![]() |
ცისკარი №10 (1852) |
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857 –1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852 –1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 ქართული ლექსთ-თხზულება |
▲back to top |
![]() |
1.1 საწუთო სოფლის მდურვა |
▲back to top |
საწუთო სოფლის მდურვა
ბორგვნა ბოდება, რაც მაგონდება, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
სული მშორდება, ხორცი მშორდება, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
რად მშვა დედამა, შავმა ბედამა, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
გამზარდა ჭირით, ძუძუთ და პირით, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
სხვას მიმცა ქირით, ფასითა ძვირით, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
ბევრჯელ მატირე, მუცლისა მშივრით, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
მაშინვე გიცან, რაც შიგან გიცან, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
რასაც ჟამს გნახე, ვსცან შენი სახე, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
შენ ჩემთვის საფრთხე, დაგერწყო მახე ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
თავს ვიეც ქვა, ხე, და შემოვსძახე, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
მოჰყევ ტირილსა, ყვირილ კივილსა, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
ხარ სატირალი, არ საცინარი, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
ხარ საჭირალი, არ სალხინარი, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
გაქვს საწყინარი, ჩასადინარი, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
მოსულხარ ქურდად, მატყუებ ცუდად, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
ვინც შენ მოგხედოს და არ დაგხედოს, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
ვიტყვი უბედოს, უმაგ უდედოს, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
ჰსწავლა უხვედროს, გარდაუხედოს, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
წაიყვან მრუდად, არ ნათლად მრუდად, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
მე ამად ვსტირი, არა გაქვს პირი, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
შემაქენ ჭირი, საქმე საჭირი, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
მე შენგნით მწირი, ვარ განაწირი, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
რაზომცა ნათობ, სულ მუხანათობ, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
ხარ საძაგელი, არად სარგელი, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
დასაკარგელი, გარდასაგელი, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
კარგს არას გელი, ცხვარს მიჭამს მგელი, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
მიძმობ თუ მიდობ, მაინც არ მინდობ, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
ამად გემდური, ვარ უბედური, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
მიდგი საცდური, მქენ უწმინდური, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
მაქვს თავ ხედური, მე საყვედური, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
რაზომ მაჭამე, სულ ჩამაშხამე, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
მაცინ მატირებ, მალხინ მაჭირებ, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
ნათელს მაბირებ, ბნელს მიმაღირებ, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
რასაც აპირებ, ვერ გამაკვირვებ, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
წუთო და უნდო, არ მართლად მრუდო, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
ამად შემძულდი, ყოფილხარ ცუდი, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
მტყუანი მრუდი, მპარავი ქურდი, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
ვისაც შენ უნდი, ყელს აძევს ხუნდი, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
ზურგთა ჰკიდია, ტვირთვი დიდია, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
ცუდო სოფელო, წუთ სამყოფელო, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
ვამე სიკვდილო, სულთა მძრობელო , ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
გული არ მაგრობს, ამაზედ ჩაგრობს, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
მზე მთვარე ბადრობს, დარი კი ავდრობს, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
ყინვა ხორცს მაზრობს, სიცხე სულს მაძრობს, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
სული და ხორცი, ორივ დახოცი, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
წუთო სოფელო, ცუდ სამყოფელო, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
ვამე სიკვდილო, სულთა მძრობელო, ვაი საწუთროვო ცრუო სოფელო,
![]() |
1.2 საწუთროს სოფლის მდურვა და ყვედრება |
▲back to top |
საწუთროს სოფლის მდურვა და ყვედრება
მე ამად ვჰყივი, ვჰყვირი და ვტირი,
ვერ განვარჩივი, შენი კივჰკივი,
სითაც გავიქეც, რომ არ წავიქეც,
წუთო სოფელო, ცუდ სამყოფელო, ვამე სიკვდილო სულთა მძრობელო,
დავისე ვანი კარავ სავანი, ბაღთ ხეივანი არს გალავანი,
დედმამა ძმანი, გამყარე დანი, საცა რომ შემქენ მუნ აღარა მქენ,
წუთო სოფელო, ცუდ სამყოფელო, ვამე სიკვდილო სულთა მძრობელო,
როცა დავჰკაცდი, ჭკუას მაშინ შევჰსცდი, ლამაზ ქალს შევხვდი მიჯნურათ გავხდი,
ამაზედ წავხდი, მცნებას გარდავხდი, როცა ვიგემე ეგრეთ ვიგვემე,
წუთო სოფელო, ცუდ სამყოფელო, ვამე სიკვდილო სულთა მძრობელო,
ამასა ვჩივი, ვერ განვარჩივი, რაც შენ მირჩივი, მე მივიჩნივი,
რაც დამაჩვივი, ზედ დამაჩნივი, თუ მაჭმევ ტკბილთა ჩამამტვრევ კბილთა,
წუთო სოფელო, ცუდ სამყოფელო, ვამე სიკვდილო სულთამძრობელო,
მაჭამე მწარე, გზა სწორედ წარე, აწ ნუ გამყარე კარგი მოყვარე,
მისთვის მწუხარე, აწ გამახარე, თვალით მაჩუჱნე ნუ შემაჩუჱნე,
წუთო სოფელო, ცუდ სამყოფელო, ვამე სიკვდილო სულთა მძრობელო,
ამად არ მშვენი, არას ფრად შენი, იქცევის შენი ნაგებ ნაშენი,
მყავს მოვახშენი, თავში წამშენი, მოდის სიკვდილი ხმალ ამოწვდილი,
წუთო სოფელო, ცუდ სამყოფელო, ვამე სიკვდილო სულთა მძრობელო,
თუ ხარ ღვიძილი, რაღა არს ძილი, თუ ხარ სიმაძღრე რა არს შიმშილი,
თუ ხარ სიცოცხლე, რა არს სიკვდილი, იყავ ერთ ერთი იწამე ღმერთი,
წუთო სოფელო, ცუდ სამყოფელო, ვამე სიკვდილო სულთა მძრობელო,
რაც ჩამოვსთვალე, შენ შემოგთვალე, დღესა თუ ხვალე ჩემი მოვალე,
მამასწრობს მალე, ვერცად ვემალე, სიკვდილი ცელსა, მკრავს გულ მუცელსა,
წუთო სოფელო, ცუდ სამყოფელო, ვამე სიკვდილო სულთა მძრობელო,
უმგზავსო მტილო, კარ დაკეტილო, ნეხვით გავსილო არ გახვეტილო,
მიმზადე ტილო, შემგრაგნე ტანსა თან წარსატანსა,
წუთო სოფელო, ცუდ სამყოფელო, ვამე სიკვდილო სულთა მძრობელო,
ეს არს ქადილი, შენი წადილი, ვახშამ სადილი ხვარბლის წანდილი,
გამატან საგძლად, გამგზავნი სად გძლად, იმასაც სხვანი შემიჭმენ ძმანი,
წუთო სოფელო, ცუდ სამყოფელო, ვამე სიკვდილო სულთა მძრობელო,
ესე გაქვს კარგი, შენ ჩემთვის ბარგი, საბრალო სულსა ხორცით გასულსა,
მიმცემ რა ხელთა, ჰაერის მცველთა, ცოდვის საბელთა შემაბმენ ყელთა,
წუთო სოფელო, ცუდ სამყოფელო, ვამე სიკვდილო სულთა მძრობელო,
შემკვრენ შემკონენ, არ მამიფონენ, მყის წამიყვანენ არ დამაყოვნენ,
მადლს ამიწონენ, არ მამიწონენ, ცოდვანი ჰსძლევენ ცეცხლს მიმაძლევენ,
და წუთო სოფელო, ცუდ სამყოფელო, ვამე სიკვდილო სულთა მძრობელო,
თ. დავით გურამოვისა.
![]() |
1.3 სოფლური სიმღერა |
▲back to top |
სატირა
აგრე იარე ცხეთამდინ,
ცხეთას კი გაგივაკდესა,
ვაიდი ვალალი ვალალო ვაიდი ვალალო ვალალო,
წიგნები არ დაასველო,
ბატონი გაგიჯავრდება,
ვაიდი ვალალი ვალალო …
ყველი და პური თან მიგაქვს,
წყალიც არ შემოგაკლდება,
ვაიდი ვალალი ვალალო...
სავარცხელი უბეში გაქვს,
წვერიც არ დაგიხავსდება,
ვაიდი ვალალი ვალალო…
ბატონის კარზედ რომ მიხვალ,
ნაზირი კარზედ დაგხვდება,
ვაიდი ვალალი ვალალო...
წვერზედ ხელი ჩამოისვი,
გულზედ კარგა დაგადგება,
ვაიდი ვალალი ვალალო ...
ნაზირი შენ კარგად გიცნობს,
დარბაზში ის შეგიძღვება,
ვაიდი ვალალი ვალალო,
ჯოხი შინ არ შეიტანო,
დიდი სირცხვილი იქნება,
ვაიდი ვალალი ვალალო ...
ბატონი რომ დაინახო,
მოახსენე გამარჯვება,
ვაიდი ვალალი ვალალო ...
მიდი და მუხლზედ აკოცე,
ბატონი გაგიღიმდება,
ვაიდი ვალალი ვალალო ...
არ იცი მეფის ღიმილი,
ხალხში როგორ დაფასდება,
ვაიდი ვალალი ვალალო ...
თქმის წინ კი არ ჩაახველო,
ბატონს როდი იამება,
ვაიდი ვალალი ვალალო ...
მოახსენე შენებურად,
რაც რომ ჩუჱნგან გებარება,
ვაიდი ვალალი ვალალო ...
მოახსენე არაგველთა,
აქვს მეფევ შენთან ვედრება,
ვაიდი ვალალი ვალალო...
სიბერემ არ შეგაშინოს,
არ იღო ქვეყნის ვედრება,
ვაიდი ვალალი ვალალო ...
ხმალი კიდევ მოიქნიე,
მოხუცს კიდევ მოგიხდება,
ვაიდი ვალალი ვალალო ...
თუში ფშავი და ხევსური,
შენ სულ თავ შემოგევლება,
ვაიდი ვალალი ვალალო ...
შავარდნებსავით დავესხათ,
ხოჯაა შეგვიშინდება,
ვაიდი ვალალი ვალალო ...
თუ ჩუჱნზედ ღმერთია მწყრალი,
თათრობა გადმოვარდება,
ვაიდი ვალალი ვალალო ...
თუ შენი კარგი ქალაქი,
უსჯულოსგან აოხრდება,
ვაიდი ვალალი ვალალო ...
მაშინვე ჩუჱნკენ მოგვმართე,
მთის ხალხი გაგიმაგრდება,
ვაიდი ვალალი ვალალო ... .
თუში ფშავი და არაგვი,
შენ სულ თავ შემოგევლება,
ვაიდი ვალალი ვალალო ...
მანამ ცოცხალი იქნები,
არაგვი გემსახურება,
ვაიდი ვალალი ვალალო ...
შენ შემდგომ საქართველოში,
ვნახოთ ვინ გაირაკლდება,
ვაიდი ვალალი ვალალო ...
__________________
არაგველთ შეთვლა მეფე ირაკლისადმი როდეს აღა მამათხან შემოადგა ტფილისს, არაგვში ჩააგდეს მოციქული რომ ვითომ უფრო ჩქარა მივიდოდა, და ეს უმღერეს.
![]() |
2 პროზა |
▲back to top |
![]() |
2.1 ქორწილი სახრჩობელაზე |
▲back to top |
ქორწილი
ფრანციცულიდგან.
ერთს დღეს, ეს იყო ათას ხუთას
– ორმოცდა ერთსა წელსა, (აფიშა ანუ გამოცხადება) ეკრა ნეაპოლში კედელზე, რომელიცა აცხადებდა შემდგომს:
„მიეცემა ოთხი ათასი ოქრო, მას ვინც მართებლობას ხელში მისცემს მკვდარს ანუ ცოცხალს ავაზაკს როკკო დელპიზზოს
იბელა არაღონიისა. რეღენტა.[1]
სამის დღის შემდეგ, ერთი კაცი წარსდგა პოლიციის მინისტრთან და გამოუცხადა, რომელმან იცის ერთი უეჭველი ღონის ძიება, რომლითაც დაიჭერს მას რომელსაც ეძებენ, მაგრამ დანიშნულს ჯილდოთ ფულის მაგიერ ითხოვდა მოწყალებას, რომელიცა შეეძლო მხოლოთ რეღენტას: ამისათვის იმას უნდოდა მხოლოდ საკუთრათ საქმე ესე განეცხადებინა წინაშე მისსა.
მინისტარმა მიუგო კაცსა მას, რომელ იმისთანა უბრალო საქმეზე ვერ შეაწუხებს მათ უგანათლებულესობას, რადგან ჯილდოთ იყო დანიშნული ოთხი ათასი ოქრო და არა სხვა რაიმე, ხოლო თუ იმას ჭკუაში მოსდიოდეს ოთხი ათასი ოქრო დააჭერინოს როკკო დელპიზზო და მაშინვე მას მიეცემა აღთქმული ფული. უცნობმა ზიზღობით გაიქნია თავი და გავიდა.
იმავ საღამოს მოხდა ერთი საშინელი გამბედაობათაგანი ქურდობა რეზინა და ტორრე დელგრევოს შუა, ყველამ მიაწერეს, როკკო დელპიზზოს საქმე ესე.
