![]() |
ივერია (33)1877.13.10 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
![]() |
1 საქართველოს მატიანე |
▲back to top |
|
საქართველოს მატიანე
1 ნოემბერს ჩვენში უნდა მოხდეს სოფლის მოხელეთა არჩევანი. მაგრამ საკითხავი ის არის, მოხელეთა გამოცვლით, გამოიცვლება საკეთილოდ გლეხთა ბედიცა, თუ არა? არა მგონია. ურია და მისი შვილი ორივ ღმერთმა დაჰსწყევლოსო, იტყვის ამაზედ გლეხი, იმიტომ რომ იცის, მის სურვილს ამალა არა აქვს.
ვის არ გაუგია ის სამდურავი, რომელიც ისმის ყოველის მხრიდან დიდისა და პატარისაგან სოფლის მოხელეებზედ. ამ მოხელეების კმაყოფილნი არც ხალხია და არც თვითონ მთავრობა. ამის მიზეზი მრავალია და მრავალთა შორის ღირსშესანიშნავია ის, რომ სოფლის მოხელეთა არჩევანი უთავბოლოობით გაქარწყლებულია, წამხდარი და გაუპატიურებულია. არავინ დასდევს, არავინ ზრუნავს, რომ არჩევანი მართლა არჩევანი იყოს და არა არჩევანის ბერიკანაობა. ხალხსაც, ამ ბერიკანაობის მაყურებელს, გული წაუხდა; ხალხმა დააჯერა გული, რომ მის ნებას არავინ კითხულობს, მის სურვილს არავინ დაჰსდევს, და იმ ნებასაც და იმ სურვილსაც გულში იმარხავს შიშითა თუ სიფთხილითა. ამიტომაც თავზედ წამოაჯდება, ხოლმე იმისთანა მოხელე, რომელიც არც სურვებიათ და არცა ჰსურთ.
ამ მიზეზის სათაური კიდევ ის არის, რომ არჩევანის დამწყობთა და გამგებელთა დაჰვიწყებიათ, რომ თავი და ბოლო სოფლის მოხელეობის წარმატებისა რიგიანი არჩევანია, და რიგიანი არჩევანი კიდევ მაშინ იქმნება, როცა ამომრჩეველი სრულად თავისუფალია არჩევანში. ამიტომაც ისინი მეტად კმაყოფილნი არიან ხოლმე, როცა ხალხს იასაულების მარახით მორეკენ, ერთს-ორს დააყვირებენ, ეს კაცი გვინდაო, ჩაჰსწერენ ამას ქაღალდში და წარადგნენ, საცა ჯერ არს, დასამტკიცებლად. მორჩა და გათავდა, არჩევანი შესრულდა. გულმტკივნეული გლეხი კი გულჩათუთქვილი დაღუნავს ხოლმე თავს და წავა შინ თავის ქნევით. ნუთუ ეს მართალი არჩევანია და არა არჩევანის სასაცილოდ აგდება! ნუთუ ამგვარს თამაშს შეუძლიან კეთილგონიერი გლეხი მიიზიდოს! ამიტომაც გლეხე ურჩობს არჩევანსა, ერიდება, თუ შეეძლება, გაექცევა კიდეც, ამიტომაც არჩევანის გამგებელნი იძულებულ არიან ჯოხით და მათრახით მორეკონ და შეაგროვონ გლეხნი. თორემ გლეხი ნებით არ მივა არჩევანში, რადგანაც არც იმედი აქვს სიტყვა გაიყვანოს, და არც თავისუფლება თავისი სურვილი გამოაცხადოს. ამომრჩეველი მოხელეებისა უფრო ბევრგან პრისტავია ხოლმე. გლეხთა ყოფნა არჩევანში მარტო თვალისათვის არის და არა საქმისათვის.
საწყალი გლეხი! რაც უნდა კეთილი საქმე დაუწყოთ, ბოროტად გაექცევა ხოლმე. საკვირველს ბედზედ არის გაჩენილი ეს ჩვენი გამომკვებელი, ჩვენი მარჩენელი სულიერი.
ნუთუ არა ეშველება რა, რომ ეს სასაცილო და უგვანო არჩევანი რიგიან არჩევანად გადიქცეს? ნუთუ არასგზით არ მოევლება, რომ გლეხმა თავისუფლად, უშიშრად გამოჰსთქვას თავისი სურვილი მასზედ, თუ ვის ირჩევს და ვის არა. რა არის ამისათვის საჭირო?
პირველი ის არის, რომ არც ერთი პოლიციის მოხელე არ გაერიოს არჩევანში არასგზით და არა საქმისათვის. სასტიკად უნდა აეკრძალოს, რომ არც ერთი მათგანი არც კი ეჩვენოს ხალხს არჩევანის დროს.
მეორე ის არის, რომ წინადვე, ვიდრე არჩევანი გაიმართება, შეჰსდგეს ჯეროვანი სია ამომრჩეველთა გლეხთა იმ კანონის მიხედვით, რომელიც ამისთვის დაწესებულია.
მესამე კიდევ ის, რომ არჩევანი დაფარული კენჭის ყრით მოხდეს ხოლმე, უსათუოდ დაფარული კენჭის ყრით და ყოველი არჩევანი უამისოდ მოხდენილი უარყოფილი იქმნას.
სიების შედგენა, მათი შემოწმება, და აგრეთვე თვალყურის ჭერა მასზედ, რომ ამორჩევა დაფარული კენჭით იყოს, მიენდოს საკუთრად ამისათვის დანიშნულთ მთავრობის კაცთა, და თუ ეს ვერ მოხერხდება, გუბერნიის გლეხთა სასამართლოს წევრთა, რომელთაც სასტიკად ებრძანოსთ, რომ გარდა ამისა არავითარი მონაწილეობა არ მიიღონ თვით არჩევანში, და თუ ამაზედ საჩივარი რამ იქმნას, სწრაფად გაისინჯოს და დამნაშავე სასჯელს მიეცეს პირმოუფერებლად და დაუზოგავად.
ჩვენ არ ვიტყვით, რომ ყოველ ამით გამთელდეს გლეხთა თვითმმართველობის წყლული; უგუნურება იქნება ჩვენგან, რომ ხსენებული ზომიერება უებარი წამალი გვეგონოს სათავეშივე გაბრუნდებულის საქმისა; უგუნურება იქმნება, მარტო ამ ზომიერებაზედ დავემყაროთ და ვიღაღადოთ, რომ არსად საქმე არ გაბრუნდება და ყველგან რიგიანი არჩევანი მოხდება. ჩვენ ეს ზომიერებანი ვაჩვენეთ იმ იმედით, რომ მათი წყალობით, ცოტად თუ ბევრად, არჩევანი ხალხის თავისუფალს სურვილზედ იქმნება მიგდებული, და თავისუფალი სურვილი ხალხისა კიდევ ხათრიჯამად გვხდის, რომ კარგს კაცებს მიჰსცემს მოხელეობას, თუ ყველგან არა, ზოგან მაინც, და არა ესე ხელაღებით წამოისხამს თავზედ ზნეობით წამხდართა და მავნებელთა.
– ჩვენ შევიტყვეთ, რომ სოფ. ჩუმლაყში ხალხი თურმე ვენახების კრეფას შეჰსდგომოდა. შიშიანობის გამო მოვარდნილიყო ჩუმლაყში პოლიციის პრისტავი, დაეფთხო ხალხი, აქ რას აკეთებთო, ლამის ლეკებმა ქვეყანა აიკლონო, – და სულ ყველანი ტყეში გაერეკა. თუ ეს მართალია, მაშ რაღას ემდურიან კახელებს, რომ ლეკებს შეუშინდნენო. თუ მთავრობის მოხელენი ასე გულმაგარნი არიან და ასე გულს უმაგრებენ ხალხსა, საწყალმა უმწეო გლეხებმა რაღა ქმნას, თუ ტყეში არ დაიმალება. როგორიც მღვდელიო, იმისთანა ერიო.
– კახეთში მოსავალი ღვინისა ძალიან ნაკლებ მოსულა. ღვინის ფასს ძალიან აუწევია. მთელი კახეთი სავსეა თურმე სირაჯითა. პური და ქერი კი ჯერ ისე არ გაძვირებულა როგორც ტფილისის მაზრაში და ქართლშია.
![]() |
2 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲back to top |
საპოლიტიკო მიმოხილვა
საკვირველი რამ არის საფრანგეთის ქვეყანა. ხომ დამარცხდა კიდეც, ხომ გერმანიამ ააგლიჯა ხუთი მილლიარდი ფული, წაართვა ქვეყნები, დაჰსცა დაამდაბლა, ვითომ მიწასთანაც გაასწორა, ხომ ხელმწიფეც ჩამოაბრძანეს ტახტიდამ - ხომ სულ ეს საშინელი ამბები დაემართა საფრანგეთს, მაგრამ მაინც ქვეყნის თვალი იმაზეა მიქცეული. აბა სად არ არის ხოლმე, მაგალითად, ერთის პალატის გადაყენება და ახლის ამორჩევა, მაგრამ აბა სხვა რომლის ქვეყნის პალატის გადაყენებამ და ახლის ამორჩევის ლოდინმა ესე შეაფუცხუნა მთელი ევროპა, როგორც საფრანგეთისამ. თითქმის მთელის ევროპის პოლიტიკა შეკრთა ამ ამბის გამო და ფერიც იცვალა იმის მიხედვით, თუ ვინ რას მოელოდდა საფრანგეთის არჩევანის შედეგად. 16 მაისამდე, ესე იგი, ძველის პალატის გადაყენებამდე, გერმანია ისე აშკარად არ თანაუგრძნობდა რუსეთს აღმოსავლეთის საქმეში, როგორც მასუკან: თუმცა გერმანიის იმპერატორი ზოგიერთჯერ ჩამოაგდებდა ხოლმე სიტყვას რუსეთის სასარგებლოდ, მაგრამ ბისმარკი ხმას არ იღებდა, და თუ იტყოდა რასმეს ამა საგნის შესახებ, ისიც ისე იტყოდა, რომ უფრო არა იყო, ვიდრე ჰო, ერთხანად ხმაც დააგდეს, რომ ბისმარკი სამსახურიდამ დათხოვნას ლამისო, რადგანაც აღმოსავლეთის საქმის გამო იმპერატორს არ ეთანხმებაო. იმის ხმაც დააგდეს ვითომ ამ შემთხვევაში გერმანიის ხალხიც ბისმარკისაკენ არისო და რამდენიმე ყრილობაც იყოვო, საცა ხალხმა ეგ გამოთქვაო.
ხოლო მაკ-მაგონმა სალდათურად გაიქნივა ორივე ხელი თუ არა და 16 მაისს გადააყენა ძველი პალატი, ესე იგი გაინაპირა რესპუბლიკელნი და ანაფორას ქვეშ ამოუჯდა ბერებს, მღვდლებსა და მათს ამყოლს კლერიკალებს, გერმანია დიდს საგონებელში ჩავარდა. ბისმარკმა აშკარად რუსეთის მხარე დაიჭირა, ვითომ რა არის, თუ გამიჭირდა და საფრანგეთმა, კლერიკალების მოძღვრებით, ომი ამიტეხაო, რუსეთმა ზურგი გამიმაგროსო, როგორც ამას წინად გამიმაგრაო. რესპუბლიკელთ განაპირებამ და კლერიკალების ფეხზედ წამოყენებამ საფრანგეთში ბისმარკი შეაშინა იმოდენად, რომ თავის სახსნელად იძულებული იყო რუსეთის მხარე დაეჭირა. ევროპაში სხვაზედ, გარდა იტალიისა მას იმედი ვერ ექმნებოდა, იმიტომ რომ ავსტრია დიდი ხნის გულნატკენია ბისმარკისაგან. თუნდ ეგეც არ იყოს, ავსტრიაში დიდი გავლენა აქვთ დღეს აქამომდე კლერიკალებს და სხვათა შორის ამის გამოც ავსტრია უფრო საფრანგეთის მხარეს დაიჭერდა, თუ იქ კლერიკალები გაიმარჯვებდნენ, ვიდრე გერმანიისას, რომელთანაც, როგორც ვჰსთქვით, ძველი ანგარიშებიცა აქვს გასასწორებელი.
