![]() |
ცისკარი №11 (1853) |
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 მასკარადში |
▲back to top |
მასკარადში
(განგრძელება)
- მე მგონია, დამბაჩები და ექვსი ნაბიჯი. სილის შემოკვრის ჩვეულება ეს არის, ჰსთქვა გუსტავმა.
- ოჰ, ეს სილის შემოკვრა!.. ნეტა რაზედ მოაგონდა ელენას მასკარადი?.. რა არ ენახა?.. ის რომ იქ არ წასულ იყო, მე არ ვიქმნებოდი დამნაშავე წინაშე იმისთანა კეთილ-შობილის ყმაწვილის კაცისა!
- არა არისრა, ძიავ, ღონის ძიება შერიგებით გაათავოთ საქმე?-
- მოიგონე და სიკვდილადმდე არ დავივიწყებ შენს სიკეთესა; მაგრამ შენ თვითონ განსაჯერ: მე შემოვჰკარ ედმონს ყბაში და ჩამოვგლიჯე დამასა მისსა მასკა! ნუ თუ მომიტევებს ამისთანა მძიმე აბიდას ედმონი? იმან იცის რა არის პატიოსნება. წარმოიდგინე შენი თავი იმის ალაგს.!
- ძალუაც ძალიან შეჰსწუხდება-
- რათა განა იმასაც აქვს რამ დანაშაული ამ საქმეში?-
- არა, მაგრამ, თქვენ ხომ იცით საზოგადოების წესი: ყოველს რასმე კუდს გამოაბმენ, და რაკი ქალის სახელი არის გარეული დუელში, თუნდა ანგელოზიც იყოს, მაინც დაჰსძრახვენ - მე წავალ, ძიავ, ედმონთან; იქნება საქმე როგორმე ჩავაქარწყლო.-
როდესაც გუსტავი ჩამოდიოდა კიბეზედ, ელენას გოგო მოეწია და ჰსთხოვა მოვიდეს გრაჶინასთან.-
- მიეცი ეს ბარათი ედმონსა, უთხრა უბედურმა გრაჶინამა გუსტავსა, და თუ ღმერთი გწამს, მოიხმარე ყოველი ღონის ძიება, რომ დაშალო როგორმე დუელი. მე პირში სული აღარ მიდგას. მშვიდობით. ჩქარა წადი.
რა გუსტავი შევიდა ედმონის სახლში, მას იქ დახვდნენ ორნი მისი მოწამენი, რომელიც ჰსჯიდნენ ბრძოლის პირობაზედ.- გუსტავმა ჰკითხა მათ, რით გარდაჰსწყვიტეს.-
- გარწმუნებთ, უფალნო, ეუბნებოდა გუსტავი მათ: ეს ისტორია მეტად ტუტუცური რამ არის. საწყალი ედმონი მოაკლდება სამსახურსა; ბიძა ჩემაც უნდა მიუშვიროს შუბლი ტყვიასა, და ყოველი ესე წარმოჰსდგება ერთის უნამუსოს დედაკაცისაგან, რომელმაც ცილი შეჰსწამა გრაჶინიასა.- არ შეიძლება, რომ იგინი შევარიგოთ როგორმე?-
- არ შეიძლება, უპასუხა ედმონმა! ჩემის ყბის ლაწანმა ტეატრი პირ ღია დაარჩინა!-
- იქმნება შენ გამოიცვალო ფიქრი, როდესაც ამ ბარათს წაიკითხამ, უთხრა გუსტავმა.-
ედმონმა გამოართო ბარათი ელენასა, რომელშიაც ეწერა:
- „გთხოვ, გევედრები, ნუ მოახდენ დუელსა. თუ მართლად ჩემი სიყვარული გაქვს, რომელიც წარმომიდგინეთ ცეცხლის ნაკადულის უბნობითა და მით მეც წამართვით უნებურად საიდუმლო ჩემი, - თუ კიდევ დაგშთენია იმ ცეცხლის ნაპერწკალი ჩემდამი,- გთხოვ, ედმონ, შემომწირო ეს მსხვერპლი; ეს ისტორია მე გამაბიაბრუებს და მომაკლებს პარიოსნებასა; ხოლო თქვენი ვალდებულება არს- დაიცვათ ჩემი პატიოსნების სახელი.-“
ვიდრე ედმონი კითხულობდა ამ ბარათსა, გუსტავმა კვალად ჰსცადა საქმე მიეგდო შერიგებაზედ.-
- ბიძა ჩემი ყოველზედ მზათ არის, ეუბნებოდა გუსტავი: თუ გინდ წიგნით, თუ გინდ პირად მოითხოვს ბოდიშსა, ამიტომ რომელ საქმე შეჰსდგა შეცთომილებისაგან, რომელიც თვითონვე ვალი აქვს დანჰსწმინდოს.-
- ამ გვარის შეცთომილების განწმენდა შეიძლება მხოლოდ დამბაჩებით! შეჰყვირა ერთმა სეკუნდანტთაგანმა. მე თანახმა არა ვარ სხვა არაფერზედ!-
- მოითმინეთ, უფალნო, უთხრა გუსტავმა: ჯერ პირველად ედმონის ჰაზრი შევიტყოთ.
- შენ ამბობ, გუსტავ, რომ ბიძა შენი ყოველს ბოდიშის მოხდაზედ მზად არის? ჰსთქვა ედმონმა: მაშ კარგი; თანახმა იქნება იგი საქვეყნოდ, საზოგადოებაში, მოითხოვოს ჩემთან ბოდიში?-
- უეჭველად.-
ედმონი იყო შერიგებაზედ; მაგრამ სეკუნდანტები წინა აღუდგნენ. იგინი უმტკიცებდნენ, რომელ დასადგინებლად ედმონის პატიოსნებისა დუელი უთუოთ უნდა მოხდეს;- თუ არა იგი იძულებულ იქმნება გამოვიდეს სამსახურიდგან, ამიტომ რომელ აღარავინ მოინდომებს სამსახურსა იმ ოფიცერთან, რომელსაც შემოჰკრეს სილა, და რომელმაც სისხლით არ მოჰსწმინდა ეს აბიდა. განხეთქილება შეიქმნა ფიცხელ. გუსტავი ლაპარაკობდა ძლიერად და ამაყად, მაგრამ ედმონმა იწყო უკვე რყევა.-
- არა, გუსტავ, უთხრა მან დასასრულ: დუელი უნდა მოხდეს. - ეს წიგნი მიეცი ცნობილსა გვამსა და ... მშვიდობით. ხოლო თქვენ, უფალნო, მიბრძანდით გრაჶთან. უთუოთ მასთან ჰპოვებს მის სეკუნდანტებსაცა.- შეჰპირდით ურთი ერთმანეთს როგორც გნებამსთ.- ყოველივე მომინდვია თქვენზედ.-
სეკუნდანტნი და გუსტავი წაციდნენ ერთად გრაჶთან.- გუსტავმა მიჰსცა რდმონის წიგნი ელენასი; ხოლო თვითონ შევიდა გრაჶის კაბინეტში, რათა მუდ დაჰსწრებოდა გარდაწყვეტილების ჟამსა.- გრაჶის მოწმები უკვე იქ იყვნენ.- რა წარუდგინა იგინი ედმონის სეკუნდანტებსა, გრაჶმა უთხრა კეთილშობილურის მედიდურებით:
- როგორც გნებავთ, ისე გარდასწყვიტეთ, უფალნო; მაგრამ მე ვრაცხ ვალად მოგახსენოთ, რომელ უფალი ედმონი სრულებით მართალი არის ამ განხეთქილებაში: ყოველი დანაშაული არის ჩემს მხარეზედ და მე დიდათა ვჰსწუხვარ, რომ ბედი გვაყენებს ჩვენ ერთი ერთის წინააღმდეგად. მე სრულიადის გულით უძღვნი მას ყოველ შესაძლებელს ბოდიშსა, მაგრამ მოიქეცით, როგორც გნებავთ, მე წინათვე თანახმა ვარ.- გრაჶმა თავი დაუკრა და გავიდა ელენასთან.- მას ეგონა, რომ გრაჶინას ჰსძინამს და ჰსურდა ერთი კვალად მაინც დაეხედა მძინარისათვის. იქნება ამის მეტად ვეღარცკი ენახა.- გარნა ელენას ეჩოქა კრავატის წინა და რა დაეფარა სახე ხელითა, ჰსტიროდა მწარედ.- მახლობელ მისა პოლზედ ეგდო გახსნილი ბარათი.- გრაჶმა მაშინვე იფიქრა, რომელ ელენას უთუოთ შეუტყვია როგორმე წინა მდგომარე დუელი მისი ედმონისადმი და აღიღო წერილი.- ელენას მოესმა შრიალი, აიხედა ზემო და გაქვავდა შიშით, რა იხილა ქმარი თვისი, რომელსაც არ მოელოდა იმ დროსა.-
- რა დაგმართვია, სულო ჩემო? ჰკითხა გრაჶმა. რათ გეშინიან.-
- ოჰ!.. მიბოძეთ ეგ წერილი!
- რათა?-
- აქ მიბოძეთ, მიბოძეთ!.. თქვენ არ უნდა იცოდეთ რაც მაგაში ჰსწერია.-
- რატომ?- მე მგონია, ამ გარემოებაში, რომელშიაც აწ მე ვიმყოფები, ყოველივე საჭირო არს ჩემთვის ცნობად.-
და გრაჶმა წაიკითხა შემდგომი:
„მე მოვიხმარე ყოველი ღონის ძიება, რათა აღმესრულებინა სურვილი თქვენი, ჩემო შეუსადარესო ღმერთავ ელენავ! მაგრამ ამაოდ იყო შრომა: მე შთამაგდეს ასეთს მდგომარეობაში, რომელ იძულებულ ვიყავ ამომერჩია ანუ უპატიურება ანუ დუელი.- თქვენ გარდამიყვარებდით, თუ რომ მე მეკისრნა საზოგადო დაცინვა და მომეშალა დუელი. - მოუტევეთ უბედურად დატანჯულსა და ერწმუნეთ დაპირებასა მისსა, არა რაი მოვიქმედო ესრეთი, რომლისათვისაც გარდმოაგდოთ თქვენ ერთი ცრემლი.- კმარა. გიყვარდე მე ადრინდელებრივ და ნუ გექმნებათ ეჭვი ჩემს საუკუნოს სიყვარულშიაც.- მე მიმაქვს საფლავში ნუგეში, რომ ვიყავ მე შენგან შეყვარებული. -
„ედმონი“
გრაჶი იდგა განცვიფრებული ვითარცა ძეგლი.
- მაშ მართალი ყოფილა! წარმოსთქო მან დასასრულ!.. ჩემი ცოლი მაშ ნამდვილ ყოფილა მისი საყვარელი!.. მე კი რა სახითა ვჰსწუნდი მისთვის!.. ოო! მე გარდუხდი მას მაგიერსა!! და იგი საჩქაროდ გამოვარდა ოთახიდგან. - ელენა გამოუდგა, წაავლო კალთაში ხელი და ეხვეწებოდა მოუსმინოს; მაგრამ გრაჶმა ხელი ჰკრა მას, დაუკეტა კარები კლიტით და ჩაიდო გასაღები ჯიბეში.-
- უფალნო! უთხრა გრაჶმა სეკუნდანტებსა თვისსა, რა შევიდა კაბინეტში გაყვითლებულის და მთრთოლვარეს სახით: მე თანახმა არა ვარ არა ვითარიმე პირობისა, მეტადრე შერიგებაზედ. ვითხოვ აუცილებლივ დუელსა.., დუელსა მხოლოდ სიკვდილზედ! გესმისთ?- ერთი ჩვენგანნი, რომელიც დაეცემა, იქვე უნდა დაშთეს.-
სეკუნდანტებმა ერთმანერთს შეხედეს განცვიფრებით.- გუსტავს უნდოდა ეთქვა რამ.
