ცისკარი №11 (1852)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 პროზა

▲back to top


1.1 ჶრანცუზი ხანის არამ ხანაში

▲back to top


ჶრანცუზი ხანის არამ ხანაში

არამ ხანა–ერთი ეს სიტყვა შესძრამს მართლათ გრძნობასა ევროპიელისას. ბევრნი მოგზაურნი ცდილობდნენ შესვლასა ამა საიდუმლოსა საცხოვრებელში მაგრამ რასაკვრველია არა ამა განძრახვით, როგორათაც ეს, რომელზედაც ჩვენ გვსურს მოხსენება თქუჱნი.

აზიის ტურციაში ერთის ისაფაშოს ბძანებელი იყო ფაშაალი–ბენ–ალი. შეუწყალებელი, და საშინელი იყო როგორათაც არის ფაშების წესი; ყოველივე ძრწოდა და მოიხრებოდა მისსა საშინელსა შეხედვასა ზედა. საშიშარი ხოცვა იყო ერთის მის უბრალოს მიზეზის გამო, ერთის მის ხელისა ნიშნებითა. ბევრი ამბები დადიოდა ხალხში იმის სასტიკობასა ზედა, რომლისაგანაც გული აივსებოდა სისხლითა. ასე ამბობდნენ მითომც ერთს აღას შესჩნეოდა მუხანათობა, ფაშას არა ჰქონდა დროება, რათა თვით გარდაეხდევინებინა, გაუგზავნა ერთი ყმაწვილი ეფენდი, თავისი სეკრეტარი, ბრძანებით რათა დაეთხარა მას თვალები შემცოდველისათვის; იგი ყმაწვილი კაცი ყოყმობდა და ითხოვდა ბოდიშსა უცოდინელობისა გამო იმა საქმესა შინა.

„აქ მოდი“ უთხრა ფაშამ და როდესაც მოახლოვდა იგი, ალიმ საკვირველის სიმარჯვითა, და ხელოვნებით ჰკრა თითი თვისი თვალსა მის უბედურისასა.

– მონავ! მგონი ახლა კი ისწავლი დამორჩილებასა: წადი! …

ისრე მარდათ არავინ აყრევინებდა თავებს იატაღანით როგორათაც ალი–ბენ–ალი. ორნი იმის ბრძანებლობისა ქვეშე მყოფნი,რომელნიცა იყვნენ შემჩნეული კაცის მკვლელობაში, მოიყვანეს წინაშე მისსა სამჯავროსა. მათგან ორნივ მართლულობდნენ თავსა, და დანაშაულსა ერთი მეორეზე აჩვენებდა, ძალიან შესაძლებელი იყო, რომელ ერთი მათგანი ყოფილიყო მართალი, გარნა ფაშამ არა კეთილი ისურვა განჩხრეკა, ამასთანავე ამბობდა, რომელ საქმე ესე არ იყო ღირსი შრომისა, და ამისათვის განიძრახა, რათა საქმე მათი მიჩემებული იყო ღვთის სამართალზე. იმის ბრძანებით შემცოდვენი ზურგებით ერთი ერთმანეთსა მაგრა მიაკრეს და გამოუცხადეს მათ, რომელ ის იქნება მათში შემცოდე, რომელიც ვერ შეიძლებს თავზე შემოქნეულს იატაღანისა მოგერებასა. მაშინ შეიქნა შემცოდეთა შორის ბრძოლა სიკვდილსა და სიცოცხლესა ზედა: ყველა მათგანი ცდილობდა თავის ამხანაგის მიშვერას, იმ მხარეს საითაც მოელოდნენ შემოქნეულსა მახვილსა. ფაშა რამტვენსამე (?) ხანს შეექცა ამა ამბისა ცქერით: შემდეგ ამოიღო იატაღანი, შემოიქნივა… და ორი თავი ერთათ მოსცვივდა თავთავის ალაგებიდგან.

ალი–ბენ–ალი იყო საკვირვლათ გახარებული ამისთანა მოულოდინელის დაბოლოებისაგან; იცინოდა გულით; რომელ მეტის სიცილისაგან ცრემლი მოსდიოდა, ესეთსა მხიარულებას ძვირათ გამოაჩენდა, ამისათვის რომ ყოველთვის ამისთანა შემთხვევაში ცდილობდა შეენახა უგემური და ამაყი სახე.

გარნა – ოხ, შეძლებაო სილამაზისაო და ქალთა სიმშვენიერებაო! იტყოდით თქუჱნ იმ დროს, როდესაც განკვირვება იყო მოდაში – სისხლის მსმელი მხეცი ასე შეიქნებოდა ხოლმე თითქმის ბატკნათ, როდესაც გვერთა ჰყვა ბაილა თვისი, ქალი ესე იყო საყვარელთ ცოლთაგანი, მზე იმის არამ ხანისა. აფუფუნებდა მას, ანებიერებდა; აღსრულებდა ყოველსა ქეიფსა მისსა; ნებას აძლევდა ბევრზედ, რომელზედაც სხვა ცოლნი ვერცკი გაივლებდნენ ფიქრათ.

საფაშოში ყველანი ამბობდნენ, რომ თუ ბაილამ მოინდომა, მაშინვე ალი–ბენ–ალის გააურიავებს, გარნა იყვნენ წუთნი, რომელსა დროსა თვით ბაილაცა მიიღებდა წყრომასა; იყო ხოლმე იმ ქალის მხრიდგან ესეთი თხოვნები ხოლმე, რომელსაცა გაჯავრებით მიიღებდა. გარნა შემდეგ ვსთქოთ ესე.

ამავე დროში ჶრანცუზის კონსულთან, რომელიცა იმყოფებოდა იმა საფაშალიკოში, იყო სეკრეტარი, ყმაწვილი კაცი, ჶერდინანდ ლასერი. კაცი ესე იყო ყმაწვილობიდანვე ესრეთსა სარწმუნოებითსა გზასა ზედა, დამდგარი რომელ რა დაასრულა სასწავლებელი და გამოვიდა ქუვეყანაში მისცა თავი თვისი სარწმუნოებისა ჰსწავლასა, გული მისი ივლტოდა, როდესაც შეიტყო და ნახა ყოველივე შევიწროება, როგორათც იმყოფებოდნენ ქრისტიანენი ალი–ბენ–ალის საფაშალიკოში, შეუწყალებელის მტრის სხვა სარწმუნოებისა, ფერდუნანდ ლასსერ ცდილობდა როგორმე შეემსუბუქებინა თავის მოძმე ქრისტიანეთ სვე;

იგონებდა სხვა და სხვათა ღონის ძიებათა, გარნა ყოველივე იყო უსარგებლო. ხშირად ესმოდა მას, რომელ მაჰმადიანი, რომელნიცა ჰყვედრიდნენ ქცევასა ალი-ბენ-ალისასა, ამბობდნენ;

„თუ ბაილამ მოინდომა, მაშინვე ალი გაურიავდება. რატომ ქრისტიანათ არა? ჰკითხამდა თავის თავს ჭაბუკი, ფანატიკი, მრავალჯერ მოსდიოდა თავში კითხვა ესე და ბოლოს განიძრახა გაუგონარი გამბედაობითი წინა განძრახვა. განძრახვა. ბაილა დაბადებულიყო მენგრელიაში და იყო სიყრმესა თვისა შინა აღზრდილი ქრისტიანობითსა სარწმუნოებაში; ამა მდგომარეობასა ზედა ჶერდინანდ ლასსერმა დააფუძნა იმედოვნება თვისი. განიზრახა შესვლა ფაშის არამხანაში, რათა მისულიყო დაფარულს ბაილას სახლამდე, კეთილ მეტყველებით განეღვიძებინა ქრისტიანობითი სარწმუნოება, და შეეგონებინა რათა მიეღო მას ქრისტიანენი თვის სილამაზისა საფარველსა ქვეშე.

რა იფიქრა კარგად საქმე ესე და მტკიცეთაც გადასწყვიტა აღსრულება მისი, ჶერდინანდმა იწყო ძიება ხერხისა, რათა შესვლიყო არამ ხანაში. მაგრამ ესე იყო არა ადვილ, ერთხელ როგორღაც, სეირობდა ფაშის ბაღისა გარს და ჰსჩხრეკდა შეწუხებულის გულით მაღალთა მიუდგომელთა ზღუდეთა მისთა, ჶერდინანდმა ნახა, რომელ ბაღებს ჰყოფდა მდინარე ერთი. გონიური ფიქრი მოუვიდა მას თავში; რადგან იყო საკვირველი მცურავი, გარდასწყვიტა, რომ ჩავარდეს ღამე წყალში რამტენიმე ზემოთ ბაღებისა და ისე შეჰყოლოდა მდინარეს. როგორც იფიქრა ისეც აღასრულა. ჶერდინანდმა გამოარჩივა ბნელი ღამე, მხურვალის სარწმუნოებით შეევდრა ღმერთსადა შემდგომ მოიბა ტანისამოსი კისერზე, ჩავარდა წყალში, და ერთს რუბს შემდეგ უკვე იცომდა სველსა საცმელსა, დაიმალა სქელს ვაზებში ალი–ბენ–ალის ბაღში. იქ განატარა მთელი ღამე. შესაძლო არს წარმოვიდგინოთ, რომელ მას არა ეძინა. ფიქრში მოასწრო მას დილამ, ჶერდინანდმა არ იცოდა საიდან დაეწყო, ვნახოთ იმის ახლოს გაიგონა კაცის ხმა, ოხ! თუ შესძლებოდა მას, იმ წუთში ჩახედვა სარკეში, ვეღარ იცნობდა თავის თავს. ისერე უეცრათ შეიცვალა სახე მისი. მრთლათ გაუყვითლდა, როგორც მკვდარსა, ტუჩები გაულურჯდა, მრთლად სხეული უთრთოდა, რისთვის შემოველ აქ? ჰკითხამდა თავის თავს თვალ ცრემლიანი... ჩემს დედას რაღა ეშველება, ჩემს ძმებს, ან ჩემს დებს... ახ! ჩემო ჶრანციავ! სასურველო ჶრანციავ! ცრემლები სცვიოდა საწყალს ყმაწვილს...

გარნნ (?) ხმა კიდევ მოესმა თითქმის იმ ვაზების გვერდზე, სადაც დაიმალა ჶერდინანდ, ამ გზობით კი იცნო რომელ ხმა ესე იყო ქალისა. ეს რომ ბაილა იყოს თითონ? იმედმა, კეთილ–ნაყოფიერის ნამითა, განაცხოველა მისი დასუსუებული ძალა; თითქმის აღარა სუნთქევდა და იქით აქეთ იშორებდა სქელს ვაზის ფოთოლსა, ცდილობდა დეენახა იგი, რომელმანცა ისრე განამაგრა ხმითა თვისითა. გარნა რა დაინახა მან!.. არა, მე ვერ ვიკისრებ აწერას... ამისათვის რომ ამისთანა შვენიერება არ მინახამს, მხოლოდ პროსტათ გეტყვით: ესე იყო ვარდი არამ ხანისა.

– ბაილა, ყიზილბაშურ ხალიჩაზე იჯდა იგი, ჩრდილსა ქუჱშე (ჩინარისა) გარს ბალიშებით შემოწყობილი, არა უშორეს იმისგან იწვა მწვანეზედ ერდგული, განუშორებელი მისი მხევალი.

– მარიანა. უგვანი, შავი სახე უკანასკნელისა, წარმოადგენდა საშინელსა წინააღმდეგობასა ნათელსა ბაილას სითეთრესთან, უფრო უმეტეს აღამაღლებდა სიმშვენიერესა შემშლელის ალი–ბენ–ალის ცოლისასა.

გარნა ჶერდინანდ რას აკეთებდა? იდგა თითქოს ფეხებით ალაგზე დაელურსმა ვისმე, თვალებიც განსაკვირველს სილამაზესა ბაილასისას. ცოდვილი მამაკვდავი როგორათაც ჩვენცა, მას მინუტსა ერთსა, ამა დედაკაცისა დანახვაზე, დაავიწყდა დანიშნულება თვისი წინა განძრახვისა, დაავიწყდა ტანჯულება ქრისტიანეთი, დაავიწყდა მრთლად ქვეყანა.

ხოლო ჩქარა მოვიდა გონებასა, მისცა თავის თავს საყვედური და განიძრახა მოქმედება.იმის ბედნიერება იყო, არაბის ქალს ეძინა, სიცხის დამაშვრალობისა გამო. წარმოსთქვა რაოდენიმე ლოცვანი, განიმაგრა გული მოწამებისა ხსოვნითა, თავის მოძმეთ ტანჯულებითა, ბოლოს გამოვიდა თავის საფრიდგან და იწყო ნელნელა მიახლოვება ბაილასთან; გარნა გამვლელმა რაოდენისამე ბიჯისა, კვლავ შედგა იგი, გაოცებულნი, განკვირვებული ამისთანა აღმოსავლეთის სილამაზისაგან. სიხარული, განცვიფრება, კეთილ–მოწიწება ცხადათ გამოიხატებოდა სახესა მისსა. შორის–ამისა ბაილაცა იყო არა უმცირეს მისა განკვირვებული და უმეტეს შეშინებული. რა გამბედაობაა! უცხო კაცი არამ ხანის გაღში!

ჶერდინანდი, წინაშე ბაილისა ესრეთ აირივა, არა იცოდა საიდან დაეწყო, შერცხვა და ხვეწნის მაგიერ რათა მას დაეფარა ქრისტიანენი ჰკითხა მას გზა, რომელიც მიიყვანდა ქალაქსა.

„ეს რა ამბავია? სხვა ქვეყნის კაცი, ფრანგი, გაური, შემოვიდა წმინდა ამა ალაგსა შინა, მოატყუა მღვიძარებამცველთა, არა მშიშველი სიკვდილისა და იმისათვის მხოლოდ რათა იკითხოს გზა ქალაქისა! ბაილამ მაიღო გაჯაარებული სახე, ამოიღო პატარა ხანჯალი, დაკიდებული სარტყელსა ზედა და გაჯავრების ნიშნებით უბრძანა მას წასვლა.

ყმაწვილმა კაცმა გადასდგა რაოდენიმე ბიჯი, გარნა კვლავ შესდგა, შეყენებულ იყო იქნებ სილამაზის ძალითა, ან იქნებ თვისის წინა განძრახვითა. ამ დროსვე გაეღვიძა არაბის ქალსა, საჩქაროდ წამოხტა და დაიყვირა. – რა დაგემართა მარიანა? ჰკითხა ბაილამ და ეეფარა წინ არაბის ქალს ამ სახით მოეფარა ჶერდინანდს, რომელ ვერ დაინახამდა მარიანა, უთუოთ იმისათვის შეეწყალა წინ დაუხედავი კაცი იგი.

– აბა ეს ჩრდილი რა არის... განა თქუჱნ ვერა ჰხედავთ? კაცის ჩრდილია!...

– უთუოდ მცველის ჩრდილი იქნება: სხვას ვის შეეძლო აქ შემოსვლა?

– მცველებსას ყადაღა აქვსთ ბაღში შემოსვლისა, როდესაც თქუჱნ აქა ხართ, აქ კაცი იყო? მე დარწმუნებული ვარ ამაში მე ჩრდილიც დავინახე.

– რა ჩრდილს ამბობ? უთხრა გაჯავრებით ბაილამ.

– მე დავინახე! განამეორა ნეგრეტიანკამ. ხის ჩრდილი თუ იყო?

– ხეები არ დარბიან, ის ჩრდილი კი დარბოდა.