ხოლო ინება ღმერთმა და საფრანგეთში გათავდა არჩევანი ახალის პალატის დეპუტატებისა, გათავდა და გამარჯვება მაინც კიდევ რესპუბლიკელთ დარჩათ, თუმცა ეს გამარჯვება ისე სრული არ არის, როგორსაც მოელოდნენ; კლერიკალებს კი და მათს მაგგვარს, პირში თითი გამოევლოთ. მაშ ბისმარკს ცოტად გულზედ უნდა მოშვებოდა ამის გამო და ჩვენის ფიქრით, ამ მოშვებაზედ მის პოლიტიკასაც ცოტა თუ ბევრად ფერი უნდა შეეცვალოს აღმოსავლეთის საქმის თაობაზედ. აი ჯერ ეხლაც სტამბოლიდამ ხმა გავრცელდა, რომ ვითომ გერმანიის ელჩი პრინცი რაისი მიმხრობია ავსტრიასაო, რომელიც შერიგების ფიქრს შეჰსდგომია თურმე სტამბოლში. ეს თუ მართალია, რუსეთის საწყენი საქმეა, იმიტომ რომ რუსეთს ადრეულად ვისიმე გარევა აღმოსავლეთის საქმეში სულაც არ უნდა და თვის წინააღმდეგობად მიაჩნია. მაგრამ ბისმარკი ფრთხილი და ეშმაკი კაცია. იგი ცხენს არ გააჭენებს, ვიდრე ორსავე სადავეს ხელში არ ჩაიგდებს და მაგრად არ დაიჭერს.
საქმე ეხლა იმაზეაო, ჰფიქრობს მგონია ბისმარკი, მაკ-მაგონი დაემორჩილება ამ აშკარად გამოთქმულს ხალხის სურვილსა და მით სრულიად დამამშვიდებს მეცა და სხვასაცაო, თუ ერთს სალდათურად კიდევ გაიქნევს ხელებს, ხალხის სურვილს წინააღმდეგობას გაუწევსო და მით ისევ ღრუბლით დაჰფარავს მშვიდობის მზესა, რომელმაც ეხლა ცოტად თავი გამოჰყო ღრუბლებიდამაო.
ამაზედ ტრიალებს ეხლა ყველას აზრი, ვისაც კი საფრანგეთის პოლიტიკა ასე თუ ისე შეეხება. - ბისმარკს ძალიან უნდა სურდეს, საფრანგეთის მხრით შიში თავიდამ აიცილოს, რომ აღმოსავლეთის საქმეში ისე მოიქცეს, როგორც გული უთქვამს და არა ისე როგორც გარემოება იძულებულ ჰყოფს.
![]() |
3 საპოლიტიკო ამბები |
▲back to top |
საპოლიტიკო ამბები
საფრანგეთი. რას იქმს მაკ-მგონი ამის შემდეგ, რომ მისმა წინააღმდეგმა დასმა გაიმარჯვა და ხალხმა აშკარად ხელახლავ დაუმტკიცა ქვეყანას, რომ რესპუბლიკა უნდა და არა სხვა რაიმე წყობილება. ამას კითხულობს ყველა საფრანგეთშიაც და საფრანგეთის გარეთაც.
ერთის რუსის გაზეთის კორრესპნდენტი იწერება პარიჟიდამ, რომ მაკ-მგონი ფიქრობსო, თუ რესპუბლიკელნი ძალიან გაიმარჯვებენ და ხალხი ძალიან ბევრს იმათგანს ამოარჩევს ასლის პალატისათვისო, მაშინ გადავდგები ჩემის თანამდებობიდამაო და იმავე დროს ამ თანამდებობას გადავცემ ერთს იმისთანა მონარხიელ ღენერალსაო, რომელსაც უფრო დიდი ხმა და გავლენა აქვსო. ხოლო მაკ-მაგონის მეუღლე, რომელიც აუყოლებია მის მოძღვარს აბბატს ბროლსა, ჰსცდილობსო, რომ ეგ თანამდებობა დაელოცოსო ლეგიტიმელს, რომელიც მაშინვე სახელმწიფო ტახტზედ დასვავს გრაფს შამბორსაო, უფრო საქმიანი კაცნი კი, მაგალითებრ, ეპისკოპოზი დიუპანლუ და მინისტრი ფურტუ სცდილობენო ეგ თანამდებობა ბონაპარტელს ღენერალს ჩაუგდონო.
მართლა ამას და ჰფიქრობენ თუ არა რესპუბლიკის მტერნი, არ ვიცით. ხოლო ამისი თქმა კი შეგვიძლია, რომ თუ მაკ-მაგონი დაიძრა თავისის ადგილიდამ, რესპუბლიკელთა თავისი კაცი ყავთ რომ მის ადგილას დასვან. ეგ კაცი გრევია, რომელიც გამბეტამ აუარებელის ქებით მოფინა, როცა თავისი სახელოვანი სიტუცა წარმოსთქვა ამომრჩეველთა წინაშე ბელვილში (ერთი უბანია პარიჟისა) 28 სეკტემბერსა.
გამბეტამ კი თვითონ თავიდამ აიცილა ეგ თანამდებობა და სთქვა სხვათა შორის: „ვიდრე მაგ თანამდებობას მივიღებდე ჯერ ხალხს სამსახური უნდა გავუწიო და მით ღირსი გავხდეო. როცა ღირსი შევიქმნები, მაშინ მივიღებ მაგ თანამდებობას ჩემთა თანამემამულეთაგანო.“
საფრანგეთის გარეშე საქმეთა გამო კიდევ იმას ვიტყვით, რაც გვითქვამს: გერმნია დიდის ეჭვით უყურებს საფრანგეთსა და მასთან ავსტრიასცა. რომ ამაზედ საბუთიანი მიზეზი აქვს გერმანიას ეგ ცხადადა სჩანს შემდეგის გარემოებიდამ. ტიერს თავის სიკვდილის ორის კვირის წინად, ამბობენ, ლაპარაკი ქონია ინგლისის ელჩთან ლაიონსთან პარიჟში და ამ ლაპარაკში სხვათა შორის უთქვამს: „ეხლა, როცა რუსეთმა თავისი ძლიერება დამარხა, კაი დროა ის უბედურობა მოვაცალოთ ევროპას, რომელიც მას შეემთხვევა ამ უკანასკნელს ოცს წელიწადში. ამაზედ ადვილი და შესაფერი არა იქმნება რა, რომ ავსტრიამ, ინგლისმა, საფრანგეთმა, დანიამ და გოლანდიამ ერთმანეთს მხარი მისცენ და ერთად იმოქმედონ. ერთად უნდა ეცადნონ, საქმე განხეთქილებამდე მიიყვანონ და გარიყონ, გააცალკევონ პრუსსია, რომელიც თავისდღეში ვერ გაუმაგრდება ამ ძლიერს ერთობასა. მაშინ შესაძლო იქნებოდა აღმოსავლეთის საქმე ისე დარჩეს როგორც იყო ომამდე. ოსმალო სულ შეუხებლად იქმნას. ავსტრიამ თვისივე ადგილი დაიპყრას გერმანიაში, საფრანგეთმა და დანიამ დაიბრუნონ თვისი ჩამორთმეული ქვეყნები და გოლანდიამ თვისი თავი დაიხსნას, რომ გერმანიამ არ გადაჰყლაპოს.“ ლორდ ლიონს, ამაზედ არც არა უთქვამს და არც ჰო, მხოლოდ ღიმილი მოსვლია.
გაზეთი „Temps“ გვაცნობეს, რომ ამ რიგად მორიგდა სხვა და სხვა დასთა შორის არჩევანის კენჭიო: სულ ამორჩუულნი 516 დეპუტატია. ამათ შორის 317 რესპუბლიკელია, 99 მონაპრტიული, 45 მონარხიელი, 44 ლეგიტიმული და 11 ორლეანელიო.
ავსტრი-ვენგრია. ავსტრ-ვენგრია მეტად კუდს იქნევს, ასე, რომ თვით ბისმარკსაც, ამ გულთამხილავს კაცსაც კი, ვერ გაუგია ბოლოს და ბოლოს ავსტრია ვის რაზმში ჩადგება. ამ მოკლე ხანში ინგლისს უცდია, უგები როგორმე ანდრაშის შერიგების შუამდგომლობა მივაღებინოვო რუსეთისა და ოსმალოს შორისო, მაგრამ არდრაშის გადაწყვეტილი უარი უთქვამს. ეს იმის ნიშანია რომ რუსეთთან მეგობრობის დარღვევა ჯერ მაინც და მაინც არა სურს ავსტრიასა. ამავე დროს ავსტრია ჯარს აგროვებს ტრანსილვანიაში ვითომ იმისათვის, რომ იქ რაღაც შეთქმულობა აღმოჩნდა ვენგრიელებისა და გულში კი მგონია სულ სხვა აზრით აგროვებს. ამავე დროს ავსტრია რუსეთის ერთგულს მომხრეს ჩერნოგორიას ემუქრება, ამას იქით ფეხი აღარ გადასდგო, თორემ მე ვიცი შენიო და ლამის ომი სრულად შეაწევეტინოს. ერთის სიტყვით. ტოკავს აქედ-იქით ავსტრია. ახლა ამას ის დაუმატეთ რომ მოხერსებული ინგლისი, ოღონდ კი აღმოსავლეთის საქმეში მე მომემხრეო და, იქნება, პირდება ავსტრიას ძველის დარდების წამალს რაც გერმანიამ ჩამოართო, იმის დაბრუნებას, საფრანგეთთან კავშირს, გამარჯვებას პრუსსიაზედ და შეძენას დაკარგულის სახელისას და დიდებისას, და მაშინ ცხადი იქნება ყველასათვის, რაც ატოკებს ავსტრიასა.
— პარიჟიდამ 8 ოკტომბერს დეპეშა მოვიდა, რომ აქ პოლიტიკის მოღვაწეთა შორის ხმა დადისო, ვითომ ავსტრიის მინისტრს ანდრაშის გამოუცხადებია, რომ რუსების გამარჯვება მცირე აზიაში კარგს შემთხვევას გვაძლევსო. შერიგებისათვის შუამდგომლობის ცდას შევუდგეთო, მაგრამ ამაში თაოსნობას მე არ მივიღებო.
ოსმალეთი. ჯერ იმოდენა დრო არ გასულა, რომ შეგვეტყო გაზეთებიდამ იმის ამბავი თუ რა მოახდინა მუხთარ ფაშის დამარცხებამ ოსმალეთში. 24 სეკტემბერს სტამბოლიდამ კი იწერებიან, რომ ოსმალეთი ყოველს ღონისძიებას ხმარობს სასტიკად და მედგრად დაუხვდეს მტერსა და განაგრძოს ბრძოლა მთელის ზამთრის განმავლობაშიაც. სამხედრო სამინისტრო უმზადებს რომ თბილი ტანთ და ფეხსაცმელი დაურიგოს საზამთროდ ჯარს 400,000 კაცს ევროპაში და აზიაში. გაზეთი „Observer“-ი ამბობს, რომ ახალს რაზმებს ჯარისას აგროვებენო. იმ ჯარის გარდა, რომელიც ორხანიეში ჰყავთო დიდძალი ჯარი უყენიათ სოფიაშიო და აქედამ მიმავალი პლევნაში გზა სულ სანგლებით არის გამაგრებულიო. მესამე ლაშქარი ოსმალთა ადრიანოპოლშია გამზადებული წასასვლელად იქით, საითაც საჭირო იქნებაო.
