობენო, რომ ჯერ ჩვენს ყმაწვილობაშიო. სოლისი ას წლიანზედ მეტ მოხუცებულად ითვლებოდაო. გარდა ამისა ერთი სიგელი გამოჩენილა 1712 წელს დაწერილი, რომელზედაც სოლისის ხელია მოწერილი და სოლისმაც აღიარა თურმე, მართალია ჩემი მოწერილიაო. ასე თუ ისე, სოლისი ეხლა ერთად-ერთი ადამიანია მეჩვიდმეტის საუკუნისა. თუმცა ასეთის დაუჯერებელის ხნისაა, მაგრამ მაინც კიდევ მხნეთა არის და არამც თუ ჭკუით თუ გონებით დაჰკლებია რამ, არამედ დღესაც მუშაობს თურმე თავის ხანგრძლივობას იმას აბრალებს თურმე, რომ ზომიერი და წესიერი ცხოვრება მქონდაო და ხორცი საჭმელად თითქმის არ მიხმარიაო.

— შვილიერობით მდიდარი ქვეყანა. ექიმი ავანიო ამბობს, რომ კოლუმბიის შტატის ხალხი საკვირველნი შვილიერები არიანო. იქ ერთს იმისთანა ოჯახს ვერა ახავთო, რომ ხუთმეტზედ ნაკლები ბალღი იყოსო. ერთს ოჯახი ამ მეცნიერს უნახავს ოცდა თოთხმეტი ბალღი, იმათ შორის რამდნიმე ტყუპი უოფილა; მეორე ოჯახში უნახავს ორმოც და-თორმეტი ბალღი. იქ ქალები თოთხმეტის წლისანი თურმე თხოვდებიან.

— მოდი და ნუ გამდიდრდება პარიჟი. შარშან პარიჟს იმოდენა ხალხი მოაწყდა სხვა ქვეყნებიდამ და საფრანგეთის სოფლებიდამ, რომ თავის დღეში არ ნახულა, ჯერ 1878 წლის ცხრა თვის განმავალობის რიცხვია მარტო გამოცხადებული და იქიდამ ჰსჩანს, რომ ამ ცხრა თვეში პარიჟში მოსულა 37.467.799 კაცი თუ ქალი, რკინის გზების გამორჩომას აღარ ვიტყვით და მარტო ქალაქს პარიჟს კი ამ ცხრა თვეში რამდენიმე მილიარდი ფრანკი შემოუვიდა. თუმცა ძნელად საფიქრებელია, რომ

ორთა-შუა რიცხვით თვითვეულს მოსულს ასს ფრანკზედ მეტი არ დაეხარჯოს, მაგრამ ასი ფრანკიც რომ მივიღოთ ანგარიშში, მაინც გამოვა რომ პარიჟმა ამ ცხრა თვეში მიიღო სამი ათას შვიდას ორმოც-და ექვსი მილლიონი ფრანკი. ამის შემდეგ რაღა საკვირველია რომ პარიჟი დღე და დღე მდიდრდება და ყვავის.

