ცისკარი №10 (1853)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 კალიოსტრო ღერცოღ რიშელიოსთან

▲back to top


კალიოსტრო ღერცოღ რიშელიოსთან

(განგრძელება)

გრაჶო, მიუგო კაპიტანმა პატივისცემით და კეთილშობილურად, როგორც იყო დაჩვეული ლაპარაკს გვირგვინოსან გვამებთან. მაგრამ რადგან მე ერთს საათს უკან წავალ ფოჩტით ზღვამდე, სადაც მელიან ჩემნი ხომალდნი, ამისთვის გთხოვ, ნებას ვისურვო ბედნიერება სხვა კაროლისათვისცა რომელსაც ვემსახურებოდი უთოოთ ერთგულათ, თუ არ გეკუთნოდეთ ფრანსიასა .- აიღო სტაქანი მაღლა, და ლაპერუზმა დაუკრა მძიმედ თავი გრაჶ გაგსკისა.

- ჩვენ ყველანი მზათა ვართ დავლიოთ ეგ ძვირფასი სადღეგრძელო, ჰსთქვა გრაჶინა დიუბირიმ, რომელიც იჯდა მარცხნივ მხარეს მარშლისა: და ველით მას რომ ჩვეულებისამებრ ვინც არის ხნით უფროსი ჩვენში, ის იყოს ტოლუბაში.

- ვის ეკუთვნის ეს ლექსი შენ ტავერნე, თუ მე, ჰკითხა მარშალმა სიცილით, თავის ძველს მეგობარს.

- მე არა მგონია რომ ეგ ლექსი თქვენ გეკუთვნოდესთ ღერცოღო, სთქვა კიდევ ერთმა ხმამ, რომელიც იჯდა პირდაპირ რიშალიოსა.

- მითომ რატომ, გრაჶო კალიოსტრო ჰკითხა გრაჶმა გაგსკიმ, და დაუწყო გაშტერებული ყურება.

- მე დარწმუნებული ვარ გრაჶო მიუგო კალიოსტრომ, თავის დაკვრით.- რომ ღერცოღ რეშელიო არარის უფროსი ჩვენ საზოგადოებაში.

- მაშა სადამე ჩვენზედ უფროსი არის ტავერნე ჰსთქვა რიშალიომ.

არ არის მართალი, მიუგო ბებერმა მარკიზმა, მე ყმაწვილი ვარ შენზედ რვის წლითა, მე დავიბადე 1704 სა.- იქნება მართლა ღერცოღო თქვენ ოთხმოცდა რვის წლისა ბძანდებით? ჰკითხა კონდორსემ.

- ღმერთო ჩემო, თუ თქვენ არა გჯერათ, შეგიძლიანთ თქვენ იანგარიშოთ, მე ვეკუთვნი გასულს საუკუნეს, დიდს საუკუნეს როგორც უწოდებენ, მე დავიბადე 1696 წელსა.

- ეგ არ შეიძლება დაიყვირა დოლონემ.

- თუ აქ ყოფილიყო მამა თქვენი, ეგრეთვე ღუბერნატორი ბასტილიისა, მიუგო რეშალიომ, ის არ იტყოდა, რომ ეგ არ შეიძლება, ამისთვის რომ თითონ ნუგეშს მცემდა მე დაჭერილს 1714 წელში.

- მე განგიცხადებთ: ჰსთქვა მარკიზმა ფარსმა, ყველაზედ ხნიანი ღვინოა, რომელიც დაისხა გრაჶმა გაგსკიმ.

- თქვენ მართალი ხართ, უპასუხა გრაჶმა, ეგ ღვინო არის ას ოცის წლისა, მაშა სადამე ღირსია იმ პატივისა, რომ დავლიოთ სადღეგრძელო კაროლისა.

- მომითმინეთ ბატონებო, სთქვა კალიოსტრომ, აიღო თავის თავი ბრწყინვალე გონებითა და ენერგიითა: - მე არა ვარ თქვენთან თანხმა.

- როგორ თქვენ არა ხართ თანხმა, რომ ტოკაის ღვინო არის ჩვენზედ ძველი? დაიყვირა ყველამ.

- არა, მიუგო მშვიდად კალიოსტრომ, ამისთვის რომ ეგ ღვინო მე თვითონ დავბეჭდე. თქვენა!

- დიახ, ეგ იყო მონტეკუკლის თურქებზედ გამარჯვების დღესა 1664 წელსა.

ამ სიტყვას რომელიც წარმოითქვა დიდის ღირსებით, შეუდგა საერთო სიცილი.

თუ ეგ მართალია შენიშნა გრაჶინა დიბირიმ, მაშ თქვენ იქნებით ას ოცდა ათის წლისა, ამისთვის რომ მაშინ ათის წლის ნაკლები ხომ არ იქნებოდით, როცა ეგ ღვინო ბუტილკებში გადაიღეთ.

- მე მეტი ვიყავ ათ წელზედ, გრაჶინავ, ამისთვის რომ მე მეორეს დღეს ავსტრიის იმპერატორმა გამაგზავნა მისალოცავად გამარჯვებისა მონტეკუკლისთან, რომელიც ძვირათ დაუჯდა ოსმალთ, და სისხლი იზღვია ექსპრესის ომისა, სადაც იმპერატორის ჯარი დამარცხდა[1] 1536 წელსა.

- და იმ დროს სთქვა გრაჶმა გაგსკიმ ესრეთვე ცივად ვითა კალიოსტრომ, მგონია თქვენ იყავით ათი წლისა მეტი, ამისთვის რომ თითონ თქვენ გინახავთ ის ომი?

- თქვენ მართალს ბძანებთ, გრაჶო, მე ვიყავ მოწამე საშინელის დამარცხებისა, ჩემის ამხანაგებისა.

- მაგრამ ეგ დამარცხება ისე საშინელი არ იყო, როგორც კრესთან, სთქვა ღიმილით, კონდორსემ.

- ეგ მართალია, სთქვა კალიოსტრომაც ღიმილით; დამარცხებაკრესში უფრო საშინელია, ამისთვის რომ არმია კი არ დამარცხდა, დამარცხდაფრანცია; მაგრამ თანხმა გახდით, რომ ეს გამარჯვება არ აძლევსთ დიდ პატივსაანგლიას, ედუარდს ჰქონდა ზარბაზნები, და ეს არ იცოდა ფილიპე ვალუამ; და თუმცა ჰსცოდნოდა, არ შეეძლო დაეჯერებინა, თუმცა მე ვარწმუნებდი, რომ ჩემის თვალით ვნახე ოთხი ზარბაზანი მეთქი, რომელიც ედუარდმავენეციაში იყიდა მეთქი.

- მაშ თქვენ გინახამთ ფილიპე ვალუა? ჰკითხა გრაჶინა დუბარიმ.

მე მაქვნდა ბედნიერება ხუთთა რიცართაგანის ყოფნისა, რომელმანც განვაცილე კაროლი ომის მეიდნიდამ, მიუგო კალიოსტრო, მე მოვედფრანციაში ბებერის ბოღეემის კაროლთან, რომელიც იყო ბრმა და უნდოდა მომკვდარიყო, როდესაც აცნობეს რომ ომი წავაგეთო.

- მე დიდათ ვსწუხვარ გრაჶო, სთქვა ლაპერუზმა, რომ თქვენკრესის ომის მაგიერ არ დაესწარით აკციუმის ომში.

- მაგისთვის რათა სწუხართ?

- ამისთვის რომ თქვენ მიანბობდით რომელსამე დაწვრილებით ამ ზღვის ომს, რომელიც პლუტარხისაგან ზოგიერთი ადგილი ბნელათ არის დაწერილი.

- და რა გინდათ რომ შეიტყოთ? მე მოხარული ვარ, რომ შემიძლიან მაგაში გამოგადგეთ.

- განა თქვენ იქაც დაეწარით?

- არა მაშინ მე ვიყავ ეგვიპტეში; კლეოპატრამ მომანდო მე დამეწყო ალექსანდრიის ბიბლიოტეკა, ამისთვის რომ მე ყველაზედ კარგათ შევადგენდი, რადგანც ძველთ მწერალთთან მქონდა ცნობა.

- თქვენა ნახეთ კლეოპატრა, უ. კალიოსტრო? დაიყვირა გრაჶინა დუბარიმ.

- ისე ვნახე როგორც ეხლა თქვენა გხედავთ.

- მართლა ისეთი ლამაზი იყო, როგორც ამბობენ?

- თქვენ მოგეხსენებათ გრაჶინავ, რომ მშვენიერება პირობითია და შედარებითი. კლეოპატრა ეგვიპტეში იყო მშვენიერი.პარიჟში ის იქნებოდა მხოლოდ ლამაზი.

- მაშ კლეოპატრა იყო...

პატარა, წვრილი, მკვირცხლი, ჭკვიანი დედაკაცი, დიდროანის ლამაზის თვალებით, ბერძულ ცხვირიანი, მარგალიტ კბილებიანი, და პაწაწა ხელებით. როგორც თქვენი. აი ბეჭედი ბრილიანტისა, რომელიც თავისმა ძმამ პტოლომეიმ აჩუქა იმას და იმან მე მაჩუქა, კლეოპატრას ცერზედ ეცვა ეს ბეჭედი.

- ცერზედ? დაიყვირა გრაჶინამ, განა ეგ შეიძლება?

- მაშინეგვიპტეში ისე იყო მოდა, და ეს ბეჭედი, როგორც კედავთ ძლივ შემიძლიან ნეკზედ გავიკეთო. კალიოსტრომ გამოიძრო ბეჭედი, და მისცა გრაჶინას, ეს იყო ძვირფასი გრილიანტი, წმინდის წყალსა, რომელიც ღირდა ოცდა ათ ათიათას ფრანკად.

- ბეჭედმა ჩამოიარა მთელი სტოლი, და შემდგომ კალიოსტრომ გაიკეთა გულდამშვიდებით ნეკზედა.

- მე ვხედავ რომ თქვენ არა გჯერათ. სთქვა მან, მაგრამ რა გაეწყობა, ჩემ ცხოვრებაში სულ ვიბრძვი ურწმუნოთა თანა. ფილიპ ვალუამ არ დამიჯერა, როცა იმას ურჩიე, რომ ჯარი დაებრუნებინა. კლეოპატრამ არ დამიჯერა, როცა მე უთხარ რომ ანტონი დამარცხდება მეთქი. ტროიანელთაც არ დამიჯერეს მე, როდესაც მე წინათ ვაფრთხილებდი, რომ ხის ცხენი არ შემოეტანათ და ვეტყოდი: „კასანდრა არის შთაბერილი მაღლით უსმინეთ კასანდრას“.

- ეს გასაკურველია! სთქვა გრაჶინა დიუბარიმ. მაღლის სიცილით.- მე არ მინახავს კაცი ასე მძიმე ქცევისა, და ასე გამრთობი როგორც თქვენ.

- მე გარწმუნებთ გრაჶინავ, განაგრძელა კალიოსტრომ, რომ მე თითონ მინახავს და მილაპარაკნია იმ პირებთან, რომელნიც თქვენთანა ვსთქვი.

- თქვენ იცნობდით მონტე კუკლის?

- ისე ვიცნობდი იმას როგორც თქვენ უ. დოფვორსო, და მეტათაც, ამისთვის რომ თქვენ გხედავთ მესამედ,და დიდებულს მებრძოლთან ერთი წელიწადი ვიდექ იმასთან კარავში.

- თქვენ ნახეთ ფილიპე ვალუა?

- აკი მოგახსენეთ, თქვენვე უ. დოკონდროსე; მაგრამ კაროლი როცა მობრუნდა პარიჟში, მებოღემიაში წაველ.

- თქვენ იცნობდით კლეოპატრას?

- დიახ სწორეთ გრაჶინავ, მე თქვენ მოგახსენეთ რომ იმასა ჰქონდა შავი თვალები როგორც თქვენ, და ეგრეთვე მშვენიერი ბიუსტი (პირის მოყვანილობა) როგორც თქვენ.

- ეგ თქვენ როგორც იცით, გრაჶო?

- მე ესეც ვიცი, რომ თქვენა გაქვსთ მგზავსება კასანდრასთანაც, ამით უმეტესად რომ როგორც თქვენ ისე იმას ჰქონდა პაწაწა ხალი მეექვსე ფერცხალზე მარცხნივ მხარეს.-

- ღმერთო ჩემო თქვენ სწორეთ ჯადობაზე ხართ.

- სრულებით არა გრაჶინავ! უთხრა სიცილით რეშალიომ ეგ მე უამბე.

- თქვენ რაღა იცოდით?

- ეგ შინაური საიდუმლოა, ჰსთქვა მარშალმა და დაიპრანჭა.-

- უცხოა! გაუწყვიტა გრაჶინამ... მართლა, მარშალო ძალიან კარგათა ვქენ რომ ფერი წავისვი, თქვენთან უფეროთ ვერვინ მოვა, მერე მოუბრუნდა კალიოსტროს და ჰკითხა:

მაშ გრაჶო, თქვენა გაქვსთ საიდუმლო წამალი, რომლითაც ყმაწვილდებით, თქვენის სიტყვით ორისა ან სამი ათასის წლისა ბრძანდებით, და რომ შემოგხედოთ ორმოცისაც არა ხართ სახით.-

თქვენ გამოიცანით გრაჶინავ, მე ვიცი საიდუმლო უბერობისა.

- მაშ მე გამაყმაწვილეთ.

- თქვენთვის საჭირო არ არის, ამისთვის რომ თქვენ ოცდა ათის წლისა მეტი არა ბძანდებით.

- თქვენ ზრდილობისათვის ბრძანებთ მაგას.

- სრულად არა. მე ამაზედ მოგახსენებთ, რომ თქვენ ისარგებლეთ ჩემის ელექსირით (ანუ სიცოცხლის ზეთით):

- მე? რას ბრძანებთ?

- დიახ თქვენა გრაჶინავ! მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ არ დაგავიწყდებოდათ.

- მე თქვენი არ მესმის, მიბრძანეთ.