- შენ ჩუმათ ბრძანდებოდე! შეუტივა გრაჶმა. მე არას მოვისმენ. წადი უბრძანე ცხენები შეაბან. უკვე თენდება. ნახევარ საათის შემდეგ ჩვენ უნდა ვიყვნეთ ვენსენის ტყეში.-
იგი უძრავად მიეშო კრესლაზედ.- მას დროსა შორის ოფიცერნი ლაპარაკობდნენ.- შემდეგ ედმონის სეკუნდანტნი გამოესალმნენ და წავიდნენ.-
რა მარტო დაშთა თავის მოწმებთან, გრფმა აღიწია თავი ზეით.-
- რა პირობა დაჰსდევს? ჰკითხა მან.
- დამბაჩებით სროლა ათს ნაბიჯზე.-
- არ მინდა! შეჰყვირა გრაჶმა. იყოს ხუთი ნაბიჯი დათითო დამბაჩაც გაუტენავი, თუ რომ პირველით ვერ მოეჰკლათ ერთმანერთი.
- ეგ არ შეიძლება, გრაჶო! რას ბრძანებთ! ყასაბ ხანა ხომ არ გვინდა გავმართოთ, ჰსთქვა გენერალ სანტიემ.-
- თქვენი საქმე არ არის: მე ესრეთ მსურს.- მზათ არის ცხენები?- დრო არის წასვლისა, უფალნო.-
- მიბრძანებ მეც გიახლეთ? ჰკითხა გუსტავმა გრაჶსა.-
- არა, აქ დარჩა. შენ ესრე უცხოდ გაჰფრთხილებულხარ შენს ძალუასა, რომელ მე კვალად ვაბარებ მას მზრუნველობასა შენსა.- აჰა გასაღები ოთახისა მისისა.-
ერთის საათის შემდეგ წინააგმდეგნი და სეკუნდანტნი მათნი შეიყარნენ ტყეში. პატივის ცემით დაუკრეს მათ თავი ურთი ერთსა; გაუზომეს ადგილი და დატენეს დამბაჩები.-
- უფალს ედმონსა ერგება პირველი სროლა, ჰსთქვა გენერალ სანტიემა.- მაგრამ, თუ ააცდინა, მაშინ მაგის წინააღმდეგს შეუძლიან ორ ნაბიჯზედ მიახლოვდეს დაისე დააცემინოს დამბაჩა.
ედმონი დაჰსდგა ბინაზედ და განგებ იმ ნაირად ესროლა, რომ არ მოერტყა გრაჶისათვის.-
- მესმის, უთხრა გრაჶმა: თქვენ არა გსურთ, რომ იმან იტიროს. მე ეგ ადრევე ვიცოდი; ეგრე არ იქნება. გატენე მეორეთ დამბაჩა და მესროლე. თუ რომ არა გაქვს გასატენად ქაღალდი, აჰა. აიღე!.. ამ სიტყვებით მან მისცა ედმონს მისგან მიწერილი წიგნი ელენასთან.
ედმონმა გაიგო უკვე თავისი აღსასრული... გატენა კვალად დამბაჩა და დიდხანს უმიზნებდა; გარნა ჟამსა სროლისასა, მან აღწია ხელი ზევით და ჰაერში გავარდა.-
- მე ეგრე ნარნარად არ გაგიფრთხილდები.- უთხრა მას გრაჶმა, რომელიც ვერ აღძრა ედმონის მოქმედებამ. იგი მიახლოვდა ორს ნაბიჯზედ, დაადო გულზედ დამბაჩა და მოსწია ჩახმახსა. იქუხა და - ედმონი დაეცა მკვდარი, გულ გახვრეტილი.-
- ღმერთი მართლ მსაჯული არის! ჰნთქვა გრაჶმა, რა გამოჰსწმინდა ჩახმახი დამბაჩისა თვისისა. - წავიდეთ, უფალნო, მეჩქარება: დღეს ნაპოლეონი აპირებს საომრად წასვლას და მეც ბრძანება მაქვს მის დიდებულებას ვიახლე.
იქმნებოდა მეათე საათი დილისა, როდესაც გრაჶი მოვიდა შინა. იგი პირდაპირ გრაჶინასთან შევიდა. - გრაჶის წასვლის დროიდგან ელენა იდგა ადრინდელს ალაგსავე უძრავად და ხმა ამოუღებელი. როდესაც გრაჶი შევიდა მის ოთახში, ელენა წამოდგა, დაიწივლა საშინლის ხმითა და დაეცა ფერხთადმი მისა.-
- ნუ შეგეშინდა, არაფერია; ედმონი მოვჰკალ, უთხრა გრაჶმა.
- მოჰკალ!.. წამოიკვნესა უბედურმა ქალმა.-
- მართალსა ბრძანებთ? ძიავ, ჰკითხა გუსტავმა.-
- მართალს მოგახსენებ, უპასუხა გრაჶმა მკაცრის სახით: თუ რომ შენ, ჩემი სახელის მემკვიდრემ, ვერ შეიძელი დაცვა ჩემის პატიოსნებისა, მაშ მე უნდა მიმეგო სამაგიერო.-
ელენას თვალთაგან არ გარდმოვარდნილა არცა ერთი ცრემლი. იგი შეიქმნა ყრუ, უძრავი, უგრძნობო: ძეგლს ემგზავსებოდა.-
- ყმაწვილი კაცი, რომელიც თქვენ მოჰკალით, წარმოჰსთქვა ელენამ დასასრულ, უბრალო იყო.- არც ერთი ბოროტი ფიქრი არ შესვლია მას თავში... ვნება, რომელსაც ჩვენ ვებრძოდით უმეტეს ნახევარ წლისა, გამოცხადდა შემთხვევით, მოულოდინებლივ..-
აქ ცრემლი წარჰსცდა საცოდავს ქალსა თვალთაგან. კარგიც იყო: უიმისოთ იგი დაიხრჩვებოდა.-
- დიდათ მოხარული ვარ, გრაჶინავ, უთხრა ქმარმა: ჩემთვის დიდად სასიამოვნო არის გავიგონო, რომელ თქვენ არა გაქვსთ მიზეზი დააყვედროთ თავსა თქვენსა ვითარიმე ავი მოქმედება.- მაგრამ მე კი სრულებით არა ვნანობ, რომ მოვჰკალი კაცი, რომელიც იყო შენგან შეყვარებული.- მშვიდობით. მოიწმინდეთ თქვენი დანაშაული როგორც იცოდეთ. მე მომიტევებია თქვენთვის ყოველი და არ შევალ თვენს ყვედრებაში, თუმცა თქვენ მოჰსწამლეთ დანაშთენი სიცოცხლე ჩემი.- რა ვქნა მე თვითონა ვარ დამნაშავე: მაქვნდა უგუნურება- ვარწმუნე პატიოსნება ჩემის სახელისა ოცის წლი ქალსა!-
ღვინობის თვის ექვსსა, ათას რვაას ექვსსა წელსა,
ნაპოლეონი გაბრძანდა პარიჟიდგან და მიიღო სარდლობა ფრანციის ლაშქრისა, რომელიც ემზადებოდა პრუსიაზედ საომრად. იმ საღამოზედ ნაპოლეონი ჩამოხდა სადილის მისართმევად ნანსში. გრაჶ მარშალმა დუროკმა მოახსენა, რომ გრაჶ მონღუვიეს სურს მისი ნახვა. ნაპოლეონმა უბრძანა მისი შემოყვანა,
- მე დამნაშავე ვარ, თქვენო დიდებულებავ, უთხრაგრაჶმა ნაპოლეონს. მე დღეს მოვჰკალ ოფიცერი თქვენის გვარდიისა.
- დუელი გქონდათ? რისათვის?
- გუშინ მე შემოვჰკარ მას მასკარადში, დღეს დუელში გავედით. მან ორჯერ განგებ ჰაერში ესროლა დამბაჩა; ხოლო მე კი მივედი ორს ნაბიჯზედ და გულ გრილად მოვჰკალ.
- არ შეიძლება! ეგ დუელი არ არის! ეგ სიკვდილია მხეცური!..
- თქვენა ბრძანდებით ჩემი იმპერატორი. განსაჯეთ და დამსაჯეთ.-
- შენ სრულად არ მეუბნები. უნდა დიდი მიზეზი იყოს, რომლის გამოც ჩემა ძველმა ამხანაგმა დაალაქავა თავი თვისის სიკვდილით. მე მინდა ყოველი შევიტყო. მითხარი.
- ეს შინაური საიდუმლოა, რომელიც ჩემა წინააღმდეგმა ჩაიტანა საფლავში. მსაჯულნი ვერ შეიტყობენ მას ჩემგან. ამიტომ რომელ მათ შეუძლიანთ წართმევა ჩემის სიცოცხლისა და არა პატიოსნებისა.
- მე ვარ შენი მსაჯული. მაგრამ მე მაგას არა გკითხაამ. მე განვიხილებ კანონიერად მას, რასაც წარმომიდგენს სამსჯავრო. მაგრამ მეგობრულად უნდა გაუტყდე ყველაფერში შენს ძველს ბრძოლის ამხანაგსა. ჩვენ მაშინ არა გვქონია ერთმანერთში საიდუმლო.-
- დანაშაული მაქვს, თქვენო დიდებულებავ! ეხლა სიცოცხლე ჩემი გეკითვნისთ თქვენ, და გული განხსნილი მაქვს, ვითარც უმაღლესის მსაჯულის წინაშე. თქვნ გნებამსთ იცოდეთ ჩემი საიდუმლო, მაგრამ მასზედ არის დამოკიდებული პატიოსნება ჩემის სახელისა.
- განა არ იცი, რომ პატიოსნება ჩემის გენარლებისა უძვირესია ჩემთვის ყველაზედა. მითხარი.
- მხოლოდ რამდენიმე სიტყვა უნდა მოგახსენო ჩემგან მოკლული გახლდა ჩემი ცოლის მიჯნური.
- ნუ თუ მართლა?.. საბუთი გაქვს რამა?
- წიგნი.
- სად არის?
- მე მითი გავატენინე ჩემს წინააღმდეგს დამბაჩა, რა თამცა ამომეფხვნა საბუთი ჩემის უპატიურებისა.
ნაპოლეონმა დაიწყო ზურგზედ ხელები და იწყო ოთახში ჩქარი სიარული. შემდეგ რაოდენისამე დუმილებისა, იგი მივიდა გრაჶთან და უთხრა მას:
- რაც შენ მითხარი, ეს ჯერ ეცოდინება მხოლოდ მარტო შენს ძველს ამხანაგსა.- როდესაც იმპერატორი მიიღებს მოხსენებასა. მაშინ უბრძანებს განსჯასა. რითაც გათავდება განსჯა, ჩვენ ვნახამთ. - ეხლა იმია. ახალს მტერს გამოუთხოვნია ფრანცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ გენერალი მონღუვიე აჩვენებს მამულსა ესოდენს ნამსახურებასა, რომელ სიმკაცრე კანონისა დალბილდება მის წინაშე. ნახვადმდე გენერალო! შემდეგ ომისა, მოვილაპარაკებთ მაგაზედ.-
გრაჶმა თავი დაუკრა და გამოვიდა.