— ორი მოხერხებული ქურდობა. ერთს დიდი-კაცის ქვრივს, გათხოვილი ქალი ყოლია, რომელიც თგრმე ქმართან სცხოვრებდა. უკანასკნელს დროს ავათ ყოფილიყო. ქალი. ახალ-წლის მეორეს დღეს ერთი ვიღაც მოსულიო. დიდ-კაცის ქვრივთან და ეთქვა რომ თუ მალე არ მიხედეთ, თქვენს ქალს ცოცხალს ვეღარ მიუსწრობთო, ქვრივს ამ უეცარს ამბავზედ გული შემოჰყრია და როცა გულის ყრა გადასვლია და მობრუნებულა, უნახავს რომ ოთახში აღარავინ არის და ყუთები და ზანდუკები დაღებულია და აქოთებული, ძვირფასი ნივთები და ბანკის ბილეთები წაეღო თურმე ხერხიანს ქურდსა. ქალის სანახავად მაინც წავიდა და ქალი სრულებით კარგა მყოფი დახვდა. მეორე ქურდობა აი როგორ მომხდარა: ერთი მძიმედ აკიდებული მუშა მოდის თურმე ქუჩაში და დაეჯახა მაგას მანას; მინაცა და სხვა ფანჯარაში გამოწყობილი მინის ჭერჭელიც დაამტვრია. გამოვარდა დუქნიდამ პატრონი, დაეწია მუშას და დაუწყო წანახედი მიზღეო. მუშა დაეღრიჯა თურმე, აბა რა მაბადია, რომ გიზღოო. ორმა ამ დროს იქ შემსწრე კაცმა ურჩია დუქნის პატრონს, ჯიბეები დაუჩხრიკეო, უპოვი რასმეს და გადაახდევინეო. გაუსინჯა ჯიბეები და ათას ფრანკიანა ბანკის ბილეთი უპოვნა. მუშა ტირილით ემუდრება, — ნუ მართმევ, ჩემი არ არისო, ჩემის აღისააო. მაგრამ არაფერმა უშველა. დუქნის პატრონმა წაართო ის ათას ფრანკიანი ბილეთი შევიდა დუქანში, დაახურდავა ის ბილეთი, ორას ფრანკი წანახედის ფასი თვითონ აიღო. და დანარჩენი ხურდა 800 ფრანკის მუშას დაუბრუნა მუშა წყევლით და ქოქვით წავიდა თავის გზაზედ. მაგრამ ქუჩის ყურეს შეუხვია თუ არა ერთი ხარხარს და ხვითხვითს მოჰყვა. ამ ხვითხვითს ბანი მისცეს იმ ორმა კაცმაც, რომელთაც დუქნის პატრონს ურჩიეს მუშას ჯიბეები დაუჩხრიკეო. თურმე ნუ იტყვით, ის ათას ფრანკიანი ბანკის ბილეთი ყალბი ყოფილა და ამ რიგად კი გაასაღეს 800 ფრანკათ.

— დუელები ქალებს შორის. ნუიორკიდამ იწერებიან, რომ ამ უკანასკნელს თვეშიო ექვსი დუელი მოხდაო ახალგაზდა ქალებ- შორისაო, უკანასკნელის დულის ამბავი ყველაზედ უფრო ღირ საცნობია. ორი გასათხოვარი ყმაწვილი ქალი ეველინა მენსონი და ჯე ნი ლენდსგემი ძალიან მეგობრები იყვნენ ჯერ მაშინ როცა სასწავლებელში ყოფილან, სწავლის შესრულების შემდეგაც ერთმანეთთან მეგობრობა ჰქონიათ და ხშირი მისვლა-მოსვლა. ბოლოს მოხდენიათ დუელი — იცით, მერე რაზედ? — ჩხუბი მოსვლიათ ქაღალდის თამაშობაში! დუელი რევოლვერებითა ჰქონიათ და ერთმანეთზედ ხუთს ნაბიჯზედ უნდა ესროლნათ სამ-სამჯერ. ეველინა მენსონს რგებია პირველი ჯერი სროლისა, ორჯერ უსროლნია და მერე თითონ გაჩერებულა და უთქვამს, ეხლა შენი ჯერიაო. მაშინ ჯენნი ლენდგემს ნიშანში ამოუღია თავისი მოპირდაპირ, დაუცემინებია რევოლვერი და ტყვია მარჯვენა მკლავში მიუხვედრებია. ეველინა მენსონს ტკივილისაგან გული შესწუხებია და წაქცეულა. სეკუნდანტებათ ჰყოლიათ უწინდელი თავიანთი ოსტატი ქალები. ისე მძიმედ დაუჭრია ჯენნის საცოდავი ეველინა, რომ ამბობენ თუ მკლავი არ მოიჭრა, მოკვდებაო.

— ვინ უფრო მალე თხოვდება: ქერა თმიანი ქალი თუ შავ თმიანი. გაზეთ „France“ ამტკიცებს რომ ანგლიაში ეხლა თან-თან მრავლდება შავ თმიანი ქალიო და იქაური ქალები იმოდენად უფრო ადვილად თხოვდებიანო, რამოდენადაც მათი თმა შორს არისო ფერით ქერა და ოქროს ფერს თმაზედაო. 737 ქალში 33 ოქროს ფერ თმიანი ყოფილა. 95 ქერა, 240 ღია წაბლის ფერი, 336 მოჭირებული წაბლიფერი და 33 შავი თმიანი. ქერა თმიანი ასში ორმოცდა ცხრამეტი, გათხოვილა ღია წაბლისფერ თმიანი ასსში სამოცი და მოჭირებულ წაბლისფერ თმიანი ასსში სამოცდა ცხრა.