![]() |
4 ომის ამბები |
▲back to top |
ომის ამბები
— ვენიდამ გაზეთს „Голосъ“-ს ჰსწერენ 6 ოკტომბერს, რომ, აქ ყოველგან ძალიან დიდ მნიშვნელობას აძლევენ მუხთარაშის დამარცხებასო. ყოველი გაზეთი თვით ოსმალთა, მომხრენნიც კი, აღიარებენო, რომ ამ დამარცხებით ყოველივე ბრძოლა მცირე აზიაში გათავებულიყო.
— 5 ოკტომბერს გაზეთის Кавказъ-ის კორრესპონდეტი იწერება, რომ 3-ს ოკტომბერს ჩვენ ტყვედ დაგვრჩაო 26 ბატალიონი, ორი ღენერალ-ლეიტენანტი ომერი და რეშიდ ფაშები, ხუთი ღენერალ-მაიორი: შევკეთ, ომერ, ოსმან, მაჰმუდ და შტაბის უფროსი ჰასანი. ოცდა ათი შტა-ფიცერი, 211 ობერ-ფიცერი. 36 ზარბაზანი ავიღეთო, ორი ბაირაღი, და რამდენიმე ათასი თოფი. მუხთარი დაჭრილია. ჩვენი ზარალი 4,200 კაცია მკვდარი და დაჭრილიო.
— ხელმწიფე იმპერატორს უმაღლესად უწყალობებია მისის იმპერატორის უმაღლესობის კავკასიის მხედრობის მთავარსარდლასთვის წმ. გიორგის ჯვარი პირველის ხარისხისა.
— იგივე კორრესპონდენტი იწერება 9 ოკტომბერს კურუკ-დარიდამ: ყოველ დღე ვიჭერთ დაშთენილთ ჯარის კაცთა მუხთარის მხედრობისას. ტყვისა და დავლის რიცხვი ავიდა 280 აფიცრამდე, 7,000 ჯარის კაცამდე და 42 ზარბაზნამდე. მუხთარ ფაშა არზრუმს გაიქცა. ჩვენი ჯარი გარს შემოერტყა ყარსსა. უმთავრესი სადგური ჩვენის ჯარისა დიდ-თუქმაშია.[1] ჩვენი ზარალი 3 ოკტომბერს შემდეგია: მკვდარია. 7 აფიცერი, 223 ჯარის კაცი, დაჭრილია 41 ფიცერი, 1,076 ჯარის-კაცი, გაკენწლილია 8 აფიცერი, 64 ჯარის კაცი. ყველაზედ მომატებულად დაზარალდა ერივანის და გრუზინსკის პოლკები, რომელთაც ავლიარი აიღეს. იზმაილ-ფაშა უკან იწევს, მას კვალში უდგას და ჰსდევნის ერივანის ჯარი ტერ-ღუკასოვისა.
— მთავრობის დეპეშა კურუკდარიდამ 9-ს ოკტომბერს გვაცნობებს, რომ იზმაილ ფაშის ჯარი 2-ს ოკტომბერს დაჰსცემია 27-ის ბატალიონით ღენერალ ტერ– ღუქასოვის ჯარს, მაგრამ ჩვენ ჯარს უკუვ-უქცევია. 4-ს ოკტომბერს ღამით იზმაილ ფაშა თავის ჯარით აყრილა თვის ბანაკიდამ და უკან წასულა. ტერ-ღუკასოვი უკან დაჰხდეკნებია. 5-ს ოკტომბერს ხოპერის ყაზახებს პოდპოლკოვნიკის პედინის წინამძღომლობით მოუმწევდევიათ სოფ. ზორასთან ოსმალთა გუნდი და სულ ტეგედ შეუპყრიათ; ტყვეთა შორის 23 აფიცერია და 200 ჯარის კაცი, დავლად დარჩომიათ სამი ზარბაზანი. ჩვენი ზარალი ორს ოქტომბერს 24 ჯარის კაცია, ისიც დაჭრილი და გაკენწლილი.
— 2-ს ოკტომბრიდამ სამხრეთის დაღისტანი დამშვიდდაო, შუა-დაღისტანში კი 3-ს და 4-ს ჩვენებს სროლა ჰქონიათ განდგომილებთან სოფ. ლავაშის ახლოს. ამ საქმეში ნაომარს ადგილს დარჩომილა 300 მკვდარი ლეკი და მრავალი ალმები, ცხენი და სხვა ქონება დაუყრევინებიათ. ჩვენი ზარალი 24 ჯარის კაცია მკვდარი თუ დაჭრილი.
— დუნაიაზედ და ბალკანის ნახევარ-კუნძულზედ კიდევ შესანიშნავი არა მომხდარა რა. სულეიმან ფაშა თავის ბინიდამ დაძრულა და უკან დაუწევია, ვითომ ვის დარებისა და ცუდის გზების გამო. პლევნას ახლო ჩვენი ჯარი სანგლებს იკეთებს და ისე მიდის წინ. ამბობენ, ჩვენი ჯარი ერთხელ კიდევ მივა პლევნაზედ იერიშითაო, თუ აიღო ხომ რა კარგი და თუ არაო, აქ ცოტას ჯარს დააგდებენო თვალყურის საჭერად და სხვას კი სხვაგან მიაშველებენო. პლევნიდამ ამას წინად ოცდაათი ჯარის-კაცი გამოქცეულა და ჩვენებთან გადმოსულა. ამათის სიტყვით, ოსმალოს ჯარი პლევნაში სურსათს მოკლებულია და ისე ღონე მიხდილით უჭმელ-უსმლობით, რომ ომის თავი აღარა აქვთო. ამბობენ, რომ ოსმალთ . დაუცლიათ მეორე გრივიცის სანგალი, მხოლოდ ნიღაბები კი გაუკეთებიათ, რომ აფეთქონო, როცა რუსი შიგ შევაო.
— რუსის გამარჯვებამ მუხთარ-ფაშაზედ სერბიასაც მოუმატა ომის სურვილიო. ჩერნოგორიის მთვარს უბძანებია დათხოვნილი ამას წინად ჯარი ხელახლად მოგროვდესო.
ერთის სიტყვით, მუხთარ-ფაშის დამარცხებამ რუსეთის მომხრენი გააგულადა, ასე რომ ომში ჩარევას ლამიან რუსეთის სასარგებლოდ რუსთა მოძულენი კი ცდილობენ, რუსეთი შეაყენონ და ურჩიონ ოსმალთან შერიგება.
_________
1 ყარსს იქით, არზრუმის გზაზედ
![]() |
5 თფილისის სამხედრო გიმნაზიაში მისაღებ ეგზამენიებისა გამო |
▲back to top |
თფილისის სამხედრო გიმნაზიაში მისაღებ ეგზამენიებისა გამო
(დასასრული)
ზემოხსენებულის საფუძვლის ძლით კავკასიის „ოკრუგის შტაბი“ მიიღებს ხოლმე ყოველის მთხოვნელის არზას და ყოველს მთხოვნელსა, რავდენიც უნდა იყოს. აძლევს ნებას მოიყვანოს ყმაწვილი გიმნაზიაში, თავის დროზე, გამოსაცდელს ეგზამენის დასაჭერად. მაგრამ, რადგანაც მთხოვნელები ძრიელ ბევრნი არიან, ხშირად მოხდება, რომ ეგზამენის დროს გროვდება სამასიდამ ოთხას ყმაწვილამდე, ადგილი კი ორმოცდა ათზე მეტი არაოდეს არ არის. წარმოიდგინეთ ეხლა ღარიბის მშობლების მდგომარეობა! იღებენ ვალს, ანუ ყიდიან რაც გააჩნიათ, აძლევენ მასწავლებელთ და ამ ყოფით მთელიც წლის განმავლობაში ამზადებენ თავიანთ შვილებს იმ იმედით, რომ იმათ სახელმწიფო სარჯით მიიღებენ. მოაწევს თუ არა ეგზამენის დრო, ჩამოყავთ შვილები საიდამ-სად ქალაქში, აქ ორი ან სამი კვირა სცხოვრობენ სასტუმროებში, მინამ მისაღები ეგზამენები გათავდება, უკანასკნელ გროშს ხარჯვენ, და ბოლოს კი გიმნაზიის გამგეობა უცხადებს, რომ მათის ყმაწვილის მიღება არ შეიძლება, რადგანაც მან ეგზამენი სხვაზე უფრო სუსტად დაიჭირა. რა ქნას ეხლა საბრალო მშობელმა? დაანებოს სულ თავი საქმეს, როგორ დაანებოს? ერთი რომ მისი შვილი უსწავლელი დარჩება და სხვა წყარო ცხოვრებისა არა გააჩნია რა, მეორეც ამდგენი ხარჯი სულ მუქთად ჩაუვლის, ამიტომ ის ვალზედ კიდევ ვალს უმატებს; ფიქრობს, რომ, ალბათ, ჩემი შვილის მასწავლებელი უხეირო ყოფილა, რიგიანად ვერ მოუმზადებიაო, და ეძებს სხვა მასწავლებელს[1] იმ იმედით, რასაკვირველია, რომ მომავალ წელს მაინც ერგება მის შვილს გიმნაზიაში ადგილი. მაგრამ, მისდა საუბედუროდ, ვერც მეორე წელიწადს იჭერს მისი შვილი ეგზამენს, დარჩება საწყალი ყმაწვილი კვლავაც მიუღებელი. ამასობაში დროც გადის და ყმაწვილს ხანი ემატება. რადგანაც პირველ კლასში 12 წელს ზევით ყმაწვილს არ იყვანენ, ამიტომ მომავალში ის მეორე კლასისთვის უნდა მომზადდეს, და ამ კლასში, სხვა საგნებს გარდა, უცხო ენებსაც (ფრანგულსა და ნემენცურს) კითხვენ. ამიტომ საქმე კიდევ უფრო ძნელდება. მაგრამ საბრალო მშობელი საქმეს მაინც თავს არ ანებებს და ამზადებს შვილს მეორე კლასისათვის. მოდის ეგზამენების დრო; მშობელს ჩამოჰყავს ყმაწვილი გიმნაზიაში — ეს უკვე მესამედ, მგრამ ყმაწვილი გიმნაზიაში მაინც ვერ შედის! ამას თუ ესეც დავუმატებთ, რომ ზოგჯერ ბევრნი საზოგადოდ რიგიანად იჭერენ მისაღებ ეგზამენს, მაგრამ ზოგიერთ მათგანს მაინც არ ხვდებათ ადგილი, რადგანაც ადგილები ცოტა არის და ეგზამენის დამწერლები კი მრავალი არიან, მაშინ უფრო ცხადად დავინახავთ მშობლების სამწუხარო მდგომარეობს. წელს, მაგალითებრ, ორმოცი თუ ორმოცდა ათი ადგილი იყო თავისუფალი. ეგზამენის დროს შაიკრიბა სამასზე მეტი ყმაწვილი. იმათგან მომეტებულმა ნაწილმა მიიღო რიცხვთა შუა ანგარიშით 8 ბალლი, მაშინ როდესაც 7-დიც საკმაოა, რომ ყმაწვილი მიიღონ. მაგრამ რადგანაც ადგილები არ იყო, გიმნაზიის მთავრობამ აღმოარჩია ისინი, ვისაც 40 და 9 ჰქონდა და სხვებს ყველას უარი უთხრა. საწყალმა მშობლებმა არ იცოდნენ რა ექმნათ. წარსულს წლებში იმათ უარს ეუბნებოდნენ მისთვის, რომ მათმა შვილებმა ეგზამენი ვერ დაიჭირესო, წელს კი თუმცა ეგზამენი კარგად დაიჭირესო, მაგრამ მაინც კიდევ უარი უთხრეს, სხვამ უფრო კარგად დაიჭირაო. ბევრნი მშობლებთაგანნი მოთმინებიდგან გამოვიდნენ და უადგილო სიტყვებიც დახარჯეს, მაგრამ საქმეს მაინც ვერ უშველეს რა......... ზოგიერთნი უჩიოდნენ ეგზამენატორებს, რომ ვითომც ზოგიერთი მათგანი ფიცხელად და უდიერად ეპყრობოდნენ ყმაწვილებს გამოცდის დროსაო, განსაკუთრებით გაბოროტებულნი იყვნენ ერთ პატარა იმათგანზე.....