გარნა მეორეთ მოლაპარაკებას გენერალი ვეღარ მოესწრო: პრუსიის ომში იგი მოკლეს, და ქვრივი მისი ელენა, რომელიც ატარებდა აქამომდე დროებას ცრემლში, გათხოვდა გუსტავზედ და მეყვსეულად გამოვიდა კვალად საზოგადოებაში უმშვენიერეს და უსაყვარლეს უწინდელისა.- არავის არ გაუგონია, რომელ ელენას ელაპარაკოს რამა თავის ძველს მიჯნურზედა.-
ათას რვაას თორმეტსა წელსა, როდესაც ძლიერება ნაპოლეონისა განქრა, ვითარც სიზმარი, როდესაც მხედარნი კურთხეულის ალექსანდრესი შევიდნენ პარიჟსა შინა, რათამცა გარდაეხადათ ფრანცუზებისათვის ვიზიტი, რუსის ოფიცრები შინჯამდენ ყოველსა, რაიც ღირსი იყო შემეცნებისა პარიჟში. სხვათა შორის გაშინჯეს სახლი გიჟებისა. მუნ იხილეს ერთი ქალი, რომელსაც ჯერეთ არ დაეკარგა სილამაზე თვისი.- რა იხილა მან ოფიცრები, მსწრაფლად წამოხტა იგი და მიეგება მათ; დაუწყო ხვეწნა წაიყვანონ იგი მასკარადში, სადაც, არწმუნებდა, რომელ გრაჶ მონღუვიე აღარ მოვაო. ეს ქალი იყო მარქრიტა. რა ცმობა მიიღო ედმონის სიკვდილისა, იგი შეჰსცდა ჭკუაზედ. –
გრიგოლ რჩეულოვი.
დასასრული.
![]() |
2 ყვარყვარე ათაბაგი |
▲back to top |
ყვარყვარე ათაბაგი
ტრაღედია ხუთ მოქმედებაში.
მოქმედნი პირნი.
დედოფალი რუსუდან. ორტელი შვილი მძევალი საყვარელი რუსუდანისა. ავაგ სპასალარი. შანშე მანდატურთ უხუცესი. სარგის თმოგველი. ყვარყვარე ათაბაგი. მართა ცოლი მისი. ბერიკა ბრმა მენახშირე მამა მართასი. ბიჭი წინამძღომელი ბერიკასი. სიდონია ცოლი ვარამ გაგელისა, მარიამ და ორტელი შვილისა. ელენე და ავაგ სპარსალარისა. ივანე სახლთხუცესი ყვარყვარესი. გლეხნი, მხედარნი, ქალნი და მსახურნი.
სასახლე რუსუდან დედოფლისა ვარძიაში, მდიდრად განათლებული დარბაზი, ისმის ხმა საკრავისა და სიმღერისა, დარბაისელთ სიარული, შუა სცენისა სდგას გახტი სამეფო.
გამოსვლა 1-ლი.
მდიდრად ჩაცმულნი მსახურნი დგანან და გააქვთ ჭიჭა-ჭურჭელნი. სხვათა ხალხთ შორის გამოვლენ, არტელი შვილი, ვარამ სარგის თმოგველი და ყვარყვარე.-
ორტელიშვილი.
დიდად მადლობელია დედოფალი თქვენი ბატონო ვარამ, მშვენივრად დიდებულად აპირობთ დახვედრას ჩვენ დარბაზ ბატონთა.
ვარამ.
მე აღვასრულე სურვილი დედოფლისა, ყველანი შეჯრბენ, თვითონ ყვარყვარეც მოვიდა თავის მაგარის ციხიდგან, და შეექცევა დედოფლის პალატში, დადის შეჭურვილი.
ორტელი.
ეგ იმის ჩვეულება არის, რას დავდევთ რაც უნდა ეცოს, ყოველიფერი შვენის იმას, სასიქადულო ყოველთა, დაჭრილობანი მამულისათვის განამშვენებენ იმის მკერდსა.- სამი წელიწადია არა ყოფილა სასახლეში, დედოფალს იამაიმის ნახვა, მგონია ნათესავია დედოფლისა.-
ვარამ.
დიახ, ნათესავია, და ამისთვის ხანდისხან კადნიერობს ხოლმე...
ორტელი.
რაუყოთ ყოველივე შეენდობა ვაჟკაცსა... მსახურთ უბძანეთ ნუ გამოლევენ სასმელთა, ხმა სიმღერისა ნუ დასცხრება გათენებამდის?
ვარამ.
სურვილი თქვენი აღსრულდება. (ორტელიშვილი და ვარამ აირევიან ხალხში. გამოვლენ ყვარყვარე და სარგის თმოგველი.)
ყვარყვარე.
ერთი მიბძანეთ იცნობთ იმ ქალსა? დედოფალს რომ გვერდს უჯდა ეხლა ვარამ ელაპარაკებოდა, საშინელი ამპარტავანი უნდა იყოს, რა რიგათ დაათრევს კაბის ბოლოს.
სარგის თმოგველი.
ვარამის ცოლია გაგელის მსახურთ უხუცესისა; გურიელის ქალია, და ვითა ასული მთავრისა არის მთავარი ქრმისა.
ყვარყვარე.
ოჰ რა მდაბალი სულისა ყოფილა, უმჯობესია ცოლის კაბის ბოლო დაჰქონდეს ვინემ ბექთრები... ის ქალი ვინღა არის მარგალიტის ნაკერის სარტყლით. ძალიან დაფიქრებული არის.
სარგის თმოგველი.
ის არის ორტელიშვილის მიჯნურის და, გასათხოვარია, შოთას ნათლულია და გაზდილი, მოლექსობას და სიბრძნეს ჰსჩემობს.
ყვარყვარე.
კარგია თუ მოლექსობასთან აქვს ნამდვილი სიყვარულის გრძნობა. და რაც შეეხება სიბრძნეს ქალისათვის მომატებულია, ვგონებ რომ სიბრძნე და ძლიერება არის საკუთრება კაცისა. და თუ ეს ორნი თვისებანი ექმნება დედაკაცს წრეს გასული იქნება? სარგის თმოგველი. აგრე ჰგონებთ!
ყვარყვარე.
გინდა დაგიხატოთ სახე დედაკაცისა, იმ გვარად როგორც მოგვცა ჩვენ შემოქმედმან? წარმოიდგინეთ: მჯდომარე თითისტრითა, თვალნი უნდა ცაში ეჭიროს და ლოცვას წარმოსთქვამდეს, გულზედ ეკრას ყრმა და ჰსწოვდეს ძუძუსა, და იმა რძით იზრდებოდეს სიყვარული მამისა. - თუ ამ სამზღვარს დედაკაცმა გადააბიჯა ყველა მომეტებული იქნება... რა დროა ეხლა ნეტა.
სარგის თმოგველი.
შუა ღამე არის ეხლა.
ყვარყვარე.
მე მომწყინდა ეს თქვენი ნადიმი?..
სარგის თმოგველი.
როგორ ყმაწვილო, მე ეგ მიკვირს, მხიარულება სასახლისა, დედოფლის ბრწყინვალე სხივი არ გაათბობს შენს ჭაბუკურს გულსა.
ყვარყვარე
ბატონო სარგის, ყველა უნდა მოგახსენო, მაგრამ რა მოგახსენო, განა თქვენ ვერ გატყობთ, რომ იძულებით უყურებთ ამ ანბებს.- ჩემს სახლში, ჩემს კეთილ-მეზობლებთან, ჩემს ყმასა და მამულში თვითონ მე ვარ ბედნიერი მეფე! ჩემი დედოფალი არის ჩემი ცოლი, რომელიც ატკბობს ამ შეწუხებულს გულსა.-
სარგის თმოგველი.
და ამისთვის ისწრაფით წახვიდეთ შინა, დაჰსტკბეთ ცოლშვილის ყურებით?..
ყვარყვარე.
იქნება გეგონოს მე შინ ქაჩუობა მიტვარდეს, საკმაოდ დაგიმტკიცეთ, ჩემი კაცობა!-
სარგის თმოგველი.
ვისი აქვს მაგაზედ ეჭვი.
ყვარყვარე.
მაშ თქვენ გგონიათ რომ მე იმისთვის შევირთე ცოლი, უჯდე აკვანთან და ყურს უგდებდე იმის ნანა ნანასა!
სარგის თმოგველი.
საკურველი ხასიათი გაქვს, მაშინვე წამალსავით იფეთქამ!..
ყვარყვარე
არა ბატონო სარგის, მე თქვენზედ არა ვარ გაჯავრებული, ფილასოფოსი კაცი ბძანდები, კარგათ ჰხედავ რა მდგომიარობაში არის საქართველო!.. ღმერთო გუშინ არ იყო, გუშინ საქართველო ამპარტავნებდა ბრწყინვალისა დიდებითა... ხედამ თამარის ქალსა თავის ბიწიერებასთან დაამხობს საქართველოსა!.-
სარგის თმოგველი.
ჩუმათ იყავ ყვარყვარე ღვთის გულისათვის, შენი მეფეა, და ნათესავი.
ყვარყვარე.
მეც მაგისთვის მეწვის გული! ყოვლად შემძლებელო ღმერთო! თავისუფლებამ როგორც შესცვალა რუსუდან? - ოჰ სარგის თუ შენ ის გეცნო როდესაც ჰყვანდა დედა მეფედ და ძმა გიორგი, მაშინ იტყოდით, რომ ყოველფერში უპირატესობდა დედასა და ძმაზედ.- ახლა...
სარგის თმოგველი.
კარგი ახლა ვეღარას მოვეწევით წავიდეთ. (გავლენ) (ისმის ხმა საკრავისა, გამოვა რუსუდან დედოფალი, მოზდევს ორტელიშვილი, მოსდევენ, მარიამ, მელანია, შანშე ვარამ და სხვანი დარბაისელნი, და ქალნი, შიგნით ჰსჩანს სიდონია და ავაგ სპარსალარი. დადგებიან ჯგუფ ჯგუფად... წინ დადგებიან რუსუდან და ორტელიშვილი.
ორტელიშ.
ნუ მტანჯავ რუსუდან, ვითა მზის სხივი დაჰსწვამს მდელოსა, ისე გულს მიწვავს შენი თვალები, ოჰ თუ შენ იცოდე როგორ მიყვარხარ.
რუსუდან.
(სიცილით) ცოტა უკან დადექ, მართლა არ დაიწვა.
შანშე.
(ელაპარაკება ელენეს) ერთი ჰსწორეთ მითხარ, გაფიცებ მაგ შავ თვალებს, მართლა გძულვარ?..
ელენე.
არა.
შანშე.
მაშ გიყვარვარ.
ელენე.
არა...
შანშე.
საკურველია ორჯელვე არა, მაშ გეტყობათ სიყვარული არ ანთებულა თქვენ გულში!
ელენე.
როგორ არა!
შანშე.
მაშ სიტყვით ჰსთქვით, ნუ მორცხობთ, გიყვარვარ თუ არა!
ელენე.
რატომ!
შანშე.
(იქით.) რა გამბედავი შეიქნენ ჩვენი ქალები. (რუსუდან აქამდის ელაპარაკებოდა ორტელიშვილს ჩუმად.)
რუსუდან.
თქვენ მართალს ანბობთ.- ხშირად ზმანებას მოაქვს სხვა და სხვა მშვენიერნი სახენი; მაგრამ დილის ნიავი განსდევნის მათ, როგორც სიზმარი არის ოცნება, ეგრეთვე სიყვარული არის დაუდგრომელი.
ორტელიშვილი.
ცოცხალს სუდარას მაცმევ, რადგან სიყვარული არა გწამთ! (ისინი ლაპარაკობენ გამოვლენ სიდონია და ვარამ.
სიდონია.
ნუ ცდილობ მომატყუო, ჰსწორეთ მითხარ რას ელაპარაკებოდი იმ ქალსა.
ვარამ.
ღმერთო დამიფარე.
სიდონია.
კარგი გასტყდი.
ვარამ.
მე დასაფიცარი არა მაქვსრა, ელენე ხომ იცი მოლექსობას ჰსჩემობს, რაღაც დაუწერია მეუბნებოდა უნდა წაგაკითხოო.
სიდონია.
გგონია მაგისთანა სიცრუე დაგიჯერო, დამაცა ერთი მივიდე შინა მე გადაგიხდი.
შანშე.