მეორეს დღეს შემდეგ სოვეტისა, (რჩევისა) იზაბელლამ ჰკითხა მინისტარს პოლიციისას ამბავი ამ გარემოებაზე. მინისტარს ბეჯითი არა ჰქონდარა საბუთი მოეხსენებინა; ეხლაც, როგორათაც ყოველთვის, მქნელი იმა საქმეებისა ვერ იპოვნეს.
მინისტარს მაშინ მოაგონდა კაცი იგი რომელიც იმას წინათ გამოაცხადა მასთან, და რომელმაც აღუთქვა დაჭერა როკკო დელპიზზოსი, უამბო რეღენტას დაწვრილებით როგორც ის კაცი ნახა, ან ელაპარაკა, ამასთან დაუმატა, რომ რადგან იმისი პირველი თხოვნა იყო, რათა მას ენახა მათი უგანათლებულესობა, და დანიშნულის ჯილდოს მაგიერ ამბობდა იგი, რომელ მას ჰქონდა განსაკუთრებითიმოწყალების თხოვნა, და მისთვის უფრო უარ უყობს, რომელ რადგან იმისთანა პირობას ითხოვდა უცნობი კაცი იგი.
„თქუჱნ, დაგიშავებიათ, უთხრა რეღენტამ, ეხლავ მოანახვინე კაცი იგი და თუ იპოვნით მაშინვე მოიყვანეთ ჩემთან.
მინისტარმა დაუკრა თავი და აღუთქვა რომელ იმავე დღეს გაგზავნის მოსანახავათ თვისა მეთვალეებს.
მართლათაც, რა შინ მივიდა, იმავე წუთში იმ უცნობის კაცის ნიშნები უთხრა და ამასთან დაარიგა გამოგზავნილი კაცნი, თუ ვინიცობაა ეპოვნათ სადმე, მაშინვე იმასთან მიეყვანათ ყოვლის უწყენლათ მისსა.
ის დღე ტყუილ ძებნაში დასრულდა. იმავე ღამეს მოხდა მეორე ავაზაკობა ავერის ახლო. ესე ქურდობა უფრო იყო წინანდელებზე გაბედვით, ამისათვის უეჭველი იყო, რომელ როკკო დელპიზზო მისთვის დაახლოვდა დედა ქალაქს, იმა ქცევით, რათა მით უფრო გამოეჩინა თავისი თავი.
მინისტარმა დაიწყო ძალიან სინანული, რომელ ისე უპასუხოთ გაისტუმრა უცნობი კაცი იგი, მომეტებულათინანდა, როდესაც მეორეს დღეს ორჯელ ჰკითხა რეღენტმა იმ კაცის ანბავი, რომელიც დაჰპირდა როკკო დელპიზზოს დაჭერას. იმ დღემ, როგორათაც წინანდელებმა, განვლო ისრე, რომელ არა ვითარი არა შეიტყესრა იმ საიდუმლო გამომცადებელზე.
გარნა იმ ღამეს მოხდა ერთი უბედურება. გათენებისას იპოვნეს, ამალფიის გზაზედ ერთი მოკლული კაცი. სულ ერთიან გაშიშვლებული და გულში ხანჯალ ჩაცემული.
ტყუილათ თუ მართლა ეს ავაზაკობაცა, საზოგადოთ მიაწერეს როკკო დელპიზზოს.
რაიცა შეეხებოდა მკვდარს, ის იყო ერთი ყმაწვილი დიდი კაცთაგანი სახელით რაიმანდ ბატარი, რომელიც ნათესაობით იყო, შემძლებელის კარრაკკიოლის ოჯახისა, ეს გვარი არის დაწინაურებული ნეაპოლში და ამა ოჯახისა ჩამომავლობანი, ყოველთვის იყვნენ განსაკითრებით დაახლოვებულნი და საყვარლები კაროლებისა, და ეხლაც ერთი ამა გვარისა იყო ეგრეთვე, ჩვეულებრივ თამამი უწინდელისა რეღენტისა.
ამაზე მეტათ შეწუხდა მინისტარი, შეწუხება უფრო მოემატა, როდესაც ამ საქმის რაპორტის შემდეგ ნახევარ საათისა, მოუვიდა დაბარება რეღენტისაგან, სასახლეში.
რა მივიდა, რეღენტა დახვდა წარბ შეჭმუხვნილი და სიანჩხლისაგან სავსე თვალებით; წინაშე მისსა იდგა ანტონიელლო კარრაკკიოლო, ძმა მოკლულისა, რომელიც უეჭველათ მოსულიყო საჩივლელათ.
იზაბელლამ გაჯავრებით ჰკითხა საწყალს მინისტრს, შეეტყო რამე, თუ არა, იმ უცნობ კაცზე ამბავი; მაგრამ თუმცა მოერბინათ მთელი ქალაქი, დეეჩხრიკათ, სახლები, ქუჩები, მეიდნები, გარნა მისი ვერა გეეგოთრა. რეღენტამ საღამომდინ კიდევ მისცა ვადა მონახვისა და უთხრა, თუ მეორეს დღეს ან იმ უცნობს და ან როკკო დელპიზზოს დაჭერილს არ მიიყვანდა, მაშინ სასახლეში ნუღარ მივიდოდა თუ არ გადადგომისთვის; ღრაფ ანტონიელლო კარრიკკიოლის მოეხსენებინა, რომელ იმისთანა ავაზაკობას, სხვა ვერავინ იქმოდა თუ არ როკკო დელპიზზო.
მინისტარი რა მიდიოდა შინ, ძალიან დაღონებული, და თავ ჩაღუნვილი იყო, უეცრათ მაღლა აიღო თავი, დადაინახა, მეიდანს იქით ერთი კაცი, რომელიც ჰსთბებოდა შემოდგომის მზის სხივით, საკურვლათ ჰგვანდა იმ უცნობს კაცსა. ჯერ შედგა, იმავე ალაგს, გაშეშებულსავით, ამიტომ რომ შიშით ძრწოდა ვაი თუ თვალები ატყუებდენ, მაგრამ რამთენიც გაჩხრიკა, უფრო დარწმუნდა თავის ჰაზრს, ამისათვის წავიდა იმისაკენ, და რამტენიც მიახლოვდა უფრო უეჭვლათ იცნო კაცი იგი.
იმ კაცმა დააცალა თავისთან მისვლა, სრულებით არ აღმოიჩინა, არც გაქცევის სურვილი და არც წინ მიგებებისა. სტატუიასავით (ძეგლივით) უძრავათ იდგა.
რა მივიდა იმასთან, მინისტარმა ხელები მხარზე დააწყო, თითქო ეშინოდა იმის გაქცევისა.
„აა, ბოლოს, შენა ხარ, უთხრა მას.
დიახ, მე გახლავარ, მიუგო უცნობმა: რა გნებავთ.
–მე უნდა მიგიყვანო რეღენტასთან, რომელსაც სურს შენთან ლაპარაკი.
–მართლათ? ეს არის, რომ ცოტა გვიანღაა.
– როგორ ცოტა გვიანღაა! ჰკითხა მინისტარმა, შიშისაგან შეძრწუნებულმა, ვაი თუ იმ აღმთქელს აღარ უნდოდეს იმა საიდუმლოს გამოცხადება. მაგას რას ამბობ?
– მე იმას ვამბობ, თუ თქუჱნ ამ სამის დღის წინათ მოგეხდინათ ესრე, როგორათაც დღეს, თქუჱნს ნეაპოლის რაპორტებში ქურდობა და ერთი კაცის კვლა აღარ იქნებოდენ.
– მაინც, ჰკითხა მინისტარმა, იმედი მაქვს აზრს არ გამოსცვლიდი?
– მე თავის დღეში აზრის გამოცვლა არ ვიცი.
– შენ იმავე განძრახვაზე ხარ, რომ როკკო დელპიზზოს დააჭერინებ თუ რეღენტამ შენი სათხოვარი აღგისრულა?
– უეჭველათ.
– კიდევ გაქვს დაჭერის ღონის ძიება.
– ჩემთვინ ისე ადვილია, როგორათაც ჩემი თავის დაჭერა.
– მაშ წამოდი.
– ცოტა მოითმინეთ. რეღენტთან მომლაპარაკებთ?
– უთუოთ.
– მარტო იმასთან?
– მარტო.
– მაშ, წავიდეთ.
– ერთი პირობა კი იყოს მაინც.
– აბა რა?
– ესა, რომ მანამ შეხვალ იმასთან, მანამ ეგ იარაღი აისხენ და წინა ოთახში მახლობელთ მიაბარე.
– აგრეთა წესია? ჰკითხა უცნობმა.
– დიახ, მიუგო მინისტარმა.
– კარგი მაშა, მაგის მეტი ხომ არა უნდა რა.
– თანახმა ხარ.
– რა საკვირველია.
– მაშ, წამოდი.
– მოვდივარ.“
უცნობი იგი მისდევდა მინისტრს, რომელიც ყოველ ათის ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, უკან იხედებოდა დასარწმუნებლათ, მისდევდა თან თუ არა, ის საიდუმლო უცნობი კაცი.
ამ სახით მოვიდნენ სასახლეში.
წინაშე, მინისტრისა განეღო ყოველი კარნი და ერთს წუთში უკვე იყვნენ რეღენტის სადგომის პერედნაში, მოახსენეს მინისტარის მისვლა, რომელიც მსწრაფლ შეიყვანეს, მანამ უცნობმა თითონ თავისის ხელით მოისხნა ხანჯალი და წელიდგან დამბაჩები ამოიღო, ესე ყოველივე მიაბარა მცველსა.
ხუთი მინუტის შემდეგ მინისტარი გამოვიდა, მისთვის რათა იგი უცნობი შეეყვანა წინაშე მისის უგანათლებულესობისა. ერთათ გაიარეს რამთენიმე ოთახი, შემდეგ შევიდნენ ერთს გძელს კორრიდორში, რომლისა ბოლოს იყო ოთახის კარი ნახევარზე მოხურვილი, მინისტარმა გააღო კარი ესე. ეს იყო სამლოცველო სენაკი რეღენტისა. ღერცოღინია იზაბელლა იქ უცდიდა მათ.
მინისტრი და უცნობი შევიდნენ; თუმცა, უეჭველი იყო, რომელ უცნობი იგი პირველათ ხედამდა იმისთანა შემძლებელს პრინცებსა, გარნა სრულებით არ აჩნდა შეკრთობა, შემდეგ დაუკრა თავი, როგორღაც, სიბრიყვით, ამაყობით მაგრამ რომლისამე სიმარდით, დადგა ერთს ალაგს, უძრავათ და ხმა ამოუღებელ მომლოდელი კითხვისა.
თქუჱნა ხართ, რომელიც კისრულობთ როკკო დელპიზზოს დაჭერას, უთხრა რეღენტამ?
– დიახ, ბატონო, მიუგო უცნობმა.
– დარწმუნებული ხარ, რომ შენ სიტყვას აღასრულებ?
– ჩემ თავს დავსდებ მაგიერ მისსა.
– მაშ ეგ არის შენ კისერზე იღებ...
– ნაცვლათ იმის თავისა ჩემი თავი იყოს პასუხის გამცემი, თუ ჩემი სიტყვა ვერ აღვასრულო.
– ეგ კი სულ ერთი არ არის, უთხრა რეღენტამ.
– ამაზე უკეთესი არა მაქვსრა სათავდებო, მიუგო უცნობმა.
– თქვი მაშ რაც სურვილი გაქვს.
– მე ვითხოვ საკუთრათ ლაპარაკს, თქუჱნს უგანათლებულესობასთან.
– ჩემი ნახევარ ძალაა უფალი ესე უთხრა რეღენტამა.
– ჩემი თხოვნაა, თქუჱნს უგანათლებულესობასთან მხოლოდ, მარტო ლაპარაკი, მიუგო უცნობმა: ეს არის პირველი ჩემი პირობა.
– პატარახან თავი დაგვანებე, დონ ლუი, უთხრა ღერცოღინამ.
– მინისტარმა თავი დაუკრა და გავიდა.
– უცნობი დარჩა მარტოკა რეღენტასთან, განშორებული მხოლოდ სალოცავი სტოლისგან, რომელზედაც ესვენა სახარება და ზემოთ იყო დაკიდებული ჯვარცმა.
რეღენტამ მსწრაფლის შეხედვით გადაავლო თვალი უცნობსა მას. კაცი ესე იქნებოდა ოცდა ათისა თუ ოცდა თხუთმეტის წლისა, ცოტა უმაღლეს მინემ შუა ტანისა, მზისაგან გაშავებულის ფერით, შავის თმით, რომელნიცა ხუჭუჭი კავებათ კისრამდენ ჰსცემდენ, და მასთან ბრწყინვალე თვალები გამომთქმელნი გადაწყვეტილობისა და აგრეთვე გამბედაობისა, როგორათაც ყოველი მთიული, მშვენიერათ მოსული, და მხედველი გრძნობდა, რომელ ყოველი მისი ასო კარგათ გამოკვეთილი, იყო მოქნილი სიმარდითა.
ვინა ხარ და ან საიდან მოხველ? ჰკითხა რეღენტამა.