იქნება ყველა ზემოდ ნათქვამის შესახებ თფილისის სამხედრო გიმნაზიისა გადამეტებულად გეჩვენოს, მკითხველო, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ სულ ყველაფერი, რაც გვითქვამს, ნამდვილი სიმართლეა. მე თვითონ ვიცი ისეთი მშობელია, რომელიც მას აქეთ, რაც მოხსენებული სამხედრო გიმნაზია დაარსდა, ყოველ წელიწადს ამზადებს თავის ყმაწვილს, ჩამოჰყავს ეგზამენიების დროს და ყოველთვის უკანვე მიჰყავს. ორ პირველ წელიწადს უარი უთხრეს, რადგანც მისმა შვილმა კარგად ეგზამენი ვერ დაიჭირა, ხოლო წელს, თუმცა ყმაწვილმა რიგიანად გამოიარა ეგზამენი, მანც კიდე უარი უთხრეს მისთვის. რომ მისმა ყმაწვილმა 8 მიიღო ეგზამენებში, სხვებს კი 9 და ათი ჰქონდათ.
ჩვენ ზემოთა ვჰსთქვით, რომ თფილისის სამხედრო გიმნაზიაში ყმაწვილეს როგორც თავის ხარჯით, ისე სახელმწიფო ხარჯით იყვანენ ყველას გაურჩევლად. როგორც მდიდრების, ისე ღარიბების შვილებს, „კონკურსის ეგზამენით“ რადგანაც მდიდრებს შეუძლიანთ უფრო კარგად მოამზადონ თავიანთი შვილები, ვიდრე ღარიბებს, ქალაქში მცხოვრებლებს უფრო კარგად, ვიდრე სოფლელებს, ნასწავლ მშობლებს უკეთ, ვიდრე უსწავლელთ, ამიტომ ამ სასწავლებელში ყმაწვილების შეყვანაში პირველები სჯობიან და სჯაბნიან უკანასკნელებს: მდიდრების შვილებს გაღებული აქვსთ გიმნაზიის კარი, ღარიბებისას კი დახშული. ეს თუ ასეა, მაშ ცხადი მისასხდომია, რომ თფილისის სამხედრო გიმნაზიის დაწესებით ჩვენ ღარიბ თავად–აზნაურებს უბრალო ხარჯის, ტანჯვისა და ზიანის მეტი არაფერი მოჰმატებიათ რა.
მაშ რა პირობით უნდა ყოფილიყო დაწესებული ეს სასწავლებელი, რომ მას მოეტანა ცოტაოდენი მაინც სარგებლობა იმათთვის, ვინც უფრო საჭიროებს სახელმწიფო ხარჯით შვილების გაზდას, ვინ ითხოვა მაგგვარის სასწავლებლის გამართვა, რომ მით მოეკლა აუცილებელი წყურვილი შვილების კაცად ქცევისა?
პირველად, რადგანაც ჩვენი ხალხი ღარიბი და გაუნათლებელია და ამიტომ არ შეუძლიანთ მშობლებს თვითონ თავიანთი შვილების მომზადება პირველის კლასისა თვის, ამიტომ სამხედრო გიმნაზიას უნდა ჰქონოდა უსათუოდ მოსამზადებელი კლასსი ისე, როგორც სამოქალაქო გიმნაზიებს აქვთ. მეორე, თუ მთავრობას თავად–აზნაურების თხოვნა და საჭიროება ჰქონდა მხედველობაში ამ სასწავლებელის დაფუძნების დროს, სახელმწიფო სტიპენდიები უნდა გაენაწილებია ყველა ჩვენის ღუბერნიების ღარიბ თავად-აზნაურებთ შორის და სახელმწიფო ხარჯით უნდა მიეღოთ მარტო ნამდვილად ღარიბის მშობლების შვილები, ისე, როგორც სხვა სამხედრო გიმნაზიებში იღებენ, და არა ასრე გაურჩეველად მკსამე, შტაბს უნდა მხედველობაში ჰქონოდა, რომ თითო ადგილზე ორ-ორი და სამ-სამი მოცილე (კონკერენტი) საკმაო იყო და ამიტომ მათი რიცხვი განუსაზღვრელი არ უნდა ყოფილიყო. ისე, როგორც ეხლა არის. ამითი ის დაიხსნიდა მშობლებს ამაო ხარჯისაგან. თუმცა ყველა ეს ასე უნდა ყოფილიყო, ჩვენის ფიქრით, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველ ამას მოკლებულია ჩვენი სამხედრო გიმნაზია.
ეხლა, რადგანაც ჩვენ საზოგადოებას, სიღარიბისაგამო თავის ხარჯით საშუალო სასწავლებლების გახსნა არ შეუძლია ყმაწვილებისათვის, ეს მაინც უშველონ საქმეს, დააწესონ საზოგადო მოსამზადებელი კლასები. მოსამზადებელი კლასების საგანი, რასაკვირველია, ის იქნერა, რომ ამზადოს ყმაწვილები ყოველ-გვარის სასწავლებლებისთვის. ამ გვარის კლასების დაარსება მიუცილებლად საჭიროა, რადგანაც ეხლა არც ერთ საშუალო სასწავლებელში არ იყვანენ ყმაწვილს უმისოდ, თუ წერა-კითხვა მაინც და რუსული ლაპარაკი არ იცის. მოსამზადებელი კლასები ძრიელ შეუმოკლებენ მშობლებს ხარჯს, რადგანაც მის ნაცვლად, რომ ყოველი მათგანი ცალკე და სათვითაოდ იხარჯება მასწავლებლებზედ თავის შვილების, აღსაზრდელად, მთელის მოსამზადებელის კლასისათვის. ორი ან სამი რიგიანი მასწავლებელიღა დასჭირდებათ. არ იქნება ურიგო, რომ ამ კეთილსა და სასარგებლო საქმეში მიიღონ მონაწილეობა ჩვენმა საადგილ-მამულო ბანკებმა.
გ.ი.
1877 წ. 20. სეკტემბერს
________________
1მასწავლებელის პოვნაც არ არის ძნელი ეხლა ჩვენში, რადგანაც ცრუ პედაგოგები ძრიელ გამრავლდნენ ამ ბოლო დროს. ცრუ ადვოკატებმა ტყავი გააძრეს ხალხს და ეხლა იმათ დასს ცრუ პედაგოგებიც მიემატნენ. ფულს წინდაწინ ართმევენ ყმაწვილის პატრონებს, ჰპირდებიან მოგიმზადებთო და რაკი ფულს ხელში ჩაიგდებენ, რა დარდი აქვთ მიიღებენ თუ არა მათ შაგირდებს სასწავლებელში. საბრალო მშობლებსაც იმოდენად ცოდნა და გამოცდილება არა აქვსთ, რომ გაარჩიონ ავი და კარგი.
![]() |
6 მგზავრის შენიშვნები |
▲back to top |
მგზავრის შენიშვნები
ამ დღეებში მომხვდა სურამიდამ ქალაქში ჩასვლა რკინის გზით. სხვის ცოდვა რათ მინდა ჩემიც ბევრი მაქვს, მაგრამ რკინის გზის გამგეთა უთავბოლობამ მანანა ბევრი ბედიც ვიწყევლე. თუ გინდათ ნახოთ: რიგი, მართებულება და მოქალაქობა — გაიარეთ სურამიდამ ქალაქამდისინ ფოთი-თფილისის რკინის გზით, მაშინ ყოველს ამას თქვენის ბედნიერის თვალით ინახულებთ.
შუაღამისას ავედი ვაკზალში, რომ თავის დროზე მიმესწრო და წავსულვიყავ ქალაქისკენ. მაგრამ ნეტავი არ ავსულვიყავ ჩემ ბედზე მტარებელი (პოეზდი) დაგვიანებით მოვიდა: იმდენი გვალოდინა, რომ კინაღამ დამაღი ჩამოგვივიდა. როგორც იყო. ჩავსხედით მატარებელში იგი დაიძრა და წავიდა. რამოდენი მანძილიც გავიარეთ, იმოდენად თან მოგზაურნი გვემატებოდნენ და ვიგრძნეთ ვიწროობა, ისე რომ საცა უნდა მსხდარიყვნენ სამი-ორი იქ — ხუთი-ექვსნი უნდა მოვთასებულვიყავით.
ერთიც ვნახოთ, უეცრად შუმოვარდა კანდუკტორი. მივარდა ერთს ჩვენთან მჯდომარე გლეხს და შეტევით უბრძანა ადგილის დაცლა. რა ექმნა საწყალს გლეხს? დაემორჩილა თავის ბედსა, ადგა, აიღო ხურჯინი და გაჩერდა გამტურებული შუაზე. „მაშ, ბატონო, მე სად უნდა წავიდე. ეკითხება კანდუკტორს…
სად უნდა წახვიდე!.. ბევრი ინაღვლა საწყალმა გლეხმა, მაგრამ მაინც დაათმობინეს ფულით ნაყიდი ადგილი: მოაშორეს თავის ცოლს და ჩასვეს სადღაც სსგაგან. მეორესთან სხვა რიგად მოიქცნენ. ერთს მგზავრს ეძინა. კონდუკტორი მივიდა ბილეთის გასაშინჯად და იმ ნაირად დაუყვირა, რომ საწყალი შეაფეთიანა. უცრად წამოხტა მძინარე, გამოიღვიძა, შეშლილივით ბოდვა დაიწყო, ახლა სხვისთვისაც მოიცალნენ. უკანასკნელთან მივიდნენ და ძალდატანებით უბძანეს, რომ გეეტანა სადმე ანუ მათთვის მიებარებინა რაც თან ბარგი ჰქონდა, იმ აზრით ვითომ იმით გახალვათდებოდა ვიწროობა მატარებელში. მგზავრმა ბევრი იწინააღმდეგა, მაგრამ ვერა გააგონა რა, და ილაჯ გაწყვეტილმა ბრძანებელთ მიაბარა თავისი ბარგი. ბოლოს მიიღო თუ არა, არ ვიცი. საოცარია!.. თითქო კანონით ყოველს მგზავრს აქვს უფლება თან იქონიოს თითო ფუთი ბარგი. მაშ რაღას აწესებენ ხალხს უბრალოდ? მგზავრისა რა ბრალია, რომ გზის გამგეობას წინადვე არ ჰქონდეს გარიცხული სად რამდენი დაეტევა და საქმე რიგზე არ მიუხვდეს. როგორც იყო უხიფათოთ ჩავედით ქალაქს და მადლობ შევსწირეთ ალლახს, რომ მშვიდობით გადავრჩით.