(მიმა ვარამთან) რა დაგმართვია ვარამ თითქო გაცივებს.
ვარამ.
არა ისე ღვინისგან თითქო თავბრუ მეხვევა.
რუსუდან.
(ორტელიშვილს) ნუღარ მეტყვი შენ სიტყვებში არის საწამლავი და სიკვდილი მე არ მინდა ყური გიგდო.- დავიღალე მინდა დავისვენო.
ორტელიშვილი.
აი ტახტი მზათ არის მობძანდით დედოფალო. (დაიდებს გულზედ).
დედოფალი.
სად არის.-
ორტელიშვილი.
(გულზედ.) აი აქა.
დედოფალი.
არა ჯერ ჰსწორე ტაზტზე ჰსჯობია! (ავა ტახტზედ დაჯდება) თქვენ აქ დარჩით, გთხოვთ თქვენც დარბაისელნო, ქალებო მობძანდით დავისვენოთ და გავატათოთ(გავატაროთ) დრო მუსაიფობით, ხედავ ყვარყვარე როგორ პირქუშად დადის, გაჯავრებული ელაპარაკება თმოგველსა.-
სიდონია.
საშინლად ამპარტავნობს, რაც იმან ერთხელ გაიმარჯვა ოსმალებზედ, ხედავთ დედოფალო რაც ცოლი შეირთო არა კადრულობს ყურებას.-
დედოფალი.
როგორ ყვარყვარემ ცოლი შეირთო?
ორტელიშვილი.
რას ბძანებთ მართლა, მაგ ამპარტავანმა მუმბერაზმა, რომელიც თავის თავის შესაფერ საცოლეს ვერა ჰპოვებდა სასახლეშია და ბატონისშვილებში!..
სიდონია.
დიახ ჰსწორეთ.
დედოფალი.
როგორ მე არ შემატყობინა? ვისი ქალია მაგის ცოლი.
სიდონია.
ჯერ ეგ არ ვიცი.
დედოფალი.
აქ მოდის მოდი ვკითხოთ.-
სიდონია.
მე ვკითხამ იმას.
გამოსვლა 3.
იგინივე ყვარყვარე და სარგის თმოგველი.
ყვარყვარე.
ჭაშმარიტად, ღვინო ასე არსად მომკიდებია. - ბატონოსარგის ხედავ ამ სასახლის პანპულაებს, ქალებს შეხედე რა რიგათ გაბღინძულან, თითქო გამაძღარი ბატები საკენკს შემდგომად ისე აუღიათ თავები.- არა წავიდეთ ჩემს ტყეში, მე აქაური ჰაერი დამახრჩობს.
სარგის თმოგველი.
ეხლა ასე ღამეში სად უნდა წავიდე.
დედოფალი.
ათაბაგო ყვარყვარე.
ყვარყვარე.
ვიღაც მიძახის!
სარგის თმოგველი.
დედოფალი გიბძანებს.
ყვარყვარე.
(მივა და დაუკრამს თავსა მძიმეთ) რას მიბძანებთ დედოფალო!
დედოფალი.
მიბძანეთ ჰსწორეთ ბატონო ათაბაგო! ვინ იქმნა მძლეველი უძლეველის გულისა.
ყვარყვარე.
არ მესმის დედოფალო!
დედოფალი.
თქვენ ცოლი შეგირთავთ?
ყვარყვარე.
ვინ მოგახსენათ.
დედოფალი.
როგორ მაშ სიცრუეა?
ყვარყვარე.
არა, დიახ შევირთე ცოლი - რა საკვირველია? იქნება გგონიათ მე მცხვენიან თუ.- სულ არა დედოფალო! ჩემს ცოლსა ჰქვიან მართა! მშვიდი, მორჩილი, ნარნარი, ღვთის-მოყვარე, წყნარი, და გონიერი: მე ბევრი ქალი მინახავს, მაგრამ მგზავსი არსად.- იმისი მამა მენახშირე არის; მაგრამ რას დავსდევ, თუ ერთი წვეთი სისხლიც არ არის იმაში აზნაურობისა...
მარიამ.
საშინელია!
შანშე.
გლეხის ქალი!
სიდონია.
გულს მეყრება, აგრე გვარის შეურაცხება.
დედოფალი.
(შანშეს) თქვენ ათაბაგისგან მიიღეთ მაგალითი და ნუ ხართ მტერი მდედრთა.
შანშე.
ქორწინება ხუმრობა არ არის!- არა ბატონო ელენე!
ელენე.
დიახ!
შანშე.
იჭვი არ უნდა თქვენ მენახშირეს არ შეირთავთ.
ელენე.
ახ! არა.
ყვარყვარე.
(სარგის თმოგველს) რას ჩურჩულობენ, ღმერთსა ვფიცამ, იქნება მე დამცინიან.
სარგის თმოგველი.
შენგან არ მიკვირს, ხომ კარგათ იცნობ ქალებსა, თავცარიელნი როხვენ, შეექცევიან, დეე იცინონ შენ რას დასდევ!
დედოფალი.
რადგან თქვენ გინდათ კარგი ვეცდები... ბატონო ათაბაგო! თქვენ ძალიან გვაწყინეთ ჩვენ რომ არ შეგვატყობინეთ თქვენი ქორწინება; და არ გაგვაცანით თქვენი მეუღლე; ეს მაინცა ჰქენით გვიანბეთ სად იპოვწთ ისეთი საუნჯე.-
ყვარყვარე.
რადგან ისურვებთ დედოფალო გიამბობთ ყველას; მე არ შემრცხვება ამ სამის წლის წინათ ჩემნი ყმანი მეხვეწებოდნენ ცოლი შემერთო; ამისთვის რომ ჩემი გვარი არ ამოწყვეტილიყო, დიდხანს ვეძებდი და ვერ შევხვდი ჩემს ბედსა; არავინ მომეწონა.-
მარიამ.
(იქით) რა საშინელი უხდელია.
ელენე.
ამპარტავანი.-
დედოფალი.
ჩვენ მაგიერს გადუხდით (ორტელიშვილს რომელიც აპირებსწასვლას) აქ დარჩით. - მერე ვარყვარე ბრძანეთ.-
ყვარყვარე.
ერთხელ ვიყავ მოწყენილი და წაველ ტყეში.- მხლებელთ მოვშორდი და ვეძებდი მეპოვა რამე გულის გასართობლად.- უეცრად მივადეგ ერთ წყაროს; ცხენი შედგა; შევხედე და რა დავინახე დედოფალო? ჩემს წინა სდგას ქალი, ის იყო უმშვენიერეს მაისის დილისა და არ იცოდა უმანკომ მშვენიერება თვისი; ეხლა ის ქალი ჩემი მეუღლე გახლავთ... წყაროსთან იდგა დაფიქრებული.-
დედოფალი.
(აქეთ ხალხს ნელის ხმით) იჭვი არ არის უთუოდ იბანდა მჭვარტლიან პირსა და გულსა.
ყვარყვარე.
(სარგის თმოგველს) მითხარ ესენი ასე რას ჩურჩულობენ? - და ბრუნდეთ იყურებიან უთუოდ მე დამცინიან.-
სარგის თმოგველი.
შენ ყოველთვის ცუდ მხარესა სთარგმნი ამათ მხიარულებას დაანებე თავი დაეხსენ შეექცნენ.-
დედოფალი.
(მოდარბაზეთ) დასცხერით კმარა, მიხვდება თქვენს სიცილსა, მოიცა პატარა კიდევ შეგვაქციოს... მერე ყვარყვარე ბრძანეთ.-
ყვარყვარე.
მე თქვენ მოგახსენებთ.- ის იდგა წყაროსთან ავსებდა კოკას მდიდარნი და ხშირნი თმანი ღადოდ გარდმოჰფენოდა მხრებზედ აჩრდილებდნენ გულსა მისსა; მხარზედ აჯდა მტრედი, გრძელი ტანისამოსი თითქმის ფეხებამდის ჰფარავდა შურით მშვენიერსა სითეთრესა მისსა მე ვსთქვი: ეს ქალი უნდა იყოს მშვიდი და მორცხვი; უეცრად ქარმა მოჰბერა და ააღელვა წყარო, სახე იმ ქალისა ეტყობა გამოსჩნდა მახინჯურად წყლისა სარკესა იმან დაიწყო სიცილი უხაროდა და სტკბებოდა გულითა; მე ვსთქვი ეს ქალი არის უმანკო და მარტივი.-
შანშე.
საბრალო ქალი.-
ყვარყვარე.
მოისმა საღამოს ზარი, და უეცრად ეს ქალი დასწყნარდა; თმანი გარდაიყარა უკან მშვენიერისა პირისაგან და თვალნი მიაქცია აღმოსავლეთისაკენ და ნაზითა ტუჩებითა დაიწყო ლოცვა; ღვთის მოყვარეცა ყოფილა ვსთქვი მე; დაასრულა ლოცვა, ნაზითა ბაგითა დაუწყო კოცნა მტრედსა და მიიკრა გულში; ვნახოთ ქოხიდგან დაუძახეს მართავ? მაშინვე წამოხტა და სირბილით წავიდა თავის ქოხში; უკან გამოუდგა იმისი ფრთიანი მეგობარი და მიეფარნენ ჩემგან.- მორჩილებაცა ჰქონია ვიფიქრე მე და წამოველ შინა.-
დედოფალი.
ჭეშმარიტად ყვარყვარე უცხოთ გვიანბობ ლამის ყველამ მონაწილეობა მივიღოთ ამ ქალზედ და ცხადად წარმოგვიდგენ არა მიმხედი მჭვარტლიან პირისა ლამაზი ყოფილა და უცხოდ ჰსცოდნია პანჭყალი, როგორც იხვს წუმპეში.-
მარიამ.
ჰხედავთ რა რიგათ გაცოფდა დედოფალო! ალ მული ასდის პირზედ.-
დედოფალი.
დეე! აგრე ურჩევნია.-
ყვარყვარე.
(სარგის თმოგველს) ოჰ თუ არ იყოს დედაკაცი...-
სარგის თმოგველი.
კარგი შენს გულს ნუ აჰყვები.-
დედოფალი.
მერე ბატონო ათაბაგო დაასრულე თქვენი ამბავი.
ყვარყვარე.
(იქით) მოვა დრო როცა მე თქვენ დაგცინებთ.- (დედოფალს) დილით შევყარე ჩემნი ყმანი და დართულ დაკაზმულნი როგორც მეკადრებოდა ცხენებით დაფ-ნაღარით და მივედით სადაც ის მშვენიერი ქალი იდგა; მიველ ღარიბ სახლში: ქალი იჯდა თავის დედმამასთან; ბრმა იმის მამა ვარდებ გაშლილს ღვაწზედ ჰკოცნიდა; დედა თამაშობდა იმის თმებითა და ის ეხვეოდა ჰკოცნიდა დედ მამასა; მე გავბედე წავდექ წინა და უთხარ; შეგიძლიან მართავ მე შემიყვარო რომ შეგირთო? ქალმა შემომხედა გონიერის თვალებით და თითქო უნდა შეეტყო სიმართლე ჩემის სიტყვისა, გაწითლდა და თავი ჩაღუნა; მე კიდევ ვკითხე შეგიძლიან მართავ დაუტევო დედ მამა ქმრისათვის? მეე? მითხრა იმან რატომ; შეგიძლიან მართავ იყო მორჩილი შეიყვარომდა პატივი სცე ქმარსა, მართამ მიპასიხა, დიახ შემიძლიან. მაშინ მე ვაკოცე, მშვენიერს საცოლესა ჩემსა; მოხუცთ დედ მამათ მაშინვე დაგვლოცეს, მე გამოვიყვანე ქოხიდგან წარუდგინე ჩემთ ყმათა; აი ძმანო ჩემი ცოლი; აი თქვენი მთავრინა; ღმერთმა გაკურთხოთ დაიყვირეს ხალხმა; წავედით და იმავე დღესვე დამწერა ჯვარი სახლისა ჩემისა მღვდელმა.- აი დედოფალო ასე იყო ჩემი ქორწილის ამბავი.-
დედოფალი.