- მოიგონეთ გრაჶინავ, სახლი სენკლოდის ქუჩაში. თქვენ მობძანდით იმ სახლში, რომ რჩევა გეკით უ. სარტინთან და შეეწივნეთ ერთ ჩემს მეგობარ, ჟოზეფ ბალზამოს, რომელმაც გაჩუქათ ფლაკონით (შუშით) ელექსირი და გირჩივათ ყოველ დილით მიიღო სამი კაპლი. თქვენ ის ელექსირი ერთ მინუტსაც არ დაგვიწყებიათ, მხოლოდ ერთი წელიწადია არ მიგიღიათ, ამისთვის რომ წამალი გამოილია, თუ ესენი არ გახსოვთ გრაჶინავ, მაშინ მე მაგას დავიწყებთ კი არა, უმადლოობათაც ჩავაგდებ.

- განა შეიძლება გრაჶო კალიოსტრო მაგასთანა საქმეებს მეუბნებით.

- რომელიც სხვათ არ იციან. მაშ რა ღირსება აქვს ჯადობაზა. თუ ჯადობაზმა არ იცის სხვის საიდუმლო.

- განა ჯოუზეპ ბალზამოსაცა ჰქონდა რეცეპტი მაგ წამლის შედგენისა?

- არა გრაჶინა, ჯოუზეპო ჩემი მეგობარი იყო და მე ვაჩუქე რავდენიმე ფლაკომი (შუშა)

- განა კიდევა აქვს იმას ის ელექსირი.

- ეგ მე არ ვიცი, ამისთვის, რომ აგერ სამი წელიწადია რაც საწყალი ბალზამო დაკარგულია. მე უკანასკნელად ვნახე ამერიკაში ორიოს კიდებზედ, ის მიდიოდა სამგზავროთ მთებში და გავიგონეთ იქ მოკვდა.

კმარა გრაჶო ისი სჯობია თქვენი საიდუმლო გამოგვიცხადოთ და გვასწავლოთ.

- თქვენ მაგას სულ მართლა ბრძანებთ? ჰკითხა გრაჶმა გაგსკიმ კალიოსტროს.

- სწორეთ მოგახსენებთ თქვენო დიდე... უკაცრავოთ, თქვენო ბრწყინვალებავ, სულ მართალს მოგახსენებთ.

- მაშ თქვენ როგორც გგონიათ გრაჶინა არ არის ბებერი რომ გააყმაწვილოთ.

- დიახ ღერცოღო.

- მაშ მე წარმოგიდგენთ მეორე პირსა, აი ჩემი მეგობარი ტავერნე, თქვენ ამაზედ რას იტყვით? როგორ გგონიათ პილლადის თანამედროვე უნდა იყოს? მაგრამ იქნება თქვენა ჰსთქვათ რომ ეს ძალიან ხანს გადასულია.

- კალიოსტრომ შეხედა ბარონს და უპასუხა.

- არა, არ არის ძალიან ბებერი.

- თუ თქვენა ტავერნეს სიყმაწვილეს მოუბრუნებთ საყვარელო გრაჶო, დაიყვირა რეშალიომ, მაშინ მე განვაცხადებ რომ თქვენა ხართ შაგირდი მედიასი.

- თქვენ ეგა გსურთ? ჰსთქვა კალიოსტრომ და შეხედა მასპინძელს და სტუმართ.

ყველამ თანხმობის თავი დაიქნიეს.

- თქვენ გინდათ ბარონო, გაყმაწვილდეთ?

რასაკვირველია, დაიყვირა ტავერნემ. ეგ ძალიან ადვილია! სთქვა კალიოსტრომ, და იმან ამოიღო უბიდგან რვა კუთხიანი პატარა მინა, აიღო წმინდა ბროლის სტაქანი ჩააწვეთა რამდენიმე წვეთი რაღაც რამ ზეთი, მერე დაასხა ნახევარი სტაქანი შამპანსკი, და ეს დასალევი მისცა ბარონს.

- ყველანი უცქეროდენ თვალითა და შენიშვნიდენ მცირესა შერხევასაცა ამ იშვითის კაცსა, ბარონმა გამოართო სტაქანი და ვერ გაბედა დალევა, ყველამ გაიცინეს

კალიოსტრომ დაიყვირა:

- ჩქარა დალივეთ ბარონ არ დააქციოთ ეგ ელექსირი, თითო კაპლი ას ლუიდორათა ღირს.

- ო! ჰსთქვა სიცილით, რეშალიომ, ეგ ტოკაიზედ ძვირი ყოფილა.

- განა მართლა მე ეს სულ უნდა დავლიო, ჰკითხა ბარონმა და თრთოდა მთელის სხეულით.

- თუ არ გინდა მიეცით სხვას სტაქანი, ბევრი მოსურნე გამოჩნდება, რომ გაყმაწვილდეს.

მე მომეცით, სთქვა მარშალმა გაუშვირა ხელი, მოხუცმა ბარონმა უსუნა სტაქანს, და მიზიდული ბალზამიურის სუნისა და ვარდის ფერის ელექსირისა ჩაყლაპა მაღიკური (თილისმანი) დასალევი.

- იმავე მინუტსა ეჩვენა მას, რომ რაღამაც ბჟუილმა დაურბინა ტანში და მოიყვანა მოძრაობაში ბებერი სისხლი, რომელსაც ეძინა იმის ძარღვებში, მისმა დაკეცილი ტყავი პირისა გაიჭიმა, ნახევარ ღია თვალები სრულიად გეეღო და გაბრწყინდნენ, მთრთოლარეთა ხელთა იგრძნეს ძალა, ხმა მოეცა მჭახე, მუხლნი გაეშალნენ, ეგრეთვე წელი, ერთ სეკუნდში, ასე რომ თითქო ელექსირმა დაიარა გვამში შინაგან, გარდაახალისა, განაცხოველა ესე დამცხოვანებული ტანი.-

- მოისმა ხმა განკვირვებისა, შიშისა, და განცვიფრებისა, ტავერნე თითქმის აქამდის არა სჭამდა; ეხლა დაიდვა თეფშზედ დიდი პორცია სოუსისა და დაიწყო ჭამა ასეთის მადით, რომ კბილი ქვეშ ძვლებმა დაიწყეს ლაწუნი.

- ის ჰსჭამდა, იცინოდა, ჰსვამდა, ჰყვიროდა, თითქმის ნახევარ საათს, და ამ დროს ყველანი გაშტერებულნი უყურებდნენ; შემდგომ, ნელ ნელა დაიწყო გაქრობა, ვითა ლამპამ უზეთოთ. პირველად შუბლზედ გამოაჩნდა ადრინდელი შეჭმუხვნილება, თვალები განუქრა, დაეხუჭა.- მერე დაჰკრა მადა, წელი ისევ მოეკაკვა მუხლებმა დაუწყო კანკალი და თვლემა დააწყებინა.

- რა დაგემართათ? ჰკითხეს ყოველთა.

- მე ვესალმები ჩემს სიყმაწვილეს.

და ორი ცრემლი გადმოსცვივდენ ბებრის თვალთაგან, და მნახველთა ამა ორის ცრემლისა და დაკარგულის ერთის წუთის განჭაბუკებისა, ყოველთ სტუმართ ამოიოხრეს, ესრეთვე მძიმეთ, ვითა საბრალო ტავერნემ.

- მოქმედება ესე, ძალიან უბრალოა და გასაგები ბატონებო, ჰსთქვა კალიოსტრომ, მე მივეც ბარონს ოცდა ათი კაპლი სიცოცხლის ელექსირი, (ანუ ზეთი) ეს განჭაბუკდა ოცდა ათ მინუტს.

- გევედრები მომეცით მე კიდევ სიყმაწვილე! ევედრებოდა მოხუცი კალიოსტროს.

- არა ბარონო, მეორე მოცემა წამლისა, მოგკლავს, უთხრა დაწყნარებით კალიოსტრომ.

იმ დროს ვინამ განგრძელდებოდა მინუტს განცხოველება მოხუცის ტავერნესი, გრაჶინა დუბარიმ იცოდა რა ხასიათი ელექსირისა, ყველაზედ ყურადღებით უყურებდა განსაკვირველს ტავერნეს ცვლილებას, როდესაც სიყმაწვილემ განუსწორა მწევრნი მოხუცისა და აღავსო სიცოცხლე ახლითა სიცოცხლითა, დუბარი იცინოდა, მხიარულებდა თითონაც თითქო ყმაწვილდებოდა, როდესაც ელექსირმა მიაწია უმაღლეს თავის ძალს, გრაჶინა კინაღამ მივარდა კალიოსტროს, რომ წაერთმევინა იმიათვის ძვირფასი ფლაკონი.

მაგრამ ამავე მინუტს სიყმაწვილე ტავერნესი ეგრეთვე საჩქაროთ განჰქრა, გრაჶინამ ამოიოხრა და ჭმუნვარებით ჰსთქვა.

- ახ ქვეყანაში სუყველა დაუდგრომელია, მოქმედებამ მაგ ჯადოიანის წამლისამ ნახევარ საათი მეტი არ გასწივა.

და ვისაც განყმაწვილება უნდა, ორის წლითაც არის, სთქვა გრაჶმა გაგსკიმ.- უნდა დალიოს მთელი მდინარე.

ყველას გაეცინა.

- ანგარიში ძალიან ადვილია, უთხრა კალიოსტრომ - ერთის წლის სიყმაწვილისათვის საჭირო არის დალიოს კაცმა, სამი მილიონი ას ორმოცდა სამი ათას ექვსი წვეთი სიცოცხლის ელექსირი (ზეთი).

- ეგ მთელი წარღვნის წყალის-ოდენი იქნება.

- მაგრამა უთხრა გრაჶინამ თქვენმა მეგობარმა ბალზამომ მომცა მე ერთი ფლაკონი და იმან დაიცვა ჩემი სიყმაწვილე ათ წელიწადს.

- და მაგაში არის საიდუმლოებაცა გრაჶინავ, კაცი ძალიან რომელიც დაბერებულა, იმან უნდა მიიღოს უმეტესი ნაწილი ელექსირისა, რომ იგრძნოს ძლიერი მოქმედება; მაგრამ ქალმა ოცდა ათის წლისამ, როგორც თქვენ, ან კაცმა ორმოცის წლისამ, როგორც მე, უნდა დალიონ მხოლოდ ათ ათი წვეთი როცა ექნება პერიოდი (წესი) ძალის მოკლებისა, რათა დაიცვას სიყმაწვილე ერთსავე ძალის წერტილზედ.

- რას ეძახით წესსა ძალის დაკარგვისასა, ჰკითხა გრაჶმა გაგსკიმ.

- ცნობილი არის ფიზიკისა სჯული. ბუნებაში, ძალი კაცს ემატება ოცდა ათამდის: ორმოცამდის დაშთებიან ერთ გვარად. ორმოცს უკან იწყებენ კლების განგრძელდებიან ცხადად და ხშირ ხშირად, სიკვდილამდე. განათლებულს საზოგადოობაში, ესე იგი, როდესაც სხეული დაღალულია გარდა მატებითის ცხოვრებითა, სნეულობითა და შრომითა მომატება ძალისა დადგება იცდა ათამდე. დაკლებას იწყებს ძალი ოცდა თხუთმეტში, და მაშინ კაცმა პირველ-ყოფილმან ანუ განათლებულმან, უნდა ისარგებლოს მინუტითა, როდესაც ბუნება დარჩება წერტილსა ზედა უძრაობისასა, მაშინ დალიოს ელექსირი.

იმან ვინც იცის სრულიად ხასიათი ამა ელექსირისა, როგორც მე ყოველთვის იცოცხლებს ისე, როგორც მე, იქნება ყოველთვის ჭაბუკი, ესე იგი ისეთი ყმაწვილი, როგორიც უნდა ეჩვენოს ქვეყანაში.

- გრაჶო კალიოსტრო, დაიყვირა გრაჶინა დუბარიმ, რისთვის გამოირჩიეთ ორმოცი წლოვანება. როდესაც შეგეძლოთ ყოფილიყავით ყოველთვის ოცისა.

- ამისთვის გარფინავ, უპასუხა ღიმილით, კალიოსტრომ:- მე მინდოდა ვჩვენებულიყავ ქვეყანაში სრულ წლოვან კაცად, ვინემ, დაუმწუფებელ ყმაწვილ კაცად.

- ჰო! აი რა ყოფილა მიზეზი.

- დიახ, გრაჶინავ, განაგრძელა კალიოსტრომ: ოცის წლის კაცი მოჰსწონს მხოლოდ ოცდა ათის წლის ქალს, და ორმოცის წლისანი განვაგებთ ოცის წლის ქალებს და სამოცის წლის კაცებს.

- მე თანხმა ვარ თქვენთან, მიუგო გრაჶინამ:- ამასთანავე თქვენთან ბაასი არ შეიძლება, ამისთვის რომ თვითონ თქვენა ხართ ცხოველი მაგალითი, რასაც ამტკიცებთ.-

- მაშ მე არ შემიძლიან უკუნ ვაქციო სიჭაბუკე? ჰსთქვა ჭმუნვარებით ტავერნემ:- ეტყობა ძალიან დავიგვიანე.

- ღერცოღი რეშალიო უფრო გონიურად მოიქცევა თქვენზედ, ჰსთქვა ლაპერუზმა, ყოველთვის გულ ღიამ ვითა ზღვაში მოსამსახურემ:- მე ყოველთვის გამიგონია, რომ მარშალი სვამდა რაღასაც ელექსირს.

- ეგ, ხმა ქალებმა დაჰყარეს, ჰსთქვა სიცილით, გრაჶმა გაგსკიმ.

- ეგ კიდევ არ არის მიზეზი, რომ არ დავერწმუნოთ მაგას! შენიშნა გრაჶინა დუბარიმ.

მოხუცი მარშალი გაწითლდა, როდესაც დიდი ხანია ეს არ მოსვლია, და ჰსთქვა:

- გინდათ შეიტყოთ ბატონებო, რისგან არის ჩემი ელექსირი.

- გვითხარ.

ჩემი სიცოცხლის ელექსირი გახლავთ კეთილ გონიური და წესიერი ცხოვრება.

- არა მგონია! დაიყვირეს ყველამ სიცილით.

გარწმუნებთ, რომ ჰსწორეთ მართალია.

მე არ გეწინააღმდეგებით ღერცოღო, უთხრა გრაჶინამ: - მაგრამ მე უმეტეს მაკვირვებს ჯადოიანი სასმელი გრაჶ კალიოსტროსი. შემინდეთ უფალო ჯადობაზო, მაგრამ კიდევ მინდა რაოდენიმე კითხვა გაგიკეთოთ.

- მე მზათა ვარ გრაჶინავ.