– რათ გინდათ ჩემი სახელი, ბატონო ჰსთქვა უცნობმა; რა საჭიროა თქუჱნთვის რომელსაც ქვეყანაში მე დავიბადე! მე ვარ კალაბარელი, ესე იგი მონა ჩემის სიტყვისა; აი ეს უფრო საჭიროა თქუჱნთვის მგონი,
– შენ კისრულობ დამაჭერინო როკკო დელპიზზო?
– ვკისრულობ.
– მაგის სამაგიეროთ რას ითხოვ ჩემგან.
– სამართალს.
– მე სამართალს ჯილდოთ არავის ვაძლევ.
– დიახ, ვიცი კარგათ, რომელ თქუჱნ, ზოგიერთი ბძანებელნი აგრე ჰფიქრობთ, და მისთვის გგონიათ თქუჱნ იყოთ ისეთი შეურყეველი მართლმსაჯული ვითარცა სოლომონ: მაგრამ უბედურობა ეს არის რომ თქუჱნს სამართალს ორი სასწორი აქვს, და ორი საზომი.
– ეგ მითომ როგორ?
– ჰსწორეთ, ჰსწორეთ; მძიმე, მდაბალთათვის, მსუბუქი მაღალთათვის, ამბობდა უცნობი; აი თქუჱნი სამართალი.
– თქუჱნ ჰსცდებით, უფალო, მიუგო რეღენტამ, რაიცა შეეხება ჩემ სამართალს ყველასთვის ერთია, მე მაგას და გიმტკიცებთ. თქვი: ვისთვის ითხოვ სამართალს?
– ჩემი დისათვის, საძაგლათ მოტყუებულისთვის.
– ვისგან?
– ერთი თქუჱნის კარის მხლებელისაგან.
– რომლისგან?
– ო! ერთის უჭაბუკესის, უმშვენიერესის, ერთის დიდ გვარიანისაგან! აბა! ემანდა, თქუჱნი უგანათლებულესობა კიდეც ყოყმობს!
– არა, მხოლოთ ჯერ მინდა შევიტყო რა მოახდინა.
– და იმისი მოხდენილი საქმე თუ ღირს ჰყოფდეს სიკვდილისას, მაშინ სამაგიეროთ როკკო დელპიზზოს თავისა იმისი თავი მომეცემა?
– ეს არის, ჰკითხა ღერცოღინამ, ვინ იქნება მსაჯული მაგისთანა შემცოდვისა?
უცნობი ცოტა დაყოყმდა; შემდგომ დააცქერდა რეღენტას; სვინდისი თქუჱნის უგანათლებულესობისა უთხრა მან.
– მაშ, ჩემ სვინდის ენდობი?
– სრულებით.
– არ შესცდებით.
– თუ თქუჱნი უგანათლებულესობა დაინახამს შეცოდებას ღირს თავის გაგდებინებასა, მაშინ მომეცემა სამაგიეროთ როკკო დელპიზზოს თავისა, იმისი თავი?
– მე მაგაზე გეფიცები.
– რაზედ?
– ამ სახარებაზე და ამ ჯვარცმაზე.
– კარგი. ახლა გაიგონეთ, ბატონო, ამიტომ რომ ეს მთელი ისტორიაა.
– მზა ვარ.
– ჩუჱნი ხიზანი ჰსცხოვრებს ერთს პატარა განშორებულს შვიდ ვერს ნახევარზე როზანოს დამიდგან, მდებარებს საშუალ კოსენზას და წმიდას ეფთიმესა შორის; ხიზანსა მას, შეადგენს, ორი მოხუცებული; მამა და დედა ჩემი; ორი ყმაწვილნი: ჩემი დაი და მე. ჩემს დას ჰქვიან კოსტანზა. „სულ ერთიან ჩუჱნს გარშემო ახვევია შენობა ერთის შემძლებელის მებატონისა, როლისაცა მამულში ბედმა ჩუჱნც გაგვაჩინა, და რომლისაც, ამისა გამო, ვართ ჩუჱნ ყმები მისი.
– რა გვარია ის მებატონე? სიტყვის გაშვებინებით ჰკითხა რეღენტამ.
– ჯერ იმის შეცოდებას მოგახსენებ, შემდეგ გვარსა.
– კარგი მაშ, თქვი.
– ჩუჱნი ყმაწვილი მებატონე არის ჩინებული, მშვენიერი, კეთილ
–შობილი, მდიდარი, სულგრძელი, თუმცა ამისთანა ხასიათისაა, მაგრამ მოძულებული და საეჭო; ამიტომ რომ, იმის დანახვაზე არც ერთი ქმარი არ არის, რომელიც არა ძრწოდეს ცოლისათვისა, არც ერთი მამა, რომ არ შიშობდეს თავის ქალისათვის, არც ერთი ძმა, რომელიც არ შიშობდეს თავის დისათვის, მაგრამ ეს უნდა მოგახსენო იმისი ისეთი ქცევა ყოველივე იყო რჩევითა ერთის ცუდის გენიისაგან, რომელიც აძლევდა ჯოჯოხეთურს დარიგებას ის ცუდი გენია იყო იმისი ნახევარ ძმა ნაბუშარი; იმას ეძახდენ რაიმონდს ბატარდს (ესე იგი ნაბუშარს)
– რაიმონდ ბატარდი! დაიყვირა რეღენტამ, ისა რომელიც წუხელი მოკლეს?
– ისა ჰსწორეთ.
– იცი იმისი მკვლელი ვინც არის?
– მე გახლავარ.
– მაშ როკკო დელპიზზოსაგან არ იყო? დაიყვირა ღერცოღინამ.
– მე გახლდი, განამეორა უცნობმა დიდის მყუდროებითა.
– მაშ შენვე გიქნია სამართალი, შენის თავისთვის.
– სამი დღეა რაც მიველ და ვითხოვე სამართალი, გარნა უარს მიყვეს მე.
– მაშ დღეს რიღასთვის მოხველ, და რას თხოულობ?
– უპირველეს ჩემის სისხლის ძიებას ბატონო; რამუნდ ბატარ მხოლოთ გამაცხოვლებელი იყო შეცოდებისა, იმისი ძმა არის შემცოდე.
– იმისი ძმა! დაიყვირა რეღენტამ, იმისი ძმა! იმისი ძმა ხომ ანტონიელლო კარრაკკიოლოა.
– ჰსწორეთ ისა, ქალბატონო. მიუგო უცნობმა საშინელისა დაცქერებითა გამჩხრეკმა რეღენტასამ.
იზაბელა გაყვითლდა და მიეყუდა სალოცავ სტოლს, თითქო ფეხებმა უმტყუნესო, გარნა მსწრაფლ მოეგო ცნობას.
„თქვი, უფალო, თქვი.
– შემცოდეს სახელი ხომ არას გამოსცვლის მსაჯულის გადაწყვეტილობასა? ჰკითხა უცნობმა.
– არას ფერს, მიუგო რეღენტამ, სრულებით არას ფერს, მე შენ გეფიცები.
– კიდევ ამ სახარებასა და ჯვარცმაზე ჰფიცავთ?
– კიდევ, დაიწყე, მე სმენათ მზა ვარ“
მიიღო ქალმა იგივე მდგომარეობა და იგივე სახე, რომელიცა აქვნდა ერთი წუთის წინ მინამ ის საშინელი საიდუმლო გამოეცხადებოდა, უცნობმაც თავისის მხრით დაიწყო, იმავე ხმით როგორათაც ადრე, გაწყვეტილი ამბის თქმა.
„მე თქუჱნ მოგახსენებდით, ქალბატონო, რომელ ღრაჶი ანტონიელლო კარრაკკიოლი იყო ლამაზი, კეთილშობილი, მდიდარი და დიდ უხვი კაცი; მაგრამ მას ჰყვანდა ძმა, რომელიც მისთვის იყო, ისეთი ვითარცა გველი ჩუჱნთა პირველ მამათათვის, გენია ბოროტებისა.
„ერთს დღეს მოხდა, იქნება თითქმის მას აქეთ ექვსი თვე, ქალბატონო, მოხდა მოგახსენებდით, რომ ღრაჶი ანტონიელლო ნადირობდა ახლოს ტყეში რომელ მხარესაც რუები სახლისა ასცდენიყო მონადირეებს ირმის დევნაში, სიცხე თურმე იყო, წყალი მოსწყურებოდა, დეენახა ერთი ყმაწვილი ქალი, რომელიცა წყაროდან მივიდოდა, აკიდებული წყლით სავსე კოკით; ჩამომხტარიყო ცხენიდან, სადავე ხელზე გადეცოდა მისულიყო წყლის სათხოვნელათ ყმაწვილ ქალთან; ის ჭაბუკა ქალი, იყო კოსტანზა ის იყო ჩემი დაი“.
ერთმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში რეღენტას, გარნა უცნობმა, მითომ ვერ შეამჩნია მოქმედება უკანასკნელის მისგან ნათქვამის სიტყვებისაგან, ამბობდა იმა ამბავს.
„მე თქუჱნ მოგახსენეთ, ქალბატონო, როგორც იყო ღრაჶი ანტონიელლო, ნება მომეცით ახლა მოგახსენოთ როგორიც იყო ჩემი დაი.
„ის არის თექვსმეტის წლის ყმაწვილი ქალი, მშვენიერი ანგელოზივით, უმანკო ვითარცა წმინდა ქანწული, თვალებიდგან გულამდენ დაინახებოდა, როგორათაც წმინდა მოკამკამე წყალში, დაინახება ძირი ტბისა; მამა მისი და დედა, რომელნიც იყუებოდენ მასში, ყოველ დღე, თავის დღეში ვერ ამოიკითხეს მცირედიცა ჩდილი ცუდის ფიქრისა.
„კოსტანზას არავინ უყვარდა და ამბობდა ყოველთვის, რომელ მას არავინ შეუყვარდება არაოდეს, გარდა მღვთისა, და მართლათაც იმისი სუსტი ნებიერი ბუნება იყო უმაღლეს იმ საგანთა ზედა, რომელნიც მას ეხვია გარს,მისთვის ღირსი არ იყო ამა ქვეყნიური ტალახი მისცხებოდა მის სპეტაკს კაბას ქანწულისას.
„მაგრამ, თქუჱნ მოგახსენეთ, ქალბატონო, და იქნება თქუჱნ იცოდეთ თითონ, ღრაჶი ანტონიელლო არის ლამაზი, კეთილშობილი, მდიდარი, და უხვი დიდი კაცი. კოსტანზა პირველათ ხედვიდა იმა ხარისხის კაცს; ღრაჶი ანტონიელლოც ხედვიდა პირველათ, ეგრეთვე უთუოთ, ერთს მისთანა ქალს, ეს ორი აღმატებული ბუნებანი, ერთი სახარებითა, მეორე სულიერებით, იგრძნეს ერთი ერთმანეთის მიმზიდველობა, და როდესაც ერთმანეთს გაშორდენ შემდეგ გძელისა ლაპარაკისა, კოსტანზამ დაიწყო ფიქრი ლამაზ ყმაწვილ კაცზე, და ღრაჶი ანტონიელლოც ოცნებდა მშვენიერი ყმაწვილის ქალისათვის“.
რეღენტამ ტუჩებზე იკვნიტა, გარნა არა რაი ჰსთქვა.
„უნდა ყველაფერი მოგახსენოთ, ქალბატონო, კოსტანზამ არ იცოდა თუ ის ლამაზი ყმაწვილი კაცი იყო ღრაჶი კარრაკკიოლო, იმას ეგონა ერთი მის პაჟი ვინმე ანუ გვერთ მდევნელი მსახურთაგანი, მისთვის მას შეეძლო,უმანკო და მდიდარს, ამიტომ რომ გლეხობაზე მდიდარია ჩემი და, მოგახსენებდით, შეეძლო ჩემ დას პირის პირ შეხედვა და სიყვარული!
„ოთხის დღის გამავლობაში ერთმანეთს ნახვა დაუწყეს, ამა სახით ყოველთვის წყაროს გზაზე იმავე ალაგს სადაც პირველათ შეხვდნენ; გარნა ერთს სადილის შემდეგ როგორღაც ძალიან გართულ
–იყვნენ, იქამდენ, რომ მამაჩემს, რა შეენიშნა ქალის დაგვიანება, შეწუხებულიყო, თოფი გადეგდო მხარზე და წასულიყო ქალის წინ მისაგებებლათ.
„ერთს გზასთან მისახვევში, დეენახა მჯდომარე ერთს ყმაწვილ კაცის წინ.
„ჩემს დას, რა შეესწრო თვალი, თავის მამისათვის, გადმომხტარიყო როგორათაც დამფრთხალი ირემი, ყმაწვილ კაცსაც მაშინვე გეეწია ტყისაკენ. პირველი მოძრაობა მამის ჩემისა იყო რათა ჩამოსჯდომოდა თოფით, და ნიშანში ამოეღო, გარნა კოსტანზა ჩამოჰფარებიყო თოფსა და კარრაკკიოლოს. მამა ჩუჱნს ეეღო თოფი, გარნა მაშინვე ეცნო ყმაწვილი ღრაჶი.
– მერე, სწორეთ ანტონიელლო კარრაკკიოლი ყოფილიყო? წაიბუტბუტა რეღენტამ.
– ჰსწორეთ ისა, თქვა უცნობმა.