მოგვილოცავს გულითა ყვარყვარე და ვისურვებთ რომ თქვენი მართა იყოს ეგრეთვე აღნთებული თქვენდამი სიყვარულითა, როგორც ფიჩხის კონა თონეში-
სიდონია.
სხვა რაღა უნდა; იმ ქალს მიუტანია თქვენთან სიყვარულიანი გული დამწვარი როგორც ნახშირი.-
ელენე.
იცით ბატონო. ყვარყვარე! რას გირჩევთ! თქვენს ბეჭედში ეს ლექსი დაურთეთ.-
მე ვარ მთავარი ახალციხისა.
ცოლად მყავს ქალი მენახშირისა.
ყვარყვარე.
(გაჯავრებულს უნდა წასვლა დედოფალი მიატანს)
დედოფალი.
(ჩამოვა და მიდის) მოითმინეთ ყვარყვარე შინ რომ წახვიდეთ თავი დაუკარი დედოფლის მაგიერ მენახშირის ქალსა!(გავა)
ყვარყვარე.
უმალესს საწამლავს მიუტან, ხანჯალსა. ვინემ დედოფლის თავის დაკვრას.
სარგის თმოგველი.
შენ გადირიე.
ორტელიშვილი.
თავხედო, შენ ღირსი ხარ სიკვდილისა!
ყვარყვარე.
ვინა? მეე? ვისგან შენგან? აი მზათა ვარ! (გაისმენ ხლმებს ხელსა ქალები წივიან სხვანი დარბაისელნი იჭერენ, შემოვა ავაგ სპარსალარი!)
ავაგ.
რა ანბავია, არ იცით სადა ხართ... ჩააგეთ ხლმები.. ეს რას ნიშნავს დარბაისელნო.
ორტელიშვილი.
სპარსალარნო, ათაბაგმა დაივიწყა რომ არის თავის მეფის სასახლეში, ჰაგბედა შეურაც-ყოფა დედოფლისა სასახლისა.
ავაგ.
ეგ არ შეიძლება.
სიდონია.
დიახ სპარსალარო! ჩვენი უბრალო მხიარულობა და მასხარაობა ეწყინა და სიტყვით შეურაც-ჰყო დედოფალი.
ავაგ.
თქვენ რას იტყვით ამაზედ ათაბაგო!
ყვარყვარე.
დიახ მართალია, ეს ქალები დამცინოდნენ, დედოფალმა ჩემს ცოლს აგინა, და ამისთვის მეც ვერ მოვითმინე და მიუგე პასუხი.
დედოფალი.
(გამოვა და ყვარყვარეს ეუბნება) შენ შეურაც-ჰყავ სახლი ჩემი? სახლი შენის მეფისა?
ყვარყვარე.
რისთვის შეურაც-ჰყავით ჩემი ცოლი? რისთვის დასცინეთ ამ თავსა, და ერთგულსა ტახტისა შენისასა, რისთვის დასწვით ეს მკერდი, მრავალჯერ დაკუწვილი, და სისხ დათხეული მამულისათვის!- ჩემი ცოლი თუმცა არის ქალი მენახშირისა, მაგრამ არის ერთგული ჩემი, არის კეთილზნიანი, სავსე სიყვარულითა, სავსე ყოვლისა კეთილსათნოებითა, და გარწმუნებთ დედოფალო არის უმაღლესი მაღალთა შთამომავალთ ქალთა ზედა,-
ქალები.
ხედავთ პირშიაც გვძრახავს ჩვენ, თითონ დედოფალსაც.
სარგის თმოგველი.
ნუ გადირიე.
ყვარყვარე.
რად მიწყრები დედოფალო! ნუ მიყურებთ მრისხანის თვალითა, ჭეშმარიტებას არა აქვს შიში.- და გეფიცებით ჭეშმარიტებასა; თუ ამ სოფელში არის ფასი მაღალ სათნოიანის დედაკაცისა, მაშინ ჩემი ცოლი იქნებოდა ღირსი გვირგვინისა.-
ყველანი.
ახალი შეურაცხება!
ავაგ.
თავხედო! კმარა, მოდი დაემხე წინაშე დედოფლისა, და მოსთხოვე შენდობა.
ყვარყვარე.
შენდობა? რათა, მე მართალი ვარ.
ავაგ.
შენ მოსთხოვ შენდობას...
ყვარყვარე.
ძალად? მალე ცა დამატყდება თავზედ!
დედოფალი.
(აქამდის ფიქრობდა) მოითმინეთ სპარსალარო, რადგან მე ვარ მიზეზი ამ გვარის შფოთისა, მევე უნდა გადავსწყვიტო, არა ყვარყვარე თქვენ ბოდიშს ნუ მოიხდით, მე დავიჩოქებ გლეხის გოგოს წინა.
ყვარყვარე.
რას ბძანებ დედოფალო.
ყველანი.
ეგ არ შეიძლება.
სიდონია.
რას ბძანებთ დედოფალო.
ორტელიშვილი.
დედოფალო თქვენ ხუმრობთ!
დედოფალი.
ჯერ მათქმევინეთ რაზედ არის საქმე, მე დავიჩოქებ თქვენის ცოლის წინა თუ დაამტკიცებთ თქვენ გამოცდითა, რომ მართა არის კეთილ-სანდომიანი და სავსე თქვენის სიყვარულითა და არის ერთგული, თუ თქვენ დაამტკიცებთ ჭეშმარიტად მე მუხლ მოყრილი თავს დაუკრავ!
ყვარყვარე.
ინებეთ მე ეხლავ საქმით დაგიმტკიცებთ.
ავაგვ.
ტყუილად კისრულობ მაგ პირობას ყვარყვარე, ჰსჯობს ეხლავ მოსთხოვო ბოდიში დედოფალსა.-
დედოფალი.
ამას გეტყვით. პირობა რომლითაც გამოიცდება შენი ცოლი არ იქნება ადვილი, ეხლა არ შემიძლიან მითხრათ, გთხოვთ მობძანდეთ პატარას ხანს უკან ჩემს სენაკში, და თქვენცა დარბაისელნო იყავით მოწამენი ჩვენ სანაძლეოზედ და თქვენ შანშე და ვარამ გაჰყევით ყვარყვარეს და გქონდეთ ყურადღება ანგელოზს ქვეყნად ჩამოფრენილს მაგის ცოლზედ; მაგრამ კიდევ გეტყვით ათაბაგო ძნელი გამოცდა იქნება მართასათვის და იქნება ვერ აიტანოს.
ავაგ.
კარგი დაიმშვიდე ეგ ამაყი სული ყვარყვარე, ჰსთხოვე შენდობა დედოფალს, ნუ მიიყვან შენს მეუღლეს, განწირულებადმდე. შენთვის ერთგულს გულს ნუ განჰგმერ.
ყვარყვარე.
მე ვერავინ შემაშინებს, ყოველი თქვენი გამოცდა, მე თავს ვსდებ ჩემი მეუღლის მაგიერ, მართა სიცოცხლეს არ დაზოგავს ჩემთვის, მე ამაზედ დარწმუნებული ვარ, თავის საყვარელი სასტიკის შემთხვევით დამარწმუნა, იმისმა ბრმა ბებერმა მამამ სიტყვით მაწყინა, გავაგდე სასახლიდგან, მართა ტიროდა და იყო ჩუმათ.- გნებავთ უმეტესი შეიტყოთ, ერთი წელიწადი არ არის რაც მე გავხდი ავათ ძველის დაჭრილობითა და თითქმის საეჭო იყო ჩემი სიცოცხლე, ამ დროსვე მართას მოხუცებული დედა გაუხდა ავათ კვდებოდა, ქალი დაიბარა უნდა დაელოცნა სიკვდილის ჟამსა, მაგრამ მე მხედავდა მომაკვდავსა ერთი ბიჯი არ გადასდგა ჩემის საწოლიდგან, ვინემ ქმარი არ მოურჩა, დედა მოუკვდა ვერა ნახა, ვერ დეელოცვინა ჩემის გულისათვის, და მე კიდევ ეჭვი უნდა მქონდეს ჩემ მართაზედ, რაც უნდა დიდი გამოცდა იყოს, ყველას აიტანს დიდ სულოვნება ჩემი მართასი, მე წინათვე ვამპარტავნებ რომ მოვიგებ სანაძლეოს.-
ავაგ.
ჯერ ნუ იკვეხი.
სარგის თმოგველი.
საქმით ხომ გიჩვენა, ბრმა მორჩილება ერთგულება და ნარნარი სიყვარული, რათ გინდა კიდევ დასტანჯო, ახლის განასაცდელებით, ათაბაგო ყველასა აქვს ზომა, თვითონ მოქნილი შვილდიც გატყდება თუ მაგრა მოჰსწევ.-
დედოფალი.
გადაწყდა, თუმცა ვსწუხვარ, მე მიზეზი მექნება ვნახო თქვენი სახლი და სამფლობელო, არ მინდოდა ცრემლი მენახა თქვენ სახლში.- აბა ახლა წამობძანდით დავსდოთ პირობა. (ქალებს) ამ გიჟ ხარს შევაბამთ უღელში.- (იცინის და მიდიან).-
მოქმედება 2.
(ღამე ფისოსი ანთია, რომელიც ანათებს დარბაზსა, ერთ მხარეს დიდი კარები და მეორე მხარეს პატარა.-
მართა.
ნეტა რა არის მიზეზი იმის დაგვიანებისა, რა საშინელი ბნელი ღამე არის, ასე რათ დაიგვიანებდა? ხომ არა შეემთხვარა? ფეხის ხმა ისმის, ეს ის არის უთუოთ. (დიდი კარები გეეღება და ივანე შემოვა).
მართა.
ივანე დიდიხანია შენ გელი!
ივანე.
ასეთი ბნელი ღამე იყო, რომ ძლივ გზა გავიგნე, საშინელი ავდარი უნდა მოვიდეს ამაღამ.-
მართა.
რა მომიტანე ანბავი, ნახე საწყალი ბრმა მამჩემი?
ივანე.
დიახ ვნახე მე ისა, ჩრდილ ქვეშ იჯდა, გვერდით უჯდა პატარა ბიჭი წინა მძღვარი.
მართა.
შენ იმას ელაპარაკე? ვერ დაამშვიდე იმის მრისხანება ჩემზედა?
ივანე.
იმისი მოუდრეკელი ხასიათი მოგეხსენებათ; მე ჯერ ალერსიანათ მომექცა, მე მიალერსებდა; მაგრამ როცა მე თქვენ თავს მოვაგონებდი, შუბლი შეეჭმუხვნებოდა, მერე მწარის ღიმილით მითხრა მე: ასე უთხარ მე ყვარყვარემ თავის სახლიდგან გამამაგდოო და მე იმდენი ამპარტავნება მაქვსთქო, რომ იმის დერეფანს აღარ შეაბიჯებს ბრმა მოხუცი მამაშენითქო, აღარ მოვეხვევი უმადლოს ჩემს ქალსათქო.
მართა.
მაშ მაგას მე მაბრალებ, რომ გავაგდე! მართალია ჩემ ქმართან გაჯავრებულ დროსა რაღაც წამოჰსცდა; ჩემ ქმარს ის ეწყინა; იმასაც წამოსცდა ერთი სიტყვა. გადი ჩემი სახლიდგანაო, დიდიხანია ნანულობს.
ივანე.
ეგენი ყველა ვუთხარ და შევაგონე, მაგრამ თავის ნება ხასიათი აქვს, არ გაიგონა და ასე დამყარებული არის თავის გონებაში ვითომ იმის გულისათვისაც არა ნახეთ თქვენი დედა მომაკვდავი.-
მართა.