- თქვენა ჰსთქვით, რომ პირველად იხმარეთ თქვენი ელექსირი როცა იყავით ორმოცის წლისა.

- დიახ ჰსწორეთ!

- და ეს იყო ტროადის დარღვევის ეპოხის დროსა?

- ცოტა ადრე.

- და იმას აქეთ სულ ორმოცის წლისა ხართ.

- როგორც თქვენ მხედავთ.

- მაგრამ გრაჶო, უთხრა კოსონდრემ:- თქვენი ტეორემა ამტკიცებს უმეტეს, ვინემ თქვენ გსურთ. რას ამტკიცებს, მარკიზო?

- ამტკიცებს ამას, არამ თუ შეგიძლიან განყმაწვილება, არამედ შეგძლებიათ სიცოცხლის შენახვაც, ამისთვის რომ თუ ტროადის დარღვევის დროს ორმოცის წლისა იყავით, მაშ თქვენ ერთხელაც არის არ მომკვდარხართ?

- აღგიარებთ მარკიზო, მე ჯერ არ მომკვდარვარ.

- განა თქვენ მიუკარებელი ხართ, როგორც ახილეზი: მაგრამ ის ფეხის ქუსლში დასჭრა ფარისმა და მოკლა.

- უბედურად, მე მოკვდავი ვარ როგორც კაცი.

- მაშ თქვენი სიკვდილი შუძლიან კაცსა?

- დიახ შეუძლიან.

- ეს მიბძანეთ როგორ დაიცეთ თავი, რომ ერთხელ უბედური არა შეგემთხვათრა სამიათას ხუთს წელიწადში.

- მე მაგას აგიხსნით თუ გნებავსთ.

- ჰსთქვით, ჰსთქვით, ჩვენ სიამოვნებით ყურს დაგიგდებთ! დაიყვირეს ყველამ და მოემზადენ სასმენლად.

კალიოსტრომ დააწყო სტოლზედ თავის თეთრი მშვენიერი ხელები, განშვენებული ძვირფასის ბეჭდებითა, რომელთა შორის გამობრწყინდებოდა მგზავსად ცისკრის ვარსკვლავისა კლეოპატრას ნაჩუქები ბეჭედი, და დაიწყო ლაპარაკი:

- რა არის პირველი საჭირო პირობა სიცოცხლისათვის? სიმრთელე, არა ბატონებო?

- მართალია.

და პირველი საჭირო პირობა სიმრთელისათვის?

- კეთილ-ცხოვრება, მიუგო გრაჶმა გაგსკიმ?

- თქვენ მართალი ხართ, გრაჶო; სიმრთელე დამოკიდებული არის კეთილ-ცხოვრებაზედ- და ჩემს ელექსირზედ.- ეს არის უმჯობესი წამალი, რომელიც თქვენ იცანით და მეტადრე გრაჶინამ.

- ეგ მართალია გარფო, მაგრამ თქვე დაასრულეთ.

- ინებეთ! მე ყოველთვის ვსვამდი ჩემს კაპლებს: და რადგან ესენი შეადგენდენ განცხოველებასა სამარადისო კაცთაოცნებისასა, რომელიც ძველად ცნობილიყო და უწოდებდენ, სიჭაბუკის სასმელსა, და ჩვენ დროს, სიცოცხლის ელექსირსა, ამისთცის მე დავიცვე ჩემი სიყმაწვილე, სიმრთელე და სიცოცხლე. ეს ძალიან ცხადია.

- მაგრამ ქვეყანაზე ყოველი განქარდება, წახდება, დალპება, თვით სიმრთელეცა და თვითონ სნეული სხეულიც.

- ესე იგი პარისიც და ვულკანაც უნდა დაბერდენ.

- უთოოთ თქვენ პარის იცნობდით?

- ძალიან კარგათ ვიცნობდი გრაჶინავ. ძალიან ლამაზი კაცი იყო, მაგრამ ქალები შემცდარნი ხართ, თუ ეგონათ რომ ის იყო მაგალითი კაცთ-მშვენიერებისა, პირველად, რომ ოქროს ფერი თმა ჰქონდა.

- ოქროს ფერი? რა საშინელებაა! დაიყვირა გრაჶინამ.

- უბედურად, მიუგო კალიოსტრომ: ელენესხვა გვარის აზრისა იყო, მაგრამ მოვიქცეთ ჩვენს ელექსირთან.

- დიახ, დიახ, ილაპარაკეთ ელექსირზედ.

თქვენა ჰსთქვით ბარონ ტავერნე, რომ ქვეყანაში ყოველივე ხდება მე მაგაზედ თანახმა ვარ: მაგრამ ესეც იცით თქვენ, რომ ყველასი გამართვა, განახლებაც შეიძლება. ცნობილია ანდაზა დანაზედ, რომელსაც ტარი რამდენჯერმე გამოეცვალა და პირიცა, მაგრამ ისევ ის დანა კი იყო, ღვინოს, რომელსაც გელდერბურღები ინახვენ თავის გამოჩენილ ბოჭკაში, სულ ისევ ის ღვინოა, თუმცა ყოველ წელიწადს დაასხმენ ახალ ღვინოს, აი რისათვის გელდერბერღების ღვინო, ყოველთვის არის წმინდა და გემოიანი, როგორიც, ღვინო დაბეჭდილი კონსულის ოპიმუსისაგან და ჩემგან 120 წლის წინ ქრისტეს შობამდე. ას წელიწადში სრულად ტალახი შეიქნა, რომლისაც ჭამა შეიძლებოდა და არა დალევა. და ასე ბატონებო, ოპიმიურის მე არ შეუდეგ, მე არ მივაგენ გედელბერღების რეცეპტი, ყოველ დილას ახალი, მთელი ატომი ჩავა ჩემს გვამში, და სისხლში ძვალში, ნაცვლად სუსტისა, წამხდარის ნაწლავებისა, მე ყოვლის ღონისძიებით წინააღუდგები ძალის ჩამორთმევას და განვაღვიძებ ახლის ელექსირის დალევით: ამისთვის ჩემი სიცოცხლე, აზრი, მიმოხვრა, ძარღვნი არიან მოძრაობაში, და რადგან მე უკუნებით ვცდილობ სიცოცხლის დაცვას, მაშა, რა საკვირველია, მე დავეჩვიე ამ სამი ათას წელიწადში ავცდე ყველა საშიშარს საქმეს, და ყოველი უბედურ შემთხვევაში, მე არას დროს არ შევალ სახლში, რომელიც სიძველით საშიშო არის ყოველ მინუტს დაიქცეს. მე ჩემ სიცოცხლეში მინახავს ამდენი სახლები, რომ პირველსავე შეხედვაზედ გამოვიცნობ მაგარი შენობა არის თუ დაძველებული. მე თქვენ ვერ წამიყვანთ სანადიროთ ცუდ თოფის მესროლთან, რომელმაც ჰსწორეთ თოფის დაჭერაც არ იცის. კეფალის დროიდგან, რომელმაც მოკლა თავის ცოლი, პროკრისა, რეგენტამდე, რომელმაც გამოსთხარა თვალი პრინც კოდესა, მე მინახავს მრავალნი ხელ მანკიანნი ომში; მე აღვრიცხამ ყოველს ხაზს თოფისა და ზარბაზნის ტყვიისას, და არას დროს არ დავდგები იმ ალაგს, სადაც ტყვია მოხვდება კაცსა და მოჰკლავს. თქვენ მე მეტყვით, რომ ტყვიის აცდენა არ შეიძლებაო, მაგრამ მე გიპასუხებთ, რომ, ის, ვისაც მილიონი ტყვიანი აუცილებია, იმას ტყვიისა არ ეშინიან. მე გხედავთ, რომ თქვე, ჩემი არა გჯერათ, არა მიმხედი, ამისა, მე თვითონ ვარ თქვენ წინ ცხოველი დამამტკიცებელი ჩემის მართალის სიტყვებისა. მე არ გეტყვით ამას, რომ მე უკვდავი ვიყო, მაგრამ მე შემიძლიან უეცარი სიკვდილი ავიცილო, რომელიც არ შეიძლება სხვამ აიცილოს, თუ ჩემისთანა გამოცდილმა. მაგალითებრ მე არაოდეს არ დავრჩები საათის მეოთხედს მარტო უ. დოლონესთან, რომელიც ჰფიქრობს ეხლა, რომ თუ მე ჩაუვარდი, რომელსამე ბასტილიის კელიაში, ეს გამოსცდიდა ჩემს უკვდავებას შიმშილითა, მე არ დაუახლოვდები არას დროს მარკიზს კონდორსეს, რომელიც ემ მინუტში ემზადება ჩაასხას ჩემს სტაქანში საწამლავი, რომელიცა აქვს დაფარული ბეჭედში, ეს სულ ცუდის აზრით არ არის, ისე ცნობისათვის, რომ მართლა მოვკვდები თუ არა ამ საწამლავით -

ორნი პირნი, რომელნიც უწოდა გრაჶმა კალიოსტრომ, შეკრთნენ არ ნებით.

- აღიარეთ გულ წრფელობით, უ. დოლონე, ჩვენ აქ სამსჯავროს წინ არა ვართ. ჰსთქვით, თქვენ იფიქრეთ, რომ გამოსაცდელათ მომცა უეჭველად მოკვდება თუ არაო? და თქვენცა მარკიზო, მითხარით მე, მართალია თუ არა, თქვენა გაქვსთ ბეჭედში საწამლავი, რომელიც გნებავდათ ჩემთვის გეთავაზნათ, სწავლის საჭიროებისათვის.

- აღვიარებ, გრაჶო, მიუგო ბასტილიის გუბერნატორმა, სიცილით:- მაგ სულელურმა ფიქრმა გამიარა გონებაში, იმ მინუტში, როდესაც თქვენ გამოაცხადეთ ჩემი დანაშაული.

- მეც არ დავმალავ, ჰსთქვა კონდორსემ:- და ვფიქრობდი, რომ თქვენ გემოთ ნახავდით ჩემს საწამლავს, მე ერთ გროშსაც არ მივცემდი თქვენს უკვდავებაში.

ამ სიტყვაზედ, მოისმა მაღალი განკვირვების ხმა. - ამისთვის რომ ეს ორნი პირნი რომელთაც აღიარეს, რომ აჩენდენ გასაოცებელ კალიოსტროს გულთმისნობას.

- თქვენ ხედავთ უპასუხა კალიოსტრომ:- მე შემიძლიან გამოვიცნო აზრები. დიდიხნის სიცოცხლემ და დაჩვეულობამ მასწავლა მე პირველსავე შეხედვაზედ გამოვიცნა წარსული და მომავალი კაცისა, თუგინდ პირველად მენახოს. ეს ნიჭიერება განვრცელდება მხეცთა ზედა და აგრეთვე ცხოველ საგანებზედაც. როდესაც მე ჩავჯდები კარეტაში ვიგრძნობ როცა ცხენები გაგიჟდებიან და ქუჩერი გადააბრუნებს კარეტას. როდესაც ვჯდები ხომალდში, მაშინ კაპიტანის სახეზედ გამოვიცნობ იმის ხასიათს და ვხედავ, სულელი არის თუ ჯიუტი, არ შეუძლიან თუ არ ისურვებს მოიხმაროს ხომალდი როგორც საჭირო არის, და ამისთვის მე არ ჩავჯდები არც იმ კარეტაში და არც ხომალდში. მე მწამს შემთხვევა და ამისთვის მე წინათვე ვარ მზა, ან მოვაკლებ ხიფათს, აი რისთვის ვიცოცხლე სამი ათასი წელი.

- მაგ შემთხვევაში უთხრა ლაპერუზმა სასურვილო მისანო, მე დიდ კლაყოფილებას მომცემდით, თუ თქვენ გამაცილებდით ჩემ ხომალდებამდის, რომელიც არიან დანიშნული ქვეყნის შემოსავლელად, კალიოსტრომ არა უპასუხარა.

- საყვარელო მარშალო, განაგრძელა, სიცილით, ზღვაში მოსამსახურემ:- მე მივხვდი, რომ გრაჶ კალიოსტროს არ უნდა ამისთანა სასიამოვნო საზოგადოობა; მაგრამ ჩემთვის საჭირო არის გამოგესალმოთ.- შემინდეთ მე გრაჶო გაგსკი და თქვენცა გრაჶინავ, მაგრამ აი შვიდი საათი დაჰკრა, და მე დავპირდი კაროლს მერვის ნახევარზედ ხომალდში უნდა ჩავჯდე: თქვენ, გრაჶო, არ შეგიძლიანთ მითხრათ, რა მოუა ჩემს გემებს, მიწინასწარმეტყველეთ, რა მომელის მე მგზავრობაშივერსალიდგან ბრესტამდის, და რა მომივა ბრესტიდგან პოლიუსამდე - მე არა გკითხავ ეგ ჩემი საქმე იქნება.

კალიოსტრომ შეხედა ლაპერუზს ჭმუნვარეს და მელანხოლიურად, რომელმაც განაცვიფრა სტომარნია, მაგრამ ზღვის მცურავმა ვერ შენიშნა, ამისთვის რომ ამ დროს ესალმებოდა და აცვამდენ ბიჭები თბილს სერთუკს. ამავე დროს გრაჶინამ მოასწრო ჩაუწყო ჯიბეებში კანფეტები, რომელიც იყო ძვირი მოგზაურთათვის და მოაგონებენ მისთა მეგობართა. ლაპერუზ ეგრეთვე მხიარული, პატივისცემით დაუკრა თავი გრაჶ გაგსკის და მისცა ხელი მოხუცს მარშალსა.-

- მშვიდობით, ჩემო მეგობარო ლაპერუზ! უთხრა რეშალიომ.

- რატო არ მეტყვით მარშალო; ნახვამდის, განა მე საუკუნოს მივიდვარ, მე მხოლოდ ქვეყანას შემოუვლი, ხუთი წელი დამიგვიანდება და მერე ისევ თქვენთან მოვბრუნდები. მაშ რათ მეუბნებით: მშვიდობით!