ტფილისში რომ ჩავედით, კარგად გათენებული იყო, ქალაქს თავისებურად გამოღვიძებოდა და ხალხის მოძრაობაც თანდისთან მატულობდა. ჩემს ქალაქში ყოფნას ცოტა ვადა ჰქონდა — ერთი დღის მეტი არ შემეძლო დარჩენა, ამის გამო ყოველგან ვჩქარობდი და მინდოდა დროზე შემეთავებინა ჩემი საქმე და უკუკქცეულვიყავ. მართალია ცოტა ხანს ვიევ ქალაქში, მაგრამ, ბევრს ქუჩებს ვესტუმრე; იმისთანა ქუჩებში ვიყავ, საცა ბედნიერი კაცი არ ჩავარდება. იქაურობის უსუფთაობამ გამაკვირკა. მიკვირს და გამკვირვებია, თუ როგორ არ ხედვენ მაგეებს დედა ქალაქის პოლიციის „ჩინოვნიკები.“ სჩანს ცხვირში ბამბა დაცული დადიან. საიდელები ბევრი მქონდა, მაგრამ სიძვირის გამო ვერაფერს ვერ მივეკარე. მინდოდა ქართული წიგნები მეყიდნა, მაგრამ რომელ წიგნის მაღაზიაშიაც კი შევედი ნასუსად მივიღე — არ გახლავთო, ბოლოს იმედ გაწყვეტილი წამოსვლის დროს ბაზარში შევემთხვივე მთელს ხროვას ქართულის წიგნებისას. აი აქ დავინახე რო ქართული ახალი მწერლობა გაჩენილა და ბაზრის დაზგაზე სუფევს, მაღაზიების გადაწვის შემდეგ ქართული მწერლობა ამ ყოფაში არისო. მივახლოვდი დაზგას, მაშინვე თვალში შემომიჩხირდნენ ეთერიანები, ალექსიანები და სხვა მაგისთანა ბევრიები და ანი. წიგნები რიცხვით ბევრია, მაგრამ კაცმა, რომ აიღოს და ეს წიგნები დაჯანდროს-გასწუროს, ერთი ზომიერი წიგნი არც კი გამოვა... ამ წიგნების რაზმში ჩამდგარა ჩვენი „ტერ-გაბრიელიანცის“ შედგენილი თვით-მასწავლებელი. — ამ წიგნის დანახვაზე მომაგონდა ერთი ამბავი: ერთ ქვეყანაში ჰსცხოვრებდა ერთი კაცი, რომელს სახელად ერქვა—ფინთო-მაჰმდი, — ის იყო ბედით საწყალი, შეძლებით გლახაკი, მასთან ძუნწი და ძვირი და ერთი ყოვლად საძაგელი რამ და მასთანავე შესაბრალისი და სასაცილო იმ ქვეყნას ბედი ისე დაუტრიალდა, რომ ეს ფინთო–მაჰმადი ამორჩეულ იქმნა იმამად. ერთხელ, როცა მიიწვიეს ეს ფინთო-მაჰმადი მიცვალებულის დამარხვაზედ, მაჰმადი დასწვდა მიცვალებულს და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ხალხი გაოცდა ამაზე, და როცა დასაფლავება გაათავეს, ჰკითხეს ფინთოს: „რა ჩაუჩურჩულე იმ მკვდარს ყურშიო?“ მან უპასუხა, რომ მე მკვდარს უთხარიო, რომ თუ ვინიცობა საიქიოს ჰკითხონ ამ ქვეყნის გარემოება, შენ უამბე, რომ ფინთო მაჰმადი იმამადა ჰზის თქო და მაშინ თვითონვე მიხვდებიან, რა დარაჯაზეა ეს ჩვენი ქვეყანა.“ ახლა ჩვენი ქართულის მწერლობისა არ იყოს. ვინც გაიგეს. რომ ვიღაც „იანცი“ ქართულის ენის ოსტატობას ჰსჩემობს, მაშინ ის გაიგებს რა მდგომარეობაშიაც უნდა იყოს ახალი ქართული მწერლობა — აბა ვინ „იანცი“ და ვინ ქართული — წიგნის შედგენა? უკუდო ხარი თავისთვის არ იყო, სხვას ბუზებს უგერებდაო, თუ იმ „იანც“ შეუძლია, ურჩევ თავის გვარს მოეხმაროს და ნუ დაამახინჯებს სხვის ენას, იმისათვის უცნაურს... ას ჯერ ახ და აფსუს ენავ, რომ ამისთანა ოსტატების ანაბარად დაშთომილხარ, უბრალოთ იჩაგრები, გიღალატეს და ზურგი შემოგაქციეს!.. აფსუს!. წიგნების გამყიდველმა ბევრი იმედები მომცა და მით მანუგეშა. თუ მართალია, ვთხოვ ღმერთსა გულით და სულით, ის იმედი არ გაგვიმტყუნოს.
დღეს მცხეთობაა. ხალხი სულ იქით მიეშურება ზოგი ფაიტონით და ზოგი ფეხით. მეც მივყევი იმათ მდენარეობას და მივედი ვაკზალში. ქალაქის ვაკზალი დღეს წარმოადგენდა თვალის ამაჭრელებელ სურათს. იმისი ბექანი და არე სჯულამდისინ იყო გატენილი სხვა და სხვა ჯურის ხალხითა: ქართულათ თავ დახურული და რუსულათ მორთული ქალები, ქალები კუდებითა და უკუდოთა — ლამაზები და მახინჯები, კაცები მაღალის კასრებით, რუსულის „ფურაჟკებით“ — სხვილები როგორც რუმბი და წვრილებით როგორც ჭომარეთის ლაკლაკი პრჭყინვალე ეპოლეტებით, ხმალ-დეზებიანი; სათვალ-პანსნებიანი; ხელში თაიგულებით კინტოები, მუშები თავიანთ განუშორებელის კურტნებით და მთვრალი სალდათები — ირეოდნენ ქერდიკასავით და გაჰქონდათ ერთგვარი გუგუნი. პირველსავე შემთხვევაში მე ბილეთის აღებას შევუდეგ, მაგრამ შენს მტერს დაემართოს, მკითხველო, ის შეწუხება, რაც მე და სხვა ბილეთის ამღებლებს დაგვემართა. იმოდენა რიცხვ-დაუდებელს ხალხს უნდა აეღოთ ბილეთები ერთ პატარა ჯუჯრუტანიდამ. უწინ ბილეთებს სამს ადგილას ურიგებდნენ, ეხლა, არ ვიცი რა მიზეზით, ბილეთები მარტო ერთს ადგილს იყიდებოდა. წარმოიდგინეთ, ხალხი რა მდგომარეობაში უნდა ჰყოფილიყო! ვისაც უნდოდა ბილეთის აღება, უნდა ჩავარდნილიყო ხალხის ჯგუფში. მინამ ბილეთი ეღირსებოდა, რამდენი მუჯლუგუნი, რამდენი ტანჯვა და ვაივაგლახი უნდა აეტანა! მეტი რა ჩარა მქონდა, მეც ჩავდეგი ხალხის ჯგუფში. შენი მტერი ჩავარდეს იმისთანა ალაგას! ოთხივე კუთხიდამ მომაწვნენ. ერთის მხრით ეს მოწოლა და მეორეს მხრით სიცხე გულს მიღონებდნენ. გავიწურე ოფლში. უფრო მეტი ძალა ჩემს ზურგს და მუცელს დაადგა. ისე შემავიწროეს, რომ მეგონა ჩემი ტანი გაპრტყელდა მეთქი. ძლივს მეღირსა ბილეთის აღება და გამოვიხსენი ჩემი თავი. რო გამოვედი იმ ჯგუფიდამ უნებლივ ვშინჯე ჩემი ტანი, მართლა ხომ არ გავპრტყელდი მეთქი, მაგრამ მადლობა ღმერთს — არა. — უეჭველია, დღეს რკინის გზის პატრონები შეიძინებდნენ საკმაო ფულს. განა ურიგო იქმნებოდა, რომ კასსირების რიცხვი მომატებული ყოფილიყო და ხალხი არ შეეწუხებინათ? საქმე ის კი არ არის, რომ მარტო ფული შეიძინონ, საქმე ის არის რომ ვისგანაც აქვთ ეს შეძინება, იმათთვისაც იზრუნონ.......
დიდი ხანია მე სურვილი მქონდა მცხეთობას მცხეთა მენახა. სხვა და სხვა საქმების გარემოებამ დამიშალა. აგერ დღეს მომეცა შემთხვევა, მისის ნახვისა. მაგრამ ჩემდა საუბედუროდ ჩემი სურვილი ისე არ ასრულდა, როგორც მე მინდოდა. „ობოლი რომ საქურდლად გამოვაო, მთვარე პირველი ღამიდვე ამოვაო“. მე მინდოდა სხვა ფრივ გამესინჯა, მაგრამ გარემოებამ თავისი ქმნა. რკინის გზით მატარებელი გვიან გამოვიდა ქალაქიდამ, ამის გამო დავგვიანდი და როცა მოვედით მცხეთას, მზე ჩაწურვაზე იყო. სიხარულით ჩამოვხტი მატარებლიდამ და გავექანე, მაგრამ ამაოდ! მივედი თუ არა მონასტრის გალავანთან, მზემ მიღალატა — ჩავიდა. ამ ჩამოღამებამ სულაც ფუჭად ჩამიტარა ყოველი ჩემი განზრახვა ვერაფერი ვერ დავათვარიელე. ამის შენიშვნას კი მოვასწარ, რომ მცხეთის ეკკლესიას და ახალციხესთან ახლო მდებარე საფარის ეკკლესიას ესრთმანეთში ცოტათი მგზავსება აქვთ. მაგრამ შენობა, სიტურფე და მხატვრობა საფარის ეკკლესიისა ბევრათ სჯობია; საფარის თლილი ქვა უფრო კარგად არის ნაკეთებით და მხატვრობა უფრო წმიდათ არის გამოყვანილი. მეორე მატარებელმაც დაიგვიანა და მის გამო ცოტა დრო მომეცა იქ ყოფნისა. ვიყავი იქ პატარა ხანს და ვათვარიელებდი იქაურობას. იმ წამს მცხეთა წარმოადგენდა რაღაც უცნაურს სანახაობას. მთვარე რაღაც უფერულად, მწუხარედ ანათებდა იქაურ არე-მარეს, რომელიც დღევანდელის დღესასწაულობის გამო გამოცოცხლებულიყო. გარშამო მთებიც ზოგან მიჩრდილულნი და ზოგან მთვარის შუქზედ განათებულნი როგორღაც დაღვრემილად გადმოჰყურებდნენ მცხეთას. არ ვიცი მე მეჩვენნენ ამ სახით, თუ მართლა ესე იყო.
სხვისა არ ვიცი და მე კი როცა ვხედავ ამ გვარს ნაშთსა წარსულის დროებისას, მონასტერს და ეკლესიას. მამა-პაპათაგან გამშვენიერებულს და ჩვენგან ხავს მოკიდებულს, გულზედ მომაწვება ხოლმე ლოდივით რაღაც გაუგებარი დარდი-ნაღველი და მგონია, რომ ჩემს გარეშემო. ფოველივე ჩემსავით დარდობს და ნაღვლობს, წინ გამირბენს ხოლმე თუნდად ის, რაც ყოფილა; თვითვეული ქვა ენას აიდგამს ხოლმე და მიმყობს საკვირველს ამბებს მისას, რაც არსებულა და რაც აღარ არის. ხშირად გულიანად ამომიოხრნია, დამინებებია იქაურობისათვის თავი და მიგვრძნია, რომ გული ჩემი დაიწვა და დაიდაღა!..