ოჰ! რა რიგათ არის შემცდარი; ღმერთი არის მოწამე მე მხოლოდ სიყვარულისათვის გავცვალე ქოხი სახლზედ; სიყვარული არის უძვირფასესი ჩემთვის ოქროსა და პატივზედ; და მე სიყვარული ვიპოვე ყვარყვარეს გულში და იმის სიყვარულის მიზეზით მოვაკლდი უკანასკნელს მომაკვდავს დედი ჩემის დალოცვას.-
ივანე.
თქვენი სინდისი არის წმინდა; იყავით თქვენ დამშვიდებული, მამა თქვენი ოდესმე შეგიბრალებთ მე ეს შევიტყე მალმალ მკითხავდა თქვენს შვილზედ.-
მართა.
როგორ! იმან ჩემი შვილი იკითხა?
ივანე.
დიახ მე მაგის იმედი მაქვს რომ შეგიბრალებთ.
მართა.
მადლობ ნუგეში მეცი იმედია წადი დაისვენე დაღალული იქნებით.
ივანე
ღმერთმა გაკურთხოს, ღამე მშვიდობისა.- (გავა). (მართა მარტო.)
მართა.
დედა მამიკვდა სიკვდილის ჟამს ვერა ვნახე; ოხ! დედავ! თუ ზეცით მხედავ შენ განსვენებულო ჩემო ანგელოზო; შემინდე რომ შენი მომაკვდავი თვალები მე ვერ დავხუჭე, ვერ გავიგონე შენმა ქალმა უკანასკნელი აღმოსუნთქვა (მოიწმენდს ცრემლმა) ოჰ რა საშინლად მოიღრუბლა, კარგა ღამე გავიდა, დრო არის ძილისა: მშვიდობით ყვარყვარე, ნეტა ეხლა შენ მე მიგონებ? როგორ არა, მე შენ მიგონებ, მე დარწმუნებული ვარ; ვნახო ჩემი შვილი (რო უნდა შევლოს პატარა კარებში ამ დროს შემოვა ყვარყვარე შემოჰყვება ვარამ და შანშე).-
გამოსვლა 2.
მართა ყვარყვარე შანშე და ვარამ.
ყვარყვარე.
მართავ!
მართა.
(მოირბენს) ბარონო! შენ მობრძანდი? შენ გხედავ ბატონო?
ყვარყვარე.
ხომ კარგათა ხარ!
მართა.
კიდევ მოხველ ბატონო ჩემო! ერთი კვირა მოგშორდი ნეტა მიგონებდი თუ არა, სასახლეში რაღათ მოგაგონდებოდი იმთენ მშვენიერ ქალებში; არა, მე შენ აღარ გაგიშვებ სასახლეში.- მაკოცე ბატონო! რა რიგათ დამწვარხარ გზაზედ. ოჰ! რა ბედნიერებაა, როცა გხედავ ჩემს მეუღლესა, ჩემს ბატონსა, ჩემს ხელმწიფესა.-
ყვარყვარე.
მართავ მოიხედე...
მართა.
ოხ! ჩემო სიცოცხლევ რამდენი დაჰკარგე აქ არ ყოფნით. ჩემა ტიტიკომ ხელ დაუჭერელი გაიარა ეს დარბაზი სულ შემოიცუცუნა, არც ერთხელ არ წაქცეულა.- იმისმა ბებერმა ლალამ ივანემ სიხარულით იტირა; ოჰ! ბატონო უშენოდ რა უგემურად ვიყავ მიწვენილი ათასი ფიქრები მოდიოდნენ ამ სულელ თავში; ოჰ, აბა ვნახავ შენ შვილს რა მოუტანე; როგორ, არაფერი? რა დაუდევნელი ხარ ბატონო!
ყვარყვარე.
კარგი მოიხედე ჩვენთან სტუმრები არიან ჩემი მეგობარნი მიესალმე.-
მართა.
(გაწითლდება და მიესალმება) შემინდეთ ბატონებო ამის მეტი ვერავინ დავინახე.-
ვარამ.
მთავრინავ ჩვენის მოსვლით ნუ მოიწყენთ მხიარულს შეყრას თქვენის მეუღლისას.-
ყვარყვარე.
(ვარამს) კარგი ძმაო დაუტევე სასახლის ზდილობა მე დაგარწმუნებ; უმაგისოთაც კარგის გულით გიმასპინძლებთ; არა მართავ!
მართა.
უეჭველად! ხომ არ გნებავთ ამ ოთახში მობძანდეთ.-
ვარამ.
არა ჩვენ აქ არა გვიჭირსრა.-
მართა.
აქ ჩემი შვილი წევს მეშინიან ხმისაგან არ გაიღვიძოს; არ გინდა აკოცო ბატონო!
ყვარყვარე.
მოვესწრობით; ჩვენ ცოტა დაღალულები ვართ უბრძანე ვახშამი ცოტა ადრე იყოს.-
მართა.
ეხლავ მოგართმევენ გთხოვთ არ გააღვიძოთ.(გავა)
გამოსვლა 3.
ყვარყვარე შანშე და ვარამ.
ყვარყვარე.
(დაჯდება) როგორ მოგწონთ ბატონებო მენახშირის ქალი.-
ვარამ.
მარტივ სულობა გამოხატული აქვს თავის სახეზედ.-
შანშე.
მხიარულება, მორცხობა, მარტიობა, გარეგანთა მშვენიერებათა თანა არიან შეზავებულნი მასში.-
ყვარყვარე.
მაშ არ დავიკვეხე განა დედოფალთან; ჩემი ცოლი ღირსია ქებისა, რომელსაც მე იმაზედ ვამობდი, ძლევა მე დამრჩება თქვენ ნახავთ.-
ვარამ.
თავის შვილი ძალიან უყვარს არ დაგვანებებს.-
ყვარყვარე.
(წამოვარდება) არ დამანებებს შვილსა? მე ხელს მოვიჭრი, როგორ მეწინაღმდეგება მართა; ძლევა ჩემია დარბაზ-ბატონებო, დედოფალს დავაჩოქებ მართას წინა.-
შანშე.
მაგ ნარნარს უმანკო ცოლსა, რომელმაც დაივიწყა მშობელნი შენი გულისათვის გინდა მისცეთ საწამებელად? ხანჯლით გაუზომოთ გული? რომელიც ჰსძგერს და ცოცხლობს მხოლოდ შენთვის; თვალთაგან უნდა ადინოთ ცრემლის ნაკადი, თვალთაგან? რომელნიც შენ გხედვენ მარტოკას მთელს ქვეყანაში.- მოდი გონებაზედ ყვარყვარე! ნუ გაჯიუტდები თქვენ სიტყვაზედ.-
ყვარყვარე.
როგორ? მე უკეთ ვსთქვა ჩემი სიტყვა? რომელიც ვითა შხამი გველისა, გაერთხო ძარღვებში და აღმინთო სისხლი; მე გარწმუნებთ ეხლავე თავის ნებით დაგვანებებს და მართას წინ დაიჩოქებს დეოფალი.-
შანშე.
ხვალამდის მაინც დავშალოთ ეგ საქმე, ამაღამ მაინც ნუ გაუკრთობთ ძილსა, ნუ მოუწამლამთ; თქვენის ნახვის მხიარულებასა დღეს უღმრთოობაა, რომ გამოუცხადოთ ეს საშინელი მისთვის ანბავი.-
ყვარყვარე.
მერე რა უშავს, თუ მე ცოტას შევაწუხებ იმას, დაიძინებ ცრემლითა გაეღვიძება ღიმილით, თქვენ ხომ იცით დიდ მარხვაში ვითარ მოღვაწეობაში ვარ ხოლმე მშიერ უსმელი; ჩვენ ცოლ ქმარნი ვართ ერთ ხორც და ერთ სისხლ ჩემ თავს რომ ვიწამებ, ვაწამებ ცოლსაცა, მაშ მხოლოდ მე ამას გეტყვით წაიყვანეთ ჩემი შვილი ამ ახლო სოფელში, მიეცით იქ ჩემს ძიძას იმან შეინახოს და ნუ აჩვენებს დედას. აი თითონ მართაცა.-
ვარამ.
კიდევ გთხოვ გევედრები დაეხსენ.-
ყვარყვარე.
რაც გითხარ არ შეიძლება უნდა აღსრულდეს.
გამოსვლა 4.
იგინივე და მართა.
მართა.
აი მზათ არის ვახშამი ინებეთ; რა საშინელი ბნელი ღამეა. წვიმა და ქუხილია.- (შეხედავს ქმარსა) თქვენ რატომ აგრე ბძანდებით მოწყენილი; თქვენებურად არა მხიარულებთ, ოხრავთ თავი დაგიხრიათ, აგრე მე არსად მინახევხართ მოსული; რა არის და რა დაგმართვიათ.-
ყვარყვარე.
დაღალული ვარ სხვა არაფერი.-
მართა.
არა მე ვერ მომატყუებთ; კვლავ აგრე არა ყოფილხართ რა დაგმართვიათ.-
ყვარყვარე.
ხვალ ყველას შეიტყობ.
მართა.
არა ეხლავ მითხარ ეხლავ; მე ვერ დავიძინებ მრთელს ღამესა.
ყვარყვარე.
მაშ შეიტყე, დედოფალი გამიწყრა რომ ჩემი მემკვიდრე შვილი, იქნება შვილი მენახშირისა და აი ამათ უნდა მივცეთ შვილი დედოფლის ბრძანებითა, თუ არა თავს გამაგდებინებენ.-
მართა.
(დაჩუმდება და იცინის მხიარულად) თქვენ ხუმრობთ ყვარყვარე, დამცინი მაშინებ ისე.- აბა შემომხედე ემანდა ვერ მიმართავთ თვალსა, ტუჩებს იკვნეტავ, ღიმილსა ჰფარავ; არა შენი ჭირიმე სხვა რიგათ მეხუმრე მაგ გვარი სიტყვები მაშინებს ვერ გავიგონებ.-
ყვარყვარე.
აი დედოფალმა ესენი გამოგზავნა მაგ საქმისათვის.-
მართა.
დარბაზის სულნო მართლა. ეს არ შეიძლება, თქვენ გინდათ მომტაცოთ შვილი, ქრისტეს გულისათვის ნუ მეხუმრებით მე ვერ ავიტან მაგ გვარ ხუმრობასა.-
ყვარყვარე.
ამას არა ჰსჯერა ბატონებო თქვენ უბრძანეთ რაც დედოფალმა გიბრძანათ.-
ვარამ.
ათაბაგი მართალს ბრძანებს.
მართა.
მაშ თქვენ არა ხუმრობთ შვილს მართმევს დედოფალი?.-
შანშე.
დიახ დედოფალმა გამოგვგზავნა წაგართვათ შვილი.
ვარამ.
დედოფლის ნება არის უნდა დამორჩილდეთ და მოგვცეთ შვილი.-
მართა.
ყვარყვარე და შენ ეგ იყაბულე? შენ მოინდომე? იფიქრე მისცე შენი შვილი? აღარ გინდა შენ იმის ყურებით სტკბებოდე? ვეღარ აკოცო ლამაზ თვალებში? ვერ გაიგონო შენი სახელი? შენი პირმშო შვილი; არა არ დავიჯერებ! შენ მომეტებულად გიყვარს; შენ არ ახარებდი ყველას, შენ არ აჩვენებდი იმას ყველას; არა არ შეიძლება, ვის შეუძლიან მოსტაცოს ლომს თავისი ლეკვი; არა ყვარყვარე არ დაანებებს მტრებს თავის შვილსა.-
ყვარყვარე.
არ არის ღონე მოვარჩინო, ნება არის დედოფლისა.-
მართა.