- ხუთი წელიწადი! დაიყვირა რეშალიომ: - ეგ სულ ერთია, თუ გინდ, თქვენ გეთქვათ, ხუთი საუკუნე. ჩემს წლოვამებაში დღე, წლოვანებათ უნდა დაითვალოს, მე კიდევ გეტყვით, მშვიდობით.-

- რატო არ ჰკითხავთ. თქვენს მისანს? ჰსთქვა სიცილით ლაპერუზმა:- უთოოთ ოც წელიწად სიცოცხლეს კიდევ დაგპირდებათ, არა გრაჶო კალიოსტრო. რარიგათ, ვწუხვარ, რომ ადრე არ მითხარით თქვენი გრძნეული კაპლებისა: მე არ მივხედავდი ჯარის სიმცირეს, ერთ ბოჩკას წავიღებდი, ჩემს ასტროლაბიაში, ეს ჩემი ხომალდის სახელია.- ნება მომეცით გრაჶინავ კიდევ ვაკოცო თქვენს მშვენიერს ხელსა. მე დარწმუნებული ვარ, მანამ მოვბრუნდები უკეთეს ხელებს ვერა ვნახამ,ნახვამდის.

და ლაპერუზი გავიდა.

კალიოსტრო ღრმად დაფუქრებული იყო. რამდენსამე სეკუნდს ისმოდა ფეხის და მხიარული ხმა; მერე მოისმა ზარის რაკუნი ცხენთა და კალასკის გრიალი.

ამავე დროს ყველამ შეხედა კალიოსტროს.

ამავე მინუტსა, სახესა მისსა ზედა გამოხტებოდა პიფიური შთაბერვა, რომელმაც შეაშინა სტუმარნი.

დუმილი განგრძელდა რამდენსამე მინუტს.

გრაჶ გაგსკიმ დაიწყო პირველად ლაპარაკი.

- რატო არ უპასუხეთ ლაპერუზს, გრაჶო გაგსკივ!

ყველანი შიშით მოელოდენ პასუხს ამ საშინელის კაცისასა. კალიოსტრო შეკრთა, თითქო გამოიყვანეს ღრმა ფიქრიდგან.-

- მე არ მინდოდა პასუხი მიმეცა იმისთვის, უთხრა გრაჶსა: - ამისთვის, რომ ან ტყუილი უნდა მეთქვა ან შემაწუხებელი მართალი.

- როგორ?

- მე უნდა ვთქვა იმისთვის: უფალო ლაპერუზო, ღერცოღი რეშალიო მართალია, რომ გითხრათ მშვიდობით და არა ნახვამდის.

- რას ამბობთ მაგას, დაიყვირა მარშალმა გაყვითლებულმა.

- დამშვიდდით მარშალო, უთხრა კალიოსტრომ, -ეს წინასწარმეტყველება თქვენთვის საშიში არ არის.

- იქნება მართლა უბედურება ელის უ. ლაპერუზს, რომელმაც ეხლა ეს არის ხელზედ მაკოცა.

- არამთუ ოდესმე გაკოცებთ კიდევ ის ხელზედ, არამედ არას დროს აღარავის ნახავს ვისაც აქ გამოესალმა დღესა! ჰსთქვა კალიოსტრომა და უყურებდა თავის სტაქანს სავსეს წყლით.-

ხმა განკვირვებისა გამოხტა ყოველთაგან!

ბაასმა მიიღო ასეთი მხარე, რომ ყოველი მინუტი იყო მიმზიდველი. ყოველნი იქ მყოფნი არ აშორებდენ თვალსა, თითქო ელოდენ ბრძანებას ძველის ბომონისაგან.

ამავე დროსა უ. ფავრსი წამოდგა თავის ადგილიდგან, და შეხედა კარებთან ყურს, ხომ არავინ უგდებდა; მაგრამ ჩვენ ადრევე ვსთქვით, მსახურნი ღერცოღისანი იყვნენ სამაგალითოთ გაზდილნი. წინა შემოსავალ ოთახში, შორს იდგა მხოლოდ მოხუცი სახლთხუცესი და იყო ყარაულად რომ დესერტის დროს არავინ დაუშაოს სტუმართ.-

ტავრსი იჯდა თავის ალაგს, და ანიშნა რომ შეიძლება თავისუფლათ ლაპარაკი.-

- გვიანბეთ გრაჶო, უთხრა გრაჶინა დუბარსიმ რა უბედურება შეემთხვევა ლაპერუზსა.

კალიოსტრომ თავი გააქნია.

- გვიანბე, გვიანბე დაიყვირეს ყველა კაცებმა, ჩვენ გთხოვთ თქვენა.

- თქვენ ხომ მოგეხსენებათ, რომ ლაპერუზ მიდის შემოუაროს ქვეყანას, რათა შეასრულოს მგზავრობა დაწყებული კაპიტანის კუკისა საბრალო კუკისა, რომელიც მოჰკლეს სანდიჩევის კუნძულებში.

- დიახ, დიახ, ჩვენ ვიცით.

- ყველა ჯერ კარგათ მოსდის ეს წინათ განზრახვა. ლაპერუზ კარგი ზღვის მცოდნეა, მერე თვით 16 ტე ლუდოვსკიმ დაუხაზა გზები.

- მერე, ის წავიდა, გაუწყვიტა გრაჶინამ, ამისთვის რომ მსმენელთ არ დაავიწყდეთ საგანი ლაპარაკისა.

- ის მიდის განამეორა კალიოსტრომ. მაგრა ჯერ გვიან მივა ზღვადმდე, იმას დააყენებენ დიდხანს

ბრესტში.

- ეგ საწუხარია! ჰსთქვა კონდორსემ ეხლა ძალიან კარგი არის სიარული ზღვაში. მე მგონია, რო ცოტა კიდეც დაიგვიანა, მარტში ან თებერვალში ჰსჯობდა ზღვაში სიარული.-

- ნუ გამოართმევთ მაგ სანყოფს, რომელშიაც ჰსცხოვრებს და არის იმედით.

- იმას კარგი ეკიპაჟი მისცეს, ჰსთქვა მარშალმა.

- დიახ, უთხრა კალიოსტრომ:- მეორე ხომალდს კამანდობს გამოცდილი აფიცერი. მე იმას ვხედავ, ჯერ ის ყმაწვილია, და უბედურად, ვაჟკაცი.

- უბედურად?

- ერთ წელიწადს უკან ამაოდ ვეძებ ამ ვაჟკაც აფიცარს, განაგრძელა წინათ მომთხრობმან, უყურებდა თავის სტაქანს.

ხომ არავინ არა ხართ ნათესავი უფალის დაგარლისა.

- არა, ჩვენ იმას ვერ ვიცნობთ.

- სიკვდილი იმითი დაიწყება.

- ხმა განკვირვებისა მოისმა ზალაში.

- მაგრამ ლაპერუზ?... რა დაემართა? სად არის... ჰკითხეს რამდენმამე შეშინებულთა ხმათა.

- ის მისცურავს... შედგება... მერე განაგრძელებს. გზასა... ერთი წელიწადი არის მშვიდობით ჰსცურავს. ის გამოგზავნის თავის ანბავის საცნობელად1 მერე...

- მერე?

- განვლიან წესნი...

- მერე?

- ოკიანი დიდია... ცა ბნელია... აი ცარიელი ქვეყნები... აი საშინელნი ფიგურნი მხეცთა ხალხთა, რომელნიცა მოგვაგონებენსაბერძნეთი არხიპელაგის მდევებსა, იგინი უყურებენ ხომალდს, რომელიც ბნელაში მისცურავს და შეადგება კლდიანს ადგილს, მიაქვს ზვირთთა ზღვისათა, მერე ამოვარდება ქარიშხალი, საშინელი ქარიშხალი! მერე ზღვაში მსხდომნი ხედავენ ცეცხლთა. ო!ლაპერუზ! ლაპერუზ, თუ შეგეძლოს მე შენ გამიგონო, მაშინ მე დაგიძახებდი: შენ მიხვალ ვითა ხრისტაფორ კოლუმაბ, რომ იპოვო ახალი ქვეყანა. ლაპერუზ გაუფთხილდა უცნობ კუნძულთა.

კალიოსტრო დაჩუმდა.

ყოველთ მსხდომთ შენიშნეს ვრული ნიშისა.

- რატო არ უთხარით, არ გააფთხილეთ? ჰკითხა გრაჶმა გაგსკიმ, იგრძნო, რა მოქმედება თვის ზედა ამ იშვიათის კაცისა, რომელიცა თვისისა სურვილისამებრ თითქო მოქმედობდა ყოველთა სხვათა გრძნობათასა.

- დიახ, დაიყვირა გრაჶინა დუბარიმ. მოდი გამოუყენოთ იმას უკან? სიცოცხლე ლაპერუზისა ღირს იმათ რომ კურიერი გაუგზავნოთ.

მარშალი წარმოსდგა და უნდა დაეკრა ზარი. კალიოსტრომ შეაყენა ერთის ნიშნებით, რეშალიო ჩაჯდა კრესლაში.

- თქვენი წინათ გაფთხილება ამაო იქნება. ჰსთქვა კალიოსტრომა. კაცი რომელიცა ჰხედავს მყოობადსა, არ შეუძლიან შესცვალოს იგი ლაპერუზ სიცილს დაიწყებდა, თუ შეიგონა ჩემი სიტყვები, როგორც იცინოდენ პრიამის შვილები, როცა წინათ მოუთხრობდა კასანდრა; მაგრამ მე ვხედავ, რომ თვითომ გრაჶ გაგსკი იცინის და უ. კონდორსე, ცდილობს დაიჭიროს ღიმილი. ნუ დაიჭერთ თქვენ სიმხიარულეს, უფალნო, მე თქვენ ადრევე მოგახსენეთ, რომ ჩემი არავის არა ჰსჯეროდა არას დროსა.-

- ჩვენ გვჯერა დაიყვირა გრაჶინა დუბარიმ და მარშალმა

- მე მრწამს წაიბუტბუტა ტავერნემ.

- მეც მჯერა, ჰსთქვა ზრდილობით გრაჶმა გაგსკიმ.

- თქვენ გჯერათ, ამისთვის რომ ეს შემთხვევა შეეხება ლაპერუზს, თუ თქვენზედ ყოფილიყო საქმე არ დაიჯერებდით.

- მართლად?

- ჰსწორეთ.

და ამისთვის კაცმა არ უნდა მოაკლოს უკანასკნელი ნუგეში იმედისა, თუ მეთქვა და დაეჯერებინა ვადის მოახლოების დროსა სამჯერ სიკვდილი იქნებოდა იმისთვის.-

დასასრული

______________

1 აფიცერმა რომელმაც მოიტანა ანბავი ლაპერუზისა იყო ლესენსი, რომელიც მთელი ხომალდიდგან მარტო ის მობრუნდა.

2 მასკარადის შეცთომილება

▲back to top


მასკარადის შეცთომილება

საქე ჰსწარმოებდა ნაპოლეონის დროსა. იანვრის თთვეში, საღამოზედ, ყმაწვილი და მშვენიერი ქალი იჯდა მახლობელ დივნისა, რომელსა ზედაცა ჰსთვლემდა მიწოლილს მოხუცებულ კაცსა. თუმცა ქალი უყურებდა მძინარესა, გარნა ყურადღება მისი მიქცეულ იყო არა ეგოდენ ქმარზედ, რაოდენიც პატარა ქაღალდზედ, რომლისა ერთი წვეთი ამოშვერილი იყო მისის ჟილეტის უბიდგან.

სახესა ზედა მძინარისა ჰსჩანდნენ კვალნი ხრმლით დაჭრილობისა. მელოტი თავი, ჭაღარა ულვაშები და სახის დაღმეჭილება აჩვენებდა, რომელ მას დიდ ხანს ეცოცხლნა და მრავალიც გამოეცადა სიცოცხლეში. მართლაც, გრაჶი მონღუვიე იყო იძულებულ გადამდგარიყოსამსახურიდგან, რათამცა განსაკუთრებით ეწამლა დაჭრილობისათვის, რომელიც ფრიად აწუხებდა მას.

რა დარწმუნდა, რომ ქმარსა ჰსძინამს, ყმაწვილმა ქალმა სიბრთხილით გარდააწოდა მთრთოლვარე ხელი და ამოართო უბიდგან ქაღალდი. მას ზედა იყო დაწერილი: „მომიტევე, საყვარელო ძიავ; არ შემიძლიან დღეს თქვენთან ხლება: მივსდივარ მთელს ღამეს მასკარადში.“

მასკარადში! იფიქრა ელენამ. „რა ურიგო იქნება მეც რომ წავიდე?... და რაკი ამ ფიქრმა გაიელვა მის თავში, ელენა მიეცა ფიქრსა; თვალები დააშტერდა ბარათზედ.

- წავალ! ჰსთქვა მან დასასრულ: უთუოთ წავალ!.. მაგრამ როგორ წავიდე, ვის გავჰყვე?... მერე ჰსთქვა აჰა გუსტავი! ნუ თუ ქმარი არ გამიშვებს თავის ძმისწულთან?

ელენა დაჰსჯდა სტოლთან და დაჰსწერა: „საყვარელო გუსტავ! ეხლავ აქ მოდი: შემემთხვა დიდი საჭიროება შენთან მოლაპარაკებისა.

რა გავიდა ოთახიდგან თითებზედ, ბარათი მიჰსცა მსახურს და უბრძანა მიუტანოს გუსტავსა. გრაჶს ეძინა კვალად ერთი საათი. ყმაწვილმა ცოლმა ვერ გაბედა მისი გაღვიძება; მიუჯდა მას გვერდით და აიღო წიგნი; მაგრამ კითხვა ვერ შეიძლო: იგი იყო. აღრეული და მოუთმენელი. დასასრულ ზარმა მოიღო ჩხრიალი და შემოვიდა გუსტავი.

- ოჰ! შენა ხარ!... უთხრა გრაჶმა, რომელმაც ამ დროს გამოეღვიძა. რა ეშმაკი მოგეწერა ჩემთან?

ელენამ დაიდვა თითი თვისი ალისფერთ ბაგეზედ.

- მე მეგონა ვერ შეიძლებდი მოსვლასა, უთხრა გუსტავმა; მაგრამ გარემოება შეიცვალა და მეც გიახელ. რას მიბრძანებ?

- რაღას გიბრძანებ!.. ძალიან გვიან გარჯილხარ ბრძანებისათვის. მე კიდეც გარდავიფიქრე, უთხრა გრაჶმა.

- მაშ უკანვე გიახლები, ძიავ.

- მოითმინე, გუსტავ, უთხრა ელენამ. ახლა მე მაქვს შენთან სათხოვარი.-

- თუ ღმერთი გრწამს, ძალო! მე შევრაცხავ ჩემს თავს ბედნიერად, თუ მომცემთ შემთხვეულებას თქვენ გემსახუროთ.