– შენ უთუოთ სიზმარში გინახამს, ჩემო მარიანავ. და ბაილამ ასრე დაუმტკიცა ნეგრიტიანკას, რომ ბოლოს ისიც ეთანხმა, რომელ კაცის ჩრდილი სიზმარში ნახა, წავიდნენ იგინი ბაილას ოთახში. ნახევარ გზაზე კიდევ დაიკივლა მარიანამ და დაანახვა ჶერდინანდი, რომელიცა გაქცევით ცდილობდა გადარჩენას.

– ეხლაც სიზმარია? უთხრა იმან და უნდოდა დაეძახნა საშველათ, გარნა ბაილამ პირზე დააფარა თავისი ლამაზი ხელები და მარიანაც, რადგან იყო ერდგული მისი გულით და სულით, დაემორჩილა.

რა შევიდა თვის სადგომში, ბაილამ დაიწყო ფიქრი ამა შემთხვევაზე. ამ გვარი შემთხვევანი არიან ძვირნი არამ–ხანაში და ამისთვის უკვირდა მას ფრიად და ასიამოვნებდა. ფიქრობდა ყმაწვილ ფრანკზედ, რომელიცა ისეთითა გამბედაობითა შეიპარა არამ–ხანაში და რისთვის? მისთვის, რათა ეკითხა ქალისათვის გზა. აი ეს აჯავრებდა მას ფრიად. მართლა სხვა ჰაზრი არ ჰქონდა იმას? მართლა იმისთვის არ მოვიდა, რომ ბაილასთვის შეეხედნა, არა იმისთვის, რომელ დამტკბარიყო მისის მომჯადოების სიმშვენიერისაგან? ამისთანა კითხვებს აძლევდა ბაილა, თავის თავს. იწყო მან იჭვნეულობა შემძლებლობასა ზედა თავისის სილამაზისა; შესაძლო არს, რომ იქნებ წავხდი, და იქნებ სულ არ ვიყავ ლამაზი, ხოლო ამა ფიქრსა ზედა ჭმუნვა, მწუხარება მოიცვამდა სულსა მისსა, მას კარგა ახსომდა, რომელ ალი–ბენ–ალიმ მისცა იმაში უცდა ხუთი ათასი პიასტარი; რომელ ბაზარში სადაც ის გაიყიდა, ორი კაცის მეტმა ვერ შეიძლეს ვაჭრობა და ორთავ მაშინვე უნდოდათ ყიდვა; ჩხუბიც მოუვიდათ იმაზედ. შემდგომ მოაგონდა, ჶრანცუზის ისე განცვიფრება, იფიქრა, რომ მან ვერ გაბედა სიყვარულის გამოცხადება.

ახლა ცხადი იყო, რომელ ფრანკი იმისათვის მივიდა, რომელ თავი გამოიმეტა, გაბედა გაუგონარი გამბედაობა მხოლოდ იმისთვის, რომელ ენახა იგი, დამტკბარიყო მისის განსაკვირველის სიმშვენიერისაგან. ოხ! რაიამა, რა გაიხარა ამის გამო;ოხ!რა რიგად უნდოდა ეხლა მას,რათა ფრანკი გასულიყო მშვიდობით საშიშარ ალაგიდგან; ეხლა შიშვნეულობდა იმის სიცოცხლეზე თითქმის, როგორც თავის თავზე.

„ჶრანკს მე უყვარვარ, ფიქრობდა ბაილა; ის ჩემთვის მოვიდა“ და იყო ამაზედ სიხარულსა შინა.

არამხანაში კიდევ ეხლაც ლაპარაკობენ, რომელ დიდი ფრანკების სულთანი, ნაპოლეონი, მოვიდა ეგვიპტესა შინა ძლიერის ჯარით, გამოსახსნელათ მშვენიერთა, რომელიცა სიზმარში ენახა. და ვინ იცის იქნება ამ ფრნკმა ნახა ბაილა სიზმარში და მისთვის განიძრახა განთავისუფლება მისი? ფიქრი ესე ართობდა, ახარებდა ბაილას, მას უკვე უყვარდა ჶერდინანდ ლასსერი, როგორც მომავალი განმათავისუფლებელი.

მეორესა დღესა ბაილა ერთათ მარიანათი წავიდნენ ბაღში და დაუწყო ერთგულად შლა კვალსა გუშინდელისასა, იმისათვის, რათა არა შეეყვანათ ფაშა ეჭვსა შინა. რა მივიდა ნაპირსა წყლისასა, ბალიამ ნახა ქვიშაზე კვალი ჶერდინანდის; მას არა სურდა აღმოეფხვრა უკანასკნელი იგი ნიშანი ფრანკის შემოსვლისა; უნდოდა დაეგდო ღირს სახსოვრათ, გარნა მარიანამ არწმუნა, რომელ ის იყო საშიშარი განძრახვა, დაჰფარა კვალი იგი, რაოდენჯერმე ფეხის გარდი გარდმო დადგმით.

ყოველ დღე მოდიოდა ბაილა ბაღში და ყოველ დღე ფიქრობდა გამბედავს ჶრანკზე, ოცნებდა თჳსსა განთავისუფლებაზე, გარნა განმათავისუფლებელი დაიკარგა. თითქო წყალში ჩავარდა. შემდეგ ამისა, არღარა ფერი არღა ახარებდა, არღა ამხიარულებდა მას კმაყოფილება არამ ხანისა. მხოლოდ ერთსა რასმე შეეძლო ერთისა ნუგეშის ცემა მისი და ის ერთი რამ იყო მისვლა ფრანკისა, ცდილობდა შეეტყო რამე იმისი ამბავი, გარნა ყოველი მეცადინეობა იყო უსარგებლო, და ამასთან ძალიან საშიშიც იყო იმისთვის ამისთანა გამოკითხვები. ვაი მას, თუ შეეტყო ფაშას: არა შეიწყალებდა სილამაზესა მისსა.

ერთხელ ალი–ბენ–ალი ნადირობიდგან მოვიდა.

– როგორ ბედნიერათ ინადირეთ? ჰკითხა მას ბაილამ.

– ჰო, ცუდათ არა, მიუგო მან; ჩემა ქორმა სამი ხოხობი დაიჭირა, და მე მოვკალ ძაღლი.

ამა სიტყვასა ზედა გული ბაილასი შეძრწუნდა; ვეარ გაბედა ეკითხნა უკანასკნელი სიტყვების ჰაზრი. რა დარჩა მარტო მარიანასთან,მოეხვია კისერზე და ცრემლით სთხოვა, რათა მას აეხსნა სიტყვანი ალი–ბენ–ალისანი.

მანცა უამბო შემდგომში: ფაშა, რომ დაბრუნებულიყო ადირობიდგან და გამოევლო თავის ბაღჩისაკენ, დაენახა კაცი, რომელიც წყალში შეცურებულიყო. ქუდზე თურმე ეტყობოდა, რომ ქრისტიანი იყო, ფაშას იმისათვის თოფი ესროლა და შემდგომ სროლისა აღარაფერი თურმე არა გამოჩნდა წყალში, ქუდის მეტი.

– მაშ შენ ფიქრობ, რომ ის მოკვდა? დაიყვირა ბაილამ. . .

– დიახ, რასაკვირველია, მიუგო მარიანამ.

ბაილა მიეცა დიდსა მწუხარებასა. ასე განქრენ ოცნებანი მისნი, რომელთაცა ისე უალერსებდა, რომლისაგანაც ისრე სასიამოვნოთ უმღერდა მას გული!

მეორესა დღესა მივიდა იგი ბაღში და დაინახა ჯვარი, გამოხატული ქვიშაზე, იმა ალაგსა, სადაცა მან თავის ფეხით მოშალა ფრანკის კვალი.იმას უყვარდა ქალი ესე, ჰსჩანს ესე აშკარათ; ნიშნებით ელაპარაკებოდა გულსა მისა და ესრეთ სიყვარული და განთავისუფლება არა იყვნენ უბრალო ოცნება; ეხლა ეტყობა, რომ მას სურდა განთავისუფლება მისი და წაყვანა თავის სამშობლო ქვეყანაში, გარნა რა, იგი უკვე არღა სუფევს! ესრეთ ფიქრობდა ბაილა და ჩაიდო გულში ჯავრის ამოყრა მკვლელსა ზედა მისის საყვარელის ფრანკისა, ალი–ბენ–ალისა. დაუწყო ცივათ ქცევა ფაშას; არღა მიიღებდა ალერსსა მისსა, არღა ცდილობდა გამხიარულებას მისსა გარგმელის სიმღერითა, არცა გრაციოზნისა თამაშობითა; ჟინიანობდა, – მას ყველაზე ნება ჰქონდა – აჯავრებდა წინააღმდეგ მისსა იქცეოდა და, ბოლოს, იქამდენ მიიყვანა იგი, რომელ ერთ გზის, მოთმინებიდგან გამოსული, გაეცალა მას, საშინლათ გაცოფებული. მაგრამ ისინი კიდევ მალე შერიგდნენ; ბალიამ ნელნელა დაივიწყა თავისი ფრანკი და მასთან იცოდა, რომელ საშიში იყო ფაშის მომეტებული გაჯავრება, და მაინცა იგრძნო, რომელ დღე იგი მძიმე იყო, რომელ დღესაც არ იქნებოდა გვერდსა მისსა სასურველი ბაილა.

ამ დროში ფაშას სურდა მოევლო ერთი თავის საფაშალიკოს ნაწილთაგანი; ბაილასაცა ჰსთხოვა წასვლა თავისთან. ქალი იგი მიჰყვანდათ შემკულის ტახტრევანდით.შიგ მჯდომი, კმაყოფილებით უცქერდა ფარდებიდგან ხალხს, რომელნიცა საშინელ მფლობელის წინ პირ მიწა გაერთებით ეთაყვანებოდნენ. მხიარულებით უყურებდა მას, რომელ ყოველნი უდრეკდნენ მუხლსა მას, რომელიცა თავის დროზე, ეგრეთვე მუხლ–მოდრეკით ეთაყვანებოდა სიმშვენიერესა მისსა. რა ჰსჩხრეკდა მუხლ–მოდრეკით ხალხთა, შენიშნა მათ შუა კაცი, რომელიცა არამცთუ არა ჰსურდა მოდრეკა მგზავსად სხვათა, გარნა კვლავ უყურებდა ამა მონებითსა ქცევასა სიამაყით და დაცინებით, რომელიცა ცხადათ გამოიხატებოდა სახესა მისსა. ბაილა საკვირვლად გაჰკვირდა მაზედ, რომელ მცველნი რატომ არ დაიჭერენ ამისთანა ამაყს. დაინახა, რომ იგი ჩაცმული იყო ჶრანციცულათ, მას ეჩენა, რომელ თითქო სახესა მისაში იყო რაღაც მგსავსება იმ ჶრანკისა, რომელიცა ნახა ბაღსა შინა გარე მისასა. მაშ კიდევ ცოცხალი ყოფილა, იმას უყვარს ქალი იგი, რომელიცა ჩნდა თვალთა მისთაგან. იქნება ფიქრობდეს ხერხსა რასმე განთავისუფლებისა მისათვის. საშინლათ უძგერდა ბალაის გული, უმეტეს შეუყვარდა მას ჶერდინანდი, რა ნახა ისე ამაყი, გამბედავი საშუალ მონათ გროვათა.

რა დაბრუნდა არამ–ხანაში, ბაილა სულ იმაზე ფიქრობდა, უნდა უთუოთ ერთ გზის კიდევ ენახა, ეჩვენებინა, რომელ მასცა ეგრეთვე უყვარდა. გაბედა მან გაუბედავი საქმე. ამ დროში მრავალთ დაახლოვებულთ ოსმალის სულთნისა, რომელთაცა ჰსურდათ სიამოვნება მისი და იცოდნენ მისი ახალ ჩვეულების მოყვარულება, ნებას აძლევდნენ თავის ცოლებს ქალაქში სეირნობისას. ბალაიმ იცოდა, რომელ ალი–ბენ–ალი, იყო მტერი ყოვლის ახალ შემოღებულისა; ამასთანავე მას ახსომდა შემთხვევა აიშასა. აიშა ესე იყო ეგრეთვე ალის საყვარელ ცოლთაგანი და მოიმედე თავის შეძლებისა, ითხოვდა შენდობასა ერთის ფაშის მოსამსახურისასა, რომელიცა ქურდობაზე იყო გარდაწყვეტილი, რათა მოსჭროდა მას ხელები. გაჯავრების დროსა ალიმ მოსჭრა ცხვირი თავის საყვარელს აიშას და შემდგომ, რათა აჩვენოს, რომელ იგი სრულებით არა ნანობდა თავის მოქმედებაზედ, მისცა ქალი იგი ცოლათ, მას ხელ მოჭრილს მსახურს. ბაილა თუმცა ანგარიშობდა მომეტებულს შეძლებას აიშაზედ, გარნა თხოვაცა მისი იყო უმეტეს მისსა.გარნა ჶრანკის ნახვის სურვილმა განზდევნა ყოველი შიში და არღაცა შიშობდა ცხვირის მოჭრას, და რა იპოვნა დრო, უთხრა ალი–ნებ–ალის თხოვა თვისი.რა გაიგონა მისგან, ფაშამ საშინელის სიანჩხლით დასტუქსა იგი და არა მიიღო თხოვნა მისი. მომეტებულ იყო შეძლება ბაილასი ალიზედ, იგი აღსრულებდა თითქმის ყოველსა სურვილსა მისსა, გარნა აქა მოახვედრა იქნება თვით უდუნესსა სიმსა გულისა მისისასა–ეჭვსა. შემდგომ ამისა ბაილა უკვე არღა–ახლებდა თხოვასა სეირნობისასა.

გარნა შორის ამისა ჶრანკი საკვირვლათ აგონდებოდა მას, ტკბილნი ოცნებანი უვლიდნენ თავსა მისსა, და უმეტეს ეს, რომელ ჶერდინანდ, რადგან თვისუფლებდა, წაიყვანდა მას ჶრანციაში. ალაგი იგი წარმოუდგენდა მას ქვეყნიერ სამოთხეთ. ბოლოს კიდევ გაბედა და ჰკითხა მარიანას.

– მე გთხოვთ რომ არა მკითხოთ იმაზედ, დაიყვირა ნეგრიტიანკამ: ის ჩვენ ორსავ დაგვღუპავს.

– შენ რისა გეშინიან, მიუგო ბაილამ: შენ შეგიძლიან იმის ამბავი იკითხო, ეჭვს არავინ მოიტანს, იციან რომ ბებრებს მაგისთანა ამბები უყვართ. ბებრებს მაგისთანა ამბები უყვართ.

– არა, არა, გთხოვთ მანდიდგან განმათავისუფლოთ.

– მაშ შენ ჩემი სამსახური აღარა გსურს?

– დიახ, ამ გზობით ... ძალას ნუ მატანთ, ნუ მთხოვთ; თქუჱნ კარგად იცით ჩემი სისუსტე, თქუჱნ იცით, რომელ ადვილათ დამაჯერებინებთ თქუჱნს თხოვნას, და მაშინ ჩვენ დავიღუპენით, მე რა რიგათ მოვითმინე და არ ვეთანხმე თხოვნასა ზედა მეორის მხარისა.

– როგორ, შენ...

– ის ყმაწვილი ფრანკი ჩვენს საუბედუროთ დაბადებულა.

– მაშ შენ იცნობ იმას? შენ ნახე ისა?

– როდის მოგახსენეთ ეგა? დაიყვირა შეშინებულმა ნეგრეტიანკამ.