საათის შვიდი იყო. დრო იყო წასვლისა. ყვირილი, ცემა-ტყეპა, მუზიკა, ქარი, მტვერი, ზურნის ძახილი მასთან განუშორებელი დაფის რახა-რუხი, ფაიტონების ხრიალი — აი რას წარმოადგენდა მცხეთის ვაკზალი. ხალხი ისე ირევოდა, რომ ნემსის ყუნწის ალაგი აღარ იყო, ამ ქარიშხალში და აყალ-მაყალში ერთმანეთს ახრჩობდნენ. სცემდნენ სტყეპდნენ, ისმოდა „პოლიციესკი!“ ბილეთების აღებაში იმისთანავე ტანჯვა იყო, როგორც ქალაქში. აგერ მტრებელიც მოვიდა და ხალხი, როგორც ცხვარი მარილსა, მიჰსცვივდა მატარებელს. ხალხი შელაგდა, მაგრამ ვაი იმ შელაგებას! მეც შევედი ერთს მატარებელში, ხოლო ადგილი კი არ მეღირსა. ის მატარაბელი, რომელშიაც მე ვიყავ, ხალხით ისე გაიტენა, როგორც ქაშაყი თევზ ბოჩკაში. აქ ისხდნენ მრავალ ჯინშისა და ჯურის ხალხი, აქ ნახავდით ბევრს დარეჯნებს და ლუარსაბებს, ბევრს სუტ-კნეინებს, ჩასუქებულ სოფლელ პატარძლებს, ჩინოვნიკებს; კინტოები რაღათ დამაკლდებოდნენ. მემაშინემ დაუშტვინა, მატარებელი დაიძრა და ქარის სიარულით გაექანა ღამის სიბნელეში. საცა კინტოა, იქ მხიარულება და მეტადრე ჩხუბი აუცილებელია. ჩემს გვერდით იჯდა ვიღაც რუსი, რომელიც, როგორც ეტყობოდა, ხასიათით ცოტა ფხუკიანი იყო. კინტოებმა თურმე იცოდნენ ესა და აუტყდნენ იმ საწყალს, შეაფხუკიანეს და ისე გული მოუყვანეს, რომ იძულებული გახდა ექთვა „არმიაშკიო.“ ახლა ძაღლი დაბით და კინტოები აუშვით. ისე შენ მტერს დაემართოს მკითხველო, რაც იმ საწყალს და მართეს! მოუვიდათ ჩხუბი იმას და კინტოებს. ერთი ლაზათიანად მიეტყეპეს ის სწყალი. ამაობაში ბევრ ქალს გულ-შემოეყარათ და წელებით მოაბრუნეს. ამ ამბავს შემოესწრო. „კონდუკტორი“ და მშვიდობიანობა ჩამოაგდო, შემდეგ მიუბრუნდა და ეუბნება თავის ამხანაგს: აქ მშვიდობა ყოფილა წავიდეთ სხვა მატარებელში“ წარმოიდგინეთ, ჩვენ მატარებელში, რომ მშვიდობა იპოვეს, მაშ სხვაგან რაღა იქმნებოდა?!...
ს. ბავრელი.
4-ს ოკტომბერს.
![]() |
7 ჩვენის ხალხის განათლება, ხელოსნობა და მეურნეობა |
▲back to top |
ჩვენის ხალხის განათლება, ხელოსნობა და მეურნეობა [1]
„ხალხს მხოლოთ განათლებით შეუძლიან გამდიდრდეს და გონიერად გამოიყენოს თავის შრომის ნაყოფი“
ლავლეი.
„ცოდნა არის ძლიერება ანუ ძალა“.
ბეკონი
„იგი არს საძირველი ხალის კეთილდღეობისა“
ვივერშამ
I
საითკენაც მიდგება და მოდგება კაცი, ყველგან ესმის გაცხარებული ლაპარაკი სასოფლო სასწავლებლების გამართვის თაობაზე. „სასწავლებელი გვინდაო. ჩვენ ხალხს თუ სასწავლებლები არ გავუმართეთ, ცუდათ იქმნება მისი საქმეო. „სასწავლებლები, სასწავლებლები და კიდევ წავლებლები — აი სიტყვები, რომლებსაც რიდი. ხშირათ იმეორებს ეხლა ჩვენი საზოგადოება; მაგრამ ისე ხშირათ კი არა, როგორც რვა წლის წინეთ. მაშინ თითქმის დიდი და პატარა იმ კაცების წრიდამ, რომლებიც სიტყვით ხალხის კეთილდღეობის მოყვარენი იყვნენ და საქმით კი არა, დიდს მღელვარებაში იყო სასწავლებლის თაობაზე. ბევრს მოხუც კაცს, რომელიც, მინამ ბატონ ყმობა გადავარდებოდა, სწუწნიდა ხალხს და სხვა და სხვა სახსრებით ისაკუთრებდა ხალხის ნაშრომს, მხოლოთ სასწავლებელიღა ქონდა სალაპარაკოთ. ზოგიერთები ცარიელ ლაპარაკს არ სჯერდებოდნენ. ესენი მთავრობის მინდობილობით დააქროლებდნენ ცხენებს ქართლსა და კახეთში, რომ რა არის სასწავლებლები გაემართათ. ამათ კიდევაც გამართეს, მაგრამ როგორი სასწავლებლები? ისეთი სასწავლებლები, რომლების დღეგრძელობა მოუფიქრებული საქმე იყო. ერთი მითხარით, რა ხეირი უნდა ჰქონოდა სასწავლებელს, როდესაც ისინი იმართებოდნენ იმისთვის კი არა, რომ მთის შემწეობით ხალხი ფეხზე წამოაყენონ, თვალები აუხილონ, ჭკუა-გონება მოძრაობაში მოუყვანონ და აჩვენონ ნამდვილი გზა ცხოვრების: არამედ იმისთვის რომ ეს „მოდა“ გახლდათ, რომ სასწავლებლის გამართვით კაცი ჯილდოს ადვილათ მიიღებდა და განათლებულ კაცების წრეშიაც ჩაეწერებოდა. რამდენმა მღვდელმა გამოიკრა სხვა და სხვა ჯილდო? მგზავრი საქართველოს ბევრ კუთხეში შეხვდება მღვდელს ვერცხლის საათითა რომელიც მიუღია მას მისთვის, ვითომ დიდი შრომა ეხმაროს სასწავლებელის დადგინებისთვის თუმცა კი, როგორც ბოლოს გამოჩნდა, არც ერთს იმ ამათგანს, რომელნიც ჯილდოების გულისათვის ხალხის განათლების ასპარეზზე ფრიალებდნენ, არავითარი შრომა არ უხმარიათ სასწავლებლის საკეთილოდ. გული მოუკვდება კაცს, როცა კაცი წარმოიდგენს მას, რასაც ეს ვაჟ-ბატონები ჰსჩადიოდნენ ქვეყნისა და მთავრობის თვალის ასაბმელად. ყოფილა მაგალითები, რომ მთავრობის მინდობილობით დიდი კაცი მიჰსდგომია კრს ერთს ვისმე მღვდელს, სასწავლებლის მოთავეს — სასწავლებლის გასასინჯავად. ეს უკანასკნელი ერთის ფაცა-ფუცით დატრიალებულა, მოუგროვებია პატარა ყმაწვილები თავის სახლში; მცოდნე ყმაწვილები დაუსხმს წინა სტოლებზე; გვერდით მოუსხამს თავის შვილებიცა. აი შებძანებულ დიდი კაცი ამ გვარად ხელდახელ მომზადებულ სასწავლებელში. მღვდელი მასწავლებელი ერთს თავის შვილს აკითხებს ანბანას; მეორეს ათქმევინებს ლოცვებს; ბოლოს დროს თვითონ თავის შეგირდებით ამბობს გალობას. დიდ-კაცი აღტაცებაში მოდის და ჰპირდება მღვდელს შრომისათვის ჯილდოს. ამ სურათით არ თავდება კიდევ საქმე. „ფოფოდაც“ (მღვდლის ცოლი) თავს მოუყრის აქედ-იქიდამ პატარა ქალებს, აგროვებს თავის ნაცნობებში სხვა და სხვა ნაკერავებს და ნაქსოვებს და ამ რიგათ ამასაც დიდი კაცი აღტაცებაში მოყავს. წამობრძანებულა თუ არა დიდი კაცი და სასწავლებელიც დახშულა და მოსპონილა. მეორე დღეს სასწავლებელის კვალიც არსად ეტყობა. მაგრამ სულიერი მამა კი შეგირდების სიას არ ანებებს თავს და ყოველ წელიწადს ანუ ყოველ წლივ წარუდგენს ხოლმე მთავრობას, რომ რა არი მისი განუწყვტელი ღვაწლი იქონიოს თვალწინ. ეს კიდევ ცოტა როგორც შარშანწინ გამოძიებამ გამოაჩინა, ბევრ მღვდელს კახეთისაკენ მთავრობისაგან ჯამაგირი უღია მასწავლებლობისა და სასწავლებელი კი არსად ჰქონია. დაუმატეთ მას ისიც, რომ თავად-აზნაურობის წრიდამ ზოგიერთი კერძო პირები კაცთმოყვარეობაზე თავს სდებდნენ და ადგენდნენ კერძო საზოგადოებებს იმ აზრით, რომ სასწავლებელნი გაემართათ. ესენი ყველას, ვინც კი სასწავლებელზედ ლაპარაკობდა, კაცთ–მოყვარეთა სთვლიდნენ. ამათი დებიც, რომლებსაც ცოტა-ოდენი განათლება მიეღოთ და უნდოდათ განათლებულ ქალებათ შერიცხულიყვნენ, ზაფხულობით რამდენსამე დღეს მუხლის გვერდზე მოისხამდნენ ხოლმე პატარა სოფლის ქალებს და წერა-კითხვას ასწავლიდნენ. მაგრამ რადგანაც სწავლება ადვილი საქმე არ არის, ამისათვის ჩვენი განათლებული ქალები მალე ბეზრდებოდნენ და საქმეს მამავალის წლისათვის გადაჰსდებდნენ ხოლმე.
ერთის სიტყვით, ხალხის სასწავლებელზე მზრუნველობა, ხალხის განათლებაზე ფიქრი და მეცადინეობა, ერთი ფართი-ფურთით ლაპარაკი იმაზე, რომ ხალხი გაუნათლებელია და სასწავლებლებით უნდა განათლდეს; ერთი ოხვრა და გულის შემატკივრობა ხალხის უვიცობისა და უმეცრებისა გამო — ყველა ეს აღელვებდა ამ შვიდის წლის წინეთ ჩვენში ბევრ მოხუცს და ყმაწვილს კაცსაც. მაგრამ ეს ბევრი მოხუცი თუ ყმაწვილი კაცნი ჰქადაგებდნენ ზემოთ მოევანილს აზრებს იმისთვის კი არა, რომ მართლა სულითა და გულით სდომნებოდათ სალხის წინ-წაწევა; რომ ცხადი წარმოდგენა ჰქონოდათ იმისა; რომ თვითონ ისინი შეადგენენ ხალხის ნაწილს; რომ იმათი ბედი და უბედობა ხალხის ბედსა და უბედობასთან ჩართული და გადაბმულია. ესენი ქადაგებდნენ და ღელავდნენ იმისათვის, რომ (როგორც ზემოთ ვთქვით) ხალხის განათლებაზე ლაპარაკის „მოდა“ იყო და ხომ იცი, მკითხველო, თუ რანაირი მოქმედება აქვს მიბაძვას ჭკუით და გონებით მოუმზადებელ კაცზედ. ამას ისიც დაუმატეთ, რომ თავად-აზნაურობას თავისი სარგებლობა ჰქონდა, როდესაც ეს ქადაგებდა გლეხების განათლებას, რა სარგებლობაა? იკითხამ მკითხველო. აი რა სარგებლობა. ჩვენ ვიცით, რომ მინამ ბატონ-ყმობა გადავარდებოდა, მინამ ჩვენ ხალხს დაუდგებოდა 1864 წ., გლეხები შრომობდნენ, წელებზე ფეხს იდგამდნენ, რომ, რა არი, დაეკმაყოფილებისათ თავიანთი ბტონები. ეს უკანასკნელები კიდევ თავიანთ მხრით ესარჩლებოდნენ თავიანთ გლეხებს და არავის აჩაგვრინებდნენ. აბა ერთი მოიგონეთ, თუ რა დიდი გული ჰქონდათ მუხრანბატონის კაცებს, ანუ რომელიმე მძლავრი ბატონის კაცებს. რისათვის? ამისთვის, რომ მძლავრი ბატონი ყოველგან დაეხმარებოდა თავის გლეხს და არავის დააჩაგვრინებდა. მაშინ ასეთი წესი იყო თვითონ მებატონე თუმცა სჩაგრამდა თავის გლეხს, უმწარებდა ცხოვრებას, ლუკმას პირიდამ ართმევდა, მაგრამ ცეცხლს კი გადიყრიდა თავზე, თუ ვინმე სხვა გაბედამდა და მის გლეხს ხელიდამ რასმეს წაგლეჯდა. ბატონის ამ გვარი საქციელი არ იყო საკვირველი, რადგანაც ის გლეხს უცქეროდა ისე, როგორც თავის ლუკმას და ამისათვის არავის აძლევდა ნებას ამ ლუკმის გამოღრღნისას. აი ბატონ-ყმობა გადავარდა; გლეხები განთავისუფლდნენ. ბატონები, რადგანაც ჩვეულნი იყვნენ თავიანთ უმებზე მზრუნველობას, რასაკვირველია, უნდა რითიმე კიდევ გამოეჩინათ, გამოეცხადებინათ თავიანთი მფარველობა გლეხებზე. ესენი ასეც მოიქცნენ, როგორც ზემოთ ვაჩვენეთ. ზოგიერთი ბატონები ქადაგებდნენ ხალხის განათლებას, მის ფეხზე წამოვენებას; მაგრამ ამათ მიფარველობას, ამათ გულშემატკივრობას გლეხის მდგომარეობისადმი ბატონური ხასიათი ქონდა და ამისთვის არ შეიძლო და ვერც შესძლებდა, რომ ხალხისა. თვის სარგებლობა მოეტანა.