- დაიყოლიე გრაჶი, ნება დაგრთოს ჩემი მასკარადში წაყვანისა.

- მასკარადში! განიმეორეს ორივემ ერთათ, ბიძამაცა და ძმის წულმაცა.

- დიაღ, მასკარადში. რა არის?

- შენ არაოდეს არა ყოფილხარ მუნ, ჩემო სულო, უთხრა გრაჶმა. რაზედ მოგაგონდა?

- ისე. ამბობენ ფრიაგ მხიარულება არისო ყოველნი მიდიან, ყოველნი მხიარულებენ; მე კი ჯერ არ მინახამს...

- თუ რომ ძია ნებას მომცემს, უთხრა გუსტავმა, მე მზათა ვარ ვიქმნა მრთელს ღამეს თქვენი უერთგულესი კავალერი.

- არა, არა, ჩემო საყვარელო, უთხრა გრაჶმა: შენ ძალიან ყმაწვილი ქალი ხარ. უქრმოდ არ ვარგა შენი გასვლა.

- შენ რომ არ შეგიძლიან?

- ნურც შენ შეიძლება.

- ძიავ, უთხრა გუსტავმა: მე ვიქნები ყველაში პასუხისმგებელი. ძალუას წავიყვან ჩემის კარეტით; ერთს წამს არ მოვცილდები. ასეთს მასკასაც ჩამოვაფარებ, რომ ვერავინ ვერ იცნას. წავალთ, დავხედამთ და მაშინვე დავბრუნდებით. მხოლოდ ვახშამი კი მზათ იყოს, როცა მოვიდეთ.

- შენ მეტად კარგად მოახდენ განკარგულებას, თუ ერთი რამ არ გაკლდეს, - ჩემი თანხმობა.

- თქვენ გვეთანხმებით...

- არაოდეს.

- გვეთანხმები.

- გეუბნები არა მეთქი!.. არა მსურს.

- მაშ ჩვენც თვინიერ თქვენის თანხმობისა გიახლებით.

- გუსტავ, ნუ აწუხებთ გრაჶსა, უთხრა ელენამ.

- არა, ძალუავ, მე დარწმუნებული ვარ, რომ გრაჶი დაგვითანხმავდება; არ მოინდომებს მოგვაკლოს კმაყოფილება...

- მაშ სიტყვას მაძლევ, რომ თავი არ დაანებო შენს ძალუას მრთელს მაკარადში? უთხრა გრაჶმა.

- არა თუ სიტყვას, ხელწერილსაცა!

- და არც დიდ ხანს დარჩებით?-

- რომელს საათსაც დაგვინიშნამთ, მაშინვე დავბრუნდებით.

- ვახშმად უთუოთ აქ მოხვალთ?

- უთუოთ.

- კარგი, ჯანაბამდინ გზა გაქვსთ, წადით.

- უმორჩილესად გმადლობ, ძიავ. ძალო, თქვენც მოემზადეთ. მასკარადმდე კვალად სამი საათი არის. თქვენ შეგიძლიანთ ძიას ეთამაშოთ ჭადრაკი ნიშნად მადლობისა. მანამდინ მე შინ წავალ ედმონი. მიმელის; მე დავჰპირდი მას გამეცნობინებინა ბიძა ჩემი. საწყალს ეშინიან, ვერა ჰბედავს აქ მოსვლასა.

ედმონის ხსენებაზედ გრაჶინა აღეგზნო; მაგრამ ვერავინ შეამცნივა.

- მაშ ერთს საათს შემდეგ აქ ვიქმნები, ჰსთქვა გუსტავმა და გავარდა.

- აქ მოდი, ელენავ, უთხრა გრაჶმა. მე მინდა გითხრა რაოდენიმე სიტყვა. აჰა ოთხი წელია ჩვენი ჯვარის წერა. მე არაოდეს უსიამოვნო რამ არა მიქნიარა შენთვის; რაც გინდოდა იმასა შვრებოდი. დღეს მიჰსდევ მასკარადში ქარიან ყმაწვილ კაცსა, რომელსაც არ ძალუძს იყოს ხელ მძღვანელი ყმაწვილის ქალისა. შენ თვითონ უნდა უყურო შენს თავსა და აფრთხილებდე - ეს გახსომდეს.- ფრიად ცუდი იქნებოდა... ფრიად მდაბლობა იქნება შენის მხრით, თუ რომ.... მატყუებდე! -

- ნუ შეჰსწუხდები, ჩემო სულო, უპასუხა ელენამ მთრთოლვარის ხმითა. მე არას ოდეს არ დავივიწყებ ვინა ვარ, მაგაზედ შიში და ფიქრი ნუ გექნება.-

- კარგი, კარგი, ჩემო სიცოცხლევ. მე შენს სინიდისსა და პატიოსნებას მოვენდობი.- და რადგანაც არა დაგიშალორა დღევანდელს კმაყოფილებაში, ნუ ვითამაშებთ ჭადრაკსა.- წადი თავი დაიხურე. იყავ ლამაზი, მხიარული, ბედნიერი: მე სხვა არა მსურსრა. მან აკოცა ცოლს შუბლზედ და შეგზავნა მეორეს ოთახში.-

„რა გული აქვს! ჰფიქრობდა თავის თავად ელენა.- მართლა, ძალიან ცუდი იქნება.... ძალიან მდაბლობა!...“

სიჭაბუკე მიუხდომელობა არის: იგი ვერა ხედამს წინაშე თვისსა უფსკრვილსა და წინ მირბის.- ვითარც ყრმაწვილნი ჰკრეფენ ყვავილთა კენწეროსა ზედა კლდისასა, ეგრეთვე დედაკაცნი ეძლევიან კმაყოფილებასა, რომელიც მიიზიდამს მათ დასაღუპველად. თუ რომ განთავისუფლდნენ საშიშროებისაგან, ბედნიერად რაცხვენ თავსა; გარნა წარმოუდგებათ ახალი შემთხვეულება და დაეცემიან. - სინანული ჩქარა ავიწყდებათ.

გრაჶინამ შემოიბერტყა ამ გვარი მოსაწყენნი ფიქრნი და სახლი ყირაზედ დააყენა ტანისამოსის საშოვრად მასკარადისათვის.

მე უნდა ჩაცმული ვიყო პირველის ნახევრადმდე, ეუბნებოდა მოახლესა თვისსა.- უბრძანე სამზარეულოში, რომ სამ საათზედ ვახშამი მზათ იყოს. გუსტავი თან მომდევს და ვახშმითაც აქ იქნება უნიშნო ცხვირსახოცი მომეცი. კარგი. ახლა შეგიძლიან წახვიდე და დაიძინო ჩემს მოსვლადმდე.

გუსტავი მოვიდა. იგი იყო ჩაცმული, მოკაზმული, ვითარცა საგვირგვინოთ მომზადებული.

- მე სრულებით მზათა ვარ, ძალო! უთხრა მან. მე მსურს ვიყო ღირსი ყოვლისა, რაიც შეშვენის კავალერსა მასკა ჩამოფარებულ დამისასა.

შე საბრალო! უთხრა ელენამ. შენი დამა მასკის ქვეშ შენი ძალუა არის.

- ოცის წლისა! რა პატივ საცემელი და დარბაისელი ძალუა მყავს!

- კარგი, წავიდეთ, წავიდეთ.

წავიდნენ

- ძალიან მხიარულება იქნება! ჰსთქვა გუსტავმა კარეტაში მჯდომმა. შენ შეგიძლიან, ძალო, როცა გინდა თავი დამანებო; მე არ დაგიწყებ დევნასა და ყურებასა შენს მოქმედებაში. მხოლოდ ადგილი დავნიშნოთ, სად შევიყარნეთ წამოსვლის ჟამსა.

- ჰო, ჰო! თორემ მე ხალხში დავიკარგები, უთხრა ქალმა..

- არაფერია, გაერთობი. ვინც შეგხვდეს, ყოველთ ელაპარაკე, აწვალე.

- როგორა გგონია, გუსტავ, ბევრნი იქნებიან?

- მთელი პარიჟი; ვგონებ თვით ნაბოლეონიც იყოს.

- ოჰ, მე ეხლავ შიშით გული მელევა.

- ედმონიც იქნება. აწვალე რითაც შეგეძლოს. გნებავს ისტორია მოგახსენო.

- რა ისტორია?

- აჰა ხედამთ. აქ არის ერთი აკტრისა იპანიელი: ძალიან ლამაზია! ბევრნი დაჰსდევდნენ მას. ვგონებ ედმონიც იყო მისი თაყვანის მცემელთაგანი. მაგრამ იმა ქალბატონმა არ ინება შეყვარება მისი. ეხლა კი ვგონებ სახილველი გამოცვლილა: ეხლა ის მშვენიერი დაჰსდევს ედმონსა, ასე რომ მოსვენებას არ აძლევს და ერთს ნაბიჯს არსაით ადგმევინებს. თქვენ ამ მშვენიერზედ დაუწყეთ ედმონს ლაპარაკი. იგი ვერ გიცნობთ და მოყვანთ მას განწირულებაში.

ამ დროს კარეტა დაჰსდგა ტეატრთან. გუსტავმა შეიყვანა დამა თვისი ხალხში. იგი ელაპარაკებოდა ყოველთ ვინც შეხვდებოდა, და იცინოდა სხვათა ნათქვამთ სიტყვაზედ ვითარცა გიჟი. საცოდავი ელენა შეჰსწუხდა: თავბრუ დაესხა, თვალთ დაუბნელდა, და ამბობდა თვის თავად, ნუ თუ ეს არის კმაყოფილება და მხიარულება!

ნახევარ საათადმდე იარეს მათ სივიწროეში. შემდეგ ერთი ვიღაც სრქელი მასკა მიახლოვდა გუსტავსა და ჰკითხ ა- ეგ რა ძეგლი გიჭირამს მკლავს ქვეშაო.

- ძალუავ! უთხრა გუსტავმა: საჭირო არის, რომ შენ განმხნევდე და დაუწყე ვისმე ლაპარაკი. გამიშვი მეც ჩემი მასკა მოვნახო, თორემ დავჰკარგავ სასიამოვნოს დროებასა, მისგან დანიშნულსა.

ელენა ჩამოეკიდა მკლავზედ, რომ არ გაეშო.-გუსტავმა შეჰქნა სიცილი მის მშიშრობაზედა და ცოტა ძალის დატანებით იგი განთავისუფლდა მისის ხელიდგან.

- ყოველს ნახევარ საათში მე ტალანის ბოლოში ვიქმნები, უჩურჩულა გუსტავმა ელენას და განჰქრა.

ელენა დაშთა ამოდენა ხალხში მარტო; არ იცოდა საით წასულიყო და რა ექმნა. ბევრი ინანა მოსვლისათვის, მაგრამ რაღას უშველიდა. შინ წასვლის ცდაც ამაოდ იყო: მარტო ხალხს ვერ გაატანდა კარებადმდე ამისთვის განიზრახა გუსტავს მოუცადოს მისგან დანიშნულს ალაგსა.

ნიშნად ელენას მკლავზედ აქვნდა შებმული ლურჯი ლენტი. როდესაც იგი მიახლოვდა ტალანის ბოლოს, ვიღამაც სრქელმა კაცმა, ვოენნის (სამხედროს) მუნდერში, დააყენა იგი და ყურადღებით დაუწყო ლენტს შინჯვა.

- აი მშვენიერი მასკა! ჰსთქვა მან: კეკლუცობით და დიდის გემოვნებით ჩაცმული; ამასთანვე მარტო მოარული; ხოლო მე კი ვეძებ, ვისთან შევექცე ვახშამსა მასკარადის შემდეგ. წავიდეთ, მშვენიერების ღმერთავ და უმანკო დედოფალო! თუმცა აქამომდე ვჰსწყევდი ჩემს ბედსა, გარნა აწ ვაკურთხებ, რაკი მომცა სასიამოვნო შემთხვევა თქვენის პოვნისა წავიდეთ. მას უნდოდა ხელი ჩამოერთმია.

- დამეხსენით, უთხრა ელენამ, რომელიც ძლივსღა ჰსუნთქამდა შიშით. გთხოვ დამეხსნათ: თქვენ შემცდარი ხართ.

- არასოდეს! მშვენიერი ხელი, წვრილი ტანი... რათ ვიქმნები შემცდარი!

თქვენი ქცევა არ არის კეთილ-შობილური, უფალო! უთხრა გრაჶინამ; გამიშვით, მე მარტო არა ვარ: ხედავთ, მე ჩემს კავალერს ვეძებ.

- მე რა საქმე მაქვს თქვენს კავალერთან. თქვენ უნდა ჩემთან იაროთ, ჩემზედ უკეთესს კავალერსაც ვერ იპოვნით.

- არ შეიძლება... ძებნას დამიწყებენ... შეჰსწუხდებიან... გამიშვით, გეუბნებით, თორემ დავიყვირებ.

- არც შენი ყვირილი შემაწუხებს. შენს ხმაზედ შევამცნევ, რომ სიმღერაც უცხოთ გეცოდინება; მაგრამ აქ დრო არ არის ყვირილისა; არც არავინ მოგეშველებათ; აქ ყოველი თავისთვის ჰფიქრობს. ტყუილად ნუ მინაზდება. წამობრძანდით ამ სიტყვებით, მან ჩამოჰსწია ლენტის წვერი, მოხსნა მკლავიდგან და ჩაიდო ჯიბეში.

ელენა ჰგრძნობდა, რომ მზათ არის გული შეუწუხდეს.

- ნუ მომკალ, ნუ მომკალ! ეუბნებოდა იგი ძლივსღა გამოთქმით.

ეს ვოენნის კაცი არ იყო ბოროტი. რა ნახა, რომ ეს ქალი პირმოთნეობით არა შვრებოდა და მართლათ შეშინდა, თვითონაც იგრძნო შიში და უთხრა: კარგი, კარგი, მე აღარ შეგაწუხებ. წავიდეთ და ერთად მოვძებნოთ შენი კავალერი; მე მსურს ჩაგაბარო მას ხელი ხელში.

გრაჶინამ არა უპასუხარა; ამა სიტყვათა ცოტად განამხნევეს იგი და რა ზეით აღწია თვალნი, იხილა წინაშე თვისსა ედმონი, რომელიც დაფიქრებული დადიოდა მარტო.