– შენ კიდეც წამოგცდა და ვეღარ დამალამ. მე ვიცი რომ შენ ის გინახამს, უთხრა მტკიცედ ბაილამ:

– ღმერთო ჩემო, რა მეშველება? ახ! ნუ დამღუპამთ. დიახ მე, უბედურობა იყო, ვნახე და ველაპარაკე კიდეც.

– კიდეც ელაპარაკე...

– დიახ.

– და რაო? რისთვის ჰსცხოვრებს აქა? რა უნდა? რის იმედი აქვს?

– იმის ნახვა სურს.

– ვისი?

– თქუჱნი.

– ჩემი? დაიყვირა ბაილამ. გულმა მაგრა დაუწყო ცემა, სისხლი აუვიდა სახეში, მითომ ვერ მიხვდა ნეგრიტიანკას პასუხს.

გარნა არა მარტო მარიანამიცოდა სურვილი ჶერდინანდისა, ბაილას ნახვისა, ერთი მცველთაგანი უკვე იყო მისყიდული და ელოდა მხოლოდ დროსა, რათა შეეყვანა ჶერდიანანდი არამ–ხანაში. შემთხვევა ესე მალე მიეცათ; ფაშა წავიდა რამთვენსამე ხნობით. ღამესა ერთსა ჶერდინანდი შეიყვანა მცველმა ბაღში, ხეივნის ოთახში, რომელიცა ეკუთვნოდა ბაილას. მარიანამ მაშინვე ყოველივე აცნობა თავის ქალბატონს. იგი სეირნობის მიზეზით გამოვიდა ბაღში. ჰსურდა მას განეცვიფრებინა ჶერდინანდი თავისის სიმშვენიერებით სიმდიდრით: მორთულობა მისი ეთანხმებოდა ამა ჰაზრსა. რა მივიდა ზალასთან სადაც ელოდა საიდუმლო სტუმარი, ბაილა შედგა. გული მისი მაღლა ფრინამდა, სული უგუბდებოდა მომეტებულის გრძნობით; ხელი დაიდო გულზე თითქო იმიტომ, რათა დეეყენებინა ჩქარი ცემა.

– მეშინიან, ეჩურჩულებოდა იგი.

– ეხლა რიგასი გეშინიანთ? უთხრა მარიანამ, ფაშა შორს არის, სუყველასა სძინამთ. ფრანკი ისე შემოვიდა, რომ ეჭვიც არავის აუღიათ.

– მეშინიან და რა ვქნა, განამეორა ბაილამ.

ბოლოს გაბედა შესვლა და გადაივლო კიდევ თვალი ხელოვნებითსა და შემშლელს დაუდევნელს თავის ტუალეტს, გააღო კარები.

მარიანა წავიდა; ბაილა დარჩა მარტო უცნობთან. გადიგდო პირ ბადე, და წარსდგა წინაშე მისსა ყოვლის თვისის ვნებითის სიმშვენიერითა.

რამტენსამე მინუტს სტკბებოდა იგი იმის აღრევაზე, იმის განცვიფრებაზე, შემდეგ აჩვენა ალაგი სოფაზედ თავის გვერდით. გარნა ჶერდინანდ იდგა უძრავად; დაეხუჭა მხოლოდ თვალები, თითქო, რაცა ნახა, დააბრმავა მან თვისის ბრწყინვალებით. ბაილამ განამეორა ნიშნებით რათა დამჯდარიყო იგი,

ყმაწვილი ჶრანკი იგი მიახლოვდა მას და ჩამოაფარა პირ საბურველი. – ბაილა გაჰკვირდა, გარნა იფიქრა, იქნება ასე იცოდნენ საფრანგეთში. შემდგომ ჶერდინანდ დაუჯდა გვერთ სოფაზედ.

ყურათ იღეთ მოხსენება ჩემი, უთხრა ყმაწვილმა კაცმა: ეს არს წუთი, რომელიცა იქნებ შესაძლო იქმნას ჩემ თავს და თქუჱნთვის იყოს სახელოვანი და საცხოუნებელი.

ბაილას არა ესმოდა მისი; მიიწივა მისკენ უფრო უახლოეს.

– თქუჱნ ქრისტიანათა ხართ შობილი, ამბობდა იგი: სამშობლო თქუჱნი – არის მინგრელია.

ბაილას ეგონა, რომ ის მოსულიყო იმის სამშობლოდგან და ჰსურდა ეთქვა რამე ამბავი იმის სამშობლოსი. ეხლა უმეტეს შეუყვარდა კაცი ესე, ამისათვის რომ ეს–ეს არის ამისი სამშობლოს ქვეყნისა.

– თქუჱნ უთუოთ, მეგობარი ხართ ჩემის ძმებისა? ჰკითხა მან. ამ გულ წრფელ ლაპარაკში, ბაილამ მიახვედრა სული თვისი ჶერდინანდის სულს. შეძრწუნდაიგი, შემდგომ ადგა საჩქაროთ, გარდიწერა პირ–ჯვარი და უთხრა ტკბილის სიტყვით.

– დიახ, მე ვარ მეგობარი თქუჱნის ძმებისა, თქუჱნის ძმების ქრისტიანებისა, რომელნიცა ვნებათ არიან შევიწროებისაგან დესპოტისა, და თქუჱნზედ არის ეხლა დამოკიდებული შეამსუბუქოთ სვე მათი. სასტიკმა დაგერმა, ბრძანებელმა სირიის ნაწილისა და პალესტინისამ აიყვანა თავისთან თანაშემწეთ ქრისტიანი იბრაღიმ საბბარი, შემდგო ჰფარვიდა ქრისტეს მწამებელთა. განა თქუჱნ არა გაქვსთ ალი–ბენ–ალიზედ უმეტესი ძალა ვინემ იმა ქალს, რომელიცა აქვნდა იბრაღიმსა თავის ბრძანებელზე?.. თქუჱნ შეგიძლიანთ ეხლა ფაშა გახადოთ ქრისტიანების მფარველად. მოიგონეთ რომელ თქუჱნ თითონ ხართ ქრისტიანი და ამა კეთილითა საქმითა თქუჱნ მიიღებთ, იქნება, საუკუნოსა ნეტარებასა.

განცვიფრებული, გაჯავრებული, იდგა ბაილა წინაშე ჶერდინანდისა; სიანჩხლე უბრწყინამდა შავსა თვალებსა შინა. როგორ? სიყვარულის გამცხადების მაგიერ, და მაგიერ ყელ მოდრეკილ თხოვნისა კეთილ ენებებინაშეხედვა, ანუ ეკოცნა, როგორათაც ნეტარება ნეტარებათაგანი, ჰსთხოვს იგი შეწევნასა ვიღაც ქრისტიანისა, მაშ არა ბაილას სილამაზემან მიიყვანა იგი არამ–ხანაში და იმისთვის გასწია ყოველი ესე ღვაწლი, გამიარა ამტენი შიშნეულენა, არა იმის გამოსახსნელათ? თავის მოყვარულობა ბაილასი იქნა ფრიად შერყეულ.

– რისთვის მოხველ შენ აქა? დაიყვირა ქალმა, გამოსულმა განცვიფრებიდგან!

– იმისთვის რათა გასწავლოთ თქუჱნ შეწყალება, რათა გატიროთ თქუჱნ წარსულსა ცხოვრებასა ზედა, მოგარჩინოთ. თქუჱნ თითონ. და მოვარჩინო თქუჱნთან ერთად და თქუჱნის გამოისობით ძმანი თქუჱნნი, ქრისტიანენი.

– გამეცალე იქით ეშმაკის გამოგზავნილო! გამშორდი, დაუყვირა გაჯავრებულმა ქალმა და გაეხვია გძელს პირბადეში, წადი იქით და იყავ შეჩვენებული.

– არა, მაგ სახით ნუ მაგდებთ ეუბნებოდა მხურვალებით ყმაწვილი კაცი: გამიგონეთ მე – შემგონებელმან ამა წმიდის საქმისა, გამოსცვლის თქუჱნს გულსა, შეუძლიან მას ესე და იქმს.

– მე შენს ღმერთს ვერ ვიცნობ, უწმინდურო! გამეცალე იქით.

– ოხ! ნუ ჰსცოდავთ ღმერთსა თქუჱნის მამებისას;

მეცადინეობდა რათა დაემშვიდებინა იგი, და იწყო მიახლოება მასთან.

– ნუ მოახლოვდები, დაუყირა არამ–ხანის ქალმა. ადგა და თრთოდა სიანჩხლისაგან დაუძახა მარიანას. მას უკვე ჰსურდა გასვლა, ამ დროს უეცრად გეეღო კარი და ფაშა შემოხვეული მცველებით წარსდგა წინაშე განკვირვებულის ბაილას თვალ წინ.

შესაძლო არს სიანჩხლე ოდალისკისა მიახწია უადრესსა ხარისხსა, ანუ მდაბიურათ ძრიელათ გაიღვიძა მაში გრძნებამან თავის დაფარვისამან შეჰქმნა იგი შეუწყალებლად, მხოლოდ რა მოვიდა გონებას შემდგომ პირველ შიშისა, დაიყვირა მან:

– მოჰკალით ეგა, მოჰკალით!

და აჩვენა ჶერდინანდი, ყმაწვილმა კაცმა შეხედა მას მწუხარებისა თვალით, რომელშიაც გამოითქმოდა ანგელოზიური მოთმინება და შეწყალება. ბაილა შეძრწუნდა ამა შეხედვისაგან და დაიფარა პირზე ხელები. ერთმა მცველთაგანმა აღამაღლა ხმალი ჶერდინანდის თავზე, გარნა ალიმ შეაყვენა დაკვრისაგან.

– არა, თქვა მან; მე არა მსურს რათა იგი მოკვდეს აგრე ჩქარა. და მტყორცველი შეხედვისა, სასვენი სიანჩხლით თვითეულსა საეჭოთა ზედან, ნელიად, გამოთქმათა თვითეულის სიტყვისა, გამოსთქვა, საშინელი სიტყვა ესე:

– მაგისი სისხლი წყაროსებრ არ უნდა გამოვიდეს, როგორათაც წყალი შადრევანისა, გარნა უნდა იდინოს წვეთ წვეთი, ვითარცა ნელი მომდინარე წყარო, კლდიდგან გამონაჟონი წვეთ წვეთი.

აღმოსავლეთი ყველაში–პოეზიაა. მაშინ იმან უთხრა მცველს რამთვენიმე სიტყვა, მდგომარეს გვერდსა მისსა: შემდგომ ამისა გაიყვანეს ქრისტიანი. რა დარჩა მარტოკა ბაილასთან, ალის სიტყვები გარდაიქცა მდინარეთ. რომელშიაც გამოიხატებოდა ეჭვი და მუხანათობა; გარნა ოდალიკას ეშინოდა მხოლოდ პასუხის მიცემისა, რომელიცა დაიწყობოდა ხანჯლის შემოკვრით, მხოლო რადგან ეხლა დაიწყო მუქარით, ამისათვის დარწმუნებულმა.

მიიღო განკვირვებითი სახე, და მოწყენილი მეცადინობდა ამასთანავე რათა ყოფილიყო იმ დროს რაც შეიძლებდა მშვენიერი.

ფაშა თითქმის უკვე დარწმუნდა შეუცოდებლობასა მისსა, გარნა მოუმზადა მას საშინელი გამოცდილებანი.

– გაიგონე, უთხრა ბაილას და აჩვენებდა კარებს რომლიდგანაც გაიყვანეს ჶერდინანდი.

ყური დაუგდო, მაგრამ ვერა გაიგონარა, გარდა არეულის გრიალის ხმისა.

– რა ამბავია? ჰკითხა მან.

– არაფერი ჯერ, მიუგო ფაშამ.

მოუთმენლათ მან დაიწყო სიარული, ბოლოს, ვერღა მოითმინა ტაში შემოჰკრა, ამა ხმაზედ შემოვიდა მცველი.

– ჩემი ბრძანებეები რატომ არა ღსრულდება? ჰკითხა ალი–ბენ–ალიმ.

–აღვასრულეთ, მიუგო მცველმან: გარნა ტყუილათ ვხმარობთ ჩვენ ამ ქრისტიანზე ყოველსა წვალებლობითსა ტანჯულებასა, ჯერ ერთი ხმა არ ამოუღია, არ დაუკვნესია.

– მაშ რასა შვრება?

– ლოცულობს.

– ჯერ არა უთქვამსრა?

– არაფერი.

– აქ მოიყვანეთ, თუ იმაზედ არ მოქმედებს ტანჯვანი, იქნებ, შესაძლო არს, იმოქმედოს შეწყალებამ.

რა გაიგონა ბრძანება ესე, ბაილა უეცრად შეძრწუნდა; ერთი ჩვენება ჶერდინანდისა დაღუპამდა მას. დამალა პირ საბურავსა ქვეშე გაყვითლებული სახე თვისი, და ძრწოლით მოელოდა დაბოლოებას ამა ამბისასა.

– აბა! თავს ვიკლავდი იმისათვვის, რათა გამეგონა ჰსწავლა საწყალობელის მოქადაგისაგან: განამეორებდა ამას ბაილა თავისთვის და უცქერდა ჶერდინანდს შეწყალებითისა თვალითა: რატომ არ მოჰკლეს მაშინ,როდესაც მე უბრძანე? ანუ რატომ არ მოკვდა როდესაცა ჰსტანჯვიდნენ, ჯოხის ცემასა ქვეშე? გარნა რა, შეხედა ჶერდინანდს, გაგლეჯილს, გასისხლიანებულს, მაინც კიდევ ციურის მშვენიერის მყუდროების თვალით იცქეროდა იგი, ამა ქალმა იგრძნო, რომელ შეწყალებამ შეიპყრო გული მისი.

– ქრისტიანო,უთხრა ალი–ბენ–ალიმ, რამ მოგიყვანა შენ აქა?

– მაგის განსარინებლად, მიუგო ჶერდინანდმა, და შეხედა ბაილას; და , იქნება თითონ შენისა, დაიმატა მან.

როგორა? ძაღლო, ძაღლის შვილო, შენ უნდა მე გაგექრისტიანებინე; და ჩემის ურწმუნოების მოყვანისათვის შენ ისარგებლე ჩემის შინ უყოფნელობით.

– მე ჭეშმარიტი ვსთქვი, მიუგო ყმაწვილმა კაცმან.

– მიჰქარავ, გაურო! დაუყვირა ფაშამ, თავის თავს ძალა დაატანა, რათა შემდგარიყო სიანჩხლისაგან, აბა გულ წრფელათ იყავ, უთხრა ფაშამ თავ მდაბლობის ტონით: ნუ ადიდებ სიცრუით შეცოდებასა შენსა. შენ კარგათ იცი, რომ მუსულმანის გაქრისტიანება ძნელია.

– მე იმედი მქონდა ის მაინც მექნა შენ მოწყალე შექმნილიყავ ჩემის მოძმეებისა, მიუგო ტყვემ.

– განა ისინი შენი ძმები არიან, აის ტურების გროვა, რომელნიცა ყოველ დღე ერთი ერთმანეთს ჰკბენენ; ის არის ჩამამავლობა ურწმუნოთა რომელთაცა დავიწყებიათ თავის საკუთარი რჯული? მაგაზედ ჰსჩივიან? იმათგანი ზოგნი ერთნი მე მოვაქციე კარგ ქრისტიანათ, მოწამობითისა ხერხითა ზოგნი გავხადე კარ მუსულმანათ, შეგონებითისა ხერხითა. ამას გარდა განა შენ იმათი მღვდელი ხარ?... არა, შენ ხარ ერთი მათ სუბუქათ მსაჯულ გაურთაგანი, რომელნიცა ცდილობენ გავრცელებასა ჩვენ შორის კერპობითსა ჩვეულებასა. თავი დაანებე ხერხსა და სიცრუესა; შენ უთუოთ, გაიგონებდი სილამაზესა ამ გოგოსასა, (აჩვენებდა ბაილაზე) და, თავ გამომეტებული ცდილობდი გაგეძღო თვალნი ამის ცქერითა, ასე არ არის?