— ხნიერი კუ. 1879 წ. ივნისში ერთს მდინარეში დაუჭერიათ კუ. ზურგის ფრზედ ჰქონია ამოჭრილი ისპანიის ღერბი და ეს წარწერილება: „1700 წელსა დავიჭირე ეს კუ. ერნანდო გომეზმა“. საპატიო მოხუცი ისევ ჩაუგდიათ წყალში ამ ახალის წარწერილებით: „ესტერნ ჰეროლდ ფლორიდა. 1879 წ.“

ხერხი ჰსჯობია ღონესა თუ კაცი მოიგონებსაო. ერთი მოგზაური მისულა სტამბოლს და როგორღაც ფათერაკად მოსვლია შესვლა მაჰმად II ბაღში, საცა სხვა რჯულის კაცს შესვლა აკრძალული ჰქონდა იმ დროს და თუ შევიდოდა სიკვდილით დაჰსჯიდნენ ხოლმე. ეს უბედური მგზავრი დაიჭირეს და მიჰგვარეს თურმე ფადიშაჰსა.

ჰკითხა სულთანმა და ზედ დაუმატა: თუ იტყობ, წყალში ჩაგადებენ და თუ მართალს იტყვი — ჩამოგახჩობენ.

— წყალში ჩამაგდებენ! უპასუხა მოგზაურმა მკვირცხლად და ამ პასუხით გადირჩინა თავი: ვერ ჩააგდებდნენ წყალი, იმიტომ რომ მაშინ იმისი სიტყვა გამართლდებოდა და მართლისათვის პირობისამებრ უნდა ჩამოხჩოთ და ვერც ჩამოახჩოდნენ, იმიტომ რომ მაშინ იმისი სიტყვა გამტყუნდებოდა და ტყუილისათვის იმავე პირობისამებრ უნდა წუალში ჩაეგდოთ.

— ლილაც საწამლავია. შტეტინში როცა სარეცხს ლილას უშვრებოდა ერთი მრეცხავი დედა-კაცი ყური არ ათხოვა თურმე, რომ ხელი გაიფხაჭნილი აქვს. ხელმა თურმე ტეხა დაუწყო მას მერმედ, მერე დაუსივდა და ექიმმა სთქვა, რომ სისხლში საწამლავი შეპარვიაო. საცოდავს კინაღამ ხელი არ მოსჭრეს ასე თურმე საშიშრად გაუხდა ხელი.

თეთრი არაბები. პორტუგალიელმა მოგზაურმა აფრიკაში, სერნა პინტომ, წარუდგინა სორბონნას თავისის მოგზაურობის აღწერა, რომლიდამაც ჰსჩანს, რომ მას უპოვნია შუა აფრიკაში თეთრი არაბები, რომელთა თაობაზედაც აქამომდე სხვა და სხვა დაუჯერებელი ჭორები დადიოდა, მისგან ნაპოვნს ხალხს კასეკერები ჰქვიან იმათებურად და კუჩისა და კუბანგოს მდინარეები შუა ბინადრობენ. ამ ველურის ხალხის კანი უფრო თეთრია, ვიდრე კავკასიის თემის ხალხებისაო, თმები ხუჭუჭი აქვთო, როგორც ეფიოპიის თემის ხალხებსაო და თვალები გეზათ უსხედთ როგორც მონგოლებსაო; ახოვანის ტანისანი არიან, პატარ-პატარა გუნდებათ ცხოვრებენ ოთხი თუ ხუთი ოჯახი ერთადო და ელის ხალხის ცხოვრება აქვთო.