- აჰა ერთი ჩემი მცნობთაგანი, მსწრაფლად უთხრა ელენამ მატარებელსა თვისსა. მიმიყვანეთ მასთან.

სრქელმა მაშინვე მიიყვანა. გრაჶინამ წაავლო ედმონს ხელი და საჩქაროთ უთხრა: თუ ღმერთი გწამს წავიდეთ, წავიდეთ აქედგან... იყავით ჩემს მფარველად!.. გუსტავი დავჰკარგე და დავშთი მარტო ამ უცნობ ხალხში.

ედმონი შეთრთოლდა.

- თქვენა ბძანდებით ელენავ? თქვენ? ჰკითხა განცვიფრებით.

- მე ვარ, მე... ოჰ რა მსურს რომ შინ ვიყო! რა სიტუტუცე მამივიდა, რომ წამოველ ამ მასკარადში!

- ოჰ, არა არა! ჰსთქვა ედმონმა და მიიკრა გულთან ხელი გრაჶინასი. თქვენ ძალიან კარგათ გიქნიათ, რომ მობრძანებულხართ: დასასრულ მე შემიძლიან მოვილაპარაკო თქვენთან... არა მოვჰკვდები ვიდრე არ მომისმენ...თქვენ ხომ იცით, რომ ამ ორის კვირის შემდეგ მივდივარ ომში. ვინ იცის მომავალს რა მოჰსდევს... მაგრამ ახლა თუნდ მომკლან, მე მოვასწრობ მანამდინ გამოგიცხადო ჩემი საიდუმლო.

- მე გამომიცხადო საიდუმლო?... ჰკითხა გრაჶინამ და ჰგრძნობდა, რომ გაწითლდა მასკას ქვეშ.

- თქვენ, თქვენ, უმშვენიერესო და ქვეყანაზედ უებროო! მაგრამ ჯერ ლოჟაში ავიდეთ: აქ არ შეიძლება ლაპარაკი.

გრაჶინამ პასუხი არა მიჰსცარა და მიჰსდევდა სადაც მიჰყვანდათ. გამოუცდელობისა გამო, მან არ იცოდა, რომ ამ დაჯერებით აქეზებდა კავალერსა თვისსა. ედმონი წარმოსდგებოდა ძველის კარგი აზნაურის გვარიდგან; იყო ყმაწვილი კაცი, ლამაზი, ჭკვიანი, მდიდარი და გულოვანი. იყო აღზრდილი პაჟების შკოლაში და ემსახურებოდა სამხედროს სამსახურში; დანიშნული იყო დუტანტათ ერთს ნაპოლეონის ღენერალთან, და ორის კვირის შემდეგ უნდა წასულიყო მასთან ჯარშიისპანიასა შინა. ედმონი ეკუთვნოდა იმა აფიცრების რიცხვსა, რომელნიც ჰყვანდა ნაპოლეონს კარგს ანგარიშზედ.

შევიდნენ ლოჟაში. ედმონმა დასვა გრაჶინა და თვითაც გვერთ მოუჯდა. რამდენსამე წამს ორნივ დადუმებულნი იყვნენ და ამშვიდებდნენ აღრეულებას თვისსა. დასასრულ ედმონმა უთხრა:

- ვიდრე გაგიხსნი ჩემს შებეჭდილს გულსა, გრაჶინავ, გევედრებით დიდსულოვნებით მომიტეოთ იგი, რაისაც მოისმენთ. ვიცი, რომ გაჰსჯავრდებით, მაგრამ ამოდენი ხანი არის გამოუთქმელს მწუხარებაში ვარ... რომელიც მე დიდხანს არ მაცოცხლებს... მხოლოდ ეს მიზეზი მხდის მე კადნიერად და მაბედვინებს გამოგიცხადო საიდუმლო, რომელიც, სხვა შემთხვევაში, საუკუნოდ დაშთებოდა ჩემს გულში... მე გეტრფი, მე შეშლილი ვარ, გრაჶინავ, იმ დროიდგან, როდესაც გნახე მტირალი თქვენის ქრმის ქვეშაგებთან მის დაჭრილობის ჟამსა, ხოლო იმის რამდენიმე დღის წინათ ბალში, სადაც გუსტავმა გაცნობათ ჩემი თავი. მას აქეთ იქნება ექვსი თვე. იმ დროიდგან დამავიწყდა ყოველი, რაც ვიცოდი; მე მივეცი სრულიად ახალს გრძნობასა. რომელმაც არავსო და შეიპყრა გული ჩემი... ყოველგან, ჯარში, აქა, გზაზედ-თქვენი სახე მოუცილებლივ დამჰსდევს. როდესაც მე დავბრუნდიპარიჟში, პირველი ჩემი ფიქრი თქვენ იყავით; პირველი ჩემი სურვილი იყო თქვენ მენახეთ. მე ვჰფიქრობდი ამას უფრო ადრე, ვიდრე ვნახამდი დედასა ჩემსა. ვგონებ, თქვენც უნდა შეგემეცნათ, რომ მე დაგდევდი თქვენ ყოველგან, სადაც შესაძლებელ იყო ყოფნა თქვენი. ჩემი თვალნი მხოლოდ თქვენ გეძებდენ და გულიც მოჰქმედებდა მხოლოდ თქვენითა. მე ვიცი და მტკიცედ დარწმუნებულიცა ვარ, რომელ თქვენ არასოდეს არ გამიყოფთ ამ უგუნურს ვნებასა,... მაგრამ... რა მექმნა! ნე არა მქონდა ეგოდენი ძალი, რომ წავსულიყავ და არ გამომეცხადებინა თქვენთვის უგუნურება ესე ჩემი... ნუ განრისხდებით, ნუ შეგძაგდები, გრაჶინავ, ამ ჩემის უნებურის ქცევისათვის; და უმეტეს ყოვლისა, ნუ წამართმევთ ერთსა ამას ბედნიერებასა ჩემს სიცოცხლეში. ვჰსტკბებოდე თქვენის ნახვითა.

ელენა ყურს უგდებდა, არა მქონებელი ძალისა გაეწყვეტინებინა. იგი ჰგრძნობდა, რომელ დუმილი მისი ემგზავსება წაქეზებასა, მაგრამ ვერ შეიძლო ხმის ამოღება. საცოდავი ქალი გაშრა, დამუნჯდა მჭვრეტელობასა ქვეშე ამა ყმაწვილის კაცისა, რომელიც აგრეთვე საიდუმლოდ ძვირად უღირდა გულსა მისსა... მაგრამ მიზიდულსა ედმონის ტკბილის სიტყვებითა, ელენას დასასრულ მოაგონდა ვალდებულება თვისის ქრმისადმი და უთხრა:

მე მოგეცი ნება ლაპარაკისა, მოწყალეო ხელმწიფევ, მხოლოდ ამისათვის, რომელ მსურდა შემეტყო სადამდისინ მისწვდებოდა თქვენი უგუნურება და არ გაგაწყვეტინე პირველსავე სიტყვაზედ ლაპარაკი, რომელის მსგავსიც ჯერ არასოდეს არავისგან არ გაუგონიათ ჩემს ყურებს თქვენ ამბობთ, რომ მითომ გიყვარვარ. კარგი, მწამს, ესე იგი ვერწმუნები, რომ არა ჰფიქრობთ ჩემს მოტყუებასა. მაგრამ თქვენ თვითონა ხართ მოტყუებული, სიყვარული, რომელსაც უწოდებ საუკუნოდ, განჰქრება თქვენს გულში უადრეეს ერთის კვირისა, უმეტეს მაშინ, როდესაც არ მიჰსცემენ მას ნებასა.

ოჰ, ნუ აწყენთ ჩემთა გრძნობათა! უთხრა ედმონმა, უარ მყავ მე, განმაგდეთ მე, გარნა მიეცით სიმართლე მას, რაშიაც მდგომარეობს სიცოცხლე ჩემი. თქვენ ესრეთი უმანკო ხართ: ნუ მიჰსწდებით ღონის ძიებასა, რომელსაცა ჰხმარობენ კეკლუცნი, რათამცა აღაგზნონ გამოხატულება, უიმოსოთაც აღგზნებული. მე გარწმუნე თქვენ ჩემი საიდუმლო, და ნაცვლად მისა არასა გთხოვ, მხოლოდ მოგონებისა და შებრალების გარდა, როდესაც მე აღარ ვიყო ცოცხალი. დაე მაშინ, როდესაც გეტყვიან, რომ მე მომკლეს, თქვენმა გულმა ჰსთქვას:

- „მას უყვარდი და მე ჩემის სიყვარულით მოკვდა. ჩემზედ ფიქრობდა იგი უკანასკნელს აღმოსუნთქვადმდე და მე მიგზავნიდა იგი უკანასკნელს გამოსალმებასა „დაე თქვენმა გულმა წარმოსთქოს სიტყვები ესე და მე ბედნიერ ვიქმნები... ამიტომ, რომელ ესე სიტყვანი ჭეშმარიტნი არიან.

კმარა, კმარა, უფალო ედმონ! ყოველი ესე ჩქარა დაივიწყების. დიდება, სურვილი მოიპოვო მოწყალება ნაპოლეონისა, საუცხოვო სამსახურის გზა, რომელიც უკვე არის გახსნილი თქვენ წინაშე, ჩქარა განჰსწმენდენ თქვენის მეხსიერებისაგან ამა ოცნებათა და ჩვენც კვალად გიხილავთ თქვენ. ბედნიერად.

- ჰო! დიდება, სამსახური, მოწყალება ნაპოლეონისა!.. რას ვაქნევ მე მათ, რა საჭირონი არიან იგინი ჩემთვის! თუ რომ ჩემს გულში არის რამ ამ გვართა სურვილი, ისიც მხოლოდ ამისთვის, რომელ თქვენვე მოგიძღვნა და შემოგწირო... მაგრამ თქვენ არა გსურთ იყოთ ჩემს მფარველად: თქვენი გული აღვსებული არის ხვა გრძნობითა და მასშინა ჩემთვის აღარ არის ალაგი; მეც ამ უწყალო სოფელს აღარა მშთებარა სიკვდილის გარდა!

- რათ ამბობთ მაგას? რატომ აღარა გშთებათრა? დედა, სიყმაწვილე, სხვა და სხვა მხიარულებანი... როგორ არა გშთებათრა... მე უფრო... თქვენ ხომ იცით, რომ მე თავისუფალი არა ვარ, ქმარი მყავს.

- ოჰ, ეგ კარგათ ვიცი ჩემს საუბედუროდ!

- მაშ რაღა გინდათ ჩემგან? მაშასადამე უნდა იცოდეთ ის ვალდებულებაცა, რომელიც დაუდვია ჩემთვის წმიდა ეკლესიასა ქრმისადმი. ამ მოხუცებულმა დარბაისელმა მარწმუნა მე პატიოსნება სახელისა თვისისა, განთქმულისა ღვაწლითა და დაჭრილობითა მამულისა თვისისათვის. მან მთხოვა მე საცოდავი ობოლი, უმზითვო, უსახელო, უგვარტომო, დამსვა სიმდიდრესა და პატივსა შინა. აბა როგორ შეიძლება, რომ მე ახლა უღალატო იმისთანა კეთილშობილს კაცსა, და მოვატყუო იგი, რომელსაც სიცოცხლესა შინა თვისსა არავინ არ მოუტყუებია? თუნდა რომ კიდეც მე სხვა მიყვარდეს ვინმე, ეს სიყვარული სამარადისოთ დაშთებოდა ჩემში უბიწოდ, თუნდა მისგან კიდეც მომკვდარიყავ... წარმოიდგინეთ თქვენი თავი ჩემს ალაგს.

- თქვენ ჰსწორეთ ქვეყნიერი ანგელოზი ხართ! შეჰსძახა ედმონმა: და იგი, ვინც გაჰბედამს დაარღვიოს სამოთხიური მშვიდობა თქვენის გულისა, არ იქნება ღირსი არა ვითარისამე შებრალებისა. მოქმედება მისი იქმნებოდა საზარელი. მაშ მიიღეთ, გრაჶინავ, ჩემი ფიცი: ამ დროიდგან თქვენს წინაშე არასოდეს არ წარმოვჰსთქვა სიტყვა მიყვარხარ. მხოლოდ ნუ გაგიკვირდებათ, თუ რომ ამის მეტად ვეღარა მნახამთ. თქვენ თვითონა ბრძანეთ, რომელ გულში შენახულს სიყვარულსა ძალუძს სიკვდილი ადამიანისა; მაშ მეც მოვჰკვდები. მაგრამ მე სიკვდილს არ დაუწყებ ლოდინსა: მე თვით მივეგებები მას ველსა ზედა ბრძოლისასა, წინაშე მტრისა...

- უფალო ედმონ! გააწყვეტინა გრაჶინამ: თქვენ გონიერი კაცი ხართ, ეგრეთი, როგორსაცა გხადამდი... მაგრამ თუ ღმერთი გწამს, გთხოვ მამის თქვენის სახელით, დედის თქვენის სახელით, და ჩემის სახელით, თუ რომ ამასაც გავჰბედამ, მოიქეცით კვალად გონიერად!.. თქვენ გინდათ მხოლოდ რაოდენიმე სიმხნე, რომ თქვენი თავი დაამარცხოთ.

- მე არ მინდა ჩემი თავის დამარცხება. მე არა მაქვს საგანი მომავალში. მე აღარა მაქვს მომავალი: რაისათვის ვებრძოლო ჩემს თავსა და ვჰსტანჯო იგი!... თუ რომ ჩემს მომავალში ერთი საიმედო ვარსკვლავი მაინც მიბჟუტამდეს, თუ რომ კვალად მქონდეს იმედი, რომ შევიქმნები შეყვარებული, თუ რომ ერთხელ მაინც თქვენც მითხრათ: „ედმონ, მიყვარხარ მაგრამ არ შემიძლიან შენი ვიყო ვიცი აგრეთვე, რომ შენც გიყვარვარ და საუკუნოდცა გეყვარები; მაგრამ მე არ უნდა მოვისურვო შენი ხშირი ნახვა, მაგრამ ჩემი გული ყოველთვის იქმნება მახლობელ შენის გულისა, და მე გიბრძანებ იცოცხლო, რათა მეც მაცოცხლო...