– არა, მიუგო ჶერდინანდმა.

– მაშ როგორ მოახერხე რომ ერთათ შეხვდით, ვინ იყო შენი წინამძღომელი? როგორ მიგიღო შენ აქა?

გარნა არ მიიღო პასუხი არცერთ ამა კითხვებზე; იგრძნო მხოლოდ კანკალი ბაილას მუხლებისა, რომელზედაცა ეწყო მას ხელები.

– ქრისტიანო, კიდევ დაიწყო ფაშამ: მე გიმეორებ კიდევ, ჰსწორე მითხარ. მითხარ მე, რა იმედი გქონდა; მაჩვენე მე ისა, ვინც შენ შემოგიყვანა, გამოაჩინე შენი ამხანაგები, და მაშინ, შესაძლო არს, მიიღო პატიობა, თქვი, ყურს გიგდებ.

გარნა ტყვე ხმას არ ირებდა.

– თქვი, თქვი, გაურო, დრო გაქვს კიდევ; მხოლოდ მაგ ფასით შეგიძლიან მოისყიდო სიცოცხლე შენი.

ჶერდინანდ ლასსიერი არას ამბობდა, ეხლა ის თავის თავს უყურებდა, როგორათაც უმანკი მსხვერპლს და გადასწყვიტა რათა მიეღო მოწამეობითი სიკვდილი. და როგორ უძგერდა გული ბაილას: რა რიგათ ძრწოდა მრთლად შიშისაგან: ის იყო სიკვდილსა და სიცოცხლესა შორის. ვინ იცის, თუ ფრანკმა ჩემზედ არა უთხრარა? ამბობდა თავისთვის ბაილა. ოო! მაშინ შეუყვარდებოდა ის; ინანებდა იმის სიკვდილზე.

– შენ იცი, რა სიკვდილი გელის? ჰკითხა ალი–ბენ–ალიმ.

– როგორიც უნდა იყოს, მე განმზადებული ვარ.

რა თქვა ესე, ჶერდინანდი მკვიდრად დეემყარა რათა არა გამოეცხადებინა თანა შემწენი თვისნი.

– მაშ შენ ამ სიცოცხლეში არა გენანებარა? უთხრა ფაშამ.

– არაფერი.

– და სულ არაფერს არას გამომიცხადებ?

– არა! მიუგო გადაწყვეტილათ ჶერდინანდმა.

ოო! თუ შესძლებოდა მას მიხვედრა ბაილას გრძნობისა ამ ჟამში; მაშინ შეიტყობდა, რომელ გული მისი ენთებოდა იმის სიყვარულით.

– მე მსურდა მხოლოდ ერთი რამ, ჰსთქვა ჶერდინანდმა შემდგომ რამტენისამ ხანისა.

–რა, რა? დაუყვირა ფაშამ მოუთმენლათ.

ბაილა შეძრწუნდა.

– მე მსურს, ჰსთქვა ჶერდინანდ ლასსიერმა,რათა მოძღვარმან ჩვენის წმიდის სარწმუნოებისამან მიწინამძღროს მე წინარეს სიკვდილისა:

ფაშა დაფიქრდა; შემდგომ ჯოჯოხეთიური ღიმი მოუვიდა მას სახესა ზედა.

– ჰი, ეგ სურვილი შესაძლო არს აღგისრულდეს, უთხრა მან. შემდგომ, მიუბრუნდა მცველს და უთხრა:

– მოიყვანე ის ძაღლი, რომელიცა მე დღეს მოვიყვანე ჩემთან.

რამტენსამე მინუტს შემდეგ შემოიყვანეს მოხუცი, ბერი რომელიცა იყო ზედა–მხედველი მონასტრისა ალი–ბენ–ალის საფაშალიკოში.

– რატომ არ იძლევი ხარჯსა, ბებერო ძაღლო? დაუყვირა ფაშამ, რომელიც ეუბნებოდა მოხუცსა.

– სულ–გრძელო ალივ! იფიქრე,სად უნდა ვიშოვნო მე? შენ იცი, რომ ჩვენ ღარიბნი ვართ და გვაქვს მხოლოდ დღიური საზრდო.

– მე რას დავდევ მაგას, უთხრა ალიმ და პატარას ხანს დაჩუმდა; შენ შეგიძლიან გარდარჩე მაგ ხარჯსა, თუ შეიქმნები მორჩილი.

– და რა უნდა ვქნა მე? ჰკითხა ბერმან.

– მოიღე წყევა ღვთისა შენისა, თავსა ზედა ამა ძაღლისასა. ეე,შენ მოკვდები, მიუბრუნდა და უთხრა ჶერდინანადს, დაწყევლილი მღვდლისაგან შენის სარწმუნოებისა.

ალიმ გაიხარხარა.

ჶერდინანდმა მოიხრა თავი, განმზადებულმა მიღებად წყევისა და სიკვდილისა.

– რომლის სარწმუნეობისა ხართ? ჰკითხა მას მღვდელმან.

– ქრისტიანი! მიუგო ჶერდინანდმა.

– მაშა სადამე კურთხევა იყოს შენზედა, შვილო ჩემო,გავარდა დამბაჩა და ბერი დამსხვრეულის თავით დეეცა პოლსა ზედა.

– წაიღეთ ძაღლი ესე! სთქვა ალიმ მიუბრუნდა მცველთ, და დაგვტევეთ ჩვენ მარტო.

მკვდარი გაიტანეს.

– მაშ ახლაც არას მეტყვი, ეხლაც არას გამოაცხადებ? ამბობდა ფაშა.

– არაფერს, მე გადავსწყვიტე უნდა მოვკვდე!

– ახლა, თქვა ალიმ და მიუბრუნდა ბაილას და ვითომ იყო ცივის სისხლით: ახლა გავიყოთ მედა შენ შორის, აჩვენა მან ფარდენინადზე. მე მაგის თავს ავიღებ, მხოლო შენ, ჩემო ერთგულო, რა უნდა მამცე? ჰო! მე ვიცი რაც უნდა მამცე; შენ მაგას უყვადი, თავისი გული მოგცა, მაშ წადი და გამოართვი.

ბაილამ, შეშინებულმან, არ იცოდა რა ჰაზრი მიეცა ამა სიტყვებისათვის.

– წადი და გამოართვი! განამეორა ფაშამ: შენ მაგას ისევ უყვარხარ, წადი, წადი, სულო ჩემო, და თუ ვერ შეიძლებ იმ საძაგლის გულის გამოჭრას შენის ხანჯლით, მაშ ჩემი წაიღე.

ბაილა, შეწუხებული და გაკვირვებული ამა სიტყვებით იდგა უძრავათ.

– განა შენ ჩემი არ გესმის? შენ, მგონი მეხუმრები. იქნებ გიყვარდეს მართლა შენ და მისთვის შესაძლო არს არა გსურს გაგზავნა მაგისი ეშმაკებთან?

ოდალისკა დეეცა მუხლებზე; ტიროდა იგი.

– დამმორჩილდები თუ არა?

მიიტანა მან ხელი თავის ხანჯალთან.

– ჩემი წაიღე! უთხრა ფაშამ და მიაწოდა ხანჯალი თვისი.

– აბა, წადი და ეხლა გამოართვი გული. შენ ყოყმობ?... კანკალებ?.. მაშ გიყვარს შენ ეგა? ... სიცოფით დაუყვირა ფაშამ.

– დიახ, მე მიყვარს ეგა, ავაზაკო! დაიყვირა ბაილამ. და ამავე დროს მთელი ხანჯლის პირი დეესო ტარამდენ ალი–ბენ–ალის.

– შეჩვენებულ იყავ, შეჩვენებულ! ხრიალებდა მამაკვდავი. ჶერდინანდი იდგა მეხ დაცემულისავით, მხოლო ბაილა, თითქო შთაებერა ერთ–ბაშათ ამ მინუტში მახვილ გონება და ჭკუა, მოაგროვა ერთიანათ ხალიჩები,ბალიშები, მებელი, და წაუკიდა ცეცხლი. სასახლე ალისა იყო ხისა და რამტენსამე ხანს უკან მოედო ყველგან ცეცხლი. შეიქნა არეულობა, დარბოდნენ, რჩებოდნენ, მხოლო ამის შორს ჶერდინანდმა და ბაილამ, ისარგებლეს საყოვლეთაო აღრეულობისაგან და გავიდნენ სასახლიდგან.

რამტენსამე თუჱს უკან, ჶერდინანდ ლასსიერი და ბაილა, ალი–ბენ–ალის საყვარლად ყოფილი, შეადგენდნენ ერთს თვით ბედნიერთაგანსა მეუღლობასა, მცხოვრებათა შორის პარიჟისა.

დასასრული.

2 სწავლა და ხელოვნება

▲back to top


2.1 ჰსწავლა მოსწავლეთა

▲back to top


ჰსწავლა მოსწავლეთა

ათთა სახმართა საქმეთა ჩაგონება ყრმათათვის

ისმინე ჰსწავლის მძებნელო მოჰყევ დავითის მცნებასა,
ჯერ მწარე ჰსჭამე კვლავ ტკბილი თუ ეძებ გემოვნებასა,
თავს გაფრთხილება ჰსჯობია ბოლო ჟამს დანანებასა,
და მჭირს მყოფი ლხინში შესული შვებად მიითვლი ვნებასა,

დედამ რა შვას ძე პირველთა ჭირთ აღარ მოიხსენებსა,
ძის სიხარულით დაჰკარგავს იალოს მზგავსთა სენებსა,
მაშინ იხარებს მწიდნავი ოდეს მოისთვლის მტევნებსა,
და ეგრეთ მოსწავლე ჰსწავლასა რა სრულ ჰყოფს განისვენებსა,

ჰსწავლა სიკვდამდე შენია მუდამ შენთანა მყოფელი,
მას გეცილების ვერავინ არ არის გასაყოფელი,
სხვას ყველას მახე უგია თავისა გასაყოფელი,
და თუ კაცსა ცოდნა არა აქვს გასტანჯავს წუთი სოფელი,
ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა რაზომსაც დაეტარების,
აქვს უხილავი საუნჯე ხელი არ შეიკარების,
არც ცხადით ძალით წაერთმის არც მალვით მოეპარების,
და კვლავ უხმარ არის ბრიყვთათვის, ჭკუა ცოდნით მოიხმარების
ჩემის ამცნებით შევატყე ბრიყვთათვის რაც შემიტყვია,
ავი და კარგი გარჩევით ვხედავ რომ ახლოს მიწყვია,
მინდა და ჰსწავლის სიმოკლით ცალ ცალკე ვერ გამიწყვია,
და ჰგავს უხორთუმოს სპილოსა ჭკვიანი კაცი ბრიყვია,
ვით უსაჭურვლოდ მამაცი ომშიგან გულად ლომობდეს
გაცოფებული გულ ბრაზად ვეფხვი უკლანჭოდ ომობდეს,
ვერ აღსრულოს საწადი რაც ნებავს მისთვიის ღონობდეს,
და ეგრეთ ჭკვიანი უწვრთნელი ვერ მიხვდეს რასაც ნდომობდეს,
ვსძებნე და ვერა ჰვპოვერა მჯობი ამ ჰსწავლა მცნებისა,
ბრძენსა აქვს სახელოვანად სოფელში ყოფნა ნებისა,
ბრძენი სადაც არს დარჩების საუნჯე თან ექნებისა,
და ბრძენი პურთათვის ჩემსათვის მუხლთ არვის მოექნებისა,
ბრძენი სიტყვითა დარჩების ოსტატი თავის ხელითა,
ხუცესი წირვით, ვაჭარი, შორს წასვლით მოსვლით ძნელითა,
მოლაშქრე სისხლის ქცევითა, მხვნელი ოფლითა ცხელითა,
და გლახა კარის კარ თხოვნითა შენა გწადს აწ რომელითა,
ზოგი ხომ ძოღან გაჩვენე შვიდიოდ სარჩოს ძირობა,
მერვე ხელმწიფე დარჩების ცისაც აქვს ქვეყნის მჭირობა,
მეცხრე სარჩენათ მწყემოსობა ზროხათა მენახირობა
და მეათე მიჯნურთ სურვილი ტრფიალთა შენამზირობა,
მიჯნური, მწყემსი მსაჯული გლახაკი გინა მხვნელია,
მოლაშქრე, ვაჭარ, ხუცესი, ოსტატი ბრძენ სიტყველია,
ათისავ თვითო მოგითხრა რომელი რისაც მქნელია,
და რომელიც გინრა იქონე ერთ ერთს მოჰკიდე ხელია,

ა.

მიჯნურმან უნდა ტრფიალი გულ მართლა შეიყვაროსა,
მუდამ გვერთ ახლდეს სურვილით აროდეს გაეყაროსა,
უმისოთ ჭირად სახევდეს ყოველსა გასახაროსა,
და ტკბილად ჰსჩნდეს მისთვის სიკვდილი სიცოცხლე გაიმწაროსა,

ბ.

მწყემსობა უნდა სიფრთხილით აქვნდეს მცირედი ძილია,
მუდამ მხნედ სამწყსოს უვლიდეს დღე ყინული თუ თბილია,
მწყემსმან კეთილმან ცხვართათვის დადვისო სული ტკბილია,
და ვინც ბრძანა მანვე მარიდოს უხილავთ მხეცთა კბილია,

გ.

მსაჯული უნდა მართალი ვით ბრძენთა დაუწერია,
უქრთამო ღრმად გამჩხრეკელი და სიბრძნით გონიერია,
ყოველთა ჰსწორეთ უსჯიდეს ვინც მდიდარ ვინც მშიერია,
და რადგან სჯულისა სასწორი ხელთა მას დაუჭერია,

დ.

გლახაკი უნდა მდაბალი ტკბილისა ენა–პირისა,
მლოცველი ყოვლის სულისა სულ დიდისა და მცირისა,
უყვარს ვით იობ უფალსა გლახა მომთმენი ჭირისა,
და ჰსძულს ღმერთსა ამპარტავნობა მეტადრე გლახა მწირისა,

ე.

უნდა მხვნელთა და მთესველთა მწიდვნელთა გინა მბარავთა,
მზის აღმოსვლიდგან ჩასვლამდე შიგ არ შეხედონ კარავთა,
ცხელის ოფლითა დამწვართა ჩრდილთ ქვეშე მიუკარავთა,
და რაც იმუშაკონ ჭამონდა აჭამონ ქვეყნის მფარავთა,

ვ.

მოლაშქრე უნდა ჭაბუკი თამამი თავ მდაბლოვანი,
მეპატრონეთა ერთ–გული, მორჩილი, სამართლოვანი,
მხნე, ამხანაგთა მოყვარე, მამაცი, ძალ გულოვანი,
და გულ სრულად მებრძოლთ მებრძოლი არ სუსტი მაგარ მკლოვანი,

ზ.