– იმავე საღამოზე, მამაჩემს ებძანა თავის ცოლისთვის და ქალისთვის მზათ ყოფილიყვნენ წასასვლელათ იმავე ღამესში: ორთავ უნდა დეეტევებინათ სახლი ჩუჱნი და შეჰხიზვნიყვნენ ერთს ჩუჱნს ძალუას, რომელიც ჰსცხოვრებს მონტელეონში. წასვლის დროს, მამაჩემს გეეყვანა ცალკე კოსტანზა და ეთქვა მისთვის:
– თუ კიდივ ნახე სადმე ისა, უთუოთ მოვკლამ.“
„კოსტანზას მუხლ დაჩოქვილს, მამისა წინ აღეთქვა აღარ ნახვა; შემდეგ ხელებ შეტყუპულს და თვალ ცრემლიანს ეთხოვნა ბოდიში. მამაჩემს შუბლზე ეკოცნა და ეპატიებინა. კოსტანზა გაჰყოლოდა თავის დედას, და, როგორც ენათლა, ორნივ უკვე გასულიყვნენ ღრაჶის ანტონიელლოს სამძღვარს“.
რეღენტამ ამოისუნთქა.
„მეორეს დღეს მამაჩემი მისულიყო ღრაფთან. მე არ ვიცი იმათ შორის რა მოხდა, მხოლოთ ეს ვიცი ღრაფს შეეფიცნა თავის კეთილ
–შობილებაზე, რომ იმის შემდგომში აღარ ეშინოდეს კოსტანზას შეურაცყოფაზე.
„მეორეს დღეს, ამა ნახვისა, ღრაჶიც ეგრეთვე წასულიყო ნეაპოლში.
– დიახ, დიახ, მე მახსომს იმისი მოსვლა, წარმოსთქვა ნელა, რეღენტამ. მერე? მერე?
– მერე და! ქალბატონო, მერე? ის იგონებდა თავის აღთქმას და ცდილობდა გადაევიწყნა ისი, სასახლის შექცევამ, მაღალ ხარისხოვანთა ქალების წყალობამ, იმედმა მედიდურობისამ, ვერ შეიძლეს ამოხოცვა იმისი გონებიდგან საწყალი კალაბრეზის სახისა: იმისი სახე განუშორებლათ უდგა წინ ყოველ დღე, და ღამე სიზმარში არ ასვენებდა მას, ჰსწვამდა ძილში. იმისი მიწერილი წიგნები, თავის ძმასთან შეიქნენ მწუხარენი, მწარენი, განწირულებითნი. შეწუხდა იმისი ძმა, წამოვიდა და მოვიდა სასახლეში. იმას ეგონა, რომ ის იყო ტრფიალი მეფასი ვისიმე, რომლისა ხელის თხოვნას ვერ ჰბედამდა. ბევრი იცინა როდესაც შეიტყო, რომ საგანი მისის სიყვარულისა იყო, ერთი საწყალი კალაბრეზი.
– გიჟი ხარ, ანტონიელლო. უთხრა მან. ის ქალი შენ მამულზე გდგომია, შენ მოხარჯე, შენი ყმაა, ის ქალი შენი ქონებაა.
– მართალია, თქვა ანტონიელლომ, მაგრამ მე ფიცი მივეც იმის მამას...
– როგორ თუ ფიცი! რაზედ მიეც, ტუტუცო?
– ის ფიცი მივეც, რომ აღარ ვეცადო იმის ქალის ნახვას.
– ძალიან კარგი! უნდა შენი პირობა აღასრულო. კეთილ
–შობილს პატიოსანი სიტყვის მეტი რა აქვს.
– აბა ხომ ხედამ მაგ საქმეს აღარა მოეგვარებარა.
– შენ შეგიფიცნია არ ეცადო იმის ნახვას?
– დიახ.
– არა, ის ქალი რომ მოვიდეს შენ სანახავათ?
– ისა!
– დიახ, ისა!
– მერე, სადა?
– საცა შენ გინდა. აქა, მაგალითებრ!
– ო! არა, აქ ნუ.
– მაშ კარგი! შენ როზარნის სასახლეში.
– ეს არის, რომ მე აქ ჯაჭვითა ვარ დაბმული: არ შემიძლიან ნეაპოლს გავცდე.
– რვა დღით.
– ოო! რვა დღით? დიახ, შეიძლება, მე ვიპოვნი მიზეზს რასმე მოვსხლტე მას რვა დღით. „არ ვიცი ვიზედ ლაპარაკობდა, ქალბატონო, და ან რა საქმე იჭერდა მას ტყვეთ, მაგრამ ეს კი ეთქვა.
– მე ეგ ვიცი, მე, თქვა რეღენტამ საშინლათ გაყვითლებულმა. თქვი, უფალო, თქვი.
– მაშ, მიუგო რაიმონდმა, როდესაც ჩემი წიგნი მოგივა, წამოხვალ?
– იმავე წუთში.
– კარგი მაშა.“
„ძმებმა, ერთმანეთს ხელი გამოართვეს განშორების დროს; ღრაჶი ანტონიელლო დარჩა ნეაპოლში, ხოლო რაიმონდ ბატარ წავიდა კალაბრისაკენ.
„ერთს თვეს უკან, ღრაფმა ანტონიელლომ მიიღო წიგნი თავის ძმისაგან, და, უნდა სიმართლე მისცეს ღრაფს, ის არის სწორე კაცი და მტკიცეთ იცის სიტყვის აღსრულება: იმავე დღეს წავიდა.
„აი რა მომხდარიყო. ნუ სჩქარობთ ქალბატონო, აღსნის ბოლოში ვარ.
– მე არა ვჩქარობ, ყურს გიგდებ, მიუგო რეღენტამ, მხოლოდ მე ვსძრწი შენს ამბის თქმაზე.
– ერთი კაცი მოეკლათ წყაროს ახლო. მამაჩემი, იმ დროს თურმე სანადიროდგან მოდიოდა, ნახა ის საბრალო სულთ მომძრავი კაცი; მივარდა მას რათა უშველოს რამე, და, რა იმ მეცადინეობაში იყო, თუმცა ამაოთღა, რომელ ცნობას მოეყვანა იგი, ორი მსახური რაიმონდის ბატარისა გამოვიდნენ ტყიდან და შეიპყრეს მამაჩემი როგორათაც მკვლელი.
„რაღაც უბედურება იყო, მამაჩემს თოფი დაცლილი თურმე ჰქონდა, უმეტესი უბედურობა კიდევ, რომლისაც საიდუმლოს რაიმონდ გამოაჩენდა, თუ მკვდარი არ იყოს, ტყვია მკვდრის გულიდგან გამოღებული იყო თურმე იმავე ყალიბისა, როგორიც მამაჩემს მაშინ ზედ უპოვნეს.
„მსაჯულება მოკლეთ იყო; ორთა მათ მსახურთა მოწმობა წარმოსთქვეს მსაჯულების წინ, რომელ მათ აღარა შეეძლოთრა. გადაწყვიტეს მოკვლა მამის ჩემისა.
„დედაჩემს და ჩემს დას შეეტყოთ, ის მოულოდინებელი უბედურობა, სამართალ ქვეშ ყოფნა და გადაწყვეტაც;წამოსულიყვნენ მონტელეონიდგან და მისულიყვნენ როზარნოში, ამავე დღეს ღრაჶი ანტონიელლო, ცნობილი თავის ძმის წიგნით, მისულიყო, ეგრეთვე ნეაპოლიდგან.
„ღრაჶს კარრაკკიოლოს, როგორათაც დიდს თავადს როზარნოსას, ჰქონდა ძალა როგორათაც უარღარესისა, ეგრეთვე უდარესის სამართლის მიცემა. მაშა სადამე, მას ერთის ნიშნებით, შეეძლო მამიჩემისთვის მიცემა სიცოცხლისა და სიკვდილისაცა.
„დედაჩემს არა ჰსცოდნიყო ღრაჶის მოსვლა; შეხვედრიყო რაიმონდ ბატარს, რომელსაც ეხარებინა ღრაჶის შინ ყოფნა. ერჩია კიდეც მისვლა ქალით წინაშე მისსა და თხოვნა მამიჩემის პატიებისა; დრო აღარ უნდა დეეკარგათ, გადახდევინება მამის ჩემისა იყო დანიშნული მეორეს დღეს.
„ის რჩევა დაუჯდა და ეგონა მას, რომელ იყო მეგობრობით ნათქვამი; მისულიყო თავის ქალის წასაყვანათ, წეეთრია თითქმის და არცკი ეთქვა სად მიჰყვანდა, იმავე მოსვლის დღეს დიდის თავადისა იგინი მისულიყვნენ იმის სასახლის კარებთან სავედრებელათ.
„არ იცოდა, საწყალმა დედამ, ღრაჶისაგან კოსტანზას სიყვარული.
„კარები გეეღო, ამისათვის რომელ ყოველივე იყო წინათვე დაწყობილი საძაგელის რაიმოდნისაგან, რომელ იმის განძრახვას არა ვითარიმე დაბრკოლება არა ჰქონდარა; რაკი შევიდნენ, დედას და ქალს დახვდენ მოსამსახურეები, რომელთაც გადუღობეს გზა და არ უშვებდენ ოთახში, მასთან ეუბნებოდენ, რომ ორთავ იმათი შესვლა არ იქნება თუ არ ცალცალკე.
„დედაჩემი შევიდა, კოსტანზამ მოუცადა. „დახვდა მას ღრაჶი ანტონიელლო წყრომის სახით მიმღები; დეემხო მის ფეხების წინ, ევედრა, შესტირა; ანტონიელლო იქნა უძლეველ. ერთი ბოროტი საქმე მომხდარა, უებნებოდა ისა, და მოქმედი მისი არის ქმარი შენი, უთუოდ უნდა დაისაჯოს; უნდა კანონისამებრ აღსრულდეს: სისხლი სისხლს ითხოვს.
„საბრალო დედაჩემი გამოვიდა ღრაჶის ოთახიდგან მკვდარივით, მწუხარებისაგან მოცული განწირულებითა, და მთხოვნელი ცრემლით ღვთისა.
– გარნა შენ სად იყავ მაგ დროებაში? ჰკითხა რეღენტამ უცნობს.
– კალაბრის იქითა მხარეს, ბატონო, ტარანტში, ბრინდიზას, რავიცი? შორს ვიყავ, ასე რომ მაგ ამბისა არა ვიცოდი რა. აი, ასე გახლდათ.
„დედაჩემი, მწუხარებისაგან გაგიჟებული, გამოვიდა და უნდოდა წეეყვანა ქალი თვისი, გარნა კოსტანზამ დააყენა.
– ახლა ჩემი რიგია, დედავ, უთხრა, მეც ჩემი მხრით ვეცდები შეწყალებაში მოვიყვანო ჩუჱნი ბატონი. იქნება მე უფრო იღბალი მქონდეს მინემ შენ.“
„დედაჩემმა ჩაჰკიდა თავი და დეეცა სკამზე, იმედ დაკარგული.
„შევიდა ეგრეთვე ჩემი და.
– ხომ იცოდა იმ კაცს უყვარდა იგი, დაიყვირა რეღენტამ, და რისთვისღა მიდიოდა იმ კაცთან!..
– მამაჩემი მეორეს დღეს უნდა მომკვდარიყო ბატონო, გესმით თუ არა?“
იზაბელა არაღონისამ კბილები გააღრაჭუნა: შემდეგ ერთის წამისა:
„თქვი, თქვი, უთხრა მან.
– ათი მინუტი გავიდა სიკვდილის მგზავს ლოდინში; ბოლოს ერთმა მსახურმა გამოიტანა ქაღალდი.
– ჩემა ბატონმა ღრაჶმა აპატივა სრულებით შემცოდეს, თქვა მან, აი ბძანება მისივე ბეჭდით დაბეჭდილი.“
„დედაჩემმა დაიკივლა მისთანა სიხარულით, რომელიც უფრო ემგზავსებოდა განწირულებითს ხმას.
– ოო! პატიობა, პატიობა, ჰსთქვა მან, მკოცვნელმა ღრაჶის ხელ მოწერილისამ, გაიქცა კარებისაკენ. შემდეგ უეცრათ შედგა: „ჩემი ქალი? ჰსთქვა მან.
– შენ გასწი, საჩქაროთ სატუსაღანოში, უთხრა მოსამსახურემ, შენი ქალი შინ დაგხვდება, როცა მიხვალ შენს სახლში.“
„დედაჩემი გავარდა, აღტაცებული სიხარულისაგან, ბედნიერებისაგან მთვრალი, გაიარა მან როზარნოს ქუჩები მყვირალმა: პატიობა! პატიობა! მე მაქვს იმისი პატიობის ქაღალდი!.. მივიდა საპყრობილის კარებთან, სადაც ორჯელ უკვე ყოფილიყო ტყუილათ. კიდევ მესამეთაც აგდებდენ, გარნა მან რა უჩუჱნა ქაღალდი, გეეღო კარებიც.
„შეიყვანეს საპყრობილის ერთს პატარა ოთახში, სადაც მამაჩემი იყო.
„მამაჩემი აღარავის ელოდა, გარდა ჯალათისა; სიცოცხლე შევიდა სიკვდილის ნაცვლათ.
„ამ შესაძრწუნებელს და შესაწუხებელს ალაგს რაოდენიმე წუხილი იყო სიხარულისა.
„შემდგომში ჰკითხა მან დაწვრილებით, როგორ შეეტყო დედაჩემს, ჩემს დას ის საქმე, რომელსაც მას ჰსწამობდენ, როგორ მიაწია ღრაფამდენ, როგორ, ერთის სიტყვით მოხდა ყოველივე.