- ვჰსთქვათ ეგრე იყოს, უთხრა გრაჶინამ, მაშინ რას იქმოდით?-

- რას ვიქმოდი? დამშვიდებული ნეტარებით ამა გულითადის შეერთებითა, მე სხვას აღარას მოვისურვებდი. მე მეყვარებოდით იმ გვარად, როგორც სხვათ უყვართ იგი, ვისაც ვეღარა ჰხედავენ ამიერ საწუთო სიცოცხლეში და ვისთანაც შეერთდებიან სიკვდილის შემდეგ... მე ვეცდებოდი მომეპოვებინა თქვენი სიყვარული, რომლისათვისაც არ დავზოგამდი ჩემს სიცოცხლესა, და ეს მეყოფოდა მე ჯილდოდ.

- საუცხოვო ოცნებანი არიან! მხოლოდ ეს არის საწუხარი, რომელ მაგათი ნამდვილად გარდაქცევა არ შეიძლება, ჰსთქვა გრაჶინამ.

- ჰო ამიტომ რომ მე არ გიყვარვარ, უთხრა ედმონმა.

- თუ გინდა კიდეც მიყვარდე, მაშინაც არ შეიძლება.

- რატომ?

- ამიტომ რომელ მაშინ ჩვენ უნდა დაუწყოთ ბრძოლა ჩვენს საკუთარს სურვილსა. მეთანხმე, რომელ მაშინ ძალიან მოგწყინდებოდათ დიდ ხანს სიცოცხლე ერთსა, უსახლოდ, უცოლშვილოდ, და რისათვის?- ამისათვის, რომელ ვითომ არ უღალატო ვითარსამე ოცნებითსა ვალდებულებასა და სიყვარულსა უსაგანოსა და უბოლოოსა

- რა მენაღვლებოდა! მე მეყვარებოდი შენ და მეცოდინებოდა, რომ მეც გიყვარვარ. აჰა საგანი, აჰა ბოლო! სხვას ვის რას დავსდევდი!

- ოჰ, კმარა, კმარა... ღმერთო ჩემო! წარმოსთქვა საცოდავმა ქალმა და მიიფარა ხელები პირზედ: გებრალებოდე, გეწყალებოდე, ედმონ!

- რა იყო ელენავ? რისა გეშინიდა? ჰკითხა ედმონმა.

- ყოვლისა, ყოვლისა... თქვენის სიყვარულისა.. ჩემის სისუსტისა... ჩემის გულისა... ოჰ, გამიშვი კარგი, ნუღარას მათქმევინებ, გამიშვი შინ წავიდე!

- როგორ!... ნუ თუ შესაძლებელ არს!.. რა მესმის... ნუ თუ მართლა შეგბრალდი?.. ნუ თუ ჩემმა სინარნარემ აღგძრათ?

- კარგი, კარგი, გამიშვი, თუ ღმერთი გწამს, გამიშვი!...

- არა, არა... არ მოგეშვები, ვიდრე კვალად არ განმიმეორებ ანუ დამირღვევ ტკბილსა იმედსა, რომელმაც გამომიკრთოლდა... ელენავ, ნუ თუ მართლად გიყვარვარ? თუ ჩემს გასამხნევებლად წარმოჰსთქვით რამდენიმე ჩემი მაცოცხლებელნი სიტყვანი, მაგრამ მიპირებთ კია, გამომასალმოთ ბედნიერებას?

- აკი გითხარი, ქმარი მყავს.

- მართალია, მაგრამ თქვენი ფიქრნი და გული-თავის უფალნი არიან!

- კმარა, ედმონ. ნუ მაწვალებ, ნუ მტანჯამ!

- მე არასა გტხოვ, რომელიც წინააღმდეგი იქნება თქვენის ვალდებულებისა; მხოლოდ სირტვა, ერთი სიტყვა და... მე აკი მოგახსენე, ვჰფიცავ ჩემს პატიოსნებასა არას ოდეს არ ვეცადო დაგიახლოვდე თქვენ!

- ოჰ, ღმერთო, ღმერთო!.. მე აღარ შემიძლიან გაძლება. მართლად, ედმონ, მიყვარხარ... თქვენა ხართ განსაკუთრებითი საგანი ყოვლის ჩემის ფიქრისა.. მე მივცემდი სრულიადსა სიცოცხლესა ჩემსა ორის დღის ბედნიერებისათვის თქვენთან... ახლა გამიშვი!.. მე ყოველი გითხარ!.. თქვენ თვითონ ჰსთქვით, რომელ ჩვენ მხოლოდ იმ ქვეყანაში ვნახამთ ურთი ერთსა...

ელენას ჰსურდა ადგომა და წასვლა; გარნა ედმონმა გამოართო მას ხელი და ასე ნარნარათ ჰსთხოვა აჩუქოს მას კვალად რამდენიმე წამი, რომელ იგი დაჰსჯდა და კვალად დაუგდო ყური, რასაც ეუბნებოდა მას ედმონი. განვლო თითქმის ერთმა საათმა, და მათ ვერც ერთმა ვერ შეამცნია, რომელ მათ გვერდით ლოჟაში ზის ვიღაც მასკა. ეს მასკი შევიდა მუნ თითქმის ერთს დროსა მათთან და მოისმინა ყოველი მათი ლაპარაკი. რაკი ელენას წასცდა პირიდგან გატყდომა სიყვარულში, მასკაც გამოვიდა თავის ლოჟიდგან.

დრო მიფრინავდა. ელენას აღარ ახსომდა გუსტავი. მაგრამ აჰა იგი გამოცხადდა ფანჯარასთან, რომელიც არის ამოჭრილი ლოჟის კარებში, და დააკაკუნა. ედმონმა გაუღო კარები.

- ძალო! შენა ხარ?.. თუ ღმერთი გწამს, წავიდეთ ჩქარა!

- რა არის, რა მოხდა? ერთის ხმით ჰკითხეს ორთავე მიჯნურთა.

- ეს მოხდა, უპასუხა გუსტავმა ედმონსა, რომ შენი მარქრიტა თავის ჩვეულებისამებრ თან დაგდევდა, და იმან ყური დაუგდო თქვენს ლაპარაკსა. იგი მიხვდა ვინც არის შენი დამა; გაბრაზებულმა მაშინვე დაჰსწერა ბიძაჩემთან ბარათი და თვითონვე წაუღო მას შინა. მე გრაჶს კარგათ ვიცნობ. რაც უნდა აწუხებდეს მას დაჭრილობა, მაინც ის ეხლავ აქ მოიჭრება და აქედგან გამოვა რამ ისტორია. ჩქარა უნდა წავიდეთ ძალო!.. შენ კი, ედმონ, წაავლე პირველს დამას ვისმე ხელი, ვინც მასკაც ემსგავსებოდეს ელენას მასკასა, და შემოათრიე ამ ლოჟაში, თუგინდ ძალითა... დაუწყე მას ლაპარაკი, ესაყვარლე, გამოუცხადე სიყვარული, იყავ კადნიერი.. ერთის სიტყვით, როგორც იცი... თუ რომ ჩვენ გაუძვერით როგორმე აქედგან გრაჶსა, და იგი აქ მოვა, მაშინ შენ ადვილათ მოიშორებ მას თავიდგან... აგერა! რა ბედზედ შეგხვდა! ჰსწორეთ ძალუას მგზავსი მასკა! მარტოკაც არის... წადი, გამოუდეგ, დაიჭირე! მსურს შენთვის წარმატება!.. ჩვენ კი წავედით, ძალო!

რა აღარ დააცალა მიჯნურებს განგრძელება ლაპარაკისა, გუსტავმა გამოიყვანა ლოჟიდგან გრაჶინა, ჩაიყვანა კიბეზედ და მხოლოდ მაშინ აღმოისუნთქა თავის უფლად, როდესაც იხილა თავი თვისი და ელენა კარეტაში.

- გეტყობათ, არ მოგწყენიათ მასკარადში ყოფნა, რომ გარეშე მყოფნი ვერ შეგიმცნევიათ, უთხრა გუსტავმა.

ელენა იყო აღშფოთებული და პასუხი არ მიჰსცა.

ამ დროს, სხვა კარებიდგან ტეატრისა შედიოდნენ გრაჶი - ელენას ქმარი და ედმონის ძველი საყვარელი მარქრიტა. გუსტავმა მართლად ჰსთქვა: ედმონი რამდენსამე ხანს იტანჯებოდა ამ აკტრისისგან, რომელიც მაშინ სილამაზით იყო გამოჩენილი; გააფუჭა მან რაოდენიმე ნაწილი თვისის ქონებისა ამ ქალზედა, და ჰქმნა მრავალი სხვა და სხვა ტუტუცობა; მაგრამ ბოლოს ყოველი ესე მოჰსწყინდა და დაივიწყა მარქრიტა; ხოლო რა ამანაც იხილა თავი თვისი ედმონისაგან ხელ აღებული; ახლა მარქრიტამ შეიყვარა იგი თვით აღგზნებულის სიყვარულითა და დაუწყო მას დევნა და წვალება ეჭვითა თვისითა. რა მოიმინა ლაპარაკი ედმონისა გრაჶინასთან, მარქრიტამ განიზრახა დაღუპვა საბრალოს ქალისა. მაგრამ, იმათი ბედი, მეორე აკტრისა, რომელსაც მარქრიტამ გამოუცხადა განზრახვა თვისი და ბოროტებით შედგენილი პლანი, იმყოფებოდა გუსტავის მეგობრად და მას აცნობა ყოველი ამბავი.

ადუღებული იწვნეულებითა და ბოროტებითა, გრაჶი მიჰსდევდა, საითაც მიჰყავდა იგი მარქრიტასა.

- წამომყევით, წამომყევით ცოტა კიდევ, ეუბნებოდა მარქრიტა გრაჶსა; მე აქ დაუტევე ჩემი მეგობარი ქალი, რომელსაც თვალი უჭირამს გრაჶინაზედა, და ჩვენც ეხლავ დავიჭერთ მიჯნურებს ყაფაზაში.

- კარგი, თუ რომ ისევ ლოჟაში ჰსხედან ისინი, ჰსთქვა გრაჶმა ყრუს ხმით.

- უთუოთ, უეჭველად იქვე ისხდებიან! წამობრძანდით ჩქარა. თქვენ ჯერ არ გამოგიცდიათ ჰსჩანს, რა მსწრაფლად გარბის დრო მიჯნურთათვის ლაპარაკში. იმათ ეხლა ქვეყანა დავიწყებული აქვსთ და თვალითაც ვერას ჰხედვენ.

იგინი შევიდნენ ზალაში მარქრიტამ მაშინვე მიაქცია მგლური თვალები თვისი იმ ალაგისაკენ, სადაც დაუტვა მიჯნურნი.

ხედამთ, იქვე სხედან, უთხრა მხიარულებით გრაჶსა.

გრაჶმა ხმა არ ამოიღო; სამის ნაბიჯით იგი აიჭრა კიბის თავზედ და მრისხანებით დააბრახუნა ლოჟის კარები. ედმონმა გაუღო კარო. გრაჶმა, ხმა ამოუღებლივ, გაარტყა მას ყბაში სილა, და მაშინვე ჩამოგლიჯა მასკა ქალსა, რომელსაც ჰრაცხდა თავის ცოლად. მაგრამ იგი არ იყო ცოლი მისი.

- სამნივე პირდაღებულნი გაშეშდნენ. თუმცა მარქრიტაც შეკრთა, მაგრამ მან ფეხიც არ მოიცვალა ადგილიდგან. იგი რას დაჰსდევდა თუ გრაჶინა არ იყო? მისთვის ყოველნი დედაკაცნი, რომელთაც მიიზიდეს გული ედმონისა, სულ ერთნი არიან. ყოველნი იგინი მისნი წინააღმდეგნი არიან. შეარცხვინოს ერთი მათგანი აჰა სურვილი მარქრიტასი! დანაშთენთან მას საქმე არა ჰქონდა!

ედმონი პირველი მოეგო გონებაზედ.

- გრაჶო! უთხრა მან მრისხანებისა და მწუხარების გამოთქმით: რას ნიშნამს ეს ამბავი?

- მე შემაცდინეს, მომატყუეს, უფალო ედმონ! უპასუხა გრაჶმა, რომელიც ძლივსღა იბრუნებდა სულსა; მაგრამ შენა გაქვს სრულიადი ნება როგორც გინდა გარდამახდევინო. მე ვარ შენს განკარგულებასა ქვეშე.

- კარგი, უთხრა ედმონმა: მე ხვალვე გარდავსდგები სამსახურიდგან და შემდეგ მოვილაპარაკოთ პირობაზედ.

- წინათვე მივიღებ ყოველთა პირობათა შენთა, ამიტომ რომელ, თავით ფეხადმდე დანაშაული მაქვს. მაგრამ რათ რათ გარდაჰსდგები სამსახურიდგან. იქმნება ამითი გზა მოგეშალოს და ჩემთვის დიდ საწუხარი გახდება. თუ რომ გნებამს, მე მზათა ვარ საქვეყნოდ მოვითხოვო შენთან ბოდიში.

- მადლობელი ვარ, გრაჶო; მაგრამ ეგ არ შეიძლება. თქვენ თვითონ მოგეხსენებათ, ვინც შურს არ მიაგებს ამიდისათვის, რომელიც მიაყენეს დამასა მისსა, იგი არის პადლეცი. ხვალ დილით ჩემი სეკუნდანტნი გიახლებიან თქვენთან.

რა ჰსთქვა ესა, ედმონმა მიჰსცა ხელი მოსაუბრესა დამასა თვისსა, რომელიც დაწყნარებით და აუღშფოთლობით კვალად იფარებდა პირზედ ჩამოგლეჯილს მასკასა, და გაიყვანა იგი საშუალ სივიწროისა ხალხითა, რომელნიც შეჯგუფდნენ თამაშის საყურებლად.

- სად მიბრძანებთ გაგაცილოთ, კნეინავ? ჰკითხა ედმონმა.

- სადაც თქვენა გნებამს, უპასუხა უცნობმა კნეინამ, აღტაცებულმა სიხარულით ამაზედ, რომელ მის გულისათვის მოხდება დუელი.

- სადა ჰსდგეხართ? ჰკითხა ედმონმა.