ვაჭარი უნდა სარფისა სამთვრალოს არას სვემდესა,
ყომარბაზობას ერიდოს, სიწმიდით თავსა სცევდესა,
მეტად უზომოდ ალალსა არამში არა ჰრევდესა,
და ჰსწორეს ადლსა და სასწორსა, ხელში არ ამრუდებდესა,

ე.
ხუცესი, უნდა მამაცი ართუ ჯაბანი მხრდალია,
ხუცესს არ ეთქმის ჭირშიგან ვერ შევალ, სარიდალია,
ხუცესმან უნდა დამარხოს თუ კაცმან სული დალია,
და ხუცესიც ბევრს რიგს დანაკლებს თუ ბევრი ღვინო დალია,

თ.

ოსტატი უფლის მოშიში დავითმან ქებით შემოსა,
ნეტარ არს ვინცა ნაშრომი ნაყოფთა თვისთა ჭამოსა,
ცოლით არს ვით მსხმო ვენახი კიდესა სახლ მიდამოსა,
და შვილნი ხედ ზეთის ხილადა ურგს ტაბლის გარეშამოსა,

ი.

აწ ბრძენი უნდა სოფელში, ეგრეთ ვით წმინდა ბერია,
ჰსცხოვრებდეს ერთ ასწავლიდეს გახადოს მეცნიერია,
ბრძენმან არ უნდა იკადროს ურიგო რაც რამ ფერია,
და ბრძენის ურიგოდ ქცევითა ბაძით წახდების ერია,
ათივ ეგ იყო მოგითხარ სხვა არა მისგან კიდეა,
რომელიც გინდა ირჩივე აიღე ხელი კიდეა,
გერჩიოს გლახათ იარე გერჩიოს ყანას მკიდია,
და მე შენთვინ აღარ მცალიან ყმარწვილის ვალი მკიდია,
ვით ძნიად წნორი ბურფუყი ვერ იგრიხების
წნელადა ეგრეთვე კაცი ხნოვანი გაისწავლების ძნელადა,
ვით ახალ ნორჩი ვაზისა ხელს მიჰყვეს სიფურჩელადა,
და ეგრეთ ახალი მოზარდი ყრმა ოსტატს გასაწვრთნელადა,
ერთს სიტყვას გეტყვი მისმინე ყრმაწვილო შენს მორჩენასა,
თვალს ნუ ახეხებ ბნელთათვის ნუ ჰკარგავ ნათლით ჩენასა,
ნუ ეშურები ფეხითა უკეთურთაყე რბენასა,
და ხმა მოუდაბლე ორღანოს აშიყ მაშიყად სტვენასა,
იქმოდე გულის თქმისასა გემოვნებისა თმენასა,
თავს თაფლი ბოლოს ძიმწარე ნუ გეტკბილების ენასა,
გულით უფრთხოდე ყურითა სასაფრხოს სიტყვის სმენასა,
და მით შეეყრების საყვარელს შენს ლამაზს სულის ლხენასა,
ალაბულათი ნუ ავსებ წმიდად გარცხილსა მენასა,
გაგიჭირდების გარეცხა შეიქ ოხვრას და ქშენასა,
იტყვი რა უყავ ჩემს თავსა დაიწყებ კბილთა ღრჭენასა,
და დავით რომ კარგად მასწავლა მე იგი რისთვის მენასა,
ყმაწვილი უნდა ჰსწავლობდეს საცნობლად თავისადაო,
ვინ არის სიდამ მოსულა სად არის წავა სადაო,
ვინცა ჰქმნა თიხა ჭურჭელად რას უძღვნის ხელ ფასადაო,
და ვით რემა ხნარცვს არ ჩავარდეს ულაგმო და უსადაო,
უნდა ქალმან და ყმაწვილმან დახუროს ბაგე კბილოსა,
ფეხი არ ახსნას საბლითა და ენა შებორკილოსა,
არ მისცეს ნება შეძვრისა წარბს წამწამს თვალის კილოსა,
და არცავინ თვით სხვა გაჰკილოს არც სხვისგან გაიკილოსა,
ნუ მეტყვით ჩვენ რად გვასწავლე რაც თვით არ გაქვნდა ზრდილობა,
რად გვიქე კაცმან ჯაბანმან მამაცთა ხმალ მოწვდილობა,
უცოდინრობა ავია მაქვს მისი გამოცდილობა,
და ჩემსავით სიცხით ნუ იწვით მონახეთ ნიავ ჩრდილობა,
სოლომონ ბრძენი სიბრძნითა თავი არს ყოვლის ბრძენისა,
ბევრი რამ კარგი დასწერა წიგნები ღვთის ბრძანებისა,
ერთი იმასაც მოუხდა გატეხა რამე მცნებისა,
და თუ გიჯობსთ ნურცა მას უსმენთ სიტყვა დამირთავს ნებისა,
დაგინდ ბრძენ იყოს მკურნალი კარგად ატყობდეს მაჯასა,
სხვისას შეატყოს თავისას ვერას გაიგებს ხვანჯასა,
თვით სხვას უწამლებს თავისთვის სხვაზე მიჰყუდებს ბარჯასა,
და მე ვერ ვირგე და თქუჱნ გარგე ამად რად მიზამთ ჯაჯასა,
თუმცა ბრმა ვარ კიდევ ვხედავ ქვეყნად ჩემგან უფრო ბრმათა,
ბერთ გამოცდილთ არა ვკადრებ მოგახსენებ ახალ ყრმათა,
თუ ცურვასა არ ისწავლით ვერ გაუხვალთ წყალთა ღრმათა,
და წკეპლის ცემით დასუსხვა ჰსჯობს საუკუნოდ ცეცხლში ბმათა,

2.2 საქონელთა შეკრებისათვის

▲back to top


ჭკუა პურია სახითა მჭამელთა შესარგებელი

ცოდნისა კეთილ ხმარება მარილი და საწებელი,
ბედს რომ იტყვიან არ ვიცი რა უქო ბედს საქებელი,
და ბედმან ჰკრიბოს ჭკუამ ფანტოს იქნების რა სარგებელი,
ბედი არს ქცევა წუთისა ვით დღისა ნამობ ბინდობა,
ავდარობა თუ დარობა ცის მოღრუბლა დაბინდობა,
ხან მოსწვავს წამთა სიმცირე ხან ალპობს ღვართა დიდობა,
და დღეს მომცემს ხვალ კი წამართმევს ამად არა მაქვს მინდობა,
ბედს საქოჩრითგან თვალთ უჩანს ქალის სახე აქვს ბრმისაო,
დაიარების ქვეყნადა ხელით მძებნელი ქრმისაო,
ვისაც ხელს მოჰკრავს აიყვანს ნახავს გაუჩხრეკს პირსაო,
და თუ მოეწონა დაიჭერს თუ არა დასცემს ძირსაო,
აწ ბედი გითხრა მართალი მე ახლა მამაგონდაო,
რაზომცა ჰსჩხრეკდენ საწუთროს ბრძენთ ბედი არ მოსწონდაო,
ამად არც ლხინსა არც ჭირსა გრძლად ბოლო არა ჰქონდაო,
ბედი მას ჰქვიან ვინც რომა არ მოკვდა სულით ცხონდაო,
ჭკვის უკეთესი საქონლად არა რა საქონელია,
მაგრამ თუ ნდომა გულს აბრმობს არ ადვილ საშოვნელია,
რაც ხელთ აქვს მასაც დაჰკარგავს უმსგავსო საპოვნელია,
და საქონლისა შემოკრება საქმე და საცოდნელია,
ნდომა ბნელს ნათლად აჩვენებს დანაბრმობს ნათლად მხედველსა,
ნდომა მხრდალს გახდის მამაცად შეჰბედავს ძნელს საბედველსა,
ნდომა სხვის ჰსწავლას მიიკრავს ეგრეთ ვით ცერცვი კედელსა,
და ნდომა მიიყვანს მიმყოლსა შესარცხვენ წასაწყმენდელსა,
ფილასაფოსი ეპიკურ გვაუწყებს ამას გვპირდება,
აგებულობით მყოფელი აროდეს გაღარიბდება,
თუ კაცი ნდომას მიჰყვების მიდღეში არ გამდიდრდება,
და როცა პატარას იშოვნის მერმე დიდს მოეკიდება,
ვის სიყვარული დაიპყრობს და ნდომა დაიმონებსა,
რაც თვით არ მოსწონს მის მეტსა აღარას მოიწონებსა,
ვარდის კონასა დაფუშავს ენძელას დაიკონებსა,
და მკვიდრს მიჯნურს ზურგსა შეაქცევს წუთს გულზე დაიკონებსა,
ერთს კიდევ ვიტყვი იგავსა თქუჱნგნით დამერთვის თუ ნება,
ზოგს კაცსა საკმლად მიუჩანს თვისი სიმყრალის სუნება,
რაგინდ ბევრს ავსა შვრებოდეს არა აქვს მისი წუნება,
და ხარჭს გულ ტკბილად უყურებს და ცოლს კი ებუზღუნება,
აწ მე საერო წალკოტი მგონია პატიოსანი,
მიყვარს და მალმალ მსურიან მისთა ყვავილთა ყნოსანი,
განვშორდი სამღთოს ბაღნართა ვსთმობის ბულბულთა ოსანი,
და მიგჰყევ საწუთროს ზღაპართა შევიქენ არაკოსანი,
ამად ვისწრაფი სათკმელად და არა მცალის საყენად,
ვთქმულა საუნჯე უხმარი არა რად გამოსაყენად,
წალკოტს ვიშენებ შეგიკრებ ხილთ უმჯობესთა ნამყენად,
და მოვისთვლი მისთა ნაყოფთა მარგედ არა თუ საწყენად,
ახლა ვსთქვა ჩემი სათქმელი რაც მაქვნდეს ჭკუა გაგება,
უგვანად დიდთა მძებნელთა პატარაც დაეკარგება,
სულ რომ არა ვსთქვა არა რა ის უფრო არ ევარგება,
და მეც მრევენ მერანთ ჯოგშიგან თუ შევსძლე გაჯაგჯაგება,

დავით გურამიშვილის ლეკთაგან დატყვეება

ვაი იმ დღისა დამსწრესა აწ სათქმელათაც ძნელია,
კაცთაგან თვისი აუგი საზარლად საუბნელია,
ცოდვამ მოგვიცვა ნათელსა გარს მოეხვია ბნელია,
და ხელში ნაჭერი კეთილი შეგვექნა საძებნელია,
ქართველთ მადლს ცოდვამ დასძლია რა აღმწონელმან აწონა,
წუნებულ იქმნენ ღვაწლითა თავი ვერავინ აწონა,
მის გამო მტერთა მათზედა დანაცემინა აწონა,
და აღარცა მტვერი მარილი არც ლუკმა პური აწონა,
წაღმა მბრუნავმა დრო ჟამმა უკუღმა შეჰქნა ტრიალი,
ფრთა მოჰკრა ქართლსა კახეთსა შეაქნევინა ფრიალი,
მამლები ტურამ დაჭამა დედლები დარჩა ტიალი,
და მიდგა ყვავი და ყორანი დააწყებინა წკრტიალი,
მოსრა ხშირი ქვეყანა გახდა ვერანად ტრამლადა,
სულ წარიტაცეს თუ ვინმე შანბმში მოურჩა წამლადა,
დადედლებულნი შიშითგან აღარ ვარგოდნენ მამლადა,
და აღარავინ დარჩა ფარსაგი პატრონად ქვეყნის მამლადა,
კახს ბატონს კონსტანტინესა საქმე მოუხდა ყალათი,
ტანთ ხვანთქრის ქურქი ჩაიცვა დასთმო ყეენის ხალათი,
მტერს დამორჩილდა ნებითა ვეღარა ჰქნარა ძალათი,
და მიენდო თავის თავზედა ახმარებინა ჯალათი,
რაც მოგახსენე მოგვგვარა ჩვენ ერთმან–ერთის ბრძოლამა,
ქართლი ოსმალომ დაიპყრა, კახეთი ლეკთა მოლამა,
მით ჩვენმან სისხლმან ნაღვარმან ხევნები სულ ამოლამა,
და სუნით მოიცვა მთა ბარი ჩვენის მკვდრის მძოვრთა ყროლამა,
მე ვიყავ ერთი თავადი მოსახლე გორის უბანსა,
ჯვარობას ჩვენი ქალ რძალი იცვამდენ არ ავს ჯუბანსა,
მუნით გამსტყორცნა საწუთრომ გარდამაცილა ყუბანსა,
და ვაი რა კარგად მოვსთქუჱმდი მეტყოდეს ვინმე თუ ბანსა,
მოყურ იმიგდე მოგითხრობ ტყვედ ჩემსა წამოყვანასა,
ქვეყნის წახდენის მიზეზით ვსცხოვრობდი სხვის ქვეყანასა,
სადაც უხმობენ სახელად ქსნის ხევზე ლამის ყანასა,
და მუნ მოყვრის მუშას თავს ვადექ მკას უპირობდი ყანასა,
დილაზე ავდექ წინდაწინ წაველ კაცითა ორითა,
ვსთქვი მუშას სადილს უმზადებთ ძროხითა ცხვრითა ღორითა,
არ შეყრილიყო ჯერ მუშა იყვნენ მოსასველელ შორითა,
და ჩვენ თურმე გვნახეს მოგვმართეს ლეკთა ირტოზის გორითა,
მუნ ახლოს წყარო დიოდა მასთან ტყე იყო ხშირადო,
იქ მოგვეპარნენ დაგვისხდენ თხუთმეტი კაცი მზირადო,
ავისხენ თოფი და ხმალი მივყუდე მუხის ძირადო,
და იმ წყალზედ პირის საბანად მე მიველ თავის ჭირადო,
შემიპყრეს წამომიყვანეს ხელ ფეხს მომიდეს გენია,
გარდმომატარეს ათი მთა მინდორი ცხრა იმდენია,
მუდმად თვალთაგან ნაკადი მდუღარე ცრემლი მდენია,
და მაჭამეს დუმა და მხალი მახვრიტეს ხინკლის წვენია,
მე დუმის ჭამას არ ვჩივი ნეტავი მაძღრივ მქონოდა,
არ ვინაღვლიდი ცხიმითა რომ ტუჩი გარდამქონოდა,
მე ეს მიმძიმდა მხარ შაკვრით მოვყვანდი ოსაქოლოდა,
და ვაი რად დარჩი ცოცხალი შენ თაო ჩასაქოლოდა,
მიმიყვანეს არა ღირსთა ღირსეულად მიმსახურეს,
არც მასვეს და არც მაჭამეს არც ჩამაცვეს არც დამხურეს,
უსასყიდლოდ მიღებული გასასყიდლად დამაშურეს,
და გავიპარე დამიჭირეს რად წახველო გამპაღურეს
მარტო ვიყავ არ ვინ მყვანდა მე ღვთის მეტი სხვა პატრონი,
არცა მაქვნდა საიმედოდ საჭურველი სამხედრონი,
ღმერთს მივენდევ მან ისმინა იგი ჩემი სავედრონი,
და ხელ მეორედ გავიპარე რაკი ვპოვე ჟამი დრონი,

ოდეს დატყვეებულმან უსჯულოს ქვეყანას საყვარლის სახე და სურათი ვეღარა ნახა იმისი მოთქმა დავითისაგან.