შენ სძლიე სპარსთა, შენ სძლიე სარაცინთა, სახელი შენი მოფენილია ქვეყანაზედ და არ შეგიძლიან დაიფარო შენი შვილი? რა დანაშაული აქვს ყრმასა რომ დაიბადა უბრალო დედაკაცისაგან; ყვარყვარე? შეურიგდი დედოფალსა, შესწირე თავი, სისხლი დასთხიე დაიხსენ შენი პირმშო შვილი; ის არის ჩემი სიცოცხლე და სიკვდილი.-
ყვარყვარე.
აკი გეუბნები დედაკაცო აღარა შემიძლიანრა უნდა შევსწირო შვილი დედოფლის ნება არის; ჩემი ნებაც არის.-
მართა.
ჩემი შვილიც არის, უმეტეს ჩემია, მე არავის დაგანებებთ არა, ჩემი სისხლია, ჩემი ღვიძლია, მე თვითონ ძუძუს ვაწოვებდი რამდენი ღამე უძილო იმას ვაფუფუნებდი ყოველ დღე ვაძლევდი ჩემს სიცოცხლესა, რომ მალე გამეზარდნა; არა! ეგ საშინელებაა ვერავის დაგანებებთ.- (დადგება და ჩქარა დაიწყებს ლაპარაკს) არა შვილზედ არა აქვს მეფეს უფლება; იმას როგორ უწყრება; რა ბრალი აქვს ყრმასა ჩვილსა.- მერე რას უპირებს? რას უპირებს მითხარით, რათა ხართ ჩუმათ, რას უპირებს მითხარით, რა უნდა უყოს ჩემ შვილსა.
შანშე.
დედოფალი კეთილი არის მართლ-მსაჯულია.-
ვარამ.
დრო გამოაჩენს შემდგომს; ახლა მხოლოდ უნდა აასრულოთ იმისი ნება.-
მართა.
(შეშლისათვის ჩქარა ლაპარაკობს) მე თქვენ ვეღარ მომატყუებთ, თქვენ სახეზედ გეტყობათ, მე ვხედავ ამ დასაბრმავებელის თვალითა უნდა დედოფალს ჩემი შვილის სიკვდილი.- არა! არა! ჯერ მე მომკალით ბატონო! ოჰ! შვილო ტიტიკო! შვილო! საბრალო შვილო მამა არა გშველის მამა სასტიკი, შენ გშველის დედაკაცი შენი დედა, აბა გაბედეთ ბოროტ მოქმედნო გამომგლიჯეთ ჩემი შვილი ხელიდგან.-
ვარამ.
აკი გითხარით არ დაგვანებებს თავის ნებითა მეთქი.-
ყვარყვარე.
ეხლავ ან სულ არა. (მართას) მაშ კარგი მართავ გყვანდეს შენი შვილი, შენს საყვარელს შვილს გაუფრთხილდი, დაიცე შენი შვილი როგორც გუგა თვალისა შენისა. მამის სიცოცხლე მიეც შვილის სიცოცხლეში.-
მართა.
რაო? მამის სიცოცხლე?
ყვარყვარე.
რა არის? რათ ჰკრთები? შენ ხომ შვილი დაგრჩება, როცა მე ვიქნები გაგდებული მამულიდგან უპუროდ; დამიწყებენ ნადირივით კვლევას და მე არ მექნება ალაგი უნდა დავდიოდე სოფლითი სოფლად ვინამ არ დამიჭერენ და მასუკან საძაგელი ჯალათი ამიყვანს თხემისა ალაგსა და მომკვეთს თავსა; ნუ შესწუხდები; ჩემს გვამს შესჭამენ ნადირნი; ნუ იტირებ ჩემთვის მართავ! შენ შენი საყვარელი შვილი გეყოლება; გაუფრთხილდი შენს შვილსა; ღვთის გულისათვის ჩემთვის ტირილს სად მოიცლი.-
მართა.
(გაშტერებული უყურებს რამტენსამე ხანს) შენ გაგდებენ? შენ უნდა მოჰკვდე ჯალათის ხელითა? წაიყვანეთ ჩემი შვილი.-
ყვარყვარე.
როგორ? შენ აძლევ შენს შვილსა?
მართა.
მე უნდა მივცე.
ყვარყვარე.
მე ვაჯობე. - შანშე წაიყვანე ჩემი შვილი (შანშე და ვარამ მიდიან მეორეს ოთახში მართა თან მისდევს).
მართა.
მოიცადეთ... არა წაიყვანეთ... არა დადექით! ოჰ ღმერთო! არა არ შემიძლიან მოგცეთ ჩემი შვილი.-
ყვარყვარე.
აქ მოდი მართავ. (მართა მობრუნდება დაეცემა ფეხ ქვეშა დაჩოქილი უსიტყო შესცქერის თვალებში მერე მიაკრავს თავს მუხლზედა ყვარყვარესა ამ დროს შედიან შანშე და ვარამ მეორეს ოთახში).-
მოქმედება 3.
სასახლე ჯაყელისა დარბაზი სამეფო ტახტითა.-
გამოსვლა 1.
ყვარყვარე.
(ზის სკამზედა წამოხტება) დიახ კაცმა უნდა აღასრულოს თავის სიტყვა, მე ვარ მართალი, მაგრამ რათა ვარ ასე შეწუხებული, ჭმუნვარება აწევს ამ გულსა როგორც ტყვია; მე მაწუხებს უგუნური სანაძლეო, ხანდისხან იყო დრო როდესაც მინდოდა შემეტყო და მენახა, შევხებიყავ ხელითა, რომ მართლა მარტო ჩემი სახე ჰქონდა შებეჭდილი მართას მშვენიერს და ნარნარს გულსა? ახლა თვითონ ბედმან მამცა შემთხვევა გამოვცადო; დიახ უნდა გამოვცადო.-
გამოსვლა 2.
ყვარყვარე და შანშე.
ყვარყვარე.
(შანშეს) მითხარით რა უყავით ჩემს შვილსა!
შანშე.
როგორც ბრძანეთ ისრე მივაბარე თქვენს ძიძასა, მაგრამ ვერ დავაჩუმეთ არავის უდგება სულ დედასა კითხულობს; ტირილით გვითხრა: მამა ბატონთან გიჩივლებთო, რომ დედა წამართვითო; მე ვიტირე ყვარყვარე.-
ყვარყვარე.
იტირებს ჩემი პატარა ცოტას ხანს იტირებს, მე ჩემს დანაშაულს გადავიხდი: მოვიდნენ ჩემნი ყმანი შეკრბენ?
შანშე.
დიახ სულ აქ არიან.- და თქვენს გამოსვლას ელიან.-
გამოსვლა 3.
იგინივე და ვარამ,
ყვარყვარე.
ვარამ ნახე მართა?
ვარამ.
დიახ ვნახე. –
ყვარყვარე.
რას შვება სწუხს? ტირის შვილსა? ნუ დამიმალამთ ყველა მითხარით.-
ვარამ.
მართა ფერ მიხდილია როგორც მარმარილო, ზის თავის ოთახში ძლივს სუნთქამს, დაუდგამს აკვანი წინა თავის შვილისა და უყურებს გაშტერებული.- კალთაში უნდა იცოდეთ რა უძევს! უძევს ბურთი თავის შვილისა რომლითაც გუშინ უთამაშნია, მე რომ დამინახა დამიძახა შესაძრწუნებელის ხმითა! მომეცით ჩემი შვილი ჩემი ტიტიკო! და გულს შემოეყარა.-
ყვარყვარე.
კმარა! კმარა.- ყვარყვარე შენ შეძრწუნდები დედაკაცის ცრემლითა უნდა ლბილ ჰყო შენი მტკიცე ნება; უნდა დალიოს სრული ფიალა სიმწარისა გამოცვლა არ შეიძლება ის მოვარჩინო?
ვარამ.
როგორ არ შეიძლება ერთის სუტყვით სიცოცხლეს მოუბრუნებთ უთხარით თქვენი სანაძლეო.-
ყვარყვარე.
შენ დაივიწყე რომ ჩემი პატიოსანი სიტყვა არის გირაოდ?-
ვარამ.
თქვენ დაუთმეთ დედოფალსა.-
ყვარყვარე.
როგორ! მე დაუჩოქო დედოფალს წინა.-
ვარამ.
თქვენი ამპარტავნება არის მიზეზი ამ უბედურებისა. დეე დაისაჯოს თქვენივე ამპარტავნება.
ყვარყვარე.
მანამ სული მიდგას ეგ არ შეიძლება.-
შანშე.
თქვენი მოყმენი შეიყარნენ აქ მოდიან თქვენი მოხელენი და სპანი.-
ყვარყვარე.
მე წავალ მივეგებები იმათ და თქვენ მართას ნუგეში ეცით აიტანოს ახალი უბედურება.-
შანშე.
ბატონი ხარ.-
ყვარყვარე.
აგერ ისა როგორ ნელა მოდის (გავ).-
შანშე.
რა საშინელი შეწუხებული სახე აქვს.-
გამოსვლა 4.
იგინივე და მართა მოჰყავთ ქალებსა.
მართა.
გმადლობთ ჩემის ყურის გდებისათვის ახლა აღარ ხართ საჭირო, ახლა უკეთა ვარ. ახლა გთხოვთ წაბრძანდეთ. (ქალები გავლენ მართა მივა დარბაისლებთან) გთხოვთ ბატონებო მიბრძანოთ სად არის ყვარყვარე თვითონ დამიძახა მე.-
შანშე.
ეხლავ მობრძანდება.-
ვარამ.
თქენ გვიწყრებით ბატონო, ჩვენი სახე გაშინებთ თქვენა; ჩვენ თქვენის სიძულვილის ღირსნი ვართ მაგრამ ჩვენი დანაშაული არ არის მოწამე არის ღმერთი.
მართა.
ვინ გაბრალებთ თქვენა, არა მე არა მაქვს არავის სიძულილი ვითა ქრისტიანსა, დედოფალიც კი არა მძულს.-
შანშე.
მაშ ვინ მოსწყლა თქვენი გული თუ არა დედოფალმა.
მართა.
არა არ არის დედოფალი მიზეზი; არის წმინდა ნება უფლისა რომელიც სრულდება ჩემს უბედურს თავზედ, იმან მომწყლა მე; ვისიც ძალი განაქარვებს ტახტთა და მოჰგლეჯავს გვირგვინთა ქვეყნისა მეუფეთაგან, რომლისა ხელითა შერხევითა აღმოვლენ მზენი და შებერვითა განაქრობს; იმან მომწყლა მე და არა თქვენმა დედოფალმა, მე ვიცი ღმერთმან დამსაჯა ამპარტავნებისათვის.-
ვარამ.
ვითარითა მოთმინებითა და სარწმუნოებითა ტვირთულობთ ჯვარსა უფლისასა.-
მართა.
მე? არა ბატონებო, წინააღმდეგ მე ამპარტავანი ვეძებდი იმას, რისაც არ ვიყავ ღირსი- გულსა ყვარყვარესასა. მაშ მე არ ვამპარტავნობდი რომ ყვარყვარე იყო ჩემი ქმარი? მაშ მე არ ვამპარტაენობდი ჩემის პატარა მშვენიერის შვილითა? მე, ქალმა უბრალოს გლეხისამ ასე დავივიწყე რო მე დედოფლობას ვჩემობდი, მე ვერ მივხვდი ღვთის მოწყალებასა მან მომცა ესე ბედი მოწყალებად და მე ვიფიქრე რომ ეს იყო წერა ჩემი და ამისთვის ღმერთმან შვილით დამსაჯა.-
ვარამ.
ღვთის გულისათვის დაიცევით ეგ ზეციური ნუგეში თქვნს თავზედ ჯერ სრულად არ დაცემულან სხვანი უბედურებანი, ახალთ მსხვერპლთ მოითხოვენ თქვენგან.-
მართა.