ქალმა მიჰსცა თვისი ადრესი; ედმონმაც იზვოზშჩიკს მიჰსცა იგი და ჩასხდნენ კარეტაში. შთანთქმულ ფიქრსა შინა თვისსა, ედმონი მდუმარებდა, არა მყურებელი, რომელ დამა მისი ცდილობდა გაება ლაპარაკი. დასასრულ კარეტა დაჰსდგა. იგინი გადმოვიდნენ. ედმონმა თავი დაუკრა, ჩაჯდა კვალად კარეტაში და წამოვიდა.

მასკამ ტაში შემოჰკრა განცვიფრებულმა.

რა შინ მოვიდა, ედმონმა ნახა მსახური თვისი კიბის ძირსა.

- რა ამბავია? ჰკითხა მან.

- მამზელ მარქრიტა აქ გახლავთ. მე ვერ შევიძელ მისი აქ არ შემოშვება: მოგახსენებდა უთუოთ უნდა ბატონი ვნახოვო; ქუჩაში დაუწყებ ლოდინსა და უნახავი არ წავალო.

- კარგი, წადი.

ედმონი ავიდა კიბეზედ. მარქრიტა მოეგება მას კარებთან. იგი აქეთ იქით იყურებოდა, და რა ნახა, რომ ედმონთან არავინ არ არის, მივარდა- უნდოდა მოჰხვეიდა კისერზედ;- მაგრამ ედმონმა ხელი ჰკრა.

- გადი, უთხრა ედმონმა. მე შენთვის არა მცალიან. მარტო მინდა ვიყო.

- მე არ წავალ შენგან.

წახვალ... თუ არა და მე თვით წავალ. შენის მოწყალებით, რამდენსამე საათის შემდეგ, იქმნება მე აღარ ვიყო ქვეყანაზედ. უნდა რიგში მოვიყვანო საქმეები, დედასთან წიგნი დავჰსწერო...

- და გრაჶინასთანაც, რომელსაც შენ ჰყვარობ? უთხრა მარქრიტამ.

- ეგ შენის საქმე არ არის. მხოლოდ ერთს გეტყვი აგერ უკვე ექვსი თვე არის, რაც შენ დამდევ მე; ერევით ყოველს ჩემს საქმეებში, არღვევ ყოველთა ჩემთა პლანებსა და დასასრულ მიმიყვანე იქამომდე, რომ უნდა გავიდე დუელში. არ ვიცი რით გათავდება ეს დუელი; მაგრამ წინათვე გეუბნები: თუ რომ ცოცხალი დავრჩი, თვალით ნუ დამენახვები! აღარ გაიარო აქა, თორემ არავინ შემოგიშვებს ჩემთან; ხმა აღარ გამცე, თორემ აღარ გაიგონებ ჩემგან არც ერთს სიტყვასა; და ნურც იფიქრებ, რომ კიდევ გიშველოს რამა დედაკაცურმა მცბიერებამა, რომელსაც აქამომდე ხშირად ხმარობდი ჩემთან. მე მიმახწევინებ იქამდე, რომ იძულებულ მყოფ პოლიციაში გიჩივლო. იქ იციან შენისთანა გვამის მოჭკვიანება და გონებაზედ მოყვანა! ახლა წადი. მე მომიტევებია ყოველი დანაშაული; მხოლოდ გამეცალე! აღარ შემიძლიან შენი გულგრილად ნახვა; შენი ცრემლი შეიქმნა ჩემთვის საზიზღარი. თუ რომ ჩემი გული სავსე არ იყოს სხვა გრძნობითა და კიდევ ადგილი იპოებოდეს, უთუოთ არ შემძაგდებოდი... წადი, კარგი;ნუღარ მაყბედებ; ბევრი საქმე მაქვს.

- ედმონ, ედმონ! ეუბნებოდა მარქრიტა ტირილით და დაეგებოდა მის ფერხთადმი: ნუ მაგდებ ეგრე მკაცრად! ნუ თუ მე არა ვჰსწუხვარ, რა ეს ისტორია მოგაბი კისერზედ? ოჰ, მე ეხლა მწარეთა ვნანობ!... შენგან მოძულებული მე ვეღარ ვიცოცხლებ!

- აკი გითხარი, მომიტევებია ყოველი შენთვის. წადი რაღა!

- არა, არ წავალ! მე ყოველგან შენთან ვიქმნები.. დუელშიაც თან გამოგყვები!.. თუ რომ დაგჭრიან, მე დაგიწყებ წამლობასა... ანუ დაე იმავე ტყვიამ მოჰსწყლას შენი უბედური მარქრიტაცა!

ედმონმა ხმა აღარ გაჰსცა.მივიდა სტოლთან და დაჰსწერა ორი წიგნი. მარქრიტა იმედეულებდა, რომელ დასასრულ ედმონმა შეიბრალა თხოვნა მისი, იგი წავიდა და მიჰსჯდა სახლის კუთხეში; ჰყლაპამდა ცრემლთა თვისთა და იბრუნებდა სლოკინსა, რათამცა არ აღეშფოთებინა ედმონი.

ედმონმა დააწკარუნა ზარი, მიჰსცა მსახურს წიგნები და უთხრა: მამზელ მარქრიტაც გააცილე. კარეტა კარზედა ჰსდგას.

არა, არა, ედმონ! შეჰყვირა მარქრიტამ! არ შეიძლება, არ წავალ!.. შემიბრალე! ნუ მაგდებ, ჩემო ედმონ!..

- ედმონმა გულგრილად წამოავლო ქუდს ხელი და მივარდა კარებთან.

- ერთი ჩვენგანი უნდა გავიდეს აქედან, უთხრა მან: ან შენ ან მე: ამოარჩიე.

- მე! მე! ისევ მე გავალ... უთხრა მარქრიტამ: იქნება ჩემა დამორჩილებამ კვალად მოგიბრუნოს ჩემზედ გული... მაგრამ, ღმერთო ჩემო! გნახამ, ოდესმე კიდევ თუ აღარა?

რა მარტო დაშთა, ედმონმა გააღო განჯინა და მოიყვანა წესსზედ რომელიმე ქაღალდები; შემდეგ დაჰსწერა წიგნი დედასთან, რომელიცა შვილის დაკარგვითა ჰკარგამდა ყოველს სიხარულსა და იმედსა ქვეყანაზედ, და ამ წიგნის წერაში უნებურად ჩამოჰსცვივდა მას თვალთაგან ცრემლი. მან ცოცხლად წამოიდგინა ადუღებულნი ცრემლნი დედისა, რომელთაც დააფრქვევდა იგი საფლავსა ზედა მისსა. დასასრულ ედმონსა შთებოდა აღესრულებინა კვალად ერთი საღმრთო ვალდებულება: ელენა; ელენა, რომლის გულისათვისაც იგი კვდებოდა, და რომელმაც იქმნება კიდეც გაამტყუნოს იგი... ედმონისათვის საჭირო იყო წინათ მოლაპარაკება მასთან; და მან მიჰსწერა გრაჶინას შემდგომი:

„აკი გეუბნბოდი მე, უძვირფასესო ელენავ, რომ სიცოცხლე ჩემი არ იქმნება ხან გრძელი; მაგრამ... რას მოვიფიქრებდი, ვისი ხელი მოჰსპობდა მას... რასაკურველია, თქვენ გაიგონებდით ყოველსა, რაიც შეგვემთხვა. მე უნდა დავემორჩილო პატიოსნების კანონსა, და შური მივაგო აბიდისათვის, რომელიც მივიღე საზოგადოებაში; მაგრამ გეფიცები ღმერთსა, ელენავ, მე არასა ვიქმ ისეთსა, რაისაც შეეძლო თქვენი გამწარება. გვამი მეუღლისა თქვენისა იქმნება ჩემთვის სამღრთოდ. ნუ შეჰსწუხდები მისთვის: სიცოცხლე მისი იქმნება უშიშრობაში. ხოლო რაიც შემეხება მე, მე რაღათ მინდა სიცოცხლე: მე ვიგემოვნე ყოველი ნეტარება, რომელიც დანიშნული მქონდა, და მე ამ ქვეყნად არას უტევებ, რაიც ღირსი არის შენანებისა... მე თქვენ გიყვარვარ: თქვენ თვითონ გამიტყდით ამაში, და დამიშალეთ მაქვნდეს ვითარი რამ იმედი; მითხარით, რომ სიყვარული ესე დაიმარხება საუკუნოდ გულსა შინა თქვენსა: მე რაღა მშთება სიცოცხლისათვის? იგი ეწია საგანსა თვისსა;- უნდა მოვჰკვდე, და მოვჰკვდები უსინანულოდ. მშვიდობით, ელენავ! გახსოვდესთ თქვენი დაპირება... ხოლო მე... ჩემი უკანასკნელი ფიქრი და აღმოოხვრა უნდა გეკუთვნოდესთ თქვენ!.. გმადლობ, ელენავ, ათასჯერ გმადლობ ნეტარებისათვის, რომლითაც თქვენ განმინათლეთ უკანასკნელი დღე სიცოცხლისა ჩემისა. კიდევ მშვიდობით... მოგელი საიქიოს.

„ედმონი“

რა ეს წიგნი დაბეჭდა, ჩაჰსდო იგი სხვა პაკეტში გუსტავის სახელზედა, რომელსაც ეგრეთვე მიჰსწერა პატარა ბარათი; შემდეგ დაჰსჯდა და დაუწყო ლოდინი სეკუნდანტებსა თვისსა.

მას დროისა შორის სხვა გვარი სახილველი წარმოჰსდგებოდა სახლსა შინა გრაჶისასა. როდესაც იგი მოვიდა შინა, ცოლი მისი და გუსტავიდამშვიდებით მიირთმევდნენვახშამსა. გუსტავი ჰპოვებდა, რომელ ეს უკეთესი ღონის ძიება არის განაქარწყლოს ყოველი ეჭვი გრაჶისა: მათ არ უნდა ეჩვენებინათ, რომ იციან ისტორია; მაშასადამე არ უნდა შეეცვალათ არა რაიმე, რაც მასკარადის წინათ დააწყეს მათ. მაგრამ გრაჶინა იყო ფერ მიხდილი, აღშფოთებული. გრაჶიც მივიდა შინ აგრეთვე აღშფოთებული, გაყვითლებული. ელენას უნდოდა ეთქო რამ ხუმრობა, მაგრამ სიტყვა ტუჩებზედ გაუყინდა, როდესაც მან შეხედა ქმარსა. გრაჶმა აკოცა მას უძლიერეს ჩვეულებისა და ქალმა იგრძნო, რომელ ცხელი ცრემლი დაეცა მას ლოყაზედა.

- ხომ მხიარულად გაატარე დრო, ელენავ? ჰკითხა გრაჶმა.

- უცხოდ, უცხოდ, ჩემო სულო, მიუგო ელენამ. შენ საიდგანღა მოჰსდიხარ ესრე გვიან?

- წავედი... სამხედროს მინისტრთან... რაღაც ბრძანებაა იმპერატორისა...

- რა ბრძანებაა? ნუ თუ კვალად გგზავნიან შენ საითმე? არა, მაგრამ საქმეები ჩამაბარეს. მე იქმნება ამაღამ არ დავიძინო და ხვალ ადრე გავიდე შინიდგან. გუსტავ, გაისარჯე. შემოდი ჩემთან კაბინეტში: რამდენსამე წიგნს დაგაწერინებ.

- ბატონი ბრძანდები, გიახლები.

- შენ კი, ჩემო საყვარელო ელენავ, წადი დაიძინე: დაღალული იქმნები, უთხრა გრაჶმა.

და გამოვიდა იგი თავის ძმის წულითა.

რა მარტო დაშთა, გრაჶინამ იწყო ფიქრი: იგი კარგად ხედამდა, რომ მომხდარა რაღაც არა ჩვეულებითი, მაგრამ არ იცოდა სახელდობრივ რა მომხდარა, და ამისათვის მოუთმენლობა და მოუსვენლობა ყოველს წამს ემატებოდა მას. დასასრულ გარდასწყვიტა მან შეიტყოს საიდუმლო მოგონებულის ღონის-ძიებითა, ესე იგი ყურის დაგდებითა. მიიპარა იგი ჩუმათ თითებზედ ქრმის კაბინეტის კარებთანა და მიადო ყური გასაღების ნახვრეტსა.

- აჰა როგორ შეგემთხვა ეს ისტორია, ამბობდა გრაჶი. ის უნამუსო ჩემთან ამბავის მომტანი დედაკაციც ვეღარ ვიპოვნე!

- ახლა ძიავ, რას ჰფიქრობთ, რა უნდა ჰქმნათ?

- რაღასა ვიქმთ! რასაკურველია უნდა დუელში გავიდეთ. ამიტომ რომ ედმონი აუცილებლივ თხოულობს ამასა, და არც შეიძლება, რომ არ ითხოვოს. მე ვაცნობე გენერალ სანტიესა: იგი და შენ უნდა იყვნეთ ჩემი სეკუნდანტნი.

- უკაცრაოდ, ძიავ: მე ედმონის მეგობარი ვარ და არ შემიძლიან არავისი მხრის დაჭერა. ჰსჯობს მე არ გავერიო მაგ საქმეში.

- ეგეც ახალი უსიამოვნება ჩემთვის! მაშ შენს მაგიერ სხვა მაინც მიპოვნე ვინმე.

- გნებავს პოლკოვნიკი რემონი?

- კარგი, თუ გინდ ის იყოს. მაშ მიჰსწერე იმას წიგნი.

გუსტავი დაჰსჯდა დასაწერად.

- ოჰ, ამბობდა მას დროისა შორის გრაჶი: არსად არ ვარგა ეს დეელი საწყალი ედმონი!.. მერე რა საუცხოვო ყმაწვილი კაცია!.. მაგრამ რა უნდა მექნა! მე სრულებით გავგიჯდი ცოფისაგან მითხრეს, მითომ ელენა მატყუებდეს მე! მითომ მღალატობდეს!.. კიდევაც რომ მითხრან, ახლადვე გავგიჟდები... ვგონებ ქალაქი გარდავწვა და ომიდგან გამოვიქცე, რომ კიდევ შემატყობინონ რამა...

- ეგ არის ცუდი და, ძიავ, უთხრა გუსტავმა, რომ ეგრე უსამართლოდ ეპყრობით ძალუასა და იტანჯებით ტყუილის ეჭვებით.

- ვიცი, ვიცი; ელენა თვით უმანკოება არის.

- რა პირობასა ჰსდებთ დუელისასა, ძიავ?

- მე ჯერ არა ვიცირა. ველი რასაც დანიშნამს ედმონი.

განგრძელება შემდგომში.