სახით სიტყვა მშვენიერო სხიო მზეთა მზის სახეო,
ვეძებე და შენი მსგავსი მე აქ ვერსადა ვნახეო,
გეაჯები ნუ გამწირავ მოვკვდე შენ კერძ დამმარხეო,
და ჯოჯოხეთში ნუ ჩამაგდებ მე მიწყალობდე სამოთხეო,
ვამე ჩემო საესავო ტკბილო ცხოვრებისა წყარო,
გავეყარე შენს სახესა ვა თუ ვეღარ შეგეყარო,
აწ შენვე გთხოვ შენ შემყარო ვინც გარდართხენ ცა სამყარო,
და მასაც გვედრებ ვინც გამყარა მისი ჯავრიც ამომყარო,
საყვარელო სახით თქმულო უსასყიდლო მარგალიტო,
ვის გადარო ჩემთვის მკვდარო მზევ მზეთა მზის მაგალითო,
გევედრები შემიბრალო თავ მომჭრიან მანგალითო,
და ოდეს სული ამამგლიჯონ შენკენ მისწი მანგანითო,
მტანჯვენ სთმეო აწ ვით დაგთმო ვით უმანკოვ მტრედო გვრიტო,
შენ შარბათივით დაგღვარო და ძიმწარის წვენი ვხვრიტო,
ბნელსა ვზივარ გეაჯები სასინათლო ამიხვრიტო,
და ამოვსძვრე და გამოვიქცე მოვიდე და შენა გჭვრიტო,
შენ იესო მწყემსო ჩვენო ჩვენთვის სისხლის დამანთხეო,
ვით ცხოვარი წყმენდილი ნუ დამკარგავ მომნახეო,
ჩემზედ მხეცთა უხილავთა ნუ მოუშვებ შერისხეო,
და მარცხნივ თიკანთ განმარიდე მარჯვნივ კრავთან შემრაცხეო,
სამკურნალოს ცვარ ცხებულო სნეულთ წყლურების შემხვეო,
სნეულება განმიკურნე მოსალბუნი მომაცხეო,
გამაგონე ხმა საყვირთა ამოიღე ხმა მჭახეო,
და ვით ლაზარეს დამარხულსა აღდექ თავსა დამმახეო,
ჩვენ ცხოვართა მწყემსის კვერთხო ძელო ცხოველო
შენზედ ბმულით შეიმუსვრვის ჩემი წარწყმედის მახეო,
შენს ჩრდილთ ქვეშე დავჯდომილვარ ჩემო სამოთხის დამრხეო,
და განმაშორე მავნესაგან ავსა ნურას შემამთხვევო,

ოდეს დავითს ტყვეობასა შინა სციოდა და მზე ღრუბლისაგან თვალით არა ჩნდა ამაზე თქმული.

მსურის ქება და დიდება ნათლისა წარუვალისა,
მზეთა მზის სხივი თავს მაძევს მმართებს გარდახდა ვალისა,
ჭირს საცნაურის მზისაცა ჰსწორედ გამართვა თვალისა,
და არამ თუ უცნაურისა ცნოვა გზისა და კვალისა,
საწუთროს მზის თინათინი მოგითხრა რაც ფერია,
სარკით მხის შუქით ციალსა უწოდენ ქართველთ ერია,
ვერას ხორციელს სულ დგუმლსა ბჭკალში ვერ დაუჭერია,
და მე თინათინი მინათობს სახლთ კედელ ყურე ჭერია,
მზეთა მზის ვედრება დავითისაგან მზის თხოვნა
დასათბობლად ტირილითა თუ სიმღერისა ხმითა,

მზევ სიშორითა შენითა,
ვსტირ გულზე კვესით ქშენითა,
ყინვა მკლავს და მარჩობს ბუქი,
განმათბე მოჰფინე შუქი,
მზეთა მზეო ამად ვსტირი,
სადღაც დაგიფარავს პირი,
საქებრად ხარ სასალუქი,
განმათბე მოჰფინე შუქი,

მზევ ნუ გამხდი კარგს დარს ავდრად,
ნუ ჩამაგდებ ყინვით ღადრად,
დამფუფქავს მე ღადარდ ფუფქი,
განმათბე მოჰფინე შუქი,

მზევ შენ ხარ კარგი ნარუქი,
ბრძენთაგანა ხარ არ უქი,
ზეგარდმო ნიჭი ნაჩუქი,
განმათბე მოჰფინე შუქი,

მზეო მახარე შენის აღმოსვლით,
ახლით მმოსე შესამოსით,
არ მათბობს მე ძველი ქურქი,
განმათბე მოჰფინე შუქი,

მზევ მომხედე პირის ბრწყინვით,
ნუ დამაძრობ ცივის ყინვით,
სხივთ სითბოს გიქებს ბარუქი,
განმათბე მოჰფინე შუქი,

მზევ საცნობლად შენსა მჭვრეტსა.
თავბრუს ასხამს შეაქრეტსა,
გიმართავს ვერ მართლა თვალსა,
ვერ ჰსცნობს შენს გზასა და კვალსა,

რაზომც ენა მუსიკობდეს,
ბრძნად გაქებდეს და გამკობდეს,
გარდიხდის ვერ ახად ვალსა,
ვერ სცნობს შენს გზასა და კვალსა

მზედა გსახავს მზის დამსახველს,
მით შეგიმკობს სახით სახელს,
ფერხ შენი საცა დავალსა,
ვერ ჰსცნობს შენ გზასა და კვალსა,

ვის უყვარხარ მიაჩნიხარ,
თუმც არ იცის სადა ზიხარ,
შენთვის სწვავს ხორცსა და ძვალსა,
ვერ ჰსცნობს შენ გზასა და კვალსა,

ზე ანათებ ცა სამყაროს,
ქვე ხმელეთსა ზღვასა წყაროს,
გიღრუბლავს ჩემ თვალთა ბნელად,
შემქნიხარ ჭკვით საძებნელნდ,

მე ეს საქმე დიდად მიკვირს,
შენ მე მწყალოდ სად წვით მიჭირს,
ქარსა გრილს მიქროლებ ნელად,
შემქმნიხარ ჭკვით საძებნელად,

შენ შემქმენ და შენ დამბადე,
თვალთა დამაფარე ბადე,
საჭვრეტლად შემექენ ძნელად,
შემქმნიხარ ჭკვით საძებნელად,

თუმცა ვხედავ დავალ ბეცად,
ჭკუით გსაზრავ ქვეყნით ზეცად,
მეგულვი შენ ჩემად მხსნელად,
შემქნიხარ ჭკვით საძებნელად,

გეაჯები მზეო ღირს მყო,
ეს წყალობა შენ მე მიყო,
მიხილე მე ბრმასა თვალი,
მაცნობე სვლად გზა და კვალი,

მზესა მზის შესხმა და ჭეშმარიტის გზის თხოვა დავითისაგან.

დიდება შენდა, დიდება სახითა მზეთა მზეო,
მიუწდომელო ნათელო გრძელო ძცელო დღეო,
უფალო უფლებათაო მეფეთა მეუფეო,
უბერებელო უკვდაო მყოფო შეურყეო,
შენ გაქებ და გეაჯები დაკარგული ტყვეო,
მომიხსენე მონა შენი ნუ დამივიწყეო,
და ვით მე გთხოვო ჭეშმარიტი შენ გზა მაუწყეო,

სვინდისის მხილება დავითისა ოდეს დატყვეებულმა გამოპარვა გაივლო გუნებაში

გულმან მითხრა ადეო რაღად მაიცადეო,
თუ არა იქ რით იქნას რაც რომ დაიქადეო,
ჯერ რაც უფალთ ყალანი გედვას გარდისახეო,
ჰსთხოვე ძალა მან მოგცეს ვისგანც დაიბადეო,
კვლავ წადი განუხეთქე მტერთ მახე და ბადეო,
მას კაცს ღვთისა საყვარელს მიჰყევ თავი ანდეო,
და ვისაც დავით ჰხადოდეს უფლად შენ მას ხადეო,
ადეო ადეო გულით მოიწადეო,
შორს ახლიხარ საყვარელს ახლოს განემზადეო,
სახე მისი სურათი თვალ წინ მაილანდეო,
მის წინ ასე სტიროდე იქ მას შეებრალდეო,
თუ გწადს შენსა საყვარელს გულით შეუყვარდეო,
შენთვის ლახვრით დაჭრილსა სისხლსა ცრემლით ჰბანდეო,
და ეგ რაც დავით გასწავლა ზედ წამალი ადეო,
განაგდო დადეო მუნ სულ ავსა გაზდეო,
დამორჩილდი უფალსა ჰხადე უღაღადეო,
სული, გული მუსვრილი ღვთის წინაშე დადეო,
საყვარელი გიყვარდეს სხვას ნურავის დაზდეო,
მის გაყრასა ნუ იტყვი რაგინდ თვსა წამდეო,
თორემ დიაღ გიძულებს შენ რომ სხვასა ჰყვანდეო,
და დავითისა მცნებაზე დადეგ არ გარდახდეო,
აჰხადეო ბადეო თვალთა მიეც ანდეო,
სცან ამ ლექსთა იგავი თარგმენე თუ გიყვარდეო,
ქართლის პურის ქერქშია შიგ თათუხი ჩავდეო,
ქერქი გაფრცვენ განაგდე შიგნით გულსა ჰსჭამდეო,
მე ეს ხიდი სავლელად დიაღ სწორედ გავდეო,
შენ თუ მრუდად გაივლი მე რა წყალში ვარდეო,
და დავით ჰსწორედ მოგითხრობს თუ შენ შეიგვანდეო,
შენ თუ მრუდად გაივლი მე რა წყალში ვარდეო,
და დავით ჰსწორედ მოგითხრობს თუ შენ შეიგვანდეო,

ჰსწავლა თავის გაფრთხილებისა და შორს წასვლაზე მზად ყოფნისა.

სავარგონია მგონია ეს სიტყვა გასაგონია,
ბაღ წალკოტისა მოქმედთა ვარდი დათესონ რგონია,
თუ სნეულებას უფრთხოდე ჭამე სვი შესარგონია,
თავს გაუფრთხილდი არ უყო საქმენი ურიგონია,
დალიე საბრძნო წამალი დაღვარე საშმაგონია,
ღვთად ნუ გწამს გამობერილი დასიაბილ და გონია,
ის გწამდეს ვინც რომ დაგბადა მოგცა ჭკუა და გონია,
მას ჰსთხოვე ყველა მან მოგცეს არს სენი რაც სარგონია,
შორს წამსვლელი ხარ მზად გაქვნდეს ნუზლი და საბარგონია,
და დავითის მცნება ისმინე განაგე გასაგონია,
ეს არ ჭორია სწორია რაც სიტყვა გითხარ ორია,
ქვად არა წმიდად მცონარი თქმულა კამბეჩის სკორია,
უქმად ბევრისა მჭამელი გაუმაძღარი–ღორია,
ყურ მძიმე ლაფში დაფლული ზანტი უღონო ჯორია,
თუ ჩაწვა ძნელდ ადგების თავშიც რომ სცემო ტორია,
ვერ მქმენელი დიდთა მეტყველი ენითა ვით რიტორია,
დაეზარების წასვლასა რაგინდ არ იყოს შორია,
ძალ მოკლებულ არს მცონარი ვითა მდინარე მდორია,
მხნემან ვით ჩქარმან წყარომან განხეთქოს მთა და გორია,
და მხნე იყავ და განძლიერდი დავითს რაც უთქვამს სწორია,

ლოცვა ოდეს დავითს ტყვეობასა შინა მოშივდა და ღმერთს პური ჰსთხოვა იამბიკო.

მამაო ყოვლის მპყრობელო ღმერთო მოწყალეო,
ჩვენო გამკაცებელო შემქნელ დამბადეო,
რომელი ხარ ცათა შინა არსის საყდარზეო,
წმიდა არსი მაგალობე შენი ეო მეო,
იყავნ ჩემზე მოწყალებით შენ დამიფარეო,
სახელისა შენისათვის აწ მამეხმარეო,
შენი უხვი მოწყალება შორს ნუ წამგვარეო,
მოვედინ მოწყალებითა ისევ შემყარეო,
სუფევა წარმოავლინე მადლო მამფინეო,
შენი გაჩენილი ვარ და შენ დამარჩინეო,
იყავნ ნება შენი ჩემზე ჩემო მეუფეო,
ვითარცა პირველ მამათა შენ უწყალობეო,
ცათა შინა ისრაელთა საზრდო უწვიმეო,
ეგრეცა ნათლის სვეტითა ღამე ავლინეო,
ქვეყანასა ვარ უცხოსა დაკარგული ტყვეო,
ზედა მთასა ავართასა აწ მამეშველეო,
პური რა მაქვს მიბოზე მშიან მაჭამეო,
ჩვენი შენგნით მოცემული რად დამიმალეო,
ახობისა პურს გამყარე შმაბი მაძოვეო,
მომეც გვედრებ შენი ვალი გარდაიხადეო,
ჩვენ გცოდეთ და შენ შეგვინდევ სულ გრძელ მოწყალეო.
დღეს სადილად არა მაქვსრა გამომიჩინეო,
და ვიკრიფე ყოვის ფარჩხილა და ისი ვსჭამეო,
მომიტევენ შეცოდება შემინდევი თუ რამ შეგცოდეო,
ჩვენთანა შენ წყალობა ნუ განაქარვეო,
ნადებნი ძველნი სახმილნი ნუ გაგვიახლეო,
ჩვენნი მსხვერპლი კაენისას ნუ მიამგზავსეო,
ვითარცა აბელ მართლისა შენ შეიწირეო,
ჩვენ მიუტევებთ თუ ძმათა შენც მოგვიტევეო,
თანამდებთა გარდავიხდით მივცემთ რაცა გვძეო,
მათჩვენთა აღნადგინებთა სხვათა ნუ აძლეო,
და მბადებელო მიბოძე ეს რაც ვითხოვეო,
ნუ შეგვიყვანებ ღრმა ზღვათა რომ არ დავინთქეო,
ჩვენ შენად სადიდებლად მთლად განგვარინეო,
განსაცდელსა მოგვრიდე კარგო მენავეო,
არამედ მიხსენ ვით მოსეს შუა განუპეო,
ჩვენო მოწყალევ ეს ძღვენი გიძღვენ დავით მეო,
და ბოროტისაგან დამიხსენ ყოვლად ავით მეო,

სამების ვედრება გზის წარმართვის თხოვნა დავითისაგან

იამბიკო.

რამეთუ გცოდე უფალო ვითხოვ შემინდეო,
შენი ვარ მონა წყალობა შენ მე დამმართეო,
არ სადა მყავს მისამართი შენ მე მოგმართეო,
სუფევა შენი მშვიდობით გამოავლინეო,
ძალი და ღონე მიბოძე მტერთა ვიყო მრეო,
დიდება შენდა ნათელო ერთო სამ სახეო,
მამისა აბრამისასა სტუმრად მსხდომარეო,
და ბერებულთა მათ ბერწთა შვილით ახარეო,
ძისა მათისა ისაკით ძე მოასწავეო,
და მმარხველს დამტირებელსა ვითხოვ მიბოძეო,
წმიდისა სამებისაო მადლი დამფარეო,
სულისა ჩემის საოხად რაც ვთქვი მახმარეო,
აწ დავით იტყვის დიდება შენდა მეუფეო,
მარადის უკუნითი უკუნისამდეო,
ამინთე მე ბნელს სამთელი და მამინათეო,
დავით მე შენ გევედრები გზა წარმიმართეო

ძის ვედრება დავითისაგან იამბიკო.