„დედაჩემმა დაუწყო ამბის თქმა, მამაჩემი ყურს უგდებდა, და წამდაუწუმ აყენებდა გაკვირვების წამოძახებით; თანდათან აღარა თქვა რა, რაოდენისამე სიტყვის მეტი, ისიც აკანკალებულის ხმით; მსწრაფლ სრულებით გაჩუმდა, შემდეგ თავი ჩამოჰკიდა და დაიჭირა ხელებით, შემდეგ დაასხა სახეზე მწუხარების ოფლმა, შემდეგ სირცხვილმა გაუწითლა შუბლი, ბოლოს, როდესაც დედა ჩემმა უთხრა, როგორათაც ღრაფმა არ მიიღო იმის თხოვნა, თავის ალაგს შეგზავნა ქალი თვისი, წამოხტა საჩქაროთ, საშინელის ხმით დაიყვირა, როგორათაც დაჭრილმა ლომმა, და მივარდა კარებს, ხოლო კარები დაკეტილი იყო.
„აიღო ქვა, რომელიც იმას თავით ბალიშათ ედო, და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ჰკრა რკინის რეშოტკებს, ეგონა მას ჰქონდა ნება მისის გაღებისა.
„კარების გამღებმა მიირბინა და ჰკითხა რა უნდოდა მას.
– მინდა გავიდე, დაიყვირა მამაჩემმა. ეხლავ უნდა გავიდე.
– არ შეიძლება! უთხრა კარის გამღებმა.
– მე პატიობის ქაღალდი მაქვს! დაიყვირა მამაჩემმა. მე მაქვს, ხელში მიჭირავს, აი!
– მართალია, მაგრამ მანდ სწერია, რომ ხვალ დილამდენ ვერ გახვალ ამ საპყრობილიდგან.
– ხვალ დილამდენ? საშინელის დაყვირებითა ჰკითხა ტუსაღმა.
– უფრო კარგი არ არის წაიკითხო, თუ იჭვნეულობ,“ დაუმატა კარის გამღებმა.
„მამაჩემი მივიდა სამთელთან, წაიკითხა, გადაიკითხა ქაღალდი. კარის გამღები არა ჰსტყუოდა; შემთხვევით, შეცდომით, თუ გამგებ, იმისი თავის
–უფლების დღეთ იყო, დანიშნული მეორე დღის დილა.
„ტუსაღმა ამაზე კრინტი არა ქნა, არც დაიკვნესა, არც ერთი ცრემლი არ გადმოუარდა. მივიდა და დაჯდა თავის საწოლზე მუნჯათ გაბრუებული.
„დედაჩემი მივიდა მის წინ და დაიჩოქა.
– რა დაგმართვია? ჰკითხა.
– არაფერი, მიუგო.
– მაინც, რისა გეშინიან?
– ო! სულ არაფრისა.
– ახა ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რას ფიქრობ? რასა შიშობ? რას იჭვნეულობ?
მე იმასა ვფიქრობ, რომ კოსტანზა უღირსია თავის მამისა, აი ეს არის.
„ამაზედ ახლა დედაჩემი ადგა, გაყვითლებული და მძრწოლარე.
– ეგ როგორ შეიძლება.
– როგორ შეიძლება! და მითომ რატომ?
– მითხრეს ეხლავ გამოვაო. ესეც თქვეს შინ წავიდა იქ გიცდისო.
– მაშ კარგი! წადი ნახე შინა თუ იქ არის, და თუ იქ იყოს, ერთად მოდით.
– მივდივარ. თქვა დედაჩემმა.
„დაურაკუნა მან კარებს და ითხოვა გასვლა. კარის გამღებმა გაუღო კარები.
მიირბინა სახლში. სახლი ცარიელი დახვდა, კოსტანზა არ ამოსულიყო.
„გაიქცა სასახლისაკენ, იკითხა თავისი ქალი, უთხრეს, რომ იმათ არ ესმით რას ამბობს. „ხელ მეორეთ მივიდა სახლში. კოსტანზა კიდევ არ მისულიყო. „საღამომდენ უცადა, მაინც კოსტანზა არ მოვიდა.
„მაშინ მოაგონდა თავისი ქმარი და ისევ წავიდა საპყრობილისაკენ; მაგრამ იმ დროს მიდიოდა, მისთანა მწუხარეს ნელის ბიჯით, თითქო სასაფლაოზე მისდევდა თავის მკვდარს ქალის გვამსა.
„იმავე ალაგს დახვდა ქმარი თვისი; თუმცა იცნა მან იმის ფეხის ხმა, თავიც არ აიღო. მივიდა დედაჩემი, ფეხთით დაუწვა და სიტყვა უთქმელათ თავი მუხლებზე დაუდო.
„გესმით, ბატონო, რა ჯოჯოხეთური ღამე იქნებოდა მათ ორ დაწყევლილთათჳს!
„მეორე დღეს, გათენებისას, მივიდნენ, გააღეს საპყრობილე და გამოუცხადეს ტუსაღს, რომ ის თავისუფალი იყო. მე აკი მოგახსენეთ, დაუმატა უცნობმა საშინელის სიცილით ო! ღრაჶი კარრაკკიოლო არის მეთქი პატიოსანი თავადი, რომელიც სარწმუნოებით აღსრულებს თავის სიტყვას!..
„ორნი მოხუცნი, ერთი ერთმანეთის დამჭერნი, გამოვიდნენ. ერთმა მხოლოთ ღამემ ორნივ ისინი ათის წლით დაახლოვა სამარეს.
„ერთგან, სადაც უხვევდა ქუჩა და საიდანაც ჩნდა სახლი, დაინახეს კოსტანზა, რომელიც მათ უცდიდა დაჩოქილი კარებთან.
„იმათ არ ააჩქარეს სიარული თავიანთ ქალის ჩქარის შეყრისათვის; არც ქალი მათი ადგა, რათა მიჰგებებოდა მათ.
როდესაც მივიდნენ იმის ახლო, კოსტანზამ შეატყუბა ხელები და მხოლოთ ერთი ეს სიტყვა სთქვა:
„შემინდეთ!“
„დედობრიობის სიყვარულმა უეცრათ დედას გააშლეინა მკლავები ქალსა და მამას უა, თხოვნისა მგზავსათ.
„გარნა წყნარად ჩამოაყენა იგი მამაჩემა.
„
– შეგინდოთ, უთხრა მან. ხელის გამშვერმა კოსტანზასაკენ, შეგინდოთ, და რა გაქვს შესანდობელი, შვილი?
შენ ანგელოზი არა ხარ? შენ წმინდათაგანი არა ხარ? და უფრო უმეტესი გინებეს ყოველივე, შენ არა ხარ მოწამე.“
„ამაზედ აკოცა მას.
„შემდეგ, დედას რომ მიყვანდა თავის ქალი შიგნით სახლში, მამა ჩემი დარჩა მარტო წინაოთახში, მაშინ ჩამაიღო თავისი თოფი, გადიკიდა მხარზედა, წავიდა სასახლისაკენ.
„იკითხა ღრაჶი, მადლობა უნდა მოეხსენებინა.
„ღრაჶი ერთის საათის წინ წასული იყო ნეაპოლში.
„იკითხა რაიმონდ, რათა მისთვის ეთქვა მადლობა,
„რაიმონდიც თავის ძმას გაყოლოდა.
„მობრუნდა თავისი ქოხში, ბუხართან ჩამოჰკიდა თავისი თოფი, შემდგომ კოსტანზამ და იმისმა დედამ გაიგონეს ხმა, თითქო ერთი რაღაც მძიმე დეეცა ადგილზე, ორნივ ერთათ გამოცვივდნენ, ნახეს ბერი კაცი უგონოთ მდებარე შუა სახლში.
„დააწვინეს თავის ქვეშაგებზე; ჩემი და იმასთან დარჩა, მანამ დედაჩემი გაქცეულიყო ექიმის მოსაყვანათ.
„ექიმმა თავი გაიქნივა, მაინც სისხლი გამოეშო მამაჩემს. ბინდის დროს აახილა თვალები ბერმა კაცმა.
„როგორც აახილა თვალები მეც იმ დროს შეველ შინ.
„იმან ვეღარც დედაჩემი დაინახა, ვეღრც ჩემი და, მხოლოთ მე დამინახა.
„შვილო, შვილო, დაიყვირა მან, ო! შენ სისხლის საძიებელმა ღმერთმა მოგიყვანა.“
„მივარდი და მოვეხვიე კისერზე.
– გადით, უთხრა დედაჩემს და ჩემს დას, ჩუჱნ მარტო გაგვიშვით“
– დედაჩემი დამორჩილდა, მხოლოთ ჩემს დას უნდოდა იქ დარჩენილიყო.
ამაობაში მოხუცებული წამოჯდა თავის ქვეშაგებში და კოსტანზას დაანახვა დედა მისი, რომელიც გადიოდა:
„გაჰყევ დედაშენს, უთხრა მან ისეთის ხელის ნიშნებით, რომელზედაც უთუოთ უნდა დამორჩილებოდა, გაჰყევ დედაშენს, თუ გინდა, რომ გამოგყვეს ჩემი ურთხევა“.
„კოსტანზამ აკოცა მამაკვდავს ხელზე, მომეხვია ტირილით კისერზე და გაჰყვა თავის დედას.
მე ავიყარე ჩემი იარაღი, ჩემი დამბაჩები, ხანჯალი დავაწყე სტოლზე, შეველ და დავიჩოქე მოხუცებულის წინ.
„სისხლის მაზღვევარს ღმერთს მოჰყევხარ შენ, განმიმეორა მან. გამიგონე, შვილო, სიტყვას კი ნუ გამაშვებინებ; ამიტომ, რომ მე ვგრძნობ, მხოლოთ რამტენიმე წუთი სიცოცხლეღა მაქვს, გამიგონე“.
„ვანიშნე, დაიწყე მეთქი.
„მაშინ ესე ყოველივე წვრილათ მითხრა.
„და რამტენსაც ლაპარაკში შევიდა, იმისი ხმა თანდათან მატულობდა, სისხლი მოსდიოდა სახეში, თვალები მისი სიანჩხლით ივსებოდა, იტყოდა კაცი, კარგა მყოფიაო, ხოლოთ უკანასკნელ სიტყვაზე, როდესაც მივიდა იქამდე, სახლში რომ შემოსულიყო, თოფი ბუხართან ჩამოეკიდნა, იმას ეფიქრა სისხლის ზღეველობა აღარ შეეძლო, მაშინ წამიყრანტალა და თავი მისი დეეცა ბალიშებზე.
„მაშინ კი მოკვდა სწორეთ.
„დიდხანს არ დავიჯერე, დიდხანს ვანძრიე ხელით, ხან ჩავძახდი, ბოლოს ვიგრძნე იმის ხელების გაციება ჩემ ხელებში, ბოლოს შევატყე გამქრალის თვალებიდგან.
„დაუხუჭე თვალები, გულს
–ხელი დაუკრიფე, ვაკოცე უკანასკნელათ, გადავხურე ზეწარი სუდარის ნაცვლათ.
„შემდეგ გავაღე შიგნითი კარები, ნიშნებით უთხარ დედაჩემს და ჩემს დას შემოსულიყვნენ:
„მოდით, უთხარ იმათ, მოდით ილოცეთ თქუჱნის გარდაცვალებულის ქრმისათვის და მამისათვის“.
„ორნი ქალნი მოცვივდნენ ქვეშაგებს თმა გლეჯით და ქვითქვითით.
ამასობაში, მე ვიკეთებდი ჩემს დამბაჩებს და ვირტყამდი ხანჯალს და გადავიკიდე თოფიც მინდოდა გამოსვლა კარზე.
– სად მიხვალ, ძმაო? დაიყვირა კოსტანზამ.
– საითაც ღმერთი ინებებს. მიუგე.
– მანამ ის დამიშლიდა წასვლას, მანამ მე გაველ უკვე კარებს და მივეფარე სიბნელეში.
„გამოვწიე პირდაპირ ნეაპოლისკენ.
მე არამც თუ ის მითხრეს, რომ თქუჱნ მშვენიერი ხართ ყოველს ქალებში, გარნა ისიც, რომ თქუჱნ ხართ მართლ
–მსაჯული ყოველს ხემწიფეებში.
„იმ განძრახვით მოველ ნეაპოლსში, რათა თქუჱნთვის სამართალი მეთხოვნა.
– რატომ შენ თითონ არ უყავ სამართალი შენ თავს? ჰკითხა იზაბელამ.
– ერთი ხანჯლის დაცემა ცოტა იყო იმისთანა შეცოდებისთვის, ბატონო, მე ეშაფოტი[2] მინდოდა იმისთვის, ანტონიელლო კარრაკკიოლომ გააუპატიურა ჩემი გვარი, მე მინდა გავაუპატიურო ანტონიელლო კარრაკკიოლო.