ასე, ჩვენის სოფლის სასწავლებლებს მფარველებათ ჰყვანდნენ ამ შვიდის წლის წინეთ ერთის მხრით თავად აზნაურობა (რასაკვირველია აქ უნდა ვიგულისხმოთ რამდენიმე თავადების და აზნაურების სახლობა და არა თუ მთელი თავად-აზნაურობა), მეორეს მხრით სამღვდელოება. ეს უკანასკნელი წოდება ასრულებდა თავად-აზნაურობის გულის წადილს, — და ამ გვარად ორივეს, როგორც სამღვდელოებას, ისე თავად-აზნაურობას, ჰქონდა სახეში მხოლოდ თავისი სარგებლობა. რაც შეეხება გლეხობას, ხალხს, რომლისთვისაც მართავდნენ სასწავლებლებს, ეს გულ-მშრლათ უცქეროდა თავის მფარველების მოქმედებას და თავის გულში ამბობდა: „განა შესაძლებელი საქმეა, რომ ამ მფარველებმა, რომლებიც ორის დღის წინეთ სულს მართმევდნენ, ცოლ-შვილს მიწიოკებდნენ, მშიერ-მწყურვალს მიშვებდნენ, რომ ამ მფარველებმა კარგი რამ მოინდომონ ჩემთვის? ეს იყო მიზეზი, რომ გლეხები თავიანთ შვილებს აგრე რიგათ არ ჰგზავნიდნენ სასწავლებლებში, რომლებიც რაღაც მანქანების ძალით ხან ჩნდებოდნენ, ხან კიდევ ქრებოდნენ, მაგრამ ზოგიერთი მფარველისათვის რომ გეკითხნა, ხალხი რა მიზეზით არ იღებს მხურვალე მონაწილეობას სასწავლებლების გამართვაში, გეტყოდა: „ბატონო, გლეხები ბრიყვები არიან, არა ესმით რა; პირუტყვები არიან სრულებით. ვეუბნებით: „სასწავლებელი გინდათ, უნდა განათლდეთ“. ახლა რა პასუხს გვეუბნებიან? „ჰოო, ბატონო, შკოლა საჭიროა.“ მაგრამ გვშორდებიან და ყველაფერი ავიწყდებათ. ზოგი კიდევ სხვანაირად აგიხსნიდათ. „ბატონო, გლეხებს სასწავლებლებისა ეშინიანთ — გონიათ რომ თუ სასწავლებლებში გაიზარდნენ მათი შვილები, ხელმწიფე სალდათებად წაიყვანს. მაგრამ ყველა ეს ახსნა ყმაწვილურია, — და ხალხის გულ-მშრალობას განათლებაზე აქვს და ჰქონდა საზოგადობრივი მიზეზი.
დიდი გამოცანა არ უნდა, რომ რადგანაც სასწავლებლების დაარსებას ცდილობდნენ თავად–აზნაურობა და სამღვდელოება, ამისათვის სასწავლებლებს ხან-გრძელობა არ ჰქონდა და არც ექნებოდა. ქარის შემოტანილს, ქარივე წაიღებსო, ამბობს ხალხი და ეს ანდაზა ზედ არის გამოჭრილი შკოლის ჩვენში მიმავლობაზე ქარის ძალით დაარსეს სასწავლებლები და ქარისავე ძალით განქრნენ ჩვენ სამშობლოში.
როგორც ზემოთ შევნიშნე, ეხლაც ელაპარაკობენ სასწავლებლებზე, ეხლაც მართვენ; მაგრამ ეხლანდელს ლაპარაკს სასწავლებლებზე აქვს სრულებით სხვა ხასიათი და ამისთვის ეხლანდელი სასოფლო სასწავლებლები დიდათ განირჩევიან უწინდელ სასწავლებლებისაგან, რომლებიც განქრნენ რაღაც მინქანების ძალით დედამიწის ზურგიდამ. რა ხასიათი? იკითხავს მკითხველი და აი ამის პასუხი: ეხლა მომატებული ნაწილი იმ კაცებისა, რომლებიც კი მიიდრკიან შკოლების გასავრცელებლად, შეადგენენ ხალხის სისხლს და ხორცს; იგინი არაფრით არ განირჩევიან ხალხისაგან. იგინი არიან მათი გულშემატკივარნი. ხალხს ეს კარგათ ესმის და აბა წარმოიდგინეთ.თუ რა ბეჯითობით,რა გამრჯელობით, რა თავ-განწირულობით გლეხები ერთმანეთში ფულს აგროვებენ, რომ რა არი სასწავლებლები გაიმართონ. ერთის წლის განმავლობაში რამდენიმე სასწავლებებელი გაიხსნა კახეთში და იცით ვის ხარჯზე? ხალხის ოფლით ნაშოვარი ხარჯზე. ხალხი თითქმის ასე ეუბნება თავის მოწინავე კაცებს: „ჩვენ თვითონ თავი არა გვაქვს სასწავლებლების გამართვისა და ამ საგნისა არაფერი არ გვესმისრა. ჩვენ უთაურები ვართ. ჩვენ მხოლოდ ვგრძნობთ, რომ სწავლა გვინდა; ქვეყნიერობის შეტყობა საჭიროა ჩვენთვის, და თუ ჩვენ ასე უსწავლელად დავრჩით, კიდევ რამდენიმე წელიწადს, მაშინ მიწასთან ავსწორდებით: ეს ჩვენი მშვენიერი მიწა წყალი სხვებს დარჩება და ჩვენ კი პირში თით-გამოვლებული ვიტოტიალებთ ამ დედა-მიწის ზურგზე. ამისათვის ჩვენ მზათ ვართ სახლებიც ავაშენოთ სასწავლებლებისათვის და ჯამაგირიც ვაძლიოთ მასწავლებლებს; მხოლოდ კი თქვენ ყველამ თავოსნობა გაგვაწიეთ ამ საქმეში, ამოგვირჩიეთ მასწავლებლები და მოგვიწვე შკოლები.“ მართლადაც როგორც ნამდვილათ შეტყობილი გვაქვს, ბევრ ადგილას სასწავლებლები არ არის მარტო იმ მიზეზით, რომ ხალხს თავი ერთაო ვერ მოუყრია, რომ რა არი დაადგინონ თავიანთი აზრი შკოლის დაფუძნებაზე და ამოირჩივონ მზრუნგულები სასწავლებელის საქმის საწარმოებლად. — ისე კი ყველას დიდი სურვილი აქვს და მზათ არის თავის მხრით ყოველივე შემწეობა აღმოუჩინოს სასწავლებელს — სასწავლებლების გამართვაში. მამასახლისებს შეეძლოთ დიდი მონაწილეობა მიეღოთ, მაგრამ საუბედუროთ ესენი არაფერს კისრულობენ და ამისათვისაც, თუმც ხალხს დიდი სურვილი აქვს განათლებისა, სასწავლებლების საქმე ასე ვერ მიდის,როგორც სასურველია, უნამეტნავესად ქართლში.
ამ სახით, ეხლა სასწავლებლების დაარსება, განათლების გავრცელება ხალხის და მის ნამდვილ კეთილ-მოფელთა სურვილის და ამისათვის ეხლანდელ სასწავლებლებს აქვთ საძირკვლათ დემოკრატიული ნიადაგი. ამათ მოელის ხანგრძლიობა, დიდი-ხნობით მოქმედება. თუ ეს ასეა, თუ ეხლანდელ სასწავლებლების გახსნა არის დაფუძნებული თვითონ ხალხის სურვილზე, მის მონდომალობაზე, მის საჭიროებაზე, მაშ რაღა კითხვა უნდა, რომ ხალხის ყველა გულის შემატკივარი, ვისაც კი ცოტა რამ გაეგება, ვისაც კი შეუძლიან კალმის ხელში აღება ვალდებულია აი ეხლა დაეხმაროს სასწავლებლების ხასიათის განმარტებას.
_______________
1 ჩვენ ზოგიერთს საგანზედ არ გეთანხმებით პატივის საცემს დამწერს იმ წერილისას, მაგრამ რადგანაც მისგან გარჩეული საგანი დიდის ყურადღების ღირსია ამისთგის ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია ამ წერილის აზრი მკითხველსაც ვაცნობთ
![]() |
8 ბრძოლა რომის დასაპყრობლად |
▲back to top |
ბრძოლა რომის დასაპყრობლად
(შემდეგი)[1]
კონსტანტინოპოლში.
– მე ეგ წინადვე ვიცოდი, რომ ეგრე იქმნებოდა, ჰსთქვა იუსტინიანემ რაღაც უცნაურის ტუჩის პრანჭვითა: მე ყოველთვის მზადა ვარ ხოლმე დავეთანხმო ჩემთა ბრძენთა ვეზირთა იმპერატორის მეუღლე რაღას ბრძანებს?
თეოდორა სწრაფად წამოდგა ტახტიდამ და, უკუაგდო რა სკიპტრა, რომელიც შუა დარბაზში დაეცა. დაიძახა:
– მაშ წარწყმდეს ყოველივე იგი, რაც ამოდენ ხანი ჩემის სიცოცხლის სიქადულს და დიდებას შეადგენდა: წარწყმდეს ჩემი რწმენა იუსტინიანისადმი და მის ქველობისადმი; წარწყმდეს ყოველივე ფიქრი და მზრუნველობა სახელმწიფოს დიდებისა დ სახელისათვის. ვაი იუსტინიანეს, ვაი მე და შენც რომ შენგან აგისთანა სიტყვები მესმის!
ამის თქმაზედ მან თავზედ წამოიბურა მანტია რომ ამით დაეფარა ტკივილი, რომელიც აუშალა მას ძლიერმა მღელვარებამ. ელდა გამოისახა სენატორთა სახეზედ. იმპერატორმა უთხრა თეოდორას:
— ეს რა მესმის? ნუ თუ თანა-მემცხედრე ჩვენი, ჩვენი მეუღლე, რომელიც სულ შერიგების ჩამოგდებას ჰქადაგობდა მას აქედ რაც მეორედ დაბრუნდა ბელიზარი, ეხლა ჩვენ ომის ატეხას გვირჩევს?