დამბადებელის მამისავ საყვარელო ძეო,
აღმიპყარ ხელი რასაც გთხოვ მიბოძეო,
ვარ ვით ცხოვარი წყმენდილი აწ მომიძიეო,
იესო მწყემსო კეთილო კაცთა მეცხორეო,
თიკნათ ნუ გამხდი მარჯვენით კრავში გამრიეო,
განმარიდე უხილავთა მხეცთ ნუ შემაჭმევო,
უფალო ყოვლად ძლიერო განმაძლიერეო,
რომელმან ქანწულისაგან ხორცი ივასხეო,
ადამიანთა ხსნისათვის ჯვარს დაემსჭვალეო,
მოჰკალ სიკვდილით სიკდილი და განაქარვეო,
იხსენ ადამ საკვრელთაგან ევას ახარეო,
საფლავთაგან აღადგინე მკვთრეთით ლაზარეო,
შენ გახსენ ჩემი კრულება და წარმავლინეო,
ვით გამყარე სამკვიდროსა ისევ შემყარეო,
იესო ძელ ღვთისაო ეს შეისმინეო,
ლექსისა ამის შემწყობი დავით აცხონეო,
იმის სულსა მიეც შვება და მეც განმისვენეო,

თომავ დავით მე ამ წიგნს მოგართმეო,
წაიკითხე შენ გასინჯე კარგად შეიტყეო,
რომელიც ხმა შენ შეგეწყო მეც ის შევიწყეო,
თუ რამ შენთვის მამეპაროს შენთვის გარდიწყეო,
ტანსა რაც გინდა უყავი თავს ნუ შემირყეო,
უკაცრაოდ ნუ ვიქნები ძმაო ამაზეო,
რომ ეს სიტყვა შემოგკადრე ვერ გითავაზეო,
შენს ქალთამზეს ბევრითა ჰსჯობს ჩემი მზეთა მზეო,
ქვეყანაზე არსად არის იმ სილამაზეო,
თუ ნახევდე იკადრებდი მთხვევნას ფეხებზეო,
გამოვარჩივე მე იფქლი შენ შეხვეტე ბზეო,
და ჩემს თეთრს თუღუნს არვინ გასცვლის შენს შავ არაბზეო,

სიზმარი დავით გურამის შვილისა ტყვეობასა შინა.

ხმა მესმა ძილსა შინაო რას ხვრინავ რასა ფშვინაო,
აქ რას უწევხარ საძილოდ რატომ არ წახვალ შინაო,
ფეხი წამამკრა წყნარადა ჯოხითა წამიშინაო,
რატომ ვერ ჰბედავ წასვლასა აგრე რამ შეგაშინაო,
დამაწვენელმან აქ შენმან აქ აღარ დაგაწვინაო,
მასთან გიბრძანა დაწოლა ვისთანაც გაქორწინაო,
და ადექ იარე წავიდეთ მე წაგიძღვები წინაო,
მძინარეს ასე მეგონა ცხადია არ სიზმარია,
ვსთქვი თუ ტყვე ვინმე მოსულა ჩემსავით პატიმარია,
მე უთხარ თუ რამ შემეძლოს შენს თავსა მოეხმარია,
და არ გეშინიან გზა იცი შენ წადი მე კი მარია,
მე მითხოვნია ღვთსათვის რაც ჩემი სათხოვარია,
აწ ჩემი წინა მძღომელი არს ქრისტე მაცხოვარია,
მან მწყემს კეთილმან მანახოს მე წარწყმენდილი ცხვარია,
და შენ ვერ გენდობი, ვერ გიცნობ არ ვიცი ვიხა ხარია,
მან მითხრა ვისაც შენ ამბობ შენზედ წყალობა მისია,
შენად ჯოხისა საცემრად მე იმან გამომისია,
მან ბრძანა ფარეხთ გარეთა რად დაგდებულა ისია,
და რად არ ეშინის მგელთაგან ღამეა გადა დღისია,
მე უთხარ თუმცა აგრეა კაცი ყოფილხარ წმიდაო,
ორონდ ამდენი მაცალე ვიშოვნო ქალმან წინდაო,
ფერხთა ჩავიცვამ წამოვალ აქ ყოფნა მე არა მინდაო,
და ჰსდუმნა აღარა მითხრარა დიდხანს ხმა გაიკმინდაო,
ერთი ეს კი თქვა არ ვიცი მე შენი ქალმან წინდისა,
გზას გაძლევს ცრემლნი მოყვასთა უკან ძმისა და წინ–დისა,
ჩემგნით ეგ იყო მოთხრობა ნიშნად მოცემა წინ–დისა,
და თუ მიენდობი დაგფარავს მადლი სულისა წმიდისა,

ტყვეობიდგან გაპარვა დავითისა.

გულზედ მქონდა მოხაზული ცხოვრებისა წყაროს ღარი,
ვიტირე და გარდვადინე მე იმაზე ცრემლის ღვარი,
ღმერთსა ვთხოვე მიწყალობე შენ ასეთი წინა მძღვარი,
და უვნებლად გარდმატარო ქრისტიანთა მტერთ სამძღვარი,
ვახსენე ღმერთი წამოველ სითაც ხსნა მეგულებოდა,
გული ტიროდა ცრემლითა თვალები მეგულებოდა,
აღარ მეგონა მე თუღა გულიღა მეგულებოდა,
და ვიტყოდი ვაი მოყვასნო ჩემთვის დაკარგულებოდა,
დღისით წინამძღვრად მზე მყვანდის ღამით უჭვრეტდი მთვარესა,
მივენდევ შვიდთა ვარსკვლავთა მას ჩრდილოეთის მხარესა,
ღამით შიშველ მთას მოვადექ შუა დაღისტნის არესა,
და მუნ ჟამსა რსმე შევესწარ სიცოცხლის დასამწარესა,
ასტყდა ქარი და დაიწყო სეტყვა ელვა და ქუხილი,
წამ და წუმ ელვის ზარითა თვალებმა შეჰქმნეს წუხილი,
არსად ჩნდა თავის საფარი მაზედ შემექმნა წუხილი,
და თავს დავიხვიე სარტყელი წავსწევ ტანს არას უფთხილი,
სეტყვისა თავში დაცემის შიშითა პირქვე მხობილსა,
გულმან მთქვა ადექ იელვებს იპოვნი გამოქობილსა,
ავდექ იელვა მივადექ კარს მთა ხვრელს ლოდ გაძრობილსა,
და მივედ და მაშიგ უკუ ვსძვერ ვმადლობდი მხოლოდ შობილსა,
დამედვა დიდი იმედი ვსთვი თურმე ღმერთი მფარავსა,
თუ ჩემთვის კარგი არ ჰსწადდეს არ დამადგევდა კარავსა,
დამიხსნა წვიმა სეტყვასა ქარსა სასტიკად მბძარავსა,
და რაც კაცი ღმერთსა ენდობის ღმერთი კარგს უზამს არ ავსა,
ვსთქვი თუ ეე ღმერთო შენა ხარ ჩემებრ ცდომილთა მხსნელია,
თუ არ შენგნითა წინასწარ საქმის შეტყობა ძნელია,
თვალებ დახუჭვილს მწოლარეს გარს მერტყა ღამე ბნელია,
და გულით მაცნობე წინა გზა და ვპოვე საძებნელია,
სეტყვამ გარდიღო გამოველ უფალსა მსხვერპლი შევსწირე,
არ მყვანდა სამღრთოს ზვარაკი მხურვალეს გულით შევსტირე,
არც მაქვნდა საღმრთო წერილი ცოდნაცა მაქვნდა მე მცირე,
და ღმერთო დამიხსენ მტერთაგან ეს ლოცვა გავიზეპირე,

ოდეს დავით ავის დროსაგან შეწუხებული სვინდისის მხილებით ელვისაგან გამოქობილი კლდე იპოვნა და იმას შეეფარა, იქიდგან გამოსულმან ილოცა.

შენ ღმერთო ერთსა ხილულთა მე ვერას დაგადარებო,
არ ვიცი ზიხარ თუ სწევხარ ჰფრინავ თუ ფეხზე დარებო,
მთლად გთქვა ძველ დღედ ხელმწიფობ მზით დღესაც შენ ადარებო,
უკვდავ ხარ გნებავს ვისაცა აცოცხლებ და ამკვდარებო,
მამა ხარ დაუსაბამო არა გაქვს დასასრულია,
სიტყვა გაქვს ძედ მოთხრობილი გვსმენია აქ მოსულია,
არა ხარ ღმერთი მტყუარი გაქვს ჭეშმარიტი სულია,
და ერთი ხარ მაგრამ ამ სიტყვით სამად ხარ გაექსულია,
მზე და სხივი და ნათელი ვით სამად გალექსულია,
იგ სამივ ერთი მზე არის არ ცალკე გასაქსულია,
ეგრეთ მამა და ეგრეთ ძე და ეგრეთ წმიდა სულია,
და ვისაც სამება არა ჰსწამს ჰსჯულთაგან გარდასულია,
ღმერთო ცათა და ქვეყნისა მპყრობელო შემამკობელო,
მამავ და ძეო და სულო წინასწარ საქმის მცნობელო,
ჩვენად ხსნად შენად საქებრად მის მთის მის ლოდის მძრობელო,
და მე დავით მიხსენ მტერთაგან მამის დავითის მთნობელო,
სახით ვითარცა საწმისზედ ცვარო ზეგარდმო–წვეთილო,
აგარაკთაგან უთესლოდ ძირო მორჩადა ხეთქილო,
გამოუთქმელად ნათქომო მთით ლოდო გამოკვეთილო,
და მიხსენ ცხოვარი წყმენდილი იესო მწყემსო კეთილო,
მზეო ქუხილის ისარო მტერთ გულზე დასარჭობელო,
დავითის ვარდო აბრამის ყვავილო დაუჭკნობელო,
განსჯად ცხოველთა და მკვდართა სამართლის გამამბჭობელო,
და მარცხენით თიკანთ მარიდე მარჯვენით კრავთა მხმობელო,

ვედრება ღვთის–მშობელისა დავითისადან ოდეს იმ ზეით თქმულს ლოდად გამოკვეთილს კლდეს შეეფარა ავის დროს მიზეზით ბოლო ერთი.

მთავ ღვთისავ მთაო პოხილო დავითის საგალობელო,
ვით აგარკო ზეგარდმო ცვარისა შემამტკბობელო,
უთესლოდ აღმოგიცენე ნაყოფი შესამკობელო,
და მომეც ნაყოფი კეთილი იესო ქრისტეს მშობელო,
სიტყვა ძლიერთა მსმენელო უცნაურისა მცნობელო,
სარწმინოების ხარისხო სჯულისა მტკიცედ მპყრობელო,
ქრისტიანეთა ზღუდეო მფარველო გარსა მღობელო,
და შენ დამიფარე დამიცევ იესო ქრისტეს მშობელო,
სახით აბრამის კარავო ღვთის ტევნით გულთა მყრდნობილო,
სჯულთ კიდობანო მოსიანთ ღვთის მცნების ჩასაწყობელო,
ვით შეუწველო მაყვალო საღმრთო ცეცხლ განუქრობელო,
და მიხსენ ნუ დამწვავ სახმილით იესოს ქრისტეს მშობელო,
ქუხილო მტერთა მკვეთელო ელვავ სულ მონათობელო.
ელისაბედის მომკითხო მის ყრმის მის მუცლით მკრთობელო,
ვით სამოსელო უხრწნელო შიშველთა დამათბობელო,
და შემმოსე მადლით შიშველი იესოს ქრისტეს მშობელო,
ბარბაროზთ სჯულთა დამხსნელო სპარსთ სიწმიდისა მთხრობელო,
ცეცხლთა თაყვანის ცემისა დამშრეტო დამაცხრობელო,
ღვთის სამსხვერპლო ფურნეო ცხოვრების პურთა მცხობელო,
და განმაძღე მადლით მშიერი იესოს ქრისტეს მშობელო,
ცხოვრების წყაროს ენბაზო მბანელთა არსა მზნობელო,
კანას წყლის ღვინოთ მსმეველო მექორწილეთა მთრობელო,
კვლავ კლდეო წყლისა მომცემო ოსრაელთ ცრემლთა მშრობელო,
და მასვი მე მადლით მწყურვალსა იესოს ქრისტეს მშობელო,
ნაყოფიერო ვენახო ვით ვაზო ნორჩ უჭკნობელო,
უკვდავებისა მტევანთა მოკვდავთა მოსასთლობელო,
მაჩრდილობებლო ნერგო და კეთილთ შტოთა მყნობელო,
და მიგრილე ცოდვით საწვავსა იესოს ქრისტეს მშობელო,
სიტყვისა მღვრთისა ხორცითა მტვირთველო დამადგნობელო,
ღვთის ძისა კაცად აღმზრდელო მით კერპთა დამადნობელო,
ადამის მხსნელის დედაო ძით ევას მახარობელო,
და შეწუხებულსა მახარე იესოს ქრისტეს მშობელო,
სიბრძნისა ღვთისა სავანევ ტახტ საყდარ დასაჯდომელო,
კეთილ მორწმუნე მეფეთა გვირგვონად მოსახდომელო,
ხიდო წიაღს მყვანებელო კიბევ ცათამდის მწდომელო,
და გზა სიმართლისა მასწავე ისესოს ქრისტეს მშობელო,
მის სიძის მღვიძრად დამხდომო შუა ღამ ძილთ მფხობელო,
გაუქრობელის ლამპრითა ქანწულთა წინა მსწრობელო,
სულელთა ლამპარ შრეტილთა მრეკელთა კართა მხშობელო,
და მოწყალების კარი მიღე იესოს ქრისტეს მშობელო,
ზეცით ღვთის სიტყვის საყვირო ქვეყნად კაცთ მოსათხრობელო,
არსის საყდრისა სასანთლევ ლამპარ გრძლად გაუქრობელო,
მის მთიებისა დედობით ბნელ ქვეყნის მანათობელო,
და შენ განმინათლე გონება იესოს ქრისტეს მშობელო,
ვით მამათ მამის შურდულო მთავ ლოდის გამამტყორცნელო,
დამამტვრევლო კერპთა და საწუთოს ღმერთთა მხოცელო,
პირველ წყევისა წერილთა ბრალისა აღმამხოცელო,
და მიხსენ დედაო მღვთისაო და ჩემო ხატ სალოცველო,
დაურღვეველო ზღუდეო გოდოლო შეურყეველო,
ცათაგან დაუტეველთა წიაღთა დამატეველო,
მარიამ ქრისტეს დედაო ასულო სიონეველო,
და შენ მეყავ ცოდვილსა ქანწულო მღვთისა მხეველო,
შენ გევედრები ცისკარო საიდუმლოსა დღისაო,
ნათელო შარავანდედო საცნაურისა მზისაო,
დედაო მუცლად მღებელო გამომხსნელისა ტყვისაო,
და ტყვეობისაგან დამიხსენ მშობელო ღვთის სიტყვისაო,
ნათელო და ბრწყინვალეო თქმულო აღდგომისა ხატო,
სიტყვიერთა ცხოვართ ქნარო და უხილავთ მხეცთ დამსხარტო,
ტარიგის და მწყემსის დედავ მე ნუ დამიტევებ მარტო,
და ძალი მამეც გარდმახტუნე სადაც დამხვდეს ცოდვის ფლატო,
შენს საქებრად რიტორიცა არს ვით თევზი უხმო უტყვი,
მე ვით ვიტყვი შენს ქებასა ნაწურთნი ვარ ვით პირუტყვი,
მიჭირდა და ჩემს მავნესა შენგნით კვერთხი გარდაურტყი,
და ვით ენბაზო განმიწმიდე მე ცოდვისა ბრალთა ტუტყი,

ოდეს ზეით ხსენებულის გამოქობილ კლდიდამ წამოსულს დავით გურამის შვილის უცხონი შეხვდნენ და მათის შიშით მუხლი მოეჭრა.