– ეგ მართალია, წარმოსთქვა ნელა რეღენტამ,
– უფრო დასარწმუნებლათ, როდესაც მე მოვდიოდი, გზაზე შევიტყე, რომ როკკო დელპიზზოს თავი იყო დაფასებული და როდესაც მოვედი ნეაპოლში, წავიკიხე მერკატო ნუოვოს ქუჩის კუთხეზე მიკრული გამოცხადება, რომელ მიეცემოდა ოთხი ათასი ოქრო, მას ვინც ცოცხალს ანუ მკვდარს ჩაუგდებდა მართებლობას ხელში; უფრო დასაბეჯითებლათ, მოგახსენებდით მე გიახელ პოლიციის მინისტართან, რომოელსაც აღუთქვი დაჭერა იმა კაცისა, ვისაც ეძებთ ყოველგან და ვერსად ჰპოვობთ. გარნა მინისტარმა არ მიიღო, რასაც მე ვთხოვდი, ესე იგი, ერთს ნახვას თქუჱნის უგანათლებულესობისას, მაშინ მე ვიფიქრე სხვა ღონის ძიება, რომლითაც უნდა ჩემი სურვილი აღმესრულებინა; დავიწყე ქურდობა რეზინა ტორრედელ გრევოს გზაზე.
– მაშ შენ იყავ და არა როკკო დელპიზზო?
– მასუკან ვიქურდე ავერნის გზაზე...
– შენ იყავ კიდევ და არა ისა, ვისაც ამბობდენ?..
– მასუკან კაცი მოვკალ ამალფის გზაზე, რაიმონდი იყო ის მკვლელი, იმის სიკვდილიდან დავიწყე ჩემის სისხლის ძიება, რადგან სამართალს არ მაძლევდენ, გადავწყვიტეუთუოთ სისხლის აღება.
– ეგ კარგი, თქვა რეღენტამ. ღმერთს ნებამდა, რომ შენ ისევ გიპოვნე, უფრო კარგათ მოვიდა.
– უფრო კარგად, თქვა უცნობმა.
– კიდევ ჰკისრულობ როკკო დელპიზზოს დაჭერას?
– კიდევ.
– იცი სადაც არის?
– ვიცი.
– უთუოთ დაგვაჭერინებ?
– თავს ვდებულობ.
– ცოცხალს მოგვცემ ხელში?
– თუ კარრიკკიოლს მომცემთ მკვდარს, მე ცოცხალს მოგართმევთ დელპიზზოს; ხომ იცით, ეგ არის ჩემი პირობა, ქალბატონო.
– ეგ უეჭველათ იცოდე, მაგრამ ამას იქით შენ მაგიერათ პასუხს ვინ მოგვცემს!
– მაგაზე უადვილესი რა არის: გამგზავნეთ საპყრობილეში; მხოლოდ ორმა მცველმა ერთის ფანჯრიდგან მაყურებინონ, როდესაც კარრაკკიოლოს მოჰკვლენ, რაკი კარრაკკიოლო მოკვდება, მე როკკო დელპიზზოს დაგაჭერინებთ.
– მაგრამ, რომ ვერ აასრულო ეგა?
– იმის ნაცვლათ ჩემი თავი დამიდვია; მე აკი მოგახსენეთ ესა, და კიდევ ვამეორებ.
– ეგ მართალია, თქვა რეღენტამ, მე დამავიწყდა.“
შემოჰკრა ტაში ქალმა, გვარდიის კაპიტანი შემოვიდა.
„ეს კაცი ჩასვით ვიცერში, უთხრა მან. კაპიტანმა ორს მცველს ჩააბარა, კაცი იგი და თვით შემოვიდა.,
„ახლა, თქვა რეღენტამ, დაიჭირეთ ღრაჶი ანტონიელლო კარრაკკიოლო და წაიყვანეთ ეჶის ციხეში.
კაპიტანი მივიდა კარრაკკიოლოს სასახლეში; გარნა, უთუოთ ეჭვი რამ შესვლოდა იმის თავზე ცუდი რამ მოდიოდა, არრაკკიოლო გაქცეულიყო.
რა რეღენტამ შეიტყო ეს ამბავი, ამითი უფრო გული დააჯერა, რომ იმის საყვარელი დამნაშავე იყო, უბძანა მაშინვე თავადთ ჯარათ მისვლა კაპონანზე, რომელთანაც კარრაკკიოლო იყო შეხიზნული, თუ სამ დღეზე არ მი სცემდენ შემცოდეს.
სამმა დღემ გაიარა, გარნა ღრაჶი არ მოვიდა მაინც. ნეაპოლმა, რა გაიღვიძა, ნახა, მეორე დღეს, ორმოცდა ათი ხელოსანი აქცევდნენ ანტონიელლო კარრაკკიოლის სასახლეს, მდებარეს კატედრალის პირდაპიდ.
რა სულ ერთიან დააქციეს სასახლე, მოიყვანეს გუთანი, გაავლეს კვლები იმ სასახლის ალაგს, მარილი დათესეს და დაფარცხეს.
შემდგომ დაუწყეს ქცევა სასახლეს, რომელიც იმის სასახლეს გვერდზედ იყო: ის ეკუთვნოდა თავადს კარრაკკიოლოს იმის მამას.
დაქცეულს სასახლეს ეგრეთვე უყვეს როგორათაც პირველსა.
შემდგომ მარცხენა სასახლეს დაუწყეს ქცევა, ის იყო ღერცოღის კარრაკკიოლისა იმის უფროსი ძმისა.
დაქცეულს სასახლის ალაგს, ეგრეთვე უყვეს, როგორათაც სხვა ორთა დაქცეულ სასახლის ალაგს.
რეღენტამ უბრძანა, რომ სულ ერთიან რაც კარაკკიოლების სასახლეებია, ერთიან დააქცევინებს, თუ ისინი არ დაიჭერენ შემცოდეს და არ წარუდგენენ.
იმ ღამეს, რასაც დროს ეს ბრძანება გამოიცა, ანტონიელლო კარრაკკიოლი თითონ მივიდა საპყრობილეში,
მეორეს დღს, იმისი მამა და იმისი ორი ძმები მივიდნენ კოროლის სასახლეში; გარნა მოადგილემ შეუთვალა მათ, რომ არ ინახებოდა.
მეორეს დღეს, ტუსაღმა მისწერა ღერცოღინას, სავედრებელი წიგნი, რათა მოწყალება მოეღო და ენახვინებინა იგი, ხოლო ღერცოღინამ უპასუხა, რომელ იმის ნახვა არ შეიძლებოდა.
მთელი რვა დღე, ერთმაც და მეორემაც განამეორეს მეცადინეობა; გარნა არცა ერთმა მათგანმა ვერ მიიღო არა ვითარი კმაყოფილება.
მერვეს დღეს გათენებისას, მერკატო ნუოვოს მცხოვრებმა, გაკვირვებით თან შერეულის შიშით, ნახეს ამართული სახრჩობელა მეიდანზე, რომელიცა წინა დღს არ იყო. სამგლოვარე მაშინა იყო აღმართული ღამეში; ასე რომ არავინ ნახა მისი გაკეთება, მისი აღმართვა.
იმ ეშაჶოტის ერთ ბოლოზე, იყო ტაძარი დადგმული, მეორეზე კუნძი; კუნძსა და ტაძარს შუა ერთს მხარეს იდგა მღვდელი, მეორეს ჯალათი.
არავინ იცოდა, ვისთვის იყო, ამართული ეშაფოტი იგი, ის ჯალათი, ის მღვდელი, ის კუნძი და ის ტაძარი.
ბოლოს ნახეს მომავალი, მოლის ქუჩის ბოლოს, რომელიც გამოდის მერკატო ნუოვოს ქუჩა, ერთი კაცი ორთა მცველთაგან მოყოლილი. ჯერ ეგონათ, რომ ის კაცია ფალავანი იმადრამისა, რომელიც ითამაშებდა; გარნა შევიდა იგი ორისავ მცველის შეყოლით ერთს მეიდანზე მდებარეს სახლში.
ცოტას ხანს უკან გამოჩნდა იგი, ყოველთვის ორთა მცველ შუა, იმა სახლის ფანჯარაში, რომელიც პირდაპირ იყო იმა ეშაფოტისა. შესცდენ ყველანი იმ კაცზე, რომელიც ეგონათ იმა დრამისა წარმომდგენელი, უეჭველათ ის კაცი იყო ეგრეთვე მაყურებელი იმა ამბისა.
პატარა ხანს უკან, მოისმა ხმა კიჟინისა, ჯერ მადელენას ხიდის ბოლოდან, რომელიც მერკატო ნუოვოსკენ მიდის და სუპირის ქუჩიდგან, ორი კრება მოდიოდა, სუპირის ქუჩიდგან მოჰყვანდათ ერთი მშვენიერი ყმაწვილი კაცი, ხოლო იმ ქუჩის ბოლოდგან ერთი მშვენიერი ყმაწვილი ქალი.
ის ლამაზი ჭაბუკი კაცი იყო ანტონიელლო კარრაკკიოლო.
მშვენიერი ყმაწვილი ქალი, კოსტანზა იყო.
ორნივ ერთს დროს მივიდნენ მეიდანზე, ორნივ მივიდნენ ეშაფოტთან ერთნაირის ნაბიჯით, ორნივ ერთათ ავიდნენ მაზე; მხოლოთ კოსტანზა ავიდა მღვდლისაკენ, ანტონიელლო ჯალათისაკენ.
რა ავიდნენ ეშაფოტის პატარა მოედანზე, ანტონიელლო შეიძრა მისავარდნელათ კოსსტანზასაკენ, გარნა ჯალათმა დაიჭირა, კოსტანზამ გადადგა ერთი ნაბიჯი მისასვლელათ ანტონიელლოსთან, გარნა მღვდელმა არ გაუშვა.
შემდეგ ამისა მწერალმა გაშალა ქაღალდი და წაიკითხა მაღალის ხმით. ის იყო კონტრაკტი შეუღლებისა ღრაჶის ანტონიელლო კარრაკკიოლისა, კოსტანზამ მსმენელმა იმა კონტრაკტისა, სამეფო თავადი აძლევდა თავის მომავალს მეუღლას, არამც თუ ყოველს თავის ხარისხს, არამედ ყოველს თავის მამეულს, და ქონებას.
თუმცა მოედანი იგი იყო სავსე ხალხთაგან, თუმცა გროვა იგი ახლოს ქუჩებში ღელამდა, თუმცა ყოველი ფანჯარა მეიდნისაკენ იყო გამოშენებული თავებისაგან,თუმცა ბანები სახლებისა ჰგვანდა ცოცხალ ყანას, მაინც კონტრაკტის წაკითხვის დროს, ისეთი სიჩუმე იყო, რომელ არც ერთი მწერლისგან წაკითხული სიტყვა, იმა კანტრაკტისა არ დარჩა გაუგონარი.
მაშინ ერთიან იმ ხალხმა, რაკი წაკითხვა გათავდა, დაჰკრეს ტაში. მიხვდნენ, რომ რადგან იყო გარჩევა იმა პირობებში, რეღენტას სურვილი იყო, რათა ღრაფს მიეცა გლეხის ქალისათვის ის პატივი, რომელიც მან წარსტაცა.
რაიცა შეეხება დანიშნულებას, რომელთაც იქამდე უეჭველია არ იცოდნენ რა ამბავი იყო, არ იყო ცოტა ამაზე არ გაყოჩაღდენ, და როდესაც მღვდელი ავიდა ტაძარზე, ანიშნა მათ მიახლოვება, წარდგნენ იგინი კარგა გამბედავის ბიჯით დასაჩოქებლათ წინაშე მისსა.
მაშინვე ლოცვა დაიწყო, ყოვლის წესებით, რაიცა აქვს შეუღლებასა. მღვდელმა ჰკითხა თვითეულს მათ ჭაბუკთაგანს, ყაბული ჰქონდათ ცოლ ქმრობისა თუ არა? და თვითეულმა მათგანმა, გაურჩეველის ხმით, წარმოსთქვა თანხმობა. შემდგომ კაცმა ღვთისამან გაუკეთა ანტონიელლოს წინდის ბეჭედი, და ანტონიელლომ წააცვა კოსტანზას თითსა. მაშინ ორთავ დაიჩოქეს ხელმეორეთ და მღვდელმა აკურთხა იგინი.
ყოველი მცქერელი ტიროდენ სიხარულით და გრძნობით ამა გასაცვიფრებელს სანახავზე და ლოცამდენ ეგრეთვე ორთა მეუღლეთა. ვნახოთ, ამ დროს იმავე ხუცესმა, რომელმაც წარმოსთქვა წმინდა სიტყვანი შეუღლებისა, დაიწყო დაბლისა ხმით ლოცვა სულთ მობძავისა. ამა ცვლილებაზე, მთელი იმა ხალხის გროვა შეძრწუნდა და იგრგვინა შიშისაგან, ამიტომ რომ მიხვდენ, რომელ ჯერ არ იყო ნახევარი ცერემონია იგი გათვებული და ერთი რაღაც უბედურობა უნდა მომხდარიყო.
მართლათაც ანტონეილლომაც არ იცოდა, ეგრეთვე, როგორათაც სხვათა, სვე რაიცა მას ელოდა, იხედებოდა აქა
–იქა შეშინებლის თვალითა, ორთა თანა შემწეთ, ჯალათისამ ჰსტაცეს მას ხელი და მანამ ის იქმოდა რასმე მოძრაობას, მანამ შეუკრეს მკლავები და მანამ ჯალათი ხმალს ამოიწვდიდა ქარქაშიდან, მანამ მათ მიიყვანეს გადაწყვეტილი ტუსაღი იგი კუნძთან, რომელიც როგორათაც უკვე ვთქვი, ამაღლებულ იყო მეორეს ნაპირს ეშაფოტისას ტაძრის პირდაპირ, და მასთან იძულებითდააჩოქეს იგი.