ახალთა მსხვერპლთა? ოჰ, გულო ნუ გასქდები, ღმერთო მომეც შეძლება, მითხარით მე მზათა ვარ მე ყველას ავიტან.
ვარამ.
ჩვენ ვერ მოგახსენებთ ყვარყვარე თვითონ გეტყვით.-
მართა.
ნუღარ მიმალავთ ღვთის გულისათვის ლოდინი უმეტეს საშიშო არს თვით სიკვდილისა.-
შანშე.
აი აქ შემოდიან თქენი ყმანი.-
გამოსვლა 5.
(იგინივე ყვარყვარე შემოვა, მოსდევენ თავის მოხელენი და უფროსნი მოყმენი. ამ დროს ფარდა გაიწევა და შემოვლენ სხვანი ყმანი და ჯარნი ბაირახებით, ტახტზედ (ტახტზედ ავა ყვარყვარე).-
ყვარყვარე.
მშვიდობა და გამარჯვება საყვარელნო ძმანო და ყმანო, მე თქვენ მოგიწოდეთ ჩემს სასახლეში დიდის საქმისათვის, ისმინეთ რას გეტყვით:- თქვენ კარგათ იცით მე თქვენის თხოვნით და სურვილით შემერთო ცოლი და მე დაგიჯერეთ, გამოვარჩიე ცოლად მართა. თუმცა იყო გლეხის ქალი, მაგრამ ღირსი იყო ჩემის ცოლობისა კეთილმოქმედებისათვის, რუსუდან დედოფალმა არ ინება რომ მყვანდეს მართა ცოლად და არც მიიღო ჩემი შვილი, შვილი წაიყვანეს ამისთვის რომ მენახშირის შვილმა გვარი არ წაახდინოს ჩემი და მე აღვასრულე სამღრთო ბრძანება მეფისა.- (ამ სიტყვაზედ მართა დაიწყებს კანკალსა ყვარყვარე დაჩუმდება და შემდგომ იტყვის). აი ამ დარბაისელთ მივეც შვილი დედოფალმა მიბრძანა შევირთო და ორტელის შვილისა რომელსაც თვით რუსუდან ირთავს, და თქვენ რომელნიც იყავით მოწამენი ჩემს მართასთან ჯვრის წერისა, თქვენის თანადასწრებით უნდა გაუშვა მართა.-
მართა.
(საშინელის ხმით) წინათ გრძნობანო აღსრულდით? აღსრულდით შავნო ფიქრებო!-
ყვარყვარე.
დედოფლის ბრძანებით მოგიწოდეთ თქვენ აქა, რათა აღვასრულო იმისი ბრძანება.-
1. მოხელე.
ბატონო ყვარყვარე.-
2. მოხელე.
ეგ საშინელებაა.-
3. მოხელე.
მართა უნდა გაუშვა?
ყვარყვარე.
მე გასამართლებლად არ მომიყვანიხართ, მე მოგიყვანეთ იყვნეთ მოწამენი მეფის ბრძანების აღსრულებისა. დაჩუმდით თორემ როგორც მეხი ისრე დაგეცემათ ჩემი მრისხანება. ჩუმად ყური დამიგდეთ, მოდი ახლო მართავ!
მართა.
ჩემო ბატონო! ჩემო ხელმწიფევ!-
ყვარყვარე.
შენ გაიგონე ჩემი ბრძანება.-
მართა.
მე გავიგონე დიდიხანია ველოდი, ჩემი მწარე ბედი დიდი ხანია ვიცოდი, მე მომეტებულათ ვიყავ ბედნიერი შენგან ამ სოფლისათვის კეთილ მადლიერისა სამოთხისა ზმანებითა, ვიყავ მოცული აქამდის, და აი ვითა სიზმარი განჰქრა ციური ზმანება.-
ყვარყვარე.
დღეიდგან შენ არა ხარ ჩემი ცოლი მართავ გესმის.-
მართა.
მესმის ხელმწიფევ.-
ყვარყვარე.
დღესვე წადი ჩემის სახლიდგან; დააგდე ყოველი მდიდარი სამკაული რაც მე შენთვის მომიცია ასე ბრძანა მეფემ, აქედგან წადი ასე ღარიბად როგორც ღარიბად მოხველ თანა დასწრებით მეფის დარბაისელთა და ჩემთა ყმათა განგიტევებ შენ.
მართა.
ყოველსავე დაუტევებ ჩემო ხელმწიფევ რაც ჩემთვის გიწყალობებია, დაუტევებ დიდებულს შენს მეუღლობის სახელს ყოველს ძვირფასს სამკაულს, რომელიც აჩუქქე შენს საყვარელ გლეხის გოგოს, - დაუტევებ სიყვარულის წინდასაცა, რომელიც მინდოდა საფლავში ჩამეტანა გაძლევ შენსა ბეჭედსა (გამოიძრობს და აცმევს ხელზედა) აი ეხლავ წავალ ისევ გლახად როგორც მოველ გლახად.-
ყვარყვარე.
შენი საკუთრება შეგიძლიან წაიღო.-
მართა.
მე ურმებით მზითევი არ მამყოლია დაგლეჯილის კაბით მოველ.-
ყვარყვარე.
წაიღე კაბა და ყოველიფერი ახლა ჩვენი ყოველი ანგარიში გათავდა შენთან.-
მართა.
არა ჩემო ხელმწიფევ! შენ დარჩები ჩემი საუკუნო მოვალე, ჩემი სიყვარული დარჩა შენთან... როგორც მაგ სიყვარულის ბეჭედმა ჩამჭრა ეს თითი და დაარჩინა თვისი ნიშანი, შენი სახე ისე არის ჩაჭრილი ამ გულში.
ყვარყვარე.
(იქით) მომიკლეს გული ამ სიტყვებმა.- (მართას) ყველა გათავდა წადი გამშორდი.-
ვარამ.
მე ცრემლი ვერ დამიჭერია. –
შანშე.
გული სისხლით ამემსო.
მართა.
ერთი სიტყვა კიდევ მათქმევინე- მე მივდივარ ისევ ტყეში (დაჩოქილი) მშვიდობით ყვარყვარე იყავ ბედნიერ ახალ ცოლთან, ცრემლ ქვეშ გაგიღიმდები თუ დავინახავ შენს ბედნიერებასა, თუ იმასთან უფრო ბედნიერი იქნები ვინამ ჩემთან, მაგრამ ამ ქვეყანაში ჩემსავით ვერავინ შეგიყვარებს, ჩემსავით არავინ გაღმერთებს.-
ყვარყვარე.
(შეძრწუნებულის სახით) კარგი კმარა წადი მართავ.-
მართა.
(დაჩოქილი) ნება მომეც უკანასკნელად შენს ახლო ჰაერს მაინც მოვეხვიო, ნება მომეც პატარა ხანს უყურო ჩემს მკვლელს თვალებსა, იქ შენ არ მიყურებ? შენ მართალი ხარ გებრალები არ გინდა უმეტეს მომწყლა შენის თვალებით; მშვიდობით ყვარყვარე მშვიდობით ჩემო ბატონო ჩემო ხელმწიფევ ჩემო დიდებავ.-
ყვარყვარე.
წადი მართავ წადი.-
მართა.
იყავ ნება უფლისა (მართა მიბრუნდება წასასვლელად ყვარყვარე მანტიას მიიფარებს ისმის ტირილის ხმა დედაკაცები დაუჩოქებენ წინა).-
1. დედაკაცი.
შენ დაგვიტევებ ანგელოზო ჩვენო?
2. დედაკაცი.
დედოფალო ჩვენო დედავ ნუ გაგვიშვებ.-
3. დედაკაცი.
ვკოცნი ფეხთა შენთა ანგელოზო ქვეყნად წამებულო.-
მართა.
დარეკა ჟამმან უნდა დაგიტეოთ დედანო. –
1. გლეხი.
მშვიდობით მართავ.-
2. გლეხი.
ღმერთი გფარვიდეს.-
მართა.
მშვიდობით მე ნუგეშიერის გულით მივალ აქედგან (შეხედავს ყვარყვარეს) მე ვსტირი და შენც მიტირებ მე ყვარყვარე? (მართა მიდის და ხალხი უკან მიზდევს ყვარყვარე უყურებს რომ მიეფარება ჩამოხტება ტახტიდგან მივა შანშესთან და სტაცებს ხელსა.-)
გამოსვლა 6.
იგინივე გარდა მართასი.-
ყვარყვარე.
ოჰ! მე სასტიკად მოვიქეც შანშე არა? ოჰ საშინელი უსამართლობა ვჰქენ.-
შანშე.
ამ ამპარტავნებამ სადამდის მიგიყვანა. შენი ფეხით გასჭყლიტე ქვეყნიური ანგელოზი.-
ყვარყვარე.
ეს რა ხმა არის, საყვირის ხმა მესმის.-
ვარამ.
აი თქვენი გალავანი ჯარით აივსო დედოფალი მობრძანდება აგერ ორტელი შვილი გვერდით მოზდევს.-
ყვარყვარე.
უდროო სტუმარია.-
შანშე.
მართლა დედოფალია აი ცხენიდგან ჩამოხტა მართა შეხვდა არც კი შეხედა, წავიდეთ მივეგებნეთ (რო უნდათ გასვლა დედოფალი შემოვა).-
გამოსვლა 7.
(იგინივე და დედოფალი. მას მოზდევს ორტელი შვილი შემოჰყვებიან ქალები და დარბაისლები ყვარყვარე შანშე და ვარამ მიეგებებიან).-
დედოფალი.
არ ვიცი გიამათ თუ გეწყინათ ჩემი მოსვლა, მაგრამ ჩვენ გვჯერა რომ სტუმრის მოყვარეებას მტკიცედ დაიცვავთ და მტერსაც მისცემთ ადგილსა თქვენს სახლში და მასთან მოგიტანთ ახალს ანბავსა (აჩვენებს ორტელის შვილსა) ეს არის ჩემი ქმარი ვიცით სიამოვნებით მიიღებთ ჩემს აღმორჩევას.-
ყვარყვარე.
(უკუ დგება და დაუკრავს თავსა) ღმერთმან ბედნიერ ჰყოს ქორწინება თქვენი და სცხოვრებდით კეთილ-დღეობით მრავალთა დღეთა შინა ბედნიერ, რათა კეთილ მართვიდეთ საქართველოსა, ინებეთ დედოფალო აი ტახტი, სახლი, მე და ყოველნი ქვეშე ვრდომნი ჩემნი ვართ მზათ სამსახურისათვის მეფეთა ჩემთა.-
დედოფალი.
მადლობელი ვარ რომ კეთილის გულით მიგვიღებ, მაგრამ მითხარ ყვარყვარე რა მიზეზისათვის არიან შეკრებილნი ეს ხალხნი, დღესასწაული არის რამე, თუ ნადიმი გაქვს ან სამსჯავრო დიდი რამე: ვიღაც დედაკაცი მიჰყვანდათ და ხალხი შეუდგებოდა; ვინ იყო ისა.-
ყვარყვარე.
ჩემი ცოლი მართა, რომელსაც შვილი წავართვი და თითონ გავაგდე თანა დასწრებითა თქვნ (თქვენ) დარბაისელთა და ჩემთა ყმათა.-
დედოფალი.
როგორ ის მართა იყო?-
მარიამ.
იმან თქვენ შვილი მოგცათ?
ვარამ.
გასაშტერებელის მოთმინებით, თუმცა ცრემლითა, მაგრამ შვილი შესწირა მსხვერპლად მამისა.
ორტელიშვილი.
როგორ თავის ნებით?
ვარამ.
დიახ თავის ნებით, უყვედრელად დაემორჩილა თავის ბედსა და განსჯასა. თავის მტანჯველთ კიდევ ლოცვიდა.-
შანშე.
ჭეშმარიტებას გაფიცებ.-
განგრძელება შემდგომში.