— ომს გირჩევს, ომს, წამოიძახა თეოდორამ და გადიგდო მანტია. მის სახეზედ გამოისახა ბეჯითი აზრი და ამით სახე საოცრად დაუშვენდა.
— მაშ ეგრეა განა, რომ მე შენმა ცოლმა უნდა მოგაგონო ის, რაც შენი დიდება და სახელია! ნუ თუ შენ იქამდე მიხვედი, რომ ბარბაროზთა დაულოცე იმპერია და მათს მუქარას შეუშინდი! მაშ შენ ის იუსტინიანე აღარ ყოფილხარ, რომლის წინაშე ქედს იხრიდა მთელი ქვეყანა, ბიზანტია, თეოდორა. ნუ თუ ჩვენი თაყვანისცემა ცდომილება იყო? ჰოი, იუსტინიანევ…
იუსტინიანე იჯდა თვალებ დახუჭული და ისე უგდებდა ყურს.
— ჰოი, იუსტინიანევ! გაიხსენე საშინელი შეთქმულობა ნიკისა, გაიხსენე რომ ცირკის ორივე დასი და გაცოფებული გლეხობა ბიზანტიისა მოადგა ამ სასახლეს, წაუკიდა ცეცხლი და ყვიროდა: წარწყმდეს მტარვალი ჩვენიო! მაშინ შენ ყველანი გირჩევდნენ, ან გაიქეცი და ან დაჰყევიო. ნარზესი აზიაში იყო, ბელიზარი კი მის სახლში მოემწყვდიათ და გარშემორტყმოდნენ. შენ გვერდთ შეგრჩა მარტო თეოდარა და მარტო თეოდორას შერჩა გული ვაჟკაცისა. შენ რომ შენთა მრჩეველთათვის დაგეჯერებინა, და ან გაქცეულიყავ, ანუ დაჰყოლოდი მაშინ ყოველივე რაც გაქვს: შენი ტახტი, შენი სიცოცხლე, შენი დიდება საუკუნოდ დაკარგულ იქმნებოდა. შენ არ იცოდი რა გექმნა და ბოლოს მე გასაქცევადაც მიიდრიკე კიდეც. გითხარ: „დაშთი და მოჰკვდი თუ ეს აუცილებელია! თუ მოსაკდომი ხარ, მოჰკვდი სკიპტრით ხელში და პორფირითა,“ შენც დამიჯერე და დარჩი და მან დაგიხსნა კიდეც. შენ მოელოდდი სიკვდილს ჩემთან ერთად სამეფო ტახტზე მდგომარე და ამ დროს ღმერთმა მოგივლინა ბელიზარი, მასვე გირჩევ დღესაც. ნუ ჭოჭმანობ, ჰოი რომაელთა იმპერატორო, ნურას ნუ დაუთმობ ბარბაროზთა, ჰსჯობს ოქროს ალაყაფის კარის ქვეშ მოჰკვდე, ოღონდ მოჰკვდე კი ისე, როგორც იმპერატორი. ეს მანტია შეგინებულია ღერმანიელთ უზომო კადნიერებითა. მე აღარ მინდა იგი და გადამიგდია. ვფიცავ სიბრძნეს უზენაესის ღვთაებისას, რომ ამ ამანტიას აღარ წამოვისხავ, ვიდრე ერთადერთი გოთი მაინც ჩვენს იმპერიაში კიდევ იქმნება.
ჰსთქვა ეს თუ არა, მხრებიდამ მოიგლიჯა მანტია და ტახტის საფეხურებზედ დააგდო, მაგრ ამ შემდეგ კინაღამ თვითონაც არ დაეცა გულშემოყრილი, რადგანაც მღელვარებამ ღონე მიჰხადა იუსტინიანემ ორივე ხელი მოჰხვია და მიიყრდო გულზედ. თეოდორავ, დაიძახა იუსტინიანემ და ცეცხლით აენთო თვალები: ჩემო საკვირველო მეუღლევ! შენ და მხოლოდ შენ იცნობ იუსტინიანეს. ომი და სიკვდილი ბარბაროზთა!
გაოცებამ და ელდამ შეიპყრნა თავი და ბოლო დაკარგულნი სენატორნი.
დიაღ, ჰსთქვა იმპერატორმა და მიიბრუნა პირი მათკენ: გულის ხმიერნო მამანო, თქვენ ამ შემთხვევაში ჭკვას გადა მეტეთ, მაგრამ კაცურ-კაცობას კი თავი დაანებეთ. მართალია, დიდი სახელია კონსტანტინე იმპერატორის მოადგილეობა. მაგრამ არაფერი სახელია თქვენისთანა კაცებზედ ბატონად ყოფნა მე ვშიშობ რომ ჩვენნი მტერნი მართალს ამბობენ, ვითომც კონსტანტინემ გადმოიტანა აქ მხოლოდ ცარიელი სახელი, მხოლოდ მუმია რომისა; სული რომისა კი ამოფრენილა და წასულა. ვაი ამისთანა სახელმწიფოს! მაგისთანა სახელმწიფო თუნდა თვისუფალი იყოს, თუნდა რესპუბლიკა, მაინც კიდევ ჩაფლობილ იქმნება სამარცხვინო საფლობში. თქვენ იმისთანა ბატონი გინდათ, რომ როგორც ჯაგლაგს ცხენებს გერეკებოდეს საფლობიდამ, რომელშია მზად ხართ ჩაცვივდეთ, გერეკებოდეს სახრით, სადავით და დეზითა.
ამ დროს კარებში გამოჩნდა ერთი პატარა ტანში მოხრილი კაცი; ჯოხზედ დაბჯენილი კოჭლობით წამოვიდა და პირდაპირ იუსტინიანეს ტახტთან მუხლი მოიდრიკა.
- რომაელთა იმპერატორო, ჰსთქვა ნარზესმა როცა წამოდგა ფეხზედ: მე ავად მყოფი ვიწექ ლოინში და იქ მომივიდა გულს საკვნესი ამბავი მასზედ, რაც შემოუბედნიათ ჩვენთვის ბაობაროზთა და რაზედაც დღეს აქ თვენ განაჩენი უნდა დაჰსდოთ. მე წამოვვარდი ლოგინიდამ და ძლივს მოვახწიე აქამდე: მე მინდა თვით შენგანვე შევიტყო: ნუ თუ მთელი ჩემი დღენი სულ სულელი ვიყავ, რომ შენ გვთლიდი დიდ და სახელოვან მმართველად? მე ჩემი ყავარჯენი სარდლობისა უნდა ღრმა ჭაში ჩავაგდი თუ იგი ხელთ უნდა მეპყრას სახელითა და პატიოსნებით? მარტო ერთი სიტყვა მითხარ: შერიგება, თუ ომია?
- ომია, ომი, magister militum, უპასუხა სახე განათებულმა იუსტინიანემ.
- მაშ გამარჯვებაც ჩვენია, იუსტინიანევ! დაიძახა ნარზესმა და უკუაგდო ჯოხი: მომეც ხილი შენი, ჰოი იმპერატორო, მინდა გემთხვიო.
ჰსთქვა ესა და ბაჯბაჯობით ავიდა ტახტის კიბეზედა.
- მე ვხედავ, დიდებულო, უთხრა ნარზესს თეოდორამ დაცინებით: რომ შენ ბოლოს თავი კაცად გამოიჩინე. შენ ყოველთვის წინააღმდეგი იყავ გოთებთან ომისა, და ეხლა რა დაგემართა? იქნება მარტო ეხლა იგრძენ, რას ნიშნავს სახელი?
სახელი რაა? დაიძახა ნარზესმა: დეე მაგ ფერადს საპნის ბუშტსა უკან ჰსდიოს. ბელიზარიმ, მაგ დიდმა ბაშვმა. აქ სახელის შოვნაზედ კი არ არის ლაპარაკი, სახელმწიფოს დიდებაზეა. ვიდრე გოთთა მხრით არაფერს შიშს არ მოველოდი, მე სპარსეთთან ომის მქადაგებელი ვიყავ. ხოლო შენ, დედოფალო, შენის ღვთის-მოყვარეობითა და ბელიზარმა თავისის ხლმითა იმოდენად გულზედ მოიყვანეთ იმ კრაზანების ბუდე, რომ ეხლა მთელი ბუდე აიშალა და ჩვენზედ წამოვიდა. ეხლა შიში იქიდამ მოდის და ამიტომაც ნარზესი გოთთან ომის ატეხის რჩევას იძლევა.
— ძლივს იმ დღეს შევესწარი, ჰსთქვა იუსტინიანემ: რომ ჩემს დედოფალს და ნარზეს ვხედავ, ერთისა და იგივე აზრისანი არიან.
ამის შემდეგ იუსტინიანემ მოისურვა კრების დათხოვნა, მაგრამ თეოდორა მიჰსწვდა ხელში და უთხრა:
— მოითმინე, ჩემო მეუღლევ. მომისმინე და შეუდეგ ერთს ჩემს რჩევას კიდევ. ამ ბრძენთ-დიდებულთა ამა სასახლიდამ ნურსად ნუ გაუშვებ ხვალამდე. ელდა ნუ გეცათ, წარჩინებულნო დიდებულნო! ამ ხანად თქვენს სიცოცხლეს არაფერი შიში არ ემუქრის. ხოლო მე ვიცი თქვენის ენის ამბავი, თქვენ ხომ საიდუმლოს ვერ შეინახავთ, ვიდრე ენას არ მოგჭრიან, რომ ენა არ მოგჭრათ, სხვა ღონისძიებას ვიხმართ–აქ დაგკეტავთ ხელმმწიფეო, შენს წინააღმდეგ შეთქმულობაა, თუმცა შენი სიკვდილი არ უნდათ, მაგრამ უნდოდათ, რომ ამ საქმეში შენთვის ძალა დაეტანებინათ და შენს უნებურად გოთებთან ომი შენთვის ეკისრებინათ. ხოლო დღეს შენ თვითონ ინებე ომი დღესა თუ ხვალე შეთქმულნი თავის საქმეს დაიწყობენ: დეე დაიწყონ, გზა მივცეთ. ნუ დავუშლით, თორემ თუ შეიტყეს, რომ უიმათოდ აღსრულდაკიდცე მათი წადლი. ხელს აღარ გამოიღებენ და ხელიდამ წაგვივლენ. შეთქმულობაში ურევია ბევრი საშიში და ძალიან საეჭვო კაცი და ძალიან, ძალიან მდიდარნიცა, იუსტინიანევ! - ძლიერ სანანური იქნება, თუ ისინი ჩემს მახეში არ გაებმიან.
— მე ვიცოდი, რომ შეთქმულობა არის, ჰსთქვა იუსტინიანემ ნუ თუ იგი ეგრე მალე მოწიფულა? ანუ თუ ხვალ დილაზედ უნდა მოეხდინათ?.. ჰოი, თეოდორავ, სახელმწიფოსათვის უფრო საჭირონი ჩვენა ვართ, ვიდრე ნარზესი და ბელიზარი.....შენ, ჩვენთა დარაჯთა უფროსო, აქედამ არავინ არ გაუშვა, ვიდრე ნარზესი არ მოვა აქ. თქვენ კი, ღვთის-მოყვარენო და ბრძენნო მამანო, ვიდრე აქ იქმნებით, დააკვირვეთ გონება ყოველს მას, რაც დღეს აქ მოხდა და ჭკვა ისწავლეთ. ნარზეს მე გამომყევი.
(შემდეგი იქნება)
_______________
1ივერია №№12, 21, 22, 23, 24, 28 და 32