ხელოვნების საკვირველება ამერიკის შტატებში დააქვთ ეხლა საოცარი საათი, რომლის მგზავსიც აქამომდე არამც თუ ნახულა სადმე, არც კი ვისმე გონებაში წარმოუდგნია საათი გაუკეთებია ერთს მოქალაქეს კოლუმბის ქალაქში (ამერიკაშია, ოგაიოს შტატში) და მთელი რვა წელიწადი უმუშავნია ზედ. სიმაღლით საჟენ ნახევარია, სიგანით საჟნის სამი ჩარექი და დამყარებულია არწივის კლანჭებზედ ბრჭყალებ შორის, რომელთაც ცამეტი ისარი უპურით და ზედ ცამეტი ადრინდელი შტატია რესპუბლისა გამოხატული. საათის დასადგმელის ორივე მხარეს ორი უმთავრესი საქმეა ამერიკის ისტორიასა გამოსახული, სახელდობრ, ბრძოლა განთავისუფლებისათვის და ბრძოლა ურთიერთშორისი. აქავ მოჩანს უშველებელი შენობა „iudependance Holl“, მისი სამრეკლო თავის ზარითა და მოხუცი კაცი გამზადებული ზარის დასარეკად ღმერთა თავისუფლებისა საათის ზარსა სცემს, ერთი რუბი საათისა გაივლის თუ არა, ორთქლ-მავალა გამოდის ნიშნად იმისა, რომ კეთილ-დღეობა ამერიკისა სწრაინდ მიდის წინ, მეორე რუბი საათისს გაივლის თუ არა, „independance Holl“-ის ზარი სცემს და იმავე წამს გამოდის ვაშინგტონი და დიდებულად, მედიდურად უვლის გარს და ისევ შედის. მესამე რუბზედ მოციქულნი იკრიბებიან ქრისტეს წინ. პეტრე მოციქული მამლის ყივილზედ უარ-ჰყოფს ქრისტესსა. მეოთხე რუბზედა თვითონ საათის ზარი სცემს, შუაღამის და შუადღის ნიშნად გამოდის სურათი მონათა განთავისუფლებისა: ლინკოლნი გამოდის, ხელში განთავისუფლების მანიფესტი უჭირავს და მიისწრაფის მონისაკენ, რომელიც ბოძზეა მიკრული ჯინ-ჯილით. ლინკოლნის მისვლის უმალვე მონას ხელ-ფეხიდამ ჩამოსცვიკა ჯინჯილი და ხელები ისე დაუკრიფება ხოლმე გულზედ განთავისუფლებულს მონას, თითქო სამადლობელს ლოცვას ამბობსო.

11 დროება“ - „ივერიის“ გამოცემაზე

▲back to top


დროება“ - „ივერიის“ გამოცემაზე

მომავალ 1880 წელს.

მომავალ 1880 წლის 1-ლი იანვრიდამ გაზეთი „დროება“ და ჟურნალი „ივერია“ შეერთდებიან და იყოლიებენ ერთსა-და-იმავე საერთო რედაქციას, რომელიც შესდგება ამ ორივე ჟურნალ-გიზეთის აწინდელ რედაქციებისაგან და თანამშრომლებისაგან.

გაზეთი „დროება“ გამოვა ყოველ დღე, როგორც აქამომდე, მხოლოდ ფორმატი (თაბახის სივრცე) უფრო დიდი ექნება. ჟურნალი „ივერია“ კი გამოვა სამს თვეში ერთხელ სივრცით თორმეტი დიდი თაბახი.

გაზეთის შესაიკერ სტატიებს შესახებ შინაურის მიმოხილვისა და პოლიტიკისა, მარტო „დროებაში“ მიეცემა ადგილი; ხოლო უფრო ვრცელს სტატიებს რომელსამე განსაკუთრებულს საგანზედ, პოლიტიკისა და შინაურის საქმეების შესახებ. ექნებათ ადგილი ჟურნალს „ივერიაში“. ამის გამო მომავალის წლიდამ ჟურნალი „ივერია“ უფრო იმ გვარს წიგნებს დაემსგავსება, რომემლთაც რუსები „სბორნიკს“ ეძახიან, ვიდრე დრო გამოშვებითს გამოცემასა; განსაკუთრებული ყურადღება რედაქციისა იქნება მოქცეული იმაზედ, რომ „ივერია“ ადვილი საკითხავი კარგი გასართობი და თან სასარგებლო წიგნიც იყოს, და ამისთვის უფრო ვრცელი ადგილი ეჭირება რომანებს, მოთხრობებს, ლექსებს როგორც თარგმნილებს, ისე პირ-და-პირ ჩვენს ენაზე დაწერილებს, და აგრეთვე ძველს ჩვენს ენაზე დაწერილებს, და აგრეთვე ძველს ჩვენს მოთხრობებსაც, რომელნიც იმ სახით დაიბეჭდებიან, რომ მერე ცალ–ცალკე წიგნად შეიკრებოდეს,

ამ შეერთებულის შრომისა და ღონის წყალობიბით, „დროება“- „ივერის“ რედაქციას იმედი აქვს, რომ შემდეგში თავის მოვალეობას მკითხველთა წინაშე უფრო უკეთ შეასრულებს, რადგან ამ საქმეში ჩვენთა უკეთესთა მწერალთა აღუთქვეს იმას თავისი შემწეობა და თანაგრძნობა.