კოსტანზას უნდოდა მივარდნილიყო ანტონიელლოსთან, გარნა მღვდელმა დააყენა ჯვარცმის ჩამოშვებით მისა და ქრმის შორის.
მაშინ ნახა ანტონიელლომ, რომ საქმე მისი, წასული იყო და მიხვდა თავის უეჭველს დასჯას, იმან აღარა იფიქრა რა სხვა, გარდა რიგიანათ სიკვდილისა. აიღო თავი, მაღლა ჰსთქვა ლოცვა ერთი; შემდგომ მიბრუნდა კოსტანზასაკენ ნახევარზე უკვე ცნობა მიხდილსა:
„ნახვამდენ მცაში“ დაუყვირა მას და გაუწოდა კისერი კუნძზე.
იმავე წუთში, ხმალმა აღმსრულებელისამ გაიელვა, და ხალხმა, დაიყვირეს საშინლათ, შეიქნა უკან გრიალი; კარრაკკიოლს წარკვეთილი ერთის დაკვრით თავი გადავარდა კუნძიდგან ძირს და გორამდა ფერხთა ქვეშე მათთა, რომელნიც უფრო ახლოს მისულიყვნენ ეშაფოტთან.
ორი სამხთო მოძმეთა კრება, მოახლოვდა მაშინ ეშაფოტს, ერთი კაცებისა, ერთი ქალებისა. პირველმაწარიღო გვამი თავგაგდებინებელის კარრაკიოლისა, მეორემ წაიღეს გვამი გულშემოყრილის კოსტანზასი.
ხალხი დეედევნა მათ კვალსა და ერთს წუთს შემდეგ მოედანი დაწყევლილი უკვე ცარიელიღა იყო. იქ აღარა დარჩა რა. სისხლით შეღებილი და უძრავი, მხოლოთ საშინელი მაშინის მეტი, იდგა იგი მისთვის უთუოთ, რათა მით ეჩუჱნებინა ნეაპოლის მცხოვრებთათვის, რომელ რაიცა ნახეს მათ ყოველივე იყო ნამდვილი და არა ოცნება.
როდესაც მოედანი დაცარიელდა, კაცი ამა ამბისა მაყურებელი ორთა მცველთ შუა მდგომი. ჩამოვიდა იმათთან ერთად და წავიდა იმ ქუჩის ბოლოსაკენ. გარნა, ვაცერისკენ წასვლის მაგიერ წაიყვანეს იგი კოროლის პალატში.
იქ მიიყვანეს იმავე ოთახებში, რომელშიაც პირველათვე, და, შეიყვანეს მასვე სამლოცველო სენაკში, იქ მას დახვდა, იმავე ალაგს, რეღენტა, უძრავათ მდგომი ხატებთან და ხელ დადებით სახარებაზე. სალდათები თან შეჰყვნენ და დადგნენ ყოველს კარების მხარეს. ახლა? თქვა იზაბელა არარონისამ, აღვასრულე ჩემი ფიცი?
– წმინდათ, ქალბატონო, მიუგო უცნობმა.
– ახლა, შენი რიგია, შენი სიტყვა აღასრულე.
– მზათ გახლავარ.
– სად არის ის კაცი, რომელისაც თავი დაფასებულია?
– წინაშე თქუჱნის უგანათლებულესობისა.
– მაშ, როკკო დელპიზზო?..
– მე გახლავარ, ქალბატონო.
– ვიცოდი მე, თქვა იზაბელამ.
– მაშ, წარმოსთქვა ავაზაკმა, რას მიბრძანებს თქუჱნი უგანათლებულესობა?
– რომ შენ მამობა უყო ობოლს და დაიცო ქვრივი.
– როგორ, ქალბატონო! დაიყვირა როკკო დელპიზზომ.
– მე არც სამართლისა, არც მოწყალების მიცემა არ ვიცი ნახევარზე, მიუგო რეღენტამ.
შემდეგ მიუბრუნდა მცველთ სალდათებს:
„ეს კაცი თავის
–უფალია. საცა უნდა, წავიდეს; დაანებეთ თავი.
ამ სიტყვაზე შევიდა ოთახში დამშვიდებულის და დარწმუნებულის ბიჯით, დედოფლურის სიარულით.
კოსტანზა თავის ძმით დაბრუნდა კალაბრაში ამისათვის, რომ როგორათაც მახსომს, მას ჰყვანდა საბრალო დედა როზარნოში.
როკკო დელპაზზო თან გაჰყვა.
გარნა რა მოუკვდა დედა, ესე მოხდა მეორეს ღამეს, მოვიდა ისევ ნეაპოლში, შევიდა მონასტერში, რომელთაც უკვე მიიღეს, მისცა რაც მხვედრი ფასი იყო და უანდერძა დანაშთენი აუარებელი ქოენაბ, რომელიც მას ჰქონდა თავის ქრმიდგან და მით საბრალო მონასტერი გამდიდრდა უეცრის შემთხვევით.
როკკკო დელპიზზო მიჰყვა თავის დას ნეაპოლში.
გარნა რა მან წარმოსთქვა სურვილი მონოზნობისა, როდესაც ნახა, რომელ ის საჭირო აღარ იყო მისთვის, მაშინ ის დაიკარგა და მას შემდეგ არა კაცს აღარ უნახამს და არცარავინ ჭეშმარიტათ იცოდა, რაიცა მას შეემთხვევოდა.
ასე ჰგონებდენ, მითომც ის ხლებოდეს კეისარს ბორჯიოს, და მოიკლა იმ გამოჩენილ კაცთან ერთსავე დროს მასთან.
დასასრული
_____________
1 რეღენტა არის მოადგილე მეფისა. ქალი) რ.
2 ეშაფეტი არის სახრჩობელი, ანუ სადაც თავს გააგდებინებენ შემცოდეთათვისა. რ.
![]() |
3 სწავლა და ხელოვნება |
▲back to top |
![]() |
3.1 რუსთ ხემწიფეთაგან ქართველ მეფის ვახტანგისა მიპატიჟება თავისთან |
▲back to top |
რუსთ ხემწიფეთაგან ქართველ მეფის ვახტანგისა მიპატიჟება თავისთან
აქ ცხადათ ითქმის ყოველი, დასაბამ დასასრულისა,
მეფის ვახტანგის ამბავი, მოწყალით სიბრძნით სრულისა,
მას ზედან ქართლის არაკი, მტერთაგან გაბასრულისა,
და მერმე თვით ჩემის თავისა, დაკარგულ დაბაწრულისა,
იჯდა ყაენათ შაჰხ თამაზ, ძეძისა შაჰხაბაზისა,
მან შეჰქმნა ბილწად დრან ჯობა, ბევრი ღვინო სვავაზისა,
აღარ ახსომდის სიმთვრალით, ხელში მირთმევა არზისა,
და მითა დაფასდის მართალი, ცხრა ქანქრად ცხრა აბაზისა,
შეჰყვარდებოდა ორივ მას, ლოთობა მეძაობანი,
მით დაჰბნეოდა წართმოდა, თავის ჭკუა და ცნობანი,
მუდამ შინ იჯდის განცხრომით, ვერ გასძლის გარეობანი,
და მის გამო ვეღარ შეიძლო, მან ქვეყნის პატრონობანი,
მისგან წამხდარნი საქმენი, სხვა მოგახსენო რაღანი,
სამხრეთით აღძრა ოსმალო, აღმოსავლეთით ავღანი,
ჩრდილოეთს მხარეს რუსეთსა, გილანით მისცა დავლანი,
და დაღისტნით ქართლსა კახეთსა, წაართო ყუმაშ ყავღანი,
მით გასახმილდა წინწკალი, გრიგლად გარდიქცა სიონი,
მისგან შეირყა მეტეხი, მისგან დაიქცა სიონი,
მან ვახტანგ ძე ლევანისა. შეიპყრა ბაგრატიონი,
და უპატიო ჰყვნა შვიდ წლამდის, იგ დიდათ საპატიონი,
იყო ჩრდილოეთს ხემწიფე, თეთრი რუსეთის მჭირველი,
თვით მპყრობელობის მიმღები, პეტრე ცხებული პირველი,
ჯარის დამწყობი ხომალდთა, ამშენებელი პირველი,
და ადიდოს ღმერთმან სულითა, ბევრი ჰყავს მლოცველ მწირველი,
ვიდრემდის იყო ცოცხალი, რუსეთზე გარდამწვდარია,
ბრძენ უხვი მართალ–მოწყალე, სამართალ დაუმცდარია,
მტერთა მებრძოლთა ყოველთა, მან ყველას ხელი დარია,
და მოკვდა დავითის ანდერძით, აწ ისევ საქმობს მკვდარია,
პეტრეს აქეთნი მეფენი, რომელიც ტახტზე ჯდებიან,
პეტრეს ბრძანებას მოწმობენ, მის მცნებაზედა დგებიან,
გინდ უჩნდეთ წინააღმდეგად, მას წინ არ აღუდგებიან,
და არს პეტრეს თქმული უკვდავნი, მის დღეში არ მოკვდებიან,
პეტრე ხემწიფის ბრძანებას, სრულ ჰყოფენ არა ზარობენ,
წინ უძევსთ მისი ბრძანება, მით დგანან მითვე მგზავრობენ,
მითვე ლაშქრობენ ვაჭრობენ, მოდუქან მობაზარობენ,
და მას ჰსჯიან ვინცა არ იცვას, მის წესზედ აბეზარობენ,
არს მოსაწონი მნახველთა, გაწყობა რუსის ჯარისა,
ათას ხუთას კაცთ ერთ ფერად, ტანთა ცმა სხმა აბჯარისა,
მწყობრიგად შესვლა გამოსვლა, ქცევა ვით ბრუნვა
ჯარისა, და მუსვრა ციხისა მოქლონთა, მაგროვნად დანაჯარისა,
კურთხეულმცა არს ღვთისაგან, პეტრე ხელმწიფის ხსენება,
რა საქმე ვახტანგ მეფისა, ჰსცნა მისი შველა ენება,
ზღვა გავლო დაჰკრა ავღანთა, ხოლაღს დაუწყო შენება,
და დაღისტანს მიხვდა ღვთის რისხვა, მრავალ–გზის განაწყინება,
ხლმის სიფოლადეს სპარსთასა, ჟამი მიხდა ლბილობისა,
ხმა დაუდაბლდათ მოულბათ, სიტყვის თქმა ამაყობისა,
რა ნახეს ცეცხლი ნაწვიმი, ყუმბარისა თუ ბომბისა,
და ვაიმე კარგთა სათქმელთა, ძალი არ შემწევს მბობისა,
ხელმწიფემ ვახტანგს მისწერა, მოდი მიგიჩნევ მამადო,
იესო ქრისტეს მიენდევ, ნუ მოგატყუებს მამადო,
გიჯობს მე ზურგი მამყუდო, გულზედა გული მამადო,
და მერმე შენს მტერზედ მიმიძღვე, ვით თავსა ცეცხლი მამადო,
მდივანთ ხემწიფის ბრძანება, რა შეასრულეს წერითა,
დაბეჭდეს შეჰკრეს შეხვივეს, ზარქაშის მონაჭერითა,
კვლავ ჩაფარ ელჩთა უწოდეს, სასწრაფოდ გველი ძგერითა,
და უთხრეს თუ ჩქარად არ ივლით, ვერ გასძლეთ მზისა ცქერითა.
მათ ჰკადრეს ტოტჩას სუდარი, სიტყვის თქმა მათი სწრაფისა,
ცხენთა შესხდენ და გაქუსლეს, სიტყვა თქვეს რა მუქაფისა,
მესამეს მწუხრზედ ნობათთა, რა ცემა იწყეს დაფისა,
და შევლეს ციხე და ქალაქი, კარები სეიდაფისა,
საღამოს ჟამსა ხალვათად, მეფე თვით იჯდა მარტოდა,
ქვეყნის არევის მიზეზით, გულს სევდა მას მომატოდა,
მაღლიდგან ნახეს სირბილით, კიბეზედ კაცი ახტოდა,
და რასაც ის კაცი იტყოდა, გულითაც მას ინატროდა,
ვით სითბოთ ვარდმან ყვავილი, სუნი გამოსცეს იამა,
დაბუხებულმა ნაზამთრმა, მხარი აისხის ჭიამა,
დიდის სიცხითა მაშვრალსა, აამოს სიო ნიავმა,
და ეგრეთ ხემწიფის ბრძანება, მეფეს რა ესმა იამა,
რა მოეხსენა მეფესა, ამბავი საამურია,
ჭმუნვა განაგდო გარდუწმდა, გულს ეკრა რაც ჯანგ
მურია, მალმალ იკითხის ამბავი, ბრძნად მას მიუპყრის ყურია,
და კვლავ მოიტანეს ვახშამი, სუფრად გაშალეს პურია,
შეიქნა წვევა ჩუმჩუმად, ვეზირთა თან განმზრახისა,
გმგრძელდა სმა და პურობა, ხმა წინწილისა ვაზისა,
შეეტყობოდა განთიად, ჩაცმა არ ჰსწადდათ თალხისა,
და ეგონად ჰსწორედ ტრიალი, მრუდის საწურთოს ჩალხისა
რჩევა ქართლის ბატონისა.