რომელმანც მთამან დამფარა მას მთაზედ იმ სეტყვებითა,
მეც იმ მთას მსხვერპლი შევსწირე რაც გითხარ იმ სიტყვებითა,
მერმე ავდექ და წამოველ ტირილითა და ტყებითა,
და სულ გავანედლე გამხმარნი შამბნარი ცრემლთა რწყებითა,
კოჭამდის სეტყვას ვაპობდი ფეხები მაქვნდა შიშველი,
ყველაზედ გული მაგრობდა არაზედ ვიყავ მშიშველი,
ვთქვი თუ რას მიზამს მაცდური ან მგელი ან დათვი შველი,
და შევეპუები არავის თუ ღმერთო შენკი მიშველი,
აწ ყველას წვრილათ ვერ მოვსთვლი რაც მაშინ გარდამხდენია,
სამი დღე შანბში ვწოლილვარ მაღლა არ ამიხედია,
წინ გზისა შაკვრის შიშითა წასვლა ვერ გამიბედია,
და შიმშილისაგან მუცელი მიმკვრია ფერდზედ ფერდია,
ჩემს უკან მდევართ გადურჩა იმ წოლით დღითა სამითა,
ხუთი დღე ღამე ვიცხოვრე შვიდის ტყემლისა ჭამითა,
დღისით ჯაგნარში ვსძვრებოდი მინდვრად ვიდოდი ღამითა,
და დღე თერთმეტამდის ვიარე ყოფა ქცევითა ამითა,
თუმც არ მეწამა მე პური თბილ თაჯა ჯავახურია,
არც მესვა ღვინო კახური არ ვიყავ ნაბახურია,
ათის დღის მშიერს მამერთვა სადილი საკვეხურია,
და მოუწევარი კვრინჩხი და მკვახე მე კოწახურია,
პერანგი მეცვა ახალი არ ძველი მე ტანზე ნარმა,
მუხლთ ზეით გავხდეი შიშველი შამომაცვითა ზენარმა,
დიდთა ჭირთაგან ვნებული ოდეს მცა მამამ ზენარმან,
და მან გამომირწყო წყლული და მიშვა მგრგენმა და მზრზენალმა,
მეთორმეტეს დღეს მოვადექ წყლის პირსა მე უჭალოსა,
შანბში ვსძვერ ვითა ნიბლია ვსთქვი არვინ არ ამბჭალოსა,
შევხედე გაღმა ლეწევდენ მათრახის ცემით კალოსა,
და ვსთქვი თუ აგების უფალმან აქ მიხსნას საკანკალოსა,
ცოტას ხანს უკან მამადგა მე ორი კაცი ნავითო,
მეგონა ამას მკითხევდენ მანდ რას აკეთებ დავითო,
ისევ გაბრუნდნენ შეშინდნენ ჩემის უქოჩროს თავითო,
და მე მუნვე დავრჩი დავღონდი ვსთქვი თუ წავიდე საითო,
რა მნახეს მათის შიშითა მეც ამეშალა ბალანი,
მუხლი მომეჭრა წამერთო ტანში ღონე და ძალანი,
შორს ვეღარ წაველ უკუ ვსძვერ მუნ ახლოს იყო ჩალანი,
და გარდავიხადე იქიცა რაც ღვთისა მედვა ყალანი,

უცხოთ ნახვის შიშით მუხლთ მოჭრის დროს დავითის ლოცვა და გალობა.

ღმერთო მომხედე ვედრება მისმინე გამიგონეო,
მუხლ მოღებულ ვარ არ ძალ მიძს აქედამ დაძვრის ღონეო,
ცოდვის მუხრუჭით შეკრულსა მომიშვი მომიფონეო,
და მერმე შენს გზაზედ მიმიძეღ სად გინდეს წამიყვანეო,
იესო მწყემსო კეთილო, ჩემებრ წაწყმედილთ მპოველო,
ჩავარდი ცოდვის ხნარცვშია ვსცადე და ვერ ამოველო,
ბრძანე ძის თხოვნით მამასა სთხოვე რაც გინდა მთხოველო,
და ვითხოვ შემინდევ ცოდვანი როს მკვდარი განმცხოველო,
აწ ნება შენი ჩემზედა აღსრულდეს აღსასრულითა,
მინდა და ვეღარ დავსძრულვარ ძაღლთაგან განახულითა,
თუ მიხსნი ისევ გმსახურო ქრისტიანისა ჰსჯულითა,
და თუ არა მომკალ ხორცითა ოღონ ნუ წამწყმედ სულითა,

გალობა

მამავ შენი ძეო ვითხოვ მიბოძეო,
ვიქცევი ქვესკნელ ვარდები მისვეტ მიბოძეო,
რად გძინავს აღდეგ უფალო აწ განიღვიძეო,
მოდი გამმართე წელ–გულში სულ დავიბღუნძეო,
ღმერთო დავითის მთნეველო მამაო და ძეო,
ის მტერნი ჩემნი მდევნელნი სდევნე განაძეო,
და შენ გამირკვივე დავითსა რაც წინ გზა მიძეო,
მჭმეო მსმეო ჩემო ტანთა მცმეო,
ვერ მოგეშვები ცოცხალი თუნდა მაწამეო,
მიბოძე საზრდო სულისა მშიან მაჭამეო,
კიდევ შემმოსე სიცივით სულ ვკრკი ამ ღამეო,
ბალა ჩალაში დავსძვრები ვითა ღალღა მეო,
მივხვდი ვით მწყერი ალალთა დღეს მტერთა ვარ მეო,
და დავითის ძევ დავით მიხსენ მე აქადაღმეო,

შველა ღვთისაგან დავითისა ტყვეობიდამ გამოსვლა სარუსეთოში დაღამდა სხვა დღე გათენდა არვინ ჩნდა ჩემი მდევარი,

დილაზე ადრე წამოვსდეგ უძილო ღამის მთევარი,
წამოველ გზაზედ უფალმან მიბოძა საზრდო მდღევარი,
და ორი კიტრი და საზამთრო ნაჭერი მე ნახევარი,
საზამთრო სიცხით დამჭკნარი ხელში მეჩვენა მე ცხლადა,
წყალი ახლოს მხვდა მდინარი ვიკაკვე გასარეცხლადა,
კიტრი უბიდამ გამცვივდა გულზე მამედო ცეცხლადა,
და რომ მომეყიდნა მიღირდა ას ოქროდ ათას ვერცხლადა,
წყალმან წაიღო მივდივე ვეცადე ვერ დავაჭირე,
ბეწვი გაწყდა მისის დევნით მეც წყალში არ დავიძარე,
ღვთისაგან გულსა შემაკლდა ვაყვედრე ასე ვიტირე,
და თუ მამეც რაღად წამართვა აწ ასე რად გავიწირე,
შენის წყალობით იზრდების ყოველი დაბადებული,
აწ მე შევქმნილვარ რისათვის მე შენგნით გარდაგდებული,
თუ არ გინდოდა ჩემთვინა რად დამხვდა გამზადებული,
და თუ არა რისათვის წამართვი საზრდო უბეში დებული,
მერმე არა მოველ გონებას მასვე დაუწყე ვედრება,
შემინდევ ესე ვითარი უმეცრებითა ყვედრება,
რაც ავი მიყო დაგითმო აწ იმას რა შაედრება,
და მაგრამე ასე მშიარსა არ ძალ მიძს გრძლად გზაზედ რება,
თავს დავგმე უთხარ შიმშილით რა გული დაგიყმენდია,
მარხულობა და სასჯელი გონების გასაწმენდია,
მემთვრალესათვის მაცდურნი მახეთა დაარწყმენდია,
და ნებიერობა ხორცისა სულისა წასაწყმენდია,
მოვიდოდი და ვსტიროდი მოვსთქუჱმდი ჩემსა ზიანსა,
ღვთის საბოდიშოსა სიტყვებსა ვიტყოდი თავაზიანსა,
უეცრად ალაგს მოვადეგ ტურფასა ლამაზიანსა,
და მსხმოვიარესა ბაღნარსა ატმიანს და ვაზიანსა,
დავღუნე თავი უკუ ვსძგერ ვაზნარსა შიგა ბურვილსა,
აღმოვირეხვე ყურძნითა მოვრჩი შიმშილსა მწყურვილსა,
მაგრამ მღვთისა კი მრცხვენოდა მე ცოდვით პირ შემურვილსა,
და ვეტყოდი რად არ მივენდევ შენის საყვარლის სურვილსა,
კიტრი მომეც და წამართვი ვერ მოვითმინე თმენითა,
შევსწუხდი მაზე გაყვედრე გცოდე პირითა ენითა,
შენ ღმერთმან იგი დამითმე სულ გრძელებითა შენითა,
და აწ უმჯობესიც მომაგე პილპილად სავსე ტენითა,
რით გარდვიხადო მე ღმერთო ეგე ვითარი ვალობა,
რაც შენ მამაგე სავსებით ურიცხვი შენი წყალობა,
უწვრთველ ვარ არა ვიცი რა დავითის ფსალმუნ გალობა.
და გთხოვ უმეცარსა შემინდო ჩემი ცოდვა და ბრალობა,
თურმე წინასწარ ჰხედევდი შენ ჩემსა გზასა კვალებსა,
შვების წყალობას უზემდი ჩემსა ხორცსა და ძვალებსა,
მე ვერ გხედევდი გცოდევდი ლიბრი დამკვრიყო თვალებსა,
და აწ ხორცმან გცოდა ხორცს ჰკითხე სულს ნურასა ჰსთხოვ ვალებსა,
ხორცსა აქვს დანაშაული სულისა არა ბრალია,
სულია ღვინო კეთილი ხორცი ჭურჭელი მყრალია,
ხორცი ამ სოფლის გემოთი ნებიერობით მთვრალია,
და სული იმ სოფელს დასჯისთვის შიშითა სულ გამქრალია,
ეს სიტყვა ჩემთვის სხვას უთქვამს ახლა მიუთხრობ მეც სხვასა,
უნდა მეღვინემ საღვინე კარგ გვარად გამორეცხოსა,
განაყრევინოს გაწმინდოს რაც შიგნით მწიკვლი ეცხოსა,
და თუ მისგან წახდეს ღვინოდა მე თავში კეტი მეცხოსა,
ეე ღმერთო შენა ამღერე ეს ჩემი სიტყვებ სატირი,
ჭურსა ხნოვანსა მახმარე საბელ მაწაწურ ხაპირი,
აღმომიწმინდე მწიკვლთაგან გული გონება და პირი,
და ციდვით ნამტვრევთა ნაბრძარნი გახიზი და დამაკირი,
აწ შეისმინა უფალმან ხმა ვედრებისა ჩემისა,
დაღონებულსა მამაგო ჟამი ნუგეშის ცემისა,
ხმა სამღერალთა მისმინა არამ თუ ზართ დაცემისა,
და საყდარს დარეკეს გამოხდა ზრიალი ზართა ცემისა,
რა შემამესმა ზარის ხმა გულმან დამიწყო ძგერაო,
ზეზედ წამოვსდეგ დავიწყე ბურვილით გამომზერაო,
შევხედე საყდრის კარზედა პირ ჯვარს დაიწყეს წერაო,
და ვსთქვი თუ უცილოდ აქ არის ჩემი ბედი და წერაო,
გარდაიხადა უფალმან ჩემი ემართა რაც ვალი,
მკრა სიხარული გულისა ანაზდათ ჭკუაზედ შემცვალი,
ასე მეამა პირიდამ გავყარე ყურძნის მარცვალი,
და საჩქაროდ წასვლა მომინდა არ ვიყავ ხანის დამცალი,
კიდევ შევხედე გავშინჯე გარჩევით დავინახეო,
თავთ იალქანნი ქალთანი დევთა რქად გამოვსახეო,
ვსთქვი თუ ვაი თუ მაცდურმან დამირწყოს რამე მახეო,
და მუნ მისვლა ვეღარ გავბედე შორს წასვლა გავიძრახეო,
მას ბაღში ხილი დავკრიფე საგძალი მოვიმზადეო,
ზოგი უბეში ჩავიწყე ზოგი კალთაში ჩავდეო,
კვლავ სვინდისმან მამხილა ბინდამდის მოიცადეო,
და დღისით ნუ წახვალ არამცა მოგიდგას ვინმე ბადეო,
წაველ უკუ ვსწევ ჩალასა სად უფრო იყო ხშირია,
ღმერთმან თქუჱნს მტერთა შეჰყაროს რაც მე ამიტყდა ჭირია,
წამოდგა კოღოს ლაშქარი რა შევსძარ ჩალის ძირია,
და მე დამარჩობდნენ უცილოდ თუ არ დამეცო პირია,
რა შემაწუხეს მეტადრე ვიტყოდი გაჯავრებული
ვინც უნდა იყოს მივიდე სიცოცხლე გამწარებული,
აღარ დავდივე წამოვხტი წამოველ გაჩქარებული,
და მუნ ახლოს კალოს ლეწევდენ მიველ ვით დაბარებული,
მიუცხოვეს და შემოკრბენ მუნ ჩემი გამშინჯავები,
შემომეხვივნენ გარშემო კაცთა და ქალთა ჯარები,
მარტო პერანგით მოსილთა ყელზედ ეკიდათ ჯვარები,
და მიველ და ჯვარსა ვემთხვივე ვიწერე ზედ პირ–ჯვარები
ერთმან მიუთხრა მეორეს დაი ხლებაო ლაზარი,
ხლება რა მესმა დამეცა მე სიხარურულით თავ–ზარი,
მუხლებმა რყევა დამიწყეს ზე ტანმა შეჰქნა ზანზარი,
და ვეღარ დაიდგნეს სვეტებმა და გარდაიქცა ტძაარი,
რუსულად ხლება პურს ერქვა უწინვე გამეგონაო,
სანამდის ის არ ახსენეს მე რუსი არ მეგონაო,
რა რომ თქუჱს პურის სახელი მე იმან მამიფონაო,
და ამ სიხარულმან დამშალა ჯავრით შეკრული კონაო,
როგორც რომ ერთმან ყაზახმან მე მაშინ მამიარაო,
როცა რომ მყვანდა მივლიდა მეტს მამა ჩემი არაო,
შევბრალდი გულზედ მიმიქვა მკოცნა და ცრემლი ღვარაო,
და სწრაფად მოენედ მამგვარა ფხოვლელი იანვარაო,
წყალს გამიყვანეს ნავით საყდარში შემიყვანესო,
კვლავ მიხმესენ სამდივნოშია მაყვირეს მაყაყანესო,
და მკითხეს ვინა ხარ სად მიხვალ რად იყავ ლამის ყანესო,
შევამოკლო აწ რა მერგო რაც ვიუბენ ამდენს ხანსა,
თერგიდამე ხოლაღს წაველ ხოლაღიდამ აშტარხანსა,
მუნით მოსკოვს მეფე ვახტანგს ბაქარს შანოხსა ხანსა,
და ვიახელ და თაყვანსა ვეც ბრძანეს სჭვრიტე ჯაბახანსა,
მიწყელობეს მათ სახელი მომცეს ჯაბადარ–ბაშობა,
ღმერთმან ბევრჯელ გაგათენოსთ ხარებობა ქრისტესშობა,
კარგი იყვის აღდგომასა მეფეთაგან მეჯლიშობა,
და ხმა შაირი გალობანი ჩანგთ კვრა მღერა თამაშობა,
ჯავანის შვილს გამალექსეს მოშაირეს ჩემებრ ცუდსა,
პირად მჭლესა ტანად ხმელსა ვით ნუჟრიანს ხესა მრუდსა,
რაც მე უთხრი მას მიაჩნდის ვით ნარ ცეცხლა უკან კუდსა,
და ბევრჯელ ასე იმწვიტინის კოტვით ძირს დასცემდის ქუდსა.