შეკრბენ ქართველთ ბატონ ყმანი, ერთად თავი მოიყარეს,
დასსდენ რიგით ივეზირეს, წინ წიგნები დაიყარეს,
ვინც ხედვიდა ბოლოს საქმეს, ამათ ორად გაიხარნეს,
და ჰთქვეს ზოგთ უფრო წავხდებითო, მაგრამ ზოგთ კი განიკმარეს,
გამკმარელთა უპასუხეს, გეტყვით ძმანო ვერ გეთნებით,
ვერა ბრძანეთ ეგე რჩევა, კაის ჭკუით კაის საქმით,
ქრისტიანის ხემწიფისა, ხელ დებულნი შევიქნებით,
და ჩუჱნ მაგაზედ რად წავხდებით, თუ არ უფრო
გავკეთდებით, მათ მიუგეს თუ უჭკუო ვართ, ნახამთ ბოლოს გამოჩნდების,
არც ჩუჱნ ვსწუნობთ კარგი არის, თუ ეგ საქმე მალ მოხდების,
მაგრამ მტერნი შეგვიტყუობენ, ყველა ჩუჱნზედ წამოდგების,
და ვიდრემ რუსნი გვიშველიან, მანამ ჩუჱნი გადაგვხდების,
ვითარ ირემსა მაშვრალსა, წყაროსა წყალი სწყუროდა,
ეგრეთ მეფესა რუსეთის, ხემწიფის ნახვა სუროდა,
ამჯობინებდა წასვლასა, თუმცა არ მიეშუროდა,
და ვინც არ ემოწმის მაზედა, ერდ–გულად არ უყუროდა.
რა მეფის ნდომა შეიტყეს, ყმათ რჩევა შეჰქნეს სხვა ფრადა,
შეჰკადრეს რადგან არ იშლით, ჰსჯობს რომ წაბრძანდეთ ჩაფრათა,
გარს მტერი გვადგას ამდვენი, ას მთას ეყოფის მკაფრადა,
და ვინ იცის ჩცენზედ მოვიდნენ, თქუჱნ მოგვეშველნეთ
საფრადა, თუ წაბძანდებით წაბძანდით,ხანსა ნუღარას დახშითა,
თან ცოტა ყმანი იახელ, ნუ გაეწყობი რაზმითა,
ფარვით იარე გზაზედა, არ მებკეთ მოსაკაზმითა,
და მტერთა არ გიგრძონ საწადი, აშკარდ ანუ ჰაზრითა,
მან ბრძანა ვითარ ვიკადრო, მეფემან საქმე ქურდული,
დავფარო ქრისტეს კვართიდა, ქნარი დავითის შურდული,
თან არ ვიახლო სპაჯარი, ჩაფრულებ შევქნა ძუნძული,
და ვითარღა ვნახო ხემწიფე, ან უცხო თემთა კუმძული,
ჰსჯობს შევიყარო ლაშქარი, ვქნა მისი ანგარიშები,
ჯერ ჩემთა წინააღმდეგთა, დავცე ზარი და შიშები,
წავიდე განჯის მომთხრელთა, დავდვა მუქაფის ნიშები,
და რა გამოვბრუნდე კვლავ ვნახო, რუსების შუბ ფარ შიშები,
ყმათ ჰკადრეს თუ ეგ ხდებოდეს, თქუჱნ რჩევას ვინ დაგცილდესა,
კარგია თუ კაცს საწუთრო, გრძლად საქმეს დააცილდესა,
წაუბორძიკდეს რა ფერხი, გზასა რაზომსაც ვლიდესა,
და მაგრამ რაღა ვქნათ თუ ლხინი, მსწრაფლ ჭირად
შეგვიცვლდესა, მეფემ აღარა ბრძანარა, ინება თავის წადილი,
გულში დაესკვნა საქმნელად, იგი პირველი ქადილი,
გათავდა რჩევა გარადაწყდა, მან მოითხოვა სადილი,
და ბოლოს მხედველთა გაშალეს, საცრემლოდ ხელის მანდილი,
ტიროდნენ ამას იტყოდნენ, ახლა არს ჩუჱნი დავსება,
ვერ მოგვიხდების კარგადა, ამდენი წყვეტა წმასნება,
მესამე კიდევ მოიბა, ორი საბელი თავს ება,
და სამი ვეშაპი ერთს ლომსა, აწ ვითარ მოეთავსება,
მეფეს ზრახვიდენ იტყოდენ, ეგე ვითარსა გმობასა,
სამს დიდს ხემწიფეს პირს აძლევს, სამთან იკეთებს ყმობასა,
ყეენი სპარსალია, თავს ირჭვამს მის რა ყმობასა,
და რუს ხემწიფესთან მამაობს, ხონთქართან ჩემობს ძმობასა,
ჩუჱნს ჭკუაში ეს საქმენი, არ არის მოსაწონარი,
რა სამთავ ცემა შეექნასთ ჩუჱნზე მათ შეჰქნან ონარი,
გარს მოგვეჭიროს მუხრუჭი, არ სით ჩნდეს მოსაფონარი,
და ვიქნებით შვილთა ჩუჱნთაგან, გინებით მოსაგონარი,
ბევრნი ბევრს რასმე იტყოდენ, მაგრამ ვინ მოუსმინებდა,
მეფე იყო და ბრძანებდა, იქმოდა რასაც ინებდა,
შემოიყარა ლაშქარი, თვალს ვერვინ გარდუწვდინებდა,
და წავიდა განჯის მიდამოს, სისხლის ღვართ მოადინებდა,
მტერთაგან მეფის ვახტანგისა ყეენთან შესმენა და ყეენისაგან
ქართლის ჩამორთმევა, და კახის ბატონის მიცემა.
რაგინდ კაცი სნეულობდეს, გვიან მოჰკლავს ერთი ჭირი,
რა მეორეც ზედ დაერთვის, მით საქმე აქვს გასაჭირი,
წახდენის დროს მამა შვილთა, არა ჰქონდათ ერთი პირი,
და არჩევდიან არ მოსწონდათ, ერთმანეთის ნავეზირი,
ორთავ შუა მტერს ეშმაკსა, ჩამოეგდო რაღაც შური,
მისგან წახდა დაგვიანდა, საქმე კარგი დასაშური,
ვერა ნახეს რუსთ ხემწიფე, ვერ აჩუჱნეს სამსახური,
და ყეენზედაც ავად დარჩნენ, მათ დაჰკარგეს ორნივ პური,
ერთმანეთის ნავეზირი, მათ მოსწონდათ ამად არა,
მამა რუსეთს იზიდავდა, შვილი ყეენისა კარა,
მათმან სვემან და სოფელმან, სხვა რიგად რამ მოუგვარა,
და ვერცა მამამ ვერცა შვილმან, მოსახმარი ვერ იხმარა,
ყეენის კარს მეფე ვახტანგს, ბევრი მტერნი უდგნენ მზირსა,
რასაც ავსა უნახევდენ, აძახებდენ მისთვის გზირსა,
ყეენს ჰკადრეს გაგიარმებს, ვახტანგ ახშამს და აზირსა,
და პირი მისცა საღალატოდ, ეთმა დოლეს თქვნს ვეზირსა,
ესმა ყეენს რა ღალატი, იქნა გულში შენამკრთალი,
გამოძებნა და შეიტყო, ყოველივე სცნა მართალი,
დაიჭირა ერთმა დოლე, განუწესა სამართალი,
და უსიკვდილოდ დანასაღა, აღმოსთხარა ორივ თვალი;
ხანი გამოხდა მცირედი, დღე წავიდა არ მრავალი,
კიდევ ჰკადრეს მუხანათობს, ვახტანგ გურჯის ტანის ვალი,
თქუჱნ გიჭირს და არა გშველის, არის რუსეთს წამავალი,
და თქუჱნცა გმართებსთ აწ გარდახდა, თქუჱნზედ დადო რაც მან ვალი,
აწ მეორედ მეფე ვახტანგ, რა რომ ყეენს შეასმინეს,
თითქმის ასე განარისხეს, ჭკუისაგან შეაცთინეს,
ვახტანგ ქართლში ბრძანდებოდა, სხვაფრივ ხელი ვერ აწვდინეს,
და ჩამოართვეს ქართლი მისცეს, ერეკლეს ძეს კოსტანტინეს,
კოსტანტინე თათრის ენით, ერქო მაჰმად ყული ხანი,
იყო სანახავად კარგი, მკვეთელობით უჩნდა ფხანი,
ისპაანის ტარუღადა, მორჭმით იჯდა კარგა ხანი,
და ავი კაცის თავ სავარცხლად, აქვნდის კარგი მოსაფხანი,
ჯერ კახეთი, მერმე ქართლი, ორივ ერთად მას უბოძა,
ყეენს სახლი ექცეოდა, სვეტად ბურჯად მას უბოძა,
მოსწერა თუ ვახტანგ ჩემთვის, რკინის ხრმალი და აძონძა,
და შენ გამოხსენ, განარჩივე, რაც რო მაგან გამოკვანძა.
რჩევა კახის ბატონისა.
გაბძანდა კახის ბატონი, განიდგა კარავ სევანი,
შეიხმო მდივან ვეზირნი, ბრძანა დიდებულთ წვევანი,
შემოყორუღეს ყაფიჩთა, იმგრგვლივ მოავლეს დევანი,
და სხდნენ და შეჰქმნეს საქმისა, სამჯობინარის რჩევანი,
უბრძანა კახის ბატონმა, ძმასა ყმათა და მონათა,
სიბრძნით მიხედეთ უღელთა, ჩემთა სასწორის წონათა,
მე ერთი ხმელი კაცი ვარ, ძე არ მყავს ბერწოვნადა,
და რაც თქუჱნ გიჯობდესთ არჩივეთ, შვილთათვის მოსაწონადა,
მე ღმერთს წინაშე უცილოდ, სიტყვის მთქმელი ვარ მართლისა,
სწორეთ გარჩევა საქმისა, წესია მოსამართლისა,
თუმცა მიბოძა ყაენმა, არ მხამს მიღება ქართლისა,
და ამად რომ მტერთაგან დამდნარ ვარ, ვით რომ ნაღვენთი სანთლისა,
მე ვახტანგ მეფეს შევრიგდი, პირობა მივეც ძმობისა,
შევფიცე ვითღა ვიტვირთო, ეს საქმე ფიცთა გმობისა,
თუ მე არ დავთმობ აწ მისგან, უფრო არ დაითმობისა,
და ვარჩევ მე ფიცთა გატეხას, გატეხა ამ რა ყმობისა,
ესეც ვიცი შემიტყვია, ჭკუა მიჭრის გული მიგნებს,
მეფე ვახტანგ ამ რაჟამსა, არც ისმენს და არც იწიგნებს,
თუ ქართლსა ვთხოვ ამეშლების, ფიცხლავ იდებს ხრმალზედ
იგნებს, და უნდა რომე ამ საქმითა ძაღლს აჭმევდეს ძმა ძმის შიგნებს,
მე კაცი ვარ ხორციელი, სულ ხომ ცას არ შევბერდები,
ვით ვყოფილვარ მიწა მტვერი, ისევ ისრე გავმტვერდები,
მე მტრათ სხვანიც მეყოფიან, ძმასა რათღა დავმტერდები,
და იმას ისევ ქართლი ჰქონდეს, მე ჩემს კახეთს დავჯერდები,
მოვისვენებ სანამდის ვერ, სანამ ლეკზე ჯავრს არ ვიყრი,
კახეთს კარგად განვამაგრებ, შემოვზღუდავ კარს შეუყრი,
არსით აქვნდეს შესავალი, ზღუდეს კარ გარდა იყვეს ბიქრი,
და თქუჱნ რას ბრძანებთ ამისასა, ეს ასრეა ჩემი ფიქრი,
კახთ მიუგეს ვინც დაიკრას, თავის ხელით თავში ცული,
თავის ნებით წასაწყმედად, ამოიძროს პირში სული,
რად გინდა რომ გააბრუნო, ღვთის–წყალობა კარს მოსული.
და შენ რომ შვილი არა გყვანდეს, ჰა ძმა შენი და ძმისწული,
რაც ღმერთს შენთვის მოუცია, რაღათ ჰკარგავ შენის ნებით,
შენ რას გავნებს რომ გატეხო, ფიცი ხემწიფის ბრძანებით,
ჩუჱნ თუ იმის ბრძანებასა, წინ–აღმდგომად შევექმნებით,
და ვით თქუჱნ ბძანებთ ვართ დამდნარნი, მაგით უფრო დაცავდნებით,
სჯობია რომ აღასრულო, ეგ ბრძანება რაც წინ გიძე,
თეიმურაზ მიუგზავნო, თქუჱნი ძმაა მისი სიძე,
მამიშენის ერეკლესი, მაზე დიდი ამაგი ძე
და თუ გისმინოს შეიძინე, თუ არა და განიღვიძე,
მან უბრძანა კახელებო, გამიგონეთ ვიტყვი სწორად,
ყეენის შიშით თავიდგანვე, გაუხდივართ ერთი ორად,
ახლა როდის შეგვაერთებს, საქმე გვიგდო მოსაღორად,
და ქართლი მომცა ძმათ საჩხუბრად, ამხანაგთა მოსაშორად...